Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მშობლების კლუბი > კითხვა ექიმთან


Posted by: blblbl 14 Feb 2012, 16:08
წინა თემის ლინკები
http://forum.ge/?f=97&showtopic=34020487
http://forum.ge/?f=97&showtopic=34111749&st=0
http://forum.ge/?f=97&showtopic=34189810

ამ თემაში შეგიძლიათ დასვათ ყველა კითხვა, რაც ბავშვის მოვლას ეხება.
გიპასუხებენ:
kozet(პედიატრი) და ninoeqimi (ბავშვთა ნევროლოგი)

ასევე მიიღებთ სხვა იუზერების პასუხებს საკუთარი გამოცდილებიდან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ,
რომ ფორუმზე მიღებული რჩევის და რეკომენდაციის შესრულება უმჯობესია თქვენს პირად ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, ვინაიდან აქ მიღებული პასუხების სანდოობაზე და კომპეტენტურობაზე არავინ არ აგებს პასუხს.

Posted by: blblbl 14 Feb 2012, 16:11
დასვით კითხვები და გიპასუხებთ ბავშვთა ნევროლოგი ninoeqimi

http://forum.ge/?f=97&showtopic=33998061
http://forum.ge/?f=97&showtopic=34107651

Posted by: lal77 14 Feb 2012, 16:46
გამარჯობათ, ჩემი 2 თვის დისშვილი ჩაძინბულ ძიძას ხელიდან ჩამოუცურდა და თავი დაარტყა, როგორც ამბობს, საწოლზე იჯდა, რომელიც არც ისე მაღალია. ბავშვი ცვეულებრივ ჭამს, არ ჭირვეულობს. მაინც საჭიროა გამოკვლევა? რა საშიშროება ელოდება სამომავლოდ ანუ შეიძლება ახლა არ ჩანდეს და რამდენიმე ხანში დამძიმდეს? ჯერჯერობით არაფერი ემჩნევა. როგორც ერთ-ერთმა ექიმმა გვიტხრა, მცირედი გართულება მაშინვე უნდა გამოცნდეს, ან რას მივაქციოთ ყურადღება?

Posted by: ninia84 14 Feb 2012, 17:20
ბავშვს ფეხის ცერა თითზე ფრჩხილი აქვს გაუხეშებული და მოყვითალო ფერი დაჰკრავს და რისი ბრალი შეიძლება იყოს?

Posted by: ninoeqimi 14 Feb 2012, 19:22
lal77
უნდა დააკვირდეთ 72 საათის განმავლობაში, თუ ბავშვი მივარდა, ძილიანი გახდა, საკვებზე უარი თქვა აუცილებელია საავადმყოფოშI გადაყვანა, ისე მაინც არ გირჩევთ სალუთარ თავზე აიღოთ და უმჯობესია თუ მანამდე ნევროლოგი გასინჯავს.

Posted by: Marvel™ 14 Feb 2012, 20:03
სახლში ჯანმრთელი, მოვლილი კატა საშიშია ახალშობილისთვის?

Posted by: tlikina 14 Feb 2012, 21:50
ninoeqimi
Kითხვა მაქვს თU შეგიძLიათ რომ მიპასუხოთ, ჩემი შVილი 7 თVის ხდება მალე, დაძIნება შეგიძLება ითQვას არ უჭირს, მაგრამ ხანდახან წევს ლოგინშI და ჩAძIნების პერიოდში ფეხებს იქნევს,ხან თითQოს მიხოხავს ისეთ მოძრაობებს აკეთEბს, უცბათ გაითიშEბა და მერე ძIნავს წყნარად, რის გამ. შეიძLება იქნევდეს ფხებს,საშიში ხო. Aრაა ან ყურადღEბის მისაქცევი? Mადლობა წინასწარ

Posted by: ninoeqimi 14 Feb 2012, 22:34
tlikina
ეს ნორმალურია, ნუ მიაქცევთ ყურადღებას

Posted by: tlikina 14 Feb 2012, 22:40
ninoeqimi
Dიდი მადლობა,დავმშVიდდი

Posted by: Free Aquarius 15 Feb 2012, 14:15
გამარჯობათ!ლაქტაციის დროს შეიძლება ელექტრო ეპილაცია გავიკეთო?

Posted by: blblbl 15 Feb 2012, 14:23
Marvel™
არა



გუშინაც გიპასუხე მგონი და სად წავიდა ნეტა rolleyes.gif

Posted by: didi bege 15 Feb 2012, 17:48
გამარჯობა

ჩემი პატარა მეორე თვეშია, რამდენიმე ხანია შევამჩნიეთ რომ რაღაცა მომენტში წამიერად ნიკაპი ააკანკალა, დღეს კიდევ შევამჩნიეთ რომ უფრო გაახშირა

რისი ბრალი შეილძლება იყოს და არის თუ არა საშიში

წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: teo-niko 15 Feb 2012, 18:50
გამარჯობა!ჩემი ბიჭი 8 თვის ხდება და ფეხისწვერებზე დგება თან მუხლებსაც ვერ იმაგრებს,მასაჟებს ვუკეთებ ეხლა და ორი მასაჟიღა დარჩა და შედეგი არ გვაქვს, რატომღაც... მაინტერესებს რა ხნიდან უნდა დადგენ ფეხზე ნორმალურად,პათოლოგიაა თუ დროის ამბავია?და კიდე სახვევის გაკეთებაზე რა აზრის ხართ?მადლობა წინასწარ smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: matsatsuna 15 Feb 2012, 19:47
Free Aquarius
მე ვიკეთებ

Posted by: ninoeqimi 15 Feb 2012, 22:09
didi bege
ეგ ნორმალურია, 2 თვიდან 4 თვემდე თავისით გაივლის, ნუ მიაქცევთ ყურადღებას

Posted by: upwave 15 Feb 2012, 22:49
ninoeqimi
ნინო ექიმო, ჩემი ბიჭი 7 წლის გახდა.
ხანდახან ღამით მაინც ეღვიძება და ტირის, ცუდი სიზმარი ვნახეო და მამამისს ეხვეწება ცოტა ხანს მომიწექიო (მე არ ვუწვები ხოლმე).
ნუ იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება ასე.
ამას წინათ, ღამით ტირილით გაეღვიძა და მამამისსმა ჩვენთან დააწვინა. ძალიან შეშინებული იყო, ცუდი სიზმარი ვნახეო და მეხუტებოდა, ხელს არ მიშვებდა (საერთოდ არ ვიწვენ ჩემთან).
ასე, იშვიათად ხდება, ანუ არ მსახიობობს.
ნორმალურია 7 წლის ბავშვისთვის შიშები?
ჩემი ქმარი ამბობს, რომ მეც მქონდა ხოლმე შიშებიო და მაგ დროს მაქსიმალურად უნდა დააწყნაროო, მიუწვეო და ა.შ.
ალბათ ყველას ჰქონია ბავშვობაში ღამის შიშები, მაგრამ 7 წელი უკვე ბევრი ხომ არ არის?
რას მირჩევთ, ასეთ შემთხვევაში?


Posted by: blblbl 15 Feb 2012, 23:01
upwave
26წლის ვარ და ოთახიდან მეორე ოთახში გასვლა რომ არ მეშინოდეს კოშმარის ნახვის შემდეგ უეჭველი გავაღვიძებდი დედაჩემს biggrin.gif ეს არის უსაშინლესი შეგრზნება საშინელი შიშის გრზნობა sad.gif

Posted by: upwave 15 Feb 2012, 23:05
blblbl
არა, გა#####დები, ხანდახან მეც მაქვს, მაგრამ ძალიან იშვიათად.
რატომ ხდება ასე? rolleyes.gif
ჩემი გოგო 4-ის ხდება და იმას არ აქვს

Posted by: blblbl 15 Feb 2012, 23:13
upwave
იმას არ ესიზიმრება ეტყობა smile.gif

Posted by: upwave 15 Feb 2012, 23:16
blblbl
ხოო შეიძლება, უტა ჩემსავით სიზმარაა და მარიტა უფრო მამამისს ჰგავს, არ ესიზმრება სიზმარი (ნუ არ ახსოვს ხოლმე) smile.gif

Posted by: Free Aquarius 16 Feb 2012, 12:34
QUOTE (matsatsuna @ 15 Feb 2012, 19:47 )
Free Aquarius
მე ვიკეთებ

გაქვს შედეგი?ჰორმონალური ცვლილებების გამო შეიძლება არ გქონდეს შედეგიო,ესე მითხრეს.თან ვფიქრობ რძე არ გამიშრეს,ან რამეზე არ იმოქმედოს.ვერ გადავწყვიტე გავიკეთო თუ არა

Posted by: z g a r b i 16 Feb 2012, 15:10
ჩემ ბიჭს სულ ხელები მიაქვს პირში და გემრიელად წოვს ხოლმე. მატყუარას კიდევ არაფრით იჩერებს.. 2 თვე ნახერისაა. რა ვქნა, დავუშალო?
მეშინია რამე პრობლემები არ შეექმმას ორალურ სტადიაზე და დიდ ხანს არ გაუგრძელდეს ეს ხელის წოვის ჩვევა

Posted by: matsatsuna 16 Feb 2012, 15:11
Free Aquarius
კი მაქ შედეგი მეც დარღვევა მაქ ხოდა მისველა.მე კმაყოფილი ვარ
რძე არ გამშრობია და რავიცი
კითხერ მაინც პედიატრს.
მე იმდენი თმა მქონდა სახეზე მთელი ცხოვრება რო დამჭირვებოდა გავიკეთებდი

Posted by: tlikina 16 Feb 2012, 15:25
z g a r b i
არაფერია საშიში,ბევრმა ბავშვმა იცის,არ უნდა დაუშალო. ჩემი შვილიც წოვდა თითს და სოსკას არ იდებდა არასდროს, უკვე გადაეჩვია თავისით 7 თვის ხდება

Posted by: teo-niko 16 Feb 2012, 22:07
არ მიპასუხეებთ? smile.gif გამიზიარეთ თქვენი გამოცდილება... ახალბედა დედდა ნერვიულობსსს weep.gif weep.gif weep.gif

Posted by: niniko09 16 Feb 2012, 22:32
ნინო ექიმო, ერთი მეტად უჩვეულო შემთხვევის შესახებ მინდა რჩევა გკითხოთ: ჩემს ნათლულს 11 წლის გოგონას დაეწყო დეკემბერში ღებინება, ანალიზები, ექოსკოპია და ა.შ. ყველაფერი გაუკეთეს იმ პერიოდში და დიეტაზეც იყო, შედარებით გადაუარა და რომ ეგონათ, სრულებით განიკურნა, ახლა 2 კვირის წინ ისევ ხელახალი ძალით დაეწყო. გაუკეთეს გასტროსკოპია და აღმოაჩნდა თორმეტგოჯა ნაწლავზე მცირე ზომის ეროზია. მკურნალობენ მას მერე, მაგრამ შედეგი - 0. ექიმმა ასეთი შემთხვევა ჯერ არ მქონიაო. ახლა ლამბლიების ანალიზს აკეთებენ, იქნებ ლამბლიოზმა გამოიწვიაო. შემდეგ უკვე ნევროპათოლოგს უნდა მიმართონ - ასე გამორიცხვის მეთოდით. მე რაღაც გამახსენდა ასეთი ტერმინივით - ღებინების რეფლექსი. შეიძლება ვცდები კიდეც, მედიცინაში კარგად ვერ ვერკვევი, მაგრამ რატომღაც ვიფიქრე, ადრე რომ ხშირად ერეოდა ამ ეროზიის გამო, ახლა რეფლექსურად ხომ არ შეუნარჩუნდა ეს ღებინება-მეთქი. უფრო საშიში დიაგნოზიც არსებობს ასეთი განუწყვეტელი ღებინების შემთხვევაში - მეოთხე პარკუჭის სიმსივნე, თუ არ ვცდები, მაგრამ ისე გამომდის, წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო. თქვენი აზრი მაინტერესებს ძალიან. სამწუხაროდ, ჩემზე არ არის დამოკიდებული, თორემ აუცილებლად გაგასინჯებდით. ასე ზეპირად ვიცი რომ ძნელია. სხვა სიმპტომი არაფერი აქვს. არც გახდა, არც ფერი დაკარგვია. მადაც კარგი აქვს, უბრალოდ, ვერ ირგებს საჭმელს ხშირად. მადლობა წინასწარ

Posted by: upwave 16 Feb 2012, 23:02
niniko09
QUOTE
თორმეტგოჯა ნაწლავზე მცირე ზომის ეროზია

ჩემი ძიძს შვილს ჰქონდა მაგ ასაკში ზუსტად თორმეტგოჯას წყლული. რომელიც სრულად მოურჩინეს;
ერთი იმასაც ვკითხავ აბა რა სიმპტომები ჰქონდა.

Posted by: niniko09 16 Feb 2012, 23:05
upwave
კითხე რა, გეხვეწები. ანტიბიოტიკებითაც მკურნალობენ, ათასგვარი წამლებით, რაც გასტროენტეროლოგმა დაუნიშნათ და რა ვიცი კიდევ რა აღარ, მაგრამ შედეგი საერთოდ არაა და გული მისკდება. ძალიან მიყვარს love.gif

Posted by: Free Aquarius 17 Feb 2012, 00:43
QUOTE (matsatsuna @ 16 Feb 2012, 15:11 )
Free Aquarius
კი მაქ შედეგი მეც დარღვევა მაქ ხოდა მისველა.მე კმაყოფილი ვარ
რძე არ გამშრობია და რავიცი
კითხერ მაინც პედიატრს.
მე იმდენი თმა მქონდა სახეზე მთელი ცხოვრება რო დამჭირვებოდა გავიკეთებდი

მე არ მაქვს დარღვევა,ანუ ჰორმონალური ცვლილებებში ვიგულისხმე ლაქტაციის დროს მიმდინარე ცვლილებები.თმაც ცოტა მაქვს მაგრამ მინდა მოცილება.ალბათ გავიკეთებ.მადლობა 2kiss.gif

Posted by: matsatsuna 17 Feb 2012, 01:40
teo-niko
მე როგორც ვიცი 8 თვის უკვე წელს კარგად უნდა იმგრებდეს.ორთობედს ანახე smile.gif
Free Aquarius
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: ninoeqimi 17 Feb 2012, 12:47
z g a r b i
ჩემი შვილი დღემდე წოვს თითს, სოსკა არც მიმიცია არასდროს 10 თვის ხდება, არაფერი ცუდი თითის წოვაში არ არის, თუ განსაკუთრებით არ ჩვევით იძინებს, დიდი ბრიტანეთის ძილის ასოციაციის რეკომენდაციებში თითის წოვა დაძინებისას პოზიტიურ ასოციაცად განიხილება, ამიტომ არ დაუშალოთ, არაფერი ამით არ დაუშავდება
* * *
niniko09
შეკითხვა პირველი და საკმაოდ მნიშვნელოვანი:
ვინ არის ექიმი? არის იქ ნამდვილად ეროზია თუ რადგანაც ღებინება ქონდა ბავშვს გასტროსკოპისტმა ზრდილობის გულისათვის მიაწერა ( სამწუხაროდ ესეთებიც ხდება),
რეფლექსში ღებინება არასოდეს არ გადავა, ეს გამორიცხულია, მეოთხე პარკუჭის სიმსივნეს გარდა ღებინებისა სხვა ნიშნებიც ახასიათებს
ბავშვს როგორი წონა აქვს? ზოგადად როგორი ცხვორების წესით ცხოვრობს, როგორ იკვებება? არსებობს ასეთი დიაგნოზი ისტერიული ბულემია, როდესაც ზუსტად ამ ასაკის ბავშვები ძალიან ბევრს ჭამენ და მერე აღებინებენ.
არსებობს ასეთი სინდრომი ციკლური ღებინება, რომელიც შაკიკის ანალოგად განიხილება, მაგრამ ამ დიაგნოზს მე ვერ დავადასტურებ, მინიმუმ ბავშვის გასინჯვა დაერთი გამოკვლევა მჭირდება. ამ მხრივ საყურადღებოა ოჯახური ანამნეზი თავის ტკივილების შესახებ და სხვა გარკვეული მონაცემებიც.
ანუ როდესაც ბავშვს აქვს ღებინება, მოდის ნევროლოგთან კომპეტენტური პედიატრის დასკვნით, რომ სომატური დაზიანება ამ ბავშვს არ აღენიშნება, შემდეგ ვიწყებ მე კვლევას და მივდივარ ჩემს დიაგნოზთან. მე რაც შთაბეჭდილება დამრჩა თქვენი მონაყოლიდან არ ადგანან სწორ გზას,, 11 წლის ასაკში ეროზიაც ცოტა არარეალურად მეჩვენება, ლამბლიოზი უფრო გდასაჯერებელია, მაგრამ ლამბლიოზს მუცლის ტკივილიც ახასიათებს.

Posted by: chuka 17 Feb 2012, 14:03
ჩემი პატარა 5 თვის გახდა 15 თებერვალს... 4 თვის და 3 კვირის იყო რომ ჭოჭიალით გაირბინა... აღარ ჩამისვია ამოვარდნილობა იცისო.. არადა ფეხზეც კარგად დგება მუხლებიც მაგარი აქვს.... ჭოჭიალით კარგად დადის .. თან იქ ყველაზე კარგად გრძნობს თავს, მშვიდადაც არის და ერთობა... გთხოვთ მირჩიოთ რამე.. ვნებს თუ არა ჩემს პატარას ჭოჭიალა .. ადრეა თუ არა...

Posted by: tlikina 17 Feb 2012, 14:36
chuka
ძალიან ადრეა მგონი ჭოჭინაში ჩAსმა smile.gif

Posted by: chuka 17 Feb 2012, 14:40
არადა ისე დააქროლებს... უბრლოდ მოხვევა არ იცის თორემ ... smile.gif)

Posted by: upwave 17 Feb 2012, 14:45
ninoeqimi
QUOTE
ნინო ექიმო, ჩემი ბიჭი 7 წლის გახდა.
ხანდახან ღამით მაინც ეღვიძება და ტირის, ცუდი სიზმარი ვნახეო და მამამისს ეხვეწება ცოტა ხანს მომიწექიო (მე არ ვუწვები ხოლმე).
ნუ იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება ასე.
ამას წინათ, ღამით ტირილით გაეღვიძა და მამამისსმა ჩვენთან დააწვინა. ძალიან შეშინებული იყო, ცუდი სიზმარი ვნახეო და მეხუტებოდა, ხელს არ მიშვებდა (საერთოდ არ ვიწვენ ჩემთან).
ასე, იშვიათად ხდება, ანუ არ მსახიობობს.
ნორმალურია 7 წლის ბავშვისთვის შიშები?
ჩემი ქმარი ამბობს, რომ მეც მქონდა ხოლმე შიშებიო და მაგ დროს მაქსიმალურად უნდა დააწყნაროო, მიუწვეო და ა.შ.
ალბათ ყველას ჰქონია ბავშვობაში ღამის შიშები, მაგრამ 7 წელი უკვე ბევრი ხომ არ არის?
რას მირჩევთ, ასეთ შემთხვევაში?



Posted by: matsatsuna 17 Feb 2012, 16:49
chuka
ჯერ ნუ ჩასვავ 1თვე დაიცადე კიდე.მანეჯში თუ ჩერდება ჩასვი მოტორიკისთვის კარგია ან jumper-ში ჩასვიი

Posted by: niniko09 17 Feb 2012, 22:44
ninoeqimi
დიდი მადლობა ამომწურავი პასუხისთვის. გასტროსკოპია კონკრეტულად ვისთან გაიკეთეს, არ ვიცი, მანამდე ბარიუმი მიიღო, მაგრამ არაფერი გამოჩნდა და უფრო ინფორმატიულია გასტროსკოპიაო და ესეც გაიკეთეს, ვიცი. მგონი იაშვილში, ზუსტად არ ვიცი. წონა კარგი აქვს, ოდნავ მეტიც, ანუ მსუქანი კი არაა, კარგად შევსებული ბავშვია. კი, დედამისმა დაიწუწუნა, გული რომ აერევა, მაშინვე მორბის და მშია, მშიაო იძახის და ბევრს ჭამს, ვერ ვაგდებინებ ხელიდანო. არადა, დიეტურს აჭმევენ ყველაფერს. წონაში სულ არ დაუკლია ამ ხანგრძლივი ღებინებების ფონზე. ეტყობა მერე კვებით ინაზღაურებს კარგად. ამ შაბათ-კვირას უნდა ვნახო პირადად და დაველაპრაკები ბავშვსაც. იქნებ მართლაც ბულემიის პრობლემაა და ესენი სხვა მიმარტულებას იკვლევენ. მადლობა კიდევ ერთხელ love.gif

Posted by: Free Aquarius 18 Feb 2012, 14:57
ნინო ექიმო წავიკითხე თქვენი პოსტი დისბაქტერიოზის არარსებობაზე და კითხვები გამიჩნდა.ადრეც მოგწერეთ თუ გახსოვთ,რომ შეკრულობა აწუხებს ბავშვს,არ ჭამს და შესაბამისად ვერ იმატებს წონას.ახლობლების რჩევით მივიყვანე ერთ პედიატრთან,კარგი ექიმია...პროფესორიაო...ღვიძლის გაუსინჯა ხელით,გადიდებულიაო და დისბაქტერიოზი აქვსო.დაუნიშნა მკირნალობა(მედულაკი,აპილაკის სანთლები,რაგაც დასამზადებელი მიქსტურა ამ წამლების ფონზე გადიოდა კუჭში.მერე ისევ შეიკრა,ახლა კიდე სხვა წამლები დაუნიშნა ისე რომ ანალიზი არ მოუთხოვია.ნორმაზე,ბონი ცე,რაღაც ფხვნილი..არ ვიცი რა ვქნა,გთხოვთ მირჩიეთ კარგი,თანამედროვედ მოახროვნე სპეციალისტი.მკითხაობით რომ არ დაუნიშნოს წამლები

Posted by: ninoeqimi 18 Feb 2012, 22:01
upwave
შიშები ნორმალურია და მათთან ბრძოლაც საკმაოდ სერიოზული პრობლეემ, ზოგჯერ და არც თუ ისე იშვიათედ ფსიქოლოგის ჩარევაც ხდება ხოლმე საჭირო, ის, რომ მამა აძლევს უფლებას როდესაც ეშინია თქვენთან დაიძOნოს ცდი არ არის, აგრძნობინეთ, რომ საშIშI არაფერია, ეცადეთ ერთად შეხვიდეთ იმ ოთახშI სადაც ეშIნია შესვლა და ა.შ, ისე ფსიქოლოგი მართლა დაგეხმარებათ

Posted by: upwave 19 Feb 2012, 12:10
ninoeqimi
QUOTE
ეცადეთ ერთად შეხვიდეთ იმ ოთახშI სადაც ეშIნია შესვლა და ა.შ, ისე ფსიქოლოგი მართლა დაგეხმარებათ

ყველაზე ცური ისაა, რომ ჩვენს ოთახში წევს და სხვა ოთახში ვერ გადამყავს, რადგან ეშინია user.gif
იქნებ ამ ზაფხულს გადავიყვანო.
მადლობა smile.gif

Posted by: didi bege 20 Feb 2012, 12:29
QUOTE (ninoeqimi @ 15 Feb 2012, 21:09 )
didi bege
ეგ ნორმალურია, 2 თვიდან 4 თვემდე თავისით გაივლის, ნუ მიაქცევთ ყურადღებას

დიდი მადლობა ყურადღებისათვის.
უფროს შვილზე მინდა გკითხოთ, უკვე 2 წლის და ორი თვისაა, მაგრამ დღემდე გვაქვს ღამით ძილის პრობლემა, იძინებს კალიასკაში რწევა-ნჯღრევით და დიდი წვალებით, ღამით იღვიძებს რამდენჯერმე, ითხოვს ჩაის, ხანდახან კი ტირილით იღვიძებს და გვიჭირს დამშვიდება, მერე უჭირს ჩაძინებაც, გადმოგვყავს ისევ კალიასკაში და თუ გაგვიმართლა და ერთი საათის რწების შემდეგ ჩაიძინა ხომ კარგი, თუ არა და მთელი ღამე უნდა არწო, ამ დროს ნახევრად ძილბურანშია ბავშვი და თუ გააჩერე რწება პრეტენზიულად ითხოვს რომ დაარწო, მყავდა რამდენიმე ნერვოპათოლოგთან, ყველამ მითხრა რომ 2-3 წლამდე გამოასწორებსო, 2 წლისა გახდა და იგივე პრობლემა გვაქვს, მთელი ღამეები არ გვძინავს, გარდა ამისა ბავშვიც გვეცოდება ასე რომ წვალობს. იქნებ გვირჩიოთ რითი შეიძლება ამ პრობლემის დაძლევა, ან რაიმე მედიკამენტი თუ შეიძლება რომ მივცეთ.

Posted by: ninoeqimi 20 Feb 2012, 23:29
[b]didi bege[/b
დაგეხმარებათ მხოლოდ ძილის ჩვევისჩამოყალიბება, არანაირი წამალი არ იქნება ეფექტური, კარგად წაიკითხეთ რეკომენდაციები, აპინულია აქ, თუ რაიმე შეკითხვა გაგიჩნდებათ გიპასუხებთ

Posted by: ninoeqimi 21 Feb 2012, 12:23
Free Aquarius
მე დღეს პატივს ვცემ ირაკლი რცხილაძის და ჯაბა ყიფიანის აზროვნება მომწონს და ვთვლი რომ თანამედროვე ლირტერატურას ეცნობიან. ამას წინათ ერთ ერთ კონფერენციაზე მოვხვდი, სადაც გერმანელი პროფესორი ამბობდა ამ პოსტსაბჭოთა ქვეყნებშI ყველა რუსულად ლაპარაკობს და ყველას ყაბზობა აქვსო და რატომღაც ქალაშიდა წნევას დავუკავშIრე, ადრე ხომ ყველაფერს ქალაშIდა წნევას აწერდნენ და მკურნალობდნენ, ახლა კი ეს ნიშნები ნორმადაა მიჩნეული და არც ვაქცევთ ყურადღებას, მემგონი ასევევა ეს ყაბზობა, ზოგს ყოველ დღე აქვს კუჭის მოქმედება, ზოგს ყოველ მე2 და ზოგს ყოველ მე3 დღეს. თანამედროვე ლიტერატურაში ასეა მითითებული, თუ ბავშვი სრულფასოვნად იკვებება, ანუ ჭამს წვნიან საჭმელს, ხილს, ბოსტნეულს, წონაშI მატულობს და არ ტკივა მუცელი, მას არაფერი არ ჭირს და ყოველ მე3 დღეს კუჭის მოქმდება მისი ნორმააა. მედულაკი და ნორმაზე იგივე დუფალაკია, აუშლის კუჭს როცა დაალევინებთ და იმოქმედებს კუჭი ყოველ დღე, როცა არ დაალევინებთ ისევ ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება და მეტიც გაუარესდება მდგომარეობა, იმიტომ რომ პერისტალტიკის უნარს დაკარგავს, არ ვიცი ბავშვის ასაკი და ჩივილები რა გაქვთ, მაგრამ რაც წავიკითხე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა

Posted by: gvants 21 Feb 2012, 13:50
Free Aquarius
ninoeqimi
QUOTE
ნინო ექიმო წავიკითხე თქვენი პოსტი დისბაქტერიოზის არარსებობაზე

იქნებ ლინკი მომცეთ ამ პოსტის.


Posted by: didi bege 21 Feb 2012, 14:07
QUOTE (ninoeqimi @ 20 Feb 2012, 22:29 )
[b]didi bege[/b
დაგეხმარებათ მხოლოდ ძილის ჩვევისჩამოყალიბება, არანაირი წამალი არ იქნება ეფექტური, კარგად წაიკითხეთ რეკომენდაციები, აპინულია აქ, თუ რაიმე შეკითხვა გაგიჩნდებათ გიპასუხებთ

დიდი მადლობა

ამ კითხვის დასმის შემდეგ გადავიკითხე ძილის რეკომენდაციები და ყველაფერს მივხვდი smile.gif

ბავშვი რომ თითის წვერებზე დადის გამუდმებით რისი ბრალი შეიძლება იყოს და საჭიროა თუ არა მასაჟებით დახმარება? როცა 6 თვის იყო ჩავუტარეთ მასაჟის ერთი კურსი,ვუკეთებდით ზღვის მარილისა და გვირილის ვანებს, მამრამ ეს თითის წვერებზე სიარული მეინც ვერ დავაძლევინეთ, პლიუს ამ ბოლო დროს დავაფიქსირეთ რომ ფეხს ცოტათი შიგნით ადგამს.

Posted by: ათულია 21 Feb 2012, 14:27
ninoeqimi
QUOTE
ჯაბა ყიფიანის აზროვნება მომწონს

+1

Posted by: journalist 21 Feb 2012, 18:51
ninoeqimi

გამაეჯობა, ჩემი შვილის არის წლის და ოთხი თვის, უკვე მეორედ ტირილის დროს ჩაბჟირდა, ამოსუნთქავა გაუჭირდა (ორივეჯერ ძალიან ეძინებოდა და განერვიულებული იყო). რისი ბრალი შეიძლება იყოს და საჭიროა თუ არა ექიმმა ნახოს. (საერთოდ მშვიდი ბავშვია).

დიდი მადლობა

Posted by: khvaramze 21 Feb 2012, 20:55
გამარჯობათ. ბავშვი ერთი წლის ხდება და 7 კგ. 800 გრამია. გოგონაა. კვებით ნორმალურად იკვებება. ტანითაც პატარაა. 3 კიჭი აქვს. პრობლემა რა შეიძლება იყოს? ექიმმა ვიტამინები გვირჩია. დიდი მადლობა პასუხისათვის.

Posted by: Galo 21 Feb 2012, 23:06
ქალბატონო ნინო!
ჩემს შვილსაც დაბადებიდან აქვს შეკრულობა! სანამ დამატებას მივცემდი, ეს არ გვაწუხებდა, გადიოდა კუჭში მე4-მე5 დღეს, ჩვეულებრივი კონსისტენციით, დამატების მერე კი ისე შეიკრა ,რომ ტიროდა კუჭში გასვლის დროს, თანაც მიკრო-ოყნის გარეშე ვერ შვებოდა. ძირითადად ჭამს ძუძუს, ვამატებ ბოსტნეულს (ყვავილოვანი, ბროკოლი, სტაფილო), ხილს (გახეხილ ვაშლს), ხორცს (ქათმის თეთრ ხორცს), ფაფებს წყალზე (წიწიბურა, ჰერკულესი), პიურეში ვამატებ ზეითუნის ზეთს. რძესა და რძის ნაწარმზე ალერგია აქვს. ეხლა 8თვის ხდება, 18დღეა ვაძლევ ნორმაზეს და ლაციდოფილს, თუ, როგორც თქვენ ამბობთ, მდგომარეობა გაუარესდება და ეგ პრეპარატები არ დაურეგულირებს კუჭ-ნაწლავს ,რა ვქნა? რას მირჩევთ? ძალიან მეცოდება პატარა!
წინასწარ დიდი მადლობა პასუხისთვის!

Posted by: ninoeqimi 21 Feb 2012, 23:13
Galo
ბავშვი რა ხნისააა?
khvaramze
მისი ასაკისათვის ნორმის ქვედა ზღვარზეა, ანუ ნორმაში ჯდება, ბავშვის განვითარება როგორია, ანუ რა შეუძლია? მშობლები როგორი აღნაგობის არიან? თუ განვითარება კარგი აქვს, არც გენეტიკაში ყავს "ყარამან ყანთელები" smile.gif , ნორმალურად იკვებება ესე იგი არაფერი არ ჭირდება

Posted by: Galo 21 Feb 2012, 23:38
QUOTE
ბავშვი რა ხნისააა?

8 თვის ხდება 30ში.

Posted by: didi bege 22 Feb 2012, 00:04
QUOTE (Galo @ 21 Feb 2012, 22:06 )
ქალბატონო ნინო!
ჩემს შვილსაც დაბადებიდან აქვს შეკრულობა! სანამ დამატებას მივცემდი, ეს არ გვაწუხებდა, გადიოდა კუჭში მე4-მე5 დღეს, ჩვეულებრივი კონსისტენციით, დამატების მერე კი ისე შეიკრა ,რომ ტიროდა კუჭში გასვლის დროს, თანაც მიკრო-ოყნის გარეშე ვერ შვებოდა. ძირითადად ჭამს ძუძუს, ვამატებ ბოსტნეულს (ყვავილოვანი, ბროკოლი, სტაფილო), ხილს (გახეხილ ვაშლს), ხორცს (ქათმის თეთრ ხორცს), ფაფებს წყალზე (წიწიბურა, ჰერკულესი), პიურეში ვამატებ ზეითუნის ზეთს. რძესა და რძის ნაწარმზე ალერგია აქვს. ეხლა 8თვის ხდება, 18დღეა ვაძლევ ნორმაზეს და ლაციდოფილს, თუ, როგორც თქვენ ამბობთ, მდგომარეობა გაუარესდება და ეგ პრეპარატები არ დაურეგულირებს კუჭ-ნაწლავს ,რა ვქნა? რას მირჩევთ? ძალიან მეცოდება პატარა!
წინასწარ დიდი მადლობა პასუხისთვის!

ჩემი პატარა 2 თვის ხდება და ეგ პრობლემა გვაქვს, ორ დგეშI ერთხელ აქვს კუჭის მოქმედება ისიც დახმარება სჭირდება ,მეშინია რამე არ დაემართოს, საერთოდ რამდენი დღეა ნორმა კუჭის არმოქმედებისა? ბავშვი ძუძუზეა, უფროსი ყოველი ჭამის ემდეგ გადიოდა და ახლა პაყტარაზე ძალიან ვნერვიულობ

Posted by: Galo 22 Feb 2012, 00:19
QUOTE
ჩემი პატარა 2 თვის ხდება და ეგ პრობლემა გვაქვს, ორ დგეშI ერთხელ აქვს კუჭის მოქმედება ისიც დახმარება სჭირდება ,მეშინია რამე არ დაემართოს, საერთოდ რამდენი დღეა ნორმა კუჭის არმოქმედებისა? ბავშვი ძუძუზეა, უფროსი ყოველი ჭამის ემდეგ გადიოდა და ახლა პაყტარაზე ძალიან ვნერვიულობ

ამბობენ როცა ძუძუზეა ბავშვი და რამდენიმე დღეში (5-6 დღემდეც კი) ერთხელ აქვს კუჭის მოქმედება, ამასთანავე კარგად ჭამს, კარგ განწყობაზეა, მუცელი რბილი აქვს, ე.ი. თქვენ იდეალურად უხდებით ერთმანეთს, ბავშვი ყველაფერს ითვისებს და "ნარჩენები" არ აქვს! მაგრამ ჩვენს შემთხვევაში უკვე დამატებას ვაძლევ და თანაც ძალიან მაგრად შეიკრა, განავალი ჰქონდა პატარა კენჭებივით!

Posted by: nuciko74 22 Feb 2012, 18:08
ninoeqimi
QUOTE
ჯაბა ყიფიანის აზროვნება მომწონს

რომელ კლინიკაშია ჯაბა ყიფიანი?
* * *
didi bege
QUOTE
ჩემი პატარა 2 თვის ხდება და ეგ პრობლემა გვაქვს, ორ დგეშI ერთხელ აქვს კუჭის მოქმედება ისიც დახმარება სჭირდება

ძუძუს ბავშვისთვის ეგ პრობლემა არააsmile.gif

Posted by: coroline 22 Feb 2012, 18:33
გამარჯობა , მაინტერესებს 4 თვის ბავშვისთვის 9 დან 9 მდე ძილი ანუ საერთოდ რო არ ჭამოს ღამის განმავლობაში ნორმალურია? თუ ძალიან დიდი შუალედია ამ ასაკის ბავშვისათვის? დღეში 5 ჯერ გამოსდის მაინც ჭამა.

Posted by: mushroom11 22 Feb 2012, 22:26
გამარჯობათ, ბავშვს 4 დღის წინ დაეწყო ვირუსი როგორც პედიატრმა აღნიშნა h1n2 ვირუსი იყო რაც ამ ზამთარს იყო მოდებული ძალიან. დაგვინიშნა რეჰიდრონი 3 დღე და 250ს დაახლოებით სხვამდა 4 დღე და დანარჩენ 250 გრამს ან წყალს ან გვირილის ჩაის ვასმევდი დიარეა ისეთი ხშირი 2 დღეა აღარ აქვს. უბრალოდ სასწრაფომ რეჰიდრონი ისევ მიეცითო და პედიატრმა მხოლოდ 3 დღე დანიშნა და 4 დღე რომ მივეცი დოზის გადაჭარბება ხომ არ გამოვა? ანოტაცია რომ წავიკითხე ცოტა შევშინდი

Posted by: didi bege 22 Feb 2012, 23:09
ყველას დიდი მადლობა, დავმშვიდდი smile.gif

Posted by: Free Aquarius 23 Feb 2012, 00:47
QUOTE (ninoeqimi @ 21 Feb 2012, 12:23 )
Free Aquarius
მე დღეს პატივს ვცემ ირაკლი რცხილაძის და ჯაბა ყიფიანის აზროვნება მომწონს და ვთვლი რომ თანამედროვე ლირტერატურას ეცნობიან. ამას წინათ ერთ ერთ კონფერენციაზე მოვხვდი, სადაც გერმანელი პროფესორი ამბობდა ამ პოსტსაბჭოთა ქვეყნებშI ყველა რუსულად ლაპარაკობს და ყველას ყაბზობა აქვსო და რატომღაც ქალაშიდა წნევას დავუკავშIრე, ადრე ხომ ყველაფერს ქალაშIდა წნევას აწერდნენ და მკურნალობდნენ, ახლა კი ეს ნიშნები ნორმადაა მიჩნეული და არც ვაქცევთ ყურადღებას, მემგონი ასევევა ეს ყაბზობა, ზოგს ყოველ დღე აქვს კუჭის მოქმედება, ზოგს ყოველ მე2 და ზოგს ყოველ მე3 დღეს. თანამედროვე ლიტერატურაში ასეა მითითებული, თუ ბავშვი სრულფასოვნად იკვებება, ანუ ჭამს წვნიან საჭმელს, ხილს, ბოსტნეულს, წონაშI მატულობს და არ ტკივა მუცელი, მას არაფერი არ ჭირს და ყოველ მე3 დღეს კუჭის მოქმდება მისი ნორმააა. მედულაკი და ნორმაზე იგივე დუფალაკია, აუშლის კუჭს როცა დაალევინებთ და იმოქმედებს კუჭი ყოველ დღე, როცა არ დაალევინებთ ისევ ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება და მეტიც გაუარესდება მდგომარეობა, იმიტომ რომ პერისტალტიკის უნარს დაკარგავს, არ ვიცი ბავშვის ასაკი და ჩივილები რა გაქვთ, მაგრამ რაც წავიკითხე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა

ჩემი ჩივილებია რომ წონაში ვერ იმატებს,დაახლოებით სამ თვეში მხოლოდ 200 გრამამდე მოიმატა...არ ჭამს,ჰემოგლობინი აქვს 62,ხან გადის კუჭში თავისით,ხან ისეთი მაგარი განავალი აქვს რომ ოყნა სჭირდება.ერთხელ როცა ეგრე იყო შეკრული ვაშლის წვენი დავალევინე წყალში გაზავებული და უშველა.პედიატრმა არ უნდა წვენი,გაუხეხე და ისე მიეციო,არადა წავიკითხე რომ ვაშლის პიურე კუჭში კრავს,წვენი კი პირიქით.ეხლა კვეზერელთან წავიყვანე,დაუნიშნა მკურნალობა,შედეგს ველოდები.

Posted by: teo25 23 Feb 2012, 00:54
ninoeqimi
ნინო ექიმო, ჩემი პატარა 6 თვისაა,
ეხლახანს შევამჩნიე რომ ჭამის დროს სახე უჭრელდება,
რა არის , ან რისი ბრალი-თუ შეილება რომ მითხრატ?
მადლობთ.

Posted by: ათულია 23 Feb 2012, 10:16
nuciko74
ჯაბა ყიფიანი არის "მედიქლაბ ჯეორჯიაში" ტაშკენტის ქუჩაზე

Posted by: nuciko74 23 Feb 2012, 13:06
coroline
ბედნიეროოოოოოsmile.gifმაგას რა სჯობია, რას ერჩი წესიერ ბავშვს?

Posted by: ninoeqimi 23 Feb 2012, 16:07
journalist
ჩაბჟირება არ არის საშიში აი აქ წაიკითხხეთ დაწვრილებით
http://www.medgeo.net/2010/04/13/baby-8/

Posted by: ninoeqimi 23 Feb 2012, 16:52
Free Aquarius
ბავშვის ასაკი?

Posted by: Galo 23 Feb 2012, 17:52
QUOTE
ქალბატონო ნინო!
ჩემს შვილსაც დაბადებიდან აქვს შეკრულობა! სანამ დამატებას მივცემდი, ეს არ გვაწუხებდა, გადიოდა კუჭში მე4-მე5 დღეს, ჩვეულებრივი კონსისტენციით, დამატების მერე კი ისე შეიკრა ,რომ ტიროდა კუჭში გასვლის დროს, თანაც მიკრო-ოყნის გარეშე ვერ შვებოდა. ძირითადად ჭამს ძუძუს, ვამატებ ბოსტნეულს (ყვავილოვანი, ბროკოლი, სტაფილო), ხილს (გახეხილ ვაშლს), ხორცს (ქათმის თეთრ ხორცს), ფაფებს წყალზე (წიწიბურა, ჰერკულესი), პიურეში ვამატებ ზეითუნის ზეთს. რძესა და რძის ნაწარმზე ალერგია აქვს. ეხლა 8თვის ხდება, 18დღეა ვაძლევ ნორმაზეს და ლაციდოფილს, თუ, როგორც თქვენ ამბობთ, მდგომარეობა გაუარესდება და ეგ პრეპარატები არ დაურეგულირებს კუჭ-ნაწლავს ,რა ვქნა? რას მირჩევთ? ძალიან მეცოდება პატარა!
წინასწარ დიდი მადლობა პასუხისთვის!

ქალბატონო ნინო,ეგებ მიპასუხოთ,აღარ ვიცი ვის ვკითხო...

Posted by: blblbl 23 Feb 2012, 19:54
qoqosha
Warning:

კიდევ ერთ თემაში დადებ ლინკს და დაივორნები
yes.gif

Posted by: LaiNa 23 Feb 2012, 21:58
გამარჯობაა smile.gif ბავშვი აკრაჭუნებს კბილებს ეს ერთი კვირაა,ეს ჭიებმა იცის?

Posted by: Free Aquarius 23 Feb 2012, 22:46
QUOTE (ninoeqimi @ 23 Feb 2012, 16:52 )
Free Aquarius
ბავშვის ასაკი?

10 თვის არის ბავშვი

Posted by: tovli 23 Feb 2012, 23:01
ბავშვს ჩირქოვანი მუწუკები გაუჩნდა კისერზე , ზურგზე,იღლიაში .რა შეიძლება იყოს?
ხვალ კი მივალთ ექიმთან მაგრამ ეგებ დღეს მიპასუხოს ვინმემ

Posted by: tlikina 24 Feb 2012, 00:04
tovli
Bატონები ხოარაა? Mგონი ჩუტყვავილას აქვს ეგეთი გამონაყარი

Posted by: tovli 24 Feb 2012, 00:23
ჰო ეგ იქნება ალბათ სხვებმაც ეგ მითხრეს..
ხვალ ექიმთან კი წავიყვან მაგრამ მე იმას ვდარდობ პერეკისთ და ზელიონკით რომ დავუარე ამ მუწუკებს ხო არ ვავნე თქოsad.gif(

Posted by: blblbl 24 Feb 2012, 00:35
tovli
ზელიონკა პირიქით კარგია აი პერეკისს რა გიტხა არ ვიცი.არ აბანო რაც მტავარია სანამ არ გაიგებ ბატონებია თუ არა

Posted by: LaiNa 24 Feb 2012, 00:51
tovli
5 თვის რო იყო ბავშვი მაშინ შეხვდა ჩუტყვავილა.მეც გადამედო მერე იგივენაირი გამონაყარი გვქონდა ზელიონკა დაგვინიშნა ექიიმმა მარტო

Posted by: tovli 24 Feb 2012, 10:26
არაა ჩუტყვავილაო ექიმმა და კანის ექიმთან გადაგვამისამართა..
sad.gif(

ძალიან მეშინია რა არის ასეთი ნეტავ

Posted by: ninoeqimi 24 Feb 2012, 11:05
teo25
საქმე იმაშIა, რომ 200 გრამი მოიმატა თუ 500 დიდად არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ბავშვი მოცემულ მომენტში აკმაყოფილებს თუ არამისი ასაკისათვის განკუთვნილ წონის კრიტერიუმს, ეს კრიტერიუმები საკმაოდ დიდ ვარიაციებშI მერყეობს, ამიტომ მე როდესაც წონის დეფიციტზე ვლაპარაკობ მაქვს შესაბამისი ცხრილი, სადაც ვსვამ ბავშვის დაბადების თარიღს, სქესს და წონას და სიმაღლეს და თუ ბავშვი ზის ამ მონცემეში წონის დეფიციტზე არ ვლაპარაკობ. ეს მარტო ჩემი კაპრიზი არ არის, ასე იქცევა დღეს მსოფლიოში ყველა ექიმი. შესაძლოა გარკვეული მიზეზით ერთ თვეში ბევრი მოიმატოს, მეორეში ცოტა. რაც შეეხება ჰემოგლობინს ეს მისი ასაკის ნორმის ქვედა ზღვარია, მითუმეტეს თუ შრატის რკინა არ გაქვთ განსაზღვრული და ერითროციტები არ იცით რამდენია ანემიაზე ლაპარაკი საერთოდ არ არის გამართლებული. რაც შეეხება იმას, რომ არ ჭამს, ალბათ აძალებთ და მერე აპროტესტებს. ზომა, ცონა, დაბადების თარიღი გამომიგზავნეთ პირადში, თუ წონის დეფიციტი არ არის და მერე მე უწამლო რეკომენდაციებს მოგცემთ და ნახავთ თუ ყველა წამალზე უკეთ არ უშველის.
Galo
დამატებამდე რას ჭამდა? თუ პრობიოტიკებით გამდიდრებულ საკვებს ყველაფერი გასაგებია

Posted by: LaiNa 24 Feb 2012, 12:01
tovli
QUOTE
ძალიან მეშინია რა არის ასეთი ნეტავ

არაფერიიი ჩემო კარგო არ უნდა მოაქავებინო უბრალოდ სიცხეები თუ არ აქვს კაია ჩვენ 3 დღე გვქონდა 38 სიცხეეე ვერ ვუწევდი ვერაფრით.ძაან ქავილი იცის მაგაზე ალერგიის დაგვინიშნა პედიატრმა.smile.gif

Posted by: tovli 24 Feb 2012, 12:56
ინფექცია ყოფილა

..საკმაოდ მარტივი წამლები დაგვინიშნეს ..ნუ ყველფრის რაც ეცვა და ეფარა ..გარეცხვა და კარგად გაუთავება .
ჩემი შვილისთვის კი ყველაზე ტრაგიკული იყო რომ შოკოლადი აუკრძალეს.smile.gif)))

Posted by: LaiNa 24 Feb 2012, 13:01
QUOTE
ინფექცია ყოფილა

რა ინფექციაა ეგეთი ჩირქოვანი მუწუკები როოო დააყარა?

Posted by: doctorman 24 Feb 2012, 14:39
ბავშვი არის 1 თვის, მას შემდეგ რაც დანამატი მივეცით კლიზმის გარეშე ვერ გადის გოგოებმა დაწერეს ფორუმზე, რაღაც ფრანგული წამალი არისო, რომელიც არეგულირებს კუჭში გასვლას და იქნებ დამიწეროთ?

Posted by: Galo 24 Feb 2012, 15:28
QUOTE
დამატებამდე რას ჭამდა? თუ პრობიოტიკებით გამდიდრებულ საკვებს ყველაფერი გასაგებია

ძუძუს მხოლოდ,დამატება 5,5თვიადან მივეცი.

Posted by: ninoeqimi 24 Feb 2012, 16:25
Galo
წყალს სვამსბავშვი? და როგორ წყალს? ძალიან ხშირად გადადუღებულ წყალს სვამს, ან ბევრი პედიატრი წყლის ნაცვლად სხვადასხვა ჩაის ურჩევს. ბოთლის წყალი მაგალითად ბაკურიანი, რომელიც გაწმნდილია ძალიან კარგად აწესრიგებს კუჭის მოქმედებას

Posted by: tlikina 24 Feb 2012, 16:48
ninoeqimi
მე ჩვეულებრივ ონკანის წყალს ვასმევ ბავშვს დაბადებიდან, არ უნდა ვასმევდე? sad.gif

Posted by: aitea 24 Feb 2012, 17:43
თვენახევრის ჩვილი მყავს და უჭირს კუჭში გასვლა,არადა შეკრული არ არის მაინცდამაინც,პედიატრმა ოყნა დაგვინიშნა ,მაგრამ არ მინდა ხშირად გამოვიყენო.მეცოდება, ისე კი უშველა რომ ვცადე.

თქვენ რას მირჩევთ?

Posted by: teo25 24 Feb 2012, 17:59
ninoeqimi
QUOTE
teo25
საქმე იმაშIა, რომ 200 გრამი მოიმატა თუ 500 დიდად არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ბავშვი მოცემულ მომენტში აკმაყოფილებს თუ არამისი ასაკისათვის განკუთვნილ წონის კრიტერიუმს, ეს კრიტერიუმები საკმაოდ დიდ ვარიაციებშI მერყეობს, ამიტომ მე როდესაც წონის დეფიციტზე ვლაპარაკობ მაქვს შესაბამისი ცხრილი, სადაც ვსვამ ბავშვის დაბადების თარიღს, სქესს და წონას და სიმაღლეს და თუ ბავშვი ზის ამ მონცემეში წონის დეფიციტზე არ ვლაპარაკობ. ეს მარტო ჩემი კაპრიზი არ არის, ასე იქცევა დღეს მსოფლიოში ყველა ექიმი. შესაძლოა გარკვეული მიზეზით ერთ თვეში ბევრი მოიმატოს, მეორეში ცოტა. რაც შეეხება ჰემოგლობინს ეს მისი ასაკის ნორმის ქვედა ზღვარია, მითუმეტეს თუ შრატის რკინა არ გაქვთ განსაზღვრული და ერითროციტები არ იცით რამდენია ანემიაზე ლაპარაკი საერთოდ არ არის გამართლებული. რაც შეეხება იმას, რომ არ ჭამს, ალბათ აძალებთ და მერე აპროტესტებს. ზომა, ცონა, დაბადების თარიღი გამომიგზავნეთ პირადში, თუ წონის დეფიციტი არ არის და მერე მე უწამლო რეკომენდაციებს მოგცემთ და ნახავთ თუ ყველა წამალზე უკეთ არ უშველის.
Galo

მე სხვა შეკითხვა დაგისვით yes.gif

Posted by: ninoeqimi 24 Feb 2012, 18:18

teo25
ამ დროს სუნთქვა ხომ არ უხშირდება?

Posted by: blblbl 24 Feb 2012, 18:20
aitea
ძუძუზე გყავს? .

Posted by: aitea 24 Feb 2012, 18:49
blblbl
შერეულ კვებაზეა. ძუძუ და ჰიპი

Posted by: ninoeqimi 24 Feb 2012, 19:04
aitea
თუ შეკრლი არ არის ოყნა რად უნდა?

Posted by: Galo 24 Feb 2012, 19:13
QUOTE

ninoeqimi

მე არ მიპასუხებთ??? მესმის რომ ბევრი დრო არ გექნებათ,მაგრამ მაინც...

Posted by: blblbl 24 Feb 2012, 19:23
Galo
გიპასუხა უფრო სცორად კითხვა დაგისვა

QUOTE
Galo წყალს სვამსბავშვი? და როგორ წყალს? ძალიან ხშირად გადადუღებულ წყალს სვამს, ან ბევრი პედიატრი წყლის ნაცვლად სხვადასხვა ჩაის ურჩევს. ბოთლის წყალი მაგალითად ბაკურიანი, რომელიც გაწმნდილია ძალიან კარგად აწესრიგებს კუჭის მოქმედებას


Posted by: tasikotasiko 24 Feb 2012, 21:15
3 ზე მივეცი 4 წლის ბავშვს ამბრობენეს სიროფი და 9 ზე სახეზე გამოაყარა,წამალმა მისცა რეაქცია?თუ სხვა რამსე დააბრალო ?

Posted by: Galo 24 Feb 2012, 22:37
QUOTE
წყალს სვამსბავშვი? და როგორ წყალს? ძალიან ხშირად გადადუღებულ წყალს სვამს, ან ბევრი პედიატრი წყლის ნაცვლად სხვადასხვა ჩაის ურჩევს. ბოთლის წყალი მაგალითად ბაკურიანი, რომელიც გაწმნდილია ძალიან კარგად აწესრიგებს კუჭის მოქმედებას

წყალი პირველად მივეცი დაახლოებით 6თვის რომ გახდა,უფრო სწორედ ჰიპის კამის ჩაი. მაინც და მაინც არ სვამს, იშვიათად 100მლ, უფრო ხშირად 50მლ-ს ან საერთოდ არა. ბაკურიანი არ მიმიცია.... ისე უფროსს კი ვაძლევდი და ამას რატომღაც არა... ხვალ მივცემ, მადლობთ! )))

Posted by: Free Aquarius 24 Feb 2012, 23:36
QUOTE (ninoeqimi @ 23 Feb 2012, 16:52 )
Free Aquarius
ბავშვის ასაკი?

10 თვისაა

Posted by: ninoeqimi 25 Feb 2012, 18:17
წყალი საუკეთესო საშუალებაა შეკრულობის სამკურნალოდ, გადადუღებული წყალი და ჩაი არ არის საკმარისი,, მთლად ონკანის წყალი მაინც ჩვენს დროში საშიშია, მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, ბოთლის წყალი კი მიკრობიოლოგიურად უფრო საიმედოა ანუ მავნე ბაქტერიები დახოცილია,

Posted by: aitea 25 Feb 2012, 19:08
ninoeqimi
ძალიან არ არის შეკრული, მაგრამ კუჭში ვერ გადის თავისით ბოლო 2 კვირაა. იჭინთება და აწუხებს.
გაზგამყვან მილს ვახმართ.
ლინექსი მირჩიეს და თქვენ რას მეტყვით?
* * *
წყალიც ვცადე, მაგრამ არ მოსწონს...

Posted by: tako44 26 Feb 2012, 00:19
aitea
ულტრაბიოტიკი ვასვი ჩემსას 10 დღე და მეტ-ნაკლებად გამოუსწორდა მგონი. ორ დღეში ერთხელ თავისით გადის კუჭში. მაგრამ წყალსაც ვასმევ ხოლმე, არადა არც ერთ პედიატრს არ უთქვამს, რომ წყალი უნდა მიმეცა კუჭის შეკრულობის პროფილაქტიკისთვის, აქ წავიკითხე ეხლა. მე ჩემი სურვილით ვაძLევდი მაინც smile.gif ნუ ჰიპის ჩაის, მაგრამ მაინც წყალია რაა.
აი მინერალური წყალი არ მიმიცია ნამდვილად.

Posted by: matsatsuna 26 Feb 2012, 01:53
tako44
ულტრაბიოტიკს მეც ვასმევდი და ძაან კამკოფილი ვარ
* * *
რომელი თვიდა უნდა ბრუნდებოდეს ბავშვი თავისით?

Posted by: Galo 26 Feb 2012, 08:50
QUOTE

აი მინერალური წყალი არ მიმიცია ნამდვილად.

მინერალურზე არაა ლაპარაკი!!! სუფთა,გაწმენდილი წყალი,უგაზო!

Posted by: nuciko74 26 Feb 2012, 12:53
ninoeqimi
QUOTE
დამატებამდე რას ჭამდა? თუ პრობიოტიკებით გამდიდრებულ საკვებს ყველაფერი გასაგებია

ნინო ექიმო, ამ პრობიოტიკებს, პრებიოტკებსა და კომბიოტიკებს შორის რა სხვაობაა? თუ არ შეწუხდებით, იქნებით უფრო დეტალურად ამიხსნათ რა, საერთოდ რა არის ეს ზემოჩამოთვლილი ნივთიერებები, არაა სასარგებლო? რატომ შედის მაშნ თითქმის ყველა საკვებში და როგორ უნდა მოვიქცეთ? მადლობა წინასწარ

Posted by: narita 26 Feb 2012, 20:20
ბავშვის გაცივებიდან(სიცხეებიტ და ხველებით) რამდენი დრო უნდა გავიდეს სისხლის, შარდის ანალიზის და ეხოს შედეგებზე გავლენა რომ არ ქონდეს? ანტიბიოტიკი არ მიუღია, 5 წლისაა, დღეს გაციებიდან მეხუთე დღეა, სიცხე აღარ აქვს მაგრამ კიდევ ახველებს, ანალიზები სხვა რაღაცისთვის გვჭირდება და სასურველია ჯანმრთელ მდგომარეობაში გავაკეთოთ.

Posted by: mushroom11 26 Feb 2012, 21:27
გამარჯობათ ხვალ ხდება 8 თვის და მაინტერესებს დამოუკიდებლად ბავშვი როდიდან ჯდება? დიდად არ მოსწონს დაჯდომა ერთი 10 წამი ზის თავისით და მერე ეცემა.

Posted by: tlikina 26 Feb 2012, 21:30
mushroom11
მე როგორც ვიცი 7 თვიდან,თუმცა ყველა ერთნაირი ხომ არაა, თუ არ სიაომმვნებს ჯერ ჯდომა ნუ დააძალებ და თავისით დაჯდება როცა მოუნდება smile.gif

Posted by: tako44 26 Feb 2012, 22:31
Galo
ისა და სუფთა გაწმენდილი წყალი რომელია აბა? smile.gif გაზიანი რომ არაა საჭირო, ეგ ვიცი smile.gif

Posted by: ninoeqimi 27 Feb 2012, 12:22
mushroom11
7თვის ბავშვი უნდა იჯდეს უსაყრენოდ 30 წამის განმავლობაში, თუ 7 თვის ვერ ზის, მაშინ უკვე ნევროლოგის კონსულტაციაა საჭირო

Posted by: ninoeqimi 27 Feb 2012, 12:33
nuciko74
პრებიოტიკი არის გარკვეული ნივთირებები, რომლებიც არ მოინელება ორგანიზმის ფერმენტული სისტემის მიერ, არ გადამუშავდება, არ შეიწოვება კუჭნაწლავის ტრაქტის მიერ, მაგრამ ხელს უწყობს კუჭნაწლავის ჯანსაღი მიკროფლორის (ბიფიდობაქტერიები, ლაქტობაქტერიების) ზრდას. ეს ბაქტერიები აუცილებევია კუჭ ნაწლავის ტრაქტის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. პრებიოტიკებია ფრქტოოლიგოსაქარდები და გალაქტოოლიგოსაქარიდები.
პრობიოტიკები არის კუჭნაწლავის ტრაქტის არაპათოგენური მიკროორგანიზმები, რომლების აუცილებელია კუჭნაწლავის ტრაქტის მოქმედებისა და საჭმლის მონელებისათვის, ასევე სხვა მაგალითად თავდაცვითი ფუნაქქციის განსახორციელებლად. პრობიოტიკებია ბიფიდობაქტერიები, ლაქტობაქტერიები, მათ შეიცავს ულტრაბიოტიკი, ლინექსი, ბიოსტაბილი, ლაქტო ჯი, ლაციდოფილი და კიდევ უამრავია ბაზარზე.
კომბიოტიკი პრებიოტიკისა და პრობიოტიკის კომბინაციააა.

Posted by: irinka-ira 27 Feb 2012, 13:06
მყავს 4 წლის გოგონა ამ ბოლო დროს საშინლად გაღიზიანებული და აგრესიოლია. ვეღავ ვუგვარებთ... smile.gif ყველაფერზე ტირის... მგონი სპეციალისტი გვჭირდება ხო?

Posted by: irinka-ira 27 Feb 2012, 13:10
მყავს 4 წლის გოგონა ყელის პრობლემა გვაქვს ხოლმეე. როგორც კი მიციბდება მაშინვე არანორმალურ ხველას იწყებს, რაიმე იმუნიტეტის ასამაგლებელი მირჩიეთ რაა. ბრონხომუნალი მიცემული, შედეგი არ გვქონია.. პოლიოქსიდონი დავალევინეთ 20 დღე და ცოტა თითქოს გვიშველა

Posted by: ninoeqimi 27 Feb 2012, 13:21
irinka-ira
სანამ ექიმს მიმართევთ, მიზეზი გარემოში მოძებნეთ, რა შეიცვალა ბავშვის ცხოვრებაში და გარემოშIმას მერე, რაც ასეთი გახდა?

Posted by: irinka-ira 27 Feb 2012, 13:39
ninoeqimi
თითქოს არაფერი... ყველაფერი ჩვეულებრივ მიდის...

Posted by: Galo 27 Feb 2012, 15:01
QUOTE
ისა და სუფთა გაწმენდილი წყალი რომელია აბა?  გაზიანი რომ არაა საჭირო, ეგ ვიცი

))))) ბაკურიანი არისო კაიო!!! )))))

Posted by: natinati77 27 Feb 2012, 16:37
მყავს 10 თვის ბიჭი, ღამე ისედაც არ უყვარდა ძილი, მაგრამ ამ ბოლო დროს ძალიან აურია,შუაღამეზე ძალიან ტირის,თან თითქოს ადგომას ცდილობს,არადა თვალები დახუჭული აქვს,ძალიან ვნერვიულობ,ნევროლოგთან მყავდა და არაფერი ჭირსო,თითქოს კბილს ვაბრალებდი მაგრამ ამოუვიდა და იგივე გრძელდება,რისი ბრალი შეიძლება იყოს?

Posted by: mushroom11 27 Feb 2012, 16:52
tlikina
ყველა მაგას მეუბნება როცა მოუნდება მაშინ დაჯდებაო, რომ ტრიალდება თავისით ნახევრად ჯდება ხელზე ეყრდნობა ცოტახანი არის ესე და მერე ტრიალდება . დამოუკიდებლად რომ ვსვამ რამოდენიმე წამი ზის და მერე ვარდება.

ninoeqimi
რომელ ნევროპატოლოგს მირჩევდით?

Posted by: narita 27 Feb 2012, 18:31
QUOTE (narita @ 26 Feb 2012, 20:20 )
ბავშვის გაცივებიდან(სიცხეებიტ და ხველებით) რამდენი დრო უნდა გავიდეს სისხლის, შარდის ანალიზის და ეხოს შედეგებზე გავლენა რომ არ ქონდეს? ანტიბიოტიკი არ მიუღია, 5 წლისაა, დღეს გაციებიდან მეხუთე დღეა, სიცხე აღარ აქვს მაგრამ კიდევ ახველებს, ანალიზები სხვა რაღაცისთვის გვჭირდება და სასურველია ჯანმრთელ მდგომარეობაში გავაკეთოთ.


მეც მიპასუხეთ რა, ძალიან მჭირდება

Posted by: nuciko74 27 Feb 2012, 19:38
ninoeqimi
QUOTE
პრებიოტიკი არის გარკვეული ნივთირებები, რომლებიც არ მოინელება ორგანიზმის ფერმენტული სისტემის მიერ, არ გადამუშავდება, არ შეიწოვება კუჭნაწლავის ტრაქტის მიერ, მაგრამ ხელს უწყობს კუჭნაწლავის ჯანსაღი მიკროფლორის (ბიფიდობაქტერიები, ლაქტობაქტერიების) ზრდას. ეს ბაქტერიები აუცილებევია კუჭ ნაწლავის ტრაქტის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. პრებიოტიკებია ფრქტოოლიგოსაქარდები და გალაქტოოლიგოსაქარიდები.
პრობიოტიკები არის კუჭნაწლავის ტრაქტის არაპათოგენური მიკროორგანიზმები, რომლების აუცილებელია კუჭნაწლავის ტრაქტის მოქმედებისა და საჭმლის მონელებისათვის, ასევე სხვა მაგალითად თავდაცვითი ფუნაქქციის განსახორციელებლად. პრობიოტიკებია ბიფიდობაქტერიები, ლაქტობაქტერიები, მათ შეიცავს ულტრაბიოტიკი, ლინექსი, ბიოსტაბილი, ლაქტო ჯი, ლაციდოფილი და კიდევ უამრავია ბაზარზე.

ანუ სასარგებლო ნივთიერებებია,არა? უბრალოდ ეს შეკითხვა დამებადა, თქვენი პასუხიდან გამომდინარე,წინა გვერდზე მგონი, პრობიოტიკებით გამდიდრებულ საკვებთან დაკავშირებით, და ჩაგეკითხებით თუ შეიძლება, არაა საჭირო პრობიოტიკებით ან პრებიოტიკებით გამდიდრებული საკვების მიცემა? უშლის კუჭ-ნაწლავის შემდგომ დამოუკიდებელ ნორმალურ ფუნქციონირებას?თუ რაღაც ვერ გავიგე?smile.gif

Posted by: tako44 27 Feb 2012, 19:38
Galo
მერე "ბაკურიანის" წყალი მინერალურ წყლებში არ გადის? wink.gif wink.gif უგაზო მინერალურს ვგულისხმობ ანუ smile.gif და პირველ პოსტშიც ეგ ვიგულისხმე wink.gif

Posted by: UshNo 27 Feb 2012, 20:25
კითხვა მაქვს ესეთი:

3 წლის ბავშვს აუცილებელია თუ არა ქონდეს ერექცია დღის განმავლობაში? დილით შესამჩნევად გამაგრებული აქვს ხოლმე და დღის განმავლობაში აღარ, მეუბნებიან თითქოს უნდა ქონდეს რეფლექსი შEხებაზე, მე რაგაც სისულელე მგონია, ექიმისთვისაც არ მიკიტხიხავს. არის ამაში რამე შესაშფოთებელი? ხო იმას დავამატებ რომ პამპერსი სანამ ეცვა უფრო ხშირად ქონდა

Posted by: ninoeqimi 28 Feb 2012, 14:36
nuciko74
ამის შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა, ესპაგანის რეკომედაციებით პრობიოტიკიანისაკვები შესაძლოა ბავშვმა მიიღოს მხოლოდ მცირე დროით, იმ შემთხვევაში თუ ავადმყოფობის ან ანტიბიოტიკოთერაპიის შემდეგ რაიმე სახის მონელებითი პრობლემები გაუჩნდა. ევროპაში მაგალითად რძემჟავა ნარევები საერთოდ არ იყიდება და არ იყენებენ, მოსკოვშI მთელი მაფია ტრიალებს და ყველაბავშვი დაბადებიდან რძემჟავა ნანზე ყავთ, პრებიოტიკებს რაც შეეხება გერმანელი მეცნიერები თვლიან, რომ 6 თვემდე არ არის სასურველი ბავშვს ხელოვნურად მივცეთ პრებიოტიკი, ორგანიზმმა ჯობია თავად მოაძლიეროს თავისი ფლორა (ჯანმრთელ ბავშვზეა საუბარი). თუმცა აქაც ისევე როგორც სხვა ბევრ საკითხზე ჩვენს ქვეყანაშI არ არის ერთგვაროვანი მიდგომა, ზოგი ექიმი უნიშნავს პრობიოტიკიან საკვებს, ზოგი თავს იკავებს, ერთიანი სტანდარტი არ არსებობს.
ჩემი პირადი აზრია, რომ უმჯობესია 6 თვემდე პრებიოტიკასაგან თავი შევიკაოთ, მაგ პრონციპით შევარჩიე ჩემი შვილის საკვებიც. რასაც 6 თვემდე ჭამდა არც პრებიოტიკს შეიცავდა და არც პრობიოტიკს, ეს იყო ომეგა3 და ომეგა 6 ცხიმოვანი მჟავებით გამდიდრებული ჰიპოალერგიული ნარევი.
* * *
ზოგადად ორი სიტყვით რომ გითხრათ, ორგანიზმისათვის არაფერი არ არის სასურველი და სასარგებლო, რაც იწვევს მისადმი მიჩვევას და დამოუკიდებლად გამომუშავებას უშლის ხელს, დავიწყოთ სიგარეტით, ალკოგოლით, ნარკოტიკებით და დავასრულოთ ამ შემთხვევაშI პრობიოტიკებით.
tako44
მინერალურშI არ გადის ბაკურიანი, პირიქით, წყალი, რომელიც ბავშვთა კვებისთვის არის რეკომენდირებული, ყოველთვის დაბალმინერალიზებულია, თირკმელი რომ დაიცვას გადატვირთვისაგან, ბაკურიანს აწერია რეკომენდირებულია ბავშვთა კვებაში გამოსაყენებლადო

Posted by: didi bege 28 Feb 2012, 20:58
გამარჯობა ყველას

ჩემს 2 თვის გოგონასთან დაკავშირებით რამდნიმე კითვა მინდა დავსვა:
პირველი ის რომ ძალიან ხშირად იყურება ზემოთ და ხანდახან ენასაც ყოფს (იშვიათად) შეიძლება ეს რაიმეს სიმპტომი იყოს?
მეორე, ძუძუს ჭამის დროს ძალიან ხშირად ადასცდება ხოლმ რძე და ლამის გაგუდოსხოლმე sad.gif ჭამის შემდეგ რომ ამოაქაფეს, დავიდდება და ჩაიძინებს, რამდენიმე ხნის შემდეგ იწყევს კივილისმაგვარ ხმის გამოცემას და თითქოს იგუდება, სუნთქვა უჭირს, ამოისუნთქებს, წაიტირებს და ძილს აგრძელებს, როცა ფხიზლადაა ასეთ ხმებს მაშინაც გამოსცემსხოლმე და ძალიან ვაშინებს, გვეჩვენება ამ დროს რომ სუნთქვა უჭირს sad.gif
და მესამე ის რომ სახე აქვს გამონაყარი და პედიატრმა დიათეზი აქვსო, იგვე გამონაყარი გაუცნდა ორი დღეა მუხლზეც, დაუნიშნეს ბოლაინის საპონი, ძალიან მაინტერესებს მეძუძური დედა ასეთ დროს რის ჭამას ნდა მოერიდოს?

Posted by: nuciko74 28 Feb 2012, 21:00
ninoeqimi
DIDI მადლობა ამომწურავი პასუხისათვის
* * *
ninoeqimi
ჰიპოალერგიულ ჰიპზე რა აზრის ხართ?ომეგა 3 და 6 ამასაც აწერია და კიდევ კომბიოტიკი. და თქვენ მგონი ჰუმანას იყენებთ არა? და რომელს? საქმე იმაშია,რომ ჩემი დაბადებიდან ძუძუზეა, 4თვისას დაგვჭირდა 1დღით დამატება(მე არ ვიყავი სახლში) და მივეცით პრეჰიპი,რადგან I შვილზე ჰიპი კარგად ვიხმარე, მაგრამ სახეზე გამოაყარა წითლად, ამიტომ ვცადე ჰიპოალერგიული ჰიპი, რომლის გემო სასტიკად არ მოეწონა და არ მიირთმევს. ახლა 1კვირაში 5თვის ხდება, მე 2კვირაში სამსახურში გავდივარ, დავუწყე ჩვეულებრივი ნესტლეს წიწიბურას ფაფა, რომელიც ნორმალურად მიიღო, მაგრამ ფაფისა და ბისტნეულის გარდა ჩემს მოსვლამდე 1კვება ალბათ კიდევ დაჭირდება და საგონებელში ვარ ჩავარდნილი, რა მივცე. თქვნს აზრს საერთოდ ძალიან ვაფასებ, ვიცი, რომ ეს საკითხი არ განკუთვნება თქვენ უშუალო სპეციალიზაციას, მაგრამ იქნებ მაინც მირჩიოთ რამე?მადლობა წინასწარ

Posted by: ESCADA 28 Feb 2012, 21:15
.......
პედიატრიულის ცხელი ხაზის ნომერი ხომ არ იცით ვერ ვიპოვე......

Posted by: nuciko74 28 Feb 2012, 21:16
ninoeqimi
დამავიწყდა მეთქვა, რომ ბავშვი არის ჯანმრთელი მთლიანობაში, დაბადებიდან ჰქონდა რეფლუქსის პრობლ;ემა, თვენახევრის გასინჯა რცხილაძემ, 3თვიდან ეს რეფლუქსის პრობელმა შემცირდა, მაგრამ მთლიანად არ მოხსნილა დღემდე, თუმცა რა შედარებაა. ამჟამად იწონის 8,100კილოს, სიგრძე-64 სმ. დაიბადა 50 სმ, 3,700. და AR საკვები ასეთ შემთხვევაში შეიძლება, როცა ალერგიის შემთხვევაა?და თუ კი, მას რომელს მირჩვედით?

Posted by: narita 28 Feb 2012, 21:29
nuciko74

შეიძლება შეგეკითხო? რეფლუქსი როგორ დაუდგინეს? ან ხომ არ იცი რა დიაგნოსტიკის მეთოდებს მიმართავენ საქართველოში? და თქვენ ბავშვს ალბათ თავისით შეუმცირდა ხო?

Posted by: irinka-ira 28 Feb 2012, 22:31
კარგი ნევროლოგი მირჩიეთ რაა smile.gif .

Posted by: tlikina 28 Feb 2012, 22:42
irinka-ira
Gია მელიქიშვილი

Posted by: irinka-ira 28 Feb 2012, 22:51
tlikina
რომელ კლინიკაშია?
ან იქნებ საკონტაქტო ნომერი მომწეროთ?


Posted by: nuciko74 28 Feb 2012, 23:18
narita
QUOTE
nuciko74

შეიძლება შეგეკითხო? რეფლუქსი როგორ დაუდგინეს? ან ხომ არ იცი რა დიაგნოსტიკის მეთოდებს მიმართავენ საქართველოში? და თქვენ ბავშვს ალბათ თავისით შეუმცირდა ხო?

დიაგნოსტიკა არ ჩაუტარებით, ყველა ჭამის შემდეგ ამოსდიოდა საჭმელი უკან, მუდმივად ვერტიკალურ მდგომარეობაში მეჭირა პრაქტიკულად,დავაწვენდი, თუ არა, 5წუთის შემდეგ ეწყებოდა ამოსვლა, იწვა დახრილზე, ჭამის შმედეგ დიდხანს მეჭირა ვერტიკალურად, ამოაქარვებდა, მ,აგრამ არაფერი არ შველოდა. ძალიან ბევრი არა, მაგრამ ხშირად ამოსდიოდა, თუმცა მატება ძალიან კარგი ქონდა წონაში, I თვეში 2კილო მოიმატა. ასეთ შემთხვევაშიო, როგორც ამიხსნეს, და წაკითხულიც მქონდა, მედიკამენტოზური ჩარევა არაა საჭირო, ასაკის მატებასთან ერთად, 4-5თვიდან, როცა უფრო მყარ საკვებზე გადავა, თავისით გაივლისო. და მართლაც, სხვა საკვებზე გადასვლამდეც, სადღაც 3 თვიდან შემცირდა, თუმცა ბოლომდე-არა, მაგრამ რა შედარებაა წინა პერიოდთან. თქვენ არ ხართ საქართველოში?
ESCADA
სასწრაფო "პედიატრს" გულისხმობ? 253 06 06, 218 22 11

Posted by: narita 29 Feb 2012, 00:40
nuciko74

უი, მე საშარდე გზების რეფლუქსი მეგონა და მაგის სეშახებ მაინტერესებდა, თქვენნაირ შემთხვევაში მეც წავიკითხე რომ თავისით Gადადის, წარმატებებს ვუსურვებ პატარას.

Posted by: tlikina 29 Feb 2012, 09:58
irinka-ira
მედიქლაბ ჯორჯიაშია, ცოტა ძვირი კია, 60 ლარი ღირს ვიზიტი, სხვა კლინიკაშიც თუ არის არვიცი, 599111133
2251991 ეს მედიქლაბის ნომერია

Posted by: irinka-ira 29 Feb 2012, 10:06
tlikina
გაიხარე, დიდი მადლობა შემოგევლე smile.gif .

Posted by: Blur 29 Feb 2012, 11:27
mushroom11
9თვის რომ მყავდა პედიატრთან მაშინ გამომკითხეს რასაც უნდა აკეთებდეს აუცილებლად ის ქცევები, ერთერთი მათ შორის იყო დამოუკიდებლად ჯდომა. თუ სწორად მახსოვს 8თვის იყო ჩემიც კი იჯდა, მაგრამ შეიძლება წაყირავებულიყო უცებ, მალევე სადღაც1-2 კვირაში გამოასწორა და 1 თვეში სიარული დაიწყო მერე biggrin.gif მგონი საშიში არ უნდა იყოს.
* * *
tlikina
QUOTE
მედიქლაბ ჯორჯიაშია, ცოტა ძვირი კია, 60 ლარი ღირს ვიზიტი,

მედიქლაბმა ვიზიტი გააძვირა? აქამდე 50 არ ღიდა?

irinka-ira
QUOTE
კარგი ნევროლოგი მირჩიეთ რაა 

ჩემმა პედიატრმა ორი ნევროპათოლოგი გვირჩია ერთი გია მელიქიშვილი და მეორე ნანა ტატიშვილი-დიღმის ბავშვთაში. მე არ მყოლია წაყვანილი არ დაგვჭირდა, მაგრამ სადაც გავიკითხე ყველგან ძალიან აქეს ორივე

Posted by: tlikina 29 Feb 2012, 12:15
Blur


დეკემბერში მყავდა და ეგრე გადავიხადე,მეც მომეწონა გია და ყველა აქებს ისედაც

Posted by: maco_maco_1986 29 Feb 2012, 17:07
ninoeqimi
გამარჯობათ ნინო ექიმო... ჩემი ბიჭი5 თვის არის ეხლა დაუნისნეს ფაფები გამაგიჯა არაფრიტ არ ჭამს არც მანამდე ყვარებია ჭამა რძეს სულ ძილსჰი ვაჭმევდი მაგრამ ეს სამი დღეა აღარც რძე უნდა და არაფერიsad.gif(( როგორ მოვიქცე აგარ ვიცი იქნებ მირჩიოთ რამეsad.gif((((

Posted by: aitea 29 Feb 2012, 21:01
გამარჯობა.
ჩვილი ბჟირდება და ოქსიფორი დაუნიშნა პედიატრმა, მაგრამ შედეგი არაა ჯერჯერობით.
ისე მირჩიეს სული შეუბერეთ, ან თავდაღმა დაიჭირეთ მაგ დროსო და რამდენად გამართლებულია?
* * *
nuciko74
ამ ნომრებზე პედიატრის მომსახურეობა ტელეფონითაა შესაძლებელი, თუ გამოძახებით?

Posted by: natinati77 29 Feb 2012, 21:39
QUOTE
ისე მირჩიეს სული შეუბერეთ, ან თავდაღმა დაიჭირეთ მაგ დროსო და რამდენად გამართლებულია?

სული არ შეუბერო , მაგ დროს უარესია ჰაერს ვერ იღებს,მე მასწავლეს წარბებს შორის აუწიეო თითებით,ეს ,,ეთოდი ამართლებს ჩემ შემთხვევაში

Posted by: basti-bubuuu 1 Mar 2012, 00:03
თრომბოციტოპენია (102) 3 თვის ბავშვში რას უნდა ნიშნავდეს.კლინიკური გამოხატულება არ აქვს.დანარჩენი ანალიზში ყველაფერი რიგზეა.მიტხრეს რომ აპარატით დათვლილი ხშირად შეცდომააო?

Posted by: aitea 1 Mar 2012, 00:17
natinati77
ჰო, ეგ მეც ვიფიქრე. ნახშიროჟანგია ამოსუნთქვისასა და არამგონია უშველოსთქო.
წარბებს შორის აწევა საჭმლის გადაცდენისას ვიცოდი...
მადლობა.

ისე, პრეპარატის მიღება აუცილებელია ჩაბჟირებისას, თუ თავისით გაუვლის?

Posted by: natinati77 1 Mar 2012, 10:30
QUOTE

aitea

ჩაბჟირება საშიში არააო,ნინო ექიმაც დაწერა,რა ხნისაა ბავსვი?ჩემა ეხლა დაიწყო გაბრაზებაზე.10 თვისაა ჩემი

Posted by: ninoeqimi 1 Mar 2012, 15:01
irinka-ira
თქვენს შემთხვევაში ალბათ ფსიქოლოგი უფრო გჭირდებათ, ნევროლოგი ან არაფერს არ დაგინიშნავთ და ფსიქოლოგთან გადაგამისამართებთ (თუ პატიოსანი ექიმი შეგხვდათ) ან დაგინიშნავთ დამამშვიდებელს და თუ მიზეზი არ მოგვარდა, როგორც კი წამლის კურსს ჩაამთავრებთ იგივე დაიწყება, ამიტომ ჯობია ექიმის ვიზიტისათვის განკუთვნილი თანხა პირდაპირ ფსიქოლოგისათვის გამოიყენოთ
didi bege
თუ ბავშვი ნევროლოგური შეფასებით კარგია,ანუ გასინჯვით პრობლემა არ გამოვლინდა, მაშინ ენის გამოყოფა და გადაცდენა და ზემოთ ყურება არანაირი პრობლემის მიზეზი არ შეიძლება იყოს, გადაცდენას რაც შეეხება სწორი კვების ტაქტიკით მინიმუმამდე შეამცირებთ და 2 თვისათვის სულ გაუვლის

Posted by: ninoeqimi 1 Mar 2012, 15:19
nuciko74
დავიწყოთ იქედანმ რომ რასაც თქვენ რეფლუქსს ეძახით თითქმის ყველა მეორე ბავშვს აქვს და ეს არის ბავშვის ანატომიური თავისებურებით განპირობებული, კუჭს აქვს ვერტიკალური დგომა და მცირე ნაწილს იღებს ბავშვი ჭამიდან რამოდენიმე ხნის შემდეგ. ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ თუ ბავშვი წონაშI კარგად მატულობს აუცილებლობა მისი ანტირეფლუქსურ საკვებზე გადაყვანის ნამდვილად არ არის, აქ ერთი ძალიან მარტივი მეთოდი დაგეხმარებათ, შეამციროთ 1 ჯერზე მიღებული საკვების რაოდენობა და კვებათაშორისი შუალედები. რაც შეეხება ჰიპოალერგიულ ნარევს ის ძალიან უგემურია, ამიტომ გემრიელ საჭმელს მიჩვეული ბავშვი მას არ ჭამს. ფირმას არა აქვს მნიშვნელობა, ყველა ჰიდროლიზატი უგემურია, მათ შOრის ჰუმანაც. ჰიპზე ცუდს ვერაფერს ვერ გეტყვით, უზარმაზარიბავშვთა კვების კომპანიაა, უბრალოდ მე როგორც გითხარით არ მომოწონს როდესაც საკვებშI პრობიოტიკია დამატებული, უმჯობესია ბავშვმა თავისი ფლორა თვითონ გააძლიეროს. ომეგა 3 და ომეგა 6 დღეს უკვე ბევრი ფირმის საკვებშია დამატებული. ანტირეფლუქსებშI არ არის ჰიდროლიზებული რძIს ცილა, ამდენად მე როგორც ვიცი მისი ალერგიული გამოვლინებების დროს გამოყენება არ არის რეკომენდირებული. მაგრამ ის რაც თქვენ მითხარით არ არის დიდიპრობლემა, ბავშვი წონაშI კარგად მატულობს, უბრალოდ გეთანხმებით დისკომფორტია დედისათვის, მუდმივი ყურადღება ჭირდება, რათა ამონაღები მასა არ გადაცდეს ბავშვს, მოგეხმარებათ ბავშვის გვერდზე დაწვენა, ასე ასპირაციისაგან დაიცავთ.
aitea
არაფერი არ გაუკეთოთ, თავი გვერდზე დაუდეთ და 1 წუთზე ნაკლებ დროში თავისით ამოისუნთქავს, უფრო დაწვრილებით წაიკითხეთ სტატიაში, ზემოთ დევს ლინკი

maco_maco_1986
რამოდენიმე დღე ფაფა საერთოდ არ გაუკეთოთ, მხოლოდ რძე შეთავაზეთ, ნუ დააძალებთ, რამდენიც უნდა იმდენი ჭამოს, შIმშილით თავს არ მოიკლავს ნამდვილად. შემდეგ სხვა ბურღულის ფაფა მოსინჯეთ, მაგალითად ბრინჯის, შესაძლოა წიწიბურას გემო არ მოწონს და დაძალებით უფრო გააღიზიანებთ

basti-bubuuu
გააკონტროლეთ ანალიზი ჰემატოლოგიის ინსტიტუტში

Posted by: Galo 1 Mar 2012, 21:41
QUOTE
თრომბოციტოპენია (102) 3 თვის ბავშვში რას უნდა ნიშნავდეს.კლინიკური გამოხატულება არ აქვს.დანარჩენი ანალიზში ყველაფერი რიგზეა.მიტხრეს რომ აპარატით დათვლილი ხშირად შეცდომააო?

პურპურა ჩემსას დაუდგინდა 2 თვის ასაკში, აცრის მერე.... თრომბოციტები ერთეულები ჰქონდა, ჰემატოლოგიაში ვიწექით. ძალიან წვრილ-წვრილი ჩაქცევები გაუჩნდა პირის ღრუში, მერე სახეზეც და სხეულზეც. ჰორმონებით მკურნალობდნენ. ეხლა კონტროლზე ვართ, ყველაფერი კარგადაა ღვთის წყალობით!.. ჩემი აზრით, ყველაზე კარგი იქნებოდა, იაშვილში წასულიყავით კონსულტაციაზეც და სისხლის ანალიზზეც. ანალიზი 20 ლარი ღირს, ხელით ითვლიან და კონსულტაცია ჰემატოლოგთან 30 ლარი, განყოფილების უფროსთან - 50 ლარი.
მომწერეთ როგორ იქნება ბავშვი, ძალიან მაინტერესებს! ჯანმრთელობას გისურვებთ!

Posted by: irinka-ira 1 Mar 2012, 22:10
ninoeqimi
დიდი მადლობა კარგი რჩევისათის...

Posted by: aitea 2 Mar 2012, 00:36
natinati77
7 კვირისაა.

ninoeqimi
გმადლობთ. მოვძებნი ლინკს...

Posted by: basti-bubuuu 2 Mar 2012, 00:37
Galo

მე აცრის წინ გავუკეთე ანალიზი.სისხლჩაქცევები არ აქვს.მითხრეს რომ აპარატი ხშირად არასწორ პასუხს იძლევა თრომბოციტებისასო.ერთ კვირაში გადავუმოწმებ

Posted by: Galo 2 Mar 2012, 09:19
QUOTE
მე აცრის წინ გავუკეთე ანალიზი.

აცრის წინ მეც გავუკეთე ანალიზი...

Posted by: nuciko74 2 Mar 2012, 13:01
ninoeqimi
დიდი მადლობა პასუხისათვის

Posted by: tlikina 2 Mar 2012, 17:22
ninoeqimi
გამარჯობა, შეგაწუხეთ ჩემი კითხვებით ,

ჩემი შვილი ძილში ხშირად ტრიალდება აქეთ-იქიტ, ხშირად იცვლის პოზას, ეს არაფერი,მაგრამ ზოგჯერ სიგანეზე მხვდება ხოლმე, ძირითადად თავით აწვება საწოლის თავს, ბოლომდე აქვს მიბჯენილი,ისე ძინავს, გუშინ კიდევ რო შევედი ,უკუღმა ეძინა, ანუ იმდენი უბოდიალია, შეტრიალებულა და ფეხების ადგილას ქონდა თავი,
ნორმალურია ასე ბოდიალი და წრიალი ღამე?
კი ცალკე ძIნავს ,მაგრამ რადიო ძიძა მიდევს თავთან და ძირითადად ვერ ვიგებ ამის წრიალს ხოლმე

Posted by: blblbl 2 Mar 2012, 17:30
tlikina
იციან მასე ბავშვებმა biggrin.gif ჩემი დეიდაშვილი რომ წვებოდა ჩემთან ხან ფეხები მეწყო თავზე ხან ზედ მეწვა lol.gif

Posted by: tlikina 2 Mar 2012, 17:52
blblbl
smile.gif))))) ჰაჰჰაა, ანუ მოსულა ეგეთები და არ ვინერვიულო smile.gif))

მადლობაა,გაიხარე

Posted by: blblbl 2 Mar 2012, 17:53
tlikina
აბა წარმოიდგინე რაღაც სიმძიმე რომ გაღვიძებს და ბავსვი გაწევს ზედ givi.gif

Posted by: tlikina 2 Mar 2012, 17:58
blblbl
smile.gif))))) საყვარელიიიი, თბილები რო არიან და ტიტველ ფეხებს რო გადებენ biggrin.gif

Posted by: ninoeqimi 2 Mar 2012, 18:58
tlikina
ეგარაფერია, ბავშვებმა იციან მოძრაობაა, მაგრამ ცალკე რომ ძინავს გადაიხდის და არ გაცივდეს smile.gif

Posted by: natinati77 2 Mar 2012, 19:00
QUOTE
მყავს 10 თვის ბიჭი, ღამე ისედაც არ უყვარდა ძილი, მაგრამ ამ ბოლო დროს ძალიან აურია,შუაღამეზე ძალიან ტირის,თან თითქოს ადგომას ცდილობს,არადა თვალები დახუჭული აქვს,ძალიან ვნერვიულობ,ნევროლოგთან მყავდა და არაფერი ჭირსო,თითქოს კბილს ვაბრალებდი მაგრამ ამოუვიდა და იგივე გრძელდება,რისი ბრალი შეიძლება იყოს?

ნინო ექიმო მიპასუხეთ თუ შეიძლება, დაკიდევ ერთი კითხვა მაქვს რამდენ გრამ წყალს უნდა სვავდეს 10 თვის ბავშვი

Posted by: tlikina 2 Mar 2012, 19:08
ninoeqimi
ეხლა ამ შემთხვევაში მართლაც გადახდილი დამხვდა,ისე რაღაცნაირი უცნაური ბავშVია, როგორ ახერხებს არვიცი,მაგრამ ეს საბანი სულ აფარია,როგორც არუნდა აცოცდეს ხოლმე საბანი მაინც ბოომდე გადაფარებული აქვს ხოლმე smile.gif
და ისე დავაკვირდი როცა გადაიხდის, წკმუტუნს იწყებს, თუ გავიგე ავდგები და დავაფარებ და ჩუმდება :L))


მადლობაააა

Posted by: aitea 2 Mar 2012, 23:12
aitea

7 კვირის ბავშვს რამდენი საათი უნდა ეძინოს დღე-ღამეში? ჩემსას დაახლოებით 15 საათი სძინავს და ცოტაა?

Posted by: khatia88 3 Mar 2012, 00:33
tlikina
ვაიმე facepalm.gif რაც მოძარობა დაიწყო და ტრიალი შეძლო იმის მერე დატანჯული არ. ახლა 2 წლის და 7 თვისაა, მაგრამ... უარესად წრიალებს. სულ მოძრაობს, აი სულ. გაუთავებლად, ხან სად წევს, ხან სად. საბანი ფორმალურად უდევს მარტო. გადახდილია მთელი ღამე. დამეფიცება ამ ბავშვს ჩემთვის ღამე არ გაუთენებინებია გაზების, ტირილის ან რამე მაგდაგვარის გამო. სამაგიეროდ იმის გულისტვის, რომ არ გამიცივდეს ზამთარში 100-ჯერ ვიღვიძებ ღამე. სამაგიეროდ ზაფხულში ამოვისუნთქებთ, ეყარნონ ტიტვლები :smile.gif)

Posted by: tlikina 3 Mar 2012, 01:15
khatia88

მეც ზაფხულს ველოდებიი,მართლა დავისვენებთ smile.gif)
რაკარგი ტიპები არიან ისე,ნეტა რას დაბოდიალობენ?smile.gif)
მეც შენსავით ვარ,გაზების გამო არც მე მითენებია, აი რაც შევამჩნიე რო იხდის ღამე, უფრო Xშირად მეღვიძებ

Posted by: z g a r b i 3 Mar 2012, 01:33
მე მაინტერესებს, 3 თვის ბავშვის აივანზე რომ დავაძინო ეტლში რა აზრის ხართ? ან ღია აივნის კარებთან - ოთახში.
დღე საერთოდ არ ძინავს ჩემსას, 10 წუთით თუ ჩაიძინებს, ბორგავს და ეღვიძება. თან ვერაა ხოლმე ხასიათზე ძილი რომ უნდა და ვერ იძინებს. ხოდა საკმარისია გარეთ გავიყვანო, ეძინება და ძინავს ტკბილად. ადრე ნახევარეი საათით გამყავდა მარტო. დღეს კაი ამინდი იყო და 1 საათი მყავდა აივანზე, არც გატოკებულა ისე ეძინა. მერე, რომ შემოვიყვანე და ვაჭამე, 2 საათი გადაბმულად დაიძინა. კარგა ხანია ამდენი ხანი არ უძინია.

და ეს უძილობაც რისი ბრალია ვერ ვხვდები, განიავებით ხშირად ვანიავებ.. სითბოში ძილი არ მოსწონს? biggrin.gif
ღამე კი ძინავს გადასარევად მაგრამ ჯამში მაქს. 9 საათი გამოსდის ძილი დღე-ღამეში. მე კიდევ მინდა მეტი ეძინოს. კარგია ძილი ბავშვის განვითარებისთვის

Posted by: khatia88 3 Mar 2012, 01:39
tlikina
აი ახლაც დავაწვინე თავის ლოგინში, ბრახუნის ხმა მომესმა, შევედი და ჩემ საწოლში აღმოვაჩინე. გადმოსულა. თან გგონია იღვიძებს მაგ დროს? ჰაერშივე სძინავს smile.gif)
კარგი ტიპები კი არა პანდასავით ამოღამებული ტვალებით დავდივარ smile.gif)

Posted by: tlikina 3 Mar 2012, 02:19
khatia88
ჩვენ ვიკითხოთ თორე ამათ კი სძინავთ მაინც smile.gif

Posted by: natinati77 3 Mar 2012, 11:51
QUOTE
aitea

ინდივიდუალურია ძილი,ჩემი 5 თვემდე საერატოდ არ იძინებდა შუადღეზე და ღამე ეძინა ასე თუ ისე,და რაც შუადღეზე იძინებს ღამე არ ძინავს

Posted by: matsatsuna 3 Mar 2012, 12:25
გამარჯობა ნინო ექიმო
ჩემმა ბიჭმა თაის ქანავი დაიწყო თითქოს არას მბობს მაგრამ რამეს რო უყურებს მაშინაც შვება და რამე საყურადღებო ხო არაა?

Posted by: aitea 3 Mar 2012, 16:41
natinati77
როგორ ხასიათზე? ჩემი ტირის ძირითადად.

Posted by: blblbl 3 Mar 2012, 17:02
z g a r b i
QUOTE
3 თვის ბავშვის აივანზე რომ დავაძინო ეტლში რა აზრის ხართ? ა

ქარი თუ არაა ძლიერი უკეთესიაც,რაც დიდხანს ეძინება ბავშვს ჰაერზე მით უფრო კარგია მისთვის smile.gif

Posted by: natinati77 3 Mar 2012, 18:20
QUOTE
aitea

კარგ ხასიათზე,ტირილით იშვიათად ტირის,უფრო ღამის საათებში,თან ძინავს

Posted by: ninoeqimi 4 Mar 2012, 12:53
natinati77
როდესაც ასე იღვი\ძებს დატირის ატირებულ ბავშVს ძილს ვერ შეაბრუნებინებ, უნდა გამოაფხიზლოთ ბოლომდე და ისე დააძინოთ თავიდან, წყალი შეთავაზეთ რამოდენიმეჯერ დღეშI და დალევს რამდენსაც უნდა იმდენს

Posted by: memevar 4 Mar 2012, 13:01
გამარჯობა ნინო ექიმო ჩემი პატარა 1.5 თვის ჯეერ ვერ ლაპარაკობს მარტო დედა მამა და კიდევ რამოდენიმე სიტყვა იცის ნტა(წყალი) და ა.შ.
ზოგჯერ რა უნდა ვერ გვაგებინებ ამის გამო ძალიან გაღიზიანებულია და უაზრდო ტირის ხოლმე sad.gif როგორ შეიძლება დავეხმარო? მეშინია ნერვები არ დაუზიანდეს : (

Posted by: ninoeqimi 4 Mar 2012, 13:36
memevar
ნერვები არ დაუზიანდება, რამენაირად მიხვდით რა უნდა და შეუსრულეთ ან სხვა რამეზე გადაუტანეთ ყურადღება

Posted by: natinati77 4 Mar 2012, 13:37
მადლობა ნინო ექიმო,უბრალოდ წყავს სვავს ბევრს ,ღამმე დაახლოებით 60გრ,მთელი დღის განმავლობაში 200 გრამამდე ადის,ცოტა მებევრა

Posted by: memevar 4 Mar 2012, 16:46
ninoeqimi
მადლობა ნინო ექიმო ეგრე ვშვებით ზუსტად smile.gif )))
* * *
tlikina
მეგონა მე ვწერდი ოღონდ იმ განსხვავაბით რომ ჩემი იხდის საბანს. მე გაზებზეც ვათენებდი და ეხლა საბანის დაფარებაზე biggrin.gif biggrin.gif
უძილო დავრჩი მგონი მთელი ცხოვრება sad.gif biggrin.gif

Posted by: tlikina 4 Mar 2012, 19:52
memevar
biggrin.gif ესეიგი მარტო ჩემი პრობლემა არ ყოფილა და ტყუილად ვინერვიულე smile.gif დროზე მოვიდეს ზაფხული და ჩვენც დავიძინებთ

Posted by: aitea 4 Mar 2012, 21:31
ჩვილის ნიკაპის და ფეხის კანკალი რისი ბრალია და რამდენად საშიშია?

Posted by: tako44 4 Mar 2012, 23:55
კითხვა მაქვს ასეთი, ჩვილს ხანდახან აღენიშნება ერთ ქუთუთოზე და ლამის წარბამდე შეწითლება, ანუ კაპილარები ემჩნევა მაგრად. და რისი ბრალი შეიძლება რომ იყოს? მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: tlikina 5 Mar 2012, 10:11
z g a r b i
3 თვის კიარა,დაბადებიდან რაც შეიძლება დიდხანს უნდა ეძIნოს ბავშვს ჰაერზე თუ კარგი ამინდია, ქარი თუარაა, თორე ყინვაშიც კი შეიძლება გარეთ გაყვანა

Posted by: DentalHouse 5 Mar 2012, 11:52
ჩემ შვილს რომელიც 1 წლის და 6 თვისაა აქვს ადენოიდების ოპერაცია გასაკეთებელი რა იცით ალტერნატივა თუ არის რამე რო ესეთ პატარას არ გავუკეთო ოპერაცია?

Posted by: blblbl 5 Mar 2012, 12:14
DentalHouse
QUOTE
1 წლის და 6 თვისაა აქვს ადენოიდების ოპერაცია გასაკეთებელი

3წლამდე ნორმალური ექიმი არ კიდებს ხელს ბავშვს,რადგან შეიძლება წლის ასაკში აღარ იყოს ამოსაჭრელი უკვე.ამიტომ კარგ ქირურგს ანახე.

Posted by: Toxic:) 5 Mar 2012, 15:24
ბავშტა დიეტოლოგს ხომ ვერ მირჩევდით, წლის და ექვსი თვის არის ჩემი შვილი, ძაან მოუკლო ჭამას.

Posted by: ninoeqimi 5 Mar 2012, 15:58
aitea
არ არის საშიში, 2 თვეზე გაუვლის
natinati77
წონაში როგორ მატულობს? შარდის გამოყოფა ადექვატურია?

Posted by: aitea 5 Mar 2012, 16:26
ninoeqimi
იმედია... 1 კვირაღა დარჩა 2 თვემდე.

ასეთ დროს გეგმიური აცრის გაკეთება არ შეიძლება?

Posted by: nukishvili 5 Mar 2012, 16:28
იცით რა მაინტერესებს ყელი მტკივა და მახველებს ,რაღაც გაციების წამლები დავლიე ჰერბექსი და ეგეთები .რამდნი დღე ნდა გავიდეს რომ ბავშვს ძუძუ ისევ ჩავუდო? 3 კვირის არის

Posted by: natinati77 5 Mar 2012, 20:10
შარდს თითქმის იმდენს გამოყოფს,და წონაში ბევრს ვერ იმატებს სიარული დაიწყო და იმას ვაბრალებ,ძალიან ბევრს დადის თან ძალიან აქტიურია.10 წუთი ერთ ადგილზე ვერ ჩერდება,

Posted by: matsatsuna 6 Mar 2012, 01:26
აცრა გავუკეთე ბავშვს ხოდა გაუსივდა და გაუმაგრდა.ვადებ რივანოლის საფენებს ცოტა გაუარა მაგრა სიწითლე და სიმაგრე კიდევ აქვს.არ ტკივა აცრიდან უკვე მე-5 დღეა

Posted by: Blur 6 Mar 2012, 16:03
nukishvili
სანამ აჭმევ იმ რძეს რას უშვები?

Posted by: Galo 6 Mar 2012, 16:05
ნინო ექიმო, ჩემს შვილს ძროხის ცილაზე აქვს ალერგია. შეიძლება თუ არა humana SL-გან მაწონი გავუკეთო??? ხაჭო??? 8თვისაა.

Posted by: ninoeqimi 7 Mar 2012, 16:30
natinati77
მაინც აჩვენეთ პედიატრს და გლუკოზა განსაზღვრეთ სისხლშI უზმოზე და ჭამიდან 2 საათის შემდეგ

Posted by: natinati77 7 Mar 2012, 20:16
მადლობა ნინო ექიმო ავუგე ანალიზი და 96 აქვს ჭამამდე და ჭამის შემდეგაც,არ მომატებია საერთოდ,საერთო ავუღე პროფილაქტიკისთვის და გემაგლობინი აქვს 64 და ლეიკოციტები 10,გემაგლობინს ასე დაბალს არ ველოდი sad.gif

Posted by: didi bege 8 Mar 2012, 10:12
ჩვენი პატარა 2 თვისაა და ბოლო დროს შევამჩნიეთ თითქოს სუნთქვა უჭირს, ხანდახან სუნთქვის დროს გამოსცემს ყივილის მსგავს ხმებს , თითქოსდა აყივლებსო, ემართება ძილშიც და ისეც, გარეთ სეირნობის დროსაც, ოდნავ სიომ თუ დაუბერა თითქოს ამოსუნთქვა უჭირს, ძუძუს ჭამის დროსაც გადაცდენები იცის. რისი ბრალი შეიძლება იყოს ?

პ.ს. უბნის პედიატრმა ამ სიმპტომების გამო დაუნიშნა კარტანი 3მლ(+2მლ წყალში გაზავებული) დღეში.

Posted by: ninoeqimi 8 Mar 2012, 22:21
Galo
სოიოს ნარევი გამოიყენება რძIს ცილის აუტანოლობის დროს, როდესაც ბავშვს იმ ფერმენტის დეფიციტი აქვს, რაც რძIს მონელებაში მონაწილეობს. ალერგიის გამო სოიოს ნარევს არც ერთი კვალიფიციური პედიატრი არ დანიშნავს, იმიტომ რომ თავისთავად საკმაოდ მძIმე საკვებია, განსაკუთრებით ბიჭებისათვის. რატო დაგინიშნათ ალერგიის გამო ექიმაა სოიო, მაშIნ როდესაც უამრავი ჰიპოალერგიული საკვებებია ბაზარზე. ღრმა ჰიდროლიზატებით დაწყებული და ნაწილობრივით დამთავრებული. არ ადგახართ სწორ გზას ჩემი აზრით. რა გამოკვლევა ჩაუტარდა ბავშვს?

Posted by: bachi1975 8 Mar 2012, 22:33
ჩემ შვილს ხმა აქვს ოდნავ ჩახლეჩილი და დრო და დრო ახველებს და თუ იცით 1.3 წლის ასაკში შეიძლება ისეთი საშუალებები მივცე როგორიც არის მაგალითად შაქარმოყრილი ხახვის წვენი, ან კარტოფილში რომ ჩაასხავენ თაფს და მერე იმ წვენს იღებენ ხველებისთვის

Posted by: Galo 8 Mar 2012, 23:45
QUOTE
რატო დაგინიშნათ ალერგიის გამო ექიმაა სოიო


ექიმს არ დაუნიშნავს, მე მინდოდა მაწონი გამეკეთებინა და აფთიაქში მირჩიეს (მაწონი არ გამოვიდა,არც ხაჭო)...

QUOTE
რა გამოკვლევა ჩაუტარდა ბავშვს?


არანაირი, უბნის პედიატრმა მითხრა რად გინდა ალერგოლოგიო, როცა ზუსტად იცი რომ რძის ცილაზე აქვს ალერგიაო... პირველად შევატყვე როცა ვინის რძიანი წიწბურა მივეცი, 6 თვის იყო, პირის გარშემო ჭინჭრის ციებასავით გამოაყარა და მალევე გაუარა, იმის მერე წყალზე ვუკეთებ ფაფებს.
კიდევ რამდენჯერმე მაწონი ვცადე 3-4 კოვზი და ისევ გამოაყარა.
საინტერესო ისაა, რომ გუშინ ძროხის რძე ავჭერი კალცით, მივეცი 2-3 კოვზი და არ გამოაყარა, ვაღარ გავიგე რა ხდება და როგორ მოვიქცე...
ბავშვი გოგოა, 8 თვის, ბუნებრივ კვებაზეა, დამატება 5,5 თვიდან მივეცი.

Posted by: nino_ninuciii 9 Mar 2012, 00:44
Galo
QUOTE
არანაირი

ძალიან ცუდი უნდა გამოიკვლიოთ
კოვზით კანზე ხო არ მოუხვდა საჭMელი?
ჩემსას მაწონი რომ ხვდება კანზე თუ ალევე არ მოვაშორე ეგ უღიზიანებს

Posted by: Galo 9 Mar 2012, 11:02
QUOTE
კოვზით კანზე ხო არ მოუხვდა საჭმელი?

ეგეც არის ალბათ...
QUOTE
ჩემსას მაწონი რომ ხვდება კანზე თუ ალევე არ მოვაშორე ეგ უღიზიანებს

როგორი სახის გაღიზიანებაა? მალე უვლის? მაწონს აჭმევთ მაინც?

Posted by: ninoeqimi 9 Mar 2012, 11:11
Galo
სოიო არის ბუნებრივი ესტროგენი, ანუ ქალის ჰორმონის მსგავსი მოქმედება აქვს, შესაბამისად იწვევს ბიჭებში წსტროგენიზაციას, არსებობს გარკვეული კვლევები, რომ მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე გარკვეულწილად, გოგონებში ხელს უწყობს ნაადრევ სქესობრივ მომწოფებას, შესაბამისად სოიოს ნარევი გამოიყენება ძალიან მკაცრი ჩვენებით, როდესაც ბავშვს აქვს არა ალექგია, არამედ რძიც ცილის აუტანლობა, დადასტურებული სერიოზული გამოკვლევებით და ამ შემთხვევაში ამ საკვების გამოყენებას აქვს სასიცოცხლო ჩვენება, ბავსვი მშIერი ხომ არ იქნება, ამიტომ ალტერნატივააა სოიოს ნარევი. თუ საქმე ალერგიასთან გვაქვს ამ შემთხვევაში უნდა მისცეთ ჰიპოალერგიული ფორმულა, რაც შეეხება ფაფას არსებობს ბაზარზე ურძეო ფაფები, რომელსაც მოამზადებთ იგივე ჰიოალერგიული ნარევი\თ. ცოტა რომ გაიზრება შესაძLოა აღარ ქონდეს ალერგია. ამიტომ მე გირჩევთ თქვენი უბნის პედიატრის გამონათქვამი სერიოზულ ექიმთან გადაამოწმოთ და ძალინ ფრთხილად მისცეთ სოიოს ნარევი ბავშVს

Posted by: nino_ninuciii 9 Mar 2012, 12:38
Galo
რამდენჯერმე დაემართა მარტო მაწონზე დაუწითლდა სახე და მერე რომ მოშორდა თეტრად დარჩა სულ ცოტა ხნით
მერე არარ ვაჭამე რამოდენიმე ხანი მერე კიდევ დაემართა და ბოლოს არარ ეხლა ჭამს ჩვეულებრივ.

Posted by: chaPPek 9 Mar 2012, 14:17
nino_ninuciii

ჩემსასაც იგივე პრობლემა აქვს, მაწვნის ჭამის მერე უწითლდება სახე, თუმცა ყოველთვის არა sad.gif 4 დღეა მაწონს აღარ ვაჭმევ საღამოს. ესეიგი შეიძლება უბრალოდ კანთან კონტაქტის ბრალი იყოს?

Posted by: nuciko74 9 Mar 2012, 15:05
Galo
QUOTE
საინტერესო ისაა, რომ გუშინ ძროხის რძე ავჭერი კალცით, მივეცი 2-3 კოვზი და არ გამოაყარა, ვაღარ გავიგე რა ხდება და როგორ მოვიქცე...

ხაჭოსმომზადების დროს, როცა რძე იჭრება, რძის ცილა იშლება ისეთ წვრილ მოლეკულებად, რომ მისი ათვისება ადვილად ხდება,ამიტომ ხაჭო უპრობლემოდ შეგიძლიათ მისცეთ, სახლში გაკეთებული სჯობს წლამდე სულ ცოტა

Posted by: cortex-amygdala 9 Mar 2012, 16:05
1 წლამდე ბავშვს პერიოდულად ულურჯდება ენა და ზედა ტუჩიც ოდნავ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი???

Posted by: Galo 9 Mar 2012, 16:06
QUOTE
ninoeqimi

უღრმესი მადლობა დეტალური პასუხისთვის!
სოიოს ნარევს არ მივცემ, მითუმეტეს რომ ძუძუს ჭამს და რძის "არარსებობას" მენიუში არ განიცდის! უბრალოდ მინდოდა რომ მაწონი ეჭამა...
* * *
QUOTE
ხაჭოსმომზადების დროს, როცა რძე იჭრება, რძის ცილა იშლება ისეთ წვრილ მოლეკულებად, რომ მისი ათვისება ადვილად ხდება,ამიტომ ხაჭო უპრობლემოდ შეგიძლიათ მისცეთ, სახლში გაკეთებული სჯობს წლამდე სულ ცოტა

კალცით აჭრილი ყოველდღიურად შეიძლება? მაინც რამდენი ჩაის კოვზე დღეში? ყიფლიბანდი აქვს ცოტა დიდი (8თვისაა) და ვიფიქრე კარგი იქნებოდა... პედიატრმა მითხრა ვიგანტოლი მიეციო, მაგრამ არ ვაძლევ, აწი მზიანი დღეები იქნება და მზეზე მეყოლება.

Posted by: blblbl 9 Mar 2012, 18:21
Galo
QUOTE
უბრალოდ მინდოდა რომ მაწონი ეჭამა...
* * *

წლამდე მაწონს თუ არ შეჭამს ბავშვი მისთვისვეა უკეთესი ასე რომ არ დაგწყდეს გული ამაზე smile.gif

Posted by: tako44 9 Mar 2012, 18:26
blblbl
ტრანსპორტში ამოვიდა ერთი გოგო, ამოიყვანა ბავშვი, 2 თვის და აჭამა მაწონი და ბრინჯის ნარევის ნარევი, ბავშვს ვეფერებოდი და ძალიან ამაყმა მითხრა, ასე ბუთქუნა მაგიტომაა, რომ ამაზე ვზრდიო და ფორმულები გაათახსირა და გაასწორა მიწასთან. ხმა არ ამომიღია, რომ კესარია ფორმულაზეა biggrin.gif biggrin.gif

Posted by: stich_27 9 Mar 2012, 18:43
ჩემი ბიჭი უკვე 7 წლისაა 3თვის რომ იყო მამამისის მეგობარს გადმოუვარდა ლოგინიდან თამაშის დროს , ძილის მიდრეკილება არ შემიმჩნევია. ყოველთვის აქტიური იყო მოუსვენარი . დღემდე ასეა ახლა უკვე 1 კლასშია სწავლის მხრივ არანაირი პრობლემა არ გვაკ მაგრამ კლასში არ ისვენებს დადის კლასში მასწავლებელი რასაც ეუბნება არ წერს დაუმორჩილებელია სიმართლე უნდა ვთქვა სახლშიც გვიჭირს მისი დამორჩილება და შიშიშ და მორიდების გრძნობაც საერთოდ არ გააჩნია მასწავლებელი გვირჩევს იქნებ ფსიქოლოგს აჩვენოთო, მირჩიეთ რამე როგორ დავიმორჩილო sad.gif sad.gif sad.gif sad.gif sad.gif sad.gif sad.gif

Posted by: _kutaiseli_ 9 Mar 2012, 21:34
იქნებ მეც მირჩიოთ:

ჩემი ლილე 1 თვისაა და დაბანის შემდეგ რა წავუსვათ? რამე მალამო ან ზეთი მირჩიეთ ხარისხიანი...

მადლობა წინასწარ

Posted by: ninoeqimi 9 Mar 2012, 21:38
didi bege
გადაცდენები არ არის პრობლემა, ცოტა მოიზრდება და გაუვლის, უნდა ეარჩიოთ ისეთი საწოვარა და ბოთლი ცოტა საჭმელი რომ ჩაუვიდეს, მაგამ გირჩევთ ბავშვი ჯო ენის ცენტრშI წაიყვანოთ და გულის ექო გაუკეთოთ.
stich_27
დაუჯერეთ მასწავლებელს, მიაკითხეთ გამოცდილ ბავშვთა ფსიქოლოგს

_kutaiseli_
მე ჩემს შვილზე მუსტელას ვხმარობ და ძალიან კმაყოფილი ვარ

Posted by: ninoeqimi 9 Mar 2012, 21:41
tako44
თქვენ 2 თვის ბავშვს მარშუტკაშI აიყვანთ და მითუმეტეს იქ აჭმევთ? ადამიანები სხვადასხვა ინტელექტის არიან და ამიტომ არავის არ უნდა მიბაძO არასდროს და იცხოვრო საკუთარი ცხოვრებით, მხოლოდ იმისი აზრი უნდა მოისმინო და გაანალიზების შემთხვევაშI გაითვალისწინო, ვინც კონკრეტულ საკითხზე შენზე სულ ცოტა კომპეტენტური მაინცაააა smile.gif თანაც ის ბავშვი ჯერ მხოლოდ 2 თვის იყო......

Posted by: _kutaiseli_ 9 Mar 2012, 23:05
ninoeqimi
QUOTE
მე ჩემს შვილზე მუსტელას ვხმარობ და ძალიან კმაყოფილი ვარ

ეგ მალამოა ასეთი თუ კრემი? მთელ ტანზე უნდა წავუსვა არა?

Posted by: tako44 9 Mar 2012, 23:47
ninoeqimi
ნუ ეგ კიდევ ცალკე შოკია, რომ 2 თVის ბავშვი მარშუტკაში ამოიყვანა, თან ვაგზალზე ხდება ეს ყველაფერი, ქარიან ამინდში biggrin.gif
პარკში ჰქონდა გახვეული ბოთლი და ამოაყოფინა საწოვარას თავი და გამოკვება ბავშვი, რომ გავშტერდი მისი შემხედვარე, იმიტომაც დავპოსტე აქ smile.gif
ხარჯიაო, ბავშვის ხელოვნურზე გაზრდაო. თუ ბავშვი ასეთ დონეზე ხარჯებთანაა დაკავშირებული, მაშინ ნუ გააჩენ საერთოდ smile.gif
თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, მე თავად მაწონზე ვარ გაზრდილი და არასდროს მქონია კუჭ-ნაწლავის პრობლემა smile.gif რამდენადაც ვიცი, ამის პრობლემას იწვევს პირველ რიგში.

Posted by: nino_ninuciii 10 Mar 2012, 00:00
tako44
QUOTE
ნუ ეგ კიდევ ცალკე შოკია, რომ 2 თVის ბავშვი მარშუტკაში ამოიყვანა

სხვა ყველაფერი ხო მაგრამ ეს რატოა შოკი?
ყველას არ აქვს საშუალება ტაქსებით ატაროს შვილი

Posted by: tako44 10 Mar 2012, 00:03
nino_ninuciii
2 თვის ბავშვის ვაგზლის მარშუტკაში აყვანა ჩემთვის პირადად შოკია, ქარში და უბედურებაში, პარკები და ნაგავი რომ დაფრინავს ჰაერში, შოკია და რა ვქნა? smile.gif
სუბიექტური აზრია smile.gif

Posted by: nino_ninuciii 10 Mar 2012, 01:10
tako44
ესე დადის ნახევარი საქართველო
ყველას არ აქვს მანქანებით სიარულის ფუფუნება
არადა წასაყვანი ტავს იქნებ ბავშვი?
ან თვითონაა წასასვლელი დ ვერ ტოვებს რავიცი ესე შორიდან გაკიცხვა ადვილია.

Posted by: temosabasdeda 10 Mar 2012, 09:22
QUOTE (nino_ninuciii @ 10 Mar 2012, 00:00 )
tako44
QUOTE
ნუ ეგ კიდევ ცალკე შოკია, რომ 2 თVის ბავშვი მარშუტკაში ამოიყვანა

სხვა ყველაფერი ხო მაგრამ ეს რატოა შოკი?
ყველას არ აქვს საშუალება ტაქსებით ატაროს შვილი

+1
მეც მაწონზე და ბრინჯს ნახარშზე ვარ გაზრდილი და არასოდეს მქონა კუჭის პრობლემაადრე არ იყო ეს ფორმულა და რთ გამოეკვებათ შვილები მათ ვისაც რძე არ ჰქონდა? მე ორვე შვილი ძუძუთი გავზარდე მაგრამ რომ არ მქონოდა რძე ნამდილად გამიჭრდებოდა ფორმულით გაზრდა ამიტომ შვილი არ უნდა გამეჩინა? არასწორი მიდგომაა ჩემი აზრით .

Posted by: ninoeqimi 10 Mar 2012, 09:32
_kutaiseli_
მუსტელას ყველაფერი აქვს, კრემიც, ზეთიც, საპონიც, პამპერსის კრეიმც, დასაბანი ლოსიონი ისეთი რბილი და კარგია აღარც ჭირდება არაფრის წასმა

Posted by: _kutaiseli_ 10 Mar 2012, 10:09
ninoeqimi
QUOTE
მუსტელა

სად იყიდება ეს? დღეს შემოვიარე პსპ, ავერსი, ჯპს და ნეოფარმი და არცერთს არ ჰქონდა...

Posted by: infuzoria 10 Mar 2012, 11:49
გამარჯობათ ნინო ექიმო,ამ დღეებში უყურებდი გადაცემას აუტიზმზე,ხოდა რავიცი საგონებელში ჩავვარდი,ადრეც ვამჩნევდი რომ ჩემი უმცროსი უფროსს ჩამორჩება ,მაგრამ მაინც სქესს ვაბრალებდი,უდფროსი -გოგოა ,უმცროსი -ბიჭი,ბიჭები ცოტა გვიან რომ იწყებენ განვითარებას ,კი ვიცი და ყველა ,რომ ინდივიდუალურია ,მაგრამ რაღაცა ნიშნები აღმოვაჩინე ,ხოდა ორი დრეა დავდივარ ვნერვიულობ ,მართლა საგანგაშო ხომ არ არის?

მოკლედ,ბავშვი არის 2 წლის-ბიჭი,ძირითადად ლაპარაკობს თავის გაუგებარ ენაზე,იცის 15 სიტყვა,არ იმეორებს სიტყვებს ,როცა მინდა რომ რამე ვასწავლო;არ იძახის ორ სიტყვიან წინადადებებს;არ რეგირებს როცა მოვმართავთ სახელით,თუ დაკავებულია;შეუძლია დიდხანს იჯდეს მანეჟში და მარტომ ითამაშოს ,როგორც კი შემოვდივართ ითხოვს ამოსვლას;ძირითადად კეთილგანწყობილია უცხოების მიმართაც,მაგრამ თუ რამეზე გაბრაზდა აგდებს ნივთებს,და ტირის "ღრიალით";განსაკუთრებით უყვარს ბორბლების ყურება,მათი დატრიალება,სათამაშოებით თამაშობს ,მაგრამ ბოთლები ,პულტები ,ქვაბები ურჩევნია.წიგნს ვერ უკითხავ-მართმევს და ხევს,ან ჩქარ -ჩქარა ფურცლავს.მე რომ მოვდივარ სახლში -უხარია,რომ ვჯდები მექაჩება -ადექიო,მივყავარ სადაც უნდა ,მაგრამ ,ვერ მეუბნება რა უნდა,ხელს იშვერს იმისკენ რაც უნდა;თვალებს ხშირად მარიდებს ,მე ვცდილობ ჩავხედო თვალებში და ის მარიდებს,მოფერება სიამოვნებს ძილის წინ,სხვა დროს მიშორებს,უყვარს ქაღალდების ხევა,ეს პროცესი ძალიან სიამოვნებს,სათამაშოებს ხშირად ისვრის,ხალს არ ესვრის,რაიმეს ამოიღებს მიზანში(მაგალითად ნაძვის ხესე სათამაშოს )და იმას ესვრის,რამეზე ,რომ ვუბრაზდები -იმ წუთას ჩერდება ,მაგრამ ,მერე -იმეორებს,ყველგან ძვრება და ყველაფერს ცდილობს (საგანს )ზიანი მიაყენოს,გატეხოს ,დახიოს ,გახსნას
ისე ძალიან მოქნილი და ფიზიკურადაც ჯანმრთელია,ძილთან და საჭმელთან დაკავშირებით არ გვაქვს პრობლემები

Posted by: cortex-amygdala 10 Mar 2012, 14:14
ვინც არ იცის რა არის გაჭირვება და არასდროს ყოფილა იძულებული ის გაეკეთებინა რაც არც თავად მოსწონს იმისთვის ალბატ ადვილია სხვისი განსჯა smile.gif მაგრამ მიუხედავად იმისა რომ მე პირადად არ მქონია ამის იძულება, მაინც ვერ გავბედავდი სხვის განსჯას ამ საკითხში, მით უმეტეს შვილის გაჩენაში .... მაპატიეთ შემთხვევით ჩავერთე ამ დისკუსიაში, მე მხოლოდ მაინტერესებდა ვინმემ მიპასუხა თუ არა ამ კითხვაზე :

QUOTE
1 წლამდე ბავშვს პერიოდულად ულურჯდება ენა და ზედა ტუჩიც ოდნავ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი???


Posted by: tako44 10 Mar 2012, 14:25
temosabasdeda
არავინ გამიკიცხავს smile.gif გავოცდი-მეთქი, მგონი აღვნიშნე smile.gif მე არ მითქვამს, რატომ ზრდის მაწონზე -მეთქი smile.gif მაწონზე რახან ზრდი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფორმულა უნდა გაათახსირო smile.gif მგონი ეგეც დავწერე smile.gif რახან ჩემი შვილი ფორმულაზე იზრდება, ამიტომ ნაკლებად ჯანმრთელია, ვიდრე მისი მაწონზე გაზრდილი შვილი ? რაღაცა არა მგონია smile.gif


nino_ninuciii
გაუმარჯოს მაშინ იმ ნახევარ საქართველოს, ვინს ბედავს და 2 თვის შვილი აჰყავს მარშუტკაში, მით უმეტეს ამდენი ვირუსი რომაა მოდებული ირგვლივ smile.gif
მე ვერ გავბედავდი.

პერო არც მე მაქვს შეყრილი biggrin.gif მაგრამ რავი, მგონია, რომ ასე თოთOს მარშუტკაში აყვანა, თან გააჩნია კიდევ ამინდს, ვერ გავბედავდი smile.gif
\ნინო ექიმმა მართალი დაწერა, სხვადასხვა ინტელექტის არიან ადამიანებიო. ვის როგორ რა war.gif

Posted by: matsatsuna 10 Mar 2012, 15:33
ინტელექტზე არაა ის რო ადამინს საშვალება არააქ ა-დან ბ-მდე ბავშვი ტაქსით წაიყვანოს და წამოიყვანოს.ჩემი სუბიექტური აზრია

Posted by: ninoeqimi 10 Mar 2012, 15:43
_kutaiseli_
მე ავერსში ვყიდულობა ხოლმე, დაახლოებით 2 კვირის წინ ვიყიდე მელიქიშვილზე,
ifuzoria
არაფერი არ ჭირს თქვენს შვილს, მისი ასაკისათვის დამახასიათებელი ქცევები აქვს smile.gif

Posted by: ninoeqimi 10 Mar 2012, 15:49
cortex-amygdala
კარდიოლოგს აჩვენეთ თუ ამას ამჩნევთ დატვირთვის შემდეგ, მაგალითად ჭამის დროს ან აქტირური თამაშIსას.
matsatsuna
თუ ბავშვის წაყვანა განსაკუთრებული აუცილებლობით არის განპირობებული და მითუმეტეს ტაქსის ფულიც არა აქვს არა მგონი მოინდომოს და თბილისში ერთი კეთილი მეზობელი ან ნათესავი ვერ იპოვოს, ვინც მანქანით წააყვანინებს ბავშვს ა-დან ბ-მდე. ესეც ჩემი სუბიოექტური აზრია smile.gif

Posted by: riosweetie 10 Mar 2012, 15:57
გამარჯობა. ჩემი პატარა 6 თვისაა და შეკრულობა აწუხებს. 5 თვიდან მივეცი დამატებითი საკვები მანამდე მხოლოდ ძუძუზე იყო. დამატებითი საკვები დავიწყეთ თუ არა თავის იჩინა შეკრულობამაც. ფაფებს საერთოდ ვერ იტანს. მარტო ბოსტნეულის და ვაშლის პიურეს ვჭამთ და მაინც ისევ ისეა. მაინტერესებს შავი ქლიავის ჩირის მიცემა თუ შეიძლება დაუშვათ ფაფასთან ერთად ამ ასაკში. ან როდიდან შეიძლება?

Posted by: matsatsuna 10 Mar 2012, 17:11
riosweetie
მეც ეგ პრობელემა მაქ.მარტო ძუძუ რო ვაჭამე ჩვეულებრივად გადიოდა კუჭში დღეში რამდეჯერმე მივეცი სუპ-პიურე და შეიკრა.
ninoeqimi
კი ეგეც არის smile.gif

Posted by: nino_ninuciii 10 Mar 2012, 17:45
ხანდახან მე მგონია რო სადღაც სხვაგან ვცხოვრობ smile.gif
QUOTE
ვინც არ იცის რა არის გაჭირვება და არასდროს ყოფილა იძულებული ის გაეკეთებინა რაც არც თავად მოსწონს იმისთვის ალბატ ადვილია სხვისი განსჯა
+1
ძალიან ბევრი ნიუანსია ძალიან ასე რომ ერთი ხელის არებით არ გვინდა შეშფოთება

Posted by: tako44 10 Mar 2012, 18:20
ninoeqimi
+1
nino_ninuciii
გაჭირვება საკმაოდ კარგად ვიცი რა არის smile.gif და ხელშემშლელი ფაქტორებიც ვიცი კიდევ smile.gif ზუსტად მაგის გამო არ ვაჩენდი შვილს კაი ხანი smile.gif
შესაშფოთებლად ჩავთვალე და ვთქვი და ნუ მოუწყობთ ხოლმე ადამიანს სასამართლოს იმის გამო, რომ რაღაცამ გააოცა smile.gif

ხალხი ეხოზეც არ დადის, ადრე სულ არ იყო ეხოო და ამდენი ფულის ყრა არაა საჭიროო, სამაგიეროდ სუფრების შლას არ იკლებენ ოჯახში და მაშფოთებს მე ეს ფაქტი და დამსაჯეთ ეხლა ამის გამო biggrin.gif
არ ჩანდა ის ადამიანი ისეთი კატეგორია, რომელიც მაინცდამაინც წუხდა იმის გამო, რომ ბავშვი მარშუტკაში ამოიყვანა, რომ მაწონს აჭმევდა, პირიქით, ამაყი იყო ამ ყველაფრით.
დავასრულე კამათი smile.gif უკაცრავად, რომ საკუთარი აზრი BL-ს დავუფიქსირე smile.gif

Posted by: matmatuna 10 Mar 2012, 18:32
nino_ninuciii
QUOTE
ძალიან ბევრი ნიუანსია ძალიან ასე რომ ერთი ხელის არებით არ გვინდა შეშფოთება

+1
იქნებ არც მანქანიანი ახლობელი ჰყავს,მარტოა ბავშვით და ვინ იცის, იქნებ სწორედ ნინო ექიმთან მიჰყავდა ბავშვი, რა ქნას? თუ ესეც ერთ-ერთი მიზეზია, თუ რატომ არ უნდა გააჩინო ბავშვი biggrin.gif და საერთოდ დაბადებიდან 6 კვირის შემდეგ უკვე თავისუფლად შეიძლება ჩვილის საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში გაყვანა + კონსტიტუციაც გვაძლევს ამის უფლებას, რომ ვირუსებისა და უმანქანობის პირობებშიც კი გავიხაროთ ჩვენი ცხოვრებით და ვისარგებლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით biggrin.gif

ისე, ექიმს პროფესიონალიზმის გარდა ადამიანების მიმართ შემწყნარებლობაც უნდა ახასიათებდეს. ჩემი სუბიექტური აზრია, რა საკვირველია smile.gif

Posted by: tako44 10 Mar 2012, 18:39
matmatuna
კონსტიტუცია არაფერ შუაშია საერთოდ smile.gif და მნიშვნელობა არ აქვს კიდევ, ნინო ექიმთან მიჰყავდა თუ სხვასთან smile.gif მგონია, რომ ბავშვზე ზრუნვა ყველას სხვადასხვანაირად ესმის და სადაო აქ და მით უმეტეს გასაოფებელი, არაფერი იყო მგონი.


Posted by: _kutaiseli_ 10 Mar 2012, 19:23
ninoeqimi
ახლა დავრეკე ცხელ ხაზზე და მარტო თბილისში გვაქვსო sad.gif

რა უნამუსობაა რა

Posted by: Galo 10 Mar 2012, 19:44
QUOTE
გამარჯობა. ჩემი პატარა 6 თვისაა და შეკრულობა აწუხებს. 5 თვიდან მივეცი დამატებითი საკვები მანამდე მხოლოდ ძუძუზე იყო. დამატებითი საკვები დავიწყეთ თუ არა თავის იჩინა შეკრულობამაც. ფაფებს საერთოდ ვერ იტანს. მარტო ბოსტნეულის და ვაშლის პიურეს ვჭამთ და მაინც ისევ ისეა. მაინტერესებს შავი ქლიავის ჩირის მიცემა თუ შეიძლება დაუშვათ ფაფასთან ერთად ამ ასაკში. ან როდიდან შეიძლება?

ჩემს შვილს ჰქონდა საშინელი შეკრულობა. რა აღარ ვცადეთ! ბოლოს ეს პრობლემა მოგვარდა სადღაც 10 დღის წინ, როცა დავამტავრეთ ფერმენტების და ლაქტულოზის მორიგი კურსი და ბოსტნეულის პიურეში პატარა ნაჭერი ჭარხალი დავამეტე! ყოველ დღე ვაძლევდი, ბოლო 2 დღეა არ მიმიცია და ყოველ დღე აქვს კუჭის მოქმედება, ხანდახან დღეში 2ჯერაც! მანამდე ფაფებითაც დავიწყეთ, ზეითუნის ზეთსაც ვამატებდი, ქლიავის პიურესაც ჭამდა, შავ ქლიავსაც და ყველაფერი უშედეგოდ! მიკროკლიზმებით გამყავდა კუჭში. როდესმე თუ მოუწესრიგდებოდა კუჭი, აღარ მეგონა!!!

Posted by: matmatuna 10 Mar 2012, 19:45
ifuzoria

რა ნაცნობი სიტუაციებია smile.gif ეს ყველაფერი ახასიათებს აუტისტებს, მაგრამ ნორმალურ ბავშვებიც არიან ასეთები. თამაშის დროს როგორ იქცევა, თU ატყობთ წარმოსახვის უნარი განვითარებული აქვს? ან სათამაშოების მწკრივზე დალაგება თუ უყვარს ზომისა და ფერის მიხედვით? ან ხელების უცნაური ქნევა თუ შეგინიშნავთ (თითქოს ფრთები აქვს და იქნევს)? თქვენს საუბარს, დიალოგს ხომ არ იმეორებს ექოსავით? უყურადღებობა ახასიათებთ პატარებს, ოღონდ "შუშის თვალები" მაინც განსხვავდება ჩვეულებრივი უყურადღებობისგან, შეგინიშნავთ რაიმე მსგავსი?

Posted by: tlikina 10 Mar 2012, 21:27
ninoeqimi
გამარჯობა, თუ შეგიძLიათ რომ იპასუხოთ, დღეს სანდრო (7 თვისაა )იჯდა საწოლზე თავისთვის და უცბათ ნერწყვი გადასცდა, (მგონი ბევრი დაუგროვდა),გაწითლდა,ცრემლები მოსდიოდა და თითქოს ვეღარ ამოისუნთქა,წამოახველა,გადმოუვიდა ნერწყვი და ისევ ვეღარ ისუნთწებდა, ასე გაუგრძელდა 1 წთ მაინც, მერე ჩვეულებრივად იყო,ვითომც არაფერი, საშიშია? ან ასეთ დროს როგორ უნდა მოვიქცე? მე წამოვაყენე უბათ ფეხე,მაგრამ მერე დავიბენი და აღარ ვიცოდი რა მექნა,სანამ თვითონმე არ ამოისუნთქა საბოლოოდ.

ისე შემჩნეული მაქვს ამ ბოლო დღეებშI ნერწყვ სცდება ხშირად.

მადლობა წინასწარ


Posted by: matsatsuna 11 Mar 2012, 00:51
Galo
ჭარხალსაცც ვუშვები და ზეითუნის ზეთსაც მაგარმ მაინც იკვრება

Posted by: taktakuna 11 Mar 2012, 11:46
ninoeqimi
ერთი თვისაა და ერთი კვირაა რაც გამოაყარა წვრილად სახეზე, შუბლზე, ყურების უკან. პედიატრთან კი მყავდა,მაგრამ არაა საშიშიო და მას მერე აყრის და აყრის ისევ და რა ვუშველო? წავიყვანო ისევ ექიმთან თუ იცის და გადაუვლის?
და კიდევ, ძუძუს ვერ ვაჭმევდი წამლებს ვსვავდი და არ შეიძლებოდა, ხელოვნურს მიეჩვია, მაგრამ ძუძუც რომ დავაწყებინე, ჭამს იმასაც, უბრალოდ ხელოვნურსაც ითხოვს, ვცდილობ ნაკლებად მივცე ხოლმე. ხან მთელი ღამე ძუძუს ჭამს, ხან საერთოდ არ იდებს პირში და აერია ჭამის გრაფიკი, რას მირჩევთ, ყოველ სამ საათში ძუძუ მივცე და თუ მომთხოვა ხელოვნურიც დავუმატო, თუ რა გავაკეთო? sad.gif არადა რძე მაქვს, გამოვიწველე და წყალწყალაც არ იყო.

Posted by: tuta_tuta 11 Mar 2012, 12:14
ვალერიანის ტაბლეტი დღეში რამდენი შეიძლებაა 2.9 თვის ბავშვისთვის

Posted by: niseti 11 Mar 2012, 13:59
ninoeqimi
ჩემს ვაჟს დაბადებიდან (საკეისროთი დაიბადა) აქვს პათოლოგია სათესლე ჯირკვლები არ ჩამოუვიდა. ჩვილი ორი კვირისაა. პედიატრმა მითხრა ერთი თვე ვაცადოთო. როგორ მოვიქცე მივიყვანო უროლოგთან მაინც თუ დაველოდო?მაინტერესებს თუ არის საშუალებები გარეგანი ჩარევის სანამ ქირურგიული ჩარევა დაჭირდება?

Posted by: nuciko74 11 Mar 2012, 14:33
Galo
QUOTE
კალცით აჭრილი ყოველდღიურად შეიძლება? მაინც რამდენი ჩაის კოვზე დღეში? ყიფლიბანდი აქვს ცოტა დიდი (8თვისაა) და ვიფიქრე კარგი იქნებოდა... პედიატრმა მითხრა ვიგანტოლი მიეციო, მაგრამ არ ვაძლევ, აწი მზიანი დღეები იქნება და მზეზე მეყოლება.

კი, შეიძლება.8 თვის ბავშვმა ყოველდღე უნდა მიიღოს 3ჩაის კოვზი ხაჭო, 1წლის შემდეგ - 2სუფრის კოვზი, სასურველია დილით, რადგან საღამოს უფრო ძნელი ასათვისებელია და თირკმელებს ტვირთავსო, მე ასე გამაფრთხილა პედიატრმა და ასე გავზარდე ერთი და მეორესაც იგივე პრინციპით ვაჭმევ, უბრალოდ ჯერ არ მივსულვართ ხაჭომდეsmile.gif რაც შეეხება ვიგანტოლს, მე მგონი აუცილებლად უნდა მისცეთ ზაფხულის თვეების გამოკლებით, 2 წლამდე აუცილებელია.
* * *
taktakuna
QUOTE
რას მირჩევთ, ყოველ სამ საათში ძუძუ მივცე და თუ მომთხოვა ხელოვნურიც დავუმატო, თუ რა გავაკეთო? sad.gif არადა რძე მაქვს, გამოვიწველე და წყალწყალაც არ იყო.

მე მგონი ძუძუ რაც შეიძლება ხშირად უნდა მისცეთ, ყოველგვარი გრაფიკის გარეშე, უფრო უკეთესადაც ჩადგება რძე, თუ არ ყოფნის, მაშინ დაუმატე ხელოვნური, მგონი პრეჰუმანა ურეჟიმოდაც შეიძლება რო მისცე, ასე აწერია კოლოფს

Posted by: blblbl 11 Mar 2012, 14:55
taktakuna
მიეცი ძუძუ რიცა მოუნდება და რამდენიც უნდა,რძე მოგემატება და აღარ მოითხოვს თანდათან ხელოვნურს

Posted by: taktakuna 11 Mar 2012, 15:11
QUOTE
პედიატრმა მითხრა ვიგანტოლი მიეციო, მაგრამ არ ვაძლევ, აწი მზიანი დღეები იქნება და მზეზე მეყოლება.

ჩემსასაც დაუნიშნა ექიმმა ერთი თვის ასაკში, ორი თვით და მივეცი უკვე, ჯობია მისცე მთლად მზის იმედად ყოფნას, თან დ ვიტამინი აუცილებელია.
nuciko74
blblbl
დამტანჯა ამ ბავშვმა, ვაძლევ ძუძუს როცა ატირდება ხოლმე, მაგრამ ხშირად პირს არ კიდებს საერთოდ, ხან კი კარგად ჭამს.უშუალოდ ჭამის პროცესში მოწოვს 5 წუთი და მერე იჭყანება და ტირის, მაგრამ თან აგრძელებს ჭამას, გამოვაცლი ხოლმე შესამოწმებლად და მოდის რძე, რაზე ბრაზდება ვერ ვხვდები.

Posted by: CAMPOLINA 11 Mar 2012, 15:20
გამარჯობათ

პატარა 3 თვის ბავშვი ენას სულ რაგაცნაირად ამოძრავებს "ახვანცალებს" არ აჩვენებს მეჩვენება რომ რაგაც ნერვული მოზრაობაა. ყურადღება ხომ აარ არის მისაკცევი ან რისი ბრალი შეიძლება იყოს?

Posted by: blblbl 11 Mar 2012, 15:28
Galo
QUOTE
პედიატრმა მითხრა ვიგანტოლი მიეციო, მაგრამ არ ვაძლევ, აწი მზიანი დღეები იქნება და მზეზე მეყოლება.

მერე რა ზაფხულამდე უნდა ასვა ვიგანტოლი საჭიროატითქმის ყველა ბავ/სვს ენისნება ეს წამალი ორ წლამდე ზაფხულის თვეების გამოკლებით,გაზაფხულის მზე საკმარისი რომ იყოს არ დაუნიშნავდნენ.როცა საქმე ასეთ რამეს ეხება თვიტნებურად რატომ იღებ გადწყვეტილბას?იცი რა საშიშია რაქიტი?

Posted by: Nanuka444 11 Mar 2012, 15:40
blblbl
QUOTE
ორ წლამდე

ნუ მაბნევ, მე ვიცი რომ 1 წლამდე უნდა ასვა.
ტასოსთვის არ მიმიცია ეს ზამთარი, ჩავთვალე რომ რახან 1 წელს გადასცდა, აღარ სჭირდება.
ნინო ექიმმა დაუნიშნა, რატომღაც მახსოვს რომ წლამდე ასვიო მითხრა, ზაფხულის თვეების გამოკლებით.

Posted by: Galo 11 Mar 2012, 15:42
QUOTE
თვიტნებურად რატომ იღებ გადწყვეტილბას?

თანამედროვე და მცოდნე ექიმები არ ნიშნავენ დ3-ს ძუძუს ბავშვებში და მზიან ქვეყნებში.

Posted by: temosabasdeda 11 Mar 2012, 15:49
QUOTE (Galo @ 11 Mar 2012, 15:42 )
QUOTE
თვიტნებურად რატომ იღებ გადწყვეტილბას?

თანამედროვე და მცოდნე ექიმები არ ნიშნავენ დ3-ს ძუძუს ბავშვებში და მზიან ქვეყნებში.

ჩვენი ქვეყანა არც ისე მზიანია აი თუნდაც დღეს კია მზე მაგრამ ამ ქარში გაიყვან პატარას გარეთ? ეს უფრო სამხრეთ ქვეყნებში არ ნიშნაენ სადაც თითქმის სულ მზეა ჩენ ამის ბედნიერება არ გვაქს .1 წლამდე აუცილებლად უნდა და საჭიროების შემთხვევაში 2 წლამდე ..რაც შეეხება ძუძუს აქ მართალია შედარებით დიდი რაოდენობით იღებს D ვიტამინს მაგრამ საკმარისად არაა

Posted by: blblbl 11 Mar 2012, 15:54
Galo
QUOTE
მზიან ქვეყნებში.

მერე ესეთი ქვეყანა ვართ? biggrin.gif
* * *
Nanuka444
ნუ წლამდე აუცილებელია მაგრამ ზოგი 2წლამდე ნისნავს ჩვენი:მზიანი:ქვეყნის გადამკიდე biggrin.gif ეგ უკვე პედიატრის გადასყყვეტია,1წლამდე აუცილებელია.

Posted by: matsatsuna 11 Mar 2012, 20:57
Galo
ჩემი ძუძუზეა და 4პედიართან მყავდა და ყველამ მითხრა რო D ვიტამინი უნდა მივცე წლამდე შსაძლოა 2წლამდეც.აუცილებელია რაქიტის პროფილაქტიკააა
http://pediatry.ge/index.php?page=124&lang=geo ნახე

Posted by: infuzoria 12 Mar 2012, 10:42
QUOTE
ninoeqimi

დავწყნარდი ცოტა smile.gif ,მადლობა
matmatuna
არა სათამაშოებს არ ალაგებს მწკრივში,ისვრის ,როცა მობეზრდება -ეხლა დაიწყო დახეული ქაღალდების ჩადება ჭიქაში და მორევა,ექო არ ავიცი ,მაგრამ ხან საერთოდ ელემენტარულ სიტყვას ვერ ვათქმევინებ და ცოტა ხნის წინ ისწავლა -"ბაჯბაჯა"-გამოთქმით და სუფთად,თან არავის არ უსწავლია ,და სულ მაგას იმეორებდა....
მე მგონი 3 წლამდე უნდა ვაცადო, მანამდე კი რაც შეიძლება მეტი ყურადღება მოვაქციო ,მეტი ვუკითხო,ვეთამაშო-ალბათ ესეც უშედეგოთ არ ჩაივლის:მანამდე ყველა უფროსზე ვიყავით გადაყოლილები,პატარას კიდე დააკლდა ყურადრება

Posted by: pam 12 Mar 2012, 18:13
ჩემი შვილი ძუძუთი კვებაზეა, გუშინ გადმოიღო ცხვირიდან რძე, საღამოს დაეწყო ხრუტუნი ხელს უშლის ჭამაში და სუნთქვაში, ჩავაწვეთე ფიზიოლოგიური ხსნარი, ცხვირის გასაცმენდითაც გავწმინდე, მაგრამ ყელიდან ცხვირში ადის ეს ხრუტუნი, ვერტიკალურად რომ არის შედარებით კარგადაა, მირჩიეთ როგორ მოვიქცე. დიდი მადლობა, ძალიან ვნერვიულობ.

Posted by: nuciko74 12 Mar 2012, 18:36
taktakuna
QUOTE
დამტანჯა ამ ბავშვმა, ვაძლევ ძუძუს როცა ატირდება ხოლმე, მაგრამ ხშირად პირს არ კიდებს საერთოდ, ხან კი კარგად ჭამს.უშუალოდ ჭამის პროცესში მოწოვს 5 წუთი და მერე იჭყანება და ტირის, მაგრამ თან აგრძელებს ჭამას, გამოვაცლი ხოლმე შესამოწმებლად და მოდის რძე, რაზე ბრაზდება ვერ ვხვდები.

რამხელაა? ალბათ უფრო გაზები აწუხებს, ჩემიც არ ჭამს დიდხანს, მაგას არ აქვს მნიშვნელობა, შეგიძლია ყოველ წამოტირებაზე მისცე, როცსა რამდენი უნდა, იმდენს შეჭამს, ისე ყური ხო არ აწუხებს?
* * *
pam
QUOTE
ჩემი შვილი ძუძუთი კვებაზეა, გუშინ გადმოიღო ცხვირიდან რძე, საღამოს დაეწყო ხრუტუნი ხელს უშლის ჭამაში და სუნთქვაში, ჩავაწვეთე ფიზიოლოგიური ხსნარი, ცხვირის გასაცმენდითაც გავწმინდე, მაგრამ ყელიდან ცხვირში ადის ეს ხრუტუნი, ვერტიკალურად რომ არის შედარებით კარგადაა, მირჩიეთ როგორ მოვიქცე. დიდი მადლობა, ძალიან ვნერვიულობ.

რამხელაა? ჩემსას დაბადებიდან სჭირდა ეგ სტრიდორი, სულ ახრუტუნებდა, შეშუპებული ჰქონდა ზედა სასუნთქი გზები, სადღაც 2კვირის მერე გაუარა, ახლაც ხშირად ემართება ხოლმე ცხვირის გაჭედვა, ფიზიოლოგიური ასხი ხშირად, არაფერი სანერვიულო არაა, სატუმბითაც გამოუწმინდე ხოლმე

Posted by: pam 12 Mar 2012, 19:35
nuciko74

სამი კვირისაა და გუშინ დაემართა ასე. გული მისკდება, ისე ვდარდობ. sad.gif

Posted by: khatia88 12 Mar 2012, 22:34
Galo
აუცილებლად უნდა მისცე ვიგანტოლი, ასე თვითნებურად გადაწყვეტა როგორ შეიძლება.
2 თვის ასაკიდან უნდა სვას დღეში 2 წვეთი, აპრილი_მაისი_ივნისი თითო წვეთი.
ივლისი, აგვისტო აღარ უნდა.
საქართველო არ არის ისეთი მზიანი მხარე, რომ გაზაფხულის თვეებმა აუნაზღაუროს დე ვიტამინი.

Posted by: ninoeqimi 13 Mar 2012, 15:07
CAMPOLINA
ეს ნორმალურია მაგ ასაკში
ifuzoria
4 წლამდე ვაცდით ხოლემ როგორც წესი ალაპარაკებას. უნდა სულ ელაპარაკოთ და ყველა ნივთზე სახლეიუმეოროთ, აუცილებლად ალაპარაკდებაsmile.gif

Posted by: ninoeqimi 13 Mar 2012, 15:30
blblbl
temosabasdeda
matsatsuna
ამ დროს პირიქითაა საქმე, საქართველო ზამთრის თვეებშI არ მიეკუთვნება მზიან ქვეყნებს, ამიტომ ძუძუს ბავშვებს ჭირდებათ აუცილებლათ, ექსკლუზიურად ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვებს, ანუ იმათ ვინც მხოლოდ ხელოვნურ ადაპტირებულ ნარევს ღებულობენ არ ჭირდებათ, ნარევი გამდიდრებულია ისედაც D ვიტამინით, ძუძუს რძეში კი არააა. სამხრეთის ქვეყნებშI სადაც წელიწადშI 10 თვე მაინცაა მზე არ ჭირდებათ, ჩვენც ასე ვუნიშნავთ ზაფხულის თვეების გამოკლებით, ზაფხულის თვეებია ივნისი, ივლისი და აგივსტო, ჯერ იქმდე 3 თვეა smile.gif

Posted by: matsatsuna 14 Mar 2012, 01:17
ჩემი ძუძუზეა და ვაძლევ ვიგანტოლს.

Posted by: fashion 14 Mar 2012, 06:05
გამარჯობათ ერთი შეკითხვა მაქვს პედიატრთან კონიუქტივიტს რა შველის რითი უმკურნლო?პატარა 5 წლის ბავშვს ჭირს.

Posted by: Galo 14 Mar 2012, 10:38
ჩემს შვილს 2 თვის რომ იყო,სექტემბერში დაუნიშნეს ვიგანტოლი, მაგრამ მხოლოდ 2ჯერ მოვასწარი მიცემა, აცრის მერე თრომბოპენიური პურპურა დაემართა და ჰემატოლოგმა მითხრა ჯერ ნურაფერს ნუ მისცემო. ეხლა კი იმიტომ არ ვაძლევ, რო რახიტის არანაირი ნიშანი არა აქვს - არ ოფლიანობს, კარგად ჭამს და 8თვის ასაკში გუშინ მე7 კბილი ამოუვიდა! )))

Posted by: kokro_china 14 Mar 2012, 13:29
გამარჯობათ

აუცილებელია თუ არა 2 თვის ბავშვი გადავიყვანო ჰუმანა პრე-დან ჰუმანა 1-ზე?

ასევე მაინტერესებს ერთ კვებაზე რამდენი გრამია რეკომენდებული ამ ასაკის ბავშვისთვის? 120-ვაძლევდი , მაგრამ არ ყოფნიდა. 150 რომ ჭამოს 4 საათიანი შუალედით ნორმაა? ასევე ჰუმანა ღამის რძე აუცილებელია ჩვრთო რაციონში და ღამის კვებაზე ეგ მივცე?

მადლობთ წინასწარ smile.gif))

Posted by: ninoeqimi 14 Mar 2012, 16:57
kokro_china
სულ არაა აუცილებელი, მე პირადად 8 თვემდე ჰუმანა პრეს ვაძლევდი, ახლა 10,5 თვისაა და ჯერ ისევ პირველს. შემდგომ კვებებშI კალორაჟი სახამებლის და სხვა ნახშირწყლების ხარჯზეა გაზრდილი, საწყის კვებებშI კი ცილა უფრო მეტია, მერჩივნა ცილა მიღო უფრო მეტი ვიდრე სახამებელი.

Posted by: aitea 14 Mar 2012, 20:44
ბავშვის კალთაში ჩაჯენა რომელი თვიდან შეიძლება?

Posted by: teo25 15 Mar 2012, 10:47
ninoeqimi
გამარჯობათ,
ჩემს პატარას პედიატრმა დაუნიშნა კლავომედი, რომლის მიღების შემდეგ დაემართა
ფაღარათი. 3 დღე ვასმევდი ანტიბიოტიკს, 2 დღეა შეუწყვიტე, ვასმევ ენტეროჯერმინას დღეში ერთხელ
და ენტეროლს დილა საღამოს 1/2. სვავს რეგიდრონს დღეში 250-400 გრამამდე.
მაინც ხშირად გადის კუჭში, თითქოს ცოტა შეეკრა,მაგრამ მაინც აჭრილივითაა.
მაინტერესებს რამდენ ხანში მოუწესრიგდება მოქმედება?
დღეს გახდა 7 თვის.

Posted by: aitea 15 Mar 2012, 20:43
რამდენი თვიდან შეიძლება ბავშვის კალთაში ჩაჯენა?

Posted by: blblbl 15 Mar 2012, 20:44
aitea
როცა დასვამ მაშინ biggrin.gif 6თვიდან სვამენ ხოლმე

Posted by: narita 15 Mar 2012, 20:46
ninoeqimi

ბავშვს შარდის ანალიზში აქვს მომატებული სისხლის ელემენტები(არ ვიცი ზუსტად როგორ ვთქვა, სისხლი აქვს შარდშიო ექიმმა), გაგვაგზავნეს ეხოზე, აღმოჩნდა ერთი თირკმელი გადიდებული. 5 წლისაა. მაინტერესებს ამის მერე საქართველოში რა დასკვნებს აკეთებენ ექიმები და როგორ აგრძელებენ გამოკვლევებს. ჩვენ ეხლა ვართ გამოკვლევის პროცესში და ეს პროცესი ძალიან არ მომწონს.
ბავშვს არანაირი ინფექციური დაავადება არ გადაუტანია, არც შარდში აღმოჩენილა ინფექცია.
სისხლის ანალიზი ჯერ არ გაგვისინჯია, შარდისაც პირველად ახლა შევამოწმეთ, 5 წლის ხდებოდა, ისიც იმიტომ რომ შევამჩნიე ამღვრეული იყო და ვუთხარი ექიმს. თუ ბავშვი ჯანმრთელია და არაფერი არ აწუხებს აქ ანალიზებს არ უმოწმებენ. ჩემსას ახლაც არაფერი არ აწუხებს.
ვიცი ეს თქვენი სფეროდან არაა მაგრამ იქნებ ზოგადად იცოდეთ, ექიმები ძალიან გვაშინებენ ,დახოცილები ვართ სახლში.

Posted by: aitea 15 Mar 2012, 20:47
დამოუკიდებლად დასმას არ ვგულისხმობ. ძუძუს წოვებისას რომ ჩავიჯინო კალთაში

Posted by: blblbl 15 Mar 2012, 20:51
aitea
არ ვიცი რა ჩასმას გულისხმობ მაგრამ ნებისმიერი დასმა ხდება 6თვიდან ასევე კალთაში ჩასმაც,ძუძუს კალთაში ჩასმულს ვერანაირად ვერ მოაწოვებ უნდა გადაიწვინო ხელზე.

Posted by: aitea 15 Mar 2012, 20:53
2 თვეზე მეტია ვაწოვებ და ვიცი ეგ, მაგრამ რომ წამოვაჯინო კალთაში ცოტა, მაგას ვგულისმხობ.
კარგი

Posted by: natinati77 15 Mar 2012, 21:24
6 თვემდე არ დასვა,ექიმიც არ გირჩევს,მე როგორც ამიხსნეს ხერხელის გულისთვის არ გირჩევთო

Posted by: tako44 15 Mar 2012, 21:52
aitea
მუხლზე ზის-წევს ხოლმე ჩემი შვილი, ანუ დაწოლილს რომ ვაჭმევ სცდება საკვები და იხრჩობა მერე,მთავარია ძალა არ დაატანოსო ფეხსო, ასე მითხრა პედიატრმა

Posted by: virginia 15 Mar 2012, 22:04
QUOTE (narita @ 15 Mar 2012, 20:46 )
ninoeqimi

ბავშვს შარდის ანალიზში აქვს მომატებული სისხლის ელემენტები(არ ვიცი ზუსტად როგორ ვთქვა, სისხლი აქვს შარდშიო ექიმმა), გაგვაგზავნეს ეხოზე, აღმოჩნდა ერთი თირკმელი გადიდებული. 5 წლისაა. მაინტერესებს ამის მერე საქართველოში რა დასკვნებს აკეთებენ ექიმები და როგორ აგრძელებენ გამოკვლევებს. ჩვენ ეხლა ვართ გამოკვლევის პროცესში და ეს პროცესი ძალიან არ მომწონს.
ბავშვს არანაირი ინფექციური დაავადება არ გადაუტანია, არც შარდში აღმოჩენილა ინფექცია.
სისხლის ანალიზი ჯერ არ გაგვისინჯია, შარდისაც პირველად ახლა შევამოწმეთ, 5 წლის ხდებოდა, ისიც იმიტომ რომ შევამჩნიე ამღვრეული იყო და ვუთხარი ექიმს. თუ ბავშვი ჯანმრთელია და არაფერი არ აწუხებს აქ ანალიზებს არ უმოწმებენ. ჩემსას ახლაც არაფერი არ აწუხებს.
ვიცი ეს თქვენი სფეროდან არაა მაგრამ იქნებ ზოგადად იცოდეთ, ექიმები ძალიან გვაშინებენ ,დახოცილები ვართ სახლში.

narita
სხვაგან მიიყვანეთ ბავშვი და ხელახალი ანალიზი ჩაუტარეთ,გადაამოწმეთ შარდის ანალიზი,2 ადგილას მაინც.იმედია არაფერია საშიში და არ ინერვიულოთ.

http://www.medrezept.ru/simptomi/1787-krov-v-moche.html

Posted by: ninoeqimi 16 Mar 2012, 11:39
aitea
ნახევრადმჯდომარე პოზიციაში, თუ ხერხემალი მიყრდნობილია დედის მკერდს პირველივე თვეებიდან შეიძლება

Posted by: ninoeqimi 16 Mar 2012, 11:46
narita
პირველ რიგში შარდის ანალიზი უნდა გადაამოწმოთ, თუ რამოდენიმე განმეორებით ანალიზში აღმოჩNდა სისხლი, მერე უკვე 24 სააის განმავლობაში შეაგროვოთ შარდი და ისე აიღოთ ანალიზი, ექოსკოპიაზე თუ გადიდებულია თირკმელი, მნიშვნელოვანია სისხლის ანალიზიც და შარდის ანალიზის სხვა პარამეტრებიც (ლეიკოციტები, ხვედრითი წონა, ცილა და ა.შ) თუ გამოირიცხება ინფექციური ნეფრიტი, რომელიც თავისთავად კარგი ვარიანტია, რადგანაც განკურნებადი დაავადედბაა, შემდეგ უკვე უნდა გაკეთდეს თირკმლის ბიოფსია და უფრო სერიოზული დაავადებები გამოირიცხოს. რომელ ქვეყანაში ხართ?
* * *
teo25
აუცილებლად უნდა გაუკეთოთ განავლის ანალიზი, შესაძLოა დაემთხვა ანტიბიოტიკს და ნაწლავური ინფექცია არ გამოგეპაროთ

Posted by: nuciko74 16 Mar 2012, 13:43
ხომ არ იცით ალერგოლოგების, მაია გოთუა (იაშვილში) და რუსიკო ქარსელაძე (პედიატრიის ინსტიტუტში) ტელეფონის ნომრები?

Posted by: tiko-tiko-tiko 16 Mar 2012, 14:07
მრავალჯერგანხილული პრობლემა გვაქვს. პედიატრმა ბავშვთა ქირურგს აჩვენე ჩუჩა არ გადადის და მარილები აქო.. (( სასტიკად არ მინდა და რატომღაც მჯერა რო ქირურგიული ჩარევის გარეშეც შეიძლება მოგვარება. ვინმეს ხო არ გქონიათ შემთხვევა რო მარილებს მოუარეთ წამლებით? და რომელ ექიმს მირჩევთ. გადასვლაზე კიდე ყველა ლიტერატურაში წერია რო 2 წლამდე არაა სავალდებულო ბოლომდე იწეოდეს. ეს ქირურგები სულ დანაზე არიან და არ მევასებიან biggrin.gif მოკლედ მირჩიეთ რამეე

Posted by: gvants 16 Mar 2012, 14:17
tiko-tiko-tiko
იაშვილში მიიყვანე_ ზაზა ძიძიგურთან, ჩვენც გადაგვამისმარეთეს ქირურგთან გადაწევაზე, მაგრამ ამ კაცმა არაფერი სჭიდებაო. მოკლედ, რეალურად გეტყვის, რა არის უკეთესი. თან, ორთოპედიცაა ეს კაცი და ამ მხრივაც შეხედავს.

Posted by: blblbl 16 Mar 2012, 14:29
tiko-tiko-tiko
ჩვენ გვქონდა ეგ შემთხვევა ჩემს დეიდაშვილზე კატეგორიულად არ გვინდოდა გადაწევა იმიტომ რომ უროლოგები ამას კრძალვენ და ძალიან კარგად აქვთ ახსნილი რატომაც.აქაური უსერის რჩევით დავიწყეთ ლოკოიდის წასმა,ზუსტად ერთ კირაში ნახევრამდე გადავიდა ყოველგვარი ძალდატანების გარეშე,ის ე.წ.მარილები კი როგორც ექიმი უწოდებდა ვეულებრივი ნადები აღმოჩნდა რომელიც სულაც არ ქმნის პრობლემას .ასე რომ დაუჯერე საკუთარ თავს არანაირი ქირურგი no.gif

Posted by: taplika 16 Mar 2012, 15:18
natinati77
QUOTE
6 თვემდე არ დასვა,ექიმიც არ გირჩევს,მე როგორც ამიხსნეს ხერხელის გულისთვის არ გირჩევთო

ჩემი 5-საა, მაგრამ მაინც ჯდება, ანუ კალთაში ჩავიწვენ თუ არა, ეგრევე ცდილობს წამოჯდომას და რომ არ ვაძლევ ამის საშუალებას, საშინლად ჩხუბობს და ტირის. ამაზე რას მეტყვით?

Posted by: matsatsuna 16 Mar 2012, 16:36
blblbl
ლოკიდი მალამოაა?
* * *
რა მაგარი რამე ვიკიტხე ტუ უსმევ მალამოა აბა რაა. biggrin.gif მეც მინდა ეგ რო ცავუსვაა აუცილებელია ექიმს ვკიტხო?
* * *
nuciko74
http://www.allergy.ge/ სიაოტი გოთუას კლინიკის

Posted by: blblbl 16 Mar 2012, 16:44
matsatsuna
არ ვიცი ჩვენ რომ ვკითხეტ არ უშველის გინდა თუ არა უნდა გავუჭრაო ჟიუტად იმეორებდა,ხოდა ექიმის გარეშე დავიწყეთ,ფაქტია რომ უშველა ლოკოიდი ჰქვია.არასწორად დავწერე იქ ჩავასწორებ.

Posted by: nuciko74 16 Mar 2012, 17:06
matsatsuna
QUOTE
nuciko74
http://www.allergy.ge/ სიაოტი გოთუას კლინიკის

ამ ცენტრშია მაია გოთუა? მე თვითონ იაშვილში მეგონაsmile.gif მადლობა

Posted by: narita 16 Mar 2012, 17:50
ninoeqimi

გმადლობთ პასუხისათვის, შარდის ანალიზი კი გავიმეორეთ, მაგრამ ჩვეულებრივი, დილის, იგივე შედეგი ქონდა, ინფექციური ნეფრიტი ეტყობა არაა, არანაირი ბაქტერია თუ ინფექცია არ ჩანს, აქ გვეუბნებიან რომ შარდი რაღაც მიზეზით ბრუნდება უკან თირკმელში(რეფლუქსი) და მიზეზის გამოსაკვლევად გვიშვებენ ცისტოგრამაზე, რისაც ძალიან მეშინია და უარს ვამბობ ჯერ-ჯერობით, უამისოდ კი არც ერთი უროლოგი ფაქტიურად არ გვღებულობს. უკვე 2 თვეა უთავბულოდ დავრბივართ ოჯახის ექიმთან, რომელიც ვერ დაგვეხმარება და პედიატრთან, რომელიც არ მომწონს, არ ვენდობი და შეცვლის უფლება არ მაქვს. სისხლის ანალიზის გასინჯვას მე თითონ ვწელავ, იმიტომ რომ უროლოგი ჯერ არ გვყავს და თუ ვეღირსეთ, მერე თავიდან არ მომთხოვოს-მეთქი,(აქ მარტო ვენიდან იღებენ სისხლს) რა ვქნა აღარ ვიცი, ისიც ვიფიქრე საქართველოში ხომ არ წავიდეთ მეთქი, კანადაში ვართ, მაგრამ ალბათ არაა კაი აზრი.


virginia

მადლობა გამოხმაურებისთვის, ჯერ-ჯერობით არაფერი სანუგეშო არ ჩანს, იმის გარდა რომ ბავშვს არაფერი არ აწუხებს.


Posted by: matmatuna 16 Mar 2012, 18:15
narita
QUOTE
(აქ მარტო ვენიდან იღებენ სისხლს)

როცა ბევრი სისხლია საჭირო, ყველგან ვენიდან აუღებენ... ცოტას იტირებს და დამშვიდდება მალე. და კანადიდან საქართველოში რატომ უნდა ჩახვიდე, იქ ანალიზის პასუხების გარეშე გაარკვევენ რამე? biggrin.gif და ცისტოგრამის რატომ გეშინია? ჯობია გამოკვლევა ბოლომდე მიიყვანოთ, რომ გაიგო რა სჭირს ბავშვს და თუ რამეა დროულად მიხედო, ვიდრე ნემსის კეთებისგან ან კათეტერის ჩადგმისგან გამოწვეულ ტკივილზე დაპანიკდე yes.gif


Posted by: blblbl 16 Mar 2012, 18:39
narita
ჩემი პირადი აზრით დროის გაწელვით ძალიან აშავებთ ნუღარ გადადებთ,მითუმეტეს რომ მტკივნეულ პროცედურებთან არ გაქვთ საქმე,ბავშვის ჯანმრთელობას ეხება საქმე და ასე გაჭიანურება როგორ შეიძლება?

Posted by: narita 16 Mar 2012, 18:45
matmatuna

ვაიმე, დაპანიკებული ვარ, თან ძალიან, სისხლის ანალიზს როგორ არ გავუსინჯავ, უბრალოდ ვცდილობ ბევრჯერ არ მოგვიწიოს, ცისტოგრამაზე კი საერთოდ ვერ წარმომიდგენია როგორ მივიყვანო, არც ნარკოზით არ აკეთებენ, თან ისეთი რამეა, ერთხელ არ ჯერდებიან, დროთა განმავლობაში კიდევ და კიდევ ითხოვენ ამ ტესტს, რომ ნახონ გამოსწორდა თუ არა. და ეს აქტიური, ხალისიანი და ბედნიერი ბავშვი როგორ უნდა ვაწვალო, არ ვიცი, 5 წლისაა, ყველაფერს ხვდება და ყველაფერი დაამახსოვრდებაsad.gif მოკლედ, მთელი ჩემი დარდები გადმოვალაგე, მაპატიეთsad.gif

Posted by: matmatuna 16 Mar 2012, 19:05
narita
როგორმე თავი ხელში აიყვანე 2kiss.gif უნდა მიიყვანო ექიმთან,გაუკეთოთ გამოკვლევა, რომ შენმა ბედნიერმა და ხალისიანმა შვილმა ასევე ხალისიანად გააგრძელოს ცხოვრება. რომ გაურთულდეს რაიმე ბავშვს? იფიქრე ამაზე. სისხლის აღებაზე და კიდევ სხვა რაღაცეებზე, არაფერი მოუვა, მერწმუნე... რამოდენიმე საათში თამაშშით იქნება უკვე გართული. ჩემს შვილს ვენიდან რომ უღებენ სისხლს, მე ოთახიდან გამოვდივარ... თუ არ შეგიძლია, ნუ გაჩერდები შენც შიგნით. გამოდი დერეფანში, მოშორებით დადექი და ექთანი თვითონ დაგიძახებს მერე.არ მგონია იმ პასუხებით, რაც თქვენ გაქვთ, მოცდა ან რაღაცის ლოდინი გამართლებული იყოს. ყველაფერი კარგად იქნება. მიხედავენ ბავშვს სათანადოდ yes.gif

QUOTE
ცისტოგრამაზე კი საერთოდ ვერ წარმომიდგენია როგორ მივიყვანო

არაუშავს, მართლა არაფერი უჭირს... სერიოზულად ავად ყოფნას ხომ სჯობია რამოდენიმეჯერ ეტკინოს და დაივიწყოს მერე?!

Posted by: winipux 16 Mar 2012, 19:06
გამარჯობათ იკნებ მირჩიოთ კარგი პედიატრი...ბევრი კარგი მოვსინჯე მაგრამ ჩემი შვილი ესეთი ექიმების დამსახურებით საავადმყოფოს არ მოშორებიაsad.gif

Posted by: blblbl 16 Mar 2012, 19:53
winipux
ირაკლი რცხლაძეს აქებენ ძალიან თუ არ გყოლია მიიყვანე smile.gif

Posted by: winipux 16 Mar 2012, 22:00
და მისამართი თუ შეიძლება კორდინატები...

Posted by: matsatsuna 16 Mar 2012, 22:20
winipux
მე დამყავს ჟვანიას კლინიკაში ზოია ლოლომაძესთან ძაან კამყოფილი ვარ ეგრე მოვატარე ცნობილი პედიატრები მაგრამ არაფერი.ნუ უმდენი ხალხი ყავთ როო როხა სასწრაფოდ გჭირდება ვერ უკავშირდები.

Posted by: blblbl 16 Mar 2012, 22:28
winipux
2 99 66 92 .

Posted by: natinati77 16 Mar 2012, 23:31
QUOTE

taplika

ჩემი დაჯდომას არ ცდილობდა,ისე ნინო ექიმა დაწერა მემგონი როცა ცდილობს დაჯდომას დააჯინეთო,5 თვიდან ჩემი სიარულს ცდილობდა 6 თვისა ექიმთან ხელმოკიდებული შევიყვანე,კინაღამ გული გაუსკდა რომ დაინახა ეს პატარა კურკა რომ დადიოდა

Posted by: Free Aquarius 17 Mar 2012, 00:58
გამარჯობათ! შეიძლება თუ არა 10 თვის ბავშვს ფაფის ან ხორციანი ბოსტნეულის პიურეს ჭამის შემდეგ დავუმატო ფორმულა?ანუ ერთად თუ შეიძლება.კბილები ამოსდის,ძალიან ცოტას ჭამს და იმიტომ მინდა ესე გავაკეთო.დილით ერთ კვებად ვაძლევ ფორმულას.თან წონა აკლია ისედაც.

Posted by: matsatsuna 17 Mar 2012, 13:28
nuciko74
იაშვილშია ეგ ცენტრი გახსნილი

Posted by: despina 17 Mar 2012, 13:44
წლის და 3 თვისაა და ყიფლიბანდი ცოტათი ისევ ღია აქვს, პრობლემაა?
წლის მერე არ მიმიცია ვიგანტოლი, რახიტის არანაირი ნიშანი არ აქვს, ჭამს ხაჭოს, ძუძუს, ყველს, თევზს, ხორცს და კვერცხს smile.gif
როდის უნდა დაგვეხუროს? ავნერვიულდე?


და კიდევ, სიარული არ უნდა, შეუძლია, მაგრამ არ უნდა, დგება მშვენივრად და ყველაფერი, მაგრამ ფორთხვა ურჩევნია, წავუყვანო ორთოპედს?

Posted by: Free Aquarius 17 Mar 2012, 13:48
10 თვის ბავშვს შეიძლება პიურე გავუკეთო კარაქით?

Posted by: veriko_zuka 17 Mar 2012, 18:11
ნინო ექიმო რა მაინტერსებს იცით? ბავშვი მხავს 3 თვის ხდება 21 ნარტს, ხელში რო მიჭირევს ვერტიკალურ მდგომარეობაში ხან იცის თავის ქანქარი, თავის დაჭერა თუ არ ვცდები 2 თუ 3 კვირის რომ იყო მაშინაც კარგად იჭერდა, რამეს რომ უხურებს მას ხან ცხნარად იხურება ნაგრამ ხან თავს აქანქარებს, ისე როცა ვერტიკალურად მიჭირავს მაშინ არ შვება, ისე ძალიან მშვიდი წნარი ბავშვია, ძუძუზე მყავს, განვითარებითაც თავის ასაკისთვის კარგად აქვს გაბვიტარებული ყველაფერი, იღიმება როცა ველაპარაკებით, სათამაშოს თვალ აყოლებს. აღუებსაც კარგად ამბობს.
მაინტერესებს ეს თავის ქანქარი სამე საშიში ხომ არაა?

Posted by: Galo 17 Mar 2012, 19:20
გამარჯობათ!
8,5 თვის ბავშვი თავისით არ ჯდება (რომ დასვამ კი ზის), თუ ხელს მოვკიდებ ჯდება და დგება, არ დგება ოთხზე და არ ცოცავს, მუცელზე წოლისას უკან-უკან გადაადგილდება და თავისი ღერძის ირგვლივ ტრიალებს, თავის ლოგინში არ დგება, თუ დავაყენებ - ხელს უშვებს და ვარდება. გადაბრუნება გვიან დაიწყო და ეხლაც არ უყვარს მაინც და მაინც. საშიშია? თუ ყველა ბავშვი ინდივიდუალურად ვითარდება? მასაჟები არ გაგვიკეთებია, ისე ჩემით ვუკეთებ ცოტ-ცოტას დაბადებიდან და ხანდახან ფიტ-ბოლზე ვავარჯიშებ. საერთოდ კარგი ბავშვია, 70სმ და 8,500კგ., მე8 კბილი ამოსდის, მოთხოვნით იცის ტაში, პაკა, მოდი, მუცელზე ირტყავს ხელს - კაიაო, იცის სადაა ენა და თვალები.

Posted by: _kutaiseli_ 17 Mar 2012, 21:13
ე.ი. ჩემი პატარათვე ნახევრისაა და ამ ბოლო დროს მაგრამ აურია, სულ ჭიჭყინებს და დღე ფაქტიურადარ სძინავს..

ხანდახან ჩვეულებრივადაა...

აი დღეს არ გაჩერებულა რა, მთელი დღეა ტირის და ვერ ისვენებს, 20 წუთიალი ძილები აქვს... რისი ბრალი შეიძლება იყოს?

Posted by: ninoeqimi 17 Mar 2012, 21:18
veriko_zuka
გადაიღეთ ვიდეოზე და მაჩვენეთ, ისე ძალიან ძნელია მივხვდე რას ამბობთ
Galo
7 თვის უნდა იჯდეს უსაყრდენოდ 30 წამი, პამპერსის გარეშე მყარ ეზდაპირზე, თუ ვერ ზის მაშIნ აუცილებლად უნდა გასინჯვა

Posted by: blblbl 17 Mar 2012, 21:20
_kutaiseli_
გაზები გამორიცხეთ?

Posted by: ninoeqimi 17 Mar 2012, 21:33
narita
თუ გამოკვლევები მანდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშIრებული და არ გაქვთ საშუალება დროი გაწელვას ნამდვილად ჯობია ჩამოხვიდეთ, რაღაც არ მჯერა ის ამბავი, რომ რაიმე მტკივნეულ პროცედურას ამერიკაში ნარკოზის გარეშე აკეთებენ. თქვენს შემთხვევაში აუცილებელია და ძალიან სასწრაფოა დიაგნოზი გაიგოთ, სხვანაირად გამოუსწორებელი შეცდომა შეიძLება ჩაიდინოთ. უნდა რამენაირად გადახარშოთ, ენდოთ ერთ ექიმს, ენდოთ და სწორ დიაგნოზამდე მიხვიდეთ. ჯვარი გწერიათ, მაგრამ თუ რაიმე ისეთი პათოლოგიაა, რომლის დროსაც გადანერგვა ეფექტურია და ასეთია 99% ნეფროპათიების დროს დიდი მნიშვნელობა აქვს

Posted by: taplika 17 Mar 2012, 22:42
natinati77
მეც მომხრე ვარ მაგ მეთოდის, ანუ თუ უნდა დაჯდომა, დაჯდეს, არა მგონია რომ თუ არაკომფორტულად იგრძნობს თავს, დამჯდარი გაჩერდეს

Posted by: natinati77 17 Mar 2012, 22:45
QUOTE
არა მგონია რომ თუ არაკომფორტულად იგრძნობს თავს, დამჯდარი გაჩერდეს

ეგ მართალია,ჩემს ვერ დასვავდი გულით რომ გდომოდა 5 თვისას,ეგრევე დგებოდა,პირველად პედიატრმა დასვა 6 თვის და მის მერე ძლივს ვსვავდით,ისე ეხლაც ვერ დასვავ სულ დარბის love.gif

Posted by: narita 17 Mar 2012, 23:39
ninoeqimi

ხო,გადახარშვა მიჭირს ძალიან.
მედიცინა უფასოა, ეს ცისტოგრამა, იცით ალბათ, უნდა ეღვიძოს ბავშვს, გუშინ დაგვინიშნეს განმეორებით ეხო, ანალიზები და PDS X-RAY(ეს არ ვიცი რა არის, სახლში ვნახე მიმართვაში წერია) და უროლოგი აპრილში. აქ რაც ხელთ გვაქვს ის პასუხებიც წერია, შარდის ანალიზში წერია 1+ და ლეიკოციტები POSITIVE, სხვა ყველაფერი ნორმაშია, და დიაგნოზი წერია severe hydronephrosis. ისეთი შეშინებული ვარ, დროის გაწელვა კი არა მზად ვარ იქით შევეხვეწო ყველა ტესტის გაკეთება. ისე მე ხელი არ შემიშლია არაფრისთვის, აქ ექიმთან მიღებას თვეზე მეტი ლოდინი უნდა, ერთი მარტში გვქონდა დანიშნული და ბავშვი გაციებული იყო და გადაგვიდეს, მეორე ახლა დაგვინიშნეს აპრილში, მე ზემოთ რომ დავწერე ეს შუალედებში დავრბოდი ჩვენს ექიმთან, დაწვრილებით არავინ არაფერს არ მიხსნის, მე ვეძებ მერე ინფორმაციას ინტერნეტში, ეს გიდრონეფროზი ჩემთან არც უხსენებიათ.
თქვენ ძალიან შეგაწუხეთ ნინო ექიმო ამ ჩვენი პრობლემით, მაგრამ ეს ქართულად გამოლაპარაკება ძალიან მჭირდება და მეხმარება, მადლობა.
* * *
აუ, ზევით გამომრჩენია ჩაწერა, სისხლია 1+

Posted by: Galo 17 Mar 2012, 23:59
QUOTE
7 თვის უნდა იჯდეს უსაყრდენოდ 30 წამი, პამპერსის გარეშე მყარ ეზდაპირზე, თუ ვერ ზის მაშIნ აუცილებლად უნდა გასინჯვა

მადლობთ პასუხისთვის. თუ დავსვამ, კი ზის, უბრალოდ თვითონ რომ წამოიწიოს და დაჯდეს, ისე არა. და დანარჩენი ე.ი. არაა პრობლემა?

Posted by: ნინიანა 18 Mar 2012, 02:08
ninoeqimi
ჩემი ბიჭი ეხლა არის 2,5 წლის.
ძალიან მოუსვენარი და ხშირად გვიწევს შენიშვნის მიცემა. ამ ბოლოს რაღაცას რომ აშავებს, ანუ თავად იცის რომ დააშავა, ან მე თუ ვეტყვი რატომ გააფუჭე, ან მასე არ შეიძლება ირტყამს თავში ხელს (შეიძლება რამდენჯერმეც ჩაირტყას).
ანუ უბრაზდება თავის თავს sad.gif
ჩვენ ასე არ დაგვისჯია არცროდის, ანუ დარტყმით და მითუმეტეს თავში.
თავად დაიწყო ასე თავის დასჯა.
როგორ მოვიქცეთ?

ნერვიული ან ხშირად რომ იყოს გაღიზიანებული არაა ასეთი.
არის საკმაოდ მხიარული,თბილი და ძალიან მადარდებს მისი ასეთი საქციელი sad.gif

Posted by: ninoeqimi 18 Mar 2012, 11:20
ნინიანა
არ გაუმახვილოთ ყურადღება, იქნებ გადაეჩვიოს, ახსნით ჯერ ვერ გაიგებს, 3,5 წლამდე ძნელია ბავშVს რაიმე აუხსნა

Posted by: ninoeqimi 18 Mar 2012, 11:29
narita
ჰიდრონეფროზი ნიშნავს რომ თირკმელი გაზრდილია ზომაში უკან დაბრუნებული შარდის ხარჯზე, საკმაოდ სერიოზული პრობლემაა, ასეთ შემთხვევაშI როგორც წესი ტირკმელს იღებენ ქირურგიულად, თუ პრობლემა ცალმხრივია ერთი თირკმლით ადამიანი რულფასოვნად ცოცხლობს, ამიტომ დროული ჩარევის შემთხვევაში ცუდი გამოსავალი არა აქვს, ასე რომ აიყვანეთ თავი ხელში, ბავშვი უკვე იმ ასაკშIა არ უნდა შეგამჩნიოთ, რომ თქვენ მისი სიცოცხლის გამო გეშIნიათ, აუხსენით მასაც რომ ყველაფერი კარგადააა, უბრალოდ პატარა პრობლემა გაუჩნდა, უმკურნალებენ და მოგვარდება.

Posted by: blblbl 18 Mar 2012, 11:35
narita
QUOTE
ცისტოგრამა,

თავს ვერ დავდებ რომ სწორად მივხვდი რა პროცედურაზე საუბრობ,მაგრამ მგონი სწორად ვხვდებიდ ა ეგ მტკივნეულოა მე როგორც ვიცი,უბრალოდ არაა სასიამოვნო.ნუ თან მე პირვეი წინაარმდეგი ვარ ბავშვისდასტრესვის და ტკივილის,მაჰგრამ როდესაც საქმე ასეთ სერიოზულ რამეს ეხება არ ღირს გარისკვა ვაი არ ეტკინოს და არ დაისტრესოს მიხედვით

Posted by: bubu_dato 18 Mar 2012, 12:31
გამარჯობა, ნინო ექიმო. ჩემი შვილი 4 თვისაა. 3 თვეზე აცრა რო. გავუკეთეთ საშინლად გადავიტანეთ? ი. მარტივი მიზეზის გამო, რო. გადაჩVეული იყო ჩაბჟირებას და აცრის დღეს დაიწყო მთელი " შემართებით" ფაქტობრივად 2 საათIს განმავლობაში არც გაჩEრებულა. მცირე ინტერვალებით სულ ბჟირდებოდა. ნევროპათOლოგთAნ გვყავდა აცრამდე ნანა კაპანაძესთAნ ჟვანიაში ,,ბონნუი" დაგვინიშნა და ნელნელა გადაეჩვია. ახლა აცრ. კიდევ გვიწევს და მეშინია ძალიან ამდენჯერ ჩაბჟირება ერთ პერიოდში საშიში არ არის? ა. რა შეიძLება რომ მიიღოს მედიკამენტი? ბონნუიმ აცრის დროს აღარ უშველა. არც ვიბურკოლის სანთელმა დაამშვიდა. მადლობა წინასწარ.

Posted by: Dido 18 Mar 2012, 12:51
ნინიანა
ნინ, ჩემმაც იცოდა მასე ზუსტად მაგ ასაკში და მალევე თავისით გადაეჩვია yes.gif

Posted by: ნინიანა 18 Mar 2012, 12:54
ninoeqimi
QUOTE
არ გაუმახვილოთ ყურადღება, იქნებ გადაეჩვიოს, ახსნით ჯერ ვერ გაიგებს, 3,5 წლამდე ძნელია ბავშVს რაიმე აუხსნა

მადლობა პასუხისათვის smile.gif))

Posted by: narita 18 Mar 2012, 19:24
ninoeqimi
blblbl

მადლობა გამოხმაურებისთვის, ახლა კი ვიცი რა ცუდ დღეში ვართ. როგორმე უნდა მოვახერხოთ რომ აღარ გაცივდეს ტესტების დროს. blblbl, ცისტოგრამას ვინღა დარდობს, ახლა პასუხია სადარდებელი.

Posted by: matmatuna 18 Mar 2012, 19:32
narita
კარგი, ასე ნუ ნერვიულობ რა 2kiss.gif კი იციან კანადელებმა ზოზინი, მაგრამ თუ ბავშვს სასწრაფოდ სჭირდება რაიმე, აუცლებლად გაუკეთებენ და მიხედავენ yes.gif

Posted by: _kutaiseli_ 18 Mar 2012, 22:28
blblbl
QUOTE
გაზები გამორიცხეთ?

გაზები აწუხებს კი როდის უნდა გადაუაროს? რა ხნიდან?

Posted by: blblbl 18 Mar 2012, 23:41
_kutaiseli_
ხოდა იმიტომ იქცევა მასე.როდის გადაუვლის მაგას ვერავინ გეტყვის მაგრამ ნელ ნელა გეშველებAტ,თბილ წყალში ჩასვუით ხოლმე

Posted by: niniko09 19 Mar 2012, 22:10
გაბრიელს წინა კვირაში ჰქონდა ფაღარათი 4 დღე, დასუსტდა ძალიან, თუმცა გადასხმამდე საქმე არ მისულა, სვამდა აისოლს და ჭამდა საჭმელს და გადაუარა. სულ 2 დღეა რაც გამოჯანმრთელდა, ენერგიაზეც არის და არც არაფერი სტკივა, მაგრამ დღეს შევამჩნიე შარდი აქვს საშინელი ამღვრეული, თითქოს თეთრი თიხა ურევიაო. ძალიან ავნერვიულდი, ხვალამდე რა მომასვენებს, ხომ არ იცით, შეიძლება ამ ენტეროვირუსის ან წამლების ბრალი იყოს, რასაც ვასმევდით: ენტეროლი, ლინექსი, სმექტა (რის ხსნარსაც ძალიან ჰგავს ამჯერად გაბის შარდი smile.gif ). ძალიან საშიში ხომარ იქნება?

Posted by: matmatuna 19 Mar 2012, 22:29
niniko09
წამლების და საკვების ბრალიც შეიძლება იყოს.გადახედე წამლებს, წესით გვერდით მოვლენებში უნდა ეწეროს ასეთ რამეს თუ იწვევს

Posted by: niniko09 19 Mar 2012, 23:23
არც ერთ წამალს არ უწერია ანოტაციაში მსგავსი რამ. ეს დღეები სულ სიროკს ჭამს დიდი სიამოვნებით სხვა რამესაც, ოღონდ ცოტას, სიროკს კი ბევრს - რატომ გაუჩნდა ეს მოთხოვნილება ხაჭოზე არ ვიცი, ვითომკალციუმის ნაკლებობა?

Posted by: shoshi 20 Mar 2012, 00:19
გამარჯობათ smile.gif ჩემი ბიჭი 1 წლის და 2 თვისაა ყიფლიბანდი სულ ბოლომდე არაა დახურული, ძაან ცოტა აკლიაო smile.gif წესით როდის უნდა დაიხუროს ან რამე პრობლემა თუა ჩვენ შემტხვევაში?

