Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მშობლების კლუბი > ინ ვიტრო განაყოფიერება XV


Posted by: iratta_26 26 Jun 2017, 17:22
https://forum.ge/?f=97&showtopic=34952341&st=0
წინა თემის ლინკი. ამ თემაში უარყოფითი ხეგე აღარ ყოფილიყოს smile.gif

Posted by: nino84 26 Jun 2017, 17:46
ბედნიერი თემა ყოფილიყოს, მალე გადავბარგებულიყავით ყველანი მომავლებში

Posted by: natia8@ 26 Jun 2017, 17:55
გოგოებო ნანემსარზე რა წავისვა? დამიწითლდა და მისივდება.აღარ მახსოვს ადრე რას ვისმევდი ხოლმე.
* * *
iratta_26
იმედია ხვალ დადებითი ხეგეთი მოვალ :-)

Posted by: iratta_26 26 Jun 2017, 18:05
natia8@
იმედია smile.gif გაგვახარე.
ფრაქიპარინის ნანემსარზე ამბობ? მგონი არაფერი უნდა, თავისით გაივლის.. ზუსტად არ მახსოვს ისე.

Posted by: natia8@ 26 Jun 2017, 18:18
iratta_26
ფრაქსიპარინის არა,პროგესტერონის.

Posted by: iratta_26 26 Jun 2017, 18:20
natia8@
თბილ სათბურს არ იდებ გაკეთების მერე?

Posted by: nefertiti987 26 Jun 2017, 18:43
Mrs Raycher
რენტგენზე გითხრეს თუ ეხოსკოპიაზე? ანუ შენ გაფართოებული არ გქონია. შეხორცებულში ბოლოების შეხორცებას გულისხმობენ ნეტა თუ მთელ სიგრძეზეაო მილები შეწებებული?

Posted by: natia8@ 26 Jun 2017, 18:49

iratta_26
არა არ ვიდებდი თბილებს კი მაქვს ცუდ დღეში.დღეს სად გავიკეთებ აღარ ვიცი უკვე :-(

Posted by: iratta_26 26 Jun 2017, 19:08
natia8@
არაუშავს, ახლა დაიდე ძველ ნანემსრებზე და დაიშლება. მე რამოდენიმეჯერ დამეზარა და დილით დამხვდა ისე როგორც ჩავიდა წამალი არც გაუწოვია. მაგრამ მერე თბილის დადებამ მიშველა.

Posted by: kekuna78 26 Jun 2017, 19:16
iratta_26
უი არც მე არ ვიდებ თბილს? აუცილებელიაა? ნანემსრები ისე მშვენივრად მაქვს არც მეტყობა

Posted by: iratta_26 26 Jun 2017, 19:18
kekuna78
სიმაგრეები თუ არ გაქვს არაა საჭირო. მე რომ არ დავიდე დამრჩა თხილისხელა სიმაგრეები და მერე კი დაიშალა, მაგრამ მექავებოდა დაშლამდე ძალიან.

Posted by: Anukia198889 26 Jun 2017, 21:00
გოგოებოო ერთს გასწავლით პოგესტერონზე. თბილსაც ვიდებ მაგრამ მეორე დღეს სულ გამაგრებული მქონდა და მტკიოდა. მთელი ღამით ვიჩერებ მთლიან დუნდულზე პოლიეთილენის პარკს. დილამდე ის ჩაახურებს და დილით სიმაგრის ნასახი აღარ მხვდება. ასე ვაკეთებ და დავისვენე რამდენი დღე უკვე.

Posted by: iratta_26 26 Jun 2017, 21:40
Anukia198889
უი ახლა გამახსენდა შენ რომ დაწერე smile.gif 2 გრამზე რომ გადავედი მაშინ გამიმაგრდა კიდევ და სპირტიანი პარკი მქონდა მთელი ღამით, ეგეც კარგია.

Posted by: Anukia198889 26 Jun 2017, 21:50
iratta_26
მე სპირტიანმა პარკმა ძაან გამიხურა და მტკიოდა კანი. შემეშინდა არ დამწვას მეთქი. ისე პარკმაც მიშველა და არც დისკომფორტი მქონია

Posted by: natia8@ 26 Jun 2017, 22:09
Anukia198889
iratta_26
უი რა კარგი გამახსენეთ,თქვენ გაიხარეთ :-) მეც მაგას ვიდებდი.აბა 4 თვე ვიკეთებდი და რა გაუძლებდა.ვეღარ გავიხსენე რას ვაკეთებდი :-)

Posted by: Mrs Raycher 27 Jun 2017, 09:38
nefertiti987


არა, მე მითხრეს რომ მთლიანი მილები იყო შეხორცებული. ანუ შანსი არ მქონდა ლაპარასკოპიაც რომ გამეკეთებინა, იმდენად იყო შეხორცებული ეშველებოდა თუ არა არ იცოდნენ.

მაგრამ ასე უცებ რამ გახსნა ესე მილები არ ვიცი biggrin.gif

Posted by: nincka1987 27 Jun 2017, 10:30
დილა მშვიდობის გოგოებო,მოკლედ ახალი სატკივარი გამიჩნდა,წუხელ დამეწყო ქავილი საშინელი ბეჭებზე და მერე ალაგ-ალაგ სხვა მიდამოებში.ჭინჭარი რო დაგსუსხავს ეგრე მაქვს ეხლა.აზრზე არ ვარ რას შეიძლება გამოეწვია.მედიკამენტებს,საკვებს თუ მწერებს.ეხლა ჩავაბარე სისხლის საერთო ინვიტროში.ყველაფერი მე როგორ უნდა დამემართოს რაა.არასოდეს ალერგიული არ ვყოფიოვარ

Posted by: tammmta1 27 Jun 2017, 10:34
nincka1987
გადაიტანე ემბრიონები უკვე?

Posted by: nincka1987 27 Jun 2017, 10:58
tammmta1
კიი პარასკევს მქონდა გადატანა,ეხლა რამე არ მოხდეს მეშინია.რას უნდა გამოეწვია ნეტა? წამლებს რამდენი ხანია ვიღებ და არ გამოუწვევია ასეთი რაღაც,საკვები ისეთი არაფერი მიჭამია და მწერი რომ ყოფილიყო რამე ჯერ ერთი ბადე მაქვს ფანჯარაზე და მეორე კოღოები მაინცდამაინც არ მეკარებიან.წეღან ანალიზი რო ავიღე პროგესტერონი იცის ეგრეო მაგრამ რამდენი ხანია ვიკეთებ და არ ყოფილა ასეთი შემთხვევა

Posted by: tammmta1 27 Jun 2017, 11:01
nincka1987
არა უშავს, შეიძლება რაღაც უმნიშვნელო ალერგიაა, რომელიც ამ კონკრეტულ პერიოდში გამოვლინდა. როდის აბარებ ხეგეს?

Posted by: Anukia198889 27 Jun 2017, 11:54
გოგოებოო არ დამტოვოთ კომენტარის გარეშე თუ იცით რამე ან გაგიგიათ. გუშინ ეხოზე დავინახე ჩემი ერთი წერტილი. ექოსკოპისტს რომ ვუთხარი ორი გადავიტანე თქო მეორე ეძება და არ არის მეორეე. თუმცა მილში რომ იყოს ცოტა გვიან გამოჩნდებაო. ვნერვიულობ აუცილებელია მილში წასულიყო? ან თუ მილში არ არის გაიწოვა თუ სად წავიდა?

Posted by: Batakeke 27 Jun 2017, 11:58
Anukia198889
ორი მქონდა გადატანილი და ერთი მიემაგრა.

Posted by: Anukia198889 27 Jun 2017, 12:00
Batakeke
და მეორეთი არ დაინტერესებულან მილში ხო არააო? დამაიზმენა იმ ეხოსკოპისტმა. მილშინრომ იყოს ახლა ტკივილი ან რამე მექნებოდა ალბათ.

Posted by: Batakeke 27 Jun 2017, 12:04
Anukia198889
არა. არ უთქვიათ არაფერი. კარგად დაატვალიერა და ართიაო თქვა. არც მე მიკითხია. რამდენიც გინდა იმდენი შემთხვევაა რომ ორი გადააქვტ და ერთი ემაგრება

Posted by: oo la la 27 Jun 2017, 12:05
Anukia198889
რავი მგონია რომ ტყუილად შეგაშინა smile.gif
მე არ გამიგია ისეთი შემთხვევა ერთი მიემაგროს და ერთი მილში გაიჭედოს,
3 მქონდა გადატანილი აქედან 1 მიემაგრა 2 ალბათ გამოვიდა უკან რავიცი smile.gif

Posted by: Anukia198889 27 Jun 2017, 12:05
Batakeke
მადლობა ჩემო კარგო. გაგახაროს ღმერთმა ძალიან მალე :*

Posted by: Batakeke 27 Jun 2017, 12:08
Anukia198889
ბედნიერი ცხრა თვე. როდის დაგიბარეს მომდევნო ექოზე?

Posted by: Anukia198889 27 Jun 2017, 12:09
oo la la
შენ გაიხარე რაა. ეს ფორუმი რომ არ იყოს რა მეშველებოდა. გავათენე გუშინ ფიქრით დამეპოსტა დროზე ნეტა.
* * *
Batakeke
მადლიბა დიდი. ღვთის წყალიობით. ერთ კვირაში გულის ცემაზე. მაგრამ თამთამ მითხრა ჩვენთან მოდიო ყველაფერს ხეცურიანი კარგად დაათვალიერებსო. მერე დავწყნარდები უფრო.

Posted by: jasmin11 27 Jun 2017, 12:20
გოგოებო, ვინმეს აგვისტოში ხომ არ დაგიგემიათ ინ ვიტრო ? ძალიან თავისუფალი აგვისტო მაქვს სამსახურში და შვებულებასაც მივაბავდი ((((( ხო არ იცით როგორ არიან ხოლმე აგვისტოს თვეში ინოვაში .... ,

Posted by: mariami17 27 Jun 2017, 12:21
Anukia198889
არ ინერვიულო. ერთი მიემაგრა და მთავარი ეგაა.
8 ლვირაზე დაგიბარებენ კიდევ ეხოზე. 6 კვირაზე მხოლოდ გულის ცემას მოისმენენ

Posted by: Anukia198889 27 Jun 2017, 12:26
mariami17
მე ექვს კვირაზეც ეხო მომიწევს. თამთამ არ ენდო როგორც ჩანს ბათუმის ეხოს და გადამოწმება მომთხოვა. ნერე კიდე რვაზე და მერე როდის უწევს? მადლობა ჩემო კარგო

Posted by: oo la la 27 Jun 2017, 12:39
QUOTE
ნერე კიდე რვაზე და მერე როდის უწევს?


მე 12-13 კვირაზე, კისრის ნაოჭები და გენეტიკური ანალიზი,
მე ესე გამიკეთეს,

Posted by: mariami17 27 Jun 2017, 12:40
Anukia198889
მერე 12ზე აუცილებელია

Posted by: natia8@ 27 Jun 2017, 12:57
ხეგე-250 ვერ ვმალავ ემოციებს :-)

Posted by: Tamara1988 27 Jun 2017, 13:00
natia8@
გილოცააააააავ.რა მაგარიააააააა. ეჭვიც არ მეპარებოდა მე შენს დადებითშიი :*

Posted by: tammmta1 27 Jun 2017, 13:02
Anukia198889
ისე ყველაზე ინფორმატიული და მნიშვნელოვანი 12-13 კვირის ეხოა და თუ ამხელა გზიდან უნდა ჩამოხვიდე არ ჯობს რომ მაშინ ჩამოხვიდე?

Posted by: Batakeke 27 Jun 2017, 13:07
natia8@
გილოცავ. მშვიდობიანი 9 თვე

Posted by: tammmta1 27 Jun 2017, 13:17
natia8@
უიიი, გილოცაააავ bis.gif bis.gif კიდევ ერთი ბარტყიიიი 2kiss.gif

Posted by: იათო 27 Jun 2017, 13:18
natia8@
გილოცაავ :* მშვიდობიან 9 თვეს გისურვებ

Posted by: Anukia198889 27 Jun 2017, 13:19
tammmta1
tammmta1
მერეც ჩამოვალ და ეხლაც. მერე უფრო საშიში არ იქნება მგონია თქო. ეხლა ცოტა მეშინია ხუთი საათი ჯდომის და წელის მტკივდება ჯდომაში. მერე კიდე უკან დაბრუნდი ხუთი საათი ისევ იმგზავრე. გუშინ სამი საათი ეხოს ველოდე ვიჯექი და მუცელშიც ჩამაწვა ტკივილმა.
* * *
natia8@
გილოცაავ ძალიან გამახარე. ისე მშვიდათ იყავი ეს დღეები რომ დარწმუნებული ვიყავი ტესტი გქონდა გაკეთებული და ნეტარებაში იყავი smile.gif smile.gif ბედნიერი ცხრა თვე აბა. თებერვალში უნდა გავაგოროთ პატარები smile.gif

Posted by: m.i 27 Jun 2017, 13:25
natia8@
გილოცავ ბედნიერ დედობას გისურვებ

Posted by: tammmta1 27 Jun 2017, 13:25
Anukia198889
ხოდა მაგას ვამბობ, მგზავრობა არაა სასურველი მაგ დროს და რეალურად იმას გეტყვიან რომ ნაყოფის გულისცემა ისინჯება და ყველაფერი რიგზეა. მაგას ბათუმშიც გეტყვის ნებისმიერი ეხოსკოპისტი. დაელაპარაკე მაინც ექიმს მეშინია ამხელა გზაზე წინ და უკან სიარული და 12 კვირაზე რომ ჩამოვიდე პრობლემა ხო არ იქნება-თქო. ქეთის კითხე. მე მთელი ცხრა თვე პრობლემ არ მქონია, მაგრამ ქუთაისშიც კი არ გამიშვეს, რიკოთზე წნევის ცვალებადობამ ცუდად არ იმოქმედოსო

Posted by: Anukia198889 27 Jun 2017, 13:28
tammmta1
ვუთხარი ქეთის და სასურველია ჩამოხვიდეო. თამთამაც კარგი იქნება ხეცურიანი თუ ნახავსო. ეჭვი ხომ არ ეპარებათ რამე ემბრიონში თქო მაგასაც ვეჭვობ უკვე. გულის ცემა მოვისმინო და მგონი არც ჩავალ.

Posted by: iratta_26 27 Jun 2017, 13:35
Anukia198889
მეორე არსად არ გამოდის, გაიწოვება ორგანიზმში. ტყუილად შეგაშინა მაგან რა.

Posted by: jasmin11 27 Jun 2017, 13:40
natia8@
ნათიიი, გილოცავ!!!! სუპერ ამბავი გაქვს <3

Posted by: iratta_26 27 Jun 2017, 13:40
natia8@
რა კარგიააა, გილოცავ jump.gif jump.gif

Posted by: jasmin11 27 Jun 2017, 13:45
კიდე რა მაინტერესებს გოგოებო, გადატანის მერე ის 10 დღე სანამ ხეგეზე მიხვედით, რამე რეკომენდაციები იყო ? მაგალითად სასურველია წოლა, ან რამე მსგავსი იქნებ მომიყვეთ რა smile.gif

Posted by: oo la la 27 Jun 2017, 13:58
QUOTE
ხეგე-250 ვერ ვმალავ ემოციებს :-)


გილოცაავ!!!

თუ სწორედ მახსოვს მეორე ორსულობაა ხომ? პირველი ხომ გყავს? მახსოვს ერთდროულად ვიყავით ორსულად (თუ მეშლება უზერი მაპატიე smile.gif )

Posted by: sesilia28 27 Jun 2017, 14:48
natia8@
გილოცაააააააააავ :*

Posted by: gogola 12 27 Jun 2017, 14:51
natia8@
რა კარგია ,გილოცავ ! უფროსი რამხელა გყავს ?
მეც რომ მყავდეს ემბრიონები მეც წავიდოდი მეორეზე smile.gif

Posted by: natia8@ 27 Jun 2017, 14:57
jasmin11
m.i
იათო
tammmta1
Batakeke
Tamara1988
oo la la
[b]iratta_26[/b
დიდი მადლობა გოგოებო.მეორე ორსულობაა ჩემი. ღმერთმა მეორედ მაჩუქა ეს ბედნიერება. პირველი მყავს 1,5 წლის. ძალიან მტკივნეული გზა მაქვს გავლილი ამისთვის.5 ცდა და 2 შედეგი. ღმერთმა ყველა ბედნიერი დედა გავხადოთ. გადატანის მეორე დღიდან გულის ფრიალი და აჩქარება დამეწყო.ხოლო მეექვსე დღეს გულის რევის შეგრძნება.წამლრბს ვაბრალებ დიდი.ქეთის ვკითხე და მითხრა გაიკეთე ტესტიო.8 დღეს გავიკეთე ტესტი და უარყოფითი აჩვენა.ეჭვით ვფიქრობდი რომ ორსულობა იყო.პირველ ორსულობაზე ცხვირის სიმშრალე დამეწყო ოღონდ უფრო გვიან ვადაზე.ცოტა ეგ მაეჭვებდა.მეტი ტესტი აღარ მიცდია და დღეს პირდაპირ ხეგეზე მივედი.ძალიან ძლიერია ქეთი და ღმერთმა მისცეს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე რომ ბევრი ჩემნაირი გახარებული ყავდეს.ყველასთან მოვა გაზაფხული :-*
* * *
sesilia28 დიდი მადლობა
gogola 12
დიდი მადლობა ჩემო კარგო.შენ დიდი წვლილი მიგიძღვის რომ ქეთის პაციენტი გავხდი და ახლა ძალიან ბედნიერი ვარ :-*

Posted by: nino84 27 Jun 2017, 15:06
Anukia198889
უბრალოდ ერთი მიემაგრა, ნუ ნერვიულობ
* * *
natia8@
გილოცავ, ბედნიერი და უპრობლემო 9 თვე

Posted by: jasmin11 27 Jun 2017, 15:12
natia8@
ვაიმე 5 ცდა რა ყოჩაღი ხარ !!! დატკბი შენი კუსკუსებით ეხლა, !! <3

Posted by: natia8@ 27 Jun 2017, 15:23
nino84
jasmin11
დიდი მადლობა გოგოებო :-*

Posted by: nino84 27 Jun 2017, 15:33
natia8@
ხუთივე გადატანა ქეთისთან გქონდა?

Posted by: rosonera 27 Jun 2017, 15:46
natia8@
როგორ გამეხარდა jump.gif jump.gif გილოცავ, ღმერთმა ბედნიერი დედა გამყოფოს, შენ ამას ნამდვილად იმსახურებ.

Posted by: takotatuli1989 27 Jun 2017, 15:57
natia8@
ძალიან გამიხარდა შენი ამბავი... მშვიდობით გაგევლოს 9 თვე და ჩაგეხუტებინოს ჯანმრთელი ბაოო..

Posted by: natia8@ 27 Jun 2017, 16:05
nino84
rosonera
takotatuli1989
მადლობა გოგოებო. ბოლო სამი გადატანა მქონდა ქეთისთან.აქედან პირველი და მესამე დადებითი პასუხით :-)

Posted by: tin10nio 27 Jun 2017, 16:07
ხელ. განაყოფიერებასა და ინვიტროს შორის რა განსხვავებაა გოგონებო ?

natia8@
გილოცაავთ <3

ქეთის გვაარიც რომ მითხრათ მეგობრებო ? კონსულთაცია რა ჯდება კიდევ ?
მეგობრისთვის მინდა ,მადლობა

Posted by: natushkebi78 27 Jun 2017, 16:16
natia8@
გილოცავ, როგორი დადებითი და მშვიდი აურა გაქვს, რომ ვკითხულობ შენს ნაწერს იმედი მომეცემა ხოლმე, მშვიდობიანი 9 თვე გქონოდეეს smile.gif

Posted by: natia8@ 27 Jun 2017, 16:17
tin10nio დიდი მადლობა.განსხვავება არაფერი.ერთიდაიგივეა. ქეთი ოსიძე.კლინიკა ონოვაშია.

Posted by: oo la la 27 Jun 2017, 16:18
QUOTE
ხელ. განაყოფიერებასა და ინვიტროს შორის რა განსხვავებაა გოგონებო ?


არაფერი smile.gif

Posted by: anamaria75 27 Jun 2017, 16:20
natia8@
გილოცავ,ბედნიერი დედა იყავი.....

Posted by: kristi16 27 Jun 2017, 16:24
natia8@
გილოცააავ ბედნიერი და უპრობლემო 9 თვეე :*

Posted by: iratta_26 27 Jun 2017, 16:30
tin10nio
ერთიდაიგივეა ორივე smile.gif ქეთი ოსიძე არის ონოვაში. კონს. ღირს პირველადი 70 ლარი, ამაში შედის ეხოც. მიმდინარე ღირს 40, ეხო ამ თანხაშიც შედის.

Posted by: tin10nio 27 Jun 2017, 16:49
natia8@
oo la la
iratta_26
მადლობაა დიდი..

Posted by: nino84 27 Jun 2017, 16:56
natia8@
როგორ დამაიმედე, მეხუთე გადატანა მიწევს და ვნერვიულობ, ნუ ქეთისთან პირველი.

Posted by: ketketa210 27 Jun 2017, 17:05
natia8@
გილოცავ!! მშვიდობიან 9 თვეს გისურვებ bis.gif bis.gif

Posted by: ketket123 27 Jun 2017, 17:16
natia8@
გილოცავ , მშვიდობიანი და ბედნიერი ორსულობა :*
გოგოებო ტევაგრასტიმი მერამდენე დღეს კეთდება?

Posted by: BA84 27 Jun 2017, 17:51
natia8@
რა მაგარიააა, გილოცავ, მშვიდობიანი ორსულობა. ბედნიერი დედა ყოფილიყავი :* იმსახურებ ნამდვილად!

ძლიერი გოგო ხარ !!!

იათო
არ იყო ეგრე რაა. მეც ერთი სუსტი ემბრიონი მყავს, მაგრამ არ ვაპირებ მხოლოდ იმ ერთის გადასმას, აზრი არ აქვს ალბათ. გადატანის დღიდან უიმედოდ უნდა ვიყო და მერე კიდე იმ საშინელი დღეების გადატანა აღარ მინდა, მეოთხედ. ხოდა ერთად დავიწყოთ სექტემბრიდან ახალი შემართებით.

Posted by: natia8@ 27 Jun 2017, 18:35
nino84
ნუ ნერვიულობ.ყველაფერი კარგად გექნება.მთავარია შენ იყო დარწმუნებული მაგაში. anamaria75
kristi16
ketketa210
ketket123
BA84
დიდი მადლობა გოგოებო.ყველას გაგოგეცადოთ ის განცდა რაც ახლა მე მაქვს.ღმერთი მოწყალეა.არავის არ დატოვებს შვილის გარეშე.

Posted by: Lemon Curd 27 Jun 2017, 21:22
natia8@
აუ რა მაგარია! გილოცავ, სულ ასეთი გახარებული იყავი

Posted by: gogola 12 27 Jun 2017, 21:38
natia8@
QUOTE

დიდი მადლობა ჩემო კარგო.შენ დიდი წვლილი მიგიძღვის რომ ქეთის პაციენტი გავხდი და ახლა ძალიან ბედნიერი ვარ :-*

ძალიან მიხარია , წინ გაქვს კიდევ ბევრი ბედნიერი დღე <3 <3 <3

Posted by: mariami17 27 Jun 2017, 22:45
გოგოებო ოქსიპროგესტერონი 12.5 % იანი ნემსი დამინიშნა კვირაში ერთხელ და მეთიპრედი მოხსნა ქეთიმ. გაგიკეთებიათ?

ხეცურიანმა მაგრად მეღადავა ჯერ 2 ბიჭი მითხრა 12 კვირაზე ეხლა 16 ზე ორი გოგო.
თან ჯიუტები გყვანანო. ამიტრუალებულები არიან ორივე

Posted by: ninucela84 28 Jun 2017, 00:34
nino84
ადრე ვისი პაციენტი იყავი?? თუ საიდუმლო არ არის

Posted by: mariami17 28 Jun 2017, 07:26
გოგოებო მარჯვენა ფეხი ღამე ძილში ისე მიკავდება ტკივილი მაღვიძებს. სანამ არ ავდგები და გავივლი არ გადის და დამავიწყდა ქეთისთვის მეთქვა.
მაგნიუმი ოდნავ ზღვარს ქვემოთაა და გამიორმაგა დოზა ნეტა მიშველის? თუ მივწერო?

Posted by: Anukia198889 28 Jun 2017, 08:01
mariami17
მაარ მომავლებში რომ დაპოსტო იქ უფრო გამოცდილები არიან და დაგეხმარებიან. მე ეს ვიპოვე ეხლა და თუ გამოგადგება. ისე სცოდნია ფეხის და კუნთების გაკავება ნაკლებობას.


მაგნიუმით მდიდარი პროდუქტებია:

შავი შოკოლადი;
ავოკადო;
ბანანი;
ისპანახი;
გოგრის თესლი;
ნუში;
ლობიო;
ლეღვი

Posted by: kristi16 28 Jun 2017, 08:09
mariami17
კოაგულოგრამა როდის გადაიმოწმე?? ეგ ყოველი შემთხვევისთვის და ზოგადად ყველა ანალიზი ნორმაში მაქვს და მემართება სულ . არაფერია იცის რომ გაგეკვანძება ან იატაკზე დადე ფეხი ან თითები სახისკენ წამოწიე უცებ გაგივლის.. ღამე რო გამეკვანძება ზომბივით ვარ უკვე ეგრევე ფეხს იატაკზე ვდგავ ))

Posted by: nino84 28 Jun 2017, 08:22
ninucela84
რეპროარტში მაია ჯანელიძის, ოთხი გადატანა მქონდა და არცერთი არ მიმაგრდა

Posted by: nikolsona 28 Jun 2017, 09:07
mariami17
QUOTE
გოგოებო ოქსიპროგესტერონი 12.5 % იანი ნემსი დამინიშნა კვირაში ერთხელ და მეთიპრედი მოხსნა ქეთიმ. გაგიკეთებიათ?

ეს ოქსიპროგესტერონის ნემსი მეტიპრედს ცვლის და მასზე ძლიერია? თუ რისთვის დაგინიშნა?

Posted by: mariami17 28 Jun 2017, 09:33
nikolsona
მეთიპრედი მოვხსნათო და კვირაში ერთხელ ეს ნემსი გავიკეთოთო 10 კვირაო. თან ტონუსსაც მოგიხსნისო

Posted by: nikolsona 28 Jun 2017, 09:39
mariami17
რამდენი გაქვს 17 ოჰპ ? ორსულად ხარ? რამდენი კვირის?
ბევრი კარგი წამიკითხავს ინგლისურ ენოვან საიტებზე ამ ნემსის შესახებ
გოგოებო ვინც დაორსულდით სანამ მე აქ არ შემოვსულვარ, გილოცააააააააააააააააააააავთთთთ


Posted by: mariami17 28 Jun 2017, 09:41
kristi16
დღეს იქნება პასუხი და ნათიას უნდა დავურეკო. ხერხემლის თიაქარი მაქვს თან და სულ მეშინია ტკივილები არ დამწყოს. მთელი შემოდგომა ვკვდებოდი ისეთი ტკივილი აქვს

Posted by: jasmin11 28 Jun 2017, 09:43
nino84
და რისი ბრალი იყოვო რას გეუბნებოდნენ ? კმაყოფილი იყავი ისე ზოგადად ჯანელიძის ?

Posted by: mariami17 28 Jun 2017, 09:48
nikolsona
ეხლა 17 კვირაში ვარ. 12 კვირაზე 17 ოჰპ მქონდა 3.49. გუშინ არ უთქვამს გადავამოწმოთო

Posted by: Tamara1988 28 Jun 2017, 10:12
mariami17
მარიამ სულ რამდენჯერ გაიკეთე 17ოჰპ ანალიზი? მე 4კვირაზე ჩავაბარე და ნორმაში მქონდა კიდე როდის უნდა გადავამოწმო თუ გახსოვს.? მადლობა იმ დღეს პირადში რომ მომწერე მართლა ძაან დამეხმარე :* :* :*

Posted by: nikolsona 28 Jun 2017, 10:26
mariami17
არაჩვეულებრივი მაჩვენებელია!!!! Tamara1988
მე ორსულობაში 10 დღეში ერთხელ მთხოვდა ამ ანალიზსს, მაგრამ მე მაღალი მქონდა , საუკეთესო შემთხვევაში 8-11 მქონდა. ისე უფრო მაღალი (((( ვერაფრით ვერ დამიგდო მეტიპრედმა. შეიძლება დოზა მეტი იყო საჭირო. ეჰჰ

Posted by: nino84 28 Jun 2017, 10:38
jasmin11
მიზეზს ვერ მეუბნებოდნენ, ზოგადად უკმაყოფილო არ ვიყავი, მაგრამ მთავარია რაც იყო შედეგი ვერ მივიღე. ეხლა მე როგორც ვიცი აღარ აკეთებს ინვიტროს და სხვა კლინიკაშია ვაჟაზე.

Posted by: Tamara1988 28 Jun 2017, 10:54
nino84
კი ისევ აკეთებს. შარშან ამ დროს მისი პაციენტი ვიყავი, ინვიტრო მასთან უნდა გამეკეთებინა და მითხრა ზოგჯერ რეპროარტში დაგიბარებ საჭიროების მიხედვითო. ვაჟაზე IQ კლინიკა გახსნა საკუთარი. როგორც ექიმი და პიროვნება მეც ძალიან მიყვარს.
nikolsona
მადლობააა :* მიუხედავად იმისა რომ ნორმაში მაქვს მაინც მეშინია ამ ანალიზის.

Posted by: anamaria75 28 Jun 2017, 10:59
გოგოებო ქეთიმ ეს ანალიზები RPR,HCV,HBsAg,HIV 1/2 თქვენს მეუღლეებსაც დაუნიშნა ინ ვიტროს წინ ,თუ მარტო ჩემსას? აუცილებელია ნეტა
aba.gif

Posted by: katerina28 28 Jun 2017, 11:07
natia8@
გილოცავ, ბედნიერი დედიკო ყოფილიყავი :*

Posted by: Tamara1988 28 Jun 2017, 11:09
anamaria75
კი ყველას სთხოვს მაგ ანალიზებს smile.gif) და ნამდვილად აუცილებელიაა smile.gif)))

Posted by: nino84 28 Jun 2017, 11:14
Tamara1988
გაიკეთე მაინც მაიასთან? გამოგივიდა?

Posted by: Tamara1988 28 Jun 2017, 11:21
nino84
მიუხედავად იმისა რომ უკვე შეთანხმებულები ვიყავით მაიასთან ყველაფერზე ბოლო წუთას გადავიფიქრე და ქეთისთან წავედიი smile.gif და მადლობა ღმერთს რომ ქეთისთან მივედი. smile.gif)))

Posted by: nino84 28 Jun 2017, 11:30
Tamara1988
სწორი გადაწყვეტილება მიგიღია, ისე ვნანობ რომ ორივე სტიმულაცია რეპროარტში გავიკეთე, მაშინ სამწუხაროდ ქეთის შესახებ არაფერი ვიცოდი. ქეთისთან რამდენი ცდა გქონდა? დადგა ორსულობა?

Posted by: mariami17 28 Jun 2017, 11:32
Tamara1988
თუ სწორად მახსოვს მე 8 და 12 კვირაზე ჩამაბარებინა.
იმდენი ხალხი ყავდათ გუშინ და ისე დავიღალე ვერ ვკითხე რაც მინდოდა. 12 ზე მისული 5 ზე წავედი

Posted by: Tamara1988 28 Jun 2017, 11:39
nino84
პირველივე ცდაზე გამომივიდა ქეთისთან. ქეთი ამ ფორუმის მეშვეობით ვიპოვე. ყველა მის ქებაში იყო და ასე გადავწყვიტე მასთან მისვლა. მაია მართლა მაგარი პიროვნებაა დიდ პატივს ვცემ მაგრამ ქეთისნაირი გამოცდილება არ აქვს და ვერ ვენდე.

Posted by: nino84 28 Jun 2017, 11:52
Tamara1988
მართალი ხარ, ძალიან ვენდობი ქეთის და იმედი მაქვს მეც პირველივე ცდაზე გამიმართლებს.

Posted by: takotatuli1989 28 Jun 2017, 11:57
nikolsona
გოგო გამიხარდა შენი გამოჩენა... რამე ხო არ მოიფიქრე?

Posted by: jasmin11 28 Jun 2017, 11:59
nino84
როდის იკეთებ ნინო ?

ივლისში მინდა მეც დაწყება , თამთას ველაპრაკე და ციკლის მე-2 მესამე დღეს მოდითო და რა მელოდება იქნებ მომიყვეთ მირჩიოთ რა ორი სიტყვით ვინმემ... ვინც გამოიარეთ უკვე ? :/ სტიმულაციას რომ იკეთებთ იმავე თვეში გადატანა არ ხდება ხო ? ანუ აუცილებლად მინიმუმ 1 ციკლს ვასვენებთ ორგანიზმს ალბათ ?

Posted by: kekuna78 28 Jun 2017, 12:07
გოგოებო გადატანის მერე სიმპტომები და ცვლილებები რომელი დღიდან დაგეწყოთ?

Posted by: nino84 28 Jun 2017, 12:08
jasmin11
გააჩნია, ზოგჯერ იმავე ციკლში გადააქვთ. მე იანვარში მქონდა პუნქცია, ოღონდ იმავე თვეში არ გადამიტანა ჰიპერსტიმულაციის შეეშიბდა. შემდეგ გლანდები ამოვიჭერი, და გამეწელა დრო. ეხლა კონტრაცეპტივი მაქცს ათი დღე დანიშნული, და რომ მომივა მეორე დღეს უნდა მივიდე. სკრეჩინგს აკეთებენ მეორე დღეს, მიმაგრებას უწყობსო ხელს. სტიმულაცია ინდივიდუალურია ჩემი დაახლოებით 9 დღე გაგრძელდა როგორ მახსოვს. ანალიზებზე გაგიშვებს სტიმულაციის დაწყებამდე, მე ფოლიუმს დ3 ფორტეს და ელ თიროქსინს ვსვავ რამის ერთი წელია ქეთის დანიშნულებით.

Posted by: jasmin11 28 Jun 2017, 12:10
nino84

მეც თამთას დანიშნულ ფოლიუმს, დ3-ს და მეთიპრედს... მე-16 დღიდან დიუფასტონს... აჰა, ანუ ხანდახან იმავე თვეშიც ხდება გადატანა, ეგ მშვენიერია. უი, კონტრაცეპტივი რისთვის ? ხოდა ეს სკრეჩნგიც ვერ გავიგე კიდე რა არის, (მილიონი კითხვა მაქვს smile.gif)))))))))

Posted by: tammmta1 28 Jun 2017, 12:12
jasmin11
სქრეჩინგის დროს საშვილოსნოს კედელს კაწრავენ, რომ ემბრიონი უკეთ მიემაგროს

Posted by: jasmin11 28 Jun 2017, 12:13
tammmta1
საერთო ნარკოზით ალბათ ხო ?

Posted by: Tamara1988 28 Jun 2017, 12:20
kekuna78
მესამე დღეს შევამჩნიე რომ მძიმედ ვსუნთქავდი სხვა მე არაფერი მიგრძვნია საერთოდ, და არც ამისთვის მიმიქცევია ყურადღება მეგონა ნერვიულობის ფონი იყო. smile.gif) მერამდენე დღე გაქვს?

Posted by: tammmta1 28 Jun 2017, 12:20
jasmin11
ძირითადად, უნარკოზოდ, რამდენიმეწუთიანი პროცედურაა და არაა ისეთი ტკივილი, რომ ვერ გაუძლო

Posted by: jasmin11 28 Jun 2017, 12:24
tammmta1
ვაა, არადა ისე ჟღერს გული გამისკდა...მე ისეთი პანიკიორი ვარ სკამზე აძრომამდე უკვე მუხლები მიკანკალებს ხოლმე.///

Posted by: kekuna78 28 Jun 2017, 12:30
Tamara1988
მე-6 დღე მაქვს და ჩვეულებრივად ვარ არანაირი ცვლილება არ მაქვს sad.gif

Posted by: jasmin11 28 Jun 2017, 12:31
Tamara1988
პირადში მოგწერე და რო მოიცლი მომწერე რა <3

Posted by: Tamara1988 28 Jun 2017, 12:48
kekuna78
არ ინერვიულო ყველაფერი ინდივიდუალურია. ზოგი გრძნობს და ზოგი არა.მე მაგალითად არც გულის რევა მიგრძვნია და არც თავბრუსხვევა ან სხვა რაიმე ორსულობის მსგავსი. smile.gif)) ყველაფერი კარგად იქნება. დამშვიდდი და იმედით დაელოდე ხეგეს :* :*

Posted by: kekuna78 28 Jun 2017, 12:55
Tamara1988
მადლობა ჩემო კარგო :*
* * *
Tamara1988
მადლობა ჩემო კარგო :*

Posted by: nino84 28 Jun 2017, 13:40
jasmin11
სკრეჩინგს არ უნდა ნარკოზი წამიერია და გასაძლები ტკივილია ნარკოზს პუნქციის დროს აკეთებენ, ისეც თუ ბევრი კვერცხუჯრედი არაა, გოგოები უნარკოზოდაც იკეთებენ.

Posted by: piko1989 28 Jun 2017, 14:08
ქეთისთან მთლიანი პროცედურა რა ჯდება წამლებიან ყველაფრიანად ? მილები მაქვს ამოღებული დანარჩენი ყველა ანალიზი რაც ინვიტროს მოსამზადებელი გავიკეთე ნორმაში 7000 ლარში ჩავეტევი ნეტაა?

Posted by: anamaria75 28 Jun 2017, 17:49
Tamara1988
მადლობა რომ გამომეხმაურე

Posted by: mariami17 28 Jun 2017, 21:20
nikolsona
ქართულ ანოტაციაში უწერია ოქსიპროგესტერონს არაასასურველი მეორე ტრიმესტრშიო და რითია კარგი?
ქეთის ასისტენტს მივწერე და დაგინიშნა გაიკეთეო

Posted by: BaiserVole 28 Jun 2017, 22:45
გოგოებო შეიძლება ძაან სისულელეს ვკითხულობ, მაგრამ გადატანის მერე ჩვეულებრივად ბანაობდით იგივე სიხშირით და იგივე ტემპერატურაზე?
ნუ იბანავებო ექიმმა და ძაან დავიბენი.. ზოგადად ძაან ცხელი წყლით რომ არ უნდა ვიბანავო ეგ ვიცი

Posted by: takotatuli1989 28 Jun 2017, 23:13
BaiserVole
39 გრადუსზე მეტზე არ იბანაო.. მე პირადად სკამზე ვიჯექი და ისე ვბანაობდი მარა არავის უთქვამს დაჯექიო, ჩრმით ვარ პანიკიორა. ზოგადად ორსულიბაში ცხელი შხაპი არაა სასურველი და არც აბაზანაში ჩაწოლა. დააყენე 39 გრადუსზე და ეგაა.

Posted by: Lemon Curd 28 Jun 2017, 23:46
piko1989
QUOTE
ქეთისთან მთლიანი პროცედურა რა ჯდება წამლებიან ყველაფრიანად ? მილები მაქვს ამოღებული დანარჩენი ყველა ანალიზი რაც ინვიტროს მოსამზადებელი გავიკეთე ნორმაში 7000 ლარში ჩავეტევი ნეტაა?


გამარჯობა, მე დამიჯდა 7400 ლარი, იმავე თვეში გადატანით, აპრილი-მაისის თვეში. ფასი დამოკიდებულია რამდენ ხანს დაგჭირდება სტიმულაცია, რა რაოდენობით და იმავე ციკლში გადაიტან თუ არა. მე ცოტა ხანს გამიგრძელდა სტიმულაცია.
ოღონდ ამ ფასში რა თქმა უნდა არ შედის ფრაქსიპარინი-პროგესტერონი-ლუთეინა და მოკლედ ის წამლებო რასაც გინიშნავენ და აფთიაქში ყიდულობ.

* * *
BaiserVole
QUOTE
გოგოებო შეიძლება ძაან სისულელეს ვკითხულობ, მაგრამ გადატანის მერე ჩვეულებრივად ბანაობდით იგივე სიხშირით და იგივე ტემპერატურაზე?
ნუ იბანავებო ექიმმა და ძაან დავიბენი.. ზოგადად ძაან ცხელი წყლით რომ არ უნდა ვიბანავო ეგ ვიცი

თვითონ გითხრა ნუ იბანავებო? უი რა ვიცი, ჩემმა მითხრა ჩვეულებრივ იცხოვრე როგორც ცხოვრობდიო, ცხადია სირბილი და სიმძიმეების ზიდვა არ შეიძლება და 48 საათი ჯობია მოსვწნებულად იყოო. გადატანის დღეს არ მიბანავია ნამდვილად, მაგრამ მერე ჩვეულებრივ, ნუ ეხლა მდუღარე წყლით არ ვბანაობდი, ჩვეულებრივი თბილი წყლით. აბაზანაში ჩაწოლა არ არის ერთადერთი რეკომენდირებული.

Posted by: sula-sula 29 Jun 2017, 01:09
გოგოებო როგორ ხართ? დიუფასტონის შეწყვეტიდან რამდენ დღეში უნდა წამოვიდეს ციკლი???

Posted by: sesilia28 29 Jun 2017, 10:18
გოგოებო ვისაც გლანდების ოპერაცია გაგიკეთებიათ თუ იცით დაზღვევა აფინანსებს? და მომზადებას დაახლოებით რა დრო სჭირდება? შვებულება რამდენი ავიღო და მერე ბიულეტენი გავხსნა

Posted by: iratta_26 29 Jun 2017, 10:43
sula-sula
4 დღეში წესით smile.gif

Posted by: nino84 29 Jun 2017, 11:12
sesilia28
მე დამიფინანსა დაზღვევამ, პაკეტით 80 პროცენტი მქონდა დაფინანსება და 20პროცენტი მე გადავიხადე. ანალიზები უნდა გაიკეთო, კარდიოგრამა ამას წესით ერთ დღეში მოასწრებ და დაანიშნინო ოპერაციის დღე. ერთი ღამე კლინიკაში დამტოვეს და იქ გამიხსნეს ბიულეტინო, შემდეგ ოჯახის ექიმმა გამიგრძელა კიდე ორი კვირით. ოპერაციიდან ზუსტად ორ კვირაში გავედი სამსახურში. სად იკეთებ?

Posted by: sesilia28 29 Jun 2017, 12:38
nino84
ეგეც არ ვიცი ჯერ, გიშინ ვერ დავიწიე სიცხე ისე ცუდად ვიყავი და გადავწყვიტე მართლა გავიკეთო, შენ ვისთან გაიკეთე? ოპერაციიდან რამდენი ხანი არ შეიძლება დაორსულება?

Posted by: nino84 29 Jun 2017, 12:45
sesilia28
დავით სუხიაშვილთან, ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკაში.

Posted by: sesilia28 29 Jun 2017, 12:47
nino84
კმაყოფილი ხარ ხომ? დაორსულება ოპერაციიდან რამდენი ხანი არ შეიძლება?

Posted by: nino84 29 Jun 2017, 13:01
sesilia28
ოპერაციიდან სამი კვირა აკრძალული მქონდა ურთიერთობა. შემდეგ უკვე ჩვეულებრივ შეგიძლია დაგეგმო ორსულობა.

Posted by: sesilia28 29 Jun 2017, 13:23
nino84
მადლობა გამოხმაურებისთვის :*

Posted by: sula-sula 29 Jun 2017, 14:01
iratta_26
იმედია თორე სულ ამერია ყველაფერი ხასიათი ვენები წონა დავიშალე

Posted by: nino84 29 Jun 2017, 15:02
sesilia28
არაფრის, თუ გექნება კითხვები მომწერე,

Posted by: Batakeke 29 Jun 2017, 23:43
natia8@
გილოცავ. მშვიდობიანი 9 თვე

Posted by: iratta_26 30 Jun 2017, 09:05
sula-sula
ვენებს მიხედე ორსულობამდე, თორემ მერე უფრო შეგაწუხებს.

Posted by: Tamara1988 30 Jun 2017, 13:52
sesilia28
მეც დათო სუხიაშვილთან გავიკეთე და კმაყოყოფილი ვარ. თუმცა გირჩევ სექტემბრისთვის დაგეგმო. ზაფხულში მაინც არ არის სასურველიი გლანდების ოპერაცია.

Posted by: sesilia28 30 Jun 2017, 14:28
Tamara1988
ხო ახლობელმა ექუმმაც ეგ მირჩია და ექიმიც იგივე მითხრა, მადლობა :*

Posted by: jasmin11 30 Jun 2017, 15:26
გოგოებო, ვინც უკვე გაიკეთეთ ინ ვიტრო, აი ამ ამბავში გამარკვიეთ რა..

მოკლედ სპერმატოზოიდის შერჩევის მეთოდიკა ვის როგორ გქონდათ? ანუ არსეობს რაღაც ИКСИ (რუსულად ) და ПИКСИ (ანუ ჰიალურონიან სინჯარაში აკვირდებიან შევა თუ არა რეაქციაში მგონი და ხვდებიან მაქსიმალურად ჯანსაღია თუ არა) მეთოდიკაო, თუ როგორ შეიძლება ამოირჩეს სპერმატოზოიდი ეაკულატიდან, და როგორ განაყოფიერდეს - თვითონ მივიდეს კვერცხუჯრედამდე სინჯარაში თუ შეიყვანოს ემბრიოლოგმა უშუალოდ თავისი შეხედულებით ამორჩეული სპერმიკი კვერცხუჯდერში, ? თქვენ ქეთიმ როგორ აგიხსნათ ამ მეთოდებზე რამე როცა იკეთებდით ?

ვინც რა იცით და როგორი მეთოდი იყო თქვენს შემთხვევაში მოიწერეთ რა, მადლობა!

Posted by: Anukia198889 30 Jun 2017, 15:43
jasmin11
ქეთისთან თუ აკეთებ სხვანაირად არ აკეთებს ქეთი გარდა იქსისა. მე მაგი არც მიკითხავს. ვიცოდი რომ როცა ქმრის სპერმის პრობლემაა აუცილებლად იქსით უნდა გაანაყოფიერონ. აირჩევენ ცოცხალ სპერმატოზოიდს და შეიყვანებენ კვერცხუჯრედში. ასე იქნება შენს შემთხვევაშიც.

Posted by: nefertiti987 30 Jun 2017, 16:38
იცით რა მაინტერესებს,ბუნებრივ ციკლს რომ ახსენებთ ხოლმე როგორ ხდება ეგ? თუ მხოლოდ მილების პრობლემაა და ოვულაცია ხდება ჩვეულებრივ ანუ სტიმულაციის გარეშე აკეთებენ ინვიტროს? და ალბათ ბევრად იაფი დაჯდება ხო?

Posted by: jasmin11 30 Jun 2017, 17:09
Anukia198889

ეგ კი მაგრამ, ცოცხლალ არაცოცხალზე არ ვფიქრობ, გენეტიკურად რომ მაქსიმალურად ჯანსაღი აიყვანონ ის მაინტერესებს. ანუ პიკსი-ს არ აკეთებ ნეტა ქეთი თუ იცი ? აი ეგ პიკსის დროს უფრო მაღალი პროცენტით იღებენ მომწიფებულ სპერმიკებსო, ვაიმე უკვე გავგიჟდი ამდენი ფიქრით რა... ანუ შენ სულ არ გიკითავს ეგ და ბედნიერად იყავი ხო ? პუნქციით გაიკეთა მეუღლემ თუ ჩვეულებრივი გზით მიიღეთ ეაკულატიდან სპერმიკები ?

მე ბევრს ხო არ ვფიქრობ ნამეტანი თქო...ჩვენ რაღაც ოქსიდაციური სტრესი გვითხრა ალეკო ხელაიამ მაღალი, ანუ დნმ ფრაგმენტაციიაო მაღალიო და რუსულ ბლოგებზე რასაც ვკითხულობ მაგას პიკსი მეთოდიკა უნდაო, რო უფრო კარგად დაინახონ როგორია სპერმიკიო...
* * *
nefertiti987
რადგან უკვე გეგმავ ხელოვნურს, დიდი ალბათობით სტიმულაციას გაგიკეთებენ რომ მეტი კვერცხუჯრედი მიიღონ=მეტი ემბრიონი და შესაბამისად მეტი შანსი რომ მე3 მე-5 დღისთვის მეტი ცოცხალი ემბრიონი დაგრჩეს და კარგი ხარისხის, მერე მით უმეტეს გადატანის მერე შესაძლებელია ორიდან ერთი მიემაგროს, ამიტომ ბუნებრივ ხიკლზე ვერ ხდება მთლად დაყრდნობა როგორც მე ვხვდები.

Posted by: nefertiti987 30 Jun 2017, 17:35
jasmin11
ხო მართალი ხარ ანუ 4 ათასს მაინც მიუკაკუნებს და არ ღირს ერთზე დაყრდნობა

Posted by: jasmin11 30 Jun 2017, 17:37
nefertiti987
ხო, მაგის გამო არ შეიკავო თავი...როდის აპირებ ?

Posted by: Anukia198889 30 Jun 2017, 17:41
jasmin11
არვიცი ეგ ოქსიდაციური სტრესი პირველად გავიგე. ჩვენ არ დაგვჭირებია მაგის შემოწმება. არც მაგდენი მიფიქრია გამოვა არ გამოვაზე. ჩვენნაირი სპერმის მაჩვენებლით ბევრი გამიგია რომ გამოვიდა ემბრიონები. კიდე გენეტიკური კვლევა არ მგონია საქართველოში კეთდებოდეს და ახალგაზრდა ასაკში ვიყავით ამიტომ არ გამიფიქრია რამე გენეტიკურზე ან ცუდზე. ნამდვილად ბევრს ფიქრობ და თავს ისტრესავ. მიენდე ქეთის. თუ გეტყვის ამ სპერმით გამოვა ემბრიონებიო ენდე და გაყევი.

Posted by: jasmin11 30 Jun 2017, 17:48
Anukia198889
ხო, ალეკო ხელაიასთან გავიკეთეთ ჟორდანიაში ეს ოქსიდაციური და მაღალი მაჩვენებელიაო და მოკლედ თავიდან ძაან დავისტრესეთ, მერე ქეთიმაც მითრა მაგდენს ნუ იფიქრებო და დავმშვიდდი ვითომ, ეხლა ისევ ამეკვიატა და გადავქექე ინტერნეტი... ჩვენც 25/28 წლისები ვართ და ძალიან პანიკა მაქვს ტყუილად ატეხილი მართლა რა... მადლობა დიდი! დამამშვიდე <3

Posted by: sesilia28 30 Jun 2017, 17:59
jasmin11
რაც უფრო ჩაურღმავდები და ბევრს იფიქრებ უფრო დაისტრესები, დადებითზე იფიქრე, ხომ ენდობი ექიმს? მიყევი ბოლომდე ეჭვების გარეშე, უკეთესად გამოგივა ყველაფერი

Posted by: jasmin11 30 Jun 2017, 18:05
sesilia28
ხო, გოგოებო, აღარ უნდა დავგუგლო არაფერი საერთოდ! არანაირი პათოლოგია გენეტიკაშიც არ გვაქვს უბრალოდ ალეკოს მერე რო დავინტერესი ეს ფრაგმენტაცია რა არის გადავირიე, ქეთის რეაქცია რო გითხრათ დიდი არაფერი ქონია, გააეღიმა და თამთამაც აღარ ვიტყვი არაფერსო თუ რაღაც მსგავსი თქვა, ანუ ფრაგმენტაცია არაფერს ახალს არ მეუბნებაო, ისედაც ვხედავ რომ დაბალი მორფოლოგიაა აქო და ეგა და ეგო.

მოკლედ მადლობა გოგოებო, აქ შემოსვლა მამშვიდებს ხოლმე და მაიმედებს <3

Posted by: nincka1987 30 Jun 2017, 18:34
გოგოებო ჩემი ტესტის მეორე ხაზი კარგად ბრდღვიალებს

Posted by: m.i 30 Jun 2017, 18:46
nincka1987
გილოცააააააააააააააააააააააააააააააავ უუფ როგორ გამეხარდაააა bis.gif წარმატებები ჩემო კარგო 2kiss.gif

Posted by: Anukia198889 30 Jun 2017, 18:49
nincka1987
nincka1987
გილოცავ ჩემო საყვარელო. წარმატებული და ბედნიერი ცხრა თვე გქონოდეს შენ.

Posted by: nefertiti987 30 Jun 2017, 18:49
nincka1987
გილოცააავ,მეც ძალიან გამეხარდა

Posted by: sesilia28 30 Jun 2017, 18:50
nincka1987
ვაიმე გილოცავ, გილოცავ, გილოცააააააააავ :* მე ვითვლიდი დღეებს შენს ხეგემდე smile.gif მშვიდობიანი ორსულობა და ბედნიერი დედობა ჩემო კარგო, შენ ხარ ჩემი სტიმული:*

Posted by: Tamara1988 30 Jun 2017, 18:54
nincka1987
რა მაგარიაა როგორ გაგვახარეეეეე. გილოცააააავ :* :* :* :*

Posted by: nincka1987 30 Jun 2017, 19:00
m.i
Anukia198889
sesilia28
Tamara1988
მადლობა გოგოებო,ხვალ უნდა გავიკეთო ხეგეს,მთავარი მაინც წინ მაქვს შენარჩუნება.ერთი ის მაიმედებს რომ ბლასტო ძე გარე ორსულობა არ ხდებაო

Posted by: Batakeke 30 Jun 2017, 19:01
nincka1987
nincka1987
გილოცავ. ბედნიერი 9 ტვე

Posted by: jasmin11 30 Jun 2017, 19:02
nincka1987

გილოცააავ !!! გამიხარდა კიდევ ერთი ორხაზიანი!!! ორი სიტყვით შეგვახსენე შენი ამბებიც <3

Posted by: sesilia28 30 Jun 2017, 19:03
nincka1987
რა დროს გარეა, ყველაფერი კარგად იქნება :* ცუდი უკან დარჩა

Posted by: kekuna78 30 Jun 2017, 19:07
nincka1987
გილოცავ, მე და შენ ერთ დღეს გვქონდა გადატანა smile.gif

Posted by: nincka1987 30 Jun 2017, 19:12
დიდი მადლობა გოგოებო,ისე მაინცდამაინც არ მიფიქრია ჩემ ამბავზე,არც მახსოვდა ხოლმე ხანდახან გადატანა რო მქონდა ისე ვცხოვრობდი ჩვეულებრივ.ჭინჭრის ციება რო დამემართა ეხლა მაშინვე მითხრა ანიმ კარგის ნიშანია ეგო.მერე დღეს მომწერა მომიკითხა და მითხრა ტესტი გაიკეთეთ თორე არც ვაპირებდი.ვნახოთ ხვალ ხეგე რამდენი იქნება,იმედი მაქვს რომ ჩემი ორივე ბარტყი ჩემთან იქნება

* * *
kekuna78
მართლაა?შენ სად გქონდა გადატანა და როდის უნდა გაიკეთო ხეგეს?

Posted by: kekuna78 30 Jun 2017, 19:19
nincka1987
მე ქეთისთან, 4-ში მითხრა ხეგე, მაგრამ კვირას გავიკეთებ ტესტს, მანამდე ვერ ვბედავ, თან აბსოლუტურად არანაიარი სიმპტომი არ მაქვს ძაან ჩვეულებრივად ვარ, შენი ბლასტო იყო ხო ორივე?

Posted by: jasmin11 30 Jun 2017, 19:22
nincka1987
ჭინჭრის ციება ორსულობის სიმპტომია ?
ყოჩაღ შენ ჩვეულებრივად ცხოვრება რომ გამოგივიდა გადატანის მერე და ხანდახან რომ არ გახსოვდა smile.gif)))))) ეგ საუკეთესო რამეა ნერვებისთვის, ჩავიკლული რომ არ იყავი თორე რაც გამიგია ეგ 10 დღე არის მოსათმენად ძალიან რთულიო !

Posted by: nincka1987 30 Jun 2017, 19:23
jasmin11
მე ძალიან მძიმე ამბები მაქვს გადატანილი.4წელი საერთოდ არ ხდებოდა ორსულობა,მერე მანანა ქოჩიაშვილი სულ წყალობით 3ჯერ დადგა,მაგრამ შეწყდა 5 კვირამდე ვადაზე.მერე ინვიტრო გადავწყვიტე და გადავედი სიძესთან,ამასობაში დავრჩი ორსულად მაგრამ ისიც შეწყდა.შემოდგომაზე ლეტროზოლის წყალობით გამისკდა საკვერცხე და ლაპარასკოპია დამჭირდა შემდეგ ბევრი ცდის მიუხედავად არ ვრჩებოდი ორსულად და ამ ზამთარში გავიკეთე ოსიძესთან ინვიტრო და მოხდა გარე ორსულობა.დამჭირდა სასწრაფო ლაპარასკოპია,ბევრი ტკივილი გადავიტანე ქეთისთან,ვეღარ გავუძელი ამდენ უყურადღებობას და ცდების ჩატარებას და გადავედი ინვიტროში ანი მორჩილაძეს თან,უზომოდ ყურადღებიანი ადამიანი და თბილი.მას ჯეროდა რომ ყველაფერი გამოვიდოდა.მე პირადად ძალიან უკმაყოფილო ვარ ქეთის.არ ვწერდი არაფერს მასზე,ალბათ მაინც ინდივიდუალურია ყველაფერი.მაგრამ ბევრჯერ გამჭირვალე და აღარ შემეძლო მასთან დარჩენა.ეს ჩემი აზრია,აქ ყველა ქეთის მადლიერია
* * *
kekuna78
კი ბლასტო გადაიტანეს ორივე,არც მე ვაპირებდი ტესტს ამის რომ არ ეთქვა გაიკეთეო

Posted by: jasmin11 30 Jun 2017, 19:28
nincka1987
უი, რატოო უყურადღებოდ იქცეოდა ქეთი ? ,აგასთან რომ სულ რიგები და ნერვების წყვეტაა კი ვიცი მაგრამ პიროვნულად თვითონ ყველას აქცევსო ყურადღებასოოო

ვაააა, ხო ნუ რა თქ,ა უნდა ინდივიდუალურია, ანი მორჩილაძე ჟორდანიას ინ-ვიტროშია ? თუ ეგ ინვიტრო სადაა კიდე, ერთი ვიცი ლუბლიანაზე შოთა ნიშნიანიძესთან დავდიოდით ჩვენ და მგონი ინ-ვიტროც იქ იყო...ღმერთმა ბედნიერი და ჯანმრთელი 9 თვე გაგატარებინოს <3 გილოცავ კიდე ერთხელ, ყველაფერი კარგი შენსკენ!

Posted by: nincka1987 30 Jun 2017, 19:31
jasmin11
ასე მითხრა ანიმ ბევრმა მომაკითხა ჭინჭრის ციებიტო და ყველა ორსულად იყოვო.თან ლეიკოციტები მცირედ იყო მომატებული და ამანაც დააეჭვა.საერთოდ არ ვფიქრობდი მართლა ოღონდ.არც ვიწექი საერთოდ.წინაზე სულ ჩაციკლული ვიყავი და მაგის გარდა არაფერზე ვფიქრობდი და შედეგიც საშინელი იყო,ძლივს გადავიტანე

Posted by: kekuna78 30 Jun 2017, 19:32
nincka1987
პირადი მიმოწერა ნახე რა

Posted by: nincka1987 30 Jun 2017, 19:34
jasmin11
ჩემ შემთხვევაში ასე იყო,საათობით რიგებზე აღარაფერს ვამბობ,ბევრი რამე არ გაითვალისწინა. ხოო მაგ ინვიტროში ნიშნიანიძე შთამბეჭდავი გაგუას დაბლა რომაა.

Posted by: kristi16 30 Jun 2017, 20:29
nincka1987
გილოცავ მთელი სულით და გულით შენს პოსტებს ვკითხულობდი, ძალიან იმედიანად და პოზიტიურად რომ იყავი, უპრობლემო 9თვეს გისურვებ.

Posted by: iratta_26 30 Jun 2017, 20:51
nincka1987
გილოცავ smile.gif მშვიდობიანი 9 თვე 2kiss.gif

Posted by: nincka1987 30 Jun 2017, 21:05
kristi16
iratta_26
დიდი მადლობა გოგოებო,უფრო მშვიდად ვიქნები ხეგესქც რომ ვნახავ და დიდი იმედი მაქვს ორივე ბარტყი ჩემთან იქმება

Posted by: mariami17 30 Jun 2017, 22:26
nincka1987
გილოცავ, უზომოდ გამიხარდა :*

Posted by: nattcho-ch 30 Jun 2017, 22:47
nincka1987
Gilocav DA ormag sixaruls gisurveb

Posted by: takotatuli1989 30 Jun 2017, 23:08
nincka1987
აი შიშით ვერ ვწერ ორი დღეა შემოვდივარ გავდივარ ნერვიულად ამ თემაში, შენი ამბის კითხვა მინდოდა და უფალს ვთხოვ რო ბოლომდე მშვიდობით მიგიყვანოს.. გილცოავ საყვარელო ყოჩაღ ანის.. შენ მაგ ალერგიაზე რო დაწერე ეგრევე მივხვდი ორსულობის ნიშანი იყო და მგონია მაღალი ხეგე გექნება ასე განსხვავებულად რო გამოხატა ორგანიზმმა! მალე კარგი ეხოს პასუხები და ბაოს ჩახუტება მომელოცოს! ვსო დავიწყებ აწი ანის პიარსააც! ძაან გაღორდნენ ამ ინოვაში ფასებით და უყურადღებობით. მინდა ბევრი წარმატებული რეპროდუქტოლოგი გვყავდეს რო ცოტა აზრზე მოვიდნენ და დაალაგონ სიტუაცია. ეხლა მეგობარი მომყვება ქეთიათან კონსულტაციაზე და კი გავაფრთხილე რიგებზე მარა მრცხვენია წინასწარ არ მინდა 2 წამში გამოუშვას პირველადი ვიზიტიდან თან ძაან სერიოზული პრობლრმა აქ

Posted by: natia8@ 30 Jun 2017, 23:23
nincka1987
გილოცავ! ღმერთმა მშვიდი ორსულობა მოგცეს და ბედნიერი დედობა :-*

Posted by: nino84 1 Jul 2017, 00:12
nincka1987
მშვიდობიან 9 თვეს გისურვებ

Posted by: Kato81 1 Jul 2017, 00:15
nincka1987
გილოცავ , ძალიან გამიხარდა, დაიმსახურე ამდენი წვალების მერე თან ორმაგად სასიხარულოა ალბათ :* ღმერთმა მშვიდობიანი 9 თვე მოგცეს, ანიზე მხოლოდ კარგი მსმენია და მართალიც აღმოჩნდა, გილოცავ კიდევ ერთხელ :*

Posted by: adeline 1 Jul 2017, 10:48
nincka1987
გილოცავ! ბედნიერი დედიკო იყავი.

გოგოებო, ანი მხოლოდ ინვიტროს პაციენტებს იღებს, თუ ისედაც?

Posted by: natia8@ 1 Jul 2017, 12:02
გოგოებო გადატანიდან 21 დღეს ვარ დაბარებული ეხოზე.ქეთი გამიკეთებს თვითონ თუ ხეცურიანთან გამიშვებს?

Posted by: rosonera 1 Jul 2017, 12:15
nincka1987
მეც ვითვლიდი დღეებს შენსას smile.gif გილოცავ jump.gif მშვიდობიან ორსულობას და ჯანმრთელ ბაიას გისურვებ smile.gif უზომოდ გამეხარდა შენი ამბავი smile.gif

Posted by: takotatuli1989 1 Jul 2017, 12:26
natia8@
თვითონ გამიკეთა მე... არ გჭირდება მაგ ვადაზე ხეცურიანი ხო იცი .

აუ ვინმე არ ხართ ინოვაში რი მითხრათ ხეცურიანი არის თუ არა?

Posted by: anamaria75 1 Jul 2017, 12:53
nincka1987
რა მაგარია... გილოცავ ბედნიერი დედა იყავი...
პირადი მომოწერა ნახე რაა
* * *
nincka1987
ინ ვიტროში ემბრიოლოგი ვინ არის თუ იცი?

Posted by: SRB100 1 Jul 2017, 13:30
jasmin11
ალბათ იმიტო გაეღიმათ რომ ცნობილი აფერისტია smile.gif))
რაის ოქსიდაციური სტრესი, მოძრაობა და რაოდენობა თუ გაქვთ თუ დაც სულ მცირე გამოვა ინ ვიტრო თავისუფლად. ჩვენთან 4% იყო აქტიური მოძრაობა, 11% ადგილზე მოძრაობა და გამოვიდა პირველივე ცდაზე. არ იფიქრო ბევრი ცუდზე, პირიქით კარგზე იფიქრე და გამოვა ყველაფედი.
წარმატებები.

nincka1987
გილოცაავ, ჩემო კარგო! მახსოვს შენი პოსტები და ისიც, თუ რამხელა სტრესი გადაიტანე.
უფალმა ბოლომდე მშვიდობით მიგიყვანოს. ანის ყოჩაღ, ძალიან ბევრი დადებითი მესმის მაგ ადამიანზე..

ქეთის რაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ მე მასთან პირველივე ცდაზე გამომივიდა და ღვთის წყალობით პრობლემა არ მქონია, მგონია, რომ როცა საგანგაშო ხდება რამე უყურადღებოა და რთულ პაციენტებთან ცოტა სხვანაირი მიდგომა უნდა შეარჩიოს. 25 კვირის ვარ და 9 კვირის მერე არ მინახავს. ფიზიკურად ვერ ახერხებს, მაგრამ მაინც მადლიერი ვიქნები მისი მთელი ცხოვრება. შენს მდგომარეობაში სრულიად ბუნებრივია რომ უკმაყოფილო ხარ.. ამხელა თანხას რომ იხდი და რთული პაციენტი ხარ, ექიმმა უნდა მოგაქციოს ყურადღება, ელემენტარულია.

Posted by: nincka1987 1 Jul 2017, 15:57
უღრმესი მადლობა გოგოებო, ჩემი ხეგე 140ია და ძალიან კარგია 9 დღის კვალობაზე ანიმ მითხრა,არ ვიცი ემოციები საერთოდ შემრჩა თუ არა.ჯერჯერობით მაინც ვერ ვიაზრებ ჩემს ბედნიერებას სანამ ეხოზე არ გამოჩნდება.ორშაბათს მაინც ყოველი შემთხვევისთვის ხეგე ისევ უნდა გავიკეთო პროგრესს დავაკვირდეთო.ჯერ ყველაფერი წინ მაქვს
* * *
anamaria75
ემბრიოლოგი ქოიავა მაია თუ არ ვცდები,მსოფლიო დონის ემბრიოლოგებს არ ჩამოუვარდებაო მითხრა ანიმ.

Posted by: sesilia28 1 Jul 2017, 18:18
nincka1987
იმდენი რამ გამოიარე უკვე სიხარულის განცდის გეშინია საყვარელო 2kiss.gif ყველაფერი კარგად იქნება, როგორი განწყობაც გქონდა შეინარჩუნე 2kiss.gif ანის ფანკლუბიც მალე შეიკრიბება, მე უკვე გადავწყვიტე მასთან მისვლა, ფსიქოლოგიურადაც უფრო მშვიდად ვიქნები ექიმს როცა ვენდობი

Posted by: nincka1987 1 Jul 2017, 19:45
sesilia28
ალბათ მაგიტომ მართალი ხარ,მეშინია უკვე ყველაფრის.მართლა ძალიან კარგია ანი და შენც დარწმუნდები ამაში

Posted by: sula-sula 1 Jul 2017, 21:41
გოგონებო სტიმულაციის მერე ხასიათი რადიკალურად შეგცვლიათ? სულ მოთენთილი ვარ სულ ქრონიკულას, და რაღაც სასაულად ცუდ ხასიათზე მომენტებში ისე რო ყველა და ყველაფერი მააღიიანებს და ნერვებს მიშლის, ვერ ვხვდები რისი ბრალია ეს ყველაფერი ჩემგან დამოუკიდებლად ხდება მოგსვლიათ მსგავსი რამე?

Posted by: pepi grdzelicinda 1 Jul 2017, 21:55
sula-sula
შფოთვაა ეგ ნაცნობი თემაა ჩემთვის, მე გადატანის მერე დამეწყო , ყველა და ყველაფერი მაღიზიანებდა, ლამის სახლიდან გავყარე ყველაsmile.gif)))
* * *
nincka1987
გილოცავ! ამ სიხარულზე უფრო სასიამოვნო არაფერია ქვეყანაზე! რომ დადიხარ და გეღიმება ბოლოსდაბოლოს smile.gif

Posted by: BA84 1 Jul 2017, 22:14
nincka1987
შენს გამო შემოვედი ეს დღეები რო დაიკარგე ვკითხო ტესტი ხომ არ ცადა თქო და რა ამბავი დამხვდა აქ , გილოცავ გულით და სულით ძალიან გამეხარდა, მშვიდობიანად მისულიყავი ბოლომდე. წყნარად იყავი და შეირგე სიხარული და ბედნიერება ყველაფერი კარგად იქნება. თუმცა ძალიან კარგად მესმის შენიც

Posted by: sula-sula 1 Jul 2017, 22:38
pepi grdzelicinda
ორსულად ხარ?? აი მე არ ვარ ორსულად და რას დავაბრალო არ ვიცი

Posted by: jasmin11 1 Jul 2017, 22:46
sesilia28
შენ ქეთის უკმაყოფილო ხარ? თუ რატო გადაწყვიტე ანისთან წასვლა?

Posted by: zikata7 1 Jul 2017, 22:51
nincka1987
გულის კანკალით შემივედი.. მადლობა ღმერთს ძალიან გამიხარდა შენი ამბავი.. ისეთ ადგილზე იყავი სხვანაირად არც შეიძლებოდა.. ბედნიერი ორსულობა ჩემო კარგოო.. მეც ქეთის უყურადღებობით და ფულის სიყვარულით ვარ ამდენი წელი მოლოდინში.. მე კი დიდ იმედებს ვამყარებ მანანასთან.. უფლის წყალობით და მანანას უსაზღვრო მონდომებით .. ყველაფერს აკეთებს რაც კი შესაძლებელია ..დიდი იმედი მაქვს რომ მეც გავიზიარებ შენს სიხარულს :*

Posted by: jasmin11 1 Jul 2017, 22:53
zikata7
რატოო არ ხარ ანუ ქეთის კმაყოფილი? ინ ვიტროს იკეთებდი?

Posted by: natia8@ 1 Jul 2017, 22:58
SRB100
მაგ ვადაზე ქეთი აღარ უნდა გაქცევდეს ყურადღებას.უნდა იყო უკვე აღრიცხვაზე.მე ძალიან რთული პაციენტი ვიყავი მთელი ორსულობა,მაგრამ მაქსიმუმ 3 თვის მერე აღარ მივლია ქეთისთან.თუ რაიმეში ეჭვი მეპარებოდა ანალიზებს ვუგზავნიდი ხოლმე და აზრს ვეკითხებოდი.

Posted by: sesilia28 1 Jul 2017, 23:01
jasmin11
არა ქეთისთან ადრე დავდიოდი ცოტა ხანი, აღარ შემიძლია ერთ წუთიანი კონსულტაციები და უყურადღებო ექიმები smile.gif

Posted by: jasmin11 1 Jul 2017, 23:03
sesilia28
აჰა გასაგებია ხო ეგ ძალიან რთულია.....მარა ინ ვიტროს პაციენტებთანაც ერთ წუთიანი კონსულტაციები აქვს?....

Posted by: Anukia198889 1 Jul 2017, 23:04
zikata7
ფულის სიყვარულითო არ უნდა გეთქვა ნამდვილად. იმიტო რო ის ფასები ახლა რაც ინოვაშია კლინიკის ბრალეულობაა და არა ქეთის. იყო ქეთიც ინვიტროში რომ არ ქონდა ისეთი ფასები. უყურადღებობა კი შეიძლება მისი გადატვირთული რეჟიმის და უამრავი ხალხის ფონზე მოდის. მეც ძალიან უყურადღებოდ მომქცევია ბევრჯერ მაგრამ გამიგია რომ ხალხის ნაკადი კი არა ჯარი ყავდა უკან და მეცოდებოდა ზოგჯერ კიდეც. ბევრჯერ გოგოებს ეხოზე არ უშვებს და თვითონ ნახუკობს რომ ტყულა 70 ლარი ორი სიტყვისთვის არ გადაყარონ. რაღაცეებიც უნდა გავითვალისწინოთ არაა.

Posted by: jasmin11 1 Jul 2017, 23:10
Anukia198889
ხო ანუ პროცედურებს უთმობს ესე იგი დიდ ყურადღებას და არა დავუშვათ აიტყვა პასუხს ან რამე განსაკუთრებულ საუბრებს არ ვიცი რა... მეც ქეთისთან ვგეგმავ და არ ვიცი რა მელოდება და ეხლა ცოტა დავიძაბე...მთავარია დადებითი ინვიტროს შედეგები აქვს.

Posted by: takotatuli1989 1 Jul 2017, 23:13
nincka1987
ძალიან კარგი მაჩვენებელი გაქ

Posted by: sesilia28 1 Jul 2017, 23:16
jasmin11
ინ ვიტროს შემთხვევაში ვფიქრობ უფრო ყურადღებიანია. და შეიძლება ითქვას ამ სფეროში საყკეთესო ექიმია საქართველოში, მე ინვიტროს არ ვიკეთებდი და მარტივ ფორმულად მთვლიდა

Posted by: Anukia198889 1 Jul 2017, 23:17
zikata7
zikata7
უდიდესი წარმატება მინდა გისურვო და ღმერთის წყალობით იმას გეტყვი ძალიან მალე რომ რა კარგი ქენი წამოხვედი და ეხლა როგორი ბედნიერი ხარ თქო. ყველას ბედნიერება და დადებითი საკუთარივით გამიხარდება.
jasmin11
თუ იძაბები და ეჭვებში ხარ ჯერ დრო გაქვს გაიკითხო გამოიკითხო და სწორი დასკვნა გააკეთო. ამ ფორუმზე უმეტესად ქეთის მაქებარს ნახავ და ფორუმის იქითაც გაიკითხე იქნებ ეჭვები გაგიქარწყლდეს. მე პირადათ ქეთისთან მისვლა ერთი კონკრეტული ახლობლის მაგალითზე გავაკეთე და რომ გადავწყვიტე ბოლომდე მის იმედად ვიყავი.ანისაც ძალიან ბევრი მაქებარი ყავს გამიგია.

Posted by: jasmin11 1 Jul 2017, 23:19
sesilia28
კი მეც თავიდან რომ მივედი პირველივე კონსულტქციის მერე თამთასთან მიდი ხოლმეო და მერე ინ ვიტრო დავგეგმოთო ძალიან დეტალურად გაგვესაუბრა
* * *
Anukia198889
არა სხვასთან მისვლას არ ვფიქრობ მაგ კლინიკაში დავდივარ თამთასთან უკვე კაი ხანი. ( ნუ დეკემბრიდან არც ისე კაი ხანიsmile.gif და ანუ ამ საუბრიდან გამომდინარე ცოტა დავიძაბე მაგრამ ყველა შეფასება მაინც სუბიექტურია მე დიდი იმედებით მივდივარ ქეთისთან.. ვნახოთ როგორ და რას დავგეგმავთ.

Posted by: sesilia28 1 Jul 2017, 23:33
jasmin11
ყველა ექიმს ჰყავს კმაყოფილი და უკმაყოფილო პაციენტი, მხოლოდ იმით შეაფასე შენ როგორ გრძნობ და თუ ხარ კმაყოფილი. უდაოა ის რომ ქეთის კარგი შედეგები აქვს, არ უნდა დაეჭვდე

Posted by: SRB100 1 Jul 2017, 23:35
natia8@
როცა ინ ვიტრო გაქვს გაკეთებული და ამის გამო მილიონი წამალი დანიშნული მინიმუმ 12 კვირამდე უნდა მიგაქციოს ყურადღება აბა რა უნდა ქნას? ჩვეულებრივი აღრიცხვის ექიმი ვერ გადაწყვეტს მაგალითად ფრაქსიპარინი გჭირდება თუ არა ან ლუთეინას გაგრძელება. აღრიცხვის ექიმი კი არა თეონას კომპეტენციაში შემიტანია ხშირად ეჭვი, მაგალითად 9 კვირაზე აუგმენტინი დამჭირდა და სოკოს საწინააღმდეგო არაფერი დამინიშნა და დღემდე ვიტანჯები მიუხედავად იმისა, რომ სანთლებიც ვიკეთე მერე და გვირის ნაყენებიც ვისხი. ქეთის არ დაავიწყდებოდა დარწმუნებული ვარ, მაგრამ ქეთის არ ცალია არასდროს და პირდაპირ თეონასთან გადამამისამართა..

მე ჯვარი მწერია ჯერჯერობით მშვიდობით მივდივარ უფლის წყალობით, მაგრამ nincka1987-ის ადგილას რომ ვყოფილიყაბი ჯერ საკვერცხე გაუსკდა, მერე გარე დაემართა და ამდენი სტრესის და თანხის გაფლანგვის მერე ისევ უყურადღებობა რომ მეგრძნო ისეთი კორექტული პოსტებით ნამდვილად ვერ შემოვიფარგლებოდი როგორც თვითონ წერდა.

როცა ხარ პაციენტი გჭირდება ექიმის ყურადღება ძაან მარტივია და ნუ ართულებთ.
გინდა ქეთი იყოს გინდა მამიდაჩემი.

Posted by: jasmin11 1 Jul 2017, 23:36
sesilia28
ხო ეგ პიროვნულად დადებითი განწყობა ორივეს შეგვექმნა მეც და ჩემ ქმარსაც პირველი კონსულტაციის მერე და ამიტომ მშვიდად ვარ.
* * *
SRB100
პირადში მოგწერე და რომ მოიცლი ნახე რა.

Posted by: natia8@ 2 Jul 2017, 09:04
SRB100
არაფერს არ ვართულებ.მე გამოვიარე ერთხელ ეგ გზა უკვე და ვიცი რაც დავწერე.12 კვირა რათქმა უნდა მოგაქციოს ყურადღება,მაგრამ 25 კვირა ვერ მოგაქცევს.მაგისი პრეროგატივა არის ორსულობა მიიღოს და მართალი ხარ 12 კვირამდე მიგიყვანოს.რაც შეეხება ყურადღებას.სოკოს წამალი კი არა შეეშალათ და ორსულობაში ოპერაცია გამიკეთეს,მაგრამ მაინც მადლობას ვეუბნები ღმერთს იმისთვის რომ დედა გამხადა და მეორედაც ისევ იქ მივედი რომ ორსულობა მიმეღო.მართალი გითხრა ახლა რომ დავდიოდი მოსამზადებლად მაინც ჩემს თავს უკან ვაყენებდი სხვა პაციენტებთან შედარებით,რადგან მე მყავდა შვილი უკვე და მეორე წრეზე მივდიოდი.მასე ვიყავი პირველი ორსულობაც რომ მქონდა,მე მქონდა შედეგი და სხვა იმის მისაღწევად იბრძოდა შედეგი მიეღო.ქეთი ერთია და ბევრი პაციენტი.ვერ გაქაჩავს ყველა ორსული ბოლომდე მიიყვანოს.

Posted by: nincka1987 2 Jul 2017, 09:25
pepi grdzelicinda
BA84
zikata7
takotatuli1989
დიდი მადლობა გოგოებო,იმედი მაქვს ხვალ უფრო გახარებული ვიქნები.

Posted by: Batakeke 2 Jul 2017, 11:01
გოგოებო, თუ იცით, მარტო ქეთია წასული თუ დანარჩენი ექიმებიც.?

Posted by: Tamara1988 2 Jul 2017, 11:30
Batakeke
აუ ეგ მეც მაინტერესებს..!! მე ხვალ ვარ მისასვლელი.

Posted by: SRB100 2 Jul 2017, 12:55
jasmin11
გიპასუხე smile.gif)

natia8@
მერე თუ მეთანხმები რომ 12 კვირა უნდა მომაქციოს ყურადღება მეც ეგ დავწერე, 25 კვირისგანმავლობაში ერთადერთხელ ვნახე მარტო ისიც მე-9 კვირაზე. სულ თვითონ რომ ვერ დამიჯდება ვიცი მთელი ორსულობა, მაგრამ 12 კვირამდე მაინც როცა კრიტიკული პერიოდია და მილიონ მედიკამენტს იღებ და იკეთებ, ვთვლი რომ უნდა მოგაქციოს ყურადღება, მესიჯებსაც დროულად უპასუხოს და ზარებსაც.

Posted by: LK1 2 Jul 2017, 14:11
ისე მიკვირს რასაც ამბობთ, მთელი ორსულობა ქეთისთან ვიარე პირადად. ბოლოს მეხვეწებოდა, წადი მეანს ჩაბარდიო. თეოს არც ვნახულობდი. პირველი 12 კვირა ლამის ყოველ კვირა იქ ვიჯექი, მქონდა რაღაც პრობლემები, თან სულ თვითონ მნახულობდა. ერთხელ გამიშვა ხეცურიანთან. მერე მინიმუმ თვეში ერთხელ. პარალელურად აღრიცხვის ძალიან კარგ ექიმთან დავდიოდი. მაგრამ თუ დამიჯერებთ რამდენჯერმე მქონდა ისეთი შემთხვევა ქეთისთან რომ არ გადამემოწმებინა სერიოზულ შარში ვიქნებოდი. დიდ დროს ვერ მითმობდა მაგრამ რაც მჭირდებოდა ყველაფერს ვიგებდი და მიკეთებდა. რიგებია აუტანელი, მაგრამ რადგან ორსულად ვიყავი მთელი დღეც წყნარად შემეძლო ლოდინი.

Posted by: nina85 2 Jul 2017, 14:17
გოგოებო ქეთი მართლა ერთ-ერთი კარგი სპეციალისტია, უამრავი კარგი შედეგი აქვს, მაგრამ ყურადღების თვალსაზრისით მოიკოჭლებს, მე დავდიოდი მასთან და ყოველ მისვლაზე ჩემ ანამნეზს ვახსენებდი, ვერაფრით ვერ დაიმახსოვრა და ამანაც ცოტა დამღალა. ამხელა თანხას ვიხდი, უფასოდ ხომ არ მეხმარება და ალბათ ისიც არ იცით რომ ინნოვას ერთ-ერთი მსხვილი მეწილე ქეთია, ამიტომ ფასების გაზრდა მის გარეშე ვერ მოხდება. მთავარია ამხელა წარმატებებმა არ გააფუჭოს, ეს ხომ ქართველების დამახასიათებელია...

Posted by: Tamara1988 2 Jul 2017, 14:36
nina85
მე პირადად მაგას ნამდვილად ვერ დავაბრალებ რომ ჩემი ისტორია არ ახსოვდა .პირიქით ისე კარგად ვახსოვდი რომ დედას გეფიცები სულ მიკვირდა ამდენი პაციენტი ყავს და როგორ იმახსოვრებს ყველაფერსთქო. როდის რა წამალი დავლიე ისიც კი ახსოვს დღემდე.არასოდეს დამჭირვევია ისტორიის შეხსენება. კი მაგაში გეთანხმები რომ ცოტა დროს მითმობდა მეც მაგრამ არასდროს ეჭვი არ შემპარვია.

Posted by: nincka1987 2 Jul 2017, 14:37
გოგოებო ყველა ინვიტროს ექიმი შვეიცარიაში გაფრინდა.ანიმ მითხრა რომ ქეთის ხალხიც და ყველა მიდიოდნენ
* * *
მე არ მინდა ვინმე ეჭვში ჩავაგდო ნამდვილად,ყველა ინდივიდუალურია და ყველას სხვანაირი მიდგომა ჭირდება,მე ნამდვილად არ ვეწევი ქეთის ანტირეკლამას,მაგრამ ჩემ თავზე რაც გოვცადე ის დავწერე გოგოებო.ნამდვილად არ დამიწერია ის რასაც ვგრძნობდი,უფრო კორექტული ვიყავი.ერთს კიდე დავამატებ ,როცა გადატანა მქონდა ისე წავიდა ქეთი არც ვუნახივარ და არც დანიშნულება მოუცია იმის მერე რა უნდა გამეკეთებინა,ექთანი როა მარი მაგან მითხრა დაბრუნდება მალეო.ვიცადე ზუსტად 2 საათზე მეტი იქნებ დაბრუნებულიყო,ძაან რომ შევწუხდი ერთი სული მქონდა როდის მივიდოდი სახლში და დავწვებოდი.მერე მარიმ დაურეკა ძლივს და როგორ მოვიქცეო და ფრაქსიპარინი დამინიშნა.აი ასე იყო ჩემი გადატანის დღის ამბავიც.

Posted by: natia8@ 2 Jul 2017, 14:59
SRB100
თვითონ არ გღებულობდა თუ ვერ ელოდებოდი რიგების გამო? ძალიან მიჭირდა ხოლმე მეც იქ დგომა როცა მინდოდა ნახვა მაგრამ მაინც ვახერხებდი ხოლმე და რატომ არ გნახულობდა ვერ მივხვდი.ქეთის არ ჭირდება ჩემი დაცვა.უბრალოდ იყო ხოლმე კატეგორია რომ დროის გამო ვერ ახერხებდა დალოდებას.
* * *
მე მაინც ვფიქრობ შედეგია მნიშვნელოვანი,თორემ სხვა კლინიკებში გამიკეთებია და არსად არ გაუჩერებივარ რიგში და დამყვებოდნენ წინ და უკან,სამაგიეროდ შედეგი არ მქონია.

Posted by: jasmin11 2 Jul 2017, 17:56
natia8@
შენ ორსულობის დრო ოპერაცია რატო დაგჭირდა ? შეეშალათ რამე ? ზემოთ წავიკითხე შენი კომენტარი. ხო მოკლედ ბევრი მოსაზარებაა ქეთიზე აქ და რა თქმა უნდა ასეც უნდა იყოს, ყველამ უნდა შეაფასოს ინდივიდუალური გამოცდილებიდან გამომდინარე, ერთადერთი ისაა რომ სულ რიგში უნდა იჯდე და მთელი დღე იქ იყო მოკლედ და ეგ რთულია როცა მუშობ, თორე მთელი დღე რომ იქ იჯდე მიგიღებს აბა რას იზამს...
* * *
შვებულება აქვს ქეთის უკვე ? ვინმემ რამე ხო არ იცით, ეხლა ივლისში ვარ მისასვლელი უკვე ინ ვიტროს დასაგეგმად და ნეტა იქნება თუ თამთა მიმიღებს ? :/

Posted by: takotatuli1989 2 Jul 2017, 21:22
natia8@
Eხლა აღარაა დალოდებაზე.. უნდა რო თავის პაციენტები თეოსთან თამთასთან და კიდე იმათ თანაშემწეებთან გადაამისამართოს. ჩემ თვალწინ უთხრა თეოს რამდენიმე გვარი მე არ მივიღებ ტყუილა მელოდებიან შენ მიიღე ან წავიდნენო ხო გაგიცნეს უკვეო მე რაღას მიცდიანო.

რაც შეეხება ფასებს ზუსტად ვიცი რო ქეთი განსაზღვრავს და არა კლინიკა.. ავტონომია აქ მაგაში. მოდიფიცირებულს რო ვიკეთებდი ზუსტ ფასს ვერ მეუბნებოდნენ და მერე მითხრეს ქეთი რასაც განსაზღვრავს იმას გადაიხდიო.

Posted by: nino84 2 Jul 2017, 22:29
takotatuli1989
არ არის ეგ სწორი მიდგომა, ჩემს დანახვაზეც ისეთი გრძნობა მჩება უნდა მალე მომიცილოს, გინდ შედეგით და გინდ უშედეგოდ, თავიდანვე სუროგატი შემომთავაზა და მემგონი არც სჯერა რომ შემიძლია დაორსულება. მთავარია მე მჯერა და სანამ შედეგს არ მივიღებ არ შევეშვები, ჯერ ქეთისთან და თუ ვერ მივიღე შედეგი ვიფიქრებ ინვიტროში ანისთან გადასვლაზე

Posted by: Wantbaby 2 Jul 2017, 22:41
takotatuli1989
გამარჯობა მოიფიცირებულზე შეგიძლია დაწერო ვრცლად? რა წამლები იყო? რამდენი ფოლიკი? და რა შედეგი მიიღე?
* * *
[b]nincka1987[/
გილოცავ ბედნიერი დედა ყოფილიყავი <3 ჯანმრთელი ბაიები ყოფილიყვნენ 2 ცალი smile.gif

Posted by: zikata7 2 Jul 2017, 23:02
jasmin11
კიი ორი ინვიტრო მაქვს გაკეთებული ..ტყუილად გამიკეთა მეორე მაშინ არვიყავი გარკვეული ენდომეტრიუმი მქონდა თხელი და მაინც გადამიტანა .. მეც მაგიტომ მივედი საუკეთესოაო და ჩემს შემთხვევაში ესე მოხდა.. ღმერთმა ქნას ეხლა გამოვიდეს და იმ ტანჯვას არც კი გავიხსენებ sad.gif

Posted by: jasmin11 2 Jul 2017, 23:08
zikata7
და ზუსტად იცი რომ მაგის ბრალი იყო და უყურადღებობის მომენტი ? ანუ ტყუილად ხომ არ გგონია, (უბრალოდ ვაზუსტებ, არ იფიქრო რო რამეს ცუდი განწყობით გწერ ხო ხვდები) ანუ თვითონაც გითხრა მერე მიზეზები რატო არ გამოვიდაო ? ენდომეტრიუმის სისქე მემოგნი ძალიან აშკარა რამეა იმისთვის რომ გამოცდილ ექიმს ვერ შეემჩნია, ეს როგორ მოუვიდა.... მოკლედ პაციენტი რომ ხარ ლამის ენციკლოპედია შეისწავლო უნდა სანამ რამე პროცედურაზე მიხვალ რა, ..... ეგრე გამოდის, მაგრამ ბევრს რომ კითხულობ უფრო ვიგრუზები მერე (ყველაფერი ვიცოდეს პრინციპით) და მერე ისევ ნდობაზე გადადიხარ ადამიანი, ხო უნდა ენდო ექიმს ბოლო ბოლო. ღმერთმა აგისრულოს შენი ოცნება, აუცილებლად გამოგივა ეხლა!

