ისა, დავპოსტე აგი სტატია ბლექის თემაში, მარა ახალი მგონი ჯობია იმ პონტში, რო სხვებიც დაპოსტავენ, თუ რამეს დაწერენ. ბლექის თემა კიდე სხვა რამეს ეძღვნება, ტიპა დისკუსიები ბლექის ირგვლივ და ა.შ. ჰოდა, ციკლონაც არ მიწყენს ალბათ აქეთ რო გადმოვაჩალიჩო ჩემი სტატიები. პირველი ეხება ბლექის ერთ-ერთ მამას ბურზუმჩიკას. დანარჩენებიც ძირითადად მამებზეა
მიყვარს ეგ ხალხი, რომანტიკა, სისხლი, მკვლელობა და პათოლოგია.
ბურზუმი
“მე ყოველთვის აღვიქვამდი ჩემს მუსიკას, როგორც კლასიკურს, დაკრულს თანამედროვე ინსტრუმენტებით განსხვავებულ ტემპში,” – ასე ახასიათებს საკუთარ შემოქმედებას გრაფ გრიშნაკი.
კლასიკურის რა მოგახსენოთ და ბლექ მეტალის კლასიკად ნამდვილად არის ჟგუფი ბურზუმი ქცეული, ხოლო ამ ბენდის ვოკალისტი, კლავიშნიკი და მთელი დიმპიტაურის ავტორი სწორედაც რომ ნორვეგიის პატივცემული ციხავიკი ვარგ ვიკერნესია. შეიძლება, ამიტომაც ბურზუმის ნამოღვაწარი ვერ დაიკვეხნის გასაოცარი ტექნიკით, მაგრამ მასში იგრძნობა რაღაც. ეს ტრუ ბლექის ატმოსფეროა (?), არიული სული (რა პადხალიმობაა, ავტორმა თავად აღიარა, რომ არიულობის ამბავში ვერ ვქაჩავდიო) თუ ამოუცნობი მუსიკალური განწყობა (ან იქნებ თავის ტკივილის წამალი ზოგიერთისთვის), განსაჟოს თითოეულმა მსმენელმა. თავად მუსიკოსმა კი თქვა, რომ, ვისაც სურს მისი მუსიკის გაგება, “მარტომ გაისეირნოს ტყეში, სადაც ზამთრის შუაღამე სუფევს.”
და აწ აღვიდეთ ფაქტებსა თანა. ქრისთიან ვიკერნესი დაიბადა 1973 წ 11 თებერვალს ქალაქ ბერგენში (ნორვეგია). დედამისი ლენე არს მდივანი, ხოლო მამამისი – ინჯინერ-ელექტრიკოსი. ვარგის უმანკო შეხედულებით გულაჩუყებული ზოგიერთი ჯურნალისტი სწორედ მძიმე ბავშვობას (მამას დალევა უყვარდა და მთვრალი ხშირად სცემდა როგორც ლენეს, ისე – ვარგს) აბრალებს მის “გაშავებას”. ასეა თუ ისე, ვარგი მარტოსულ ბავშვად იზრდებოდა, იტაცებდა შერკინებანი კომპიუტერის უკიდეგანო სივრცეებში და, რასაკვირველია, ტოლკიენი.
1987 წ ლენე გასცილდა ქმარს. ამავე პერიოდში ვარგმა შექმა საკუთარი ჟგუფი (ან პროექტი, თორემ ჟგუფში, როგორც წესი, დამაარსებლის გარდა, სხვა წევრნიც მოიაზრებიან) ურუკ-ჰაი (ორკთა ყველაზე ძლიერი და რისხვიანი კლანი). მალევე ვარგმა დაანება სკოლას თავი და მუსიკით დაიწყო ცხოვრება.
