forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

Pages: (39) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> პლასტიკური ბარათები FAQ, ყველა დეტალის განხილვა - II ნაწილი
Makumba666
Crazy Devil


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11236
წევრი No.: 7733
რეგისტრ.: 10-December 04

გამოგზავნილია: 20 Oct 2011, 15:48  #27932912      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Mr-Banks
QUOTE
ეს არის შეცდომა!

ეს არ არის შეცდომა და საერთოდ ქართული ლიტერატურისთვის რომ გადაგეხედა, კაი იქნებოდა. ეხლა მეტყვი "კაი"-ც შეცდომააო, მაინცა და მაინც ოფიციალურ კრეტინული ტონით უნდა ისაუბრო და სხვადასხვა სტილის თუ კუთხური გამოთქმების გამოყენება გეკრძალებაო, მაგრამ სანამდე (ესეც შეცდომაა) ფორუმის წესებში არ შეიტანენ მსგავს მარაზმს, ისე ვწერ და ვიმეტყველებ, როგორც გამიხარდება - ჟარგონსაც გამოვიყენებ, ნეოლოგიზმებსაც, ბარბარიზმებსაც, კუთხურ სიტყვებსაც დ.ა.შ. ხოდა, გრამატიკული შეცდომა, მაინც, რომ ვერანაირად ვერ არის, ამაში მგონია დამეთანხმე.

QUOTE
ეს პოსტი არის კრიტიკა და წინა პოსტი იყო ლანძღვა!

არავითარი ლანძღვა არ იყო და ისე, ცნობისათვის, თუ სწორად მახსოვს, ეიზენჰაუერს უწოდა ერთ-ერთმა ჟურნლისტმა ვირი და იმის შემდეგ გახდა ვირი დემოკრატების სიმბოლო. წარმომიდგენია გურჯი მოდერატორი რას უზამდა იმ საწყალს.

QUOTE
ბარათს რომ იღებ, იხდი ბარათის ღირებულებას და დებ ნაშთს, რადგან ეს არის მოთხოვნა. რაზე გეჭრება თანხა, იქნებ გაგვაგებინო! ტრანზაქციაზე, თუ გადარიცხვაზე?

ბარათს იმისთვის ვიღებ, დამზადების ფულს იმისთვის ვიხდი და ნაშთს იმიტომ ვდებ, რომ ფულის უპრობლემოდ გადარიცხვა შემეძლოს. არა ბიჯო, ბარათზეც მედება 20 დოლარი და კიდევ დამატებით გადავიხდი 15-ს, როდესაც ის 15 დოლარი სულ ყოფნის იმ ტრანზაქციას (ეხლა დავრეკე სხვა ბანკში და მითხრეს როცა გინდა მოდი და უპრობლემოდ გადავრიცხავთო), მეტი საქმე არა მაქვს! თუმცა, არ გძრახავთ - ვიცი რა პრობლემებიც გაქვთ უპრაგონოდ (ესეც შეცდომაა) გაცემული კრედიტების გამო და მესმის, რომ ვალები გაქვთ (ეს ტავტოლოგიაა).

QUOTE
შენ 0.06% თქვი და არა - 0.6% და ამაზე გითხარი. 0.6% არის ბანკიდან როდესაც გაგაქვს თანხა ბარათით! ბანკომატში 0.2%-ია.

0,06 მითხრა იმ გოგომ თავიდან და ამიტომ მეორედ გადავრეკე და სხვამ მითხრა 0,2% და 15$.

This post has been edited by Makumba666 on 20 Oct 2011, 15:50


--------------------
Kill'em all!
Mr-Banks
ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6306
წევრი No.: 126786
რეგისტრ.: 31-January 11

გამოგზავნილია: 20 Oct 2011, 16:11  #27933322      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Makumba666

"გამაგებიოთ" სწორია? lol.gif "გამაგებინოთ" არის სწორი ფორმა. არგუმენტი გაქვს, ჩავქვესკნელდი სიცილით lol.gif lol.gif lol.gif

QUOTE
არავითარი ლანძღვა არ იყო და ისე, ცნობისათვის, თუ სწორად მახსოვს, ეიზენჰაუერს უწოდა ერთ-ერთმა ჟურნლისტმა ვირი და იმის შემდეგ გახდა ვირი დემოკრატების სიმბოლო. წარმომიდგენია გურჯი მოდერატორი რას უზამდა იმ საწყალს.


