ასეთი შემოთავაზება მაქვს ადმინთან და ყველასთან. "ლეგიონერებში" იდება ხოლმე მატჩების ლინკები, სხვადასხვა ქვეყანაში ქართველი ფეხბურთელების მონაწილეობით მიმდინარე ყოველი თამაშისას, მაგრამ ბევრი კომენტარების გამო ყოველთვის ძნელი და დიდი ხნის საძებნელია გვერდებს შორის. უამრავი ხალხი წერს, ვის აქვს ლინკი და ასე.შ და შუა თამაშისას ხალხიც უკოპირებს სათითაოდ სხვას ლინკებს. ამიტომ არ ჯობია, რომ ამ თემაში დადოს ხოლმე ყოველ ჯერზე, რა თამაშიც იქნება თავიდანვე კეთილმა იუზერებმა
ლინკები და რომ იყოს წახალისებული მათი შრომა და კარგი საქმე - ვინც ამ ლინკებს გამოიყენებს დააკოპიროს ხოლმე ქვემოთ (რეპლაიში როგორც არის) ამ ადამიანის ნიკი და მიაწეროს დიდი მადლობა! ასე ლინკები ყველა გვერდზე სულ გამეორდება და ადვილი საპოვნელი იქნება. ამ თემაში კი ნუ იქნება კომენტარები, რომ არ შეეშალოს ხელი ძიებას.
მგონი კარგი იდეაა და წესით უნდა გამოვიდეს