1989 წ ვარგმა გაიცნო ერთობ კოლორიტული ფიგურა – ევრონიმუსი (მოქალაქე აარსეთმა ეს სახელი კეთილხმოვანი ბერძნული ენიდან აიღო. ჰოდა, ნიშნავს ეს “სიკვდილის უფლისწულს”), რომელსაც საკუთარი ლეიბლი ჰქონდა (რასაკვირველია, Deathlike Silence მხოლოდ იმ ბენდების ნამოღვაწარს უშვებდა, ვინც წმინდა ბოროტებას წარმოადგენდა) და ჟგუფიც ჰყავდა. გარდა ამისა, ევრონიმუსი ბლექ მეტალისა და მისთა დამკვრელთა წრის ნათლიმამა იყო. ევრონიმუსმა და ვარგმა გაუგეს ერთმანეთს. ამავე დროს ბატონი ვიკერნესი მიხვდა, რომ ბლექის სამყაროსათვის საკმაოდ არაკეთილხმოვანი სახელი უწოდეს მშობლებმა და საკუთარი თავი ვარგად (რაიცა მგელს აღნიშნავს ნორვეგიულად) მონათლა, თუმცა შემდგომ ესეც არასაკმარისად მოეჩვენა და გრაფ გრიშნაკის ტიტულიც შეირგო (ეს უკვე ჟ.რ.რ. ტოლკიენის “ბეჭდების მბრძანებლის” პერსონაჯი, ორკი და, ერთი სიტყვით, ბოროტების განსახიერებაა).
1990-91 წ.წ. გრიშნაკი აქტიურ მუსიკალურ ცხოვრებას ეწეოდა: 1990 წ. აბოთსა და დემონაზთან (იმორტალის სახელოვანი წევრები) შექმნა ჟგუფი სატანელი, ხოლო 1991 წ. მონაწილეობა მიიღო დეს მეტალ პროექტში (ჟგუფში?) Old Funeral. 1991 წ. სატანელი დაიშალა და გრიშნაკი მიუბრუნდა ურუკ-ჰაის, რომელსაც სახელი შეუცვალა და ბურზუმი (რაც ტოლკიენის ბნელ ენაზედ წყვდიადს, სიბნელეს ნიშნავს) უწოდა. ამავე წელს ბურზუმმა გამოუშვა დემო.
მუსიკის პირველქმნილი ქაოსითა და სიცივით გაჟერებული სამყაროს გარდა, არსებობდა რეალურიც, სადაც გრიშნაკი ყველანაირად ცდილობდა, არ შეერცხვინა ურუკ-ჰაის ამაყი სახელი. ბლექ მეტალის წრე ევრონიმუსმა ორ ნაწილად გაყო: მთავარ “მოზგ” ხალხში გრიშნაკი, Emperor, Darkthrone, Enslaved და, რასაკვრიველია, Mayhem მოიაზრებოდნენ, ხოლო მათი ბნელი და ბოროტებით აღსავსე აზრების აღმსრულებლებად რამდენიმე ასეული ფანი გვევლინებოდა.
1992 წ. დაწვეს ფანტოფტ კრიკე – XII საუკუნის ეკლესია ბერგენის მახლობლად. ამავე წელს გამოდის ბურზუმის ალბომი “ასკე” (მუსიკალური სამყაროს ერთპიროვნული მბრძანებლობა დაირღვა და ამ ალბომის შექმნაში არს ემპერორის გიტარს სამოთის წვლილიც), რომლის ქავერზე დამწვარი ფანტოფტ კრიკეა გამოსახული. სამართალდამცავ ორგანოებმა ეს გადამლაშებად მიიჩნიეს და გრიშნაკი დააკავეს ეჭვმიტანილის სახით, თუმცა მალევე გამოუშვეს მტკიცებულებათა არარსებობის გამო.
