forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (47) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> სამხედრო სიახლეები XXVIII
socom
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 11142
წევრი No.: 113754
რეგისტრ.: 25-February 10

გამოგზავნილია: 21 Oct 2015, 21:58  #46007411      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
წინა თემა იხილეთ აქ სამხედრო სიახლეები XXVII

პ.ს ეს იდო აქ ?

თავდაცვის სამინისტრომ უწყებათაშორის კომისიას „მუხროვანში“ დისლოცირებულ ქვედანაყოფების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზა „მუხროვანში“ დისლოცირებულია სპეციალური ოპერაციების ძალების დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულები რეინჯერთა ბატალიონი (სიით 382 ს/მ) და სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრი (სიით 112 ს/მ). ასევე მუხროვანის სამხედრო ბაზაზე ბაზის დაცვის მიზნით დისლოცირებულია სპეციალური ოპერაციების ძალების მხარდამჭერი ბატალიონის დაცვის ასეულის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების ორი ოცეული (სიით 55 ს/მ). სულ მუხროვანის სამხედრო ბაზაზე დღევანდელი მდგომარეობით იმყოფება 549 სამხედრო მოსამსახურე, რომლის ძირითად რაოდენობასაც რეინჯერის ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები შეადგენენ.
https://mod.gov.ge/c/news/tavdacvis-saminis...ormacia-miacoda


--------------------
საქართველოს დაცვა საქართველოს ყოველი მოქალაქის მოვალეობაა - საქართველოს კონსტიტუცია. მუხლი 101
toka-19
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1222
წევრი No.: 126328
რეგისტრ.: 22-January 11

  გამოგზავნილია: 21 Oct 2015, 22:16  #46007629      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
.
Didgori_3
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2034
წევრი No.: 205346
რეგისტრ.: 20-July 15

გამოგზავნილია: 21 Oct 2015, 22:17  #46007652      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოკლედ მაქვს ვინდოუს 10 , ხოდა იქ შეგიძლია ნახო სიახლეები, მაგრამ ვერ ვაკოპირებ...... ხოდა იქ ეწერა რომ F 18 ჩამოვარდა , ოღონდ არა საბრძოლო მოქმედებების დროს და რამდენად მართალია?
* * *
toka-19
ვა რამოდენიმე ახალი პროდუქტიო, და ისე მარტო პიარისთვის რომ არ იყენებდე დელტას
ღარიბიანცო, იქნება უფრო უკეთესი რამეებიც შეექმნათ და ქართული ჯარი მაინც აღგვეჭურვა
დიდგორებით და სხვ. დელტას პროდუქციით.....

მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
F18.png


--------------------
"Ask not what your country can do for you, ask what you can do for your country." - John F. Kennedy

ignorant
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7793
წევრი No.: 88697
რეგისტრ.: 12-April 09

გამოგზავნილია: 23 Oct 2015, 20:48  #46025783      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჩრდილოეთ ერაყში, ისისის ტყვეთა ციხიდან 70 მძევლის გათვისუფლების ოპერაციას ელიტალური Delta Force-ის მებრძოლი შეეწირა.

70-ივე ტყვე სუნიტები იყვნენ.

user posted image


R.I.P. Soldier!

http://news.yahoo.com/soldier-killed-iraq-...-141505104.html


--------------------
Good Luck Mr. Gorsky! :D :D :D
mamukasokhumeli
ნაღმი არაა სათამაშო!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13353
წევრი No.: 89196
რეგისტრ.: 17-April 09

გამოგზავნილია: 27 Oct 2015, 19:00  #46060215      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მართალია თინიკომ ოლაპარაკა კაი ხანი,მაგრამ ბოკერიასავით არაფერი უთქვამს კონკრეტული.რა ვიცი,იქნებ სხვამ უკეთ გაიგოს მეთქი ნათქვამი


--------------------
ჩვენ რას წავიღებთ იმ ქვეყნად
სხვას არა წაუღია რა...
Didgori_3
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2034
წევრი No.: 205346
რეგისტრ.: 20-July 15

