forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (39) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> Oasis, ნაწილი III, Be Here Now
Definitely Maybe
madferit


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1852
წევრი No.: 101660
რეგისტრ.: 5-October 09

გამოგზავნილია: 17 Jun 2012, 14:55  #31707757      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Are you a madferit?

მოგესალმებით , ესეც OASIS მე-3 თემა. მოკლედ ჩამოვწერ ძირითად მოვლენებს ოაზისის ისტორიაში. დანარჩენიც ნელ ნელა მივამატოთ.

user posted image


1991 - პირველად იყო წვიმა : ) ანუ ჯგუფი The Rain შემდეგი შემადგენლობით: Paul McGuigan (ბას გიტარა), Paul "Bonehead" Arthurs (გიტარა), Tony McCarroll (დასარტყამი) და Chris Hutton (ვოკალი). ჯგუფს ვოკალი არ აკმაყოფილებდა, ამიტომ ბონეჰედის რეკომენდაციით ჯგუფში მოვიდა Liam Gallagher, რომელმაც შესთავაზა ჯგუფს ახალი სახელი Oasis. მოგვიანებით ჯგუფს შეუერთდა ლიამის ძმა Noel Gallagher.

user posted image

1994 - სექტემბერი. ოაზისი უშვებს დებიუტ ალბომს Definitely maybe. ყველაზე გაყიდვადი სადებიუტო ალბომი ბრიტანეთის ისტორიაში.

user posted image

1995 - ძმებთან უსიამოვნების ნიადაგზე ჯგუფი დატოვა ტონიმ და მის მაგივრად მოვიდა Alan White. (პოლ ველერის რეკომენდაციით)

14 აგვისტოს Blur-მა და ოაზისმა გამოუშვეს მორიგი სინგლები მომავალი ახალი ალბომიდან, ერთი და იგივე დღეს. რითაც საფუძველი დაედო დაპირისპირებას ამ ორ ჯგუფს შორის რომელიც "The Battle of Britpop" სახელით არის ისტორიაში შესული. ბლარის სინგლმა Country House აჯობა Roll with It-ს გაყიდვების რაოდენობით პირველ კვირაში 274/216 ათასი. თუმცა მოგვიანებით ალბომების გამოცემამ ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა.


ნერვიული მოშლილობის ნიადაგზე ჯგუფი დატოვა Paul McGuigan-მა, რომელიც დროებით შეიცვალა Scott McLeod-ით, რომელიც ჩანს wonderwall-ის ვიდეო კლიპში.

ოქტომბერში გამოვიდა ჯგუფის მეორე ალბომი (What's the Story) Morning Glory?

1996 - გამოვიდა ვიდეო There and Then, რომელიც აღებული იყო კონცერტიდან რომელიც გაიმართა მეინ როუდზე 27 და 28 აპრილს. (28 აპრილის კონცერტი შევიდა ვიდეოში)

10 და 11 აგვისტო. 2 კონცერტი ჯგუფის შესრულებით Knebworth-ის ფესტივალზე

user posted image


ჩაიწერა MTV Unplugged როიალ ფესტივალ ჰოლში ლიამის გარეშე. მიზეზად დასახელდა ყელის ტკივილი.

1997 - აგვისტო. გამოვიდა ალბომი Be Here Now. ყველაზე სწრაფად გაყიდვადი ალბომი ბრიტანეთის ისტორიაში.

1998 - გამოვიდა B-side კრებული The Masterplan

1999 - ჯგუფი დატოვეს ბონეჰედმა და მკგიგანმა. რომლებიც მოგვიანებით შეიცვალა Gem Archer და Andy Bell ის მიერ.

2000 - თებერვალი. გამოიცა ჯგუფის მეოთხე ალბომი Standing on the Shoulder of Giants

ალბომის მხარდასაჭერად ჯგუფი წავიდა მსოფლიო ტურნეში. პირველი შოუ უემბლის სტადიონზე შემდომში მოხვდა ლაივ ალბომში Familiar to Millions.

