Pink Floyd - Hey Youჰეი შენ, ახლა ფიქრობ და ხვდები
მარტოობაში რომ გარბის წლები
ნეტავ ნათქვამი თუ გესმის ჩემი?
ჰეი შენ, გარეთ მოწყენით დგახარ
ყალბი ღიმილი სჩვევია ამ ხალხს
ნეტა გრძნობს ვინმე ჩემს ტკივილს ახლა?
ნუ მისცემ ნებას, სხვებს ითამაშონ
შენით, არ დათმო ბრძოლის გარეშე!
ყურმილით ხელში, ცივ კედელს მიღმა
რომ გადამრჩენლად მოგიხმობს ვიღაც
შენ ელოდები გარედან ნიშანს
თუ ერთად დავძლევთ ამდენ ტკივილებს
გახსნილი გულით ისევ მიმიღებ?
მაგრამ ეს მხოლოდ წარმოსახვაა
კედლის სიმაღლეს ვერ გადავლახავთ
როგორც არ უნდა გულით ვეცადოთ
ვერ გამოაღწევს ის სამშვიდობოსჰეი შენ, გზაზე მარტოდ მავალო
მორჩილი ქცევა გინდა დამალო
იქ, კედელს მიღმა, ჩემს სხეულს ნახავ
ნეტავ თუ შეძლებ მიშველო ახლა
და გთხოვთ ძალიან, ახლა ნუ მეტყვით
რომ აღარ არის გრამი იმედი
ჩვენ ერთად დგომით იქნება გავძლოთ,
ვერ გადავლახავ თუ დავრჩი მარტო...
This post has been edited by Datvlas-vin-gtxovs on 30 Jul 2022, 16:11