forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · რჩეულები  · ჩატი
reklama

Pages: (403) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> FIA FORMULA 1 WORLD CHAMPIONSHIP - სეზონი 2018, 1.6 V6-ს წუილი და დამწვარი რეზინის სუნი - თემა N52
Power_VANO
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12259
წევრი No.: 2541
რეგისტრ.: 30-July 03

  გამოგზავნილია: 24 Mar 2018, 21:18  #52412016      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
user posted image

user posted image

user posted image

user posted image






ისტორია

ფორმულა 1-ის პირველი ჩემპიონატი 1950 წელს ჩატარდა. თავდაპირველად ჩემპიონატი მხოლოდ საუკეთესო პილოტის გამოსავლენად მიმდინარეობდა, ხოლო 1958 წლიდან უკვე დაწესდა კონსტრუქტორთა თასიც, რამაც დამატებითი ხიბლი და ინტრიგა შესძინა ჩემპიონატს. პირველი გამარჯვებული ჯუზეპე ნინო ფარინა გახდა ალფა რომეოთი (Alfa Romeo), რომელმაც მცირე უპირატესობით აჯობა თავის თანაგუნდელ ხუან-მანუელ ფანხიოს, რომელმაც შემდეგი 7 წლის მანძილზე 5-ჯერ მოიპოვა ჩემპიონის თასი და ფორმულა 1-ის ისტორიაში ერთ-ერთი დიადი მრბოლელის სახელით შევიდა. მის მიერ 5 ტიტულის მოპოვებით დამყარებული რეკორდი დიდი ხნის მანძილზე რჩებოდა მიუწვდომელი სხვა მრბოლელებისთვის.

პირველი მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლე ფორმულა 1-ში უკანა ძრავიანი ბოლიდების გამოჩენა იუო, რომელიც კომპანია კუპერს (Cooper) ეკუთვნოდა. მანამდე დიდ პრიზებზე 1934-1939 წწ. სარბოლო გუნდი Auto Union იყენებდა უკანა ძრავიან ბოლიდებს, რომლის კონსტრუქციაც ფერდინანდ პორშეს ეკუთვნოდა. პორშეს კონსტრუირებულ ბოლიდებს ჰქონდათ ერთი ნაკლი, ისინი რთული სამართავნი იყვნენ ტრასაზე, ხოლო კუპერ T43/51 ბევრად ადვილი სამართავნი იყვნენ, თუმცა შედარებით სუსტი ძრავი გააჩნდათ. 1959-1960 წლებში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ჯეკ ბრებჰემმა (გუნდი „კუპერი“), ხოლო 1961 წლიდან უკვე ჩემპიონატის ყველა მონაწილე გადავიდა უკანა ძრავიან ბოლიდებზე.

1958 წლიდან ფაქტიურად დაიწყო ინგლისურენოვანი მრბოლელების ეპოქა. 1969 წლამდე ჩემპიონები გახდნენ ბრიტანელები მაიკ ჰოტორნი, გრემ ჰილი, ჯიმი კლარკი და ჯეკი სტიუარტი, ავსტრალიელი ჯეკ ბრებჰემი, ახალზელანდიელი დენი ჰიუმი და ამერიკელი ფილ ჰილი.

1962 წელს გუნდმა ლუტუსმა (Lotus) (რომელიც ერთ-ერთი წამყვანი იყო 60-იან, 70-იან წლებში) პირველად გამოიყენა ბოლიდის კონსტრუქციაში მონოკოკი, რომელიც საავიაციო ინდუსტრიიდან იყო გადმოღებული. ლოტუსმა 1968 წელს კიდევ ერთი სიახლე შემოიტანა ფორმულა 1-ში, მან საკუთარ ბოლიდზე დაიტანა კომპანია Imperial Tobacco-ს სარეკლამო გამოსახულება. სწორედ აქედან დაიწყო სხვადასხვა კომპანიების სპონსორობა ფორმულაში.