გამოგზავნილია: 28 Oct 2015, 18:44  #46069113      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინათინ ხიდაშელის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს ტენდერს ქართული ხორცის შეძენაზე. უწყების ინიციატივაზე თინათინ ხიდაშელმა ბრიფინგზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, ივლისში დადეს პირობა, რომ წლის ბოლომდე ქართულ ჯარს თანდათანობით, სრულად გადაიყვანდნენ ქართულ კვებაზე. "დღეს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს ტენდერს ქართული ხორცის შეძენაზე. მარტო მიმდინარე წელს 6 მილიონი არის დახარჯული ხორცზე და მთლიანად ამ პროდუქტის შესყიდვა ხდებოდა უცხო ქვეყნებიდან, ძირითადად ინდოეთი იყო მომწოდებელი, მაგრამ ასევე იყო სხვა ქვეყნები. ჩვენი ამ ინიციატივის ფარგლებში, ამოცანა არის ძალიან მარტივი - ერთი მხრივ,

ქართულ ბიზნესს დავეხმაროთ, დავეხმაროთ იმ ადამიანებს და მეწარმეებს, ვინც ქვეყანაში ამ ბიზნესით არის დაკავებული და ამავდროულად ხელი შევუწყოთ ქართველ მწარმოებლებს. ყველას მინდა ვთხოვო მაქსიმალური აქტივობა გამოიჩინონ. ამ წუთას ტენდერი ცხადდება მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოსთან მიმართებაში, თუმცა მომავალი წლიდან ის უკვე მთელ საქართველოს დაფარავს. ჩვენ თანდათანობით, წლის ბოლომდე სხვა დანარჩენ პროდუქტებზეც, რომელიც იწარმოება საქართველოში, ასევე გამოვაცხადებთ ტენდერს მხოლოდ ქართველი მეწარმეებისთვის", - განაცხადა ხიდაშელმა.

მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტენდერი ცხადდება საქართველოში ნაწარმოებ ხორცზე და არა იმ ქართველ მეწარმეებზე, რომლებსაც შემოაქვთ ხორცი. აქედან გამომდინარე, ხიდაშელი მოუწოდებს ყველას, ვისაც აქვს შესაბამისი გამოცდილება, ყველამ მიიღოს ტენდერში მონაწილეობა. ამასთან, მინისტრი იმედოვნებს, რომ ქართული მედია უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის მაქსიმალურ მიწოდებას ჩვენი მოსახლეობისთვის. როგორც ხიდაშელმა განაცხადა, 2014 წელს 460 ტონა ხორცი მოიხმარა ქართულმა ჯარმა.
http://www.bpn.ge/ekonomika/16577-saqarthv...html?lang=ka-GE
mamukasokhumeli
ნაღმი არაა სათამაშო!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13353
წევრი No.: 89196
რეგისტრ.: 17-April 09

გამოგზავნილია: 28 Oct 2015, 19:12  #46069301      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
http://regnum.ru/news/polit/1999955.html
Россия и Сербия готовят беспрецедентное военное соглашение

zazagabela1964
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 594
წევრი No.: 100391
რეგისტრ.: 19-September 09

გამოგზავნილია: 31 Oct 2015, 09:34  #46092132      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim · yim · msn
ბოდიშს გიხდით ყველას, რადგან მე, სრული დილეტანტი სამხედრო საქმისა (ზოგადად) ვბედავ და ვაქვეყნებ რაიმეს სამხედრო თემაზე, რადგან ამ ფორუმზე წარმოდგენილი იუზერების არც ცოდნაში, არც განათლებაში და არც მამულიშვილობაში ეჭვი არ მეპარება და იმაზე, რომ ჩემზე ბევრად აღმატებულები ბრძანდებით ზემოთაღნიშნულ საკითხში, საუბარიც არ ღირს.
მაშ ასე, რისთვის ამოდენა შესავალი. იმისთვის, რომ ძალიან მაინტერესებს ბირთვული შეიარაღების თემა და მუდამ ვეძებ სიახლეებს ამ თემასთან დაკავშირებით.
მე ვფიქრობ, რომ მავანთა წარმოდგენა ღორუსეთის ბირთვული შესაძლებლობების შესახებ, რბილად რომ ვთქვათ გადაჭარბებულია. აი ძალზე საინტერესო ანალიზი მოცემულ თემაზე.
http://maydan-news.blogspot.cz/2014/11/blog-post.html


--------------------
არ გათეთრდების ყორანი,
რაც უნდა ხეხო ქვიშითა,
მტერნი არ შაგვიბრალებენ,
ვაებითა და ვიშითა!
ignorant
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7793
წევრი No.: 88697
რეგისტრ.: 12-April 09

