Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სპორტი > ველოსიპედით მოძრაობის წესები


Posted by: suffer 12 Apr 2014, 21:49
გამარჯობათ არ ვიცოდი ეს თემა რომელ განყოფილებაში გამეხსნა მაგრამ რადგან ველოსიპედს ეხება სპორტი ვამჯობინე მოკლედ რა მაინტერესებს ველოსიპედით მოძრაობა საერთოდ საქართველოში და ნებისმიერ ქვეყნებში, ქალაქში მოძრაობა როგორ არის დაშვებული მანქანების დინების მიმართულებით თუ დინების საპირისპიროდ ანუ უფრო უსაფრთხო და პრაქტიკული რომელია. შეიძლება ორივე იყოს დაშვებული მაგრამ წესით და რიგით რომელია მაინტერესებს

Posted by: Pickering 12 Apr 2014, 22:03
მანქანების დინების მიმართულებით, გზის კიდეზე...

Posted by: rebelrebel 14 Apr 2014, 12:13
საინტერესოა თუ გაიშლება უფრო ეს თემა

Posted by: Magnesium 14 Apr 2014, 16:09
ველოსიპედით მოძრაობის წესებს არეგულირებს საქართველოს კანონი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ.

რამდენიმე ამონარიდი ამ კანონიდან:

ველოსიპედი − სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც აქვს სულ მცირე ორი ბორბალი (თვალი) და მხოლოდ ამ სატრანსპორტო საშუალებაზე მყოფი პირის კუნთების ენერგიით, კერძოდ, სატერფულების ან სახელურების მეშვეობით მოძრაობს. ეს ტერმინი არ მოიცავს ინვალიდის ეტლს;

ველოსიპედს უნდა ჰქონდეს გამართული მუხრუჭი, საჭე და ხმოვანი სიგნალი, აღიჭურვოს წინ – შუქამრეკლითა და თეთრი ფერის ფარნით ან ფარით (დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში მოძრაობისათვის), უკან – შუქამრეკლით ან წითელი ფერის ფარნით, ხოლო ორივე გვერდითი მხრიდან – ნარინჯისფერი ან წითელი ფერის შუქამრეკლით.

დაუსახლებელ პუნქტში პირებმა, რომლებიც მართავენ ველოსიპედს, უნდა იმოძრაონ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის მიმართულებით.

მიმდებარე ტერიტორიიდან გზაზე გასვლისას მძღოლი გზას უთმობს მასზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას და ქვეითს, ხოლო გზიდან გადასვლისას – იმ ქვეითსა და ველოსიპედისტს, რომლებსაც უჭრის გზას.

გზაჯვარედინზე მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს ქვეითს, რომელიც გზის იმ სავალ ნაწილზე გადადის, სადაც ის უხვევს, აგრეთვე ველოსიპედისტს, რომელიც კვეთს ამ სავალ ნაწილს საველოსიპედო ბილიკიდან.

1. ავტომაგისტრალზე აკრძალულია:
ა) ქვეითის, შინაური ცხოველების, ველოსიპედისტის, მოპედის, ტრაქტორისა და თვითმავალი მანქანის, აგრეთვე სხვა სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, რომელთა სიჩქარე ტექნიკური მახასიათებლით ან მათი მდგომარეობის გამო 40 კმ/სთ-ზე ნაკლებია;

3. ველოსიპედის, მოპედის, საჭაპნე ოთხთვალის (მარხილის), სასაპალნე და საჯდომი პირუტყვის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ გზის განაპირა მარჯვენა ზოლზე ერთრიგად, აგრეთვე გვერდულაზე, თუ ეს არ აბრკოლებს ქვეითს.


კიდევ სხვა ნიუანსებია ვისაც აინტერესებს დეტალურად უნდა წაიკითხოთ ზემოხსენებული კანონი.

მაგრამ მეეჭვება ამ კანონით თბილისს გაცდე ველოსიპედით smile.gif

Posted by: i_am_goddess 18 May 2015, 12:54
მდაჰ გვიან კი ვკითხულობ მაგრამ..
ავტობანზე ვერ გავალ მგონი ჰო ამ კანონის მიხედვით?

Posted by: Hawley 18 May 2015, 12:58
i_am_goddess
გაინტერესებს ველოსიპედით ავტობანზე გასვლის შემთხვევაში დაგაჯარიმებენ თუ არა? ამ ქვეყანაში ყველას ###ზე ახატია ველოსიპედი, ჰოდა სადაც გინდა იქ გადი არავინ არ დაგაჯარიმებს.

Posted by: i_am_goddess 18 May 2015, 13:02
Hawley
QUOTE
გაინტერესებს ველოსიპედით ავტობანზე გასვლის შემთხვევაში დაგაჯარიმებენ თუ არა? ამ ქვეყანაში ყველას ###ზე ახატია ველოსიპედი, ჰოდა სადაც გინდა იქ გადი არავინ არ დაგაჯარიმებს.

დაჯარიმება არ მინდა ჰო.. ფეხებზე კი კიდიათ მაგრამ ჩემზე გადაირევიან მე ხო ვიცი არა?
ეხლა ვიწყებ ველოთი მოძრაობას ქალაქში და გზის წესებიც არ ვიცი, როგორ უნდა ვიარო.. მაქსიმალურად უსაფრთხოდ.. ტროტუარზე ხო ვერ ავალ არა?