Posted by: Blur 20 Mar 2012, 12:38
shoshi
QUOTE
ჩემი ბიჭი 1 წლის და 2 თვისაა ყიფლიბანდი სულ ბოლომდე არაა დახურული

ჩემიც ზუსტად მაგხელაა, ოდნავ აქვს დარჩენილი ყიფლიბანდი და პედიატრმა მითხრა არაა ჯერ საშიში. წლინახევრამდე დრო აქვსო და გაგვიგრძელა დ ვიტამინი ზაფხულამდე.


თუ იცით დექსამეტაზონი მაცივარში უნდა შევინახო მაინცდამაინც?


Posted by: tako44 20 Mar 2012, 14:13
Blur
კი, მაცივარში უნდა შეინახო, მაგრამ ერთ თვეზე მეტხანს გახსნილ მდგომარეობაში არ შეინახო smile.gif

Posted by: piterpeni 20 Mar 2012, 14:35
რა ასაკიდან იწყება ბავშვისათვის აცრების ჩატარება? გამომეხმაურეთ

Posted by: nikmaik 20 Mar 2012, 15:10
piterpeni
2 თვიდან

-----------------------

Posted by: Blur 20 Mar 2012, 16:43
tako44
QUOTE
კი, მაცივარში უნდა შეინახო, მაგრამ ერთ თვეზე მეტხანს გახსნილ მდგომარეობაში არ შეინახო

გახსნილ მდგომარეობაში რას ქვია? ამპულებია 1 მგ-იანები

Posted by: temosabasdeda 20 Mar 2012, 16:55
QUOTE (niniko09 @ 19 Mar 2012, 22:10 )
გაბრიელს წინა კვირაში ჰქონდა ფაღარათი 4 დღე, დასუსტდა ძალიან, თუმცა გადასხმამდე საქმე არ მისულა, სვამდა აისოლს და ჭამდა საჭმელს და გადაუარა. სულ 2 დღეა რაც გამოჯანმრთელდა, ენერგიაზეც არის და არც არაფერი სტკივა, მაგრამ დღეს შევამჩნიე შარდი აქვს საშინელი ამღვრეული, თითქოს თეთრი თიხა ურევიაო. ძალიან ავნერვიულდი, ხვალამდე რა მომასვენებს, ხომ არ იცით, შეიძლება ამ ენტეროვირუსის ან წამლების ბრალი იყოს, რასაც ვასმევდით: ენტეროლი, ლინექსი, სმექტა (რის ხსნარსაც ძალიან ჰგავს ამჯერად გაბის შარდი smile.gif ). ძალიან საშიში ხომარ იქნება?

დამშვიდდი ნინო ჩემსასაც ასე ჰქონდა გაციების შEმდეგ შევამჩნიე მე და გავაქანე ანალიზზე ამიხსნეს რომნებისმიერმა წამალმა ეს შეიძლება გამოიწვიოს სანამ ორგანიზმშია.ანუ სადღაც სამი-ოთხი დღის შემდეგ აღარ უნდა ჰქონდეს ეგრე

Posted by: nuciko74 20 Mar 2012, 17:00
Free Aquarius
QUOTE
10 თვის ბავშვს შეიძლება პიურე გავუკეთო კარაქით?

კი, შეიძლება, შეგიძლია დაუმატო ყველი, ან ღვიძლი, ან კვერცხის გული

Posted by: nabi 20 Mar 2012, 19:22
გამარჯობა! ოთხი წლის გოგონა მყავს. დღეს შევამჩნიე, რომ მარცხენა წარბი შეთხელებული აქვს, თანაც ძალიან შესამჩნევად. აღარ ვიცი რა ვიფიქრო. ძალიან ავნერვიულდი. რა შეიძლება იყოს მიზეზი? იქნებ დამეხმაროთ და მირჩიოთ რამე!!!

Posted by: tako44 20 Mar 2012, 20:17
Blur
მე თვალის წვეთები მეგონა smile.gif

Posted by: niniko09 21 Mar 2012, 00:17
temosabasdeda
მადლობა, დამამშვიდე ნამდვილად smile.gif. სადღაც კვირის შემდეგ აღარ ვაძლევ წამლებს, მაგრამ გუშინ და დღესაც ამღვრეული ჰქონდა და თანაც საკმაო შესამჩნევად. ხვალ მაინც წავიღებ, თუმცა ღამე დავიძინებ შედარებით წყნარად biggrin.gif

Posted by: Salome_L 21 Mar 2012, 13:25
გამარჯობა,


ბავშვი არის 1.5 წლის და ავცერი გუშინ წინ opv და dpt -ზე, ფეხი გაუსივდა და ტკიოდა ძალიან. მანამდე წამიკითხავს აქ რომ ესე ემართებათ ხოლმე, მაგრამ გუშინ ანუ მეორე დღესაც ვერ დადიოდა ბავშვი, მხოლოდ დღის მეორე ნახევარში შეძლო გავლა, თუმცა საღამოსკენ ისევ მისცა სიცხე და ფეხსაც ძლივს დაათრევდა. ზედმეტად ხომ არ გაურთულდა?? გადავუღე სურათი, მაგრამ კარგი ხარისხის ვერ გამოვიდა, ხან უფრო უვარდისფრდება ფეხი, ხან უფრო უმუქდება, ნანემსარის გარშემო. რამდენად ნორმალურია ეს ?

http://www.radikal.ru

Posted by: matsatsuna 21 Mar 2012, 15:33
Salome_L
რივანოლის საფენები დაადე და გაუვლის ჩემსასაც ეგრე ქონდა და უშველა

Posted by: pakokapo 21 Mar 2012, 18:12
QUOTE
არადა ისე დააქროლებს... უბრლოდ მოხვევა არ იცის თორემ ...

დანამდვილებით შემიძლია გითხრა, რომ 6-7 თვემდე არ არის რეკომენდირებული ჭოჭინა, აი მერე მოხვევასაც ისწავლის და მოერევა კიდეც ჭოჭინის წონასsmile.gifsmile.gifsmile.gifsmile.gif


* * *
QUOTE
ბავშვი არის 1.5 წლის და ავცერი გუშინ წინ opv და dpt -ზე, ფეხი გაუსივდა და ტკიოდა ძალიან. მანამდე წამიკითხავს აქ რომ ესე ემართებათ ხოლმე, მაგრამ გუშინ ანუ მეორე დღესაც ვერ დადიოდა ბავშვი, მხოლოდ დღის მეორე ნახევარში შეძლო გავლა, თუმცა საღამოსკენ ისევ მისცა სიცხე და ფეხსაც ძლივს დაათრევდა. ზედმეტად ხომ არ გაურთულდა?? გადავუღე სურათი, მაგრამ კარგი ხარისხის ვერ გამოვიდა, ხან უფრო უვარდისფრდება ფეხი, ხან უფრო უმუქდება, ნანემსარის გარშემო. რამდენად ნორმალურია ეს ?

აცრამ იცის ესე, დილა საღამოს აუცილებლად უნდა უსვა იოდის კლეტკები, საკმაოდ დიდი ფართობზე, ამ შეშუპებას და სიმხურვალეს ჩააცხრობს. 4 შვილი მყავს და პირველად არ ვხედავ ამას.

Posted by: mancho-gio 23 Mar 2012, 10:18
რამდენადაა დასაშვები სიგარეტის მოწევა ლაქტაციის დროს?(არაა სასურველი ვიცი მაგრამ რამდენი ღერი შეიძლება რომ მავნე არ იყოს ბავშვის ჯანმრთელობისათვის)

Posted by: Salome_L 23 Mar 2012, 12:27
mancho-gio

კარგი რაა , შენ თვითონვე პასუხობ კითხვას. იცი რომ თითოეული ღერი თავად მწეველისთვის არის საშინელება და ეხლა ბავშვს რას უზამს. მწარე და სხვა თუ არ შეიძლება საკვებად, კვამლიანი რძე უკეთესია smile.gif ან ნიკოტინის გემოიანი?

ნებისმიერ ვარიანტში მავნე იქნება თითო ღერიც კი და დალშე თავად გადაწყვიტეთ რამდენად გიღირთ ბავშვის ჯანმრთელობა.

პ.ს. მაპატიეთ ესეთი უხეში ფორმისთვის, მაგრამ სხვაგვარად არ შეიძლება.

პ.პ.ს. აიღეთ ნებისმიერი პოლიეთილენის ბოთლი, ჩააგდეთ შიგნით ბამბა, გნებავთ თავსახური გახვრიტეთ და იქ ჩაამაგრეთ სიგარეტის, ღერი, გნებავთ ისე მიამაგრეთ როგორმე და მოქაჩეთ( მოკუჭეთ) ეს პოლიეთილენის ბოთლი, ნაპასის ვარიანტში, ნახეთ რა მოუვა ბამბას რამენიმე მოქაჩვით, მერე წარმოიდგინეთ რას უზამდა წლობით ნაწევი სიგარეტი თქვენს ფილტვებს. ბავშვისთვისაც იგივეს ნუ გაიმეტებთ.

წარმატებები! smile.gif

Posted by: blblbl 23 Mar 2012, 13:31
mancho-gio
დაუშვებელია ! ჩათვალე შენი შვილიც ეწევა სიგარეტს ისევე როგორც შენyes.gif

Posted by: _kutaiseli_ 23 Mar 2012, 21:08
ნევროლოგმა ნოოფენი დაგვინიშნა და რას იტყოდით ამ წამლის შესახებ? აბის მეექვსედს ვასმევთ დღეში ორჯერ, დილით და საღამოს

Posted by: blblbl 23 Mar 2012, 21:19
_kutaiseli_
მიზეზი რა იყო რის გამოც დანისნა?

Posted by: _kutaiseli_ 23 Mar 2012, 23:47
blblbl
QUOTE
მიზეზი რა იყო რის გამოც დანისნა?

ჭუჭყურობს და ხშირად უმიზეზოდ ტირის.. ნუ გაზებიც აწუხებს ხოლმე ხანდახან, მაგრამ ხშირად მართლა უმიზეზოდ ტირის, ეძინება და თვალებდახუჭული ტირის ხოლმე ხანდახან

Posted by: blblbl 23 Mar 2012, 23:48
_kutaiseli_
მე არ მივცემდი მაგ მიზეზით დამაშვიდებელს და თქვენი გადასაწყვეტია.ბავშვების 99%მასეა და არ აძლევენ დამამშვიდებლებს,მითუმეტეს შეძლება უკშედეგი მიიღოთ ანუ უარესად ჭუჭყუნა გახდეს.

Posted by: tako44 24 Mar 2012, 00:08
blblbl
+1.
დამამშვიდებელი არაა პრობლემის გადაწყვეტა, არც მე მივცემდი, თუმცა ძალიან ბევრი აძლევს ჩემს გარშემო sad.gif

Posted by: _kutaiseli_ 24 Mar 2012, 10:57
blblbl
tako44
გადავწყვიტე აღარც მე მივცე... კი მაგრამ რატომ უნიშნავენ მაშინ საერთოდ?

Posted by: kitty:) 24 Mar 2012, 12:35
მოგესალმებით ძალინ გთხოვთ მიპასუხოთ ვინც ხართ კომპეტენტური ან გქონიათ მსგავსი პრობლემა ჩემი კითხვა მდგომარეობს შემდეგში : მყავს ორი თვის ბიჭი ბოლო ერთი კვირაა შევამჩნიე მცირე დაბრტყელება თავის არეში კერძოდ კეფიდან ოდნავ მარჯვნივ სამედიცინო ენაზე ქვია Plagiocephaly სამწუხაროდ არ ვიცოდი და არ გავუპრთხილებივარ ეკიმებს რო ზურგზე ცოლის დროს ხშირად უნდა უცვალო თავის პოზცია ერთი მხრიდან მეორეზ მაინტერესებს ყველა საშუალება რაც კი შეიძლება გამოვიყენო ამ მცირე დეფექტის გამოსასწორებლად სანამ კიდე უფრო გართულებულა და საერთოდ ექვემდებარება თუ არა გამოსწორებას ?????

Posted by: tlikina 24 Mar 2012, 12:58
_kutaiseli_
Mშობლები რომ მშვიდად იყვნენ , აი მაგიტომ smile.gif

Posted by: jalali 24 Mar 2012, 13:25
ერთი შეკითხვა მაქვს, თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ და მიპასუხეთ:

ბავშვს (2წლის და 7 თვის) დაეწყო ცხვირიდან სისხლდენა, ნუ ტამპონი ჩაუდეს სასწრაფოდ საავადმყოფოში და მესამე დღეს ამოუღეს. შემდეგ ეკიმმა გამოუწერა ცხვირის წვეთები. ერთ-ერთი არის სინაფი. (2-3-ჯერ დღეში) მაინტერესებს ამ ასაკის ბაბშვებში დაშვებულია? წესით ექიმს ეს შეცდომა არ უნდა გამოპარვოდა, მაგრამ ინსტრუქციაში უწერია: 6 წლიდან და ზევით.

ამიტომ დაბნეული ვარ.

Posted by: despina 24 Mar 2012, 13:41
QUOTE (kitty:) @ 24 Mar 2012, 12:35 )
მოგესალმებით ძალინ გთხოვთ მიპასუხოთ ვინც ხართ კომპეტენტური ან გქონიათ მსგავსი პრობლემა ჩემი კითხვა მდგომარეობს შემდეგში : მყავს ორი თვის ბიჭი ბოლო ერთი კვირაა შევამჩნიე მცირე დაბრტყელება თავის არეში კერძოდ კეფიდან ოდნავ მარჯვნივ სამედიცინო ენაზე ქვია Plagiocephaly სამწუხაროდ არ ვიცოდი და არ გავუპრთხილებივარ ეკიმებს რო ზურგზე ცოლის დროს ხშირად უნდა უცვალო თავის პოზცია ერთი მხრიდან მეორეზ მაინტერესებს ყველა საშუალება რაც კი შეიძლება გამოვიყენო ამ მცირე დეფექტის გამოსასწორებლად სანამ კიდე უფრო გართულებულა და საერთოდ ექვემდებარება თუ არა გამოსწორებას ?????

რა თქმა უნდა, ექვემდებარება, უბრალოდ მაგ მხარეზე არ უნდა დააწვინო, ხშირად უცვალო გვერდი smile.gif
გიოსაც ჰქონდა ცოტათი, გადასარევი თავი აქვს ახლა smile.gif



Posted by: _kutaiseli_ 24 Mar 2012, 15:03
tlikina
QUOTE
Mშობლები რომ მშვიდად იყვნენ , აი მაგიტომ

მერე და ეგ შეიძლება მასე? ბავშივია ყველის კონტეინერი ხოარა არა? არადა ქუთაისში ამ ექმის ყველა აქებს და რავიცი რა

Posted by: ninoeqimi 24 Mar 2012, 16:50
_kutaiseli_
მე უკვე იმდენჯერ დავწერე ჩემიაზრი, თავიდან წერას აზრი აღარ აქვს, წაიკითხეთ წინა პოსტები

Posted by: ninoeqimi 24 Mar 2012, 16:54
kitty:)
ბავშვი ძუძუზეა? ეს D ვიტამინის დეფიციტის ადრეული გამოვლინებაა, თუ მითუმეტეს მანამდე თავის ფორმა ნორმალური ქონდა და ახლა განიცადა დეფორმაცია.
jalali
პრეპარატის უკუჩVენებაშI არ წერია ასაკი, უბრალოდ დოზაა მითითებული 6წლის ზემოთ, შესაძლოა უფრო მცირე დოზით დაგინიშნათ, მაგალითად 2 წვეთი 2-3 ჯერ

Posted by: kitty:) 24 Mar 2012, 17:07
არაჩვეულებრივი თავი ქონდა და გენეტიკურიც არაა, მხოლოდ ძუძუზე მყავს, დ ვიტამინსაც ვასმევ უბრალოდ ერთმხარეს ედო სულ თავი ეს ორი დგეა მეორე მხარეს ვაწვენ სულ და ეხლა ცოთტა შიში მაქ და როდიდან მირჩევთ ორივე მხარეს დავაწვინო მონაცვლეობით? ვფიქრობ ბუბლიკიც შევუკერო ყიდვით ვერაფრით ვერ ვიშოვე აქ და ეს ცნობილი ბუბლიკი ბოჩოლას რო ეძახიან ეგ სხვა ფუნქციითაა მხოლოდ ჯდომისას და მგზავრობისას გამოდგება

Posted by: matmatuna 24 Mar 2012, 18:09
kitty:)
კიდევ მრავალი თვე ექნება რბილი თავი ბავშვს და ნუ გეშინია, ძალიან მალე ისევ გაუსწორდება.
QUOTE
ეს ორი დგეა მეორე მხარეს ვაწვენ სულ და ეხლა ცოთტა შიში მაქ და როდიდან მირჩევთ ორივე მხარეს დავაწვინო მონაცვლეობით

მე დაახლობით ასეთში ვაწვენდი, სანამ თვითონ არ ისწავლა გადაბრუნება, მერე ავაცალე უკვე. მკლავზეც რომ მიიწვენ, მაშინაც უცვალე გვერდი.
http://www.amazon.com/Jolly-Jumper-Deluxe-Infant-Positioner/dp/B001L63OLE/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1332597393&sr=8-1
ეტლში და ბაუნსერში ამას ვხმარობდი და ძალიან მალე გამოუსწორდა თავის ფორმა
http://www.amazon.com/Boppy-Noggin-Support-Brown-Wheels/dp/B001O9F6M8/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1332598168&sr=8-1
* * *
ninoeqimi
QUOTE
ეს D ვიტამინის დეფიციტის ადრეული გამოვლინებაა

ანუ, ჩვილებს ვისაც D ვიტამინის დეფიციტი არ აღენიშნებათ, თუკი სულ ერთმხარეს ედებათ თავი ან მუდამ ერთდა იგივე მკლავზე დაიწვენ ჭამის დროს არ დაერღვევა თავის ფორმა? rolleyes.gif თან ბავშვი სულ რაღაც 2 თვისაა, უფრო ადრე რა დეფორმაცია უნდა განეცადა თავის ფრომას?
* * *
kitty:)
არავითარი D ვიტამინის დეფიციტი არ ჰქონია ჩემს შვილს no.gif ბოთლიდან ჭამდა და თAვიდან მუდამ მარცხენა მკლავზე მეწვინა ჭამის დროს და ამის გამო ცოტა მოებრიცა თAვი და შემდეგ გამოვასწორეთ ადვილად. თუ შენი შვილი ძირითადად ზურგზე წევს, აბსოლუტურად ნორმალურია. ნორმალური კი არა 100% მოსალოდნელია თავის გაბრტყელება yes.gif

Posted by: jalali 24 Mar 2012, 18:32
ninoeqimi




დიდი მადლობა, ახლა დავმშვიდდი










Posted by: veriko_zuka 25 Mar 2012, 16:00
ნინო ექიმო რა მაინტერესებს იცით მყავს 2 წლის და 7 თვის ბიჭი, ბაღში აცონეს და 12,500 კგ და 86 სმ–ია, ისე ნორმალური მჭამელია არც ბევრს ჭამს და არც ცოტას მაგრამ ძალიან მოძრავი და აქტიური ბავსვია, ჭიაზეც გავუკეთე ამ თვეში ანალიზი და არ აღმოაჩნდა და მაინტერესებს ცონის და სიმაღლის ჩამორჩენა აქვს? თუ აქვს რამდენად დიდია ეს ჩამორჩენა? დიდი მადლობა

Posted by: kozet 25 Mar 2012, 17:10
veriko_zuka
გასათვალისწინებელია დაბადების წონა და სიგრძე და მშობლების სიმაღლე და წონა.

Posted by: veriko_zuka 25 Mar 2012, 17:32
kozet
3.300 49 სმ დაიბადა. მამა 1.70სმ, 75 კგ, დედა 1.65სმ 60 კგ

Posted by: Free Aquarius 26 Mar 2012, 00:42
QUOTE (nuciko74 @ 20 Mar 2012, 17:00 )
Free Aquarius
QUOTE
10 თვის ბავშვს შეიძლება პიურე გავუკეთო კარაქით?

კი, შეიძლება, შეგიძლია დაუმატო ყველი, ან ღვიძლი, ან კვერცხის გული

მადლობა 2kiss.gif

Posted by: lizaveta 26 Mar 2012, 02:29

ნინო ექიმო, მოგესალმებით.ლიზი არის 2.10წლის. საერთოდ უჭმელი ბავშვია. არ უყვარს რძის ნაწარმი,ხორცი, თევზი. თუმცა ვაპარებ ხოლმე.უფრო როგორაა იცით,აქვს პერიპდები ჭამს, აქვს პერიოდები არ ჭამს. ეხლა მაგალითად საერთოდ ჭამა არ უნდა.დღეს ჭამა ერთი ბანანი,შოკოლადი და პური. სახლში ყველა გავაფრთხილე და ჭამაზე არავინ ელაპარაკება. მეც თუ ნახევარს ჭამს და აღარ უნდა არაფერს არ ვეუბნები და არც ვაძალებ. მაგრამ დღეს ძალიან გავნერვულდი. რამის 3კვირაა. ასეთ დღეში ვართ. ბაღში თუ არ ჭამდა სახლში ჭამდა ეხლა არც სახლში ჭამს. რა ვქნა?რას მირჩევთ?ხომ არ ჯობია რომ ამ ეტაპზე რამე ვიტამინი ან მადის მოსამატებელი მივცე?

Posted by: ninoeqimi 26 Mar 2012, 11:30
lizaveta
არ უნდა არანაირი ვიტამინი და მადის მოსამატებელი, ეცადეთ ამ ასაკის ბავშვს შოკოლადი არ მისცეთ, სულ არ არის სასარგებლო და სასურველი, არც შეგამჩნიოთ რომ წუხართ იმის გამო, რომ არ ჭამს, უბრალოდ კითხეთ არ გინდა? თუ იტყვის არა, კარგი შენ როგორც გინდა, არც ერთი ბავშVი შიმშIლით თავს არ იკლავს, უბრალოდ საცმაცუნო რაღAცები მოარიდეთ ცოტა ხანი და თუ ერთი ან ორი დღე მხოლოდ ხილი ჭამა, არაფერიც არ დაშავდება, ჩემი შვილი 11 თვისაა და ზოგჯერ მთელი დღე არ ჭამს, მაგრამ მერე მეორე დღეს მშვენივრად მიირთმევს
* * *
veriko_zuka
სიმაღლე ნორმის ქვედა ზღვარზე აქვს და წონა დაახლოებით შუაში, ანუ ამაზე ნაკლები წონაც შეიძლება რომ ქონდეს, ასე რომ არანაირ ჩამორჩენა არა აქვს

Posted by: lizaveta 26 Mar 2012, 12:39
ninoeqimi
დიდი მადლობა.მასე ვფიქრობ მეც რაც თქვენ დამიწერეთ. უბრალოდ პრობლრმა ისაა რომ ეს ხილსაც არ ჭამს.ზაფხულში შარშან ძლივს გავასინჯეთ ბალი, გარგალი, ატამი.უყვარს სტაფილო, კომბოსტო.ციტრუსი, კარალიოკი.ვაშლს არ ჭამსმეტს.ბანანსაც შიგაფაშიგ....როცა ჭამს მე წახალისების მიზნით ვაძლევ ხოლმე სასუსნავს და სწორად ვიქცევი?წვენი უყვარს ნაყიდი, გამოწურული ვერ დავალევინე. და უყვარს სოსისი. როგორც მივუხვდი საფილს წვნიანს იმიტომ არ ჭამს რომ გონია რომ შიგნით ხორცია..
7თვის მყავს ტყუპები და ესენი რასაც ჭამენ ის იმის ნახევარს ძლივს ჭამს. წონა ალბათ 13კგ.მდე ექნება სიმაღლე 95სმ.მდე.სანამ ძუძუზე იყო(დიდხანს იყო თან)მატება ცუდი არ ქონდა.

Posted by: infuzoria 26 Mar 2012, 14:31
მაინტერესებს ,თუ შეიძლება ეპილეფსიით დაავადებული ქალის ეყოლოს შვილი?
ყოველდღე გამოცერილი ქონდა გლუფერალი ,,თუ ერთი დღე მაინც არ დალევდა ეგრევე შეტევა ემართებოდა ,ანუ ორსულობის დროსაც მოუწევდა ამ ძლიერი ფსიქოტროპული პრეპარატის დალევა,ტუ არ დალევდა შეიძლება კრუნჩხვების დროს მუცელი მოშლოდა
ზემოთხსენებულ ქალბატონს ყავს შვილი,მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს რომ აყვანილია(პრინციპში ასე ჯობია რომ იყოს),ხოდა იმ გოგოს პატარა გოგო ყავს 4 წლის ,რომელსაც ეხლა პირველად დაემართა კრუნჩხვები(ტონზილიტი ქონდა)
მინდა, რომ გენეტიკის ფაქტორი გამოვრიცხო ,და იმიტომ მაიტერესებს ,შესაძლებელი იყო თუ არა ამ ქალბატონს (ბავშვის ბებიას) ასეთი მძიმე დაავადების შემთხვევაში გაეჩინა ბავშვი?

Posted by: veriko_zuka 26 Mar 2012, 14:52
გამარჯობათ ნინო ექიმო, ჩემი დაჩი 3 თვის გახდა და პოლიკლინიკაში მყავდა ავცერი, წონა 6,100 კგ სიგრძე 61 სმ ია, დაიბადა 3.600 კგ, 51 სმ, წონა და სიმაღლე კარგია ხო?
კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს, პოლიკლიმიკის ექიმს ძალიან ბევრი ხალხი ყავდა და ისედაც ძაან დაბნეული ქალია, და ამიტომ მინდა გადავამოცმო ის ცამლები რაც დამინიშნა, განავალში ცოტა ლორწო შევნიშნე, მყავს მხოლოდ ბუნებრივ კვებაზე, ამის შესახებ ვუთხარი, ანალიზს გავაკეთებ განავლის მეტკი და არ გინდა ანალიზიო მონელება უჭირსო და პირდაპირ დამინიშნა როტაბიოტიკი 1/2 კაფსულა 1 ჯერ დღეში 1 თვე, და რამდენჯერმე შევნიშნე ხელის გულები ქონდა ოფლიანი და ჭამის დროს შუბლი გაუოპლიანდა ტკო და ამაზე დამინიშნა კალცი ხენდროს სიროფით 1/2 ბ/კ 1 ჯერ მთლიანი ბოთლი ბოლომდეო, ეს ცამლები არცერტი არ მიხმარია პირველ შვილზე და არ ვიცი მათ შესახებ არაფერი და რას იტყოდით დანიშნულებაზე, ეს როტაბიოტიკი შეილება 3 თვის ბავშვისთვის ასე ანალიზის გარეშე რო დანიშნა? დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: dii 26 Mar 2012, 15:11
გამარჯობა,
ჩემი პატარა 2 წლისაა. ჯიუტია საკამაოდ. ყველანაირი მშვიდობიანი მეთოდით ვცდილობ რომ მოვერიო ამ სიჯიუტეს და დღის ბოლოს ძალაგამოცლილი ვარ.ჩემი გაბრაზება არ შველის საააერთოდ... ავტორიტეტი მხოლოდ მამაა, რომელსაც ხედავს დილით 5 წუთი (სანამ სამსახურში წავა) და საღამოს ასევე ცოტა ხნით..
არ მინდა და არც შემიძლია რომ დავსაჯო ცემით... რაშიც "დაგვიჭირა" არის ის, რომ მის ტირილს ვერ ვიტანთ და კომპრომისზე მივდივართ (მე თუ არა ბებო აუცილებლად ასე მოიქცევა) და როგორც კი რაიმეზე უარს ვეტყვი მაშინვე ბოლო ხმაზე იწყებს კივილს. ვცადე არ შემემჩნია, გავსულვარ სხვა ოთახში.. მაგრამ მგონი დაუსრულებლად შეუძლია ტირილი... იგივე მეორდება ბაღში.. სულ ცოტა ხანია რაც მივიყვანე (მესამედ მივედით დღეს) და მასწავლებელმა უკვე მითხრა რომ ძალიან ჯიუტია sad.gif რაღაცას არასწორად ვაკეთებ ჩემი აზრით, მაგრამ ვერ ვხვდები როგორ გამოვასწორო.. იქნებ თქვენ მირჩიოთ

Posted by: _kutaiseli_ 26 Mar 2012, 15:34
ქუთაისში კარგი ნევროპათოლოგის კოორდინატები არავინ იცით?

წინასწარ მადლობა

Posted by: mariquita 26 Mar 2012, 18:41
2წლის და 4 თვისები არიან ჩემები და ისევ ხელში ვაძინებ იქნებ დამეხმაროთ როგორ შეიძლება გდავაჩვიო. საათობით შეიძლება იწვეს, მაგრამ მერე იწყებს ტირილს და მიწევს ხელში აყვანა sad.gif

Posted by: pam 26 Mar 2012, 22:58
გამარჯობა, მაქვს ასეთი შეკითხვა ახალშობილს აქვს პატარა ხალივით მოწითალო ფერი ლაქა ხელზე, რა შეიძლება იყოს? დიდი მადლობა პასუხისათვის.

Posted by: ninoeqimi 27 Mar 2012, 11:23
ifuzoria
როგორ არ შეიძლება რომ ყავდეს, მთელი ორსულობა ეპილეფსიით დაავადებული ადამიანი სვამს წამალს, უფრო დიდ დოზასაც, ვიდრე ორსულობამდე და ბავშვი იბადება, რა თქმა უნდა მისი შვილიც და შვილიშვილიც შედიან ეპილეფსიის განვითარების მაღალ რისკის ჯგუფში. თუმცა არ არის აუცილებელი ბავშვს ქონდეს ეპილეფსია, თუ ტონზილიტის ფონზე ქონდა სიცხე და შემდეგ სიცხეზე კრუნჩხვა, ამ შემთხვევაში ეპილეფსიის საწინააღმდეგო მკურნალობა მაინც არ არის საჭირო, მხოლოდ ცხელებით მიმდინარე დაავადებების დროს უნდა ბავშვს წამალი, რამოდენიმე დღით, მაგრამ გასათვალისწინებელია ის, რომ თუ სიცხეზე ქონდა გულყრა მომავალში ეპილეფსიის განვითარების რისკი უფრო მაღალია, თუმცა არა 100%

dii
გადააფასეთ ფასეულობები, ის რაც ნაკლებად მნიშვნელოვანია სანამ გაჯიუტდება მანამ დაუთმეთ, უფრო მნიშვნელოვანი რაღაც, მაგალითად თუ ცეცხლთან თამაშობს ან ანგრევს რამეს არ მისცეთ ნება და არავითარ შემთხვევაშI არ მიაქციოთ ყურადღება როცა ტირილს დაიწყებს, დაუსრულებლად ნამდვილად არ იტირებას smile.gif
mariquita
არ უნდა აიყვანოთ smile.gif წაიკითხეთ აპინული რეკომენდაციები, დაგეხმარებათ

Posted by: ninoeqimi 27 Mar 2012, 11:27
veriko_zuka
veriko_zuka
ძუძუს ბავშვს არ უნდა არანაირი პრობიოტიკი, მის განავალს ეპატიება ყველაფერი, კალციუმიც არ ჭირდება, დაახლოებით 2 თვე, ივნისის ბოლომდე D ვიტამინი მიეცით, ხშIრად გყავდეთ მზეზე და სექტემბრის ბოლოდან ისევ განაგრძეთ სანამ ერთი წლის არ გახდება
pam
მაინც აჩვენეთ ბავშVი ბავშვთა ონკოჰემატოლოგს, არ იყოს ჰემანგიომა

Posted by: dii 27 Mar 2012, 11:37
ninoeqimi
მადლობა პასუხისთვის smile.gif აუცილებლად გავითვალისწინებ თქვენს რჩევას.

Posted by: astridi 27 Mar 2012, 14:11
გამარჯობათ smile.gif ვერ მეტყვით რა განსხვავებაა საბავშვო ბისეპტოლსა და სეპტრინის სუსპენზიას შორის? მოქმედების თვალსაზრისით

Posted by: niniko-2009 27 Mar 2012, 14:11
გამარჯობა ნინო ექიმო. ჩემი დემეტრე წლის და 4 თვისაა, ძალიან ხშირად ემართება სურდო, გრიპი. სექტემბრის მერე მკურნალობის რამდენიმე კურსი ჩავიტარეთ ანტიბიოტიკებით (რა თქმა უნდა ექიმის დანიშნულებით). მკურნალობის კურსი დავამთავრეთ 11 მარტს და ხუთშაბათს მინდოდა ჩამეყვანა პოლიკლინიკაში აცრაზე (წლის აცრა ვერ გავიკეთეთ ავადმყოფობების გამო) და იმ საღამოს გული აერია, დილით დაეწყო სურდო, მის მერე ცუდად ჭამს და თითქმის ყოველ საღამოს გული ერევა (ძირითადად ლორწო ამოაქვს ხოლმე). აღარ მინდა ამდენი წამლის მიცემა, მეც დავიღალე და ბავშვიც დავღალე უკვე. გარდა ამისა სულ ვიღებდით იმუნიტეტის ასამაღლებელ საშუალებებს 2 კურსი ჩავიტარეთ ბრონქომუნალის.

ექიმთან აღარ მიმყავს მგონია რომ ეს მორიგი ვირუსია და თავისით როგორმე გაუმკლავდება, თუმცა მეშინია გულის რევების. სიცხეები არ აქვს და შეიძელბა ეს სერიოზული იყოს?

Posted by: nuciko74 27 Mar 2012, 16:29
ninoeqimi
ანტიალერგიული საკვები NEOCATE თუ არის თქვენთვის ცნობილი? მიქელაძემ დაუნიშნა ჩემ ახლობელს, 9 თვისაა ბავშვი. როგორც მივხვდი, რუსეთშიც კი ახალი შესულია, ჩვენთან მარტო დისტრიბუტორს აქვსო და 80 ლარი ღირს 1 კოლოფიო.როგორ ფიქრობთ, სხვა ჰიპოალერგიული საკვები არ შეიძლებოდა ვითომ დაენიშნა?აქამდე ძუძუს ჭამდა ბავშვი, მერე სელიას, მაგრამ თავიდან კარგად მიიღო ეს სელიაო. კონკრეტულად რა საკვებზე აქვს ალერგია, ვერ გაიგეს

Posted by: blblbl 27 Mar 2012, 17:08
nuciko74
eek.gif eek.gif eek.gif
* * *
QUOTE
80 ლარი ღირს 1 კოლოფიო.


Posted by: Blur 27 Mar 2012, 17:24
niniko-2009
ექიმი არ ვარ მაგრამ თვითმკურნალობა კარგი აზრი არ უნდა იყოს, თუნდაც მორიგი ვირუსი იყოს. მითUმეტეს ამ შემთხვევაში
QUOTE
თითქმის ყოველ საღამოს გული ერევა


blblbl
შენ გეცოდინება დექსამეტაზონი მაცივარშI ინახება? 1მლ ამპულები

Posted by: tioniko 28 Mar 2012, 13:42
გამარჯობათ, მოკლედ ოთხი თვის პატარა მყავს და კუჭის პრობლემა აქვს ვერ გადის მაგრამ შეკრული არაა მგონი უბრალოდ ვერ გადის და ყოველდღე კლიზმიტ გამყავს უკვე სამი თვეა , სამ ექიმთან მყაავდა მაგრამ ვერაფერი ეშველა და იქნებ თქვენ მირჩიოთ რამე sad.gif

Posted by: laliko 28 Mar 2012, 18:20
გამარჯობათ,
ბავშვი მყავს 2.5 წლის, ავად გახდა წინა კვირას, მყავდა ექიმთან ვუმკურნალე, ანტიბიოტიკი მივეცი, მოკლედ მოვარჩინეთ ექიმთანაც მივიყვანე კონტროლზე ორშაბათს სუფთა აქვსო ფილტვებიო. ცოტა ნახველი აქვს დარჩენილი და ამოახველებსო.
წუხელი ღამე ისევ ტემპერატურა აეწია 39 მდე. დღესაც 4 ჯერ მივეცი უკვე დამწევი.
უმადობა აქვს მთელი კვირაა არაფერს არ ჭამს. რა ვქნა აღარ ვიცი, ეხლა დღეს ჯერ არ მყოლია ექიმთან ხვალამდე ვაკვირდები.

კვირას ანტიბიოტიკს მოვრჩით და კიდე რო დაუნიშნოს შეიძლება? არადა იშვიათად გამოვსულვართ ანტიბიოტიკის გარეშე მდგომარეობიდან.
ხო არ წავიყვანო საავადმყოფოში? გადასხმებზე? თუ დაველოდო ამაღამ და შევხედო? აღარ ვიცი მოკლედ რამე მირჩიეთ რაა

Posted by: Galo 29 Mar 2012, 22:10
QUOTE

tioniko

ჩვენ როგორ ვიწვალეთ, ვერ აგიღწერთ! დაბადებიდან ვერ გადიოდა კუჭში 4-5 დღე და მერე ვეხმარებოდი. რა წამლები არ დაუნიშნეს და კვებითაც ვცდილობდი დახმარებას, არაფერი შველიდა! სასწაული მოახდინა ჭარხალმა! თქვენთვის კი ადრეა, მაგრამ დრო რომ მოვა, აუცილებლად სცადეთ! მანამდე კი მოთმინებას გისურვებთ! ჩემი 9თვისაა და ერთი თვეა რაც მოვაგვარეთ ეგ საკითხი! )))

Posted by: jalali 29 Mar 2012, 23:44
ninoeqimi

ქალბატონო ნინო, ბიოგაია რამდენი დღის განმავლობაში უნდა ვასვა ბავშვს?



Posted by: loveless 30 Mar 2012, 09:16
გამარჯობა,
ჩემი შვილი 6,5 თვისა 9 კგ, 46 სმ აქვს გულის გარშემოწერილობაც და თავიც. აქვს მომატებული ტონუსი ფეხებზე. დაჭიმული აქვს. აუცილებელია ნევროლოგთან მიყვანა?
ზოგადად კარგი ბავვშვია, კარგად ჭამს, ჯდება უკვე , ცოცავს, კარგად სძინავს. 7 თვისაა ახლა.

დავამატებდი, რომ ხშირად აყენებენ ფეხზე, დიდი ხანია ცდილობენ ჩასვან ჭოჭინაში ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად:-( რადგან ფეხს ჭიმავს ჰგონიათ რომ სიარულს ცდილობსო :-( როგორ მოვიქცე?

Posted by: ninoeqimi 30 Mar 2012, 11:20
loveless
არ ჩასვათ ჭოჭIნაშI არავითარ შემთხვევაშI, სწორედ ჭოჭინის გამო ჭიმავს ფეხს და თუ დროზე არ მოაცილებთ ჭოჭინას შესაძლოა მართლა ისეთი დაჭიმულობა განუვითარდეს, რომ ნამდვილად დაგჭირდეთ ნევროლოგი და არა მხოლოდ ნევროლოგი., ჭოჭინას კრძალავენ ნევროლოგები, პედიატრები და ორთოპედები. ფეხზე დაყენება არ არის პრობლემა, პირიქით, სასურველია თუ დახმარებით დგომას ისცავლის, ოღონც არა ჭოჭინაში.

Posted by: ninoeqimi 30 Mar 2012, 11:24
jalali
მე Mტელი ბოთLი დავალევინე, დაახლოებით 3 კვირა მეყო, 5 წვეთს ვასმევდი დღეში, თუმცა რომ გიხრათ დიიდ ეფექტი მომცათქო მოგატყუებთsmile.gif

Posted by: tioniko 30 Mar 2012, 11:56
QUOTE
Galo

მეც მასე რა აგარ ვცადე წამლები. იმედია ჭამას რომ დაიწყებს გამოუსწორდება თორე უკვე აგარ შემიძლიაsad.gif


Posted by: basti-bubuuu 30 Mar 2012, 11:59
ჩემსას კიდე ძალიან უშველ ბიო გაიამ და ასევე ულტრაბიოტიკმა

Posted by: jalali 30 Mar 2012, 12:28
ninoeqimi

მთელი ბოთლი? უი მე სამი დღეა ვასმევ და მეთქი ბევრი ხო არისთქო. ოღონდ მაცივარში არ მიდევს. გამიფუჭდა მაცივარი sad.gif და რამე მოუვა წამალს?

მაცივარში შეინახეთო, ინსტრუქციაში უწერია.

Posted by: loveless 30 Mar 2012, 12:45
QUOTE (ninoeqimi @ 30 Mar 2012, 11:20 )
loveless
არ ჩასვათ ჭოჭIნაშI არავითარ შემთხვევაშI, სწორედ ჭოჭინის გამო ჭიმავს ფეხს და თუ დროზე არ მოაცილებთ ჭოჭინას შესაძლოა მართლა ისეთი დაჭიმულობა განუვითარდეს, რომ ნამდვილად დაგჭირდეთ ნევროლოგი და არა მხოლოდ ნევროლოგი., ჭოჭინას კრძალავენ ნევროლოგები, პედიატრები და ორთოპედები. ფეხზე დაყენება არ არის პრობლემა, პირიქით, სასურველია თუ დახმარებით დგომას ისცავლის, ოღონც არა ჭოჭინაში.

დიდი მადლობა, მაგრამ ვერაფერი ვერ გავაწყვე, ,,ყოვლისშემძლე და ყოვლის მცოდნე დედამთილთან''. მათი ნაჩუქარია ჭოჭინა და ჰგონოათ ჩემი ახირების გამო არ მინდა ჩასმა. არადა ხომ იცით ქართველების ამბავი ,,ვიგაცის უფრო პატარა ბავშვი დარბის უკვე ისე ჭოჭინით'', ,,აბა მე როგორ დავზარდე, არაფერი არ ჭირთ ჩემს შვილებს''. :-( და ათასი ასეთი რეპლიკა..

Posted by: nuciko74 30 Mar 2012, 13:50
კლინიკა "ემსიენში" (ქავთარაძეზე) კარგი პედიატრი იცით ვინმე?მაპატიეთ თუ თემას ავცდიsmile.gif

Posted by: Free Aquarius 30 Mar 2012, 23:39
შეკრულობას ვაშლის ახლადგამოწურული წვენი კარგად შველის.წყალთან გაზავებული,ერთი ერთზე.ჩვენს შემთხვევაში გაამართლა.მეც რა წამლები აგარ ვასვი

Posted by: tuta_tuta 31 Mar 2012, 01:56
ბავშვთა გასტროენტეროლოგს ვის მირჩევთ.. და სად მივაკითხო ისიც რომ მომწეროთ


დაიტანჯა ბავშვი 3 წლის ხდება და ეს პრობლემა აქვსმ წესიერად არ გვიმკურნალიაა.

Posted by: coroline 31 Mar 2012, 10:39
გამარჯობა. ჩემი ბავშვი 5 თVისაა და შევამჩნიე რომ მარცხენა ხელს თითქმის საერთოდ არ ხმარობს, მარჯვენა ხელით ჩვეულრბივად იღებს სათამაშოებს, რამე თუ უნდა იჭვერს , ამ დროს მარცხენა ხელი ან საერთოდ გაშეშებულია ან კიდევ უაზროდ იქნევს, ფოკუსირებას საერთოდ ვერ ახდენს მარცხენა ხელით. გარეგნულად არაფერი ეტყობა რო რაიმე დეფექტი ჰქონდეს და რისი ბრალიუ შეიძლება იყოს?

Posted by: tasikotasiko 31 Mar 2012, 10:58
გამაჯობათ,მოკლედ ჩემ შვილ ყოველ კვირა ახველებს,არადა სულ ვასმენინებ და არც ბრონხების და არც ფილტვების ბრალი არ არის, შეიძლება ალერგიული გონი იყოს? რითი შეიძლება ვუმკურნალო ?

Posted by: tikusha 31 Mar 2012, 21:05
ბავშვი 1 კვირაში 8 თვის ხდება და თავისით ვერ ჯდება, მე თვითონ თუ ვაჯენ მალევე იქცევა და სანერვიულოა?? დაჯენისას სულ ზევით წევს ტანს თითქოს არ უნდა დაჯდომა

Posted by: agnes 1 Apr 2012, 01:23
კარგი ლოგოპედი ხომ არ იცით?
რა ასაკიდან მუშაობენ?

Posted by: nuciko74 2 Apr 2012, 14:21
tikusha
7 თვისა 30 წამის განმავლობაში უნდა იჯდეს დამოუკიდებლად მყარ ზედაპირზეო. ნახეთ და თუ არა, მერე ალბათ ნევროლოგმა უნდა ნახოს, ასე დაწერა მგონი ნინოექიმმა

Posted by: ninoeqimi 2 Apr 2012, 16:17
agnes
რა პრობლემის მოსაგვარებლად გჭირდებათ?

Posted by: tako44 2 Apr 2012, 20:12
loveless
მეც მსგავსი შეხლა მიწევს ხოლმე ხალხთან და ძალიან კარგად მესმის თქვენი mad.gif

Posted by: bachachuna 2 Apr 2012, 21:02
გამარჯობათ, ერთი ასეთი კითხვა მაქვს, ბავშვს ქონდა ვირუსი, რომელსაც მაღალი სიცხეები ახლდა თან, ვასმევდი ნუროფენს, ხან ეფერალგანის სანთელს ვუკეთებდი, მაგრამ მაქსიმუმ 1-1.5 საათი ჩამოსულიყო სიცხე 38.5-39გრადუსზე. მერე ისევ 39-ზე მაღლა იწევდა, სიცხის დამწევების მიღება 4-6 საათის შუალედშია შესალებელი, ნუროფენი საერთოდ 8 სთ-ში ერთხელ შეიძლება, მაინტერესებს დანარჩენ დროს როცა ეწევა მაღლა სიცხე როგორ უნდა გაუმკლავეთ? რა საშუალებას უნდა მივმართოთ?

Posted by: matmatuna 2 Apr 2012, 21:23
bachachuna
შუალედებში სხვა ჯგუფის წამალი შეგიძლია მისცე. მაგ. თუ ნუროფენი (Ibuprofen) მიიღო და სიცხემ მაინც არ დაუწია, შეგიძლია მისცე მაგ. Acetaminophen ჯგუფის წამალი. არ ვიცი ზუსტად რომელია მანდ... ტაილენოლი არის? თუ არის - ტაილენოლია Acetaminophen. დოზებიც აუცილებლად ბავშVის წონის მიხედვით უნდა განისაზღვროს. ისე, იბუპროფენი უფრო სწრაფად მოქმედია და მაღალი სიცხის დროს უკეთესია.

Posted by: coroline 2 Apr 2012, 21:29
ნინო ექიმო ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ ჩემს კითხვაზე

Posted by: ninoeqimi 2 Apr 2012, 22:42
coroline
მძიმე მშობიარობა გქონდათ? ბავშვის გასინჯვის გარეშე ვერაფერს ვერ გეტყვით, შესაძლოა ეს სულაც არაფერია, ან მხრის წნულის დაზიანება იყოს, ან ჰემიპარეზის ვარიანტი, სადაც ფეხის ფუნქცია უკეთესია ვიდრე ხელის, ანუ ვარიანტი უამრავია და ასე დისტანციურად ძალიან ძნელია რაიმეს თქმა

Posted by: agnes 2 Apr 2012, 23:23
ninoeqimi
ასაკს არ მიყვება, და ურჩიეს ჩემს ნათესავს

Posted by: ninoeqimi 2 Apr 2012, 23:27
agnes
თუ მხოლოდ მეტყველების განვიტარების შეფერხებაა 4 წლამდე არ ჭირდება ლოგოპედი, სახლში ელაპარაკონ ბევრი, მაგრამ თუ სხვა სფეროებშიც ჩამორჩება ასაკს მაშინ უფრო კომპლექსური მიდგომაა საჭირო

Posted by: mari2606 3 Apr 2012, 12:09
ninoeqimi
ჩემი შვილი 4 წლისაა, დაბადებიდან აქვს საკმაოდ მშრალი კანი, გუშინ შევამჩნიე მუცელზე თითქოს დამსკდარივით ,გაწითლებული, თუ შეგიძლიათ მირჩიეთ რომელ ექიმს უნდა მივუყვანო კონსულტციაზე?დერმატოლოგს თუ ალერგოლოგს?მადლობთ

Posted by: Free Aquarius 3 Apr 2012, 13:46
გამარჯობათ! ჩემი შვილი ხანდახან იღვიძებს ტირილით.რამდენიმეჯერ ისე იტირა ძლივს დავაწყნარე.ზოგადად ჭირვეული არ არის.ეხლა 11 თვის არის.დაახლოებით 9 თვის ასაკში გასინჯა ნევროლოგმა,თვალს აელმებს ხანდახან და მაგიტომ.ბავშვი ჯანმრთელიაო.მაშინ არ იღვიძებდა ტირილით.მაინტერესებს საჭიროა თუ არა ნევროლოგის კონსულტაცია.მადლობა
* * *
კბილები ამოსდის და შეიძლება მაგის ბრალი იყოს?

Posted by: Galo 3 Apr 2012, 16:59
QUOTE
ბავშვი 1 კვირაში 8 თვის ხდება და თავისით ვერ ჯდება, მე თვითონ თუ ვაჯენ მალევე იქცევა და სანერვიულოა?? დაჯენისას სულ ზევით წევს ტანს თითქოს არ უნდა დაჯდომა

ჩემი 9თვის გახდა,თავისით ვერ ჯდება, ოთხზე არ დგება, ამ ბოლო დღეებში მუცელზე ცოცვა დაიწყო,თორე ისიც არ შეეძლო. მოკლედ მასაჟები დავიწყეთ გუშინ,მასაჟისტმა მითხრა 6თვეზე უნდა დაგეწყოთო.

Posted by: matmatuna 3 Apr 2012, 17:19
Galo
დაჭიმული აქვს კუნთები? თუ პირიქით, მოშვებული და სუსტი აქვს, უნდა შეწყვიტოთ მასაჟები, უარესს უზამთ ბავშვს yes.gif

Posted by: ninoeqimi 3 Apr 2012, 22:22
Free Aquarius
კონსულტაცია არ არის საჭირო, როგორც წესი ავშვები ასე ერთსა და იმავე დროს იღვიძებენ და რამოდენიმე დღე იმ დროზე რამოდენიმე წუთით ადრე თქვენ გააღვიძეთ, ეცადეთ შეაფხიზლოთ და თავიდან დააძინეთ

Posted by: G-S 3 Apr 2012, 22:38
გამარჯობათ ჩემი შვილს ღამით ღვიძავს და დღე ძინავს biggrin.gif რამდენი ხანი იქნება ეგრე? ხან დღეჩ არ ძინავს ნორმალურადsad.gif

Posted by: Free Aquarius 4 Apr 2012, 10:23
QUOTE (ninoeqimi @ 3 Apr 2012, 22:22 )
Free Aquarius
კონსულტაცია არ არის საჭირო, როგორც წესი ავშვები ასე ერთსა და იმავე დროს იღვიძებენ და რამოდენიმე დღე იმ დროზე რამოდენიმე წუთით ადრე თქვენ გააღვიძეთ, ეცადეთ შეაფხიზლოთ და თავიდან დააძინეთ

ერთი და იმავე დროს როცა იღვიძებს ორჯერ ან სამჯერ იღვიძებს,ხან ჩვეულებრივად ხან ტირილით.გუშინ ღამე ალბათ ათჯერ მაინც გაიღვიძა.ძუძუზე იძინებს მერე

Posted by: tiko-tiko-tiko 4 Apr 2012, 14:21
ნინო ექიმო, ენაზე მოყავისფრო ნადები რა შეიძლება იყოს? ბუნებრივ კვებაზეა და ვაშლი დავაწყებინე, შეიძლება რამე კავშირშI იყოს?

Posted by: gvants 5 Apr 2012, 12:09
ninoeqimi
გამარჯობა ნინო ექიმო.
ჩემს პატარას 1 კვირაზე მეტია ქვედა ტუჩი აქვს გახეთქილი_სისხლი არ სდის, მაგრამ გაჭრილივითაა, ოდნავ შემაგრებულია ეს ადგილი. რა შეიძლება მოვიმოქმედო?

რა ვითარებაში იტკინა, არ ვიცი. 7 თვისაა პატარა.

Posted by: agr_bak 5 Apr 2012, 14:08
ვინაიდან ორივე თემაში გვყვვს მხოლოდ ნინო ექიმი, ქეთ იქით სირბილი რომ არ მოუწიოს ნეროლოგის და პედიატრის თემები შევაერთე

Posted by: S_H_I_N_Y 5 Apr 2012, 21:33
გამარჯობათ,

ჩემი გოგონა 6 თვისაა, აქვს მცედელობები გადატრიალების მარა არ კოტრიალობს. არც წამოდგომის მცდელობა არ გვქონია. რამდენადაც ვიცი 2 დან 6 თვემდე უნდა დაეწყო გადაკოტრიალება.
მაინტერესებს აუცილებელია თუ არა მასაჯები და რამდენად საშიშია.
* * *
QUOTE (Galo @ 21 Feb 2012, 23:06 )
ქალბატონო ნინო!
ჩემს შვილსაც დაბადებიდან აქვს შეკრულობა! სანამ დამატებას მივცემდი, ეს არ გვაწუხებდა, გადიოდა კუჭში მე4-მე5 დღეს, ჩვეულებრივი კონსისტენციით, დამატების მერე კი ისე შეიკრა ,რომ ტიროდა კუჭში გასვლის დროს, თანაც მიკრო-ოყნის გარეშე ვერ შვებოდა. ძირითადად ჭამს ძუძუს, ვამატებ ბოსტნეულს (ყვავილოვანი, ბროკოლი, სტაფილო), ხილს (გახეხილ ვაშლს), ხორცს (ქათმის თეთრ ხორცს), ფაფებს წყალზე (წიწიბურა, ჰერკულესი), პიურეში ვამატებ ზეითუნის ზეთს. რძესა და რძის ნაწარმზე ალერგია აქვს. ეხლა 8თვის ხდება, 18დღეა ვაძლევ ნორმაზეს და ლაციდოფილს, თუ, როგორც თქვენ ამბობთ, მდგომარეობა გაუარესდება და ეგ პრეპარატები არ დაურეგულირებს კუჭ-ნაწლავს ,რა ვქნა? რას მირჩევთ? ძალიან მეცოდება პატარა!
წინასწარ დიდი მადლობა პასუხისთვის!

გამარჯობათ,

ჩემს შვილსაც ქონდა შეკრულობა, მე ხელოვნურ კვებაზე მკავდა და შევურჩიეთ სპეციალური საკვები ნუტრილონ კომფორტი და მერე პრემიუმი, ასე გვირჩია ექიმმა და ძალიან კარგად დაურეგულირდა კუჭის მოქმედება.

Posted by: Galo 5 Apr 2012, 22:47
QUOTE
დაჭიმული აქვს კუნთები? თუ პირიქით, მოშვებული და სუსტი აქვს, უნდა შეწყვიტოთ მასაჟები, უარესს უზამთ ბავშვს 

ტონუსი აქვსო მასაჟისტმა, ცერებზეც დგება.
* * *
QUOTE
ჩემს შვილსაც ქონდა შეკრულობა, მე ხელოვნურ კვებაზე მკავდა და შევურჩიეთ სპეციალური საკვები ნუტრილონ კომფორტი და მერე პრემიუმი, ასე გვირჩია ექიმმა და ძალიან კარგად დაურეგულირდა კუჭის მოქმედება.

გამარჯობათ! ჩვენ მოვაგვარეთ ეგ პრობლემა ჭარხლით და მაწონსაც ვაძლევ უკვე (ისე ტანზე მაინც აქვს დაყრილი ცოტა...). ეხლა 9თვისაა.

Posted by: tako44 5 Apr 2012, 23:52
ნინო ექიმო, კესოს ჭამისას ის ადგილი უოფლიანდება მხოლოდ თავზე, რომელიც ხელს ეხება, ანუ კეფა და საჭიროა კალცის მიცემა? სულ პატარა იყო, 2 კვირის, რომ შუბლიც უოფლიანდებოდა ხოლმე. ეხლა აღარ, მხოლოდ კეფა.

Posted by: blblbl 5 Apr 2012, 23:57
tako44
დ ვიტამინს ასმევ?

Posted by: tako44 6 Apr 2012, 00:03
blblbl
აქვადეტრიმს ვაძლევ, თითო წვეთს ყოველ დილით

Posted by: Blur 6 Apr 2012, 10:22
tako44
QUOTE
ჭამისას ის ადგილი უოფლიანდება მხოლოდ თავზე, რომელიც ხელს ეხება, ანუ კეფა და საჭიროა კალცის მიცემა?

პატარა გყავს შენ ხო? ექიმს როცა ვკითხე ამაზე ასე მითხრა ენერგიას ხარჯავენ დიდს წოვის დროს და არ არის მაგ დროს საშიშიო, ისე არ უნდა იოფლიანოსო.

Posted by: eleven 6 Apr 2012, 11:44
ჩემსასაც ენამება შუბლი ჭამისას, და მგონი ჭინთვების დროსაც, გუშინ ჩემს გულზე ჩაეძინა და თავის ის მხარე რომელიც ჩემზე ედო, ნამიანი ქონდა. მეშინი არ გაცივდეს. ვუმშრალებ ხოლმე მეგ დროს თავს.

Posted by: tako44 6 Apr 2012, 15:43
Blur
ისე არ უნდა იოფლიანოს, რას ნიშნავს? smile.gif ანუ ზოგადობაში არ უნდა იოფლიანოს, თუ როგორ? 3 თვის ხდება 7ში.
eleven
შენი ჯერ პაწუკაა და ცოტა მოიზრდება, გაუვლის ნელ-ნელა smile.gif

Posted by: Blur 6 Apr 2012, 17:52
tako44
ანუ მოსვენებულ მდგომარეობაშI არ უნდა ოფლიანობდეს. თოთოებისთვის ჭამა ისეთივე პროცესია ჩვენ რო გვავარჯიშონ, ჩვენც ხო გავოფლიანდებით ისე არიან პატარებიც biggrin.gif

Posted by: eleven 6 Apr 2012, 19:31
კიდე ერთი კითხვა, ჭიპი არ მოძრომია ჯერ, ხოდა თამი თაბში ბანაობა ღიირს? ისე კი ვიბანავეთ ორჯერ ჩვეულებრივად, წყალს ვისხამდით და ჭიპზეც ხვდებოდა.

Blur
QUOTE
თოთოებისთვის ჭამა ისეთივე პროცესია ჩვენ რო გვავარჯიშონ, ჩვენც ხო გავოფლიანდებით ისე არიან პატარებიც


love.gif love.gif love.gif

Posted by: tiko-tiko-tiko 6 Apr 2012, 19:57
eleven
რა თქმა უნდა. ჭიპს უნდა მოხვდეს წყალი აბა რა... უბრალოდ მერე დაამუშავე ჭიპი, თორე უნდა დაბანო აუცილებლად., ყოველდღე

Posted by: tako44 6 Apr 2012, 21:18
Blur
მოსვენებულ მდგომარეობაში არ ოფლიანობს ნამდვილად, თუკი ბევრი არ აცვია, გათბობას ცოცხალი თავით არ ვთიშავ და 26 გრადუსი უჭირავს biggrin.gif biggrin.gif

Posted by: G-S 6 Apr 2012, 23:12
eleven
ტასოც ეგრე იყო თავიდან ოფლიანობდა და გაუარა მერე.:*

Posted by: eleven 7 Apr 2012, 06:23
G-S

გოგო რამდენი გრადუსი სითბო გქონდა ჩვილის ოთახში სულ თავიდან?

Posted by: tlikina 7 Apr 2012, 09:10
eleven
25-26 გრადუსი უნდა გქონდეს smile.gif

Posted by: eleven 7 Apr 2012, 10:45
tlikina
მაგდენი მაქვს მაშინ როცა ვაბანავებ. ისე ვერ ვხვდები რა საჭიროა, თუ ბავშვს არ სცივა 22 გრადუსზე მაშინ რათ მინდა ამხხელა ტემპერატურა. მგონია რომ მერე მიეჩვევა ძაან სითბოს და სულ გაციებული იქნება. თან სულ ვუმოწმებ ცხვირს ხელებს, ზურგს, საწოლს, და თბილი აქვს , არ სცივა.

Posted by: tlikina 7 Apr 2012, 10:52
eleven
Aხალდაბადებულს სჭირდება რადგან თავიდან სითბოს ვერ ინარჩუნებენ და აუცილებელია ეგ ტემპერატურა, სამშობიაროშიც ეგრე აქვთ დაყენებული, რო გაიზრდება მერე 22 და 21 იც საკმარისია, მთელი ზამთარი 21-22 მქონდა smile.gif

Posted by: Mia-Mariam 7 Apr 2012, 13:28
გამარჯობათ,

მე მოგწერეთ რამენიმე დღის წინ, ჩემი გოგონას შესახებ, უკვე 6 თვის გახა და ვერ კოტრიალობს. რაგაც მცდელობები აქვს , მაგრამ ბოლომდე არ ბრუნდება. მუცელზე წოლაც არ უყვარს. ეხლა ვცილობთ რო დაჯდომა ვისწავლოთ.

მე მძიმე მშობიარობა მქონდა, ჭინთვები ხელოვნურად გამომიწვიეს 42 კვირაზე და ორი დგის შემეგ გამიკეთეს საკეისრო, რადგან ჩემით მშობიარობა ვერ შევძელი. თან მშობიარობის დროს ინფექცია შემეჭრა და ბავშვსაც გადავდე და 3 დგის განმავლობაში ბავშს ანტიბიოტიკებს უკეთებდნენ. თუმცა მერე რამე გართულება არ გვქონია. უბრალოდ დაბადებიდან ორი კვირის განმავლობაში თვიურივით მოდიოდა სისხლი, პამპერსე იყო წერტილოვანი სისხლის ლაქა და თან ძალიან ქონდა გამონაყარი სახეზე. მაგრამ როგრც მითხრეს ეს ნორმალური ფიზიოლოგიური მოვლენა იყო.

დაბადებიდან მყავს ხელოვნურ კვებაზე. მხოლოდ თვე ნახევარი ვაჭმევდი ძუძუს , ისიც დამატება მჭირდებოდა. ვაჭმევ nutrilon, ეხლა ვამატებ ფაფებს და ხილფაფებს,ბოსტნეულს.

ხანდახან თავი უოფლიანდება, ეხლა უფრო ნაკლებად. თუკი ბრაზდება ან თუ ხელში გვყსვს და ხელზე უდევს თავი.ექიმმა მითხრა რო ეს ნორმალურია, რაგან ამ ასაკსი მაგათი საოფლე ჯირკველები იღლიაში ჯერ კარგად ვერ ფუნქციონირებსო, ასე ამიხსნეს. ისე ვასმევ ვიტამინ D .
სამი თვის ასაკში შევამჩნიე რო ზედა ტუჩის ზევით ხან უთეთრდება ხან კი ულურჯდება. ორჯერ გასინჯა ექიმმა და მითხრეს რო სუნთქვა, გულის მუშაობა ნორმალურია. უფრო ხშირად აქვს ჭამის დროს ან როცა ბრაზობს. მაგრამ ზოგჯერ ისედაც აქვს. სისხლის ანალიზიც გავუკეთე და ჰემოგლობინი ნორმაშია.

ბავშვი ძალიან აქტიურია და ძალიან კონტაქტური და ამიტომ მიკვირს რო ვერ ტრიალდება. როცა წევს და თამაშობს ბრუნდება ხან ერთ გვერდზე ხან მეორედზე, არა აქტიურად არასოდეს არ წევს, ხანახან მგონია რო ეხლა გადატრიალდება მუცელზე, ისეთ მოძრაობას აკეთებს, მაგრამ როგორც კი იგრძნობს რო უნდა გადატრიალდეს მუცელზე მაშინვე ბრუნდება ზურგზე.
მე ვავარჯიშებდი გადატრიალებაში და მუცელზეც ვაწვენ, მაგრამ ეს არ უყვარს და ბოლოს ეს ყველაფერი ტირილით მთავრდება და ეხლა ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რო გონია რო მუცელზე ცუდია.

ცოტა დიდი წერილი გამომივიდა , მაგრამ ვიცი რომ ასე დისტანციზე რამე რჩევის მიცემა ძნელია, ამიტომ ვეცდე რო დეტალურად დამეწერა ყველაფერი. სამწუხაროდ თქვენთან მოსვლა არ შეგვიძლია, ჩვენ საქართველოში არ ვცხოვრობთ და მიტომ ძალიან მაინტერესებს თქვენი რჩევა და მოსაზრება ამ ყველაფერდზე (თავის ოფლიანობა, სილურჯე ტუჩის ზევით და გადაკოტრიალება მუცელზე).

დიდი მალობა,

პატივისცემით,

თამუნა.

Posted by: tiko-tiko-tiko 7 Apr 2012, 14:21
Mia-Mariam
ჩემიც ექვსი თვისაა და არ ბრუნდება მუცელზე თავისუფლად. ეგ არა მგონია რო იყოს სანერვიულო smile.gif ყველა ბავშვი ინდივიდუალურად ვითარდება. +- რამდენიმე კვირა შეიძლება smile.gif

Posted by: natkaa22 7 Apr 2012, 14:43
გამარჯობათ

მაინტერესებს აუგმენტინი 228 როგორი დოზით უნდა მივცე 1 და 1 თვის ბავშვს, ექიმმა ორჯერო მარა ტელეფონზე ზუსტად ვერ გავიგე როგორ გავხსნა და რამდენი დოზა მივცე ერთ მიღებაზე, იქნებ იცოდეთ და დამეხმაროთ. smile.gif

Posted by: niniko09 7 Apr 2012, 15:09
natkaa22
ანადუღარი ცივი წყალი უნდა ჩაასხათ ქლაში მოცემულ ოდენობამდე - ბოთლზე ნიშნულია სპეციალური. შემდეგ აანჯღრიოთ, რათა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. 12 საათის ინტერვალით უნდა მისცეთ 5 მლ. ანუ 1 ჩაის კოვზი სავსე. ასე მახსოვს

Posted by: matmatuna 7 Apr 2012, 15:54
Mia-Mariam
რომელ ქვეყანაშI ხართ?
6 თვის ბავშვი არაა ვალდებული მთლიან წრეზე კოტრილობდეს, ნელ-ნელა მაგასაც დაიწყებს, ნუ დარდობ smile.gif
QUOTE
პამპერსე იყო წერტილოვანი სისხლის ლაქა

ეს სისხლი იყო ნამდვილად? ბავშვს სიყვითლე ხომ არ ჰქონია?

Posted by: Mia-Mariam 7 Apr 2012, 19:44
ფინეთში ვართ. პამპერსზე სისხლი იყო, საავადმყოფოშიც ნახეს. მაგრამ სისხლის მერე დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ყვითელი გამონადენი ქონდა. მაგარმ დაახლოებით ერთი თვისათვის ყველაფერი ალაგდა. ისე სიყვითლე სახეზე ან სხეულზე არ შემიმჩნევია.

Posted by: z g a r b i 7 Apr 2012, 21:54
ნინო ექიმო, ახლა ძილის ტრენინგებზე ვეძებდი ინტერნეტში და თქვენი პოსტები აღმოვაჩინე. შეგიძლიათ მეც გამომიგზავნოთ ჩემი შვილის ასაკის შესაბამისი ძილის ტრენინგები?
სულ ხელში ვაძინებ და ძალიან მინდა დამოუკიდებლად დაძინება ისწავლოს. მოცოდება, წვალობს ძალიან. თან ვატყობ რომ არც მოსწონს ხელში დაძინება. უბრალოდ სხვანაირად რომ ვერ ახერხებს ძილს, ისევ ხელში იძინებს საბოლოოდ.

Posted by: blblbl 7 Apr 2012, 22:08
z g a r b i
http://forum.ge/?f=97&showtopic=34196368 აი ესაა ის რასაც ნინოექიმს სტხოვ smile.gif

Posted by: ninoeqimi 8 Apr 2012, 01:47
Mia-Mariam
სისხლი პამპერსზე და გამონაყარი ტრანზიტორული მდგომარეობაა, რომელიც ნორმის ვარიანტია და სანერვიულო არაფერია. თუ ექიმი ამბობს რომ კარგად ვითარდება მე დავაცდიდი 7 თვემდე, თუ ჯდომა ისწავლა ესე იგი ყველაფერი ნორმაშია. რაც შეეხება სილურჯეს ეს არ არის ნევროლოგიური დარღვევების მაჩვენებელი და ჯობია კარდიოლოგმა გასინჯოს

Posted by: burkina-faso 8 Apr 2012, 13:10
ყველას გილოცავთ ბზობას

გამარჯობა ნინო ექიმო
1 თვის გოგოს აქვს სასქესო ოგანოდან წყლისფერი გამონადენი, გუშინ და დღეს შეამჩნია დედამ, ხომ ვერ გვეტყვით, რა შეიძლება იყოს? პედიატრმა უთხრა არაფერიაო, თუმცა დედა ძლიან ნერვიულობს, ვერც სადმე მიყავს ამ დასვენების დღეებში, იქნებ გვითხრათ რაიმე მსგავს შემთხვევაზე?!
მადლობა წინასწარ

Posted by: თ-ი 8 Apr 2012, 19:49
რომელი პრეპარატი ჯობია გაზებისთვის რომელი უშველის 2თვის ბავშვს? აღარ ვიცი რა ვქნა რა არ დავალევინე, არაფერი გვშველის, მითხრეს ბობოტიკი რაღაცა პოლონურია ახალიო და კარგია ვინმემ გამოიყენეთ? სანამ ვუყიდი თქვენი აზრიც მაინტერესებს .

Posted by: ninoeqimi 8 Apr 2012, 22:32
burkina-faso
დააკვირდით თუ გაგრძელდა და მითუმეტეს შეიმღვრა ჯობია ნაცხი გააკეთოთ არ დაინფიცირდეს, სეროზული გამონადენი არ არის საგანგაშო, მაგრამ თუ დაინფიცირდა ის უკვე საყურადღებოა, ამიტომ თუ გაუგრძელდა ჯობია ნაცხი გაკეთდეს
თ-ი
თითქმის ყველა პრეპარატი შეიცავს სიმეტიკონს, ამიტომ უმჯობესია კარგი ქვეყნის შეარჩიოთ, ან გერმანული ესპუმიზანი ან ფაიზერის საბსიმპლექსი

Posted by: თ-ი 9 Apr 2012, 10:33
ესპუმიზანმა არაფერიც არ იმოკმედა,არანაირად არ უშველა, საბსიმპლექსი არ ვიცი, პოლონური ცუდი ქვეყანაა? კარგ ქვეყნებში არ გადის?
გამაგიჟა ამ ბავშვმა რა sad.gif აგარ შემიძლია, ამ ფორუმზე ეწერა რომ ბობოტიკი ბევრად ძლიერიაო და რავი დღეს მივცემ და დავაკვირდები ,

Posted by: tako44 9 Apr 2012, 13:02
თ-ი
ცუდი ქვეყანა არაა, მაგრამ გერმანია სჯობს აშკარად smile.gif

Posted by: ninoeqimi 9 Apr 2012, 17:32
თ-ი
იქნება და სულაც არ აწუხებს გაზები და სხვა პრობლემა აქვს და ვერ გებულობთ? გიფიქრიათ ამაზე? რას ჭამს ბავშვი??

Posted by: tako44 9 Apr 2012, 21:10
ნინო ექიმო, ბავშვი არც თუ დიდი ყიფლიბანდით დაიბადა, ხოდა ეხლა რომ ვუსინჯავ, აქვს თითის ბალიშის ზომა, ხოდა ნორმალურია? ბავშვი 3 თვისაა

Posted by: ninoeqimi 9 Apr 2012, 23:44
tako44
შეგიძლიათ აღარც გაუსინჯოთ ყიფლიბანდის ზომას, ფორმასდა დახურვის ასაკს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, მთავარი თავის გარშემოწერილობააააააა

Posted by: tako44 9 Apr 2012, 23:50
ninoeqimi
დიდი მადლობა smile.gif თავის გარშემოწერილობა ნორმაში ჰქონდა ვადაზე smile.gif

Posted by: eleven 10 Apr 2012, 00:11
ninoeqimi
გამაჯობა ნინო ექიმო smile.gif
რამდენიმე კითხვა მაქვს:

1. ჩემი პატარა 2 კვირისაა. ხშირად ტკივა მუცელი და გაზები აქვს, თავიდან ინფაკოლს ვასმევდით დიდად არ ქონდა შედეგი, ესპუმიზანმა უფრო უშვლა მაგრამ ხანდახან მაინც წკმუტუნებს, ახლა კიდე კუჭში გადის ძაან თხლად. ძუძუზე მყავს. შეიძლება რამე საშიში იყოს?
2. ჭიპი მოგვძვრა 2 დღის წინ, და ჭიპის ღრუში აქვს რაღაცა და ისიც ნელნელა გამოდის, ესე უნდა იყოს?
3. რამდენ ხანში მივიყვანო ასაწონად?

Posted by: ninoeqimi 10 Apr 2012, 10:03
eleven
ძუძუზე ბავშვი თუ შარდავს ნორმალურიად, წონაში ამტულობს და აქტიურია, საკვებს ენერგიულად ჭამს, მისი თხელი განავალი არ არის საგანგაშო.
გაზებს რაც შეეხება მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მედიცინა მეძუძურ დედას ყველაფრის ჭამის უფლებას აძლევს რასაც ორსულობამდე ჭამდა და იტანდა, მაინც დააკვირდით იქნებ თქვენ ჭამთ რაიმე ისეთს, რასაც ბავშვი ვერ იტანს და ებერება მუცელი, ჭიპიდან არანაირი გამონადენი არ უნდა იყოს, აჩვენეთ პედიატრს და გასწავლით როგორ დაამუშოათ ჭიპი, ასაწონად დაახლოებით ერთი თვის ვადაზე, ანუ პირველი თვის განმავლობაშI აღრიცხვაზე რომ დააყენებთ აწონით კიდეც

Posted by: eleven 10 Apr 2012, 12:21
ninoeqimi

საერთოდ რაც გაზებს გამოიწვევს ჩემში, ალბათ ის გამოიწვევს ბავშვშიც ხო? ასეთ საკვებს არ ვღებულობ. ასევე არ ვღებულობ არაბუნებრივ საკვებს, ჩიპსებს, ტომატს, მაიონეზს და მსგავს რაღაცეებს...
ერთადერთი რაზეც მაქვს ეჭვი არის შემწვარი ქათამი რომელიც ხშირად მინდება და ვჭამ და ასევე ტკბილი ჩაი. ნუ შაქარი გავანახევრე ჩაიში მაგრამ 2 კოვზი მაინც გამომდის ერთ ჭიქა ჩაიში და დღის განვმალობაში სადღაც 4-5 ჭიქას ვსვამ.
კიდევ მაინტერესებს თუ შემიძლია სახლში გაწურული ვასლის და სტაფილოს წვენი მივიღო?

Posted by: Tiu 10 Apr 2012, 14:20
მოგესალმებით, ნინო ექიმო,
ჩემი პატარა ახლა 7 კვირისაა, დაბადებიდან ჰქონდა იდეალური კუჭის მოქმედება. დღე-ღამეში გადიოდა 5-6-ჯერ, მინიმუმ 4-ჯერ, ასე იყო 5 კვირა, მერე პედიატრმა ფოსფალუგელი დაუნიშნა და ძალიან შეიკრა, მე ამ წამალს დავაბრალე, რადგან ზუსტად მისი მიღების მერე დაემართა შეკრულობა და თანაც ანოტაციაშიც უწერია იშვიათად იწვევს ყაბზობასო, პედიატრმა ბავშვის შეკრულობა მე დამიკავშირა (ანუ მეც მაქვს) და ადრე თუ გვიან ბავშვშიც გამოვლინდებოდაო.
მაქვს რამდენიმე შეკითხვა:
1. ერთი კვირაა ორივე ვსვამთ საფაღარათე საშუალებებს, მაგრამ ამაოდ. ზოგჯერ გადის თავისით დღეში ერთხელ, თუ არადა მიკრო ოყნით (გლიცერინით) გამყავს.დღეს ვცადე გაზგამყვანით და ვერ გავიყვანე. ბავშვი მხოლოდ ძუძუზეა. რამდენად ნორმალურია ასეთი მდგომარეობა და მიკრო ოყნის ყოვლდღიურ ხმარებას რამე უკუჩვენება ხომ არ ექნება?
2. პედიატრი მეუბნება შენი რძე არ ჰყოფნის და იმიტომ აქვს შეკრულობა,ორივე ძუძუს ჭამის შემდეგ დამატება მივცეთო, მე არ მივეცი, არ მინდა, ასე მარტივად გადავიყვანო ხელოვნურზე, თანაც რაოდენობრივად რძე უამრავი მაქვს (Eრთ ჭამაზე ერთ ძუძუს ვერ ცლის) ბავშვსაც კარგი ნამატი აქვს, 1 თვისას 1200 გრამი ჰქონდა მატება. შეიძლება ასეთი ნამატის მქონდე ბავშვს რძე არ ჰყოფნიდეს?

Posted by: matmatuna 10 Apr 2012, 15:42
ასეთი შეკითხვა მაქვს და თუ არ შეწუხდებით, მიპასუხეთ
მოკლედ, ჩემი 20 თვის შვილი არ/ვერ ღეჭავს საჭმელს, ძირითადად დაჭყლეტილის სახით ვაძლევ. თერაპია ითხოვს, რომ ნელ-ნელა მივაჩვიოთ ოდნავ მოზრდილი ნაჭრების მიღებას...დავჭერი ბანანი, მოცვი და ეს ყველაფერი გადაყლაპა და დღის ბოლოს, კუჭში რომ გავიდა, ბანანი არა მაგრამ ეს მოცვის ნაჭრები უკანვე დამიბრუნა user.gif
ჰოდა, რა ვქნა არ ვიცი. "როგორმე ღეჭვა ისწავლოს" საბაბით გავაგრძელოთ ეს ინდაურივით ყლაპვა თუ შევწყვიტოთ...
მის კუჭნაწლავს ასეთი დაუღეჭავი საჭმელი ზიანს მიაყენებს? მხოლოდ ეს მაინტერესებს, გმადლობთ smile.gif

Posted by: ninoeqimi 10 Apr 2012, 22:28
Tiu
რძე რომ არ ყოფნიდეს წონაშI ვერ მოიმატებდა ეს ერთი, მეორეც დააკვირდით პამპერსს, თუ სავსეა როდესაც უცვლით, ანუ შარდავს საკმარისად, ეს ნიშნავს რომ ყონის, მიკროოყნებს არ გირჩევთ, მერე მიეჩვევა რეფლექსურად კუჭის მოქმედებას და გაგიჭირდებათ უფრო. მოსინჯეთ დუფალაკი, არ არსებობს არ იმოქმედოს, ოღOნც მიეცით 2-3 ჯერ დღეში, ერთჯერადი მიღება არ არის ისეთი ეფექტური. ჯერ არ იჩქაროთ ხელოვნურის დამატება, და რაც მთავარია მიეცით წყალი, არა გადადუღებული, არამედ ბოთლის, მაგალითად ბაკურიანი,
matmatuna
ჩანგლით გაჭყლიტეთ და ისე მიეცით,, რამოდენიმეჯერ გააყოლებს მთელ ნაჭრებს და მერე დაღეჭავს.
eleven
საერთოდ ასე ითვლება, მეძუძურმა დედამ შეიძლება ჭამოს ყველაფერი, რასაც ჭამდა ორსულობამდე და იტანდა. თუ თქვენ გბერავთ შემწვარი ქათამი და შაქარი, შესაძლოა ბავშვზეც იგივე ეფექტი ქონდეს.

Posted by: matmatuna 11 Apr 2012, 06:23
ninoeqimi
დიდი მადლობა
QUOTE
ჩანგლით გაჭყლიტეთ

ამას ვაკეთებთ უკვე მრავალი თვეა.
მე უბრალოდ მაინტერესებდა, ეს დაუღეჭავი საჭმელი რამეს ხომ არ დაუშავებს ბავშვის კუჭ-ნაწლავს...

Posted by: z g a r b i 11 Apr 2012, 09:45
ნინოექიმო, ლაზერული ეპილაცია ლაქტაციის დროს რამე პრობლემას წარმოადგენს?

და საკეისროს ნაკერზე თუ შეიძლება ლაზერულის გაკეთება? 5 თვეა გასული

Posted by: ninoeqimi 11 Apr 2012, 22:36
matmatuna
პრობლემა ისაა, რომ ვერ ინელებს და შესაბამისად მის სრულ კვებით ღირებულებას ვერ ითვისებს.
z g a r b i
მე მაგი არ ვიცი, კითხეთ ვინც აკეთებს ლაზერს იმას, ის უფრო კომპეტენტურია

Posted by: tako44 11 Apr 2012, 22:42
ნინო ექიმო, ვიცი, რომ ნევროლოგი ხართ და ალბათ ნევროლოგიის სფეროა რაც მინდა გკითხოთ smile.gif
დღეს დავაკვირდი, რომ კესო როცა წევს, თავს უფრო მარჯვნივ ატრიალებს ხოლმე, ვიდრე მარცხნივ. ხოდა პრობლემაა რამე? ბავშვი ზოგადად არის მშვიდი, იშვიათად ჭინჭყლობს., ძალიან კარგად ძინავს, კარგად ჭამს.

Posted by: Free Aquarius 11 Apr 2012, 23:09
QUOTE (z g a r b i @ 11 Apr 2012, 09:45 )
ნინოექიმო, ლაზერული ეპილაცია ლაქტაციის დროს რამე პრობლემას წარმოადგენს?

და საკეისროს ნაკერზე თუ შეიძლება ლაზერულის გაკეთება? 5 თვეა გასული

როგორც მე ვიცი ლაზერულ ეპილაციას ლაქტაციის დროს საზღვარგარეთ არ აკეთებენ

Posted by: თ-ი 12 Apr 2012, 00:16
ninoeqimi
სხვა პრობლემა არ აქვს არანაირი,
და ეს ორი დღეა რეგულარულად ვაძლევდი ბობოტიკს, 3ჯერ დღისით და ერთხელ ძილისწინ და შედარება არაა სხვა დღეებთან, უფრო და უფრო მოუკლო ჭირვეულობას smile.gif მგონი კარგის ნიშანია smile.gif
ისე ბავშვი ძუძუზეა smile.gif
tako44
ბობოტიკი დაქალმა მირჩია ჩაჩავაში დაუნიშნა დავითაიამ, მაგრამ მაინც გადავქექე ინტერნეტი სანამ ბავშვს მივცემდი და აღმოვაჩინე რომ აქვადეტრიმიც და ბობოტიკიც ერთი ქარხნის ყოფილა.
* * *
eleven
ჩემი პატარაც ასე იყო, გაზებზე რა არ გამოვიყენე ესპუმიზანზე მეტად ბობოტიკმა უშველა, ჯერ ორი დღეა რაც მივეცი და აშკარად ვატყობ უკეთესობას, იქნებ შენც სცადო? smile.gif

Posted by: eleven 12 Apr 2012, 01:07
z g a r b i

მე ორსულობისას ამიკრძალეს და ისე არ ვიცი მეც მაინტერესებს მაგრად.

თ-ი
რა ხნისაა შენი ბაია?

Posted by: თ-ი 12 Apr 2012, 01:24
eleven
თითქმის 2 თვისაა smile.gif 22 თებერვალს მეყოლა smile.gif

Posted by: aitea 13 Apr 2012, 01:12
გამარჯობა.
3 თვეა რაც ძუძუთი ვკვებავ ბავშვს, მაგრამ დამატებაც სჭირდება ზოგჯერ, იმიტომ რომ ხან ძალიან ბევრი რძე მოდის და ხან არ ჰყოფნის.
ბევრი როცაა იმაზეც ბრაზდება.
თან მარტო წოვის დროს არა, ისედაც სულ მეღვრება რძე. მკერდის საფენებს კი ვიყენებ, მაგრამ... რისი ბრალი შეიძლება იყოს ან რა ვუშველო?

Posted by: tasikotasiko 13 Apr 2012, 01:40
ჩემ 4 წლის შვილს აწუხებს ოფლიანობა,კერძოდ შეახურებს ხოლმე უცბად და მერე სულ ოფლიანდება,მერე ისევ ჩვეულ ტემპერატურას უბრუნდება,რას უნდა დავაბრალო ?

Posted by: kristen 13 Apr 2012, 10:58
გამარჯობათ,

2 წლის და 4 თვის მყავს გოგონა, ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში რამოდენიმეჯერ ზედიზედ გადაიტანა ანგინა, ავუღეთ ყელიდან ნაცხი და ამოითესა ოქროსფერი სტაფილოკოკი, მაინტერესებს ამის გამო გლანდები უნდა ამოვაჭრათ თუ იკურნება????
და რას ნიშნავს ეს რომ აქვ?? საშიშია??

Posted by: basti-bubuuu 13 Apr 2012, 19:21
გამარჯობათ-მაქვს ორი კითხვა და იქნებ მიპასუხოთ

1.გახეხილი ვაშლი დავაწყებინე და სეიძლება რომ ეს გამხდარიყო კუჭის შეკრულობის მიზეზი?

2.როცა შეკრულია და ძალიან იჭინთება მცირე რაოდენობით სისხლს აყოლებს განავალს.პედიატრმა მითხრა რომ არ არის საშიში კაპილარები უწყდება წვრილი რო იჭინთებაო და მართალია?

Posted by: tako44 13 Apr 2012, 21:25
basti-bubuuu
ჩემი შვილიც აყოლებდა თავიდან სისხლს და პედიატრმა იგივე მითხრა. შეკრული იყო ხოლმე კუჭში თავიდან.

Posted by: DiTrIx 14 Apr 2012, 14:01
გამარჯობათ. მაინტერესებს ლაქტაცის დროს ბროწეული შეიძლებააა? გემოგლობნი მაქვს დაბალიი...

Posted by: nukishvili 15 Apr 2012, 12:15
გამარჯობათ თუ იცით კოლონასკოპია რა ღირს დაახლოებით?

Posted by: ninoeqimi 16 Apr 2012, 10:08
aitea
ეგ ჩვეულებრივი ამბავია, რომ არ გაბრაზდეს, მანამ სანამ მოწოვს თუ გრძნობ რომ ბევრი გაქვს ცოტა გამოიწველე და მერე მიიყვანე ძუძუსთAნ, ბევრი რომ ჩაეღვაროს ერთბაშად. თU ამდენი რძე გაქვს დამატება ალბათ არ ჭირდება, ხშირად მოაწოვე ხოლმე უფორ და უკეთესი იქნება. არც დაგროვდება ბევრიდა არც დააკლდება.
tasikotasiko
ფარისებრი გამორიცხეთ, ანალიზი გაუკეთეთ, კერძოდ TSH განუსაზღვრეთ.
kristen
არა, სტაფილოკოკის გამო არ არის აუცილებელი გლანდების ამოჭრა, სტრეპტოკოკირომ ყოფილიყო მაშIნ რევმატოლოგი გადაწყვეტდა დამატებითI ანალიზების საფუძველზე როგორ მოქცეულიყავით, ახლა კი ფაგებით უმკურნალებთ და სულ ეს არის.
basti-bubuuu
ბავშვი რა ასაკისაააა? ვაშლის გარკვეული ჯიშები მე როგორც ვიცი კრავს კუჭში, სისხლი შესაძლოა მექანიკური დაზიანებსი შედეგი იყოს, ნაწლავის ლორწოვანი ძალიან ნაზია და მაგარ განავლოვან მასებს რომ ხვდება ის იწვევს მაგას.
DiTrIx
კი, როგორ არ შეიძლება.

Posted by: kristen 16 Apr 2012, 11:45
ninoeqimi
ძალიან დიდი მადლობა

Posted by: DiTrIx 16 Apr 2012, 12:20
ninoeqimi
მადლობთ: ).....

Posted by: basti-bubuuu 16 Apr 2012, 21:20
ninoeqimi

4.5 თვის არის ბავშვი.ანტონოვკას ვაჭმევდი,ეხლა შევუწყვიტე და არ ვიცი როდის განვაახლო.

ხოდა კიდე წამოქაფებებმა დაგვტანჯა.ჰუმანა AR-ს ვაჭმევ მაგრამ არ შველის.რა ასაკისთვის უნდა გაუაროს წესით?

Posted by: nuciko74 17 Apr 2012, 13:44
basti-bubuuu
QUOTE
კიდე წამოქაფებებმა დაგვტანჯა.ჰუმანა AR-ს ვაჭმევ მაგრამ არ შველის.რა ასაკისთვის უნდა გაუაროს წესით?

მაგან არ მომკლა დღემდეsmile.gifჩემსას ისე ქონდა, პრაქტიკულად ვერ ვაწვენდი ჰორიზონტალურად, თან ძუძუზე მყავდა და.... პედიატრმა მითხრა, 4-6 თვიდან ცოტა მყარ საკვებზე რო გადავა, გაუვლისო, მაგრამ სადღაც 3 თვიდან შესამჩნევად მოუკლო ნელ-ნელა, ცოტა ამოვისუნთქე, ახლა 6-საა და დამატებაზე არა, მაგრამ ძუძუს რო შეჭამს, თუ არ ამოაბოყინა, მაინც აწუხებს და ხან გადმოსდის ისევ, განსაკუთრებით ღამე ვწვალობ, მთელი ღამე ძუძუზე კიდია და მთელ ღამეს თითქმის ვატარებ წამომჯდარი. ჩერმს ახლობლებში ვისაც ქონდა, ზოგს 6თვიდან გაუარა, ზოგს-9-დან და თან ჰუმანა AR-მაც არც ერთს არ უშველა.

Posted by: mushroom11 17 Apr 2012, 17:11
გამარჯობათ, მერვე დღეა ბავშვს აქვს დაბალი სიცხეები 37, მაქსიმუმ 37,7, სხვა არანაირი სიმპტომი არ აქვს არც ხველება არც სურდო. 9 თვისაა, რისი ბრალი შეიძლება იყოს?

Posted by: blblbl 17 Apr 2012, 17:14
mushroom11
კბილები ხომ არ ამოსდის?

Posted by: mushroom11 17 Apr 2012, 17:33
blblbl
2 კბილი აქვს უკვე ისე დორბლიანობა აქვს მაგრამ ამდენი ხანი 8 დღე ნორმალურია ნეტა?

Posted by: aitea 17 Apr 2012, 21:30
ninoeqimi

ზოგჯერ იმდენი რძე მეღვრება წოვის პროცესის გარეშეც, რომ ჭამის დროს აღარ ჰყოფნის ბავშვს და მაგიტომ სჭირდება დამატება.

მაინტერესებს, რამე საშუალება თუ არის სადინარების შესავიწროვებელი?
ალბათ ძალიან მაქვს გახსნილი. ორსულობისასაც ეტყობოდა ხსენზე

Posted by: ninoeqimi 18 Apr 2012, 23:46
aitea
არა სადინრების შევიწროება ალბათ არ შეიძლება, ხშირ ხშIრად უნდა მოსცეთ ძუძუ

Posted by: tako44 18 Apr 2012, 23:56
ninoeqimi
ნინოექიმო, თქვენ როგორ თვლით, რა ხნიდან არის რეკომენდირებული ბავშვის კენგურუში ჩასმა?

Posted by: natiko22 18 Apr 2012, 23:58
გამარჯობათ. საგონებელში ვარ ჩავარდნილი და იქნებ ვინმემ მიპასუხოთ და დამაკვალიანოთ. ჩემი შვილი 3.6 წლისაა. წინა სამშაბათს კისრის არეში წითლად გამოაყარა,ნასიცხივით. ვიფიქრე,რომ ნასიცხია (ეზოში დარბის,ოფლიანობს). ამიტომ არ მივაქციე ყურადღება. რამოდენიმე დღეში ისეთივე გამონაყარი გაუჩნდა (წვრილი და წითელი)თვალთან,ქვემო ქუთუთოზე. ვინაიდან არც ერთი ექიმი აქ არ იყო დასვენების გამო,მხოლოდ ტელეფონით დავეკონტაქტე ექიმს. პარლაზინის წვეთები გვირჩია და ხუთშაბათიდან მოყოლებული პარლაზინს ვაძლევ. შაბათს დილით სიცხე მისცა 39.2.არაფერი არ აწუხებდა სურდოს გარდა. შაბათს და კვირას მთელი დღე 39მდე ჰქონდა სიცხე. ორშაბათიდან ყველაფერმა გაუარა,სურდომაც და სიცხემაც. ბავშვი აქტიურია,კარგად ჭამს,არაფერი არ აწუხებს. გამონაყარი კისრის არეში და ქუთუთოზე დარჩა. გუშინ მყავდა პედიატრთან.მითხრა,რომ ეს არის ალერგია და გამოგვიწერა ისევ პარლაზინი,გიოქსიზონის მალამო,ჩერედით მობანა იმ ადგილების,პუდრა და სტრეპტოციდი არეული (მისაყრელად კანზე),კალცი,ნახშირი+ბორჯომი. ეს ყველაფერი გუშინ და დღეს გავუკეთე.დღეს დილიდან თითქოს კისერზე გამონაყარი გაფერმქთალებული იყო,მაგრამ საღამოს აშკარად მოემატა,კისერზეც,წინა მხარეს ყელთან,თვალი გაუსივდა,მეორე თვალზეც პატარა წითელი წერტილები აქვს. რა გავაკეთო უკვე არ ვიცი. დავპანიკდი,რამე საშიში ხომ არ არის. ვის მივმართო დერმატოლოგს,ალერგოლოგს თუ მოვიცადო რამოდენიმე დღე და შედეგს დავუცადო?

Posted by: blblbl 19 Apr 2012, 00:02
natiko22
ბატონები გამორიცხეს?

Posted by: natinati77 19 Apr 2012, 00:05
QUOTE

natiko22

ბატნებია მოდებული,ჩემი მეზობლის ბავშვს დაემარტა მასე,სიცხეც იცის ბატონებმადააკვირდი მუცელზე თუ დააყრის

Posted by: natiko22 19 Apr 2012, 00:08
blblbl


ექიმმა ბატონები გამორიცხა. ალერგია ჰგონია და რა ვიცი sad.gif


natinati77
QUOTE
ბატნებია მოდებული,ჩემი მეზობლის ბავშვს დაემარტა მასე,სიცხეც იცის ბატონებმადააკვირდი მუცელზე თუ დააყრის



10 დღეა ფაქტიურად დაყრილი აქვს კისრის არეში და აქამდე ხომ გამოაყრიდა სხვაგანაც ბატონები,რომ ყოფილიყო?

Posted by: laluka88 19 Apr 2012, 21:18
გამარჯობათ,ჩემს პატარას აქვს ჭარბი გოგირდი,მარცხენა ყურიდან კი რაღაც სუნიც აქვს ხოლმე,ჩემმა დედამთილმაა მასე იციან ხოლმეო მაგრამ რაღაც ვერ დავიჯერე,ხომ არ ჯობია ყურის ექიმს ვაჩვენოთ?ტკივილით არ ტკივა მხოლოდ სუნი,ჭარბი გოგირდი და ქავილი აქვს ხოლმე,არადა ყოველღე ბანაობს

Posted by: ninoeqimi 19 Apr 2012, 22:54
natiko22
პირველი რაც უნდა გააკეთოთ სისხლის ანალიზია! დამთხვევები მედიცინაში იშვიათია, ზემო სასუნთქი გზების ინფექცია+ ცხელება+ გამონაყარი. მე პირველ რიგში ყრლს ვნახავდი და სისხლის საერთო ანალიზს გავაკეთებდი

Posted by: Free Aquarius 19 Apr 2012, 23:39
გამარჯობათ ნინო ექიმო! ჩემს შვილს რამდენიმე დღეა შევამჩნიე რომ თავს იქნევს გვერდულად,ზედიზედ რამდენიმეჯერ.არ ვიცი როგორ აგიხსნათ,ალბათ მიხვდებით რასაც ვგულისხმობ.ერთი წლის ხდება და აქამდე მსგავსი არაფერი შემინიშნავს.რას შეიძლება გამოეწვია და ყურადღება მისაქცევი ხომ არ არის.წინასწარ მადლობა!

Posted by: ninoeqimi 19 Apr 2012, 23:55
laluka88
სწორად გგონიათ, ექიმს უნდა აჩვენოთ
Free Aquarius
შეგიძლიათ ვიდეოზე გადაიღოთ?

Posted by: eleven 20 Apr 2012, 00:53
aitea
მე ვიცი რომ სანამ აჭმევ მკერდზე თბილი კომპრესები უნდა გაიკეთო და რომ მორჩება წოვას მერე ცივი. თბილი ხსნის სადინარებს ცივი კი პირიქით. ოღონდ მარტო ჩემი რჩევით არ გააკეთო. ცივი მკერდთან ცოტა საფრთხილოა რომ არ გაგიცივდეს. კითხე სხვებსაც.

Posted by: laluka88 20 Apr 2012, 09:12
ninoeqimi

დიდი მადლობა პასუხისთვის,ორშაბათს წავიყვან,იმედია ყველაფერი წესრიგში ექნება sad.gif

Posted by: Free Aquarius 20 Apr 2012, 14:07
QUOTE (ninoeqimi @ 19 Apr 2012, 23:55 )

შეგიძლიათ ვიდეოზე გადაიღოთ?

ვიდეოზე ვერ მოვახერხებ გადაღებას,ხშირად არ აკეთებს.თავს იქნევს უფრო მარცხნივ,ზედიზედ ორჯერ ან სამჯერ გააქნევს.ადრეც მოგწერეთ თვალს აელმებდა და მაგ საკითხზე(ისევ აელმებს).გასინჯა ბაკურ კოტეტიშვილმა 8 თვის ასაკში და ჯანმრთელიაო,არ ჩათვალა საჭიროდ ნეიროსონოგრაფია.მაშინ თვალის გამო მივიყვანე.ნეიროსონოგრაფია პედიატრმა გადაგვაღებინა.ყიფლიბანდი აქვს დაჭიმულიო.ნეიროსონოგრაფიის პასუხიც მოგწერეთ და მითხარით ნორმის ფარგლებშიაო( 9 თვის ასაკში გადაღებული).ბოდიში ამდენი რომ მოგწერეთ.მადლობას გიხდით ყურადღებისთვის

Posted by: natka80 20 Apr 2012, 18:48
ninoeqimi
გამარჯობათ, გთხოვთ იქნებ მიპასუხოთ ნინო ექიმო,
ჩემ პატარას რომლიც არის 5 თვის დაუსვეს ატოპიური ეგზემის დიაგნოზი, დღეს შევატყვე რომ თითქოს ასთმის სიმპტომებიც აქვს, უჭირს ჩასუნთქვა /ამოსუნთქვა,რა თქმა უნდა განერვიულებულმა გადავქექე ინტერნეტი და ვნახე რომ ვისაც ეს დიაგნოზი აქვს 80 პროცენტს უვითარდებათ შემდგომ ბრონქული ასთმა..

ჩემი კითხვა შემდეგში მდგომარეობს, სიმპტომების დროულად გამოვლენის შემთხვევაში არის ეს მთლიანად განკურნებადი? თუ დიდი რისკის ქვეშ ვართ ჩამოუყალიბდეს ბრონქული ასთმა.. იმედი მაქვს გარკვევით დავსვი კითხვა
დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: tikusha 20 Apr 2012, 19:08
ბავშვი 8 თვისაა და კბილები არ ამოსვლია, რა ვქნა??

Posted by: blblbl 20 Apr 2012, 20:30
tikusha
არაფერი დაელოდე smile.gif

Posted by: tikusha 20 Apr 2012, 20:52
ერთმა პედიატრმა რაქიტის ნიშანიაო არადა ბავშვი დ ვიტამინს სვამს და არ აქვს გამოხატული რაქიტი

Posted by: PooPoo 20 Apr 2012, 21:14
tikusha
ჩემს შვილს 1 წლის და 1 თვის იყო რომ ამოუვიდა, ზოგს გვიან ამოდის და ზოგს ადრე

Posted by: tlikina 20 Apr 2012, 21:19
tikusha
Aრამგონია სანერვიულო იყოს, თუმაინცდამაინც კალცის ნაკლებობაზე გადაამოწმე

Posted by: tikusha 20 Apr 2012, 21:29
კალცი კაპილარული გავუკეთო თუ ვენური?? ზოგი ამბობს ვენური უფრო ინფორმატიულიაო და ზოგი ამბობს კაპილარულიო, ვერაფერი გავიგე

Posted by: tlikina 20 Apr 2012, 21:56
tikusha
Mაგაში ვერ ვერკვევი სამწუხაროდ sad.gif

Posted by: ninoeqimi 20 Apr 2012, 22:47
tikusha
არ უნდა ანალიზი, ამოუვა აუცილებლად, კბილების ნაადრევად ამოსვლა არ არის არაფერთან კავშირში.

natka80
მე არ ვარ კომპეტენტური მაგ საქმეში, მე როგორც ვიცი შესაძლოა თუ არ არის ჯერ ჩამოყალიბებული.

Posted by: Free Aquarius 20 Apr 2012, 23:43
QUOTE (Free Aquarius @ 20 Apr 2012, 14:07 )
QUOTE (ninoeqimi @ 19 Apr 2012, 23:55 )

შეგიძლიათ ვიდეოზე გადაიღოთ?

ვიდეოზე ვერ მოვახერხებ გადაღებას,ხშირად არ აკეთებს.თავს იქნევს უფრო მარცხნივ,ზედიზედ ორჯერ ან სამჯერ გააქნევს.ადრეც მოგწერეთ თვალს აელმებდა და მაგ საკითხზე(ისევ აელმებს).გასინჯა ბაკურ კოტეტიშვილმა 8 თვის ასაკში და ჯანმრთელიაო,არ ჩათვალა საჭიროდ ნეიროსონოგრაფია.მაშინ თვალის გამო მივიყვანე.ნეიროსონოგრაფია პედიატრმა გადაგვაღებინა.ყიფლიბანდი აქვს დაჭიმულიო.ნეიროსონოგრაფიის პასუხიც მოგწერეთ და მითხარით ნორმის ფარგლებშიაო( 9 თვის ასაკში გადაღებული).ბოდიში ამდენი რომ მოგწერეთ.მადლობას გიხდით ყურადღებისთვის

საჭიროა თუ არა ნახოს ბავშვი ნევროლოგმა?ძალიან ვნერვიულობ რაიმე საშიში არ იყოს.

Posted by: Lawyer Women 21 Apr 2012, 20:46
არის ისეთი ანალიზი რომლითაც უშვილობაზე შეიძლება გაესინჯოს ქალიშვილი? ხომ არ იცით?

Posted by: ninoeqimi 22 Apr 2012, 00:25
Free Aquarius
ნევროლოგმა შეტევა უნდა ნახოს, სხვანნაირიად ვერაფერს ვერ გაიგებს.
Lawyer Women
და რაში ჭირდება ქალიშვილს ასეთი ანალიზის ჩატარება?

Posted by: Lawyer Women 22 Apr 2012, 15:37
QUOTE (ninoeqimi @ 22 Apr 2012, 00:25 )
Free Aquarius
ნევროლოგმა შეტევა უნდა ნახოს, სხვანნაირიად ვერაფერს ვერ გაიგებს.
Lawyer Women
და რაში ჭირდება ქალიშვილს ასეთი ანალიზის ჩატარება?

შიშის გამო. როცა ახალგაზრდობაში გაქვს შიში რომ შესაძლოა არ გყავდეს... უბრალოდ პანიკა.. ამ დროს შესაძლებელია ჩაიტარო ანალიზი? ახლა თუ დასტურდება სხვანაირად მოკიდებ ხელს ცხოვრებას. მე ასე მიმაჩნია. არის შესაძლებლობა ქალიშვილმა ჩაიტაროს ანალიზები ? ან სისხლის ანალიზით ირკვევა ეს ? ან როგორ ? იქნებ თქვათ?


და აი ყველა ქალური ანალიზი ქალიშვილმა რომელიც შეიძლება ჩაიტაროს გათხოვებამდე, რომ შემდეგ დარწმუნებული იყოს იმაში რომ აწი პრობლემა არ ექნება დაფეხმძიმებასთან.

Posted by: blblbl 22 Apr 2012, 16:03
Lawyer Women
QUOTE
რომ შემდეგ დარწმუნებული იყოს იმაში რომ აწი პრობლემა არ ექნება დაფეხმძიმებასთან.

ამაში გათხოვებამდე მაინც ვერ დარწმუნდები და კიდევ ეს სხვა თემაა აქ ბავშვების ექიმი პასუხობს .

Posted by: ninoeqimi 22 Apr 2012, 22:23
Lawyer Women
თუ ქალს გათხოვებამდე მოწესრიგეგებული აქვს ციკლი, არ აწუხებს ჭარბთმიანობა, ჭარბი წონა ან სხვა რაიმე ქრონიკული დაავადება, რომელმაც შესაძლოა იმოქმედოს რეპროდუქციულ სისტემაზე სავარაუდოდ არანაირი ანალიზი არ ჭირდება, თუ რომელიმე პრობლემა აქვს რაც ზემოთ ჩამოვთვალე მას უნდა მიხედოს და შესაბამისად ეს არის უშვილობის პრევენცია.

Posted by: Magdala 23 Apr 2012, 13:26
ჩემი პატარა წლის და შვიდი თვისაა და ცოტა შიგნით ადგამს ტერფებს
რამე დარღვევის ბრალია თუ გამოსწორდება?

Posted by: iFFii 24 Apr 2012, 09:45
რისგან შეიძლება ქონდეს დაქვეითებული მადა ბავშვს?
ტითქმის 9 თვისაა პატარა, 1 კვირის წინ ქონდა სიცხე და ყელი შეწითლებული.ვუმკურნალეთ,გამოჯანმრთელდა.ახლა არაფერი აწუხებს, მაგრამ ამის შემდეგ საჭმელს ჭამს ცუდად..ფაქტიურად იმის მესამედს ან უკეთეს ვარიანტში ნახევარს ჭამს რასაც ადრე ჭამდა.


Posted by: tlikina 24 Apr 2012, 12:18
iFFii
კბილები ხოარ ამოდის? ან იქნებ ყური ტკივა?

Posted by: iFFii 24 Apr 2012, 13:07
tlikina
ღრძილებს კი იქავებს მაგრამ შეწითლებული არ აქვს ჯერ.
და ყურის ტკივილის დროს ხომ ძუძუს ჭამა გაუჭირდება? მშვიდად იძინებს ძუძსთან smile.gif
ხელის დადებაზეც არ აქვს რეაქცია.
ახლა ვფიქრობ იქნებ იმის ბრალია,რამდენიმე დღე გარეთ რო არ გამიყვანია,სუფთა ჰაერზე.

Posted by: _siyvarulovna_ 24 Apr 2012, 13:16
გამარჯობა ნინო ექიმო! ბავშვი მყავს 1.3თვის, 2 კვირის წინ ჰქონდა ენტერო ვირუსი, ფაღარათი ქონდა საშინელი გული არ არევია, 3 დღე უბრალოდ სიცხეები ჰქონდა 39მდე მერე კუჭში თხლად რომ გავიდა დაუწია და მხოლოდ კუჭი იყო ჩვენი პრობლემა. ვასმევდი ენტეროჯერმინას და ჰუმანას ელექტროლიტს, 3 დღის მერე კუჭI შეეკრა და ისევ აუვარდა სიცხეები 40.5 მდე ასდიოდა, ფაქტიურად სულ დამწევს ვაძლევდი ყოველ 3-4 საათში ისევ და ისევ ასდიოდა, მაღალ სიცხეზე შევამჩნიე რომ თითქოს აყრიდა სახეზეც და ტანზეც! გავიკეთეთ სისხლის საერთო შარდის ანალიზი განავალი დავთესეთ, მაგრამ არსად სერიოზული არაფერი არაა შარდი და სისხლში მდგომარეობა იდეალურიაო პედიატრმა, 4 დღის წინ სიცხეები ნელნელა წამოვიდა დაბლა და ეხლა 35.8-36.2 ესე მერყეობს ეს 2 დღეა, ძილის დროს სხეული არა მაგრამ სახე ისევ აჭრელებული აქვს წითელი და თეთრი ლაქები აქვს, + სასტიკად ოფლიანობს, რისი ბრალი შეიძლება იყოს??? ვის ვაჩვენო? ჩვენმა პედიატრმა ვირუსმა იცისო მაგრამ მაინც მეშინია sad.gif

Posted by: ninoeqimi 24 Apr 2012, 23:01
Magdala
სავარაუდოდ გამოსწორდება, მაინც ორთოპედს აჩვენეთ.

iFFii
აცალეთ ცოტა ხანი, ავადმყოფობის დროს იციან ბავშვებმა მასე, არ დააძალოთ რამოდენიმე დღე და დაიწყებს ჭამას,
_siyvarulovna_
არ მინდა შეგაშინოთ, მაგრამ პარაზიტოლოგიის ინსტიტუტში მიიყვანეთ ბავშვი, ენტეროვირუსი ღებინების გარეშე ძალიან იშვიათია, რასაც თქვენ ყვებით ლეიშმანიოზის გავს და დროულად გამორიცხეთ

Posted by: _siyvarulovna_ 24 Apr 2012, 23:07
ninoeqimi


ნინო ექიმო ეხლა უკვე მესამედ ჰქონდა ენტერო ვირუსი, არცერთხელ არ ჰქონია გულისრევა, პირველად 5 თვის ასაკში დაემართა, მეორედ 9 თვის ასაკში და მესამედ ეხლა... გულის რევა საერთოდ არ ჰქონია, ერთადერთხელ აერია ეხლა ისიც ჩემი ბრალი იყო ახალ ნაჭამზე ბევრი წყალი დავალევინე და ამოაყოლა... ლეიშმანიოზი რამდენადაც ვიცი რაღაც მწერის ნაკბენით გადადის, და ბავშვისთვის დარწმუნებით შემიძლია გითხრათ რომ არაფერს არ უკბენია!

განავალის დათესვით ეს არ ამოითესებოდა?? ან კი რომ მივიყვან პარაზიტოლოგიის ინსტიტუტში რა ვუთხრა? ვისთან მივიყვანო რა ანალიზები უნდა გავუკეთო იქნებ დამაკვალიანოთ???

Posted by: ninoeqimi 24 Apr 2012, 23:13
_siyvarulovna_
ენტეროვირუსიარის ვირუსული დაავადება, რომელსაც ჯერ ღებინება, დიარეა და ცხელება. მწერს და მის ნაკბენს თქვენ ვერ დაინახავთ. ძალიან მცირე ზომისაა, ტერიტორიულად სად ცხოვრობთ? ზოგიერთი უბანი თბილისში ენდემურად ითვლება. სისხლში ჰემოგლობინი რამდენი აქვს ბავშვს? ლეიშმანიოზს ახასიათებს მაღალი ცხელება, ოფლიანობა, დროული დიაგნოზი და ძალიან მნიშვნელოვანია

Posted by: _siyvarulovna_ 24 Apr 2012, 23:21
ninoeqimi


დიდ დიღომში ვცხოვრობთ, გემოგლობინი 11.6 ჰქონდა 1 კვირის წინ.. ჯდება ნორმის ფარგლებში? არ ვიცი ზუსტად რამდენია ნორმა sad.gif ახლა შევშინდი ცოტა sad.gif ზედა კითხვებზე იქნებ მიპასუხოთ???

მადლობა წინასწარ sad.gif

Posted by: Free Aquarius 24 Apr 2012, 23:22
გამარჯობათ! მაინტერესებს ერთი წლის ბავშვისთვის თხის რძე შეიძლება?შეკრულობა ჰქონდა,ძლივს მოუწესრიგდა და არ მინდა ისევ ავურიო.და კიტრი და პამიდორი თუ შეიძლება კიდევ.თვითონ ითხოვს

Posted by: nikmaik 25 Apr 2012, 15:16
ninoeqimi
ქალბატონო ნინო გთხოვთ PM ნახოთ

Posted by: kote777 25 Apr 2012, 15:40
ერთი რამ მაინტერესებს, რატო ვარ ძალინ ძალინ სუსტად, რო შემომხედავთ იტყვით ეს დაგვკუჩავსო, თუარადა მართლა ძალა გამოლეული ვარ და ვერ გავიგე რა მჩირს.ექიმთან რო ვიყავი მითხრა გადაღლილობის ბრალიაო. და ნერვებისო..თურადა საერთოდ არც ვნერვიულობ არაფერზე და არც გადაგლილი ვარ.
იქნებ რამე მირჩიოთ რა ხდება და რატო შილება ასე ვიყო?

Posted by: nikmaik 25 Apr 2012, 15:42
kote777
აქ ბავშვთა ექიმია

Posted by: kote777 25 Apr 2012, 15:51
nikmaik
QUOTE
აქ ბავშვთა ექიმია

მადლობთ smile.gif

Posted by: temosabasdeda 25 Apr 2012, 15:54
გამარჯობათ ჩემსს 8 წლის ბიჭს არ მოუცვლია ზედა პირველი ორი კბილი .მხოლოდ ქვემოტები მოიცვაალა .ზალიან ვნერვიულობ რამე დავალევინო? თუ რისი ბრალი უნდა იყოს.იქნებ მითხრათ ?
მადლობა .

Posted by: ვასასი 25 Apr 2012, 17:39
ჩემსას 7 წლისას არც ერთი არ მოუცვლია, ნეტაი შენ , მაგას დარდობ? biggrin.gif

Posted by: eleven 25 Apr 2012, 17:42
kote777

სხვა თემაში მოხვდი smile.gif

თერაპევტთან მიდი და გაიარე კონსულტაცია. ან სისხლის საერთო ჩააბარე, იქნებ ჰემოგლობინი გაქვს დაბალი.

Posted by: პჩილა 25 Apr 2012, 17:55
3 წლისაა და ნიგოზი ჭამა მგონი ბევრი რის გამოც გაუღიზიანდა ნაღვლის ბუშტი. ეხლა დიეტაზე. ხომ ვერ მეტყვით ტკბილი აღიზიანებს ნაღვლის ბუშტს? მაგალითად ნაყინი?

Posted by: khatia88 25 Apr 2012, 21:28
ninoeqimi
ნინო ექიმო რაღაც ძალიან მაინტერესებს ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენი აზრი და გთხოვთ მიპასუხოთ.
მყავს 2 წლის და 9 თვის ბიჭი. აქამდე არასოდეს მიმიცია პრფილაქტიკისთვის ვიტამინები ან კალცი (დე ვიტმანის ვაძლევდი რა თქმა უნდა). ბავშვის პედიატრი თვლის რომ არ არის საჭირო ხელოვნურად რაიმე სახის ვიტამინების მიცემა თუ პრობლემა არ გვაქვს, ანალიზები მწყობრშია. ერთადერთი შეიძლება თევზის ქონი დავუნიშნო, რადგან საერთოდ არ იკარებს ეს თევზეულსს. ამ შემოდგომაზე მივეცი ო დე ვიტის ვიტამინები იმუნიტეტისთვის, ზედა სასუნთქი გზების ვირუსები პროფილაქტიკისთვის, ეს არის ტენტორიუმის ნაწარმი და წამალსაც ვერ დავარქმევ.
თქვენ რას ფიქრობტ ამ საკითხთან დაკავშირებით? საჭიროა თუ არა ყოველ გაზაფხულზე პროფილაქიკისთვის მიზნით მივცეთ ვვიმატინები პატარას? როგორც იცით ზოგი მშობელი თვითნებურადაც ასმევს ხოლმე.

Posted by: BuZiBa 25 Apr 2012, 21:35
მოგესალმებით. ე.ი. ჩემი პატარა არის თითქმის 4 თვის,ბოლო 2 ღამეა ცუდად სძინავს,ტირის,ჭირვეულობს,გაღიზიანებულია.
ზოგჯერ ჭამას ტირილით ანებებს თავს,ჭამის შემდეგ ეს 2 დღეა აღებინებს. ტემპ. არ აქვს. ყურები სტკიოდა ასე 2-3 კვირის წინ და ვუმკურნალეთ. მეტეორიზმი თითქოს ისე აღარ აწუხებს. რისი ბრალი შეიძლება იყოს? კბილების ამოჭრასთან ხომ არ იქნება დაკავშირებული? წინასწარ მადლობა.

Posted by: temosabasdeda 25 Apr 2012, 22:13
deida_vasasi
არადა როგორ ვნერვიულო იცი ? დამამშვიდა შენმა სიტყვებმა smile.gif)

Posted by: ninoeqimi 25 Apr 2012, 22:20
BuZiBa
კიდევ აჩვწნწთ ყელ ყურს როდესაც ჭამას ტირილიGთ ანებებს თავს ყური ტკივა ესე იგი. ზოგჯერ ცუდად ნამკურნალევი ყურის ანთება რთულდება და ცრუ მენინინგიტის კლინიკასაც იძლევა, ამიტომ უყურადღებოდ არ დატოვოთ წესიერ ექიმს აჩვენეთ
khatia88
ჯანმრთელ ბავშვს, არ ჭირდება ზედმეტად არც ვიტამინები და არც კალცი, მხოლოდ სწორი კვება, ჯანსაღი ცხოვრება, სუფთა ჰაერი.

Posted by: kote777 25 Apr 2012, 23:21
eleven
გმადლობთ smile.gif ყურადგებისთვის.

Posted by: khatia88 25 Apr 2012, 23:57
ninoeqimi
დიდი მადლობა, სწორად ეგ მაინტერესებდა.

Posted by: BuZiBa 26 Apr 2012, 00:36
QUOTE (ninoeqimi @ 25 Apr 2012, 22:20 )
BuZiBa
კიდევ აჩვწნწთ ყელ ყურს როდესაც ჭამას ტირილიGთ ანებებს თავს ყური ტკივა ესე იგი. ზოგჯერ ცუდად ნამკურნალევი ყურის ანთება რთულდება და ცრუ მენინინგიტის კლინიკასაც იძლევა, ამიტომ უყურადღებოდ არ დატოვოთ წესიერ ექიმს აჩვენეთ

ე.ი. ნევროპათოლოგთან ვიზიტი საჭირო არაა? და კარგი ოტო-რინო-ლარინგოლოგი რომელია ან რომელ კლინიკაშია? გმადლობთ.

Posted by: Hektorinia 26 Apr 2012, 11:11
ninoeqimi

2 წლის და 4 თვის ბავშვი, შუა ძილში იწყებს ტირილს, რაღაცებს ითხოვს, მაგალითად, წუხელ ღრიალებდა "კბილები უნდა გავიხეხოო" (მართლა, დაგვავიწყდა კბილების გამოხეხვა და შეიძლება ეს ჩარჩა?? ) ან იძახის " ანუნა (ძიძა) მოდიიიი" და ა.შ. მოკლედ, რაღაც განცდილ-გადატანილს ახსენებს, მხოლოდ ისტერიკულად ტირის, თვალდახუჭული. რაღაცნაირად ვამშვიდებ და ჩვეულებრივად აგრძელებს ძილს.

ამ ბოლო დროს, ძალიან დიდ დროს ატარებს ტელევიზორთან და კომპიუტერთან. (თუმცა, მხოლოდ უწყინარ, ხალისიან მულტფილმებს უყურებს), უფრო ძილის წინ.
შეიძლება ეს იყოს შფოთიანი ძილის მიზეზი?

Posted by: nuciko74 26 Apr 2012, 17:35
[b]Hektorinia[/b
ძილის წინ კატეოგირულად არ შეიძლება არც ტელევიზორი, არც კომპიუტერი, ძილამდე 2საათით ადრე მაინც. ისე კი რა გითხრათ, ჩემი უფროსი 3 ხდება და ჯერ კიდევ შორსაა მშვიდი ძილისაგან

Posted by: Hektorinia 26 Apr 2012, 17:48
nuciko74
QUOTE
ილის წინ კატეოგირულად არ შეიძლება არც ტელევიზორი, არც კომპიუტერი,


იმედი მაქვს, მხოლოდ ეს არის მიზეზი. ამ პრობლემის მოგვარება შედარებით იოლია..

პ.ს. მგონი დროა სათამაშოების განახლებაზე დავიწყო ზრუნვა idea.gif

Posted by: ninoeqimi 26 Apr 2012, 22:09
Hektorinia
ეს ღამით გამოღვიძება ერთსა და იმავე დროს ხდებააა?

Posted by: laluka88 26 Apr 2012, 23:43
გამარჯობა ნინო ექიმო,პატარა მყავდა ყურის ექიმთან და საცობი ქონია,2დღე დაგვინიშნა სოდიანი წყლის ჩაწვეთება შემდეგ დაგვიბარა ამორეცხვაზე.დღეს მივიყვანეთ ისევ და ერთი ყური უკვე სუფთააო და მეორეში კი ჩირქი აღმოუჩინა,თავიდანვე ვერ უნდა მიმხვდარიყო?ეხლა დაგვინიშნა მკურნალობა 5დღიანი ანტიბიოტიკით,წყალბადის ზეჯანგით,ყურში ოტოფა და ცხვირში იზოფრა.ძალიან ავნერვიულდი თუ არ უშველა მერე ნემსებიო,ჯერ 5თვისაც არაა ჩემი გოჭი sad.gif რა დროს ამის ესეთები იყო,რამდენად საშიშია ხომ არ იმოქმედებს სმენაზე?არადა არც სიცხე ქონია ანთების დროს ხომ უნდა ქონოდა?(ქონდეს).ვფიქრობ სხვა ექიმსაც ხომ არ ვანახოთქო,ძალიან შევშინდი

Posted by: bukuna 26 Apr 2012, 23:51
გამარჯობა, ჩემი შვილი 10 დღისაა, ღამე ღვიძავს და სულ ჭამას ითხოვს, თან არ ამთავრებს ჭამას, ეძინება და ისევ იღვიძებს ძალიან მალე, ასე შეუძლია 2 საათი ჭამოს ძუძუ, როგორ შეიძლება რეჟიმი რომ შევუცვალო ან მივაჩვიო დასრულებას ? დღე კარგად ჭამს და სძინავს

Posted by: blblbl 26 Apr 2012, 23:54
bukuna
QUOTE
10 დღისაა,

ჯერ ძალიან პარტარაა გასაკვირი არაა რომ ღამე უნდა ჭამა smile.gif

Posted by: Hektorinia 27 Apr 2012, 11:17
ninoeqimi

QUOTE
ეს ღამით გამოღვიძება ერთსა და იმავე დროს ხდებააა?


ზუსტად არ ვიცი, ამას არ დავკვირვებივარ sad.gif

Posted by: tiko-tiko-tiko 27 Apr 2012, 14:05
laluka88
ნუ გეშინია, ჩემსასაც ქონდა ყურის ანთება, რომელიც აბსოლუტურად უსიმპტომოდ მიმდირეობდა, არც ტკივილი, არც სიცხე... ჩირქი რო გამოუვიდა მერე წავიყვანე ეწიმთან... ანტიბიოტიკი და ეგააა

Posted by: iFFii 27 Apr 2012, 20:27
ninoeqimi
QUOTE
აცალეთ ცოტა ხანი, ავადმყოფობის დროს იციან ბავშვებმა მასე, არ დააძალოთ რამოდენიმე დღე და დაიწყებს ჭამას,

მადლობა smile.gif მართლაც რომ გამოსწორდა თანდათან.

Posted by: laluka88 27 Apr 2012, 21:39
tiko-tiko-tiko
მადლობა გამხნევებისთვის 2kiss.gif

Posted by: ninoeqimi 27 Apr 2012, 23:22
laluka88
აჩვენეთ სხვა ექიმსაც. წესით საცობი და ჩირქი არ უნდა შეეშალოს კარგ ექეიმს.
bukuna
ჯერ არ იცის დღე და ღამე,როცა შია ჭამს smile.gif

Posted by: gvants 28 Apr 2012, 17:08
ninoeqimi
გამარჯობა ნინო ექიმო. ერთ-ერთ თემაში იყო საუბარი იმაზე, რომ საკეისრო კვეთის დროს შეიძლება ბავშვს განუვითარდეს თავში შემატომა.

ამის შესახებ გსმენიათ რამე?


Posted by: tlikina 28 Apr 2012, 17:10
gvants
მემგონი ეგ არაა მაინცდამაინც საკეისროზე დამოკიდებული,წეღან იქაც ავღნიშნე, მე ხო ბუნებრივად ვიმშობიარე და ქონდ მელა კეფალოჰემაომა და საერთოდაც,მგონი ფიქირით უნდა იყოს, ბუნებრივი მშორბიარობის დროს იმდენი ტრამვა შეიძლება მიიღოს,ბევრად მეტი რისკია ჰემატომების,
ნუ ეს ჩემი აზრია smile.gif შეიძლება მეშლება

Posted by: kkatrin 28 Apr 2012, 17:40
ninoeqimi
გამარჯობათ ნინო ექიმო ვიცი ბავშვთა ნევროლოგი ბრძანდებით მაგრამ სხვა თემა ვერსად ვნახე და ამიტომ თქვენთან მაქვს სათხოვარი , იქნებ მირჩიოთ 35 წლის ადამიანისთვის რაიმე კაი დამამშვიდებელი საშუალება,ნერვები აქ ძაან ცუდ დღეში,ყველაპერზე ღიზიანდება.

ვიცი ეხლა შემოვა ბლ და დამცოფავს აქ არ არი მაგის ადგილიო მარა მაინც ვრისკავ biggrin.gif

Posted by: blblbl 28 Apr 2012, 17:44
kkatrin
არ დაგცოფავ და ვამელანს გირჩევ tongue.gifმართლა კარგია yes.gif

Posted by: kkatrin 28 Apr 2012, 17:49
blblbl
კაი ჯიგარი ხარ 2kiss.gif

Posted by: ninoeqimi 29 Apr 2012, 15:41
tlikina
თუ კეფალოჰემატომაზეა საუბარი, მაშინ ბუნებრივი მშOბიარობის დროს ბევრად დიდი რისკია, საკეისროს დროს როგორ უნდა განვითარდეს ისიც ვერ წარმოვიდგინე ახლა, მაგრამ მთავარი ერთი კეფალოჰემატომა არის სისხლჩაქცევა კანქვეშ, მას თავის ტვინტან არანაირი კავშირი არა აქვს და რომც განუვითარდეს ამით არაფერი არ დაშავდება, გაიწოვება თავისით ყველანაირი ჩარევების გარეშე.
kkatrin
თვითმკურნალობისათვის სხვას მეც ვერაფერს გირჩევთ, ვამელანი ვალერიანია ცოტა მაღალი დოზით და პლუს დამამშვიდებელი სხვა მცენარეები.

Posted by: tlikina 29 Apr 2012, 16:28
ninoeqimi
მადლობა პასუხისთვის მე და გვანცაც მაგას ვამობდითრომ ბუნებრივად მეტი რისკოა ვიდრე საკეისროს დროს,

Posted by: nuciko74 30 Apr 2012, 13:58
ninoeqimi
ზედმეტი სისველისაგან, ნიკაპი აქვს დაწითლებული ძალიან, ბევრი დორბლი მოსდის და სულ სველი აქვს თითქმის, 7 თვისაა, რა შეგიიათ მირჩიოთ? ბეპანტენს ვუსვამ, ხან ჰიდროკორტიზონს იშვიათად, მაგრამ მგონი არ შველის, მარტო ნიკაპი უწითლდება, ლოყები-არა

Posted by: taiataia 30 Apr 2012, 14:10
გამარჯობათ, ბავშვი არის 2 კვირის და ეხლა შევამჩნიეთ, რომ ერთი ლოყა უფრო დიდი აქვს ვიდრე მეორე და ხომ არ იცით რასთან არის დაკავშირებული ?

Posted by: matsatsuna 30 Apr 2012, 16:13
taiataia
იმ მხარეზე ხო არ ძინავს რომელიც პატარა აქვს?

Posted by: taiataia 30 Apr 2012, 16:27
არა მონაცვლეობით ძინავს ეგ მეც ვიფიქრე მაგრამ არა არის მაგის ბრალი

Posted by: ninoeqimi 30 Apr 2012, 22:46
nuciko74
ჰორმონი სახეზე არ წაუსვათ კატეგორიულად. თუ ნერწყვი უღიზიანებს, შესაძლოა ხანგრძლივი ზემოქმედებისაგან დაიცვათ, მაგალითად დოლბანდი დაუფინეთ და ხშირად გამოუცვალეთ. თუ ნამდვილად დორბლი უღიზიანებს, მაგრამ შესაძლოა ეს ალერგიააა, ამიტომ სპეციალისტს აჩვენეთ მაინც.
taiataia
სასურველია ნევროლოგმა გასინჯოს.

Posted by: nuciko74 1 May 2012, 13:17
ninoeqimi
QUOTE
ჰორმონი სახეზე არ წაუსვათ კატეგორიულად

ადრე გამონაყარისთვის მითხრა რცხილაძემ, როცა ძალიან ექნებაო, თხლად წაუსვი 4-5დღეოsad.gifდოლბანდს ნიკაპზე როგორ გავუჩერებ? 5წუთში ასველებს წინსაფარს

Posted by: ninoeqimi 1 May 2012, 14:09
nuciko74
ხოდა როგორც კიდაველდებამაშIნვე უნდა გმაოიუცვალოთ, ეცადეთ ნ, ატურალური მასალის წინსაფარი შეარჩიოთ. ეგ არის სისველით გაღიზიანებული კანი, ამიტომ ძალიან რთულია, მაგრამ უნდა მოახერხოთ და არ იყოს ნერწყვთან დიდი ხანი კონტაქტში. ვიცი რომ რთული გასაკეთებელია, მაგრამ რას იზამთ.

Posted by: Nanuka444 1 May 2012, 15:13
ninoeqimi
შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ ჩემი შეკითხვა, მაგრამ მაინც უნდა დავსვა smile.gif

სადღაც წავიკითხე, რომ 3 წლამდე ბავშვის თირკმლებს არ შეუძლია დიდი ხნით შარდის შეკავება. ამიტომ პამპერსის გადაჩვევას (მით უმეტეს ღამე) არ ვჩქარობდი, მაგრამ ბოლო ერთი კვირა სულ მშრალი პამპერსით იღვიძებდა და ერთხელაც უპამპერსოდ დავაძინე ღამე. ეხლა კაი ხანია საერთოდ არ აცვია პამპერსი არც დილით და არც ღამით. დილით იღვიძებს მშრალი, რომ ვაკვირდები დაახლოებით 14-16 საათი იკავებს ფისებს. დილით რომ დავსვამ ლამის გაავსოს ქოთანი. ეს რამე პრობლემას ხომ არ შეუქმნის მის თირკმლებს? sad.gif
რო გაიღვიძებს დილით, გაჰკივის, მეძახის, ფისები უნდა.
გუშინწინ დაძინების წინ არ გააკეთა, შემეშინდა და პამპერსი გავუკეთე, მაგრამ დილით მშრალმა გაიღვიძე და ქოთანში ქნა. რო დავიანგარიშე 18 საათი გამოუვიდა შუალედი sad.gif
24 საათში 3-4-ჯერ აკეთებს ხოლმე.

1 წლის და 4 თვის არის.

Posted by: Free Aquarius 1 May 2012, 23:28
ჩემს შვილს წელთან,დაბლა აქვს სილურჯე დაბადებიდან.პედიატრმა არაფერია გაუვლისო მაგრამ არ გაუარა.უკვე ერთი წლისაა.რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული?

Posted by: BuZiBa 2 May 2012, 03:33
აუ ვინმემ კარგი ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი არ იცით? გთხოოოოოოოოოოოოოოოოვთ cry.gif

Posted by: klubnika 2 May 2012, 05:38
BuZiBa
QUOTE
აუ ვინმემ კარგი ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი არ იცით? გთხოოოოოოოოოოოოოოოოვთ

შემიძლია გირჩიო : )

ბიჭი მაჭავარიანი - ჟვანიას სახ. პედ. კლინიკა
ზურა ჩიხლაძე - ბავშვთა ახალი კლინიკა
სიმონ ღლონტი - ბავშვთა ახალი კლინიკა

Posted by: temosabasdeda 2 May 2012, 09:58
სიმონ ღლონტი - ბავშვთა ახალი კლინიკა
უძლიერესი პროფესიონალი და ადამიანი +1000000 ჩემგან

Posted by: nuciko74 2 May 2012, 12:13
nuciko74
ღრძილების ქავილისთვის შეგიძლიათ რამე ეფექტური მაზი მირჩიოთ? ეს კალგელი დიდი ვერაფერია

Posted by: Blur 2 May 2012, 12:57
Free Aquarius
QUOTE
ჩემს შვილს წელთან,დაბლა აქვს სილურჯე დაბადებიდან.პედიატრმა არაფერია გაუვლისო მაგრამ არ გაუარა.უკვე ერთი წლისაა.რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული?

ჩემსასაც აქვს ეგრე ლურჯი ლაქა წელთან. როგორც მოგვიანებით გავიგე მონგოლოიდური ლურჯი ლაქა ქვია მაგას, გამოხატულია უფრო წელის მიდამოებში და დამახასიათებელია აზიელი ხალხისთვის. გუგლში ძალიან კოშმარი სურათებია biggrin.gif რაღაც ამ ფერზე აქვს ახლა ჩემსას http://www.google.ge/imgres?start=132&um=1&hl=ka&sa=N&tbm=isch&tbnid=ED8StTK9fghPPM:&imgrefurl=http://japanese.reader.bz/moukohan&docid=kS_vIs3sDde_NM&imgurl=http://img02.ti-da.net/usr/tegeo/mouko.gif&w=283&h=347&ei=zvWgT6DcO6iK4gTjrvWJCQ&zoom=1&iact=hc&vpx=182&vpy=217&dur=359&hovh=249&hovw=203&tx=85&ty=173&sig=115207954808221759047&page=6&tbnh=151&tbnw=130&ndsp=31&ved=1t:429,r:0,s:132,i:137&biw=1280&bih=817
უფრო მუქი ქონდა და გაუღიავდა. ბევრგან წერია 2 წლამდე გაუვლისო და ვნახოთ აბა.

Posted by: tlikina 2 May 2012, 13:48
BuZiBa
მიშა ხუჯაძე --ჩაჩავა,კაბინეტყი, 9 საავადმყოფო ,სამივეგანაა



Posted by: infuzoria 2 May 2012, 14:24
ninoeqimi
4 წლის ბავშვს აქვს ანგინა მე3 დღეა მაღალი სიცხეები აქვს ,ყელი აქვს დაჩირქებული
ექიმმა გამოუწერა აუგმენტინი,და არ მოქმედებს ისე სწრაფად ეტყობა ....
გამახსენდა ,ჩემს ბავშვობაში სოდიან წყალში ამოვლებულ მარლის ნაჭრით უსუფთავებდნენ ჩირქს
ამ მეთოდის გამოყენებას მირჩევთ თუ არა?

Posted by: BuZiBa 2 May 2012, 17:16
უფ.... თქვენ გაიხარეთ რა. ფასები ხომ არ იცით?

Posted by: blblbl 2 May 2012, 17:17
ifuzoria
QUOTE
გამახსენდა ,ჩემს ბავშვობაში სოდიან წყალში ამოვლებულ მარლის ნაჭრით უსუფთავებდნენ ჩირქს
ამ მეთოდის გამოყენებას მირჩევთ თუ არა?

არ ქნა.შეიძლება სისხლდენა აუტყდეს ბავშვს აკრზალულია ეგ მეთოდი.

Posted by: inga_72 2 May 2012, 19:21
მოგესალმებით.. ერთი კითხვა მაქვს...რამდენ ხანში უნდა მოუშუშდეს პატარას სამშობიაროში ჩატარებული აცრის ადგილი... (ბეცეჟე).
* * *
ერთი თვისაა ბავშვი...

ის ადგილი ისევ შეწითლებული აქვს, თითქოს გარშემო ზედაპირი გაუთეთრდა, მეშინია, ჩირქი არ იყოს.. ექიმი სატელეფონო კონსულტციას დასჯერდა, მარილიანი საფენები დაადეო...
* * *
თქვენ როგორ ფიქრობთ, რამე გართულდა?

Posted by: tlikina 2 May 2012, 22:11
inga_72
საერთოდ არაფერი არ უნდა,არც მარილიანი საფენი, ეგ რეაქციაა აცრის, თითქმის ყველა ბავშVს ემართება, 2 თვემდე შეიძლება გაურძელდეს,ხელი არ ახლო, ეგ ჩირქი არაა

Posted by: Free Aquarius 2 May 2012, 23:11
Blur

ჩემსას ეგრე ძაან არ აქვს.თუ არ დააკვირდები აშკარად არ ემჩნევა.დიდი მადლობა,დამამშვიდე smile.gif

Posted by: upwave 2 May 2012, 23:42
ninoeqimi
ჩემი ბიჭი ყველაფერს პირში იდებს და ჭამს. მაგალითად:
კალამს, ფანქარს, სახაზავს, საშლელს და ა.შ.

ანუ მართლა ჭამს! ფანქარს თავი კი არ აქვს ხოლმე შეჭეჭყილი, დაყვანილია შუამდე, ან ფერადი გვერდები აქვს მოკბეჩილი და ხე ჩანს შიგნიდან.

ან 20 სანტიმეტრიანი სახაზავი თავშიც და ბოლოშიც ისეა მომრგვალებული, 5-5 სანტიმეტრი უეჭველი აკლია ხოლმე user.gif

ერთხელ სკოლაში რომ მივედი, ბავშვებმა მახარეს, იცით დღეს უტამ საშლელი შეჭამაო weep.gif

არ ვიცი ყლაპავს თუ არა, მაგრამ help.gif


Posted by: inga_72 3 May 2012, 07:27
tlikina
დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის...დავმშვიდდი...

Posted by: Al Pachino 4 May 2012, 00:28
გამარჯობა. მყავს 18 თვის ბიჭი. 4 დღეა აწუხებს ნახველი. ვეძებ რაიმე ხალხურ- ბუნებრივ ამოსახველებელ საშუალებას. იქნებ იცოდეს ვინმემ და მირჩიოთ.გმადლობთ.

Posted by: ER_pediatry 4 May 2012, 10:03
Al Pachino

ხველის წამალს ინტერნეტით ნამდვილად ვერავინ გირჩევთ, საერთოდ ამოსახველებელი მედიკამეტების დანიშვნას ძალიან ვერიდებით, რადგან ისინი ხველას უფრო აძლიერებენ, სასურველია ბავშვი ანახოთ პედიატრს და იმან მოგცეთ რეკომენდაციები, მანამდე კი შეგიძლით მხოლოდ ფიზიოლოგიური ხსნარით უკეთოთ ინჰალაციები

Posted by: nuciko74 4 May 2012, 13:56
კითხვა მაქვს ექიმთან, რა აზრის ხართ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე? მყავს 3წლის გოგონა და 7 თვის ბიჭი, შემოდგომაზე გოგონა მინდა ბაღში შევიყვანო, და საშინლად მეშინია, ვირუსებს რო მოიტანს და პატარასაც გადაედება, მირჩევთ ამ აცრის გაკეთებას? როდის ჯობია და რა ასაკიდან შეიძლება?ან სად ჯობია გაკეთება?ყველაფერი მაინტერესებს. თუ რამე უხერხულობა შეგიქმენით შეკითხვით, გნებათ, PM-ში მომწერეთ

Posted by: tlikina 4 May 2012, 15:01
nuciko74
მმე როგორც ვიცი 6თვიდან ცრიან , მე პირადად ავიცერი და ისე გადავიტანე ეს ზამთარი არანაირი ვირუსი არ შემხვედრია, არვიცი ამის დამსახურებაა ალბათ, რადგან სამსახურში მიწევდა ვირუსიან ხალხთან ერთად მუშაობა

Posted by: tako44 4 May 2012, 15:07
tlikina
სად კეთდება ეგ აცრა? რა ღირს? მე ავიცრები ზამთარი რომ მოვა აუცილებლად. ერთხელ უკვე მივიტანე ვირუსი სახლში sad.gif მე გადავრჩი, მარა ბავშვი მყავდა ცუდად.

Posted by: tlikina 4 May 2012, 15:48
tako44
ჯიპისიში ავიცერი 25 ლარი გადავიხადე, ბავშVები მგონი 20 ღირს თუ 15 ,აღარ მახსოვს

Posted by: Al Pachino 4 May 2012, 21:30
Al Pachino

ხველის წამალს ინტერნეტით ნამდვილად ვერავინ გირჩევთ, საერთოდ ამოსახველებელი მედიკამეტების დანიშვნას ძალიან ვერიდებით, რადგან ისინი ხველას უფრო აძლიერებენ, სასურველია ბავშვი ანახოთ პედიატრს და იმან მოგცეთ რეკომენდაციები, მანამდე კი შეგიძლით მხოლოდ ფიზიოლოგიური ხსნარით უკეთოთ ინჰალაციები

მადლობთ პასუხისთვის,მაგრამ მე პრეპარატს და მედიკამენტებს არ ვეძებ.
რაიმე ხალხური ამოსახველებელი საშუალება მაინტერესებს.

Posted by: tako44 4 May 2012, 22:57
tlikina
ანუ მივალ და ვეტყვი, რომ ვირუსის საწინააღმდეგო აცრა მინდა გავიკეთო? გამარკვიე რა ერთი smile.gif) მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: tlikina 4 May 2012, 22:58
tako44
კი ეგრეა,მიხვალ ჯიპისის ექსპრეს კლინიკაშI და ეტყვი რომ გინდა გრიპის საწინააღმდეგო აცრა და გაგიკეთებენ ,სულ 5 წთ უნდა smile.gif

Posted by: tako44 4 May 2012, 23:04
tlikina
მადლობა დიდი smile.gif გავიკეთებ აუცილებლად. თუმცა ჩემზე მეტად ჩემს ქმარს ჭირდება, ის უფრო ჭირიანია biggrin.gif

Posted by: tlikina 4 May 2012, 23:23
tako44
ჩვენ მთელმა ოჯახმა გვაიკეთეთ ,არავის არ შეგვხვდა smile.gif

Posted by: elloellonatia 4 May 2012, 23:25
tlikina
QUOTE
ვენ მთელმა ოჯახმა გვაიკეთეთ ,არავის არ შეგვხვდა smile.gif


ბავშვებში რამდენი წლიდან შეიძლება?

არც ვიცოდი ასეთი ვაქცინა თუ კეთდებოდა

Posted by: tlikina 4 May 2012, 23:27
elloellonatia
6 თვიდან შეიძლებაო მითხრეს, მე ჩემი შვლი არ ამიცრია, იანვრის ბოლოს გახდა 6 თვის და აზრი აღარ ქონდა, არ დამყავდა თავშეყრის ადგილებში მაინც

Posted by: elloellonatia 4 May 2012, 23:29
tlikina
QUOTE
6 თვიდან შეიძლებაო მითხრეს, მე ჩემი შვლი არ ამიცრია, იანვრის ბოლოს გახდა 6 თვის და აზრი აღარ ქონდა, არ დამყავდა თავშეყრის ადგილებში მაინც


ყოველ წელიწადს უნდა ვუკეთო ალბათ ხო? პატარა არა მაგრამ უფროსი სულ მიცივდება,მუდმივი გრიპი აქ მგონი,დასუსტებული აქ იმუნიტეტი რას არ ვაძლევ მაგრამ მაინც ასეა

Posted by: tlikina 4 May 2012, 23:36
elloellonatia
წელიწადში ერთხელ კეთდება,მგონი ოქტომბერი-ნოემბერია ეს პერიოდი

Posted by: tako44 4 May 2012, 23:51
tlikina
ავიცრებით აუცილებლად, მადლობა ინფოსთვის smile.gif

Posted by: tlikina 5 May 2012, 00:03
tako44
არაფრის,მიხარია თუ დაგეხმარეთ ,იმედია ვირუსი არცერთ პატარას არ შეხვდება არსდროს smile.gif

Posted by: khatia88 5 May 2012, 01:50
QUOTE (nuciko74 @ 4 May 2012, 13:56 )
კითხვა მაქვს ექიმთან, რა აზრის ხართ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე? მყავს 3წლის გოგონა და 7 თვის ბიჭი, შემოდგომაზე გოგონა მინდა ბაღში შევიყვანო, და საშინლად მეშინია, ვირუსებს რო მოიტანს და პატარასაც გადაედება, მირჩევთ ამ აცრის გაკეთებას? როდის ჯობია და რა ასაკიდან შეიძლება?ან სად ჯობია გაკეთება?ყველაფერი მაინტერესებს. თუ რამე უხერხულობა შეგიქმენით შეკითხვით, გნებათ, PM-ში მომწერეთ

ჩემო 3 წლის ივლისში ხდება, სექტემბერსი ბაღში მიმყავს და მეც ძალიან მეშინია ვირუსების. რასაც ვხედავ პირველი წელი ძალიან რთულად გადააქვთ პატარებს როცა ბაღში მიდიან. მითუმეტეს ჩემსას სუსტი ფილტვები აქვს და მეშინია ხსირად გაციების.
საერთოდ არ მომწონს ასე ხელოვნურად ჩარევა, მაგრამ მაგ ნემსის მეიმედება. არ მაქვს იმის ილუზია რომ საერთოდ არ გაცივდება, თუმცა მგონი შედარებით ადვილად გადაიტანს, რადგან ჩემ გარშემო ვინც გაუკეთა ნამდვილა დჰქონდათ შედეგი.

Posted by: lovelorn 7 May 2012, 10:44
პედიატრთან მაქვს კითხვა,
ჩემი პატარა მეცხრე თვეშია.. მთელი თვეა კუჭი ვერ მოვუწესრიგე, აშლილია.

ენტეროფურილი მივეცი ერთი კვირა, უშველა, შემდეგ ისევ გაუმეორდა, და რძეს დავაბრალე , ფაფაში დავუმატე ძროხის რძე, მანამდე რძიან ფაფებს ვყიდულობდი.

ექიმმა რძის აუტანლობა აქვსო და მაწვნის გარდა აღარაფერი მიმიცია.
მაინც არ მომწონს, ხშირად გადის კუჭში, ხან სქლად ხან პირიქით..

რადგან უკვე დიდია შეიძლება ძუძუ სწყენდეს? სად შეიძლება დედის რძის გამოკვლევა?
(კბილებიც ამოსდის და შეიძლება ამასაც დავუკავშიროთ?)

Posted by: we are 3 7 May 2012, 14:43
პედიატრათან მაქვს კითხვა. მალე ველოდები პატარას.რამდენად კარგია საწოლი მანეჟის მატრასი პატარასთვის და არის თუ არა საჭირო ორთოპედიული მატრასის დამატებით ყიდვა

Posted by: kkatrin 7 May 2012, 15:12
lovelorn
შეგიძლია მითხრა კიდევ რა სიმპტომები აქ ძროხის რძის აუტანლობის? სავარაუდოდ ჩემსასაც ეგა აქვს და მინდა რომ დავაკავშირო ერთმანეტს.

Posted by: gvants 7 May 2012, 16:59
ninoeqimi
გამარჯობა ნინო ექიმო.

ჩემი შვილი 8 თვისაა და ამ ბოლოს დროს შევნიშნე, რომ როცა წევს, მარცხენა ფეხს იქნევს ხშირად, თითქოს ველოსიპედის პედალს ატრიელაბდეს.
რა შეიძლება აწუხებდეს? თუ საყურადღებოა, რა სპეციალიზაციის ექიმს უნდა მივმართო?

Posted by: Up_&_Down 7 May 2012, 20:43
lovelorn
საერთოდ რეკომენდირებულია რომ ძროხის რძე დაემატოს 1,5 წლიდან.
განავლის ბაქტერიოლოგიური ანალიზი აიღეთ

Posted by: ninoeqimi 8 May 2012, 15:37
lovelorn
როგორც წესი წლის ასაკამდე არ არის რეკომენდირებული ძროხის რძის დამატება, მაგრამ რასაც თქვენ ამბობთ უფრო არასწორად და არასრულად ნამკურნალევ ნაწლავურ ინფექციას გავს, ამიტომ გირჩევთ განავლის საერთო ანალიზი გააკეთოთ და კარგ ექიმს მიმართოთ.
we are 3
სასურველია ალბათ ორთოპედიული მარტასი, თუმცა გადაამოწმეთ პასუხი ორთოპედთან.
gvants
ტელეფონის ვიდეოზეგადაიღეთ და მაჩვენეთ

Posted by: gvants 8 May 2012, 15:44
ninoeqimi
კარგით. მადლობა smile.gif

---------

Posted by: upwave 8 May 2012, 22:20
ninoeqimi
ჩემი ბიჭი ყველაფერს პირში იდებს და ჭამს. მაგალითად:
კალამს, ფანქარს, სახაზავს, საშლელს და ა.შ.

ანუ მართლა ჭამს! ფანქარს თავი კი არ აქვს ხოლმე შეჭეჭყილი, დაყვანილია შუამდე, ან ფერადი გვერდები აქვს მოკბეჩილი და ხე ჩანს შიგნიდან.

ან 20 სანტიმეტრიანი სახაზავი თავშიც და ბოლოშიც ისეა მომრგვალებული, 5-5 სანტიმეტრი უეჭველი აკლია ხოლმე user.gif

ერთხელ სკოლაში რომ მივედი, ბავშვებმა მახარეს, იცით დღეს უტამ საშლელი შეჭამაო weep.gif

არ ვიცი ყლაპავს თუ არა, მაგრამ help.gif

Posted by: lovelorn 9 May 2012, 10:51
QUOTE (ninoeqimi @ 8 May 2012, 15:37 )
lovelorn
როგორც წესი წლის ასაკამდე არ არის რეკომენდირებული ძროხის რძის დამატება, მაგრამ რასაც თქვენ ამბობთ უფრო არასწორად და არასრულად ნამკურნალევ ნაწლავურ ინფექციას გავს, ამიტომ გირჩევთ განავლის საერთო ანალიზი გააკეთოთ და კარგ ექიმს მიმართოთ.

გმადლობთ,
ყველა კლინიკაში ტარდება ეს ანალიზი? ალბათ დილის საათებში


Posted by: sapple 9 May 2012, 17:26
გამარჯობა,
ჩემი პატარა ჯერ 1 თვისაც არ არის,რამდენიმე დღე იწვა იაშილში სასუნთქი გზების ინფექციით,უკეთებდნენ ანტიბიოტიკ "ბაქტამედს",ამის შემდეგ დაეწყო კუჭ-ნაწლავის პრობლემები,კერძოდ უჭირს კუჭში გასვლა (შეკრული არ არის) და გაზების გამოყოფა. ვასმევ ინფაკოლს,პედიატრმა მირჩია დავამატო ესპუმიზნიც. მინტერესებს თქვენი აზრი და სხვა რაიმე ალტერნატიულ საშუალებას ხომ არ მირჩევდით?

Posted by: imena7777 9 May 2012, 23:02
კითხვა მაქვს პედიატრთან. ჩემ ნათესავ პატრა გოგოს 2 წლის ცვივა თმა, გვყავდა რკინიგზის სავამტყოფოსჰი მანდ პროფესორმა სამწუხაროთ გვარი მე არ მახსოვს რაღაცა წამლები აყიდია და გააკეთებინა მალამო მაგრამ არ უშველა. როგორ მოვიქცეთ რა გზაას დაადგეს მათი მშობლები სადან დაიწყონ ? ისინი ბათუმში ცხოვრობენ და იმის საშუალებაც არაქვთ ხშირათ იარონ თბილისში. დაგვაკვალიანეთ რა და როგორ გააკეთონ. დიდი მადლობა წინასწარ.

Posted by: ninoeqimi 9 May 2012, 23:29
upwave
მავნე ჩვევაა, მაგრამ სიმართლე გითხრათრა უშველოთ არ ვიცი, თუ აუხსნით და გაიგო ხომ კარგი, თუ არადა ფსიქოოგს უნდა მიაკითხოთ, ეს ქცევითი დარღვევაააა
* * *
sapple
ინფაკოლსაც და ესპუმიზანსაც ერთი და იგივე მოქმედება აქვთ, არ არის საჭირო ორი ჩემი აზრით ორი ერთი და იგივე მოქმედების მედიკამნტი ერთდროულად, მითუმეტეს მცირე ასაკის ბავშვში, თუ ბავშვი ძუძუზეა აცალეთ ცოტა ხანი და მოწესრიგდება თავისით, ანტიბიოტიკის შემდეგ იცის ხოლმე ასე, თუ ხელოვნურზეა, მაშინ პრობიოტიკი გამართლებულია ამ შემთხვევაში სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით.
imena7777
შარდში იოდი განსაზღვრონ და TSH განუსაზღვრონ სისხლში

Posted by: sapple 10 May 2012, 12:06
ninoeqimi
მადლობა ნინო ექიმო smile.gif

Posted by: upwave 10 May 2012, 15:27
ninoeqimi
QUOTE
upwave
მავნე ჩვევაა, მაგრამ სიმართლე გითხრათრა უშველოთ არ ვიცი, თუ აუხსნით და გაიგო ხომ კარგი, თუ არადა ფსიქოოგს უნდა მიაკითხოთ, ეს ქცევითი დარღვევაააა
* * *

მადლობა user.gif

ეგ ისეთია, არც ფსიქოლოგი უშველის ალბათ sad.gif

Posted by: infuzoria 10 May 2012, 16:51
upwave
მე ვიყავი სკოლის ასაკში ვღეჭავდი (არ ვჭამდი )პასტის თავსახურებს და ფანქრებს-ხოდა გადავეჩვიე ,ჩემით,სკოლა ,რომ დავამთავრე,საწერი და დასახატი თუ დასახაზი რომ არ მქონდა არაფერი

Posted by: upwave 10 May 2012, 19:09
ifuzoria
biggrin.gif
ხოო შეიძლება, მაგრამ ეს კი არ ღეჭავს, ნახევრამდე დაჰყავს sad.gif

მეშინია ჰეპატიტი ან რაიმე მაგდაგვარი არ დაემართოს.

Posted by: amoeka 11 May 2012, 17:24
გამარჯობათ...
ჩემი ნათესავი ბავშვი რომელიც 3 წლის არის ლაპარაკობს ძალიან ცუდათ ანუ დედა მამა, ბებო და მსგავსი მოკლე სიტყვები იცს მხოლოდ.
ესმის ყველაფერი. აუცილებელია ლოგოპედის ჩარევა?
ხო კიდევ ერთი-ძალიან უყვარს ხატვა, სულ ხატავს და მერე თავის ენაზე გვიხსნის თუ რა დახატა.

Posted by: donvaso 11 May 2012, 17:27
amoeka
2 წელზე ზევით ბავშვი უნდა ამბობდეს გამართულად რამდენიმე სიტყვიან წინადადებას, უნდა იცოდეს ლექსი.
აუცილებლად მიიყვანეთ ლოგოპედტან smile.gif

შეიძლება მერე დაგვიანებული იყოს smile.gif

Posted by: amoeka 11 May 2012, 17:28
donvaso
გმადლობთ smile.gif

/////////////////////////////////////

Posted by: Salome_L 11 May 2012, 19:57
ისე ლოგოპედიც ხომ არ გვყავს განყოფილებაში?
მეც მაინტერესებს როგორი ბგერებით შეიძლება ვავარჯიშო ბავშვი. ჩემი წლის და რვა თვისაა და ესეც მოკლე სიტყვებით ლაპარაკობს. ანუ ყველას გვეძახის, დედა,მამა,ბაბუ, პაპა, ბებო, ბეპა, დიო, ტოტო,ოტო და ა.შ. მაგრამ სხვა სიტყვებს არ ამბობს. ერთი მომე იცის, ოღონდ მაინცდამაინც მნიშვნელობით არა.
დადე, დადე იძახის და ამ დროს ფეხსაცმელს ან სხვა "აკრძალულ" ნივთს იღებს. დიდ მანქანებზე გიჟდება და რომ დაინახავს აღფრთოვანებული დი-მა-ს მაგივრად დიდი-დიდი მა იძახის, ყველაზე ვრცელი ესაა.

გვაქვს ჩამორჩენა?


Posted by: bancura 12 May 2012, 17:01
გამარჯობა

ჩემი დემეტრე 20 დღისაა ,დაიბადა 2900. 2700გამოვიყვანეთ სამშობიაროდან,თავიდან ძუძუ საერთოდ არ ჩაიდო 2 დღე მისცეს დამატება .მერე ასე-თუ ისე მოვახერხე და ჩავადებინე მაგრამ 19 დღეზე რომ ავწონეთ 2900 ია ანუ ის აქვს მხოლოდ დაბრუნებული რაც დაიკლო. დაგვინიშნა ტრიმეტაბოლი ( დღეში 2 ჯერ 2,5 მლ) და კალცი-მაგი+ დამატება ნუტრილაკი
ზოგი მეუბნება რომ ტრიმეტაბოლი ჯერ ადრეა თქვენ რას მირჩევთ ? მადლობა

Posted by: piglet 14 May 2012, 08:57
გამარჯობათ
ჩემი გოგო არის წლის და ერთი თვის,ბოლო სადგაც სამი დგეა პაპმერსის გამოცვლის დროს ტირის,გარბის,ჩაბანის დროს წყლიდან ხტება..ადრე ესეთი რაგაც არ სჭირდა..უკვე სადგაც ერთი წელია პამპერსის გამოცვლისას bepanthen ointment-ს ვხმარობ რეგულარულად..
გუშინ მივხვდით რომ საშარდე ბუშტის არეას იტკიებს,თითს რომ ვადებ გიჟდება,მაგრამ ტამაშის დროს ჩვეულებრივ მოძრაობს..
თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ წარმოდგენა არ მაქვს რა შეიძლება იყოს.

Posted by: ninoeqimi 14 May 2012, 12:22
bancura
მე გირჩევთ სხვა პედიატრს, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ასე ხელაღებით მოქცევა ახალშობილთან. ,ე არც დამატებას არ მივცემდი, წამალზე და მითუმეტეს ტრიმეტაბოლზე არაფერს არ ვამბობ, ის რაც დაიკლო იმის ნამატს რატომ არ ეძახიან ნამატს პედიატრები ვერ გავიგე და მომკალით თუ გინდათ. აცალეთ კიდევ 1 კვირა 10 დღე, თუ ბავშვმა იჭირვეულა, არ დაიძIნა, შარდზე არ გავიდა მაშინ მიახმარეთ დამატებითი. არასოდეს არ არის გვიან დამატების მიცემა, აი ადრე კი 6 თვემდე ყოველთვის არის.
piglet
ექიმს აჩვენეთ, ფაქტია ტკივა და იმიტომ აპროტესტებს

Posted by: nuciko74 14 May 2012, 12:35
ყველას დიდი მადლობა გამოთქმული აზრისთვის, განსაკუთრბეით მიანტერესებს ექიმის აზრი, რას გვირჩევს ამასთან დაკავშირებით, გავიმეორებ:


ninoeqimi
კითხვა მაქვს ექიმთან, რა აზრის ხართ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე? მყავს 3წლის გოგონა და 7 თვის ბიჭი, შემოდგომაზე გოგონა მინდა ბაღში შევიყვანო, და საშინლად მეშინია, ვირუსებს რო მოიტანს და პატარასაც გადაედება, მირჩევთ ამ აცრის გაკეთებას? როდის ჯობია და რა ასაკიდან შეიძლება?ან სად ჯობია გაკეთება?ყველაფერი მაინტერესებს. თუ რამე უხერხულობა შეგიქმენით შეკითხვით, გნებათ, PM-ში მომწერეთ

Posted by: ქინქლა 14 May 2012, 13:54
გამარჯობათ. ჩემს ელენეს, (1 წლის და 10 თვის ხდება მალე,) ბოლო 2 თვის განმავლობაში ძალიან ბევრი აქვს სიმაღლეში მომატებული - 7 სმ. ანუ ორგანიზმიდან საკმაოდ ბევრი კალცია დახარჯული როგორც ვატყობ, ოსტეოქეას-ვსვავდით, გაზაფხულზე ერთი კურსი ჩავამთავრეთ მაგრამ რაც მზემ მძლავრად გამოაჭყიტა შევწყვიტეთ (D ვიტამინის გამო). მარტო კალცის შემცველი რა ვიტამინი შეიძლება მივცე რომ ეს კალცის ხარჯი ავანზღაუროთ? მზის აბაზანების პარალელურად მგონი კალცის მიცემა არ უნდა იყოს პრობლემა? ამ პერიოდში ახალი კბილი არ ამოსვლია. 16 კბილზე ვართ გაჩერებული კაი ხანია.
წინასწარ მადლობას გიხდით პასუხისთვის

Posted by: piglet 14 May 2012, 16:42
საქართველოში არ ვიმყოფები,და აქაურ ექიმებს დიდად ვერ ვენდობი...ხვალ კი მიმყავს თან აცრის დღე გვაქვს,.
ისე ბანაობისას ხელს რომ ვკიდებდი პამპერსის ხაზი სადაც გადის მუცელზე იქ არ ესიამოვნა,და ძილის დროს ისევ გავუსინჯე და არაფეი,ეხლა საზარდულზე არ ესიმოვნა,მარჯვენა მხარეს,მარცხენაზე რეაქცია არ ქონდა.

Posted by: niniko09 15 May 2012, 10:15
ნინო ექიმო, დილა მშვიდობისა. ერთი კითხვა მაქვს: გაბის აქვს ჰერპეს ვირუსი, ტუჩზე გამოსდის ხოლმე, პირველად სტომატოლოგმა უმკურნალა, სტომატიტთან ერთად ჰქონდა და იმიტომ. მისი დანიშნულებით ვუსვამ ხოლმე ჰერპევირს ტუჩზე, როცა გამოსდის. ახლა ნატალისაც გადასდო 1,6 წლისას. ამას თითქოს ეს მალამო არ შველის და ეზრდება, ვისთან მივიყვანო, ვინმე კრგ ვირუსოლოგს ხომ ვერ მირჩევთ? ან რამე წამალი ხომ არ იცით, რომ ამ ხნის ბავშვს წავუსვა, სანამ ექიმთან მივიყვანდე. მადლობა წინასწარ.

Posted by: ninoeqimi 15 May 2012, 12:13
nuciko74
მე შეგნებულად არ დავწერე ჩემი აზრი, არ მინდოდა ცუდი მეთქვა, მაგრამ რატომღაც არ ვარ დარწმუნებული იმაშI, რომ ჩვენს ქვეყანაშI წინა წლის ვაქცინა არშემოდის, ამიტომ აზრად არ მომსვლია არც ორსულს აცრა და არც ბავშვის აცრა. ყოველ წელს წესით ახალი ვაქცინა უნდა შემოდიოდეს, რომელიც მზადდება იმ შტამებისათვის, რომელიც მოცემულ სეზონზე იქნება აქტუალური, ეს მაინც ძალიან დიდი ალბათობა. დატვირთვით კი საკმაოდ დიდი ანტიგებნური დატვირთვაა. ჩემი სუბიექტური აზრია, ამიტომ თავს არ გახვევთ არავის.
ქინქლა
ეგ არ არის ჩვენება არც კალციუმის მიცემის და არც ვიტამინების. თუ მაინცდამაინც გინდათ გული დაიმშვიდოთ გაუკეთეთ ანალიზი, ოღონც ვენურ სისხლშ. და ისე მიეცით წამალი.
niniko09
კარგ პედიატრთან მიდით ჯერ და ის დაგაკვალიანებთ

Posted by: Blur 15 May 2012, 12:16
ninoeqimi
ნინო ექიმო ყიფლიბანდი რა ასაკამდე უნდა დაეხუროს? 1 წლის და 4 თვისაა და 1 სმ-მდე აქვს ალბათ დარჩენილი და მაინტერესებს დიდია თუ არა ?

Posted by: ქინქლა 15 May 2012, 12:21
ninoeqimi
მადლობთ პასუხისთვის.

Posted by: niniko09 15 May 2012, 12:50
ninoeqimi
მადლობა. კარგი პედიატრი გვყავს, ოღონდ ახლა აღარ მიკითხავს, ვიფიქრე, ვირუსოლოგთან მივიყვან-თქო, თუმცა ალბათ ჯობს ჯერ საქმის კურსში ის ჩავაყენო

Posted by: angelgirl 15 May 2012, 15:56
ninoeqimi

გმარჯობათ!
ჩემი ბაია 15 დღისაა და ძილში ხშირად ტირის.. ძალიან ვნერვიულობ და მაინტერესებს რისი ბრალია..

Posted by: nuciko74 15 May 2012, 17:39
ninoeqimi
QUOTE
nuciko74
მე შეგნებულად არ დავწერე ჩემი აზრი, არ მინდოდა ცუდი მეთქვა, მაგრამ რატომღაც არ ვარ დარწმუნებული იმაშI, რომ ჩვენს ქვეყანაშI წინა წლის ვაქცინა არშემოდის, ამიტომ აზრად არ მომსვლია არც ორსულს აცრა და არც ბავშვის აცრა. ყოველ წელს წესით ახალი ვაქცინა უნდა შემოდიოდეს, რომელიც მზადდება იმ შტამებისათვის, რომელიც მოცემულ სეზონზე იქნება აქტუალური, ეს მაინც ძალიან დიდი ალბათობა. დატვირთვით კი საკმაოდ დიდი ანტიგებნური დატვირთვაა. ჩემი სუბიექტური აზრია, ამიტომ თავს არ გახვევთ არავის.

დიდი მადლობა. მეც რაღაცეები რო მეეჭვება, იმიტომ მაინტერესებდა თქვენთვისაც მეკითხა. ღმერთმა იცის, ჩვენთან რა ვაქცინაა შემოტანილია, თორემ სერთოდ ალბათ კარგია, ნორმალურ ქვეყნებში. ანტიგენური დატვირთვა რას ნიშნავს, რამე იცვლება გენებში?ძაან დილეტანტურად კი გეკითხებითsmile.gif

Posted by: sofioh 16 May 2012, 22:15
გამარჯობათ ნინო ექიმო, ჩემი ბაია 23 დღისაა და ერთი კვირაა რაც ნიკაპის კანკალი შევამჩნიე, ძუძუს რომ წოვს და ძილში მიდის მაგ დროს აუკანკალდება ხოლმე და რისი ბრალი შეიძლება იყოს?

Posted by: piglet 17 May 2012, 03:04
კიდევ შეგეკითხებით ნინო ექიმო,როგორც შევატყვე მუცელი კი არა საზარდულები ტკივა,ისე არ ტირის ,თამაშის დროს თუ ხელს მოვკიდებ უბრალოს გამერიდება,და აი პამპერსის გამოცვლისას თუ ძალით შევეხე ტირის,და როცა ეძინა ვუსინჯავდი და თითკოს საზარდულებში პატარა არ ვიცი რა არის მაგრამ თითქოს პატარა ბურთულებია. რა შეიძლება იყოს? და რა ანალიზები გავუკეტო.

Posted by: ninoG 17 May 2012, 13:02
გამარჯობათ ნინო ექიმო, გაბრიელი 8 თვის არის და დაახლოვებით 1 კვირაა ენის გამოყოფა დაიწყო, თავიდან მიმბაძველობას ვაბრალებდით, ბავშვები უყოფენ ხოლმე თამაშის დროს ენას, ახლა როცა ვუკრძალავ ენის გამოყოფას, უარესად ყოფს... რამდენიმე დღეა გაღვიძების დროსაც ვამჩნევ ენა აქვს გადმოგდებული biggrin.gif smile.gif დღეს უბნის ექიმთან მყავდა და საგანგაშო არ არისო... რას დავაბრალო აღარ ვიცი sad.gif

Posted by: NLNL 18 May 2012, 01:22
გამარჯობათ ნინო ექიმო, მყავს 6 წლის ბიჭი (ივნისის ბოლოს ხდება 7ის), ძალიან ოფლიანობს, ღამე, ძილში 3-ჯერ ვუცვლი მაისურს. წელს პირველ კლასში მივედით (ბაღში არ გვივლია) და მთელი წელი ავად იყო. ქრონიკული არაფერი აწუხებს, ფიზიკურადაც ყველა ექიმი აღნიშნავს, რომ 8-9 წლის ბავშვს ჰგავს. რით ავუმაღლოთ იმუნიტეტი. მინერალებზე შევამოწმეთ (ოფლიანობის გამო), ნორმაში აქვს. თითქმის ყველა ექიმი მირჩევს გრიპის საწინააღმდეგო აცრას. მე ვერ ვბედავ. რას მირჩევთ?

Posted by: natinati77 18 May 2012, 11:33
გამარჯობა ნინო ექიმო,ტქვენი დახმარება მჭირდება,ახლობელის ბავშვს დააყარა ჯერ ლოყებზე დიატეზიანივით ქონდა,2 დღეში ტანზე,ძალიან წვრილად,გუშინ სიცხემაც მისცა 38 მდე ქონდა,ექიმა გვითხრა ეს არის ბატონები ქუნთრუშას და წითურად ნარევიო,მეხუთე კატეგორიის ინფექციას ვეძახითო,რაღაც ვერ დავიჯერე ეს ნათქვამი და თქვენ პრაქტიკაში თუ შეგხვედრიათ ესეთი ინფექცია?

Posted by: ლიკლიკა 18 May 2012, 15:26
ადამიანური პაპილომა ვირუსით გამოწვეული მიკროორგანიზმების ცვლილება.
თუ იცით რამდენად საშიშია 13 კვირის ორსულისთვის?

Posted by: blblbl 18 May 2012, 15:49
natinati77
Kი ნამდვილად არსებობს ეგ დაავადება

Posted by: natinati77 18 May 2012, 15:54
QUOTE
blblbl

მადლობა ცოტა დავმშვიდი 2kiss.gif ,და ეხლა ორივე ბატონები მოხდილი ექნება?არადა 3 თვის წინ ავცერით ბავშვები,ვნერვიულობ საგამ გავიგებდით ერტად იყვნენ ბავშვები,ალბათ გადაედება sad.gif

Posted by: Mafanya 18 May 2012, 16:49
ლიკლიკა
QUOTE
ადამიანური პაპილომა ვირუსით გამოწვეული მიკროორგანიზმების ცვლილება.
თუ იცით რამდენად საშიშია 13 კვირის ორსულისთვის?

მე ამომივიდა პაპ-ში რისკი მერე კოლპოსკოპია გავიკეთე და ამოვიდა პაპილომა, ოღონდ არააგრესიული სინჯი, (ანუ 5იოდე ფორმაა რომელიც საშიშია, ისე 100ზე მეტი სახეობის არსებობს) და რა ვიცი, მშვენივრად გავატარე მთელი ორსულობა.

Posted by: ლიკლიკა 18 May 2012, 16:50
Mafanya
მადლობა 2kiss.gif

Posted by: blblbl 18 May 2012, 16:56
natinati77
ნარევი რამდენად არის ეგ არ ვიცი მაგრამ მეხუთე დაავადება ნამდვილად არსებობს მოხდაზე ვერაფერს გეტყვი ამ შემთხვევაში.აცრას რაც შეეხება აცრა იმას ნიშნავს რომ ადვილად გადაიტანს თორემ შეხვედრისგან არ იცავს.გადადებით არაა აუცილებელი რომ გადაედოს
* * *
http://www.med-doctor.net/ge/component/content/article/138-infeqciuri-daavadebebi/1027-mexute-infeqcia.html

აი მაგ ორი ინფექციის გაერტიანება არსად არაა ნახსენები

Posted by: tako44 18 May 2012, 23:20
კესოს მხარზე აქვს რაღაცა სილურჯე, ანუ აი თითქოს ვენა იყოს ახლოს კანთან. ხოდა თან რაღაცა ბურთულაც ესინჯება თითქოს. ვინმეს ხომ არ გქონიათ მსგავსი შემთხვევა? ვაჩვენებ ამ დღეებში პედიატრს. ცხიმგროვა შეიძლება რომ იყოს? არ ტკივა და არაფერი. ხანდახან არც ემჩნევა, ანუ გააჩნია რა პოზაშია თავად.

Posted by: capitan marvel 20 May 2012, 14:29
გამარჯობათ პედიატრებთან ამქვს კითხვა ბავშვი არის წლინახევრის და დადის ფეხის წვერებზწე და რისი ბრალია?

Posted by: ninoeqimi 21 May 2012, 11:46
piglet
კარგად გამიგეთ, ასე დისტანციურად ვერანაირ ანალიზს ვერ გირჩევთ. ერთადერთი სისხლის საერთო ანალიზი, მაგრამ ეს არ არის ზუსტი პასუხის გარანტია, შესაძლოა ეს იყოს საზარდულის ლიმფური კვანძების ანთებითი დაავადება, ან მცირე მენჯის ღრუშI არსებლი ანთების გამოვლინება, ამიტომ გირჩევთ დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და კიდევ ტემპერატურა გაუკონტროლეთ.
ninoG
ეგ არაფერია, ნუ გაუმახვილებთ ყურადღებას.
NLNL
გრიპის საწინააღმდეგო აცრა არ არის პანაცეა, შესაძლოა ის არ შეხვდეს რაზაც აცრით და სხვა ვირუსი შეეყაროს. სისხლის საერთო ანალიზი გაუკეთეთ, თუ ყველაფერი ნორმაშია სრულფასოვანი კვება, სუფთა, განსაკუთრებით მთის ჰაერი და ძალიან კაარგია ცურვა, აკაჟებს კარგად ორგანიზმს.
natinati77
ქუნთრუშას და წითურას ნარევი ძალიან სასაცილოდ ჟღერს, ქუნთრუშა არის სტრეპტოკოკული, საკმაოდ სერიოზული ინფექციური დაავადება, წითურა ვირუსული, რომელსაც რნმ -შ შემცველი რუბივირუსები იწვევენ, ეს ორი ინფექცია ვერანაირად ვერ შეერევა ერთმანეთ, ეს გამორიცხულია.
რაც შეეხება მეხუთე დაავადებას, ის ნამდვილად არსებობს და მას სულ სხვა გამომწვევი, პარვოვირუსები იწვევენ, არ საჭიროებენ სპეციფიურ მკურნალობას და რამოდენიმე დღეში გადის. თუმცა მისი დიაგნოზის დასმა შესაძლებელია სისხლში სპეციფიური ანტისხეუების აღმოჩენით.
tako44
ჰემატოლოგს აჩვენეთ, არ იყოს ჰემანგიომა.

capitan marvel
თუ ნევროლოგიური მიზეზი გამორიცხულია, მხლოდ ჩვევაა და გადაეჩვევა.

Posted by: Pumpula 21 May 2012, 11:52
გამარჯობა ნინო ექიმო, ესეთი კითხვა მაქვს: ბავშვს შეეყარა ინფექციური მონონუკლოზი (მგონი სწორად დავწერე სახელი), წევს ინფექციურში იაშვილში, მაღალია ლეიკოციტები და ღვიძლი და ელენთაა გადიდებულიო ექიმებმა...ბავშვი დღეს უკეთ გრძნობ თავს, მაგრამ მაინც მაინტერესებს რამდენად საშიშია?და გადამდებია?ან თუ გადამდებია რა პერიოდში?

Posted by: ninoeqimi 21 May 2012, 11:53
Blur
ყოფლიბანდის ზომას, ფორმას და დახურვის ასაკს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, მთავარი თავის გარშემოწერილობა, ეს ძალიან ინდივიდუალურია.
angelgirl
სანერვიულო არაფერრია, იციან ასე ბავშვებმა.
nuciko74
ანტიგენურ დატვირთვას არანაირი კავშIრი გენებთან არა აქვს, ვაქცინების უმრავლესობა შეიცავს დაავადების ანტიგენებს და აიძულებს ორგანიზმს მისი საწინააღმდეგო ანტისხეულები გამოიმუშაოს, ანუ მარტივასდ რომ ვთქვათ ორგანიზმში ავადმყოფობის მოდელი იქმნება, შედარებით მსუბუქი სახით, ამიტომ თუ არ გვაქცს გარანტია, რომ იგივე შტამი იქნება წელს, რომელზეც ვცრით ეს ზედმეტი დატვირთვაა ორგანიზმისათვის.
sofioh
ეგ ნორმალურია, 2 თვეზე გაუვლის.

Posted by: natinati77 21 May 2012, 11:57
მადლობა ნინო ექიმო,კიდევ ერთი კითხვით შეგაწუხებთ,მყავს 1 წლის და 1 თვის ბიჭი,ძილში ძალლიან იოფლება,თავი სულ უსველDება,რისი ბრალი შეიძლება იყოს?

Posted by: tako44 21 May 2012, 16:45
ninoeqimi

დიდი მადლობა, ჰემანგიომაა, დღეს გავუკეთე ეხოსკოპია და ეგ მითხრეს ზუსტად smile.gif

Posted by: sofioh 22 May 2012, 10:18
მადლობა ნინო ექიმო.. კიდე მაქვს ერთი კითხვა.

სიყვითლის გამო პედიატრმა ხოფიტოლი დაუნიშნა ბავშვს 3ჯერ 5 წვეთი ჭამის შემდეგ. ისე გამოვიდა რომ დღეში მარტო ორჯერ ვასმევ და რამეს ხომ არ ავნებს ბავშვს?

ზუსტად იმ კვირიდან რაც ეგ დანიშნულება მოგვცა ძალიან ჭირვეულობს, ძუძუზე მყავს და სულ აცაბაცად ჭამს. ან 5-7 საათი სძინავს გადაბმოთ. ხოდა გრაფიკში ვერ ჩავსვი მესამე დალევა. ან ძალიან გვიან ღამე რომდავალევინო ვთქვათ 3ზე შეიძლება?

Posted by: ninoeqimi 22 May 2012, 14:07
sofioh
რა ხნისაა ბავშვი?
natinati77
ავად ხომ არ იყო ვირუსული ინფექციით წინა პერიოდში?

Posted by: infuzoria 22 May 2012, 14:56
ninoeqimi
Fაფების ჭმევა რამდენი ხანი არის რეკომენდირებული?ანუ მზა ფაფებს ვგულისხმობ პატარებისთვის რომ არის 4 თვიდან
ჩემი ბიჭი 2.2-ისაა და მე -4 ჭამაზე საღამოს ჰაინცის ფაფას ვაჭმევ ხაჭოთი ,და მე მგონი უკვე აღარ უნდა,თან ისტერიკებს მართავს ამ დროს ,არა და ისე ნორდიკის ფაფას კი მიირთმევს ვახშამზე(მე -3 ჭამაზე)

Posted by: ninoeqimi 22 May 2012, 15:20
ifuzoria
მე პირადად წლიდან მივეცი სახლშI დამზადებული ფაფები, წლამდე ჰუმანას ფაფებს ჭამდა, თუმცა არსად არ წერია ჩვენება უკუჩვენება, მოზრდილმაც შეიძლება ჭამოს მზა ფაფა, თუ მოწონს, მზა ფაფა უბრალოდ უფრო ადვილი მოსამზადებელია

Posted by: infuzoria 22 May 2012, 15:26
ninoeqimi
ცალკე ვუმზადებ ნორდიკის ფაფებსაც და ისედაც ხანდახან დილაობით რძეზე მაკარონს ან წიწიბურას ,მაგრა,მ აი მე 4 კვებაზე რა მოუფიქრო არ ვიცი ,იოგურტი ვშიშობ არ ეყოფა user.gif

Posted by: ninoeqimi 22 May 2012, 15:39
ifuzoria
რა ხნისააა? მე 6 თვიდან დღემდე 1,1 წლისაა ჰუმანას ძილინებისა რძეს ვაჭმევ, ძალიან ადვილად მოსანელებელი და ნოყიერი საკვებია, თან ბოთლით ჭამს და მაშIნვე იძინებს

Posted by: infuzoria 22 May 2012, 15:44
ninoeqimi
2 წლის და 2 თვის

Posted by: ninoeqimi 22 May 2012, 15:46
ცოტა დიდია ბოთლით ჭამისთვის, რძე და ნამცხვარი რომ შეთავაზოთ, მაგალითად კექსი, ან მაწონი და კექსი, პრინციპშI თუ ჭამს ფაფას და მოწონს ჭამოს

Posted by: infuzoria 22 May 2012, 15:49
QUOTE
რძე და ნამცხვარი რომ შეთავაზოთ,

ამას ვცდი,დიდი მადლობა smile.gif

Posted by: sofioh 22 May 2012, 15:54
ninoeqimi
QUOTE
სიყვითლის გამო პედიატრმა ხოფიტოლი დაუნიშნა ბავშვს 3ჯერ 5 წვეთი ჭამის შემდეგ. ისე გამოვიდა რომ დღეში მარტო ორჯერ ვასმევ და რამეს ხომ არ ავნებს ბავშვს?

ზუსტად იმ კვირიდან რაც ეგ დანიშნულება მოგვცა ძალიან ჭირვეულობს, ძუძუზე მყავს და სულ აცაბაცად ჭამს. ან 5-7 საათი სძინავს გადაბმოთ. ხოდა გრაფიკში ვერ ჩავსვი მესამე დალევა. ან ძალიან გვიან ღამე რომდავალევინო ვთქვათ 3ზე შეიძლება?

QUOTE
sofioh
რა ხნისაა ბავშვი?



ერთი თვის გახდება 23ში

Posted by: ninoeqimi 22 May 2012, 15:57
sofioh
საერთოდ რომ არ დაალევინოთ უკეთესი იქნება, თუ ერთი თვის გახდა და არ გაუარა, მაშინ აჩვენეთ ჰემატოლოგს.

Posted by: tako44 22 May 2012, 16:04
ninoeqimi
ნინო ექიმო, 5 თVის ხდება მალე ბავშვი და როდიდან დავუწყო ფაფების მიცემა და რომელს გვირჩევთ თქვენ? ჰუმანა 1-ს ჭამს ეხლა.

Posted by: sofioh 22 May 2012, 16:06
ninoeqimi
მადლობა. წავიყვან აუცილებლად

Posted by: piglet 22 May 2012, 17:08
ninoeqimi

მყავდა ექიმთან,გასინჯა ექოც გადაუგო და ცისტიტიაო
დაგვინიშნა flagyl სიროფი,amoklavin-bid ფხვნილი, purinol და pedifen..
და აი flagyl ცოტა ძლიერი ხომ არ არის 1 წლის და 1თვის ბავშვისთვის?

დიდი მადლობა ყურადგებისთვის ნინო ექიმო.

Posted by: Free Aquarius 22 May 2012, 17:20
გამარჯობათ ნინო ექიმო.ჩემი შვილი წლის და ერთი თვისაა.თავიდანვე ცუდად ჭამდა მაგრამ,ეხლა საერთოდ არაფერი უნდა.კბილები ამოსდის და შეიძლება მაგის ბრალიც იყოს. 8.100 წონით. ორთვენახევრის წინ დალია მულტიტაბსი ბეიბი.ეხლა ისევ დაუნიშნა პედიტრმა ვიტამინები.
ტრიმეტაბოლი ნახევარი ჩ/კ 3-ჯერ დღეში,ჭამის შემდეგ
ფიტინი ნახევარი ტაბლ. 3-ჯერ დღეში,ჭამის შემდეგ,1 თვე.
კინატროფინა ნახევარი ჩ/კ 2-ჯერ ჭამის შემდეგ,2 კვირა. 2 კვირა შესვენება,შემდეგ ისევ 2კვირა.
თქვენ როგორ ფიქრობთ,ბევრი ხომ არ არის? მადლობა smile.gif

Posted by: natinati77 22 May 2012, 18:29
QUOTE
ავად ხომ არ იყო ვირუსული ინფექციით წინა პერიოდში?

კი იყო.10 დღის წინ ყელი ქონდა წითელი და დაბალი სიცხე,ფილტვები სუფთა ქონდა,ამის ბრალი შეიძლება იყოს?ძალიან ვნერვიულობ sad.gif

Posted by: sofioh 23 May 2012, 09:53
გამარჯობათ ნინო ექიმო, კიდევ უნდა შეგაწუხოთ. დღეს ერთი თვის გახდა ჩემი შვილი. ძუძუზე მყავს და თითქმის ორი დღეა კუჭში არ გასულა, გაზგამყვანის გამოყენება არ მინდა და რა შეიძლება რომ გავაკეთო სხვა რომ მივეხმარო? ისე არ ტირის და არ აწუხებს მგონი. გაზებზეც გადის და ხან ოდნავ სულ უმნიშვნელოდ განავალსაც აყოლებს.

Posted by: Mafanya 23 May 2012, 11:39
sofioh
მიკრო ოყნა იყიდე, ჯიპისის და სითი ფარმას აფთიაქებში აქვთ. გლიცერინითაა, არც ნაწლავს აღიზიანებს. მომენტალურად გაიყვანს კუჭში.
მე არასოდეს დამიცდია 3 დღე, 24 საათი რომ არ გადიოდა მაშინვე ვახმარებდი მიკრო ოყნას. თუ შეკრულობა მოუხშირდებოდა დიუფალაკს ვასმევდი რამდენიმე დღე. რცხილაძის რჩევით.

Posted by: natinati77 23 May 2012, 11:42
QUOTE
sofioh

დილას უზმოზე ვასმევდი ჰეპატოლაკს და საღამოსვე გადიოდა,1 დღეზე მეტი არ დამიცდია

Posted by: sofioh 23 May 2012, 15:52
თვისით გავიდა smile.gif კიდე კარგი არ გავაკეთე ოყნა.

Posted by: despina 23 May 2012, 18:57
გამარჯობა smile.gif

წლის და 5 თვისაა ჩემი ბიჭი, ცოტა ხნის წინ ძუძუს თავი დაანება და მას მერე სულ წყლიანი ბოთლი აქვს მიყუდებული, საწოვარიანი, მოკლედ, ბევრ წყალს სვამს, ვფიქრობ იმიტომ, რომ წოვის რეფლექსი აქვს, ექიმმა კი გვითხრა რომ ბევცრი წყალი შეიძლება დიაბეტის გამო იყოს, რამდენად ღირს ანალიზი გავუკეთო?

Posted by: sapple 23 May 2012, 21:55
ნინო ექიმო მეც მაქვს კითხვა კუჭში გასვლის პრობლემასთან დაკავშირებით. რამდენიმე დღეა ზედიზედ გაზგამყვანის გარეშე ვეღარ გადის კუჭში და გაზებსაც ბევრი წვალების შემდეგ ცოტ-ცოტას უშვებს თუ არ მივეხმარე. აღარ მინდა გაზგამყვანის გამოყენება,ვხედავ რომ შეეჩვია და რა ვქნა,რითი დავეხმარო რომ თავისით გავიდეს ხოლმე? ექიმმა მირჩია მეოთხედი ნახშირი დღეში 3-ჯერ,დღეს დავალევინე ერთხელ და დამოუკიდებლად გავიდა კუჭში ცოტა და მერე ისევ გაზგამყვანი მივახმარე. აქ ახსენეს მიკროო ყნა,მინდა ეგ ვცადო და რას იტყოდით?წინასწარ მადლობა.

