forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (7) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ხინკალი, წვნიანი თან გემრიელი:)
gubaz_merve
666ღმერთია999


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9562
წევრი No.: 156868
რეგისტრ.: 9-December 12

გამოგზავნილია: 7 Mar 2014, 18:16  #40114705      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
felooon
მოვიცალე ხინკლისთვის და აღარ დევს რეცეპტი იმ მისამართზე, წინა კვირას ვიხინკლავე და წარმოდგენა უკვე შექმნილი მაქ რა და როგორ დღეს მე ვაქრ შეფ პოვარი smile.gif


--------------------
ქართული დამწერლობის შექმნის თარიღი ინაცვლებს ,ისტორია იცვლება da vin icis sad gaCerdeba :)
http://www.youtube.com/watch?v=NL4cMYXWwlM
felooon
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 312
წევრი No.: 148345
რეგისტრ.: 7-May 12

გამოგზავნილია: 7 Mar 2014, 18:37  #40114998      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
gubaz_merve
https://www.facebook.com/photo.php?fbid=617...f_t=photo_reply
აგერ აქაც დავდე ...
* * *
სულ მაინტერესებდა როგორ მზადდებოდა პრიალა ხინკლის ცომი. ბევრი ექსპერიმენტი ჩავატარე და ბოლოს ამ რეცეპტზე შევჩერდი.

მოგეხსენებათ ყველა მარცვლოვანი შეიცავს ცილებს, ეგრეთ წოდებულ გლუტენებს(წებოვანას), რაც განაპირობებს ფქვილის შეწებების ხარისხს. რაც უფრო მაღალი ხარისხის ფქვილია, მასში მით უფრო მეტია გლუტენის რაოდენობა (ანუ უფრო მეტად შეწებების უნარიანია).

ხორბლის გლუტენს გლიადინა ჰქვია (ჭვავისას - სეკალინა, ქერისას გორდეინა,შვრიისას - ავენინა). გლუტენი განაპირობებს არა მარტო შეწებების ხარისხს,არამედ ელასტიურობასაც. სწორედ გლუტენის დიდი რაოდენობის შემცველობის გამო გამოიყენება მაღალი ხარისხის ფქვილი საკონდიტრო ნაწარმში. ვინაიდან საფუარის მიერ წარმოშობილი გაზების ზემოქმედებით გლუტენი იწელება და განაპირობებს ცომის ელასტიურობას. რაც უფრო დიდხანს გადაიზილება ცომი,მით მეტად განვითარდება გლუტენი. პლუს მნიშვნელოვანია წყლის რაოდენობა, რადგანაც გლუტენი წყალში ღივდება (თუ ჯირჯვდება,როგორ ვუწოდო მომეხმარეთ) მაგრამ წყალში არ იხსნება. ამიტომ თუ წყალი ბევრი მოგვიგა, გლუტენი გაჯირჯვდება, მაგრამ არ ეყოფა წყლის რაოდენობას. მგონი, გასაგებად ვხსნი. ანუ,გლუტენი ჯირჯვდება და სჭირდება მხოლოდ იმ რაოდენობის წყალი რომ თვითონ ეყოს და აღარ დასჭირდეს სხვა გლუტენების მიმატება.როგორც მაგალითად ცომის დამუშავებისას ფქვილის დამატებაა ხოლმე საჭირო. მგონი ღირდა ეს ამხელა პოსტი ამად,დარწმუნებული ვარ, ვინც გულიანად წაიკითხავს და მოამზადებს აუცილებლად გამოუვა პრიალა ხინკალი.

ახლა კი რეცეპტი:

ფქვილი- 1 კგ.
წყალი- 450 გრ.
კვერცხის ცილა-2 ც.(მთლიანად სითხის რაოდენობა არ უნდა გადასცდეს 500 გრამს).
მარილი-20 გრ.

შენიშვნა:კვერცხის ცილა აუცილებელი ინგრედიენტი არაა,უბრალოდ ამით საქმეს ვიიოლებ და თავს ვიზღვევ. აქ დიდი ქვაბის ფუფუნება არ მაქვს და პატარა ქვაბში ერთად ვათავსებ დაახლოებით 15 ხინკალს. +ხშირად მრჩება ცილა და შესანიშნავი გასაღება გამოვუძებნე.

