beatris
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 50
წევრი No.: 164853
რეგისტრ.: 3-April 13
|
#40340053 · 25 Mar 2014, 21:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვერ ვიპოვე თემა სადაც სამედიცინო ლაბორატორიებზე იქნება განხილვა თუ რომელი ლაბორატორიაა უფრო საიმედო და უსაბრთხო რომელსაც ჩვენს ჯანმრთელობას ვანდობთ სადაც არ იქნება ცდომილება რის შემდეგაც ხშირად არასწორი დიაგნოზით უფრო დავიავადმყოფებთ ჩვენს ჯანმრთელობას გავუზიაროთ ერთმანეთს რჩევები დავაკვალიანოთ და დავეხმაროთ ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრაში
ამ თემაში ასევე შეგვიძლია განვიხილოთ რა უნდა გავითვალისწინოთ და როგორ მოვემზადოთ წინასწარ ამა თუ იმ კვლევისთვის და ასევე სიახლეები თუ რას გვთავაზობს კვლევის თანამედროვე მეთოდები. * * * შარდის ანალიზის შესახებ
შარდის ანალიზი ერთ-ერთ გავრცელებულ ლაბორატორიულ გამოკვლევას წარმოადგენს. შარდის წარმოქმნის მექანიზმის გათვალისწინებით, იგი პირველ რიგში შარდ-სასქესო სისტემის ფუნქციურ მდგომარეობის ასახავს. ამავდროულად, შარდის საშუალებით შესაძლებელია ვიმსჯელოთ ორგანიზმში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებაც, კერძოდ შარდის ანალიზი იცვლება დიაბეტის, ღვიძლისა და სანაღვლე გზების, პანკრეასის, სისხლის დაავადებების, ცხელების, ტუბერკულოზის, სხვადასხვა ინფექციური პათოლოგიის, მოწამვლების, ნივთიერებათა ცვლის დარღვევების, ასევე მთელი რიგი პათოლოგიების დროს. ამიტომაც, ეს გამოკვლევა ხშირად ინიშნება ექიმების მიერ, როგორც სკრინინგული ტესტი და იგი ასევე შედის აუცილებელი გამოკვლევების ნუსხაში ნებისმიერ პათოლოგიაზე ეჭვის შემთხვევაში.
შარდის გამოკვლევის დროს ხდება:
· შარდის სადღეღამისო რაოდენობის განსაზღვრა; A
· შარდის ფიზიკური თვისებების (სუნი, ფერი, გემო, ხვედრითი წონა, pH) შესწავლა;
· შარდის ნალექის მიკროსკოპული ანალიზი (ეპითელიუმი, ლეიკოციტები, ერითროციტები, ცილინდრები, ბაქტერიები, ლორწო);
· შარდის ბიოქიმიური გამოკვლევა.
- შარდის შეგროვების წესი - · შარდის საერთო ანალიზის ჩატარების მიზნით შარდი უნდა შეგროვდეს დილით ანუ ეს ნიშნავს ღამის შემდეგ პირველად მოშარდვისას შარდის შუა პორციის ( ანუ ჯერ გამოვუშვებთ ცოტა შარდს ტუალეტში და შემდეგ დანარჩენს ვაგროვებთ სპეციალურ კონტეინერში ) შეგროვებას; · შარდი უნდა შეგროვდეს სასქესო ორგანოების საფუძვლიანი ტუალეტის ( ანუ ვიბანთ საპნით კარგად ისე რონ საპონი არ დარჩეს კანზე ) შემდეგ; · ჭურჭელი უნდა იყოს ზედმიწევნით სუფთა ( აფთიაქებში იყიდება სპეციალური სტერილური კონტეინერები) და მშრალი; · გამოკვლევამდე შარდის შენახვა შესაძლებელია გრილ ადგილას მხოლოდ 1,5სთ-ის განმავლობაში. შენახვისას კონსერვანტების გამოყენება არასასურველია, თუმცა შეიძლება დაშვებული იქნას მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში;
შარდის შეფერილობის ცვლილების მიზეზი შეიძლება იყოს ზოგიერთი მედიკამენტის ან საკვები პროდუქტის გამოყენება. მაგალითად წითელი ფერი შეიძლება განპირობებული იყოს ჭარხლის, ამიდოპირინის, ანტიპირინის, სანტონინის, დიდი დოზებით ასპირინის მიღებით. სტაფილო, რიფამპიცინი, ფურანგინი, ფურადონინი იწვევს შარდის ნარინჯისფერ ფერს, მეტრონიდაზოლი – მუქ ყავისფერ შეფერილობას. ნორმაში შარდი გამჭვირვალეა, მისი შემღვრევა შეიძლება გამოიწვიოს მასში ბაქტერიების, ერითროციტების, უჯრედული ელემენტების, მარილების, ცხიმებისა და ლორწოს მოხვედრამ, რისი დადგენაც ხდება შარდის ნალექის მიკროსკოპიული გამოკვლევით. * * * ---------------------------------------------------------- = სისხლის ლაბორატორიული გამოკვლევა = · სისხლის აღების პროცედურა უნდა წარმოებდეს ერთსა და იმავე დროს, ერთნაირ პირობებში, სასურველია, საკვების ანუ უზმოზე მიღებამდე;
· მორფოლოგიური გამოკვლევისათვის საჭირო სისხლის აღება ხდება თითში ჩხვლეტის გზით. სისხლს იღებენ მარცხენა ხელის მეოთხე თითიდან. ჩხვლეტამდე ხდება თითის წინასწარი დეზინფექცია და გაუცხიმოვნება სპირტში დასველებული ბამბით და შემდეგ ეთერით. ჩხვლეტა ხდება სტერილური სკარიფიკატორით ან ფრანკის ნემსით პირველი ფალანგის რბილობის წვერზე 2,5-3მმ სიღრმეზე. სისხლის პირველი წვეთი უნდა მოიწმინდოს ფილტრის ქაღალდით ან ეთერში დასველებული ბამბით. · სისხლს იღებენ შემდეგი თანმიმდევრობით: ჯერ ედს-ის, შემდეგ კი ჰემოგლობინის განსაზღვრისათვის. ამის შემდეგ ლეიკოციტების და ერითროციტების დასათვლელად ხდება ნაცხის აღება.
