Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პროგრამირება > ჯოკ.გე (Jok.Ge)


Posted by: Trader 12 Sep 2008, 03:15
რა დამიჯდება ჯოკ.გე ს ნაირი პროგრამა ... ანუ მე ვგულისხმობ ( სერვერ ის და ა.შ გარეშე ) იმენნა კლიენტის დაწერა რა დამიჯდება დაახლოებიტ?? ვერ მეტყვით?

Posted by: Alecoder 12 Sep 2008, 06:35
Trader
ჯერ საავტორო უფლებები დაიცავი და მერე იკითხე ეგ wink.gif

Posted by: simpson 12 Sep 2008, 11:27
Alecoder
QUOTE
ჯერ საავტორო უფლებები დაიცავი და მერე იკითხე ეგ wink.gif

ვინმეს ჯოკერზე (თამაშზე) კოპირაიტი აქვს აღებული? ups.gif biggrin.gif

Posted by: GoshaD 12 Sep 2008, 13:17
simpson
QUOTE
ვინმეს ჯოკერზე (თამაშზე) კოპირაიტი აქვს აღებული?


საიტი წარმატებით გადის
CSS და HTML 4.0 ვალიდაციას
© Ezeki Zibzibadze

მაგრამ ვინც საიტს გააკეთებს ეგეთ "ზნაჩოკს" ყველა უკეთებს biggrin.gif ასერომ არამგონია რომ ოფიციალურად აღებული იყოს

Posted by: gion 12 Sep 2008, 13:28
Trader
მარტო კლინტი რათ გინდა? სერვერის გარეშე აბა როგორ უნდა აამუშავო? ისე ძალიან ძვირი დაგიჯდება - ნორმალური კლიენტ სერვერი. იმიტომ რომ ბევრი ჩალიჩი უნდა.

Posted by: Gode 12 Sep 2008, 13:31
Trader
simpson
goshia

სისტემა დაწერილია ჩვენი ფორუმელის მიერ. საავტორო უფლებაც აქვს smile.gif

Posted by: gion 12 Sep 2008, 14:06
კარგით რა... კაიფობთ? ახლა რა გამოდის - ჩემი ონლაინ სისტემა ვერ დამიწერია რა smile.gif თავის ეხე ფაილზე დაადოს კოპირაიტი მარა ჯოკერის თამაშზე ან ჭადრაკის თამაშზე ხო ვერ დაადებ.

Posted by: Gi0rgius 12 Sep 2008, 14:11
gion
QUOTE
კარგით რა... კაიფობთ? ახლა რა გამოდის - ჩემი ონლაინ სისტემა ვერ დამიწერია რათავის ეხე ფაილზე დაადოს კოპირაიტი მარა ჯოკერის თამაშზე ან ჭადრაკის თამაშზე ხო ვერ დაადებ.

მართალი ხარ smile.gif
ინტელექტუალურ სამართალში ამის საწინააღმდეგო არაფერი წერია smile.gif.
მთავარია არ აიღოთ მისი ლოგო და სხვა ატრიბუტები ,დანარჩენი თქვენი საქმეა.
პ.ს თუ მას აქვს საავტორო უფლება აღებული სიტყვა ჯოკერ-ზე და რეესტრშია გატარებული თამაშს იამავე სახელს ვერ დაარქმევთ,თუმცა geojock(er) შეიძლება smile.gif

OFFTOPIC:
იურიდიულზე სწავლა კომპიუტერშიც მადგება givi.gif


Posted by: <T> 12 Sep 2008, 14:24
...........................................................................................

Posted by: აჩრდილი 12 Sep 2008, 14:38
Trader
მე დავიწყე მაგის კეთება, სუფთა ვებ-ზე, ანუ ყველანაირი ჩამოსატვირთი აპლიკაციის გარეშე. ანუ PHP/Mysql/java[ertad]script-ით. ეხლა შეჩერებული მაქვს. თუ გაინტერესებს დამიპიემე და დავილაპარაკოთ.

რაც შეეხება ჯოკრის სათამაშო საიტის კოპირაითს - სასაცილოა ამაზე ლაპარაკი smile.gif

Posted by: Trader 12 Sep 2008, 16:43
სერვერი დაახლოებიტ 22 ცალია ჩემ განკარგულებაში სერვერების პრობლემა არ მაქვს და მაგიტომ ვიძახი ...