Posted by: sofioh 23 May 2012, 22:02
მოკლედ მე და ჩემი კითხვები, გაგიწყალეთ გული, ზე ფეთიანი დედა ჰყავს ბავშვს, სულ რაღაცაზე ვნერვიულობ.

მაშ ასე ჩემი მორიგი შეკითხვა:

დღეს მთელი დღეა რასაც ჭამს ჩემი შვილი თითქმის უკან იღებს (ბევრი კი მოუვიდა ჭამა), ადრეც ამოაქაფებდა ხოლმე, მაგრამ ახლა აი, თითქოს გული აერიაო ეგრე წნევით ასხამს. რისი ბრალი შეიძლება იყოს? კიტრი ვჭამე დღეს პირველად და შეიძლება მიზეზი იყოს?


წინასწარ მადლობა და ბოდისით ამდენჯერ რომ გაწუხებთ


Posted by: nuciko74 24 May 2012, 13:58
sofioh
QUOTE
გამარჯობათ ნინო ექიმო, კიდევ უნდა შეგაწუხოთ. დღეს ერთი თვის გახდა ჩემი შვილი. ძუძუზე მყავს და თითქმის ორი დღეა კუჭში არ გასულა, გაზგამყვანის გამოყენება არ მინდა და რა შეიძლება რომ გავაკეთო სხვა რომ მივეხმარო? ისე არ ტირის და არ აწუხებს მგონი. გაზებზეც გადის და ხან ოდნავ სულ უმნიშვნელოდ განავალსაც აყოლებს.

ძუძუზე თუა მარტო და არ აწუხებს, არ გინდა არაფერი, 3-4 დღეც რო არ გავიდეს პრობლემა არაა ბუნებრვიზე მყოფი ბავშვისთვის. ექიმი არ ვარ, მაგრამ ორი შვილის დედა ვარ და ესეც ექიმისგან ვიციsmile.gif გაზგამყვანი საერთოდ აღარაა რეკომენდირებული
QUOTE
დღეს მთელი დღეა რასაც ჭამს ჩემი შვილი თითქმის უკან იღებს (ბევრი კი მოუვიდა ჭამა), ადრეც ამოაქაფებდა ხოლმე, მაგრამ ახლა აი, თითქოს გული აერიაო ეგრე წნევით ასხამს. რისი ბრალი შეიძლება იყოს? კიტრი ვჭამე დღეს პირველად და შეიძლება მიზეზი იყოს?

ჩემი პატარა 3-4 თვე ასხამდა პერიოდულად, მარტო ძუძუზე იყო, სხვებისგანაც ვიცი, რომ ეგეთი რამე შეიძლება და ამას გასტროეზოფაგური (თუ არ ვცდები) რეფლუქსი ქვია და პრობლემა არაა, თუ ბავშვი კარგად იმატებს. 4 თვიდან როცა მყარ საკვბეზე გადავა, ნელ-ნელა გაუვლის, ჩემს საახლობლოში ზოგს 9 თვემდე გაუგრძელდა. ჩემსას 3 თვიდან დაეტყო უკეთესობა.[
b]despina[/b]
QUOTE
წლის და 5 თვისაა ჩემი ბიჭი, ცოტა ხნის წინ ძუძუს თავი დაანება და მას მერე სულ წყლიანი ბოთლი აქვს მიყუდებული, საწოვარიანი, მოკლედ, ბევრ წყალს სვამს, ვფიქრობ იმიტომ, რომ წოვის რეფლექსი აქვს, ექიმმა კი გვითხრა რომ ბევცრი წყალი შეიძლება დიაბეტის გამო იყოს, რამდენად ღირს ანალიზი გავუკეთო?

ჩემი ქალიშვილი 3წლის ხდება და სულ 2-3 თვეა რაც ბოთლს გადავაჩვიეთ იმით, რო დავმალეთ ბოთლები და ვუთხართ მიკი მაუსმა წაიღოოsmile.gif)იქამდე ღამის მანძილზე ლიტრამდე წყალს სვამდა და 2პამპერსი არ ყოფნიდა. ეს თემა იყო მთელ საახლობლოში დიდი განხილვის საგანი, ამან 7თვისამ მიანება თავი ძუძუს, დიდად არასოდეს ევასებოდა, არც ხელოვნური აღარ ჩაიდო 9თვიდან, რძე არ უყვარს სართოდ. საშინელი მტირალა და ცუდი ზნის ბავშვი იყო, დღემდე წესიერი ძილი არ იცის, თავიდან ჰიპის ჩაის რო ვაძლევდით შედარებით ჩუმდებოდა და სე შეეჩვია ბოთლს, მერე წყლით ჩავუნაცვლეთ და მოკლედ შეჯდა რაsmile.gif) მეც მკითხეს შაქრის ბრალი ხო არაა, მაგრამ სუფთა ფსიქოლოგიური მომენტია, წოვა უნდოდა, ამხელა გოგომ ახლა ჩაიდო მატყუარა ბოთლის ნაცვლად ა ისე ძინავს ღამე, რა ვქნა 1 ლიტრა წყლის დალევას მირჩევნია მატყუარა ედოს. ნუ გეშინია, შენსასაც გადააჩვევ ოდესმე, დღისითაც უაზროდ ბევრ წყალს სვამს?ჩემიმხოლოდ დაძინებისთვის სვამდა, ისე ცოტას-ჭიქიდან, ან ბოთლიდან

Posted by: natinati77 24 May 2012, 14:40
QUOTE
despina

ჩემი 11 თვის როცა იყო მაშინ დავაკვირდი რომ ბევრ წყალს სვავდა და ავუგე ანალიზი ,თუმცა არაფერი იყო,თავი დავიმშვიდე.წონაში ხომ არ იკლებს?ეხლა დაცხა და წყალს ეძალებიან პატარები,არ ინერვიულო

Posted by: sofioh 24 May 2012, 14:40
nuciko74
დდიიდიი მადლობა smile.gif რა კარგია ამდენი რამე რომ იცი ადამიანმა

Posted by: ninoeqimi 24 May 2012, 16:23
Free Aquarius
არა, მიეცით რაც დაუნიშნეს, ფლაჟილი მოქმედებს გრამ უარყოფით ბაქტერიებზე და რაც მთავარია გაიდლაინის მიხედვით გაქვთ დანიშნულება და მიყევით.
piglet
მე არც ერთ წამალს არ მივცემდი, მათ შორის არც ვიტამინს, ყველაზე ცუდია, როდესაც ბავშVს საჭმელს აძალებენ, ეს უარეს პროტესტს იწვევს. ჩემი შვილიც წლის და ერთი თვისაა, ზოჯერ მთელი კვირა ძალიან ცუდად ჭამს, არ ჭამს ვაქცევ, მერე რაღაც პერიოდი ყველაფერს ჭამს, მერე ხან ფაფას აპროტესტებს, ხან ბოსტნეულს, ხან ხორცს და ხან ხილს, მივყვები მის ხასიათს და როცა რა უნდა იმას ჭამს, რაც მტავარია თქვენს შვილს წონის დეფიციტი არა აქვს და რას ერჩით

Posted by: Free Aquarius 24 May 2012, 17:50
ninoeqimi

QUOTE
რაც მტავარია თქვენს შვილს წონის დეფიციტი არა აქვს და რას ერჩით


მადლობა ყურადღებისთვისsmile.gif წლის და ერთი თვისთვის 8 კილო ცოტა არ არის? 8.200 იყო და ეხლა 8 კილოზე ჩამოვიდა sad.gif მეშინია უფრო არ გახდეს და ზრდა არ შეფერხდეს ამდენი ხანი რომ არ ჭამს.

QUOTE
ყველაზე ცუდია, როდესაც ბავშVს საჭმელს აძალებენ, ეს უარეს პროტესტს იწვევს.


ასაკით რაც ეკუთვნის ყველაფერს ვაჭმევ,ვცდილობ მრავალფეროვანი მენიუ ჰქონდეს.თუ არ ჭამს არ ვაძალებ.

Posted by: nuciko74 24 May 2012, 17:58
sofioh
QUOTE
nuciko74
დდიიდიი მადლობა smile.gif რა კარგია ამდენი რამე რომ იცი ადამიანმა

აქ ვისწავლე თეორია ძირითადადsmile.gif)

Posted by: despina 24 May 2012, 22:32
მადლობა, კარგი წონა აქვს smile.gif
თუ ბოთლს ხედავს-უნდა წყალი, ჭიქით ორი ყლუპი და მორჩა smile.gif

Posted by: ninoeqimi 25 May 2012, 12:57
Free Aquarius
ნორმის ქვედა ზღვარია, ანუ დასაშშვებია მისი ასაკისათვის, გაითვალისწინეთ ბავშვის სიგრძეც და რაც ყველაზე მთავარია მშOბლების აღნაგობა. ყველაზე მნიშვნელოვანია წონის დეფიციტი არ არის და ზედა ზღვარია თუ ქვედა ამაზე ნუ ინერვიულებთ

Posted by: natinati77 25 May 2012, 14:15
QUOTE
ავად ხომ არ იყო ვირუსული ინფექციით წინა პერიოდში?

QUOTE
კი იყო.10 დღის წინ ყელი ქონდა წითელი და დაბალი სიცხე,ფილტვები სუფთა ქონდა,ამის ბრალი შეიძლება იყოს?ძალიან ვნერვიულობ 

მიპასუხეთ რა ნინო ექიმო,საჭმელის ჭამაც მიატოვა,ძალიან ცოტას ჭამს

Posted by: Free Aquarius 25 May 2012, 16:20

ninoeqimi

დიდი მადლობა პასუხისთვის smile.gif

Posted by: maliamii 25 May 2012, 18:37
გამარჯობათ,იცით რა მაინტერესებს, ჩემი გოგო ხდება 3 წლის და წელაც როგორც შარშან დაეწყო ოფლიანობა ,შუადღეს რომ იძინებს თავი უოფლიანდება მარტო ძაან, რაც დათბა,მერე გამონაყარი ეწყება შუბლის მიდამოში და ექავება ძაან,შარშან იძულებული გავხდი თმა გადამეპარსა თითქოს თმები შეუთხელადა და შემეშინდა.რაც მითხრეს ყველაფერი გაუკეთე და არ უშველა .ეხლაც იგივე ეწყება ,ცოტა გამონაყარი აქვს და ექავება,რისი ბრალი შეიზლება იყოს?ან რა გაუკეთო სანამ გაურთულდება?კალციმაგი მივეცი უკვე 1 თვე.იქნებ მირჩიოდ რა ვქნა?

Posted by: piglet 26 May 2012, 23:39
ninoeqimi

ძალიან დიდი მადლობა.
დავიიწყეთ უკვე წამლების მიღება,და ძალიან რთულად სვამს,არ უნდა,განსაკუთრებით purinol-ს ვერ იტანს

Posted by: sofioh 27 May 2012, 13:22
გადავაქოთე უცხოური საიტები, რუსულზეც და ინგლისურ საიტებზეც წერია რომ ძუძუს ბავშვები შეიძლება ერთი კვირაც არ გავიდნენ კუჭში. ხან არის შემთხვევა რომ 15 დღეს არ გადიანო. მთავარია არაფერი აწუხებდეთ და მუცელი არ შეებეროთ და გაუმაგრდეთო. ეს აშკარად მშვიდადაა მუცელიც რბილი აქვს და გაზების მეტი არაფერი აწუხებს. რა ვქნა აღარ ვიცი. ერთი მხრივ მამშვიდებს ეს ინფორმაცია, მაგრამ თითქმის სამი დღეა არ გასულა თაია და მე ჩემი მემართება. დღეს გაზგამყვანით რომ ვუჩხიკინებდი ის თავისთვის ტიროდა მე ჩემთვის.
წინაზე ორი დღეა არ იყო გასული და მერე თავისით გავიდა. ახლა რა ვქნა არ ვიცი გაზგამყვანითაც ვერაფერი ვქენით

Posted by: ninoeqimi 27 May 2012, 13:32
sofioh
ნუ უჩიჩხინებთ მანამ, სანამ მუცელი არ შეებერება და არ შეწუხდება. მასე რეფლექსურად დაუკავშირებს ჩიჩხინს კუჭIს მოქმედებას და მერე შეჩიჩხინების გარეშე კუჭში ვერ გავა. დამშვიდდით, წყალი დაალევინეთ, დააკვირდით, თუ შეცუხდა და მუცელი შეებერა, მაშინ ჩაერიეთ მაგრამ არა შეჩიჩხინებით

Posted by: maliamii 27 May 2012, 15:16
QUOTE
გამარჯობათ,იცით რა მაინტერესებს, ჩემი გოგო ხდება 3 წლის და წელაც როგორც შარშან დაეწყო ოფლიანობა ,შუადღეს რომ იძინებს თავი უოფლიანდება მარტო ძაან, რაც დათბა,მერე გამონაყარი ეწყება შუბლის მიდამოში და ექავება ძაან,შარშან იძულებული გავხდი თმა გადამეპარსა თითქოს თმები შეუთხელადა და შემეშინდა.რაც მითხრეს ყველაფერი გაუკეთე და არ უშველა .ეხლაც იგივე ეწყება ,ცოტა გამონაყარი აქვს და ექავება,რისი ბრალი შეიზლება იყოს?ან რა გაუკეთო სანამ გაურთულდება?კალციმაგი მივეცი უკვე 1 თვე.იქნებ მირჩიოდ რა ვქნა?

იქნებ მეც მიპასუხოდ,თუ არ შეწუხდებით.

Posted by: sofioh 27 May 2012, 20:57
ninoeqimi
QUOTE
წყალი დაალევინეთ,


5 კვირის ხდება ხვალ, შეიძლება უკვე წყლის მიცემა?

Posted by: tlikina 27 May 2012, 21:11
sofioh
წყალი დაბდებიდან შეიძლება მისცე, უბრალოდ როცა მხოლოდ ძუძუზეა,მაშინ არ აძლევენ რადგან, დედის რძის დიდი ნაწილი წყალია,აასე რომ შეგიძლია თავისუფლად მისცე წყალი

Posted by: ninoeqimi 29 May 2012, 20:15
maliamii
კანის ექიმს აჩვენეთ პირველ რიგში, არ იყოს რაიმე კანის დაავადება, თუ კანის პათოლოგია გამოირიცხება, მაშIნ გააკეთეთ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები,
sofioh
დაბადებიდან შეიძლება

Posted by: MaryElla 1 Jun 2012, 12:11
ninoeqimi

სალამი.
2 წლის გოგონა, ვიდრე ღრმად ჩაიძინებს, ძილში კრთება ხოლმე. რაიმე საშიში ხომ არ არის? ან ნევროფათოლოგს ხომ ვაჩვენო?

წინასწარ დიდი მადლობა.

Posted by: tlikina 1 Jun 2012, 19:21
ninoeqimi
გამარჯობა, კითხვა მაქვს, სანდრო არის 10 თვის, ღამით როცა ძინავს,თითქოს მოუსვენრადაა, 4 საათამდე მშვიდად ძინავს და 4ის მერე იწყებს წრიალს, წამოჯდება,მეორე მხარეს გადაწვება და ასე ვთქვათ დადის ლოგინში smile.gif
დღისით როცა ძინავს,მშVიდათაა.
მეგონა შიოდა,მაგრამარც ტირის არაფერი,არ ფხიზლდება,ისე აკეთებს ამ ყველაფერს. ძილის წინაც კარაგდ ჭამს.
მერე ვიფიქრე ცხელათქო,მაგრამ აცვია თხელი უმკლავებო ბოდე, აფარია ძალიან თხელი ადიალა და ფანჯარაც გამოღებულაი მის ოთახში smile.gif

რას დავაბრალო აღარ ვიცი, ყურადღება მისაქცევია თუ არა?

მადლობა წინასწარ

Posted by: tasikotasiko 2 Jun 2012, 19:35
გამარჯობათ,ალერგიული ბრონხული ასთმის გამო 13 მაის გამოვტოვეთ კომპლექსური აცრა რომელიც ტარდება 5 წლის ასაკში,ეხლა წაიქცა და მაინტერესებს იმუნიტეტი რამდენ ხანს ძლებს? და შეიძლება თუ არა აცრის გაკეთება?

Posted by: matmatuna 2 Jun 2012, 20:20
tlikina
ბავშვი ღამით გვერდს რომ იცვლის და ბრუნავს, ამაზე შფოთავ?
QUOTE
რას დავაბრალო აღარ ვიცი

biggrin.gif აი, რისი ბრალი უნდა იყოს ბავშვის მშვიდი მოძრაობა?

Posted by: tlikina 2 Jun 2012, 20:56
matmatuna
საქმე გამომელია, ხო? biggrin.gif
Kაი, გავიპარე აქედან ჩემი კითხვიანად smile.gif

Posted by: matmatuna 2 Jun 2012, 21:50
tlikina
არ ტირის, არ წუხს და არის მშვიდად ხომ?
ზოგი ბავშვი მთელი ღამე დადის ლოგინში, ხან თავშია, ხან ბოლოში და ხან გარდიგარდმო biggrin.gif
ძAლიან ნორმალურია, მერწმუნე... თუ არადა მოვა ექიმი და გვეტყვის smile.gif

Posted by: agr_bak 2 Jun 2012, 21:54
tlikina
QUOTE
გავიპარე აქედან ჩემი კითხვიანად

yes.gif

Posted by: loveless 2 Jun 2012, 23:46
ჩემი შვილი 10 თვის ხდება და პატარაობიდან შეამჩნია ექიმმა რომ ერთი ლოყა უფრო დიდი ჰქონდა და. შეიძლება ცალ გვერდზე წევს და მაგიტოო, და ნერვოპათოლოგთან მიიყვანეო.
ახლა თითქოს უფრო შესამჩნევი გახდა სხვაობა ლოყებს შორის:-(
რისი ბრალია?
და ნერვოპათოლოგი თუ აუცილებელია, როგორ უნდა დაგვეხმაროს? (ჩემი უვიცობის ბრალია,ვერ ვხვდები..

Posted by: tlikina 3 Jun 2012, 01:01
matmatuna
agr_bak
Kი, მშვიდათაა, არ ტირის, არც იღვიძებს, უბრალოდ დადის, წამოჯდება, უცებ გადაკოტრიალდება მეორე მხარეს და ასე.. Iსიც მთელი ღამე არა, 4 ზე იწყებს , დავაკვირდი smile.gif) ზოგჯერ მე საერთოდ ვერ ვიგებ, ცალკე ოთხში ძინავს, როგამეღვიძება მერე ვნახულობ smile.gif

Gენდობით ორივეს smile.gif მადლობა, დავმშვიდდი smile.gif

Posted by: agr_bak 3 Jun 2012, 03:16
tlikina
QUOTE
უბრალოდ დადის, წამოჯდება, უცებ გადაკოტრიალდება მეორე მხარეს და ასე.

ბავშვია მუთაქა ხომ არა რომ იდოს გაუნძრევლად ?



გამასწარი აქედან vik.gif

Posted by: tlikina 3 Jun 2012, 10:44
agr_bak
biggrin.gif


,,,,,,,,,,,,, ,,,,,,,,,,,, ,,,,,,,,,,,,,,

Posted by: natinati77 3 Jun 2012, 11:05
QUOTE
Kი, მშვიდათაა, არ ტირის, არც იღვიძებს, უბრალოდ დადის, წამოჯდება, უცებ გადაკოტრიალდება მეორე მხარეს და ასე

biggrin.gif ჩემი სიარულით რომ დაიღლება(ამ დროს ძინავს),მერე კედელზე მიეყუდება და ისე აგრძელებს ძილს

Posted by: tlikina 3 Jun 2012, 11:19
natinati77
smile.gif))) ესეიგი მოსული პონტია, ბევრი დადის ძილში biggrin.gif ძაან საყვარელი კია მაგ დროს, ერთაფერთი მეცოდება თავს რო უბრახუნებს, ეხლა ბამპერი გამოვუკარი, ცოტა რბილად მისცხებს smile.gif)

Posted by: niniko09 3 Jun 2012, 11:22
tlikina
5 წელია გაბრიელი დადის, ჯდება, ზოგჯერ აზრებსაც აფრქვევს მძინარე, წინ დივანი უდგას და ხანდახან თავისი ბალიშიანად იქით გადადის ხოლმე და დილით ლოგინი საერთოდ ცარიელი მხვდება. biggrin.gif შენ მაგაზე არ იდარდო, ჩვეულებრივი მოვლენაა, ბავშვებს უწყვეტი ძილის გამომუშავება უჭირთ.
ნინოექიმსაც დაველოდოთ, რას გვეტყვის smile.gif

Posted by: tlikina 3 Jun 2012, 11:27
niniko09
თქვენ გამოცდილი დედები ხართ, საშიში რო იყოს არ გამოგეპარებოდათ, ამიტომ მეც დავმშვიდდი smile.gif ნინოექიმიც იმედია იგივეს გვეტყვის

Posted by: natinati77 3 Jun 2012, 11:49
QUOTE
tlikina

არაა საშიში არ ინერვიულო,მართლა ძალიან საყვარლებია არიან მაგ დროს
QUOTE
5 წელია გაბრიელი დადის, ჯდება, ზოგჯერ აზრებსაც აფრქვევს მძინარე

ასე გემრიელად დიდი ხანია არ გამიცინია,შენ გაიხარე lol.gif

Posted by: ninoeqimi 3 Jun 2012, 17:53
tlikina
ზუსტად მასე დადის ჩემი შვილი ლოგინშI მთელი ღამე, ვაწვენ ერთ მხარეს და იღვიძებს მეორე მხარესsmile.gif
tasikotasiko
ჭრილობა დაისვარა მიწით?

Posted by: tlikina 3 Jun 2012, 21:00
ninoeqimi
მადლობა პასუხისთვის smile.gif

ყველას დიდი მადლობა, მშვიდათ დავიძინებ მეც მაშინ biggrin.gif

Posted by: temosabasdeda 4 Jun 2012, 11:23
8 წლის ბიჭს შევამჩნი დილით ჯირკვლები ჩამოსიებული ჰქონდა მარცხენა მხარეს სანერწყვე ჯირკვლებზე მაქს საუბარი.რს ბრალი შეიძლება იყოს? ან რა უნდა გავაკეთოდ ამ შემთხვევაში?

Posted by: ninoeqimi 4 Jun 2012, 11:24
temosabasdeda
პედიატრს უნდა აჩვენოთ აუცილებლად

Posted by: temosabasdeda 4 Jun 2012, 11:26
ninoeqimi
მადლობთ ვაჩვენებ ისედაც სანამ წავიყვანდი მაინტერესებდა თქვენი აზრი რრისი ბრალი შეიძლება იყოს

Posted by: ninoeqimi 4 Jun 2012, 11:32
temosabasdeda
მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს, რაიმე ქრონიკული ინფექცია ცხვირ ხახაში, დაზიანებული კბილი, ტონზილიტი, სანერწყვე ჯირკვლების ანთება, მნიშვნელოვანია სხვა რეგიონული ლიმფური კვანძების მდოგმარეობა, ღვიძLი, ელენთა, სისხლის საერთო ანალიზი და ა.შ

Posted by: Ia-forumze 4 Jun 2012, 12:27
ninoeqimi
ნინოექიმო გამარჯობა

ერთი კითხვა მაქვს, ჩემი ბიჭი არის 1 წლის და 9 თვის, საერთოდ
ყოველთვის მშვიდი ბავშვი იყო, ტირილით იშვიათად ტიროდა,
ახლაც ცელქია, მაგრამ არა კაპარჩხანა.
ამ ბოლო პერიოდში შევამჩნიე, რომ ხანდახან შეაკანკალებს ხოლმე,
ოღონდ ჩემი დაკვირვებით, თითქოს ძალით აკეთებს, მუშტებს
მოუჭერს, კბილებს დაკრიჭავს, ხელები მოხრილი უჭირავს და
აკანკალებს ხელებს და თავს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ
თითქოს ვიღაცას დაცინის. ამ დროს კბილებს კბილებზე აჭერს მაგრად (ძალიან ეფხანება უკანა კბილები, 16 აქვს და კიდევ ამოსდის, არც ვიცი ამის ბრალია თუ არა)
მულტფილმიდან დაცინოდა ერთ-ერთ გმირს ადრე და
ისეთი სახე ქონდა ხოლმე ზუსტად და ხელებს აქნევდა, მაგრამ ახლა ეს
ქნევა უფრო კანკალს დაემსგავსა.

ზოგჯერ ემთხვევა გაბრაზებას, ან ისეთ მდგომარეობას, როცა უნდა რაღაც
გააკეთოს და არ ვაცლი, მაგრამ ისეც გაუკეთებია, ცალსახად, რომ
განერვიულების დროს აკეთებს, ვერ ვიტყვი.
სიხშირეს რაც შეეხება, დღეში ერთხელ შეიძლება ქნას,
შეიძლება დღე ისე გავიდეს, რომ არ გააკეთოს

სიტყვებს ამბობს ბევრს, იმეორებს უმეტესობას, მაგრამ როგორც ასეთი,
რომ დადგეს და ილაპარაკოს არა. ხანდახან აბავს 2 სიტყვას, დიდი ბუთი,
მომე ბუთი და ა.შ.

რისი ბრალი შეიძლება იყოს, შეიძლება რამე დარღვევაა? და ვის მირჩევთ, რომ
ვაჩვენო. სხვა მხრივ არანაირი წიკი, ან რამე მსგავსი არ შემიმჩნევია.

kozet იქნებ შენც მომცე რჩევა smile.gif

Posted by: ninoeqimi 4 Jun 2012, 18:08
Ia-forumze
არავის!!!!
ეა არის არაეპილეფსიური პაროქსიზმი შეჟრჟოლება ანუ შადერინგი, ნუ მიაქცევთ ყურადღებას და გაუვლის ცოტა ხანში

Posted by: Ia-forumze 4 Jun 2012, 18:25
ninoeqimi
QUOTE
არავის!!!!
ეა არის არაეპილეფსიური პაროქსიზმი შეჟრჟოლება ანუ შადერინგი, ნუ მიაქცევთ ყურადღებას და გაუვლის ცოტა ხანში

ე.ი. ნერვიულობის საბაბი არ მაქვს?

პედიატრთან უწევს ისედაც ვიზიტი ხუთშაბათს და იმედია ისიც დამამშვიდებს smile.gif
დიდი მადლობა პასუხისათვის

Posted by: piglet 5 Jun 2012, 17:35
ninoeqimi

გამარჯობათ ,ისევ კითხვა მაქვს თქვენთან
ჩვენ ადრე 8 თვის რომ იყო ,გამოვტოვეთ აცრები,და მაგის სანსაცვლოთ ნელ ნელა ვიკეთებთ რომ დავეწიოთ.
როგორც მივხვდი ექიმი ეგრე გვიკეთებს,წესივრად ვერ ვეკონტაქტებით ექიმს,ინგლისურად გამართულად ვერ ლაპარაკობენ,და რაც არ უნდა კითხო არ იძახიან რომ ვერ გაიგეს,სხვას გპასუხობენ.
30 მაისს გავუკეთეთ აცრა ,ჰეპატიტი და კიდე რაგაც სახელი არ ვიცი, აცრები დაუკეთეს ბარძაყზე ზემოდან,
ერთ-ერთი ნანემსარი გაუმაგრდა,თითქოს ბურთულაა,ტკივილით არ სტკივა
ეს ნანემსარმა იცის?
რამე კომპრესი ხომ არ უნდა გავუკეტო?

და კიდე ერთს შეგეკითხებით
კაი ხანია ბავშვი წონაში არ იმატებს,ერთი და იგივე წონაა,სადგაც თვენახევარია,ბავშვი ერთი წლისაა და 2
თვის ხდება.და სადღაც 2 კვირაა არც დიდად არ ჭამს..
სიცხის გამო ხომ არაა ეგრე,არ ვიცი..აქ უკვე სიცხეები დგე სადგაც 40 გრადუსია უკვე.

Posted by: ninoeqimi 6 Jun 2012, 12:35
piglet
ნანემსარმა იცის ზოგჯერ გამაგრება, შესაძლოა ერთი თვეც გაგრძელდეს, არაფერი არ უნდა თუ არ ტკივა, გაიწოვება. რაც შეეხება წონაში არ მატებას, მთავარია რომ მისი ზომა წონა ნორმას შეესაბაებოდეს, და თუ არ მოიმატა ერთი თვე არც ეგაა დიდი პრობლემა, მოცემულ მომენტში არ უნდა ქონდეს წონის დეფიციტი.

Posted by: burkina-faso 6 Jun 2012, 13:12
ninoeqimi
გამარჯობა
ჩემი შვილი ახლა ხდება წლის, აქვს ოფლიანობა, რასაც მის ჩაცმულობას ვერ დავაბრალებ, რადგან ზამთარშიც კი თხლად აცვია
ძირითადად უოფლიანდება თავი და თან ძალიან, განსაკუთრებით კი ძილის დროს
ვიცი და უბნის პედიატრმაც მითხრა, დ ვიტამინი ზაფხულის თვეებში არაა საჭიროო, ახლა არაფერი არ უნდა ბავშვსო
მაგრამ მაინც ვერ ვისვენებ, ეს არ გავს ნორმალურ ოფლიანობას, რაც შეიძლება სიცხით იყოს გამოწვეული, საკმაოდ გრილ ოთახში ძინავს და უკვე გაღვიძებულს, თავი ძალიან სველი აქვს.
რას მირჩევთ, როგორ მოვიქცე, რაიმე ანალიზია საჭირო?
ნათლულსაც ქონდა იგივე პრობლემა ახლა და მისმა პედიატრმა მას დაუნიშნა წამალი, როგორც კი პრობლემა მოისმინა, ჩვენი პედიატრი ამბობს, ვერ ვხედავ საჭიროებასო

Posted by: piglet 6 Jun 2012, 13:52
დაიადა 4,5 კილო და ეხლა 1 წლის და თვენახევრის 10,5-11,3 კილოა
ეს ამხელა ბავშვისთვის როგორია?
დიდი მადლობა პასუხებისთვის,ვნერვიულობ რომ არ ვიცი ხოლმე,დიდი მადლობა ნინო ექიმო

Posted by: bukuna 6 Jun 2012, 14:26
ninoeqimi
გამარჯობა, ბავშვი გაფუჭებულია ხელში დაჭერით, ხელში იძინებს, როგორც კი ჩავაწვენთ ტირის,
ამიტომ დაერღვა დღე ძილი და ჭირვეულობს, სულ ხელში ვინ დააძინებს საათობით. ჯერ თვენახევრისაა, როგორ შეიძლება გადავაჩვიო ?
ხელში აყვანას რომ ითხოვს არ ამყავს და ტირის, მეუბნებიან ბავშვს ნერვოზი გაუჩნდებაო და ყოველ წამოტირებაზე ხელში აქანავებენ.
მირჩიეთ რა რამე

Posted by: loveless 7 Jun 2012, 00:49
QUOTE (loveless @ 2 Jun 2012, 23:46 )
ჩემი შვილი 10 თვის ხდება და პატარაობიდან შეამჩნია ექიმმა რომ ერთი ლოყა უფრო დიდი ჰქონდა და. შეიძლება ცალ გვერდზე წევს და მაგიტოო, და ნერვოპათოლოგთან მიიყვანეო.
ახლა თითქოს უფრო შესამჩნევი გახდა სხვაობა ლოყებს შორის:-( 
რისი ბრალია?
და ნერვოპათოლოგი თუ აუცილებელია, როგორ უნდა დაგვეხმაროს? (ჩემი უვიცობის ბრალია,ვერ ვხვდები..

გთხოვთ, მეც მიპასუხოთ.. cry.gif

................................

Posted by: jorgito 7 Jun 2012, 13:57
ჩემი შვილი 6 წლისაა.აკვს უნებლიე მოზრაობები,წიკები.ვისტან აგარ ვიყავით,მაგრამ შედეგი ნული.ზოგმა მიტხრა არაფერი არ უნდა გაუვლისო,დეკემბერში გლანდების ოპერაციაც გავუკეტეთ სტრეპტოლიზინი ჰქონდა 1200,იაშვილში ერტმა ნევროპათოლოგმა მითხრა მაგის გამო აკვს ეს წიკებიო,მაგრამ მაინც აკეთებს,მიუხედავად იმისა რომ ახლა სტრეპტოლიზინი ნორმაშია.როგორ მოვიკცე?იკნებ მირჩიოტ ვისტან მივიკვანო?

Posted by: ქინქლა 7 Jun 2012, 14:06
Ia-forumze
იაკო, ჩემი ელენეც გაბრაზების დროს კანკალებს ხოლმე, ხელებს მუჭავს და კანკალებს. დიდად არც მე მსიამოვნებს ასე რომ აკეთებს მაგრამ მგონია რომ მაინც არაა საშიში.
ცოტა ჯიუტი და თავნება გახდა ამ ბოლო დროს. ჩვენმა პედიატრმა მითხრა შეეგუეთ რომ 4-5 წლამდე იქნება ბავშვთან ურთიერთობა ძალიან რთული იმიტომ რომ ამ დროს პიროვნებად ყალიბდეობაო, აპროტესტებს სხვადასხვა რამეს და ხშირად ჭირვეულობსო. ხოდა მეც ჩემი ნერვები რის საშუალებასაც მაძლევს ვითმენ ელენეს გამოხტომებს, თუ ძალიან ძალიან არ გადააჭარბა sad.gif.

Posted by: Ia-forumze 7 Jun 2012, 16:12
ქინქლა
QUOTE
იაკო, ჩემი ელენეც გაბრაზების დროს კანკალებს ხოლმე, ხელებს მუჭავს და კანკალებს. დიდად არც მე მსიამოვნებს ასე რომ აკეთებს მაგრამ მგონია რომ მაინც არაა საშიში.
ცოტა ჯიუტი და თავნება გახდა ამ ბოლო დროს. ჩვენმა პედიატრმა მითხრა შეეგუეთ რომ 4-5 წლამდე იქნება ბავშვთან ურთიერთობა ძალიან რთული იმიტომ რომ ამ დროს პიროვნებად ყალიბდეობაო, აპროტესტებს სხვადასხვა რამეს და ხშირად ჭირვეულობსო. ხოდა მეც ჩემი ნერვები რის საშუალებასაც მაძლევს ვითმენ ელენეს გამოხტომებს, თუ ძალიან ძალიან არ გადააჭარბა

დღეს ველპარაკე მეც ლალის (მგონი ერთი ბედიატრი გვყავს? თუ არასწორად მახსოვს)
ხო და არაფერი არ არისო, არ შეგეშინდესო, მანაც ასე მითხრა.

ესეც უფრო კარგი ბიჭი იყო, ახლა უფრო ცუდად იქცევა ხოლმე smile.gif))))

Posted by: ქინქლა 7 Jun 2012, 16:31
Ia-forumze
არა ია, ჩვენ სხვა პედიატრი გვყავს, პოლიკლინიკის პედიატრთან დამყავს მე.
QUOTE
ესეც უფრო კარგი ბიჭი იყო, ახლა უფრო ცუდად იქცევა ხოლმე ))))

კი მეც სულ მაგას ვამბობ, ასე მგონია ბავშვი გამომიცვალეს მეთქი. ისეთი მშვიდი და წყნარი იყო და ეხლა სულ გაველურდა. არადა თურმე ნორმალური ყოფილა ამ ასაკში და დავმორჩილდი მეც ბედს

Posted by: 19gio71 9 Jun 2012, 08:36
მეგობრის ბიჭს სჭირს ეგეთ რაღაც 8 წლისაა , ღამით დგება და ტვალეტს ეძებს მძინარი და ვერ პოულობს არა და წესით ახალი დაწოლილია არც უნდა უნდოდეს ტვალეტში გავლა ხანდახან სადარბაზოში გამავალი კარიც გააღო ხოლმე და მერე კიბეებზე გაიღვიძა და დაბრუნდა და არც არაფერი ახსოვს და თვითონაც კი უკვირს რატომ ადგა ,სულ რამდენიმე თვეა ესეთი მოვლენები დაეწყო ნუ ხშირად არ აქვს ხოლმე მაგრამ გარკვეული პერიოდულობით კი ესე იქცევა , ბავშვი ძალიან ნორმალურია ფიზიკურადაც და სწავლითაც კარგად სწავლობს , ასეთ რაღაცას მთვარეულობას ეძახიან მაგრამ როგორ ინკურნება ან რაა დაავადების მიზეზი ? როგორ მოიქცეს მშობელი ? რაიონში ცხოვრობენ და იქ ისეთი დონის სამედიცინო მომსახურეობაც არაა. ფორუმელები თუ ვინმე ხართ ესეთ საკითხებში ჩახედული ან ურთიერთობა გქონიათ ესეთ ბავშვებთან საინტერესო იქნება თქვენი რჩევები და გამოცდილება თუნდაც ვის, რომელ სპეციალისტს მიაკითხოს და.... მადლობა წინასწარ

Posted by: ell-lle 9 Jun 2012, 12:09
19gio71
ეს მგონი სავსე მთვარის დროს იცის, თუმცა არა მგონია ექიმი შველოდეს,ან მამაოს უნდა ანახოთ, ან ვინმე ისეთს ვინც შეულოცავს, მკითხავის მაგვარ ვინმეს, თუმცა ჯობია მამაოს მიაკითხოთ, ვინმე აფერისტს არ გადაეყაროთ.

პ.ს
ჩემი ქმრის კლასელია მასე, ღამით გარეთ გადის, და სახიფათო ადგილებში იჩითება, მაგLითად ფანჯრის რაფაზე და ა.შ. თუმცა გამოღვიძებულს არაფერი არ ახსოვს.

ფხიზლდება ცივის შეხებით,თუმცა საშიშია შეიძლება მა. Dროს გული გაუსკდეს, მითუმეტეს თუ მაღალი სართულის რაფაზე ან Aივნის მოაჯირზე გამოფხიზლდა
* * *






ninoeqimi
გამარჯობა ნინო ექიმო

ჩემი ბიჭი ერთი თვისაა
ზოგჯერ ძუძუს წოვის დროს ოდნავ შესამჩნევად ნიკაპს აკანკალებს,

ასევე გამოცვლისას, როცა იზმორება მარჯვენა ფეხს აკანკალებს,აი წამიერად.

როგორც ვიცი ნევროლოგთან ვიზიტი გვიწევს ორი თვის ასაკში,
რას მირჩევთ, მანამდე ხომ არ ვაჩვენო?

Posted by: burkina-faso 9 Jun 2012, 12:20
ell-lle
კანკალი ჩვილობასა და მასეთ ადრეულ ასაკში ჩვეულებრივი მოვლენაა, ნუ ნერვიულობ, თანდათან მოუკლებს და 3-4 თვისას უკვე საერთოდ არარ ექნება
ჩემი ნიკაპს აკანკალებდა ისეძალიან, გული მისკდებოდა, სამშობიაროშიც, ნევროპათოლოგმაც და ნინო ექიმმაც დამამშვიდეს, 3 თვისას უკვე არარაფერი ქონდა, შენი ჯერ მთლად ჭყინტი ყოფილა, არ ინერვიულო

Posted by: 19gio71 9 Jun 2012, 12:31
QUOTE
ან ვინმე ისეთს ვინც შეულოცავს, მკითხავის მაგვარ ვინმეს

არა მგონია შელოცვამ უშველოს რავი ეგეთების არა მჯერა. მადლობა გამოხმაურებისათვის

Posted by: blblbl 9 Jun 2012, 12:41
QUOTE
არა მგონია ექიმი შველოდეს,ან მამაოს უნდა ანახოთ, ან ვინმე ისეთს ვინც შეულოცავს, მკითხავის მაგვარ ვინმეს,

rolleyes.gif ექიმი სწირდება ბავშვს რა შელოცვა და მკითხავი spy.gif

Posted by: agr_bak 9 Jun 2012, 13:01
bukuna
QUOTE
ჯერ თვენახევრისაა, როგორ შეიძლება გადავაჩვიო ?

ბავშვი კი არა ოჯახის წევრები უნდა გადააჩვიო ასე ქცევას.

ბავშვს რაც შეეხება ერტი ორჯერ თუ იირა არაფერი მოუვა..
თუ დარწმუნებული ხარ რომ არაფერი აწუხებს მაშინ ნუ აიყვან და გადაეჩვევა

Posted by: bukuna 9 Jun 2012, 15:45
agr_bak
მაგას ვამბობ ზუსტად,არ ამყავს რომ ვიცი მაგის გამო ტირის, ხოდა დამესევიან ხოლმე რას ატირებ ნევროზს გაუჩენ ბავშვსო და აყავთ, ვინ მაცდის გადავაჩვიო, მერე ყველა მე მეჩხუბება drug.gif vik.gif

Posted by: burkina-faso 9 Jun 2012, 18:26
bukuna
QUOTE
მაგას ვამბობ ზუსტად,არ ამყავს რომ ვიცი მაგის გამო ტირის, ხოდა დამესევიან ხოლმე რას ატირებ ნევროზს გაუჩენ ბავშვსო და აყავთ, ვინ მაცდის გადავაჩვიო, მერე ყველა მე მეჩხუბება 

მაშინ ბავშვს რომ ნევროპათოლოგთან მიიყვან, თან გაიყოლე ეგ ოჯახისწევრები და ასე რომ იტყვის ექიმი, პატარა კიარა, თქვენ ხართ ნევროზიანებიო, კარგად გააგონე ბავშვის "კეთილისმსურველებს"
სახლში კი ასე მოიგერიე, ჩემზე მეტად თქვენ გეტკინებათ გული ბავშვის ტირილზე თუ ჩემზე ძალიან გიყვართთქო

Posted by: bukuna 9 Jun 2012, 19:53
burkina-faso
სულ მაგას ვჩხუბობ, თითქოს მე მსიამოვნებს ტირილი,
რომ დამძიმდება და ხელში ვეღარ ატარებთ გვიანი იქნება და მე ხელს აღარ მოვკიდებთქო.

Posted by: ell-lle 9 Jun 2012, 20:08
burkina-faso
მადლობა, დამამშვიდე 2kiss.gif

blblbl
მეც მასწავკეთ ექიმი მთ არეულობას რომ კურნავდეს და ვეტყვი იმ დატანჯულ ბიჭს

ესეთი რაღაცეებისარც მე მჯერა მაგრამ ფაქტი მედო წინ და სხვა რრ. Gზა მქონდა ა. Dამეჯერებინა

Posted by: blblbl 9 Jun 2012, 20:15
ell-lle
ნევროლოგი უნდა თავზე გადაღება ტომოგრაფიის დ უამრავი გამოკვლევა .არ გეუბნები არ უდნა გჯეროდესთქო მაგრამ ექიმი აუცილებელია ,უნდა გაირკვეს რისგანაა გამოწვეული მკითხავი ამას ვერ გაიგებს.

Posted by: noniko 9 Jun 2012, 20:24
გამარჯობათ, ჩემს ნათლულს და ე.წ. ბცჟ აცრა აქვს გამაგრებული და გალურჯებული, ტკივილით არ მგონია ტკიოდეს, რადგან ხელი რომ მივადეთ არ უტირია, რის ბრალი შეიძლება რომ იყოს? იქნებ დამეხმაროთ მადლობა წინასწარ

Posted by: amoeka 9 Jun 2012, 22:18
გამარჯობათ!
19 დღის წინ ვიმშობიარე და მის მერე სულ მცივა. ფეხზე სულ "ნასკები" და ტანზე ტბილი ხალათი მაცვია. არადა ხალხი იგუდება სიცხით.
რისი ბრალი შეიძლება იყოს? sad.gif
მადლობა წინასწარ...

Posted by: Monardo 10 Jun 2012, 10:51
ell-lle
19gio71
ეს მგონი სავსე მთვარის დროს იცის, თუმცა არა მგონია ექიმი შველოდეს,ან მამაოს უნდა ანახოთ, ან ვინმე ისეთს ვინც შეულოცავს, მკითხავის მაგვარ ვინმეს, თუმცა ჯობია მამაოს მიაკითხოთ, ვინმე აფერისტს არ გადაეყაროთ.
[/quote]
უკომენტაროდ ვერ დავტოვე, მართლა გჯერათ რაც დაწერეთ? და მკითხავისმაგვარი არააფერისტი სად უნდა იპოვონ?
ეგ როგორც ვიცი ძილის დარღვევის ერთ ერთი სახეა და სტრესით და გადაღლილობითაა გამოწვეული და არა სავსე მთვარით

Posted by: veriko_zuka 10 Jun 2012, 12:08
გამარჯობათ ! რა მაინტერესებს მყავს 5 თვის და 2 კვირის ბიჭი, აქვს სიცხე 37.5 ხან 37. 7 ხაზი, გუშინ დილით მისცა, ცინა ხრძილი ძალიან აქვს გასიებული, თითქოს ორი კბილი ამოსდის ერთად, კუჯშიც მომწვანოდ გადის და თხლად, შეილება ეს სიცხე კბილისგან იყოს? სხვა არანაირი სიმმპომი არ აქვს

Posted by: ninoeqimi 10 Jun 2012, 16:48
19gio71
ნევროლოგი ჭირდება და ეეგ, თუ ეპილეფსია გაოირიცხა, მაშინ სომნამბულიზმი ან მთვარუელობაა და ნევროლოგი მოგცემთ რეკომენდაციებს როგორ მოიქცეთ
noniko
არაფერი არ უნდა, გაუვლის ცოტა ხანში თავისით
ell-lle
2 თვზე გაუვლის, ეგ ნორმაა

Posted by: iFFii 10 Jun 2012, 20:17

გამარჯობა
მშობიარობისას მიღებული ტრავმის გამო ბავშვს ხერხემლის მალები კისრის არეში აქვს წინ გაწეული და ჭირდება კისრის ფიქსატორი. მითხრეს რომ ლუბლანას ქუჩაზეა რაღაც კლინიკა,სადაც პროთეზებს და ასეთ "საყელო-ფიქსატორებს" ამზადებენ.ყოფილი წითელი ჯვრის შენობაში.ზუსტად ვერ მითხრეს ,ან ჟვანიას კლინიკაა და ან მასთან ახლოს რამე.ხომ არ იცით კოორდინატები?

Posted by: ell-lle 11 Jun 2012, 10:02
Monardo
QUOTE
უკომენტაროდ ვერ დავტოვე, მართლა გჯერათ რაც დაწერეთ? და მკითხავისმაგვარი არააფერისტი სად უნდა იპოვონ?

ვაიმე არ დამცხო help.gif
QUOTE
ჩემი ქმრის კლასელია მასე, ღამით გარეთ გადის, და სახიფათო ადგილებში იჩითება, მაგLითად ფანჯრის რაფაზე და ა.შ. თუმცა გამოღვიძებულს არაფერი არ ახსოვს.

ფხიზლდება ცივის შეხებით,თუმცა საშიშია შეიძლება მა. Dროს გული გაუსკდეს, მითუმეტეს თუ მაღალი სართულის რაფაზე ან Aივნის მოაჯირზე გამოფხიზლდა
* * *

რაც ვიცოდი დავწერე,ეს ყველაფერი იმ ბიჭისგან ვიცი და რავქნა რაც ვიცი ის დვწერე.


პ.ს. არავის საქმე არ არის ვისი რისი ჯერა და რისი წამს, ეს გამოხტომები კარგი იცით რააა,ვაშააააა რა მაგარიაააააა bis.gif

მე ვრჩები!!! და ნუ გაააოფებ და გამაოფებინებ აქ

Posted by: tabunika 11 Jun 2012, 17:07
ninoeqimi
4 თვის ბავშვი შეიძლება მსუბუქ ეტლში ჩავსვა? ნახევრადმჯდომარე პოზიცია აქვს. smile.gif

Posted by: Tiu 11 Jun 2012, 19:01
burkina-faso
QUOTE
ჩემზე მეტად თქვენ გეტკინებათ გული ბავშვის ტირილზე თუ ჩემზე ძალიან გიყვართთქო

no.gif არ ჭრის ეს არგუმენტი ჩემთან
bukuna
QUOTE
რომ დამძიმდება და ხელში ვეღარ ატარებთ გვიანი იქნება

ჩემი 7,5 კილოა და ჩამომაწყდა მკლავები. შეეცადე ყველანაირად, რომ გადააჩვიო

Posted by: ninoeqimi 12 Jun 2012, 15:58
tabunika
ეტლში ჯერ ადრეა, არ აქვთ ეტლებს ისეთი მყარი ფიქსაცია რომ ხერხემალი დააფიქსიროს

Posted by: Princess 12 Jun 2012, 16:08
ჩემს ბიჭს ხელის გულები და ტერფები უოფლიანდება და მერე სულ გრილი აქვს, ნესტიანი. რისი ბრალია შეიძლება იყოს? 3 თვისაა

Posted by: tlikina 12 Jun 2012, 16:38
Princess
D ვიტამის ასმევ? რაქიტის ნიშნებია,მე როგორც ვიცი

Posted by: Princess 12 Jun 2012, 17:45
tlikina
ეხლა აღარ ვასმევ, აღარ უნდაო ექიმმა.
2 თვე ვასმევდი აკვადეტრიმს და შელკალს. ხვალ მიმყავს, ვნახოთ რას მეტყვის.

Posted by: matsatsuna 12 Jun 2012, 19:57
Princess
დ ვიტამინი წწლამდე უნდა ასვა მეც მითხრა უბნის პედიატრმა 3თვემდე დაალევინეოო მერე კერძიდ მივიყვანე და და 1ლამდე უნდა ასვაოო

Posted by: lizaveta 12 Jun 2012, 22:13
ნინო ექიმო. ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ. დღეს პატარა საწოლიდან გადმოვარდა(არაა მაღალი, ბავშვი მასზე მაღალია). თავი დაარტყა sad.gifიჯდა. წინ მისი უფროსი დის ფეხსაცმელი ედო, აღება მპინდომა და თავი ვეღარ შეიკავა და გადმოვარდა სავარაუდოდ sad.gif იმან შემაშინა რომ დაცემის შემდეგ სულ გაოფლიანდა, ტუჩების გარშემო გაულურჯდა და ფერი დაეკარგა. რამის გადაბჟირდა და ამ მდგომარეობის შემდეგ წამიწრად თითქოს გონებას კარგავდა. მერე თითქოს მიძინება უნდოდა, მაგრამ შემეშინდა ველაპარაკრ, ჰაერზე გავიყვანე და ნელ-ნელა დაწყნარდა. დაწყნარების შემდეგ დაიწყო ჩხუბი, ყვირილი, ცეკვა, ანუ ის რასაც ჩვეულებრივ აკეთებს. კონტაქტურია. იქნებ მითხრათ რამდენად საშიშია, რა სიმპტომატიკას დავაკვირდე, ან რას ველოდე?ან რა ვქნა? არ ვიცი რამე შუაშია, მაგრამ რომ დაიბადა ბოტალის სადინარი არ დაეხურა და ოვალური ხვრელი. თუმცა ეხლა მოგვარებული აქვს ეს პრობლემა. 9თვისაა.
საწოლიდან უფროსიც გადმომვარდნია მაგრამ ასეთი არაფერი მოსვლია. იბრალოდ ამ გალურჯებამ, გაოფლიანებამ და წამიერმა მოწყვეტამ შემაშინა.sad.gif

Posted by: DiTrIx 12 Jun 2012, 23:37
matsatsuna
QUOTE
Princess
დ ვიტამინი წწლამდე უნდა ასვა მეც მითხრა უბნის პედიატრმა 3თვემდე დაალევინეოო მერე კერძიდ მივიყვანე და და 1ლამდე უნდა ასვაოო

მე არააფერს არ ვასმევ 2 თვის არის და ნორმალურია ? პედიატრს არაფერი არ უთქვამს..

Posted by: lizaveta 12 Jun 2012, 23:42
DiTrIx
მეც არ მიმიცია პირველისთვის. ზაფხულში არ უნდა. სექტემბრიდან შეახსენე ექიმს

Posted by: amoeka 13 Jun 2012, 11:24
ჩემ პატარას აქვს დაყრილი სახეზე. როცა სძინავს ან სასეირნოდ მყავს დილით სახე დამშვიდებული აქვს, მაგრამ როცა შია ან ცოტა გაღიზიანებულია უწითლდება გამონაყარი. ექიმმა გვითხრა 1 თვემდე მედიკამენტს ვერ დავნიშნავო. თან ძუძუზე მყავს, ვფიქრობ რომ არაფერი ისეტი არ მიჭმევია რომ გამოეყარა სახეზე.
ბავშვი 23 დღის არის.
რისი ბრალი შეიძლება იყოს?


Posted by: agr_bak 13 Jun 2012, 13:32
amoeka
ალბათ მაინც კვების ან სიცხის

კუჭის მოქმედება თუ ნორმალური აქვს სიცხის იქნება სავარაუდოდ

მაინც სჯობს ექიმმა გადაწყვიტოს. ასე რთულია ზეპირად დასკვნის გამოტანა

Posted by: tako44 13 Jun 2012, 14:14
DiTrIx
წლამდე უნდა ასვაო, ასე მითხრა პედიატრმა, ივლისი-აგვისტოს გამოკლებით ოღონდო smile.gif

Posted by: kompmany 14 Jun 2012, 16:48
გამარჯობათ, ჩემი პატარა 6 თვის ხდება, ჭამის დროს თავი უოფლიანდება და ძოლშიც საკმაოდოფლიანი აქვს ძირითადად თავი....ვსვათ კალციქეას, პედიატრის დანიშნულებით, თუმცა შედეგი არ გვაქვს...სცხელა თუ რა ხდება???

Posted by: amoeka 15 Jun 2012, 15:52
agr_bak
მადლობა smile.gif
....................

Posted by: ვასასი 15 Jun 2012, 22:00
ხალხო, ჩემს ბიჭს (7წლის) თვალები აქვს ჩაწითლებული და ამბობს ქვიშები მიყრიაო. ლევომიცეტინის წვეთები ჩავასხა?

Posted by: lizaveta 15 Jun 2012, 22:43
ვასასი
ნელადექსი,ტობღქსი,დექსამეტაზონი თვალის წვეთებია და საკმაიდ ეფექტური. იკითხეთ იქნებ გამიგადგეთ?

Posted by: Mafanya 15 Jun 2012, 23:03
ვასასი
lizaveta
QUOTE
დექსამეტაზონი

ექიმის გარეშე არ შეიძლება. ამხელა ქალი ვარ და ორი კვირა იკავებდა თავს ჩემი ექიმი რომ დაენიშნა, ალერგიისგან მქონდა მე თვალები დასიებულ-დაწითლებული.

ტობრექსი კარგია, ლევომიცეტინი არაფრის მაქნისია
თვალის გასაწმენდი სველი ხელსახოცებია, სახელი არ მახსოვს, მაგრამ ჯიპისი-ში იყიდება, წამლით გაჟღენთილი, თუ ანთება არაა და უბრალოდ რაღაცის არის გაღიზიანებული კარგად გაუწმინდე და გაუვლის


Posted by: lizaveta 16 Jun 2012, 01:57
Mafanya
შეიძლება. ვერ შეგეკამათები ნამდვილაფ. ჩვენ სამივე ექიმმა დაგვინიშნა...
ვასასი
ისე ჩასი ფერის საფენიც არაჩვეულებრივია

Posted by: maliamii 16 Jun 2012, 10:43
ნასიცხებზე რითი უშველო ბავშვს.ორკბილაში ბანა და რაღაც მასეთები არ შველის.მირჩიეთ რა გავაკეთო?
ან კაი დერმატოლოგი არ იცით ?ძაან განვიცდი

Posted by: tako44 16 Jun 2012, 14:02
Mafanya
დექსამეტაზონის გამოყენებისას, 10 დღის მერე აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს თვალის წნევა, რადგანაც დექსამეტაზონი ახდენს პროვოცირებას, თვალის წნევა კი გლაუკომის განვითარების წინაპირობაა. არ გირჩევთ არაფრით smile.gif შედეგები დექსამეტაზონის მასე "უბრალოდ" გამოყენების ზუსტად ალერგიის საწინააღმდეგოდ მე მაქვს ოჯახში sad.gif

ვასასი
აფთიაქებში იყიდება გვირილის ნაყენისაგან დამზადებული სტერილური წვეთები, რომელიც საკმაოდ ეფექტურია და მისწრებაა ალერგიისა და ე.წ. "მშრალი თვალის" სინდრომისთვის. PURE- ჰქვია ამ გვირილის წვეთებს. მაგრამ ყველა აფთიაქში არაა. მოსაშვილზეა ერთი, მეორე წერეთლის მეტროს გადაღმა.

Posted by: kkatrin 16 Jun 2012, 14:37
გამარჯობათ ნინო ექიმო ერთი კითხვა მაქვს, 4 თვის ბავშვი მყავს და ჯერ არ ამიცრია,ჩემი კერძო პედიატრი მეუბნები ეხლა არ გინდა აცრა ტავი შევიკავოთ შემოდგომამდეოა დაშეიძლება ბავშვი ამდენ ხანს აუცრელი იყოს? უბნის პედიატრი კი მაძალებს გავუკეთოთო,არ ვიცი რა ვQნა მირჩიეთ რა გტხოვთ. 1 თვის ასაკში ბავშვს ანტიბიოტიკები აქვს მირებული რამაც კუჭნაწლავზე იმოქმედა ,ამჯამად კარგად არის.

Posted by: temosabasdeda 16 Jun 2012, 15:43
ვასასი
მიიყვანე პედიატრთან ან თვალის ექიმთან თვალის მეშინია ძალიან ასე ფორუმით ნუ ჩააწვეთებ ნურაფერს რაა
ეტყობა სიმშრალე აქვს ან ანთებითი პროცესი,ან ინფექცია ამ სხვადასხვა შEმთხვევაში სხვადასხვა წამალია ეფექტური .
ექიმამდე გვირილის ნაყენით ამოუწმინდე და ნაყენით გაჟღენთილი საფენები დაადე .კომპიუტერს და ტელევიზორს მოაცილე.არც წიგნი წააკითხო .

Posted by: Mafanya 16 Jun 2012, 23:24
tako44
QUOTE
დექსამეტაზონის გამოყენებისას, 10 დღის მერე აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს თვალის წნევა, რადგანაც დექსამეტაზონი ახდენს პროვოცირებას, თვალის წნევა კი გლაუკომის განვითარების წინაპირობაა. არ გირჩევთ არაფრით  შედეგები დექსამეტაზონის მასე "უბრალოდ" გამოყენების ზუსტად ალერგიის საწინააღმდეგოდ მე მაქვს ოჯახში

ჰო, რაღაც ამდაგვარს მეუბნებოდა ექიმი და 3 დღით დამინიშნა მწვავე ალერგიული კონიუქტივიტის დროს, უბრალოდ ბოლოს თვალებს ვეღარ ვახელდი ისეთი შეშუპება მქონდა და მეტი გზა აღარ ქონდა.
რაღა თქმა უნდა არავინ, მითუმეტეს პატარა ბავშვმა არ უნდა გამოიყენოს ეს პრეპარატი ექიმის (კომპეტენტურის smile.gif ) გარეშე
* * *
გოგოებო ნასიცხარებს (ტანზე რომ ლაქებივით ჩნდება წითელი) რითი შველით?
ძალიან მეცოდება

Posted by: ER_pediatry 17 Jun 2012, 14:39
maliamii
QUOTE
ნასიცხებზე რითი უშველო ბავშვს.ორკბილაში ბანა და რაღაც მასეთები არ შველის.მირჩიეთ რა გავაკეთო?


ჩერედას ან გვირილას გრილი აბაზანები, ასევე არგოსულფანის კრემი შეგიძლიათ იხმაროთ

kkatrin

აცრის უკუჩვენება ზაფხული ნამდვილად არ არის, ასე რომ ნუ გადადებთ და აცერით ბავშვი აუცილებლად

Posted by: Mafanya 17 Jun 2012, 15:31
ER_pediatry
დიდი მადლობა პასუხისთვის. გავუკეთებ აბაზანებს აუცილებლად და მალამოსაც

Posted by: kkatrin 17 Jun 2012, 15:54
ER_pediatry
დიდი მადლობა. ალბათ ავცრი.

Posted by: იასამანი 17 Jun 2012, 16:58
გამარჯობა ნინო ექიმო
ჩემი გოგონა 2.5 თვისაა. ერთი თვის ასაკში ფეხზე, მუხლთან ახლოს გამოუვლინდა ჰემანგიომა. მას შემდეგ ზრდა დაიწყო და ცოტათი ამოებურცა. ქირურგს ვაჩვენე და ჯერ დავაკვირდეთ, იქნებ შეწყვიტოს ზრდა და თავისით ალაგდესო. ორი კვირა მოგვცა კიდევ დაკვირვებისთვის. აცრებისგან თავი შევიკავოთო. ეხლა არის 0.5X0.3 მმ. რამდენ ხანს შეიძლება რომ დავაკვირდეთ? ქირურგმა თუ კიდევ გაიზარდა, ნარკოზით ხდება ამის მოცილებაო. შეიძლება ასე პატარასთვის ნაკოზი??
მითხრეს რომ უნდა მოვარიდო მზეს, ცხელ წყალს, და დამასაჟებას. მოგვიანებით გავიგე რომ ასევე არ შეიძლება თურმე ვიტამინების მიღება. ბავშვს კუჭის მოქმედება არ აქვს მოწესრიგებული და 10 დღის მანძილზე ვასმევდი ლივიფლორს, რომელიც შეიცავს B ვიტამინების ჯგუფს. რამე გართულებას ხომ არ გამოიწვევს?
და კიდევ ერთი შეკითხვა თუ შეიძლება
როგორც უკვე ავღნიშნე ბავშვს კუჭის მოქმედება არ უვარგა. უკვე სამ კვირაზე მეტია განავალი არის მომწვანო ფერის, ასევე აჭრილი და + დიდი რაოდენობით ლორწო, თუმცა ანაზლი რომ გავუკეთე, ფერი ყვითელი უწერია. 10 დღე ვასმევდი ლივიფლორს, დიდ შედეგს მე ვერ ვამჩნევ, მატება პირველ თვეს 1 კგ ჰქონდა, მეორე თვეში 900 გრ. ბავშვი არ ტირის, არ აწუხებს მუცელი, იშვიათად თუა უხასიათოდ. მინდა რომ დავათესინო, მაგრამ ერთ კვირაზე მეტია საღამოს საათებში ისაქმებს, როგორ მოვიქცე აღარ ვიცი. მირჩიეთ რამე. მადლობა წინასწარ.

Posted by: ninoeqimi 18 Jun 2012, 12:02
იასამანი
ჰემანგიომას რაც შეეხება მიყევით იმ სპეციალისტის რეკომენდაციას ვინც უფრო კომპეტენტურია ამ საქმეშI, ანუ თქვენი ონკოქირურგის, რაც შეეხება კუჭის მოქმედებას, თუ ბავშვი ძუძუზეა, მაშინ არაფერი არ ჭირდება, არც დათესვა და არც წამლები, მითუმეტეს რომ წონაში კარგად მატულობს
* * *
Mafanya
ნასიცხზე გამოიყენეთ ბავშვის ტალკი, იღლიებშIც ჩააყარეთ წინასწარ კარგად გამომშრალ კანზე, სახეზე კი ჯერ ხელზე დაიფრქვიეთ და თხელ ფენად წაუსვით საღამოს ძილის წინ
* * *
kkatrin
სიცხე თანამედროვე მიდგომით არ ითვლება აცრის უკუჩვენებად, თუმცა მე პირადად ჩემი შვილი არ ავცერი სექტემბრამდე და ამით არაფერი არ დაშავებულა, თუმცა რომ ამეცრა შეიძლება არც ამით დაშავებუულიყო რამე, მაგრამ მე კარგად მახსოვს ძველი კომუნისტური რეკომენდაცია, როდესაც ივლისში და აგვისტოშI აცრებს წყვეტდნენ სიცხის გამო. ჩემი შვილი აპრილშI დაიბადა, პირველი აცრა სექტემბერშI გავუკეთე და არაფერიც არ დაშავებულა.

Posted by: noniko 18 Jun 2012, 14:22
ninoeqimi
გამარჯობათ, ერთი კითხვა მაქვს თუ შეიძლება? კალცი ქეა რამდენი თვიდან შეიძლება რომ მიიღოს ბავშვმა?

Posted by: ninoeqimi 18 Jun 2012, 16:31
noniko
რა მიზნით ასმევთ? აქვს კალციუმის დეფიციტის რაიმე გამოვლინება?

Posted by: noniko 18 Jun 2012, 16:54
ninoeqimi
QUOTE
რა მიზნით ასმევთ? აქვს კალციუმის დეფიციტის რაიმე გამოვლინება?

არ ვასმევთ, უბრალდო მაინტერესებდა რამდენი
თვიდან შეიძლება რომ მიიღოს, ყიფლიბანდის გამო, 2 ექიმი სრულიად განსხვავებული ერთმანეტისგან გამომწიცხავს ამბობს და ეს მაინტერესებს, იქნებ მითხრათ რა ასაკიდან შეიძლება

Posted by: ninoeqimi 19 Jun 2012, 16:29
noniko
კალციუმი არც ერთ ჯანმრთელ ბავშVს არ ჭირდება არც ყფლიბანდის გამო smile.gif თუ აუცილებელია კი ახალშობილობის ასაკიდან ინიშნება, ამდენად არ არსებობს ყიფლიბანდის ისეთი "დარღვევა", რომელსაც კალციქეა ჭირდება და მითუმეტეს უშველის, ჭარბი კალციუმი კი იმაზე ბევრად მავნებელია, ვიდრე მისი დეფიციტი, ამიტომ დავინეტერესდი რატომ გინდოდათ მიგეცათ

Posted by: SOULFUL 19 Jun 2012, 21:48
იასამანი

ერთს დავამატებდი ჰემანგიომასთან დაკავშირებით, ამ ბოლო დროს გამოჩნდა კვლევები პროპანოლოლის დადებითი ეფექტის შესახებ http://www.nejm.org/doi/full/10.1056/NEJMc0708819 , ქეთევან ნემსაძე მართავს ასეთ პაციენტებს და მართლაც აქვს ეფექტი რამდენადაც ვიცი , გარკვეული დროის შემდეგ უკუგანვითარებას განიცდის, თუმცა თქვენით არ გირჩევთ ამ პრეპარატის მიცემას, ჯობია პედიატრმა შეაფასოს წინასწარ და პირადი გამოცდილებაც გაგიზიაროთ.

Posted by: mindozzz 20 Jun 2012, 00:52
ნინო ექიმო გამარჯობათ. მყავს გოგონა ერთი წლის რომლიც ალერგიულია და მოგვიანებით დავიწყეთ აცრები. ამ თვის ოთხში გვიწევდა მესამე გაკეთება და გამიცივდა. ერთი თვის გამოტოვებით რომ გაუკეთო რაიმე პრობლემა ხომ არ იქნება?კიდევ დაბადებიდან კეფაზე ყურის უკან ბურთულა აქვს მოძრავი პედიატრმა საშიში არარიო თუმცა მე მაინც ვნერვიულობ და მაინტერესებს თქვენი აზრიც

Posted by: tako44 20 Jun 2012, 01:25
SOULFUL
საინტერესო კვლევა მომეჩვენა, დილეტანტის დონეზე ვარ მედიცინაში, მაგრამ მაინც smile.gif ეს რთული სახის ჰემანგიომაა ალბათ, რაც ფოტოზეა ასახული sad.gif

Posted by: ნინიანა 20 Jun 2012, 02:58
ninoeqimi
თქვენი აზრი მაინტერესებს უმადო ბავშვებთან დაკავშირებით.
ჩემი 2 წლის და 10 თვის არის, ჭამს მხოლოდ იმას რაც უყვარს და ისაც ძალიან ცოტას.
სულ რომ მშიერი იყოს არ შეჭამს რაც არ უყვარს,
რათქმაუნდა არ უყვარს ის, რაც სასარგებლოა.
საჭიროა თუ არა ვიტამინები.
ჩვენმა პედიატრმა არ დაუნიშნა ვიტამინები.
მე მედარდება, ფაქტიურად ვერ იღებს სასარგებლო ვერაფერს,
მარტო რძეს სვამს კარგად, პიურეს და წიწიბურას ჭამს.

და ერთი შეკითხვაც მაქვს მავნებელი ხომ არაა დღეში 2 ჭიქა რძე.(სოფლის რძეს არ ვგულისხმობ)
ზოგი მეუბნება არაა კარგი ბევრი რძეო.

Posted by: nuciko74 20 Jun 2012, 17:07
ninoeqimi
ER_pediatry
9 თვის ბავშვისთვის სოფლის რძით დამზადებული მაწონი შეიძლება? ჯერ მხოლოდ ქარხნულ მაწონს ვაძლევ, მაგრამ ცოტა ხანში სოფელში წავალთ და იქ ვერ ვიშოვი, არადა 1 თვე მაწვნის გარეშე გამიჭირდება კვების შეცვლა, 7,5 თვიდან მივეცი პირველად, ხაჭოსთან და პეჩენიასთან ჭამს და კარგად მიიღო. ეხლა 8,5 თვისაა

Posted by: Nino_Kartveli 20 Jun 2012, 17:12
გამარჯობათ,

შეიძლება თუ არა 1 წლისა და 3 თვის ბავშვს წავუსვათ კოღოებისაგან დამცავი კრემი?
რომელს მირჩევდით?

გმადლობთ! smile.gif

Posted by: nuciko74 21 Jun 2012, 14:11
Nino_Kartveli
სითი ფარმას აქვს, მოსტიდოზი ქვია მგონი, 20ლარი ღირს, ბავშვებისათვის, მგონი რძეა კოღოებისგან დამცავი

Posted by: cortex-amygdala 21 Jun 2012, 14:54
ექიმის რჩევა საზაფხულო აფთიაქთან დაკავშირებით მჭირდება, ხვალ ბავშვს (11 წლისაა) ვგზავნი სოფელში, სადაც აფთიაქი არ არის, მირჩიეთ რა წამლები გავატანო, ჭრილობისთვის რომელი მალამოა კარგი, რომ აშუშებს და ახორცებს, განსაკუთრებით მჭირდება რჩევა თუ რა წამლები შევიძინო მოწამვლის, გულის რევის და კუჭის აშლის დროს, ან თუ არის აქ თემა სადაც მსგავს რჩევას წავიკითხავ იქნებ მიმითითოთ , მადლობა

Posted by: ta-musia 21 Jun 2012, 15:50
ჩემი პატარა 8 დღის არის, ისე მოხდა რომ პირველი ორი დრე რომ მეგონა პატარას ძუძუთი ვკვებავდი თურმე ვაშიმშილებდი, კი წოვდა მაგრამ თურმე არაფერი გამოდიოდა, შედეგად შემრჩა დასისხლიანებული მკერდი და მშიერი პატარა, მესამე დღეს როცა რძე ჩამიდგა ჩამიმაგრდა 1 დღეში და სიცხეები მქონდა, მასაჟისტმა ისეთი თავები და წვრილი სადინრებია მე ძლივს ვწველი და ბავშვი ვერ მოწოვსო, კიდევ ვიწვალეთ სამი დრე და რომ არაფერი გამოვიდა და იგივე მეორდებოდა, ანუ ბავში ვერ წოვდა მე კიდევ მიმაგრდებოდა და გამოწველაც რთულად იყო შესაძლებელი, თითქმის არა, მხოლოდ მასაჟისტი ახერხებდა, რძე დამიშრეს, ახლა ვაძლევ ნუტრილონს, თავიდან თითქმის ყოველ ჭამაზე ქონდა კუჭის მოქმედება, ახლა დღეში ერთხელ და ან ორჯერ აქვს ისიც მაშინ როდესაც საფენს ვუცვლი და ფეხები აქვს აწეული, ნორმალურია თუ არა ეს და კარგია თუ არა ეს საკვები რასაც ვაძლევ, და კიდევ ერთი თუ არ შეგაწუხებთ ამ პერიოდში წონის ნამატი 400 გრამამდეა მაგრამ სიგრძეში იგივეა და ესეც ნორმალურია? წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: noniko 21 Jun 2012, 16:21
ninoeqimi
QUOTE
კალციუმი არც ერთ ჯანმრთელ ბავშVს არ ჭირდება არც ყფლიბანდის გამო smile.gif თუ აუცილებელია კი ახალშობილობის ასაკიდან ინიშნება, ამდენად არ არსებობს ყიფლიბანდის ისეთი "დარღვევა", რომელსაც კალციქეა ჭირდება და მითუმეტეს უშველის, ჭარბი კალციუმი კი იმაზე ბევრად მავნებელია, ვიდრე მისი დეფიციტი, ამიტომ დავინეტერესდი რატომ გინდოდათ მიგეცათ

ძალიან დიდი მადლობა

Posted by: matsatsuna 21 Jun 2012, 21:15
ta-musia
მეცშენ დღეში ვიყავი მაგრამ კეთილი ადამიანების რჩევით და მაინც მოვახერხე ის რომ 11თვისაა ჩემი შვილი და დღემდე წოვს 8თვემდე კვირაში მინიმუმ 3ჯე მიმაგრდებოდა მკერდიი.

Posted by: ninoeqimi 22 Jun 2012, 13:22
ta-musia
ხელოვნურ კვებაზე დღეში ერთჯერ კუჭის მოქმედება იდეალური ვარიანტია, თუმცა რძIს დაშრობა არ არის კარგი გადაწყვეტილება, იქნებ გეცადათ მაინც მიცემა

Posted by: ta-musia 22 Jun 2012, 13:54
QUOTE (matsatsuna @ 21 Jun 2012, 21:15 )
ta-musia
მეცშენ დღეში ვიყავი მაგრამ კეთილი ადამიანების რჩევით და მაინც მოვახერხე ის რომ 11თვისაა ჩემი შვილი და დღემდე წოვს 8თვემდე კვირაში მინიმუმ 3ჯე მიმაგრდებოდა მკერდიი.

ხო შენ გაგიმართლა, მე ფიზიკურად ვერავინ და ვერაფერი მწველის მასაჟისტის გარდა და საცხოვრებლად ხომ არ გადმოვიყვანდი ჩემთან , თან ამ სიცხეების გამო მერე ვეღარც პატარას ვაქცევდი ყურადღებას და ვეღარც უფროსს, თავს ვერ ვწევდი ზევით, ბავშვებიც გაღიზიანებულები იყვნენ და ამდენ წვალებას თან უშედეგოს...

Posted by: natka80 22 Jun 2012, 15:45
ta-musia
გამოსაწველი აპარატით არ სცადე? მე მაგ აპარატმა მიშველა, არანაირი მასაჟისტი არ დამჭირვებია,

Posted by: matsatsuna 22 Jun 2012, 16:39
ta-musia
ცუდად არ გამიგო smile.gif ყოველ დღე მომდიოდა 1კვირის მანძილზეე რო მახსენდებააა ეს რა საშინელება იყო ვაიმე.მეც ვაპირებდი გაშრობას მაგრამ მართლა უფროსერბის დაჟინებით არ გაშრობინეს.
უკვე გაიშრე?

Posted by: nuciko74 22 Jun 2012, 17:20
ninoeqimi
ER_pediatry

მიპასუხეთ რა, გთხოვთ
ninoeqimi
ER_pediatry
9 თვის ბავშვისთვის სოფლის რძით დამზადებული მაწონი შეიძლება? ჯერ მხოლოდ ქარხნულ მაწონს ვაძლევ, მაგრამ ცოტა ხანში სოფელში წავალთ და იქ ვერ ვიშოვი,

Posted by: ninoeqimi 22 Jun 2012, 18:08
nuciko74
1 წლამდე საერთოდ არ არის სასურველი ძროხის რძე, არც ფაფაში და არც მაწონში, მე პირადად მაწონი წლამდე საერთოდ არ მიმიცია ჩემი შვილისათვის, არაფერი ამით არ დაკლებია, მაწვნის მაგივრად ფორმულას ვაჭმევდი. ახლა გამოჩნდებიან ამ აზრის მოწინააღმდეგეები და იტყვიან, რომ მაწვნით გაიზარდნენ დ არაფერი ჭირთ, მაგრამ მე ვინც აზრს მეკითხება ჩემს აზრს ვეუბნები, რამდენად გაითვალისწინებთ თქვენი გადასაწყვეტია

Posted by: matsatsuna 22 Jun 2012, 22:07
nuciko74
არც მე მიმიცია რძის პროდუქტები ჯერ

Posted by: Nino_Kartveli 22 Jun 2012, 22:11
QUOTE (nuciko74 @ 21 Jun 2012, 14:11 )
Nino_Kartveli
სითი ფარმას აქვს, მოსტიდოზი ქვია მგონი, 20ლარი ღირს, ბავშვებისათვის, მგონი რძეა კოღოებისგან დამცავი

უღრმესი მადლობა ყურადღებისა და რჩევისათვის, ქალბატონო ნინო! smile.gif

Posted by: mindozzz 22 Jun 2012, 23:38

ნინო ექიმო გამარჯობათ. მყავს გოგონა ერთი წლის რომლიც ალერგიულია და მოგვიანებით დავიწყეთ აცრები. ამ თვის ოთხში გვიწევდა მესამე გაკეთება და გამიცივდა. ერთი თვის გამოტოვებით რომ გაუკეთო რაიმე პრობლემა ხომ არ იქნება?კიდევ დაბადებიდან კეფაზე ყურის უკან ბურთულა აქვს მოძრავი პედიატრმა საშიში არარიო თუმცა მე მაინც ვნერვიულობ და მაინტერესებს თქვენი აზრიც

Posted by: იასამანი 23 Jun 2012, 00:22
ნინო ექიმო, მყავს 2.5 თვის გოგონა, ვასმევდი ვიგანტოლს. ეს რამდენიმე დღე აღარ მიმიცია. დღეს შევამჩნიე რომ გულმკერდის ადგილი ცოტა ჩაღრმავებულივითა აქვს. + მუცელი ცოტა გვერდებში გასული. გავუგრძელო დ ვიტამინი ისევ? აქვს აზრი??
+
ერთხელ მოგწერეთ რომ ჩემს გოგონას კუჭის მოქმდება არ უვარგა. არ მომისვენა გულმა და ბატეროლოგიური გამოკვლევა მაინც ჩავუტარე. დაუდგინეს პირველი ხარისხის დისბაქტერიოზი.(ჰემოლიზური 10 მეხუთე ხარისხში). საშიშია? ფაგებით მკურნალობა დაუნიშნეს, მაგრამ ჯერ არ მიმიცია. თქვენ რას მირჩევდით?? პიო და ინტესტი ფაგი, ასევე ფერმენტი, რომელიც უბნის პედიტრმა დანიშნა. ენზიმინი, რომლის ანოტაციაშიც მითითებულია, რომ ბავშვები არ ინიშნებ მადობა წინასწარ.

Posted by: taliko123 23 Jun 2012, 00:32
ninoeqimi
ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი წესრიგში მაქვს ერთის გარდა, უძილობა მჭირს უკვე კარგა ხანია. როგორ მინდა წამლის გარეშე დავიძინო ხოლმე, მაგრამ არა . თუ არ დავლიე მთელი8 ღამე შემილია თეთრად გავათიო. კლონაზეპამს ვსვამ მეოთხე ნაწილს. მანამდე იმოვანს, მელაქსენსაც............. ნუ ესეთი მდომარეობა სკოლიდან მომყვება. სკოლაში საღამოს სმენაზე ვიყავი და გაკვეთილებს ვსწავლობდი გვიანობამდე 3 საათამდე. მე სტუდენტობის დროსაც. ამას რო დავეჩვიე მაშინაც გამეს ვათენებდი . და ბოლო ბოლო ამერია დღე და ღამე. ახლა კი ვერ მოვახერხე ვერაფერი.

იქნებ მირჩიოტ რამე. ? sad.gif როგორ დავიძინო უწამლოდ.

მე საწყალი თალიკო

Posted by: SOULFUL 23 Jun 2012, 00:55
nuciko74
QUOTE
9 თვის ბავშვისთვის სოფლის რძით დამზადებული მაწონი შეიძლება? ჯერ მხოლოდ ქარხნულ მაწონს ვაძლევ, მაგრამ ცოტა ხანში სოფელში წავალთ და იქ ვერ ვიშოვი,



შეგიძლიათ, კატეგორიული აკრძალვა ჩვენს ეროვნულ გაიდლაინში მხოლოდ ძროხის რძეზეა , ისიც 1 წლამდე. ზოგიერთი რეკომენდაციით 6 თვიდან შეიძლება მაწონი, ზოგი 9-12 თვიდან. გასათვალისწინებელია აქვს თუ არა ბავშვს ალერგიული განწყობა რძისა და მისი პროდუქტების მიმართ.

cortex-amygdala
QUOTE
ექიმის რჩევა საზაფხულო აფთიაქთან დაკავშირებით მჭირდება, ხვალ ბავშვს (11 წლისაა) ვგზავნი სოფელში, სადაც აფთიაქი არ არის, მირჩიეთ რა წამლები გავატანო, ჭრილობისთვის რომელი მალამოა კარგი, რომ აშუშებს და ახორცებს, განსაკუთრებით მჭირდება რჩევა თუ რა წამლები შევიძინო მოწამვლის, გულის რევის და კუჭის აშლის დროს, ან თუ არის აქ თემა სადაც მსგავს რჩევას წავიკითხავ იქნებ მიმითითოთ , მადლობა


1. სიცხის დამწევი საშუალებები _ აცეტამინოფენი ან იბუპროფენი. 2. ჭრილობის დასამუშავებლად წყალბადის ზეჟანგი, ბამბა ბინტი. 3. რეჰიდრონი - ან სხვა ელექტროლიტები დიარეისა და ღებინების შემთხვევაში, ენტეროლი ან იომოგი შეგიძლიათ გააყოლოთ მოგზაურთა დიარეის დროს საკმაოდ ეფექტურია. 4. ამის რჩევა ცოტა რთულია მაგრამ მე მაგ. წავიღებდი დექსამეტაზონის ამპულებს და ანაპენს - (ადრენალინით წინასწარ შეზავებული შპრიცია, აუტოინექტორი ), რაც მწვავე ალერგიული რეაქციების დროს შეიძლებოდა დაგვჭირვებოდა, არავინაა დაცული ფუტკრის ან სხვა მწერის ნაკბენისგან , ასევე რომელიმე ანტიჰისტამინური საშუალება, მზისგან დამცავი კრემი და უკვე დამწვრობის შემდგომ მოსავლელი საშუალება მაგ. პანტენოლი.

mindozzz
რომელ აცრაზეა ლაპარაკი იქნებ დააკონკრეტოთ , ან რა აქვს გაკეთებული უკვე თუ გახსოვთ
* * *
იასამანი
QUOTE
ნინო ექიმო, მყავს 2.5 თვის გოგონა, ვასმევდი ვიგანტოლს. ეს რამდენიმე დღე აღარ მიმიცია. დღეს შევამჩნიე რომ გულმკერდის ადგილი ცოტა ჩაღრმავებულივითა აქვს. + მუცელი ცოტა გვერდებში გასული. გავუგრძელო დ ვიტამინი ისევ? აქვს აზრი??
+
ერთხელ მოგწერეთ რომ ჩემს გოგონას კუჭის მოქმდება არ უვარგა. არ მომისვენა გულმა და ბატეროლოგიური გამოკვლევა მაინც ჩავუტარე. დაუდგინეს პირველი ხარისხის დისბაქტერიოზი.(ჰემოლიზური 10 მეხუთე ხარისხში). საშიშია? ფაგებით მკურნალობა დაუნიშნეს, მაგრამ ჯერ არ მიმიცია. თქვენ რას მირჩევდით?? პიო და ინტესტი ფაგი, ასევე ფერმენტი, რომელიც უბნის პედიტრმა დანიშნა. ენზიმინი, რომლის ანოტაციაშიც მითითებულია, რომ ბავშვები არ ინიშნებ მადობა წინასწარ.


ზაფხულის პერიოდში როცა მზის სხივები ისედაც უხვადაა, რეკომენდებული არაა დამატებით დ ვიტამინის მიცემა , რადგან კანზე ზემოქმედებით ისედაც წარმოიქმნება დღიური დოზა, თუ განსაკუთრებული საჭიროება არაა. ასეირნეთ დილით და საღამოს ისე რომ ხელებზე და ფეხებზე მაინც უყურებდეს მზე.

კუჭის მოქმედების მხრივ რა პრობლემაა, უფრო მეტად შკრულობა თუ პირიქით? რა სახის კვებაზეა ?

Posted by: იასამანი 23 Jun 2012, 07:59
SOULFUL
QUOTE
კუჭის მოქმედების მხრივ რა პრობლემაა, უფრო მეტად შკრულობა თუ პირიქით? რა სახის კვებაზეა ?

მწვანე ფერის არის და დიდი რაოდენობით ლორწო. სასწორის მიხედვით, ბავშვს თითქოს კარგი მატება აქვს, ორ კვირაში 430 გრამი აქვს მომატებული, მაგრამ ბავშვს გარეგნულად ეტობა რომ გახდა. ბუნებრივზე მყავს მარტო, არანაირი სხვა დანამატი.

Posted by: sunny night 23 Jun 2012, 10:55
SOULFUL
ვერ გავიგე, 1 წლამდე ნამდვილი ძროხის რძის მაწონი არ შეიძლება???? spy.gif
ჩემი და სპეციალურად ეზიდებოდა ნამდვილ მაწონს და უჯანმრთელესი დისშვილი მყავს. რას არ გაიგებ mo.gif

Posted by: Lamer_07 23 Jun 2012, 13:45
გამარჯობა ბავშვი დაიბადა 4 კილო და300 გრამი მერე დაიკლო 200 გრამი.. სულ გავიდა 13 დღეში მოიმატა ისევ 200 გრამი ანუ ჯამში ისევ 4 და 300 გამოდის ბავშვი არის ბუნებრივ კვებაზე მაინტერესებს ეს წონა ნორმალურია?

Posted by: ta-musia 23 Jun 2012, 15:37
QUOTE (natka80 @ 22 Jun 2012, 15:45 )
ta-musia
გამოსაწველი აპარატით არ სცადე? მე მაგ აპარატმა მიშველა, არანაირი მასაჟისტი არ დამჭირვებია,

კი როგორ არ ვცადე მაგრამ ვერც აპარატი მოერია, მასაჟისტმაც მითხრა გამორიცხულია ბავშვმა შეძლოს ამის მოქაჩვა ისეთი წვრილი სადინრები გაქვს და ისეთი მკერდის თავებიოო, თვითონ ძლივს ახერხებდა smile.gif))))

Posted by: matsatsuna 23 Jun 2012, 18:28
ta-musia
ძაან ძნელიაა თან რა საშინელი ტკივილი იცის რო მახსენდება ვაიმეეეე წყალს ვერ ვსვვდი იმის შიშით მკერდი არ გამიმაგრდესთქო 1წელი ხდება ჩაი არ დამილევია რძე რო არ ჩამიდგეს ბევრიი smile.gif ძაან კარგად მესმის შენი,მაგრამ ეხლა ვხვდები რო ნამდვილად ღირდა წვალებად ამის ფასსს ვერაფერს გავუკეთებთ შვილებს smile.gif
* * *
SOULFULრაც მწვავე ალერგიული რეაქციების დროს შეიძლებოდა დაგვჭირვებოდა

პულმიკორტნის ჭვეთები რო გამოვიყენო მაგ დროს ესეც ხო შეუცავს დექსამეტაზონს თუ პულმიკორტნი მარტო საინჰალაციოაა
* * *
SOULFUL
მერკაცის დანიშვნა რამდენად რეკომენდირებულია 10თვის ბავშვისთვის

Posted by: nuciko74 24 Jun 2012, 00:22
ninoeqimi
QUOTE
nuciko74
1 წლამდე საერთოდ არ არის სასურველი ძროხის რძე, არც ფაფაში და არც მაწონში, მე პირადად მაწონი წლამდე საერთოდ არ მიმიცია ჩემი შვილისათვის, არაფერი ამით არ დაკლებია, მაწვნის მაგივრად ფორმულას ვაჭმევდი. ახლა გამოჩნდებიან ამ აზრის მოწინააღმდეგეები და იტყვიან, რომ მაწვნით გაიზარდნენ დ არაფერი ჭირთ, მაგრამ მე ვინც აზრს მეკითხება ჩემს აზრს ვეუბნები, რამდენად გაითვალისწინებთ თქვენი გადასაწყვეტია

მადლობა პასუხისათვის, უბრალოდ ფორმულა არ გამოდგება, ცოცხაოი თავით არ ჩაიდო არაფერი ხელოვნური, ისევ ძუძუზეა, ოღონდ 5თვიდან მხოლოდ-ღამით, დანარჩეი 4 კვება-დამატება, რა თქმა უნდა პედიატრის რეკომენდაციითsmile.gif იცით რა მაანტერსებსკიდევ, მაწონთან დაკავშირებით, რეკომენდირებული რომ არაა განსაკუთრებით პატარა ასაკიდან, ეს უცხოელი მეცნიერების დასკვნაა? ცუდად არ გამიგოთ შეკითხვა, ბევრი წამიკითხავს ამის შესახებ, და მეც ძალიან სიფრთხილით მივეცი. სერიოზულად მაინტერესებს

Posted by: _SisterofNight_ 25 Jun 2012, 11:43
გამარჯობათ ექიმებთან მაქვს შEკითხვა შრამთან დაკავშირებით,

პატარა ბავშვს თავზე შრამი როცა აქვს, არის შანსი რომ ბავშვის ზრდასთან ერთAდ ეს შრამი გაიჭიმოს/გაიზარდოს? ჩემს ძმას აქვს შრამი თავზე და ზედ თმაც არ ამოსვლია, ანუ გადახოტრილზე ეტყობა მარტო წვრილი გრძელი აქვს, მაგრამ პატარაობაში როგორ ქონდა არ მახსოვს. გამიგია რომ შრამი იწელებაო და არ ვიცი რამდენად მართალია. ეგება ექიმებმა იცოდეთ?!

Posted by: Lamer_07 26 Jun 2012, 10:08
QUOTE
კითხვა ექიმთან, პედიატრთნ, ნევროლოგთან დიეტოლოგთან და ა.შ.



მაგრა ოპერატიულად კი პასუხობს ისე ექიმი

Posted by: piglet 27 Jun 2012, 13:00
ninoeqimi

ნინო ექიმო კიდევ შეგაწუხებთ,
14 დღისაა გოგონა,და მარჯვენა მკერდში თითკოს ჯირკვალი ააქვს,მრგვალი ბურთულასავითაა,რომ გავსინჯე არ იტირა,მემგონი არ სტკივა.მარცხენა მხარესაც არის მემგონი,მაგრამ ძაან პატარა.
მასაჯი გაუკეთეს ,რძეაო ეგო და ცოტა დაუპატარავდა.
ხომ ვერ დამაკვალიანებთ?

და მეორე კითხვაც მაქვს 1 ცლის და 2 თვისაა უფროსი და უკვე 2 თვეზე მეტია ცონაში არ იმატებს,ეს ნორმალურია ამ ასაკის ბავშვისთვის? საჭმლის მენიუ ხომ არ უნდა შევუცვალო? რძეს და რძის ნაწარმს არ ჭამს,ამ ბოლო დროს პეჩენიაზე ვუსხამ რძეს და ისე ვაძლევ.

Posted by: natinati77 27 Jun 2012, 18:58
ნინო ექიმო თქენი დახმარება მჭირდება,მყავს 1.2 თვის ბიჭი,დღეს შუადღეზე გაეღვიძა და უცებ ვერ ამოისუნთქა, და სლოკინივით დააწყებინაო მეც ასე მითხრა ძიძამ,თან ტუჩემი გაულურჯდაო,სასწრაფო გამოვაძახებინე მაგრამ როცა მოვიდა ბავშვი კარგად იყო,შეიძლება რაგაც გაუგებრად დავწერო,ძალიან ვნერვიულობ,თAნ თავი უკან გადაჰქონდაო.ტირილით არ ტიროდა,სასწრაფომ შეიძლება კოლიკა იყოო,იქნებ მირჩიოთ სად წავიყვანო,რომელ ექიმ საჩვენო,გულზე ეხო გადავუღო?ზლიან ძლიან ვნერვიულობ

Posted by: tako123 27 Jun 2012, 22:27
გამარჯობა ნინო ექიმო, მაინტერესებს გახსნილი ოსტეოქეა რამდენი ხნის განმავლობაში არის ვარგისი?

Posted by: T@D 28 Jun 2012, 21:18
ნინო ექიმო
ჩემი პატარა 11 თვის ხდება რამოდენიმე დღეში. ჭოჭინით დარბის, მანეჟში დადის კარგად, გვერდებს დაყობა და შეუძლია კარგა ხანს გაერთოს . და ისე სიარული არ უნდა. გადადგამს რამოდენიმე ნაბიჯს და ჯდება. საჭიროა ექიმთან მიყვანა?

Posted by: ninoeqimi 28 Jun 2012, 23:44
იასამანი
უმჯობესია პედიატრს აჩვენოთ, ის გადაგამისამართებთ თუ დაჭირდა ორთოპედთან, შესაძლოა ეს სულაც არ არის D ვიტამინის დეფიციტი და მეწაღისებური გულმკერდია, ან სულაც არაქაფერია და თქვენ ზედმეტად ნერვიულობთ, ისე ზაფხულის თვეებში D ვიტამინი არ არის რეკომენდირებული.
ზაგადად დისბაქტერიოზი ყბადაღებული დაიგნოზია, გაგიკვირდებათ და ის საერთოდ არ არსებობს თანამედროვე მედიცინაში, იმას, რასაც ექიმების უმრავლესობა დისბაქტერიოზს ეძახის, ნორმის ვარიანტია. რაში გამოიხატება ის, რომ "არ უვარგა" კუჭის მოქმედება

* * *
taliko123
საკმაპდ სეტიოზული პრობლემაა, ამას ასე ადვილად ვერ მოაგვარებთ, ჯერჯერობით მინიმუმამდე უნდა შეამციროთ წამლის დოზა, შემდეგ გადახვიდეთ უფრო მსუბუქზე, ბოლოს მცენარეულ პრეპარატებზე, შემდეგ მცოცავი გრაფიკით როგორმე მოაწესრიგოთ ძილი, ეს ძალიან დიდ ენერგიას და ძალისხმევას მოითხოვს, ჯობია ფსიქოლოგს მიმართოთ ან მოზრდილტა ნევროლოგს, მაგალიტად გოგიტა გეგელაშვილს, ის საკმაოდ კარგი ფსიქოლოგიცაა და დაგეხმარებათ.
Lamer_07
წონაში მატება ნორმალურია, არ ჭირდება ასე ხშIრად ბავშვს წონის კონტროლი, თვეში ერთხელ საკმარისია სიცოცხლის პირველი წლის მანძილზე.
piglet
ძუძუს მასაჟი კატეგორიულად არ შეიძლენბა!!!!!!!!!!!!!
წონაში მომატა თუ არა ერთი ტვის განმავლობაშI წლის ზემოთ არ არის ისეთი საგანგაშო, მთავარია აქვს თუ არა წონის ფდეფიციტი9

Posted by: T@D 29 Jun 2012, 00:01
ninoeqimi
მეც მიპასუხეთ რა....... ვნერვიულობ რომ არ დადის.....


Posted by: Lamer_07 29 Jun 2012, 00:12
ninoeqimi

დიდი მადლობა რაც მოგწერეთ მაგის მერე კიდევ მოიმატა სულ 4 და 500 გრამია smile.gif

Posted by: tikusha 29 Jun 2012, 00:15
piglet
QUOTE
14 დღისაა გოგონა,და მარჯვენა მკერდში თითკოს ჯირკვალი ააქვს,მრგვალი ბურთულასავითაა,რომ გავსინჯე არ იტირა,მემგონი არ სტკივა.მარცხენა მხარესაც არის მემგონი,მაგრამ ძაან პატარა.
მასაჯი გაუკეთეს ,რძეაო ეგო და ცოტა დაუპატარავდა.
ხომ ვერ დამაკვალიანებთ?

ქაფურის სპირტიანი საფენი დაადე დღეში ორჯერი, 2-3 დღეში გაუვლის

ხელი არ დააკაროთ ბავშვს

ჩემს ორივე გოგოს ქონდა და ქაფურის სპირტით მოვურჩინე

Posted by: ninoeqimi 29 Jun 2012, 00:17
natinati77
თუ კიდევ განმეორდა მსგავსი რამ ძიძა გააფრთხილეთ ტელეფონის ვიდეოზე გადაიღოს და ნევროლოგს აჩვენეთ ბავშვიც და ჩანაწერიც, გული ნაკლებად სავარაუდოია,პედიატრი აუცილებლად მოისმენდა გულს
T@D
არ არის საჭირო, ჯერ მტელი 7 თვე აქვს იმისათვის, რომ სიარული დაიწყოს, ისე ჭოჭინას მოერიდეთ შეძლებისდაგვარად, მანეჟში კი რამდენიც გენებოთ.
nuciko74
ზოგადად მაწონი არ იციან ევროპაში და ამერიკაში, უბრალოდ ითვლება, რომ მაწონი არის რძემჯავა პროდუქტი, აქ საუბარია ძროხის რძეზე, მაწონი ძროხის რძიასაგან მზადდება, მასში არის ისეთივე ცილის მოლეკულა, როგორიც რძეში, ამდენად მისი გამოყენებაც სიფრთხილით არის აუცილებელი ისევე როგორც ძროხის რძე. მაწვნის შედედების დროს ცილის მოლეკულას არაფერი არ მოსდის, ადაპტირებულ ნარევში კი უფრო მცირე ზომის ვცილის მოლეკულებია, ისევე როგორც დედის რძეში.

Posted by: blblbl 29 Jun 2012, 00:19
ninoeqimi
QUOTE
გოგიტა გეგელაშვილს,

მომწერეთ რა ამ ადამიანის კოორდინატები დასამუშაო ადგილი 2kiss.gif

Posted by: T@D 29 Jun 2012, 00:21
ninoeqimi



დიდი მადლობა

Posted by: ninoeqimi 29 Jun 2012, 00:21
blblbl
სამწუხაროდ არ ვიცი, ადრე ნევროლოგიის ინსტიტუტში იყო, მერე ის კლინიკა პსპმ იყიდა და არ ვიცი ისევ იქაა თუ არა

Posted by: blblbl 29 Jun 2012, 00:24
ninoeqimi
გავიკითხავ იქნებ გავიგო smile.gif

Posted by: Free Aquarius 29 Jun 2012, 00:58
blblbl

გოგიტა გეგელაშვილი მუშაობს დავით მეტრეველის სამედიცინი ცენტრში,არამიანცის ტერიტორიაზე.ძალიან კარგი სპეციალისტია smile.gif

Posted by: blblbl 29 Jun 2012, 01:03
Free Aquarius
დიდი მადლობა smile.gif

Posted by: angelgirl 29 Jun 2012, 13:05
ninoeqimi

ჩემი პატარა არის 2 თვის,მყავს ფიზოლოგიურ კბევაზე, მე ყველაფერს მივირთმევ.კუჭში გასვის დროს ,კუკუები ქონდა ლორწოვანი და საკმაოდ თხელი,ბავშვი არ ჭირვეულობს. რატომ შეიძლება ქონდეს ლორწო?ან არის თუ არა საშიში?
გთხოვთ მიპასუხოთ.
წინასწარ დიდი მადლობა smile.gif

+ ეს ორი დღეა ვსვავ ანტიბიოტიკს,შეიძლება ამას გამოეწვია?
ადრეც ქონდა ერთი დღე ლორწო,მაშინ არ ვსვავდი არაფერს

Posted by: nuciko74 29 Jun 2012, 13:53
ninoeqimi
QUOTE
ზოგადად მაწონი არ იციან ევროპაში და ამერიკაში, უბრალოდ ითვლება, რომ მაწონი არის რძემჯავა პროდუქტი, აქ საუბარია ძროხის რძეზე, მაწონი ძროხის რძიასაგან მზადდება, მასში არის ისეთივე ცილის მოლეკულა, როგორიც რძეში, ამდენად მისი გამოყენებაც სიფრთხილით არის აუცილებელი ისევე როგორც ძროხის რძე. მაწვნის შედედების დროს ცილის მოლეკულას არაფერი არ მოსდის, ადაპტირებულ ნარევში კი უფრო მცირე ზომის ვცილის მოლეკულებია, ისევე როგორც დედის რძეში.

გასაგებია, მეც სულ მიკვირდა, უცხოელები როგორ აკრძალავდნენ მაწონს, როცა ეს სუფთა ქართული პროდუქტია მხოლოდ.. მხოლოდ რძის ალერგიულობაზეა პრობლემა, თუ კუჭ-ნაწლავზეც დუდად მოქმედებს? და როგორც ვხვდები, თუ მაწონს ქარხნული რძით შევადედებთ, ეს დასაშვებია, არა?
ninoeqimi
QUOTE
ზაგადად დისბაქტერიოზი ყბადაღებული დაიგნოზია, გაგიკვირდებათ და ის საერთოდ არ არსებობს თანამედროვე მედიცინაში, იმას, რასაც ექიმების უმრავლესობა დისბაქტერიოზს ეძახის, ნორმის ვარიანტია

და აბა რატომ უწერია უცხოურ წამლებს ანოტაციაში დისბაქტერიოზის სამკურნალოდო?

* * *
angelgirl
QUOTE
ჩემი პატარა არის 2 თვის,მყავს ფიზოლოგიურ კბევაზე, მე ყველაფერს მივირთმევ.კუჭში გასვის დროს ,კუკუები ქონდა ლორწოვანი და საკმაოდ თხელი,ბავშვი არ ჭირვეულობს. რატომ შეიძლება ქონდეს ლორწო?ან არის თუ არა საშიში?

ანუ ბუნებრივ კვებაზეა არა? მაშIნ,არაფერი საშიში და საგანგაშო არ უნდა იყოს, ხან ასე ექნბეა, ხან-ისე, თუ არ ჭირვეულობს, საშიში არაფერია, შეიძLება 7დღეც არ ავიდეს კუჭში და არ შეგეშინდესsmile.gif

Posted by: piglet 29 Jun 2012, 13:59

tikusha
დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის
საფენი როგორ გავუკეთო? ნაჭერი დავასველო ქაფურის სპირტში,დავადო და რამდენი ხანი გავუჩერო?

QUOTE
ქაფურის სპირტიანი საფენი დაადე დღეში ორჯერი, 2-3 დღეში გაუვლის

Posted by: nuciko74 29 Jun 2012, 14:16
.....................................................................................................................................
* * *
ninoeqimi
ჩემი ბიჭი 9 თვის ხდება 1 კვირაში, უკვე კარგა ხანია მანეჟში დადის, საკმაოდ აქტიურია, მაგრამ შევამჩნიე რომ უფრო ფეხის წვერებზე დადის, ნეტავ ეს გამოსწორებადია თავისით თუ საშიშია? 4 თვის ვაჩვენე ორთოპედს, მზია შენგელიას და ყველაფერი რიგზეაო, 6თვისას გადაუღე რენტგენი და კიდე მაჩვენეო, იქამდე აზრი არ აქვსო და ვეღარ მოვახერხე, მასაჟიც ისე მითხრა, ზოგადადო და არც ისე გამიკეთებია და ვაითუ დავაშავე რამე?sad.gif

Posted by: angelgirl 29 Jun 2012, 17:21
nuciko74

კი ძუძუთი იკვებება,მაგრამ მაინც მეშინია smile.gif
კუჭსი გასვლით გადის ,მაგრამ თხლად და ლორცოვანს, ნუ Xშირად არ აკეთებს ასეთს ,მაგრამ იქნებ საფრთხილოა

Posted by: matmatuna 29 Jun 2012, 18:18
nuciko74
QUOTE
მეც სულ მიკვირდა, უცხოელები როგორ აკრძალავდნენ მაწონს, როცა ეს სუფთა ქართული პროდუქტია მხოლოდ

რას არ გაიგებ givi.gif სიტყვა "იოგურტი" თუ გსმენიათ? biggrin.gif
რძის 1 წლამდე მიცემა არ არის რეკომენდირებული, არა მხოლოდ ალერგიულობის გამო... რძე საკმაოდ "ღარიბი" საკვებია და ფორმულის ან დედის რძის მისით ჩანაცვლება არ არის კარგი, იმიტომ რომ ბავშვი ვერ მიიღებს საჭირო და საკმარისს ვიტამინებს, ცხიმებსა და მინერალებს.
რაც შეეხება მაწონს/იოგურტს - მაწვნისა და ყველის დამზადების დროს ლაქტოზა იშლება, რძის პროტეინი კი ან საერთოდ სცილდება, ან საკმაოდ მცირდება. ამიტომ ორივე პროდუქტი არის ადვილად გადასამუშავებელი და უმეტეს შემთხვევაში ალერგიულ ბავშვების ორგანიზმიც უპრობლემოდ იღებს.
უცხოეთში თუკი 1 წლამდე რძის პროდუქტის წინააღმდეგია ვინმე, ისევ და ისევ მხოლოდ იმის გამო, რაც ზემოთ დავწერე - არ არის კარგი ამ პროდუქტებით ფორმულის და დედის რძის ჩანაცვლება. სხვა შემთხვევაში 8 თვიდან შეიძლება ორივე, თუკი არ მისცემ, როგორც მთლიან კვებას, უბრალოდ ცოტას გაასინჯებ ან როგორც სნაკს გამოიყენებ, ხილთან ერთად მაგალითAდ smile.gif
რძის პროდუქტების მიცემა (დაახლოებით 2 წლამდე) საჭიროა პასტერიზებულის. დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად იცავ ჰიგიენის ნორმებს, მაგრამ ძალიან დიდი რისკია, რომ რომელიმე საშიში ბაქტერია შეჰყვეს და სერიოზულად ავნო ბავშვს. სხვა დანარჩენი შენი გადასაწყვეტია უკვე smile.gif

Posted by: TATUCI 2 Jul 2012, 08:42

გამარჯობა ნინო ექიმო. ჩემი შვილი დაიბადა დღენაკლული 30 კვირის, 1.5 კილო. ჰქონდა სისხლჩაქცევები თავის ტვინში დაუსვეს დიაგნოზი ინტრავენტრიკულური ლეიკომალაცია. ეხლა არის6 თვის 7.5 კგ, 67 სმ, აქვს ქვედა და ზედა კიდურების ტონუსი , ქვედა კიდურებში უფრო მეტად გამოხატული. არ ტრიალდება მუცლიდან ზურგზე, უჭირს ხელებზე დაყრდნობა, სათამაშოს ეთამაშება მაგრამ ხელში დაჭერას არ ცდილობს, საყრდენთან კარგად ზის მაგრამ დამოუკიდებლად ვერ ჯდება, ვუკეთებ ვარჯიშებს. 1 კურსი დავამთავრეთ და ბავშვი უფრო გააქტიურდა . იქნებ მითხრათ ამის შესახებ რამე?
წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: BASASO 2 Jul 2012, 11:30
გამარჯობა ნინო ექიმო,პატარას (6 თვის) ახველებს მშრალად,მყავდა პედიატრთან პოლიკლინიკაში,დაგვინიშნა ღამე სუპრასტინი1/4, ინჰალაცია ბეროდუალის და ფიზიოლოგიურის ერთად,2 დღე ფიზიოლოგიურუ და დექსამეტაზონი,და სეპტრინი,მაინც და მაინც სეპტრუნის მიცემა არ მინდა,მაინც ანტიბიოტიკია,თან ფილტვებშიც მოუსმინა სუფთა აქვს,რას მირჩევთ,ძალიან არ მიყვარს წამლები,იქმებ მარტო ინჰალაცია გვეყოს წინასწარ დიდი მადლობა
* * *
QUOTE (ninoeqimi @ 29 Jun 2012, 00:17 )
natinati77
თუ კიდევ განმეორდა მსგავსი რამ ძიძა გააფრთხილეთ ტელეფონის ვიდეოზე გადაიღოს და ნევროლოგს აჩვენეთ ბავშვიც და ჩანაწერიც, გული ნაკლებად სავარაუდოია,პედიატრი აუცილებლად მოისმენდა გულს
T@D
არ არის საჭირო, ჯერ მტელი 7 თვე აქვს იმისათვის, რომ სიარული დაიწყოს, ისე ჭოჭინას მოერიდეთ შეძლებისდაგვარად, მანეჟში კი რამდენიც გენებოთ.
nuciko74
ზოგადად მაწონი არ იციან ევროპაში და ამერიკაში, უბრალოდ ითვლება, რომ მაწონი არის რძემჯავა პროდუქტი, აქ საუბარია ძროხის რძეზე, მაწონი ძროხის რძიასაგან მზადდება, მასში არის ისეთივე ცილის მოლეკულა, როგორიც რძეში, ამდენად მისი გამოყენებაც სიფრთხილით არის აუცილებელი ისევე როგორც ძროხის რძე. მაწვნის შედედების დროს ცილის მოლეკულას არაფერი არ მოსდის, ადაპტირებულ ნარევში კი უფრო მცირე ზომის ვცილის მოლეკულებია, ისევე როგორც დედის რძეში.

სახლში დამზადებული მაწონი რომ წყლით გაზავდეს და ისე მივცე შეიძლება? თუ ნაყიდი მაწონი ჯობია?

Posted by: Hektorinia 2 Jul 2012, 17:24
შკითხვა მაქვს ექიმთან

ატოპიური დერმატიტისთვის არის თუ არა გამაღიზიანებელი მზე (რა თქმა უნდა, ზომიერად)?

შეიძლება თუ არა ბავშვმა დაისვენოს ზღვაზე?

Posted by: GABRIELA 3 Jul 2012, 11:00
გამარჯობათ, ჩემი შვილი ნიკოლოზი უკვე 5წლის გახდა და ღამე უგონოდ ძინავს და იფისავს ღამით. 2 წლის რომ იყო გადაჩვეული იყოდა მერე ისევ დაიწყო,თუ არ გადავაყენე ღამაეში 3 ჯერ იპისავს.მყავდა ნერვოპათოლოგთან და ეხოსკოპიაც გავუკეთეთ და არაფერიო. სად მივიყვანო ან ვისთან?

Posted by: ninoeqimi 3 Jul 2012, 12:01
angelgirl
ძუძუზე მყოფ ბავშვს პერიოდულად შესაძლოა ქონდეს ლორწო განავალში, თუ სხვა ჩივილი არა აქვს მაშინ არაფერი არ არის საჭირო.
nuciko74
თითის წვერებზე სიარული ჩვევაა მხოლკოდ და არაფერი არ ჭIრდება
* * *
matmatuna
ყველაფერი დეტალურად და ძალიან კარგად აღწერე, თუმცა ერთს დავამატებ, პასტერიზებული რძIს პროდუქტი უმჯობესია ვიდრე ნატურალური ნებისმიერი ასაკის ბავშვისათვის და მოზრდილისათვისაც სასურველია პასტერიზებული რძIს პროდუქტები სანიტარულ ჰიგიენური თვალსაზრისით.
TATUCI
მხოლოდ და მხოლოს ვარჯიშები, თან მუდმივი, მეთოდისტთან დაამთავრებთ სახლში თქვენც იგივე უნდა უკეთოთ, ამ ეპატზე მთავარია დამოუკიდებელი ჯდომა ისწავლოს და შემდეგ უკვე სიარული, პერივენტრიკულური ლეიკომალაცია ნაკლებად ან თითქმის არ აზიანებს ინტელექტს, ამიტომ გონებრივი განვითარების პრობლემა არ გექნებათ,
BASASO
მე ვერაფერს ვერ გირჩევთ, ბავშვი არ მინახავს და შესაბამისადს მდგომარეობა არ ვიცი, ისე სეპტრინი ანტიბიოტიკია რ არის, სულფანილამიდია, წყალში გაზავებული მაწონი კი კუჭს შლის და რად გინდათ?
Hektorinia
არ არის სასურველი, მაინც ალერგოლოგს დაეკითხეთ.
GABRIELA
რადგან გადაჩვეული იყო და მერე დაეჩვია ისევ, ესე იგი ენურეზი მეორადია და რაიმე ფსიქოლოგიურმა სტრესმა გამოიწვია, ამიტომ ფსიქოლოგი დაგჭირდებათ

Posted by: nuciko74 4 Jul 2012, 13:20
matmatuna
QUOTE
nuciko74
QUOTE
მეც სულ მიკვირდა, უცხოელები როგორ აკრძალავდნენ მაწონს, როცა ეს სუფთა ქართული პროდუქტია მხოლოდ

რას არ გაიგებ givi.gif სიტყვა "იოგურტი" თუ გსმენიათ? biggrin.gif

გაგიკვირდებათ და მსმენია კი არა, გამისინჯავს კიდეცsmile.gif)))) აი, სუფთა ქართული პროდუქტი როა, ეს კი უნდა გცოდნოდათ აქამდეsmile.gif მაგრამ ჯერ ერთი იოგურტი ცოტა განსხვავდება მაწვნისგან, მეორეც იოგურტი დასაშვებია, მგონი ჰუმანას აქვს თვეების ბავშვისთვის. რძესთან დაკავშირებით ვიცი უკვე, 2წლამდე როხის რძე არ გაუსინჯავს არც უფროსს, და არც ახლა ვაძლევ, თუ არ ვიცი, რომელი ძროხისაა, მარტო ხაჭოს დასამზადებლად ვიყენებ, მაწონი კი მივეცი წლის რო იყო სოფელში ძროხის რძით გაკეთებული. მეც იმიტომ ვიკითხე, რამდენად რეკომენდირებული იყო, უბრალოდ სხვა გზა რადგან არ მაქვს და სოფელში ქარხნულ მაწონს ვერ ვიშოვი, ვცდი და თუ დავინახე, რომ ან ალერგია მისცა, ან კუჭ-ნაწლავზე იმოქმედა, მერე ფაფით ჩავანცვლებ იმ ერთი თვის მანძილზე, ასე გადავწყვიტე. მაწვნის გარდა რძე არაფერში მჭირდება, ხაჭოს კი ავუჭრი და ისე ფაფას მზას ვაძლევ,უფროს გოგონაზეც 2 წლამდე ფაფაში მხოლო ნესტლეს ჯუნიორს ვხმარობდი, 2წლის რო გახდა, ნელ-ნელა გავბედე ქარხნული რძით ფაფის დამზადება

ninoeqimi

QUOTE
nuciko74
თითის წვერებზე სიარული ჩვევაა მხოლკოდ და არაფერი არ ჭIრდება
* * *

დიდი მადლობა, მიუხედავად იმისა, რომ სხვა სპეციალიზაცია გაქვთ, ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, თქვენი აზრიsmile.gif

P.S.
ყველას დიდი მადლობა რეკომენდაციებისთვის

Posted by: tatuuu 4 Jul 2012, 14:42
ninoeqimi
გამარჯობა
მაქვს საწოლ-მანეჟი და მატრასის დაფენა სჭიროა? ლეიბი რომ დავუფინო შეიძლებ თუ რბილი ქინება? მატრასზე იმიტომ ვყოყმანობ რომ ისედაც მაღლაა ბავშვი საწოლ მანეჟში და მატრასი რომ დავუდო ძალიან ამოიწევა ზევით და რას მირჩევთ თქვენ? ან ადიელა რომ დავუფინო შეიძლება? არ მინდა ბავშვს ხერხემლის პრობლემა შეექმნას ამის გამო . მადლობა წინასწარ

Posted by: BASASO 4 Jul 2012, 16:23
QUOTE (ninoeqimi @ 3 Jul 2012, 12:01 )
angelgirl
ძუძუზე მყოფ ბავშვს პერიოდულად შესაძლოა ქონდეს ლორწო განავალში, თუ სხვა ჩივილი არა აქვს მაშინ არაფერი არ არის საჭირო.
nuciko74
თითის წვერებზე სიარული ჩვევაა მხოლკოდ და არაფერი არ ჭIრდება
* * *
matmatuna
ყველაფერი დეტალურად და ძალიან კარგად აღწერე, თუმცა ერთს დავამატებ, პასტერიზებული რძIს პროდუქტი უმჯობესია ვიდრე ნატურალური ნებისმიერი ასაკის ბავშვისათვის და მოზრდილისათვისაც სასურველია პასტერიზებული რძIს პროდუქტები სანიტარულ ჰიგიენური თვალსაზრისით.
TATUCI
მხოლოდ და მხოლოს ვარჯიშები, თან მუდმივი, მეთოდისტთან დაამთავრებთ სახლში თქვენც იგივე უნდა უკეთოთ, ამ ეპატზე მთავარია დამოუკიდებელი ჯდომა ისწავლოს და შემდეგ უკვე სიარული, პერივენტრიკულური ლეიკომალაცია ნაკლებად ან თითქმის არ აზიანებს ინტელექტს, ამიტომ გონებრივი განვითარების პრობლემა არ გექნებათ,
BASASO
მე ვერაფერს ვერ გირჩევთ, ბავშვი არ მინახავს და შესაბამისადს მდგომარეობა არ ვიცი, ისე სეპტრინი ანტიბიოტიკია რ არის, სულფანილამიდია, წყალში გაზავებული მაწონი კი კუჭს შლის და რად გინდათ?
Hektorinia
არ არის სასურველი, მაინც ალერგოლოგს დაეკითხეთ.
GABRIELA
რადგან გადაჩვეული იყო და მერე დაეჩვია ისევ, ესე იგი ენურეზი მეორადია და რაიმე ფსიქოლოგიურმა სტრესმა გამოიწვია, ამიტომ ფსიქოლოგი დაგჭირდებათ

დიდი მადლობა,ნინო ექიმო სეპტრინთან დაკავშირებით,და მაწონს რაც შეეხება პედიატრმა ესე გვირჩია, ერთი ერთში გააზავე და ისე მიეციო(მრჩეველში დამყავს) ვეღარ გავიგე როგორ მივცე,კიდევ ერთხელ მადლობაააა smile.gif

Posted by: cindirella 4 Jul 2012, 22:31
ოტო-რინო-ლარინგოლოგიის ეროვნულ ცენტრში ბავშვი დაიღუპა

2012 წლის 11 ივნისს იმედის არხზე "ქრონიკაში" გავიდა სიუჟეტი-რომელშიც გაშუქდა საერთაშორისო კონფერენცია. კონფერენცია ჩატარდა ოტო-რინო-ლარინგოლოგიის ეროვნულ ცენტრში, ჯაფარიძე-ქევანიშვილის სახელობის კლინიკაში. ესწრებოდნენ: ჯანმრთელობის მინისტრი და კლინიკის ექიმები. კლინიკის მედიკოსები საუბრობდნენ თავიანთ მიღწევებზე და ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე იწონებდნენ თავს.
ეს ის "საამაყო" ეროვნული ცენტრია, სადაც ზემოთ აღნიშნული სიუჟეტის გასვლამდე, სულ რამდენიმე დღით ადრე, გარდაიცვალა ჩემი შვილიშვილი, 5 წლის მია მაღრაძე, ტონზილექტომიიდან (გლანდების ოპერაცია) მეშვიდე დღეს განვითარებული სისხლდენით.
სწორედ, ზემოთ აღნიშნულმა სიუჟეტმა, გადამაწყვეტინა მე, მგლოვიარე ბებიას დამეწერა ეს წერილი.
კლინიკის მესვეურებო, მოახსენეთ თუ არა ბატონ მინისტრს, რომ არ გაქვთ რეანიმაციული განყოფილება, რომ ვერ აღმოუჩინეთ ელემენტარული რეანიმაციული დახმარება 5 წლის პაციენტს, რომელიც დაგეღუპათ ტონზილექტომიის შემდგომ განვითარებული სისხლდენით.
ბატონო მინისტრო, ჯაფარიძე-ქევანიშვილის ეროვნულ ცენტრში, სადაც კონვეიერული სიჩქარით კეთდება სისხლიანი ოპერაციები, არა აქვთ რეანიმაციული განყოფილება, რის გამოც ვერ აღმოუჩინეს ელემენტარული სამედიცინო დახმარება პაციენტს.
სრულიად ჯანმრთელს 5 წლის მიას, 2012 წლის 17 მაისს, ექიმ დ. ვაჭარაძის მიერ ჩაუტარდა ოპერაცია - ტონზილექტომია ანუ გლანდების ოპერაცია. მეორე დღეს გამოგვწერეს სახლში, სადაც მკაცრად ვიცავდით რეჟიმს და დიეტასაც, რასაც მოითხოვდა ოპერაციის შემდგომი პერიოდი. უფრო მეტიც, ოპერაციიდან მეექვსე დღეს განსაკუთრებული სიფრთხილისა და ყურადღების გამო, ჩვენი ინიციატივით, კიდევ ერთხელ გავასინჯეთ ბავშვი დ. ვაჭარაძეს. მისი თქმით, ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობდა. თუმც ექიმთან ურთიერთობის არც ერთ ეტაპზე, ნახსენებიც კი არ იყო პოსტოპერაციული სისხლდენის საშიშროება, ე.წ. კრიტიკული მეშვიდე მეცხრე დღეების შესახებ.
23 მაისს, ოპერაციიდან მეშვიდე დღეს, ღამით 11:15-ზე ბავშვს დაეწყო ძლიერი სისხლდენა პირიდან, რაც ბავშვის დედამ სასწრაფოდ ამცნო ექიმ დ. ვაჭარაძეს. მიუხედავად ასეთი საგანგაშო ზარისა, ექიმმა მიუთითა დედას, რომ ბავშვი წაეყვანათ ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკაში. იქ სადაც არ არსებობს რეანიმაციული განყოფილება, რაც თქვენ კარგად იცოდით. რატომ არ შეგაშფოთათ, დედის განწირულმა ხმამ - რომელმაც გამცნოთ სისხლდენის შესახებ და გთხოვათ შველა?! რატომ არ ათეხეთ განგაში, რატომ არ დაახმარეთ თქვენს განყოფილებას კატასტროფის მედიცინის სამსახური ან რეანიმატოლოგები ქალაქიდან? მაშინ როდესაც იცოდით, რომ თქვენს განყოფილებაში რეანიმაცია არ არსებობს.
განყოფილების მორიგე ექიმი მ. ზირაქიშვილი, აღმოჩნდა სრულიად მოუმზადებელი სისხლდენის სამართავად. ბავშვის მდგომარეობის შეფასების შემდეგ, როცა ნახეთ, რომ ვერ მართავდით სიტუაციას, რატომ მაშინვე არ გამოიძახეთ კატასტროფის მედიცინის ბრიგადა. რატომ კარგავდით ძვირფას წუთებს მიას გადასარჩენად? იქ მყოფმა სამედიცინო პერსონალმა ბავშვს ვერ აღმოუჩინა ვერანაირი სამედიცინო დახმარება, ვერ მოხერხდა პერიფერიული ვენის კათეტერიზაციაც კი (ვენაში გადასხმა). ვერ გადაესხა მიას სისხლი ან სისხლის შემცვლელები, სისხლი არ ჰქონდათ დარბოდნენ მოსაძიებლად, ბავშვის დედა გეხვეწებოდათ, რომ მისივე ჯგუფის სისხლი ჰქონდა და გამოეყენებინათ. ბავშვს უტარდებოდა მხოლოდ პირით პირში სუნთქვა და გულის გარეგანი მასაჟი. ეს იყო თქვენი რეანიმაცია, XXI საუკუნეში, ოტო-რინო-ლარინგოლოგიის ეროვნულ ცენტრში. ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა, გაღრმავდა შოკური მდგომარეობა, თქვენ დაკარგეთ დრო, რაც ასე ძვირფასი იყო ჩვენთვის.
30-40 წუთის შემდეგ მოსული ექიმები და მათ მიერ გამოძახებული კატასტროფის მედიცინის რეანიმაციული ბრიგადის მოსვლა უკვე დაგვიანებული იყო. ბავშვი დაიღუპა. ექიმები უკანა კარიდან გაიპარნენ. ბატონი შოთა ჯაფარიძე სხვებთან შედარებით "გულადი" აღმოჩნდა და გაუბედურებულ პატრონს ეკითხებოდა: "ჩივილს ხომ არ აპირებთ?" და თუ დავაპირებდით ქევანიშვილის სახელზე დაგვეწერა საჩივარი. თან წუხდა მეც სიცხიანი მოვედიო.
ნუ გეშინიათ ბატონებო მე ჩივილს არ ვაპირებ. იცხოვრეთ თქვენი სინდისით.
მაგრამ ვაფრთხილებ ყველა დედას! ნუ მიიყვანთ შვილებს ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკაში. გაითვალისწინეთ: ამ ოპერაციის შემდეგ, მაქსიმალური სიფრთხილის ფონზეც კი, მოსალოდნელია გართულება სისხლდენით. გართულების შემთხვევაში ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკაში დახმარებას ვერ აღმოგიჩენენ, რადგან მათ არ აქვთ რეანიმაციული განყოფილება, ისინი მოუმზადებლები არიან რეანიმაციული დახმარებისთვის.
როგორც ეტყობა კლინიკის მესვეურებს, მომხდარი ტრაგედიის რამენაირად გასამართლებლად, პაციენტების არ დასაფრთხობად, დასჭირდათ უგუნური ჭორების გავრცელება: ჩვენ თითქოს ბავშვი ქალაქგარეთ გვყავდა წაყვანილი, რატომღაც მანგლისში, თითქოს უხეში საკვები მივეცით, თითქოს ბავშვს სისხლძარღვთა პრობლემა ჰქონდა. ვაცხადებ, ეს ყველაფერი სიცრუეა, ეს არის თქვენი თავდაცვის უსუსური მეთოდი.
ლარინგოლოგებო! მე როგორც ექიმი მოგიწოდებთ, რომ დაფიქრდეთ ლაზერული მეთოდის გამოყენებაზე, რომელიც ხშირად გირთულდებათ თურმე სისხლდენით. გადახედეთ სტატისტიკას.
მე გაუბედურებული ბებია, გთხოვთ: იქ სადაც კეთდება სისხლიანი ოპერაციები იყოს რეანიმაციული განყოფილება, ან დასვით საკითხი რომ ქალაქში იყოს ერთი რეანიმაციული ცენტრი ბავშვებისათვის. ჩემს მიას უკვე არაფერი ეშველება, იქნებ სხვა ბავშვებს უშველოთ.

ბავშვის ბებია - ლალი სიმონიშვილი
გაზეთი "ქრონიკა" 34 გვ.

Posted by: regenbogen 4 Jul 2012, 22:46
cindirella
sad.gifsad.gifsad.gifsad.gifsad.gif
====================================

Posted by: natinati77 4 Jul 2012, 23:03
cindirella
სული მეტკინა cry.gif cry.gif

Posted by: piglet 5 Jul 2012, 02:32
QUOTE
cindirella

sad.gif
------------------------------------------------------

Posted by: angelgirl 5 Jul 2012, 12:47
ნინო ექიმო ჩემი პაარა არის 2 თვის,მყავდა ნერვაპათოლოგთან შემოწმებაზე და მითხრა ყველაფერი რიგზე აქვსო ბავშვს,უბრალოდ ხელები აქვს ზარმაციო,მეც ვატყობ პეხებს უფრო იქნევს ვიდრე ხელებს. ექიმა ვიგანტოლი გავუგრზელოთო მეტი არაფერი არ უნდაო,თქვენ როგორ ფიქრობთ სწორი მიდგომაა ? თუ ესაჭიროვება ამ დროს ბავშვს ,მასაჟი ან რამიმე სხვა სახის ჩარევა?

Posted by: nuciko74 5 Jul 2012, 13:48
ninoeqimi
ლიტლის სინდრომი (თუ სწორად ვწერ) რა არის და ექვემდებარება თუ არა მკურნალობას? ახლობელ ბავშვს უთხრეს, 3 წლის ხდება და ფეხის წვრებზე სიარულის გამო აჩვენა მერამდენე ნერვოპათოლოგს დედამ, მგონი ღლონტს, სად იყავით აქამდეო, ეს ცერემბრალური დამბლის საწყისი თუ რაღაც ამგვარიაო, რაღაც წამლები და ახტალა დაუნიშნა, არადა იქამდე ვინც ნახა, რამდენიმემ, საშიში არაფერიაო. ისე გონებრივად მშვენივრად განვითარებული და გონიერი ბავშვია, თუ არ შეწუხდებით, რაღაც ზოგადი ინფო მოგვაწოდეთ ამაზე
cindirella
ამის მერე შეიძლება კიდე ქართულ მედიცინაზე რამის თქმა? ქვის ხანაშიც არ ვართsad.gif((

Posted by: matmatuna 5 Jul 2012, 16:13
nuciko74
QUOTE
აი, სუფთა ქართული პროდუქტი როა, ეს კი უნდა გცოდნოდათ აქამდე

ვერ მეცოდინებოდა ვერც აქამდე, არც ამიერიდან მეცოდინება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არ არის სუფთა ქართული პროდუქტი smile.gif

Posted by: nuciko74 5 Jul 2012, 16:51
matmatuna
PM ნახეთ, თორემ მგონი თემას ავცდით და დაგვსჯიანsmile.gif

Posted by: toskaio 5 Jul 2012, 19:12
ბავშვი 18 თვისაა. ორი კვირის წინ ღამით დაეწყო ღებინება, შემდეგ ფაღარათი.. რასაც ჭამდა უკან აბრუნებდა.. ვასვით ჰუმანას ელექტროლიტები, ენტობანი .. (ოჯახის სხვა უფროს წევრებსაც ჰქონდათ და უფრო მსუბუქად გადავიტანეთ)გამოკეთდა.. 3 დღის წინ ისევ იგივე დაიწყო უკეთებენ გადასხმებსს... მათშორის გაუკეტეს დექსამეტაზონიც,, ანტიბიოტიკსაც უკეტებენ.. ახლა რეცეპტიც დაუცერა და დანიშნული აქვს უნოცეფი(ceftriaxone) . მე ექიმი არ ვარ , მაგრამ ამ ანტიბიოტიკით მკურნალობა ძაან მაეჭვებს.. იქნებ გაქვთ გამოცდილება.. ან სპეციალისტებიც ბრძანდებით..

Posted by: tikusha 5 Jul 2012, 23:26
QUOTE (piglet @ 29 Jun 2012, 14:59 )
tikusha
დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის
საფენი როგორ გავუკეთო? ნაჭერი დავასველო ქაფურის სპირტში,დავადო და რამდენი ხანი გავუჩერო?

QUOTE
ქაფურის სპირტიანი საფენი დაადე დღეში ორჯერი, 2-3 დღეში გაუვლის

დილით დაუფინე, მალევე შრება, მე არც ვაძრობდი საღამომდე, საღამომს ისევ დაუსველე და დაუფინე

Posted by: merymaki 6 Jul 2012, 01:21
კითხვა მაქვს ერთი თუ შიძლება,ჩემს 2თვის პატარას ტაკუნებთან,სადაც ბარკალი იწყება ის ადგილი მეორე ფეხთან შედარებით ცოტა პუტკუნა აქვს,აქამდე არ შმიმჩნევია,ახლა მოიმატა ბავშვმა და შევამჩნიე,ანუ მარჯვენა ბარკალი ცოტა მეტად პუტკუნა აქვს,ვიდრე მარცხენა,ძალიან უმნიშვნელოდ,მაგრამ მაინც.ზოგადად ბავშვი აქტიურია,კარგად განვითარებული.რა უნდ აიყოს ეს ან ვის მივმართო?

Posted by: blblbl 6 Jul 2012, 01:22
merymaki
მე მგონი კარგი იქნება თუ ორტოპედს აჩვენებ

Posted by: ninoeqimi 6 Jul 2012, 11:47
tatuuu
ალბათ მატრასი აღარ ჭირდება, იმიტომ, რომ საწოლ მანეჟს აქვს ჩაკიდული ლეიბი, ამის გამო 6-7 თვემდე ზემოთაა ბავშვი, აი მერე რომ მოიზრდება შეგიძLიათ ჩადთ უკვე ძირზე მატრასი და ისე დააწვინოთ.

angelgirl
ზარმაცი ხელები არ არის დიაგნოზი, თუ კუნთთა ტონუსი ზომიერია, რეფლექსები იწვევა ანუ ნერვის დაზიანება არ არის, ესე იგი არ არის ნერვული სისტემის დაზიანება, ან იქნებ ფეხებშია მომატებული აქტივობა და ხელები "ზარმაცი" მოეჩვენათ. ისე სიზარმაცის დასაძლევი წამალი ვიგანტოლი არ არის, ვერაფერს ვერ გეტყვით, ბავშვი არ მინახავს და არ ვიცი აქვს თუ არა საერთოდ რაიმე პათოლოგია.
nuciko74
ლიტლის სინდრომი არის ცერებრული დამბლის ერთ ერთი ფორმა, სპასტიური დიპლეგია. ძალიან არაპროფესიონალ ექიმებთან ხართ მოხვედრილი, ცერებრული დამბლის დასაწყისი ბუნებაშI არ არსებობს, ის ან არის ან არა, ამ სინდრომის დროს ბავშვი საერთოდ ვერ დადის ან დადის ძალიან ცუდად, გონებრივი განვითარება ნორმალურია, წამალი არ ჭირდება, არც ახტალა smile.gif ჭირდება მხოლოდ ვარჯიში, მაგრამ თითის წვერებზე სიარულის გამო ლიტლის სინდრომის დიაგნოზის დასმა სასაცილოდ მეჩVენება, ამდენად თქვენს ახლობელს ნორმალური ნევროლოგი ჭირდება და სავარაუდოდ ბავშვს არაფერი არ ჭირს.

* * *
toskaio
ცეფტრიაქსონი ფართე სპექტრის ანტიბიოტიკია, რომელიც იხმარება ნაწლავური ინფექციების სამკურნალოდ, ამდენად თუ საჭიროა, სასურველია მისი გამოყენება.
merymaki
კვალიფიციურ ბავშვთა ქირურგს აჩვენეთ

Posted by: nuciko74 6 Jul 2012, 12:23
ninoeqimi
QUOTE
ცერებრული დამბლის დასაწყისი ბუნებაშI არ არსებობს,

მე არასწორად გადმოვეცი, სხვისი ნათქვამით და მაგის გამო ნუ განვსჯით ნევროლოგსsmile.gif თან ღლონტზე
QUOTE
არაპროფესიონალ ექიმს
ალბათ ვერ ვიტყვით ამას, ვარჯიშები და სპეცილაური მასაჟებიც დაუნიშნა.
QUOTE
მაგრამ თითის წვერებზე სიარულის გამო ლიტლის სინდრომის დიაგნოზის დასმა სასაცილოდ მეჩVენება,
საქმე ისაა, რომ ქუსლებზე ვერ გაიარაო, რო დააყენა ქუსლზე, მოიკუნტა და ჩაიკეცაო.არ ვიცი, ეს რამეს გეუბნებათ თU არა, თან რაღაც უცნაურად დადის ამ ფეხის წვერებზე, მეც მყავს ნანახი და ძალიან მომხვდა თვალში, შარშან, ვუთხარი კიდეც ორთოპედმა არ ნახათქო, და რამდენიმე ორთოპედთან და ნევროლოგთან ყავდათ და არაფერიო. ღმერთმა ქნას ეს ბოლო ექიმი ცდებოდეს და სერიოზული არაფერი იყოს. მადლობა ინფორმაციისთვის.

Posted by: tatuuu 6 Jul 2012, 14:58
ninoeqimi
აჰა გასაგებია. და ადიელა რომ დავუფინო მაინც შეიძლება? თუ უარესს ვიზავ? ზედმეტად მაგარი მეჩვენება საწოლ მანეჟს თვითონ რაც აქვს ჩაფენილი და მაგიტომ

Posted by: TATUCI 6 Jul 2012, 16:18
ნინო ექიმო ჯდომა მაქსიმუმ რომელ თვემდე უნდა შეძლოს.და საერთოდ რა მონაცემებს უნდა აკმაყოფილებდეს 6 თვის დღენაკლული ბავშვი? შეიძლება ცერემბრალური დამბლა ჰქონდეს? მეუბნებიან რომ ამ დაავადების რისკის ჯგუფს მივეკუთვნებით. დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: matsatsuna 7 Jul 2012, 19:51
TATUCI
მე როგორც ვიცი 8თვიდან მყარად უნდა იჯდეს.ტატო გეუბნებიან რო რისკ ჯგუფს მიეკუთვნებით?

Posted by: anuka2009 7 Jul 2012, 19:57
ჩემი შვილი 10 თვის ხდება და არ აქვს არცერთი კბილი, კბილები ცჰამოსულია ბოლომდე და ჯერ არ ამოუჭრია, როგორც ვიცი 1 წლამდე ნორმაა, რომ ბავშვს პირველი კბილი ამოუვიდეს, კალცის პრეპარატის კურსიც ჩავუტარეთ, რამეს ხომ არ მირჩევთ, პედიატრის გარდა იქნებ სხვა პროფილის ექიმსაც ვაჩვენო, ცოტა დაბნეული ვარ, გთხოვთ მიპასუხოთ თუ გაქვთ მსგავსი გამოცდილება.

Posted by: matmatuna 7 Jul 2012, 20:52
TATUCI
QUOTE
აქვს ქვედა და ზედა კიდურების ტონუსი , ქვედა კიდურებში უფრო მეტად გამოხატული. არ ტრიალდება მუცლიდან ზურგზე, უჭირს ხელებზე დაყრდნობა, სათამაშოს ეთამაშება მაგრამ ხელში დაჭერას არ ცდილობს, საყრდენთან კარგად ზის მაგრამ დამოუკიდებლად ვერ ჯდება, ვუკეთებ ვარჯიშებს

ვარჯიშებს თქვენით უკეთებთ თუ თერაპიის მითითებით?
ზუსტად ასე იყო ჩემი შვილი ამ ასაკში, თუმცა 7 თვის დამოუკიდებლად ჯდომას ახერხებდა. ერთი წლის ასაკში დაიწყო ხოხვა და 18 თვისამ აიდგა ფეხი. თუმცა კარგად ახლაც ვერ დადის, ბალანსის დაცვა უჭირს, მუდმივად ქანაობს და ხშირად ეცემა smile.gif
QUOTE
მეუბნებიან რომ ამ დაავადების რისკის ჯგუფს მივეკუთვნებით

სამწუხაროდ ამის საშიშროება არსებობს sad.gif ალბათ ნინო ექიმი უფრო დაწვრილებით ინფორმაციას მოგაწვდით
დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ მის მხვედველობას...
QUOTE
ჯდომა მაქსიმუმ რომელ თვემდე უნდა შეძლოს

საერთოდ 7-8 თვის ბავშვები უკვე ახერხებენ დამოუკიდებლად ჯდომას (რამოდენიმე წუთის შემდეგ უკვე ინტერესი უქრებათ და გაწვებიან ხოლმე ისევ biggrin.gif), მაგრამ ჩემი რჩევა იქნება, არასდროს შეადაროთ თქვენი შვილი სხვა "ნორმალურ" ბავშVებს. თქვენ, მეც და სხვა მრავალ მშობელს ასე მოგვიწია, რომ ჩვენ ცოტა სხვა გზით უნდა წავიდეთ... მთAვარია, გზას არ ავცდეთ, უბრალოდ მეტი გარჯა გვიწევს და შედეგიც ნელა დგება. შეიძლება ვინმემ გითხრათ, რომ ბავშვი ვერ გაივლის, ვერ ილაპარაკებს და ა.შ. მაგრამ არ დაუჯეროთ არავის და გააგრძელეთ ის ვარჯიშები, რასაც სპეციალისტები გასწავლიან. ინგლისური თუ იცით, შეგიძლიათ უამრავი ინფორმაცია მიიღოთ ინტერნეტიდან და უკეთ დაეხმაროთ ბავშვსაც და თქვენს თავსაც ასევე.
ყოველდღიური ვარჯიში და სტიმულაციაა საჭირო. დღეს თუ ვერ დაინახავთ შედეგს, გარწმუნებთ, ხვალ აუცილებლად დადგება yes.gif

Posted by: tlikina 7 Jul 2012, 21:02
Dავიბენი ეხლა, და ცოტა შევშინდი, ჩემი შვილი 11 თვისაა, გონებროვად მგონი ზედმეტად განვითარებულიცაა, დახოხავს ძალიან კარგად, მანეჟში გადაადგილდება თავისით, კიდეებს მიყვება. ღოცა ხოხავს თავისით მივა სკამთან ან მაგიდასთან და დგება ფეხზე, მაგრამ ხელს რომოვკიდებ და დავაყენო მინდა იატაკზე ეგრევე ფეხებს კეცავს და დაჯდომას ითხოვს , არუნდა გავლა. თუ მაინც ძალით გავასწორე, არდადის, თითქოს გარბისო ისე სწრაფად დგავს ნაბიჯებს.
Nანახი ყავს ნევროლოგს. 40 დღეზე და მერე 5 თვეზე, ასევე. 3 ორთოპედს, სხვადასხვა ვადაზე, ბოლოს 2 კვირის წინ ნახა და ყველაფერი რიგზეაო, არვიცი ეხლა უნდა მივაქციო იმას ყურადღება რომ არ უნდა გავლა და ასე კეცავს ფეხებს? sad.gif
ninoeqimi

Posted by: natinati77 7 Jul 2012, 21:48
anuka2009
10 თვისას ამოუვიდა პირველი კბილი ჩემსას,არ ინერვიულო

Posted by: ninoeqimi 7 Jul 2012, 23:18
TATUCI
შესწორებული ასაკით უნდა დაჯდეს 7 თვის მყარად, დღენაკლობა არ ნიშნავს ცერებრული დამბლის რისკს.
tlikina
ჯერ რა დროს გავლაა, 18 თვემდე აქვს ვადა რომ გაიაროს, რაც მის ასაკში მოეთხოვებამ ყველაფერს აკეთებს

Posted by: larakroft 8 Jul 2012, 00:36
QUOTE
ninoeqimi


გამარჯობათ, ჩემს 3წლინახევრის ბიჭს, ყელი სტკივა და სიცხე აქვს, მეტი არაფერი, არც ახველებს, არც აცემინებს და არც ცხვირიდან მოსდის სისველე. ყელში რომ ჩავხედე სისხლჩაქცევებივით აქვს სასაზე და უკან სულ წითელი აქვს .. არადა გლანდები ამოჭრილი აქვს და მაინც 39,5 მისცა სიცხემ. რა შეიძლება რომ მივცე, ანტიბიოტიკი გამართლებულია ამ დროს?
უკვე აუგმენტინი დავუწყე 457იანი. sad.gif
ასეთი რამე არ მინახია პარასკევს აუწია სიცხემ, და 4 საათში ერთხელ მიწევს ხან ნუროფენის, ხან პანადოლის მიცემა, წყლის დალევასაც კი ერიდება ისე სტკივა.... sad.gif
რა ვქნა? sad.gif

Posted by: matmatuna 8 Jul 2012, 01:08
ninoeqimi
QUOTE
დღენაკლობა არ ნიშნავს ცერებრული დამბლის რისკს.

მხოლოდ დღენაკლობა არ არის პრობლემა, წინა გვერდებზე დაწერა ბავშვის დიაგნოზი - ინტრავენტრიკულური ლეიკომალაცია

Posted by: იასამანი 8 Jul 2012, 09:58
ninoeqimi
გამარჯობა
ნინო ექიმო, მყავს 3 თვის გოგონა. ამ ბოლო დროს როცა ეძინება, ან სძინავს და გამოფხიზლებას იწყებს, თავს მთელი ძალით ატრიალებს ხან მარცხნივ, ხან მარჯვნივ. იმდენად ძლიერად, რომ მისი საწოლი ირწევა.(ირწევა ცოტა რბილად ნათქვამია). ხანდახან ვშიშობ, კისერი არ ეტკინოს. ნევროპათოლოგს ნანახი ჰყავს 2 თვის ასაკში და კარგი ბავშვიაო. კიდევ ხომ არ ვანახო ნევროპათოლოგს?


Posted by: tlikina 8 Jul 2012, 11:20
ninoeqimi
Mადლობაა პასუხისთვის ;_

Posted by: TATUCI 8 Jul 2012, 11:45
matmatuna
თქვენი ბავშვი 7 თვიანია? რა დიაგნოზი აქვს? ვარჯიშებს მეთოდისტი უკეთებს და მოცწონს წინ მივდივართო

Posted by: ninoeqimi 8 Jul 2012, 12:54
larakroft
აუცილებლად აჩვენეთ პედიატრს, ვითნებურად მოერიდეთ ანტიბიოტიკს, არასწორი დოზა შესაძLოა ძალიან ცუდი შედეგით დამთავრდეს, მდგომარეობა თითქოსდა გაუმჯობესდება და ამ დროს ინფექციის სრული მოცილება ვერ მოხდება, ეს კი არ არისკარგი. რასაც თქვწნ ამბობთ შესაძლებელია სულ თავისუფლად, ანგინა აქვს ბავშვს.
matmatuna
ინტრავენტრიკულური ლეიკომალაცია ასეთი დიაგნოზი ბუნებაშI არ არსებობს.
იასამანი
არა, იციან ასე ბავშვებმა

Posted by: anuka2009 8 Jul 2012, 12:58
ninoeqimi

მეც მიპასუხეთ პლზ smile.gif

Posted by: larakroft 8 Jul 2012, 13:26
QUOTE
ninoeqimi


ხახის ნაცხი ხომ არ ავუღო ეგრევე და 3 დღეში პასუხი, რომ იქნება მერე მივუყვანო?
ანტიბიოტიკის მიცემის შეწყვეტა ხო ცუდია, რეზისტენტული შტამი, რომ არ განვითარდეს?
დოზა ისე შევურჩიე, როგორც ეწერა ფურცელზე - 2დან 4 წლამდე 2,5მლ 12 საათში ერთხელ 457იანი აუგმენტინი...
ზუსტად ასეთივე პეტექიები მქონდაო ჩემ დამ ფარინგიტი როცა მქონდაო და იმასაც აუგმენტინის ტაბლეტები და ორონორმი დაუნიშნა ექიმმა..
იოდინოლი რომ ამოვუსვა ეფექტური იქნება? თუ ლუგოლი ჯობია? sad.gif სანამ გლანდებს ამოვაჭრიდი სულ ვუსმევდი ცოტა ჩაუწითლდებოდა თუ არა ყელი...

ისე პარასკევს გული აერია და მაღალ სიცხეს დავაბრალე, მაგრამ გუშინ არ ქონდა სიცხე და მაინც აერია გული.. არადა თხლად არ არის, შეიძლება სიცხის დამწევების ბრალი იყო??? sad.gif არ ჭამს არაფერს და მშიერ კუჭზე რომ მივეცი ამდენი ტკივილგამაყუჩებელი გასტრიტი არ ავკიდო ბავშვს sad.gif

Posted by: matmatuna 8 Jul 2012, 16:49
ninoeqimi
PVL-ზე საუბრობს მგონი... მე ეგ ვიგულისხმე რატომღაც, სორრი mo.gif Periventricular leukomalacia
TATUCI
ზუსტად დიაგნოზი შეგიძლია დაწერო?
QUOTE
თქვენი ბავშვი 7 თვიანია? რა დიაგნოზი აქვს?

არა, ჩემი შვილი 38 კვირაზე დაიბადა. ზუსტი დიაგნოზი არ არის ჯერ დასმული, ზოგადად აუტიზმის სპექტრია ...

Posted by: blblbl 8 Jul 2012, 16:54
larakroft
პედიატრს აჩვენეთ ბავშვი,არ შეიძლება ექიმსი გარეშე თვითნებურად ანტიბიოტიკების მიცემა რომელიც შეიძლება სულაცა რ იყოს საჭირო

Posted by: larakroft 8 Jul 2012, 18:11
QUOTE
larakroft
პედიატრს აჩვენეთ ბავშვი,არ შეიძლება ექიმსი გარეშე თვითნებურად ანტიბიოტიკების მიცემა რომელიც შეიძლება სულაცა რ იყოს საჭირო

ხვალ ისედაც ვაპირებ წაყვანას, პროსტა ისე ვერ გავჩერდი, რაღაცა რომ არ მიმეცა არ შემეძლო... sad.gif

Posted by: TATUCI 8 Jul 2012, 20:23
ninoeqimi
ჰიპოქს-იშემიური ენცეპალოპათია 1 ხარისხის. ეს დიაგნოზი დაუსვეს თავიდან.ნეიროსონოსკოპიით გამოვლინდა ლეიკომალაციის ნიშნები. ეხლა პედიატრმა მოტორული განვითარების შეფერხებააო გვითხრა და რისკის ჯგუფს მიეკუთვნებითო.

Posted by: nuciko74 9 Jul 2012, 13:47
anuka2009
QUOTE
ჩემი შვილი 10 თვის ხდება და არ აქვს არცერთი კბილი, კბილები ცჰამოსულია ბოლომდე და ჯერ არ ამოუჭრია, როგორც ვიცი 1 წლამდე ნორმაა, რომ ბავშვს პირველი კბილი ამოუვიდეს, კალცის პრეპარატის კურსიც ჩავუტარეთ, რამეს ხომ არ მირჩევთ, პედიატრის გარდა იქნებ სხვა პროფილის ექიმსაც ვაჩვენო, ცოტა დაბნეული ვარ, გთხოვთ მიპასუხოთ თუ გაქვთ მსგავსი გამოცდილება.

1წლის ხდებოდა უფროსი, ჩემსას რო ამოუვიდა, 1,3წლამდეა მგონი ნორმა, არ ინერვიულო, კალცის ნაკლებობასთან კავშირში არაა, დამოკიდებული ყოფილა მშობლებს როდის ამოუვიდათ იმაზე, არაფერი არ გიგივიანდებათsmile.gifპატარა 9თვისაა და მიუხედავად იმისა, რომ მგონი 2 თვიდან იქ
* * *
ავებს ღრძილებს საშინლად, ჯერ საშველი არ ჩანსsmile.gif

Posted by: KABELI 9 Jul 2012, 19:34
ხალხნო მიშველეთ სასოწარკვეთილი ვარ. მოკლედ მყავს 40 დღის პატარა.გადაედო გრიპის ვირუსი.რის გამოც ჩამოუყალიბდა ბრონხოპნევმონია, გაეჭედა ცხვირი და დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, ხვლიპინი. 6 დღე იწვა საავადმყოფოში და მკურნალობნენ ანტიბიოტიკებით. პარალელურად უტუმბავდნდნ ცხვირს და უკეთებდნენ აეროზოლს. მოკლედ სუნთქვაზე დიდად შედეგა არ ქონდა. მერე მივიყვანე ყელყუცხვირის ექიმთან, გაუსუფთავა და რამოდენიმე დღეს ბავშვი გათავისულდა, ნორმალურად ისუნთქა. გუშინ ისევ დაეწყო, გაეჭედა საშინლად ცხვირი და ისევ დაიწყო ჩემი ტანჯვა. ბავშვს არაფერი აღარ შველის, არც აეროზოლი, არც ცხვირიში ფიზიოლოგიური ხსნარის ჩაწვეთება. თავისი პედეატრი ვერაფერს ვერ ამბობს. მასწავლეთ რა ღონეს მივმართო. ვისთან მივიყვანო, ან იქნებ ვინმეს ქონდა მსგავსი პრობლემა და მითხრას რითი დაეხმარა პატარას. უკვე უსასრულო მგონია . რა შეიძლება რომ იყოს

Posted by: ninoeqimi 9 Jul 2012, 21:09
larakroft
ის რაც ფურცელზე წერია ყოველთვის არ ამართლებს, მე ჩემს 9 თვის შვილს იგივე სუსპენზია როდესაც ნამდვილად დაჭირდა 3 მლ მივეცი, დოზის სწორად შერჩვეა პრინციპულია, ნაცხს კი აზრი არა აქვს, ნაცხი ან უნდა გააკეთო ანტიბიოტიკის დაწყებამდე, ან რომ მორჩები მკურნალობას მინიმუმ 1 კვირის და ოპტიმალურია 2 კვირის შემდეგ, იმის გასარკვევად თუა რ დარჩა რაიმე ქრონიკული ინ ფექციის კერა. ზოგადად ეცადეთ ანტიბიოტიკი თვითნებურად არ მიცეთ ბავშვს, მითუმეტეს არასათანადო დოზით.
KABELI
მიაკითხეთ სხვა პედაიტრს
TATUCI
მოტორული განვითარება შესწორებული ასაკით შეააფასააა? I ხარისხის ჰიპოქსიურ იშემიურმა ენცეფალოპათიამ წესით არაფერი არ უნდა დატოვოს.

* * *
anuka2009
კბილების დაგვიანება კალციუმის დეფიციტღან კავშირში არ არის, ეს გენეტიკურად არის პირობადებული, თქვენ როდის ამოგივიდათ? აუცილებლად ამოუვა, ნუ ნერვიულობთ

Posted by: anuka2009 9 Jul 2012, 21:17
ninoeqimi
QUOTE
ეს გენეტიკურად არის პირობადებული


ეს ფაქტორი არ მქონდა გათვალისწინებული, ახლა გავიკითხე მეც 1 წლისას ამომივიდა, თავის ძმასაც 11 თვისაც

მადლობა პასუხისთვის smile.gif

Posted by: infuzoria 10 Jul 2012, 12:02
ნინო ექიმო,ჩემს შვილს(2 წლის და 4 თვის, ბიჭი) დაუსვეს ორი განსხვავებული დიაგნოზი.ერთმა ნევროპათოლოგმა გვითხრა ,,რომ ისტერიული ნევროზი აქვს,და გრანდაქსინი უნდა დაენიშნა ,3 წლიდან აუცილებლად ლოგოპედ დეფექტოლოგთან უნდა გავიაროთ კურსი,და ფსიქოლოგთან- თერაპია,თან შევამოწმოთ სმენა და გადავუღოთ ენცეფალოგრამა(ტირილის დროს კანკალებსო და შეიძლება ტვინის კრუნჩხვების ბრალიაო),

ლაპარაკობს ცალკე სიტყვებით,წინადადებებს არ ამბობს,ძალიან ცელქია და იმპილსური,მაგრამ არააგრესიული,ბრაზდება ,როცა უარს ვეუბნები რამეზე ,იშვათად იღვიძებს ღამე და ხმამაღლა ტირის ,იშვიატად ამ ტირილის დროს ან იკლაკლენბა ან კანკალებს.(ანუ ისტერიაკშია).ისე ,დაძინების პრობლემა არ გვქონია ,ვაწვენდი ლოგინში და თავისით იძინებდა ,ეს ორი თვე აღარ იძინებს თავისისთ,მე უნდა მივუწვე და დავაძინო, დღისითაც იძინებს 2-3 საათით
მეორე ექიმს გავასინჯე და -მითხრა აბსოლიტურად ჯანმრთელი ბავშვიაო,არაფერი არ გამოუწერა ,უბრალოდ ჰიპერაქტიურიაო,და ამიტომ მაქსიმალურად უნდა დახარჯოს ენერგიაო,გაერთოს და ითამაშოს,რაც შეიძლება მეტი იყოს სუფთა ჰაერზე და ვსიო smile.gif
ორივე სპეციალისტი ძალიან ცნობილია და ამიტომ საჯაროსდ არ მინდა მათი სახელები დავასახელო,მართლა დავიბენი და არ ვციცი ვის ვენდო.

Posted by: ninoeqimi 10 Jul 2012, 12:16
ifuzoria
თუ გინდათ გამოვიცნობ რომელმა ნევროლოგმა რომელი დიაგნოზიასვაsmile.gif ბავშვი არ მინახავს მაგრამ დარწნუმებული ვარ მეორე ნევროლოგია სწორიsmile.gif

Posted by: lelukaa 10 Jul 2012, 12:25
ბოლო 2 კვირაა ღამე ძილში ტირის ბავშვი, უცებ იმხელაზე შეიკივლებს ხოლმე და აგრძელებს ტირილს გული მისკდება.
მერე მივეფერები, აქ ვარ თქო ვეუბნები და აგრძელებს ძილს.
ცოტა არ იყოს შემეშინდა, რას მირჩევთ?

Posted by: infuzoria 10 Jul 2012, 12:47
ninoeqimi
მადლობა პასუხისთვის
მეც მეორე ნევროლოგს დავუჯერე,არაფერი არ გადამიღია და არაფერს არ ვასმევ,მაგრამ მაინც ვერ ვისვენებ smile.gif

Posted by: nikmaik 10 Jul 2012, 13:16
lelukaa
ჩამმაც იცის ასე. მგონია რომ სიზმარს ნახულობს და მერე ეშინია
მოვეფერები, მშვიდდება და განაგრძობს ძილს

Posted by: lelukaa 10 Jul 2012, 13:31
nikmaik
ყოველღამე?
იშვიათად კიდე ჰოო, სულ გადაბმულად ეძინა ხოლმე არადა

Posted by: nikmaik 10 Jul 2012, 13:34
lelukaa
ერთი პერიოდი ყოველღამე აკეთებდა. მერე ჩემთან გადმოვაწვენდი და იქ იძინებდა ხოლმე.
ეხლა ისე აღარ მაგრამ მინც იცის ხოლმე ხანდახან

Posted by: lelukaa 10 Jul 2012, 13:36
nikmaik
მეორე ღამესვე ჩემთან გადმოვაწვინე რო შევნიშნე ტიროდა, მაინც ტირის sad.gif(((
დავაბრუნებ ამაღამ ტავის საწოლში და 1 კვირაც შევხედავ აბა.

Posted by: KaTeRiN 10 Jul 2012, 14:00
რამოდენიმე დღეა შიშები აქვს, ფარდის ეშინია. 1 წლის და 3თვისაა, გოგოა.
საერთოდ უშიშარი ბავშვია, არც სიბნელის ეშინოდა და არც არაფრის, აი ესე უცებ შეჰკივლა, გამოიქცა და ჩამეხუტა, ისე მომიჭირა ხელები ლამის დამახრჩო, დავამშვიდე, თვალები გადიდებული ქონდა და ფარდისკენ იყუდებოდა, ჩამოვსვი, მივიყვანე ფარდასთან, თავისი ხელით გადავაწევინე და აი არაფერია აქმეთქი და არ შეშინებია, რავი მერე ჩვეულებრივად იყო, თამაშობდა კიდეც ფარდის უკან.
ორი დღის წინ ისევ იგივე გააკეთა და წუხელაც იგივე.
რა ვქნა?

Posted by: nikmaik 10 Jul 2012, 14:44
KaTeRiN
ობობა ხომ არ დაინახა?
ან ფანჯრის იქეთ ისეთი რამ რამაც შეაშინა...

Posted by: KaTeRiN 10 Jul 2012, 15:14
არ ვიცი, მგონი არაფერი ეგეთი.
ხშირად თამაშობსხოლმე ფარდის უკან,ყველა ოთახში, იმალება და ჭიტა, ჩვენც ხშირად ვეთამაშებით, ვიმალებით , ეს გვეძებს და რომ გვიპოვის მივსდევთ, ვუღუტუნებთ და ვკოცნით. ამ დროს არ ეშინია რათქმაუნდა, ერთობა იცინის.
ამ შეშინების მერეც ვითამაშეთ მსგავსად, არაფერი არ შემიმჩნევია, ვაკვირდებოდი სპეციალურად.
იმ დროს სულ სხვანაირად იყო აი იმენნა შეეშინდა, თვალები დაქაჩა და წაშლილი სახე ქონდა.
წუხელ აბაზანის შეეშინა, კარები ღია იყო და შუქი ჩამქრალი. მივიყვანე ავანთე შუქი და ვსო მერე აღარ უკვე, ჩვეულებრივად იყო.


Posted by: infuzoria 10 Jul 2012, 15:42
KaTeRiN
ჩემი უფროსი 2 წლის რომ გახდა ,ზაფხული იყო იმ დროს,როცა,თამაშის დროს უცებ დაწყო უმიზეზო, პანიკური კივილი,ისე შემეშინდა მეც დავპანიკდი ,ხოდა, არმოჩნდა(მერე დავაკვირდი ,რომ გამეორდა იგივე) ,რომ თურმე ბუზის შეეშინდა ( ეხლაც არ ევასება ,მაგრამ აღარ კივის ),არადა მე საერთოდ ვერ შევნიშნე ბუზი,და მეგონა ბავშვი გამიგიჯდა.

Posted by: იასამანი 10 Jul 2012, 16:20
ninoeqimi
მყავს 3 თვის გოგონა. გუშინ მყავდა პოლიკლინიკაში, რათა ზუსტი წონა გამეგო და ცოტა ავფორიაქდი.
3 თვის და 5 დღის ბავშვი არის 6 კგ. დაიბადა 3.600. საკეისრო კვეთით 39-ე კვირაზე. (თვალების გამო) ამ თვეში მოიმატა 600გრ. სიგრძში 60 სმ. თავის გარშემოწირილობა 40 სმ. აკმაყოფილებს თუ არა ნორმებს? პედიატრმა ძალიან კარგიაო. მე რატომღაც აფორიაქებული ვარ. თავი დიდი მეჩვენება.
მგონია რომ თავს ვერ იჭერს კარგად. ხელში რომ მიჭირავს, უმეტესად დაბლა იყურება, არ ვიცი მართლა დაბლა იყურება თუ თავს ვერ იჭერს.
მუცელზე რომ ვაწვენ, მხრებს კი ეყრდნობა და სწევს თავს, მაგრამ სულ რაღაც რამდენიმე წამით. მერე ხელები ქვემოთ ჩამოაქვს. ანუ ასწორებს და ფეხებეს უფრო მაღლა სწევს, ვიდრე თავს და რაღაცას ცდილობს. გადაბრუნება არ გამოსდის. (1 თვის ასაკში 2-3 ჯერ გადაბრუნდა)
უცინის და ელაპარაკება უფრო მეტად კაცებს biggrin.gif თვალს აყოლებს და თავსაც ატრიალებს სათამაშობისკენ, მაგრამ როცა ვეძახი, ხმაზე მხოლოდ იცინის. თავს არ აბრუნებს. სათამაშოს იჭერს თუ დავაჭერინე და თამაშობს კიდეც. ხელს არ იწვდის სათამაშოსკენ ათვალიერებს თითებს. ისწავლა ორივე ხელის შეერთება და თამაში. უსმენს მუსიკას. მღერის. როცა ველაპარაკებით ისიც ლაპარაკობს თავისებურად. გამოხატავს გაბრაზებას.. ძუძუს დანახვაზე მაინცდამაინც არ რეაგირებს. პედიატრმა აღნიშნა და მეც ვამჩნევ რომ მუცელი ცოტა განში წავიდა. მყავდა ორთოპედთან და არანაირ მასაჟს არ საჭიროებსო. მყავდა ასევე ნევროპათოლოგთან 2 თვის ასაკში და მანაც შეაქო, ძალიან კარგი ბავშვიაო. გავუკეთე კალცის ანალიზი და პედიატრმა ოპტიმალური პასუხი აქვსო. 2.45. ნორმალურად ვითარდება ბაია??

Posted by: ინი44 10 Jul 2012, 16:27
გამარჯობა, ჩემი შვილი 8 თვისაა, 1 კვირაზე მეტია შევნიშნე ყიფლიბანდი პულსირებს, ვიზუალურად ჩანს აშკარად. დიდი თმა აქვს და არ ვიცი ადრეც თუ ქონდა. საშიშია?

Posted by: KABELI 10 Jul 2012, 17:12
გტხოვთ ძალიან, კარგი პედიატრი მირჩიეთ რა სად არის და ვინ არის. მადლობა წინასწარ

Posted by: nuciko74 10 Jul 2012, 17:33
KABELI
QUOTE
გტხოვთ ძალიან, კარგი პედიატრი მირჩიეთ რა სად არის და ვინ არის. მადლობა წინასწარ

ეგ ცოტა ძნელი სარჩევია, ზოგს ვინ მოსოწნდა ზოგს -ვინ, არის აქ თემა, "ბავშვთა ექიმები", სადაც წერია შთაბეჭდილებები.მე პირადად მომეწონა ფაღავა, ნასრაშვილიც კარგია, აქებენ ძალიან მიქელაძეს, და სხვ.

Posted by: Free Aquarius 11 Jul 2012, 00:41
გამარჯობათ ნინო ექიმო! ჩემი შვილი ( 1 წლის და 2 თვის) ღამე იღვიძებს ხშირად და ტირის სანამ ძუძუს არ ჩაიდებს.წოვის დროს ეძინება ისევ.დაბადებიდან ესეა.მინდა გადავაჩვიო ღამე ძუძუს წოვას მაგრამ არ ვიცი როგორ.როგორც ვიცი ახალი გაიდლაინებით ბავშვა 2 წლამდე უნდა წოვოს ძუძუ.თქვენი აზრი მაინტერესებს ამის შესახებ.თუ აღარ არის უკვე საჭირო იქნებ ისეთი ხერხი მასწავლოთ რომ ადვილად დაანებოს ძუძუს თავი smile.gif კიდევ ერთი კითხვა მაქვს.ექიმმა დამინიშნა პრეგნაქეა 1 აბი 1 ჯერ დღეში,1 თვე და ოსტეოქეა 1 აბი 2-ჯერ დღეში 2 თვე (სუსტად ვგრძნობ თავს,გავხდი,თმა დამისუსტდა და მცვივა ცოტა და მაგიტომ.ეხლა მუხლების ტკივილიც დამემატა) როგორ ფიქრობთ საჭიროა ამდენი კალცი?და ბავშვზე ხომ არ იმოქმედებს ცუდად? წინასწარ გიხდით მადლობას smile.gif

Posted by: ninoeqimi 11 Jul 2012, 11:49
iini44
ყიფლიბანდი აუცილებლად უნდა პულსირებდეს, რომ არ პულსირებდეს ის არის საშიში და სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობა .
Free Aquarius
არსებობს ასეთი მიდგომაც, რომ 2 წლამდე უნდა წოვოს, მარამ წლის ზემოთ ღამით წოვა ძIლს არღვევს, ზმიტომ მე ვფიქორბ თუ წონის დეფიციტი არა აქვს მაშინ არაფერი არ დაუშავდება, თუ ღამით არ მოწოვს. მეთოდი თქვენ შეურჩიეთ, ისეთი, რომელიც თქვენი შვილისათვის იქნება ნალკლებად მტკივნეულიsmile.gif
ვიტამინების კომპლექსი მიიღეთ, იგივე პრეგნაქეა, იქ ყველა ვიტამინი და მინერალია, შემდეგ განისაზღვრეთ კალციუმი ვენურ სისხლშI და თუ დეფიციტი იქნება მერე შეავსეთ ამდენი კალციუმით

Posted by: basti-bubuuu 11 Jul 2012, 13:05
გამარჯობათ-ჩემი შვილი არის 7.5 თვის.ეჭვი მაქვს რომ აქვს ფრჩხილის სოკო-შეიძლება ამ ასაკში?ოჯახში არავი აქვს ზუსტად ვიცი.

კიდევ მაქვს კითხვა-დღეში ჭამს 4 ჯერ-მაქსიმუმ 200 გრამს-ღამე არ ჭამს და ამ ასაკში წონა აქვს 10.3-მგონი სიმაღლე 72სმ.დიდი წონაა და ნიშნავს თუ არა ეს იმას რომ ნივთიერებათა ცვლა აქვს ცუდი.

ასევე ძალიან ვღელავ რომ არ იღებს არც წყალს,არც ჩაის არც წვენს არც კომპოტს.რამოდენიმე კოვზს დალევს და მერე აფურთხებს.სოსკით საერთოდ არ სვამს.

მადლობთ წინასწარ

Posted by: ინი44 11 Jul 2012, 13:07
QUOTE
ყიფლიბანდი აუცილებლად უნდა პულსირებდეს, რომ არ პულსირებდეს ის არის საშიში და სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობა .

და ვიზუალურადაც უნდა ჩანდეს? აშკარად ჩანს

Posted by: natinati77 11 Jul 2012, 13:54
iini44
კი უნდა ჩანდეს,ჩემსასაც უჩანს,პირველად რომ დავინახე კინაღამ გული გამისკდა შიშისგან yes.gif

Posted by: matmatuna 11 Jul 2012, 15:38
QUOTE
დიდი წონაა და ნიშნავს თუ არა ეს იმას რომ ნივთიერებათა ცვლა აქვს ცუდი.

eek.gif

Posted by: ninoeqimi 11 Jul 2012, 15:40
iini44
თუ თემბი არა ავს მცირე ასაკის ბავშვს უჩანს ვიზუალურადაც, ამაში საგანგაშო არაფერიაsmile.gif
basti-bubuuu
გოგოა თU ბიჭი? წონა კი აქვს ცოტა მეტი ვიდრე უნდა ქონდეს, მაგრამ ამ ასაკშI დიეტაზე ვერ დასვამთsmile.gif რომელ ნერევს აჭმევთ და ზოგადად როგორ იკვებება? არ გიცდიათ ცოტა ნაკლები მიცეთ და უფრო ხშირად?

Posted by: basti-bubuuu 11 Jul 2012, 16:23
ninoeqimi

გოგოა-4 საათში ერთხელ ჭამს,ხან 3.5 საათში.დილას ჭამს ფრისო 2-ს 210მლ,შემდეგ ბოსტნეული პიურეს ხან ხორცით ხან უხორცოდ.მერე ფაფას ნესტლეს ან ჰუმანას ხაჭოთი და მერე მაწონს პეჩენიით.და ღამე არ ჭამს.

დანარჩენ კითხვებზეც მიპასუხეთ რა-ძალიან ვღელავ

Posted by: Free Aquarius 11 Jul 2012, 17:45
ninoeqimi

მადლობა ყურადღებისთვის smile.gif
* * *
ნინო ექიმო 1 წლის და 2 თვის ბავშვმა საზამთრო და სიმინდი შეიძლება ჭამოს?

Posted by: KABELI 11 Jul 2012, 18:43
ნინო ექიმო, ჩემს 40 დღის პატარას ანტიბიოტკების გამო დაერღვა კუჭის მოქმედება. მიკრო ოყნის გარეშე ვერ გადის კუჭში. ექიმმა ჯერ 10 დღე ენტეროჯერმინა დაუნიშნა, 10 დღის შემდეგ ლინექსი და ლაქტოჯი ისევ 10 დრე. . 2 დღეა დაუნიშნა დუფალაკი და დღეს პანკრეა ტინიც ჩავურთოთო. რამდენად ნორმალურია ამდენი წამალი, მითუმეტეს თუ კუჭის მოქმედება ისევ არ აქვს და დახმარების გარეშე ვერ გადის .

Posted by: niniko09 11 Jul 2012, 19:56
ნინო ექიმო, ძალიან აღელვებული ვარ. დავურეკე ჩვენს ახლობელ ნევროპათოლოგს, მაგრამ აგარაკზეა და ტელეფონით დამამშვიდა, ასე იციან ზოგჯერ ბავშვებმაო მაგრამ გაბრიელი არაა ისეთი ფანტაზიორი ტიპი, ტყუილად რომ მეუბნებოდეს რამეს: დღეს რამდენჯერმე შუბლზე მიიდო ხელი და გვითხრა, როგორც გული გვიფეთქავს, ისე მიფეთქავს ეს ადგილიო. რა შეიძლება იყოს? სისხლძარღვების პრობლემა? ანევრიზმაც კი წარმოვიდგინე, ადგილს ვერ ვპოულობ. ხომ არ გვჭირდება თავის ტვინის კომპიუტერული გამოკვლევა? სხვა არანაირი სიმპტომი არ აქვს. სიცხე არა აქვს. მადლობა წინასწარ

Posted by: matsatsuna 11 Jul 2012, 21:43
ninoeqimi
ღამე ჩამს ჩემი შვილიც 1წლის ხდება 2კვირაში,ძილის დაეღვევა რას ნიშნავს და რა შეიძლება გამოიწვიოს?

Posted by: exploit 11 Jul 2012, 23:17
ღრძილების ქავილი დაეწყო 4 თვის ასაკში ბავშვს
რამდენად მიზანშეწონილია პრეპარატების მიცემა?
მადლობა წინასწარ პასუხისთვის

Posted by: matsatsuna 11 Jul 2012, 23:38
exploit
კალგელი შეგიძლია წაუსვა მაგრამ ჩემი გამოცდილებით არაფერს არ უშვება,სხვალ ქავილს ვერაფერი შეუჩერებს სანამ არ ამოუვა.აფთიაქებში არის სპეციალური ღრძილების საფხანი რეზინები

Posted by: exploit 11 Jul 2012, 23:41
თუ არაფერს უშვება რა აზრი აქვს წასმას?
ღრძილების მოსაქავებლად რეზინა უკვე აქვს მე მაინტერესებს პრეპარატები თუ არის რეკომენდირებული
მაგალითად სიცხის დასაწევი ან ტკივილის შესამსუბუქებელი

ხომ არ ჯობია რომ პატარამ ეს სირთულე წამლების (თუნდაც უსაფრთხო) გარეშე გადაიაროს?

Posted by: Katerina :-) 11 Jul 2012, 23:47
ninoeqimi

გამარჯობა ნინო ექიმო, რამოდენიმე შეკითხვა მაქვს თქვენთან - ჩემი პატარა 15 დღისაა და როცა ღვიძავს თითქმის სულ ჭირვეულობს : ან წუწუნებს ან ტირის, ძილით კი კარგად ძინავს, ზოგადად გაზებიც აწუხებს და ინფაკოლმა უშველა ცოტა, ხოდა მაინტერესებს ეს ჭირვეულობა ახასიათებთ ამ ასაკის ახალშობილებს თუ რაიმე პრობლემაა?

ასევე მაინტერესებს კიდევ ერთი რაღაც, ბავშვი სამწუხაროდ მთლიანად ხელოვნურ კვებაზეა და 3-საათიანი შუალედი მკაცრად უნდა დავიცვა? როცა კარგად ძინავს არ ვაღვიძებ ხოლმე და შეიძლება ჭამა ცოტათი გადაუცდეს, ხოდა რამე ხომ არ შავდება ამით?

დიდი მადლობა წინასწარ!!!! ძალაინ ვენდობი თქვენს რჩევებს :-)

Posted by: matmatuna 12 Jul 2012, 00:01
exploit
არ არის რეკომენდირებული მედიკამენტის მიცემა, მით უმეტეს სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი... არც ნაირ-ნარი ჰომეოპათიური წამლები, რომლებიც შეუმოწმებელ-შეუსწავლელია და კაცმა არ იცის და გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები აქვს.

რეზინა შეიძლება გამოიყენოთ, ან კიდევ ისეთი, რომელშიც სპეციალური სითხე ან გელი ასხია და მაცივარში ინახება... ცივი რომ ეხებათ ღრძილებზე კარგად უამებთ ტკივილს

Posted by: ninoeqimi 12 Jul 2012, 00:09
exploit
თუ სიცხე აქვს და სხვა მიზეზი ცხელების გამოირიცხება, მაშინსიცხის დამწევი რეკომენდირებულია, ადგილობრივი გელები მხოლოდ 15 წუთით აყუჩებს ტკივილს და ამდენი წამალი თუნდაც ადგილობრივი თუ ძალიან არ ტკივა, არ არის ძალიან წითელი და შეშუპებული არ არის რეკომენდირებული
Katerina :-)
ჭირვეულობა ნორმალრია, დედის სიახლოვის განსაკუთრებული მოთხოვნა აქვს, ეცადეთ ხშIრად დაიწვინოთ გულზე, იგრძნოს თქვენი სუნი და სითბო.
რაც შეეხება კვებას. გააჩნია რომელ საკვებს ღებულობს, ზოგიერთ საკვებს არ ჭირდება საათობრივი რეჟიმი და მათიგამოყენება ბევრად უფრო გამართლებულია. ჯერ ერთი ბავშვი არ ჭირვეულობს და არ "ელოდება " ჭამის დროს, მეორეც არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ ადამიანს ისევე როგორც ყველა ცხოვრელს აქვს ნორმის შეგრძნების თანდაყოლილი უნარი, არავითარ შემთხვევაშI არ შეჭამს იმაზე მეტს, ვიდრე ჭირდება, მაგალითად მგელი თუ ერთ ჯერზე შეჭმას ერთ ირემს, ერთი კვირა არ ჭამს არაფერს. ადამიანს ეს უნარი იცავს შემდეგში სიმსუქნის პრობლემისაგან. ხელოვნური კვების მკაცრად გაწერილი რეჟიმი კი ამ რეფლექსს თრგუნავს. ბრიტანელი ექიმები იმ დასკვნამდეც მივიდნენ რომ გლობალურად სიმსუქნის პრობლემა მას შემდეგ გაჩნდა რაც მასიურად შემოვიდა ხელოვნური კვება და შესაბამისად რეჟიმული კვება.
მე პირადად ჩემს შვილს შევურჩIე ისეთი საკვები რომელსაც არ ჭირდებოდა რეჟიმულიკვება და პირველი ერთი თვის მანძილზე ხან დღე ღამეშI 20 ჯერ ჭამდა, შემდეგ თანდათან ჩამოიყალია რეჟიმი და 2 თვიდან ღამის შუალედს აკეთებს თვითონ. აბსოლუტურად თავისუფალ კვების რეჟიმზეა, ზოგჯერ არ უნდა და არ ჭამს, არც ვაძალებ და არც არაფერი აკლდება ამით. ამდენად ეს ნიუანსი გაითვალისეწინეთ

Posted by: niniko09 12 Jul 2012, 00:28
ninoeqimi
მეც მიპასუხეთ რა თუ არ შეწუხდებით? ზედა პოსტში მიწერია გაბრიელს რომ შუბლზე პულსაციასავით აქვს cry.gif

Posted by: Galo 12 Jul 2012, 10:53
გამარჯობათ!
ურეკში მიმყავს ბავშვები, პატარა 1წლისაა, გოგოა და ვნერვიულობ - ქვიშაში როგორ უნდა ითამაშოს? ქვიშა "იქ" არ ჩაუვა??? გასაგებია რომ ტრუსიკი ეცმევა, მაგრამ არა მგონია ამან დაიცვას... ეგებ არის რაღაც ზოგადი რეკომენდაციები, რომელიც მე არ ვიცი... (((

Posted by: Katerina :-) 12 Jul 2012, 14:32
ninoeqimi

დიდი მადლობა პასუხისთვის :-)

Posted by: cickna 12 Jul 2012, 15:49
ninoeqimi
შეკითხვა მაქვს თქვენთან.... მყავს 6 წლის გოგო და ამბოლო დროს აქვს მკვეთრი ოფლის სუნი ... ნუ ვაბანავებ თუ არადა თამაშს და სირბილს რომ დაიწყებს აქვს საშინელი სუნი არაბავშვისთივის დამახასიათებელი და რისი ბრალია, ვის მივმართო და რამდენად საშიშია მიპასუხეთ... გმადლობთ წინასწარ

Posted by: blblbl 12 Jul 2012, 15:56
cickna
ბავშვთა ენდოკრინოლოგს უნდა ანახოტ

Posted by: cickna 12 Jul 2012, 15:57
blblbl
და რამდენად საშიშია ხომ ვერ მეტყვით

Posted by: ta-musia 12 Jul 2012, 16:40
მაინტერესებს მანქანის კალათაში დაბადებიდან შეიძლება თუ არა ბავშვის ჩაწვენა და როდიდან სეიძლება კენგურუში ჩასმა

Posted by: blblbl 12 Jul 2012, 16:43
ta-musia
კი დაბადებიდან შეიძლება და აუცილებელიცაა,კენგუროს აწერია ასაკი ზოგი არის დაბადებიდან ზოგი ორი თვიდან

cickna
შეიძლება არც არაფერი არ იყოს დ სასიში არ იქნება რამე რომც იყოს

Posted by: cickna 12 Jul 2012, 22:03
blblbl
დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის.......

Posted by: ninoeqimi 12 Jul 2012, 23:38
niniko09
ასაკი? ალბათ თავი ტკივა და ასე აღწერა ტკივილი

Posted by: niniko09 14 Jul 2012, 01:53
ninoeqimi
5 წლის და 8 თვის. იმხელა კი არის, როცა სტკივა, აღწეროს და ზუსტად, აღწერა კიდეც biggrin.gif ოღონდ ეს პულსირებადი ტკივილი და ისიც ცხვირის კარგა ზემოთ, შუბლის არეში არ მომეწონა, რაღაცნაირად თან მიფეთქავსო, ზოგჯერ არ მტკივა, მარტო ფეთქავსო. დღეს აღარ უხსენებია და რა ვიცი, ვაკვირდები კიდევ. თითქოს ჩვეულებრივადაა. სისხლძარღვის რაიმე პრობლემა ხომ არ ექნება?

Posted by: ინი44 14 Jul 2012, 18:42
QUOTE
თუ თემბი არა ავს მცირე ასაკის ბავშვს უჩანს ვიზუალურადაც, ამაში საგანგაშო არაფერია

დიდი მადლობა

Posted by: exploit 14 Jul 2012, 20:24
ninoeqimi
ბავშვს მარჯვენა მხარეს ედო თავი და ცოტათი მიეტკეპნა
მიტკეპნასთან ერთად ვამჩნევთ რომ უმეტესად მარჯვნივ ხრის კისერს
მეორე მხარეს მოტრიალებაზე პრობლემა არ აქვს უბრალოდ თავს უფრო კომფორტულად გრძნობს მარჯვნივ ყურების დროს
4 თვისაა...
შეგიძლიათ გვირჩიოთ რამე?
ვისთან ჯობია ბავშვის მიყვანა?

Posted by: ketina 14 Jul 2012, 22:07
სასწრაფოდ მაინტერესებს, ნუროფენს გახსნიდან აქვს ვადა?

Posted by: ninoeqimi 14 Jul 2012, 22:18
niniko09
ოჯახში თავის ტკივილები იცით? შაკიკს გავს, მფეთქავი ხასიათის პერიოდული თავის ტკივილი. დაალევინეთ ხოლგამაყუჩებელი, მაშინვე როგორც კი ტკივილი დაიწყება, მაგალითად პარაცეტამოლი ან ნუროფენი, თუ ტკივილი გახშIრდა და გაძლიერდა, მაშინ მიიყვანეთ ნევროლოგთან.
exploit
პედიატრს აჩვენეთ, რადგან მიეტკიპნა, არ იყოს რაქიტის ნიშნები.

Posted by: we are 3 14 Jul 2012, 22:32
chemi patara 9 dgisaa, daibada erti tvit adre.pediatrtan myavda da dzalian kargad vitareba da janmrteli patara ariso smile.gif garet gaseirnebis uplebac mogca magram ratqmaunda ojaxis wevrebi ( uprosi taoba smile.gif ) miweven winaagmdegobas da mec shemashines ukve am baqteriebze laparakit. mirchiet rogor moviqce, ramdenad saprtxis winashe vart sad.gif(((

Posted by: niniko09 14 Jul 2012, 23:46
ninoeqimi
მე მტკივა ხოლმე თავი მენზის წინა დღეებში, შაკიკიც მაქვს ზოგჯერ, ოღონდ შედარებით მსუბუქი ფორმით. მაგრამ მე შუბლი არ მტკივა ,უფრო საფეთქლები. დიდი მადლობა, მივაქცევ ყურადღებას. ახლა აღარ უთქვამს ეს ორი დღეა, იქნებ მიავიწყდეს.

Posted by: ninoeqimi 15 Jul 2012, 12:58
we are 3
ბაქტერიები ყველგანაა, ჩვეულებრივი სანიტარულ ჰიგიენური ნორმები, მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ბაშვის ჭირჭელი მდუღარეთი გარეცხეთ, გამოხარშვა არ უნდა, ასევე სათამაშოები, ტანსაცმელი გააუთავე შIგნითა მხრიდან. დაალევინეთ ბოთლის წყალი. სულ ეს არის, ზედმეტი არაფერი არ არის სასურველი

Posted by: Katerina :-) 15 Jul 2012, 13:34
ninoeqimi

გამარჯობა :-) იცით რა მანტერესებს? პატარა ბიჭოს ჩუჩა საჭიროა გადავუწიოთ ხოლმე და გავუწმინდოთ? ზოგი ამბობს ხელი არ ახლოთო, ზოგიც - აუცილებელიაო... ვეღარ გავიგე რა ჯობია sad.gif თან ერთი ცუცქნაა, 18 დღის და მეშინია რამე არ ვატკინო

Posted by: Splash 15 Jul 2012, 14:12
exploit
მე გირჩევ, რომ ორთოპედსაც ანახო და ნევროლოგს, რომ გამორიცხო კისერმრუდობა. ჩემიც ზუსტად ეგრე შვებოდა და კისერმრუდობის დიაგნოზი დაუსვა ორთოპედმა. ნევროლოგიური პრობლემა არ ჰქონდა. მაინც ორივეს ანახე აუცილებლად, რადგან რაც უფრო მალე დაუწყებ მასაჟებს, მით ეფექტურია. რაც შეეხება მიბრტყელებას, მეც ხშირად ვაწვენდი კისრის გამო ცალ მხარეს და ერთი პერიოდი ჩემსასაც დაემართა ეგ, მაგრამ მერე უფრო ხშირად ვუცვლიდი პოზიციებს და თან დ ვიტამინს ვასმევდი და თავისით გამოუსწორდა. ხან მარცხნივ დააწვინე, ხან მარჯვნივ.
* * *
ketina
საერთოდ, თუ დიდი ხნის გახნილი გაქვს (6 და მეტი თვის), სჯობს ახალი უყიდო, რადგან არ იქნება ისეთი ეფექტური, თორე ვადაგასულად არ ითვლება. მე ასე მითხრა ექიმმა.

Posted by: ketina 15 Jul 2012, 15:41
ორი თვის წინ ვუყიდე და ვადა კიდევ ორი წელი აქვს, მაგრამ გახსნიდან ერთ თვეში გასდის ვადაო ადრე მითხრეს და ზუსტატდ აღარ მახსოვდა. სიცხე აქვს და არ ვიცოდი მიმეცა თუ არა ბავშვისთვის. მადლობა

Posted by: exploit 15 Jul 2012, 16:10
Splash
მადლობა. ხვალ მიმყავს იაშვილის კლინიკაში
ვნახოთ რას გვეტყვიან ვიტამინ დ-ს ვასმევდით ჩვენც (რა თქმა უნდა პედიატრის მითითებით)

ლუგანსკში შეამოწმეს ბავშვი ორთოპედმაც და ნევროლოგმაც ყველაფერი ნორმაზეა გაუსწორდება თავის ქალაო დაგვაიმედეს მაგრამ მირჩევნია ჩვენს კლინიკაშიც ვაჩვენო

Posted by: Splash 15 Jul 2012, 17:13
exploit
ხო. სჯობს გული დაიმშვიდო, ვიდრე არ გაასინჯინო. ჩემი ცოტა გვიან, 6 თვის ასაკში მივიყვანე ორთოპედთან და 3 კურსი გავუკეთე მასაჟის. ახლა წლის და 8 თვისაა და მთლად არც ახლაც არ მომწონს, მაგრამ რეგრესი ნამდვილად არ აქვს. ბევრი ვერც ამჩნევს.

