forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

Pages: (25) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> საკრედიტო ბარათები და მათი პირობები, ნაწილი V
 
ყველაზე მეტად მომწონს:
AMEX (Bank of Georgia) [ 104 ]  [40.15%]
TBC CARD (TBC Bank) [ 63 ]  [24.32%]
DREAM CARD (Bank Republic) [ 21 ]  [8.11%]
MEGO CARD (BasisBank) [ 28 ]  [10.81%]
ORANGE CARD (Bank of Georgia) [ 12 ]  [4.63%]
PRIVAT CARD (TaoPrivatBank) [ 31 ]  [11.97%]
Total Votes: 259
Guests cannot vote 
Mr-President
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 23359
წევრი No.: 29233
რეგისტრ.: 31-January 07

გამოგზავნილია: 25 Feb 2009, 15:18  #12737860      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი


1. TBC CARD

ბარათის ტიპი- Visa Electron/Classic/Gold
ბარათის ღირებულება - Electron (უფასო), Classic (წლიური 35 ლარი), Gold (წლიური 120 ლარი)
მოქმედების ვადა-Classic და Gold 4 წლიანია, ELECTRON 2 წლიანი
საშეღავათო პერიოდი- მაქსიმუმ 55 დღე
წლიური საპროცენტო განაკვეთი- 33%-დან 48%-მდე
ლიმიტი- ლარში
ბანკომატიდან თანხის განაღდება- VTB და TBC ბანკის ბანკომატებიდან Classic და GOLD ბარათებით 2.9%, მინიმუმ 2 ლარი; სხვა ბანკომატებიდან 2.9%, მინიმუმ 6 ლარი; ELECTRON ბარათით VTB და TBC ბანკის ბანკომატებიდან 3%, მინიმუმ 1 ლარი; სხვა ბანკომატებიდან 3%, მინიმუმ 6 ლარი;
უნაღდო ანგარიშსწორების საკომისიო- 0.25%
მინიმალური შენატანი- ათვისებული კრედიტის 10% და დარიცხული პროცენტი.
ძველი კლიენტებისთვის VTB და TBC ბანკის ბანკომატებიდან Classic და GOLD ბარათებით 1.9%, მინიმუმ 2 ლარი

მაგალითად: თქვენი საკრედიტო ლიმიტი დამტკიცდა 10 აპრილს. თქვენი საშეღავათო პერიოდია 55 დღე, რომელიც ითვლება შემდეგნაირად: 10 მაისს + 25 დღე, ანუ ეს არის 4 ივნისი. 25 აპრილს თქვენ აითვისეთ 200 ლარი. თუ ამ თანხას დაფარავთ 4 ივნისამდე, პროცენტი არ დაგერიცხებათ.

მაგალითად, თქვენი ლიმიტი დამტკიცდა 10 აპრილს, თქვენი საანგარიშგებო პერიოდია 10 აპრილიდან 10 მაისამდე. 10 აპრილიდან 10 მაისამდე ათვისებულ ნებისმიერი თანხებისათვის, საშეღავათო პერიოდი იქნება 4 ივნისამდე.
თუ თანხა 10 მაისის შემდეგ იქნა ათვისებული, მაშინ მისი საშეღავათო პერიოდი იქნება უკვე 5 ივლისამდე.



2. DREAM CARD

ბარათის ტიპი- Visa Classic
ბარათის ღირებულება - წლიური 40 ლარი + ლიმიტის დამტკიცების ერთჯერადი საკომისიო 2% მინიმუმ 10 ლარი
მოქმედების ვადა- 2 წელი
საშეღავათო პერიოდი- 55 დღე
წლიური საპროცენტო განაკვეთი- განაღდებულ თანხაზე 38%; მაღაზიებში დახარჯულ თანხებზე 30%
ლიმიტი- ლარში
ბანკომატიდან თანხის განაღდება- რესპუბლიკა ბანკის ბანკომატებიდან 1.5% მინიმუმ 1 ლარი; სხვა ბანკომატებიდან 3% მინიმუმ 6 ლარი
უნაღდო ანგარიშსწორების საკომისიო- 0%
მინიმალური შენატანი- ათვისებული კრედიტის 10%-დან 100%-მდე

