რა არის პიკაპი?
პიკაპი არის
პატარა სატვირთო-სამგზავრო ავტომობილი საპირისპირო სქესთან (
Outdoor-თან ბოდიში : ))) ) ურთიერთობის ხელოვნება, რომელიც მოიაზრებს ყოველმხრივ დახვეწა-გავითარებას ამ ურთიერთობებში დასაოსტატებლად.
განასხვავებენ "დღის თამაშს" (Daygame) და ღამის თამაშს (Nightgame). "დღის თამაში" თავისთავში მოიცავს დღის განმავლობაში საპირისპირო სქესის გაცნობის მიზნით "ცივ მისვლებს" (Cold Approaches) ქუჩებში, პარკებში, სავაჭრო ცენტრებში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში. "ცივი მისვლა", თავის მხრივ, ნიშნავს საპირისპირო სქესთან ვერბალური ან არავერბალური კონტაქტის დასამყარებლად მისვლას, იმ პირობით, რომ აქამდე მასთან არანაირი სოციალური გადაკვეთა არ გქონია. "ღამის თამაში" გულისხმობს ზოგადად გართობისა და საპირისპირო სქესის წარმომადგენლების გაცნობის მიზნით პარასკევ ან შაბათ დღეს ღამის ივენთებზე გასვლას (ძირითადად კლუბებსა და ბარებში).
რატომ არის "Cold approach pick up"-ი ყველა ბიჭის ცხოვრების კონკრეტულ ეტაპზე აუცილებელი?
1. Pick up-ი გვაძლევს არჩევანის საშუალებას. ბევრი თქვენგანი ალბათ არც კი დაფიქრებულა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით დედამიწაზე 7 მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, რეალურად ამ ადამიანების უმრავლესობა პარტნიორის არჩევანში ძალიან შეზღუდულია, კონკრეტულად კი სოციალური წრით. დაუსვი შენს თავს კითხვა, რამხელაა შენი სოციალური წრე? გიჭირს პასუხის გაცემა? არაუშავს, დაგეხმარები. გახსენი სოციალურ ქსელში შენი პროფილის გვერდი. შეიხედე მეგობრების სიაში და დახედე რიცხვს. ეს რიცხვი 50-დან 5000-მდე დიაპაზონში მერყეობს და ეჭვი მეპარება, facebook-ის ფუნქციონალური შეზღუდვა რომ არა, ეს რიცხვი, შენს შემთხვევაში, 5000-ს ასცდენოდა. ახლა დაფიქრდი, ამ რიცხვში რამდენია საპირისპირო სქესის, შენს ასაკს +/- 10 წლის და რაც მთავარია შენთვის მოსაწონი. აცნობიერებ სინამდვილეში რამდენად შეზღუდული ხარ შენი მომავალი პარტნიორის არჩევანში? მგონი ჩამოსათვლელად ხელზე თითებიც გეყოფა. გაამოს! ; ) კარგი, ვაღიაროთ, რომ ზოგიერთი თითების რაოდენობითაც კმაყოფილია, მაგრამ ახლა წარმოვიდგინოთ სცენარი, სადაც რიგი მიზეზების გამო მოგიწია სრულიად უცხო ქალაქში გადასვლა. ამ შემთხვევაში, შენი წლობით ნაშენი სოციალური წრე საპნის ბუშტივით სკდება. რას შვები? ისევ თითები, ამჯერად სხვა დანიშნულებით? OK, ყველას თავისი პრიორიტეტები აქვს. ჩვენ არავის განვსჯით.
და რა არჩევანი აქვს ბიჭს, რომელიც ფლობს "cold approach pick up"-ს? უტრირებულად რომ ვთქვათ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას შენი მომავალი პარტნიორის არჩევანში მხოლოდ შენი მზერის არეალით ხარ შეზღუდული. კარგად ჟღერს, არა? : )))
2. Pick up-ი გვაიძულებს საკუთარი კომფორტის ზონის დარღვევას და თუ შენ კიდევ გაქვს ილუზია, რომ განვითარება კომფორტის ზონის ფარგლებშია, ცდები. კომფორტის ზონის ფარგლებში მხოლოდ დაქვეითებაა, რადგან არ არსებობს "უძრავი მდგომარეობა", მუდმივად ან წინ მიიწევ, ან უკან. უმრავლესობა სწორედ კომფორტის ზონის დარღვევის შიშით გაურბის მას, რადგან ვერ აცნობიერებს, რომ მხოლოდ მის გარეთ იცვლები. თუ კვლავ და კვლავ აკეთებ იმას, რასაც აქამდე აკეთებდი, ლოგიკურია, რომ ისევ და ისევ იმ შენთვის არადამაკმაყოფილებელ შედეგს მიიღებ და ამიტომ უნდა სცადო შენთვის ახალი, ჯერ კიდევ უცნობი, გაურკვეველი, სადაც არარსებობს არანაირი გარანტიები! ბიჭის მამაკაცად ფორმირება ბიძამისის ფულით დაქირავებულ მეძავთან რამდენიმეწამიანი პენეტრაციის შედეგად არ ხდება. ბიჭის მამაკაცად ფორმირება ხდება უამრავი ცხოვრებისეული სირთულეების გამოვლის შედეგად, რომელთა შორის 100% კომფორტის ზონის გარეთაა და აუცილებელი არ არის ყველა ამ სიტუაციაში გამარჯვეულის როლში გამოსვლა, რადგან მთავარი მონაპოვარი გამოცდილებაა, ხოლო ნებისმიერი გამოცდილება გამარჯვებაა. ამიტომაც, როდესაც შენ "ცივი მისვლის" შედეგად გოგონას ეუბნები გამარჯობას, შენ უკვე გამარჯვებული ხარ. ბევრს ჰგონია, რომ თავდაჯერებულობა გულისხმობს კონკრეტულ გარემოებებში აუცილებლად გამარჯვებულად გამოსვლის რწმენას. სინამდვილეში, ჭეშმარიტი თავდაჯერებულობა ნიშნავს კონკრეტულ გარემოებებში ნებისმიერი შედეგის, როგორც დადებითი, ისე უარყოფითის მიღების მზადყოფნას. ამის გააზრება ძალიან მნიშვნელოვანია.