Posted by: matsatsuna 17 Jul 2012, 11:07
მიანტერესებს რა ასაკამდე უნდა გაიაროს ბავსვმა?

Posted by: KaTeRiN 17 Jul 2012, 11:26
matsatsuna

სტანდარტულად 12 თვის, და ისე ინდივიდუალურია, წონას გააჩნია, აქტიურობას, ხასიათს.როცა ბავშვი მზადაა სიარულისთვის მაშინ გაივლის.
ჩემი დაქალის ბავშვმა 14 თვის ასაკში გაიარა, ჩემმა 10 თვისამ, მეზობლის ბავშვმა 9 თვის. სამივე ჯანმრთელია.

* * *
QUOTE
რამოდენიმე დღეა შიშები აქვს, ფარდის ეშინია. 1 წლის და 3თვისაა, გოგოა.
საერთოდ უშიშარი ბავშვია, არც სიბნელის ეშინოდა და არც არაფრის, აი ესე უცებ შეჰკივლა, გამოიქცა და ჩამეხუტა, ისე მომიჭირა ხელები ლამის დამახრჩო, დავამშვიდე, თვალები გადიდებული ქონდა და ფარდისკენ იყუდებოდა, ჩამოვსვი, მივიყვანე ფარდასთან, თავისი ხელით გადავაწევინე და აი არაფერია აქმეთქი და არ შეშინებია, რავი მერე ჩვეულებრივად იყო, თამაშობდა კიდეც ფარდის უკან.
ორი დღის წინ ისევ იგივე გააკეთა და წუხელაც იგივე.


ნინო ექიმო, ნეტში უამრავი რამ წავიკითხე შიშებზე, მაგრამ თქვენი აზრიც მაინტერესებს, გთხოვთ მიპასუხეთ.

Posted by: matsatsuna 17 Jul 2012, 13:51
KaTeRiN
ჩემი ეხლა ხდება წლის ხოდა არ დადის ფორთხავს მოჭიდებით დგება და მიყვება და მოყვება მანეჯს.მაგრამ ხო მოვკიდებ ნაბიჯებს კი ადგფავს მაგრამ არა მყავრადა შემჭამა ჩემმა დედამთილმა რაგაცა ჭირს და იმიტო არ დადისო.ორთოპედთან მყავდა 4თვის რო იყო და მითხრა 1.50 თუ არ გაიარა მერე მომიყვანეო.,ცონითანც არაა პატარა

Posted by: T@D 17 Jul 2012, 14:03
matsatsuna
ჩემიც წლის ხდება და არ დადის ჯერ. ნინო ექიმმა მე აქ მიპასუხა რომ კიდევ 6 თვე არარის სანერვიულო
აქაც ბებო უფრო ნერვიულობსsmile.gif

Posted by: ninoeqimi 17 Jul 2012, 14:47
T@D
KaTeRiN
18 თვის ასაკამდე სიარულის არ დაწყება არ არის დაგვიანება. ამიტომ ნუ ნერვიულობთ, არ არის საჭირო ვარჯიშები, არც დაძალება, უფრო გაღიზიანდება.
რაც შეეხება შიშებს, ეს არის ბავშვის განვითარების ერთ ერთი ეტაპი, ზოგს უფრო მეტად აქვს გამოხატული, ზოგს ნაკლებად, მთავარია თქვენ არ შეაშინოთ გუდიანით, პოლიციით და ასე შემდეგ. თუ ეშინია ბნელ ოთახში შესვლის, ან ფარდის ან ასე შემდეგ, მაშინ მიიყვანეთ იქ და დაარწმუნეთ, რომ საშიში არაფერია, თუ არ მოუნდება, მაშინ ნუ დააძალებთ, ანუ თავად მიხვდებით როგორ მოიქცეთ. თუ რაღაცის ეშინია, რაღაც პერიოდი ის ნივთი არ აჩვენოთ, შემდეგ თავიდან ცადეთ მასთან შეჩვევა

Posted by: Nanuka444 17 Jul 2012, 17:16
ninoeqimi
ესე იგი ბავშვის შეშინება რაიმეთი არ შეიძლება?
ჩემი ძმა აკაკუნებს ხოლმე და ეუბნება "ნონო" მოდისო და ამას თავიდან ვითომ შეეშინდა.
მაგრამ ეხლა თვითონაც აკაკუნებს და გაფართოებული თვალებით ჩვენ გვაშინებს - "ნონო, ნონო"-ო.
ეს "ნონო" რა არის არც ჩვენ ვიცით და არც მაგან biggrin.gif

მოკლედ, ვეტყვი ჩემს ძმას მეტჯერ არ ასწავლოს ეგეთი რამეები.



მე კი რა მაინტერესებს, ძილის მერე ძაან ოფლიანი აქვს თავი, თმები სულ მიწებებული აქვს სახეზე.
ეს შეიძლება კალცის ნაკლებობით იყოს გამოწვეული?

ტანზე არ აქვს ოფლიანობა.
ისე, გრძელი თმები კი აქვს და ძალიან აწუხებს ამ ზაფხულში.
1 წლის და 7 თვის არის.

Posted by: nikmaik 17 Jul 2012, 17:47
Nanuka444
ჩვენც ოფლიანობის პრობლემა გვაქ
განსაკუთრებით ახალჩაძინებული იოფლება

Posted by: kkatrin 17 Jul 2012, 18:53
Nanuka444
ჩემიც ძალ;იოან ოფლიანობს,ძილშიც და ჭამაშიც,კისერი და შუბლი სულ სველი აქ ხოლმე,აქვადეტრიმს და კალციკეას ვასმევ

Posted by: bikako25 17 Jul 2012, 22:01
Nanuka444
nikmaik
kkatrin
ოფლიანობა არის რაქიტის პირველი ნიშანი, ამ დროს უნდა მიეცეს ვიტამინი D3 არა საპროფილაქტიკო არამედ სამკურნალო დოზით და შემდეგ უკვე საპროფილაქტიკო,უმჯობესია წყალსხნარის სახით, კალცის მიცემა ანალიზის გარეშე არ შეიძლება, სამწუხაროთ საბჭოთაკავშირის ექიმებს ეს არ ესმით, და ბავშვებს ჭყიპავენ ამ კალცის პრეპარატებით რომელიც შეიძლება საერთოდ არ ჭირდებოდეს. ვიტამინი D3 არეგულირებს კალციუმ-ფოსფორის ცვლას,და როცა ორგანიზმში არის საკმარისი რაოდენობის D ვიტამინი საკვებიდან ათვისებული კალციუმი სრულიად საკმარისია,

Posted by: ell-lle 17 Jul 2012, 23:17
QUOTE
ოფლიანობა არის რაქიტის პირველი ნიშანი

აუ ჩემსას უოფლიანდება ხელის გულები და ფეხის გულები 2თვისაა sad.gif აქაური პედიატრები არაფრის აზრზე არიან რააა(რაიონში ვარ გასული თბილისიდან საკმაოდ შორსsad.gif)
არადა სამი კვირით ადრე მასაჟისტმა (ჰემატომაზე უკეთებდა), გვერდებზ აქ გასული მუცელი და რაქიტულობის დროს იცისო და მმასაჟებით გავუსწორებო. აქაურმა პედიატრმა კიდე არა რა რაქიტული მუცელი მშვენიერი ბავშVიაო, აუ გავაფრენა რააა სანერვიულო არ მაკლდება, ყოველდღე ახალ-ახალი რაღაცა უნდა აღმოვაჩინო რაააა

Posted by: Free Aquarius 18 Jul 2012, 00:45
გამარჯობათ! ჩემს შვილს შევამჩნიე ძალიან პატარა სამი თეთრი ლაქა.დაბადებიდან აქვს ერთი პატარა წითელი ლაქა.არცერთი არ იგრძნობა ხელით,უბრალოდ კანს აქვს ფერი შეცვლილი.რა შეიძლება იყოს და ორგანიზმში რაიმე დარღვევაზე ხომ არ მიუთითებს?

Posted by: ვეგა 18 Jul 2012, 12:04
გამარჯობათ, იქნებ დამეხმაროთ,ჩემ შვილს როგორც კი ძლიერი სიცხეები იწყება ოფლიანობის შედეგად უღიზიანდება კანი და აყრის მაგრად (მგრძნობიარე თეთრი კანი აქვს), მგონი თვითონ ოფლი იწვევს,წერტილებად უჩნდება გამონაყარი და ემატება და ემატებახოლმე სიცხის დროს რამე იქნებ მირჩიოთ რომ თავიდან ავიცილოთ,მგონი დროზე დაბანა და ოფლის მოცილება შველის მაგრამ ღამით როგორ დავბანოთ sad.gif

პ.ს. ბავშვი 4 წლისაა

Posted by: Hektorinia 18 Jul 2012, 17:33
2.5 წლის ბავშვი ხშირად ოფლიანობს, თავი უსველდება, უფრო დღისით.
გასაგებია, რომ ცხელა, მაგრამ ხომ არ ნიშნავს ასეთი ჭარბი ოფლი რაღაც სხვა პრობლემასაც?

არის თუ არა საჭირო ექიმის კონსულტაცია?

ninoeqimi

Posted by: gogita_G.I. 18 Jul 2012, 19:24
ვისაც გსურთ პირდაპირ ეთერში კითხვა დაუსვათ ექიმ მეან გინეკოლოგს და მოისმინოთ ამ კითხვაზე პასუხები ასევე ორსულთა სკოლა პირდაპირ ეთერში ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ მომწერეთ პმ აქ არ დავწერ სპეციალურად რეკლამასი რომ არ ჩამეთვალოს

Posted by: matsatsuna 18 Jul 2012, 21:48
VAN-WEGA
გვრილასა და ოკბილაში აბანავე ხშირად

Posted by: ვეგა 18 Jul 2012, 22:09
matsatsuna
QUOTE
გვრილასა და ოკბილაში აბანავე ხშირად

კი ვაბანავებთ ყოველდღე ხან დღეში ორჯერ მაგრამ ნელ-ნელა მაინც ერევა sad.gif გული მიწუხდება ისეთ დღეში აგდებსხოლმე sad.gif წინა წელს უმატა უმატა და ბოლოს ძაან გაურთულდა sad.gif კიდევ რაიმე ეფექტური საშუალება არ გეგულებათ? არადა გული მიგრძნობს ბევრი მსგავსი იქნება,ეკიმთანაც გვკავდა მაგრამ მაგ დროს რაიონში ვიყავით და იქ კიდე დაიწყეს მკითხაობა და ათასი წამალი შემაცვლევინეს მაგრამ შედეგი უმნიშვნეო იყო

Posted by: ninoeqimi 18 Jul 2012, 22:41
Nanuka444
შშინება კატეგორიულად არ შეიძლება, ეს ძალიან ცუდად მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე, რაც შეეხება ოფლიანობას ტავად უპასუხეთ კითხვას, ძალიან ცხელა და შესაბამისად თავის თმიანი ნაწილი უფრო ადვილად ოფლიანდება ვიდრე ტანი, ნასიცხზე კი შეიძლება ბავშვის ტალკი გამოიყენოთ, კარგად მოაფრქვიეთ ძილის წინ

Posted by: matsatsuna 19 Jul 2012, 13:01
მედიკამენტს მე ვერ გირცჰევ ოქნებს ანახო პედიატრს

Posted by: Galo 20 Jul 2012, 13:51
ბავშვი არის ერთი წლის, საჭმელს არ ვუბლენდერებ, ვუსრისავ ცოტაზე, ყველაფერს ყლაპავს, ოღონდ არ ღეჭავს! თუ დიდი ნაჭერი შეხვდა - აგდებს. როგორ ვასწავლიო ღეჭვა??

Posted by: ta-musia 20 Jul 2012, 15:04
დავლიე რძის დასაშრობი დოსტინექსი და არ დამიშრო ისევ მაქვს ცოტა დავლიე 4 აბი და მას შემდეგ თითქმის თვე გავიდა მაინტერესებს შეიძლება თუ არა ისევ მივცე ბავშვს რძე

Posted by: matsatsuna 20 Jul 2012, 18:03
Galo
თვითონ ისაწვლის biggrin.gif კბიები ააქ?
ta-musia
მე როგორც ვიცი არ შეიძლება დოსტინექსის დალევის მერე რძის მიცემა

Posted by: maliamii 20 Jul 2012, 18:20
VAN-WEGA
QUOTE
გამარჯობათ, იქნებ დამეხმაროთ,ჩემ შვილს როგორც კი ძლიერი სიცხეები იწყება ოფლიანობის შედეგად უღიზიანდება კანი და აყრის მაგრად (მგრძნობიარე თეთრი კანი აქვს), მგონი თვითონ ოფლი იწვევს,წერტილებად უჩნდება გამონაყარი და ემატება და ემატებახოლმე სიცხის დროს რამე იქნებ მირჩიოთ რომ თავიდან ავიცილოთ,მგონი დროზე დაბანა და ოფლის მოცილება შველის მაგრამ ღამით როგორ დავბანოთ

ჩემ პატარასაც იგივე პრობლემა აქვს,რა არ გაუკეთე ,არაფელი შველის.იქნებ გვირჩიოთ რა გავაკეთოდ?მადლობა წინასწარ.

Posted by: Galo 20 Jul 2012, 19:24
QUOTE
matsatsuna

8 კბილი აქვს, 4 ეხლა ამოსდის. მე ვიფიქრე ცუდი ხომ არაა დაუღეჭავ საჭმელს რომ ყლაპავს თქო... ხანდახან განავალშიც ვამჩნევ გადაუმუშავებელ საჭმელს...

Posted by: guga_nukri 20 Jul 2012, 21:45
გამარჯობა,

ბავშვი დაიბადა 10 დღიტ ადრე და იყო 2 850 გრამი. აქვს ზრდაში შეფერხება, დღეს ავწონეთ და 2 745 გრამი იყო.

აწუხებს ძილიანობა, ანუ თითქმის სულ ძინავს, როცა უნდა ჭამოს მაგ დროსაც კი უჭირს გამოღვიძება

გვყავდა 2 პედიატრთან, ერთმა ტქვა რომ თუ ძილი უნდა უნდა იძინოს და არ არის საჭირო მისი ყოველ მეორე საათში გაღვიზება და ჭამა, ხოლო მეორე პედიატრმა ტქვა რომ აუცილებვლად ყპოველ მეორე საათს უნდა გავაღვიძო და აუცილებლად უნდა ვაჭამო

ვეღარ გავიგე, როგორ მოვიქცე

რას მირჩევთ ტქვენ?

Posted by: Galo 20 Jul 2012, 21:54
QUOTE

guga_nukri

ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, გეტყვით რომ ჩემიც 10დღით ადრე დაიბადა, წონაში არ იყო პატარა - 3,600, მაგრამ მართლაც სულ ეძინა! მინდოდა გამეღვიძებინა, რომ ეჭამა, ჩაიდებდა თუ არა ძუძუს, ისევ ითიშებოდა! ))) ანუ ვერც ვაღვიძებდი! ესე გაგრძელდა სადღაც ერთი თვე. პედიატრმა ვიტამინები დაუნიშნა, მადაზე რომ მოსულიყო და როგორც იქნა - გამოიღვიძა! არა მგონია საგანგაშო იყოს ძილიანობა, პაწაწუნაა ჯერ...

Posted by: matmatuna 20 Jul 2012, 22:23
guga_nukri
და რა ხნისაა ახლა?
QUOTE
ბავშვი დაიბადა 10 დღიტ ადრე

spy.gif
10 დღის წინ? rolleyes.gif
მთავარია, დააკვირდეთ არ გაყვითლდეს... მაღალ ბილირუბინს ახასიათებს ლეთარგიული ძილი. ბავშვმა აუცილებლად უნდა ჭამოს, რომ არ დაეწყოს გაუწყლოვანება.
ექიმი დაწვრილებით გიპასუხებთ ალბათ

Posted by: Galo 20 Jul 2012, 22:26
QUOTE

10 დღის წინ? 
მთავარია, დააკვირდეთ არ გაყვითლდეს... მაღალ ბილირუბინს ახასიათებს ლეთარგიული ძილი. ბავშვმა აუცილებლად უნდა ჭამოს, რომ არ დაეწყოს გაუწყლოვანება.
ექიმი დაწვრილებით გიპასუხებთ ალბათ

ხო,ხო,ჩემი გაყვითლდა ცოტა და 3ჯერ რაღაც წამლები გადაუსხეს!

Posted by: guga_nukri 20 Jul 2012, 22:34
Galo
QUOTE
ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, გეტყვით რომ ჩემიც 10დღით ადრე დაიბადა, წონაში არ იყო პატარა - 3,600, მაგრამ მართლაც სულ ეძინა! მინდოდა გამეღვიძებინა, რომ ეჭამა, ჩაიდებდა თუ არა ძუძუს, ისევ ითიშებოდა! ))) ანუ ვერც ვაღვიძებდი! ესე გაგრძელდა სადღაც ერთი თვე. პედიატრმა ვიტამინები დაუნიშნა, მადაზე რომ მოსულიყო და როგორც იქნა - გამოიღვიძა! არა მგონია საგანგაშო იყოს ძილიანობა, პაწაწუნაა ჯერ...

ეგრეა ჩემი ზუსტად

matmatuna
QUOTE
და რა ხნისაა ახლა?
QUOTE
ბავშვი დაიბადა 10 დღიტ ადრე

spy.gif
10 დღის წინ? rolleyes.gif
მთავარია, დააკვირდეთ არ გაყვითლდეს... მაღალ ბილირუბინს ახასიათებს ლეთარგიული ძილი. ბავშვმა აუცილებლად უნდა ჭამოს, რომ არ დაეწყოს გაუწყლოვანება.
ექიმი დაწვრილებით გიპასუხებთ ალბათ

საქმე ისაა რომ 2 პედიატრთან ვიყავი, ერთმა პანიკა აწია, გაყვითელებულია და წონაშია დაკლებულიოპ და 2 საათის ერტხელ უნდა აჭამოო, ხოლო მოერემ ტქვა რომ არ არის საჭირო ყოველ 2 საათში გაღვიძებაო

ისე ოდნავი სიყვითლე დაკრავს

დაიბადა 14 ივლისს. უნდა დაბადებულიყო 23 ივლისს ანუ 10 დღით დაასწრო მოვლებეს

Posted by: ninoeqimi 20 Jul 2012, 22:51
Galo
უნდა დაუსრისოთ, თუ მაგარი საკვებია ის ჯერ უნდა დაუბლენდეროთ, მანამ სანამ საღეჭი კბილები არ ამოუვა, ატამი შეიძLება მწიფე მისცე და დაღეჭავს რღძილებითაც, მაგრამ სტაფილოს და ჭარხალს ვერ შეჭამს, ან უნდა კარგად მოხარშული დაუსრისოთ, ან გაუხეხოთ,, მანამ სანამ საღეჭი კბილები ამოუვა როგორ დაღეჭავს და დაუღეჭავ საკვებს ვერ მოინელებს. ამიტომ უნდა შეარჩიოთ რა როგორ მიცეთ. ღეჭვას კი აუცილებლად ისწავლის, როგორც კი კბილები ამოუვაsmile.gif
maliamii
მე კარგად ვხმარობ კიკოს ტალკს, იღლიებშIც ვაყრი დაბანის შემდეგ კარგად გამშრალებულ კანზე და კისერშც, დავაყრი მშრალ კანზე, ხელს გადავუსვამ და მერე ვაცმევ ტანსაცმელს, არ გართულებია ძალიან ნასიცხი, მაგრამ სხვა საშუალება არ დამჭირვებია. თუმცა უფრო გართულებულ შემთხვევებშI სხვა ზომებიც შეიძLება გამოიყენოთ.

guga_nukri
ვეთანხმები პირველ პედიატრს, არც ერთი ბავშვი შიმშIლით თავს არ მოიკლავს, აცალეთ. მოშივდება, გაიღვიძებს და შეჭამს, არც სიყვითლე არ არის პრობლემა, გადაუვა, ათი დღეც ნადრევად არ ითვლება, ეგ ნორმის ვარიანტია, 14 ივლისს თუ დაიბადა ჯერ ერთი კვირისაც არ არის, სიყვითლე ფიზიოლოგიურია, თან ოდნავ დაკრავსო ამბობთ, ეგ არაფერია, თუ სიყვითლემ მოიმატა, მაშინ მიიყვანეთ ჰემატოლოგთან მაგრამ დარწმუნებული ვარ გაუვლის, დააკვირდით ხელის გულებს და ფეხისაგულებს, სიყვითლე ამ ნაწილებიდან იწყებს გაქრობას. შეიძლება 3 საათი ეძIნოს გადაბმული და 4 საათიც, მერე შემდეგ კვებაზე 2 საათში გაიღვიძებს და ასე შემდეგ,შეურჩიეთ ისეთი ხელოვნური ნარევი, რომელიც არ საჭიროებს საათობრივ რეჟიმს ან თუ ძუძუზეა მთლად უკეთესი, მიეცით საშუალეა ჩმოიყალიბოს რეჟიმი თვითონ.

Posted by: matmatuna 20 Jul 2012, 22:53
guga_nukri
თუ 23 ივლისს ორსულობის 40 კვირა სრულდებოდა და 14-ში დაიბადა, მაშინ მაინც ნორმაზე დაბადებულა smile.gif
ძუძუს ჭამს თU ფორმულას?
თუ 2 საათის ნაცვლად 4 საათში იღვიძებს და ნორმალურად ჭამს, მაშინ არ არის საჭირო გაღვიძება და დაძალება, მაგრამ თUკი იმ 4-5 საათშიც ძალიან ცოტას ჭამს, მაშინ უნდა გააღვიძოთ როგორმე ხშირ-ხშირად რომ ცოტ-ცოტა ჭამოს...
მე ჩემს შვილს სველ ნაჭერს ვუსმევდი კისერში, ფეხის გულებზე, ხელებზე, ფერდებში და რავიცი, ვუღუტუნებდი, რომ როგორმე ერთი ყლუპი მოეწოვა.
გაყვითლდა ძალიან და ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, არ იყო კარგად...
დაახლოებით იცი რამდენ გრამს ჭამს?
QUOTE
წონაშია დაკლებულიო

ახალშობილები პირველი 5-6 დღის განმავლობაში წონაში იკლებენ და მერე იწყება მატება...

ექიმსაც დაუწერია უკვე user.gif

Posted by: guga_nukri 20 Jul 2012, 23:11
ninoeqimi
QUOTE
ვეთანხმები პირველ პედიატრს, არც ერთი ბავშვი შიმშIლით თავს არ მოიკლავს, აცალეთ. მოშივდება, გაიღვიძებს და შეჭამს, არც სიყვითლე არ არის პრობლემა, გადაუვა, ათი დღეც ნადრევად არ ითვლება, ეგ ნორმის ვარიანტია, 14 ივლისს თუ დაიბადა ჯერ ერთი კვირისაც არ არის, სიყვითლე ფიზიოლოგიურია, თან ოდნავ დაკრავსო ამბობთ, ეგ არაფერია, თუ სიყვითლემ მოიმატა, მაშინ მიიყვანეთ ჰემატოლოგთან მაგრამ დარწმუნებული ვარ გაუვლის, დააკვირდით ხელის გულებს და ფეხისაგულებს, სიყვითლე ამ ნაწილებიდან იწყებს გაქრობას. შეიძლება 3 საათი ეძIნოს გადაბმული და 4 საათიც, მერე შემდეგ კვებაზე 2 საათში გაიღვიძებს და ასე შემდეგ,შეურჩიეთ ისეთი ხელოვნური ნარევი, რომელიც არ საჭიროებს საათობრივ რეჟიმს ან თუ ძუძუზეა მთლად უკეთესი, მიეცით საშუალეა ჩმოიყალიბოს რეჟიმი თვითონ.

მადლობა. კი ძუძუზეა. ეხლა გაიღვიზა თავისით და ჭმა. ისე კი 4 საათში ერთხელ იღიძებს თავისით და ჭამით დაახლოებით 70 გრამს ჭამს. მეც ვფიქრობ რომ საპანიკო არაფერია, საკმაოდ ძლიერი ბავშვია, თუ არ უნდა ხელს ვერ გააშლევინებ, რომ მოკეცავს ვეჯაჯგურები რომ გასალოს ხელები და ჭამოს

matmatuna
QUOTE
თუ 2 საათის ნაცვლად 4 საათში იღვიძებს და ნორმალურად ჭამს, მაშინ არ არის საჭირო გაღვიძება და დაძალება, მაგრამ თUკი იმ 4-5 საათშიც ძალიან ცოტას ჭამს, მაშინ უნდა გააღვიძოთ როგორმე ხშირ-ხშირად რომ ცოტ-ცოტა ჭამოს...
მე ჩემს შვილს სველ ნაჭერს ვუსმევდი კისერში, ფეხის გულებზე, ხელებზე, ფერდებში და რავიცი, ვუღუტუნებდი, რომ როგორმე ერთი ყლუპი მოეწოვა.
გაყვითლდა ძალიან და ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, არ იყო კარგად...
დაახლოებით იცი რამდენ გრამს ჭამს?

4 საათში ერთხელ იღვიძებს ტავისით. ეხლა 3 საათში გაიღვიზა, წამით კი დაახლოებით 70 გრამს ჭამს. დაბადებიდან 105 გრამი აქვს მოკლებული. ექიმმა მასაჟები დაუნიშნა ცოტა რომ გამოცოცხლდესო. დღეს მასაჟები გაუკეთეს, არ მოეწონა და მიბობღავდა, მასაჟისტმა ტქვა რომ ძლიერი ბავშვია, ასე მგონია სამი თვისა იმხელა ძალა აქვს და წინააღმდეგობას მიწევსო

ვეუბნები ჩემს ცოლს რომ რიგზეა ყველაფერი, მაგრამ მაინც პანიკაშია biggrin.gif თან ფიზოლოგიურად დაიბადა და ძუძუზეა და არა მგონია რამე დარღვევა ქონდეს

Posted by: blblbl 20 Jul 2012, 23:16
guga_nukri
ჩემი დეიდაშვილი იყო მასე,სულ ეძინა,პედიატრმა იგივე უთხრა არანაირი პრობლემა მთავარია რომ როცა იღვიძებს მაშინ ჭამსო .


QUOTE
დღეს მასაჟები გაუკეთეს, არ მოეწონა და მიბობღავდა

მე მგონი ჯერ ესეც არაა საჭირო rolleyes.gif

Posted by: guga_nukri 20 Jul 2012, 23:22
blblbl
QUOTE
დღეს მასაჟები გაუკეთეს, არ მოეწონა და მიბობღავდა

მე მგონი ჯერ ესეც არაა საჭირო rolleyes.gif

რა ვიცი, პანიკაში რომელი პედიარტც იყო იმან ტქვა გაკაჟება უნდა და მასაჟები გაუკეთეთო

Posted by: matmatuna 20 Jul 2012, 23:25
guga_nukri
ე.ი. იღვიძებს ბავშვი და თურმე ჭამს კიდეც biggrin.gif
ჭამმასაც მოუმატებს და წონასაც biggrin.gif მთAვარია უფრო არ გაყვითლდეს, ასე რომ დამშვიდდით smile.gif

Posted by: ninoeqimi 20 Jul 2012, 23:43
guga_nukri
დაბადების შემდეგ წონის კლება ფიზიოლოგიური მოვლენაა და ყველა ბავშვი იკლებს, ეს საპანიკო არაა, აცალეთ ადამიანს ცხოვრება, როცა უნდა დაიძინებს, როცა უნდა გაიღვიძებს, როცა უნდა შეჭამს და როცა უნდა არ შეჭამს. არც ყოველ მეორე დღეც აწონვაა რეკომენდირებული, მაქსიმუმ ორ კვირის შემდეგ აქვს აზრი აწინვას.
მასაჟი რად უნდა ერთი კვირის ჯანმრთელ ბავშვს? მემგონი გინდათ შეაჯანჯღაროთ ბავშვი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, რომ გამოცოცხლდეს? biggrin.gif დაანებეთ თავი ნუ აწვალებთ.

Posted by: guga_nukri 20 Jul 2012, 23:51
ninoeqimi
QUOTE
მასაჟი რად უნდა ერთი კვირის ჯანმრთელ ბავშვს? მემგონი გინდათ შეაჯანჯღაროთ ბავშვი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, რომ გამოცოცხლდეს? biggrin.gif დაანებეთ თავი ნუ აწვალებთ.

ესე გვითხრა ექიმმა უნდა გაკაჟდეს, უნდა გამოცოცხლდესო და მასაჟები ჭირდებაო

ფურცელზე დაგვიწერა მასაჯისტის ნომერი, გვითხრა, ძალიან კარგი ქალიაო და დღესვე დაუკავშირდითო. <----მან კი დამაეჭვა, ზალიან მონდომებული იყო იყო და ფაქტიურად იძალადა biggrin.gif მასაჟიტთან დარეკვაზე. კი ვუთხარი მეუღლეს საეჭვოდ იქცეოდა ეგ ქალი და სხვაგანაც გადავამოწმოტქო, მაგრამ არაო, მასაჟები ჭირდებაო და... gigi.gif

Posted by: ninoeqimi 20 Jul 2012, 23:57
guga_nukri
თქვენი ნებაა, მაგრამ ერთი კვირის ჯანმრთელი ბავშვის გაკაჟება მასაჟით, არსად არ არის მოწოდებული, რა უნდა გააკეჟოთ, ჯერ გამოძრომა აცალეთ ადამიანს, თანაც პირველი ორი თვე ჩვილს აქვს ფიზიოლოგიური ჰიპერტონუსი, ანუ ხელები და ფეხები მუცელში მოხრილი აქვს და ცოტათი დაჭიმულია კუნთები, ორი თვიდან თანდათან დუნდება ეს ჰიპერტონუსი, ბავშვის შეხვევის აკრძალვის ერთ ერთი მოტივაცია ის არის რომ იძლებითი გაშლა მტკივნეული ახალშობილისათვის, ერთადერთი დაავადება, რომლის დროსაც 7 დღიდან ვარჯიში და არა მასაჟია მოწოდებული, ეს არის მხრის წნულის დაზიანება, როდესაც მხრის ნერვია დაზიანებული, თქვენი შვილი კი ჯანმრთელია და არანაირი ჩარევა არ ჭირდება

Posted by: tlikina 21 Jul 2012, 00:45
1 თვის გამოფხიზლება არგამიგია, ჩემ შვილს სულ ეძინაა, ვერც ამას ვაღვიძებდით, აზრად არავის მოუვიდოდა ამის დამასაჟება, რომ არა ფეხის პრობლემა smile.gif))

Posted by: algulga 21 Jul 2012, 04:58
ჩემსასაც სულ ეძინა და ეზარებოდა საჭმელისთვის გაღვიძება smile.gif))


კი იყო მაინც გოჭივით

guga_nukri

ღმერთმა გაგიზარდოთ. კაჟივით ჯანმრთელი გაიზრდება smile.gif

Posted by: Galo 21 Jul 2012, 09:08
QUOTE
guga_nukri

ძალიან ცოტა დრო გავა და ინატრებთ - ნეტავ დაიძინოს და ჩვენც დაგვაძინოსო!!! ))))

Posted by: guga_nukri 21 Jul 2012, 12:54
Galo
QUOTE
ძალიან ცოტა დრო გავა და ინატრებთ - ნეტავ დაიძინოს და ჩვენც დაგვაძინოსო!!! ))))

მაგას ვამბობ მეც, ძინვას და ნუ აღვიძებტქო, მარამ ვინ გიჯერებს biggrin.gif

Posted by: matsatsuna 21 Jul 2012, 14:22
guga_nukri
საწაული ბავშვ ძინავს და რატო ძინავსოო biggrin.gif დააცადეთ ცოტა ხანიი და შიძლება დღე-ღამეში 10 წუთის ძილი სანატრელი გაგიხდეთ.ეგ პედიატრი მგონი ცოტა ვერაა რათ უნდა 1კვირის ბაიას მასაჟი.კარგი პედიატრი მოძებნეთ რააა

Posted by: იასამანი 21 Jul 2012, 15:56
ninoeqimi
გამარჯობა ნინო ექიმო
ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ.
ჩემი გოგონა სამი თვის და ორი კვირისაა. როცა მუცელზე ვაწვენ, იშვიათად, მაგრამ სწევს თავს. ზოგჯერ კარგად. უმეტესად კი 45 გრადუსით. ხელში ჭერისას კი თუ რამეს უყურებს (მაგ: ტელევიზორს) იმ შემთხვევაში კარგად უჭირავს თავი, როცა ბეზრდება, თავს დაბლა სწევს და არის სულ ასე. სეირნობის დროსაც ასეა. რამდენიმე წუთით აწეული აქვს თავი და ათვალიერებს, მერე კი ჩამოქინდრული აქვს თავი. რამე მითხარით, დამამშვიდეთ ან რამე მირჩიეთ. ერთმა პედიატრმა საერთო მასაჟები სასწრაფოდო, მეოორემ დავაკვირდეთ ჯერ კიდევ ერთი თვე და მერე ვარჯიშებიო.

Posted by: KABELI 21 Jul 2012, 20:48
ჩემს პატარას ვერ მოვუწესრიგე კუჭის მოქმედება. არის თვენახევრის,მყავს ბუნებრივ კვებაზე. 48 საათსი ერთხელ ვუკეთებდი მიკროოყნას. უკვე აღარმინდა გავუკეთო , მაგრამ თავისით ვერ გადის კუჭში. ვასმევ 5 მლ დუფალაკს დილით. იქნებ არსებობს რაიმე სხვასაშუალება. ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ. მადლობა წინასწარ

Posted by: ta-musia 21 Jul 2012, 21:31
გამარჯობათ, ჩემი პატარა 40 დღის ხდება ერთი კვირაა თუ არ დავეხმარე ოყნით ყოველ მეორე დღეს კუჭის მოქმედება არ აქვს, პედიატრმა არაუშავსო, მე ძალიან ვნერვიულობ, დაბადებიდან არის ხელოვნურ კვებაზე, ვაძლევ ნუტრილონ 1 ს, რამდენია ნორმა რომ ვაცადო და არ დავეხმარო, ან იქნებ საკვები შევუცვალო ან რამე მედიკამენტით ვუმკურნალო, იქნებ გამომეხმაუროთ, წინასწარ მადლობა

Posted by: blblbl 21 Jul 2012, 22:45
ta-musia
ოყნა არ შეიძლება თან ასე ხშირად მიეჩვევა ბავშვი,პედიატრს რატომ არ უჯერებთ?ტუ არ ენდობით მაშინ გაოცვალეტ თუ არადა მიჰყევით მის დანიშნულებას.მედიკამენტი პედიატრმა უდნა დანიშნოს ბავშვის ნახვის საფუძველზე თუ საჭიროა აქ რომც გიტხრან მგონი რომ ტითონ არ უნდა დაალევუინო ფორუმით დანიშნული წამალი smile.gifრაც მთავარია ოყნას სეეშვიტ,ამით ყველაზე ცუდს აკეთებტ ამ სიტუაციასი

KABELI
QUOTE
არის თვენახევრის,მყავს ბუნებრივ კვებაზე. 48 საათსი ერთხელ ვუკეთებდი მიკროოყნას

თქვენც იგივეს გეტოდით,მიტუმეტეს ბინებრივ კვებაზე მყოფი ბავშვი რამდნეიმე დღეც რომ არ გავიდეს კუჭში დასაშვებია თუ ტიტონ არ წუხს.

Posted by: ninoeqimi 21 Jul 2012, 23:35
იასამანი
მემგონი არ უნდა ქონდეს პრობლემა, მაგრამ გასინჯვის გარეშე ამას ვერ გეტყვით დამაჯერებლად, მითუმეტეს მასაჟი არაფერს არ შეცვლის, თU პრობლემაა მაშინ ვარჯიში უფრო უპრიანია, მაგრამ ვერაფერს ვერ გეუბნებით, რადგანაც არ ვიცი ზუსტად აქვს თუ არა ბავშვს პრობლემა.
KABELI
სულ მთლად გააზარმაცებთ ასე ბავშვსდა ოყნის და ჩიჩხინის გარეშე კუჭში ვერ გავა, თუ ძუძუზეა აცალეთ, დუფალაკი მიეცით რამოდენიმე დღე 2 ჯერ 5მლ, მერე თანდათან შეამცირეთ ჯერ 2 დღე 4 მლ მიეცით, მერე 2 დღე 3, მერე 2 დღე ერთი სულ არ მისცეთ და 2 დღეში საერთოდ მოუხსენით და დაელოდეთ რას იზამს, თუ არ დაიწყო ჭირვეულობა, არ შეწუხდა, არ გაუკეთოთ ოყნა, ასცავლეთ ადამიანს კუჭში გასვლა, თორემ ცოდვააა, არ ვიცი თქვენ წაგიკითხავთ თუ არა, მაგრამ თანამედროვე მედიცინა ამდენი ჰომოსექსუალიზმის ერთ ერთ მიზეზად ამ ხშIრ ოყნებს განიხილავენ, ამიტომ სიფრთხილეს თავი არ ტკივა და ზედმეტად ნუ უჩიჩხინებთ, ეს თეორია რომც არ დადასტურდეს და ჰიპოთეზის დონეზე დარჩეს ხო ფაქტია, რომ ასეთი ბავშვები მიხმარების გარეშე კუჭში ვეღარ გადიან.
ta-musia
არაფერი არ უნდა, დახმარება არ ჭირდება თუ არ დაიწყებს ჭირვეულობას, არ შეებერება მუცელი. მეორე დღეს შეჩიჩხინება ნამეტანია, აცალეთ ორი დღე და თუ მერე ვეღარ ითმენთ თქვენ მე3 დღეს მიეხმარეთ. ხელოვნური საკვები ყველა კრაბს, წამლებს კი არ გირჩევთ, გააზარმაცებს მიკროფლორას წამლები, ჯობია თვითონ მოერიოს

Posted by: matmatuna 22 Jul 2012, 00:11
ninoeqimi
QUOTE
თანამედროვე მედიცინა ამდენი ჰომოსექსუალიზმის ერთ ერთ მიზეზად ამ ხშIრ ოყნებს განიხილავენ

სად, ვინ, რომელი თანამედროვე მედიცინა? eek.gif

ოყნას რომ უკეთებდნენ ბავშვობაში, მიეჩვია იქ ჩიჩხინს და უცებ შეეცვალა ორიენტაცია და შეუყვარდა მამაკაცი!
vis.gif
და მამაკაცი რატომ უყვარდებათ? ბარემ ოყნა შეუყვარდეთ...
შეიძლება სადმე ჩიჩხინს მიეჩვიოს ადამიანი, მოსწონდეს კიდეც და დიდობაშიც გააგრძელოს ეს საქმიანობა, მაგრამ ორიენტაცია... ორიენტაცია როგორ უნდა შეეცვალოს ადამიანს ოყნის გულობიზა?






ვიტყვი რამეს და მერე მე მსაყვედურობენ აქეთ mo.gif

Posted by: blblbl 22 Jul 2012, 00:15
matmatuna
ჩემი აზრით რა პონტში დააკავშორეს იცი? biggrin.gif აი წარმოიდგინე მოსწონს უკან ჩიჩხინი ოყნის გამო,მომვალსი მოუნდება ეს გამოცადოს დაოიწყებს კაცებზე ფიქრს და შეიყვარებს კაცს biggrin.gif ამაზეა აგებული რა.მარა არ მჯერა რა თქმა უნდა biggrin.gif ისე ზოგი კი უნდა დააშინო ასე,მე ვიცი ხალხი ყველა ჭამის მერე უკეთებს,ერთი ექიმია და ის ნიშნავს ასე mo.gif მასეთ მსობლებს კი უნდა უთხრა მსგავსი biggrin.gif

Posted by: matmatuna 22 Jul 2012, 00:22
blblbl
QUOTE
მომვალსი მოუნდება ეს გამოცადოს დაოიწყებს კაცებზე ფიქრს და შეიყვარებს კაცს

კარგი რაა biggrin.gif
აიღEბს ჯოხს და იმით შეიჩიჩხინებს... ეგრე ვერ იქნება... ვაიმეე, ჩიჩხინი მომინდა ძააან და მოდი კაცი შევიყვარო და თAვი დავიკმაყოფილო biggrin.gif
ისევ ოყნას გაიკეთებს და კაცთან სექსი არ ექნება!

Posted by: blblbl 22 Jul 2012, 01:18
matmatuna
მე რაა იმატ უთხარი კარგი biggrin.gif მე კი რარ ვფიქრობ მასე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: matsatsuna 22 Jul 2012, 12:09
matmatuna
არსებობს მოსაზრება იმანს არ ნიშნავს რო აუცილებლად ეგრეაა,მე მართალიაა ნაკლებად მჯერა მაგრამ მეცნერებმა ჩევნზე უკეთ იციან.დააცადე მართლა და თვითონ იზავს ჩემ პატარას ვუკეთEბდი კოველმეორე დღეს გაზგამყვანს ხოდა მერე დავაფიქსირეე რო მელოდებოდა,მერე აღარ გავუკეთე 3დღე და თასვით ქნა ესე ვქენი რამდენჯერმე დადალაგდა ყველაფერი.ჩემმა მეგობარმა ეგრე გააზარმაზა ბაია და 6თვემდე დატანჯული იყოო მერე მიხვდა როო ელოდებოდა ოყნას და იმანაც დანება თვაი

Posted by: ninoeqimi 22 Jul 2012, 15:31
matmatuna
საოცარი ადამიანები ხართ, იკითხავთ რამეს და მერე ჩასაფრებულები ხართ რომ აკრიტიკოთ ადამიანი, მე მგონია კეთილ საქმეს ვაკეთებ, ადამიანებს უფასოდ რჩევებს ვაძლევ. თუ ასეთ ცინიკურ კრიტიკას აპირებთ, საერთოდ აღარ დავწერ არაფერს, მე პაციენტის დეფიციტს არ განვიცდი. მგონია რომ განათლებულ ადამიანებს ვესაუბრები და რაღაცას შეიძლება თავისით მიხვდნენ, მაგრამ რატომღაც თუ თითოეული სიტყვა არ გავშიფრე მერე დიდი, კრიტიკული და ცინიკური დისკუსიები მოყვება ხოლმე. არავინ არ ამბობს, რომ ოყნას რომ დაინახავს ბავშვი, რომელსაც ბავშვობაში უკეთებდნენ მანდამაინც მეზობლის კაცს რომ დაინახავს შეუყვარდება და ჰომოსექსუალი გახდება. არ გჭირდებათ სამედიცინო საიტები, უბრალოდ დაგუგლეთ და უამრავ ინფორმაციას მოიძიებთ. არსებობს ტერმინი კლიზმოფილია. მიჩვულია ჩიჩხინს ანუსში, თქვენ შეიძლება გაგეცინოთ მაგრამ ჩვილი ბავშვების ონანიზმი არსებობს და ორგაზმსაც ისევე აღწევენ როგორც დიდები. არაფერი წარმოუდგენელი არ არის, თუ ანატომიურ თავისებურებას გაითვალისწინებ რომ ანუსში ჩიჩხინით მიაღწიოს ორგაზმს, გაუჩნდება მოთხოვნილება, ცოტა გაიზრდება, გამოიყენებს სხვა საგნებსაც სიამოვნების მისაღწევად, უფრო ზრდასრულ ასაკში კი უსულო საგნები აღარ ეყოფა. მედიცინა არ არის ზუსტი მეცნიერება, ეს სცენარი ასიდან 1 შემთხვევაში ვითარდება, მაგრამ გარანტია არავის არ აქვს, რომ ის ერთი მისი შვილი არ იქნება, მეცნიერები სწავლობენ ათასობით შემთხვევას, იქედან ითვლიან პროცენტს და ამას ქვია სტატისტიკა. ვერც ერთ სამედიცინო სტატისტიკას ვერ იპოვი 100% იანს. ეს არის ამ ვარაუდის ახსნა. მემგონი არაფერი არარეალური და ცინიკურად დასაცინი აქ არ არის.

Posted by: KABELI 22 Jul 2012, 16:36
QUOTE (ninoeqimi @ 21 Jul 2012, 23:35 )
.
KABELI
სულ მთლად გააზარმაცებთ ასე ბავშვსდა ოყნის და ჩიჩხინის გარეშე კუჭში ვერ გავა, თუ ძუძუზეა აცალეთ, დუფალაკი მიეცით რამოდენიმე დღე 2 ჯერ 5მლ, მერე თანდათან შეამცირეთ ჯერ 2 დღე 4 მლ მიეცით, მერე 2 დღე 3, მერე 2 დღე ერთი სულ არ მისცეთ და 2 დღეში საერთოდ მოუხსენით და დაელოდეთ რას იზამს, თუ არ დაიწყო ჭირვეულობა, არ შეწუხდა, არ გაუკეთოთ ოყნა, ასცავლეთ ადამიანს კუჭში გასვლა, თორემ ცოდვააა, არ ვიცი თქვენ წაგიკითხავთ თუ არა, მაგრამ თანამედროვე მედიცინა ამდენი ჰომოსექსუალიზმის ერთ ერთ მიზეზად ამ ხშIრ ოყნებს განიხილავენ, ამიტომ სიფრთხილეს თავი არ ტკივა და ზედმეტად ნუ უჩიჩხინებთ, ეს თეორია რომც არ დადასტურდეს და ჰიპოთეზის დონეზე დარჩეს ხო ფაქტია, რომ ასეთი ბავშვები მიხმარების გარეშე კუჭში ვეღარ გადიან.
ta-musia
არაფერი არ უნდა, დახმარება არ ჭირდება თუ არ დაიწყებს ჭირვეულობას, არ შეებერება მუცელი. მეორე დღეს შეჩიჩხინება ნამეტანია, აცალეთ ორი დღე და თუ მერე ვეღარ ითმენთ თქვენ მე3 დღეს მიეხმარეთ. ხელოვნური საკვები ყველა კრაბს, წამლებს კი არ გირჩევთ, გააზარმაცებს მიკროფლორას წამლები, ჯობია თვითონ მოერიოს

ნინო ექიმო დიდი მადლობა და დავაუსტებ თუ შეილება, დუფალაკი 5 მლ 2 ჯერო გიწერიათ და ეგ 5 მლ გავანაწილო ორად თუ დილიტაც 5 მლ მივცე და საღამოსაც, ანუ ჯამში დღეში 10 მლ.

Posted by: matmatuna 22 Jul 2012, 17:15
ninoeqimi
QUOTE
მე მგონია კეთილ საქმეს ვაკეთებ, ადამიანებს უფასოდ რჩევებს ვაძლევ.

ამიტომ შეპასუხება ვეღAრ გაგიბედოთ?
ჩვენც გაგვიგია კლიზმოფობია და ონანიზმი ჩვილებში და მოზრდილ ბავშვებში, მაგრამ დავინტერესდი რა კავშირშია ეს ორიენტაციასთAნ. კლიზმოფობია მხოლოდ გეებთAნ გვხვდება? რასაკვირველია არა!
QUOTE
უფრო ზრდასრულ ასაკში კი უსულო საგნები აღარ ეყოფა

და გადავა კაცებზე?
ამის ახსნა მჭირდებოდა, მეტი არაფერი... ვიღAცას მოსწონს ჩიჩხინი და არა სექსი კაცთAნ, ჰოდა ჰომოსექსუალი როგორ უნდა "გახდეს" მაინტერესებს. გეი კაცები მხოლოდ "ჩიჩხინის" გამო წვებიან სხვა კაცებთAნ?

matsatsuna
QUOTE
დააცადე მართლა და თვითონ იზავს

spy.gif ვის რა დავაცადო?
QUOTE
მე მართალიაა ნაკლებად მჯერა მაგრამ მეცნერებმა ჩევნზე უკეთ იციან

no.gif მეც მშვენივრად შემიძლია გავიგო ყველაფერი!

Posted by: KABELI 22 Jul 2012, 17:43
matmatuna გაჩერდი რაა , იქნება გვაცალო

Posted by: matmatuna 22 Jul 2012, 17:59
KABELI
spy.gif
შენთAნ მგონი არ მქონია კითხვები. მოგმართე გენაცვალე? ჰოდა, შეგიძლია არ "წამიკითხო" smile.gif
ვეპოსტავები ადამიანს... სხვა ადამიანს, შენ არა.

Posted by: KABELI 22 Jul 2012, 18:13
QUOTE (matmatuna @ 22 Jul 2012, 17:59 )
KABELI
spy.gif
შენთAნ მგონი არ მქონია კითხვები. მოგმართე გენაცვალე? ჰოდა, შეგიძლია არ "წამიკითხო" smile.gif
ვეპოსტავები ადამიანს... სხვა ადამიანს, შენ არა.

ხოდა ეგ სხვა ადამიანი სენს გამო შეიძლება აქ აღარ შემოვიდეს და მეხება მგონი ეგ მეც

Posted by: matmatuna 22 Jul 2012, 18:24
KABELI
QUOTE
ხოდა ეგ სხვა ადამიანი სენს გამო შეიძლება აქ აღარ შემოვიდეს

ნინო ექიმს ვდევნი? biggrin.gif განმარტება მოვითხოვე და მგონი ფორუმის ფორმატი არ დამირღვევია no.gif

Posted by: matsatsuna 22 Jul 2012, 20:11
matmatuna
ვის და ბავშვს აცადე და თვითონ იზავს.რჩევა თუ გნდა გეუბნებით ალალად ესე არ შეიძლება ჩევნი დედების დროს ეხოსკოპია არ იკყო მაგრამ ეხლა ყველა იკეებს მედიცინა ვითAრდებ ადა უამრევი კვლევა ტარდება ასე რომ ჩვენზე მეტი ნამდვილად იციან ექიმების უმრავლესობამ და ვინც არ იცის იმას კარგად ეტყობა.ასე რომ კეთილი რჩევა მიიღე თუ გინდა თუ არადა ნურც გვეჩხუბები smile.gif ხო შეიძლება კაცი მოუნდეს.

Posted by: matmatuna 22 Jul 2012, 20:29
matsatsuna
ვაიმე, რას მერჩი? biggrin.gif კიდევ მე გეჩხუბებით?
არ აწუხებს ჩემს შვილს მსგავსი პრობლება და არც კითხვა დამისვამს ოყნების მოხმარებასთAნ დაკავშირებით... გადახედე წინა პოსტებს და მიხვდები, რომ უსაფუძვლოდ მედავები ახლა ამაზე.
წავიკითხე ექიმის პასუხი სხვა იუზერის კითხვაზე და გამიჩნდა შეკითხვა, კერძოდ ორიენტაციის შეცვლასთAნ დაკავშვირებით და ოყნების როლზე მთელ ამ ამბავში და შევეკამათე.
შეიძლება რომ ვიფიქრო და კითხვებიც დამებადოს ხოლმე? biggrin.gif
თუ არა? user.gif

Posted by: ninoeqimi 22 Jul 2012, 21:43
KABELI
დუფალაკი ერთჯერ არ არის ისეთი ეფექტური როგორც ორჯერ, თუ თვეზე დიდი ასაკისაა ბავშვი რამოდენიმე დღე მიეცით 2 ჯერ 5 მლ, და მერე თანდათანობით შეამცირეთ, ოყნა არ გაუკეთოთ, არც გაზგამყვანი, თუ ექსკლუზიურ ხელოვნურ კვებაზეა პედიატრთან შეთანხმებით ხანმოკლე დროით შეიძლება პრობიოტიკი ან პრებიოტიკი მიცეთ, ეს ბევრად ეფექტურია, ვიდრე მექანიკური გაღიზიანება.

Posted by: matsatsuna 22 Jul 2012, 23:45
matmatuna
უი ბოდიში biggrin.gif ხო გიხსნით და გეუბნებით რომ ოყნამ შეიძლება ზემოთ ხსენებული პრობლემა წაერმოქმნას biggrin.gif

Posted by: KABELI 24 Jul 2012, 12:56
QUOTE (ninoeqimi @ 22 Jul 2012, 21:43 )
KABELI
დუფალაკი ერთჯერ არ არის ისეთი ეფექტური როგორც ორჯერ, თუ თვეზე დიდი ასაკისაა ბავშვი რამოდენიმე დღე მიეცით 2 ჯერ 5 მლ, და მერე თანდათანობით შეამცირეთ, ოყნა არ გაუკეთოთ, არც გაზგამყვანი, თუ ექსკლუზიურ ხელოვნურ კვებაზეა პედიატრთან შეთანხმებით ხანმოკლე დროით შეიძლება პრობიოტიკი ან პრებიოტიკი მიცეთ, ეს ბევრად ეფექტურია, ვიდრე მექანიკური გაღიზიანება.

ძალიან დიდი მადლობა ნინოექიმო, მართლაც ეშველა ჩემს ბავშვს თქვენი რჩევით და ოყნის გარეშე გავიდა. 2kiss.gif

Posted by: ninoeqimi 24 Jul 2012, 12:58
KABELI
არ გაგიტაცოთ დუფალაკმა, თანდათანობით მოხსენით და დაელოდეთ თავად მოაწესრიგოს კუჭის მოქმედება

Posted by: ta-musia 24 Jul 2012, 19:01
ნუტრილონზე უკეთესი მირჩიეთ რა რამეეეეე, ძაან შეკრა ბავშვი და რა ვუყოოოოო

Posted by: coroline 25 Jul 2012, 00:37
ta-musia
ნუტრილონ კომფორტი, მაგრამ შეათანხმე შენს პედიატრთან ისე არ გამოცვალო საკვები

Posted by: ta-musia 25 Jul 2012, 01:36
კომფორტი არ ჭამააა, ეხლა ჰუმანა ანტიკოლიკზე გადავდივართ და მაინტერესებს პირდაპირ მივცე სრული კვების სახით თუ ნელნელა და შერეულად?

Posted by: ninoeqimi 25 Jul 2012, 12:27
ta-musia
ჰუმანა ანტიკოლიკს უწერია ანოტაციაში რომ ყა ბზობას ამარცხებს, რომ წავიკითხე ანოტაცია ძალიან მომეწონა, ძალიან მაინტერესებს მისი ეფექტი, ძალიან გთხოვთ შედეგი დაწერეთ. მთლიანად გადაიყვანეთ ბევრად უფრო ადვილი მოსანელებელი ფორმულაა, ვიდრე ჩვეულებრივი ნარევი.

Posted by: BASASO 25 Jul 2012, 16:46

ninoeqimi
გამარჯობათ,ჩემი პატარა გუშინ გახდა 7თვის და ჯერ დამოუკიდებლად ვერ ზის,ხოხვასაც არ ცდილობს,თუ ფეხეფთნ საყრდენი აქვს კი გაცოცდება,მაგრამ ისე არა,ცოტა არ იყოს ვნერვიულობ,უფროსი 7 წლის მყავს,ის 6 თვის თავისუფლად იჯდა,ორთოპედთნ 4 თვის მერე არ ვყოფილვართ

Posted by: ninoeqimi 25 Jul 2012, 23:01
BASASO
დრულია? პამპერსით თუ ცდილობთ დასვათ გაუჭირდება, პამპერსის გარეშე დასვით შედარებით მყარ ზედაპირზე, მაგალითად მაგიდაზე, ორსულობა და მშობიარობა როგორი გქონდათ?

Posted by: coroline 26 Jul 2012, 12:06
ninoeqimi
გამარჯობა ნინო ექიმო. ორ დღეში მივდივართ მთაში დასასვენებლად და ვემზადები. იქნებ რჩევა მომცეთ პირველადი წამლები რა წავიღო? დავწერ რაც მიმაქვს და თქვენც მიმიმატეთ თU არ შეწუხდებით.

ნუროფენი
ფიზიოლოგიური
ბამბა
სპირტი
პერეკისი
ზელიონკა


სულ ეს არის

Posted by: BASASO 26 Jul 2012, 12:07
ninoeqimi
დროულია,ორსულობაც და მშობიარობაც საკმაოდ კარგი,ყველაფერი ნორმის ფარგლებში,ფიზიოლოგიურად ვიმშობიარე,,რომ ვაჯენ,მალევე ყირავდება და წინ იხრება,მუცელზე ნორმალურად წევს,გადაბრუნებითაც ორივე მხარზე კარგად კოტრიალობს,დღეს ვცდი უპამპერსოდ,მადლობაააა smile.gif

Posted by: nikmaik 26 Jul 2012, 12:17
coroline
ჰაერის გამოცვლამ კუჭის აშლა იცის
ეს გაითვალისწინე

Posted by: guga_nukri 26 Jul 2012, 12:43
სალამი ყველას

მოკლედ ესეთი სიტუაციაა, ჩემს მეუღლეს მასტიტი აქვს, ბავშვი ვერ წოვს და რძე რჩება ბევრი

ვიყიდე ბები ნოვას გამოსაწველი, ჩიკოს გამო9საწველი, მაგრამ მაინც არ უშველა, 4 დღეა მასაჟისტი დადის, მაგრამ ჯერ შედეგი მაინც არაა

ეხლა მითხრეს რომ ჩიკოს ელექტრო გამოსაწველი არის კარგიო და ვერ ვშოულობ, იქნებ მითხრათ სად იყიდება, ან თუ ქირავდება

ან რამე რჩევა მომეცით

ninoeqimi

Posted by: coroline 26 Jul 2012, 13:04
nikmaik
ენტეროფურილი მაქვს სახლში, წავიღო? რამდენი ხანი აქვს ვადა გახსნიდან არ აწერია და მიდევს მაინც , მაგრამ აღარ მიმიცია.

Posted by: nikmaik 26 Jul 2012, 13:07
coroline
ეს არ ვიცი
მე ენტეროლი
ლაციდოფილი
მეზიმ ფორტე
ჰუმანას ელექტროლიტი
ესენი დამჭირდა

Posted by: coroline 26 Jul 2012, 13:10
nikmaik
ლაციდოფილიც მაქვს და ჰუმანას ელექტროლიტიც , რომელსაც არ იკარებს, მოკლედ ყველაფერს წავიღებ რა. იქიდან დავეკონტაქტები პედიატრს თუ რამეა.

Posted by: ninoeqimi 26 Jul 2012, 23:10
coroline
ანტიჰისტამინი რამე (ფენკაროლი, ფენისტილი)
ფერმენტი (მეზიმფორტე, კრეონი)
ელექტროლიტი
ენტეროლიც საჭიროა
ალერგოსანის ან ფენისტილის მალამო, ნაკბენებზე გამოგადგებათ
ყოველი შემთხვევისათვის რაიმე ანტიბიოტიკიც შეიძლება და კიდევ
ერთი ამპულა დექსამეტაზონი, საკმაოდ საჭირო პრეპარატიალარინგიტის შეტევის დროს

Posted by: tlikina 27 Jul 2012, 09:49
ninoeqimi
Nინო ექიმო, ბორჯომში ვართ და აქ იმდენი ბზიკებია, ძალიან ბევრი დაკბინა, მეშინია სანდროსაც არ უკბინოს. sad.gif ისე თუ მოხდა და უკბინა როგორ უნდა მოვიქცე ამ დროს?

Posted by: coroline 27 Jul 2012, 09:59
ninoeqimi
ძალიან დიდი მადლობა , დექსამეტაზონი ყველაზე აუცილებელია იმხელა ბზიკები დაფრინავენ და ძალიან მეშინია
tlikina
აი დექსამეტაზონს უკეთებენ ხოლმე რაჭაში თუ კბენენ. მაგრამ სასწრაფო ისეთ ტემპებში მოდის, რომ მოსახლეობამ თვითონ იცის დოზები და მაშინვე აკეთებენ.

Posted by: tlikina 27 Jul 2012, 10:46
coroline
Pრედნიზოლონი ვიყიდე მე, ხოარ მეშლება ნეტა რამე? Dა ერთი ჩაინიკური კითხვა მაქვს, როუკბენს აუცილებლად უნდა გაკეთდეს? თუ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დასივდება? Dაბავშვის და დიდის ერთი დოზაა?

Posted by: miravilla 27 Jul 2012, 14:01
გამარჯობათ ერთი კითხვა მაქვს და იქნებ დამეხმაროთ. ბავშვს გავუკეთე ცელიაკიაზე ანალიზი, პედიატრი მეუბნება რომ პასუხი უარყოფითია და საშიში არაფერია და ამ დროს ენდოკრინოლოგი მეუბნება რომ შეიძლება საშიში იყოს. ექიმმებმა ვისაც გაქვთ რაიმე შეხება ამასთან იქნებ რამე მირჩიოთ. ესაა ანლაიზის პასუხები:



გამოკვლევა
IgA-anti- Transglutaminase IM.2.6.1 შედეგი: < 1.0 ერთეული:U/ml ნორმის ფარგლები:< 7
zRvruli 7-10 U/ml
dadebiTi > 10 U/ml
endomiziumis mimarT aas-is kvleva Seicvala transglutaminazas mimarT aas-is kvleviT, radgan antigeni orive SemTxvevaSi erTia.

Immunoglobulin A (IgA) / Serum IM.1.1 შედეგი:0.32 ერთეული:g/l ნორმის ფარგლები:0.45 - 2.4


გთხოვთ მითხართ ვინმემ თუ იცით ამ ანალიზის მიხედვით რა ხდება? რომელს დავუჯერო აღარ ვიცი

Posted by: ta-musia 27 Jul 2012, 14:51
შედეგი არ გვაქვს ჯერ, ჰუმანა ანტიკოლიკთან ერთად გეპატოლაკიც დავიწყეთ მაგრამ მაინც არ აქვს კუჭის მოქმედება, ან ოყნა ჭირდება ან კიდევ საათობით უნდა ვამასაჟო და ფეხები ავაწევინო ესეც ან შველის და ან არა, არადა განავალი თითქოს მკვრივი არ მეჩვენება, რა ვქნა აღარ ვიცი, ამ მასაჟმა და ფეხების აწევამაც იცის შეჩვევაა?
* * *
ვიფიქრე ვაცდითქო იქნებ მოერიოსთქო მაგრამ სამ დღეზე მეტი მგონი უკვე საშიშია
* * *
და კიდევ მითხრეს რომ ჰუმანას ანტიკოლიკი საერთოდ არ აქვსო, ოფიციალურ საიტზე რომ შევედი ნამდვილად ვერ ვნახე და ნეტა რა მივეცი ბავშვს ძალიან ვნერვიულობ sad.gif(((((

Posted by: KABELI 27 Jul 2012, 16:08
ტუჩზე გამომივიდა ჰერპესი, რამდენად საშიშია პატარასთვის, რომელსაც ძუძუს ვაწოვებ?

Posted by: tlikina 27 Jul 2012, 19:19
miravilla
Vისთან გყავდა მიყვანილი?

Lალი მარგველაშვილთან მიიყვანე, ძალიან მაგარია მაგ საქმეში

Posted by: miravilla 27 Jul 2012, 19:51

Lალი მარგველასჰვილი რომელ კლინიკაშIა?

Posted by: tlikina 27 Jul 2012, 20:01
miravilla
Iაშვილის ადმინისტრაციულ შენობაში, თუ დაგჭირდება მობილურს მოგწერ პმ ში, ჩემი თანამშრომლის შვილს ქონდა ცელიაკია და ძალიან დაეხმარა

Posted by: miravilla 27 Jul 2012, 20:43
Mმომწერე რა თუ არ შეწუხდები. პედიატრია თუ რ. Pროფილის ექიმია? Mადლობა წინასწარ

Posted by: ta-musia 27 Jul 2012, 23:45
და კიდევ იცით რა მაინტერესებს ჩემს პატარას აქვს პატარა წითელი ხალი სხეულზე, მაინტერესებს რამდენად საშიში ან ყურადღებამისაქცევია

Posted by: coroline 28 Jul 2012, 23:39
tlikina
იმ დიდ ბზკებზე ეგრევე აკეთებენ, დოზები არ ვიცი ზუსტად , მაგრამ აფთიაქში ალბათ გეტყვიან. პრედნიზოლონი არა მგონია რომ მაგისთვის იყოს. ჩვენთან ყველა ვარიანტში დექსამეტაზონს აკეთებენ ხოლმე. აფთიაქში იკითხე, თან ადგილობრივები არიან ეცოდინებათ. ბორჯომშიც თუ იყო ეგ საშინელი ბზიკები მომრავლებული არ ვიცოდიsad.gif წინა წლებში არც კი შემიმჩნევია.

Posted by: guga_nukri 29 Jul 2012, 15:50
ყოველი ჭამის შემდგომ ბავშს ასლოკინებს და ეს რისი ბრალია ხომ არ იცით?

Posted by: nikmaik 29 Jul 2012, 17:00
guga_nukri
საჭმელს ირგებს
ისიც გამიგია კუჭი ეზრდებაო biggrin.gif

Posted by: guga_nukri 29 Jul 2012, 17:29
nikmaik
QUOTE
საჭმელს ირგებს
ისიც გამიგია კუჭი ეზრდებაო biggrin.gif

გასაგებია, მადლობა

კუჭი რომ ეზრდება ფაქტია, ძალიან მოუმატა ჭამას, ღომუცელაა უკვე, გათენდება თუ არა ეგრევე ჭამას იწყებს და შუადღემდე ბოთლს ვერ გააგდბინებ

Posted by: blblbl 29 Jul 2012, 17:31
guga_nukri
ძუძუზე აღარ გყავთ?

Posted by: guga_nukri 29 Jul 2012, 19:49
blblbl
QUOTE
ძუძუზე აღარ გყავთ?

ძუძე კი არტის, მაგრამ ეზარება გამოწოვა და ამიტომ აპარატით ვაკეთებთ და მერე ბოთლით ვაძლევთ

Posted by: ninoeqimi 31 Jul 2012, 00:12
guga_nukri
კუჭი რომ ივსება დიაფრაგმას აწვება და იმის ბრალია, ასაკობრივი თავისებურებაა, ოცტა მოიზრდება და გადაუვლის.

Posted by: Galo 1 Aug 2012, 00:49
ნინო ექიმო,ჩემს პატარას (1,1წლისაა) კვირას დაეწყო ჩუტყვავილა. დღეს ძალიან მოემატა გამონაყარი,39მდე სიცხე აქვს და რაც ყველაზე მეტად გვაწუხებს არის ქავილი!დღის განმავლობაში 20-30წუთი ეძინა,სულ წრიალებს,იფხანს ყველგან,ძალიან მეცოდება... ფენკაროლს ვასმევ ნახევარ აბს 2-3ჯერ დღეში და როგორც ჩანს არაფერს უშვება.ეხლა 10წუთია რაც ჩაეძინა ბანაობის შემდეგ (მარგანცოვკა+სოდა), რით შეიძლება ვუშველო? ეგებ ფენკაროლზე უკეთესი არის რამე... ხო,გამონაყარზე პირველი დღეები ზელიონკას ვუსმევდი,დღეს მივატოვე და აციკლოვირს ვუსმევ.

Posted by: matmatuna 1 Aug 2012, 01:10
Galo
გრილი წყლის აბაზანები არ გიცდია?
QUOTE
აციკლოვირს ვუსმევ.

ეს ჯობდა პირველი 24 საათის განმავლობაში დაგეწყოთ... ექიმმა დაგინიშნათ?
მანდ არ ვიცი იქნება თუ არა, მაგრამ აქ ყველაზე პოპულარული და გავრცელებულია Calamine lotion. ძალიან შველის ქავილის დროს, ბავშვებში გამოიყენება

Posted by: blblbl 1 Aug 2012, 01:12
Galo
ნუ აბანავებთ ბავშვს,წყალი უფრი აძლიერებს ქავილს,ახლანდელი ექიმეი მართალია ამბობენ რომ შეიძლება ბანაობა მაგრამ ადრე აკრძალული იყო დაბანა და მართლებიც იყვნენ,დაბანით აღიზიანებთ .ჩემს გარშემო და მეც წყლის მიკარების შედეგად ბევრად ცუდატ ვიყავით

Posted by: Galo 1 Aug 2012, 10:27
quote]matmatuna[/quote]
QUOTE
blblbl


ბანაობის შემდეგ,პირიქით უკეთაა,გრილ წყალში ვაბანავე და 4საათი იძინა. ექიმმა თავიდან მითხრა,მარტო ზელიონკა წაუსვიო და ძაან რო მოემატა,აციკლოვირი წაუსვიო. ქალამინზე ინეტში წავიკითხე,მაგრამ თბილისში არაა...

Posted by: ekuna1 1 Aug 2012, 11:38
გამარჯობა, ბავშვი არ გადის კუჭში კოველდგიურად, შეკრულობა არ ქვს.1 კურის მკურნალობის ჩაუტარდა უშველა და მერე ისევ დაეყყო, რა უნდ ავქნა რა გამოკვლევა ჩაუტორ ხომ ვერ მეტყვით?

Posted by: matmatuna 1 Aug 2012, 19:02
blblbl
რატომ გაგირთულდა ნეტავ, ცხელი ან თბილი წყლით ხომ არ იბანავე? მეც გამონაყარზე ექიმმა ეგრევე ბასეინზე გამიშვა...
Galo
QUOTE
ბანაობის შემდეგ,პირიქით უკეთაა

არ ვიცი მოახერხებ თუ არა, მაგრამ კარგია ყოველ 4-5 საათში ერთხელ თუ ჩასვამ გრილ წყალში. ოღონდ მერე პირსახოცით ძალიან არ გაამშრალო, არ უხახუნო უბრალოდ მიადე და მსუბუქად შეამშრალე.
კიდევ ცივი ტანსაცმელია კარგი... მაცივარში გააგრილე და ეგრე გრილი ჩააცვი ხოლმე, ესეც უამებს ქავილს. მე ყინულს ვიდებ ნაკბენზე და გამონაყარზე, მაგრამ პატარასთვის ცივი მაისურიც საკმარისია. აი, ნახავ როგორ ესიამოვნება და დამშვიდდება ბავშვი smile.gif

Posted by: Galo 1 Aug 2012, 21:10
QUOTE

matmatuna

დიდი მადლობა რჩევებისთვის! ყოველ3-4საათში ვერ ვახერხებ აბაზანაში ჩასმას,3ჯერ დღეში,მაგრამ ხელ-პირს და კისერს ხშირად ვბან.
დღეს ისე შემეშინდა,ინფექციურში წავიყვანე,გართულების მეშინია,2.5თვის ასაკში თრომბოპენიური პურპურა ქონდა,არერთი აცრა არა აქვს ჩატარებული.სისხლის ანალიზი ჩავაბარეთ,ყველაფერი რიგზეა,გამოუწერა სუპრასტინი და ატარაქსი,2დღეა არ ძინავს ჩემს პაწაწუნას,ძაან წვალობს!სიცხეები აქვს და ბევრი გამონაყარი...ეხლა დაიძინა თითქოს,წამლების მიღების მერე.
ცივ ტანსაცმელზე არ მსმენია,გავითვალისწინებ,ოღონდ თუ ჩავაცვი,მხოლოდ ტრუსიკები აცვია!)))

Posted by: ninoeqimi 1 Aug 2012, 23:13
Galo
ბანაობა არ არის უკუჩვენება, პირიქით ხშირად სოდიანი წყლით ჩამობანა ქავილზე უკეთესად მოქმედებს, აციკლოვირიც ჯობდა უფრო ადრე დაგეწყოთ, მაგრამ მთავარია დაიწყეთ, ფენკაროლი ქავილს ვერ მოერევა, კარგად ხართ დაკვალიანებული ატარაქსი ამ შემთხვევაშI ყველაზე უფრო გამართლებულია, 1. ქავილის საწინააღმდეგო ძალიან კარგი ეფექტი აქვს და 2, ამ შემთხვევაში დაამშვიდებს. ცივ ტანსაცმელზე მე ვერაფერს გეტყვით, არსად არ წამიკითხავს.

Posted by: tlikina 2 Aug 2012, 08:09
ninoeqimi
ჭიპის თიაქარზე ხომ ვერ მეტყვით რაიმეს? შეიძლება თავისით გაქრეს?თუ ჩარევა სჭირდება?

Posted by: natinati77 2 Aug 2012, 11:25
ნინო ექიმო ერთი კითხვა მაქვს,მYვას 1.3 თვის ბიჭი,აქვს დაბლა 2 და ზევით 4 კბილი,ეხლა ამოუვიდა ზედა უკანა საღეჭი კბილი,რამდენად ნორმაა ეს უკანა კბილის ამოსვლა?პირველი კბილი 10 თვისას ამოუვიდა,2 თვე კბილი არ ამოსვლია და უცებ საღეჭი ჩAმოვიდა,Yიფლიბანდი არ აქვს დახურული,ძალიან პატარა დარჩA,ძალიან ოფლიანობს,რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს ყველაფერი?

Posted by: Galo 2 Aug 2012, 12:09
QUOTE
ninoeqimi

დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის!

Posted by: LOTUSi 2 Aug 2012, 13:58
დღეს მყავდა ბავშვი ნევროპათოლოგთან. თვენახევრისაა. თავზე გადაუღეს და 2მმ ზომის ცისტა აქვს. სისხლჩაქცევა ჰქონდა, რის შედეგადაც პერივენტრიკულური ჰიპოქსია აქვსო.

ბაკურ კოტეტიშვილმა კომენტარიც არ გააკეთა ამაზე, აბსოლიტურად ჯანმრთელი ბავშვიაო, გასინჯა. ვინც გადაუღო იმანაც თქვა ამ ვადაზე ნორმალურიაო, მაგრამ შეგიძლიათ 2 თვეში მაინც გადაამოწმოთო. ექიმს არც გადამოწმებაზე უთქვამს არაფერი.

რამდენად საშიშია? მაინც მენერვიულება

Posted by: ninoeqimi 2 Aug 2012, 23:47
natinati77
არაფერიც არ არის, კბილების ამოსვლის თანმიმდევრობა ინდივიდუალურია, ყიფლიბანდის ზომადა ფორმაც არ არის მნიშვნელოვანი, ოფლიანობას რაც შეეხება ახლაზაფხულია და შესაძლოა ოფლიანობდეს კიდეც.

L0TUS
რადგან შეაფასა ნევროლოგმა და თქვა ჯანმრთელიაო, დაივიწყეთ ის რაც გითხრათ ნეიროსონოსკოპისტმა, 2 მმ ცისტა არაფერს არ შეცვლის, სისხლჩაქცევა კი აღარ იქნება ერთ თვეშI, ამიტომ ნეიროსონოსკოპიის გადამეორებას აზრი არა აქვს.

Posted by: LOTUSi 2 Aug 2012, 23:56
ninoeqimi
მადლობთ გამოხმაურებისთვის
ეს ცისტა თავისით გაიწოვება? ან ეს ჰიპოქსია რა არის... ისე ბავშვს არაფერი აწუხებს, კარგად ძინავს

Posted by: Free Aquarius 3 Aug 2012, 00:42
ნინო ექიმო ჩემს შვილს ტანზე შევამჩნიე რამდენიმე მცირე ზომის თეთრი ლაქა.რას შეიძლება გამოეწვია და ხომ არ სჭირდება რაიმე გამოკვლევა?

Posted by: temosabasdeda 3 Aug 2012, 19:14
გამარჯობათ მაინტერესებს 4Dღის ახალშობილი ბუნებრივ კვებაზეა და კუჭის მოქმედება ძალიან იშვიათად აქვს .დღეში ერთხელ სქლად და ისიც დახმარებით.რამდენად საშიშია და რა მოვიმოქმედო? მუცლის ტკივილებიც აქვს და ესპუმიზანის წვეთებს ვხმარობთ.

Posted by: blblbl 4 Aug 2012, 00:00
temosabasdeda
არაა საშიში ნუ ნერვიულობ,ზუძუს ბავშვირ ამდნეიმე დღეც რომ არ გავიდეს არც მაშინაა საშიში

Posted by: agr_bak 4 Aug 2012, 03:37

ამ თემას ჰქვია კითხვა ექიმთან და თუ თავს შიკავებენ დანარჩენი იუზერები და ექიმს დააცდიან კარგი იქნება.....

Posted by: lal77 4 Aug 2012, 14:04
გამარჯობათ, მაინტერესებს აცრის წინ აუცილებელია თუ არა სისხლის საერთო ანალიზის ჩატარება და რაას მივაქციო ყურადღება. ჩემი დეიდაშვილი გერმანიაში ცხოვრობს, პროფესიით ექიმია და თავისი შვილები არ აცრა, რომ ე.წ. ფასიან ანუ უსაფრთხო აცრასაც კი შეიძლება სერიოზული გართულება მოჰყვესო. მაინტერესებს, რომელი ქვეყნის ვაქცინაა საუკეთესო და რას მივაქციო ყურადღება? წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: ninoeqimi 4 Aug 2012, 21:52
L0TUS
ცისტა არ გაიწოვება, უბრალოდ ძალიან მცირე ზომის ცისტები კლინიკურად არაფერს არ იწვევს, არიან ტავისთVის მთელი სიცოცხლის მანძილზე, არაფერი არ ჭირდება.
Free Aquarius
ასაკი? ხშირად მოავადე ბავშვია?
temosabasdeda
ესპუმიზანი მიეცით< არ დაეხმაროთ და დააცადეთ, თუ 3-4 დღე გავიდა, მაშინ მიმართეთ ექიმს და დაგინიშნავთ გსამხსნელ წამალს, რომელიც მიეხმარება, მაგრამ დამერწმუნეთ ძუძუს ბავშვს არაფერი არ ჭირდება, თავისით მოაწესრიგებს.
lal77
ეს სერიოზული საკამათო საკითხია, მაგ ლოგიკით ასჯერ უფრო დიდი პრობლემა შესაძLოა აუცრელობამ გამოიწვიოს. სისხლის ანალიზი სასურველია გაკეთდეს, ყურადღება ექცევა ჰემოგლობინს და ზოგადად ლეიკოციტარულ ფორმულას, ედსის. ბელგიური ვაქცინები ითვლება ჩვენთან საუკეთესოდ. თუმცა ესეც ინდივიდალური საკითხია, ზოგს ფასიანი ალევს რეაქციას, ზოგს უფასოც არა

Posted by: natka-q 4 Aug 2012, 21:59
ninoeqimi
ჩვილის კვებასთან დაკავშირებით მაქვს შეკითხვა.ჩემი ძმისშვილი 1კვირისაა , სამშობიაროდან გამოწერისას 2,500 გრამი იყო. ჭამს 50 - 60 გრამ ჰუმანას. ათი წუთის წინ ჭამა ულუფა ბოლომდე (60გჰუმანა), ეხლა ისევ ტირის, ისეთი გრძნნობა მაქვს, რომ შია. მატყუარას ქაჩავს გიჟივით. გთხოვთ, იქნებ მირჩიოთ, მეტი ხომ არ უნდა ვაჭამოთ?

მადლობა
* * *
ნინო ექიმო, რამოდენიმეჯერ პატარამ ულუფის ნახევარიც არ ჭამა, მომდევნო კვება როგორც კი იტირა ეგრევე მივეცით. ასე მისი კვების რეჟიმი ხომ არ ირღვევა? ანუ დროზე ადრე კვების მიცემით?

Posted by: Free Aquarius 5 Aug 2012, 00:29
ninoeqimi
QUOTE
ასაკი? ხშირად მოავადე ბავშვია?

ჯანმრთელი ბავშვია,1 წლის და 3 თვისაა და სულ ორჯერ იყო ავად.ერთხელ ვირუსი ჰქინდა,მეორედ გაცივდა.

Posted by: Diamond Girl 5 Aug 2012, 11:54
ninoeqimi

გამარჯობა,ბავშვი არის 3 თვემდე, მყავდა ნანა ტატიშვილთან კონსულტაციაზე,მითხრა ყველაფერი ნორმაში აქვსო, და დაგვიწერა მოროს რეფლექსი გაცხოველებული აქვსო, მითხრა თუკი შეამჩნიე რომ ხელების ასე გაშლისას (თითქოს შეეშინდაო შეხტება და ხელებს შლის განზე) სახე შეეცვალაო და უფრო მოუმატაო მერე მომიყვანეო.

რამდენად საშიშია? ან რას გვირჩევდით?

Posted by: snowflake 5 Aug 2012, 14:37
lizaveta, ჩემი 25 დღისაა და ძილში ეგრე ხტება ხოლმე, არ მიმიქცევია ყურადღება და როდის უნდა მივიყვანო ექიმთან?

Posted by: temosabasdeda 5 Aug 2012, 19:01
ninoeqimi
მადლობა დიდი გუშინც და დღესაც გავიდა თVითონ კუჭში .ვაძლევ ესპუმიზანს და რამდენ ხანს უნდა გავუგრძელო?

Posted by: ninoeqimi 5 Aug 2012, 22:55
temosabasdeda
მაგი მხოლოდ ნაწლავის სანათურში მოქმედებს, არ შეიწოვება, ამიტომ შეგიძლიათ დიდი ხანი მისცეთ, ალბათ ჯერ დაგჭირდებათ ერთი ორი თვე, სანამ ბავშვი არ ისწავლის გაზების მართვას
* * *
natka-q
არ ირღვევა, მიეცით პატარას საშუალება თვითონ ჩამოიყალიბოს კვების რეჟიმი, ზოგჯერ ცოტა მეტს შეჭამს, ზოგჯერ ცოტა ნაკლებს, ჯერ ძალიან პატარააა და მისი კუჭი ცოტა საკვებს იტევს, 3 საათის მარაგს ვერ იკეთებს ამიტომ მიეცით მაშინ, როცა გგონიათ რომ შია, პრეჰუმანა არ საჭიროებს საათობრივ რეჯიმს.
Free Aquarius
დააკვირდით, თუ გამრავლდა, ზომაში მოამატა, მაშინ მიმართეთ ექიმს, Aსეთი ლაქები ბავშვებს ახასიათებთ და ხშირად თავისით ქრება.

Diamond Girl
ინფანტილური სპაზმია ის, რასაც თქვენ ამბობთ, მოროს რეფლექსს გავს, ოღონც მოროს რეფლექსს ჩვენ ვიწვევთ გასინჯვით, სპაზმი კი თAვისით ვითარდება. ორსულობა მშობიარობაროგორი გქონდათ? დროულია? როგორცწესი ჯანმრთელ ბავშვებში სპაზმები ძალიან იშვიათია. ამიტომ რომ მოძებნით სპაზმებზე ინტერნეტში არ შეგეშინდეთ.

snowflake
ძილში ხტომა ფიზიოლოგიურია და მოზრდილებიც ხტებიან. ამის გამო ექიმი არ არის საჭირო

Posted by: Free Aquarius 5 Aug 2012, 23:53
ninoeqimi
მადლობა პასუხისთვის smile.gif წავიკითხე რომ შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის პრობლემის ან ჭიების გამო იყოსო და შევშინდი,ან შეიძლება ვიტილიგო იყოს.

Posted by: natka-q 6 Aug 2012, 07:47
ninoeqimi
მადლობა პასუხისთვის

Posted by: Diamond Girl 6 Aug 2012, 13:34
ninoeqimi

ინფანტილური სპაზმია ის, რასაც თქვენ ამბობთ, მოროს რეფლექსს გავს, ოღონც მოროს რეფლექსს ჩვენ ვიწვევთ გასინჯვით, სპაზმი კი თAვისით ვითარდება. ორსულობა მშობიარობაროგორი გქონდათ? დროულია? როგორცწესი ჯანმრთელ ბავშვებში სპაზმები ძალიან იშვიათია. ამიტომ რომ მოძებნით სპაზმებზე ინტერნეტში არ შეგეშინდეთ.


დიდი მადლობა პასუხისთვის.
სიმფიზიტის და საშვილოსნოს ყელის გამო საკეისრო კვეთა გამიკეთეს 38 კვირაზე,მშობიარობა მეწყებოდა დროული იყო, 3 ნერვოპათოლოგს ყავს გასინჯული, ერთი დაბადებისას ჯან,.სახლში, მეორე ჟვანიას კლინიკაში როცა 2 კვირის იყო და მესამე ეხლახანს ტატიშვილმა.ნეიროსონოგრაფიაც 2ჯერ აქვს გადაღებული და ყველაფერი კარგადააო. არცერთს არაფერი გამოუწერია, ერთი 2 კვირაა რაც ესე ხელების შლა დაიწყო. ნანა ტატიშვილმა დაგვიწერა მოროს რეფლექსი გაცხოველებულიაო, არაფერი არ უნდაო თუ მოუმატაო და მაგ დროს სახე შეეცვალაო მაშინ მომიყვანეო,ისე აღარ გჭირდებითო. საშიშია ეს ყველაფერი თქვენი აზრით?როდის უნდა გაიაროს? აი გუშინ არ გაუკეთებია ეგრე საერთოდ,დღეს რამდენჯერმე უკვე

Posted by: ToyotaMR2 6 Aug 2012, 13:42
ninoeqimi

ხელები და ფეხები მიბუჟდება როცა მძინავს და რა ვუშველო .ამ სიცხეებში დამეწყო

მადლობა

Posted by: agr_bak 6 Aug 2012, 16:12
ToyotaMR2
აქ პედიატრს ეკითხებიან.....

თქვენ ჯანმრთელობის და მედიცინის განყოფილება გჭირდებათ, იქ იკითხეთ smile.gif

Posted by: ToyotaMR2 6 Aug 2012, 16:19
QUOTE
აქ პედიატრს ეკითხებიან.....

თქვენ ჯანმრთელობის და მედიცინის განყოფილება გჭირდებათ, იქ იკითხეთ



უი მაპატიეთ smile.gif

Posted by: LOTUSi 6 Aug 2012, 18:03
ninoeqimi
კიდევ ერთი რაღაც მაინტერესებს

ძუძუს რო ჭამს, ბოლოს უკვე ითიშება ხოლმე, ეძინება, თვალები უტრიალდება და ეს მაინც იბრძვის და თავს იფხიზლებს. smile.gif

დღეს ერთი თვალი ცხვირისკენ გაატრიალა. თვალის ექიმთან მივიყვანო? ნევროპათოლოგს გასინჯული ყავს, ოღონდ ეს არ მითქვია, ვიფიქრე რო ეძინება ითიშება და მაგიტო აკეთებს თქო. ერთი ორჯერ მქონდა შემჩნეული, მაგრამ დღესაც გააკეთა და არ ვიცი რისი ბრალია. სხვა დროს არაფერი მსგავსი არ ხდება, კარგად კონცენტრირდება ყველაფერზე, აკვირდება, თვალს აყოლებს, თავსაც. მოკლედ მარტო ჭამის მერე მაქ შემჩნეული mo.gif

Posted by: sapple 6 Aug 2012, 18:57
გამარჯობა ნინო ექიმო,ჩემს შვილს ბოლო რამდენიმე დღეა კუჭი აქვს აშლილი ძალიან,ძუძუზე მყავს,თავიდანვე ყველაფერს ვჭამ და არ ქონია პრობლემა.ამასთანავე გუშინწინ დილის შემდეგ თვითონ არ გასულა კუჭში,გუშინ საღამომდე ველოდე და შემდეგ გადაჭრილი ოყნით დავეხმარე.დღესაც ანალოგიურად.წუხილით არ წუხს,არც მუცელი ტკივა. გთხოვთ მითხრათ რა მივცე რომ მოუწესრიგდეს კუჭ-ნაწლავი?და მეც ხომ არ მივიღო რაიმე პრეპარატი?
წინასწარ მადლობა პასუხისთვის.

Posted by: ninoeqimi 6 Aug 2012, 21:53
Diamond Girl
ინფანტილური სპაზმი ძალიან სერიოზულია, ამიტომ ეცადეთ ტელეფონის ვიდეოზე დააფიქსიროთ თუ კიდევ გააკეთებს და ისე მიხვიდეთ ექიმთან. კიდევ ერთი თუ ეს ის არის რაზეც მე ვლაპარაკობ და რაზეც ნანას შეეპარა ეჭვი ეს საკმაოდ სერიოზულია და თავს არ დამალავს ამიტომ არ გამოგეპარებათ არავითარ შემთხვევააში
sapple
ძუძუს ბავშვი თუა აცალეთ რამოდენიმე დღე არ დაეხმაროთ, მოიწესრიგებს თავად, თუ არა და პედიატრს აჩვენეთ
L0TUS
გადაიღეთ ვიდეოზე ისე ძნელია გაგება

Posted by: Diamond Girl 6 Aug 2012, 22:32
ninoeqimi
QUOTE
Diamond Girl
ინფანტილური სპაზმი ძალიან სერიოზულია, ამიტომ ეცადეთ ტელეფონის ვიდეოზე დააფიქსიროთ თუ კიდევ გააკეთებს და ისე მიხვიდეთ ექიმთან. კიდევ ერთი თუ ეს ის არის რაზეც მე ვლაპარაკობ და რაზეც ნანას შეეპარა ეჭვი ეს საკმაოდ სერიოზულია და თავს არ დამალავს ამიტომ არ გამოგეპარებათ არავითარ შემთხვევააში


ძალიან შევშინდი,თუ შეგიძლიათ ცოტა ინფორმაცია მომაწოდოთ ამ ინფანტილურ სპაზმზე,რას იწვევს და რა იწვევს მაგას?თავისით გაივლის არაფერი რომ არ გამოუწერა ნანამ?

Posted by: ninoeqimi 6 Aug 2012, 22:45
Diamond Girl
დაგუგლეთ და უამრავ ინფორმაციას მოიძიმებთ, მე არ მითქვამს რომ თქვენს შვილს ეს ააქვს, მე გითხარით რომ ეჭვი გაუჩნდა, ამიტომ გითხრათ დაკვირვებოდით, თუ გახშირდა, მაშIნ მიხვალთ, გაუკეთებთ ეეგს თუ არ დადასტურდა, არაფერი არ ჭირდება თავისით გაივლის, თუ დადასტურდა მხოლოდ ამის შემდეგ უმკურნალებთ

Posted by: Free Aquarius 7 Aug 2012, 00:18
ნინო ექიმო ერთი წლის შემდეგ დასალევ ფორმულას რომელს მირჩევთ?უკეთესია თუ რკინით იქნება გამდიდრებული.ნუტრილაკს სვამდა,ჰუმანათი შევუცვალე და რაღაც არ მოსწონს.ძილის წინ სვამს ფორმულას,დილით თხის რძეს და ძუძუსაც წოვს ისევ.

Posted by: matmatuna 7 Aug 2012, 00:46
Diamond Girl
QUOTE
თუ შეგიძლიათ ცოტა ინფორმაცია მომაწოდოთ ამ ინფანტილურ სპაზმზე

ინგლისური იცი?
ეპილეფსი სინდრომია... ჩვილებში. კრუნჩხვებით და ჩამორჩენით განვითAრებაში
ვეცადე ვიდეო მომეძებნა და ნახე აბა და შეადარე, ასეა შენი პატარაც?
აუცილებლად უნდა გადაიღო როცა დაიწყებს ხელების გაშლას და ექიმს უნდა აჩვენო, აუცილებლად!
http://www.sabril.net/InfantileSpasms.aspx?cid=1000&utm_medium=Links&utm_source=www.seizureresources.com&utm_content=/
არ შეგეშინდეს, მაგრამ ყურადღებით უნდა იყო რომ არაფერი გამოგეპაროს, ხშირად ეს სიმპტომები ბავშვის ჩვეულებრივ მოქმედებაში ერევათ.
მჯერა შენი პატარა ჯანმრთელია და ყველაფერი კარგად ექნება smile.gif





ეს ბოლო ვიდეო ექიმის კაბინეტშია გადაღებული და აღწერაშიც აქვს მითითებული რომ სწორედ ახალბედა დედებითვისაა, რომ უკეთ გაარჩიონ სიმპტომები ჩვეულებრივი ხელების ხვანცალისგან.


პ.ს. ბოდიშს ვიხდი ექიმის თEმაში რომ შემოვიჭერი, მაგრამ რადგან ექიმმა არ გასცა პასუხი, მე ვიხელთე დრო, რათA თAვი წარმოვაჩინო givi.gif და
მზად ვარ დავიჭიპო კიდეც ამისთვის yes.gif

Posted by: blblbl 7 Aug 2012, 01:22
matmatuna
ისე არ ვიცი რამდენად სწორად ვაფასებ მაგრამ ჩემი აზრით აშკარად განსხვადება ჩვეულებრივი ხვანცალისგან სახის მიმიკაზეც ეტყობატ რომ რაღაც სხვანაირად ხვანცალებენ

Posted by: matmatuna 7 Aug 2012, 01:52
blblbl
QUOTE
განსხვადება ჩვეულებრივი ხვანცალისგან

yes.gif განსაკუთრებით ბოლო ვიდეოზე, მაგრამ დანარჩენ ბავშვებს სახეზე ნაკლებად ეტყობათ და თან აუცილებელიც არაა ასე მიყოლებით ჰქონდეთ ამდენი სპაზმი. შეიძლება გაფანტულად მთელი დღის განმავლობაში ჰქონდეს, ამიტომ შეიძლება ვინმემ 1-2 წამიან სპაზმს არც მიაქციოს ყურადღება
ამ ვიდეობით შედარებას კი გააკეთებს ადამიანი...

Posted by: agr_bak 7 Aug 2012, 02:17
matmatuna
QUOTE
პ.ს. ბოდიშს ვიხდი ექიმის თEმაში რომ შემოვიჭერი, მაგრამ რადგან ექიმმა არ გასცა პასუხი, მე ვიხელთე დრო, რათA თAვი წარმოვაჩინო  და
მზად ვარ დავიჭიპო კიდეც ამისთვის

პირიქით ძალიან სასარგებლო პოსტია.

მე როგორ ''შემოჭრებსაც'' ვგულისხმობ ადრესატები მიხვდებიან smile.gif


''გამიგია, ნათესავის ბებიამ მითხრა, გამოლოცვა უნდა,'' და მისთანა რჩევებს რომ იძლევიან მენტორული ტონით .
* * *
matmatuna
QUOTE
ამიტომ შეიძლება ვინმემ 1-2 წამიან სპაზმს არც მიაქციოს ყურადღება

ხოო შეიძLება უბრალო გაჟრიალებაშიც კი აერიოს დაუკვირვებელ თვალს, თუ იშვითად გააკეთე დღის განმავლობაში

Posted by: natka80 7 Aug 2012, 10:16
matmatuna
ასეთი შეტევები მერე რამდენჯერ შეიძლება დაემართოს, ? უცნაურია ძალიან

Posted by: sapple 7 Aug 2012, 11:14
ninoeqimi
მადლობა
.......................

Posted by: ninia84 7 Aug 2012, 11:26
ორსულობისას, სწორ ნაწლავზე ნახეთქის დროს, რომელი სანთლის გამოყენებაა შესაძლებელი?

Posted by: bancura 7 Aug 2012, 11:30
ninoeqimi

გამარჯობა ნინო ექიმო,რეფლექსებზე დაისვა ბევრი კითხვა და მეც დამაინტერესა .... ჩემი პატარა 3 თვე ნახევრისაა ძილის დროს ხმაურზე და შეხებაზე ხტება და ხელებს და თითებს შლის ანუ ასე ვთქვათ კრთება და ეს საშიშია უნდა ვანახო ნებროპათოლოგს ?

მადლობა

Posted by: Diamond Girl 7 Aug 2012, 13:22
ვნახე ეს ვიდეოები, აქ ბავშვებს სახე ეცვლებათ და აშკარად ნერვიულობენ ხელების შლისას, ჩვენ ასე არ ვართ , თანაც ასეთ მომენტში ზუსტად როცა ხელებს განზე შლის ნანა ტატიშვილს ყავს ნანახი და არაფერიაო მითხრა,თუ შეატყვე რომ მოუმატაო და სახეც შეეცვალაო მაშინ გჭირდებითო თუ არადა აღარ გჭირდებითო,არც არაფერი დაუნიშნია. რომ ნახა ასეთ მომენტში მერე გვერდზე რაღაცეები დაუბრახუნა ხმამაღლა ბავშვს და აკვირდებოდა, კაი ბავშვია რა გინდაო მითხრა .
თავისით როდის გაივლის წესით?

Posted by: miravilla 7 Aug 2012, 14:52
გამარჯობათ, გეხვეწებით ვინმემ იქნებ უცებ მიპასუხოთ. ბავშვი მყავს ბაკურიანში, გვერძე ოთახში მეზობლის ბავშვს აქვს ენტეროვირუსი, რამე შეიძლება მოვიმოქმედოთ რომ არ გადაედოს? პროფილაკტიკისთვის რაიმე წამალი ხომ არ შეიძლება რომ დავალევინო? გეხვეწებით მიპასუხეთ ვინმემ თუ რამე იცით.

მადლობა.

Posted by: ninoeqimi 7 Aug 2012, 22:25
bancura
ძილში კრთომა ბუნებრივი მოვლენაა და არაფერი არ ჭირდება.
Diamond Girl
ხოდა რადგანაც ნახა და არ ჩათვალა ამ მომენტში საყურადღებოდ დააკვირდით ყოველგვარი პანიკის და ნერვიულობოს გარეშე.
miravilla
მოარიდოთ ბავშვი ავადმყოფ ბავშვთან კონტაქტს, ფანჯარა ზაფხულია და ისედაც გექნებათ ღია. წამალი არაფერი არ არის, რაც დაიცავს, ინკუბაციური პერიოდი 2-10 დღეა და ამ დროს არის გადამდები, მანამ სანამ კლინიკა გამოვლინდება, ამდენად თუ მჭიდრო კონტაქტი არ ქონია ავადმყოფ ბავშვთან ნაკლები შანსია გადადების

Posted by: QoniCo 7 Aug 2012, 22:54
ლაშა იქავებს სახეს უკვე ერთი კვირაა, ხელში რომ დავიჭერ მხარზე მიხახუნებს სახეს, თავიდან უფრო ცხვირს იქავდა თითქოს და დღეს დილიდან აქვს ცოტა შეწითლებული მარცხენა წარბი, კანიც თითქოს სხვანაირი აქვს, ბიოლაინის სახის მაზს რომ უსმევ უფრო უწყნარდება, თუმცა მერე ისევ უწითლდება, რა შეიძლება იყოს? ალერგიაა თუ კანის რამე? sad.gif საშიშია ნეტა?

Posted by: Diamond Girl 8 Aug 2012, 12:06
ninoeqimi
QUOTE
Diamond Girl
ხოდა რადგანაც ნახა და არ ჩათვალა ამ მომენტში საყურადღებოდ დააკვირდით ყოველგვარი პანიკის და ნერვიულობოს გარეშე.


კი კი აუცილებლად, წესით როდის უნდა გაიაროს თავისით? ცოტა მენერვიულება თავისთავად

Posted by: Galo 9 Aug 2012, 07:59
გამარჯობათ!
ბავშვს (1,1) მეორე დღეა აქვს სიცხე 37,7 - 38, დამწევს არ ვაძლევ, სურდო და ხველა არ აღენიშნება, ღამე მომეჩვენა რომ სუნთქვა გაუხშირდა,შემეშინდა (3თვის ასაკში ბრონქო-სპაზმით რეანიმაციაში ვიწექით((( ) და სასწრაფო გამოვიძახე. ფილტვები - ბრონხები სუფთა აქვს, ყელი აქვს ძალიან წითელი ნადებით, მითხრეს ანტიბიოტიკი დაჭირდებაო, პედიატრს აჩვენეთო. ჩვენი პედიატრი შვებულებაშია, ანტიბიოტიკის მიცემა არ მინდა, თანაც წავიკითხე ასეთ ასაკში ანგინა პრაქტიკულად გამორიცხულიაო. როგორ მოვიქცე?

Posted by: temosabasdeda 9 Aug 2012, 21:43
მაინტერესებს ახალობლილის კანს რა შაუალებით მოვუარო ზაფხულის პერიოდი? გამომშრალი აქვს კანი.ზეთი რომ წავუსვი აშკაარაად დაუწითლდა კანი .პუდრაც Uსრობს და რავიღონო>?
ან რომლი ფირმის პროდუქციაა კარგი რომ ალერგიაც არ მისცეს და არც ჩაუხუროს კანი> ? თუ ზაფხულში არაა საჭირო? გვირილით და ორკბილათი ვბან Dღეშ ორჯერ მონაცვლეობით.კიდევ რა გავაკეთO / 10 დღისაა ახალშობილი

Posted by: akmanagement 11 Aug 2012, 09:52
გამარჯობა. თუ შეიძლება მიპასუხოთ, პატარა 6 თვის არის და ახლახანს შევამჩნიე რომ თავი მარჯვნივ ააქვს გადახრილი. ვარჯიშებს არ აკეთებს არ სიამოვნებს მარჯვენა მხარეს თავის მიტრიალება. რა შეიძლება გავაკეტო და თუ არის საშიში?... მადლობა წინასწარ.

Posted by: KABELI 11 Aug 2012, 15:45
მაინტერეს ებს კარგი ყელყურცხვირის ექიმის კოორდინატები, იქნებ ვინმემ იცოდეტ? მადლობა წინასწარ

Posted by: ninoeqimi 11 Aug 2012, 23:59
QoniCo
არ წაუსვათ არაფერი ისე აჩვენეთ ექიმს, მალამოებმაშეიძლება შენიღბოს სურატი და გაუჭირდეს ექიმს ამოცნობა.
Diamond Girl
მაგას არა აქვს კონკრეტული ვადა, მთავარია არ გახშირდეს
Galo
მიიყვანეთ სხვა პედაიტრთან, ანტიბიოტიკის საკითხი თქვენ კი არა ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, მისი მიცემა სურვილზე არ არის დამოკიდებული, მთავარია რა მდგომარეობა აქვს, მე იმ ექიმების კატეგორიას განვეკთვნები ვინც არ იყენებს ხშირად ანტიბიოტიკს, თუმცა მქონია შემთხვევები და ანგინის დროს ორალურ ანტიბიოტიკსაც არ დავჯერებივარ და ინექციები დამინიშნია, მთავარია მდგომარეობა, თანაც გაითვალისწინეთ ანგინა შეიძლება იყოს სტრეპტოკოკული, რომელზეც მხოლოდ ანტიბიოტიკი მოქმედებს, სტრეპტოკოკი კი რევმატიზმის გამომწვევად ითვლება, ამიტომ ნუ გარისკავთ.
temosabasdeda
ტალკი ცინკს შეიცავს და გამოაშრობს კანს, გამოიყენეთ მუსტელას ან ბიოლაინის დამატენიანებელი კრემი. ასევე არ დაბანოთ საპნით, გამოიყენეთ დასაბანი ქაფები.
akmanagement
მუცლადყოფნის პპოზის შედეგია, თუ არ გაასწორა მაშინ ვარჯიშები დაგჭირდებათ

Posted by: Free Aquarius 12 Aug 2012, 00:01
გამარჯობათ ნინო ექიმო! წლის და სამი თვის ბავშვს ერთი დღე რომ არ ჰქონდეს კუჭის მოქმედება ნორმალურია? და იქნებ წლის მერე დასალევი ფორმულაც მირჩიოთ ( რკინით გამდიდრებული) . ჰუმანას ვასმევ დ. Aრ მოსწონს.მადლობა smile.gif

Posted by: Galo 12 Aug 2012, 12:52
QUOTE
მიიყვანეთ სხვა პედაიტრთან, ანტიბიოტიკის საკითხი თქვენ კი არა ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, მისი მიცემა სურვილზე არ არის დამოკიდებული, მთავარია რა მდგომარეობა აქვს, მე იმ ექიმების კატეგორიას განვეკთვნები ვინც არ იყენებს ხშირად ანტიბიოტიკს, თუმცა მქონია შემთხვევები და ანგინის დროს ორალურ ანტიბიოტიკსაც არ დავჯერებივარ და ინექციები დამინიშნია, მთავარია მდგომარეობა, თანაც გაითვალისწინეთ ანგინა შეიძლება იყოს სტრეპტოკოკული, რომელზეც მხოლოდ ანტიბიოტიკი მოქმედებს, სტრეპტოკოკი კი რევმატიზმის გამომწვევად ითვლება, ამიტომ ნუ გარისკავთ.

მეზობელ პედიატრს ვაჩვენე,რკალისებური სიწითლე აქვსო,არანაირი ნადები! ტანტუმ-ვერდე-თი გამოვედით. 2დღე ჰქონდა სიცხე,თანაც მე10 კბილოი ამოეჭრა.მაგარია ჩვენი სასწრაფო! ყელსაც ვერ ნახულობენ წესიერად,სხვა რა უნდა გააკეთონ?!

Posted by: sandrikia 12 Aug 2012, 21:30
გამარჯობათ კითხვა მაქ ეგეთი. გავცივდი ერთი 5 დღეა რა, თავიდან მაცემინებდა, წყალივით მომდიოდა ცხვირიდან, მახველებდა, 2 დღეა შემიჩერდა ეს ყველაფერი. უი ხო კიდე სიცხეც მქონდა 38.1 მერე ჩამოვიდა ქვევით მარა პატარა სიცხეები მაინც შემინარჩუნდა. უბრალოდ სიცხეები მაქ და სუსტად ვარ ესე არასდროს ვყოფილვარ რა ხდება ვერ ვხვდები. ექიმთან ვიყავი მომისმინა ფილტვებზე სველი ხიხინი არ არისო... დამინიშნა წამლები და ვსვავ ეხლა. მარა სუსტად ვარ სულ... რაღაც თვალები დამძიმებულად მაქ. და 36.9 მაქ ხოლმე. მერე ადის 37/ 31 თზე გამაგიჟა უკვე, ცოტაც მამტვრევს ხოლმე სახსრებში. და იქნებ იცოდედ რა ხდება???

PS: ანტიბიოტიკმა იცის სისუსტე???

Posted by: khatia88 13 Aug 2012, 00:07
ninoeqimi
ნინო ექიმო მყავს 3 წლის ბიჭი. ბოლო ხანებია ვამჩნევ რომ ძილის დროს ძალიან გრილდება, წეღან გავუსინჯე სიცხე და 35,2 აქვს ტემპერატურა
არ წუხს და არაფერი, უბრალოდ ძალიან გრილია, მღვიძარე მდგომარეობაში მსგავსი არ შემიმჩნევია. რა შეიძლება რომ იყოს?

Posted by: Diamond Girl 15 Aug 2012, 15:41

გამარჯობა ნინო ექიმო, ჩემმა პედიატრმა დაგვინიშნა კალცი ქეა, 2 თვეა ვასმევ, 3 ტვის ვართ,ეხლა უკვე 1\2 კოვზს 2ჯერ დღეში , დღეს უბნის პოლიკილინკაში ჩავედით და იმან შეიცხადა არაფრით არ შეიძლება წლამდე ბავშვისთვისო, 1\2 კოვზი დღე გამოშვებით მიეციო. წამალს კი აწერია რომ 1წლიდან იწყება და მართლა არ უნდა მიმეცა?

Posted by: ninoeqimi 15 Aug 2012, 21:46
khatia88
თუ ბავშვი პედიატრს კარგად ყავს გასინჯული და არანაირი დარღვევა არ აღენიშნება, სანერვიულო არაფერია, არსებობს გულის გარკვეული პათოლოგიები, რომლებსაც აღნიშნული ახასიათებთ, მაგრამ ეს არ გამორჩებოდა ექიმს გასინჯვისას.

Diamond Girl
მე ვთვლი, რომ ხელოვნურად კალციუმი ჯანმრთელ ბავშვს არ ჭირდება, მითუმეტეს როდესაც პრეპარატს აწერია რომ მოცემულ ასაკში არ გამოიყენება, არა მგონია რეკომენდირებლი იყოს ამ პრეპარატის გამოყენება.

Posted by: Neno_ 15 Aug 2012, 21:53
ninoeqimi
ცხვირზე, ნესტოებთან დაბადებიდან სიწითლეები აქვს ბავშვს, ტყლიპი სავარაუდოდ არაა, ალბათ ჩაწყვეტილი სისხლძარღვებია (?) და რამე საშიშს გავს, თქვენი აზრით?
(უბნის პედიატრმა, გაუვლისო, მარა დედაჩემი ძალიან ნერვიულობს)

აი აქ კარგი რაკურსით ჩანს, ზემოდან smile.gif
უნდა წავიყვანოთ რამე სერიოზულ ექიმთან, თუ სტანდარტული რამეა?

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru


Posted by: khatia88 15 Aug 2012, 22:08
ninoeqimi
დიდი მადლობა
.

Posted by: ninoeqimi 16 Aug 2012, 13:01
Neno_
რა ხნისააა ბავშვი? ზოგჯერ აქვთ თანდაყოლილი ლაქები, ჩემს შიVლსაც ქონდა თვალთან და 3 თვისას გაუარა, პედიატრმა თუ ნახა და ჰემანგიომა გამორიცხა, საშიში არაფერია

Posted by: Princess 16 Aug 2012, 14:13
ninoeqimi
რამოდენიმე კვირაა რაც ჩემმა ბიჭმა დაიწყო ფეხების ბრახუნი biggrin.gif როგორ იცი, ძილის წინ ძირითადად სანამ ღმად დაიძინებს აწევს ორივე ფეხს და მერე მოწყვეტით საწოლზე დაარტყამს, საწოლი ირყევა და ასე აბრახუნებს სანა,მ დაიძინებს. ყველა დაძIნების წინ აკეთებს ასე, რამე დარღვევაა ეს თუ რა ხდება? 5 თვისაა

ადრე დაძინების წინ ტავს აქანებდა აქეთ იქით, ამას აღარ აკეთებს, ეხლა ფეხებით დაიწყო, ნერვიულია ეს ყველაფერი?

Posted by: Neno_ 16 Aug 2012, 14:50
ninoeqimi
დიდი მადლობა პასუხისთვის!

QUOTE
ჩემს შიVლსაც ქონდა თვალთან და 3 თვისას გაუარა,

5 თვისაა ეს უკვე და არ გაუარა ჯერ user.gif

QUOTE
პედიატრმა თუ ნახა და ჰემანგიომა გამორიცხა, საშიში არაფერია

ჰემანგიომა ნანახი მაქვს და ამობერილი არ უნდა იყოს? არ გავს ეს საერთოდ ჰემანგიომას (პედიატრს მე არ გავსაუბრებივარ და ჰემანგიომა არ არისო ამ სიტყვებით თუ უთხრა არ ვიცი, ის ვიცი, რომ საშიში არააო, ეს უთხრა).
ისე, ჰემანგიომას მკურნალობა სჭირდება ასეთ პატარა ასაკში?

Posted by: sandrikia 16 Aug 2012, 17:15
..............................................

Posted by: LOTUSi 16 Aug 2012, 18:14
ninoeqimi

http://www.radikal.ru

ეს აქვს ძუძუზე დიდი ხანია, 2 თვისაა უკვე. ქაფურის ზეთი დაგვინიშნა ექიმმა მაგრამ არ შველის, ეხლა მითხრა ქირურგს ანახეო. თქვენი აზრი მაინტერესებს, თავისით არ გაუვლის? ან რა შეიძლება კიდევ გავუკეთო?

Posted by: niniko09 16 Aug 2012, 18:44
Neno_
აქ ალბათ უფრო ექიმმა უნდა გიპასუხოს, მაგრამ თუ დაგამშვიდებ - ჩემებს სამივეს ჰქონდა მსგავსი რამ ცხვირის თავზე და გაუარა სადღაც წლის ასაკამდე

Posted by: Neno_ 17 Aug 2012, 10:04
niniko09
QUOTE
ჩემებს სამივეს ჰქონდა მსგავსი რამ ცხვირის თავზე და გაუარა სადღაც წლის ასაკამდე

ვაიმე, რა კარგია smile.gif

მეც მგონია, რომ არ არის არაფერი სერიოზული biggrin.gif

გაიხარე 2kiss.gif

Posted by: KaTeRiN 17 Aug 2012, 10:31
Neno_
ჩემსასაც ქონდა, გადაუვიდა 6თვისას დაახლოებით, ეხლაც ცხვირის მოწმენდის დროს ისევ უწითლდება, თხელი კანი და სუსტი სისხლძარღვებიაო მანდ ექიმმა და ეცადეთ არ შეეხოთო

Posted by: ninoeqimi 17 Aug 2012, 15:23
Princess
ალბათ არაფერია, მაგრამ მაინც გადაიღეთ ვიდეოზე, ამ დროს სახის გამომეტყველება მნიშვნელოვანია.
L0TUS
ქირურგს აჩვენეთ, თან კვალიფიციურს, ჩირქგროვას გავს.

Posted by: LOTUSi 17 Aug 2012, 15:56
ninoeqimi

დღეს ვაჩვენე პოლიკლინიკის ქირურგს და მითხრა ზილიონკა უსვიო და მოძვრებაო თავისით. თუ გაურთულდა მოდიო.

არ ვიცი რამდენად კვალიფიციურია ის ქირურგი sad.gif

Posted by: Free Aquarius 17 Aug 2012, 23:36
გამარჯობათ ნინო ექიმო!ბავშვს(1 წლის და 3 თვის)დილიდან აქვს მაღალი ტემპერატურა,ვაძლევ კალპოლს,უვარდება რამდენიმე საათი და ისევ მაღლა უწევს.კუჭის მოქმედება ნორმალურად ჰქონდა დღეს,მაგრამ ეხლა შევამჩნიე პამპერსზე ფერი შეცვლილი,ანუ წყალვით თხლად გავიდა.ყელს არ გვაჩვენებს ნორმალურად.მგონი ოდნავ აქვს წითელი.ვასხურებ ორონორმს და იომოგი მივეცი კიდევ.რა შეიძლება გავაკეთო?საჭიროა ექიმმა ნახოს?მე მქონდა სურდო,ყელი მტკიოდა Dა დაბალი სიცხეც მქონდა,ეხლა ცოტა მახველებს.შეიძლება ჩემგანაც გადაედო.თან საღეჭი კბილი ამოსდის.ვერ გავიგე რისი ბრალია.თუ ანტიბიოტიკის მიცემა გახდა საჭირო,ანტიბიოტიკებზე უნდა გავაკეთოთ ანალიზი?მადლობა წინასწარ

Posted by: exploit 18 Aug 2012, 10:36
წუხანდელ ნიავში სეირნობამ პატარა გაგვიცია და სიცხე აქვს 38.5
5.5 თვისაა

როგორ უნდა მოვიქცეთ

წინასწარ მადლობა პასუხისთვის

Posted by: *tamtam* 18 Aug 2012, 12:55
4 წლის ბავშვი 2 დღეა იტკიებს თავს sad.gif რა შეიძლება ჭირდეს? ისე მეშიანია, ინტერნეტი გავსებულია ავადმყოფი ბავშვების ფოტოებით sad.gif
ორშაბათს კი მიმყავს ნევროპათოლოგთან, მაგრამ იქამდე ვნერვიულობ.

შეიძლება 4 წლის ბავშვს თავი ტკიოდეს? sad.gif

Posted by: blblbl 18 Aug 2012, 12:57
*tamtam*
კი შეიძლება სტკიოდეს,მაგრამ იმას ნამდვილად არ ნიშნავს რომ რამე ცუდი სჭირს და იმიტომ სტკივა ,მზეში ხო არ იარა?ან დიდხანს ხომ არ იყო კომპთან და ტელევიზორთან ბევრ უბრალო რამეს შეუძლია თავის ტკივილის გამოწვევა ნუ ნერვიულობ

Posted by: ninoeqimi 18 Aug 2012, 13:29
Free Aquarius
თუ თბილისში ხართ ჯობია მიიყვანოთ ექიმთან, ანალიზი უნდა გააკეთოთ სისხლის და განავლის, მიას მიხედვით გადაწყდება ანტიბიოტიკის საკითხი, თუ ვირუსული ინფექციიაა არ არის საჭირო, თუ ბაქტერიული, მაშინ დაუნიშნავს ექიმი. სხვას თქვენ ვერაფერს გააკეთებთ, ბევრი სითხე მიეცით და ექექროლიტი, სხვა დანარჩენი ექიმმა უნდა გადაწყვიტოს.
exploit
სიცხის დამწევი დაალევინოთ და თუ ცხელება გაგრძელდა ექიმს აჩვენოთ.
*tamtam*
შეიძლება რომ ტკიოდეს, თუ ტრავმა არ მიუღია, ანუ არ წაქცეულა და თავი არ დაურტყამს, მაშინ დაალევინეტ პარაცეტამოლი და დააკვირდით. ოჯახში იცით თავის ტკივილებიიი?

Posted by: snowflake 18 Aug 2012, 13:51
ჩემს პატარას 40 დღისაა ბეჭზე ანაცრელ ადგილას შეწითლებული აქვს და პრიშიკივითაა და როგორ მოვიქცე?

Posted by: blblbl 18 Aug 2012, 13:52
snowflake
ხელი არ ახლო,შეიძლ;ება დაუჩირქდეს კიდეც 99%მასე ემართება და არაა საშიში ხელი არ მოკიდო და არ გამოუღო ჩირქი

პ.ს.ბეჭზე თუ მკლავზე?სამშობიაროში მკლავზე ცრიან ამაზე ამბობ ხო?

Posted by: snowflake 18 Aug 2012, 13:56
blblbl, ხო მკლავზე. თავისით გაუვლის?

Posted by: blblbl 18 Aug 2012, 13:59
snowflake
კი გაუვლის მაგ აცრის ჩვეულებრივი რეაქციაა ,პედიატრს დაურეკე ტუ გინდა ამრა იგივეს გეტყვის არაფერი არ უნდაო smile.gif

Posted by: Free Aquarius 18 Aug 2012, 16:09
ninoeqimi
მადლობა ნინო ექიმო smile.gif

Posted by: Princess 19 Aug 2012, 22:56
ninoeqimi
ხო მეც ვიცი სახესაც ვაკვირდები რაც ეს ფეხების ქნევა დაიწყო. სახე მშვიდი აქვს, გრიმასებს არ აკეთებს ამ დროს. ამ დღეებში მაინც ვაჩვენებ ექიმს, რამე არ გამომეპაროს
მადლობა ყურადღებისთვის smile.gif

Posted by: *tamtam* 20 Aug 2012, 00:10
ninoeqimi

მე ვიტკიებდი თავს, მაგრამ არ მგონია იმეორებდეს, მართლა ტკიოდა.

უკანა კბილებზე მაქვს ეჭვი, შესაძლოა, რომ მაგიტომ ტკიოდეს?

Posted by: ta-musia 22 Aug 2012, 13:32
ჩემს პატარას აქვს როგორც პედიატრმა მითხრა ჰემანგიომა, ორი თვის არის, თავიდან რომ შევნიშნე წერტილივით იყო ეხლა ცოტა ამობურცული მეჩვენება, აქვს ფეხის გულზე, პედიატრმა გაიწოვსო, რას მირჩევთ ვაჩვენო თუ არა კიდევ ვინმეს და არის თუ არა საშიში

Posted by: vinnie 22 Aug 2012, 15:44
ახალშობილ გოგონას ქვემოთ თეთი საცხივით რომ აქვს მაგის ჩამობანა ხელით არ შეიძლება ხო?მიპასუხეთ რაა,რა შეიძლება მოხდეს ჩამობანის შემთხვევაში

Posted by: ta-musia 22 Aug 2012, 16:44
რავიცი მე სოდიანი წყლით მოვაშორე
* * *
არაფერი არ დამართნია პირიქით გადასარევად მოშორდა

Posted by: Free Aquarius 22 Aug 2012, 17:31
QUOTE (vinnie @ 22 Aug 2012, 15:44 )
ახალშობილ გოგონას ქვემოთ თეთი საცხივით რომ აქვს მაგის ჩამობანა ხელით არ შეიძლება ხო?მიპასუხეთ რაა,რა შეიძლება მოხდეს ჩამობანის შემთხვევაში

სამშობიაროში გამაფრთხილეს ხელი არ ახლოო.

Posted by: vinnie 22 Aug 2012, 19:14
QUOTE
სამშობიაროში გამაფრთხილეს ხელი არ ახლოო.


ხო მეც ესე მითხრეს მაგრამ ჩემმა ჯიუტმა დედამთილმა მაინც გამოწმინდა,ძალიან ვნერვიულობ sad.gif

Posted by: ninoeqimi 23 Aug 2012, 00:11
vinnie
სანერვიულო არაფერია, უბრალოდ ამ საცხს აქვს დამცავი ეფექტი, ამტომ სასურველია არ ჩამობანო რამოდენიმე დღე, თავისით მოცილდება

Posted by: tikusha 23 Aug 2012, 00:32
ninoeqimi
ნინო ექიმო, ბავშვი 3.5 წლისაა

ზამთრიდან მოყოლებული ემართება ასეთი რამე,ხან მარცხნივ ხან მარჯვნივ თავის გატრიალებისას მოულოდნელად იწყებს ტირილს, თითქოს კისერზე ძარღვი ენასკვებაო

რა შეიძლება იყოს და რომელი პროფილის ექიმს უნდა ვესტუმრო?? ბავშვი უკვე თვითონ მეხვეწება ექიმთან წამიყვანეო, ძალიან ტკივა იმ დროს

Posted by: vinnie 23 Aug 2012, 14:03
QUOTE
სანერვიულო არაფერია, უბრალოდ ამ საცხს აქვს დამცავი ეფექტი, ამტომ სასურველია არ ჩამობანო რამოდენიმე დღე, თავისით მოცილდება


ვაიმე თქვენ არ იცით როგორ დამაწყნარეთ,მთელი ღამე არ მეძინა,ანუ არაფერი დაუშავდება ხო?ისედაც მოცილდებოდა თავისით

Posted by: ninoeqimi 23 Aug 2012, 15:53
tikusha
ხელს იდებს ამ დროს სად ტკივაააა?

Posted by: infuzoria 23 Aug 2012, 15:58
ninoeqimi
ბავშვისთვის ,კუჭის აშლილობის დროს მაწვნის მიცემა შეიძლება? user.gif

Posted by: ninoeqimi 23 Aug 2012, 16:03
ifuzoria
გაწურული მაწონი შეიძლება, ბავშვის ასაკის გათვალისწინებით

Posted by: vinnie 23 Aug 2012, 16:57
მაწონს როგორ ათბობთ თქვენ?შეიძლება ქვაბში პირდაპირ გაზზე გათბობა?

Posted by: eleven 23 Aug 2012, 17:15
ninoeqimi

საცრემლის პრობლემა გვაქვს დაბადებიდან. ეერთზე დაეხსნა და კარგად აქვს მაგრამ მეორედან მოსდის ისევ. 5 თვისაა. თქვენი აზრი მაინტერესებს.
ასევე მეორე კითხვა მაქვს - ჯერ ვერ ზის, მაგრამ დღის განვმალობაში მიზის ხოლმე ხან მუხლებზე და ხან ისე ხელზე, რადგან დაწოლილი ვერ ისვენებს. რამეს ხომ არ ვაშავებ? და კიდევ - ამ ბოლო დროს ვამჩნევ რომ ხელებით დაჭერისას ეზარება აწევა რომ დაჯდეს, ადრე არ ეზარებოდა ესე, რისი ბრალია?

Posted by: AnDy_ 23 Aug 2012, 18:36
7 თვის ბავშვებში გამონადენი ნორმალურია? იშვიათთAდ ვამჩნევ ხოლმე დაბადებიდან ცოტა გამონადენს და საშIშI ხომ არ არის?

Posted by: tikusha 23 Aug 2012, 18:39
QUOTE (ninoeqimi @ 23 Aug 2012, 16:53 )
tikusha
ხელს იდებს ამ დროს სად ტკივაააა?

კი იდებს ხელს, კისერზე გვერდით, ხან მარცხნივ და ხან მარხვნივ, უკან და წინ არა

Posted by: keep_walking 23 Aug 2012, 19:00
ninoeqimi
გამარჯობათ. ერთი კვირისაა ბავშვი და ხმაურზე უცნაურად რეაგირებს. შეკრთება და ქვედა ტუჩი უკანკალებს : ( ძილის დროსაც უცებ ემართება მსგავსი რაღაც.
რა სჭირს ხომ ვერ მეტყვით ?

Posted by: tatuuu 23 Aug 2012, 22:01
chemi patara 1 dgisaa jer da tuchis garshemo da tvaltan akvs citeli laqebi, tan odnav aqerclili. Damatebas rom adzleven da shemokavt davakvirdi ro ufro ucitldeba tuchis garshemo es laqa. Risi brali sheidzleba ikos? Gauvlis? Ese xom ar darcheba?

Posted by: ninoeqimi 23 Aug 2012, 23:16
tikusha
ჯერჯერობით პედიატრს აჩვენეთ და ის დაგაკვალიანებთ.
keep_walking
ეს ნორმალურია.
tatuuu
ალბათ წოვისაგან უწითლდება ტუჩის გარშემო, ნუ ნერვიულობთ

Posted by: ta-musia 23 Aug 2012, 23:49
ესეიგი კაციშვილი არ გიპასუხებს რააა

Posted by: AnDy_ 24 Aug 2012, 01:44
ninoeqimi

იქნებ ჩემ კითხვასაც გასცეთ პასუხი?! spy.gif

Posted by: keep_walking 24 Aug 2012, 15:41
ninoeqimi
მადლობა, მე კიდევ შემეშინდა ძალიან

Posted by: eleven 25 Aug 2012, 00:37

ninoeqimi
QUOTE
საცრემლის პრობლემა გვაქვს დაბადებიდან. ეერთზე დაეხსნა და კარგად აქვს მაგრამ მეორედან მოსდის ისევ. 5 თვისაა. თქვენი აზრი მაინტერესებს.
ასევე მეორე კითხვა მაქვს - ჯერ ვერ ზის, მაგრამ დღის განვმალობაში მიზის ხოლმე ხან მუხლებზე და ხან ისე ხელზე, რადგან დაწოლილი ვერ ისვენებს. რამეს ხომ არ ვაშავებ? და კიდევ - ამ ბოლო დროს ვამჩნევ რომ ხელებით დაჭერისას ეზარება აწევა რომ დაჯდეს, ადრე არ ეზარებოდა ესე, რისი ბრალია?



ეს კითხვა გამოგრჩათ smile.gif

Posted by: angelgirl 25 Aug 2012, 10:39
eleven
ელენესაც ემართება მასე და მეც მაინტერესებს.

Posted by: ninoeqimi 26 Aug 2012, 23:04
AnDy_
რის გამონადენზე საუბრობთ?
eleven
წლამდე ევროპაში ცდილობენ ხელი არ ახლონ, თU ინფიცირდება მაშინ მკურნალობენ, ჩვენთან კი რატომღაც ხსნიან. მე პირადად არ გავუხსენი ჩემს შვილს და გაიხსნა თავისით.
მთავარია, რომ საყრდენით იჯდეს, ანუ მიყუდებული თქვენზე, ან სხვა მყარ საყრდენზე და არა ბალიშზე, ნახევრადმჯდომარე პოზიცია არ არის საშიში. ალბათ ბევრი ავარჯიშეთ და მობეზრდა.smile.gif

Posted by: tatuuu 26 Aug 2012, 23:57
ninoeqimi
ჩემ ბიჭს სამშობიაროში გადაუღეს ნეიროსონოგრაფია და დასკვნა ესეთია: ვლინდება პერინატალური ჰიპოქსია, პერიინტრავენტრიკულური ჰემორაგიის ულტრაბგერითი სურათი მარცხენა გვერდით პარკუჭში.
შეგიძლიათ მითხრათ რას ნიშნავს ეს და რამდენად საშიშია?
უბრალოდ მითხრეს რომ ნევროპათოლოგს აჩვენეთ და ის დაგაკვალიანებთო
სანამ მივალ იქნებ მითხრათ რას ნიშნავს და რამდენად საშიშია
კიდევ ბევრი დეტალი წერია, საბოლოო დასვკნა დავწერე მე უბრალოდ
მადლობა წინასწარ

Posted by: LOTUSi 27 Aug 2012, 00:17
tatuuu

გოგო მასე ეწერა ჩემსასაც და არაფერი დაუნიშნია smile.gif ჯანმრთელიაო დიდი ასოებით დამიწერა. ამას ცისტაც აქვს 2 მილიმეტრის და ამ ვადაზე ნორმალურიაო. მერე მაინც მინდა კიდე გადავუღო

Posted by: ninoeqimi 27 Aug 2012, 10:37
tatuuu
ეგ დასკვნა არაფერს არ ნიშნავს, თუ ბავშვი გასინჯვით ჯანმრთელი იქნება და ნევროლოგის გასინჯვა სასურველია აღარცმეტი ექიმი და მით უმეტესგადაღება აღარ არის საჭირო

Posted by: jalali 27 Aug 2012, 11:37
პედიატრთან მაქვს შეკითხვა (თუმტსა გამოცდილ დედიკოებსაც შეუძლიათ რჩევის მოცემა) ჩემს შვილს (4 წლის ხდება ახლა) მინდა შემოდგომაზე და გაზაპხულზე ვიტამინები დავალევინო. რა ვიტამინს მირჩევდით? smile.gif

Posted by: monogamist 27 Aug 2012, 12:55
ერთი წლისას გადაეყლაპა შვინდის კურკა და საშიშია?

Posted by: ninoeqimi 27 Aug 2012, 13:48
jalali
არანაირს, ჯანმრთელ ბავშვს ვიტამინი არ ჭირდებაააააააააააააააა.

Posted by: vinnie 27 Aug 2012, 13:58
მაწვნის ქვაბში გაზზე გათბობა შეიძლება?მიპსუხეთ რაა

Posted by: blblbl 27 Aug 2012, 13:59
vinnie
არა რა უნდა ამწონს ქვაბში?გამოიღე და დადგი ოთახის ტემპერატურაზე დადგება თითონ,გამთბარ მაწონს ან როგორ შეჭამს ბავშვი biggrin.gif

Posted by: infuzoria 27 Aug 2012, 14:06
vinnie
მე მეალის პატარა ჯამში ვუთბობ,მაწვნიან ხაჭოს ბანანს და პეჩენიას ,ნელ ცეცხლზე.მარტო მაწონი არ მიჭმევია საერთოდ.
ისე კი ცხელ ან თბილ წყალში, რომ ჩადო ,ეგრეც შეათბობ smile.gif

Posted by: tatuuu 27 Aug 2012, 16:25
L0TUS
გაიხარე! ვაიმე როგორ დავმშივდდი რო იცოდე, ლამის ჭკუიდან გადავედი მეგონა რამწ ჭირდა, მადლობა 2kiss.gif
ninoeqimi
დიდი მადლობა ნინო ექიმო, დავწყნარდი ცოტა. ნევროლოგთან მივიყვან მაშინ და შევამოწმებ უბრალოდ

კიდე ერთი კითხვა მაქვს, ბავშვი ძილში ხშირად კრთება, ხან ფეხი , ხან ხელი, ხანდახან ხშირადაც გადაბმულად
კიდე ხანდახან სწრაფად სუნთქავს ძალიან, თითქოს უჭირს სუნთქვა, მერე წყნარდება
საშიში ხო არაა ეს ყველაფერი?

Posted by: temosabasdeda 27 Aug 2012, 16:48
tatuuu
სანამ ექიმი გიპასუხებს დაგამშვიდებ დღეების პატარასთვის ნორმალურია ასეთი მოქმედებები
QUOTE
ბავშვი ძილში ხშირად კრთება, ხან ფეხი , ხან ხელი, ხანდახან ხშირადაც გადაბმულად
კიდე ხანდახან სწრაფად სუნთქავს ძალიან,
ყველაფერზე ნუ ნერვიულობ 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: tatuuu 27 Aug 2012, 17:08
temosabasdeda
სულ მგონია რომ რაღაც ჭირს, მეტყობა რო გამოუცდელი ვარ რაა smile.gif 2kiss.gif

Posted by: vinnie 27 Aug 2012, 17:57
QUOTE
არა რა უნდა ამწონს ქვაბში?გამოიღე და დადგი ოთახის ტემპერატურაზე დადგება თითონ,გამთბარ მაწონს ან როგორ შეჭამს ბავშვი biggrin.gif

ჩემი "ტვინიკოსა" დედამთილი ათბობს ეგრე,რამდენჯერ ვუთხარი ცხელ წყალში ჩავდოთ თქო და არ ესმის mad.gif

Posted by: jalali 27 Aug 2012, 22:57
ninoeqimi

QUOTE
არანაირს, ჯანმრთელ ბავშვს ვიტამინი არ ჭირდებაააააააააააააააა.


ხო მეც მაგას ვამბობ, თან სამ წლამდე ასაკის ბავშვში ყველანაირ წამალს ვერიდები, მაგრამ ამ გაზაფხულზე ვირუსი შეხვდა და თითქმის ზაფხულამდე თავს გვახსენებდა. ხოდა ვიფიქრე რამეს დავალევინებ და იმენიტეტს ავუმაღლებთქო. ისე დავშინდი ამ ვირუსებით.

Posted by: ninoeqimi 27 Aug 2012, 23:56
monogamist
საშიშია, მიიყვანეთ ექიმთან, შინდის კურკა წვეტიანია.
vinnie
არა, ადუღებული მაწონი რა საჭმელია, ცხელ წყალში უნდა ჩადო, სანამ ოთახის ტემპერატურაზე გათბება დამჟავდება.
tatuuu
ძილშ კრთმა ნორმააა

Posted by: tatuuu 28 Aug 2012, 19:21
ბავშვს აქვს მთლიანი ქუსლი დალურჯებული და რისი ბრალია? შეიძლება ნანემსარის გამო იყოს? მგონი რაღაც აცრას უკეთებენ ქუსლიდან თუ სწორად ვიცი

Posted by: ninoeqimi 28 Aug 2012, 22:48
tatuuu
აცრას არა, სისხლს იღებენ ფენილკეტონურიაზე და ჰიპოთირეოზზე

Posted by: AnDy_ 29 Aug 2012, 00:51
ninoeqimi

სასქესო ორგანოდან ქონდა გამონადენი გამჭირვალე რისი ბრალია?

Posted by: lizaveta 29 Aug 2012, 09:09
ninoeqimi
გამარჯობა ნინო ექიმო. ჩემი გოგო სექტემბერში ხდება წლის და ამ ბოლო დროს წალს რომ სვავს ბოთლით(ერთ ნახვრეტიანი საწოვარით)სცდევბა. ბოთლით ჭამს მაწონსაც დილას ან ღამე მაგრამ ის არ სცდება. რისი ბრალი შეიძლება იყოს? მხოლოდ საწოვარის თუ რამე პრობლემა შეიძლება ქონდეს?

Posted by: amoeka 29 Aug 2012, 14:13
ninoeqimi
გამარჯობა ნინო ექიმო. ჩემი ბიჭი 3 თვის 8 დღის არის და ოფლიანობა დაიწყო, როცა ჭამს თავი სულ უოფლიანდება და კიდევ 3 თვე ვაწოვებდი ძუძუს და პედიატრის რჩევით წყალს არ ვაძლევდი. ახლა შერეულ კვებაზეა, ძუძუსაც ჭამს და დამატებით საკვებსაც და წყალი დავალევინო ამ შემთხვევაში?

Posted by: ninoeqimi 29 Aug 2012, 20:40
amoekaწყალი შეთავაზეთ, თუ უნდა დალევს, თუ არა და არ დააძალოთ. D ვიტამინს ასმევდით როცა ძუძუს ჭამდა?

Posted by: tatuuu 29 Aug 2012, 21:18
ninoeqimi
ნინო ექიმო, დღეს მყავდა ბავშვი ნევროპათოლოგთან. შეგახსენებთ სამშობიაროში ნეიროსონოგრაფიის დასკვნას : ვლინდება პერინატალური ჰიპოქსია, პერიინტრავენტრიკულური ჰემორაგიის ულტრაბგერითი სურათი მარცხენა გვერდით პარკუჭში.
გასინჯა ნევროპათოლოგმა, მოეწონა კარგი ბიჭიაო, მაგრამ ცოტა აქტიური უფრო უნდა იყოს მაინცო.. მარცხენა ხელი აქვს შედარებით სუსტი და ხოხვის დროს არაა აქტიურიო.
დაგვინიშნა ე ვიტამინი და კავინტონი.
მაინტერესებს თქვენი აზრი რას ფიქრობთ ამ ყველაფრის შესახებ
განმეორებითი სონოგრაფია არ დაუნიშნავს.
და კიდე მითხრა ძუძუს რომ შეჭამს ყოველი ჭამის მერე აწონეო და აკონტროლე დღე ღამის განმავლობაში რამდენს ჭამს, თუ ძუძუ აღარ ჭამა, გამოიწველე და ისე მიეციო... როგორ უნდა მივცე ისე როცა ბავშვი ძუძუს აგდებს და აღარ უნდა
ველი თქვენს რჩევას, მადლობა წინასწარ

Posted by: ¤Gallardo¤ 29 Aug 2012, 21:26
რამე რომ გტკივა რა წამალი უნდა დალიო?

Posted by: amoeka 29 Aug 2012, 21:27
ninoeqimi
QUOTE
D ვიტამინს ასმევდით როცა ძუძუს ჭამდა?

არა არ ვასმევდი, არ დამინიშნა პედიატრმა. აქამდე არ ოფლიანობდა რამოდენიმე დღეა დაეწყო.

კიდევ მაქვს შეკითხვა: ბავშვს შევამჩნიე რომ თავი მარჯვენა მხარეს აქვს გადახრილი ეს მხოლოდ მარჯვენა მხარეს წოლის მრალი შეიძლება იყოს თუ სხვა რამის? დაძინების დროს ცდილობს თავი მარჯვენა მხარეს დადოს. ბავშვი 3 თვის არის.

Posted by: eleven 29 Aug 2012, 21:35
ninoeqimi
სამწუხაროდ ვერ მოვახდინე თქვენი პოსტის ციტირება, თქვენ წერთ რომ არ გაგიხსნიათ საცრემლე
ბავშვისთვის და თვითონ გაეხსნა. მაინტერესებს რა ხნის იყო ბავშვი და სანამ გაეხსნებოდა რა ტიპის მკურნალობას უტარებდით?

Posted by: blblbl 29 Aug 2012, 21:54
eleven
წლამდე გაეხსნება არ ინერვიულო smile.gif

Posted by: temosabasdeda 29 Aug 2012, 21:59
QUOTE
თავი მარჯვენა მხარეს აქვს გადახრილი

ეს მეც მაინტერესებს 1 თვისაა ჩემი და ხშირად აკეთებს ასე.

Posted by: ninoeqimi 30 Aug 2012, 15:14
tatuuu
მე არ ვიყენებ მაგ წამლებს, ბავშვი გასინჯვით თუ კარგია, მაშინ წამალი საერთოდ არ უნდა, თუ არა და მიზეზი უნდა გამოიკვლიო რატო აქვს პრობლემა. მე ბავშვი არ გამისინჯავს და შესაბამისად მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით. ძუძუს ბავშვი კი თუ წონაშI იმატებს, იმას აღარაფერი ჩიჩხინი არ ჭირდება, ჭმას იმდენს, რაც მას ყოფნის.

amoeka
ძუძუს და შერეულს კვებაზე მყოფ ბავშვს D ვიტამინი ჭირდება, ამიტომაც დაეწყო ოფლიანობა. მიდით კარგ პედიატრთან, დროულად განუსაზღვრეთ კალციუმი და დაიწყეთ D ვიტამიანიც. რაც შეეხება თავს ეს მუცლადყოფნის პოზის გამოა, თუ მკვეთრად აქვს, მაშინ ვარჯიშები დაჭირდება, თუ არადა შეგიძლიათ თქვენც ,მეორე მხარეს დაუდოთ თავი, ჭამის პოზაც მეორე მხრიდან შეურჩიოთ.
eleven
არაფერ მკურნალობას არ ვუტარებდი, ორჯერ დაუინფიცირდა და ნაცხი გავუკეთე და მგრძნობელობის მიხედვით ვაწვეთებდი ანტიბიოტიკს. ერთი თვალი 4 თვეზე გაეხსნა და მეორე უფრო გვიან, დაახლოებით 8 თვის იქნებოდა, თუმცა ლიტერატურაში ასეა რომ წლამდე ეხსნება 96%

Posted by: Diamond Girl 30 Aug 2012, 17:21
ninoeqimi

ნინო ექიმო,იქნებ მიპასუხოთ ჩემ ბიჭს დაუწითლდა სასქესო ორგანო,გვირილის აბაზანებით მოურჩინე,დაბანისას თავიდან ცოტას უწვდიხოლმე, მერე პედიატრმა მიXტრა დაანებე თავიო შენო,სენი საქმე ეგ არააო, პოლიკლინიკის ექიმმა სასწრაფოდ ქირურგს გადააწევინეო, კერძო პედიატრმა ხელი არ ახლო საერთოდ როცა სექსუალურ ცხოვრებას დაიწყებს მაშინ მოინახება მაგის გადამწევიო biggrin.gif ეგ ადრე იყო საბჭოთა სივრცეშიო რომ ეტაკებოდნენ და აწამებდნენ ბავშვებსო,ვერაფერი ვერ გავიგე,როგორ უნდა მოვიქცე, ატუ კიდე დაუწითლდაო ისვე გვირილის აბაზანები გაუკეთეო და ვსოო, რას მირჩვეთ?

Posted by: blblbl 30 Aug 2012, 17:27
Diamond Girl
დაუჯერე კერძო პედიატრს biggrin.gif ქირურგს არ მიაკარო ოღონდაც biggrin.gif

Posted by: tatuuu 30 Aug 2012, 17:42
ninoeqimi
მეც ვფიქრობ არ მივცე, მითუმეტეს კავინტონი.
ნეიროსონოგრაფიის დასკვნა რაც მოგწერეთ, მაგის გამო არაა საჭირო ე ვიტამინი? რას ფიქრობთ თქვენ?
მე მაგ დასკვნის გამო უფრო ვნერვიულობ, თორე ბავშვს სხვა არაფერი ჭირს, პედიატრმაც გასინჯა და კარგი ბიჭიაო
3.500 დაიბადა , სამშობიაროდან გამოვწერეთ 3.300, დღეს ავწონეთ პედიატრთან და 3.870 იყო ტანსაცმლიანად, მგონი ნორმალური ნამატია ხო?
მადლობა წინასწარ

Posted by: ninoeqimi 30 Aug 2012, 23:04
Diamond Girl
დაუჯერეთ კერძო პედიატრს, კარგად დაუკვალიანებიხარ, გადამწევს იპოვის აუცილებლად როცა მაგის დრო მოუვა biggrin.gif აბაზანები გაუკეთე.
tatuuu
რა გითხრა, მე ბავშვს მხოლოდ ვსინჯავ, ნეიროსონოსკოპიას დიდად არ ვენდობი, თუგასინჯვით რამე არ მომეწონა მაშინ ვიკვლევ უფრო ნატიფი მეთOდებით

Posted by: niniko09 30 Aug 2012, 23:56
ნატალი გადმოვარდა საწოლიდან და შუბლი ჩამოარტყა კარადის კუთხეს. საშინელი ხმა იყო, ცხვირის ზემოთ, შუბლზე დაუსივდა. sad.gif. იძინებდა უკვე, ძალიან იტირა, ჩაბჟირდა, მერე ფუფუო იძახა დიდხანს და ენას ყოფდა გარეთ, ქვედა წინა კბილებს ადებდა. მეტი არანაირი სიმპტომი არ აქვს, დაიძინა ახლა. ტვინის შერყევამ იცის ასე? შუბლის დარტყმა რამდენად საშიშია? ვერ წავიყვანე კლინიკაში, დილამდე რომ დავტოვო სახლში, თუ ეძინება, რამე პრობლემაა ნეტავ?

Posted by: lizaveta 31 Aug 2012, 00:14
niniko09
იმედია საშიში არაფერია....
ენა ხონ არ. მოიწეწკვა და იიტომ შვრებოდა მასე?
მე ქეთა ჩამიბჟირდა. თავი დაარტყა ორჯერ და ორჯერვე გადამიბჟირდა სულ გალურჯდა...
როგორც ვიცი, ტვინის შერყევის შედეგ პირველივე საათებში ვითარდება ღებინება და თვალის დაელამება....

Posted by: niniko09 31 Aug 2012, 00:20
lizaveta
არ ვიცი, დაბნეული ვარ. მარტო ჩემს თავზე რომ ვიყო დამოკიდებული, გავაქცევდი მაშინვე, მაგრამ ჩემი ქმარი ვერ იტანს ზედმეტ პანიკას და არც გამომყვა და ბავშვების დატოვებაზეც უარი განმიცხადა, მომშალა ნერვებზე mad.gif რამდენჯერ რამეს მიარტყავს, სულ ასე უნდა არბენინოო (ერტი მხრივ, მართალია smile.gif, სულ რაღაცას იმართებს, სულ სადღაც დაძვრება და სულ ,,სინიაკებშია" biggrin.gif ), ამიტომ ვერ წავიყვანე. მერე თვითონაც შეშფოთდა ცოტა, დაზინებულს აწუხებდა, ხან თითი მიადო, ხან ლოყაზე შეეხო, ის კი წუხდება და გადაბრუნდ-გადმობრუნდა. ჩვეულებრივად სუნთქავს ახლა. იმედია, გამოვძვრებით იოლად.

Posted by: temosabasdeda 31 Aug 2012, 11:51
niniko09
ნუ გეშინიაა კაცები ასე არიან ჩემი ქმარიც ნერვებს მიშლის ამ ექიმებთან დაკაშირებით ვერ იტანს წამდაუწუმ დაარბენინებო არად მეპანიკა ვარ ეგეთ ამბებში ყველაფერი კარგად იქნება დააკვირდი 2kiss.gif 2kiss.gif თუ რამეა ადექი და მერე წაიყვანე .
ნინო ექიმო ვაგოსტაბილი 8 წლის ბავშვისთვის რამდენად მისაღებია რომ დალიოს და რამდენი ხნის განმავლობაში? დღეში ერთი აბი ძილის წინ გამოგვიწერა პედიაატრმა (რომელსაც მაინდამაინც არ ენდობი უბნის პედიატრია ახალშობილი ჩაიბარა და ბარემ უფროსიც ნახა ) გაღიზიანებულია ხშირად აგრესიულიც როდესაც სხვა ბავშებთან თამაშობს თითქოს უჭირს მათთან საერთო ენის გამონახვა .ეს რომ ვუთხარი პედიატრს ვაგოსტაბილი გამოგვიწერა და ტQვენი აზრიც მაინტერესებს .ჯერჯერობით ვერ ვახერხებ ნევროპათოლოგთან წაყვანას.

Posted by: ninoeqimi 31 Aug 2012, 13:44
niniko09
დააკვირდით 72 საათი, თუ მოდნდა, ძIლიანი გახდა არ ჭამა, მაშIნ პირდაპირ კლინიკაში მიიყვანეთ.
temosabasdeda
ალბათ მეორე ბავშვის დაბადებამ იმოქმედა, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ჩართოთ პატარას აღზრდაში და მოვლაში. წამალს სანამ მიცემთ მშვიდად იქნება, მერე გაგიჟდება ისევ

Posted by: tatuuu 31 Aug 2012, 15:47
ninoeqimi
ნინო ექიმო პედიატრმა მირჩია სასქესო ორგანოზე გიოქსიზონის მაზი წაუსვიო და სულ ოდნავ გადაუწიე ხელით რომ მერე არ დაიხუროს სულ და არ გაურთულდესო. რას ფიქრობთ თქვენ წავუსვ ეს მაზი თუ საერთოდ შევეშვა?

Posted by: Princess 31 Aug 2012, 16:19
ninoeqimi
მეც მაინტერესებს სასქესო ორგანოზე რამე უნდა? ზოგი მეუბნება გადაწევა უნდაო, მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. არა აქვს პრობლემა, არც უწითლდება, არც შესიებული აქვს.

Posted by: ninoeqimi 31 Aug 2012, 16:41
[b]tatuuu[/b
გიოქსიზონი ჰორმონს შეიცავს, თU მანდამაინც სიწითლე აქვს და გინდათ დროულად აალაგოთ მაშინ სინტომიცინის 10% მალამო წაუსვით. ისე კი თუ არაფერი არ აქვს საერთოდ დაანებეთ სასქესო ორგანოს თავი. საერთოდ არ შეეხოთ, ეცადეთ პამპერსი ხშირად უცვალოთ, რომ არ ჩახურდეს, რაც შეიძლება ადრე გადააჩვიოთ პამპერსს, ბანაობისას დაიბანება, დილას საღამოს ჩაბანეთ და დამთავრდა.

Posted by: blblbl 31 Aug 2012, 17:01
ninoeqimi
წლის და ოთხი თვის ბავშვს არ აქვს არცერთი კბილი,ბავშვი არის 37კვირის პირველ დღეს დაბადებული ანუ ცოტა ნაადრევია.სხვა მხრივ კარგად ვითარდება.ექიმმა უთხრათ წლინახევრამდე არანაირი პრობლემა არააო,თქვენ რას ფიქრობთ?ღრძილები დაბერილი აქვს უკვე დიდი ხანია მაგრამ არ აწუხებს,ღეჭვას მშვენივრად ახერხებს biggrin.gif

Posted by: tatuuu 31 Aug 2012, 18:56
ninoeqimi
ოდნავ სიწითლე აქვს, მადლობა, სინტომიცინს წავუსმევ მაშინ

Posted by: Free Aquarius 1 Sep 2012, 01:25
QUOTE (Free Aquarius @ 17 Aug 2012, 23:36 )
გამარჯობათ ნინო ექიმო!ბავშვს(1 წლის და 3 თვის)დილიდან აქვს მაღალი ტემპერატურა,ვაძლევ კალპოლს,უვარდება რამდენიმე საათი და ისევ მაღლა უწევს.კუჭის მოქმედება ნორმალურად ჰქონდა დღეს,მაგრამ ეხლა შევამჩნიე პამპერსზე ფერი შეცვლილი,ანუ წყალვით თხლად გავიდა.ყელს არ გვაჩვენებს ნორმალურად.მგონი ოდნავ აქვს წითელი.ვასხურებ ორონორმს და იომოგი მივეცი კიდევ.რა შეიძლება გავაკეთო?საჭიროა ექიმმა ნახოს?მე მქონდა სურდო,ყელი მტკიოდა Dა დაბალი სიცხეც მქონდა,ეხლა ცოტა მახველებს.შეიძლება ჩემგანაც გადაედო.თან საღეჭი კბილი ამოსდის.ვერ გავიგე რისი ბრალია.თუ ანტიბიოტიკის მიცემა გახდა საჭირო,ანტიბიოტიკებზე უნდა გავაკეთოთ ანალიზი?მადლობა წინასწარ

ეს ჩემი ძველი პოსტია.ბავშვი ვაჩვენე ექიმს,ანალიზები არ გაგვაკეთებინა.კუჭის აშლილობისთვის დაუნიშნა იომოგი 1კაფსულა 1ჯერ დღეში,5 დღე და ელექტროლიტი.მაგრამ არანაირი შედეგი არ გვაქვს,კუჭის მოქმედება აქვს 1-2 ჯერ დღეში.უკვე ორი კვირაა ესეა.ორი თვის განმავლობაში წონაც არ მოუმატია.საჭიროა ანალიზები და დამატებითი მკურნალობა?

Posted by: tatuuu 1 Sep 2012, 14:26
ninoeqimi
ნინო ექიმო სინტომიცინი დღეში რამდენჯერ უნდა წავუსვა?
ისე ანტიბიოტიკია ეს მაზი? ანოტაციაში ეწერა

Posted by: ninoeqimi 1 Sep 2012, 22:08
Free Aquarius
რა თქმა უნდა, დიაგნოზი ხომ უნდა დაისვას და შემდეგ შესაბამისიმკურნალობა ჩატარდეს.
tatuuu
კი, სინტომიცინი ანტიბიოტიკია, 2-3 ჯერ შეგიძლიათ წაუსვათ, ჯერ აბაზანა გაუკეთეE, გივრილით, ან ორკბილით და მერე წაუსვით

Posted by: Free Aquarius 1 Sep 2012, 23:49
QUOTE (ninoeqimi @ 1 Sep 2012, 22:08 )
Free Aquarius
რა თქმა უნდა, დიაგნოზი ხომ უნდა დაისვას და შემდეგ შესაბამისიმკურნალობა ჩატარდეს.

გუშინ ბრინჯის ფაფა ჭამა და დღეს აღარ ჰქონდა აშლილი.ბაქტერიულ ინფექციას რა სიმპტომები ახასიათებს?მადლობა.

Posted by: ninoeqimi 2 Sep 2012, 00:05
Free Aquarius
სიმპტომებით ვირუსს და ბაქტერიას ვერ გამიჯნავთ, ანალიზი ჭIრდება

Posted by: Diamond Girl 2 Sep 2012, 19:11
ნინო ექიმო გამარჯობა, ჩვენი კერძო პედიატრი ჯიუტად გვიგრძელებს კალცი ქეას 1/2 ჩ.კ.. დღეში 2-ჯერ, ბავშვს აქვს რაქიტის საწყისი სტადია,(არის 3,5თვის) მუცელზე ძვლები ცოტა ამოწეული აქვს. უბნის პედიატრმა მითხრა კალცი განვსაზღვროთ ჯერ ანალიზითო და მერე გადავწყვიტოთო მივცეთ კალცი თუ არაო,ისიც ეგ კალცი ქეა ამდენი დოზით ბევრიაო და ჯობია 1/2 ჩ.კ დღეგამოშვებით მივცეთო,კერძო პედიატრმა არ უნდა ანალიზი,მე მაინც გაგიგრძელებთ ამ წამალსო და რატო ვაწვალოთ ბავშვიო,ავირიე ძალიან.რას მირჩევთ თქვენ?

ასევე მაინტერესებს ფაფები მივცეთო 4-ის რომ გახდებაო (მე სამსახურში გავდივარ) ,აქ გოგოებმა მირჩIეს ფორმულა ჯობია 6 თვემდეო, თქვენ რას მირჩევთ?

დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: ninoeqimi 2 Sep 2012, 22:46
Diamond Girl
მოკლეთ ამ კაციუმზე დიდი ამბები რტიალებს ეროვნილ პედიატრიაში smile.gif
საქმე კი ასე დგას:
ვეთანხმები ყველა პედიატრს, რომელიც ამბობს რომ სიცოცხლის პირველ წელს ბავშვს აქვს კალციუმის გაძLიერებული მოთხოვნილება და ეს გასაგებია, ბავშვი ყველაზე აქტიურად იზრდება ამ დროს, ძვლები უნდა გაუმაგრდეს, კბილები ამოუვიდეს და ა.შ. ამ ყველაფერს ბევრი კალციუმი ჭირდება. იმისათვის, რომ კალციუმი საკვებიდან შეიწოვოს ორგანიზმმა აუცილებელია D ვიტამინი. შედარებით მარტივად აქვთ ამ მიმართულებით საქმე ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვებს. ადაპტირებული რძის ნარევები მილიგრამობით დათვლილ რაოდენობას შეიცავს როგორც კალციუმის, ასევე Dვიტამინის საჭIრო რაოდენობას. ექსკლუზიურად ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვებს არაფერი არ ჭIრდებათ!!!!!!!!!!!!!!! კალციუმის და D ვიტამინის სიჭარბე ისეთივე მავნებელია და იმაზე მეტადაც კი ვიდრე მისი დეფიციტი. დაგუგლეთ და წაიკითხეთ რას იწვევს ჰიპერკალცემია და ჰიპერდევიტამინოზი.
რაც შეეხება ძუძუს რძეს. ის როგორც მრავალიკვლევები აჩვენებს კალციუმის ბავშვისათვის საჭირო რაოდენობას მიანც შეიცავს, უბრალოდ შესაძLოა ამ დროს დედამ განიცადოს კალციუმის დეფიციტი ( თუმცა არსებობს ისეთი კვლევებიც სადაც დადგენილია, რომ ქალის ფიზიოლოგია ისეა მოწყობილი, რომ სანამ ძუძუს აწოვებს მისი ორგანიზმი კალციუმის "ეკონომიაზე" გადადის და ამიტომ დედას არანაირი საფრთხე არ ემუქრება), ამიტომ სასურველია ძუძუს წოვების დროს დედამ განისაზღვროს სისხლში კალციუმის დონე და თუ დეფიციტი აქვს შეივსოს, ან ზოგიერთი ევროპელი ექიმი რეკომენდაციას უწევს მეძუძUრი დედებისაღვის შექმნილი სპეციალური რძეების გამოყენებას, მაგალითად ჩვენს ბაზარზე სელიას აქვს სელია მამა. იქ არის როგორც კალციუმის ასევე D ვიტამინის სადღეღამისო დოზა, რადგანაც როგორც უკვე დავწერე D ვიტამინის გარეშე კალციუმი ძვალში არ ლაგდება. საქმე იმაშია, რომ ძუძუს რძე არ შეიცავს D ვიტამინს, ამიტომ არის რეკომენდირებული წლამდე D ვიტამინი მიიღოს ყველა ბავშვმა ძუძუზე მყოფმა ბავშვმა და ზოგიერთI ავტორი 2 წლამდეც უწევს რეკომენდაციას.
ახლა თქვენ თავად გადაწყვიტეთ რომელი ექიმია მართალი და რომელი არა smile.gif

Posted by: Magdala 3 Sep 2012, 13:06
თვალების ხშირი პაჭუნი რისი ბრალი შეიძლება იყოს?
უფრო საღამოს აკეთებს ხოლმე ჩემი დაკვირვებით
არ ვიცი რატომღაც ვიფიქრე შიდა ქალის წნევა არ ქონდეს მომატებული მეთქი

Posted by: niin_nii 3 Sep 2012, 15:12
ninoeqimi
გამარჯობა ნინო ექიმო. პედიატრმა ბავშვს დაუნიშნა "სმექტა" და როგორ უნდა გავაკეთო? პაკეტზე არც ინგლისურად და არც რუსულად აწერია. და ექიმმაც დანიშნულებაში ჩაწერა 50-80 მლ წყალშიო. და გადადუღებული უნდა იყოს? თბილში იხსნება თუ ცივში, იქნებ დამეხმაროთ?

Posted by: Diamond Girl 3 Sep 2012, 16:25
ninoeqimi

დიდი მადლობა ასეთი ვრცელი პასუხისთვის,მეც ვფიქრობდი მე დამელია კალცი ქეა აწერია კიდეც რომ რეკომენდირებულია მეძუძური დედებისთის ლაქტაციის პერიოდში და ბავშვისთვის არ მიმეცა,პატარა დოზებით თვეზე მეტია მიიღო უკვე და დასვენებაც ხომ უნდა კალცის მიღების შემდეგ?

ორსულობის დროს ძალიან გამიფუჭდა კბილები,(ზოგადად ისედაც სუსტი კბილები მაქვს,ხშირად მაქვს კარიესები) ეხლა უკვე თმის ცვენაც დამეწყო ძალიან,ჰოდა მგონი აღარც მინდა ანალიზის გაკეთება ისე დავლევ 1 თვე კალცი ქეას, 2 კოვზი 2ჯერ დღეშიო ლაქტაციის დროს,

თმის ცვენაზე იოდო მარინი დამინიშნა პედიატრმა,თქვენ რას ფიქრობთ?მივიღო ?

ძალიან შეგაწუხეთ მაგრამ იქნებ მიპასუხოთ smile.gif


Posted by: amoeka 3 Sep 2012, 16:57
ninoeqimi
QUOTE
ძუძუს და შერეულს კვებაზე მყოფ ბავშვს D ვიტამინი ჭირდება, ამიტომაც დაეწყო ოფლიანობა. მიდით კარგ პედიატრთან, დროულად განუსაზღვრეთ კალციუმი და დაიწყეთ D ვიტამიანიც. რაც შეეხება თავს ეს მუცლადყოფნის პოზის გამოა, თუ მკვეთრად აქვს, მაშინ ვარჯიშები დაჭირდება, თუ არადა შეგიძლიათ თქვენც ,მეორე მხარეს დაუდოთ თავი, ჭამის პოზაც მეორე მხრიდან შეურჩიოთ.

დიდი მადლობა, თქვენი რჩევები ძალიან გამომადგა, თავი აღარ აქვს გადახრილი smile.gif

პედიატრმა დაგვინიშნა მულტიტაპს ბეიბი და კალცი ქიდსი, ხომ არ ჯობდა ცალკე D ვიტამინი მიმეცა ბავშვისთვის?

Posted by: blblbl 3 Sep 2012, 18:14
აადუღე წყალი და რომ გაგრილდება გახსენი

Posted by: tako44 3 Sep 2012, 19:06
ninoeqimi
ჩემი შვილი 2 თვიდან სულ ხელოვნურ კვებაზეა და D ვიტამინს ვაშლევდით მაინც, ორი თვეა შევჩერდით და ანუ სექტემბრიდან აღარ გავაგრძელოთ? smile.gif კალცს მეტ-ნაკლებად ხაჭოსგან მიიღებს მგონი ხო? smile.gif

Posted by: ninoeqimi 3 Sep 2012, 22:35
Magdala
აქრ აქვს ერთმანეთთAნ კავშირი
niin_nii
გადადუღებულ და გაციებულ წყალში გახსენით
Diamond Girl
თუ ასეა ვიტამინების და მინერალების კომპლექსი დალიეთ, რომელიც მეძუძური ქალებისთვისაა გათვლილი, იქ კალციუმიცაა, იოდიც ადექვატური დოზებით, რაც მეძუძურს ჭირდება. მაგალითად პრეგნავიტი, ელევიტი ან მულტიტაბს პრენატალი
, amoeka
ეს ინდივიდუალრია, რა ხნისაა, რას ჭამს, წონაში როგორ მატულობს და ა.შ
tako44
ზამთრის ბავშვს შეიძლება მისცე ხელოვნურ კვებასთან ერთად 200 ერთეული, ამით არაფერი არ გაფუჭდება

Posted by: ta-musia 3 Sep 2012, 23:10
ჩემი პატარა სამი თვის ხდება, მეჩვენება რომ როდესაც ახლო საგნებს უყურებს ან ხელი მიაქვს სახესთან თვალებს აელმებს, თითქოს ერთო უფრო შეაქვს, ისე ჩვეულებრივ როდესაც იყურება არაფერი სჭირს, ვაჩვენო თუ არა ოფთალმოლოგს?

Posted by: tako44 3 Sep 2012, 23:50
ninoeqimi
,ადლობა პასუხისთვის smile.gif

Posted by: ninoeqimi 3 Sep 2012, 23:55
ta-musia
არა, ჯერ პატარაადა უკეთ ფიქსაციისთვის ჭირდება ალბათ დაძაბვა და მაგ დროს აელმებს

Posted by: infuzoria 4 Sep 2012, 12:56
ninoeqimi
4 წლის ბავშვს(გოგოს ) აქვს მოკლე თმა ,არასდროს არ შეგვიჭრია,ხვეული კი აქვს ,მაგრამ მაინც მოკლეა(ბეჭებამდე სწვდება სველი როცაა),თან თხელია ძალიან .ექიმს ვაჩვენე და არ დაუნიშნა არაფერი ყველაფერი რიგზეაო ,და მე მაინც ვნერვიულობ .ეს ნორმალურია? მაგის ტოლებს იმ სიგძე და იმ სისქე თმები აქვთ,ამას რით ვერ გაეზარდა არ ვიცი.ძალიან არ მინდა ,მაგრამ ხომ არ გადავხოტრო????????

Posted by: blblbl 4 Sep 2012, 13:37
ifuzoria
გაეზრდება ნუ გეშინია

QUOTE
4 წლის ბავშვს(გოგოს

QUOTE
ხომ არ გადავხოტრო

კაი რა sad.gif 4წლია გოგო ცოდოა ამისთვის

Posted by: agr_bak 4 Sep 2012, 19:21
ta-musia
QUOTE
ესეიგი კაციშვილი არ გიპასუხებს რააა


ექიმი აქ ხელფასზე კი არ მუშობს.......

როცა შემოვა და ექნება დრო გიპასუხებთ და მოდი ნუ დავავალდებულებთ

ეს პასუხები პედიატრთან სხვაგან ფული ღირს ისე...

მადლობის მეტი რა უნდა გვეთქმოდეს?

Posted by: ninoeqimi 4 Sep 2012, 21:37
ifuzoria
გენეტიკაში როგორი თმები გაქვთ?

Posted by: infuzoria 5 Sep 2012, 12:26
QUOTE
კაი რა  4წლია გოგო ცოდოა ამისთვის

მეც მეცოდება sad.gif


ninoeqimi
რავიცი მეც ასე მქონდა და 2 ჯერ გადამხოტრეს და მერე კი გამიხშირდა ,ბავშვის მამა, ეხლა მელოტდება user.gif

Posted by: matsatsuna 5 Sep 2012, 13:11
ta-musia

ta-musia
არა, ჯერ პატარაადა უკეთ ფიქსაციისთვის ჭირდება ალბათ დაძაბვა და მაგ დროს აელმებს
ეს გიპასუხა ნინო ექიმმა

Posted by: ninoeqimi 5 Sep 2012, 15:22
ifuzoria
გადახოტვრა არაფერს არ შეცვლის, თუ თქვენ თხელი თმა გაქვთ ბავშვს ხშIრი და ძლიერი ვერ იქნება, ცოდვააა 4 წლის გოგო გადასახოტრად, ბავშვებ მტკივნეულად იტანენ ასეთ რაღაცებს, შეგიძლიათ დაუმოკლოთ, ლამაზი ვარცხნილობა შეურჩიოთ, იოდი განუსაზღვრეთ სისხლში, იოდდეფიციტმაც იცის მასე.

Posted by: ketina 5 Sep 2012, 23:48
ჩემი შვილი წლისა და 4 თვისაა და ძირითადათ ძუძუს ჭამს, ანუ დ ვიტამინი აუცილებლად უნდა? კალციუმის განსაზღვრა როგორ ხდება? ყველა პოლიკნინიკაში აკეთებენ ამას? ამ ახალი დაზღვევის გამო პედიატრი შემიცვალეს, ახალთან ჯერ არც მიმიყვანია და არ ვიცი როგორია, ხოდა წინასწარ მინდა ვიცოდე რა ვკითხო და რას მივაქციო განსაკუთრებული ყურადღება. და კიდევ, კუჭი აქვს ძალიან აშლილი, რამდენიმე დღეა და რა გამოკვლევებია საჭირო? ვითომ კბილებს ვაბრალიდი, მაგრამ ცოტა შემეშინდა, ამ ახალმა დაზღვევამ ძალიან შემიშალა ხელი, სამსახურის გამო ცოტა დრო მაქვს და დღეს ტყუილად მყავდა იმძველ ექიმთან, არ შემიშვეს, ფული გადაიხადეო და არც ფული მქონდა იმდენი წაღებული,

Posted by: ninoeqimi 6 Sep 2012, 23:00
ketina
აუცილებლად მიდით ექიმთან, თან რადგან რობლემა აქვს ძველტან და გამოცდილთან, რაც შეეხება Dვიტამინს, სექტემბრის ბოლოდან მიცემთ, ჯერ მზეა და თუ არანაირი ჩIვილი არ გაქვთ არ ჭირდება

Posted by: shoshi 7 Sep 2012, 00:34
გამარჯობათ ეგებ მირჩიოთ რამე, 1 წლის და 8 თვის ბიჭი მყავს, ღამე ძილის პრობლემა გვაქვს ხშირად, მაგალითად 10 ზე რო დაიძინებს ერთი ორი ან სამი საათი ღრმად ძინავს, მერე კი ეწყება წუწუნი, თუ არ არწიე იტირებს კიდევაც არც წყალი შველის არც არაფერი, გვძინავს ერთ ლოგინში, ფაქტიურად მთელი ღამე 2 საათიდან ასე რწევა რწევაში ვარ მერე როდიზღაც ჩაიძინებს მარა ფხიზლად ძინავს, რა ხდება რას დავაბრალო არ ვიცი, დასასვენებლად 20 დღე მყავდა იქ ხო საერთოდ არ მიძინია შუაღამეს რო დასჭექავდა დილამდე ვარწევდი ხელში ეძინა მე კი მეღვიძა smile.gif ვცადეთ რიპომილი, ბონნუი, ვალომენთიც არაფერი შედეგი, კბილების ბრალიაო, კი კბილები ახლაც ჭრის მარა მანამ ბოლო არ ამოჭრის ასე უნდა ვიკოთ სულ? ეგებ მირჩიოთ რამე,
კიდე ერთი - ბოლო ერთი კვირაა უკვე ძაან გაგიზიანებულია სულ ყველაფერზე ტირის თან გამწარებით ტირის. აგრესიულიც გახდა როცა ტირის ვერ გაეკარები უფრო ღიზიანდება, აღარ ვიცი რა ვქნა ამ ისტერიკებს რითი გავუმკლავდე, ეზოდან ვერ ამომიყვანია ისე რო ისტერიკა არ დაიმართოს აგრესიებით, ეს ერთი კვირაა რაც ესეთი რამე შევამჩნიე, საგონებელში ვარ ჩავარდნილი ეგებ რამე მირჩიოთ sad.gif

Posted by: tatuuu 7 Sep 2012, 12:15
ninoeqimi
ნინო ექიმო, ჭამის შემდეგ და ჩაძინებისას ჩემი ბიჭი მძიმედ და სწრაფად სუნთქავს, საშიში ხომ არაა?
კიდე რამდენიმე კითხვა მაქვს
ოდბავ სიყვითლე აქვს, პედიატრმა წამალი არ დაგვინიშნა, მზეზე გყავდეთო და შეძლებისდაგვარად მზეზე გამყავს ხოლმე... საშიშია საერთოდ სიყვითლე? ან როდის უნდა გაუაროს?
ბავშვი არის ბუნებრივ კვებაზე და მაინტერესებს D ვიტამინი საჭიროა თუ არა?
მადლობა წინასწარ

Posted by: Leloo 7 Sep 2012, 13:19
5 თვის და 1 კვირის ბავშვი რამდენად აქტიურად უნდა ტრიალდებოდეს მუცლიდან ზურგზე და პირიქით? ჩემი ცოტა ზარმაცია, თავს არ იკლავს ტრიალით, ისე ფეხებთან თამაში ძალიან უყვარს, ვარჯიშიც, მალე მასაჟსაც გავუკეთებთ. პოზიცაში, რომელშიც დავაწვენთ დაცოცავს მთელ სივრცეზე, მაგრამ ტრიალი არ უყვარს, მხოლოდ გვერდზე წვება.

ცოტა ვნერვიულობ ამ საკითხზეsad.gif მაინტერესებს ამ ასაკში თქვენი ბავშვები როგორ იქცეოდნენ?

Posted by: ta-musia 7 Sep 2012, 13:51
აქვს თუ არა მნიშვნელობა რომელ ფეხზე გაუკეთებენ ბავშვს აცრას

Posted by: nikmaik 7 Sep 2012, 14:40
ta-musia
არ აქვს მნიშვნელობა
ჩემებს ორივე ფეხზე გაუკეთეს მონაცვლეობით

Posted by: gvants 7 Sep 2012, 14:52
Leloo
ნამდვილად არაა საგანგაშო. ჩემი 5 თვის იყო პირველად რომ გადაბრუნდა. 10 თვიდან დადის smile.gif

Posted by: Princess 7 Sep 2012, 15:15
ჩემი შვილიც არ ტრიალდება, 6თვის ხდება ერთ კვირაში. მასაჟებია საჭირო?

Posted by: salomiko21 7 Sep 2012, 15:28
გამარჯობათ,ე.ი ერთი ასეთი პრობლემა მაქვს.ჩემი პაწუკა მეშვიდე თვეშია.ღამით მილიონჯერ იღვიძებს.ხან მატყარა უვარდება და წუწუნებს,ხან ტირილით იგვძებს,ოღონდ თვალები დაXუჭული აქვს და ისე ტირის,გეგონება ატყავებენო sad.gif პედიატრს რომ ვუთხარი ბონ ნუი დამინიშნა,მაგრამ მაგ სეროფმა სულ გააგიჟა sad.gif სხვა არანაირი დამამშვიდებელი არ დაუნუშნია.ვუთხარი კიდეც პედიატრს,მეთქი არ შველის ეგ წამალითქო და მაშინ უნდა შეეგუო მაგ ამბავსო sad.gif ძალიან გთხოვთ რა,იქნებ მირჩიოთ რამე როგორ მოვიქცე sad.gif

Posted by: nikmaik 7 Sep 2012, 15:32
salomiko21
რამდენჯერ ძინავს დღეში?
დღის განმავლობაში აფხიზლე ცოტა და შეიმუშავე ახალი გრაფიკი იქნებ მოერგოს

Posted by: salomiko21 7 Sep 2012, 15:42
nikmaik


საქმე იცით რაშია? დედამთილთან მყავს ბავშვი მთელი დღე,რადგან მე ვმუშაობ და დღის განმავლობაში არ ვიცი რამდენჯერ ძინავს...ერთხელ კი ვთხოვე,იქნებ დღისით დიდხანს არ დააძინოთქო,მაგრამ შედეგი არაა მაინც sad.gif

Posted by: nikmaik 7 Sep 2012, 15:50
salomiko21
QUOTE
საქმე იცით რაშია? დედამთილთან მყავს ბავშვი მთელი დღე,რადგან მე ვმუშაობ და დღის განმავლობაში არ ვიცი რამდენჯერ ძინავს...ერთხელ კი ვთხოვე,იქნებ დღისით დიდხანს არ დააძინოთქო,მაგრამ შედეგი არაა მაინც

გამარჯობა შენი biggrin.gif

Posted by: Ia-forumze 7 Sep 2012, 15:51
salomiko21
QUOTE
ერთხელ კი ვთხოვე,იქნებ დღისით დიდხანს არ დააძინოთქო

ეს რას ნიშნავს?
ანუ რო ჩაეძინება ნახევარ საათში გააღვიძოს?

უხასიათობა მერე ნახე შენ smile.gif))

რამდენი ხანია რაც ეგრეა?
დაუთვალიერე პირი, კბილები ხომ არ ამოსდის


Posted by: blblbl 7 Sep 2012, 15:51
salomiko21
დამამშვიდებელი უარესს უზავს,ან მხოლოდ დროებით უშველოს.შეეცადეთ სხვანაირად მიაჩვიოთ

Posted by: nikmaik 7 Sep 2012, 15:53
Ia-forumze
QUOTE
ეს რას ნიშნავს?
ანუ რო ჩაეძინება ნახევარ საათში გააღვიძოს?

უხასიათობა მერე ნახე შენ ))

აბა მთელი დღის განმავლობაში რამდენჯერმე თუ დააძIნე დ აკარგად გამოიძინა ღამე რას დაიძინებს?

Posted by: salomiko21 7 Sep 2012, 15:54
Ia-forumze


ეს იმას ნიშნავს,რომ დღის განმავლობაში ხშირად არ დააძინოს .... smile.gif


blblbl

მადლობა ყურადღებისთვის 2kiss.gif მე კი ღამით დატანჯული ვარ ...

Posted by: infuzoria 7 Sep 2012, 16:57
salomiko21
და დასასვენებლად რომ იყავით ,იქ,ხომ თქვენ აძინებდით? მაშინაც ,ხომ ცუდად იძინებდა?
ჩემსას,მაგალითად აქვს პერიოდები ,ამ ზაფხულს იქცეოდა, ასე
,თან დღისითაც არ იძინებდა,მერე რომ წავედით დასასვენებლად ,იქ დაიწყო დაძინება ,და რომ ჩამოვედით ეხლაც რეჟიმშია,მანამდეც მყავდა ასე გაგიჟებული,იანვარში,ერთი ორი კვირა იგიჟა და მერე გადაუარა(დაუბრუნდა ჩვეულ გრაფიკს),რავიცი მე მგონი კბილების ბრალი იყო ზამთარში და ზაფხულში შეიძლება სიცხის smile.gif

Posted by: taktakuna 7 Sep 2012, 20:10
salomiko21
ჩემიც წუწუნებს ხოლმე და წყალს რომ ვაძლევ იბრუნებს ისევ ძილს, დღისით დიდად არც სძინავს, ორჯერ თუ დავაძინებ თითო საათით.
ნინო ექიმთან მაქვს კითხვა, ჩემი ბიჭი 7 თვის გახდა და ისედაც დღეში სამჯერ მაინც გადის კუჭში და ეს ბოლო დღეები 4-5 ჯერაც გასულა, მაგალითად დღეს. ორი კვირის წინ სიცხეებმა მისცა, ყელი ჰქონდა წითელი და კუჭშიც აჭრილი და თხლად გადიოდა, ექიმმა დაუნიშნა მეზიმ ფორტე და როტაბიოტიკი 10 დღე. საშიშია ხშირად რომ გადის კუჭში?

Posted by: ninoeqimi 7 Sep 2012, 22:57
shoshi
ბავშვი დღის განმავლობაში ვისთანააა? გარემო ხომ არ შეიცვალეთ, მაგლაითად საცხოვრებელი ადგილი? ოჯახიდან ხომ არ წავიდა ვინმე, ან მოვიდა? ანუ რა მოხდა ბავშვის ცხოვრებაში განსხვავებული მას მერე რაც ასეთი გახდა??
tatuuu
ბავშვი რა ხნისაააა? გაუკეთეთ ბილირუბინის ანალიზიიი? სექტემბრის ბოლომდე ჯერ არ უნდა D ვიტამინი, მზე რომ აღარ იქნება მერე დაიწყეთ. ხშირად სუნთქვას ქოშინს ეძახით? ჭამის დროსროგორ სუნთქავს?
Leloo
შეიძლება არ უნდა ტრიალი, მთავარია 7 თვის დაჯდეს, ჩემმა შვილმა ბრუნის სტადია სულ გამოტოვა, მაგრამ მე მასაჟიც არ გამიკეთებია.
ta-musia
არანარირი მნიშვნელობა არა აქვს რომელ ფეხზე გაუკეთებენ.
salomiko21
ბავშვებმა იციან მასე, დედას რომ ვერ ხედავენ დღის განმავლობაში, ღამე ცდილობს გაიღვიძოს და დედასთან იყოს, ჩემი შვილი 1 წლის და 4 თვისააა, მე თუ მთელი დღე სახლშიარა ვარმ მერე ღამე ჩემს ლოგინში გადმოდის და ჩემთან ძIნავს, ასე ივსებს დღის დეფიციტს. წამალი არ გიშველით. უნდა შეეგუოთ.


* * *
taktakuna
გირჩევთ განავლის საერთოანალიზი გაუკეთოთ და მერე ისე დაკვალიანდეთ

Posted by: shoshi 7 Sep 2012, 23:34
ninoeqimi
QUOTE
ბავშვი დღის განმავლობაში ვისთანააა? გარემო ხომ არ შეიცვალეთ, მაგლაითად საცხოვრებელი ადგილი? ოჯახიდან ხომ არ წავიდა ვინმე, ან მოვიდა? ანუ რა მოხდა ბავშვის ცხოვრებაში განსხვავებული მას მერე რაც ასეთი გახდა??


არა არაფერი შეგვიცვლია, აი რაც ბაკურიანიდან ჩამოვიყვანე იქ 2 კვირა ვიყავით იმის მერე ნელ ნელა გამიგიჟდა, სულ წუწუნებს ყველაფერზე აგზნებულია მარა თუ ტირილი დაიწყო მტერს smile.gif მარცხვენს ხალხში რო გაიფშიკება ვერც ვიყვან ხელში ისეთ დღეში მაგდებს, მერევა თან ბიჭია smile.gif ასეთი ნამდვილად არ იყო smile.gif დღეს ეზოდან რო ამომყავდა როგორ ვაკადრე სახეშიც მილაწუნა, როგორ მივუდგე აღარ ვიცი ვერც კაი სიტყვით ვჭრი ვერც გაბრაზებით,
ზედა - თვალის კბილებს ეძახიანო გავიგე - უკვე ჭრის, ნუთუ მაგის ბრალია ასეთი აგზნებულობა და ისტერიკები???? მჭირდება რაიმე გამოკვლევა???

Posted by: blblbl 7 Sep 2012, 23:39
shoshi
QUOTE
ზედა - თვალის კბილებს ეძახიანო გავიგე - უკვე ჭრის

ანუ ეშვები,გამიგია რომ რთულია ამ კბილების ამოჭრა და იცის მსგავსი რამ,რამდენად მართალია ექიმი დაგვიწერს.

Posted by: tatuuu 8 Sep 2012, 01:54
ninoeqimi
17 დღის არის, არ გაგვიკეთებია ბილირუბინის ანალიზი, საჭიროა? ისეთი ყვითელი აღარაა როგორიც იყო, ეხლა შევხდე ფურცელს სამშობიაროდან რო გამომატანეს და წერია III ხარისხის სიყვითლე.
კი ქოშინს ვგულისხმობ, თითქოს მძიმედ სუნთქავს და სწრაფად, უფრო ძილის წინ იცის ხოლმე ესე და ჭამის მერე, ჭამის დროსაც აკეთებს ხანდახან იგივეს

Posted by: salomiko21 8 Sep 2012, 13:08
ifuzoria
დასასვენებლად რომ მყავდა იქაც ცუდად იძინებდა...გიჟივითაა მართლა.წუხელ 3ჯერ გაიღვიძა და ჭამა საჭმელი. წყალს რომ ვასმევ ღამით არ ყოფნის და ჭამისთვისაც იღვიძებს. არ ვიცი ალბათ დროებითია ესეც .... გაუვლის,იმედი გვაქვს მთელს ოჯახს biggrin.gif

taktakuna


2kiss.gif




ninoeqimi


ვაიმე მართლა? ჩემი ბუთქუნა,ალბათ ვენატრები ხოლმე love.gif

Posted by: ninoeqimi 8 Sep 2012, 13:22
shoshi
კბილების ამოჭრის დროს ზოგადად გაღიზიანებულები არიან ბავშვები, ადგანაც ღრძილები ტკივათ. არანაირი გამოკვლევა არ არის საჭირო, ეცადეთ გაუგოთ, თუ შეგეწინააღმდეგებათ და არ უნდა ეზოდან სახლში დატოვეთ კიდევ 10 წუთი, თქვენთვის ხომ არა აქვს დიდი მნიშვნელობა 10 წუთით ადრე წავა თუ გვიან, მერეც მიუდექით, დააინტერესეთ რაიმეთი, უთხარით რომ ახლა სახლში წახვალთ, მამა გელოდებაათ, უნდა აჭამოთ ის, რაც უყვარს და ასე შემდეგ. ზოგადად ბავშვთან ურთIერთობისას დაიმახსოვრეთ, არა არ უთხრათ, თორემ სულ გააგიჟებთ, გადაუტანეთ სხვა რამეზე ყურადღება, დააინტერესეთ სხვა რამით, შეთავაზეთ სხვა მისთვის უფრო საინტერესო ტრამ.

Posted by: buub 8 Sep 2012, 14:02
გოგოებო ბავშვის ჰიპოალერგიული საპონი მირჩიეთ რომელს იყენებთ და რომელია ყველაზე კარგი?

Posted by: nikmaik 8 Sep 2012, 14:15
buub
ჩემი გამოცდილებით ბიოლაინი

Posted by: natata25 8 Sep 2012, 14:58
ნინო ექიმო გამარჯობა

ერთი კითხვა მაქვს 17 დღის არის ბავშვი 7 დღე ხსენი ვაჭამე + დამატებით ჰიპპი პრე სამწუხაროდ რძე არ მაქვს და მთლიანად ფორმულაზე გადავედით ამის შემდეგ კუჭში გასვლა ძალიან გვიიჭრის თუ არ დავეხმარე ისე ვერ ახერხებს ვცადე საჭმლის შეცვლა ნუტრილონი მივეცი მაგრამ თავისით მაინც ვერ გადის კუჭში ოდნავ შეკრული აქვს რას მირჩევთ კიდევ შეუცვალო საჭმელი თუ რაიმე ფერმენტი მივცე?

Posted by: Diamond Girl 8 Sep 2012, 15:29
ნინო ექიმო გამარჯობა

ჩემი ბავშვი იძინებს სულ მუცელზე,როგორც კი გამოვაბრუნებ ან გვერდზე ან ზურგზე დავაწვენ იღვიძებს მასნვე,ამის გამო ჩემ ლოგინში მყავს გადმოწვენილი და დავყურებ მთელი ღამე ცხვირ-პირი არ დადოს ცუდად და არ გამეგუდოსთქო,თავს კარგად ატრიალებს როცა უნდა, (4 თვის გახდება მალე) მაგრამ მაინც მეშინია,თავის საწოლში მუცელზე ვერ ვაწვენ,ძალიან ვპანიკობ?არის შანსი რომ მასე გაიგუდოს ბავშვი?

კიდევ მეორე კითხვა აცრა უნდა დაუწყო ამ თვეში,ინდური ვაქცინა არ ვარგა მგონი ჰო? ეგ არ უნდა გავაკეთებინო ?რომელი უნდა გავაკეთებინო? გამაყუჩებელი~დამამშვიდებელი რაიმე დამჭირდება?მოვიმარაგო მანამდე რაიმე?

Posted by: ninoeqimi 8 Sep 2012, 15:40
Diamond Girl
ჩემი შვილიც როგორც კი დაიძინებს სულ მუცელზე წვება smile.gif მაგრამ ეს უკვე დიდია და არ მაქვს დიდი შიშიsmile.gif ზოგადად ითვლება, რომ წლამდე ასაკის ბავშვის მუცელზე წოლა არ არის რეკომენდირებული, 4 თვის ბრუნავს მუცელზეეე? თუ ამდენს ახერხებს მაშინ გაგუდვითარ გაიგუდება არავითარ შემთხვევაში.
რაც შეეხება ვაქცინას არის ბელგიური ვაქცინა ინფარიქსი, რომელიც ექვსკომპონენტიანია და საუკეთესო ვაქცინად ითვლება.

Posted by: salomiko21 8 Sep 2012, 15:43
Diamond Girl

ჩემი პაწუკაც უმეტესად სულ მუცელზე წვება. თავიდან სულ მუცელზე იწვა. პირველად მეშინოდა არ გაგუდულიყო,მაგრამ მერე იცი რა შევამჩნიე? თავს როცა დებს გვერდულად თუ ცხვირთან რამე უშლის შანსი არაა დაიძინოს,სანამ კარგად არ ისუნთქებს მანამდე არ დაიძინებს smile.gif

Posted by: Diamond Girl 8 Sep 2012, 15:45
ninoeqimi
QUOTE
Diamond Girl
ჩემი შვილიც როგორც კი დაიძინებს სულ მუცელზე წვებამაგრამ ეს უკვე დიდია და არ მაქვს დიდი შიში ზოგადად ითვლება, რომ წლამდე ასაკის ბავშვის მუცელზე წოლა არ არის რეკომენდირებული, 4 თვის ბრუნავს მუცელზეეე? თუ ამდენს ახერხებს მაშინ გაგუდვითარ გაიგუდება არავითარ შემთხვევაში.
რაც შეეხება ვაქცინას არის ბელგიური ვაქცინა ინფარიქსი, რომელიც ექვსკომპონენტიანია და საუკეთესო ვაქცინად ითვლება.


