forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

Pages: (40) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> პლასტიკური ბარათები FAQ, ყველა დეტალის განხილვა - II ნაწილი
Mr-Banks
ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6308
წევრი No.: 126786
რეგისტრ.: 31-January 11

გამოგზავნილია: 29 Sep 2011, 16:28  #27603484      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პლასტიკური ბარათის ისტორია იწყება 1890 წლიდან ევროპაში. >>>>

რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას.....

ყველა პლასტიკური ბარათი "მიბმულია" საბანკო ანგარიშზე, სადაც აღირიცხება ამ ბარათით ჩატარებული ყველა თქვენი ბრუნვა, საკომისიო და ა.შ.

user posted imageტექნიკური მახასიათებლები

არის ორგვარი: ჩიპით აღჭურვილი და ჩიპის გარეშე, ანუ მაგნიტურ ზოლიანი.
როგორც წესი, ჩიპიანი ბარათი ითხოვს PIN კოდს, მაგნიტურ ზოლიანი არ ითხოვს PIN კოდს. თუმცა აღნიშნული დამოკიდებულია ბანკის POS ტერმინალის გამართვაზე. აღნიშნული ტერმინალი შეიძლება ისე გაიმართოს, რომ ჩიპიანმა ბარათმა არ მოითხოვის პინ კოდი და - პირიქით.

____________________________________________
user posted imageარსებითი მახასიათებლები

არის ორგვარი: სადებეტო და საკრედიტო.

სადებეტო ბარათის დროს, ჯერ შეგვაქვს/ვრიცხავთ თანხას ამ ბარათის ანგარიშზე და შემდეგ ვიყენებთ ამ თანხას.

საკრედიტო ბარათის დროს, ბანკი გვაძლევს საკრედიტო ლიმიტს გარკვეული პირობით, რომელსაც ვხარჯავთ და შემდეგ ვაბრუნებთ: დახარჯულ თანხას, დარიცხულ %-ს და ჯარიმას (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

____________________________________________
user posted imageპლასტიკურის ტიპები

საქართველოში გამოიყენება სამი სახის ბარათები: VISA, MASTERCARD, AMERICAN EXPRESS.

user posted image user posted image user posted image

თითოეული მათგანი დაყოფილია პრიორიტეტებად:
user posted image VISA
Electron
Classic
Business
Gold
Platinum
Infinite


user posted image MasterCard
Maestro
Standard
Business
Gold
Platinum


user posted image American Express
Personal
Company
Gold
Platinum
Centurion



ამასთანავე არსებობს "discover" ბარათები http://www.discovercard.com/ და "diners club" ბარათები https://www.dinersclubus.com/dce_content/home

____________________________________________
საპროცესინგო ცენტრები

ბარათებს ბეჭდავს საპროცესინგო ცენტრი ვიზას, მასტერქარდის, ამერიქან ექსპრესის და ა.შ. ლიცენზიით! ყველა ბანკი დაკავშირებულია რომელიღაც საპროცესინგო ცენტრთან. ასევე საპროცესინგო ცენტრი ემსახურება თავისი პარტნიორი ბანკის ბანკომატებს და POS-ტერმინალებს!

საქართველოში მოქმედი საპროცესინგო ცენტრებია:

GEORGIAN CARD - საქართველოს ბანკი, რესპუბლიკა ბანკი, BTA ბანკი, HSBC ბანკი საქართველო;

UFC - TBC ბანკი, VTB ბანკი, ინვესტბანკი, ჰალიკ ბანკი;

პროკრედიტ ბანკს თავისი საპროცესინგო აქვს გერმანიაში;

ქართუს საპროცესინგო - ბანკი ქართუ და ბაზისბანკი;

ლიბერთი ბანკის საპროცესინგო - ლიბერთი ბანკი და KSB ბანკი;

პრივატბანკს აქვს თავისი საპროცესინგო.

