აუჰ, რაღაცა მოუვიდა ჩასწორებისას.
კიდევ ერთხელ უნდა ვცადო:
--------------
მასალის გამოყენება სხვა ფორუმებზე პოსტის ავტორის თანხმობის გარეშე აკრძალულია.
II. დიდისა მოურავისა გﬞი სააკა-ძისა სიკუ^დილი : ~
ოდეს შააბაზ ყენისა მიერ წარმოვლენილნი ყარჩი-ხან სარდარი მოვიდა ტფილისს, დიდის ლაშქრითა, მოურავი და ზურაბ ერისთავი თან ახლდნენ და მეფის ბაგრატის შჳლი(1) სჳმონ მოიყვანეს შააბაზ ყეენისა-გან გამოტანებული თანა და ტფილისში | დიდი ქორწილი გარდაუხადეს ჯანიშინუმ-ბეგუმ ზედ: ქარწილს შﬞდ, რად-განაც შააბაზ ყეენისა-გან ბრძანება ჰქონდათ სრულიად კახეთის ერთა და მცხოვრებთა გაწყვეტისა. იმ საქმის თადარიკს შეუდგნენ: ფეიქან-ხანი ბარდის ბატონი ადრევე ლაშქრით კახეთში ჰყვანდათ გასტუმრებული რომ კახთ ლაშქარი ერთონლივ შეეყარა, ყარჩი-ხან თავისის ლაშქრით მუხრანის მხარეს გავიდა, საფურცლეში დადგა. მოურავი და ზურაბ ერის-თავი თან ახლდენ, სჳმონ კი ტფილისს დაუტევეს: ფეიქანის-ხანმა კახთ ლაშქარი და სრულიად კახეთის თავადნი და აზნაურნი შეჰყარნა, წამოუძღვა და მუხრანს მოვიდეს, და აღლუმი დაუპირეს ყიზილბაშთა კახთ ლაშქარსა: ფონთხელიდამ ქანდამდის ყიზილბაშთა ლაშქარი ორისავ მხრითვე, იქით და აქეთ დააყენეს გაატარონ თჳთ-თჳთოდ| კახნი. და როდესაც გატარებული კﬞცი თავიანთს ლაშქარს გაშორდებოდა, ასრე მოჰკვლიან რომ ერთი მეორის სიკვდილს ვერ შეიტყობდა. და ესრეთის ღალატობით მრავალნი კახნი დიდნი და მცირენი ამოსწყჳტეს, მანამ შეიტყობდეს რა: რომ შეიტყეს კახთ ლაშქარმა გაიკრეს, ჴრმლებს ჴელი შეუტიეს, და მრავალი ყიზილ-ბაში დახოცეს, და ჴმალ-და-ჴრმალ ომით გავიდნენ და მორჩნენ. ვინც დარჩომილნი იყვნენ და კახეთს მიაშურეს: კახეთის მცხოვრებთა რა ეს ამბავი სცნეს, ცოლ-შჳლათ მთებში და სიმაგრებში შევიდნენ და დაიხიზნენ: ყარჩიხან-მა კახეთს ლაშქარი გაუსივა, თარეში ყოველს ალაგს მივიდა. თითონ ყარჩიხან, დიდის ლაშქრით(2) ნორიოს დადგა, და სრულიად კახეთის მცხოვრებთ ამოსწყვეტას და აოჴრებას ცდილობდა, და სრულიად კახეთში ყიზილბაშთ დასახლებასა: ეს საქმე იწყინეს |
(1) ბაგრატ მეფე, ქართლისა, შﬞდ მეფის თეიმურაზისა-გან ალი-ყული-ხან ზედ გამარვებისა, გარდაიცვალა ბოლნისს. რადგანაც იგი მხოლოდ ბატონობდა სომხითსა და ქართლისანი არა ეგრე მორჩილებდენ მას; შააბაზ ყეენმა, ბაგრატის სიკვდილი რომ შეიტყო, დიდად დაუმძიმდა, და სჳმონს ბაგრატის შჳლს და იმის დედას დიდი იმედი მოსცა, სჳმონ თავის თან ჩაიყვანა, რაოდენიმე ხანი მას ახლდა, და შﬞდ ყარჩიხან თავისი სარდალი სოზენარებით(?) გამოისტუმრა, და მოურავი და ზურაბ საქართველოზედ სჳმონ ამათ გამოატანა ტფილისს : ~
(2) ნორიო ანუ ნორია არს ერთი დიდი დაბათაგანი მარტყოფისა კახეთის მამული, პირ-აქეთი.