Posted by: zikata7 2 Jul 2017, 23:16
jasmin11
მე არაფერს ვარკვევდი ვენდობოდი მთლიანად.. ისეთი კარგიმდგომარეობა გაქვს მამშვიდებდა სულ, მაგრამ პირველზე არ მიემაგრა.. მეორე თვესვე დამიწყო მეორეზე მზადება გაყინულები არ დამრჩა.. დავთანხმდი რათქმაუნდა და გავიკეთე მაგრამ არ მიემაგრა რათქმაუნდა არც მეორე.. ეხლა ვხვდები ამ ყველაფერს.. ეხლა ყელაფერი გადაქექილი მაქვს .. მოკლედ გახსენებაც არმინდა sad.gif ამ დღეებში ვემზადები გადასატანად დაააა რავიცი რა მელის ..დიდი იმედით ვააარ

Posted by: natia8@ 2 Jul 2017, 23:17
jasmin11
ეხოსკოპისტს შეეშალა მიომა ემბრიონი ეგონა და ისეთ ადგილზე იყო ვერ განვითარდებაო და ოპერაცია გამიკეთეს 8 კვირაზე.შოკი იყო რომ გამოვედი ოპერაციიდან და გავიგე ეგ.მთელი ორსულობა ვნერვიულობდით ანტიბიოტიკისგან და ნარკოზისგან ბავშვს რამე პრობლემა არ ჰქონოდა. takotatuli1989
უი ეგ ნამდვილად არვიცი.რატომ ნეტავ?რა არის მიზეზი? ფასებს რაც შეეხება კერძოა და ფასებს თვითონ ადგენს,თუმცა გეთანხმები ჯობია დაბალი ფასი იყოს,მეც ვიხდი მანდ თანხას, თან მეხუთედ გავიკეთე და კიდევ მყავს ემბრიონჩიკები :-) პირველი რეპროარტში გავიკეთე და 14500 ლარი დამიჯდა.იმის ფონზე ინვიტროც და ინოვაც მეიაფება უკვე მართალი გითხრა :-)

Posted by: jasmin11 2 Jul 2017, 23:21
natia8@
და არაავინ გადაამოწმა კი მარა ექო ?? sad.gif ორსულს ოპერაციაზე რომ გიშვებდნენ მეორე მესამედ არ გნახეს ? sad.gif 5 ცდიდან პირველი შედეგი გაქვს ანუ ხო ?

Posted by: zikata7 2 Jul 2017, 23:23
Anukia198889
ფულის სიყვარულს იმიტომ ვამბობ მეორე რომ შემომთავაზა .. უნდა ერჩია დაისვენე ვიმკურნალოთ და მერე გავიკეთოთო.. ამ ყველაფერს ახლა ვხვდები მე ბოლომდე ვენდობოდი .. ზუსტად იცოდა არ გამომივიდოდა...





მოკლედ ყველას წარმატებებიი .. სულ ვკითხულობ ყველას სიხარულს და მწუხარებას.. ღმერთმა ინებოს ყველას მისცეს ნანატრი გასაზრდელი..

Posted by: natia8@ 2 Jul 2017, 23:23
[b]jasmi სხვა ეხოსკოპისტთან რომ არ გადავამოწმე შევცდი.ტოქსიკოზი მქონდა და ვეღარც ვაზროვნებდი ისე ცუდად ვიყავი.მეორე შედეგი მაქვს.ერთი მყავს უკვე.

Posted by: takotatuli1989 2 Jul 2017, 23:26
Wantbaby
ანუ მე მქონდა მულტიფოლილულოზი, ეტრუზილზე ვიღებდი დროულ ოვულაციებს მარა დაუდგენელი მიზეზით არ ხდებოდა ორსულობა 3 წელი.. თითო საკვერცხეში 20_22 ანტრალური ფოლიკი მქონსა 3დ ეხოზე რო ნახა ხეცურიანმა, ჰისტეროს ჩვენებაც არ მქონდა და 5 დღე ვსვი ეტრუზილი ციკლის მე3 დღიდან და იმდენი ფოლიკი წამოიღო მოდი ამ ციკლშივე ვავაკეთოთო რადგან გინდა მაინცო და ციკლის მე7 დღეს 3 მენოგონი დამარჭეს, მე8 და მე9 დღეს 3_3 მენოპური, მე10_11 დღეს თითი_თითო ორგალუტრანი და ისევ 3_3 მენოპური მე12 დღეს 1 ორგალუტრანი და 2 მენოპური მერე აღარაფერი და მე14 დღეს დავირჭე ოვიტრელი ღამის 12 ზე და მეორე თუ მესამე დღეს დილას მივედი ფუნქციაზე.. მითხრეს რო იყო 12 მომწიფები ფოლიკი, უნარკოზოდ გავიკეთე მარა იმდენი ანტრალური იყო რო 22 ფოლიკიდან ამომაძრო კვერცხუჯრედი ბარემ უძლებო და მივიღეთ 27 კვერცხუჯრედი აქედან 12 მომწიფებული თუმცა რადგან ყველაში იყო ესო შენ ჯანმრთელ ორგანიზმზე უთითებსო. მერე განაყოფიერდა 9 , მე_3 დღეს იყო 6 მარა ზოგი სუსტი და ზოგი 7 უჯრედიანი.. მითხრეა ბლასტომდე გვინდა მივიყვანოთო და რომელიმე აუცილებლად მივა არ ინერვიულოო და 6 დღიანი 1 ბლასტო მივიღეთ და კი არის ეხლა 520 გრამი smile.gif. იმ თვეში არ გადამიტანია 3 თვის მერე გადავიტანე 2 თვე ყვითელი სხეულების გაწოვას დაჭირდა და 1 თვე ქეთი არ იყო და მერე გადავიტანე. მოკლეთ მიზეზი იცნობია რატო ვერ მივიღეთ მეტი ცალკე კვერცხუჯრედებიც კაი იყო და სპერმაც მარა ბოლოს მაინც იმას დააბრალეს რო რადგან ბევრი კვერცხუჯრედი წამოვიდა ხარისხი დაიკარგა.

Posted by: jasmin11 2 Jul 2017, 23:26
natia8@
უი რა კარგია! გაყინეთ ხო ემბრიონები და ანუ 3 გადატანიდან 2 ორსულობა გაქვს.

Posted by: natia8@ 2 Jul 2017, 23:28
zikata7
მართლა მიკვირს და რატომ გეტყვი.პირველად რომ უნდა გადამეტანა ქეთისთან მომზადებული ვიყავი და გადატანის დღეს რომ მნახა არ მომწონს ენდომეტრიუმიო და არ გადამიტანა.მეორე თვეში მქონდა გადატანა.ამ ცდაზეც ანალიზის პასუხი არ მოეწონა და უარი თქვა გადატანაზე,სხვა დროს დავგეგმოთ ახლა ვიმკურნალოთო.გადამამოწმებინა მაინც ანალიზი ინოვაში და კარგი პასუხი იყო და მერე გადამიტანა.
* * *
jasmin11
პირველი ფრეში გადავიტანეთ.შემდეგი ორი გაყინული.სამიდან 2 დადებითი კი.ქეთისთან ეგ,თორემ 2 სხვაგან მქონდა კიდევ.

Posted by: Wantbaby 2 Jul 2017, 23:32
takotatuli1989
გასაგებია , მადლობა დიდი. მთავაია შედეგი მიიღე , ძალიან კარგი. ჩემს შემთხვევაში 3 ინვიტროდან 12 ფოლიკს ვღებულობ ჩვეულებრივ სტიმულაციით მაგრამ არ ნაყოფიერდება 3 ზე მეტი და ბოლოს კარგი ხაისხის მბრიონი მხოლოდ 1 რჩება . ამიტომ მნიმუმ სტიმულაცია ვცადოთო , ნაკლები ფოლიკი იქნება მაგრამ ხარისხით უკეთესიო.

Posted by: jasmin11 2 Jul 2017, 23:32
zikata7
ანუ ეხლა სხვასთან იკეთებ ხო ? წარმატებები შენ !

Posted by: takotatuli1989 2 Jul 2017, 23:33
natia8@
გოფო რატო და უნდა ალბათ თვითონ მარტო რთული შემთხვევები მიიღოს და მენეჯერი იყოს და დელეგირება მოახდინოს თავისი ფუნქციების სხვა ექიმებზე, მარა ამდენი პაციენტი იმიტო ყავს რო ზუსტად მაგასთან უნდათ და არა ვინმე სხვასთან და ეს იწვევს უკმაყოფილებას.

Posted by: jasmin11 2 Jul 2017, 23:37
takotatuli1989
ხო, მეც მაგალითად მოლოდინი მაქვს რომ ინ-ვიტროს დროს ქეთისთან მექნება უშუალო შეხება და არა თამთასთან (რომელიც ძალიან მიყვარსა და რომელთანაც დეკემბრიდან დავდივარ)... ხოდა რავიცი, მაშინ ინვიტრო პაციენტებისთვის შესაძლოა რამე გრძელვადიანი რიგები ჰქონდეს, მაგალითად თვეშI 30 პაციენტზე მეტი არ ყავდეს ან რავიცი როგორცაა.. და ვიქნები რიგში, ერთი თვის მერე რო მივალ მეცოდიენბა რომ მომაქცევს ყურადღებას ზსუტად.

Posted by: zikata7 2 Jul 2017, 23:53
jasmin11
კი ახლა მანანა ქოჩიაშვილთან ვიკეთებ.. დიდი შედეგები აქვსო დაა დიდი იმედით ვარ.. რაც მთავარია ამ არაა ფულზე ორიენტირებული .. პაციენტების სიხარულიც და მწუხარებაც მათნაირად უხარია და სწყინს უზომოდ ყურადღებიანია... მე ვენდობი ბოლომდეე.. 11წელი მიხდება ამ თვეში და გადატანაც ახლა მიწევსს.. აიიი მერე არვიციი საუკეთესოთაშორის საუკეთესო ვინ იქნება..



Posted by: natia8@ 2 Jul 2017, 23:55
takotatuli1989
ქალს,რომელსაც შვილი არ ყავს ნებისმიერ შემთხვევაში რთულია და ეძებს ექიმს,რომელიც მიეხმარება ოცნების ასრულებაში. პირველად რომ მივედი ქეთისთან მახსოვს რაღაცეები არ მომეწონა და სხვა კლინიკაში წავედი მერე.უარყოფითი პასუხის შემდეგ დავბრუნდი ქეთისთან და იმ დღიდან მქონდა იმედი რომ შედეგი გვექნებოდა.რაღაცნაირად მივენდე ძალიან.ეგეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. მახსოვს რიგებს და იქ ლოდინს რომ ვეღარ ვუძლებდი და ერთხელ გავვარდი კიდევაც არ შემიძლია იქ გაჩერებათქო,მაგრამ მის მერე კი მივედი 2 და მე-3-ედ :-)

Posted by: SRB100 3 Jul 2017, 00:03
natia8@
არა, რა ლოდინის პრობლემა. უბრალოდ ორსულობანრომ დადგა, ხეგე გავიგეთ და ემბრიონი ნახა ღრუში პირდაპირ მითხრა თეოსთან იარე აწიო. თეონა ძაან მიყვას, ძაან თბილი გოგოა, მაგრამ მაინც მერჩივნა 12 კვირამდე ქეთისთან მევლო. თან თეოს შევამჩნიე ცოტა არაკომოეტენტურობა და უყურადღებობა ესაა და ეს.

ინოვას ფასებზე არ თქვათ მართლა არაფერი. ასტრალშია გასული.
ეხლა ანალიზები მაქვს გასაკეთებელი და ვფიქრობ სხვაგან ხო არ გავიკეთო..

Posted by: natia8@ 3 Jul 2017, 04:35
SRB100
უი როგორ დამაინტერესა.ნეტავ მეც გადამამისამართებს? ჯერ არ გვინახავს ეხოზე,ამ კვირაში უნდა ვნახოთ. წადი და გაიკეთე სხვაგან ანალიზები რა პრობლემაა? ჩემმა ახლობელმა ინოვაში რაღაც ოპერაცია გაიკეთა,ოღონდ არა ინვიტროს პროფილით და ამბობდნენ ძვირიანი კლინიკა არისო,ვიღაც კონკრეტულის გამო იკეთებდა მანდ,თორემ შეიძლება სხვაგან ნახევარი ფასი დამჯდომოდაო.შეიძლება ფასები უნდა გაუთანაბროს მაგათ,იქნებ ვალდებულებაც აქვს რავიცი აბა.სქრეჩინგზე სულ პირველად 40 ლარი მაქვს გადახდილი და ახლა 150.თითქმის 400 % არის გაზრდილი.

Posted by: kekuna78 3 Jul 2017, 09:16
Wantbaby
სამივე ქეთისთან გაიკეთე?

ჩემი ტესტიც უარყოფითია sad.gif საშინელი განცდაა

Posted by: Wantbaby 3 Jul 2017, 09:29
kekuna78
არა 2 სხვაგან და ბოლო ქეითისთან . ტესტს არ ენდო ხგ ჩააბარე, მე ტწამა დადებითი მიჩვენა ფა ხგ უარყოფითი იყო ბოლოს. და პირიქითაც არის ხოლმე . მერამდწნე დღეა და რამდენდღიანები გყავს?

Posted by: takotatuli1989 3 Jul 2017, 09:42
SRB100
გოგო კოაგულოგრამა 45 ღირს მანდ და ავერსში 30 ლარი, რეგიონში ავერსის ფილიალში 20 ლარი smile.gif, მოკლეთ მანდ მე ანალიზს აღარ ჩავაბარებ. რკინა და კალცი ვიკითხე უიაფესი ანალიზია და 14 და 12 ღირსო, მივედი მეორე დილით და 18 და 16 გადამახდევინეს. რეგისტრატორს მიმოწერა ვაჩვენე და რა ვქნა ე.ი. არასწორად მოგწერესო, მერე მივწერე შეცდომაში რატო შემიყვანეთთქო და ბოდიშები იხადეს ბუღალტერიამ ეს თანხები მოგვწერაო და ანუ ბუღალტერიაში სხვას აჩვენებენ და ისე სხვაა? ეს ისეთ ფასიან ანალიზებს ვწერ სალაპარაკოც არაა მარა იქნებ მიჭირს იმ ზედმეტი 5 ლარის გადახდაც ხო მაქ უფლება ზუსტად ვიცოდე ფასი.

მინდა რო ქეთის სულ წარმატებები ვუსურვო და ღმერთმა მეტი და მეტი მისცეს, უბრალოდ გამიხარდება სხვაგან შედარებით იაფ ფასებში თუ სხვა რეპროდუქტოლოგიც დადებს შედეგებს და თავისთავად ჩამოიწევს აქაც ფასები, არ ჩამოიწევს და არჩევანი მაინც ექნება ხალხს/

Posted by: SRB100 3 Jul 2017, 09:53
takotatuli1989
ვიცი კი, რკინა-კალციუმზე მეც ეგრე გამიკეთეს, ნაკლები ფასი მითხრეს ტელეფონზე და მეტი გადამახდევინეს ადგილზე რომ მივედი.
უბრალოდ ყველაფერს ერთ კლინიკაში რომ იკეთებ და მეილზეც მოგდის პასუხები ეგ ძაან დიდი კომფორტია, მაგრამ მეც ვფიქრობ რომ სხვაგან გავიკეთო უკვე იმდენად მაღალი ფასი აქვთ მანდ, ციტოს გადაუჯროკრეს smile.gif

ქეთისთან დაკავშირებით მეც გეთანხმები, კი იცი როგორ მიყვარს და როგორ დიდ პატივს ვცემ, მაგრამ გამიხარდება სხვასაც თუ ეგეთი შედეგები ექნება,
ინ ვიტროს ძალიან ბევრი ფინანსური ფაქტორის გამო ვერ იკეთებს და ამხელა ფასებს რო ეჯახები კიდევ ანალიზებზე და პროცედურებზე ძალიან რთულია რაა.

Posted by: M.I.A. 3 Jul 2017, 09:57
გამარჯობათ! დღეს დავრეგისტრირდი და პირველად ვპოსტავ ამ ფორუმში. გავიკეთე ინ ვიტრო და ორსულობა არ დადგა. როგორც ექიმმა მითხრა, პირველ მცდელობაზე უფრო ნაკლები შანსია და შემდეგ ჯერზე ეს შანსები იზრდება. ვისაც გაქვთ ამის გამოცდილება, ძალიან მაინტერესებს. წარმატებებს გისურვებთ ყველას!

Posted by: kekuna78 3 Jul 2017, 10:05
Wantbaby
გადატანის დღეს თუ ჩავთვლის მე-11 დღეა და წესით უნდა ეჩვენებინა, 3 დღიანები გადავიტანე 8 და 10 უჯრედიანები და დზალიან კარგი ხარისხიო, ჰისტეროც გავიკეთე აპრილში და დიდი იმედი მქონდა გამოვიდოდა
* * *
M.I.A.
სად გაიკეთე და ვისთან?

Posted by: Wantbaby 3 Jul 2017, 10:10
kekuna78
პირველი ცდა არის? ძნელია მესმის შენი კარგად sad.gif მაგრამ ყველაფერი იქნება , აგერ მე მეოთხე წრეზე ვაპირწბ და იმედია ბოლო იქნება . მაინც ჩააბარე ხგ რაიცი რა ხდება ..

Posted by: tammmta1 3 Jul 2017, 10:11
nincka1987
გილოცააავ, ძალიან გამიხარდა შენი ამბავი, დარწმუნებული ვარ, ბოლომდე მშვიდობით მიხვალ love.gif
რაც შეეხება ქეთის, ყველას გეთანხმებით, დადებით და უარყოფით შემფასებლებს, ვაღიარებ, რომ ძალიან კომპეტენტური და ჭკვიანი ექიმია, ასევე ვაღიარებ, რომ საშინელებაა უყურადღებობა ექიმის მხრიდან მაშინ, როცა ძალიან გჭირდება. მე მისგან ყურადღება არ მომკლებია, მაგრამ ეს იმის გამოც მოხდა რომ თავად ვარ ძალიან აქტიური ტიპი და გასაქანი არ მივეცი, როცა თეოსთან მამისამართებდა, ჯიუტად ისევ მასთან მივდიოდი და ვეუბნებოდი კიდეც ამას. თეოს ნათქვამს მასთან ვამოწმებდი აუცილებლად. იმის მომსწრეც ვარ, როგორი არაქათგამოცლილი იყო ამდენი პაციენტებით და დღის ბოლოდ ლამის დაღლილობისგან ეტირებოდა. არ ვიცი რა ფორმა უნდა მოიძებნოს, რომ ექიმიც არ შემოგვაკვდეს ხელში და ჩვენც არ აღმოვჩნდეთ ცუდ დღეში, უბრალოდ, ვთვლი, რომ როცა თანხას ვიხდი და ვირჩევ ექიმს, ან უნდა მქონდეს იმის საშუალება ის ექიმი ბოლომდე მომყვეს, ან თვიდანვე უარი უნდა მითხრან.
ყველა შემთხვევაში, უნდა ვიყოთ ძალიან ყურადღებიანები და არავის უნდა ვენდოთ ბრმად.

Posted by: kekuna78 3 Jul 2017, 10:18
Wantbaby
კი პირველია sad.gif შენ მერამდენე დღეს აგინთო ტესტმა და ხეგე რამდენი იყო მერე?

Posted by: ketketa210 3 Jul 2017, 10:27
nincka1987
გილოცავ , როგორ იმედით ველოდებოდი შენს პასუხს smile.gif ბედნიერი, უპრობლემო და მშვიდობიანი 9 თვე გქონდეს. ჩემთვის ორმაგად კარგი ამბავი იყო ეგ, მეც ინოვადან ინვიტროში ვფიქრობ გადასვლას და როცა მოიცლი დაწერე რა რამდენი დაჯდა პროცედურები შენთან :*

Posted by: M.I.A. 3 Jul 2017, 10:28
ინ ვიტროში, გაგუას ქვემოთ რომაა
* * *


kekuna78

რომელ კლინიკაში გაიკეთე ? ისეთი მტკივნეულია ამ შედეგის მიღება ... რა დაგიგეგმათ ექიმმა ?

Posted by: kekuna78 3 Jul 2017, 10:37
M.I.A.
ქეთისთან გავიკეთე ინოვაში, ინვიტროში ვისთან?

Posted by: natia8@ 3 Jul 2017, 10:37
takotatuli1989
SRB100
მოკლედ ამ ანალიზებზე მაგარ გაურკვევლობაში ვარ სად გავიკეთო ხოლმე.ინოვა არ არის ჩემი პროვაიდერი.ლაბორატორია ინოვასია როგორც ვიცი და არა ინვიტროსი.არადა გადატანის წინ გავიკეთე ავერსში ტსჰ-ში და იმხელა მაჩვენებელი მქონდა რომ ქეთიმ უარი მითხრა გადატანაზე.მერე მაინც მივედი მეორე დღეს ქეთისთან და მითხრა მოდი გადაიმოწმე აქაცო და რომ გადავამოწმე მანდ დაბალი მაჩვენებელი იყო.აღარ ვიცი ვის ვენდო რაა.სხვაგან გავიკეთო და არ იყო სანდო თუ ისევ მანდ გავიკეთო ხოლმე :-( ლიმბახი და ციტოც კი არის ჩემი პროვაიდერი და რას ფიქრობთ იქ რომ გავიკეთო ხოლმე?

Posted by: SRB100 3 Jul 2017, 10:40
natia8@
ციტოში გაიკეთე, მე ციტოში ვიკეთებდი იქამდე, სანამ ორსულობის ლიმიტი არ ამოვწურე.
ლიმბახსაც აქებენ, მაგრამ მე ციტოზე უფრო კარგი რაღაცეები მესმის.

Posted by: Wantbaby 3 Jul 2017, 10:54
kekuna78
მე 9 დღეს ტესტმა აჩვენა და მე 11 ხგ 0,1 იყო.

Posted by: M.I.A. 3 Jul 2017, 10:59
kekuna78

თეონა ანთიასთან გავიკეთე. ეხლა სექტემბრიდან ვგეგმავთ ახლიდან დაწყებას.

Posted by: MarryGog 3 Jul 2017, 11:01
M.I.A.
QUOTE
გამარჯობათ! დღეს დავრეგისტრირდი და პირველად ვპოსტავ ამ ფორუმში. გავიკეთე ინ ვიტრო და ორსულობა არ დადგა. როგორც ექიმმა მითხრა, პირველ მცდელობაზე უფრო ნაკლები შანსია და შემდეგ ჯერზე ეს შანსები იზრდება. ვისაც გაქვთ ამის გამოცდილება, ძალიან მაინტერესებს. წარმატებებს გისურვებთ ყველას!

ორსულობა თუ არ დადგა, თანხა მაინც უნდა გადაიხადო?

და რა ჯდება, თუ საიდუმლო არ არის.

Posted by: rosonera 3 Jul 2017, 11:02
ინოვაში მართლა საშინელი ფასებია sad.gif 5-6 ანალიზი რომ გაიკეთო ლიმბახში ან ავერსში 50 ლარის განსხვავებას მაინც გაძლევს. მე რომ მივედი ქეთისთან პირდაპირ თამთასთან გადამისამართა, ძალიან მიყვარს თამთა მაგრამ ინვიტროს რომ დავიწყებ მინდა ქეთი მნახულობდეს, მაგრამ მგონი არ გამოდის ასე და ამაზე წინასწარ ვნერვიულობ. ძლივს ვუყრი თანხას თავს და მინდა 2 გადატანის კვერცხუჯრედი მაინც მივიღო და გადატანაც კარგ დროს მოხდეს sad.gif როგორ გავაკეთო ისე რომ ქეთიმ მიმიღოს ვერ ვხვდები რაა, რამდენჯერაც მივედი შენო თამთასთან ხომ გაგიშვიო და არ მნახულობს. ნეტა სხვა კლინიკებმაც დადონ კარგი შედეგები რომ პირდაპირ იქ მივიდე და ასეთ გაურკვევლობაში არ ვიყო. სულ შვებულებას ავიღებ და ვიჯდები ის 2 კვირა იქ ოღონდ ქეთიმაც მიმიღოს, მაგრამ ასე არაა და რა გავაკეთო არ ვიცი.

Posted by: M.I.A. 3 Jul 2017, 11:04
MarryGog

კი, რათქმუნდა. ყველა პროცედურის ღირებულებას წინასწარ იხდი. მე მკურნალობა დამჭირდა, გამოკვლევებით, მედიკამენტებით და პროცედურებით ავედი 10 000 ლარამდე.

Posted by: tammmta1 3 Jul 2017, 11:05
rosonera
პირდაპირ უთხარი, არავის კომპეტენციაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ კონკრეტულად შენთან მინდა და თუ ეს შესაძლებელი არ არის, მაშინ სხვასთან წავიდე მირჩევნია-თქო და წადი ანისთან. არ არის რა მორიდების დრო

Posted by: kekuna78 3 Jul 2017, 11:08
გოგოებო და ამ ინოვას ახალ ემბრიოლოგებზე რა გსმენიათ როგორი შედეგები აქვთ?
* * *
Wantbaby
ვაა რატო გიჩვენა ნეტა ტესტმა, ეგ უარესი დარტყმა იქნებოდა sad.gif

Posted by: MarryGog 3 Jul 2017, 11:26
M.I.A.
QUOTE
კი, რათქმუნდა. ყველა პროცედურის ღირებულებას წინასწარ იხდი. მე მკურნალობა დამჭირდა, გამოკვლევებით, მედიკამენტებით და პროცედურებით ავედი 10 000 ლარამდე.

დიდი მადლობა და მეორე განაყოფიერება ალბათ უფრო იაფი დაჯდება, ხო?

Posted by: Wantbaby 3 Jul 2017, 11:32
kekuna78
რავიცი შეიძლება ბრაკი იყო


ქეთის რაც შეეხება არასდოს უთქვამს ნიღებაზე უარი. ერთხელ დაჟე თეოს ვუთხარი შენ მნახეთქო და არა ქეთიდ დარლოდეო. იდხანს ლოდინი კი მიწევს ხოლმე და მალევე მიშვება მაგრამ სათქმელს ასწრებს.

Posted by: SRB100 3 Jul 2017, 11:37
rosonera
ჩემი სტიმულაციები სულ ქეთიმ მართა და ქეთი მნახულობდა.
ერთხელ თამთას დააწერინა დოზები და მაინც ქეთის ვანახე და კიდე კაი რომ ვანახე.
მე გირჩევ ორივესთან ერთდროულად არ იყო, ან ერთთან იყავი ან მეორესთან თორე აერევათ უეჭველი.

იანვარში არ იყო კიდე ამდენი ხალხი და მოახერხა ალბათ რომ თვითონ ვენახე, თორემ თეონასთან ან თამთასთან რომ გავეშვი, არ დავთანხმდებოდი არც მე.

ისე კონსულტაციაზე მიდი თამთასთან ხოლმე, მაგრამ როცა ინ ვიტროს დაიწყებ წინასწარ უთხარი რომ მასთან გინდა.
არა მგონია უარი გითXრას, მაგრამ მაინც ეგრე თუ მოხდა რავიცი მე არ გავიკეთებდი თამთასთან ან თეონასთან ქეთის გარეშე.

Posted by: jasmin11 3 Jul 2017, 11:39
MarryGog
არა, მე როგორც ვიცი თუ გაყინული არ გყავს, და თავიდან იწყებ ყველაფერს იგივეს იხდი, თუ ემბიონები გყავს მაშნ მარტო გამოლღობა-გადატანის ფულს იხდი ალბათ, გოგოებსაც დაველოდოთ რას იტყვიან.
* * *
SRB100
შენ მანამდე თამთასთან დადიოდი და მერე ინ ვიტროს დროს უკვე ქეთისთან? ეგ უთხარი ხო ? რომ შენთან მინდა რომ ვიაროო თუ როგორ მოაგვარე ეგ საკითხი, მეც აქამდე სულ თამტასთან დავდიოდი (ქეთის გადამისამართებით) რადგან მარტივ შემთხვევად თვლიდა და ეხლა ბოლოს თამთამ შეგვახვედრა ქეთის ლოდინის მერე smile.gif))) ანუ წინასწარი მონახაზი გაგვიკეთა ქეთიმ ხოდა ეგ უნდა გავაჟღერო რომ ქეთისთან ვიქნები ინვიტროს დროს ? შენ როგორ ქენი ეგ ამბავი ?

Posted by: SRB100 3 Jul 2017, 11:47
jasmin11
მე ინ ვიტროში დავდიოდი ქეთისთან, სანამ ინოვაში გადავიდოდა.
თამთას საერთოდ არ ვიცნობდი და ინოვაშიც ქეთისთან მივედი პირდაპირ და რავი არ უთქვამს რომ თამთასთან ან თეონასთან უნდა მევლო.
შეიძლება მე იანვარში რომ მივედი მაგიტომ, შედარებით ცოტა ხალხი და სიწყანრე იყო მაშინ.

ინ ვიტროს სტიმულაციები და მონიტორინგები ქეთიმ მართა სულ.
რამოდენიმეჯერ თამთამ ხან თეომ გადამიღეს ეხო, მაგრამ ქეთი შემოდიოდა და ამოწმებდა თვითონაც აუცილებლად.
არ დამჭირვებია თქმა ან ახსნა არაფრის.

ორსულობის დადგომის მერე გადამამისამართა თეოსთან, თორემ იქამდე თვითონ მნახულობდა სულ.

Posted by: jasmin11 3 Jul 2017, 11:49
SRB100
აჰა, მადლობა მოკლედ მეც აქცენტს გადავიტან მაშინ ქეთიზე, თამთასაც ვეტყვი რომ ქეთისთან ვივლი ხოლმე, არ მაქვს რიგში ჯდომის პრობლემა თქო რა... იმედია უარს არ მეტყვის,... პირადშიც მოგწერე აღარ მიპასუხო smile.gif))))))))
* * *
მარა ეხლა დავრეკე და არაა ქეთი, 13 მდე არ იქნებაო... მოკლედ არც თამთაზე მაქვს პრობლემა, ვენდობი, დაიწყოს თამთამ სტიმულაციები დრო რომ არ დავკარგო...და ქეთიზე ვეტყვი რომ ნახოს ხოლმე ან გადამიმოწმოს მე თვითონაც გადავამოწმებ დანიშნულებებს, მაგის პრობლემა არ აქვთ მემგონი, ვეტყი რომ ქეთის ვანახე და ესე მითხრა თქო, თვითონაც ყველაფერს ეკითხებიან ქეთის.

Posted by: Batakeke 3 Jul 2017, 12:10
jasmin11
არც თეოა ნეტა?

Posted by: MarryGog 3 Jul 2017, 12:16
jasmin11
QUOTE
არა, მე როგორც ვიცი თუ გაყინული არ გყავს, და თავიდან იწყებ ყველაფერს იგივეს იხდი, თუ ემბიონები გყავს მაშნ მარტო გამოლღობა-გადატანის ფულს იხდი ალბათ, გოგოებსაც დაველოდოთ რას იტყვიან.
* * *

უი, რა ცუდია sad.gif

Posted by: jasmin11 3 Jul 2017, 12:16
Batakeke
უი, არ მიკითხავს ეგ...

Posted by: ketketa210 3 Jul 2017, 12:26
M.I.A.
ანთიაზე დაწერეთ რაააა, ღირს მასთან მისვლა თუა არა, მაინტერესებს როგორია

Posted by: rosonera 3 Jul 2017, 13:13
SRB100
ვერ ვეუბნევი ვერაფერს, წინაზეც დერეფანსი გამოვიჭირე, მეთქი ლაპაროს მერე სულ ხდება ოვულაცია და რაღა გავაკეთო მეთქი, სტიმულაცია ვცადოთო და გადამიმასამართა თამთასთან. ერთხელ ხომ შეიძლება შემხედოს ეხოზო რაა, მაგისი თვალი სულ სხვაა. იერიშზე ვერ მივდივარ, არ ვარ ისეთი ტიპი და მიშორებს კორექტულად. თამთას კომპეტენციაში არ მეპარება ეჭვი, მაგრამ ინვიტრო ნამდვილად არ მინდა უმაგისოდ sad.gif მოკლედ დიდ გაურკვევლობაში ვარ.
Anukia198889
შენს შემთხვევაში როგორ იყო? ხო თამტას პაციენტი ხარ და გნახულობდა ეხოზე ქეთი და ვინ ნიშნავდა სტიმულაციის დოზებს?

ან გოგოებო ვის გამოგივიდათ ახალი ემბრილოგის დროს? როგორია ნეტა?

Posted by: M.I.A. 3 Jul 2017, 13:37
ketketa210

ძალიან კვალიფიციურია, რამდენიმე წელია რაც საფრანგეთიდან ჩამოვიდა, იქაც ამ პროფილით მუშაობდა. როგორც ვიცი, დაგროვების პროგრამა მან შემოიტანა. გარდა პროფესიონალიზმისა, ძალიან გულისხმიერია, დაწვრილებით, დეტალურად და გასაგებ ენაზე მაქსიმალურად გიხსნის ყველაფერს. წარმატებული ექიმია.

Posted by: Anukia198889 3 Jul 2017, 13:41
rosonera
ჩემს შემთხვევაში ინვიტრო რომ დავიწყე ქეთის უნახავი არ მიშვებდა თამთა. სულ მან მეუბნებოდა გნახოს ქეთიმაცო. ჯერ შემიყვანადა თვითონ მნახავდა და მტოვებდა მერე ისე დაწოლილი გაირბენდა ქეთის დავუძახებო და ქეთი მოვიდოდა 15 წუთის მერეც ველოდებოდი არ ვდგებოდი. უცებ ქეთი შემხედავდა სულ ერთი წუთით. მერე თამთას ჩქარ ჩქარა ეტყოდა ესენი ესენი დაუნიშნე და მორჩა. მე ქეთისთან მარტო არ დავრჩენილვარ კონსულტაციისთვის. მერე თამთას შევყვებოდი და მიწერდა იმის დანიშნულ დანიშნულებას. მე ძალიან კმაყოფილი ვარ თამთასი. ერთი წუთით თავისით არ მიუღია გადაწყვეტილება. დარბოდა იქით აქით რომ ქეთი ენახა. თამთას დიდი ყურადღების დამსახურებაა მე რომ მშვიდათ ვიყავი.

Posted by: Tamara1988 3 Jul 2017, 13:48
rosonera
მეც ქეთიმ სტიმულაციის დროს თამთას მიმაბარა მაგრამ ყოველთვის ქეთი მიღებდა ეხოებს და წამლის დოზებს ქეთი კარნახობდა თამთას. არასდროს ქეთის გარეშე გადაწყვეტილება არ მიუღია. დაჟე ჩემს მესიჯებსაც კი აკითხებდა ქეთის და ყველაფერს ისე მწერდა. არ ვიცი მე თამთასი ძალიან მადლობელი ვარ.

Posted by: jasmin11 3 Jul 2017, 14:22
Anukia198889
Tamara1988

გოგოებო, როგორ დამამშვიდეთ, მეც ძალიან კარგად ვარ თამთას მიმართ განწყობილი, ასე რომ ჩემითაც ვეტყვი რიგში დგომის პრობლემა არ მაქვს და გადავამოწმებ ხოლმე უშენოდაც თქო ქეთისთან და მერე გეტყვი თქო, რა ვქნათ აბა, ესე სირბილი თუ მომიწევს არაფერს ვჩივი,
როცა სპერმის ანალიზები მივუტანეთ და ვერ გავერკვიეთ რა გვექნა, იქნებ ქეთი ვნახოთ თქო თამთას ვუთხარი და გვალოდინა, მაგრამ შევედით ქეთისთან და გველაპრაკა რამდენიც საჭირო იყო წყნარად ქეთი, დაჟე რაღაც მაკეტებზე აგვიხნსა სპერმები როგორ დარბიან და ა.შ. დავგეგმოთ ნელ-ნელაო ინ ვიტროო და ესე იგი ეგეთი პრაქტიკაა, ჩვენც ყურადღებით და ცოტა ისე უნდა ვიყოთ ესე იგი, ქეთის მოტხოვნასთან დაკავშირებით, ერთადერთი ისაა რო რიგში უნდა იდგე რომ გამოიჭირო რა.

Posted by: rosonera 3 Jul 2017, 15:03
Tamara1988
Anukia198889
გაიხარეთ გოგოებო, დავმშვიდდი ცოტა smile.gif თამთას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს მე, უბრალოდ ინვიტროების ამბავში ქეთის მეტი გამოცდილება აქვს და მაგიტომ მინდა მანაც გადამამოწმოს ხოლმე.

Posted by: ketketa210 3 Jul 2017, 15:27
M.I.A.
უღრმესი მადლობა, მასთან სცადეთ უკვე თუ ეხლა გეგმავთ ინვიტროს? დროის გაწელვა ხომ არ უყვარს? smile.gif

Posted by: M.I.A. 3 Jul 2017, 15:48
ketketa210


კი, მასთან ვცადე და ორსულობა არ დადგა. განმეორებით ისევ ვგეგმავთ. არა, დროის გაწელვა ნამდვილად არ უყვარს. თავიდან რომ მივედი, მითხრა, რომ სავარაუდოდ სექტემბრის თვეში გადავიტანდით, მერე ივლისის თვისთვის, მაგრამ მდგომარეობიდან გამომდინარე ივნისში გვქონდა გადატანა. მაქსიმალურად იზღვევს თავს. მაგრამ მაინც ინდივიდუალური მგონია, როგორც სიტუაციას მოითხოვს იმის მიხედვით ...

Posted by: tammmta1 3 Jul 2017, 15:49
ketketa210
ჩემი ახლობელი დადიოდა ნატოსთან და თეონასთან, მაშინ თუ არ ვცდები ერთად მუშაობდნენ და დიდად კმაყოფილი არ იყო ეს გოგო. ანი მორჩილაძეს უფრო აქებდა

Posted by: ninucela84 3 Jul 2017, 17:53
არც მე ვიყავი ქეთის კმაყოფილი ინ ვიტროს პაციენტი ვარ ასევე. მაგრამ მიხარია, რომ ბევრი მადლიერი პაციენტი ყავს. თუმცა, რაც დაიწერა ზემოთ, ფინანსურ შეღავათებს და ეხოებს სხვა ექიმებიც აკეთებენ
მე კარგად გასაუბრების საშუალებაც არ მომეცა და ამასთან, პირადად ქეთისთან მინდოდა და არა ნათიასთან ან თეონასთან.

Posted by: nincka1987 3 Jul 2017, 18:18
ketketa210
Wantbaby
დიდი მადლობა გოგოებო.დღეს უფრო გამახარა ჩემმა ხეგემ და უფრო იმედიანად განვეწყვე

* * *
ketketa210
რაც შეეხება ფასებს,სულ მქონდა 2000 ლაღი და ზუსტად ვიცოდი რომ ინოვაში არ მეყოფოდა,თან აღარ მინდოდა ქეთისთან ამდენი ამბის გამო და რატომღაც სულ ანიზე ვფიქრობდი. თავიდან პროგესტერონი და ესტრადიოლი ჩავაბარე 60 ლარი თუ არ ვცდები,150 ლარი სქრეჩინგი,ტევაგრასტიმი 200 ლარი,TSH 28 ლარი,კოაგულოგრამა 35 ლარი.1090 ლარი გამოლღობა გადატანა.პლიუს მაგას წამლები დაახლოებით 200 ლარი,პირველადი კონსულტაცია 70 ლარი. და მერე 40 ლარი.აი ესაა ძირითადი ხარჯები.

Posted by: BaiserVole 3 Jul 2017, 18:35
გოგოებო გადატანიდან მე-8 დღეა (3-დღიანი გადამიტანეს), და ვაგინალურ ტაბლეტებს რომ ვიკეთებ, ვგრძნობ რომ შესიებულია შიგნით, თან საკმაოდ, აი გაჯირჯვებულივით და თქვენც გქონდათ მსგავსი. კარგის ნიშანია თუ ცუდის? პარასკევს ვიკეთებ ხეგეს


ეს მეორე მცდელობაა, პირველ წარუმატებელზე მსგავსი არ მქონია

Posted by: adeline 3 Jul 2017, 18:38
nincka1987
ანის პაციენტი ხარ როგორც მივხვდი და რა მაინტერესებს, ანალიზები ინვიტროში ჩააბარე თუ სხვაგან?

Posted by: Anukia198889 3 Jul 2017, 18:51
BaiserVole
მე მქონდა ზუსტად მასე და დადასტურდა ჩემი ორსულობა. თამარსაც მასე ქონდა ზუსტად და იმისაც დადასტურდა. ჩამლსიებულები იყო ძლივს შემქონდა წამალი. ეხლა მშვიდათ იყავი და 4 დღეში მოგილოცავთ ავჟრიამულდებით.

Posted by: nefertiti987 3 Jul 2017, 19:05
kekuna78
ლელა მამარდაშვილზე შენ წერდი ადრე თუ მეშლება?

Posted by: salosalosalo 3 Jul 2017, 19:06
გამარჯობათ... თქვენტან მაქვს კითხვაsmile.gif ტრასფერის შემდეგ ვინც დარჩით ორსულად რა სიმპტომები გქონდათ სანამ ანალიზით დადასტურდებოდა ორსულობა ?

* * *
ჩემმა დეიდაშვილმა გაიკეთა , წინა ორშაბათს გადაუტანეს, მერვე დღეა დღეს, პირველი დღეებიც ქონდა ქაჩვის და მოვლითი ტკივლის შეგრძნება , და ეხა ბოლო დღეებია დღის ერთი და იგივე მონაკვეთსი, დილით აღვიძებს ტკივილი, ქაჩვის შეგრძნება, წელის ტიკივილი, პროგესტერონს რომ იკეთებს უყუჩდება ... კარგს ნიშNავს ვითომ ეს ყველაფერი ?

Posted by: Anukia198889 3 Jul 2017, 19:18
salosalosalo
მე მქონდა ყველა ეგ სიმპტომი ქაჩვა და წელის ტკივილი. როდის მომივლიდა კაცმა არ იცოდა. ასე რომ კარგი ამბავი მგონია მე.

Posted by: kekuna78 3 Jul 2017, 19:26
nefertiti987
არამგონია მე დამეწერა, ისე კი მსმენია, მაგრამ შეხება არ მქონია

Posted by: nincka1987 3 Jul 2017, 19:29
adeline
კი მე ვარ ამის პაციენტი,ინვიტროში ჩავაბარე ანალიზები, არაუშავს ნორმალური ფასები აქვთ.ინოვამ ძაან გააძვირა

Posted by: salosalosalo 3 Jul 2017, 19:38
QUOTE (Anukia198889 @ 3 Jul 2017, 19:18 )
salosalosalo
მე მქონდა ყველა ეგ სიმპტომი ქაჩვა და წელის ტკივილი. როდის მომივლიდა კაცმა არ იცოდა. ასე რომ კარგი ამბავი მგონია მე.

ანუ როცა ორსულად დარჩი? smile.gif)) და ხეგემდე ის 12 დღე სულ გქონდა ეგ შეგრძნებები?

Posted by: adeline 3 Jul 2017, 19:38
nincka1987
ინოვაში ვაპირებდი მისვლას ქეთისთან და გადავიფიქრე. რასაც ვკითხულობ, ყოველდღიურად აძვირებენ ანალიზებს. ინვიტროს სანდო ლაბორატორია აქვს ანუ ხომ? და მაილზე თუ გზავნიან პასუხებს, ეგეც მაინტერესებს.

Posted by: salosalosalo 3 Jul 2017, 19:51
QUOTE (adeline @ 3 Jul 2017, 19:38 )
nincka1987
ინოვაში ვაპირებდი მისვლას ქეთისთან და გადავიფიქრე. რასაც ვკითხულობ, ყოველდღიურად აძვირებენ ანალიზებს. ინვიტროს სანდო ლაბორატორია აქვს ანუ ხომ? და მაილზე თუ გზავნიან პასუხებს, ეგეც მაინტერესებს.

იმდენს ვკიტხულობ უკვე ამ თემაზე, რაც გამოვარკვიე ქეთი საუკეთესოა მგონი, ძალიან კარგი შედეგები აქვს

Posted by: Anukia198889 3 Jul 2017, 19:54
salosalosalo
salosalosalo
მგონი ხეგემდე ორი დღით ადრე გადამიარა. 11 დღეს ტესტმა მიჩვენა და 12 დღეს ხეგემაც. მანამ ტესტი არ მიცდია. მეშინოდა.

Posted by: adeline 3 Jul 2017, 19:54
salosalosalo
მე ინვიტრო არ მჭირდება და როგორც ვიცი უფრო მეტ ყურადღებას ინვიტრო პაციენტებს აქცევს. ამიტომ გადავწყვიტე სხვასთან მისვლა. მთელი დღე ველოდო და 2 წამში გამომიშვას არ მინდა, ან სულაც არ მიმიღოს და სხვასთან გადამამისამართოს.

Posted by: salosalosalo 3 Jul 2017, 19:55
QUOTE (Anukia198889 @ 3 Jul 2017, 19:54 )
salosalosalo
salosalosalo
მგონი ხეგემდე ორი დღით ადრე გადამიარა. 11 დღეს ტესტმა მიჩვენა და 12 დღეს ხეგემაც. მანამ ტესტი არ მიცდია. მეშინოდა.

ვაიმე smile.gif ანუ კარგის ნიშანია ეს სიმპტომები ... ძლიერი ტავის ტკივილებიც დაეწყო დღეს ... და მერამდენე დღეა უკვე დილით და საღამოს ტკივა და ქაცავს , წელიც ტკივა

Posted by: Anukia198889 3 Jul 2017, 19:59
salosalosalo
თავის ტკივილიც მქონდა და ექიმს რომ ვუთხარი ნერვიულობის გამო იქნებაო. ქეთისთან გაიკეთა? რამდენი გადაიტანა და რამდენ უჯრედიანი? რამდენი წლის არის?

Posted by: kekuna78 3 Jul 2017, 20:11
გოგოებო მიკრონ 5 დეა გამოგიწერიათ ვინმეს?
* * *
მოკლედ ვაპირებ გამოვწერო პროფერტილი და მიკრონ 5, პროფერტილი როგორც მახსოვს ამანათს ჩამოატანინეთ ხო ვინც გამოწერეთ?

Posted by: nincka1987 3 Jul 2017, 20:38
kekuna78
მე გამოვიწერე მიიღონ 5 ამაზონიდან,ზუსტად 10 დღეში ჩამოვიდა და 180 აბში გადავიხადე 140 ლარი.ისე დამრჩა მე და მოგცემ თუ გინდა
* * *

kekuna78
მეც ნაწილი აქაურმა მანანიკომ მაჩუქა
* * *
adeline
კიი სანდო ლაბორატორია აქვს.საუკეთესოა ნამდვილად.მე ქეთისთან რო დავდიოდი ინვიტროში ვიკეთებდი ანალიზებს,ქეთის ვუთხარი ძაან გააძვირეთ და აქ აღარ გავიკეთებ მეთქი და არაფერი უთქვამს.ფარისებრის ანალიზებს კიდე ენმედიცში ვიკეთებდი,იქ ბევრად იაფია და ენდოკრინოლოგია იქ მყავს და არასდროს გამოუხატავს უკმაყოფილება ქეთის და არ უთქვამს გინდა თუ არა ინოვაში გაიკეთეთ.მეილზე არ დამჭირვებია გამოგზავნა და არ ვიცი ნამდვილად

Posted by: kekuna78 3 Jul 2017, 20:57
nincka1987
ხვალ მივალ თამთასთან და ვკითხავ მაინც, ვიცი რომ დამინიშნავს მაგრამ მაინც და მერე მოგწერ, კარგი იქნება სანამ ჩამომივა დავიწყებდი დალევას , დიდი მადლობა წინასწარ :*

Posted by: natia8@ 3 Jul 2017, 21:00
გოგოებო კუჭის ტკივილისთვის რა დავლიო? გთხოვთ მომწერეთ რაა.ძალიამ მტკივა ვეღარ ვუძლებ ტკივილს.ფოსფალუმგელი მახსოვს მგონი რომ შეიძლება და იქნებ მირჩიოთ .

Posted by: salosalosalo 3 Jul 2017, 21:04
QUOTE (Anukia198889 @ 3 Jul 2017, 19:59 )
salosalosalo
თავის ტკივილიც მქონდა და ექიმს რომ ვუთხარი ნერვიულობის გამო იქნებაო. ქეთისთან გაიკეთა? რამდენი გადაიტანა და რამდენ უჯრედიანი? რამდენი წლის არის?

კი ქეთისთან, ორი გადაუტანა , ორი მორულა ... პარასკევამდე მოთმენა არ გინდა ? sad.gif 35 ისა ...

Posted by: adeline 3 Jul 2017, 21:08
nincka1987
კარგია ძალიან. დიდი მადლობა ამომწურავი პასუხისთვის. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ 2kiss.gif

Posted by: nincka1987 3 Jul 2017, 21:26
kekuna78
არაფერს ჩემო კარგო,წარმატებებს გისურვებ
* * *
adeline
არაფერს,მეც საუკეთესოს გისურვებ ჩემო კარგო

Posted by: takotatuli1989 3 Jul 2017, 21:57
nincka1987
როგორ გამახარეეე... ანუ მალე ეხოსაც გაიკეთებ და მომავლრბში გადმობარგდები ... ძაან მაგარია და ძალიან მიხარია... მინდა რო ამ თემის და წეროების გოგოების სულ გახარებულ პოსტებს ვხედავდე მომავლებში

Posted by: salosalosalo 3 Jul 2017, 22:00
გოგოებო მიპასუხეთ გთხოვთ , ინ ვიტროს წარუმატებელი მცდელობის დროს წინამენსტრუალური სიმპტომები, ტკივილი , ქაჩვა თუ გქონიათ

Posted by: BaiserVole 3 Jul 2017, 22:12
Anukia198889

გაიხარე, არც ის ვიცი ან უარყოფით როგორ გადავიტან და ან დადებითს. წინა უარყოფითმა ისე გამანადგურა, ტყუილად დაიმედებაც არ მინდა, მარა უიმედოდ ყოფნაც გაუსაძლისია

salosalosalo

პრემენსტრუალური ტკივილები ორივე შემთხვევაში ქონიათ, თითქმის ყოველთვის.

Posted by: takotatuli1989 3 Jul 2017, 22:31
natia8@
Eსპუმიზანი და ნახსჰირი ვიციr ო სჰეიდზლება მუცლის ტკივილზე და სჰდბერილობაზე მარა კუჭზე არ ვიციი... sad.gif მიწერე თეოს და ქეთის იქნებ გიპასუხონ

Posted by: BA84 3 Jul 2017, 22:55
BaiserVole
წარმატებები, მალე შენი გახარებული პოსტი მენახოს.
ინოვაში გაიკეთე ორივე?
ახალ ემბრიოლოგებზე მეც მაინტეტესებს, რაღაც ვერ ვუყურებ კაი თვალით და თქვენ რამე გსმენიათ? ის ქალი ჯერ არ ჩამოსულა, ელოდებიან მგონი. ეხლა 2 გოგოა მხოლოდ

Posted by: nino84 3 Jul 2017, 23:26
ემბრიოლოგებზე მეც მაინტერესებს, მთავარი ემბტიოლოგიბარ ჩამოსულა ჯერ? ეხლა ვინ ყავთ აბა?

Posted by: kekuna78 3 Jul 2017, 23:33
BA84
ხო მეც ეგრ ვარ, რაც გავიგე არ მომწონს მაგათი შდეგები, იმედია ის ქალი ჩამოვა სანამ თავიდან შევუდგები სტიულაციას

Posted by: nino84 3 Jul 2017, 23:40
kekuna78
როდის ჩამოდის ხომ არ იცი?

Posted by: BaiserVole 3 Jul 2017, 23:44
BA84

ინვიტროში გავიკეთე ორივე. ქეთის პაციენტი ვიყავი ადრე ჯერ ინვიტროში მერე ინოვაში, თუმცა მეც უყურადღებობის მერე წამოვედი. ორჯერ ლეტროზოლ დენკით გაკეთებული სტიმულაცია ვერ გამოიყენა ქეთიმ, ცალსახად უდროობის გამო. მერე, ერთ ერთ ვიზიტზე, თეონამ რომ მითხრა რა გინდა მომწიფდა ფოლიკულიო, მაშIნ მივხვდი რომ საერთოდ არ ახსოვდა რა მიზეზით დავდიოდი, და არც მეკითხებოდა. შოკი მივიღე. არასდროს არ მქონია ფოლიკის მოუმწიფებლობის პრობლემათქო. ამის მერე წამოვედი, რაღა მკურნალობაზე უნდა მელაპარაკა, არ მეკითხებოდნენ არაფერს, რომ გაეხსენებინათ ჩემი ანამნეზი,და ბრმად მაკეთებინებდნენ რაღაცებს, ასე გამოდის.
ისიც არ ვიცი სტიმულაციები რომ გამიკეთეს მაშIნაც ეგონათ რომ ფოლიკი არ მიმწიფდებოდა?

Posted by: BA84 4 Jul 2017, 00:08
BaiserVole
აუ როგორ დამაფიქრეთ ეხლა, მეც ინვიტროდან დავდივარ ქეთისთან 2 წელი გახდება მალე. მე პირიქით მგონია არ ახსოვს მეთქი ჩემი ანამნეზი,დანიშნული წამლები და რომ დავიწყებ ხოლმე შეხსენებას მაჩერებს, მახსოვსო. უბრალოდ ეს ბოლო გადატანა მგონია რომ სულ ტყუილად გავიკეთე, ერთი ემბრიონი და ისიც წინა დღეს არ მოსწონდათ და მეორე დღეს მაინც გადავიტანე.
ჰისტეროზეც რომ ვკითხე შენი გადასაწყვეტიო, რომ მივედი და ვუთხარი დავგეგმე უკვე ვადიმთან მეთქი კარგიაო.
რაღაც გელი უნდა მივიტანო 350 ლარი ღირს ოპერაციის შემდეგ ღრუში უნდა შეიყვანონ, ვინმეს გაგიკეტებიათ? ოპერაციის შემდეგ კარგია შეხორცებები აღარ მიდის ღრუშიო.
ეხლა ვისთან გაიკეთე შენ? მე ჯერ ქეთისგან არ ვფიქრობ წამოსვლაზ მაგრამ ამ ემბრიოლოგებმაც ძაან დამაფიქრესsad.gif sad.gif ვინმეს კარგი რამ გსმენიათ??

Posted by: kekuna78 4 Jul 2017, 00:57
nino84
არვიცი, ხვალ მივდივარ და ვიკთხავ და გეტყვით

Posted by: takotatuli1989 4 Jul 2017, 08:25
BA84
კი აქაურმა ერთმა გოგომ გაიეკთა ეხლა უკვე დედიკოა. ოღონდ იმან ლაპარო და ჰისტერო გაიკეთა და 4 თვეში თავისით დარჩა

Posted by: nincka1987 4 Jul 2017, 08:36
takotatuli1989
დიდი მადლობა ჩემო კარგო,კიი იმ კვირაში მიწევს ეზოს გაკეთება.ოთხშაბათს იქნება გადატანიდან 20 დღე

Posted by: ketketa210 4 Jul 2017, 10:12
nincka1987
M.I.A.
ანუ შედარებაც არაა ინოვას ფასებთან smile.gif გაიხარეთ :*
tammmta1
მადლობა, ჩემო კარგო, აი ნინკაც გაგვიბედნიერა ანიმ და ღირს ფიქრი smile.gif

Posted by: oo la la 4 Jul 2017, 11:17
გოგოებო, შეუძლებელია ექიმს ყველა პაციენტის მდგომარეობა ახსოვდეს, მითუმეტეს ქეთის რომელსაც ამდენი პაციენტი ყავს.
ისეთი ექიმებიც უხვად არიან რომლებსაც საჭორაოდ ბევრი დრო აქვთ, მაგრამ საქმის გამკეთებლები არ არიან. მაინც ვირჩევთ ქეთის
შედეგი თუ გვინდა, ხან უნდა შევახსენოთ ჩვენი მდგომარეობა, ხან ისტორია ავიღოთ და შევუტანოთ,

ისიც ადამიანია,





Posted by: Anukia198889 4 Jul 2017, 11:22
oo la la
100 % გეთანხმები. მეცოდებოდა და თქვენ როცა მოიცლით გელოდებით თქო ისიც მითქვია.

Posted by: mariami17 4 Jul 2017, 11:46
გოგოებო რაც რიგებში ველოდე ქეთის მეგონა სამსახურს დავკარგავდი. თეონასთან გამიშვა პირველადი დანიშნულებისთვის მაგრამ მე ჯიუტად ქეთისთან შევდიოდი. ბოლოს ნათია მყავდა გამოჭერილი თუ იმას ვყავდი არ ვიცი ნათია დარბოდა ჩემს მაგიერ.
შედეგი არის მთავარია.
ეხლა 16 კვირაზე რომ შევედი ასე ახსოვდა ჩემი ისტორია ხატიაშვილის მორიგი შედევრი ტყუპი ნაყოფითო.
თუმცა ყველას გეთანხმებით ძალიან ცოტა დროს გვითმობს და ბევრი კითხვები გვრჩება. მერე მეილზე ვწერდი და ყოველთვის მპასუხობდა. მეც ბევრჯერ შემცოდებია ისეთი დაღლილი ყოფილა. ალბათ შედეგი რადგან მაქვს მაინც მიყვარს და სუბიექტურად ვუდგები

Posted by: Sesili1985 4 Jul 2017, 15:24
Zikata_#
Rasshvrebi rodis gadagaqvs embrionebi, me stimulacia daviwye qochiashviltan warmatebebii

Posted by: ninucela84 4 Jul 2017, 16:35
Sesili1985
პირადში მოგწერე და ნახე თუ შეგიძლია

Posted by: LK1 4 Jul 2017, 16:59
mariami17
oo la la
აბსოლუტურად გეთანხმებით. მართლა მეგონა სამსახურს დავკარგავ ამ რიგების გამოთქო და ზუსტად რიგების გამო არ მივედი თავიდანვე ქეთისთან და 10 000ზე მეტი დავხარჯე სხვასთან ურიგოსთან. ერთხელ არ შეშლია ჩემი ისტორია ქეთის. ისიც კი ახსოვს ხოლმე რომელი ანალიზი არ გადაუმოწმებია დიდი ხანია. თუმცა მე ვიყავი ბოლომდე შეიარაღებული ჩემი მონაცემებითაც და კითხევბითაც.
იმ 5წუთში ვასწრებდი ყველაფრის თქმას და გადამოწმებას რასაც მითმობდა. თქვენ მობილიზდით ბოლომდე გოგოებო. დაგავიწყდებათ კითხვა მიბრუნდით და კითხეთ. მეორედ მიდით, მიწერეთ, შეაწუხეთ. იმხელა თანხებს იხდით წესით თავს უნდა გევლებოდეთ ყველა, მაგრამ რადგან ასე არაა შეწუხება მაინც არ მოგერიდოთ. ინვიტროებს მგონი ყველას თვითონ მართავს. მარტივ პაციენტებს ანაწილებს სხვებთან. ემბრიოლოგს რაც შეეხება მახსოვს აქ გოგოები ჰექტორზეც ღელავდნენ ცოტა ემბრიონებს იღებსო და დღეს ყველა მათგანი ორსულადაა რაც საოცრად მიხარია. კლინიკის ინტერესშია კარგი შედეგები და გამორიცხულია არაკვალიფიციური ყავდეთ ვინმე. წარმატებები ყველას და გისურვებთ ისეთი ძვირფასი ადამიანი გახდეს თქვენი ექმები თქვენი ოჯახებისთვის როგორც ქეთია ჩემთვის.

Posted by: nefertiti987 4 Jul 2017, 21:10
გოგოებო ხომ არ იცით კისტამ იცის სისხლდენა მენზამდე ერთი კვირით ადრე? ანუ მე-20 დღე მაქვს დღეს და როგორც მენსტრუაცია ისე წამომივიდა.

Posted by: adeline 5 Jul 2017, 00:24
-----------//////----/--/-/----

Posted by: jasmin11 5 Jul 2017, 09:31
გოგოებო, პროფერტილის აქ ყიდვა ჯობია თუ გამოწერა, მირჩიეთ რაააააა, არ ვიცი აქაური ფასები,, კაცის პროფერტილი გვინდა და თუ რამეა ლინკიც იქნებ მომცეთ საიდან გამოიწერეთ ??

Posted by: SRB100 5 Jul 2017, 10:28
jasmin11
გამოწერა ბევრად იაფია. ეს არის ლინკი, a-manati.com-ის მისამართზე გაუშვი.
https://www.amazon.de/Aristo-Pharma-GmbH-293999-ProFertil/dp/B00E674QF8/ref=sr_1_2?ie=UTF8&qid=1499236034&sr=8-2&keywords=profertil+f%C3%BCr+m%C3%A4nner

Posted by: sesilia28 5 Jul 2017, 10:38
jasmin11
გამოწერა სჯობს, აქ ერთი თვის 180ლარამდე ღირს.
http://www.gesundshop24.de/product/profertil-kapseln.14835.html
ერთი თვისაც არის ამ საიტზე

Posted by: jasmin11 5 Jul 2017, 10:41
sesilia28
მადლობაა და შიფინგს რამდენი უნდა ხო არ იცი ?

Posted by: joy30 5 Jul 2017, 11:16
natia8@
გილოცავ!!! ძალიან გამიხარდა , მშვიდობიან 9 თვეს და ბედნიერ დედობას გისურვებ . მისაბაძი ადამიანი ხარ ჩემი სტიმული იყავი და ხარ 2kiss.gif როგორც კი შევძლებ ეგრევე წავალ მეორე წრეზე მეც.
******
nincka1987
გილოცავ !!! უპრობლემო 9 თვეს გისურვებ. ანი ძალიან მომწონს , მეც მინდოდა მასთან გადასვლა .
******
Anukia198889
გილოცავ !!! გილოცავ!!! ყოჩაღი გოგო ხარ ნამდვილად დაიმსახურე, აქ ყველას ისე გულიანად გულშემატკივრობდი.
**********
Tamara1988
გილოცავ !!! უპრობლემო 9 თვეს გისურვებ

თუ ვინმე გამომრჩით მაპატიეთ ხშირად ვერ შემოვდივარ ყველას გილოცავთ დიდ ბედნიერებას გისურვებთ. ტემპი არ დააგდოთ დანარჩენებმა მალე გადაბარგდით მომავლებში kiss.gif

Posted by: Anukia198889 5 Jul 2017, 12:13
joy30
გენაცვალე შენ ძალიან დიდი მადლობა. ♡♡♡♡

Posted by: sesilia28 5 Jul 2017, 12:17
jasmin11
6 თუ 7 ლარი გადავიხადე, ანუ 10 ლარამდე იქნება

Posted by: nincka1987 5 Jul 2017, 12:45
joy30
დიდი მადლობა ჩემო კარგო,ყველას გისურვებთ ბედნიერ დედობას გოგოებო

Posted by: Tamara1988 5 Jul 2017, 13:07
joy30
დიდი მადლობა. გაიხარეეე 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: jasmin11 5 Jul 2017, 14:23
sesilia28
ძაან დიდი მადობა რჩევისთვის! კარგი ფასი აქვს ნადმვილად! ერთადერთი ვადები ვერ ვიპოვე სად უწერია დამზადების თარიღი და ვარგისიანობა, და იქნებ მირჩიო რა... http://www.gesundshop24.de/product/profertil-kapseln.14826.html აი ამ შეფუთვაზე 60 ცალიანს ვიწერ ჯერ და ვერსაც ვიპოვე ვადა

Posted by: sesilia28 5 Jul 2017, 14:31
jasmin11
ვადა მეც ვერ ვნახე იქ მაგრამ რომ ჩამპვიდა 2019 წლამდე ეწერა

Posted by: jasmin11 5 Jul 2017, 14:38
sesilia28
ანუ ვენდოთ, ხო, მეც მგონია არ უნდა იყოს პრობლემა.

Posted by: natia8@ 5 Jul 2017, 14:58
joy30
დიდი მადლობა ჩემო კარგო.მე ვფიქრობ ჩვენ ყველა ერთმანეთის სტიმული ვართ.ღმერთმა ხელი მოგიმართოს.აუცილებლად წადი მეორე კრუგზე,ცოდვაა ბავშვი დედმამიშვილის გარეშე :-)

Posted by: sesilia28 5 Jul 2017, 15:37
jasmin11
ბევრმა გამოვიწერეთ და ვადის პრობლემა არ ყოფილა :*

Posted by: salosalosalo 5 Jul 2017, 18:55
გოგოებო ტრანსფერის შემდეგ საშოს ცამოსივება ან გაფუვება ან მსგავსი ხომ არ გქონიათ ხეგეს ანალიზამდე

Posted by: BA84 5 Jul 2017, 19:56
nincka1987
რა ქენი დღეს, ეხოზე ხომ არ ყოფილხარ?
* * *
salosalosalo
გოგოებს ქონიათ მსგავსი რამ, მე არა და კი არიან ეხლა ორსულად

Posted by: salosalosalo 5 Jul 2017, 20:00
ანუ ორსულობის ნიშნანია ვითომ? პარასკევს გვიწევს ხეგე

Posted by: BA84 5 Jul 2017, 20:01
BaiserVole
როდის იკეთებ ხეგეს, რომ გაგვახარო?

Posted by: Tamara1988 5 Jul 2017, 20:15
salosalosalo
კი ვაგინალურად როცა წამალს ვიდებდი ჩამოსიებული მქონდა ვგრძნობდი. ეხლაც ესე მაქვს ორსულობის დროს.

Posted by: salosalosalo 5 Jul 2017, 20:19
მე არა ჩემი და smile.gif პარასკევს ... დღეს დაემართა ეგ

Posted by: nincka1987 5 Jul 2017, 20:58
BA84
არა დღეს არა,12ში მივდივარ ეხოზე და ამაზე რომ ვფიქრობ საშინელი ნერვიულობა მიპყრობს,ხანდახან ეს ორი დღეა ისეთი წამოვლითი ტკივილები მაქვს პანიკაში ვვარდები,სულ საცვალს ვუYურებ რამე მუქი გამონადენი ხომ არ მაქვსთქო,ასე ხეგეების გაკეთებაზე არ მინერვიულია როგორც ეხოს მოლოდინში,მანამდე არაფერი მაწუხებდა საერთოდ,ეხლა ეს ორი დღეა დამეწყო
* * *
salosalosalo
ვაიმე მე მაქვს ისეთი შესიებული ძლივს ვიკეთებ სანთელს smile.gif

Posted by: natia8@ 5 Jul 2017, 21:14
salosalosalo
ორსულობა იქნება :-)

Posted by: zikata7 5 Jul 2017, 21:35
Sesili1985
კი 10 ში დამიგეგმა გადატანა.. სასწაულის მოლოდინში ვარ ღმერთის წყალობით და მანანას უდიდედი მონდომებით :* წარმატებებიიი

Posted by: salosalosalo 5 Jul 2017, 21:41
ხეგემდე 2 დღით ადრე ჩამოუსივდა , მანამდე არ აწუხებდა ამ ხმროვ , ისე მოვლითი ტკივილები აქვს და წელის ტკივილიც , ქაჩვაც ... ციკლის მოსვლისას რომ ახასიათებს ისე აქვს ... ვაიმე მეც არ მჯერა რომ ორსულობაა მაგრამ თან დიდი ეჭვი მაქვს ..

Posted by: BaiserVole 5 Jul 2017, 21:42
nincka1987
salosalosalo
Tamara1988


მეც შესიება მაქ, დავპოსტე კიდეც და მითხრეს ჩვენც ეგრე გვქონდაო, მაგრამ მეშინია წამლები ხო არ იწვევს ამ შესიებას და ორსულობის სიმპტომი ტყუილად ხომ არ გვგონია

Posted by: salosalosalo 5 Jul 2017, 21:45
QUOTE (BaiserVole @ 5 Jul 2017, 21:42 )
nincka1987
salosalosalo
Tamara1988


მეც შესიება მაქ, დავპოსტე კიდეც და მითხრეს ჩვენც ეგრე გვქონდაო, მაგრამ მეშინია წამლები ხო არ იწვევს ამ შესიებას და ორსულობის სიმპტომი ტყუილად ხომ არ გვგონია

როდის გიწევს ხეგე , ვისთან გაიკეთე

Posted by: BaiserVole 5 Jul 2017, 21:50
salosalosalo

პარასკევსაა მე-12 დღე, მაგრამ სამსახურში შედეგის გაგების ნერვები არ მაქვს, ამიტომ შაბათს გავიკეთებ ხეგეს.
ინვიტროში გავიკეთე

ერთადერთი რაც მაშინებს, წამლების გამოწვეული სიმპტომი არ იყოს.. ვისაც უარყოფიტი ქონდა ხეგე, იმათ ნამდვილად არ უსივდებოდათ?
მე მაქვს ერთი უშედეგო ინვიტრო, მაგრამ მაშინ აპლიკატორიტ ვიდებდი წამალს და შესაბამისად არ გამიგია შესივდა თუ არა.

Posted by: salosalosalo 5 Jul 2017, 21:52
ამას შეაწუხა ისე აქვს ჩამოსიებული.. თითქს ჩამონივიდა ქვემოთო ... პარასკევს ვეკოდებით ჩვენც .. წარმატებები შენც

Posted by: ooooaaa 6 Jul 2017, 08:57
ყველას წარმატებები გოგონებო ექიმმა მხოლოდ 3ფოლიკულა ჩანსო ასე მითხრა ხვალ უნდა ამოვიღო ნეტა იმ 3დან ერთის არ გამოვა ისე ვნერვიულობ.......

Posted by: ketketa210 6 Jul 2017, 09:37
ooooaaa
შენც წარმატებები. აუცილებლად ამოვა ერთი ყოჩაღი smile.gif გვითხარი რას იზამ

Posted by: kekuna78 6 Jul 2017, 10:47
ooooaaa
წარმატებები, ვისთან იკეთებ?

Posted by: ooooaaa 6 Jul 2017, 10:52
ოლიკო მურღულია ჟორდანიაში მაგრამ ძალიან ცოტაა გამოვა კი რამე? ერთი საკვერცხე რომ მაქვს ეტყობა მაგიტომ აქ ჩემმა დამ დამარეგისტრირა ცოტა დამშვიდდებიო და მართალიცაა მარტო ჩემი თავი მეგონა გასაჭირში მყოფი
* * *
9წლიანი უშვილობა ერთი წარუმატებელი ინსემინაცია 4შეწყვეტილი ორსულობა რომელიც ისე პატარა დროს შეწყდა ეხომაც ვერ დააფიქსირა ასაკი 30წელი სულ ესაა ჩემი ისტორია ნერვები და ჯანმრთელობა რომელიც მთლიანად ამ პრობლემას ეწირება კიდე...

Posted by: kekuna78 6 Jul 2017, 11:00
ooooaaa
იქნებ სამივე კარგი ხარისხის იყოს და გამოვიდეს წინასწარ ნუ ნერვიულობ, ინვიტრო პირველია ხო? მე 4 ამომიღეს და 2 კარგი ხარისხის ემბრიონი გამოვიდა

Posted by: ooooaaa 6 Jul 2017, 11:01
პირველია კი ნეტა აქამდეც მეცადა და დრო ტყუილად არ დამეკარგა შენ გადაიტანე უკვე? ვისთან იკეთებ?

Posted by: rosonera 6 Jul 2017, 11:04
გოგოებო ინოვას ახალი ემბრიოლოგის დროს ვისაც დადებითი შედეგი გქონდათ გამომეხმაურეთ რაა.

Posted by: kekuna78 6 Jul 2017, 11:07
ooooaaa
ქეთი ოსიძესთან, კი გადავიტანე და 2 დღის წინ გავიკეთე ხეგე და უარყოფითია სამწუხაროდ, ვცდილობ აზრზე მოვიდე და თავიდან შევუდგე sad.gif

Posted by: ooooaaa 6 Jul 2017, 11:09
როგორი ცუდია 2ვე გადაიტანე? ცალკე ნერვები ცალკე კიდე ეს ფინანსები ძალიან ძვირია

Posted by: oo la la 6 Jul 2017, 11:13
salosalosalo
მე მქონდა ზუსტად მასე,
ოღონდ წამლებისგან იყო თუ ორსულობისგან არ ვიცი smile.gif

Posted by: kekuna78 6 Jul 2017, 11:14
კი ორივე sad.gif გაგვაგებინე შენი ამბები

Posted by: ooooaaa 6 Jul 2017, 11:16
10მაქვს გადატანა სავარაუდოდ და შედეგის როგორ მეშინია რომ არ გამოვიდეს აღარ ვიცი რას ვიზამ 9000მდე მეხარჯება ახლა ესეც ჩემმა დამ მაჩუქა 3სამსახურში მუშაობს საცოდავი ჩემს გამო ამდენ ტანჯვას ვერ ვუყურებო მეუბნება და აუცილებლად უნდა გამოვიდეს

Posted by: BaiserVole 6 Jul 2017, 11:22
oo la la
salosalosalo
დივიგელს ხმარობდით გადატანოს მერე?

Posted by: Anukia198889 6 Jul 2017, 11:24
ooooaaa
წარმატებები ჩემი წყალი გადმოგსხმოდეს. ძალიან მინდა შენს დაიკოს დაუფასდეს ამდენი შრომა. ღმერთია მოწყალე.


kekuna78
ძალიან მეწყინა რაა. წარმომიდგენია როგორ ხარ. მაგრამ ხო იცი უფრო მეტი შემართებით უნდა იყო. ძალიან მალე მოვა შენი დრო. ტევაგრასტიმი გაგიკეთა? მეორე მცდელობა იყო?

Posted by: ooooaaa 6 Jul 2017, 11:25
ყველას აუსრულოს უფალმა ეს სურვილი
* * *
ახლა კიდე იმის მეშინია ხვალ ამოღების დროს ჩემ ქმარს რომ რამ რამე კომპლექსია ნ ნერვიულობა არ გამოუხტეს და რომ ვერ აიღოს ხომ ჩამეყარა ყველაფერი წყალში არ მაკლდება მოკლედ ნერვიულობა

Posted by: tammmta1 6 Jul 2017, 11:32
ooooaaa
კარგი შედეგები აქვს შენს ექიმს? ანტიმიულერი რამდენი გაქვს, რატომ მიიღო ასე ცოტა ფოლიკული? სუსტი სტიმულაცია გაგიკეთა?
ქმრის სპერმოგრამაზე ნერვიულობ? თუ პრობლემური აქვს, რატომ წინასწარ არ გაუყინეს? ბევრი კითხვა მოგაყარე facepalm.gif

Posted by: kekuna78 6 Jul 2017, 11:35
Anukia198889
პირველი მცდელობა იყო, ტევაგრასტიმი ორჯერ გავიკეთე , სქრეჩინგიც გავიკეთე, ჰისტერო გავიკითე აპრილში და მაინც ვერაფერი sad.gif

Posted by: salosalosalo 6 Jul 2017, 11:35
QUOTE (BaiserVole @ 6 Jul 2017, 11:22 )
oo la la
salosalosalo
დივიგელს ხმარობდით გადატანოს მერე?

მგონი ხმარობს კი , ზუსტად არ ვიცი

Posted by: rosonera 6 Jul 2017, 11:35
kekuna78
რამდენი ფოლეკული ამოგიღეს? რამდენი წლის ხარ? პირველი მცდელობა იყო?

Posted by: ooooaaa 6 Jul 2017, 11:38
ერთი საკვერცხე მაქვს და მაგიტომ რაც შეეხება ქმარს სპერმას აღება უჭირს

Posted by: oo la la 6 Jul 2017, 11:39
BaiserVole
კი ვხმარობდი დივიგელს,

QUOTE
ახლა კიდე იმის მეშინია ხვალ ამოღების დროს ჩემ ქმარს რომ რამ რამე კომპლექსია ნ ნერვიულობა არ გამოუხტეს და რომ ვერ აიღოს ხომ ჩამეყარა ყველაფერი წყალში არ მაკლდება მოკლედ ნერვიულობა


სახლში აიღეთ კონტეინერში და პრობლემაც აღარ იქნება wink.gif

Posted by: kekuna78 6 Jul 2017, 11:41
rosonera
38 წლის ვარ, 4 ამოიღეს და 2 ემბრიონი გამოვიდა

Posted by: ooooaaa 6 Jul 2017, 11:46
სახლში აღებული შეიძლება ნეტა?.......................

Posted by: oo la la 6 Jul 2017, 11:52
ooooaaa
კი შეიძლება , ჩვენ სახლში ავიღეთ, აიღებთ თუ არა მაშინვე წაიღეთ,
ექიმს კითხე ზუსტად ხომ რამდენ ხანში უნდა მიუტანოთ.

Posted by: tammmta1 6 Jul 2017, 11:54
ooooaaa
შეგიძლია სახლში აიღო და მაქსიმუმ 2 საათში უნდა მიუტანო ექიმს. კონტეინერი გამოართვი ექიმს

Posted by: ooooaaa 6 Jul 2017, 12:08
მადლობა გოგონებო მე საერთოდ ყველაფერზე ვნერვიულობ ზედმეტადაც კი

Posted by: rosonera 6 Jul 2017, 16:22
kekuna78
რა საინტერესოა რაა, ყველაფერი გაგიკეთებია ფაქტიურად, ქეთიმ რა თქვა რის გამო არ დადგა ფეხმძიმობა ნეტა sad.gif ენდომეტრიუმი რა სისქის გქონდა?

Posted by: kekuna78 6 Jul 2017, 23:32
rosonera
ქეთი არ მინახავს აქ არ არის, მაგრამ ვიცი მეტყვის ასაკიო. გადატანის დროს არვიცი რამდენი იყო 3 დღით ადრე 8,5 მქონდა და კიდევ გავიკეთე ტევაგრასტიმი და გასქელდებოდა კიდევ

Posted by: Anukia198889 7 Jul 2017, 14:21
salosalosalo
რა ქნა შენმა დაიკომ დღეს უნდა გაეკეთებინა ხეგე. გაგვაგებიე მისი დადებითი

Posted by: BaiserVole 7 Jul 2017, 15:17
salosalosalo
Mეც გელოდები, მე დღEს ვერ ვიკეთEბ ხეგეს. ხვალ დილიტ წავალ

ტესტი ვიყიდე მარა შიშით ვერ გავიკეთე

Posted by: ooooaaa 7 Jul 2017, 15:21
გოგონებო ამოღებას დიდი დრო ჭირდება? ჩემი და წავიდა დღეს და უკვე 3საათია შესულია ვნერვიულობ ნარკოზით იკეთებდა
* * *
გავიგე 3ფოლიკულა ხომ 'ანდა აქედან 2ცარიელი დაგვხვდაო და ის ერ;იც არ ვიცი რა იქნებაო დიდი იმედი არ მაქვსო ექიმმა [ეი/ლება გული გამისკდეს როგორ გინდა გადაიტანო

Posted by: FlowerBomb 7 Jul 2017, 15:35
გოგოებო, მოგესალმებით.
ძალიან გთხოვთ, გამიზიარეთ თქვენი გამოცდილება დონორებზე................... მგონი სხვა გზა არ დამრჩენია sad.gif

Posted by: ooooaaa 7 Jul 2017, 15:39
იქნებ რამე მი;ხრა; გული გამისკდა ლამის................

Posted by: iratta_26 7 Jul 2017, 15:40
ooooaaa
ვისთან გაიკეთა? სუსტი სტიმულაციით გაიკეთა?

Posted by: ooooaaa 7 Jul 2017, 15:43
ოლიკო მურღულიასთან ვერ ვერკვევი სუსტია ;უ /ლიერი მაგრამ /ალიან /ვირიან ნემსებს იკე;ებდა ეგ ვიცი ექიმმა ეს ერ;იც ვერ გადარჩებაო

Posted by: Anukia198889 7 Jul 2017, 15:43
ooooaaa
ჟორდანიას კლინიკაში გაიკეთა ხო? მანდ ვინმე კმაყოფილი გაიგეთ და მიხვედით თუ ვინ მიგასწავლათ.

Posted by: iratta_26 7 Jul 2017, 15:45
ooooaaa
საკვერცხეებში ფოლიკულის მარაგი როგორი აქვს? რატომ მიიღო ასე ცოტა ფოლიკული თუ ძლიერს იკეთებდა

Posted by: FlowerBomb 7 Jul 2017, 15:45
iratta_26
მე მითხრეს სუსტით გიკეთებო, რატომ არ გამიკეთეს ძლიერით არ ვიცი. ანტიმიულერი 0.03 მაქვს
შეიძლება ძლიერზე მიეღოთ კვერცხუჯრედი??

Posted by: ooooaaa 7 Jul 2017, 15:46
ჩაჩავაში იყო ადრე და ახლა გადავიდა იქ ექიმი და გადაყვა ჩემი დაც არადა ეხოზე ეუბნებოდა 3ჩანსო როგორ ვუთხრა აღარ ვიცი ექიმმა არ მითქვამს ჯერო 7000ლარი ხომ გადაიყარა მაგრამ ნერვებს რა უშველის თორე ფულს კიდე იშოვი ადამიანი
* * *
Xarisxi iseti aqvs rom 70/30 ze ასე მომცერა როგორ გავიგო?
ერთი საკვერცხე აქვს ალბათ მაგიტო არ ვიცი..................... რა უნდა ქნას როგორ მეცოდება ამ 9წლის მანძილზე განადგურდა ფსიქოლოგიურად მორალურად და ყველანაირად როდის გვეცოდინება გადარჩა თუ არა?

Posted by: FlowerBomb 7 Jul 2017, 15:50
ooooaaa
სავარაუდოდ, კარგი ხარისხის კვერცხუჯრედია

Posted by: tammmta1 7 Jul 2017, 15:50
ooooaaa
რატომ არ მივიდა პირდაპირ ინ ვიტროს კლინიკაში? ზუსტად მაგ პროფილის არის და მეტი შანსია დადებითი შედეგის. რა ასაკისაა პაციენტი, ასე ცოტა ფოლიკული არ უნდა მიეღოთ

Posted by: Anukia198889 7 Jul 2017, 15:52
ooooaaa
რამდენი წლისაა? სხვა დროს რომ გადაწყვეტს ასეთ რთულ რამეს შეეჭიდოს კარგად გაიკითხეთ ძლიერი სპეციალისტი. ვისაც ბევრი დადებითი შედეგი აქვს იქ მიდით რაა. პირველად მესმის ეგ ექიმი. ღმერთმა დაეხმაროს ეხლა. ძალიან მეწყინა.

Posted by: ooooaaa 7 Jul 2017, 15:52
30წლის არის როდის გვეცოდინება გადარჩა თუ რა ქნა ექიმმ ამე იმედი არ მაქვსო ინვიტროში ვისთან უნდა მივიდეს ესეც ძლივს გადავაწყვეტინე კიდე თავიდან როგორ დავითახმო რომ დაიწყოს

Posted by: iratta_26 7 Jul 2017, 15:53
FlowerBomb
მერე რამდენი ამოიღეს? დაბალ ანტიმიულერზე როგორც ვიცი სუსტს აკეტებენ, აბებით ძირითადად. როცა მარაგი არ გაქვს ძლიერი რომ გაიკეთო რა გაიზრდება მაინც რაც არ არის.

Posted by: ooooaaa 7 Jul 2017, 15:55
2იყოვო და აქედან ერთი ცარიელი დაგვხდაო ასე მომწერა ანუ ერთიადა იმის იმედიც არ აქვს ექიმს

Posted by: tammmta1 7 Jul 2017, 15:56
ooooaaa
30 წელი არაა ის ასაკი, რომ ანტიმიულერი ჰქონოდა დაბალი. ალბათ, არ გაუკეთა ძლიერი სტიმულაცია. მოკლედ, ახლა რთულია ამაზე დაელაპარაკო, მაგრამ ცოტა რომ გამოვა შოკიდან, ინ ვიტროში ანი მორჩილაძესთან მიიყვანე ან ინოვაში ქეთი ოსიძესთან, ორი ძალიან ძლიერია და აუცილებლად დაეხმარებიან.
ალბათ ხვალ გეტყვიან დაიყო თუ არა ის კვერცხუჯრედი. მერე რა რომ ცალი საკვერცხე აქვს.

Posted by: ooooaaa 7 Jul 2017, 15:58
როგორია კიდე თავიდან რამის დაწყება ვაიმე რატო ხდება ასე ღმერთო არ დამიჯერა კიდე თავიდან რა დაიწყებს ანალიზებსო რომ გადასულიყო სხვა ექიმთან ერთი ნმესი მახსოვს ოვიტროლი თუ რაღაც ერქვა და მენოპური კიდე

Posted by: tammmta1 7 Jul 2017, 16:02
ooooaaa
რა არის, იცი? წამლები ძირითადად ერთია, რასაც სტიმულაციისთვის იყენებენ, მაგრამ მთავარია, ექიმმა სწორად მართოს დოზები პაციენტის შესაბამისად. კიდეც რომ გადარჩეს ის კვერცხუჯრედი და განაყოფიერდეს, მე თქვენს ადგილზე არ გადავიტანდი. წამოვიღებდი იმ ემბრიონს, სხვასთან კიდე გავიკეთებდი სტიმულაციას და რამდენიმეს ერთად გადავიტანდი.

Posted by: ooooaaa 7 Jul 2017, 16:04
სტიმულაცია ძალიან ძვირ თანხებთან არის ალბათ ისევ თავიდან 6000დაჭირდება ასეთი სუსტი თუა სავარაუდოდო გაყინვას და გამოლღობას ვერ გაუძლებს რომ შეინახოს
* * *
მოკლედ ორშაბათამდე არაფერი გვეცოდინება რა ბედი ეწია იმ ერთსაც კი

Posted by: tammmta1 7 Jul 2017, 16:13
ooooaaa
ხო მაგრამ თუ სუსტია დიდი შანსია არ მიემაგროს და ორმაგად დაისტრესება.

Posted by: ooooaaa 7 Jul 2017, 16:15
ექიმმა ისე მითხრა ორშაბათს აღარც ეს იქნება შეიძლება არც ახლაა და უბრალოდ გვაჩვევს ორშაბათამდე მდგომარეობას

Posted by: tammmta1 7 Jul 2017, 16:17
ooooaaa
როგორ ვბრაზობ თქვენს ექიმზე, არ იცი

Posted by: Wantbaby 7 Jul 2017, 16:17
ooooaaa
ცუდია ძალიან მაგრამ უნდა გამაგრდეს და გააგრძელოს ბრძოლა , ჯერ იქნებ იყოჩაღოს იმ ერთმა . მთავარია არ დანებდეს . მე აგერ მეოთხე კრუგზე ვაპირებ .

Posted by: ooooaaa 7 Jul 2017, 16:19
მეც ძალიან გაბრაზებული ვარ აბა რას ხედავდა ეხოზე 3იაო ასე იძახდა მერე ცარიელი დახვდა ცოტა ნერვები ან ფული ჭირდება ცოტა სერიოზულად რომ მიუდგნენ ამ საკითხს
* * *
ღირსკი ამდენ ნერვიულობად? უფალმა ალბათ უკეთ იცის ძალიან იმედდ დაკარგული ვარ

Posted by: oo la la 7 Jul 2017, 16:25
ჩაჩავაში იკეთებდა ჩემი დაქალი, სტიმულაციის დროს გაიგო რომ ვირუსები და ბაქტერიები ქონდა და შეუწყვიტეს სტიმულაცია,
კიდევ კარგი წამლების თანხა დაუბრუნეს,
გამოიქცა იქიდან ეს გოგო

მაგრამ ოლიკო მურღულია არ ყოფილა, ეს სახელი და გვარი პირველად გავიგე sad.gif

Posted by: tweety86 7 Jul 2017, 16:26
ooooaaa
ნამდვილად ღირს... შვილი ყველაფრად ღირს აბსოლიტურად

Posted by: tammmta1 7 Jul 2017, 16:27
ooooaaa
ყველაფერი მაინც ფინანსებით რთულდება. მოკლედ, ჯერ მოვიდეს ცოტა გონზე, დაისვენოს და მერე მიდით ანისთან, აუხსენით სიტუაცია და აუცილებლად მიიღებთ შედეგს. შვილი უფრო უარეს ნერვიულობადაც ღირს. მეც ძალიან ვიწვალე თანხის შეგროვებაზე, მაგრამ მალე მეორე წრეზე წასვლასაც ვაპირებ, მარტო რომ არ იყოს ჩემი გოგო

Posted by: ooooaaa 7 Jul 2017, 16:28
ვიცი ხო მე მყავს 6წლის და ისე უპრობლემოდ ზუსტად 0თვეში მყავდა მაგრამ ვერ შევირგე ჩემი დის ფანსაცდელის გამო თავს უფლებასაც კი ვერ ვაძლევ ვიყო ბედნიერი მით უფრო მეორე შვილი გავაჩინო ეს ჩემი სულელური დამოკიდებულებაა მაგრამ ასეა

Posted by: tammmta1 7 Jul 2017, 16:30
ooooaaa
ხოდა ერთი მონდომებაც, სწორი ექიმი და გექნებათ შედეგი

Posted by: ooooaaa 7 Jul 2017, 16:32
ვურჩევ ისევ ანის ხომ ინვიტროში რადგან ქეთისთან გაცილებით ძვირია მგონი რა იქნებოდა გამართლებოდა ცოტა მაიც ზოგჯერ რა უმოწყალოა ცხოვრება

Posted by: tammmta1 7 Jul 2017, 16:34
ooooaaa
მეც ანისთან ვგეგმავ მეორეს. პირველი ქეთისთან გავიკეთე, მაგრამ ძალიან ძვირია ინოვა და ვერ გავქაჩავ

Posted by: ooooaaa 7 Jul 2017, 16:36
პირველივეზე გქონდა ხომ შედეგი კარგია ძალიან

Posted by: tammmta1 7 Jul 2017, 16:37
ooooaaa
კი, პირველივეზე და ემბრიონებიც შენახული მაქვს. აუცილებლად სცადოს ანისთან

Posted by: oo la la 7 Jul 2017, 16:40
ooooaaa
sad.gif

რატომ მიხვედით მაგ ექიმტან ვინ ურჩია?

Posted by: ooooaaa 7 Jul 2017, 16:40
ვაი ორშაბთს ვნახოთ რა იქნება ალბათ არც არაფერი

Posted by: stellla 7 Jul 2017, 16:41
ooooaaa
ის ერთი განაყოფიერდა და ემბრიონი მიიღეს ხო დღეს ? ანტიმიულერი რამდენი აქვს თუ იცი ? მეორე საკვერცხე რატომ ამოაჭრეს ?

Posted by: ooooaaa 7 Jul 2017, 16:43
იცი როოგრ მითხრა ექიმმა ემბრიოლოგმა მითხრა ერთი გამოვიდაო და 70/30აო დიდი იმედი არ მაქვსო კისტა ქონდა ადრე ამოაჭრეს ერთი საკვერცხე და ორშაბათს გვეცოდინება პასუხიო ნახევარი აიღეს მარტო თანხა თუ არ გამოვა მეორ ნახევარს არ გამოგართმევთო ცოტა დამაეჭვა ამ პასუხმა დავიჯერო ასე ზრუნავენ ჩვენზე?

