forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (92) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> სამარხვო კერძები, აბა ვინ რა იცით?
ShadowCat
Mrs Joxa666


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15274
წევრი No.: 6396
რეგისტრ.: 14-September 04

გამოგზავნილია: 13 Dec 2006, 16:29  #4348945      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim · yim
ბრუსკეტას რეცეპტი
© tata-naka

აიღეთ თეთრი ბატონი, ბაგეტს რომ ეძახიან, გაჭერით შუაზე და ღუმელში შედეთ, ოღონდ არ დაწვათ, უბრალოდ უხეში და კნატუნა ზედაფირი რომ გაუხდეს
მერე აიღეთ პომიდორი და მდუღარე გადაავლეთ, გააცალეთ კანი და კურკები. დაჭერით პატარა ზომის კუბიკებათ.
დაჭერით Xახვი და მწვანილი (მწვანილიდან უმჯობესია თუ იქნება შაშხლავი ანუ "ბაზილიკო", ქართულ რეალობაში ქინძი და კამაც წავა.
პომიდორი ხახვი და მწვანილი გადაურიეთ ერთმანეთს, გახუხულ პურს ნივრის კბილი წაუსვით ოდნავ, ისე რომ გემო მიიღოს.
ზემოდან დაადეთ პომიდვრის და ა.შ. მასა და მოასხურეთ ზეითუნის ზეთი, უმჯობესია არარაფინირებული, უკეთესი არომატი აქვს.

user posted image


--------------------
I love ALL animals - except for those who are considered to be "humans".

London - you know, fish, chips, cup of tea... bad food, worse weather, Mary-fucking-Poppins. London!

It's all about music!

არაფერი არ გვეშველება.. არასოდეს!.. :mo:
LawMan
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1315
წევრი No.: 20954
რეგისტრ.: 19-June 06

გამოგზავნილია: 15 Dec 2006, 19:41  #4364469      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მე დიდი მოყვარული ვარ სამარხვო კერძების

არ ვმარხულობ, მისაყოლებლად არის კარგი.

alk.gif


--------------------
Прав не тот кто прав, а тот у кого больше прав!
Breaky
:)


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 21992
წევრი No.: 15043
რეგისტრ.: 1-December 05

გამოგზავნილია: 16 Dec 2006, 16:17  #4370341      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გუშინ გავაკეთე სოკოს ტოლმა:
ზეთში მოხრაკავთ ხახვს, გახეხილ სტაფილოს, წვრილად დაჭრილ სოკოს, დაამატებთ ძირას, შავ პილპილს, წვრილად დაჭრილ ქინძს, შეგიძლიათ სვანური მარილის გაუკეთოთ. შემდეგ ამ ყველაფერს დაამატებთ წინასწარ მარილწყალში მოხარშულ მრგვალ ბრინჯს და კარგად აურევთ.
კომბოსტოს ფოთლებს მოწალავთ და დანით აათლით სქელ ნაწილებს. შემდეგ გაახვევთ ფოთლებში ფარშს, ჩააწყობთ ქვაბში, დაასხავთ ანადუღარ წყალში გახსნილ ტომატს (პომიდორიც თუ გაქვთ, ეგეც დაამატეთ), დაახურავთ თეფშს, შემდეგ ქვაბის თავსახურს და მოხარშავთ ნელ ცეცხლზე.
მადლობა auau-ს smile.gif


--------------------
გემოვნებაზე არ დაობენ, მის გამო ერთმანეთს ცემენ, ლანძღავენ და ომობენ (c) მარკ ტვენი
--
Калории-это такие мелкие пакостники, которые приходят ночью и ушивают твою одежду.
--
un-bee-lievable
kuna
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2195
წევრი No.: 15920
რეგისტრ.: 4-January 06

გამოგზავნილია: 16 Dec 2006, 16:48  #4370482      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · msn
QUOTE
გუშინ გავაკეთე სოკოს ტოლმა:


