#56128208 · 10 Apr 2020, 11:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
levani169
QUOTE | ამათი ოცნება გრანტის აღებას ვერ სცდება და შეჭმას რა თქმა უნდა. |
გრანტი რომ მოქცენ 20% ატკატი უნდა გაუკეთოვო ასე ამბობენ. მე ეს მჯერა. რომ დაჭირდება კარტოფილსაც შეზღუდავს ირანი - ხახვს/ნიორს დანარჩენები - პურს/ხორცს... yes.gif ქართველს ხელში შერჩება ჰიბრიდული ნარჩენი ვერც კი დავთესავთ, ძაანაც რომ გვინდოდეს facepalm.gif იმედია ფიქრობს ამაზე სოფლის მეურნეობის სამინისტრო.. ზუსტად ეგ ჰიბრიდია ყველაზე უფრო საშიში. მოსავალი დიდი მოდის მაგრამ, მისი თესლი მეორე მოსავალს აღარ იძლევა. შესაბამისად ერთი სამ წელში ადგილობრივი კულტურების თესლები ნადგურდება, რადგან აღარავის მოჰყავს და ჰიბრიდის თესლი თუ გაქრება, ადგილობრივი თუნდაც მცირემოსავლიანი თესლიც აღარ იქნება. მე არ ვიცი სოფ. სამინისტრო ფიქრობს თუ არა ამაზე. თუ ფიქრობს უნდა ხელი შეუწყოს სანერგე და სათესლე მეურნეობების შექმნას, სადაც იმუშავებენ ადგილობრივი კულტურების ხარისხის და მოსავლიანობის გაზრდაზე. ეს სამეცნიერო სამუშაოები კი გაგრზელდება წლების განმავლობაში რაიმე სერიოზული შედეგი რომ დაიდოს. ამათ კი ბიუჯეტში ფული სჭირდებათ და შემოტანილზე ვაჭრობა ურჩევნიათ სწრაფი ფულის მიზნით. სხვათა შორის, ბოროტი ხმები ამბობდნენ რომ ევროპა ამერიკიდან იბლოკებოდა ჩვენთან ასეთი სამუშაოების ჩატარება. შვეიცარია ჩვენზე მთიანი ქვეყანაა, ჩვენზე თითქმის ორჯერ პატარაა ტერიტორიით. ხალხის რაოდენობით კი ორჯერ აღგვემატება. კარგად იცით ეს. იქ ადგილობრივი მეწარმე დაცულია და რაც მათ ტერიტორიაზე მოდის, იმის იმპორტი ალბათ არც ექნებათ. ასე უნდა მოიქცნენ აქაც. მოიტანონ ახალი ტექნოლოგიები, ასწავლონ აქაურ ფერმერებს და აქაც ამაღლდება შრომის ნაყოფიერება. ასე ვფიქრობ მე, შეიძლება ვცდებოდე კიდეც რამეში. მაგრამ ძირითადში ალბათ არ ვცდები.
|