სიჩქარის ზრდასთან ერთად იზრებოდა ბოლიდის მოჭიდულობის ძალის მნიშვნელობაც, რამაც აიძულა გუნდები ანტიფრთებისა თუ სხვა აეროდინამიკული ელემენტების ექსპერიმენტირებისკენ. 1970-იანი წლების ბოლოს ლოტუსმა პირველად გამოიყენა Ground Effect-ის სისტემა, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდიდა მოჭიდულობის ძალას. ეს სიახლე პილოტებს საშუალებას აძლევდა უფრო სწრაფად გაეარათ მოსახვევები. 1983 წლიდან FIA-მ (Fédération Internationale de l'Automobile) აკრძალა Ground Effect-ის გამოყენება.

1981 წელს პირველად დაიდო შეთანხმების ხელშეკრულება, რომელიც არეგულირებდა ფორმულა 1-ის გუნდებისა და FIA-ს ურთიერთობებს. შეთანხმების მიხედვით ფორმულა 1-ის სატელევიზიო ტრანსლაციის უფლება გადაეცემოდა ფორმულა 1-ის მართვის და განვითარების ახლდად დაარსებულ კომპანიას, რომელსაც ბერნი ეკლსტოუნი ხელმძღვანელობდა. მასვე ევალებოდა ტრანსლაციიდან შემოსული თანხების განკარგვა.

1980-იანი წლები არის ტურბო ძრავების ერა ფორმულა 1-ში. პირველი ასეთი ძრავი გამოიყენა რენომ (Renault) 1977 წელს. 1987 წლისთვის ძრავის სიმძლავრე 1000 ცხენის ძალას სცილდებოდა, რაც ერთ-ერთ რეკორდად ითვლება ღია საბურავებიანი ავტომობილებისათვის. 1984 წელს FIA-მ შეზღუდვა დააწესა საწვავის ავზის ზომაზე, რამაც სიჩქარის დაკლება გამოიწვია, 1989 წელს კი აიკრძალა ტურბო ძრავების გამოყენება.

1990-იანი წლების დასაწყისში გუნდებმა ფართოდ დაიწყეს ელექტრონიკის გამოყენება ბოლიდის კონსტრუქციაში. თანდათან უფრო მეტი ფუნქცია შეიძინა ელექტრონიკამ ბოლიდის კონსტრუქციაში, რაც უფრო უადვილებდა პილოტს ბოლიდის მართვას, თუმცა FIA-მ ამ მხრივაც დააწესა შეზღუდვები 1994 წელს რათა გარკვეულ კონტროლში მოექცია ამ მიმართულების განვითარება.

1980-იან წლებში გამოიკვეთა ჯგუფი ეგრედწოდებული ტოპ გუნდების: ფერარი (Ferrarri), მაკლარენი (McLaren), უილიამსი(Williams) და ბენეტონი (Benetton). 1984 წლიდან მოყოლებული ეს გუნდები ისაკუთრებდნენ ჩემპიონის ტიტულს და უმეტეს შემთხვევაში სწორედ ეს გუნდები იკავებდნენ პირველ 4 ადგილს კონსტრუქტორთა თასის რეიტინგში.

1980-იანი წლების ბოლო და 1990-იანი წლების დასაწყისი გამოკვეთილია ორი ლეგენდარული მრბოლელის აირტონ სენას და ალენ პროსტის ბრძოლით. 1988 წელს 16-დან 15 რბოლა სწორედ ამ ორი მრბოლელის გამარჯვებით დასრულდა, ერთი რბოლა კი ფერარის პილოტმა გერჰარდ ბერგერმა მოიგო (ეს იყო პირველი გამარჯვება ფერარისთვის ენცო ფერარის გარდაცვალების შემდეგ). სენა-პროსტის შერკინება 1993 წლის ბოლომდე გაგრძელდა. 1993 წლის სეზონის შემდეგ ალენ პროსტმა დაასწულა კარიერა, ხოლო 1994 წელს სან-მარინოს დიდი პრიზის დროს დაიყუპა აირტონ სენა, რაც იყო დიდი ტრაგედია ფორმულა 1-ის ისტორიაში. ამ ფაქტმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია უსაფრთხოების სტანდარტებზე. აირტონ სენა იყო ბოლო პილოტი ფორმულა 1-ში, რომელიც ტრასაზე დაიღუპა.