2002 - ივლისი, გამოვიდა მეხუთე ალბომი Heathen Chemistry. პირველი ალბომი სადაც მონაწილეობა მიიღეს ჯგუფის ახალმა წევრებმა

2004 – Alan White -მა დატოვა ჯგუფი და შეცვლილი იქნა Zak Starkey-ს (რინგო სტარის შვილი) მიერ.

სტარკის მოსვლიდან რამოდენიმე დღეში ჯგუფი გამოვიდა Glastonbury ფესტივალზე. (მეორედ). ლიამის `უნიათო` სიმღერის და სტარკის ბენდთან მუშაობის გამოუცდელობის გამო NME -მ დაახასიათა ეს კონცერტი როგორც "disaster."

user posted image

2005 - მაისი. გამოვიდა მეექვსე ალბომი Don't Believe the Truth

10 მაისს ალბომის მხარდასაჭერად ჯგუფი წავიდა მსოფლიო ტურნეზე, რომელიც გაგრძელდა თითქმის 1 წელი და დასრულდა 2006 წლის 30 მარტს. მოინახულეს რა 26 ქვეყანა 113 შოუ ნახა 3.2 მილიონ ადამიანზე მეტმა.

2006 - გამოვიდა ოაზისის სიმღერების ორმაგი კრებული. არცერთი სიმღერა არ შესულა ალბომიდან Be Here Now

2007 - გამოვიდა დოკუმეტური ფილმი ტურის შესახებ Lord Don't Slow Me Down. მეორე DVD მოიცავს მანჩესტერში 2 ივლისს გამართული კონცერტს.

2008 - მაისში ჯგუფი დატოვა ზეკ სტარკიმ. Dig Out Your Soul ალბომის ჩაწერის შემდეგ. მის ადგილას მოვიდა Chris Sharrock. თუმცა ოაზისი მაინც რჩებოდა 4 კაციან ჯგუფად, და კრისიც ზეკის ნაირად არ ითვლებოდა ჯგუფის ოფიციალურ წევრად.

ოქტომებრში გამოვიდა მეშვიდა და ბოლო სტუდიური ალბომი Dig Out Your Soul.

user posted image


ალბომის მხარდასაჭერად ოაზისი კვლავ გაემართა მსოფლიო ტურში, რომელმაც 18 თვე გასტანა.

2009 – 28 აგვისტო. ფესტივალზე Rock en Seine, პარიზი. კონცერტის დაწყებამდე 5 წუთით ადრე, ლიამსა და ნოელს შორის მომხდარი ჩხუბის შემდეგ ნოელმა დატოვა ოაზისი, შეწყდა კონცერტი, და გაუქმდა ტური. მოგვიანებით გამოქვეყნდა ნოელის განცხადება: "with some sadness and great relief...I quit Oasis tonight. People will write and say what they like, but I simply could not go on working with Liam a day longer"

user posted image


2010 - ოაზისის ალბომმა (What's the Story) Morning Glory? მიიღო BRIT Awards ის ჯილდო Best Brit Album of the Last 30 Years.

14 ივნისი. გამოვიდა სინგლების კრებული Time Flies... 1994–2009,

საბოლოო ჯამში ოაზისს გაყიდული აქვს 50 მილიონზე მეტი ჩანაწერი. 8 ბრიტანეთის #1 სინგლი. 8 ბრიტანეთის #1 ალბომი. მოგებული აქვს 15 NME Awards, 9 Q Awards, 4 MTV Europe Music Awards და 6 Brit Awards.

ოაზისის დაშლის შემდეგ, ლიამმა სხვა წევრებთან (ნოელის გარდა) ერთად ჩამოაყალიბა ჯგუფი Beady Eye და გამოუშვა სადებიუტო ალბომი Different Gear, Still Speeding

მალევე გამოვიდა ნოელის სოლო ალბომიც: Noel Gallagher's High Flying Birds

ამ პოსტს კი დავასრულებ ნახევრად ხუმრობით და საკმაოდ ამბიციური "გამოთქმის" ციტირებით. Anyone who doesn't like OASIS, has no musical taste. ;-)

* * *
ესეც წინა თემის ლინკები.