იმისათვის, რომ გამოიყენოთ Dream Card – ი 0%–ად, ანუ ისე, რომ პროცენტი საერთოდ არ გადაიხადოთ, თქვენ ყოველი თვის 1–დან 25 რიცხვის ჩათვლით, თქვენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დღეს, მთლიანად უნდა დაფაროთ წინა თვეში Dream Card – ით დახარჯული თანხა.



3. MEGO ბარათი

ბარათის ტიპი- Visa Classic
ბარათი-უფასო
მოქმედების ვადა- 2 წელი
საშეღავათო პერიოდი-30 დღე
წლიური საპროცენტო განაკვეთი- 15% +წლიური 1% (დაზღვევა) + დაანგარიშების დღეს არსებული უარყოფითი ნაშთის 1.5%
ლიმიტი - ლარში
ბანკომატიდან თანხის განაღდება- საკუთარი თანხის განაღდება ბაზისბანკის ბანკომატებში 0%; კრედიტის ფარგლებში-4.5%, მინიმუმ 4.5$
უნაღდო ანგარიშსწორების საკომისიო- 0%
მინიმალური შენატანი- ლიმიტის 5%

მაგალითად: დავუშვათ მაქვს 500 ლარიანი ლიმიტი. 10 ოქტომბერს დავხარჯე 300 ლარი და გადახდის დღედ დაფიქსირებული მაქვს 30 რიცხვი. თუ 30 ოქტომბრამდე თანხას შევიტან, მაშინ % არ მერიცხება. თუ არ შევიტან, მაშინ დამერიცხება წლიური 15%, წლიური 1% დაზღვევის საკომისიო და უარყოფითი ნაშთის ანუ 300 ლარის 1.5% რაც არის 4.5 ლარი.



4. ORANGE ბარათი

ბარათის ტიპი- Visa Classic/MC Standard
ბარათის ღირებულება - 500 ლარამდე ლიმიტით - 20 ლარი; 500-დან 1000-მდე - 30 ლარი; 1000-ზე ზემოთ - 40 ლარი
მოქმედების ვადა- 1 წელი
საშეღავათო პერიოდი-30 დღე + 10 დღე(როცა აუცილებლად უნდა მოხდეს დახარჯული თანხის 10%-ის და დარიცხული %-ის შეტანა);
წლიური საპროცენტო განაკვეთი- 36%(განაღდებულ თანხაზე); 28.8% (უნაღდო ანგარიშსწორებაზე გახარჯულ თანხებზე)
ლიმიტი- ლარში
ბანკომატიდან თანხის განაღდება- საქართველოს ბანკის ბანკომატებიდან 3.9% მინიმუმ 2 ლარი; სხვა ბანკომატებიდან 4.5%, მინიმუმ 5 ლარი
უნაღდო ანგარიშსწორების საკომისიო- 0%
მინიმალური შენატანი- ათვისებული კრედიტის 13%

მაგალითად: დავუშვათ მაქვს 2000 ლარიანი ლიმიტი. 16 ოქტომბერს დავხარჯე 1000 ლარი და გადახდის დღედ დაფიქსირებული მაქვს 30 რიცხვი. თუ 30 ოქტომბრამდე თანხას შევიტან, მაშინ % არ მერიცხება. თუ არ შევიტან, მაშინ 9 ნოემბრისთვის (ანუ 30 ოქტომბერს+10 დღე) რიცხვისთვის აუცილებლად უნდა შევიტანო მინიმუმ დახარჯული თანხის ანუ 1000 ლარის 10%, ანუ 100 ლარი და დარიცხული % დღეებზე დაანგარიშებით.