დიდად ქართველთა ესეოდენთა ქრისტიანეთა უბრალოდ სისხლის დაღვრა. და ყიზილბაშთა-თჳს ამის სამაგიეროს მიგება განიზრახეს : ~
მას ჟამად, ერთს დღეს, მოურავი ნორიოს მდგომს ყორჩიხანის ლაშქრიდამ თავისის მახლობელის მოყვსებითა და მსახურებით, რაოდენისამე კაცით, სანადიროდ სამოვიდა, და ლოჭინის ხევში ნადირობდა. ნახა ანასდად ერთი შათირი (ესე იგი მალე მსრბოლი, ანუ შიკრიკი) მომავალი მოსწრაფედ, შააბაზ ყეენისა-გან მოგზავნილი ყარჩი-ხან სარდარ თან: მოურავ-მა მას შიკრიკსა შააბაზის მოწერილი წიგნი გამოართო და წაიკითხა: ყარჩი-ხანისა-თჳს მოეწერა „სწრაფად ეცადე რომ კახეთის მცხოვრებნი სრულად ამოსწყიტეო. და როდესაც ეს საქმე სრულ ჰყოვო, მაშინვე მოურავი შეიპყარ, თავი მოსჭერ, და ჩემთან გამოგზავნეო. და ქართლის | აყრის თადარიკში შედიო, რომ ქართლშიაცა და კახეთშიაცა სრულად სპარსნი უნდა დავასახლეო:„ მოურავმა რა ეს წიგნი წაიკითხა, წიგნი შეინახა, და მყისვე შათირი იგი მოკლა და ერთს ტყეში, უხვედრს ადგილს ჩამარხჳდა: წამოვიდა მოურავი მუნვე ლაშქარში, ყარჩიხანთანვე მოევიდა. ზურაბ ერის-თავი დააფიცა, და საიდუმლოდ გამოუცხადა ეს ანბავი: ორთავ პირობა შეკრეს საიდუმლოდ, კახთაც გამოუცხადეს და ქართველთაცა: მეფეს თეიმურაზს კﬞცი აახლეს, ერთობლივ ქართველთ პირი მისცეს: მოურავ-მა ზურაბს უთხრა: „შენ არაგ ზედ წადიო, ქართველთ შეატყობინე რომ ყოველი კაცი მზათ იყოსო, და დანიშნულს დღეს საცა შენ ალაგი დაინიშნო, იქ შემოკრიბენო. მაგ-რამ ამ სახით რომ საიდუმლოდ ჰქონდესთ დაცული ეს სამქეო, რომ ყიზილმაშთ ვერ გვიგრძნანო: მეფე თეიმურაზს კიდეცა კაცი აახელ, ჩქარა მოგვეშველოს. შენ თან გადმოიყვანე, | არაგვ ზედ მობრზანდეს დაგარულათაო: კახნიც თავის დროზედ რა ერთნიც თავს მოიყრიან მოვლენო დანიშნულს პაემანზედაო. მე აქ ყიზილბაშთ ლაშქარში ვიქნები უფრო აზრს ვერას მოვლენ, და ვერას შეგვიტყობენო: ჩემ თან ნუ-რა-ვის გაუშვებ, ყველა თან მიახელო : ~„
მოურავ-მა მხოლოდ ოთხნი მთავადის შვილები გამოარჩივა, და თჳსთან დაინარჩუნა, ერთი მათგანი პაატა ხერხეული-ძე და ამისი შჳლი ავთანდილ, ილია დიასამი-ძე, და მეოთხე ვაშაკი პაპუა: ესენი გმირნი და დიახ ჩინებულნი ვაჟ-კაცნი იყვნენ: მოურავს თავისი შჳლი, საკჳრველი ვაჟ-კაცი, ზურაბც თანა ჰყვანდა: ზურაბ ერის-თავს დღე დაუნიშნა. „ამა და ამ დღეს მოდით სიფრთხილითაო. უღალატოთ და თავს-დავესხათო:„ ჩავიდა