Pick up-ში კი უამრავ ისეთ ახალ გარემოებებში ამოყოფ თავს, სადაც პირველად ხარ, არარსებობს მზა მოქმედების ინსტრუქცია, არ იცი რა ჰქნა და გინდა არ გინდა, გიწევს ამ სიტუაციასთან გამკვლავება. სწორედ, მრავალი ასეთი გარემოების გამოვლის შედეგად ყალიბდება ადამიანში ის, რასაც ხალხში შინაგან სიძლიერეს ეძახიან და არარსებობს მისი ჩამოყალიბების სხვა გზა.
3. Pick-up-ი გვინგრევს ილუზიებს სოციალურ ნორმებსა და საზოგადოების მოწყობაზე. საზოგადოება გვასწავლის და გვიწესებს ქცევის იმ ნორმებს, რომლიც მომგებიანია მისთვის, როგორც ერთიანი სისტემისთვის და არა შენთვის, როგორც კონკრეტული ინდივიდისთვის. შესაბამისად, მისი ინსტრუქციები შენს ინტერესებს არ ითვალისწინებს. მხოლოდ pick-up-ში მიღებული გამოცდილება გიხსნის იმ "რკინის ფარდას", რომელიც სქესთაშორის ურთიერთობებშია ჩამოყალიბებული. ხვდები სად და რატომ უწევს გოგოებს ტყუილების თქმა და ბიჭებით მანიპულირება. ხვდები რატომ ფიქრობენ ერთს, ამბობენ მეორე და იქცევიან მესამენაირად და უამრავი ასეთი ფაზლი დროთა განმავლობაში მარტივად იწყობა. ეს არის სრულიად ახალი სამყარო და კი, მეგობარო, შენ ხვდები, რომ აქამდე ტყუილში გიცხოვრია.
4. და რა თქმა უნდა, pick-up-ი გვაძლევს წვდომას სექსთან... ბევრ სექსთან... ხარისხიან სექსთან... ან თუნდაც, თავშეკავებასთან, რომელიც ამა თუ იმ მიზეზით მიღებული გააზრებული გადაწყვეტილებაა და არა გარემოებრივი იძულება. : ))) არჩევანი უკვე შენს ხელშია.
ზოგიერთი ტერმინის განმარტება:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
Set (სეტი) - მდედრობითი სქესის წარმომადგენელი.
Wingman (ვინგმენი, ვინგი) - მეგობარი/ნაცნობი, რომელთანაც ერთად გადიხარ "სათამაშოდ" და რომელიც გეხმარება სასურველი სეტის დაქალ(ებ)ის გართობაში (ჩამოშორებაში).
Escalation (ესკალაცია) - უხეშად რომ ვთქვათ, მოხიბვლის მომდევნო ეტაპზე გადასვლა. განასხვავებენ ფიზიკური, ვერბალურ, სექსუალურ და ა.შ. ესკალაციებს.
Field (ფილდი) - ადგილი, ტერიტორია სადაც გადიან "სათამაშოდ".
"Georgian Natural Game" ("GNG") ქოუჩინგი და კონსულტაციები პიკაპსა და ზოგადად, საპირისპირო სქესთან ურთიერთობებში:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
წინა თემები:
ნაწილი I:
პიკაპინაწილი II:
Pick Up IIნაწილი III:
pick up 3ნაწილი IV:
Pick Upნაწილი V:
PICK UP - Seduction Masteryნაწილი VI:
PICK UP - Seduction Masteryწინა ნაწილის ტოპ მპოსტავები:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
theodous 221
სნეგირი2 152
ჯიმ"მორისონი 138
sandroEVO 107
Hermyon 60
bigmaster 57
_Pablo_ 46
~Annabelle°Haunting~ 45
Taisiaa 36
TDD 31
EVERYONE IS WELCOME! : ) This post has been edited by სნეგირი2 on 16 Jan 2019, 14:54