Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > Georgianisation > პირველი ქართული ენის სინთეზატორი


Posted by: MONTY 30 Aug 2011, 19:42

პირველი ქართული ენის სინთეზატორი, რომელიც მეთორტმეტე კლასელმა ნიკა გამყრელიძემ შექმნა უშუალოდ ქართული ენისათვის შეიქმნა და დასავლურ სისტემებზე არ არის აწყობილი.
ეს არის word-ის მსგავსი, ძალიან გამარტივებული ვარიანტი, რომლის გამოყენება უსინათლოებსაც შეუძლიათ. ახალი ტექსტური რედაქტორის მეშვეობით მხედველობა შეზღუდულ ადამანიებს საშუალება აქვთ შეამოწმონ მათ მიერ განხორციელებული ნებისმიერი ოპერაცია. მაგალითად გადაამოწმონ ბოლოს აკრეფილი 5 წინადადება და ა.შ.
„ეს სისტემა გარდა უსინათლოებისა, დიდი კომპანიებისთვისაც ძალიან გამოსადეგია. ჯერ-ჯერობით სინთეზატორისთვის ხმა სახლის პირობებში, წყვილ-წყვილად ციფრებში, ჩემი ჩაწერილია. ამჟამად დაფინანსების ძიებაში ვართ, რომ ხმები სათანადო დონეზე სტუდიაში ჩაიწეროს,“- ამბობს ნიკა გამყრელიძე.

http://navigator.ge/ArticleView.aspx?Id=617

პ.ს ძალიან კარგია და წარმატებებს ვუსურვებ !
იმედია ფორუმელები დაეხმარებით და სტუდიას მოუძებნით რომელიც უსასყიდლოდ დაეხმარება პროფესიულ დონეზე ხმები რომ ჩაწეროს smile.gif



Posted by: Tabo8226 30 Aug 2011, 21:09
QUOTE
პ.ს ძალიან კარგია და წარმატებებს ვუსურვებ !

ასევე ასევე წარმატებები smile.gif

Posted by: kobalsky 8 Sep 2011, 12:56
MONTY
ძალიან კარგი, ვუსურვებ წარმატებებს,
მაგრამ პირველი სინტეზატორი ეგ არ არის.
http://gllc.ge/projects/demo_synth/demo_synth.html
ეს სინთეზატორი 4 წლის წინანდელია.

პირველია თუ მეორე მთავარი ეგ არ არის, მთავარია რომ ხალხი მუშაობს ამაზე
და ეს მუშაობაც თუ იქნება თანამშრომლობით რეჟიმში საქმე მოიგებს ამით.

საზღვარგარეთ ასეთ პროგრამებზე კომპანიები მუშაობდნენ და მუშაობენ უკვე 60 წელია
და ძალიან მაღალი შედეგები აქვთ.
საქართველოში საჭიროა ჯგუფის შექმნა, დასავლური გამოცდილების გაზიარება და
რადგანაც ამას ერთი კაცი ვერ გააკეთებს.

Posted by: MONTY 15 Sep 2011, 22:35
kobalsky
QUOTE
მაგრამ პირველი სინტეზატორი ეგ არ არის.

ვიცი ხო . სტატიის სათაური აქვს ეგეთი და ეგ სტატია დავაკოპირე smile.gif

პ.ს შენც ხო მუშაობ სინთეზატორზე? რატომ არ აქვეყნებთ სიახლეებს ? რა ეტაპზე არის თქვენი პროდუქტი ? საიტზე რაც არის ეგ ძველი ვერსია არის ხო? თუ ყიდით და რა ღირს?
კარგი იქნება თუ სიახლეებს დაწერთ საიტზე smile.gif
''ბუ2''ც იყენებს სინთეზატორს? თუ არ იყენებს მაშინ კარგი იქნებოდა თუ ინტეგრაციას მოახდენდით ბუ2 ში smile.gif

Posted by: kobalsky 17 Sep 2011, 12:57
MONTY
მე პირადად არ ვმუშაობ სინთეზატორზე და ეს 2 წელია ჯგუფთან უშუალო შეხება აღარ მაქვს.
მაშასადამე სიახლეების გამოქვეყნება ჩემზე არაა დამოკიდებული.
სინთეზატორზე მუშაობა კიდევ მიმდინარეობს და ჩემი აზრით გაყიდვაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა
(და შეიძლბა საერთოდ აზრს მოკლებული).
მე პირადად არ ვიცი "ბუ2" როგორ მუშაობს...



Posted by: SIDORA 18 Sep 2011, 00:47
QUOTE
პირველი ქართული ენის სინთეზატორი, რომელიც მეთორტმეტე კლასელმა ნიკა გამყრელიძემ შექმნა უშუალოდ ქართული ენისათვის შეიქმნა და დასავლურ სისტემებზე არ არის აწყობილი.


წარმატებები ნიკას, სტუდია რო მქონდეს უარის მთქმელის ....

Posted by: EXHALATING 18 Sep 2011, 01:57
მე როგორც ვიცი უკვე კეთდება სინთეზატორი
სხვათაშორის ძალიან დიდი თანხა ჯდება
შეიძლება ეს ნიკას პროექტია

Posted by: MalKon 24 Nov 2019, 13:22
ქართულ tts საიდან გადმოვიწერ, რო ჩავაგდო პროგრამაში

Posted by: tavgrili 29 Jan 2020, 19:27
მოგესალმებით ქართული ხმის სინთეზატორი თუ რასებობს? დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: zviadii 22 Apr 2020, 00:07
https://play.google.com/store/apps/details?id=com.github.olga_yakovleva.rhvoice.android

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)