Posted by: ketket123 7 Jul 2017, 16:43
გამარჯობა გოგოებო , ჩემს ენდომეტრიუმს ძვრა არ ქონდა არც ტევაგრასტიმით არც სქრეჩინგით არც დივიგელით არაფრით საერთოდ. 6.2 ძლივს არის 2 დღის უკან რო ვიყავი მონიტორინგზე 7.3 იყო დღეს დაკლებული ქონდა გადავირიეეე რას ვეცე აღარ ვიცი. ვისაც ენდომეტრიუმის პრობლემა გქონდათ რითი გაზარდეთ?

Posted by: oo la la 7 Jul 2017, 16:45
ooooaaa
უკაცრავად რისი თანხა აიღეს? ანალიზების თუ წამლების?
თვითონ ყიდულობდნენ წამლებს?

Posted by: ooooaaa 7 Jul 2017, 16:46
არ ვიცი ვინ ურჩია ახლა აღარაფერი ეშველება დაიკარგა დროს ფულიც და ნერვებიც..............................
* * *
არა წამლებს ჩვენ ვყიდულობდით დღეს ჩასარიცხი იყო 3500ლარი სრულად უნდა დაფარულიყო ინვიტროს თანხა ასე გვითხრეს და რადგან არ გამოვიდა ნახევარი ავიღეთო

Posted by: tammmta1 7 Jul 2017, 16:51
ooooaaa
ჩვეულებრივი აფერისტები facepalm.gif

Posted by: ooooaaa 7 Jul 2017, 16:52
აბა როგორ ხდება რომ არ ვიცი ვერც ვხდები რა უნდა გავაკეთო და არა

Posted by: FlowerBomb 7 Jul 2017, 17:16
iratta_26
3 მქონდა სულ და ერთადერთი ამოიღო, არ იყო ორი საკმარისად გაზრდილიო sad.gif რას გაიგებ რაა sad.gif და ის ერთი ცარიელი იყო. ძალიან სუსტი სტიმულაცია მქონდა დანიშნული, ლეტროზოლ დენკით და 5 დრე ვიკეთე მარტო ნემსები მენოპური და ოლგალუტრანი
* * *
გოგოებო, იქნებ გამიზიაროთ თქვენი გამოცდილება დონორებთან მიმართებაში. როგორ შეიძლება შერჩევა, რომელი სააგენტო მეტად იცავს კონფიდენციალურობას, სად ყავთ უკეთესი დონორები. დამოუკიდებლად სააგენტოებისგან შემიძლია თუ არა მოვიძიო დონორი. ვის რა სირთულე შეგექმნათ და ვის რა გამოცდილება გაქვთ
სავარაუდოდ ერთ წრეზე მაინც წავალ, სანამ საბოლოოდ ჩამოვყალიბდები, მაგრამ მაინც მინდა წინასწარ გავარკვიო და მომზადებული შევხვდე.

Posted by: ninucela84 7 Jul 2017, 17:28
FlowerBomb


პირადში მოგწერე smile.gif

Posted by: FlowerBomb 7 Jul 2017, 17:29
ketket123
სქრეჩინგის მერე გამისქელდა მე. ისე ვირაც წერდა აქ, რომ მენსტრუაციის დაწყების დღიდან 10 დღე უზმოზე უნდა დალიო ერთი კვერცხი გათქვეფილი ერთ კოვზ შაქარსა და კაკაოსტან ერთად და ერთი ჭიქა თბილი რძეო. თბილი თუ ცხელი , აღარ მახსოვს

Posted by: ოჩოპინტრე8 7 Jul 2017, 17:29
ooooaaa
ჩემო საყვარელო თავს უფლებას მივცემ რაღაც გირჩიო და ძალიან გთხოვ კარგად გამიგეე :* სულ ვკითხულობ ამ თემას და შესაბამისად შენი და შენი დაიკოს პოსტებიც წავიკითხე, ორივეს გეტყობათ თითოეულ სიტყვაშიც კი, რომ აიი უზომოოოდ ნერვიულობთ და შფოთავთ sad.gif ვიცი ძალიან ძნელია ასეთ დროს არ ინერვიულო და სხვისთვის რჩევის მიცემაც ძალიან ადვილია (მე შეიძლება თქვენს ადგილას უარესად მენერვიულა, ვინ იცის), მაგრამ აქ გოგოების პოსტებსაც თუ გადახედავთ, მიხვდებით რომ განწყობას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, ვერცერთი ძლიერი ექიმი ისე ვერ დაგეხმარებათ, როგორც თქვენი თავი <3 თვითონ შენი დაიკო ხო როგორ განიცდის, ალბათ საშინლად გრძნობს თავს, მაგრამ თქვენ უნდა იყოჩაღოთ ახლა, გაამხნევოთ, მხიარული განწყობა აჩვენოთ, დაირწმუნეთ პირველ რიგში საკუთარი თავი, რომ ყველაფერი გამოვა. 30 წელი რა არის, ხომ ხედავ რა ასაკის ხალხი ხდება დედა, ყველაფერი გამოვა, დამიჯერე, დღეს უშვილობა განაჩენი არ არის, მესმის რომ სხვა ყველაფერთან ერთად ფინანსური მხარეც ძალიან რთული საკითხია, მაგრამ ერთმანეთი გყავთ და ერთად დგომით შეძლებთ ამის დაძლევასაც smile.gif ეცადეთ რომ ყურადღება ცოტახნით სხვა რამეზე გადაატანინოთ, ზაფხულია, დაისვენეთ, ცოტა განიტვირთეთ და მერე ახალი შემართებით შეუდექით საქმეს კარგ ექიმთან smile.gif
აქ ერთი საყვარელი გოგო პოსტავს, ქეთისთან არ გამოუვიდა და მერე ანისთან გადავიდა და ისეთი განწყობით იყო, ისეთი შემართებით, ისეთ პოზიტივს აფრქვევდა ყველა სიტყვაში, ერთი წამითაც არ შემპარვია ეჭვი, რომ გამოუვიდოდა და მართლაც გამოუვიდა smile.gif კარგად მოიფიქრეთ ვისთან მიხვალთ, ეგეთი გაფუჭებული ნერვებით არამგონია ქეთის უზარმაზარი რიგები და 5 წუთიანი კონსულტაციები მოეწონოს, თქვენ ახლა ისეთი ექიმი გჭირდებათ, აი რასაც ქვია რომ გადაგყვებათ თან, თავისი პროფესიონალიზმითაც და ადამიანობითაც, გოგოები უფრო კარგად გირჩევენ smile.gif
მოკლედ გისურვებთ მთელი გულით უდიდეს ბედნიერებას შენც და შენს დაიკოსაც, მომავალ წელს ამ დროს სამშობიაროს ეზოდან დაგეპოსტოს გახარებული სიტყვებიი, მე მართლა მჯერა რომ ასეც იქნება, მთავარია ახლა თქვენ დაიჯეროთ love.gif love.gif

Posted by: mariami17 7 Jul 2017, 17:30
FlowerBomb
დამოუკიდებლადაც შეგიძლია მოიძიო და სადაც დაგეგმავ ინვიტროს ის კლინიკები ვისთან თანამშრომლობენ თვითონ გაძლევენ ინფორმაციას.
რომ დაგუგლო სააგენტოებს ამოყრის. მეტი დეტალები არ ვიცი სამწუხაროდ.
სააგენტოსთან ურთიერთობისას წყვილ აწერს ხელს ხელშეკრულებას.

Posted by: FlowerBomb 7 Jul 2017, 17:39
mariami17
მადლობა smile.gif
სამწუხაროდ კი არა, საბედნიეროდ კარგია მეტი დეტალი რომ არ იცი და უფალმა არც დაგაჭირვოს. გაიხარე smile.gif

Posted by: salosalosalo 7 Jul 2017, 17:43
უარყოფითი იყო და ხეგე ძალიან დაბალი, 0.500

Posted by: ketket123 7 Jul 2017, 17:50
FlowerBomb არაფერი მისქელებს გადავირიეე მაქსიმუმი 7.5 იყო ისიც სტიმულაციების ფონზე. 3 წარუმატებელი ინვიტრო მაქვს 5 ციკლია ენდომეტრიუმი ვერ გავზარდეთ

Posted by: iratta_26 7 Jul 2017, 18:02
ketket123
ფემოსტონს სვავდი?

Posted by: ninucela84 7 Jul 2017, 18:03
ketket123

მე მქონდა მასე და ძლივს გავზარდეთ 10 თვე ველოდეთ

Posted by: Anukia198889 7 Jul 2017, 18:04
ketket123
ფემოსტონს სვამ? მე მქონდა დანიშნული ერთი საშოში და სამი დღეში.

Posted by: nincka1987 7 Jul 2017, 18:20
საღამო მშვიდობის გოგოებო,მე ენდომეტრიუმის გასასქელებლად წამლებთან ერთად ანიმ მითხრა ჭარხალი და ანანასი ძალიან კარგად მოქმედებს ენდომეტრიუმის,მართალია არ მიჭამია,მაგრამ მართალი იქნება

Posted by: compte.paris75 7 Jul 2017, 18:24
ooooaaa
მეც იგივე უნდა მეთქვა რაც ოჩოპინტრე8.
გატყობ რომ ძალიან დაბნეული და განერვიულებული ლაპარაკობ. და ინფორმაციის ნაკლებობასაც გატყობ ინვიტროს სფეროში.
ინვიტროს სტიმულაციის წამლები ძალიან ძვირია. პროცედურებიც ასევე. ინვიტროზე რომ მიდიხარ დაახოლებით 10 000 უნდა გეჭიროს და თუ რამდენჯერმე გაიკეთე ხო კარგად ბლომად გროვდება ვალი (აქ მახსოვს LTB1948-მ თქვა 100 000 მაქვს დახარჯულიო) და ამასთან ვერანაირი სასწაულმოქმედი ექიმი 100%-იან გარანტიას ვერ მოგცემს რომ პირველივე ცდაზე მიიღებ შედეგს. ღემრთმა ქნას რომ პირველივეზე გამოუვიდეს ყველას და იქნება და განაყოფიერდეს შენი დის ის ერთი ოოციტი არავიცნ არიცის.

კი, ეგ ხდება - ეხოზე კი ჩანს ფოლიკულები მაგრამ არ ჩანს შიგნით ოოციტები და პუნკციის დროს შეიძლება ცარიელი აღმოჩნდეს. არაუშავს, ყველა თვეში ქალის საკვერცხე სხვადასხვანაირად იქცევა. 6 ინვიტრო გავიკეთე და არასოდეს ერთნაირად არ წამოსულა ფოლიკები. ეს ნორმალურია.

ჯობია დამშვიდდეთ და ცნობილ და გამოცდილ ექიმთან მიხვიდეთ. ოღონდ აი ეს ფინანსების დიიიიიიდი პრობლემაა და ეს მხარე უნდა უზრუნველყოფილი იყოს რათქმაუნდა. ნერვების შენარჩუნება ეს ცალკე საკითხია. გისურვებთ გამძლეობას. მახოსვს პირველად რომ არ გამოგვივიდა რა დღეში ჩავცვივდით მე და ჩემი ქმარი, არ ყოფილა ტურმე ასე ასვილად როგორც ტელევიზორში ყვებოდნენ. მერე უფრო გამიადვილდა.

გისურვებთ წარმატებას

P.S
ხოდა კიდევ რაც არ უნდა კარგი ექიმი ნახოთ, ბრმად არ ენდოთ. დააყარეთ კითხვები, მოიკითხეთ და გაერკვიეთ ყველა ანალიზში, პროცედურაში, რაც რამე კითხვები გაქვთ. რატომ არ გამოვიდა, რას ვარაუდობენ? როგორია ანტიმიულერი? კაცის სპერმა როგორია? ყველა გამოკვლევა გაკეთებული აქვთ ცოლ-ქმარს?

Posted by: iratta_26 7 Jul 2017, 18:25
nincka1987
ანანასი გამიგია მეც რომ ეხმარება გასქელებაში.

Posted by: gogola 12 7 Jul 2017, 19:06
compte.paris75
როგორ ხარ ? სულ მაინტერესებდა შენი ამბავი ,სიახლე ხომ არ გაქვს ? ძალიან გამიხარდება შენი ამბავი და საერთოდაც ყველას სიხარული მაბედნიერებს და მათბობს <3 <3
ooooaaa
პირველ რიგში თუ არ დამშვიდდით არაფერი გამოვა,შეიძლება ვარგა კიდეც ის კვერცხუჯრედი და წინასწარ როგორი განწყობით ხვდებით ? ზედმეტი ემოცია და პანიკები ყველაფერს აფუჭებს. იმედგაცრუების მეტი რა ვიცით აქ ,მაგრამ ასე არ შეიძლება . ფინანსურად არავინ ვიყავით დალხენილი ,მაგრამ სურვილი იყო და რაღაცნაირად ვახერხებდით ,ვახერხებდით კიარა 11 წლის მანძინზე 60 000 მაქვს დახარჯული ,მაგრამ მივაღწიე მიზანს , თან შენს დაიკოზე ბევრად დიდი ვარ, თქვენც აუცილებლად გამოგივათ,ოღონდ დამშვიდდით. პირველ რიგში შეიცვალეთ ექიმი,გოგონებმა ანი გირჩიეს და მიდით ანისთან ,ნუ გადაუსვამთ მაგ ემბრიონს თუ გითხრეს რომ სუსტია,კაცმა არ იცის რა არის და არის თუ არა საერთოდაც ,ტრავმა უფრო დიდი იქნება და უფრო გაუჭირდება მდგომარობიდან გამოსვლა . ძნელია ასე რამე გირჩიოთ,მაგრამ თუ კვერცხუჯრედის პრობლემაა,არვიცი თქვენ რა დამოკიდებულება გაქვთ,მაგრამ მე ვეხვეწებოდი ქეთის დონორის კვერცხუჯრედით გამიკეთე ,ოღონდ დადგეს შედეგი მეთქი. მართლა არანაირი აზრი არ ქონდა ჩემთვის, აღარც გამახსენდებოდა . დონორის კვერცხუჯრედი ხარისხიანია და გაცილებით დიდია შანსი ორსულობის დადგომის .

Posted by: takotatuli1989 7 Jul 2017, 19:11
compte.paris75
შენ ორსულობას ველოდები იცოდე დიდი მოთმინებით

Posted by: compte.paris75 7 Jul 2017, 19:35
gogola 12
takotatuli1989
გაიხარეთ გოგოებო, მე "რაზგონს" ვიღებ ვემზადები:
- ვსვავ ვიტამინებს
- ვსვავ DHEA-ს
- ვვარჯიშობ ყოველდღე აქტიურად ამსიცხეში (უკვე მინუს 8 კილო smile.gif
- ვთარგმნი ჩემს გასულ პროტოკოლებს ქეთისთვის
- და რაც ყველაზე მთავარია - ველოდები დღე-დღეზე საშვილოსნოს ბიოფსიის პასუხს

და ავიღებ კიდევაც ერთო გზის ბილეთს, იმიტომ რომ უკან როდის დავბრუნდები ხომ არვიცი.

Posted by: Batakeke 7 Jul 2017, 19:43
salosalosalo
ეცადე არ ინერვიულო. მე შენი მდგომარეობა სანატრელიმაქვს-პირველივე ცდაზე დადებიტი შედეგი მივირე და ოტხი ტვისას შემიწყდა ორსულობა.

Posted by: takotatuli1989 7 Jul 2017, 20:34
compte.paris75
რა კაიაა... მიყვარს დაგეგმილად რაზგონ აღებული ხალხიიი და განწყობაც კაი მოდის შენი პოსტიდაან ... ყველას წარმატებებიიიიი

Posted by: iratta_26 7 Jul 2017, 21:07
compte.paris75
აუცილებლად გექნება კარგი შედეგი smile.gif

Posted by: BaiserVole 7 Jul 2017, 21:16
ჩემი ტესტი უარყოფითია, მე-12 დღეა.

საგონებელში ვარ, აღარ ვიცი რა ვქნა, რაში ვუშვებთ შეცდომას, რა ხდება საერთოდ.
რომ მოვიკრიბო ძალები, და მესამეჯერ ვცადო, და ისიც უარყოფითი იყოს უკვე ამის შიშI მაქ.
სულ სხვა ფიქრებშI წავედი, იქნებ განსაცდელია, შევცვალო ცხოვრება, მაგრამ რა შევცვალო.
ყოველთვის ვცდილობდი ცუდი არ გამეკეთებინა არავისთვის, ჩემი ჭKუით გამომდიოდა. რატო არ უნდა გვაძლევდეს ღმერთი შვილს, ვეღარ ვხვდები, თუ რამე მაქვს გამოსასწორებელი, შვილი ხომ უკეთესობისკენ შემცვლის და გამომასწორებინებს.

აქ ფორუმზე პოსტავთ ისეთები, ვისაც ორჯერ არ გამოუვიდა და მესამე ცდა გამოვიდა?
ჯერ მარტო მე ვიცი, ოჯახის წევრებისთვის თქმის ნერვები აღარ მაქ უკვე, ისინიც განადგურდებიან

Posted by: gogola 12 7 Jul 2017, 21:29
compte.paris75
კარგი გეზი გაქვს აღებული, მიდი, მიდი და გელოდებით აქ ❤️
* * *
BaiserVole
როგორ მესმის შენი , ეგ განწყობა ახლა რასაც გრძნობ sad.gif მე ვარ ასეთი , მეოთხე ცდაზე გამომივიდა, მიმაგრებაც არ ყოფილა მანამდე, აღარ მჯეროდა თუ დავრჩებოდი და მიემაგრებოდა ოდესმე, მაგრამ ინერციით მივდიოდი, რაღაც ხო უნდა გამეკეთებინა და ქეთისთან პირველივე ცდაზე გაამართლა smile.gif ვისთან გაიკეთე?

Posted by: mariami17 7 Jul 2017, 21:34
Batakeke
როცა ეგ ამბავი დაწერე. ისე განვიცადე ისე რომ არ ვიცი. 16 კვირამდე მიხვედი და რატომ მოხდა რატომ sad.gif((
ეგ უფრო დიდი სტრესი გამოდის ვიდრე პირდაპირ უარყოფითი ხეგე.

Posted by: LK1 7 Jul 2017, 21:37
BaiserVole
მეც აქ ვარ მე4 ცდით. წინა სამზე არც კი დაწყებულა ორსულობა არც ერთხელ. აბსოლუტურ აგონიაში ვვარდებოდი მარა 2 თვეში თავიდან ვიბრძოდი. იმ განცდების გახსენებაც არ მინდა. არ დანებდე გთხოვ.

Posted by: natia8@ 7 Jul 2017, 21:54
compte.paris75
რა ყოჩაღი ხარ,ღმერთმა ხელი მოგიმართოს.ველოდებით შენს ჩამოსვლას და შემდეგ უკვე დადებით ხეგეს :-*

Posted by: Batakeke 7 Jul 2017, 21:56
mariami17
წარმოუდგენელი დარტყმაა. არავის არ გამოაცდევინოს ღმერთმა. გიყვარს,ეფერები,ყველაფერი საუკეთესო გინდა და უცებ ხდება ეს საშინელება.ერთხელ კი არა სამჯერ უარყოფითი ხეგეც ვერ გადაწონის ამას.

Posted by: nino84 7 Jul 2017, 22:30
BaiserVole
საშინელი გრძნობაა, ღმერთმა არავის გამოაცდევინოს. აქ არიან გოგოები მეოთხე ცდაზე რო დარჩნენ. მე აგერ მეხუთე გადატანისთვის ვემზადები და მჯერა რომ აუცილებლად გამომივა.შენც უნდა ირემუნო და ბრძოლა გააგრძელო. ვისი პაციენტი ხარ? დაგჩა გაყინულები?

Posted by: annaninio 8 Jul 2017, 01:14
compte.paris75
უკან დაბრუნდები ერთი წლის შემდეგ , ბავშვით ხელში baby.gif baby.gif baby.gif

Posted by: ooooaaa 8 Jul 2017, 08:59
დილამშვიდობის გოგონებო ინვიტროში ვინ მირჩიეთ? ჩემ დას რომ ვუთხრა და გადავიდეთ
* * *
0.24აქვს ანტიმულერი /ალიან დაბალიაო ექიმმ ადა ეს კიდე უფრო დაიკლებსო გამოცდილი ექმიმი მი;ხარი; რა ანი მგონი ინვიტრო[ი გვარიც რომ [ემახსენო;

Posted by: gogola 12 8 Jul 2017, 10:50
ooooaaa
ანი მორჩილაძე , ინვიტროშია .

Posted by: ooooaaa 8 Jul 2017, 10:54
კარგი მადლობა ვცდის ანისთანაც იქნებ გამოგვივიდეს

Posted by: kekuna78 8 Jul 2017, 10:58
nino84
შენ როდის გაქვს გადატანა?

Posted by: ooooaaa 8 Jul 2017, 10:58
რა მინდა გკითხოთ შეიძლება სისულელეა მაგრამ მირჩევნია ისევ თქვენ გკითხოთ თუკი საქმე დონორამდე მივიდა შეიძლება თუ არა ვიყო ჩემი დის დონორი თუ არ არის დასაშვები?

Posted by: rosonera 8 Jul 2017, 11:01
Batakeke
ღმერთმა არავის გამოაცდევინოს ეგ, რაც შენ გადაიტანე, თუმცა მე ყველაზე ცუდ ფიქრებში მიფიქრია მაგაზე, ნეტა ერთხელ მაინც დამიდასტუროს ხეგემ თქო, რომ მივხვდე რომ დაორსულება შემიძლია,sad.gif მაგრამ რომ გავაანალიზებ , მერე ვბრაზდები ჩემს თავზე ეს როგორ ვიფიქრე მეთქი. sad.gif

compte.paris75
როგორ მომწონს შენნაირი გოგოები smile.gif კარგია რომ მაგ შემართებით ხარ და აუცილებლად გამოგივა.
BaiserVole
ხეგე გაიკეთე რაა, იქნებ შეცდა ეს ტესტი. ვისთან გაიკეთე შენ ინვიტრო, რამდენი წლის ხარ? გყავს ემბრიონები დარჩენილი?
ooooaaa
ცადეთ აუცილებლად, ქეთისთანაც გაიარეთ კონსულტაცია, მოისმინეთ მისი აზრიც. ანისთანაც და მერე გადაწყვიტეთ სად გაიკეთებთ.

Posted by: ooooaaa 8 Jul 2017, 11:04
მადლობა გოგონებო ჯერ ორშაბათი გვაქვს წინ თუ გადარჩა ის ერთი რაც ამოუღეს

Posted by: mariami17 8 Jul 2017, 11:08
ooooaaa
დონორობა მგონი 35 თუ 32 წლამდეა.
რა თქმა უნდა შეგიძლია, კარგად უნდა გაანალიზო რას ნიშნავს დონორობა.
თუ მზად ხარ ეგ ყველაზე კარგი ვარიანტია, მომავალში ინცესტი გამორიცხულია

Posted by: ooooaaa 8 Jul 2017, 11:10
მე 28წლის ვარ 'ემი დისთვის ალბათ ყველაფერს დავთმობ ამიტომ დონორობა არ იქნება ის რასაც ვერ შევძლებ თან ვფიქრობ ფინანსურადაც შედარებით იაფი იქნება

Posted by: mariami17 8 Jul 2017, 11:11
ხო 1000 დოლარი ან 1500 დოლარი ღირს დონორი. სააგენტოს მომსახურება 1000 ლარი ღირს. ეს შეღავათი გექნებათ.
მეც ჩემი დის გამო სიცოცხლე შემიძლია დავთმო და თქვენ იცით წარმატებებს გისურვებთ.

Posted by: ooooaaa 8 Jul 2017, 11:13
თან ჯანმრთელი შვილი მგონი აუცილებელი და მე მყავს უკვე 6წლსი რომ შეიძლებოდეს მის მაგივრადაც მე გავივლიდი ამ ეტაპებს ისე მეცოდება
* * *
გაიხარეთ გამხნევებისთვის ........................................

Posted by: mariami17 8 Jul 2017, 11:16
ხოდა გამაგრდი და დაალაგეთ აზრები.
პირველი კონსულტაციის დროს ქეთი ოსიძეც დიდ დროს უთმობს.
აუხსენით რას ფიქრობ და გირჩევს.
ანისთან არ ვყოფილვარ მაგრამ ძალიან აქებენ და ანისაც დაელაპარაკეთ.
გამოგივათ აუცილებლად.
ღმერთი თქვენსკენ

Posted by: compte.paris75 8 Jul 2017, 11:31
გაიხარეთ გოგოებო smile.gif მადლობა ყველას გამხნევებისთვის.
დიდი ილუზიები არ მაქვს გამოცდილებიდან მაგრამ აუცილებლად უნდა გაკეთდეს გასაკეთებელი.

Oooaaaa
კარგად გაიაზრე რაა რას ნიშნავს დონორობა. ცხელ გულზე და განცდების ფონზე ნუ მიიღებ გადაწყვეტილებას.

Posted by: BaiserVole 8 Jul 2017, 11:33
gogola 12
nino84

ცოტა იმედი მომეცით, თუმცა მინდა რომ რამე შევცვალო, ინერციით არ მინდა გავიკეთო მესამე, თორე მესამე უარყოფითმა შეიძლება საბოლოოდ გამანადგუროს. ემბრიონებიც იკლებს

rosonera
დღესაც გავიკეთე ტესტი, მეორე ხაზი აჩვენა და 2 წამში გაქრა, ავედი ინოვაშI და ჩავაბარე ხეგე, შუადღეს იქნება პასუხი.
27 წლის ვარ, ინვიტროში გავიკეთე. 3 ცალი 3-დღიანი მაქ ერთ წკირზე დარჩენილი და ორი 3დღიანი ხუთ დღემდე უნდა გაეზარდათ ეს ერთი რომ გადავიტანე და არ ვიცი რა ქნეს იმათმა, ექიმი წასული იყო კონფერენციაზე. დღეს გავიგებ.

სულ მაქსიმუმ 3 ცდა დამრჩა საუკეთესო ვარიანტში, ანტიმიულერიც იკლებს. 2 წლის წინ 2.6 მქონდა. გასული დრო და სტიმულაცია რომ გამოვაკლოთ რამდენია დარჩენილი უკვე ძაან მეშინია.


ხომ არ დავბრუნდე ქეთისთანთქო ვფიქრობ, 1 ცდა ვცადო. მაგრამ ქეთის უკვე იმდენი პაციენტი ყავს, რობოტივითაა ასე მგონია, და არ მინდა შევცდე.

Posted by: ooooaaa 8 Jul 2017, 11:36
სულ სხვისას ჩემი გამოიყენოს უკეთესი იქნება

Posted by: mariami17 8 Jul 2017, 11:38
ooooaaa
სიტყვით მარტივია თქმა.
რომ დაინახავ ბავშვს მაშინ უნდა იყო მაგარი რომ არაფერუ იგრძნოს დამ. ამის გააზრებაა მთავარი

Posted by: rosonera 8 Jul 2017, 11:39
BaiserVole
სანერვიულო არ გაქვს არაფერი smile.gif ის მეორე ხაზი ტყუილად არ გამოჩნდებოდა. გადასატანიც გაქვს და მოეშვი, ნუ ნერვიულობ. კარგად იქნება ყველაფერი.

Posted by: ooooaaa 8 Jul 2017, 11:43
ეგ გააზრებული მაქვს და ჩემად არც არასდროს ჩავთვლი

Posted by: gogola 12 8 Jul 2017, 11:49
ooooaaa
QUOTE
სულ სხვისას ჩემი გამოიყენოს უკეთესი იქნება

არამგონია კარგი აზრი იყოს ,კარგად დაფიქრით. მე უცხოს კვერცხუჯრედს ვარჩევდი .
BaiserVole
იცი რამდენი შანსია ეგ ყველაფერი რაც ჩამოთვალე ? მე ბოლოს ორი ემბრიონი მქონდა მარტო და ორივე გადავისვი ,გამოვიდა . შენი მეორე ხაზი ტყუილად არ აინთებოდა ,მემგონი და ძმაა ეგ შენახული ემბიონები შენი ბავშვის smile.gif წარმატებები <3

Posted by: ooooaaa 8 Jul 2017, 11:49
ისე ჩემი შვილი 40დღის იყო რომ წაიყვანა ჩემმა დამ და ის ზრდის რადგან მე ყოველთვის ვმუშაობ და არასდროს მცალია ზოგჯერ მსაყვედურობს კიდეც როგორ არ გენატრება და ჩერდები ღამეც რომ ჩემთან ტოვებო მოკლედ იმის თქმა მინდა საკუთარ შვილზე არ ვეჭვიანობ და ნახვრად მისაზე მითუმეტეს არ უნდა მქონდეს განცდები

Posted by: gogola 12 8 Jul 2017, 11:52
ooooaaa
QUOTE

ისე ჩემი შვილი 40დღის იყო რომ წაიყვანა ჩემმა დამ და ის ზრდის რადგან მე ყოველთვის ვმუშაობ და არასდროს მცალია ზოგჯერ მსაყვედურობს კიდეც როგორ არ გენატრება და ჩერდები ღამეც რომ ჩემთან ტოვებო მოკლედ იმის თქმა მინდა საკუთარ შვილზე არ ვეჭვიანობ და ნახვრად მისაზე მითუმეტეს არ უნდა მქონდეს განცდები

ჯერ ერთი შენია და იმიტომ არ ეჭვიანობ,მერე ნახევრად შვილი რას ნიშნავს ? და მერე კიდე მარტო შენს ეჭვიანობაზე არ არის აქ ლაპარაკი,შენი დის ფსიქიკა თუ გაუძლებს ,შეიძლება ეჭვიანობამ და ეგოისტობამ დიდი პრობლემა შეგიქმნათ. დაფიქრდით კარგად ,ფსიქოლოგებთანაც გაიარეთ ეს თემა .

Posted by: ooooaaa 8 Jul 2017, 11:55
გეთანხმები მართალი ხარ ნამდვილად ასე ჩამოუყალიბებლად მსგავს თემასთან ჭიდილი გაუმართლებელია

Posted by: sesilia28 8 Jul 2017, 11:56
ooooaaa
სანამ დონორობა და ინვიტრო წარმოუდგენელი რამ იყო და ძმას და პირიქით 9 თვე რომ მუცლით ატარებდა ისეთ შვილს აძლევდა, საჭიროც არაა მეცნიერულ დონეზე ჩაღრმავება, აზრი რომ შენია არასდროს უნდა გაივლო თავში. მგონი ასე უფრო მარტივია ვიდრე დონორი ეძებო და მთელი ცხოვრება იფიქრო ნეტა ვისია. ეს ჩემი აზრია და საკუთარი ცხოვრება ყველამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს, ჩემი და ფორუმის რჩევით არა ოღონდ

Posted by: ooooaaa 8 Jul 2017, 11:59
მეც ესე ვფიქრობ უნდა გავუძლოთ ყველაფერს რომ ზრდი უკვე შენია მუცლად ყოფნის დროსაც შენია

Posted by: natia8@ 8 Jul 2017, 12:44
ooooaaa
არ მგონია კარგი აზრი იყოს. ახლა ფიქრობ მასე რომ არ გექნება რეაქცია.დამერწმუნე შენც ძალიან გაგიჭირდება და შენს დასაც.დაიტანჯება ყველა შეზღუდვაზე როგორ ეფერები ბავშვს.გულის სიღრმეში დატანჯავს.

Posted by: ketket123 8 Jul 2017, 14:29
ninucela84 რითი გაზარდეთ ?
iratta_26 კიი ვარდისფერები რო არის ხო ეგაა? კი ყველაფერს ვცადეთ
Anukia198889
nincka1987 ანანასსაც მივეძალები ეხლა ეგ არ მიცდია და ვნახოთ რავიცი, ეხლა რო მომივა ტევაგრასტიმის იმედი აქვს იქნებ გვიან იმოქმედოსო

Posted by: nino84 8 Jul 2017, 15:18
გოგოებო, ვისაც ემბრიოლოგზე გაინტერესებდათ, ქეთიმ ჰექტორი გვიბრუნდებაო, ისე გამიხარდა, რაღაცნაირად ვენდობი მაგ ადამიანს.

Posted by: kekuna78 8 Jul 2017, 15:31
nino84
როდის ბრუნდებაო ხომ არ უთქვამს?

Posted by: nincka1987 8 Jul 2017, 16:17
ketket123
სალბი მქონდა დანიშნული კიდე ამისგან,200 მლ დღეში.იყიდება აფთიაქებში და ძაან იაფი ღირს,დასაყენებელი ჩაივითაა, E ვიტამინი კიდე.ესეც ენდომეტრიუმის თვის მქონდა დანიშნული

Posted by: georgia1988 8 Jul 2017, 16:24
წარმატებები ყველას>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>

Posted by: nino84 8 Jul 2017, 16:40
kekuna78
თეამ 17 ივლისისთვისო

Posted by: Anukia198889 8 Jul 2017, 16:44
nino84
ძალიან გამიხარდა. ჩემი 8 კვერცხუჯრედიდან 5 კარგი ემბრიონის გამოსვლა ჰექტორის დამსახურება მგონია და მიუხედავად იმისა რომ მე აღარ მჭირდებოდა ჰექტორი მაინც ძალიან გული დამწყდა რომ წავიდა. როგორც ჩანს ამ გოგოებს არ ქოდათ კარგი შედეგები და დააბრუნეს. მიხარია

Posted by: rosonera 8 Jul 2017, 17:08
Anukia198889
ხო მეც მაგას დავაკვირდი, აქ ვინც წერს და ჰექტორის მერე დაიწყეს სტიმულაციები არცერთს არ გამოუვიდა. sad.gif

Posted by: იათო 8 Jul 2017, 18:51
სხვათაშორის მეც ვფიქრობდი მაგაზე და კიდევ, ჩემი მეორე ემბრიონის ამბავზეც... ქეთიმ მაშინ მითხრა მეექვსე დღემდე გავუშვებთ და ისე გავყინავთო. მერე აღმოჩნდა რომ გადატანის დღესვე ანუ 5-ე დღეს გაუყუნიათ და ქეთი მეუბნება სულ ტყუილად გავყინეთ, სუსტიაო და ვერ გავიგე ვინ გაყინა აბა და რატომ მოხდა ასეთი გაუგებრობა

Posted by: nino84 8 Jul 2017, 20:10
Anukia198889
ხო ეტყობა ვერ აჩვენეს კარგი შედეგები იმ გოგოებმა. ისეთი ბედნიერი წამოვედი სკრეჩინგიდან ტკივილი ახარ მახსოვდა

Posted by: Anukia198889 8 Jul 2017, 20:33
nino84
უიი გადაგაქვს ამ თვეში ხოო? შენი დროც მოსულაა. ტევაგრასტიმი გააკეთებინე.

Posted by: nino84 8 Jul 2017, 20:36
Anukia198889
კი ვუთხარი დღეს და მეათე დღეს დამიბარა. პროგესტერონზე ანალიზი ციკლის მერამდენე დღეს ჩაგაბარებინა თუ გახსოვს?

Posted by: Anukia198889 8 Jul 2017, 21:11
nino84
თუ სწორად მახსოვს მეათე დღეს ტევაგრასტიმი რომ გავიკეთე მაშინ.

Posted by: iratta_26 8 Jul 2017, 22:22
გოგოებო ვინც ძველი პაციენტები ხართ იკითხეთ კარგად ინოვაში, ზუსტად ვიცი რომ ძველ პაციენტებზე ძველი ფასები მოქმედებს.

Posted by: nino84 8 Jul 2017, 22:38
iratta_26
მართლა? აუცილებლად ვკითხავ, მადლობა.

Posted by: compte.paris75 9 Jul 2017, 00:01
BaiserVole
როგორ ხარ? რა აჩვენა ხეგემ ?

Posted by: BaiserVole 9 Jul 2017, 12:56
compte.paris75

უარყოფითია 0,5


Posted by: BA84 9 Jul 2017, 22:48
BaiserVole
ძალიან მეწყინა შენი ამბავი sad.gif

Posted by: compte.paris75 9 Jul 2017, 23:52
BaiserVole
ეეეჰ sad.gif
რა გითხრა აბა. ეს იმედგაცრუებაც გაივლის. ხვალ სხვა დღე გათენდება კარგი მომავლის იმედით

Posted by: ooooaaa 10 Jul 2017, 10:00
ძალიან რთული გამძლრობა მოგცეს უფალმა
* * *
ჩემიდ ის ემბრიონი არ განვითარდა როგორც ველოდით როდის გამოანათებს მზე ჩვენთვისაც....
* * *
ანი მორჩილაძე თუ ქეთი ოსიძე რომელს მირჩევთ?

Posted by: tammmta1 10 Jul 2017, 10:23
ooooaaa
არ გირჩევ შენი დის დონორობას. ჯერ ერთი, შენი და დაიტანჯება იმის გააზრებით, რომ შენი შვილია და დანაშაულის გრძნობა ექნება, რომ შენ არ გეძახის დედას და მეორეც, რაღაც უცნაური მომენტი იქნება იმის გაფიქრება, რომ შენი და სიძის ბავშვია ეგ ბავშვი. მესმის ყველაფერი, მაგრამ მგონია, რომ უარეს განსაცდელში ჩაიგდებთ თავს მაგ გადაწყვეტილებით.
ქეთი უფრო გამოცდილია, მაგრამ ანი უფრო ყურადღებიანია, თან ანისთან უფრო იაფი დაგიჯდებათ.
ორივესთან მიდით და დაელაპარაკეთ, მერე თავად მიხვდებით რომელთან გინდათ

Posted by: ooooaaa 10 Jul 2017, 10:26
0.24ანტიმულერით აქვს კი შანსი მაგრამ ერთხელ კიდევ ვცდით ალბათ
* * *
ყველა გამოკვლევას თავიდან მოთხოვენ ხომ ალბათ?
* * *
თურქეთის კლინიკებზეც ხომ არ მოგეპოვებათ ინფორმაცია და თანხებზე

Posted by: FlowerBomb 10 Jul 2017, 12:17
ooooaaa
თურქეთში მე ვფიქრობდი წასვლას, მაგრამ მერე ინოვამ ისეთი დონე აჩვენა, გადავიფიქრე. მაინც მარკეტინგია ეს სფერო და ბიზნესი. თურქეთის კლინიკებში რომ დავრეკე, ისეთი ინტენსივობით მირეკავდნენ, მართლა შევწუხდი და ბოლოს სანამ არ ვუკივლე, არ შემეშვნენ. ამით იმის თქმა მინდა, რომ გამიჩნდა დამოკიდებულება, თიტქოს კლიენტზე მუშაობდნენ და არ დაეკარგათ, ისე იყვნენ მომართულები. პლიუს წასვლა-წამოსვლის და იქ ყოფნის ხარჯები. მერე გადატანა როდის მოგიწევს, ასე რომ მე პირადად უარი ვთქვი თურქეთში წასვლაზე.

Posted by: ooooaaa 10 Jul 2017, 12:25
კიდე ოლიკოსთან ხომ არ ვცადოვო გადამრია ჩემმა დამ არადა ქეთი მინდოდა ან ანი მე ხო დონორზე მის ექიმს რომ ვკითხე მითხრა შანსები თავისიც აქვს და ის უნდა გამოიყენოსო თქვენ ეხლა მხოლოდ ფინანსური პრობლემა გიდგათ წინო

Posted by: rosonera 10 Jul 2017, 12:38
BaiserVole
არადა როგორ მეგონა დადებითი გექნებოდა sad.gif რა გითხრა აბა, დაუჯერე აქაურ გამოცდილ გოგოებს და შემართებით იყავი. შემდეგი ცდა სასიკეთოდ დამთავრდება.

Posted by: gogola 12 10 Jul 2017, 12:42
ooooaaa
QUOTE

ანი მორჩილაძე თუ ქეთი ოსიძე რომელს მირჩევთ?

ქეთი ძალიან მაგარია ,თან მე ქეთისთან გამომივიდა და ჩემთვის ქეთია პირველი smile.gif მაგრამ რადგან ფინანსური პრობლემაა და ინოვაში გაცილებით ძვირიაო ამბობენ გოგონები ამიტომ გირჩიეს ანი,რომელიც ასევე კარგია. ერთად მუშაობდნენ ეგენი და მიდგომა ერთნაირი აქვთ . ორვიეს გაესაუბრეთ და გადაწყვიტეთ .

Posted by: იათო 10 Jul 2017, 12:43
FlowerBomb

ზუსტად ასე ვიყავი მეც, მეილები დავუგზავნე კლინიკებს თურქეთში და მას მერე ამიკლეს.. ბოლოს, დროის დეფიციტის და ამ ფორუმზე ქეთის ქების მოსმენის შემდეგ ეს თურქები ჩამოვიცილე და ინოვა გადავწყვიტე..

ეხლა, როცა წარუმატებელი ინვიტრო მაქვს, ვფიქრობ ჯობდა წავსულიყავი.. მესმის რომ გოგოები 3-ჯერ და მეტჯერ ცდილობენ და ისე იღებენ შედეგს.. მაგრამ მე ვერ ვგრძნობ საკუთარ თავში ამდენ ძალას

ვფიქრობ ეს ჰექტორი თუ დააბრუნეს ღირს კიდევ მისვლა ინოვაში და როგორც ქეთიმ შემომთავაზა ბუნებრივ ციკლში ერთხელ ცდა, თუ არადა კიდევ ერთ ექსპერიმენტს ჩემ თავზე ვეღარ დავაყენებ და ალბათ დავუბრუნდები თურქეთის კლინიკებს..

Posted by: ooooaaa 10 Jul 2017, 13:06
ჩვენ შემთხვევაში ემბრიონიც კი ვერ მივიღეთ გავზრდით წამლებსო ასე თქვა თითქოს არ იცოდა პრობლემის არსი გაეზარდა თავიდანვე

Posted by: tammmta1 10 Jul 2017, 13:07
ooooaaa
დაანებეთ რა ამ ოლიკოს თავი, კაციშვილს არ სმენია მაგის სახელი და დადებითი შედეგები, აქვს კიდე ექსპერიმენტის თავი და ბევრი ფული? ის, რომ ექიმი გიღიმის და თბილად გექცევა, არაფერს ნიშნავს, მთავარი შედეგია

Posted by: ooooaaa 10 Jul 2017, 13:09
მეც ასე ვფიქრობ დაჯინებით ანისთან გადავიყვან

Posted by: oo la la 10 Jul 2017, 13:13
ooooaaa
ხოო რაა შეეშვით, ექსპერიმენტებს ატარებს,
სხვა შემთხვევაში რატომ უნდა თქვას ექიმმა თუ არ გამოვა ნახევარ თანხას უკან დაგიბრუნებო არ მესმის.

Posted by: ooooaaa 10 Jul 2017, 13:15
შეღავათი გაგიკეთეთო შევედი თქვენ მდგომარეობაშიო ჩემ თავზე ავიღე თორე ასე არსად არ ხდებაო

Posted by: ninucela84 10 Jul 2017, 13:47
ketket123
როგორც მახსოვს ფემოსტონს ვსვავდი, ნუ ეს იყო 2015 ში და ერთ-ერთ თვეში 9მმ მდე ავიდა სისქე, ნუ მე მაინც წარუმატებელი მქონდა, მაგრამ ემბრიონის ხარისხს უფრო ვაბრალებ

Posted by: oo la la 10 Jul 2017, 13:47
ooooaaa
შენს დას ანალიზები ხომ აქვს გაკეთებული ინვიტროსთვის?
აიღეთ ეგ ანალიზები და წადით იმ ექიმებთან ვინც აქ გირეჩიეს გოგოებმა,
გაიარეთ კონსულტაცია, მოუსმინეთ რას გეტყვიან ისინი რას გირჩევენ.


Posted by: ooooaaa 10 Jul 2017, 13:51
კი ყველაფერი აქვს გაკეთებული მასე ვიზამთ უკეთესი იქნება აქ გადავიკითხე ანის ძალიან ბევრი კმაყოფილი პაციენტი ყავს

Posted by: Batakeke 10 Jul 2017, 15:17

იათო
რა ჯდებოდა თურქეთის კლინიკებში. რა პირობებს გთავაზობდნენ?

Posted by: rosonera 10 Jul 2017, 15:26
ooooaaa
დაწყნარდით, დამშვიდდით, და ისე მიაკითხეთ ანისაც და ქეთისაც, თითოეულს მოუსმინეთ და მერე მიიღეთ გადაწყვეტილება ვისთან გაიკეთებთ. 0.3 ნი ანტიმიულერით დაფეხმძიმებულან ქეთისთან. ადრე აქ ერთმა გოგომ დაწერა. დაგროვებით მოაგროვა 2 თუ 3 ემბრიონი და გამოუვიდა. . თუ დონორი დაგჭირდათ არც ეგაა დიდი პრობლემა, ოღონდ ჩემი რჩევაა თქვენ არ დაუდგეთ დონორად, ფსიქოლოგიურად უფრო რთული მგონია ეგ.
ასე რომ წარმატებებს გისურვებთ.

Posted by: oo la la 10 Jul 2017, 15:33
rosonera
ალბათ ooooaaa გინდოდა მოგენიშნა ხომ? wink.gif



Posted by: იათო 10 Jul 2017, 15:38
Batakeke
თურქეთის რამოდენიმე კლინიკასთან მქონდა მიმოწერა და მერე უკვე სატელეფონო საუბარი. ერთმა მაგალითად 4 ათასი დოლარი თქვა, მეორემ 2750 ევრო... ნუ საშუალოდ ასე 4 ათასი დოლარი ჯდება..
აუ არ ვიცი, ქეთის მართლა კარგი შედეგები აქვს აქ რასაც ვუყურებ, თუმცა დავრწმუნდი რომ ზოგადად ინოვას საოცარი შედეგები მარტო ქეთის დამსახურება არ იყო და ემბრიოლოგის როლიც ძალიან დიდია.. გული მწყდება რომ ამ ექსპერიმენტში მოვყევი და იმედია დაბრუნება ძველი ემბრიოლოგი.

Posted by: .ნინო 10 Jul 2017, 15:54
ooooaaa

დარწმუნებული ხარ, რომ შენი დის ფსიქიკაც გაუძლებს? და ყოველთვის, როცა ბავშვს მოეფრები, არ იიქრებს რომ შვილად აღიქვამ? საერთოდ რომ არ მიგაკაროს ბავშვს და ურთიერთობა გაგიფუჭდეთ? .... მოკლედ ფსიქოლოგთან გაიარეთ რა ეგ თემა

Posted by: Batakeke 10 Jul 2017, 15:55
იათო
ბრუნდებაო ჰექტორი. შენ ამ გოგოებთან გაიკეტე?კი ,მეც მასე მგონია რომ წარმატების დიდი წილიემბრიოლოგზე მოდის.

Posted by: იათო 10 Jul 2017, 16:14
Batakeke
კი, მე ამ გოგოებთან გავიკეთე და ზოგადად მომეჩვენა რომ ძალიან არეულობა იყო ემბრიოლოგიაში....
ჩემ თავზე რაც ცალსახად შემიძლია ვთქვა: თავიდან ამოღებული შვიდი კვერცხუჯრედიდან განაყოფიერდა ხუთი.
5-ე დღეს რომ მივედი, აღმოჩნდა, რომ 1 კარგი ბლასტო იყო დარჩენილი და ერთიც არც ისე ძლიერი..
შევთანხმდით, რომ ძლიერ 5 დღიანს გადავიტანდით და სუსტს გაუშვებდნენ მეექვსე დღემდე, რადგან ქეთიმ დამარწმუნა, რომ 5-ე დღეს სუსტის გაყინვას აზრი არ ქონდა..

გადატანის გამო ინოვაში, მისვლა მოვახერხე რამოდენიმე დღის შემდეგ და აღმოჩნდა რომ სუსტიც 5-ე დღეს გაყინეს (არ ვიცი ვისი გადაწყვეტილებით) და როგორც მივხვდი, ქეთისთან კონსულტაციის გარეშე გააკეთეს ეს..
ეხლა ქეთი მეუბნება რომ სუსტის გადატანას აზრი არ აქვსო...
აი მითხარით ეხლა, რატომ გაყინეს და ეხლა, როცა უკვე გაყინულია და არსებობს, მე რა გავაკეთო... ვითომ არ არსებობს ისე მოვიქცე? აი ეს გაუგებრობა და არეულობა ძალიან მძაბავს რაა და მითუმეტეს ასეთ საკითხში....

Posted by: nona19770 10 Jul 2017, 16:18
იათო
რთულია რჩევის მოცემა, მაგრამ თუ გული მიგიწევს ქეთისკენ აუცილებლად გადაიტანე, ამის სათქმელად შემოვედი, ვგრძნობ გამოგივა..ძლიერი გოგო ჩანხარ, ყველაფერი გამოვა..

Posted by: kekuna78 10 Jul 2017, 16:22
იათო
მგონი ჯობია კიდევ გაიკეთო სტიმულაცია და ორი ერთად გადაიტანო, გადატანა არც ისე იაფი გამოდის და პლიუს კიდევ სტრესი, მერე ერთ კარგ ემბრიონთან ერთად გადაიტან მაგასაც რა თქმა უნდა ქეთი თუ გირჩევს

Posted by: zikata7 10 Jul 2017, 16:24
გოგოებოო დღეს გადავიტანე ერთი საუკეთესო ბლასტოოო... ჩემთანაა ჩემი სასწაულიი..

Posted by: tammmta1 10 Jul 2017, 16:25
zikata7
აბა, წარმატებებიიი bis.gif bis.gif bis.gif როდის უნდა მიხვიდე ხეგეზე?

Posted by: kekuna78 10 Jul 2017, 16:25
zikata7
წარმატებებიი, შენ უნდა გამოაცოცხლო ეს თემა დადებითი ხეგეთი

Posted by: Batakeke 10 Jul 2017, 16:30
იათო
წარმომიდგენია რასაც განიცდი. იმხელა ფინანსებთანაა საქმე რჩევა ცოტა ძნელია,მაგრამ თუ აპირებ თავიდან დაწყებას დაიწყე და ახალ ემბრიინთან ერთად გადაიტანე. ან ნეტა არ შეიძლება გადატანის წინა დღეს რომ გამოლღვეს და ტ უ გააგრძელა ზრდა ახალ და ძლიერ ემბრიონთან ერთად გადაისკუპო.
* * *
zikata7
წარმატებები. ღმერთი შენტან.

Posted by: იათო 10 Jul 2017, 16:34
zikata7
წარმატებები <3 <3 ისე ბოლოს ძალიან ბევრი ქება მოვისმინე ქოჩიაშვილის, ასერომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება!

kekuna78
nona19770
მადლობა გოგოებო... მასე ვაპირებ, ბუნებრივ ციკლში ერთი კვერცხუჯრედის აღებას და ორივეს გადავიტან.. თუ ესაა ღვთის ნება რომ ტყუპი იყოს, გავრისკავ smile.gif ძალიან მეშინოდა ორის გადატანის.. გავიძახოდი ორივე მიემაგრებათქო გადამიტანეს მარტო ერთი და კი დავრჩი ასე sad.gif არც ორსულად ვარ და ჩემი მეორე ემბრიონიც გაურკვევლობაში მყავს.

Posted by: BA84 10 Jul 2017, 16:44
zikata7
რა კარგიაა, ძალიან გამეხარდა. ჩვენ ერთხელ ერთად გვქონდა უარყოფითი პასუხები და მახსოვხარ კარგად და გგულშემატკივრობ. წარმატებებიიი, ქოჩიაშვილთან გაიკეთე ხო? თუ კარგად მახსოვს

იათო
ჩემი რჩევაც იქნება რომ ერთხელ აუცილებლად უნდა ცადო კიდევ ქეთისთან და ის სენი დარჩენილი ემბრიონიც გადაისკუპო ახალ ემბრიონებთან ერთად. მეც შენსავით ერთი სუსტი მყავს და მასე ვაპირებ მეც. სექტემბერში შევხვდებით smile.gif

Posted by: rosonera 10 Jul 2017, 16:47
oo la la
ჩავასწორე wink.gif
zikata7
ძალიან გგულშემატკივრობ, წარმატებები შენ 2kiss.gif
იათო
ჰექტორს დაელოდე და ყველაფერი გამოგივა smile.gif

Posted by: ninucela84 10 Jul 2017, 16:51
zikata7
წარმატებებს გისურვებ და ძალიან გგულშემატკივრობ.


მე შემდეგ თვეში ვიმედოვნებ სტიმულაციის დაწყებას, აქამდე ფოლიკულური ცისტა იყო და ვერ დავიწყე.

Posted by: akunabakuna 10 Jul 2017, 18:22
გოგოებო ჰექტორი როდის ჩამოდის?
ვიღაც ქალი რომ ჩამოჰყავდა ქეთის იმას აღარ ჩამოიყვანს?

Posted by: zikata7 10 Jul 2017, 18:54
tammmta1
kekuna78
Batakeke
იათო
BA84
ninucela84
დიდი მადლობა გოგოებოო .. თქვენით იმდენი რამ გავიგეე.. გაიხარეთ გულშემატკივრობისთვის.. კი უამრავი პაციენტი ყავს რიგებით არ ჩამოუვარდება ქეთის.. მე ბოლომდე ვენდობი..
მოკლედ აღარ დავუწყებ სიმპტომებს ყურებას არ დავისტრესავ წინასწარ თავს და მოვუვლი ჩემს წერტილს უფლის იმედით და ჩემი ექიმის თავდაუზოგავი მონდომებით..

Posted by: oo la la 10 Jul 2017, 19:06
zikata7
წარმატებებს გისურვებ,
დარწმუნებული იყავი რომ შენი წერტილი 9 თვემდე შენთან დარჩება და აუცილებლად გამოგივა 2kiss.gif

Posted by: nino84 10 Jul 2017, 19:13
akunabakuna
მე მხოლოდ ჰექტორზე მითხრეს რომ 17 ში ჩამოდისო, ის ქალი არ ვიცი, მემგონი საერთოდ არ ჩამოდის.
* * *
zikata7
სამნიშნა ხეგეს გისურვებ, გგულშემატკივრობ ძალიან :*

Posted by: akunabakuna 10 Jul 2017, 21:17
გოგოებო ვინმეს ხომ არ დაგიწყიათ სტიმულაცია ამ თვეში?

* * *
გოგოებო ვინმემ ხომ არ იცით - მენოპური და გონალი შედარებით შეღავათიან ფასში?

Posted by: zikata7 10 Jul 2017, 22:05
oo la la
nino84
უღრმესი მადლობა ... :* :*

Posted by: ketketa210 11 Jul 2017, 09:44
akunabakuna
ამბობენ "სოზა" ყველაზე იაფიაო.
zikata7 bis.gif გელოდებით. ხეგეთი როდის გაგვახარებ?

Posted by: zikata7 11 Jul 2017, 10:42
ketketa210
მადლობა.. 21ში მიწევს ხეგე :*

Posted by: FlowerBomb 11 Jul 2017, 17:31
გოგოებო, 17OHP რის დასადგენად კეთდება??

Posted by: akunabakuna 11 Jul 2017, 18:07
კეტოსტეროიდია, ანუ ანდროგენების ფასათგრუნად დაგინიშნავენ მეთიპრედს, აქ გოგოების უმრავლესობა ვსვამთ
* * *
გოგოებო ბირჟაზე რომ ყიდიდნენ წამლებს მათთაც ხომ არ აქვთ მენოპური და გონალი? ხომ არ იცით?

Posted by: Batakeke 12 Jul 2017, 12:11
akunabakuna
თურქეთშიყოფილა იაფი,აქ ღირებულის ნახევარ ფასად

Posted by: rosonera 12 Jul 2017, 16:33
გოგოებო ვინმეს ბუნებრივი ციკლით თუ გაგიკეთებიათ ინვიტრო? ან მინიმუმ ლეტრუზალით. და რა შედეგი გქონიათ მაინტერესებს.

Posted by: akunabakuna 12 Jul 2017, 16:42
Rosonera
Me letruzilit 2 kvercxujredi iko.

Posted by: rosonera 12 Jul 2017, 17:48
akunabakuna
რამდენი ფოლეკული ამოგიღეს 2 კვერცხუჯრედი რომ მიიღეს?

Posted by: akunabakuna 12 Jul 2017, 18:09
ორი ფოლიკული იყო და 2 კვერცხუჯრედი smile.gif

Posted by: BA84 12 Jul 2017, 18:52
rosonera

4 ინ ვიტროს სტიმულაციიდან ყველაზე მეტად ლეტროზოლი მოუხდა ჩემს ორგანიზმს, 3 კვერცხუჯრედი მივიღე (4 ფოლიკულიდან) და ერთი გაყინეს კიდეც. როცა 4000 ლარის წამლებით ვერცერთი კვერცხუჯრედი ვერ მივიღე.

Posted by: zikata7 12 Jul 2017, 21:00
ვთქვი არ დავწერ სიმპტომებსთქო და ვერ ვძლებ.. წუხელ და დღეს მენსტრუაციული ტკივილები მაქვს შესამჩნევად .. ქაჩვაც არაა .. რავიცი თითქოს ყოველწუთს უნდა მომივიდეს.. წელიც მტკივა.. მაგას კი წოლას ვაბრალებ.. მესამე დღეა გადატანის დღის ჩათვლით
* * *
მუცელი ესე შესამჩნევად გტკიოდათ ვინმეს? ძან ადრე დაიწყო ტკივილი ხომ..

Posted by: kekuna78 12 Jul 2017, 21:11
zikata7
რა გითხრა აბა, მე არანაირი სიმპტომი არ მქონია და საერთოდ არანაირი ცვლილება, ჩვეულებრივად ვიყავი და ხეგეც უარყოფითი იყო, ასე რომ ეგ კარგის ნიშანია ჩემი აზრით smile.gif

Posted by: iratta_26 12 Jul 2017, 21:45
zikata7

რატომ წევხარ???

Posted by: .ნინო 13 Jul 2017, 04:45
zikata7

ორსულობის სიმპტომები არ არსებობს. მეც ძლიერი წელის ტკივილი მქონდა, როცა ორსულად დავრჩი, მაგრამ სხვას პირიქით, არანაირი სიმპტომი რომ არ ჰქონდა, მაშინ დარჩა...

აი წოლა კი ყველაზე ცუდია, რაც შეიძლება ეხლა შენ გააკეთო... იმისათვის, რომ ნაყოფი მიემაგროს, აუცილებელია მცირე მენჯის ღრუს სისხლით საკმარისი მომარაგება. წოლის დროს კი პირიქით, შეგუბება ხდება... ეხლა შენთვის წამალია ნელი ნაბიჯით სეირნობა იმდენ ხანს, რამდენსაც არ დაიღლები. ვთქვათ,დღეში 2-ჯერ 15-20 წუთი... თუ ზოგადად სპორტული ადამიანი ხარ და ვარჯიშობდი აქამდეც, მაშინ შეიძლება მეტიც იარო...

შეგიძლია ექიმთან გადაამოწმო ჩემი სიტყვები! არ დაიღალო, მაგრამ არც დაწვეს! ეცადე მაქსიმალურად გადაერთო და სხვა რამეზე იფიქრო. მესმის, რომ ეს რთულია, მაგრამ როცა წევხარ, 24 საათი ამაზე ფიქრობ და როცა ვთქვათ საქმეს აკეთებ, სეირნობ, მეგობრებს ეჭორავები- 15 წუთი მაინც გადართული ხარ და ეგეც ბევრს ნიშნავს....

Posted by: pepi grdzelicinda 13 Jul 2017, 09:09
zikata7
ზუსტად ეგეთი ტკივილები მქონდა, ძალიან შემეშინდა, დავგუგლე და მიმაგრებისას იცისო, შეიძლება ცოტა სისხლიც იყოსო, ასე რომ არ შეგეშინდეს, კარგის ნიშანია ეგ :*
ყველაფერი გუგლს კითხე smile.gif ყოველთვის აქვს პასუხები
http://www.montereybayivf.com/infertility-services/ivf-process/after-your-ivf-procedure/

Posted by: zikata7 13 Jul 2017, 09:28
kekuna78
iratta_26
უღრმესი მადლობა.. არა სახლში ვარ ხან ვზივარ ხან ვწევარ ხან დავდივარ smile.gif გარეთ ჯერ არ გავსულვარ..
.ნინო
მადლობა დიდიი მესამე დღეა და გარეთ გასვლა ცოტა ადრე ხომარსს.. სახლში კი დავდივაარ..
pepi grdzelicinda
გაიხარეე აუცილებლად წაციკითხავ.. როგორც კი ამტკივდება მუცელი წამოვწვები ხოლმე.. წინაზე ესე არ ვიყავი და შემეშინდა. მაშინ არც მომხდარა ორსულობა

Posted by: iratta_26 13 Jul 2017, 09:29
zikata7
მეგონა სულ იწექი. ისეირნე ბევრი და წყალი სვი.

Posted by: Anukia198889 13 Jul 2017, 10:21
zikata7
მე მეორე დღეს გავედი ნახევარი საათით ვისეირნე მერე ჩამოვჯექი სუფთა ჰაერზე ნახევარი საათით და რომ ავედი ცოტა დაღლილობა ვიგრძენი და ის დღეც ვიწექი. მესამე დღეს თბილისიდან ბათუმამდე ვიმგზავრე 5 საათი ერთ ადგილზე ვიჯექი გაშეშებული. კუდუსუნი გამიშეშდა. სანამ მატარებელში ავიდოდი მანამ ორი საათი ვიბოდიალე ქუჩებში მერე ვაგზალზე მაგარ რკინის სკამზე ვიჯექი ორი საათი მეტი თუ არა და კიდე ხუთი საათი მგზავრობა. წარმოიდგინე რამდენი რამე გადავიტანე მესამე დღეს.გულში ღმერთს სულ ჩემი პაწიების გადარჩენას ვთხოვდი. ცეცხლი მქონდა წაკიდებული მეგონა ისე ვიწვოდი ნერვიულობისგან შინაგანად.1 საათზე დაგვაცლევიეს ბინა ნაქირავებში ვიყავი რომ ახალი კლიენტი შედიოდა და 5 საათამდე ასე დავბოდიალობდი სანამ მატარებელის დრო არ მოვიდა მაგრამ კი მყავს ერთი პაწია ეხლა ჩემში. ასე რომ გადი და ისეირნე გარეთ. სეირნობით პირიქით ხელს შეუწყობ ჩაგუბებულ სისხლის მიმოქცევას.

Posted by: zikata7 13 Jul 2017, 11:03
Anukia198889
კი გავალ აუცილებლად... მადლობა ასეთი გულითადი ახსნისთვის :* მუცელი მტკივა ჭიპის მიდამოებში, მოვლითი ტკივილივით..ქვევით არ მტკივა .. მკერდიც თითქოს ცოტა დამისივდა.. მოკლედ დავდევ ამ სიმპტომებს.. არა და არ ვფიქრობ ეხლა უფრო იმედიანად ვარ :*
* * *
Anukia198889
კი გავალ აუცილებლად... მადლობა ასეთი გულითადი ახსნისთვის :* მუცელი მტკივა ჭიპის მიდამოებში, მოვლითი ტკივილივით საგრძნობლად sad.gif..ქვევით არ მტკივა .. მკერდიც თითქოს ცოტა დამისივდა.. მოკლედ მაინც დავდევ ამ სიმპტომებს.. არა და არ ვფიქრობ ეხლა უფრო იმედიანად ვარ :*

Posted by: იათო 13 Jul 2017, 14:52
დღეს ვიყავი ინოვაში, ჩემი ყვითელი სხეულები ჯერ არ ალაგებულა და ვაგრძელებთ კონტრაცეპტივებს.. ქეთის ვესაუბრე, უჩვეულოდ დიდხანს.
გადავწყვიტეთ რომ ერთი კრიო და ერთი ფრეში გადავიტანოთ.. მოკლედ რომ არ მეგონა ისე მალე დამიბრუნდა ძალები..

Posted by: Tamara1988 13 Jul 2017, 14:58
იათო
გენაცვალე შეენ. ძლიერი გოგო ხარ ძალიან მებრძოლი და მაგიტომ დაგიბრუნდა ასე მალე ძალები. :* :* :*

Posted by: Anukia198889 13 Jul 2017, 15:24
იათო
გენაცვალეეე როგორც ვვარაუდობდი ზუსტად ისე გადაწყვიტეთ და ძალიან მიხარია. ერთი ფრეში და ერთი კრიო უეჭველი გაარტყამს :* :*

Posted by: იათო 13 Jul 2017, 15:32
Tamara1988
Anukia198889
<3 მადლობა გოგოებო.. ისიც მითხრა, რახან ტყუპის გეშინია და ასე დაჟინებული ითხოვ ამ ემბრიონის გადატანას, გადავიტანოთ თუ გინდა ესო.. მაგრამ კიდევ უარყოფითი შედეგი არ მინდა..
თან ერთხელ მე რაც ავიკვიატე და არ დავუჯერე ქეთის, არ გამოვიდა და მეორედ იგივე შეცდომას ხომ არ დავუშვებ.. თუ ორივე მომეწებება, ჩავთვლი რომ ტყუპი ყოფილა ჩემი ბედი და ვეცდები ამ ჩემი სუსტი თირკმელით გავიდე ბოლოში..

Posted by: zikata7 13 Jul 2017, 15:43
იათო
წარმატებები ჩემო კარგოო.. დღეს თორმეტი მოციქულის ხსენების დღეა და შეგეწიოს ყველანაირ გადაწყვეტილებაში.... :*

Posted by: იათო 13 Jul 2017, 15:48
zikata7
<3 <3 მადლობა, შენც გილოცავ :*
ერთი კვირა დარჩა, ხო? მალე ააჟრიამულებ თემას, თორე ამ ბოლო დროს მოწყენილობაა აქ

Posted by: kekuna78 13 Jul 2017, 15:57
იათო
სექტემბერში აპირებ? ხო ძალები მეც მიბრუნდება, მაგრამ ფინანსებია რთული თემა ასე მალე, ჰექტორზე ხომ არ გიკითხავს როდემდე რჩება?

Posted by: იათო 13 Jul 2017, 16:27
kekuna78
ალბათ სექტემბერში, იმიტომ რომ დასვენებაზე ვფიქრობ მაინც.
ჰექტორი არ ბრუნდებაო, ისე ჩამოდის შვებულების დროს და გვეხმარებაო, იმიტომ რომ იმ ორი გოგოდან ერთ-ერთი გავუშვით, მაგრამ არა იმიტომ რომ ცუდი ემბრიოლოგი იყო, სუფთა პიროვნულად ვერ შევეწყეთო.
ჩამოვა ამათი უფროსიო, თუმცა თარიღი არ უთქვამს, როდის...
ზოგადად, ეტყობა ბევრმა დაუსვა ეს შეკითხვა smile.gif

Posted by: ტასუნა 13 Jul 2017, 16:33
ყველას მოგესალმებით და გილოცავთ თორმეტი მოციქულის ხსენების დღეს. შეკითხვა მაქვს თქვენთან: ვინმეს გქონიათ ასეთი შემთხვევა, ციკლის მეექვსე დღეს პუნქცია (ბუნებრივი ციკლი მაქვს მხედველობაში, ფოლიკული გაიზარდა სტიმულაციის გარეშე) და თუ გქონიათ დადებითი შედეგი? ძალიან ვნერვიულობ და თქვენი დახმარება მჭირდება, გამიზიარეთ გამოცდილება...

Posted by: ketketa210 13 Jul 2017, 18:18
ტასუნა
მეექვსე დღეს მასთი ყოჩაღი ფოლეკული მე არ ვიცი. აქ უფრო გამოცდილები არიან და გეტყვიან ალბათ
* * *
ყოჩაღ იათო,
ქეთის დაუჯერე, იცის რასაც გეუბნება. ყველა მაგას ამბობს

Posted by: akunabakuna 13 Jul 2017, 18:24
გოგოებო ჰექტორი 1 თვით ჩამოდისო, და მერე კიდევ შემოდგომაზეო, ანუ ასე ივლისო.

Posted by: zikata7 13 Jul 2017, 18:29
ტასუნა
მეექვსე დღეს მეც არ ვიციი.. მე 12 დღეს მქონდა ფუნქცია..
* * *
გოგოებო არვიცი არ ვიკვებები სწორად თუ რახდება გაზები მაქვს გადატანის დღიდან.. მუცელი მაქვს შებერილი.. ასეთი რამ გქონიათ ვინმეს? და კუჭიც მტკივა

Posted by: Tamara1988 13 Jul 2017, 19:06
zikata7
მუცლის შებერილობას ნუღარ იტყვი გადატნის მერე მეც შემაწუხა. ესპუმიზანი მითხრა ექიმმა დღეში სამჯერ 2აბი მაგრამ დიდად არ მშველოდა მაინც. .

Posted by: Sesili1985 13 Jul 2017, 19:12
zikata7
Warnatebebii da male samnishna xegeti aajriamule forumi. :*

Posted by: kekuna78 13 Jul 2017, 19:28
ემბრიოლოგის ამბავი მანერვიულებს ძაან

Posted by: zikata7 13 Jul 2017, 20:18
Tamara1988
გაიხარეეეეე როგორ დამამშვიდეე.. ორსულივით დავდივარ ისე ვარ გაბერილი smile.gif

Sesili1985
მადლობა დიდი.. შენთვისაც მალე გვებალეშიკოსს :*

Posted by: georgia1988 13 Jul 2017, 22:09
QUOTE
ემბრიოლოგის ამბავი მანერვიულებს ძაან


ასეთ კარგ კლინიკას ერთი ნორმალური ემბრიოლოგის მოწვევა გაუჭირდა ???!!!

Posted by: nino84 13 Jul 2017, 22:51
გოგოებო, ქეთიმ ციკლის მე-10 დღეს დამიბარა ტევაგრასტიმის გასაკეთებლად და მტკივნეულია? პროგესტერონი რომელ დღეზე ჩააბარეთ? უზმოზე ყოფნაა საჭირო?

Posted by: Anukia198889 13 Jul 2017, 22:56
nino84
არ უნდა პროგესტერონს უზმოდ ყოფნა.მე ტავგრასტიმი რომ გავიკეთე მეათე დღეს იმ დღეს ავიღე ეგ ანალიზიც. ტევაგრასტიმი საერთოდ არ მტკენია მე. თამარმა ცოტა ციკლის ტკვილი მქონდა სულ ერთი წამითო როცა წამალი შეუშვა და მერე აღარო. მე მაგიც არ მქონია. წარმატებებიი 2kiss.gif

Posted by: akunabakuna 13 Jul 2017, 23:46
ტასუნა
მეექვსე დღეს ფუნქცია სტიმულირებული იყო თი შენით? მეც მქონდა ეგრე და სავარაუდოდ წინა თვის ფოლიკული იყო, ამ შემთხვევაში უნდა შემოწმდეს ესტრადიოლი და ეხოზე ფოლიკულის ფორმა, ღირს თუ არა.ფყნქციის გაკეთება

Posted by: BA84 13 Jul 2017, 23:53
იათო
გამეხარდა შენი გადაწყვეტილება, სექტემბრიდან ერთად შევუდგეთ :* მანამდე იქნებ ემბრიოლოგიც ჩამოვიდეს

Posted by: იათო 13 Jul 2017, 23:56
BA84
♥♥♥ ხო, შენ სექტემბრამდე ემბრიოლოგის გამო გადადე, თუ დასვენების გამო?

Posted by: adeline 14 Jul 2017, 10:05
გოგოებო, ჩარექიშვილთან გაგიკეთებიათ ვინმეს ლაპარასკოპია?

და მანანა მგალობლიშვილთან თუ ხართ ვინმე ნამყოფი?

Posted by: nikolsona 14 Jul 2017, 10:13
adeline
მე გავიკეთე გარე ორსულობისას. ჩვულებრივად ნორმალურად და მარტივად ჩაიარა ყველაფერმა. პალატაში ცხელოდა უბრალოდ ძალიან. ექიმი საკმაოდ კარგია.

Posted by: adeline 14 Jul 2017, 10:31
nikolsona
მართლა? მე რომ მილის ამოჭრის ალბათობაზე მესაუბრა ქეთიმ, მერე მივწერე მაგათ და ასე მითხრეს, შესაძლებელია მილის პლასტიკაო. ანუ მაინცდამაინც ამოღება არ უთქვამთ და მაგიტო დავინტერესდი. ჩარექიშვილი აკეთებს ჩვენთან ლაპარასკოპიასო. ამ მილის პლასტიკაზე ვინმეს ხომ არ გაგიგიათ რამე?

Posted by: zikata7 14 Jul 2017, 11:10
adeline
მე გავიკეთე ლაპაროსკოპიაც და ჰისტეროც ჩარექიშვილთან ძალიან კმაყოფილი ვარ.. საუკეთესოა რავიცი მე მომწონს smile.gif

Posted by: adeline 14 Jul 2017, 11:45
zikata7
ყველაზე საუკეთესო რევაზ ბოჭორიშვილია, საფრანგეთში რომ მოღვაწეობს. იქნებ როგორმე ჩამოვიდეს. აუცილებლად მინდა მაგასთან კონსულტაცია

Posted by: ninucela84 14 Jul 2017, 13:33
adeline


ორჯერ გავიკეთე ლაპარასკოპია რამაზ ჩარექიშვილთან და ძალიან კმაყოფილი ვარ, მეორეჯერ ლაპარო და ჰისტერო ერთად. მე მან შემინარჩუნა მარცხენა საკვერცხის მცირე ქსოვილი ენდომეტრიული კისტის პირობებში და ძალიან მადლიერი ვარ.
რაც შეეხება მილის პლასტიკას, ჩემს შემთხვევაში იყო მილის პერფორაცია და ვერ უშველიდა, თუმცა მაინც არ ამომაჭრეს, თეორიული შანსი არის რომ ისედაც დავრჩე. მე როგორც ვიცი, თუ ძალიან აუცილებელი არ არის არ აჭრის და ბევრს წვალობს, რომ შეხორცებები მოწვას. ასე ჩანს ჩემს დისკზეც smile.gif რამდენჯერმე ვუყურებ და ცხადად ჩანს. თუ მეტი კითხვა გაქვს პირადში მომწერე

Posted by: piko1989 14 Jul 2017, 13:46
გამარჯობათ გოგოებო ვინმეს გონალ ფ 900 იანი ცეტროტიდე 0.25 და კრაინონი 8% იანი ხოარ გიხმარიათ? რისთვისა და როგორი წამლებია?

Posted by: zikata7 14 Jul 2017, 21:57
გოგოებო ნანემსრები მექავება დააა ეს ნორმალურია??? მუცელუ მაქვს შებერილი ისევ

Posted by: Tamara1988 15 Jul 2017, 11:24
zikata7
კი მეც მექავება. ჯერ ვითომ თვითონ ნემსებს დავაბრალე და ბევრჯერ შევცვალე მაგრამ მაინც მექავება. წუხელ ღამეც ქავილმა გამაღვიძაა smile.gif)))) მეგონა მარტო მე ვიყავი ასე smile.gif))))

Posted by: zikata7 15 Jul 2017, 13:17
Tamara1988
მადლობაა.. დავმშვიდდი.. smile.gif მკერდი გამიდიდდა თუ გამისივდა თავებიც უმნიშვნელოდ მტკივა დაა ესეც ხომ ნორმალურია?? smile.gif წინა გადატანაზე მკერდზე ცვლილება არ მქონია და...

Posted by: Lemon Curd 15 Jul 2017, 13:22
გოგოებო, პროგესტერონის ნანემსრები თუ გექავებათ, იცის მასე პერიოდულად, მეც გამაგიჟა, კოღოს ნაკბენივით მქონდა ზუსტად და გიჟივით მექავებოდა დღე და ღამე. პერიოდულად ასე და მერე რაღაც პერიოდი არც მეტყობოდა ნანემსრები. მოკლედ ვერ მივხვდი რაზეა დამოკიდებული

Posted by: Tamara1988 15 Jul 2017, 13:24
zikata7
კი მკერდის ტკივილიც კარგის ნიშანია გამოცდილებიდან გეუბნები smile.gif)))

Posted by: Kato81 15 Jul 2017, 13:32
zikata7
შენ მანანა ქოჩიაშვილთან გაიკეთე ხო ბოლოს? მანამდე ქეთისთან გქონდა როგორც მახსოვს წარუმატებელი ინვიტრო, კმაყოფილი ხარ მანანასი და ყურადღების მხრივ როგორ აქვს ეხლა პაციენტებთან საქმე, 2 წლის წინ დავდიოდი მანანასთან ინვიტროში ცოტა ხნით ოღონდ, მოუწესრიგებელი რიგების და უყურადღებობის გამო შევცვალე მაშინ მანანა, ახლა როგორაა ძალიან მაინტერესებს, თუ არ შეწუხდებით გამიზიარე შენი აზრი

Posted by: zikata7 15 Jul 2017, 14:32
Kato81
კიი მასე იყო ქეთისთან ორი უშედეგო ინვიტრო მაქვს .. ყველაფერი თავიდან დავიწყე თან გაყინულები არ მქონდა.. ვფიქრობ ხელზე დამიხვია იცოდა მეორე არანაირად არ გამოვიდოდა და მაინც შემომთავაზა.. . მე კი ბოლომდე ვენდობოდი ..
რაც შეეხება მანანას ვფიქრობ უზომოდ ყურადღებიანია რიგები იქაც მასაც ძალიან მაგრამ ჩაწერილებს თავის დროზე იღებს.. ორიენტირებულია შედეგზე და არა ფულზე რაც ჩვენ პაციენტებისთვის უმთავრესად აუცილებელია..

აი ახლა ჩემი წერტილი მანანას წყალობით ცდობს მომეწებოს და თუ ეს მოხდა 11წლის უშვილობის შემდეგ ეს იქნება სასწაული.. და მაშინ საჯაროდ ყველა უიმედო წყვილს ვურჩევ მიენდოს და ყველაფერს გააკეთებს რაც მის შესაძლებლობებსაც აღემატება იმასაც კიი :*

Posted by: akunabakuna 15 Jul 2017, 15:07
Zikata7
მიზეზს რას გეუბნებოდა ქეთი?
ანტიმიულერი რამდენი გაქვს?
რამდენი წლის ხართ?
სტიმულაცია ძლიერი სცადე?
გთხოვ თუ არ დაგეზარება დაწერე შენი ანამნეზი smile.gif

Posted by: zikata7 15 Jul 2017, 15:17
akunabakuna
პოლიკისტოზისკენ მქონდა მიდრეკილება და ანტიმიულერი არ გამაკეთებინა.. მეუღლეს აქვს დაბალი პროცენტულობა.. ამასთან მორფოლოგია 0% .. მე ენდომეტრიუმი მქონდა თხელი და მაინც გადამიტანა ამ ყველაფერში ადრე ვერ ვერკვეოდი და არც ვიძიებდი რასაც მეუბნებოდა ვაკეთებდი.. პირველ ცდაზე 4 ემბრიონი გამოვიდა და გადამიტანა უხარისხოები მარა მაინც გადამიტანა.. ნუ რაც განაყოფიერდა ის გადამიტანა .. მაგრამ ხომ უნდა ერჩია ახლა არა კიდე ვცადოთო და ასე.. 25ის ვიყავი მაშინ.. მერე ორთვეში მეორე გვირჩია ისევ კრედიტი გავაკეთე ისე ვიყავი განადგურებული და ისევ თავიდან დავიწყეთ და ორი ემბრიონი მივიღეთ რათქმაუნდა არცერთი არ ვარგოდა და მაინც გადამიტანა.. არც დაწყებულა მიმაგრება რათქმაუნდა sad.gif ეხლა 32 წლის ვარ .. მაშინაც ასე საუკეთესოს ვეძებდი და ნიშნიანიძის რეკომენდაციით მივედით.. ესეთია ჩემი ისტორია

Posted by: Kato81 15 Jul 2017, 16:06
zikata7
მე პირველად მანანასთან რომ მივედი 32 ის ვიყავი და მითხრა შვილი აუცილებლად გეყოლებაო ახლა 35 ის ვარ, უბრალოდ მაშინ 6 თვის გათხოვილი ვიყავი და სავარაუდოდ იოლ პაციენტად აღმიქვა მანანამ, თან მეუღლის ანალიზზე თქვა კარგიაო და შემდეგ რომ გადავამოწმეთ სხვაგან ცვლილებები იყო და რამდენიმე თვიანი მკურნალობა დასჭირდა, მაგაში ნამდვილად გეთანხმები რომ ფულზე დახარბებული არ არის, სულ ცდილობდა დაზღვევა გამომეყენებინა ისე მიწერდა ფრომა 100 ეს როგორ არ უნდა დაინახო, პირველად მაგან გამაკეთებინა სტიმულაცია აბებით და ოვიტრელით, არ გასკდა და ცისტად ჩამოყალიბდა საკმაოდ დიდი ზომის თვითონვე შეშინდა და კონტრაცეპტივი გამომიწერა, როგორ დამელია ისიც არ ვიცოდი იმდენად გამოუცდელი ვიყავი და არც ამხსნა ნორმალურად, ტელეფონის ზარსაც არ უპასუხა არც დამირეკა მერე და ამიტომ გული ამიცრუვდა, აღარ მივედი თუმცა ახლა ვფიქრობ ბოლომდე რომ მივყოლოდი და ექიმები არ მეცვალა ახლა პატარა უკვე მეყოლებოდა...ამიტომ არის ფსიქოლოგიური მიდგომა და ცოტა მეტი ყურადღება ექიმისთვის უმთავრესი, კარგია თუ ეხლა ეს მოგვარებული აქვს და მეტ ყურადღებას უთმობს პაციენტებს, აი ეს აკლია უფრო მეტადაც მგონი ქეთის, რაც მისი დიდი მინუსია, ეს ჩემი აზრია და რა ვქნა. ძალიან გგულშემარკივრობ და მინდა დადებითი შედეგით გაგვახარო მალე :*

Posted by: zikata7 15 Jul 2017, 16:12
Kato81
გაიხარეე .. შენ რა ეტაპზე ხაარ? ქეთი მე მაშინ ვთვლიდი რომ ძალიან დიდ ყურადღებას მაქცევდა ..მაგრამ ასე გააკეთა ბოლოს sad.gif თან მეორე ბავშვზე იყო ორსულად იმ დროს..

Posted by: Kato81 15 Jul 2017, 16:26
zikata7
ქეთისთან ვცადე აპრილში ინსემინაცია, უშედეგო აღმოჩნდა, ამის მერე ქეთიმ ინვიტროსთვის საჭიროა ანალიზები დამიწერა და გამომიშვა თუ გაქვს ფინანსური საშუალება 8 დან 10 000 მდე დავიწყოთ იმ თვიდანო, თავი შევიკავე ცოტა ფინანსების გამოც ასე ერთიანად მაგდენი ფული არ გვეჭირა, მაისურაძესთან ვცადეთ სტიმულაცია 2 თვე და ვერ მივიღეთ ორსულობა, ანტ.მ. მაქვს 1.5, ნორმალურია შენი ასაკისთვისო თუმცა ვთვლი რომ მაინც არაა კარგი და უნდა ავჩქარდე, ძალიან გაურკვევლობაში ვარ, ვისთან ვცადო ინვიტრო იმედგაცრუების ძალიან მეშინია, ძალიან ბევრი სირთულე შემხვდა ცხოვრებაში და ზედმეტად ემოციური და მგრძნობიარე ვარ sad.gif ამიტომ ვარჩევ ასე სიფრთხილით ექიმს, ქეთის პროფესიონალიზმის მჯერა მაგრამ ეს რიგები, გაუთავებელი ლოდინი და სიტყვები რომ უნდა ვქაჩო არ შემიძლია, ინვიტროშიც აქებენ მორჩილაძეს, ახლა მანანას შედეგებიც მესმის და ვარ ასე, ვერ გადამიწყვეტია რომელი ექიმი ავირჩიო, თორემ ინვიტროს რომ ვცდი უკვე ზუსტად ვიცი აგვისტოში ან სექტემბერში, თქვენი რჩევა მჭირდება...

Posted by: zikata7 15 Jul 2017, 16:56
Kato81
მაისურაძესთანაც დავდიოდიით... თუ ჩემი ორსულობა დადგა და ჩემი წერტილი მომეწბა 0% მორფოლოგიით არც დაფიქრდე მანანასთან მიდი.. თავი არ დაუზოგავს მართლა.. მე გამოცდილი რომ ვარ ვიცი ახლა კი უფლის ნებაა ჩვენი შედეგი.. ემბრიოლოგი თურქი ყავს 20 წლიანი გამოცდილებით.. რავიცი ასე რჩევა ადვილია.. ასე მირჩიეს ქეთი და თვალდახუჭული მივყვებოდი ვენდობოდი.. . წარმატებები და სწორი არჩევანის გაკეთება.. გული რომელთანაც გაგიწევს ისე მოიქეცი :*

Posted by: Kato81 15 Jul 2017, 17:22
zikata7
ძალიან დიდი მადლობა რჩევისთვის :* ველოდები შენს შედეგს და მერე მართლა ვიფიქრებ ან მანანასთან დავბრუნდე ან ინვიტროში გავიარო კონსულტაცია და ისე გავაკეთო არჩევანი

Posted by: BA84 15 Jul 2017, 17:53
იათო
ცოტა პაუზა ავიღე თორემ მთელი წელია სტრესში ვარ, თან ჰისტეროს ვიკეთებ ამ თვეში და აგვისტოს ბოლოდან(თუ იქნებიან) ან სექტემბრიდან შევუდგები.

Posted by: stellla 15 Jul 2017, 18:07
zikata7
გამარჯობა, ნულპროცენტიანი მორფოლოგია რას ნიშნავს ხომ ვერ მეტყვი. სპერმის პრობლემაა ხო? რამდენი გადაისვი ? სულ მალე დიდი სიხარული გქონოდეს.

Posted by: zikata7 15 Jul 2017, 18:20
stellla
მადლობა დიდი... კი სპერმის პრობლემააა.. დაბალიპროცენტი აქვს მეუღლეს.. ერთი მყავდა და ერთი გადავისვი :*

Posted by: stellla 15 Jul 2017, 18:35
zikata7
მადლობა 2kiss.gif გაიხარებთ სულ მალე.

Posted by: zikata7 16 Jul 2017, 14:59
დღეს წელიც ამტკივდაა... მუცელიც მტკივაა მენსტრუაციის ტკივილს გავს.. მკერდიც ისევ შესიებული მაქვსს.. მგონი სიმპტომებიაააა.. წინაზე ესე არ ვიყავი და აღარვიციი

Posted by: nino84 17 Jul 2017, 15:27
გოგოებო, პროგესტერონი რამდენი გქონდათ გადატანამდე?

Posted by: zikata7 17 Jul 2017, 15:39
მე თუ სწორად მახსოვს 0.2 მქონდა

Posted by: nino84 17 Jul 2017, 15:48
zikata7
0.127 მაქვს მე
###########

Posted by: Lemon Curd 17 Jul 2017, 15:52
nino84
გადატანამდე 1 კვირით ადრე 0.502 მქონდა პროგესტერონი.

კარგია თუ ცუდი ან ნორმა რამდენია, აღარ მახსოვს, მგონი ამაზე არ უთქვამთ არაფერი

Posted by: kekuna78 17 Jul 2017, 19:24
nino84
გადატანამდე 4 დღით ადრე მქონდა 0.7 და კარგიაო, დაბალი უნდა იყოს მე როგორც ვიცი, 1-მდე თუ ავიდა არაა კარგი

Posted by: takotatuli1989 17 Jul 2017, 20:17
nino84
მე 25 მქონდა 2 დღით ადრე და ლამის სული გავაცხე... არც დაუნიშნავს ეგ ანალიზი და აქ რო ვიცოდი რო 1 მდე უნდა ყოფილიყო მივწერე ეგრევე და კარგიაო 25იო.. ალბათ გააჩნია ორგანიზმს და ვისთან რა პროტოკოლით მიდის.

Posted by: kekuna78 17 Jul 2017, 20:24
takotatuli1989
ვა რა საინტერესოა, მე რომ გამაკეთებინა პასუხს დაველოდოთ თუ 1-ზე მაღალია ვერ გადავიატანთო

Posted by: nino84 17 Jul 2017, 21:01
kekuna78
takotatuli1989
მადლობა, გოგოებო. კარგი პასუხიაო. დღეს ტევაგრასტიმიც გამიკეთეს და გადავიტანთ ამ კვირაში.

Posted by: zikata7 18 Jul 2017, 09:52
Anukia198889
რომ ნახავ მესიჯს მომწერეე კარგიი.. სიმპტომები თითქოს გამიქრა და ასე იცისს? მუცელი კი ნემსს რომ გავიკეთებ მერე მეწვის თითქოს თუ ვერ ვხსნი.. მერე მტკივდება.. ჩვეულებრივად ვარ დანარჩენი უსიმპტომოდ.. მკერდი რომ ჩამეფუშა ცუდია ხომ? sad.gif

Posted by: Tamara1988 18 Jul 2017, 09:57
zikata7
არ ინერვიულო გთხოვ ანუკისაც ჩაეფუშა მკერდი ზუსტად მახსოვს და დარდობდა მაგრამ კი ეხლა ორსულად. smile.gif))))

Posted by: zikata7 18 Jul 2017, 10:22
Tamara1988
ხო ვცდილობ არ ვინერვიულოო smile.gif გაიხარეე რა დამამშვიდე შენ რა სიმპტომები გქონდა თითქოს გულის რევის შეგრძნებებიც მაქვს თუ მეჩვენება არვიცი smile.gif მკერდზე ცვლილება გქობდა ბოლომდეე? ან მენსტრუაციული ტკივილი რავიციი უკვეე smile.gif

Posted by: nona19770 18 Jul 2017, 10:56
zikata7
მკერდის ჩაფუშვა კარგია როგორც ვიცი, აქ გოგოებს ჩაეფუშატ და ორსულად იყვნენ..არ ინერვიულო, ყველაფერი მაგრად იქნება

Posted by: nino84 18 Jul 2017, 11:02
zikata7
სიმპტომები ინდივიდუალურია. აუცილებლად გამოგივა, ნუ ნერვიულობ. ხეგეს როდის იკეთებ?

Posted by: Anukia198889 18 Jul 2017, 11:10
zikata7
ნუ ნერვიულობ მკერდის თავები ამტკივდა გადატანიდან მეორე დღეს და სადღაც მეცხრე დღეს ჩამეფუშა.საერთოდ აღარ მტკიოდა. მეგონა მეთქი მორჩა მაგრამ მერე ქეშის დაწერილი გამახსენდა იმასაც ჩაეფუშა და ისევ ავივსე იმედით. ასე რომ იმედანად იყავი და ჩემსავით გაგიჟდები ძალიან მალე.დღესაც ანალიზის ჩასაბარებლად გასულმა ვერ მოვითმინე და შევირბინე ეხოზე გულის ცემა რომ გამეგო.უკვე მესამე ეხოა მერვე კვირაზე. უნდა გამაგიჟოს ამ წერტილმა.კიდურებიც დავუნახე და გული როგორ ფეთქავდა და ანათებდა იმაზე ხომ გავგიჟდი რაა ♡♡♡
აუცილებლად გაიხარებ შენც ჩემსავით.
მკერდი რომ ჩამეფუშა მერე ორჯერ მქონდა გულის რევის შეგრძნებაც და მეთქი მელანდება ან ისე მინდა ორსულობა იმის ბრალია თქო მაგრამ თურმე მართლა ორსულობის იყო.

