forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (39) « პირველი ... 31 32 [33] 34 35 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> დღეს გავაკეთე, ნაწილი 53, ერთ-ერთი სუპერ თემა
nutria-113
++


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5175
წევრი No.: 100691
რეგისტრ.: 23-September 09

გამოგზავნილია: 8 Sep 2019, 00:12  #55217854      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
la reine
ეუფ user.gif


--------------------
tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 25718
წევრი No.: 13051
რეგისტრ.: 23-September 05

გამოგზავნილია: 9 Sep 2019, 01:53  #55222565      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რუსა_
QUOTE
შებოლილი წიწაკა

ეს სად იყიდება?
და გამხმარი, ხმელი, შეუბოლავი წიწაკა მე რომ დავღერღო ბლენდერში, ვერა? თუ ეგ ნაყიდი სხვა სტრუქტურაა?
და კიდევ - 1 კგ ნიორს ეგ მასა თავის გემოზე არ მიჰყავს? წიწაკა ცოტაა შედარებით და...
პ.ს. მეც შევუდექი უკვე აჯიკა-საწებლებს. biggrin.gif პომიდვრის ტომატი უკვე გავაკეთე, მაგრამ მხოლოდ 2 ლიტრა, ახლა კი ახალი პარტია მიდგას და ვხარშავ. ასევე გავაკეთე პომიდვრის საწებელი - ჯერ დუღს (ეს გურიაშიც გავამზადე), ამ კვირაში კი ზეთიანი აჯიკაც უნდა გავაკეთო. თუ არ დამეზარა, აფხაზურსაც ახლა გავაკეთებ, ან - ცოტა გვიან, თორემ ახლა წიწაკის დამწნილება და მოთუშვაც მაქვს გეგმაში. ნიგვზიან აჯიკას ვერც წლეულს გავაკეთებ, ვერ მოვიცლი მაგისთვის. sad.gif
ამ დღეებში პამიდორი ჩავშუშე - სოფელშიც და აქაც. ოღონდ სოფელში დავაბლენდერე. ორივეს დავუმატე ინდოელებთან ნაყიდი ქაშმირის წიწაკა - გირჩევთ ყველას, უმაგრესი გემო მისცა ორივეს. კერძებში აქამდე არ გამომიყენებია, სალათებზე ვიყენებდი მხოლოდ, მაგრამ მგონია, კერძებსაც მაგარ გემოს მისცემს. მოტკბოა, მაგრამ არა ბულგარულის გემოსი, ამ დროს წიწაკის გემო კარგად იგრძნობა, მაგრამ არაა მწარე.
Trump
QUOTE
სეოზნია და კარგი აჯიკის რეცეპტი დადეთ რა

თუ დაგაინტერესებს, ზეთიანი აჯიკის რეცეპტს დაგიწერ. ეს პომიდვრის საწებელიც კარგია, მე რაც დავწერე ზემოთ. თან - იოლი გასაკეთებელია; 5 კილო პომიდორი, 2 კილო ბულგარული, 1 კილო მწარე წიწაკა (ესენი უფრო პატარები რომაა, ისინი ჯობია, თორემ იმ დიდებს არა აქვს კარგი გემო), 0.5 კგ ნიორი და 0.5 ლიტრი ძმარი. ეს ყველაფერი გაატარე, დაუმატე ძმარი და მარილი და დადგი დასადუღებლად. წამოდუღება არ უნდა, 3-4 დღეში დადუღდება, ოღონდ დილა-საღამოს უნდა ამოურიო. ჩემები ამბობენ, რომ ემალის ჭურჭელში უნდა ჩაასხა და აუცილებლად ხის კოვზით უნდა ამოურიოო. ეს რამდენად სწორია, არ ვიცი, თუმცა მე პლასტმასის ჭურჭელში მაქვს (პიშევოის რომ ეძახიან), ოღონდ ამოსარევად მართლა ხის ლაფერას ვიყენებ. ნუ, ასპირინსაც ვუშვები...