და დაიწყო განხეთქილება. აქ უკვე ობიექტური ფაქტაღრიცვა ფეხს მოიტეხს, ვინაიდან უამრავი ვერსია არსებობს, თუ რატომ მოკლა გრიშნაკმა ევრონიმუსი:
ვარიანტი I – დაკავებამ და ეკლესიის დაწვაში ბრალდებამ დააინტერესა ჯურნალისტები. გრიშნაკმაც რამდენიმე თავისებური კომენტარი გაუშვა, რაც უღირს საქციელად მიიჩნია ევრონიმუსმა და ამ ნიადაგზე ყოფილი მეგობრები სამკვდროსასიცოცხლოდ გადაეკიდნენ ერთურთს;
ვარიანტი II – Mayhem-ის ერთ-ერთმა წევრმა (საკმაოდ პო ტემე სცენური მეტსახელით Dead) თავი მოიკლა. მისი გვამი ევრონიმუსმა აღმოაჩინა, არ დაიბნა, გაიქცა ფოტოაპარატის მოსატანად, გადაუღო გარდაცვლილს და სურათი ქავერადაც გამოიყენა. ეგ კიდევ არაფერი, როგორც ხალხი აღნიშნავს, მას სულაც არ გაკვირვებია თანადამკვრელის უდროო სიკვდილი. გაჩნდა ეჭვი, რომ ევრონიმუსმა ხელი შეუწყო ამ სამწუხარო მოვლენას. გრიშნაკმა ეს შეიტყო და შური იძია;
ვარიანტი III – ევრონიმუსი და გრიშნაკი იდეოლოგიურ საკითხებზე ვერ შეთანხმდნენ. ევრონიმუსი სატანიზმს აწვებოდა, გრიშნაკი კი სატანიზმს საძულველი იუდაისტურ-ქრისტიანული მოძღვრების “ნაბიჭვრად” თვლიდა და წარმართობას ქადაგებდა (ეროვნული ფესვები და რამე... ტყუილად კი არ ირჩევდა ქავერებად თეოდორ კიტელსენის (XIX საუკუნის ნორვეგიელი მხატვარი) სურათებს);
ვარიანტი IV – ევრონიმუსმა გრიშნაკს შეყვარებული აახია. ესეც არ აკმარა და დიდი ხნის წინათ მისი ლეიბლისთვის გადაცემული ბურზუმის ალბომიც არ გამოუშვა. გრიშნაკს მოთმინების ფიალა აევსო და საქმის გასარჩევად აადგა ყოფილ მეგობარს;
ვარიანტი V – გრიშნაკი ევრონიმუსის ნათლიმამობას უმიზნებდა. ერთი სიტყვით, ლიდერობა სურდა ორივე მოქალაქეს. დავის გადაწყვეტის ერთადერთი ნამდვილი ბლექური ხერხი არსებობდა – ერთ-ერთი უნდა მომკვდარიყო.
ფაქტია, რომ ევრონიმუსი აღმოჩენილ იქნა სისხლისაგან დაცლილი (მას 23 (ან 29, ამაზეც კი არ თანხმდებიან ინფორმაციის წყაროები) ჭრილობა ჰქონდა დანით მიყენებული). ამის შემდეგ სამართალდამცავმა ორგანოებმა ეჭვი გრიშნაკზე მიიტანეს. სასამართლომ იმსჟელა ამ საქმეზე და ქრისთიან ვიკერნესი დამნაშავედ ცნო ყაჩაღობაში, ფეთქებადი ნივთიერების უკანონოდ შენახვაში, სასაფლაოს შეურაცხყოფაში, ცეცხლის წაკიდებასა (1994 წლამდე სულ 13 ეკლესია დაიწვა) და ევრონიმუსის მკვლელობაში. დამნაშავეს 21 წელი მიუსაჟეს (ნორვეგიული კანონმდებლობით გათვალისწინებული სასჟელის მაქსიმალური ზომა). აგრეთვე ფაქტია, რომ აღნიშნული სასამართლო პროცესის ირგვლილ ატეხილმა ხმაურის წყალობით ბევრმა შეიტყო ბლექ მეტალის არსებობის შესახებ. ისიც ფაქტია, რომ ვერდიქტის გამოტანიდან მეორე ღამეს ორი ეკლესია დაწვეს, ხუთი დღის შემდეგ – კიდევ ერთი.
მალევე გამოვიდა ბურზუმის “Hvis Lyset Tar Oss”, რომლის საბოლოო ვარიანტი გრიშნაკს არც მოუსმენია, რადგან უკვე იხდიდა სასჟელს. მას მიჰყვა Mayhem-ის “De Mysteriis Dom Sathanas”, სადაც გრიშნაკი ბასგიტარისტი იყო.