ტექნოლოგიური პროგრესისკენ სრაფვამ და მსხვილი ავტომწარმოებლების ჩართვამ სამეფო რბოლებში (ანუ ფორმულა 1-ში) გამოიწვია დანახარჯების მნიშვნელოვანი ზრდა. XXI საუკუნის დასაწყისში გუნდების ნაწილის ბიუჯეტი რამოდენიმე ასეულ მილიონს შეადგენდა. ამან გამოიწვია ის, რომ 1990 წლიდან მოყოლებული ფორმულა 1 30-ზე მეტმა გუნდმა დატოვა არასაკმარისი ფინანსების გამო.

ოცდამეერთე საუკუნე ფერარის დომინირებით დაიწყო. 2000-2004 წწ. ფერარიმ და მისმა პილოტმა მიხაელ შუმახერმა ზედიზედ 5 ტიტული მოიპოვეს (როგორც პირად ჩათვლაში, ასევე კონსტრუქტორთა თასისთვის ბრძოლაშიც). ეს პერიოდი ფერარისთვის და შუმახერისთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა. 2003 წელს მოპოვებული მეექვსე ტიტულით შუმახერმა ფანხიოს რეკორდი მოხსნა და ამით კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. 2004 წელს შუმახერმა 18-დან 13 რბოლა მოიგო და ფაქტიურად შანსი არ დაუტოვა მოწინააღმდეგეებს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში. ფერარიში ასეთი წარმატებული კარიერის გამო მიხაელ შუმახერს წითელი ბარონი შეარქვეს.

2005 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა რეგლამენტში, რის შემდეგადაც დასრულდა შუმახერისა და ფერარის ტანდემის დომინირება.

2005-2006 წწ. ჩემპიონობა რენომ და მისმა პილოტმა ფერნანდო ალონსომ მოიპოვეს. 2006 წელს შუმახერმა კარიერა დაასრულა და წავიდა ფორმულა 1-დან (თუმცა, როგორც შემდგომ აღმოჩნდა დროებით), მისი ადგილი კი კიმი რაიკონენმა დაიკავა, რომელმაც მორიგი ჩემპიონობა მოუტანა 2007 წელს. 2008 წელსაც ფერარის ერგო ჩემპიონთა თასი, თუმცა პირად ჩათვლაში მაკლარენის პილოტმა ლუის ჰამილტონმა გაიმარჯვა.

2009 წელი ფორმულა 1-ის ახალბედა გუნდის ბრაუნის (Brawn) წარმატებულ დებიუტად იქცა. სწორედ ბრაუნს ერგო კონსტრუქტორთა თასი და პირად ჩათვლაშიც მისმა პილოტმა ჯენსონ ბატონმა გაიმარჯვა. ბრაუნი 2009 წელს ჰონდას (Honda) ბაზაზე შეიქმნა და ერთი წელი იარსება, შემდეგ კი მერსედესმა (Mercedes) შეიძინა, თუმცა მან თავისი ხანმოკლე ისტორიის განმვალობაშიც კი მოახერხა თავი დაემახსოვრებინა ფორმულა 1-ის გულშემატკივრებისატვის და თავისი ადგილიც დაიმკვიდრა ამ ავტოსპორტის ახალ იხალ ისტორიაში.

2010 წლიდან კი ფორმულა 1-ს ახალი ჩემპიონი ჰყავს. 2005 წელს იაგუარის ბაზაზე დაფუძნებულმა რედ ბულმა (Red Bull) კრისტიან ჰორნერისა (გუნდის ხელმძღვანელი) და ედრიან ნიუის (ტექნიკური ხელმძღვანელი) დამსახურებით შეძლო პროგრესირება და 2010-2013 წწ. ზედიზედ ოთხი ჩემპიონობა ფორმულა ერთის ახალგაზრდა მრბოლელ სებასტიან ფეტელთან ერთად, რომელმაც მიუხედავად ასაკის სიმცირისა უკვე შეძლო გარკვეული რეკორდის დამყარება.