Posted by: ეზეკი 12 Sep 2008, 19:17
goshia
QUOTE
ასერომ არამგონია რომ ოფიციალურად აღებული იყოს

არის, არის, ოფიციალურადაც smile.gif ტყუილად არაფერი არ წერია მანდ wink.gif

Posted by: le01993 12 Sep 2008, 22:45
CopyRight არ ნიშნავს იმას რომ მე ეხლა ვერ დავწერ ანალოგიურ რაღაცას. მითუმეტეს უკვე დაწყებული მაქვს Chess Online პროექტი. თან OpenGL ვამუღამებ და ვნახოთ რა გამომივა


QUOTE

მე დავიწყე მაგის კეთება, სუფთა ვებ-ზე, ანუ ყველანაირი ჩამოსატვირთი აპლიკაციის გარეშე. ანუ PHP/Mysql/java[ertad]script-ით.   


მეც მქონდა ეგეთი იდეა

Posted by: Trader 13 Sep 2008, 00:47
და მიახლოებით რა ჯდება თქვენი პროექტები??

Posted by: gion 13 Sep 2008, 08:49
ტრეიდერ, მოკლედ ასე არ გამოვა რა - მე დაგიწერო და მერე შენ რომელიმე სერვერზე მიაბა. სერვერ და კლიენტს აქვთ ტავისი ინფორმაციის გაცვლის პროტოკოლი. შენ უნდა აირჩიო იმ სერვერებიდან ერტერთი მერე პროგრამისტი უნდა დაჯდეს და გაანალიზოს ტრაფიკი ანუ როგორ ხდება ინფორმაციის გამოცვლა და ამის სემდეგ უნდა დაწეროს თავისი პროგრამა რომელიც იგივენაირად ააწყობს მესიჯების გაგზავნას და მიღებას. მარა მარაზმია ეს.
* * *
მე მაგალითად ამ პროექტს კაკ მინიმუმ 20 000$ ნაკლებათ ხელს არ მოვკიდებდი. მარა ეს ნორმალურად თუ გაკეთდა - ვების და დოტნეტის გარეშე - C++. თან ეს ერთი და ორი თვის ბაზარი არაა - 1 წელი მაინც უნდა

Posted by: le01993 14 Sep 2008, 12:41
[Quote] და მიახლოებით რა ჯდება თქვენი პროექტები?? [/Qoute]

10 000$ მომეცი და 3 თვეში ჩაგაბარებ 100% მუშა პროექტს. თუ გინდა სორსსაც მოგცემ smile.gif


Posted by: gion 14 Sep 2008, 12:59
3 დოლარი და 2 კვირა - ვინ უფრო ნაკლები? lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: le01993 14 Sep 2008, 15:01
3 დოლარი თუ 3კ დოლარი?? biggrin.gif ნუ აბნევ ხალხს biggrin.gif


3 დოლარი რა.. ვინდოუსის გადაყენებაში 10 ლარს იღებენ

Posted by: gion 14 Sep 2008, 17:02
არა მე 3 თვეზე ვიკაიფე smile.gif ხალხი ზის და რამოდენიმე წელს ანდომებს კარგ კლიენტ სერვერის დაწერაში - ახლა თუ სამსახური არ გაქ და ამას დაუთმობ მთელ დროს.... მარა 3 თვეში შანსი არაა რა. მაშინ სხვისი სორსი უნდა გადააკეთო.

Posted by: le01993 14 Sep 2008, 17:34
დავაკლავ თავს კაცო... დღეში 15 საათი ვიჯდები
სამსახური კი არა სკოლაში არ ვივლი biggrin.gif

Posted by: Gode 14 Sep 2008, 21:52
მათ გასაგონად, ვინც არ იცის, რას ნიშნავს საავტორო უფლება პროგრამულ პროდუქტზე (და არა საიტზე, როგორც ამ შემთხვევაში რატომღაც ჩათვალეთ smile.gif თუმცა პროსერვისს boom.ge-ზე აქვს საავტორო უფლება და საიტზეც ედოთ ადრე, ასე რომ სიცილი ანეკდოტების განყოფილებაში smile.gif ) საქართველოში სამწუხაროდ პროგრამულ პროდუქტს ვერ დააპატენტებთ, მაგრამ თავისუფლად შეგიძლიათ აიღოთ საავტორო უფლება პროგრამულ პროდუქტზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პროგრამული პროდუქტი წარმოადგენს საავტორო უფლების მფლობელის ინტელექტუალურ საკუთრებას და ნებისმიერ ჭიჭიკო ღობეგლეჯიაშვილს, რომელიც მივა და ამ პროდუქტს გაავრცელებს მისი მფლობელის ნებართვის გარეშე, მფლობელი უჩივლებს და თუ ბრალეულობა დამტკიცდება, საკმაოდ სოლიდურადაც გაწეწავს smile.gif ასე რომ პატივი ეცით ერთმანეთის ინტელექტუალურ საკუთრებას smile.gif

