forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

  Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> • ↗ ქვე-განყოფილების მოქმედი კანონმდებლობა ↗ •, იცოდე კანონი და იქნები დაცული! (last update: 31 Jul 2008)
Mr-President
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 23359
წევრი No.: 29233
რეგისტრ.: 31-January 07

გამოგზავნილია: 23 Feb 2008, 05:12  #8623946      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თბილისის ფორუმზე (Forum.GE - http://forum.ge) არსებულ განყოფილებაში ”ბიზნესი და ეკონომიკა” და ქვე-განყოფილებაში ”ბანკები” მოქმედი წესები წარმოადგენს ამ ფორუმის წესების განუყოფელ ნაწილს.


1. თემის გახსნა:


თემის გახსნა შეუძლია ნებისმიერ იუზერს, თუ:

user posted image 1.1. თემა შესაბამისობაში იქნება "ბანკების" ქვე-განყოფილებასთან; ასეთი ან მისი მსგავსი შინაარსის თემა მოცემულ განყოფილებაში გახსნილი/განხილული არ არის, ან იგივე საკითხის განხილვა შეუძლებელია თემაში თქვენ გვეკითხებით, ჩვენ გპასუხობთ! ;

user posted image 1.2. თემის სათაური გადმოცემულია გასაგებად და არ არის ორაზროვანი;

user posted image 1.3. თემის სათაური არ შეიცავს შეურაცხმყოფელ სიტყვებს;

user posted image 1.4. თემის სათაური შეიცავს უტყუარ(უკვე არსებულ) ინფორმაციას;

user posted image 1.5. სასტიკად იკრძალება VS თემების გახსნა, რაც მხოლოდ უსაფუძვლო კამათს იწვევს (რომელია ყველაზე პროგრესირებადი კომპანია(ბანკი); კომპანიაI VS კომპანიაII; კომპანიაI-ის პროდუქცია უფრო მაგარია, თუ კომპანიაII-ის და მსგავსი თემები).

2. პოსტის გაკეთება:

ნებისმიერ იუზერს შეუძლია დაპოსტოს "ბიზნესისა და ეკონომიკის" განყოფილებაში გახსნილ ნებისმიერი თემაში, თუ:

user posted image 2.1. წერილში გადმოცემული აზრი შეესაბამება და პასუხობს თემის სათაურს (ნებისმიერი OFF, მხოლოდ სმაილები, მხოლოდ დაქვოთილი ციტატა ან მათი კომბინაციები დაუშვებელია). ასევე იკრძალება ერთი კომპანიის(ბანკის) თემაში, სხვა რომელიმე კომპანიის(ბანკის) პროდუქტზე საუბარი და მისი გაპიარება. OFF ტოპიკები დასაშვებია მხოლოდ არა-მნიშვნელოვან თემებში (მაგალითად: კურიოზები საქმიან ცხოვრებაში, აქ შეგვიძლია განვიტვირთოთ და მსგავს თემებში);

user posted image 2.2. წერილში არ არის გამოყენებული ზოგადად შეურაცხმყოფელი სიტყვები;

user posted image 2.3. წერილში არ არის გამოყენებული შეურაცხმყოფელი სიტყვები და მიმართვები ორგანიზაციებისა და კომპანიების, ასევე მათი დამფუძნებლების მისამართით;

user posted image 2.4. წერილში არ არის გამოყენებული შეურაცხმყოფელი სიტყვები და უტაქტო მიმართვები სხვა იუზერების(თანამპოსტველების) მისამართით.

შენიშვნა: შეურაცხმყოფელში იგულისხმება ყველანაირი ბილწი სიტყვა როგორც სიმბოლოებით, ასევე მათ გარეშე. აქვე მოგიყვანთ მაგალითს: (ამა და ამ კომპანიის დირექტორი მათხოვარია; ეს ბანკი Yლეა; შე YLეო; გააJვი და მსგავსი შინაარსის სიტყვები).