Posted by: BA84 18 Jul 2017, 12:03
nincka1987
როგორ ხარ? იცი დღეს რომ ავდექი რატომღაც გამახსენდი ნეტა რას შვრება თქო? რომ აღარ გამოჩნდი. როგორ მიდის შენი საქმეები, მოყევი კარგი ამბები :*

Posted by: takotatuli1989 18 Jul 2017, 13:45
BA84
მეც მაგიტო შემოვედი და ვერ ვიპოვე მაგის ბოლო პოსტი რო მომენიშნა.. კარგი ამბები აქ დარწმუნებული ვარ smile.gif))

Posted by: nino84 18 Jul 2017, 14:30
გოგოებო, პროგესტერონის ნემსებს ვიწყებ დღრიდან და მგონი წერდით რომ ათბობთ და ისე ვიკეთებთო. დამეხმარეთ რა როგორ გავიკეთო

Posted by: BA84 18 Jul 2017, 14:34
nino84
კი კი აუცილებლად გაათბე, ცხელ წყალში ვდებდი რამდენიმე წუთი. კარგადაც ამოიღებ შპრიცში. და მერე თბილ ნაჭერს ვიდებდი ხოლმე, ეხლა კი ძაან ცხელა არ ვიცი დაგჭირდება თუ არა დადება smile.gif

Posted by: Anukia198889 18 Jul 2017, 14:48
nino84
გაათბე და ისე გაიკეთე. მერე თბილი დაიდე რამე. მე ეგ თბილის დადება არ მშველოდა მაინც მიმაგრდებოდა. მერე მოვიფიქრე რომ სპრტიან ბამბას დავიფენდი და პარკს დავიდებდი მთლიანად დუნდულზე.ის ახურებს და აღარ მაგრდება. დღემდე მასე ვაკეთებ. მაგის გარეშე სულ მიმაგრდება.

Posted by: nino84 18 Jul 2017, 15:23
Anukia198889
BA84
მადლობა, გავიკეთე ეხლა და ვნახოთ იმედია არ გამიმაგრდება.
დივიგელზე მაინტერესებს ჭიპის ქვემოთ ისმევდით?

Posted by: zikata7 18 Jul 2017, 15:24
nona19770
nino84 უღრმესი მადლობა გამხნევებისთვისს .. ხეგეს პარასკევს ვიკეთებ..

Anukia198889
უღრმესი მადლობა სულ დამიარა.. მუცელი მტკივა და ეგ მაწუხებს sad.gif ნემსის მერე სულ მტკივა მთელი მუცლის ღრუ და ეს რას ნიშნავს.. თითქოს ჩაფუშული აღარაა მკერდი მოკლედ ხან როგორ მეჩვენება ხან როგორ sad.gif წელიც ხან მტკივა ხან არა და ასე ვარ..

Posted by: tasiko13 18 Jul 2017, 15:42
გილოცააავ!ძალიან მიხარია და მშვიჟობით გაგეტარებინოს

Posted by: nino84 18 Jul 2017, 18:13
დივიგელზე, ვინც ისვავდით, ჭიპის ქვემოთ ისმევდით? დღეში ორჯერ დამინიშნეს და ინტერნეტში რომ ცავიკითხე 12 საათში ერთხელ უნდაო, აი ეს ვიპოვე და ცოტა შემეშინდა:

იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს დაავიწყდა პრეპარატის წასმა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გააკეთოს ეს, მაგრამ არა უგვიანეს 12 სთ-სა, დანიშნულებისამებრ მისი წასმის შემდეგ. თუკი უკვე გავიდა 12 სთ, მაშინ დივიგელის გამოყენება უნდა გადავადდეს სხვა დროისათვის. პრეპარატის არარეგულარულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა საშვილოსნოდან.

Posted by: Lemon Curd 18 Jul 2017, 18:58
nino84
კი მთელ მუცელზე ჭიპის ქვემოთ ნაწილზე და გასწვრივ ვისმევდი.
აუ ეგ 12 საათიანი შუალედი არც ვიცოდი, რატომ არ წავიკითხე ნეტა, დავაკვირდებოდი. გაღვიძებია დროს ვისმევდი და ღამით ძილის წინ

Posted by: nino84 18 Jul 2017, 20:15
Lemon Curd
არაუშავს, ეხლა დაიცავი მაინც, ყოველი შემთხვევისთვის smile.gif ხეგეს როდის აბარებ?

Posted by: zikata7 18 Jul 2017, 20:31
nino84
წარმატებებს გიზურვეებ.. ხეგეს როდის აბარებ? ჩვენ ავაჟრიამულოთ ფორუმი.. მე 21ში.. ვაიმეეეეეე......

Posted by: Lemon Curd 18 Jul 2017, 20:50
nino84
ორსულად ვარ უკვე, სამი თვის smile.gif
წინა კვირას მომიხსნეს ზუსტად დივიგელი და არც ვიცოდი არასწორად თუ ვიყენებდი ანუ...
წარმატებები შენ!

Posted by: nino84 18 Jul 2017, 20:54
zikata7
ჯერ ზუსტად არ ვიცი, პარასკევს ან კვირას მექნება გადატანა, აგვისტოს დასაწყისში მომიწევს ხეგე. ველოდებით შენ დადებით პასუხს და მერე მეც შემოგიერთდები :*
:*Lemon Curd
უპრობლემო ორსულობა და მშობიარობა :*

Posted by: Lemon Curd 18 Jul 2017, 22:23
nino84
დიდი დიდი მადლობა smile.gif

Posted by: ketketa210 19 Jul 2017, 11:11
zikata7
მოკლედ გელოდებით smile.gif და მანანა სად არის? ხომ მანანასთან გაიკეთე? მეც ქეთისგან წამოვედი და მაინტერესებს. ფასებიც მაინტერესებს რამდენი ჭირდება პროცედურებს, პუნქცია–გადატანას. წამლები და ანალიზები ვიცი რომ ინდივიდუალურია

Posted by: იათო 19 Jul 2017, 12:23
ketketa210
შეიგიძლია დაწერო რამდენი მცდელობა გქონდა ქეთისთან და რატომ არ გამოვიდა?

Posted by: nino84 19 Jul 2017, 13:05
გოგოებო, ენდომეტრინის სანთლებზე ვინმეს გქონდათ ალერგია? გუშინ დავიწყე ქავილი დამაწყებინა და თითქოს შეშუპებაც მაქვს. დილას გავქანდი ნაცხზე ყოველი შემთხვევისთვის და ხვალ იქნება პასუხი. რუსოს ველაპარაკე ქეთის ასისტენტს და კრაინოლით შეცვალეო იცის ენფომეტრინზე რეაქციაო, არადა ადრრ მიხმარია ჩვეულებრივ.

Posted by: kekuna78 19 Jul 2017, 13:12
nino84
რამდენი ემბრიონი გყავს და რამდენი გადაგაქვს ეხლა?

Posted by: nino84 19 Jul 2017, 14:30
kekuna78
რამდენი მყავს ჯერ არ ვიცი, უნდა დამირეკონ მითხრან. 17 კვერცხუჯრედი მქონდა და იმედია 5 მაინც გამოვა. მე ორი მინდა გადავიტანოთ, ვინაიდან წინა 4მცდელობაზე არცერთი არ მიმაგრდა და ქეთი უარზე იყო ერთიო. იმედია გადაიფიქრებს.

Posted by: Anukia198889 19 Jul 2017, 14:56
nino84
აუცილებლად გადააფიქრებინე. რამდენი წლის ხარ? მე თავისით რომ მომიტანა ორი ემბრიონი და მაშინ მითხრა ორი კარგი უნდა შევსვაო პირი დამრჩა ღია რომ ვიცოდი უარზე იყო. და სწორადაც მოიქცა ჩემთან. უთხარი დაჟინებით ორი მინდაო

Posted by: nino84 19 Jul 2017, 15:21
Anukia198889
33 ის ვარ. გუშინ რომ ვუთხარი იქნებ 2 გადაგვეტანათქო რახან არ მაგრდებოდა აქამდეთქო გაბრაზდასავით, ძალიან მინდა გადაიფიქროს.გადატანის დღესაც ვეტყვი აუცილებლად.

Posted by: იათო 19 Jul 2017, 15:32
nino84
მე პირიქით, 2 გადავაფიქრებინე და ეხლა ვნანობ..
წარმატებებს გისურვებ!

Posted by: Anukia198889 19 Jul 2017, 15:32
nino84
რახან არ მაგრდებოდაო არ უნდა გეთქვა. მიზეზი არავინ არ იცის და შეიძლება გაბრაზებულიყო.უთხარი ტყუპი მინდა ძალიანო და ეგება დაგთანხმდეს.
* * *
როდის უნდა გაიგო ემბრიონჩიკების ამბავი? მალე გაგვახარე.

Posted by: zikata7 19 Jul 2017, 15:48
ketketa210
კი მანანასთან ვარ .. უზომოდ ყურადღებიანია დღეს დამირეკა მომიკითხა.. ტესტი ხომ არ გაგიკეთებიაოო.. რამდენი ჩემნაირი ყავს დაა რავიცი ეს იცით რასნიშნავდაა გამაძლიერა ასე ვთქვათ.. ფასებიც კატასტროფა არარის ნამდვილად.. მე პარასკევს მიწევს ხეგე დაა ვნახოთ ჩემი წერტილი თუ დარჩება ჩემთან :* შენ ემბრიონები სად გყავს ქეთის პაციენტი ხარ? მერამდენე ცდააა
* * *
Anukia198889
შენ იმიტომ გწერრ გამოცდილი ხარრ :* ანუ აღარანაირი ტკივილი აღარ მაქვს არც მუცლის არეში .. ცოტა მკერდი ისევ გაფუებულია თავები უფროო.. ოდნავ მტკივა ხელის შეხებით.. ეს ნორმალურიაა ?? :* მეათე დღეა.. ტესტს ვერ ვიკეთებ პარასკებს ველოდებიიიი :*

Posted by: adeline 19 Jul 2017, 15:51
გოგოებო, ბოდიში რომ შემოგეჭერით, მაგრამ წეროების თემაში არავინ მპასუხობს:
მივიღე ბაქტერიოსკოპია გოგოებო. ესაა პასუხი: ბრტყელი ეპითელიუმი 3-5 მხ.არეში. ლეიკოციტები 20-30 მხ. არეში. ერითროციტები 1-3 მხ. არეში. ლორწო - დიდი რაოდენობით, ბაქტერიები - დიდი რაოდენობით.

ტრიქამონა, სოკო და ლაქტობაცილები არ მაქვს. მიკოპლაზმა/ურეაპლაზმა - უარყოფითია. ასევე მოვიდა ანტიბიოტიკოგრამა, სადაც ყველაფერს მინუსები უწერია.
ნაცხის ბაქტერიოლოგია ჯერ არ იქნებაო და რას იტყვით?????

Posted by: ketketa210 19 Jul 2017, 16:12
იათო
იათო ჩემი პრობლემა იმაში იყო რომ ქეთისთან ჩემი ურთიერთობა არ შედგა, 6 თვის მანძილზე მხოლოდ ორჯერ მიმიღო, დანარჩენი სულ სხვადასხვა ასისტენტებთან მომიწია ურთიერთობა და დრო გაიწელა უაზროდ. ანუ რაღაც პიროვნულად ვერ ავეწყეთ, მე არ შემიძლია გამუდმებით ადამიანის დევნა და შეწუხება. ვიცი შენი ამბები, სულ გადევნებდი თვალს და ძალიან განვიცადე sad.gif სექტემბრიდან დაიწყებ?
* * *
zikata7
სად არის მანანა? როგორც მახსოვს ქოჩიაშვილი? დავგუგლე და სულ სხვადასხვა ძველი რაღაცები ამოყარა. მე ემბრიონები არ მყავს sad.gif ანუ პირველად ვცდილობ ხელოვნურს და არ მინდა გამეწელოს. ისედაც ბევრი დრო დავკარგე ქეთისთან

Posted by: Anukia198889 19 Jul 2017, 16:52
zikata7
დღეს მერამდენე დღე გაქვს გადატანის დღის ჩათვლით? მასე ვიყავი ზუსტად. ბოლო დღეს ყველა სიმპტომი გამიქრა. იმედი არ დაკარგო. შენთან იქნება შენი პაწია. მე 11 დღეს გავიკეთე ტესტი მანამ ვერ გავბედე.ისიც იმიტო რომ ჩემმა ქმარმა დაურეკა დედამთილს ტესტი მიუტანე გააკეთებინეო.არ ვიკეთებდი მეშინოდა. და კი გამინთო მეორე მკრთალი.12 დღეს ხეგეთიც დამიდასტურდა. ამიტომ ერთი დღით გვიან თუ ადრე არ აქვს მნიშვნელობა. გაიკეთე ტესტი და ისე ტკბილად იძინებ ხეგემდეეე.

Posted by: zikata7 19 Jul 2017, 19:05
ketketa210
კარაპს მედლაინშია.. კი მანანა ქოჩიაშვილი..

Anukia198889
გადატანის დღეს თუ ჩავთვლით მე10 დღეა დღეს.. ტესტი დილის შარდით გააკეთე?? ესე ორი საათის შარდით მიჩვენებს მეათე დღეს ეხლა რომ გავიკეთოო ??

Posted by: Anukia198889 19 Jul 2017, 19:25
zikata7
არა მე დილის შარდით არ გამიკეთებია. 12 საათზე გავაკეთე მეორე იყო უკვე. ხვალე გააკეთე დილის შარდზე უფრო გაამუქებს. თუ ვერ მოახერხებ დილას მერეც აჩვენებს ხვალ თუ 11 დღეა თავისუფლად აბდღვიალდება

Posted by: zikata7 19 Jul 2017, 20:45
Anukia198889
უბრალო ტესტმა გიჩვენა თუ ბბ ვიყიდოო.. უკვე ძალიან ავნერვიულდიიი შემეშონდა.. მუცელი მტკივა დღეს მენსტრუაციის მსგავსად sad.gif

Posted by: Anukia198889 19 Jul 2017, 20:48
zikata7
მოვლითი მენსტრუაციის ტკივილი დღესაც მაქვს. იცის მასეო წავიკითხე. ნუ ყვები პანიკას. შინაგანი სიმშვიდე გჭირდება ეხლა ყველაზე მეტად. ბბ არ გინდა. ჩვეულებრივი ერთ ლარიანი ტესტი გავიკეთე ვარდიანი.
* * *
რა წამლებს სვამ და იკეთებ?zikata7

Posted by: zikata7 19 Jul 2017, 21:29
გენაცვალეე როგორ მამშვიდებ.. ფრაქსიპარინს ვიკეთებ 0.3.. რელანტანი 200ისნი დღეში სამჯერ , ესტროფემი დღეში სამი.. და ფარფოლიოდი დღეში ერთი
* * *
და ენდომეტრინის სანთლებს დღეში ორჯელ . ბბ არაა სანდოო? Anukia198889 თი ტესტმა არ მიჩვენა ესეიგი არ მიემაგრა.. უეჭველი აჩვენებს თუა ორსულობა დამდგარი?? ხვალ 11 დღე მაქვს..

Posted by: sesilia28 19 Jul 2017, 22:01
zikata7
დილით გაიკეთე ტესტი, საღამოს ჰორმონის კონცენტრაცია დაბალია შარდში და შეიძლება არც აჩვენოს და განწყობა არ გაიფუჭო

Posted by: zikata7 19 Jul 2017, 22:03
sesilia28
და ხშირი შარდვისდროს ჰორმონი გამოჩნდება შარდში რატომღაც მეეჭვება.. კი მინდა გაკეთება დაა მეშინია ძაან

Posted by: sesilia28 19 Jul 2017, 22:07
zikata7
ხშირი შარდვისას მითუმეტეს დაბალი იქნება ჰორმონი და რატომ გაინერვიულებ თავს, დილით გაიკეთე და გაგვახარე :*

Posted by: Kato81 19 Jul 2017, 22:24
zikata7
დილით გაიკეთე ჯობია და გაგვახარე :* ძალიან მინდა რომ გამოგივიდეს, მანანას ყურადღებაზე გაოცებული ვარ, ყოჩაღ მაგას თუ ყველა პაციენტის მდგომარეობა ასე მიაქვს გულთან, ალბათ ძალიან უნდა რომ ძალისხმევა დაუფასდეს, გაგახაროს და თვითონაც გაიხაროს, წარმატებები ხვალ და ზეგ :*

Posted by: adeline 20 Jul 2017, 10:24
გოგოებო, ეს მანანა ქოჩიაშვილი ბუნებრივ დაორსულებაზე რამდენად კარგია ხომ არ იცით?

Posted by: BA84 20 Jul 2017, 11:20
zikata7
რა ქენი გაიკეთე ტესტი? გაგვახარე რა იქნება რააა

Posted by: nikolsona 20 Jul 2017, 11:44
გოგოებო, ქეთის შვებულებაში წასვლა დაბრუნების ამბავი ხომ არ იცით???

Posted by: akunabakuna 20 Jul 2017, 11:53
Nikolsona
ზუსტად არ ვიცი, სავარაუდოდ 15-მდე იქნებიანო და სექტემბრის დასაწყისში გამოდიან.

Posted by: Anukia198889 20 Jul 2017, 12:07
zikata7
სად ხარ ქალო ამ დრომდე? შენი ემოციური პოსტის და დადებითი ტესტის მოლოდინში ვარ.

Posted by: adeline 20 Jul 2017, 12:10
zikata7
მეც გელოდები. მოდი, გაგვახარე რა love.gif

Posted by: rosonera 20 Jul 2017, 12:29
zikata7
როგორ გელოდებიიი smile.gif

Posted by: akunabakuna 20 Jul 2017, 12:32
გოგოებო ვისაც ტევაგრასტიმი გაგიკეთებიათ, რამე მითითებები არის საჭირო? დაწოლა კვება და ასე შემდეგ?

Posted by: zikata7 20 Jul 2017, 12:37
გოგოებო ერთი ხაზი მიჩვენა ტესტმა :'( :'( საშინელებააა.. ხვალ მიწევდა ხეგე

Posted by: Anukia198889 20 Jul 2017, 12:42
akunabakuna
როცა გაიკეთებ მერე წოლა 15 20 წუთი. მეტი არაფერი.
zikata7
მომისმინე საყვარელო არაფერი საშინელება არ არის. იქნებ გვიან მიემაგრა და ჯერ არ გიჩვენა შარდში. ხვალე გაიკეთე ხეგე და იმედი არ დაკარგო რაა.

Posted by: zikata7 20 Jul 2017, 12:47
Anukia198889
ერთი კარგი ბლასტოო მყავდა გადატანილი .. უეჭველი უნდა ეჩვენებინა მქრთალად მაინც.. ვერაფერი დავინახე .. მე11 დღემაქვს დღეს..მართლა მეგონა როომ გამომივიდოდაა sad.gif

Posted by: adeline 20 Jul 2017, 12:50
zikata7
მე-11 დღე ადრე არ არის?

Posted by: nikolsona 20 Jul 2017, 12:55
akunabakuna
QUOTE
ზუსტად არ ვიცი, სავარაუდოდ 15-მდე იქნებიანო და სექტემბრის დასაწყისში გამოდიან.

მადლობაააააააააააააა

Posted by: zikata7 20 Jul 2017, 13:01
adeline
მე11 დღეს უკვეე ყველას უჩვენა ვისაც მიემაგრა

Posted by: rosonera 20 Jul 2017, 13:01
zikata7
ხელი არ ჩაიქნიო ახლა, ხვალე შემართებით მიდი ხეგემდე, ანუკისი არ იყოს იქნებ გვიან მოხდა მიმაგრება.

Posted by: ninucela84 20 Jul 2017, 13:19
zikata7


ნუ დაყრი ფარ-ხმალს მე მაინც მაქვს შენი ხეგეს იმედი. გაყინულები გყავს???

Posted by: zikata7 20 Jul 2017, 13:25
არა გაყინულები აღარმაქვს.... sad.gif შემართებით ვიყავი მეგონა ამჯერად გამომივიდოდა

Posted by: ninucela84 20 Jul 2017, 13:30
აუცილებლად გამოგივა, თუ აქ არა, თურქეთში აჯიბადენში გამოსდის ძალიან ბევრს ვინც აქ 7 და 8 ცადა. ჯერ გაიგე საბოლოო პასუხი და ისიც, თუ რას დააბრალებს ექიმი. რამდენი გქონდა ენდომეტრიუმი???? ხარისხიც ხო მაღალი იყო და ხო ბლასტო იყო
* * *

აჯიბადემში ყავთ ძალიან მხეცი სპეციალისტები, ჩემმა მეგობარმა გაიკეთეა კიდევ ძალიან დაბალი ანტიმიულერით, ადრე ქეთისთან ქონდა და 6 კვირაზე მოეშალა ოღონდ მაგან გაიკეთა მემორიალში და აგაერ კი ელოდება ბიჭს ძალიან მალე. ასე რომ არ გაიტეხო გული. თუმცა, დაველოდოთ ჯერ პატარა შანსები ხოa.

Posted by: zikata7 20 Jul 2017, 13:36
ninucela84
ენდომეტრიუმიც კარგი იყო და ემბრიონიც კი ბლადტო იყო.. არვიცი რატო არ მოხდა ხო ხვალ გავიგებ ..

Posted by: ninucela84 20 Jul 2017, 13:40
არ დაკარგო იმედი რა ადრე თუ გვიან გამოგივა. მეც არ გამომივიდა ორი წლის წინ და მერე დიდი შესვენება გავაკეთე ახლიდან ვიწყებ ყველაფერს

Posted by: Batakeke 20 Jul 2017, 13:44
ninucela84
შენ ვისთან იკეთებ?აჯიბადინის კოორდინატები ხომ არ იციტ?

Posted by: ninucela84 20 Jul 2017, 15:11
Batakeke

მე ჯერ კარაპსში მინდა ვცადო მანანა ქოჩიაშვილთან, აჯიბადენის კოორდინატები ასე კონკრეტულად არ ვიცი, თუმცა ეს ოთხი ექიმია და ყველას უწერენ დიდ მადლობებს ფორუმებზე

http://www.acibademinternational.com/treatment/reproductive-medicine-infertility/physicians/

Posted by: ketketa210 20 Jul 2017, 16:18
zikata7
აუცილებლად ჩააბარე ხგ. ტესტი არ ცდება თუ დადებითი უჩვენა თორემ ერთ ხაზს ხშირად ტყუილად აჩვენებს. ანუ გვიან აჩვენებს საკმაოდ. მაინც იმედი მაქვს ხვალ ხეგსი smile.gif :* :*

Posted by: Tamara1988 20 Jul 2017, 16:25
zikata7
აი რატომ არ მიყვარს ტესტები. წარმოიდგინე ხეგეს რომ გავიგე მეორე დღეს სულ ხელის კანკალით გავიკეთე ტესტი და ძლივს დავინახე რაღაც. მერე კიდე 2დღის შემდეგ გავიკეთე და ვაბშე არაფერი მიჩვენა გულგახეთქილმა მივწერე თამთას ტესტმა არ მიჩვენა და რამე ხომ არ მოხდა თქო და თამთამ მიპასუხა ტესტი იქნებოდა ბრაკიო შეცვალეო მაგრამ მას მერე ტესტს არ გავკარებივარ biggrin.gif უბრალოდ მე იმიტომ გავიკეთე რომ მინდოდა 6წლის მერე ერთხელ მაინც 2ხაზიანი ტესტი მჭეროდა ხელში biggrin.gif დარწმუნებული ვარ შენი ტესტიც ბრაკი იყო. smile.gif

Posted by: zikata7 20 Jul 2017, 16:33
თამარა1988
ვაიმე გენაცვალეე გაიხარეე ასეთი დამშვიდებისთვის.. ხო სად გავექცევი პასუხს.. ხვალ გავიგებ ზუსტად
* * *
მოკლედ თუ ავტვირთავ ჩემს ტესტს გაჩვენებთ.. ჩემი და ხედავს მკრთალ ხაზსს ალბათ ძალიან ინდა რომ დაინახოს მე მართლა ვერაფერს ვხედავ sad.gif

Posted by: rosonera 20 Jul 2017, 16:44
zikata7
ატვირთე აბა ვნახოთ smile.gif მე იმდენჯერ მაჩვენა ტესტმა და არასდროს დამიდასტურდა ორსულობა,

Posted by: zikata7 20 Jul 2017, 16:45
ვერ ვტვირთავ.. მოკლედ ტყუილად მაიმედებსს..

Posted by: იათო 20 Jul 2017, 17:21
zikata7
სანამ ხეგე არ ჩაგიბარებია მაინც ნუ ინერვიულებ, კარგი?
ეგებ შეეცადო და დამშვიდდე. ადრე თუ გვიან ყველაფერი კარგად იქნება..

Posted by: zikata7 20 Jul 2017, 17:46
იათო
კი კი რას ვუშველი ნერვიულობით... შენ ხეგემდე გაიკეთე ტესტიი??? წინასწარ შემზადებული ვიქნები sad.gif

Posted by: იათო 20 Jul 2017, 17:51
zikata7
კი, მე 8-ე დღიდან დავიწყე ტესტი კეთება და ყოველ დღე ვიშლიდი ნერვებს...
დილას, სისხლის ასაღებად რომ მივედი ხეგეს დღეს, ლაბორანტმა მკითხა რამდენი გადაიტანეთო და ერთი ბლასტოთქო ვთქვი და მოვრთე ტირილი. გადავრიე ქალი, გულამოსკვნილი ვტიროდი smile.gif ეხლა მეცინება ჩემთავზე....
ნუ ეს იყო და ეს, შუადღეს უარყოფით პასუხს უკვე შეგუებული შევხვდი.

ეგებ შენ შემთხვევაში სხვანაირად დამთავრდეს ყველაფერი <3

Posted by: Sesili1985 20 Jul 2017, 21:31
zikata7
Au ase nu ganicdi aq xom gogoeni werdnen xegem daudastura da mqrqali xazi uchvena tetsma. Iqneb gvian moxda mimagreba simshvide sheinarchune.
* * *
Xegemde testi visac uaryofiti gqondat da xegem dagidasturat orsuloba asetebi xaart vinme.? Mec gadatana miwevs male da tu sheidzleba ase moxdes tu individualuria

Posted by: mashusha 21 Jul 2017, 09:05
გოგოებო, გუშინ ორი ახალი ამბავი გავიგე

1. ჩემი ახლობელი 10 წლიანი უშვილობის და 4 უშედეგო ინვიტროს (მე ამდენი ვიცი) შემდეგ ორსულადაა თვენახვერის დაახლოებით. უკრაინაში გაიკეთა ინ ვიტრო და სულ იქ იკეთებდა.

2. მეორე ახლობელი 49 წლის ქალი, სულ ცოტა 20 წლიანი უშვილობის, მრავალი ინ ვიტროს (მათ შორის 5 თვის ნაყოფი დაეღუპა მუცელში წლინახევრის წინ) ფეხმძიმედაა ტყუპებზე 3 თვს. იმან აქ გაიკეთა ინ ვიტრო


იქნება გოგოებო, ბვრი ბავშვი იქნება ისეთი წარმატებული მეთოდია ინ ვტრო!!

Posted by: rosonera 21 Jul 2017, 11:40
zikata7
რა ქენი გაიკეთე ხეგე?

Posted by: ketketa210 21 Jul 2017, 12:02
zikata7
ჩააბარე ხეგე? პასუხს როდის გეტყვითო?

Posted by: nefertiti987 21 Jul 2017, 12:25
zikata7
გგულშემატკივრობთ და აბა შენ იცი :***

Posted by: ketketa210 21 Jul 2017, 12:56
mashusha
მაგარია. ყველას მოგვეცეს ოცნების პატარა smile.gif <3

Posted by: Sesili1985 21 Jul 2017, 15:41
[b]zikata7[/b ravqenii iyo pasuxiii ggulshematkivroob

Posted by: rosonera 21 Jul 2017, 15:59
zikata7
რა ქენი აბა? გაგვაგებინე შენი ამბავი ,

Posted by: nefertiti987 21 Jul 2017, 17:07
zikata7
აუ ნუ გვანერვიულებ შემოდი

Posted by: zikata7 21 Jul 2017, 17:24
უარყოფითია 1.2ა ხეგე.. ეს რასნიშნავს მიმაგრება იყო დაწყებულიი

Posted by: ninucela84 21 Jul 2017, 17:32
zikata7
იმედს ნუ დაკარგავ, აუცილებლად გამოგივა. რა გითხრეს რა შეიძლება ყოფილიყო მიზეზი არმიმაგრების?

Posted by: nefertiti987 21 Jul 2017, 17:37
zikata7
აუ როგორ მინდოდა არ დაეგვიანა შენთან დადებით პასუხს,ანუ მოთმინებით უნდა აღიჭურვო,სხვა გზა არ არის. შენთან მხოლოდ სპერმის პრობლემა იყო ხო? და რატო არ უნდა მიმაგრებოდაო?

Posted by: იათო 21 Jul 2017, 17:39
zikata7
აუ, გუშინ მერე ვინერვიულე ჩემ პოსტზე.. ვიფიქრე, რომ იმწუთას ჩემი ამ ისტორიის მოსმენა არ გჭირდებოდა არაფერში.... მაპატიე თუ გული გატკინე

1.2 გამოდის რომ მიმაგრების მცდელობა იყო, ხო?


Posted by: takotatuli1989 21 Jul 2017, 17:57
zikata7
ძალიან ვწუხვარ უარყოფითი ხეგეს გამო... მახსოვს წინაზე ჩემზე ცოტა ადრე გადაიტანე და ძალიან მჯეროდა რო მაშინაც გამოგივიდოდა sad.gif

Posted by: compte.paris75 21 Jul 2017, 20:23
გოგოებო, პრეგნილი რისთვისაა შეგიძლიათ მითხრათ?

Posted by: kristi16 21 Jul 2017, 20:45
compte.paris75
ფოლიკულის გასახეთქად გამოიყენება ,

Posted by: compte.paris75 21 Jul 2017, 20:50
kristi16
მადლობა. გაიხარე. ესეიგი ოვიტრელი და პრეგნილი ერთიდაიგივეა. გასაგებია

Posted by: nino84 21 Jul 2017, 21:28
დღეს მქონდა გადატანა, ერთი ემბრიონი გადავიტანეთ, ქეთიმ უმაღლესი ხარისხისო და ამიტომ ერთს გირჩევო. დანარჩენებს მიიყვანენ ბლასტოებამდე და გაყინავრნ. ხეგეზე 3 ში დამიბარა. ყველაზე რთული ორი კვირა დამეწყო. ჯერჯერობით ვარ შემართებით და დადებითი განწყობით, იმედია ბოლომდე ასე ვიქნები. მე და ეწიმებს რაც შეგვეძლო გავაკეთეთ, დანარჩენო მხოლოდ უფლის ნებაა.

Posted by: nefertiti987 21 Jul 2017, 21:31
nino84
შენ უნდა გაგვახარო 3-ში,სხვანაირად უფლება არ გაქვს.მერე ზიკატაც მალე მოგყვება და ააჟრიამულებთ აქაურობას

Posted by: nino84 21 Jul 2017, 21:31
zikata7
ძალიან ვწუხვარ, ვიცი როგორი მძიმე გადასატანია ეს უარყოფითი პასუხი. გაყინულები გყავს? ეს მეორე ცდა იყო?

Posted by: Anukia198889 21 Jul 2017, 21:34
nino84
გილოცავ საყვარელო უფალს ებარებოდე. ერთი წამითაც არ მოიწყინო და არ გაივლო ნეგატივი გულში გთხოვ ამას. ეფერე შენს წერტილს და გააძლიერე. ისე ვეფერებოდი მე რომ ზოგჯერ ოთახიდან გადიოდა ხმა თურმე smile.gif ეხლაც მასე ვარ სიყვარულს ვუხსნი მთელი არსებით. smile.gif რამდენი ხანი იწექი გადატანის მერე? ტევაგრასტიმი გაიკეთე?
* * *
zikata7
შოკში ვარ მთელი დღეა შენი უარყოფითით რაა. დარწმუნებული ვიყავი ისეთი სიპტომები გქონდა რომ ზუსტად ჩემნაირი. ნახე ქოჩიაშვილი? რა გითხრა? არ უნდა მოეშვა ხომ იცი ჩემო კარგო. როგორც მახსოვს მეტი არ გყავს ემბრიონი და მეუღლის პრობლემაა? ეხლა გირჩევ რომ მეუღლეს რაღაცა ძლიერი ვიტამინები და სპერმის გასაძლიერებელი წამლები დაალევინო რომ იქნებ მაინც ემბრიონშია პრობლემა და ცოტა გაძლიერებული სპერმა გჭირდებათ.

Posted by: nino84 21 Jul 2017, 21:40
Anukia198889
დაახლოებით ერთი საათი ვიწექი, ტევაგრასტიმი და სკრეჩინგიც გაკეთებული მაქვს.
* * *
nefertiti987
მადლობა :*
* * *
გოგოებო, გადატანის მერე რა წამლები დაგინიშნეს?
მე დანიშნული მაქვს:
ენდომეტრინი და კრაინონით ჩავანაცვლე, ალერგია მომცა ენდომეტრინმა.
პროგესტერონი
დივიგელი
მეთიპრედი
ფრაქსიპარინი
ართროკოლის სანთელი (5 დღე)
ფოლიუმი, დ ვიტამინი, ელ თიროქსინი ამას ისედაც ვსვავდი.

Posted by: takotatuli1989 21 Jul 2017, 23:50
nino84
ლუთეინა 3 ჯერ ან ფემოსტონი არ გაქ? ყველაზე რთული მე მაინც ემბრიონის მიღებამდე ლოდინი და დადებითი ხეგედან ეხომდე პირვეკ ლოდინი მგონია .. ასე რომ წინ გაქ ეხოს ლოდინი :*

Posted by: BA84 22 Jul 2017, 00:31
zikata7
ძალიან მეწყინა შენი ამბავი, როგორ მეგონა რომ გაიხარებდი და ჩვენც გაგვახარებდიsad.gif

* * *
nino84
წარმატებები დიდი, აი შენ კი აღარ გაქვს უფლება რომ გვაწყენინო, გელოდებით და გგულშემატკივრობთ რომ სტიმული იყო ყველასთვის, ამდენი ინ ვიტროს შემდეგ . ღმერთი შენსკენ

Posted by: akunabakuna 22 Jul 2017, 07:27
Nino84
სტიმულაცია ამ თვეში გქონდა? რამდენი ფოლიკიდან რამდენი ემბრიონი მიიღე?
დანიშნულება მეც ზუსტად იგივე მაქვს, წარმატრბებს გისურვებ :*
* * *
გადატანამდე პროგი რამდენი გქონდა?

Posted by: nino84 22 Jul 2017, 09:03
BA84
მადლობააა :*

*******
akunabakuna
სტიმულაცია იანვარში მქონდა. 17 კვერცხუჯრედი მქონდა გაყინული. 7 ემნრიონი მივიღეთ, ერთი საუკეთესო გუშინ გადავიტანეთ და დანარჩენები ბლასტოებამდე უნდა გაზარდონ და ისე გაყინონ.

პროგი .მქონდა 0.127

******
შენ როდის ხარ ხეგეზე დაბარებული? რამდენი გაქ გადატანილი?
* * *
takotatuli1989
ალბათ ყველა ეტაპი სანერვიულოა, ჯერ ხეგეს პასუხზე ვღელავ, შემდეგ უკვე ექოს პასუხს დაველოდები და ა.შ.

Posted by: akunabakuna 22 Jul 2017, 10:54
Nino84
მე ხვალ ან ზეგ უნდა გადავიტანო, მაგრამ დანიშნულება უკვე დაწყებული მაქვს.
ამდენი კვერცხუჯრედი რომ გქონდა ეტობა ანტიმიულერი კარგი გაქვს smile.gif
84-იანი,ხარ?
პირველი ინვიტროა?

Posted by: nino84 22 Jul 2017, 12:09
akunabakuna
კი 84 იანი ვარ. მეხუთე გადატანაა ჯამში. ქეთისთან პირველი. ანტიმიულერი ზუსტად არ მახსოვს რამდენი მქონდა, მაგრამ ნორმალური მაჩვენებელი მქონდა. წარმატებები!

Posted by: Tamara1988 22 Jul 2017, 12:26
nino84
akunabakuna
გოგოებოოოო მთელი გულით გგულშემატკივროოობთ ორივეს
აუცილებლად გამოგივათ.
აბა თქვენ იცით ააჟრიამულეთ აქაურობა თორე ძაან მოვიწყინეთ.
გელოდებით მომავლებშიიიი :* :* :* :*

Posted by: nino84 22 Jul 2017, 12:37
Tamara1988
მადლობა, აუცილებლად სულ მალე შემოგიერთდებით :*

Posted by: shunshura 22 Jul 2017, 13:12
წავედი მესამე წრეზე
წარმატებები ყველას.განსაკუთრებით ახალ წევრებს

Posted by: akunabakuna 22 Jul 2017, 14:34
წარმატებები ყველას გოგოებო, უფალმა გაგვახაროს და გაგვაბედნიეროს smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: nino84 22 Jul 2017, 15:42
გოგოებო, მუცელი მაქ დაჭიმული, ჯდომის დროსაც შემაწუხა და დავწექი. დღეს ჯერ მეორე დღეა და ადრე არაა დაჭიმულობისთვის? წინა გადატანებზე აღარ მახსოვს როგორ ვიყავი.

Posted by: Anukia198889 24 Jul 2017, 18:25
nincka1987
როგორ ხარ ჩემო კარგო აბა შენი სიახლებიით გაგვახარე გელოდებით

Posted by: nino84 25 Jul 2017, 00:17
akunabakuna
რა ქენი, გქონდა გადატანა?

Posted by: akunabakuna 25 Jul 2017, 16:08
Nino84
არა sad.gif
ჩაფლავდა ჩემი გადატანა, არცერთი არ გამოვიდა ემბრიონი.
ისევ თავიდან მექნება დასაწყები

Posted by: nefertiti987 25 Jul 2017, 16:28
akunabakuna
აუ რა ძნელია ალბათ როგორი იმედგაცრუებული ხარ. ანტიმიულერი დაბალი გაქვს თუ მიზეზი რა გითხრეს? უნდა მოიკრიბო თანხაც და ძალებით და ახალი შემართებით შეუდგე

Posted by: shunshura 25 Jul 2017, 17:38
Nino84
არ ინერვიულო , ამის წინ ყველაზე ძლიერი პროტოკოლით არ გამომივიდა, ერთი ფოლიკული მომწიფდა და ისიც ცარიელი, მთავარია შემართება არ დაკარგო, სამაგიეროდ შემდეგ ცდაზე გამოვიდა,


ვიცი, რომ ინდივიდუალურია, და არანაირ სიმმპტომებს აზრი არ აქვს ,მაგრამ კითხვა მაქვს -დადებითი პასუხები ვისაც ქონდა, მკერდის ტკივილი ბოლომდე გქონდათ თუ ,,ჩიფუშა " სადღაც 7-8 დღეს?

Posted by: kekuna78 25 Jul 2017, 18:18
shunshura
წარმატებები, რამდენი ფოლიკულიდან რამდენი ემბრიონი მიიღე?

akunabakuna
სამწუხაროა sad.gif რამდენი ფოლიკული ამოგიღეს?

Posted by: nino84 25 Jul 2017, 19:01
shunshura
მე გადატანიდან მე4 დღე მაქვს (გადატანის დღეს არ ვთვლი) და მკერდი საერთოდ არ მტკივა. შენ რომელი დღე გაქ?
* * *
akunabakuna
ძალიან ვწუხვარ, რამდენი იმედგაცრუების და ტკივილოს გადატანა გვიწევს შვილისთვის ბრძოლაში. მიზეზს რას გეუბნებიან?

Posted by: Sesili1985 25 Jul 2017, 20:09
shunshura
Dzalian mewyina ar gaitexo guli sad.gif

nino84
Warmatebebiii. rogor xaaar?

Zikata

Shen rogor xar ratom agar chanxar rao mananam ragitxra naxee?
* * *
akunabakuna ar gaitexo guli ..... dzalian mewyina sad.gif
shunshura shemeshalaaa mapatie ... raqeni ra etapze xaar?

Posted by: zikata7 25 Jul 2017, 21:43
გოგოებო მოგესალნებით... დიდი მადლობა ყველას გულშემატკუვრობისთვის.. მართლა მეგონა რომ ამ ეტაპზე გამომივიდოდა.. მაგრამ ყველაფერი უფლის ნებას... მანანამ ზუსტად ვიცი ყველაფერი საუკეთესოდ და მთელი გულით გააკეთა.. მართლა ძალიან გამიჭირდა ამ ამბის დაჯერება და გააზრება.. ყველაფერზე ხელის ჩაქნევას ვაპირებდი, მაგრამ დღეს ვიყავი მანანა ქოჩიაშვილთან დამელაპარაკა ფსიქოლოგიცაა ეგ ადამიანი მართლა ოღონდ.. ჩემი აზრები სულ შემიცვალა და დავიწყეთ სტიმულაციაააააააა უკვე წამოვდექი ფეხზე და ისევ ჩემი პატარას არსებობისთვის დავიწყე ბრძოლა... უფლის ნებით და მანანას დაუზოგავი მონდომებით მჯერა ახლა ყველაფერი კარგად იქნება :*


წარმატებები ყველას
* * *
nino84
როგორ ხააარ.. მერამდენე დღე გაქვს...გულით გისურვებ მალეე ბედნიერი პოსტიიი დაწეროო დაა გაგვახაროო შენი სიხარულით :*

Posted by: nino84 25 Jul 2017, 22:06
zikata7
მიხარია ისევ რომ დაიწყე ბრძოლა, მთელი გულით მინდა გისურვო დადებითი ხეგე. ინვიტროში ანისაც აქებენ და მასთანაც ხო არ გაივლიდი კონსულტაციას?

დღეს მაქვს მეოთხე დღე გადატანის დღეს თუ არ ჩავთვლი. ყველა გადატანებს შორის ასე მშვიდად არასდროს ვყოგილვარ, ალბათ მაშინ შემომიტევს ნერვიულობა ხეგეს დღე რომ მოახლოვდება.

Posted by: zikata7 25 Jul 2017, 23:07
[b]nino84[
კიი სიმშვიდე შეინარჩუნე ბოლომდეე..წარმატებებიიი.... ანისთან გაიკეთე შენ?

Posted by: nino84 25 Jul 2017, 23:09
zikata7
ქეთის პაციენტი ვარ. წარმატებებს გისურვებ

Posted by: shunshura 26 Jul 2017, 11:59
akunabakuna
შენთვის უნდა დამეწერა არ ინერვიულოთქო , არ დანებდე!

nino84
20 ში გადამიტანა , გადატანის დღეს თუ რ ჩავთვლით მეექვსე დღეა, ჯამში მესამე გადატანაა ჩემთან, ყოველ ჯერზე სხვადასხვაა, ახლა მხოლოდ ხანდახან უჰაერობა და გულის აჩქარება მაქვს , სხვა მხრივ არც არაფერი smile.gif აქამდე მკერდი უფრო მტკიოდა ახლა თითქოს ,,ჩაწყნარდა"
Sesili1985
kekuna78
მესამე წრეზე წავედი 7 თუ 8 ( ამერია უკვე ) სტიმულაცია მქონდა სულ
ამის წინ აპრილში ძლიერი პროტოკოლით ერთი მომწიფდა და ისიც ცარიელი.
ახლა ივლისში დავიწყე 6 ფოლიკი მომწიფდა (ამდენი სტიმულაციების მცდელობების მიუხეავად მსგავსი შედეგი არ ყოფილა smile.gif ) აქედან 4 ში იყო კვერცხუჯრედი საბოლოო ჯამში გამოვიდა 1 საუკეთესო (როგორც ქეთიმ თქვა )ემბრიონი , გადამიტანა 8 უჯრედიანი და ვნახოთ 1 ში ვაბარებ ხეგეს smile.gif

Posted by: ketketa210 26 Jul 2017, 12:53
გოგონებო აქ პოსტავდა ანი მორჩილაძის პაციენტი. ხომ არ გახსოვთ რომელი იყო და როგორი შედეგი ქონდა?

Posted by: nino84 26 Jul 2017, 13:30
shunshura
უჰაერობა და გულის აჩქარება მეც მაქ, მაგრამ უფრო ნერვებს ვაბრალებ. ღამე ვდგები ხოლმე კიდე ტულეტში და ადრე მახსოვს გოგოები წერდნენ და ორსულად აღმოჩნმდნენ. ვცდილობ ძალიანაც არ მივაქციო სიმპტომებს ყურადღება, რომელიმე წამალზეც შეიძლება იყოს რეაქცია. ხეგეს გაკეთებას მეც 1 ში ვაპირებ.
* * *
ketketa210
Nincka1987 იყო ანის პაციენტი, მახსოვს რომ ძალიან კმაყოფილი იყო ყურადღებიანი გოგოაო, ორსულობა მის შემთხვევაში დადგა, ოღონდ რამდენადაც მახსოვს დაორსულების პრობლემა არ ჰქონდა, უფრო შენარჩუნების. ამ ბოლო დროს არ გამოჩენილა ფორუმზე და ჯობია პირადში მიწერო.

Posted by: taknatuna 26 Jul 2017, 14:11
გოგოებო ინვიტროში საშუალოს რა ჯდება ინვიტრო?

Posted by: rosonera 26 Jul 2017, 14:22
nino84
shunshura
1- ში უნდა ააჟრიამულოთ აქაურობა იცოდე smile.gif აბა თქვენ იცით.

zikata7
როგორ მიხარია რომ მასეთი შემართებით ხარ, ამჟერად ყველაფერი გამოვა 100 %. smile.gif მანანასთან რა ღირს პროცედურები?

Posted by: kekuna78 26 Jul 2017, 14:26
shunshura
პირადში მოგწერე ნახე

Posted by: ketketa210 26 Jul 2017, 16:26
nino84
მადლობა დიდი smile.gif მივწერ

Posted by: იათო 26 Jul 2017, 17:58
ე.ი. მივწერე ამ აჯიბადემის კლინიკას.. ფასებზე და პირობებზე.
გამომიგზავნეს ფასები და პროცედურის აღწერილობა.. ფასი არის 3,300 ევრო ან 3,700 დოლარი სტიმულაციის წამლების გარეშეო.
სტიმულაციის წამლების ფასი მერყეობს 600-დან 1000 ევრომდეო.
ყოველ შემდეგ მცდელობაზე ფასები აკლდება...
ისე, ალბათ ყოვლისშემძლეები ესენიც არ არიან.. რავიცი sad.gif

Posted by: shunshura 26 Jul 2017, 17:59
kekuna78
დაგიბრუნე პასუხი , მაგრამ რაღაც არ ჩანს რომ მოგივიდა smile.gif

Posted by: akunabakuna 26 Jul 2017, 18:29
მადლობა გოგოებო, არ ვიცი რატომ მოხდა ასე, 4 ფოლიკი იყო და 4 კვერცხუჯრედი, ეს დიდი სტიმულაციით იყო.
მანამდე ლეტროზოლით ვიკეთებდი და 2 მოდიოდა და ნორმალური ხარისხი.
ვინმეს გქონდათ დიდმა სტიმულაციამ რომ არ გაამართლა ასეთო შემთხვევა?

Posted by: Kato81 26 Jul 2017, 23:41
გოგოები საღამო მშვიდობის, დღეს ვიყავი ინვიტროში ანი მორჩილაძესთან, ძალიან მომეწონა პირველი ვიზიტი იყო, ზუსტად 1 საათი დამითმო, ყველაფერს ყურადღებით გაეცნო, თითქმის ყველა კითხვაზე ამომწურავად მიპასუხა, მიუხედავად იმისა რომ გარეთ მასაც რიგი ქონდა, დათქმულ დროს მიმიღო, მოკლედ, ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ჭკვიანი გოგოა და საოცრად კარგი აურა მოდის მისგან. მირჩია ინვიტრო ბუნებრივ ციკლში სუსტი სტიმულაციით და გადატანის წამლების და ანალიზების ჩათვლით 3500 მდე დაგიჯდებაო, რომ ჯობია მივიღოთ 3 ან 4 კვერცხუჯრედიო და ძლიერი ჰორმონალური წამლებით თავიდანვე არ დაგტვირთოვო, მოკლედ სექტემბრის დასაწყისში დამიბარა, მანამდე დამინიშნა დ3 ვიტრუმი, ინფოლიკი კვერცხუჯრდის ხარისხისთვის და კიდევ პროფერტილის შემცვლელი სახელი არ მახსოვს და იაფიც ღირს შედარებით. ეს არის ჩემი ამბავი, ხო კიდევ აქ ადრე ერთი გოგო წერდა მიკრონ 5 რომ ანალიზების გარეშე არ უნდა დავლიოთ და ქართველი ექიმების უმრავლესობა პირდაირ ნიშნავსო, მე ასე ვსვი 2 თვე და ანიმ არ მირჩია შეწყვიტეო, მოკლედ ძალიან კმაყოფილი ვარ, ვისაც გაინტერესებდათ გეტყვით, რომ მე პირველივე ვიზიტის მერე გადავწყვიტე რომ ანის გარდა არავისთან აღარ წავალ smile.gif

Posted by: taknatuna 27 Jul 2017, 09:30
Kato81
რაკარგიაა <3მიდი მიდი წარმატებებიი.

ბუნებრივ ციკლში როგორ ხდება ინვიტრო? ამოიღებენ რაც არის 1 ფოლიკული მპმწიფებული და იმას გაანაყოფიერებენ თუ შედარებით სუსტი წამლებით გაგიზრდიან ფოლიკებს? მეც მინდა ვცადოო 1 ინსემინაცია მანდ ანისთან ჰისტეროს მერე

Posted by: იათო 27 Jul 2017, 10:38
Kato81
კარგია, წარმატებებს გისურვებ!
მე არ ვიცი რა მჭირს, მაგრამ აი საერთოდ აღარ მინდა ექიმებისკენ გახედვა. იმედია რომ დავისვენებ ისევ დავდგები წეროს დევნის განწყობაზე : )

Posted by: piko1989 27 Jul 2017, 12:41
Kato81
ძალიან კარგი გამიხარდა მართლა და პირველი ვიზიტი რა ღირს? და სადაა ტერიტორიულად?

Posted by: taknatuna 27 Jul 2017, 13:25
.

Posted by: sesilia28 27 Jul 2017, 13:28
Kato81
წარმატებები ჩემო კარგო, კარგი ემოციებით ხარ დატვირთული და ეგ წარმატებისკენ გადადგმული ნაბიჯია. 3500 ჯდება მცირე სტიმულაციით ინვიტრო? საერთოდ არაა დასაფიქრებელი ფასი sad.gif

Posted by: rosonera 27 Jul 2017, 13:36
Kato81
რა კარგი ფასი თქვი ეს, smile.gif ოქტომბერში მეც შემოგიერთდები, ბუნებრივში მინდა ვცადო მეც. წარმატებები შენ.

Posted by: ninucela84 27 Jul 2017, 14:03
გოგოებო, თურქეთიდან ვისაც წამლები წამოგიღიათ, ანტალიაში ვიყიდი?? ან რეცეპტი ან რამე მჭირდებააა? საუბარია გონალ ფ, მენოპური და სტიმულაციის წამლებზე. ან სამაცივრე წამლები როგორ უნდა წამოვიღო. თვითონ შემიფუთავენ თუ მე უნდა ვუზრუნველყო??
მადლობა დიდი

Posted by: Batakeke 27 Jul 2017, 14:21

ninucela84
გოგო წერდა რომ ათ ერთეულზე რეცეპტი არ გჭირდებაო. ყუთი ქონდა გაკეთებული პენოპლასტებით და შიგ გაყინულ თევზს ვუდებო. ყუთის სურათიც იდო. გადახედე აბა წინა ტავს.
* * *

ninucela84
გოგო წერდა რომ ათ ერთეულზე რეცეპტი არ გჭირდებაო. ყუთი ქონდა გაკეთებული პენოპლასტებით და შიგ გაყინულ თევზს ვუდებო. ყუთის სურათიც იდო. გადახედე აბა წინა ტავს.

Posted by: ninucela84 27 Jul 2017, 14:36
Batakeke



დიდი მადლობა

Posted by: piko1989 27 Jul 2017, 16:23

ninucela84
მეც ეგრე ვაპირევ და გონალ ფ კრაინონი და კიდე რაღაც ერთია ისუნდა ჩამოვიტანო რეცეპტი არუნდა როგორც მითხრეს და
ქალაქი რიზე მითხრეს მე და იქით უფრო შეიძლება უფრო იაფი იყოს აბა მომწერე მერე თუარ შეგეზარება რასიზავ და რაფასებში იყიდიი? წარმატებები და უფალი შენსკენ

Posted by: ninucela84 27 Jul 2017, 16:49
piko1989
რიზე კი შეიძლება ჯობდეს, მაგრამ მე მივდივარ ანტალიაში და იქიდან ვერ წავალ. sad.gif აუცილებლად მოვიწერები რას ვიზავ, თუ რაღაცაა პირადშიც მომწერე

Posted by: mashusha 27 Jul 2017, 18:25
აუ, გოგოებო,დღეს კიდევ ერთი ამბავი გავიგე. 14 წლიანი მოლოდინის მერე ინ ვიტროთი ტყუპებზეა ფეხმძიმედ!

Posted by: nino84 27 Jul 2017, 21:15
გოგოებო, გადატანიდან მე-11 დღეს გადატანის დღის ჩათვლით ხომ უნდა აჩვენოს სისხლის ანალოზმა თუ დადებითია? 3 დღიანი მაქვს გადატანილი.

Posted by: zikata7 27 Jul 2017, 21:30
nino84
მერამდენე დღე გაქვს დღესსს..როგორ გრძნობ თააავს.. ტესტი არ გიცდია??

Posted by: Anukia198889 27 Jul 2017, 21:31
nino84
კი ტესტმაც უნდა აჩვენოს უკვე. მე მიჩვენა გადატანიდან 11 დღეს ტესტმა და 12 დღეს ხეგე მქონდა 118. გაიკეთე გადატანიდან 11 დღეს ხეგე და გიჩვენებს სამ ნიშნას. მეც 3 დღიანები მქონდა გადატანილი. თამარს მერვე დღეს უჩვენა 5 დღიანი ბლასტო.

Posted by: shunshura 27 Jul 2017, 21:32

nino84

მეც მაგის იმედი მაქვს , 30 უნდა გავიკეთო , მერე მივლინებაში მივდივარ ვერ ვახერხებ

Posted by: Anukia198889 27 Jul 2017, 21:39
shunshura
nino84
გოგოებო როგორ მინდა თქვენი გახარებული პოსტი ვნახო რომ იცოდეთ. მშვიდათ რომ ხართ და სიმპტომებს არ ეკიდებით ისიც ძალიან მიხარია. უფალი იყოს თქვენს და თქვენს წერტილებთან.

Posted by: piko1989 27 Jul 2017, 21:41
ninucela84
კიი აუცილებლად წარმატებები

Posted by: nino84 27 Jul 2017, 22:23
zikata7
ტასტს არ ვეკარები, მხოლოდ დადებითი ხეგეს შემდეგ გავიკეთებ რომ ვნახო როგორია ორი ხაზი smile.gif ჩვეულებრივ ვარ, მკერდი დამებერა და მტკივა მუცელი მაქ დაჭიმული, განსაკუთრებული არაფერი, ყვრლა ის სიმპყომი მაქ რასაც ტოგორც ორსულობა, ასევე წამლები და ციკლის დაწყება შეიძლება იწვევდეს.


shunshura
კვირას რომელ ლაბორატორიაში უნდა გაიკეთო? როგორ მინდა გაგვახარო და ორშაბათს კიდე მე გავაგრძელებ❤


Anukia198889
დიდი მადლობა , ძალიან კარგი გოგო ხარ შენ

Posted by: Kato81 27 Jul 2017, 22:58
piko1989
პირველი ვიზიტი 70 ლარი ღირს, დიღომშია ინვიტროს კლინიკა ყოფილი გაგუას კლინიკის ქვემოთ
* * *
taknatuna
დეტალები არ ვიცი ჯერ, თანდათან ვიკითხავ, სავარაუდოდ რამდენიმე ფოლიკულს მოამწიფებენ სუსტი სტიმულაციით, როგორც ინსემინაციის დროს ალბათ, ჰისტეროსკოპიის მერე ცოტა ხანს დაელოდე იქნებ ისედაც დადგეს ორსულობა
იათო
ეჰ, მეც მასე ვიყავი ამდენ ექიმებში სიარულმა საერთოდ გადამრია sad.gif რავიცი ვფიქრობ რომ აზრს აღარ შევიცვლი გადავწყვიტე ანი და ვსიო, ვცდი მაგასაც სხვა გზა არ დამრჩენია, ყველა კითხვაზე გამცა ამომწურავი პასუხი, ჩვენ მგონი ნერვები ისე გვაქვს ცოტა ფსიქოლოგიურადაც გვჭირდება მომზადება smile.gif დაისვენებ შენც აგვისტოში და სექტემბრიდან ერთად შევუდგეთ :*

Posted by: taknatuna 27 Jul 2017, 23:08
Kato81
კი 1 2 თვე დაველოდებიი.. და იანვრიდან გავიკეთებ თუ არ დადგებაა. იქამდე კი შენი დადებითი შედეგი უნდა გვქონდეს სტიმულად

Posted by: Kato81 27 Jul 2017, 23:12
rosonera
sesilia28
დიდი მადლობა გოგოებო, თქვენც ყველას გისურვებთ გამძლეობას და წარმატებებს, და რაც მთავარია სასურველი ექიმის პოვნას smile.gif ვინც ნდობას და იმედს გაგვიჩენს და გულით გააკეთებს ყველაფერს რომ მივაღწიოთ სასურველ მიზანს, ჩემს ამბებს ეტაპობრივად დავწერ, იქნებ რამეში დაგეხმაროთ ჩემი მონაყოლი, იმიტომ რომ მე ძალიან მეხმარება ამ ფორუმის არსებობა და თქვენი ყველას რჩევა და გამოცდილება
* * *
taknatuna
მადლობა დიდი, მე მეოთხე წელი დაიწყო ასე ვწვალობ sad.gif არ ღირს გოგოებო დრო არ დაკარგოთ მე საუბარი მაქვს 30 წელს გადაცილებულ გოგოებზე, ჩემი გამოცდილებიდან ისე გამეპარა წლები მოლოდინში ვერ გავიგე, აი იმ თვეში იქნება აი ამ თვეში და ნერვებიც გამიფუჭდა და ფინანსებზე აღარაფერს ვამბობ sad.gif შენ გაქვს დრო პატარა ხარ და აუცილებლად გამოგივა

Posted by: nefertiti987 28 Jul 2017, 12:04
გოგოებო,როგორ ხართ? მართალია 25 წლის კი ვარ მაგრამ მაინც ამეკვიატა ეს აზრი. თუ ექოსკოპიაზე კარგი რეზერვია,6-7 ანტრალური ფოლიკული თითოეულ საკვერცხეში,მაინც შეიძლება ანტიმიულერი დაბალი იყოს?

Posted by: adeline 28 Jul 2017, 12:53
nefertiti987
მე მქონდა 5-6 ყოველთვის ორივე მხარეს, მაგრამ მაინც გავიკეთე ანტიმიულერი.

Posted by: taknatuna 28 Jul 2017, 13:15
nefertiti987
საღამოს ეზოს ფურცელს ვნახავ და გეტყვი. როგორც მაზსოვს 5 6 მქონდა თითოში და ცოტააო ქეთიმმ შენს ასაკში უფრო მეტი უნდა იყოსო მეც 25 ის ვარ.

Posted by: nefertiti987 28 Jul 2017, 13:21
taknatuna
და შენ რამდენი გაქვს ანტიმიულერი? ჩემთვის არ უთქვამთ ცოტააო,ვკითხე თან ეხოზე შარიქაძეს. ანი მორჩილაძეს ვუსმენდი დილით და ამენერვიულა ძალიან. მე საერთოდ სახეზე წამოწითლება ვიცი ხოლმე აი მიხურს სულ და მალევე გადამივლის ხოლმე ,მაგრამ ნერვოზულ მდგომარეობას ვაბრალებდი და კანის პრობლემებსაც. ახლა ძაან შემეშინდა

Posted by: adeline 28 Jul 2017, 13:24
taknatuna
მე მითხრა სერგომ ერთი წლის წინ, არ გინდა ანტიმიულერი, სავსეა ფოლიკულებიო, მაგრამ მაინც გავიკეთე. ვერ მოვისვენე, რომ არ გამეკეთებინა.

Posted by: taknatuna 28 Jul 2017, 13:34
nefertiti987
მე 0.9.


მე ძაან ვინერვიულე დაბალ პასუხზზე მაგრამ მთავარი ხარისხიაო ხოდა მაგით ვიმშვიდებ თავსს.
adeline
შენს ასაკთამ შედარებით კარგი პასუხი გაქვს შენ.


Posted by: adeline 28 Jul 2017, 14:18
taknatuna
ხო, ეგ მამშვიდებს და რა ვიცი ვნახოთ 2kiss.gif

Posted by: nefertiti987 28 Jul 2017, 15:12
taknatuna
ნორმა რამდენია საშუალოდ ნეტა? სხვა პრობლემაც გაქვს შენ თუ მაგის გამო შეიძლება არ დგება ორსულობაო? ინვიტრო ხომ არ გაგიკეთებია? მაპატიე,ვეღარ ვიმახსოვრე ბ ყველას ისტორიას

Posted by: Tamara1988 28 Jul 2017, 15:37
nefertiti987
შვილოსნობის ოპტიმალური უნარი - 5,6 – 9,5 ng/ml;

შვილოსნობის დამაკმაყოფილებელი უნარი - 3,08 – 5,6 ng/ml;

შვილოსნობის დაბალი უნარი - 0,43 – 3,08 ng/ml;

შვილოსნობის ძალზე დაბალი უნარი/უშვილობა - 0,0 – 0,43 ng/ml.
აი ეს არის ნორმები.

Posted by: nefertiti987 28 Jul 2017, 16:41
Tamara1988
უღრმესი მადლობა,ჩემო კარგო. ეგ კი ვერ ვიფიქრე რომ დამეგუგლა. და ინვიტროსთვის რამდენია მინიმალური?
* * *
ვისაც წარმატებული ინვიტრო გქონდათ დაწერეთ რა გოგოებო ანტიმიულერი რამდენი გაქვთ?

Posted by: shunshura 28 Jul 2017, 17:39

nino84

ლიმბახში ვიკეთებ კვრასაც მუშაობენ,
მაგრამ რაღაც მეეჭვება რამე იყოს, წინა გადატანის დროს რაც მქონდა ზუსტად ისე ვარ, მკერდი აღარც მტკივა 2-3 დღეა, საერთოდ, ჩვეულებრივად ვარ არაფერი სიმპტომის მაგვარი , უკვე შევეგუე,sad.gif მხოლოდ დადასტურებას ველი რომ შვწყვიტო წამლები და არ ვათრიო გზაში , ლოდინმაც დამღალა
შენი იმედი მაქვს რომ გაგვახარებ , და ააჟრიამულებ აქაურობას

Posted by: nino84 28 Jul 2017, 18:32
shunshura
კარგი რა, წინასწარ ნუ ჩაიქნევ ხელს. აქ გოგოებს არაერთხელ დაუპოსტავთ, რომ მიუხედავად იმისა რომ სიმპტომები არ ქონდათ ხეგე დადებითი ყოფილა. წამლები პასუხამდე არ შეწყვიტო. წარმატებები
* * *
გოგოებო, დივიგელისგან მუცელზე კანი მექერცლება და ნორმალურია?

Posted by: shunshura 29 Jul 2017, 12:38
nino84

არამგონია კანი იყოს, ეს შემხმარი დივიგელი იქნება, მეც მასე მემართება

Posted by: .ნინო 29 Jul 2017, 12:45
shunshura

მე ვიცნობ 2 ადამიანს, რომლებიც საერთოდ ვერ იგებდნენ ორსულობას, დასაწყისში კი არა და მერეც კარგად ხანს...

მეც პირველ ბავშვზე მარტო 7 კვირას დამეწყო სიმპტომები. რომ არ გადამცდენოდა,. ტესტსაც არ გავიკეთებდი იმდენად არაფერი ყოფილა განსხვავებული...

მით უფრო ინვიტროს დროს- ისედაც უამრავი ჰორმონითაა ორგანიზმი დატვირთული და რაღა სიმპტომი უნდა გქონდეს?

ორსულობის სიმპტომები ჰორმონების ცვლილებაზე ორგანიზმის რეაქციაა, შენი ორგანიზმი კი მიჩვეულია უკვე მაგას და აღარ აქვს რეაქცია...

Posted by: shunshura 29 Jul 2017, 13:00
მოკლედ, ხვალ გადატანიდან მე -11 დღეა მივდივარ ხეგეს ჩასაარებლად, წესით 1 ში მიწევდა ,მაგრამ ვერ ვახერხებ .ვნახოთ, ა იქნება,, ისე ჩემმი თავის მიკვრს წინა ორ გადატანაზე ბოლო დღეებში ტესტი არ გამიგდია ხელიდან smile.gif ახლა არ ვეკარები smile.gif. მხოლოდ ბაზალურს დავაკვირდი 36,9 არის ეს დღეებია.
nino84.ნინო
მადლობა გოგოებო გამხნევებისთვის <3

Posted by: zikata7 29 Jul 2017, 14:47
shunshura
წარმატებები ღმერთი შენსკეეენ.. პასუხით გაგვახარეეეე...



მე სტიმულაციის ნემსები დავიწყეეე დააა ვარ ასეე

Posted by: nefertiti987 29 Jul 2017, 15:34
shunshura წარმატებებს გისურვებ,ხვალ ყველა შენ გგულშემატკივრობთ

Posted by: nino84 30 Jul 2017, 09:41
shunshura
დღეს ველოდებით სამნიშნა ხეგეს ❤

Posted by: shunshura 30 Jul 2017, 11:36
ჩავაბერე პასუხი ხვალ 3 ზეო, მოვედი ვერ მოვითმინე ტესტი გავიკეთე , მეჩვენება თუ მკრთალი ხაზია

Posted by: sesilia28 30 Jul 2017, 11:59
shunshura
ვაიმე არ გეჩვენება, ნამდვილად არის მეორე ხაზი, აუ რა კარგი გოგო ხააარ, ხვალ უფრო თავდაჯერებულად მოგილოცავ :* :*

Posted by: Anukia198889 30 Jul 2017, 11:59
shunshura
არიის გილოცაავ. ვაიმეე რა მაგარიაა. ზუსტად ასეთი მკრთალი იყო 11 დღეს ჩემიიც. სამზე გექნება სამნიშნა ხეგე უეჭველიი. გილოცავ ჩემო კარგო

Posted by: fleurs 30 Jul 2017, 12:14
shunshura
ჩანს გილოცავ,ხვალაც მოგილოცავთ დილის შარდზე,რომყოფილიყო კიდევ უფტო მუქი იქნებოდა

Posted by: nino84 30 Jul 2017, 12:27
shunshura
არ გეჩვენება, ნამდვილად მეც დავინახე ❤. გილოცავ, ხვალ უკვე ანალიზით დადასტურდება, რა მაგარია. მეც დილას ვაპირებ მისვლას და 3 საათში იქნება პასუხი. ვღელავ ...

* * *
shunshura
ერთი ემბრიონი გაქ გადატანილი?

Posted by: iratta_26 30 Jul 2017, 12:41
shunshura
გილოცავ smile.gif ჩემი მეორე ხაზი ამაზე სულ ოდნავ მუქი იყო ტესტკასეტაზე, მაშინ ხეგე მქონდა 365.

Posted by: nefertiti987 30 Jul 2017, 12:46
shunshura
ეგ არის! გილოცავ,ძალიან გამახარე

Posted by: takotatuli1989 30 Jul 2017, 13:12
shunshura
რა მაგარიააა... გილოცაავ! ძაან მკვეთრად ჩანს მე თუ მკითხავ ! მშვიდობიანი ორსულობა ჩემო კარგო და ბედნიერი დედობა:*

Posted by: shunshura 30 Jul 2017, 13:32
nino84
ერთი დაგადამიტანა კი. ხვალ შენს კარგ ამბებს ველი <3


მადლობა გოგოებო ყველას უკლებლივ თანადგომისთვის, ცოტა დაბნეული ვარ ვერ ვხვდები ჯერ რა მჭირს, ჩემოდაი მაქვს ჩასალაგებლი და თავს და ბოლოს ვერ ვუგებ smile.gif smile.gif, ქეთის გადავუგზავნე სურათი ეგ არიო smile.gif smile.gif გახარებული იყო ჩემთან ერთად,
ხვალ ხეგეს პასუხს დაველოდები smile.gif

Posted by: Tamara1988 30 Jul 2017, 14:05
shunshura
რა მაგარიაააა გილოცავ ჩემო საყვარელოოო. როგორც იქნა ააჟრიამულე აქაურობააა..
მშვიდობიან 9თვეს გისურვეეეებ. :*

Posted by: .ნინო 30 Jul 2017, 17:07
shunshura
მეტი მუქი რაღა უნდა იყოს :-) სურათში რომ ასე ჩანს, ისე უფრო მუქი იქნება. გილოცავ! ხვალ კიდევ მოგილოცავთ!

Posted by: zikata7 30 Jul 2017, 21:41
[b]shunshura[/ ვაიმეეე რა მაგარიააა გილოცაააააავ... ძალიან აი ძალიან გამიხარდაააა :*

Posted by: Lemon Curd 30 Jul 2017, 22:17
shunshura
ხაზია აბა რაა smile.gif)) ჩემიც ასე ჩანდა ხეგემდე. ვაიმე რა მაგარია, გილოცავ!!!!

Posted by: Kato81 30 Jul 2017, 23:01
shunshura
მესამე გადატანა იყო? რა მაგარია, გილოცავ ხვალ აუცილებლად დადებითი ხეგე გექნება, კარგად ჩანს მკრთალი მეორე ხაზი, მშვიდობიან ორსულობას გისურვებ :*

Posted by: natali777 31 Jul 2017, 10:58
გამარჯობათ გოგოებო, აქ პირველად ვპოსტავ, თუმცა მანამდე წავიკითხე თქვენი პოსტები. ყველას წარმატებებს გისურვებთ.
იცით რა მინდა გთხოვოთ, ვისაც ენდომეტრიუმის სისქეზე გქონდათ პრობლემა და იმკურნალეთ, დაწერეთ რა ვისთან იმკურნალეთ ან მკურნალობთ...
ვისთან უნდა მივიდე ვერ გადავწყვიტე, მაქვს თხელი ენდომეტრიუმი. 7.6 დაახლოებით.. ასევე მყავს გაყინული ემბრიონები. ფინანსები კი ცოტა..
გამოლღობა და გადატანას თუ გავითვალისწინებთ (თქვენც იცით რომ ცოტა არ ჯდება), ენდომეტრიუმის მკურნალობაზე არ მინდა ბევრი დამეხარჯოს. მოგეხსენებათ რა ფინანსებთანაც არის დაკავშირებული ემბრიონების მიღება.. ძალიან გავიწეწე.....
აღაც ნერვები მყოფნის მემგონი smile.gif

Posted by: nino84 31 Jul 2017, 10:58
დილას ჩავაბარე ანალიზი, 1 კენ იქნება პასუხი. ესე კაი ხანია არ მინერვიულია.

Posted by: იათო 31 Jul 2017, 11:17
nino84
აბა წარმატებები! ველოდებით პირველ საათს <3

Posted by: rosonera 31 Jul 2017, 11:53
shunshura
რა მაგარიააააააა smile.gif გილოცავ, უბედნიერეს დედობას გისურვებ smile.gif
nino84
აბა შენ იციი, ტესტი არ ცადე შენ? ველოდებით 1 საათს smile.gif

Posted by: nefertiti987 31 Jul 2017, 12:15
nino84
წარმატებებიიი ველოდებით დადებით პასუხს

Posted by: იათო 31 Jul 2017, 12:19
shunshura
რა მაგარი ამბავია! გილოცავ <3 მშვიდობიან 9 თვეს და ბედნიერ დედა-შვილობას გისურვებ :*

Posted by: nino84 31 Jul 2017, 13:10
არც ამჯერად გამომივიდა, 1.25 მაქ ხეგე, აღარ ვიცი რა ვქნა მეხუთე გადატანა იყო.

Posted by: nefertiti987 31 Jul 2017, 13:26
nino84
გული მეტკინა,შენთვის შემოვდიოდი დილიდან. რას გეუბნებიან სავარაუდოდ მიზეზს?

Posted by: nino84 31 Jul 2017, 13:29
nefertiti987
წინა ექიმი არაფერს მეუბნებოდა. ქეთისთან ეს პირველი ცდა იყო. შეიძლება ენდომეტრიუმი არ იმაგრებდეს და გამოსავალი მხოლოდ სუროგატია.

Posted by: nefertiti987 31 Jul 2017, 13:35
nino84
თხელია ენდომეტრიუმი? ენდომეტრიოზი ან ჰიპერპლაზია ხომ არ გაქვს?

Posted by: tweety86 31 Jul 2017, 13:36
QUOTE (nino84 @ 31 Jul 2017, 13:10 )
არც ამჯერად გამომივიდა, 1.25 მაქ ხეგე, აღარ ვიცი რა ვქნა მეხუთე გადატანა იყო.

რატომღაც წავიკითხე არ მჯერა რომ გამომივიდაო

აუცილებლად გამოგივა!

არ უნდა დანებდე რა yes.gif 2kiss.gif

Posted by: rosonera 31 Jul 2017, 13:47
nino84
მეც მასე წავიკითხე, არ მჯერაო მეგონა წერდი sad.gif გული მომიკვდა, მაგრამ არ უნდა დანებდე, ... გამოსავალი იქნება აუცილებლად.აუცილებლად გავხდებით დედები.

Posted by: nino84 31 Jul 2017, 14:29
ქეთის მივწერე და არ მიყვარს მე-11 დღე, 2 აგვისტოს გაიმეორეო ანალიზი და წამლებიც არ შეწყვიტოვო. აზრი აქვს ვითომ?

Posted by: nefertiti987 31 Jul 2017, 14:39
nino84
აზრი ყველაფერს აქვს. მით უმეტეს, ქეთი ტყუილად არაფერს ამბობსო ამბობენ) ენდომეტრიუმზე მითხარი რა გთხოვ,რამე პრობლემას გეუბნებოდნენ?

Posted by: Lemon Curd 31 Jul 2017, 14:40
nino84
თუ არ ვცდები, მე-12 დღეს გავიკეთე ხეგე ბლასტოზე, არაბლასტო ემბრიონზე ჩენთან ერთად გოგოს ჩემზე 2 დღით გვიან უთხრა ანალიზი გაიკეთეო. ქეთიც ტყუილად ხომ არ დაგაიმედებდა ესე იგი არის შანსი! ეცადე დამშვიდდე და ვითომ ჯერ არც ყოფილა ხეგე

Posted by: rosonera 31 Jul 2017, 14:50
nino84
გოგო ქეთიმ თუ გითხრა მასე, დაუჯერე აუცილებლად. რა იცი რა ხდება.

Posted by: ketketa210 31 Jul 2017, 14:50
გოგონებო, ასეთი შეკითხვა მაქვს. პარასკევს ,გადატანიდან მერვე დღეს ხეგე იყო 49.7 დღეს იყო მეთერთმეტე დღეს და 10.57 აჩვენა. თუ იცით შემთხვევა რომ ისევ გაზრდილყო დაწერეთ , გთხოვთ

Posted by: nino84 31 Jul 2017, 14:52
nefertiti987

ენდომეტრიუმზე არანაირი პრობლემა არ მქონდა, ჰისტეროსკოპიაზეც რიგზე მქონდა ყველაფერი. ერა ტესტი არსებობს, The ERA (or endometrial receptivity array) is a genetic test that diagnoses the state of endometrial receptivity in the window of implantation in women. This molecular diagnostic tool is used to analyse the expression levels of 238 genes related to the status of endometrial receptivity. მხოლოდ ეპანეთში აკეთებენ და ადგენენ ე.წ. იმპლანტაციის ფანჯარას, მაგრამ საკმაოდ ძვირია და პირდაპირ სუროგატი მირჩია ქეთიმ. შეიძლება პასუხის მიხედვით საერთოდ არ ჰქონდესო ენდომეტრიუმს მიმაგრების უნარი. ინტერნეტში არის ბევრი მასალა და გაეცანი თუ დაგაინტერესა.

Posted by: fleurs 31 Jul 2017, 15:06
nino84
აცადე ეს ორი დღეც და გაიმეორე 2 აგვისტოს.არ იცი რა ხდება ზოგს გვიან ემაგრება .

Posted by: nefertiti987 31 Jul 2017, 15:10
nino84
მადლობა,გავეცნობი. მაინც მინდა მჯეროდეს რომ 2-ში გახარებულს გნახავ,აუცილებლად დაიმსახურე შენ ეს!

Posted by: nino84 31 Jul 2017, 15:18
nefertiti987
მადლობა, ყველანი ვიმსახურებთ და აუცილებლად გავხდებით !
* * *
shunshura
შენ მაინც გაგვახარე, იყო პასუხი?

Posted by: shunshura 31 Jul 2017, 15:44
ნინი. არ დანებდე გააგრძელე წამლები
* * *
ჩემი ხეგე 23.11 გუშინდელი შედეგუთ

Posted by: BA84 31 Jul 2017, 15:57
nino84
აუ როგორ მეწყინა, და იმედი მქონდა რაღაცნაირად. ეს დღეები არ შემოვდიოდი და დღეს მეგონა კაი ამბები დამხვდებოდა. მოიცადე 2 დღეც, იქნებ იყოს რამე.

shunshura
გილოცავ ძალიან გამეხარდა, ცოტა ადრე გაიკეთე ხო შენ? კარგი შედეგია .

ბედნიერი გაგრძელება და ბედნიერი დასასრული.

Posted by: nino84 31 Jul 2017, 16:02
shunshura
უპრობლემო 9 თვეს გისურვებ ❤

Posted by: .ნინო 31 Jul 2017, 16:10
nino84

არ მინდა ტყუილად დაგაიმედო, მაგრამ თუ წამლების ბრალი არაა, 1-ზე მეტიც საეჭვოა smile.gif მინიმუმ ცდილობს მიმაგრებას... იმიტომ რომ რეალურად ეგ ჰორმონი ორგანიზმში მხოლოდ მაშინ გამომუშავდება, როცა ემაგრება ნაყოფი. სხვა დროს თითქმის ნულია ხოლმე... მე ვერ გეტყვი, მიემაგრება თუ არა, მაგრამ თუ ქეთიმაც გითხრა, ყურების ჩამოყრა ჯერ ადრეა... სთხოვე შენს პატარას გაძლიერდეს. ისეირნე მეტი და უკეთესის იმედი იქონიე. ვნახოთ რას იზამს 2 დღეში...

shunshura

გილოცავ! ანუ ორსულობა არის, მაგრამ ძალიან პატარაა. ალბათ შენც მოგიწევს რამდენიმე დღეში ხეგეს გამეორება, არა? smile.gif პატარა წერტილი <3 უპრობლემო 9 თვეს და ბედნიერ დედობას გისურვებ!

Posted by: shunshura 31 Jul 2017, 16:18
მე 20 ში გადამიტანეს ანალიზი 30 ში ავიღე

Posted by: rosonera 31 Jul 2017, 16:32
shunshura
გილოცავ, უპრობლემო ფეხმძიმობას და ჯანმრთელ ბაიას გისურვებ.


Posted by: oo la la 31 Jul 2017, 17:02
shunshura
ანუ მე-10 დღეს?
ჩემი ხეგეც მასე იყო მე-10 დღეს smile.gif

გილოცავ მშვიდობიანი 9 თვე და ჯანმრთელი შვილი შენ smile.gif

Posted by: sesilia28 31 Jul 2017, 19:10
shunshura
გილოცავ, მესმის ეხლა შენი სიხარული, მშვიდი და ლამაზი 9 თვე:* ბედნიერი დედა იყავი

nino84
ამ პასუხის არ გვჯერა, გელოდებით 2ში :*

Posted by: zikata7 31 Jul 2017, 19:18
nino84
რაგითხრა ქეთიმ?? ენდომეტრიუმი რამდენი გქონდაა.. ბლასტო გადაიტანეე??თუ გითხრა დაელოდე 2ს დაა განმეორებით ჩააბარე ხეგე იქნებ გვიან მიემაგრა.. წარმატებებიი :*


shunshura
ძალიან გამიხარდააა გილოცავ ჩემო კარგოო .. ბედნიერი 9 თვე :*

Posted by: nino84 31 Jul 2017, 19:41
zikata7
ერთი სამდღიანი მაქვს გადატანილი, ენდომეტრიუმი არ მითხრა რამდენი მაგრამ კარგიაო. არ მინდა ტყუილა დავიიმედო თავი 1.25 დან სასწაული უნდა მოხდეს რომ მოიმატოს ხეგემ. შენ რამდენი გქონდა თუ გახსოვს?
* * *
sesilia28
არამგონია 2 მდე რამე შეიცვალოს sad.gif

Posted by: sesilia28 31 Jul 2017, 20:14
nino84
ყველაფერი ხდება, სიმშვიდე შეინარჩუნე ჯერ, რადგან გითხრა ხომ არ მოგატყუა. იფიქრე ისე რომ ეს შენი პირველი ცდა იყო, რადგან ქეთისთან დაიწყე თავიდან ისევ, ძველებს ნუ გაიხსენებ. სუროგატს ფიქრადაც ნუ გაივლებ, ფიქრებისაც მეშინია მე

Posted by: zikata7 31 Jul 2017, 20:38
nino84
არვიცი რა გითხრაა.. მე 1.2 მქონდა და შემაწყვეტინა წამლები.. და მესამე დღეს ციკლიც დამეწყო .. იქნებ შენს შემთხვევაში მოიმატოს.. მე ბლასტო მქონდა გადატანილი ამასაც ხომ აქვს მნიშვნელობა.. ენდომეტრიუმიც საუკეთესო იყო ზომა არ მახსოვს და ემბრიონიც ძალიან კარგი.. მაგრამ რამოხდა არვიცი.. ასეთ დროს რაუშლის ხოლმე ვერსად ვნახულობ.. ყვითელი სხეული ძაან ხომ არ მოიმატებდა.. მშვიდად იყავიი დაა დაელოდე ჩემო კარგოო :*

Posted by: compte.paris75 31 Jul 2017, 20:47
natali777
თვითონ ინვიტროს დროს ამზადებენ ხოლმე ენდომეტრიუმს. თუ თხელია, მაშინ გამიგია რომ სქრეჩინგს და ტრევაგესტიმს უკეთებენ ხოლმე გადატანის წინ (ზუსტად რომელ დღეებში - კი არ ვიცი) რომ გასქელდეს. ხო არ მეშლება გოგოებო, ხო ასეა?
* * *
გამარჯობათ გოგოებო,

მომივიდა როგორც იქნა ბიოფსიის პასუხი - საშვილოსნოს დაბალი იმუნიტეტი sad.gif როგორც იქნა გავიგე ერთ-ერთი მიზეზი ემბრიონების არ-მიმაგრების.

მომწერეს ასევე სარეკომენდაციო ადაპტირებული პროტოკოლი დაბალ-იმუნიტეტიანებისთვის:
1. სქრეჩინგი - ენდომეტრიუმის სტიმულირებისათვის გადატანის წინა ციკლში ოვულაციიდან 1 კვირის მერე
2. დაიკლოს სტიმულაციის წამლების დოზებმა
3. დაემატოს გონადოტროფინი - გადატანის მერე, მე-4-ე, მე-6-ე და მე-8-ე დღეებში.
4. ურთიერთობა - გადატანიდან 48 საათით ადრე და 48 საათის მერე, რადგანაც სტიმულირდება ენდომეტრიუმი და ხელს უწყობს მიმაგრებას.

ეხლა ვფიქრობ, ვატარო კიდევ ცდები? ეს პროტოკოლი არ მაძლევს 100%-იან გარანტიას რომ ჩემი საშვილოსნოს იმუნიტეტი მოიიმატებს საკმარისად.
ვფიქრობ სუროგატზე. ქეთიმ ისედაც სუროგატი მითხრა და კი გავბრაზდი მაშინ, მაგრამ .... ეხლა უკვე დავფიქრდი. თუ არ გამოვიდა სუროგატთან, ჩემი საშვილოსნო მაინც ხომ აღარ იქნება მიზეზი?

Posted by: nino84 31 Jul 2017, 22:33
compte.paris75
ნეტა მეც იგივე დიაგნოზი ხომ არ მაქვს. იცი რა მაინტერესებს. ამ დაბალი იმუნიტეტის დროს მიმაგრების ალბათობა რამდენად მცირდება? ექიმმა რა გითხრა, რა გირჩია? დღეს მორიგი წარუმატებელი ცდის შესახებ გავიგე და კიდევ ერთხელ დავფიქრდი სუროგატზე, მაგრამ ჯერ-ჯერობით არ ვარ ფსიქოლოგიურად ამისთვის მზად sad.gif

Posted by: compte.paris75 31 Jul 2017, 22:52
nino84
სამწუხაროდ შეკითხვა მაგდაგვარად არ დამისვია ექიმისთვის. არ ვიცი რამდენი პროცენტით მცირდება მიმაგრების შანსები.
მე ფორუმებიდან უკვე გარკვეული ვიყავი - უკმარისობა შეიძლება იყოს " მწვავე, საშუალო და უმნიშვნელოდ " დაბალი. იყვნენ გოგოები გადატანა გააკეთეს, მიემაგრათ, და ლაბორატორიის პასუხი მერე მოუვიდათ დაბალი იმუნიტეტი გვაქვსო და ჩიოდნენ ნეტა ხო არ მოგვწყდებაო. იყვნენ ისეთებიც რომ ამ დაბალი იმუნიტეტის პროტოკოლით გაიკეთეს და მაინც არ გამოუვიდათ.

Posted by: natali777 1 Aug 2017, 13:12
compte.paris75
მადლობა ჩემო კარგო. ამ მხრივ (ენდომეტრიუმის მომზადებას ვგულისხმობ) მაინც ქეთის მირჩევთ ხო? ანიც ვიფიქრე და ბათუმიც, მაგრამ რომ არ გამოვიდეს შედეგი, მერე უნდა ვიჯავრო და მეშინია.. არადა არ ვიცი ჩემი ფინანსები ამდენს თუ გაწვდება..

* * *
ჩემი თანამშრომელი იყო ბათუმში (გაითვალისწინეთ 48 წლის არის), ძვირი არ დაჯდომია, მაგრამ პირველ ცდაზე მხოლოდ მიემაგრა და ხეგე რომ გადაუმოწმეს მეორე ანალიზმა დაბალი აჩვენა. უთხრეს რომ მიემაგრა და შემდეგ აღარ განვითარდა ნაყოფიო.. ეხლა მეორე თვეში დაიბარეს და ჰისტეროსკოპია დაუნიშნეს. სახელმწიფო დაზგვევასთან თანადაფინანსებით უკეთებენ ამ ჰისტეროსკოპიას თქვენ წარმოიდგინეთ... უნდა დავაკვირდე შეგედს როგორს მიიღებს, ორი ექიმი მყავსო, ერთი თურქი და მეორე ქუთაისელი ექიმიო. ვნახოთ რას იზამს. (რატომღაც მჯერა გამოუვა ყველაფერი).. სხვათაშორის ბათუმში ეს კლინიკა ბევრ დადებით შედეგს აღწევს.. ინტერნეტშიც იYო ადრე 59 წლის ქალი რომ დარჩა ფეხმძიმედ მაგათთან..

Posted by: ninucela84 1 Aug 2017, 16:17
compte.paris75


მე მქონდა ერთი სტიმულაცია და ორი გადატანა, ენდომეტრიუმი ორივეჯერ 9 საშუალოდ გადატანამდე. ზოგადად მაქვს ენდომეტრიუმის გაზრდის პრობლემა და ეს იგივე დაბალი იმუნიტეტის საშვილოსნოა თუ სხვა დიაგნოზია?? მადლობა

Posted by: stellla 1 Aug 2017, 17:09
გამარჯობა გოგოებო. რა უნდა გკითხოთ, ვისაც ენდომეტრიუმის გაზრდის პრობლემა გაქვთ, მენსტრუაციის დროს გამონადენი ზოგადად ცოტა გაქვთ და დღეებიც ცოტა , თუ ეს არ არის კავშირში ენდომეტრიუმის სისქესთან ? მეც ეჭვი მაქვს ამაზე , მონიტორინგზე ჯერ არ ვყოფილვარ ზუსტად რომ გავიგო.

Posted by: ninucela84 1 Aug 2017, 17:24
stellla
გამარჯობა, მგონი არ უნდა იყოს კავშირში მე პირველი 3 დღე ძალიან ბევრი მომდის და მაინც თხელი მაქვს ენდომეტრიუმი.
წლების წინ ციკლის კარგად წამოსვლამდე ცოტა ყავისფერი გამონადენი მქონდა რამდნეიმე წვეთი და ეს ენდომეტრიოზის ნიშანი იყო, რაც კისტით დადასტურდა და ლაპარასკოპიით ვიმკურნალე

Posted by: Anukia198889 1 Aug 2017, 17:30
stellla
ციკლი სულ 3 დღიანი მქონდა და ძალიან ცოტა რაოდენობის მაგრამ ენდომეტეიუმის პრობლემა არ მქობია არასდროს. 11 მქონდა ოვულაციის დროს სულ. არა არის ეგ კავშირში

Posted by: stellla 1 Aug 2017, 17:57
ninucela84
Anukia198889
გაიხარეთ , დამამშვიდეთ ძალიან . ეჭვი მქონდა ნაღდად ენდომეტრიუმი ვერ იზრდება ალბათმეთქი.

Posted by: compte.paris75 1 Aug 2017, 19:48
ninucela84
აზრზე არ ვარ
მე პირადად არ მქონია არასდროს ენდომეტრიუმის სისქის პრობლემა - ექიმს ამაზე არასოდეს ყურადღება არ გაუმახვილებია
* * *
natali777
მე პირადად ქეთისთან ვაპირებ. ესეც აქაური გოგოების რეკომენდაციით. თუმცა ანიზე ამბობენ უფრო გულისხმიერიაო

Posted by: ninucela84 2 Aug 2017, 10:34
compte.paris75


მადლობა, წარმატებებს გისურვებ!

