ჯოშუა მინიმუმ 20 მილიონს იღებს ყოველ ბრძოლაში და ჰო, გაყიდა ახლა ბრძოლა
1.05 ჰქონდა კუში ალბათ ჯოშუას მოგებას და ხალხს 10 ლარი რომ ედო მაგ კუშზე წააგებინეს ტოტალიზატორებმა სპეციალურად
რატო გჯერათ ასეთი რაღაცეების, მართლა საქართველო კი არაა
რეალობა ისაა რომ ჯოშუას არ უვარგა არც სტამინა, არც კისრის მოძრაობა, არც სისწრაფე აქვს.
არც ყბა უვარგა როგორც დამტკიცდა და არც გამძლეობა.
არც ჭკვიანი მოკრივეა.
და ნუ ამ ბრძოლაში საერთოდ დემოტივირებული ჩანდა.
საპირისპიროდ რუიზი არაფერს კარგავდა, ბოლომდე მიაწვა, გამბედავი იყო. სწრაფი ხელები აქვს, გამძლეობაც კარგი აქვს.
და მოხდა მოსახდენი.
ლენოქსს ნუ შეადარებთ ჯოშუას. ლენოქსს ის ორი წაგება ტექნიკური ნოკაუტებით აქვს, ორივე ლაქი ფანჩი იყო, თავიდან-ბოლომდე.
ლუისი არც სქორქარდებზე აგებდა მანდ. საერთოდ, კარიერაში ერთხელ აქვს სქორქარდებზე წაგებული, ისიც ვიტალისთან, მიწურულს.
აქ კიდევ ათრია რუიზმა ჯოშუა.
ჯერ კიდევ ორი წლის წინ ვამბობდი - ტაისონ ფიური არის საუკეთესო მძიმეწონოსანი, ამ თაობის.
ახლა N1-ია.
ჩავიდა გერმანიაში, კლიჩკოს უშანსოდ მოუგო.
ჩავიდა ამერიკაში, წონამომატებული, არააქტიური - უაილდერს მოუგო.
ჩავიდა ჯოშუა ამერიკაში და ააყირავეს სამარცხვინოდ.
უაილდერი ერთი დარტყმის კაცია.
ვერ გაქაჩავს ასე დიდ ხანს, აყირავდება ან ახლა ან მერე. შეხვდება ფორმაში მყოფ ფიურის, სერიოზული ლაპარაკი მიდის რიმატჩზე.
იტოგში, ფიური ყველასთან ფავორიტია, ჩემი აზრით.
იმიტომ რომ მოკრივეა, მაგრად მოძრაობს, სწრაფია, დიდია და ტანს კარგად იყენებს, იცის კრივი, რინგ IQ აქვს მაღალი.
მოტივირებულია, ფსიქოლოგიურად ჯაბნის მეტოქეებს, გამძლეობა აქვს - ბრძოლაში დაბრუნება შეუძლია.
there is only one tyson furyyyyyyyyy