რაც შეეხება იმას, რომ რატომღაც ვიღაცამ ჩათვალა რომ პროგრამის ავტორს საავტორო უფლება აღებული აქვს ზოგადად თამაშ ჯოკერზე, ეგ სასაცილოა smile.gif საავტორო უფლება ვრცელდება კონკრეტულ პროგრამულ პროდუქტზე და არა ზოგადად ჯოკერზე, შესაბამისად ნებისმიერს შეუძლია დაწეროს ახალი, ანალოგიური თამაში, დაარქვას ჯოკერი და აიღოს საიტი myfuckensexyjoker.ge ან რამე მსგავსი. აქ ლაპარაკი იმაზეა, რომ თუ ვთქვათ ვინმე შეეცდება გამოიყენოს ამ კონკრეტული პროგრამის სერვერი და ზედ თავისი კლიენტი მიაბას ავტორის ნებართვის გარეშე, ავტორს სრული იურიდიული და მორალური უფლება აქვს სასამართლოში იჩივლოს smile.gif

P.S. "იცოდე კანონი და იქნები დაცული" gigi.gif

Posted by: Gi0rgius 14 Sep 2008, 22:16
le01993
QUOTE
3 დოლარი თუ 3კ დოლარი??ნუ აბნევ ხალხს

3 დოლარი რა.. ვინდოუსის გადაყენებაში 10 ლარს იღებენ

10 ლარი კიარა 40 როგორც მე ვიცი gigi.gif
Gode
QUOTE
P.S. "იცოდე კანონი და იქნები დაცული"

+1 კანონისდამცველი biggrin.gif

Posted by: gion 14 Sep 2008, 22:54
Gode
myfuckensexyjoker.ge

lol.gif lol.gif lol.gif
მაგაზეა საუბარი ზუსტად...

Posted by: Alecoder 15 Sep 2008, 01:36
და საერთოდაც რა გადაეკიდეთ ამ ჯოკერს ? გაკეთდა უკვე პროექტი და საკმაოდ ნორმალურია...
იმინნა ჯოკერი რო არა გააკეთეთ: სეკა, ბურა, იაპონური ჯოკერი ან ღორობანა biggrin.gif
ათასნაირი იდეის მოფიქრება შეილება, იდეა თუ არ მოდის არაფერიც არ გამოვა ...

Posted by: Scharfschutze 15 Sep 2008, 01:47
დურაკას სერვერი გააკეთეთ რა biggrin.gif

Posted by: CMEPTb 15 Sep 2008, 11:06
Gode
მე როგორც ვიცი და საერთოდ ხდება თუ საავტორო უფლება არის დაცული რამე პროგრამაზე უნდა იყოს მითითებული თვითონ პროგრამაზე და საიტზე საიდანაც მას ქაჩავ და უნდა იყოს მითითებული თუ მომხმარებელს რისი უფლება აქვს ამ პროგრამის გადმოწერის მერე... ხოლო საავტორო უფლება რომ დაიცვა ეგ უკვე სხვა საკითხია რაში წერ, უნდა გამოიყენო შენთვითონვე ლიცენზირებული პროდუქტები

Posted by: Cpp 24 Sep 2008, 09:47
მეკიდე მინდოდა J2ME-სთვის გამეკეთებინა. სევერ-კლიენტიც დაწერილია, Java-C#-ზე. ანუ ისეც და ასეც. დაჟე ჩემ ძმამ Server-Client ტელეფონზე გააკეთა, კონსოლი შექმნა და ჯეოსელის შიდა ქსელში დავუკონექტდით biggrin.gif რამდენიმე წერილით შემოვიფარგლეთ და ეგ იყო.

ახლა ვაპირებთ App სერვერის ფართო ქსელში გაშვებას. რკინიგზა თუ ნებას დაგვრთავს smile.gif

Posted by: ბაბასუ 24 Sep 2008, 13:22
http://www.gammonempire.com/ ამის გაკეთებაზე რას იტყვით? ანალოგიურის გაკეთება შემიძლია ოღონდ შემდეგ მოვლა პატრონობის დრო არმექნება... თან ამით თუ ფულის შოვნას გადაწყვეტ რაც ასეც უნდა მოხდეს ლიცენზია დაჭირდება და როგორც მე წარმომიდგენია ეს აზრს უკარგავს ყველაფერს