არა არ ბრუნავს,მე უნდა დავაწვინო მუცელზე რომ დაიძინოს, ძილში რამდენჯერაც ვცადე გადმომეტრიალებინა იმდენჯერ გაიღვიძა,როგორ მოვიქცე?თავის საწოლში არ ვაწვენ მაგის გამო მასე ღამით,ჩემ გვედით მიწევს და მთელი ღამე დავჩერებივარ,დღე ვაწვენხოლმე და სულ ვაკონტროლებ ,ღამე მიჭირს თავისთავად

Posted by: amoeka 8 Sep 2012, 16:13
ninoeqimi
გამარჯობათ ნინო ექიმო

ჩემს პატარას ჩაუტარდა პირველი აცრა 4 დღის წინ. 3 დღე სიცხე ჰქონდა და უხასიათოდ იყო, ნაკლებს ჭამდა, ახლა უკეთესად არის. მაინტერესებს შემდეგ აცრებსაც ასეთი შედეგები ექნება?

დიდი მადლობა.

Posted by: matsatsuna 8 Sep 2012, 17:10
taktakuna
მე როგრც ვიცი და პედიატრმა როგორც მითხრა მეზიმ ფორტე განავალს ათხხელებს.საჭმლის მონელებას უწყობს ხელს და ინიშნება როცა სეკრულია ბავშვი

Posted by: ninoeqimi 8 Sep 2012, 22:54
Diamond Girl
ეცადეთ გვერდულადდაძინებას მაინც მიაჩვიოთ, შეიძლება გამოგივიდეთ მიჩვევა
amoeka
არავინ არ იცის, შეიძLება ქონდეს ან არა

matsatsuna
განაბალს ნამდვილად არ ათხელებს, ფერმენტია და საჭმლის მონელებას ნამდვილლად უწყობს ხელს. თუმცა არსად არ წესია, რომ შეკრულობისას ინიშნბება
http://www.aversi.ge/annotations.php?id=73&lang=geo&drug_id=2383
აი მეზიმ ფორტეს ანოტაცია ქართულად და წაიკითხეთ

Posted by: khatia88 8 Sep 2012, 22:55
ninoeqimi
ნინო ექიმო მყავს 3 წლის და 2 თვის ბიჭი.
2 წლის იყო უპრობლემოდ რომ გადაეჩვია დღისით პამპერს, პირველივე დღეს დაიწყო იმის თქმა, რომ ''ფისი'' უნდოდა. ღამე მაინც ვუკეთებდი ხოლმე.
9 თვის წინ გადავწყვიტე ღამეც გამეხადა პამპერსი, მაგრამ ჯერ ვერ გამოსდის ეგ ამბავი. ყოველღამე ვაყენებ დაალხოებით 3 საათზე და დილით მშრალი იღვიძებს.
მაგრამ თუ მოხდა ისე რომ არ გადავაყენე ეპარება. ჩაიფსავს თუ არა ეღვიძება და მეუბნება გამომიცვალე, შემაწუხაო.
დაახლოებით 3-4 ჯერ მითხრა რომ შარდზე გასვლა უნდოდა, მეტი არა.
შეიძლება თუ არა ეს ჩაითვალოს ღამიე ენურეზად ამ ასაკში? თუ ჯერ სანერვიულო არაფერია და კიდევ ვაცადო?

Posted by: Katerina :-) 8 Sep 2012, 22:55
natata25

ჩემიც ხელოვნურ კვებაზეა და კუჭში გასვლის პრობლემა რომ გვქონა, პედიატრმა გვირჩია პირველი ორი კვება ნანის რძემჟავა 1 მიეციეო (ნესტლესია) ზალიან უშველა და სულ მოუწესრიგა კუჭის მოქმედება

Posted by: ninoeqimi 8 Sep 2012, 23:39
khatia88
არა, არ ჩაითვლება ენურეზად, ჯერ ძალიან პატარააამ შარდის ბუშტი ვერ იტევდ შარდს. ამიტომ ან პამპერსი უნდა ჩააცვათ, ანგაიღვიძოთ და გადააყენოთ

Posted by: khatia88 9 Sep 2012, 01:01
ninoeqimi
დიდი მადლობა smile.gif
არა, პამპერსს ნამდვილად აღარ გავუკეთებ, ცოდოა, ისევ მე გავიღვიძებ ხოლმე.
და დაახლოებით რა საკამდე არ ითვლება ენურეზად?
ჩემ ძმას 9 წლამდე ეპარებოდა ღამე და ვშიშობ ამასაც არ გამოჰყვეს.

Posted by: agr_bak 9 Sep 2012, 01:06
khatia88
ხატი რახან აწუხებს და ეღვიძება არ არის ეგ ენურეზი.
ნუ გეშინია
უბრალოდ პატარაა ჯერ და ვერ ეტევა ამდენი ფისი smile.gif

როგორც ნინო ექიმმა გითხრა

Posted by: tatuuu 9 Sep 2012, 11:02
ninoeqimi
17 დღის არის, არ გაგვიკეთებია ბილირუბინის ანალიზი, საჭიროა? ისეთი ყვითელი აღარაა როგორიც იყო, ეხლა შევხდე ფურცელს სამშობიაროდან რო გამომატანეს და წერია III ხარისხის სიყვითლე.
კი ქოშინს ვგულისხმობ, თითქოს მძიმედ სუნთქავს და სწრაფად, უფრო ძილის წინ იცის ხოლმე ესე და ჭამის მერე, ჭამის დროსაც აკეთებს ხანდახან იგივეს


Posted by: matsatsuna 9 Sep 2012, 14:35
ninoeqimi
გასაგებიააა smile.gif

Posted by: natata25 9 Sep 2012, 18:52
Katerina :-)

მადლობ მეც დაურეკე ეხლა პედიატრს და ნუტრილაკი მითხრა რზემჟავით.

Posted by: tamusinka 9 Sep 2012, 19:32
ninoeqimi

ჩემ პატარას ამ ბოლო დროს დღისით არ ძინავს. ძალიან ეძინება, მაგრამ როგორც კი ჩაეძინება მთელი ძალით შეხტება ხოლმე. შეკრთომა ამას უკვე აღარ ქვია. თვალები ამ დროს აქვს ისეთი შეშინებული, რომ მეც მეშინია ხოლმე. ღამე უფრო კარგად ძინავს. არ ვიდარდებდი ამაზე, ვიცი, რომ ბავშვებს აქვთ სიფხიზლის პერიოდი და ჯობია ეს პერიოდი დღისით იყოს, მაგრამ ეს შეხტომები მაფიქრებს. ადრე არ ქონდა, 1 თვეა რაც დაეწყო, 2.5 თვისაა. საჭიროა ექიმთან ვიზიტი?

Posted by: xatia333 9 Sep 2012, 20:27
QUOTE

ჩემ პატარას ამ ბოლო დროს დღისით არ ძინავს. ძალიან ეძინება, მაგრამ როგორც კი ჩაეძინება მთელი ძალით შეხტება ხოლმე. შეკრთომა ამას უკვე აღარ ქვია. თვალები ამ დროს აქვს ისეთი შეშინებული, რომ მეც მეშინია ხოლმე. ღამე უფრო კარგად ძინავს. არ ვიდარდებდი ამაზე, ვიცი, რომ ბავშვებს აქვთ სიფხიზლის პერიოდი და ჯობია ეს პერიოდი დღისით იყოს, მაგრამ ეს შეხტომები მაფიქრებს. ადრე არ ქონდა, 1 თვეა რაც დაეწყო, 2.5 თვისაა. საჭიროა ექიმთან ვიზიტი?

ჩემიც ასეა ზუსტად sad.gif ღამე არ იღვიძებს თუ არ მოშივდა . ორ პედიატრთან მყავდა და არაფერი არ სჭირსო და ვეღAრ გავიგე რა ვქნა. დავიტანჯე ამის დაძინებით მთელი დღის მანძილზე
* * *
ninoeqimi
QUOTE
პედიატრმა გვირჩია პირველი ორი კვება ნანის რძემჟავა 1 მიეციეო

გამარჯობა, მე ნანის ვაჭმევ ორი კვირიდან და უჭირს კუჭში გასვლა , გაზებმაც უკვე ძალიან შეგვაწუხა და რამოდენიმე დღეაგაზები აწუხებს და სელია ანტიკოლიკს ვაჭმევ ღამე უკეთესობა არის მაგრამ კუჭში გასვლაზე ხანდახან მაინცაა პრობლემა და სამნაირი საჭმელი რომ ავურიო არ აწყენს? თუ რა ვქნა? ჰუმანასაც აქვს ანტიკოლიკიო მითხრეს და კარგია თუ იცით? რამე არ არსებობს ისეთი რომ ვაჭამო ორივე პრობლემა მოაგვაროს მეტნაკლებად?

Posted by: ninoeqimi 9 Sep 2012, 23:46
tamusinka
ძილში კრთომა ნორმის ვარიანტია, არ ჭირდება მკურნალობა და ჩარევა.
xatia333
სხვადასხვა საჭMლის არევა არ არის რეკომენდირებლი, ჰუმანას ანტიკოლიკს აწერია, რომ ყაბზობას შველის, საიტზე წავიკითხე რომ დაპატენტებული ფორმულაა აქვთ ცხიმების, რის გამოც შეკრულობა ბავშვებს არ აწუხებთ., მე პირადად არ მაქვს გამოცდილება ამ საკვებისგამოყენების, მხოლოდ ერთი შემთხვევა ვიცი, ჩემი ნათესავი აჭმევდა და თავიდან ისე გაათხელა ეგონათ მოიწამლა და ანალიზი რომ გავაკეთეთ არაფერი არ ჭირდა, ჩვეულებრივი ჰუმანა დავამატეთ ორი კვება, დანარჩენი ანტიკოლიკი დავტოვეთ და მშვენივრადგადის კუჭში, მაგრამ ერთი შემთხევა არ არის საკმარისი რომ რაიმე გადაჭრით გითხრათ

Posted by: xatia333 10 Sep 2012, 00:45
QUOTE
Diamond Girl
QUOTE
თუ შეგიძლიათ ცოტა ინფორმაცია მომაწოდოთ ამ ინფანტილურ სპაზმზე

ინგლისური იცი?
ეპილეფსი სინდრომია... ჩვილებში. კრუნჩხვებით და ჩამორჩენით განვითAრებაში

ამ სპაზმის გარდა რა გამოხატულება შეიძლება ჰქონდეს თუ მართლა რამე სჭირს ბავშვს? შეიძლება ან ტომოგრაფიით ან სხვა რამე ანალიზებით იმის დადგება სჭირს თუ არა ადამიანს დიდს ან პატარას ეპილეფსია? ძალიან "დავიზმენდი" ვიდეოების ნახვის შემდეგ და გადამოწმება მინდა აუცილებლად

Posted by: angelgirl 10 Sep 2012, 09:43
ჩემი პატარა არის მეხუთE თვეში ,,ადრე კუჭის მოქმედება ქონდა 2-3ჯერ დღEში,ხოლო 4 თვიდან დღეში ერთხელ,მყავს მხოლოდ ძუძუზე.ორი კვირაა ,ხან ორ ხან კი სამ დღეში ერთხელ აქვს კუჭის მოქმედება,ნორმალურია თუა რა 5 თვის ბავშვს,ძუძუზე მყოფს ქონდეს ასეთი მოქმედება?

Posted by: Princess 10 Sep 2012, 10:37
ninoeqimi
QUOTE
შეიძლება არ უნდა ტრიალი, მთავარია 7 თვის დაჯდეს, ჩემმა შვილმა ბრუნის სტადია სულ გამოტოვა, მაგრამ მე მასაჟიც არ გამიკეთებია.


უფ დავმშვიდდი, მადლობა :*

Posted by: salomiko21 10 Sep 2012, 12:04
გოგოებო ერთი რამ მაინტერესებს.... პედიატრთან მყავდა პაწუკა და მითხრა ყველაფრით კარგი ბავშვია და ჯანმრთელი არისო ,,, და მირჩია ერთ წლამდე როა სავალდებულო მასაჟები ის გაუკეთე რომელიმე მასაჟისტთანო.... მართლა სავალდებულოა ეს მასაჟი? თუ შეიძლება რომ არ გავიკეთო? ისედაც ძალიან მოძრავი ბავშვია და ელასტიურია.... რია ვიცი .....

Posted by: matsatsuna 10 Sep 2012, 14:38
salomiko21
თუ არ ჭირდება არ აქვ ორთოპედიული ან ნერვოლოგიური დარღვევა რათ უნდა?

Posted by: ninoeqimi 10 Sep 2012, 14:43
angelgirl
ნორმალურია სავსებით, ერთი თვეც მოითმინეთ, მერე ხილს და შემატებულ საკვებს დაამატებთ და უფრო გახშირდება კუჭის მოქმედება.
xatia333
ეპილეფსიის დიაგნოზს ეეგ კვლევით ვსვამთ, მაგრამ ეს არ არის ასე ადვილი საქმე, ზოგჯერ რამოდენიმეჯერადი ეეგ კვლევაა საჭირო რომ დაიჭირო ცვლილება, დიაგნოზი კი მხოლოდ მაშინ ისმევა, როდესაც კლინიკა და ეეგ კვლევა ორივე დიაგნოზზე მიუთითებს, კომპიუტერზე კი ზოგჯერ ეპილეფსიის დროს ჩანს ცვლილება და ზოგჯერ პირიქით. თქვენ კი ერთი რამე დაიმახსოვრეთ და ყოველთვის გაითვალისწინეთ, ეპილეფსია ისეთი დაავადებაა, რომელიც თავს არასოდეს დამალავს. დიაგნოზის დადასტურებამდე კი მკირნალობის დაწყებას არ გირჩვეთ.
salomiko21
ძალიან გთხოვთ თქვენს ექიმს ერთი შეკითხვა დაუსვით, სავალდებულო მასაჟი რა არის და სად ან ვინ შეადგინა ამ მასაჟების კალენდარიsmile.gif

Posted by: algulga 10 Sep 2012, 14:53
ninoeqimi
გამარჯობა ნინო ექიმო,

ჩემი შვილი არის 7 წლის.
ყოველტვის ჩვევად ქონდა ცხვირის ფხანა(ცხვირში ხელის შეყოფას არ ვგულისხმობ), შეიძლება იდაყვით მოექექა, ან თითით მოეფხანა. ბოლო პერიოდი გაახშირა ცხვირში ხელის შეყოფაც და რომ ვუკრძალავდისახის მიმიკებით იფხანს და უკვე 2 თვე თითქმის წიკად ექცა.
რისი ბრალი შეიძლება იყოს და რით შემიძლია ვუშველო.

აშკარად რაღაც აწუხებს.
შეიძლება რომ ან პოლიპები ქონდე? ან რაღაც გაჩხელილი ამდეი ხნის განმავლობაში.

ფაქტია რომ რაღაც აწუხებს.

ვის უნდა მივმართო?

Posted by: ninoeqimi 10 Sep 2012, 15:15
algulga
აჩვენეთ ყელ ყურის ექიმს, თუ დარღვევა არ ექნება საერთოდ არ მიაქციოთ მის ამ ჩვევას ყურადღება, არ დაინახოთ< არ მიცეთ შენიშვნა და ასე შემდეგ. გენეტიკა როგორი გააქვთ? უნებლიე მოძრაოები აქვს ვინმეს ოჯახში?

Posted by: algulga 10 Sep 2012, 15:37
ninoeqimi
QUOTE
აჩვენეთ ყელ ყურის ექიმს, თუ დარღვევა არ ექნება საერთოდ არ მიაქციოთ მის ამ ჩვევას ყურადღება, არ დაინახოთ< არ მიცეთ შენიშვნა და ასე შემდეგ. გენეტიკა როგორი გააქვთ? უნებლიე მოძრაოები აქვს ვინმეს ოჯახში?


არა არავის არ აქვს უნებლიე ჩვევები.

დიდი მადლობა პასუხისთვის :*

Posted by: agr_bak 10 Sep 2012, 15:53
ta-musia
QUOTE
რაც გინდა ის გაეცი


Warning:
20%  თემაში პირადი გარჩევის გაგრძელებისთვის


თემა გასუფთავდება. განმეორების შემთხვევაში % მოიმატებს.


Posted by: ქინქლა 10 Sep 2012, 16:40
ქ-ნო ნინო დღეს ჩემს 2 წლის გოგოს სისხლის საერთო ანალიზი ავუღე, პროფილაქტიკის მიზნით. ლიმფოციტებამდე ყველა ანალიზის პასუხი ნორმის ფარგლებშია. ლიმფოციტები შედეგი 3.7 /ნლ ნორმა: 1.5-4.5; შედეგი: 72.7 % ნორმა 13-55
ეოზინოფილები, ბაზოფილები, მონოციტები, ნეიტროფილები - საერთოდ არანაირი შედეგი არ ჩანს
თრომბოციტები შედეგი: 7.7 ნორმა:8-12
ერითროციტების დალექვის სიჩქარე შედეგი 6; ნორმა <20

რეკომენდაციაში უწერიათ რომ ლეიკოციტების პოპულაციების დიფერენცირება ვერ ხერხდება და რეკომენდირებულია EDთA სისხლის ნაცხის დათვალიერება მიკროსკოპით.
ზეგამდე ექიმთან ვერ მივდივართ და ამიტომ იქნება მანამდე თქვენ ამიხსნათ რამე პრობლეამსთან გვაქვს საქმე თუ არა?
მადლობთ წინასწარ პასუხისთვის

Posted by: salomiko21 10 Sep 2012, 17:41
matsatsuna
მსგავსი არაფერი არ ჭირს...არ ვიცი,მასე მითხრა და მაინტერესებდა თქვენი აზრიც ...

ninoeqimi

არ ვიცი ნინო ექიმო,რაც მითხრა დავწერე.მეც დამაეჭვა ექიმის თქმულმა...

Posted by: angelgirl 10 Sep 2012, 17:56
ninoeqimi

ნინოეიქმო კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს.მაინტერესებს შეიძლება თუ არა კბილის გამაყუჩებელი ნემსით გაყუჩებდა და ისე დაპლომბვა.როგორც მითხრეს შემდეგი 24 საათი ბავშვმა აღარ უნდა ჭამოს ძუძუ.თQვენ თუ გქონიათ ეს შემთხვევა პრაკტიკაში?

და თუ არშEიძლება ,ბავშვს ერთი დღე მარტო დამატება რომ მივცე,ან მაწონი რაიმე დაშAვდება?

Posted by: blblbl 10 Sep 2012, 20:03
angelgirl
ფორმულა მიეცი,მთელი დღე მაწონი ცოდოა ბავშვი სიედაც არა წალმდე სასურველი მაწონი.

Posted by: irinka1983 10 Sep 2012, 20:41
angelgirl

მე გავიყუჩე და ამოვიღე კბილი, ჩემი შვილი 1 თვისაც არ იყო. პედიატრს ვკითხე და მიეცი ძუძუ ჩვეულებრივადო

Posted by: tako44 10 Sep 2012, 22:44
ნინო ექიმო, ორი დღეა კესოს კუჭი აქვს აშლილი და აღებინებს, ფაქტიურად ვერაფერს ჭამს, ვასმევ ელექტროლიტებს, ლინექსს დღეში ორჯერ, ენტეროლს და რეფურილს, ფორმულას საერთოდ არ იჩერებს პირში, ფაფებს ცოტას ვაპარებ, მაგრამ წეღან ეგეც ამოიღო. რა ვუყო? სიცხეს სულ ვუკონტროლებ, მაგრამ არ აქვს. პედიატრს ველაპარაკე და ეს მედიკამენტები მან დანიშნა, მაქსიმალურად მიეცი ელექტროლიტებიო. კუჭი ჰქონდა აქამდე აშლილი, ეხლა აღარ აქვს, მაგრამ მაინც აერია გული. sad.gif
ენტეროვირუსია ვითომ?

Posted by: angelgirl 11 Sep 2012, 18:14
blblbl
irinka1983
მადლობა გოგოებო

Posted by: ell-lle 11 Sep 2012, 20:00
ninoeqimi
გამარჯობა
4 თვის ბავშვი ვერ ტრიალდება ზურგიდან მუცელზე, რა შეიძლება ამის მიზეი იყოს? გვერდზე გადატრიალებაც ეხლა ისწავლა, წვალობს რაღაცას

Posted by: rainbow jeanne 11 Sep 2012, 20:30
გამარჯობა,ჩემი შვილი 20 დღისაა და თითქმის ყოველი ჭამის შემდეგ აქაფებს,ვიცი რომ ჩვილ ბავშვებში ხშირია ამოქაფება,მაგრამ ჩვენს შემთხვევაში მეჩვენება რომ დიდი დოზითაა და რას მირჩევთ,საშიშია რამე?

Posted by: vinnie 11 Sep 2012, 21:29
QUOTE
გამარჯობა,ჩემი შვილი 20 დღისაა და თითქმის ყოველი ჭამის შემდეგ აქაფებს,ვიცი რომ ჩვილ ბავშვებში ხშირია ამოქაფება,მაგრამ ჩვენს შემთხვევაში მეჩვენება რომ დიდი დოზითაა და რას მირჩევთ,საშიშია რამე?

ჩვენც გვაქვს მსგავსი პრობლემა,ხშირად აღებინებს,ექიმმა ნოვოკაინი დაგვინიშნა და თუ არ უშველა მერე ნემსებიოო sad.gif

Posted by: nino_ninuciii 11 Sep 2012, 21:33
rainbow jeanne
ჩვეულებრივი მოვლენაა, სანამ ძუძუზე მყავდა სულ აქაფებდა მთავარია მატება ჰქონდა კარგი. მყარი საკვები როგორც დაიწყო აღარ აქაფებდა
vinnie
QUOTE
მერე ნემსებიოო

ამოქაფებისთვის? wow.gif
ell-lle
QUOTE
4 თვის ბავშვი ვერ ტრიალდება ზურგიდან მუცელზე

პატარაა და იმიტომ smile.gif ყველა ბავშვი ინდივიდუალურია
სანამ არ დაჯდა ჩემი შვილი არ გადაბრუნებულა თუმცა ჩვეულებრივ ვითარდებოდა

Posted by: shoshi 11 Sep 2012, 22:25
კიდე ერთი შეკითხვა მაქვს, ფეხზე უკბინა ჩემ შვილს ალბათ კოღომ, გაუწითლდა, ცოტა გაუმაგრდა და შედარებით ცხელი აქვს ნაკბენის ადგილი, ასე არც აცრა და არც კოღოს ნაკბენი არ გამიზეზებია აქამდე, ზილონკას ვუსმევ, კიდევ რას მირჩევთ?

Posted by: blblbl 11 Sep 2012, 22:42
QUOTE
ნოვოკაინი

QUOTE
ნემსები

ესენი ამოქაფებაზე?და ნნოვოკაინი რატო ანესთეტიკი არააა?ან რა ნემსები?უმეტესობა აქაფებს ბავშვების და ჰაჰა სპეც კვება დაუმატონ ,ეს რაღაც ახალია

Posted by: natinati77 11 Sep 2012, 23:00
ნინო ექიმო,მყავს 1.5 თვის ბიჭიძალინ უჭმელი გახდა,3 დღეა 3 კოვზე მეტს არ ჭამს,ჯამში დეში 6 კოვზი გამოდი,კვერცხი უყვარდა და იმასაც არ ჭამს,ექიმა ტრიმეტაბოლი დაგვინიშნა,რა შეიძლება ამ უჭმელობის მიზეზი იყოს?

Posted by: anuka2009 11 Sep 2012, 23:11
vinnie
ეს ამოქაფება არის რეფლუქსი, რომელიც სანამ არ გაიზრდება დაახლოებით 6 თვის მაინც არ გახდება არ იკურნება, მერე გადადის თავისით. რა ნემსები, მაქსიმუმ, თუ ფორმულას აძლევ ანტირეფლუქსი უნდა მისცე, მე ვაძლევდი ჰუმანა არ.

Posted by: gvants 11 Sep 2012, 23:16
ჩემსას არც ანტირეფლუქსმა უშველა. მყარ საკვებზე გადასვლისთანავე შეუმცირდა და ნელ-ნელა გაუქრა.

Posted by: ninoeqimi 11 Sep 2012, 23:17
angelgirl
თუ ანტიბიოტიკი არ დაგჭირდათ მაშIნ 2-3 კვება გამოიწველეთ და გადააქციეთ და ფორმულა მიეცით, ეცადეთ ნაკლებად გემრიელი ფორმულა შეარჩიოთ, ძუძუზე უარი რომ არ თქვას. ანტიბიოტიკის შერჩევისას კი გაითვალისწინეთ ისეთი, რომელიც ლაქტაციის დროს შესაძლებელია.

ell-lle
ვინ გითხრათ, რომ 4 თვის ბავშვი უნდა ტრიალებდეს? ბრუნი 5 თვიდან უნდა დაიწყოს, თუმცა დიდი გადამწყვეტი მნიშვნელობა სულაც არა აქვს ნეიროგანვითარებაში.
rainbow jeanne
წონაში როგორ იმატებს? ჭამიდან რამდენ ხანში იღებს? რამდენს და როგორი კონსისტენციისას? შეხაჭოებულს თუ შეუცვლელს?

natinati77
ალბათ წლინახევრისააა არა? ზოგადად ყველა ბავშვს აქვს ცოტა ხანი არჭამის პერიოდი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ამ დროს არ უნდა დააძაოთ, თორემ რომც შიოდეს მაინც არ შეჭამს პროტესტის გამო, ჩემი წლის და 4 თვის შვილი ხან მთელი დღე არაფერს არ ჭამს, მყოფნის ნერვები და ვაქცევ, ორჯერაც არ ვტავაზობ ერთსა და იმავე საჭმელს, თქვენ უნდა ნახოთ როგორ მადაზეა "შიმშილობის" მეორე დღეს, ჭამს ყველაფერს, რასაც დაინახავს, ეს ჩვეულებრივი მოვლენაააა, ბავშვიც ადამიანია და ჩვენსავით ხან უნდა და ხან არა. აი პროტესტის გამხატვა კი ჩვენზე მეტად იციან. ამიტომ მე გირჩევთ არ დააძალოთ< არც წამალი არ უნდა მოშივდება და აუცილებლად შეჭამს.

Posted by: blblbl 11 Sep 2012, 23:31
ninoeqimi
QUOTE
ტრიმეტაბოლი

ამ წამალზე მოვისმინეშემდეგი,,ტვინს აძლევს ინფორმაციას რომ შია და ჭამოს,ანუ გამოდის რომ რობოტივით ამოქმედებს ორგანიზმს და მოქმედებს თავისთავად ტვინზე ხო?და ეს თუ სიმართლეა რამდენად მიზანშეწონილია საერთოდ ამ პრეპარატის მოხმარება?არ გამოიწვევს მასზე დამოკიდებულებას?

Posted by: ketketket 11 Sep 2012, 23:35
natinati77
დრეს ჩემსასაც ეგ დაუნიშნეს უჭმელია საშინელი 4 წლისაა და 14 კილოsad.gif იმედია უშველის ხვალ უნდა უყიდო

Posted by: rainbow jeanne 12 Sep 2012, 10:47
ninoeqimi
ხან 5 წუთში იღებს უკან შეუცვლელი კონსისტენციისაა საჭმელი,ხან კიდევ 1 საათის და უფრო მეტი ხნის შემდეგ ხაჭოს მაგვარი კონსისტენციისას.მატება ნორმალური აქვს,რას მირჩევთ ნინოექიმო?

Posted by: tamusinka 12 Sep 2012, 11:35
ketketket
QUOTE
დრეს ჩემსასაც ეგ დაუნიშნეს უჭმელია საშინელი 4 წლისაა და 14 კილო იმედია უშველის ხვალ უნდა უყიდო


სიმაღლე რამდენი აქვს? მარტო ასაკზე არაა ეგ დამოკიდებული რამდენადაც ვიცი. რაღაც ცხრილი ვნახე სიმაღლის და წონის შეფარდება ბავშვებში და ისევ დამეკარგა sad.gif თუ მოვძებნე დავდებ დედიკოების თემაში.

Posted by: infuzoria 12 Sep 2012, 11:56
QUOTE
დრეს ჩემსასაც ეგ დაუნიშნეს უჭმელია საშინელი 4 წლისაა და 14 კილო იმედია უშველის ხვალ უნდა უყიდო

ცემიც 4 წლისაა და 14 -იც არ იქნება ლაბათ,რავიცი კი მოიმატა ამ ზაფხულს,მაგრამ აღარ ამიწონია,მაგრამ ექიმს არაფერი არ დაუნიშნია.
ტან ცემი უჭმელი არ არის ,უბრალოდ არ იმატებს ისე ,როგორც ჭამს

Posted by: snowflake 12 Sep 2012, 13:10
ჩემს ქმარს აღმოაჩნდა ჩუტყვავილა, ბავშვები მყავს ერთი 2 თვისაა (ჯერ არ ამიცრია), მეორე წლის და 5 თვის, როგორ დავიცვა ჩემი თავიც და ბავშვებიც რო არ გადაგვედოს? ხო კიდე მითხრეს რო პატარას არ გადაედება, უფრო დიდს შეიძლება გადაედოსო. და როგორ მოვიქცე?

Posted by: algulga 12 Sep 2012, 13:27
snowflake
QUOTE
ხო კიდე მითხრეს რო პატარას არ გადაედება, უფრო დიდს შეიძლება გადაედოსო. და როგორ მოვიქცე?



თუ გადადებაა მაინც გადაედებათ.
შარშან ჩემი დაქალის ბავშვს ქონდა და იმან თავის 40 დღის ძმას გადადო, მაგრამ პატარას უფრო მსუბუქ ფორმაში ქონდა, თან არც ფხანა იცის მაგ დროს და არაფერი უბრალოდ ცოდო იყო ზილიონკით აჭრელებული.

რომც მოარიდო ინკუბაციიეს პირველ პერიოდში ერთად მოუწიათ ყოფნა და თუ შესახვედრია მაინც შეხვდება

Posted by: natinati77 12 Sep 2012, 13:50
ალბათ წლინახევრისააა არა? ზოგადად ყველა ბავშვს აქვს ცოტა ხანი არჭამის პერიოდი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ამ დროს არ უნდა დააძაოთ, თორემ რომც შიოდეს მაინც არ შეჭამს პროტესტის გამო, ჩემი წლის და 4 თვის შვილი ხან მთელი დღე არაფერს არ ჭამს, მყოფნის ნერვები და ვაქცევ, ორჯერაც არ ვტავაზობ ერთსა და იმავე საჭმელს, თქვენ უნდა ნახოთ როგორ მადაზეა "შიმშილობის" მეორე დღეს, ჭამს ყველაფერს, რასაც დაინახავს, ეს ჩვეულებრივი მოვლენაააა, ბავშვიც ადამიანია და ჩვენსავით ხან უნდა და ხან არა. აი პროტესტის გამხატვა კი ჩვენზე მეტად იციან. ამიტომ მე გირჩევთ არ დააძალოთ< არც წამალი არ უნდა მოშივდება და აუცილებლად შეჭამს.





კი წლის და 5 თვის გახდა დღეს,არ იყო უჭმელი,პირიქით მჭამელი იყო,არა აღარ დავაძალებ,გუშინ ძალით ვაჭამე და უკან ამომილაგა მთელი დღის ნაჭამი,ესეიგი წამალი არ მივცე?
* * *
ketketket
დღეს ყავდათ ექიმთან და 10კილოა,



ნინო ექიმო სიმაღლეშია ძალიან გაზრდილი,თვენახევარში 5 სმ მოიმატა,84 სმ და 10 კილო,ეს ნორმაა თუ ჩამორჩება წონა?

Posted by: ninoeqimi 12 Sep 2012, 14:43
blblbl
ვიცი, რომ რასაც ახლა დავწერ, ძალიან დიდ აჟიოტაჟს გამოიწვევს, მაგრამ რადგან მთხოვეთ მაინც დავწერ.
მე არასოდეს ბავშვისათვის არ დამინიშნავს ეს მედიკამენტი.
აგერ ბატონო მისი ანოტაცია ქართულ ენაზე, ყველსათვის გასაგები რომ იყოს
http://www.aversi.ge/annotations.php?id=73&lang=geo&drug_id=13489
ძალიან მნიშვნელოვანია მისი მოქმედების მექნიზმი, ნამდვილად მოქმედებს თავის ტვინზე, მეტიც, მოქმედებს ჰიპოთალამუსის დონეზე, ჰიპოთალამური სისტემა კი უკიდურესად მგრძნობიარეა, პრაქტიკულად წარმოადგენს ნერვულ-ენდოკრინული რეგულაციის ძირითად ორგანოს, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ მოუმწიფებელ თავის ტვინში ბოლომდე ჩამოყალიბებლი არ არის, მე პირადად არ გავრისკავ და ამ სისტემაში არ ჩავერევი კარგად გამიგეთ და იმ უბადრუკი მიზეზის გამო, რომ ბავშვმა ორი ლუკმით მეტი შეჭამოს. დანარჩენს კი ყველა ექიმი თავად წყვეტს.

მისი შემადგენელი ერთ ერთი კომპონენტის ლიზინის გამოყენება არ არის რეკომენდირებული არა მარტო ბავშვებში, არამედ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. აი ეს არის ციტატა ერთ ერთი ფასიანი საიტიდან:
Description: L-lysine is an essential amino acid, meaning it cannot be synthesized იn the body and must be ingested daily via the diet or via supplementation. The normal US diet results in ingestion of >= 5 g of this amino acid daily. Orally and topically, L-lysine is commonly used to prevent and treat the clinical symptoms of herpes simplex labialis. In 1992, the FDA determined that no orally administered active ingredient was recognized as safe and effective for OTC use to treat or relieve the symptoms of cold sores. Thus, L-lysine products are marketed as nutritional supplements under DSHEA versus approved OTC drugs. L-lysine is also used orally as a protein-supplement by athletes for improving athletic performance; L-lysine is thought to enhance anabolic processes which promote muscle tissue accretion. Because L-lysine may be important in calcium absorption and homeostasis, some authors have suggested a potential use of this amino acid in the treatment of osteoporosis.
Actions: L-lysine is an essential amino acid, and contributes to protein- and enzyme-synthesis. Amino acids reduce catabolism. L-lysine may be involved in the cellular absorption, regulation, and utilization of calcium.
Anti-viral activity: L-lysine has an inhibitory effect on the multiplication of herpes simplex type 1 virus in vitro. Lysine appears to be an anti-metabolite; it competes with arginine for inclusion into viral replicative processes (the herpes simplex virus is highly dependent on arginine).
Uses/Documentation:
•Herpes simplex type 1 (HSV-1): Available studies are equivocal; most are poorly designed. Oral L-lysine prophylaxis overall does not appear to affect the overall recurrence rate of HSV-1 lesions. However, some L-lysine-treated patients were recurrence-free in a few studies. L-lysine has been associated with subjective decreases in healing-times of active lesions in some open studies; other trials have not found a reduced time-to-healing of lesions or improved lesion appearance compared to placebo. Most experts have concluded that orally administered L-lysine does not objectively improve the healing of cold sores, but supplementation may decrease recurrences or improve symptomatic complaints in certain individuals.
•Ergogenesis: Current data suggest that L-lysine supplementation does not enhance hGH or
insulin secretion compared to results obtained with exercise alone, and reputable data suggest it is not an effective ergogenic. Consumption of normal high-protein foods should be adequate to meet increased dietary needs induced by high-intensity exercise.
Contraindications/Precautions: NOTE: Nutraceuticals should be used cautiously in young children and pregnant females. Because amino acids are broken down into nitrogenous wastes, excessive lysine supplementation should be avoided by those with kidney or hepatic disease.

Dosage:
•for herpes labialis prophylaxis†:
Oral dosage:
Adults: 500 mg PO per day; dosages up to 1 g PO three times per day have been used in some trials for up to 6 months.
Children: Dosage information for nutraceutical use is not available or recommended.
•for the treatment of herpes labialis† (a.k.a. herpes simplex virus type 1†):
Oral dosage:
Adults: 1 g PO per day is the average suggested dosage from clinical trials; dosages of up to 1 g PO every 6 hours have been used in clinical studies for acute episodes.
Children: Dosage information for nutraceutical use is not available or recommended.
•for topical relief of cold sore symptoms, for lip lubrication and protection:
Topical Dosage (i.e., lip balms and ointments):
Adults: Apply liberally as needed. NOTE: there is no well-documented clinical evidence that topical lysine applications prevent or treat recurrences of herpes simplex.
•for nutritional supplementation in athletes to promote ergogenesis†:
Oral dosage:
Adults: Athletes will typically ingest 1—3 g/day PO during periods of weight-training.
Bioequivalence Issues: NOTE: Potency for nutraceutical products can vary substantially from manufacturer to manufacturer.
ესეც უფასო საიტის ლინკი, სადაც წერია, რომ ჯობია ორსულობის და ლაქტაციის დროსაც კი თავი შევიკაოთ მისი მოხმარებისაგან.
http://www.webmd.com/vitamins-supplements/ingredientmono-237-LYSINE.aspx?activeIngredientId=237&activeIngredientName=LYSINE
ახლა გაამახვილეთ ყურადღება იმაზე, როგორ რეაგირებს ტრიმეტაბოლი და კალციუმი ერთმანეთთან,
Drug Interactions:
Calcium salts and calcium supplements: When administered orally, L-lysine may increase dietary calcium absorption; L-lysine may also decrease urinary calcium excretion.
Adverse Reactions: Diarrhea or abdominal pain upon ingestion of >= 10 g/day. An isolated case of interstitial nephritis with eventual progression to chronic renal failure has been reported.
და კიდევ ყველაზე მთავარი და სერიოზული მიზეზი, იცით რა ღირს საზღვარგარეთ ეს წამალი?
http://www.medshop.ws/purchase-trimetabol-metopine-lysine-carnitine-steroid-online.php
ჩვენთან კი 12-13 ლარი. მემგონი საკმარისად დავასაბუთე ჩემი პოზოცია, კარგად გამიგეთ როდესაც რაღაცაზე ვამბობ რომ არ ვიყენებ, მე უნდა დავასაბუთო რატომ. მე ასეთI ტიპის ექიმი ვარ ზუსტად ვიცი რას რატომ ვაკეთებ და რას რატომ არა.

rainbow jeanne
გაუკონტროლეთ სიცხე, დააკვირდით განავალს, თუ ყველაფერი წესრიგშია, არაფერი სანერვიულო არ არის. ეს ბავშვის ანატომიური თავისებურების შედეგია და გაივლის.
snowflake
ჩუტყვავილე გადამდებია მანამ, სანამ არსებობს უკანასკნელი ბუშტუკი, ბუშტუკის შიგთავსი შეიცავს ვირუსებს, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ეცადოთ, რომ არ გადაიტანოთ ხელით, შანსი იმისა, რაო გადაედოს უფროსს ნამდვილად უფრო მეტი აქვს, მაგრამ ნუ ნერვიულობთ, რომ გადაედოს არ არის ჩUტყვავილა ძალიან საშIში ინფექცია.

* * *
natinati77
ზუსტად ჩემი შვილის პარამეტრებისააა, წლის და 4 თვის, 86 სმ, 11 კილომდეა. ერთი თვეა წონაში არ მოუმატია, მხოლოდ სიმაღლეშI მოიმატა, ცოტა პუტკუნა იყო და გათხელდა, ჭამს მაშინ როცა უნდა და იმდენს, რამდენიც უნდა. ერთი ლუკამც არ დამიძალებია, წამალზე და ვიტამინზე არც ვლაპარაკობ. ვერ წარმოიდგენთ როგორ გადასარევად არეგულირებს თავის ნებაზე მიშვებული ყველაფერს. ხან შეჭამს იმაზე მეტს ვიდრე "ეკუთვნის", მერე მოიწყობს განტვირთვის დღეს ხან მარტო წყალს სვამს მთელი დღე, ხან ხილს, ხან ერთჯერ ჭამს, მერე რამოდენიმე დღე ნორმალურად მოკლეთ, მისმა ორგანიზმმა ჩემზე კარგად იცის რა უნდა და როდის.
ეცადეთ მიცეთ საშუალება დაარეგულიროს. არ არსებობს ბავშვი, რომელიც შიმშილით თავს მოიკლავს, მაგრამ თ მუდმივად აძალებ, აქვს პროტესტის განცდა და რომ შია მაინც არ ჭამს.დილას თუ არ ჭამს, შეთავაზეთ ხილი, გაასეირნეთ, ეცცადეთ ქუჩაში სასუსნავები არ ჭამოს და მერე დაბრუნებული შეჭამს, მოკლეთ ამ ყველაფერს დიდი ნერვები და კიდევ უფრო ბევრი ფული უნდა, 18 ლარს რომ ხბოს ხორცშI მიცემ და გადაღვრი ნერვიც უნდა გეყოს და ფულიც, მაგრამ დამიჯერეთ შედეგი ნამდვილად ღირს. რად გინდათ განვითარებად ორგანიზმს მიცეთ წამალი, რომელიც ბოდიბილდინგშI გამოიყენება. დღეს ბაზარზე უამრავი საშUალება არსებობს, რაღაც მოეცონება, აუცილებელი არ არის რუტინულად სყოველ შუადღეს სუპი ჭამოს, თქვენ ჭამთ? მე მაგალითად არ მიყვარს სადილში ჩადებუი ხორცი, არც ჩემს შვილს, სუპი გაუკეთეთ წყალზე, ხბოც ხორცით ნაკლებად შებრაწული მწვადის სახე მიეცით ან კატლეტი გაუკეთეთ, ან გუფთა. რა თქმა უნდა, რომ ეს ყველაფერი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ერთი კოვზი წამლის დალევინება.

Posted by: NiaNia007 12 Sep 2012, 15:12
ნინო ექიმო,ჩემი წლის და 10 თვის გოგო,უკვე თვეზე მეტია ყოველ მესამე დღეს გადის კუჭში,რისი ბრალი შეიძლება იყოს? წვნიანს ჩამს,თითქმის ყოველ დღე.როგორ შეიძლება დავურეგულირო რომ ყოველ დღე გავიდეს კუჭში?

Posted by: blblbl 12 Sep 2012, 15:56
ninoeqimi
დიდი მადლობა,ამომწურავი და საჭირო ინფორმაციისთვის smile.gif კარგი იქნება ყველ;ა პედიატრი გაეცნოს ამ სტატიებს,ძალიან ბევრს ენიშნება ეს პრეპარატი ჩემს გარშემო როგორც დავაკვირდი და სხვას კიდევ რამდენ ბავშვს ალბათ

Posted by: matsatsuna 12 Sep 2012, 17:21
ninoeqimi
და რატომ ნიშნავენ ასეთი სახის მედიკამენტებს დავიჯერო მათ არ იციან ეს ყველაფერი?

Posted by: KaTeRiN 12 Sep 2012, 17:25
ninoeqimi
ტრიმეტაბოლზე რაღაც ძალიან მომხვდა გულზე ეხლა თქვენი პოსტი..
ჩემი შვილი 1 წლისა და 5 თვის ხდება მალე, ეშვები ამოსდის და საერთოდ შეწყვიტა ჭამა, ისედაც ცუდი მჭამელია და საერთოდ ერთ ცალ პეჩენიაზე და 100 გრამ მაწონზე იყო სამი ოთხი დღე დაახლოებით, მყავდა პედიატრთან რომ რამე დაენიშნა თორემ უკვე მართლა აღარ მყოფნიდა ნერვები, არ დაუნიშნა არაფერი.
მეორე დღეს კუჭში მწვანეზე გავიდა, მაწონიც უკან ამოიღო, წყალს ითხოვდა და უკან იღებდა, დავურკე და დაგვინიშნა აისოლი, ჭამის წინ დოპროკინი, ენტენორმი და იომოგი. აისოლი არ დალია ძალით ვასხვავდი, ჰუმანაელექტროლიტი მივეცი მერე, ეგეც ამოიღო უკან,წამლებსაც უკან იღებდა, რადგან ესე ნაპორით იღებს უკან სასწრაფოდ გადაიყვანეთ საავადმყოფოშიო.
ორი დღე გავატარეთ საავადმყოფოში, გაუკეთეს გადასხმები, სისხლის ანალიზში ცვლილება არ იყო, მხოლოდ ოდნავ დაბალი ჰემოგლობინი, წონაში 1.200 დაიკლო ბავშვმა ერთი კვირის განმავლობაში, იქ გვითხრეს რომ ვირუსია. დაქვეითებული იმუნიტეტის ფონზე ვირუსი შეხვდაო. სიცხე არ ჰქონდა. საერთოდ არაფერს არ ჭამდა, არც ერთ ლუკმას და გაუჩერებლად ტიროდა. მეორე საღამოს მაწონი და პეჩენია როგორც იქნა ჭამა და არ ამოუღია უკან. გამოგვიშვეს სახლში, ბევრი სითხე და ბალანსირებული კვებაო,
დავურეკე ჩვენს პედიატრს და ვუთხარი ბავშვის მდგომარეობა, ეს ორი დღეც დააკვირდიო, როგორმე საჭმელი უნდა ჭამოსო, ამ გადასხმების მერე მოვა მადაზეო. თუ იგივე მდგომარეობა იქნება ტრიმეტაბოლი მიეციო.
მივეცი ტრიმეტაბოლი. დაიწყო ჭამა როგორც იქნა და დავწყნარდი მეც.
რა უნდა მექნა ესეთ სიტუაციაში? ცუდად მოვიქეცი რომ მივეცი? რა ზიანი მიადგება ამ პრეპარატის მიცემით ბავშვს?უკვე ერთი კვირაა ვასმევ. ბავსვი ნორმლაურად ჭამს და წონაშიც ცოტა მოიმატა.

Posted by: BAXY 12 Sep 2012, 17:57
გამარჯობა, 1 კვირაა რაც ვიმშობიარე და მინდა რძის გაწოვა, ექიმმა დამინიშნა დოსტინექსი... დოსტინექსი გამოიწვევს სისხლდენის შეწყვეტას? მენსტრუაციის? მშOბიარობის შემდეგ რა მოდის ანუ : )

Posted by: blblbl 12 Sep 2012, 17:59
BAXY
რატო იშრობ?ყველაზე ძვირფასს რატო აკლებ შენს შვილს smile.gif

Posted by: BAXY 12 Sep 2012, 18:09
blblbl
სადინრები არ მეხსნება sad.gif( გამოდის წვეთები , არც "დედამ" მიშველა არაფერმა...sad.gif არადა მაქვს რძე , პატარა მკერდი მქონდა და მასკდება ეხლა ის ემაქვს , ძალიან მტკივა... ბავშვიც ძალიან იტანჯება.. რა გაგიგიათ ამ დოსტინექსზე? შემიწყვიტავს ანუ? კი წავიკითხე ანოტაცია მაგრამ ვერ მივხვდი... ვინმეს დაგიშრიათ რძე?

Posted by: nino_ninuciii 12 Sep 2012, 18:14
BAXY
კარგი მასაჟისტი გყავდაა?
დალი გირჩიეს მგონი გოგოებმა ძალიან კარგია

Posted by: blblbl 12 Sep 2012, 18:49
BAXY
მოიყვანე კარგი მასაჟისტი ჯერ ,გაშრობას ყოველთსი მოასწრებ.დოსტინექს რაც შეხება ეგ გმაონადენი უნდა გამოვიდეს და ისედაც გამოვა,თითონ პრეპარატი საშინელებაა.მოიცადე ჯერ კიდევ იქნებ იყოს შანსი,ცოდოა ძუძუს გარეშე პატარა.სულ არ ეტყობათ მკერდი მაგრამ მშვენივრად აჭმევენ,ზომა არაფერ შუაშია,წესიერი მასაჟი გინდა

Posted by: rainbow jeanne 12 Sep 2012, 18:51
ninoeqimi
დიდი მადლობა ნინო ექიმო smile.gif

Posted by: matsatsuna 12 Sep 2012, 19:08
BAXY
არ გაიშრო დამიჯერე მეც შენ დღეში ვიყავი მაგრამ კარგმა მასაჯისტამ მიშველა თუ გინდა მოგწერ ნომერს.მაგაზე სასარგებლოს და კარგს ვერაფერს გავუკეთებთ ჩვენ შვილებს.თუ ძაან გაქ ფამაგრებული კომბოსტო გაბეგვე ისე რომ გამჭირვალე გახდეს და წაუსვი თაფლი დაიფინე მკერრძე,თავებზე არა.სანამ რ შრგაშრება წვენი გქონდეს მანამდე.

Posted by: amoeka 12 Sep 2012, 19:54
ninoeqimi
ნონო ექიმო ჩემ ბავშვმა ჭამის შემდეგ ამოიღო საჭმელი და ცხვირიდანაც წამოუვიდა, მის მერე სუნთქვა უჭირს და წამოახველებსხოლმე. პედიატრმა დაგვინიშნა ფიზიოლოგიური ხსნარი, 3 დღეა ვაწვეთებ, წემინების დროს 2ჯერ გადმოყარა ცხვირიდან რაგაცეები მაგრამ მაინც უჭირს სუნთქვა და გაღიზიანებულია. თქვენ რას მირჩევთ?

Posted by: sali_saki 12 Sep 2012, 20:57
მითხრეს რომ ლაქტაციის პერიოდში კბილებს ვერ გავიკეთებ იმის გამო რომ ანესთეზიას არ გამიკეთებენ და მართალია?

Posted by: xatia333 12 Sep 2012, 21:36
QUOTE
რა გაგიგიათ ამ დოსტინექსზე? შემიწყვიტავს ანუ? კი წავიკითხე ანოტაცია მაგრამ ვერ მივხვდი... ვინმეს დაგიშრიათ რძე?

ეგ დავლიე მე გასაშრობად მაგრამ ჩემი ძუძუს არ იდებდა ცოცხალი თავით და მთელი დღე საწველით სიარული ტანჯვა იყო. მეც პატარა მკერდი ამქვს და ჭიპამდე მქოდნა ჩამოსული იმდენი რძე მქონდა. გამიმაგრდა 40 მქონდა სიცხეები და მიცირქდებოდა იძულებული ვიყუავი დამელია.ორმა დალევამ მიშველა
* * *
QUOTE
დოსტინექსი გამოიწვევს სისხლდენის შეწყვეტას? მენსტრუაციის? მშOბიარობის შემდეგ რა მოდის ანუ : )

არა არ შეგიწყდება დამიჯერე თუ მეტი არ წამოგივიდა smile.gif

Posted by: BAXY 13 Sep 2012, 01:15
xatia333
ანუ მარტო წამლის დალევამ მეგაგიქრო რძე? დღეს მეც გამოვიწველე და ვაჭამე ეგრე.. ისე ძუძუს აღარ იდებს.. sad.gif
2 ტაბლეტი დალეი? მასაჟისტი და გადაკვრა არ დაგჭირვებია? მშობიარობიდან რამდენ ხანში გაიქრე რძე?

Posted by: matsatsuna 13 Sep 2012, 10:43
ცუდად არ გამიგოთ გოგოებო რა მაგრამ ჯობია ჩვენ ვიტანჯებოდეთ ვიდრე შვილებს მოვაკლოთ უმიკალური რამ რომლის მგვსი არარსებობს არაფერი.ზუსატ ანალოგიურ დღეში ვიყავი მეც კვირაში 3ჯერ მასაჯისტი მეჯდა სახში,მთელი დღე საწველით დავდიოდი თან არავინ მეხმარებოდა,მეც მინდოდა გაშრობა მაგრამ რო დავფიქრდი ამაზე კარგ ვეფარს გავუკეთებდი შვილს.ეხლა 1წლისაა და კიდე ჩამს

Posted by: ninoeqimi 13 Sep 2012, 11:24
KaTeRiN
როგორ ფიქრობთ რადენი წელია რაც ტრიეტაბოლი ბაზარზე შემოვდაააა? აქსიმუ ათი წელია, მანამდე ხომ არსებობდა ნაწლავური ინფექციები, უჭმელი ბავშვებიც ნამდვილად იყვნენ, ორგანიზმი როგორე თავად მოახერხებს რომ მოიკრიბოს ძალები, დამერწმუნეტ, როდესაც ბავშვის ორგანიზმი დასუსტებულია ის ისედაც მოუმატებდა ჭამას, შეიძლება ასე თვალში საცემად არა, მაგრამ მაინც, თქვენ კი ეცდებოდით უფრო მრავალფეროვანი და კალორიულა საკვები შეგეთავაზებინათ და პრობლემაც მოგვარდებოდა. ორგანიზმს უნდა აცალოთ, ის თავად შეებრძოლება ნებისმიერ დაავადაება, უბრალოდ უნდა შეუქმნაG ხელსაყრელი პირობები და დროულად და სწორად დაიჭიროთ მომენტი, როდის ჩაერიოთ, ეს არის ექიმობა, თორემ პარაცეტამოლის და პეიცილინის დანიშვნას დიდი ფილოსოფია რომ არ ჭირდება დამეთანხმებით

Posted by: KaTeRiN 13 Sep 2012, 11:57
ninoeqimi
მადლობა გამოხმაურებისთვის.
არ ვიცი რამდენი წელი არსებობს, ალბათ მანამდეც იარსებებდა რაიმე მადის სტიმულიზატორი.

ეხლა როგორ მოვიქცე?
შევწყვიტოთ ტრიმეტაბოლი?
შევიტანო ეჭვი ექიმის პროფესიონალიზმში ვინც დაუნიშნა ეს მედიკამენტი? უფრო სწორად, თქვენი აზრით, საეჭვოა თუ არა ამ ექიმის ნდობა, ასეთი დანიშნულების გამო?
არადა ფაქტია რომ უკვე ბევრი პედიატრი ნიშნავს, რატომ ნიშნავენ? ნუთუ ყველა პედიატრი ვინც ტრიმეტაბოლს ნიშანვს არაინფორმირებულია ამ პრეპარატის შესახებ? რატომ ნიშნავენ ესე მარტივად მაშინ? რაშია საქმე?

Posted by: tatuuu 13 Sep 2012, 12:21
BAXY
რატო იშრობ რძეს, მითუმეტეს ბევრი გქონია და გაგზრდია მკერდი
მე 3 ზომა მქონდა და მგონი 5-მდე ამივიდა იმდენი რძე მქონდა, ჩაქვავებული მქონდა სულ და საშინელ მდგომარეობაში ვიყავი,მეტირებოდა უკვე,მოვიყვანე მასაჟისტი დალი და ზუსტად ერთი მოსვლით მიშველა, იმის მერე აღარ დამჭირვებია. შენი საქმის შენ იცი, მაგრამ ამდენი რძე თუ გაქვს რომ მკერდი გაგეზარდა, რატო უნდა გაიშრო... სადინარები რო არ გაგეხსნას მასაჟით არ არსებობს ! მეც არ მქონდა გახსნილი მაგრამ მასაჟისტმა 2 საათში გამიხსნა და იმის მერე პრობლემა აღარ შემქმნია... არაფერს გარიგებ, უბრალოდ ამდენი რძე თუ გაქვს ცოდოა გასაშრობად

Posted by: sali_saki 13 Sep 2012, 13:07
BAXY
არ გინდაააა facepalm.gif დედები რძეს ოცნებობენ რომ ქონდეთ და შენ................ no.gif no.gif

Posted by: xatia333 13 Sep 2012, 13:27
BAXY
ორი კვირა ვაჭამე მასე გამოწველილი, და მერე გავიშრე.გაკრულიც მქონდა ჯერ ერთი წამალი დავლიე და მესამე დღეს ისევ რომ მომდიოდა ბევრი მეორეც დავლიე. ზოგი არ იკრავს ისე საერთოდ. ძუძე დააძალე იქნებ ჩაიდოს და მასაჟისტის მერე აღარ იწვალებ. ჩემმა არ ჩაიდო არაფრით sad.gif

Posted by: nino_ninuciii 13 Sep 2012, 14:09
BAXY
ჩემი ნათლულიც არ იდებდა ტვეზე მეტი და დადიოდა ეს ჩემი დაქალი სულ საწველით გაიწვალა ტავი მარა ჩაიდო მერე ბავშვმა ცოტა რო მოღონიერდა და ჭამს დღესაც.

Posted by: temosabasdeda 13 Sep 2012, 14:47
გამარჯობათ დღEს პერდიატრმა დამინიშნა მე შემდეგი წამლები ხოდა მაინტერესებს ძუძუთი კვების დროს უვნებელია? ლაციდოფილი და მედულაკი.კუჭის მოქმედების მოსაწესრიგებლდ.კიდევ ემფეტალი .ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ რაა ტყუილად რომ არ ვიყიდო?

Posted by: ninoeqimi 13 Sep 2012, 15:27
temosabasdeda
უსაფრთხოა ძუძუთი ვების დროს ყველა თქვენი მედიამენტი. მედულაკი იგივე დუფალაკია და ნაწლავის სანათურს არ ცილდება, ლაციდოფილი პრობიოტიკია და ისიც ნაწლავის სანათურში ოქმედებს, ემფეტალი კი ვიტამინები და მინერალებია, ცოტას მოგაძLიერებთ

Posted by: natinati77 13 Sep 2012, 16:18
KaTeRiN
ზუსტად თქვენ მდგომარეობაში ვიყავით,დიდი კბილების დროს,უბრალოდ ჩვენთან ღებინება 2 დღე და ღAმე გაგრძელდა,იგივე წამლები დაგვინიშნეს,უბრალოდ ჩემი აისოლს კარგად სვავდ ა და ბორჯომს ვასმევდით,ჩვენი ჭამა იყო 2 კოვზი,მეტს არც იკარებდა


ninoeqimi
დიდი მადლობა ნინნო ექიმო ასეთი ამომწურავი პასუხისთვის, ღარ დამიძალებია გუშინ ღამე საჭმელი და თითონ მომთხოვა,მართალია ცოტა ჭამა მაგრამ ესეც საქმეა,დღესაც თAვისით მოითხოვა,2 თვეა წონაში არ იმატებს და სიმაღლეში მიდის,რა უნდა კითხოთ დ ვიტამინი ისევ დავიწყოთ?ვიგანტოლს ვასმევდი და ზაფხულში ჩევწყვიტეთ

Posted by: Diamond Girl 13 Sep 2012, 16:29
ნინო ექიმო გამარჯობა

ჩემს ბიჭს ვუკეთებ მასაჟებს,8 მასაჟი უკვე გავუკეთეთ,მასაჟისტი ცუდადაა 2 დღეა და გავიცდა მასაჟი,ეს იმოქმედებს რამეზე? როგორც ვიცი არაა კარგი მასაჯების შუა გზაზე შეწყვეტა,კონკრეტულად რატომ ?

Posted by: blblbl 13 Sep 2012, 16:31
Diamond Girl
მასაჟებს რატომ უკეთებთ რამე პრობლემა გაქვთ?

Posted by: Diamond Girl 13 Sep 2012, 16:36
blblbl
QUOTE
Diamond Girl
მასაჟებს რატომ უკეთებთ რამე პრობლემა გაქვთ?


რაქიტის საწისი სტადიააო პედიატრმა,მუცელზე ეტყობა კიდეც და მაგიტომ,მაგას მნიშვნელობა აქვს?>

Posted by: blblbl 13 Sep 2012, 16:38
Diamond Girl
არა ,სხვა რამის გამო გკითხე smile.gif რაქიტი რატო დ ვიტამინს არ სვამთ?

Posted by: Diamond Girl 13 Sep 2012, 16:42
blblbl
QUOTE
Diamond Girl
არა ,სხვა რამის გამო გკითხერაქიტი რატო დ ვიტამინს არ სვამთ?


კი როგორ არა,მაგრამ რავიცი აბა მამამისის აღნაგობა აქვს ,იმასაც ცოტა მუცელი გამოწეული აქვს (ღიპს არ ვგულისხმობ) ,შეიძლება ავერ ავხსენი სათანადოდ.

შევწყვიტოთ მასაჟი თუ რომ გამოკეთდება მასაჟისტკა გავაგრძელოთ? აზრი აქვს?



Posted by: tatuuu 13 Sep 2012, 20:29
ninoeqimi
გამარჯობა
ჩემ ბიჭს სახეზე აქვს წვრილი გამონაყარი, თეთრი თავები აქვს, დღითი დღე ემატება უფრო.
რისი ბრალი შეიძლება იყოს? როგორც ვიცი არსებობს " ბეიბი აკნე" , როგორ გავიგო ეს არის თუ არა?
ალერგია არამგონია იყოს, არაფერს ვჭამ ალერგიულს

Posted by: ninoeqimi 13 Sep 2012, 21:38
Diamond Girl
ბავშვი რა ასაკისააა? ანალიზი გაუკეთეთ კალციუმის? დიაგნოზი რაქიტი რის საფუძველზე დასვით?თუ მამამისის აღნაგობა აქვს ბავშვს, ან რაქიტი რა შუაშია და ან მასაჟი რას უშველის იქნებ მექანიზმი მაინც აგიხსნათ ვინც მასაჟი დაგინიშნათ გენეტიას როგორ შეცვლის მასაჟისტკა smile.gif)) როგირც საჭიროდ ჩათვლით ისე მოიქეცეთ, მასაჟის არც შეწყვეტა, არც გაგძელება და არც გაცდენა არ დააქცევს ქვეყანას.
tatuuu
აუცილებლად აჩვენეთ ექიმს

Posted by: Katerina :-) 13 Sep 2012, 22:31
ninoeqimi
გამარჯობა:-)

გუშინ ჩემ შვილს გავუკეთეთ პირველი აცრა და ნანემსარი გაუმაგრდა, თან გაწითლდა, თავიდან უფრო დიდ ფართობზე ქონდა, მერე ცივი საფენები დავადეთ და უფრო კომპაქტური გახდა.. თავიით გაიწოვებაო, მაგრამ მაინც არ მსიამოვნებს ეს სიმაგრე.. sad.gif საშიშია ხომ არ არის და რა მოვიმოქმედოთ რომ გაქრეს?

კიდევ ერთი შეკითხვა, შემდეგი აცრა ერთ თვეში გვიწევს და როგორ მოვამზადო ბავშვი რომ ადვილად გადაიტანოს? ერთმა ნაცნობმა პედიატრმა ატარაქსი აცრის წინა დღეს და მერეც ერთი - ორი დღეო, მაგრამ ეს ატარაქსი არ მხიბლავს, გამიგია ძალიან ცუდი წამალიაო

Posted by: blblbl 13 Sep 2012, 22:39
QUOTE
ატარაქსი აცრის წინა დღეს და მერეც ერთი - ორი დღეო

facepalm.gif როდის გვეშველება


Katerina :-)
სიმაგრე ბუნებრივია ბევრს აქვს,ნუ გეშინია.რეაქცია კიდევ აცრის ჩვეულებრივი მოვლენაა,არანაირი მომზადება და დამაშვიდებლები არ სჭირდება.გამაყუჩებელს მისცემ და ეგაა smile.gif

Posted by: Katerina :-) 13 Sep 2012, 23:04
blblbl

ჩებელი რა არის? ანუ ამ სიმაგრეს არანაირი მიხედვა არ უნდა და თავისით გაივლის? მადლობა გამოხმაურებისთვის :-)

ისე ეს ატარაქსი რატო არ ვარგა, კომპეტენტურად რომ ავუხსნა სხვასაც :-)

Posted by: blblbl 13 Sep 2012, 23:07
Katerina :-)
ატარაქსი არის ტრანკვილიზატორი,რომელიც თიშავს ბავშვს,ჯანმრთელ ბავშვს არანაირი დამამშვიდებელია რ სჭირდება მითუემტეს ტრანკვილიზატორი
http://www.tsamali.ge/-4YOQ4YOi4YOQ4YOg4YOQ4YOl4YOh4YOY

აჰა წაიკითხე ანოტაცია და თიტონაც მიხვდები

გამაყუჩებელს ეწერა და არასწორად დამეწერა biggrin.gifანუ ჩებელის მაგივრად გამაყუჩებელი

Posted by: Katerina :-) 13 Sep 2012, 23:10
blblbl

მადლობა :-) ჩებელი მაგარი იყო biggrin.gif

Posted by: Free Aquarius 14 Sep 2012, 00:53
ninoeqimi
გამარჯობათ ნინო ექიმო.წავიკითხე თქვენი პოსტი ტრიმეტაბოლზე და ავნერვიულდი.ჩემი შვილი 4 თვიდან აღარ იმატებდა წონას.მარტო ძუძუთი კვებაზე იყო.პედიატრმა დაუნიშნა ინესტომი.მივეცი ასევე დამატება მაგრამ არც ფორმულა და არც ფაფა არ მიიღო. 6 თვისას დაუნიშნა ტრიმეტაბოლი და კალციუმი.ესეთ პატარას ალბათ უფრო მეტ ზიანს მიაყენებდა sad.gif მეორე პედიატრმაც დაუნიშნა ტრიმეტაბოლი და თქვენი რჩევით არ დავალევინე.ეხლახანს იგივე მიზეზით(ორი თვე არ იმატებდა წონას და ძალიან ცოტას ჭამდა) დაუნიშნა ექიმმა ინესტომი. მაინტერესებს ინესტომსაც ხომ არ აქვს რაიმე სერიოზული უკუჩვენება?

Posted by: tatuuu 14 Sep 2012, 01:10
ninoeqimi
მივიყვან უცილებლად მაშინ
რისი ბრალი შეიძლება იყოს ისე? ჭიპი მოშუშუბული აქვს უკვე, მეც არაფერს ვჭამ ისეთს
რა შეიძლება იყოს? შემეშინდა ცოტა

Posted by: Diamond Girl 14 Sep 2012, 11:16
ninoeqimi
QUOTE
Diamond Girl
ბავშვი რა ასაკისააა? ანალიზი გაუკეთეთ კალციუმის? დიაგნოზი რაქიტი რის საფუძველზე დასვით?თუ მამამისის აღნაგობა აქვს ბავშვს, ან რაქიტი რა შუაშია და ან მასაჟი რას უშველის იქნებ მექანიზმი მაინც აგიხსნათ ვინც მასაჟი დაგინიშნათ გენეტიას როგორ შეცვლის მასაჟისტკა )) როგირც საჭიროდ ჩათვლით ისე მოიქეცეთ, მასაჟის არც შეწყვეტა, არც გაგძელება და არც გაცდენა არ დააქცევს ქვეყანას.


4 თვისაა ბავშვი, რაქიტის დიაგნოზი თვალით დაისვა, ისე სანამ თვითონ მეტყოდა მუცელი მეც არ მომეწონა წინა დღეებში თითქოს გადმოწეული ქონდა უშნოდ,თავიდან ვიფიქრე იქნება აქეთ მხარეს წევს ცუდად და მაგიტომთქო.
კალციუმის ანალიზს რაც შეეხება, ვუთხარი გავუკეთოთთქო,კალცი ქეას გვიგრძელებს ჯიუტად , (მე დამოუკიდებლად დოზა გაუნახევრე ) მითხრა ტყუილად უნდა ვაწვალოთ ბავშვი მაგ ანალიზზე მე მაინც უნდა დაუნიშნო კალციუმიო. გენეტიკური არის რაქიტი?

Posted by: matsatsuna 14 Sep 2012, 11:40
Diamond Girl
გაუკეთე მიანც კალცის ანალიზი მე როგორც ვიცი ზედმეტი კალცი არაა სასურველი.არაფერი წვალება არაა აცრას რომ უკეტებ მასინ არ წვალდება ბავშვი?ჩემსას 4თვისას გავუკეთე კალცის ანალიზი.ვენიდან აუღებენ სისხლს 2ცუთიც არ იტირებს.ბოლობოლო დამშვიდდები მაინც

Posted by: KaTeRiN 14 Sep 2012, 15:18
ninoeqimi

მადლობა გამოხმაურებისთვის.
არ ვიცი რამდენი წელი არსებობს, ალბათ მანამდეც იარსებებდა რაიმე მადის სტიმულიზატორი.

ეხლა როგორ მოვიქცე?
შევწყვიტოთ ტრიმეტაბოლი?
შევიტანო ეჭვი ექიმის პროფესიონალიზმში ვინც დაუნიშნა ეს მედიკამენტი? უფრო სწორად, თქვენი აზრით, საეჭვოა თუ არა ამ ექიმის ნდობა, ასეთი დანიშნულების გამო?
არადა ფაქტია რომ უკვე ბევრი პედიატრი ნიშნავს, რატომ ნიშნავენ? ნუთუ ყველა პედიატრი ვინც ტრიმეტაბოლს ნიშანვს არაინფორმირებულია ამ პრეპარატის შესახებ? რატომ ნიშნავენ ესე მარტივად მაშინ? რაშია საქმე?

* * *
Free Aquarius
ინესტომი ადრე დაგვინიშნა ჩვენ იგივე ექიმმა. არ უშველა კი არაფა პირიქით, ვაფშე შეწყვიტა ჭამა მაგ პერიოდში..

ამ ტრიმეტაბოლმა ძალიან გვიშველა ეხლა.
2.5 მლ ვასმევ ორჯერ დღეში. 1,5 წლისაა
ბავშვი ნორმალურად ჭამს, დაძალება არ გვჭირდება, რა შედარებაა...
მაგრამ ესეთი ტვინზე მომქმედი პრეპარატი თუ არის და ერთ საქმეს კი აკეთებს მაგრამ მეორე მხრივ საზიანოა ბავშვისთვის, იქნებ საერთოდ აკრძალონ მაშინ?
მე ვიტამინად ვთვლიდი


Posted by: xatia333 14 Sep 2012, 16:20
ninoeqimi
http://www.radikal.ru
ასეთი გამონაყარივით აქვს ბავშვს წარბებზე მარტო და ხანდახან ცხვირზე ოდნავ.ხელს რომ ვუსვამ უხეში აქვს ძალიან და რა არის ხომ ვერ მეტყვით? თურმანიძე წავუსვი და არ ქონდ შედეგი ისევ უხეში აქვს ძალიან sad.gif

Posted by: nuciko74 14 Sep 2012, 16:38
გამოწვის დროს ყველაზე ეგფექტური რა გეგულებათ? ძალიან კარგად ვხმარობდი სუდოკრემს, 2-წასმა შველოდა, ისე საერთოდ ველედას კრემს ვახმარ, დაბანის მერე, მაგრამ ამ ბოლო დროს ვეღარ მოვაშორე სიწითლე, ძალიან ნაზი კანი აქვს და ჩემი დედამთილი კიდე ვერ ახერხებს ჩაბანოს კუჭში გასვლის მერე, მე მთელი დღე სასამხურში ვარ, შაბათ-კვირას ცოტას გამოვაკთებ ხოლმე, მერე -ისევ იწყება.ახლა ძალიან გართულებული მეჩვენება, უზნაძე-მჭედლიშვილი წავუსვი, მაგრამ დიდი ვერაფერი

Posted by: matsatsuna 14 Sep 2012, 21:12
nuciko74
აუცილებლად უნდა ჩაბანვა კუჭში გასვლის მერე,ცოდია ბავშვი მე სუდოს ვხმარობ.ისე ცინკის მალამოც კარგია

Posted by: Diamond Girl 14 Sep 2012, 21:14
nuciko74
QUOTE
გამოწვის დროს ყველაზე ეგფექტური რა გეგულებათ? ძალიან კარგად ვხმარობდი სუდოკრემს, 2-წასმა შველოდა, ისე საერთოდ ველედას კრემს ვახმარ, დაბანის მერე, მაგრამ ამ ბოლო დროს ვეღარ მოვაშორე სიწითლე, ძალიან ნაზი კანი აქვს და ჩემი დედამთილი კიდე ვერ ახერხებს ჩაბანოს კუჭში გასვლის მერე, მე მთელი დღე სასამხურში ვარ, შაბათ-კვირას ცოტას გამოვაკთებ ხოლმე, მერე -ისევ იწყება.ახლა ძალიან გართულებული მეჩვენება, უზნაძე-მჭედლიშვილი წავუსვი, მაგრამ დიდი ვერაფერი


მე კარგად ვხმარობ თურმანიძეს დამწვრობისთვის,ცადე აბა,მაგრამ რაც არ უნდა წაუსვა,თუ არ ჩაბანეთ ჩასვრის მერე მაინც სულ დამწვარი ექნება.

Posted by: angelgirl 14 Sep 2012, 21:24
blblbl
QUOTE

QUOTE
ატარაქსი აცრის წინა დღეს და მერეც ერთი - ორი დღეო

როდის გვეშველება


სორი ბატ ნევერ biggrin.gif

tatuuu

თათუ პატარას არ ბან გვირილის და ორკბილის ვანებით? მე 2 თვემდე მაგაში ვაბანავებდ ელნეს+შამპუნი.
ერთი წერტილი არ გამოსვლია მითუმეტეს რომ თეთრია ძალიან.

Posted by: Free Aquarius 14 Sep 2012, 23:28
QUOTE (KaTeRiN @ 14 Sep 2012, 15:18 )

Free Aquarius
ინესტომი ადრე დაგვინიშნა ჩვენ იგივე ექიმმა. არ უშველა კი არაფა პირიქით, ვაფშე შეწყვიტა ჭამა მაგ პერიოდში..

ამ ტრიმეტაბოლმა ძალიან გვიშველა ეხლა.
2.5 მლ ვასმევ ორჯერ დღეში. 1,5 წლისაა
ბავშვი ნორმალურად ჭამს, დაძალება არ გვჭირდება, რა შედარებაა...
მაგრამ ესეთი ტვინზე მომქმედი პრეპარატი თუ არის და ერთ საქმეს კი აკეთებს მაგრამ მეორე მხრივ საზიანოა ბავშვისთვის, იქნებ საერთოდ აკრძალონ მაშინ?
მე ვიტამინად ვთვლიდი

ინესტომმა არც ჩემს შვილს მოუმატა მადა.ტრიმეტაბოლს რომ ვასმევდი მაგ პერიოდში ჭამდა,მერე ისევ აღარ.ძუძუს მეტი არაფერი უნდოდა,7 თვიდან დაიწყო უკვე დამატებით ფორმულის დალევა.წონის დეფიციტი აქვს შენს შვილს?რატომ დაგინიშნეს ტრიმეტაბოლი?

Posted by: tatuuu 15 Sep 2012, 02:37
angelgirl
ki sul gvirila da orkbilashi vabanaveb. Mitxres gvirilashi ar dabano tu alergiuliao da mgoni rom aris,orkbilas nakenshi vabanaveb bolo dgeebia

Posted by: salomiko21 15 Sep 2012, 15:47
nuciko74

ნუც სუდოკრემს მეც ვიყენებდი,მაგრამ აღარ უშველა...მერე პედიატრმა fungoderm-ი დამინიშნა...აი უმაგრესია... სცადე და ნახე როგორ უშველის smile.gif

Posted by: matsatsuna 15 Sep 2012, 15:54
salomiko21
მეც ვიხმარე ფუნგოდერმი მაგრამ რეაცია არ ქონია.smile.gif

Posted by: salomiko21 15 Sep 2012, 15:57
matsatsuna

ჩემი პაწუკას შემთხვევაში კი პირიქით, სუდოკრემმა ვერ უშველა,არადა თავიდან შველოდა,,, ფუნგოდერმმა კი მეორე წასმაზე გაუქრო სიწითლეც... ... ძალიან ნაზი კანი აქვს,როგორც ნუციკოს პატარასაც, და იმედი მაქვს გამოადგება smile.gif

Posted by: sofioh 15 Sep 2012, 15:58
გამარჯობათ, მაინტერესებს რედგენი რამდენად უსაფრთხოა 4,5 თვის ბავშვისთვის.

გადახსნაა აქვს ზომაზე მეტი, ერთი ექიმი მეობნება არ გინდაო მეორე მეუბნება გადაუღეო და ვერარ გავერკვიე, თუ საშიში არაა რენდგენი მაშინ გადავუღებს.

როგორ იმოქმედებს ბავშვზე?

Posted by: ninoeqimi 15 Sep 2012, 17:06
Katerina :-)
მე ფორმულირება არ მომწონს კარგი წამალი და ცუდი წამალი, მითუმეტეს, რომ ატარაქსი სწორად დანიშნული არ არის ცუდი წამალი, მას რამოენიმე ეფექტი აქვს, ქავილის საწინააღმდეგო, საძილე, სედაციური. სწორად და ადექვატურად დანიშნული არ არის მთლად უარსაყოფი. მედიცინა იმიტომაა რთული, რომ არაზუსტია, ის, რაც ერთ მომენტში არ არის საჭირო, ან პირიქით უკუნაჩვენებია, მეორე მმენტში საჭირო და აუცილებელიცააა. მაგალითად ჩUტყვავილას დროს ატარაქსი ერთი კვირა და ათი დღე იდეალური საშუალებააა. ერთი წამლით ხსნი ქავილს, ამშვიდებ ბავშვს, რომლის თავის ტვინის ქერქი გაღიზიანებულია ძIრითადი დაავადებით და თან ზუსტად იცი, რომ ერთ კვირაში მიზეზი მოიხსნება, ანუ გამონაყარი და ქავილი აღარ იქნება და შესაბამისად წამალს მოხსნი. ამიტომ აცრისდროსაც თუ უფასო ვაქცინით იცრება ბავშვი, ძალიან ჭირვეულობს, ქერქს აღიზიანებს ვაქცინა, რომელიც არ არის კაგად გაქმენდილი ორი დღე ქვეყანას არ დააქცევს. გაითვალისწინეთ, რომ ყვეალს არა აქვს საშუალება 450 ლარი გადაიხაოს ვაქცინაში. მე პირადად ჩემს შვილს ფენისტილს ვაძლევდი ხოლმე, პირველი აცრის მერე აიგზნო, დაძIნება გაუჭირდა, ამიტომ დავალევინე და ის ორი დღე უპრობლემოდ გადავიტანეთ. ამიტომ ნუ გაკიცხავთ იმ პედიატრს, არაფერი სასწაული არ დაუნიშბნია

Posted by: tatuuu 15 Sep 2012, 21:17
ლოყაზე კაპილარები საშიშია პატარასთვის? საკმაოდ ბევრი აქვს ჩემ ბიჭს

Posted by: Tiu 15 Sep 2012, 21:44
xatia333
QUOTE
ასეთი გამონაყარივით აქვს ბავშვს წარბებზე მარტო

ჩემსასაც ჰქონდა, თითქოს ფუფხივით არის ხომ? სადღაც 4 კვირისას გაუჩნდა და 2-3 თვემდე გაჰყვა, მაშინ უბერს ვაჩვენე და არაფერია, დედიკო მიეპარა რაღაცასო, მე ჭარხალს ვაბრალებ, როცა ვჭამდი, მაშინ უჩნდებოდა ხოლმე.

Posted by: xatia333 15 Sep 2012, 22:31
Tiu
ხელოვნურზეა ჩემი და მაგას ვერ დავაბრალებ. sad.gif ხან ძალიან უუხეშდება ექერცლება.კი ვუსვამ ბუბხელის სახის კრემს, თურმანიძესაც ამგრამ მაინც აქვს

Posted by: Tiu 15 Sep 2012, 23:42
xatia333
QUOTE
ხელოვნურზეა ჩემი და მაგას ვერ დავაბრალებ

მაშინ არ ვიცი, ფოტოზე რომ ვნახე, გამახსენდა, ჩემსასაც ჰქონდა და მასაც წარბთან ზუსტად, თითქოს აქერცლილივით იყო, ბამბით ვუსვამდი ბუბხენის ზეთს, ოღონდ ძალიან იშვიათად.თავისით გაუარა

Posted by: Katerina :-) 15 Sep 2012, 23:48
ninoeqimi

ძალიან კარგი რომ გამარკვიეთ ამ ატარაქსზე, მაგიტომაც გკითხეთ :-) მეორე აცრისთვის მინდა მოვამზადო ბავშვი რომ უფრო უმტკივნეულოდ გადაიტანოს და რას მირჩევთ? კიდევ ერთი კითხვა, აცრის შემდეგ ნანემსარი გამაგრებული და შეწითლებული აქვს ჩემს პატარას, ვადებ ცივ საფენებს და კიდევ რითი შეიძლება დავეხმარო, რაიმე წამალი ან მალამო ხომ არ იქნებოდა ეფექტური? ეს შეწითლება ბუნებრივია, თუ ალერგიულობის ნიშანია?

მადლობა :-)



* * *
პ.ს. ავცერით ბელგიური ვაქცინით და პედიატრმა ძალიან კარგიაო, მხოლოდ პირველი დღე გვქონდა მძიმე, მეორე დღეს უკვე ძველებურად იღიმებოდა ბაო :-)

Posted by: ninoeqimi 16 Sep 2012, 13:19
Katerina :-)
ჯერ ფენისტილი დააევინეთ აცრის წინა დღეს და აცრამდე დილას, დაავირდით, თუ ძალიან იჭირვეულა, ვერ დაიძინა, შეწუხდა იმ შემთხვევაშI მიეცით ატარაქსი, თუ არადა არ გინდათ. შესაძლოა მხოლოდ ფენისტილი საკმარისი აღმოჩნდეს. სიწითლე გაივლის რამოდენიმე დღეში, სიმაგრე კი კარგა ხანს შეიძლება დარჩეს, მაგრამ არ არის დიდად საგანგაშო, გაივლის.
xatia333
ჩემს შვილს ჰიპოალერგიულ რძეს ვაჭმევდი, მაგრამ მაინც გაუჩნდა ლოყებზე, მხოლოდ მუსტელას კოლდ კრემმა აალაგა. ეგ უფრო კანის სიმშრალეა, ვიდრე ალერგია, იმიტომ რომ დაბადებიდან 6 თვემდე მხოლოდ ჰიპოალერგიულ ფორმულას ვაჭმევდი და ერთსა და იმავე კოსმეტიკას ვხმარობდი.

Posted by: salomiko21 16 Sep 2012, 13:19
ვინის ფაფებზე რამე თუ იცით? უნდა ვუყიდო ფაფა და რას მირჩევთ? ჰუმანას ვაძლევ და მოსწონს... უბრალოდ ვინიც მაინტერესებს

Posted by: ninoeqimi 16 Sep 2012, 13:31
salomiko21
ვინის ფაფა არ არის დამზადებული ადაპტირებულ რძეზე, ნატურალურ რძეზეა დამზადებული. თუ იტანს და მოწონს იმას, რასაც ჭამს, ექსპერიმენტები რად გინდათsmile.gif

Posted by: tatuuu 16 Sep 2012, 13:38
არ მიპასუხებთ კითხვაზე? smile.gif
-----------

Posted by: ninoeqimi 16 Sep 2012, 13:46
tatuuu
ვერ გიპასუხებთ, იმიტომ რომ ძალიან ძNელია რამე გითხრათ ნახვის გარეშე, პედაიტრი რას ამბობს?

Posted by: salomiko21 16 Sep 2012, 13:54
ninoeqimi
მაინც მრავალფეროვნებისთვის smile.gif

Posted by: tatuuu 16 Sep 2012, 13:59
ninoeqimi
თუ კაპილარებზე მეუბნებით, პედიატრს არაფერი უთქვამს, არც სამშობიაროში და არც ისე
თუ გამონაყარზე მეუბნებით, დავურეკე და ვუთხრი, მითხრა ზელიონკა წაუსვიო, საშიში არაფერი იქნება, ალბათ ალერგია იქნებაო
მე არაფერს ვჭამ ისეთს, სუპებს ვჭამ სულ და შიგნით სტაფილოსაც ვუშვები და მგონი ალერგიულია საკმაოდ სტაფილო და ამოვიღე ეს დღეებია და ვნახოთ რა იქნება
ინტერნეტშიც მოვიძიე ინფორმაცია და ბავშვის აკნესაც გავს თან გამნაყარი, რომელიც არა რის საშიშიო
არ ვიცი რა ვიფიქრო ...

Posted by: Katerina :-) 16 Sep 2012, 16:44
ninoeqimi

მადლობა პასუხისთვის :-) ფენისტილი რა დოზით დავალევინო? ნანემსარის სიწითლეს რაც შეეხება, პოლიკლინიკაში პედიატრმა გვითხრა სუპრასტინი დაალევინეთ 5 დღე დილას-საღამოს მეოთხედიო და თქვენ რას ფიქრობთ საჭიროა სუპრასტინის მიცემა? აცრიდან უკვე მეხუთე დღე გადის. ან იქნებ ფენისტილის მიცემა ჯობდეს?

Posted by: matsatsuna 16 Sep 2012, 20:26
Katerina :-)
მე ფენისტილს ვაძლევ აცრი წინა დღეს და აცრიდან 3დღე,3ცვეთი დღეში 3ჯერ 6საატიან ინტერვალს ვაკეთებინებ

Posted by: ninoeqimi 16 Sep 2012, 22:00
Katerina :-)
მე ათწვეთს ვაწვეთებდი კოვზზე, დღეში ორჯერ ვაძლევდი, ცოტა იქცეოდა ალბათ და 7-8 წვეთს სვამდა. აცრის წინა დღეს და აცრის დღეს. პირველი აცრის წინ არაფერი არ მიმიცია და ისე შეწუხდა მერე საღამოს დავალევინე ფენისტილიც და პრაცეტამოლიც, შემდეგ აცრებზე მივეცი და შედარებით მშვიდად იყო. მე ფასიანი ინფარიქსით ავცერი, მაგრამ მაინც დაჭირდა

Posted by: Katerina :-) 17 Sep 2012, 10:52
matsatsuna
ninoeqimi
მადლობა, მადლობა, უკვე შევიძინე ფენისტილი :-)

Posted by: xatia333 17 Sep 2012, 12:06
ნორმოკიდი დაგვინიშნეს გაზებზე და არ მიყიდია აქამდე დღეს დილით საშინელი ტკივილები ჰქონდა პიტნის წვეთებიუ დავალავინე და სუნთქვა ისე შეეკრა როგორც არ უნდა ეტკინოს აღარ დავალევინებ პიტნას და ვიფიქრე ნორმოკიდს ვიყიდი მეთქი და ეს ის წამალია ადრე რომ წერდით არ ვარგა ბევრ დამამშვიდებელს შეიცავსო?

Posted by: blblbl 17 Sep 2012, 12:13
xatia333
კი ეგ წამალია.მაგის გარდა უამრავი კარგი წამალია გაზების და ის უყიდე,ინფაკოლი,ესპუმიზანი,საბ სიმპლექსი კარგებია.ასევე ცხელ წყალში ჩასვი ხოლმე,ყველა წამალზე უკეთ ეგ შველით.

Posted by: xatia333 17 Sep 2012, 12:25
QUOTE
ინფაკოლი,ესპუმიზანი,საბ სიმპლექსი

ინფაკოლს ვიყიდი მაშინ. ესპუმიზანი და საბ სიმპლექსი მაქვს. ვსვახოლმე ვედროშიც, მაგრამ დღეს ძალიან გამიგიჟდა

Posted by: eleven 17 Sep 2012, 13:00
ninoeqimi
გამარჯობა.
მე და ჩემს შვილს გვცვივა თმები. ხოდა პედიატრთან რომ დავრეკე მითხრა ბავშვს რომ ცვივა თმას იცვლიოსო და შენ თუ გინდა კალცი ნიკომედი დალიეო ცვენის საწინააღმდეგოდ. ხოდა ეხლა გამახსენდა რომ ეგ ძვლებისთვისაა და ვიფიქრე ხომ არ შეეშალათქო. მეორედ მაგ საკითზე დარეკვა არ მინდა ამიტომ თქვენი აზრიც მაინტერესებს.

და კიდევ, ადრე თვალის დახშულ საცრემლეზე ვსაუბრობდით ადრე. მოკლედ 10 დღეა რაც არ აქვს არაფერი. ძაან ოდნავ თვალის გარე კუთხეში აქვს ხოლმე სიწითლე და თეთრი ლაქა ცრემლისგან, ისიც მხოლოდ დილაობით. შეუიძლება გახსნოდა?

Posted by: matsatsuna 17 Sep 2012, 19:04
ninoeqimi
ნინო ექიმო,1წლის ბაშვის სიმაღლე როგორც ვიცი 72-74სმ.ჩემი შვილი 1წლის და 2თვისაა და 67სმ და 11კილოა.მოკლეეათქო ვფიქრობდი.მამა არაა დაბალი 1.85სმ მე დაბალი ვარ და მესინია მე არ დამემგვანოს

Posted by: cickna 17 Sep 2012, 19:50
ninoeqimi
ჩემი შვილი 3 წლის იყო ტრიმეტაბოლი რომ დაუნიშნა ექიმმა იყო ძალიან უჭმელი .. და ამ წამლის მიღების შემდეგი საგრძნობლად მოუმატა ჭამას... ახლა 6 წლისაა.. თქბენ პოსტმა ძალიან დამაფიკრა და შემაშინა sad.gif

Posted by: ninoeqimi 17 Sep 2012, 22:20
eleven
ახლა რა ხნისაა ბავშვი? წლამდე შეიძლება რომ აცალოთ, მერე უკვე დგება საკითხი უნდა გაიხსნას თუ არა. რაც შეეხება კალციუმს დალიეთ, ოღონც გარდა კალციუმისა, სასურველია იოდიც დალიოთ, ბავშვი კი თუ წლამდეა, მაშინ არაფერია.
matsatsuna
წონა ჯდება ნორმაში, სიმაღლე კარგად გაზომეთ? ცოტა დეფიციტშიზის, დაკვირვებაა საჭირო,
cickna
რამე რომ გამოეწვია ამ 3 წელიწადში ალბათ გამოვლინდებოდა, ამიტომ ნუ ნერვიულობთ

Posted by: agr_bak 17 Sep 2012, 23:00
blblbl
QUOTE
კი ეგ წამალია.მაგის გარდა უამრავი კარგი წამალია გაზების და ის უყიდე,ინფაკოლი,ესპუმიზანი,საბ სიმპლექსი კარგებია.ასევე ცხელ წყალში ჩასვი ხოლმე,ყველა წამალზე უკეთ ეგ შველით.



Warning:
ბოლოჯერ გაფრთხილებ, შეეშვი დანიშნულებების გაცემას და აცადე ექიმს.

Posted by: PLAYer_1 17 Sep 2012, 23:17
xatia333
QUOTE
კი ეგ წამალია.მაგის გარდა უამრავი კარგი წამალია გაზების და ის უყიდე,ინფაკოლი,ესპუმიზანი,საბ სიმპლექსი კარგებია.ასევე ცხელ წყალში ჩასვი ხოლმე,ყველა წამალზე უკეთ ეგ შველით.


ნამდვილად ყველა კარგი წამალია.. პირადად ჩემს 2 ვე ბავშვს ვაძლევდი ))

ნორმოკიდს არ გირჩევ არ მისცე smile.gif

Posted by: cickna 18 Sep 2012, 07:18
ninoeqimi
გმადლობთ :*......

Posted by: eleven 18 Sep 2012, 09:48
ninoeqimi
კიდევ ერთი რჩევა მჭირდება. 6 თვის ხდება 1 კვირაში და ღამის ჭამებზე კიდევ იღვიძებს - ძირითადად ორჯერ. მინდა საერთოდ ამოვაგდებინო ღამის ძილი. ვერ ვუძლებ ფიზიკურად მერე მთელი დღე გათიშული ვარ. სანამ შემეძლო ვაჭმევდი, მეტი არ შემიძლია. რა გავაკეთო?

Posted by: ninoeqimi 18 Sep 2012, 13:53
eleven
ცოტა რთულია "ამოაგდებინო" smile.gif
ვეცდები რამენაირად დაგეხმაროsmile.gif
ხელოვნურ კვებაზეა თუ ბუნებრივზე? დღის განმავლობაში ერთი ერთ ჭამაზე რამდენ გრამს ჭამს და რამდენჯერ?

Posted by: matsatsuna 18 Sep 2012, 14:34
ninoeqimi
მე არ გამიზომია ექთანმა გაზომა პოლიკნინიკაში.რამე მედიკამენტი დაჭირდება?

Posted by: Katerina :-) 18 Sep 2012, 14:36
ninoeqimi

გამარჯობა :-) ჩემი გოჭი 8 დღეში 3 თვის გახდება და მუშტები ძირითადად ისევ შეკრული აქვს როგორც თავიდან, მაინტერესებს ეს ნორმალურია თუ რაიმე პრობლემაა?

Posted by: KaTeRiN 18 Sep 2012, 14:45
ninoeqimi

თვალების გაშტერება, თუ რა ქვია არ ვიცი ამ მდგომარეობას, 1 წლის და 5 თვისაა, უცებ ჩაფიქრდებახოლმე, აი თამაშის ან ცეკვის დროს. ნომრალურია?
ვეძახი სახელს მაგ დროს და მოდის აზრზე, ზოგჯერ რეაქცია არ აქვს, ახლოს უნდა მივიდე და ისე დავუძახო, ან ტაშით გამოვარკვიო. რომ გამოვარკვევ მერე ისევ აგრძელებს რასაც მანამდე აკეთებდა იმას.

გონებაგაფანტულიათქო ვერ ვიტყვი, ჩველებრივი ბავშვია.ესმის და ლაპარაკობს სიტყვებს, თავისი სხეულის თითქმის ყველა ნაწილი იცის. ასრულებს მარტივ დავალებებს.



Posted by: eleven 18 Sep 2012, 16:10
ninoeqimi

ბუნებრივზეა და შესაბამისად არ ვიცი რამდენს ჭამს. უმეტესად 3 - 4 საათში ერთხელ.
ხვალ ვუმატებ ბოსტნეულის პიურეს. 1 კვირაა ჩაიში დამბალ ჰაინსს ვჭამთ.

ვაიმე უბედნიერესი ვიქნები თუ დამეხმარებით smile.gif

P.s. წუხელ გვქონდა მცდელობა დანებების. საღამოს 10ზე ვაჭამე და დავაძინე. ღამის სამზე გაიღვიძა საჭმელად და არ მივეცი. გვირილის ჩაი დავალევინე და სოსკას წაეთამაშა. ისე სოსკას არ წოვს. თააშობს ხოლმე, სხვადასხვა მხრიდან იდებს პირში. smile.gif მოკლედ წკმუტუნში დაეძინა, ხელში. მერე ისევ 5 ზე გაიღვიძა და რო მორთო ტირილი ვერ გავაჩერე და ვაჭამე.

Posted by: cickna 18 Sep 2012, 18:51
ninoeqimi
ჩემს 7წლის გოგოს გუშინ დაეწყო გულის რევა.და ტემპერატურა 37,3--37,5 ქონდა. მყავდა ექიმთან და დაუნიშნა აზიპინი...ტერაფლულაქრი(ყელიც დაეითლებულიაო) და ჰუმანა ელექტროლიტი. გუშინ არ ჰქონდა კუჩი აშლილ ი მაგრამ დგეს აეშალა. გული აგარ არევია.. აგარც სიცხე აქვს... და რას მირჩევთ ხოარაფერი დავამატო წამლებს ან გამოვაკლო.ან რამე გადა ამოწმო. გმადლობთ წინასწარ

Posted by: ninoeqimi 18 Sep 2012, 19:19
matsatsuna
სამწუხაროდ მედიკამენტი, რომელიც სიმაღლეშI გაზრდის ჯერ არ მოუგონია კაცობრიობასsmile.gif გადაამოწმეთ, მერე უნდა გაითვალისწონოთ გენეტიკა, სხა მხრივ შემოწმდეს ბავშვი,საჭიროა ბალანსირებული კვება, სპორტის სახეობები, რომელიც ხელს უწყობს ცოტა სიმაღლის მომატებას, გენეტიკას კი დიდად ვერ შეცვლით, ის რაც კოდირებულია მის გენებში იმ სიმაღლის იქნება.
Katerina :-)
ჯერ ექნება შეკრული, 4 თვიდან იწყებენ ბავშვები მუშტების გახსნასsmile.gif
KaTeRiN
აუცილებლად გადაიღეთ ეს ეპიზოდები ტელეფონის ვიდეოზე, რამენაირად მოახერხეთ, ძალიან მნიშვნელოვანია.
eleven
ბუნებრივ კვებაზე მყოფი ბავშვები ღამით აუცილებლად ჭამენ, ეს ფიზიოლოგიაშია ჩადებული პროლაქტინის დონე ყველაზე მაღალი ღამის 3 საათზეა ფიზიოლოგიურად, რაც უფრო მეტია პროლაქტინი, მით უფრო მეტი რძე გამომუშავდება, ამიტომ ნუ დატანჯავთ ბავშვს ცოტა ხანიც აიტანეთ, როგორც კი ძუძუს წოვას ღამით შეწყვეტავთ, რძე ძალიან შეგიმცირდებათ და გაითვალისწინეთ ეს. ამიტომ როცა გადაწყვეტთ, რომ ეს გინდათ, ჰუმანას ააქვს ძIლინებისა ფორმულა, 6 თვიდან შეიძლება, საკმაოდ ნოყიერი საკვებია, ღამის 12 საათზე მიეცით და დილამდე გაძლებს, მაგრამ ჯერ არ გირჩევთ, შეამატეთ ფაფა, ბოსტნეული და მერე შეიძლება ამაზე ფიქრი
cickna
მე განავლის და სისხლის ანალიზებს გავაკეთებდი, თუ ვირუსული ინფექციააა, ანტიბიოტიკს საერთოდ არ დავნიშნავდი, ნაწლავურს კი 3 დღიანი აზიტრომიცინი მაინც ვერ მოერევა.

Posted by: cickna 18 Sep 2012, 19:24
ninoeqimi
სისხლის ანალიზს სანამ სიცხე აქვს აზრი არააქვსო მიტხრა ექიმმა. თქვენი რჩევით ხვალვე გავუკეთებ ანალიზს

Posted by: eleven 18 Sep 2012, 20:21
ninoeqimi

აჰა. გასაგებია. დაახლოებით რა ასაკში ვცადო? ზოგადად კვების გაგრძელებას მინიმუმ წლამდე ვაპირებ.


Posted by: matsatsuna 18 Sep 2012, 20:59
ninoeqimi
მოკლედ ბავშვის ლოგინი სიგანეში არის 70სმ ხოდა რო დავაცვინე განზე,თავი მიავადებინე ბოლომდე ფეხები გარეთ დარჩა თან საკმაო,სიგანეში არ ეტევა ესეი 70სმ მეტი გამოდის ხო? პოლიკნინიკასი ვერ გაზომავდნენ კარგად.
ჩემიც ჭამს ღამე 1წლისაა უკვე.ხოდა ღამის კვებას ვერ ამოვუგდებ ხოო?

Posted by: ninia84 18 Sep 2012, 21:19
ვიუსიდი რა რაოდენობის წყალში უნდა გავხსნა? 1.3 წლის ბავშვისთვის მინდა

Posted by: ninoeqimi 18 Sep 2012, 21:47
cickna
ეგ ფორმულირება მე არ ვიცი, სიცხე ბავშვს შეიძლება ქონდეს ვირუსული ინფექციის ან ბაქტერიული ინფექციის გამო, ამის გამიჯვნა კი პრინციპულია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ანტიბიოტიკი შლის სისხლის ანალიზის შედეგს, ამიტომ განავლის ანალიზი ამ ეტაპზე ბევრად უფრო ინფორმატიული იქნება. ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია მანამ, სანამ ანტიბიოტიკს დაიწყებთ სისხლის ანალიზი გააკეთოთ, ნაწლავურ ინფექციას სერიოზული მკურნალობა ჭირდება, ვირუსული კი სწორი მოვლის პირობებში თვითგანკრნებადი დაავადებაა ჯანმრთელ ბავშვებში.
eleven
მაშინ ჯერ აიტანეთ ღამის ჭამა, 2 მაინც, მერე მიეცით ღამის რძე, იმასობაში შემატებულ საკვებსაც კარგად შეეჩვევა.
matsatsuna
ხოდა 70 სმიც რომ იყოს უკვე ნორმაში ჯდება, მოკლეთ ეს ბავშვების აწონვა და გაზომვა დიდი აქილევსის ქუსლი გახდა ამ პოლიკლინიკა სამშობიაროში, ხან სამშობიარო ვერ ზომავს და წონის, ხან პოლიკლინიკა და მერე დასდევენ ამ სანტიმეტრებს და გრამებს და უხეთქავენ მშოვლებს გულებსsmile.gif წლიდან სულ თავისუფლად შეიLბეა ამოუგდოთ ღამის კვება, მოკლეთ ჩემს შვილს ნობელის პრემია ეკუთვნის 2 თვიდან ღამე ჭამისთვის არ გაუღვიძია, ხელოვნურ კვებასაც აქვს თავისი პრივილეგია.

Posted by: xatia333 18 Sep 2012, 21:55
ninoeqimi
QUOTE
ხელოვნურ კვებასაც აქვს თავისი პრივილეგია.

ჩემი ზუსტად სამ საათში ერთხელ იღვიძებს და ჭამს 120 გრამს ორი თვის ხდება ოცდაექვსში,გუშინ წინ ღამე მივეცი ნანის კუჭნაწლავის რომელიცაა სპეციალური.აქამდე ნანის ვაჭმევდი ჩვეულებრივს წუხელ კი 4ზე რომ ჭამა მაშინვე უკან ამოაბრუნა. დილით კუჭში ძალიან მუქ მწვანედ გავიდა. თავისით რომ გავიდა ეგ კი გამეხარდა ამგრამ ფერმა შემაშფოთა ცოტა. საკვების შეცვლის ბრალი იქნება?

Posted by: cickna 18 Sep 2012, 22:20
ninoeqimi
ანტიბიოტიკის მიგების შემსდეგ რამდენ დღეში აჩვენებს ნორმალურ შედეგს სისხილის ანალიზი? განავალის ანალიზს დილით აუცილებლად ავუღებ. დღეს აღAრც სიცხეაქვს და არც გული არევია. (ბოდიშს გიხდით კითხვისთვის)

Posted by: matsatsuna 19 Sep 2012, 08:29
ninoeqimi
მართო მაგიტო მშურს ხელოვნური კვბის როო ღამე არ ჭამენ ბაშვვები smile.gif

Posted by: eleven 19 Sep 2012, 09:05
ninoeqimi
მადლობა რომ დრო დამითმეთ smile.gif

Posted by: KaTeRiN 19 Sep 2012, 10:57
ninoeqimi
გუშნდელს მერე ვცდილობ დავიჭირო მომენტი და არ გაუკეთებია. აუცილებლად მოვახერხებ გადაღებას.
და რა ხდება? რისი სიპტომია ეს? საშიშია რამე?

რა ქვია ამ მდგომარეობას სამედიცინო ენაზე?

Posted by: tamusinka 19 Sep 2012, 12:42
matsatsuna
QUOTE
მართო მაგიტო მშურს ხელოვნური კვბის როო ღამე არ ჭამენ ბაშვვები


რაც მე ბოთლებით მირბენია ღამე, ამასობაში ბავშვი გაგიჟებული ტიროდა, მერე ფხიზლდებოდა, მერე თავიდან ვაძინებდი. ძუძუს უცებ მისცემ და დასვენებული ხარ. (ნუ , თითქიმის დასვენებული smile.gif )

Posted by: blblbl 19 Sep 2012, 13:27
matsatsuna
QUOTE

მართო მაგიტო მშურს ხელოვნური კვბის როო ღამე არ ჭამენ ბაშვვები

იშვითია მასე biggrin.gif ასევე როგორც იშვიათი ბუნებრივ კვებაზეც არ იღვიძებს ღამე,არცერთი არ ნისნავს იმის გარანტიას ღამე შეჭამს თუ არა smile.gif

Posted by: ninia84 19 Sep 2012, 13:50
იქნება ვინმემ მიპასუხოს რა. ვიუსიდი რამდენ წყალში უნდა გავხსნა?

Posted by: kkatrin 19 Sep 2012, 15:54
QUOTE
მართო მაგიტო მშურს ხელოვნური კვბის როო ღამე არ ჭამენ ბაშვვები

ჩემი 7 ტვისაა და მთელი ღამე ჭამს 3 საატში ერთხელ. ფორმულას მაგივრად რომ ჩაი დავალევინო ვერ გადაეჩვევა ნეტა? რო გაიჭყიპება ვფიქრობ არ მოეწონება .
* * *
ninia84
გამოყენებამდე ვიუსიდის ფხვნილს ხსნიან წყლის, წვენის ან რძის მცირე (15-20 მლ) რაოდენობაში მის სრულ გახსნამდე.

Posted by: ninia84 19 Sep 2012, 16:59
kkatrin
მე მითხრა ექიმმა დღის განმავლობაში დაალევინეო და აღარ მახსოვს, რამდენი წყალი მითხრა sad.gif მგონი 1 ჭიქა. უბრალოდ ბავშვს უნდა დავალევინო და ზუსტად მაინტერესებდა დოზირება. ექიმსაც ვერ ვურეკავ

Posted by: kkatrin 19 Sep 2012, 17:19
აი აქ ნახე იქნებ დაგეხმაროს
http://mkurnali.ambebi.ge/enciklopedia.html?task=term&id=5717

Posted by: sun_waiting 19 Sep 2012, 17:21
ჩემი შვილი 3 თვის ხდება და ღამის ჭამა თავისით ამოაგდო. დღეს მაგალითად 6ს ნახევარი იყო პირველად რომ აწკმუტუნდა.

რძეზე იქონიებს ეს გავლენას როგორც ვიცი და არ მინდა გამიშრეს.

მართლა ასეა?

Posted by: ninia84 19 Sep 2012, 17:40
kkatrin
მადლობა


=============

Posted by: cickna 19 Sep 2012, 20:57
ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ..... ჩემს ორი წლის დისშვილს რდენიმე დღე ქონდა ტემპერატურა 38.2ორიდგეა აგარ აქვს. დღეს დედამისმა შეამჩნია რომ ღრძილები აქვს დასიებული, და დაწითლებული. რა შეიძლება რომ სასწრაფოდ გავუკეთოთ. ვიდრე გათენდება და ექიმთან მიიყვანს. რამდენად საშიშია. წინასწარ გიხდით მადლობას.

Posted by: xatia333 19 Sep 2012, 22:19
QUOTE
ჩემი 7 ტვისაა და მთელი ღამე ჭამს 3 საატში ერთხელ. ფორმულას მაგივრად რომ ჩაი დავალევინო ვერ გადაეჩვევა ნეტა? რო გაიჭყიპება ვფიქრობ არ მოეწონება

ჩემი ორი თვის ხდება 26-ში და წუხელ პირველზე რომ ჭამა მერე 4ზე რომ გაიღვიძა წყალი მივეცი ჩაიც კი არა ისეთი უნამუსო ვარ biggrin.gif და ყოველგვარი პროტესტის გარეშე დალია 50 გრამი და დაიძინა. 7ზე გაიღვიძა საჭმელად smile.gifდღესაც თუ მასე ქნა მეშველა და ეგაა biggrin.gif

Posted by: lal77 20 Sep 2012, 08:43
ჩემს ბიჭს გასულ პარასკევს ჰქონდა სიცხე. ყელი ჰქონდა გაწითლებული. ვიყავით ექიმთან. ახლა აქვს აცრის დროც. როგორც ვიცი, აცრა სრული გამოჯანმრთელებიდან ერთ კვირაში შეიძლება. ექიმმა მითხრა, თუ სიცხე აღარ ჰქონდა შემდეგ კვირაში შეიძლება აცრაო. სიცხე აღარ ჰქონია, მაგრამ წამლებს ისევ ვიღებთ. რა ვქნა, მირჩიეთ. თუ სიცხე არ აქვს სრულ გამოჯანმრთელებად ითვლება? რა გართულებები მოჰყევს აცრას ასეთ შემთხვევებში?

Posted by: matsatsuna 20 Sep 2012, 10:54
cickna
კბილები ამოსდის და მაგაში საშიში არაფერიაა smile.gif

Posted by: cickna 20 Sep 2012, 11:04
matsatsuna
არა კბილების ამოსვლა არაფერშუაშია

Posted by: matsatsuna 20 Sep 2012, 12:58
თუ ღძლები აქ ფდაბერილი და შეწითლებული?

Posted by: kkatrin 20 Sep 2012, 13:13
ninoeqimi
ახლობელს 8 თვის ბავშვი გადმოუვარდა საწოლიდან,ბავშვს არც კი უტირია მაგრამ ალბათ თავს დაარტყავდა და საშიში იქნება რამე?

Posted by: KaTeRiN 20 Sep 2012, 14:29
kkatrin
თავი რომ დაერტყა იტირებდა აუცილებლად.

ჩემი შვილი გადმოვარდა მაგ ასაკში, თავი დაარტყა ძალიან, ტირილი მალე კი შეწყვიტა მაგრამ მეჩვენებოდა რომ აზიდებდა, გული არ არევია. მეორე დღეს წავიყვანე პედიატრთან რომელმაც ნევროპათოლოგთან გამაგზავნა, იმან კიდევ ყველაფერი კარგად არისო და დავმშვიდდი .

Posted by: kkatrin 20 Sep 2012, 16:58
KaTeRiN
სასაცილოთ გადმოგორდა ალბათ biggrin.gif სასაცილო არ არის მაგრამ მაინც მეცინება რომ წარმოვიდგენ

Posted by: salomiko21 20 Sep 2012, 17:35
ერთი რაღაც მაწუხებს sad.gif ჩემ პაწუკას როცა შია ტირილს რომ იწყებს ნუ ბუნებრივია, მაგრამ ტირილთან ერთად ხელების კანკალი ეწყება...ამ ბოლოს დაეწყო ეგეთები და მეშინია....

Posted by: tatuuu 21 Sep 2012, 14:45
ნინო ექიმო, დღეს მყავდა პედიატრთან ბავშვი, გამონაყარი რომ ნახა, მითხრა რომ ალერგიულიაო
იცით რა მაინტერესებს ? მე არაფერს ვჭამ ალერგიულს საერთოდ, სუპი, წიწიბურა, კარაქიანი პური, ყველი, მოხარშული ხორცი .. აი ესეთ რაღაცეებს ვჭამ ყოველდღიურად, არც ერთი საჭმელი არაა ალერგიული
მეთვითონაც თვალი დამიწითლდა და მეფხანება.. საერთოდ ალერგიული ვარ მე, მაგრამ კონკრეტულ საკვებზე, რომელსაც ეხლა არაფერს ვჭამ
შეიძლება უბრალოდ ჩემი რძე წყენდეს რადგან ალერგიული ვარ? აღარ ვიცი როგორ მოვიქცე, არაფერს მე არ ვჭამ ალერგიულს. დაგვინიშნა გიდროკორტიზონის სახის კრემი შერეული საბავშვო კრემთან, კი წავუსმევ მაგრამ რა იწვევს ამ ალერგიას ხო უნდა დავადგინო. შეიძლება ნარკოზის ბრალი იყოს ან რამე წამლის? (საკეისრო მაქვს გაკეთებული)
ალერგოლოგთან მივიყვანო თუ როგორ მოვიქცე? ძალიან გთხოვთ იქნებ დამეხმაროთ, ძალიან ვნერვიულობ...

კიდე ერთი კითხვით შეგწუხებთ, პედიატრმა დაგვინიშნა მულტი ტაბსი 1 თვის განვავლობაში... თქვენ რას იტყვით, მივცე ბავშვს?

Posted by: BAXY 21 Sep 2012, 19:27
ჩემ პატარას ეხლა მარცხენა თვალზე შევამჩნიე გამონადენი ლორწოვანი, ზედა ქუთოთოზე შუაში კი ერთი თეთრი წერტილი, თან შეშუპებული აქვს ოდნავ.. ვაბანავეთ დღეს გვირილის ნაყენში..შეიძლება ინფექციაა? დავურეკე პედიატრს და ხვალ მოიყვანეო.. ხვალამდე ხო გამისკდა გული .. რა არის ნეტა??? ( 2 კვირისაა ჩემი პატარა

Posted by: Katerina :-) 21 Sep 2012, 21:08
ninoeqimi

გამარჯობა :-) დღეს გემოგლობინი შევუმოწმეთ ჩემს პატარას და 63 ქონდა, არადა ბავშვი მშვენივრადაა - არც ჭირვეულობს და არც მიგდებულია, შეიძლება აცრის გამო ჰქონდეს დაბალი? 9 დღის წინ ავცერით.

კიდევ ერთი შეკითხვა: რამოდენიმე დღეში ცემი ბაია 3 თვის გახდება და დღემდე მძაფრად რეაგირებს ხმმაღალ ხმებზე, მაგალითად შეიძლება ძალიან რომ გავუჩხაკუნო სათამაშო იტიროს, რაიმე პრობლემა ხომ არ არის ეს?

მადლობა :-)

Posted by: ninidediko 21 Sep 2012, 22:33
tatuuu
ჩემს ბიჭს წიწიბურაზე საშინელი ალერგია ქონდა

Posted by: tatuuu 21 Sep 2012, 23:12
ninidediko
cicibura mxolod ertxel vchame, manamde ukve konda gamokrili

Posted by: ninoeqimi 22 Sep 2012, 00:24
salomiko21
2 თვემდე ბავშვისათვის ეგ ნორმაა,
tatuuu
აჩვენეთ ალერგოლოგს, თუმცა დედის ნაჭამმაწესით ბავშვში ალერგი არ უნდა გამოიწვიოს, ყოველ შემთხვევაში ამაზე უამრავი ანამედროვე კვლევაა. მაგრამ მედიცინა არაზუსტი მეცნეირებაა და კატეგორიულად უარყოფა არ შეილება, კოსმეტიკა, ტანსაცმელი, გარემო უფრო ემტად შეიძლება იყოს "დამნაშავე" ამ ამბავშI,ვიდრე დედის ნაჭამი
BAXY
ნუ იხეთქავთ გულს, მობანეთ გივირლით და თუ შეიმღვრევა გამონადენი, სანამ რამეს ჩააწვეთებთ აუღეთ ნაცხი, რომ მერე ის ანტიბიოტიკი ჩააწვეთოთ, რომელზეც მგრძნობიარეა
Katerina :-)
დარწმუნებული ხართ რომ ანალიზი სწორიაა?
ისე სწორიც რომ იყოს საგანგაშო არაფერიაsmile.gif
* * *
tatuuu
გამონაყარი თუ არ ნახე ძალიან ძNელია შეაფასო, იქნებ სულაც არ არის ალერგია.

Posted by: tatuuu 22 Sep 2012, 11:48
ninoeqimi
მადლობა, ვაჩვენებ ალერგოლოგს მაშინ

მულტი ტაბსზე რას მეტყვით? პედიატრმა დაგვინიშნა

Posted by: Katerina :-) 22 Sep 2012, 11:50
ninoeqimi

აი 2შაბათს კიდევ უნდა გადავუმოწმოთგემოგლობინი , რა ვიცი პოლიკლინიკის ექიმმა ძალიან შეიცხადა, უი უიოო და ფერუმ ლეკი დაალევინეო, ჩემმა კერძო პედიატრამ არაფერი არ დაალევინო ჯერ , გადავუმოწმოთო. მე ცოტა შევშფოთდი, ძალიან კარგი თუ არ არის არაფერი საგანგაშო, მადლობა :-)

Posted by: ninoeqimi 22 Sep 2012, 14:50
tatuuu
რის გამო დაგინიშნათ?
თუ ბუნებრივ კვებაზე მყოდ ბავშვს, რომელიც დედის რძIს გარდა არაფერს ღებულობს გამოუვლინდა ალერგიული გამონააყარი როგორც პედიატრი ამბობს, კიდევ ხელოვნურად ვიტამინების დამატება, რომელიც შეიცავს არომატიზატორს, შემავსებელს, შემაფერადერბლებს, თავისთავად პოტენციური ალერგენია, თუ განსაკუთრებული ჩვენება არ არის მე თავს შევიკავებდი.

Posted by: tatuuu 22 Sep 2012, 15:06
ninoeqimi
რაქიტის პროფილაქტიკისთვის, ყიფლიბანდი აქვს დიდი
რას მირჩევთ, არ არის საჭირო ამ მიზეზისთვის ეს ვიტამინი?

Posted by: ninoeqimi 22 Sep 2012, 15:14
tatuuu
არაერთხელ დამიწერია ყიფლიბანდის ზომას ფორმას და დახურვის ასაკს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. რაქიტის პროფილაქტიკა კი ნამდვილად აუცილებელია, მიუხედავად ყიფლიბანდის ზომისა და ფორმისა, ბავშვი თუ ექსკლუზიურად ბუნებრივ კვებაზეა, მაგრამ ამისათვის საკმარისია მხოლოდ D ვიტამინი, მულტიტაბსშI კი შედის უამრავი ვიტამინი, მინერალი, არომატიზატორი, შემაფერებელი და შემავსებელი.
Katerina :-)
გადამოწმებულშიც იგივე მაჩვენებელი რომ მიიღოთ, მაინც არ არის წამალი საჭირო . 6 თვემდე ძველი ერთეულით 66 ნორმაა და 3 ერთეული არ არის ჩასარევი, მითუმეტეს, რომ ჰემოგლობინი უმრავლეს პოლიკლინიკებშI ჰემომეტრით თვალით ისაზღვრება და 4-5 ერთეული თვალს შეილება შეეშალოს

Posted by: salomiko21 22 Sep 2012, 16:49
ninoeqimi

საქმე ისაა,რომ ორის კი არა უკვე 7 თვისაა და ახლა დაიწყო ეგეთები.... sad.gif ადრე არ კანკალებდა,ახლა ხელები უკანკალებს ზოგჯერ sad.gif

Posted by: tatuuu 22 Sep 2012, 17:16
ninoeqimi
გასაგებია, მადლობა
ანუ ვიყიდო უბრალოდ D ვიტამინი? ჩასაწვეთებელია თუ როგორ ვიკითხო?

Posted by: bukuna 22 Sep 2012, 22:56
tatuuu
ვიგანტოლი ქვია წამალს,იგივე დ ვიტამინია, ჩვენ მაგას ვსვამთ

Posted by: ninoeqimi 22 Sep 2012, 23:25
salomiko21
თუ 7 თვისაა ეგეც ნორმააა, უკვე აზრზე მოდის და ასე ვთქვათ "ასავსავებს" ხელებს უფრო დამაჯერებელი რომ გახადოს თავისი პროტესტი, მაკინც ყოველი შემთხვევისთვის გადაიღეთ ვიდეოზე, რაიმე არ გაიპაროს.
tatuuu
ვიგანტოლი ანუ D ვიტამინის ზეთოვანი ფორმა 2 წვეთი დღეში, ივნისის ბოლომდე. ესაა რაქიტის პროფილაქტიკა

Posted by: tatuuu 22 Sep 2012, 23:48
ninoeqimi
მადლობა, ივნისის ბოლომდე დავალევინებ, ანუ 10 თვის იქნება

Posted by: eleven 23 Sep 2012, 12:06
ninoeqimi

ჩვენი ოთახი სადაც ბავშვსაც ძინავს არის ნესტიანი და მზე საერტოდ არ ადგება. შეიძლება ბავშვი ესეთ გარემოში გაიზარდოს?

Posted by: salomiko21 23 Sep 2012, 14:53
ninoeqimi

გაიხარეთ ნინო ექიმო,გადავიღებ აუცილებლად :*

Posted by: cickna 24 Sep 2012, 10:58
ninoeqimi
ჩემს 7 წლის გოგოს ჰქონდა ნაწლავურ ბაქტერიული ინფექცია.. ვასმევ ენტეროლს და სამი დღეა არ გასულა კუჭში... რაშეიძლება დავალევინო... და გავაგრძელო თუ არა ენტეროლის მიცემა( კიდევ ორი დღე უწევს დალევა )

Posted by: matsatsuna 24 Sep 2012, 11:06
ninoeqimi
გამარჯობა ნინო ექიმო.ჩემი შვილი 1წლის და 2თვისაა ეს 2კვირაა ძაან გაღიზიანებულია მგონი კბილები ამოსდის.რამე მცენარეული დამამშვიდებელი რო მივცე არ შეიძლება.მე რო დავაყენო კატაბალახა

Posted by: Katerina :-) 24 Sep 2012, 16:15
ninoeqimi
დიიდი, დიიდი მადლობა პასუხისთვის :-)

Posted by: matsatsuna 24 Sep 2012, 21:05
გოგოებო ბონ ნუის ანოტაციაა იქნებ მომოძებნოთ რა მე ვერ ვიპოვე

Posted by: KaTeRiN 25 Sep 2012, 10:47
QUOTE
თვალების გაშტერება, თუ რა ქვია არ ვიცი ამ მდგომარეობას, 1 წლის და 5 თვისაა, უცებ ჩაფიქრდებახოლმე, აი თამაშის ან ცეკვის დროს. ნომრალურია?

ninoeqimi
რისი სიპტომია ეს? საშიშია რამე?

რა ქვია ამ მდგომარეობას სამედიცინო ენაზე?

გთხოვთ მიპასუხეთ

ვერაფრით ვიდეო ვერ გადავუღე.. როგორც კი დაინახავს ვუღებ მაშინვე მორბის და მართმევს ხელიდან, ვერ ვასწრებ

Posted by: Diamond Girl 25 Sep 2012, 12:16
ნინო ექიმო ბავშვი 4 თვისაა ტელევიზორი თუ სადმე ნახა თვალს აღარ აშორებს,ძვრება შიგნით, ლელტოპზეც ასეა, გთხოვთ დაწეროთ რამდენად საშიშია მისი მხედველობისთვის ან ნერვიული სისტემისთვის მათი ყურება, მადლობა წინასწარ

Posted by: kkatrin 25 Sep 2012, 12:53
matsatsuna
QUOTE
გოგოებო ბონ ნუის ანოტაციაა იქნებ მომოძებნოთ რა მე ვერ ვიპოვე

წამალი ბონნუი არის მცენარეული , დასამშვიდებელი საძილე საშუალებაა,
შედის: ბარამბო პიტნა ,
2 წლამდე 10-15 წვეთი ინიშნება ძილის წინ..
2 წლის ზევით 30 წვეთი
ერთ გოგომ თქვა ფარმაცევტმა თქვაო

Posted by: matsatsuna 25 Sep 2012, 17:59
kkatrin
დიდი მადლობა smile.gif

Posted by: ketina 26 Sep 2012, 23:13
KaTeRiN



მეც დავაფიქსირე ეგ ორჯერ, ძალინ ხანმოკლე დროით გაუშტერდა თვალი. ჩემი შვილი წლისა და სამი თვისაა. რას ნიშნავს? დამავიწყდა პედიატრისთვის მეკითხა.

Posted by: Dek-Deko 28 Sep 2012, 10:53
მოგესალმებით ყველას smile.gif ჩემი შვილი 2 წლის და 11 თვისაა. მოკლედ თვე არ გავა, რომ რამე ვირუსი, ან გრიპი არ დაემართოს. სისხლის ანალიზით ყველაფერი ნორმაშია, არც გემოგლობინი აქვს დაბალი. პედიატრს მინდა ვკითხო, ამ შემთხვევაში დაბალი იმუნიტეტის ბრალია? რას მირჩევთ? მადლობა წინასწარ

Posted by: ell-lle 28 Sep 2012, 15:59
ნინო ექიმო გამარჯობა!
დაკრიოცისტიტი აქვს პატარას უკვე 5ის ხდება, ოფთალმოლოგთან არ მყოლია პედიატრმა დაგვინიშნა ტობრიმედი, დროებით მოეშვა, მაგრამ თითქმის ერთი თვეა კვლავ დაეწყო ჩირქიანი გამონადენი, მასაჟები ორ კვირას ვუკეთე მაგრამ აღმოჩNდა, რომ უფრო ხშირად უნდა გამეკეთებინა და ხანგრძლივად.
უახლოეს მომავალშ ვაპირებ ოფთალმოლოგთან მისვლას და მაინტერესებს, ზონდირება გარდაუვალია ამ ასაკში? თუ მოგვცემენ კიდევ დროს? ძალიან ვნერვიულობ მინდა როგორმე თავიდან ავიცილოთ ზონდირება.
ninoeqimi

Posted by: matsatsuna 28 Sep 2012, 19:08
გოგოებო აქ არ უნდა ვწერდე მაგრამ აქ უფრო ხშირად ხართ.რძე როგორ გაიშრეთ?

Posted by: rainbow jeanne 29 Sep 2012, 00:23
გამარჯობა,ჩემი შვილი 1 თვისაა და პერიოდულად აელმებდა თვალებს,მაგრამ დღეს უკვე ძალიან მოუხშირა,მარჯვენა თვალს ისეთი სიხშირით აელმებს მთელი დღეა რომ გული მისკდება უკვე.რას მირჩევთ,რა შეიძლება გავაკეთო???? პანიკაში ვარ facepalm.gif facepalm.gif

Posted by: xatia333 29 Sep 2012, 09:22
პატარები სულ აელმებენ თვალებს მაგრამ თუ მაინც გადაამოწმე აჩვენე პედიატრს

Posted by: rainbow jeanne 29 Sep 2012, 12:16
xatia333
მყავდა გუშინ პედიატრთან და არაფერი არაა გაუვლისო,მაგრამ სახლში რომ მოვედით უფრო მოუხშირა sad.gif

Posted by: matsatsuna 29 Sep 2012, 12:29
rainbow jeanne
აფიქსირებს საგნებს და მაგიტო აელმებს smile.gif გაუვლის ნუ გეშინია

Posted by: rainbow jeanne 29 Sep 2012, 12:45
matsatsuna
იმედია თორე თვალებდახიჭული ვეფერები ბავშვს biggrin.gif

Posted by: ვასასი 29 Sep 2012, 18:38
matsatsuna
დოსტინეკსია რძის გასაშრობი, მაგრამ უსაზიზღრესი წამალი ყოფილა, ორგანიზმს ანგრევს თურმე, მე პირადად მასაჟებით გავიშრე.

Posted by: matsatsuna 29 Sep 2012, 21:59
ვასასი
ხო ვიცი დოსინექსი მე იმდენი რძე მაქ მარტო მასაჟებით დიდ ხანს მოვუნდები მასაჟებს მივახმარ დოსტინექს.

Posted by: merymaki 30 Sep 2012, 01:16
გამარჯობათ,ერთი შკითხვა მაქვს.ბა[ვშვი მყავს ხელოვნურ კვებაზე უკვე ერთი თვეა( 4 თვისაა),ვაჭმევ ნუტრილაკ პრმემიუმს,მოიმატა 600გრამი.ბავშვი ხანდახან ვერ ძლებს 3საატი და შესაბამისად ჭამს ცოტას,დაახლოებით 80-90 გრამს(დღეში ერთხელ ან ორჯერ შვება ასე),პედიატრმა ჩათვალა,რომ უნდა შევუცვალო საკვები და მირჩია სელია,თქვენ რამდენად მიზანშეწონილად თვლით საკვების შცვლას? მაშინ როცა ნუტრილაკს კარგად შეეჩვია ბავშვი.
პ.ს. სელიას შემადგენლობაში უწერია ემულგატორი,ამაზე რას მეტყვით?

Posted by: eleven 30 Sep 2012, 12:30
ell-lle
არ გინდა არანაირი ზონდირება, გახსოვს სულ რომ ვწუწუნებდი არ გასდისთქო, გაუარა 5თვენახევრის რომ იყო. უცებ ერთ დღეს გავიღვიძეთ და არ ქონდა, არადა იმდენი მოსდიოდა ცალი თვალიდან, გაწმენდილი არ მქონდა ისევ მოსდიოდა ხოლმე. არ ინერვიულო. 1 წლამდე არ გინდა არაფერი, საკმაოდ მტკივნეული პროცედურაა და ნუ გააწვალებ ბავშვს. მე ვუკეთებდი მასაჟებს ვადებდი თბილ კომპრესებს და ვწმენდდი გვირილის ნაყენით.

მოდერ ვიცი აქ ექიმმა უნდა უპასუხოს მაგრამ მემგონი ნინო ექიმიც იგივეს ეტყოდა რადგან მასთანაც მქონდა თავისდროზე საუბარი ამ თემაზე smile.gif

Posted by: ninoeqimi 30 Sep 2012, 22:08
Dek-Deko
ხახის ნაცხი გაკეთებული გაქვთ? შესაძლოა ქრონიკული ინფექცია აქვს და უმწვავდება პერიოდულად.
ell-lle
როგორც წესი წლამდე არ აკეთებენ ზონდირებას განვითარებულ ქვეყნებში, ტობრექსი ემპირიული მკურნალობააა, თუ ხშირად უმწბვავდება ჯობია ნაცხი გაუკეთოთ და ანტიბიოტიკოგრამის მიხედვით უმკურნალოთ, ასე ბევრად ეფექტური იქნება, ჩემს შვილს მაგალითად ციპროფლოქსაცინზე ქონდა მგრძმნობიარე ფლორა და ტობრექსმა ეფექტი საერთოდ არ მოგვცა.
rainbow jeanne
თუ ნევროლოგი გამორიცხავსს თვალის მამოძრავებელი ნერვის დაზიანებას, არაფერი სანერვიულო და საგანგაშო არ არის, გაუვლის აუცილებლად.
ვასასი
ასე რადიკალურად წამლებს ნუ ახასიათებთ, მე 5 წელი დოსტინექსზე ვიყავი, რომ არა ეს პრეპარატი საერთოდ ვერ დავორსულდებოდი, გაითვალისწინეთ ნებისმიერ პრეპარატს აქვს მკაცრად განსაზღვრუი ჩვენება, უკუჩვენება, მიღების წესი და დოზირება. ყველა წამალი შხამია და ყველა შხამი წამალია, განსხვავება არის დოზაში.
merymaki
ეს არ არის შეცვლის ჩვენება, ჭამოს 2,5 საათის შემდეგ, ასე იციან ბავშვებმა როდესაც გადადიან 90 გრამიდან 120 გრამზე , 120 დან 150 გრამზე და ასე შემდეგ, ის რაოდენობა აღარ ყოფნით, უფრო ბევრს არ ჭამენ და ცოტა ხშირად ჭამენ, მერე მოუმატებენ ერთ ჯერზე მისაღებ საკვებს და ისევ გადავლებ თავის რეჟიმზე,საკვების ხშირი ცვლა თუკი ბვშვს არა აქვს მონელების პრობლემა არ არის რეკომენდირებული.


Posted by: nanuka-nanuka 30 Sep 2012, 22:45
ჩემი ახლობლის ბავშვს სიცხე აქვს - 38- ზე მეტი, ნუროფენის სანტელი გაუკეთა მაგრამ ერთ საატში ისევ აწევა დაიწყო სიცხემ- რა ვქნათ? რა რეკომენდაციას მისცემდით? ძალიან იშვიათად აქვს ბავშვს სიცხე, ამ წელს მეორედ ...
Mადლობა წინასწარ

Posted by: ketina 30 Sep 2012, 23:26
ეყოში წამექცა ბავშვი, ბურთით თამაშობდა და შუბლი დაარტზა ბარდიულს. ცოტა წამოიტირა და მალევე გაჩერდა. იკ კი გაჩერდა მაგრმა ლამის გული გამისკდეს. არც კოპი აქვს და არც რამე ემჩნევა ჯერჯერობით. ვის მივაკითხო_ ვის შევამოწმებინო? წლისა და სამი თვისაა

Posted by: ninoeqimi 1 Oct 2012, 00:01
nanuka-nanuka
ფიზიკური მეთოდები გამოიყენოს, ძმრიანი წინდები, გააგრილოს, სპირტითშეუზილოს კიდურები, პარაცეტამოლი დაალევინოს ან სანთელი გაუკეთოს.
ketina
ალბათ არაფერია, დააკვირდით მაინც, თU მოიწყინა, საკვებზე უარი თქვა, ძIლად მივარდა, მაშინ ექიმთან

Posted by: Free Aquarius 1 Oct 2012, 00:06
ფიზიოლოგიური ხსნარი რამდენი დღე შიძლება ჩვაწვეთო 1 წლის და 5თვის ბავშვს? მადლობა

Posted by: ell-lle 1 Oct 2012, 01:40
eleven
ვიცი საშჰინელება რომაა და მაგიტომ მეშინია,\
ერტმა ცჰკვიანმა ისიც მითხრა ეხლა პატარააა და უფრო ადვილად გაუკეთებ მერე გაგიჭირდება გაკავებაო facepalm.gif მასაჟებს ვუკეთებ აქამდე იშვიათად ვუკეთებდი და ეხლა სისტემატურად დავიწყე, +ასპირატორიც2kiss.gif
ninoeqimi
მადლობ პასუხისთვოს 2kiss.gif

Posted by: nanuka-nanuka 1 Oct 2012, 18:17
Dიდი მადლობა ნინოექიმო... თQვენი რჩევაც გავითვალისწინეთ და პედიატრსაც დაურეკა.,. ვირუსი აქვს სამცუხაროდ...

Mადლობა დროული მხარდაჭერისა და რჩევისათვის

Posted by: KaTeRiN 2 Oct 2012, 11:28
QUOTE
QUOTE
თვალების გაშტერება, თუ რა ქვია არ ვიცი ამ მდგომარეობას, 1 წლის და 5 თვისაა, უცებ ჩაფიქრდებახოლმე, აი თამაშის ან ცეკვის დროს. ნომრალურია?


ninoeqimi
რისი სიპტომია ეს? საშიშია რამე?

რა ქვია ამ მდგომარეობას სამედიცინო ენაზე?

გთხოვთ მიპასუხეთ

ვერაფრით ვიდეო ვერ გადავუღე.. როგორც კი დაინახავს ვუღებ მაშინვე მორბის და მართმევს ხელიდან, ვერ ვასწრებ

ნინო ექიმო, ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ.
ninoeqimi

Posted by: tatuuu 2 Oct 2012, 11:53
თვალი აქვს ჩემ ბიჭს ოდნავ გაწითლებული შიგნიდან, უფრო კაპილარივით აქვს თეთრ გარსზე... რის გამო შეიძლება იყოს? უძილობის?
საშიში ხომ არაა?

Posted by: matsatsuna 2 Oct 2012, 12:58
ninoeqimi
ნინო ექიმო ჩემი ბიჭი 1წლი და 2თვსიაა ეხლა დავანებებინე თავი ძუძუს ხოდა დაძინების დროს ძაან ტირის არად ეძინება.აქმდე ძუძუძე იძინებდა რამე დამამშვიდებელი მივცე თუ გადაუვლის.ისე არაა ნგაღიზიანებული არ გაჭირვებია სხვა მხრივ ძუძუს დანენებება

Posted by: sophya 3 Oct 2012, 11:16
1 თვი ბავშვს აქვს სტრიდორი, ხმაურიანად სუნთქავს. ღამით ემართება ხოლმე სპაზმები, სუნთქვა უჭირს, პირს აღებს, ვერ სუნთქავს, ჰაერი არ მიეწოდება.
როგორც ექიმები ამბობენ, თანდაყოლილი სტრიდორია და კიდევ თინუსი აქვსო (თუ სწორად მახსოვს).
უკეთებენ ინჰალაციას, ბეროდუალს–
რა არის გამოსავალი, რა შველის ამ დაავადებას?


მადლობა

Posted by: lal77 4 Oct 2012, 08:15
ninoeqimi
შეიძლება, რომ 9 თვის ბავშვს მივცე ხბოს ღვიძლი? ბავშვი 7 თვიდან ჭამს ხორცს. წინასწარ დიდი მადლობა.

Posted by: ninoeqimi 4 Oct 2012, 22:54
KaTeRiN
არაფერი არ ქვია, თუ ვიდეოზე არაფერი საეჭვო არ იქნება, ამიტომ წინასწარ გულს ნუ გაიხეთქავთ, თვალის გაშტერება ძალიან იშვიათ შემთხვევაში შეიძლება იყოს აბსანსი, ანუ ეპილეფსიური გულყრის ერთ ერთი ტიპი. დიაგნოზის დაზუსტება აუცილებელია, ისე 2 წლამდე ასაკში რომც დადასტურდეს ეპილეფსია, ეს ფორმა ძალიან კეთილსაიმედოა და ძირითადად იკურნება, ამიტომ მშვიდად იყავით.
tatuuu
იქნებ მოხვდა თვალში რამე?
matsatsuna
ეს ყოველთვის თან ახლავს ძუძუს თავის დანებებას, მტკივნეულია ბავშვისთვის, რამოდენიმე ღამე დააკვირდით, თუ ძალიან გაჭირვეულდა მიეცით ვალერიანის სიროფი რომელიმე ფირმის, თუმცა არა მგონი დაგჭირდეთ, ერთი კვირაში მიეჩვევა.
sophya
სტრიდორი არ არის დაავადება და მკურნალობა არ ჭირდება, მითუმეტეს ბეროდუალი, თიმუსი დიაგნოზი არ არის, თიმუსიყველა ბავშვს აქვს. გირჩევთ კვალიფიციურ ექიმს აჩვენოთ არ იყოს თანდაყოლილი რაიმე პათოლოგია, რომელიც სერიოზულ ჩარევას მოითხოვს.
lal77
ღვიძლზე კამათი ჯერ არ დასრულებულა, ზოგი მკვლევარი ამბობს რომ ძალიან სასარგებლოა, თუმცა ახალ კვლევებში უფრო და უფრო მეტი იწერება იმაზე, რომ ღვიძლი როგორც ბარიერი და ფილტრი ყველა შხამის მავნე ნივთიერებების დიდ ნაწილს თავად შეიცავს, ამიტომ თქვენ გადაწყვიტეთ, მე ვერ გავბედე ქათმის ღვიძლი მიმეცა ბავშვისთვის

Posted by: bukuna 4 Oct 2012, 23:37
ninoeqimi
ნინო ექიმო, თქვენც თვლით რომ დამატებითი კვება მზა ფაფების სახით ნაადრევია 5 თვის ბავშვისთვის? კონკრეტულად რამე დარღვევას იწვევს კუჭ- ნაწლავზე ?

Posted by: matsatsuna 5 Oct 2012, 09:49
ninoeqimi
დიდი მადლობა smile.gif

Posted by: tatuuu 5 Oct 2012, 10:39
ninoeqimi
exla agar akvs, albat tavisive xeli moxvda tvalshi.

Nino eqimo, muclis tkivilis gamo bavshvs paqtiurad mteli dge ar dzinavs, mxolod game idzinebs. Dzaliam vnerviulob,vici rom dzili aucilebelia patarastvis. Rogor movikce? Daedzineba tu ara cota xanshi igvidzebs da ichinteba, mere isev davadzineb da isev chintvit da tirilit igvidzebs, arada sashinlad edzineba xolme..

Posted by: xatia333 5 Oct 2012, 11:22
tatuuu
ასე იყო ჩემიც და ერთადერთი გამოსავი იყო რომ ხელში ძინებოდა .ჩვენც გვეჭირა ხან მე ხან დედაჩემს და ასე მივაჩვიეთ და გავატუტუცეთ. ძლივს გადავაჩვიე ახლა ხელში ძილს

Posted by: Diamond Girl 5 Oct 2012, 11:38
გამარჯობა ნინო ექიმო ნიკუშა 12-ში 5 თვის გახდება, სამსახურში რაც გავედი მას მერე ჭამს ჰუმანა პლატინას 180 გრ-ს ვაძლევდი ბოლო პერიოდამდე, ეხლა უკვე 210 ვაძლევ რომ ამთავრებს ჭამას ცოტას წუწუნებს და 3 საათიანს იცავს მერე და ვერ გავიგე ამ ასაკის ბავშვი ხელოვნურს რამდენს უნდა ჭამდეს?იქნება ვაკლებ რამეს?

Posted by: tatuuu 5 Oct 2012, 11:59
xatia333
ეს უკვე მიეჩვია ხელში ძილს sad.gif მაგრამ ძაან თუ ტკივა არც ეგ შველის, იღვიძებს და ტირის საცოდავად
მე ვერ ვძლებ ამდენი ხანი უძილობით და ეს პატარა როგორ ძლებს არ ვიცი

Posted by: KaTeRiN 5 Oct 2012, 12:06
ninoeqimi
დიდი მადლობა პასუხისთვის და დამშვიდებისთვისაც. მაგრამ მგონი უფრო ავფორიაქდი, რადგან ჩემს მაზლს ჰქონია ბავშვობაში ეპილეფსიის მსგავსი რამ..

ეპილეფსია გენეტიკური შეიძლება იყოს? ისე ზოგადად მაინტერესეს

Posted by: khatia88 5 Oct 2012, 12:40
KaTeRiN
მაგ დროს რომ დაუძახო არ გამოგხედავს?

Posted by: ninoeqimi 5 Oct 2012, 14:17
KaTeRiN
ზოგადად აბსანს ეილეფსია შესაძლოა იყოს გენეტიკური, როდესაც ბავშვი გაშტერდება ამ დროს არ პასუხობს დაძახებაზე, არ რეაგირებს, რამოდენიმე წამი გრძელდება ეს შეტევა, იწყება უეცრა, თამაშის ან ჭამის დროს და ბავშვი შემდეგ აგრძელებს მის საქმიანობას, რასაც მანამდე აკეთებდა, ანუ ჭამას ან თამაშს აგრძელებს. გადაღებულ მასალაზე მისი არ ამოცნობა რაქტიკულად გამორიცხულია, თუ ვიდეოზე ეჭვი გაჩნდება, მაშინ ეეგ უნდა გააკეთოთ, აუცილებელია, რომ ეეგ და შეტევა დაემთხვეს ერთმანეთს, სხვა შემთხვევაში ვერც დიაგნოზი ისმება და მითUმეტესარც მკურნსალობა იწყება

Posted by: KaTeRiN 5 Oct 2012, 14:17
khatia88

გოგო ზოგადად წაყრუება იცისხოლმე, ისედაც, თუ უნდა გამოგხედავს თუ არ უნდა არა, რაღაცნაირი მკიდია ბავშვია, ადვილად იკიდებს ყველაფერს, ისე გადაერთვება სხვა რამეზე რო ზედაც არ შეგხედავს..
აი როცა თვალები გაუშტერდება ვეძახი სახელს, ზოგჯერ ეგრევე აქვს რეაქცია, ზოგჯერ ორჯერ სამჯერ დაძახებაა საჭირო, ერთადერთხელ (და იმედია უკანასკნელადაც) იყო შემთხვევა ვაფშე ცხვირწინ სანამ ტაში არ დავუკარი მანამ გაშეშებული იდგა sad.gif
ერთი ორჯერ დავაფიქსირე რო კუჭში გადიოდა მაგ დროს

აუ არ ვიცი მაგარი აჭრილი ვარ. ნევროლოგი/ნევროპათოლოგი , ერთიდაიგივეა ხომ? მინდა მიყვანა და მგონი სასწრაფოდ მისაყვანია.. ვისთან მივიყვანო ისიც არ ვიცი.


Posted by: Diamond Girl 5 Oct 2012, 17:55
KaTeRiN

იაშვილში ნანა ტატიშვილთან,ყველა ემადლიერება მათ შორის მეც

Posted by: khatia88 5 Oct 2012, 18:27
KaTeRiN
დაანებე მაგ ბავსვს თავი რა smile.gif))
მოია მოგწერ პირადში.

Posted by: algulga 5 Oct 2012, 18:48
ჩემი შვილი წლის და შვიდი თვის ხდება და არ ლაპარაკობს. ამბობს სიტყყვებს, დედა, მამა, პაპა, დათა, ნანა, ფაფა, აგე, ბებე, და აქვს თავისით გამოგონილი სიტყვები. რამე ჭირს თუ არ შემეშინდეს?
უკვვე ძძალიან ვნერვიულობ. ვინმე სპეციალისტის ჩარევა ხომმ არაა საჭირო. თავისი გამოგონილი სიტყვებით ლაპარაკობს. ninoeqimi

Posted by: ვასასი 5 Oct 2012, 18:50
algulga
ჩემებმა 2 წლის მერე დაიწყეს ლაპარაკი,იმდენს ლაქლაქებენ, ვეღარ ვაჩერებ . ბიჭებმა გვიან იციანო ალაპარაკებაო და რავი, ექიმსაც მოვუსმინოთ biggrin.gif

Posted by: rainbow jeanne 5 Oct 2012, 22:25
გამარჯობა,
ტკივილგამაყუჩებელი დავლიე და რამდენი საათის მერე შეიძლება ბავშვს ძუძუ რომ ვაჭამო?

Posted by: ninoeqimi 5 Oct 2012, 22:37
KaTeRiN
თუ კუჭში გადის შეიძლება რომ არ მოგხედოთ, მემგონი მაინც არაფერი არ ჭირს და ჯობია თუ დაანებებთ თავსsmile.gif
ჯვარი წერია და თუ რამე სერიოზულია ის თავს არ დამალავს და ასეთი პანიკა არ არის საჭIრო
algulga
ჩემი შვილი წლის და 6 თვის ხდება, გოგოა და მაგდენი სიტყვაც არ იცის, მაგრამ მე არ მეშინია biggrin.gif მთავარია რომ ესმოდეს რასაც ეუბნებით

Posted by: gokieli 5 Oct 2012, 23:08
algulga
QUOTE
დედა, მამა, პაპა, დათა, ნანა, ფაფა, აგე, ბებე, და აქვს თავისით გამოგონილი სიტყვები.


ლაპარაკობს ბავშვი და რას ერჩით? biggrin.gif

Posted by: algulga 5 Oct 2012, 23:25
ვასასი
rainbow jeanne
ninoeqimi
gokieli
2 წლის და 7თვისაა. ტელეფონით ვწერდი და არ დავაკვირდი რა დავწერე.

Posted by: tatuuu 7 Oct 2012, 00:48
ნინო ექიმო, ჩემ ბიჭს ნიკაპი უკანკალებს ხოლმე, ოღონდ მხოლოდ მაშინ როცა ხელში ვიყვან იდაყვებით...
სხვა დროს არ შემიმიჩნევია, მხოლოდ ესე რომ ვიყვან ხელში მარტო მაშინ
ვინერვიულო?

Posted by: ninoeqimi 7 Oct 2012, 15:08
tatuuu
რა ხნისაა თქვენი ბიჭი? როგორც წესი 2-4 თვის ასაკში ყველა ბავშვს გასდის ნიკაის კანკალი და ჩარევას არ საჭიროებს.

Posted by: anushkia 7 Oct 2012, 21:11
გამარჯობათ.
ჩემი ნათესავი(სამი თვისაა) კედელთან ეჭირა დღეს მეზობელს ხელში და შემთხვევით თავი მიარტყმევინა,
ბავშვმა ტირილი დაიწყო, მაგრამ მალევე დაწყნარდა,
თუ ვინმემ იცით საშიშია?
საჭიროა ექიმთან შემოწმება?

Posted by: matsatsuna 7 Oct 2012, 22:07
ninoeqimi
ნინო ექიმო ჩემი შვილი ძალიან ბევრ წყალს სვავს ერთ დალევვაზე 150მლ ცლის და ამ 150მლ დღეში რამდენს სვავს არ ვიცი პლიუს კიდე ღამეც სვავს ხშირად არა 2-3ჯერ ეს რაც ძუძუს დანება თავიშეიძლებ 1ხელაც დალიოს

Posted by: just mee 7 Oct 2012, 23:14
მოგესალმებით,

ჩემი ბიჭი 4 თვის ხდება, დაახლოებით თვენახევარია ხანდახან ვამჩნევ რომ მთელ სხეულზე დაკრავს მოლურჯო-მონაცრისფრო ფერი, კანი ხშირად აქვს აჭრელებული. ტუჩების გარშემო არ აღენიშნება სილურჯე. ვერ ვხვდები რისი ბრალი შეიძლება იყოს, სხვა მხრივ თითქოს ყველაფერი წესრიგშია, არც ქოშინი აქვს, არც ადვილად იღლება, განვითარებითაც კარგად ვითარდება. ჭამითაც მშვენივრად ჭამს, ეხლა ხელოვნურზე გადავიყვანე და 170 გრამს ჭამს. არც ჭირვეულობს, ტირის მხოლოდ მაშინ როცა შია. ცოტა ადრე დაიბადა, 37-ე კვირაში ვიყავი, რომ დაიბადა 2800 გრ. იყო. ეხლა უკვე 7500-ია. სიყვითლე საკმაოდ დიდი ხანი აღენიშნებოდა, დაახლოებით თვენახევარი, მაგრამ განსაკუთრებული ზომებისთვის არ მიგვიმართავს, პედიატრმა არაფერია, გაუვლისო და მართლაც გაუარა.

ერთი კიდევ შემიძლია აღვნიშნო რომ ორსულობის მეექვსე-მეშვიდე თვეზე არჩილ ახმეტელმა ეხოზე მითხრა რომ დამატებითი ქორდა აქვს გულზე. ეხოკარდიოგრაფიაც გავიკეთე და მათაც იგივე მითხრეს.

რა შეგიძლიათ მირჩიოთ, რა შეიძლება იყოს მიზეზი?
წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: ninoeqimi 7 Oct 2012, 23:39
anushkia
ალბათ არაფერი არ აარის, დააკვირდით, თუ მოდუნდა, საჭმელზე უარი თქვა, ძIლიანობა მოემატა, მაშინ დაჭირდება ექიმი, თUმცა არა მგონია, რამე დაგჭIრდეთsmile.gif
matsatsuna
რაც ძუძუს დაანება მას მერე სვამს ბევრს?
just mee
გახდეს 4 თვის, მითუმეტეს თუ 37 კვირაზე დაიბადა, 5 თვემდეც შეიძLება გაუგრძელდეს, რასაც თქვენ ამბობთ ეს არის უმწიფარი სისხლძარღვოვანი სისტემის გამოვლინება, მითUმეტეს თU არ არის ქოშინი და წონაშIც კარგად მოიმატა

Posted by: tamusinka 7 Oct 2012, 23:54
just mee
QUOTE
არჩილ ახმეტელმა ეხოზე მითხრა რომ დამატებითი ქორდა აქვს გულზე. ეხოკარდიოგრაფიაც გავიკეთე და მათაც იგივე მითხრეს.


მეც მაქვს დამატებითი ქორდა და ჩემ შვილსაც. ყველა კარდიოლოგს ვკითხე მგონი და ყველამ ერთხმად მითხრა, არანაირი პრობლემა არ არისო.





ninoeqimi
ჩემი პატარა არის 3.5 თვის. ამ ბოლო დროს უკან წევს თავს და ათვალიერებს, უფრო მეტად წოლის დროს, ხანდახან ხელშიც. ოღონ ამ დროს აქტიურად იქნევს ხელ-ფეხს. ისედაც კია აქტიური ბავშვი, მაგრამ ეს თავის გადაწევა და ფართხალი ცოტა მეუცნაურება. ნორმალური მოვლენაა? უფროს ბავშვზე არ მახსოვს ასეთი ქცევა.

Posted by: just mee 8 Oct 2012, 00:07
QUOTE
just mee
გახდეს 4 თვის, მითუმეტეს თუ 37 კვირაზე დაიბადა, 5 თვემდეც შეიძLება გაუგრძელდეს, რასაც თქვენ ამბობთ ეს არის უმწიფარი სისხლძარღვოვანი სისტემის გამოვლინება, მითUმეტეს თU არ არის ქოშინი და წონაშIც კარგად მოიმატა


ninoeqimi

ძალიან დიდი მადლობა, დავმშვიდდი smile.gif

Posted by: anushkia 8 Oct 2012, 08:39
ninoeqimi
გაიხარეთ,
გულზე მემეშვა,
გუშინ მშვენივრად ჭამა და რავიცი smile.gif
მადლობა კიდევ ერთხელ

Posted by: tatuuu 8 Oct 2012, 09:46
ninoeqimi
1.5 თვისაა

ნინო ექიმო დღეს გული აერია ბავშვს, მგონი გულის არევა ქვია მაგას, არ ამოსვლია, ძალიან ბევრი ამოუვიდა. დილით 6 საათიანი ძილის შუალედის მერე ეგრევე მივეცი 1 ჩ/კ რძეში გაზავებული ვიგანტოლი და მერე დავაყოლებინე ძუძუ, შეიძლება ამის გამო აღებინა? არასდროს არ გაუკეთებია ესე... და საერთოდ როდის უნდა მივცე ვიგანტოლი, ჭამის წინ თუ მერე?

Posted by: matsatsuna 8 Oct 2012, 15:32
ninoeqimi
არა მანამდეც ძუძუს რო დაანება ღამე სვავს ხოლმე

Posted by: ninoeqimi 8 Oct 2012, 22:06
tatuuu
ნიკაპის კანკალი გაუვლის აუცილებლად, ეგ არააა პრობლემაა, ვიგანტოლი კი დაალევინეთ ჭამათა შორის ინტერვალში და პირდაპირ დააწვეთეთ ენაზე.
tamusinka
ათვალიერებს გარემოს და ეს ნორმალურია, თავს ხან უკან წევს და ხან გვერდით, მისთვის მთავარია დაინახოს ის, რაც აინტერესებს, ასე რომ ნუ ნერვიულობთ.
matsatsuna
ძუძუს როგორც წესი ღამე უფრო მეტს ჭამენ, ამიტომ რეფლექსი აქვს და წყლით იკმაყოფილებსsmile.gif

Posted by: sun_waiting 8 Oct 2012, 22:15
ნინო ექიმო, 3 დღეა ჩემმა ელენემ აურია ''გრაფიკი'' sad.gif( დილით რომ იღვიძებდა 1-2 სთ ეძინა ხოლმე, მერე 1-2 საათისკენ კიდე იძინებდა ამჯერად უკვე 4 საათიანი ძილით, მერე საღამოსაც ცოტას წაუძინებდა და ბოლოს უკვე ღამის ძილით იძინებდა ხოლმე - ერთი სიტყვით, დღეში 3ჯერ ეძინა აწყობილი ძილით.

ეხლა კი გადაირია და ბოლო 3 დღეა არაფრით არ იძინებს, ამთქნარებს, ეძინება აშკარად, მაგრამ არ უნდა და ვერ ვაძინებ. კუჭში 2 დღეა არ გასულა ისე, როგორც საერთოდ იცის ხოლმე, ანუ ცოტა ქნა.

დღეს საღამოს უკვე ძალიან რომ შემეცოდა უძილობის გამო ხელოვნურად გავიყვანე კუჭში (ვიცი რომ თანამედროვეები აპროტესტებენ) , ძალიან თხლად გავიდა და ძალიან ბევრი ქნა. იმხელაზე გადმოასხა საკმაოდ შორს გადაისხა facepalm.gif რაღაცნაირი თხელი განავალი აქვს, შიგადაშიგ თეთრი სისქეებით. ლორწო არ არის.

მერე ცხელ წყალში ვაბანვე და ძლივს დაიძინა, მაგრამ ძილში ტირის და შფოთავს. აშკარად რაღაც აწუხებს, მაგრამ ვერ ვხვდები რა sad.gif სიცხე არ აქვს.

რა შეიძლება გავუკეთო?

Posted by: ninoeqimi 8 Oct 2012, 22:21
sun_waiting
რა ხნისაა ელენე და რა შეიცვალა გარემოში, ბავშვის კვებაში მას შემდეგ რაც "აურია"? smile.gif

Posted by: sun_waiting 8 Oct 2012, 22:25
ninoeqimi
გმადლობთ ასე ოპერატიულად გამოხმაურებისთვის smile.gif

ელენე 3.5 თვისა, გარემოს მხრივ - პარასკევი-შაბათი ქალაქგარეთ მყავდა რთველში და ძილს იმდენ ყურადღებას ვეღარ ვაქცევდით, ძირითადად ხელში უწევდა და მალევე ეღვიძებოდა, +მგზავრობა მოუწია ბევრი მანქანით.

კვება იგივე- ძუძუზე მყავს.

გაზები არ აწუხებს. ძილში შფოთვა მაფიქრებს sad.gif

მე რითი დავეხმარო, რა ვჭამო დიეტური?
პ.ს. 2 დღეა ქათმის ღვიძლს ვჭამ და შეიძლება?

Posted by: matsatsuna 8 Oct 2012, 22:28
ninoeqimi
დღეც ძალიან ბევრს სვავს

Posted by: ninoeqimi 8 Oct 2012, 22:58
sun_waiting
მიზეზიც გამოჩნდა smile.gif
ხანგრძლივი მგზავრობა+ხმაური+ძილის ჩვეული რეჟიმის დარღვევა+ მისთის ჩვეული გარემოს შეცვლა, დამერწმუნეთ 3,5 თვის ბავშვისათვის ეს საკმარისზე მეტიაsmile.gif
თქვენ ყურძენს როგორ იტანთ? ძალიან ბევრს ბერავს ყურძენი და თუ დედაზე მოქმედებს ესა თუ ის საკვები ის აუცილებლად ბავშვზეც იმოქმედებს. რამოდენიმე დღე გაგიჭირდებათ, თუ თქვენ ყურძენმა მუცელი გაგიბერათ, ყურძნის მონელება ზოგადად გიჭირთ, მიეცით ესპუმიზანი ბავშვსაც და თქვენც დალიეთ, თქვენ ფერმენტიც შეგიძლიათ მიიღოთ (მეზიმ ფორტე ან პანზინორმი), ეცადეთ თქვენთან მეტი დრო გაატაროს. ზოგადადასეთი მცირე ასაკის ბავშვის ასეთგრძელ გზაზე, ხანმოკლე დროით (იგულისხმება 2-3 დღით წაყვანა ხმაურიან სიტუაციაში) არ არის რეკომენდირებული. ახლა დროს უკან ვერ დააბრუნებთ, ამიტომ რამოდენიმე დღე აიტანეთ ჭირვეულობა
* * *
matsatsuna
დაახლოებით რამდენ მილილიტრს სვამს დღე ღამეში, ითვლება, რომ ერთ კილოგრამზე 40 მლ სითხე ბავშვისათვის ნორმააა, ამაში შედის წყალი+თხიერი საკვების სითხე

Posted by: tamusinka 9 Oct 2012, 00:12
ninoeqimi

დიდი მადლობა პასუხისთვის . შიდა ქალის წნევის დროს იციან ხოლმე თავის უკან გადაგდებაო და ამიტომ დამაინტერესა.

Posted by: snowflake 9 Oct 2012, 00:51
ჩემს ბიჭს 3 თვის ხდება ეხლა, სავარაუდოდ ჩუტყვავილა ხვდება, გამონაყარი აქვს, თუმცა სიცხე არ აქვს. უფროსსს ქონდა ეს ბატონები და ალბათ გადაედო, ძალიან გაურთულდა, მაღალი სიცხეები ქონდა და ინფექციურში გვეწვინა 3 დღე, ხოდა ძალიან ვნერვიულობ პატარასაც იგივენაირად არ შეხვდეს, მითხრეს რომ რადგან ძუძუზეა რთულად არ შეხვდებაო და მართალია? სუპრასტინი ხოარ დავალევინოთქო ვიფიქრე. ან როგორ მოვიქცე რო არ გაურთულდეს იქნებ მითხრათ.

Posted by: matsatsuna 9 Oct 2012, 10:26
ninoeqimi
არ ვიცი ზუსტად 150მლ ერთ მოყუდებაზე სვასვ ასეეთ 150 ალბათ 10ჯერ თუ მეტი არა.ბვშვის წონაა 11.100კგ

Posted by: sun_waiting 9 Oct 2012, 11:54
ninoeqimi

დიდი მადლობა დრო რომ დამითმეთ smile.gif

Posted by: infuzoria 9 Oct 2012, 12:20
ninoeqimi
ნინო ექიმო გამარჯობათ, 4 წლის გოგოს ,პატარა ბავშმა (2.7 წლის) უკბინა ძუძუს თავზე mad.gif .ეგრევე დავრეკეთ ექიმთან და გვითხრა არაფერიაო ბეტადინით დაუმუშავეთო,რომ არ დაუჩირქდესო,მაგრამ მე მაინც მეშინია რამე არ გავითარდეს.ცორა შესიებული აქვს და ჩალურჯებული.
ადრე გაგებული მაქვს ასე მეზობელზე დასცინონდნენ პატარაობაში უკბინა სხვა ბავშმაო და არ გაეზარდა ,ის მხარე რომელიც ნაბენი იყო.
არის რაიმე საშიშროება?

Posted by: tatuuu 9 Oct 2012, 13:12
ninoeqimi
დიდი მადლობა
კიდევ უნდა შეგაწუხოთ, აარ მელევა კითხვები მოკლედ smile.gif
დაახლოებით 5 დღის წინ გავუკეთე გაზგამყვანი, ძალიან წუხდა და აღარ ჩერდებოდა და მეტი გზა აღარ მქონდა, კუჭში რომ გავიდა ოდნავ შინდისფერი რაღაც გამოაყოლა... ამის მერე 2-3 დღეში კიდევ ქონდა მოშინდისფრო წერტილი, ოღონდ ყოველი კუჭის გასვლის შემდეგ არა , ხანდახან. პედიატრმა გაუღუზიანდა და არაა საშიშიო, თქვენ რას მეტყვით? დიდად არ ვენდობი ჩემი პოლიკლინიკის პედიატრს...

Posted by: Janiss 9 Oct 2012, 15:17
ninoeqimi
ნინო ექიმო, მუკალტინი ლაქტაციის დროს შეიძლება რომ მივიღო?

Posted by: bibida 10 Oct 2012, 16:12
რო ვჯდები კუდუსუნი მტკივა და რისი ბრალი შეიძლება იყოს?

Posted by: kiloko 10 Oct 2012, 17:02
გაუ რა მიდდა გკიტხოთ მართალია უსაფრთო სექსი მქონდა მაგრამ მაინც მინდა ჩავაბარო ანალიზები რამე ხო არ გადამედო რა იცი რა ხდება და კონკრეტ რა ანალიზები უნდა
ჩავაბარო? ნუ შიდსი ვიცი სადაცაა და სხვა ?

Posted by: gvants 10 Oct 2012, 18:19
ninoeqimi
გამარჯობა.
პროფილაქტიკისთვის, ამ ვიტამინის მიცემას მიესალმებით?

http://www.healthaid.co.uk/shopexd.aspx?id=625

ბავშვი არის 1წლის და 1 თვის. ფორმულა, რომელსაც ეს სვამს, არ შეიცავს ომეგას.

Posted by: იასამანი 11 Oct 2012, 00:17
ninoeqimi
გამარჯობა
ჩემი გოგონა არის 6 თვის. დღისით თითქმის ყველა ჭამაზე უკან იღებს საჭმელს, 20-25 წუთის ინტერვალებით. ხან ხაჭოსებურია, ხან კი მხოლოდ რძე. ვატყობ ბავშვს რომ გახდა კიდეც. ჭამს ღამითაც, ბოლო ერთი თვეა რაც ღამე დაიწყო ჭამა. ხანდახან 3-ჯერაც ჭამს, მაგრამ უკან არ იღებს.
მყავს ბუნებრივ კვებაზე. რას დავაბრალო? ან რა გავაკეთო, რომ დღისით უკან არ ამომისხას საჭმელი? დიეტურად არ ვიკვებები. შეიძლება ეს იყოს გამომწვევი მიზეზი??

ბავშვს აქვს რბილი მუცელი და მთლიანად ბავშვი არის ცოტა მოშვებული. პედიატრმა მასაჟები არ სჭირდებაო. თქვენ რას მირჩევდით?? ამის გამო დაგვინიშნა დ ვიტამინი 2 წვეთი და ბევრი ხომ არ არის?? (დღეს მყავდა შეფასებაზე, პედიატრმაც და ნევროპათოლოგმაც შეაქო)
* * *
ninoeqimi
ნინო ექიმო ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ:
1. ბავშვი არის 6 თვის და ჯერ არ ამიცრია. ფეხზე აქვს პატარა ზომის (3X5მმ)ზომის ჰემანგიომა. თავს იკავებს პედიატრი, რადგან პოლიკლინიკის ქირურგმა და ასევე კალმახელიძემაც თავი შეიკავე ჯერ-ჯერობითო. სამი თვის შემდეგ აღარ გაზრდია. თავიდან იყო მზარდი 1 თვიდან 3 თვემდე. მინდა რომ ავცრა, არის თუ არა საჭირო მათი კონსულტაცია განმეორებით? ასევე ბავშვს გაკეთებული აქვს სისხლის და კალცის ანალიზი 3 თვის ასაკში, ყველაფერი წესრიგში ჰქონდა. 1 თვეზე ბილირუბინი 72 ჰქონდა. აქვს ასევე 2 თვის ასაკში ნეიროსონსოკოპია გაკეთებული, აქაც ყველაფერი წესრიგში. 2 თვის მყავდა ნევროპათოლოგთან და ბავშვს ყველაფერი წესრიგში აქვსო.
ამ დღეებში მინდა რომ ავცრა და რა არის საჭირო რომ გავაკეთო აცრის წინ?

2. ბავშვის მუცლიდან საკმაოდ ხშირად მესმის ხმები, შებერილი თითქოს არ აქვს მუცელი. საჭიროებს რამე ჩარევას??

3. დღისით თითქმის ყველა ჭამაზე უკან იღებს საჭმელს, 20-25 წუთის ინტერვალებით. ხან ხაჭოსებურია, ხან კი მხოლოდ რძე. თითქოს გული ერევაო, ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს. ვატყობ ბავშვს რომ გახდა კიდეც. ბოლო ერთი თვეა რაც ღამე დაიწყო ჭამა. ხანდახან 3-ჯერაც ჭამს, მაგრამ უკან არ იღებს. მყავს ბუნებრივ კვებაზე. რას დავაბრალო? ან რა გავაკეთო, რომ დღისით უკან არ ამომისხას საჭმელი? დიეტურად არ ვიკვებები. შეიძლება ეს იყოს გამომწვევი მიზეზი??

4. ბავშვს აქვს რბილი მუცელი და მთლიანად ბავშვი არის ცოტა მოშვებული, ანუ მკვრივი არ არის.. პედიატრმა მასაჟები არ სჭირდებაო. თქვენ რას მირჩევდით?? ამის გამო დაგვინიშნა დ ვიტამინი 2 წვეთი და ბევრი ხომ არ არის??

პ.ს. ბოდიშს ვიხდი ამდენი შეკითხვებისთვის.

Posted by: jazz_vision 11 Oct 2012, 10:09
ninoeqimi
გამარჯობათ 36 კვირის ფეხმძიმე ვარ, სიმფიზიტი მაწუხებს, კაცს ვიღებ და ბ ვიტამინის ნემდების კურსი ჩავიტარე, რა მეთოდი არსებობს ან როგორ შევიმსუბუქო ტკივილი რომელიც ღამე ძილის საშუალებას არ მაძლევს?

Posted by: matsatsuna 11 Oct 2012, 10:32
jazz_vision
http://forum.ge/?f=43&showtopic=34426022&st=315 აქ დასვი ეგ კითხვა და უაცილებლად გიპასუხებენ

Posted by: Free Aquarius 11 Oct 2012, 13:22
გამარჯობათ ნინო ექიმო! ჩემს შვილს ხელის სახსრები უტკაცუნებს ბოლო პერიოდია. წლის და 5 თვისაა.რისი ბრალი შეიძლება იყოს და რაიმე გამოკვლევა ხომ არ არის საჭირო?მადლობა წინასწარ

Posted by: cickna 11 Oct 2012, 19:33
ninoeqimi
გამარჯობათ ექიმო. 7 წლის ბავშვზე მშრალი ხველის დროს შეიძლება თუარა დავალევინო დიმექსის სიროფი

Posted by: Magdala 11 Oct 2012, 21:57
ანტიბიოტიკს შეიძლებოდა გამოეწვია ღრძილების დასიება?

სულ 3-ჯერ მივეცი და საშინელ დღეში აქვს

Posted by: KABELI 11 Oct 2012, 22:42
ნინო ექიმო ერთხელ მიშველეთ ამ პრობლემაზე და იქნებ ეხლაც დამეხმაროთ:* ჩემი პატარა მეხუთე თვეშია, სამწუხაროდ სამსახურის გამო ძუძუდან გადავიყვანე ხელოვნურ კვებაზე მაგრამ მხოლოდ ერხელ დღეში. ვაჭმევ ჰუმანა პლატინს, პირველს. სამწუხაროდ საშინლად აურია კუჭის მოქმედება, გაიხსნა კუჭში ძალიან, ლორწოსაც აყოლებს და ბევრჯერ გადის. სანამ დამატებას მივცემდი ,მანამდე სულ შეკრულობის პრობლემა ქონდა. დამაკვალიანეთ რა როგორ მოვიქცე, საკვები შევუცვალო?

Posted by: z g a r b i 12 Oct 2012, 14:27
ნინო ექიმო ერთი შეკითხვა მაქვს, ძალიან დავიბენი, ყველა პედიატრი სხვადასხვა რამეს მეუბნება -
ჩემს 11 თვის შვილს 9დან 9მდე ძინავს. ხანდახან 10-მდეც.
5 ჯერად კვებას ფიზიკურად ვერ ასწრებს, ან კიდევ 3 საათიანი და უფრო პატარა შუალედები უნდა ჰქონდეს.
უბნის პედიატრმა - აუცილებელია 5 ჯერადი კვებაო და მომიწია 3 საათიანი შუალედების გაკეთება, რამაც ისე შეკრა კუჭში რომ ლამის 1 თვე გავიდა და ჯერაც არ მოწესრიგებია კუჭის მოქმედება.

ყველა ვარიანტში 4ჯერადი კვებაა ამისთვის საჭირო, მაგრამ ისიც არ მინდა რამე დავაკლო. როგორც ვიცი, ამ ასაკის ბავშვი ლიტრ საჭმელს უნდა ჭამდეს დღის განმავლობაში.

თუ შეგიძლიათ დამიწერეთ კვების რაციონი ამ ასაკის ბავშვისათვის და რამხელა ინტერვალები უნდა დავიცვა კვებებს შორის.

წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: Diamond Girl 12 Oct 2012, 14:28
KABELI
QUOTE
ნინო ექიმო ერთხელ მიშველეთ ამ პრობლემაზე და იქნებ ეხლაც დამეხმაროთ:* ჩემი პატარა მეხუთე თვეშია, სამწუხაროდ სამსახურის გამო ძუძუდან გადავიყვანე ხელოვნურ კვებაზე მაგრამ მხოლოდ ერხელ დღეში. ვაჭმევ ჰუმანა პლატინს, პირველს. სამწუხაროდ საშინლად აურია კუჭის მოქმედება, გაიხსნა კუჭში ძალიან, ლორწოსაც აყოლებს და ბევრჯერ გადის. სანამ დამატებას მივცემდი ,მანამდე სულ შეკრულობის პრობლემა ქონდა. დამაკვალიანეთ რა როგორ მოვიქცე, საკვები შევუცვალო?


მეც ზუსტად მასე ვარ, დღეში ერთხელ ვაძლევ ჰუმანა პლატინა 1-ს,მაგრამ ჩვენ არაფერი დაგვმართნია ცუდი,ეტყობა ინდივიდუალურია

Posted by: ta-musia 12 Oct 2012, 19:20
იცით რა მაინტერესებს პირველი ბავშვი 6 თვის იყო როდესაც დისპლაზიის დიაგნოზი დაუსვევ თუმცა არ გვიმკურნალია იმ ზაფხულს ურეკში გვყავდა და შემდეგ აღარც გადაგვიმოწმებია, რადგან მალევე გაიარა და დღემდე დარბის smile.gif ახლა 7 წლის არის და ალბათ აწი აღარც გამოვლინდება ხომ? ეხლა პატარაზე მითხრეს ოდნავ ნაოჭების ასიმეტრიააო უკანო, პატარა 4 თვის არის და ღირს რომ მივაქციო ყურადღება? მადლობა წინასწარ

Posted by: ნინიანა 12 Oct 2012, 21:17

ta-musia
ჯერ ერთი - რომ გითხრეს დისპლაზია აქვსო რატომ არ ჩათვალე საჭიროდ მიგეყვანა და მიგეხედა დროულად?
არ დაინტერესდი მაინც რა არის დისპლაზია და რა მკურნალობა უნდოდა?

ძალიან , ძალიან თავშეკავებულად დავწერე, რომ საწყენი არ გამოსულიყო.

მეორე ბავშვზე მაინც არ გააკეთო ასე და აუცილებლად მიიყვანე ორთოპედთან.
შეიძლება სულ არაფერი არაა ეგ ასიმეტრია, მაგრამ აუცილებლად მიიყვანე მაინც.
თან იცოდე ამ დროს თვეებს დიდი მნიშვნელობა აქვს და თუ რამე ეხლა უბრალო ჩარევაც მოუგვარებს პრობლემას,
არ გადადო და არ დაელოდო თვეების გასვლას.
ჩაწერე გუგლში დისპლაზია და წაიკითხე, თავად მიხვდები როგორ უნდა მოიქცე.

Posted by: blblbl 12 Oct 2012, 21:19
ta-musia
დიდიც გადაამოწმე აუცილებლად თავიდან,კიდევ თუ აღენიშნება.აუცილებლად!არ გადადო არცერთი

Posted by: sun_waiting 12 Oct 2012, 21:39
დიპლაზიაო - რომ დაგვისვა პოლიკლინიკის ორთოპედმა დიაგნოზი, თანაც დისპლაზია კითხვის ნიშნის ქვეშო, დავრეკე განგაშის ზარები და ავაწიოკე ყველა სანამ კარგ ორთოპედს არ ვნახავდი, არ გავასინჯებდი, იქიდან კი ექოზე ვიყავი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არ აქვს დისპლაზია!!!
ამაზე მაგარი შეგრძნება რა ვიცი, ბევრია, მაგრამ ძალიან მაგარი გრძნობა იყო როცა დავმშვიდდი, რომ ჩემ შვილს არაფერს ვაკლებ.

სახსრების პრობლემა თუ არის, ურეკში დასვენების მაგივრად უნდა ემკურნალა sad.gif

სახსრები შეგიძლიათ ორივე გაგებით წაიკითხოთ biggrin.gif

Posted by: ta-musia 13 Oct 2012, 14:44
ანუ თუ 6 თვის იყო მაშინ ახლა 7 წლის არის და შეიძლება შეექმნას ეხლაც რაიმე პრობლემა? არაფერი აწუხებს არც ეტყობა და რავიცი sad.gif მაშინ ზაფხული იყო არაფერი დაუნიშნიათ რომ გადაუღეს ფართო ჩახვევები და ზღვის მარილიო და რომ ჩამოვედით ურეკიდან რატომღაც აღარ გადაგვიმოწმებია. ეხლა კი მეორეზე ორთოპედმა მითხრა ამ პატარაზე უკან ცოტა ასიმეტრიააო და ეხლა არაფერი უნდა მასწავლა რაღაც მასაჟები და მერე 5–6 თვისას გადავუღოთო, ეხლა 4 თვის არის.
* * *
მოკლედ 7 წლის წინ ძალიან პატარა ვიყავი და არც მესმოდა რას ნიშნავდა სიმართლე გითხრათ, მაშინ 6 თვის იყო 7 ის ხდებოდა ბავშვი, მივიყვანეთ პაატა აბესაძესთან გადავუღეეთ რენდგენი და დასკვნაში მახსოვს ჩაგვიწერა რაქიტული მენჯ ბარძაყის სახსრების დისპლაზია, თავების განვითარება არ აღინიშნებაო, ზერელეა დაქანებულიო, გამოგვიწერა კალცი და ფიტინი თუ სწორად მახსოვს, ურეკი როგორც ქვიშა ისე ზღვის მაერილიანი წყალი, ფართო თახვევები და 2 თვეში კონტროლიო, ეს ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ჩამოვედით ისე მოხდა რომ მე მამა გარდამეცვალა, ცემ მეუღლეს დედა და ვერ მივედით მერე გაიარა კიდევაც და აღარ მივსულვართ მერე რომ დარბოდა პედიატრმაც გვითხრა აღარ გინდათო ახლა 7 წლის არის და რავიცი შეიძლება რომ კიდევ არ იყოს განვითარებული? ან ასე არაფერი შეაწუხებდა და ირბენდა 7 წლის მანძილზე? თუ მივიყვანო მაინც ესეც და ახლა მეორე მყავს 4 თვის და ის რომ მივიყვანე და ასიმეტრიაო მითხრა ისიც გამახსენდა, ამას კი გადავუმოწმებ როგორც მითხრა ორთოპედმა ახლა არაფერი უნდაო და 5–6 თვისას გადავუღოთო იქამდე სახლის პირობებში რა მასაჟებიც მასწავლა იმას და ფართო ჩახვევებს ამასაც ვუკეთებ მაგრამ ახლა უფროსზე უფრო ვნერვიულობ

Posted by: blblbl 13 Oct 2012, 16:15
ta-musia
გარდატეხის ასაკში შეიძლება გამოვლინდეს თAვიდან.გოგოა უფროსი?თუ რამე კიდევ არის ღმერთმა დაიფაროს.ორსუ;ლოაბ მშობიარობისას შეიძლება გამოვლინდეს,ასე რომ სჯობს გადაამოწმოთ ,რომ რო რამე იცოდე წინასწარ რომ ფიზიოლოგიურად გაჩენა შესაძლოა რისკებთან იყოს კავშირში .ამიტომ გადამოწმე

Posted by: ta-musia 13 Oct 2012, 16:22
არა გოგო არ არის ბიჭია, გოგო პატარაა და მაშინ ამას რომ მივიყვან 5–6 თვის ასაკში გადასაღებად იმასაც გადავუღებ და ვაჩვენებ ორთოპედს, დიდი მადლობა smile.gif და მაინც ალბათ განვითარდა ხომ რადგან ამდენი წლის მანძილზე არც აწუხებს და არც ეტყობა?

Posted by: ნინიანა 13 Oct 2012, 16:24
ta-musia
ჩაწერე გუგლში დისპლაზია, ძალიან ბევრი ინფორმაციაა და წაიკითხე.

და კიდევ მიიყვანე ნორმალურ პედიატრთან და ორთოპედთან.
თუ მართლა დისპლაზიაა 4 თვის ბავშვს ძალიან ადვილად უმკურნალებ და 6-7 თვის მერე უფრო რთულდება მკურნალობა.
და სირბილი და სიარული არაფერ შუაშია.
ასე 40 წლის ასაკიდან უფრო იცის თავის გამოვლინება.
ქალებში უფრო ადრეც, ფიზიოლოგიურად მშობიარობის შემთხვევაში .


* * *
ta-musia
მე გირჩევ უფროსიც გაამოწმებინო კარგ ორთოპედს.
ისე კარგი იქნება ეხლა რომ მიიყვან უფროსს ძველი რენდგენი იმედია შენახული გაქვს და წაიყოლო რომ ანახო ისიც.

Posted by: blblbl 13 Oct 2012, 16:37
ta-musia
არ აწუხებს ,არ ეტყობდა დადის და დარბის არაფერს ნიშნავს,არაა მაგასთან კავშირში.4თვისას უნდა გაუკეთდეს ექოსკოპია,ამ ეტაპზე უფრო ადვილად გვარდება,6 თვეზე უკვე უფრო რთული პროცედურებია საჭირო თუ დადასტურდა.წაიყვანე იაშვილში ძიძიგურთან ორივე,ამაზე კარგი ორთოპედი მე პირადად არ მეგულება.

Posted by: ta-musia 13 Oct 2012, 16:40
QUOTE (blblbl @ 13 Oct 2012, 16:37 )
ta-musia
არ აწუხებს ,არ ეტყობდა დადის და დარბის არაფერს ნიშნავს,არაა მაგასთან კავშირში.4თვისას უნდა გაუკეთდეს ექოსკოპია,ამ ეტაპზე უფრო ადვილად გვარდება,6 თვეზე უკვე უფრო რთული პროცედურებია საჭირო თუ დადასტურდა.წაიყვანე იაშვილში ძიძიგურთან ორივე,ამაზე კარგი ორთოპედი მე პირადად არ მეგულება.

უღრმესი მადლობა და უფროსსაც თუ ისევ ექნა 7 წლის ასაკში როგორ მკურნალობენ?

Posted by: blblbl 13 Oct 2012, 16:43
ta-musia
ნამდვილად არ ვიცი მაგდენი.საშიში არაფერი იქნება არ ინერვიულო,უბრალოდ გადაამოწმე მაინც,მერე არ იჩინოს თავი,შეიძლება აღარც არაფერი იყოს.

Posted by: Katerina :-) 13 Oct 2012, 18:31
z g a r b i

ძილში რომ აჭამოთ? მე როცა კვება უწვეს და ძინავს არ ვაღვიძებ და მშენივრად მიირთმევს ასე:-)

Posted by: ninoeqimi 13 Oct 2012, 20:02
Free Aquarius
მხოლოდ სახსრების ტკაცუნი არც ერთი დაავადების ნიშანი არ არის, ამიტომ ნუ ინერვიულებთ.
cickna
ნებისსმიერი ხვევლის დროს თვითნებური მკურნალობა არ არის რეკომენდირებული, აუცილებელია ბავშვი პედიატრმა გასინჯოს.
Magdala
კი, შეიძLებოდა, ეს არის ალერგიული რეაქციის გამოვლინება, შეწყვიტეთ წამლის მიცემა და დაუკავშირდით იმ ექიმს ვინც დაგინიშნათ, რომ შეგიცვალოთ, ძირითადი დაავადება არ დაგრჩეთ უყურადღებოდ.
KABELI
ალბათ დაემთხვა, რასაც თქვენ ამბობთ საკვებთან არ არის ასოცირებული, თუ დამატებით არაფერი არ მიგიციათ მაშIნ აუცილებლად გააკეთეთ განავლის ანალიზი, თუ ანალიზით გამოირიცხა ინფექციური (ვირუსული ან ბაქტერიული დაზიანება) მაშინ გადადით ჰუმანა პლატინ პრეზე, შესაძლოა პირველი ნომრის მონელება უჭირს.
z g a r b i
გაიღვიძებს 9 საათზე, მიეცით ფაფა, მერე წახვალთ სუფთა ჰაერზე სასეირნოდ, რომ მოხვალთ გექნებათ მსუბუქი წახემსება, ეს შეიძლება იყოს ხაჭო და ხილი ან იოგურტი, ან მერე დაიძIნებს ცოტა ხანში, გაიღვიძებს და მიირთმევს სადილს(სუპი, ქათმის ბულიონი, მაწვნის სუპი და ა.შ), დაძინებამდე შეიძლება მეორე წახემსება მისცეთ ესეც იქნება ან ორთქლზე მომზადებული კატლეტი, ან კარტოფილის პიურე ან საბავშვო მაკარონი მაწვნით ან მაწონი და ორცხობილა, მცირე ულუფა, ანუ იმაზე ცოტა, ოვდრე ძირიტად საკვებს ჭამს, ძIლის წინ უნდა ჭამოს ფორმულა,, დაიმახსოვრეთ, რომ ბავშვი არ არის მანქანა, ხან ასე შეჭამს და ხან ისე, ზოგჯერ შეიძLება რომელიმე კვება გამოტოვოს, ამით არააირად არ დაიქცევა ქვეყანა, მთავარია, რომ ბავშვი წონაში კარგად მატულობდეს.
ta-musia
უფროსი თუ 7 წლისაა, ჩათვალეთ, რომ გადარჩით, რაც შეეხება პატარას, ნაოჭების ასიმეტრია არ არის დიაგნოზი და არც კარდინალური ნიშანი, მაგრამ კარგს იზამთ თუ კომპეტენტურ ორთოპედს აჩვენებთ და მშვიდად იქნებით.

Posted by: Hektorinia 13 Oct 2012, 20:41
ninoeqimi
ნინო ექიმო, მიანტერესებს თქვენი აზრი გრიპის ვაქცინაციასთან დაკავშირებით.

რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს 3 წლის ბავშვისთვის, რა გვერდით მოვლენებს უნდა ველოდო.

მაინცდამაინც ბევრი ინფო ვერ მოვიძიე. თუკი გაქვთ რაიმე გამოცდილება, გამიზიარეთ.

Posted by: ta-musia 13 Oct 2012, 21:06
QUOTE (ninoeqimi @ 13 Oct 2012, 20:02 )

ta-musia
უფროსი თუ 7 წლისაა, ჩათვალეთ, რომ გადარჩით, რაც შეეხება პატარას, ნაოჭების ასიმეტრია არ არის დიაგნოზი და არც კარდინალური ნიშანი, მაგრამ კარგს იზამთ თუ კომპეტენტურ ორთოპედს აჩვენებთ და მშვიდად იქნებით.

დიდი მადლობა დამამშვიდეთ, აუცილებლად ვაცჰვენებ პატარას, პოლიკნილიკის ორთოპედმა მითხრა 5–6 თვემდე არაფერი უნდა სახლის პირობებში მასაჟები მასწავლა და მერე რენდგენით გამოვრიცხოთო, მაგრამ ვფიქრობ იქამდე მივიყვანო სხვა ორთოპედთან და ეხოსკოპია გავუკეთო, რამდენადაც გავარკვიე 4,5 მდე კეთდება. ანუ 7 წლის მანძილზე რადგან არაფერი აწუხებს, არ ეტყობა და არაფერი გამოუვლინდა განუვითარდა ხო ის თავები? მაინც ხომ არ გადავუღო ამასაც რენდგენი ან ესეც ვაჩვენო ორთოპედს.

Posted by: ninoeqimi 13 Oct 2012, 22:56
Hektorinia
გრიპის ვაქცინაციის ჩვენება მკაცრად არის განსაზღვრული, ანუ ექვემდებარებიან ის ადამიანები, ვისთვისაც არა იმდენად თვითონ გრიპი, არამედ მისი გართულებები წარმოადგენს საშიშროებას, ესენია არიან მცირე ასაკის ბავშვები, მოხუცები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით დაავადებულები, ორსულები, სხვადასხვა ქრონიკული ავადმყოფები, თუ ვინმე მოგცემთ იმის გარანტიას, რომ ჩვენს ქვეყანაში შემოდის ვაქცინი იმ შტამების, რომელსაც მოცემულ წელს ელოდებიან და არა წინა წლის მორჩენილი ვაქცინა ნამდვილად გამართლებულია მოცემულ კონტინგენტში. მაგრამ მე პირადად როდესაც ამ საკითხით დავინტერესდი ვერავინ ვერ მომცა გარანტია. უფრო გასაგებად რომ აგიხსნათ, გრიპის ვაქცინასთან მიმართებაში ასეა საქმე, მანამ სანამ სეზონი დადგება მრავალი კვლევების შედეგად გამოვლიმდება რამოდენიმე შტამი, რომელიც უფრო მეტად აქტიური იქნება მოცემულ სეზონზე და მისი საწინააღმდეგოდ მზადდება ვაქცინა, ყველაფერი პატიოსნადაც რომ იყოს და ნამდვილად ის შტანების საწინააღმდეგო ვაქცინა შემოიტანონ, რომელსაც მოცემულ სეზონზე მაგალითად ბელგიაში ელოდებიან, მაინც არ არსებობს სრული გარანტია იმისა, რომ საქაართველოშიც ის შტამი იქნება აქტიური და კიდევ ერთი ნიუანსია, გრიპის ვირუსი ძალიან სწრაფად განიცდის მუტაციას, ამიტომ შესაძლოა სეზონის დასაწყისში აქტიურმა შტამმა სეზონის ბოლოს მუტაცია ისე განიცადოს, რომ ვაქცინაციამ ამ დროსაც ვერ დაგიცვათ , ამიტომ მე პირადად არ ავცრილვარ ორსულობისას და არც ჩემი შვილი ამიცრიაsmile.gif თუმცა გასათვალისწინებელია, რომ დასუსტებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებში, მოხუცებში და მაღალი რისკის კონტინენტში მაინც ჯობია აცრა.
ta-musia
რენტგენით დასხივებას უბრალოდ გამოსარიცხად მე ჯერ ორთოპედთან კონსულტაციას გირჩევთ და თუ იმასაც რამეში ეჭვი შეეპარება მერე ექოსკოპიას.

