forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

Pages: (2) [1] 2   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> საბანკო სექტორში ფინანსურში პრობლემები დაიწყო, ლიბერთი ბანკს დაერხა?
iiraklii
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2292
წევრი No.: 122570
რეგისტრ.: 16-October 10

გამოგზავნილია: 9 Jan 2017, 22:53  #49667609      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
http://commersant.ge/?m=5&news_id=46496&cat_id=8

საქართველოს საბანკო სექტორში არსებულ ფინანსურ პრობლემებთან დაკავშირებით სპეციალისტები უკვე ღიად საუბრობენ. ეკონომიკის დოქტორი დავით ასლანიშვილი აცხადებს, რომ ერთ-ერთ ბანკს სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს და ეროვნული ბანკი რეფინანსირების სესხების გაცემით ამ ბანკს მხარს უჭერს. საბანკო სექტორში არსებულ პრობლემებზე საუბრობს ეკონომისტი ლია ელიავაც, მისი განცხადებით, გამორიცხული არ არის, რომ მათი ნაწილი მალე გაკოტრებულად გამოცხადდეს.

არსებობს თუ არა საბანკო სექტორში ფინანსური პრობლემები და რეფინანსირების სესხების გაცემით ეხმარება თუ არა მათ ეროვნული ბანკი? ამასთან დაკავშირებით „კვირის პალიტრასთან" საუბრისას განცხადება დავით ასლანიშვილმა გააკეთა: „რა თქმა უნდა, ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა, მაგრამ კარგი იქნებოდა სებ-ის და მთავრობის მხრიდან გამჟღავნება, მეტწილად რომელ კომერციულ ბანკზე გაიცემა რეფინანსირების სესხი. ეჭვი მაქვს, ერთ-ერთ ბანკს რთული ფინანსური პრობლემები აქვს და საკითხავია, ამის დამალვა რა საჭიროა? ვაკვირდები, რომ რეფინანსირების სესხით მოქმედი ბანკების უმეტესობა არ სარგებლობს, სარგებლობს მხოლოდ ორი-სამი მსხვილი კომერციული ინსტიტუტი და ის ბანკიც სწორედ ერთ-ერთია მათ შორის.

მართალია, ლარში­ მოგება­ ბანკებს კურსის გამო გაზრდილი აქვთ, მაგრამ წინა წლებთან შედარებით, დოლარში აქვთ შემცირებული. რაც ხდება, ერთი კონკრეტული კომერციული ინსტიტუტის ბრალია. ეყოთ ვაჟკაცობა, უკრაინის მაგალითი გაიხსენონ "პრივატბანკთან" დაკავშირებით და დაუფარავად თქვან, რაც ხდება. ისიც საკმარისია, რომ სამი წელიწადი მთელი ქვეყანა ერთი კონკრეტული პრობლემური ორგანიზაციის ვალების მომსახურებას მოვუნდით", - განაცხადა ასლანიშვილმა.

„საქართველოში მოქმედ თითქმის ყველა კომერციულ ბანკს, 3 ბანკის გარდა, სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს და გამორიცხული არ არის, რომ მათი ნაწილი მალე გაკოტრებულად გამოცხადდეს", - აცხადებს „კომერსანტთან" საუბრისას ფინანსისტი, საბანკო სფეროს სპეციალისტი ლია ელიავა და ამის არგუმენტად კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგება მოჰყავს.

ელიავას განცხადებით, 2016-წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, კომერციული ბანკების ნაწილს ფინანსური პრობლემები აქვს, კერძოდ, შემცირებულია სესხებიდან მიღებული მოგება, რაც რეალურად იმას ნიშნავს, რომ ბანკი ზარალზე მუშაობს. „ლარის გაცვლითი კურსის მიხედვით, ბანკებს სესხებზე უნდა ჰქონოდათ ზრდა, თუმცა ეროვნული ვალუტის გადაფასების ეფექტის ფონზე, მათ აქვთ კლება. ამის გარეშე სასესხო პორტფელი უფრო შემცირდებოდა და კლებაც უფრო მეტი იქნებოდა.

რაც ყველაზე მთავარია, წვრილი ბანკებისთვის სასესხო ვალდებულების კლება იმის მაჩვენებელია, რომ საქართველოს საბანკო სექტორში კონკურენცია არ არსებობს, რომ ბაზარი უკავია 2 ძირითად ბანკს, იმის იქით, სხვა დანარჩენ ბანკებს ამოსუნთქვის საშუალება არ აქვს. საქართველოს საბანკო ბაზარზე კონკურენტული გარემო არ არის შექმნილი", - განაცხადა ელიავამ.