Posted by: Trader 29 Sep 2008, 23:30
რამე მსგავსი საიტი არ იცით??? ოღონთ php java mysql - ზე რომ რიმ იყოს? ჯოკერის საიტი??? ( ქართულს არ ვგულისხმობ მსოფლიოში ) smile.gif

Posted by: web_nts 30 Sep 2008, 00:11
ბაბასუ
QUOTE
http://www.gammonempire.com/ ამის გაკეთებაზე რას იტყვით? ანალოგიურის გაკეთება შემიძლია ოღონდ შემდეგ მოვლა პატრონობის დრო არმექნება... თან ამით თუ ფულის შოვნას გადაწყვეტ რაც ასეც უნდა მოხდეს ლიცენზია დაჭირდება და როგორც მე წარმომიდგენია ეს აზრს უკარგავს ყველაფერს

პროგრამა უკვე მზადაა და დომენი უკვე აღებულია ქართული ონლაინ ნარდისთვის wink.gif ჯერჯერობით ტესტირების რეჟიმია... ასე რომ მალე იქნება ქართული ნარდი smile.gif ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის გაეშვება ალბათ...

ეზეკი
მე მგონი ვითამანშრომლებთ ჩვენი საიტებით wink.gif

Posted by: dlevancho 2 Oct 2008, 00:51
3000$ დან 6000 $ მდე,
თავის სერვერით და კლიენტით, როგორც ჯავაში ასევე ფლეშშიც.
თუ დაინტერესდები დამიკავშირდი პმ ით.

Posted by: dato198523 20 Oct 2008, 16:03
ეს ჯოკერი რის გამოყენებით არის შექმნილი? ჯოკ ჯე ს ვგულიხმობ საკმაოდ სიმპატიური თამაში გამოვიდა

Posted by: Jihuanoceno 20 Oct 2008, 17:40
dato198523,

C++ & .NET

Posted by: Andro_forza juve 20 Oct 2008, 17:43
ეხლა გათიშულია სერვერი თუ ჩემტან ურევს ?

--------------------------------------------------------

Posted by: ეზეკი 20 Oct 2008, 20:54
შეცდომაა:
QUOTE
C++ & .NET


სწორია:
QUOTE
C# & .NET




Andro_forza juve
ჩართულია, 700 კაცია ეხლა შემოსული

Posted by: karaoke 23 Oct 2008, 02:39
ეზეკი
QUOTE
შეცდომაა:QUOTEC++ & .NET

დარწმუნებული ხარ?


ვინმეს თუ გისინჯავთ ც++ ზე წერა ფრეიმვორკისთვის?

უძლიერესია. სიმართლე თუ გინდა ც++ იდან კაი პროგრამისტი ცშარფს გამოიყვანს მარტო პრეპროცესორით.
მოკლედ ც შარფის კოდს მიიღებ თუ ფაქტიურად ერტი და იგივე ტექსტის ნაწილს მოაცილებ ც++ მენეჯ კოდს. მოკლედ
ცოტა დამუღამება უნდა თორე შეგიძლია ც++ ზე ისევე მარტივად წერო როგორც ც შარფზე.

მე ც შარფს ვატან ძალას მართალია მაგრამ ყასიდად ც++ მენეჯ კოდსაც გადავხედე და ასე მომეჩვენა.

Posted by: Gode 23 Oct 2008, 10:02
karaoke
QUOTE
დარწმუნებული ხარ?

არა, მეგობარს დაურეკა დახმარებისათვის gigi.gif
იასნია დარწმუნებულია, საკუთარი პროგრამა თუ აღარ იცის კაცმა რა ენაშია დაწერილი, კარგადაა საქმე gigi.gif

Posted by: CMEPTb 23 Oct 2008, 10:08
Gode
biggrin.gif ჩაგეთვალა კაი იყო ისე მართლა კაი თამაშია მომეწონა ნუ თამაში კაი ხანია მომწონს თვითონ პროგრამა კარგადაა გაკეთებული

Posted by: ილონენ 17 Mar 2009, 23:36
jokeri tu ginda shemodi saxeli: magida1 paroli: magida

Posted by: alibaba2008 18 Mar 2009, 01:30
მე შიძლება დავიწყო ამდაგვარი პროექტი მარა ის ჭადრაკი ან რამე მაღალინტელექტუალური იქნება;

Posted by: Rocko 18 Mar 2009, 03:05
QUOTE
ჭადრაკი ან რამე მაღალინტელექტუალური

givi.gif

Posted by: alibaba2008 18 Mar 2009, 11:07
რაო Rocko
QUOTE
მაღალინტელექტუალური
უცნაურად ჭღერს არა? wink.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)