9 ივნისს Lenovo-მ დაანონსა Moto Z და Moto Z Force, ერთი ფლაგმანური მოდელის 2 ვერსია. მე პირადად დიდად არ მსიამოვნებს Lenovo-ს სახელის გამოყენება/ხსენება მაგრამ წესი წესია Motorola მას ეკუთვნის.
ამ 2 მოდელს შორის ძირითადი სხვაობა არის ის რომ, Moto Z არის შედარებით თხელი მოდელი, 5.2მმ ზომის, 13Mgpxl კამერა ლაზერული აუტო ფოკუსით, OIS, ორმაგი ტონალობის LED Flash, 2600Mah მოცულობის ელემენტით ხოლო Moto Z Force-ის ზომაა 6.9მმ-ია, გაცილებით დიდი ზომის ელემენტით 3500Mah და 21Mgpxl კამერა "Phase detection" აუტო ფოკუსით, "მტვრევა" გამძლე ეკრანით. დანარჩენ კომპონენტებში ორივე მოდელი ერთმანეთის იდენტურია, ორივე სმარტფონი აღჭურვილია 5.5 ინჩიანი QHD AMOLED ეკრანით 1440 x 2560 გაფართოებით, Snapdragon 820 ჩიპსეტით, 4GB ოპერატიული მეხსიერებით, 32/64GB შიდა მეხსიერებით. მეხსიერების გაზრდა შესაძლებელია 256GB-მდე. ორივე მოდელი წარმოდგენილიაUSB Type C პორტით და არ აქვთ ყურსასმენებისთვის 3.5მმ ბუდე. ყურსასმენების შესაერთებლად კი მოყვება USB Type C to 3.5mm ადაპტერი.
რათქმა უნდა ორივეს აქვს სწრაფი დატენვის ტექნოლია, თითის ანაბეჭდის სკანერი და აყენია Android 6.0.1 Marshmallow.
ამერიკაში გაიყიდება Droid Edition-ები Verizon-ის მიერ, Moto Z Droid Edition და Moto Z Force Droid Edition. Z ვერსია გაიყიდება ასევე Unlocked ხოლო Z Force კი Verizon-ის ექსკლუზივია. Motorola launch Event - Moto Z, Moto Z Force, moto mods Announced- Lenovo world 2016Moto Zეკრანი: 5.5 ინჩიანი სუპერ ამოლედ სქრინი, 1440 x 2560 პიქსელ რეზოლუცია, (~535 პიქსელი ინჩზე)
ზომები: 153.3 x 75.3 x 5.2 mm (6.04 x 2.96 x 0.20 in)
პროცესორი: Snapdragon 820 , 4 ბირთვიანი , აღნიშნული ჩიპსეტი წარმოებულია 14 ნანომეტრიანი FinFET ტექნოლოგიით, Kryo არქიტექტურით, 2+2 პრინციპით 1.7Ghz და 2 ძლიერი-ცენტრალური 2.15Ghz.
გრაფიკული ამაჩქარებელი: Adreno530
მთავარი კამერა: 13 მეგაპიქსელიანი F1.8 დიაფრაგმით, ორმაგი ტონალობის LED Flash-ით,ოპტიკური სურათის სტაბილიზაცია, ლაზერული აუტო ფოკუსით
წინა კამერა: 5 მეგაპიქსელიანი F2.2 დიაფრაგმით
ვიდეო გადაღება: 1080p@30fps
ბატარეა: 2600 მილიამპერიანი, Fast Charging.
მეხსიერება/ოპერატიული: 32/64GB, 4 GB RAM. SDcard - მეხსიერების გაზრდა შეიძლება მაქსიმუმ 256 GB-მდე.
აღნიშნული მოდელი აღჭურვილია Corning Gorilla Glass 4შუშით,Fingerprint scanner , Fast charging.
Moto Z Forceეკრანი: 5.5 ინჩიანი სუპერ ამოლედ სქრინი, 1440 x 2560 პიქსელ რეზოლუცია, (~535 პიქსელი ინჩზე)
ზომები: 155.9 x 75.8 x 7 mm (6.14 x 2.98 x 0.28 in)
პროცესორი: Snapdragon 820 , 4 ბირთვიანი , აღნიშნული ჩიპსეტი წარმოებულია 14 ნანომეტრიანი FinFET ტექნოლოგიით, Kryo არქიტექტურის 2+2 პრინციპით 1.7Ghz და 2 ძლიერი-ცენტრალური 2.15Ghz.
გრაფიკული ამაჩქარებელი: Adreno530
მთავარი კამერა: 21 მეგაპიქსელიანი F1.8 დიაფრაგმით, ორმაგი ტონალობის LED Flash-ით,,ოპტიკური სურათის სტაბილიზაცია, "Phase detection" აუტო ფოკუსით
წინა კამერა: 5 მეგაპიქსელიანი F2.2 დიაფრაგმით
ვიდეო გადაღება: 2160p@30fps, 1080p@30fps, HDR
ბატარეა: 3500 მილიამპერიანი, Fast Charging.
მეხსიერება/ოპერატიული: 32/64GB, 4 GB RAM. SDcard - მეხსიერების გაზრდა შეიძლება მაქსიმუმ 256 GB-მდე.
აღნიშნული მოდელი აღჭურვილია Corning Gorilla Glass 4შუშით,Fingerprint scanner , Fast charging.
კომპანიამ ასევე დაანონსა მოდულარი აქსესუარები Modomods ! მაგრდება უკანა ხუფზე 16 პინიან შესაერთებელზე. JBL soundboost - ეს აქსესუარი მოიცავს 2 ცალ 3 ვატიან დინამიკს, 27მმ დიამეტრით,200Hz -20Khz. იგი ასევე აღჭურვილია 1000 მილიამპერი ელემენტით.
Incipio Offgrid power pack - ესკი არის ე.წ. powerbank
) 2200 მილიამპერის ელემენტი, ასევე დაასაფორთებს wireless charging-საც.
InstaShare Projector - ეს კი არის case-ში მოთავსებული პროექტორი რომელსაც გამოსახულება 854x480 რეზოლუციით გამოაქვს. ასევე ჩაშენებული აქვს აქვს 1,100 მილიამპერი ელემენტი.
Moto ModsHands onClose up This post has been edited by BeCooL on 10 Jun 2016, 16:29