მასზე კარგის დაწერაც შეიძლება და ცუდის.
კარგით დავიწყოთ.
1. 5-დან 4 შეხვედრა იპონით მოიგო, ის ერთიც შეხვედრის დამთავრებამდე 12 წამით ადრე, რომელშიც ის უფრო აქტიური იყო ილეთის მცდედლობა ცრუ შეტევად ჩაუთვალეს და ისე წააგო.
2. წონის ყოფილი პირველი ნომერი ქარდავა, ფაქტიურად გაანადგურა.
3. ძლიერი წელი აქვს. რამდენჯერაც მოწინაარმდეგეს შეეკრა, იმდენჯერ საიპონოდ დააგდო.
4. აგრესიულია და ბოლომდე უტევს.
ცუდი.
1. ჩვიმიანთან შედარებით ვაჟა გაცილებით ტექნიკურია, მაგრამ რადგან დაბალი წონები დინამიური წონებია და წარმატებას მისაღწევად თავის არსენალს მინიმუმ 5 ილეთი მაინც უნდა დაამატოს.
2. მომეჩვენა, რომ ფიზიკური ძალის მხრივ პრობლემები აქვს.
წაგებულ შეხვედრაში, უამრავჯერ ქონდა ილეთის გაკეთების მცდელობა, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ იხეირა. დაახლოებით ისე იყო, როგორც ჩირიკა მასტერსზე. ზურგზე დავარდნითაც შედეგიანად ვერცერთხელ ვერ გადააგდო მოწინააღმდეგე.
3. გასაუმჯობესებელი აქვს პარტერი.
რამდენიმე შეხვედრაში, მათ შორის წაგებულშიც, მოწინააღმდეგე შებოჭვაზე ყავდა დაჭერილი, მაგრამ იუკომდეც ვერ მიიყვანა საქმე.
ყველა ვარიანტში, მარგველა 66-ში წონის ახალი ლიდერია და მასთან განსაკუთრებული მუშაობაა საჭირო, მით უფრო, რომ კარგი მასალაა.
აუცილებელია მისთვის კვალიფიციური პირადი მწვრთნელის მიჩენა, ინდივიდუალური მოსამზადებელი გეგმის შედგენა, გამოცდილების მისაღებად, ახალი ილეთების დასახვეწად და ხარვეზების გამოსასწორებლად, მისი ბევრ ტურნირში, მათ შორის ევროპაზეც წაყვანა.
100-კგ-ზე რა გითხრათ, მაგრამ თუ ყველაფერი კარგად წარიმართა დარწმუნებული ვარ მარგველა ოლიმპიადის ლიცენზიას აიღებს და ადგილს არ გაგვიუქმებს.
რაც შეეხება დღევანდელ დღეს, მინდა გავახარო ის ხალხი, ვისაც ჩემი პოსტინგი აღიზიანებს,
ქალაქიდან გავდივარ და აბა თქვენ იცით.
ძალიან მაინტერესებს როგორ ფორმაშია ტაველური.
დისკვალიფიკაციამდე თუშიშვილთან ერთად საკმაოდ პერსპექტიული ძიუდოისტი იყო.
დღეს გამოჩნდება მასზე დაყრდნობა შეიძლება თუ იმდენი დრო დაკარგა, რომ აჯობებს სხვა საქმეს მოკიდოს ხელი.
იმედი მაქვს, რომელიმე თქვენგანი ჩვენი ბიჭების დღევანდელი ჭიდაობის ანალიზს გააკეთებს.
პ.ს. ჩემთვის გაუგებარია, რატომ თქვეს ფედერაციაში თითოეული წონის კურატორი მწვრთნელის დანიშვნაზე უარი და რატომ აკიდეს ყველაფერი უზნაძეს?
თუმცა რას გაიგებ?
გეტყვიან, კონფიდეციალური ინფორმაციააო..
ბიჭებს მედლებს, თქვენ კი სასიამოვნო დღეს გისურვებთ.
This post has been edited by VoK on 31 May 2015, 08:29
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...