ციხეში გრიშნაკი განაგრძობდა მუსიკალურ მოღვაწეობას, თუმცა 1996 წლიდან ბლექს ვეღარ ვუწოდებ მის შემოქმედებას. მან თავადაც აღნიშნა, რომ ბურზუმი განვითარდა ბლექ მეტალიდან და სულ სხვაგვარ მუსიკალურ სივრცეში გადაინაცვლა. ბლექისთვის ბოლო ხარკის გაგზავნად შეიძლება ჩავთვალოთ ალბომი “Filosofem” (თუმცა იგი გრიშნაკის დაპატიმრებამდე ჩაიწერა) და Darkthrone-ის “Panzerfaust”-სა და “Transylvanian Hunger”-თვის დაწერილი რამდენიმე სიმღერის ტექსტი.
გრიშნაკს ჰყავს შვილი – რებეკა. ბედნიერი მამიკოს სიტვებით, გოგონა ბიჭების სათამაშოებით იქცევს თავს და ნამდვილი ამორძალის თვისებებს ამჯღავნებს.
2003 წ გრიშნაკი გაიქცა, გაიტაცა მანქანა და... დაჭერილ იქნა. ადრე მისჟილ 21 წელიწადს დაემატა 14 თვე.
დისკოგრაფია:
Demo – 1991
Burzum – 1992
Et Hvytt Lys Over Skogen – 1992 (Bootleg)
Aske – 1993
Det Som Engang Var – 1993
Burzum & Gorgoroth – 1993 (Split)
Svarte Dauen – 1993 (Bootleg)
Hvis Lyset Tar Oss – 1994
Filosofem – 1996
Daudi Baldrs – 1997
Blast from the Ancient Past – 1998 (Bootleg)
Hlidskjalf – 1999
Ragnarek (A New Beginning) – 2000
…Was Einst War – 2001 (Bootleg)
Once Emperor – 2002 (Bootleg)
Beneath the Ruins of Christianity – 2004 (Bootleg)
ბეჭდვითი ნაშრომები:
“Vargsmal”
“Irminsul”
“Germansk Mytologi Og Verdensanskuelse”
“Civilization”
“The Kingdom of the Sun”
“Reasons for the Development of Burzum Away from Black Metal”
“The Spirit of Burzum”
“Analysis of “Lords of Chaos”
“What Is Asatru?”
“Reality Time”
“Hur Vi Bor Forsta Balders Dod”
“Valhall”
* * *
Mayhem
“სისხლი,
ცეცხლი,
ტანჟვა,
ტკივილი,” – იცოდა ამ ხალხმა, რაზე ემღერა და როგორ ეცხოვრა (უფრო მომკვდარიყო, თუმცა ვინ იცის...), რათა ქცეულიყო ლეგენდად.
ჟგუფი 1983 წელს შექმნეს სკოლის მეგობრებმა – იორნ სტუბერარდმა (Necrobutcher – ბასგიტარა) და კიეტილ მანჰეიმმა (Manheim – დრამები). ორივე Venom-ის პატივისმცემელი იყო. ბენდს სახელი ვენომის სიმღერიდან “Mayhem with Mercy” შეურჩიეს და შეუდგნენ ვოკალისტის ძებნას. მალე ნეკრობატჩერმა გაიცნო ახალგაზრდა აარსეტი, რომელიც დაეწრო ჟგუფის რეპეტიციებს, მოეწონა და მოწონებულ იქნა გიტარისტის ვაკანსიაზე. თავდაპირველად მან Dესტრუცტორ (დამანგრეველი, დამაქცეველი და ოჟახის დამღუპველი) შეირქვა, თუმცა მერე ევრონიმუსი არჩია. აარსეტი ამტკიცებდა, რომ ევრონიმუსი ბერძნულად ნიშნავდა “სიკვდილის უფლისწულს” (პო ტემე კლიკუხების მოგონებაც კარგად გამოსდიოდათ ამ ჟგუფის წევრებს).
1985 წ Mayhem (ქაოსი, დასახიჩრება) პირველად წარსდგა აუდიტორიის წინაშე.
1986 წ კი მათ გამოუშვეს ორი დემო – Voice of a Tortured Skull და Pure Fucking Armageddon. დღემდე გაურკვეველია, თუ ვინ ასრულებდა ვოკალის პარტიებს. ოფიციალური ვერსიის თანახმად, ამ დემოებზე გვესმის სესიური ვოკალისტის მესიას ხმა, თუმცა მცოდნე ხალხი ვილკებს ითხრის, ყველაფერი ნეკრობატჩერის ოინებიაო. ასე იყო თუ ისე, Mayhem-მა დაიმკვიდრა ბრუტალშიკების სახელი. მალევე გამოჩნდა ვინმე სვენ ერიკ ქრისთიანსენი (Mანიაც მისი სასცენო ფსევდონიმი გახდა), რომელმაც იკისრა მუდმივი (ჰაჰ, ეგ მაშინ ფიქრობა ასე) ვოკალისტის მძიმე ტვირთი.