5. პრივატ ქარდი

ბარათის ტიპი- Visa Classic
ბარათი-უფასო
მოქმედების ვადა- 4 წელი
საშეღავათო პერიოდი- ყოველ ტრანზაქციაზე 30 დღე
წლიური საპროცენტო განაკვეთი- 36% (თვეში 3%)
ლიმიტი- ლარი
ბანკომატიდან თანხის განაღდება- ტაობანკის ბანკომატებიდან 4%; სხვა ბანკომატებიდან 4%+2 ლარი(საქართველო), 4%+6 ლარი (საზღვარგარეთ);
უნაღდო ანგარიშსწორების საკომისიო- 0%
მინიმალური შენატანი- დახარჯული თანხის 7% მინიმუმ 15 ლარი თანხის გამოყენების თარიღიდან მომდევნო თვის ბოლომდე!

მაგალითად: დავუშვათ მაქვს 500 ლარიანი ლიმიტი. 10 ოქტომბერს დავხარჯე 300 ლარი. უპროცენტოდ სარგებლობისთვის თანხა უნდა შევიტანო 10 ოქტომბერს + 30 დღე=9 ნოემბრამდე! 9 ნოემბერს თუ შევიტან მთლიან თანხას, მაშინ უპროცენტოა ან მინიმალური შენატანი უნდა გადავიხადო ნოემბრის ბოლომდე. მაშინ დახარჯულ თანხას დაერიცხება წლიური 36%.


I ნაწილი

II ნაწილი

III ნაწილი

IV ნაწილი



This post has been edited by Mr-President on 30 Apr 2009, 15:12
Anie
სადღაც შორს


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3192
წევრი No.: 41609
რეგისტრ.: 11-September 07

გამოგზავნილია: 25 Feb 2009, 15:34  #12738084      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ორინჯ ბარათიდან თანხის განაღდება 3.9% ანუ თვეში გამოდის 3.9% (თუ ყოველთვე შევიტან და გამოვიტან)
მაგრამ თუ გამოვიტან თანხას და იმ თანხას უკან ვერ შევიტან ერთი თვის შემდეგ
გარდა ბანკომატიდან გამოტანის 3.9% ისა კიდევ დაემატება რამე % rolleyes.gif


QUOTE


1. TBC CARD

ბანკომატიდან თანხის განაღდება



გაძვირდა rolleyes.gif


--------------------
ნათესავი ნაწილია ჩვენი ხორცისა, ხოლო მეგობარი ჩვენი სულისა!
********************************
თქვი რასაც ფიქრობ, ოღონდ იფიქრე იმაზე რასაც ამბობ!
********************************
sweet dreams ...
Mr-President
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 23359
წევრი No.: 29233
რეგისტრ.: 31-January 07

გამოგზავნილია: 25 Feb 2009, 15:37  #12738121      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Anie
QUOTE
გარდა ბანკომატიდან გამოტანის 3.9% ისა კიდევ დაემატება რამე %

QUOTE
წლიური საპროცენტო განაკვეთი- 36%(განაღდებულ თანხაზე); 28.8% (უნაღდო ანგარიშსწორებაზე გახარჯულ თანხებზე)

Did_Giorgi
ასიათასლარიარდერი


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 10782
წევრი No.: 72856
რეგისტრ.: 30-October 08

გამოგზავნილია: 25 Feb 2009, 15:46  #12738242      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
1. TBC CARD


QUOTE
უნაღდო ანგარიშსწორების საკომისიო- 0.25%


ეს რაღაც ახალია. საკრედიტოს ის ჰქონდა კარგი რომ ტერმინალში უპროცენტო იყო განაღდება, ეხლა კიდე sad.gif



პ.ს. იქნებ მაქსიმალური ლიმიტებიც დაწეროთ ვინმემ რა, ორენჯის ვიცი მე 1000 ლარია ამჟამად.