_______________________________________
user posted imageბარათის აგებულება

იხილეთ ამ სურათზე

user posted image

1. ბარათის 16 ნიშნა ნომერი (ამერიქან ექსპრესის შემთხვევაში 15 ნიშნა);
2. ბარათის მოქმედების ვადა;
3. ბარათის მფლობელი;
4. CVC კოდი, რომელიც ბარათის უკანა მხარეს არის ამოტვიფრული, სწორედ იქ, სადაც ხელს ვაწერთ. იხილეთ ამ სურათზე user posted image


აღნიშნული ინფორმაცია გვჭირდება ინტერნეტში რაიმეს საყიდლად, სადაც შესავსებია ასეთი ველები (ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ საიტი იყოს სანდო და მისამართი იწყებოდეს https--ით!!!).
user posted image



user posted imageუცხო სიტყვები

PIN კოდი - personal identification number - გამოიყენება ბარათით ბანკომატიდან თანხის გამოტანის დროს და POS-ტერმინალით პროდუქციის/მომსახურების შესყიდვის დროს;
POS ტერმინალი - Point of sale - ობიექტებში განთავსებული მოწყობილობა, სადაც ჩვენი ბარათით ვყიდულობთ პროდუქციას/მომსახურებას. იხილეთ სურათი
user posted image
CVC - Card Verification Code - გამოიყენება ინტერნეტ შესყიდვების დროს!



ყურადღება! - არავის გაანდოთ თქვენი ბარათის მონაცემები: ბარათის ნომერი, ვადა და მითუმეტეს, CVC და PIN კოდები!

პირველი ნაწილის ლინკი

This post has been edited by Did_Giorgi on 3 Apr 2013, 00:53


--------------------
კაცს დააწვენენ საგიჟეთში, რომელიც პერიოდულად იძახის: "გაგაწარმოვებ, გაგაწარმოვებო..."

მეორე გიჟი ეუბნება: "მე ვერ გამაწარმოვებ, e ხარისხად x ვარო".

ანეგდოტი მათემატიკოსებისათვის :))
freedemocrat
მადრიდისტა!!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5245
წევრი No.: 108804
რეგისტრ.: 9-January 10

გამოგზავნილია: 29 Sep 2011, 19:25  #27605978      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რამდენი ხანი იყო პირველი თემა :დ


--------------------
Design By Apple In California .....
spider77
- OOOO -


********
ჯგუფი: Members
წერილები: 23039
წევრი No.: 104250
რეგისტრ.: 6-November 09

გამოგზავნილია: 30 Sep 2011, 00:05  #27610698      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · icq · aim · yim · msn
QUOTE
ყურადღება! - არავის გაანდოთ თქვენი ბარათის მონაცემები: ბარათის ნომერი, ვადა და მითუმეტეს, CVC და PIN კოდები!


თუ შეამჩნევთ, რომ თქვენი საბარათე ანგარიშიდან არასანქცირებულად (თქვენდა დაუკითხავად) მოიხსნა თანხა, დაუყოვნებლივ დააბლოკინეთ და შეუკვეთეთეთ ახალი ბარათი. ახალი ბარათი დაცული იქნება წინამორბედის მონაცემების დაკარგვის შედეგად მოსალოდნელი ზარალისაგან, ოღონდ იმ პირობით, რომ ახლის მონაცემებსაც არ მოგპარავენ ხელახლა.
ასე, რომ მივდივართ ისევ იგივე წერტილში. გაუფრთხილდით თქვენს ბარათებს, ნურავის ნუ ანდობთ და ნუ გამოიყენებთ ინტერნეტსივრცეში, საეჭვო საიტებზე !!!!!

გისურვებთ წარმატებებს.


--------------------
მღვდელმა, საკუთარმა მოძღვარმა, ჩაითრია ქიუნეტში.
მზე
incomprehensible


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3782
წევრი No.: 89835
რეგისტრ.: 25-April 09

გამოგზავნილია: 2 Oct 2011, 02:19  #27642945      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · im · aim · yim · msn
კორსტანდარტ ბანკის ვიზა კლასიკი მაქვს და მაინტერესებს ინგლსურად როგორ იქნება ჩემი მისამართი, რომელითაც ეს ბარათი ავიღე და როგორ გავიგო?

მაინც და მაინც ბანკში უნდა მივიდე, ისე ვერ გავიგებ?



--------------------
Suicide is always an option.
spider77
- OOOO -


********
ჯგუფი: Members
წერილები: 23039
წევრი No.: 104250
რეგისტრ.: 6-November 09

გამოგზავნილია: 4 Oct 2011, 19:57  #27680722      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · icq · aim · yim · msn
ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა !!!

