100% გეთანხმები.
მაგრამ როცა მომსახურების სფეროში ხარ - უნდა იცოდე რომ შენი უხეში ხასიათი და პრობლემები სახლში უნდა დატოვო.
არ იციან - იმიტომ რომ არავინ ასწავლით.
აბა, დააყენე თავზე სერიოზული მენეჯმენტი და წნეხში გაატარე - ისე კარგად გაგიღიმებენ - შენი მოწონებული.
მაგრამ ამისათვის შენ, როგორც ბოსი/ბიზნესის მფლობელს უნდა გქონდეს ამისათვის ნიადაგი შექმნილი რომ წნეხის და ტრენინგების შემდეგ შენი მიმტანი არ გაიქცევა. ამისათვის საჭიროა კარგი ხელფასი+კარგი %.
საქართველოში ეს არ არის.
და ხალხს ხალხი ფეხებზე ჰკიხია დიდი ხანია უკვე.(ვგულისხმობ - ტიპებს, მიმტანებს, ''კარგი ხელფასი არ მაქვს და ამიტომ არ გაგიღიმებ, მეტი საქმე არ მაქვს'' - მიდგომა აქვთ. შედეგად - ჩაევიესაც ვერ აკეთებს და მერე უარესად ისტრესება.
ხელფასს კარგს არ გიხდიან,ოკ, საქართველოში ვართ და ყევლგან ასეა. ერთეულებს აქვთ ნორმალური ხელფასი.
და ხელფასიც რომ არ გაქვს ნორმალური, ხომ იცი რომ თიფის გაკეთების შანსი გაქვს.
ხო და გაიღიმე, დაუყვავე, გადაყევი თან კლიენტს და თიფსაც მოგცემს.
მაგრამ ქართველების დიდ ნაწილს უწვალებლად უყვარს ფულის გაკეთება.
დღემდე ვერ ხვდებიან რომ ასე არ გამოდის ფულის გაკეთება.
რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა - ხალხი გაეგოისტდა, გაბოროტდა.
მე, მამაჩემი და ჩემი 1 მამიდა და მისი ოჯახი დავრჩით ისეთივე ალალები როგორიც ვიყავით (ჩემს გარშემო რასაც ვხედავ)
არაჩვეულებრივი მეზობლები მყავდა სადაც გავიზარდე, 14 ოჯახი ისე ვცხოვრობდით როგორც 1 დიდი ოჯახი.
აირია დრო და ვერავის ვეღარ ვცნობ.
სულ სხვა პიროვნებები არიან.
ფსიქოლოგიურად გატყდა ხალხი.
ეს ახალი თაობაც იმ გაბოროტებული და გაეგოისტებული ძველი თაობის შვილები არიან და ასეც გაიზარდნენ/გაზარდეს
პ.ს. მე მაინც არ ვამართლებ არც საქართველოში და არც მის გარეთ - მომსახურე პერსონალი იბღვირებოდეს.
მეც ვმუშაობდი მომსახურების სფეროში წლები, მაგრამ არასოდეს წარბი არ შემიკვრია არანაირი კლიენტისთვის(გინდა დაიჯერე, გინდა - არა).
აქეთ, დაჟე, გაცოფებული კლიენტის დაწყნარების პროფესიონალად ჩამოვყალიბდი.
კლიენტ პაჩწი შტო ვსეგდა პრავ
ამ პრინციპით თუ იმუშავებ ამ სფეროში - გამოგივა ეს საქმე.
თუ არა - ისევ ისე ყანა და ხე დარჩები რაც იყავი საკუთარ ოჯახში
This post has been edited by Miria on 23 Oct 2017, 04:38