(1) შათირი სპარსული სახელი არის, მაგრამ ქართულს ენაშიაც ხმარობენ: ქართულად შიკრიკი და მალე-მსრბოლი ეწოდება : ~
ზურაბ, და ყიზილბაშთ უგრძნობელად ასე იმოქმედა რომ ყოველი საქმე წარმართა(1): მეფე თეიმურაზც გონიიდამ| მოიყვანეს, და დანიშნულს პაემანზედ, როდისაც ქართლისა და კახეთის ლაშქარი ნორიოს მდგომს ყიზილბაშთ ლაშქარს დაესხნენ, მყის შეუხდა მოურავი, ყარჩი-ხან სარდარს თავის კარავში, და თავისი ჴელით მოკლა: მოურავის შჳლმა ზურაბ-მა ყარჩი-ხანის შﬞლი მოკლა. უსუფ-ხან შირვანის-ხანიც მოკლეს მუნ, და სხვანი ხანები და სულთნები მრავალნი დახოცეს, და იგი ლაშქარი ყიზილბაშითა და შირვანის ლაშქარი სრულად ამოსწყჳტეს: აღივსნეს საშოვრითა, ვეცხლითა, ოქროთა, თვალითა, მარგალიტითა, იარაღითა, ცხენითა, აქლემითა, ჯორითა, კარვითა, საფენითა, და სხჳთა მრავლითა ნივთითა : ~
ხﬞ ესე ძლევა-შემოსილება იქმნა წელსა ქﬞესით 1625 სა; მარტის 25 სა,| საუფლო ღﬞის მშობლის ხარებობის დღესასწაულის ღამე რომ თენდებოდა : ~
ფეიქანის-ხანი ამ-ჟამათ ყარჩი-ხან თან ’არ იყო, კახეთში იყო ლაშქრითა: კახეთის მხრიდამ (ფეიქანის-ხანი მცირედის ყიზილბაშით ბარდას გაიქცა. და ცოლ-შჳლი ძლივს გაასწრა, და მოარჩინა. და ბარდას მივიდა(2). და რაც ლაშქარი ჰყვანდა, ისინიც სრულიად კახთ ამოსწყვიტნეს, და ყოველი სიმდიდრე, ნივთი, და საქონელი სﬞდ კახეთში დარჩა: მაშინ სﬞდ შემოკრბეს დიდებულნი და ჩინებულნი მეფეთა კარისანი, თავადნი, აზნაურნი მოხელენი, დიდნი და მცირენი, და ერი ქართლისა და კახეთისა: კათოლიკოსი სﬞდ საქართველოჲსა, მღვდელთ-მთავარნი, და ყოველი სამღვდელო წესნი, და მოიყვანეს მეფე თეიმურაზ პﬞლი დიდსა მას კათოლიკე ეკლესიასა შﬞა | სﬞდ. ივერიისასა მცხეთას(3). და სცხეს ქართლისაცასა მეფისა სკიპტრასა ზﬞა, და ეფუცნეს მას, ჩვეულებისა მებრ ყოველნი დიდებულნი და წარჩინებულნი თავადნი, აზნაურნი, და სამღვდელონი, და საერონი, დიდნი და მცირენი ერდ-გულებასა ზﬞა საუკუნოდ მეფობისა მისისა: ხﬞ ესე იქმნა წამებიდ-გან წ ﬞისა დედოფლისა ქეთევანისა, მეშვიდესა ჟამსა: ჟამსა მასვე ძლევა-შემოსილებისასა ყარჩი-ხანსა ზﬞა, და მოწყვეტისა სﬞდ მხედრობისა მს სპარსთასა: და იქმნა ორთავე მათ სამეფოთა ზﬞა ქართლი-