ჯამში ჩავყაროთ ფქვილი, ფქვლს შუაგულში გავუკეთოთ ჩაღრმავება. მარილი გავხსნათ ცივ წყალში. ფქვილის ჩაღრმავებაში ჩავუშვათ კვერცხის ცილა და ულუფებად ჩავამატოთ წყალი. ამბობენ, რომ საქართველოში უფრო მეტად ტენიანი ფქვილი იყიდება (წონაში მეტი რომ გამოვიდეს), და თუ ეს მართლა ასეა, ცომის მოსაზელად ოდნავ უფრო ნაკლები წყალი იქნება საჭირო. ამიტომ ერთიანად არ ჩაასხათ წყალი ფქვილიან ჯამში. მიღებული მასა ერთმანეთს ფაქტიურად ვერ უნდა ეწებებოდეს.დაიწყეთ გადაზელვა და გლიადდინები დაიწყებს გაჯირჯვებას...გაჯირჯვებული გლიადინები,იგივე წებოვანა ნელ- ნელა უფრო და უფრო მეტად შეწებების უნარიანი ხდება და იმ ფქვილის რაოდენობას, რაც წყლის გარეშე მშრალად დაგრჩათ შეიწებებს თანდათან.

ბოლოს მიიღებთ ცომის არამყარ გუნდას, რომელსაც საკვებ ცელოფანში მოათავსებთ და ცოტას დაასვენებთ, ცომსაც და ხელებსაც. თუ გნებავთ მაცივარში მოათავსეთ,თუ არა და 30-იოდე წუთი დატოვეთ გარეთ. მერე კიდევ ერთხელ ენერგიულად გადაზილეთ. უკვე მყარ, ელასტიურ გუნდას მიიღებთ. თუ მეორე დღეს ამზადებთ ხინკალს, ცომი წინა ღამით მოზილეთ და მაცივარში დატოვეთ დილამდე. გლუტენი უკეთესად გაჯირჯვდება და ელასტიურობას შეიძენს. თუ დრო არ გაქვთ, ცომის დასვენებას 1 საათიც ეყოფა. (უფრო სწრაფად მომიმზადებია, მართალია მაცივარ გამოვლილს ვერ ჯობია, მაგრამ არც ასეთი სწრაფიცომის ხინკალია ცუდი).
თუ მაცივარში შეინახავთ, გამოყენებამდე 30-იოდე წუთი გადაზელილი დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე.... სულ ესაა, იდეალური ხინკლის ცომი მზადაა. ერთადერთი მინუსი ამ ცომის გათხელებაა. პირობას გაძლევთ მეორე დღეს, მთელი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა გეტკიებათ.

თუ გაუგებრად დავწერე რაიმე (ვეცადე მაქსიმალურად განმემარტა თვითოეული ეტაპი) მკითხეთ და გიპასუხებთ... ღამის ოთხის ნახევარზე დაწერილი ტექსტია და გრამატიკულ შეცდომებს ნუ შეიმჩნევთ. —
* * *
gubaz_merve
დაგიკოპირეთ
gubaz_merve
666ღმერთია999


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9562
წევრი No.: 156868
რეგისტრ.: 9-December 12

გამოგზავნილია: 7 Mar 2014, 19:42  #40115838      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კაკრაზ მასეთი ცომი გამომივიდა ,მთლიანი ტოპის წაკითხვა ვერ მოვასწარი თან საქმე smile.gif, მოკლედ ეხლა ვასვენებ და მგონი ხვალამდე , ჩემი მეუღლის ხინკალს დავჯერდები დღეს,ხინკალს რა ყველიანს ვაკეთებთ მარხვაა მაინც და ხორცს ვერიდები.
felooon
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 312
წევრი No.: 148345
რეგისტრ.: 7-May 12

გამოგზავნილია: 7 Mar 2014, 20:30  #40116409      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
gubaz_merve
ფოტოებს გვანახებთ იმედია smile.gif
gubaz_merve
666ღმერთია999


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9562
წევრი No.: 156868
რეგისტრ.: 9-December 12

გამოგზავნილია: 7 Mar 2014, 20:44  #40116580      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (felooon @ 7 Mar 2014, 20:30 )
gubaz_merve
ფოტოებს გვანახებთ იმედია smile.gif