--------------------
1.117.11
格鲁吉亚
BAYERN!!!
არაფერი ისე არ ათბობს გაყინულ სულს, როგორც ერთი კათხა ცივი ლუდი.
valo
Yellow One


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10703
წევრი No.: 65002
რეგისტრ.: 19-June 08

გამოგზავნილია: 25 Feb 2009, 19:27  #12741129      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
უნაღდო ანგარიშსწორების საკომისიო- 0.25%

QUOTE
ეს რაღაც ახალია. საკრედიტოს ის ჰქონდა კარგი რომ ტერმინალში უპროცენტო იყო განაღდება, ეხლა კიდე


რა არის ახალი??

ეგ სულ ეგრე იყო baby.gif



--------------------
Everything will be okay in the end. If its not okay, its not the end !



მაკარონშიკებს მეგრელებივით გაგაქვთ ერთმანეთი. © Татьяна Зайцева

☯ ☯ ☯
Kate789
Batman


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 18942
წევრი No.: 27415
რეგისტრ.: 25-December 06

გამოგზავნილია: 25 Feb 2009, 20:44  #12742174      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
QUOTE
უნაღდო ანგარიშსწორების საკომისიო- 0.25%

ეს ასეა???spy.gif


--------------------
Мы ведем себя абсурдно, гротескно и смехотворно, но послольку все вокруг ведут себя точно так же, это поведение постепенно начинает казаться нам нормалным.
Знаешь, за что я тебя люблю? Я тебя люблю, потому что я с тобой не знаком. И даже если бы я тебя знал, все равно любил бы.
Did_Giorgi
ასიათასლარიარდერი


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 10782
წევრი No.: 72856
რეგისტრ.: 30-October 08

გამოგზავნილია: 25 Feb 2009, 22:50  #12743792      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
valo
QUOTE
რა არის ახალი??

ეგ სულ ეგრე იყო


ჩემთვის ახალია - არასდროს მქონია თიბისი ქარდი........ სხვა ბანკებს უპროცენტო აქვთ ყველას და ეგ გამიკვირდა.
zeroxxx
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 13
წევრი No.: 85392
რეგისტრ.: 25-February 09

გამოგზავნილია: 25 Feb 2009, 23:19  #12744196      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
როგორ უპროცენტო, მარტო ტბს ბანკში გადადის წლიურ პროცენტში?
valo
Yellow One


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10703
წევრი No.: 65002
რეგისტრ.: 19-June 08

გამოგზავნილია: 25 Feb 2009, 23:46  #12744658      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
zeroxxx
QUOTE
როგორ უპროცენტო, მარტო ტბს ბანკში გადადის წლიურ პროცენტში?


აქ უნაღდო ანგარიშსწორების საკომისიოზეა საუბარი და არა ბანკის დარიცხულ პროცენტზე......
Anie
სადღაც შორს


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3192
წევრი No.: 41609
რეგისტრ.: 11-September 07

გამოგზავნილია: 26 Feb 2009, 13:01  #12750022      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Mr-President @ 25 Feb 2009, 15:37 )
Anie
QUOTE
გარდა ბანკომატიდან გამოტანის 3.9% ისა კიდევ დაემატება რამე %

QUOTE
წლიური საპროცენტო განაკვეთი- 36%(განაღდებულ თანხაზე); 28.8% (უნაღდო ანგარიშსწორებაზე გახარჯულ თანხებზე)



ანუ გამოდის რო თუ თანხას გაოიტან და მერე აღარ შეიტან უფრო ნაკლებ % გადაიხდი ვიდრე ყოველთვე შეტანით და გამოტანით rolleyes.gif
ესეიგი თუ ყოველთვე შეიტან და გამოიტან გადაიხდი 3.9 % და თუ გამოტან და აღარ შეიტან 3% თვეში
სწორად გავიგე?
INA-INA
ძიძინაგ


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3564
წევრი No.: 22534
რეგისტრ.: 18-August 06

გამოგზავნილია: 26 Feb 2009, 20:50  #12755731      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Anie