ნეკრობატჩერი სერიოზულად მოეკიდა კაიფს, ძილსა და ტექსტების წერას, რის შედეგადაც შეიქმნა ახალი დემო Deathcrus. ოფიციალური ვერსიით, განუმეორებელ ჩხავილსა და ღრიალს აქ სწორედ მანიაკი გამოსცემდა. მცოდნე ხალხი ამჟერად ვილკებს არ ითხრიდა, მაგრამ ეჭვით აღნიშნავდა, რომ ამ დემოზეც მესიას (ა.კ.ა ნეკრობატჩერის) ხმა ისმისო. მოკლედ, დემოს სულ 1000 ასლი იქნა გამოშვებული 1987 წელს. ამის გამო მოხდა, რომ მეტალის ფანების დიდ ნაწილს გაეგო Mayhem-ის შესახებ, მაგრამ არ გაეგონა მისი სიმღერები. დაახლოებით ამ დროსვე იწყება ტერმინ “ბლექ მეტალის” გამოყენება, რასაც ბევრი სწორედ Mayhem-ს უკავშირებს, თავად Mayhem კი – კვლავდაკვლავ Venom-ს.
1988 წ დასაწყისში ჟგუფი დატოვა მანჰეიმმა – გაიზარდა ადამიანი, თან შეყვარებულიც იყო და ოჟახის შექმნა-რჩენას აპირებდა. ამავე პერიოდში მანიაკი ეცადა, თავი მოეკლა, მაგრამ მთლა კარგად ვერ ეცადა, ამით დაიგრუზა და წავიდა. მიუხედავად ამისა, ნეკრობატჩერმა ფარ-ხმალი არ დაყარა და დაუკავშირდა Morbid-ის ვოკალისტ პელე ინგვე ოჰლინს (მასაც პო ტემე მეტსახელი ჰქონდა – Dead). იდეოლოგიურ საკითხებში ამ ორმა მოქალაქემ გაუგო ერთმანეთს. რეპეტიციაზე დასწრების შემდეგ Dead საბოლოოდ მოიხიბლა და დარჩა Mayhem-ის ვოკალისტად. ორიოდე კვირაში ჟგუფმა ახალი დრამერიც იშოვა იან აქსელ ბლუმბერგის (Hellhammer) სახით. ახალმა სასტავმა სულ ორი სიმღერა გამოუშვა, მაგრამ რა სიმღერა – Freezing Moon და Carnage. ორივე შეტანილ იქნა კომპილაციაში “Projections of a Stained Mind”.
Dead საკმაოდ სერიოზულად იყო განწყობილი. ტექსტების წეირს სადავეები ნეკრობატჩერს აახია და შეთხზა ალბომში “De Mysteriis Dom Sathanas” შესული ყველა სიმღერის ბეჭდვითი იპოსტასი, რომლის მუსიკალური არანჯირების საქმეც კარგად მიდიოდა. ამ დროს გამოდიოდა ჟგუფის რეპეტიციების ამსახველი ბუტლეგები. საბოლოო ვარიანტის გამოშვებას სასტავი არ ჩქარობდა. ჟერ ერთი, ფინანსურად ძალიან გაუჭირდათ. მეორეც, მათ სარეპეტიციო ადგილი აღარ ჰქონდათ. ევრონიმუსს ეს ყელში ამოუვიდა და დააარსა ხმის ჩამწერი სტუდია / ფოსტით შეკვეთების შემსრულებელი სამსახური, რომელსაც Deathlike Silence უწოდა.