2014 წლიდან კი, შეიცვალა რეგულაციები და F1-ში ტურბო ძრავები დაბრუნდა. ასევე შემცირდა აეროდინამიკის დონე. მერსედესმა ახალ ჰიბრიდულ ერაში ზედიზედ უკვე 3-ჯერ გაიმარჯვა 2014-2016 წლებში, ხოლო მრბოლელების ჩემპიონატში ორჯერ ჰამილტონი, ხოლო 2016 წელს კი ნიკო როსბერგმა მოიპოვა ჩემპიონობა.

▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀


2018 წლის ცვლილებები





დამატებითი ინფო

ვებ-გვერდები ფორმულა 1-ის შესახებ:

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


ფორმულა 1-თან დაკავშირებული სხვა თემები ფორუმზე:


» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «



ამ თემაში მპოსტავების ფავორიტი გუნდები / პილოტები:

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄ ▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄

წინა თემის top 10 მპოსტავი:

რასტრელი 1286
tornike-404 475
Gio.. 371
alfa75 331
Power_VANO 313
Tabo 309
N2O 295
Matadorrr 276
პეტრუჩი 270
_R@uL_ 245

▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄ ▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄▀▄

წინა თემები:

FIA FORMULA 1 WORLD CHAMPIONSHIP - სეზონი 2015-16 - 50 - mrfantom
FIA FORMULA 1 WORLD CHAMPIONSHIP - სეზონი 2015 - 49 - mrfantom
FIA FORMULA 1 WORLD CHAMPIONSHIP - სეზონი 2015 - 48 - mrfantom
FIA FORMULA 1 WORLD CHAMPIONSHIP - სეზონი 2014 - 47 - mrfantom
FIA FORMULA 1 WORLD CHAMPIONSHIP - სეზონი 2014 - 46 - mrfantom
FIA FORMULA 1 WORLD CHAMPIONSHIP - სეზონი 2014 - 45 - mrfantom
FIA FORMULA 1 WORLD CHAMPIONSHIP - სეზონი 2014 - 44 - mrfantom
FIA FORMULA 1 WORLD CHAMPIONSHIP - სეზონი 2014 - 43 - mrfantom
FIA FORMULA 1 WORLD CHAMPIONSHIP - სეზონი 2013 - 42 - mrfantom
FIA FORMULA 1 WORLD CHAMPIONSHIP - სეზონი 2013 - 41 - mrfantom
FIA FORMULA 1 WORLD CHAMPIONSHIP - სეზონი 2013 - 40 - mrfantom
FIA FORMULA 1 WORLD CHAMPIONSHIP - სეზონი 2013 - 39 - mrfantom
FIA FORMULA 1 WORLD CHAMPIONSHIP - სეზონი 2013 - 38 - mrfantom
FIA FORMULA 1 WORLD CHAMPIONSHIP - სეზონი 2013 - 37 - mrfantom
FIA FORMULA 1 WORLD CHAMPIONSHIP - სეზონი 2012 - 36 - mrfantom
FIA FORMULA 1 WORLD CHAMPIONSHIP - სეზონი 2012 - 35 - mrfantom
FIA FORMULA 1 WORLD CHAMPIONSHIP - სეზონი 2012 - 34 - mrfantom
FIA FORMULA 1 WORLD CHAMPIONSHIP - სეზონი 2012 - 33 - mrfantom
FIA FORMULA 1 WORLD CHAMPIONSHIP - სეზონი 2012 - 32 - mrfantom