--------------------
"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის" - თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ მელაშვილი.
"ფერეიდანის მიწაზე საქართველოს სული ვარ" - ფერეიდნელი ქართველი არსენ ონიკაშვილი.
"ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა".
რუსა_
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1860
წევრი No.: 154079
რეგისტრ.: 16-September 12

გამოგზავნილია: 9 Sep 2019, 12:44  #55223579      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
tavadze
QUOTE
ეს სად იყიდება?

კარგს სამეგრელოდან თუ ჩამოგიტანენ. ბაზარშიც იყიდება მაგრამ რამდენად ნაღდია ვერ გეტყვი და ფასი 70 ლარამდე გამოდის კილოგრამის.
QUOTE
და გამხმარი, ხმელი, შეუბოლავი წიწაკა მე რომ დავღერღო ბლენდერში, ვერა?

კი რატომაც არა biggrin.gif
QUOTE
და კიდევ - 1 კგ ნიორს ეგ მასა თავის გემოზე არ მიჰყავს? წიწაკა ცოტაა შედარებით და...


არა თავის გემოზე არ მიჰყავს, თავიდან ძალიან მძაფრად იგრძნობა წიწაკის სიცხარე, მერე ჯდება გემოები 2-3 დღეში და ძალიან კარგი გამოდის. სუნელების გემოც კარგად იგრძნობა და ნიორიც.

წყალისგან მოცულობაში იზრდება წიწაკა, თითქმის მთლიანად ითვისებს. დამბალ წიწაკას დავუმატებ გახეხილ ან დაჭყლეტილ ნიორს, სუნელებს, მარილს აურევ. და ჩამოატარებ ხორცსაკეპში უფრო ერთგვაროვანი რომ გახდეს.

ჰო კიდევ, ჯობია ერთგვაროვნებისთვის 2 ჯერ ან 3ჯერ ხორცსაკეპში ჩამოატარო ვიდრე ბლენდერში. მე გადავწვი ბლენდერი აჯიკის კეთების დროს :დ
tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 25718
წევრი No.: 13051
რეგისტრ.: 23-September 05

გამოგზავნილია: 10 Sep 2019, 12:11  #55227826      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რუსა_
QUOTE
ჰო კიდევ, ჯობია ერთგვაროვნებისთვის 2 ჯერ ან 3ჯერ ხორცსაკეპში ჩამოატარო

ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარისა არ იყოს, ერთსაც ჩაგეკითხები, რა! biggrin.gif biggrin.gif აქ ელექტრო ხორცსაკეპი მანქანა იგულისხმება თუ - მექანიკური ანუ ხელისა? ელექტროში რომ გავატარო, უჭირს რამე?
რუსა_
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1860
წევრი No.: 154079
რეგისტრ.: 16-September 12

გამოგზავნილია: 10 Sep 2019, 12:55  #55228083      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
tavadze
QUOTE
ელექტროში რომ გავატარო, უჭირს რამე?

პირიქით, ძალიან კარგი. biggrin.gif
max-14
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3310
წევრი No.: 104227
რეგისტრ.: 6-November 09

გამოგზავნილია: 12 Sep 2019, 01:20  #55236029      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ცეცხლივით აჯიკის რეცეპტი

up.gif
la reine
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7868
წევრი No.: 145895
რეგისტრ.: 1-April 12

გამოგზავნილია: 15 Sep 2019, 22:48  #55251186      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სად წასულა ეს თემა.

ამოვწიოთ

user posted image

კეტჩუპია.

ძალიან კმაყოფილი დავრჩი ამ რეცეპტით.
ვსო. მაიონეზს და კეტჩუპს აღარ ვყიდულობ biggrin.gif

ესეც სახელდახელო რულეტი ვაშლის ჯემით

user posted image


--------------------
აქ შემოვდივარ რომ დავინახო ღლე პოსტები © garnier
WP-Rex
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5538
წევრი No.: 184879
რეგისტრ.: 16-April 14

გამოგზავნილია: 16 Sep 2019, 00:46  #55251764      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
la reine
QUOTE
კეტჩუპია.