Posted by: nino84 2 Aug 2017, 10:38
ჩავაბარე დღეს განმეორებით ანალიზი, არაფრის იმედი არ მაქვს, რაც ინტერნეტში წავიკითხე ძალიან მცირედი შანსია, რომ გაიზარდოს ხეგეო. ეხლა იმაზეც ვნერვიულობ გარე არ აღმოჩნდეს.

Posted by: zikata7 2 Aug 2017, 11:24
nino84
გელოდებიით გაზრდილი ხეგეთიი... გაგვახარეეეე .. წარმატებებიიი

Posted by: tweety86 2 Aug 2017, 11:41
nino84
გამორიცხული არაფერია
ველოდები დადებით პასუხს
რომელზე იქნება?

Posted by: natali777 2 Aug 2017, 12:23
გოგოებო ერთი რამ უნდა გითხრათ, არ მახსოვს სად წავიკითხე ოღონდ ზუსტად, მაგრამ ეს ნამდვილად მახსოვს, რომ სტატისტიკა იყო დადებული ხელოვნური განაყოფიერების შედეგებზე, ხოდა ყველაზე დიდი შედეგი სტატისტიკურად შემოდგომაზე ღებულობენო, ამიტომ გამოვიყენოთ ეს შანსი აუცილებლად, იქნებ გადმოგვხედოს ჩვენც უფალმა smile.gif

Posted by: iratta_26 2 Aug 2017, 12:31
nino84
პასუხი რომელ საათზე იქნება?

Posted by: nino84 2 Aug 2017, 12:46
1 ზე უნდა იყოს, ველოდები...
******

Posted by: rosonera 2 Aug 2017, 12:49
nino84
სულგანაბული გელოდები, smile.gif

Posted by: nino84 2 Aug 2017, 13:10
სასწაულები არ ხდება, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ხეგე 0.958.
ყველას მადლობა გამხნევებისთვის ❤

Posted by: ninucela84 2 Aug 2017, 13:16
nino84

შემდეგ ცდაზე აუცილებლად გამოგივა, გამოცდილი მაქვს და ვიცი რას გრძნობ. რამდენიმე დღე თავი ხელში აიყვანე, ნელნელა დალაგდება ყველაფერი. და მოგეცემა ახლიდან დაწყების ძალა და ნერვები

Posted by: .ნინო 2 Aug 2017, 13:22
nino84
ვწუხვარ :-(

არ დანებდე, ყველაფერი წინაა. კიდევ ბევრი შანსი გექნება...

Posted by: Tamara1988 2 Aug 2017, 13:25
nino84
აი ასეთ დროს მეც ისე განვიცდი ყველას უარყოფითს რომ სიტყვებს თავს ვერ ვაბავ.
შენ ძლიერი გოგო ხარ და ვიცი ბოლომდე იბრძოლებ. <3 <3 <3

Posted by: SRB100 2 Aug 2017, 13:44
nino84
გული არგაიტეხო და არ დანებდე..
დაგრჩა ემბრიონები?

Posted by: natali777 2 Aug 2017, 13:47
nino84
ვწუხვარ, ცუდია რომ არ გამოგივიდა ამ ცდაზე, მაგრამ უფალი მოწყალეა, აუცილებლად გამოგივა იცოდე, უბრალოდ არ დანებდე!
კარგი კუთხით შეხედე ამ მოვლენას, იმის თქმა მინდა, რომ რომც ყოფილიყო შედეგი თავიდან, მერე შეიძლებოდა შეწყვეტილიყო ორსულობა..
მეც მქონდა ერთი გადატანის ცდა და ისიც უშედეგოდ დასრულდა, (თხელი ენდომეტრიუმის გამო არც მიემაგრა) მაგრამ გავიდა 1 წელი და ისევ ვფიქრობ და ღმერთის იმედიც მაქვს რომ გამომივა.
რწმენაა მთავარი ჩვენს მდგომარეობაში, ყველაზე მთავარი smile.gif

Posted by: rosonera 2 Aug 2017, 13:58
nino84
არ ვიცი რა ვთქვა, ყველაფერი კარგი წინ გელოდება, არ დანებდე.
SRB100
როგორ ხარ შენ? 2kiss.gif
natali777
ვისთან გქონდა გადატანა? ქეთისთან? ენდომეტრიუმი რამდენი მმ გქონდა?

Posted by: Anukia198889 2 Aug 2017, 14:35
nino84
ძალიან მეწყინა არადა მეგონა გამოგივიდოდა ამჯერად. მაგრამ მთავარი ისაა რომ ემბრიონები გყავს გაყინული და შემდეგ ცდაზე ახალი შემართებით გამოვივა. მკურნალობის მეთოდებიც შეგიცვალოს იქნება და მიმაგრდეს. ქეთის ელაპარაკე?

Posted by: shunshura 2 Aug 2017, 14:36
ნინო. ძალიან მეწყინა. არ დანებდე ჩემო კარგო

Posted by: zikata7 2 Aug 2017, 15:37
ნინო ..ძალიან მეწყინაა.. გაყინულები დაგრჩაა? რისი ბრალიაო ენდომეტრიუმის თუ ემბრიონი ვერ განვითარდა .. უნდა გაძლიერდე თავი აიყვანე ხელში :*

Posted by: natali777 2 Aug 2017, 16:17
rosonera
არა ქეთისთან არა. ნანასთან რეპროარტში. ენდომეტრიუმი 7.6 საშუალოდ.
* * *
გოგოებო შეგიძლიათ მითხრათ ჰისტეროსკობია რა ჯდება ქეთისთან, რომ დამჭირდეს მეშინია არ გავიწეწო.. ჩემს თანამშრომელს ქუთაისში უკეთებს მის ექიმები ბომონდში და უთქვამთ სახელმწიფო დაზღვევა დაგიფინანსებს ნაწილობივო. ინოვაში ხდება ასე ნეტა?

Posted by: nino84 2 Aug 2017, 17:21
გოგოებო, ყველას უღრმესი მადლობა გამხნევებისთვის. არავის ვეუბნებით რომ ინვიტროს ვიკეთებთ და აქ მაინც ვიოხებ გულს. სამსახურში ვზივარ და ხან მეტირება, ხან მეცინება, მაინც ცოცხლობს იმედის ნაპერწკალი რომ დედა გავხდები, მერამდენე ცდით არ ვიცი, მაგრამ გავხდები.

წამლებს ყველაფერს ვწყვეტ მარტო ფოლიუმს, დ ვიტამინს და ელ თიროქსინს ვტოვებ ხომ? ქეთის მივწერე და არ მიპასუხა ჯერაც. ისიც არ უთქვამთ რამდენი ემბრიონი დამჩა გაყინული, რუსოსაც მივწერე და არ მოუწერია. ესეთი უყურადღენობაც არ მესმის რა. ჩემი არ მეყოფა ის მაინც ვიცოდე რამდემი მყავს გაყინული. ისიც ვიფიქრე შემდეგი გადატანა ანისთან ხომ არ ვცადოთქო. თქვენ რას მირჩევთ? ნუ

Posted by: Anukia198889 2 Aug 2017, 17:30
nino84
აი შენი გული რასაც გეუბნება ისე გააკეთე. შენს ადგილზე მივიდოდი და ყველაფერა მოვკითხავდი ქეთის. რამდენი მყავს გაყინული ის როგორ არ უნდა მითხრან. მიდი და პირადათ გაიგე ყველაფერი. ჯერ რა ქენი იცი სანამ გადაწყვეტდე ვისთან გადაიტანო მიდი ერთი კონსულტაცია ანოსთან გაესაუბრე უთხარი მერამდენე ცდაც გქონდა და იქნება მისგან უფრო დიდი იმედით უნდა წამოხვიდე. თან ფასებითაც მოგებული დარჩები როგორც გამიგია. გაგვაგებიე რამდენი ბარტყუნია გელოდება. რამხელა იმედია როცა იქ გელოდებიან. ისინი არიან ყველაზე დიდი ძალა შენი.

Posted by: ოჩოპინტრე8 2 Aug 2017, 17:33
nino84
QUOTE
მაინც ცოცხლობს იმედის ნაპერწკალი რომ დედა გავხდები, მერამდენე ცდით არ ვიცი, მაგრამ გავხდები.

აუცილებლად !!!!!!!!!!!!!!!! ეჭვიც არ შეგეპაროს მაგაში !!!!!!!!
აღფრთოვანებული ვარ შენით, ძალიან მაგარი გოგო ხარ !!!!

Posted by: Anukia198889 2 Aug 2017, 17:36
ოჩოპინტრე8
მე კი შენით ვარ აღფრთოვანებული. როგორი თბილი და ყურადღებიანი ხარ. არ ყოფილხარ ინვიტროს პაციენტი და როგორ ყველას სატკივარი გულთან ახლოს მიგაქვს. თითქოს გამოცდილი გქონდეს ამდენი ნერვიულობა და წვალება ისე გვედექი გვერდში. მახსოვს როგორ მამხნევებდი და მგულშემატკივრობდი. გახაროს უფალმა სულ ასეთი სიკეთისთვის შენ ♡♡♡♡♡

Posted by: shunshura 2 Aug 2017, 17:40
nino84
ეს ძალიან კარგია , რომ ემბრიონები გაქვს ,
ექიმს რაც შეეხება რტულია გირჩიო, მაინც ალბათ შენ უნდა მიიღო გადაწყვეტილება
ჩემი პირადა მაგალითით, მე იმდენად ვენდობოდიქეთის , რომ არც მიფიქრია სხვასთან წასვლა., ამიტომ გამაგრდი, და ახალი შემართებით შეუდექი საქმეს.
ძალიან ბევრს ნიშნავს , რომ ემბრიონებიც გაქვს, მე ყოველი ინვიტროს თავიდან ვიწყებდი, რეზერვში არასდროს მქონდა ემბრიონები,

იმედი არ აკარგო , 3 წელია ველოდი ამ შედეგს, ( ინ ვიტროს ვგულისხმობ)

Posted by: nino84 2 Aug 2017, 17:45
Anukia198889
Anukia198889
აუცილებლად შევხვდები ანისაც და ქეთისაც დაველაპარაკები რას ფიქრობს, მთავარია ისევ სუროგატი არ მირჩიოს.
ემბრიონებზე ხვალ დილას მეტყვიან, ეხლა წასულიაო ემბრიოლოგო.
* * *
ოჩოპინტრე8
ძალიან დიდი მადლობა :*
shunshura
მე ოთხი წელია ვიბრძვი, პირველი ინვიტრო 2013 გავიკეთე. უბრალოდ ამდენი წარუმატებელი ცდა მაშინებს, რომ ყოგილიყო ეს მეორე ან მესამე გადატანა, ასე ძალიან არ განვიცდიდი.

ექოზე როდის ხარ დაბარებული?

Posted by: BaiserVole 2 Aug 2017, 20:55
nino84

გადავიკითხე ეხლა შენი პოსტები შიგადაშიგ, დარეგისტრირების დღიდან.

როგორც გავიგე 4 გადატანა გქონდა არცერთი არ მიმაგრდა.

ალბათ ყველაზე კარგი ამბავი ისაა, რომ ამ გადატანით გაიგე რომ დაორსულება შეგიძLია, და სულ არ გჭირდება სუროგატი. უბრალოდ ვეღარ განვითარდა ნაყოფი, თუმცა მიემაგრა.

მერწმუნე, მთავარია ემბრიონები გაქვს, და თავიდან არ გიხდება ყველაფრის დაწყება.

მე მესამე წრეზე ვარ, ყველაზე მეტად ზუსტად იმის მეშინია, შემიძლია დაორსულება თუ არა. შენ უკვე იცი რომ შეგიძლია

Posted by: nino84 2 Aug 2017, 21:23
BaiserVole
ეს იყო მეხუთე გადატანა და მესამე სტიმულაცია.მეც ზუსტად მაგის მეშინოდა რომ დაორსულება საერთოდ არ შემიძლია და რახან ხეგე 1.25 იყო მეც მასე მესმის რომ მიმაგრდა და მერე შეწყვიტა განვითარება, ქეთისაც რო ვნახავ აუცილებლად ვკითხავ. წინა ცდები რეპროარტში მქონდა და მთლად არ ვარ დარწმუნებული ამ კლინიკის და ჩემი ყოფილი ექიმის კომპეტენტურობაში. ვისი პაციენტი ხარ?

Posted by: BaiserVole 2 Aug 2017, 21:35
nino84

მე ქეთის პაციენტი ვიყავი, მერე ინვიტროშI გადავედი, იქ გავიკეთე 2 ინვიტრო, უშედეგო რომ იყო გადმოვედი ისევ ქეთისთან. წინა თვეშI გავიკეთე მეორე ინვიტრო, და ეხლა მივაყოლე მესამე. დასვენება მინდოდა ყველანაირად, მაგრამ ქეთიმ ყველაფერი ნორმაშია და რატო არ გამოვიყენოთო. ვნახოთ რა იქნება, აღარ ვიიმედებ თავს, ნერვები აღარ მივარგა.

რა უნდა გკითხოთ გოგოებო, ზოგადად კუჭშI ვერ გავდივარ სახლის გარდა ვერსად, და დღეს სამსახურში ვითმინე დაახლოებიტ 6 საათი, და რამეს გააფუჭებდა?
ვიცი რომ ხალხი ყირაზე დგება და გამოდის, მარა ჩვენს შემთხვევაშI მართლა ნებისმიერი რაღაც შეიძლბა ხელისშემშლელი აღმოჩნდეს


Posted by: nino84 2 Aug 2017, 21:39
BaiserVole
მერამდენე დღე გაქვს გადატანიდან? ჩემი აზრით არაფერი დაშავდებოდა, ნუ ნერვიულობ.

Posted by: shunshura 2 Aug 2017, 21:40
nino84
ორ კვირაში დამიბარა,

წელის ტკივილი ნორმალურია ამ დროს თუ რამე საფრთხეს ველოდო ? დღეს ამტკივდა საღამოს, თან ვერ ვხვდები , წელია თუ თირკმელი? თითქოს ერთ მხარეს უფრო მწიწკინის

Posted by: BaiserVole 2 Aug 2017, 21:42
nino84


მესამე დღეა დღეს smile.gif

ქეთის რომ ნახავ, ყველაფერი დაწერე რას გეტყვის

Posted by: nino84 2 Aug 2017, 21:45
BaiserVole
რამდენი გაქვს გადატანილი და რამდენდღიანი? მაქსიმალურად ეცადე მშვიდად იყო და ირწმუნე რომ აუცილებლად ამჯერად გამოგივა.

Posted by: BaiserVole 2 Aug 2017, 21:47
shunshura

ორი უშედეგო ინვიტროს დროს რამე მიზეზი არსებობდა? ან მესამე რომ გაიკეთე რამე შეიცვალა ან მდგომარეობა ან მიდგომა გაკეთების შეცვალა ექიმმა??

რატომ გეკითXები იცი, ჩემთვისაც ამოუხსნელია ორი წარუმატებელი და იმედს მიკარგავს და შენთანაც ასე იყო?

nino84

ერთი ბლასტო

Posted by: nino84 2 Aug 2017, 21:53
BaiserVole
ერთის გადატანა ქეთიმ გირჩია? ჩემ შემთხვევაში ქეთის მხრიდან ცოტა ის არ მონეწონა თავი რომ გაიგიჟა ა და მხოლოდ ერთი ემბრიონი გადამიტანა, თან არაერთხელ ვუთხარი რომ იქნებ ორი გადავიტანოთ, რადგან წინა ცდები არ მიმაგრდათქო.

Posted by: shunshura 2 Aug 2017, 21:55

BaiserVole
მიზეზების ძალიან ბევრია ზოგადად, ამიტომ ძნელია გამოკვეთო, უფრო ემბრიონის ხარისხზე გვქონდა ეჭვი, , 8 სტიმულაცი გამიკეთდა და სულ სხვადასხვა შედგებით, ან საერთოდ ვერ ვიღებდი ემბრიონს, ან საერთოდ ცარიელი იყო ფოლიკული, ან 2 ემბრიონი გამოდიოდა, ან 1. ამიტომ მე მაინც ვვფიქრობ რომ ემბრიონის ხარისხეა ბევრად დამოიდებული, ახალა მივიღე ძალიან კარგი ხარისხის და უფლის წყალობით, გამოვიდა, უბრალოდ იმედი არ უნდა დაკარგო,

Posted by: BaiserVole 2 Aug 2017, 21:58
nino84

არა მე ვთხოვე კატეგორიულად, ორი არ მინდათქო და არ გაუწევია წინააღმდეგობა. თანამედროვე სტანდარტია, როცა ემბრიონი კარგია 1 გადაიტანონ.


მე გადამიტანეს წინაზე ორი 3 დღIანი, 8 უჯრედიანი, ანუ საუკეთესო ხარისხის, მდგომარეობაც იდეალური მქონდა ,მაგრამ არ გამოვიდა. ამიტომ არ დაგწყდეს გული, არ გეგონოს რომ თუ 2 გადაიტანდი აუცილებლად შეცვლიდა შედეგს.

Posted by: nino84 2 Aug 2017, 22:03
BaiserVole
რავიცი უკვე ყველაფერს ვფიქრობ, სტატისტიკურად ორის მიმაგრების ალბათობა მეტია ვიდრე ერთის. თუმცა ტყუპის დროს ორსულობაა რთული სამართავი თან გამხდარი ვარ და შენთვის დატვირთვააო.

Posted by: Kato81 2 Aug 2017, 23:07
nino84
აუცილებლად გაიარე კონსულტაცია ანისთან და შენ თვითონ მიხვდები განსხვავებას ქეთისა და ანის შორის, ფაქტია ორივე პროფესიონალია და ვისაც ვისთან აქვს შედეგი, ის რომ მოწონს, ეს ლოგიკურია, ანის აქვს ის მუხტი რაც ჩვენს "დაწყვეტილ" ნერვებს ასე სჭირდება, დანარჩენს თანდათან დავწერ სექტემბრის დასაწყისში ვაპირებ პირველ ინვიტროს ანისთან. ყველაფერი გამოგივა არ იდარდო :* თუმცა ძალიან მესმის შენი ტკივილი sad.gif

Posted by: nino84 2 Aug 2017, 23:16
Kato81
წარმატებები, მეც სავარაუდოდ სექტემბერში დავგეგმავ შემდეგ გადატანას. აქ ერთმა ფორუმელმა დაწერა შემოდგომით მეტია ინვიტროს შედეგიანობა და იქნებ გაამართლოს.

Posted by: Anukia198889 2 Aug 2017, 23:17
nino84
იმ ოთხი მცდელობიდან სულ ერთი გადაგქონდა? ორი არ გადაგიტანიათ ჯერ? ვფიქრობ მეც რომ უნდა ეცადა ორის გადატანა. იმედია ამჯერად რომ გადაწყვიტავთ გადატანას მაშინ მაინც არ გაიგიჟებს თავს. ♡♡♡

Posted by: nino84 2 Aug 2017, 23:21
Anukia198889
ორჯერ გადავიტანეთ ორ-ორი ოღონდ რეპროარტში. ამჯერად კატეგორიულად მოვითხოვ ორის გადატანას.

Posted by: Kato81 2 Aug 2017, 23:22
nino84
მეც წავიკითხე და იმედი გამიჩნდა smile.gif იქნებ სექტემბერი ჩვენი თვე იყოს :* მართალია ანუკი, მის შემთხვვაში ორის გადატანამ გაამართლა smile.gif ღმერთმა მშვიდობიანი ორსულობა და ჯანმრთელი ბავშვი მისცეს :*

Posted by: tammmta1 3 Aug 2017, 10:31
BaiserVole
არ არის კარგი შეკავება და სხვა დროს ეცადე როგორმე ისარგებლო სამსახურის ტუალეტით. ინ ვიტროში ვისთან გაიკეთე ორი ინ ვიტრო?

Posted by: nino84 3 Aug 2017, 11:46
4 ბლასტო დამჩა გაყინული ერთი ცალკე და სამი ცალკე გაყინეს. ეხლა დაველოდები ციკლის დაწყებას და ექოზე მივალ ქეთისთამ მეორე დღეს და დაველაპარაკები რას მირჩევს ეგრევე გადავიტანოთ თუ დავისვენო ერთი თვე. მე უფრო დასვენებისკენ ვიხრები. ცოდა დავმშვიდდი ორ გადატანაზეც მეყოფა 4 ბლასტო.

Posted by: SRB100 3 Aug 2017, 12:17
nino84
მგონი დაგასვენებს, 15დან შვებულებაში გადის სექტემბრამდე.
შენც დაისვენე, ცოტა განიტვირთე და შემოდგომიდან ახალი ძალებით შეუდექი.
აუცილებლად გამოგივა, იმედი არ დაკარგო.

Posted by: ოჩოპინტრე8 3 Aug 2017, 12:53
Anukia198889
QUOTE
მე კი შენით ვარ აღფრთოვანებული. როგორი თბილი და ყურადღებიანი ხარ. არ ყოფილხარ ინვიტროს პაციენტი და როგორ ყველას სატკივარი გულთან ახლოს მიგაქვს. თითქოს გამოცდილი გქონდეს ამდენი ნერვიულობა და წვალება ისე გვედექი გვერდში. მახსოვს როგორ მამხნევებდი და მგულშემატკივრობდი. გახაროს უფალმა სულ ასეთი სიკეთისთვის შენ ♡♡♡♡♡

love.gif მართლა პირველი აქ შემოვდივარ და მერე დედების კლუბში, ასეთი პოზიტიური და დადებითი ენერგიით სავსე ჯგუფი მე არ მინახავს, დედების კლუბშიც კი სულ რაღაც სისულელეზე დაძაბულობაა, აქ ყველას ერთმანეთი გიყვართ, ამხნევებთ, გულით გიხარიათ აშკარად სხვისი სიხარული და გულით გწყინთ უარყოფითი შედეგი smile.gif არადა თითქოს პირიქით უნდა იყოს, ყველაზე დასტრესილი და პრობლემებით დამძიმებული გოგოები აქ არიან smile.gif ამიტომ აუცილებლად გახდებით ყველანი დედები!!!!!!! და მერე ვიჩხუბოთ თუ გინდათ ყველამ დედების კლუბში lol.gif lol.gif lol.gif 2kiss.gif

Posted by: nino84 3 Aug 2017, 13:06
ოჩოპინტრე8
მართალი ხარ, იცხოვრო ამ პრობლემით არაერთი წელი და არ გაბოროტდე ძალიან ძნელია. საკუთარ თავზე მაქ გამოცდილი და განსაკუთრებით ყოველი წარუმატებელი მცდელობის მერე. ვებრძვი ჩემ თავს რომ არ მძლიოს. კი შემომიტევს ხოლმე მარა ვერევი biggrin.gif
* * *
გოგოებო, 17 ოჰ პროგესტერონი მიმაგრებაზე მოქმედებს?

Posted by: nefertiti987 3 Aug 2017, 15:34
[b]nino84[/b მე კი ხშირად ვერ ვერევი თავს,სულ დაღვრემილი დადიხარო მსაყვედურობენ მაგრამ ვერავინ გაიგებს ამ გულისტკივილს,ვისაც არ გამოუცდია! ორსულები რომ იტყვიან ხოლმე სქესის დადგენაზე ვართო რიგში აი ეგ სულ მშლის ჭკუიდან

Posted by: shunshura 3 Aug 2017, 15:50
გოგოებო ვისაც გამოცდილება გაქვს ტესტები ისევ ღია ვარდისფერს აჩვენებს, წესი ხომ უნდა მკვეთრი იყოს ახლა ? სანამ მივლინებიდან ჩამოვალ და ხეგეს გადავამოწმებ პროგრესირებს თუ არა ორულობა ჩემი დამემართება ?
შეიძლება , რომ შეჩერდა და ორგანიზმში ჯერ დარჩენილია ჰორმონი და მაინც აჩვენებს?
ან გქონიათ შემთხვევა სადაც მაინც ღია ვარდისფერს აჩვენებდა ? დავიტანჯე ფიქრით

Posted by: nino84 3 Aug 2017, 16:00
nefertiti987
ტიპი ვარ ისეთი არ შემიძლია დიდხანს ცუდ ხასიათზე ყოფნა და. ფიქრობ ეგ მშველის. ეს დღეები კი ვარ უხასიათოდ, მაგრამ მთლად გაუღიმარი ხელმწიფეც არა smile.gif და კიდე სახში ვცდილობ ჩემ ქმართან არ შევიმჩნიო ისიც ძაან განიცდის, ჩემზე ძალიან მემგონი.ყველაზე ძნელია სადილობისას თანამშრომლები რომ დავსხდებით და დაიწყებენ ორულობაზრ, მშობიარობაზე და ბავშცებზე ლაპარაკს, სურვილი მაქ ღმუილი დავიწყო, ნუთუ სხვა თრმა არ აქვთ გასარჩევითქო სულ მაგას ვფიქრობ. მოკლედ ლაითი დამაწყნარებელი მჭირდება ვფიქრობ smile.gif

Posted by: .ნინო 3 Aug 2017, 16:25
shunshura

ბოლომდე მეორე ხაზივით არ მუქდება ეგ არასდროს wink.gif მეც შენსავით მჭირდა, ყოველ მეორე დღეს ტესტს ვიკეთებდი და ზუსტად ვიცი biggrin.gif

ღმერთმა ყველა დაიფაროს, მაგრამ თუ რამე ცუდად წავიდა, ჰორმონი ისე უცებ ეცემა, რომ ზუსტად 1 დღის მერე ტესტი აღარ აანთებს.

ასე რომ დატკბი 2-2 ხაზით და ეცადე მაგაზე ნაკლებად იფიქრო, თორემ გარეკავ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif მე ტოქსიკოზიც მქონდა და თუ რომელიმე დღეს უკეთ ვიყავი, ვნერვიულობდი, რატომ ვარ კარგად თქო. ვაგიჟებდი ჩემს ქმარს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: shunshura 3 Aug 2017, 16:29
ნინო

ყოველ დღე სხვადასხვა ნაირია smile.gif არის დღე როცა ჰაერი არ მყოფნის, გუშინ მაგალიად წელი მტკიოდა თუ თირკმელი ვერ მივხვი,, ისე სხვა მხრივ ჩვეულებრივად ვარ.


კითხვა მაქვს ? როდის იბარებს ხოლმე ქეთი ეხოზე ? მითხრა ,მაგრამ ისეთი ემოციურად დატვირთული , რომ რარ მახსოვს მგონი 2 კვირაშიო smile.gif smile.gif

Posted by: .ნინო 3 Aug 2017, 16:30
shunshura
ეგ არ ვიცი, არ ვარ ქეთის პაციენტი smile.gif ისე გბალელშიკობთ ხოლმე, მიყვარს ეს თემა...

Posted by: nino84 3 Aug 2017, 16:49
shunshura
მომავალ მშობელთა კლუბშიც იკითხე აბა. ბევრი ქეთის პაციენტია იქ ინვიტროდან გადასული, იქ უფრო ეცოდინებათ. ნუ ნერვიულობ ყველაფერი კარგად ექნება შენ პატარას.

Posted by: Anukia198889 3 Aug 2017, 16:56
shunshura
მე ხეგედან 10 დღეში დამიბარა. მაგრამ გულის ცემა არ ისმოდა ჯერ პატარა იყო და ერთ კვირაში კიდე გადავამოწმე მერე ისმოდა. უბრალოდ მანამ სანაყოფე პარკს ამოწმებენ არის თუ არა საშვილოსნოში. მოემზადე ტკბილი მომენტისთვის. იქედან მთელი გზა რომ სიცილში გაატარებ. პირი ვერ მოვხურე მეგონა ვფრინავდი smile.gif

Posted by: rosonera 3 Aug 2017, 16:57
nino84
აუ ქეთის კითხე რა 1,2 ხეგეზე , მე ბევრჯერ მაქვს გაკეთებული და სულ 1,2 მაქვს ხეგე ხოლმე, აზრად არ მომსვლია მეკითხა, ახლა შენ რომ დაწერე განაყოფიარება მოხდაო იმედი ჩამესახა მეც smile.gif

Posted by: mariami17 3 Aug 2017, 16:58
shunshura
ხეგეზე 12 დღის მერე იბარებს და ეხოზე 22 დღის მერე.
მე ასე დამიბარა

Posted by: tammmta1 3 Aug 2017, 17:04
shunshura
ღია ვარდისფერს მიჩვენებდა ორ თვემდე. რამდენის ხარ?

Posted by: Lemon Curd 3 Aug 2017, 17:08
shunshura
კი კი მასე იყო ჩემთანაც. 3 თუ 4 დღე ვიკეთებდი ტესტებს ხეგეს მერეც და სულ ღია ფერის იყო მეორე ხაზი. არადა ხეგე 500 მეტი იყო როცა ჩავაბარე.
მერე ხეგედან ალბათ 2 კვირაში გავიკეთე კიდე ტესტი smile.gif)) და ჯერ მეორე ხაზი აინთო სანამ საკონტროლომდე მიაღწევდა დაჟე და მერე საკონტროლო smile.gif)) და მაგ ტესტზე ორივე ხაზი ზუსტად ერთნაირად წითელია, ყველა ტესტი შენახული მაქვს.
სხვა ალბათ იფიქრებდა ვერააო მაგრამ თქვენ გამიგებთ, იმდენჯერ მაქვს 1 ხაზიანი ტესტი ნანახი და ისეთი მისტიკა მეგონა მეორე ხაზი, ამ ტესტებს პერიოდულად ვიღებ და ვათვალიერებ რომ ის პირველი ორხაზიანის შეგრძნება აღვიდგინო ♡
ყველას ვინც ელოდება მალე გისურვებთ ორხაზიან ტესტს

Posted by: nino84 3 Aug 2017, 17:16
rosonera
აუცილებლად ვკითხავ. წინა ხეგეს პასუხი სამწუხაროდ ყველა გადავყარე, მეილებიც წავშალე მაგრამ მახსოვს რომ 0 და რაღაცა იყო 1 ზე მეტი არ ყოფილა ნამდვილად.

Posted by: rosonera 3 Aug 2017, 17:16
tammmta1
შენ რა ქენი, იწყებ ანისთან? თუ გადმოგაქვს ქეთისთან?

Posted by: m.i 3 Aug 2017, 17:51
გამარჯობა გოგოებო! 1 თვეა აქ არ შემოვსულვარ, ყველა პოსტის წაკითხვა ჯერ ვერ მოვახერხე smile.gif
მინდა ყველას მოგილოცოთ ვინც ორსულად ხართ და ბაიებს ელოდებით love.gif ღმერთმა ჯამრთელობა მოგცეთ და ბედნიერი დედები გამყოფოთ
ვისაც არ გამოუვიდა გული არ გაიტეხოთ, გწამდეთ რომ ყველაფერი კარგად იქნება.. აუცილებლად მივაღწევთ მიზანს გავხდებით დედები და ჩვენც სხვების მზგავსად გავიხარებთ ცხოვრებით love.gif

Posted by: tammmta1 3 Aug 2017, 17:54
rosonera
მე გადამედო ერთი წლით ეგ ამბავი და ჯერჯერობით გულშემატკივრობით შემოვიფარგლები biggrin.gif

Posted by: m.i 3 Aug 2017, 18:27
http://www.eczane.com.tr/regenesis-max-30-kapsul
რას ფიქრობთ ამ წამალზე?
თურქეთში ვიკითხე პროფერტილი, ეს შემომთავაზეს სანაცვლოდ.. ძალიან მიქეს კარგი არისო, მაგრამ მაინც ვერ გავრისკე დამოუკიდებლად შეძენა..

Posted by: zikata7 3 Aug 2017, 19:42
nino84
ჩემიც 1.2 იყო ორივეჯერ გაიგე არა და დაწერეე მიმაგრება თუ მოხდა და მერე არ განვითარდაა??
rosonera
შენ რაგითხრეს რისი ბრალიაო..

მესამე წრეზე მივდივარ ხვალ მაქვს ფუნქცია დააა ძალიან ვნერვიულოოობ ...

Posted by: shunshura 3 Aug 2017, 20:26
tammmta1

რავიცი აბა smile.gif smile.gif ? 20 გადამიტანა 30 ში ხეგე- 23 იყო,

Posted by: nino84 3 Aug 2017, 20:34
17 ოჰ პროგესტერონზე იქნებ მიპასუხოთ რა შეიძლება იმპლანტაციაში უშლიდეს ხელს? არასდროს არ გადამიმოწმებია.

Posted by: Anukia198889 3 Aug 2017, 20:47
nino84
საერთოდ არ შეგიმოწმებია გადატანის წინ? ანტი ტპო და ანტი ტჯ? მე შემამოწმებინა თამთამ
* * *
nino84
მე ფუნქციამდე გამაკეთებია 17 ოჰშპ და ნორმალური მაჩვენებელი რადგან იყო აღარ გადამიმოწმებია გადატანის წინ. მაგრამ ფუნქციამდე ავიღე ანტი ტპო და ანტი ტჯ. მქონდა მომატებული ანტი ტჯ ანტისხეულები მარტო. მაგისთვის დამინიშნა მეთიპრედი და სამი თვე ვსვი გადატანამდე. გადატანის წინ მარტო ანტი ტპო და ანტი ტჯ ამაღებინა რადგან მაღალი იყო იმიტომ მაგრამ ისიც დაქვემდებარებული იყო მეთიპრედს და კარგად დაწეულიყო. ისე გამიხარდა რომ დაბალი მოვიდა პასუხი. ახლა გამახსენდა აღარ გადამიმოწმებია გადატანამდე 17 ოჰშ. და როგორც ვიცი თუ მაღალია კარგი არ არის.

Posted by: nino84 3 Aug 2017, 20:57
Anukia198889
ანტი ტპო და ანტი ტეგე პუნქციამდე ჩავაბარე და ნორმაში იყო. გადატანამდე მარტო პროგესტერონი ჩავაბარე და ეგეც ნორმაში იყო.

Posted by: Anukia198889 3 Aug 2017, 20:59
nino84
ფუნქციამდე 17 ოჰპ არ აგიღია? არ იცი ანუ რამდენი გაქვს?

Posted by: nino84 3 Aug 2017, 21:33
Anukia198889
არა, არც უხსენებია ქეთის ეგ ანალიზი.
* * *
პროგესტერონის შეწყვეტის მერე რამდენ ხანში უნდა მომივიდეს? დღეს მეორე დღეა და ჯერ კიდევ არაფერი.

Posted by: Lemon Curd 4 Aug 2017, 13:42
გოგოებო, ინოვაში ვიყავი, თანხის გადასახდელად რიგში ვიდექი და ჩემს წინ გოგოს ლაბორატორიაში დაარეკინეს ხეგეს პასუხზე, 400რაღაც უთხრეს და ისეთი ამბავი და მილოცვები ატყდა smile.gif) გარშემო ყველამ ტირილი დაიწყო ნაცნობ-უცნობმა. დასტაცეს ხელი ამ გოგოს და ქეთისთან გამოაქანეს, მოცვივდნენ თეო, თამთა smile.gif)) შეაქანეს ექოზე. აუ რამხელა ბედნიერებაა, ასე მგონია ამდენი წვალების მერე სულ სხვა შეგრძნებით ხვდები ყველაფერს. თუმცა მე არ მქონია უწვალებელი შედეგი ანუ ბუნებრივი ორსულობა, და არ ვიცი იმაზე რა რეაქცია მექნებოდა smile.gif
მოკლედ რა ამ შედეგისთვის საერთოდ ყველაფერი ღირს ♡

Posted by: takotatuli1989 4 Aug 2017, 13:47
Lemon Curd
ეხლა მეც ვიტირე... შენ პოსტზე და იქ გავსკდებოდი ჯღავილით.

Posted by: tweety86 4 Aug 2017, 14:03
Lemon Curd
მე ბუნებრივად დავორსულდი 2,5 წლის შემდეგ. ვითომ არაა ხომ ბევრი? თვეებზე გადაამრავლე 30 თვე რომ ელოდები...

სამაგიეროდ ყველანაირად მზად აღმოვჩნდი ორსულობისთვის, მშობიარობისთვის და დედობისთვის

Posted by: Lemon Curd 4 Aug 2017, 15:08
takotatuli1989
აუ მეც ისეთი აჩუყებული ვარ ჯერ კიდევ

tweety86
გეთანხმები, ერთი შეხედვით ბევრი არ არის მაგრამ რა ნერვები გინდა რომ აიტანო ყოველ თვე ჯერ მოლოდინი, მერე სიმპტომების ძებნა, მერე იმედგაცრუება და ისევ თავიდან.
და ამის მერე ერთხელაც რომ დგება ეს ორსულობა, ენით აღუწერელი ბედბიერებაა

Posted by: rosonera 4 Aug 2017, 16:43
Lemon Curd
გამაჟრიალა smile.gif უდიდესი სიხარულია ჩვენთვის ეგ, და ვინც მალევე ფეხმძიმდება ბუნებრივი, ჩვეულებრივი მდგომარეობა გონია.

Posted by: იათო 4 Aug 2017, 17:23
Lemon Curd
ხოო, თითქმის ყოველთვის, როცა ინოვაში ვარ ასეთ სცენებს გადავეყრები ხოლმე ... ალბათ იმიტომ რომ შესვენებისას მივდივარ და ამ 1-დან 2 საათის შუალედში იგებს ხალხი ხეგეს პასუხს : ) თვითონ პერსონალიც ძალიან ემოციურია ხოლმე დადებით შედეგებზე... მინდა მეეეც : ))

Posted by: Lemon Curd 4 Aug 2017, 18:16
rosonera
იათო

ძალიან ემოციური მომენტი იყო მართლა, აი ფილმებში რომ არის და ყველა ბედნიერია smile.gif)
აბა მე სუპერმარკეტში ვიყავი შესვენებაზე და იქიდან დავრეკე, პასუხი გამოვძალე დაბრომ მითხრეს, რას ვცემოდი სიხარულით არ ვიცოდი )))

აუ ხანდახან ვფიქრობ, რა ბედნიერი ვარ რომ 21 საუკუნეში მიწევს ცხოვრება როცა სამედიცინო მომსახურება განვითარებულია და ინვიტრო არსებობს. წინა საუკუნეში ალბათ შანსიც არ მექნებოდა ორსულობის ან ნუ ძალიან მცირე. ნათესავები მყავს დები, ერთი 25ის გათხოვდა მეორე 30 ცოტა მეტის. და არც ერთს არ ეყოლა შვილი. არადა ვინ იცის სულ მარტივად მოგვარებადი ყოფილიყო მათი პრობლემა ინვიტროს საშუალრბა რომ ყოფილიყო.
ვუტრირებ smile.gif მაგრამ ისე გაიმედებს ადამიანს რომ არსებობს ასეთი ფორმა სამედიცინო ჩარევის, თუნდაც სუროგატის საშუალებით შენი სისხლის და ხორცის შეძენის

Posted by: SRB100 4 Aug 2017, 19:37
nino84
მეთიპრედს ხომ სვამდი?
პუნქციამდე არც მე ჩამიბარებია 17ოჰპ, ალბათ, იმიტომ რომ გადატანის მერე ერთ აბ მეთიპრედს ყველას უნიშნავს და შესაბამისად მაგ ანალიზის ჩაბარების საჭიროება არ არსებობს ჩემი აზრით.
მითუმეტეს არ გქონია მომატებული ანტისხეულები.

Posted by: nino84 4 Aug 2017, 20:29
SRB100
მეთიპრედს კი ვსვავდი და არც ანტისხრულრბზე მაქ პრობლემა. უბრალოდ აღარ ვიცი რას დავაბრალო რომ არ ხდება იმპლანტაცია არადა ყვრლაფერი კარგად მაქ. ამ ფორუმზე მე ვარ მგონი რეკორდსმენი გადატანების რაოდენობით. არ ვიცი თავს ვიტყუებ თუ მართლა მჯერა რომ ღმერთი არ გამწირავს და მეც მაჩუქებს ამდენი წლის ნანატრ შვილს.

Posted by: Tamara1988 4 Aug 2017, 21:07

აი სწორედ მეთიპრედი რომ არ დამინიშნეს მაგიტომ მომცა ასეთი ალერგია. ხანდახან ძალიან უყურადღებოები არიან. sad.gif

Posted by: natia8@ 4 Aug 2017, 21:34
Tamara1988
ეხლა რომ დაიწყო აღარ შეიძლება? მე 2 დღე ჩამივარდა ვერ ვიყიდე,არ იყო არსად და ისეთი ქავილი დამეწყო.როგორც კი დავლიე 2 საათში მომეხსნა ქავილი.

Posted by: nino84 4 Aug 2017, 21:40
natia8@
natia8@
ნეტა დაგეწერა ორ აბს კი მოგცემდი.
* * *
Compte.paris.75
შენ რას შვები როდის აპირებ თბილისში ჩამოსვლას?
ჩვენ ვართ ამ ფორუმის რეკორდსმენები ინვიტროების რაოდენობით და წელს უნდა გავარღვიოთ ეს მოჯადორბული წრე.

Posted by: Tamara1988 4 Aug 2017, 22:57
natia8@
კი დავიწყე 10დღეა ვსვავ ცოტა კი მაქვს შედეგი. მაგრამ მაინც ვერ ვაგრძელებ ლუთეინას და პროგრესტერონს. ეგრევე საშინელება მემართება.

Posted by: BaiserVole 4 Aug 2017, 23:18
tammmta1

ეხლა ვნახე თაგი..
ოყნას ვიკეთებ დილით, რომ კუჭში დაძაბვის გარეშე გავიდე. გაზები მაქვს არაბუნებრივად ბევრი, აი სულ მიბუყბუყებს ნაწლავები, იმედია რამეს არ ავნებს..

თეონა ანთიასთან გავიკეთე, კარგის მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი, უზომოდ ყურადღებიანი გოგოადა არაერთXელ ვიგრძენი რომ ნაფიქრი ქონდა ჩემს მდგომარეობაზე ხოლმე, და ოთახში უცებ არ იღებდა გადაწყვეტილებას.. უბრალოდ 2 უშედეგოს შემდეგ, თვითონაც გვითხრა, აბსოლუტურად მესმის, რომ რამე უნდა შეცვალოთო, და ჩვენს ხელთ მხოლოდ ექიმის შეცვლა იყო და დავბრუნდი ქეთისთან. დანიშნულება 99% იგივეა, ერთადერთი ტევაგრასტიმი არ გამიკეთებია იქ. ვნახოთ რა იქნება, ძალიან მგულშემატკივრობს თვითონ თეონაც.

Posted by: SRB100 4 Aug 2017, 23:51
Tamara1988
ყველას უნიშნავენ, შენ რატომ არ დაგინიშნეს?
მე დამრჩა საკმაოდ ბევრი, თუ გინდათ მოგცემთ.

კიდევ დამრჩა ლუთეინა, ერთი ფირფიტას აკლია ზუსტად ერთი აბი.
პროგესტერონის ერთი შეკვრა და დივიგელი 0,5იანი ოღონდ, ეგეც საკმაოდ ბევრი.
დედაჩემთან ვარ ეს დღეები, სახლში რომ მივალ ვნახავ ზუსტად რამდენია და სხვა წამალი ხომ არ მაქვს კიდე და მოგცემთ ვისაც გინდათ :** პმ-ში მომწერეთ..

Posted by: shunshura 5 Aug 2017, 11:38
წელის ტკივილი და.მოსვლის შეგრძნება მომემატა ნორმალურია?

Posted by: Tamara1988 5 Aug 2017, 13:16
SRB100
არ ვიცი.არ გჭირდებაო ასე მითხრეს.
თუმცა 4კვირაზე ანალიზი რომ ჩავაბარე ზღვართან ახლოს იყო.

Posted by: sesilia28 5 Aug 2017, 15:44
shunshura
მიწერე ექიმს? წამლებს ხომ იღებ?

Posted by: nino84 5 Aug 2017, 16:42
Zikata7
რა ქენი გქონდა პუნქცია?

Posted by: zikata7 5 Aug 2017, 18:54
nino84
კი 7 ამომიღეს ვნახოთ რამდენი იყოჩაღებს ძალიან ვნერვიულობ... ვერ გაიგე 1. 2 რომ აჩვენებს ხეგე რასნიშნავსს?? მიმაგრება მოხდა და ვერ განვითარდა თუ არც დაწყებულა მიმაგრება.. ვფიქრობ სექტემბერში გადავიტანო.. ჯერ ვნახოთ რამდენი წერტილი მეყოლება :*
* * *
nincka1987
როგორ ხააარ? როგორ მიდის ორსულობაა... რამდენი გყავს ორი თუ ერთი აღარ მახსოოვს :*

Posted by: nino84 5 Aug 2017, 19:09
zikata7
ხეგეზე ვკითხავ აუცილებლად ქეთის, ექოზე რომ მივალ.
* * *
გოგოებო, ძალიან გთხოვთ რომ მიპასუხოთ რა
ვისაც ორი და მეტი გადატანა გქონიათ და დადგა ორსულობა რა შეცვალეთ წინა მცდელობებთან შედარებით? რამე დამატებით ანალიზი ხომ არ დაგინიშნათ ექიმმა ან გამოკვლევა?

Posted by: compte.paris75 5 Aug 2017, 20:20
nino84
14 აგვისტოს მოვდივარ. ბევრი ვემზადებით სასექტემბროდ როგორც ჩანს smile.gif

Posted by: mariami17 5 Aug 2017, 20:25
compte.paris75
ქეთი რომ გადის ავებულებაში 15 დან და მგონი 5 სექტემბრიდან იქნება?

Posted by: nino84 5 Aug 2017, 22:25
Iratta_26
როგორ ხარ, როგორ არიან შენი ტყუპები? თუ სწორად მახსოვს შენ მეორე ცდით გამოგივიდა ხო ქეთისთან?

Posted by: iratta_26 5 Aug 2017, 23:21
nino84
კარგად არიან smile.gif მადლობ. ქეთისთან გავიკეთე 2-ჯერ. დეკემბერში გავიკეთე სტიმულაცია და გადატანა, არ მიემაგრა, ემბრიონებიც არ დამრჩა. მერე ქეთიმ მირჩია ისევ მალე გამეკეთებინა და თებერვალში გავიკეთე სტიმულაცია და იმავე ციკლში მქონდა გადატანაც.

Posted by: compte.paris75 6 Aug 2017, 11:26
გოგოებო. ვეძებ ანი მორჩილაძის მეილს. ვინმემ თუ იცით იქნებ მომწეროთ. მინდა მეორე ექიმის აზრიც მოვისმინო.

Posted by: shunshura 6 Aug 2017, 13:18
ნინო 84
არაფერი არ შეუცვლია სამი გადატანა მქონდა

Posted by: iratta_26 6 Aug 2017, 14:06
compte.paris75
ფბ-ზე მიწერე არ გირჩევნია?

Posted by: liziko-nata1990 6 Aug 2017, 14:14
გამარჯობა. მე ახალი ვარ სექტემბერში ვაპირებ ინვიტროს გაკეთებას ჯერმარტო პროფერტილს ვსვავ. ზაღვაზე მინდა წასვლა და რას მირჩევთ?

Posted by: compte.paris75 6 Aug 2017, 15:01
QUOTE (iratta_26 @ 6 Aug 2017, 14:06 )
compte.paris75
ფბ-ზე მიწერე არ გირჩევნია?

იმეილი მირჩევნია, რომ დალაგებულად დავუწერო, სრულად და დოკუმენტები ავუტვირთო. მაგრამ თუ ვერ ვიშოვე მაშინ სხვა გზა არ არის, მოკლედ მივწერ ფბ-ზე.

Posted by: mariami... 6 Aug 2017, 15:31
გამარჯობა გოგოებო, ვინც ქეთის პაციენტი ხართ გთხოვთ მიპასუხეთ,სექტემბერში მინდა გავიკეთო ინ ვიტრო და მაგ დროისთვის ვინ იქნება ინოვას ემბრიოლოგი? ან ეხლა ვინ არის/ წარმატებულია?

Posted by: kekuna78 6 Aug 2017, 19:27
mariami...
ეხლახანს ჩამოსულა ახალი ემბრიოლოგი ბიჭი, ძალიან მაგარიაო, ქეთი ძალიან გახარებულიაო და 2 წელი აქ იქნებაო.

Posted by: Kato81 6 Aug 2017, 23:47
compte.paris75
ani.otta@mail.ru ეს არის ანის მეილი, წარმატებებს გისურვებ :*

Posted by: piko1989 7 Aug 2017, 00:16
გოგოებო ინვიტროს სექტემბერში ვიწყებ და ანალოზები ყველაფერი რიგზემაქვს და წინასწარ არაფერი დაინიშნია ჩემ ექიმს და მაინტერესებს თუ სვავთ თქვენ რამეს ან თუ ნიშნავემხოლმე წინასწარ რაიმეს?

Posted by: nino84 7 Aug 2017, 09:10
piko1989
მე ვსვავდი ფოლიუმს და დ ვიტამინს.
* * *
zikata7
როგორ ხარ? გაიგე რამდენი ემბრიონი გყავს?

Posted by: natali777 7 Aug 2017, 11:21
compte.paris75
ეგ ვიპოვე გუუგლ-ში, ანის ე-მაილს ხო ეძებ: a.morchiladze@invitro.ge
ისე მეც ვცდი თუკი მიწერ და გიპასუხა ანიმაც smile.gif

Posted by: mariami... 7 Aug 2017, 11:33
მადლობა გამოხმაურებისთვის წარმატებები ყველას.....

Posted by: piko1989 7 Aug 2017, 11:54
nino84
მადლობა გამოხმაურებისთვის ნეტა დანიშვნის გარეშე რო დავლიო რამეა ხო არ დავაშავებ? არ გჭირდებაო მითხრა მარა ვიტამინი და ფოლიუმი არაფერს აზიანებს როგორც ვიცი სასარგებლოა დაჟე და რავი

Posted by: nino84 7 Aug 2017, 12:21
piko1989
ფოლიუმის მჟავა შეგიძლია დალიო უპრობლემოდ, რაც ვგეგმავ ორსულობას ბოლო ერთი წელია სულ ვსვავ.
დ ვიტამინზე ანალიზი ჩავაბარე და ძალიან დაბალი მაჩვენებელზე მქონდა ფაქტიურად კრიტიკულ ზღვარზე, ამიტომ ექიმმა ეგეც დამინიშნა.

Posted by: zikata7 7 Aug 2017, 12:45
გოგოებოო შოკში ვარ 7 ვე კარგად არიან ჩემი წერტილებიიი... სექტემბერში გადავისკუპებ ...

Posted by: Batakeke 7 Aug 2017, 12:53

zikata7
გილოცავ. წარმატებები.

Posted by: Tamara1988 7 Aug 2017, 12:58
zikata7
გილოცაავ.
სექტემბერი შენი თვეაააა. წარმატებებიიიიიი.

Posted by: ninucela84 7 Aug 2017, 13:11
zikata7


აუ როგორ გამიხარდა, გილოცავ ანუ 7 ემბრიონი მიიღე?? აქედან ბლასტო რამდენია???
მე მაისში 7 კვერცუჯრედიდან მივიღე მხოლოდ ერთი ბლასტო საშუალო ხარისხის. ამას არ გადავიტანთ და სექტემბერში მინდა პუნქციის მეორე ეტაპი,

Posted by: nino84 7 Aug 2017, 13:17
zikata7
რა მაგარია, გილოცავ. მოკლედ სექტემბერში ყველანი უნდა დავორსულდეთ ვინც დავჩით.

Posted by: takotatuli1989 7 Aug 2017, 13:35
zikata7
ძალიან გამიხარდაა <3 გილოცავ მომავალო დედიკო <3

Posted by: shunshura 7 Aug 2017, 13:38
გოგოებო დღეს ხეგე 156 იყო. დაბალია ძალიან ვინმეს.გქონდათ მსგავსი? გადატანიდან 18 დღეა.2 დღეში გადაამოწმეო პროგრესირებს თუ არა.ყურებუ ჩამოვყარე

Posted by: Nit89 7 Aug 2017, 13:41
გამარჯობათ გოგოებო გადატანიდან 8 დღეა დღეს გულმა ვერ გამიძლო და ტესტი გავაკეთე დილის შარდზე, ძალიან გთხოვთ მითხარით ხომ არ მელანდება მეორე ხაზი. 6 წელია ამ ხაზს ველოდები.user posted image

Posted by: Tamara1988 7 Aug 2017, 13:50
Nit89
რა თქმა უნდა 2ხაზიააა.არ გელანდებააა ნამდვილად. გილოცააააავ. მახსოვს შენი ისტორიაააა. :* :* :*

Posted by: Nit89 7 Aug 2017, 13:52
Tamara1988
ორ ხაზს თუ ვეღირსებოდი აღარ მეგონა sad.gif მაკანკალებს სიხარულისგან თან მეშინია. გაიხარე დიდი მადლობა ჩემო კარგო :*

Posted by: Tamara1988 7 Aug 2017, 13:57
Nit89
როგორც მახსოვს ქანთარიას პაციენტი იყავი. ჰისტეროს რომ გეუბნებოდა გაიკეთე? ჩემი ტესტი ამაზე ღია იყო 9დღეს. smile.gif)))))

Posted by: Nit89 7 Aug 2017, 14:04
კი ქანთარიას პაციენტი ვარ, ჰისტეროც გავიკეთე და პოლიპები აღმოჩნდა ენდომეტრიუმზე, საშვილოსნოზე ძგიდე ისევ წამოსული იყო და ეგეც ამომაჭრეს. 3 წლის წინ ვაძიმთან გავიკეთე ზუსტად მაგ ძგიდის ოპერაცია.
* * *
ღმერთმა ქნას ჩემო კარგო , დღეს დავრეკე ქეთისთან და მოდი ხეგეზეო და ვნახოთ რა იქნება.

Posted by: nikolsona 7 Aug 2017, 14:23
Nit89
100000000000000000000% ორსულობაააააააააა გილოცავ! დარწმუნებული ვარ, ეჭვიც არაა

Posted by: iratta_26 7 Aug 2017, 14:29
Nit89
პუნქცია ამ ციკლში გაიკეთე?

Posted by: nino84 7 Aug 2017, 14:44
Nit89
გილოცავ, მეც ვხედავ მეორე ხაზს, რა მაგარიაააააა. პირველი ინვიტროა?

Posted by: იათო 7 Aug 2017, 14:54
zikata7
ძალიან კარგია <3 გილოცავ!
ამ თვეში არ გამოვიდა გადატანა?

Posted by: tweety86 7 Aug 2017, 15:13
Nit89
მოსალოცად გაქვს საქმე ნამდვილად
მშვიდობიანი 9 თვე!

Posted by: zikata7 7 Aug 2017, 15:26
ninucela84
nino84
Tamara1988
Batakeke
უღრმესი მადლობააა.. არვიცი რომელი როგორია ჯერ... ყოჩაღად არიან 7ვეო ეგ ვიცი ჯერ პარასკევს მქონდა ფუნქცია..

Posted by: kapela_nino 7 Aug 2017, 15:26
Nit89
GilocV , ra magariaaaa

Posted by: zikata7 7 Aug 2017, 15:29
takotatuli1989
იათო
მადლობაააა დიდიი... იმედი მომეცაა ძალიან ბედნიერივარ... რავიცი ამ თვეში არ გააკეთა.. თან მეც არმინდა დავისვენებ და სექტემბრიდან შევუდგები

.Nit89
ვაიმეეე რამაგარიააა ამ ხაზზე ვოცნებიბბბ... გილოცააავ მაღალი ხეგე იქნებააა.. რამდენი გყავს გადატანილიი..

Posted by: kapela_nino 7 Aug 2017, 15:40
liziko-nata1990zgva arafers at sheushlis xels. Pirokit zomierad D vitamins miigeb

Posted by: kekuna78 7 Aug 2017, 16:11
Nit89
გილოცავ, მშვიდობიანი 9 თვე, მოგვიყევი რა რამდენი კვერცხუჯრედი გქონდა და რამდენი ემბრიონი მიიღე, როდის გქონდა პუნქცია?

Posted by: m.i 7 Aug 2017, 17:00
zikata7
გილოცავ კარგი შედეგია, ასეთივე წარმატებული უნდა იყოს გადატანაც smile.gif გწამდეს რომ უეჭველი ასე იქნება...

Nit89
გილოცააააააავ smile.gif
* * *
liziko-nata1990
პირიქით, ექიმს ვესაუბრე და მითხრა ძალიან კარგს შვრები ზღვაზე რო დადიხარო, აუცილებელია შენთვის დ ვიტამინის მიღებაო..

Posted by: Nit89 7 Aug 2017, 17:27
ვერ გნიშნავთ გოგოებო ტელეტი ვარ. ხგ 45. უდიდესი მადლობა ყველას. პუნქცია მაისში მქონდა ერთი ბლასტო გადავიტანეთ და არ ფამოვიდა იმ თვეში,მერე ჰისტერო გავიკეთე და 31 ივლისში გადავიტანეთ ორი ბლასტო და მგონი ვეღირსე დედობას ჯერ კიდევ შოკი მაქვს

Posted by: takotatuli1989 7 Aug 2017, 17:31
Nit89
გილოცავ! გადასარევი მაჩვენებელი გაქ! მშვიდობიან 9 თვეს და ბედნიერ დედობას გისურვებ <3

Posted by: Nit89 7 Aug 2017, 17:34
4 ემბრიონი მქონდა კარგი ხარისხის, ერთი დამრჩა ეხლა. გაიხარეთ გოგოებო მართალია 2017 წელს შემოგიერთდით მაგრამ 5 წელია თვალყურს გადევნებთ და ბევრი რამე ვისწავლე თქვენგან,ინ ვიტრო რომ გადავწყვიტე უკვე ყველაფერი ვიცოდი თქვენი წყალობით. უფალი გფარავდეთ და ყველას დადებითი ხგ, საოცარი გრძნობქ ყოფილა ღირს ამისთვის ბრძოლა.

Posted by: sesilia28 7 Aug 2017, 17:37
Nit89
ქეთი ქანთარიასთან დადიხარ? ბედნიერი დედობა ჩემო კარგო, ასეთი გახარებული იყავი მუდამ :*

Posted by: Batakeke 7 Aug 2017, 17:37
Nit89
გილოცავთ. მშვიდობიანი ცხრა თვე.

Posted by: nino84 7 Aug 2017, 17:43
Nit89
გილოცავ, მშვიდონიანი და უპრობლემო 9 თვე :*

Posted by: natali777 7 Aug 2017, 17:56
Nit89
გილოცაავ, მშვიდობიან 9 თვეს და ბედნიერ დედობას გისურვებ <3 , ჰისტერო რა დაგიჯდა და სად ვისთან გაიკეთე?

Posted by: compte.paris75 7 Aug 2017, 18:11
Kato81
natali777
nincka1987


მადლობა გოგოებო, მივწერ ამ საღამოს და გაგაგებინებთ თუ მიპასუხა.

Posted by: nefertiti987 7 Aug 2017, 19:33
Nit89
სულ ასეთი გახარებული გამყოფოს ღმერთმა! გოგოებო,ცისტოზურ ჯირკვლოვან ჰიპერპლაზიაზე რას მეტყვით,რამდენად უშლის ხელს მიმაგრებას?

Posted by: nino84 7 Aug 2017, 19:49
ვიყავი დღეს ქეთისთან და დაიმედებული წამოვედი. ხეგე 1.25 ზე მითხრა მცდელობა იყოვო მიმაგრების, ისე 0.5 ს არ ცდებაო და ეს ჩემს შემთხვევაში უკვე კარგია, ვინაიდან ნიშნავს რომ აქ ენდომეტრიუმს რეცეპციის უნარი.გაყინული ბლასტოებიც ძალიან კარგიაო. სექტემბერში ვცდით თავიდან, ეს თვე გადავწყვიტე დავისვენო.

Posted by: iratta_26 7 Aug 2017, 19:57
Nit89
გილოცავ, მშვიობიანი ორსულობა გქონოდეს smile.gif
nino84
ეგ კარგი ამბავია. სექტემბერში დადებითს ველოდებით smile.gif

Posted by: piko1989 7 Aug 2017, 22:50
გოგოებო წამლები თუ ვინმეს გიყიდიათ თურქეთში და რომელი ქალაქიდან ჩამოგიტანიათ?

Posted by: liziko-nata1990 7 Aug 2017, 22:51
kapela_nino
m.i
მადლობა გოგოებო. ჩემ ექიმს ველაპარაკე და წადინოღონდ არ გაიზაგრო წყალში ჩადი თუ გინდაო.
და მასე არ მინდა

Posted by: Nit89 8 Aug 2017, 07:52
ყველას უღრმესი მადლობა მოლოცვისთვის,ვინც მოლოდინშია ყველასთვის მალე მომელოცოს და ვინც უკვე ბაოს ელოდება ყველას ბედნიერი ორსულობა და მშვიდობიანი მშობიარობა.
ქეთი ქანთარიას პაციენტი ვარ, მაისში მქონდა პუნქცია ამოვიღეთ 10 კვერცხუჯრედი და აქედან 4 მივიღეთ უმაღლესი ხარისხის,ორი სამ დღიანი მყავდა ერთად გაყინული 10 უჯრედიანი და 8 უჯრედიანი და ორი ბლასტოცისტი ცალ ცალკე გაყინული. მაისში არ გამოვიდა გადატანა არ გირჩევო, ივნისში გადავიტანე და ხგ 0,5 მქონდა, ივნისშივე გავიკეთე ჰისტეროსკოპია ინ ვიტროშივე ზურაბ ვაშაკიძესთან 750 ლარი დამიჯდა მარტო ჰისტერო და ერთი 200 ლარამდე წამლები (პოლიპები აღმოჩნდა ენდომეტრიუმზე თან უამრავი.ეხოზე საერთოდ არ ჩანდა არაფერი). ჰისტეროს მერე დავიწყეთ ნატურალურ ციკლში გადატანისთვის მზადება, ჩემი ორი სამდღიანი გამოალღვეს და ბლასტომდე მიიყვანეს და ორივე გადავისვი 31 ივლისს.
ჰისტეროს გაკეთებას ვეჭვობდი აქ დავწერე და ზუსტად აღარ მახსოვს ვინ იყონენ მაგრამ გოგოებმა მირჩიეს გაიკეთეო, ღმერთიც გაახარებთ კი დადგა შედეგი.

Posted by: shunshura 8 Aug 2017, 10:19
მოკლედ, მაადრევი იყო ჩემი სიხარული, ქეთიმ სავარაუდოდ შეწდა ორსულობაო , ვარ სე გამოცარიელებული.
წარმატებები მათ ვინც ელოდებით , თავს გაუფრთხილდით

Posted by: Batakeke 8 Aug 2017, 10:23
shunshura
ძალიან ცუდი. ეცადე არ ინერვიულო. გაყინული გაქვთ?

Posted by: taknatuna 8 Aug 2017, 10:31
Nit89
აუ რაკარგიაა. გილოცააავ ბედნიერ დედობას გისურვებ და მშვიდ 9 ტვესს.


მეც ზურასთან ვიკეთებ ჰისტეროზ სექტემბერში

Posted by: natia8@ 8 Aug 2017, 10:42
shunshura
კიდევ რომ ჩააბარო ერთხელ ხეგე? მაინც რომ გადაამოწმო?

Posted by: tweety86 8 Aug 2017, 10:48
shunshura
სავარაუდოდ?
ჩააბარე რა კიდევ ერთხელ ჯერ ხომ არ მოგსვლია

Posted by: BaiserVole 8 Aug 2017, 12:14
shunshura

ძალიან ვწუხვარ. მე როგორ გაგამხსნევო არ ვიცი, მაგრამ ძალიან ბედნიერი ხარ რომ ზუსტად ნაყოფი გემაგრემა, და იცი რომ აუცილებლად გამოვა.

გოგოებო რაღაც მინდა გკითხოთ, მოკლედ გუშინ ვაღებინე 4ჯერ. სრულიად უმიზეზოდ. რა საკვებიც ვჭამე მთელმა ოჯახმა იგივე მიიღო, და არავის არ ქონია პრობლემა.
ფაღარათიც არ მაქ, რაც თან სდევს მოწამლვას, აი სრულიად გაურკვეველია ღებინების მიზეზი.
სიმპტომებს საერთოდ არ ვუკვირდები წინა გამოცდილებიდან გამომდირაე, მაგრამ ასე ადრეულ ვადაზე შეილძება ტოქსიკოზის ნიშNები იყოს ეს? 31ში მქონდა გადატანა საღამოს



Posted by: iratta_26 8 Aug 2017, 12:24
BaiserVole
რაღა ადრეა, მე გადატანიდან მეორე თუ მესამე დღეს წყალს რომ ვსვავდი რკინის გემო ქონდა და რამოდენიმე დღე ვერ დავლიე ნორმალურად, მერე გამიარა.

Posted by: compte.paris75 8 Aug 2017, 12:49
მიპასუხა მეილზე ანიმ, 6 საათზე მოუწერია, არ ძინავს მგონია მაგ გოგოს, არ მოველოდეი ასე მალე თუ მიპასუხებდა. გაახარებს ღმერთი.
''...
tqveni mravalricxovani protokolebidan gamomdinare, me aucileblad (mit umetes ukve asakidan gamomdinare) gavaketebdi modificirebul natiralur cikls (antistrogenebi + ramodenime ampula ginaditropini) movaxdendi Blastos stadiamde kultivacias da gadavutandi endometriumshi, romelsac eqneboda rogorc skretchingi chatarebuli, aseve G-CSF shekvanili (recepciulobis gazrdis miznit).
mainteresebs, romelime gadatanamde iqna tu ara PGS chatarebuli? iqneb ushedego mcdelobebis ukan imaleba embrionebis genetikuri gaumartavoba, anu aneuploidia. (mxolod tqveni da tqveni meuglis stori kariotipi araperze miutitebs). da kidev, IVF-shi moqmedebs erti dautsereli kanoni - kidev scade! shesadzloa pacients gaumartlos me-7-e, me-8-e .... mcdelobidan...''

ვერ გავიგე რა არის antistrogenebi, რისთვის არის?
ან G-CSF რა არის?

Posted by: natia8@ 8 Aug 2017, 13:18
BaiserVole
მე გადატანიდან მე-5 დღეს დამეწყო გულის რევის შეგრძნება და 7 დღეს გულის რევა.ქეთის მივწერე და მერვე დღეს გავიკეთე ტესტი,მაგრამ უარყოფითი მაჩვენა.12 დღეს კი დადებითი ხეგე მქონდა.თუმცა პირველ ორსულობაზე არ მქონია თავიდან ეგ სიმპტომები.

Posted by: Anukia198889 8 Aug 2017, 13:24
BaiserVole
natia8@
მეც მქონდა მეხუთე დღეს გულის რევა. მეგონა წამლების ბრალია თქო ასე მალე რის გულის რევა მექნება მაგრამ კი აღმოჩნდა რისიც იყო smile.gif

Posted by: shunshura 8 Aug 2017, 14:14
Batakeke
გაყინული არ მაქვს. ზოგადად 1 ემბრიონზე მეტს ვერ ვიღებ , მიუხედავად რომ ანტიმიულერი 1.2 მაქვს

Posted by: nino84 8 Aug 2017, 14:15
compte.paris75
მე ვეძახი მასე " კიდევ სცადეთ" ყოველ ჩემ წარუმატებელ შედეგს smile.gif))
G-CSF მა მეც დამაინტერესა, ვაპირებ ანისთან კონსულტაციაზე მისვლას და ვკითხავ რა პროცედურაა.

Posted by: takotatuli1989 8 Aug 2017, 14:17
compte.paris75
ანტი ესტროგენი ჰორმონია მე სუ მაფით ვიკეთებდი სტიმულაციებს.. არ ტვირთავს დიდად საკვერცხეს.. ლეტროზოლი ან ეტრუზილოს დასახელებიყ იყიდება რამდრნიმე აბს დალევ იაფია. ის მეორე მგონი გელია 200 ლარი ღირს მგონი მიმაგრებას უწყობს ხელა

Posted by: m.i 8 Aug 2017, 14:54
მე ვიყავი ანისთან კონსულტაციაზე, ძალიან კმაყოფილი ვარ smile.gif ბევრ რაღაცაზე დამაფიქრა, ბევრი შეცდომაც დაიჭირა ჩემს ისტორიას რო გაეცნო. ძალიან დიდი იმედი მაქვს უფლის წყალობით და ანი ექიმის დახმარებით აუცილებლად მივაღწევ მიზანს..

Posted by: nino84 8 Aug 2017, 15:10
m.i
მანამდე ვისი პაციენტი იყავი? თუ არ მეშლება ბათუმში გაიკეთე ხომ შენ ინვიტრო?

Posted by: m.i 8 Aug 2017, 15:20
nino84
კი ბათუმში გავიკეთე, მარინას პაციენტი ვიყავი

Posted by: compte.paris75 8 Aug 2017, 15:22
მადლობა გოგოები და საერთოდ რაში მგდომარეობს ''მიდიფიცირებული'' რას ნიშნავს ?

Posted by: nincka1987 8 Aug 2017, 16:03
nino84
compte.paris75
G-Cfs არის გოგიები ტევაგრასტიმი იგივე.ძალიან გამიხარდა მალევე რომ მოგწერა,მითხრა აუცილებლად მივწერო.

Posted by: nino84 8 Aug 2017, 16:23
nincka1987
შენ როგორ ხარ? რაო ანიმ?

Posted by: compte.paris75 8 Aug 2017, 16:23
takotatuli1989
მარტო ანტი-ესტროგენით იკეთებდი სტიმილაციებს? გონალი და პურეგონი და ეგეთი რაღაცეეები არაა?
* * *
nincka1987
გაიხარე, შენი დამსახურებით

nino84
შენ რა გითხარი. თოლიას ნაყინი გამახსენდა smile.gif თუ კოკაკოლის თავსახურავზე იყო? რომ ამოდიოდა ''კიდევ სცადეთ'' smile.gif)))))

Posted by: piko1989 8 Aug 2017, 16:35
m.i
ანისთან რა ღირს კონსულტაცია პირველადი? და წონასწარ ჩაეწერე თუ პირდაპირ მიხვედი?

Posted by: m.i 8 Aug 2017, 16:37
ვიზიტი ქონდა დაგეგმილი ბათუმში, დავრეკე და ჩავეწერე კონსულტაციაზე. 70 ლარი გადავიხადე

Posted by: nino84 8 Aug 2017, 16:46
compte.paris75
აი ზუსტად. რა ვქნა თუ იუმორით არ შევხედე ამ ყველაფერს ასათაინზე ამოვყოფ თავს : D

Posted by: ninucela84 8 Aug 2017, 17:06
გოგოებო, თურქეთში ურეცეპტოდ ვიყიდი წამლებს?? ანუ, აქაური რეცეპტი რომც მომცენ რა აზრი აქვს??? ანტალიაში ხო ვერ მიმასწავლით აფთიაქს სადაც სტიმულაციის წამლები იყიდება. მადლობა წინასწარ

Posted by: m.i 8 Aug 2017, 17:22
ninucela84
თავისუფლად შეგიძლია შეიძინოო იქ რა წამალიც გსურს. არანაირი რეცეპტი არ დაგჭირდება.

Posted by: ninucela84 8 Aug 2017, 17:31
m.i


დიდი მადლობა smile.gif გაიხარე

Posted by: piko1989 8 Aug 2017, 17:38
m.i
აუ მეც თურქეთში ვაპირებ შეძენას და შენ ეტყობა უფრო დიდი გამოცდილებაგაქვს და ტომელ ქალაქში შევიძენტ ქემელფაშაში ვიყიდით თუიციი? დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის

Posted by: compte.paris75 8 Aug 2017, 17:43
nino84
როდის მიდიხარ ანისთან? არ გადის შვებულებაში?

nincka1987, nino84

ხო არ იცით როდის მიდის და როდის მოდის ანი შვებულებაში? 3 სექტემბრის ციკლში მინდა სტიმულაციები გავიკეთო. და იმედი მაქვს მოვახერხებ, თორემ მიდის მერე ჩემი ქმარი და იძულებული ვიქნები გავაყინინო.

Posted by: m.i 8 Aug 2017, 17:53
piko1989
კი მაქვს გამოცდილება smile.gif მე აქვე ახლოს გადავდიოდი ქემალფაშაში, თუმცა იქით გაცილებით უფრო ნაკლები ღირს როგორც ვიცი. სტიმულაციის წამლები აქვთ ძალიან კარგ ფასებში.

Posted by: nincka1987 8 Aug 2017, 18:12
nino84
არამიშავს ჩემო კარგო,შენ როგორ ხარ? მოკლედ ძალიან კარგი გოგოა რაა.აზრი არ აქვს რამე ანალიზებსო მითხეა,გწნეტიკური,ეს ისეთი რამეა ტყუილა სახაეჯავ ათასობით ლარს და მიზეზს ვერ გაიგებო მითხრა..პლაზმაფერეზი დამინიშნა და გავზრდით მეთიპრედის დოზებსო.ნოემბრია ციკლში ვაპირებ გადატანას,ასე გადავწყვიტე.რამდენხანსაც შევძლებ ფინანსურად ვცდი იმდენჯერ ეა ვქნა

Posted by: nino84 8 Aug 2017, 18:52
compte.paris75
ამ კვირაში მინდა მისვლა, სამსახურიდან თუ მოვახერხე გამოსვლა. გადატანას ქეთისთან გავიკეთებ, მაგრამ ანის აზრიც მინდა მოვისმინო რას მეტყვის. შენ ანისთან გადაწყვიტე გაიკეთო?
* * *
nincka1987
როგორც მახსოვს შენ ბუნებრივადაც რჩები და მაგ ვარიანტს არ განიხილავს ანი? ინვიტროს მხოლოდ?

Posted by: piko1989 8 Aug 2017, 19:01
m.i
მე გონალ ფ კრაინონი და ცეტროტიდე მინდა და თუ მოვახერხე ცოტაოშორებით წავალ ძაან ძვირებია აქ

Posted by: Blueberry12 8 Aug 2017, 19:10
გამარჯობათ!

რამდენიმე თვეა რაც ვადევნებ თვალს ინ ვიტროსთან დაკავშირებულ ყველა თემას . ( თბილისის ფორუმზე )

გადავწყვიტე დარეგისტრირება და შთაბეჭდილებების გაზიარება. იქნებ ვინმეს რამეში გამოადგეს.

მოკლე ინფო : ვარ 30 წლის და ვცხოვრობ საზღვარგარეთ. 4 აგვისტოს გავიკეთე პირველი პუნკცია...

კეთილი სურვილებით !

Posted by: nino84 8 Aug 2017, 19:13
piko1989
კრაინონი თურქეთში რა ღირს ხომ არ იცი? აქ 9 ლარი მივეცი ინოვაში და ფარმადეპოშიც მასე ღირდა ცოტა მეტი.

Posted by: nincka1987 8 Aug 2017, 19:27
nino84
კი ბუნებრივადაც ვრჩები მე,მაგიტომაც გადავწყვიტეთ მოცდა ნოემბრამდე.იქნებ ჩემითაც დავრჩემაგრამ გუშინ ეხოზე რო ვნახეთ კი კარგად იყო ყველაფერი,ენდომეტეიუმიც და საკვერცხეებიც,მაგრამ თითო ფოლიკული იყო ორივეში,ეგრე მოდის ხან ორი ხან სამი,თან ერთი მილი ხო ამომიღეს მაშინ გარეს დროს და ანის აღარ უნდა ტო დაიტვირთოს ზედმეტად სტიმულაციებით ჩემი საკვერცხეები.

Posted by: BaiserVole 8 Aug 2017, 19:55
natia8@
Anukia198889

შუადღეს გამიარა ღებინების შეგრძნებამ და კი დამწყდა ცოტათი გული smile.gif)).. რა სიხშIრით გქონდათ თქვენ?

არადა დავიფიცე რომ ყურადღებას არ მივაქცევდი სიმპტომებს

Posted by: piko1989 8 Aug 2017, 19:57
nino84
მე არვიცი რა არის ეგ ნემსია ნეტა თუ ტაბლეტი როგორც გავიგე თურქეთში ძვირი ფასი მითხრეს უფრო და 9 ლარს 1 ცალში აძლევ შენ თუ ლოლოფში მთლიანად?
* * *
nino84
user posted image
* * *
nino84
მარა ფასებში ძალიან როა სხვაობა ფაქტია ჰონალ ფ მე აქ 1027 ლარი მითხრეს და იქ 500

Posted by: nino84 8 Aug 2017, 20:11
piko1989
ვაგინალური სანთლებია, გელივითაა. გადატანის მერე ვხმარობდი. ცალში ვაძლევდი 9 ლარს და დღეში ორი მჭირდებოდა.

Posted by: Anukia198889 8 Aug 2017, 20:14
BaiserVole
მხოლოდ ერთი დღე მქონდა და ორი დღის მერე კიდე მქონსა რამოდენიმე დღე.

Posted by: nino84 8 Aug 2017, 20:28
BaiserVole
ხეგეზე როდის ხარ დაბარებული?

Posted by: 2110 8 Aug 2017, 21:34
ხშირად ვერ ვპოსტავ . უზომოდ მიხარია ყოველი ახალი დადებითი ხეგეს პასუხი. უპრობლმო ორსულობას , ბედნიერ და წარმატებულ დედობას გისურვებთ ყველას smile.gif)) ვინც ჯერ კიდევ მოლოდინშია- შემართებას, პოზიტიური განწყობის შენარჩუნებას და 9 თვეში პამპერსების ფრიალით სირბილს გისურვებთ smile.gif))))
რამდენიმე კითხვა მაქვს.. 4 წლის წინ გავიკეთე ინვიტრო და ბევრი რამ აღარ მახსოვს. რამოდენიმე კლინიკის ვებ, გვერდს გადავხედე და ყველა წერს რომ ყველაზე მაგარია smile.gif)) სექტემბერში ოსიძესთან ვაპირებ მსვლას, მაგრამ მაინც ვიქექები.. ანუ რამდენად ჩვეულებრივი და ყველა კლინიკაში ხელმისაწვდომი ანალიზები და პროცედურებია დღეს :
1. AOA მეთოდი. /კვერცხურედის ხელოვნური გააქტიურება/
2. PICSI მეთოდით სპერმის შერჩევა
3. ლაზერული Hatching
4. ემბრიონების ვირტიფიკაცია...
5. PGD გენეტიკური დიაგნოსტიკა
6. FISH დიაგნოსტიკა
7. ლაზეროთერაპია... ამ უკანასკნელზე იმდენ რამეს წერენ ცოტა არ მჯერა ეფექტურობის

Posted by: nino84 8 Aug 2017, 22:26
2110
მე მხოლოდ ორ კლინიკას განვიხილავდი ინოვა (ქეთი ოსიძე) და ინვიტროს (ანი მორჩილაძეს აქებენ). რეპროარტს არ გაეკარო, ამ კლინიკის მადლიერი პაციენტი, ჩემი ჩათვლით, არ მინახავს.
ადრე ვისთან გაიკეთე? დადგა ორსულობა?

Posted by: ოჩოპინტრე8 8 Aug 2017, 22:28
nincka1987
აუუუ მოიცააა შენნ ორსულობა არ მოგილოცეთ ცოტახნის წინ? რა მოხდა? sad.gif

Posted by: nino84 8 Aug 2017, 22:29
nincka1987
წარმატებები, შემოდგომაზე მომავლებში უბდა ვპოსტავდეთ ორივე

Posted by: 2110 8 Aug 2017, 22:39
nino84
მადლობაsmile.gif მეორე ცდიდან 4 წლის თხაკიკინა მყავს და მეორე "კრუგზე" მინდა წაასვლაsmile.gif მას მერე ბევრი რამ შეიცვალა, ბევრიც აღარ მახსოვს. რთული ორსულობა მქონდა და არ ვიცი სტრესის ბრალია თუ ჰორმონების მთელი ორსულობა და სამშობიაროში ყოფნის პერიოდი აღარ მახსოვს.... იმედია ფორუმის წესებს არ ვარღვევ. ჟორდანიაში გავიკეთე ორივე. ებრაელი ყავდათ ადრე მოწვეული და მეორე ინვიტრო მასთან დავგეგმე და გადატანაც მისგან მოვითხოვე- გაამათლა.. მანამდე იყო 7 თუ 8 უშედეგო ინსემინაცია... ჩემი პირადი გინეკოლოგი დღესაც ჟორდანიაშია და მითრა ,რომ ახალი აპარატურა და ახალი გუნდი გვყავსო ინვიტრო განყოფილებაში და ესპანელი კონსულტანებიო , მაგრამ ისეთი მოუწესრიგებელი სიტუაციაა მისაღებში, რომ არ მიმიწევს გული. 90% იანი ალბათობით ქეთისთან მივალ

Posted by: nincka1987 8 Aug 2017, 22:48
nino84
ღმერთმა გისმინოს ჩემო კარგო.ჩვენთანაც გამოანათებს მზე დარწწმუნებული ვარ
* * *
ოჩოპინტრე8
სამწუხაროდ შეწყდა ესეც ზუსტად იგივე ვადაზე რაც წინა 4.არ ვწერდი დიდი ხანი აქ,არ მინდოდა დასტრესილიყავით და ცუდი ფიქრები გაგევლოთ გულში.მიზეზი დაუდგენელია სამწუხატოდ რამე კონკრეტული

Posted by: nino84 8 Aug 2017, 22:59
2110
გუშინ ქეთიმ მითხრა, რომ მათი ემბრიოლოგი იქნება ხოლმე ჟორდანიაშიც, მაგაზე გითხრეს ალბათ ესპანელი კონსულტანტიო. გირჩევ ქეთისთან მიხვიდე, რიგები აქვს და ლოდინი მოგიწევს, მაგრამ მთავარი შედეგია.

Posted by: sesilia28 8 Aug 2017, 23:02
nincka1987
ძალიან ძლიერი გოგო ხარ, აუცილებლად გეყოლება მზესავით საოცარი პატარა და არაჩვეულებრივი დედა იქნები :*

Posted by: 2110 8 Aug 2017, 23:11
nino84
რიგებს ავიტან smile.gif წავიღებ ლეპტოპს, ყურსასმენს და ვიჯდები მოსაცდელში არხეინად smile.gif კარგია, თუ ნორმალური ემბრილოგი და რეპროდუქტოლოგი ეყოლებათ კლინიკებს. ფასზეც იმოქმედებს, მომავალი მშობლების ნერვებზე და მშობლობის ხარისხზეც! ბავშვი რომ გაჩნდა უბედნიერეი ვიყავი მისი პატარა თითუკები და ბრდღვიალა თვალები რომ დავინახე. მაგრამ ნერვიულობამ და დაღლილობამ რაღაც პერიოდის მერე მაინც იჩინა თავი. ასე რომ კარგი და გულისხმიერი , თუნდაც 1 ექიმის შემატება ძალიან მიხარია.

Posted by: nincka1987 8 Aug 2017, 23:21
sesilia28
დიდი მადლობა ჩემო კარგო,უფლება არ მაქვს რომ დავნებდე.სანამ საშუალება მექნება ვიბრძოლებ.შენ რას შვები აბა?

Posted by: sesilia28 8 Aug 2017, 23:50
nincka1987
ამ ზაფხულს არაფერს, მოლოდინის რეჟიმში, სექტემბრიდან უკვე დასრულდება შვებულებების სეზონი და მივალ მეც ანისთან

Posted by: Anukia198889 8 Aug 2017, 23:54
nincka1987
მთელი გულით შენს შემოსვლას ველოდებოდი და პოსტს.მაგრამ ძალიან მეწყინა შენი ასეთი მოსვლა. აუცილებლად გახდები ძალიან ბედნიერი დედიკო შენ ყველაფერს გააკეთებ სამაგისოდ დარწმუნებული ვარ.
ფრაქსიპარინს რამდენ პროცენტიანს იკეთებდი? ერთ ერთ რუსულ საიტზე წავიკითხე რომ თუ სისხლის მიმოქცევა დარღვეულია 0.4 დოზა ვერ მოერევაო და ხდება სისხლის ჩაგუბება საშვილოსნოში რაც აძევებს ნაყოფსო. არ ინერვიულო კარგიი აუცილებლად იქნები ძალიან ლამაზი შვილის ძალიან ლამაზი დედიკო. მთავარია ნერვები და ემოციები არ გადავაყოლოთ ამ ყველაფერს.
* * *
გუშინ თერაპევტთან ვიყავი პირველი უფასო ვიზიტი მიწევდა და ისეთი გაფუჭებული მაქვს ნერვები ქალმა რომ მკითხა რა წამლებს სვამ იქნება თავის ტკივილს ისინი იწვევსო და რომ ჩამივუთვალე ამეებს თქო რა ამბავია შვილოო და ინვიტრო გავიკეთე მეთქი როცა ვუთხარი უცებ ამიკანკალდა ნიკაპი. ჩემი თავი ისეთი უსუსური დაუცველი და საცოდავი მომეჩვენა მთელი ხმით მოთქმა მინდოდა. შემამჩნია ექიმმა და ტირილი გინდა შვილო გატყობ მოდი ჩამეხუტე და იტირე მოგეშვებაო. აი დავიცალე მთელი არსებით. ასეთი ექიმები ათასში ერთი თუ არსებობენ. იმიტო დავწერე ეს ყველაფერი რომ მთავარია ნერვებს მოვუფრთხილდეთ. ჩემთან ყველაფერი კარგადაა უფლის წყალობით მაგრამ ძველი ნერვიულობა და ტანჯვა დაღივით ამჩნევია ჩემს ნერვიულ ფონს.

Posted by: nino84 9 Aug 2017, 08:52
Anukia198889
მე ეგრე ქეთისთან ვერ შევიკავე თავი და წამომივიდა ცრემლები და იმანაც მითხრა რა დღეში გაქ ნერვებიო. მე ვიტყოდი რომ კიდე კარგად გვაქვს, იმიტომ რომ ამდენი იმედგაცრუების გაძლება არც ისე ადვილია და როცა ეს ყველაფერი წლებია გრძლედება ხომ საერთოდ. ზოგადად თავშეკავებული ვარ და უცხოებთან არ ვიმჩნევ ჩემ პრობლრმებს, მაგრამ ზოგჯერ მეც ვერ ვიკავებ თავს.

Posted by: Anukia198889 9 Aug 2017, 08:59
nino84
რა დღეში გაქვს გაქვს ნერვებიო კი არ მითხრა. იტირე დაიცალე ბოლომდეო არ შეიძლება მოთმენაო და ჩამეხუტა. ექიმის მხრიდან ასეთი ჰუმანურობა დასაფასებელია. მე არ მქონებია იმედგაცრუება ინვიტროზე და მაინც ბოლო მომიღო საერთოდ ამ თემამ. იმ 12 მა დღემ და დღემდე ნერვიულობით ფიქრით მაქვს თავი გამოჭედილი რომ როგორ იქნება ყველაფერი. თქვენ მართლა გმირები ხართ. უფალმა ისე გაგახაროთ რომ ყველა იმედგაცრუება დაგავიწყოთ.

Posted by: nincka1987 9 Aug 2017, 09:10
Anukia198889
დილამშბიდობის ჩემო კარგო,დიდი მასლობა გამხნევებისთვის,ხანდახან მგონია რომ ვერასდროს გავხდები დედა. და თითქოს ვეგუები კიდეც ამას,მაგრამ აუცილებლად ვიბრძოლებ ბოლომდე სანამ უკანააკნელი თეთრი დამრჩება,ფარხმალის დაყრის უფლება არ გვაქვს.ფრაქსიპარინს 0.3 იანს ვიკეთებდი და პლიუს კარდიომაგნკლს ვავავდი 150იანა.ნორმაში მქონდა კოაგულოგრამა. ორჯერ გავიკეთე,მაგრამ მაინც.თუ გახსოვთ დავწერე კოდეც ზუსტად როცა მიემაგრა ემბრიონი ჭინჭრის ციება დამემართა და აანამ იბრძოდნენ სიცოცხლისთვის ჩემი წერტილები მეც საშინელ დღეში ვიყავი ალერგიისგან.როგორც კი შემიწყდა ალერგია მივხვდი რ რაღაც კარგად ვერ იყო.ეს ანისაც ვუთხარი მაგით მივხვდი რომ შეწყვეტილი იყო ორსულობამეთქი.ასეთი რეაქცია არცერთ ორსულობაზე არ მოუცია ჩემს ორგანიზმს.ანიმ ისიც მითხრა რომ შენს დნმ-ს შეიძლება ეგუწბა ორგანიზმი,მაგრამ ქმრის დნმ-იც ხომაა ემბრიონში და იმას ვერა,მიუხედავად იმისა რომ კარგი ემბრიონები იყო და გენეტიკურ ანალიზშიც არაფერიაო.მაგრამ 4-5 ნაირი გენეტკკური ანალიზია სადაც ეს მუტაციები ვლინდება და რისი კვლევებიც ძალიან დიდ თანხემთანაა დაკავშირებული და აზრი არ აქვს,ჯობია ისევ რამდენჯერმე ცადო ინვიტროვო. მე მჯერა ანისი,ყველაფერს დეტალუტად ხსნის,დიდ დროს გითმობს და შენს ყველა კითხვას პააუხობს.7 ში ვიყავი კიდე გადავამოწმე ეხოზე ყველაფერი,მთელი ერთი საათი მესაუბრა ისე რო არც გადამახდებინა კონსულტაციის საფასური და ეს ხშირად ხდება.

Posted by: Anukia198889 9 Aug 2017, 09:16
nincka1987
ძალიან მჯერა რომ ბოლომდე მიიყვან ორსულობას და ჩაიკრავ გულში შენს ნატვრას. იმდენი ვიცი მასე ნაადრევად შორდებოდა და ეხლა ყავთ ანგელოზივით პატარები.ანის ერთ გადაცემაში მეც ვუსმინე და ვტკბებოდი ისე გულიანი მოყოლა იცის.

Posted by: nincka1987 9 Aug 2017, 09:16
nino84
Anukia198889
ისე ემოციებს რაც შეეხება გოგოებო თურმე ჯობია იყვირო,იტირო,დაამტვრიო რამე რო მოგეშვას.მე არცერთი არ გამომდის და მერე ყელში სულ რაღაც მახრჩობს.თავიდან ამ ბოლოს შეწყვეტის მერე ოთახში ვიყავი სულ ჩაკეტილი რამდენიმე დღე,არავის დანახვა არ მინდოდა ყველა მძულდა და სულ მეგონა მათგან მცემდა თვალი ყოველთვის(საკმაოდ ბევრიც ვცხოვრობთ და ასე მაგიტომაც ვფიქრობ),ძლივს ავიყვანე თავი ხელში,პირველ რიგში ჩემი ქმრის გამო.კიდევ ერთხელ რო გადავიტანო ეს ტკივილი ალბათ ვეღარ გავუძლებ

Posted by: Anukia198889 9 Aug 2017, 09:23
nincka1987
აი თვალის მეც მჯერა და დღემდე არც მეზობლებისთვის არც არავისთვის არ მითქვია რომ სამი თვის ვხდები სულ შიში მიპყრობს რომ თუ ვიტყვი ვაიდა თვალი მეცეს მეთქი. მაგრამ თავს იმით ვინუგეშებ რომ ჯვარი მიკეთია და ყოველ დილას მას ვემთხვევი და ის აუცილებლად დამიფარავს ავი თვალისგან. ასე იფიქრე სთხოვე ჯვარს რომ დაგიფაროს ავი თვალისაგან. გულში ვიხუტებ და ისე ვევედრები. თან ვედრების დროს თვალიდან ცრემლი არ მიშრება. თავისით მოდის ჩემი ცრემლები და არ შრება.