1990 წელს სარპსბორგში შედგა Mayhem-ის გამოსვლა. სასტავი სრული სერიოზულობით მოემზადა ამ ღირშენანიშნავი მოვლენისათვის, რომელიც ლეგენდად იქცა. ჰოდა, ამ ლეგენდის თანახმად, Deadმა ორი კვირით ადრე ჩაფლო საკონცერტო ზმანი მიწაში, რათა იგი გახრწნილიყო, მატლები დახვეოდა და სიკვდილის სუნი მისცემოდა. სიმღერა Necrolust-ის შესრულებისას კი ჟგუფმა მოჭრილი ღორის თავების სროლა დაუწყო დამსწრე საზოგადოებას, ხოლო Deadმა დანისა და დამტვრეული ბოთლის ნამსხვრევებით გადაწყვიტა საკუთარი თავის გალამაზება. კონცერტზე მოსული სამასიოდე კაციდან ათიოდე შემორჩა (ამ მოთმინებითა აღვსილთა შორის იყვნენ Darkthrone-ისა და Immortal-ის მომავალი წევრები). ევრონიმუსი და ძმანი მისნი კმაყოფილი ჩანდნენ. ბლექ მეტალის სცენა დაპყრობილ იქნა, თუმცა Deadმა ინტერვიუში განაცხადა, რომ სასტავი Deathს უბერავდა. ასე იყო თუ ისე, ბენდმა სახელი გაითქვა. ფინანსური მდგომარეობაც ცოტათი გამოსწორდა. გაიჩითა ტურები აღმოსავლეთ ევროპაში, გერმანიასა და თურქეთში. “De Mysteriis Dom Sathanas” მხოლოდ კოსმეტიკურ რემონტს საჭიროებდა და...
1991 წ 8 აპრილს ევრონიმუსმა აღმოაჩინა მკვდარი Dead. სასტავი ერთად ბინადრობდა და რეპეტიციობდა. ამიტომ ევრონიმუსს გაუტყდა, როცა კარი არავინ გაუღო, შემოძვრა ფანჟრიდან Deadის ოთახში და მშვენიერი სურათი გადაეშალა თვალწინ: Dead სისხლის ტბაში ცურავდა, ხელებზე ვენები ჰქონდა გადაჭრილი, თუმცა სიკვდილის მიზეზი თავის ქალის ნახევრის დაკარგვა იყო, რაც თოფიდან გასროლამ გამოიწვია. იქვე ეგდო აწ გარდაცვლილის ბოლო ნაკალმარი: “მაპატიეთ ამდენი სისხლი.” ევრონიმუსი არ დაიბნა, გაიქცა ქალაქის ცენტრში, იყიდა ფოტოაპარატი, ფირი და შემთხვევის ადგილს დაუბრუნდა. მას მალევე შემოუერთდნენ ჰელჰამერი და ნეკრობატჩერი. ლეგენდის თანახმად, მეგობრებმა Deadის მიმობნეული ტვინის ნაწილი შეჭამეს, მისი თავის ქალის ნამსხვრევები შეაგროვეს და ყელსაბამები გააკეთეს, რომლებიც სკანდინავიის გამოჩენილ ბლექ მეტალ ჟგუფებს გაუგზავნეს. ევრონიმუსმა Deadს ფოტოსურათები გადაუღო და ჰელჰამერს ჩააბარა, გარდა ერთისა, რომელიც ყველაზე მეტად მოეწონა და მომავალი ალბომის ქავერად დაიგულა. ჰელჰამერმა სურათები მშობლების ბინაში დამალა, მაგრამ სამალავე მალევე აღმოაჩინეს და ფოტოები დაწვეს, რათა საყვარელი შვილი რაიმე შარში არ გახვეულიყო.
ბოლოსდაბოლოს სასტავი მიხვდა, რომ პოლიციის გამოძახებას ვერ გაექცეოდნენ. სამართალდამცავებსაც მეტი რა უნდოდათ და ტრიო დააპატიმრეს. ჟგუფის რეპუტაცია ხელს არ უწყობდა მათი უდანაშაულობის დამტკიცებას. მიუხედავად ამისა, ისინი გამოუშვეს – ეჭვი მტკიცებულებებით ვერ გამაგრდა. პოლიციასთან ურთიერთობით (ან იქნებ სხვა მიზეზით, რას გაიგებ) დაგრუზულმა ნეკრობატჩერმა დატოვა ჟგუფი.
