გამარჯობა მეგობრებო!
ერთ სულელურ პრობლემას წავაწყდი და დამაწყდა ნერვები, იქნებ ვინმეს შეგეძლოთ ჩემი შველა...
მოკლედ ერთერთი საიტიდან (dell.com) მინდა ნივთის ყიდვა. ძალიან დიდი ხანი ველოდებოდი ამ ფასდაკლებას და ზუსტად რაც მინდა ის გაიჩითა "შავი პარასკევისთვის". ღირებულება არის 2000 დოლარამდე. მოკლედ გავაკეთე ორდერი, გადავიხადე ბარათით, ჩამომეჭრა თანხა. რამდენიმე წუთში კი მომივიდა reversal (გაუქმების) მესიჯი და თანხა უკან დამიბრუნდა, ორდერი კი გაუქმდა. ვცადე გადამეხადა Google Pay-თ (რომელზეც იგივე ბარათია მიბმული), ასევე ჩამოიჭრა თანხა და რამდენიმე წუთში უკან დამიბრუნდა. ვცადე ფეიფალით, თუმცა დამიწერა რომ თქვენი რეგიონის ფეიფალით ვერ მივიღებთ გადახდასო. ვცადე U2G-ს მისამართიც, შემდეგ Getit.ge-ს მისამართიც (რომელიმე არ იყოს შავ სიაში-თქო), თუმცა უშედეგოდ. მერე VPN-ით ამერიკული ip-დან შევედი, დაჟე ამერიკული Paypal გავაკეთე როგორღაც, მაგრამ ქართული ბარათის მიბმის შემდეგ მაინც დამიწერა ამერიკული ფეიფალი კია, მაგრამ ამ ბარათით მაინც ვერ გადაგახდევინებო
შემდეგ ველაპარაკე ჩეთით საპორტს. ამ ტიპმა ჩეთშივე შემაყვანია ბარათის მონაცემები (სპეც. უსაფრთხო ფორმით), და მეილზე დამადასტურებინა ორდერი, და მოკლედ მთავარი საიტის გვერდის ავლით ჩემი სახელით გააკეთა ორდერი. ეხლა "უეჭველი იმუშავებსო" მითხრა მაგრამ რამდენიმე წუთში ეგეც დაქენსელდა. თვითონაც გაუკვირდა ტიპს. მერე ნომერი მომცა მაგრამ არ პასუხობს ეგ ნომერი ჯერჯერობით.
ჰოდა... სავარაუდოა რომ უბრალოდ ბარათი რომ არის საქართველოში რეგისტრირებული, მაგას ბლოკავს მაგათი სისტემა. იქნებ არსებობს რაღაც მექანიზმი, ასეთ შემთხვევებში? ადრეც მქონია ასეთი შემთხვევა ერთი-ორჯერ და დავიკიდე უბრალოდ, ეხლა კი ძალიან მაგარი ვარიანტია, ამის გამაზვა არ მინდა. არ არსებობს რამე გზა, რამე გადახდის საშუალება, რომ ამერიკული ეგონოს მერჩანტს?
ან, უკიდურეს შემთხვევაში, თქვენი ლამაზი თვალების ჭირიმე, ხომ არ გაქვთ ამერიკული ფეიფალი ან კარტა ან რამე რაც ასეთ საიტებზე გადის ვალიდაციას, თანხას თბილისში მოგაწვდიდით...