მხოლოდ წარმატების შემთხვევაში.ძალიან ცოტა წყალი დამჭირდა,არ მეგონა თუ ესე ცოტა წყალი უნდოდა ფქვილი საერთოდ აღარ დამიმატებია და კვერცხის გარეშე გავაკეთე ბოლოს უკვე ხელზეც აღარ მეკრობოდა თუ ბოლომდე კარქები გამოვიდა აუცილებლად უნდა გადავიღო სურათი smile.gif

This post has been edited by gubaz_merve on 7 Mar 2014, 20:45
bazuka
TWIN<>OO


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21824
წევრი No.: 8135
რეგისტრ.: 9-January 05

გამოგზავნილია: 7 Mar 2014, 21:04  #40116850      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · icq · aim
ხინკალი, მიყვარს და მინიმუმ კვირაში ერთხელ ვაკეთებთ
ნახევრად თუში ვარ და ბავშვობიდან ხინკალი, ისეთივე განუყოფელი იყო
როგორც კარაქიანი პური biggrin.gif
ცხონებული ბებიაჩემის მოხვეული ხინკალი, ალბათ ბავშვობის ტკბილ ზღაპრად გამყვება sad.gif
ერთადერთი ხინკალის გულში რასაც ურევდა (ვურევთ) იყო მთის ქონდარი და ხახვი (ნუ წიწაკაც, მარა წყალში ალბობდა და მერე იმ წყალს ასხავდა გულს)

მოკლედ კაი რამეა ხინკალი, შემიძლია ყოველდრე ვჭამო .

ხო და რა დამავიწყდა, ბავშვებს ხინკალში ცომი უფრო უყვართ და გვიწევს "მშიერი" ხინკლების მოხვევა biggrin.gif


This post has been edited by bazuka on 7 Mar 2014, 21:05
Jgenti`
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6046
წევრი No.: 15794
რეგისტრ.: 30-December 05

გამოგზავნილია: 5 Aug 2015, 09:10  #45340578      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვინმეს ორაგულის ხინკალი გაუსინჯავს? რაღაც არგუს ჰაუს თუ პაბია პავლოვზე იქ აქვთ და არ მპასუხობენ.. მაინც დავწერე 1/2190129 შანსი რომ ვიღაც ისეთი გამოჩნდეს იმ ზაბიგალოვკაში ნამყოფი იყოს პლიუსს ხინკალი შეეკვეთოს და პლიუს ფორუმ ჯიიის კულიანირიის ამ თემაში შემოვიდეს და წაიკითხოს biggrin.gif


--------------------
all round me burdens
seem to fall
I'm not worried at all
I'm not worried
elchi
Super Crazy Member


******
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 5811
წევრი No.: 72294
რეგისტრ.: 26-October 08

გამოგზავნილია: 5 Aug 2015, 19:32  #45345405      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ამაზე მაგარი რამე არ არსებობს სამყაროში.

ოცდაერთ ნაოჭზე ნაკლები არცერთს არა აქვს.

user posted image


--------------------
მხოლოდ წინ!!!!!!!!!!!!!!!!!!!
კუსლარხევი
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4274
წევრი No.: 194738
რეგისტრ.: 3-December 14

გამოგზავნილია: 18 Aug 2015, 19:43  #45444626      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ერთი კითხვა მაქვს . ვაკეთებ საქონსლის ხორცის ხინკალს. როგორც ვიცი ქვაბში ჩაყრის შემდეგ როცა წამოდუღდება 7-8 წუთი უნდა ხარშვა და ასეც ვაკეთებ , მაგრამ ხშირად ხორცი არის ხოლმე მაგარი თითქოს მოხარშვა დააკლდაო . არადა სულ ვცდილობ მაქსიმალურ ტემპერატურაზე ვხარშო ისე რომ ქვაბი სულ ქაფქაფებს. მაინტერესებს რას ვაკეთებ არასწორად ? 8 წუთზე მეტსაც ვერ ვხარშავ მერე უკვე ქერქი იწყებს გადახარშვას.
* * *
elchi
მეც მაქსიმალურად პატარა კუჭებს ვუკეთებ მაგრამ ეგეთები არ გამომდის? რაშია საიდუმლო


--------------------
ქართველო ხელი ბაზუკას იკარ.
კუსლარხევი
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4274
წევრი No.: 194738
რეგისტრ.: 3-December 14

გამოგზავნილია: 21 Aug 2015, 12:10  #45467043      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ამოვწიოთ თემა .
elchi
Super Crazy Member


******
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 5811
წევრი No.: 72294
რეგისტრ.: 26-October 08

გამოგზავნილია: 21 Aug 2015, 13:29  #45467706      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კუსლარხევი

არაფერი საიდუმლო არაა მეგობარო.

