მუსიკა, რომელმაც ყველაფერი თავის ადგილზე დააბრუნა.
ცალ-ცალკე ბევრი კომპოზიცია მომეწონა, ახლებიც აღმოვაჩინე.
მაგრამ ეს ალბომი "Neroche - The Crooked Mile" მთლიანად საგზურია.
ალბომის ქავერები ცალკე არტია კიდევ, განწყობას მიქმნის.
გინდება ვინილზე უსმენდე, კედელზე აყუდებულ მაღალ თაროებზე ძველი, მსუბუქად დამტვერილი ფირფიტები ელაგოს.
ოთახს ანათებდეს მხოლოდ ქუჩის განათება და უმკრთალესი სანათი.
უფარდო სახლი. დიდი ფანჯრებით. ქუჩის ხმაურით. და მუსიკა.
This post has been edited by ______ on 12 Dec 2017, 01:41