ვირიშვილი შეიძლება, შენთვის კომპლიმენტია, ამაზე ვერავინ შეგეწინააღდეგება, მაგრამ უმჯობესია, საყოველთაოდ აღიარებული კომპლიმენტები იხმარო ადამიანებთან საუბრისას და ზოგადად, მიმართვის დროს.

QUOTE
0,06 მითხრა იმ გოგომ თავიდან და ამიტომ მეორედ გადავრეკე და სხვამ მითხრა 0,2% და 15$.


ერთი როდის დარეკე, სახელი და გვარი მითხარი, სატელეფონო ჩანაწერი უნდა ვნახო, რა კითხე, რომ ეგ გიპასუხა.

QUOTE
ბარათს იმისთვის ვიღებ, დამზადების ფულს იმისთვის ვიხდი და ნაშთს იმიტომ ვდებ, რომ ფულის უპრობლემოდ გადარიცხვა შემეძლოს. არა ბიჯო, ბარათზეც მედება 20 დოლარი და კიდევ დამატებით გადავიხდი 15-ს, როდესაც ის 15 დოლარი სულ ყოფნის იმ ტრანზაქციას (ეხლა დავრეკე სხვა ბანკში და მითხრეს როცა გინდა მოდი და უპრობლემოდ გადავრიცხავთო), მეტი საქმე არა მაქვს! თუმცა, არ გძრახავთ - ვიცი რა პრობლემებიც გაქვთ უპრაგონოდ (ესეც შეცდომაა) გაცემული კრედიტების გამო და მესმის, რომ ვალები გაქვთ (ეს ტავტოლოგიაა).


ფულს უპრობლემოდ გადარიცხავ, მაგრამ ამაში იხდი საკომისიოს!!! ინტერნეტ-შესყიდვების დროს, ტრანზაქცია 0%-ია. გადარიცხვა ანგარიშიდან ანგარიშზე ფასიანია.

This post has been edited by Mr-Banks on 20 Oct 2011, 16:12


--------------------
კაცს დააწვენენ საგიჟეთში, რომელიც პერიოდულად იძახის: "გაგაწარმოვებ, გაგაწარმოვებო..."

მეორე გიჟი ეუბნება: "მე ვერ გამაწარმოვებ, e ხარისხად x ვარო".

ანეგდოტი მათემატიკოსებისათვის :))
Makumba666
Crazy Devil


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11236
წევრი No.: 7733
რეგისტრ.: 10-December 04

გამოგზავნილია: 20 Oct 2011, 16:23  #27933540      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Mr-Banks
QUOTE
"გამაგებიოთ" სწორია?"გამაგებინოთ" არის სწორი ფორმა. არგუმენტი გაქვს, ჩავქვესკნელდი სიცილით

კაია, იცინე. მე მირჩევნია ადამიანები იცინოდნენ, ვიდრე ტიროდნენ.

QUOTE
ვირიშვილი შეიძლება, შენთვის კომპლიმენტია, ამაზე ვერავინ შეგეწინააღდეგება, მაგრამ უმჯობესია, საყოველთაოდ აღიარებული კომპლიმენტები იხმარო ადამიანებთან საუბრისას და ზოგადად, მიმართვის დროს.

ლოგიკის დიდოსტატი ხარ, ეტყობა. მაგ ლოგიკით, ეიზენჰაუერს კომპლიმენტად მიუღია, თურმე, ვირი. lol.gif და ისიც კაია, რომ რაც კომპლიმენტი არაა, იმაზე, თურმე, მოდერატორთან უნდა იჩივლო. როგორც ოსტაპ ბენდერი იტყოდა, ეს არის quasi una fantasia.