როცა შევკრავ, მაქსიმალურად ვცდილობ, რაც შეიძლება ნაკლები ცომი დაგროვდეს მოხვევის ადგილას, შემდეგ წრეზე ვატრიალებ და თან ყელს ვუვიწროვებ, ბოლოს წავაწყვიტავ ნარჩენს, დავუშვებ ცერა თითს გადაჭრილზე და ეგ არი.
Jgenti`
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6046
წევრი No.: 15794
რეგისტრ.: 30-December 05

გამოგზავნილია: 22 Aug 2015, 23:56  #45479807      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კუსლარხევი
ადუღებულ წყალში ყრი მაქ ტემპერატურაზე თAნ 7-8 წუთI გაყინული თU არაა საკმარისია. შEილება ფარშI არაა კარგად შEკაზმული და გეჩVენება. და თU გინდა რომ ცომმა ძAკიან არ გაუსწროს ხორცს არ დააფარო სახურავი ქვაბს
კუსლარხევი
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4274
წევრი No.: 194738
რეგისტრ.: 3-December 14

გამოგზავნილია: 24 Aug 2015, 00:08  #45487173      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ადუღებულ წყალში ყრი მაქ ტემპერატურაზე თAნ 7-8 წუთI გაყინული თU არაა საკმარისია. შEილება ფარშI არაა კარგად შEკაზმული და გეჩVენება. და თU გინდა რომ ცომმა ძAკიან არ გაუსწროს ხორცს არ დააფარო სახურავი ქვაბს


ხო მართალი ხარ , სახურავს არც აქამდე ვახურავდი მარა როგორც ბოლოს დავაკვირდი ქვაბი ძაანაც არ უნდა ქაფქაბებდეს დუღილისგან

QUOTE
არაფერი საიდუმლო არაა მეგობარო.

როცა შევკრავ, მაქსიმალურად ვცდილობ, რაც შეიძლება ნაკლები ცომი დაგროვდეს მოხვევის ადგილას, შემდეგ წრეზე ვატრიალებ და თან ყელს ვუვიწროვებ, ბოლოს წავაწყვიტავ ნარჩენს, დავუშვებ ცერა თითს გადაჭრილზე და ეგ არი.


მე რო მოვახვევ მერე ხელში ვიღებ და ყელს ვუკრავ და კუჭს ძალიან პატარაზე ვუტოვებ მარა თითი რო დავაჭირო მეშინია მერე არ გაიხსნას. მადლობა პასუხისთვის

This post has been edited by კუსლარხევი on 24 Aug 2015, 00:11
wox1997
კაენისტური ცივილიზაცია !!!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9492
წევრი No.: 144644
რეგისტრ.: 16-March 12

გამოგზავნილია: 24 Aug 2015, 01:54  #45487899      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ხინკალს სლიპინა კანით როგორ აკეთებთ?
სახლში გაკეთებული ხინკალი ვერ დავამუღამე , მარტო რესტორნისას ვწამ ცომის გამო.

bazuka

შენ გოცოდინება, ხინკლის ცომი როგორ უნდა გამოვიდეს სლიპინა , რესტორნებში რომ აქვთ ეგეთი?

This post has been edited by wox1997 on 24 Aug 2015, 01:55


--------------------
"ზოგჯერ გაიმარჯვეთ, ზოგჯერ ისწავლით!"

© კახა ბენდუქიძე
Jgenti`
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6046
წევრი No.: 15794
რეგისტრ.: 30-December 05

გამოგზავნილია: 25 Aug 2015, 02:30  #45497130      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
felooon
wox1997
უწერია ამ გვერდზე ზევით. და ცხელ ქვაბიდან ამოღEბულ ხინკალს ცივ წყალს თU გადავავლებთ უფრო პრიალა იქნება. მარა თვითOნ ცომი სულ სხვაა იმიტორო ხელით არ ზილავენ ცომს და შEიძLება არც აბრტყელებენ ხოლმე ზოგჯერ
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (7) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0339 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]