Posted by: Tamara1988 9 Aug 2017, 09:23
nincka1987
შენ იმსახურებ დედობას. როგორ ბრძოლობ ხედავს ღმერთი და აუცილებლად გაჩუქებს ამ დიდ ბედნიერებას.
ამ ანიზე ისეთებს წერთ მგონი მეც შემიყვარდააა. ღვთისნიერი ადამიანი ყოფილა და არც ფულზე არის ორიენტირებული როგორც მივხვდიი. უკვე ვფიქრობ მეორე წრეზე რომ წავალ აუცილებლად მასთან მივალ თორე ინოვას ფასები კატასტროფაა. მისული არ ხარ რომ დაგზდევენ უკან თანხა გადაიხადეო. აი ეს მაცოფებს უკვე რა.

Posted by: nino84 9 Aug 2017, 09:49
nincka1987
ამ გენეტიკურ ანალიზზე მეც ვფიქრობდი განეკეთებინა, მაგრამ რომ ვნახე რა ფასები ქონდა ამ კვლევებს, ისევ კიდევ ერთხელ ინვიტრო ვცადო ჯობია
რუსულ ფორუმებზე ახსენებდნენ კიდე დოპლერით კვლევას, ანუ რამდენად კარგად მიეწოდება სისხლი საშვილოსნოს და ვითომ ამასაც აქვს მნიშვნელობა მიმაგრრბისთვისო. აღარ ვიცი უკვე რა ვიფიქრო. იმ დღეს თეომაც მითხრა, რაც უფრო მეტს ფიქრობ და ეძებ უფრო ისტრესავო თავს, ისეთები უფრო მარტივად რჩებიან საერთოდ გაგებაშიბრომ არ არიან რა ანალიზი რისთვის უკეთდრბათო. რა ვქნა ამ შვიდი წლის მანძილზე გინდა არ გინდა ისეთიბრამეების სწავლა მომიწია ზოგმა მრავალშვილიანმა დედამ რომ არ იცის.

Posted by: m.i 9 Aug 2017, 11:09
piko1989
კრაინონი ბოლოს იანვარში ვიყიდე თურქეთში, 110 ლირა მივეცი ნუ სადღაც 76 ლარი 1 კოლოფში (15ცალია შიგნით).
აღარ მახსოვს ყველას ფასები სათითაოდ. ჯამში ვიცი რო პირველი სტიმულაციის წამლები დამიჯდა 1500 ლარი. / ხოლო მეორე 1400-მდე ამ დროს, ამ დროს ძლიერი სტიმულაციები მქონდა დანიშნული.. ეხლა ცოტათი მოიმატა იქაც ფასებიო, მაგრამ რამდენად არ ვიცი

Posted by: Anukia198889 9 Aug 2017, 11:12
m.i
მე ხომ გავაგზავნე დედამთილი წამლებისთვის ქემალფაშაში ორ აფთიაქში იყო და არსად არ ქონდათ ის წამლები რაც მინდოდა. ლათინური ასოებით დავუწერე ყველაფერი. ლუთეინა ფემოსტონი ფრაქსიპარინი ეს სამი წამალი მინდოდა და არცერთი არ ქონდათ. ან ვერ გაიგეს რა ეწერა. მგონი მართლა ფოტო გადაუღო და აჩვენო სჯობს. მაგრამ ბევრმაც მითხრა რომ თურქებს უმეტესი მათი წამალი აქვთო და ვერ იშოვი ყველა წამალს იქაო.

Posted by: m.i 9 Aug 2017, 11:37
Anukia198889
უი შენთივის არ მითქვამს რო ფოტო გაგეტანებინა? ვიღაცას ვურჩიე მახსოვს... მართლა ვერ ხვდებიან რას ეუბნები, ელემენტარული ეუ თიროქსინი ვერ მივახვედრე, ბოლოს სურათი ვაჩვენე და კი გადმომილაგა. დანარჩენ წამალზე არ მქონია პრობლემა იმიტომ რომ რეცეპი მქონდა თურქულ ენაზე და ჩემი თქმა აღარ გახდა საჭირო
* * *
nincka1987
მეწყინა შენი ამბავი, აქ დიდი ხანია აღარ შემოვდიოდი. გუშინ რო რაღაც დაწერე ვიეჭვე რო რაგაც შეგემთხვა.. მთელი პოსტები თავიდან გადავიკითხე sad.gif უნდა მეკითხა და ვერ გავბედე sad.gif
რამდენს წვალობ შვილის გულისთავის, უფალმა გაკმაროს ეს ტკივილი.. გწამდეს რომ შენს ცხოვრებაშიც შემოანათებს მზის სხივი გაგითბობს სულს და გულს,, აუცილებლად გეყოლება შვილი, ნამდვილად იმსახურებ გახდე დედა

Posted by: ოჩოპინტრე8 9 Aug 2017, 11:54
nincka1987
QUOTE
ამწუხაროდ შეწყდა ესეც ზუსტად იგივე ვადაზე რაც წინა 4.არ ვწერდი დიდი ხანი აქ,არ მინდოდა დასტრესილიყავით და ცუდი ფიქრები გაგევლოთ გულში.მიზეზი დაუდგენელია სამწუხატოდ რამე კონკრეტული

აიი ვერ წარმოიდგენ ისე მეტკინა გული, საშინლად, მაგრამ ძალიან მაგარი გოგო ხარ რაა, ძალიანნ love.gif გმირები თქვენ ხართ, ნებისმიერი გმირად შერაცხული ადამიანი თქვენს გვერდით 0 - ია biggrin.gif 2kiss.gif
Anukia198889
QUOTE
გუშინ თერაპევტთან ვიყავი პირველი უფასო ვიზიტი მიწევდა და ისეთი გაფუჭებული მაქვს ნერვები ქალმა რომ მკითხა რა წამლებს სვამ იქნება თავის ტკივილს ისინი იწვევსო და რომ ჩამივუთვალე ამეებს თქო რა ამბავია შვილოო და ინვიტრო გავიკეთე მეთქი როცა ვუთხარი უცებ ამიკანკალდა ნიკაპი. ჩემი თავი ისეთი უსუსური დაუცველი და საცოდავი მომეჩვენა მთელი ხმით მოთქმა მინდოდა. შემამჩნია ექიმმა და ტირილი გინდა შვილო გატყობ მოდი ჩამეხუტე და იტირე მოგეშვებაო. აი დავიცალე მთელი არსებით. ასეთი ექიმები ათასში ერთი თუ არსებობენ. იმიტო დავწერე ეს ყველაფერი რომ მთავარია ნერვებს მოვუფრთხილდეთ. ჩემთან ყველაფერი კარგადაა უფლის წყალობით მაგრამ ძველი ნერვიულობა და ტანჯვა დაღივით ამჩნევია ჩემს ნერვიულ ფონს.

love.gif

Posted by: mariami... 9 Aug 2017, 12:27
m.i
სალამი გოგოებო,იცი რა მაინტერესებს ამბობენ თურქეთიდან წამლები სპეციალური შეფუთვით უნდა გადმოიტანოოო( მანქანის მაცივრით), გამიზიარეთ რა თქვენი გამოცდილება......

Posted by: m.i 9 Aug 2017, 13:06
mariami...
მე რა წამალიც წამოვიღე არ სჭირდებოდა ტემპერატურული რეჟიმის დაცვა, ნუ მე ასე მითხრეს. რასაც მაცივარი სჭირდებოდა ის ნემსი კლინიკამ თვითონ უზრუნველყო ჩამოტანა, მე არ შემიძენია

Posted by: nincka1987 9 Aug 2017, 13:47
m.i
ოჩოპინტრე8
დიდი მადლობა გოგოებო,სხვა გზა არ გვაქვს უბრალოდ რომ დავნებდეთ,ღმერთმა ყველას გვაკმაროს ტკივილი და დარდი.უბრალოდ ძნელია სხვა რამეზე ფიქრი დღე ისე იწყება და ისე მთავრდება სულ ამაზე ვფიქრობთ,ნეტა შეიძლებოდეს რომ ტვინი სხვა რამეზწ ავტომაფურად ერთვებოდეს და ეს ტკივილი მაშინვე გავიწყდებოდეს

Posted by: m.i 9 Aug 2017, 14:28
nincka1987
ნეტა მართლა შეგვეძლოს ყურადღების სხვა რამეზე გადატან.. ეხ რომ არ არის ასე ადვილი..გადაგვეწვა ნერვები

Posted by: compte.paris75 9 Aug 2017, 15:07
QUOTE (mariami... @ 9 Aug 2017, 12:27 )
m.i
სალამი გოგოებო,იცი რა მაინტერესებს ამბობენ თურქეთიდან წამლები სპეციალური შეფუთვით უნდა გადმოიტანოოო( მანქანის მაცივრით), გამიზიარეთ რა თქვენი გამოცდილება......

იმ წამლებს, რომლებსაც აფთიაქებში მაცივრიდან ყიდიან ჩვენც მაცივარში ვინახავთ სახლში ხო? და მგზავრობისას თუ მანქანის მაცივარი გაქვთ მაგას რა ჯობია ?!
თუ არადა, მე კარდონში ცივი მაცივრის პროდუქტთან ერთად ვალაგებ-ხოლმე წამლებს: ყველს, კარაქს გარშემო შემოვულაგებ-ხოლმე და 9 საათი ვმგზავრობ თვითმფრინავით და როცა სახლში ამოვალაგებ ისევ გრილად არიან ჩემი წამლები. ნუ, ისიც გასათვალისწინებელია რომ თვითმფრინავის ბარგი დაბლა სიგრილეში მგზავრობს.

*********************************

მე ჩავეწერე ანისთან 15 აგვისტოს. ვაკითხინე ჩემ დას და 21 აგვისტოს გადის ანი შვებულებაში და 5 სექტემბერს გამოდის, მაგრამ სექტემბერში 12-დან 17-მდე კიდევ სხვაგან მიდისო

Posted by: kapela_nino 9 Aug 2017, 15:29
Mshobiarobidan ramden xanshi sheidzleba shemdegi in vitro isic nulidan?

Posted by: m.i 9 Aug 2017, 15:52
compte.paris75
რა კარგი გადაწყვეტილება მიგიღია, წარმატებებიი.. აი მეც სრულიად დაუგემავად აღმოვჩნდი ანისთან კონსულტაციაზე.. smile.gif მთელი 4 თვე თავში მხოლოდ ქეთი მიტრიალებდა, ჩაწერილიც ვიყავი კონსულტაციაზე მაგრამ მაინც არ მივედი. ანის ვიზიტის შესახებ რო გავიგე ბათუმსი ეგრევე დავრეკე, სულ 3 დღეში მივიღე გადაწყვეტილება რომ უეჩველი მივიდოდი. smile.gif კონსულტაცია მინდოდა მარტო რო გამევლო, მაგრამ შევიცვალე აზრი. smile.gif თანვე დავიწყე ანალიზების ჩაბარება
ასე რომ წარმატებები მინდა გისურვო, გმერთი შენსკენ

Posted by: mariami... 9 Aug 2017, 16:16
m.i
compte.paris75
მადლობა გოგოები,წარმატებები თქვენ..... მე ქეთისთან ვაპირებ გავიკეთო სექტემბერში,ანალიზებს მოვრჩი უკვე.... თუმცა ანისთან კონსულტაცია მინდა... ინოვაში საშინელი ფასებია,ინ ვიტროსთან შედარებით.ჩემთვის პირველი მცდელობაა

Posted by: 2110 9 Aug 2017, 16:18
ნერვული სისტემა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია წარმატებისთვის. ძალიან გაცვეთილი რჩევაა, ყველამ რომ იცის, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაზე მიუხედავი და ძნელად მისახედი.. მიუხედავად იმისა, რომ ძნელია მაგ დროს სხვა რამეზე გადაიტანოთ ყურადღება -გაიხსენეთ ბავშვობის ჰობი.. მე ხატვა," პაიანიკით " ძველი ტექნიკის შეკეთება და უპატრონო ცხოველების მოვლა მსიამოვნებდა. რამდენიმე დღე აიძულეთ თავი დაკავდეთ იმით რაც ამ პრობლემებამდე გახალისებდათ.. თანდათან გაგიადვილდებათ სხვა რაღაცეებზე კონცენტრაცია და თავს უკეთ იგრძნობთ... დღეში თუნდაც 1 სათი. მე მეუბნებოდნენ ბევრი ისეირნეო.. თავის მხრივ მშვენერია სუფთა ჰაერზე სეირნობა, მაგრამ ამ სიცხეში სად უნდა გახვიდე და + ამას სეირნობისას ბევრად მეტს ვფიქრობდი და ვიგრუზავდი თავს.

Posted by: m.i 9 Aug 2017, 16:18
mariami...
წარმატებებიიი, დადებითი განწყობა ყველაზე მთავარია.. გწამდეს რომ ყველაფერი გამოგივა smile.gif

Posted by: stellla 9 Aug 2017, 16:22
mariami...
სად გაიკეთე ანალიზები და ქეთიმ მიიღო ხო ჩვეულებრივად ? ინოვას ძვირი ფასებიც გამო სად ჯობია ნეტავ რომ გავიკეთოთ ყველაფერი რაც ინვიტროს წინ გვჭირდება ?

Posted by: m.i 9 Aug 2017, 17:08
2110
გეთანხმები რაც მეტი თავისუფალი დრო ვნახე, როგორც შენ ამბობ უფრო მეტად ჩავიციკლე და დავიწყე ფიქრი..
ბავშვობის პერიოდის გახსენება ყველაზე კარგი ფსიქოლოგიური თერაპიაა smile.gif

Posted by: shunshura 9 Aug 2017, 17:36
მოკლედ გაურკვევლობაა ჩემთან ფუშინ წამლები შევწყვიტე, დღეს გადავამოწმეთ ხეგე. აწეულია 156 დან 190 ზე. ეხოზე არაფერი ჩანს. გარე არ იყოს ვნერვიულობ

Posted by: takotatuli1989 9 Aug 2017, 17:46
shunshura
ეხოზე არ ნახეთ? აუუ ნეტა არ იყოს გარე და ზარმაცა ბაო იყოოს

Posted by: shunshura 9 Aug 2017, 17:52
მე 20 დღეა. 190. ცოტაა. ეხოზე არაფერი არ ჩანს.

Posted by: tweety86 9 Aug 2017, 17:56
shunshura
რამდენი კვირის ორსულობა გამოდის?

აი ნორმები
http://orsuli.ge/Snews?ns=74

Posted by: @ninuca@ 9 Aug 2017, 17:57
shunshura
ჯერ ადრე ხომ არ იყო ეხოზე მისასვლელად? გარე რომ იყოს ძალიან გეტკინებოდა ის მხარე სადაც არის ემვრიონი და +ხგ ძალიან მაღალი იქნებოდაა თან გაცილებით...მერამდენე დღეა გადატანიდან?

Posted by: sesilia28 9 Aug 2017, 18:00
shunshura
ქეთიმ რაო? იქნებ ზარმაცია შენი წერტილი, მე გარეს დროს ძალიან მაღალი ხეგე მქონდა, გადაცდენიდან მე5 დღეს 2000 იყო

Posted by: Anukia198889 9 Aug 2017, 18:00
shunshura
მეც ვფიქრობ რომ ცოტა გვიან მიმაგრებულია და აუცილებლად გამოჩნდება ორ სამ დღეში. გარე მართლა არ იქნება ხეგე მაგ დროს ასტრალშია გაქცეული. ზარმაცია შენი ბარტყი ალბათ. მომატებულ ხეგეზე ქეთიმ გითხრა რამე? წამლები გააგრძელეო არ გითხრა?

Posted by: north 9 Aug 2017, 18:09
shunshura
გარე ორსულობა მილში არ გამოჩნდებოდა? 20 დღე რამდენი კვირის ორსულს უდრის?

Posted by: nincka1987 9 Aug 2017, 18:12
რავი გოგოებო ეტყობა ეგეც ინდივიდუალურია,გარეს დროს ჩემი ხეგე 360 იყო. გადატანიდან 20 დღეს თუ არ ვცდები.მერე 23 დღეს გავიკეთე და 400 რაღაცა იყო და მეორე დრესვე გავიკეთე ლაპარასკოპია.ტკივილები არ მქონია,ეხოს რო მიღებდა ხოლმე ხეცურიანი მაშინ მტკიოდა მაფჯვენა მხარეს.
* * *
shunshura
როდის დაგიბარა ქეთიმ კიდე? ეხოზე ჩემიც არ ჩანდა,მაგრამ ხეცურიანი ეჭვობდა რო მტკიოდა მარჯვენა მხარეს ეხოს დროს.ზუსტად ლაპარასკოპიის დრეს გამოცნდა მილში ემბრიონი. 28 მარტს გავიკეთე ლაპარასკოპია,ანუ გადატანიდან 24 დღეს.ნეტა არ იყოს გარე რაა,ისე რამე შეგრძნება გქონდა ეხოს გაკეთების დროს?
* * *
shunshura
ენდომეტრიუმი რამდენი გაქვს?

Posted by: shunshura 9 Aug 2017, 18:36
ენდომეტრიუმი 10მმ. წამლები შეწყვეტილი მაქვს. ხვალ კიდევ მივალ . ველოდები წამოსვლას და შეიძლება მერე დაიწიოს. ხვალ მივალ კიდე ეხოზე.ხეგესაც ნახავ ზეგ. სავარაუდოდ მივლინება მიწევს და ვერ წავალ

Posted by: akunabakuna 9 Aug 2017, 18:42
მოთმინებით ყველანი გავიხარებთ გოგონებო smile.gif
ყოველთვის არის რაღაცის დასაწყისი და დასასრული smile.gif ჩვენს დაღმართსაც აღმართი მოსდევს, უბრალოდ გზა ცოტა უფრო დიდია

Posted by: iratta_26 9 Aug 2017, 18:45
shunshura
ენდომეტრიუმი მეტი უნდა იყოს თუ ღრუშია. ტკივილი არ გაქვს საერთოდ?

Posted by: shunshura 9 Aug 2017, 18:48
არა ტკივილი არ მქვს .გაურკვევლობამ გამგიჟა

Posted by: sesilia28 9 Aug 2017, 18:57
shunshura
ენდომეტრიუმი რამდენი იყო?

Posted by: nincka1987 9 Aug 2017, 19:02
shunshura
ღმერთმა ქნას გარე ორსულობა არ იყოს.ღმერთს მიენდე და გჯეროდეს რომ კარგად იქნება ყველაფერი

Posted by: shunshura 9 Aug 2017, 19:14
sesilia 28
10 მმ იყო დღეს
ხვალ საინტერესოა რა მსგომარეობა იქნება
უკვე ლაპარასკოპიის ფასებს ვადგენ? ხომ არ იცით?

Posted by: nincka1987 9 Aug 2017, 19:33
shunshura
ინოვაში მე დამიჯდა 2560 ლარი,ყველაზე ძვირი მანდაა.ჩარექიშვილთან გაიკითხე კარაპსმედლაინშია,მაგრამ ქეთი ვაძიმს გეტყვის აქ გაიკეთეო.ჯერ იქნებ არ გჭირდება,ღმერთმა ქნას არ დაგჭირდეს

Posted by: sesilia28 9 Aug 2017, 19:54
shunshura
10 მმ ცოტა არაა ისე, მე 5-6 მქონდა. გარეს სადაზღვევო აფინანსებს, მე გარე საყოველთაომ დამიფინანსა სრულად და კისტები რომ ამომიღეს ეგ კერძომ

Posted by: iratta_26 9 Aug 2017, 21:38
sesilia28
QUOTE
მე 5-6 მქონდა.

რა დროს?

Posted by: sesilia28 9 Aug 2017, 21:41
iratta_26
გარე ორსულობისას, ანუ ორსულობას არანაირად არ შეესაბამებოდა

Posted by: iratta_26 9 Aug 2017, 21:57
sesilia28
მეც ეგ ვთქვი, ორსულობის დროს 15+ უნდა იყოს ენდომეტრიუმი. შენ რამდენი ხნის წინ გქონდა გარე?

Posted by: sesilia28 9 Aug 2017, 22:03
iratta_26
26 დეკემბერს გავიკეთე ლაპარო

Posted by: .ნინო 9 Aug 2017, 22:03
shunshura

ძალიან თხელია ენდომეტრიუმი :-( ნამდვილად სასწაული იქნება, მანდ რომ ბავშვი იყოს :-( მგონი მართლა ლაპარასკოპია მოგიწევს :-(

Posted by: sesilia28 9 Aug 2017, 22:07
.ნინო
როცა დამჭირდა და გადავიკითხე შემთხვევები წავიკითხე რომ 5მმ ჰქონიათ და ორსულობა განვითარებულა, წინასწარ ასეთი დასკვნები არაა სწორი

Posted by: .ნინო 9 Aug 2017, 22:12
sesilia28

ორსულობის დროს ქონდათ 5 მმ? თუ სანამ დარჩებოდნენ?

5-6 მმ ისედაც ქვედა ზღვარია. ნორმად ითვლება, ოვულაციის პერიოდში რომაა 8-10მმ... მით უფრო, როცა უკვე ნაყოფი მიმაგრდა და იზრდება. ენდომეტრიუმი უნდა გასქელდეს

Posted by: sesilia28 9 Aug 2017, 22:16
.ნინო
გადაცდენის დროს როცა ორსულობის დადასტურებას ცდილობდნენ

Posted by: Anukia198889 9 Aug 2017, 22:33
.ნინო
არა მესმის რომ შენი არგუმენტები გაქვს მაგრამ ასეთ დროს ადამიანზე ასე პირდაპირ მტკივნეულ წერტილზე დაბიჯება რა პონტია? თქვა ადამიანმა ისედაც რომ ლაპარასკოპიაზე ვფიქრობო ხომ. გათენდება ხვალინდელი დღე და ვილოცებ რომ არ დაგჭირდეს ლაპარასკოპიაო ეს რომ დაგეწერა იმის მაგივრად რა იყო ეგ.


ან მე გამიფუჭდა ნერვები და ვეღარ ვაზროვნებ ან ეს ხალხი გახდა ასეთი დაუნდობელი?

Posted by: @ninuca@ 9 Aug 2017, 22:35
shunshura ჩემო კარგო,არ უნერვიულო,ღმერთის ნებით ყველაფერი კარგად იქნება,ეხლა რაც არ უნდა ვილაპარაკოთ,ღმერთს შენთვის როგორც უკეთ სურს ისე იქნევა ყველაფერი და რაც არ უნდა მოხდეს დაიმახსოვრე,უფალმა უკეთ იცის რა და როგორ მოხდება,ასე რომ გამაგრდი და ფარხმალი არ დაყარო <3 ჩვენ ყველაფერს შევძლებთ!!!

* * *
Anukia198889
მეც არ მესიამოვნა,რაც წავიკითხე...გეთანხმები...

Posted by: ოჩოპინტრე8 9 Aug 2017, 22:44
Anukia198889
კი მეც ხშირად მაქვს განცდა რომ სხვა პლანეტიდან ვარ და აქ თუ გინდა გადარჩე მგლური კანონით უნდა იცხოვრო sad.gif გაუფრთხილდი ნერვებს :*

Posted by: Anukia198889 9 Aug 2017, 22:48
ოჩოპინტრე8
არა ღიმილით უნდა შევხედო აწი ყველაფერს თორე ცუდათ მაქვს საქმე. არ შემიძლია ეს მგლური კანონით ცხოვრება და რა გავაკეთო. აქამდე გავატარებდი ყველა ისეთ პოსტს რომელიც არ მომეწონებოდა მაგრამ უკვე ვეღარ ვატარებ vik.gif vik.gif

Posted by: mariami... 9 Aug 2017, 23:14
m.i მადლობა საყვარელო
stellla ანალიზები სხვადასხვა კლინიკაში გავიკეთე,ზოგი რაიონშიც,თუმცა ქეთის პრობლემა არ შეუქმნია ....

Posted by: nino84 9 Aug 2017, 23:16
მეც არ მესმის ამ ვითომ პირდაპირი პოსტების, ამ ჯგუფში ისედაც ყველა ძალიან რეალურად ვაფასებთ ჩვენ მდგომარეობას. დიაგნოზებს ექიმები სვავენ, ჩვენ მხოლოდ რჩევის მიცემა და გამხნევება შეგვიძლია.

Posted by: Nit89 10 Aug 2017, 11:38
გოგოებო დღეს გავიკეთე განმეორებით ხგ და 27,5. (დღეს გადატანიდან 11 დღეა) ამის წინ მე-8 დღეს გავიკეთე და 45 იყო ანუ შეწყდა ორსულობა?

Posted by: iratta_26 10 Aug 2017, 11:48
Nit89
იგივე ლაბორატორიაში გაიკეთე? შეწყდა როგორც ჩანს sad.gif

Posted by: Tamara1988 10 Aug 2017, 11:50
Nit89
ელაპარაკე შენს ექიმს? რა გითხრა?

Posted by: Nit89 10 Aug 2017, 11:52
კი იგივე ლაბორატორიაში გავიკეთე, შვებულებაშია დავრეკე და გათიშული აქვს, ფეისზე მივწერე და ვნახოთ რას მიპასუხებს.
ნაადრევი გამოდგა ჩემი სიხარული sad.gif

Posted by: piko1989 10 Aug 2017, 11:58
გამარჯობათ გოგოებო ოვიტროლი 250 იანი რაღირს ხოარიცით?

Posted by: nincka1987 10 Aug 2017, 12:53
[b]Nit89[/b
სად გაიკეთე ინვიტრო? იქნებ არაა შეწყვეტილი? გამიგია დაიკლო ხეგემ და მერე ისევ მოიმატაო.ალბათ გაგამეორებინებს ხეგეს ექიმი

Posted by: tweety86 10 Aug 2017, 13:01
.ნინო
სასწაული ნამდვილად არ იქნება რომ ორსულობა იყოს

სასწაული ის იყო ჩემი ახლობელი მილების გადაკვანძვის შემდეგ მე-6 ბავშვზე რომ დაორსულდა wink.gif ხდება სასწაულები

Posted by: iratta_26 10 Aug 2017, 13:03
tweety86
შენ წარმოიდგინე ეგეც აღარაა სასწაული, იმდენი დაორსულდა მასე smile.gif

Posted by: nefertiti987 10 Aug 2017, 13:16
Nit89
ტესტი არ სცადე? მეც გამიგია ხეგემ რომ დაიკო და მერე ისევ მოიმატა,ყურებს ნუ ჩამოყრი. ასეთ პატარა ვადაზე ეხოზე უნდა გამოჩენილიყო?

Posted by: iratta_26 10 Aug 2017, 13:20
nefertiti987
ტესტით რას გაიგებს, 27 აქვს ხეგე და ტესტი აჩვენებს.

Posted by: nefertiti987 10 Aug 2017, 13:20
მაპატიე,შენი და shunshura-ს ისტორიები ამერია უკვე. ორივეს გისურვებთ ბოლომდე მშვიდობით მიყვანას და მალე ჯანმრთელი ბაოს ჩახუტებას.

Posted by: tweety86 10 Aug 2017, 13:21
iratta_26
Nit89
ტესტის გაკეთებას აზრი არ აქვს sad.gif 2 დღეში კიდევ გაიმეორე რა...

Posted by: Nit89 10 Aug 2017, 13:43
nincka1987
ინ ვიტროში გავიკეთე ქეთი ქანთარიასთან. მეც იმედებს ვებღაუჭები ორი გადავიტანე და ვფიქრობ თავიდან ორივე ხომ არ მიემაგრა და ეხლა ერთი ხომ არ დარჩა მეთქი. მგონი რა სასაცილო ვარ sad.gif sad.gif
* * *
tweety86
ხო ხეგე მაინც მარალია და ტესტი თავისთავად აჩვენებს.
* * *
nefertiti987
იმედია ეგრე იქნება ჩემო კარგო, ღმერთმა ქნას.

Posted by: მიკი 10 Aug 2017, 14:13
გამარჯობათ.აქ პირველად ვწერ.თუმცა ინვიტროში საკმაო გამოცდილება მაქვს. უკვე მერამდენე მცდელობაა.ამ დღეებში მიწევს პირველი ეხო. 14 დღეს GHH 400 იყო.თუმცა მერე დამეწყო დაჭიმულობა და ყრუ ტკივილები.დღეს უკვე ლუთეინა საკმაოდ შეყავისფერებული გამოვიდა და თითქმის სულ ვწევარ,მაწუხებს. მსგავსი შემთხვევა თუ გქონიათ? ყველას მინდა გისურვოთ წარმატებები.

Posted by: Batakeke 10 Aug 2017, 14:27
მიკი
ყავისფერი არ არის საშიში. -ძველი სისხლია. პროგესტერონის დოზაას ზრდიან
. ექიმს არ დაურეკე?

Posted by: @ninuca@ 10 Aug 2017, 14:27
მიკი
შეიძლება პატარა ჰემატომა იყოს და მეტი არაფერი,გულისცემაზე როდის მიდიხარ,ეხოზე იყავი უკვე?

Posted by: მიკი 10 Aug 2017, 14:29
ვესაუბრე ექიმს და არაფერიაო,პროგესტერონს ვიკეთებ 2 ამპილას და კიდევ დაამატე თუ რამეო.3 დღეში მიწევს ეხო
* * *
ტკივილმა შემაშინა,დავწექი და გაიარა,ვცდილობ ბევრი არ ვიარო,თუმცა პირველი დღეები ძალიან უპრობლემო იყო,სულ დავდიოდი,ვმოძრაობდი თავისუფლად.მადლობა ყურადღებისთვის.ქართული ფორუმი თუ იყო არც ვიცოდი. ძალიან კარგია.მე საზღვრებს ფარეთ ვიკეთებდი და იქაურ ფორუმებზე ვიყავი ხოლმე.საჭიროა ეს ჩვენთვის და მიხარია smile.gif

Posted by: Batakeke 10 Aug 2017, 14:40
მიკი
რომელ ქვეყანაში იკეთებ?
რამდენი წლის ხარ?

Posted by: მიკი 10 Aug 2017, 14:42
ბოლო რამდენიმე ცდა რუსეთში იყო.რამდენიმე ორსულობა 3-5 კცირაზე შეწყვეტილი.

Posted by: Batakeke 10 Aug 2017, 14:44
მიკი
შეწყვეტიზ მიზეზი რა თქმა უნდა უცნობიი
.16 კვირაზე შემიწყდა ორსულობა.

Posted by: მიკი 10 Aug 2017, 14:46
თუმცა ასეთი კარგი GHH პირველად მაქვს

Posted by: nincka1987 10 Aug 2017, 14:46
მიკი
არ ინერვიულო არაა საშიში ყავისფერი გამონადენი.იცი რა უნდა გკითხო? რას გეუბნებოდნენ შეწყვეტების მიზეზს? მეც 5 კვირამდე მუწყდება სულ

Posted by: მიკი 10 Aug 2017, 14:52
კი კი უცნობი,ისევე რიგორც ამდენი წლის უშვილობის მიზეზი,საოცარი გამოკვლევები გვაქვს ჩატარებული და პრობლემა გაურკვეველია.ერთადერთი ენდომეტრიოზი მაქვს ქრონიკული და ოთხი ლაპარა და სამი ჰისტერო გაკეთებული.ყველაფერი გამოსწორებულია.ენდომეტრიუმი მედიკამენტების ფონზე 7-9 დე მოდის და სავსებით საკმარისია როგორც ამბობენ.
* * *
რამდენჯერ გაიკეთე უკვე და სად? ბოლოს ხვდები მაინც რომ ზევით წყდება ყველაფერი იმდენად გაურკვეველია ბევრი რაგაც და საოცარი))) საერთოდ რეპროდუქცია ყველაზე არაზუსტი სფეროა ,არასდროს არსებობს ზუსტი პასუხები ბევრ კითხვაზე

Posted by: mashusha 10 Aug 2017, 15:16
.ნინო

მე არასოდეს მქონია დიდი ენდომეტრიუმი. 6-7 და ორი უპრობლემო როსულობა მქონდა
გოგოებო, მგონი ჯობია აქ არ ვიყოთ ექიმები და არ დავსვათ დიაგნოზი მანამ, სანამ ამას არ გააკეთესბ პროფესიონალი. არ არის ეს სწორი

Posted by: მიკი 10 Aug 2017, 15:24
დიაგნოზს ძალიანაც რომ გვინდოდეს მაინც ვერ დავსვამთ,ბოლოს თვითონ ექიმმა მითხრა ღმერთები არ ვართო,იმდენად საოცარი იყო ჩემი შემთხვევები.თუმცა ერთი ვიცი,ვინც ცდილობს აუცილებლად მიაგწევს მიზანს და ამაზე კარგს ქალი ვერაფერს გააკეთებს.

Posted by: tweety86 10 Aug 2017, 15:38
mashusha
შენ ორი გყავს?
2kiss.gif

მომავლებიდან მახსოვხარ დაახლოვებით ტოლები არიან ჩვენი შვილები

Posted by: nincka1987 10 Aug 2017, 15:44
მიკი
მე თბილისში გავიკეთე ინვიტრო ინოვაში მაგრამ გარე ორსულობა იყო,მერე ემბრიონები ინვიტროს კლინიკაში გადავიტანე და იქაც ორი ემბრიონი გადავისკუპე,მაგრამ ესეც მომეშალა.მანამდე ოთხჯერ ჩემითაც დავრჩი და ზუსტად ერთ ვადაზე მიწყდება ყველა.მიზეზი არ არსებობს

Posted by: ninucela84 10 Aug 2017, 16:04
მიკი


გამარჯობა, შენი ისტორია ჩემსას იმ მხრივ გავს, რომ 3 ლაპარასკოპია მაქვს გაკეთებული და ენდოემტრიოზი, მაქვს ენდომეტრიუმის გასქელების პრობლემა. ერტი ინვიტრო ორი გადატანა, და არცერთხელ არ მიემაგრა. საქართველოში თუ გაგიკეთებია??? ან თურქეთშიი?? წარმატებები

Posted by: nino84 10 Aug 2017, 16:10
მიკი
მშვიდობიან ორსულობას გისურვებ. მერამდენე ცდით გამოგივიდა? ხუთი გადატანა მქონდა და ბოლოს იყო ხეგე 1.25, მაბანდე 0 ს არ აცდენია. სექტემბერში კიდე ერთ გადატანას ვგეგმავ და არ ვიცი ეს ყველაფერი ბსადამდე გაგრძელდება. ორი ლაპარო და ჰისტერო მაქვს გაჯეთებული შვუდწლიანი უშვილობის ფონზე. მხოლოდ მეუღლის პრობლემა გვაქ, ისიც ინვიტროსთვის აბსოლიტურად ნორმალური პასუხები აქვს.

Posted by: mashusha 10 Aug 2017, 16:13
tweety86


არა, ერთი smile.gif))

მეორე შემიწყდა. უპრობლემოდ დადგა ტქო, ამის ტქმა მინდოდა და სხვანაირად დავწერე. მერე აღარ ჩავასწორე. მეორე შწყდა, მაგრამ, არა ენდომეტრიუმის, ემატომის, ყელის ნაკლებობის ან სხვა ჩემი პრობლემის გამო. სავარაუდოდ, თვითონ ნაყოფი იყო სუსტი. ხომ იცი პირველი 12 კვირა რთყლია მისთვუს. რას ვიზამთ.. დღედმე ვრ ვ[ატიობ.. ვის არ ვიცი, მაგრამ, მენანება დღემდე...

შარშანდელი აბორტის მერე, დაორსულება აღარ შეიძლებოდა. კედელი მქონდა ძალიან თხელი და დეფორმირებული. ახლა ვნახე 3 კვირის წინდ ა ყველაფერი აღდგაო. თუ უზნაესი ინებებს, შევეცდები
შენ ჯერ არ გყავს მეორე? smile.gif))

მე ასაკი მაქვს და ამიტომ ვჩქარობ smile.gif)

Posted by: tweety86 10 Aug 2017, 16:21
mashusha
მე უკვე მინდა მეორე 4-5 თვეა არ ვიცავ თავს მაგრამ ვერაფერი ჯერ

ახლა ნაკლებად ვნერვიულობ ეს არის განსხვავება 2kiss.gif

Posted by: mashusha 10 Aug 2017, 16:35
tweety86


მე ასაკის გამო ვნერვიულობ..
სადღაც იმასაც ვფიქორბ, ინ ვიტრო ხომ არ დამეწყო თქო...

Posted by: tweety86 10 Aug 2017, 16:39
mashusha
31 წლის ვარ და დიდად არ ვნერვიულობ მაგის გამო. ისეთი ცელქია ჩემი ბიჭი აქამდე ვერაფრით მოვახერდებდი მაგაზე ფიქრსაც კი

ასაკი არაფერია დამიჯერე 40+ ქალები სრულიად უპრობლემო ორსულობის შემდეგ ჯანმრთელ ბაიებს აჩენენ ძალიან ბევრი ვიცი

შენ ხომ დაორსულების პრობლემა არ გაქვს...

ნებისმიერს შეიძლება დაემართოს ეგეთი რამ სამწუხაროდ

Posted by: compte.paris75 10 Aug 2017, 18:47
mashusha
თქვენ ვისთან იკეთებთ ხოლმე ინვიტროს?

Posted by: @justme 10 Aug 2017, 18:58
nincka1987

QUOTE
ზუსტად ერთ ვადაზე მიწყდება ყველა.მიზეზი არ არსებობს


გენეტიკური ანალიზები გაკეთებული გაქვს? სამხარაულში რომ კეთდება 3 ანალიზი ერთად? ასევე კარიოტიპი ?

Posted by: shunshura 10 Aug 2017, 19:24
მოკლედ დღესაც გავიკეთე ხეგე აიწია 222 , ექოზე კიდევ არ ჩანს სად არის, დიდი ალბათობით გარეაო , ველოდები კიდევ რომ გამოჩნდეს.წამლები შეწყვეტილი მაქვს,
ბედის ირონიაა ამდენი ხანია ორსულობას ველი და ისიც ასეთი
ემოციებისგან დაცლილი ვარ
ხეგეს გაზრდა თუ არ მომინდებოდა , ამას ვერ წარმოვიდგენდი

Posted by: nincka1987 10 Aug 2017, 20:27
@justme
გენეტიკური გაკეთებული გვაქვს მეც და ჩემს მეუღლესაც ჟორდქნიაში.სამხარაულში პოთრომბინის მუტავიის განსაზღვრა თუ რა ქვია 310 ლარი რო ღირს,კიდე რამეა? ეს სამი ერთად რა ანალიზია იქნებ მითხრა დაწვრილებით? და ფასიც თუ იცი? და ეს კარიოტიპი რა არის? ეგ სიმართლე გითხრა პირვლად გავიგე
* * *
shunshura
ვწუხვარ ძალიან,ვიცი რასაც გრძნობ.საშინელი განცდაა.მერამდენე დღეა დღეს?კოდე როდის ხარ დაბარებული?
* * *
@justme
კარიოტიპი ქრომოსომების კვლევაა ხოო? ეგ გვაქვს გაკეთებული მე და ჩემს მეუღლეს.

Posted by: shunshura 10 Aug 2017, 20:46
nincka1987
დღეს 21 დღეა
ორშაბათს ვარ დაბარებული

Posted by: Anukia198889 10 Aug 2017, 20:52
shunshura
ძალა მოიკრიბე ჩემო კარგო. იმედი არასდროს არ უნდა დაკარგო.
* * *
გოგოებო გამაგრებულ ნანემსარს რას უშობით? პროგესტერონს მერამდენე კვირაზე ხსნის? ორივე დუნდულზე ისეთი შარიკები მაქვს გაქვავებული რომ ნემსის დარჭობაც მეშინია. რა გავაკეთო აღარ ვიცი. ხვალ მგონია ვეღარ გავიკეთებ ისეთ დღეში მაქვს. 15 აგვისტოს 12 კვირის ვხდები და ნეტა რომ ვუთხრა არ შემაწყვეტიებს პროგის ნემს?

Posted by: luxus35 10 Aug 2017, 22:33
გოგოებო, რას ვერ ვხვდები იცით?! ინვიტროთი დამდგარ ორსულობას თუ ყველაფერი კარგად მიდის რატომ ჭირდება ამდენი წამალი? რა მნიშვნელიბა აქვს ორსულობა როგორ დადგა

Posted by: nino84 10 Aug 2017, 23:43
user posted image

პირად შეტყობინებაში მომწერეს. ნორმალურია ეხლა ეს? თუ ხუმრობები აღარ მესმის.

Posted by: nincka1987 11 Aug 2017, 00:02
nino84
მეც მომწერეს ეგ პირადში

Posted by: Anukia198889 11 Aug 2017, 00:03
nino84
ვიტირო თუ ვიცინოო? ვაი ბედრკულო ქართველებოოო.

ცუდათ იხუმრა ალბათ lol.gif lol.gif

Posted by: mashusha 11 Aug 2017, 00:19
compte.paris75
ბუნებრივად დავორსულდი ორივეჯერ. ახლა ვფიქრობ...მეორე ორსულობა Dემიწყდა, ასაკიც მაქვს, ლოდინს და უაზროდ ნერვების და დროის ხარჯვას, ხომ არ მეცადა იმ ვიტრო თქო ვფიქრობ.მინდა მეორე შვილი.. პირველის თვის მინდა )

Posted by: @justme 11 Aug 2017, 00:19
nincka1987

კი ქრომოსომების პათოლგიას იკვლევსო, მეც ექიმმა მითხრა მაგ ანალიზის გაკეთება.

ყველაფერი გამოგიკვლევია, ჰორმონები და ვირუსები ისედაც გამოკვლეული გექნება.

Posted by: Tamara1988 11 Aug 2017, 08:00
nino84
ამ დილით მეც დამხვდა ეგ კითხვა პირადში. არაფერი მიმიწერია დავბლოკე...
ვიღაც გვეღადავება თავის დებილი ჭკუით mad.gif

Posted by: nincka1987 11 Aug 2017, 08:55
@justme
ანი მორჩილაძემ მითხრა რამდენიმე გენეტიკური კვლევა არსებობს,მარტო ეგ არ არის საკმარისიო,მაგრამ იმდენად დიდ თანხებთანაა დაკავშირებული აზრი ისევ ინვიტრო ცადო რამდენჯერმე ეგ ჯობიაო.დაახლოებით 2 წლის ეინ გავიკეთეთ მე და ჩემმა მეუღლემ და 412არი გადავიხადე,და ეგ რაღაც პოთრომბინის გენეტიკურ კვლევა კიდე 310 ლარი დამიჯდა.შეიძლება კიდე მომატებულია ფასები არ ვიცი

Posted by: takotatuli1989 11 Aug 2017, 09:24
nincka1987
გენეტიკურ კვლევებზე გეტყვით რო არ არსებობს ზუსტი პასუხები, მათ შორის გერმანიაში ჩატარებულ კვლევებშიც კი.. კველგან სავარაუდო პასუხს გიწერენ... ახლობლის სამწუხარო გამოცდილებიდან გეუბნებით. ჩემი და ქეთის აზრია რომ არ ღირს ფულის გადაყრა მაგაში. ქეთიმ 1 თვის წინ მითხრა რო 8 კვირის ორსულზე აკეთებენ უკვე გენეტიკურ კვლევას ყველა ქრომოსომის პათოლოგიაზე, ანუ ქალს უღებენ ვენიდან სისხლს რომელშიც უკვე 8 კვირიდან ცირკულირებს ნაყოფის დეენემიც, ადრე ვერ ხდებოდა გარჩევა რომელი იყო დედის და რომელი ნაყოფის და ეხლა უკვე შესაძლებელია და კეთდება ყველა ქრომოსომის პათოლოგიაზე ანალიზი. პასუხის მიხედვით რას გადაწყვეტს ქალი მისი საქმეა.. გინდა ემბრიონი გაგინადგურებია 5 დღიანი და გინდა 8 კვირის ორსულობა შეგიწყვეტია განსხვავება არაფერი არაა (ხვდებით რასაც ვგულისხმობ) და ეს ახალი კვლევა უფრო იაფი ჯდება და ნაკლებ პროცედურებთან არის კავშირში, მით უფრო ვისაც ბუნებრივად შეუძლია დაორსულება.

Posted by: @justme 11 Aug 2017, 09:45
nincka1987

კი სამხარაულში მეც გავიკეთე რამდენიმე თვის წინ 310 ღირდა. კარიოტიპი აღარ გამიკეთებია, რადგან ჩვენება 3 და მეტი შეწყვეტილი ორსულობააო, მე ერთი შემიწყდა. ჩემი პრობლემა დარჩენა იყო უფრო.


takotatuli1989

მაგ კვლევაზე მეც მითხრეს. არაინვაზიური პრენატალური კვლევა ქვია თუ არ ვცდები, ორსულობისას კეთდება და 2000 ლარამდე ჯდებაო, სიზუსტე - 99 %-იო.
უბრალოდ ხშირად ორსულობა 8 კვირამდე წყდება და ამ კვლევის ჩატარება შესაძლოა ვერც მოესწროს.

Posted by: nincka1987 11 Aug 2017, 10:04
takotatuli1989
@justme
კიი მეც ეგ მითხრა ანიმაც აზრი არ აქვს გენეტიკურების კვლევასო.ძალიან ბევრი დაგეხარჯებაო,ქეთიმაც ადრე ეგ მითხრა.მეც რაღა მაგაში ვხარჯო ფული.მირჩევნია ისწვ ინვიტრო ვიკეთო.ისიც მითხრა ანიმ იმდენად ხშირად განიცდის ადამიანის დნმ მუტაციებს აზრი არ აქვსო.ყველა ადამიანში ხდება მუტაციები და მერე წარმოიქმნება ანტისხეულებიო

Posted by: stellla 11 Aug 2017, 13:50
nincka1987
შენ ხომ დაორსულების პრობლემა არ გაქვს და ინვიტროს რატომ მიმართე თავიდან ? ემბრიონები გყავს ხო კიდევ ?
* * *
mariami...
QUOTE
stellla ანალიზები სხვადასხვა კლინიკაში გავიკეთე,ზოგი რაიონშიც,თუმცა ქეთის პრობლემა არ შეუქმნია ....

მადლობა , კარგია ეგ.

Posted by: nincka1987 11 Aug 2017, 15:23
stellla
თავიდან 4 წელი საერთოდ არ დავრჩენილვარ,სანამ ლაპარო არ გავიკეთე და მერე კიდე ჰისტერო ცალკე.მერე ლამის ყოველ მესამე თვეს ვრჩებოდი და მეშლებოდა,ეხლა ეს ერთი წელია ინვიტროს გარეშე არ დავრჩენილვარ.ვითომ ეჭვობდა ქეთი კვერცხუჯრედების ხარისხს და მაგიტომ გავიკეთე. 2 ემბრიონი დამრჩაეტი არა და ძალიან ვნერვიულობ

Posted by: BaiserVole 11 Aug 2017, 18:21
Nit89
shunshura

გოგოებო ძალიან ვდარდობ თქვენზე, რას შვებით

Posted by: nino84 11 Aug 2017, 19:07
BaiserVole
მერამდენე დღე გაქ?როდის აბარებ ხეგეს?

Posted by: compte.paris75 11 Aug 2017, 21:14
შეცდომით ვიყიდე 2 ცალი 50 MG-იანი DHEA 50 ტაბლეტია ყუთში. მე 25-იანს ვსვამ.
ერთი გავხსენი ეხლა და შუაში ღარიც კი არ აქვს ტაბლეტებს რომ გავტეხო. ხომ არავის გინდათ? 7€ გადავიხადე თითოში და თავის ფასში მოგცემთ. იმ მეორეს, გაუხსნელს გთავაზობთ მხოლოდ რათქმაუნდა.

Posted by: Nit89 12 Aug 2017, 08:11
ხგს დღეს ვერ ვიკეთებ და მაინტერესებს პროგესტერონის ნევსების ფონზე შეიძლება მომივიდეს თუ მხოლოდ შეწყვეტის მერე?

Posted by: nincka1987 12 Aug 2017, 09:40
Nit89
თუ არ შეწყვიტე ისე არ მოგივა მგონი,მე მაგალითად არ მომდის ხოლმე და არ ვიცი

Posted by: Nit89 12 Aug 2017, 09:42
nincka1987
მადლობა მაშინ ჯობია გავიკეთო.

Posted by: nincka1987 12 Aug 2017, 11:23
Nit89
ხგ გაიკეთე მაინც,იქნებ პირიქით კარგი ამბავიააა? სანამ ნულზე არ ჩამოვა ხგ არ მოგივა.მე პროგის შეწყვეტიდან ზუსტად მესამე დღეს მომდის ხოლმე

Posted by: Nit89 12 Aug 2017, 14:14
6,81 დღეს ჩემი ხეგე ესეც ჩემი მეორე უშედეგო მცდელობა. საშინელი განცდა.
* * *
გადატანის შემდეგ ვინ რა წამლებს იკეთებდით დამიწერეთ რა

Posted by: Anukia198889 12 Aug 2017, 14:50
Nit89
ძალიან ვწუხვარ ძალიან მაგრამ ძალიან მალე დადგება შენთვის ის ნანატრი დღე რომ გაიხარო. მთავარია ორსულობა დგება და მაჩვენებელი 0 არ არის. ძალიან ბევრს ნიშნავს მაგი.

მე გადატანის დღიდან 0.4 ფრაქსიპარინი. ფემოსტონი სამი ტაბლეტი დასალევად ერთი ვაგინალურად. ლუთეინა სამჯერ ვაგინალურად.პროგესტერონი ორი ამპულა.მეთიპრედი.ფოლიუმი. დ ვიტამინი. ესენი მხოლოდ. და გადატანამდე 6 დღე ლოქსიდოლი სწორ ნაწლავში. შენ რა გქონდა დანიშნული

Posted by: Nit89 12 Aug 2017, 15:07
Anukia198889
გაიხარე ჩემო კარგო დიდი მადლობა გამხნევებისთვის.
მე 2 ამპულა პროგესტერონი, უტროჯესტანი დღეში 800მგ, ფრაქსიპარინი 0,3-იანი და ფოლიუმი.
იქნებ არ ეყო ეს წამლები,უკვე იმდენ სისულელეს ვფიქრობ არ ვიცი რა.

* * *
Anukia198889
გადატანამდე რა გქონდა დანიშნული? კი გაწუხებ, მაგრამ აქაურ გოგოებზე მეტად ამ წუთში მე ვერავინ გამიგებს,სულ მთლიანად ცარიელი ვარ.
* * *
Anukia198889
ხო და მეთიპრედი ნახევარი აბა სულ გავითიშე ამდენი ნერვიულობით

Posted by: m.i 12 Aug 2017, 15:21
Nit89
როგორ მესმის შენი გაცდები... გული არ გაიტეხო, გწამდეს რომ ყველაფერი გამოგივა...
ღვთის ნებით მალე გახდები დედა :*

მეც ორი უშედეგო მცდელობა მქონდა, სულ ძიებაში ვიყავი, სულ მიზეზებს ვეძებდი..ხან არასაკმარის ანალიზებს ვაბრალებდი, ხან არასაკმარის მედიკამენტებს..იქნებ რაღაცას არასწორად ნიშნავენ თქო.. (თითქოს რაღაცას ჩავებღაუჭე,ამ მიზეზების გამოსწორების ფონზე უნდა ვცადო მესამე) თუ ღვთის ნება იქნება გამიმართლებს, სხვა შემთხვევაში მინიმუმ 3 წლიან პაუზას ვიღებ...

Posted by: Nit89 12 Aug 2017, 15:25
m.i
დიდი მადლობა,ღმერთმა მალე გაგვაბედნიეროს ყველა ქალი ვინც შვილს ნატრულობს და იბრძვის მიზნისთვის.
მე მხოლოდ ერთი ემბრიონი დამრჩა და სექტემბერში ვცდი ისევ ვნახოთ რა იქნება არა და მეც მომიწევს კარგახანს გაჩერება.

Posted by: m.i 12 Aug 2017, 15:34
Nit89
გისმინოს ღმერთმა, გვწამდეს რომ მზე ერთხელაც ჩვენთვისაც ამოვა..გაგვითბობს სულს და გულს, მაშინ ვიტყვით რომ ამისთვის ღირდა ლოდინი, ამდენი ცრემლიანი უძილო ღამე, ამდენი ტკივილის გაძლება.. მთავარია ძალა არ გამოგველიოს, ნუ მივეცემით სასოწარკვეთილებას...
იტირე, იყვირე სჯობს ეხლა დაიცალო ამ ტკივილისაგან, ვიდრე ჩაიკეტო საკუთარ თავში, ნუ მიეცემი დეპრესიას.. ამით მხოლოდ საკუთარ თავს ავნებ

Posted by: Nit89 12 Aug 2017, 15:40
m.i
ტირილის თავიც აღარ მაქვს,ვეღარც ვლაპარაკობ,ვცადე ტირილი და აღარ გამომივიდა,6 წელი ყოველ მოსვლის დღეს ვტიროდი და ალბათ სულ გამოვიცალე ემოციებისაგან.

იმედია სექტემბერი იქნება ჩემი და ყველას ბედნიერების დასწყისი. მთავარია ორსულობა დადგა აქამდე ეგ ბედნიერებაც არ მქონდა და იმედია გაამართლებს.

ღმერთია მოწყალე.

Posted by: m.i 12 Aug 2017, 15:47
Nit89
აუცილებლად გაამართლებს, მთავარია ეხლა მაინც იცი რომ შეგიძლია დაორსულდე :* :*
მთავარია დამშვიდდე, შენს ბაიას რომელიც მოუთმენლად გელოდება ჯამრთელი დედიკო სჭირდებ smile.gif

Posted by: Nit89 12 Aug 2017, 15:52
m.i
გაიხარე გენაცვალე დიდი მადლობა :* შენც ასევე წარმატებები და მალე მომელოცოს დადებითი :*

Posted by: Anukia198889 12 Aug 2017, 16:00
Nit89
გადატანამდე ფოლიუმი დ ვიტამინი თითქმის 8 თვე ვსვი და სამი თვე მთლიანი მეთიპრედი. მეტი არაფერი. კიდე გადატანამდე სქრეჩინგი და ტევაგრასტიმი გავიკეთე. ცოტა დოზა გააზრდევიე პროგესტერონის შემცვლელი წამლების.რაღაც მგონია რომ ნაკლებია მეთქი. ან კიდე ენდომეტრიუმისთვის არ გაქვს არაფერი დანიშნული და ფემოსტონი კარგი იქნება ვფიქრობ. კარგი ენდომეტრიუმი გქონდა ადრეც? ჩემს დანიშნულებას რომ ვადარებ კმაყოფილი ვარ. მაქსიმალურად მაქვს დანიშნული ყველაფერი. აუცილებლად გაგიმართლებს ეგ ერთი წერტილი თან სექტემბერი ძალიან ნაყოფიერი თვეა და გამოგივა

Posted by: Nit89 12 Aug 2017, 16:08
Anukia198889
რა კარგია რომ მომწერე ჩავიწერ ყველაფერს და აუცილებლად დაველაპარაკები ამ წამლებზე.

ენდომეტრიუმი ყოველთვის კარგი მქონდა 10 ამდე და ცოტა მეტიც იყო ხოლმე,მაგრამ გადატანის თვეს 9,4 მქონდა, ენდომეტრიუმისთვის არ მქონია არაფერი დანიშნული.

ფემოსტონი ვარდისფერი აბი ხო?

რა კარგია რომ არსებობს ეს ფორუმი ცოტა ძალა მეძლევა ბრძოლისთვის,და იმედი მესახება რომ გამოვა.

Posted by: Anukia198889 12 Aug 2017, 16:19
Nit89
კი ვარდისფერი აბი. ეგ ვფიქრობ საჭიროა რომ ენდომეტრიუმმა არ შეწყვიტოს ზრდა. რაც იფრო გაფუმფულებული იქნება მით უკეთესია. ტევაგრასტიმიც გააკეთებიე. მე გადატანის დღეს რომ მივედი და მნახა ეხოზე ზომა არ უთქმია მაგრამ სასწაულად არის გაფუმფრუჭებულიო გაუხარდა. კარგი ემდომეტრიუმი გქონია ყოველთვის მაგრამ მაინც კარგია ფემოსტონი. მეც მასე სულ 10 მქონდა ან 11 და სულ იმას ვფიქრობდი ტყულა მასმევს ფემოსტონს მეთქი მაგრამ ეხლა ვფიქრობ საჭიროა მეთქი. ძალიან კარგი გოგო ხარ და აუცილებლად გახდები ჩემსავით ბედნიერი. ♡♡♡

Posted by: Nit89 12 Aug 2017, 16:27
Anukia198889
მადლობა ანუკი ღმერთმა ჯანმრთელი ბაია მოგცეს და მუდამ ბედნიერი დედა გამყოფოს უფალმა. აუცილებლად გავითვალისწინებ შენს რჩევებს,თვითონ რომც არ დამინიშნოს მე მაინც დავლევ დასაკარგი მაინც აღარაფერი მაქვს.

:* :* :*

Posted by: nincka1987 12 Aug 2017, 16:41
[Nit89
ვწუხვარ ჩემო კარგო ძალიან.საშინელი გრძნობაა,ხუთჯერ მაქვს გამოცდილი უკვე.ღმერთმა ქნას მალე ჩვენც გავხდეთ დედები.უნდა ვიბრძოლოთ სხვა გზა მაინც არ გვაქვა.მე შემოსგომის ბოლოსკენ ვაპირებ ისევ გადატანას,კიდე თუ არ გამომივიდა მართლა არ ვიცი რა იქნება შეიძლება გადავყვე ამ ყველაფერს ან ოჯახიც კი დავანგრიო.

Posted by: Nit89 12 Aug 2017, 16:45
nincka1987
რას ამბობ როგორ შეიძლება ეგრე ფიქრი,ყველაფერი გამოვა,გავხდებით დედები აუცილებლად,ცუდზე არასოდეს არ იფიქრო,ღმერთი ჩვენც გაგვაბედნიერებს ერთ დღეს. მიუხედავად იმისა რამდენიმე საათის წინ გავიგე შეწყდა ორსულობა ცუდზე მაინც არ მიფიქრია, პირიქით ბრძოლის სურვილი გამიჩნდა.

ყველაფერი გამოვა ჩემო კარგო მთავარია არ დავნებდეთ.
* * *
რატომღაც ვფიქრობ წამლები დამაკლდა ანუკის რჩევების მერე და ამასაც ვცდი იქნებ ასე გაამართლოს,ყველაფერი უნდა ვცადოთ სხვა გზა არაა.

Posted by: nattcho-ch 12 Aug 2017, 16:59
Nit89
ძალიან გგულშემატკივრობთ ყველას. ჩემნაირი ისტორია გაქვს და მიტომ.გეხმიანები. ღვთის წყალობით მესამე.ცდაზე ფინალიც ჩემნაირი გქონოდეს. ახლა ტყუპებზე ვარ უკვე 30- ე კვირაში. მეორე გადატანაზე ჩემი ხეგე ჯერ 44 იყო,შემდეგ 28 და ბოლოს 10 . წამლებიც ზუსტად ისეთი მქონდა როგორც.ანუკის,მაგრამ.რაც მოსახდენი იყო მაინც.მოხდა. მესამე ცდაზე აუციჭებლად გაგიმართლებთ

Posted by: Nit89 12 Aug 2017, 17:07
nattcho-ch
გაიხარე ჩემო კარგო ღმერთმა ჯანმრთელი პატარები მოგცეს და ბედნიერი დედა ყოფილიყავი.

იმედია მესამე გამოვა თორემ ყველაფერი ნულიდან მექნება დასაწყები sad.gif
* * *
ერთი რომ მყავს იმიტომ ვნერვიულობ თორემ კიდევ რომ მეგულებოდნენ ამდენს აღარ ვინერვიულებდი.

Posted by: BaiserVole 12 Aug 2017, 18:33
Nit89
დაისვენებ და მერწმუნე ძალები მალე დაგიბრუნდება. მეორე უარყოფითის მერე არც მეგონა თუ ძალებს მოვიკრებდი მესამე ცდისთვის, და ჩემდა გასაკვირად იმავე თვეში დავიწყე მესამე.


გოგოებო, მოკლედ გთხოვთ ყურადღებას და საკუთარი ხეგეების გახსენებას. შიშისგან სიხარულს გავურბივარ
მე-12 დღეა დღეს და ხეგე 94. ქეთიმ იდეალურიაო, აწი იწყებს სწრაფ ზრდას ხეგეო, ეხოს ვიზიტიც დამინიშნა.

ეხლა ფორუმს ჩავუჯექი, ამ დროს ზოგს 87 ქონდა, მაგრამ ზოგს 300, 800 და 400. და მესმის ტყუპებზე უფრო მაღალია, ჩემთან 1 ემბრიონია გადატანილი 5დღIანი.

თქვენი ხეგეები რამდენი იყო მომწერეთ გთხოვთ რა, არ დაიზაროთ




Posted by: m.i 12 Aug 2017, 18:50
BaiserVole
გილოცააავ, შესანიშნავია. მშვიდობიან ცხრა თვეს და ჯამრთელ ბაიას გისურვებ smile.gif))

Posted by: .ნინო 12 Aug 2017, 19:06
BaiserVole
ძალიან კარგი მაჩვენებელია, რას უწუნებ?

გილოცავ! მშვიდი 9 თვე და ბედნიერი დედობა :-*

Posted by: BaiserVole 12 Aug 2017, 19:12
m.i
.ნინო

მადლობა გოგოებო, იდეალური მაჩვენებელი აშკარად არაა, რაც ვნახე ინგლისურენოვან მასალაში და ვეღარ გავიგე.



Posted by: Anukia198889 12 Aug 2017, 19:15
BaiserVole
გილოცაავ ძალიან გამიხარდა.სწორედაც რომ იდეალურია. ჩემი მაგაილითია 12 დღეს 118 ხეგე. მასე ვიყავი მეც დავიწყე ქექვა და ყველას ბოლო პოსტებს ვკითხულობდი ტყულა ნერვებს ვიშლიდი. მერე სრბფ არის ასეთი ეხლა ორსულია იმის ხეგე ვნახე 112 ქონდა და მერე დავიჯერე რომ ორსულად ვიყავი. ყველასთან ერთნაირად მაღალი არ არის. ეხლა იწყება შენი ტკბობის პერიოდი და დატკბი ამ შენი კარგი ხეგეთი. რომ დაინახავ შენს წერტილს ეხოზე მერე იტყვი რა ტყულად მინერვიულიაო.

Posted by: BaiserVole 12 Aug 2017, 19:22
Anukia198889

გაიხარე რომ მაწყნარებ, უკვე მარტო დადებითი ხეგე აღარ გვყოფნის, აქამდე მარტო იმას ვნატრობდი 5-ზე მეტი იყოსთქო )

Posted by: .ნინო 12 Aug 2017, 19:37
BaiserVole
რადგან ასე ნერვიულობ, ორშაბათს კიდევ ჩააბარე ხეგე. გაორმაგებული დაგხვდება და დამშვიდდები. თორემ ეხოზე შეიძლება კიდევ ერთი კვირა არ გამოჩნდეს და მანამდე ხომ არ უნდა ინერვიულო?

ისე, ინ-ვიტრო არ დამჭირვებია, ბუნებრივი ორსულობა იყო. გადაცდენიდან მესამე დღეს გავიკეთე, ანუ სადღაც 17-18 დღეს და სულ 140 მქონდა... ასე რომ მართლა არ ვიცი რა არ მოგწონს :-)

Posted by: BaiserVole 12 Aug 2017, 20:01
.ნინო

დავმშვიდდი ფაქტიურად.. უღრმესი მადლობა გოგოებო
* * *
მერე დავწერ ერთიანად ჩემს ამბებსაც, რომ შემოინახოს ფორუმის ისტორიამ და გამოადგეს სხვას.
ნუ ორი სიტყვითაც შეიძლება, 2 წარუმატებელი ინვიტროს მერე, ყველაფერი წესრიში რომ იყო, მესამე ცდამ გაამართლა.
ან რატო გაამართლა ამ ცდამ ან წინებმა არა, არავინ იცის

Posted by: Nit89 12 Aug 2017, 20:35
BaiserVole
წარმატებები ძალიან კარგი მაჩვენებელია,მშვიდად იყავი,ბედნიერი ცხრა თვე და ჯანმრთელი ბაია შენ.

ვისთან გაიკეთე ინ ვიტრო?

Posted by: iratta_26 12 Aug 2017, 21:12
BaiserVole
გილოცავ smile.gif ძალიან კარგი ციფრია რას უწუნებ?

Posted by: takotatuli1989 12 Aug 2017, 21:19
BaiserVole
გილოცავ მთელი გულით.. მოიშორე უაზრო შიშები და დატკბი ყველა წუთით.. განწყობას დიდი მნიშვნელობა აქ არ დასტრესო ბაო ტყუილად :* მშვიდობიან ორსულობას და ბედნიერ დედობას გისურვებ:*

Posted by: BaiserVole 12 Aug 2017, 22:03
Nit89
iratta_26
takotatuli1989

მადლობა გოგოებო დიდი 2kiss.gif

ქეთისთან გავიკეთე მესამე ცდა, წინა ორი ინვიტროში.

Posted by: Nit89 12 Aug 2017, 22:43
გოგოებო ემბრიონის ანეუპლოიდი რა არის იცით ვინმემ? ექიმმა მითხრა მაგ ვადაზე რომ წყდება ორსულობა მაგის ბრალიაო.
* * *
BaiserVole
მაპატიე ამდენ კითხვებს რომ ვსვავ მაგრამ ინ ვიტროში ვისთან გაიკეთე?

Posted by: BaiserVole 12 Aug 2017, 22:49
Nit89

რამდენიც გინდა მკითხე, თუ რამეს გაგიზიარებ და დაგეხმარება გამიხარდება.

ინვიტროში გავიკეთე თეონა ანთიასთან, წინა პოსტებშიც დავწერე რომ ძალიან კარგი გოგოა და ვერაფერს ვერ ვიტყვი კარგის მეტს, მართლა გადამყვა

Posted by: georgia1988 12 Aug 2017, 23:06
BaiserVole

რა მიზეზია თქვენთან?

Posted by: BaiserVole 12 Aug 2017, 23:08
georgia1988


დაუდგენელი უშვილობა. თუ რამე ანალიზი დაუნიშNავთ და გამიკეთებია, არსად არ იყო პრობლემა. ასევე, სპერმოგრამაც.
თუმცა როგორც თეონამ მითხრა, უშVილო წყვილებიდან, ყოველი მეოთხე დაუდგენელი გენეზის უშVილობააო

Posted by: nino84 12 Aug 2017, 23:35
BaiserVole
გილოცავ, ძალიან გამიხარდა შენი დადებითი პასუხი, მშვიდობიან ორსულობას გისურვებ :*


Posted by: annaninio 13 Aug 2017, 01:33
Nit89
ანუპლოიდი ,ანუ შერწყმის დროს არასწორად დაეწყო ქრომოსომები.კი ბატონო, ეგ შეიძლება იყოს მიზეზი.მაგრამ როდესაც ბევრჯერ ხდება მოშლა უკვე სხვა რამის ბრალია.

Posted by: ella85 13 Aug 2017, 10:10
გამარჯობათ, კეთილი იყოს ჩემი ფეხი თქვენს ფორუმზე, წლების განმავლობაში ვკითხულობდი თქვენს ფორუმებს ამ თემასთან დაკავშირებით და დიდ ინფორმაციასაც ვიღებდი, ჩემს ანგარიშზეა ერთი უშედეგო ინვიტრო, ერთი ინსემინაცია ( შედეგი გარე ორსულობა) + ერთი წარმაატებული ინ ვიტრო და 9 წლის თავზე ნანატრი ბიჭი, მოკლედ ზეგ ვიკეთებ გაყინული ემბრიონების გადატანას, მაინტერესებს 3 ემბრიონიდან სამივე გადავიტანო თუ 2 , 32 წლის ვარ, ჩემი ბიჭი კი 3 წლინახევრისაა , ველოდები თქვენს რჩევებს

Posted by: Anukia198889 13 Aug 2017, 10:33
ella85
ძალიან კარგი პოსტია იმედის მომცემი ყველასთვის. გილოცავ პატარა ვაჟკაცს ბედნიერი კაცი გაზრდილიყოს და უპრობლემო მომავალ ორსულობას გისურვებ. ძალია კარგი გოგო ხარ. ვისთან გყავს ემბრიონები გაყინული? მეც ახალი ორსული ვარ და სამი ემბრიონი მყავს გაყინული. 28 წლის ვარ და ალბათ შენს ასაკში ვიფიქრებ მეც მეორე გადატანაზე. ბევრს ვფიქრობ უკვე მეც მაგაზე რომ რას ვიზამ და მივედი იმ დასკვნამდე რომ 31 წლის რომ ვიქნები ორს ერთად გადავიტან ისევ. და ერთს დავიტოვებ. 35 წლის რომ ვიქნები უფლის წყალობით მაშინ გადავიტან მესამეს თქო. მაგ ბიჭოზე რომ დარჩი მაშინ რამდენი გქონდა გადატანილი?

Posted by: ella85 13 Aug 2017, 10:50
6 ემბრიონი მივიღეთ, 3 გადავიტანე 3 გავყინე , 28 წლის ვიყავი მაშინ მეც, ნატო ხონელიძეა ჩემი ექიმი, თეონა ანთია მაშინ იწყებდა , ესწრებოდა ჩემს გადატანას , ასევე ქეთი ოსიძეც. ახლა ვფიქრობ რომ გადავიტანო 3 -ვე რომ შანსი გავზარდო იმის რომ გამოვიდესთქო, მრავალნაყოფიანი ორსულობისაც მეშნია, მოკლედ ვერ ვწყვეტ რა ვქნა

Posted by: Nit89 13 Aug 2017, 11:24
annaninio
მადლობა :* რომ მივალ დაველაპარაკები მაგ საკითხზე.

მირჩიეთ როგორ მოვიქცე,უკვე ძალიან დავიბენი აღარ ვიცი რას მივაწყდე. მინდა ქეთი ოსიძესთან მივიდე და გავიარო კონსულტაცია,მაგრამ ერთი ემბრიონი რომ მყავს მაგის გადატანაზე დამთანხმდება ნეტა? ღირს მაგ საკითხზე ქეთისთან დალაპარაკება? ძალიან გთხოვთ მირჩიეთ. ესეც რომ არ გამოვიდეს ღმერთმა იცის კიდევ როდის შევძლებ ახლიდან დაწყებას.

Posted by: Tamara1988 13 Aug 2017, 11:50
Nit89
მეც გირჩევ რომ ქეთი ოსიძესთანაც გაიარო კონსულტაცია.ჯერ მიდი დაელაპარაკე აუხსენი შენი მდგომარეობა და მერე გადაწყვიტე ვისთან გადაიტან. ოსიძე ბევრად გამოცდილი და წარმატებულია ამ სფეროში. შენ დაორსულება შეგიძლია ეს უკვე ბევრს ნიშნავს ჩემო კარგო. მთელი გულით გისურვებ წარმატებებს.

Posted by: Nit89 13 Aug 2017, 11:56
Tamara1988
დიდი მადლობა :*

Posted by: ella85 13 Aug 2017, 12:04
ქეთი ინ ვიტროში აღარ არის ჰო? ბოლოს რომ ვიყავი არ მომიკრავს თვალი

Posted by: annaninio 13 Aug 2017, 12:31
Nit89
ემბიონი რომელიც გადაგიტანეს, როგორი ხარისხის იყოო რა თქვეს? იმიტომ რომ მაღალი ხარისხის ემბრიონი იდეალურად იყოფა თავიდანვე და ეგეთი რაღაც არუნდა დამართოდა.ანეუპლიოდი უფრო ბუნებრივი ორსულობების დროს ხდება. ნუ ეხლა 100% არაფერი არაა გამორიცხული. მაგრამ მაღალი ალბათობით ვამბობ.

Posted by: BaiserVole 13 Aug 2017, 12:32
nino84

ძალიან ძალიან დიდი მადლობა :*

Nit89
ფაქტიურად ჩემიც ბოლო მცდელობა იყო, მაგრამ მე 1-ის გადატანა მინოდა და ქეთი ძალიან გაგებით შეხვდა, რომ ორნაყოფიანობა არ უნდაო, აუხსნა ემბრიოლოგს.
მე ვეუბნებოდი, ნაღდად გადავიტანოთ ამ თვეშითქო, ბოლო ცდაა და ძალიან ვნერვიულობთქო, და ასე მითხრა ზოგს თავიდანვე 1 ცდა აქვსო, და ფაქტია გაამართლა. მართლა ძალიან სკეპტიკურად ვუყურებდი ამ მცდელობას, უიმედოდ. მაგრამ ქეთი ყოველ დღე აკვირდებოდა და გადატანის დღესაც შეიძ₾ება ეთქვა მოდი აღარ გადავიტანოთ რაღაც არ მომწონსო, რამე რომ შეცვლილიყო, ტუმცა მოეწონა ბოლომდე ყველააფერი და გადაიტანა. თუ რამე არ მოეწონება არ გარისკავს ნამდვილად.

ფაქტია, რომ ინვიტროს პაციენტებს მართლა უთმობს დროს, მიუხედავად ამდენი პაციენტისა

ella85

ინვიტროდან წამოვიდა წინა წლის ზაფხულიდან, ეხლა ინოვაშია, სანდრო ეულზე

Posted by: nino84 13 Aug 2017, 13:26
ella85
ღმერთმა ჯანმრთელი ბიჭი გაგიზარდოს smile.gif მე ოსიძის პაციენტი ვარ და ქეთიმ ორი ერმბრიონის გადატანაზე მითხრა უარი, არათუ სამის. მიუხედავად იმისა რომ წარუმატებელი მცდელობები მქონდა მანამდე. რისკი მაღალია ტყუპების და თავს იზღვევენ. მე ორზე მეტს არ გადავიტანდი, დანარჩენი შენი და შენი ექიმის გადასაწყვეტია. წარმატებები.

Posted by: Nit89 13 Aug 2017, 13:44
annaninio
ორი ემბრიონი გადავიტანეთ ბლასტოცისტი და ორივე კარგი ხარისხის,ემბრიოლოგს მეთვითონვე ვკითხე როგორები არიან მეთქი და საუკეთესო ხარისხიაო. ეს ერთიც კარგი ხარისხის მყავს.

BaiserVole
ხო და მივალ სექტემბერში კონსულტაციაზე.

ხომ არ იცით რომელი რიცხვიდან იქნება ქეთი?

Posted by: mariami17 13 Aug 2017, 13:52
Nit89
5 სექტემბრიდან იქნება ქეთი და 11 დან ხეცურიანი ეხოსკოპისტი

Posted by: Nit89 13 Aug 2017, 13:53
BaiserVole
მე ის მაინტერესებს ინვიტროდან ერთცალს თუ წაიღებენ? თუ დამთანხმდება ერთის წაღებაზე აუცილებლად გადავალ ქეთისთან.
* * *
mariami17
მადლობა გენაცვალე.

Posted by: ella85 13 Aug 2017, 15:26
მე ეს 3 ემბრიონი რომ გავყო და ეხლა 2 გადავიტანო და 1 შევინახო ან პირიქით, თუ გამომივა და გავაჩენ არ ვარ დარწმუნებული რომ მერე კიდევ გავიკეთებ და გადავიტან , ამის აღარც დრო მაქვს, არც ნერვები და არც ასაკი , გამორიცხულია ცოცხალ ემბრიონს არ გავანადგურებინებ, ამიტომ ვფიქრობ ისევ 3 ვეს გადავიტან და მივენდობი ღმერთს, რაც იქნება იქნება, ისე ზეგ რას გადაწყვეტენ და რა იქნება გაგაგებინებთ, დავწერ აქ


* * *
ფორმუმზე პირველად წავიკითხე სქრეჩინგის შესახებ, და ეგ ახალი დანერგილია? არც გამიგია მანამდე და არც პირველ ბავშვზე უთქვამს ვინმეს, აწი გვიანია ხომ ჩემთვის?

Posted by: piko1989 13 Aug 2017, 16:20
ella85
რამდენი წლისხარ? რასამბობ გვიანი რატომააა ხალხი 50 წლის ასაკში იბრძვის ბავშვისთვის და შენ მაგისგამო თუ ამბობ არ შეშინდე ღვთის წყალობით გვიან მანამ არაა სანამ პირში სული გვიდგას უფალი გფარავდეს და ღმერთ შენსკენ

Posted by: nino84 13 Aug 2017, 16:49
ella85
სქრეჩინგი გადატანის ციკლში კეთდება ციკლის მეორე დღეს. მეც რომ გავიკეთე ინვიტტო ადრე არ იყო მაშინ ეს მეთოდი.

Posted by: ella85 13 Aug 2017, 17:09
32 ის ვარ, 29 ისამ გავაჩინე პირველი, მაგრამ იმდენი ნერვიულობა მაქვს გამოვლილი, 20 წლის ვიყავი რომ გავთხოვდი, ნერვული ფონი აღარ მიწყობს ხელს, ამის მეტად ვეღარ გავქაჩავ ვიცი, თან ამ წამლებმა (რეგულონი, ფემოსტონი, დეკაპეპტილი, დივიგელი, პროჟესტერონი, უტროჟესტანი) საერთოდ გამომიყვანა მწყობრიდან, უკვე ვეღარ ვუძლებ sad.gif
* * *
სქრეჩინგის შესახებ რატომ არ მითხრა ექიმმა, გული მწყდება, თუკი შანსის გაზრდის ალბათობა არსებობს რაიმეთი, არ იქნებოდა ურიგო მეცადა, ახლა გვიანია უკვე

Posted by: nino84 13 Aug 2017, 18:27
ella85
ნუ ინერვიულებ რომ ვერ გაიკეთე სქრეჩინგი, აქ არიან გოგოები არ გაუკეთებიათ და კი დაორსულდნენ.


Posted by: ella85 13 Aug 2017, 19:28
პრინციპში მეც მაგათ რიცხვში ვარ, პირველ ბავშვზე განაგონიც არ მქონდა ეგ სქრეჩინგი, მაგრამ ახლა გული დამწყდა , ძალიან გთხოვთ დაწერეთ მერამდენე დღეს გადააქვთ ხოლმე გაყინული ემბრიონები, მე- 18 დღეს ვარ დაბარებული გადატანაზე, ეს წამლებიც ცუდად მოქმედებს ალბათ , გული მერევა, თავბრუსხვევები მაქვს, მკერდი მომატებულია და მტკივა, გადატანილი რომ მქონდეს ემბრიონები დავაბრალებდი სიმპრტომები მაქვს უკვეთქო smile.gif

Posted by: mariami17 13 Aug 2017, 20:17
ella85
ინდივიდუალურია. პირველად 21 დღეს მომიწია და ენდომეტრიუმი არ მოეწონა. არ გადამიტანეს.
გაყინული გადამიტანეს 16 დღეს 2 და 2 ვე მიზის ეხლა მუცელში.
ეს სქრეჩინგი ეტყობა ახალია და ციკლის მეორე დღეს კეთდება. თუ ენდომეტრიუმი კარგი გაქვს არ იდარდო.

Posted by: nincka1987 13 Aug 2017, 21:06
საღამო მშვიდობის გოგოებო,მოკლედ ანიმ დამრტო ნება ზღვაზე წასვლის და კარგად გარუჯვის,ჩემს ნერვებს ზუატად ვიცი რომ ზღვა უშველის,ასევე დავიწყე ოთახის რემონტი,რატომღაც მომინდა რაღაცის გაახლება,ძალიან კარგი საშუალება ყოფილა განტვირთვისტვის და ნერვების დასაწყნარებლად,ჩემი ქმარი სამსახურიდან რო მოვიდა დავახვედრე ჩამოხეული შპალერი smile.gif ,ზღვიდან რომ ჩამოვალ საძინებელსაც შევიცვლი.ძალიან დამაწყნარა რაღაცის დახევამ.შემოდგომიდან კი შევუდგები პლაზმაფერეზს და მოვემზადები გადატანისთვის

Posted by: ella85 13 Aug 2017, 22:03
mariami17
ენდომეტრუმი მე-8 დღეს 8 მმ მქონდა, მე-11 დღეს 9,5 ვნახოთ მე-18 დღეს რამდენი მექნება, იმედი მაქვს არ წამოვიდოდა ქვემოთ, დიდი იმედი მაქვს გამიკთებს , ისე ვარ მომართული რომ გადამიწიოს პანიკა დამეწყება sad.gif

Posted by: mashusha 14 Aug 2017, 08:16
გოგოებო, შუნშურაზე რა ისმის?
....,....................,,

Posted by: Anukia198889 14 Aug 2017, 09:05
mashusha
აუ მეც ძაან მინდა მალე შემოვიდეს და გაგვაგებინოს როგორ არის. მგონი დღეს უნდა გადაემოწმებია ეხოზე ორშაბათს ელოდებოდა.

Posted by: ella85 14 Aug 2017, 09:19
მე ვნახე ჩემი ძველი ხეგეს ანალიზები და მე-12 დღეს 79 მქონია და მე-14 დღეს 185 , გადავიკითხე ძველი პოსტები აქ და ძალიან მაინტერესებს როგორ მიდის ამ გოგონას საქმეები, გარეორსულობის ხეგე-ს ანალიზი არ მაქვს შენახული მაგრამ 200 ზე მეტი იყო მახსოვს პირველ აღებაზე და ძალიან მეორე დღე 400 ზეც ავიდა, სავარაუდოდ გარეორსულობა არ უნდა ჰქონდეს

* * *
ინსემინაციის 21-ე დღეს ჩემი გარეორსულოა ჩანდა თან ეხოზე, მილი გადიდებული იყო და მენზიც მოსული მქონდა

Posted by: tweety86 14 Aug 2017, 09:47
nincka1987
პლაზმაფერესის გაკეთებას სად აპირებ?
ძალიან მაგარია ზოგადად ეგ პროცედურა

Posted by: natali777 14 Aug 2017, 11:31
nincka1987
სად კეთდება პლამაფერეზი და რა ჯდება ხომ არ იცი? ექიმის გარეშე შეიძლება გავიკეთო? მე ვფიქრობ რომ მჭირდება

Posted by: tweety86 14 Aug 2017, 11:34
natali777
მე გავიკეთე ვაკეში დედათა და შვილთა ბედნიერება ქვია
4 წლის წინ 60-70 ლარი ღირდა 1 პროცედურა თუ სწორად მახსოვს
მინიმუმ 3 არის საჭირო

საქ.სამკურნალო პლაზმაფერეზის ეროვნული ცენტრი - ასე მოძებნე ფეისბუქზე

Posted by: m.i 14 Aug 2017, 12:32
nincka1987
ანის რო ვკითხე ზღვაზე ვიარო თქო, გაეღიმა რატომ არ უნდა იაროო biggrin.gif პირიქით ძალიან კარგს შვერები რო დადიხარო, ოღონდ ძაან არ გადაამეტო მზის გულზე ყოფნაო
გენაცვალე მგონი შენმა პოსტებმა მიბიძგა ანისთან რო მივედი კონსულტაციაზე smile.gif მანამდე არც კი მსმენოდა მის შესახებ..
დიდი იმედი მაქვს რომ გამოგვივა, ამჯერად უეჭველი და გავხდებით დედები :*

აღმოჩნდა რომ დ ვიტამინის საგძნობი ნაკლებობა მქონია, ასევე იოდიზირებული კალცის.. დღეს გამოვიტანე პასუხები.. გორმონების მთელი რიგი ჩამონათვალი კი დღეს ჩავაბარე, ვნახოთ რა იქნება smile.gif

Posted by: mariami17 14 Aug 2017, 13:16
m.i
მეც მასე მქონდა ნაკლებობა კალცის, მაგნის, დ ვიტამინის.
დღემდე ვსვამ ყველაფერს. ვაკონტროლებ ანალიზებს.

Posted by: nincka1987 14 Aug 2017, 13:30
natali777

tweety86
ქეთიმ გაზაფხულზე ქავთარაძეზე გამიშვა ქართულ-ჰოლანდიური კლინიკა რომაა,ნარკოლოგიურია კიდე მაგ შენობაში თინა ექიმტან გვარი არ მაზსოვს, 90 ლარი გადავიხადე,ანიმაც მანდ გამიშვა ეხლა,სექტემბერში დავიწყებ.თვეში ორი მაინც რომ გავიკეთო ნოემბრამდე ალბათ მეყოფა

Posted by: m.i 14 Aug 2017, 13:34
mariami17
ეს ანალიზები არასდროს ჩამიბარებია... რო ვაკვირდები ისე მეშლება ნერვები განვლილ პერიოდზე... რატო არ დამატყდა ფეხები იმ კლინიკასი რო დავდიოდი, დებილების ხელში რო ვიყავი... და რამდენი ათასი გადავყარე იქ!!!! რაც საჭირო იყო ის კვლევა არ გამივლია, ჩემს შემთხვევასი მით უფრო ფარისებრის ოპერაცია მაქვს გაკეთებული და მცირე ნაწილი მაქვს მხოლოდ დატოვებული

Posted by: nincka1987 14 Aug 2017, 13:35
m.i
კიი მართლა ძალიან კარგია ანი, ხშირად მოდის ბათუმშიც,მე ეხლა რო მივედი ანისტან უკვე გარუჯული ვიყავი,ეზოში ვიღებ ხოლმე ზაგარს, და ძალიან კარგად გამოიყურებიი მითხრა,ტუ გსიამოვნებს და რაც გსიამოვმებს ის აკეთე და ნაკლებად იფიქრე შენს პრობლემაზეო.რატომრაც მგონია ორსული მოხვალ ჩემთანო smile.gif ,ძალიან თბილი და ყურადღებიანია. დიდხანს არ ვწვები ნამდვილად მზეზე,მაქსიმუმ ერთი საათი,აუზი მაქვს სახლში და ცურვა მირჩევნია,მთელი დღე წყალში ვარ ხოლმე,ძალიან მშველის წყალი მამშვიდებს და მართლა ხანდახან საერთოდ არ მეფიქრება ჩემა პრობლემაზე

Posted by: tweety86 14 Aug 2017, 13:37
nincka1987
მანდ ავიღე ჯანმრთელობის ცნობა საშინელი ადგილია sad.gif

Posted by: nincka1987 14 Aug 2017, 13:40
m.i
დ ვიტამინის ნაკლებობა როცაა არ გეგმავენ ორსულობას, ჯერ სანამ ცოტათი არ აიწევა ნორმამდე.შარშან გაზაფხულზე ქეთისტან რომ მივედი მაშინვე გამგზავნა ანალიზზე და ნაკლებობა იყო,ინვიტრო უნდა დაგვეწყო და ერთი თვე გადავდეთ,კი დავრჩი იმავე თვეში ორსულად.მალევე იწევს ისე ერტ თვეში უკვე აწეულია ხოლმე,მაგრამ ეხლა ანიმ მომიხსნა დ ვიტამინი, რადგან მზეზე დიდ დროს ატარებ შემოდგომამდე არ დალიოვო მიტხრა
* * *
tweety86
უი არ ვიცი,მე პირველ სართულზეა ნარკოლოგიური და მანდ გავიკეტე პლაზმაფერეზი და კმაყიფილი ვარ,კარგი ქალია თინა ექიმი,ერთი საათი ვიწექი და სულ მამშვიდებდა და მაყნაერბდა,სულ კარგ რაღაცეებს მიყვებოდა

Posted by: tweety86 14 Aug 2017, 13:49
nincka1987
ჩატი ნახე რა wink.gif

Posted by: m.i 14 Aug 2017, 13:57
nincka1987
ხო მეც ეგრე ვარ, მომიხდა ეს პერიოდი გონებით სხვა რამეზე რო გადავერთო smile.gif სამსახურიდან გამომდინარე ყოველ დღე ვერ ვახერხებ გასვლას, თუმცა კვირაში 3-4 ჯელ მაინც გავდივარ. მზეზე ყოფნა მხოლოდ კვირა დღეს მიწევს რუჯის მისაღებად. ისე კი დილით 7- საათზე გავდივარ, ან საღამოს 8-ის მერე, ცურვისთვის არის არაჩვეულებრივი პერიოდი. თან დილით ზღვის ჰაერი ძალიან ბევრ მინერალებს გამოყოფს... ამ ყველაფრით მართლაც ისე დიდ სიამოვნებას ვიღებ, მომეხსნა დეპრესია, ქუჩაში ბავშვის და ორსულის დანახვაზე გული აღარ მეკუმშება და თვალები ცრემლებით აღარ მევსება..
* * *
nincka1987
ჯერ მხოლოდ ორი ანალიზის პასუხი ვიცი, რომელმაც საგრძნობი ნაკლებობა მიჩვენა.. ვნახოთ სხვა ანალიზებსი რა შედეგი მექნება ///

Posted by: shunshura 14 Aug 2017, 17:37
თავიდან ბოლომდე უცნაორბა ვარ

დღეს ვიყავი ეხოზე არ ჩანს გარე, დრევანდელი ხეგე 226 პარასკევს იყო 222
სავარაუდოდ აწეული იყო და კლებაში წავიდა (კიდევ უნდა გადავაოწმო 2 დღეში)
გუშინ წამოვიდა

იქნებ გადავრჩე ლაპაროს
ვინმეს თუ გქონიათ მსგავსი რამ

Posted by: Anukia198889 14 Aug 2017, 17:44
shunshura
გავშტერდი რაა მართლა ოღონთ. არ წამიკითხია აქამდე მასეთი რამე. აქამდე მილში რომ ყოფილიყო გამოჩნდებოდა. რა გითხრა ქეთიმ რა ვქნათო?

Posted by: shunshura 14 Aug 2017, 17:46

Anukia198889
არაფრი სავარაუდოდ ჩამოიშალა კიდევ უნდა გადავამოწმო ხეგე , რახან გუშინ წააომივიდა შეიძლება კლებაში წავიდა ხეგე , ეხოზე ნახა არაფერიაო

Posted by: Nit89 14 Aug 2017, 17:50
ანალიზები თითქოს ყველაფერი გაკეთებული მაქვს,მაგრამ იქნებ რამე გამომრჩა გოგოებო და დამეხმარეთ გადატანამდე რა ანალიზებია აუცილებელი რომ გავიკეთო? ჰორმონები და ნაცხი.