გამოგზავნილია: 1 Nov 2015, 13:35  #46102050      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (mamukasokhumeli @ 27 Oct 2015, 19:00 )
მართალია თინიკომ ოლაპარაკა კაი ხანი,მაგრამ ბოკერიასავით არაფერი უთქვამს კონკრეტული.რა ვიცი,იქნებ სხვამ უკეთ გაიგოს მეთქი ნათქვამი

ყველაზე მთავარი, დედააზრი, რაც ამ ინტერვიუდან გავიგე არის ის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ აპირებს დელტას პროდუქციის შეძენას.
mamukasokhumeli
ნაღმი არაა სათამაშო!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13353
წევრი No.: 89196
რეგისტრ.: 17-April 09

გამოგზავნილია: 2 Nov 2015, 18:53  #46113021      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჰო და მაშინ უნდა გადახედოს "დელტამაც" თავის სტრატეგიას.იგივე ნაღმსატყორცნები,როემლიც შეიძლება დაჭირდეს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს,ვერ იქნება იმდენი,რომ სეროზუოლად დატვირთოს.არ ვიძახი არ გააგრძელონ მეთქი ამ ექსპერიმენტალურ მოდელებზე მუშაობა იქნება ეს 'დიდგორი" თუ "ლაზიკა" და ა.შ. მაგრამ უფრო აჯობებდა სხვა რამეებზე გაღრმავდეს ყურადღება ვთვქათ,იქნება ეს რაკეტების წარმოება,ოპტიკა,ხელსაწყოები,იარაღის კომპონენტები და ა.შ.
zindiosama
DEMOBOROS


********
ჯგუფი: Members
წერილები: 26681
წევრი No.: 67800
რეგისტრ.: 22-July 08

გამოგზავნილია: 3 Nov 2015, 15:48  #46120407      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ignorant
QUOTE
ყველაზე მთავარი, დედააზრი, რაც ამ ინტერვიუდან გავიგე არის ის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ აპირებს დელტას პროდუქციის შეძენას.

ეხლა ყველაფერი ალბათ დიდგორის ტენდერზე იქნება დამოკიდებული


--------------------
В России закручивание гаек предвещает бесконечный ужас, а их раскручивание - ужасный конец

The strenght and courage of our Ancestors make us wealthy. But the wealth makes us weak and coward@Law for Beginning of End
ignorant
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7793
წევრი No.: 88697
რეგისტრ.: 12-April 09

გამოგზავნილია: 3 Nov 2015, 16:00  #46120522      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
ეხლა ყველაფერი ალბათ დიდგორის ტენდერზე იქნება დამოკიდებული


რავიცი, რავიცი.

მე თუ მკითხავთ ეგენი ცოტა არ იყოს და აჩმახებენ.

რაღაც პროდუქცია უკვე შეეძლოთ სერიულ წარმოებაში ჩაეშვათ, თუკი შეკვეთებზე გარანტიებს მიცემდა თავდაცვა.
Dead District
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7113
წევრი No.: 164950
რეგისტრ.: 5-April 13

გამოგზავნილია: 5 Nov 2015, 21:26  #46140824      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
NASA-მ მარსზე გასაგზავნად ასტრონავტების შერჩევა დაიწყო

http://scout-thedeaddistrict.blogspot.com/2015/11/nasa.html
Didgori_3
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2034
წევრი No.: 205346
რეგისტრ.: 20-July 15

გამოგზავნილია: 6 Nov 2015, 16:42  #46148103      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები, ინიციატივები და სამომავლო გეგმები, – საქართველოს თავდაცვის მინისტრი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ანგარიშით წარდგა.


თავდაცვის მინისტრმა საკუთარ მოხსენებაში ყურადღება რამდენიმე პრიორიტეტულ საკითხზე გაამახვილა. ისაუბრა ნატოს უელსის სამიტზე მიღებული პაკეტის ფარგლებში სამინისტროში განხორციელებულ ღონისძიებებზე, ასევე, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიზნით საფრანგეთთან გაფორმებული ხელშეკრულებაზე.

თინათინ ხიდაშელმა დეპუტატებს საქართველოში მიმდინარე სამხედრო სწავლებებზეც მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ქართველი სამხედროები წვრთნებს სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში უცხოეთშიც გადიან.
„ჩვენი მიზანია ახალი ტიპის სამხედრო შესაძლებლობებისა და მაღალი ბრძოლისუნარიანი არმია“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.