Breaky
დღეს შემოგრჩა რამე?
სამარხო კერძები გაცილებით გემრიელიაო ამბობენ
forever`s_NEVER
sherpa


******
ჯგუფი: Honorary Member
წერილები: 6996
წევრი No.: 359
რეგისტრ.: 1-October 01

გამოგზავნილია: 19 Dec 2006, 17:00  #4390897      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
საყინულეში იდო თევზის უზარმაზარი თავი. მეთქი რა გავაკეთო...
ჰოდა მოვხარშე.
შერჩენილი ხორცი და ძვალი გავაცალკევე, ხორცს დავამატე პილპილი, ნიორი, ოხრახუში, ცოტა ნახარშში წამოვადუღე და გავაცივე. ხალადეცი გამოვიდა ძალიან მაგარი. მაგრამ ცოტა smile.gif)))))))


--------------------
- fit in off area
eloiza
SOS


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5153
წევრი No.: 15233
რეგისტრ.: 8-December 05

გამოგზავნილია: 20 Dec 2006, 00:28  #4394033      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ძალიან გემრიელია მოხარშული ბრინჯი მაიონეზით (სამარხვო), სოკოთი და ტარხუნითsmile.gif

ასევე კარგია ასატრინის ხრტილების სალათიsmile.gif ეს ხრტილები იხარშება და როგორც კუჭმაჭი ისე სდება მისი შეკაზმვა სუნელებითsmile.gif

დედაჩემია ასეთი რაღაცეების სპეცი და ჩამოვწერ ნელ-ნელა


--------------------
საქართველო ჩვენია
მთავარია გაგება ( თორემ ჯინსები ისედაც ყველას გვაცვია)
forever`s_NEVER
sherpa


******
ჯგუფი: Honorary Member
წერილები: 6996
წევრი No.: 359
რეგისტრ.: 1-October 01

გამოგზავნილია: 20 Dec 2006, 13:09  #4396110      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
რაღაცა ძალიან გემრიელი:

მოვშუშოთ ბლომად სტაფილო და ხახვი. დავამატოთ 2 თავი დაჭყლეტილი პომიდორი (თუ არ გვაქვს - მაშინ ტომატი, წყალში გახსნილი) და 3-4 კბილი ნიორი, კარგად ავურიოთ და ჩავყაროთ დაჭრილი კარტოფილი, 1 ქილა გადაწურული ბარდა (გაროხი) და შავი პილპილი. ასევე, 2-3 ცალი ბულგარული წიწაკა. სუნელები, დავასხათ ანადუღარი ცხელი წყალი და იხარშოს, სანამ კარტოფილი არ შერბილდება. მწვანილი რაც მოგვეპოვება, ქინძი კამა, მწვანე ხახვი წვრილად დავჭრათ, ჩავყაროთ და გადმოვდგათ. user posted image



eloiza
SOS


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5153
წევრი No.: 15233
რეგისტრ.: 8-December 05

გამოგზავნილია: 5 Jan 2007, 01:51  #4494150      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მომარხულე ხალხს მინდა შეგატყობინოთ, რომ ქართული დათუნია კანფეტი, ლურჯ ქაღალდში გახვეული, ქართული ინსტრუქციით ნამდვილად სამარხვოაsmile.gif

ეხლა კი კარგი დროსია, მაგრამ სამომავლოდ შეგიძლიათ გაითვალისწინოთsmile.gif
sharla IX
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3265
წევრი No.: 20372
რეგისტრ.: 10-June 06

გამოგზავნილია: 5 Jan 2007, 03:30  #4494736      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
eloiza
QUOTE
ქართული დათუნია კანფეტი, ლურჯ ქაღალდში გახვეული, ქართული ინსტრუქციით ნამდვილად სამარხვოა

იგივე შემიძლია ვთქვა ვარდისფერ ქაღალდში გახსეულ ''დათუნიაზე'' და ''გრილიაჟზეც'' .... : )
August
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10157
წევრი No.: 17684
რეგისტრ.: 27-February 06

