გამარჯობა,
ვეძებ ადამიანს, რომელიც ამიწყობს სტუდენტების ბაზას PHP, MYSQL გამოყენებით.
ძირითადი მოთხოვნები:
3 მომხმარებლის სისტემა
1. ადმინისტრატორი;
2. ლექტორი;
3. სტუდენტი;
ადმინისტრატორს შეუძლია:
1. შექმნას სტუდენტების და ლექტორების ექაუნთები;
2. შექმნას და დაამატოს ბაზაში საგნები;
3. შექმნას სტუდენტთა ჯგუფები/გაანაწილოს არსებული სტუდენტები ჯგუფებში;
4. მასწავლებელი დაამატოს საგნის/ჯგუფის ხელძღვანელად;
6. სტუდენტის სტატუსის შეცვლა: აქტიური/სტატუსშეჩერებული/აკადემიური;
7. შექმნას სემესტრის განრიგი;
7. შექმნას/დააწესოს ქულების სისტემა თითოეული საგნისთვის. მაგალითად, საგანი: მენეჯმენტი; 20 ქულა შუალედური გამოცდა, 10 ქულა დასწერება, 20 ქულა აქტიურობა, 40 ქულა საბოლოო გამოცდა;
მასწავლებელი:
1. შეუძლია ნახოს საგნების ჩამონათვალი რომელსაც ასწავლის კონკრეტული სტუდენტების ჯგუფების მიხედვით;
2. ყოველდღიურად (როცა ლექცია ექქნება განრიგის მიხედვით) შეიტანოს აქტიურობის ქულები სტუდენტებისთვის შესაბამის გრაფაში;
3. შეავსოს დასწრების ჟურნალი;
4. შეუძლია განვლილი საგნების და ქულების არქივი ნახოს;
5. აუტვირთოს სტუდენტებს საშინაო დავალება სისტემაში;
სტუდენტი:
1. ხედავს საგნების სიას;
2. ხედავს დასწრებას;
3. შეუძლია ნახოს საკუთარი ქულები;
4. შეუძლია ნახოს ლექტორის მიერ ატვირთული მასალები და გადმოწეროს, მიწეროს ლექტორს შეკითხვები;
მომწერეთ PM! თუკი არასწორ ადგილას დავპოსტე, მოდერატორს ვთხოვთ შესაბამის კატეგორიაში გადაიტანოს.