Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > აგრობიზნესი > ხეხილის ნერგები


Posted by: marituna 16 Oct 2017, 00:21
გამარჯობა.
თუ იცით სად იყიდება ხეხილის კარგი ნერგები.
მიმასწავლეთ smile.gif

Posted by: levani169 16 Oct 2017, 01:01
უფ,ახალი მეურნე მანდილოსანიც შეგვემატა,მივესალმოთ მეგობრებო! biggrin.gif (ვგიჟდები გოგო რომ ნერგებს ეძებს)

Posted by: marituna 16 Oct 2017, 11:43
levani169
გიჟდები და მომეხმარე ძებნაში biggrin.gif


* * *
https://www.mymarket.ge/ka/product/view/11068097/

ეს ვნახე , ნეტავ კარგი ნერგები აქვს. . . დავურეკე, გორის რაიონში ვარო.

Posted by: სემირამიდა 11 Nov 2017, 21:21
დავპოსტო რამე თუ გამოჩნდა

მე ვეძებ ნუშის , წაბლის, ცირცველის (გაიხარა,მაგრამ აგვისტოში გახმა, ცუდ დროს დავრგე .დავაგვიანე) ქლიავის და უეკლო მაყვლის ნერგს. ასევე რამე კაი დეკორატიული ხვიარა ყინვაგამძლე მინდა . თუ მარადმ ვანე უკეთესი

Posted by: vixn 11 Nov 2017, 21:40
სემირამიდა
უეკლო მაყვალი თუ ბევრი არ გინდა, შემიძლია სხვა რამე ნერგში გამოვცვალო, ან ისე გაჩუქებ, თუ არაფერი გაქვს .

Posted by: levani169 11 Nov 2017, 23:48
marituna
QUOTE
გიჟდები და მომეხმარე ძებნაში

ორხევისკენ ალუჩის ნერგები იყიდა ჩემმა მეზობელმა და რომ ვნახავ ვკითხავ კონკრეტულ მისამართს.
შენ მაინც რა ხეხილი გაინტერესებს რომ დაკონკრეტდე?

Posted by: სემირამიდა 18 Nov 2017, 00:13
vixn
არა თითო- თითო ან ორ- ორი მინდა ბევრის არც ადგილი მაქვს და თან რომ გაიხარებს მერე შევხედავ და იმის მიხედვით გადავწყვეტ მე ჯერ არაფერი მაქვს მაგრამ შემიძლია ავოკადოს კურკისგან ძალიან საყვარელი ხე გავაკეთო და მეც გაჩუქოთ ( ჩემთან უკვე ამოვიდა ქოთანში და ძალიან მომწონს )

მადლობა 2kiss.gif

Posted by: vixn 18 Nov 2017, 01:02
სემირამიდა
როცა დაგჭირდებათ შემეხმიანეთ, მოგაწოდებთ მაყვლის ნერგებს, სამაგიერო საჭირო არაა, ავოკადო ჩვენთან ცოდოა, გაიყინება.

Posted by: სემირამიდა 18 Nov 2017, 17:46
vixn
აუცილებლად smile.gif მადლობა კიდევ ერთხელ

ახლა ავად ვარ რომ გამოვკეთდები და გავალ "სახნავ–სათესად" შეგეხმიანებით smile.gif)

QUOTE
, ავოკადო ჩვენთან ცოდოა, გაიყინება.

ოთახში მიდგას უკვე სამი წელია ან ორი და მარტო ფოთლები აქვს რავიცი არაუშავს არის

Posted by: Levan ch 27 Nov 2017, 21:52
ზღვასთან ყოფილა სანერგეები და ხომ არ იცით კიდევ სადმე? რამდენიმე ნერგი მინდა ვაშლის, მსხლის და გარგარის. ან სადმე ბაზრებში არ ყიდიან ნერგებს?

Posted by: marituna 27 Nov 2017, 21:59
levani169
შინდი მინდა smile.gif
ბალიც , ალუჩაც ...

Posted by: SoSeLa 30 Nov 2017, 00:10
marituna
ჯიღაურის სანერგეში ძალიან ბევრი სხვადასხვა ნერგი აქვთ, იქ მოძებნეთ.

Posted by: marituna 30 Nov 2017, 00:13
SoSeLa
სადაა ეს ჭიღაურის სანერგე? გუგლიმოკვდა smile.gif

Posted by: odontos1 9 Dec 2017, 16:52
"შტოშის" ანუ "კლიუკვის" ნერგი სად ვიყიდო ხომ არ იცით?ქუჩებში რომ ყიდიან კოწახურს რომ ეძახიან–ეს ისაა.

Posted by: vixn 9 Dec 2017, 17:09
odontos1
კოწახური მაქვს, შემიზ ტოტები გამოგიგზავნო, მრავლდება როგორც ვაზი, სინესტე უნდა პირველ წელს, ყველა იხარებს.

Posted by: vano22 9 Dec 2017, 18:18
vixn
კოწახური მეც მაქ და რაში გამოდგება ან როგორ მოვიხმარო ვერ მეტყვი? ვერანაირი დანიშნულება ვერ მოვუძებნე მე.

Posted by: odontos1 9 Dec 2017, 19:49
მადლობა-კოწახური-სხვა რამეა.დაეგ ვითომ "კოწახური" კიდევ-სხვააა-.მე ეგ "ვითომ კოწახური მინდა

Posted by: levani169 9 Dec 2017, 20:27
vano22
QUOTE
კოწახური მეც მაქ და რაში გამოდგება ან როგორ მოვიხმარო ვერ მეტყვი? ვერანაირი დანიშნულება ვერ მოვუძებნე მე.

ღორები კი გყავს და კოტლეტში თუ გაურევ ნამეტანი უხდება,სხვა არ ვიცი!
odontos1
ეგ ვითომიც მასეა,სადმე ნახე და შეაჭერი 50 სმ ტოტი,მერე ჩაწვენით ჩარგე და ეგაა,სწრაფად მზარდია თან.

Posted by: vixn 9 Dec 2017, 22:36
vano22
საჭმელად გემრიელი და სასარგებლოა. .ქათამს უყვარს...ჩიტებსაც მოსწონს ზამთარში , შაშვის გალობა კარგი რამეა. ყიდიან კიდეც დამინახავს.

Posted by: odontos1 9 Dec 2017, 23:15
კოწახური ==კოწახური (Барбарис) (Berberis vulgaris)==ხოლო ===შტოში არის რუსულად клюква==ინგლსურად== ქრენბერი==გემოზეც სხვადასხვააა.მოკლედ დიდი მადლობა--კოწახური მეც ბლომად მაქვს ანანურთან.ხოლო ეს -შტოში-ჯერ ვერ ვნახე-ნერგი

Posted by: Nat_asha 10 Dec 2017, 16:10
vano22
დაფქული კოწახური ქაბაბში არის შეუცვლელი wink.gif

Posted by: odontos1 13 Dec 2017, 14:19
სამტრედია,სამეგრელო–აფხაზეთში მოდის და იზრდება ეს შტოში.ვინმმემ თუ იცის ამ კენკროვანის მეპატრონე რომელიც ბუჩქს მომყიდის?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)