FIA FORMULA 1 WORLD CHAMPIONSHIP - სეზონი 2012 - 31 - mrfantom
FIA FORMULA 1 WORLD CHAMPIONSHIP - სეზონი 2011 - 30 - mrfantom
FIA FORMULA 1 WORLD CHAMPIONSHIP - სეზონი 2011 - 29 - mrfantom
FIA FORMULA 1 WORLD CHAMPIONSHIP - სეზონი 2011 - 28 - mrfantom
FIA FORMULA 1 WORLD CHAMPIONSHIP - სეზონი 2011 - 27 - mrfantom
FIA FORMULA 1 WORLD CHAMPIONSHIP - სეზონი 2011 - 26 - mrfantom
FIA FORMULA 1 WORLD CHAMPIONSHIP - სეზონი 2010 - 25 - mrfantom
FIA FORMULA 1 WORLD CHAMPIONSHIP - სეზონი 2010 - 24 - giorgi-alonso
FIA FORMULA 1 WORLD CHAMPIONSHIP - სეზონი 2010 - 23 - giorgi-alonso
FIA FORMULA 1 WORLD CHAMPIONSHIP - სეზონი 2010 - 22 - giorgi-alonso
FIA FORMULA 1 WORLD CHAMPIONSHIP - სეზონი 2010 - 21 - giorgi-alonso
FIA FORMULA 1 WORLD CHAMPIONSHIP - სეზონი 2010 - 20 - giorgi-alonso
FIA FORMULA 1 WORLD CHAMPIONSHIP - სეზონი 2009 - 19 - giorgi-alonso
FIA FORMULA 1 WORLD CHAMPIONSHIP - სეზონი 2009 - 18 - giorgi-alonso
FIA FORMULA 1 WORLD CHAMPIONSHIP - სეზონი 2009 - 17 - giorgi-alonso
FIA FORMULA 1 WORLD CHAMPIONSHIP - სეზონი 2009 - 16 - giorgi-alonso
FIA FORMULA 1 WORLD CHAMPIONSHIP - სეზონი 2008 - 15 - Tornikee
FIA FORMULA 1 WORLD CHAMPIONSHIP - სეზონი 2008 - 14 - Tornikee
FIA FORMULA 1 WORLD CHAMPIONSHIP - სეზონი 2008 - 13 - Tornikee
FIA FORMULA 1 WORLD CHAMPIONSHIP - სეზონი 2008 - 12 - Tornikee
FIA FORMULA 1 WORLD CHAMPIONSHIP - სეზონი 2007 - 11 - Faskunjii
FIA FORMULA 1 WORLD CHAMPIONSHIP - სეზონი 2007 - 10 - NK-407
FIA FORMULA 1 WORLD CHAMPIONSHIP - სეზონი 2007 - 09 - /// RiDER
FIA FORMULA 1 WORLD CHAMPIONSHIP - სეზონი 2007 - 08 - Tornikee
FIA FORMULA 1 WORLD CHAMPIONSHIP - სეზონი 2007 - 07 - Tornikee
FIA FORMULA 1 WORLD CHAMPIONSHIP - სეზონი 2006 - 06 - Scouser_tornikE
FIA FORMULA 1 WORLD CHAMPIONSHIP - სეზონი 2006 - 05 - Scouser_tornikE
FIA FORMULA 1 WORLD CHAMPIONSHIP - სეზონი 2006 - 04 - Scouser_tornikE
FIA FORMULA 1 WORLD CHAMPIONSHIP - სეზონი 2006 - 03 - Scouser_tornikE
FIA FORMULA 1 WORLD CHAMPIONSHIP - სეზონი 2005-06 - 02 - Scouser_tornikE
FIA FORMULA 1 WORLD CHAMPIONSHIP - სეზონი 2004-05 - 01 - Vika



[B]---------------▀▄▀▄ ამ თემის ჯგუფი ფეისბუქზე ▄▀▄▀

http://www.facebook.com/groups/313042032052831/

»პირდაპირ ეთერში საყურებელი ლინკები:
(პრაქტიკები, კვალიფიკაცია, რბოლა)