Posted by: Hawley 18 May 2015, 14:02
i_am_goddess
როგორ ვერ ახვალ კაცო, მთავარია ვინმეს არ დაეჯახო. მე 3 ჯერ დავეჯახე ადამიანს ველოთი, ოღონდ სამივეჯერ ტრასაზე და არა ტროტუარზე. გზის პირას იარე ხოლმე, ან ტროტუარზე. დანარჩენი უსაფრთხოება უკვე იმაზეა დამოკიდებული რამდენად კარგად იცი მართვა. ჯარიმას რაც შეეხება, მესამე ზოლშიც მივლია პატრულის გვერდით, მარჯვნივ მინდოდა შეხვევა და. ჰოდა არ დამაჯარიმა, სად დადიხარო ასე მითხრა. სადაც ფართე ტროტუარია, წერეთელზე მაგალითად. სულ ტროტუარზე იარე.

Posted by: AraGviani 29 Jan 2019, 17:09
https://mobilisinmobilige.blogspot.com/2018/12/blog-post_17.html
ამოკრეფილია წესები, რომლებიც ველოსიპედს ეხება და სტატიაშივეა ბმული ოფიციალურ სრულ კრებულზეც.

Posted by: AraGviani 20 Jun 2019, 15:55
არის ასეთი აპლიკაცია https://www.komoot.com/ კომოტი. ჩემი აზრით და გამოცდილებით სტრავასთან შედარებით აქ ბევრად იოლია მარშრუტების დაგეგმვა და ნავიგაციაც კი. მთავარი ისაა, რომ მარშრუტს გირჩევს მხოლოდ იმ გზებით და ბილიკებით, რომლებზეც ნებადართულია ველოსიპედის მოძრაობა. დაჟე ველოსიპედის და მარშრუტის ტიპის მიხედვით შეგირჩევს გზებს. სამთო ველოსიპედის შემთხვევაში ბილიკებს და მთებში საძრომიალოებს მიანიჭებს უპირატესობას. როუდის შემთხვევაში უფრო გზებს მიანიჭებს უპირატესობას და ასე შემდეგ. ნუ, თითონ რომ მოხაზავს მარშრუტს, მერე შეიძლება და სასურველიცაა კორექტივები შეიტანო თუნდაც იქ, სადაც იცი როგორი გზებია ან გინდა გზად რამე მოინახულო. კაი რამეა.
ველოსიპედისტებისთვის ასევე ძალიან კარგია https://maps.me/download/ ანდროიდის ქართველი მომხმარებლებისთვის აკრძალულია და არ გამოჩნდება. ვისაც გაქვთ ამერიკული ექაუნთი და ყველა აპლიკაცია გიჩანთ შეუზღუდავად, შეგიძლიათ გადმოწეროთ. ამ აპლიკაციის ყველაზე მაგარი უპირატესობა ისაა, რომ რუკების გადმოწერა წინასწარ შეგიძლია, გუგლის ოფლაინ რუკებთან შედარებით გაცილებით ნაკლებ ადგილს იკავებს მეხსიერებაში, აქაც ირჩევ საწყის და საბოლოო წერტილს და ველოსიპედისთვის ავტომატურად გირჩევს მარშრუტს, რუკებს იყენებ ინტერნეტის გარეშე და ესაა ძალიან მაგარი და სასარგებლო რამე მოგზაურობისას და კიდევ ერთი სერიოზული უპირატესობა - რუკაზე დატანილია წერტილები, სადაც არის სასმელად ვარგისი წყაროები ან წყალი. წყალი ყველაზე ძვირფასი საგანძურია ველოსიპედით მოგზაურობისას. wink.gif
ყოველდღიური კატაობისთვის და ნაცნობ გზებზე მოძრაობისთვის სტრავას ვიყენებ. სტატისტიკაში და სოც.ქსელის ელემენტებში უკონკურენტოა. როცა სადმე უცნობ ადგილას მივდივარ, თან შორს, კომოტს ვიყენებ.
ისე, ცოტა ხნის წინ მცხეთაში დამჭირდა ერთი ორგანიზაციის მიგნება და გუგლის რუკაზე ის უბანი საერთოდ არ იყო ჩემდაგასაკვირად. გუგლის რუკები ვერც ველოსიპედისტებს გამოადგებათ საქართველოში იმიტომ რომ გუგლ მეფზე საქართველოში ველოსთვის ვარგის გზებზე საერთოდ არაა არანაირი ინფო. მემგონი გონიათ რომ აქ ველოსიპედები ჯერ არავის ყავს და ქვებით და კომბლებით დავრბივართ. sad.gif სტრავაზე და კომოტზე კი არამხოლოდ ახალი ქუჩები და უბნებია, ის შენობები და ორგანიზაციებიცაა დატანილი, რომლებსაც არ დაურეგისტრირებიათ გუგლის რუკებზე საკუთარი ფირმა და მისამართი. მაგალითისთვის კურაციოც ივარგებს თბილისში, რომელიც რამდენიმე თვეა რაც საბურთალოს ქუჩიდან ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩაზე გადავიდა. გუგლ მეფზე ლორთქიფანიძის ქუჩა კია, მაგრამ ის შენობები, რომლებიც აქ ეხლახანს აშენდა, არაა დატანილი. კომოტის და სტრავას რუკებზე კი არის შენობებიც და რომელ შენობაში რა ორგანიზაციაცაა, იმათი სახელებიც. wink.gif

Posted by: kshaneli 27 Jun 2019, 12:31
AraGviani
მნადლობა ძალიან მაგარი აპლიკაციაა. ბევრ ველომოყვარულს გამოადგება

Posted by: AraGviani 25 Sep 2019, 09:52

იყოს ესეც აქ. პირდაპირ პრავის გამოცდიდან არაა, მაგრამ გამოუცდელებს გამოადგებათ. განსაკუთრებით 30 წელს გადაცილებულებს იმიტომ, რომ 30-ის მერე ორგანიზმი შეუმჩნევლად იწყებს უკუსვლას და ნებისმიერი არასწორი დატვირთვა მძიმე შედეგებით მთავრდება ხოლმე.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)