ევრონიმუსს ეჩქარებოდა ახალი ალბომის გამოშვება, მაგრამ ბასგიტარისტისა და ვოკალისტის არარსებობის გამო იძულებით დაამუხრუჭა და ოსლოში გახსნა მაღაზია Helvete (ნორვეგიულად ნიშნავს “ჟოჟოხეთს”). მცოდნე ადამიანების მტკიცებით, მაღაზიის ასორტიმენტის უმრავლესობას ეკლესიებიდან მოპარული ინვენტარი წარმოადგენდა.
ევრონიმუსმა ძველ ნაცნობს – გრაფ გრიშნაკს - შესთავაზა ბასგიტარისტობა, ხოლო ვოკალისტად ოკულტუსი მოიწვია (ჟგუფიდან “Perdition Hearse”). ეს უკანასკნელი ვერ ჩაეწერა სასტავში და მალე თავიდან მოიცილეს.
Darkthrone-მა გამოსცა ალბომი “A Blaze in the Northern Sky”, რომელიც ევრონიმუსს მიუძღვნა. ბურზუმმაც არ დააყოვნა დემოს გამოშვება ევრონიმუსის ხმის ჩამწერი სტუდიის მეშვეობით. “ჰელვეტე” ნორვეგიული ბლექ მეტალის ცენტრად გადაიქცა. ლეგენდის თანახმად, ამავე დროს შეიქმნა ბლექ მეტალის წრე, რომლის სახელსაც უკავშირდება ეკლესიების დაწვა და სხვა საქმენი საგმირონია. ჰელჰამერმა Aრცტურუს-ისთვის შეასრულა დრამ პარტიები. ფინანსური მდგომარეობა მეტ-ნაკლებად გამოკეთდა.
ევრონიმუსმა საკუთარ სტუდიაში გაიცნო ატილა, თორმენტორ-ის ვოკალისტი და მოიწვია “De Mysteriis Dom Sathanas” ჩასაწერად.
1993 წ გამოვიდა ნახევრად ოფიციალური ალბომი (?) “Live in Leipzig”, რომელიც Deadის ხსოვნას მიეძღვნა (ალბომზე კიდევ ჯღერს მისი უკვდავი ვოკალი). “De Mysteriis Dom Sathanas” ჩაწერაც დასრულდა. Mayhem მეორე გიტარისტის მოწვევაზე ფიქრობდა. სავარაუდო კანდიდატურა იყო Blackthorn (ჟგუფ Thorn-დან), გრაფ გრიშნაკისა და ევრონიმუსის ძმა და მეგობარი. ამასობაში თავად გრაფისა და ევრონიმუსის ურთიერთობა გაფუჭდა. ერთხელაც Blackthorn და გრიშნაკი აადგნენ ევრონიმუსს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი მეორე დღეს მკვდარი იპოვეს. ევრონიმუსის პატივსმცემლები ვილკებს ითხრიდნენ გრიშნაკის უნიჭოებაზე (ლეგენდის თანახმად, იგი იმდენად ცუდი ბასგიტარისტი გამოდგა, რომ მისი ნამუშევარი “De Mysteriis Dom Sathanas” -დან ამოშალეს და მისი პარტიები ჰელჰამერმა შეასრულა), მაგრამ Mayhem დაიშალა ევრონიმუსის არარსებობის გამო.
1994 წ გამოვიდა (როგორც იქნა) “De Mysteriis Dom Sathanas” .
1995 წ ჰელჰამერმა დიდი რეფორმატორობა იკისრა და გადაწყვიტა Mayhem-ის გაცოცხლება. მან დაითანხმა ნეკრობატჩერი და მანიაკი, რომ ერთხელ მაინც ეცდებოდნენ ერთად დაკვრას. ევრონიმუსის ადგილას ჰელჰამერმა მოიწვია რუნ ერიქსონი (Blasphemer ჟგუფიდან Aura Noir). სასტავი შეიყარა და 1996 წ შედგა პირველი (?) გამოსვლა.