Posted by: natia8@ 14 Aug 2017, 17:50
shunshura
დღეს შენს გამო შემოვდივარ მაინტერესებდა რა პასუხი გქონდა.თავისით მოგცილდა ანუ თუ რას ამბობენ?

Posted by: shunshura 14 Aug 2017, 17:52

natia8@
სავარაუდოდ მასეა თავისით
100% დაზუსტებული იქნება როცა ხეგე კიდევ უფრო დაიწევს 2 დღეში

Posted by: Nit89 14 Aug 2017, 17:56
nincka1987
პლაზმოფერეზის გასაკეთებლად რამე ჩვენებაა თუ შეიძლება ყველამ გაიკეთოს? ანალიზი უნდა ჩავაბარო რამე? დამაინტერესდა მეც.

Posted by: ella85 14 Aug 2017, 19:57
shunshura
მენზი მოგივიდა? გარეს დროს მე მომივიდა და მწიწკნიდა მილიც გადიდებული იყო ეხოზე , რატომღაც მგონია რომ ორსულობაა

Posted by: Nit89 14 Aug 2017, 20:13
Anukia198889
ანუკი რომელ დ ვიტამისნ სვავ შენ?

Posted by: Anukia198889 14 Aug 2017, 20:15
Nit89
ვიტრუმი დ3 1000 მილიგრამიანი. მაგას ვსვამთ ყველა ქეთის ხალხი მგონია. შეგიძლია ისედაც საიტებიდან გამოწერა. იწერენ გოგოები

Posted by: nincka1987 14 Aug 2017, 21:00
shunshura
ვაიმეე იქნწბ გადარჩე ლაპაროს,გარე რომ ყოფილიყო უკვე აუცილებლად გამოჩნდებოდა ეხოზე,აღარ ინერვიულო.კარგად იქნება ყველაფერი,არ გამოეპარებიდათ,გარე რომ ყოფილიყო უკვე გაორმაგებული გექნებიდა ხეგე,გასამმაგებულიც კი.როგორ იბრზვის შენი პატარააა.წამლები შეწყვიტე?
* * *
[b]Nit89[/
ანალიზები არაფერი არაა საჭირო,ისედაც იკეთებენ.ორგანიზმი იწმინდება მავნე ნივთიერებებისგან და ძალიან კარგია პროფილაქტიკისათვისაც როცა იკეთებ,ალერგიები ვისაც აწუხებს,ასევე გამონაყარი.ანტისხეულებისგან წმენდს ორგანიზმს,რაც მე ძალიან მაღალი მაქვს.მთლიანად კი არ იწმინდება მაგრამ მაინც კარგია

Posted by: Nit89 15 Aug 2017, 08:46
Anukia198889
მეც 1000 ვსვავ ამერიკული ფირმისაა AMS ფირმისაა,გადავამოწმებ გადატანამდე კიდევ დ ვიტამინს აუცილებლად.

nincka1987
სექტემბრამდე ერთი რომ მაინც მოვასწრო კარგი იქნება ესეიგი, მადლობა.

Posted by: nikolsona 15 Aug 2017, 09:06
მე ვიტრუმ დ 3 2000 დამინიშნა ქეთიმ, ანალიზი არც მაქვს გაკეთებული. ისე ანოტაცია კი მაქვს წაკითხული მაგრამ დაორსულებისა ან ორსულობისას რისთვისაა საჭირო?


აუ გოგოებო, მარცხემა მხარეს მკერდი მტკივა, მანქანაში სულ მაღალზე კონდენციონერი მქონდა ჩართული, შეიძლება რომ გამიცივდა? ან სხვა რამეა? გული მისკდება შიშით

Posted by: nincka1987 15 Aug 2017, 09:56
Nit89
კი კარგი იქნება ძალიან.თუ მუშაობემ ეხლა არ ვიცი ოღონდ.

Posted by: shunshura 15 Aug 2017, 20:13
ella85
კი მომივიდა
წამლებიც შემაწყვეტინა აზრი ად აქვსო

Posted by: compte.paris75 15 Aug 2017, 21:49
ვიყავი დღეს ანისთან. დავგეგმეთ მომავალი ინვიტრო სექტემბერში. მოდიფიცირებულით. ვნახოთ როგორ გაამართლებს.

Posted by: ella85 15 Aug 2017, 21:54
shunshura
მართლა საინტერესოა , რა გითხრეს, ანუ მიემაგრა თავიდან და მერე ჩამოიშალაო? ამოდენა ხეგე აბა რატომ იყო?

მეც ვიყავი დღეს ინვიტროში , ნატომ მითხრა ივლისი აგვისტო და სექტემბერი ყველაზე წარმატებული და ნაყოფიერი თვეებია ინვიტროში სულო და აბა ჩვენ ვიცით აწი smile.gif


Posted by: sesilia28 15 Aug 2017, 21:59
compte.paris75
წარმატებები და მოზნის მიღეევას გისურვებ, პატარა ბაცაცუნებს smile.gif შენ ქეთისთან არ აპირებდი? ანიზე შეარჩიე არჩევანი? ისე აქებთ მეც მინდა ანი

Posted by: nino84 15 Aug 2017, 22:19
compte.paris75
წარმატებები :*

Posted by: compte.paris75 15 Aug 2017, 22:33
sesilia28
ქეთი მინდოდა კიი. მაგრამ ფასების და მეტი დროის ფაქტორით ანი ვარჩიე.
გარედან რომ დავინახე ინვიტროს კლინიკა გული კინაღამ გამისკდა. მესამეზე რომ ავედი ამოვისუნთქე. მოწესრიგებულად მიმიღეს. სულ ნახევარი საათი ველოდე. უცბად გამიკეთდა ეხო და სისხლის ანალიზი. ხვალ დილით უზმოზზე ფარისებრზე ავიღებ. ლაპარაკითაც მომეწონა ანი. გავაფრთხილე არ ვარ სენტიმენტალური და ნუ გამიფრთხილდებით პირდაპირ მითხარით საქმიანად როგორც არის ჩემი საქმე მეთქი. ასე მითხრა ისედაც მე პირდაპირი ლაპარაკი მიყვარსო smile.gif

Posted by: nincka1987 15 Aug 2017, 22:51
compte.paris75
რა კარგიააა.ესეიგი სუროგატი არ გითხრა ხოო? ეგ ძალიან კარგია.უზომოდ ყურადღებიანია და ნამდვილად პროფესიონალიც.მე ნოემბერში ვაპირებ გადასკუპებას,მანამდე კარგად უნდა დავისვენო
* * *
shunshura
არაფერი აგიხსნა ქეთიმ?რატო მოხდაო ეგრე?

Posted by: sesilia28 15 Aug 2017, 22:57
compte.paris75
რამე განსხვავებული მეთოდი გითხრა აქამდე რაც გაგიკეთებია მაგათგან? გულით მინდა რომ მალე გაიხარო და ჩვენც გაგვახარო:*

Posted by: compte.paris75 15 Aug 2017, 23:03
nincka1987
არა, ხო. სუროგატი არც უხსენებია.

ისე, ჩემს იქ ყოფნაში ესეთ რამეს შევესწარი:
დაურეკეს ანის სუროგატები მოვიდნენო. რომ გამოვედი ანალიზების ჩასაბარებლად, იმ კულუარის ბოლოში იდგა ქალების ჯგუფი. გაუდიოდათ ყაყანი. ვიღაც კაცს კი ედგა მაგიდა შუა გზაში და წერდა რაღაცეებს. ერთი ორი ქალი ჩემსკენ წამოვიდა და გავიგე ერთი ეუბნება მეორეს მიდი ჩაეწერეო.
ნეტა რა ხდებოდა ვერ გავიგე.

* * *
sesilia28
გაიხარე,
- ნუ, მე სქრეჩინგი და ტრევაგრასტიმი არასოდეს გამიკეთებია. ეხლა ანი გამიკეთებს.
- არც მოდიფიცირებული გამიკეთებია არასოდეს. ეხლა ვცდი მაგასაც.
- ყოველთვის ოვიტრელით ვაკეთებდი ოვულაციას. ანიმ მითხრა მოდი სხვა რამე ვცადოთო.

Posted by: annaninio 15 Aug 2017, 23:10
compte.paris75
ფულს იღებენ ყოველთვიურად და თან ხელს აწერენ რაღაცაზე.

Posted by: compte.paris75 15 Aug 2017, 23:25
annaninio
ააა, ისე ფეხმძიმეებიც იყვნენ და მაგიტომ ვერ მივხვდი რა ხდებოდა.
ისე მე მეგონა რომ სუროგატები ბანკში იღებდნენ თანხას.

Posted by: Nit89 16 Aug 2017, 08:09
compte.paris75
წარმატებები,ანი ზალიან თბილი და კარგი გოგოა,თავის საქმეც კარგად იცის და დარწმუნებული ვარ ყველაფერი გამოგივა.

ჩემ ექიმს მივწერე პლაზმოფერეზზე და ასე მომწერა დაივიწყეო არ გაიკეთოო და არ ვიცი რატომ ალბათ რომ ჩამოვა უკეთესად ამიხსნის.

Posted by: nincka1987 16 Aug 2017, 09:08
Nit89
უი რატოვო ნეტა? ვინაა შენი ექიმი? ყველა ექიმს მაინც თავისი ინდივიდუალური მიდგომა აქვს რაა

Posted by: sesilia28 16 Aug 2017, 09:39
6-7 წლის წინ დამინიშნა ერთერთმა რიგითმა გინეკოლოგმა პლაზმაფერეზი ციტომეგალოვირუსის გამო smile.gif მაშინ ძალიან აქტიური იყო, მე არ გამიკეთებია, საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურა იყო მახსოვს

Posted by: nincka1987 16 Aug 2017, 09:43
ella85
ძალიან კარგი,როდის გეგმავ ინვიტროს? თუ უკვე დაიწყე? ნატალიას წყალობით ჩემს ორ მეზობელს ტყუპი გოგოები და ტყუპი გოგო- ბიჭი ყავს
* * *
sesilia28
ერთი საათი გაგრძელდა ჩემიბპლაზმაფერეზი ამ გაზაფხულზე რომ გავიკეთე. ოღონდ რამემ დათრგუნოს ეს ჩემი ანტისხეულები და თუ გინდ მთელი დღე გამიგრძელდეს

Posted by: Nit89 16 Aug 2017, 10:39
nincka1987
არ ვიცი კონკრეტულად არ უთქვია რადგან არაა საქართველოში და მომწერა მხოლოდ,რომ ჩამოვა აუცილებლად ვკითხავ. ქეთი ქანთარია ინ ვიტროშია,ადრე საბახტარაშვილში მუშაობდა.

Posted by: nino84 16 Aug 2017, 10:51
nincka1987
ანტისხეულები რომელ ანალიზში გამოჩნდა?

Posted by: nincka1987 16 Aug 2017, 11:30
ფარისებრის ანტისხეულები მაქვს ძალიან მაღალი.ANTI-TPO და ANTI-TG.არც მეთიპრედი მშველის.ანტისხეულები წარმოიქმნება ძირითადად როცა მშობლებს რეზუს კონფლიქტი აქვთ(ანუ მამა რეზუს დადებითია და დედა რეზუს უარყოფითი) და შვილს რეზუს დადებითი აქვს.ჩემს შემთხვევაში მე რეზუა დადებითი ვარ.უარყოფითი რომ ვყოფილიყავი არ იქნებოდა პრობლემა

Posted by: ella85 16 Aug 2017, 12:07
nincka1987
გუშინ გავიკეთე გდატანა, ნატოს წყალობით ერთი მეც მყავს უკვე 3 წლი ნახევრის smile.gif ახლა დიდი იმედი არ მაქვს, გუშინვე წამოვრიხინდი ქუთაისსში ,მერე 2 საათი აფთიაქებში დავრბოდი , ვითომ რომ მეთქვა ჩემი ქმრისთვის კი არ მომიტანდა წამლებს, მაგრამ "ია ტაკაია სამასტაიაწელნაია " მოვუწყვე საკუთარ თავს გუშინ smile.gif

Posted by: m.i 16 Aug 2017, 12:12
compte.paris75
ვაა რა კარგია, წარმატებები მინდა გისურვო smile.gif მგონი ვიპოვეთ ჩვენი მსველელი biggrin.gif

მეც ძალიან კმაყოფილი ვარ ანის, ძალიან ყურადღებიანი და თბილი ექიმია. ჩემი ანალიზები მიუღია მეილზე, მე არც კი ვიცოდი უკვე მზად თუ იყო. დილით რო გავიღვიძე ანის შეტყობინება დამხვდა დამიმატა 2 ანალიზი, რაღაც არ მოეწონა ფარისებრის ამბავში. გავიფიქრე ნეტა ამ ქალს ძილი არ აქვს თქო smile.gif) ამ ყველაფერმა კიდე უფრო დადებითად განმაწყო მის მიმართ, მგონი შემიყვარდა კიდეც.. smile.gif)
* * *
ella85
წარმატებებიიიიი smile.gif

Posted by: stellla 16 Aug 2017, 12:26
nincka1987
QUOTE
ფარისებრის ანტისხეულები მაქვს ძალიან მაღალი.ANTI-TPO და ANTI-TG

რამდენი გაქვს ხომ არ გახსოვს ? მე მაქვს დაახლოებით 150 და მეორე 290-მდე.

m.i
რა კარგია ასეთი ყურადღებიანი ექიმი. ფარისებრზე ტსჰ და ფტ4 გაიკეთე თუ რა არ მოეწონა ?

compte.paris75
წარმატებებს გისურვებ მთელი გულით , მომწონს ასეთი მშვიდი რომ ხარ.

Posted by: m.i 16 Aug 2017, 12:52
stellla
ჩაბარებული მქონდა Anti-TG, Anti-TPO, TSH, FT4, prolaqtini, 17-ohp... TSH გაქვს ძალიან დაბალიო-არა და ეუთიროქსინს ვსვამ 100-ს. თითქმის თირეოტოქსიკოზის სურათიაო. დამატებით დამინიშნა anti TSH R და FT3

Posted by: stellla 16 Aug 2017, 13:00
m.i
უი ეტყობა ამხელა დოზა არ გჭირდებოდა. ისე გრძნობდი რამეს , გულის აჩქარებას ან წონაში კლებას ? მე ვსვამ ლ-თიროქსინს 100, და ტსჰ 2-ის ფარგლებში ვინარჩუნებ.

ella85
გახარებული იყავი 2კვირაში. რამდენი ემბრიონი გადაგიტანეს ? მახსოვს 3-ს აპირებდი.

Posted by: ella85 16 Aug 2017, 13:08
stellla
3 გაყინული მყავდა გამოლღობისას მითხრეს 2 ია, 5 დღიანი ბლასტოები, ერთი კარგია და მეორე ძალიან კარგი და ერთი გადაიტანე თუ გინდაო და ორივე გადავატანინე დაუფიქრებლად


Posted by: stellla 16 Aug 2017, 13:19
ella85
ხოდა შანსები საუკეთესო გაქვს. გელოდებით აბა მალე დადებითი ანალიზით.

Posted by: tweety86 16 Aug 2017, 13:20
nincka1987
ფარისებრი ჯირკვლის ანტისხეულები როგორც ვიცი არ არის კავშირში მშობლების სისხლის ჯგუფთან დედას 1 აქვს მამას 2 და მე 1 არადა მაქვს ეგ პრობლემა

Posted by: ella85 16 Aug 2017, 13:28
stellla
ვნახოთ, ღვთის ნებაა ყველაფერი, ვცდილობ დიდად არ დავიიმედო თავი, რაც მოსახდენია ისედაც მოხდება, თავს ზემოთ ძალა არაა, ზედმეტი ემოციები უარესია, ვწევარ და ველოდები "მშვიდად" smile.gif

Posted by: m.i 16 Aug 2017, 14:00
stellla
მე თითონ არ მინახავს ანალიზის პასუხები ხვალ გამოვიტან.. 75-ს როცა ვსვამდი 4.4 მქონდა, შემდეგ შემიცვალა დოზა ენდოკრინოლოგმა 100-ს ფონზე 0.2 მქონდა შემოდგომაზე, იანვარში რო გადავამოწმე 1.1. მეც ძალიან დამაინტერესა რამდენი მაქვს ეხლა რო თირეოტოქსიკოზის სურათის ნიშნად ჩათვალა. ანტისხეულები ადრე არასდროს ჩამიბარებია, როგორც ჩანს ანტისხეულების ფონზე არ მოეწონა რაღაც
* * *
ისე სიმპტომურად ვერაფერს ვგრძნობდი, პირიქით ვიძახოდი ასე კარგად თავი დიდი ხანია არ მიგვრზნია თქო, ელემენტარული თავის დკივილი ან გულის ფრიალი არ მქონია. რაც შეეხება წონას პირიქით მომატებული ვარ, ნუ ეს სტიმულაციიების შემდეგ ძაან უმნისვნელოდ დავიკელი

Posted by: Batakeke 16 Aug 2017, 14:31
m.i
კი მაგრამ არ აკონტროლებდი ანალიზს6 ტვესი ერთხელ მაინც?

Posted by: m.i 16 Aug 2017, 14:42
Batakeke
კი როგორ არა, ეხლა გამომივიდა დიდი შუალედი უბრალოდ.. თორე მანამდე ლამის 3 თვე გამომდიოდა შუალედი, 2 ინვიტროდან გამომდინარე ხშირად მიწევდა გადაკონტროლება.. ბოლოს ისე გადავიღალე ყველაფრით არაფერს აღარ ვაკონტროლებდი

Posted by: nincka1987 16 Aug 2017, 16:05
stellla
ეგრე მაქვს დაახლოებით,როგორც კი ორსულობა დგება ანტისხეულები 1000 ზე ადის ლამის.იმუნიტეტი მაქვს ძალიან ძლიერი. 12 წელია მეტი სიცხე არ მქონია,სოკო აე ვიხი ეას ნიშნავს და ასე შემდეგ.ეგეც კავშირშია,ანუ საშვილოსნოს მაღალი იმუნიტეტი და აზევებს ემბრიონს გარეთ
* * *
ella85
მაგაზე არ ინერვიულოო.პირიქით კარგი ქენი რო არ დაწექი.მე სულ სირბილი მიწევდა გადატანის დღიდან რამდენიმე დღე.პრობლემა არ ყოფილა
* * *
tweety86
შეიძლება ზუსტად არ ვიცი.მე ასე ვიცოდი,ექიმისგან რა თქმა უნდა
* * *
m.i
ეტყობა დოზა დიდია და მაგიტომ.100იანს სვავ ხო? მე 75იანს ვსვავ ეხლა და ძაან ცუდ დღეში ვარ,მგონი ძაან დამივარდა TSH ,საშინელი სუნთქვის უკმარისობა მავს,სიმძიმის სეგრძნება.ვერ ვსუნთქავ საერთოდ.დამამშვიდებლწბს ვსვავ არ მშველის,ეხლა ჟანგბადის წვეთები ვიყიდე და იქნებ მომიხსნას ეს უკმარისობა.

Posted by: mariami... 16 Aug 2017, 16:17
გოგოები ანისთან პირველი კონსულტაცია ფასიანია თუ იცით?


* * *
გთხოვთ მიპასუხეთ ვისაც გამოცდილება გაქვთ. ინ ვიტროს წინ ქეთიმ დამინიშნა მეტროსალპინგოგრაფია,ვერ ვუკავშირდები რომ ვკითხო ,ხომ არ ჯობია გავიკეთო სონოჰისტეროსალპინგოგრაფია? ინვიტროში აკეთებენ ახალი მეთოდი ყოფილა. 160 ლარი ღირს.

Posted by: shunshura 16 Aug 2017, 16:41
დღეს ხეგეს კონტროლი გავაკეთე 48 ანუ მკვეთრად დაიწია


მაგრამ ჩემი ვარაუდით მგონი გარე არ იყო , უბრალოდ ვერ ვითარდებიოდა სათანადოდ ემბრიონი და ჩამოიშალა,ან მეორე ვერსია იყო გარე, ოღონდ მდებარეობაა ამ დროს სხვადასხვა და ჩამოიშლა. მოკლედ ათასი ვერსია მიტრიალებს თავში

nincka1987
ემბრიონის ხარისხზე ვივარაუდეთ, ალბათ ამან გამოიწვია , ის რომ ვერ განვითარდა
ცოტას დავისვენებ და შევიდგები საქმეს მერე

Posted by: nincka1987 16 Aug 2017, 16:48
shunshura
რა კარგია რომ გარე არ დაგჭირდა,მე დღემდე ვერ გამოვსულვარ მდგომარეობიდან გარეს მერე.ძალიან კარგი რომ ისევ ფიქრონ მაგაზე,მეც თითქოს ვფიქრობდი აღარ გავეკარები ინვიტროს და შევინახავ ემბრიონებს ვაითუ სუროგატი დამჭირდესთქო.მაგრამ ნოემბერში აუცილებლად ვცდი.ეხლა მაქსიმალურად ვისვენებ.რამდენუჯრიანი გქონდა გადატანილი? როგორ იბრძოდა შენი პაწაწუნაა
* * *
mariami...
კი ფასიანია პირველი ვიზიტი და 70 ლარი ღირს.

Posted by: ella85 16 Aug 2017, 17:09
არც მაშინ მიკითხავს და არც ახლა რამდენ უჯრედიანი იყო ? sad.gif არც მომსვლია აზრად
nincka1987
მეც მასე ვფიქრობ თუ უწერია გამოსვლა გამოვა, მე მოგიყვებით ახლა აქამდე არ მითქვამს ისეთი საოცარი ამბავი იყო ჩემი პირველი ორსულობა, მოკლედ, მამაჩემი დიაბეტიანი იყო და ძალიან დარია ხელი ავადმყოფობამ ჩაწოლილი იყო , მგრამ ისე რომ რამე მოსვლოდა არა, 4 წლის წინ, 29 ივლისს 12 საათზე მქონდა კვერცხუჯრედების პუნქცია, მოკლედ რომ გამოვედი ნარკოზიდან, მოვედი აზრზე წამოვედი ეგრევე ქუთაისში და სახლში დამხვდა ეგეთი ამბავი რომ მამა გარდაცვლილა, ნუ უკვე რა მენერვიულა აღარ ვიცოდი, მამა, ჩემი თავი , ანერვიულებული დედაჩემი თუ რა, და სახლში გადავწყვიტე 6 ემბრიონი იყო, გავყინავ ყველას , ახლა აზრი არა აქვს, სტრესში ვარ, არც მცალია ამისთვის და არც ნერვები მაქვს მაინც არ გამოვათქო , და მერე ერთი წლის მერე დაახლოებით გადავიტანთქო, დედაჩემმა და მთელმა სანათესაომ , სამეზობლომ თუ რავიცი თუ ვინმე იყო ყველამ ლამის დამიჩოქა, ეგეც გაიკეთე და ნახევარი გაყინეო, დამიყოლიეს, მე-3 დღეს 1 აგვისტოს დილის 6 საათიან მარშრუტკას გავყევი თბილისში, 10 ზე გადამიტანეს ემბრიონები, იქედან 11 ზე წამოვედი, ტაქსით და 3 საათზე ისევ ქუთაისში ვიყავი დავჯექი ინვიტრო გაკეთებული პანაშვიდებზე (!!!) ნატომ რომ გაიგო ჩემი ამბავი ძალიან შეწუხდა და მითხრა გადატანიდან მე-3 დღეს განსაკუთრებით ეცადე იწვეო, 3 აგვისტოს უწევდა წოლა და იმ დღეს მამაჩემის გასვენება იყო, მეც და ჩემი ქმარიც დედისერთები ვართ , ამიტომ ყველაფერი ჩვენ მოვაგვარეთ , ყველაფერზე დავრბოდით, დარბაზი, სასაფლაო, მღვდელი და ა.შ . ბანკები ,ინვიტრო გაკეთებულზე რა ფინანსური მდგომარეობა მექნებოდა კი იცით, ისე რომ არც ფიქრის თავი მქონდა რამე გამომივიდოდა თუ არა. რაღაც ისეთი უცნაური მისტიკასავითაა ეგ ჩემი ამბავი, დაკრძალვის დღეს მესიზმრება ვაცილებ მამაჩემს ,ვტირი, და ძალიან დიდ ტკივილს ვგრძნობ თან სიზმარშიც, გაბრუნდა მამა და გაუჩინარდა, და უცებ მობრუნდა ისევ და მეუბნება გილოცავ მე დავბრუნდიო და იღმის, აი სიზმარშიც კი გავიფიქრე რომ ორსულად ვართქო და იმ დღის მერე ვიყავი ძალიან მშვიდად, თან სანდრო ჩაისახა მამას გარდაცვალების დღეს და უნდა დაბადებულიყო 14 აპრილს ,მამას დაბადებისდღეზე, საკეისროს ასე მიგეგმავდა ექიმი, თან ციფრიც მომწონდა 14.04.14 ლამაზად გამოდის თარიღითქო, მაგრამ მერე იმდენად დავაკავშირე მამაჩემის წასვა, სანდროს მოვლენა მის დაბადებისდღეზე რომ გადავიფიქრე და სანდრო 11 ში გავაჩინე საკეისროთი, სანდროს მისი დაბადების დღე ქონდეს და მამას თავისითქო.... მოკლედ ბოდიში თავი შეგაწყინეთ, ლამის ბრაზილიური სერიალი მოვყევი, მაგრამ იმიტომ მოვყევი რომ თუ ღმერთს უნდა ყველაზე ექსტრემალურ სიტუაციაშიც გამოვა .... ბოდიში კიდევ ერთხელ თუ "დაგგრუზეთ " გოგოებო <3

Posted by: m.i 16 Aug 2017, 17:11
nincka1987
ხვალ დავწერ ზუსტად რა როგორ არის. ხო კი ვფიქრობ რო ძალიან დამიქვეითდა, მაგრამ რო არაფერი მაწუხებს? biggrin.gif არ ვეგრ ვგრზნობ ვერაფერს biggrin.gif წესით სხვადასხვა დოზა უნდა იყოს ზამტარში და ზაფხუში, მე კი 1.5 წელია ერთ დოზაზე გავიყინე

Posted by: Anukia198889 16 Aug 2017, 17:38
ella85
უუფ დავიცალე ემოციებისგან. ძალიან ძლიერი გოგო ყოფილხარ. სიტყვებიც კი ზედმეტია ისეთი მებრძოლია შენი შვილიც და შენც. ღმერთის სახელი დაილოცოს.ესეც აუცილებლად გამოვა და ძალიან ბედნიერი დედიკო იქნები.

Posted by: ella85 16 Aug 2017, 17:42
Anukia198889
ყველანი ვიქნებით ბედნიერი დედები, ქალი რომელიც ყველაფერზე მიდის იმისთვის რომ იყოს დედა, აუცილებლად დაჯილდოვდება ამით , ღვთისმშობელი მოწყალეა

Posted by: m.i 16 Aug 2017, 18:07
ella85
გადავიკითხე შენი ისტორია მტკივნელი, გულისამაჩუყებელი და ამავე დროს დიდი სიხარულის საწინდარი.. მართლაც რომ ყველაფერი ღვთის ნებაა. უფალმა დაგლოცოს და გამრავლოს :*

Posted by: mashusha 16 Aug 2017, 18:09
ella85
რა საოცრება მოყევი....

Posted by: ella85 16 Aug 2017, 18:10
m.i
გაიხარე , ბედნიერ დედობას გისურვებ
* * *
mashusha
კი , ბრაზილიისკიე სერიალი ატდიხაიუტ გამომივიდა

Posted by: nincka1987 16 Aug 2017, 18:40
ella85
ძალიან კარგად მოყევი ყველაფერი,უფალს უნდოდა ეომ დაბადებულიყო შენი პატარა.

Posted by: ella85 16 Aug 2017, 18:49
nincka1987
love.gif love.gif love.gif kiss.gif

Posted by: takotatuli1989 16 Aug 2017, 18:59
ella85
ღმერთმა გაგიზარდოს ! ეს ცხოვრება საოცრებებით არის სავსე! გოგოებო ხშირად არ ვწერ აქ მარა ყვრლას ისტირია ვიცი და ყველას გგულშემატკივრობთ :* ველოდები თქვენ სასიხარულო პოსტებს მთელი გულით :*

Posted by: ella85 16 Aug 2017, 20:23
takotatuli1989
მადლობა გოგონებო, ასეთი კარგები ხართ ყველანი, იმხელა რაღაც რომ დავწერე ცოტა მეხამუშებოდა კიდეც, მაგრამ ახლა მიხარია რომ გაგიზიარეთ ჩემი ამბავიც smile.gif

Posted by: shunshura 16 Aug 2017, 21:35
ella85

ერთი ამოსუნთქვით იკითხებ ა,მართლაც საინტერესო ისტორიაა, მეც გეთანხმები, თუ ნებაა , აუცილბლად გამოვა


Posted by: Batakeke 17 Aug 2017, 07:45
გოგოებო მიკრონ5 დჰეას სად ყიდულობთ?ქსელურ აფთიაქებში არისო და არ აქვთ.

Posted by: nincka1987 17 Aug 2017, 09:26
Batakeke
ინვიტროს დაბლა რო აფთიაქია მანდ არის,კიდე მელიქიშვილის 7 ში ფილარმონიის უკან რო აფტიაქია მანდაც

* * *
Batakeke
ისე გამოწერა ჯობია.მე ამაზონიდან გამოვიწერე და სულ დამიჯდა 180 აბი ცამოტანიანად 140 ლარი

Posted by: tweety86 17 Aug 2017, 10:31
nincka1987
რისთვისაა? როგორც პროფერტილი ისეა?

Posted by: BaiserVole 17 Aug 2017, 11:18
გოგოებო დღეს უნდა მივწერო ქეთIს ეხოზე სად მივიდეთქო, ან ინოვაშI მოდი თუ იყო ვინმე ან ავერსშI გაგიშვებო.

და ხომ არ გაუგზავნიხართ ასე ვინმე? ან ხომ არ იცით ინოვაში ხეგეს მაინც ჩავაბარებ , თუ აღარვინ აღარაა.

Anukia198889

გამოცდილი ხარ და რომ მითXრა, რომელ დღეს გაიკეთე ეხო, ვაგინალური იყო ხომ ალბათ? და მომდევნო ეხო რამდენ ხანში გაიკეთე?
რუსულ ფორუმებზე წავიკითხე გადატანიდან მე-4 კვირას უნდა გაკეთდესო, და კი შემეშინდა ასე მალე რომ ვიკეთებ რომ არ გამოჩნდეს კი გამისკდება გული

Posted by: Anukia198889 17 Aug 2017, 11:26
BaiserVole
გადატანა მქონდა 8 ივნისს და 26 ივნისს გავიკეთე ეხო ვაგინალური და გამოჩნდა სანაყოფე პარკი. ანუ ორსულობა საშვილოსნოში არის თუ არა მაგ დროს ეს მაინტერესებდა ყველაზე მეტად და ზემოდანაც კი გამოჩნდა მაგრამ მერე ვაგინალურადაც გამიკეთა რადგან ორი მყავდა გადატანილი ერთი სადმე არ იყოსო იმას დააკვირდა.მგონი შენც ვაგინალურს გაგიკეთებენ. 19 დღეს გამოჩნდა ჩემთან. გულის ცემა ჯერ არ იქნებაო და ერთ კვირაში დამიბარა. ზუსტად ერთ კვირაში გულის ცემაც დაფიქსირდა. მერამდენე დღე გაქვს გადატანიდან?

Posted by: BaiserVole 17 Aug 2017, 11:33
Anukia198889

31ში გადამიტანეს, ხვალ უნდა მივიდე ეხოზე. და რამე გაურკვევლობაში ყოფნა აღარ შემიძლია, რომ არ გამოჩნდეს იმიტომ რომ ადრეა, ვეღარ გადავიტან. მაგრამ როგორც ამბობ, ანუ მე-19 დღეს გამოჩნდა შენთან. მარა, მე ეხლა ვისთან გამიშებს, რამდენად პროფესიონალი იქნება, ხეცურიანივით გამოცდილი იქნება ამ საქმეში? თან შიგნით ისეთი შესიებული მაქ, წამალს ძლივს ვიდებ.

Posted by: Nit89 17 Aug 2017, 11:39
ella85
რა რთული დღეები გადაგიტანია sad.gif ყელაფერი უფლის ნებაა,ღმერთი მოწყალეა და ეხლა ყველაფერი კარგად გექნება.

სულ ვიწექი მე გადატანის მერე,მაგრამ რა არაფერი არ გამოვიდა ეხლა რომ გადავიტან აღარ დავწვები,უბრალოდ თავს გავუფრთხილდები და ეგაა.

Posted by: takotatuli1989 17 Aug 2017, 11:43
IBaiserVole
ხაჭვანთან მიდი ავერსში ან ნებიამიერ სხვასთან კარგი აპარატუ რა აქვთ და ყველა შემთხვრვაში ნახავენ.. ხეცურიანი არაფრით არ ჯობია მაგათ მე თუ მკითხავ

Posted by: Anukia198889 17 Aug 2017, 11:44
BaiserVole
გამოჩნდება უკვე დროა ნუ ნერვიულობ. გულოს ცემა ჯერ არ იქნება მაგრამ ხომ ნახავ რომ შენთანაა შენი წერტილა. არ იქნება რამე გაურკვევლობა. ავერსში ხაჭვანს აქებენ გოგოები. მიდი მასთან.ხვალ 18 დღე გექნება და აუცილებლად გამოჩნდება. მე ბათუმში გადავიღე სულ უცნობ რადიოლოგთან. ასე რომ პრობლემა არ იქნება ეგ.წარმატებები და დიდი ბედნიერება შენ

Posted by: BaiserVole 17 Aug 2017, 11:48
takotatuli1989
Anukia198889

დიდი მადლობა გოგოებო, ქეთიმაც მიპასუხა უცებ ავერსსში მიდიო და მივალ ხაჭვანთან

Posted by: mariami... 17 Aug 2017, 11:57
[b]nincka1987[/b მადლობა
გთხოვთ მიპასუხეთ ვისაც გამოცდილება გაქვთ. ინ ვიტროს წინ ქეთიმ დამინიშნა მეტროსალპინგოგრაფია,ვერ ვუკავშირდები რომ ვკითხო ,ხომ არ ჯობია გავიკეთო სონოჰისტეროსალპინგოგრაფია? ინვიტროში აკეთებენ ახალი მეთოდი ყოფილა. 160 ლარი ღირს.

Posted by: nincka1987 17 Aug 2017, 12:00
mariami...
მესენჯერში მიწერე,იქ აუცილებლად გიპასუხება ქეთი
* * *
tweety86
კიი,კვერცხუჯრედის ხარისხისთვისაა და ვისაც დაბალი ანტიმიულერი აქვს

Posted by: m.i 17 Aug 2017, 12:08
გამოვიტანე ანალიზის პასუხები:
TSH -- <0.05 (0.25-5.0)
FT4 -- 19.58 (10.6-19.4)
ANTI-TG -- <6.4 (<18.0)
ANTI-TPO -- <0.8 (<8.0)
პროლაქტინი 26.71 (5.0-35.0)
ამათ გარდა 4 ანალიზის პასუხი მაქვს ასაღები, ერთ კვირაში იქნებაო

Posted by: nino84 17 Aug 2017, 12:13
m.i
კიდევ რა ანალიზები ჩაგაბარებინა შეგიძლია დაწერო. მადლობა.

Posted by: m.i 17 Aug 2017, 12:21
nino84
კი დავწერციკლის მოსვლამდე ჩავაბარე: D ვიტამინი და იონიზებული კალციუმი // ციკლის მოსვლიდან მე-5 დღეს ის ანალიზები რაც ზემოთ დავწერე, მათ შორის 17-OHP და თავისუფალი ტესტოსტერონი.. მოგვიანებით კი anti TSH R და FT3 დამამატებინა
* * *
ბოლო 4 ანალიზის პასუხი ჯერ არ ვიცი, სულ დამიჯდა 560 ლარი. ამ თანხაში შედის კონსულტაციის და ეხოს თანხაც რომელიც გადასაღები მაქვს

Posted by: torckiko 17 Aug 2017, 12:53
გამარჯობა, მაინტერესებს დ ვიტამინის ანალიზს სად იკეთებთ სანდო რომ იყოს? აქ ვნახე რომ ბევრს გაქვთ გაკეთებული. რამდენიმე კლინიკაში გავიკეთე და ურთიერთგამომრიცხავი პასუხები მომოვიდა. ძვლების სერიოზული პრობლემა მაქვს და მაგიტო მაინტერესბს.

Posted by: Nit89 17 Aug 2017, 13:33
m.i
პეოლაქტინზე რას დაგინიშნავს აბა დაწერე რა,მეც მაქვს პროლაქტინის პრობლემა და ბრომოკრიპტინს ვსვავ. სხვა წამალი არ არსებობს ნეტა არ მიყვარს ეს ბრომო.

Posted by: m.i 17 Aug 2017, 13:47
Nit89
უიი კი არსებობს სხვა წამალი, დოსტინექსი რომელიც მე არ მიყვარს იმიტომ რომ ძლიერი გორმონია და მეორე აგნუს კასტუსი. მე პირადად აგნუს რო ვსვამდი ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს, მცენარეული პრეპარატია როგორც მახსოვს ბევრი პრობლემა მომიწესრიბა.
რაც შეეხება ჩემს ანალიზს ასეთი დაბალი მაჩვენებელი პროლაქტინზე პირველად მაქვს smile.gif ყოველთვის კატასტროფულად მაღალს მიჩვენებდა. თუმცა მკურნალობის პერიოდი ყოველთვის ხანმოკლე მქონდა, შეწყვეტიდან რამოდენიმე თვესი ისევ მაღლა იწევდა. პირველი შემთხვევაა რო ზედა ზღვარს არ ასცდა, თან წამალი ბოლოს იანვარში დავლიე.

Posted by: nincka1987 17 Aug 2017, 14:41
Anukia198889
ისე ხეცურიანზე გამახსენდა,ამ შემოდგომაზე საკვერცხის აპოპლექსიის შემდეგ ძალიან გადამიცდა ციკლი.ქმარტან ურთიერთობა აკრძალული მქონდა ერთი თვე.ამ გადაცდენაზე ძაამ ვნერვიულობდი მეთქი ოპერაციის მერე რამე პრობლემა ხომ არ დამრჩატქო,ქეთი სადღაც იყო წასული.ხეცურიანთან გამიშვა ეხო გადაიღეო.რო მიღებდა გაგიჟდა უი ორსულად ხარო მითხრა,არადა საერთოდ არქონდა ურტიერთობა ლაპაროს მერე.თეოს დაუძახა და იმასაც აჩვენა ორსულობააო.გავგიჟდი არ არსებობსმეთქი.ძაან აფსურდი იყო რაა.ხეგე ჩამაბარებინა თეომ რა თქმა უნდა არაფერი იქნებოდა.რამდენიმე დღეში ქეთიც ჩამოვიდა და ისევ მივედი კიდე რო არ წამომივიდა.ქეთიმ როგორც კი ეხოზე მნახა ადენომიოზიაო მითხრა ისეთი არაფერიო.ესიგი ვერც თეომ და ვერც ხეცურიანმა ადენომიოზი ვერ გაარჩიეს ემბრიონისგან smile.gif

Posted by: tweety86 17 Aug 2017, 14:44
torckiko
ავერსში მაქვს გაკეთებული და ალფამედში ორივეგან დამაჯერებელი პასუხი იყო

Posted by: mariami17 17 Aug 2017, 14:44
nincka1987
ხეცურიანზე უკვე არ ვიცი რა ვიფიქრო. ნეტა ბავშვები ნორმალურად დაინახა თავისი ნაოჭებით და სქესით?
ეუბნები ურთიერთობა არ მქონდაო და ორსულობა გითხრა. აღარ ვიცი რააა აბა რას ხედავენ იმ ეხოზე ხოლმე sad.gif

Posted by: nincka1987 17 Aug 2017, 14:45
m.i
ის ძალიან კარგია რომ ანტისხეულები არ გაქვს.TSH კი ძაან დაბალია მართლა.მაგის ფონზე FT4 მა აიწია მკვეთრად.ეგრე ხდება როცა tsh დაბლა ეცემა ის პირიქით მაღლა იწევს.შენ ესეიგი კიდე სხვა პრობლემა გაქვს,აბა ვნახოთ ის დამატებითი ანალიზები რას იტყვის

Posted by: tweety86 17 Aug 2017, 14:47
Nit89
დოსტინექსი არის პროლაქტინის წამალი და ძალიან ცუდად მოქმედებდა ჩემზე

Posted by: nincka1987 17 Aug 2017, 14:48
mariami17
აი ასწ იყო ჩემი ამბავი.თეომაც კი ვერ გაარჩია რა იყო.25 ოქტომბერს გავიკეთე საკვერცხის აპოპლექსიის გამო ლაპარო(ციკლის 20 დღე იყო). და ნოემბრის ბოლო იყო ზუსტად ეხოზე რო მივედი ხეცურიანთან.როგორ ვერ უნდა გაერჩია ვერ ვხვდები რაა
* * *
mariami17
შენ როგორ ხარ? როგორ მიდის შენი ორსულობა? ტყუპები გყავს ხო?

Posted by: mariami17 17 Aug 2017, 14:53
nincka1987
აი არ ვიცი რა გითხრა. არადა ქეთიმ ეხოზე ჩვენთან იარე რომ რამე თუ ეჭვი შეეპარა თამარას ჩამოვიდე და შეგხედოო. ამის მერე სხვასთან არც კი ჩავწერილვარ

Posted by: torckiko 17 Aug 2017, 14:54
tweety86
დიდი მადლობაააა.

nincka1987
ისე ხეცურიანი მეც არ მომწონს დიდად, ნორმალურად ვერ ხედავს, არადა თამთას პაციენტი ვარ და მაგასთან მიშვებს ხოლმე.

Posted by: Anukia198889 17 Aug 2017, 14:55
nincka1987
პირველი არაა ვინც მასზე მაგას ამბობს. თამარს გამონადენი ჰქონდა ყავისფერი მივიდა და არ გაავს არაფერიო გაუკვირდა საიდანაა გამონადენიო. მერე თავის აღრიცხვის კლინიკაში გაიკეთა ეხო უფასო უწევდა იმ კვირას და შემთხვევით აღმოჩნდა პატარა ჰემატომა. ორი კვირა წოლითი რეჟიმი ქონდა კი გაიწოვა. თან ამ დროს ვერცერთ წამალს ვერ ღებულობდა ალერგია მისცა პროგესტერონმა მადლობა ღმერთს ის უფასო ეხო დაემთხვა და გაიგო დაწვა მერე. ხეცურიანის აღარ მჯერა მართლა. ასეთი კარგი აპარატის პატრონი და ვერ არჩევდეს ემბრიონს ან გემატომას მიკვირს უბრალოდ.

Posted by: nincka1987 17 Aug 2017, 14:59
Anukia198889
თან გადასახადიც რა ამბავია რააა.ეჭვიც რომ გეპარება რაღაცაში რააა
* * *
torckiko
ქეთიც თამთაც და თეოც ხეცურიანთან უშვებენ ეხოზე.ვერ გავიგე რააა ვის უნდა ენდო ადამიანი

Posted by: torckiko 17 Aug 2017, 15:04
ისე მანდ სხვა ეხოსკოპისტიც ჰყავთ და მაინცდამაინც მაგასთან გვიშვებენ. იქამდე ავალიანთან დავდიოდი ჟორდანიაში და ძალიან ზლიერი იყო ისე დეტალურად ხედავდა ყველაფერს, სამწუხაროდ წავიდა ქვეყნიდან. ხეცურიანი საერთოდ არ მომეწონა.

Posted by: mariami17 17 Aug 2017, 15:05
nincka1987
მე კარგად ვარ, მადლობა.
ხეცურიანთან ტყუპი 120 ღირს, სხვაგან ყველგან 100 ან ნაკლებია და გამოდის ეჭვებში უნდა ვიყო ორივე კარგად დაინახა და შეამოწმა ?
თან პირველად ბიჭები მითხრა ქმარი გამიგიჟა სიხარულით და მერე 2 გოგო. თუ სქესა ვერ ხედავ რაღას ამბობ

Posted by: torckiko 17 Aug 2017, 15:08
nincka1987
არადა თვითონ თამთა ისე მომეწონა სხვასთან წავლა არ მინდა და მატენის ამ ხეცურიანს, სხვაგან რო გავიკეთო არ მოეწონება.

Posted by: Anukia198889 17 Aug 2017, 15:12
torckiko
მოკლედ უთხარი რომ ჩემი ახლობლები არავინ არ ენდობაო ბევრჯერ შემცდარა და სხვასთან მირჩიე ვისთან მივიდეო არ არის ცუდათ ნათქვამი და არც გაბრაზდება.

Posted by: torckiko 17 Aug 2017, 15:18
Anukia198889
თვითონ იმას ენდობა და სხვას ვის მირჩევს, თვითონ თამთა იმდენად თბილია მერიდება ეგეთი რაღაცის თქმა. არც სსბახტარიშვილში უვარგათ ეხოსკოპისტები და ადრე იქ მუშაობდა თვითონ. ვისთან გადავიღო უკვე აღარ ვიცი, არადა ოპერაცია მაქვს გაკეთებული და რაღაც პერიოდში ერტხელ გადამოწმებას მთხოვენ.

Posted by: Tamara1988 17 Aug 2017, 15:39
torckiko
მეც 11სექტემბერს ვარ ხეცურიანთან დაბარებული ეხოზე მაგრამ არ ვაპირებ მასთან მისვლას. ხაჭვანს და მის აპარატურას აქებენ გოგოები და აუცილებლად მასთან მივალ. ხეცურიანმა ჩემთან ჰემატომა ვერ დაინახა მას მერე აღარ ვენდობი.

Posted by: m.i 17 Aug 2017, 15:41
nincka1987
ანტისხეულების შიში მქონდა ვფიქრობდი მომატებული ხომ არ მაქვს თქო, არასდროს გადამიმოწმებია. აღმოჩნდა რომ არ მაქვს ეს პრობლემა. TSH ასე დაბალი არასდროს მქონია, აშკარად წამლის დოზა მაქვს შესამცირებელი. მაგრამ ჯერ არაფერს შევცვლი დაველოდები ანის, ყველა ანალიზს რო ნახავს მერე მომცემს ალბათ დანიშნულებას.. დამოუკიდებლად არაფერს შევცვლი. ეხლა რას ვფიქრობ იცი, ყოველთვის ვსვამდი ელ თიროქსინს 100-ს, ბოლო 2 თვეა ჩავანაცვლე ეუთი.. ნეტა ამის ფონზე ხომ არ დამიქვეიტდა ძაან?

Posted by: torckiko 17 Aug 2017, 15:46
Tamara1988
მეც მიწევს ეხლა ეხო და ვისთან მივიდე აღარ ვიცი, თვითონ როგორ ენდობიან ან თამთა და ან ქეთი? კახაძე და მათითაშვილი მირჩიეს და მივალ ერთერთთან. სბახტარიშვილიშიც ისეთი დაბალი დონის ეხოსკოპისტი ყავთ გაოგნებული დავრჩი, საოპერაციო ვიყავი და ვერ დაინახა.თქვენმა ექიმმა რა თქვა ხეცურიანის ეხოზე, დაიცავდა მაინც ალბათ კოლეგას. თამთას პაციენტი ხართ?

Posted by: Anukia198889 17 Aug 2017, 15:54
mariami17
ეხლა მიდი და გადაიღე სხვასთან მასე ეჭვებში და გაურკვევლობაში ყოფნას მირჩევნია ბევრგან შევამოწმო. გადაამოწმე სხვაგან და იქნება გაახარო შენი მეუღლე კიდე. ერთი ბიჭუნათი მაინც. მეც გუშინ გადავიღე 12 კვირის ეხო და ქალმა არაფრის დიდებით სქესი არ მითხრა. მეთქი ბევრმა მითხრა რო ზოგი ამ ვადაზე ხედავს სქესს თქო და გაბრაზდა. ვინც მაგი გითხრა იმან დაინახოს მე ფოკუსნიკი არ ვარო smile.gif smile.gif გავაბრაზე ქალი. ჯერ ველოდებოდი ეთქვა რომ ყველა ზომა ნორმაში იყო მაგრამ თავისთავად გაქვს ინტერესი ვინ გყავს მუცელში.თორე რა გაანსხვავებს შვილს სქესის მიხედვით. ისე ქონდა ფეხები გადაშლილი მომიტანა ახლოს და მითხრა აი ის რაც შენ გაინტერესებსო და კი ქონდა აშვერილი ჰაერში smile.gif მეთქი აი თუ არ ჩანს როგორ აქვს გაშვერილი კაცური ღირსება თქო და გაეცინა მაგრამ არ დამიდასტურა smile.gif smile.gif როგორც ჩანს ცდომილების ეშინოდა ამ ვადაზე.

Posted by: Tamara1988 17 Aug 2017, 15:57
torckiko
ხეცურიანი 7სექტემბრამდე არ იქნება. მათითაშვილი 16სექტემბერს გამოდის შვებულებიდან.. ძაან პატარა ჰემატომა მქონდა 10დღეში გაწოვილი დამხვდა და მაგიტომაც აღარ გავამახვილე ყურადღება . თუმცა მე დამრჩა უნდობლობის შეგრძნება სხვა არაფერი smile.gif))))

Posted by: torckiko 17 Aug 2017, 16:02
Tamara1988
მეც არ ვენდობი და ეგაა, ტან პირველად თამთაც დაესწრო ეხოს და იმან უკეთ დაინახა. რატო ამუშავებენ საერთოდ ან თვითონ როგორ ენდობიან ექიმები. მეორე ეხოსკოპოსტივ ქალია მანდ და მგონი ის უკეთესია.

Posted by: mashusha 17 Aug 2017, 16:03
mariami17


ჩემს ახლობელს პირველად უთხრს ბიჭი, მერე, სადღაც 4-5 თვის იყო და თვით მათითაშვილმა უტხრა გოგო. ახლა 8 თვის არის და ისევ ბიჭი უთხრეს : ))
ბიჭს როცა ამბობენ, თიტქმის არ ცდებიან. გოგოზე უფრო არის შეცდომები ))
ანუ, არც ის გაგიკვირდეს რომ სქესი კიდევ ,,შეცვალონ,, ექოზე.
* * *
Anukia198889


ეგ ,,კაცური ღირსება,, ჩმს გოგონასაც ჰქონდა smile.gif) კლიტორია და ამ ვადაზე ცდებიან ხოლმე. მეც ჩემი თვალით დამანახა და მიტხრა, უფრო ბიჭს ჰგავსო, აი ნახეო. მერე, სადღაც 14-15 კვირის ვადაზე ხაჭვანმა მიტხრა გოგოს უფრო გავსო. სულ არ მედარდებოდა არც მე და არც ჩემს ქმარს სქესი. ჯანმრთელი ცამაბარე და რაც გინდა იყოსო. სქსით მხოლოდ იმიტომ დავინტერესდით რომ მეყიდა შესაბამისი ტანსაცმელი და საერთოდ, მაინტერსებდა ვის მივმართავდი მუცელში smile.gif)

Posted by: Tamara1988 17 Aug 2017, 16:10
torckiko
თამთა ტატიშვილსაც ენდობა.ეგ მირჩია 12კვირის ეხოს გადაღება რომ მინდოდა.

Posted by: Anukia198889 17 Aug 2017, 16:13
mashusha
გამაცინე გემრიელად. მაშინ ჩემი კლიტორა გოგოოო * ენაცვალოს დედამ. გინდა კლიტორა იყოს და გინდაც ღირსება lol.gif 2kiss.gif

Posted by: torckiko 17 Aug 2017, 16:14
Tamara1988
ეგ სად არის? ქალია თუ კაცი? ორჯერ გადავიღე ხეცურიანტან და ურთერთგამომრიცხავი ეხოები დამიდო.

Posted by: Tamara1988 17 Aug 2017, 16:17
torckiko
კახა ტატიშვილი. ჩაჩავაშია. საკმაოდ გამოცდილია და ბევრიც აქებს.
მე პირადად არ ვყოფილვარ და ვერ გეტყვი როგორია თუმცა რახან თამტამ მირჩია ე.ი. ენდობა კიდეც .

Posted by: torckiko 17 Aug 2017, 16:43
Tamara1988
მადლობააა, ანუ თქენც თამთას პაციენტი ხართ. მე ასეთი თბილი ექიმი მეტი არ მინახია და ხეცურიანის გამო როგორ გამოვცვალო ექიმი. დაველაპარაკები თვითონ თამთასაც

Posted by: Tamara1988 17 Aug 2017, 16:56
torckiko
კი. ვაიმე თამთაზე მეც ვგიჟდები ისე მიყვარს. უზომოდ ყურადღებიანი და თბილი ადამიანია.

Posted by: torckiko 17 Aug 2017, 17:05
Tamara1988
მართალ განსაკუთრებულად თბილია, მე ჯერ ეგეთი ექიმი არ მინახია და რა კაი იქნებოდა ეხოსაც რო თვითონ იღებდეს.

Posted by: mariami17 17 Aug 2017, 17:24
mashusha
12 კვირაზე ისე დამანახა აი ბიჭია და შეხედეო. თუმცა 16 კვირაზე გეტყვი ზუსტადო დააყოლა.
16 და 20 კვირაზე უკვე გოგოები თქვა.
მთავარია ჯანმრთელები იყვნენ და ბოლომდე მშვიდობიანად მივიდეთ სულ არ ვდარდობ სქესს.
მაგრამ მაინც საინტერესოა რა ვინ გიზის მუცელში smile.gif)
* * *
არადა თავიდან ენდიმეტრიუმის სისქეს მიმოწმებდა ყოველ 2 დღეში ხეცურიანი და ქეთის ეუბნებოდა ფანტასტიურად იზრდებაო და ნეტა ფანტასტიურად ხედავდა თუ ? მოკლედ ძალიან დავიგრუზეთ ამ ეხოსკოპისტით.
მაგრამ ქეთი ისე ენდობა კარგი რომ არ იყოს ხომ არ ეყოლებოდა გუნდში?

Posted by: iratta_26 17 Aug 2017, 17:39
გოგოებო ნინო დათოშვილიც არის მანდ ექოსკოპისტი, ძალიან კარგი ექიმია.

Posted by: Tamara1988 17 Aug 2017, 17:51
mariami17
ყველაზე ძლიერი რადიოლოგებიც ცდებიან. ტატიშვილიც შემცდარა გურგენიძეც მათითაშვილიც და ბევრი სხვაც.ეგ არ ნიშნავს იმას რომ ცუდია. უბრალოდ აქ უკვე ნდობის მომენტია როცა შენს თავზე გამოცდი მერე უკვე აღარ გინდა მეორედ იქ მისვლა. ცუდი რომ იყოს ქეთის არ ეყოლებოდა ნამდვილად გეთანხმები.

Posted by: stellla 17 Aug 2017, 18:22
m.i
კარგია ანტისხეულები არ გაქვს, ტსჰ მართლა ძალიან დაცემულა. ისე ხო ლ-თიროქსინზე გავიგე ნაკლებახარისხიანი იყო შემოტანილიო და ეუთიროქსზე ვინც გადავიდა კარგი შედეგი ჰქონდათ. ეტყობა ლ-თიროქსინი იყო "წყალწყალა" და დიდი დოზა გჭირდებოდა.

Anukia198889
ძაან ვიცინე შენს პოსტზე ღირსება და კლიტორაო. ლამის ყავაში ვაბანავე კლავიატურა biggrin.gif


Posted by: nincka1987 17 Aug 2017, 18:43
Tamara1988
რავი მაგ ტატიშვილზეც ბევრი ცუდი გამიგია,ჩემი დაქალი გააგიჟა სასწრაფოდ აბორტი გაიკეთე შეწყვეტილია ორსულობა დიდი ხნისო.იმისტვის რო დაეჯერებინა,მერე მათითაშვილთან გადაიღო და უი რა კარგი ბიჭიაო უთხრა.ისეთი კარგი ბიჭუნაა რო არ ვიცი
* * *
m.i
ჩემი გამოცდილებიდან გეტყვი.ელ- თიროქსინს რო ვსვავდი დაწევუს მაგივრად მაღლა მივარდებოდა ამ ზამთარს ინვიტროსთვის რო ვემზადებოდი. 100 ვსვავდი და იწევდა და იწევდა მაღლა.მერე ინოვაში ერთმა გოგომ მიტხრა ჩემმა ენდოკრინოლოგმა ეუთიროქსით ჩამინაცვლაო და ასე მითხრა ვისთვისაც ელ თიროქსინი მქონდა დანიშნული ყველას ასე დაემართაო.ანუ ნაგავი ელ-თიროქსინი შემოდის თურმე.ქეთის რო ვუთხარი კარგი გადავიდეთ ეუტიროქსზეო და ერთ კვირაში ჩამოვიდა დაბლა.ვერ გეტყვი ისე.შეიძლება დოზა გაქვს მაღალი დანიშნულიე 75 ზე ჩამომიყვამა ანიმ როგორც კი ორსულობა შეწყდა.ზაფხულში შედარებით ნაკლები დოზები ინიშნება.თუ ორსულობა არაა რა თქმაუნდა.ჩემი ენდოკრინოლოგი მაგალითად 50 ს მინიშნავს ხოლმე.

Posted by: torckiko 17 Aug 2017, 18:51
nincka1987
ეხლა სულ დავიბენი ვისთან მივიდე ეხოზე, მგონი ის დრო ჯობდა ეხო რო არ არსებობდა, მაშინ უფრო სწორ დიაგნოზებს სვამდნენ.

Posted by: nincka1987 17 Aug 2017, 18:59
torckiko
შარიქაძეს აქებენ ბადრის იუნონაში.არ ვიცი ოღონდ ეხლა მუშაობს თუ არა.მათითაშვილი კი მგონი შვებულებაშია.ისე ყველა ექიმს ყავს კმაყოფილი და უკმაყოფილო პაციენტები რაა.რავი რთულია ძაან რჩევის მიცემა.მე პირადად შარიქაძის ძაან კმაყოფილი ვარ,ბევრჯერ ვყოფილვარ მასთან და ყოველთვის ყურადღებით ათვალოერებდა ყველაფერს.რავი რა გითხრა

Posted by: Tamara1988 17 Aug 2017, 19:01
nincka1987
მე პირადად არ მქონი ტატიშვილთან შეხება და ვერ შემოგედავები,უბრალოდ ჩემი ოჯახის წევრები დადიოდნენ და ისინიც ძალიან კმაყოფილები იყვნენ)))))) მაგიტომ ვთქვი ყველა შემცდარა რაღაცაში. შეუცდომელი არავინაა, მათითაშვილზეც მსმენია რაღაცეები. .ისე ყველა ექიმს ყავს უკმაყოფილო პაციენტი. smile.gif))))

Posted by: torckiko 17 Aug 2017, 19:06
Tamara1988
nincka1987
ერთადერთი ვისაც თვალდახუჭული ვენდობოდი ხათუნა ავალიანი იყო, მსგავსი ექიმი მეტი არც მინახია, იმის იქით ვეღარ ვიპოვე ნორმალური ეხოსკოპსტი კარაპს მედლაინში გადავიღე და იქ საერთოდ მარჯვენა და მარცხენა საკვერცხე ვერ გაარჩია ექიმმა, ხეცურიანზე ჩემს გარდა ამდენმა დაწერა და უკვე ვის ვენდო ეგაა პრობლემა, ფულს იხდი და არ იცი დიაგნოზი სწორია თუ არა.

Posted by: Tamara1988 17 Aug 2017, 19:08
torckiko
ისევ ავალიანთან რომ მიხვიდე?

Posted by: nincka1987 17 Aug 2017, 19:13
Tamara1988
მეც მაგას ვამბობ,ყველას ყავს კმაყოფილი და უკმაყოფილო.რთულია ამ შემთხვევაში რჩევა

Posted by: torckiko 17 Aug 2017, 19:15
Tamara1988
წავიდა საქართველოდან გერმანიაში მიიწვიეს და რომ მქონდეს შესაძლებლობა იქ ჩავაკითხავდი დაუფიქრებლად. ყველაფერს დეტალურად ათვალიერებდა.

Posted by: mariami... 17 Aug 2017, 19:15
nincka1987
კარგი ვციდი ,იქნებ მიპასუხოს.

Posted by: mariami17 17 Aug 2017, 20:01
mariami...
ასისტენტების ნომერი არ გაქვს?
ისინი ქეთის ვიბერში წერენ და მერე პასუხს დაგიბრუნებენ.

Posted by: ella85 18 Aug 2017, 09:38
დღეს მე-4 დღეა და ვეღარ ვითმენ უკვე, თავიდან კი ვატყუე საკუთარი თავი და თქვენც აქ , ოლიმპიურ სიმშვიდეს ვინარჩუნებთქო მაგრამ ავყევი უკვე ნერვებს
პ.ს. ინვირტო ორსულებო დაწერეთ ამ პერიოდში რა შეგრძნებები გქონდათ, მე ძალიან ბუნდოვნად მახსოვს მაშინდელი სიმპტომები ასე საწყის ეტაპზე smile.gif

Posted by: m.i 18 Aug 2017, 11:22
nincka1987
ხო აშკარად წამლის შეცვლამ გამოიწვია ასე საგანგაშოდ დაქვეითება, ენდოკრინოლოგთან ცალკე ვიზიტი 1 წელზე მეტია არ მქონია. ამ ხნის განმავლობაში ინვიტროს ამბებიდან გამომდინარე სულ მიწევდა ანალიზის ჩაბარება ყოველთვის ქვედა ზღვარზე იყო, თუმცა არა საგანგაშო ნიშნულზე. ამ ხნის განმავლობასი კი ელ-ს ვსვამდი. ისე ვიყავი დაღლილი ამდენი ანალიზებისგან და ექიმებისგან მარტში უარყოფითი რო იყო ჩემი მეორე მცდელობა მას შემდეგ არანაირი ანალიზი აღარ ამიღია. წამალი კი დამოუკიდებლად ჩავანაცვლე სხვა სახეობით sad.gif კი დამიქვეითდა ეხლა. დაველოდები ანის რას მეტყვის, დოზას დამოუკიდებლად არ შევცვლი. მისთვის არ მითქვამს წამალი რო შევცვალე და იმის ფონზე დამიქვეითდა. ამასაც მოვახსენებ
* * *
ella85
არ გიხდება მღელვარება smile.gif მშვიდად იყავიიი ყველაფერი კარგად იქნება :*:*

Posted by: ninucela84 18 Aug 2017, 11:32
torckiko


კარაპსში ვისთან გადაიღე??

Posted by: torckiko 18 Aug 2017, 11:48
ninucela84
მანანა ქოჩიაშვილთან და საერთოდ აზრზზე არაა არაფრის.

Posted by: ninucela84 18 Aug 2017, 11:51
torckiko


ვაა არადა მე დამისვა მაგან სწორი დიაგნოზი თავის დროზე, ჩაჩავას და ჟორდანიას საოპერაციოს მეუბნებოდნენ და მაგიტომ გადაავედი მაგასთან.

Posted by: torckiko 18 Aug 2017, 12:05
ninucela84
ჩემთან მარჯვენა და მარცხენა საკვერცხე ვერ გაარჩია ერთმანეთისგან, თუ თქვენ ენდობით მაგას რა ჯობია. უკვე აღარ ვიცი ვისტან მივიდე არადა მიწევს გადაღება, ხეცურიანზეც იმისთანები დაწერეს, მეგონა მარტო მე ვიყავი უკმაყოფილო.

Posted by: shunshura 18 Aug 2017, 16:25
გოგოებო ვინც თურქეთიდან წამლები ჩამოიტანეთ. ამ ბოლო დროს. , ორგალუტრანი რა ღირდა?

Posted by: მანანიკო 18 Aug 2017, 18:58
torckiko

არვიცი რა პრობლემაზე წერ, მაგრამ ავერსში ხაჭვანი არის ძალიან კარგი რადიოლოგი. ზაქარეიშვილიც მარა ხაჭვანი უფრო. ჩემს მილში სითხე მაგან დაინახა და ივარაუდა.

Posted by: nincka1987 18 Aug 2017, 19:03
torckiko
უი რას ამბოობ?მანამა ჩემი ერთერთი საყვარელი ექიმია.მაგან დამისვა სწორი ფიაგნოზი ორი წლის წინ.ძგიდე მქონდა საშვილოსნოსი და ჰისტერო მითხრა,ერთ თვეში ორსულად დავრჩი ჩემ დას მისი წყალობით ყავს შვილი და მთელი ცხრა თვე მასთან დადიოდა ეხოზე.ჩემი დაქალის დედას კომპიუტერმაც კი ვერ დაუსვა დიაგნოზი და ეხო რო გადაუღო ეგრევე უთხრა საშვილოსნოს ყელის სიმსივნე,ოპერაცია გაუჯეთეს ეხლა.რავი რა გითხრა

Posted by: torckiko 18 Aug 2017, 19:37
nincka1987
მე ოპერაციის შემდეგ ჩამიყვანეს მასთან შესამოწმებლად და მარჯვენა და მარცხენა ვერ გაარჩია და მაგის მერე როგორ ვენდო. მგონი საერთოდ გადავიფიქრებ ეხოს, კი მარა, ეს ექიმები გასინჯვით ვერაფერს ვერ ხვდებიან კველანირ გამოკვლევას რო ითხოვენ.

მანანიკო
ენდომეტრიოზის ოპერაცია გავიკტე და რარაც პერიოდში ერთხელ უნდა ვაკონტროლო, არადა ეხლა მიწევს.

Posted by: მანანიკო 18 Aug 2017, 19:46
torckiko


მეც მაქვს იგივე გაკეთებული. (საკმაოდ გართულებული მდგომარეობა მქონდა. )
წეროებიდანაც დადიოდნენ გოგოები ხაჭვანთან შეგიძლია მიხვიდე ერთხელ და ნახო. ნუ ზოგადა არ გვყავს ცუდი რადიოლოგები. ხეცურიანი ცუდი არაა, უბრალოდ ჩემის აზრით ცოტა თავში აქვს ავარდნილი, რომ დააჯერეს რომ მაგარი რადიოლოგია biggrin.gif მარჯვენა და მარვხენა რომ ვერ გაარჩია ეგ როგორ დაასკვენი? ჩემთან მაგალითად მარცხენა სულ იმალება და ძლივს პოულობენხოლმე gigi.gif



უი ქოჩიაშვილზე გეწერა აერიაო, უკაცრავად.

Posted by: torckiko 18 Aug 2017, 20:22
მანანიკო
მარჯვენაზე კისტაც მქონდა დიდი ზომის და საკვერცხის ნაწილიც ამოიღეს და ეხო რა გადამიღო ოპერაციიდან რამდენიმე დღეში მარცხენაის ნაწილია ამოჭრილიო და ექიმს რო ვუთხარი ხდება ხოლმე რა იყოვო, ხეცურიანი კიდე რატომრაც დანახვისთანავე არ მომეწონა რა და არადა თამთამ მაგასთან შემიყვანა. რაა აქვს თავში ავარდნილი აქ იმისთანები დაწერეს გავოგნდი. ხვაჭანი ქალია თუ კაცი? ეხლა იღებს პაციენტებს თუ ეგეც შვებულებაშია? თქვენ ვისთან გაიკეთეთ ოპერაცია? ორი თვის წინ გავიკეთე და ისევ მაქვს ტკივილები

Posted by: მანანიკო 18 Aug 2017, 21:08
torckiko


ხაჭვანი ავერსშია და კაცია. შვებულებაში უკვე იყო :დ ვერ მოვასწარი წინა ციკლზე მე.

რა დაწერეს ხეცურიანზე? :დ

მე ხატიაშვილთან გავიკეთე. რა გტკივა?

Posted by: torckiko 18 Aug 2017, 21:55
მანანიკო
ბევრი პაციენტია აქ უკაყოფილო, კარგად ვერ ხედავს ეხოსო, ანუ ინოვაში გაიკეთეთ. ნაოპერაციებელი ისევ მტკივა და თითქოს ეხოზე ყველაფერი რიგზეა.

Posted by: nincka1987 18 Aug 2017, 22:14
torckiko
მე ოქტომბერში გავიკეთე მარჯვენა საკვერცხის აპოპლექსია იყო,ყვითელი სხეულის კისტამ გადახეთქა შუაზე.ღვთის წყალობით შემინარჩუნა ხატიაშვილმა საკვერცხე.რამდენი თვე გავიდა და დღემდე ძალიან მაწუხებს ხოლმე.ამიტომ არ ინერვიულო.

Posted by: torckiko 18 Aug 2017, 22:18
nincka1987
ჩემთან ენდომეტრიული იყო. პლიუს ფიბრომა, შეხორცებები. ამდენი ხანი რო გტკივა ნორმალურია> ისე ყველა ინდივიდულაურია, ზოგი რადენიმე დღეში ჩიტვით არის

Posted by: BA84 19 Aug 2017, 00:35
BaiserVole
რა ქენი იყავი ეხოზე? გგულშემატკივრობ ძალიან, გაგვახარე

Posted by: nincka1987 19 Aug 2017, 08:52
torckiko
როცა ეხოზეც არაფერი ჩანს ნორმალურია ალბათ.ისე მაწუხებს ხოლმე ხანდახან მაგიჟებს ეს მარჯვენა საკბერცხე,განსაკუთრებით ცივ ამინდებში.ეხლაც შემაწუცა ამ ბოლოს და მეთქი მოშლის მერე რამე ხო არ დამრჩათქო და მივედი ანისთან და საერთოდ არაფერი არ გაქვსო მითხრა,ნაწლავები გაქვს აირით სავსე და ეგ იწვევს მაგ ტკოვილებს და სიმძიმის შეგრძნებასო.იქნებ შენთანაც ეგ პრობლემაა?

Posted by: torckiko 19 Aug 2017, 10:24
nincka1987
მეც მაგ დღეში ვარ, მე ოზგადად ნაწლავების პრობლემაც მაქვს და ეგ კიდე მიძლიერებს. სიმძიმის და დაქაჩვის შეგრძნება მაქვს, თან უცებ მეწყება ხოლმე ტკივილი.

Posted by: მანანიკო 19 Aug 2017, 11:23
nincka1987
torckiko


გოგოებო ზოგადად ნებისმიერი ოპერაციიდან მინიმუმ ნახევარი წელი უნდა გავიდეს რომ ვთქვათ ჩაიარაო smile.gif ჯერჯერობით გეტკინებათ. აირებმაც იცის დაწოლა და ტკივილი კი. ნუ გეშინიათ. ეხოზე თუ არაფერი არ ჩანს ე.ი. არაფერია სანერვიულო. ჩემთან სამი წელი გავიდა და ეხლაც მაწუხებს ხანდახან.

Posted by: BA84 19 Aug 2017, 11:27
ფერიცვალებას გილოცავთ გოგოებო, შეგვეწიოს დღევანდელი დღის მადლი, სიკეთისკენ და ბედნიერებისკენ ეცვალოს ჩვენს ცხოვრებას ფერი.

Posted by: nincka1987 19 Aug 2017, 12:00
მეც გილოცავთ ყველას.გვაფარვდეს ამ დღის ძალა და მადლი

Posted by: piko1989 19 Aug 2017, 12:19
ფერიცვალებას გილოცავთ გოგოებოო სულ უკეთესობისკენ და სიხარულისკენ გვეცვალოს ფერიიი

Posted by: m.i 19 Aug 2017, 13:20
ფერისცვალებას გილოცავთ ყველას, შეგეწიოთ ამ დღის მადლი

Posted by: takotatuli1989 19 Aug 2017, 13:41
გოგოებო ციკლის 30ე დღეს 3 დღის გადაცდენაზე ენდომეტრიუმი 11მმ ძაან თხელია? ტესტები ოდნავ აჩვენებს და ხეგეს პასუხს ველოდებით.. 3 დღეა გამონადენია წვეთწვეთად მოვარდისფრო მოყავისფრო. ქეთი გარეს გამორიცხავს ტკივილი აქ მუცლის ძალიან და ამ ვადაზე გარემ ტკივილი არ იცისო

Posted by: ella85 19 Aug 2017, 15:20
takotatuli1989
მემგონი ენდომეტრუმი კარგია და მცირედი სისხლდენა მიმაგრებისას იცის

გილოცავთ დღევანდელ დღეს , მისი მადლი გვფარავდეს ყველა <3


მე დღეს მე-5 დღე მაქვს და აბსოლუტურად ვერაფერს ვგრძნობ, პირველ დღეებში წელი მტკიოდა, საკვერცხეები მქაჩავდა , მუცელი შებერილიც მქონდა ,თითქოს გაზებიც მაწუხებდა და ახლა ს ა ე რ თ ო დ ვერაფერს ვგრძნობ , არაფერი არ მაწუხებს , როდის გავა ეს დარჩენილი 5 გაწელილი დღე .... sad.gif

Posted by: nincka1987 19 Aug 2017, 22:41
takotatuli1989
ხეგეს პასუხი როდის იქნება? ინვიტრო გაიკეთე?

Posted by: takotatuli1989 19 Aug 2017, 23:01
nincka1987
მეგობარზე ვკიგხულობ.. ბუნებრივი ორსულობაა 38 აქ ხეგე და ქეთიმ მოშლააო დიდი ალბათობითო თუ გინდა გაიკეთე პროგი და თუ გინდა არაო მარა გაკეთება არაფერს გავნებსო.. არ დააიმედა რა.. ორშაბათს გავიგებთ რა იქნება საბოლოოდ

Posted by: nincka1987 20 Aug 2017, 08:04
ella85
ნუ გეშინია,საერთოდ არ მქონდა არანაიტი შეგრძნება,არც წელის და არც მუცლის.მე პიროქით ვარ ხოლმე,როგორც კი წელის და მუცლია ტკივილი მეწყება ხოლმე მეშლება მუცელი
* * *
ella85
ნუ გეშინია,საერთოდ არ მქონდა არანაიტი შეგრძნება,არც წელის და არც მუცლის.მე პიროქით ვარ ხოლმე,როგორც კი წელის და მუცლია ტკივილი მეწყება ხოლმე მეშლება მუცელი

Posted by: compte.paris75 20 Aug 2017, 19:24
გოგოებო, ანიმ ნორკოლუტი გამიმიწერა ციკლის 14 დღიდან, ენდომეტრიუმის ''ჩამოსაფრცქვნელად''. ვინმეს მიგიღიათ? მტკივნეული ხომ არ არის? რანაირად ჩამოიფრცქვნება ვერ გავიგე?

Posted by: Nit89 20 Aug 2017, 19:28
compte.paris75
მე ვსვავდი ნორკოლუტს და საერთოდ არაფერს შევუწუხებივარ,მეც იმიტომ დამინიშნა ენდომეტრიუმი კარგად ჩამოიშალოსო რომ მერე ნორმალურად დაიწყოს ზრდაო.
* * *
compte.paris75
როგორც ვიცი მაგ წამლის ფონზე არ ხდება ოვულაცია და შენ რატომ დაგინიშნა?

Posted by: compte.paris75 20 Aug 2017, 20:36
QUOTE (Nit89 @ 20 Aug 2017, 19:28 )
compte.paris75
მე ვსვავდი ნორკოლუტს და საერთოდ არაფერს შევუწუხებივარ,მეც იმიტომ დამინიშნა ენდომეტრიუმი კარგად ჩამოიშალოსო რომ მერე ნორმალურად დაიწყოს ზრდაო. 
* * *
compte.paris75
როგორც ვიცი მაგ წამლის ფონზე არ ხდება ოვულაცია და შენ რატომ დაგინიშნა?

გაიხარე, რა კარგია. მეთქი მოვემზადო მტკივნეული მენსტრუაციისთვის მეთქი.
ამ ციკლში ჩამოიფრცქვნასო და შემდეგ ციკლში ვნახოთო, იქნება სტიმულაცია დავიწყოთო სექტემბერში.

Posted by: iratta_26 20 Aug 2017, 20:40
compte.paris75
მეც ვსვავდი შარშან, ჩვეულებრივად მქონდა მენზი, არაფერი განსხვავებული.

Posted by: Nit89 20 Aug 2017, 20:51
compte.paris75
მეც სტიმულაციის წინ ვსვავდი,ჩვეულებრივად მოგივა.

Posted by: torckiko 20 Aug 2017, 23:52
Mec daminishnes norkoluti ciklis 14 dgidan 11 dgit da ramden xanshi unda daickos cikli camlis damtavrebidan? Gulis revis shegrznebas icvevda tkventan?

Posted by: Nit89 21 Aug 2017, 10:10
Anukia198889
ანუშკაააა ძველი პოსტებიდან როგორც მახსოვს მგონი შენც სვავდი ენდომეტრიუმისთვის კვერცხით, კაკაოთი და რძით რომ კეთდება. რომ დავლიო პრობლემა ხომ არ იქნება,ენდომეტრიუმი კი არ მაქვს ცუდი,მაგრამ პროფილაქტიკისთვის თუ შეიძლება ნეტა.
* * *
torckiko
კი გულისრევა იცის,ეგ აქვს გვერდითი მოვლენა არ შეგეშინდეს.

Posted by: Anukia198889 21 Aug 2017, 10:20
Nit89
არა გენაცვალე მე ვაპირებდი ვიღაცამ დაწერა კარგიაო და დავლევ თქო ვთქვი მაგრამ შემეზარა მერე და აღარ დამილევია. არაფერს ცუდს არ იზამს. ჩვეულევრივი საკვებია რძე კაკაო კვერცხი.

Posted by: torckiko 21 Aug 2017, 10:47
Nit89
მადლობააა, რამდენ ხანში უნდა დაიწყოს ციკლი? ექიმმა რამდენიმე დღეშიო და ერთი კვირაა უკვე რაც დავამთავრე დალევა.

Posted by: nattcho-ch 21 Aug 2017, 10:50
Nit89
მე დავლიე გადატანის ციკლში, მიუხედავად იმისა არ მქონდა ენდომეტრიუმის პრობლემა და იმხელა გაიზარდა ენდომეტეიუმიც და ფოლეკულებიც ნაადრევი ოვულაცია მქონდა მე12 დღეს. ახლა 2 ბარტყი მიზის მუცელში. დალიე თუ წაგადგება, თორე არაფერს არ გავნებს

Posted by: Nit89 21 Aug 2017, 11:13
nattcho-ch
გაიხარე დიდი მადლობა ზუსტად ეხლა დამიმთავრდა ციკლი და დავლევ.

torckiko
მე შეწყვეტიდან მე-4 დრეს მომივიდა.
* * *
Anukia198889
ვნახოთ თუ არ მომეწონა არ დავლევ smile.gif

Posted by: torckiko 21 Aug 2017, 11:22
Nit89
ექიმმა მეც ეგრე მითხრა 3-4 დღეში დაიწყებაო და უკვე ერთი კვირა გავიდა.

Posted by: Nit89 21 Aug 2017, 11:28
torckiko
მიწერე და კითხე რატომ არ მოგივიდა აქამდე.

Posted by: torckiko 21 Aug 2017, 11:55
Nit89
ვკითხავ აუცილებლად, არად 6 თვე მაქვს დანიშნული და რა დალევს.

Posted by: Nit89 21 Aug 2017, 12:02
torckiko
მე მარტო ერთი თვე ვსვი და მაგდენხანს რატომ დაგინიშნა არ გითხრა?

Posted by: torckiko 21 Aug 2017, 12:10
Nit89
ენდომეტრიოზის გამო დამინიშნა მაგრამ უნდა ვთხოვო რო შემიცვალოს ძაან გამიჭირდა დალევა, თან კუჭიც გამიღიზიანა აშკარად.

Posted by: ninucela84 21 Aug 2017, 17:46
გოგოებო, რიგევიდონი დაგილევიათ ვინმეს?? მე 2 კვირის თავზე ძალიან ცუდად გამხადა, ფოლიკულური კისტის გასაწოვად ვსვავდი.
ხვალ ვწყვეტ და რამდენ ხანში მომივა ციკლი?? ექიმმა 3-4 დღეშიო, პრაქტიკიდან როგორ იცით

Posted by: torckiko 21 Aug 2017, 17:52
ninucela84
მე ვსვამდი მაგას ციკლის დასაჩქარებლად დამინიშნა ექიმმა 1 კვირით, ისეთი ტკივილებით დამეწყო ლამის გონება დავკარგე. თქვნეთან რა მხრივ გახდიტ ცუდად?

Posted by: ninucela84 21 Aug 2017, 17:58
torckiko

უიიი ესეიგი მე ისედაც მტკივნეული ციკლი მაქვს და გამაგიჟებს.

რა მხრივ და პირველი 10 დღე არაფერი, ბოლო 5-6 დღეა ფეხების შესიება ღამე, სიმძიმე გულზე თითქოს ლოდი მაწევს და ზოგადი სიმძიმის განცდა, გახშირებული გულისცემა. მე ისედაც მაქვს თავბრუსხვევა და უძილობა, და ამან სულ გადარმია.

* * *
torckiko
შეწყვეტიდან რამდენ დღეში ველოდო ციკლს>??? 29 ში ზღვაზე ვაპირებ და იმედია ვასწრებ

Posted by: torckiko 21 Aug 2017, 18:05
ninucela84
მე ახალი ნაოპერეციებელიც ვიყავი და , შეიზლება მაგის ბრალიც იყო ესეთი ტკივილით რო დამეწყო. უფრო გულის რევის შეგრძნება მქონდა, ეხლა ნორკოლუტს ვსვამდი და ამანაც გამოიწვია. რომ კითხო ექიმს? მე სულ 7 დღე დავლიე. ეხლა ძალიან ცუდი პერიოდია და შეძლება წამლის ბრალი სულაც არა არის თან თუ 10 დღე ნორმალურად აიტანეთ, მე პირველივე დღეს დამეწყო ეგ შეგრძნება.

Posted by: m.i 21 Aug 2017, 18:09
ninucela84
მე ვსვამდი სრულად, შეწყვეტიდან 3 დღის მერე ჩვეულებრივ მომივიდა.. პირიქით უკეთესადაც კი ნუ მე ასე ვფიქრობდი. ზოგადად ეხლა ცუდი პერიოდია და მთლად წამლის გავლენა ვერ იქნება

Posted by: ninucela84 21 Aug 2017, 18:17
torckiko
m.i
დიდი მადლობა, ანუ ზოგადად ცუდ პერიოდს დავაბრალებ მაშინ და იქნებ სულ არ შევწყვიტო და გავაგრძელო იმ ვადით რაც დამინიშნა ექიმმა.


Posted by: torckiko 21 Aug 2017, 18:20
ninucela84
საშინელი პერიოდია ეხლა, დაბნელებებია და ძაან მოქმედებს. კითხე მაინც ექიმს, რამდენი დღით დაგინიშნათ?

Posted by: ella85 21 Aug 2017, 18:45
ninucela84
პირველ ინვიტროს რომ ვიწყებდით ციკლის დასაჩქარებლად თუ გადასაწევად ვსვამდი რიგევიდონს, და არაფერი რეაქცია არ მოუცია, ამ ინ ვიტროზე იგივე დანიშნულებით რეგულონი მასვა ნატომ , ციკის დაჩქრება გვინდოდა რომ 15 აგვისტოს არ გადაგვეცილებინა ინ -ვიტრო ...

* * *
მე დღეს მე-7 დღე მაქვს ტესტი მაინც ვცადე ყოველი შემთხვევისათვის, და არაფერია, მუცელი ,წელი არაფერი არ მტკივაა, დილიდან შუადღემდე გული მერეოდა საშნლად, ხან კიტრს და პომიდორს დავაბრალე და ხან საზამთროს , ხან კიდევ წამლებს , არ მინდა ზედმეტად თავი დავიიმედო , თან გულის რევა ამ ეტაპზე სიმპტომებისთვისაც ნაადრევიააა... მოკლედ დამაწყდა ნერვები

Posted by: ninucela84 21 Aug 2017, 18:51
torckiko
ella85

უნდა დამელია სულ 25 ტაბლეტი, რათა ციკლი მოსულიყო სადღაც 3-4 რიცხვში და დაგვეწყო სტიმულაცია. მთავარი ამოცანა იყო ფოლიკულური კისტის გაწოვა, რომლის გამო ვერ გავიკეთე სტიმულაცია წინა ორი თვე გადამედო.
მე დავლიე 17 ტაბლეტი, და ექიმთან შეთანხმებით, რომ კისტა გაიწოვდა და ეს თვე, ხვალიდან ვაპირებდი შეწყვეტას მომივიდოდა ალბათ 24-25 აგვისტო, შესბამისად ეს ციკლი ჩავაგდო და სტიმულაცია დავიწყო შემდეგ მოსვლაზე. თითქოს ასე ვამჯობინე, ფსიქოლოგიურადაც და ფინანსურადაც, ანუ სექტემბრის 20 დან.
თუმცა, ახლა თქვენი რჩევით, ისევ ძველ ვარიანტზეც დავფიქრდი, ცოტა გავუძლო თქო. იქნებ მართლა ამის ბრალიც არაა, სხვა წამალსაც ვსვავ პროლაქტინის და ძილისთვის. უფ რავიცი...


Posted by: m.i 21 Aug 2017, 18:59
ninucela84
მე პირადად რიგევიდონი დამინიშნა ექიმა სტიმულაციის წინა თვეში, მიზანი იყო საკვერცხეების დასვენება, ციკლის მოწესრიგება. შეწყვეტის შემდეგ ციკლში უკეთ წამოვა ფოლიკულებიო..
პროლაქტინისთვის რა წამალს სვამ? მაგ წამლებმა უფრო იცის,

Posted by: torckiko 21 Aug 2017, 19:59
ninucela84
პროლაქტინისთვის რას სავამ? დოსტინესქს ვსვამდი და ეგ იყო საშინელება და ტანჯვა ჩემთვის, ძაან გაქვს მომატებული? მე ძალიან მაღალი მქონდა. ისე უზილობა პროლაქტინმა იცის, მაგის გამო შემამოწმებინეს სულ თავიდან, ვისთან მკურნალობ?

Posted by: iratta_26 21 Aug 2017, 20:15
ella85
ტესტისთვის ადრეა, სიმპტომებისთვის არა smile.gif მე მესამე დღიდან რკინის მკვეთრ გემოს ვგრძნობდი წყალს რომ ვსვავდი.

Posted by: Tamara1988 21 Aug 2017, 20:22
m.i
torckiko
გოგოებო ისე მე ვსვავდი დოსტინექსს 5თვის მანძილზე და საერთოდ არანაირი უკუჩვენება არ მიგრძვნია. დალევიდან 2კვირაში გადავამოწმე და ნორმაზე იყო ჩამოსული..

Posted by: torckiko 21 Aug 2017, 20:46
Tamara1988
ყველა ინდივიდუალურია, ჩემზე ძან მოქმედებდა. წლები ვსვამდი რომ ვერ არეგულირებდნენ. მერე ბრომკროპტინიც დამინიშნეს. თავის ტკივილებს და გულის რევას იწვევდა, პლიუს წნევას მიგდებდა ძაან. ეხლა ეს ნორკოლუტიც ძლივს ავიტანე.

Posted by: zikata7 21 Aug 2017, 22:57
ninucela84
მეც ვსვავდი ზუსტად ფოლეკულური კისტის გასაწოვად და არანაირი სიმპტომი არ მქონია... პერიოდია ალბათ ისეთიი ..

Posted by: mashusha 22 Aug 2017, 07:47
გოგოებო, ვინმეს ენდომსტრიოზი ვიმკურნალოთ და ვისთან?

Posted by: მანანიკო 22 Aug 2017, 08:33
mashusha


ვინ დაადგინა დიაგნოზი ენდომეტრიოზის? მგონი კლინიკური ნიშნებით ხვდებიან რომ ენდომეტრიოზია, ისე ლაპარასკოპიაა საშუალება მაგის დიაგნოზისა.

ისე მკურნალობენ პრეპარატ ვიზანათი. მაგრამ ლაპარასკოპიის მერე რამდენადაც ვიცი.

Posted by: Nit89 22 Aug 2017, 08:59
ninucela84
თუ ბრომოკრიპტინს სვავ პროლაქტინისთვის,აი შეიძლება მაგან გაგხადოს ცუდად,მე ვსვავ და მკლავს,ძალიან ცუდად მოქმედებს ჩემზე. რადგან ამდენი იწვალე და დალიე ბოლომდე მიიყვანე არ ჯობია,ან ექიმს კითხე და გირჩევს რამეს.
* * *
ella85
ტესტისთვის მგონი ადრეა,მაგრამ დილის გულისრევას აქამდე თუ არ შეუწუხებიხარ ეგ ნამდვილად სიმპტომია. მე მაგით მივხვდი რომ ორსულად ვიყავი, დილით საშინელი გულისრევა მაწუხებდა,აი მკერდზე კი ცვლილება ისეთი შესამჩნევი არ მქონია. ეცეგ ინდივიდუალურია, ამიტომ წინასწარ არ ინერვიულო გენაცვალე.
* * *
mashusha
მე ჰისტეროსალპინგოგრაფია რომ გავიკეთე მაშინ მითხრა დათოშვილმა მგონი ენდომეტრიოზიაო,ზუსტი პასუხიც ვერთ თქვა,მაგრამ ვაძიმთან რომ გავიკეთე ლაპაროსკოპია იქ დადასტურდა. ენდომეტრიოზის მკურნალობა რამდენათ შეიძლება ვერ გეტყვი.

Posted by: pearlgirl 22 Aug 2017, 09:19
Nit89
QUOTE
თუ ბრომოკრიპტინს სვავ პროლაქტინისთვის,აი შეიძლება მაგან გაგხადოს ცუდად,

კაბერგოლინი მიიღეთ

Posted by: ninucela84 22 Aug 2017, 10:19
m.i
Nit89
torckiko
კი ბროკოკრიპტინს ვსვავ, ეხლა ნახევარ ტაბლეტზე გადავედი, წამალს როგორც კი ვხსნი ზედა ზღვრიდან არბის, თუმცა ისე ძალიან მაღლაც არა.
მიუხედავად ამისა, თავისით არ რეგულირდება და ბრომოკრიპტინს ვსვავ უკვე დიდი ხანია, ხან ნახევარ ტაბლეტს ხან ერთს.
დოსტინექსი ვერ შევძელი მე sad.gif

მოკლედ, დიდი მადლობა გოგოებო, ნებისმიერ შემთხვევაში გადავწყვიტეთ რიგევიდონის შეწყვეტა და ერთი თვის ჩაგდება, ვინაიდან შვებულება მემთხვევა.

Posted by: Tamara1988 22 Aug 2017, 10:25
ninucela84
დოსტინექსს მთლიან აბს სვავდი?

Posted by: torckiko 22 Aug 2017, 11:06
მე მთლიან აბს ვსვამდი დოსტინექს კვირაში ორჯერ ლამის წლების განმავლობაში და საშინლება იყო, როგორც კი მინახევრებდნენ დოზას მაშინვე იწევდა.

