მოკლედ, მაქვს დავალიანება ერთ-ერთ ბანკში, არ აქვს მნიშვნელობა რომელში.
თავიანთი რაღაც პროგრამული შეცდომები გამო ანგარიში გადავიდა კიდევ მინუსში.
ოვერდრაფტი მაქვს და მაგის ზევიდან კიდევ გადავიდა მინუსში და იქიდან დაფარა სესხი მოკლედ.
ანუ იყო -1000 ლარი და კიდევ გადასახდელი იყო 1200 დაახლოებით.
ესეიგი, ჩამერიცხა ხელფასი 2200 ლარი, მინუსში რაც იყო, რა თქმა უნდა, ეგრევე მოაჭრა და დარჩა 1200.
ანგარიში აქვთ დაბლოკილი, გავიდა 3 დღე, ამასობაში მოუწია კიდევ 1 გადახდა სესხზე, რახან ანგარიში დაბლოკილი აქვთ ეგეც ვადაგადაცილებაში გადავიდა და ჯარიმები ეწერება.
ჯერ ერთი, ანგარიშზე ფული არის, ვრეკავ ბანკში ყოველდღე, ცოცხალი თავით არ აჭრიან ამ თანხას და ადის და ადის ეს ჯარიმები. დღეს მოეჭრებაო ყოველდღე იძახიან.
მერე მეორე, რამდენად აქვს ბანკს უფლება ჩემი მთლიანი ხელფასის 100%-ის დაკავების, არ არსებობს რამე კანონმდებლობა ხელფასის რა ოდენობის აღება შეუძლია?