· სისხლის აღების შემდეგ თითზე შემოახვევენ სპირტში ან ეთერში დასველებული ბამბის ტამპონს და სისხლდენის შესაჩერებლად მიაბჯენენ ხელისგულს. გახსოვდეთ:
· გაითვალისწინეთ, რომ სისხლის შემადგენლობას ცვლის ზოგიერთი მედიკამენტი, მაგალითად, სულფანილამიდები, ტეტრაციკლინები, ასპირინი, ინდომეტაცინი, კარბამაზეპინი. ეს დროებითი მოვლენაა და მას შემდეგ, რაც მედიკამენტების მიღებას შეწყვეტთ, სისხლის ანალიზი კვლავ მწყობრში ჩადგება.
-თუ პაციენტი უძილოა, შესაძლოა ჰემოგლობინის მაჩვენებელი ნაკლები აღმოჩნდეს, ვიდრე სინამდვილეშია. სისხლში გლუკოზის დონის განსაზღვრას დიდი მნიშვნელობა აქვს დიაბეტის დიაგნოზის დასასმელად, ამიტომ ეს გამოკვლევა უნდა ჩატარდეს ჭამამდე და ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ. თუ პაციენტი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამოკვლევას იტარებს, 24 საათის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს მიღებული ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის პრეპარატი. აუცილებლად უზმოზე უნდა მოხდეს სისხლის აღება ლიპიდური პროფილის პარამეტრების განსაზღვრისთვის და გლუკოზატოლერანტული ტესტის ჩასატარებლად.
· სისხლი ცვლილებებს განიცდის ალკოჰოლური სასმელების მიღების, მზის აბაზანების, ფიზიო-პროცედურებისა და რენტგენოლოგიური კვლევის შემდეგ. ასეთ შემთხვევებში სისხლის ანალიზის გაკეთება რამდენიმე დღით გადადეთ. * * * ====================================================================================================================== ორსულთა პატრონაჟის გეგმა
ქთავაზობთ ორ გეგმას ,,WHO'' გეგმას და ,,VIP'' გეგმას აქედან შეგიძლიათ აირჩიოთ ერთერთი
- WHO გეგმა -
12–14 კვირამდე
1. გინეკოლოგთან ვიზიტი, სამანიპულაციოში გასინჯვა, ნაცხის ანალიზი
2. სისხლის ჯგუფი და რეზუსი
3. RW. HIV,
4. სისხლის საერთო ანალიზი,
5. ბიოქიმიური გამოკვლევა: შაქარი, INR
6. შარდის საერთო ანალიზი,
7. ექოსკოპია 12–14 კვირის ვადაზე.
8. TORCH ინფექციების გამოკვლევა (Chlamydia trachomatis IgA, HSV I/II IgG, CMV IgG, Toxo godii IgG), მათი შედეგის მიხედვით ინიშნება M-ტიპის იმუნოგლობულინთა გამოკვლევა
9. თერაპევტის კონსულტაცია.
12–22 კვირა
1. გინეკოლოგთან ვიზიტი, ნაცხის ანალიზი
2. სისხლის საერთო ანალიზი
3. შარდის საერთო ანალიზი,
4. სისხლის ანალიზი AFP და HCG, 15–17 კვირის ვადაზე,
5. ექოსკოპია 22–24 კვირის ვადაზე
32 კვირა
1. გინეკოლოგთან ვიზიტი, ნაცხის ანალიზი
2. RW.
3. სისხლის საერთო ანალიზი,
4. შარდის საერთო ანალიზი,
5 კოაგულოგრამა,
6. ნაყოფის ექოსკოპია 32–34 კვირის ვადაზე
7. ნაყოფის კარდიოტოკოგრაფია 32–34 კვირის ვადაზე.
