#53230829 · 8 Aug 2018, 23:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თემა სულ სხვა მხარეს წავიდა, მაგრამ რახან წავიდა, მეც გამოვთქვამ ბარემ ჩემ აზრს თუ რატომ არ არის ჩემთვის ეს ფორუმი მიმზიდველი(მხოლოდ ამ აპის დასაფოსტად დავრეგისტრირდი და გავაჯვავ მალე). ის რომ ინერტულია, ახალი სისხლი არ შემოდის ფორუმზე, რადგან მოდერაციას გადაკეტილი აქ თითქმის ყველა გზა, რომ ახალ ტიპს აქ დარეგისტრირება მოუნდეს.მაგალითად, პოლიტიკაში რომ რამე დაფოსტოს ახალმა იუზერმა, რამდენი პოსტი უნდა დააგროვოს? ალბათ ძალიან ბევრი, ესეიგი დიდი დრო უნდა დახარჯოს იმაზე რომ თავისი აზრი გამოხატოს.დრო კი ძვირფასია-ყველაზე ძვირფასი ჩემთვის, და არ მოუნდება ამ ძვირფასი დროის ფოსტების დაგროვებაში დახარჯვა.2018 წელია, reddit ი და ფეისბუქი არსებობს, წავალ და ორ წუთში ასჯერ უფრო დიდ მასას გავუზიარებ ჩემ მოსაზსრებას ნებისმიერ თემაზე.ეს ფორუმი ადრე თუ გვიან მოკვდება, ჩემი აზრით, მაქსიმუმ ხუთ წელიწადში ,თუ რადიკალური ცვლილებები არ გაატარა ადმინისტრაციამ.პირველ რიგში, წინა საუკუნის სკრიპტის დააფთეითება მაგალითად.რაც მთავარია, აბსოლიტურად ღია უნდა გახდეს როგორც reddit ი, და ფეისბუქია(ანუ ეგრევე უნდა შეეძლოს ახალ დარეგისტრირებულს თემების გახსნა-დაფოსტვა ნებისმიერ განყში).თუ ამ ფორუმის ადმინისტრაცია ფიქრობს რომ ზემოთ მაგალითად მოყვანილი საიტების ადმინისტრაციაზე ჭკვიანია, კი ბატონო, თქვენი საქმე თქვენ იცით.კიდევ ვამბობ, მაქსიმუმ ხუთ წელში ეს ფორუმი დაიბრიდება.
This post has been edited by autoritahh on 8 Aug 2018, 23:07
|