გვიყვერ მეგრელებს მრავალფეროვნება და რა ვქნათ...
mdaasკაცს თუ ქვია კიდევ არაუშავს, მაგრამ მე ქალს ვიცნობ (თუ ვიცნობდი?) მაგ სახელით...
LaGatitaახლა რაც შეეხება საქმეს!
სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციასახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის თაობაზე განცხადებისათვის დასართავი საბუთები:
განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი;
განმცხადებლის დაბადების მოწმობა;
განმცხადებლის ქორწინების მოწმობა, თუ განმცხადებელი დაქორწინებულია;
განმცხადებლის არასრულწლოვანი შვილების დაბადების მოწმობები, თუ განმცხადებელს ჰყავს არასრულწლოვანი შვილები;
მშობლის (მშობლების), მშობლის მონაცვლე პირთა წერილობითი თანხმობა განმცხადებლის მიერ სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლაზე _ თუ განმცხადებელი თექვსმეტიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვანია;
თუ განმცხადებელს სურს მიიღოს ფაქტობრივი აღმზრდელის ან თავისი პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარი, შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი საბუთები;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ნასამართლობის შესახებ;
სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი - 50 ლარი.
მოწმობა გაიცემა სახელის, მამის სახელისა და გვარის შეცვლის აქტის რეგისტრაციისთანავე. განცხადება სახელის, მამის სახელისა და გვარის შეცვლის შესახებ შეტანილ უნდა იქნეს განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურში. სახელის, მამის სახელისა და გვარის შეცვლის შესახებ განცხადებისა და თანდართული საბუთების განხილვის, სახელის, მამის სახელისა და გვარის შეცვლის თაობაზე დასკვნის შედგენის ვადა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურისათვის შეადგენს 1 თვეს, ხოლო ტერიტორიული სამსახურის მიერ შედგენილ დასკვნას სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელი ამტკიცებს 1 თვის ვადაში.
(წყარო: სამოქალაქო რეესტრი -
http://www.cra.gov.ge/index.php?m=40 )
ისე, ყველაზე მაგარი მამის სახელისშეცვლაა...
This post has been edited by LeGo on 16 Mar 2008, 02:35