გამოგზავნილია: 13 Feb 2007, 12:36  #4803870      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სამარხვო მაიონეზის რეცეპტს ხომ ვერ მასწავლით? help.gif

kudracha, დიდი მარხვა 19 თებერვლიდან იწყება. გუშინ კი ყველიერი დაიწყო ანუ ჭამე და იხარე სულო და გულო!
აქაც შეგიძლია იპოვო საინტერესო სამარხვო კერძების რეცეპტები:
http://mamuli.net/qartlosi/bpg/publication...5&vctsb=&vtkid=

P.S.თუ ვინმემ რამე იცით, ან ხელი მიგიწვდებათ ყველიერის შესახებ ეთნოგრაფიულ მასალებზე ძალიან დამავალებთ თუ მიმასწავლით. ჩვენს საიტზე მინდა მოვათავსო - თავისთავად ცხადია წყაროს მითითებით. help.gif გავსებულია ინტერნეტი მასლენიცას შესახებ და არაფერი გვაქვს ყველიერზე. cry.gif

P.P.S. ხალხო, წელს განსაკუთრებული მდგომარეობაა. არა, კათოლიკებს და ჩვენ რომ ერთად გვაქვს აღდგომა ამას არ ვგულისხმობ, არამედ იმას რომ ხარება (7 აპრილი ახ.სტილით) - უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული, რომელიც მარხვაშიც კი ხსნილია თევზით, ემთხვევა უმძიმეს მარხვას - დიდი შაბათს, ანუ აღდგომის წინა დღეს. რა იცით ამის შესახებ? მაინც ხსნილია? eek.gif

This post has been edited by August on 13 Feb 2007, 12:40


--------------------
ეს რამხელა, რა უძირო და რა გამძლე გამოდექ, ჯოჯოხეთის დამტეველო, პაწაწინა სამოთხევ

http://geosons.blogspot.com/
DODI
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 464
წევრი No.: 6409
რეგისტრ.: 15-September 04

გამოგზავნილია: 14 Feb 2007, 13:00  #4813053      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
August
QUOTE
.P.S. ხალხო, წელს განსაკუთრებული მდგომარეობაა. არა, კათოლიკებს და ჩვენ რომ ერთად გვაქვს აღდგომა ამას არ ვგულისხმობ, არამედ იმას რომ ხარება (7 აპრილი ახ.სტილით) - უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული, რომელიც მარხვაშიც კი ხსნილია თევზით, ემთხვევა უმძიმეს მარხვას - დიდი შაბათს, ანუ აღდგომის წინა დღეს. რა იცით ამის შესახებ? მაინც ხსნილია? 

ხსნილი არ არის! ჩვეულებრივ დიდ შაბათს როგორც მარხულობთ ისე უნდა უმარხულოთ
August
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10157
წევრი No.: 17684
რეგისტრ.: 27-February 06

გამოგზავნილია: 14 Feb 2007, 20:07  #4816576      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
DODI, 2kiss.gif

სამარხვო მაიონეზი

0,5 ჭიქა ნიგოზი ძალიან წმინდად დავფქვათ მანქანაში. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ნიგვზის ფქვილმა ემულგატორის როლი უნდა შეასრულოს.
ნიგვზის ფქვილს ვუმატებთ მცირეოდენ მდოგვს (გემოვნების მიხედვით), გადადურებულ და გაცივებულ წყალს იმდენს, რომ ფაფისებური მასა მივიღოთ. ამის შემდეგ ვიწყებთ ზეთის (უმჯობესია მზესუმზირის ან ზეითუნის ) წვეთ-წვეთობით დამატებას. შემდეგ კი უკვე ჩაის კოვზითაც შეიძლება. სულ დაახლოებით არაუმეტეს 1ჭიქისა, რადგან ნიგვზის ფქვილის ემულგატორული შესაძლებლობები შეუზღუდავი არ გახლავთ. თუ ზედმეტი მოგივათ - მაიონეზი ფენებად დაგეშლებათ და ამას კი სამწუხაროდ უკვე აღარაფერი ეშველება. ეს მასა საჭირო კონსისტენციამდე შეგიძლიათ წყლისა და ძმრის (ძმარი ბალსამიკო აჯობებს, მაგრამ უბრალო ღვინის ძმარიც გამოდგება) დამატებით მოიყვანოთ. შეგიძლიათ სურვილის და მიხედვით ზემოთ ჩამოთვლილი სუნელებითაც გაანელოთ.