ძალიან კმაყოფილი დავრჩი ამ რეცეპტით.

რომელი რეცეპტით?


--------------------
"არაფერია უფრო ყალბი და მავნებელი დემოკრატიისთვის, ვიდრე საკუთარი გამოხატვის თავისუფლების პოლიტკორექტულობით შეზღუდვა". (c) უმბერტო ეკო

"შენი მეგობრები შენგან მოკავშირეობას მოითხოვენ, მტრები – ნეიტრალიტეტს". (c) ნიკოლო მაკიაველი
la reine
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7868
წევრი No.: 145895
რეგისტრ.: 1-April 12

გამოგზავნილია: 16 Sep 2019, 14:33  #55253426      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
WP-Rex

რა ვიცი რომელიაbiggrin.gif

ინტერნეტში ვიპოვე. ინგრედიენტების კომბინაციამ დამაინტერესა და ძაან გაამართლა.
დავწერ თუ გინდა
Trump
Lost in Time , Like Tears In Rain


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8629
წევრი No.: 138298
რეგისტრ.: 11-November 11

გამოგზავნილია: 16 Sep 2019, 15:38  #55253659      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
la reine
QUOTE
ძალიან კმაყოფილი დავრჩი ამ რეცეპტით.
ვსო. მაიონეზს და კეტჩუპს აღარ ვყიდულობ


ორივე რა სილვუპლეე


--------------------
მდივანს ვეტყვი ყავა არ მოგიდუღოთ (C) ქათამი
la reine
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7868
წევრი No.: 145895
რეგისტრ.: 1-April 12

გამოგზავნილია: 16 Sep 2019, 20:44  #55254820      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Trump
ბლენდერის ჭიქაში ჩაასხი 200გ. ზეთი, 1კვერცხი, 1ჩ.კ. მდოგვი, ამდენნივე ძმარი ან ლიმონის წვენი და ნახევარი ჩ.კ. მარილი და შაქარი. ბოლომდე ჩაყავი ბლენდერი და ზემოთ ქვემოთ მოძრაობით თქვიფე. სულ რაღაც ერთ წუთში სქელი გემრიელი მაიონეზი მზად იქნება.


ახლა კეტჩუპი.
ერთი პორცია მზადდება 3 კგ. პომიდორისგან
დაჭერი და მოხარშე. დაახლ. საათი ან საათნახევარი. გააჩნია პომიდორი რამდენად წვნიანია. წვენი უმდა ჩაშრეს მაქსიმალურად რომ სქელი გამოვიდეს კეტჩუპი.
სანამ ეს იხარშება ამზადებ ამ.მასას: 3 დიდი ხახვი დააჩოფერე კარგად, ჩაასხი ჯამში და დაუმატე 1 ს.კ. პაპრიკა, 2ჩ.კ. დაფქული შავი პილპილი, 1ჩ.კ. დარიჩინი, 8 ცალი მიხაკი( დაჩეჩქვე და ისე გამოიყენე) 200გ. შაქარი, 1 ს. კ. მარილი და 25 გ. ძმრის მჟავა(ეს იყიდება პატარა ბოთლებში 70%იანი) ამ ამ ყველაფერს გადაურევ კარგად ჩაუშვებ გაწურულ პომიდვრის მასაში. დაადგი ისევ და წამოდუღებიდან 20 წუთი ხარშე საშუალო ცეცხლზე პერიოდული მორევით. ჩაასხი ცხელივე სტერილურ ბოთლებში.