QUOTE
ერთი როდის დარეკე, სახელი და გვარი მითხარი, სატელეფონო ჩანაწერი უნდა ვნახო, რა კითხე, რომ ეგ გიპასუხა.

სახელი და გვარი არ მითქვამს იქ, მაგრამ უპრობლემოდ ნახავ, მე მგონი, რადგან 10, თუ დაჟე (ესეც შეცდომაა) 11 საათის მერე იყო და არა მგონია მაგ დროს ბევრი ვინმე რეკავდეს. ორჯერ დავრეკე.

QUOTE
ფულს უპრობლემოდ გადარიცხავ, მაგრამ ამაში იხდი საკომისიოს!!! ინტერნეტ-შესყიდვების დროს, ტრანქაზცია 0%-ია. გადარიცხვა ანგარიშიდან ანგარიშზე ფასიანია.

ხოდა მეც მაგას ვამბობ ზუსტად - რადგანაც ბარიგობას არ ვაპირებ, ასეთი ბარათი არ მჭირდება მეთქი. ესე იგი moneybooker-ით რაღაცა სირობა რომ ვიყიდო ebay-ზე, 0% მექნება და ბროკერს რო ფული გადავურიცხო, 15 დოლარი უნდა ვაჩუქო ბანკს. მირჩევნია ბარათი დავხურო და გამოთავისუფლებული 20 დოლარიდან 15 გამოვიყენო bank wire-თი გადარიცხვისთვის.

This post has been edited by Makumba666 on 20 Oct 2011, 16:28
Mr-Banks
ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6306
წევრი No.: 126786
რეგისტრ.: 31-January 11

გამოგზავნილია: 20 Oct 2011, 17:11  #27934363      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Makumba666
QUOTE
ლოგიკის დიდოსტატი ხარ, ეტყობა. მაგ ლოგიკით, ეიზენჰაუერს კომპლიმენტად მიუღია, თურმე, ვირი.  და ისიც კაია, რომ რაც კომპლიმენტი არაა, იმაზე, თურმე, მოდერატორთან უნდა იჩივლო. როგორც ოსტაპ ბენდერი იტყოდა, ეს არის quasi una fantasia.


ეს არის შეურაცხყოფა თანამშრომლების მისამართით და ყველა ადამიანი თავის შეურაცხყოფას მაგ თითიდან გამოწოვილი მაგალითით ვერ აწონის!

QUOTE
ხოდა მეც მაგას ვამბობ ზუსტად - რადგანაც ბარიგობას არ ვაპირებ, ასეთი ბარათი არ მჭირდება მეთქი. ესე იგი moneybooker-ით რაღაცა სირობა რომ ვიყიდო ebay-ზე, 0% მექნება და ბროკერს რო ფული გადავურიცხო, 15 დოლარი უნდა ვაჩუქო ბანკს. მირჩევნია ბარათი დავხურო და გამოთავისუფლებული 20 დოლარიდან 15 გამოვიყენო bank wire-თი გადარიცხვისთვის.


კარგად ბრძანდებოდე. biggrin.gif სხვა ბანკი თუ გადარიცხვაში საკომისიოს არ გამოგართმევს, მეც მითხარი. P.S. ყველა ბანკს ვალები აქვს biggrin.gif
Vazovski2007
INSOMNIA


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7190
წევრი No.: 35589
რეგისტრ.: 28-May 07

გამოგზავნილია: 20 Oct 2011, 17:39  #27934693      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Makumba666 @ 20 Oct 2011, 13:19 )
Vazovski2007
მადლობა, გაიხარე. პირობები მომეწონა, მარა ეს ვერ გავიგე მთლად ზუსტად:
QUOTE
ინტერნეტ საიტებიდან ჩარიცხული ან საზღვარგარეთ ტერმინალებზე შესრულებული ოპერაციის დაბრუნებული თანხების მომსახურების საკომისიო - 2%, მინ. 2 აშშ დოლარი

