პირველ კლასში ვიყავი, თბილისში წავედით ცეკვის ანსამბლი
ფილარმონიაში გვქონდა გამოსვლა
მერე სამებაში ავედით და კაკრას რაღაც დღესასწაულს დაემთხვა და ილიაც რაღაც წირვას ატარებდა მგონი
კორიდორი მოვაწყვეთ და რო გამოიარა, თავზე გვადებდა ხელს
მე ვაბშე არ ვიცოდი ვინ იყო, მაგრამ აღტაცებით საუბრობდნენ, დიდი ძალა აქვს, ვინც შეეხება, დალოცვილიაო
ხოდა ვიდექი საყვარლად და ველოდებოდი როდის გამოივლიდა
ჭყლეტა იყო და ნელა იძვრებოდა
რამდენიმე წამის განმავლობაში გაჩერდა ჩემთან და მაინტერესებდა რა იყო ასეთი სასწაული და თითები ჩავაჭირე ბევრჯერ
რაღაც უცნაური მოძრაობებით ვკიდებდი ხელს, თითქოს ვამოწმებდი
და ვცდილობდი მისი სასწაულებრივი ძალა ჩემზე გადმომეტანა
ხოდა ვიღაც ქალმა დამიყვავა, გაუშვიო და მეც დავიმორცხვე
მერე მანქანაში ჩაჯდა და წავიდა და ხალხი სიხარულის ცრემლებით გამოეთხოვა
This post has been edited by ბანჯოო on 10 Apr 2021, 20:32