#52970096 · 24 Jun 2018, 23:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
webtura
QUOTE | ზემოთ პოსტში სწორედ საგარეო მტერთან, ანუ რუსეთთაან და რუსებთან ურთიერთობებზე ლაპარაკობდი და სწორედ სააკაშვილის "სახის ახევებს" იწონებდი, |
რა სად, რას ვიწონებდი?
რა ვთქვი არ წაიკითხე? მიშა რო იყო მთავრობაში და ხალხი შანსს რო არ მაზავდა გარეთ რომ გამოვარდნილიყო გინებით, გადაახვიე 2012-წლის მერე და ქვეყანას რო დედა არ ყავს, ხალხს რო ქუჩაში ყრიან მევალეები და ბანკები, ხალხს რო კლავენ, დოლარი რო ავარდნილია ტრაკში და ყველაფერი გაძვირებული კაცისშვილი არ გამოდის გარეთ. ოთხოზორია მიაბრიდეს, ვინმე იყო გამოსული? ტატუნაშვილი აწამეს ვინმე იყო გამოსული და მოითხოვა რამე? მე პირადად მართლა არ მახსოვს. ერთი მასიური გამოსვლა იყო კლუბებში სპეცოპარაციის გამო "ჩვენ სათუთ რელიგია სახელად კლუბს შეეხნეეეეენ", სადაც ხალხი ზუსტადაც რო იდგა და იდგა, სანამ მობოდიშე მინისტრი არ მივიდა, ხოლო შვილმკვდარ მამასთან კიდე ერთი-ორი დღით მივიდნენ და მერე აღარ მიდიოდნენ "მიშა მოვა მიშაააა", ხალხს ბიზნესები დაეწვა და ვინმემ რამით დააკმაყოფილა დღემდე?
რა მოწონებაა რო ვთქვი რო მიშას დროს მაგ ვაი "საზღვართან" ჩვენები იდგნენ და გამშვები პუნქტები იყო? ხო თუ მოწონებაა მომწონს, იმიტომ რომ ოცნების დროს ეგენი რო დაშალეს და ჩვენი სამართალდამცავები, რომ გადმოიყვანეს ან პატრულირება საერთოდ გააუქმეს, მოხდა ოთხოზორიას მკვლელობა, ხო ის მკვლელობა, რომ გადმოვიდა აფსუა და ცივსისხლიანად მიაბრიდა ჩვენსავე კონტროლირებად ტერიტორიაზე, სადაც ადრე, რამოდენიმე წლის წინ, ჩვენი ბიჭები იდგნენ იარაღით ხელში. მოხდა ის რო ტატუნაშვილი აწამეს და მისი შინაგანი ორგანოები გამზადებულია შავ ბაზარზე გასაყიდად ან მწვადის შესაწვავად ძაღლებისთვის. ხაარ ნამყოფი სამაჩაბლოსთან საზღვარზე? მე კი ერთხელ უსაქმურობის გამო ძმაკაცს გავყევი სამსახურმა რო გაუშვა მანდ და პოლიცია დაგვსდევდა "იქ არ მიხვიდე, აქ არ მოხვიდე, ის არ გააკეთო, ეს არ გააკეთო, ვერ გიშველით რამე თუ მოხდა და მოგიტაცეს" და რამოდენიმე წლის წინ კიდე ვიყავით "რუსებს იქ ისეთი ტექნიკა ჰყავთ, რომ ჩვენ არც დაგვესიზმრება" ანუ მაგ ვაი "საზღვარის" კონტროლში რუსებს უკეთესი ტექნიკა აქვთ ვიდრე ჩვენ ხალხს, ვინც მანდ იმენა რო მანქანით ტასაობს.
QUOTE | რაც შეეხება ახალი ხელისუფლების პოლიტიკას ეკონომიკური თუ კრიმინალური კუთხით, კრიმინალური ბევრად გაბუქებულია და სტატისტიკურად არ არის ნამდვილად დამძიმებული სიტუაცია, მითუმეტეს ისეთ პირობებში, როცა გამოძიება ცდილობენ რომ სამართლებრივ ჩარჩოში მოექცეს და პოლიცია უკანონობისა და ძალადობის სუბიექტი არ იყოს. |
ხო გაბუქებულია აბა რა, ტელევიზიები აბუქებენ, რომ აკეთებენ სიუჟეტებს კრიმინალზე, ხო ბავშვები არ იპარავენ და არ ძარცვავენ მაღაზიებს, მე შემშლია. ხო მომეჩვენა პადიეზდში ნემსები დაყრილი, ხო მომეჩვენა ნარკომანები ჩემს უბანში, რომლებიც მიშას დროს საერთოდ არ ჩანდნენ და მანამდე კიდე აქ ეყარნენ სულ, ჩემი მოჩვენებაა ეგა. ხო ჩემი მოჩვენებაა კრიმინალს რომ შიში აღარ აქვს. კი გეთანხმები, მე მაპატიე... 2017 წლის სტატია: http://factcheck.ge/article/tsina-tslebtha...shemtsirebulia/http://geostat.ge/?action=page&p_id=601&lang=geoესენი რეებს აჩვენებენ? ხო პატიმრები ცოტანი არიან არა? კრიმინალი რამდენია 2017-ში, 2016-15 წლებთან შედარებით? კაც მსჯავრდადებულთა რიცხოვნობა? კაც პატიმართა რიცხოვნობა? მიდი აბა დააკოპირე აქ ყველამ რო წაიკითხოს კარგად... მეორე ბმულში დააჭირე "რეგისტრირებული დანაშაულები 2001-2011 წწ." პირსისხლიანცის დრო და ზევით 2011-ის შემდგომაა მოცემული http://factcheck.ge/wp-content/uploads/201.../danarthi-1.pdfეს რას ამბობს? ოფიციალური სუსის განცხადებაა სამაჩაბლოში გადაცებებზე, ეხლავე ვიძახი 2016-წლის პასუხია. ესეც სტატია სადაც გამოქვეყნებულია, კარგად და ლამაზად, ზევით დადებულ წერილში მოცემული ციფრები http://factcheck.ge/article/okupirebuli-te...hro-gakhshirda/ხო არ გინდა გადმოიტანო აქ მანდ მოცემული ციფრები წლებთან ერთად? მე მაპატიეთ რომ 2016 წლამდეა მონაცემები, საქსტატში ვერ ვიპოვე და ისე არ ვიცი სად და როგორ მოვძებნო. ხო მე მაპატიე დიდ ბოდიშს ვიხდი, მირჩევნია კრიმინალი დაშინებული იყოს და ნორმალური ადამიანი, ვინც კანონს იცავს ის დაცული. ვიდრე კანონმორჩილი მოქალაქე დაშინებული და კრიმინალი დაცული, ბოდიში ესეთ "ბო****" აზროვნება რო მაქვს და ესეთი "არაქურდული". ზატო პოლიცია და პირსისხლიანცი აღარ კლავს და უკანა კანალში "ცოცხებს" აღარ ურჭობენ, იმედია ეგ არ იქნება კონტრ არგუმენტთი, მაგრამ მეეჭვება.
--------------------
ამ ქვეყნის ყველაზე დიდი მტერი, არც რუსია, არც თურქ-ოსმალ-სელჩუკი, არც ირანელ-სპარსი, არც მონღოლი და სხვანი. არამედ ჯიბეში გამოზრდილი ბოღმითა და სიძულვილით შეპყრობილი ქართველი. რომელიც თავისი ბოღმის და სიძულვილის ამოსაღებად, მტერსაც კი უდგებოდა გვერდით და ხშირ შემთხვევაში მოუძღოდა კიდევაც.
|