-------------------

[B]Reddit-ის სტრიმების განყოფილება - აქ იდება ხოლმე მუშა სტრიმები:

https://www.reddit.com/r/motorsportsstreams/



【F1】 http://www.sportlemon.tv/ - (ხშირად არის sky sports f1-ის ლინკი)
【F1】 http://kaban.tv/rossiya-2-online - (РОССИЯ 2 გადახვევის ფუნქციით)
【F1】 http://squirrelstreams.com/ - (sky sports f1)
【F1】 http://debilizator.tv/rossiia_2_(sport)/ - (РОССИЯ 2 გადახვევის ფუნქციით)
【F1】 http://www.aviatortv.org/russia_2/ - (РОССИЯ 2)
【F1】 http://livetv.ru/ - (სვადასხვა არხი)
【F1】 http://www.allsport-live.ru/ (სხვადასხვა არხი)


ფასიანი IP ტელევიზია, სკაის სრული პაკეტით: https://www.ultraboxhost.com/cart.php


ტორენტ TV (საჭიროებს ACE Player-ის დაყენებას და საიტზე რეგისტრაციას)

http://torrent-tv.ru...ranslation=9299/ - Sky Sports F1
http://torrent-tv.ru...anslation=11642 - Movistar F1 (SD)
http://torrent-tv.ru...anslation=11659 - Movistar F1 HD
http://torrent-tv.ru...anslation=11584 - Sky Sport 1 (Italia)
http://torrent-tv.ru...ranslation=8848 - Viasat Motor
http://torrent-tv.ru...anslation=10362 - Viasat Sport Baltic

დამატებითი ლინკები:
http://www.time4tv.c...y-sports-f1.php - Sky Sports F1
http://f1-times.ru/w...1/skysports.php
http://live.lasource.ru/
http://ovego.3dn.ru/publ/rossija_2_sport_o...acija/2-1-0-17# - (РОССИЯ 2)
http://pro-tv.net/1257-rossia-2.html - (РОССИЯ 2)
http://www.firstrow1.eu/ - (სხვადასხვა არხი)
http://atdee.net/ - (სხვადასხვა არხი)
http://mclarenf-1.com/liveroom/ - (სხვადასხვა არხი, სჭირდება SopCast-ი)
http://sportgoal.net/ - (სხვადასხვა არხი)
http://www.livescorehunter.com/ - (სხვადასხვა არხი)

This post has been edited by Power_VANO on 24 Mar 2018, 21:19


--------------------
Racing is life. Anything that happens before or after is just waiting.
Matadorrr
New Season


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7222
წევრი No.: 16414
რეგისტრ.: 20-January 06

გამოგზავნილია: 24 Mar 2018, 21:45  #52412197      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
ფიქსირდ!!!

დაე ეს თემა მერსედესის და ფერარის ერთობლივი გაბახებისა ყოფილიყოს! biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


--------------------
McLaren...
Tabo
დამწნილებული მემბერი


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 35031
წევრი No.: 2360
რეგისტრ.: 24-June 03

გამოგზავნილია: 24 Mar 2018, 21:50  #52412227      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Power_VANO
სგსგ up.gif

იმედია ამ ტემაში მაინც ჩაიჯვავენ ეს მერსები drug.gif



ა თუ ჯერ არა? biggrin.gif


--------------------
The Pink Floyd

Where's the money, Lebowski?
tornike-404
Viva Ferrari


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12695
წევრი No.: 94427
რეგისტრ.: 25-June 09

გამოგზავნილია: 24 Mar 2018, 22:39  #52412551      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
საღოლ ვანო ძაან კაია!

Matadorrr
QUOTE
დაე ეს თემა მერსედესის და ფერარის ერთობლივი გაბახებისა ყოფილიყოს! 


ჩაგეძიები, ვინ აბახებს? biggrin.gif




ხშირად გესმინოთ!!!

რამაზ ტექსტი ხო გახსოვს!



კაროჩე ჰამილტონი მაიმუნი დედა ვატირე! არანაერი მოუდი არ გვქონდაო პრესს კონფერენციაზე და ტოტო მოგვიანებით დაადასტურა party mode ის არსებობა!