ანუ, უცხოეთიდან ფული რომ გადმომირიცხონ ესენი 2%-ს ჩამომაჭრიან? sad.gif

არა 2 % ჩამოიჭრება მხოლოდ მაშინ თუ თანხა ჩაირიცხება ბარათის ნომრის მითითებით(ანუ თუ მაგალითად ინტერნეტ კაზინოში მოიგე, გადმოიტანე თანხა და მიუთითე ბარათის 16ციფრიანი ნომერი), ხოლო თუ უცხოეთიდან თანხა ჩაგერიცხა საბარათე ანგარიშზე(ანუ იმაზე რაზეც არის ეს ბარათი მიბმული) მაშინ რა თქმა უნდა ეს ოპერაცია უფასოა და ზუსტად იმდენივე ჩაგერიცხება რამდენიც გადმოგერიცხა..


--------------------
ღმერთო მოგვაშორე ეს ჭირი ქოცები, რომ ჰქვია და თუ გინდა შავი ჭირი დაგვატეხე თავს, ეგ მაინც არ გვეტყვის კანონის და ხალხის სახელით ბრძნულს
freedemocrat
მადრიდისტა!!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5193
წევრი No.: 108804
რეგისტრ.: 9-January 10

გამოგზავნილია: 20 Oct 2011, 23:37  #27940342      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Vazovski2007
ონლაინ შეკვეთა ძალიან მაგარი სიახლე კსბსგან smile.gif)


--------------------
Design By Apple In California .....
Makumba666
Crazy Devil


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11236
წევრი No.: 7733
რეგისტრ.: 10-December 04

გამოგზავნილია: 21 Oct 2011, 12:30  #27945215      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Mr-Banks
QUOTE
ეს არის შეურაცხყოფა თანამშრომლების მისამართით და ყველა ადამიანი თავის შეურაცხყოფას მაგ თითიდან გამოწოვილი მაგალითით ვერ აწონის!

და თანამშრომლები რა შუაში არიან ვერ ამიხსნი? ესე იგი, რომელიმე ფირმაში რომ ვმუშაობდე და ვიღაცამ თქვას დედამიჯმული კომპანიააო, მე უნდა ავუხტე დედაჩემს შეურაცხყოფა მიაყენე მეთქი? და საერთოდ, მე მგონია ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს უნდა ესმოდეს, წესით, განსხვავება კომპანიის მფლობელებს (ანუ იმ ადამიანებს, ვინც განსაზღვრავს კომპანიის პოლიტიკას) და დაქირავებულ მუშა ხელს შორის (რომლის 99% სულ ერთ ადგილას კიდია ის კომპანია - ხელფასისთვის მუშაობს). ამიტომ, თუ ბანკის რომელიმე თანამშრომელმა საკუთარ თავზე მიიღო მაგ სიტყვა - საღოლ რა, მაგარი ფანტაზიის უნარი ქონია!

QUOTE
კარგად ბრძანდებოდე.სხვა ბანკი თუ გადარიცხვაში საკომისიოს არ გამოგართმევს, მეც მითხარი. P.S. ყველა ბანკს ვალები აქვს

ასეც მოვიქცეოდი, მაგრამ გუშინ საღამოთი ფული, რაღაცნაირად, მაინც გადაირიცხა. როგორც ადრეც ვამბობდი ასეთ ტრანზაქციებზე არავითარი 15 დოლარის გადახდა არ უნდა იყოს საჭირო და ამ კონკრეტულ კლიენტისთვის (ანუ, ბროკერაჟისთვის) გადახდისას მანიბუკერიც უფასოდ ახდენს გადარიცხვას. ანუ, ყველაფერი ბანალურად ბანკის ტექნიკური ხარვეზის ბრალი ყოფილა, რომელიც გუშინ საღამოს გამოსწორდა. მაგრამ ვაჟა-ფშაველაზე მისულს რატომ მითხრეს 15 დოლარი უნდა გედოს ანგარიშზეო, აი ესაა გამოცანა.