Posted by: Hektorinia 13 Oct 2012, 23:04
ninoeqimi

დიდი მადლობა.

გასულ წელს 2 ჯერ გადაიტანა ჩემმა ბავშვმა პნევმონია. ფილტვები ვიკვლიეთ და ისეთი ვერაფერი აღმოვაჩინეთ.
ახლა უკვე მოიტანა ბაღიდან ვირუსი, ჯერჯერობით ვებრძვით, მაგრამ ვირუსების სეზონი რომ გახურდება, სავარაუდოდ არცერთს არ გამოტოვებს sad.gif

ამიტომ ვფიქრობ აცრაზე. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება 100%-იანი გარანტია არ მქონდეს, მაინც უფრო მშვიდად ვიქნები.




Posted by: ninoeqimi 13 Oct 2012, 23:25
Hektorinia
აცერით, მაგრამ ჩემი პირადი აზრი თუ გაინტერესებთ, რადგანაც გამოიკვლიეთ და საყურადღებო ვერაფერი იპოვეთ მე გაკაჟებას გირჩევდით. ძალიან კარგია ცურვა, ოღონც უნდა დაიწყოთ გაზაფხულზე, კარგად რომ დათბება და შემდეგ გააგრძელოთ მთელი წლის მანძილზე, ახლა კი გირჩევთ ციგურებს, ძალიან კარგად აკაჟებს სასუნთქ სისტემას, კიდვ ერთი ძალიან კარგი მეთOდია ადრე გაზაფხულზე, როდესაც ნაძვები იწყებენ ყვავილობას ბაკურიანში ან სურამში დაახლოებით სამკვირიანი დასვენება. რაციონალური კვება თავისთავად იგულისხმება.

Posted by: ta-musia 13 Oct 2012, 23:31
დიდი მადლობა ნინო ექიმო და კიდევ ერთი შეკითხვა აუცილებელია 4 თვის პატარა მუცლიდ ზურგზე ტრიალდებოდეს და პირიქით, ეს არ ვიცი ვერ ან არ ტრიალებს

Posted by: ninoeqimi 13 Oct 2012, 23:33
ta-musia
4 თვის ვინ თქვა რომ უნდა ტრიალებდეს, 5 თვისას მოეთხოვება ბრუნი, მაგრამ შესაძლოა ბავშვს შეეძლოს ბრუნი, მაგრამ არ ბრუნავდეს და ესეც არ არის დიდი დარღვევაsmile.gif

Posted by: ta-musia 13 Oct 2012, 23:37
დიდი მადლობა მოკლედ როგორ მამშვიდებთ, სამშობიაროში რაღაც სერვისზე დამარეგისტრირეს და ყოველ თვეს ტექსტური შეტყობინებები მომდის ტელეფონზე და ამ სახის შეტყობინებაც მომივიდა 4 თვის რომ გახდა, უნდა ბრუნავდესო და ცოტა შემეშინდა smile.gif

Posted by: E_ko 13 Oct 2012, 23:41
ninoeqimi
გამარჯობა,
ჩემი შვილი 16 დღისაა, აქამდე მყავდა ხელოვნურ კვებაზე, რადგან სამშობიაროში დამემართა ალერგია და წამლების გამო ვერ მივეცი რძე. ახლა მინდა მივცე გამოწველილი რძე ხელოვნურთან ერთად (რძეც არ მაქვს იმდენი რომ ხელოვნურის დამატება არ დაჭირდეს). აქამდე ვერაფრით ჩავსვი ბავშვი სამ საათიან გრაფიკში, ძირითადად ძინავს და მაშინ იღვიძებს როცა შია, ძილში არ ჭამს, ხან სამსაათში ჭამს, ხან ოთხ და ხან ოთხსაათ ნახევარში, პედიატრმა ვაცადოთ, დაარეგულირებსო. ახლა რძესთან ერთად რა გრაფიკი უნდა გვქონდეს და ერთ ჭამაზე რამდენი მილილიტრი საკვები უნდა მიიღოს? გამოწველირი რძე რამდენი საათი შეიძლება შევინახო?
წინასწარ გიხდით მადლობას.

Posted by: ნინიანა 13 Oct 2012, 23:48
ninoeqimi
QUOTE
უფროსი თუ 7 წლისაა, ჩათვალეთ, რომ გადარჩით, რაც შეეხება პატარას, ნაოჭების ასიმეტრია არ არის დიაგნოზი და არც კარდინალური ნიშანი, მაგრამ კარგს იზამთ თუ კომპეტენტურ ორთოპედს აჩვენებთ და მშვიდად იქნებით.

ძალიან გამიკვირდა ეს რომ დაწერეთ.
ამბობს დისპლაზია ქონდა ბავშვსო, არ უმკურნალია, არ გადაუღია ბოლო პერიოდში რენდგენი და რატომ ჩათვალეთ ასე?
უბრალოდ ძალიან დამაინტერესა.
ასევე, მაშინ როცა ბავშვს ნაოჭების ასიმეტრია აქვს, კარგს იზამს კი არა აუცილებელია ორთოპედთან ვიზიტი.

QUOTE
რენტგენით დასხივებას უბრალოდ გამოსარიცხად მე ჯერ ორთოპედთან კონსულტაციას გირჩევთ და თუ იმასაც რამეში ეჭვი შეეპარება მერე ექოსკოპიას.

როგორ გგონიათ 7 წლის ასაკში ექოსკოპია ზუსტ მდგომარეობას დაადგენს?
როგორც წესი, 4-5 თვის მერე აგარ ცნობენ დისპლაზიის გადამოწმებისას ექოსკოპიას.

საკამათოდ ან საწყენად არ ვწერ მართლა დამაინტერესდა და გამიკვირდა.
* * *
ასეთი წინა რენდგენის დიაგნოზით, სადაც დისპლაზია დადასტურდა და ეხლა რომელი ორთოპედიც 7 წლის ასაკში მარტო გარეგნული დათვალიერებით გეტყვის რომ არაფერი არ სჭირს ბავშვს , მე მასეთ ორთოპედთან არც მივიყვანდი ბავშვს.
უბრალოდ რომ გქონდეს ინფორმაცია იმიტომ გეუბნები.
აქ ძალიან ბევრ გოგოს ყავდა ბავშვი ორთოპედებთან და არავის არ დაუსვია დიაგნოზი გარეგნული დათვალიერებით.
იგივეა სისხლს ანალიზის გარეშე რომ დახედოს ექიმმა და გითხრას არაფერი არ გჭირსო smile.gif

არ შეგეშინდეს რომ შეიძლება რამე სჭირდეს ბავშვს, შეიძლება არაფერი არაა, მაგრამ მაინც უნდა ანახო რომ დამშვიდდე.

Posted by: ninoeqimi 14 Oct 2012, 00:04
ნინიანა
არ მწყინს, მაგრამ რატომ გგონიათ რომ რაც დავწერე არ მაქვს გადამოწმებული ისეთ საიმედო და სანდო ლიტერატურაში, რასაც ნელსონის პედიატრიის სახელმძღვანელი ქვია, ეს არის სამაგიდო წიგნი ყველა მოაზროვნე პედიარტისათვის და ამაზე სრულყოფილი ჯერ არაფერი დაწერილა პედიატრიაში, აი რას წერს ნელსონი :
Kliegman: Nelson Textbook of Pediatrics, 19th ed.
Copyright © 2011 Saunders, An Imprint of Elsevier
<< Previous | Next >>
670.1 Developmental Dysplasia of the Hip

The Walking Child
The walking child often presents to the physician after the family has noticed a limp, a waddling gait, or a leg-length discrepancy. The affected side appears shorter than the normal extremity, and the child toe-walks on the affected side. The Trendelenburg sign is positive in these children, and an abductor lurch is usually observed when the child walks. As in the younger child, there is limited hip abduction on the affected side and the knees are at different levels when the hips are flexed (the Galeazzi sign). Excessive lordosis, which develops secondary to altered hip mechanics, is common and is often the presenting complaint.
7 წლის ბავშვი ამ ჯგუფს მიეკუთვნება, შესაბამისად თუ არ აღენიშნება ზემოთაღნიშნული ნიშნები სანერვიულოც არაფერია. ჩვილებში კი სულ სხვანაირადაა საქმე. მე მახსოვს თქვენი ამბავი და ვიცი რომ ამ საკითხს ძალიან სერიოზულად უდგებით, მაგრამ მიდგომა ასეთია, როგორც ხედავთ 2011 წლის გამოცემულია ეს წიგნი
* * *
მე ექოსკოპია პატარაზე ვურჩიე, რომელიც 4 თვისაა, ორთოპედი ხომ გასინჯავს, შემდეგ ექოსკოპიას გაუკეთებს, ისიც იმ შემთხვევაში თუ საჭიროდ ჩათვალა.
სხვათაშორის სისხლის ანალიზის გარეშეც შეუძლია კარგ ექიმს ბავშვს დახედოს და თქვას, რომ არაფერი არ ჭირს, აი სულ სხვაა როდესაც რაღაც ჭირს და ზუსტად თქვას ანალიზის გარეშე რაჭირს smile.gif საწყენად არც მე გეუბნები და კარგად გამიგეsmile.gif
* * *
E_ko
რეჟიმს თქვენ ნუ დაუდგენთ, მიყევით ისე, როგორც მოითხოვს და 1,5 -2 თვის ასაკში ისეთ რეჟიმს ჩამოიყალიბებს, როგორიც მას უნდა, გამოწველილი რძე ოთახსი ტემპერატურაზე 3 საათი ინახება, მაცივარში 12 საათი

Posted by: ნინიანა 14 Oct 2012, 00:13
ninoeqimi
პედიატრისთვის და არა ორტოპედისათვის.
უამრავი შემთხვევაა როცა მხოლოდ დაახლოებით 40 წლის ასაკში იგებენ რომ დისპლაზია ქონდათ.
ნაკითხი მაქვს უამრავი ექიმისთვის და თან მარტო 2 წლის წინ კი არა, წელსაც , ანუ უკვე 2012 წელს რომ რა იქნებოდა რომ არ გვემკურნალა დისპლაზიისთვის.
პასუხი ასეთია რომ 40-45 წლამდე შეიძლება საერთოდ ვერ გაიგოს ადამინმა რომ აქვს დისპლაზია.
ნუ რათქმაუნდა თუ მხოლოდ მსუბუქ ფორმაში იყო და არა ნახევრად ამოვარდნილობა, ან მთლიანად ამოვარდნილობა.
არ იცით რამდენი შემთხვევაა ასეთი?
ნაადრევად რომ ეწყებათ მუხლების და სახსრების ტკივილი, ან ადვილად იღლებიან და მაშინღა იგებენ რომ დისპლაზიის ბრალია?

იმაზე რას იტყვით რომ ურჩევთ 7 წლის ბავშვმა ექოსკოპიით გადაამოწმოს დისპლაზია აქვს თუ არა?
ან ბავშვს ნაოჭების ასიმეტრია აქვსო და კარგი იქნება თუ ანახეთ ორთოპედს რომ მშვიდად იყოვო, კარგი იქნება კი არა ხომ იცით რომ აუცილებელია ვიზიტი?

საქართველოს პრობლემაც ეგ არის რომ ყველა ექიმი ითავსებს სხვა პროფილის ექიმების პროფესიებს.


* * *

QUOTE
დიდი მადლობა დამამშვიდეთ, აუცილებლად ვაცჰვენებ პატარას, პოლიკნილიკის ორთოპედმა მითხრა 5–6 თვემდე არაფერი უნდა სახლის პირობებში მასაჟები მასწავლა და მერე რენდგენით გამოვრიცხოთო, მაგრამ ვფიქრობ იქამდე მივიყვანო სხვა ორთოპედთან და ეხოსკოპია გავუკეთო, რამდენადაც გავარკვიე 4,5 მდე კეთდება. ანუ 7 წლის მანძილზე რადგან არაფერი აწუხებს, არ ეტყობა და არაფერი გამოუვლინდა განუვითარდა ხო ის თავები? მაინც ხომ არ გადავუღო ამასაც რენდგენი ან ესეც ვაჩვენო ორთოპედს.


დაწერა ეს და შემდეგ თქვენი პასუხი

QUOTE
რენტგენით დასხივებას უბრალოდ გამოსარიცხად მე ჯერ ორთოპედთან კონსულტაციას გირჩევთ და თუ იმასაც რამეში ეჭვი შეეპარება მერე ექოსკოპიას.


რა უნდა გაიგოს მშობელმა? რომელ ბავშვზე ურჩიეთ?
ლოგიკურად , რადგან მშობელი თავადვე წერს, რომ 4 თვისას ეხოსკოპიას გაუკეთებს და გეკითხებათ 7 წლისაზე მაინც ხომ არ გადაუღო რენდგენიო რომელზე მიიღებდა თქვენს პასუხს?
* * *
QUOTE
სხვათაშორის სისხლის ანალიზის გარეშეც შეუძლია კარგ ექიმს ბავშვს დახედოს და თქვას, რომ არაფერი არ ჭირს, აი სულ სხვაა როდესაც რაღაც ჭირს და ზუსტად თქვას ანალიზის გარეშე რაჭირს

ბავშვს დახედოს კი არა,
QUOTE
იგივეა სისხლს ანალიზის გარეშე რომ დახედოს ექიმმა და გითხრას არაფერი არ გჭირსო

ანუ სისხლს დახედოს ანალიზის გარეშეთქო
.
ლოგიკურად გამოდის, რომ ანუ ბავშვი ჩივილით მიიყვანეს, აუღეს სისხლი და ანალიზის გარეშე თქვასთქო smile.gif))

Posted by: ninoeqimi 14 Oct 2012, 00:27
ნინიანა
7 წლის ბავშვზე არ ვურჩიე, მე ვურჩიე 4 თვის ბავშვზე სასურველია აჩვენოს ორთოპედს, რენტგენს კი ჩვილობის ასაკში რომ ექოსკოპია ჯობია ამაზეც არ კამათობენ დღეს.
მე არაფერს არ ვითავსებ, მე პედიატრი ვარ პროფესიით და ზუსტად ვიცი რითი შემოიფარგლება პედიატრის კომპეტენცია. ორთოპედთან პედიატრი აგზავნის ბავშვს იმ შემთხვევაში თუ ჩათვლის საჭიროდ რომ მისი კომპეტენცია მოცემულ სიტუაციაში არ არის საკმარისი.
სახსრების ტკივილი კი შესაძლოა 25 წლის ასაკში დაეწყოს ადამინს, ოსტეოართროზი ქონდეს და არც დისპლაზია ქონდეს და არც ამოვარდნილობა.
თქვენ იმის წარმოდგენაც არ შეგიძლიათ რამდენი ჯოხზე გაკრული პაციენტი მოუყვანიათ "ცნობილი" ორთოპედებისაგან და მერე რომ გადაგვიმოწმებია "პატიოსან" ექიმთან ჯოხიც მოუხსნიათ და დიაგნოზიც, რამოდენიმე ფორუმელი დედიკოც დამეთანხმება რომ ნამდვილად მივახსნევინე მათ შვილზე ჯოხი.
კარგად მესმის თქვენი, საკუთარ თავზე გამოცადეთ. კარგ ქვეყნებში მენჯ ბარძაყის დისპლაზია დევს სკრინინგში და ყველა ბავშვს 4 კვირის ასაკამდე უკეთებენ ნეიროსონოსკოპიას და მენჯ ბარძაყის სახსრის ექოსკოპიას, პირველით გამორიცხავენ თანდაყოლილ სიმსივნეებს, მეორეთი დისპლაზიას. მაგრამ არ არის სწორი პანიკა ატეხო 7 წლის ბავშვზე, რომელსაც 4 თვის ასაკში პედაიტრმა უთხრა რომ რაღაც არ მოეწონა, დროულად დაიწყო სიარული, არა აქვს ის ნიშნები რაც მისთცის კარდინალურად ითვლება.

Posted by: ნინიანა 14 Oct 2012, 00:28
უნდა დავამატო რომ ცუდად კი გამოვიდა ჩემი ნაწერები, ნამდვილად დიდ პატივს გცემთ და რომ დამჭირდეს ნევროლოგი ნამდვილად ისევ თქვენთან ვატარებ ბავშვს.ვიცი რომ მართლა ძლიერი სპეცილისტი ხართ და არ უნდა ამას ჩემი აღნიშვნა.
მე რომ ათიათასჯერ არ მქონდეს ეს თემა ყველა ორთოპედთან გადაღეჭილი , ნამდვილად არ გავბედავდი და არ შეგეკამათებოდით.

Posted by: ta-musia 14 Oct 2012, 00:32
ნინიანა თქვენ ორთოპედი ბრძანდებით?

ნამდვილად არ მინდოდა თქვენი წაკამათება უბრალოდ ვნერვიულობ ძალიან და ამიტომ დავსვი შეკითხვა, ნინო ექიმი ვიცი და ძალიან ვენდობი პატარაზე კვალიფიციური ორთოპედი მირჩია თორემ საერთოდ რომ მყავდა ორთოპედთან ეს ხაზგასმით დავწერე რამოდენიმეჯერ, რაც შეეხება უფროსს მაშინ რომ გაიარა და ვიზუალურად აღარაფერი აღენიშნებოდა მაშინაც მირჩიეს ალბათ ურეკმა კალცმა უშველა თორემ ან შეაწუხებდა რამე და ან ვიზუალურად შეეტყობოდაო და ამიტომ აღარ გადამიმოწმებია თან წლებია რადგან არ აწუხებს მითუმეტეს ბავშვი ცეკვავს

Posted by: ninoeqimi 14 Oct 2012, 00:36
QUOTE (ta-musia @ 14 Oct 2012, 00:32 )
მითუმეტეს ბავშვი ცეკვავს

ეს ფინალური აკორდია, მემგონი ორთოპედიაში გამოცდილი ნინიანაც დამეთანხნება, რომ ბავშვი, რომელსაც დისპლაზია აქვს ვერ იცეკვებდა,

Posted by: ნინიანა 14 Oct 2012, 00:38
ninoeqimi
პანიკა არ აგვიტეხია, ვირჩიეთ რომ მიიყვანოს ორთოპედთან.
იმიტომ რომ პედიატს განა რაღაც არ მოეწონა - რენდგენით დაუდგინეს დისპლაზია, არ უმკურნალია და არ გადაუმოწმებია.
სხვა თუ არაფერი, იმიტომ მაინც უნდა გადაამოწმოს, რომ იცოდეს რა მდგომარეობა აქვს .
დიდი იმედი მაქვს ყველაფერი კარგად არის, მაგრამ თუ ასე არაა, ორთოპედი მისცემს მითითებებს რა ჯობია ბავშვისათვის.
ხომ იცით რომ არაა სასურველი ყველა სპორტის სახეობაზე იაროს ბავშვმა, და პირიქით ზოგი ძალიან სასარგებლოა მისთვის.

მეც მყავს რამდენიმე ახლობელი, რომლის ბავშვიც თაბაშირ გაკეთებული , ან თასმებ გაკეთებული გავაგზავნე ძიძიგურთან და მაშინვე მოუხსნა.
და პირიქით რამდენიმე ცნობილმა ორთოპედმა ჩემს ბავშვზე თავი გაიგიჟეს არაფერი არ უნდაო, ან მხოლოდ 2 თვე თასმაო, ან მასაჟიო და ძიძიგურმა, მოსკოვში (არ მახსოვს რომელი კლინიკები იყო sad.gif ნუ თუ საჭირო იქნება მოვძებნი მათ დიაგნოზის ფურცელში კლინიკის სახელებს) რამდენიმე ორთოპედმა საჭიროდ ჩათვალეს მაშინვე ჩარევა.

სწორედ ის არის ტრაგედია, რომ რა გახდა ეს ორთოპედია არ მესმის.
არის ხომ გადაღებული რენდგენი. შეხედონ და ხომ შეიძლება შავით თეთრზე არის ყველაფერი რომ დაისვას ზუსტი დიაგნოზი.
რატომ უნდა გახდეს საჭირო 4-5 ექიმთან სირბილი.
დაახოლებითაც არ ემთხვევა ხოლმე ამ ორთოპედების დიაგონიზები და მკურნალობის მეთოდები.
მართლა გასაგები იქნება დავუშვათ ნევროლოგიაში რომ არ დაემთხვას მკურნალობის მეთოდი , მაგრამ როცა აქ ნათლად ხედავენ ყველაფერს რაა ასეთი დაუმთხვევლობა.


ninoeqimi
QUOTE
ეს ფინალური აკორდია, მემგონი ორთოპედიაში გამოცდილი ნინიანაც დამეთანხნება, რომ ბავშვი, რომელსაც დისპლაზია აქვს ვერ იცეკვებდა,

biggrin.gif
არადა სულ საპირისპირო უნდა დამეწერა.
თუ დისპლაზიაა შეიძლება იცეკვოს, მაგრამ არაა სასურველი თუ რთული ფორმით არის დისპლაზია.
მე მაგალითად მიუხედავად იმისა, რომ არაფერი აღარ სჭირს ბავშვს, ვერ გავრისკავ და 7 წლის ასაკში ვერ მივიყვან ცეკვებზე. მივიყვან ცოტა მოგვიანებით.თან სულ რამდენიმე წლით, ისიც თუ თავად ქონდა სურვილი.
სამაგიეროდ ძალიან მალევე მივიყვან ცურვაზე.
ეს ჩემით არ მომიგონია, ძალიან ბევრმა ორთოპედმა მომცა ასეთი რეკომენდაცია.


Posted by: blblbl 14 Oct 2012, 00:42
ninoeqimi
ახლა ამ ინფოების წაკითხვის შემდეგ,ძალიან ავირიე,10 წლის წინ ჩემს ახლობელს 4წლის ასაკში დაუსვეს ეს დიაგნოზი შემთხვევით,მაშინ დაუნისნეს მასაჟები და ურეკი სამი წელი ზედიზედ,დილა საღამო ერთი საათი ქვიშაში ჯდომა.მაშინ დედამისმა რომ ჰკითხა,ახლა შემთხვევით რომ არ აღმოგვეჩინა მერე გამოავლენდა თAვსო?პასუხი ასეთი იყო,შეიძლება არც არასდროს გამოვლენილიყო ,მაგრამ შეიძლება გარდატეხის ასაკში ეჩინა თავი რაც ბევრად ცუდ სედეგს მოიტანდაო.ანუ გამოდის რომ ეს ასე არაა და მაშინ ტყუილი გვითხრეს?და კიდევ მასინ გვითხრა ექიმმა რომ ,აუცილებლად ვუთხრათ ეს ორსულობისას მეანს რომ გოგონას გაუკეთდეს საკეისრო ,რადგან ასეთ შემტხვავაში ფიზიოლოგიური მსობიარობა სარისკოა.ბავშვი დღეს 15 წლის ხდება და მოცეკვავე თან სერიოზულ ანსამბლებში.ანუ ამინტერესებს რამდენად სწორი იყო მაშინდელი ეს ჯორი ნათქვამი,ამ ნაწერებიდან გამომდინარე უვკე ეჭვი ემპარება რომ მასინ საერთოდ სჭირდა რამე...

Posted by: ნინიანა 14 Oct 2012, 00:47
ta-musia
QUOTE
ნინიანა თქვენ ორთოპედი ბრძანდებით?

არ ვარ ორთოპედი,
ჩემს ბავშვს ქონდა დისპლაზია და იმის გამო რომ არცერთ ექიმს თავში აზრად არ მოუვიდა გავეფრთხილებინე , რომ ორთოპედთან ვიზიტი აუცილებელია, მხოლოდ 9 თვის ასაკშიღა მივიყვანე ორთოპედთან და როცა 4 თვის ასაკში მარტივი მასაჟებით მოევლებოდა, ან იგივე ორი პამპერსის ჩაცმით, 9 თვის ასაკში თაბაშირი გახდა საჭირო.
მაგრამ იმისათვის , რომ ზუსტად დამედგინა როგორი მკურნალობა აჯობებდა უამრავ ორთოპედთან მყავდა და ყველა სხვადასხვას ამბობდა.
მოკლედ ბავშვის მკურნალობას ისე არ გავუწამებივართ, როგორც სწორი მკუნალობის მეთოდის დადგენას.

blblbl
QUOTE
დილა საღამო ერთი საათი ქვიშაში ჯდომა.

მე ვიცი რომ ამდენი ხანი ქვიშა არაა სასურველი,
თავიდან იწყებ 3-4 წუთით და შემდეგ ამატებ ნელნელა წუთებს შემდეგ დღეებზე და ასე ადიხარ მგონი 20 წუთზე.

Posted by: ta-musia 14 Oct 2012, 00:47
როგორც მივხვდი თქვენს ბავშვს ჰქონდა და ამ გამოცდილებით დააგროვეთ ამდენი ცოდნა, მასაც ასე ჰქონდა თავების განუვითარებლობა? თუ კალცი ფიტინი, ფართო ჩახვევები და ურეკი არ ითვლება მკურნალობად მაშინ რატომ დამინიშნა აბესაძემ და რატომ არ გააკრა მაშინვე ? უბრალოდ გადამოწმება ვერ მოვახერხე ურეკიდან ჩამოსვლის შემდეგ როგორც დავწერე ოჯახური ტრაგედიის გამო და შემდეგ წლის არ იყო რომ უკვე გაიარა საკმაოდ მყარად და ისე რომ არც არაფერი აწუხებდა და არ აწუხებს წლების მანძილზე და რავცი რაიმე მაინც ხომ უნდა შეინიშნებოდეს ამდენი წლის მანძილზე ისევ განუვითარებელი რომ ჰქონდეს

Posted by: ninoeqimi 14 Oct 2012, 00:50
ნინიანა
საქმეც იმაშია, რომ პედაიტრმა არ იცის რენტგენის წაკითხვა, მე ნევროლოგი დავრბოდი რენტგენებით ხან ლაშასთან და ხან მაცაცოსთან და ვსწავლობდი რისთვის უნდა მიმექცია ყურადღება, რადიოლოგები, პოლიკლინიკებში მითუმეტეს, ასაკიანები არიან, რაღაცები შეიცვალა დიაგნოსტიკაშიც, ის რაც 20 წლის წინ დისპლაზია იყო, როცა იმ ექიმმა ისწავლა, დღეს ნორმად განიხილება, პედაიტრი სურათს არც უყურებს, კითხულობს დასკვნას, და იქ იწყება რაც იწყებაააააა. ამიტომ ექოსკოპიის სკრინინგული გამოყენება ბევრად ეფექტურია, არც არის ინვაზიური, არაფერს არ ვნებს, და ცრუ უარყოფითI პასუხი პრაქტიკულად გამორიცხულია, ცრუ დადებითი შეიძლება მოგცეს ექოსკოპიამ ,მაგრამ იშვიათად და შეგიძლია გადაამოწმო უკვე ორთოპედთან,
მე იანვრიდან ზოგად პედიატრიაში ვაპირებ მუშაობის გაგრძელებას და საკმაოდ ბევრი ინფორმაცია მაქვს მოძიებული სად მთავრდება მეთვალყურე პედიატრის კომპეტენცია და სად უნდა ჩართო ვიწრო სპეციალისტი.
საქართველოში ბავშვს ვერ იპოვი, რომ ნევროლოგს არ ყავდეს გასინჯული, კარგ ქვეყნებში კი ისე ხდება ჯანმრთელი ბავშვი 20 წლის რომ ნევროლოგი საერთOდ არ ნახულობს. პედიატრი ძალიან ბევრ რამეს იღებს თავის თავზე, ოღონც იგულისხმება, რომ ის უნდა იყოს ნამდვილად საქმის მცოდნე და კომპეტენტური. აბა როგორ წარმოგიდგენიათ, იქ სადაც სადაზღვეო მუშოაბს კარგად და თითოოეულ კაპიკს თვლის სხვა ექიმს ზედმეტად ჩართავს საქმეშI და ფულს გადაუხდის? მკაცად არის განსაზღვრული ჩვენებები როდის ვინ უნდა ჩაერთოს.

Posted by: blblbl 14 Oct 2012, 00:53
ნინიანა
QUOTE
მე ვიცი რომ ამდენი ხანი ქვიშა არაა სასურველი,
თავიდან იწყებ 3-4 წუთით და შემდეგ ამატებ ნელნელა წუთებს შემდეგ დღეებზე და ასე ადიხარ მგონი 20 წუთზე.

აუფ ,არადა როგორ გიდნა პატარა ბავშვის გაჩერება ერთი საათი,ზლივს ვაკავებდით ომით და ამბებით sad.gifთუ ასე ცოტა იყო საჭირო რას გვერცოდა

Posted by: ta-musia 14 Oct 2012, 00:54
ნუ ასეა თუ ისე კარგ ირთოპედთან ისედაც მისაყვანია პატარა და თან უფროსსაც წავიყვან იმ 7 წლის წინანდელი რენდგენით და უბრალოდ ვაჩვენებ და გავესაუბრები რას მირჩევს მაინც და როგორ ჩათვლის საჭიროდ, თქვენ ის მითხარით ვისთან მივიყვანო? და ნინო ექიმო პატარას ნერვოლოგთან კონსულტაცია არ მოხერხდა 2 თვის ასაკში და ახლა ხომ შეიძლება მოვიყვანო თქვენთან და იქნებ თქვენი რეკვიზიტები მომაწოდოთ, მადლობა კიდევ ერთხელ წინასწარ

Posted by: Hektorinia 14 Oct 2012, 00:56
ninoeqimi
გაკაჟებისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. ბაკურიანში და სურამში არ ვყოფილვართ ყვავილობის დროს, მაგრამ მთელი სეზონით მივდივართ ხოლმე მანგლისში სწორედ მაგ მიზნით. შედეგი-0.

ცურვაზე არ მიფიქრია, ციგურები მირჩიეს, ვიკითხე და 5 წლამდე ბავშვებს არ იღებენო, თან რაღაც რემონტი ჰქონიათ, ასე რომ ჯერჯერობით ვერ მივდივართ.

Posted by: ნინიანა 14 Oct 2012, 01:01
ta-musia
არ ქონდა ჩემსას თავების განუვითარებლობა, კარგად ქონდა თავები განვითარებული, ამას ქონდა მხოლოდ გამოწეული თავები, თან საბედნიეროდ არ იყო არც ამოვარდნილობა და არც ქვეამოვარდნილობა, რაღაც პროცენტებით იყო გამოწეული, ერთი იყო მემგონი 30 % და მეორე 5 %. 3 წლის წინ იყო და ზუსტად არ მახსოვს ეხლა. დიაგნოზში უწერია.
შეიძლება იმიტომ არ გააკრა რომ მხოლოდ თავების განუვითარებლობა ქონდა. ვერ გეტყვი მაგას.
არ გაქვს სანერვიულო, მე დაგიწერე რომ შენს ადგილზე აუცილებლად მივიყვანდი ორივესთქო და ვანახებდი ორთოპედს.
განა იმიტომ რომ მგონია რამე სჭირს შენს ბავშვებს, ნამდვილად არ მგონია ასე, მაგრამ ჯობია რომ გადაამოწმო და იყო მშვიდად.
ისე, თუ გითხეს ეხლაც რომ ურეკი ძალიან კარგია, იცოდე რომ მართლა ძალიან კარგია, მაგრამ მხოლოდ ერთი წელი არაა საკმარისი და ზედიზედ 2-3 თუ 3-4 წელი უნდა ატარო და მერე იმ ქვიშაში ჩასმასაც თავისი წესები აქვს,

მართლა არ მინდა ინერვიულო და არ დამიწერია ამის გამო.
მაგრამ ჯობია ის იფიქრო რა ტყუილად შემაშინა ამ გოგომო, ვიდრე მერე ის ინერვიულო რატომ არ მივიყვანეო.
ძალიან ბევრს აქვს ნაოჭების ასიმეტრია, მაგრამ სრულიად ჯანმრთელები არიან, მაგრამ ამ დროს აუცილებელია ორთოპედის ვიზიტი.
ისე ჩემს ბავშვს იდეალურად ქონდა ნაოჭები და სულ არ ქონდა ასიმეტრიული.

Posted by: ta-musia 14 Oct 2012, 01:08
კი შემდეგ წელსაც მყავდა და ყოველ წელს იქ დავდივართ თითქმის და სრული წესების დაცვით ვსვავდი smile.gif)) ეხოსკოპია გავიგე რომ 4 თვენახევრამდე კეთდება რადგან ეს უკვე 4 თვისაა უახლოეს დღეებში წავიყვან და უფროსსაც გავიყოლებ მაქვს შენახული ის რენტგენიც და დაკვნაც უბრალოდ დავიბენი და მართლა არ ვიცი სვინ არის კომპეტენტურიც და პატიოსანიც

Posted by: ნინიანა 14 Oct 2012, 01:10
ninoeqimi
QUOTE
რადიოლოგები, პოლიკლინიკებში მითუმეტეს, ასაკიანები არიან, რაღაცები შეიცვალა დიაგნოსტიკაშიც, ის რაც 20 წლის წინ დისპლაზია იყო, როცა იმ ექიმმა ისწავლა, დღეს ნორმად განიხილება,

ხოდა არ უნდა მოგვარდეს ეს როდისმე?
ხომ მეთანხმებით რომ ძალიან ბევრი ზარალდება ამის გამო?
უმეტესომად რაც ისწავლა 20-25 წლის წინ თითქმის მის მერე არაფერი გადამზადება არ გაუვლიათ და ასე პრაქტიკით იმყარებენ ცოდნას,
ნუ პედიატრმა შეიძლება პრაქტიკით ძალიან გაიმყაროს ცოდნა, მაგრამ ეს ბავშვთა ორთოპედია ისეთია, რომ დღეები და თვეები, კი არა ხშირად წლები სჭირდება რომ ექიმი მიხვდეს რამდენად სწორი იყოს და დიდ შემთხვევაში შეიძლება ვერც მიხვდეს როგორი შედეგი ქონდა მის მკურნალობას.
QUOTE
პედიატრი ძალიან ბევრ რამეს იღებს თავის თავზე, ოღონც იგულისხმება, რომ ის უნდა იყოს ნამდვილად საქმის მცოდნე და კომპეტენტური.

ძალიან, ძალიან იშვიათია ასეთი პედიატრები.
და კიდევ ნამდვილად საქმის მცოდე და კომპეტენტური პედიატრებიც ცდებიან,
ისევ ჩემი მაგალითით ხომ იცით ხერხეულიძემ რამდენჯერ ნახა ბავშვი 9 თვემდე და ვერაფერს ვერმიხვდა.
მაგაზე მცოდე და კომპეტენტური პედიატრი ალბათ ძალიან ცოტაა თბილისში.

Posted by: ta-musia 14 Oct 2012, 01:17
ნაოჭები პირველსაც უფროსსაც იდეალურად აქვს და ქონდა დიაგნოზის დასმის დროს, უბრალოდ რამაც დააეჭვა და რენტგენი გადამაღებინა აბესაძემ ცოტა შეზღუდვაა გადაშლაშიო არადა იქამდე მასაჟებს რომ ვუკეთებდით მასაჟისტი მეუბნებოდა კარგი გადაშლა აქვსო, რავიცი აბა

Posted by: ninoeqimi 14 Oct 2012, 01:27
ნინიანა
ხოდა სწორედ ამიტომ არის კარგ ქვეყნებში სპეციალური გზამკვლევები, სადაც პედაიტრი თავისით არაფერს არ წყვეტს, არამედ იმას ასრულებს, რაც მოწოდებულია. სწორედ ამიტომ არის მოწოდებული 4-6 კვირის ვადაზე ექოსკოპია, შეცდომაც მინიმუმამდეა დაყვანილი. კარგი ექიმი არასოდეს არ პროფესორობს, უბრალოდ მან იცის ის ჩვენებები, როდესაც უნდა გააკეთოს ესა თუ გამოკვლევა და ჩართოს ესა თU ის სპეციალიასტი. ეს საკითხი ძალიან კარგად შევისწავლე ამ წლინახევრის მანძIლზე,

Posted by: ნინიანა 14 Oct 2012, 01:28
ta-musia
ექიმს მაინც მოუყვევი თავიდანვე ყველაფერი დაწვრილებით biggrin.gif

QUOTE
იცით რა მაინტერესებს პირველი ბავშვი 6 თვის იყო როდესაც დისპლაზიის დიაგნოზი დაუსვევ თუმცა არ გვიმკურნალია იმ ზაფხულს ურეკში გვყავდა და შემდეგ აღარც გადაგვიმოწმებია, რადგან მალევე გაიარა და დღემდე დარბის


ანუ იქამდე შენ მასაჟებიც გაქვს გაკეთებული და ურეკშიც იმ ზაფხულს კი არა
QUOTE
ყოველ წელს იქ დავდივართ თითქმის და სრული წესების დაცვით ვსვავდი

ეს ყველაფერი უთხარი.
ურეკი ძალიან შველის და უხდება.
ექიმს უთხარი ეს ყველაფერი, მე მგონია რომ ურეკი ძალიან უშველიდა და მართლა არაფერი არ ექნება ეხლა.
მაინც ხომ უნდა მიხვიდე პატარას გამო და უფროსის ძველი რენდგენიც წაიღე და მოუყევი ყველაფერი ორთოპედს.

Posted by: ta-musia 14 Oct 2012, 01:28
file:///C:/Documents%20and%20Settings/h/My%20Documents/My%20Pictures/Picture/Picture.jpg
* * *
იქამდე კი 4 თვისას გავუკეთეთ მასაჟების კურსი ისე უბრალოდ მაშინ არც პოლიკნილიკის ორთოპედი დაეჭვებულა არაფერში არც პედიატრი და არც მასაჟისტი აბესაძესთანაც შემთხვევით მოვხვდით მულისშვილი წავიყვანეთ და ბარემ გავასინჯეთ smile.gif))) შეზღუდვა აქვსო გადაშლისო და ეგრევე რენდგენზე გაგვიშვა
* * *
ამ რენტგენზეც რავიცი ამოვქექე ეხლა და მე ვერაფერს ვხვდები smile.gif)))

Posted by: ნინიანა 14 Oct 2012, 01:37


მოკლედ ჩემი აზრი გამოვთქვი და თან საბოლოოდ ამ დისპლაზიაზე.

ღამე მშვიდობის.
მეტს აღარ დავწერ ამ თემაზე ნამდვილად.

Posted by: ta-musia 14 Oct 2012, 01:37
ისე დავუშვათ ისევ განუვითარებელია როგორია ამ ასაკში მკურნალობა და რას მოიცავს?
* * *
არაფერი არ უნდაო არ უთქვამს მოდიტ ნუ დავაბრალებთ მირჩია კვალიფიციური ორთოპედი და ის გადაწყვეტსო ზედმეტ დასხივებასო

Posted by: ნინიანა 14 Oct 2012, 01:51
...............................................................................................

Posted by: **~**Just**~** 14 Oct 2012, 01:55
ninoeqimi
გამარჯობა smile.gif
ტატა 4.4 წლისაა. ძალიან მაწუხებს ის, რომ დაბალია, ანუ 98სმ, რაც მაგისი ასაკისთვის ძალიან დაბალია... გენეტიკური ფაქტორი მესმის, რომ არსებობს (მე 1.61 მ და მეუღლე 1.76 მ), მაგრამ სკოლამდელ ბავშვბეს, ხომ +-5სმ აქვთ სიმაღლის სხვაობა და აქ 10 სმ გამოდის თითქმის...user.gif
ჭამაზე რპობლემები არ გვაქვს: ბოსტნეული, ხილი, ხორცი, რა ვი ყველაფერს ჭამს ფაფების გარდა, აქტიურია ზოგადად, მაგრამ მალე იღლება (რასაც სიზარმაცეს ვაბრალებ)... მოკლედ რას მირჩევთ? ბავთა ენდოკრინოლოგს, ხომ არ ვაჩვენო?

ცურვაზე მინდა მიყვანა, იმედია ეშველება რამე...

Posted by: irinka1983 14 Oct 2012, 08:43
ninoeqimi

დავიბენი და ავირიე ეხლა. ორი შვილი მყავს და როგორც თქვენ თქვით, კარგ ქვეყანაშიც ვცხოვრობ, მაგრამ არცერთისტვის არ გაუეთებიათ ექოსკოპია, არც ჩემი მეგობრების ბავშვებზე გამიგია მსგავსი. უფროსი რომ თვეების მყავდა, დედაჩემმა დამაძალა პედიატრისთვის მეთქვა, ნაოჭების სიზუსტე შეემოწმებინა. მაგრამ ვერ მივახვედრე პედიატრი, რას ვითხოვდიbiggrin.gif

Posted by: Hektorinia 14 Oct 2012, 13:21
irinka1983
QUOTE
დედაჩემმა დამაძალა პედიატრისთვის მეთქვა, ნაოჭების სიზუსტე შეემოწმებინა. მაგრამ ვერ მივახვედრე პედიატრი, რას ვითხოვდი


biggrin.gif წარმოვიდგინე სცენა.



ისე, მეც არ მესმის ეს თემა ბოლომდე. მე შევამოწმებინე დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით და გადავრჩით. მაგრამ ორსულობის ბოლო კვირებში ერთმა ცნობილმა რადიოლოგმა რომ აღმომიჩინა სიმფიზიტი, რის გამოც საკეისროს კანდიდატი გავხდი, მითხრა, რომ შეიძლება ბავშვობაში დისპლაზია მქონდა. ამის შესახებ დედაჩემმა არაფერი იცოდა, მაშინ ალბათ არ აქცევდნენ ამას ამხელა ყურადღებას.

ჰოდა, რა ვიცი. ფაქტია, რომ შეიძლება ბევრი გართულება გამოიწვიოს, ამიტომ კარგია თუკი გადავამოწმებთ. მარა მაგ კარგ ქვეყანაში როგორ უნდა მოიქცე, არ ვიცი smile.gif

Posted by: Katerina :-) 14 Oct 2012, 15:31
ninoeqimi

გამარჯობა :-) ჩემს ბაიას მეორე აცრა ამ კვირაში უწვეს უკვე, წინა ცოტა რთულად გადაიტანა - ფეხი შეუსივდა აცრის დღეს, ისტერიულად ტიროდა და სიცხემაც აუწია იმავე დღეს. თქვენ მახსოვს ახსენეთ რომ ფენისტილი დაალევინეთ თქვენ შვილს, მეც იგივეს ვაპირებ, მაგრამ, პედიატრმა არ არის არაფერი საჭირო, არ უნდა მომზადება, თან წამალი აცრის ეფექტს შემაცირებსო.. როგორ მოვიქცე? იგივენაირი რეაქცია რომ ქონდეს ბავშვს ძალიან ვინერვიულებ sad.gif თან აცრის ეფექტის შემცირებაც არ მხიბლავს, ეგებ მირჩიოთ რამე... მადლობა!

Posted by: tatuuu 14 Oct 2012, 15:41
ნინო ექიმო, ერთ კვირაში უწევს აცრა ჩემ ბიჭს, 2 თვის ხდება.. რა არის საჭირო აცრის წინ? სისხლის ანალიზი? ნევროპათოლოგის კონსულტაცია? რამე წამალი?
პირველად ვცრი და არ ვიცი როგორ მოვიქცე
მადლობა წინასწარ

Posted by: khatia88 14 Oct 2012, 16:12
Hektorinia
როგორ არ იღებენ 5 წლამდე.
ჩემი 3 წლისაა და აუცილებლად უნდა მივიყვანო ფიგურულ სრიალზე სუსტი ბრონქების გამო. ხველა გადასდის ხოლმე რთულ ფორმებში.
იანვარმდე დაკეტილია ჩამონგრეული ჭრის გამო, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ მიიღებენ ამ ასაკისას.

Posted by: merkantil 14 Oct 2012, 18:30
irinka1983
QUOTE
დავიბენი და ავირიე ეხლა. ორი შვილი მყავს და როგორც თქვენ თქვით, კარგ ქვეყანაშიც ვცხოვრობ, მაგრამ არცერთისტვის არ გაუეთებიათ ექოსკოპია, არც ჩემი მეგობრების ბავშვებზე გამიგია მსგავსი.


არა მგონია სანერვიულო გქონდესsmile.gif არც აქ აკეთებენ ექოსკოპიას, ხელით სინჯავს ექიმი რეგულარულად, თუ სწორად მახსოვს 6 თვემდე. თუ დაეჭვდება, ალბათ მერე გაუკეთებს ექოსკოპიას.

Posted by: khatia88 14 Oct 2012, 19:14
ninoeqimi
გამარჯობა ნინო ექიმო.
ერთი კითხვა მაქვს.
საკმაოდ ხშირი ბოყინი დაიწყო ჩემმა 3 წლის შვილმა ბოლო დღეებია და რას შეიძლება რომ ნიშნავდეს ხომ არ იცით?
ერთადერთი დამთხვევა რაც ხდება არის ის რომ, დეპაკინის სიროფის დეფიციტის გამო გადავედით დეპაკინის აბებზე და შეიძლება ამას კუჭის გაღიზიანება გამოეწვია ნეტა?

Posted by: Hektorinia 14 Oct 2012, 19:35
khatia88
QUOTE
როგორ არ იღებენ 5 წლამდე.


ნამდვილად იღებენ, აყენებენ ციგურებზე? მახსოვს აპირებდი გეკითხა, ხომ არ გაგირკვევია ზუსტად?

Posted by: khatia88 14 Oct 2012, 19:38
Hektorinia
კი კი იღებე. 3 წლიდანაა მიღება.
თავიდან რამდნიმე გაკვეთილი ცალკე ავარჯიშებენ და როგორც კი დადგება კარგად ციგურებზე მერე ჯგუფში გადაიყვანენ. მე ცურვა მინდოდა, მაგრამ ამ ეტაპზე ფიგურგული სრიალი უფრო მნიშვნელოვანია ბავშვისთვის.

Posted by: irinka1983 15 Oct 2012, 08:35
merkantil
არა, არც ვნერვიულობ, უბრალოდ აქ არავინ ვიცი მაგის გამო რომ ეხო გადაეღოთbiggrin.gif საქართველოში კი თითქმის ყველა ბავშვს უკეთებენ, ორსულების ტონუსის არ იყოს

Posted by: Leloo 15 Oct 2012, 20:13
ბავშვს აქვს ფეხზე მუქი ფერის ხალი დაბადებიდან, ეხლა 6 თვისაა, ვისთან უნდა მივიყვანო ან რას მირჩევთ, ვის ვანახო??? მინდა რომ გამოვრიცხო საფრთხეები და მშვიდად ვიყო . რ იზრდება, მაგრამ მუქი ფერისაა. ამ ასაკის ბავშვებისთვის არც კი ვიცი რამე ღონისძიებების ჩატარება დასაშვებია?

Posted by: 15steps 15 Oct 2012, 20:23
გრიპის ვაქცინაზე რას იტყვით? რამდენად დანერგილია საქართველოში? და იმუნიტეტძე როგორ მოქმენდებს?
* * *
ძალიან ხშირად ცივდება და ექიმმა იმუნიტეტის წამალი დაუნიშნა და აცრაც მირჩია და ორივე ერთათ რამეს ხო არ ავნებს?

Posted by: ninoeqimi 15 Oct 2012, 23:01
khatia88
ზოგადად დეპაკინს ახასიათებს კუჭნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება, თUმცა მოანაცემები იმის შესახებ,რომ ტაბლეტები უფრო მეტად აღიზიანებენ კუჭნაწლავს, ვიდრე სიროფი მე პირადად არ მაქვს. კარგად შევადარე სიროფის და ტაბლეტის შემადგენლობა და განსხვავება შემავსებლებში ნამდვილად არის, შესაძლოა რომელიმე კომპონენტი იწვევს ინდივიდუალურ რეაქციას, თუმცა დარწნუნებით და ერთმნიშვნელოვნად ამას ვერ ვიტყვი. აბა რამოდენიმე დღე ჭამის შემდეგ მიეცით და ეცადეთ გისეთი საკვები მისცეთ პრეპარატის მიღების წონ, რომლებიც კუჭნაწლავის ტრაქტის დამზოგველი მოქმედებით გამოირჩევა (ჰერკულესის ფაფა, კარტოფილის პიურე და ა.შ)

Leloo
წესით ბავშვთა ონკოლოგს, მაგრამ თუ არ იზრდება, კანის ზედაპირიდან არ არის ამოწეული, არ არის ძალინ მუქი ან მოწითალო ერფერის საშიში არა მგონია იყოს.
* * *
**~**Just**~**
თქვენი შვილის ასაკობრივი ნორმა სიმაღლის არის 96-113 სმ, როგორც ხედავთ ნორმის ქვედა ზღვართან ახლოსაა, მაგრამ გადახრა არა აქვს, ეს ნიშნავს იმას, რომ ენდოკრინოლოგთან ვიზიტი არ არის გამართლებული, რადგანაც ბავშვის მონაცემები არ არის ნორმის მიღმა, გენეტიკური ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია, ის რაც გენებშია მისი შეცვკა ჯერჯერობით მედიცინას არ ძალუძს, ისე გახსოვდეთ, რომ ტანდაბალი ადამიანები ბევრად მეტს აღწევენ ცხოვრებაში ვიდრე "ალვის ხეები", არასოდეს არ გაუმახვოლოთ ბავშვს ყურადღება მის სიმაღლეზე, არ შეგამჩნიოთ რომ ნერვიულობთ, ეცადეთ არ დააკომპლექსოთ.
merkantil
irinka1983
ნუ იბნევით და ნუ ირევითbiggrin.gif
ევროპული და ამერიკული მედიცინა რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან და ეს ყველაფერი ფულზეა დამოკიდებული,
ამერიკაში ძალიან ბევრი ფული იხარჯება (რა თქმა უნდა ვისაც კარგი დაზღვევა აქვს) მედიცინაზე, იქ დაბადებისთანავე აკეთებენ ნეიროსონოსკოპიას, პირველ 4 კვირაშI მენჯბარძაყის სახსრის ექოსკოპიას და სამშობიაროშივე დაქახლოებით 60 მეტაბოლური დაავადების სკრინინგს.
ევროპაში ექიმი, რომელსაც ზოგადი პრიფილის ექიმი ანუ ოჯახის ექიმი ქვია სინჯავს ბავშვს (იგულისხმება რომ მან გასინჯვა იცის smile.gif საჭIროების შემთხვევაშI აკეთებს მენჯ ბარძაყის სახსრის ექოსკოპიასაც და ნეიროსონოსკოპიასაც. მინიმუმადეა დაყვანილი ვიწწრო სპეციალისტების ჩარევა თU არ არის სერიოზული მდგომარეობა, ანუ ერთი ექიმი ცდილობს მოაგვაროს პირველ რგოლზე არამძიმე შემთხვევები, რაც შეეხება მეტაბოლურ სკრინინგს, გერმანიაში მაგალითად 44 დაავადებაზე კეთდება,
საქართველოში იცით რა ხდება მენჯ ბარძაყის სახსარზეც და ნეიროსონოსკოპიაზე, სკრინინგი კი სულ 2 დაავადებაზე კეთდება. ბავშვი სამშობიაროდან რომ გამოდის და მიდის ოჯახის ექიმთან მან ზუსტად იცის რომ ამერიკაში 60 დაავადებაზე გამოკვლეულია, ევროპაში 44 დაავადებაზე, ჩვენთან რომ მოდის სულ 2 დაავადებაა გამორრიცხული, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია და ხშIრად პედიატრი ვერ იღებს თავის თავზე ყველა შემთხვევას და ამიტომ აგზავნის ნევროლოგთან, კარდიოლოგთან, ენდოკრინოლოგთან და ა.შ, საბოლოო ჯამში მშობელი ალბათ იმაზე ბევრად მეტს ხარჯავს ვიდრე იმ კარგ ქვეყნებში სადაზღვეო იმ დაავადებების სკრინინგშI იხდის. იმედაი როდესმე აქაც მოწესრიგდება მდგომარეობა

Posted by: tatuuu 15 Oct 2012, 23:24
ninoeqimi
იქნებ მეც მიპასუხოთ

ნინო ექიმო, ერთ კვირაში უწევს აცრა ჩემ ბიჭს, 2 თვის ხდება.. რა არის საჭირო აცრის წინ? სისხლის ანალიზი? ნევროპათოლოგის კონსულტაცია? რამე წამალი?
პირველად ვცრი და არ ვიცი როგორ მოვიქცე
მადლობა წინასწარ

Posted by: ninoeqimi 15 Oct 2012, 23:29
tatuuu
სისხლის ანალიზი აუცილებელია აცრის წინ, ნევროლოგის კონსულტაცია სასურველია, წამალი თანამედროვე რეკომენდაციებით არ არის მოწოდებული, ჩემი პირადი გამოცდილება თუ გაინტერესებთჩემს საკუთარ შვილზე, პირველი აცრის წინ მივყევი ევროპულ რეკომენდაციებს და არაფსერი დავალევინე, ავცერი ინფარიქსით, სიცხეც ქონდა და წუხდა მთელი დღე, ძილის წინ ფენისტილი და პარაცეტამოლი მივეცი და ღამე მშივდად ეძინე, მას შემდეგ ყველა აცრაზე აცრის წინა დღეს და აცრის დღეს ფენისტილს ვაძლევდი, პარაცეტამოლს სიცხის დროს და მშივდად იყო და არ წუხდა. ალბათ მაინც ინდივიდუალურია, სისხლი გააკეთეთ, ნევროლოგს აჩვენეთ, მოიმარაგეთ წამლები და თუ დაგჭირდათ იმ შემთხვევაში მიეცით, თუ არადა არ მისცეთ, ზოგიერთი პედიატრი ვიბურკოლს უწევს რეკომენდაციას, მაგრამ მე პირადად ჰომეოპათიურ პრეპარატს ისევ ანტიჰისტამინური მირჩევნია

Posted by: khatia88 15 Oct 2012, 23:43
ninoeqimi
ძალიან დიდი მადლობა.
ყოველთვის ჭამის შემდეგ ვაძლევ, ამის მერე ვეცდები მასეთი საკვების შემდეგ მივცე.

Posted by: matmatuna 15 Oct 2012, 23:55
ninoeqimi
QUOTE
ამერიკაში

არ გაუკეთებიათ ჩვენი შვილებისთვის no.gif ხელით სინჯავდა ყოველთვის.
და არც არის სავალდებულო, როგორც თქვენ აღნიშნეთ... არც ძვირიანი დაზღვევის ქონას აქვს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა. ის რაც ჩვილისთვის უცილებლად გასაკეთებელია, ყოვლად ღატაკსა და უპოვარსაც გაუკეთებენ biggrin.gif
ისე როგორც აცრები მაგალითად... ერთ-ერთი საუკეთესო დაზღვევა გვაქვს, მაგრამ ჩემი შვილი და "უდაზღვევოს" შვილიც ერთი ვაქცინით იცრება smile.gif

Universal screening of all newborns with hip ultrasound is not generally recommended by the medical community, but screening of all newborn infants with a physical examination followed by appropriate use of hip ultrasound is widely accepted.
QUOTE
სამშობიაროშივე დაქახლოებით 60 მეტაბოლური დაავადების სკრინინგს

28 ტესტი ტარდება როგორც ვიცი

Posted by: coroline 16 Oct 2012, 00:37
merkantil
პატარებში პედიატრიც კი ხვდება , უბრალოდ ფეხების გადაწევით. irinka1983
საჭიროების შემთხვევაში გაგზავნიან ექოსკოპიაზე ან რენტგენზე. ასაკის შესაბამისად

Posted by: tatuuu 16 Oct 2012, 00:43
ninoeqimi
დიდი მადლობა. ფენისტილს ეხლა ვასმევ, 3 წვეთი 3-ჯერ დღეში, ალერგიულ ფონზე დაუნიშნა ალერგოლოგმა... ისევ იგივე დოზით უნდა მივცე აცრის წინა დღეს?

Posted by: merkantil 16 Oct 2012, 01:54
ninoeqimi
QUOTE
ევროპაში ექიმი, რომელსაც ზოგადი პრიფილის ექიმი ანუ ოჯახის ექიმი ქვია სინჯავს ბავშვს


ბავშვს პირველად სინჯავს სამშობიაროს პედიატრი სამშობიაროშივე და შემდეგ 6 კვირაში უკვე შენი შერჩეული ექიმი,ოღონდ აუცილებლად პედიატრი.

QUOTE
იგულისხმება რომ მან გასინჯვა იცის

მგონი ამით ყველაფერი ნათქვამია. მახსოვს ნინიანას ბავშვი უკვე 9 თვის იყო, ძლივს რომ იეჭვა ექიმმა რაღაც rolleyes.gif ასეთ შემთხვევაში ან მართლა საეჭვოა მისი პროფესიონალიზმი, ან უყურადღებო და უპასუხისმგებლოა.


Posted by: irinka1983 16 Oct 2012, 02:11
matmatuna

სანამ ბოლომდე ჩავიკითხე, გავიფიქრე, მატმატუნას ვკითო ერთი თქო და კი დაგიწერია კომენტარი. პედიატრი ყოველ მისვლაზე საგულდაგულოდ უსინჯავს მენჯ-ბარძაყსაც და ალბათ აღარ არის ეხო საჭირო.

Posted by: matmatuna 16 Oct 2012, 02:55
irinka1983
ჰო, ფეხებს გადაუფარჩხავდა და უკირკიტებდა ხოლმე, მერე იტყოდა Perfect! და დაამთავრებდა biggrin.gif

Posted by: ნინიანა 16 Oct 2012, 12:28
.....................................................................

Posted by: Tiu 16 Oct 2012, 12:50
მოგესალმებით, ნინო ექიმო,
აქ არაერთხელ დაისვა კითხვა ბავშვის კვებასთან დაკავშირებით და თქვენც ყოველთვის აღნიშნეთ, რომ არ არის სასურველი, ბავშვს ზედმეტად დავაძალოთ ჭამა, ანუ მან უკეთ იცის რა სჭირდება და როდის.
ჩემი შვილი დაბადებიდან ბუნებრივ კვებაზეა, ასაკი - 8 თვის ხდება 1 კვირაში.
6 თვიდან დავიწყეთ ბოსნტეულის პიურე, ძალიან გააპროტესტა. ფაქტობრივად არ ჭამდა. ნელ-ნელა უნდა გაგვეზარდა რაოოდენობა, ეს კიდევ 30-40 გრამსაც არ მიირთმევდა.
7 თვიდან დავამატეთ ფაფა (ჰუმანას მზა ფაფა მივეცი). არც ამას მიირთმევს, 2-3 კოვზს თუ შევაჭმევ, მერე ბრაზობს, პირს კუმავს და არაფრით აღარ აღებ
ხაჭო და ჰეინცის პეჩენია, ასევე მარტო ჰეინცი და გამოწველილი რძეც მივეცი და მაინც უარი მითხრა.
ნაყიდი ბოსტნეულისა და ხილის ფაფებიც ვცადეთ: ამათაც 2-3 კოვზს თუ შეჭამს, მერე აუცილებლად ითხოვს ძუძუს, თითქოს, ეშინია, რომ ძუძუს აღარ აჭმევენ.
ნინო, ექიმო, გამოდის რომ ჩემი შვილი ისევ მარტო ძუძუზეა. ნამატი კარგი აქვს, ბოლო 17 დღეში ნახევარი კილო მოიმატა.
თუ შეგიძლია, მიპასუხეთ, რომელ თვემდე შეიძლება. ბავშვმა მარტო ძუძუ ჭამოს?
მეუბნებიან, ძუძუს რომ დაანებებს თავს, მერე დაიწყებს ფაფების და სადილების ჭამასო. ამის გამო ძუძუს როგორ დავანებებინო თავი? მინიმუმ წლამდე სურვილი მაქვს, რომ ვაჭამო დილა-საღამოს.





Posted by: PirtaxX 16 Oct 2012, 12:53
http://www.10dan3.com/?fun=2&ref=15979 დარეგისტრირდით და დაგერიცხებათ 10 ლარი... გადატანა შეგიძლიათ სხვადასხვა ტოტალიზატორებზე, ასევე პირად ანგარიშზე smile.gif

http://www.10dan3.com/?fun=2&ref=15979 დარეგისტრირდით და დაგერიცხებათ 10 ლარი... გადატანა შეგიძლიათ სხვადასხვა ტოტალიზატორებზე, ასევე პირად ანგარიშზე smile.gif

http://www.10dan3.com/?fun=2&ref=15979 დარეგისტრირდით და დაგერიცხებათ 10 ლარი... გადატანა შეგიძლიათ სხვადასხვა ტოტალიზატორებზე, ასევე პირად ანგარიშზე smile.gif

http://www.10dan3.com/?fun=2&ref=15979 დარეგისტრირდით და დაგერიცხებათ 10 ლარი... გადატანა შეგიძლიათ სხვადასხვა ტოტალიზატორებზე, ასევე პირად ანგარიშზე smile.gif

Posted by: gzaabneuli 16 Oct 2012, 12:57
გამარჯობათ

ხომ არ იცით თერაპევტი გიორგი სამადაშვილი როგორი სპეციალისტია?

Posted by: ninoeqimi 16 Oct 2012, 15:05
Tiu
არც იფიქროთ რომ ძუძუს თავი დაანებოთ, მარტო ძუძუზე არ გამოდის რომ არის, ის 2-3 კოვზი, რასაც შემატებული საკვებით ღებულობს საკმარისია, არ დააძალოთ, გაუკეთეთ მცირეულიფებით ფაფაც, ბოსტნეულიც, 8 თვიდან წიწილის ხორცი შეთავაზეთ და ჩათვალეთ, რომ ის მცირე რაოდენობა ჯერჯერობით ყოფნის, შემდეგ თანდათანობით თვითონ გაზრდის რაოდებობას, 8 თვის რომ გახსება პეჩენია ხელში დააჭერინეთ, ხაჭო ხილთან დააბლენდერეთ, არ არის აუცილებელი მანდამაინც ძუძუს ერთი კვება ჩაანაცვლოთ შემატებული საკვებით, სრლიად საკამრისია ძუძუთი კვების შუალედებში ჭამოს რამოდენიმე კოვზი ხილი, ბოსტნეული, ფაფა, ხოერცი. წიწილის ხორცი კარგად მხოარშეთ, მხოლოდ მარილი გაუკეთეთ და ისე გააბლენდერეთ ჯერ გადადუღებულ წყალში, შემდეგ უკვე თავისივე ნახარშში. თქვენი შვილი ძუძუზე მაინცაა და ჩემი შვილი ხელოვნური კვების დროს აკეთებდა ასე, ძალიან გვიან დაიწყო შემატებული საკვების ჭამა, აპროტესტებდა და მხოლოდ რამოდენიმე კოვზს ჭამდა, ათი თვის იყო და ისევ 3 კვება ქონდა ჰუმანა დღის განმავლობაში, მხოლოდ ფაფას მიირთმევდა, იმასაც არჩევდა, ყველა სახეობას არ ჭამდა, ჰუმანას ხილის ფაფა მოწონდა ამას მაგალითად, ახლა უკვე წლინახევრისაა და ყველაფერს ჭამს, თუმცა ძილის წინ მიანც ჭმას ჰუმანა რძეს. წლამდე ბავშვი თუ წონაში კარგად მატულობს ეს არის ნიშანი იმის, რომ საგანგაშოო არაფერია და რასაც მიირთმევს ყოფნის

Posted by: Tiu 16 Oct 2012, 15:48
ninoeqimi
უღრმესი მადლობა ასეთი ამომწურავი პასუხისთვის.
რაც მაინტერესებდა, გავიგე. ვფიქრობდი, მთელ კვებას რომ არ ჭამს ფაფას, სადილს ან საკმარის ხილს, უფრო მეტი აკლდება-თქო.
თქვენმა პასუხმა დამამშვიდა, გაიხარეთ

Posted by: tatuuu 16 Oct 2012, 18:11
ninoeqimi
დიდი მადლობა. ფენისტილს ეხლა ვასმევ, 3 წვეთი 3-ჯერ დღეში, ალერგიულ ფონზე დაუნიშნა ალერგოლოგმა... ისევ იგივე დოზით უნდა მივცე აცრის წინა დღეს?

Posted by: KABELI 17 Oct 2012, 23:02
QUOTE (ninoeqimi @ 13 Oct 2012, 20:02 )


KABELI
ალბათ დაემთხვა, რასაც თქვენ ამბობთ საკვებთან არ არის ასოცირებული, თუ დამატებით არაფერი არ მიგიციათ მაშIნ აუცილებლად გააკეთეთ განავლის ანალიზი, თუ ანალიზით გამოირიცხა ინფექციური (ვირუსული ან ბაქტერიული დაზიანება) მაშინ გადადით ჰუმანა პლატინ პრეზე, შესაძლოა პირველი ნომრის მონელება უჭირს.

გადავიყვანე ჰუმანა პრეზე და ბავშს აშკარად შედეგი აქვს, მაგრამ დღეს ჩმმა პედეატრმა თავი გაიგიჟა ეგ არ მისცე, მაგ ასაკზე ჰუმანა პირველი სჭირდება და და ჟე ჰუმანა ორზე უნდა გადავიყვანოთ მალეო. ბავშვი ვერ ჩამოყალიბდებაო. ნინო ექიმო როდიდან სემიძლია პირველზე გადავიყვანო?

Posted by: _lale_ 17 Oct 2012, 23:53
ninoeqimo gamarjobat, Aleqsandre tvenaxevrisaa, daaxloebit bolo 2 kiviraa tviton ver gadis kuchshi..
tavidan uproblemod gadioda ramodenimejer dgeshi (shereul kvebaze myavda - chemi rdze+xelovnuri), shemdeg mtlianad xelovnurze gadavedit. ai mashin dagvecyo shekruloba, pediatrma gvirchia kveba shegvecvala(humanadan nan-s rdzemjavaze gadavedit), daicyo isev tavisit gasvla. magram es bolo 2 kvira isev igive situaciaa..
bakteriofagshi gavaketet ganavlis analizi disbakteriozze, agmochnda rom nawlavis chxiri aqvs (60%), dagvinishnes bifikoli da sesfagi...(rac es problemebi dagvewyo, vadzlev dufalaks dgemde, magram ar shedegi - 0ia). pediatri arafers konkretuls ar meubneba, anu am wamlebis kursi davlioto da vnaxot dinamika rogori eqnebao.. neta rodemde unda vawvalo es bavshvi klizmebit, mecodeba ukve... sad.gif (gazgamyvanma saertod ar gvishvela).
ras mirchevt?

Posted by: xatia333 18 Oct 2012, 09:28
_lale_
მე ვასვი ათი დღე ენტეროჟერმინა ჩაიში ვურევდი და უშველა

Posted by: ninia84 18 Oct 2012, 11:25
აქ მარტო ბავშვებზე ვსვამთ შეკითხვებს თუ უფროსებზეც შეიძლება?smile.gif

Posted by: amoeka 18 Oct 2012, 11:48
_lale_
მეც ენტეროჯერმინა დავალევინე 10 დღე და უშველა smile.gif

Posted by: ninoeqimi 18 Oct 2012, 17:53
KABELI
მე ჩემს შვილს6,5 თვეჰიპოალერგიული პრეჰუმანა ვაჭამე, შემდეგ ორი კვირა პრეპლატინი და 7 თვიდან წლამდე ჰუმანა პლატინ1, პლატინ 2 საერთოდ არ მიჭმევია და მშვენივრად განვითარდა, სხვათაშორის პრეჰუმანა შეიძლება პირველი წლის ბოლომდე ჭამოს ბავშვმა და ერთადერთი ჩვენება შემდგომ კვებაზე გადაყვანის არის წონის დეფიციტი, რაც უფრო საწყისია კვება მით უფრო ემტის მასში ცილა და ნაკლებია სახამებელი, შემდგომ კვებებში ეს წონასწორობა იცვლება და უფრო მეტია სახამებელი, ამიტომ თუ ბავშვი წონაშI კარგად მატულობს ნამდვილად ჯობია, რომ პრე ფორმულა ჭამოს, ვიდრე სახამებლით გაფუვდეს. ეს ყველა ფორმულას ეხება,. საქმე არის ერთ ნიუანსში, რძIანი ფაფები მომზადებულია ჰუმანა 2-ზე, ამიტომ რადგანაც პრეს ჭამდა გაუჭირდებოდა პირდაპირ 2 ნომერზე მომზადებული ფაფების მონელება, ამიტომ 6,5 თვიდან, როცა დავიწყე ფაფები რამოდენიმე ხანი ვყიდულობდი ურძეო ფაფებს და ჯერ ვუმზადებდი პრეპლატინით, შემდეგ პლატი1-ით, როგორც კი პლატინ 1 ზე მთლიანად გადავედით და კარგად მოინელა მხოლოდ ამის შემდეგ მივეცი რძიანი ფაფები. ასე რომ გაიგიჟოს პედიატრმა თავი, სულ თავისუფლად შეგიძლიათ პრე აჭამოთ და დარწმუნებული იყოთ იმაშI, რომ კარგად განვითარდება. ამის გარანტიას მე მოგცემთ და თუ გნებავთ წერილობითაც დაგიდასტურებთ ხელმოწერით biggrin.gif

_lale_
დისბაქტერიოზი არის თითიდან გამოწოვილი დიაგნოზი, რომელსაც არ ცნობენ პოსტსაბჭოთა ქვეყნების გარდა არსად.
ხანგრძლივი დროით რძემჟავა ნარევის გამოყენებას მე არ გირჩევთ, ეს ყველაფერი არის დროებითი მოვლენა, რომელიც ყველა ბავშვს აქვს სიცოცხლის პირველ 6 თვემდე.
მე გირჩევთ დაბრუნდეთ ისევ ჩვეულებრივ ნარევზე, დუფალაკი გამოიყენოთ ადექვატური დოზით 5 მლ 2-ჯერ დღეში, ერთჯერადად მიცემულს არა აქვს ეფექტი. ის ნაწლავის სანათურში მოქმედებს და არ შეიწოვება სისხლში. დაივიწყეთ კლიზმა და გაზგამყვანი და შეეჩვიეთ იმასაც, რომ ყოველ დღე შეიძLება არ გავიდეს კუჭში და ეს არ აის საგანგაშო, მთავარია არ წუხდეს, არ ტიროდეს, არ გაუმაგრდეს მუცელი.

Posted by: regenbogen 18 Oct 2012, 20:45
ნინო ექიმო,რამდენად გაუწევთ რეკომენდაციას ე.წ იმუნიტეტის გამაძლიერებელ მედიკამენტებს...

ბავშვი რომელიც ფაქტიურად არასდროს ავადმყოფობდა,ბარში მიყვანის შემდეგ ქრონიკულად ავადაა...

მადას არ ვუჩივით ისედაც,არც ავადმყოფობის დროს,მაგრამ ფაქტია რომ სულ,ცხვირიდან მოსდის,სულ ახველებს,ბოლოს ბრონხიტიც გვქონდა...


პოლიკლინიკის პედიატრმა კინატროფინა მირჩია...
მაგრამ მაინც ჯერ თავს ვიკავებ მიცემისგან...

სადაზღვევოს ექიმთან მყავდა 2 დღის წინ და არანაირი აზრი არ აქვსო...

თქვენ რას მირჩევთ?


Posted by: ninoeqimi 18 Oct 2012, 22:22
regenbogen
დავეთანხმები სადაზღვეოს ექიმს, არ არსებობს "evidence based" ანუ ფაქტებზე დაფუძნებული მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ეს პრეპარატები იმუნიტეტს ამაღლებს. სხვა მეთოდები უფრო ეფექტურია, სანატორული მკურნალობა, გაკაჟება, ვიტამინებით და მინერალებით მდიდარი საკვები, მე მაინც გირჩევთ ცხვირ ხახის ნაცხი გააკეთოთ, შესაძლოა ბაღში ბავშვებთან მჭიდრო კონტაქტის შედეგად პათოგენური მიკროორგანიზმი დაბინავდა ცხვირ ხახაში და ის აქტიურდება პერიოდულად.

Posted by: Xr1sT1eE 19 Oct 2012, 14:58
გამარჯობა ქალბატონო ნინო. მგონი ჩემ შვილს შიდა ქალის წნევა აქვს . ნოშნები ესეთია : თვალების დაქაჩვა, ენის დიდზე გამოყოფა, უხასიათობა , იჭინტება ხოლმე , 5თვი არის

Posted by: ninoeqimi 19 Oct 2012, 19:29
Xr1sT1eE
დარწმუნებული იყავით, რომ არანაირი შედა ქალის წნევა არა აქვს. ამაზე ძალიან ბევრჯერ დამიეწერია და გადახედეთ წინა პოსტებს

Posted by: nuciko74 20 Oct 2012, 00:19
ninoeqimi
ninoeqimi
QUOTE
თუ ბავშვი წონაშI კარგად მატულობს ნამდვილად ჯობია, რომ პრე ფორმულა ჭამოს, ვიდრე სახამებლით გაფუვდეს. ეს ყველა ფორმულას ეხება,. საქმე არის ერთ ნიუანსში, რძIანი ფაფები მომზადებულია ჰუმანა 2-ზე, ამიტომ რადგანაც პრეს ჭამდა გაუჭირდებოდა პირდაპირ 2 ნომერზე მომზადებული ფაფების მონელება,

და რძის შესახებ რას იტყვით? ჩემი 1წელზე მეტისაა,1წლისას დავანებებინე ძუძუზე თავი, მივეცი ხელოვნური,რადგან დაძიენბა ძალიან გაუჭირდა, საერთოდ ძილის დარღვევა აქვს და ნახევარი ღამე გვათენებინებს, მივეცი პრეჰუმანა,როგორც ყველაზე ახლომდგომი დედის რძესთან, მარგამ მალე მივხვდი,რომ არ აკმაყოფილებდა. 2კოლოფის მერე მივეცი ღამის ჰუმანა, ახლა ვაპირებ პირდაპირ ჰუმანა-3-ის მიცემას და ხო არ ვაშავებ რამეს ნეტავ? თან ჭამს ორჯერ, ძილის წინ და მერე სადღაც 5-6-ზე, ხან ცოტა ადრეც, თუ ვეღარ შევუბრუნეთ ძილი და საერთოდ ნორმალურია ღამე ამდენი ჭამა?როცა დღისით 4-ჯერ კარგად ჭამს?
მადლობა წინასწარ,

Posted by: kristen 20 Oct 2012, 00:29
ninoeqimi
ქალბატონო ნინო.

ჩემი პატარა 2 კვირისაა და დღეს ერთი თვალიდან ჩირქი წამოუვიდა, ვუწმინდავ ფიზიოლოგიური წყლით, რის გამო შეიძლება ასე მოსვლოდა და სხვა კიდევ რა მოვიმოქმედო???

Posted by: ninoeqimi 20 Oct 2012, 09:40
nuciko74
არაფერს არ აშავებთ, არ შეიძლება მოცემული საკვაბის იმაზე ადრე მიცემა, ვიდრე კოლოფზეა მითითებული, თუ არ აკმაყოფილებს, შესაბამისად უნდა მისცეთ შემდგომი კვება, ზუსტად ასე წერია, თუ საწყისი კვება არ აკმაყოფილებს და წონაში ვერ იმატებს უნდა გადახვიდეთ შემდგომ კვებაზე. რაც მე დავწერე ეს ეხება იმ შემთხვევას, როდესაც აკმაყოფილებს და შემდგომი კვების მონელება უჭირს. თან გაითვალისწინეთ ერთი წლისდა 5 თვის ბავშვი ერთი არააა.

kristen
მიმართეთ პედიატრს, გვირილის ნაყენით შეგიძლიათ მოწმინდოთ, მაგრამ ანტიბიოტიკის წვეთების გარეშე ჩირქს არ მოევლება

Posted by: kristen 20 Oct 2012, 13:37
ninoeqimi
დიდი მადლობა
................................................

Posted by: ninuwki 20 Oct 2012, 16:56
ნინო ექიმო თქვენი დახმარება მჭირდება.მოკლედ ბავშვს დაუნისნა ნევროპათოლოგმა კავინტონი 20 დღე დაალევინეო...მიზეზი იყო ის,რომ ბავშვი 3-4 დღის განმავლობაში ტიროდა და მთელი დღე ფხიზლობდა,არ იძინებდა.პედიატრის რჩEვით შეამოწმა ნევროპათოლოგმა რომელმაც გამაგზავნა ნეიროსონოგრაფიაზე რომ ქალას შიდა წნევა გამოგვერიცხა.არაფერი არ აღმოაჩნდა და ეს დანიშნული კავინტონი აღარ მოუხსნია მაინც +შარდმდენი დაგვინისნა..ზუსტად ვერ ვერკვევი მაგრამ რაღაც სისხლძარღვების პრობლემა ქონდა(ეგეცც უმნიშვნელოაო).. 1 კვირაა უკვე რაც კავინტონს ვალევინებთ 1/4 აბი 2 ჯერ დღეში..მინდა რომ მოვუხსნა და მოვხნა? თუ დავალევინო 20 დღე მაინც?? მგონია რომ ტყუილად ვალევინებ

Posted by: chop suey! 20 Oct 2012, 18:37
გამარჯობათ. იქნებ დამეხმაროთ, მირჩიოთ როგორ მოვიქცე:
როგორც გავიგე (დავგუგლე) პატარებს აქვთ სხვადასხვა ჩვევები დაძინების წინ (comfort habits). ჩემ წლინახევრის ბავშვს აქვს ჩვევა- ძილის წინ ცხვირში უნდა შემიყოს თითები, სხვაგვარად არ იძინებს. რამოდენიმე თვის იყო რო დაიწყო ამის კეთება, მაგრამ რამდენჯერაც ვცადე რამენაირად გადამეჩვია, ძალიან განიცდის, ტირის და აღარ იძინებს. მეცოდებოდა და ისევ ვაძლევდი ნებას. ახლა უკვე ამის ატანა ძალიან მიჭირს, თავის ტკივილები დამეწყო.
რა ვქნა?

Posted by: mia_2008 20 Oct 2012, 21:08
გამარჯობა ნინო ექიმო. ჩემი პატარა 4 თვის ხდება ზე. პირველი სამი თვე კარგად იმატებდა,(საშუალოდ 1 კგ ).დაბადებულია დიდი წონით, (4 კგ და 400 გრ. 54 სმ.)გუშინ მყავდა საკონტროლო ვიზიტზე ექიმთან, ავწონეთ, და აღმოჩნდა რომ ბოლო 40 დღის განმავლობაში 300 გრამი მოიმატა მხოლოდ, სიმაღლეში კი ჩვეულებრივად 3-4 სმ-ით გაიზარდა. რა თქმა უნდა შევშინდი ბავშვი ძუძუთი იკვებება და მე კონტროლი არ შემიძლია, რამდენს ჭამს და ყოფნის თუ არა...ვიცი რომ 300 გრამი ძალიან ცოტაა 40 დგის ნამატისთვის, მაგრამ ექიმმა არაფერი თქვა დამატებაზე...ცოტა ხანი ვაცალოთო, და 5 თვიდან ფაფა დავუმატოთო, მე კი მგონია რომ ახლავე უნდა მივცე რამე დამატება ან რძე...ახლა ბავშვი იწონის 7 კგ ს და 600 გრამს და არის 68 სმ...თქვენ რას მირჩევთ?
პ.ს. ეს ჩემი მესამე შვილია, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, იგივე პრობლემა გვქონდა I -ზე და II ზეც...მეოთხე თვეზე ნამატი არ გვქონდა, მაშინ ფაფა დავამატეთ..

Posted by: mindozzz 20 Oct 2012, 23:57
გამარჯობათ ნინო ექიმო. ყოველთვის მეხმარებით და ეხლაც უნდა შეგაწუხოთ. წლის და სამი თვის არის ჩემი გოგონა და როცა გაციებულია ცხვირიდან თუ გამონადენი აქვს თვალი ეცრემლება. თქვენგან და აქაური გოგოების რჩევის გათვალისწინებით საცრემლე არხი არ გავუხსენი და არის იმის შანსი რომ თვითონ გაიხსნას როცა წამოიზრდება?დაკიდევ ერთი აქვს კეფაზე და საზარდულში ბურთულა რომელიც დაგორავს პედიატრმა გაუვლისო და თქვენ რას ფიქრობთ.

Posted by: ninoeqimi 21 Oct 2012, 00:01
ninuwki
კავინტონის და შარდმდენის ანოტაცია კარგად წაიკითხეთ, წერია შიგნით, რომ ძIლს აწესრიგებს? სიფხიზლე და არ არის ჩვენება არც კავინტონის და მითUმეტეს არც შერდმდენის, გადაამოწმეთ უფრო კვალიფიციურ ექიმთან.
chop suey!
ეს ნამდვილად ახასიათებთ ბავშვებს, მაგრამ ცხვირშI თითები ნამეტანიაsmile.gif იქნებ ეცადოთ, უსაფრთხო ნივთებით დაძIნებას მიაჩვიოთ, მაგალითად რბილი სათამაშო. შეიძინეთ ახალი სათამაშო, ეცადეთ ბეწვები არ ქონდეს ისეთი შეარჩიოთ და შეთავაზეთ, ვერ გეტყვით რომ 100% იმუშავებს, მაგრამ მოსინჯეთ.
mia_2008
თქვენი შვილი ნორმის ზედა ზღვარზე წონითაც და სიგრძითაც, არც იფიქროთ არ დაუჯეროთ ექიმს, მთავარი ის არაა, როდის რამდენი გრამი მოიმატა, ბავშვი ადამინაი და არა მექანიზმი, მთავარია, რომ მოცემულ მომენტში ბავშვის მონაცემები იჯდეს ნორმაშI და ზის კიდეც. ფაფა კი 6 თვიდან დაუმატეთ, 6 თვე აჭამეთ მხოლოდ ძუძუ, ამაზე უკეთესს თქვენს შვილს ვერაფერს მისცემთ

Posted by: mia_2008 21 Oct 2012, 09:44
დიდი მადლობა ნინო ექიმო, ცოტათი დავმშვიდდი...

Posted by: chop suey! 21 Oct 2012, 11:58
ninoeqimi
კი ეგ ადრე ვცადე და მუშაობს, მაგრამ მაშინ ვერ შევაჩვიე, ახლა ისევ ვცდი.
დიდი მადლობა რჩევისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.

Posted by: ninuwki 21 Oct 2012, 13:38
ninoeqimi
დამინიშნა დამამშვიდებელი მაგრამ კავინტონიც,რომელიც აშკარად ზედმეტია..
ყიფლიბანდი აქვს ცოტა დიდი და აშკარად არც მაგისთვის არ ნიშნავენ კავინტონს.

მადლობა პასუხისთვის.

Posted by: ლუნა 21 Oct 2012, 13:41
mia_2008

4 თვის ბავშვი 7.600კგ 68 სმ არის და კიდევ ნერვიულობ ბოლო თვეში ცოტა აქვს ნამატიო? ჩემი შვილი 7 თვისა იყო მაგ წონის და სიმაღლის რაც აბსოლიტურ ნორმად ითვლებოდა და არც მიფიქრია მენერვიულა..

Posted by: gvants 21 Oct 2012, 13:42
ninoeqimi
გამარჯობა.
1წლის და 2 თვის ბავშვის ზიმაღლი და წონის ნორმა მითხარით რა, თუ არ შეწუხდებით.

Posted by: Shine On 21 Oct 2012, 22:21
ჩემს შვილს დაბადებიდან აღენიშნება საშუალო ზომის გამონაზარდი ყურის უკანა მიდამოებში.
დიაგონოზი: ჰემანგიომა ან ლიმფომა.
გვითხრეს ოპერაცია.
თუმცა დროთა განმავლობაში ვაკვირდები, რომ ჰენანგიომა/ლიმფომა დაპატარავდა. ბავშვი 4 თვის არის უკვე.
რას მირჩევთ, დაველოდო როგორ განვითარდება თუ გავუკეთო ოპერაცია?

Posted by: ninoeqimi 21 Oct 2012, 22:35
gvants
წონა 8,5 -12,5 კგ
სიმარლე 72-82 სმ

Shine On
ლიმფომა და ჰემანგიომა რადიკალურად განსხვავებული დიაგნოზებია და შესაბამისად პროგნოზულადაც განსხვავდება, ამიტომ გირჩევთ კვალიფიციურ სპეციალისტთან (ონკოჰემატოლოგთან) გადაამოწმოთ და ისე მოიქეცით როგორც ის ჩათვლის საჭიროდ.

Posted by: gvants 21 Oct 2012, 22:40
ninoeqimi
QUOTE
წონა 8,5 -12,5 კგ
სიმარლე 72-82 სმ

მადლობა smile.gif

Posted by: Katerina :-) 21 Oct 2012, 23:21
ninoeqimi

გამარჯობა :-) ასეთი შეკითხვა მაქვს: ვიცი რომ 6 თვემდე არ არის სასურველი დამატებითი საკვების მიცემა ბავშვებისთვის და მხოლოდ რძეა სასურველი, მაინტერესებს - ეს მხოლოდ ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებს ეხება თუ ხელოვნურსაც? ჩემი პატარა 4 თვის ხდება, თავიდანვე ხელოვნურ კვებაზეა და მივცე რაიმე დამატებითი საკვები 6 თვემდე?

მადლობა წინასწარ :-)

Posted by: Galo 21 Oct 2012, 23:30
ალბათ თემას ვცდები,მაგრამ დედიკოებს მინდა ვუთხრა,რომ სასწრაფო დახმარება "პედიატრის" გამოძახების ხარჯები სახელმწიფო დაზღვევამ დამიფარა,რამაც ძალიან გამაკვირვა!ასე რომ გამოიძახეთ - გამოდის რომ უფასოდ! )))

Posted by: m-t-g 22 Oct 2012, 01:03
გამარჯობა, ჩემი 2 წლის ბიჭს დღეს შევამჩნიე ასო აქვს დასიებული და დაწითლებული თანტკვილიც აქვს. ხომ არ გქონიათ მსგავსi შემთხვვა ვისთან უნდა მივიყვანო?

Posted by: Galo 22 Oct 2012, 09:39
QUOTE

m-t-g

ქირურგს უნდა აჩვენო.

Posted by: KaTeRiN 22 Oct 2012, 14:17
Galo
რომელმა დაზღვევამ?

Posted by: Galo 22 Oct 2012, 14:28
QUOTE
რომელმა დაზღვევამ?

არქიმედესმა

Posted by: KaTeRiN 22 Oct 2012, 14:59
Galo
არქიმედეს სახელმწიფო დაზღვევა გაქვს?
სახელმწიფო დაზღვევით სასწრაფო პედიატრის გამოძახება უფასოა ანუ?

Posted by: ninoeqimi 22 Oct 2012, 18:16
Katerina :-)
ხელოვნურსაც ეხება, თუ ბავშვის წონა ნორმის ფარგლებშია სასურველია 6 თვემდე მხოლოდ ფორმულა ჭამოს და მერე შეემატოს თანდათანობით, მცირე ულუფებიღ შემატებული საკვები.
m-t-g
მიიყვანეთ ნაბშბთა უროლოგთან, მანამდე კი გვირილი, სუსტი მარგანცოვკის აბაზანები უკეთეთ ხშირად, ექიმთან ვიზიტი არ გადადოთ და დილაზევე აჩვენეთ

Posted by: ninia84 22 Oct 2012, 19:26
ninoeqimi
გამარჯობა. ზრდასრულმა ადამიანმა რა პრეპარატი შეიძლება რომ მიიღო;ს, როცა ჰემოგლობინი 36-ია?

Posted by: Galo 22 Oct 2012, 22:02
QUOTE
არქიმედეს სახელმწიფო დაზღვევა გაქვს?
სახელმწიფო დაზღვევით სასწრაფო პედიატრის გამოძახება უფასოა ანუ?

დიახ! გამოძახება რომ მინდოდა "პედიატრის", მკითხეს დაზღვეული თუ არის ბავშვიო, დარეკეთ თქვენს სადაზღვეოშიო და ისინი გამოგვიძახებენო. ასეც მოვიქეცი, 15 წუთში მოვიდა სასწრაფო და ფული არ გადამიხდია!

Posted by: sunny night 23 Oct 2012, 00:08
ninoeqimi
ნინო ექიმო,
ჩემი ბიჭი უკვე 3.5 თვისაა. დაბადებიდან შუბლზე და ქუთუთოზე აქვს ეს წითელი წერტილები.
პედიატრმა გვითხრა, რომ მშობიარობის დროს მიღებული სისხლჩაქცევაა (ანუ ბავშვი საკეისროთი დაიბადა დაწყებული ტკივილებით და თავი ქვემოთ იყო ჩასული და გაუჭირდა ექიმს ამოყვანა) და კანის გასქელებასთან ერთად გადაუვაო. სამშობიაროშიც იგივე მითხრეს.
პედიატრმა დაუნიშნა ტანაკანი, უკვე ერთ თვეზე მეტია ვასმევ და ოდნავ გაუფერმკრთალდა.
შეიძლება რომ ეს ლაქად დარჩეს?
ჰემანგიომა ხომ არ არის?
ვის მირჩევთ, ვისთან მივიყვანო რომ ნახოს?
კანს რომ გადავუჭიმავ, ყველა წერტილი უქრება.
[

Posted by: ninoeqimi 23 Oct 2012, 00:54
sunny night
ქუთუთოზე ჩემს შვილსაც ქონდა, ფიზილოგიურად ვიმშობიარე, არაფერი არ დამილევინებია და გადაუარა თავისით, მშOბიარობის შემდგომ ლაქას გავსსურათზე, ჰემანგიომა რომ ყოფილიყო ორი ექიმიდან ერთი მაინც მიხვდებოდა ვინც რეალში ნახაsmile.gif

Posted by: sunny night 23 Oct 2012, 09:02
ninoeqimi
ძალიან დიდი მადლობა პასუხისთვის smile.gif
იქნებ მითხრათ რომელ თვემდე დაველოდო გაქრობას, დაახლოებით მაინც , და თუ არ გაუქრა, ვის მივმართო, დერმატოლოგს?

Posted by: guria:) 23 Oct 2012, 09:01
აქ პირველად ვპოსტავ smile.gif მაინტერესებს, ბავშვი სამშობიაროდან გურიაში რომ წავიყვანო პირდაპი ერთი თვით რას ფიქრობთ? ნუ ჯერ მთავარია ყველაფერმა კარგად ჩაიაროს, ბავშვიც კარგად უნდა იყოს.... დასავლეთიდან ვინც მშობიარობს ყველა ეგრევე მიაქანებს ხოლმე და ამის გამო არ გამიგია რომ პრობლემა შექმნოდეთ... მთაც არაა რომ წნევის განსხვავება იყოს

Posted by: ninitini 23 Oct 2012, 10:11
guria:)
ექიმი არვარ მაგრამ არმგონია რამე პრობლემა იყოს..
მე თბილისიდან გორში წავედი მშობიარობის მერე..

Posted by: laliko_laliko 23 Oct 2012, 11:48
გამარჯობათ ნინო ექიმო

ჩემი პატარა ავცერი გუშინ პირველად ( 2 თვისაა) , დღეს ტაკოს რომ ვბანდი ოდნავ წყალი მოხვდა, თუმცა მაშინვე მოვუმშრალე. შეიძლება ამის გამო რამე გაურთულდეს? ძალიან ვნერვიულობ

Posted by: mindozzz 23 Oct 2012, 11:55
გამარჯობათ ნინო ექიმო.
ყოველთვის მეხმარებით და ეხლაც უნდა შეგაწუხოთ. წლის და სამი თვის არის ჩემი გოგონა და როცა გაციებულია ცხვირიდან თუ გამონადენი აქვს თვალი ეცრემლება. თქვენგან და აქაური გოგოების რჩევის გათვალისწინებით საცრემლე არხი არ გავუხსენი და არის იმის შანსი რომ თვითონ გაიხსნას როცა წამოიზრდება?დაკიდევ ერთი აქვს კეფაზე და საზარდულში ბურთულა რომელიც დაგორავს პედიატრმა გაუვლისო და თქვენ რას ფიქრობთ.

Posted by: ninoeqimi 23 Oct 2012, 13:08
guria:)
არა მგონია რაიმე პრობლემა იყოს მგზავრობა, უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ თავიდან ბევრი რაიმე დაგჭირდებათ, ექიმიც ხშირად გენდომებათ და რამდენად არის იქ ამის საშუალება, თანაც ზამთარში როგორ გათბებით? რა საშუალებით ესეც მნიშვნელოვანია.
laliko_laliko
არაფერი არ არის, ბანაობა ს აცრის შემდეგ არ არის უკუჩვენება, ასე რომ დამშვიდდით.
mindozzz
ზოგადად ითვლება, რომ წლამდე უნდა გაიხნას თავისით, და ასეთI სტატისტიკაა, რომ 100 დან 96 ბავშვს ერთი წლის ასაკამდე ეხსნება, წლის და 3 თვის უკვე დიდია, არ არის გამორიცხული, რომ რასაც თქვენ ამბობთ იყოს ადენოვურუსული ინფექცია, რომელსაც არხის გახსნის გარეშეც ახასიათებს ცრემლდენა და კონიუნქტივიტი, რამდენჯერმე ქონდა ასე გაციების დროს თუ მხოლოდ ერთხელ? აჩვენეთ თვალის ექიმს, წლის შემდეგ ასე ხელაღებით უკვე აღარ შეიძLება თქმა, რომ არაფერი არ უნდა,
რაც შეეხება ბირთულას, ზეპირად ვერაფერს ვერ გეტყვით.

Posted by: guria:) 23 Oct 2012, 13:56
ninoeqimi

მადლობა პასუხისთვის

ჩემი სამი პატარა ბიძაშვილი ეგრე ამგზავრეს და 6 ბავშვი გაზარდეს იქ. არიან ექიმები, ოზურგეთში, ვერ დავდებ თავს მათ ღრმა პროფესიონალიზმზე, მაგრამ საუკეთესოები ვინც არიან იმათთან მივიყვან. გათბობას დენზე ზეთის გამათბობლით ვაპირებ. სადაც ვცხოვრობ ასეთი გამათბობლით ვთბებით
http://www.google.com/search?q=kumtel&hl=en&client=safari&tbo=d&source=lnms&tbm=isch&sa=X&ei=nmeGUI_TIqan4gTF_IGYCw&ved=0CAkQ_AUoAQ&biw=1024&bih=672#biv=i|3;d|EcuB68PbsY3jdM: და ოთახში წყალი უნდა დავდგა როგირც ვიცი. რამდენად ჯანსაღია? საერთოდ რომელი გამათბობელი ჯობს ბავშVისთვის? და ჰაერის ფილტრები რო იყიდება, დამათEნიანებელი თუ რაღაც, ეგეც ხო არ ვუყიდო?

ორსართულიან სახლში მეორეზე გვექნება ოთახი. ადგილზე პრინციპში ყველანაირი პირობები გვექნება.

ანუ შესვენებებით მგზავრობა, კომფორტულად კი იქნება, პრობლემა არ უნდა იყოს? ჰაერის გამოცვლა ზიანს ხო არ მოუტანს?

და კიდე ერთი საკითხია. ოჯახში სულ 9 წევრია და 1000 მეზობელი. 5 პატა ბავშვი. ზოგი სკოლაში დადის, ზოგიც ბაღში. დუდუდპ შანსია მოიტანონ სახლში გაცივება, გრიპი, ათასი ვირუსი. ამას ემატება მრავალრიცხოვანი ოჯახის ხმაური. მე კი ზემოთ მეყოლება ბავშვი იზოლირებულად, მაგრამ სრულად მაინც ვერ დავიცავ. + სარეცხს მანქანაშ ი ვერ შევაგდებ, ხელით უნდა ვრეცხო. ამას ემატება ჰიგიენის ელემენტარული წესების დაუცველობის საფრთხეც. ამ ხათაბალას ხომ არ ჯობს ისევ სახლში დავეტიო მშვიდად და წყნარად, არც არავინ შემაწუხებს და ვიქნები ჩემთვის.

დედულეთში წასვლა იმიტო ავიჩემე რომ მგონია იქ უფრო დაცულები ვიქნებით. ბევრ ხალხში მშონიარობისშემდგომ დეპრესია არ დამემართება, რისი ნიშნებიც უკვე მაქვს, და მარტო ბავშვზე ვიქნებიდი კონცენტრირენუოი და არა ოჯახის საქმეებზე.

Posted by: tlikina 23 Oct 2012, 14:23
guria:)
ჩემი მოკრძალებული აზრით აქ დარჩე ჯობია smile.gif

Posted by: guria:) 23 Oct 2012, 14:58
tlikina

განსაკუთრებით, რაც ოჯახის წევრთა რაოდენობაზე დავწერე, არა? biggrin.gif უკვე მეც ეგრე ვფიქრობ, მაგრამ მგონია ჭკუიდან გადავალ, იქ კიდე კარგად ვიქნებით sad.gif(((

Posted by: xatia333 23 Oct 2012, 15:10
guria:)
მგონი უფრო გაგაღიზიანებს ამდენი ხალხის გარშემო ყოფნა,მეც მასე წავედი და ისე მეშლებოდა ნერვები ყოველთვის ყველას მოსვლის და ბავშვის მონახულების ხასიათზე არ ხარ მშობიარობის მერე , ბავშვიც უფრო სხვანაირად იქცევა აურზაურში.იზოლირებულად ვერ გეყოლება ჩემი აზრით სანახავად რომ მვოლენ ხომ ვერ ეტყვი არ ნახოთ ბავშვიო და რავიცი ,
QUOTE
ჩემი მოკრძალებული აზრით აქ დარჩე ჯობია
:*

Posted by: guria:) 23 Oct 2012, 15:14
xatia333

ეგ მართალია. მაგრამ მე აქრო დავრჩე უფრო მეტი მომნახულებელი მეყოლება, იქ ნაკლებად... პრობლემა მარტო მგზავრობა მეგონა და რამდენი დეტალია გასათვალისწინებელი....

ზოგადად, ახალდაბადებული ბავშვისთვის სიჩუმე და სიწყნარე ჯობს თუ მრავალწევრიანი ოჯახი?

Posted by: ninitini 23 Oct 2012, 16:01
guria:)
მე გირჩევ რომ დარჩე და თუა შესაძლებელი დედა დაიხმარე..
თუ დედას არ შეუძლია, დამიჯერე არც მარტო გაგიჭირდება პირველ თვეს მაინც..
ბევრ ხალხში უფრო გაგიჭირდება,
მე მაგალითად ჩემთვის მირჩევნია ვიყო წყნარად და არავინ არაფერი გამიკეთოს მაგრამ არც ნერვები მიშალოს

დედასთან რომ მივდივარ ხოლმე, იმის მიუხედავად რომ ბავშვებზე სულ მეხმარებიან უფრო მეტად ვიღლები..


Posted by: blblbl 23 Oct 2012, 16:15
guria:)
მგზავრობა არაა პრობლემა,მაგრამ მე არ წავიდოდი.,რაც შენ ჩამოთვალე მაგდენ ხალხში უფრო დამემართებოდა დეპრესია biggrin.gifუფრო მეტად დაიღლებიდ ა აბვშვსაც ვერ გაზრდი შენს გემოზე.დედა თუ იქ ცხოვრობს რომ ჩამოიყვანო არ მოხერხდება?

Posted by: guria:) 23 Oct 2012, 17:20
ninitini
blblbl

კი მოხერხდება. დედას ჩამოყვანა არაა პრობლემა, ოირიქით. რადგან მგზავრობა არაა პრობლემა ვნახავ კიდე როგორ ხასიათზე ვიქნები...

Posted by: ნინიანა 23 Oct 2012, 18:25
guria:)
QUOTE
არიან ექიმები, ოზურგეთში, ვერ დავდებ თავს მათ ღრმა პროფესიონალიზმზე, მაგრამ საუკეთესოები ვინც არიან იმათთან მივიყვან.

მე მყავდა რამდენჯერმე ოზურგეთელ ექიმებთან ბავშვი და ყოველთვის ძალიან კმაყოფილი დავრჩი.

Posted by: eleven 23 Oct 2012, 21:56
ninoeqimi
გამარჯობა ნინო ექიმო, დავიწყეთ წიწილის ხორცის მიღება მაგრამ არ ჭამს. ვცადე ხორცი კარტოფილთან ასევე ბოსტნეუთან ერთად დაბლენდერებული მაგრამ პირველი კოვზის მერე არ აღებს პირს და მორჩა. ხოდა ვიფიქრე ფორმულაში თუ შეიძლება შერვურიოთქო რადგან ნუტრილაკის გრეჩიხის ფაფა რძიანი მოსწონს ძაან, არასდროს მიიმცემია ფორმულა და ისიც არ ვიცი სხვა რამესთან შერევა თუ შეიძლება. საკუთარი რძის წველა არ მინდა, ფორმულა მირჩევნია თუ რათქმაუნდა შეიძლება.

Posted by: ninoeqimi 23 Oct 2012, 22:50
eleven
თუ ძუძუს აჭმევთ რად გინდათ ფორმულა? თუ არ მოწონს ნუ დააძალებთ, რამოდენიმე დღე არ მისცეთ საერთოდ, შემდეგ მხოლოდ ხორცი შეთავაზეთ საკუთარ წვენში დაბლენდერებული ( თუ 8 თვისა და მეტისაა ბავშვი), მხოლოდ მარილი გაუკეთეთ და ნახევრად მყარი კონსისტენციის გააკეთეთ, დაახლოებით ისეთი როგორიც ფაფააა, თუ არ მოეწონება, ნუ განერვიულდებით, რამოდენიმე დღე ისევ არ მიცეთ, შემდეგ ჩაახარშეთ ოხრახუში და ნიორი და ისე დაუბლენდერეთ და თუ არც ასე მოეწონა, ისევ რამოდენიმე დღე არ მისცეთ, მერე მოხარშეთ ხორცი, მხოლოდ მარილი გაუკეთეთ და ძალიან დიდხანს ხარშეთ, რომ ჩაწყალდეს და ისე მიეცით, ხელით გასრესილი ხელიდან. გეთანხმებით ძალიან დიდი ნებისყოფა უნდა ამ ყველაფერს, მაგრამ რას ვიზამთ. ისე ჩემი შვილის შემთხვევაში ყველა მეთOდი მოვსინჯე, მაგრამ 10- 11 თვის იყო ხელიდან რომ დაიწყო მხოლოდ მოხარშული წიწილის ხორცის ჭამა, მერე ბულიონსაც ნელა ნელა შეეჩვია და ახლა ძალიან უყვარს. არ შექმნაძთ ტრაგედია იმისგან, რომ რაღაცას არ ჭამს, თქვენო მოვალეობაა შესვენებებით შეთავაზოთ ყველა შესაძლო ვარიანტით, თუ არ შეჭამს, რამონემე ხანი საერთOდ არ შეთავაზოთ

Posted by: eleven 24 Oct 2012, 12:14
ninoeqimi
ეგრე ვიზამ, მადლობა. კიდევ ერთ რამეს გკითხავთ დაძინებასთან დაავშირებით. დღის საათებში ძილზე წვალობს, ეძინბა და თავს იფხიზლებს, მერე ნერვები ეშლება უძილობისგან და ჭიჭყინებს, ხან მეც არ ვარ იქვე და ჩემები ვერ აძინებენ დვილად, შეიძლება ამან იმოქმედოს ნერვულ სისტმაზე? პლუს ამას ხელში ძილს შეეჩვა. როგორ გადავაჩვიო არ ვიცი.

Posted by: Free Aquarius 25 Oct 2012, 12:35
გამარჯობათ ნინო ექიმო.გუშინ ჩემმა შვილმა ჟანგიან ჟეშტზე გაიჭრა ხელი,წავიყვანე და გაუკეთეს წლინახევრის ასაკში გასაკეთებელი აცრა(28 ში ხდება წლის და 6 თვის). მეტი არაფერია საჭიროო.მაგრამ მაინც ვნერვიულობ,იქნებ კიდევ რაიმე აცრაა საჭირო.დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: blblbl 25 Oct 2012, 12:36
Free Aquarius
მაგ აცრაში შედის ტეტანუსის აცრა ,რაც ჟანგზე გაჭრის დროს კეთდება .

Posted by: keep_walking 25 Oct 2012, 17:35
გამარჯობათ. ბავშვი არის ორ თვეზე ცოტა მეტის. ხელოვნურ კვებაზე. აცრების მერე დაეკარგა მადა, თავისი დოზის მაგივრად 40-50-ს ძლივს ჭამს, ისიც დღეში 2-3ჯერ და იმასაც აღებინებს. ძალიან გახდა, აცრა გაიკეთა 16-ში. ექიმმა გვითხრა საშიში არაფერიაო, მაგრამ მაინც ვნერვიულობთ. რა ვქნათ?

Posted by: tlikina 25 Oct 2012, 22:05
keep_walking
იციან ეგრე ბავშვებმა, ჩემი შვილიც აცრის მერე რაღაც პერიოდი არ ჭამდა, მე-4, მე-5 დღეს მგონი, მერე ისევ ჩვეულ რეჟიმში ბრუნდებოდა

Posted by: keep_walking 25 Oct 2012, 22:32
tlikina
ცოტა ამოვისუნთქე, 9 დღეა ფაქტიურად მშიერია. იმედია ხვალიდან მაინც დაიწყებს ცოტა ჭამას

Posted by: Free Aquarius 25 Oct 2012, 23:24
QUOTE (blblbl @ 25 Oct 2012, 12:36 )
Free Aquarius
მაგ აცრაში შედის ტეტანუსის აცრა ,რაც ჟანგზე გაჭრის დროს კეთდება .

მადლობაsmile.gif

Posted by: A. Durer 26 Oct 2012, 09:51
ენტეროვირუსს აუცილებლად მაღალი სიცხე ახასიათებს ?
მოწამვლას რა სიმპტომები ახასიათებს?

როგორც კი საჭმელს შეჭამს მაშIნვე უკურეაქცია აქვს.წყალზე არა.
უბრალოდ ჩაიზეც კი ცუდად გახდა.

ეს ალბათ უფრო მოწამვლის გამო იქნება ხო?
სიცხე არ შემინიშნავს, თუ აქვს ალბათ ძალიან დაბალი

Posted by: kristen 26 Oct 2012, 12:30
ნინო ექიმო,

იქნებ მითხრათ განსხვავება პრებიოტიკებიან და პრობიოტიკებიან ფორმულებს შორის?? თუ არსებობს ერთი და იგივე ფორმულაში შესაძლებლობა რომ ამ ბიოტიკებით მივცეთ უმჯობესია?? ანუ ასეთს უფრო ადვილად მოინელებს??? აქამდე პრე ჰიპს ვაძლევდი დამატების სახით (არ ყოფნის ძუძუ) და ეხლა ჰიპპი 1 ზე გადავიყვანეთ პედიატრის რჩევით რადგან პრე არ დააკმაყოფილებსო და 1 ნომერი აჭამეთო; და თითქოს შევატყვე რომ მონელება გაუჭირდა იჭინთებოდა და ტიროდა წუხელ;


* * *
ქალბატონო ნინო,

წინა პოსტებში ვნახე თქვენი პასუხი ჩემს მიერ დასმულ შეკითხვაზე; მხოლოდ ის მაინტერესებს შეიძლება თუ არა 1 თვის ბავშვმა პრე ჰიპი კარგად მოინელოს და 1 ნომერი არა?

QUOTE
ამის შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა, ესპაგანის რეკომედაციებით პრობიოტიკიანისაკვები შესაძლოა ბავშვმა მიიღოს მხოლოდ მცირე დროით, იმ შემთხვევაში თუ ავადმყოფობის ან ანტიბიოტიკოთერაპიის შემდეგ რაიმე სახის მონელებითი პრობლემები გაუჩნდა. ევროპაში მაგალითად რძემჟავა ნარევები საერთოდ არ იყიდება და არ იყენებენ, მოსკოვშI მთელი მაფია ტრიალებს და ყველაბავშვი დაბადებიდან რძემჟავა ნანზე ყავთ, პრებიოტიკებს რაც შეეხება გერმანელი მეცნიერები თვლიან, რომ 6 თვემდე არ არის სასურველი ბავშვს ხელოვნურად მივცეთ პრებიოტიკი, ორგანიზმმა ჯობია თავად მოაძლიეროს თავისი ფლორა (ჯანმრთელ ბავშვზეა საუბარი). თუმცა აქაც ისევე როგორც სხვა ბევრ საკითხზე ჩვენს ქვეყანაშI არ არის ერთგვაროვანი მიდგომა, ზოგი ექიმი უნიშნავს პრობიოტიკიან საკვებს, ზოგი თავს იკავებს, ერთიანი სტანდარტი არ არსებობს.
ჩემი პირადი აზრია, რომ უმჯობესია 6 თვემდე პრებიოტიკასაგან თავი შევიკაოთ, მაგ პრონციპით შევარჩიე ჩემი შვილის საკვებიც. რასაც 6 თვემდე ჭამდა არც პრებიოტიკს შეიცავდა და არც პრობიოტიკს, ეს იყო ომეგა3 და ომეგა 6 ცხიმოვანი მჟავებით გამდიდრებული ჰიპოალერგიული ნარევი.
* * *
ზოგადად ორი სიტყვით რომ გითხრათ, ორგანიზმისათვის არაფერი არ არის სასურველი და სასარგებლო, რაც იწვევს მისადმი მიჩვევას და დამოუკიდებლად გამომუშავებას უშლის ხელს, დავიწყოთ სიგარეტით, ალკოგოლით, ნარკოტიკებით და დავასრულოთ ამ შემთხვევაშI პრობიოტიკებით.

Posted by: mindozzz 26 Oct 2012, 14:44
დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის ნინო ექიმო. ბურთულებს რაც შეეხება ჯირკვლებს ეძახიან პედიატრები.

Posted by: ლუნა 26 Oct 2012, 19:42
ნინო ექიმო ჩემს 10 თვის შვილს არ ააქვს არცერთი კბილი, 8.5 თვიდან ვაძლევ კალციქეას და კიდავიტსს (ცუდი მადის გამო), შევატყვე რომ ფრჩხილები აქვს ცოტა აშრევებული და დავიჯერო კიდევ კალცი აკლია?
საერთოდ შეიძლება კალცის ასე ხანგრძლივი დროით მიცემა?

Posted by: nikmaik 26 Oct 2012, 20:25
ლუნა
QUOTE
8.5 თვიდან ვაძლევ კალციქეას

ერთი ბოთლი უნდა გამოცალოს როგორც ვიცი, (ჩემი პატარებს ასე დაუნიშნა)
და 10 თვის ასაკში დაგვიანებული არაა
ვიცი რამოდენიმე პედიატრისგან რომ წლის და 2 თვის ასაკამდე სანეორვიულო არაა უკბილობა

ექიმის კომპეტენციაში ჩარევისთვის ბოდიშს ვიხდი smile.gif

Posted by: ninoeqimi 26 Oct 2012, 23:40
nikmaik
ალციუმის დეფიციტი და ბილების ამოსვლა არ არის ერთმანეთთან ავშირში, ეს არის გენეტიური ფაქტორით განპირობებული,

Posted by: nikmaik 27 Oct 2012, 12:11
ninoeqimi
კალცის ზედმეტი დოზის მიცემა უკუჩვენებას არ იწვევს?

Posted by: xatia333 27 Oct 2012, 16:10
ninoeqimi
გამარჯობა ნინო ექიმო
http://www.radikal.ru
ესეღი გამონაყარი აღმოვუჩინე ახლა ბავშვს და რა ვქნა? რისი ბრალი იქნება? მარტო ამ ადგილლას აქვსninoeqimi

Posted by: maliamii 27 Oct 2012, 18:21
გამარჯობათ,ჩემი 3 წლის გოგოს აქვს ძაან თხელი თმა ,შარშან გადავპარსე კიდეც მაგრამ შედეგი ნოლი,ძაან ნელა გაეზარდა და ისევ თხელი თმა ამოუვიდა,იქნებ მირჩიოთ რა შეიძლება გავაკეთო ეხლავე რომ მივხედო ამ პრობლემას,მადლობა წინასწარ

Posted by: anushkia 27 Oct 2012, 21:30
გამარჯობათ,
5 თვის ბავშვს დაუდგინეს შიდა ქალის წნევა,
ოჯახის წევრები მკურნალობაზე თავს იკავენებ, საშუალება არ გვაქვსო და მაინტერესებს, შეიძლება ამას რამე სეიოზული გართულება მოჰყვეს?
მიპასუხეთ გთხოვთ.
წინასწარ მადლობა

Posted by: ra ici rashi gamogadgeba ? 27 Oct 2012, 21:58
გამარჯობა

2 თვის ბიჭს გავუკეთე სავალდებულო აცრა, ამის მერე თითქმის შეწყვიტა ჭამა,სადღაც მე-2 კვირაა ასე გრძელდება...მყავს შერეულ კვებაზე, ზოგადად ვუკეთებდი 120 გრამს,რომლიდანაც 20 გრამს ძლივს ჭამდა, ან მაქსიმუმ 60-ს, ვაჭმევ ჰიპს ანტირეფლუქსს, ძუძუს წოვის მერე კი ხშირად წამოაქაფებს ხოლმე. რა გავაკეთო? რამე საშიში ხომ არაა? იქნებ ჰიპი მობეზრდა და სხვა საჭმლით შევუცვალო? ადრე მიქეს ნანი და ისიც ანტირეფლუქსი ვუყიდე მაგრამ 50 გრამამდე ძლივს ჭამა და დავანებებინე. ჰიპი 1 რომ დაუნიშნა ექიმმა მას ხშირად აღებინებდა და ამიტომ შევცვალეთ არ-თი, რომელიც 20 ლარი ღირს და საკმაოდ ძვირია. მაინტერესებს სულ ეს დაჭირდება,შეიძლება მერე თუნდაც ჰიპ-2ზე გადაყვანა, თუ რადგან პირველი არ მიიღო აზრი აღარ აქვს?

ასევე მაქვს ცოტა რძე, ყველაფერი ვცადე, კეკელიძეზე იქაური მცხოვრების მიერ დამზადებული საგვარეულო ნაყენი, ველედას ჩაი, ჰიპის ჩაი, აპელაკი მაგრამ არაფერმა მიშველა, უფრო მიმცირდება დღითიდღე. ახლა მითხრეს უალკოჰოლო ლუდი მატებსო და საზიანო ხომ არ იქნება? მისმა დალევამ ხომ არ გამოიწვია ქაფიანი განავალი?

Posted by: xatia333 27 Oct 2012, 23:33
anushkia
მე ვმკურნალობს შიდაქალის წნევაზე და არაფერი საგანგაშო სახსრები არ უნდა მაგას, ძალიან იაფიან წამლებს ვასმევ.

Posted by: blblbl 27 Oct 2012, 23:39
anushkia
QUOTE
5 თვის ბავშვს დაუდგინეს შიდა ქალის წნევა,

ჯერ ის თქვი როგორ დაუდგინეს,ნეიროსკოპია გადაუღეს თავზე?თუ არა მაშინგ ადაუღონ და ამის შემდეგ დადგინდება მხოლოდ ნამდვილად აქვს თუ არა,ეჭვი მაქვს რადგან თანხებზეა საუაბრი არც ნორმალურ ექიმთან ჰყავდათ და არც ეს ექნებათ გადაღებული sad.gif და თუ გადაუღეს და დადსტურებულია,აუცილებლად მსიახედია!

Posted by: ninoeqimi 28 Oct 2012, 00:15
nikmaik
როგორ არ იწვევს, კალციუმის სიჭარბე იწვევს ძლიერრ აგზნებას, გაღიზიანებას, ტკივილს მუცლის ღრუში და სახსრებში, ძილის დარღვევას, შფოთვას, კალციუმის სიჭარბე ასევე იწვევს შარდკენჭოვან დაავადებებს და სხვადასხვა გართულებებს.

xatia333
ბავშვი რა ასაკისააა? კიდევ რა აწუხებს? ტემპერატურა, კუჭნაწლავის პრობლემები, ხველა სურდო, ქავილი?
maliamii
გადაპარსვა არაფერს არ მოგცემთ, ზოგადად თმის ხარისხი გენეტიკურია, თუ ბავშვის ფიზიკური მონაცემები ასაკის შესაბამისია, სრულფასოვნად იკვებება, განვითარება ასაკის შესაბამისია გირჩევთ დაანებოთ თავი.
anushkia
რა ნიშნებით დაუდგინეს? რა გამოკვლევის საფუძველზე და რა ჩივილების გამო მიმართეთ ექიმს?

ra ici rashi gamogadgeba ?
კი მაგრამ თუ ძუძუს აჭმევთ და ხელოვნურს არ ჭამს ყველაზე მწტად საფიქრალია რომ ძუძუ ყოფნის და აღარ უნდა სხვა საჭმელი, თU საშუალებაც არ გაქვთ რას წვალობთ ან თქვენ და ან ბავშვს რატო აწვალებთ, აჭამეთ ძუძუ. თუ ბავშვი წონაშI კარგად მატულობს, ამოქაფება არ არის პრობლემა. რაც შეეხება რძის შემცირებას მისი საუკეთესო მომყვანი ხშIრი წოვებაა და აწოვეთ. თქვენ თუ ბავშვს ხელოვნური აჭამეთ რძე აღარ გამომუშავდება. არ გინდათ არც ლუდდი და არც არაფერი, მხოლოდ ხშირად აწოვეთ

Posted by: ra ici rashi gamogadgeba ? 28 Oct 2012, 09:25
ninoeqimi
გამოწველით ხან 30 ხან 60 გ გამოდის, როგორც ვიცი ეს დასანაყრებლად ცოტაა.

და კიდევ ერთი კითხვა, თვალების უპეები ტომსიკებივით დაბერილია და საშიში ხომ არაა? მითხრეს თირკმელების ბრალიაო

Posted by: ninoeqimi 28 Oct 2012, 12:00
ra ici rashi gamogadgeba ?
თქვენ შეიძLება 60 გრას იწველით, მაგრამ ბავშვი 120 წოვს და ამაშI გასაკვირი არაფერი არ არის, ერთი კვირა მიეცით მხოლოდ ძუძუ და დააკვირდით, თუ არ იჭირვეულა,არ იტირა, შარდვის სიხშირე არ შემცირდა, მაშინ ჩათვალეთ, რომ ყოფნის საკვები დადაანებეთ თავი ველოსიპედის გამოგონებას. რაც უფრო ხშIრად გამოიწველით, მით უფრო შეგიმცირდებათ რძე, ჯერ კიდევ გაქვთ შანსი რომ ძუძუზე დაბრუნდეთ.
თვალის უპეებს რაც შეეხება 2 თვის ბავშვში ამის მიზეზი შესაძLოა საცრემლე არხის არასრული გახსნა იყოს, ამიტომ პედიატრიმა უნდა ნახოს

Posted by: anushkia 28 Oct 2012, 13:12
არა სერიოზულად არ შეუმოწმებიათ უბნის ექიმთან ჰყავდათ.
გუშინ შევატყვე ბავშვს, რომ ერთი თვალი გვერდძე გაურბის თითქოს და ძალიან შემეშინდა.
ამიტომაც მინდოდა დაზუსტება : (

Posted by: xatia333 28 Oct 2012, 13:57
ninoeqimi
სხვა არაფერი აწუხებს არც ხველა არც სურდო ქავილით არ ვიცი ჭირვეულობს ორი დღეა და ვიფიქრე იქნაბ მაგის ბრალიამეთქი მაგრამ არ ვიცი დანამდვილებით. სამი თვისაა ზუსტად

Posted by: ra ici rashi gamogadgeba ? 28 Oct 2012, 14:15
ninoeqimi

ანუ არის შანსი გაიზარდოს მოცულობა? მკერდი არ მიმაგრდება სხვებივით, უბრალოდ ხანდახან თვითონ იწყებს წვეთვას და მგონია რომ მომემატა, გამოწველით რომ ვამოწმებდი არაფერი განსხვავება იყო. ხელოვნურზე იმიტომ გადავიყვანე მთელი დღე ძუძუზე ეკიდა, თუ დაიძინებდა 5-10 წთ-ში იღვიძებდა, სულ ტიროდა. ყველამ მითხრა არ ყოფნის და მშიერიაო. თქვენ თვლით შევეშვა ცოტა ხნით ადაპტირებულ ნარევს?
და კიდევ შარდვის სიხშირის შემოწმებას პამპერსში როგორ შევამოწმო?

Posted by: ninoeqimi 28 Oct 2012, 15:32
anushkia
ეგ არ არის ნიშანი ქალაშIდა წნევის, ამიტომ მკურნალობას ჯობია წესიერ ექიმს აჩვენოთ.
xatia333
ალერგიულ გამონაყარს გავს, მაგრამ ასე დისტანციურად არ შეიძლება რამის თქმა, ამიტომ აჩვენეთ პედიატრს, დილამდე შეგიძლია ორკბილას ნაყენში ჩასვა. სხვა არაფერი არ წაუსვათ ექიმთან მიყვანამდე და კარგად დაფიქრდით რას შეიძლება გამოეწვია, უფრო კონტაქტურს, მაგალითად პამპერსი ხომ არ შეცვალეთ.
ra ici rashi gamogadgeba ?
თუ ბავშვი მხოლოდ 2თვისაა ჯერ კიდევ არის შანსი, ძუძუზე უნდა ეკიდოს თავიდან ზუსტად ისე, როგორც თქვენ ამბობთ, რძIს რაოდენობა თანდათან მატულობს და წოვაა ერთადერთი სიგნალი, რომ რძე ბავშვს კიდევ ჭირდება პამპერსს რომ ხდით არის თუ არა სავსე, ამის შემოწმება ადვილად შეიძლება და კიდევ ერთი, მანამ სანამმხოლოდ ძუძუს აჭმევდით წონაში მოიმატაააააააა?

Posted by: ra ici rashi gamogadgeba ? 28 Oct 2012, 15:45
ninoeqimi
სამშობიაროში 150 გ დაიკლო, სახლში მოყვანიდან 2 კვირაში გადავწყვიტე დამატება მიმეცა ახლობლების რჩევით, მითხრეს ჭამის მერე 4 სთ მაინც უნდა იძინოსო, ამას კი თითქმის მთელი დღე ეღვიძა და გამუდმებით ტიროდა და ძუძუს ითხოვდა ღამითაც კი. თან სამშობიაროში ექთანმა მითხრა როცა აჭმევ ძუძუს შენ არ შეიძლება ამ დროს ჭამო და დალიო, შეიძლება ბავშვს გადაცდეს რამე ყელშიო, პირდაპირ მკერდში მიდის ამ დროს ყველაფერიო. ამის გამო ფაქტიურად ვმშიმშილობდი, მით უფრო დამხმარე არავინ მყავდა სახლში რომ ცოტა ხნით დაეკავათ და მეჭამა. ხელოვნურზე გადაყვანამდე ნამატი არ ვიცი, 1 თვის ბოლოს 900 მოიმატა, მეორე თვის ბოლოს 800.

Posted by: blblbl 28 Oct 2012, 15:49
ra ici rashi gamogadgeba ?
ახლობლის რჩევით და ექიმის გარეშე არ უნდა მიიღო გადაწყვეტილება,ბავშვის დამატების მიცემა თუ არ მიცემა მხოლოდ მისი პირადი პედიატრის გადასწყვეტია.დაბადების მერე გამოწერისას რომ იკლებენ ბავშვები ეს ცნობილი ფაქტია და მიკვირს რომს ამშობიაროში მაინც არავინ გაგაფრთხილა ამაზე თუ ახლობლებში არავინ იცოდა.პედიატრი არ გყავთ?

Posted by: ninoeqimi 28 Oct 2012, 15:55
ra ici rashi gamogadgeba ?
ვინ გითხრა რომ არ უნდა ჭამო, რა სისულელეა, ქათმის ბარკალი რომ შეჭამო პირდაპირ ძუძუში გაიქცევა და ბავშვს დაახრჩობს? ეს სამშობოაროში სამედიცინო პერსონალმა გითხრაააა? :0 ის კი არა ძუძუს წოვების დროს შივდება და წყურდება დედას ყველაზე მეტად და თუ შეგიძლია რომ თან აწოვო და თან ჭამო ვინ გიშლის, ნამატი კი იმას ნიშნავს, რომ არ ჭირდებოდა ხელოვნური, არც ახლა ჭირდება ალბათ, რამოდენიმე დღე გაიჭირვე და როცა მოგთხოვს მიეცი ძუძუ, მერე რძეც მოიმატებს და ბევრის გამოწოვასაც მოახერხებს, ერთი კვირის ბავშვი ერთ ჭამაზე 10 გრამს წოვს და როგორ ეძინება 4 საათი. საშუალოდ ერთი თვე ჭირდება ბავშვს რომრეჟიმი ჩამოიყალიბოს, ოღონც უნდა მისცე საკვები მაშინ, როცა უნდა. სამშობოაროშI კლება კი ფიზიოლოგიური და ეს ყველა ბავშვს აღენიშნება

Posted by: ra ici rashi gamogadgeba ? 28 Oct 2012, 19:14
ninoeqimi
blblbl

კი როგორ არა, ჩვენი უბნის პედიატრს ვკითხე და მან დამინიშნა ეს საკვები თავიდანვე. მარტო ახლობლების აზრს არ ვეყრდნობი ხოლმე ასეთ შემთხვევაში. სამშობიაროში კი გოგოები ამბობდნენ საჭმლის შეზღუდვაზე ძუძუთი კვებისას, გამიკვირდა და ექთანს რომ ვკითხე დამიდასტურა, არაფრით შეიძლებაო, დალევა მითუმეტეს შეიძლება ყელში გადაცდესო... რავიცი ერთ-ერთი ძალიან ცნობილი კლინიკაა... და საერთოდ რჩევებიც არ მოუციათ ახალშობილის მოვლასთან დაკავშირებით, რომ ვკითხულობდი შენს პატრონებს ეცოდინებათ და ისინი გეტყვიან ყველაფერსო - ამიხსნეს


Posted by: picundela 28 Oct 2012, 19:21
გამარჯობათ მყავს 6 თვის პატარა რამოდენიმეჯერ შევამჩნიე რამ გაგვიძებისას კანკალებს 5-10 წამის განმავლობაში ხან მარტო ხელებს ხან თავსაც აკანკალებს და რისი ბრალი შეიძლება იყოს?წონით 4.200 დაიბადა და გამიგია დიდ ბავშვებს ც.ნ.ს. არასტაბილური აქვთო.

Posted by: tatuuu 28 Oct 2012, 19:53
ra ici rashi gamogadgeba ?
როგორ უნდა გადაცდეს ბავშვს შენ თუ შეჭამ ძუძუს წოვების დროს? გადავირიე.... რას არ გაიგებ

Posted by: xatia333 28 Oct 2012, 20:23
QUOTE
როგორ უნდა გადაცდეს ბავშვს შენ თუ შეჭამ ძუძუს წოვების დროს? გადავირიე.... რას არ გაიგე

ცრურზმენასავითაა ეგ მე როგორც ვიცი, მეც მეუბნებოდნენ არ ჭამო არავითარ შემთხვევაში წოვების დროსო.

Posted by: ninoeqimi 28 Oct 2012, 22:19
picundela24
უნდა გადაიღოთ ტელეფონის ვიდეოზე, ისე ძნელია რაიმეს თქმა

Posted by: Diamond Girl 29 Oct 2012, 15:00
ninoeqimi

ნინო ექიმო თქვენი რჩევა მჭირდება და გთხოვთ არ დაიზაროთ,6 თვემდე 2 კვირა გვიკლია, უკვე დავიწყთ წიწიბურას რძიანი ფაფები, ძუძუ არ ყოფნის ერთი 10 დღეა უკვე,დღეში რამდნეჯერ უნდა ვაჭამო ფაფა? მე 2-ჯერ ფაფას ვაძლევ, დანარჩენი კვება ჰუმანა პლატინა 1 და ღამე ძუძუ, ჰუმანა რითი ჩავანაცვლო?ძვირია ძალიან და თან უკვე დიდი ბიჭია ხო ? თუ შეგიძლიათ კვების რეჟიმი როგორი უნდა იყოს რომ დამიწეროთ, ანუ რა რის მერე შემიძლია მივცე?მითხრეს ბოსტნეულიც შეგიძლია მისცეო. 4 საათიან კვების რეჟიმზე ვცდილობ გადავიყვანო, ხან გამომდის,ხან არა . თქვენ კომპეტენტური ხართ ამ საკითხში და ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ.

Posted by: infuzoria 29 Oct 2012, 16:33
ninoeqimi
4 წლის ბავშვს 20 კბილი აქვს ჯერ
ნორმალურია?
თან ადრეც მოგწერეთ,თმაც თხელი აქვს და ნელა ეზრდება

Posted by: Janiss 29 Oct 2012, 16:41
ჯანისის თხოვნით ვპოსტავს, კითხვა მაქვს. თვითონ საავადმყოფოში წევს მესამე დღეა. შუაღამე შეტევა ქონდა, მუცელი ასტკივდა საშინლად და სასწრაფოში წავიყვანეთ. აღმოჩნდა რომ პანკრეატიტი ჰქონია. ახლა წვეთოვნები უყენია, უკეთესადაა ცოტა მაგრამ მაინც აქვს ტკივილები და ჯერ არ წერენ სახლში. რაც შეეხება კითხვას, ბავშვი ძუძუზე ყავდა, მაგრამ ახლა წამლები რომ უყენია ის რძე არ შეიძლება და ბავშვი ხელოვნურ კვებაზე გვყავს, და რძე რომ არ გაუქრეს ძუძუში რა უნდა ქნას? იწველის აპარატით მაგრამ იქნებ გვირჩიოთ როგორ ჯობია გამოიწველოს რომ არ გაქრეს რძე, დღეში ერთხელ და ბოლომდე თუ ცოტ ცოტა და ხშირ ხში

საავადმყოფოში რამდენიმე დღე დატოვებენ და არ გვინდა რძე დაუშრეს, იქნებ გვირჩიოთ რამე. მადლობთ.

Posted by: blblbl 29 Oct 2012, 18:02
Janiss
ვაი,მალე გამოჯანმრთელდით.ხშირ ხშირად იწველოს ,წოვას მოყავს რძე და რაც ხშირად გამოიცველის იქნებ ჩაუდგეს მეტი და მეტი.ბავში ჭამს ხელოვნურს?მახსოვს არ ეკარებოდა .

Posted by: Janiss 29 Oct 2012, 18:15
blblbl
QUOTE
ვაი,მალე გამოჯანმრთელდით.ხშირ ხშირად იწველოს ,წოვას მოყავს რძე და რაც ხშირად გამოიცველის იქნებ ჩაუდგეს მეტი და მეტი.ბავში ჭამს ხელოვნურს?მახსოვს არ ეკარებოდა .


მადლობა. კი, ჭამს ხელოვნურს, პირველ დღეს უჭირდა მარა დააუღამა უკვე და კარგად ჭამს.
* * *
და კიდევ ერთი კითხვა: პირველში ბავშვი 2 თვის ხდება და აცრები უწევს. და აცრებს რომ ერთი კვირა გადაცდეს არ შეილება? სანამ დედამისი არ გამოვა საავადმყოდოდან ვერ ოვახერხებთ ბავშვის აცრებზე მიყვანას... გთხოვთ მიპასუხოთ.

Posted by: ninoeqimi 29 Oct 2012, 22:31
Diamond Girl
6 თვიდან უკვე შეიძლება ბოსტნეულიც ჭამოს, ერთი კვება მიეცით ჰუმანა პლატინი, ერთI კვება ფაფა, სასურველია ფაფა და რძე ერთი ფირმის იყოს, იგივე რძეს იყენებენ ფაფის მოსამზადებლად რაც ადაპტირებული ნარევია, ასევე სხვა კომპონენტებიც. ფაფები ჯერ უნდა დაიწყოთ ისინი, რასაც აწერია 4თვიდან და შემდეგ თანდათანობით გადახვიდეთ ფაფებზე, რომელსაც აწერია 6 თვიდან. ბოსტნეულიც სულ თავისუფლად შეგიძლიათ მისცეთ, ოღOნც დაიწყეთ ერთი ბოსტნეულით, მაგალითად კარტოფილით, მე პირადად პლატინ 1 ით გავუკეთე პირველად პიურე (კარგად მოვხარშე კარტოფილი, ნახარში გადავაქციე, გავხეხე წმინდა საცერზე, გავათხელე პლატინ ერთით და ზეითუნის ზეთი ჩავაწვეთე), შემდეგ დავამატე სტაფილო, მერე სხვადასხვა კომბინაციები შეგიძლიათ გააკეთოთ, ჭარხალი, კომბოსტო, ბროკოლი, მწვანილი, გემოვნებით და ფანტაზიით შეგიძLიათ დაუმატოთ, ზოგჯერ ბრინჯით შეგიძლიათ მოამზადოთ სუპი, 8 თვემდე მხოლოდ წყალზე, ზეითუნის ზეთით, 8 თვიდან ხორცით და 10 თვიდან საბავშვო ვერმიშელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. ყველა ახალი კომპონენტი სათითაოდ დაამატეთ და იმ დღეს სხვა არაფერიაღარ მისცეთ ისეთირაც არ მიუღია. 6 თვიდან პლატინის ერთი კვება შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ჰუმანა ღამის რძით, ძალიან კარგი ფორმულააა, ჩემი წლინახევრის შვილი დღემდე ჭამს ძილის წინ და ძალიან უყვარს. თხელი ფაფის ვარიანტია, ნოყიერი საკვებია და ღამის ძილიც უფრო მშვიდია, თან პლატინთან შედარებით უფრო იაფია, ასევე 6,5 -7 თვიდან მიეცით ხაჭო ხილთან ერთად დაბლენდერებული. 6 თვიდან მე ჰუმანას იოგურტს ვაჭმევ და ამასაც დღემდე დიდისიამოვნებით მიირთმევს წახემსების სახით, ორცხობილას ვუფხვნი შიგნით და ძალიანგემრიელი გამოდის, რაცმთავარია არ შეიცავს ცოცხალ ბაქტერიებს, თერმულადაა დამუშავებული. ხოდა ამასობაშI თქვენი პლატინ 1 გამოვიდა დღეში ერთი კვება, ანუ ერთი კოლოფი გეყოფათ ერთი კვირა და ეს აღარ არის ხელმიუწვდომელი.
მოკლეთ ასეთი რეჟიმი გექნებათ:
I კვება: ფორმულა (ან ძუძუ თუ საკმარისი გაქვთ)
II კვება ფაფა
I წახწმსწბა ხილის პიურე ან ხილის და ხაჭოს დესერტი
III კვება სადილი (ბოსტნეული) 8 თვიდან ხორცით
II წახემსება იოგურტი, ორცხობილა, ან ხილი ან ხაჭოს და ხილის დესერტი
IV კვება ძილის წინ ფორმულა (ან ძუძუ, თუ საკმარისი გაქვთ)
კარგად დაიმახსოვრეთ ბავშვი არ არის მექანიზმი, რომელსაც მომართავ, ზოგჯერ რომელიღაც კვებას გამოტოვებს, ზოგჯერ რაღაცას უფრო მეტს შეჭამს, მთავარიათავიდანვე აღიქვათ პიროვნებად და მისი ხასიათI გაითვალისწინოთ.

ifuzoria
კბილების რაოდენობას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან ნაკლებად აქვს კავშირი, ამით თანამედროვე ფსიქოლოგები ინტელექტის დონეზე უფრო მსჯელობენ, თმის სისქე კი გენეტიკურია.
Janiss
აცრის გადავადებით არაფერი დაშავდება, მტავარია დედა გამოჯანმრთელდეს, რაც შეეხება გამოწველას, ჯობია დღეში რამოდენიმეჯერ გამოიწველოს, თუმცა თანამედროვე მიდგომა იმასაც ამტკიცებს, რომ გამოწველა არ არის პრევენციაო, მაგრამ მემგონი მიანც ჯობია გამოიწველოს, როგორმე რომ შეინარჩუნოს რძე.

Posted by: Janiss 29 Oct 2012, 22:43
ninoeqimi

მადლობთ. მაქსიმუმ რამდენი ხანი შეიძლება აცრის გადავადება?

Posted by: ninoeqimi 29 Oct 2012, 23:45
Janiss
2 კვირა როგორც თქვენ ამბობთ ქვეყანას არ დააქცევს.

Posted by: Barklai 30 Oct 2012, 12:20
ninoeqimi

გამარჯობა, ჩემ შვილს უჭირს კუჭში გასვლა. ვაძლევ ნახევარ კაფსულა ულტრაბიოტიკს ყოველდღე და შველის, თუმცა არ მინდა რომ გამუდმებით წამალზე იყოს. რა არის საშველი? გმადლობთ

Posted by: ninoeqimi 30 Oct 2012, 13:43
Barklai
რა ხნისაა და როგორ იკვებება?

Posted by: Diamond Girl 30 Oct 2012, 13:55
ninoeqimi
ნინო ექიმო მადლობა გამოხმაურებისთვის, ერთ კითხვასაც დაგისვამთ : მე ნახევარი ვმუშაობ,ბავშვი ბებიასთან რჩება, შეიძლება რომ გამზადებული დავტოვო მაგალითან ხაჭო დაბლენდერებული ხილთან ერთად, ან ბოსტნეული ან სხვა რაიმე საჭმელი თუ გაკეთებიდან მალევე უნდა ჭამოს ბავშვმა?ხომ არაფერი დაშავდება?

Posted by: Barklai 30 Oct 2012, 14:05
ninoeqimi

5 თვის გახდა ორი დღის წინ. ჰიპპის ჭამს.

Posted by: salomiko21 30 Oct 2012, 16:46
გამარჯობათ ნინო ექიმო,ისევ მე გწერთ.ადრე მქონდა ეს პრობლემა,ბავშვის უძილობასთან დაკავშირებით... ახლაც იგივე მეორდება,ღამეები აღარ მძინავს ბავშვის გამო.ხშირად იღვიძებს,სულ ჭამს და თამაშობს მერე.მე კი მეორეზე ვარ ფეხმძიმედ და ამდენი უძილობა აღარ შემიძლია უკვე sad.gif ძალიან გთხოვთ რამით დამეხმარეთ sad.gif

Posted by: ninoeqimi 30 Oct 2012, 23:53
Diamond Girl
ხაჭო გაამზადეთ და ხილს ჭამის წინ შეურიოს, სადილიც შეგიძლიათ დაჭრილი დაუტოვით, წყალში ჩაყრილი ბოსტნეული და მოხარშავს ბებო. ზოგადად სასურველია რომბავშვისსაჭმელი უშუალოდ ჭამის წინ მომზადდეს.
Barklai
კუჭში გასვლა უჭირსო რომ ამბობთ რას გულისხმობთ? 5 თვის უკვე დიდია, დახმარების გარეშე როგორ გადის კუჭში და რა სიხშIრით?
salomiko21
თქვენ დღე მუშაობთ? როგორც წესი ასე ბავშვებმა იციან, როცა დედა ენატრებათ

Posted by: DEATHNESS 31 Oct 2012, 00:42
ექიმო კბილის გრუსჰი ზედმეტი ნალექი რისი ბრალია და რიტ შეიზლება ვუმკურნალო?

Posted by: Tiu 31 Oct 2012, 01:21
ninoeqimi
გამარჯობა, ნინო ექიმო,
ჩემს გოგონას 8 თვის ასაკში ამოეჭრა პირველი კბილი - ზედა მარჯვენა (2), როგორც ვიცი, ჯერ ქვედა კბილები ამოსდით. შეიძლება ეს რაიმე დარღვევის მანიშნებელი იყოს? მაგალითად, წინ გამოწეული ქვედა ყბა (რაც გენეტიკაში აქვს)
QUOTE
კბილების რაოდენობას

QUOTE
თანამედროვე ფსიქოლოგები ინტელექტის დონეზე მსჯელობენ

თუ შეიძლება, მიპასუხეთ, ამაში რა იგულისხმება? ანუ მეტი კბილი = მეტი ინტელექტი?
კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს, შეიძლება აქ არ უნდა ვსვამდე:
3 თვის წინ გინეკოლოგმა დამინიშნა კონტრაცეპტივი აბების სახით, რომელიც ლაქტაციის დროსაც შეიძლება (მინი პილი, მიკროლუტი), რადგან არსებობს პროდუქტი, რა თქმა უნდა მომხმარებელიც ეყოლება. ეს აბები სახლში მაქვს, მაგრამ ვერ ვბედავ დაწყებას. თუ გაქვთ ინფორმაცია, რა უარყოფითი გავლენა შეიძლება მოახდინოს ბავშვზე? რამდენად რეკომენდებულია ძუძუთი კვების დროს აბების დალევა თუ ჯობია, თავი შევიკავო მისი მიღებისგან?

Posted by: matmatuna 31 Oct 2012, 02:36
Tiu
QUOTE
ანუ მეტი კბილი = მეტი ინტელექტი?

biggrin.gif
კარგი რაა, დამშვიდდი 2kiss.gif ჩემს შვილს აქვს პრობლემა ინტელექტთან დაკავშირებით, თუმცა კბილები 4 თვიდან ამოსდის, სავსე აქვს პირი...
როცა მის გონებრივ შესაძლებლობებს ამოწმებენ, პირში არავინ უყურებს და კბილებს არავინ უთვლის, მერწმუნე smile.gif

Posted by: natuka_ra 31 Oct 2012, 11:18
Janiss

ჩემთვის არ გიკითხავს, მაგრამ საკუთარი გამოცდილებით გიპასუხებ 34 დღე ვიწველიდი და ისე ვაჭმევდი, არ ვიცი სადაც წევს იმ საავდმყოფოში როგორი პირობებია, ბავშVის მიყვანა რამდენადაა შესაძლებელი, მაგრამ ბავშვის გვერდზე ყოფნას და რაღაც აუხსნელ კავშირს მოყავს რძე...5 დღის იყო რომ შევაწყვეტიეთ წოვა და რძე უკვე კარგად მოსული მქონდა შემდგომი 10 დღე ვიწველიდი, ბავშვს შუშის იქით ვხედავდი, რა ხელში დაკავება, მოფერებითაც ვერ ვეფერებოდი....ეს რძეც ამასობაში სადღაც წავიდა და წავიდა,... მაგრამ ჰოი საოცრებავ, როგორც კი გადავედით პლატაში, ხელში ავიყვანე, გულში ჩავიკარი თვითონ დაიწყო რძემ მოსვლა, არაფერი შეცვლილა, როგორც ვიწველიდი ისე ვაგრძელებდი იგივე აპარატით და იგივე სიხშირით, დაბადებიდან 34 დღეს ერთი კვება ვაწოვე და კვირაში ერთხელ ესე ნელნლეა ვუმატებდი თითო კვებას.

Posted by: infuzoria 31 Oct 2012, 12:14
matmatuna
ჩემი კიდევ პირიქით შეიძლება ითქვას 4 თვიდან "ალაპარაკდა",ეხლაც ძალიან უსწრებს თავის ძმას ,მაგრამ პირველი კბილი 10 თვისას ამოეჭრა და ეეხლაც ,როგორც ავღნიშნე 4 წლისას მარტო 20 ცალი აქვს
აი ბიჭის რა ვთქვა ,სამის ხდება მალე და ჯერ ორ სიტყვიან წინანდადებებს აბავს თავს ძლივს,თავის სახელს არ იძახის ,ვერაფრით ვერ ვასწავლე-არადა სულ ვუჩიჩინნებ-კბილები კი ზუსტად ისე ამოსდის როგორც თავის დას

Posted by: Barklai 31 Oct 2012, 12:59
ninoeqimi
QUOTE
კუჭში გასვლა უჭირსო რომ ამბობთ რას გულისხმობთ? 5 თვის უკვე დიდია, დახმარების გარეშე როგორ გადის კუჭში და რა სიხშIრით?



კუჭის მოქმედება ყოველდღე აქვს. დილიდ 5 საათისთვის ეწყება ჭინთვები და იწყებს ტირილს მეცოდება და გაზგამყვანით ვეხმარები. ეს იმ შემთხვევაში თუ ულტრაბიოტიკი არ აქვს დალეული. თუ დალეული აქვს ხანდახან დღეში ორჯერ გადის დახმარების გარეშე. არ მინდა ულტრაბიოტიკი სჭირდებოდეს. თუ სამკურნალოა ვუმკურნალებ, რომ მოუგვარდეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ. მეორე ექიმმა პრობილაკ ბეიბი გამოუწერა, ორი კვირა ვასვი, მაგრამ საბოლოო ჯამში ულტრაბიოტიკი უფრო კარგად მოქმედებს.

Posted by: ninuwki 31 Oct 2012, 14:53
ra ici rashi gamogadgeba ?
ეგრე მკიდია აგერ უკვე 2 თვეა ბავშვი ძუძუზე..ხშირად ჭამს და ფაქტიურად სულ ჩემთან არის.მეც შემომიჩნდნენ ალბათ არ ყოფნის რძეო მაგრამ კიდევ კარგი სხვის აზრებს არ ვიჯერებ და არ მივეცი ხელოვნური
.2 და 700 დაიბადა და სამშობიაროდან გამოვიყვანე 2 და 550 ეხლა 2 თვის ასაკში 6კილოა....არ ყოფნის შენი აზრით? smile.gif

აჭამე ძუძუ,არ დაიზარო 2kiss.gif

Posted by: Free Aquarius 31 Oct 2012, 18:44
გამარჯობათ ნინო ექიმო.ჩემს შვილის აქვს დაბალი ჰემოგლობინი,62. როცა სვავს წამალს აუწევს 65 მდე,შემდეგ ისევ დაბლა ჩამოდის.რა შეიძლება იყოს მიზეზი და რა გამოკვლევები სჭირდება?განავლის ანალიზიც გავაკეთეთ და წვრილი ჭიები ჰყავს.

Posted by: Tiu 31 Oct 2012, 19:29
matmatuna
QUOTE
კარგი რაა, დამშვიდდი

2kiss.gif 2kiss.gif
სიმართლე გითხრა, ცნობისმოყვარეობის გამო უფრო ვიკითხე,
QUOTE
კბილების რაოდენობას

QUOTE
თანამედროვე ფსიქოლოგები ინტელექტის დონეზე მსჯელობენ

ფაქტმა დამაინტერესა და გუგლშიც ვეძებე, იქ უფრო თანკბილვაზე იყო გამახვილებული ყურადღება, მაგრამ რეალური ფაქტები საპირისპიროს მეუბნება: ბევრი ვიცი ცუდი თანკბილვით და აშკარაად უფრო მაღალი IQ-თი ვიდრე ჩაწიკწიკებულთანკბილვიანები (ეს ჩემი დაკვირვებით).
მე მეორე უფრო მაინტერესებდა biggrin.gif ჯერ ზედა კბილი რომ ამოუვიდა ქვედაზე ადრე. მე მაქვს პროგენია და არ მინდა, ის დისკომფორტი ამანაც განიცადოს, რაც მთელი ცხოვრება მაქვს.

Posted by: Galo 31 Oct 2012, 22:44
გოგოებო,რა უნდა დავლიო რძის გასაშრობად? თვენახევარია აღარ ვაჭმევ,მარა ცოტა გამონადენი მაინც მაქვს.

Posted by: salomiko21 1 Nov 2012, 16:30
ninoeqimi
დიახ,დღის განმავლობაში ვმუშაობ და სახლში საღამოს მივდივარ ხოლმე... აი წუხელ მაგალითად,როცა დავაძინე და თავის საწოლში ჩავაწვინე,ეგრევე ტირილი დაიწყო.მერე ისევ დავაძინე და ისევ ტირილი დაიწყო... ხელში მიწევს დაძინება,ესე მიაჩვიეს... ბოლოს უკვე ხელში რომ ჩაეძინა მთელი ღამე ესე მყავდა მიხუტებული და არ გაუღვიძია sad.gif

Posted by: blblbl 1 Nov 2012, 16:32
Galo
გოგოების რჩევით არაფერი არ უდნა გააკეთო,შენს ექიმთან უნდა გიხვიდე და მან გირჩიოს როგორ გაიშრო.რძის გასაშრობი პრეპარატები ჰორმონალური და ძალიან ძლიერია,რომლის დალევაც ვინმეს რჩევით არ შეიძლება.

Posted by: Katerina :-) 1 Nov 2012, 17:21
ninoeqimi

გამარჯობა :-) ჩემი შვილი დაბადებიდან ხელოვნურ კვებაზეა და პედიატრმა თავიდან პროფილაკტიკის მიზნით დაუნიშნა დ ვიტამინი, თან მითხრა 900 გრამს რომ გადააჭარბებს საკვები აღარ მისცე ვიტამინიო, აღარც ვაძლევდი და ეხლა ამ ბოლოს შევამჩნიე რომ ფეხი უოფლიანდება ხოლმე და ეს დ ვიტამინის ნაკლებობას ხომ არ ნიშნავს? ისევ ხომ არ დავალევინო დღეში თითო წვეთი?


Posted by: Galo 1 Nov 2012, 17:27
QUOTE

blblbl

მადლობთ!

Posted by: natata25 1 Nov 2012, 17:30
გამარჯობა
ჩემ გოგონას 7 წლისაა პერიოდულად ცხვირიდან მოსდის სისხლი, ამ დღეებში მიყოლებით თითქმის ყოველდღე,ძალიან შემეშინდა ხომ ვერ მეტყვით რა ანალიზებია საჭირო და მიზეზი როგორ გავარკვიოთ ?

Posted by: angelgirl 1 Nov 2012, 18:46
ნინო ექიმო გამარჯობათ.

მაინტერესებს ჩვილს რამდენი გრადუსი უნდა ქონდე ს სხეულის ტემპერატურა,ჩემი გოგონა არის 7 თვეში,ქონდა სიცხე სამი დღე,დავალევინეთ პანადოლი ორი დღის განმავლობაში,შემდეგ ექიმმა საჭიროთ მიიჩნია აუგმენიტის დანიშვნა, 3 დღით,მაგრამ სულ ორჯერ დავალევინე,მომეჩვენა რომ ამ პრეპარატის მერე დაემართა ოფლიანობა და გაგრილება.(ტემპერატურა ქონდა ყელიდან) ბრონქები და ა.შ სუფთა.
ეხლა აღAრ აქვს სიცხეები თუმცა ბავშვი მეჩვენება გრილი,გავუზმოე ტემპერატურა და 36 მდე აკლია 1 ხაზი.
იქნებ მითხრათ როგორ შეიძლება დავურეგულირო ტემპერატურა.
ოფლიანობს და ღამით რა ნაწილიც უჩანს ,ხელი ლოყები შუბლი აქვს საკმაოდ გრილი.
+არის გაღიზიანებული.

ამას აემატა ისიც რომ გემოგლობინი აქვს დაბალი 80.
პედიატრმა აგვინიშნა წამალი ასაწევად.


გთხოვთ მიპასუხოთ.

Posted by: alisa26 2 Nov 2012, 00:02
ნინო ექიმო გამარჯობა, დღეს ბავშვს ნორმოკიდი დავალევინე შუადღეს, ახლა შეიძლება ინფაკოლი დავალევინო?

Posted by: SOULFUL 2 Nov 2012, 18:05
Free Aquarius
QUOTE
.ჩემს შვილის აქვს დაბალი ჰემოგლობინი,62. როცა სვავს წამალს აუწევს 65 მდე,შემდეგ ისევ დაბლა ჩამოდის.რა შეიძლება იყოს მიზეზი და რა გამოკვლევები სჭირდება?განავლის ანალიზიც გავაკეთეთ და წვრილი ჭიები ჰყავს.


ასაკით რამხელაა?? ჭიებზე აუცულელბად უნდა ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა და შრატისმიერი რკინა უნდა განისაზღვროს სისხლში.
Katerina :-)
QUOTE
ჩემი შვილი დაბადებიდან ხელოვნურ კვებაზეა და პედიატრმა თავიდან პროფილაკტიკის მიზნით დაუნიშნა დ ვიტამინი, თან მითხრა 900 გრამს რომ გადააჭარბებს საკვები აღარ მისცე ვიტამინიო, აღარც ვაძლევდი და ეხლა ამ ბოლოს შევამჩნიე რომ ფეხი უოფლიანდება ხოლმე და ეს დ ვიტამინის ნაკლებობას ხომ არ ნიშნავს? ისევ ხომ არ დავალევინო დღეში თითო წვეთი?

ოფლიანობა ნამდვილად რაქიტის პირველი ნიშანია, თუმცა არამარტო... ასაკით რამხელაა?? ოფლიანობისგან თავის ხშირი მოძრაობით ბალიშზე ეწყებათ კეფაზე თმის გაცვენა, ამასაც დააკვირდით და რა სახის საკვებს იღებს კიდევ, ხშირად სეირნობს თუ არა მზეზე

natata25
QUOTE
ჩემ გოგონას 7 წლისაა პერიოდულად ცხვირიდან მოსდის სისხლი, ამ დღეებში მიყოლებით თითქმის ყოველდღე,ძალიან შემეშინდა ხომ ვერ მეტყვით რა ანალიზებია საჭირო და მიზეზი როგორ გავარკვიოთ ?

საკმაოდ ხშირია ბავშვთა ასაკში, კისელბახის წნულის ადვილი დაზიანების გამო. აუცილებლად უნდა მიმართო ექიმს თუ სისხლდენას თან ახლავს ტკივილი გულმკერდის არეში, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი. პრევენციისთვის სასურველია ოთახში ჰაერის ტენიანობის შენარჩუნება ან ცხვირის ფიზიოლოგიური ხნარით დატენიანება

http://pediatry.ge/index.php?page=130&lang=geo
http://forum.ge/?f=43&showtopic=33722874&st=45


angelgirl
QUOTE
ეხლა აღAრ აქვს სიცხეები თუმცა ბავშვი მეჩვენება გრილი,გავუზმოე ტემპერატურა და 36 მდე აკლია 1 ხაზი.
იქნებ მითხრათ როგორ შეიძლება დავურეგულირო ტემპერატურა.
ოფლიანობს და ღამით რა ნაწილიც უჩანს ,ხელი ლოყები შუბლი აქვს საკმაოდ გრილი.
+არის გაღიზიანებული.


ჰიპოთერმიად ითვლება თუ ბაზალური ტემპერატურა არის 35ºC -ზე ნაკლები, ~მსუბუქი ჰიპოთერმის დროს უნდა დატვირთოთ ბავშვი თბილი სითხეებით, აუცილებლად უნდა შეუნარჩუნოთ კანის სიმშრალე ( ხშირად უცვალოთ ოფლიანობის შემთხვევაში) , გაათბოთ ოთახის ჰაერი და შეგიძლიათ გამოიყენოთ სათბური

alisa26
QUOTE
დღეს ბავშვს ნორმოკიდი დავალევინე შუადღეს, ახლა შეიძლება ინფაკოლი დავალევინო?

შესაძლებელია, სხვადასხვა შემადგემლობისაა

Posted by: Katerina :-) 2 Nov 2012, 18:18
QUOTE (SOULFUL @ 2 Nov 2012, 18:05 )

ოფლიანობა ნამდვილად რაქიტის პირველი ნიშანია, თუმცა არამარტო... ასაკით რამხელაა?? ოფლიანობისგან თავის ხშირი მოძრაობით ბალიშზე ეწყებათ კეფაზე თმის გაცვენა, ამასაც დააკვირდით და რა სახის საკვებს იღებს კიდევ, ხშირად სეირნობს თუ არა მზეზე


მადლობა გამოხმაურებისათვის!!! :-) 4 თვისაა ჯერ მხოლოდ და ფორმულის გარდა არაფერს ვაჭმევ. ხანდახან უოფლიანდება ფეხები მხოლოდ, სხვაგან არ შემიმჩნევია. თმაც ზოგადა ამ ასაკში ხომ ისედაც ცვივათ... სეირნობით კი ვასეირნებ ხოლმე, მაგრამ მზეზე ისე რა, ნაკლებად. ჰიპი 1-ს ჭამს და ეს ეს ისედაც შეიცავს დ ვიტამინს, მაინტერესებდა კიდევ თუ არის საჭირო დ-ვიტამინის დამატება.

Posted by: tatuuu 2 Nov 2012, 19:11
QUOTE
ოფლიანობა ნამდვილად რაქიტის პირველი ნიშანია, თუმცა არამარტო... ასაკით რამხელაა?? ოფლიანობისგან თავის ხშირი მოძრაობით ბალიშზე ეწყებათ კეფაზე თმის გაცვენა, ამასაც დააკვირდით და რა სახის საკვებს იღებს კიდევ, ხშირად სეირნობს თუ არა მზეზე

ცოტა შემეშინდა... ეს ბოლო პერიოდი თავს ხშირად აქნევს და სულ ცვივა თმები... ღამე ძილის დროს იცის, განსაკუთრებით თუ გაზები აწუხებს და ვერ ისვენებს მაშინ ძალიან ხშირად აქნევს თავს აქეთ იქით... ფეხები და ხელებბი ოფლიანი აქვს ხოლმე, არადა ყოველ დღე ვაძლევ ვიგანტოლის თითო წვეთს...

ნინო ექიმო, გთხოვთ მირჩიეთ როგორ მოვიქცე

Posted by: 088 2 Nov 2012, 19:51
მოგესალმებით, 8 წლის ბავშვი არის გაციებული (შეიძლება ვირუსი აქვს) ყელის სტკივა ძირიტადად და ხმა შეეცვალა, სურდოც აქვს და რას გვირჩევთ რა დავალევინოთ? ეხლა ექიმთან რომ მივიყვანო ისე არაა და თუ შესაზლებელია ასე იქნებ გამოვიდეს. მადლობა წინასწარ

Posted by: ninoeqimi 2 Nov 2012, 23:06
Free Aquarius
პედიატრთან ვიხიტი გჭირდებათ. ერთ ერთი მიზეზი ჭიებით ინვაზიაა, ასევე კუჭის პათოლოგია და ნაწლავის პათOლოგიაც შეიძლებაამის მიზეზი იყოს, და კიდევ ჰემოგლობინის მოწესრიგებიდან 3-4 კვირა მკურნალობა უნდა გააგრძელოთ.

Tiu
მუდმივი კბილების ამოსვლის ვადა და მოცემულ ასაკში მუდმივი კბილების რაოდენობა ერთ ერთი ჰიპოთეზის მიხედვით ითვლება ინტელექტის განმზასღვრელად. თბილისში იყო ვალდოლფის სკოლა, ახლა არ ვიცი კიდევ არსებობს თუ არა, იქ ბავშვის მიღების კრიტერიუმი იყო 6 წლის ასაკში 2 მიდმივი კბილი.
salomiko21
უნდა ბავშვს დედა და ასე ივსებს დეფიციტს, მე თუ დილიდან საღამომდე სახლში არ ვარ, ჩემი შვილი მთელი ღამე ჩემთანაა ჩახუტებული, ძნელია, მაგრამ რას ვიზამთ, დედის დეფიციტი უნდა აინაზღაუროს პატარამ. smile.gif
Galo
პირად გინეკოლოგს კითხეთ, გარკვეული სქეიმით ინიშნება რძIს დასაშრობი მედიკამენტი, შესაძლოა ანალიზიცგაგაკეთებინოთექიმმა.

Katerina :-)

რა ხნისაა ახლა და როგორ იკვებება?
natata25
ოტორინო ლარინგოლოგს აჩვენეთ, ზოგჯერ კაპილარი სკდება ხოლმე და ის იწვევს სისხლდენას,ადრე წვავდნენ იმკაპილარს, ახლა ლაზერით აშორებენ, შესაძლოა სულაც ასაკობრივია და თავისით გადაუაროს, ამიტომ ჯობია ექიმმა თვალით ნახოს.

angelgirl
სავარაუდოდ თქვენს შვილს ვირუსული ინფექცია ქონდა, ამიტომ მაინც სისხლის საერთO ანალიზი გააკონტროლეთ, გაღიზიანებულიც იქნება ცოტახანი და გადაუვლის ყველაფერი ერთად, ცოტამეტი სითხით დატვირთეთ, მიეცით გივირილის ჩაი, ხილის წვენები, ხაჭო, ხილი.

* * *
tatuuu
ნუ გეშIნიათ, უბრალოდ მიეცით D ვიტამინის საპროფილაქტიკო დოზა ერთI წვეთი დღეღამეში, თმა ყველა ბავშვს ცვივა, არა იმიტომ რომ რაქიტი აქვს არამედ იმიტომ რომ იცვლის, ხელებს და ფეხებს აქტიურად უნდაიქნევდეს ჯანმრთელი ბავშვი, აბა როგორ გინდათ smile.gif
ყოველი შემთხვევისათვის კალციუმიგანუსაღვრეთ სისხლში და მშვიდად იქნებით.
088
არასდროს ექიმთან ვიზიტის გარეშებავშვს არ მისცეთ წამალი და არ დაელოდოთ იმას, რომ ისე ძალიან ავად გახდეს რომ ექიმთან წასაყვანი იყოს, დაიმახსოვრეთ რაც უფრო ადრე მიმართავთ ექიმს, მით უფრო მარტივი მოსავლელლი იქნება პრობლემა და ნაკლები წამალი დაგჭირდებათ

Posted by: Katerina :-) 2 Nov 2012, 23:22
[b]ninoeqimi[/b

4 თვის და ერთი კვირისაა ეხლა და ჭამს ჰიპი 1-ს, დღეში დაახლოებით 1000 გრ გამოსდის. საკმაოდ მოპუტკუნებულია და ჯერჯერობით არანაირი დამატება არ მიგვიცია ფაფების სახით, თუმცა ამ ბოლოს ისეთი ენთუზიაზმით აღარ ჭამს და ვფიქრობ ხომ არ მობეზრდა-თქო მარტო ფორმულა, თქვენ რას მირჩევთ მივცე უკვე დამატება? საპროფილაქტიკოდ დ ვიტამინი მივცე, როგორ აჯობებს?

დიდი მადლობა ყურადღებისათვის :-)

Posted by: Tata-tatu 2 Nov 2012, 23:30
ninoeqimi
ნინო ექიმო კალცი გავისინჯე და მაქვს 2,02 ძალიან დაბალია, ჩემსას D ვტამინმა არ უშველა და შელკალს ვასმევ 2,5 2ჯერ დღეში, თან ოფლიანობა აქვს და ვინერვიულო? შელკალი ახლა დავიწყეთ რამოდენიმე დღეა.... კიდევ რა მაინტერესებს იცით ბოლო დღეებია შევამჩნიე დაბალის წი უმეტესად ტუჩის გარშემო მოლურჯო ფერი დაკრავ და მაგ დროს თუ ენაც გამოყო მეჩვენება თუ ისიც ლურჯი ფერია არ ვიც sad.gif მიპასუხეთთ რა ძაან გთხოვთ რა შეიძლება იყოს

Posted by: ninoeqimi 2 Nov 2012, 23:49
Katerina :-)
თუ წონის დეფიციტი არა აქვს არ უნდა დამატება, არც საკვების შეცვლა არ ცადოთ, ჯობია 6 თვემდე ჭამოს ფორმულა. ზოგადად ითვლება, რომ თუ ბავშვი არის ექსკლუზიურ ხელოვნურ კვებაზე, ანუ ჭამსმხოლოდ ფორმულას არ ჭირდება დამატებით D ვიტამინი, მითუმეტეს თუ მზეზე საკმარისად სეირნობს. 1000 მლ მზა ჰიპის რძე შეიცავს 480 ერთეულ Dვიტამინს. საქართველოში რეკომენდირებული დოზაა 500 ერთეული ანუ ერთი წვეთია. სხვადასხვა მდგომარეობების დროს 2 წვეთამდეც ზრდიან დღიურ დოზას,ამას კი ბავშვის პირადი პედიატრი წყვეტს.
* * *
Tata-tatu
თუ ბავშვს კალციუმის დეფიციტ აქვს, მხოლოდ D ვიტამინი არ არის საკმარისი და ნამდვილად უნდა კალციუმის,მაგნიუმის და ფოსფორის შევსება Dვიტამინთან ერთად. რაც შეეხება სილურჯეს, ბავშვთა კარდიოლოგს აჩვენეთ

Posted by: იასამანი 3 Nov 2012, 09:02
ninoeqimi
ნინო ექიმო ძალიან გთხოვთ აცრებთან დაკავშირებით გამარკვიოთ.
ჩემი გოგონა ავცერი 6.5 თვის ასაკში. Infanrix hexa-თი (ფასიანი), რომელიც არის 6 კომპონენტიანი. ერთ თვეში გვიწევს შემდეგი აცრა და რამდენ კომპონენტიანით უნდა ავცრა??
B ჰეპატიტზე რამდენჯერ იცრება და რა ინტერვალით?? სამშობიაროში გაუკეთდა პირველი. მეორე 6.5 თვის ასაკში.

Posted by: Tata-tatu 3 Nov 2012, 10:14
ninoeqimi
დიდი მადლობა smile.gif

Posted by: tatuuu 3 Nov 2012, 12:35
ninoeqimi
დიდი მადლობა ,,,,,,,,,,,,,,,,,,

Posted by: ciko_88 3 Nov 2012, 15:28
გამარჯობათ მაინტერესებს 4 თვის ბიჩი მყავს და ტირილის ან ნერვიულობისას ხელებს აკანკალებს ეს ნორმალურია?მადლობა

Posted by: lika_goga 3 Nov 2012, 15:33
ორსულობის დროს გაციების გამო ბავშვს ფილტვებში ჩაუდგა სითხე და საშიშI ხომ არაფერია?? დაუნიშნეს მკურნალობა, 2კვირის მერე ისევ ეხოზე ინახოსო
მაგრამ მაინც მეშინიააა რატომღაც sad.gif

Posted by: ninoeqimi 3 Nov 2012, 15:47
იასამანი
ადრე იყო ასეთი სქემა, ბავშვი იცრებოდა სამშობიაროში B ჰეპატიტზე და შემდეგ 2,3 და 8 თვის ასაკში, მაშIნ B ჰეპატიტის ვაქცინა იყო ცალკე. ახლა სამშობიაროში იცრებიან და შემდეგ ინფარიქს ჰექსა კეთდება 2,3 და 4 თვის ასაკში. თქვენ თუ დააგვიანეთ პირველი აცრა და დაიწყეთ 6 თვის ასაკში, ახლა აცრით 3 ჯერ, ერთ თვიანი ინტერვალით.
[b]ciko_88

თUმხოლოდ ტირილის და ნერვიულობის დროს აკეთებს ასე, მაშინ ნორმალურია,
lika_goga
ასე ძნელია რაიმეს თქმა, რა ხნისაა ბავშვი და როგორ აღმოაჩინეთ რომ ეს პრობლემა ქონდა

Posted by: ciko_88 3 Nov 2012, 15:53
კი მაგ დროს შვრება მარტო, დამამშვიდეთ დიდი მადლობა

Posted by: tatuuu 3 Nov 2012, 16:05
ninoeqimi
2 თვის და ორი კვირისაა ჩემი პატარა, როცა კუჭში უნდა გასვლა ან გაზებზე და წვალობს, თავზე მიაქვს ხელი და თმებს იპუტავს smile.gif იგლიჯავს თავის კანს, ეს მაშინ როცა რაღაც აწუხებს და ნერვიულობს. საშიშია რამე თუ ნორმალურია?

Posted by: lika_goga 3 Nov 2012, 16:08
28კვირაზე დაიბარა ექიმმა ეხოზე, და მაგ დროს გამოჩნდა იყო გაციებული და შეიძლება მაგის გამო ყოფილიყოო?
ეხოზეც ძლიერთან იყო მისული,
მანამდე შესანიშნავი ორსულობა ქონდა ფიზიოლოგიური ორსული ხარო ექიმმა გიჯდებოდა ამ ხნის მანძილზე კარგად მიდიოდ აყველაფერი ამ ხნის ორსულს მარტო 1რიმესტრში რაც იყო დასალევი წამლები ეგენი აქვს მარტო მიღებული ფოლის მჟავა smile.gif
ისეც ზრდაც აქვს 28ლვრაზე ბავშვი იყო 1.150გრ. 1კვირაში მუცელი 5სმ-ით აქვს გაზრდილი
და თუ რამე პათოლოგია იქნება ბავშვი ზრდას განაგრძობს??

Posted by: ninuwki 3 Nov 2012, 17:07
tatuuu
QUOTE
იგლიჯავს თავის კანს, ეს მაშინ როცა რაღაც აწუხებს და ნერვიულობს. საშიშია რამე თუ ნორმალურია?

ეგ მეც მაინტერესებს..მასე შვება ზუსტად....
თავისივე ლოყას იჩქმიტავს როცა გაბრაზებულია..

Posted by: xatia333 3 Nov 2012, 18:02
ninuwki
tatuuu
უკაცრავად რომ აქ გამოვთქვამ ჩემს არაკომპეტენტურ აზრს მაგრამ მაინც გეტყვით. ჩემსას ხო შიდაქალა ქნევა აქვს მომატებული და ესეც მასე შვებოდა . ტირილის დროს თAვში ირტყამდა ხელებს სახეს ისერესდა. არ ვიცი შეიზლება უბრალო დამთხვევაა. ახლა აღარ აკეთებს ამსე რაც წამლებს ვასმევ

Posted by: ninoeqimi 3 Nov 2012, 22:46
tatuuu
ninuwki
დამშვიდდით, ასე ემოციას გამოხატავს,საშიში მაშინაა, როცა სპონტანურად, ანუ ემოციური გაღიზიანების გარეშე კანკალებს და ა.შ, რაც შეეხება წამალს, თU დამამშვიდებელს აძლევთ რა თქმა უნდა აღარ გაბრაზდება smile.gif

Posted by: Barklai 3 Nov 2012, 23:39
ninoeqimi

მეც მიპასუხეთ, რა!

გამოგრჩით sad.gif

QUOTE
ninoeqimi
QUOTE
კუჭში გასვლა უჭირსო რომ ამბობთ რას გულისხმობთ? 5 თვის უკვე დიდია, დახმარების გარეშე როგორ გადის კუჭში და რა სიხშIრით?



კუჭის მოქმედება ყოველდღე აქვს. დილიდ 5 საათისთვის ეწყება ჭინთვები და იწყებს ტირილს მეცოდება და გაზგამყვანით ვეხმარები. ეს იმ შემთხვევაში თუ ულტრაბიოტიკი არ აქვს დალეული. თუ დალეული აქვს ხანდახან დღეში ორჯერ გადის დახმარების გარეშე. არ მინდა ულტრაბიოტიკი სჭირდებოდეს. თუ სამკურნალოა ვუმკურნალებ, რომ მოუგვარდეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ. მეორე ექიმმა პრობილაკ ბეიბი გამოუწერა, ორი კვირა ვასვი, მაგრამ საბოლოო ჯამში ულტრაბიოტიკი უფრო კარგად მოქმედებს.

Posted by: Cecy Elliott 4 Nov 2012, 10:23
ninoeqimi
მემგონი ჩემს 2ის და 4ი თვის გოგოს აქვს энкопрез (ინტერნეტშI ქექვისას აღმოავჩინე) ანუ პრობლემა ისაა რომ, ორი თVის წინ, როდესაც ქოთავს ვაჩვევდით, დაემთხვა კუჭში შეკრულობა, ზედიზედ ორჯერ, რამაც გამოიწვია ტკივილი, მას მერეე დაიწყო შეკავება, შიშI გაუჩნდა და ცდილობს არ გავიდეს კუჭში, აღარავინ ვეუბნებით ქოთანზე აღარაფერს, ოღონდ სადმე ქნას, მაგრამ ყველანაირად იკავებს... ფიშის აკეთებს ჩვეულებრივ... ადრე პამპერსში მაინც აკეთებდა, ძილში რომ ვაცმევდით ხოლმე, ახლა პამპერსშიც აღარ შვება ბოლო ერთი თვეა უკვე...
აღარ ვიცი რა მოვუხერხო.... ერთი პერიოდი კუჭის მონელების მოსაწესრიგებელ წამალს ვასმევდი, მაშIნაც ჭირვეულობდა, მაგრამ ვერ იკავებდა ხოლმე... ახლა ისევ აგრძელებს... ჭამით ყველანაირ ბოსტნეულს და ხილს ჭამს, უპრეტენზიოა.... არც კუჭშია შეკრული, უბრალოდ იკავებს და მერე ბუნებრივია რომ მაგრდება და უჭირს მეორე,მესამე დღეს კუჭში გასვლა... mo.gif
ოყნას ვუკეთებ ხოლმე მესამე დღეს, მაგრამ ოყნაზეც ისტერიკები ემართება და ძალიან ნერვიულობს, არც ეს მინდა რომ ვანერვიულო.... სხვა რა ვცადო აღარ ვიცი... დავიტანჯეთ უკვე, ნუ ყველაზე ძალიან თVითონ დაიტანჯა.... mo.gif

Posted by: BE INSPIRED 4 Nov 2012, 11:51
გამარჯობათ, მოვყვები ჩემს სიტუაციას იქნებ ვინმეს გქონდეთ მსგავსი გამოცდილება : მყავს 1.5 თვის ბიჭი 3 თვის უკან ქონდა ენტეროვირუსი გადახმაც დაჭირდა მას მერე მყავდა დიეტაზე სვამდა ენტეროლს, ენტეროფურილს, სმექტა, ლინექსი,ლიპოფერ ფორტე, ულტრაბიოტიკი....) მაგრამ შედეგი არაფერი მაინც 3–4 ჯერ აქვს კუჭს მოქმედება და არაერთფეროვანი მასა, ამოვიღეთ რძის პროდუქტები მაინც იგივე, ანალიზები გავაკეტე არაფერი , ნუ მხოლოდ ვირუსის ფონია და დალაგდებაო აღდგენა უნდა ფლორასო., მარა 3 თვე გავიდა იგივე sad.gif(( ეხლა ხორბალს რასაც შეიცავს ის ამოვიღეთ 4 დღეა , აღარ ვიცი რას დავაბრალო, მუცელიც ჭამის შემდეგ ებერება.

Posted by: Janiss 4 Nov 2012, 22:18
საზღვარგარეთ ვცხოვრობ და მთლად კარგად ვერ ვარკვევ ხოლმე აქ ექიმებს ჩემ პრობლემაში.ისედაც ყველაფერზე გაიძახიან ნორმალურიაო.ამიტომ თქვენი პასუხი ძალიან მნიშვნელოვანია ახლა ჩემთვის.ჩემს პრობლემაზე მოკლედ დავწერ,თუ მიპასუხებთ ძალიან მადლობელი დაგრჩებით ნინოექიმო.
ბავშვი არის ძალიან გაღიზიანებული ამ ბოლო დროს.ბუნებრივზე იყო და ახლა ხელოვნურზეა დროებით - ერთი კვირაა უკვე.მე-3-ე დღეა საავადმყოფოდან გამომწერეს და რაც სახლში მოვედი მას შემდეგ სულ ტირის,ვერ ისვენებს.არ ჭამს ბოთლიდან,ვწვალობთ რომ მშიერი არ დარჩეს.
შესაძლოა ძუძუზე თავის განებების გამოა ასე?
ასეთი რამეები შევამჩნიე კიდევ:
თავს იქნევს აქეთ-იქით,სახეს იკაწრავს და ისრესს ხოლმე ხშირად.სახეს ადრეც სულ იკაწრავდა,მაგრამ ხანდახან - დაჟე დაიბადა დაკაწრული სახით და გრძლი ფრჩხილებით.ამ ბოლო დროს კი სულ სახესთან იტრიალებს ხელებს,ხანდახან იკორტნის კიდეც ფრჩხილებით.თავის ტრიალიც ამ ბოლო დღებში შევამჩნიე.ხელში რომ ვარწევ დასაძინელად,მიძინებულზე იქნევს ხოლმე უმეტესად აქეთ იქით თავს.მკვეთრად უკანაც არა,უფრო მარჯვნივ და მარცხნივ.

ninoeqimi
ამ სიმპტომების საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ შეიძლება შიდა ქალის წნევა ქონდეს მომატებული?
და კიდევ ერთი კითხვა;
ვიღებ ანტიბიოტიკ ciprofloxacino normon -ს.მყავდა ბუნებრივ კვებაზე და ამ ანტიბიოტიკის გამო უკვე ერთი კვირა გახდა რაც ხელოვნურზე გადავიყვანე.კიდევ დამჭირდება ერთი კვირა ამ მედიკამენტის მიღება.როცა კურსს მოვრჩები რამდენდღიანი შუალედი იქნება საჭირო ბავშვი ისევ ძუზუზე რომ დავაბრუნო?

მადლობა წინასწარ. ))))

Posted by: Katerina :-) 4 Nov 2012, 22:53
ninoeqimi

ნინო ექიმო, ჩემი ბაია ამ ბოლო დროს ძილის წინ როგორც წესი ასე ერთ-საათიან " ჭირვეულობის კონცერტს" აწყობს, აქეთ-იქით აქნევს თავს, წუხს, იჭინთებასავით, წაუტირებს ხოლმე, წუწუნებს და ბოლოს რომ მგონია არასდროს დაიძინებსთქო, მაშინ ჩაეძინება, რისი ბრალია ნეტა, რაიმე პრობლემაზე ხომ არ მიუთითებს ეს? ისე სხვა დროს ძირითადად მშვეიერ ხასიათზეა, ცოტა ჭამისას დაიწყო ჭირვეულობა ასევე (არადა ძალიან კარგად ჭამდა ყოველთვის თავის ფორმულას და დღემდე მხოლოდ ფორმულაზეა). გარდატეხის ასაკი დაეწყო ნუთუ? biggrin.gif (4 თვისაა) ... ნუ ვიტყვი იმასაც, რომ ღრძილები უკვე ექავება და იტენის ხოლმე მუჭებს პირში ან ჩვენ გვკბენს ლოყებზე :-) ღრძილების ტკივილს ახასიათებს ასეთი აგზნებულობა?

დიდი, დიდი მადლობა წინასწარ, ძალიან მეხამერება ხოლმე თქენი რჩევები :-)

Posted by: ninuwki 5 Nov 2012, 09:04
xatia333
არ აქვს შიდა ქალის წნევა.გადავუღეთ ნეიროსონოგრაფია smile.gif
ninoeqimi

კიდევ ერთი კითხვა მაქვს..ჯერ 3თვისაც არ არის მაგრამ ეს 3 დღეა პირში იდებს ხელებს და წოვს.ვფიქრობდი შია თქო მაგრამ არ შია ხოლმე მგონი.უბრალოდ სოსკასავით იდებს მასეთ დროს ძუძუს.სოსკას ვაძლევ და არ უნდა...
ვიფიქრე ღრძილები ხომ არ ექავება?? კი ვიცი რომ ადრეა მაგრამ სხვა რისი ბრალი შეძლება იყოს??

Posted by: tatuuu 5 Nov 2012, 17:31
ninoeqimi
გასაგებია მადლობა. კიდევ ერთი კითხვა მაქვს
2 თვიდან ხელებს იტენის პირში, ჭამის შემდეგაც. ეხლ 2 თვის და 2 კვირისაა და ძალიან იდორბლება და სულ ხელები აქვს პირში, ეს დღეებია ახალი რამ ისწავლა თან, ამის დაძინება გახდა უღებელი, გადავიწვენ თუ არა ხელზე ისტერიულად ტირის, განწირული. წამოვაყენებ და ჩუმდება. ყური არ ტკივ. გაზები კი აწუხებს ხანდახან, მაგრამ არამგონია ეს რამე კავშირში იყოს, როცა დასაძინებლად ემზადება და ხელში გადავიწვენ მაშინ იწყებს ისტერიულ ტირილს. რისი ბრალი შეიძლება იყოს? მხოლოდ ძუძუზეა

ერთი რამ მაინტერესებს კიდევ, თუ არ შეწუხდებით
სიყვითლე ქონდა ოდნავ რმდენიმე კვირუს წინ, ბილირუბინის ანალიზი ნორმალური იყო, ოდნავ ქონდა მაღალი, ჰემატოლოგთანაც მყავდა და არაფერი არააო... ეხლა მგონი გადაუარა, შეიძლება სუუულ ოდნავ ქონდეს და აცრა რამე კავშირში ხომ აარაა? ხვალ უნდა ავცრა და ვნერვიულობ

Posted by: Janiss 5 Nov 2012, 17:35
ninuwki
QUOTE
ჯერ 3თვისაც არ არის მაგრამ ეს 3 დღეა პირში იდებს ხელებს

tatuuu
QUOTE
2 თვიდან ხელებს იტენის პირში, ჭამის შემდეგაც.

გეუბნებით,ერთნაირები არიან ჩვენი შვილები biggrin.gif
რასაც წერთ ხოლმე ზუსტად ერთმანეთის მსგავსი რამეები ახასიათებთ.ალბატ გავლითი ეტაპებია ახალშობილებისთვის.


გოგოებო თქვენ აცერით თქვენი ბარტყები უკვე?ჩვენ ახლახანს გავხდით 2 თვის და დრეს ვნიშნავ აცრის დღეს.

Posted by: tatuuu 5 Nov 2012, 18:04
Janiss
მართლა გვანან ერთმანეთს biggrin.gif ჯერ არა, სავარაუდოდ ხვალ ავცრი, 2 კვირით გადაუცდა, გაციებული იყო და თან სიყვითლე ქონდა ცოტა შემორჩენილი და თავი შევიკავე

Posted by: ინი44 5 Nov 2012, 19:33
გამარჯობა, ჩემი შვილი 1 წლისაა უკვე 2 თვეა მთელი ღამე ინტენსიურად მტხოვს წყალს. ცოტას მოსვამს დაწყნარდება, ასე ხდება ზოგჯერ 1 საათსჰი ერთხელ. საერტოდ მთელი ღამე ალბათ 200 მლ სვამს, მაგრამ ასე ხშირად მოთხოვნა ნორმალურია? დღისით ჭამის დროს სვამს ძალიან ხშირად

Posted by: ninoeqimi 5 Nov 2012, 22:59
Barklai
ჩემი აზრით თუ არ დაალევინებთ წამალს, ისედაც მოიწესრიგებს რამოდენიმე დღეში, მაქსიმუმ რაც შეიძლება მისცეთ არის დუფალაკი, რომელიც ნაწლავის სანათურში მოქმედებს მხოლოდ და ფლორაში ჩარევა ნამდვილად არ არის გამართლებული .
sesi-eliot
ბავშვთა ქირურგს აჩვენეთ, შესაძლოა სწორი ნაწლავის რაიმე პრობლემა აქვს და ამ დროს ქოთანზე დეფრკაცია მტკივნეულია, ამიტომაც დაშინდა, ენკოპრეზი ქვია შეულავებლობას, ამასენკოპრეზს ნაკლებად დავარქმევდი.
BE INSPIRED
რა გამოკვლევები ჩაუტარეთ?
Janiss
არ გეწყინოთ. მაგრამ მეც უნდა გითხრათ რომ ნორმალურიაsmile.gif აბა წარმოიდგინეთ თქვენი თავი მის ადგილზე, დედა სახლში არ იყო რამოდენიმე დღე, ერთდროულად მოაკლდა დედის სითბო და ძუძუ, ამიტომ ახლა თუ თქვენი მდგომარეობა იძლევა საშუალებას ბავშვი მაქსიმალურად ახლოს გყავდეთ, დააძშIნეთ თქვენსგვერდით, ეცადეთ როგორმე შეუვსოთ დეფიციტი, რაც შეეხება ძუძუს 24 საათის შემდეგ ბოლო ტაბლეტიდან შეგიძLიათ მისცეთ,
ქალაშიდა წნევას რაც შეეხება დაივიწყეთ smile.gif
Katerina :-)
უკვე აზრზე მოდის და იმის ბრალია, ამას ემატება კბილების ამოსვლის გამო გაღიზიანება, საჭმელი არ დააძალოთ, იციან ბავშვებმა ასე ჭირვეულობა პერიოდულად, ღამის ძIლის წინ ეცადეთ მყუდრო გარემო შეუქმნათ, მუსიკა, ხმამაღალი ტელევიზორი, ხმაური არ არის გამართლებული
ninuwki
თითIს წოვა არ არის პათოლოგია, ეს არის ჩვევა, ამის ტრაგიკულად აღქმა სულ არ არის საჭირო, მე საერთოდ არ ჩამიდია მატყუარა ჩემი შვილისათვის და ზოგჯერ ახლაც წოვს თითს.
tatuuu
თუ პედიატრმა გადაწვიტა რომ ბავშვისმდგომარეობა იძლევა აცრის საშUალებას რატო ნერვიულობთ?
iini44
მანამდე ღამე ძუძUს წოვდა?


Posted by: Janiss 5 Nov 2012, 23:55
ninoeqimi
არა რა უნდა მეწყინოს,პირიქით თქვენმა პასუხმა გამახარა და დამამშვიდა ძალიან,თქვენ გაიხარეთ. :* შეიძლება ჩემი უნდობლობა საფუძველსმოკლებულია უცხოელი ექიმებისადმი,რატომღაც მაინც მგონია ჩვენი ექიმები უფრო კვალიფიცირებულები და მცოდნეები არიან.
კი,ჩემს გვერდით მიწევს ღამით,თავის საწოლში მხოლოდ 2 ღამე აქვს გათეული.
მოკლედ უღრმესი მადლობა ))))

tatuuu
ჩემსასაც გადაუცდა რამდენიმე დღე... )))

tatuuu
ninuwki
ხელების წოვაზე მეხმარება მაგრად მატყუარა.რომელსაც მხოლოდ ხელოვნურით ჩანაცვლების ემრე ძლივს მიეჩვია.თქვენები თუ ეკარებიან მატყუარას შეიძლება მოეწონოთ მაგ დროს.

Posted by: tatuuu 6 Nov 2012, 00:19
ninoeqimi
პოლიკლინიკის პედიატრს მაინც არ ვენდობი ხოლმე დიდად და მაგიტომ მაინტერესებდა
ძილის წინ რომ გაღიზიანებულია და საშინლად ტირის, ამაზე რას მეტყვით? ჩემი ჯერ პატარაა მგონი აზრზე მოსასვლელად და კბილების ამოსვლა და სხვა რისი ბრალი შეიძლება იყოს?
Janiss
ჩემი ოცნებაა სოსკას მიჩვიოს, ერთხელ ჩაიდო და ისე მშვიდად ჩაეძინა, მეორედ რო ვცადე გული აერია, ეზიზღება... აღარც ვცდილობ უკვე

Posted by: ninuwki 6 Nov 2012, 11:47
tatuuu
Janiss
ხო,მეც დავაკვირდი სულ ერთნაირი ჩივილები გვაქვს ხოლმე biggrin.gif გვანან ჩვენი პაწუები :*

ninoeqimi
მადლობა პასუხისთვის

Posted by: ინი44 6 Nov 2012, 13:43
QUOTE
მანამდე ღამე ძუძUს წოვდა?