Oasis 1
Oasis 2

This post has been edited by Definitely Maybe on 17 Jun 2012, 15:01


--------------------
Gimme shelter
audiobus
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1432
წევრი No.: 55069
რეგისტრ.: 6-March 08

გამოგზავნილია: 17 Jun 2012, 17:31  #31710019      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
პირველი პოსტი ახალ თემაში! bis.gif გილოცავთ!
ვაი ბი ჰია ნაუ? spy.gif


--------------------
http://coub.com/mamuka.velijanashvili
http://www.pinkbike.com/u/audiobus/
https://www.youtube.com/channel/UCK0VzwkMC1NAvFCEEo0nELQ
Juvetifozi



******
ჯგუფი: Members
წერილები: 9384
წევრი No.: 89388
რეგისტრ.: 20-April 09

გამოგზავნილია: 17 Jun 2012, 23:14  #31715739      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გილოცავთ!

ძალიან კარგი თემაა up.gif

ამ თემაში გვეზეიმოს ის,რაც ყველა madferit-ს სურს user.gif


--------------------
President Dwayne Elizondo Mountain Dew Herbert Camacho

გარი მედელი

Baron Helmut Schnitzelnazi

შეადრიბლინგა საჯარიმოში (c) ბარბაქა
Definitely Maybe
madferit


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1852
წევრი No.: 101660
რეგისტრ.: 5-October 09

გამოგზავნილია: 18 Jun 2012, 01:08  #31717752      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
audiobus
QUOTE
ვაი ბი ჰია ნაუ?

მესამე ალბომია, ესეც მესამე თემაა biggrin.gif,

იქნებ ამ თემამ შეყაროს ყველა აქ და ახლა. ჰოდა Oasis, Tbilisi open air 2013 დაიდოს. biggrin.gif


Juvetifozi



******
ჯგუფი: Members
წერილები: 9384
წევრი No.: 89388
რეგისტრ.: 20-April 09

გამოგზავნილია: 21 Jun 2012, 20:05  #31775698      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ისე, what a life-ს კლიპი ნანახი გაქვთ?
http://www.youtube.com/watch?v=d6m03FUYaTM
მე ახლა ვნახე პირველად,რასელ ბრენდი რომ თამაშობს...
Definitely Maybe
madferit


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1852
წევრი No.: 101660
რეგისტრ.: 5-October 09

გამოგზავნილია: 21 Jun 2012, 22:37  #31778034      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
juvetifozi
ერთადერთი რომელსაც ვუსმენ ბოლო ალბომიდან ხანდახან. რამხელა შესავალი აქ დავიტანჯე biggrin.gif

ისე რაიყო, თემა გაიხსნა და 2 კაცზე მეტს არც კი შემოუხედავს : )

ზე ვერსია. იდოს პირველ გვერდზე, მაინც დიდხანს იქნება სავარაუდოდ :პ


Juvetifozi



******
ჯგუფი: Members
წერილები: 9384
წევრი No.: 89388
რეგისტრ.: 20-April 09

გამოგზავნილია: 22 Jun 2012, 19:57  #31791539      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Definitely Maybe
QUOTE
ერთადერთი რომელსაც ვუსმენ ბოლო ალბომიდან ხანდახან. რამხელა შესავალი აქ დავიტანჯე

გეთანხმები,საუკეთესოა მაგის ალბომში.

Beady Eye-დან კიდევ აი ეს ორი მომწონს ყველაზე მეტად:
http://www.youtube.com/watch?v=6au9tXtGvL4
და
http://www.youtube.com/watch?v=HfdYY1Iundo

Definitely Maybe
madferit


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1852
წევრი No.: 101660
რეგისტრ.: 5-October 09

გამოგზავნილია: 22 Jun 2012, 20:37  #31792050      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
juvetifozi
ეგ ალბომიც კაი ხანია არ მომისმენია, ბევრი არის სხვებიც მანდ კარგები. თუნდაც kill for a dream.