1997 წ Mayhem-მა გამოუშვა ““Wolf’s Lair Abyss”. . ამას მოჰყვა ტური ევროპასა და აშშ-ში, რომლის მასალაზე დაყდნობითაც გამოცემულ იქნა ჟგუფის ცოცხალი შესრულების ამსახველი აუდიო დისკი და ვიდეო. მომდევნო წლებში ამ ქვეყანას მოევლინა რამდენიმე სინგლი და ბუტლეგი. ამასობაში ჰელჰამერმა ერთ-ერთი საუკეთესო დრამერის სახელი დაიმკვიდრა და უამრავ პროექტში მიიღო მონაწილეობა, თუმცა არც Mayhem დავიწყებია. ჟგუფი დღემდე წარმატებით არსებობს ბლექ მეტალის სამყაროში (თუმცა მანიაკის სუიციდალური და მაზოხისტური ზახოდები შიშის ზარსა სცემს ჟგუფის ფანებს – ვაიდა, ერთხელაც წარმატებით დასრულდეს ვოკალისტის აურაცხელი მცდელობა, მოიკლას თავი). დაკვრის სტილი დიდად არ შეცვლილა (არც ტექსტების მოდესო სული), თუმცა სასტავი ტექნიკურად უფრო დახვეწილ მუსიკას უკრავს.
დისკოგრაფია:
Voice of a Tortured Skull – 1986 (demo)
Pure Fucking Armageddon – 1986 (demo)
Deathcrush – 1987 (LP)
Dawn of the Blackhearts – 1990 (ალბომში შევიდა 1986 და 1990 წ.წ. ლაივები, ქავერად კი გამოყენებულია Deadის ლეგენდარული სურათები)
Projections of a Stained Mind – 1991 (კომპილაცია, სადაც შესულია Mayhemის ორი სიმღერა)
Born into Evil – 1992 (Bootleg)
The True Black – 1993 (სპლიტი ჯგუფებთან: Thou Shalt Suffer & Zemial)
Live in Leipzig – 1993
Tribute to the Black Emperors – 1994 (სპლიტი ჯგუფ Morbid-თან)
De Mysteriis Dom Sathanas – 1994
Ha Elm Zalag – 1994 (Bootleg)
Nordic Metal: A Tribute to Euronymous – 1995 (კომპილაცია)
Blackened Vol. 1 – 1995 (კომპილაცია)
In Memory of Celtic Frost – 1996 (კომპილაცია)
Out From the Dark – 1996
In Memorium – 1996 (მიეძღვნა ევრონიმუსის ხსოვნას)
Freezing Moon – 1996 (ყველა სიმღერა აღებულია კომპილაციიდან “Projections of a Stained Mind – 1988)
From the Darkest Past – 1997 (De Mysteriis Dom Sathanas-ის სტუდიური ჩანაწერის რეპეტიციები უვოკალოდ)
The Return – 1997 (Bootleg)
Wolf’s Lair Abyss – 1997
Ancient Skin / Necrolust – 1997 (single)
Blackened Vol. 3 – 1997 (კომპილაცია)
Feuersturm – 1998 (კომპილაცია)
Gods of Darkness – 1998 (კომპილაცია)
Presumed Guilty – 1998 (კომპილაცია)
Tribute to Hell – 1998 (კომპილაცია)
Firestarter – 1998 (კომპილაცია)
War & Sodomy – 1999 (ჩაერილია 1990 წ 24 ოქტომბერს გერმანიაში ჩატარებული კონცერტის დროს)
Necrolust / Total Warfare – 1999 (ორსიმღერიანი მინიდისკი წარმოადგენს სპლიტს ჯგუფთან Zyklon-B)
Mediolanum Capta Est – 1999 (live)
True Legends In Black – 2000 (სპლიტი Darkthrone-თან)
Grand Declaration of War – 2000 (ჯგუფის მტკიცებით, ეს არის ალბომ Wolf’s Lair Abyss-ის გაგრძელება)
European Legions – 2001 (ნაწილობრივ live, ნაწილობრივ Grand Declaration of War unreleased)
Live in Marseille – 2001
Nemi: The Soundtrack - 2001
U.S Legions – 2001
Freezing Moon / Jihad – 2002 (სპლიტი ჯგუფთან Meads of Asphodel)
The Studio Experience – 2002 (ძველი სიმღერების ხელახალი გამოცემა)
Live in Jessheim – 2003 (ჩაწერილია 1990 წ კონცერტი)
Chimera - 2004
This post has been edited by Dungeons_Of_Darkness on 4 Nov 2004, 16:49