მისივე განცხადებით, კიდევ ერთი პრობლემაა ზარალი კაპიტალში, რომელიც ბევრ ბანკს აქვს. ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, პრობლემები არ აქვს „თიბისი ბანკსა" და „საქართველოს ბანკს", სტაბილური მდგომარეობაა „ვითიბი ბანკშიც".

კითხვაზე, თუ რას აკეთებს ამ დროს ეროვნული ბანკი, რატომ არ რეაგირებს კომერციულ ბანკებში არსებულ სიტუაციაზე, ელიავას კონკრეტული პასუხის გაცემა უჭირს.

„საქართველოში მთლიანი საბანკო აქტივების დაახლოებით 80%-ს ორი კომერციული ბანკი ფლობს, დანარჩენი 20% განაწილებულია ყველა სხვა ბანკზე. ამას ემატება ქვეყანაში არსებული რთული ეკონომიკური მდგომარეობა, რაც თავისთავად წვრილი ბანკების მუშაობაზე ნეგატიურად აისახება. მათ უჭირთ ფულადი სახსრების მოზიდვა და შესაბამისად, სესხების გაცემა. საქართველოში საბანკო სისტემა არ არის კონკურენტუნარიანი. სხვა ევროპულ ქვეყანებში და ამერიკაშიც ასეთ რამეს არ დაუშვებდნენ, დაშლიდნენ მსხვილ ბანკებს ისე, რომ მათი წილი მთლიან აქტივებში საშუალოდ 20-25% ყოფილიყო. ჩვენთან კი კონკურენციის შესახებ კანონში წერია, რომ 40%-ია დომინირებული მდგომარეობა. რეალურად, კანონი არის მორგებული მსხვილ ბიზნესზე, რაც არასწორია. არადა, კანონმდებლობა მორგებული უნდა იყოს ეკონომიკის ინტერესებს და არა ბიზნესის", - განაცხადა ელიავამ.
donrobita
ქიზიყელი :)


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6394
წევრი No.: 113623
რეგისტრ.: 24-February 10

გამოგზავნილია: 10 Jan 2017, 08:44  #49669621      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
და რატომ მაინცდამინც ლიბერთი?

მშვენიერ მოგებაზე გავიდა წელსაც, როგორც ვიცი. მშვენიერ კი არადა მისთვის სარეკორდო მოგებაზე smile.gif


--------------------
გარე კახეთი, შიდა კახეთი და ზემო მაჩხაანი არ ვიცი მე. ქიზიყი ქიზიყია © უჩინარი

ჩემს სახელზე გაფორმებული არაფერია © ბანკი ###ზე მკიდია სასტავი
iiraklii
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2292
წევრი No.: 122570
რეგისტრ.: 16-October 10

გამოგზავნილია: 10 Jan 2017, 09:28  #49669706      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
donrobita

სტატიაში სწორედ ლიბერთი ბანკზეა საუბარი.
Davion
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3367
წევრი No.: 5648
რეგისტრ.: 6-July 04

გამოგზავნილია: 10 Jan 2017, 10:16  #49669852      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
iiraklii
სად არის იმ სტატიაში ლიბერთი? ვერ ვიპოვე smile.gif ისე ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ დეპოზიტებზე შედარებით მაღალი პროცენტიდან გამომდინარე ლიბერთი ცდილობს მოსახლეობისაგან მოიზიდოს ფული, საქბანკსა და თბც -ში დაბალი პროცენტია დეპოზიტებზე, შესაბამისად უფრო სების იმედზე არიან ალბათ. პირველი უფრო სწორია ეკონომიკურად (მაღალი პროცენტით მოსახლეობის დაინტერესება და სახსრების მოზიდვა). რაც ნაკლებ სესხებს გასცემს სები-მით უფრო კარგი smile.gif


This post has been edited by Davion on 10 Jan 2017, 11:32
iiraklii
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2292
წევრი No.: 122570
რეგისტრ.: 16-October 10

გამოგზავნილია: 10 Jan 2017, 11:15  #49670082      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Davion

ამ commersant.ge-ის პატრონი ყავს საერთოდ?
გუშინ აშკარად ეწერა ლიბერთი ბანკზე სტატიაში.
დღეს ამოუღიათ სტატიიდან ეგ წინადადება.

ვინც ეგ სტატია დაწერა უნდა მოკითხონ მაგაზე.
spider77
- OOOO -


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21422
წევრი No.: 104250
რეგისტრ.: 6-November 09

გამოგზავნილია: 10 Jan 2017, 11:21  #49670105      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · icq · aim · yim · msn
donrobita
QUOTE
და რატომ მაინცდამინც ლიბერთი?

პირდაპირ ეწერა "ლიბერთი", მერე ამოირეს ეტყობა.