ნუ bring the light არ შეიძლება არ მოგწონდეს. სხვა თუ არაფერი პირველია ოაზისის დაშლის მერე : )

იმედია ოაზისის ამბავში ძაანაც არ გაგიტყდება იტალია რო გამოვარდება კვირას wink.gif

This post has been edited by Definitely Maybe on 22 Jun 2012, 20:42
Juvetifozi



******
ჯგუფი: Members
წერილები: 9384
წევრი No.: 89388
რეგისტრ.: 20-April 09

გამოგზავნილია: 22 Jun 2012, 21:28  #31792764      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Definitely Maybe
QUOTE
იმედია ოაზისის ამბავში ძაანაც არ გაგიტყდება იტალია რო გამოვარდება კვირას 

gigi.gif ძმებისდა სამწუხაროდ,კვირას იმედგაცრუება ელით,თუმცა მალე გადაიტანენ.ჯერ არ გადაუტანიათ თუ რა biggrin.gif



რა ქენით აბა 2009-ში? user.gif

This post has been edited by juvetifozi on 22 Jun 2012, 21:39
Lomidze
ROCK N ROLL STAR


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 137
წევრი No.: 151478
რეგისტრ.: 24-June 12

გამოგზავნილია: 24 Jun 2012, 13:57  #31815071      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Ladies and Gentlemen OASIS!


--------------------
Leader of the band & The builder of the fame
datoo
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12262
წევრი No.: 13746
რეგისტრ.: 19-October 05

გამოგზავნილია: 30 Jun 2012, 10:55  #31904953      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გუშინწინ beady eye მ Warrington Parr Hall ში წინა სა heaton park ო ლიავში

2 ძველი სიმღერა შეასრულა

morning glory



და rock n roll star



დღესაა 1 heaton park და იმედია უკეთესი ხახისხის ვიდეოები დაიდება

cmooooon LIAM

This post has been edited by datoo on 30 Jun 2012, 10:55
ა თ უ კ ა



******
ჯგუფი: Members
წერილები: 9033
წევრი No.: 134108
რეგისტრ.: 24-July 11

გამოგზავნილია: 30 Jun 2012, 15:54  #31908646      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მესამე ალბომია, ესეც მესამე თემაა

givi.gif
ორიგუნალურია up.gif


--------------------
ნორჩი ოცელოტელი ხარ © Huckleberry Finn
Chacun son cinéma


самый маленький месси на свете

იყო მადრიდის „რეალის“ გულშემატკივარი, ეს უკვე კულტურაა. (ყ)
ტურისტი ჯონი და 75 წლის როდრიგო © ფიესტა
იმედია ნოლანივით მოპიზდეცინტელექტუალო ჯარმუშობა არ შეგვრჩება ხელში ©
N2O
SEBASTIAN VETTEL


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9904
წევრი No.: 57004
რეგისტრ.: 28-March 08

გამოგზავნილია: 2 Jul 2012, 15:38  #31937634      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
გილოცავთ ახალი თემა ახალი იმედი biggrin.gif იმედია მოვესწრებით sad.gif


--------------------
Infiniti Red Bull Racing ©-ზედიზედ 4 გზის ჩემპიონი "წვენების გუნდი"
"ლუისას ამბიციებს ბევრი ბოღმად აღიქვამს, ამაზე მეტი დაბოღმილებიც არიან.მაგალითად, ფეტელი, რომელიც რაციაში პანიკიორობდა რიკიარდოს უკეთესი მანქანა გაუკეთეთ და იმიტო მასწრებსო. "

El Capitano 7
Juvetifozi



******
ჯგუფი: Members
წერილები: 9384
წევრი No.: 89388
რეგისტრ.: 20-April 09

გამოგზავნილია: 5 Jul 2012, 17:51  #31990275      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ნოელმა ახალი ფორმა წარადგინა\
user posted image
Lomidze
ROCK N ROLL STAR


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 137
წევრი No.: 151478
რეგისტრ.: 24-June 12

გამოგზავნილია: 11 Jul 2012, 14:45  #32075897      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი


მეგობრებო ნოელი ცოტა ხმებში გავშალე და აბა მოუსმინეთ smile.gif

1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (39) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0397 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]