Posted by: ninucela84 22 Aug 2017, 11:12
Tamara1988
არა მეოთხედით უნდა დამეწყო და ცუდად გავხდი და ბრომოს დავუბრუნდი.

Posted by: Lemon Curd 22 Aug 2017, 11:14
mashusha
QUOTE
გოგოებო, ვინმეს ენდომსტრიოზი ვიმკურნალოთ და ვისთან?


მე მაქვს ენდომეტრიოზი და გეტყვი, რაც ვიცი - ბოლო დროს, მკურნალობენ პრეპარატით ვიზანა. ზოგადად, ზუსტი დიაგნოზის დასმა მხოლოდ ლაპარასკოპიით არის შესაძლებელი, თუმცა სიმპტომებით შესაძლებელია, ივარაუდო. ვიზანას მიღება ხდება პერიოდულად, მაგ. 6 თვე მერე შესვენება და ა.შ. ამას უშუალოდ ექიმი არჩევს. როგორც ვიცი, მკურნალობის მიუხედავად, მაინც ურჩევენ ლაპარასკოპიას, გარდა ზუსტი დიაგნოსტირებისა, ამ დროს ასევე ხდება ამ ენდომეტრიული კერების მოცილებაც.

ასევე როგორც ექიმმა მითხრა, შემაფერხებელი ფაქტორია ორსულობა, ანუ ამ დროს არ ხდება ენდომეტრიული კერების წარმოქმნა. თუმცა ეს ენდომეტრიოზი თავის მხრივ, ორსულობის დადგომას უშლის ხელს.

თუ ენდომეტრიოზს კისტაც თან ახლავს, რაღაც ზომის შემდეგ აუცილებელია მოცილდეს ეს კისტა. თუმცა ვიზანამაც შეიძლება შეამციროს ზომაში, ანუ დაკვირვება ხდება.

მე მქონდა კისტაც, პირველ ეტაპზე ვცადეთ ვიზანა. იქიდან გამომდინარე, რომ კისტა უმნიშვნელოდ დაპატარავდა, შემდეგ ლაპარასკოპია გავიკეთე ვადიმ ხატიაშვილთან. ხო, ექიმი იყო თამარ უბილავა.

ზოგადად თავიდანვე მირჩევდა რომ ლაპარასკოპია გამეკეთებინა. ანუ მაინც საუკეთესო გამოსავალი ლაპარასკოპიაა რა. და მერე შემდგომ პერიოდში უკვე მკურნალობა.

Posted by: Tamara1988 22 Aug 2017, 11:14
torckiko
ააა.... ეხლა გასაგებია რატომ მოქმედებდა ასე ცუდად. დიდ დოზას სვავდი.
მე კვირაში ერთხელ ვსვავდი მეოთხედს და მაგიტომ ვიტანდი ალბათ ასე ადვილად. წარმოიდგინე იმ პატარა აბს 4ად ვყოფდი.

Posted by: ninucela84 22 Aug 2017, 11:17
კი მეც კვირაში ერთხელ და სულ ერთხელ დავლიე

Posted by: torckiko 22 Aug 2017, 11:19
Tamara1988
მე ეგეთი პატარა დოზა არასდროს არ დამილევია, როგორც კი გამიანხევრებდნენ მასინვე იწევდა, მერე ვეღარც დოტინექსი იმორჩილებდა. ისე დმაღალა რომ სულ თავი დვანებე. წლებია აღარც შემიმოწმებია. ექიმი კი ვარაუდობს ეხლა რომ მომატებული მაქვს.

Posted by: ninucela84 22 Aug 2017, 11:35
torckiko

მე ბავშვობიდან მაქვს ძილის პრობლემა და ზედმეტად ემოციური ვარ და ალბათ ამის გამოც ხტუნაობს, ანუ მაგალითად ნორმა ხოა 19, და ბრომოს ფონზე 5-6 მაქვს, როცა ვხსნი 30-40 მდე ამდის, ამაზე ზევით არ გარბის.



ბუნებრივი ორსულობის თეორიულ შანსსაც ხომ ვიტოვებთ პროლაქტინის ნორმალურ დონეზე შენარჩუნებით და ამიტომ ვიკონტროლებ, თორე მეც ყელში მაქვს smile.gif

* * *
Lemon Curd


მე მაქვს ენდომეტრიოზი და გავიკეთე ლაპასასკოპია რამაზ ჩარექიშვილთან, წესით ინიშნება ვიზანა, 3-6 თვე, გააჩნია ხარისხსს. ჩემს შემთხვევაში, ვინაიდან ფოლიკულების გამოღება მინდა და არ მინდა ძალიან დამიქვეითდეს ანტიმიულერი, 2 თვე ვსვი ვიზანა და შემდეგ ეტაპს გავაგრძელებთ, პუნქციის მერე. ამ ეტაპზე შეჩერებული მაქვს.

მანანა ქოჩიაშვილის პაციენტი ვარ მე (ინ ვიტრო).

ქირურგი რამაზ ჩარექიშვილი კარაპს მედლაინი და მასთან ექიმი გინეკოლოგი ზურა ლომიძე. მე ორჯერ გავიკეთე ჩარექიშვილტან ერთხელ კისტა ერთხელ კონტროლი და ორივეჯერ ძნ კმაყოფილი ვარ

Posted by: m.i 22 Aug 2017, 11:46
torckiko
რა სიმპტომებით არის გამოხატული პროლაქტინის მაღალი დონე შენს შემთხვევაში? რას გრზნობ ან რას უჩივი? თავზე გაქვს გადაღებული?

Posted by: torckiko 22 Aug 2017, 12:10
ninucela84
მე ბევრად მაღალი მქონდა 88 და ხან უფრო მეტიც.

m.i
მე მაგალითად ძალიან ძლიერი თავის ტკივილენი მქონდა, არანაირი გამაყუჩებელი არ მშველოდა, ციკლიც არეული მქონდა საშინლად მაგრამ თავის ტკივილები იყო წამყვანი, მაგის გამო ვიკვლევდი კველაფერს, თავზეც გადამიღეს ენცეფალიოგრამაც, რენტგენიც და ყველაფერი ნორმაში იყო, რო დაიწევდა პროლაქტინი უკეთ ვიყავი ხოლმე, ტაის ტკივილებით ვხვდებოდი როდის იწევდა ზევით

Posted by: ninucela84 22 Aug 2017, 12:24
m.i
torckiko

გოგოებო საერთოდ არაფერი სიმპტომი, ნუ ცოტა თავის ტკივილი ხშირად ვიცი, მაგრამ ამას შეგუებული ვარ მთელი ცხოვრება.

თავზე არ გადამიღია, იმიტომ, რომ თუ ძლაიან მაღალი არ არის პროლაქტინი, თურქულ კეხზე არ ეჭვობენ, ამიტომ არ გადამიღია.
და ისედაც იპოქონდრიკი ადამიანი ვარ და მეშინია, ასე ადვილად ტომოგრაფიას ვერ გადავიღებ.

Posted by: Lemon Curd 22 Aug 2017, 12:24
ninucela84
QUOTE
Lemon Curd


მე მაქვს ენდომეტრიოზი და გავიკეთე ლაპასასკოპია რამაზ ჩარექიშვილთან, წესით ინიშნება ვიზანა, 3-6 თვე, გააჩნია ხარისხსს. ჩემს შემთხვევაში, ვინაიდან ფოლიკულების გამოღება მინდა და არ მინდა ძალიან დამიქვეითდეს ანტიმიულერი, 2 თვე ვსვი ვიზანა და შემდეგ ეტაპს გავაგრძელებთ, პუნქციის მერე. ამ ეტაპზე შეჩერებული მაქვს.

მანანა ქოჩიაშვილის პაციენტი ვარ მე (ინ ვიტრო).

ქირურგი რამაზ ჩარექიშვილი კარაპს მედლაინი და მასთან ექიმი გინეკოლოგი ზურა ლომიძე. მე ორჯერ გავიკეთე ჩარექიშვილტან ერთხელ კისტა ერთხელ კონტროლი და ორივეჯერ ძნ კმაყოფილი ვარ


mashusha-ს აინტერესებდა და დავთაგავ, მაგრამ ჩემთვისაც საინტერესოა ზოგადად სხვების გამოცდილება ამ საკითხზე.

ხო მეც მასე მახსოვს, 3 ან 6 თვე ინიშნება ვიზანა.

ეგ რა კარგი აზრია, ფოლიკულების წინასწარ ამოღება. ანუ მერე როგორ გაქვს დაგეგმილი, ვიზანას გააგრძელებ რაღაც პერიოდი და შემდეგ ინვიტრო?

ჩემს შემთხვევაში ასე იყო - ლაპარასკოპიის დროს ამომიღეს ეს კისტა, მიაყოლეს ცალი საკვერცხის დიდი ნაწილი (ძალიან პატარა მაინც დაგიტოვეო, ვაძიმმა, მაგრამ ფოლიკულები აღარ მოდის ამაში) და მილი, ნუ ასევე ეს ენდომეტრიოზული კერები. ამის შემდეგ ვიღებდი 3 თვე ვიზანას. შემდეგ, ვცადე დაორსულება, მაგრამ რომ არ დადგა დაახლოებით 8 თვე, გადავწყვიტეთ ინვიტრო, ნამდვილად აღარ მინდოდა გარისკვა და მოცდა. ჯამში, ლაპარასკოპიიდან 1 წელში დავიწყე ინვიტროს პროცედურა და ორსულობაც დადგა, ღმერთის და მეცნიერების წყალობით smile.gif)

ზოგადად მე მითხრეს, რომ ეს ენდომეტრიოზი ლაპარასკოპიით სრულად არ აღმოიფხვრება, კერები შეიძლება მოშორდეს, მაგრამ მომდევნო პერიოდში თავიდან გავრცელდეს, ანუ სულ უნდა აკონტროლოო მთელი ცხოვრების განმავლობაში რომ შორს არ წავიდეს. პერიოდულად ლაპარასკოპიის პერსპექტივა არ მხიბლავს sad.gif მაგრამ აბა რას ვიზამთ.

საინტერესოა ისე, რითი შეიძლება შეუშალო ხელი პროგრესირებას ნუ გარდა ორსულობის და ვიზანასი, სულ ორსულად ხომ ვერ ვიქნებით.


Posted by: ninucela84 22 Aug 2017, 12:31
Lemon Curd

უი მაპატიე, არასწორად მოგნიშნე პირველ მესიჯში smile.gif

ანუ ორი თვე დავლიე ვიზანა და მესამე თვეს იყო ფოლიკულური კისტა და რიგევიდონი დავლიე გასაწოვად, და გეგმა ასეთია, რომ მივიღოთ ფოლიკულები და მერე როცა გამოვიღებ და გავყინავ ემბრიონს, მერე გავაგრძელებ ვიზანას, თუ ღმეთმა ქნა და კარგი ენდომეტრიუმი იქნება გადატანას გამიკეთებს და ორსულობა დადგა, ენდომეტრიოზის დიდი ნაწილი ჩათვალე ნამკურნალევია. არადა ვიზანას გავაგრძელებ კიდე ორი-სამი თვე და მერე გადავიტან.
ენდომეტრიოზის სრული განკურნება მგონი ასე ადვილად არ ხდება, ანუ რაღაც პატარა კერები რჩება მაგრამ მერე ეწევა მენოპაუზი და უკვე აღარაა მერე საშიში, ყველაზე კარგი მკურნალობა ორსულობააო ასე მითხრა მე ექიმმა და რავიცი.

Posted by: Lemon Curd 22 Aug 2017, 13:30
ninucela84
აბა შენ იცი, წარმატებები, ყველაფერი მარტივად გამოგსვლოდეს

Posted by: ninucela84 22 Aug 2017, 14:02
Lemon Curd


გაიხარე, მადლობა შენც და ყველას წარმატებები ყველაფერში.

Posted by: mashusha 22 Aug 2017, 14:03
Lemon Curd


ვიზანა ცემით რომ დავლიო, გინეკოლოგის გარეშე , შეიძლება? აბორტის მერე დამემართა ედომეტრიოზი. ექოსკოპისტმა ჯერ მცირე კერებიაო. გინეკოლოგთან არ მოვისულავრ, არ ვიცი ვისთან მივიდე. 1 შვილი მყავს, მანამდე არ მქონია ეს პრობლემა.

Posted by: ninucela84 22 Aug 2017, 14:12
mashusha

ჩარექიშვილის სასტავი მაგ ამბავში მაგარია ჩემი გამოცდილებით. მე გერმანიაშიც მქონდა გაკეთებული და ვერ მიმკურნალეს ჰამბურგში და რამაზმა მიშველა პრაქტიკულად.
რაც შეეხება თქვენით დალევას, მე არ გირჩევდით, ინიშნება 2-5 დღიდან ციკლის, თუმცა აქვს გარკვეული გვერდითი ეფექტები, ასევე სიფრთხილით ინიშნება ვენების და თრომბული დაავადებების დროს.
ზოგადად მაინც მძიმე ჰორმონალურ პრეპარატების მიღება მაინც ექიმის დანიშნულებით ჯობს.

Posted by: Lemon Curd 22 Aug 2017, 14:17
ninucela84
მადლობა <3

mashusha
არ გინდა რა შენით მასეთი პრეპარატის მიღება. ციკლს თრგუნავს წარმოიდგინე, მე ვაბშე არ მომსვლია ციკლი მაგის ფონზე, ძალიან ძლიერი პრეპარატია.

Posted by: mariami... 22 Aug 2017, 19:42
გოგოები მირჩიეთ რა ვისაც გაქვთ გამოცდილება , სად გავიკეთო მეტროსალპინგოგრაფია? ციკლიდან მერემდენე დღეს კეთდება? ამ თვის ბოლოს მიწევს ,ყველა შვებულებაშია ,არადა თვე მივარდება და ინ ვიტრო იქით იწევს.......

Posted by: Nit89 22 Aug 2017, 23:30
mariami...
მე გავიკეთე ჰისტეროსალპინგოგრაფია ციკლის 18 დღეს, არამგონია დიდად განსხვავებული პროცედურა იყოს (მეტროსალპინგოგრაფია) ნინო დათოშვილთან ადრე ჟორდანიაში მუშაობდა და მგონი ეხლა არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტში მუშაობს თუ ზუსტად ვიცი,მაინც გადაამოწმე,ჩემმა ახლობლებმაც მაგასთან გაიკეთეს და ყველა კმაყოფილია.

Posted by: iratta_26 23 Aug 2017, 01:09
Nit89
QUOTE
ნინო დათოშვილთან

ახლა მედიქლაბში და ინოვაშია.

Posted by: etonk 23 Aug 2017, 09:49
გოგოებო ბრეკეტები ხელს უშლის პუნქციას? სამშაბათს უნდა ჩავისვა და სექტემბრის ბოლოს ვგეგმავ სტიმულაციებს და მოხსნა დამჭირდება ისევ?

Posted by: mashusha 23 Aug 2017, 10:58
etonk


კბილის ბრეკეტებზე კიტხულობ?
რატომ უნდა უშლიდეს,ამ დროს რამე პრეპარატს იღებ?

Posted by: nino84 23 Aug 2017, 11:30
etonk
სად იკეთებ ბრეკეტებს? მეც მჭირდება და ვეძებ კარგ სპეციალისტს.

Posted by: nincka1987 23 Aug 2017, 12:17
etonk
ნარკოზით ტუ გაიკეთებ პუნქციას ხელს შეუშლის.გკიტხავს ანესთეზიოლოგი მაგას აუცილებლად.რა მასალისგანაა ბრეკეტები?

Posted by: @ninuca@ 23 Aug 2017, 16:03
nincka1987
გამარჯობა,ფინქციის ნარკოზი ძაან კოშმარია? თუ გაქვს გამოვდილება,მალე ვაპირებ გაკეთებას,ალბათ სექტემბრის ბოლოს და ემოციურად ვზადები ყველაფრისთვისsmile.gif))))

Posted by: m.i 23 Aug 2017, 16:17
@ninuca@
არ არის კოშმარი, სულ 15 წუთიანი პროცედურაა.. ვერაფერს გაიგებ

Posted by: @ninuca@ 23 Aug 2017, 16:30
m.i
ნეტა ბევრი წამალი არ დამჭირდეს სტოიმულაციაზე,მასტოპატიური მკერდი მაქვს და რა ვიცი აბა sad.gif(

Posted by: m.i 23 Aug 2017, 16:40
@ninuca@
ინდივიდუალურია, ვის როგორ ჭირდება, იმედია ბევრი არ დაგჭირდება. პირველად იკეთებ ხო? რა პრობლემა გაქვს?

Posted by: nincka1987 23 Aug 2017, 17:21
@ninuca@
არაა კოშმარი,ჩვეულებრივი ნარკოზია უფრო მსუბუქი კიდე.გააჩნია კიდე რამდენ კვერცხუჯრედს ამოიღებენ.ბრეკეტები თუ რკინას შეიცავს მოგხსნიან აუცილებლად.მაინც გაარკვიე ექიმთან.

Posted by: ninucela84 23 Aug 2017, 17:43
@ninuca@

ჩვეულებრივი ნარკოზია მსუბუქი ინტრავენური, კეთდება სომნოპოლი ან პროპოფოლი, 20 წუთში იღვიძებ საშუალოდ.

ორჯერ მაქვს გაკეთებული და მე პირდაპირ წავედი სამსახურში ორივეჯერ. ანუ არ ინერვიულო

წარმატებები

Posted by: @ninuca@ 23 Aug 2017, 18:03
m.i
თითქმის 3წელია გათხოვილი ვარ,აქედან 3 ინსემინაცია გაკეთებული,2ზე ფოლიკული გვიან გასკდა და ნუ ვერც გამოვიდოდა,1ზე გამოვიდა,მაგრამ 5კვირაზე მომეშალა,შარშან სექტემბერში ზუსტად...მე გვიანი ოვულაციევუ მაქვს,ჩენს მეუღლეს კიდევ სუსტი სპერმა,ხო და ასე და ამგვარად ბეცრი რო აღარ ვიმარჩიელო ასე გადავწყვიტეთ,ინ ვიტროა პაციენტი ვარ,ნათია ფოფხაძის <3

Posted by: m.i 23 Aug 2017, 18:29
@ninuca@
წარმატებები მინდა გისურვო, უფლის ნებით მალე გახდები დედა. რაც ყველაზე მთავარია იცი რო შეგიძლია დაორსულება, აი ნახავ ყველაფერი გამოგივა

Posted by: @ninuca@ 23 Aug 2017, 18:51
m.i
მადლობა საყვარელო,თქვენც ყველას გისურვებთ იმ დიდი ბედბიერებას,რამავ ჩვენს ყველანი აქ შეგვკრიბა,აქტიურად არ ვწერ ხოლნე,მაგრამ ყველას თვალყურს გადევნებთ და თქვენთან ერთად ვიზიარებ ყველაფერს <3 წარმატებებს გისურვებთ ყველას და მალე აქაურობის სულ ტყუპებით დატოვებას ^_^ <3

Posted by: taknatuna 23 Aug 2017, 21:47
ბრეკეტები არანაირ შუაშია პუნქციასთან. ბრეკეტები არ კეთდება ნარკოზით.
2 წელი ვატარე და ეხლახანა მოვიხსენი

Posted by: nincka1987 23 Aug 2017, 23:17
[b]taknatuანუ არ ხსნიან ბრეკეტებს ნარკოზის დროს?იცი რატოოო,ანესთეზიოლოგი რო ავსებს კითხვარს სვავს კითხვას კბილებზე და ბრეკეტებზე მახსოვს და ისიც მახსოვს თუ ბრეკეტებს ხმარობ მოხსნა მოგიწევსო მითხრა

Posted by: takotatuli1989 23 Aug 2017, 23:51
nincka1987
რამდენი ფოლიკი ამოგაქ სავარაუდოდ? იქნებ უნარკოზოდ გაიკეთო?

Posted by: nincka1987 24 Aug 2017, 01:11
takotatuli1989
მე არ მაქვს პუნქცია.@ninuca@ - ს აქვს და აინტერესებდა ეგ ამბავი. მე 2 ემბრიონი დამრჩა და ალბათ ორივეს გადავისკუპებ ნოემბერში თუ მექნება ფინანსები

Posted by: anabanaankabanka 24 Aug 2017, 03:15
etonk
არანაირ კავშირში არაა smile.gif

Posted by: takotatuli1989 24 Aug 2017, 06:26
nincka1987
უი ვერ წავიკითხე წესიერად პოსტები :*

Posted by: ella85 24 Aug 2017, 09:33
მოკლედ გოგონებო დილიდანვე გავსკდი ტირილით, მე-8 და მე-9 დღეს ტესტი დილის შარდზე კარგად აჩვენებდა დადებითს, წუხელი საღამოს წელი და მუცელი მტკიოდა და დღეს მე-10 დღეს სამი სხვადასხვა ტესტი ვცადე , ყველა უარყოფითია, ხეგე ჩავაბარე ამ დილით, იქნება პასუხი 12 ზე მაგრამ 1000000% ით ვიცი იქ გამოჩნდება რომ იყო ორსულობა და შეწყდა ... საერთოდ არ გაეწითლებინა იმ ტესტს იმ დღეებში ჯობდა

Posted by: takotatuli1989 24 Aug 2017, 09:39
ella85
აქამდეც გქონია მასე? თუ პირველად დადგა ორსულობა? გამონადენი ან რამე მსგავსი არ გაქ?

Posted by: ella85 24 Aug 2017, 09:43
არანაირი გამონადენი არ მაქვს, პირველ ბავშვზე მემგონი 2 ჯერ გავაკეთე მარტო ტესტი და მერე ხეგემაც დამიდასტურა

Posted by: takotatuli1989 24 Aug 2017, 10:16
ella85
ნეტა კარგად იყოს ყველაფერი რა... ჩემ მეგობარზე რო ვწერდი 38 ქონდა ხეგეთქო და გამონადენი აქვსთქო გაუორმაგდა ხეგე მარა გამონადენი არ შეწყვდტილა კიდე

Posted by: m.i 24 Aug 2017, 10:17
ella85
კარგი რა ნუ ისტრესავ თავს წინასწარ, ყველაფერი კარგად იქნებააა. გწამდეს შენი ხეგე დადებითი იქნება :*

Posted by: ella85 24 Aug 2017, 10:22
ნუ, გამორიცხულია მე-8 დღეს გაკეთებულზე მკვეთრი იყო გუშინ მე-9 დღის ტესტი, დღეს მე-10 დღეს აუცილებლად მიჩვენებდა მეოთხეც გავაკეთე და ეგეც უარყოფითია, მე რა მაინტერესებს დღეს რაც იქნება ხეგე მოიკლო თუ მოიმატა ხვალ ჰო გამოჩნდება, ზეგამდე არ მინდა გადაწევა
* * *
თან დილით რომ ვაკეთებდი სანამ მეორე ხაზამდე ავიდოდა, და დასველდებოდა ბოლომდე ტესტი, მანამდე აჩვენებდა დადებითის ზოლს


Posted by: Nit89 24 Aug 2017, 10:35
ella85
არ ინერვიულო წინასწარ, წესით უნდა გაეწითლებინა,ხგ სანამ ბოლომდე არ განულდება ტესტი მაინც აჩვენებს ხოლმე და ამიტომ იქნებ ყველაფერი კარგად იყოს და ნერვიულობით უარესი არ ქნა,დამშვიდდი ჩემო კარგო ღმერთის წყალობით ყველაფერი გამოგივა :*

Posted by: @ninuca@ 24 Aug 2017, 10:35
ღმერთო ყველა გაგვახარე ძალიან მალე გთხოოოვ sad.gif

Posted by: Nit89 24 Aug 2017, 10:41
takotatuli1989
ექიმი რას ეუბნევა რატომ აქვს გამონადენი? ხანდახან მცირე რაოდენობით იცის ორსულობის პერიოდში.

Posted by: takotatuli1989 24 Aug 2017, 11:07
Nit89
სიმძიმეები აწია სანამ გაიგო რო ორსულად იყო.. მერე ეგონა ციკლი იყო .. სავარაუდოდ პროგესტერონის ნაკლებობა გაქო... დუფასტონმა ცოტა შეუმცირა.. ეხოზე გამოჩმდება 1 კვირაში რა და როგორაა.. 30ე დღის ეხოზე არაფერი ჩანდა ენდომეტრიუმი იყო მარტო 11 მმ

Posted by: Nit89 24 Aug 2017, 11:45
takotatuli1989
მარტო დუფასტონი რას უშველის პროგესტერონის ნაკლებობისას,ან პროგესტერონის ნევსენი,ან ლუთეინა არ დაუნიშნა და კიდევ ათასი რამეა დუფასტონის გარდა. ვისთან დადის?

Posted by: takotatuli1989 24 Aug 2017, 11:58
Nit89
არავისთან არ დადის ნაცნობმა გინეკოლოგმა ეგ უთხრა და ქეთის მიწერა და ქეთიმ ენდომეტრინი ორჯერო და ის ნაცნობი ეუბნება იგივეაო და ტყუილა ფულს გადაყრიო ... იმედია ქეთის დაუჯერებს და რო მორჩება დუფასტონს ენდომეტრინს გააგრძელებს

Posted by: Nit89 24 Aug 2017, 12:06
takotatuli1989
ხო არ ვიცი რა გითხრა მე თუ მკითხავ ჯობია ქეთის დაუჯეროს.

Posted by: tweety86 24 Aug 2017, 12:09
ella85
პასუხი არის უკვე თუ ჯერ არა?

Posted by: ella85 24 Aug 2017, 12:31
user posted image
ესენია მე-8 და მე-9 დღის, დღეს ხეგე 05 ზე ნაკლები მიჩვენა, ანუ არც დამდგარა ორსულობა ასე გამოდის, მაშინ ვერ გავიგე დადებითი ტესტი შეცდა, ჩემი გულის რევები და სხვა სიმპტომები დავაბრალოთ წამლებს , არ ვიცი რა, ნატოს ვურეკავ და მობ.გამორთული აქვს , მაინც რა უნდა მიტხრას მაგრამ მაინც

Posted by: tweety86 24 Aug 2017, 12:34
ella85
რა წამალს სვავდი?

Posted by: ella85 24 Aug 2017, 12:37
tweety86
ფემოსტონი, ფრაქსიპარინი, მეტიპრედი, დივიგელი, უტროჟესტანი, პროგესტერონი

* * *
რომელიმე შეიცავს ალბათ ისეთ ნივთიერებას რამაც იმოქმედა შარდში ხეგეზე

Posted by: takotatuli1989 24 Aug 2017, 12:52
ella85
ოვიტრელი ან რაიმე მსგავსი გქონდა გაკეთებული? ეგ წამლებია რ შეიცავენ მაგ ჰორმონს რომელიც ტესტს აწითლება.. ერთე რო გამოჩენილიყო მეორე ხაზი კიდე მესმის შეცდომა მარა ორი ტესტი ტყუილა არ გაწითლდებოდა.. თან მასე მუქად.

Posted by: ella85 24 Aug 2017, 12:58
takotatuli1989
პირველად მესმის ოვიტრელი, არა მარტო ეს ჩამოთვლილი წამლები მქონდა მარტო, მე-7 დღეს ტესტი უარყოფითი იყო, მე-8 და მე9 ტესტები დავდე ეგაა, თან მე-9 დღის უფრო მუქია ვიდრე მე-8სი ჩანს კიდეც, დამაწყდა ნერვები რა ჯანდაბა დამემართა

Posted by: Batakeke 24 Aug 2017, 13:59
ella85
ოვიტრელი სტიმულაციების დროს კეთდება.

Posted by: ella85 24 Aug 2017, 14:56
Batakeke
ამჯერად ეს 4 წლის წინანდელი გაყინული ემბრიონები იყო, თუმცა მაშინნ სტიმულაციის დროსაც არ მიმიღია ეგ პრეპარატი, მემახსოვრებოდა


ისე მაქვს ნერვები მოშლილი, ახლა უკვე ინსემინაციაზე დავიწყე ფიქრი, ზამთრისთვის, ანარადა ინსემინაცია ჩემთან გარეორსულობით დამთავრდა, თან ის მილი შენარჩუნებული მაქვს, რაც განმეორების რისკს ზრდის. ძალიან არ მინდა ჩემი შვილი დედისერთა დამრჩეს , ეს ახლა იმოდენა იმედგაცრუება იყო ჩემთვის , მოკლედ არ ვიცი.

დაგგრუზეთ გოგოებო მოკლედ sad.gif

Posted by: iratta_26 24 Aug 2017, 15:01
ella85
გადატანამდე ოვულაციის გამომწვევი ნემსი არ გაგიკეთებია?

Posted by: fleurs 24 Aug 2017, 15:03
ella85
ამ ორ ტესტზე აშკარად ჩანს მეორე ხაზი .ორი როგორ შეცდებოდა. წამლები არ შეწყვიტო სანამ ექიმი არ გეტყვის. რა იცი ეგებ ხდება სასწაული. ხეგე ზუსტად რამდენი იყო

Posted by: ella85 24 Aug 2017, 15:07
fleurs
ხეგე 0.5 იყო sad.gif

iratta_26
დიდი ზომის ფოლიკულები რომ არ წამოსულიყო ბუნებრივად , ჩავახშეთ წამლებით რომ ბლასტოები გადაგვეტანა

Posted by: iratta_26 24 Aug 2017, 15:08
ella85
ანალიზი ქუთაისში გაიკეთე? იქნებ შეცდნენ. როდის უნდა გაიმეორო?

Posted by: ella85 24 Aug 2017, 15:16
iratta_26
კი , აქ გავიკეთე, კარგი ლაბორატორიაა, არ ცდებიან ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩემდა სამწუხაროდ, ორსულობაც და გარეორსულობაც მანდ დამიდსტურდა წინა შემთხვევებზე

მე ის მაკვირვებს რომ აი მე-7 დღეს არ იყო ტესტი დადებითი, მერვე დღეს, საჭმელს ვერ ვჭამდი , მარტო ყველი და პური ვჭამე, ისე მერეოდა გული , ხორცის დანახვაზე, და მაცივრის კარის გაღებაზე, ამას დაემატა დადებითი ტესტი, მე-9 დღეს დადებითი პასუხი უფრო მკვეთრი გახდა, და თავი მტკიოდა არანორმალურად, დღე მე-10 დღეს 4 სხვადასხვა ტესტი შემრჩა უარყოფითი პასუხით და პლიუს ხეგე

Posted by: iratta_26 24 Aug 2017, 15:31
ella85
იქნებ დაიწყო მიმაგრება და მერე შეწყდა, მაგრამ ეგ ხაზები ისეთი მუქია ხეგე 50 მაინც იქნებოდა და ასე 1 დღეში როგორ დაეცა. ჩემი ტესტკასეტა იყო მასეთი 365 ხეგეზე.

Posted by: ella85 24 Aug 2017, 15:35
iratta_26
რა ვიფიქრო მართლა აზრზე არ ვარ , დღეს რომ აღარ მიჩვენა ტესტებმა დადებითი, ეგ ვიფიქრე, შეწყდა და ანალიზზე გამოჩნდება დაბალზე წამოსული ხეგეთქო და გავშტერდი 0.5 რომ დამხვდა, წინა ფეღმძიმობაზე მე-9 დღეს გავაკეთე პირველად ტესტი და ისიც ამაზე მკრთალი იყო, ძლივს ჩანდა ... მაშინ მე-12 დღეს ხეგე 79 ქონდა და მე-14 დღეს 183 ,, ახლა მენზი როდის მომივა ნეტა sad.gif

Posted by: iratta_26 24 Aug 2017, 15:38
ella85
მენზი არ მოგივა წამლების შეწყვეტამდე, მაგრამ არ შეწყვიტო ჯერ. ხეგეს გაიკეთებ ისევ?

Posted by: ella85 24 Aug 2017, 15:46
iratta_26
არა აღარ გავიკეთებ და წამლებსაც მოვეშვი

Posted by: .ნინო 24 Aug 2017, 16:45
ella85

ტესტები ძველი ნაყიდი ხომ არ იყო? მე მაჩვენა ერთხელ მასე. ერთ დღეს გამიწითლა ორმა ტესტმა და მერე აღარ გააწითლა. საერთოდ არაფერი დამილევია, არც ვმკურნალობდი... ჩვეულებრივ ველოდი წეროს ახალი გათხოვილი...

დღემდე ვერ გავიგე რა იყო და ვერც ვერავინ მითხრა...

Posted by: ella85 24 Aug 2017, 16:51
.ნინო
არა ახლები იყო , შევამოწმე

Posted by: BaiserVole 24 Aug 2017, 21:31
ella85

წარმოუდგენელი რაღაცაა. ტესტის შეცდომა ალბათ ათასში ერთია როცა ცრუ დადებითს აჩვენებს, მაგრამ ორი სხვადასხვა ტესტი როგორ უნდა შემცდარიყო. ფაქტია ხეგეც არ ცდება, თორე ტესტი კიდევ ხომ აჩვენებდა. ალბათ მიემაგრა და შემდეგ ვეღარ განვითარდა, თუმცა საკმაოდ მუქია მეორე ხაზი. ძალიან ვწუხვარ.

თუმცა თუ ინსემინაციით დაფეხმძიმდი, მნიშNველობა არ აქვს გარე იყო თუ არა, გარესგან გამორიცხული არც ინვიტროს დროს არ ხარ. ზუსტდ თანაბარი შანსები აქვს გარეს, ბუნებრივი ორუსლობის, ინსემინაციის და ინვიტროს დროს. ამიტომ უკან ნუ დაიხევ, გაცილებით მარტივი და იაფიანი პროცედურაა

Posted by: ella85 24 Aug 2017, 23:10
BaiserVole
რისკი გარეორსულობის ორივე შემთხვევაში არის, მაგრამ მაინც როცა უშუალოდ მილი უნდა გაიაროს განაყოფიერებულმა კვერცხუჯრედმა სანამ საშვილოსნში გადავა, მეტი რისკი ინსემინაციას ახლავს, ინსემინაციას ვცდი, უფრო იანვრისკენ ალბათ, მანამდე ნერვებს დავიმშვიდებ...

Posted by: m.i 25 Aug 2017, 16:55
როგორც იქნა მოვრჩი ანალიზების შეგროვებას,
ასეთი შედეგი მაქვს:
პროლაქტინი -- 26.71 (5.0-35.0)
თავისუფალი ტესტოსტერონი -- 1.1 (0.79-3.98)
17-OHP-17 -- 0.88 (0.1-0.8 ფოლეკულური ფაზა) თუმცა ჩემს შემთხვევაში მენსტრუალური ფაზაა, რომელიც მოცემული არ იყო ნორმის ზღვრებში, ალბათ უფრო ნაკლები უნდა იყოს.
TSH -- 0.05 (0.25-0.5)
FT4 -- 19.58 (10.6-19.4)
FT3 -- 4.08 (3.1-6.8)
anti TSHr -- <0.3 (>1.2) ეს ვერ გავიგე ( ამ ანალიზში 110 ლარი გადავიხადე sad.gif არვიცი ამისთანა რა ანალიზია )
anti-TG -- <6.4 (<18.0)
anti-TPO -- <0.8 (<8.0)
ამ საქმის პროფესორებო რა შეფასებას გამიკეთებთ? biggrin.gif
ანი 4 სექტემბრამდე შვებულებაში sad.gif მოუთმენლად ველოდები დანიშნულებას, თან ვფიქრობ ენდოკრინოლოგთანც მივიდე ამ ანალიზებით

Posted by: tweety86 25 Aug 2017, 17:06
m.i
TSH -- 0.05 (0.25-0.5) თიროქსინს სვავ? მე ორსულობისას მქონდა ეს მაჩვენებელი და შემაწყვეტინა ენდოკრინოლოგმა

Posted by: m.i 25 Aug 2017, 17:19
tweety86
კი ვსვამ როგორ არა 100-ს თან, თუმცა ეხლა 75-ით ჩავანაცვლე,, აღარ დაველოდე ექიმის დანიშნულებას

Posted by: nincka1987 25 Aug 2017, 22:43
m.i
მიწერე ანის პასუხები? ისე ბათუმშია და ისვენებს თუ მუშაობს არ ვიცი

Posted by: kapela_nino 26 Aug 2017, 00:55
გაჩენიდან განმეორებითი ინ ვიტრო როდის შეიძლება?

Posted by: ella85 26 Aug 2017, 08:46
kapela_nino
თუ საკეისროა 2 წლის მერე , თუ არა და როცა გინდა

* * *
გოგოებო 2 დღეა შევწყვიტე წამლები და წესით როდის უნდა მომივიდეს, მაგასაც ვნერვიულობ უკვე sad.gif ,მინდა არ მინდა ცრუ იმედები შემომეპარება ხოლმე, "ესლი ვდრუგ" -თქო sad.gif ამიტომ დროზე მომივიდეს დავწყნარდები მაინც sad.gif

Posted by: nincka1987 26 Aug 2017, 09:27
ella85
მესამე- მეოთხე დღეს წამოგივა უკვე წესით.მე ზუსტად მესამე დღეს მომდის ხოლმე

Posted by: m.i 26 Aug 2017, 10:27
nincka1987
ხო ვიცი რო ბათუმშია, მაგრამ ისვენებს. მეილზე მივწერე რამოდენიმე დღის წინ-ეხოს პასუხი გავუგზავნე, მაშინ მომწერა შვებულებაში ვარ 4 სექტემბრამდეო. უნდა დაველოდო სხვა გზა არ მაქვს

Posted by: სამანტა 26 Aug 2017, 11:29
მოგესალმებით, რამდენიმე დღეა თქვენს პოსტებ ვკითხულობ...სრულიად შემთხვევით ვნახე ეს ფორუმი. გამოცდილები ვინც ხართ იმედი მაქვს გამიზიარებთ ინვიტროში. მოკლედ 2 წარუმატებელი ორსულობ მქონდა ორივე ტყუპებზე (ბუნებრივად ვრჩებოდი ტყუპებზე) პირველი ორსულობა 6 თვის ვიმშობიარე და ვერ გადავარჩინე...მიზეზს ნუ მკითხავთ. წარსულში უკვე აღარ ვიხედები მომავლის იმედი მაქვს. ვემზადები ინვიტროსთვის იანვრიდან ვმკურნალობ ათასი რაღაცეები მიმკურნალეს მომიწესრიგეს, ერთი ინვიტროს თანხა უკვე დავხარჯე თითქმის. და შუა გზაზეც არ ვარ... აგვისტო სექტემბრის დასაწყისში დამიბარეს ვნახოთ რა გამოვა ჯერ სტიმულაცია არ დაგვიწყია. დარჩენის პრობლემა არ მაქვს უფრო შენარჩუნების ... ამჯერად იმედი მაქვს უფალი გადმომხედავ 9 წელის უკვე ამ დღეს ველოდები ...თქვენც წარმატებები ყველას და დედობას გისურვებთ. love.gif

Posted by: m.i 26 Aug 2017, 11:42
სამანტა
წარმატებას გისურვებ.. სად დადიხარ ვინ არის შენი ექიმი?

Posted by: etonk 26 Aug 2017, 11:54
გოგოებო სხვადასხვა აზრები დაიწერა ბრეკეტებზე..ბრეკეტები მეტალისაა,პრეპარატებს არაფერს უბრალოდ პუნქციას ნარკოზით ვიკეთებ და მაგ დროს მოხსნა დამჭირდება? ვინმეს არ გკეთებიათ?

Posted by: სამანტა 26 Aug 2017, 12:55
მადლობააა. ნატალია ხონელიძე და ქეთი ქანთარია , რატომღაც არჩევანი ამათზე შევაჩერე. ნატო ძირითადად და გადატანის დროს ერთად ვმუშაობთო.

Posted by: annaninio 26 Aug 2017, 13:50
სამანტა
მეც მოშლების და ნაადრევის გამოცდილება მაქვს. 22 კვირაზე დამეწყო.ცირკულარული ნაკერი მოვასწარით, სამი თვე ვიწექი და 8 თვეზე გავაჩინე.მაინტერესებს ნაადრევი მშობიარობს საპრევენციოდ რამე მკურნალობა ჩაგიტარეს? რა სახის? მეორე ბავშვზეც ვფირობ ხნდახან,მაგრამ არ მინდა მსგავსი გამოვიარო. ჭკვიან ექიმებთან ხარ და გამოგივა ყველაფერი.

Posted by: სამანტა 26 Aug 2017, 14:47
ანანინო -- 23 კვირაზე დავღვარე წყლები შემდეგ 10 დღე ვიწექი შენარჩუნებაზე და ბოლოს უკვე დამეწყო მშობიარობა. მე თან კვანძი მქონდა მიომა მაგრამ მიომით ძალიან ბევრი აჩენს ჩვეულებივ. ეს უბრალოდ ექიმების დაუდევრობა იყო სატანადოდ კონსულტაციის ექიმი არ მაქცევდ აყურადღებას და არც მედიკამენტებს. უცოდინრებით სავსეა. ყველა საუკეთესო კლინიკა ვითომ მოვიარე აქ ჟორდანიათი დაწყებული თუმცა სულ თითზე ცამოსათვლელებს ვენდობი. ჩემი გამოცდილებით დიდი მნისვნელობა აქვს წოლით რეჟიმს და მედიკამნეტებს შენარჩუნებისთვის, ვიტამინებს და სისხლის მიმოქცევას. თუმცა ტყუპი ნაყოფი ჩვენ კი გვიხარია მაგრამ თავიდანვე საშვილოსნოს პათოლოგიური მდგომარეობაა,ძნელია ტყუპის ვადაზე მიყვანა. ძიითადად ნაადრევად სრულდება. თუმცა მე სულ არ ვნერვიულობ ამ მხრივ მთავარია მივიყვანო იქამდე რომ საკეისროთი ამოყვანა შევძლო და ერთ დღეს არ გავრისკავ. ექიმმა უარიც რო თქვას. ვერცერთი ვერ დამიდგება წინ, მგელი გავხდი ამდენი წლის განმავლობაში. ის ჩემი ორი პაწაწაც ძალით დამიგუპეს. ასერომ დამიჯერე უფრო ძლიერი უნდა გახდე შვილის ყოლას ნუ გადადებ რამდენიც არუნდა გყავდეს.

Posted by: .ნინო 26 Aug 2017, 15:39
etonk

კონკრეტულად ბრეკეტები არ ვიცი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ არაფერი მეტალის არ უნდა ეხებოდეს სხეულს ნარკოზის დროს. დიდი ალბათობით მოგხსნიან

Posted by: nefertiti987 26 Aug 2017, 18:31
@ninuca@
მასტოფატიურ მკერდში რას გულისხმობ? გადაღებული გაქვს ეხო? მე ამ ბოლოს მენზის წინ მტკივდება ცალ ძუძუზე ერთ წერტილში ხელის დაჭერით. თავიდან ჰორმონებს დავაბრალე მაგრამ ახლა ცოტა არ იყოს შევშინდი

Posted by: sesilia28 26 Aug 2017, 18:42
nefertiti987
ცალ მხარეს მეც უფრო მეტად მტკივდება, 2 წლის წინ არაფერი იყო და რა იქნება ეხლა smile.gif ზოგადად ციკლის ბოლო კვირას საკმაოდ მტკივა მკერდი, მარტო მე ვარ ასე თუ ნორმაა არ ვიცი

Posted by: nefertiti987 26 Aug 2017, 19:11
მეც ეგ მაინტერესებს. ანუ მთლიანად მკერდი კი არ მტკივა,ერთ წერტილში მარტო ჯირკვალი

Posted by: kapela_nino 26 Aug 2017, 19:53
ella85
ნადლობა პასუხისთვის.

წამლების შეწყვეტიდან დამიდან ხუთ დღემდე, ასე მახსოვს

Posted by: Nit89 26 Aug 2017, 20:35
nefertiti987
ჩემი აზრით ჯობია სკრინინგი კაიკეთე,ეხო გადაიღე და დარწმუნდი რომ კარგადაა ყველაფერი.

ცუდად არ გამიგოთ გოგოებო კი არ გაშინებთ, მაგრამ მე მკურნალობის ფონზე კვანძი აღმომაჩნდა ისედაც მიდრეკილება მაქვს და წამლებმა მგონი უარესი მიქნა,მიუხედავად ამისა მაინც ვაგრძელებ მკურნალობას და თან პარალელურად ვამოწმებ რამე ხომ არაა ხოლმე და ჯერ ჯერობით არაფერია smile.gif

Posted by: @ninuca@ 26 Aug 2017, 22:48
Nit89
nefertiti987
nefertiti9873თვის წინ შევიმოწმე მე და პატარა ცისტა მაქვს 4მმიანი მარჯვენა მკერდში,ზოგადად მასტოპატია ქალების 90%აქვს,უბრალოდ მიქცევა სჭირდება ყურადღების,მეტი არაფერი... ნუ სანამ დავიწყებ ინ ვოტროს სტიმულაციას იქამდე კიდევ გადავამოწმებ და ექიმსაც ჩავაყენებ საის კურსში smile.gif)

Posted by: nefertiti987 26 Aug 2017, 23:04
@ninuca@
სად გადაიღე ეხო? მეც მგონია რომ საშიში არაფერია მაგრამ იქნებ მოვახერხო გადამოწმება

Posted by: adeline 27 Aug 2017, 11:41
nefertiti987
მკერდის ეხოზე ყველაზე კარგია სოფო მახარაძე. მათითაშვილთან მუშაობს. 16 სექტემბრიდან გამოდიან როგორც ვიცი

Posted by: @ninuca@ 27 Aug 2017, 17:10
დაზღვევით გადავიღე აქსა მედიქალში ვაკეში,მერე ჩემი თანამშრომლის დედას თამუნა აბულაძეს ვაჩვენე,არაფერი არ არისო,3თვეში ფადავამოწმოთ ისევო,ხო და აღარც მივსულვარ smile.gif თან იცის რო დაორსულებაა მინდაა smile.gif)) პაპ ტესტი მთხოვე ერთი და ისივ სუფთა მქონდა

Posted by: ella85 28 Aug 2017, 15:37
გოგონებო, ინ ვიტროში თუ იცით ინსემინაცია რა ღირს? მე 5 წლის წინ 500 გადავიხადე როგორც მახსოვს, მე მგონი არ ვცდები , და როგორ ფიქრობთ ახლა ,ამ წარუმატებელი ინ ვიტროს მერე შანსებს უფრო გავზრდი ინსემინაციისას თუკი 2-3 თვე დავასვენებ ორგანიზმს ამ წამლებისაგან და ჰორმონებისგან თუ მივაყოლო მომდევნო ციკლზე, მე უფრო მგონია დასვენება ჯობია ...

Posted by: სამანტა 29 Aug 2017, 11:50
ელლა85, თუ ჩემზ აზრს გაითვალისწინებ, არი შემთხვევები ინვიტროს მერე ბუნებრივადაც დარჩენილად ორსულად. რაი იცი რა ხდება უფალი მოაწყალეა. დაასვენე ორგანიზმი დადებითად განეწყვე დატკბი ცხოვრებით და იქნებ იმ ორ სამთვეში დარჩე კიდევაც შენი და მერე ცდაცე ინსემინაცია. წარმატებები

Posted by: ella85 29 Aug 2017, 19:00
სამანტა
ჩვენი პრობლემა ისეთია,მეუღლეს დაბალი მაჩვენებელი აქვს სამ წლინახევრის მყავს პირველი ბავშვი (ინ-ვიტროა) და მის მერე მაინც მქონდა იმედი იქნებ აწი ნამშობიარები ვარ, მაინც მოხდეს ბუნებრივად დაფეღმძიმებათქო მაგრამ ამაოდ. sad.gif


Posted by: mariami... 29 Aug 2017, 19:06
გოგოებო ვინც იცით მომწერეთ რაა ინ ვიტროს წინ როდის კეთდება სქრეჩინგი და როდის ტევაგრასტიმი? (თუ სწორად ვწერ)....

Posted by: georgia1988 29 Aug 2017, 19:06
ella85
ჩვენთანაც კაცის პრობლემაა. მერამდენე ცდაზე გამოგივიდათ?
ძაან დაბალია პროცენტულობა?

Posted by: ella85 29 Aug 2017, 20:00
georgia1988
ინესმინაციის დროს დამემართა გარეორსულობა, მერე იყო ინვიტრო- ეღმძიმობა, ახლა ისევ გავიკეთე მაშინდელი შენახული გაყინული ემბრიონებით ინ ვიტრო და არ გამომივიდა, ახლა ისევ ინსემინაციას ვფიქრობ, იმდენად დაბალია რომ ბუნებრივად არ გამოვა არანაიდად sad.gif

Posted by: iratta_26 29 Aug 2017, 20:03
mariami...
სქრეჩინგი ციკლის მეორე დღეს კეთდება. წამალი არ ვიცი.

Posted by: taknatuna 29 Aug 2017, 20:56
ella85
აქ არის ერთი გოგონა რომელმაც პირველი გააჩინა ინვიტროთიმესამე ცდაზე მგონი. და მეორეც გააჩინა მეორე ცდაზე. ასე რომ არ დაყარო ფარხმალი. თუ გაქვს ფინანსური საშუალება ჯობია ინვიტრო გაიკეთო ისევ.

Posted by: nino84 29 Aug 2017, 21:51
გოგოებო, თუ იცით ჩამოვიდა ინოვაში ის "სუპერ" ემბრიოლოგო?

Posted by: Nit89 29 Aug 2017, 23:05
mariami...
სქრეჩინგი გადატანის ციკლში მეორე დღეს კეთდება,ტევაგრასტიმი გადატანამდე 5 დღით ადრე მე ასე მითხრა ჩემმა ექიმმა.
* * *
ella85
მე სამი ინსემინაცია მაქვს გაკეთებული ლაპარასკოპიის მერე,მილები კარგი სპერმაც კარგიაო ინსემინაციისთვისო,ისე აგლუტინაცია ქონდა და მერე აღარ გაქვსო რავიცი ვერაფერი ვერ გავიგე და არცერთმა არ გაამართლა,არც კი განაყოფიერდა.
შენ რადგან გარე გქონდა იქნებ ეხლა გაამართლოს,ღერთმა ქნას ჩემო კარგო.

Posted by: mariami... 30 Aug 2017, 18:18
iratta_26
Nit89
მადლობა თქვენ

Posted by: akunabakuna 30 Aug 2017, 19:18
Mariami...
სქრეჩინგი ციკლის მეორე დღეს. ტევაგრასტიმი ფუნქციამდე, ან მაქსიმუმ ფუნქციის დღეს.
* * *
გოგოებო ხომ არ იცით ქეთი რა რიცხვიდან გამოდის კლინიკადი? და ემბრიოლოგები როდიდან ეყოლება?

Posted by: სამანტა 31 Aug 2017, 10:35
გოგოებო , შეგიძლიათ მითხრათ ფოლიკულური კისტის ასპირაცია რამე სირთულეებს ხომ არ გამოიწვევს და საშიში ხომ არაა? შეიძლება დამჭირდეს სანამ ინვიტროსთვის მზადებას დავიწყებ და რომ წავიკითხე იმდენი სახის ცისტა ყოფილა, თან შეიძლება საოპერაცოც გახდეს ან გასკდეს და ან სიმსივნეში გადაიზარდოს...მოკლედ ძალიან ვნერვიულობ. თუ ვინმეს მსგავსი გქონიათ ან იცით რამე მომწერეთ. არ გაიწოვა 2 თვეა ველოდებით და ისევ ისე მაქვს არადა ამის გამო გადავდეთ ინვიტროსთვის მზადება. თუმცა უკვე მეტს არ დაუცდიტ და ასპირაციას გამიკეთებენ მაგრამ ვნერვიულობ

Posted by: BA84 31 Aug 2017, 12:05
akunabakuna
მეც მაინტერესებს ზუსტად, მე როგორც ვიცი 4 სექტემბრიდან გამოდიან , მაგრამ 9-10 ში ქეთის ბათუმში აქვს დაგეგმილი ვიზიტი. ანუ შაბათს არ იქნება.

იწყებ ხომ შენც თავიდან? მე ივლისში ჰისტეროს ვგეგმავდი ჯერ. იმ დღეებში გავცივდი, სიცხე მქონდა და მაგის გამო გადამიდეს, აგვისტოში ზუსტად შვებულების დღეებს დაემთხვა და არ ვიყავი საქართველოში. გუშინ დავრეკე მეთქი სექტემბერში მაინც გავიკეთებ თქო და ვადიმი სექტემბრის ბოლომდე შვებულებაშიაო sad.gif აღარ ვიცი ეხლა რა ვქნა დაველოდო თუ მივიდე ქეთისთან ამ თვეში.

Posted by: akunabakuna 31 Aug 2017, 13:40
გოგოებო ციკლის მეორე დღეს ეხოზე ვისთან მირჩევთ მისვლას? ანტრალური ფოლიკლ. დასათვლელად. ინოვა შვებულებაშია.
* * *
BA84
ჰისტეროს რატომ გეგმავ? ქეთიმ გირჩია? ჩვენება გაქვს რამე?

Posted by: BA84 31 Aug 2017, 15:31
akunabakuna
3 წარუმატებელი ინ-ვიტროს შემდეგ მე თვითონ გადავწვიტე დიაგნოსტიკური ჰისტერო, ერთხელ მაქვს 2010 ში პოლიპი მქონდა. ეხლა არაფერი არ ჩანს ეხოზე , მაგრამ ქეთიმ შენ როგორც გინდაო.

ეხოზე ავერსში მიდი კობასთან თუ მუშაობს, და ისედაც ფოლიკულბს წესით ყველა დაინახავს რამდენია, ჩვენ ვხედავთ უკვე და smile.gif

Posted by: ella85 31 Aug 2017, 19:06
Nit89
taknatuna
დიდი მადლობა გოგოებო, თითოეულის აზრი და გამოცდილება მნიშვნელოვანია ჩემთვის. იმდენად მინდა მეორე შვილი აუცილებლად ვცდი რამეს, ამ ეტაპზე ინვიტროს ნერვები აღარ მაქვს, თუმცა მომავალში არ გამოვრიცხავ რომ აზრი შევიცვალო.

Posted by: mariami... 31 Aug 2017, 21:42

akunabakuna
მადლობა...


Posted by: akunabakuna 2 Sep 2017, 13:59
გოგოებო ვისაც ქეთის ემბრიოლოგი გაინტერესებდათ - ჩამოსულია და ორი წელი აქ ეყოლებაო ინოვას.

Posted by: nino84 2 Sep 2017, 21:48
akunabakuna
ის მაგარი ემბრიოლოგი ხო ვისაც ელოდებოდნენ?
* * *
akunabakuna
ქეთი როდის გამოდის ხომ არ გიკითხავს?

Posted by: akunabakuna 4 Sep 2017, 09:40
Nino84
კი, კაცი ძლიერი ემბრიოლოგი, რომ არის ჩამოსულიაო.
ქეთი ამ კვირიდან გამოდის.

Posted by: nino84 4 Sep 2017, 10:55
akunabakuna
მადლობა
***************

Posted by: m.i 5 Sep 2017, 10:56
გამარჯობათ... მგონი ყველამ დატოვა ეს თემა კარგი ამბებით smile.gif სად ხართ ხალხნო? გაგვიზიარეთ თქვენი ბედნიერება smile.gif

Posted by: nincka1987 5 Sep 2017, 12:01
m.i
როგორ ხარ? მეც შემოვდივარ ხოლმე აქ და ახალი რო არაფერი მხვდება გავდივარ,ყველგან შსვენებაა
* * *
m.i
როდის აპირებ ანისთან მისვლას? მე ალბათ ოქტომბრამდე მომიწევს გადადება უფულობის გამო,შემომეხარჯა აჭარაში მთელი დანაზოგი smile.gif ,თან საძინებელი ოთახის გაახლება და ავეჯის შეცვლა მომინდა და კი დავრჩი უფულოდ : )მაგრამ სასიამოვნო უფულობაა smile.gif,პირველადაა როცა ექიმთან ვარ მისასვლელი და არ ვნერვიულობ

Posted by: compte.paris75 5 Sep 2017, 13:02
რაღაც გაუგებრობაში ვარ.
ანიმ მითხრა რომ მოგივა დამირეკეო. ხოდა გუშინწინ, კვირას დავურეკე. ვერ მელაპარაკა, მითხრა ორშაბათს მოდიო. მივედი. ორი წუთი შემიყვანა და მეუბნება მისაყვედურეს მისაღებში რატო არ ჩაეწერაო და შემდეგში ჩაეწერეო. კაი ბატონო.
რაღაც აბნეულ დაბნეულად იწყება წლი.
მერე მეუბნენა ვერ მიგიღებ დღესო დილიდან მოსული ხალხი ისევ მელოდებაო.
იმის გასარკვევად მივედით რომ გვითხრას როდის ჩააბარებს სპერმას ჩემი ქმარი და ვიწყებ თუ არა სტიმულაციას.
ლაბორატორიში სამშენებლო სამუშაოებია და ემბრიოლოგები შვებულებაში. რეკა რეკა და ვერფაერი გაარკვია. ხვალ დამირეკე 12 საათზე და გეტყვიო. ვურეკავ დღეს არ პასუხობს. სმს გავუგზავნე. რისთვის დამიბარა მოდიო ვერ გავიგე? ტელეფონით ვერ მეტყოდა სპერმის ჩასაბარებლად როდის მისულიყო ჩემი ქმარი?

მაგიტომ ვიძახი, შვებულებებიდან გამოსვლა რომ დამთავრდება იმედია უფრო დალაგდება სიტუაცია

Posted by: იათო 5 Sep 2017, 13:19
როგორ ხართ აბა? smile.gif
მე დავისვენე, დავბრუნდი და ეხლა ინოვას გუნდის დაბრუნებას ველოდები... აგვისტოში, ქეთიმ სექტემბერში რომ დაგეწყება სხვაგან გაიკეთე მონიტორნგი და მოდიო.. ხოდა ეხლა დღე-დღეზე ველოდები და სად მირჩევთ მონიტორინგს?
პ.ს. ვაჟას ტერიტორია მირჩევნია smile.gif

Posted by: compte.paris75 5 Sep 2017, 13:34
დამირეკა ანიმ, და მითხრა სპერმის ჩაბარების რიცხვი. სტიმულაციებს ვერ ვაკეთებთ ამ თვეში - ლაბორატორიის გახსნა ვერ მოესწრება, პუნკცია უფრო ადრე უწევს. გადავედი ოქტომბერში. ამ თვეში მაინც მნახეო რამე კისტა არ იყოს ეხოზე შევხედოთო.

Posted by: sesilia28 5 Sep 2017, 14:13
compte.paris75
მთლიანი ლაბორატორიაა შვებულებაში? ვერანაირ ანალიზს ვერ ჩავაბარებთ? და როდიდან ოქნებაო ლაბორატორია?

Posted by: nincka1987 5 Sep 2017, 15:17
compte.paris75
სექტემბერში ყოველთვის საგიჟეთია ხოლმე მოკლედ ყველგან.ანიც გუშინ გავიდა სამსახურში და ეტყობა ვერ მოესწრო რემონტები სანამ დაბრუნდებოდნენ ექიმები.ოქტომბრისთვის დალაგდება ყველგან ყველაფერი.ინოვაშიც მასე იყო მახსოვს.მე მიწევდა მისვლა ეხლა,ნაცხი უნდა ამეღო და ანი მენახა,მაგრამ გამიტკბა დასვენება ზღვაზე და დავრჩი ჯიბე გაფხეკილი : ) ,თან პატარა რემონტიც წამოვიწყე და მოკლედ.ოქტომბერში მივალ ალბათ.სული მეყინება რო წარმოვიდგენ იგივე ეტაპები რომ უნდა გავიარო რაა,ისე მეზარება ყველაფერი

Posted by: m.i 5 Sep 2017, 16:24
nincka1987
გენაცვალე შენ, ასეთი სასიამოვნო ცვლილებები ყოველთვის გქონოდეს. მომწონს შენი პოზიტიური განწყობა,, smile.gif მინდა გითხრა რომ ყველაზე დიდი როლი შენ ითამაშე ჩემში გადაწყვეტილება რო მიმეღო ექიმის არჩევაში. შენი დამსახურებაა ანისთან რო მოვხვდი. smile.gif დღეს უნდა დავურეკო, თითონ ასე მითხრა საღამოს დამირეკეო,,უნდა განვიხილოთ ყველა საკითხი რაც ჩემს ანალიზებს და შემდგომ ნაბიჯებს ეხება.

ბათუმში ვიზიტის დროს რო დაგეხარჯებოდა ამაში ეჭვი არ მეპარება biggrin.gif biggrin.gif არაუშავს გატვირთვაც საჭიროა ძალების მოსაკრებად.. აბა შენ იცი წარმატებებიიი, ღვთის ნებით ბოლო პოსტები იქნება ამ შემოდგომაზე რასაც მოლოდინის როლში დავწერთ..

ყველას ვინც აქ დავრჩით მინდა გისურვოთ მალე დაგეჭიროთ ხელში ბაიები,მალე გამხდარიყავით დედები, ბედნიერი მომავალი და ტკბილი ცხოვრება... smile.gif ყველა ქალი იმსახურებას ამას
* * *
compte.paris75
უიი, მართლა ძნელია ასე გაურკვევლად ყოფნა. მეც ძალიან ვითრგუნები ხოლმე როცა რაღაც ისე არ ხდება როგორც ველოდი. გუშინ გამოვიდა შვებულებიდან, მივწერე და გვიან წაიკითხა, მითხრა ხვალ საღამოს დამირეკეო..იმედია მიპასუხებს.. მეც ანალიზებით ხელში ველოდები 2 კვირაა.. უუფ ყველაფერი გამოვიდოდეს და აღარაფერს დავეძებ, აღარც ზედმეტს ვიქექები...
* * *
იათო
აბა შენ იცი წარმატებებიი smile.gif

Posted by: takotatuli1989 5 Sep 2017, 16:59
გოგოებო... ყველას გგულშემატკივრობთ :* ფაქტიურად ახალ სეზონს იწყებთ და ახალი წელი მომავლების თემაში მომელოცოს ყველა თქვენგანისთვის.

Posted by: torckiko 5 Sep 2017, 17:12
nincka1987
ანუ ინოვაში ეხლა მისვლას აზრი არ აქვს? თამთასთან ვარ მისავლელე და ვერ დაველაპარაკები ნორმალურად?

Posted by: nincka1987 5 Sep 2017, 17:56
torckiko
ეხლა ვერ გეტყვი ნამდვილად,შარსანდელ ამბავს ვამბობდი.თან ახალი გადასულები იყვნენ და არეულები.ეხლა არ ვიცი

Posted by: torckiko 5 Sep 2017, 18:01
nincka1987
ამ დღეებში ვაპირებ მისვლას დ იმედია მიმიღებს.

Posted by: nincka1987 5 Sep 2017, 18:37
m.i
მადლობა ჩემო კარგო,ღმერთმა ყველას აგვისრულოს ოცნება.როგორ მინდა 2018 წელი ყველა ცვენგანისთვის გამრავლების და ბედნიერების წელი იყოს.მეც მჯერა უფალი არ მიგვატოვებს

Posted by: BaiserVole 5 Sep 2017, 20:03
გოგოებო ქეთი როდის გამოდის ხომ არ იცით? ფბზე აღარ მინდა მივწერო, ბევრი წერს და წუხდება ასე მგონია

Posted by: Anukia198889 5 Sep 2017, 20:12
BaiserVole
BaiserVole
როგორ ხარ საყვარელო? ძალიან ვწუხვარ წავიკითხე და გამოგეხმაურე იქით გვერდზე. გული დამწყდა ძალიან მაგრამ შენ ძაან ძლიერი გოგო ხარ. წამოგივიდა? აღარ დაგჭირდა ხოო ჩარევა?

Posted by: BaiserVole 5 Sep 2017, 20:33
Anukia198889


კი წამოვიდა, დიდი რაოდენობით როგორც მოსალოდნელი იყო, და მინდა ქეთის ვკითხო ამ პერიოდშივე ხომ არ არის ნახვა ეხოზე საჭირო.

Posted by: nino84 5 Sep 2017, 21:06
BaiserVole
ორშაბათს გამოვიდა ქეთი შენი ამბავი ძალიან მეწყინა, გული არ გაიტეხო ყველას აუცილებლად გამოგვივა.

Posted by: Anukia198889 5 Sep 2017, 21:08
BaiserVole
კარგი ქენი რომ იმ ექიმს არ დაუჯერე და თუ ვინც გითხრა რომ გაიკეთეო. ქეთიმ იცის მაგ დროს ყველაზე მეტად შენ რაც გჭირდება. ჩემს მეგობარს ეგრე ზუსტად მაგ ვადაზე არ მოაკიდებინა ხელი და მეორე თვეშივე მოხდა ისევ განაყოფიერება. ეხლა ტყუპი შეეძინა ანდრია და ანა. შენც ზუსტად ასეთ შედეგს გისურვებ ჩემო კარგო. ქეთის მიწერე ნუ გერიდება. არ ხარ ისეთ მდგომარეობაში რომ რამე მიგერიდოს ეხლა. ფეისზე თუ დაგიგვიანა ვიბერში მისწერე და შეაწუხე. ეხოს გნახავს ალბათ.

Posted by: Kato81 5 Sep 2017, 23:11
როგორ ხართ გოგოებო, დასაწერი მეც არაფერი მქონდა, ეს თვე მეც ჩამივარდა ინვიტროს რემონტების გამო sad.gif ანიმ აგვისტოს ბოლოს მითხრა 18 სექტემბრამდე არ იქნებიან ემბრიოლოგები რემონტი ვერ ესწრებაო, ლოდინის მეტი რა დამრჩენია, სადაც ამდენი თქო ვეუბნები ჩემს თავს...20 კენ ველოდები ციკლს ჩავეწერები და მივალ ანისთან ანალიზები რა მჭირდება ჯერ არ უთქვამს მხოლოდ მკერდის ექო გამაკეთებინა, მოკლედ იმედია 18 ში მაინც გამოვლენ, ყველას წარმატებებს და მოთმინებას გისურვებთ :*
* * *
იათო
გამიხარდა რომ გამოჩნდი smile.gif როგორ ხარ, ისევ ქეთისთან გეგმავ ხო გადატანას? მე ანიზე შევაჩერე არჩევანი ბევრი ფიქრის მერე...ბუნებრივ ციკლში მირჩია ინვიტრო. მონიტორინგს ინოვაში ვერ გაიკეთებ? თუ შვებულებაში არიან ისევ, ვაჟაზე მათითაიშვილი ვიცი და აიქიუ კლინიკასაც აქებენ მაგრამ ორივეგან რიგები იქნება ალბათ

Posted by: Nit89 6 Sep 2017, 09:17
დავიწყეთ ისევ ახლიდან ქოთქოთი smile.gif აბა გოგოებო ახალი ძალებით შევუდგეთ საქმეს. ღმერთო ყველას გადმოგვხედე და აგვისრულე ჩვენი ოცნება,სულ ჯანმრთელი ბაიები და ულევი სიხარული 2018 წლის დასაწყისში :* :* :*

გოგოებო მირჩიეთ რა ნაცხები რა ჩავაბარო გადატანამდე? თითქოს ყველაფერი ჩაბარებული მაქვს მაგრამ,მაინც მეშინია,წინა ორსულობა რომ შეწყდა რას დავაბრალო აღარ ვიცი.
* * *
BaiserVole
ყველაფერი გამოგივა უფლის წყალობით, ძლიერი გოგო ხარ და მიაღწევ საწადელს.


Posted by: nino84 6 Sep 2017, 09:50
Nit89
მე ჩავაბარე ბატეროსკოპია, მიკოპლაზმა-ურიაპლაზმა, რადგან ბოლო შარშან მაისში მქონდა გაკეთებული და მაინც გადავამოწმე. ვირუსები ახალი გაკეთებული მქობდა და აღარ გინდაო გადამოწმება.

Posted by: rosonera 6 Sep 2017, 11:29
takotatuli1989
ვგრძნობთ შენს გგულშემატკივრობას , 2kiss.gif
nincka1987
BaiserVole
გოგოებო თქვენი ამბავი მეწყინა ძალიან. მაგრამ მთავარი ხომ იცით შემართებაა, აუცილებლად გამოვა ყველაფერი, გგულშემატკივრობთ სულით და გულით.

Posted by: Nit89 6 Sep 2017, 11:43
nino84
მადლობა გენაცვალეეეე.

Posted by: BA84 6 Sep 2017, 12:00
BaiserVole
აუუ გული შემეკუმშა, რატომ რააა ? ვნახე შენი პოსტები. აუუ როგორ მიხაროდა შენი ამბავი, ძალიან მეწყინა.
იათო
რატომ გითხრა სხვაგან გაიკეთეო ქეთიმ? ხო გამოსულები არიან? მე დღეს ვფიქრობ სამსახურის მერე გასვლას მონიტორინგზე. ამ თვეშიც ვერ ვიკეთებ ჰისტეროს და იქნებ კარგი ფოლიკულები მაქვს და ამოიღოს აღარ მინდა ამდენი მოცდა.

Posted by: იათო 6 Sep 2017, 12:34
Kato81
ვისკენაც გული გიწევს იქით წადი.. მე ჩემი ერთი ემბრიონი მყავს ინოვაში და იმას უნდა მივაკითხო.. ეგეც თუ არ გამოვიდა და მერე არ ვიცი... smile.gif

BA84
გამოსულები არიან? მე ეს მითხრა აგვისტოში, სავარაუდოდ როცა დაგეწყება ციკლი გამოსულები არ ვიქნებითო და თვე არ დაკარგო, დაიწყე მონიტორინგი სხვაგანო და ამასობაში ჩვენც გამოვალთო..
მივალ ხვალ, დღეს დამეწყო და ისე დამწყდა გული, თითქოს არ ვიცოდი რომ დაიწყებოდა.. თან ამ თვეში ვიფრინე, ვიხტუნე, დაივინგით დავკავდი და რავიცი ყირაზე ვიარე...

ყველას წარმატებას გისურვებთ <3

Posted by: Anukia198889 6 Sep 2017, 12:42
იათო
წარმატებით დაგერგვინებინოთ შენ და შენს წერტილს. ♡♡♡ ხეცურიანი და ქეთი არ იქნებიან 14 დან 19 მდე. ეხლა მომწერა თამთამ. თამთა 12 დან 18 მდე.

Posted by: იათო 6 Sep 2017, 12:45
Anukia198889
მადლობა <3 როგორ ხარ შენ, როგორ მიდის ორსულობა? სქესი ხომ არ გაგიგია?

Posted by: Anukia198889 6 Sep 2017, 13:02
იათო
მადლობა უფალს კარგად ვართ. რაც წამლები შევამცირეთ კარგად ვგრძნობთ თავს. სქესი არ მითხრეს 12 კვირაზე და ეხლა ერთ კვირაში ვხდები 16 მერე გადავიღებ და იმედია მეტყვიან. თბილისში რომ გადამეღო აქამდეც მეცოდინებოდა.

Posted by: m.i 6 Sep 2017, 13:09
Anukia198889
ბოლომდე სიუპრიზად რჩება შენი ბაო smile.gif დაიბადება და ნახავ ვინც არის biggrin.gif გამახსენდა შენი პოსტი ეხოს გადაღების შემდეგ რო დაწერე biggrin.gif ღმერთმა ორივე ჯამრთელად გამყოფოთ :*:*:*

Posted by: Anukia198889 6 Sep 2017, 13:26
m.i
მადლობა ჩემო კარგო. შენც სულ მალე გწვეოდეს ეს სიურპიზი ♡♡♡♡

Posted by: ella85 6 Sep 2017, 15:48
გოგოებო, ინ-ვიტროში ლაბორატორია და ემბრიოლოგები როდიდან გამოდიან შვებულებიდან? მორიგე არავინ არ ყავთ?
* * *
ინსემინაციის გაკეთებას როდიდან დაიწყებენ რეალურად ?

Posted by: nincka1987 6 Sep 2017, 17:43
როგორ ხართ გოგოებო? იცით რა უნდა გკითხოთ? ანიმ ზღვიდან რომ ჩამოხვალ პროფილაქტიკისთვის კლოჯინელეს სანთელი 10 დღე და ოვოკანის სანთელი 5 დღე დამინიშნა თავისი დასალევი კაფსულებით.ინფექციების საწინააღმდეგოა და სოკოსი.ცოტა მეძვირება რაა და რამე იაფიანი ხომ არაა რო შევცვალო?

Posted by: akunabakuna 6 Sep 2017, 18:02
იათო
ქეთი გამოსულია, 14 მდე აქ იქნება და მიდი, წარმატებები smile.gif

Posted by: S.A.l 6 Sep 2017, 18:10
გამარჯობათ გოგოებო, რაღაც მინდა გკითხოთ ადრე ვწერდი ხოლმე აქ ერთი წარუმატებელი ინ ვიტროს შემდეგ აღარ შემოვსულვარ ეხლა ვიკეთებ თავიდან და დავბრუნდიი))) მოკლედ ეხლა მაქვს 2 ფოლეკული 20 მმ ლეტროზოლის ფონზე დამითხელდა ენდომეტრიუმი 7.0 მაქვს ეხლა უნდა გქვიკეთო ასპირაცია ზეგ ენდომეტრიუმისთვის ტევაგასტრამს თუ რაღაც მსგავს გავაკეთებთო არ მახსოვს ზუსტად, თუ იცოთ რა პროცედურაა ? როგორ ფიქრობთ აქვს აზრი 2 ფოლეკულით გარისკვას... ძალიან დავიბენიი რა ვქნა არ ვიციი.
* * *
გამარჯობათ გოგოებო, რაღაც მინდა გკითხოთ ადრე ვწერდი ხოლმე აქ ერთი წარუმატებელი ინ ვიტროს შემდეგ აღარ შემოვსულვარ ეხლა ვიკეთებ თავიდან და დავბრუნდიი))) მოკლედ ეხლა მაქვს 2 ფოლეკული 20 მმ ლეტროზოლის ფონზე დამითხელდა ენდომეტრიუმი 7.0 მაქვს ეხლა უნდა გქვიკეთო ასპირაცია ზეგ ენდომეტრიუმისთვის ტევაგასტრამს თუ რაღაც მსგავს გავაკეთებთო არ მახსოვს ზუსტად, თუ იცოთ რა პროცედურაა ? როგორ ფიქრობთ აქვს აზრი 2 ფოლეკულით გარისკვას... ძალიან დავიბენიი რა ვქნა არ ვიციი.

Posted by: Tamara1988 6 Sep 2017, 18:51
S.A.l
ტევაგრასტიმი ძალიან კარგი პრეპარატია. ვაგინალურად შეყავთ და ძაან უმტკივნეულოა. 2წუთი ჭირდება პროცედურას. მეც მაქვს გაკეთებული ცოტა თხელი იყო ჩემი ენდომეტრიუმი და რატომღაც მგონია რომ ჩემს წარმატებულ გადატანაში დიდი როლი შეასრულა. 130 ლარი ღირდა თუ სწორად მახაოვს ინოვაში.

Posted by: nino84 6 Sep 2017, 19:42
S.A.l
ენდომეტრიუმისთვის არის კარგი ეგ პრეპარატი და 135 ლარი ღირს ასე მახსოვს. მე არ მჭირდეოდა, მაგრამ მაინც გავიკეთე თუმცა სამწუხაროდ არ მიმაგრდა ემბრიონი. ეხლა ვემზადები კიდევ გადატანისთვის და ვაპირებ გავიკეთო.

Posted by: S.A.l 6 Sep 2017, 19:53
Tamara1988
მადლობა ❤️მიხარიაა წარმატებულ ინვიტროს რომ ვიგებ❤️ nino84
არაუშავს( მეც პირველი გადატანაა უშედეგო მქონდა ისე რომ ემბრიონიც არ დამრჩა თავიდან გავიკეთე ყველაფერი... იმედიაა ეხლა გაგვიმართლებს❤️

Posted by: akunabakuna 6 Sep 2017, 19:59
S.A.I
Letrozolit ratom iketeb? Antimiuleris problema gaqvs?
mec erti carumatebeli invitros shemdeg, meore creze tavidan dabicye yvelaferi, magram gadatanas jrr ar vgegmav, gadatanastvis sqrechingic minda gaviketo da tevagrastimi, shansebi rom maqsimalurad gavzardo

Posted by: S.A.l 6 Sep 2017, 20:07
akunabakuna
არა წინაზე ბევრი ფოლეკული გამოჩნდა ძალიან მენოპურის ფონზე და ამას აბრალებდა ქეთი წარუმატებლობას,ამიტომ ლეტროზოლით დაიწყო სტიმულაცია. ეხლა 2 ფოლეკული მაქვს მარტო (

Posted by: taknatuna 6 Sep 2017, 21:01
S.A.l
ბევეეი ფოლიკყლი რომ იყო ხარისხი არ იყო კარგი? ანტიმიულეეი რამდენი გაქვს

Posted by: იათო 6 Sep 2017, 21:24
akunabakuna
მადლობა ♥♥♥ ხვალ მივალ

Posted by: S.A.l 6 Sep 2017, 22:14
taknatuna
7 მქონდა მგონი არ მახსივს ზუსტად მაგრამ კარგი არისოო ქეთიმ ნემსებს დააბრალა,, ეხლა მეუბნება ნარკოზის გარეშე ჩამოვიღოთო კვერცხუჯრედები, ხო არ გაგიკეთებიათ ვინმეს ? ასატანია?

Posted by: Kato81 6 Sep 2017, 22:49
S.A.l
მეც მაინტერესებს ეგ, ნარკოზის გარეშე მინდა და თან მეშინია, გაგვიზიარეთ ვისაც უნარკოზოდ გაუკეთებია რამდენიმეს ამოღება გასაძლებია?
* * *
იათო
წარმატებებს გისურვებ მეც, ღმერთმა ქნას ეს გადატანა წარმატებული ყოფილიყოს შენთვის :* შინაგანი განწყობა თურმე ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა, ამიტომ დაარწმუნე თავი რომ ამჯერად აუცილებლად გამოვა smile.gif :*
* * *
როცა ანტიმიულერი დაბალია, ძლიერ სტიმულაციას არ აკეთებენ?
* * *
taknatuna
შენ რა ეტაპზე ხარ, როდის იკეთებ ჰისტეროსკოპიას?

Posted by: nino84 6 Sep 2017, 23:22
S.A.l
ქეთისთან იყო პირველი, თორემ ისე მეხუთე გადატანა იყო smile.gif

Posted by: takotatuli1989 6 Sep 2017, 23:36
Kato81
S.A.l
კი ასატანია 22 ამოვიღე უნარკოზოდ .. მერე უფრო გაქ ტკივილი რასაც ნარკოზიანებიც გრძნობენ, ასე რომ არ ღირს რამდენიმე ცალის გამო არ აიტანოთ.

Posted by: S.A.l 7 Sep 2017, 08:43
პირველზეე ნარკოზიდან რიმ გამოვედი საერთოდ არ მქონია დისკომფორტი საჭესთან ვიჯექი ჩვეულებრივად(( დაახლოებით სქრეჩინგის დროს რა შეგრძნრბაცაა ის იქნება ალბათ?takotatuli1989
Kato81
რამდენკ ფოლეკული უნდა ამოიღო?

Posted by: ella85 7 Sep 2017, 08:50
ამიხსენით რა მნიშვნელობა აქვს ნარკოზით ამოიღებ თუ უნარკოზოდ, დაორეულების შანსებზე აისახება ეგ? და თუ ვინმემ მიცით მომწერეთ ინვიტროში ემრიოლოგები არიან უკვე გამოსული? ან როდიდან იქნებიან ?

Posted by: S.A.l 7 Sep 2017, 09:02
არააა საერთოდ არაფერზე არ მოქმედებს გარდა თანხისაო ასე მითხრა ქეთიმ უბრალოდ 2 ოლეკულის გამო არ ღირსო და ვერ გადავწყვიტეე მაინც რა ვქნა(

Posted by: takotatuli1989 7 Sep 2017, 09:13
S.A.l
ella85
მართლა არ ღირს. ეხლა გეტყვი რა შეგრძნებაცაა.. სულ 2 ჯერ გარჭობენ ნემსს.. ერთ მხარეს და მეორე მხარეს თუ ორივე საკვერცხიდან ამოაქვთ, თუ ერთიდან მარტო ერთ მხარეს და ეგ ჩხვლეტაა მტკივნეული მარა წამიერია რა. თვითონ ფოლიკის ჩხვლეტას ვერ გრძნობ წიწკვნასავითაა.. მე ნარკოზის მეშინია და მაგიტო გავიკეთე უნარკოზოდ. ჩემ თავს შემოვუძახე ბაოს გაჩენა გინდა და ამისთვის ვერ გაგიძლიათქო და მშვენივრად გავძელი ის 10 წუთი. მერე პალატაში გეგონება ციკლი დაგეწყოო ქვემოთ მაწვებოდა სიმძიმის შეგრძნება მქონდა.. შიმშილი უფრო მაწუხებდა ვიდრე ტკივილი. 12ზე ავდექი და ინოვას ბუვეტში ჩავძეხი. 2-ზე გადამამოწმეს რამე სისხლდენა ხო არ არისო და გამომიშვეს. წვეთი სისხლი არ წამომსვლია.

სქრეჩინგზე ძაან გავმწარდი. ქეთიმ არ გეტკინებაო და აი ძაან მეტკინა თან მოუმზადებელი რო ვიყავი სუ ცრემლები ვყარე. ხმა არ ამომიღია ფუნქციაზე და მაგაზე ვკიოდი.

Posted by: taknatuna 7 Sep 2017, 09:19
Kato81
15 oqtombriskeeen. ეხლა არ იქნება ის ზურაბი 12 დან მგონი და ამიტომ შემდეგ ციკლზე გამიკეთებსს. ისე ველოდებიიი. სხვასლთაშორის საყოცელთაომ 200 ლარით დამიფინანსა და დღეს მერიაში ვგეგმავ შევიტანო დროა მაინც იქამდე

Posted by: S.A.l 7 Sep 2017, 09:38
takotatuli1989
მადლობაა დაწვრილებითი ონფორმაციისთვის)) პირველი სქრეჩინფი მეც ძალიან მეტკონა და მეორე არაა იმდენად...ალბათ გავიკეთებ უნარკოზოდ მართლა 2 ცალის გამო არ ღირს დაძინება, მაგრამ წინააზე ნარკოზიდანნრო გამოვედი საერთოდ არანაირიი შეგრძნება არ მქონდა რამე თუ გავიკეთე

Posted by: Nit89 7 Sep 2017, 09:58
ella85
მე მივდივარ ხვალ ინ ვიტროში და გაგირკვევ თუ გინდა თუ არა და ფეისბუქის გვერდზე მიწერე და გიპასუხებენ,მე თუ რამე მაინტერესებს მანდ ვწერ და მპასუხობენ.

Posted by: nino84 7 Sep 2017, 10:33
S.A.l
ორი ფოლიკულის გამო არ ღირს ჩემი აზრით ნარკოზის გაკეთება, სკრეჩინგს ვუძლებთ და არამგონია მაგაზე მტკივნეული იყოს.

Posted by: სამანტა 7 Sep 2017, 11:02
რატომ უნდა მოვითმინო ტკივილი, ნარკოზის ნამდვილად არ მეშინია. ველოდები ციკლს და ვიწყებთ მეორე დრიდან სტიმულაციას უფლის იმედით დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად მექნება და დედა გავხდები.

Posted by: იათო 7 Sep 2017, 11:18
სამანტა
2 ჩხვლეტის მოთმენა ჯობს ნარკოზს.. შიშზე არ არის, უბრალოდ თუ ბევრი ფოლიკი არ არის შედარება ხდება.. 2 ჩხვლეტა აიტანო, თუ ნარკოზის შემდგომი დისკომფორტი..
მე 7 ფოლიკი ამოვიღე ნარკოზით და რომ გავიღვიძე კი კარგად ვიყავი, მაგამ მერე ისეთი დისკომფორტი, ტკივილი და შებერილობა დამეწყო, მიუხედავად იმისა რომ დიეტურად ვიკვებებოდი, მაინც საკმაოდ ძლიერი ტკივილები მქონდა 2 დღე... რავიცი smile.gif შენი გადასაწყვეტია, მაგრამ ეხლა ბუნებრივ ციკლში ვაპირებ ამოვიღო ერთი ან ორი ფოლიკი და მიუხედავად იმისა რომ ტკივილის ძალიან მეშნია, ალბათ არ დავიძინებ.. როცა ბევრია ფოლიკი, რა თქმა უნდა დაძინება სჯობს smile.gif

Posted by: სამანტა 7 Sep 2017, 11:34
მესმის თქვენ რასაც იძახით მაგრამ იმდენი რამე გადამიტანია ნერვები არ შემრჩა და ამიტო მირჩევნია ნარკოზი. არამგონია ერთი და ორი იყოს მეტს ველოდებით რომ შევინახოთ. ემბრიონებს რომ მივიღებ მერე იმდენად არ ვინერვიულებ.

Posted by: iratta_26 7 Sep 2017, 12:19
იათო
სამანტა
ნარკოზის გამო არანაირი დისკომფორტი არ მქონია. მაგრამ მუცელი მტკიოდა სასწაულად, ვერც ვჯდებოდი. როცა ცოტა ფოლიკულია საკვერცხეები ქვევით არაა ჩამოწეული და ამოღებაც ჭირს. მე პირველად 5 ამომიღო და ბევრი ვიწვალე ამოღებაზეო მითხრა, იმიტომ გტკივაო. მეორედ 14 ამოიღო და არაფერი არ მტკიოდა.

Posted by: იათო 7 Sep 2017, 13:08
iratta_26
მეც მასეთი ტკივილები მქონდა.. 8 ამოიღო და 7 ვარგოდა... მე მითხღეს,რომ ნარკოზის გვერდითია ეს შებერილობაო, იქამდე ხომ მშიერი მივედი და მერეც დიეტურად ვიკვებე და მაინც ცუდად ვიყავი..
სამანტა
ბევრს თუ ელოდებით ნარკოზით ჯობს ცხადია. წარმატებები!

Posted by: m.i 7 Sep 2017, 13:11
გოგოებო რა მაინტერესებს, ციკლის მოსვლიდან 21 დღეს სქრეჩინგი ვინმეს გაგიკეთებიათ? თუ სწორად მახსოვს ციკლის დასაწყისში იკეთებდით

Posted by: იათო 7 Sep 2017, 13:20
m.i
2-ჯერ მაქვს გაკეთებული, ორივეჯერ ციკლის მეორე დღეს..

Posted by: S.A.l 7 Sep 2017, 13:31
როგორც ვიციი ან 21 დღეს კეთდება ან მეორეე დღეს ციკლის მნიშვნელობა არ აქვს.. სქრეჩინგი დიდად აუტანელიაოო ვერ ვიტყვიიი , მაგაზე მეტი თუ არაა ასპირაციაა ავიტან))

Posted by: takotatuli1989 7 Sep 2017, 13:39
m.i
კი მეორე დღეს მარა ინტერნეტში წაკითხული მაქ შუა ციკლში ან გადატანის წინ აკეთებენ საზღვარგარეთ

სამანტა
მესმის შენი კარგად.. აი სქრეჩინგის მერე უკვე ისე გამიფუჭდა ნერვები პირველად შემეცოდა ჩემი თავი 3 წლის წვალების მერე.. სახლში რო მივედი ცრემლები ვყარე სულ და ვფიქრობდი ამდენ წვალებად თუ ღირს ნეტა შვილითქო. არადა წამიერი პროცედურაა მარა როგორც ჩანს უკვე ნერვებმა მიმტყუნა რა.

Posted by: akunabakuna 7 Sep 2017, 13:40
S.A.I
Kato81
რამდენიმე სტიმულაცია მაქვს გაკეთებული და ყველა უნარკოზოდ.
ორ ფოლიკზე რად გინდა ნარკოზი, შესული არ იქნები უკვე გამოხვალ smile.gif

Posted by: nino84 7 Sep 2017, 13:47
takotatuli1989
ორი დღის წინ გავიკეთე მესამე სქრეჩინგი და ისე გავმწარდი ცრემლები თავისით მომდიოდა. მეც ისე შემეცოდა ჩემი თავი და ძალიან შემშურდა იმ ქალების ვინც თავისით ასე მარტივად ორსულდებიან.

Posted by: ella85 7 Sep 2017, 14:00
უნარკოზოდ ფასში დიდი სხვაობაა, დაწერეთ რა ღირს ფასები და რა მაინტერესებს პირველ ბავშვზე რომ გავიკეთე ინვიტრო დაახლოებით 8 ათასი დამიჯდა და გაყინვა 560 . ახლა რომ დავიწყო ზრუნვა ისევ ონვიტროზე, მოსამზადებელი პერიოდი წამლებით რა ღირს და მერე ასპირაცია და გადატანა, ანუ ჯამში რა დამიჯდება, ანალიზები მოლეული მაქვს , აღარ დამჭირდება.
* * *
Nit89
დავრეკე და ვიკითხე ერთი მუშაობსო, და მერე გადისო, მე ორშაბათს შეიძლება მომიწიოს მისვლა ვნახოთ

Posted by: სამანტა 7 Sep 2017, 14:13
ფასებ წინასწარ ვერავინ გეტყვი ჩემო კარგო, მეც 8500 ხელზე გქონდესო მითხრეს მაგრამ 7 ათასამდე უკვე დახარჯული მაქვს და სტიმულაციას ახლა ვიწყებ. ანუ რაც მაკურნალეს მომიწესრიგეს ბერვი რამ და ეგ მკურნალობები არ შედის მაგ ფასში. ანუ ზოგს მხოლოდ 8500 უჯდება ჯოგს 15000 . ჩემს სემთხვევაში 20 000 ათასამდე მიჯდება. ლამის 7 ,8 თვე დამჭირდა რომ სტიმულაციისთვის გვეფიქრა. და ძლივს ახლა უნდა დვიწყოთ მალე. ვითომ ინვიტრო ამდენი ღირსო, და ნამკურნალებ ფულს არ თვლიან მაგაში და რა ის რასაც გამკურნალებენ მაგათი გუნდიდან არაა? ერთი კლინიკაა და ერთად მუშაობენ. პაციენტს ასე უნდა აუხსნან რომ ინვიტრო სუფტა ჯდება ვთქვათ 8500 ლარი და რაც დაგჭირდებათ მკურნალობა დამატებით შეიძლება მეორე ამდენი დაგჭირდეთ. აი ესაა სწორი პასუხი როცა ექიმს ეკიტხები რა დამიჯდება. ფული წყალსაც წაუღია ოღონდ ცარიელი ხელებიტ არ გამოვიდე საავადმყობოდან. მეორედ ვერ გადავიტან. ასერომ ყველას შემთხვევა ინდივიდუალურია.

Posted by: iratta_26 7 Sep 2017, 15:58
თემა გადასცდა 100 გვერდს და ახლის გახსნაზე რომ არავინ ფიქრობთ გავხსენი ისევ მე smile.gif იმედია კარგ ხელზე.
https://forum.ge/?showtopic=34973371&hl=

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)