ორსიხშირიანი USB მოდემი მაგთისგან!
ერთი მოდემი ორის ნაცვლად!
სიჩქარე: HSPA+ ქსელში 14.4 მეგაბიტამდე წამში
EVDO ქსელში 3.1 მეგაბიტამდე წამში.
მომსახურების პირობები და ტარიფები
- აქცია! 1 აგვისტომდე მოდემის ღირებულებაა 65 ლარი. მაგთიკომი საშუალებას გაძლევთ, 48 საათის განმავლობაში საცდელ რეჟიმში ისარგებლოთ მოდემით და შეამოწმოთ, აქვს თუ არა მას ტექნიკური წუნი, ან მუშაობს თუ არა თქვენთვის სასურველ ადგილას. თუ მოდემით ვერ ისარგებლებთ, ქსელში ჩართვიდან 48 საათის გასვლამდე შეგიძლიათ დაგვიბრუნოთ იგი, გადახდილი 65 ლარიდან კი 60 ლარი დაგიბრუნდებათ.
- ინტერნეტით 30-დღიანი სარგებლობისთვის გთავაზობთ, აირჩიოთ მომსახურების ორი პაკეტიდან სასურველი:
ეკონომ-პაკეტი: ღირებულება - 15 ლარი. მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით ისარგებლებთ, სანამ თქვენ მიერ მოხმარებული ინტერნეტ-ტრაფიკი არ მიაღწევს 1 GB-ს. ამის შემდეგ, 30-დღიანი ვადის გასვლამდე, ისარგებლებთ დაბალსიჩქარიანი ინტერნეტით.*
სტანდარტ-პაკეტი: იხდით 45 ლარს, აქედან 30 ლარი არის ინტერნეტით სარგებლობის ღირებულება, ხოლო 15 ლარი ავტომატურად დაირიცხება თქვენ მიერ არჩეულ მაგთის, ბალის, ბანის ან მაგთი ფიქსის ნომრის ანგარიშზე. მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით ისარგებლებთ, სანამ თქვენ მიერ მოხმარებული ინტერნეტ-ტრაფიკი არ მიაღწევს 5 GB-ს. შემდეგ,
30-დღიანი ვადის გასვლამდე ისარგებლებთ დაბალსიჩქარიანი ინტერნეტით. *
_ _ _
* თუ გსურთ, სერვისის 30-დღიანი ვადის გასვლამდე კვლავ მიიღოთ მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი, შეგიძლიათ პორტალიდან (www.mymagtifix.ge) დამატებით შეიძინოთ: ეკონომ-პაკეტის შემთხვევაში - 1000 MB -15 ლარად; სტანდარტ-პაკეტის შემთხვევაში - 200 MB 2 ლარად ან 1000 MB 10 ლარად. დამატებით შეძენილი მეგაბაიტების დახარჯვა შეგიძლიათ ძირითადი პაკეტის გამოყენების ვადის (30 დღე) გასვლამდე.
თუ ქსელში ჩართვისას არ მიუთითეთ ნომერი, რომელზეც სტანდარტ-პაკეტის შეძენისას უნდა დაირიცხოს 15 ლარი, მიმდინარე თვეში ჩვეულებრივად გადაიხდით 45 ლარს, მაგრამ ვერ მიიღებთ ბონუსს. ნომრის არჩევა/შეცვლა შეგიძლიათ მაგთიკომის ოფისში - უფასოდ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი სიხშირით. ბონუსი (15 ლარი) დაირიცხება იმ ნომერზე, რომელიც ბოლოს გაქვთ არჩეული.
მოდემის ანგარიშის შევსების რამდენიმე გზა არსებობს:
• მაგთიკომის ნებისმიერ ოფისში გადახდა.
• USSD სერვის-მენიუს გამოყენება:
მობილურებიდან აკრიფეთ *111 # OK, სერვის-მენიუში აირჩიეთ >
EVDO/HSPA+ > angarishis shevseba და მიჰყევით ინსტრუქციას.
• მომენტალური გადახდის აპარატები.
• ინტერნეტ-პორტალი: შეუერთეთ მოდემი კომპიუტერს, შედით
ინტერნეტ-პორტალზე www.mymagtifix.ge > ანგარიშის შევსება >
მონო-ბარათის კოდი.
• თანხის გადარიცხვა მაგთის და ბალის ნომრიდან: #888 მოდემის
ნომერი # გადასარიცხი თანხა, OK.
მომსახურების პაკეტის არჩევა შეგიძლიათ ინტერნეტ-პორტალიდან: ამისათვის თქვენი მოდემი შეუერთეთ კომპიუტერს, შედით ინტერნეტ-პორტალზე www.mymagtifix.ge > სერვისის აქტივაცია > და აირჩიეთ სასურველი პაკეტი.
ანგარიშის შემოწმება
ანგარიშის შემოწმება შესაძლებელია როგორც ინტერნეტ-პორტალიდან: www.mymagtifix.ge , ასევე მობილურიდან სერვის-მენიუს საშუალებით: აკრიფეთ * 111 # OK > EVDO/HSPA+ და მიჰყევით ინსტრუქციას.
ხელშეკრულება ინტრანეტით/ლოკალური ან გლობალური ინტერნეტით მომსახურების შესახებ