კიმის რეაქცია ჯამილტონის მაიმუნობაზე იყო მასტერკარდით რო ვერ იყიდი ეგეთი )))


--------------------
Ferrari is scaled down version of God, Porsche is jumped up version of VW Beatle

We don`t sell a car we sell a dream © Luca di Montezemolo

ბუმბერაზი კლასიკოსები

Squadra Azzurra

მენეჯერობა მურტალი რამეა © რასტრელი
Matadorrr
New Season


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7222
წევრი No.: 16414
რეგისტრ.: 20-January 06

გამოგზავნილია: 24 Mar 2018, 22:50  #52412627      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
tornike-404
QUOTE
ჩაგეძიები, ვინ აბახებს? biggrin.gif


ყველა, ვისაც არ დაეზარება biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
alfa75
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3996
წევრი No.: 107266
რეგისტრ.: 23-December 09

გამოგზავნილია: 24 Mar 2018, 22:58  #52412671      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მადლობა ვანო!
ხოშიანია.
წელს მშემოვუტრიალებთ მერსებს და დარაბოტკებებში ვაჯობებთ.....!)))))))))))))))
tornike-404
Viva Ferrari


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12695
წევრი No.: 94427
რეგისტრ.: 25-June 09

გამოგზავნილია: 24 Mar 2018, 23:18  #52412805      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Matadorrr
QUOTE
ყველა, ვისაც არ დაეზარება 


სეროტკინით დავიწყოთ! biggrin.gif

alfa75

QUOTE
დარაბოტკებებში ვაჯობებთ.


კიმი უფრო გაიღიმებს ვიდრე ეს მოხდება :შ

რეალურად პირველ სექტორშივე მოუყომრა იმ განდონამ, საინტერესოა რატო იმენა პირველ სექტორში? ორი პრიამიკია მანდ სტარტ ფინიშის და შემდეგი შიკეინის მერე. 2 ვარიანტი ან იმ 2 პრიამიკის გამო მოიტყნა კეთილები ან ის შიკეინი ისე გაჭრა რო მომენტი არ დაკარგდა. კაროჩე, ადრე რო ქონდათ ძაან პატარა ჩაშლებით რო ანახებედნენ სპლიტებს მანდ უნდა გამოჩნდეს წესით.

ბოტასზე ძაან გამიტყდა ( ნახევარი ბოლიდი ასაწყობი აქვთ, თან საინტერესო იყო მაგის დროც, ლუისა ფაქტორს ამოვაგდებდით ბოლიდების დატოლებებში biggrin.gif
alfa75
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3996
წევრი No.: 107266
რეგისტრ.: 23-December 09

გამოგზავნილია: 24 Mar 2018, 23:35  #52412916      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
tornike-404

კიმი ლუისას ონბორდი, რო ვნახე მგონი მოსახვევებში მოგვიჭრა სერიოზულად. ნუ ალბათ ოდნავ პრიამიკებზეც.

ბოტასი 02-03 წააგებდა.
tornike-404
Viva Ferrari


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12695
წევრი No.: 94427
რეგისტრ.: 25-June 09

გამოგზავნილია: 24 Mar 2018, 23:37  #52412927      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
alfa75

ხოდა რის ხარჯზე? პადვესკა აქვ უკეთესი თუ მეტი ცხენის პირობებში უფრო დიდი კუთხით აყენებნ ფრთებს და პრიჟიმში აჯობეს?

0.7 აი ძაან ბევრია :შ
JubaGr
⭐⭐⭐⭐⭐⭐⭐⭐⭐⭐⭐⭐⭐


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 34165
წევრი No.: 107151
რეგისტრ.: 10-December 09

გამოგზავნილია: 24 Mar 2018, 23:39  #52412932      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ფორცა ფერარი
ფორცა სება
ika_211
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3733
წევრი No.: 55999
რეგისტრ.: 18-March 08

გამოგზავნილია: 24 Mar 2018, 23:45  #52412957      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
tornike-404
დამასწარი თოკა რა უნდა დამედო მართლა ოღონდ love.gif აბა ფერარის გინება არ დაგავიწყდეთ როგორც ყოველთვის და 2007 მერე ###### მაგათ დედას