--------------------
მიშა სადმე ტურიზმში, ან ლაზიკის მერად გავაჯმევინებთ. ივლის, გახსნის ხიდებს და პიარ აქციებს ჩაატარებს.
iiraklii
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2292
წევრი No.: 122570
რეგისტრ.: 16-October 10

გამოგზავნილია: 10 Jan 2017, 11:27  #49670142      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
spider77

კი, აშკარად ეწერა გუშინ "ლიბერთი ბანკი" და მერე ამოიღეს/ამოაღებინეს.

რა გამოდის, რესპოდენტმა უთხრა ჟურნალისტს:
"მეჟდუ ნამი, რომ იცოდე ლიბერთი ბანკს ვგულისხმობ და არ დაწეროო".
ამან ადგა და მაინც დაწერა, თან კაი პოპულისტური სათაურიც მისცხო smile.gif))

ან, მართლა დანძრეული აქვს ლიბერთი ბანკს. "ზემოდან" დაურეკეს და ამოაღებინეს.

donrobita
ქიზიყელი :)


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6394
წევრი No.: 113623
რეგისტრ.: 24-February 10

გამოგზავნილია: 10 Jan 2017, 16:38  #49672077      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
iiraklii
ზუსტად ეგ სტატია რომ წავიკითხე მაგიტომ ვიკითხე ლიბერთი
არაფერი არ სჭირს ლიბერთის გასაკოტრებელი. დაწია პროცენტი ანაბრებზე. გასცემს სესხებს ჩვეულებრივ. იღებს მოგებას სოლიდურსაც

ეროვნულმა შარშან ორი კვარტლის მონაცემები რო გამოაქვეყნა 20 ლიმონამდე ქონდა სუფთა მოგება. რა პრობლემებზეა ბაზარი ვაფშე biggrin.gif თან პროცენტი ტეპოზიტებზე კაკრაზ მაგ ორი კვარტლის მერე დაწია და ლოგიკურად მეტ მოგებას მიიღებდა
iiraklii
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2292
წევრი No.: 122570
რეგისტრ.: 16-October 10

გამოგზავნილია: 10 Jan 2017, 19:37  #49673364      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
donrobita

პირიქით მეგობარო, ახლახანს პირიქით აწია პროცენტი დეპოზიტებზე.
სტატიაში საუბარი რეფინანსირებაზე იყო, ანუ მინუსებში რომ არ წავიდეს
ეროვნული ეხმარება და მაგის ამოქაჩვას უნდება ბოლო წლებიაო.

სად შეიძლება ამ ინფოს ნახვა, ეროვნული ვის რამდენს ურეფინანსირებს?
Did_Giorgi
ოციათასლარიარდერი


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 10718
წევრი No.: 72856
რეგისტრ.: 30-October 08

გამოგზავნილია: 11 Jan 2017, 11:12  #49677399      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
iiraklii
ძალიან არაკომპეტენტური სტატიაა. რეფინანსირების სესხს რომ იღებ, ეგ არ ნიშნავს რომ პრობლემა აქვს ბანკს.
მეორეც კიდე რეფინანსირების სესხის აღება არ ნიშნავს რომ პრობლემა აქვს ბანკს. ლიკვიდობის მართვის ინსტრუმენტია ჩვეულებრივი. ზოგი ბანკის ხაზინა იყენებს მაგ ინსტრუმენტს კარგად, ზოგმა არ იცის და ვერ იყენებს
* * *
QUOTE
ეროვნული ვის რამდენს ურეფინანსირებს?

არაფერს არ ურეფინანსირებს, მოკლევადიანი, 7 დღიანი სესხია.

აქ შეგიძლია ნახო სტატისტიკა: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=306
ჩამონათვალში >> რეფინანსირების სესხები.

ჯამური მოცულობა ჩანს გაცემული სესხების და ზრდა როცა მოხდა კიდევ ის თარიღები. ბანკები არ ჩანს, თუმცა თითოეული ბანკის ფინანსური უწყისებიც ხელმისაწვდომია და შეეძლო "ჟურნალისტს" ენახა, მაგრამ მერე ხომ სკანდალი არ გამოვიდოდა smile.gif


--------------------
1.117.11
格鲁吉亚
BAYERN!!!
არაფერი ისე არ ათბობს გაყინულ სულს, როგორც ერთი კათხა ცივი ლუდი.
iiraklii
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2292
წევრი No.: 122570
რეგისტრ.: 16-October 10

გამოგზავნილია: 11 Jan 2017, 11:59  #49677666      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Did_Giorgi

წლების მიხედვით რეფინანსირების სესხების ჯამურად შედარება გავაკეთე:

2010 აუქციონით გაცემული: 5,347,450,000; 2010 მუდმივმოქმედი: 168,000,000
2016 აუქციონით გაცემული: 42,110,000,000; 2016 მუდმივმოქმედი: 1,862,500,000

ვერ ვერკვევი ამ საკითხში და ათმაგი ზრდა ბოლო 6 წლის განმავლობაში ნორმალურია?