Постный майонез

Горсть кедровых орехов или кешью, на худой конец, грецкие, измельчить в кофемолке. В кашицу добавить воды до получения густой сметанообразной массы, туда же сок лимона (либо уксус виноградный или яблочный), столовую ложку раст. масла, соль, на кончике ложки горчичный порошок (можно обойтись без него). Всё взбить в блендере или вручную.

ასეთი მაიონეზი არა მხოლოდ მარხვაშია გამოსადეგი არამედ ჭარბ ჰოლესტეროლთან მებრძოლებისთვისაა პირველ რიგში სასარგებლო, რადგან მასში კვერცხი არაა გამოყენებული (თუმცა ახლა ბევრი დიეტოლოგი აღნიშნავს, რომ კვერცხი სულაც არ ყოფილა ისეთი საშიში, როგორც ადრე წერდნენო).

ნუშის კრემი (სამარხვო)

ნუშის რძეს (ბლენდერში ავთქვიფოთ ნუში და წყალი) დავუმატოთ შაქრის პუდრი და პურის ფქვილი. კარგად გავხსნათ. დავდგათ გაზზე. განუწყვეტლად ვურიოთ და ისე ვადუღოთ 3 წთ. დავუმატოთ კაკაო ან უნალექო ყავა. ჩავასხათ ფეხიან და ფართე თავიან ჭიქებში. მოვრთოთ მოხალული ნუშებით ან არაქისით.
ShadowCat
Mrs Joxa666


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15274
წევრი No.: 6396
რეგისტრ.: 14-September 04

გამოგზავნილია: 15 Feb 2007, 11:34  #4820901      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim · yim
August
QUOTE
სამარხვო მაიონეზი

შენზეა ნათქვამი, ვინც ეძებს, პოულობსო smile.gif
chmorika
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 116
წევრი No.: 18535
რეგისტრ.: 23-March 06

გამოგზავნილია: 22 Feb 2007, 10:21  #4876032      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სოკო შამფურზე შეგიწვიათ ვინმეს? ისე მწვადის პონტში?

* * *
ახლა მარხვაა და ხორცის მაგივრად თუ წავა
killer
100% woman


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18061
წევრი No.: 307
რეგისტრ.: 12-September 01

გამოგზავნილია: 3 Mar 2007, 17:04  #4955982      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · icq
ვინც პარასკევს და ოთხშაბათს უზეთო მარხვას ინახავს:

ადუღებულ წყალში ჩაყარეთ კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი, სტაფილო, ბრინჯი. ჩააგდეთ დაფნის ფოთოლი, რომ მოიხარშება ყველაფერი, დაამატეთ წვრილად დაჭრილი კამა და ქინძი, ცოტა დაჭრილი ან დანაყილი ნიორი.

დაფნის ფოთოლი ამოიღეთ.

ჩვეულებრივი სუპია smile.gif


და კიდევ:
დაჭერით ფორთოხალი და ვაშლი კუბიკებად, მოასხით კაკაოთი, შაქრით და წყლით გაკეთებული გლაზური და ისიამოვნეთ smile.gif მე ხანდახან ნიგოზის ან თხილს ვამატებ.



--------------------
აღმასრულებელი სჯულისაი, სიყვარული არს.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (92) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0282 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]