დასაშვებია: ამ ბანკს ბანძი მომსახურება აქვს, ბანძი ბანკია, მაჩვური სერვისია, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ უმიზეზოდ დაწერილი ასეთი მიმართვები დასჯადია!
ასევე დასჯადია, თუ აღმოჩნდება, რომ იუზერმა ცილი დასწამა რომელიმე ბანკს ან მის თანამშრომელს, ანუ სპეციალურად და მიზანმიმართულად მოიხსენია რომელიმე ბანკი ან ამ ბანკის თანამშრომელი ცუდად.



This post has been edited by Mr-President on 26 Mar 2008, 17:33
Mr-President
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 23359
წევრი No.: 29233
რეგისტრ.: 31-January 07

გამოგზავნილია: 23 Feb 2008, 05:12  #8623949      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი

3. სანქციები და მათი გასაჩივრება:


user posted image 3.1. ნებისმიერი ზემოთ მოცემული(1 და 2 თავებში) წესის დარღვევა გამოიწვევს სანქციის ამოქმედებას: სიტყვიერ გაფრთხილებას, ვორნს ან ბანს;

user posted image 3.2. გაკეთდება პრეტენზიებისა და შენიშვნების თემა ( იდეები, წინადადებები, პრეტენზიები, შენიშვნები ), სადაც იუზერებს ექნებათ საკუთარი აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა განყოფილებაში არსებული მდგომარეობისა და სიტუაციის შესახებ, ექნებათ გარკვეული წინადადებები და შეთავაზებები მოდერატორებთან. ამ თემაშივე შეეძლებათ იუზერებს გაასაჩივრონ მიღებული სასჯელები. თუ შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული, მაშინ შეუძლიათ გახსნან თემა ფორუმის შესახებ-ში;

user posted image 3.3. გაკეთდება ასევე სასჯელების თემაც ( განყოფილების ”კრედიტინფო” ), სადაც აღირიცხება თითოეულ იუზერის მიმართ ამოქმედებული სანქციის ფორმა(სიტყვიერი გაფრთხილება, ვორნი, ბანი), სანქციის გაცემის თარიღი, მიზეზი და მტკიცებულება; იგივე შეიძლება ჩაწერილ იქნას იუზერის ვორნ-ლოგში;

user posted image 3.4. მოდერატორები უფლებას იტოვებენ თავად მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება ამა თუ იმ დარღვევის სიმძიმის შესახებ და თავადვე განსაზღვრონ მისანიჭებელი სანქციის ფორმა;

user posted image 3.5. გაითვალისწინეთ, რომ განყოფილების წესები წარმოადგენს ამ ფორუმის წესების განუყოფელ ნაწილს. აქედან გამომდინარე მოდერატორები იტოვებენ უფლებას, რომ იუზერს მიანიჭონ ვორნი ან ბანი ფორუმის საერთო წესებში არსებული აკრძალვების გამოც.
რამოდენიმე მაგალითი:
ა) თვითმოდერირება, რაც გულისხმობს მოდერატორის მიერ დახურული თემის გახსნას;
ბ) რეკლამირება;
გ) წესების დამრღვევ გზავნილზე გამოპასუხება;

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ნახეთ ფორუმის წესები.


4. გარდამავალი დებულებები:

user posted image 4.1. ამ წესების ნებისმიერი პუნქტი შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერ დროს;

user posted image 4.2. ამ წესების რომელიმე პუნქტის ცვლილება ან გაუქმება, არ იწვევს სხვა პუნქტების ბათილობას;

user posted image 4.3. წესებში ნებისმიერი ცვლილების შეტანის შემთხვევაში თემის აღწერის პუნქტში მითითებული იქნება განახლების თარიღი.



ამ წესების დაპოსტვის თარიღი ავტომატურად ნიშნავს ამ წესების ამოქმედებას. ამის შემდეგ გაკეთებული ნებისმიერი პოსტი და გახსნილი თემა გასამართლდება ამავე წესებით.

This post has been edited by Mr-President on 31 Jul 2008, 16:19
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0168 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]