როგორც ინფორმაციის მოპარვის, ასევე მოპარული ინფორმაციის გამოყენებით თაღლითური ოპერაციების განხორციელების მექანიზმები სხადასხვანაირია.

ამ ბოლო დროს მომრავლდა ინტერნეტით, კერძოდ ტოტალიზატორებში, სხვისი ბარათის მონაცემებით განხორციელებული უკანონო ტრანზაქციები (ანუ ოპერაციები).

ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო რჩევა:

არავითარ შემთხვევაში უცხო პირს (თუნდაც ახლობელს, როცა ამისი აუცილებლობა არ არსებობს) არ გაანდაოთ თქვენი ბარათის არათუ პინკოდი (პინკოდი საერთოდ საჭიროა არაა ინტერნეტ ტრანზაქციებისას), არამედ სხვა მონაცემებიც (ნომერი, სახელი გვარი, მოქმედების ვადა და სივივი კოდი) რომლებიც ბარათზეა დატანებული. წინააღმდეგ შემთხვევაში დაუცველი იქნებით და შესაძლოა ბანკი ვერც დაგეხმაროთ.

This post has been edited by spider77 on 4 Oct 2011, 20:10
ds1970
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 181
წევრი No.: 52222
რეგისტრ.: 23-January 08

გამოგზავნილია: 7 Oct 2011, 18:09  #27726422      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობათ. დღეს აღმოვაჩინე, რომ რესპუბლიკა ბანკის საკრედიტო ბარათიდან თანხა გაქრა. ბანკის ოპერატორმა კი მითხრა, რომ ამაზონში ნივთი გაქვთ შეძენილიო. არა და არაფერი შემიძენია. მირჩიეთ როგორ მოვიქცე???
spider77
- OOOO -


********
ჯგუფი: Members
წერილები: 23039
წევრი No.: 104250
რეგისტრ.: 6-November 09

გამოგზავნილია: 8 Oct 2011, 13:22  #27737922      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · icq · aim · yim · msn
ds1970
შეიძლება ცოტა დაგვიანებული იყოს ჩემი პასუხი (ეხლა ვნახე ეს პოსტი), მაგრამ პირველ რიგში ბარათი დააბლოკინე სასწრაფოდ და ახალი შეუკვეთე.
მერე, ორშაბათს გადი ბანკში, აუხსენი სიტუაცია, დაგაწერინებენ განცხადებას და ბანკმა უნდა გაგირკვიოს დეტალები. რამდენად შეძლებენ ეგ სხვა საქმეა, მაგრამ მაინც უნდა სცადო.




This post has been edited by spider77 on 8 Oct 2011, 13:22
4Motivi
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 403
წევრი No.: 135491
რეგისტრ.: 4-September 11

გამოგზავნილია: 8 Oct 2011, 13:53  #27738364      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა

Mr-Banks ხომ არ მირჩევდი საერთაშორისო გადახდებისათვის რომელი ბანკის და რა პლასტიკური ბარათი ჯობია ? რათქაუნდა ორი კრიტერიუმის მიხედვით გადარიცხვის სიმარტივე და სიიაფე.
Mr-Banks
ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6308
წევრი No.: 126786
რეგისტრ.: 31-January 11

გამოგზავნილია: 8 Oct 2011, 14:47  #27739060      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
4Motivi


ბარათიდან გადარიცხვა გინდა? სად რიცხავ?
4Motivi
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 403
წევრი No.: 135491
რეგისტრ.: 4-September 11

გამოგზავნილია: 10 Oct 2011, 23:31  #27776439      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
პროგრამული უზრუნველყოფის ყიდვა მინდა, ალბათ როგორც ამაზონზე ვყიდულობთ მისი მსგავსია.
Camel
Rainbow Catcher


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15249
წევრი No.: 6857
რეგისტრ.: 16-October 04

გამოგზავნილია: 10 Oct 2011, 23:46  #27776721      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · im · aim · yim · msn
ds1970
QUOTE
გამარჯობათ. დღეს აღმოვაჩინე, რომ რესპუბლიკა ბანკის საკრედიტო ბარათიდან თანხა გაქრა. ბანკის ოპერატორმა კი მითხრა, რომ ამაზონში ნივთი გაქვთ შეძენილიო. არა და არაფერი შემიძენია. მირჩიეთ როგორ მოვიქცე???