Vazovski2007
მადლობა. ძალიან საინტერესო პირობებია. მალე დამჭირდება ბარათი და მაგას ვცდი, აბა.
Mr-Banks
ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6306
წევრი No.: 126786
რეგისტრ.: 31-January 11

გამოგზავნილია: 21 Oct 2011, 15:01  #27947213      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Makumba666


კიდევ ერთხელ გეუბნები, რომ ბარათით შესყიდვა (ტრანზაქცია) უფასოა, ხოლო გადარიცხვა ბარათიდან და საიდანაც გინდა, ღირს ტარიფი.
HarrisonHill
სოციალური პროგრამისტი


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1911
წევრი No.: 88402
რეგისტრ.: 8-April 09

გამოგზავნილია: 1 Nov 2011, 17:51  #28111678      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
საქართველოში რომელიმე ბანკს თუ აქვს ვირტუალური ბარათები? ანუ უბრალოდ ნომერი /ცვვ კოდი / ამოწურვის თარიღი მოგეცემა და არა ფიზიკური ბარათი.

ტაო ბანკს აქვს, მარა ვირტუალური ბარათის შესაკვეთათ ფილიალში უნდა მიხვიდე. მინდა, რომ პირდაპირ ინტერნეტ-ბანკინგით გავაკეთო ახალი ვირტუალური ბარათი და ამ ბარათის ანგარიშზე დავსვა თანხა.

დავიჯერო არცერთ ბანკს არ აქვს ასეთი სერვისი?


--------------------
ყველაზე ცუდი ათეიზმში ისაა, რომ სექსის დროს არავინ გყავს რომ ელაპარაკო... ©

ამანათების გადამზიდავების მიმოხილვა -http://tiny.cc/gadamzidebi
sulxana10
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 40
წევრი No.: 137607
რეგისტრ.: 27-October 11

გამოგზავნილია: 12 Nov 2011, 11:08  #28276885      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
საქართველოში გამოიყენება სამი სახის ბარათები:
spider77
- OOOO -


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21652
წევრი No.: 104250
რეგისტრ.: 6-November 09

გამოგზავნილია: 16 Nov 2011, 09:51  #28334708      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · icq · aim · yim · msn
David-Kaka
ბარათი რისთვის გინდა, გააჩნია. თუ მხოლოდ ბანკომატიდან თანხის ასღებად და ტერმინალებში გასატარებლად ელექტრონიც საკმარისია.


--------------------
მომდევნო არჩევნებზე მიშას ვაძლევ ხმას!
ხსნა მიშაშია!
ჯ ა ნ ო
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20134
წევრი No.: 121171
რეგისტრ.: 17-September 10

გამოგზავნილია: 16 Nov 2011, 13:51  #28337398      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობათ.
შოპინგისთვის მინდა ბარათი რო გამოვიწერო ნივთები და რომელი ბანკის რომელ ბარათს მირჩევთ?
spider77
- OOOO -


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21652
წევრი No.: 104250
რეგისტრ.: 6-November 09

გამოგზავნილია: 16 Nov 2011, 16:05  #28339393      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · icq · aim · yim · msn
ჯ ა ნ ო

ზუსტად მაგაზეა გათვლილი ....... up.gif

http://www.tbcbank.ge/ge/private/cards/icard/

ჯ ა ნ ო
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20134
წევრი No.: 121171
რეგისტრ.: 17-September 10

გამოგზავნილია: 16 Nov 2011, 17:42  #28341197      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
spider77
QUOTE
ზუსტად მაგაზეა გათვლილი ....... up.gif

http://www.tbcbank.ge/ge/private/cards/icard/

დღეს ვნახე ეს ბარათი დ აგადავწყვიტე შევიძინო თან სხვა ბანკებთან შედარებით აქ იაფია
spider77
- OOOO -


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21652
წევრი No.: 104250
რეგისტრ.: 6-November 09

გამოგზავნილია: 16 Nov 2011, 17:56  #28341479      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · icq · aim · yim · msn
ჯ ა ნ ო
QUOTE
დღეს ვნახე ეს ბარათი დ აგადავწყვიტე შევიძინო თან სხვა ბანკებთან შედარებით აქ იაფია


ძალიან კარგი. კმაყოფილი დარჩები.
წარმატებებს გისურვებ.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (39) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



 
[ Script Execution time: 0.0397 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]