ასეთ რამეს რომ წერს ადამიანი და თუ ის რუსთუმეა არ არის პრობლემა, მსგავსი ხალხი ყველა ქვეყანაშია, მაგრამ ამის მართლა რომ სჯერა ადამიანს, აი ეგაა ცუდი მისთვის და ქვეყნისთვის ასეთი ხალხი რომ არიან მისი მოქალაქეები.
ჩვენნაირი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია დასავლეთის ინტერესის სფეროდან არ ამოვარდეთ.
რომელ განსაკუთრებულ კონტროლზეა საუბარი, რომელიც საქართველოს უქმნის ეგზიტენციალურ საფრთხეს ან ქართველი ერის კონტროლს ახორციელებს ?
ამერიკა არ არის წმინდანი და არც ისეთი სამართლიანი და დემოკრატიის მცველია, როგორსაც ხშირად წარმოაჩენენ ხოლმე ჰოლივუდის ფილმებში, მაგრამ ამერიკა არ არის წარსულში ჩარჩენილი ქვეყან, როგორიც რუსეთია და აქვს თავისი იდეოლოგია და მორალი.
თუ წარსულს გადავავლებთ თვალს და ამერიკის პოლიტიკას შევაფასებთ ყოფილა შემთხვევები, როდესაც ფეხებზე დაუკიდებიათ ადამიანის უფლებები და სხვა ქვეყნის სუვერენიტეტიც და ჩარეულან სხვის საქმეებში, შეუცვლიათ რეჟიმები და ისეთ დიქტატორებთან ჩაძმაკაცებულან, რომლებიც პედოფილებიც იყვენ და საშინელი ჯალათები. მაგრამ ეგ ხდებოდა მაშინ, როდესაც არჩევანის გაკეთება უწევდათ ცუდს და უარეს შორის; ჰოდა ირჩევდენ ცუდს და თანამშრომლობდენ ლათინო ამერიკის დიქტატორებთან, რომლებიც კომუნისტებს მუსრს ავლებდენ... ჩაებნენ ვიეტნამის ომში, შემდეგ არაბებთან დემოკრატიის დამყარება მოინდომეს და ა.შ.
საქართველოდან ამერიკას არანიარი საფრთხე არ ემუქრება და არც იმხელა მნშივნელობა აქვს ჩვენ ქვეყანას ამერიკისთვის, მას რომ ზედ გადაყვეს. გადაწვეტს ხალხი რომ აღარ უნდა ამერიკა იყოს მისი მთავარი მოკავშირე- ეგრევე დაგვიკიდებენ.
ისეთ ქვეყნებში არ აწყობენ გადატირიალებებს, რომლებიც მართლა მნიშვნელოვანია მათთივს.
საქართველო არა კვატი. აი, ევროპას საერთოდ არ აწყობს საქართველო არაფერში, უბრალოდ უარს ვერ ეუბნება, რადგან რომელიმე ქვეყანას უარი რომ უთხრან, ეგ დომინოს ეფექტს გამოიწვევს და მათი პრესტიჟიც შეილახება.
რა კონტროლი რის კონტროლი
ქართველი ხალხი ვისაც აირჩევს იმათთან ითანამშრომლებენ.
რომ ხედავენ ამდენი წელი ირჩევს ეს ხალხი ამ ქოცებს, იმიტომ არ ასანქცირებენ ქოცუნიებს და არც განსაკუთრებული კრიტიკა არ ისმის მათგან, პირიქით მაგათი დამსახურებაა ქოცებს ბევრი რამ რომ შერჩათ.
ტიპებს შუაგულ ევროპაში ჰყავთ ორბანი და მსგავსი სირები და იმათ საქმეებში არ ერევიან და თურმე ჩვენზე ჰქონიათ ან ექნებათ განსაკუთრებული კონტროლის მექანიზმები და ეგ უნდა შევამციროთ.
ეგ კანონი რაც არის და რასაც წარმოადგენს კარგად მიხვდება ის ადამიანი ვისაც აზროვნების უნარი შესწევს.
ეგ კანონი ეხება ყველა არასამთავრობოს- არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ საქმიანობას ახორცილებს თუ არა ის. ასევე მასმედიას. მანდ არის ბევრი პუნტქტი, რომელსაც შეგიძლია უამრავი ინტერპრეტაცია გაუკეთო.
საქართველოში სადაც მთავრობა პირდაპირ ღრუსეთს უწოვს (მაგას ვინც ვერ ხედავს და ამჩნევს დებილია) და ქვეყანაში, რომელსაც მმართავს ერთი ადამიანი და მაგ ადამიანს ჯიბეში უზის სამართალ დამცავები, სასამართლო და ყველა სახელმწიფო ინსტაცია, ეგეთი კანონის მიღება არის დიქტატურის საბოლოოდ დამყარების გზა.