(1) ეს მეორეთ მობრძანება იყო მეფის თეიმურაზისა. ახალციხის საზღვრიდამ, და ამ ჟამს შეიპყრა ქართლისაცა სამეფო: ~
(2) ფეიქანის-ხანსა ზურაბ ერის-თავი ჯარით გამოუდგა უნდოდა ლელა ბატ-ის შჳლი, რომელიცა ფეიქანის-ხანს ცოლად ჰყვანდა, წაერთმიათ და ზურაბს შეერთო. მაგ-რამ ფეიქანის-ხან-მა გაასწრო, ვეღარ მიეწივნენ ზურაბმა ბარდის გადეშემო, და ყარაბაღი ძალიან დაარბივა: მრავალი იშოვნეს ლაშქარ-მა. და ესრეთ გამარჯვებული შემოიქცნენ, და მეფეს თეიმურაზს იახლნენ : ~
(3) კათოლიკოსი ზაქარია იყო მაშინ, რﬞნცა | ჰსცხო მეფესა თეიმურაზს პﬞლსა. რომლისა-თჳსცა სწერენ მეისტორიენი ჩﬞნნი: კათოლიკოსი ესე ზაქარია იყო სწორი ანგელოზთა, და შემკული ყოვლითა წესიერებითა. ბესარიონ კﬞოსი, გიორგი მღვდელ-მონაზონი, სხვანი, სწერენ ზემო-თქმულსა ამას : ~
საცა და კახეთისაცა მეფე თეიმურაზ მპყრობელი, წელსა ქﬞესით 1625=სა. (მარტის გასულს
მიიღო ქართლის მეფობაცა მეფე თეიმურაზმა, და მოიყვანეს მცხეთას სამეფო სასახლეში დაბრძანდა. ორს თვეს კურთხევის მზადება იყო: ყოვლის ადგილიდამ წარჩინებულნი შემოკრბეს. მეზობლებიდამაც სტუმრად მრავალნი მოვიდნენ და დიდის დიდებით სცხეს მეფედ, თიბა-თჳეში, ე.ი. ივნისის თვეში, 30 სა რიცხვში, მცხეთის დიდის ეკლესიის დღესასწაულ ზედ: მცხეთას დიდი ეკლესია მოციქულთა კრების სახელზედ არის აღშენებული, და იმ დღეს ათორმეტთა მოციქულთა კრების დღესასწაული არის : ~
(1)მაშინ მეფე-მან თეიმურაზ გასცა მრავალი საბოძვარი დიდთა დამცირეთა ზﬞა სამღვდელოთა და საეროთა. და მისცა ასული თჳს დარეჯან მეუღლედ ზურაბს არაგვის ერის-თავსა: და ანიჭნა ნიჭნი და წყალობანი მოურავსა, და დიდსა პატივსა უყოფდა მას, და იყო სიხარული და მხიარულება ყﬞთა ერთა შﬞს საქართველოჲსათა შეერთებისათჳს ქართლისადა კახეთისა სამეფოთა, და არღა იყო გულსა მათსა შეჭირვება, გინა შიში, და შეპუვება ვისიმე: ~
(ყორჩი-ხანის სიკვდილისა და იმის ლაშქრის ამოწყვეტისა ჟამსა, მოურავი ლაშქრით მივიდა და ტფილისი აღიღო, მაგ-რამ ტფილისის ციხე კი ვერ აღიღო. ყიზილბაში ძლიერად გამაგრებული ჰქონდათ, და სჳმონ-ხან, ბაგრატ მეფის შჳლი ყიზილბაშებ თან იყო ციხეში) : ~