დარეგისტრირებული ხომ არ ხარ ამაზონ-პრაიმზე ,რაც თავისთავად უფასოდ მიტანას ,ან ექსპრესს შიპინგს გულისხმობს..

მზე
QUOTE
კორსტანდარტ ბანკის ვიზა კლასიკი მაქვს და მაინტერესებს ინგლსურად როგორ იქნება ჩემი მისამართი, რომელითაც ეს ბარათი ავიღე და როგორ გავიგო?

მაინც და მაინც ბანკში უნდა მივიდე, ისე ვერ გავიგებ?



ელემენტარნა ვოტსონ.. შედიხარ ბანკის ინგლისური საიტის ვერსიაზე და ნახულობ ბანკის მისამართს.


--------------------
გასწი, მერანო, შენს ###ობას არ აქვს სამძღვარი
spider77
- OOOO -


********
ჯგუფი: Members
წერილები: 23039
წევრი No.: 104250
რეგისტრ.: 6-November 09

გამოგზავნილია: 11 Oct 2011, 11:55  #27781249      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · icq · aim · yim · msn
ყურადღება !!!

ინტერნეტ-შოპინგის მოყვარულებმა იხილეთ საინტერესო ინფორმაცია ახალი ბარათის თაობაზე:

თიბისი ბანკი (FAQ) (post #27781003)
Kate789
Batman


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 18930
წევრი No.: 27415
რეგისტრ.: 25-December 06

გამოგზავნილია: 11 Oct 2011, 21:56  #27791353      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
არიქა მიხვდა თიბისი, რომ ინტერნეტით ვაჭრობა სულ უფრო და უფრო პოპულარულია და დაფაცურდა. შექმნა ბარათი. biggrin.gif

რესპუბლიკის ნაჩუქარ კლასიკს ვიყენებ და პროკრედიტის კლასიკს ფეიფალისთვის.

ჯამში მაქვს 20 მდე ბარათი. ოღონდ მართლა.
ნუ კარგი, გამოგიტყდებით და გეტყვით, რომ აქედან 9 არის ვადაგასული biggrin.gif


--------------------
Мы ведем себя абсурдно, гротескно и смехотворно, но послольку все вокруг ведут себя точно так же, это поведение постепенно начинает казаться нам нормалным.
Знаешь, за что я тебя люблю? Я тебя люблю, потому что я с тобой не знаком. И даже если бы я тебя знал, все равно любил бы.
Vazovski2007
INSOMNIA


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7228
წევრი No.: 35589
რეგისტრ.: 28-May 07

  გამოგზავნილია: 19 Oct 2011, 10:18  #27913252      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ახალი სერვისი KSB -საგან
ბარათის შესაკვეთად დააწკაპუნეთ სურათზე

user posted image

This post has been edited by Vazovski2007 on 19 Oct 2011, 10:22
Makumba666
Crazy Devil


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11236
წევრი No.: 7733
რეგისტრ.: 10-December 04

გამოგზავნილია: 19 Oct 2011, 20:38  #27921891      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოკლედ, მაგარი დედიჩემისა ვჭამე ტიბისის ბარათი რო ავიღე. მასტერკარდზე მაქვს (უფრო სწორად, მქონდა, სანამ წარუმატელებ ტრანზაქციაზე 3 დოლარს ჩამომაჭრიდნენ ახვრები mad.gif ) 903 დოლარი და ეხლა ინტერნეტის საშუალებით 900 დოლარი ვერ გადავრიცხე!!! :@ ნებისმიერ ბანკში სადებეტო ბარათიდან გადარიცხვაზე ბანკი საკომისიოს არ იღებს და ეს ვირიშვილები იღებენ თურმე 0,06%-ს!!! ისიც, დავურეკე და ძლივს გამოვტახე ოპერატორი ამ პროცენტის ამბავზე, თორემ თავიდან არ მეუბნებოდა.
ვინმემ თუ იცით ნორმალური ბანკის ნორმალური ბარათი ინტერნეტში გადარიცხვის შესაძლებლობით (სასურველია მინიმალური ნაშთის გარეშე და მინიმალურ ვადაში დამზადების შესაძლებლობით), გთხოვთ გამაგებიოთ.


--------------------
Kill'em all!
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (40) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0239 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]