არა ძუძუ საერთოდ არ უწოვია. და არც არასდროს ღამით უჭამია.საღამოს 8 დან დილის 10მდე ეძინა და ჭამას არ მთხოვდა. დაბადებიდან ასეა.

Posted by: tatuuu 6 Nov 2012, 15:17
ninoeqimi
ნინო ექიმო იქნებ რამე მირჩიოთ, დღეს მყავდა ნეიროსონოსკოპიაზე და ძალიან ვნერვიულობ
ცვლილებებია სურათში და დასვკნაში წერია ესეთი რამ:

ტვინის ქსოვილი ჰიპოქსიურია პერივენტრიკულურ უბნებში. აღინიშნება პერიინტრავენტრიკულური ჰემორაგიის შემდგომი მდგომარეობა პოსტჰემორაგიული ასიმეტრიული ვენტრიკულოდილატაციით და ცისტით ქოროიდულ წნულში. ლიქვოროდინამიკა შენახულია. სუბარაქნოიდული სივრცე დილატაციის გარეშეა. ჰემისპეროთაშორისი ნაპრალი დილატაციის გარეშეა. გაფართოებულია დიდი ცისტერნა, დოპლეროგრაფიული კვლევით წერებრული ჰემოდინამიკა ნორმის ზედა ზღვარის ფარგლებშია.

ძალიან ვნერვიულობ, ბავშვი არის 2 თვის და 2 კვირის... 4 თვეზე აუციელებლად მიიყვანეთ ნევროპათოლოგთანო, მანამდეც ვფიქრობ ისე შევშინდი. ბავშვს არანაირი ჩივილ არ აქვს, გარდა იმისა რომ ძილი უჭირს და ეღვიძება ხშირად... ისიც ვფიქრობ რო მუცლის ტკივილის გამო... რას მეტყვით თქვენ? სამშობიაროში რომ გადაუღეს ნეიროსონოსკოპია მაშინაც დაუწერეს ჰიპოქსია... ეხლანდელ სურათში გამოჩნდა 3მმ ზომის ცისტა მარჯვენა წნულში.

Posted by: salomiko21 6 Nov 2012, 18:20
გოგოებო ხველებისთვის რაიმე წამალს ვერ მეტყვით? ჩემს პაწუკას აქელეეეებს sad.gif ფლუდიტეკს ვასმევდი,თავიდან უშველა, მაგრამ ახლა თითქოს აღარ შველის....

Posted by: BAXY 6 Nov 2012, 22:12
ჩემი პატარა არის 2 თვის, დღეს შევამჩნიე რომ როცა იცინის ,ან როცა იბგვირება მარცხენა თვალს ჭუტავს...
მაგ თვალზე ქონდა წირპლი, და ექიმთან რომ მყავდა , ტორპექსი დაუნიშნა თვალის წვეთები და ერთ კვირაში გაუარა
რისი ბრალი იკნება ?

Posted by: ninoeqimi 6 Nov 2012, 22:13
tatuuu
დამშვიდდით, 3 მმ ცისტა არაფერს არ ნიშნავს, მითუმეტეს თუ განვითარება ასაკის შესაბამისია, ამიტომ დაივიწყეთ საერთოდ თქვენი ნეიროსონოსკოპიის პასუხი, ერთხელ კი სასურველია რომ ნევროლოგმა შეაფასოს, გინდათ 4 თვეზე, გინდათ 3 თვეზე და როცა გინდათ, თU გასინჯვისას განვითარება იქნება ასაკის შესაბამისი, ჩათვალეთ, რომ არაფერი აღარ შეიცვლება,თუ რა თქმა უნდა ჯვარი წერია და რაიმე ახალი მიზეზი არ იქნა.
* * *
iini44
წონაში როგორ მატულობს? ბევრს შარდავს? კანი როგორ მდგომარეობაში აქვს, ხომ არ გამოუშრა?

Posted by: tatuuu 7 Nov 2012, 12:09
ninoeqimi
დიდი მადლობა, ძალიან დმამშვიდეთ! ნევროლოგს ვაჩვენებ აუცილებლად, მაგრამ ჩემი აზრით განვითარებით ძალიან კარგად მიდის. 1 თვიდან სულ იღიმის, პირველ დღესვე თავი ეჭირა კარგად და აბრუნებდა, ეხლა ხო საერთოდ წელის და თავის დაჭერა აღარც მჭირდება, უცხოს არ უცინის, მხოლოდ მე და ახლობლებს.. რავიცი რსაც კი ვკითხულობ ხოლმე ყველაფერს აკეთებს თავის ასაკის შესაბამისად.
ანუ ეს ცისტა თავისით გაიწოვს? საჭიროა განმეორებითი ნეიროსონოსკოპია მერე?

Posted by: _lale_ 7 Nov 2012, 15:44
ninoeqimi
გამარჯობათ ნინოექიმო smile.gif
იქნებ ამიხსნათ "ადამიანური" ენით რა დიაგნოზი გვაქვს და არის თუ არა რამე ამ დიაგნოზში საგანგაშო?
http://www.radikal.ru
სურათს ვდებ, რადგან მე ტვითონ ვერაფერი ვერ წავიკითხე...
თვენახევრის იყო ალექსანდრე, ნეიროსონოსკოპია რომ გაუკეთდა. დაგვინიშნეს ტრიამპური, ნეურობექსი, სტუგერონი და ვარდკაჭაჭას აბაზანები.
როგორ ფიქრობთ, საჭიროა განმეორებითი ნეიროსონოსკოპია?
ექიმს რომ ვთხოვე აეხსნა რა ხდებოდა, შიდა ქალის წნევა აქვსო, და ამით ლაპარაკი დაამთავრა...
აუცილებლად უნდა გამოვცვალო ნევროპათოლოგი...



Posted by: BAXY 7 Nov 2012, 16:37
ჩემი პატარა არის 2 თვის, დღეს შევამჩნიე რომ როცა იცინის ,ან როცა იბგვირება მარცხენა თვალს ჭუტავს...
მაგ თვალზე ქონდა წირპლი, და ექიმთან რომ მყავდა , ტორპექსი დაუნიშნა თვალის წვეთები და ერთ კვირაში გაუარა
რისი ბრალი იქნება ეს თვალის ჭუტვა?
თვალის ჭუტვა და წირპლი რომ ქონდა შეიძლება იყოს კავშირში? გთხოვთ მიპასუხოთ რა.. რამ შეიძლება გამოიწვიოს ცალი თვალის ,კონკრეტულად მარცხენა თვალის მოჭუტვა?

Posted by: natuka_ra 7 Nov 2012, 16:44
ninoeqimi

ნინო ექიმო თქვენ თუ არ ვცდები ნევროპათოლოგი ბრძანდებით ხომ? სად შეიძლება ბავშვი რომ მოგიყვანოთ გასასინჯად, სიცილისას, ტირილისას ან სახით რაიმე მიმიკის გამოხატვისას ტუჩების ერთ კუთხევს უქცევს ზევით, და მინდა რომ ნახოთ უკვე თითქმის 2 თვეა ასეა.
სამუშაო განრიგიც რომ მომწეროთ და ტელეფონიც.

მადლობა

Posted by: ninoeqimi 7 Nov 2012, 22:33
_lale_
ნორმალური ნეიროსონოსკოპიის პასუხია, ეს არ არის ვენტრიკულომეგალია, 3,4 მმ ნორმაა, მეტსაც გეტყვით ნეიროსონოსკოპიას მე თვითონაც ვაკეთებ და ჩემი დასკვნის შაბლონში 3-5 მმ წინა რქების სიღრმე ნორმად წერია, შეგიძლია დაგუგლოთ კიდეც, 3,4 მმ არის აბსოლუტური ნორმა და არსაჭIროებს მკურნალობას, ამიტომ ერთხელ ნორმალურ ნევროლოგს გაასინჯეთ ბავშვი რომ განვითარება შეაფასოსმ, თუ გასინჯვით ყველაფერი წესრიგში იქნება ჩათვალეთ რომ იმ სისხლჩაქცევამ, რომელიც შესაძLოა ნამდვილად იყო და აუცილებლად გაიწოვებოდა არანაირი მავნე კვალი არდატოვა.
BAXY
ჯერ ინფექციას უნდა უმკურნალოთ და მერე შეფასდეს ბავშვი.

Posted by: Janiss 7 Nov 2012, 23:29
იმდენს წერთ ამ ნეიროსონოსკოპიაზე,ვხედავ ძალიანაც აუცილებელია.
უბრალოდ არ ვიცი ვის მივაკიტხო ამაზე.სავარაუდოდ პედიატრი მირჩევს.

ninoeqimi
თუ იცით საერთაშორისო ტერმინია ნეიროსონოსკოპია? და ამ დარგის სპეციალისტს ნევროლოგი ეწოდება ყველა ენაზე?

Posted by: ninoeqimi 8 Nov 2012, 11:01
Janiss
საერთაშორისო ტერმინია brain ultrasonography ანუ თაფის ტვინის ულტრასონოგრაფიული ან ექოსკოპიური კვლევა, ნეიროსონოკოპია ზოგიერთ ქვეყანაში უკეთდებათ ახალშობილებს თანდაყოლილი სიმსივნეების სკრინინგის დროს, წამყანი კვლევაა ახალშობილთა რეანიმაციაში ახალშობილთა თავის ტვინის სისხლჩაცევენის დიაგნოსტირებია და დინამიკაში მეთვალყურეობისათვის. ნეიროსონოკოპიის ჩატარების უფლება აქვს როგორც ნეონატალოგს სამშობიაროში, ასევე რეანიმატოლოგს რეანიმაციაში, ნევროლოგს ან რადიოლოგს. ეს ჩვენთან არის მარაზმად ქცეული 1 მმ-ით გადიდებულ პარკუჭბს რომ ვენტრიკულომეგალიას უწოდებენ, ან უარესი ნორმას განიხილავენ როგორც ვენტრიკულომეგალიას და არარსებულ ქალაშიდა წნევის მატებას მკურნალობენ, არც იმას აქცევს კარგ ქვეყნებში არავინ ყურადღებას იყო თუ არა იქ რაღაც უმნიშვნელო ჰიპოქსია , თუ ბავშვის განვითარება ასაკის შესაბამისია, მერე რა თუ მუცლადყოფნის რომელიღაც ვადაზე მხირე ჰიპოქსია გადაიტანა, ტვინს იმხელა სარეზერვო უნარი აქვს ამით არაფერი არ დაშავდება

Posted by: tatuuu 8 Nov 2012, 11:53
ninoeqimi
ნინო ექიმო, შეგაწუხებთ კიდევ ერთხელ და მეც დავდებ სურათს, იმიტომ რომ ეხლა რომ შევადარე ნორმის ზევით აქვს რაღაცეები და შემეშინდა

სურათიც მაქვს გადაღებული, თუ საჭიროდ ჩათვლით მაგასაც დავდებ

http://www.radikal.ru

ნევროპათოლოგმა გადაუღო სონოსკოპია და არაფერი უთქვამს, უბრალოდ თქვა რომ ცვლილებებია და აუცილებლად ჭირდება ნევროლოგის კონსულტაციაო... რასაც კი ვეკითხებოდი პასუხს არ მცემდა, უნდოდა ალბათ მაგასთან გამესინჯა

Posted by: _lale_ 8 Nov 2012, 13:39
ninoeqimi
უღრმესი მადლობა!

Posted by: ninoeqimi 8 Nov 2012, 14:29
tatuuu
დამიჯერეთ ეს არაფერს არ ნიშნავს, მილიმეტრებზე გამოკიდება არ შეიძლება, შესაძLოა მეორე წუთშI ისე გამოიყვანო რომ ორი მილიმეტრით მეტი იყოს ან ნაკლები, მთავარია ანამნეზი, ანუ ისეთI ფაქტორების არსებობა, რასაც სავარაუდოდ შეეძLო თავის ტვინის დაზიანების გამოწვევა და ყველაზე მთავარი ბავშვის განვითარება.

Posted by: ikuna888 8 Nov 2012, 15:07
მოგესალმებით,
თერაპევტთან მინდა მისვლა კონსულტაციაზე და მირჩიეთ რაა.
არავინ არ ვიცი ვისთანაც შეიძლებ მისვლა.

Posted by: Janiss 8 Nov 2012, 16:26
QUOTE (ninoeqimi @ 8 Nov 2012, 11:01 )
Janiss
საერთაშორისო ტერმინია brain ultrasonography ანუ თაფის ტვინის ულტრასონოგრაფიული ან ექოსკოპიური კვლევა, ნეიროსონოკოპია ზოგიერთ ქვეყანაში უკეთდებათ ახალშობილებს თანდაყოლილი სიმსივნეების სკრინინგის დროს, წამყანი კვლევაა ახალშობილთა რეანიმაციაში ახალშობილთა თავის ტვინის სისხლჩაცევენის დიაგნოსტირებია და დინამიკაში მეთვალყურეობისათვის. ნეიროსონოკოპიის ჩატარების უფლება აქვს როგორც ნეონატალოგს სამშობიაროში, ასევე რეანიმატოლოგს რეანიმაციაში, ნევროლოგს ან რადიოლოგს. ეს ჩვენთან არის მარაზმად ქცეული 1 მმ-ით გადიდებულ პარკუჭბს რომ ვენტრიკულომეგალიას უწოდებენ, ან უარესი ნორმას განიხილავენ როგორც ვენტრიკულომეგალიას და არარსებულ ქალაშიდა წნევის მატებას მკურნალობენ, არც იმას აქცევს კარგ ქვეყნებში არავინ ყურადღებას იყო თუ არა იქ რაღაც უმნიშვნელო ჰიპოქსია , თუ ბავშვის განვითარება ასაკის შესაბამისია, მერე რა თუ მუცლადყოფნის რომელიღაც ვადაზე მხირე ჰიპოქსია გადაიტანა, ტვინს იმხელა სარეზერვო უნარი აქვს ამით არაფერი არ დაშავდება

უღრმესი მალდობა 2kiss.gif
აუცილებლად ვთხოვ პედიატრს დამაკვალიანოს სად შეიძლება გაკეთდეს.

Posted by: tatuuu 8 Nov 2012, 16:54
ninoeqimi
ძალიან დიდი მადლობა !

Posted by: achi7878 8 Nov 2012, 22:14
გამარჯობათ. ჩემს 10 წლის შვილს აქვს ღამით ოფლიანობა. ანალიზები გავუკეთე და ყველაფერი ნორმაში აქვს,ეოზინოფილები აქვს ცოტა მაღალი. ნორმაა 6 და აქვს 7. ეხოსკოპიამ აჩვენა რომ ნაღვლის ბუშტი აქვს გადიდებული,დაუნიშნეს რაფაქოლინ ცე და დიეტა. ძალიან სველდება ღამე. მირჩიეთ რამე. წინასწარ მადლობა

Posted by: we are 3 9 Nov 2012, 00:14
უკანა ტანში გამიჩნდა ნახეთქები,საშინელებაა.ლაქტაციის დროს რა გამოვიყენო მირჩიეთ რამე სანთელი sad.gif(( ვიცი რომ კვებას უნდა მივხედო .შეკრულობაზე გადამრია კივილი მინდა sad.gif((

Posted by: november777 9 Nov 2012, 00:23
ninoeqimi
გამარჯობა, იქნებ დამეხმაროთ. ჩემი 2,5 წლის ბიჭი 2 კვირაა მივიყვანეთ ბაღში. ამ პერიოდიდან დაიწყო ღამე ტირილით გაღვიძება, საათში ერთხელ მაინც იღვიძებს, ტირის, შევაფხიზლებ ხოლმე, რომ დამინახავს ჩუმდება, მეხუტება და ისევ იძინებს. რა ვუყო აღარ ვიცი. ბაღში არ უნდა ხოლმე წასვლა, დილით ცოტას ტირის, მერე კი იქ უკვე კარგად არის, თამაშობს, მასწავლებლებსაც მიეჩვია.

რამდენად იქნება ეს ყველაფერი ბაღთან დაკავშირებული?იქნებ მიპასუხოთ?

Posted by: Diamond Girl 9 Nov 2012, 10:30
ნინო ექიმო გამარჯობა

მაწონი და ხაჭო დავიწყეთ ჩვენ (6 თვის ვხდებით 4 დღეში), გამიგია რომ ცხიმიანობა რაც ნაკლები აქვს უფრო კარგიაო, რამდენად მართალია ეს და რამდენ %-იანი უნდა ვიყიდო ხაჭო და მაწონი?

და კიდევ სახლში მომზადებული ფაფები და კარტოფილის პიურე არ ჭამა, ვცადე ჯერ მარილით მერე დაუტკბე მაგრამ არა, ერთი ჭამა ჩაუგდე მეთქი მოშივდება და შეჭამსთქო,მაგრამ მაინც არ დააკარა პირი, როგორ უნდა მოვიქცე?

გთხოვთ მიპასუხოთ

დიდი მადლობა წინასწარ.

Posted by: ra ici rashi gamogadgeba ? 9 Nov 2012, 21:19
გამარჯობა
ადრე მოგწერეთ ჩემი ორთვენახევრის ბიჭი აცრის მერე ნაკლებად ჭამდა, თითქმის თვე გავიდა და ახლა მით უფრო მოუკლო ჭამას, ძუძუს ხშირად აგდებს პირიდან, ხოლო ამ ბოლო დროს ბოთლიდან ჭამაზეც უარს ამბობს, არადა წესით ხელოვნურს ხომ უნდა ჭამდეს დღეში 5ჯერ მაინც, ეს წვალებით ჭამს თან 3ჯერ, ხან 60გრამს ხან 80-ს. ისიც კოვზით ძალით ვასხამ ხოლმე პირში და შედარებით გამოდის. რაიმე საშიშია? რა ვქნა?

Posted by: ninoeqimi 9 Nov 2012, 22:09
november777
რა თქმა უნდა ბაღთანაა დაკავშირებული, ისე 4 წლამდე ბავშვი არ არის მზად სოციუმშI ადაპტაციისთვის. უარყოფითი ემოცია უგროვდება დღის განმავლობაში, მერე ღამით ესიზმრება და იღვიძებს ტირილით.
Diamond Girl
მე გირჩევთ ხაჭო გაუკეთოთ მაწვნით, არ არის რთული, მე პირადად ვყიდულობ 3,2% იან მაწონს სოფლის ნობათის და რძესაც ხან 2,5% ხან 3,2 % და მე თვითონ ვაკეთებ, მერე ვაბლენდერებ ხილთან და ისე ვაჭმევ. რაცშეეხება ბოსტნეულს, ჩემი შვილი ცოცხალი თავით არ ჭამდა, ის კიარა უკვე 10 თვის იყო, არც ხორცს იდებდა პირშI, არც ბოსტნეულს, ჭამდა მხოლოდ ჰუმანას და ჰუმანას ფაფას, მერე 10 თვის გახდა და წიწილის ხორცს მიეპარა, ვუხარშავდი სტაფილოს და მწვანილს, ეგ იყო მთელი მენიუ, მერე წლის რომ გახდა და ნატურალური რძე მივეცი ბოსტნეულის პიურეს ვუკეთებდი ნატურალური რძIთ და იმის ჭამა დაიწყო, მთელი რამდენი ხანი სუპს ვიკეთებდი ხბოს ხორცით, რძეს ვასახამდი და ისე მიირთმევდა, აი კარტოფილს რაც შეეხება, მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო ჭამა, რაც შემწვარი გასინჯა, ასე რომ ნუ ინერვიულებთ, მთავარია წონის დეფიციტი არ ქონდეს და დანარჩენს როცა მოუნდება მაშინ შეჭამს, მთავარია არ დაპანიკდეთ და არ შეშინდეთ.
ra ici rashi gamogadgeba ?
პედიატრს აჩვეწნეთ, შეიძლება რძიანა აქვს პირის ღრუში და იმიტომ ვერ ჭამს.

achi7878
კარგი პედიატრი მოძებნეთ, სავარაუდოდ ლამბლიოზი აქვს თქვენს შვილს, ეოზინოფილებიც ამის გამო აქვს მომატებული და ნაღვლის ბუშტიც ამიტომ აქვს გადიდებული

Posted by: niniko09 9 Nov 2012, 22:55
ra ici rashi gamogadgeba ?
ნინო ექიმმა გიპასუხათ ამომწურავად, მაგრამ ერთი კითხვა გამიჩნდა მე? ბავშვი წონაში იმატებს აცრის მერე? იქნებ აწონოთ

Posted by: ra ici rashi gamogadgeba ? 9 Nov 2012, 23:32
niniko09
აცრა ზუსტად 2 თვეზე გავუკეთე, მაშინ 6 კილო იყო, იმის მერე არ ამიწონია. 16ში 3 თვის ხდება და ვნახავ მალე წონის ნამატს ჯამში : ((

ninoeqimi
მადლობთ და რძიანა რამ გამოიწვია? ადრე პედიატრს ვკითხე ენაზე ნადები მოვაცილოთქო და არაა აუცილებელიო. ნუთუ ამის ბრალია?

Posted by: Katerina :-) 10 Nov 2012, 00:04
ninoeqimi

გამარჯობა :-) რაღაც ამ ბოლოს ჩემ შვილს უჭირს დაძინება, კვდება ისე ეძინება, ისრესს თვალებს, მაგრამ ვერ იძინებს ხოლმე და უფრო ღიზიანდება ამაზე, ყოველდღე ასე არ არის, მაგრამ ხშირად. კიდევ, ხმაურზე აქვს მკვეთრი რეაქცია, უკვე 4 თვენახევრისაა და რაიმე ნერვული პრობლემა ხომ არ იქნება? :-(

Posted by: ninoeqimi 10 Nov 2012, 12:28
ra ici rashi gamogadgeba ?
სწორედ ნადებია რძიანა, მას არ ჭირდება შეხება, არსებობენ სპეციალური პრეპარატები, რომელთა ადგილობრივად გამოყენება პრობლემას აგვარებს, თუმცა ზეპირად, ბავშვის პირის ღრუს ნახვის გარეშე ძნელია დიაგნოზის დასმა და მით უფრო დაუშვებელია წამლის დანიშვნა.
Katerina :-)
მიზეზს სწორად მიხვედრილხართ, ბავშვს არ ჭირდება ხმაურიანი გარემო, ეცადეთ დაძინების წინ მოარიდოთ ზედმეტ ხმაურს, აქტიურ თამაშებს, ხმამაღალ მუსიკას, ზუსტად შეურჩIეთ დრო, როცა ძალიან ეძIნება, თU ბავშვს ძIლი გადაუცდა ის აუცილებლად გაჭირვეულდება და გაუჭირდება დაძIნება

Posted by: tatuuu 10 Nov 2012, 13:40
ninoeqimi
ნინო ექიმო, ჩემ ბიჭი ვერ ავცერი 2 თვის, ბილირუბინი ქონდა ოდნავ მომატებული და ალბათ 3 თვეზე მოუწევს აცრა... 2,3,4 თვეზე იცრება ბავშვი ხო? ეხლა 3 თვეზე რომ ავცრი პირველად 3,4,5 თვე მოუწევს ჩემსას? ვნერვიულობ მაინც 1 თვით რომ დაუგვიანდა აცრა...

Posted by: ninoeqimi 10 Nov 2012, 18:25
tatuuu
არაფერი არ არის სანერვიულო, ჩემს შვილს 3 თვე დაუგვიანდა, 5 თვის იყო რომ ავცერი, მაგრამ არაფერი დაშავებია ამით...

Posted by: tamusinka 10 Nov 2012, 20:23
ninoeqimi

ამ ბოლო დროს მაქვს ხოლმე თავბრუსხვევა, ოღონ წონასწორობას ძლივს რომ ვიცავ ისეთი. ადრე მქონდა ორსულობის დროს რამდენიმე დღე. ორსულობას დავაბრალე, თერაპევტსაც ვუთხარი ქალთა კონსულტაციაში, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია. მარჯვენა მხარეს რომ ვწვები ტრიალებს მთელი ოთახი, ან თავს დაბლა რომ ვხრი, აქეთ-იქით გახედვაზეც. წინა შემთხვევებთან შედარებით ამჯერად ცოტა გამიგრძელდა. დღეს მე-5 დღეა. ეს შეიძლება ყურის ბრალი იყოს თუ ნევროპათოლოგს უნდა მივმართო?ინტერნეტში ათასი უბედურება წავიკითხე ვესტიბულარულ აპარატთან დაკავშირებით და ცოტა შევშინდი sad.gif

Posted by: ვასასი 10 Nov 2012, 20:41
უი მეც წავიკითხო ამ ვესტიბულარულ აპარატთან დაკავშირებით და შევშინდე ერთი drug.gif ზუსტად ეგრე ვარ მეც

Posted by: blblbl 10 Nov 2012, 20:41
tamusinka
გემოგლობინი შემოწმებული გაქვს?ანალოგიურ სიმპტომებზე ჩემთან გემოგლობინი არმოცნდა დამნაშავე.

Posted by: Diamond Girl 10 Nov 2012, 20:46
ninoeqimi

დიდი მადლობა ნინო ექიმო და ხაჭო რამდენ %-იანი უნდა მივცე ისე? მაწონთან ერთად ვაჭმევხოლმე 0 % -იანს და სწორად ვიქცევი თუ ვცდები? სანტეს ვჭამთ ჩვენ

Posted by: tamusinka 10 Nov 2012, 22:45
blblbl
QUOTE
გემოგლობინი შემოწმებული გაქვს?ანალოგიურ სიმპტომებზე ჩემთან გემოგლობინი არმოცნდა დამნაშავე.


გემოგლობინი დაბალი მქონდა და ვსვამდი ფერო ფოლგამას. რომ გადავამოწმე ნორმაში იყო. ისევ თუ დაიწია არ ვიცი, შევამოწმებ. მაგრამ მაშინ სხვანაირად ვიყავი, ძლიერი სისუსტე და თავბრუსხვევა. ეხლა სხვანაირად შემაქანებს ხოლმე smile.gif... ერთჯერადად რომ ყოფილიყო ვიფიქრებდი უძილობის და გადაღლის ბრალიაო, მაგრამ გამახსენდა, რომ ადრეც მქონდა რამდენჯერმე. 1.5 წლის განმავლობაში 3-4 ჯერ მექნებოდა.

Posted by: blblbl 10 Nov 2012, 22:50
tamusinka
მე რა მჭირდა იცი,მეგონა დსადღაც მივდიოდი,ტვინი თითქოს მიბრუვდებოდა და მივექანებოდი სიღრმეში biggrin.gif

Posted by: ninoeqimi 10 Nov 2012, 22:59
tamusinka
ვესტიბულური აპაატის სისუსტე საკმაოდ ხშირია, მეც დატანჯული ადამინების რიხვში ვარsmile.gif
უბრალოდ ვერტიგოს გამოვლინებას ჭირდება რაღაც ფაქტორი, რომელიც გამშვები მექანიზმის როლს თამაშობს, ან მგზავრობა, ან ინფექცია, განსაკუთრებით ყურის ანთება, ან ორსულობა. მე ერთხელ კბილი მტკიოდა და ლაზერი გავიკეთე, თუ არ მოვკვდებოდი არ მეგონა ისეთ დღეში ჩავარდი, 2 დღე ბავშვს ვერ ვიყვანდი ხელში, მეშინოდა არ გამვარდნოდა ხელიდანsmile.gif არსებობს ასეთI სპეიალისტი ოტონევროლოგი, თუ სწორად მახსოვს, ქევანიშვილის კლინიკაა ყელ ყურის თოდუაში და იქ ყავთ, სასურველია ერთხელ მაინც მიხვიდეთ კონსულტაციაზე, თუ დაგისვამთ დიაგნოზს რომ გაქვთ ვერტიგო, დრამინა უნდა იყოს თქვენი მეგობარიsmile.gif გამწვავებისას დალევთ და მოგეხსნებათ ერთ საათში,

Posted by: tamusinka 10 Nov 2012, 23:59
ninoeqimi

დიდი მადლობა. ბავშვის აყვანის მეშინია ისე მაქანავებს აქეთ-იქით. ვესტუმრები აუცილებლად ოტონევროლოგს smile.gif

blblbl
QUOTE
მე რა მჭირდა იცი,მეგონა დსადღაც მივდიოდი,ტვინი თითქოს მიბრუვდებოდა და მივექანებოდი სიღრმეში


სიღრმეში არ ვიცი და წრეზე კი ვტრიალებ smile.gif) არა, საშინლად შევწუხდი უკვე.

Posted by: Galo 11 Nov 2012, 00:00
გამარჯობათ!
ჩემი 1,4 წლის გოგოს ხშირად "უშტერდება" თვალი, საშიში ხომ არაა??

Posted by: ninoeqimi 11 Nov 2012, 19:56
Galo
საკმაოდ საყურადღებოა, სასურველია თუ ბავშვთა ნევროლოგს აჩევენებთ თქვენს პატარას

Posted by: mia_2008 11 Nov 2012, 20:31
ნინო ექიმო, ჩემი ბიჭი 5 თვის ხდება 22-ში, აცრები ჯერ არ დაგვიწყია... მაინტერესებს სავადმყოფოში გაკეთებულ ბ ჰეპატიტის აცრას ვადა ხომ არ გადის?
ფასიან აცრებს შორის რომელი ქვეყნის აცრებია უფრო ხარისხიანი, გერმანული თუ ფრანგული?( კურაციოში ქონიათ გერმანული)

Posted by: ninoeqimi 11 Nov 2012, 22:20
mia_2008
არა, ვადა არ გაუვა, მთავარია, რომ დაიწყებთ აცრებს 45 დღეს არ გადაცილდეს აცრებს შორის შუალედი, რაც შეეხება ვაქცინებს, გერმანული და ფრანგული არ ვიცი, ბელგიური ინფარიქსით ავცერი მე პირადად, ინფარიქსს აქვს ერთი უპირატესობა, შეიცავს პოლიომიელიტის ინაქტივირებულ ვაქცინას და ამით გართულებების რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი, ჩასაწვეთებელი პოლიოვაქცინა კი ცოცხალ აქტივობადაქვეითებულ ვირუსებს შეიცავს. ამოტიმ მოიკითხეთ რამდენკომპონენტიანია, შეიცავს თუ არა ჰემოფილუსის საწინააღმდეგო ვაქცინას და პოლიომიელიტის

Posted by: Galo 11 Nov 2012, 22:29
QUOTE
საკმაოდ საყურადღებოა, სასურველია თუ ბავშვთა ნევროლოგს აჩევენებთ თქვენს პატარას

უი... მადლობთ.

Posted by: despina 11 Nov 2012, 22:40
სალამი
უკვე მერამდენე ექიმმა შეიცხადა რომ ჩვეულებრივ რძეს ვასმევ ჩემს შვილს, წლის და 10 თვისაა და უკვე თიტქმის 5 თვე, რაც ძუძუს გადავაჩვიე, ჩვეულებრივ სანტეს რძეს სვამს, სხვა ხელოვნური ფორმულა არცერთი არ გაიკარა.
ძალიან ვაშავებ?
კუჭს არ უშლის დ არაფერს, ძალიან უყვარს.


და მეორე, ერთი თვის წინ გაცივდა,, გაციებამ გაუარა მარა იმის მერე ცხვირით ვერ სუნთქავს, ღამე ხვრინავს, რამე კარგი საშუალება გვირჩიეთ რაა


მადლობა smile.gif

Posted by: Galo 11 Nov 2012, 22:47
QUOTE
საკმაოდ საყურადღებოა, სასურველია თუ ბავშვთა ნევროლოგს აჩევენებთ თქვენს პატარას

ვაი-მე!!! ინტერნეტში ჯობია არ შეძვრე!!! რა საშინელებები წავიკითხე! (((

Posted by: taktakuna 12 Nov 2012, 13:19
ნინო ექიმო, მაინტერესებს კბილების ამოსვლამ იცის თუ არა კუჭის აშლა? ზედა მხრიდან ჩამოსდის უკვე თვეზე მეტია, მაგრამ ეს ბოლო ორი დღეა, ხშირად გადის კუჭში, არც ჭამს არაფერს, მადაზე არაა, რა შეიძლება ამ დროს მივცე წამალი, რომ კუჭის მოქმედება დაურეგულირდეს?დღეს არ არის ამის ექიმი და ვერ მიმყავს.

Posted by: mia_2008 12 Nov 2012, 13:34
დიდი მადლობა ნინო ექიმო... ჩემი შუათანა გოგო 4 წლის გახდა ზაფხულში, პატარას დაბადება მწვავედ განიცადა, რა თქმა უნდა ეჭვიანობს, ხანდახან ერჩის კიდეც...ნევროპათოლოგთან არ მიმიყვანია, პედიატრმა მირჩია ვაგუსტაბილი დაალევინე დღეში 2-ჯერ ნახევარი ტაბლეტიო( მაგნიუმსაც შეიცავს და დამამშვიდებელ ბალახებსაცო) სანამ ამ წამალს შევიძენ, სახლში მაგნე ბ-6 მაქვს, ტაბლეტების სახით, შეიძლება ტუ არა რომ მივცე ბავშვს და რა დოზით?

Posted by: ninoeqimi 12 Nov 2012, 15:10
mia_2008
წამალი მაგას არ უშველის, ბავშვი უნდა ჩართოთ პატარის მოვლაში, ხშირად მის დასანახად პატარა დააწვინოთ და მას მოეფეროთ, ხშIრად განმარტოვდეთ, ერთი სიტყვით უნდა დაარწმუნმოთ, რომ ის უფრო მეტად გიყვართ, ვიდრე პატარა

Posted by: salomiko21 12 Nov 2012, 17:54
ninoeqimi
გამარჯობათ ნინო ექიმო... ერთი რამ შევამჩნიე ჩემს პაწუკას... ამ ბოლო დროს როცა იცინის დავაკვირდი რომ ქვედა ტუჩი ოდნავ მარჯვნივ მიაქვს და ცოტა არ იყოს ვნერვიულობ.... რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს? sad.gif ადრე არ იყო ასე... 9 თვისაა

Posted by: qeta2012 12 Nov 2012, 20:01
გამარჯობათ. 3 კვირის პატარა მყავს და ძილში იცის ხოლმე ჭუჭყუნი, უცბათ წამოიტირებს ხოლმე და მერე ისევ აგრძელებს ძილს და რამე საშიში ხომ არ არის, კიდევ ჭამის შემდეგ ცოტათი უკან ამოაქვს ხოლმე რძე და დღეს თითქმის ყოველი ჭამის შემდეგ კუჭში გადიოდა და ეს ნორმალურია? ჩვეულებრივ ესე არ არი ხოლმე. და ერთი კითხვაც smile.gif ხანდახან ცხვირში ხრუტუნებს ხოლმე, ფიზიოლოგიურ ხსნარს ვუწვეთებ გასასუფთავებლად, მაგ დროს ეშვება და მერე ცოტა ხანში ისევ იწყებს ხრუტუნს. მადლობთ წინასწარ

Posted by: madinka 13 Nov 2012, 14:13
ninoeqimi
გამარჯობათ ნინო ექიმო..სიყვითლესთან დაკავშირებით მაქვს შეკითხვა. ბავშვი გაჩნდა 37 კვირის (სტანდარტული ათვლით,თუმცა რეალურად ზუსტად ვიცი რომ 35 კვირის იყო) არის 1 თვის და 11 დღის და ჯერ კიდევ აქვს შერჩენილი სიყვითლე სახეზე.სკლერაზე ნაკლებად უფრო.მხოლოდ ტვალის კუთხეებში...ვაძლევდი ხოფიტოლს,მერე რიბოქსინს,ეხლა ე ვიტამინის დალევას ვიწყებთ. ბილირუბინი სისხლში 201 ქონდა რამდენიმე დღის წინ..ღვიძლი და ელენთა წესრიგშია,კუჭნაწლავის მოქმედებაც,ბავშვი წონაში და სიგრძეში კარგად იმატებს.არანაირი პრობლემა არ აქვს მოკლედ....რეზუსითაც მთელი ოჯახი უარყოფითები ვართ.სისხლის საერთოც ნორმაშია,მარტო HB მითხრეს 70 დაბალიაო.(მართლა?) ხოდა შეიძლება ეს სიყვითლე პათოლოგიური იყოს ასეთ შემთხვევაში?ან ე ვიტამინმაც თუ არ იმოქმედა შემდეგი რა გველის?და გვჭირდება თუარა ჰემატოლოგის კონსულტაცია?
მადლობა წინასწარ.

Posted by: Lollipop 13 Nov 2012, 19:15
ninoeqimi
გამარჯობა, ჩემი ბიჭი (თითქმის 8 თვის) ხელებს აკანკალებს თითქოს. ძალიან სწრაფად აკეთებს სხვადასხვა მოძრაობებს მარტო ემოციების დროს ოღონდ. ვთქვათ უხარია ან ბრაზობს. და კიდე საერთოდ არ ამბობს არაფერს. მარტო ყვირილი იცის. ამის ასაკისებს ვისაც ვიცნობ ყველა რაღაცას ამბობს.. დადადასაც არ ამბობს ეს.

Posted by: madinka 14 Nov 2012, 00:32
sad.gif ნეტა როდის გვიპასუხებს ნინო ექიმი...ვერ ვითმენ ...smile.gif

Posted by: salomiko21 14 Nov 2012, 12:21
sad.gif მეც ველოდი პასუხს და არ მიპასუხა sad.gif sad.gif

Posted by: blblbl 14 Nov 2012, 14:34
madinka
salomiko21
არ შემოსულა და იმიტომ,მუშაობს და პატარა შვილი ჰყავს მასაც,გასაგებია რომ გეჩქარებთ მაგრამ არ აქვს ალბათ დრო,უპასუხოდ არავინ დაუტოვებია არც თქვენ დაგტოვებთ,უბრალოდ უნდა მოიცალოს რომ შემოვიდეს.დამშვიდდით smile.gif

Posted by: tamusinka 14 Nov 2012, 14:35
ninoeqimi

ვერც კი წარმოიდგენთ როგორი მადლობელი ვარ ოტონევროლოგი რომ მირჩიეთ. ასეთი სპეციალისტის არსებობის შესახებ არც კი ვიცოდი. ვიყავი ვიზიტზე და დამიდგინდა BPPV, რაც ჩემ შემთხვევაში კალციუმის ნაკლებობასთან არის კავშირში. ძალიან დიდი მადლობა!

Posted by: salomiko21 14 Nov 2012, 16:27
blblbl
უუუუ sad.gif კარქი ხო.

Posted by: madinka 14 Nov 2012, 16:50
blblbl
QUOTE
მუშაობს და პატარა შვილი ჰყავს მასაც

ხო,მეც ვიფიქრე ალბათ სამსახურშია თქო...ჩემთვის ვწუწუნებ თორემ პრეტენზია კიარ მაქვს smile.gif

Posted by: salomiko21 14 Nov 2012, 16:58
madinka
მეც ეგრე biggrin.gif ცოტა წავიწუწუნე,რა მოხდა wink.gif

Posted by: maliamii 14 Nov 2012, 22:23
ჩემ 11 თვის პატარას ალერგია აქვს,ვერაფლით ვერ აულაგე,ლოყებზე აქვს გამონაყარი და პერიოდულად უწითლდება და უღიზიანდება ,განსაკუთრებით დილით და საღამოს.რა არ ვცადე და შედეგი ნოლი.როგორ მოვიქცე? ალერგოლოგს უნდა ვანახო ალბად და მირჩიეთ ვინმე კაი?

Posted by: ninoeqimi 14 Nov 2012, 23:01
salomiko21
ზუსტად იცით, რომ ადრე ასე არ იყო? ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვი აუცილებლად უნდა გაისინჯოს, შესაძლოა ეს სულაც არის კუნთის დისპლაზია, რომელიც სრულიად უწყინარი მიზეზია, მაგრამ გასინჯვის გარეშე ძნელია დიაგნოზის დასმა.
qeta2012
ძილში ჭუჭყუნი ნორმალურია, რაც შეეხება ამოღებას არც ესაა პრობლემა, წლამდე ასაკში არ საჭIროებს ჩარევას თუ წონაში კარგად მოდის. რაც შეეხება გახშIრებულ კუჭის მოქმედებას ამ საკითხზე ზეპირად მსჯელობა ცოტა ძნელია, დაკვირვება და ანალიზი ჭირდება მაგ ამბავს. ხრუტუნი შესაძLოა იყოს სტრიდორი, ანროგორც თქვენ ამბობთ ცხვირი აქს გამოსაწმენდი. სტრიდორი ფიზიოლოგიური მოვლენაა, ოღOნც ექიმმა უნდა დასვას დიაგნოზი.
madinka
არანარირი წამალი არ უნდა, ეს არის გახანგრძლივებული სივყითლე, როგორც თქვენ ამბობთ დღენაკლი თU დაბადა, მითUმეტეს გლუკურინირების ჯერ სრულყოფილი,, თუ ხელისგულებზე და ფეხისგულებზე გადასული აქვს, ეს იმაის ნიშნავს, რომ გადადის, E ვიტამინი არაფერს არ ავნებს, თუმცა როდესაც მის დალევას მორჩებით თU არ იქნება ბოლომდე გადასული ნუ დაპანიკდებით. აი ის წამლები კი სულ ტყუილად დაგილევიათ, ხოფიტოლის ანოტაცია წაიკითხეთ, ეს ნაღვლმდენი პრეპარატია და ახალშობილთა სიყვითლე სულ სხვა მექანიზმისაა და რად უნდა ნაღვლმდენი. თუ ბავშვი ძუძუთი იკვებება უფრო მეტად ხანგრძლივდება სიყვითლე, ხელოვნური ან შერეული კვებისას უფრო სწრაფად გადადის, მთავარი ისაა, რომ ეს არ არის რაიმე სერიოზული დაზიანების მიზეზი ან შედეგი.
Lollipop
თუ ემოციის გამოხატვის დროს აკეთებს ეს არაფერია, რაც შეეხება ლაპარაკს, ძალიან სულსწრაფად უდგებით, ჯერ მას არ ეკუთნის ლაპარაკი, ვიღაც შეიძLება ასწრებს განვითარებას, მაგრამ მთავარია, რომ არ ჩამორჩებოდეს.
maliamii
ასე ადვილად არ არის საქმე, პირველ ეტაპზე კარგი პედიატრიც დაგეხმარებათ, მთავარია კვება, ნომერი პირველი მიზეზი, რაც იწვევს ალერგოზებს წლამდე ასაკში, ეს არის საკვები. ამიტომ აქვს პრინციპული მნიშვნელობა კარგ პედიატრს, ვინც სწორად შეურჩევს სიცოცხლის პირველ წელს კვების რაციონს, შემდეგ უკვე მგრძნობელობა ისეთI აღარ არის, ამიტომ ახლა თქვენით ამ პრობლემას ვე რმოაგვარებთ, ბავშვს ჭირდება კვების კორექცია, პლუს მედიკამენტოზური, ადგილობრივიც და შიგნით მისაღებიც

Posted by: maliamii 14 Nov 2012, 23:37
ninoeqimi
პედიატრის რჩევით ვმკურნალობდი და დიეტაზეც მყავდა ,მაგრამ შედეგი რომ ვერ მივიღე დღეს აღარ მივეცი არაფელი,ერიუსიც შეუწყვიტე სადღაც 10 დღეა რაც იღებდა ,მაზებიც ვცადე ყველაზე ძაან გიოკსიზონმა უშველა თითქოს მაგრამ 5 დღე უსმევდი დაღარ წაუსვი დღეს,სხვა უფრო თანამედროვე მაზებმა არაფელი უშველა.და ამიტომ გადავწყვიტე ალერგოლოგთან მივიყვანო.მე მგონი არ ვცდები,იქნებ მირჩიოთ ალერგოლოგი?

Posted by: ninoeqimi 14 Nov 2012, 23:45
maliamii
მაია გოთუა იაშვილის ეზოშია ალერგოლოგიის ცენტრი და იქ მუშაობ, ისე გიოქსიზონი ჰორმონია სახეზე არ არის მთლად გამართლებული

Posted by: maliamii 15 Nov 2012, 00:05
ninoeqimi
ვიცი ანოტაციაშიც ეწერა მაგრამ მხოლოდ მაგან აულაგა ცოტა და პედიატრმაც წაუსვიო,რა ვიცი მოკლედ.მადლობა დიდი.ეხლა დაეწყო ალერგიები აქამდე არ ქონია,სანამ ასე დააყრიდა მანამდე სერიოზული ალერგია მიცა არ ვიცი რამ ,მე ხორცის ნახარშს ვაბრალებ,პირველად მივეცი იმ დღეს .გადასხმები და მთელი ამბეები დაჭირდა,ყველაფერი აულაგდა და 1 კვირის მერე ესე გამოაყარა,რა ხდება ვერ ვხვდები. user.gif

Posted by: irinka1983 15 Nov 2012, 06:03
ninoeqimi

ნინო ექიმო, ერთი კითხვა მაქვს, მყავს 5 თვის შვილი, დაბადებიდან სძინავს მთელი ღამე(11დან 9მდე), შუადღესაც 3ჯერ სძინავს 2-2 საათი. რამდენიმე დღეა აურია, დღის ძილი აღარ უნდ, მაგრამ ეძIნება, მაქსიმუმი ნახევარი საათი ეძინოს, საღამოს დაძინებაც უჭირს, არც ძუძუ უნდა, არც ხელში, არც დაწოლილი. ასაკობრივია? შეიძლება კბილების გამო იყოს ეგრე? სხვა ცვლილებები არ გვქონია

Posted by: ra ici rashi gamogadgeba ? 15 Nov 2012, 08:17
გამარჯობა

3 თვეზე აცრა უწევდა ჩემსას ახლა, ექიმმა ჰემოგლობინზე შეამოწმა და 60 აღმოაჩნდა. აცრის გადადება რანდენი ხნით შეიძლება და ძალას ხო არ დაკარგავს? გზაში ეტყობა გაცივდა და ახველებს, ცხვირშიც სისველე აქვს, ამ ასაკში რამდენად სახიფათოა?

Posted by: salomiko21 15 Nov 2012, 13:10
ninoeqimi
დიახ ზუსტად ვიცი რომ ადრე მსგავსად არ იქცეოდა... ახლახანს დაიწყო ეგეთი ქცევა... ჩვევაა თუ რა არის ვერ ვხვდები,ქვედა ყბას ადრე მართლა არ წევდა მარჯვნივ სიცილის დროს. sad.gif თან გუშინ პედიატრთანაც მყავდა... ძილის დროს თავს იქავებს ნერვოზულად... ასე მითხრა შეიძლება კალცის ნაკლებობის გამო არისო და შალკე დამინიშნა ...

Posted by: ninoeqimi 15 Nov 2012, 14:43
salomiko21
კალციუმის ნაკლებობა ამას ვერ გამოიწვევდა, სასურველია ბავშვი ნევროლოგმა გასინჯოს.
ra ici rashi gamogadgeba ?
აცრის გადავადების თუკი ჩვენებაა, აუცილებელიც არის, ძალას არ დაკარგავს, ავადმყოფი ბავშვის აცრა არ არის სასურველი

Posted by: madinka 15 Nov 2012, 16:55
ninoeqimi
QUOTE
არანარირი წამალი არ უნდა, ეს არის გახანგრძლივებული სივყითლე, როგორც თქვენ ამბობთ დღენაკლი თU დაბადა, მითUმეტეს გლუკურინირების ჯერ სრულყოფილი,, თუ ხელისგულებზე და ფეხისგულებზე გადასული აქვს, ეს იმაის ნიშნავს, რომ გადადის, E ვიტამინი არაფერს არ ავნებს, თუმცა როდესაც მის დალევას მორჩებით თU არ იქნება ბოლომდე გადასული ნუ დაპანიკდებით. აი ის წამლები კი სულ ტყუილად დაგილევიათ, ხოფიტოლის ანოტაცია წაიკითხეთ, ეს ნაღვლმდენი პრეპარატია და ახალშობილთა სიყვითლე სულ სხვა მექანიზმისაა და რად უნდა ნაღვლმდენი. თუ ბავშვი ძუძუთი იკვებება უფრო მეტად ხანგრძლივდება სიყვითლე, ხელოვნური ან შერეული კვებისას უფრო სწრაფად გადადის, მთავარი ისაა, რომ ეს არ არის რაიმე სერიოზული დაზიანების მიზეზი ან შედეგი.

ვაიმე თქვენ გაიხარეთ რააა!!!კი,ბავშვი ძუძუთი კვებაზეა არანაირ დამატებას არ ვაძლევ, ხელფეხზე არააქვს სიყვითლე კაი ხანია...მარტო სახეზე....სხვათაშორის ჩვევად მაქვს ყველაფრის ანოტაციის წაკითხვა და რომ წავიკითხე ხოფიტოლის ჩვენებები გამიკვირდა მეც...თანაც სპირტის შემცველი იყო და მეთქი კვირების ბავშვს სპირტიანი როგორ თქო.საქმე ისაა რომ სხვა პედიატრმაც იგივე დაუნიშნა და გამაგრძელებინა ეს ხოფიტოლი..მერე ამან გამოიწვია ფაღარათი,როგორც ანოტაციაში ეწერა.(მოგვიანებით აღმოვაჩინე).. ...თვითონ ექიმები მაპანიკებენ და რომ ვკითხულობ ყველგან ასე წერია რომ მაქსიმუმ 3 კვირაში უნდა გაუვიდეს სიყვითლეო.მერე ნერვული სისტემის დაზიანებას იწვევსო,ნეიროსონოსკოპიაც კი მომთხოვეს..


რიბოქსინს 2 კვირაა ვასმევ და ესაც გამაგრძელებინეს კიდევ,და ხომ არაფერს ავნებს?.. და კიდევ ჰემატოლოგი თუ გვჭირდება ამ სიტუაციაში..


და კიდევ 1 შეკითხვა მაქვს თუ არ შეგაწუხებთ- სახეზე გამონაყარი აქვს რომელიც დაიწყო ყურის ბიბილოებიდან უწვრილესი ბუშტუკოვანი ფორმის წინწკლებით,მერე თვალის გარეთა კუთხეებში გაუჩნდა და ეხლა მთლიანად მოედო სახეზე ცხვირის და ნიკაპის გარდა,თან გაუწითლდა კიდეც,მერე ეს ბუშტუკები ხმება და ნაწიბურივით რჩება წვრილი წერტილები,რომლებიც ფერისმჭამელებივით გამოიყურება,რომ დააკვირდები...ყურზე რაც თავიდან ქონდა ის ეხლა თითქოს გარქოვანდა და ექერცლება...რა შეიძლება იყოს?თითქოს არაფერს საეჭვოს არ ვჭამ,ჩემს თავს რომ დავაბრალო და რავიცი.რიბოქსინს შეეძლო ასეთი რამე ექნა? ინსტრუქციაში კი ვნახე ჰიპერმგრძნობელობის დროს ჭინჭრის ციება ქავილი და ჰიპერემია იცისო და....ყველაფერს წამლებს ვაბრალებ უკვე...და თუ არაფერს შველის სიყვითლეს მაშინ საერთოდ აღარ მივცემ.

Posted by: 088 15 Nov 2012, 17:55
ვიდრე ექიმთან მივიყვან ბავშვს იქნებ მირჩიოთ ახველებს ბრონხებში, ცხვირშიც გაჭედილია მაგრამ სიცხე არ აქვს და რა დავალევინოთ ან იქნებ ინჰალაცია იყოს კარგი, აპარატი აქვს ახლობელს და რა შევასუნთქოთ?

Posted by: ninoeqimi 15 Nov 2012, 23:57
irinka1983
შესაძლოა კბილების გამოც იყოს, თანაც უკვე გაიზარდა და იმდენი ძილი აღარ ჭირდება რაც ჭირდებოდა, შესალოა ამის გამოცაა. ბავშვები როგორც წესი ზრდიან სიფხიზლის პერიოდს, თუ მაგალითად გაღვიძებიდან 1 საათში იძინებდა, ახლა საათნახევარი გაართეთ, მოარიდეთ ხმაურს, ტელევიორს, ხმამაღალ ლაპარაკს.
madinka

* * *
http://s45.radikal.ru/i108/1211/63/852d9cd464c0.jpg
ასეთი სახის გამონაყარი აქვს?
სიყვითლეს რაც შეეხება 200 ბილირუბინი თავის ტვინს ვერ დააიანებს, ამიტომ არაფერი არ გინდათ, მითუმეტეს თუ ამბობთ რომ ხელისგულებზე და ფეხისგულებე გადასული აქვს გადაუვა აუცილებლად.

Posted by: madinka 16 Nov 2012, 12:12
ninoeqimi
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/

ასეთი აქვს..წვრილი ბუშტუკები გამჭვირვა;ლე და ზოგჯერ გარშემოც უწითლდება ხოლმე..

Posted by: ninoeqimi 16 Nov 2012, 13:51
madinka
სურათით baby acne-ს გავს, ეს არის ნამდვილად როგორც თქვენ აღნიშნეთ ფერიჭამელას მსგავსი გამონაყარი და წარმოადგენს ახალშობილთა ტრანზიტორულ მდგომარეობას, ანუ დედის ორგანიზმიდან გამოყოლილი ჰორმონები განაპპირობებენ ასეთი სახის გამონაყარს. როგორც წესი 2 თვეზე თავისით გადადის, შესალოა უფრო მეტხანსაც გაგრძელდეს, როგორც დედიდან გადასული ჰორმონები ინაქტივირდება თავისით ალაგდება. სპეციფიურ მკურნალობას არ საჭIროებს, აუცილებელია მხოლოდ ჰიგიენის დაცვა, რათა დაიცვათ ბავშვი გამონაყრის დაინფიცირებისაგან, ეს კი ახალშობილში საკმაოდ ადვილია, კანქვეშა სისხლძარღვოვანი ქსელის თავისებურებები განაპირობებს ინფექციის ადვილად შეჭრას და გავრცელებას. დღეში რამოდენიმეჯერ დაბანეთ, ამისათვის გამოიყენეთ ბავშვის ნეიტრალური საპონი, გვირილას ნაყენი, ორკბილას ნაყენი. არ არის რეკომენდირებული სხვადასხვა სახის კრემები, გამწმენდი რძეები და ზეთი. თუ გამონაყარი 2 თვეზე მეტხანს გაგრძელდა, მაშინ პედიატრს უნდა მიაკითხოთ და ის დაგინიშნავთ მკურნალობას.

Posted by: madinka 16 Nov 2012, 16:33
ninoeqimi
ორკბილაში ვაბანავებთ ყოველდღე და ბანაობის მერე აშკარად უმცირდება და უსადავდება გამონაყარი მაგრამ მოგვიანებით ისევ მკვეთრი ხდება

Posted by: ninoeqimi 16 Nov 2012, 22:34
madinka
ყოველდღე კი აბანავებთ, მაგრამ მაგ დაზიანებულ ადგილებს დღეში რამოდენიმეჯერ ჭირდება დაბანა, გააკეთეთ გვირილის და ორკბილას ნაყენი, დაასველეთ დღეში რამოდენიმეჯერ ბამბის გუნდა და მოწმინდეთ. აღარ შეამშრალოთ, თავისით გაშრეს. ძალიან კარგია ასევე მუხის ქერქი, მთავარია არ დაინფიცირდეს, ამას კი ჰიგიენით მიაღწევთ. თუ რომელიმე ბუშტუკს შეამჩნიეთ რომ შეიმღვრა შიგთავსი შეგიძლიათ ბრილიანტის მწვანეც წაუსვათ

Posted by: madinka 16 Nov 2012, 23:07
ninoeqimi
კარგით მასე ვიზამ...გამჭვირვალე ექსუდატი აქვს მაგ ბუშტუკებში,ასეთი აკნე პირველად ვნახე...მე უფრო ალერგია მეგონა და რიბოქსინი შევუწყვიტე.მაინც თუ არ შველის..ისე დღეს ვეღარ ვამჩნევ სიყვითლეს,მზეზე მყავს როგორც კი არის ამის საშუალება...სახლშიც სულ ფანჯარასთან მყავს რომ მზე მოხვდეს..

Posted by: elloellonatia 17 Nov 2012, 02:56
madinka

ჩემ გოგოს ქონდა ზუსტათ ასეთი გამონაყარი და 1 თვეში გაუქრა,ბავშთა აკნეაო ასე მითხრა პედიატრმა.არ ინერვიულო არაფერია საშიში smile.gif

Posted by: madinka 17 Nov 2012, 12:48
elloellonatia
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif მადლობა,თავშიც ქონდა?კეფაზეც?

Posted by: Katerina :-) 17 Nov 2012, 15:15
ninoeqimi

გამარჯობა :-) ჩემს პატარას მგონი რძიანა აქვს, ზემოთა ტუჩის ქვეშ აქვს შეთეთრებული, შემთხვევით მოვკარი თვალი :-( ამ ბოლოს ისე ჭამაზე ჭირვეულობს და შეიძლება ამის ბრალიცაა? რითი ვუმკურნალო?

დიდი მადლობა წინასწარ!!! :-)

Posted by: Janiss 17 Nov 2012, 18:27
ninoeqimi
გკითხავთ რა.გაურკვევლობაში ვარ user.gif
ჩემი შვილი 1 დეკემბერს ხდება 3 თვის.აცრების დღე იმ დროს გვქონდა დანიშნული - საავადმყოფოში ვიწექი და ვერ მოვახერხეთ.ახლა მეუბნებიან რომ 29 ნოემბრამდე ვერ ჩავსვამთო.ძალიან დაგვიანებულია? 3 თვისა გამოდის,რაღა უკლია.
შემდეგი გეგმიური აცრა 4 თვისას უწევს,როცა წესით 3 თვზე უნდა გაკეთებულიყო მეორე ჯერის აცრა და რამე მნიშვნელობა აქვს ახლანდელ ე.ი. პირველი აცრის დაგვაინებას?
თუ 3 თვისა ავცერი პირველად,მაინც 4 თვეზე უნდა ავცრა შემდეგზე ანუ როცა 4 თვეს შეასრულებს თუ აცრებს შრის დაშორება აუცილებლად თიტო თვე უნდა იყოს?


ბოდიშს ვიხდი გაუგებრად თუ ვხსნი ((

Posted by: tatuuu 17 Nov 2012, 20:19
ninoeqimi
ნინო ექიმო, ჩემ ბიჭს სასქესო ორგანო შეწითლებული აქვს, გუშინ კი შევამჩნიე რომ კვერცხებზე ქონდა წითლად ლაქასავით. საშიშია რამე, თუ გაუვლის თავისით?
კიდე ერთი კითხვა მაქვს, თავზე აქვს კანი აქერცლილი საშინლად, ვიცი რომ პატარებში იცის ესე, მაგრამ ძალიან აქვს აქერცლილი, ზეთს ვუსმევ ხოლმე ბანაობის წინ, რა შეიძლება კიდე გავაკეთო? ესე უნდა ქონდეს თუ ვინერვიულო?

როდის გაიზრდება, დავიტანჯე უკვე sad.gif

Posted by: natinati77 17 Nov 2012, 20:19
გამარჯიბა ნინო ექიმო,თქვენი დახმარება მჭირდება,სამშაბათიდან ჩემ ბიჭს ქონდა 38-38.5 სიცხეები,სურდოსა და ხველების გარეშე,კბილების ბრალი მეგონა რადგან ყველა კბილი მაღალი სიცხიტ ამოგვდის,მაგრამ რომ არ დაეწია წამლების მირაბის მერე აღმოდნდა ყელის ბრალი,დაგვინიშნეს სუმამედი100 იანი,5 ლმ,მეორე დრესვე წამლის მიღებიდანუცებ სიცხე დაუვარდა 36ზე,3 დღე ქონდა მაღAლი365 და უცებ 36,საღამოს 35.7 ზე ჩამოვიდა,გვიან ღამე უცებ წამოიტიდა და ხელი რომ მოვკიდე,ზალიან ცივი მეჩვენა,35 ზე იყო ც\დაწეული სიცხე,სასწრაფომ სუმამედის ბრალიაო და ცხელ აბაზანაში ჩამასმევინა,მეტი არაფერი გაუკეთეს,დგეს 36 მდე ავიდა ძლივს სიცხე,ექიმს დავურეკე და ეს წამალი მომახსნევინა და თბილად ჩააცვიტო,მირი ბრალი შეიძლება იყოს ასეტი ვარდნატემპერატური?რამე ცუდ გავლენას იქონიებს ჯამთEლობაზე?

ძალიან ვნერვიულობრა შეიძლება მივცე წამალი რომ ცოტა ავიდეს სიცხე?
* * *
ძალიან არეულად დამიწერია,ძალიან ვნერვიულობ,ბავსჰვი 1.7 თვისაა38.5 დან 36 მდე დავარდა,ძევით შედონით დავწერე,ბოდიშით ასე რომ გაწუხებთ

Posted by: coroline 17 Nov 2012, 21:58
tatuuu
ზეთს როცა წაუსმევ ცოტა ხანი გაუჩერე და მერე სავარცხლით დავარცხნე. საბავშვო რბილი სავარცხლით

Posted by: ninoeqimi 17 Nov 2012, 23:32
Katerina :-)
წამლის დანიშვნა ზეპირად არ შემიძლია აქიდან, პედიატრს აჩვენეთ, თუ ხელოვნურ კვებაზეა ბოთლი და საწოვარები დაუმდუღრეთ და სოდით გარეცხეთ

Janiss
არაფერი დაშავდება, პირველს აცრით 3 თვეზე, მერე 4 თვეზე, მერე 5 თვეზე.
tatuuu
შარდვის დროს ტირის და წუხს? თავს რაც შეეხება ეს ატოპური დერმატიტის ერთ ერთი სახეა, ტოპიკრემი მოსინჯეთ თუ არ უშველა ალერგოლოგს აჩვენეთ
natinati77
სავარაუდოდ ვირუსული ინფექცია აქვს თქვენს შვილს, სუმამედი ნაკლებადაა დამნაშავე, ვირუსულმა ინფექციამ იცის ასე, ნუ ნერვიულობთ, რამოდენიმე დღეში მოუწესრიგდება

Posted by: natinati77 17 Nov 2012, 23:50
ninoeqimi
დიდი მადლობა ,დავმშვიდი ცოტამთელი დღე ტემპერატურას ვუზომავ შეშინებული

Posted by: guria:) 18 Nov 2012, 03:51
ნინო ექიმო... გაზების პრობლემა გვაქვს, მგონი როგორც ყველა ბავშვს..

თAვიდან კუჭIს პრობლემაც ქონდა მეგონა მაგრამ მგონი შევცდი. ძუძუ არ ყოფნიდა და შიოდა თურმე საწყალს, მე კიდე ჩემი გამოუცდებით მეგონა კუჭში გასვლა უჭირდა, საწყალი ბავშვი ყველა ორ საათში გადიოდა კუჭში და მე სულელმა ოყნა გავუკეთე.... მერე ორი დღე არ გასულა...

საკვების მხრივ ჰიპზე მყავს. ბიფიდუმს ვაძლევ დღეში ერთხელ ერთ ტაბლეტს დაფხვნილს და წყალში ან რძეში არეულს.
ესპუმიზანს ვაძლევდი ყველა ჭამის წინ, ახლა ინფაკოლი ვსინჯეთ.

მაქვს შემდეგი კითXვები:
1. კუჭის მოქმედება ნორმალური აქვს. ბიფიდუმს რომ ვაძლევ ცუდი ხომ არ არის? ხომ არ მიეჩვევა წამალს? იქნებ სჯობს არ მივცე და დაველოდო როგორ მოერევა თAვისით?
2. მოუხედავად იმისა რომ ბევრს გადის კუჭში და არც თუ სქლად, მაინც ტირის ხოლმე, თითქოს კიდე უნდა და ვერ შვება, ხან მგონია რომ ტაკო ტკივა... კუჭში გასვლის პარალელურად რომ მაინც ტირის ნორმალურია?
3. გაზების საწინაღმდეგო საშუალებების მიღებამ მიჩVევა ხომ არ იცის? როდის უნდა მოვუხსნა? ახლა პროფილაქტიკის მიზნით ვახმარ
4. ბიო გაიასყველაზე მეტად აქებენ და ურეცეპტოდ შემიძLია მივცე?
5. გაზების დროს მუცელზე დაწვენის, მუცლის ზელვის და ვედროს გარდა რაიმე ვარჯიშები ან რაღაც არ ატრსებობს რო მივეხმარო ხოლმე

მადლობა წინასწარ

Posted by: alisa26 18 Nov 2012, 14:34
ნინო ექიმო გამარჯობათ
ჩემს პატარას მეორე დღეა კუჭი აქვს აშლილი, 1 თვის და 15 დღის არის, განავალთან ერთად სითხე მოსდის, რამოდენიმე დღის წინ სიცხე ქონდა ხველება და ცემინება. წამლებს ვასმევ. ტონზილგონს, ლაქტოჯის, სეპტრიმს, ნელადექსს ვუწვეთებ ცხვირში და ყურში. გუშინ კამის ჩაი დავალევინე, დღეს ექიმს რომ დავურეკე მითხრა ჰიდროვიტი დაალევინე ხვალ თუ ჯიდევ ექნა დამირეკეო. ხომ არ ჯობს დღეს წავიყვანო საავადმყოფოში? თუ ხვალამდე დავიცადო?
რისი ბრალი იქნება? წამლების ბრალი ხომ არ არის?

Posted by: goga-mariami 18 Nov 2012, 18:36
რედქლოვერი რისი წამალია? ჩემი გოგონა 2 წლის და 5 ტვისაა. ბოლო 1 ტვესჰი უკვე მესამეჯერ დაეწყო ცისტიტი, წვები აკვს როცა შარდავს და ისეც. ჯერ ერტ ეკიმტან ვიმკურნალეთ, გაუარა ტკივილებმა და 5-6 დგეში შეუბრუნდა. მერე მეორე ეკიმტან ვიმკურნალეტ და ბოლო კვირაზე მეტია არაფერს შეუწუხებია ამ კურნალობის მერიოდშI. 2 დგის წინ წამლები დამავტავრეტ და დგეს ისევ წვა დაეწყო. აგარ ვიცი რა გავაკეტო. შარდის ანალიზი გაკეტებული გვაქვს და ხვალ მივდივარ ანალიზზე. ეკოსკოპია გავაკეტეტ და არაფერია სერიოზულიო, უბრალოდ ცოტა ნალეკიაო და გაეწმინდებაო. ნაცხის ანალიზი გავაკეტეტ და რაგაც ბაქტერიები აგმოაჩნდა და ეკიმმა ტქვა ეხლა ანტება რომ აქვს იმიტომ აქვს ეს ბაკტერიებიო, შარდიც ძალიან სუნიანი კონდა და იმ პირველი კურნალობის მერე ეს პრობლემა გაქრა. რა გავაკეტო რას მირჩევტ? რატომ უბრუნდება თქვენი აზრიტ რატომ ვერ ვიცილებტ ამ ცისტიტს?
ისე ბავშვი ჩემთან წევს და შეიძლება რომ ჩემგან გადასდიოდეს რაიმე მაკტერია და იმიტომ ემარტებოდეს? მიზეზი რომ მხოლოდ ეს იყოს შეიძლება?

Posted by: tatuuu 19 Nov 2012, 10:48
ninoeqimi
არ ვიცი sad.gif რამდენიმე კვირის წინ რო ვნახე ბანაობისას ჩვეულებრივად მოშარდა და ეხლა არ დავკვირვებივარ,სულ პამპერსში შარდავს. გუშინ ველედა წავუსვი სადაც დაწითლებული ქონდა კვერცხებზე იქ და მოუშუშდა, აღარ აქვს, სასქესო ორგანო კი ხშირად აქვს ხოლმე შეწითლებული. ისე ღამე პამპერსს არ ვუცვლი ხოლმე, 12-ზე რომ იძინებს, ძილის წინ ვუცვლი და მერე 10-11მდე ძინავს, მაგის ბრალი შეიძლება იყოს? ადრე ვუცვლიდი ხოლმე და ფხიზლდებოდა და ამიტომ გადავწყვიტე აღარ გამომეცვალა, ცუდად ვიქცევი მგონი ხო? sad.gif

მხოლოდ ბანაობისას ვუწევ სულ ოდნავ და ვუწმინდავ თეთრი ნადები რაც აქვს შიგნით
ზეთს ვუსმევ ხოლმე თავზე და დიდად არ შველის, მადლობა, ვცდი ტოპიკრემსაც

Posted by: temosabasdeda 19 Nov 2012, 12:15
tatuuu
ჩემი და ლოკოიდს უსმევდა აბა სცადე შენც .ნინო ექიმიც გეტყვიოს ალბათ .

Posted by: ninoeqimi 19 Nov 2012, 13:09
guria:)
თუ კუჭIს მოქმედება ნრმალური აქვს არც ბიფიდუმი უნდა და არც ბიოგაია, ეს პრეპარატები ცოცხალ ბაქტერიებს შეიცავენ და აზარმაცებენ კუჭნაქლავს, იქნებ ისევ არ ყოფნის საკვები და იმიტომ ტირის? ინფაკოლიც, ესპუმიზანიც ერთი და იგივე კომპონენტს შეიავს, ამიტომ დიდი მნიშვნელობა არა აქვს რომელს მიცემთ, სადღაც 2 თვიდან გაზების პრობლემა უნდა მოიხსნას.
alisa26
ასე პატარა ბავშვის ასეთ მდგომარეობაში სახლში დატოვება არ ღირს. ჯობია წაიყვანოთ ემერჯენსში.
goga-mariami
ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემაა, გირჩევთ უყურადღებოდარ დატოვოთ და მიაკითხოთ ბავშვთა უროლოგს, გახანგრძლივებული შარდსასქესო სისტემის ინფექცია შემდეგ ქრონიკულ ფორმაში გადადის და ის ბევრად უფრო რთული სამკურნალოა.
tatuuu
პამპერსის მთელი სიკეთე ისაა, რომ მთელი ღამე უნდა ყოფნიდეს და ძილი არ დაეღვეს ბავშვს, ამიტომ ეგ მიზეზი არ არის.

Posted by: tatuuu 19 Nov 2012, 13:37
ninoeqimi
აბა რატომ უწითლდება ნეტა sad.gif დღეში 3-ჯერ ტანს ქვევით ვბან ხოლმე და პამპერსსაც დაახლოებით 4-ჯერ ვუცვლი დღის განმავლობაში
რა ძნელია ბიჭის მოვლა sad.gif
კიდე ერთი რამ მაინტერესებს, ღამე რომ ვაჭმევ ძუძუს ლოყა ესვრება ხოლმე რძით, კი ვუწმინდავ, მაგრამ ალბათ ცოტა მაინც რჩება და იმ ადგილებში უწითლდება და აყრის ხოლმე. რძის ბრალი შეიძლება იყოს ეს?

temosabasdeda
ლოკოიდს სახეზე ვუსმევ ხოლმე რომ აყრის, ძალიან იშვიათა ოღონდ , როგორც ვიცი ჰორმონს შეიცავს

Posted by: blblbl 19 Nov 2012, 13:40
tatuuu
ლოკოიდი 6 ტვიდან სჰეიდლება როგორც ვიცი,ნუ მთავარი რაცაა ექიმს არ გადააწევინო .ნახე ანოტაცია ლოკოიდის ძალიან აკრგია მაგისთვის მაგრამ 6თვიდან უდნა თუ არ ვცდები.არ ინერვიულო შარდვის დროს ძაან თუ არ ტირის ე.ი/ არ აწუხებს.აბა ერთხერლ სხვა პამპერსი სცადე.კვერცხებზეც რადგან აქვს არ მგონია ჩუჩის პრობლემა იყოს.

Posted by: guria:) 19 Nov 2012, 13:40
ninoeqimi

ახლა რომ ნორმალურად გადის კუჭში იქნებ ამ ბიფიდუმის დამსახურებაა და რომ მოვუხსნა ისევ შეკრულობა არ დაეწყოს მეშინია... მაშინ მოვუხსნი და დავაკვირდები რამდენიმე დღე..

ანუ ესპუმიზანს გავუგრძელებ მაშინ...

Posted by: MaryElla 19 Nov 2012, 19:48
ninoeqimi

ნინო ექიმო, ჩემს 2,4 წლის გოგონას უკვე რამდენიმე თვეა შეკრულობა აწუხებს. ვიმკურნალეთ ფაგებით (პიოფაგი, ენკოფაგი, ფლორანორმი, მეზიმფორტე) და ის პერიოდი ძალიან შედეგიანი იყო, მაგრამ შევწყვიტეთ თუ არა, იგივე განმეორდა. გავუკეთეთ განმეორებითი ანალიზი, ახლა მხოლოდ ფლორანორმი დაუნიშნეს, უკვე მეორე კვირაა ვსვამთ, მაგრამ შდეგი არ გვაქვს. დუფალაკიც მივაშველეთ, მაგრამ არც ის შველის. გარდა ამისა, უკვე ჭამის მადაც დაეკარგა და დაახლოებით 10 დღეა რძე და პეჩენიისა და სიმინდის ფაფის გარდა არაფერს ჭამს. ისიც 5-6 საათიანი შუალედით.

იქნებ გვირჩიოთ, ან როგორ მოვიქცეთ ან ვის მივმართოთ?


Posted by: E_ko 19 Nov 2012, 20:32
ninoeqimi
კიდევ ერთხელ მჭირდება თქვენი რჩევა.
ჩემი 1,5 თვის პატარა ხელოვნურ კვებაზეა, დაახლოებით 2 კვირის წინ შევუცვალე საკვები, თავიდან კარგად ინელებდა, მაგრამ ერთი კვირის წინ განავალი გაუხდა მწვანე ფერის, პედიატრმა ახალ კვებას ეჩვევაო და დაუნიშნა ულტრაბიოტიკი 8დღე, დღეში ერთხელ, ნახევარი კაფსულა ჭამის დროს. ულტრაბიოტიკის დაწყებიდან ყოველი ჭამის შემდეგ გადის კუჭში,განავალი არის ხაჭოსავით, ოდნავ ლორწოს აყოლებს (პედიატრმა არ არის საშიშიო) და დღეს ისევ მომწვანო ფერის გახდა და უფრო თხელი. რა ვქნა გავაგრძელო ულტრაბიოტიკი (დღეს მეხუთე დღეა რაც სვამს) თუ როგორ მოვიქცე? პატარა კარგად არის, არ ჭირვეულობს, ნორმალურად ძინავს, მაგრამ მეშინია არ დასუსტდეს.
წინასწარ დიდი მადლობა.

Posted by: BAXY 20 Nov 2012, 01:32
ჩემი პატარა 2 თვის და 2 კვირისაა და 3 დღეა რომ სუნთქავს თითქოს ხვრინავსო ისეთ ხმას გამოსცემს, პედიატრს რომ ვუთხარი ფიზიოლოგიური ჩააწვეთეთო , ვაწვეტებ და შედეგი არ არის..
მაგრამ ეს ხვრინვისავით ხმა სულ ეგრე კი არ სუნთქავს იშვიათად .. რისი ბრალი შეიძლება იყოოს? რა ვქნა? sad.gif((((

Posted by: eleven 20 Nov 2012, 10:40
ninoeqimi

ნინო ექიმო ძილთან დაკავშირებით გვაქვს პატარა პრობლემები. და შეკითხვები მაქვს.
ადრე თქვენ მითხარით როცა ძაან მოუვლის ძილი მარტო დატოვე თავის ლოგინში და დაიძინებსო. ხოდა ადრე სანამ პატარა იყო კი შვებოდა ეგრე მაგრამ ბოლოს რამდენჯერმე დავაძინე ხელში და იმის მერე სულ ხელში უნდა ძილი, ეხლა თუ შეიძლება რომ გადავაჩვიო? თან ძიძა ეყოლება დღეიდან დღის საათებში და მინდა იმასაც დავარიგო როგორ გადააჩვიოს.
ძიძას უნდა რეჟიმში დააძინოს და თუ არის შესაძლებელი და რამდენჯერ უნდა დაიძინოს დღეში და რამდენი საათით? 8 თვისაა.


Posted by: madinka 20 Nov 2012, 22:23
გოგოებო ყურის ტკივილის დროს რას უკეთებთ ბავშვებს?

Posted by: Janiss 20 Nov 2012, 22:40
ninoeqimi
ჩემი შვილი სამჯერ მაღვიძებს ღამეში.2-ისთვის,4-5-ისთვის და მერე 7-ისთვის.

მესამე დღეა ახალი რაღაც წამოიწყო.5 ან 5 საათნახევრიან შუალედებს აკეთებს დღისით.3 საათში ძუძუს რომ ვთავაზობ წიოკს ტეხავს.არაფრიტ არ ჭამს.
3 თვის გახდება 1 დეკემბერს.
ამ ასაკის ბავშვისთვის დღისით ამხელა შუალედები(თან ბუნებრივზეა) ნორმალურია?
ღამე კიდევ ხან 3 საათნახევრიან ხან 4 საათიან შუალედს.
გმადლობტ წინასწარ.

Posted by: ვასასი 20 Nov 2012, 23:07
madinka
დროპლეკსს ვაწვეთებ და ქუდს ვაფარებ.

Posted by: madinka 20 Nov 2012, 23:58
ვასასი
ოტიპაქსი ჩავაწვეთე,იგივე შემადგენლობა ქონია..რა საშინელებაა ყურის ტკივილი და ისაც 1 თვის ბავშვზე!:(

Posted by: sunny night 21 Nov 2012, 00:17
ნინო ექიმო, ჩემი 4 თვის და 2 კვირის ბავშვი თვალს აელმებს. რა ასაკში უნდა იყოს უკვე თვალის კუნთი გამაგრებული? როდის ვაჩვენო ექიმს? ეს ნევროპათოლოგს ეხება თუ ოფთალმოლოგს?

Posted by: Splash 21 Nov 2012, 01:49
გამარჯობათ! ჩემი ბავშვი 2 წლისაა. ამ ბოლო დროს უფრო ჭირვეული გახდა. რაიმეს რომ მოინდომებს, რაც არ შეიძლება (ვთქვათ წყლით თამაში) და დავუშლი, აპროტესტებს და ტირის. მულტფილმს რომ ჩავურთავ, მჭირვეულობს, ეს არ მინდა, ის მინდაო. მეორეს რომ ჩავრთავ, ეს არა, ის მინდაო, ა.შ. ზოგჯერ კანფეტს ითხოვს და რომ ვაძლევ, აგდებს, არ მინდაო. განსაკუთრებით ჭირვეულობს და ტირის, როდესაც ძილის პერიოდი ახლოვდება. თან არ იღლება ტირილით. ეს ნორმალურია თუ ნევროპათოლოგს ან ფსიქოლოგს ვაჩვენო? მადლობა წინასწარ!

Posted by: ninuwki 21 Nov 2012, 12:21
BAXY
QUOTE
ჩემი პატარა 2 თვის და 2 კვირისაა და 3 დღეა რომ სუნთქავს თითქოს ხვრინავსო ისეთ ხმას გამოსცემს, პედიატრს რომ ვუთხარი ფიზიოლოგიური ჩააწვეთეთო , ვაწვეტებ და შედეგი არ არის..მაგრამ ეს ხვრინვისავით ხმა სულ ეგრე კი არ სუნთქავს იშვიათად .. რისი ბრალი შეიძლება იყოოს? რა ვქნა?

მასე ვართ ჩვენც..გაციებული არ არისს,არც ცხვირში აქვს გამონადენი...

Posted by: ათულია 21 Nov 2012, 13:46
მოკლედ ოთოს უწევს აცრა რა ძალიან ვჭოჭმანობ

ამასწინათ ვირუსი შეგვხვდა და უკვე გამოკეთებისკენ მივდიოდით რომ ტანზე წვრილი გამონაყარი გაუჩნდა უბნის ექიმმა ხან წითურააო ხან ვირუსმა იცისო მოკლედ 2-3 დღეში საერთოდ გაქრა ყველაფერი და ეხლა არ ვიცი რა ვქნა sad.gif რამდენადაც ვიცი თუ ბავშმა აცრაზე ადრე მოიხადა ბატონები აცრა არ უნდა ჩაუტარდეს (იქნებ ვცდები)


არ ვიცი მოკლედ რა ვქნა sad.gif


Posted by: BAXY 21 Nov 2012, 14:49
Splash
გოგოა? .

Posted by: qeta2012 21 Nov 2012, 15:14
გამარჯობათ ნინო ექიმო. 1 თვისაა ჩემი პატარა უკვე და ენაზე თეთრი ნადები როგორც ვიცი ბუნებრივ კვებაზე რომ არის იმიტომ აქვს, და როგორც მითხრეს სოდიანი წყლით ვუწმინდავ ხოლმე დღეში 2-ჯერ, მაგრამ მაინც აქვს და არ შორდება და იქნებ უფრო ხშირადაა საჭირო გაწმენდვა ან სხვა საშუალება ხომ არ არის რომ გავუწმინდო? კიდევ მაინტერესებს, მითხრეს რომ როდესაც ბავშვს ძუძუს ვაწოვებ მაგ დროს არ შეიძლება რომ მეც მივიღო საკვები პარალელურად და რატომ ხომ ვერ მეტყვით? მადლობთ წინასწარ

Posted by: DEATHNESS 21 Nov 2012, 20:25
გტხოვ ექიმო ცენტრუმ სილვერის მიგების წესი მიტხარი 22 წლის ვარ

Posted by: matmatuna 21 Nov 2012, 21:14
qeta2012
QUOTE
რატომ ხომ ვერ მეტყვით?

ის შენი ნაჭამი ბავშვს დაადგება გულზე და იმიტომ yes.gif























დებილობაა ხვდები ალბათ biggrin.gif ჰოდა ჭამე რამდენიც გინდა კი არადა პირიქით ძუძუს წოვების დროს კარგია ჭამაც და სმაც alk.gif

DEATHNESS
QUOTE
ცენტრუმ სილვერის მიგების წესი

ვიტამინების? ჩვეულებრივ უნდა, დღეში ერთხელ, ჭამის დროს yes.gif
მაგრამ 22 წლის გოგოს სილვერირად გინდა? 50+ ქალებისთვის არის rolleyes.gif

პ.ს. ექიმი არ ვარ... რავი შემომეპოსტა mo.gif

Posted by: DEATHNESS 21 Nov 2012, 21:20
QUOTE (matmatuna @ 21 Nov 2012, 21:14 )
qeta2012
QUOTE
რატომ ხომ ვერ მეტყვით?

ის შენი ნაჭამი ბავშვს დაადგება გულზე და იმიტომ yes.gif























დებილობაა ხვდები ალბათ biggrin.gif ჰოდა ჭამე რამდენიც გინდა კი არადა პირიქით ძუძუს წოვების დროს კარგია ჭამაც და სმაც alk.gif

DEATHNESS
QUOTE
ცენტრუმ სილვერის მიგების წესი

ვიტამინების? ჩვეულებრივ უნდა, დღეში ერთხელ, ჭამის დროს yes.gif
მაგრამ 22 წლის გოგოს სილვერირად გინდა? 50+ ქალებისთვის არის rolleyes.gif

პ.ს. ექიმი არ ვარ... რავი შემომეპოსტა mo.gif

რა გოგოს მეგადავები რა მიგავს გოგოსი :"D ა მოიცა ეს ქალებისტვისაა? biggrin.gif

Posted by: matmatuna 21 Nov 2012, 21:32
DEATHNESS
QUOTE
რა გოგოს მეგადავები რა მიგავს გოგოსი

lol.gif
ჰო, რავიცი, შორიდან კარგად ვერ შეგათვალიერე gigi.gif
აქ სულ გოგოები პოსტავენ და იმიტომ არც დავფიქრებულვარ...
მამაკაცებისთვისაც არის მაგრამ სილვერი არის 50+ ადამიანებისთვის
შენ უნდა მიიღო ჩვეულებრივი ცენტრუმი Adults Under 50 ან Men Under 50
საქართველოში იშოვება ეს ვიტამინი?

Posted by: ლუნა 21 Nov 2012, 21:41
ნინო ექიმო მაინტერესებს ბავშვებში ნახველის დასაშლელად ნიშნავთ თუ არა პანკრეოფრიკს, რამდენად ეფექტური პრეპარატია, სიროპია თუ აბები?

Posted by: blblbl 21 Nov 2012, 22:46
DEATHNESS
QUOTE
რა გოგოს მეგადავები რა მიგავს გოგოსი :"D ა მოიცა ეს ქალებისტვისაა?

საერთოდ ბავშვებისთვისაა ,ბავშვთა ექიმი პასუხობს biggrin.gif

Posted by: DEATHNESS 21 Nov 2012, 22:55
QUOTE (matmatuna @ 21 Nov 2012, 21:32 )
DEATHNESS
QUOTE
რა გოგოს მეგადავები რა მიგავს გოგოსი

lol.gif
ჰო, რავიცი, შორიდან კარგად ვერ შეგათვალიერე gigi.gif
აქ სულ გოგოები პოსტავენ და იმიტომ არც დავფიქრებულვარ...
მამაკაცებისთვისაც არის მაგრამ სილვერი არის 50+ ადამიანებისთვის
შენ უნდა მიიღო ჩვეულებრივი ცენტრუმი Adults Under 50 ან Men Under 50
საქართველოში იშოვება ეს ვიტამინი?

კი როგორ არა 20 ლარი გირს სადგაც ეგრე რა სილვერი ოგონდ სხვა არ ვიცი :X ე ანუ ტყვილა მიხაროდა რამე კარგს ვიგებ მეტქი biggrin.gif

Posted by: ninoeqimi 21 Nov 2012, 23:17
qeta2012
ხელით შეხება არ უნდა, თუ სოდიანი არ შველის მაშIნ თქვენს პედიატრს აჩვენეთ და ის დაგინიშნავთ წამალს, რომელსაც დაფხვნით და პირში ჩააყრით. რაც შეეხება ძუძუს წოვების დროს ჭამა სმას ჭამეთ და სვით რამდენიც გინდათ, უფრო მეტიც, ძUძუს წოვების დროს დალევა პირიქით რეკომენდირებულია ლაქტაციის მომატებისთვის.
ლუნა
მაგ სახელწოდებით არ ვიცი, მაგრამ პანკრეატინი ზოგადად კარგად ათხიერებს ნახველს და ეფექტურია ნახველიანი ხველისას, განსაკუთრებით, როდესაც ნახველის ამოღებაა გაძნელებული.


Posted by: ლუნა 21 Nov 2012, 23:20
ninoeqimi

საქმე იმაშია რომ ნახველი აქვს დაგროვილი ჩემს შვილს მაგრამ არ ახველებს (გაციებული არ ყოფილა, თავისით დაუგროვდა), ძირითადად ღამე და დილაობით ვატყობ სუნთქვისას.. რა შეიძლება მიიღოს 11 თვის ასაკში?
პედიატრმა კრეზამი დაუნიშნა მაგრამ ვერაფრით ვერ ვასმევ ისეთი საშინელი გემო აქვს აფურთხებს მაშინვე..

Posted by: ninoeqimi 21 Nov 2012, 23:29
ლუნა
კრეზამიც იგივე პანკრეატინია, მაგრამ თუ გაციებული არ ყოფილა ნახველი საიდან დაუგროვდა?

Posted by: ciyvunia20 21 Nov 2012, 23:38
გამარჯობა.. ჩემი ბიჭი 2 წლის და 9 თვისაა.. ვერ ლაპარაკობს .. ნუ რაღაც სიტყვები იცის გონივრულადაც კარგად აზროვნებს რასაც ეტყვი ცდილობს რო გაიმეოროს მაგრამ ძალიან მორცხვია და ხანდახან დღე ისე გავა არაფერს იტყვის... ხალხშიც უყვარს და ბავშვებთან თამაში... მაგრამ რასაც ვერ მაგებინებს ძალიან გაგიზიანებულია აღგზნებული... რითი ვუშველო დამაკვალინეთ

Posted by: ლუნა 21 Nov 2012, 23:42
ninoeqimi

წარმოდგენა არ მაქვს, პერიოდულად თავისით უგროვდება ხოლმე.. ზაფხულში საჭმელმა აწყინა, არწყია და მაშინ ამოაყოლა ბლომად ლორწო, 2 თვეში დაუგროვდა ისევ..
იგივენაირად სუნთქავდა და "ხვრინავდა" მაშინაც და იქიდან დავასკვენი რომ ნახველი აწუხებს ბავშვს..

Posted by: matmatuna 21 Nov 2012, 23:43
DEATHNESS
QUOTE
ე ანუ ტყვილა მიხაროდა რამე კარგს ვიგებ მეტქი

ნუ, არ მოგკლავს ნამდვილად!
უბრალოდ დოზებშია სხვაობა, ხვთები? შენს მჩქეფარე ორგანიზმს და 50+ წლის მამაკაცის ორგანიზმს ერთნაირად ხომ ვერ მიუდგები?! boli.gif
რატომ არ დაუკვირდი ან რატომ არ აგიხსნეს რომელი გჭირდებოდა? თუ არ გაგიხსნია, მიაბრუნე ეგ და საშენო აიღე

Posted by: Solveig 21 Nov 2012, 23:48
იუზერ ciyvunia20-ის რეპორტი მივიღე ახლა. ეტყობნა, ვერ პოსტავს.


gamarjoba... chemi bichi 2clis da 9 tvisaa da ver ambobs cinadadebas... dzalian morcxvia rac gamodis xandaxa imasac ar ambobs... chumad imeorebs tavistvis.. arada chaketili araa xalxtan kargad urtiertobs.. ragacis tqma rom unda da ver ambobs gagizianebulia .. mirchiet rame.

იქნებ დაეხმაროთ..

Posted by: BAXY 21 Nov 2012, 23:51
ninuwki
აბ არა არის ნეტა, ზოგი მეუბნება შეიძLება ნახველი აქვსოო.. ვეღარ გავიგე sad.gif

Posted by: ninoeqimi 21 Nov 2012, 23:59
ciyvunia20
სასურველია ერთხელ ჩაუტარდეს ტესტი კომუნიკაციის სფეროს გამოსაკვლევად და სმენინს სკრინინგი, თუ ყველაფერი წესრიგში იქნება, მაშინ მშვიდად დაელოდეთ როდის ალაპარაკდება, ჯერჯერობით ლოგოპედიც ადრეა.

ლუნა
გირჩევთ ნორმალურ პედიატრს აჩვენოთ და ის დაგაკვალიანებთ რა გამოკვლევა ჭIრდება ბავშვს, იმისათვის რომ გამორიცხოთ სერიოზული პათOლოგია.


Posted by: Splash 22 Nov 2012, 13:32
BAXY
ბიჭია. შენსასაც იგივე პრობლემები ხომ არ აქვს ან ჰქონდა?

Posted by: BAXY 22 Nov 2012, 13:47
Splash
QUOTE
ბიჭია. შენსასაც იგივე პრობლემები ხომ არ აქვს ან ჰქონდა?

2 თვისაა ჯერ კამფეტები არ ეჭმევა biggrin.gif

Posted by: tatuuu 22 Nov 2012, 18:05
ninoeqimi
ნინო ექიმო, 3.500 დაიბადა ჩემი ბიჭი, 3 თვეზე არის 6.100 კგ და 66 სმ. ნორმალური ნამატია? 700 გრამი მოიმატა 2-დან 3 თვემდე და ცოტა ხომ არაა?

Posted by: qeta2012 22 Nov 2012, 18:08
QUOTE (matmatuna @ 21 Nov 2012, 21:14 )
qeta2012
QUOTE
რატომ ხომ ვერ მეტყვით?

ის შენი ნაჭამი ბავშვს დაადგება გულზე და იმიტომ yes.gif

დებილობაა ხვდები ალბათ biggrin.gif ჰოდა ჭამე რამდენიც გინდა კი არადა პირიქით ძუძუს წოვების დროს კარგია ჭამაც და სმაც alk.gif


მე საწყალი კიდევ რას ვიტანჯებოდიი user.gif როცა მე მომშივდებოდა მაშინ მოშივდებოდა ჩემ პატარასაც და სულ მიცივდებოდა საჭმელი-სასმელი facepalm.gif ოხ დედაჩემოო spy.gif

Posted by: Janiss 22 Nov 2012, 18:27
QUOTE
ჩემი შვილი სამჯერ მაღვიძებს ღამეში.2-ისთვის,4-5-ისთვის და მერე 7-ისთვის.

მესამე დღეა ახალი რაღაც წამოიწყო.5 ან 5 საათნახევრიან შუალედებს აკეთებს დღისით.3 საათში ძუძუს რომ ვთავაზობ წიოკს ტეხავს.არაფრიტ არ ჭამს.
3 თვის გახდება 1 დეკემბერს.
ამ ასაკის ბავშვისთვის დღისით ამხელა შუალედები(თან ბუნებრივზეა) ნორმალურია?
ღამე კიდევ ხან 3 საათნახევრიან ხან 4 საათიან შუალედს.
გმადლობტ წინასწარ.

მიპასუხეთ რა ამაზე.
ისევ ასე აკეთებს.

Posted by: madinka 22 Nov 2012, 18:57
QUOTE
მე საწყალი კიდევ რას ვიტანჯებოდიი user.gif როცა მე მომშივდებოდა მაშინ მოშივდებოდა ჩემ პატარასაც და სულ მიცივდებოდა საჭმელი-სასმელი facepalm.gif ოხ დედაჩემოო spy.gif

ძველი ცრურწმენების გადმონაშთია ეგაც, ვითომ წოვის დროს წყალი არ დალიო რძე გაგიწყალდებაო და ეგეთი სისულელეები..მე პირიქით,მოვიდგამ ხოლმე ვაშლს წვენებს ან წყალს,მაწონს სუხარს და მოკლედ ერთად ვქეიფობთ მე და ბაია

Posted by: qeta2012 22 Nov 2012, 19:35
QUOTE (ninoeqimi @ 21 Nov 2012, 23:17 )
qeta2012
ხელით შეხება არ უნდა, თუ სოდიანი არ შველის მაშIნ თქვენს პედიატრს აჩვენეთ და ის დაგინიშნავთ წამალს, რომელსაც დაფხვნით და პირში ჩააყრით.

მადლობთ. დღეს მყავდა პედიატრთან და სოდიანი ბინტით თითით ამოუსვიო, არაფერი არ დაუნიშნია.

Posted by: madinka 22 Nov 2012, 20:02
ninoeqimi
ნინო ექიმო მაინტერესებს თვენახევრის ბავშვი მოცულობით რამდენს უნდა ჭამდეს წესით დედის რძეს და რამდენს ხელოვნურს?
* * *
ან თუ იცით ვინმემ მიპასუხეთ რაა.

Posted by: qeta2012 22 Nov 2012, 20:17
QUOTE (madinka @ 22 Nov 2012, 18:57 )

ძველი ცრურწმენების გადმონაშთია ეგაც, ვითომ წოვის დროს წყალი არ დალიო რძე გაგიწყალდებაო და ეგეთი სისულელეები..მე პირიქით,მოვიდგამ ხოლმე ვაშლს წვენებს ან წყალს,მაწონს სუხარს და მოკლედ ერთად ვქეიფობთ მე და ბაია

უუ სად ვიყავი აქამდე რა, მეკითხა მანამდე biggrin.gif ამ ცრურწმენებმა კიდევ წაიღეს ტვინი რა, კიდევ გამოწველილი რძე წყალს არ გააყოლო რძე გაწყალდებაო biggrin.gif მოკლედ დღეიდან ერთად მივირთმევთ მე და ჩემი გოჭი bis.gif

Posted by: madinka 22 Nov 2012, 20:28
qeta2012
უფ რამდენი გადამისხამს მასე გამოწველილი,სავსე ბოთლები sad.gif ისე მენანებოდა ლამის თან მივყვებოდი...ეხლა შემომაკლდა რძე და გული მწყდება იმ გადაღვრილებს რომ ვიხსენებ... ისე რამე რძის მომყვანი იცით ეფექტური?კამის თესლის ჩასის ვსვამ სულ ისედაც ვიჭყიპები..კიდე აპილაკიც დავიწყე დღეს..მეტი რა იცით გამიზიარეთ რა

Posted by: blblbl 22 Nov 2012, 20:47
madinka
რატომ ასხავდი მერე,6თვე ინახება დედის რძე საყინულეში და ისეთივი სასარგებლოა როგორც გაუყინავი

Posted by: madinka 22 Nov 2012, 20:51
blblbl
QUOTE
რატომ ასხავდი მერე,6თვე ინახება დედის რძე საყინულეში და ისეთივი სასარგებლოა როგორც გაუყინავი

კაი რააა sad.gif მართლაა?sad.gifsad.gifsad.gifsad.gif ფუუ როგორ არ ვიცოდი და არც არავინ მითხრა! პირველად გავიგე რომ შენახვა შეიძლება!:(

Posted by: blblbl 22 Nov 2012, 20:53
madinka
კი შეიძლება,ოთახის ტემპერატურაზე ორი საათი 24 სააათი მაცივარში და საყინულეში სპეციალურ კონტეინერში 6თვე.ცუდია რომ არ გითხრეს sad.gifმერე თბილ წყალში უნდა ჩადო ბოთლი და რომ შეთბება მისცე.იმედია მოგემატრება რძე ,იცის რძემ ცოტა შემცირება და მერე მობრუნება,აწოვე რაც შეგიძლია ბევრი 2kiss.gif

Posted by: madinka 22 Nov 2012, 21:08
xo mase vshvebi exla,ramdenjerac momtxovs mivcem..adrec damemarta ase da mere agmidga chveuli raodenoba..apilaks vwuwnidi.exlac daviwye.

Posted by: qeta2012 22 Nov 2012, 21:09
QUOTE (madinka @ 22 Nov 2012, 20:28 )
qeta2012
უფ რამდენი გადამისხამს მასე გამოწველილი,სავსე ბოთლები sad.gif ისე მენანებოდა ლამის თან მივყვებოდი...ეხლა შემომაკლდა რძე და გული მწყდება იმ გადაღვრილებს რომ ვიხსენებ... ისე რამე რძის მომყვანი იცით ეფექტური?კამის თესლის ჩასის ვსვამ სულ ისედაც ვიჭყიპები..კიდე აპილაკიც დავიწყე დღეს..მეტი რა იცით გამიზიარეთ რა

მე გამიგია კიდევ ხორბლის ნახარში. კამის ჩაის მოყავსო კარგად ეგეც გამიგია და შენ რატო არ გიმატებს? rolleyes.gif

Posted by: madinka 22 Nov 2012, 21:15
mgoni kamis chaize ukve reziztentulia chemi organizmi smile.gif ise shevehvie chveulebriv chaisac agar vsvam.

Posted by: jazz_vision 22 Nov 2012, 23:09
გამარჯობათ, რჩევა მჭირდება საწოლზე დასაკიდებელ კარუსელთან(მობილესთან) დაკავშირებით, ბავშვისთვის ნაჭრის სათამაშოები ჯობია მობილეზე რომ იყოს თუ პლასმასის?

Posted by: ninoeqimi 22 Nov 2012, 23:18
Janiss
თქვენმა პატარამ ჯერ არ იცის დღე და ღამეsmile.gif
qeta2012
ბინტი გააღიზიანებს ისედაც ნაზ ლორწოვანს, ამიტომ მეორადად დაინფიცირდება და გავრცელდება, მატყუარას თუ წოვს ის დაასველეთ სოდიან წყალში.

madinka
ძუძუს იმდენს რამდენიც უნდა, ძუძუს მოცულობას ვერ გააკონტროლებ, რაც შეეხება ხელოვნურს დღე ღამის განმავლობაში უნდა ჭამოს თავის წონის 1/6

* * *
jazz_vision
ჰიგიენური თვალსაზრისით პლასტმასის, ადვილად გაიწმინდება

Posted by: madinka 22 Nov 2012, 23:27

ანუ 4.800ია ეხლა და უნდა ჭამოს 800 სულ და თუ 3 საათში ერთხელ გამოვითვლი გამოვა 8 ჭამაზე 100 გრამი.დავიჯერო ძუძუში 100 გრამი მააქვს???? sleep.gif sleep.gif sleep.gif
* * *
ninoeqimi
ამ ბოლო დროს 1 უცნაურობა შევამჩნიე,არამგონია რომ მომჩვენებოდა თან რამდენჯერმე.- ვატყობ რომ მარჯვენა თვალის გუგა ისე არ უფართოვდება როგორც მარცხენა. სულ ვადარებ ერთმანეთს ერთნაირ განათებაზე და რამდენჯერმე მართლა მასე ქონდა.შეიძლება ასეთი რამე?

Posted by: Janiss 23 Nov 2012, 00:50
ninoeqimi
QUOTE
თქვენმა პატარამ ჯერ არ იცის დღე და ღამე

მარტო ჭამის დროს არ იცის?
ღამე ძილით არაჩვეულებრივად სძინავს,მთელი დღეები ფხიზლობს,ცოტ-ცოტას თუ მოატყუებს თვალს.როგორ ვიფიქრო რომ ვერ არჩევს დღეს და ღამეს?და დავიჯერო ამდენი საათები ენერგიას რომ ხარჯავს(სულ ხელში უნდა და სულ მოძრაობს ან ტირის) არ შივდება?


blblbl
QUOTE
სპეციალურ კონტეინერში 6თვ

ვეძებ ამ კონტეინერებს და ვერსად მივაგენი.არც აფთიაქებში აქვთ.
ჩვეულებრივი პლასტმასის კონტეინერი არ შეიძლება?
გაყინულ რძეს რომ გამოვიღებსთ მიკროტალღურში უნდა გავადნო?
საყინულეში შედებულ კონტეინერში უკვე გაყინულ რძეს რომ დავამატოთ ახალი და ძველ გაყინულთან ერთად ახლიდან გავყინოთ შეიძლება?ვერ ვიშოვე 300 მლ-იანებზე პატარები.
მოგაყარე კითხვები მაგრამ სხვა ინფორმაციის წყარო არ მაქვს. mo.gif

Posted by: blblbl 23 Nov 2012, 00:56
Janiss
ტომი ტიპს აქვს ნამდვილად ვიცი და არის მანდ ეგ ფირმა?პარკებითაც ინახავენ როგორც ვიცი,რაღაც სპეც პარკები როა აქ არ მინახავს ოღონდ.

QUOTE
უკვე გაყინულ რძეს რომ დავამატოთ ახალი და ძველ გაყინულთან ერთად ახლიდან გავყინოთ შეიძლება?ვერ ვიშოვე 300 მლ-იანებზე პატარები.

სავარაუდოდ არა

QUOTE
გაყინულ რძეს რომ გამოვიღებსთ მიკროტალღურში უნდა გავადნო?

წარმოდგენა არ მაქვს,ცხელ წყალში უნდა ცადო ბოთლი ეს ვიცი,მაგრამ პრინციპში რა უდან დააშავოს მიკროტალღოვანმა?მე მგონია რ უდნა იყოს პრობლემა,მაგრამ დააზუსტე მაინც.ზოგადად საჭმლის გალღობა თუ შეიძლება ბავშვის მაშინ ალბათ უფრო კი.

Posted by: matmatuna 23 Nov 2012, 01:04
Janiss
QUOTE
გაყინულ რძეს რომ გამოვიღებსთ მიკროტალღურში უნდა გავადნო?

არავითარ შემთხვევაში!
ჯობია წინასწარ მაცივარში დატოვო(საყინულედან ქვემოთ შედგა) ან თუ მალევე გინდა ოთახის ტემპერატურაზე ან წყალში ჩადგი... თუ ძალიან მალე გინდა თბილ წყალიან ჭურჭელში შეგიძლია დატოვო... ცხელში არა no.gif კარგავს თავის თვისებებს... ზედმეტი ჯანჯღარისგანაც კი კარგავს
QUOTE
საყინულეში შედებულ კონტეინერში უკვე გაყინულ რძეს რომ დავამატოთ ახალი და ძველ გაყინულთან ერთად ახლიდან გავყინოთ შეიძლება?

არა, ნამდვილად არაა სასურველი
QUOTE
ვეძებ ამ კონტეინერებს და ვერსად მივაგენი.არც აფთიაქებში აქვთ.

ესეთებია ყველაზე მოხერხებული... რიცხვს დააწერ და შეაგდებ საყინულეში

user posted image
user posted image
* * *
Janiss
დავგუგლე ესპანურად ( rolleyes.gif ) არ ვიცი რამდენაც სწორად biggrin.gif და გადახედე აბა, იქნებ ნახო ინფორმაცია, სად შეიძინო და რა ბრენდებია
https://www.google.com/search?q=almacenamiento%20de%20la%20leche%20materna&hl=en&client=firefox-a&rls=org.mozilla:en-US:official&channel=rcs&um=1&bav=on.2,or.r_gc.r_pw.r_cp.r_qf.&bpcl=38897761&biw=1436&bih=770&ie=UTF-8&sa=N&tab=iw&ei=3pWuUN6DCanD0AGq64DIBQ

Posted by: qeta2012 23 Nov 2012, 14:31
ვეღარ გავიგე ბავშვი გევრდზე დავაწვინო თუ ზურგზე, ზოგი მეუბნება ზურგზე უნდა დააწვინო რომ ხერხემალი არ გაუმრუდდესო, და პედიატრმა მითხრა არავითარ შემთხვევაში არ დააწვინოვო ზურგზე, გვერდზე დააწვინეო. rolleyes.gif

Posted by: madinka 23 Nov 2012, 14:34
qeta2012
ზურგზე დააწვინე და თავი ქონდეს გვერდზე.ისე მე ყველანაირად ვაწვენ,გვერდზეც და მუცელზეც

Posted by: salomelo 23 Nov 2012, 15:24
გამარჯობათ თუ შეგიძლიათ მირჩიეთ 3 წლის ბავშვს ახლო ხედვის დროს შეაქვს ძალიან ახლოს. რამდენად საშიშია. თუ მირჩევთ ვინმე კარგ ექიმს

Posted by: algulga 23 Nov 2012, 18:42
madinka
QUOTE
პირველად გავიგე რომ შენახვა შეიძლება!:(


რას ამბობ მე სამსახურში რომ მივდივარ გამოწველილს ვტოვებ და თუ არ მეყო ახალი გამოწველილი საყინულეში ზალატოი ზაპასი მაქვს ასეთ კონტეინერებში
http://www.amazon.com/Medela-Breastmilk-Freezing-Packaging-87061/dp/B0009XBX4K/ref=pd_cp_ba_0
http://www.radikal.ru

მარა ესენიც კარგებია, ჩემი თანამშრომელი ამას ხმარობს
http://www.amazon.com/Philips-Avent-10-Storage-Starter/dp/B00018XCS8/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1353681505&sr=8-1&keywords=milk+pump+container

http://www.radikal.ru
* * *
matmatuna
QUOTE
ესეთებია ყველაზე მოხერხებული... რიცხვს დააწერ და შეაგდებ საყინულეში



უი ეს არ ვიცოდი

Posted by: matmatuna 23 Nov 2012, 18:58
algulga
QUOTE
უი ეს არ ვიცოდი

ჰო, მაგრამ ერთჯერადია... მეტი ჯდება. მშვენიერი კონტეინერები გქონია, გაასტერილებ და ვუალაა biggrin.gif
ოღონდ ვინც ძალიან ბევრს იწველის ალბათ ის პაკეტები ურჩევნია, ნაკლებ ადგილს დაიკავებს yes.gif

Posted by: qeta2012 23 Nov 2012, 19:05
ნინო ექიმო პედიატრმა მითხრა რომ ყოველ 2 საათში აჭამეო ბავშვს ძუძუ, რომც ეძინოს გააღვიძე და აჭამეო და რამდენად ნორმალურია ეს? ერთი თვისაა, მარტო ბუნებრივზე მყავს და ხანდახან რომ გადააბავს ხოლმე 3-3.5 საათი სძინავს ხოლმე და რომც გავაღვიძო შეიძლება ძაან ცოტა მოწოვოს და ისევ გააგრძელებს ძილს და აზრი აქვს ესეთ გაღვიძებას? თან მეცოდება sad.gif ხანდახან ნახევარი საათი წოვს ხოლმე და ექიმმა მითხრა ბევრია და მაგიტომ ამოაქვს ხოლმე უკანო, და რომ წავართვა ძუძუ გაიგიჟებს თავს სანამ თვითონ არ გაძღება და არ გადმოაგდებს და რა ვქნა? mo.gif

Posted by: Galo 23 Nov 2012, 19:18
ჩემი გოგო წლის და 5 თვის ხდება 30ში, 11კგ-ს იწონის. ჩემი აზრით ძალიან ბევრს ჭამს! თავისი 5წლის ძმა რამდენსაც ჭამს, იმდენს ჭამს ესეც და მერე კიდევ პურს დააყოლებს, ჩაის დიდი "კრუჟკით" ბოლომდე მიირთმევს და ყოველივე ამის შემდეგ ვინმეს თუ დაინახავს რომ ჭამს - ითხოვს კიდევ! ხშირად არც ხედავს საჭმელს და ისე მთხოვს პურს. გრამებით არ ვიცი რამდენს მიირთმევს, მარგამ ჩვეულებრივი ღრმა თეფშით ჭამს. ყოველ დილით ფაფა რძეზე, ცოტა კარაქით, ცოტა შაქრით, ყოველ დღე ხორციანი წვნიანი სხვა და სხვა ბოსტნეულით, მაწონი, ხაჭო, ხილი, კვახი, თითქოს ყველაფერს ვაძლევ და ვერ ნაყრდება თუ რა ჭირს ხომ ვერ მეტყვით? უფროსი პირიქით, დაბადებიდანვე ზარმაცია, ძუძუზე ეძინებოდა 2წუთში! ეხლაც მე ვაჭმევ, თუ არა და საერთოდ არ შეჭამს, ზის და დრო გაყავს... წონაში არაა მგონი პატარა - 20კგ-ა.

Posted by: sunny night 23 Nov 2012, 22:40
ninoeqimi
ნინო ექიმო,
ალბათ გამოგრჩათ ჩემი შეკითხვა და ხელახლა ვდებ-
ჩემი 4 თვის და 2 კვირის ბავშვი თვალს აელმებს. რა ასაკში უნდა იყოს უკვე თვალის კუნთი გამაგრებული? როდის ვაჩვენო ექიმს? ეს ნევროპათოლოგს ეხება თუ ოფთალმოლოგს?

Posted by: madinka 24 Nov 2012, 01:31
mokled ise var chems pawawunaze miwebebuli mis gareshe 5 wuti ver vzleb! sxva rom aiyvans xelshi vejvianob,guli mikankalebs rame ar damarton tqo! ro tiris xo saertod! mgoni me var shvili da eg deda! mis gamo mzad var mteli weli saxlidan ar gavide!arc calke vawven,gverdit miwevs d axandaxan game chems gulzec viwven da ise gvzinavs xolme ertad.zalian var masze damokidebuli! 5 wuti xelshi roar aviyvano lomkebi mewyeba,seriozulad cudad vxdebi.xval stumrad mivdivar da miwevs bavshvis datoveba da lamis uari vtqva wasvlaze.guli da goneba shin damrcheba xo vici! eklebze unda vijde!ra meshveleba???nametani momdis vatyob mara sxvagvarad ar shemizlia!tqvenc ase xart tu me var aranormaluri?sad.gif

Posted by: tatuuu 24 Nov 2012, 12:14
ninoeqimi
ნინო ექიმო, 3.500 დაიბადა ჩემი ბიჭი, 3 თვეზე არის 6.100 კგ და 66 სმ. ნორმალური ნამატია? 700 გრამი მოიმატა 2-დან 3 თვემდე და ცოტა ხომ არაა?

Posted by: xatia333 24 Nov 2012, 14:18
tatuuu
რა მაღალი ბიჭი გყავს love.gif
* * *
madinka
რომ დამძიმდება და ხელში ჭერა გაგიჭირდება მერე ცოდო ხარ. ჩემი 7 კილოა და ჩამწყდა წელი , მე კია რ მაქვს პრობლემა სხვებმა რომ აიყვანონ მაგრამ დღე მარტო ვართ და ჩემი თAვში სახლელია ამ გატუტუცებულის ჭერა

Posted by: qeta2012 24 Nov 2012, 16:44
ნინო ექიმო მაგ თეთრად ნადებისთვის Fულნისტატინი რომ მივცე შეიძლება? მეცოდება ბინტიან თითს რომ გავთხრი ხოლმე პირში, sad.gif მაგრამ ექიმს არ დაუნიშნია და მივცე ჩემით? თან თქვენც რომ მითხარით რომ გაუღიზიანდებაო ლორწოვანი, ჩემი პედიატრი ამას ვერ ხვდებაა? თუ არის საშუალება რაც იოლად და წვალების გარეშე მოაცლის ამ თეთრ ნადებს ( რომელიც ნერვებს მიშლის საშინლად) რაღატომ აწვალებენ ბავშვებს mad.gif

Posted by: ninoeqimi 24 Nov 2012, 17:25
qeta2012
დაანებეთ თავი ექსპერიმენტობანას, ჭამოს იმდენი რამდენიც უნდა და მაშინ როცა უნდა, რაც შეეხება ამოღებას ეს ბავშვის ფიზიოლოგიითაა განპირობებული და ამაში არაფერი საგანგაშო არ არის, არც გააღვიძოთ და არც ძუძუ წაართვათ.
Galo
წონა ადექვატური აქვს და ჭამოს იმდენი რამდენიც უნდაsmile.gif ეცადეთ ბალანსირებული საკვები მიცეთ, შეიცავდესცილებს ცხვიმებს და ნახშირწყლებს. მთავარია, რომ წონა ნომალური აქვს.
sunny night
წლამდე შეიძლება რომ ქონდეს, მერე თანდათან გაამაგრებს. ოფტალმოლოგი ჯერ არ უნდა, ჯერ ნევროლოგმა უნდა შეაფასოს არის თუ არა თვალის მამოძრავებელი ნერვის დაზიანება.
tatuuu
აწი ყველა თვეს უფრო და უფრო ნაკლებს მოამატებს,smile.gif

qeta2012
კი, შეიძლება, ნახევარი ტაბლეტი კარგად დაფხვენით და ჭამის შემდეგ ცოტა რძეში ან წყალში გახსნილი ჩაასხით პირში, მერე დაახლოებიტ ნახევარი საათი არაფერი არ მიცეთ, 2-3 ჯერ შეგიძლიათ დღეში ასე გაუკეთოთ და 2-3 დღეში გაუვლის.


Posted by: Galo 24 Nov 2012, 18:20
QUOTE

ninoeqimi

დიდი მადლობა!

Posted by: matmatuna 24 Nov 2012, 19:53
ninoeqimi
ჩემი წლინახევრის ძმიშვილს დაუნიშნეს წამლები, ბავშვი მთელი დღე ძილადაა მივარდნილი და შეგიძლიათ ამ მედიკამენტეზე რაიმე მითხრათ?
იღებს პუროქსანს, ბენეტი ორალურ სპრეის, ლაქტო G და კიდევ რაღაც ფაგს rolleyes.gif
ახველებდა, ერთი დღე ჰქონდა მაქსიმუმ 38,5 ტემტერატურა, ფაღარათი და სტომატიტი კიდევ...
ამ წამლების მიღებას შეიძლება ჰქონოდა ასეთი რეაქცია? ან იქნებ კომბინაცია არაა სასურველი?

Posted by: ninoeqimi 24 Nov 2012, 22:28
matmatuna
ასე პირდაპირ ძილად მივარდნა არც ერტ წამალს არ ახასიატებს, ტუმცა ნებისმიერი მატგანის ინდივიდუალური აუტანლობა იყოს, ამიტომ ექიმს მიაკიტხეტ ისევ.

Posted by: matmatuna 24 Nov 2012, 22:42
ninoeqimi
გმადლობთ, დაურეკიათ ექიმისთვის წეღან და რომელიღაც მედიკამენტი მოუხსნია...

Posted by: tatuuu 25 Nov 2012, 15:17
xatia333
ხო სიმაღლეში კი არის 7 თვის ბავშვივით, სამაგიეროდ ლოყები და ბევრი ნაკეცები არ გვაქვს, არადა როგორ მინდააა love.gif

ninoeqimi
მადლობა

ერთი კითხვა მქვს კიდევ. ვიცი რომ ბავშვისთვის დამამშვიდებლის მიცემა არ შეიძლება და არც ვაპირებდი არასდროს, მაგრამ უბნის პედიატრმა დაგვინიშნა ვალომენთი ( მგონი სწორად მახსოვს ) და როგორც მითხრა პიტნას და ვალერიანს შეიცავს მხოლოდ, შეიძლება რომ მივცე თუ თავი შევიკავო მაინც? გაზების გამო ძალიან ცუდადდ ძინვს და სულ შფოთავს

Posted by: matsatsuna 25 Nov 2012, 19:16
ninoeqimi
გამარჯობა ნინო ექიმო ჩემი ბიჭი ელის და 4თვისაა 2თვის წინ დავანენებინე ძუძუ ხოდა,ძუძუს რო ითხოვდა ღამე ვაძლევდი წყალს იმის მერე გამე რამდენჯერმე სვავს წყალს ხანდახან მგონია რო არ წყურია და ისემ სვსვ დღეც ეგრე რო დალევს სასურველს დანარჩენს ერთოაბ საბოლოო ჯამში ბერვი გამოსდის.შესაბამისად შარდავს ბევრს დღე-ღამესი 6 პამპერსი გვინდა და მეშინია რამე საყურადღებო ხო არააა

Posted by: tamusinka 25 Nov 2012, 19:58
ninoeqimi

ჩემ ბავშვს რაღაც უცნაურობა ჭირს smile.gif 5 თვის გახდა. ძუძუს წოვის დროს აწუხებს მუცელი და ბოთლიდან რომ სვამს არა. ვერ გავიგეთ რა ხდება. ასე დაეწყო 2 თვიდან. ანტიბიოტიკის მიცემა დაგვჭირდა ყურის ანთების გამო და კუჭ-ნაწლავისთვის არაფერი დაუნიშნავს ექიმს. მერე მივხვდით, რომ ანტიბიოტიკით მკურნალობის მერე დაეწყო ეს დისკომფორტი. ჭამის დროს იგრიხება. მუცლის ხმებიც ისმის. ასე სასარგებლო და საჭირო რომ არ იყოს დედის რძე აქამდე დავანებებინებდი თავს, მთელი ტანჯვა-წამებაა ჭამა . ლინექს-ფორტე აქვს ეხლა დანიშნული. 1 კვირაა სვამს და ჯერ შედეგს ვერ ვატყობ. ისიც ვიფიქრე, იქნებ ჩემ რძეს ვერ ინელებს თქო, მაგრამ გამოწველილს რომ ვაძლებ ბოთლით, მაშინ არ წუხს. უშუალოდ ძუძუს წოვის დროს შეიძლება უფრო ძლიერდებოდეს პერისტალტიკა?

Posted by: temosabasdeda 26 Nov 2012, 12:50
აქაც დავსვა კითხვას: ) ჩემი გოგო თვის ხდება 2.900 დაიბადა სამი თვის 8.400იყო.მხოლოდ ძუძუზეა. მე მუშაობ გასვლა მიწვს კვირაში ორჯერ .აქამდე მოვდიოდი ორ საათსI ერთხელ .ახლა მინდა თVიდან მივცე ფაფა ერთი ჭამა სანამ მე წასული ვიქნები.ფორმულა არ ჭამა,არც ჰუმანა ,არც ჰიპი იკლას თავს და Aრ ჭამს.ამიტომ ფაფის იმედი მაქვს .ბევრს დავაშავებ კვვირაში ორჯერ რომ მივცე ერთი კვებეა?
* * *
4 თVის ხდება მაპატიეთ ცუდად დავწერე

Posted by: ninoeqimi 26 Nov 2012, 14:18
tatuuu
მერე გაზებს რომ მიხედოთ უფრო უკეთესი არ იქნება? თქვენ რომ მუცელი გტკიოდეთ და ლუმინალი დაგალევინოთ ვინმემ პრობლემას ეშველება? smile.gif
matsatsuna
წონაში როგორ მატულობს? იქნებ საჭმელი არ ყოფნის და ღამე თქვენ წყალს აძლევთ, საჭმელი მიეცით და ნახეთ რამდენ ხანში გაიღვიზებს.
tamusinka
ძუძუს წოვისას პოზიციას მიაქციეტ ყურადღება, შესაძლოა ჰაერი მიყვება და მაგას ვერ ერთი წამალი ვერ უშველის.

* * *
temosabasdeda
რძე რომ გამოიწველოთ და დაუტოვოთ? კვირაში ორი დღე დიდი პრობლემა არ იქნებაა, ფაფა კი 6 თვიდან მიეცით.

Posted by: tatuuu 26 Nov 2012, 14:59
ninoeqimi
გაზებს ვერ ვშველით ვერაფრით და იმიტომ აღარ ვიცი როგორ მოვიქცე, არც წამალი და თბილი წყალი შველის, არადა უკვე 3 თვის არის

Posted by: tamusinka 26 Nov 2012, 15:14
ninoeqimi
QUOTE
ძუძუს წოვისას პოზიციას მიაქციეტ ყურადღება, შესაძლოა ჰაერი მიყვება და მაგას ვერ ერთი წამალი ვერ უშველის.


ასე თუ ისე ნორმალურად ჭამას ვახერხებთ თუ წევს და მე იდაყვზე ვარ დაყრდნობილი. ამ დროს ასატანად ჭირვეულობს, მაგრამ მოჭიდება ნებისმიერ პოზიციაში კარგი აქვს და მაინც შეიძლება შედიოდეს ჰაერი?

Posted by: ninuwki 26 Nov 2012, 15:30
madinka
ვაიმე,ზუსტად მასე ვარ sad.gif სამსახურზეც კი ვამბობ უარს sad.gif


ექიმოო ბავშვს აქვს კუჭი აშლილი უკვე 4-5 დღეა.გაციებული არ არის...ძუძუზე მყავს...საშიშია?

Posted by: qeta2012 26 Nov 2012, 15:33
ამ მშობიარობის შემდეგ იმუნიტეტი საშინლად მაქვს დაქვეითებული (ალბათ როგორც ყველას) და ყველაფერი ეხლა დამეტაკა, და ნინო ექიმო შეგიძლიათ მირჩიოთ რომელი ვიტამინი დავლიო იმუნიტეტის გასაძლიერებლად? თორემ ყველაფერმა ჩემთვის მოიცალა და თან წინ რამხელა ზამთარი მელის sad.gif და კიდევ მაინტერესებს ამოღებინების მიზეზი რა შეიძლება იყოს? მადლობა

Posted by: mushroom11 27 Nov 2012, 01:19
თქვენი ფახმარება მჭირდება, მოკლედ წლის და 5 თვისაა ჩემი ბიჭი და 1 თ ვეზე მეტია რაც დაიწყო დღეგამოშვებით შვება ოღონდ ,რომ დავაძინებ 1 საათში იღვიძებს და 3 საათი ხან 4 ხან 2 აღარ იძინებს, კი არ ტირის თამაშობს და არაფრით არ იძინებს არც ხელში არც კალიასკაში არც საწოლში არცერთ ოთახში არანაირი მეთოდით რა ვქნა?რისი ბრალი შეიძლება იყოს?

Posted by: ninoeqimi 27 Nov 2012, 16:00
tatuuu
რას აჭმევთ?
tamusinka
კი, შესაძლოა,აბა თუ თქვენივე რძეს ბოთლიდან ჭამს და არაფერი მოსდის, ესე იგი პრობლემა წოვებაშია.
ninuwki
ექიმი და განავლის ანალიზია საჭირო.
qeta2012
ტერავიტი ანტისტრესი მიიღეთ, ჟენშენს და ვიტამინებს შეიცავს და კარგად მოგაზლიერებთ.
mushroom11
ერთი საათით გვიან დააძინეთ

Posted by: iri-79 27 Nov 2012, 19:20
QUOTE
ninoeqimi

ძლიან გთხოვთ მიპასუხეთ, მყავს 3 თვის ბავშვი ექიმმა მითხრა რომ აქვს ასთმური ბრონხიტი და რამდენად საშიშია შეიძლება რომ ასთმა დაემართოს? ძალიან ვნერვიულობ, დიდი მადლობა წინასწარ.

Posted by: alisa26 27 Nov 2012, 22:54
ninoeqimi
ნინო ექიმო გთხოვთ მიპასუხოთ
ჩემი ბავშვი გაციებული იყო 1 კვირის წინ, ანტიბიოტიკებს ვასმევდი 24 ნოემბრამდე, სიცხე ნორმალური ქონდა დღეს 35,9 აქვს სიცხე. იცის ასე ანტიბიოტიკების მერე? რა ვქნა?

Posted by: tatuuu 28 Nov 2012, 12:33
ninoeqimi
მხოლოდ ძუძუზეა. 3 თვის და 1 კვირისაა და სკდება რასაც ქვია sad.gif დავიტანჯე მეც და ბავშვიც. ვფიქრობ უკვე ხელოვნუზე ხო არ გადავიყვანო და იქნებ მოიხსნას ეს პრობლემაც, მთელი ღამე ტირის ისტერიულად და იკლაკნება, მერე გაზებზე გადის და ისვენებს, მერე ისევ ეწყება გაზები და მოკლედ აღარ ვიცი რა ვქნა, წამლები თითქმის ყველანაირი ვცადე და შედეგი საერთოდ არ ქონია... დავნერვოზდი... 3 თვის მერე აღარ ექნებაო და ეს ეხლა გაგიჟდა, თან ძილიც უჭირს ამ გაზების გამო და კონცერტები გვაქვს ხოლმე მოკლედ 1 საათიანი. რა გავაკეთო იქნებ დამეხმაროთ? sad.gif

Posted by: LOTUSi 28 Nov 2012, 14:14
1 თვეა ძუძუ გაუმაგრდა ჩემს გოგოს, ქაფურის ზეთს ვადებ მაგრამ არ მოქმედებს. რა გავუკეთო?

Posted by: ninoeqimi 28 Nov 2012, 15:20
iri-79
მკურნალობა ესაჭიროება, ხშირი ინგალაციები და არ არის აუცილებელი რომ მანდამაინც ასთმა დაემართოს.
tatuuu
პირადში მოგწერეთ ჩემი მოსაზრება
L0TUS
ექიმს აჩვენეთ#
alisa26
არაფერი არ ქნათ< ასე იცის ვირუსულმა ინფექციებმა, ზოგჯერ მაღალი ცხელება დაბალით იცვლება. ცოტა თბილად გყავდეთ, თბილი სითხეები მიეცით და 2-3 დღეში გამოსწორდება.

Posted by: Free Aquarius 29 Nov 2012, 09:18
QUOTE (ninoeqimi @ 2 Nov 2012, 23:06 )
Free Aquarius
პედიატრთან ვიხიტი გჭირდებათ. ერთ ერთი მიზეზი ჭიებით ინვაზიაა, ასევე კუჭის პათოლოგია და ნაწლავის პათOლოგიაც შეიძლებაამის მიზეზი იყოს, და კიდევ ჰემოგლობინის მოწესრიგებიდან 3-4 კვირა მკურნალობა უნდა გააგრძელოთ.

ბოდიში გვიან გპასუხობთ.
შეკრულობის გამო ადრე მყავდა ავთანდილ კვეზერელთან და ზარმაცი ნაწლავის სინდრომის დიაგნოზი დაუსვა.მკურნალობის შემდეგ მოუწესრიგდა კუჭის მოქმედება,მაგრამ ბოლო დროს იშვიათად იკვრება ისევ და ხშირად ერთი ორი დღე არ გადის კუჭში.ზარმაცი ნაწლავი სულ ექნება თუ ექვემდებარება მკურნალობას?
ჰემოგლობინი რამდენია ნორმა წლინახევრის ბავშვისთვის?და კიდევ ერთი კითხვა მაქვს.ჭიებზე დაუნიშნეს მკურნალობა,ჰელმიზოლი 200 მგ იანი,ნახევარი აბი ერთხელ დღეში,სამი დღე და ორი კვირის შემდეგ იგივეს ვიმეორებთ და შემდეგ ისე. Aნალიზი.ძუძუს წოვდა და ვერ დავიწყეთ მკურნალობა(ორმაგი დოზა რომ არ მიეღო) რადგან ჩემთანაც წვება ხოლმე და მეც უნდა დამელია.ანოტაციაში წერია რომ ამ Aსაკზე 200 მგ ინიშნება დღეში.როგორ ფიქრობთ ნახევარი საკმარისი იქნება თუ ტყუილად დავალევინებ?და მე რამდენი უნდა დავლიო? წინასწარ გიხდით მადლობას

Posted by: larakroft 29 Nov 2012, 11:31
იქნებ ვინმემ იცოდეს.. 4 წლის ბიჭი მყავს.. 5 კვირის უკან გამიცივდა და იმის მერე დარჩა ცხვირიდან გამონადენი და ხველა.. ცხვირიდან სეროზული გამონადენი აქვს, ძალიან ოდნავ შეყვითლებული.. ძირითადად წყლის ფერი... ხველებითაც დილით რომ იღვიძებს მაშინ აქვს თითქოს შეტევითი ხველა.. ზოგჯერ ნახველსაც ამოიღებს ხოლმე ორშრიანს.. ქვედა ყვითელი სქელი, ზედა ლორწოვანი... როცა ბევრს ირბენს მაშინ ახველებს კიდევ..
ეს ორი პრობლემა გვაქვს.. სხვა მხრივ აქტიურობა და მადა ნორმაში გვაქვს უკვე მე2 კვირა დაიწყო რაც ამბროქსოლს ვასმევ, ხოლო ცხვირისთვის უკვე მე3 შესასხმელს ვხმარობ.. ჯერ ბიოპაროქსი ვასხი 5 დღე, მერე პოლიდექსა 5 დღე და ახლა იზოფრა დავუწყე... საღამოობით ანტიჰისტამინურსაც ვაძლევ... ზაფხულშიც დაემართა ასე.. დიდხანს ახველა და ამ მკურნალობით გამოვიყვანე მაშინ და ახლა აღარ შველის.. ექიმთან მივიყვანე და იმან დაგვინიშნა ამბროქსოლი, ანტიჰისტამინური და ცხვირში შესასხმელი... მაგრამ არ გვაქვს შედეგი...
რისი ბრალი შეიძლება იყოსს?? რამე ქრონიკული ხომ არაა უკვეე?? sad.gif

და ქვედა ქუთოთოზე დღეს მარჯვენა საფეთქლის კუთხისკენ თითქოს ჯიბლიბოსავით ამოსდის და რა ვუყიდო წასასმელად???? sad.gif

Posted by: november777 29 Nov 2012, 12:06
ninoeqimi
ნინო ექიმო, ჩემ 10 თვის პატარას ვირუსი ქონდა, 3 დღეა მოვრჩით ანტიბიოტიკს, მაღალი სიცხე ქონდა. ეხლა კიდე სულ გაყინული აქვს კიდურები, ვერაფრით გავუთბე. ტემპერატურა 36.2. ძალიან ჭირვეულობს და სულ მოთენთილია. ასე გრძელდება უკვე მე3 დღეა. პედიატრმა დამამშვიდა ვირუსის შემდგომი პერიოდი აქვსო, დაგვინიშნა კარტანი, 3 დღეში თუ არ უშველა მერე გადასხმებიო.
რა იცით ამ პრეპარატზე და იცის თუ არა ვირუსის შემდეგ ასეთი მდგომარეობა.

P. S. ერიუსს ვაძლევ ეს სამი დღეა (ცხვირიდან მოსდის თითქმის მთელი თვეა, არაფერმა უშველა და პედიატრმა ჩათვალა რომ ალერგიულია).

Posted by: ninoeqimi 29 Nov 2012, 22:13
Free Aquarius
ჰემოგლობინს რაც შეეხება 110 დან უკვე ნორმაა, მაგრამ ანემია არ არის მხოლოდ დაბალი ჰემოგლობინი, აუცილებლად უნდა ინახოს ერითროციტები და კიდევ სხვა მონაცემებიც. ამიტომ იზოლირებულად ჰემოგლობინის კონტროლი არ არის სწორი, რაც შეეხება ჭიებს, დიაგნოზი როგორ დასვით? წლინახევრის ბავშვისათვის ცოტა ნაადრევი ხომ არ არის? ქართულ ანოტაციაში დოზირება არასწორად წერია, 10 მგ უნდა მიიღოს კილოგრამ წონაზე, რაც შეეხება შეკრულობას, წლინახევრის ასაკში საკვებითაც შეიძლება მოწესრიგება, მოკლეთ კარგი დასაკვალიანებლები ხართsmile.gif

larakroft
5 კვირა საკმარისზე მეტი დროა იმისათვის, რომ მეორად ინფექციაზე არ ვიფიქროთ, ამიტომ მნიშვნელოვანია სისხლის საერთო ანალიზი. აუცილებლად გააკეთეთ.

* * *
november777
კარტანს მე პირადად არასდროს არ ვიყენებ, არ მიყვარს გაურკვეველი წამლები ორაზროვანი დანიშნულებითsmile.gif ზოგადად იცის ვირუსულმა ინფექციამ დაბალი ტემპერატურა, მოთენთილობაც, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ რომ არ არის ბოლომდე ალაგებული პროცესი, ამიტომ სისხლის საერთO ანალიზი აუცილებელია,

Posted by: madinka 29 Nov 2012, 23:19
ninoeqimi
ნინო ექიმო,ამ ბოლო დროს ჩემს გოგოს (2თვისაა) შევატყე რომ მარჯვენა თვალის გუგა ისე არ უფართოვდება როგორც მარცხენა...რის გამო შეიძლება ასე იყოს და რა პროგნოზი შეიძლება ქონდეს მომავალში ამას?

Posted by: ninoeqimi 29 Nov 2012, 23:31
madinka
ნამდვილად სწორად აფასებთ? ეს საკმაოდ სერიოზული შეიძლება იყოს

Posted by: bacho-natia 2 Dec 2012, 02:10
ninoeqimi

გამარჯობა მაინტერესებს ნეირონოსკოპიის გაკეთებაა რას შემთხვევაშია აუცილებელი?
მადლობა

Posted by: madinka 4 Dec 2012, 18:34
ninoeqimi
ესე იგი გამოვიკვლიეთ ყველაფერი დღეს ჟვანიაში,გავაკეთეთ ნეიროსონოსკოპია არაფერი სერიოზული არ აღმოჩნდა,წერტილოვანი ჩაქცევა იყო და გაწოვის სტადიაშია ეხლაო.მითუმეტეს თვალებთან არაფერი კავშირში არარისო..ცალკე თვალებიც გავასინჯე რეფლექსები და რეაქციები ყველაფერი ნორმალური აქვს და ფსკერიც აბსოლუტურად სუფთააო..შეეშვით ამ ბავშვის თვალებსო..დოპლეროგრაფიით დადგინდა ცერებრული ანგიოსპაზმი... გარდა ამისა გავაკეთეთ ბილირუბინი 58 აღმოჩნდა...პირდაპირი-3.1. ასევე ანემია 10.1 და ერითროციტები და ჰემატოკრიტიც ნორმაზე დაბალი. დასკვნაში გვიწერია დღენაკლულობის ანემია და გახანგრძლივებული სიყვითლე...დაგვინიშნეს მკურნალობა და 10 დღეში საკონტროლო ანალიზებს ჩავიტარებთ..იმედია ყველაფერი უკეთ იქნება თორემ გადამიყოლა ამ ბავშვმა...თან ამ სიყვითლის და ჰემანგიომების გამო აცრები გადაგვივადდება რამდენიმე ხნით...ხვალ ვადაჭკორიასთან მიიყავს ჰემანგიომებზე,მგონი მოგვიწევს ოპერაციების სერია..იმდენი აქვს sad.gif

Posted by: VeroNika12 4 Dec 2012, 19:40
გამარჯობა ნინო ექიმო. ჩემი შვილი დაიბადა 4.0 კგ, 52 სმ, სამშობიაროდან გამოწერისას იყო 3.790 კგ, პედიატრთან ვიყავით, როდესაც 2 კვირის გახდა და იყო ისევ 4.0 კგ (ანუ სრულად აღიდგინა დაკარგული წონა), ხოლო სიგრძეში - 54 სმ.
დღეს აღრიცხვისათვის ვიყავით უბნის პოლიკლინიკაში და 1 თვის ვადაზე არის 4.450 კგ და 56 სმ. ბავშვი იღებს მხოლოდ დედის რძეს.
ამგვარი მატება ნორმის ფარგლებშია თუ საჭიროებს დამატების მიცემას?

Posted by: ninucanini 4 Dec 2012, 19:41
გამარჯობათ< კითხვა მაქვს პედიათრთან. ჩმეი შვილი არის 6 თვის , წონით 7 და 200კგ. ექიმმა დაუნიშნა აუგმენტინი 228 იანი, დილას და საღამოს 4 მლ. მე ცოტა მებევრა , და არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი, მაგრამ მაინც მივეცი. წამლის მიღების შემდეგ ბავშვის კუჭის მოქმედება საგრძნობლად გაიზარდა (დაახოებით 6 ჯერ დღეში), ულტრაბიოტიკიც დამინიშნა 1 კაპსულა დღეში ერთხელ. ცოტა ზედმეტი რაოდენობ ით ხომ არ აქვს დანიშნული წამლები. წინასწარ დიდი მადლობა.

Posted by: picundela 4 Dec 2012, 21:07
ninoeqimi
გამარჯობათ ნინო ექიმო smile.gif რა უნდა გკითხო ჩემი პატარა ხდება 8 თვის და ჩოჩინაში ან ისე რო ვსვავთ დგება ფეხის ცერებზე.რისი ბრალია ეგ?

Posted by: ninoeqimi 4 Dec 2012, 21:46
madinka
პიფრადში მოგწერთ ჩემს მოსახრებას.
VeroNika12
არა, არ არის ჯერ საჭირო დამატება, თუ მითUმეტეს არ ჭირვეულობს.
ninucanini
არ არის ბევრი, უფრო დიდი დოზითაც შეიძლებოდა მიგეცათ, კუჭისმოქმედება კი შეიძლება სულაც არ იყოს ანტიბიოტიკის ბრალი და დამოუკიდებელი ნაწლავური ინფექცია იყოს, გირჩევთ მაინც კოპროლოგია გააკეთოთ, 6ჯერ კუჭIს მოქმედება ეჭვი მეპარება აუგმენტინს გამოეწვია, ძალიან იშვიათად აღიზიანებს აუგმენტინი კუჭ ნაწლავს.
picundela24
გირჩევთ ჭოჭინაში საერთოდ არ ჩასვათ

Posted by: picundela 4 Dec 2012, 22:26
ninoeqimi
QUOTE
გირჩევთ ჭოჭინაში  საერთოდ არ ჩასვათ

რატო რამე სერიოზული პრობლემაა? მასაჯები ხო არაა საჩირო ფეხზე?

Posted by: ninoeqimi 4 Dec 2012, 22:51
picundela24
ჭოჭინას არ უწევენ რეკომენდაციას არც პედაიტრები, არც ნევროლოგები და არც ორთოპედები, ძალიან ცუდი პოზა აქვს ბავშვს ჭოჭინაშI, თითიც წვერებზე დადგომა არ არის პრობლემა

Posted by: picundela 5 Dec 2012, 09:47
ninoeqimi
მადლობა დიდი.ანუ ნელნელა გაუვლის და დაგება ხო მერე ფეხით? რავი მითომ ჩოჩინის დახმარებით უნდა გაიაროს პატარამო და ეგ ალბათ სისულელა მაშინ.

Posted by: VeroNika12 5 Dec 2012, 20:05
ნინო ექიმო როგორც ზემოთ მოგწერეთ ჩემი შვილი უკვე ერთი თვისაა და ფაქტიურად მთელი დღე წოვს ყოველ 50-60 წუთში ერთხელ, წოვის შუალედები არათანაბარია ხან ათი წუთი წოვს ხან ნახევარი საათი, დღე მხოლოდ ერთხელ აკეთებს 2,5 საათიან შუალედს, ღამით 2-3 საათიანი შუალედებით იღვიძებს საჭმელად. მაინტერესებს ეს მისი რეჟიმია თუ რძის უკმარისობაზე მეტყველებს, ან როდის დაურეგულირდება კვების და ძილის რეჟიმი.( დაიბადა 4.0 კგ, 52 სმ, სამშობიაროდან გამოწერისას იყო 3.790 კგ, 2 კვირის იყო ისევ 4.0 კგ (ანუ სრულად აღიდგინა დაკარგული წონა), ხოლო სიგრძეში - 54 სმ.) ეხლა არის 4.450 კგ და 56 სმ). უბნის პედიატრმა ამ ასაკის ბავშვი 10 წუთზე მეტხანს არ უნდა წოვდესო და რამდენად სარწმუნოა ეს ინფორმაცია? ასევე წონის მატება აითვალა დაბადების წონიდან და ერთ თვეში 450 გრამი აქვს მომატებულიო და ეს ცოტააო. დაუნიშნა ხელოვნური კვება ძუძუთი კვებასთან ერთად დღეში სამჯერ 60 მილიგრამი. არც ის მინდა რო ბავშვი წონაში ჩამორჩეს, მაგრამ თავს ვიკავებ ხელოვნური საკვების მიცემისგან, თუ წონა და წოვის ასეთი ხანგრძლივობა ამ ეტაპზე ნორმალურია მინდა ბავშვი მხოლოდ ბუნებრივ კვებაზე მყავდეს. იქნებ რამე მირჩიოთ?
ასევე მაინტერესებს წონის მატების შემოწმებისას არ მიიღება მხედველობაში სამშობიაროში დაკლებული და მერე აკრეფილი წონა? იმიტომ, რომ თუ სამშობიაროდან გამოწერის წონით ვიხელმძღვანელებთ ერთი თვის მანძილზე ბავშვმა 660 გრამი მოიმატა, რაც მემგონი ნორმაშია.


Posted by: DOLPHIN 5 Dec 2012, 22:14
4.5 წლის ბავშვისთვის, რომელიც ე. წ. "ასაკობრივი" რინიტით იტანჯება (ყვითელი გამონადენი ცხვირიდან და ხშირი ავადმყოფობა ბაღის პირობებში) რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ რიბომუნილის მიღება?

Posted by: ninoeqimi 6 Dec 2012, 00:07
VeroNika12
არ უნდა ხელოვნირი კვება რა თქმა უნდა, რადგან არ ჭIრვეულობს და წონაშIნ მოიმატა ნამდვილად, მთავარი ის კი არ არის ზუსტად რამდენი გრამი მოიმატა კონკრეტულ თვეს, მთავარია მოცემულ მომენტშI მისი წონა აკმაყოფილებს თU არა ნორმას, ერთი თვის ბავშვისათვის არ ითვლება წონის დეფიციტად 4450 გრამი, ბავშვი არ ჭIრვეულობს, ძუძუს წოვს ესე იგი არანაირი დამატება არ ჭირდება, მითUმეტეს გემრიელი ხელოვნური ნარევი, რომელიც მერე ძუძუზე საერთOდ უარს ათქმევინებს, ისიც რომ ასე ხშირად ითხოვს ჯერ ნორმაა, მისი კუჭი ვერ იტევს ბევრ საკვებს, ამიტომ გაუშვით თავის ნებაზე, აცალეთ კიდევ ერთი თვე, ერთი თვის თავზე ვნახოთ წონა, ხელოვნურიც მიცემას ყოველთვის მოასწრრებთ და თU ჩვენება არ არის რა საჭიროა.
DOLPHIN
ეს დიაგნოზი ვინ დაგისვათ რომ არსებობს " ასაკობრივი რინიტი" ყვითელი გამონადენით და ხშIრი ავადმყოფობებით? ალბათ თქვენს შვილს ქრონიკული ინფექცია ჭირს და მას რიბომუნალი ვერ უშველის, პირადშI მოგწერთ რაც უნდა გააკეთოთ.

Posted by: ათულია 6 Dec 2012, 00:43
ninoeqimi
ნინო ექიმო ოთოს გავუკეთე აცრა 1 წლის ასაკის ბავშვს რაზეც ცრიან
მას მერე გავიდა 1 კვირა და სიცხემ მისცა მეორე დღეა
ექიმმა აცრის რეაქციააო რუტინაცეა+ვიბურკოლი+ორონორმი+ეფერალგანის სიროფი დაუნიშნა
წამლის მირებიდან 4-6 საათი არ აქვს სიცხე მერე ისევ ასდის 38.4 -დე
გამოსაძხებლად დავურეკე და დღეს არ მცალია ხვალ მოვალ სამსახურის მერეო


ოღონდაც ვინმემ მითხრას რა ვუყო ამ ვაი ექიმს სულ ალესილი ხომ არ ვიქნები?

Posted by: agr_bak 6 Dec 2012, 01:23
ათულია
QUOTE
ოღონდაც ვინმემ მითხრას რა ვუყო ამ ვაი ექიმს

გამოცვალო.

ბავშვს რომ უჭირს, იძახებ და არ სცალია, ეგეთი ექიმი არ გჭირდება არაფერში.



Posted by: ათულია 6 Dec 2012, 01:34
agr_bak

გამოცვლაზე მარტივი არაფერია

მაგრამ რამდენმა გამოვცვალოთ?

მთელმა მიკრორაიონმა? და მისი ფუნქცია რა იქნება?


დილით ავალ პოლიკლინიკაში და რაც არასოდეს მიქნია ვიზავ sad.gif

Posted by: maliamii 6 Dec 2012, 15:03
სასწრაფოდ ვითხოვებ ან ვიყიდი იაფად ინგალიატორსსსსს,ძალიან მეჩქარება გოგოებო user.gif

Posted by: natuka_ra 6 Dec 2012, 17:42
ninoeqimi

ნინო ექიმო ნიკოლოზი ახლა სვამს ბაქტოქს 8 საათში ერთხელ 5მლგ, ვამთავრებთ პარასკევს მაქსიმუმ რამდენ ხანში შემიძლია რომ ავცრა?
ასაცრელია გრიპის ვაქცინაზე (მეორე ეტაპი 1 თვის თავზე რომ კეთდება) და დამატებით ჩუტყვავილაზე ვცრი კიდევ.

Posted by: LUCIANA 6 Dec 2012, 17:57
ninoeqimi
გამარჯობათ, მაინტერესებს რამდენად ნორმალურია 7 წლის ბავშვს არც ერთი კბილი არ აქვს მოცვლილი და არც ერყევა, ამოსვლით 10 თვისას ამოუვიდა პირველი კბილი თუ ამას აქვს მნიშვნელობა.

Posted by: ninoeqimi 6 Dec 2012, 23:38
ათულია
თუ აცრის რეაქციაა ორონორმი რად უნდაო არ გითხრააა?smile.gif
ალბათ ვირუსული ინფექციაა, როგორც წესი ვაქცინაციის მერე ადვილია ვირუსული ინფექციის აკიდება, ამიტომ ნუ ნერვიულობ, მიეცი სიცხის დამწევი 2 დღე, და ეს წამლები როდის დაგინიშნათ თუ ბავშვი არ უნახავს?
natuka_ra
ერთI კვირა გავიდეს, სისხლის საერთო ანალიზი გააკონტროლეთ და მერე აცერით.
LUCIANA
მოიცვლის ნუ ნერვიულობთsmile.gif

Posted by: Janiss 6 Dec 2012, 23:54
ninoeqimi
აქ თუ ხართ მიპასხუეთ რა სასწრაოდ მჭირდება თქვენი დახმარება.მე-4 დღეა არ გასულა ჩემი შვილი კუჭში და საგანგაშოა?
ძირითადად ბუნებრივ კვებაზდეა,მაგრამ ეს დღეები ძუძუს აპროტესტებდა და ორჯერ მივეცით ხელოვნური საკვები.თუმცა ბოლო ორი დღეა მაინც არგად დაუბუნდა ძუძუს.რა ვიღონო,შეგიძლიათ მასწავლოთ ოყნა როგორ გავუკეთო?
რა სითხე შეიძლება შევუყვანო ბავშვს სწორნაწლავში კუჭში გასვლაში რომ დაეხმაროს,რამდენჯერ შევუშვა სიტხე სწორნაწლავში და რამდენ-რამდენი გრამი დაახლოებით?
გთხოვთ რა მიპასუხეთ ახლა თუ ნახავთ.მადლობა წინასწარ.
საღამოს ძალიან იტირა,ისე რომ აშკარად რაღაც აწუხებს და ალბათ გაუვალობა. sad.gif

Posted by: ninoeqimi 7 Dec 2012, 00:06
Janiss
ოყნა არ გაუკეთოთ, თუ დარწმუნებული ხართ რომ ნამდვილად აწუხებს გლიცერინის სანთელი ან მიკროოყნა გაუკეთეთ, წყალი არ შეუშვათ. იყიდება გლიცერინის მიკროოყნები აფთიაქში, გვირილის ნაყენი და გლიცერინია

Posted by: Janiss 7 Dec 2012, 00:25
ninoeqimi
მადლობა.მიკროოყნის შოვნის შესაზლებლობა გამორიცხულია,არ ვცხოვრობ საქართველოში და აფტიაქებიც დაკეტილია ახლა.ანადუღარი თბილი წყალი რატომ არ შეიძლება? sad.gif პატარა მსხალი ოყნები როა საბავშვო ის მაქვს,გავასტერილე კიდეც.სხვ რა ვყო ახლა ვერაფრით დავეხმარები? ახლაც იტირა კიდევ sad.gif

Posted by: madinka 7 Dec 2012, 18:35
რა მაინტერესებს- დ ვიტამინი ყველა ახალშობილს ენიშნება ავტომატურად? ტუ არა მაშინ რა შემთხვევაში ინიშნება და რა ასაკიდან???

Posted by: irinka1983 8 Dec 2012, 02:46
madinka

თუ არ ვცდები, ზამთარში ენიშნება ყველა ახალშობილს, ვინც ძუძუზეა. ფორმულაში ისედაც შედის დ ვიტამინი. ჩემი 6 თვის ხდება და ნოემბერში დაგვინიშნა ექიმმა

Posted by: madinka 8 Dec 2012, 10:45
irinka1983
QUOTE
ფორმულაში ისედაც შედის დ ვიტამინი

რა ფორმულაში?

Posted by: tamusinka 8 Dec 2012, 13:32
ninoeqimi

კბილი მტკივა საშინლად. ფესვზე პროცესია წასული, დამინიშნეს ანტიბიოტიკი და 4 საათში ერთხელ გამაყუჩებლები რომ არ დავლიო, კედლებზე გავალ. უფრო ადრეც მტკივდება, მაგრამ ვითმენ როგორღაც. ბავშვი ძუძუზეა. ანტიბიოტიკი შევათანხმე პედიატრთან, იბუპროფენზე მითხრა ასეთი რაოდენობით მაინც თავი შეიკავეო, მაგრამ ფიზიკურად ვერ ვახერხებ ძლიერი ტკივილის გამო. იქნებ მითხრათ რა გავლენა შეიძლება იქონიოს ტკივილგამაყუჩებლებმა ბავშვზე და ხომ არ ჯობია რამდენიმე დღე საერთოდ ხელოვნურზე მყავდეს? 5.5 თვისაა.

ბავშვიც ავად არის, ინჰალაციას ვუკეთებ პედიატრის დანიშნულებით. ჩემი დალეული ანტიბიოტიკი მასაც ანტიბიოტიკად მიეწოდება და შეიძლება ამ შემთხვევაში დაეხმაროს კიდეც თუ მხოლოდ კუჭ-ნაწლავის არევით შეიძლება იქნას გამოხატული?

Posted by: madinka 8 Dec 2012, 14:22
tamusinka
ჯობია კბილი გაიკეთო,ანესთეზიისაც ნუ შეგეშინდება ის ადგილობრივად მოქმედებს და ბავშვს არაფერს უზამს...თან სავსე ძუძუთი წადი და მითუმეტეს არაფერი მოხდება.შეგიძლია თავისუფლად აჭამო ბავშვს..მერე კიდევ სანამ ახალი რძე დაგროვდება მანამდე ანესთეტიკის მოქმედებაც გავა და ასე...

Posted by: lalitato 8 Dec 2012, 15:36
მყავს 2 წლის შვილი. ორი დღეა აქვს ფაღარათი.წამლებს ვალევინებ და არ შველის. იქნებ მირჩიოთ რამე?ან რომელი საკვები მივცე ამ დროს. უმადობაც აქვს და კარგად არც ჭამს.

Posted by: tamusinka 8 Dec 2012, 17:43
madinka

კბილს ვიკეთებ, მაგრამ გამირთულდა და 3 დღე ანტიბიოტიკები უნდა ვსვა + ტკივილგამაყუჩებელი ,ფანჯრიდან რომ არ გადავხტე smile.gif ანესთეზიას ეს ყველაფერი დამატებული უკვე მეშინია.

Posted by: madinka 8 Dec 2012, 18:44
tamusinka
ანესთეზია ნამდვილად არ გავნებს. იმ ორის რა გითხრა. smile.gif (სტომატოლოგი ვარ )

Posted by: irinka1983 8 Dec 2012, 19:13
madinka
QUOTE
რა ფორმულაში?


ხელოვნურ საკვებში.

Posted by: madinka 8 Dec 2012, 19:49
irinka1983
QUOTE
ხელოვნურ საკვებში.

აა ხელოვნურზე არ მყავს,ბუნებრივზე მყავს

Posted by: miravilla 9 Dec 2012, 14:45
გამარჯობათ, ხომ არ იცით ალტაფლორას ელექტროლიტების მიღება რამდენი დღე და რა დოზით შეიძლება? 2,5 წლის ბავშვს ქონდა საშინელი ფაღარათი, გავუკეთეთ გადასხმა და ექიმმა დაგვინიშნა სხვა წამლებთან ერთად ალტაფლორაც, 1-1 პაკეტი 3ჯერ დღეში, არ დაუწერია დღეების რაოდენობა. რაიმე საზიანო ხომ არაა დიდი რაოდენობით მიღება. კუჭი აღარ აქვს აშლილი.

მადლობა წინასწარ.

Posted by: VeroNika12 9 Dec 2012, 17:15
ნინო ექიმო რამდენიმე შეკითხვა მაქვს თქვენთან :
1. ჩემს ბიჭს ორი დღეა ასოს თავი აქვს შეწითლებული, მაინტერესებს რამდენად საშიშია და რა შეიძლება მოვიმოქმედო, რომ გაუაროს? ბანაობისას ჩუჩას არ ვუწევ ხოლმე ისე ვაბანავებ და ასოს თავზე დღეს ოდნავ გადავუწიე და შევნიშნე თეთრი ნადებივით და ეს უნდა მოვბანო თუ რამე ანტიბაქტერიული მნიშვნელობა აქვს?
2. ასევე ბავშვს თავზე აქვს ფუფხები და რა საშუალება შეიძლება ვიხმარო რომ აღარ ჰქონდეს?
3. ბავშვი არის ერთი თვის, ძალიან არა, მაგრამ აწუხებს გაზები და რამდენად რეკომენდებულია რომ დავალევინო ჰიპის კამის ჩაი? უბნის პედიატრმა დღეში 4-ჯერ 20 გრამი მიეციო და ხო არ დაიკავებს კუჭში რძის ადგილს, ისედაც არ მაქვს ბევრი რძე და მეშინია რძის პროდუქციაზე არ იმოქმედოს.

Posted by: madinka 9 Dec 2012, 20:50
VeroNika12
QUOTE
1. ჩემს ბიჭს ორი დღეა ასოს თავი აქვს შეწითლებული, მაინტერესებს რამდენად საშიშია და რა შეიძლება მოვიმოქმედო, რომ გაუაროს? ბანაობისას ჩუჩას არ ვუწევ ხოლმე ისე ვაბანავებ და ასოს თავზე დღეს ოდნავ გადავუწიე და შევნიშნე თეთრი ნადებივით და ეს უნდა მოვბანო თუ რამე ანტიბაქტერიული მნიშვნელობა აქვს?

ეგ დაგროვებული მარილებია რომელიც წვავს კანს და უნდა მობანო აუცილებლად.

Posted by: blblbl 9 Dec 2012, 21:05
madinka
QUOTE
დაგროვებული მარილებია

არა ეგ თეთრი ნადები სმეგმაა ჩვეულებრივი მოვლენაა,ჩწერე გუგლში და ნახავ უფრო კარგად ახსნილს smile.gif მარილები რომ ჰქონდეს მოშრდვისას საშინლად იტირებდა.

Posted by: natinati77 10 Dec 2012, 13:07
გამარჯობა ნინო ექიმო,რამდენიმე კითხვა მაქვს,მყავს 1.8 თვის ბიჭი,ძილის პრობლემა გვაქვს,ღამე 2სკენ იძინებს და დილას 9 თვის იღვიძებს,რა შეიზლება მოვიმოქმედო რომ ბავშვმა გამე 10 სკენ დაიძინოს,შუადღეზე ერთხელ არ დავაძინე და ღამე 11 სკენ დაიძინა,შუადგის ძილს ვერ ვუგდებ,ზასითი უფუჭდება ეგრევე,რა შეიძლება დამამშვიდებელი დავალევინო?ბავშვს 8 საატიც არ ძინავ ღამე,თან ჭამითაც ძალიან ცუდი მჭამელია,შეუზლია მთელი დგე არ ჭამოს და არ მომთხოვს,ვცადე არ შემეთავაზებინა მაგრამ მაინც არ მოითხოვა,ან მადის მოსამატებელი რომ მაინც დავალევინო,ძალიან ვნერვიულობ უძილობაზე და უჭმელობაზე,თან ეხლა შემაშინეს სიცილზე სლოკინი აუტყდება და ეგ კუჭის თიასქარმა იცისო,და რამდენად შეეფერება სიმართლეს?გთხოვთ მიპასუხოთ ზძალიან ამანერვიულა ამ მოსაზრებამ

Posted by: ninoeqimi 10 Dec 2012, 23:15
natinati77
უნდა მცოცავი გრაფიკით გადმოწოთ დაძნების დრო, მაქსმუმ 15 წუთით ადრე ვიდრე ჩვეულებრივია დაახლოებით 4-5 დღე მერე ისევ ახალ დროზე 15 წუთით ადრე და ასე სანამ არ მიხვალთ სასურველ დროზე, დღის ძილიც 15 წუთით უნდა გადაწიოთ შესაბამისად. ძალიან დიდი წვალება უნდა, მაგრამ გამოვა თU მოინდომებთ. დამამშვიდებელი იმ,ომქმედებს 2-3 დღე მერე ისევ იგივე დაიწყება. უკვე იმ ასაკშია რომ ლამაზად გაფორმებული და უცხო საჭმელები ამ ასაკში იზიდავთ ბავშვებს, ეცადეთ გაამრავალფეროვნოთ მენიუ, რაღაცას შეჭამს, რაღაცას არა, მაგრამ თავს შიმშილით არ მოიკლავს ნამდვილადsmile.gif კუჭის თიაქარი და სიცილზე სლოკინი რა კავშირშია მე არ ვიცი ნამდვილად. სლოკინს დიაფრაგმაზე ზეწოლა იწვევს, მაგრამ მხოლოდ სიცილის შემდეგ ალბათ ისე იცინის რომ სუნთქვას აკავებს და მერე უტყდება სლოკინი, არა მგონია რაიმე სერიოზული იყოს ეს ამბავი

Posted by: natinati77 11 Dec 2012, 00:29
ninoeqimi
დიდი მადლობა,ძილის ამ გრაფიკს ვცდი ,საჭმელები ყველანაირად გაფორმებულივცადეთ,ტუ შესახედად არ მოეწონა არაფრიტ არ გასინჯავს sad.gif ,2 რამ უყვარს,კვერცხი და მაკარონი ან ვერმიშელი ხორცით,არადა სულ ამას ხომ ვერ ვაცჰმევ

Posted by: VeroNika12 11 Dec 2012, 19:29
ნინო ექიმო რამდენიმე შეკითხვა მაქვს თქვენთან :
1. ჩემს ბიჭს ორი დღეა ასოს თავი აქვს შეწითლებული, მაინტერესებს რამდენად საშიშია და რა შეიძლება მოვიმოქმედო, რომ გაუაროს? ბანაობისას ჩუჩას არ ვუწევ ხოლმე ისე ვაბანავებ და ასოს თავზე დღეს ოდნავ გადავუწიე და შევნიშნე თეთრი ნადებივით და ეს უნდა მოვბანო თუ რამე ანტიბაქტერიული მნიშვნელობა აქვს?
2. ასევე ბავშვს თავზე აქვს ფუფხები და რა საშუალება შეიძლება ვიხმარო რომ აღარ ჰქონდეს?
3. ბავშვი არის ერთი თვის, ძალიან არა, მაგრამ აწუხებს გაზები და რამდენად რეკომენდებულია რომ დავალევინო ჰიპის კამის ჩაი? უბნის პედიატრმა დღეში 4-ჯერ 20 გრამი მიეციო და ხო არ დაიკავებს კუჭში რძის ადგილს, ისედაც არ მაქვს ბევრი რძე და მეშინია რძის პროდუქციაზე არ იმოქმედოს.


* * *
ბავშვი მინდა მივიყვანო მენჯ-ბარძაყის ეხოსკოპიის გასაკეთებლად. არის 5 კვირის. იქნებ მირჩიოთ გამოცდილმა დედებმა სად მივიყვანო? სად აკეთებენ კარგად?

Posted by: ninoeqimi 11 Dec 2012, 19:40
VeroNika12
ხომ მოგწერეთ პირადი შეტყობინება და ყველაფერი დეტალურად აგიხსენით, არ მიგიღიათ?

Posted by: irinka1983 12 Dec 2012, 20:23
ninoeqimi

ნინო ექიმო, ჩემი შვილი 6 თვის ხდება 2 დღეში, ადრე მოდწერეთ, რომ დაძინება უჭირს, ეხლა ამასთან ერთად ღამე ძილში ტირილი დაიწყო. გაზები არ აწუხებს, დღის განმავლობაში ძაან კარგად იქცევა, 2-3ჯერ სძინავს. რა შეიძლება ღამის ტირილის მიზეზი იყოს? ან რით შემიძლია დავეხმარო? არ ვცხოვრობ საქარტველოში და აქაური ექიმები ესეთ შემთხვევებზე ძირითადად იძახიან რომ ჩვეულებირივი ამბავია. იქნებ მე ვპანიკობ. პირველ ბავშვს ესეთი არაფერი უქნია

Posted by: ninoeqimi 12 Dec 2012, 23:18
irinka1983
მეც გეტყვით რომ ეს ჩვეულებრივი ამბავი, უნდა გამოაფხიზლოთ, მოეფეროთ, ჩაეხუტოთ და თავიდან დააძინოთ.. თუ ერთსა და იმავე დროზ იღვიძებს ტირილით იმაზე 15 წუთით ადრე თქვენ შეაღვიძეთ და თავიდან დააძინეთ

Posted by: laliko_laliko 13 Dec 2012, 00:34
ninoeqimi

გამარჯობათ ნინო ექიმო. ჩემი გოგონა 4 თვისაა, ოქტომბრის თვიდან ვაძლევდი ვიგანტოლს, დღეში ერთ წვეთს , მაგრამ მაინც დაეწყო ჭამის დროს ოფლიანობა ( თავზე). გადავედით აკვადეტრიმზე, დღეში 2 წვეთი თითქმის 1 კვირაა უკვე, მაგრამ თავი ისევ უოფლიანდება. რა შეიძლება რომ გავაკეთო? ბუნებრივ კვებაზე მყავს

Posted by: irinka1983 13 Dec 2012, 00:38
ninoeqimi

დიდი მადლობა პასუხისთვი, მასე გავაკეთებ აუცილებლად. ალბათ გადაუვლის ხო?

Posted by: madinka 13 Dec 2012, 16:48
ninoeqimi
ნინო ექიმო,ჩემი ბავშვი ეს 2 დღეა ისტერიულად დღის მე2 ნახევარში,განსაკუთრებით ღამით.წუხელ გაგვაგიჟა-გაშავებამდე ტიროდა!გაზებისას ვაძლევ კოლისპასს და შველის კარგად,კუჭშიც რამფდენჯრმე გადის,მარა მუცელი უჭყრიალებს ხოლმე ძალიან.ეხლა ვაჭამე და ისევ დაიწყო ისტერიული ტირილი.კოლსპასი მივეცი დაწყნარდა მაგრამ ძილში მაინც წამოიტირებს ხოლმე და სულ შეწუხებული სახე აქვს,ნამდვილად მუცლის ბრალია ნეტა თუ სხვა რამეც შეიძლება იყოს?ყურები შევამოწმე და მაგაზე არ რეაგირებს..თან ეს 2 დღეა რაც დაიწყო, აქამდე ასეთი არაფერი უქნია.შეიძლება მუცლის ტკივილმა ასეთი რეაქცია გამოიწვიოს?თან უკვე ვფიქრობდი რომ გაზების პრობლემა ამ თვის ბოლოს მთლიანად მოგვეხსნება თქო და ...ამ დროს მგონი პირიქით ხდება!:( დღეს გადავამოწმეთ ანალიზები 42 აქვს ბილირუბინი.ჰგბ ნორმა აქვს ერითროციტები და ჰემატოკრიტი აქვს ცოტა დაბალი..

Posted by: E_ko 13 Dec 2012, 22:43
ninoeqimi
ნინო ექიმო, 2 თვის ბავშვს როგორ დავალევინო აქვადეტრიმი? ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა. ცოტაოდენ ხელოვნურში ჩავუწვეთო 2 წვეთი, გადადუღებულ წყალში ჩავუწვეთო თუ როგორ მოვიქცე? და კიდევ აქვს თუ არა რამე მნიშველობა დღის რომელ მონაკვეთში დავალევინებ?

Posted by: Katerina :-) 14 Dec 2012, 17:13
ninoeqimi


გამარჯობა :-) ჩემი ბაია მალე 6 თვის გახდება და ვემზადები დამატებითი საკვების მისაცემად, თავიდანვე ხელოვნურზეა და ჯერ არაფერი მიმიცია. ცოტას ვნერვიულობ:-) როგორ მიიღებს ამ სიახლეს-თქო, ჩემმა პედიატრმა ნიმუშად ასეთი მენიუ მომცა 6 თვისთვის:

1 კვება: დედის რძე ან ფორმულა 150-180 მლ, 1-2 სუფრის კოვზი ბურღულეულის ფაფა
წახემსება 2-4 სუფრის კოვზი ხილფაფა
II კვება: დედის რძე ან ფორმულა 150-180 მლ, 1-2 სუფრის კოვზი ბურღულეულის ფაფა
III კვება: დედის რძე ან ფორმულა 150-180 მლ + 1-2 სუფრის კოვზი ბოსტნეულის პიურე
წახემსება 60 მლ ხილის წვენი, ნაჭერი ორცხობილა
მე-4 კვება 170-200 მლ დედის რძე ან ფორმულა

თქვენ რა ფიქრობთ ამ მენიუზე და რაიმე კორექტივას ხომ არ შეიტანდით? რაღაც ბევრი რძე მეჩვენება... და კიდევ ერთი შეკითხვა, როგორც ვიცი არ შეიძლება ორი ახალი საკვები ერთდროულად და როგორ აჯობებს, ჯერ ფაფა მივცე თუ ბოსტნეულის პიურე?

დიიიიიდი, დიდი მადლობა წინასწარ :-)

Posted by: nino_ninuciii 14 Dec 2012, 17:37
Katerina :-)
იქნებ პმ ნახო რაღაც მოგწერე და

Posted by: E N J I 14 Dec 2012, 18:14
გამარჯობათ
დიდი ნერვიულობა ბავშვზე მოქმედებს ხო?
2 თვის ვარ და მეშინია რამე ხო არ მოუვიდოდა, თან სულ სიცხეები მაქვს დაბალი

Posted by: ninoeqimi 14 Dec 2012, 23:38
laliko_laliko
ყოველი შემთხვევისათვის კალციუმი განსაზღვრეთ, მაგრამ ოფლიანობა მხოლოდ არ არის კარდინალური ნიშანი, იქნებ თბილად აცვია ან ოთახის ტემპერატურაა მაღალი და იმიტომ, ჯჯერ გარემო ფაქტორები გამორიცხეთ და მერე ანალიზი გააკეთეთ.
madinka
იმდენ წამლებს ასმევთ რა გასაკვირია რომ წუხდესsmile.gif არ უნდა ასე ისტერიულად ანალიზების კეთება, აუცილებლად ბიილირუბინიც დაიწევს და ის ანემია არ იყოს, ასაკობრივი თავისებურებაა ამ ასაკში. არ იფიქროთ რომ რამე აღმოაჩIნეთ და მერე უმკურნალეთ და მორჩა, მაგ ჰემოგლობინი და ერითროციტები ისედაც აიწევდა, ყველა ბავშვი გადის მაგ ეტაპს, დღენაკლი უფრო მკვეთრად.

E_ko
პირდაპირ ენაზე დააწვეთეთ.
Katerina :-)
პირადში მოგწერთ


Posted by: madinka 15 Dec 2012, 00:55
vicodi rom magas metyodit.:)agar vazlev arafers garda kolispasis da ripomilisa...mara ai muceli ubuybuyebs zalian,sad.gif magas ra vushvelo?tan adre rom gadioda kujshi exla iseti masa agar aqvs,adre ragac fgranulebi mainc rcheboda pampersze,exla ragacnairi gatqvefili ertiani txeli masaa da aseti unda ikos tu adre rom qonda iseti ajrilivit? an kolispasma xom ar icis aseti ram?
* * *
anda saertod rogor und amivxvde fagarati aqvs tu ara?
* * *
ქართულად დავწერ,წუხელ არ მაცალა კომპიუტერთან მისვლა და მობილურით დავწერე... აღარ ვაძლევ არაფერს მარტო რიპომილს და კოლისპასს და D ვიტამინი დავიწყეთ დღეს...მაგრამ აი მუცელი უბუყბუყებს ძალიან.ხელიც რომ არ დავადო ყურით გაიგებ ისე ხმამაღლა ჭყრიალებს...თან ადრე კუჭში რომ გადიოდა პამპერსზე რჩებოდა რაღაც გრანულებივით,და ეხლა გადის მაიონეზივით გათქვეფილი მასით თხლად..ფაღარათია ეს ? ხშირად არ გადის, ასე 4ჯერ დღეღამეში. კოლისპასმა ხომ არ იცის ესე?თვითონაც სქელი ბლანტი სიროფია და ეგ ხომ არ უცვლის ფორმას ფეკალებს?
* * *
ამდენმა პრეპარატმა დისბაქტერიოზი ხომ არ დამართა თქო უკვე ვფიქრობ!:(

Posted by: E_ko 15 Dec 2012, 18:38
ninoeqimi
QUOTE
E_ko
პირდაპირ ენაზე დააწვეთეთ.

დიდი მადლობა პასუხისათვის.

ერთი კითხვა მაქვს კიდევ, აცრის წინ ჰემაგლობინი გავუკეთეთ და 60 ქონდა, დაბალიაო პედიატრმა და არ აცრა, ფერუმ ლეკი დაუნიშნა და რამდენი უნდა ქონდეს ჰემაგლობინი რომ ავცრა?

Posted by: ninoeqimi 15 Dec 2012, 22:34
madinka
არა, ფაღარათი არ არის ძუძუს ბავშვისათვის ნორმალურია მასაც და სიხშირეც, აბა ესპუმიზანი მოსინჯეთ, კოლისპასში ბრომიდი შედის და არ გინდათ ასე პატარაზე.
E_ko
არ არის ეგ ანემია, 2 თვის ბავშვისათვის 10 გ/დლ ანუ 60 აბსოლუტური ნორმაა, მითUმეტეს რომ მხოლოდ ჰემოგლობინით არ ისმება ანემიის დიაგნოხი, მნიშვნელოვანია ერითროციტები და ჰემატოკრიტი, რაც შეეხება რკინადეფიციტურ ანემიას, მისი დიაგნოზი ისმება შრატის რკინის განსაზღვრით, თU ეს ანალიზი არ გაგიკეთებიათ რა საჭIროა რკინის პრეპარატი?

Posted by: blblbl 15 Dec 2012, 23:38
E_ko
QUOTE
ფერუმ ლეკი დაუნიშნა

როგორ იტანს ბავშვი ამ პრეპარატს?რამე უკუჩვენება არ აქვს?მე მქონდა დანიშნული და საშინელება იყო,ფეხზე ვერ ვდგებოდი თAვბრუ მეხვეოდა გულის რევის გამუდმებული შეგღზნება და რავიცი რა აღარ.

Posted by: E_ko 15 Dec 2012, 23:50
ninoeqimi
მადლობ, გავითვალისწინებ თქვენს რჩევას.

blblbl
ოთხი დღე სვა, ახლა სავარაუდოდ შევწყვიტავთ. კარგად აიტანა, კარგ ხასიათზეა, ღუღუნებს, იღიმება, ჭამის მადას არ უჩივის და კარგად ძინავს.

Posted by: blblbl 16 Dec 2012, 00:11
E_ko
მადლობა,ანუ ნამდვილად ჩემი ორგანიზმი ვერ იტანს მსგავს წამლებს და არაფერ შუაშია კონკრეტული პრეპარატი.ვერაფერს მინიშნავენ გემოგლობინზე,საშინელ დღეში მაგდებს ყველა წამალი რაც რკინას შეიცავს...

Posted by: ninoeqimi 16 Dec 2012, 00:19
blblbl
შეიძლება რკინის დეფიციტი არ გაქვს და იმიტომ, რკინის სიჭარბე საკმაოდ სერიოზული დაავადებაა, შრატის რკინის განსაზღვრის გარეშე არავითარ შემთხვევაშI რკინის პრეპარატის დანიშვნა არ შეიძლება, ანემიები არსებობს მილიონნაირი, დაბალი ჰემოგლობინი არ ნიშნავს იმას, რომ ანემია რკინაეფიციტურია, ამიტომ სანამ რკინის პრეპარატს დანიშნავენ წესით უნდა განისაზღვროს რკნის შემცველობა შრატში,

Posted by: blblbl 16 Dec 2012, 00:48
ninoeqimi
არავის არ განუსაზღვრავს,სისხლის საერთო გავიკეთე და მაშინ დამინიშნეს 64 მქონდა გემოგლობინი მხოლოდ,მეტი არაფერი.შემდეგ ემც წავიკითხე ეს რაც დაწერეთ და დავანებე ყველანაირ წამალს თავი,ბროწეულის წვენით ამეწია 68ზე.

QUOTE
დაბალი ჰემოგლობინი არ ნიშნავს იმას, რომ ანემია რკინაეფიციტურია, ა

არადა ეს მიწერია დიაგნოზში მხოლოდ გემოგლობის განსაზღვრის ფონზე biggrin.gif facepalm.gif

Posted by: madinka 16 Dec 2012, 01:36
madloba gmerts fagarati tu araa.adre sxvanairs rom shveboda iman shemacbuna...vcdi espumizans,tu arada isev amas davubrundebi. e s p u m i z a n i rogor mivce,jamamde,shemdeg tu rodis da ramdeni ra sixshirit dgeshi?
es b r o m i d i rames avnebs?tu qimiuri naerti romaa mxolod imitom araa kargi pataristvis?

Posted by: qeta2012 16 Dec 2012, 12:43
QUOTE (blblbl @ 16 Dec 2012, 00:48 )
ninoeqimi
არავის არ განუსაზღვრავს,სისხლის საერთო გავიკეთე და მაშინ დამინიშნეს 64 მქონდა გემოგლობინი მხოლოდ,მეტი არაფერი.შემდეგ ემც წავიკითხე ეს რაც დაწერეთ და დავანებე ყველანაირ წამალს თავი,ბროწეულის წვენით ამეწია 68ზე.

QUOTE
დაბალი ჰემოგლობინი არ ნიშნავს იმას, რომ ანემია რკინაეფიციტურია, ა

არადა ეს მიწერია დიაგნოზში მხოლოდ გემოგლობის განსაზღვრის ფონზე biggrin.gif facepalm.gif

მეც ზუსტად მასე ჰემოგლობინის განსაზღვრით დაგვინიშნა ორივეს ფერუმ ლეკი. 1,5 თვეზე გავუკეთე სისხლის საერთო და ჰემოგლობინი ორივეს 69 გვქონდა და ეგ დაგვინიშნა, უკვე 2 კვირაა რაც ვსვავთ. ეხლა 1 კვირაში აცრა უწევს და უნდა გადავამოწმოთო ჰემოგლობინი და რამდენი უნდა ქონდეს რომ აცრან? და რამდენია ნორმა 2 თვის ბავშვისთვის?

Posted by: ninuwki 16 Dec 2012, 19:24
ექიმოო დილიდან ახველებს პატარას,არის 3თვის და 3კვირის..ჰედელიკსის წვეთები მივეცი.ხომ არ აჯობებს ექიმთან წავიყვანო ხვალ??
ძალიანა რ ახველებს,უბრალოდ წუხს.არც ცხვირი აქვს გამოტენილი და არც სიცხე აქვს

Posted by: Janiss 16 Dec 2012, 21:09
ninoeqimi

1)დღეს მთელი დღეა განუწყვეტლივ ასლოკინებს და ასევე ლორწოსნაირი ნერწყვი გამოეყოფა დიდი რაოდენობით.ერთი ორჯერ დაახველა კიდეც.გაციების სიმპტომებია?თუ შეიძლება ანტიბიოტიკს(apiretal) რომ იღებს იმის რეაქცია იყოს?
2)ყური სტკიოდა და პედიატრმა 5 დღე/დღეში 3-ჯერ დაუნიშნა ყურის ეს წვეთები http://www.luqapharma.com/products/others/
ასევე apiretal(რომელსაც აწერია პარაცეტამოლი) 5 დღე/3-ჯერ დღეში.ორივე პრეპარატი 3-3 წვეთი.არ დაუკონკრეტებია,რომ აპირეტალი მხოლოდ ტემპერატურის შემთხვევაში მიმეცა.ასე მგონია,რომ ორივე უნდა მიმეცა ერთნაირად.ხომ არ მეშლება თქვენი აზრით?შეიძლება რომ აპირეტალი არ დაენიშნა 5 დღე როცა სიცხე არ აქვს?შაბათ კვირას არ ავქს მირება და არც ტელედფონს პასუხობენ რომ დავაზუსტო.
3)როცა არაფერი აწუხებს პატარას,საღამოობით ისტერიული ტირილი საღამოს ძილის(9 სთ-ზე) რეჟიმის დარღვევა ნორმალურია?3 თვის და ნახევრისაა.ყურის ტკივილმა წამლის მე-2 ცაწვეტებაზე გადაუარა შევატყე.ტირილები და გაღიზიანებები კი ისევ გრძელდება sad.gif

წინასწარ დიდი მადლობა )))


Posted by: khatia88 17 Dec 2012, 03:18
ninoeqimi
ნინო ექიმო დეპაკინის (დღიური დოზა 450) მიღებიდან 1 წლის თავზე გავუკეთეთ ბავშვს ღვიძლის ფუნქციების ანალიზი.
პასუხი ასეთია:
ბილირუბინი, საერთო შედეგი 0,2 მგ/დლ ნორმა <1,2
ბილირუბინი, პირდაპირი შედეგი 0.1 მგ/დლ ნორმა <0,3
ალანინ-ამინოტრანსფერაზა შედეგი 29 ერთ/ლ ნორმა <29
ასპარტატ-ამინოტრანსფერაზა შედეგი 44 ერთ/ლ ნორმა <48
გამა-გლუტამილტრანსფერაზა შედეგი 12 ერთ/ლ ნორმა <26

ეს ალანინ-ამინოტრანსფერაზა მაშინებს, ზედა ზღვარზე რომაა.
რამე საშიშია? თუ ნორმალურია დეპაკინის ფონზე?

Posted by: nainna 17 Dec 2012, 11:41
გამარჯობათ, იქნებ ვინმემ მირჩიოს ხველების კარგი წამალი,დავიტანჯე რას აღარ ვასმევ და არაფერი არ შველით ამ ჩემს ბავშვებს, თითქმის ყველა ხველების წამალი გავსინჯეთ. ერთხელ უშველის, მერე აღარ შველის, არც რაღაც ხახვის წვენიო, ალოე და თაფლიაო, აღა ვიცი რა ვქნა,. ანტიბიოტიკის გარდა არაფერი არ შველის, სულ ანტიბიოტიკებზე ხო არ მეყოლება ბავშვები???? იქნებ ვინმემ იცოდეს, ნახველი აქვთ და ახველებთ, გაუვლის ორი დღე მერე ისევ ეწყებათ.
* * *
და კიდევ ერთი ბავშვთა ფსიქოლოგი თუ არის ვინმე რომ გავესაუბრო??? თმა ვერ ვნახე და იქნებ ამაშიც დამეხმაროთ?
გმადლობთ.

Posted by: ქინქლა 17 Dec 2012, 13:20
ninoeqimi
გამარჯობათ ნინო ექიმო, ელენეს სისხლის საერთო ანალიზი ავუღე, ჩემი ინიციატივით, ამ ბოლო დროს მეჩვენებოდა რომ ფერმკრთალი იყო. პასუხები თითქმის ყველაფერი ნორმაშია. მხოლოდ სამი მაჩვენებელი აქვს ნორმას აცდენილი:
თრომბოციტები - ნორმა -150-400 და შედეგი 474
ლიმფოციტები - ნორმა 13-55% და შედეგი 60.4
თრომბოციტების საშუალო მოცულობა - ნორმა 8-12 და შედეგი 6,9.
წინა კვირას ახველებდა და სურდო ჰქონდა, სიცხე არ ჰქონია. დაახლოებით 1 თვის წინ ჰქონდა სიცხეც და ახველებდა კიდეც,
მადლობთ

Posted by: madinka 17 Dec 2012, 18:21
ტაკოები გამოეწვა ჩემს ბაიას,დაწიტლებული აქვს და დაყრილი თეთრი თავებით და რა წავუსვა?ჰიგიენას მაქსიმალურად ვიცავ,და ბუბჰენის დამცავსაც ვ უსვამ,ეს 2თვენახევარი არაფერი მოსვლია და ეხლა ცოტა დიდ პამპერსზე გადავედით და არ ვიცი ჩემი ბრალია უწინდელივით ხშირად რომ აღარ გამოვუცვალე თუ ალერგია მისცა?

Posted by: ქინქლა 17 Dec 2012, 20:53
madinka
უზნაძე-მჭედლიშვილის მაზია უებარი, 2 ნომერი. ჩვენ იშვია|თად გვქონია მსგავსი პრობლემა მაგრამ ოდნავ დაუწითლდებოდა თუ არა მაგას ვუსვავდი და ეგრევე ულაგდებოდა სიწითლე. ახალ პამპერსზე გადასვლამ იცის მასეთი გართულებები,პაწიები ძნელად ეგუებიან ხოლმე ახალ პამპერსს

Posted by: ninoeqimi 17 Dec 2012, 22:23
ninuwki
3თვის ბავშვის თვითნებური მკურნალობა დაუშვებელია, აუცილებელია ექიმთან ვიზიტი.
Janiss
აპირეტალი ანტიბიოტიკი არ არის, პარაცეტამოლია ჩვეულებრივი. ყურის ტკივილი ასე პატარა ასაკის ბავშვში არ არის უწყინარი, ამიტომ უფრო მეტი ყურადღებით მოეკიდეთ, აუილებლად აჩვენეთ ყელ ყურის ექიმს. პარაცეტამოლი კი მე როგორც ვიცი ნებიესმიერი სახელწოდებით მხოლოდ ცხელების დროს ინიშნება, ამიტომ დააზუსტეთ თქვენს პედიატრთან.
khatia88
დაეკონტაქტეთ მკურნალ ექიმს, გირჩევთ ალბათ რომ შრატში დეპაკინის კონცენტრაცია განსაზღვროთ და თუ შესაძლებლობას მოგცცემთ დოზას ცოტას შეამცირებენ. სასურველია, რომ უფრო დაბალი იყოს ალტ.

nainna
პირადში მოგწერთ

ქინქლა

ვირუსული ინფექციის შემდგომი სისხლის სურათია, თრომბოციტოპენია და ლიმფოციტოზი როგორც წესი ვირუსის შემდეგაა ხოლმე. არაფერი არ უნდა თავისით მოწესრიგდება .
madinka
2 დღე დღისით პამპერსი არ გაუკეთოთ, ყველა ჯერზე დაბანეთ და ან დრაპოლენი ან სუდოკრემი ან ველედას კრემი წაუსვით, ან თუნდაც უზნაძე მჭედლიშვილი, მაგრამ მთავარია რომ პამპერსი არ ქონდეს, კანმა ისუნთქოს, როგორც კი ფისებს იზამს დაბანეთ, კარგად გაამშრალეთ და წაუსვით კრემი.


Posted by: qeta2012 18 Dec 2012, 00:20
ninoeqimi
ჩემი შეკითხვა გამოგრჩათ? rolleyes.gif

Posted by: madinka 18 Dec 2012, 00:40
ქინქლა
ninoeqimi
გმადლობთ smile.gif ისედაც ხშირად ვბან ხოლმე დღისით და რავიცი რა მოუვიდა ეხლა,ალბატ დიდხანს გავუცჰერე 1 პამპერსი...

Posted by: ქინქლა 18 Dec 2012, 10:27
ninoeqimi
უღრმესი მადლობა

Posted by: ninoeqimi 18 Dec 2012, 14:44
qeta2012
10-12 გ/დლ ანუ 100-120 ანუ 60-72 სხვადასხვა ერთეულებით არის ნორმა და არ საჭიროებს კორექციას.

Posted by: ninuwki 18 Dec 2012, 15:16
ninoeqimi
მადლობა პასუხისთვის .მყავდა დღეს ექიმთან

Posted by: agr_bak 19 Dec 2012, 02:18
ნინო ექიმის პაციენტების საყურადღებოდ !!!!!
-----------------------
ნინო ექიმმა სამუშაო ადგილი შეიცვალა და
ვერაზე მდებარე მე-13 პოლიკლინიკაში გადავიდა
მიიღებს როგორც პედიატრიულ ასევე ნევროლოგიურ პაციენტებს
ყოველ ორშაბათს და ხუთშAბათს 10დან 15 სთ მდე
მიღება ჩაწერით იქნება
ტელეფონის ნომერს მე დაუკითხავად არ დავწერ აქ და სჯობს პმ ში მიმართოთ






Posted by: linea 19 Dec 2012, 21:41
მაქვს შეკითხვა,თუშეიძლება მიპასუხეთ!

ჩემი 5 თვის შვილი არის ჯანმრთელი და განვითაებული თავის ასაკი შესამაბისად,არაფერი არ აწუხებს საერთოდ..
ნევროპათოლოგმა დაუნიშნა ენცეფაბოლი დგეში 2 ჯერ.. დგეს მივეცი და 2 ჯერ დგეს ბავშვს დაემართა რაგაცნაირი კანკალი,აი ეპილეპსიურს გავდა,ეს მოხდა ძილში და საშIნელი ტირილით გაუღვიძა,ძალიან შემეშინდა და აგარ მინდა ამ წამლის მიცემა,მითუმეტეს იმის შემდეგ რაც ანოტაცია წავიკითხ.ე.. ამ ექიმმა მითხრა რო ამ წამალს ნიშნავს იმიტომ რომ ბავშვი ენას ყოფს.. გთხოვთ მიპასუხოთ როგორ შიძლება მოვიქცე ამ შემთხვევაში..წალის მიცემა კატეგორიულად აღარ მინდა!!!