თუმცაღა სხვასა და სხვასა ჟამსა უხდებოდეს სპარსნი მეფესა თეიმურაზს და მარადის აქვნდათ ბრძოლა ძლიერი, აﬞდ უმეტეს იძლეოდეს| იგინი მეფისაგან, და ესრეთ სიმხნითა და ძლიერებითა თჳსითა იპყრობდა მრავალ-ჟამ მეფე თეიმურაზ ქართლსა და კახეთსა და ახალციხისა კერძონიცა მრავალნი დაიპყრნა რომელიცა იმძლავრებდეს ოსმალთაგან, და ყﬞი ერი საქართველოჲსა ხადოდეს მას მამად და მჴსნელად თჳსსად. რად-განაც სძულდათ სპარსთა უფლებაჲ თჳს ზﬞა. ვინაჲდ-გან საქართველო იყო ძველადვე თავის-უფალი სამეფო და სახელოვანი შﬞს სხვათა მეზობელთა თჳსთა, ერი ქრისტიანე და წარჩინებული.
(მეფე თეიმურაზ იყო, ვﬞა ძლიერებითა სამხედროსა ზნითა და მამაცობითა აღმატებული, ეგრეთვე კეთილისა და ხარაკტირითა განშვენებული, მტკიცე იყო სიყრმით-განვე თჳსსა სარწმუნოებასა ზﬞა ქﬞესსა: რამეთუ ვერცა ყეენ-მან, და ვერცა ხონთქარ-მან შეუძლეს განდრევაჲ მისი სარწმუნოებისა-გან ჭﬞტისა ქﬞესსა და ვერცა მამულისა თჳსისა ერდ-გულებისაგან: იყო იგი მეცნიერ სამოქალაოჲსა საქმისა და ზნეობათა, ერილთა შინა გამოცდილი, რიტორი, ენა-მჭევრობითა აღმატებულ, და შვენიერი მოუბარი, რიტორი, ენა-მჭევრობითა აღმატებულ, და წარჩინებული, სხვათა შﬞს, და მეცნიერ სხვათაცა ენათა): ~
ამისა შﬞდ თავარდა შური შﬞს მოურავისა და ზურაბ ერის-თჳსა: მივიდა მოურავი ქაიხოსტო მუხრანის ბატონის ვახტანგის შჳლ თანა, და ორთავე განიზრახეს ერთად რﬞ განუტევნენ მეფესა თეიმურაზს, და ქართლისა სამეფო თჳთ დაიპყრან: განდგნენ
(1) მეფობითსა მპყრობელობასა შﬞა განვლო მეფემან თეიმურაზ პﬞლ-მან ორმეოც და სამი წელიწადი. მუნ ჟამიდ-გან ოდეს იგი მიიღო პﬞდ კახეთის მეფობა. და მრავალნი ჭირნი და განსაცდელნი დაითმინნა ქﬞყანისა და ერისა თჳსისა თჳს: ~
და შეიკრიბეს მხედრობანი ქართლისა რომელისამე ადგილით. ოსმალის ლაშქარი მოიყვანნეს, საფარ-ფაშა ახალ-ციხის ფაშამ მოსცა: იმერელ მეფესაც ჯარი სთხოვეს. „შენს შჳლს დავსომთო ქართლში მეფეთაო. „იმანცა ლაშქარი აშველია, და ამ შეყრილი ლაშქრით მიუხდნენ მეფეს თეიმურაზს: იმ ჟამად მეფე დუშეთს ბრძანდებოდა, და ლაშქარი ’არა ჰყვანდა შეყრილი. მხოლოდ თჳსნი მახლობელნი, რﬞნიც თავად-აზნაურნი ახლდენ მეფესა. და ეგრეთვე ზურაბ ერის-თავსა თავისი კაცი ვინც შეესწრნენ: ამხედრდა მეფე ამ მცირედის კﬞცითა, და მოეგებნენ წინა მოურავსა და ქაიხოსროს ლაშქარსა. შეიბნენ ბაზალეთის | ტბაზედ, და დიდი ბრძოლა გარდაიხადეს: ესრეთ ძლიერად იბრძოდეს ვინც მეფეს ახლდნენ რომელ ’არცა ერთი კაცი მეფის მხრისა ’არ დარჩა რომ ’არ დაიკოდა. თჳთ მეფე თეიმურაზ დაიჭრა, და ზურაბცა: იოთამ ამილახვარიც მეფეს ახლდა, და კარგად გაისარჯა. იმ ბრძოლაში მოურავიც ძალიან დაიჭრა: ღﬞის შეწევნით და თჳსის ძლიერის სიმხნით სძლივა მეფემ თეიმრუაზმა, და გააქცივა მოურავი და ქაიხოსრო, და იმათნი ლაშქარნი მოსწყჳტნეს, და მრავალნი ცოცხალნი შეიპყრნეს. იმერელები უფრო მეტნი ცოცხალნი დარჩათ და შეიპყრნეს, რომ ცმირედნიღა დაშთა მათგანნი, რომელნიცა გადარჩნენ: ივლტოდენ მოურავი და ქაიხოსრო. საქართველოში ფეხი ვეღატ მოიკიდნენ: სულთანს, ე.ი. ხონთქარს|, საქართველო-ზედ ლაშქარი სთხოვეს: ხონთქარ-მა, თუმცა მოურავი ქაიხოსრო და სხვანი კარგი პატივით შეიწყნარნა, მაგ-რამ ლაშქარი კი ’არ ათხოვა საქართველო-ზედ : ~
იმ-ჟამად ხონთქარი თავის ვეზირაზამს ლაშქარ ისტუმრებდა. მოურავი და ქაიხოსრო დაიბარა თავის თანა, და უბრძანა. „თუ მართლა თქვენ ჩემი ერდ-გულება გსურსთ, ჩემს ვეზირაზამს მტერ-ზედ ვისტუმრებ ლაშქრითაო. თქვენც ქართველნი ვინც გახლავან ერთობლივ თან იახელითო ვეზირსაო. და, თუ იქ სახელოვნად გარჩებით ჩემს წინა-აღმდეგებ-ზედაო, მაშინ მე თქვენს ერდ-გულ-ობა-ზედ გულს დავაკერებო, ლაშქარსაც მოგცემ და შეწევნასაცაო, და საქართველოზედ გაგისტუმრებო, და რაც ქვენის გულის საწადელი არის, ისრე აღგისრულებთო და | საქართველოს დაგაჭერინებთო:„ მოურავმა და ქაიხოსრომ ნება დართეს, და მოახსენეს ხონთქარსა. „ჩვენი თავი თქვენს სამსახურ-ზედ დავიდვიაო. თქვენი ბრძანება აღსრულდესო:„ იახლნენ ვეზირაზამსა, და ალშქარს წარჰყვნენ მოურავიც, ქაიხოსროც, და ვინც მათთან თავად-აზნაურნი ანუ სხვანი ქართველნი იყვნენ სﬞდ, ყოველს ალაგს, და ყოვლეს ბრძოლაში ასე სახელოვნად იგამოჩნდნენ, რომ ქﬞყანა გააკჳრვეს: ~
მოხსენდა ხონთქარსა და ხონთრქრის კარ-ზედა, და ყოველს ადგილ, მოურავისა, ქაიხოსროს, და მათ-თან მყოფთ ქართველების ქებას ლაპარაკობდენ, და მათს სახელოვნებას და საკჳრველს სიმხნესა. და ვეზირაზამის ქება და სახელი სრილიად ’არ-სად ’არ იხსენებდა: ვეზირაზამის ცოლი ხონთქრის ღჳძლი დაჲ იყო, და ის იმ-ჟამად თავის ძმას ხონთქარ-თან იყო: ხონთქრის დამ მისწერა წიგნი თავის ქამრს ვეზირსა: „აქ ჩემს ძმას ხონთქარ-იﬞა კარ-ზედ, და