დიზაინიშეიძლება ითქვას, რომ დიზაინი სმარტფონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მგრძნობიარე დეტალია, OnePlus-მაც იცის ეს და ყველაზე პოპულარულ iPhone 7 Plus-ის დიზაინს გაუკეთა მოდიფიკაციები, ზომებში უფრო კომპაქტურად შემოგვთავაზა, კორპუსი უფრო გამძლე და მყარი გახადა, ყურსასმენების ჯეკიც დაუმატა და საერთო ჯამში მივიღეთ ბევრად დახვეწილი iPhone 7 Plus-ის დიზაინი OnePlus 5-ს სახით. თუმცა, ეს არ ნიშნავ, რომ დიზაინში იმდენად დიდი სხვაობაა, OnePlus 5 ვაღიაროთ iPhone 7 Plus-ის კლონად, OnePlus 5 დიახ არის განსხვავებული.
OnePlus-ის სმარტფონების ისტორიაში OnePlus 5 არის ყველაზე თხელი ფლაგმანური სმარტფონი და მისი სისქე მხოლოდ 7.25 მილიმეტრია.
კამერა
დიზაინის შემდეგ და შესაძლოა დიზაინზე უფრო მეტადაც, მნიშვნელოვანია კამერის ტექნიკური და პროგრამული მახასიათებლები, რადგან მას ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ, OnePlus-მა ამაზეც იზრუნა, კამერის ტექნიკურ დეტალებზე Sony-სთან ითანამშრომლა, ხოლო კამერის პროგრამულ მხარეზე თავად DXO-მ იზრუნა, რაც იმას ნიშნავს, რომ OnePlus-მა გამოაცხო შესანიშნავი “კამერაფონი” OnePlus 5-ის სახით.
OnePlus 5-ს ორი მთავარი კამერა აქვს, 20 მეგაპიქსლეიანი F2.6 დიაფრაგმის მქონე Sony IMX350 და 16 მეგაპიქსელიანი F1.7 დიაფრაგმის მქონე Sony IMX398, ამ უკანასკნელს გააჩნია ელექტრონული სტაბილიზაცია და “Dual Pixel” ტექნოლოგიის სუპერ სრაფი ავტოფოკუსი, ხოლო 20 მეგაპიქსელიანი სენსორი ასრულებს ორმაგი ოპტიკური ზუმის ფუნქციას და ასევე გააჩნია 192 ფაზოვანი ავტოფოკუსი.
ორმაგი კამერის დახმარებით გადაღებული ობიექტის უკანა ფონის დაბლურვა შესაძლებელი იქნება შედარებით “ნაზად” ან უფრო ღრმად და ძლიერად.
“Pro Mode” რეჟიმის დახმარებით თქვენ თავს პროფესიონალ გადამღებად იგრძნობთ, აქ თვენ შეხვდებით ISO-ს კონტროლს, ასევე შეგიძლიათ აკონტოროლოთ “სინათლის ჩამკეტი”, გადაიღოთ RAW ფორმატის ფოტოები და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები, რომელსაც ჩვენს მიერ შემოთავაზებულ დეტალურ განხილვაში შემოგთავაზობთ ძალიან მალე….
რაც შეეხება წინა კამერას, აქ გვხდება 16 მეგაპიქსელიანი Sony IMX371-ის სენსორი F2.0 დიაფრაგმით, ელექტრონული სტაბილიზაციით, ფიქსირებული ფოკუსით და სპეციალური “სელფი გადაღების რეჟიმებით.
ეკრანიასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია ეკრანი, აქ ჩვენ გვხდება უკვე დრადიციული FHD რეზოლუციის 5.5 დიუმიანი ტრადიციული 16:9 ფორმატის Optic AMOLED ეკრანი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეკრანში ცვლილებები არ არის. OnePlus-მა გაითვალისწინა წინა თაობის ფლაგმანურ სმარტფონზე ეკრანთან დაკავშირებით მიღებული შენიშვნები და დაგვპირდა, რომ ამჯერად გვთავაზობს ბევრად მაგარ ეკრანს, შემოთავაზებულია sRGB პიქსელთა განლაგების ტექნოლოგია და DCI-P3 ფერთა აღქმა. აღსაღნიშნავია, რომ აქ არ გვხდება Pen-Tile პიქსელთა განლაგება, როგორიც ახასიათებთ ტრადიციულ AMOLED ან Super AMOLED ეკრანებს და RGB განლაგებით გვხდება პიქსელები, რაც ძალიან კარგი სიახლეა. დამატებულია სპეციალური კითხვის რეჟიმი, რომელიც საშუალებას გაძლევთ ფერადი ეკრანი აქციოთ შავ-თეთრად.
ბატარეაOnePlus-ი ახალ DASH ტექნოლოგიის დამტენს წარმოგვიდგენს 3300 მილიამპერიან ბატარეასთან ერთად, რომელიც OnePlus 5-ს უფრო სწრაფად დამუხტავს ვიდრე OnePlus 3T იმუხტებოდა და გაცილებით დიდხანს გაძლებს. OnePlus-ი ირწმუნება, რომ თავისი ახალი ფლაგმანის ბატარეა გაცილებით დიდხანს ძლებს და გაცილებით სრაფად იმუხტება ვიდრე Galaxy S8 და Google Pixel-ი.
ჩიფსეტი და მეხსიერებაOnePlus 5-ში მოთავსებულია ამ დროისთვის ყველაზე მძლავრი 10 ნანომეტრიანი ჩიფსეტი Qualcomm Snapdragon 835, UFS2.1 ტექნოლოგიის შესანახი მეხსიერება(64 და 128 გიგაბაიტიანი ვერსიებით), LPDDR4X ოპერატიული მეხსიერება(6 და 8 გიგაბაიტიანი ვერსიებით). 2×2 MIMO ანტენა, მუშაობს გლობალურად მსოფლიოს 34 სიხშირეზე(რომელიც საშუალებას მოგცემთ იმგზაუროთ ნებისმიერ ქვეყანაში პრობლემების გარეშე), Bluetooth 5.0, NFC და სხვა წვრილმანი ტექნოლოგიები, რომელიც სტანდარტულია დღეს ფლაგმანურ სმარტფონებში.
აუდიო სისტემაამჯერად აქ ვხდებით 3 მიკროფონს ხმის ჩამხშობი ტექნოლოგიით, ერთ დინამიკს, ასევე AANC, Dirac HD და Dirac Power აუდიო ტექნოლოგიებით.
ოპერაციული სისტემა
OnePlus 5 რა თქმა უნდა მუშაობს Android ოპერაციულ სისტემაზე, სადაც შემოთავაზებულია სუფთა და სუპერ სწრაფი მოდიფიკაცია “OxygenOS”, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ და სწრაფ სისტემად არის ცნობილი.
წყარო: https://review.ge/2017/06/oneplus-5-%E1%83%...83%9A%E1%83%90/ This post has been edited by nodarie on 21 Jun 2017, 02:05
წამიშალა გიორგიმ რაც დავუწერე პასუხები, თემა დახურა, ახალი თემა გავხსენი,წაშალა და ბანი დამადო.ასე რომ მოვრჩი, ნახვამდის, ყველაფერი ნათქვამია :) არ მოეწონა პასუხები ბიჭს :)