საინტერესო იქნებოდა ბანკების მიხედვით როგორ ნაწილდება რეფინანსირების სესხები.
სტატიაში სწორედ ეგ იყო ხაზგასმული, რომ უმეტესწილად ერთი ბანკი სარგებლობსო.
მემგონი არც ეგ უნდა იყოს კარგის მომასწავებელი.

This post has been edited by iiraklii on 11 Jan 2017, 12:05
biostar
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 16
წევრი No.: 227915
რეგისტრ.: 12-January 17

გამოგზავნილია: 13 Jan 2017, 12:47  #49693195      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ლიკვიდობის პრობლემა აქვს ზუსტად ლიბერტი ბანკს, ეს იყო მიზეზიზ რომ თავის დროზე არ იყიდა ვტბ ბანკმა და არც სხვა ბანკებმა

დეპოზიტებზე % აწია ლიბერთიმ 2 % როცა ყველა ბანკს 6 % ქვემოდ აქვთ ამათ 10 აწიეს

https://bpn.ge/finansebi/30569-tsels-sabank...html?lang=ka-GE

ბანკების ხუთEეულიდან 1 ბანკი კოტრდება და აშკარად ლიბერთია

რესპუბლიკა და პროკრეიტი ფაქტიურად გაყიდულია და მხოლოდ ეგღა რჩება

This post has been edited by biostar on 13 Jan 2017, 12:47
iiraklii
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2292
წევრი No.: 122570
რეგისტრ.: 16-October 10

გამოგზავნილია: 13 Jan 2017, 12:52  #49693223      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
biostar

იყიდის კი ვინმე გაკოტრებულ ლიბერთი ბანკს?
საკითხავი აი ესაა

ანაბრებს შეახრამუნებენ გემრიელად
biostar
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 16
წევრი No.: 227915
რეგისტრ.: 12-January 17

გამოგზავნილია: 13 Jan 2017, 12:58  #49693266      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
iiraklii

პრივატი - გაკოტრდა და საქ ბანკს შეტენეს
კაპიტალ ბანკი - გაკოტრდა და თბს შეტენეს
პროგრესი გაკოტრდა და ესეც ბს შეტენეს

კიდე 1 ბანკი იყო არ მახსოვს და ისიც თბს შეიტენა

შენ გგონია თავისი ნებით იერთებენ???

წარმოდგინე რა მოხდება თუ მართლა მოხდა ლიბერთის გაკოტრება... ქვეყნის ეკონომიკას დედა არ ყავს და საერთოდ დაეცემა ინვესტორების თვალში , როცა 5 ლიდან ბანკი კოტრდება არადა ეს გარდაუვალია რადგან ლიკვიდობის პრობლემას რესფინანსების ასეთი სესხბით როდემდე დაემალება??? მეანაბრეებმა იკითხონ თორე მე რა მენაღვლება, პატარა ბანკების მენაბრეებს პრობლემა არ შექმნიატ მცირე რიცხოვნობის დეპოზიტარების გამო და თუ ეხლა ასეთ დიდი ბანკს გადობილი აქვს მამა მია..

გაკოტრბა ცუდი სიტყვაა მარა ეს სტატიები ჩმი დაწერილი არ არის ,,, თან ტრედნია 1 წელში 4 ბანკი გაკოტრდა და ადანარჩენები 3-4 ბანკის გარდა სულს ღაფავს და ადრე თუ გვიან 1-2 წელში გაკოტრდებიან , ვალუტის კურსის ყოველ გაუფასურებაზე ახალი ტალღა იწყება გაკოტრებების.... 3 მდე თუ ავა ლარის კურსი 4-5 ბანკი მოსრიალდება კიდე

არ არის საჭირო 3 მილიონიან ქვეყანაში 18 ბანკი , საკმარისია 5 კერზო ბანკი და 1 აუცლიებლად უნდა იყოს სახელმწიფო ბანკი რომელიც სოციალურ და საპენსიო გადახდებზ იქნება ორიენტირებული

This post has been edited by biostar on 13 Jan 2017, 13:03
iiraklii
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2292
წევრი No.: 122570
რეგისტრ.: 16-October 10

გამოგზავნილია: 13 Jan 2017, 13:45  #49693563      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
biostar

გეთანხმები,
მაგრამ ლიბერთი იმდენად დიდი ბალასტია, არა მგონია თბს-მ ან საქ. ბანკმა შეიტენონ.
აი ხალხი კი დეპოზიტებზე მაღალი პროცენტის გამო კიდევ ერთხელ წამოეგება ანკესზე.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (2) [1] 2  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



 
[ Script Execution time: 0.0323 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]