კარის კახებ-თﬞა, და ყოველს ალაგს ამ დიდს ქალაქსა და ქვეყანაში მოურავისა, ქაიხოსროსი, და ქართველების სახელი იხსენებაო, და იმათი ქება ილაპარაქება უოველს ადგილსაო, და ყოველს კაცთანაო. შენ ვეზირაზამი ხარო, და ხონთქრის მაგიერი, და სﬞდ ლაშქრის მბრძანებელიო: მე დიდად მეთაკილებაო ვიღაც თავიანთის ქვეყნიდამ გამოყრილი ქართველები მოვიდნენო. იმათი სახელი ასე ამაღლდა, და შენი სახელი ’არც ხონთქარ-თან, ამ დიდი ხელ-მწიფის კარ-ზედაო, და ’არც ქვეყანაში ’არ-სად ’არ იხსნებაო:„ ეს წიგნი და ამბავი ვეზირაზამს რა მიუვიდა, იწყინა მწვედ,(?) | და მყისვე შეიპყრა მოურავი, ქაიხოსრო, და ყﬞნი მათ-თან ქართველნი(1), მოურავსაც თავი მოსჭრა, ქაიხოსრო მუხრანის ბატონსაც, და მათ-თან მყოფნი თავადნი, აზნაურნი, თუ სხვანი ერთობლივ ამოსწყვიტა: მაშინ ვეზირმა ხონთქარს შესძენა მოსწერა. „ქართველები რომელიც მე გამომამაყოლეთო ლაშქარსაო, ისინი ჩვენს მტრებს პირ-აძლევდნენო, გვღალატეს, და სიკვდილს მიპირობდნენო: შეუტყევ ესე, და სიკვდილით გავსაჯე ყველანიო : ~„
ეს საქმე დიდად მოუწონა თავის ვეზირაზამს, და ამის სამაგიეროდ წყალობაც უყო, და ასე ბრძანა: „ჰგავს ის კაცნი| თავიანთ ქვეყნიდამ სამართლიანად ყოფილან გამოყრილნიო,| რომ აქაც მოღალატები ყოფილან თავიანთ მეფისა და ქვეყანისაო: აქ მოვიდნენ, ჩﬞნ პატივით შევიწყნარეთ, და აქაც გვიღალატესო: უპურმარილო და ავი კაცნი
(1) მოურავ-მა, სიკვდილის ჟამსა თქვა. „თუმცა უცხოს ქვეყანაში თჳსთა რომთა და ცოლ-შჳლთ მოშორებული ვკვდებიო, მაგ-რამ ღირსი ვარო, ამის-თჳს-რომ ყოველს(?) თავის მამულის მოღალატეს და მემკჳდრეთ მებატონეთ წინა-აღმდეგს ბოლო და დასასრული ამის თﬞა აქვსთო, როგორც მე დღეს მე უპატიოდ და მოსაყივნებელად ყოველს ქუ^ეყანაში. ამ-სახით ვკვდებიო:„ (ეს სიტყვა საუკუნოდ სახსოვრად და ანეგდოტად საქართველოს ხალხში არის დარჩომილი) : ~
ყოფილანო და სამართლიად გარდუხდევინებია ჩვენს ვეზირსაო:„ საბრალო და გმირი. იგი მოურავი, რომლისაცა სწორი მას ჟამსა შﬞს საქართველოს გულოვანთა ’არავინ იყო, თუმცა მას ჟამად გამოჩენილნი გმირნი ძლიერნი, მხნენი, და ბრძოლათა შﬞა გამოცხილნო მრავალნი იყვნეს, მაგ-რამ მის ჟამისა თავადთა და| აზნაურთა შﬞს გამოჩენილნი ვინც იყვნენ, არც ერთი არ იყო იმისი სწორი. და სუყველას