პ.ს. პომიდორი იცი ხო როგორ გაწურო.
რომ მოგრილდება, დააბლენდერე და გაატარე საცერში ხელით ან დიდი კოვზით
sophka
Sapientia


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10783
წევრი No.: 31179
რეგისტრ.: 10-March 07

გამოგზავნილია: 17 Sep 2019, 23:27  #55259845      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რატომ არ ხმაურობთ?! სიმშვიდეა ძაან ))

ჩემსავით ზარმაცობთ ხომ?!
როგორც დღეს, ასე იშვიათად თუ გამოვაცხობ კექსს, სხვა ყველაფერი დავივიწყე biggrin.gif

აი, უნაზესი, ნოტიო, მართლაც ძალიან კარგი გამოვიდა ესმა კუნჭულიას რეცეპტით.
175გრ დარბილებული კარაქი, 175 გრ. შაქარი ათქვიფეთ გათეთრებამდე, დაუმატეთ სათითაოდ 3ც კვერცხი, მწიკვი მარილი, ვანილი, 175გრ ქიშმიშიც უნდა, ოღონდ მე არიყვარს ცომში ქიშმიში და არ ვუქენი.
ბოლოს დააცერით 250გრ ფქვილი და 1/2ჩ.კ. გამაფხვიერებელი და ჩაასხით ფორმაში.
პატარა ზომის ფორმისთვისაა ეს რაოდენობა.
გამოაცხეთ საშუალო ცეცხლზე სადღაც 40-45 წთ.

user posted image

Trump
Lost in Time , Like Tears In Rain


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8629
წევრი No.: 138298
რეგისტრ.: 11-November 11

გამოგზავნილია: 18 Sep 2019, 10:34  #55261123      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
la reine
QUOTE
ბლენდერის ჭიქაში ჩაასხი 200გ. ზეთი, 1კვერცხი, 1ჩ.კ. მდოგვი, ამდენნივე ძმარი ან ლიმონის წვენი და ნახევარი ჩ.კ. მარილი და შაქარი. ბოლომდე ჩაყავი ბლენდერი და ზემოთ ქვემოთ მოძრაობით თქვიფე. სულ რაღაც ერთ წუთში სქელი გემრიელი მაიონეზი მზად იქნება.



და გამოვა უგემრიელესი მაიონეზი?smile.gif
ვაა..
შოკირებული ვარ.
უფრო მეტი ინგრედიენტი მეგონა უნდოდა.
მადლობა
GoldenSky
L///KID


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4360
წევრი No.: 204147
რეგისტრ.: 25-June 15

გამოგზავნილია: 18 Sep 2019, 12:29  #55261547      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
la reine

მადლობა რეცეპტისტვის მეც მაინტერესებდა :დ

ერთი შეკითხვა

QUOTE
ამ ყველაფერს გადაურევ კარგად ჩაუშვებ გაწურულ პომიდვრის მასაში.


გაწურული პომიდვრის მასა რამდენი უნდა იყოს კონკრეტულად ?


--------------------
Nissan Bluebird Sylphy 2006 2.0 CVT 133 HP

Subaru Legacy BL5 2004 2.0 Turbo AT 260 HP

Toyota Aqua S 2013 1.5 CVT 135 HP ✓
la reine
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7868
წევრი No.: 145895
რეგისტრ.: 1-April 12

გამოგზავნილია: 18 Sep 2019, 12:57  #55261651      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Trump

არაფრისsmile.gif'იმედია მოგეწონება


GoldenSky

ზუსტად არ ვიცი არ ამიწონია გამზადებული მასა, მაგრამ სამი კგ პომიდორი უნდა. წვენს კარგად ჩაიშრობს დააბლენდერებ გაწურავ და რაც გამოვა რაა.. საბოლოო მზა პროდუქტი სადღაც ორ ლიტრზე ცოტა მეტი გამოვიდა

sophka


:***
smile.gif

კარგია კი. საერთოდ მაგ თანმიმდევრობით მომზადებული ცომი ყოველთვის უგეემრიელესი გამოდის.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (39) « პირველი ... 31 32 [33] 34 35 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0355 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]