ვლადიმერ შამანოვი - ნატო-ს გამანდგურებლის მცდელობა, მიახლოებოდა რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავს, სამხედრო უხამსობაა
ნატო-ს გამანდგურებელ F-16-ის მცდელობა, მიახლოებოდა რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავს, სამხედრო უხამსობაა. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ვლადიმერ შამანოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ნატო-ს თვითმფრინავმა სამხედრო ეთიკა დაარღვია და ზედმეტი ცნობისმოყვარეობა გამოიჩინა. „სამხედროებს თავიანთი ეთიკა აქვთ. როდესაც ხედავ, რომ თვითმფრინავი ესკორტთან ერთად გადაადგილდება, აშკარაა, რომ თვითმფრინავში დაცვის ქვეშ მყოფი პირები იმყოფებიან. ზედმეტი ცნობისმოყვარეობის გამოჩენა ასეთ სიტუაციაში მიღებული არ არის. მე ამას სამხედრო უხამსობას ვუწოდებდი და სწორი გააკეთეს, რომ უკან დაახევინეს“, - აღნიშნა შამანოვმა.
ნატო-ს გამანადგურებელი F-16 შეეცადა რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს თვითმფრინავს მიახლოებოდა. შემთხვევა ბალტიის ზღვის ნეიტრალური წყლების თავზე მოხდა, როდესაც რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავი კალინინგრადიდან ბრუნდებოდა.
სერგეი შოიგუს თვითმფრინავს ესკორტის სახით საზღვაო ავიაციის Су-27-ის გამანადგურებლები მიჰყვებოდა. ნატო-ს ერთ-ერთი გამანადგურებელი შეეცადა რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავთან მიახლოებას, თუმცა მათ შორის რუსული გამანადგურებელი გაჩნდა, რის შემდეგაც F-16-მა უკან დაიხია.
http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/43...ukhamsobaa.html***
ნატოს განმარტებით, გამანადგურებელი F-16 სტანდარტული სქემით მოქმედებდა და უსაფრთხო დაშორებაზე იმყოფებოდა
ნატო-ს გამანადგურებელმა მხოლოდ რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავის იდენტიფიცირება მოახდინა. აღნიშნულის შესახებ სააგენტოს „ტასს“ ნატო-ს შტაბ-ბინაში განუცხადეს.
ნატოს-ს განმარტებით, F-16 სტანდარტული სქემით მოქმედებდა და უსაფრთხო დაშორებაზე იმყოფებოდა.
რუსული მედიის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ნატო-ს გამანადგურებელი F-16 შეეცადა რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს თვითმფრინავს მიახლოებოდა. შემთხვევა ბალტიის ზღვის ნეიტრალური წყლების თავზე მოხდა, როდესაც რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავი კალინინგრადიდან ბრუნდებოდა.
სერგეი შოიგუს თვითმფრინავს ესკორტის სახით საზღვაო ავიაციის Су-27-ის გამანადგურებლები მიჰყვებოდა. ნატო-ს ერთ-ერთი გამანადგურებელი შეეცადა რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავთან მიახლოებას, თუმცა მათ შორის რუსული გამანადგურებელი გაჩნდა, რის შემდეგაც F-16-მა უკან დაიხია.
http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/43...imyofeboda.html+ვიდეო:
https://www.youtube.com/watch?v=MCROh09OPzYhttp://tass.ru/mezhdunarodnaya-panorama/4356149და რას დასდევენ ვითომ მაგარი ბიჭობა გამოავლინეს ამით თუ?
საინტერესოა, განძრახ რაზე ააწიკვინეს მოსკოვი?
ათამაშებს ნატალია