მოურავი ამჯობინებდნენ მისი თﬞა მედროვენი, გარდა მეფისა თეიმურაზისა პﬞლის: და მეფის თეიმურაზის ასე იტყოდენ: „არა-თუ ჩვენს საუკუნეშიაო მრავალი საუკუნე არის რომ სﬞდ ივერიაში ამის-თﬞა ძლიერი და გმირი ’არა გამოჩენილა რაო: ~ და არა-თუ მხოლოდ საქართველოს ერნი ყﬞნი, სხვა ქვეყნის ერნიცა ამას-ვე ამტკიცებდნენ, რﬞნი საქართველოს მეზობელნი იყვნეს, და ანუ რომელსაცა თემ შიაც მეფე თეიმურაზ ბრძანებულ იყო, და ენახათ, რომ ამისი სწორი ამ ჟამათ ჩვენ შიაც| ’არა-ვინ არისო: და ამასც სწერენ, რომ შააბაზ ამის-თჳს უფრო მომატებული და უმეტესად მტერი იყო მეფის თეიმურაზისაო, რადგანაც მეფე თეიმურაზ ესეთი მხნე და ძლიერი იყოვო: ~
ესრეთ უბედური აღსასრული ჰქონდა მოურავს(1) და მისი პირ-მშო შჳლი ზურაბიც მას თანავე მოკლეს, რომლისასაც ამას იტყოდეს. მრავალ-წილად ვაჟ-კაცობით და ძლიერებით თავის მამას მოურავს ესე სჯობსო: ეგრეთვე ქაიხოსრო მუხრანის ბატონ-მან, და სხვათა მათ თﬞა მყოფთა თავადთა| და აზნაურთა, და მათთავე თﬞა მყოფთა ყﬞთავე დიდთა და მცირეთა ერთბამად მოურავისავე თﬞა მოისთვლეს, ნაცვლად საქმეთა თჳსთა, უმწარესი სიკვდილი: ~
(1) მოურავს სახელად გიორგი ერქვა. ტფილისის მოურაობა მეფეთა-გან წყალობად ჰქონდა ნაბოძები: გვარად სააკა-ძე იყო, თუმცა ’არა ეგრეთ წარჩინებულთა გვარისაგანი იყო, მაგ-რამ ყოვლითა ღჲსებითა და ნიჭითა, ვﬞა სამხედროჲთა, ეგრეთვე სამოქალაქოთაცა ზნეობითა აღმატებდა მრავალთა დიდთა და ძველთა შთამომავლობისაგანთა: ძველად თქმულს მოურავზედ ქების ლექსებში არის ლექსად ნათქომი.
სააკაძეს თან გადაჰყვნენ თავადები ძირ-ძველები: ~ თუმცა თჳსსა ქართლისა ცხოვრებასა შა სწერს ვახუშტი. მოურავი ადრევე შააბაზ ყეენთან რომ იყო, იქ მახმადიანი სარწმუნოება მიიღოვო, და როდესაც ხონთქართან მივიდა მეორედ, იქავ გამხმადიანდაო, ოსმალების სჯულ ზﬞაო: მაგ-რამ ჭﬞტი ’არ არის ეს სიტყვა, ’არც ერთ-გან მახამდიანთ სჯული მოურავს ’არ მიუღია, და ’არცარა-ვინ ემოწმება ვინმე მას ზﬞა აღმწერი, რომ გიორგი მოურავს სააკა-ძეს მახმადიანთ სჯული მიეღოს: მოურავი დაუდგრომილის ხარაკტირის პატრონი იყო, თავისის გულოვნებით და ძლიერებით გაამაყებულიდა განლაღებული კაცი იყო, თორემ სხვებრ საიშვიათო და ფას-დაუდებელი კაცი იყო, და ზნეობით სრული: ~
* * *
ეგრი