--------------------
Windows 95 16 bit
Intel 40Mhz 486 DX2 processor
8MB EDO Ram
3dfx Voodoo Rush
3x 15" CRT Monitors
Ball mouse
white
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 31059
წევრი No.: 2318
რეგისტრ.: 17-June 03

გამოგზავნილია: 25 Mar 2018, 00:01  #52413050      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
tornike-404
QUOTE
ხოდა რის ხარჯზე? პადვესკა აქვ უკეთესი თუ მეტი ცხენის პირობებში უფრო დიდი კუთხით აყენებნ ფრთებს და პრიჟიმში აჯობეს?

პირველ და მეორე მოსახვევში ფაქტიურად არ აუღია გაზიდან ფეხი

კუთხეები რომ მაქსიმალური აქვთ ეგ ჰორნერმაც ეგრევე თქვა, ჩვენ მინიმალური (რაც შეუძლიათ, მტლად მონცას სეტინგებს არ გულისხმობდა) დაუნფორსით ვართ და ეგენი მაქსიმალურითო

პრინციპში პრიამოიზე ფერარი უფრო სწრაფი იყო (ოდნავ)
მაგრამ მოსახვევებში ბევრად სწრაფია მის გამო მერსედესი


--------------------
https://www.twitch.tv/bekarius


კრიპტოვალუტის ყიდვა/გაყიდვა - https://cex.io/r/0/up114708003/0/

საუკეთესო ბირჟა - https://www.binance.com/?ref=16375872
Gio..
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1757
წევრი No.: 233668
რეგისტრ.: 9-July 17

გამოგზავნილია: 25 Mar 2018, 00:02  #52413052      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეს ნახეთ, ნეტა სება არა სხლამდეს რა მე-13 მოსახვევი, ტიპი მე-3 მოსახვევში იგებდა უკვე 0.5-ს help.gif help.gif help.gif



--------------------
Sebastian... After All This Time...?
Always. ( ˘_˘ )
tornike-404
Viva Ferrari


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12695
წევრი No.: 94427
რეგისტრ.: 25-June 09

გამოგზავნილია: 25 Mar 2018, 00:12  #52413098      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ika_211

კაცი პოზიტივი biggrin.gif ვაგინოთ, ჩვენი რა მიდის? biggrin.gif

white
Gio..

ამ ვიდეოდან რაც ჩანს, როცა თანაბრად შევიდნენ მოსახვევში, ვიხოდზე იმენა აეეეე, ტორქი აქვს და ხუია ი ბოლშე, ნუ პრიჟიმიც :შ
Gio..
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1757
წევრი No.: 233668
რეგისტრ.: 9-July 17

გამოგზავნილია: 25 Mar 2018, 00:15  #52413111      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (tornike-404 @ 24 Mar 2018, 23:37 )
alfa75

ხოდა რის ხარჯზე? პადვესკა აქვ უკეთესი თუ მეტი ცხენის პირობებში უფრო დიდი კუთხით აყენებნ ფრთებს და პრიჟიმში აჯობეს?

0.7 აი ძაან ბევრია :შ

ზღაპარია პადვესკა და აერო, არ მჯერა, შარშან მაგ მხრივ წითლები საუკეთესოები იყვნენ და დარწმუნებული ვარ წელსაც იგივე მდგომარეობაა, გაიხსენე სადაც ძრავს უპირატესობა არ ქონდა გააპეს მერსები თავიანთ ლუისიანად შუაზე. მონაკო, უნგრეთი, სინგაპური (facepalm.gif) უშანსოდ #####ეს, წელს ძრავში ფერარიმ სხვაობა კი არ შეამცირა პირიქით ჩამორჩა, ნუ ვობშემ არ ვიცი რა, არაამქვეყნიური დანადგარი უდევთ მერსებს, ვერ ხედავ ტიპები მაქსიმუმი აეროთი რას აკეთებენ, ძრავი, მენეჯმენტი, პილოტი, იდეალური გუნდია
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (403) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0481 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]