ორანჯ ბარათზე აგიხსნი როგორ ხდება.
ვთქვათ გაქვს 500 ლარიანი ლიმიტი. დაანგარიშების თარიღი გაქვს 15 რიცხვი. თანხა გაიტანე 20-ში, 400 ლარი ბანკომატიდან განაღდების საკომისიო 400 ლარზე იქნება 3,9 % (15.6 ლარი) , თუ თანხა გაანაღდე სერვის ცენტრში განაღდებაზე წავა 18 ლარი -4.5 %. შემდეგ თუ საშუალება გაქვს ბარათს ავსებ სრულად 14 რიცხვში ანუ შეგაქვს 400 ლარი + განაღდების საკომისიო.პირველ შემთხვევაში 415.6 ლარი , მეორე შემთხვევაში 418. ლიმიტი ივსება ისევ 500 ლარამდე. თუ ვერ ახერხებ ამ მთლიანი თანხის შეტანას 15-ში დაანგარიშდება მინიმალური, რომელიც შეგიძლია გადაიხადო 10 დღის განმავლობაში. ამ მინიმალურში შედის განაღდებული თანხის 10 %, გამოყენებულ თანხაზე დარიცხული პროცენტი და განაღდების საკომისიო. აქედან 10% და განაღდების საკომისიო დაგიჯდება ანგარიშზე. პროცენტს წაიღებს ბანკი. თუ მინიმალურის პერიოდში გინდა ბარათი სრულად შეავსო შეგაქვს ის რაც აკლია ბარათს სრულად შესავსებად და მინიმალურში დარიცხული პროცენტი.
რავი კიდევ თუ გაინტერესებს კონკრეტულად რამე მკითხე smile.gif არ მოგერიდოს smile.gif აქა ვარ biggrin.gif


--------------------
ჭღრ-პღრ.......

ნამა რშედესთამ? ნამაე? ნაე? ვოეეე :)

ვისაც იუმორის გრძნობა არ გაგაჩნიათ, ის გრძნობა მაინც გაგაჩნდეთ, რომ არ გაქვთ იუმორის გრძნობა ;)
PING
MISANTHROPE IT


********
ჯგუფი: Members
წერილები: 26756
წევრი No.: 21676
რეგისტრ.: 15-July 06

გამოგზავნილია: 26 Feb 2009, 20:59  #12755846      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
QUOTE
2. DREAM CARD

ბო ხოლმე რესპუბლიკის ბანკომატები


--------------------
10111100.10000001.11110000.00011011

I M M O R T A L
Kate789
Batman


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 18942
წევრი No.: 27415
რეგისტრ.: 25-December 06

გამოგზავნილია: 26 Feb 2009, 23:54  #12758404      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
PING
QUOTE
ბო ხოლმე რესპუბლიკის ბანკომატები

spy.gif
ბო რას ნიშნავს???

This post has been edited by Kate789 on 27 Feb 2009, 00:02
PING
MISANTHROPE IT


********
ჯგუფი: Members
წერილები: 26756
წევრი No.: 21676
რეგისტრ.: 15-July 06

გამოგზავნილია: 27 Feb 2009, 09:32  #12761503      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი

დრიმ ქარდი მომეწონა მაგრამ სად ვეძებო ხოლმე რესპუბლიკის ბანკომატები , ამიტომ ისევ TBC card ს ვირჩევ mo.gif

This post has been edited by PING on 27 Feb 2009, 09:32
Anie
სადღაც შორს


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3192
წევრი No.: 41609
რეგისტრ.: 11-September 07

გამოგზავნილია: 27 Feb 2009, 12:33  #12763054      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
PING

QUOTE
დრიმ ქარდი მომეწონა მაგრამ სად ვეძებო ხოლმე რესპუბლიკის ბანკომატები



რესპუბლიკა და BOG ჯორჯიან ქარდის წევრები არიან და მგონი განაღდების საკომისიო იგივეა ორივეს ბანკომატში

თუ ეს მხოლოდ სახელფასო ბარათებზე ვრცელდება და საკრედიტოებზე არა rolleyes.gif



INA-INA


ყველაფერი გასაგებია

გმადლობ smile.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (25) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0276 ]   [ 15 queries used ]   [ GZIP Disabled ]