თინათინ ხიდაშელის განცხადებით, 2016 წლიდან თავდაცვის აკადემიაში სამაგისტრო პროგრამები დაიწყება და, პროფესიული კუთხით, საკმაოდ დიდი სამხედრო კონტინგენტის მომზადება იქნება შესაძლებელი.თავდაცვის უწყებისთვის კვალიფიციური კადრები არა მხოლოდ სამხედრო, არამედ, სამოქალაქო მიმართულებითაც მნიშვნელოვანია, ამის დასტურად თინათინ ხიდაშელი ღია და გამჭვირვალე კონკურსებზე საუბრობს, რომელიც სამინისტროში უკვე ჩატარდა და ამჟამადაც გრძელდება.

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა, ინიციატივის სახით, კვალიფიციური კადრების შერჩევის პროცესში თანამონაწილეობა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც შესთავაზა და აღნიშნა, რომ შესაბამის სფეროში კომპეტენტურ არასამთავრობოებს ამ მიზნით სპეციალურ მოსაწვევებს გაუგზავნიან.

თავდაცვის მინისტრმა კანონმდებლებს 2016 წლის თავდაცვის პროგრამული ბიუჯეტის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და განმარტა, რომ ბიუჯეტის პროექტში თანხები სრულად და დეტალურად არის გაწერილი და ამ ნიშნით თავდაცვის უწყების მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ყველა წინა ბიუჯეტისგან განსხვავებულია.

ყურადღება გამახვილდა კონკრეტულ საკანონმდებლო ინიციატივებზეც. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, უახლოეს პერიოდში დასრულდება კანონპროექტის მომზადება, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური პირობების გაუმჯობესებას ეხება. ასევე საკანონმდებლო ინიციატივის სახით მზადდება კანონპროექტი რეზერვის გაწვევის საკითხებზე. თავდაცვის მინისტრის კიდევ ერთი ინიციატივა უწყებაში ადმინისტრაციული სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს.

კერძოდ, საუბარია იმ სამხედრო მოსამსახურეებზე, რომლებიც განაწესს არღვევენ. თინათინ ხიდაშელი მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში სამხედროებს ადმინისტრაციული სახდელის ნაცვლად ფინანსური სანქციები უნდა დაეკისროთ.

ადმინისტრაციული სასჯელის გამკაცრებამდე კი სამინისტროში, სამხედრო მოსამსახურეების საზოგადოებაში სრულად ინტეგრაციის მიზნით, უკვე ამოქმედდა პროგრამა „მხარი მხარს“.

„არ არსებობს არც ერთი ომი, რომელსაც იგებს ჯარისკაცი, თუ საზოგადოება არ დგას მის გვერდით“,- ამ პრინციპის თანახმად, თავდაცვის მინისტრი ჯარში ფსიქორეაბილიტაციის პროგრამის ეფექტიანობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სამხედროებს მხარში ბიზნესმენებიც უნდა დაუდგნენ.

„ჩვენი მიზანი საზოგადოების ინფორმირების გარდა მისი პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფაა“,- აცხადებს თინათინ ხიდაშელი.

ამ ეტაპზე ბიზნესის თანამონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი 178 დაჭრილი სამხედროსთვის იქნება. სოციალური კამპანიის მიზანი მათი სხვადასხვა პროფესიაში გადამზადება და დასაქმებაა. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებზე ზრუნვა რომ სამინისტროს პრიორიტეტია, ამას უწყებაში შექმნილი შესაბამისი დეპარტამენტიც ადასტურებს.

ასევე მნიშვნელოვანი ინიციატივები გაახმაურა თავდაცვის მინისტრმა სავალდებულო სამხედრო გაწვევისა და რეზერვის საკითხზე. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, თუ სამხედრო სავალდებულო გაწვევა ძალაში დარჩება, სამხედროები საბრძოლო ოპერაციებისთვის უნდა მომზადდნენ და მათ დღეს მოქმედი წესის მსგავსად მხოლოდ ყარაულის ფუნქცია არ უნდა ჰქონდეთ.

ასევე, სასურველი იქნება გაწვევის ვადა 6 თვემდე შემცირდეს და ჯარისკაცებს, რომლებიც გაწვევამდე დასაქმებულები იყვნენ, სამსახური როგორც სახელმწიფო, ისე კერძო დაწესებულებებში სამსახური ჯარის დასრულებამდე შეუნარჩუნდეთ.