36 კვირა
1. გინეკოლოგთან ვიზიტი,
2. სისხლის საერთო ანალიზი,
3. შარდის საერთო ანალიზი.
==================================
- VIP გეგმა - 8-10 კვირის ვადაზე
1. ვიზიტი ექიმთან
2. სისხლის საერთო ანალიზი
3. შარდის საერთო ანალიზი
4. ნაცხის ანალიზი მიკროფლორაზე
5. სისხლის ჯგუფი და რეზუსი
6. ანალიზი RW, HIV (სიფილისი, შიდსი)
7. სისხლის ანალიზი წითურა და ტოქსოპლაზმოზის ანტისხეულებზე
8. HBsAg - B ჰეპატიტის ზედაპირული ანტიგენი
9. Anti HCV - ჰეპატიტ C-ს ანტისხეულები,
10. ანტი–რეზუს ანტისხეულების ანალიზი (მხოლოდ რეზუს უარყოფითი ქალბატონებისათვის) და ABO ჯგუფური ანტისხეულები
11. კოაგულოგრამა
12. ღვიძლისა და თირკმლის ბიოქიმიური გამოკვლევა, გლუკოზა
13. დნმ დიაგნოსტიკა უროგენიტალურ ინფექციებზე (15 პოზიცია)
14. სისხლის ანალიზი ქლამიდიის , ციტომეგალოვირუსის და ჰერპესის ანტისხეულებზე
15. თერაპევტის, ოკულისტის, ოტოლარინგოლოგის კონსულტაციები
16. ელექტროკარდიოგრამა
17. ჰორმონები: TSH, FT4,T3, Testosterone, DHEA-S, Progesterone, b-HCG, Cortisole, Estriole,17–OH Progesterone.
18. ანტისხეულები: Anti-TG, Anti-TPO, Anti-Cardiolipine IgG,
19. ნაყოფის ექოსკოპია
20. უროგენიტალური ტრაქტის გამონადენის დათესვა (აუცილებლობის შემთხვევაში)
12 კვირის ვადაზე
1. ექიმის კონსულტაცია
2. შარდის ანალიზი
3. ნაყოფის ექოსკოპია
4. სისხლის ანალიზი AFP, PAPP
16 კვირის ვადაზე
1. ექიმის კონსულტაცია
2. შარდის ანალიზი
3. სისხლის ანალიზი AFP, HCG, FreeEstriole, Inhibine A
20 კვირის ვადაზე
1. ექიმის კონსულტაცია
2. სისხლის საერთო ანალიზი
3. შარდის საერთო ანალიზი
4. სისხლის ანალიზი AFP, FreeEstriole,
5. კოაგულოგრამა
24 კვირაზე
1. ექიმის კონსულტაცია
2. შარდის საერთო ანალიზი
3. ექოსკოპია დოპლეროგრაფიით
4. თირკმლის და ღვიძლის ბიოქიმიური გამოკვლევა, გლუკოზა
26 კვირაზე
1. ექიმის კონსულტაცია
2. შარდის ანალიზი
3. ეკგ
28 კვირაზე
1. ექიმის კონსულტაცია
2. შარდის ანალიზი
30 კვირაზე
1. ექიმის კონსულტაცია
2. შარდის ანალიზი
3. სისხლის საერთო ანალიზი
4. ნაცხის ანალიზი
5. სისხლის ანალიზი RW, HIV
6. სისხლის ანალიზი HBsAg, Anti-HCV
7. თირკმლის და ღვიძლის ბიოქიმიური გამოკვლევა, გლუკოზა
32 კვირაზე
1. ექიმის კონსულტაცია
2. შარდის ანალიზი
3. სისხლის ანალიზი ანტი–რეზუს ანტისხეულებზე (რეზუს–უარყოფითებისათვის)
4. ექოსკოპია
5. კარდიოტოკოგრაფია
6. კოაგულოგრამა
34 კვირაზე
1. ექიმის კონსულტაცია
2. შარდის ანალიზი
3. კარდიოტოკოგრაფია
36 კვირაზე
1. ექიმის კონსულტაცია
2. შარდის ანალიზი
3. თერაპევტის კონსულტაცია
4. ექოსკოპია
5. კარდიოტოკოგრაფია
6. სისხლის ანალიზი RW, HIV
37 კვირაზე
1. ექიმის კონსულტაცია
2. შარდის ანალიზი
38 კვირაზე
1. ექიმის კონსულტაცია
2. შარდის ანალიზი
39 კვირაზე 1. ექიმის კონსულტაცია
2. შარდის ანალიზი
40 კვირაზე
1. ექიმის კონსულტაცია
2. შარდის ანალიზი
წარმატებებს გისურვებთ
This post has been edited by beatris on 25 Mar 2014, 22:33
|