რეზერვის შესახებ დოკუმენტი კი საჯარო დისკუსიისთვის უახლოეს პერიოდში იქნება მზად. ეს იქნება კონცეფცია 21-ე საუკუნის რეზერვის შესახებ, რომელიც ჰიბრიდული ომების პირობებში მუშაობს და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მნიშვნელოვანი ამოცანების შესრულებას შეძლებს. თავდაცვის მინისტრს კონკრეტული ზომების მიღება მიაჩნია საჭიროდ ისეთი გამოწვევის წინააღმდეგაც, როგორიც პროპაგანდისტული, დეზინფორმაციული ომია.

თინათინ ხიდაშელის განცხადებით, თავდაცვის სამინისტრო ამ მიზნით თანამშრომლობას მედიისა და პიარის სპეციალისტებსაც შესთავაზებს. ამ მიმართულებით თანამშრომლობა ნებაყოფლობითი იქნება და პროგრამაში ჩართული ადამიანები გადამზადების შემდეგ პროპაგანდის წინააღმდეგ სახელმწიფოსთან ერთად იბრძოლებენ.

თავდაცვის მინისტრმა გამოსვლის დასასრულს ქართული ჯარის კვების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ: „საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კვების სისტემის მოწესრიგებისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა“.

ჯარი ხარისხიან ქართულ კვებაზე ეტაპობრივად გადავა. სამინისტროს ინიციატივის თანახმად, ქართულ ჯარს ტანსაცმელიც ქართული წარმოების უნდა ეცვას.

თინათინ ხიდაშელმა მოხსენების დასრულების შემდეგ დეპუტატების კითხვებს უპასუხა. კანონმდებლები უწყების საპარლამენტო კონტროლის საკითხით, 2016 წლის თვადაცვის ბიუჯეტის პროექტით, გაწვევისა და რეზერვის საკითხთან დაკავშირებული ინიციატივებით და სამხედრო პოლიციის სტატუსის თემებით დაინტერესდნენ.


http://www.ipress.ge/new/16895-tina-khidas...ar-unda-hqondet
hermes555
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5867
წევრი No.: 120573
რეგისტრ.: 6-September 10

გამოგზავნილია: 6 Nov 2015, 18:56  #46149257      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
2016 წლიდან საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხი საჯარო განხილვის შედეგად უნდა გადაწყდეს. იმ შემთხვევაში, თუ გაწვევა დარჩება, თავდაცვის სამინისტრო სადისკუსიო მაგიდას სამი მთავარი საკითხით შეუერთდება. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„იყო ვითარება და მოცემულობა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება გაწვევის გაუქმებაზე - აბსოლუტურად მართებული გადაწყვეტილება. გაწვევა საერთოდ გაუქმებული იყო ბალტიისპირეთის ქვეყნებში, მაგრამ დააბრუნეს იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც ამ ქვეყნებს გაუჩნდათ დღეს. მე არ ვემხრობი გაწვევის დატოვებას, მაგრამ თუკი უმრავლესობა ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, თავდაცვის სამინისტროს აქვს კონკრეტული პოზიციები ამ საკითხზე.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ ვიწვევთ ახალგაზრდას ჯარში, მან უნდა გაიაროს სრული საწვრთნელი კურსი, რომ უპასუხოს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. საქართველოში ეს სისტემა ყოველთვის მახინჯი იყო და არასდროს პასუხობდა ჯარის რეალურ ამოცანებს. ჩვენ გვინდა, ეს შევცვალოთ. თუ რჩება გაწვევა, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ხალხი აღარ იქნება ყარაულში. ისინი იქნებიან ქვეყნის სამსახურში კონსტიტუციური მოვალეობის შესრულების პროცესში, როგორც ამას ამბობს ქვეყნის კონსტიტუცია.

მეორე, თუკი საჯარო დაწესებულებები ვიღებთ ვალდებულებას, რომ თანამშრომელს, რომელსაც ჯარში იწვევენ, უნარჩუნდება სამსახური ჯარის დასრულებამდე, ეს ვალდებულება აუცილებელი პირობა უნდა იყოს ნებისმიერი დამსაქმებლისთვის.

მესამე, ეს არის ვადები. ვფიქრობ, ერთი წელი ძალიან ბევრია იმ პირობებშიც კი , თუ დავტოვებთ გაწვევას. თავისუფლად შეგვიძლია, ეს დრო გავანახევროთ და სამხედრო სამსახურის 6-თვიანი სრული საწვრთნელი კურსი შევთავაზოთ ახალგაზრდებს“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (47) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.6194 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]