Posted by: ninoeqimi 19 Dec 2012, 22:32
linea
ანოტაციაშI აღმოაჩინეთ, რომ ენცაფებოლი ენის გამოყოფას შველის? biggrin.gif მაპატიეთ ცოტა უხეშად გამომივიდა, მაგრამ ეს სისულელეა, თუ ბავშვი ჯანმრთელია გასინჯვით (როგორც თქვენს ამბობთ) მას არანაირი წამალი არ ჭირდება. ბავშვის ნახვის გარეშე კიმეტი არასფრის თქმა არ შემიძლია

Posted by: blblbl 19 Dec 2012, 22:32
QUOTE
ექიმმა მითხრა რო ამ წამალს ნიშნავს იმიტომ რომ ბავშვი ენას ყოფს..

biggrin.gif

Posted by: linea 19 Dec 2012, 22:46
ninoeqimi
QUOTE
ანოტაციაშI აღმოაჩინეთ, რომ ენცაფებოლი ენის გამოყოფას შველის?

ეტყობა კარგად არ წაიკითხეთ ჩემი პოსტი..
აქ იმიტომ დავწერე ვიფიქრე რაიმე რჩევას მომცემდით,მაგალითად იმას რომ სხვა ნევრიპათოლოგსაც ვაჩვენო ბავშვი და მანამდე არ მივცე ეს წამალი

Posted by: ninoeqimi 19 Dec 2012, 22:56
linea
ირონიულად არ მითქვამს ნამდვილად, უბრალოდ მართლა მაღIზიანებს 21- საუკუნეში ასეთი რამეები. დანარჩენი პირადში მოგწერეთ

Posted by: madinka 19 Dec 2012, 23:14
miyvars da udides pativs vcem im eqims romelic uazrod da ubralod imitom rom eqimia da evаleba-wamals ar wers!

Posted by: ninoeqimi 19 Dec 2012, 23:41
არსებობს პაციენტების გარკვეული კატეგორია, თუ წამალს არ დაუნიშნავ უკმაყოფილოა, სხვათაშOრის ცნობილი ფაქტია აზერბაიჯანელ პაციენტებს ნემსები უყვარდათ, თU არ დაუნიშნავდი უკმაყოფილო იყო. ამიტომ ზოგ ექიმს კარგად აქვს ეს ფილოსოფია გათავისებული და ზრდილობის გამო ერთ ორ წამალს ნიშნავს. მე პირადად მირჩევნია მაღალი რანგის პაციენტებთან ვიმუშაო, თუ ავუხსნი რომ მის შვილს წამალი არჭირდება, ვინც დაიჯერებს ხომ კარგი, ვინც არა და სხვასთან წავა და გაიჩალიჩებს ერთ ორ წამალს, მაგრამ მე მაერთალი ვარ ჩემს თავთანაც და ღმერთთანაც.

Posted by: jazz_vision 20 Dec 2012, 00:02
გამარჯობათ, ჩემი ბავშვი არის 1.5 თვის ძალიან აწუხებს ვაზები და ყოველი გაზების გაშვებისას განსაკუთრებით ტკივა, ხო ვერ დამეხმარებით ვინმე რა შემიძლია გავუკეთო რომ ეგ პროცესი შევუმსუბუქო?
დიფლურაკს ვაძლევთ კუჭში გასასვლელად მაგრამ იმ დღეს გვითხრეს ეს ტკივიკი მაგის გამო შეიძლება იყოსო, არადა ოყნა უარესია და რა ვქნა?

Posted by: madinka 20 Dec 2012, 11:13
ninoeqimi
gmertma gagaxarot... zalian winaagmdegi var wamlit gazrdili bavshvis,vici arc me viyavi martali elementarulze rom gavjkipe wamlebit bavshvi. grili gonebit rom davfiqrdi martla ar jirdeboda araferi.magram iq im klinikashi damarwmunes rom avadmyofi bavshvi myavs!da davpanikdi! p.s.azerbaijaneli ki var magram nemsi kiara abebis dalevac ar miyvars.smile.gifsmile.gif ise eg faqti martla ar mqonda gagonili.biggrin.gif

Posted by: linea 20 Dec 2012, 15:23
]ninoeqimi

madinka

მეც წინააღმდეგი ვარ ბავშვი წამლებზე გავზარდო,მითუმეტეს როდესაც ვხვდები რომ მართლა არ სჭირდება..დ ვიტამინს ვაძლევ მარტო და გადავწყვიტე რო იმ ენცეფაბოლს აღარ მივცემ..უბრალოდ ვერ გადმოვცემ ბავშვი რა დღეში ჩამივარდა გუშინ sad.gif
კიი ბერი მართლა უაზროდ ნიშნნავს წამალს, ჩემ შემთხვევაში,ეს ექიმი ჩემი ქმრის ნათესავია.თუმცა მაგას ჩემთვის უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა,თუ კიდევ რამეს დაუნიშნავს აუცილებლად გადავამოწმებ ამა თუ იმ წამლის მიცემის საჭიროებას

Posted by: qeta2012 21 Dec 2012, 19:04
ჩემს ბავშვს ძალიან მშრალი კანი აქვს და თავის კანიც სულ ექერცლება და რით ვუშველო? სახეზე ბუფხენის კრემს ვუსმევ მაგრამ დილით რომ იღვიძებს საშინლად აქვს აქერცლილი კანი და რამდენჯერ შეიძლება ამ კრემის წასმა დღეში? sad.gif

Posted by: nit123 21 Dec 2012, 21:59
ჩემს 5 წლის შვილს 1 წლის წინ ჰქონდა ქუნთრუშა
ახლა, 2 დღეა სიცხე აქვს მაღალი, ყელი სტკივა და ენა აქვს ჟოლოსფერი თეთრი წერტილებით, ისევე როგორც ქუნთრუშას დროს
დღეს შევამჩნიე და ექიმთან ვეღარ მოვასწარი წაყვანა
შეიძლება ისევ ქუნთრუშა იყოს? იცის გამეორება???

Posted by: teo25 21 Dec 2012, 22:39
ninoeqimi
გამარჯობათ.

ჩემი პატარა სიროფებს არ სვავს, გული ერევა.
ნახველი აქვს და რა შეიძლება მივცე?
1 წლის და 4 თვისაა.
მადლობთ.

Posted by: ninoeqimi 21 Dec 2012, 23:05
nit123
როგორც წესი ქუნთრუშას შემდეგ ყალიბდება ხანგრძლივი და მყარი იმუნიტეტი, თუმცა შესაძლებელია განმეორებითი დაავადების გამოვლენაც, მაგრამ ძალიან იშვიათად.
teo25
ინჰალაცია.... თUმცა თU დიდი ხანია რაც ახველებს, ასურველია გასინჯვა და კომპლექსური მკურნალობა

Posted by: qeta2012 22 Dec 2012, 12:43
ninoeqimi
ჩემს ბავშვს ძალიან მშრალი კანი აქვს და თავის კანიც სულ ექერცლება და რით ვუშველო? სახეზე ბუფხენის კრემს ვუსმევ მაგრამ დილით რომ იღვიძებს საშინლად აქვს აქერცლილი კანი და რამდენჯერ შეიძლება ამ კრემის წასმა დღეში? sad.gif

Posted by: teo25 22 Dec 2012, 22:14
ninoeqimi
მადლობა პასუხისთვის.
ინჰალაცია მარტო ფიზიოლოგიურით გაუკეთო?

Posted by: Tata-tatu 22 Dec 2012, 22:30
ninoeqimi
ნინო ექიმო ნინას აშკარად ვირუსი აქვს ენტერო კუჭაშლილია სიცხე და ყელი აქვს გაწითლებული... ექიმმა 50გრამ წყალში უნდა გახსნა სმექტა, ენტეროლი და მიეციო კიდევ ჰუმანას ელექტროლიტი რამდენსაც დალევსო...ინგალაციებს ვუკეთებ ა. Mინდა ცხვირში პრობლემაც დაემატოს ამ ყველაფერს და იმედია არაფერს ვაშავებ...თქვენი აზრით რამდენად სწორი დანიშნულებაა მე ცოტა გადაჭარბებული მგონია დოზები....ბავშვი 5თვისაა

Posted by: ninoeqimi 22 Dec 2012, 22:50
Tata-tatu
მე მიზანშეწონილად მიმაჩნია განავლის ანალიზი და ამის შემდეგ დანიშნულება
* * *
qeta2012
იქნებ ეს არ არის მხოლოდ მშრალი კანი და ალერგიური დერმატიტია, ჯობია ალერგოლოგს მიმართოთ

Posted by: Tata-tatu 23 Dec 2012, 00:14
ninoeqimi
Eქიმმაც ორშაბათს გააკეთეთ აუცილებლად ანალიზიო მანამდე იმუშავებს ლაბორატორია? ისეთი დაბნეული ვარ პირველადაა ავად....ამ ასაკისთვის დიდი დოზა ხომ არაა მაინტერესებს

Posted by: snowflake 23 Dec 2012, 01:12
ჩემს პატარას, წლის და 8 თვისაა, თითქოს რაღაცნაირი სუნი აქვს პირში და რისი ბრალი შეიძლება იყოს?

Posted by: ice-girl 23 Dec 2012, 16:26
ბავშვს შევამჩნიე სასქესო ორგანოზე რაგაც თეთრი ნუშისებრი კანქვეშ თან მოძრაობს, მითხრეს მარილია მარა რაღაც მედიდება მარილისთვის და შესაძლებელია დიდი მარილი იყოს. ექიმთან მხოლოდ სამშაბათს ჩავეწერეთ და მანამდე იქნებ თქვენ დამემხმაროთ. მადლობა


Posted by: madinka 24 Dec 2012, 13:16
ჩემმა ბავშვმა საბოლოოდ გამაგიჟა უკვე!დაძინება უჭირს ძალიან,არც მატყუარას იღებს,სულ ძუძუ უნდა და ზედ ეძინება ისაც ფხიზლად,მთელი ღამე ზედ უნდა გყავდეს მაშინ,გვერდზეც ვერ ვაწვენ ეგრევე დაჭყიტავს თვალებს,რა ვუყო აღარ ვიცი რა!არადა რიპომილს ვასმევ რამდენი ხანია,მაგრამ არ შველის...არადა კვდება ისე ეძინება ხოლმე და ჩხავის უაზროდ.და როცა ძინავს მაშინაც სულ მოძრაობს ესეთი არაფერი მინახავს! რა გავაკეთო დამძიმდა უკვე ხელშიც მიჭირს დაძინება,მალე რო იძინებდეს კიდევ ჰო,საათები ვუნდებით ხან მე ხან დედაჩემი...
* * *
როცა მგონია რომ ძინავს თქო მაგ დროს ცალ თვალს ოდნავ გაახელს და შემომხედავს.თითქოს მამოწმებს იქ ვარ თუ არა...ასეთი სიფხიზლე არ ვიცი რააა,ბავშვს ხომ უნდა ეძინოს ნორმალურად 3 თვის არაა ჯერ!
* * *
აი ეხლაც ჩავაწვინე თავის ლოგინში და ძინავს და მაინც ტირის,იტირებს იტირებს,გაჩუმდება ცოტა ხანი მერე ისევ დაიწყებს...ნერვები აღარ მაქვს რა sad.gif

Posted by: xatia333 24 Dec 2012, 13:32
madinka
მასე იყო ჩემიც სამ თვემდე ეგ კი არა ლამის ახლაც მასეა. მიჩვევაზე ჩემი აზრით გამიტუტუცდა

Posted by: madinka 24 Dec 2012, 13:39
xatia333
QUOTE
მასე იყო ჩემიც სამ თვემდე ეგ კი არა ლამის ახლაც მასეა. მიჩვევაზე ჩემი აზრით გამიტუტუცდა

ხო მეც ალბათsad.gif ვაიმე აღარ მგონია ეს თუ შეიცვლებაsad.gif და სისხლი უნდა გამიშროს!

Posted by: ketevani85 24 Dec 2012, 16:36
ვინმეს თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა: ჩემი შვილი 9 თვის ხდება, მაგრამ ვერ ჯდება, გავუკეთეთ მასაჟები, რომლის დროსაც იგრძნობოდა უკეთესობა, მაგრამ როგორც ჩანს, არ ეყო. ნევროლოგმა გაგვაგზავნა მენჯ-ბარძაყის ექოზე,
სად მირჩევთ ექოს: იაშვილში თუ ჟვანიაში?
და ვინმე კარგი ნევროლოგი მინდა, რა

Posted by: xatia333 24 Dec 2012, 19:05
madinka
ჩემსას ორი დღე იგნორმა უშველა უკეთესობაა. არ ავიყვანე როცა ვიცოდი რომ არაფერი აწუხებდა, ძილითა მაინ ვაწვენდი იღვიძებდა ისევ ვაძინებდი სანამ არ მიითიშა smile.gif ისე მაინც აჩვენე ნერვოპათოლოგს ან პედიატრს რა იცი რა აწუხებს
უკაცრავად შEმოჭრისათვის

Posted by: ninucani 25 Dec 2012, 00:32
მარჯობა
Mყავს 2 წლი გოგონა.დღეს დაეწყო ცვხირიდან გამონადენი.არ მინდა გურთულდეს.რა მივაშველო?სიცხე არ აქვს.ადრე დაუნიშნა ექიმმა საბავშვო ანაფერონი.როგორც მითხრა იიმუნიტტისთვის არის .მივცე ანაფერონი?

Posted by: madinka 25 Dec 2012, 13:42
xatia333
QUOTE
ჩემსას ორი დღე იგნორმა უშველა უკეთესობაა. არ ავიყვანე როცა ვიცოდი რომ არაფერი აწუხებდა, ძილითა მაინ ვაწვენდი იღვიძებდა ისევ ვაძინებდი სანამ არ მიითიშა smile.gif ისე მაინც აჩვენე ნერვოპათოლოგს ან პედიატრს რა იცი რა აწუხებს
უკაცრავად შEმოჭრისათვის

არა პირიქით,ჩემს მდგომარეობაში სხვებსაც რომ ვხედავ მიმსუბუქდება დარდი biggrin.gif არაფერი არ აწუხებს გადამოწმებული მყავს თავიდან ფეხებამდე.. ხო მასე ვუკეთებ ეხლა მეც მე2 დღეა ვაიგნორებ.იმედია შედეგს გამოღებს,გუშინ მატყუარავუყიდე ახალი და ჩემდა გასაკვირად მიიღო მთელი საღამო წოვდა..დღეს ისევ გაჯიუტდა.
* * *
http://pix.ge/ აი ნინო ექიმო როგორ ეტყობა რომ სხვადასხვა ზომის გუგები აქვს sad.gif რამე რომ ყოფილიყო ნეიროსონოსკოპიაზე ხომ გამოჩნდებოდა?სულ არ აქვს ასე,ხანდახან როცა მარცხენა ძალიან უფართოვდება მარჯვენა მასე პასიურობს.როცა წვრილდება ორივე ერთნაირია

Posted by: Laverne_de_Montmorency 26 Dec 2012, 14:01
ჩემი ბავშვი დღეს გახდა 40 დღის. დიდი ბავშვია 4.100 გაჩნდა და ეხლა უკვე 5.900-ა. აქამდე გიჟივით ჭამდა ძუძუს, განსაკუთრებით წოვის რეფლექსი მაშინ უცხოველდებოდა, როცა მუცელი უვლიდა. გაზები სულ აწუხებს. მესამე დღეა ჭირვეულობს და საჭმელს არ ჭამს. მაქსიმუმ 5 წუთი თუ მოწოვს ძუძუს და მერე ტირილს იწყებს და გულს ირევსს დაძალების შემთხვევაში.(პირშიც არ აქვს თეთრი ნადები) გიჟს ვგავარ, არ ვიცი რა მოუხერხო. ხელოვნური კვებაც მივეცი და ისიც გააპროტესტა, ძალით ვაჭამეთsad.gif რა შეიძლება მოვუხერხო ან შეიძლება თუ არა იყოს გაზების ბრალი??

Posted by: temosabasdeda 26 Dec 2012, 15:15
ერთი კითხვა მაქვს და თუ იცით მიპასუხეთ რაა.მოკლედ რა ხდება და დღეს შევამჩნიე ჩემს უფროს ბიჭს ერთი თვალის გუგა უფრო წივიწრო აქვს განსაკუთრებით მაშინ როდესაც საუბრობს .ვერა ვარ თუ შეიძლება ეს რაიმე დაავადების ნიშანი იყოს?ბავშვი 9 წლის ხდება იანვარში.

Posted by: madinka 26 Dec 2012, 15:39
QUOTE
temosabasdeda

აი ჩემსას შეხედე ფოტოზე,3 თვის ხდება...

Posted by: Solveig 26 Dec 2012, 15:43
anamaria_sex


მისამართი შეგეშალა, გენაცვალე.

agr_bak
natia_m77

მიხედეთ ამ მოწადინებულ მანდილოსანს...

Posted by: temosabasdeda 26 Dec 2012, 15:47
madinka
რა სჭირს შEნს პატარას? აი ასე აქვს დაახლოებით ოგონდ რომ ლაპარაკობს აწვრილებს თითქპოს ჭუტავს თვალს .ექიმმა რა გითხრა? ნინო ექიმი რას მეტყვის აბა?

Posted by: madinka 26 Dec 2012, 16:23
temosabasdeda
ჩემსას ასე უფართოვდება ცალი ხანდახან...ტვინიც გადავუღე,თვალიც შევუმოწმე და არსად არაფერი აქვს და რავიცი რისი ბრალია

Posted by: ele_sofi 27 Dec 2012, 18:43
...........................................................................................................

Posted by: matsatsuna 27 Dec 2012, 19:54
ninoeqimi
http://a.pix.ge/d/rruut.jpg
ნინო ექიმო ესე აქ 1ტვეა სახე ვუსმევ დამატეტიანებელა და არაფერს უშვება.ლოკობეიზი რეპეა რო წვასვა უშველის პატარა რო იყო მაშინ მქონდა გამოწერილი

Posted by: qeta2012 28 Dec 2012, 12:34
ninoeqimi
ნინო ექიმო ჩემი ბავშვი (2 თვის) თვალებს ქაჩავს, უცბათ იცის ხოლმე შეკრთომა და შეხტომა, ენას ყოფს, მუშტები სულ მოკუმული აქვს და დაბანის დროს ძვლივს ვაშლევინებ ხოლმე და ამ ბოლო დროს დაძინება უჭირს და მოუსვენრადაა გახშირებული სუნთქვით sad.gif და როგორც ვხვდები ნევროლოგს უნდა ვანახო, მაგრამ მაინტერესებს რისი საშიშროება შეიძლება იყოს და რამდენაც საჩქაროდ უნდა ვანახო ნევროლოგს? მადლობა

Posted by: madinka 28 Dec 2012, 17:02
qeta2012
chemic mase iyo,mteli dge fxizlobda.sheezlo saertod ar daezina..shextomit xandaxan exlac xteba xolme,banaobis dros mgoni yvela bavshvs aqvs mushti shekruli.tvalebis qachv ada ena ar gvqonia shesamchnevad..neirosonoskopia rom gadavuge da nevrologs vachvene araferi ar jirso.marto ripomils vasmev mcenareuli siropia fiziologiuri zilis mosawesrigebeli,shfotvebis da agznebis mosaxsneli da mind agitxra shvelis ashkarad.3is xdeba exla da zlivs mixvd arom dgecunda ezinos xolme cota xani.da garkveul dros zili ereva xolme ukve dgisit.mara ai game dazineb ajer kidev gvijirs.sanam tirilit ar daigleba ver izinebs.tu ar itir amashin 3 saatamde vechalichebit rom davazinot rogorme.

Posted by: tatuuu 29 Dec 2012, 17:56
გამარჯობა.
ბოლო 1 თვეა (4 თვისაა ლუკა) განავალში თეთრი ბამბასავით ნაფლეთები აქვს.. რას ნიშნავს ხომ ვერ მეტყვით? ვერ ინელებს საჭმელს?

Posted by: keep_walking 29 Dec 2012, 20:14
ჩეს დისშვილს შევამჩნიე დღეს, ხელში რომ მეკავა, მოძრაობის დროს ხანდახან ძვლები უჭრიალებს მგონი, თუ როგორ ვთქვა არ ვიცი.. მოკლედ სახსრების მოძრაობას ვგრძნობდი ხელით. 4 თვის და დღეებისაა.. რამე საშიშია?

Posted by: ninoeqimi 30 Dec 2012, 22:37
madinka
გასინჯვით თუ ყველაფერი წესრიგშია მაშინ მე მხოლოდ ნეიროსონოსკოპიას გავაკეთებდი და დნამიკაშI განვითარებას დავაკვრდები, ე ს საკმაოდ სერიოუზლი დაავადების ნიშანი შეძლება იყოს, ასევე სრულიად უწყტინარი ერთადერთი ნიშანი, ამ ეტაპზე უფრო ნატიფი კვლევისაგან თავს შევიკავებდი.
Laverne_de_Montmorency
შესაძლოა რძანა აქვს
temosabasdeda
ეგ ალბათ უფრო ტიკია, მაგრამ ზეპირად ძნელია შეფასება
matsatsuna
ველედას ქოლდ კრემი მოსინჯეთ, თუ არ გიშველათ, მაშIნ ალერგოლოგს აჩვენეთ
qeta2012
ეგ არის ნორმა და არაფერი არ უნდა, ნევროლოგს მაინც აჩვენეთ, ოღონც იცოეთ არ დაუჯეროთ, ვინც იტყვის რომ პრობლემაა და კარგი ექიმი მოძებნეთ

tatuuu
განავლს ანალზი გააკეთეთ

Posted by: madinka 30 Dec 2012, 23:23
ninoeqimi
ნეიროსონოსკოპია გავაკეთეთ და მარტო რაღაც მარცხენა მხარე იყო დილატირებული,თქვენც მოგწერეთ დასკვნა თუ გახსოვთ.დაალოებიტ რამდენი თვისას გავუკეთო კონტროლი?
* * *
da kidev ra shevamchnie- suntqva aqvs aratanabari.sadgac 5 chasuntqvas grmad aketebs da mere cota xani (albat 3 chasuntqva-amosuntqvis dro) cherdeba saertod.mere isev grmad isuntqavs da ase..dzilis dros vamchnev ziritadad.tan mucelze vadeb xolme xels an zed miwevs iqneb zereled suntqavs is periodi tko da ara,saertod ar irxeva nuceli.
* * *
da kidev ra shevamchnie- suntqva aqvs aratanabari.sadgac 5 chasuntqvas grmad aketebs da mere cota xani (albat 3 chasuntqva-amosuntqvis dro) cherdeba saertod.mere isev grmad isuntqavs da ase..dzilis dros vamchnev ziritadad.tan mucelze vadeb xolme xels an zed miwevs iqneb zereled suntqavs is periodi tko da ara,saertod ar irxeva nuceli.

Posted by: qeta2012 31 Dec 2012, 16:02
ninoeqimi
დიდი მადლობა, ცოტა დავმშვიდდი. ამ კვირაში მივიყვან ნევროლოგთან.
კიდევ რამდენიმე კითხვა მაქვს.
1. თვალის ქუთუთოები აქვს შეწითლებული, და ერთი თვალიდან ცრემლი მოსდის ხოლმე, და როგორც მადინკას ბავშვს ჩემსასაც თითქოს ხანდახან ერთი თვალი უფრო უფართოვდება, ანუ ის არა რომლიდანაც მოსდის ცრემლი და თვალის ექიმს უნდა ვანახო ხო?
2. ავცერი 1 კვირის წინ და ნანემსარი კიდევ გამაგრებული აქვს (შეწითლებული არა) და რამე უნდა დავადო თუ თავისით გაუვლის?
3. და კიდევ მაინტერესებს თქვენი აზრი ნორმოკიდთან დაკავშირებით, აქ სასტიკ ანტირეკლამას უკეთებენ მას არადა ბევრი ექიმი ნიშნავს და ბევრსაც მოსწონს და თქვენი აზრი მაინტერესებს, თან მეც შევამჩნიე რომ როდესაც ნორმოკიდს ვალევინებ მაშინ ეძინება ხოლმე თავის დროზე და როცა არა მაშინ რამდენიმე წუთიანი ჩათვლემები აქვს და ღამე 3-ზე ადრე არ იძინებს, არადა გაზებზე და წამოქაფებაზე შველის კარგად.
მადლობა წინასწარ და მრავალს დაესწარით 2kiss.gif

Posted by: madinka 31 Dec 2012, 22:56
qeta2012
QUOTE
და როგორც მადინკას ბავშვს ჩემსასაც თითქოს ხანდახან ერთი თვალი უფრო უფართოვდება

ცალი გუგა უფართოვდება ხოლმე??
QUOTE
და კიდევ მაინტერესებს თქვენი აზრი ნორმოკიდთან დაკავშირებით, აქ სასტიკ ანტირეკლამას უკეთებენ მას არადა ბევრი ექიმი ნიშნავს და ბევრსაც მოსწონს და თქვენი აზრი მაინტერესებს, თან მეც შევამჩნიე რომ როდესაც ნორმოკიდს ვალევინებ მაშინ ეძინება ხოლმე თავის დროზე და როცა არა მაშინ რამდენიმე წუთიანი ჩათვლემები აქვს და ღამე 3-ზე ადრე არ იძინებს, არადა გაზებზე და წამოქაფებაზე შველის კარგად.

მე კოლისპასს ვალევინებდი და ეხლა ესპუმიზანით შევუცვალე..იშვიათად ვაძლევ კოლისპასს ხოლმე..

Posted by: Blec 2 Jan 2013, 14:47
მარსაკიშვილის
ტელეფონის ნომერი იცის ვინმემემ?

Posted by: vinnie 2 Jan 2013, 21:06
ჩემ პატარას 4 თვის ასაკში უკვე დახურული ქონდა ყიფლიბანდი და საშიშია რამეე?? aba.gif

Posted by: madinka 3 Jan 2013, 10:41
tatuuu
gaukete analizi? dges chemsasac shevamchnie tetri burtulebi ganavalshi.(3is gaxda dges) magram me chems tavs vabraleb am axal wlebze zaan mivushvi kveba,bevri goris xorciani da nigvziani vjame da sheileba ver gadaamushava tqo.

Posted by: coroline 3 Jan 2013, 14:50
გამარჯობა ნინო ექიმო, ჩემი შვილი არის 1 წლის და 2 თვის არ აქვს დახურული ყიფლიბანდი. აქვს კალცის ნაკლებობა და გუშინ ჩავცალეთ ერთი ბოთლი კალიქეა. რომელი წლიდან არის საშიში შეუხორცებელი ყიფლიბანდი? როგორც მითხრეს აღარ არის ის დოგმა , რომ წლამდე უნდა დაეხუროს

Posted by: Mrs_Zum 3 Jan 2013, 16:01
coroline
ბოდიში რომ ვეჭრები, 2 წლამდე არ არის საგანგაშო როგორც მითხრეს.
ნინო ექიმი შემისწორებს თუ მეშლება.

Posted by: qeta2012 3 Jan 2013, 20:48
QUOTE (madinka @ 31 Dec 2012, 22:56 )
qeta2012
QUOTE
და როგორც მადინკას ბავშვს ჩემსასაც თითქოს ხანდახან ერთი თვალი უფრო უფართოვდება

ცალი გუგა უფართოვდება ხოლმე??

გუგა არა თვალი , ოღონდ ხანდახან

Posted by: coroline 3 Jan 2013, 21:22
Mrs_Zum
მადლობა;*
......................

Posted by: Blec 4 Jan 2013, 04:09
ბავშვის საუკეთესო პედიატრს რომელს მირჩევდით ????

Posted by: madinka 4 Jan 2013, 21:36
chemi bavshvi cxvirshi gajedilia,suntqva ujirs da ra chavawveto?otrivins vawveteb dges mara arafers ushveba.sad.gif rze ufro efeqturia vidre eg.mirchiet ra ramee.

Posted by: picundela 4 Jan 2013, 22:02
გამარჯობათ.მყავს 8 თვის პატარა და თუ შEილება სახლში დამზადებული პიტნის ჩაის მიცემა და ასევე როდიდან შეილება ნატურალური თაფლის მიცემა?

Posted by: ninoeqimi 4 Jan 2013, 23:34
picundela24
პიტნა შეიძლება, მაგრა თაფლი წლამდე კატეგორიულად არ შეიძლება და თU უფრო გვიან მისცემთ მხოლოდ კარგს იზათ ამით

Posted by: picundela 5 Jan 2013, 13:07
ninoeqimi
მადლობა გავითვალისწინებ................

Posted by: Blec 5 Jan 2013, 15:40
აქ არავინ არაფერი არ იცის თუ შინაურობითაა პასუხები ?

Posted by: იასამანი 5 Jan 2013, 19:05
ninoeqimi
გამარჯობა ნინო ექიმო. გილოცავთ შობა-ახალ წელს!
ნინო ექიმო მყავს 9 თვის გოგონა. ჯერ არცერთი კბილი არ აქვს. ასევე თავის წონას ჩამორჩება 1.250 კგ-თი. (ფაფებს არ ჭამს) პედიატრმა დაგვინიშნა ბონიბეიბი, აფთიაქში მითხრეს, რომ ეს წამალი ბაზამ უკან გაითხოვა, ამიტომ სხვა აფთიაქებში აღარ მიძებნია. პედიატრს რომ დავურეკე, მაშინ მოდი კალციგლუკონატი მივცეთო. (ჯერ არ მიმიცია)
აუცილებელი არის თუ არა რომ კალცი მიიღოს ბავშვმა კალცის ანალიზის გარეშე? კალციგლუკონატის მაგივრად იქნებ სხვა რამე გვირჩიოთ? მადლობა

Posted by: ninoeqimi 5 Jan 2013, 20:53
იასამანი
რა პარამეტრებით განსაზღვრეთ წონა? იქნებ და არც ჩამორჩება? კალციუმგლუკონატი წონისდეფიციტის მაკორეგირებელი პრეპარატი არ არის. წონის დეფიციტის ჯერმიზეზი უნდა დადგინდეს და ამის შემდეგ უნდა რაციონალური კვების რეჟიმი და პლუს ძირითადი მიზეზის მოგვარება.

Posted by: qeta2012 5 Jan 2013, 21:21
ninoeqimi
ნინო ექიმო გილოცავთ შობა-ახალ წელს. თუ არ შეწუხდებით ჩემ კითხვას გადახედეთ რა smile.gif

Posted by: blblbl 5 Jan 2013, 23:27
ninoeqimi
გამარჯობათ მრავალს დაესწარით :* ასაკით არ სევესაბამები თქვენს პაციენტებს მაგრამ მგონი შეზლებთ დახმარებას biggrin.gif კონუქტივიტი მაქვს და რომ დავიბანო თავი შეიძლება?

Posted by: ninoeqimi 6 Jan 2013, 00:22
blblbl
კი, შეიძლება, ეცადეთ საპონი არ ჩიგივიდეთ თვალებშI

Posted by: blblbl 6 Jan 2013, 00:27
ninoeqimi
დიდი მადლობა smile.gif

Posted by: madinka 6 Jan 2013, 03:16
chemi patara sicxiania:( 38mde asdis. axvelebs,exla xmac chaexlicha sad.gif ganavali gaumwvanda...virusi sheeyara.yvela daavadda im saxlshi sadac viyavit sad.gif mec ki yeli mtkiva...amas yeli rom tkiodes jamis dros xom itirebda?ragaca siwitle aqvs ogond glandebis adgilas ara,mat shoris,chamozneqili romaa mand.ogond siwitle aqvs mkvetri sazgvrebit da gajgaja.rogorc hemangioma..garshemo hiperemia antebas rom schvevia iseti ar aqvs da ra sheizleba iyos?dgeebic iseti daemtxva rom ver miiyvan tavis pediatrtan.ar mushaobs otxshabatamde.sad.gif

Posted by: ninoeqimi 6 Jan 2013, 23:26
qeta2012
ხომმოგწერეთ პირადი შეტყობინება, მეტს ვერაფერს გეტყვით ბავშვის ნახვის გარეშე.
madinka
ზეპირად ძნელია რაიმეს თქმა,ალბათ ვირუსული ფარინგიტი აქვს.

Posted by: kosta-rika 7 Jan 2013, 00:07
გამარჯობათ
ორსულთა გემატომა რამდენად საშიშია?
12 მმ მაქვს და ძალიან ვნერვიულობ
და რა იწვევს მას?

Posted by: madinka 7 Jan 2013, 06:26
ninoeqimi
virusulia namdvilad,yvela davavaddit ojaxshi..magram amas axvelebs kidec.visganac gadaedo im bavshvsac axvelebda da chven ufrosebs ar gvaxvelebs ubrlaod yeli mtkiva da xandaxan 37 maqvs sicxe...
* * *
bavshvi dges shedarebit uketaa,sicxesac naklebad azlevs.marto sagamos qonda 37,1 - 37.3 exlac gavuzome (dilis 6ze) da 36.5 aqvs. jamit kargad jams,roca ar unda shevtavazo uars ar ambobs.xvelebaze septrimi dagvinishna eqimma dgeshi 2jer 2,5ml.mets arafers vazlev.
* * *
shobas gilocavt! daeswarit mtavals da am dgis madlma gagazlierot!

Posted by: kosta-rika 7 Jan 2013, 12:22
ან ვინმე პასუხობს საერთოდ??????

Posted by: blblbl 7 Jan 2013, 12:25
kosta-rika
უკაცრავად მაგრამ 2 წუთში პასუხს ნამდვიალდ ვერ მიიღებ ტუ ასეტი საჩქაროა პასუხი,პირად ექიმს უდნა დაურეკოთ არავინაა ვალდებული 24 საათი კომპიტერთან იჯდეს და მაშინვე გიპასუხოს .პლიუს ამას გუშინ ღამე დასვი კითხვა და ასე სასწრაფოდ ვერავინ გიპასუხებდა,მეორეც თემის პირველ გვერდზე გასაგებად წერია რომ ბავშვთა ექიმი პასუხობს კითხვეს და შენს კითხვაზე პასუხი თუ არ იცის რა დაგიწეროს?

Posted by: Lollipop 7 Jan 2013, 14:02
იასამანი
QUOTE
გამარჯობა ნინო ექიმო. გილოცავთ შობა-ახალ წელს!
ნინო ექიმო მყავს 9 თვის გოგონა. ჯერ არცერთი კბილი არ აქვს. ასევე თავის წონას ჩამორჩება 1.250 კგ-თი. (ფაფებს არ ჭამს) პედიატრმა დაგვინიშნა ბონიბეიბი, აფთიაქში მითხრეს, რომ ეს წამალი ბაზამ უკან გაითხოვა, ამიტომ სხვა აფთიაქებში აღარ მიძებნია. პედიატრს რომ დავურეკე, მაშინ მოდი კალციგლუკონატი მივცეთო. (ჯერ არ მიმიცია)
აუცილებელი არის თუ არა რომ კალცი მიიღოს ბავშვმა კალცის ანალიზის გარეშე? კალციგლუკონატის მაგივრად იქნებ სხვა რამე გვირჩიოთ? მადლობა

მასე ჩემიც ჩამომრჩება. biggrin.gif მარა ყველაფერს ჭამს და რავიცი მაინც პატარაა. მე უფრო გენებს ვაბრალებ მამაც პატარა ყავს მეც პატარა ვარ. რავიცი. ვინერვიულო ნეტა? biggrin.gif

Posted by: tatuuu 7 Jan 2013, 14:13
madinka
ჯერ არ გამიკეთებია, ეხლა ვაპირებ. ჩემსას კაი ხანია ესე აქვს, ახალ წლებს ვერ დავაბრალებ

Posted by: madinka 7 Jan 2013, 15:23
tatuuu
ხოო,ჩემსას მეორე დღესვე აღარ ქონდა,მოვერიდე რაღაც საჭმელებს და ჩაუდგა..ისე ჩემმა დედამთილმაც მითხრა ეგ არაფერია ცხიმიანი რძე გაქვს და იმის ბრალიაო,ყველას აქვს ხოლმეო მასეთი განავალი...რამდენად მართალია არ ვიცი,ყოველ შემთხვევაში დავმშვიდდი რომ გაუარა.

Posted by: qeta2012 7 Jan 2013, 15:39
QUOTE (madinka @ 3 Jan 2013, 10:41 )
tatuuu
dges chemsasac shevamchnie tetri burtulebi ganavalshi.(3is gaxda dges) magram me chems tavs vabraleb am axal wlebze zaan mivushvi kveba,bevri goris xorciani da nigvziani vjame da sheileba ver gadaamushava tqo.

მეც მაგ დღეში ვარ და მეც ახალ წელს ვაბრალებ, ოღონდ ძაან არ მიმიშვია მე biggrin.gif მარტო ნამცხვარი ვჭამე (შუ) და ზეთისხილი და ექიმმა ზეთისხილმა იცისო ეგეთი განავალი და მეზიმფორტეს და ლინექსს ვასმევ.

Posted by: tikusha 7 Jan 2013, 15:40
ნინო ექიმო კIთხვა მაქვს

ჩემი შვილი 3.8 წლისაა, ძალიან ჯიუტი ბავშვია, არავის არ გვიჯერებს, არ არსებობს დედამიწის ზურგზე ადამიანი, რომლისაც შეიძლება ეშინოდეს და დაუჯეროს, ელემენტარულად ჩაცმა-გახდა მთელი ტრაგედიაა მთელ ოჯახში, გვაწვალებს, დაგვცინის, ძირს ვარდება და არ გვიჯერებსს, ზოგადად როცაა რამეს თამაშობს და ვთქვათ თოჯინაა იატაკზე ვერ დასვა და წაექცა, ისტერიკა ემართება, ნერვიულობს, ძალიან განცდის

რამე დამამშვიდებელი ხომ არ მივცე ხლმე ასე რომ ქაჯობს, არ მინდა ნერვიული ბავშვის ხასიათი ჩამოუყალიბდეს

Posted by: madinka 7 Jan 2013, 15:44
qeta2012
QUOTE
მეზიმფორტეს და ლინექსს ვასმევ.


არაფერი არ მიმიცია,თავისით ჩაუდგა მეორე დღესვე.უფრო სწორედ 1 დილას ქნა მასე,შემდეგზე აღარ უქნია..შუ კიარა ყველაფერი ვჭამე გოზინაყიან საცივიან ტოლმიანად,შოკოლადები ხო საერთოდ...

Posted by: gio_xabaza 7 Jan 2013, 15:47
ექიმო ბავშვი არ ვარ 16წლის გავხდი ცოტახნისწინ, რა მაინტერესებს, 3დღეა მაქვს ჩუტყვავილა და რა მაინტერესებს ვიცი რომ 2კვირაში სულ გაივლის, მაგრამ ამ 2კვირის მერე ვარჯიშის განახლება შეიძლება? თუ კიდევ უნდა მოვიცადო რამოდენიმე დღე რომ სრულიად გაიწმინდოს და აღარ განმიმეორდეს?

Posted by: sun_waiting 8 Jan 2013, 00:29
ნინო ექიმო, შობას გილოცავთ : )))

Sanus Z რას ნიშნავს? გადავქექე გუგლი და ვერაფერი ვიპოვე.

წინასწარ გმადლობთ smile.gif

Posted by: qeta2012 8 Jan 2013, 18:21
QUOTE (madinka @ 7 Jan 2013, 15:44 )


[/QUOTE]
არაფერი არ მიმიცია,თავისით ჩაუდგა მეორე დღესვე.უფრო სწორედ 1 დილას ქნა მასე,შემდეგზე აღარ უქნია..შუ კიარა ყველაფერი ვჭამე გოზინაყიან საცივიან ტოლმიანად,შოკოლადები ხო საერთოდ...

ვაიმეე ყოჩაღ შენ biggrin.gif მე კიდევ სულ ხელის კანკალით ვჩამე შუც spy.gif მაგრამ ჩემსას 3 დღე ქონდა ეგრე და მაგიტომ ვალევინებ წამლებს და ეხლა ჩაუდგა მწყობრში biggrin.gif
რამხელაა შენი? ჩემი ჯერ 3ის არაა და მაგიტომ ვერ ვბედავ, მარტო ძუძუზე მყავს თან და მეშინია cry.gif

Posted by: ninoeqimi 8 Jan 2013, 23:07
sun_waiting
ეს ლათინური სიტყვაა და ჯანმრთელს ნიშნავს smile.gif

Posted by: madinka 8 Jan 2013, 23:41
qeta2012
exlaxans gaxda 3is.tumca wesit 2is unda iyos,8tviania.
* * *
mec marto bunebrivze myavs..mara didi xania lobios,kombostos,nigvzis da goris xorcis garda yvrlafers vjam.axal wels es bolo 3ic davamate.lobio isedac ar miyvars...tortze tavidanve ver vtqvi uari ravqna.:)arc kitrze da pomidorze..1 tve viyavi shedarebit msubuq kvebaze..mere agar.

Posted by: sun_waiting 9 Jan 2013, 10:32
ninoeqimi
გმადლობ, ნინო ექიმო ქ : ))

Posted by: qeta2012 9 Jan 2013, 19:26
QUOTE (madinka @ 8 Jan 2013, 23:41 )
qeta2012
exlaxans gaxda 3is.tumca wesit 2is unda iyos,8tviania.
* * *
mec marto bunebrivze myavs..mara didi xania lobios,kombostos,nigvzis da goris xorcis garda yvrlafers vjam.axal wels es bolo 3ic davamate.lobio isedac ar miyvars...tortze tavidanve ver vtqvi uari ravqna.:)arc kitrze da pomidorze..1 tve viyavi shedarebit msubuq kvebaze..mere agar.

ხო თუ პრობლემა არ ქონდა და არ აწუხებდა გაზები რა პრობლემაა, მე ეხლა დავიწყე შეპარება რაღაც-რაღაცების

Posted by: vinnie 9 Jan 2013, 20:50
გამარჯობათ,ჩემი პატარა 5 თვისაა,სიცხე აქვს 37.5,აგებინა დგეს 3 ჯერ,შადრევანივით ამოასხა ძალიან ბევრი,ისე ყოველ ჭამაზე იცის ღებინება მაგრამ დგეს ბევრი ამოუვიდა ძალიან,თბილისში არ ვარ ,აქ ექიმს დავურეკე და ნემსი დაუნიშნა კოკარბოქსილაზა+ c ვიტამინი,მერე გადავამოწმე მაინც ჩვენი პოლიკლინიკის ექიმთან და სად ხარ ეგეთ ადგილას არ გაუკეთო არაფრითი,ჰუმანას ელექტროლიტი დაალევინეო,ბავშვი ძალიან სუსტად არის,უფროსი იყო დაახლოებით ესე და ალბათ ვირუსი იქნება რამე,მიპასუხეთ რაა,როგორ მოვიქცე

Posted by: blblbl 9 Jan 2013, 22:19
vinnie
QUOTE
ნემსი დაუნიშნა კოკარბოქსილაზა+ c ვიტამინი

rolleyes.gif

მე მგონი პოლიკნინიკის ექიმს უდნა დაუჯერო .მსგავს სიმპტომებზე არასდროს მსმენია ასეტი დანიშუნულება


ჩვენებები
დიაბეტური აციდოზი, ფილტვ-გულის უკმარისობის დროს სუნთქვითი აციდოზი, დიაბეტური და ღვიძლის კომა, ღვიძლის და თირკმელების უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება, სისხლის მიმოქცევის ქრონიკული უკმარისობა, პერიფერიული ნევრიტები, ქრონიკული ალკოჰოლიზმი, სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობები, რომლებიც მოითხოვენ ნახშირწყლების ცვლის პროცესის გაუმჯობესებას.

http://www.aversi.ge/annotations.php?id=73&lang=geo&drug_id=7064 მდაა user.gif

Posted by: vinnie 10 Jan 2013, 16:33
QUOTE
მე მგონი პოლიკნინიკის ექიმს უდნა დაუჯერო .მსგავს სიმპტომებზე არასდროს მსმენია ასეტი დანიშუნულება


ჩვენებები
დიაბეტური აციდოზი, ფილტვ-გულის უკმარისობის დროს სუნთქვითი აციდოზი, დიაბეტური და ღვიძლის კომა, ღვიძლის და თირკმელების უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება, სისხლის მიმოქცევის ქრონიკული უკმარისობა, პერიფერიული ნევრიტები, ქრონიკული ალკოჰოლიზმი, სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობები, რომლებიც მოითხოვენ ნახშირწყლების ცვლის პროცესის გაუმჯობესებას.



ხო მეც ესე მგონია და არც გამიკეთებია,

Posted by: ninoeqimi 10 Jan 2013, 19:22
vinnie
რა სისულელეა, კოკარბოქილაზა რად უნდა ღებინეას, ელექტორლიტი სავსებით საკმარისია

Posted by: madinka 10 Jan 2013, 19:40
ნინო ექიმო, გილოცავთ შობა-ახალ წელს.ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ.... მოკლედ გითხრათ ეხლა ჩემი გასაჭირი - 1 კვირის წინ ვირუსი შეხვდა 3 თვის ბავშვს,(მეც,მსუბუქად) სიცხე ქონდა 38.2 ერთხელ.დანარჩენი 38მდე..ცხვირშიც ვერ სუნთქავდა გაჭედილი იყო..სეპტრინი დაგვინიშნა პედიატრმა,5დღე ვასვი,ცხვირმა და სიცხემ გაუარა,მარა ხველება დარჩა ისეთი რომ ლამის გული ამოაყოლოს..გუშინ მყავდა პედიატრთან მშრალი ხიხინები აქვსო და ფლუდიტეკი და ფენისტილი დაგვინიშნა...და სეპტრიმიც 2 დღე გააგრძელეო.სახლში მოვედით თუარა პირდაპირ თვალწინ გამოაყარა ბავშვს და მას მერე ხან ჩაუცხრება ხან უღვივდება.ტანზე და კიდურებზე სუფთაა. რა არის ეს ჭინჭრის ციება?და რისი ბრალი შეიძლება იყოს და რით ვუშველო იქნებ დამეხმაროთ რაა sad.gif http://pix.ge/
http://pix.ge/

* * *
სეპტრინს აღარ ვაძლევ,ექიმმაც დაანებე თავიო თუმცა მაგის ბრალი არაა ეგ ალერგიაო...ფფენისტილი საკმარისია?სუპრასტინი ხომ არ დავუმატო?ფენისტილის გელს ვუსმევ კიდევ გარედან.ცოტა ხანი ჩაქრება გაფერმკრთალდება სიწითლეც მერე ისევ იბურცება და მუქდება

Posted by: vinnie 10 Jan 2013, 19:59
QUOTE
რა სისულელეა, კოკარბოქილაზა რად უნდა ღებინეას, ელექტორლიტი სავსებით საკმარისია

დიდი მადლობა ჩემს დედამთილს კიდევ ვერაფრით გავაგებინე vik.gif

Posted by: blblbl 10 Jan 2013, 20:15
madinka
ექიმმა ნახა?ჭინჭრის ციება არ იყოს რადგან ეჭვია,ანახე რა აუცილებლად.

Posted by: madinka 10 Jan 2013, 20:26
blblbl
QUOTE
ჭინჭრის ციება არ იყოს რადგან ეჭვია

ჭინჭრის ციებაა?მე მაქვს ეჭვი ეგ ხომ არაათქო,ექიმს არ უნახავს ასეთ მდგომარეობაში

Posted by: blblbl 10 Jan 2013, 20:29
madinka
არა მე არ ვიცი რა არის თან ასე სურათით რას მიხვდები მარა ჭინჭრის დასუსხულს კი ჰგავს .მე ვერაფერს გეტყვი ექიმია რ ვარ,მაგრამ აჩვენე ექიმს.

Posted by: madinka 10 Jan 2013, 20:32
არადა ექიმისგან მოვედით თუარა სახლში ეგრევე დააყარა.გაუწითლდა ჯერ და მერე ამოებურცა.ჯერ ვიფიქრე მედვეჟონკის საყელომ ხომ არ გაუღიზიანა თქო.მერე რომ არ გაუარა მივხვდი რომ ალერგია იყო..
* * *
blblbl
QUOTE
ჭინჭრის დასუსხულს კი ჰგავს

ჰო მეც მაგიტომ დავეჭვდი sad.gif შემიკლა ამ ბავშვმა ხელში რა აღარ შემიძლია,ყოველდღე ახალი პრობლემა მემატება.sad.gif

Posted by: ninoeqimi 10 Jan 2013, 23:03
madinka
ჭინჭრის ციებას გავს, მაგრამ მთავარია რამ გამოიწვია ეს ალერგია.

Posted by: madinka 10 Jan 2013, 23:47
egaa ubedureba rom ar vici ram gamoiwvia.tavidan davabrale kombinizons,romelsac shignidan sintetikuri bewvi aqvs da sayelo pirze avakari,roca adre chavukecavdi xolme da is bewvi ar exeboda.ravici raa sheizleba magis brali iyos?an septrins sheezlo 5 dgis mere mieca alergia?exla arc is medvejonka acvia da agarc septrins vazlev da rato ar uqreba.sad.gif tan gushin dilit loginshive shevamchnie eg siwitle marto 1 adgilze qonda.

Posted by: ninoeqimi 11 Jan 2013, 00:09
madinka
ალბათ მაინც სეპტრინის ბრალია, მე პირადად 6 თვემდე სეპტრინს არ ვიყენებ, ადრე 3 წლამდე არ ნიშნავდნენ, აი მამაჩემი ჩემზე დიდი ხნის ექიმია სა წლამდე რომ მოკლა სეპტრინს არ დანიშნავს.

Posted by: madinka 11 Jan 2013, 00:28
ninoeqimi
exla tvaltanac gamouvida 2 wvrili wertili romlebic albat iseve daeburceba da gaudiddeba rogorc sxvebi. sad.gif

Posted by: Leloo 11 Jan 2013, 14:24
კითხვა მაქვს პედიტრთან :

რამდენად ნორმალური როდესაც 9 თვის ბავშვი (ნუ ადრეც ასე იყო) ზამთარში 24 სთ-ის განმავლობაში სვავს 350-500 გრამ წყალს და ღამე 3-ჯერ დამატებით სვავს HUMANA-ს რძეს თითო ჯერზე 200 გრამს. შესაბამისად შარდის ოდენობაც დიდია. ღამე მინ 3-4-ჯერ სჭირდება გამოცვლა. მარილს საჭმელში არ იღებს.

ამდენმა სითხემ ხომ არ შეიძლება გამოიწვიოს რამე პრობლემა და ხომ არ უნდა შევამცირებინო რაოდენობა ან რაიმეს მიზეზით ხომ არაა გამოწვეული?

მადლობა პასუხისთვის

Posted by: nodikonodo2000 11 Jan 2013, 15:32
კითხვა მაქვს დაახლოვებით 13 წლის ბავშვმა რომ დიეტა დაიცვას სპეციალურად მინდა ეფექტურად გთხოოვ

Posted by: ninoeqimi 11 Jan 2013, 16:01
Leloo
ბავშვი აუცილებლად გამოსაკვლევია, თანაც საკმაოდ სერიოზულად. 600 მლ ჰუმანა ამ ასაკში ერთი ღამის განმავლობაში საკმაოდ ბევრია, საინტერესოა დღე როგორ იკვებება, მე ბევრი შეკითხვა გამიჩნდა პირადად, ამიტომ სასურველია ბავშვის გასინჯვა და გამოკვლევა.
nodikonodo2000
გასახდომ დიეტას გულისხმობთ?

Posted by: Leloo 11 Jan 2013, 16:20
ნინო ექიმო, პმ-ში რატომღაც ვერ გწერთ და აქ მოგწერთ:
ბავშვის კვების რეჟიმი შემდეგია : 10.00 ფაფა (ჰერკულესი ან 5 მარცვლიანი), 14.00 სთ - წვნიანი ან პიურეები ხორცით (თევზი, ქათამი, ხბო), 18.00 სთ - გოგრა, მაწვნით, პეჩენიითა და ხილით. 22.00, 02.00 და 06.00 სთ რძე. შიგადაშიგ წყალსაც სვავს ძილში, როცა გაღიზიანებულია , მშვიდდება. ეს ძალიან ბევრია? ხანდახან თუ ასე 23.00-00.00 საათზე მოგვიწია ჭამა (ვცდილობ გადავაჩვიო ღამე ჭამას ) დილის 7-მდე აღარ ვაჭმევ. ბავშვი იძინებს 20.00 საათზე და იღვიძებს 5 სთ-ზე, არეული აქვს ძილის განრიგი პატარობიდან. ვცადო და ღამე აღარ ვაჭამო ?

Posted by: ninoeqimi 11 Jan 2013, 16:51
Leloo
ასე ერთ მშვენიერ დღეს რომ არ აჭამოთ, ამას ვერ მოახერხებთ, ეს თანდათანობით უნდა მოხდეს

Posted by: tikusha 11 Jan 2013, 21:52
QUOTE (ninoeqimi @ 10 Jan 2013, 20:22 )
vinnie
რა სისულელეა, კოკარბოქილაზა რად უნდა ღებინეას, ელექტორლიტი სავსებით საკმარისია

ვერ დაგეთანხმებით, smile.gif ჩემს ბავშვებს როცა ღებინება აქვთ და ელექტროლიტს ვასმევ, არასდროს ირჩენებ და უკან იღებენ

რა აზრი აქვს ელექტროლიტის სმას თუ ბავშვი გამუდმებით აღებინებს?

მე ჩემს ბავშვებზე არასოდეს გამიკეთებია კოკარბოქსილაზა + ც ვიტამინი, მაგრამ ჩემი მაზლიშვილ იაქტიურად იყენებს, გუშინ მოეწამლა ბავშვი, ვერაფრით ვერ შეუჩერა ღებნება და ძალიან მოIთენთა და დღეს მIთხრა რომ ზუსტად ეგ კოკარბოქსილაზა და ჩ ვიტამინი გაუკეთებია და მომჯობინებულა

რავიცი რავიცი

Posted by: ninoeqimi 11 Jan 2013, 23:33
tikusha
აქ იგულისხმება რომ ელექტროლიტი ჩაის კოვზით უნდა მისცე, არასავსე, ყოველ 5წუთში, ერთბაშად ერთი ჭიქა თუ დაალევინე ამოიღებს, ბავშვი, რომელიც სვამს, მას არ უნდა არაფერი, მხოლოდ ელექტროლიტით უნდა შეივსოს დეფიციტი, ვინც არის ისე მივარდნილი, რომ დალევა არ შეუძლია, იმას უნდა გადასხმა, მაგრამ არა კოკარბოსილაზა, არამედ რინგერ-ლაქტატის ხსნარი და საჭიროების შემთხვევაში ვიტამინები

Posted by: vinnie 12 Jan 2013, 01:04
QUOTE
ვერ დაგეთანხმებით, smile.gif ჩემს ბავშვებს როცა ღებინება აქვთ და ელექტროლიტს ვასმევ, არასდროს ირჩენებ და უკან იღებენ

რა აზრი აქვს ელექტროლიტის სმას თუ ბავშვი გამუდმებით აღებინებს?

მე ჩემს ბავშვებზე არასოდეს გამიკეთებია კოკარბოქსილაზა + ც ვიტამინი, მაგრამ ჩემი მაზლიშვილ იაქტიურად იყენებს, გუშინ მოეწამლა ბავშვი, ვერაფრით ვერ შეუჩერა ღებნება და ძალიან მოIთენთა და დღეს მIთხრა რომ ზუსტად ეგ კოკარბოქსილაზა და ჩ ვიტამინი გაუკეთებია და მომჯობინებულა

რავიცი რავიცი


ჩემი ბოთლით სვამს და არ აღებინებს,კუჭი აქვს აშლილი სულ წყალივით გადის და ამ შემთხვევაშიც ხომ აძლევენ ელექტროლიტს? ექიმს არ უნახავს ისე დაუნიშნა და რავიცი... თან ესე გავიგე გულითვის ყოფილა კოკარბოქსილაზა

Posted by: ice-girl 13 Jan 2013, 15:21
ბავშვის რამოდნეიმე დღეა აუჭრელდა კანი ტანდზე და სახეზე ალაგ-ალაგ. ხან უმძაფრედება ხან საერთოდ არ ეტყობა, რისი ბრალია შეიძლება იყოს? (2 წლის არის)

Posted by: S-k-y-walker 14 Jan 2013, 13:29
მაინტერესებს ბავში საუბარს რო არ იწყებს რა ასაკამდე არაა საგანგაშო? როგორც ვიცი 2.5 წლამდეო და რამდენად რეალურია?

Posted by: sunny night 14 Jan 2013, 13:53
ninoeqimi
ნინო ექიმო, გამარჯობათ, თუ შეიძლება მოგწერთ ჩემი 6 თვის და 1 კვირის ბავშვის მენიუს და იქნებ მითხრათ რაიმეს არასწორად თუ ვაჭმევ.
დილის 6 საათზე - ფორმულა 180 მლ
10 საათი - მოხალული გრეჩიხა მოხარშულ-დაბლენდერებული +1 ცალი გახეხილი ვაშლი
ან ფაფა (სიმინდი, ან ბრინჯი ბანანით)
2 საათი - სუპ-პიურე
6 საათი - ფორმულა 180 მლ + ჰაინცის 4 ცალი პეჩენია
10 საათი - ფორმულა 180 მლ
ღამით ჩაი ან თუ ძალიან ტირის მაშინ 150 მლ ფორმულა.
შუალედებში ხილ-ფაფები - დღეში 1 ქილა (ჰუმანას ხილფაფები ან გოგრა, სტაფილო და ა.შ. 4 თვიდან რომელიც არის)
წიწილის ხორცი მინდა რომ მივცე უკვე და დროა? თუ ჯერ არა?

Posted by: tatuuu 14 Jan 2013, 14:35
ნინო ექიმო, დღეს ავუღე ლუკას სისხლის საერთო, 22-შო 5 თვის ხდება. ჯერ არ ამიცრია, ბილირუბინის გამო მაინც თავი შევიკავე, მერე ალერგია ქონდა. ხვალ მინდა ავცრა და პოლიკლინიკის ექიმს დიდად ვერ ვენდობი და მეშინია და იქნებ მითხრათ ამ ანალიზით თუ შემიძლია რომ ავცრა?
დიდი მადლობა წინასწარ
http://www.radikal.ru

Posted by: Diamond Girl 14 Jan 2013, 17:16
ნინო ექიმო გამარჯობა იქნება მითხრათ ,ვიყიდე შვეიცარიული ფორას ფირმის ციფრული თერმომეტრი, რომლითაც შემიძლია გაუზომო სიცხე პირიდან,ტაკოდან და იღლიიდან. როგორც ვიცი პირიდან ან ტაკოდან როცა ვუზომავთ უნდა გამოვაკლოთ რამდენიმე ხაზი რომ მივიღოთ ნამდვილი მაჩვენებელი და ხომ არ იცით რამდენს ვაკლებთ?

Posted by: tako44 14 Jan 2013, 23:33
Diamond Girl
უკანა ტანში როცა იზომება სიცხე, აკლდება 5 ერთეული.

Posted by: madinka 15 Jan 2013, 19:20
ნინო ექიმო,რა ასაკში გადავამოწმო ნეიროსონოსკოპია?(თვალის გუგების გამო.) 2 თვის იყო რომ გავუკეთე.და ისევ იქ გავუკეთო სადაც პირველად თუ სხვაგანაც შეიძლება?ანუ მაინტერესებს შედეგები განსხვავებული ხომ არ იქნება თქო,როგორც ანალიზებზე ხდება ხოლმე ხშირად.

Posted by: Diamond Girl 16 Jan 2013, 11:35


tako44

QUOTE
Diamond Girl
უკანა ტანში როცა იზომება სიცხე, აკლდება 5 ერთეული.


ეგ ჩვეულებრივი თერმომეტრით როცა ვზომავთ მაშინ , ჰო? ციფრულით მგონი არ ჭირდება გამოკლება

ninoeqimi


ნინო ექიმო სიცხე 35.4 საშიშია? რა ზღვარიდან ითვლება კრიტიკულად?ან ამ დროს რა უნდა გავაკეთო?

Posted by: nusa 16 Jan 2013, 12:19
Diamond Girl
ციფრული თერმომეტრით გაზომვის შემთხვევაშიც აკლდება, მე ასე ვიცი.

Posted by: remixtedi 16 Jan 2013, 14:42
გამარჯობათ.მაინტერესებს შეიძლება თუ არა ერთი კვირის მეძუძური დედისთვის თმის შეღებვა?

Posted by: irinka1983 16 Jan 2013, 20:46
გამარჯობათ, ნინო ექიმო. ადრე მოგწერეთ ჩემი შვილის უძილობაზე და ძილში ტირილზე. ბოლო ერთი თვეა საერთოდ შეიცვალა, მთელი ღამე ტირის, 10 წუთი ჩაიძინებს და მერე 2 საათი ტირილს. არაფერი აწუხებს, დღის განმავლობაში ძალიან კარგად იქცევა. მარტო ღამე იქცევა ცუდად. რაც ნორმაა, იმდენი არ სძინავს. ამ შემთხვევაში თქვენ რას ურჩევთ ხოლმე მშობელს(თუ კი გქონიათ ესეთი შემთხვევა). ესეთ შემთხვევაშიც არ ენიშნება დამამშვიდებელი?

Posted by: madinka 16 Jan 2013, 22:03
უფრო დაუფრო მეპარება ეჭვი რომ ჩემს ბავშვს ჩემგან ჰქონდეს ალერგია..sad.gif 7 დღე გავიდა უკვე და ისევ ისე აყრის.sad.gif ხან სად ხან სად..სახეზე ძირითადად და ხანდახან კიდურებზეც. http://pix.ge/
http://pix.ge/
უკვე ისაც მეეჭვება ალერგიაა მართლა თუ სხვა რამე sad.gif ზოგჯერ ფეხზე აქვს ხოლმე სახსრების მიდამოებში,მუხლთან ქონდა და ტერფის სახსართან ორივე ფეხზე 1დაიმავე ადგილას... დღეს დილას მარცხენა მკლავზე ჰქონდა მთლიანი ზოლი ანუ ის ადგილი სადაც ტანსაცმლის ნაკერი ედებოდა.მეორეზე არ ჰქონდა,იმიტომ რომ მაგ მხარეს არ იწვა.. სახეზეც,ღაბაბზე და ყბებზე ოდნავ უხეში ძაფი ან "ზმეიკა" თუ მიედო ეგრევე უწითლდება და ებურცება. ფენისტილის გელს ვუსვამ და უცხრება მერე...ყურის ნიჟრაზეც აქვს ხოლმე...თავში და ტორსზე არ ჰქონია ერთი. ვალევინებ ამ ანტიჰისტამინურს 7 დღა უკვე და შედეგი არ უნდა ჰქონოდა??? ექიმი ჰაუსი მჭირდება მართლა რა.
* * *
დიეტაზეც ვარ,ბულიონის და მაწვნის მეტს არაფერს არ ვჭამ.და უშედეგოდ.sad.gif მაინც გამოსდის ხან სად და ხან სად.უკვე ვეჭვობ რამე ინფექცია ხომ არაათქო.
* * *
ამდენი ერთად არ გამოსდის ეხლა მაგრამ სადღაც რამდენიმე მაინც აქვს ასე გაწითლებული,და პატარა პოტენციური წინწკლები კი ბევრგან აყროა სახეზე.ალბათ წამალი რომ არ მივცე ისინიც გაუმწვავდება.sad.gif დამიმახინჯდა ბავშვი sad.gif

Posted by: blblbl 16 Jan 2013, 23:29
madinka
პედიატრი რას ამბობს?ალერგოლოგთან არ გყოლია?სარეცხის ფხვნილი ხო არ აძლევს ალერგიას?ტუნდაც დიდების შენს ტანსაცმელს რაშიც რეცხავ ის,მერე ხელში ხო იყვან.დააკვირდი აბა.

Posted by: madinka 17 Jan 2013, 15:21
blblbl
არა რითაც პირველი დღიდან ვურეცხავდი იმით ვურეცხავ ეხლაც. ჩემი კიდევ შეიძლება მთელი დღის განმავლობაში საერთოდ არ შევეხო ლოყებზე მარა მაინც აყრია.მკლავებზეც ხანდახან,მანდ მაინც დაფარული აქვს სულ,გრძელმკლავიანი აცვია. ექიმმა თქვა ტიპიური ალერგიააო.დიეტაზეც ვარ მთელი კვირაა.მარა უშედეგოდ.წუხელ წამალიც დალეული ჰქონდა,კანზეც ვუსვამდი მაგრამ ლოყებზე მაინც ეყარა მთელი ღამე,დილით აღარ ქონდა.
* * *
თან ვატყობ რომ წონაში ისე აღარ იმატებს როგორც ადრე.კვირაში 200-250 გრამს იმატებდა და ეხლა 70 გრამი ძლივს აჩვენა sad.gif

Posted by: blblbl 17 Jan 2013, 15:53
madinka
ალერგოლოგს აჩვენე აუცილებლად.

Posted by: ninoeqimi 17 Jan 2013, 16:19
sunny night
ბურღული არ მოხალოთ, ითვლება რომ მოხალვისას ცუდი ნივთIერებები წარმოიქმნება და მთლად სასარგებლო არ არის, წლამდე ბავშვისათვის სასურველია მზა ფაფები, ხილით, რომლებიც სრულფასოვანი საკვები პროდუქტია და თან ადაპტირებულ ნარევზეა დამზადებული ალერგიის თავიდან აცილების მიზნით.
პრინციპში დანარჩენი სრულფასოვანი კვებაა, 6 თვიდან შეგიძლიათ იოგურტი დაამატოთ, ოღონც საბავშვო ჰუმანა ან ჰიპი. ასევე ხაჭო ვერ ვნახე ვერსად თქვენს მენიუში, შეგიძლიათ მზა ჰიპის ხაჭო იყიდოთ ან თავად დაუმზადოთ და ხილთან ერთად დააბლენდეროთ.
tatuuu
სისხლი მშვიდია, შეგიძლიათ ამ სისხლით აცრათ.
Diamond Girl
0,5 ერტეული უნდა გამოაკლოთ სწორ ნაწლავში და პირში გამოკლება არ უნდა.
irinka1983
პირველ რიგში მიზეზი უნდა დადგინდეს, ეს შეიძლება იყოს გარემო ფაქტორებით განპირობებული ან სომატური დაავადებით გამოწვეული. დამამსვიდებლის საკითხი კი ძალიან ინდივიდუალურია.

madinka
ალერგიას გავს ნამდვილად, თან როგორც ამბობთ კონტაქტური დერმატიტია, ანუ სადაც გაღიზიანებულია კანი, იქ ცნდება ალერგია. ექიმი ჰაუსი კი არ გჭირდებათ, ნორმალური ექიმი გჭირდებათ, რომელიც ადექვატურ რეკომენდაციებს მოგცემთ, გასწავლით როგორ მოუაროთ ბავშვის კანს, ნივთებს, არ დაგინიშნათ ისეთ წმალებს, რომლების ტრიგერის როლში გვევლინებიან და ალერგიული რეაქციების მთელ კასკადს იწვევენsmile.gif

Posted by: irinka1983 17 Jan 2013, 16:32
ninoeqimi
როგორ დავადგინო მიზეზიsad.gif დაბადებიდან დღემდე არაფერი შეგვიცვლია ოთახში, ტემპერატურაც იგივე გვაქვს, თავიდანვე უშუქოდ ვაძინებდი. სომატური დაავადება რა არის?

Posted by: madinka 17 Jan 2013, 16:43
ანუ სეპტრინის ბრალია და არა ჩემი კვების?თქვენ რას ნიშნავთ ხოლმე ალერგიის დროს?ფენისტილი არ ვარგა?

Posted by: blblbl 17 Jan 2013, 16:45
madinka
ასე ზეპირად და ითხვებით არ გამოვა მკურნალობა,ანახე რა ნორმალურ ექიმს ,არაა სახუმარო ალერგია.მიიყვანე ხვალვე აკრგ ექიმთან

Posted by: madinka 17 Jan 2013, 16:59
blblbl
არც ვაპირებ ჩემი ინიციატივით მკურნალობას...ექიმთან რომ მივიყვან შეიძლება არც არაფერი ქონდეს იმ წუთას და ისევ ფოტოები უნდა ვაჩვენო.როგორც პირველად.

Posted by: blblbl 17 Jan 2013, 17:02
madinka
მაგ ექიმთან აღარ გინდა სხვასთან მიიყვანოს სჯოპბს ჩემი აზრით.მიზეზი უნდა გამოიკვლიოს და იმას უმკურნალოს მე მგონი და არა პირდაპირ ალერგიის წამალი დანიშნოს ჩAსაცხრობად.შეიძლება ვცდები და ბოდიშ ვუხდი იმ ექიმს თუ ვცდებო მაგრამ მგონი ზედაპირულად იქცევა ძაან,ამდენი ხანია ასე ა ბავშვი და კი უნდა დაებარებინე გამოკვლევებზე რავიცი.

Posted by: madinka 17 Jan 2013, 17:10
blblbl
მიზეზს როგორ გავიგებთ,თუ სინჯი არ ჩატარდა სათითაოდ ყველაფერზე. ანამნეზშიც ახალს არაფერს ვიტყვი რაც წინასთან არ მითქვამს..10დღე ასვიო და მერე მანახეო..8 დღეა დღეს,მაგრამ მაინც აყრის დროდადრო.დაყრაც არ ქვია იცი,მსხვილად გამოსდის რამდენიმე ადგილას თან ხელით რომ ვსინჯავ ოდნავ შემაგრებულიცაა თითქოს. მეც არ დამირეკავს ექიმთან ვფიქრობ გავიდეს 10 დღე თქო..sad.gif

Posted by: vinnie 17 Jan 2013, 17:11
საშვილოსნოს ეროზია მაქვს,მირჩიეს თაფლის ტამპონების გამოყენება და გაგიგიათ თქვენ რამე ამაზე ???

Posted by: temosabasdeda 18 Jan 2013, 11:47
madinka
სავარაუდოდ სეპტრინის ალერგია იქნება .ჩემი უფროსი ბიჭია სასტიკად ალერგიული დაბადებიდან და დისერტაცია მაქვს მგონი დაცული ალერგიაზე.ძალიან მოუფრთხილდი გაუკეთე ყველანაირი გამოკვლევა რასაც ალერგოლოგი გეტყვის .(მხოლოდ პედიატრს ნუ დაეყრდნობი ) მოაშორე სახლიდან თუკი ფუმფულა სათამაშო და ხალიჩა გაქვს .
ყველაფერი კარგად იქნება .

Posted by: Diamond Girl 18 Jan 2013, 14:52
vinnie
QUOTE
საშვილოსნოს ეროზია მაქვს,მირჩიეს თაფლის ტამპონების გამოყენება და გაგიგიათ თქვენ რამე ამაზე ???


მე გამიგია რომ ეფექტურიაო ძალიანო, მეც მაწუხებს ეგ პრობლემა და მეზარება თხიპნაობა sad.gif

Posted by: madinka 18 Jan 2013, 18:20
temosabasdeda
didi madloba..dges uketaa agar dauyria...xvalac davakvirdebi da tu kidev gamouva sadme mere waviyvan alergologtan.ise zaan mainteresebs sinji septrinze.mec tavidan magas davabrale.saertod ar girs antibiotikis micema sinjis gareshe ra,rogorc anestetikze ise magazec unda ketdebodes.mec alergiuli var rig antibiotikebze da sheizleba chemganac gadaeca genetikurad bavshvs..mteli 2 tvea rac yvelafers vjam titqmis da1 gamonayari ar qonia,1 wertilic ki.5dge davalevine septrini da me6 dges ukve laqebi qonda.

Posted by: journalist 18 Jan 2013, 18:58
ninoeqimi
გამარჯობათ, იქნებ მითხრათ გემოგლობინის ნორმა რამდენია ბავშვისთვის? (3წლის ბავშვისთვის). Dაბალი გემოგლობინი რამდენად საშიშია? Uდიდესი მადლობა

Posted by: sunny night 18 Jan 2013, 20:17
ninoeqimi
ძალიან დიდი მადლობა, ხაჭო არ დაგვიწყია და დავიწყებთ ახლა.
არ ვიცოდი მოხალული თუ არ შეიძლებოდა, ეს ძველი თაობის რჩევები რა sad.gif((

Posted by: vinnie 18 Jan 2013, 21:40
QUOTE
მე გამიგია რომ ეფექტურიაო ძალიანო, მეც მაწუხებს ეგ პრობლემა და მეზარება თხიპნაობა sad.gif


მე ვაპირებ გაკეთებას,2-3 ჯერ გავიკეთე უკვე.ესე მითხრეს 10 დღე უნდა იკეთო ყოველდღეო

Posted by: pukaaa 18 Jan 2013, 22:46
გამარჯობა,

1 კითხვა მაქვს, 4 თვის ბავშვს აქვს კუჭი აშლილი და გაუღიზიანდა ტაკო )) და რა შეიძლება რომ ვიხმაროთ?

მადლობა ^_^

Posted by: irinka1983 19 Jan 2013, 09:05
ninoeqimi

ნინო ექიმო, როგორც იცით 7 თვის ბიჭი მყავს და მაძალებენ რომ ჭუჭუკა გადავუწიო, ჩემმა პედიატრმა კი სასტიკად ამიკრძალა ხელის მოკიდება, უცხოურ ფორუმებზეც წერენ, რომ ხელის მოკიდება არ შეიძლება. სამაგიეროდ კოშმარებს მიხატავენ, რომ მერე მარილები გაეჭედება, ან სულაც დიდობაში აღარ გადაეწევა. უკვე აღარ ვიცი რა ვქნა

Posted by: ninoeqimi 19 Jan 2013, 16:34
vinnie
იმედები უნდა გაგიცრუო ჩემო კარგო, თანამედროვე მედიცინაში სიტყვა ეროზია საერთოდ აღარ არსებობს, ამიტომ ისეთ გინეკოლოგს მიმართე, ვინც ჯერ ადექვატურ დიაგნოზს დაგისვამს და მერე ადექვატურად დაგაკვალიანებს. მეც მაქვს ის, რასაც ადრე ეროზიას ეძახდნენ, მაგრამ მაგას ცოტა სხვანაირი მიდგომა ჭირდება
pukaaa
წელედას აქვს კარგი კრემი, ასევე დრაპოლენი, მაგრამ ყველაზე კარგია პამპერსი არ ჩააცვათ რამოდენიმე დღე, როგორც კი დაისველებს მაშIნვე დაბანოთ
irinka1983
არ მოკიდო ხელი, გაიზრდება და თვითOნ მოუვლის თავის ორგანოებს, ჩვენს მამა პაპას არავინ არ უწევდა და არც იმპოტენცია იყო მაშIნ და არც ამდენი უშვილობა ახლა რომაა

Posted by: irinka1983 19 Jan 2013, 18:46
ninoeqimi

დიდი მადლობა, არ ვაპირებ ხელის ხლებას, უბრალოდ ერთ მომენტში დავპანიკდი რამე ხომ არ მეშლება მეთქი. დედასაც ვკითხე და იმანაც, არ მოკიდო ხელიო

Posted by: MiiLeeZz 19 Jan 2013, 22:18
თუ ვინმემ იცით ნორმალური მცოდნე ექიმი ალერგოლოგი , გთხოვთ დამიწეროთ გვარი და სახელი და მისი სამუშაო ადგილი. გმადლობთ

Posted by: ra ici rashi gamogadgeba ? 19 Jan 2013, 23:05
irinka1983 ninoeqimi

მეც მასე მეუბნებოდა პედიატრი, ხოდა არც ვუწევდი, ახლა კი მეუბნება არ ეწევა და ჩასაჭრელია, ქირურგთან მიდიო sad.gif წავიყვანო?

და კიდევ მაინტერესებს ჩემს ბავშვს რა სჭირს ამ ბოლო დღეებში, ქვედა ტუჩს იჭამს გამწარებული, ღრძილები ვუნახე და არაა შეთეთრებული, ანუ ჯერ არ ამოსდის და რისი პრობლემაა?
გარდა ამისა თავზე შევამჩნიე ყვითელი ქერცლებივით თმის საფარის ქვეშ, მარტო შუაში აქვს თმები და იქაა, გვერდებზე არაფერია

Posted by: blblbl 19 Jan 2013, 23:13
ra ici rashi gamogadgeba ?
მოვაზ დრო და თითონ გადაეწევა,არ იდარდო შენ მაგაზე smile.gif

Posted by: irinka1983 19 Jan 2013, 23:32
ra ici rashi gamogadgeba ?

რამხელაა შენი შვილი? პედიატრმა მითხრა რომ ნელნელა უნდა დაშორდეს კანი ჭუჭუკას და დაახლოებით 3 წლისებს უმეტესობას ეწევა კიდეც, თუ არა და არც ეგაა პრობლემა თურმე, დიდობაში თვითონ იზამს მაგას. როგორც ფრჩხილზე ყოფილა ნუნა დაკრული, ეგრეა მანდაც კანი და რომ უწევ თურმე, ძალით ეხლიჩება. ხოდა გართულებები ჭუჭუკაგადაწეულ ბავშვებს უფრო ემართებათ. ესე ამიხსნა ჩვენმა პედიატრმა.

Posted by: blblbl 19 Jan 2013, 23:36
irinka1983
QUOTE
როგორც ფრჩხილზე ყოფილა ნუნა დაკრული, ეგრეა მანდაც კანი და რომ უწევ თურმე, ძალით ეხლიჩება.

თან ყოვლგვარი ანესთეზიის გარეშე ეკეთებენ ამას ექიმები facepalm.gif

Posted by: irinka1983 19 Jan 2013, 23:44
blblbl

გუშინ მეგობრის ცოლმა ისეთები დამიხატა, რომ არ ვკიდებ ხელს, რომ ეჭვიც კი შემეპარა, იქნებ ჯობდეს გადავუწიო მეთქი, მერე დედაჩემმა ხელი არ ახლოო, ნინო ექიმმაც იგივე, ინტერნეტშიც მოვიძიე.იმედია ნელ-ნელა გადავა ჭუჭუების დატრიალება მოდიდან.


ninoeqimi

კბილების ამოსვლის თანმიმდევრობას არ აქვს ხო მნიშვნელობა? ჯერ დაბლითა წინა 2 მოუვიდა, ეხლა ზემოთა წინა კბილების გვერდზე კბილები ამოუვიდა (როგორ ავხსენიbiggrin.gif) და არის ვამპირივითbiggrin.gif

Posted by: blblbl 19 Jan 2013, 23:47
irinka1983
პოლიკნიკიკაში მიუყვან თუ არ ამაგას გეუბნებიან აქ,კერზო პედიატრები უფრო ნაკლებად,მოკლეთ ვინც არ იზარებს და ეცნობა სიახლეებს ის წინაარმდეგია გადაწევის,ვინც ძველი ცოდნითაა ისინი მოითხოვენ.უროლოგები წინაარმდეგები არიან .

Posted by: ra ici rashi gamogadgeba ? 20 Jan 2013, 00:07
irinka1983

5ის გახდა. თავიდან მითხრა, მხოლოდ მას უნდა გადაუწიონ, რომელიც ნაწყვეტ-ნაწყვეტ შარდავს, რადგან მარილები აწუხებსო, რამდენჯერმე დავაკვირდი ახლა და მართლა ასეა. ზოგი ახალბედა დედა მეუბნება აი მეც რომ არ ვუწევდი სულ ჩაკრისტალებული ჰქონია შიგნით მარილები, ექიმმა ჩაუჭრა, ამოუწმინდა და დავისვენეთო. ექიმს ვკითხე და თუ არ გადაეწევა მერე ფიმოზი დაემართება და მისი პირველი სექსუალური აქტი მტკივნეული იქნება და არ გეცოდებაო? ძაან დავიბენი

Posted by: blblbl 20 Jan 2013, 00:16
ra ici rashi gamogadgeba ?
QUOTE
მისი პირველი სექსუალური აქტი მტკივნეული იქნება და არ გეცოდებაო? ძაან დავიბენი

კაი ერთი თქო biggrin.gif ჯერ ერთი პირველ აქტთან რა კავშირშია ფიმოზი,მეორეც მაგ ლოგიკიტ გოგოებს დავუჭრათ აპკები მტკივნეულია მერე სეხ და არ გვეცოდება?და მესამე ეს გადაწევა რომ საშინლად მტკივნეულია ეგ არაფერი?ან ფიმოზი რომ სვხა რაღაცაა ცოტაა და მანდ ოპერაცვიაა კეთდება ეგეც არაფერი? biggrin.gif ახლა რაც შეეხება პირველ სექსუალურ აქტს მამაკაცისთვის და ტკივილს.მამაკაცს აქვს ვაჟიშვილობის ძაფი,ე.წ. ლაგამი,რომელიც ზოგს აქვს მოკლე,სანამ პრეზერვატივით აქვს სექსი მამაკაცს არ უქმნის პრობლემას,როდესაც უპრეზერვატივოდ ექნება შეიძლება გაუწყდეს და ეტკინოს ,ნუ იგივე ქლიშვილობის დაკრგვა :დ შეიძლება არც ეტკინოს,მაგრამ აქტი გახადოს უსიამოვნოო,მსგავს შემთხვევაში მამაკაცი მიდის უროლოგთან სადაც ადგილობრივი ანესთეზიით ტარდება ლაგამის ოპერაცია,რომელიც მიმდინარეობს მაქსიმუმ 3წუთი და არის სრულიად უმტკივნეულო.

ახლა რაც შეეხება მარილებს,როდესაც ბავშვს აქვს მარილები მას ძალიან სტკივა შარდვისას ეწვის და ტირის,თუ იცავთ ყოველდღიურ ჰიგიენას ბავშვს მარილები არ დაუგროვდება smile.gif ის კი რასაც მშობელი გადაწევის მერე ნახულობს და ვაიმე რამდენი მარილები ჰქონიაო ამბობს,არის ჩვეულებრი ასოს ნადები,რომელსაც სმეგმა ეწოდება და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა,ჰიგიენის სრული დაცვის შემთხვევაში ესეც ნაკლები რაოდენობითაა.შეგიძლია დაგუგლო სიტყვა სმეგმა და ნახავ უფრო კარგად რაც არის smile.gif

და ამიხსენით ვინ უფრო ცოდოა პატარა ბავშვი რომელსაც გააკავებენ და კანს ააძრობენ თუ 15_16წლის ბიჭი წამიერი ტკივილისთვის რომელიც ათასში ერთხელ ხდება.


აი აქ წერია ზდასრულ ასაკში ლაგამის ოპერაციაზე,ფიმოზი და მოკლე ლაგამი კი სულ სხხვადასხვაა,ლაგამი სხვაა და ფიმოზი ჩუჩის შევიწროვებაა.

http://forum.ge/?f=43&showtopic=33600781&st=90


პ,ს, მე არ ვარ ექიმი,უბრალოდ ჩემს გარშემო იზრდებიან ბიჭი ბავშვები და მათთვის მაქვს მოძიებული ყველა ეს ინფორმაცია.რაც მე ვიცი ვისაც გადაუწიეს უფრო გაურთულდა და მეორეთ გაუხდა გასაჭრელი მეორე შვილზე აღად დაუჯერა ექიმს და კია მშვენივრად .ასევე მოსმენილი მაქვს საკმაოდ კომპეტენტური უროლოგების აზრი .ინტერნეტშიც უამრავი დევს შეგიძლიათ მოიძიოთ smile.gif

Posted by: ra ici rashi gamogadgeba ? 20 Jan 2013, 00:34
blblbl

ვაიმე რა კარგად ახსენი, გაიხარე, არ მინდოდა ჩემი შვილის მამაკაცური ღირსების წინაშე დამნაშავე გამოვსულიყავი და ტკივილისთვის გამეწირა. ანუ არც ჩავაჭრევინო და ხელითაც არ გავაწევინო ხო? იმ დღეს აცრა უწევდა და არ გადაუწია, მერე სისხლი წამოუვა და აცრაც ეყოფა დღესო.

პ.ს. ისე საქალწულე აპკების გაჭრა კაი იდეაა, ტკივილს და შიშს ავირიდებდით smile.gif))))

Posted by: blblbl 20 Jan 2013, 00:38
ra ici rashi gamogadgeba ?
არა და გააფრთხილე ექიმი არ ახლოს ხელი,ცემი მეგობრის ბავშვს ეცა ექიმი და გადაუწია არც უკითხავს მშობლისთვის,გოგო გაგიჟდა კინაღამ,არ აპირებდა.ამიტომ გააფრთხილე თორემ იციან დაუკითხავად მოქმედება.



Posted by: irinka1983 20 Jan 2013, 01:36
blblbl

ნი, შენ ხარ უმაგრესი გოგო 2kiss.gif

Posted by: blblbl 20 Jan 2013, 01:50
irinka1983
არ ვარ მთლად უმაგრესი,მაგრამ სასიამოვნოა ამის მოსმენა smile.gif დიდი მადლობა 2kiss.gif

Posted by: Ia-forumze 21 Jan 2013, 12:33
ninoeqimi
ნინოექიმო როცა შეძლებთ იქნებ PM ნახოთ

Posted by: tatuuu 21 Jan 2013, 19:04
ninoeqimi
მადლობა

ერთი კითხვა მაქვს : ლუკა არის 5 თვის, ბუნევრივ კვებაზე მყავდა სულ, ეხლა ვატყობ რომ რძე აღარ მაქვს ბევრი და საღამოს წვალობს ხოლმე, მინდა დავუმატო ფაფა, რომელი ფაფა დავუმატო და რა რაოდენობის თავიდან, ან მერე სადამდე უნდა გავზარდო რაოდენობა?
კიდე სხვა რამ შემიძლია დავუმატო 5 თვიდან? მაგალითად ხილფაფა?

Posted by: chiamaiaano 21 Jan 2013, 19:07
QUOTE (tatuuu @ 21 Jan 2013, 19:04 )
ერთი კითხვა მაქვს : ლუკა არის 5 თვის, ბუნევრივ კვებაზე მყავდა სულ, ეხლა ვატყობ რომ რძე აღარ მაქვს ბევრი და საღამოს წვალობს ხოლმე, მინდა დავუმატო ფაფა, რომელი ფაფა დავუმატო და რა რაოდენობის თავიდან, ან მერე სადამდე უნდა გავზარდო რაოდენობა?
კიდე სხვა რამ შემიძლია დავუმატო 5 თვიდან? მაგალითად ხილფაფა?

ექიმი არ ვარ,მაგრამ 5თვიდან ვაძლევდი უკვე ვინის ფაფებს,ზედ აწერია დოზებიც და ყველაფერიsmile.gif)
ხილფაფებიც არის ჰიპის და ძალიან უყვართ<3

Posted by: blblbl 21 Jan 2013, 19:10
tatuuu
ფორუმულა დაუმატე რომელიმე,6თვემე არაა სასურველი ხილის და ფაფების დამატება ბავშვის კუჭნაწლავისთვის

Posted by: chiamaiaano 21 Jan 2013, 19:11
QUOTE (blblbl @ 21 Jan 2013, 19:10 )
tatuuu
ფორუმულა დაუმატე რომელიმე,6თვემე არაა სასურველი ხილის და ფაფების დამატება ბავშვის კუჭნაწლავისთვის

რატო?
მე 5თვიდან ვაჭმევ და ჩვეულებრივად მოქმდებს კუჭში როგორც აქამდე:|

Posted by: blblbl 21 Jan 2013, 19:23
chiamaiaano
http://www.facebook.com/notes/niniko-nini/%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%95%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%97-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90/446894138698557 თუ გაგიხსნის წაიკითხე აქ,თუ არა დაგიკოპირებ მერე ტექსტტს.ქართული ინფორმაცია არაა ნათარგმნია საკმაოდ სანდო ინფორმაციია.

კუჭის მოქმედება არ მიგულისხმია ისე smile.gif დატვირთვა ვიგულისხმე.თანამედროვე გაიდლაინების მიხედვით ბავშვი 6თვემდე მხოლოდ რძეს უნდა იღებდეს,თუ რატომ ზედა ბმულშია ახსნილი ,ისე კი მშობლის გადასაწყვეტია რა თქმა უნდა.

Posted by: chiamaiaano 21 Jan 2013, 19:32
QUOTE (blblbl @ 21 Jan 2013, 19:23 )
chiamaiaano
http://www.facebook.com/notes/niniko-nini/%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%95%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%97-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90/446894138698557 თუ გაგიხსნის წაიკითხე აქ,თუ არა დაგიკოპირებ მერე ტექსტტს.ქართული ინფორმაცია არაა ნათარგმნია საკმაოდ სანდო ინფორმაციია.

კუჭის მოქმედება არ მიგულისხმია ისე smile.gif დატვირთვა ვიგულისხმე.თანამედროვე გაიდლაინების მიხედვით ბავშვი 6თვემდე მხოლოდ რძეს უნდა იღებდეს,თუ რატომ ზედა ბმულშია ახსნილი ,ისე კი მშობლის გადასაწყვეტია რა თქმა უნდა.

ააა,გასაგებლარია.. მე თაიდანვე ნუტრილაკზე მყავს.მარამ ბოლოს აღარ ჭამდა და შევურიე:|

Posted by: blblbl 21 Jan 2013, 19:39
chiamaiaano
ნუ ახლა ტუ არ ჭამს მაშინ სხვა რა გზაა smile.gif მაგრამ თუ ჭამს მოცდა სჯობს smile.gif

Posted by: tatuuu 22 Jan 2013, 10:59
xelovnurs ar shechams darcmunebuli var bolomde, soska dgemde ver chavadebine,ezizgeba da guls irevs mere. Sxvanairad rogor movikce ar vici

Posted by: ninoeqimi 22 Jan 2013, 23:49
tatuuu
ბოლო თვეს რამდენი მოიმატა წონაშI?

Posted by: tatuuu 23 Jan 2013, 00:29
ninoeqimi
3 თვის იყო 6.100, 4 თვის 6.350, მერე ავწონე 4 თვის და 3 კვირის და 7 კილო იყო...
ვფიქრობ რძე ხომ არ დავუმატო ერთი კვება? თუ ფაფა ჯობია?
მგონია საღამოს უკვე რძე აღარ მაქვს, წოვს და არ გამოდის, ან უბრალოდ მაიმუნობს, ვეღარ გავიგე უკვე. ადრე 1 ძუძუს ვაჭმევდი და ყოფნიდა, შემდეგ რომ ავწონე 3 თვეზე და ვნახე მატება ცოტა ქონდა, მეორე ძუძუსაც ვაძლევდი და კი მოიმატა. ეხლა ორივეს ვაწოვებ, ერთი აღარ ყოფნის

Posted by: madinka 23 Jan 2013, 00:58
ninoeqimi
ნინო ექიმო კენგურუს გამოყენება რამდენი თვიდან შეიძლება?

Posted by: agr_bak 23 Jan 2013, 01:47
blblbl
QUOTE
აი ერთი თქო  ჯერ ერთი პირველ აქტთან რა კავშირშია ფიმოზი,მეორეც მაგ ლოგიკიტ გოგოებს დავუჭრათ აპკები მტკივნეულია მერე სეხ და არ გვეცოდება?და მესამე ეს გადაწევა რომ საშინლად მტკივნეულია ეგ არაფერი?ან ფიმოზი რომ სვხა რაღაცაა ცოტაა და მანდ ოპერაცვიაა კეთდება ეგეც არაფერი?  ახლა რაც შეეხება პირველ სექსუალურ აქტს მამაკაცისთვის და ტკივილს.მამაკაცს აქვს ვაჟიშვილობის ძაფი,ე.წ. ლაგამი,რომელიც ზოგს აქვს მოკლე,სანამ პრეზერვატივით აქვს სექსი მამაკაცს არ უქმნის პრობლემას,როდესაც უპრეზერვატივოდ ექნება შეიძლება გაუწყდეს და ეტკინოს ,ნუ იგივე ქლიშვილობის დაკრგვა :დ შეიძლება არც ეტკინოს,მაგრამ აქტი გახადოს უსიამოვნოო,მსგავს შემთხვევაში მამაკაცი მიდის უროლოგთან სადაც ადგილობრივი ანესთეზიით ტარდება ლაგამის ოპერაცია,რომელიც მიმდინარეობს მაქსიმუმ 3წუთი და არის სრულიად უმტკივნეულო.

ახლა რაც შეეხება მარილებს,როდესაც ბავშვს აქვს მარილები მას ძალიან სტკივა შარდვისას ეწვის და ტირის,თუ იცავთ ყოველდღიურ ჰიგიენას ბავშვს მარილები არ დაუგროვდება  ის კი რასაც მშობელი გადაწევის მერე ნახულობს და ვაიმე რამდენი მარილები ჰქონიაო ამბობს,არის ჩვეულებრი ასოს ნადები,რომელსაც სმეგმა ეწოდება და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა,ჰიგიენის სრული დაცვის შემთხვევაში ესეც ნაკლები რაოდენობითაა.შეგიძლია დაგუგლო სიტყვა სმეგმა და ნახავ უფრო კარგად რაც არის

და ამიხსენით ვინ უფრო ცოდოა პატარა ბავშვი რომელსაც გააკავებენ და კანს ააძრობენ თუ 15_16წლის ბიჭი წამიერი ტკივილისთვის რომელიც ათასში ერთხელ ხდება.


ბანი დაგადო თუ შეეშვები ექიმის თემას?

დასვეს კითხვა უპასუხა ექიმმა
ასჯერ გითხარი არის აქ ექიმი და აცადე ,


სექსუალურ აქტებზე სხვაგან ისაუბრე


პედიატრის თემაა. დამშვიდდი...

Posted by: Toxic:) 23 Jan 2013, 11:06
ძილის წინ ბავშისთვის კვება რამდენად საზიანოა?

Posted by: makavel1 23 Jan 2013, 18:45
QUOTE
ფორუმულა დაუმატე რომელიმე,6თვემე არაა სასურველი ხილის და ფაფების დამატება ბავშვის კუჭნაწლავისთვის

თუ ბავშვის კუჭნაწლავისთვის არ შეიძლება რატო აწერია მაშინ 5 თვიდან და რატომ უშვებენ მაინცდამაინც 5 თვიდან ამ ფაფებს და არა 2 ან 3 თვიდან? ე.ი. შეიძლება ხომ? თუ კომპანიებს ვუჩივლოთ

Posted by: ninoeqimi 23 Jan 2013, 22:39
madinka
ზოგიერთ კენგურუს აწერია რომ 0 თვიდან შეიძლება, ამიტომ სასურველია რეკომენდაცია გაითვალისწინოთ მწარმოებლის, მე ჩემს პაციენტებს თუ კისრის ფიქსატორი არა აქვს კენგურუს 2 თვემდე ვურჩევ არ ჩასვან. მე პირადად 3 თვიდან ჩავსვი ჩემი შვილი.
Toxic:)
ბავშვის ასაკს გააჩნია, 2 წლამდე არ არის პრობლემა, 2 წლიდან უკვე შეგიძლიათ დაძინებამდე ერთI საათით ადრე აჭამოთ.
makavel1
მასე ჰპის წვენსაც აწერია, რომ 3 კვირიდან შეიძლება და კომპანიები ამას ამართლებენ იმით, რომ საჭიროების შემთხვევაში ექიმს შეუძLია დანიშნოს. ფაფებიც ასეა, თU წონის დეფიციტია ამატებენ ადრე. მე პირადად ჩემს პაციენტებს 6 თვემდე შემატებულ საკვებს არ ვუნიშნავ, მითUმეტეს თU ბავშვი წონაშI კარგად მატულობს.
* * *
tatuuu
ნუ იქარებ ერთი თვე ძალიან ცოტაა იმისათვის, რომ მოიცადო, და ძალიან ადრე შეიძლება იყოს. ამიტომ მე გირჩევ ბავშვის აწონვას, მისი წონის და განვითარების შეფასებას, დააკვირდი პამპერს, თუ სავსეა როცა ხსნი და დღეში 3 ჯერ მაინც უცვლი, ნუ იჩქარებ, ერთი თვეც მოითმინე და მერე თანდათანობით შეამატე ფაფა, გაითვალისწინე, რომ იმდენი აღარ უნდა მოიმატოს მე-6 თვეს, რაც პრიველ თვეებში, ამიტომ მნიშვნელოვანია არა ამა თU იმ თვის ნამატი, არამედ მოცემულ მომენტშI მისი წონა ჯდება თU არა ნორმაში

Posted by: madinka 23 Jan 2013, 22:45
ninoeqimi
ჩემი 4ის ხდება მალე..კისრის ფიქსატორი მგონი აქვს ტუ ეგ არის არ ვიცი,თავი თავისუფლად არაააქვს ხოლმე როცა ზის,ეყრდნობა ანუ.დავხედავ ინსტრუქციასაც აბა...დიდი მადლობა პასუხისთვის.smile.gif
* * *
კიიიი 0დან ყოფილა...3,5დან 9 კილომდე...თქვენ გაიხარეთ

Posted by: khatia88 23 Jan 2013, 23:46
ninoeqimi
ნინო ექიმო დეპაკინის (დოზა დღეში 450) ფონზე ღვიძლის ფუნქციების ანალიზი ასეთია
ბილირუბინი, საერთო შEდეგი 0.2 მგ/დლ ნორმა < 1.2
ბილირუბინი, პირდაპირი შედეგი 0.1 მგ/დლ ნორმა < 0.3
ალანინ-ამინოტრანსფერაზა შედეგი 29 ერთ/ლ ნორმა < 29
ასპარტატ-ამინოტრანსფერაზა შედეგი 44 ერთ/ლ ნორმა < 48
გამა-გლუტამილტრანსფერაზა შედეგი 12 ერთ/ლ ნორმა < 26

როგორც ხედავთ ალანინ-ამინოტრანსფერაზა ნორმის ზედა ზღვარზეა. ბავშვს აქვს დანიშნული კალცი ( 1 თვე) და მაგნე ბე6 (3 კვირა). ამათ ინსტრუქციაში წავიკითხე, რომ ღვიძლის ფუნქციების დარღვევის დროს საფრთხილოაო.
თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით?

ღვიძლის ფუნქციების განმეორებითი ანალიზი გვიწევს მარტის დასწაყისში.

Posted by: makavel1 24 Jan 2013, 11:28
ninoeqimi
ჰიპის მიცემა საერთოდ როგორ შეიძლება ვერ ვხდები ყველა წვენის და ჩაის უკან აწერია რომ დექსტრინს შეიცავს, და ვთქვათ ვაშლის წვენი დანიშნა ექიმმა 3 კვირის ბავშვისთვის რაღა ჰიპი იყიდოს მშობელმა არ ჯობია ნატურაალური ვაშლი აიღოს და თვითონ გამოუწუროს? სიტყვაზე ვამბობ ამას, ხომ ხვდებით, გინდაც ის იოგურტები რომ იყიდება საბავშვო, არ ჯობია მაგას მაწონი აიღო და ხილი დაუბლენდერო შიგნით და ის მისცე ბავშვს ვიდრე რაღაც ქიმია

Posted by: ninoeqimi 24 Jan 2013, 15:29
khatia88
მე ადრეც ხომ გითხარით უნდა გაკეთდეს შრატში პრეპარატის კონცენტრაცია, თუ საშუალებას მოგცემთ კონცენტრაცია, მაშინ ცოტა დოზას შეამცირებთ და კალცი და მაგნე B6 თუ კატეგორიული ჩვენება არ არის ნუ მისცემთ.
makavel1
მაგ საკითხზე მეც მსგავსი შეხედულება მქონდა, მაგრამ რომ გავიკითხე და დავინტერესდი ასეთი ინფორმაცია მოვიძიე, იყიდე ბაზარში ვაშლი, იცი ის რითია მოწამლულიიიი? ან იყიდე მაწონი? იცი იმ ძროხამ რა ჭამა მანამ სანამ რძე მოწველეს და მაწონი გააკეთეს? რაც შეეხება ბავშვთა კვების კომპანიებს ისინი ძალიან მკაცრკონტროლს ეწევიან, მაგალითად აგარაში ჰიპს აქვს ქარხანა, სადაც ამზადებს ვაშლის კონცენტრატს. დავინტერესდი და აღმოვაჩინე იმ ქარხნის ლაბორატორიის გამგე, აღმოჩნდა, რომ როგორც კი კონცენტრატი გამზადდება ხდება მისი შემოწმება ნიტრატებზე და სასუქებზე, თუ ის აღემატება ნორმას ის კონცენტრატი იყიდება კოკა-კოლაზე, ხოლო სადაც მავნე ნივთიერებების შემცველობა დაბალია, ის მიდის ბავშვთა კვებაზე. ბაზარშI მიდიხარ და ყიდულობ სტაფილოს, ხომ არ იცი ის სტაფილო რითია მოყვანილი, ბავშვთა კვება (სერიოზულ კომპანიებს ვგულისხმობ) აუცილებლად მოწმდება უმკაცრესად. წვენებს რაც შეეხება არც ერთი სერიოზული კომპანიის წვენში დექსტრინი არ არის. ერთადერთი პროდუქტია ჰიპის ჩაი სადაც დიდი რაოდენობითაა დექსტრინი და დიდად არასოდეს არ ვუწევ რეკომენდაციას. მაგალითად ბანანი, ჩვენთან ბაზარშI იყიდება დაბალზამებული ბანანი, რომელიც დიდხანს ინახება, ჰიპის ბანანი კი აფრიკაში კეთდება, მათ აქვთ მზეზე დამწიფებული ბანანი და ვაკუუმში შენახული, ყველანაირი მავნე ნივთიერებების გარეშე. ჩემი შვილისათვის არასოდეს არ მიმიცია სხვა ბანანი ჰიპის გარდა. მაგალითად ჰუმანას ქარხანაში ყველა ძროხას ქვია თავისი სახელი, მკაცრად არის განსაზღვრული ძროხის საკვები, თუ მოხდა ისე, რომ ძროხა თUნდაც ერთხელ ავად გახდა, მისი რძე არასოდეს აღარ გამოიყენება და ძროხა გაყავთ ფერმიდან. რაც შეეხება საბავშვო იოგურტებს ისინი არ შეიცავენ ცოცხალ ბაქტერიებს. არც ერთ სერიოზულ ბავშვთა კვებაში არ არის ხელოვნური საღებავი, არომატიზატორი და სხვა მავნებლობა. ყველას აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს, მაგრამ ერალობა ასეთია.

Posted by: tatuuu 24 Jan 2013, 15:46
ninoeqimi
როგორც გამომიანგარიშა პოლიკლინიკის ექიმმა, 300 გრამამდე აკლია, ანუ ნორმაში არ ჯდებოდა, ეხლა ნელ ნელა იმატებს. 2 კვირის წინ რომ ავწონე, დღეში ქონდა 40 გრამი ნამატი, შემდეგ აწონვაზე დღეში 33 გრამი, ეხლა აღარ ვიცი.პამპერსი სულ სავსე აქვს ხოლმე, 3-4 ჯერ ვუცვლი. მეც არ მინდა დიდად ფაფის დამატება, მინდა 6 თვემდე მხოლოდ რძე მიიღოს. მოვიცდი 1 თვეს მგონი ჯობია.

Posted by: ninoeqimi 24 Jan 2013, 15:49
tatuuu
ასე როგორ ითვლით დღეში ეამდენი ქონდა? ან რატო ითვლით მასე? უნდა აწონო ბავშვი და გვაქვს სპეცილაური ცხრილები, სადაც ჩასვამ მონაცემს, თუ მოცემულ მომენტში მისი წონა ზომა ნომაში ზის არაფერი არ არის საჭირო, ბავშვი მექნიზმი ხომ არ არის? ხან მეტს მოიმატებს, ხან ნაკლებს, ამიტომ არ არის სწორი მიდგომა.

Posted by: tatuuu 24 Jan 2013, 16:01
ninoeqimi
პოლიკლინიკაში დამყავდა ასაწონად ხშირად და ესე გამომიანგარიშეს. მოკლედ როგორ არ მიყვარს ეს პოლიკლინიკის ექიმები რა

Posted by: sofioh 24 Jan 2013, 16:07
გამარჯობათ ნინო ექიმო, 9 თვის გოგო მყავს და შეიძლება რომ ჩუტყვავილა შეხვდეს? მეზობლის წლისდა სამი თვის ბაავშვს აქვს და გუშინ ერთად იყვნენ. დღე მე ვიყავი მათთან, შეიძლბა რომ მატარებელი მე გვხდე (პირბადით რომ ვნახო ხოლმე)? აცრაა ყველა გაეთტებული აქვს რაც აქამდე უწევდა.

Posted by: makavel1 24 Jan 2013, 19:02
ninoeqimi
რა თქმა უნდა 100 პროცენტით გეთანხმებით ბაზარზე, ამიტომ მე პირადად ბოსტნეული იყო თუ ხილი იყო ჩემი სოფლისას ვაძლევდი უსასუქოს შეუწამლავს და ა.შ, ნუ ვისაც ჩემსავით ბებო-ბაბუ ყავს და აქვს საშუალება მიწა, კარმიდამო და ა. .შ. ღმერთმა დიდხანს უცოცხლოს, ბანანს რაც შეეხება მემგონი არ დაშავდება არაფერი თუ საერთოდ არ მივცემ.

Posted by: qeta2012 24 Jan 2013, 19:37
QUOTE (ninoeqimi @ 24 Jan 2013, 15:29 )

მაგ საკითხზე მეც მსგავსი შეხედულება მქონდა, მაგრამ რომ გავიკითხე და დავინტერესდი ასეთი ინფორმაცია მოვიძიე, იყიდე ბაზარში ვაშლი, იცი ის რითია მოწამლულიიიი? ან იყიდე მაწონი? იცი იმ ძროხამ რა ჭამა მანამ სანამ რძე მოწველეს და მაწონი გააკეთეს? რაც შეეხება ბავშვთა კვების კომპანიებს ისინი ძალიან მკაცრკონტროლს ეწევიან, მაგალითად აგარაში ჰიპს აქვს ქარხანა, სადაც ამზადებს ვაშლის კონცენტრატს. დავინტერესდი და აღმოვაჩინე იმ ქარხნის ლაბორატორიის გამგე, აღმოჩნდა, რომ როგორც კი კონცენტრატი გამზადდება ხდება მისი შემოწმება ნიტრატებზე და სასუქებზე, თუ ის აღემატება ნორმას ის კონცენტრატი იყიდება კოკა-კოლაზე, ხოლო სადაც მავნე ნივთიერებების შემცველობა დაბალია, ის მიდის ბავშვთა კვებაზე. ბაზარშI მიდიხარ და ყიდულობ სტაფილოს, ხომ არ იცი ის სტაფილო რითია მოყვანილი, ბავშვთა კვება (სერიოზულ კომპანიებს ვგულისხმობ) აუცილებლად მოწმდება უმკაცრესად. წვენებს რაც შეეხება არც ერთი სერიოზული კომპანიის წვენში დექსტრინი არ არის. ერთადერთი პროდუქტია ჰიპის ჩაი სადაც დიდი რაოდენობითაა დექსტრინი და დიდად არასოდეს არ ვუწევ რეკომენდაციას. მაგალითად ბანანი, ჩვენთან ბაზარშI იყიდება დაბალზამებული ბანანი, რომელიც დიდხანს ინახება, ჰიპის ბანანი კი აფრიკაში კეთდება, მათ აქვთ მზეზე დამწიფებული ბანანი და ვაკუუმში შენახული, ყველანაირი მავნე ნივთიერებების გარეშე. ჩემი შვილისათვის არასოდეს არ მიმიცია სხვა ბანანი ჰიპის გარდა. მაგალითად ჰუმანას ქარხანაში ყველა ძროხას ქვია თავისი სახელი, მკაცრად არის განსაზღვრული ძროხის საკვები, თუ მოხდა ისე, რომ ძროხა თUნდაც ერთხელ ავად გახდა, მისი რძე არასოდეს აღარ გამოიყენება და ძროხა გაყავთ ფერმიდან. რაც შეეხება საბავშვო იოგურტებს ისინი არ შეიცავენ ცოცხალ ბაქტერიებს. არც ერთ სერიოზულ ბავშვთა კვებაში არ არის ხელოვნური საღებავი, არომატიზატორი და სხვა მავნებლობა. ყველას აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს, მაგრამ ერალობა ასეთია.

ესეთი ექიმები მიყვარს, რომლებსაც ყველაფერი აინტერესებთ და ჩაპროგრამებულები არ არიან 2kiss.gif
ნინო ექიმო ჩემ პატარას ჭამის დროს ცდება ხოლმე რძე და ისედაც რომ წევს თავისთვის, შეიძლება ნერწყვი გადასცდეს და რამდენაც საშიშია. ჩემ პედიატრმა ნევროლოგმა უნდა ნახოსო და რა შეიძლება იყოს? rolleyes.gif

Posted by: irinka1983 24 Jan 2013, 20:01
makavel1
QUOTE
ბანანს რაც შეეხება მემგონი არ დაშავდება არაფერი თუ საერთოდ არ მივცემ.


რატომ ბანანი არა? ერთერთი სასარგებლო ხილთაგანია. პირველ ბავშვზე მეც სულ ვცდილობდი ჩემი გაკეთებული მიმეცა ყველაფერი, მაგრამ ჩვენმა პედიატრმა დასაბუთებულად ამიხსნა რომ ბავშვის საჭმელებში არაფერია ცუდი. ახლა მეორეს სულ ბანკის საჭმელებს ვაჭმევbiggrin.gif

Posted by: madinka 24 Jan 2013, 22:57
QUOTE
მაგ საკითხზე მეც მსგავსი შეხედულება მქონდა, მაგრამ რომ გავიკითხე და დავინტერესდი ასეთი ინფორმაცია მოვიძიე, იყიდე ბაზარში ვაშლი, იცი ის რითია მოწამლულიიიი? ან იყიდე მაწონი? იცი იმ ძროხამ რა ჭამა მანამ სანამ რძე მოწველეს და მაწონი გააკეთეს? რაც შეეხება ბავშვთა კვების კომპანიებს ისინი ძალიან მკაცრკონტროლს ეწევიან, მაგალითად აგარაში ჰიპს აქვს ქარხანა, სადაც ამზადებს ვაშლის კონცენტრატს. დავინტერესდი და აღმოვაჩინე იმ ქარხნის ლაბორატორიის გამგე, აღმოჩნდა, რომ როგორც კი კონცენტრატი გამზადდება ხდება მისი შემოწმება ნიტრატებზე და სასუქებზე, თუ ის აღემატება ნორმას ის კონცენტრატი იყიდება კოკა-კოლაზე, ხოლო სადაც მავნე ნივთიერებების შემცველობა დაბალია, ის მიდის ბავშვთა კვებაზე. ბაზარშI მიდიხარ და ყიდულობ სტაფილოს, ხომ არ იცი ის სტაფილო რითია მოყვანილი, ბავშვთა კვება (სერიოზულ კომპანიებს ვგულისხმობ) აუცილებლად მოწმდება უმკაცრესად. წვენებს რაც შეეხება არც ერთი სერიოზული კომპანიის წვენში დექსტრინი არ არის. ერთადერთი პროდუქტია ჰიპის ჩაი სადაც დიდი რაოდენობითაა დექსტრინი და დიდად არასოდეს არ ვუწევ რეკომენდაციას. მაგალითად ბანანი, ჩვენთან ბაზარშI იყიდება დაბალზამებული ბანანი, რომელიც დიდხანს ინახება, ჰიპის ბანანი კი აფრიკაში კეთდება, მათ აქვთ მზეზე დამწიფებული ბანანი და ვაკუუმში შენახული, ყველანაირი მავნე ნივთიერებების გარეშე. ჩემი შვილისათვის არასოდეს არ მიმიცია სხვა ბანანი ჰიპის გარდა. მაგალითად ჰუმანას ქარხანაში ყველა ძროხას ქვია თავისი სახელი, მკაცრად არის განსაზღვრული ძროხის საკვები, თუ მოხდა ისე, რომ ძროხა თUნდაც ერთხელ ავად გახდა, მისი რძე არასოდეს აღარ გამოიყენება და ძროხა გაყავთ ფერმიდან. რაც შეეხება საბავშვო იოგურტებს ისინი არ შეიცავენ ცოცხალ ბაქტერიებს. არც ერთ სერიოზულ ბავშვთა კვებაში არ არის ხელოვნური საღებავი, არომატიზატორი და სხვა მავნებლობა. ყველას აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს, მაგრამ ერალობა ასეთია.

ძვირფასი ინფორმაცია!!!კარგია რომ გავერკვიე მეც.

Posted by: ninoeqimi 24 Jan 2013, 23:54
sofioh
მესამე პირით არ გადადის, მაგრამ შესაძლოა რომ გადაედო როცა ითამაშა, დაახლოებით 2 კვირაა ინკუბაციური პერიოდი, თქვენ კი გაფრთხილდით მეზობელთან ვიზიტისას, შესაძლოა თქვენ გადატანილი გქონდეთ, მაგრამ მეორედ იშვიათ შემთხვევებში, მაგრამ მაინც შეიძლება დაგემართოთ, მხოლოდ არა ტიპიური სახით, მაგალითად ჰერპეს ზოსტერის კლინიკით. ნიღაბი კი ბევრს ვერაფერს მოგეხმარებათ, ჩუტყვავილა კონტაქტური გზით გადადის და გადამდებია მანამ, სანამ უკანასკნელი ბუშტუკია, ვირუსები ბუშტუკების სითხეშია.
makavel1
ეჰ სადაა ჩემო კარგო მასე უსასუქო და შეუწამლავი, ნათესავმა ერთი ყუთი ვაშლი მომიტანა არ შემიწამლიაო და მთელი ზამთარი გამოვუზოგე ბავშვს, სტაფილოს საპატრიარქოს მაღაზიაში ვყიდულობდი და იმედი მქონდა რომ ნაკლებად სასუქიანი იყო. ხორცს ებრაელებისგან ვყიდულობ ბავშვისათვის დღემდე იმ იმედით, რომ იმათი ხახამი არ დაკლავს ავადმყოფს. მოკლეთ წარმოუდგენელია ჩვეულებრივი მოკვდავი შეწვდე და ყველაფერი ქილის იყიდო. ბანანზე კი უარი არ ათქმევინო ბავშვს, კალიუმის წყაროა და მცენარეული ცილების შეუცვლელი წყაროა.

Posted by: khatia88 25 Jan 2013, 01:00
ninoeqimi
დიახ მაგას გავაკეთებთ. უბრალოდ მაინტერესებდა ასეთი ანალიზის ფონზე თუა საშიში კალცის და მაგნეს მიღება.
გმადლობ.

Posted by: Tata-tatu 25 Jan 2013, 11:48
ninoeqimi
ნინო ექიმო ნინას გუშინ საშინელი კოლიკა ქონდა 6თვისაა ტიროდა ჩაბჟირებამდე სანამ სანთელი არ გავუკეთე გლიცერინის, მერე კუჭშიც გავიდა გაზებბზეც მარა ღამე ისევ აწუხებდა sad.gif რა უნდა გკითხოთ გუშინ მივეცი სახლში აჭრილი ხაჭო სანტეს რძით 2,5ცხიმიანობის სულ 4კოვზი იქნებოდა დანახევარი ჰაინცის პეჩენია ჩავუფხვენი და ეს ხო არ იქებოდა მიზეზი? დილით ჰუმანას იოგურტიც ვჭამეთ მარა უკვე რამოდენიმე დღეა ჭამს და კარგად იყო ყველაფერი......კიდევ რა უნდა გკითხოთ სახალში აჭრა ჯობია ხაჭოსი თუ ნაყიდი მივცე თუ ნაყიდი ჯობია რომელი ფირმის? დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: makavel1 25 Jan 2013, 13:22
QUOTE
ხორცს ებრაელებისგან ვყიდულობ ბავშვისათვის დღემდე

მეც ებრეაელებში ვყიდულობ და მაგათ ხორცთან მიმართებაში არ ეშლებათ ნამდვილად biggrin.gif:D:D

Posted by: ganjina 25 Jan 2013, 13:34
QUOTE
makavel1


სად შეიძლება მაგ ხორცის ყიდვა? სად აქვთ მაღზია?

Posted by: taktakuna 25 Jan 2013, 15:30
ნინო ექიმო, რა მაინტერესებს და ჩემი შვილი, წლის ხდება ეხლა თებერვალში, თავს და კბილებს უშენს ყველაფერს, გვკბენს, მუშტებს იბრახუნებს პირზე, გავაქანო ისევ ნევროპთოლოგთან თუ კბილები რომ ამოდის აწუხებს და ასე აკეთებს?
ფაფებს არ ჭამს, არადა ადრე კარგად ჭამდა ყველანაირს, რითი შევუცვალო?

Posted by: sofioh 26 Jan 2013, 00:49
მადლობა smile.gif

მეც თავიდან ყველლაფერს საუთარი სოფლისას ვაძლევი ახლა ავურიე, სულ ნნარევზე მაინც ვერ მეყოლებაა და შეეჩვიოს..

Posted by: narita 26 Jan 2013, 20:43
ninoeqimi


ბავშვი ვირუსის გამო ღებულობდა ანტიბიოტიკს, მე-6 დღეს მთელ ტანზე გამოაყარა და ექიმმა შეგვაწყვეტინა, თავიდან შეამოწმა ყელი ვირუსზე დ აღარ დაურეკია, რაც იმას ნიშნავს რომ აღარ აღმოჩნდა ვირუსი. სხვა ექიმმა აუღო კიდევ ტესტი ამ ვირუსზე რამდენიმე დღის მერე და ორი კვირის გასვლის შემდეგ გუშინ დაგვირეკა რომ კი Qონდა ვირუსი და უნდა გააგრძელოთ ანტიბიოტიკის მიღებაო. ანტიბიოტიკის შეწყვეტიდან 22 დღეა გასული, ეხლა რა უნდა ვქნა აღარ ვიცი, ძალიან ვნერვიულობ, ბავშვი კარგადაა, ერთი რაც გვაწუხებს მთელი ზამთრის განმავლობაში ის არის რომ ცხვირით არ სუნთქავს, Mშრალი აქვს გამონადენის გარეშე და დაბლოკილი, პირი აქვს სულ ღია დღე და ღამე. ტუჩები მშრალი და დახეთქილი. ჰაერის დამატენიანებელი გვიდგას და არ შველის, ცხვირის წვეთები აქ მარტო სალინი იყიდება არც ეს შველის.
ბევრი ვწერე და გაუგებრად, მე თითონაც დაბნეული ვარ, იქნებ მირჩიოთ ანტიბიოტიკზე რა ვქნა?(3 წლისაა ბავშვი)

Posted by: ნინიანა 26 Jan 2013, 20:45
makavel1
QUOTE
სად შეიძლება მაგ ხორცის ყიდვა? სად აქვთ მაღზია?

მეც მაინტერესებს , დაწერეთ რა

Posted by: madinka 27 Jan 2013, 01:45
narita
ai zustad me6 dges gamoayara chemsasac saxeze.mteli 10 dge vebrzodit antihistaminebit da zlivs gauara.ra antibiotiks asmevdi?
* * *
me dazustebit ver ityvi antibiotikma misca tu sxva ramem magram yovel shemtxvevashi tu kidev dagvjirda (gmertma nu qnas) sinjis gareshe ar mivcem aravitar shemtxvevashi.ganmeorebit micemam sheizleba gamonayarze uaresi shedegi gamoiwvios da sifrtxilea sajiro.mec alergiuli var zog antibiotikze.albat me mgavs bavshvic :/ septrins vazlevdi me 5dge.

Posted by: niin_nii 27 Jan 2013, 02:35
QUOTE (ნინიანა @ 26 Jan 2013, 20:45 )
makavel1
QUOTE
სად შეიძლება მაგ ხორცის ყიდვა? სად აქვთ მაღზია?


მეც მაინტერესბს. პმ მაინც მოგვწერეთ smile.gif

Posted by: narita 27 Jan 2013, 09:51
madinka

ამოქსიცილინს ვსვამდით ჩვენ, ერთმა ექიმმა(რომელმაც გამონაყარი ნახა) გვითხრა ანტიბიოტიკზეა ალერგიაო, სხვა ექიმმა კი ვირუსის რეაქციააო.

Posted by: makavel1 27 Jan 2013, 10:10
თუმანიანის ქუჩაზე სოლოლაკში, ვყიდულობ.

Posted by: tamusinka 27 Jan 2013, 13:25
ninoeqimi
QUOTE
მაგ საკითხზე მეც მსგავსი შეხედულება მქონდა, მაგრამ რომ გავიკითხე და დავინტერესდი ასეთი ინფორმაცია მოვიძიე, იყიდე ბაზარში ვაშლი, იცი ის რითია მოწამლულიიიი? ან იყიდე მაწონი? იცი იმ ძროხამ რა ჭამა მანამ სანამ რძე მოწველეს და მაწონი გააკეთეს? რაც შეეხება ბავშვთა კვების კომპანიებს ისინი ძალიან მკაცრკონტროლს ეწევიან, მაგალითად აგარაში ჰიპს აქვს ქარხანა, სადაც ამზადებს ვაშლის კონცენტრატს. დავინტერესდი და აღმოვაჩინე იმ ქარხნის ლაბორატორიის გამგე, აღმოჩნდა, რომ როგორც კი კონცენტრატი გამზადდება ხდება მისი შემოწმება ნიტრატებზე და სასუქებზე, თუ ის აღემატება ნორმას ის კონცენტრატი იყიდება კოკა-კოლაზე, ხოლო სადაც მავნე ნივთიერებების შემცველობა დაბალია, ის მიდის ბავშვთა კვებაზე. ბაზარშI მიდიხარ და ყიდულობ სტაფილოს, ხომ არ იცი ის სტაფილო რითია მოყვანილი, ბავშვთა კვება (სერიოზულ კომპანიებს ვგულისხმობ) აუცილებლად მოწმდება უმკაცრესად. წვენებს რაც შეეხება არც ერთი სერიოზული კომპანიის წვენში დექსტრინი არ არის. ერთადერთი პროდუქტია ჰიპის ჩაი სადაც დიდი რაოდენობითაა დექსტრინი და დიდად არასოდეს არ ვუწევ რეკომენდაციას. მაგალითად ბანანი, ჩვენთან ბაზარშI იყიდება დაბალზამებული ბანანი, რომელიც დიდხანს ინახება, ჰიპის ბანანი კი აფრიკაში კეთდება, მათ აქვთ მზეზე დამწიფებული ბანანი და ვაკუუმში შენახული, ყველანაირი მავნე ნივთიერებების გარეშე. ჩემი შვილისათვის არასოდეს არ მიმიცია სხვა ბანანი ჰიპის გარდა. მაგალითად ჰუმანას ქარხანაში ყველა ძროხას ქვია თავისი სახელი, მკაცრად არის განსაზღვრული ძროხის საკვები, თუ მოხდა ისე, რომ ძროხა თUნდაც ერთხელ ავად გახდა, მისი რძე არასოდეს აღარ გამოიყენება და ძროხა გაყავთ ფერმიდან. რაც შეეხება საბავშვო იოგურტებს ისინი არ შეიცავენ ცოცხალ ბაქტერიებს. არც ერთ სერიოზულ ბავშვთა კვებაში არ არის ხელოვნური საღებავი, არომატიზატორი და სხვა მავნებლობა. ყველას აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს, მაგრამ ერალობა ასეთია.


რთი მხრივ გეთანხმებით, მაგრამ მეორე მხრივ, შიგადაშიგ ხან რომელ კომპანიაზე აგორდება ტალღა, ხარ რომელზე. აღმოჩნდება, რომ თურმე შეამოწმეს და არ ყოფილა კარგი, ან სადღაც ბავშვები დაიწამლნენ. ნესტლეზე იყო ერთი პერიოდი რამდენიმე გახმაურებული ფაქტი თუ გახსოვთ. მერე გამოაცხადეს, არა, კარგიაო. ანუ გარანტია მაინც არ არის. მაინც ბიზნესია საბოლოო ჯამში და 100 % ით დაზღვეული არ ვართ, რომ ნამდვილად ხარისხიან საკვებს ვაძლევთ ბავშვებს. ბანანს რაც შეეხება, ჰუმანას ბანანის ფაფამ ისე შეკრა ბავშვი, მეორედ მაგას ვეღარ მივცემ. ხილფაფა არ მიცდია, ვცდი ალბათ ერთხელ, მაგრამ ზოგადად ბანანი თუ კუჭში კრავს (ჩემსას) მისი არმიცემით უფრო მეტს დავაშავებ თუ მიცემით? ანუ ბანანის კვებითი ღირებულება იმდენად დიდია, რომ ხანდახან კუჭში შეკვრა ავიტანოთ ხოლმე?

Posted by: ketevani85 27 Jan 2013, 16:39
გამარჯობა, ნინოობას გილოცავთ,
რა მაინტერესებს, ჩემს 10 თვის შვილს აწუხებს შეკრულობა, 1 თვის წინ ექიმმა დაუნიშნა ლაქტო ჯი, კრეზამი და პერისტალიდი,მდგომარეობა გამოუკეთდა, მაგრამ მკურნალობის დამთავრების შემდეგ ისევ დაეწყო ეს პრობლემა.
ჩვენი მენიუ ასეთია: წიწიბურა ვაშლით ან ხაჭოთი, ბოსტნეულის სუპ-პიურე(1 დღეს- კვერცხით, მე2 დღეს ხბოს ან ქათმის ხორცით, ასევე ხაჭოთი), ნახარში იშვიათად. ჰერკულესი ვაშლით ან გოგრი(ეს იშვიათად, რადგან კრავს) და სიმინდის ფაფას. არ ვაძლევ ბრინჯს,(სულ 3ჯერ აქვს ნაჭამი) მაწონი საერთოდ არ მიიღო.
ხილს რაც შეეხება, რადგან ვაშლს ისე არ ჭამს, ამიტომ ფაფებში ვუხეხავ. საკვებში ზეითუნს და კარაქს ვხმარობ , მაინც არ აქვს უკეთესობა.
რას მირჩევდით, ძალიან გთხოვთ, მიპასუხოთ. აღარ მინდა ამდენი წამლით გავჭყიპო.

Posted by: madinka 27 Jan 2013, 19:52
narita
QUOTE
ამოქსიცილინს ვსვამდით ჩვენ, ერთმა ექიმმა(რომელმაც გამონაყარი ნახა) გვითხრა ანტიბიოტიკზეა ალერგიაო, სხვა ექიმმა კი ვირუსის რეაქციააო.

იცი ეხლა ჩემსას ხელმეორედ შეხვდა მგონი ვირუსი sad.gif ჩემგან გადაედო ალბათ. და დღეს ისევ გამოაყარა ოღონდ ისე არა როგორც ადრე (ისეთი ღმერთმა დამიფაროს!) წამალიც არ მიმიცია და გაუარა თავისით,ასეა აყრის და ცოტა ხანში ქრება მერე სხვაგან გამოსდის,ოღონდ მარტო სახეზე...დავიჯერო ესეთი რეაქცია იცის ვირუსმა?არ გამიგია ეგეთი რაღაცა.

თქვენ რას გვეტყვით ნინო ექიმო? ninoeqimi
გილოცავთ ანგელოზის დღეს,გფარავდეთ წმინდა ნინოს ჯვარი თქვენ და თქვენს საყვარელ ადამიანებს!დაესწარით მრავალს და მრავალს,ჯანმრთელობა და მოთმინება მოგცეთ უფალმა რომ ჩვენს ხშირად სულელურ კითხვბს გაუძლოთ smile.gif tuk.gif tuk.gif tuk.gif

Posted by: ninoeqimi 27 Jan 2013, 20:27
narita
მართლა ვერაფერი გავიგე, მაგრამ ალბათ ბავშვს აქვს არა ვირუსი, არამედ ქრონიკული ბაქტერიული პროცესი ცხვირ ხახაში, ამას კი ანტიბიოტიკიც ჭირდება და ადგილობრივადაც საკმაოდ სერიოზული მკკურნალობა, მეტს ვერაფერს გეტყვით, მართლა ვერ გავიგეsmile.gif

Posted by: narita 27 Jan 2013, 20:40
ninoeqimi

მადლობთ პასუხისთვის, ხვალ მივიყვან ექიმთან და ოტორინოლარინგოლოგთან უნდა მივიყვანო?
ვირუსი თუ აქვს ხო გამოჩნდება ანალიზით და დაუნიშნავს ანტიბიოტიკს და თუ არ აქვს ისე ხომ არ მივცემ თქო ამაზე ვნერვიულობდი, 22 დღის წინ შეწყვეტილ კურსს ხომ არ გადაებმება, ეხლა თავიდან დაწყებული გამოვა თქო ვფიქრობ.
მეშინია ამ ანტიბიოტიკების, ეს პირველად დაგვჭირდა ეხლა sad.gif

Posted by: ninoeqimi 27 Jan 2013, 21:36
tamusinka
არსებობს სასარგებლო პროდუქტები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ინდივიდუალური აუტანლობა, თU ბავშვი რაღაცას ვერ იტანს, ის რა თქმა უნდა არ უნდა მისცეთ, ზოგადად კარგმა ექიმმა უნდა აუხსნს დედას, რომელი პროდუქტი კრავს და რომელი ხსნის კუჭში, ამიტომ რაციონი დედამ და ექიმმა ისე უნდა დაგეგმონ, რომ საბოლოო ჯამში დიდად არ შეცვალოს კუჭნაწლავის მოქმედება, ბანანი კრავს კუჭში, თუ ფაფა ბრინჯს და ბანანს შეიცავს ერთად ის იდეალურია მაშIნ, როდესაც ბავშვს აქვს ვირუსული ინფექია და კუჭი აქვს აშლილი, ან თუ ასეთ ფაფას მიცემთ, იმავე დღეს უნდა მისცეთ ისეთI ხილი ან ბოსტნეული, რომელიც პირიქით ხსნის, მაგალითად გარგარი, ან ჭარხალი. ლეღვი ძალიან სასარგებლო პროდუქტია, კალიუმის წყაროა და შეუცვლელი საჭმლის მონელების სისტემისათვის, მე ლეღვი არ მიყვარს, შარშან ზაფხულამდე გასინჯულიც არ მქონდა, შარშან გაფცქვნილი მომაწოდეს და შევჭამე, მომეწონა და მეორეც მივირთვი, ისეთ დღეში ჩავარდი, ლამის გამისკდა კუჭი, მე ვერ ავიტანე, ამიტომ არც შევჭამ აწი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვას აწყენს, ან მე მაინც ვჭამო და ვიტანო დისკომგფორტი, რადგანა სასარგებლოა.
ketevani85
ფაფებს ურძძეოს აჭმევთ? ძალიან გამიჭIრდება დეტალური რჩევა მოგეთ, მნიშვნელოვანია ბავშის ზოგადი მდგომარეობა, ზომა წონა, კანი, ზოგადად წლამდე ბავშვმა სასურველია მზა ფაფა მიიღოს, ხილი უნდა შეარჩიოთ ისეთI, რომელიც ხსნის, მაგალითად ქლიავი, გარგარი, ატამი, ნახარში უფრო ხშIრადაც შეგიძLიათ, თU ალერგია არა აქვს, მითUმეტეს ნახარშეი კარგად ხსნის. მოკლეთ საჭიროა კომპლექსრი მიდგომა, 10 თივს ასაკში საკვებით სულ თავისუფლად შეიძლება დარეგულირება
* * *
madinka
ვირუსის ფონზე გამონაყარი განსხვავდება ალერგიულისაგან, მას ვასკულიტი ქვია, ანუ წვრილი სისხლძარღვების ვირუსული ანთEბააა. ალერგიულმა ბავშვებმა ეს უფრო ხშIრად იციან, ამიტომ ასე ზეპირად ამის თქმა ცოტა ძნელია.

Posted by: ketevani85 27 Jan 2013, 23:11
არა, ფაფებს რძიანს ვაჭმევ, სოფლის ნობათის ნაკლებცხიმიანი რძით ვამზადებ, ზომა-წონა ნორმალური აქვს ბავშვს.
არც ალერგიულია, უბრალოდ ნახარშს ვერიდები, ასე მგონია, კუჭს ავნებს...
დიდი მადლობა პასუხისათვის. ჰერკულესს ვსინჯავთ ქლიავით

Posted by: guria:) 28 Jan 2013, 10:16
გამარჯობა, ჩემი ცქნაფო 3 თვისაა, უკვე ნახევარუ თვეა მყავს დღე 3,5 შუალედზე და ღამე 9 და 10 საათიან შუალედს აკეAტებს, დღე-ღამეში 5- ჯერ ჭამს, თითო ჭამაზე 120 გრამს. ნორმალურია? ხან დრო სანამ მოვა ტირის, ხან ვერ ვაღვიძებ, ცოტას თითქმის სულ მიტოვებს და თითქმის ყველა ჭამაზე უკან ამოაქვს ცოტა მაინც, ნორმალურია??? ვაჭმევ ჰიპი პრეს

Posted by: journalist 29 Jan 2013, 10:02
ninoeqimi

გამარჯობათ, იქნებ მიპასუხოთ, უუუუდიდესი მადლობა წინასწარ

ჩემს 2 წლის შვილს, 6 დღის წინ გადაედო ვირუსი. მივიყვანე ექიმთან და დაუნიშნა ერესპალის სიროფი და ტანტუმ-ვერდე. დამაღალი სიცხის დროს ნუროფენი. ხველა მოემატა ორი დღის შემდეგ, ისევ მივიყვანე და ინგალაციები დაუნიშნა (პულმიკორტი და ფიზიოლოგიურით) და ცხვირში ჩასაწვეთებლად ვიბრუკოლი. სიცხე პირველი ორი დღე ჰქონდა 38,5-39, მას შემდეგ 35,5-37,5 შორის მერყეობს... ინგალაციებს ორი დღეა ვუკეთებ. ისევ ძალიან ახველებს... ძალიან განვიცდი, იქნებ მირჩიოთ რამე, ვირუსის დროს ასეთი მდგომარეობა ნორმალურია?

Posted by: ninoeqimi 29 Jan 2013, 13:19
guria:)
როცა იტირებს აჭამეთ, როცა ძIნავს ნუ გააღვიძებთ, ჭამოს იმდენი რამდენიც უნდა და მაშინ როცა უნდა. ამოღება ჯერ ნორმალურია, მითUმეტეს თუ წონაშI კარგად იმატებს.
journalist
ტეორიულად ონრმალურია, თUმცა პრაქტიკულად მე6 დღეს უკჯვე ვირუსი აღარ არის და იქ მეორად ბაქტერიული ინფექციააა, მე ერთი კვირის შემდეგ 5 სიმპტომურ მედიკამენტს, მითUმეტეს ჰორმონით ინჰალაციას ერთი ეტიოტროპული მედიკამენტი მირჩევნია, მითუმეტეს, რომ გარანტია მაქვსრომ უშველის ნამდვილად. 5 წამლის გვერდითი ეფექტი კი ნამდვილად უფრო ბევრია, ვიდრე ერთის, თUნდაც ამ ხუთიდან 3 ადგილობრივი იყოსდა ამ სამი ადგილობრივიდან 2 ჰორმონს შეიცავდეს. სამწუხაროდ ყველა ექიმს დღეს თავისი მიდგომები აქვს.

Posted by: E_ko 29 Jan 2013, 14:28
guria:)
ჩემიც ვერ ჩავსვი გრაფიკში, როცა უნდა მაშინ ჭამს 24 საათში კი გამოსდის 5 ჭამა, როცა ძინავს ოთხ ან ოთხსაატიან შუალედს აკეთებს, თუ ღვიძავს შეიძლება სამსაათნახევარში მოინდომოს, თან ჩემი ბევრს ჭამს sad.gif და მსუქანაა.

Posted by: Xr1sT1eE 29 Jan 2013, 15:32
გამარჯობათ ჩემ გოგოს ძუძუები აქვს მცირედ გამაგრებული .არის 8 თვი ნახევრის . და რა ვუყო?

Posted by: remixtedi 29 Jan 2013, 16:17
1.მეძუძური დედისთვის თუ შეიძლება თმის შეღებვა???

Posted by: qeta2012 29 Jan 2013, 17:07
ninoeqimi
აცრის შემდეგ მოუკლო ჭამას და ეს ნორმალურია? ამბობენ იცისო აცრის მერე, მაგრამ უკვე ერთი კვირა გავიდა, ანუ დღისით არ ჭამს,სულ რაღაც 5 წუთი თუ გაიჩერა ძუძუ მიღწევაა,ჭამის დროს თამაში უნდა ხოლმე და ცოცხალი თავით აღარ იდებს ძუძუს არადა კაი მჭამელი იყოს. sad.gif საღამოთი და ღამე ჭამს ჩვეულებრივად. წინა თვეებში კარგად მოიმატა და ამ თვის ნამატი გაანახევრა. საერთო ჯამში 6.300გკ-ია 3 თვის და 1 კვირისაა. რძე მაქვს, და არც ტირის ჭამის დროს, ანუ რამე რო აწუხებდეს ხო იტირებდა? მაგრამ მაინც ვნერვიულობ

Posted by: Leloo 29 Jan 2013, 17:26
ninoeqimi

იცით რა მაინტერესებს? ქრონიკული სისველის გამო ცხვირში, ძალიან ხშირად ცივდება ჩემი 9 თვის ბავშვი, პედიატრმა დაგვინიშნა სინუპრეტი 20 დღე, 8 წვეთი სამჯერ დღეში. ძალიან ეფექტური იყო და უშველა.

14 იანვარს დავასრულეთ 20 დღიანი კურსი და ეხლა ისევ გაცივდა და ცხვირიდან მოსდის. შეიძლება ისევ მივცე ეს პრეპარატი, რამეს ხომ არ ავნებს? და რამდენი დღე მივცე კიდევ წვეთები?

Posted by: laliko_laliko 29 Jan 2013, 17:33
ninoeqimi


გამარჯობათ ნინო ექიმო,, 6 თვის ბავშვი გადმომივარდა საწოლიდან. ცოტა იტირა და რო მივიხუტე გააგრძელა მალევე ძილი. შუბლი არ აქვს გაწითლებული, არც კოპი აქვს. რა გავაკეთო? საშიშია ძალიან? ძაან ვნერვიულობ

Posted by: Diamond Girl 29 Jan 2013, 17:40
journalist
QUOTE
ჩემს 2 წლის შვილს, 6 დღის წინ გადაედო ვირუსი. მივიყვანე ექიმთან და დაუნიშნა ერესპალის სიროფი და ტანტუმ-ვერდე. დამაღალი სიცხის დროს ნუროფენი. ხველა მოემატა ორი დღის შემდეგ, ისევ მივიყვანე და ინგალაციები დაუნიშნა (პულმიკორტი და ფიზიოლოგიურით) და ცხვირში ჩასაწვეთებლად ვიბრუკოლი. სიცხე პირველი ორი დღე ჰქონდა 38,5-39, მას შემდეგ 35,5-37,5 შორის მერყეობს... ინგალაციებს ორი დღეა ვუკეთებ. ისევ ძალიან ახველებს... ძალიან განვიცდი, იქნებ მირჩიოთ რამე, ვირუსის დროს ასეთი მდგომარეობა ნორმალურია?


ერესპალის სიროფმა იცის ხველის მომატება როგორც მე ვიცი, ჩვენც გვქონდა ეგ ვირუსი , ბაია 8 თვისაა, ზოსტად მსაგვსი სიმპტომებით რაც დაწერე, 1 კვირის მერე წამლები შევწვიტეთ მაგრამ სიცხე მაინც 37.5 მდე ადიოდა რამდენიმე დღე და მერე გაიარა მაგან თავისით, სისხლის და შარდის საერთო გავუკეთე და იქ არაფერი იყო, ეტყობა ამ ვირუსმა იცისო, სხვათაშორის ჩვენს ირგვლივ ყველა ამას აღნიშნავს.
ჩვენ ვსვამდით თავიდან ერესპალს ,მერე აღარ სვამდა მაგას , გულს ირევდა და შევუცვალეთ სინეკოდის წვეთებით. აზიმაკი 6 დღე და სიცხის აწევისას ნუროფენი და ეფერალგანის სანთელი.
ამდენმა სიცხეებმა და ავადმყოფობამ გემოგლობინი დაუგდო მინიმალურ ზღვარზე დაბლა და გირჩევ შენც სისხლის ანალიზი გაუკეტე მერე , რომ გამოვა ვირუსული მდომარეობიდან .

Posted by: ra ici rashi gamogadgeba ? 29 Jan 2013, 17:43
ninoeqimi

ბავშვს აცრა უწევდა ერთი თვის წინ, გადავიხადე 130 ლარი და უცებ მითხრეს ფასიანი წამლები გათავებიათ და უნდა დაველოდო 1 კვირა, მერე მითხრეს ახალი მთავრობის გამო ტენდერი თავიდანაა გამოცხადებული წამლების შესყიდვაზე და ელოდებიან როდის შემოვა. ხოდა ვზივარ და ველოდები. თქვენ ხო არ იცით როდის იქნება? და ყველაზე მთავარი კითხვა ამდენი ხანი რომ გვიანდება აცრას ხომ არ იქნება ნაკლებშედეგიანი?

Posted by: journalist 29 Jan 2013, 21:34
Diamond Girl

Mადლობა რომ გამომეხმაურე. Xვალ მიმყავს ანალიზებზე. Iმედია მალე გამოვალთ. Uკვე აღარ შემიძლია...

Posted by: QoniCo 29 Jan 2013, 21:47
ra ici rashi gamogadgeba ?
მე ვცრი დიღომში იმუნოლოგიის ცენტრში, იაშვილის გვერდით არის, და როგორც ვიცი აქვთ ვაქცინები, თან 115 გადავიხადე ინგლისურში თუ არ ვცდები იფარექსში და 100 ლარი ფრანგულში. თან ამ თანხაში შედის კიდეც პედიატრის კონსულტაცია, თუ გინდა მოგცემ ნომერს.

Posted by: ninoeqimi 29 Jan 2013, 23:29
ra ici rashi gamogadgeba ?
არ ვიცი, რომელ პოლიკლინიკაში ხართ? ჩემს შვილს უწევს აცრა, დავრეკე მე13-ში და გვაქვს ვაქცინაო, ხვალ მიმყავს.

Posted by: ra ici rashi gamogadgeba ? 30 Jan 2013, 00:08
QoniCo

მე ვაჟაზე, პოლიკლინიკაში. 130 ღირს და ამაში შედის კონსულტაციაო, ანუ უფრო იაფი გამოდის მანდ ხო? ნეტა მანდ მივსულიყავი. ეგაა ფული გადავიხადე 1 თვეა და რამე რო იყოს არ დამიბრუნებენ? როდის ტენდერი გამოცხადდება არ ვიცი

ninoeqimi

ყოველ კვირას ვრეკავ და ჯერ არ შემოუტანიათო, 2 თვეც რო დაგვიანდეს აცრა არა უშავსო პედიატრმა და მაინც მეშინია რომ საფრთხილოა, დღეების სიზუსტით მიმყავს ხოლმე. თქვენ როგორ ფიქრობთ სხვაგან ავცრა დროის გამო თუ დაველოდო?

Posted by: ninoeqimi 30 Jan 2013, 00:17
ra ici rashi gamogadgeba ?
სასურველია რომ კალენდარში ჩაჯდეთ, ერთადერთი მიზეზი შეიძლება იყოს ავადმყოფობა, ისიც თვეებით არ გადაწევს აცრას, კალენდარი არსებობს იმიტომ, რომ უნდა ჩაჯდეთ. მეც პატიოსნად ვიცავ კალენდარს ჩემს შვილზეც და პაციენტებზეც. მე13 პოლიკლინიკაში 140 ლარს ვიხდიდით, ახლა წლინახევრის ასაკში რომელიც უწევს ის 100 ლარი ღირს.

Posted by: QoniCo 30 Jan 2013, 11:43
ra ici rashi gamogadgeba ?
ანუ წინასწარ გადაგახდევინეს თანხა? eek.gif ეგეთი რამე არ გამიგია... მაშინ გამოართვი და სხვაგან აცერი, უფრო იაფიც და როგორც ვიცი იმუნოლოგიის ცენტრში ძალიან კარგი ვაქცინები აქვთ...

Posted by: Xr1sT1eE 30 Jan 2013, 11:46
გამარჯობათ ნინო ექიმო. ჩემ გოგოს (8თვის) 1 ად შეუმაგრდა მკერდი და საფენები დავადო?

Posted by: n_j 30 Jan 2013, 11:53
რამდენიმე დღეა ბავშვი კუჭში გასვლისას ლორწოს აყოლებს და რისი ბრალი შეიძლება იყოს?

თან ანალიზი უნდა გავუკეთო, ექიმმა მითხრა პარაზიტოლოგიის ინსტიტუტია პლეხანოვზეო და ზუსტად სად არის ხომ არ იცით? ინტერნეტში ვერ ვნახე ინფო

Posted by: nusa 30 Jan 2013, 12:04
n_j
აღმაშენებლის გამზ. 139,
ტ: 2 –96–77–81; 2– 95–92–26

Posted by: n_j 30 Jan 2013, 13:14
მადლობა smile.gif

ეს ვიპოვე და სხვა დაწესებულებაა?
საქართველოს ანტიპარაზიტოლოგიური ცენტრი
თბილისი , აღმაშენებლის გამზ. 141 , ტელ: 236 98 91; (577) 72 13 67

Posted by: Diamond Girl 30 Jan 2013, 14:30
გამარჯობა ნინო ექიმო იქნებ მიპასუხოთ, წინასწარ დიდი მადლობა.

ჩემი ბაია 8 თვისაა.მალე 9-ის გახდება, მთელი ღამის განმავლობაში ძალიან ბევრ წყალს სვამს,მალმალე აწუწუნდება ძილის დროს, თვალსაც არ ახლე ს და წყალს როცა ვაძლევ ჩუმდება, ცარიელ სოსკას ეგრევე აგდებს და ტირის,დაახლოებით 300 მლ წყალს სხვამს ღამის განმავლობაში, ეს ნორმალურია?არც მას ძინავს წესიერად და არც მე, როგორ უნდა მოვაშლევინო ეს ჩვევაა თუ რაცაა?

და მეორე ,6თვემდე ბუნ.კვებაზე იყო სულ და ყევალფერი წესრიგში გვქონდა, როგორც კი დამატებიტი საჭმელების მიცემა დავიწყეთ დაეწყო საშინელი შეკრულობა,პედიატრმა მიმაცემინა ლაქტო ჯი და მედულაკი, წამლის სმის პროცესში მოგვარდა თითქოს პრობლემა,როგორც კი დავამთავრეთ ისევ დაეწყო,ძალიან იტანჯება რა უშველო არ ვიცი.მისი მენიუ ასეთია ძირითადად : დილას -ფაფა წიწიბურა ან შვრია (ნესტლე), მეორე ჭამა მაწონი ხაჭოსთან და ნახევარ პეჩენიასთან ერთად, შუადღეს - ბოსტნეულის სუფი / ან ბულიონი/ან კალმახი (პიურეს არ ჭამს) ,საღამოს ხილფაფა -ბანანი,ვაშლი,კივი და ხაჭო ერთად და თუ კიდე მოითხოვა ღამე პეჩენია ჩაისთან ერთად.ხომ ვერ მირჩევტ როგორ მოვიქცე რომ მდგომარეობიდან გამოვიყვანო? სულ წამლებზე ხომ არ მეყოლება?

Posted by: makavel1 30 Jan 2013, 15:34
QUOTE
ჩემი ბაია 8 თვისაა.მალე 9-ის გახდება, მთელი ღამის განმავლობაში ძალიან ბევრ წყალს სვამს,მალმალე აწუწუნდება ძილის დროს, თვალსაც არ ახლე ს და წყალს როცა ვაძლევ ჩუმდება, ცარიელ სოსკას ეგრევე აგდებს და ტირის,დაახლოებით 300 მლ წყალს სხვამს ღამის განმავლობაში, ეს ნორმალურია?არც მას ძინავს წესიერად და არც მე, როგორ უნდა მოვაშლევინო ეს ჩვევაა თუ რაცაა?

ზუსტად იგივე პრობლემა მაქვს, და ზოგადად ჭამის დროს სვამს აუარებელი რაოდენობით წყალს იქნებ მეც მირჩიოთ რამე?
ნინო ექიმო ჩემი 10 თვის ხდება 5 ში და მაინტერესებს რისი დამატება შეგვიძლია აი ჩვენი მენიუ:
1 დილას ფაფა 7 ზე ,
2 დილას 11ზე 1 ცალი გახეხილი ვაშლი და ხაჭო ერთმანეთში არეული და ზემოდან მოფშხვნილი 1 ცალი პეჩენია
3.შუადღეს სუპი (ხან ხორცით, ხან ქათმით, ხან ბოსტნეული) შიგნით ჩაფშვნილი პური
4.საღამოს ხან პიურე, ხან გრეჩიხა, შიგნით ჩახეხილი ყველით, ხან სიმინდის ფაფა
5. ღამე ისევ ფაფა.
მაწვნის სუპზე უარი მითხრა, თევზი რომ ვაჭამე იმ ღამეს არ დამაძინა მუცელი ტკიოდა საშინლად, მოხარშული კალმახი გავასინჯე და აშკარად არ მოეწონა მის კუჭს, ზოგადად კუჭ-ნაწლავის პრობლემა ჰქონდა დაბადებიდანვე კოლიტი. მოხარშულ კვერცხის გულზე რას მირჩევთ? კიდევ ბორში ვაჭამე და ჭარხალზე საშინელი ალერგია მისცა. იქნებ მირჩიოთ მენიუ როგორ გავამრავალფეროვანო, მაწონს რაც შეეხება არ ჭამს უკან მიფურთხებს, ტკბილსაც, დაუმტკბარსაც და მოკლედ ყველანაირს.

Posted by: kudracha555 30 Jan 2013, 17:57
გამარჯობათ smile.gif

ჩემი შვილი შვიდი თვისაა და სადღაც ორი კვირაა შეგვექმნა ძილის პრობლემა. დღისით საერთოდ აღარ სძინავს,ღამე მხოლოდ ჩემს ხელში იძინებს...როგორც კი დავაწვენ ეგრევე ეღვიძება. თან ზოგჯერ ტირილით იღვიძებს,თითქოს რაღაცის ეშინია.

გთხოვთ რამე მირჩიეთ,თორე უკვე ვღელავ,რისი ბრალი შეიძლება იყოს?

Posted by: jazz_vision 30 Jan 2013, 21:06
ninoeqimi
ნინო ექიმო კითხვა მაქვს, ჩემ ბავშვს 1 დღეში შეუსრულდება 3 თვე, უკვე 2 კვირაზე მეტია ბავშვს შუადღისას თითქმის არ ძინავს, სულ ჭიჭყინებს მხილოდ ხელში ვერტიკალურად ჭერისას ჩერდება და ღამეც დიდი ძალისხმევა გვჭირდება ბავშვის დასაძინებლად, ხანდახან მგონია ხოლმე დაძინების მეთოდს ვერ ვურჩევ, შეიძლება ეს გაუთავებელი ტირილი დღის განმავლობაში უძილობის ბრალი იყოს?
რა გავაკეთოთ რას გვირჩევთ?

Posted by: Diamond Girl 1 Feb 2013, 14:30
ნინო ექიმო იქნებ მიპასუხოთ

QUOTE
გამარჯობა ნინო ექიმო იქნებ მიპასუხოთ, წინასწარ დიდი მადლობა.ჩემი ბაია 8 თვისაა.მალე 9-ის გახდება, მთელი ღამის განმავლობაში ძალიან ბევრ წყალს სვამს,მალმალე აწუწუნდება ძილის დროს, თვალსაც არ ახლე ს და წყალს როცა ვაძლევ ჩუმდება, ცარიელ სოსკას ეგრევე აგდებს და ტირის,დაახლოებით 300 მლ წყალს სხვამს ღამის განმავლობაში, ეს ნორმალურია?არც მას ძინავს წესიერად და არც მე, როგორ უნდა მოვაშლევინო ეს ჩვევაა თუ რაცაა?და მეორე ,6თვემდე ბუნ.კვებაზე იყო სულ და ყევალფერი წესრიგში გვქონდა, როგორც კი დამატებიტი საჭმელების მიცემა დავიწყეთ დაეწყო საშინელი შეკრულობა,პედიატრმა მიმაცემინა ლაქტო ჯი და მედულაკი, წამლის სმის პროცესში მოგვარდა თითქოს პრობლემა,როგორც კი დავამთავრეთ ისევ დაეწყო,ძალიან იტანჯება რა უშველო არ ვიცი.მისი მენიუ ასეთია ძირითადად : დილას -ფაფა წიწიბურა ან შვრია (ნესტლე), მეორე ჭამა მაწონი ხაჭოსთან და ნახევარ პეჩენიასთან ერთად, შუადღეს - ბოსტნეულის სუფი / ან ბულიონი/ან კალმახი (პიურეს არ ჭამს)  ,საღამოს ხილფაფა -ბანანი,ვაშლი,კივი და ხაჭო ერთად და თუ კიდე მოითხოვა ღამე პეჩენია ჩაისთან ერთად.ხომ ვერ მირჩევტ როგორ მოვიქცე რომ მდგომარეობიდან გამოვიყვანო? სულ წამლებზე ხომ არ მეყოლება?


Posted by: LOTUSi 1 Feb 2013, 14:35
7 თვის ბავშვი დღეში 4-ჯერ გადის კუჭში და ძალიან ბევრია ხო? რაც დამატება (პიურე და ხილი )დავიწყეთ იმის მერეა ასე.


ბაქტერიოლოგიური დათესვა უნდა გავუკეთო. მე პირიქით მეგონა კარგია თქო.

Posted by: makavel1 1 Feb 2013, 15:24
LOTUS.
ჩემი 9 თვისაა და ყოველი ჭამის შემდეგ გადის კუჭში.

Posted by: LOTUSi 1 Feb 2013, 15:48
makavel1

მე რომ ვუთხარი პედიატრს ბევრიაო და ანალიზი გაუკეთეო. შენმა პედიატრმა გითხრა რომ ნორმაა? mo.gif

Posted by: makavel1 1 Feb 2013, 16:00
LOTUS.
თუ აჭრილი არაა , ან ლორწოიანი ან აშლილი და ჩვეულებრივად გადის კი ნორმაა, ზოგი დღეში ერთხელ გადის, ბავშვის ორგანიზმზეა ამოკიდებული, რატოაო ბევრიო რამხელა გყავს და რას აჭმევ ალბათ მაგასაც გააჩნია?

Posted by: LOTUSi 1 Feb 2013, 16:05
makavel1

7 თვის ბავშვი დღეში 1-2 ჯერ უნდა გადიოდესო. რავიცი აბაა.



ninoeqimi -ს აზრიც მაინტერესებს.

Posted by: ninoeqimi 1 Feb 2013, 16:31
kudracha555
გარემოში რამე შეიცვალაააა? როგორცწესი ასეთი რაღაც გარემოსცვლილებებსუკავშირდება ხოლმე.
jazz_vision
ვერ გეტყვით, ბავშვის გასინჯვის გარეშე ვერაფერს.
Diamond Girl
მე კვებას მოვაწესრიგებდი, წამლის გარეშე და დავაკვირდებოდი რა მოხდებოდა.

LOTUS.
3-ჯერ თU გავიდა დაიქცა ქვეყანაოოოო? smile.gif
ბაქტერიოლოგია სულ არ უნდა მაგ ამბავს, თუ ცხელება არა აქვს, წონაშI კარგად მატულობს არაფერიც არუნდა, თუ მანდამაინც პედიატრს გული უკანკალებს მარტივი კოპროლოგიაც საკამრისია დასამშვიდებლად. smile.gif

Posted by: Diamond Girl 1 Feb 2013, 16:36
ჩემი ბაია 8 თვისაა.მალე 9-ის გახდება, მთელი ღამის განმავლობაში ძალიან ბევრ წყალს სვამს,მალმალე აწუწუნდება ძილის დროს, თვალსაც არ ახლე ს და წყალს როცა ვაძლევ ჩუმდება, ცარიელ სოსკას ეგრევე აგდებს და ტირის,დაახლოებით 300 მლ წყალს სხვამს ღამის განმავლობაში, ეს ნორმალურია?არც მას ძინავს წესიერად და არც მე, როგორ უნდა მოვაშლევინო ეს ჩვევაა თუ რაცაა?

ამაზე რას მირჩევთ?

Posted by: makavel1 1 Feb 2013, 16:59
QUOTE
ნინო ექიმო ჩემი 10 თვის ხდება 5 ში და მაინტერესებს რისი დამატება შეგვიძლია აი ჩვენი მენიუ:
1 დილას ფაფა 7 ზე ,
2 დილას 11ზე 1 ცალი გახეხილი ვაშლი და ხაჭო ერთმანეთში არეული და ზემოდან მოფშხვნილი 1 ცალი პეჩენია
3.შუადღეს სუპი (ხან ხორცით, ხან ქათმით, ხან ბოსტნეული) შიგნით ჩაფშვნილი პური
4.საღამოს ხან პიურე, ხან გრეჩიხა, შიგნით ჩახეხილი ყველით, ხან სიმინდის ფაფა
5. ღამე ისევ ფაფა.
მაწვნის სუპზე უარი მითხრა, თევზი რომ ვაჭამე იმ ღამეს არ დამაძინა მუცელი ტკიოდა საშინლად, მოხარშული კალმახი გავასინჯე და აშკარად არ მოეწონა მის კუჭს, ზოგადად კუჭ-ნაწლავის პრობლემა ჰქონდა დაბადებიდანვე კოლიტი. მოხარშულ კვერცხის გულზე რას მირჩევთ? კიდევ ბორში ვაჭამე და ჭარხალზე საშინელი ალერგია მისცა. იქნებ მირჩიოთ მენიუ როგორ გავამრავალფეროვანო, მაწონს რაც შეეხება არ ჭამს უკან მიფურთხებს, ტკბილსაც, დაუმტკბარსაც და მოკლედ ყველანაირს.


Posted by: LOTUSi 1 Feb 2013, 17:07
ninoeqimi

QUOTE
თუ მანდამაინც პედიატრს გული უკანკალებს მარტივი კოპროლოგიაც საკამრისია


biggrin.gif ეს რა არის? smile.gif სად კეთდება?

წონაში ნამატი ცოტა ნაკლები აქვს ბოლო თვეებია. 4 კილო დაიბადა და 8700-ია შვიდნახევარი თვის.

Posted by: taktakuna 2 Feb 2013, 16:02
makavel1
რძეს ძუძუს ჭამს, თუ საერთოდ არ აძლევ?

Posted by: *tamtam* 2 Feb 2013, 16:04
გამარჯობა, ჩემს ბავშვს ქონდა ჩუტყვავილა - 24-ში დააყარა პირველად, იქამდე 2 დღე ჭირვეულობდა. უკვე გაუარა და ნაწიბურებიც უხორცდება ძალიან სწრაფად. რამდენი ხანი არ უნდა მივიყვანო კიდევ ბაღში? როდემდეა გადამდები?

ძალიან იოლად გადავიტანეთ, ძალიან ცოტა დააყარა.

Posted by: makavel1 2 Feb 2013, 17:55
taktakuna
არა ძუძუ ფაფუ 7 თვიდან. ძროხის რძით ვუკეთებ პიურესაც და ფაფებსაც

Posted by: taktakuna 2 Feb 2013, 22:49
makavel1
ააა, ისე ფაფა ბევრი არაა დღის განმავლობაში? ჩვენ მგონი ტოლები გვყავს 7-ში ხდება წლის ჩემი დათა.

Posted by: ra ici rashi gamogadgeba ? 2 Feb 2013, 23:58
5 თვის ბავშვს ნორმოკიდი ან ესპუმიზანი კიდევ უნდა თუ შევწყვიტო?

Posted by: makavel1 3 Feb 2013, 11:30
taktakuna
ვერ ვუნაცვლებ ვერაფრით, მაწონს არ ჭამს თორემ მაგას ვაჭმევდი.

Posted by: taktakuna 3 Feb 2013, 12:12
makavel1
ააა, არ დალია ფორმულა არც ერთი? ჩემსას ეხლა ნესტოჟენი მივეცი ნესტლესი და მოსწონს, კარგად სვავს.მაწონზე არც ჩემი გიჟდება, მაგრამ ბოთლით სვავს სიროფით დამტკბარს.

Posted by: ninoeqimi 3 Feb 2013, 15:11
makavel1
იოგურტი შეიძლება, ჰიპის ან ჰუმანასი, ერთი კვება პეჩენიასთან ერთად

Posted by: ketevani85 3 Feb 2013, 15:37
ninoeqimi
ნინო ექიმო, გამარჯობა.
რა მაინტერესებს, ზეითუნის ზეთი რა რაოდენობის უნდა მიიღოს ბავშვმა დღის განმავლობაში, სუპ-პიურესა და მარილიან კერძებში 1 კოვზს ვუშვრები(ადრეც მოგწერეთ -შეკრულობის პრობლემა აქვს), ცოტა მეტი რომ მივცე, შეიძლება?

Posted by: ninoeqimi 3 Feb 2013, 16:05
ketevani85
ბავშვის ასაკს გააჩნია, სადღაც 8-9 თვიდან შეიძლება უკვე მეორე ჩაის კოვზიც დაამატოთ, ან კარაქი დაამატოთ, კარაქიც კარგია შეკრულობის დროს

Posted by: makavel1 3 Feb 2013, 22:42
taktakuna
არა რა ფორმულა biggrin.gif ძუძუს მერე მაგას ვიცოდი რომ არც დალევდა სულ უკან მიფურთხა ყველა biggrin.gif ჭკვიანია რას ვერჩი biggrin.gif ბავშვებს პირის გემო ძაან აქვთ განვითარებული ან ჩემსას აქვს ეგრე ყველაფერი გემრიელი უნდა

Posted by: an apple 3 Feb 2013, 23:15
გამარჯობათ,ჩემი პატარა თვენახევრისაა. 2 კვირის წინ იაშვილში ვიწექით, h1n1 ვირუსის დიაგნოზით. გამოყვა დაბალი სიცხეები ,ძირითადად 37, ექიმმა გამოგვწერა ,ნორმააო. კარგა ხანია მას მერე და აღარ არის დრო რომ გაუაროს? რენდგენი გადაეღბული გვაქვს. ცოტა ხველებაც დაუტოვა და ნახველს რომ ვერ იღებს ,გული ერევა, საგანგაშოა რამე?

Posted by: madinka 3 Feb 2013, 23:23
an apple
QUOTE
ჩემი პატარა თვენახევრისაა.

ვერ შევიკავე თავი რომ თანაგრძნობა არ გამომეხატა,ასეთი პაწაწინა და ვირუსი!ალბათ რამდენს ინერვიულებდი!ღმერთო ჯანმრთელი ამყოფე ყველა პატარა! ჩემსას რომ ახველებდა ვნატრობდი რომ გული არეოდა,მასე თუ ამოაყოლებდა ყოლმე ნახველს.და მერე ისვენებდა ბავშვი.

Posted by: an apple 4 Feb 2013, 11:21
madinka
მადლობა თანაგრძნობისთვის! თან როგორი ვერაგი ვირუსი sad.gif ძალიან დავიტანჯე, ბავშვი ნორმალურად იყო, მე ვტიროდი დღე და ღამე . ღმერთმა ყველას აშოროს.

Posted by: madinka 4 Feb 2013, 14:02
an apple
ამინ! როგორ ფიქრობ გადაედო ვინმესგან თუ საიდან?? ისე მე ოქსოლინის მაზს ვუსვამ ცხვირის ლორწივან გარსზე სულ.ერთხელ არ წავუსვი რამდენიმე დღე და მაინცდამაინც მაშინ გადაედო ვირუსი...ეხლაც სულ ვუსვამ ყოველ დილას,გარეთ გასვლის წინ და თუ ვინმე უცხო მოდის მაშინაც. ყოველთვის როცა დაინფიცირების რისკი არსებობს...

Posted by: LOTUSi 4 Feb 2013, 15:50
კოპროლოგიური გამოკვლევისთვის როგორ უნდა მოვემზადოთ? წამლებს იღებს და შეიძლება ამ დროს? დღის რომელ მონაკვეთშ იქნება აღებული აქვს მნიშვნელობა?

Posted by: ninoeqimi 4 Feb 2013, 16:04
an apple
რა თქმა უნდა საყურადღებოა, 2 კვირა დაბალი ცხელება+ პლიუს ხველა, მე აუცილებლად გამოვიკვლევდი ბავშვს.
LOTUS.
რა წამლებს იღებს? სასურველია დილის განავალი, თუ არადა ყველაზე ბოლოს როცა გავა კუჭშI ის უნდა მოაგროვოთ, სასურველია თუ ერთ საათში მოხვდება ლაბორატორიაში, თუ არა და როგორც მოახერეხბთ

Posted by: LOTUSi 4 Feb 2013, 16:08
ninoeqimi

ერიუსს და ატარაქსს. შეიძლება?

მადლობა.

Posted by: ninoeqimi 4 Feb 2013, 19:00
LOTUS.
კი შეიძლება, ალერგიის გამო სხვამს ამ წამლებს?

Posted by: LOTUSi 4 Feb 2013, 20:19
ninoeqimi
diax. tan chamis dros guli ereoda xolme, 1 kviraa davisvenet da wamlebis damsaxurebaa mgoni.

Posted by: madinka 5 Feb 2013, 14:14
sicxe maqvs 38.yvela zvali da kunti mtkiva..marcxena mkerdi mtkiva konkretul adgilze xelis dadebit zalian...gawitlebuli da gamagrebuli ar maqvs.sheizleba amis brali iyos?da ra sheizleba mivigo aseti temperaturis dros,bavshvs rom araferi evnos?gaciebulic ar var,aranairi nishani ar maqvs yovel shemxvevashi...

Posted by: BAXY 5 Feb 2013, 14:15
ჩემ 5თვის გოგოს ეხლა პამპერსზე ქონდა გამონადენი მოკლედ ყავისფერი,ღია ყავისფერი, სუნი ქონდა ნესტრუაციის... რა შეიძლება იყოს?

Posted by: Mrs_Zum 8 Feb 2013, 23:04
madinka
პარაცეტამოლი შეგიძLია დალიო სიცხის დამწევი, ნიღაბი მაინც გაიკეთე ყოველი შემთხვეისთვის. ისე მოაწოვე აბა მტკივნეული ძუძუ , შეიძლება ამის გამო გაკქვს სიცხე. არ არის აუცილებელი სიწითლე და სიმაგერე გქონდეს.

Posted by: madinka 9 Feb 2013, 00:35
Mrs_Zum
madloba,mase iyo zustad.mkerdis gamo mqonia.bevrjer movawove da egreve damiwia sicxem.meore dges agarc mqonda..

Posted by: Galo 10 Feb 2013, 16:51
ჩემი გოგო 1,7საა. რამდენიმე დღის წინ შევამჩნიე რაღაც წამონაზარდი,თუ ნაკეცი,რომელიც იწყება ფუჩუსთან და ტაკოსთან მთავრდება,ბოლოში თითქოს გახვრეტილიაო ეს ნაკეცი. რა შეიძლება იყოს? თვითონ არ აწუხებს, ჩვეულებრივადაა ყველაფერი. სანამ ამას შევამჩნევდი, შეკრული იყო და ძლივს გავიდა კუჭში, შეკრულობა დაბადებიდან აწუხებდა 7-8 თვემდე. რომელ ექიმთან წავიყვანო - გინეკოლოგთან, პროქტოლოგთან თუ პედიატრიც საკმარისი იქნება?

Posted by: ninoeqimi 10 Feb 2013, 20:20
Galo
ბავშვთა ქირურგთანდა ის დაგაკვალიანებთ

Posted by: CAMPOLINA 10 Feb 2013, 20:32
პატარა არის 10 დღის, თავიდან ძუძუ ვერ მოწოვა საკეისრო მქონდა გაკეტებული. სამშობიაროში მისცეს დამატება. ეხლაც დამატებასაც ვაძლევთ და ვცდილობ ძუძუ მოწოვოს, მერე ვიწველი და მაგასაც ვაჭმევ. მგონია რომ ვერ ერევა. ამ ხნის ბავშვი დღე-ღამეში რამდენს უნდა იკვებებბოდეს? შერეული კვების შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ რომ საკმარისი საკვები მიიღოს პაატარმ? ზოგადად არის წყნარი და თან გასათვალისწინებელია რომ 36 კვირის ვადაზე დაიბადა 3კგ. 50სმ (ეს თუ რამის მთქმელია) არაფერი დამატებითი ჩარევა მშობიარობის მერე არ გამხდარა საჭირო.

Posted by: ninoeqimi 10 Feb 2013, 21:07
CAMPOLINA
თუ პამპერსს რომ უცვლით სველია, არ ტირის და არ ჭირვეულობს ესე იგი ყოფნის, ისე ჯერ ძუძუ მოაწოვეთ და მერე შეთავაზეთ დამატება 30 მლ, თუ ეყო ძუძუ, შეიძლება არც ჭამოს დამატება, თU არა და შეჭამს., გამოწველით კი რძეს საგრძნობლად შეიმცირებთ, მთავარია ბავშვმა ძუძუ მოწოვოს.

Posted by: Galo 10 Feb 2013, 21:34
QUOTE

ninoeqimi

მადლობთ!

Posted by: CAMPOLINA 10 Feb 2013, 23:02
ninoeqimi
მადლობა პასუხისთვის.
კიდევ ერთი საკითხი მაწუხებს მაქსიმუმ რამდენი ხანი შEიძლება არ მოძვრეს ჭიპლარი ახალშობილს? ჭიპლარი როდესაც არ არის მომძვრალი დაბანა შეიძლება? ჩვენმა პედიატრმა მთლიანად არ დაბანოთო და ოდნავ გაამოძრავეთ ყოველი პამპერსის გამოცვლისას ან ჩაბანისას ჭიპლარის პლასმასი ხან საათის ხან საწინააღმდეგო მიმართულებითო. თქვენ რას მირჩევთ როგრო მოვიქცე?

Posted by: g_b_g_b 10 Feb 2013, 23:06
ninoeqimi
გამარჯობათ,
ჩემი ბიჭი არის 3 წლის, ლაპარაკით არ ლაპარაკობს. ცდილობს თავისებური ენით გადმოსცეს რაც უნდა, მშობლებს და ახლობლებს ყველაფერს გვაგებინებს. მაგალითად მანქანს ეძახის "ამა", გარეთ წასვლას - "დუდუ". იძახის ხოლმე: დედა, მამა, აი (აი ნიშნავს თავის თავს) დუდუ ამა. ანუ დედა, მამა და თვითონ წავიდეს გარეთ მანქანით... და ასე შემდეგ.
პატარა 2 მარცვლიან სიტყვბს იძახის თუ რამოდენიმეჯეერ გაუმეორე და თხოვე, ხოლო გრძელი სიტყვებს მხოლოდ მარცვლებით ყოფს. ისე ვერ იძახის

ზოგ სიტყვებს თავისებურად ამახინჯებს, მაგალითად შავ ფერს ეძახის "შავუ". როდესაც რომ დაამარცვლინო შეუძლია შა-ვი თქვას, მაგრამ ერთად იძახის შავუ.
ჩვენი ოჯახი 2 ენოვანია, გაგებით ქართულადაც და რუსულადაც ყველაერი ესმის. უფრო ხშირად ქართული ესმის და ამიტომ რა სიტყვების თქმაც იცის 95% ყველა ქართულია.

1-დან 10-მდე თითქმის დამოუკიდებლად შეუძლია დაითვალოს...(ბოლოსკენ შეიძლბა დაჭირდეს დახმარება)...

ვეღარ გავიგე ესეთი ქცევა ამ ასაკის ბიჭისთვის როგორია?! ჭირდება ნევროლოგ-ლოგოპედთან სიარული?!

Posted by: veriko_zuka 11 Feb 2013, 10:43
ნინო ექიმო ერთი სეკითხვა მაქ, ვირისტერფას ნაყენის გამოყენება რამდენად დასაშვებია 3.6 წლის ბავშვთან? დიდი მადლობა

Posted by: picundela 11 Feb 2013, 14:10
ninoeqimi
გამარჯობათ რა მინდა გკითხოთ იცით? ჩემი გოგო ეხლა მალე 10თვის ხდება და კბილები ჯერ კიდე არ ამოსვლია არც ერთი.პერიოდულათ ეხლა დაეწყო სიცხეების მიცემა 38ტამდე.და შეილება ეს ყველაფერი კბილებიდან იყოს? ან ძაან ხო არ დააგვიანა კბილების ამოსვლამ/?

Posted by: ninoeqimi 11 Feb 2013, 16:48
CAMPOLINA
ნორმალურ ახალშობილს ჭიპლარი უნდა მოძვრეს 3 -15 დღეში დაბადებიდან. კარგად აჩვენეთ ნორმალურ ექიმს, ეს ახალი მიდგომა და დამჭერები ზოგჯერ ინფექციის წყარო ხდება. განძრევა ბევრს არაფერს გიშველით, პირიქით მე თუ მკითხავთ საერთOდ არ შევეხებოდი, უბრალოდ შეგიძLიათ სპირტით გაწმინდოთ, ამით ორ საქმეს გააკეთებთ, პირველი რომ ინფექციისაგან დაიცავთ და მეორე სპირტს მასკლეროზირებელი ეფექტი აქვს და მოხმობას შეუწყობს ხელს. უბრალოდ კანს დააკვირდით ჭიპის გარშემო კარგად, თუ ოდნავ წითელია სასწრაფოს საავამყოფოში, ჭიპი ინფექციის ყველაზე სერიოზული კარია ახალშობილისათვის.
g_b_g_b
4 წლის გახდება და ალაპარაკდება, რასაც თქვენ ამბობთ ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ლაპრაკობდს.
veriko_zuka
ამოსახველებელი ეფექტი აქვს და უფრო გააძლიერებს ხველას, თU ბავშვი მოახერხებს ნახველის ამოღებას, ძალიან კარგია, თუ არა და გაწვალდება.
picundela24
კბილები აუცილებლად ამოუვა, მაგრამ სიცხეები არ არის უყურადღებოდ დასატოვებელი და მიაკითხეთ ექიმს

Posted by: blblbl 11 Feb 2013, 16:53
ninoeqimi
იცით რა მაინტერესებს ,რატომ ეუბნებიან ამ ბოლო დროს სამშობიაროებში რომ ჭიპს არანაირი დამუშავება არ სჭირდება და ეს ახალი წესია?მე მგონია რომ ძალიან სასშიშია ასე უმეთვალყურეოდ დატოვება არადა რამდენიმესგან გავიგუ უკვე რომ ასე დაარიგეს სამშობიაროში

Posted by: picundela 11 Feb 2013, 16:55
QUOTE
კბილები აუცილებლად ამოუვა, მაგრამ სიცხეები არ არის უყურადღებოდ დასატოვებელი და მიაკითხეთ ექიმს

ერთი კვირის წინ ქონდა ერთი დღე სიცხე და მეორე დღესვე წავიყვანეთ პედიატრთან გასინჯა და არაფერი არ ჩირსო კალპონი დაუნიშნა თუ რამე ეგ მიეცითო სიცხის დროსო.დღეს ისევ მისცა სიცხე

Posted by: ninoeqimi 11 Feb 2013, 17:02
blblbl
მე აღმოვჩნდი ძალიან ცუდ დღეში, მაგ დარიგების წყალობით, კატეგორიულად გამაფრთხილეს, რო ეს ახალი დამჭერი არ საჭიროებდა დამუშავებას და მეც რატომღაც არ მივაქციე ამას განსაკუთრებული ყურადღება და დავუჯერე. , მოვედით სახლში და სიცოცხლის მე5 დღეს რომ შევხედე ბავშვს მუცელზე თU იქ არ მოვკვდებოდი არ მეგონა, სულ გაწითლებული და გავარვარებული ქონდა, სასწრაფოდ ვამუშავე პერეკისით, ბრილიანტის მწვანით, მთელი დღე და ღამე ყოველ ერთ საათში ვუხსნიდი და ვუმუშავებდი, მერე საერთოდ მოვაცლე ის პლასტმასის დამჭერი და ისე ვამუშავებდი, მის ქვეშ ვერ სუნთქავდა კანი კარგად და შეხორცება გაჭირდა, საბოლოო ჯამში ჭიპის ტაკვი 3 კვირის მერე მოძვრა. ვერ წარმოიდგენთ რა გადავიტანე სანამ ეს ყველაფერი დასრულდა, ჭიპიდან სეფსისი ყველაზე ხშირია ახალშობილებში. შესაძლოა ჩვენს შემთხვევაში შეიპარა ინფექცია, საოცარი ანტისანიტარია იყო იმ ვითომ VIP სამშობიაროში, სადაც ვიმშობიარე, თვალის ინფექციაც წამოვიღეთ და რომ გავაკეთე ნაცხი ისეთი ბაქტერია ამოითესა, რომელიც მხოლოდ საავამდყოფოსშიდა შეიძლება იყოს და კარგ პირობებში მარლთლაც არაფერია, მაგრამ ჩვენ ასე დაგვემართა.
* * *
picundela24
ესე იგი ჭირდა და ვერ გაიგო თქვენმა პედიატრმა, ზოგადად, კარგი ექიმი, როდესაც ბავშვს სიცხე აქვს და გასინჯვით ვერაფერს იგებს მინიმუმ სისხლის საერთო ანალიზს აკეთებს და მხოლოდ ამი შემდეგ ამბობს არის რამე თუ არა

Posted by: blblbl 11 Feb 2013, 17:14
ninoeqimi
ხო მეც ვიცი რომ სეფსისი საშიშროებაა და რატომ ეუბნებიან ასე ვერ გავარკვიე . შეიძლება ზოგს არფერიდ აემაღთოს მართლაც მაგრამ ზოგზე ცუდათ დასრულდეს რა საჭიროა ამხელა რისკი.

Posted by: pravinia 11 Feb 2013, 17:46
blblbl

ეგ რეკომენდაცია რომელ სამშობიაროში გასცეს?
ზოგადად ბოლო დროს თუ რამე "პოხუისტური" გამიგია, ყველაფერს ამ თანამედროვე მიდგომებით როგორ ხსნის ეს ხალხი?! გაგიჟდები რა biggrin.gif

Posted by: blblbl 11 Feb 2013, 17:53
pravinia
ბოლოს ემბრიოზე გავიგე და მანამდე რამდენიმე სხვაგან რომლები იყო არ მახსოვს,საზღვარგარეთაც ასე ყოფილა გადავირიე რა biggrin.gif

Posted by: sali_saki 11 Feb 2013, 18:27
ninoeqimi
ნინო ექიმო შეიძლება გაგეცინოთ ეხლა რასაც გთხოვთ მაგრამ მაინცsmile.gif მოკლედ სახლში უკვე კომფლიქტზე გადავდივარ ამ გაზგამყვანის გამო smile.gif არ ვუკეთებ ჩემ შვილს გაზგამყვანს საერთოდ! მითმეტეს არც აქვს სერიოზული პრობლემა კუჭში გაუვალობის ან რამე მსგავსის. უკვე თითქმის გადავლახეთ ეს პრობლემა. საღამოობით აქვს ცოტა გაზები და ამაზე წუხს. ყოველ დღე აქვს კუჭის მოქმედება უბრალოდ ათასში ერთხელ შეიძლება ერთი დღე არ გავიდეს. ყველა წამოწუწუნებაზე დედამთილი გაზგამყვანის გაკეთებას მოითხოვს. დაისვენებს ბავშვი და რატომ აწვალებო. როგორ აღარ ვუთხარი და ავუხსენი რომ არ მინდა. მაგრამ მაინც. იქნებ "სამედიცინო ენაზე", გაზგამყვანის მინუსები დამიწეროთ რომ წავუკითხო და იქნებ მერე მაინც გაჩუმდეს. უკვე აღარ შემიძლია. გაზგამყვანი არ მყოფნიდა და დღეს ოყნის გაკეთება შემომთავაზა facepalm.gif
იმის გამო რომ კუჭში არ გავიდა გუშინ sad.gif არადა დღეს რომ შეჭამა თავისუფლად გავიდა sad.gif მოკლედ დიდი სისულეები დავწერე მაგრამ იქნებ დამეხმაროთ smile.gif მადლობა წინასწარ smile.gif
* * *
blblbl
არ დაუმუშავოო რომ მითხრეს იმის გამო იყო თითქმის ნახევარი თვე ვიწვალეთ ამ გამონადენებით! ბოლოს აღარ დავუჯერე, პერეკისით და ზილიონკით დავუმუშავე და ზუსტად 2დღეში გამოუშრა. საშინელება იყოsad.gif გული მისკდებოდა გამონადენი რომ არ მთავრდებოდა ჭიპიდან sad.gif

Posted by: CAMPOLINA 11 Feb 2013, 18:49
ninoeqimi
სპირტით 70%-იანით ვუმუშავებთ. ოღონდ გარშემო ასე გვითხრეს. გადავამოწმებ კიდევ პედიატრთან. ისე სამშობიაროს მითითებაც და პედიატრისაც დაემთხვა ერთმანეთს და რავიცი.

Posted by: Janiss 11 Feb 2013, 19:27
pravinia
QUOTE
გ რეკომენდაცია რომელ სამშობიაროში გასცეს?ზოგადად ბოლო დროს თუ რამე "პოხუისტური" გამიგია, ყველაფერს ამ თანამედროვე მიდგომებით როგორ ხსნის ეს ხალხი?!

სხვათაშორის მეც ასე ინფორმირებული გამომიშვეს სამშობიაროდან.ესპანეთში ვარ.აქაც ეგრე იძლევიან რჩევას.ხელი არ ახლოო.მე მიანც დავუმუშავე რამდნეიმე დღე.




ninoeqimi
ჩემს შვილს პედიატრმა დაუნიშნა დამატება.ფაფა 1 კვება დღეში.ისე ბინებრივ კვებაზე იყო აქამდე.ვაგრძელებთ ისევ ბუნებრივს, ფაფის დამატებით.
იმ ერთ კვებას ფაფას როცა ჭამს თავისთავად ცდება ძუძუთი კვება და ფაფის ჭამის დროს რძე უნდა გამოვიწველო ყოველ დღე?
რომ არ გამოვიწველო შემიმცირდება რაოდენობა ან შესაძლებელია ჩამიმაგრდეს??
გმადლობთ წინასწარ.

Posted by: pravinia 11 Feb 2013, 20:50
sali_saki


ხო, ძველი მეთოდებია ეგ, ბელა ერქვა ერთ პედიატრს, ვინც ოყნებით აზრდევინებდა ბალღებს, მაგის პაციენტ-ყოფილი ხომ არაა ნეტა?
მეც მითხრეს ამას წინათ ბავშვისთVის თავზე ფუფხის ასაძრობად სარეცხი საპნით დაბანა, მერე სავარცხლით გაძრობა და გლიცერინ-სპირტის ნაზავის წასმა smile.gif
კეფა ამეწვა რომ წარმოვიდგინე biggrin.gif

Posted by: sali_saki 11 Feb 2013, 22:11
pravinia
საშინელებაა facepalm.gif ვერ შევაგნებინე sad.gif რა მოხდა არაფერი უჭირსო sad.gif

Posted by: ninoeqimi 11 Feb 2013, 22:45
sali_saki
გაზგამყვანი არ არის საჭირო, მითუმეტეს თუ ის გამოიყენება დეფეკაციის მაპროვოცირებლად. რეფლექსი ჩამოყალიბდება და შემდეგ გაზგამყანის შეჩიჩხინების გარეშე გაუჭირდება კუჭის მოქმედება. რაც შეეხება ოყნას გარდა ზემოაღნიშნულისა, კიდევ გამორეცხავს კუჭნაწლავის ნორმალურ მიკროფლორას, რაც საწმლის მონელებისთვისაა საჭირო და შედეგი სავალალო შეიძლება იყოს. ამიტომ დაანებეთ ბავშვს თავი, თუ განსაკუთრებით აწუცებს გაზები დაალევინეთ ესპუმიზანი, თუ 3-4 დღე ისე ებმევა, რომ არა აქვს კუჭის მოქმედება, მაშIნ მიზეზი მოძებნეთ და წამალი დაალევინეთ. თუ ვინმეს აინტერესებს რა უჭირს, შეუძლია მოსინჯოს საკუთარ თავზე, ჯერ გაზგამვანი გაიკეთOს, მერე ყოველ დღე ოყნა და ნახოს როგორ ხასიათზე იქნება

Posted by: nino_ninuciii 11 Feb 2013, 23:06
blblbl
QUOTE
იცით რა მაინტერესებს ,რატომ ეუბნებიან ამ ბოლო დროს სამშობიაროებში რომ ჭიპს არანაირი დამუშავება არ სჭირდება და ეს ახალი წესია?მე მგონია რომ ძალიან სასშიშია ასე უმეთვალყურეოდ დატოვება არადა რამდენიმესგან გავიგუ უკვე რომ ასე დაარიგეს სამშობიაროში

მე რაც გავარკვიე ეს ახალი რაღაც-რუღაცეებით მოკლედ თუ ბავშვს კანის კანთან კონტაქტი ჰქონდა 2 საათი მაინც ანუ დედის შიშველ ტანზე იწვა ისიც შიშველი არ სჭირდება არაფერიო, თუ იწვა მარა არა ორი საათI მაშინ მარტო სპირტიო
მაგრამ რავიცი, მე სპირტით და პერეკისით დავუმუშავე და აქვს მშვენიერი ჭიპი და არც არანაირი პრობლემა

Posted by: ninoeqimi 12 Feb 2013, 00:08
მე პირადად არ დავიღლები გაგუას სამშობიაროს ლანძღვით, იქ ისეთI კოშმარი დამხვდა დღემდე იმას ვნანობ იქ როგორ შევედი. რომელ კანით კანზე კონტაქტზეა ლაპარაკი, არავის არ დაუწვენია ბავშვი გულზე, პირველი ორი საათI არც ძუძუზე მოუყვანიათ, მიუხედავად ჩემი მოთხოვნის, ორი საათის შემდეგ რომ ამაყენებ და ბავშვთან გავედი ჩემი ორი საათIს დაბადებული შვილი ვიღაც სხვა ბავშვთან იწვა ერთ ლოგინში, გამომატანესდაინფიცირებული ჭიპი და დაჩIრქებული თვალი. მოკლეთ ესნაქები კლინიკა ნამდვილი კონვეირია, სადაც მიმიწვდება ხმა ყველას გავაფრთხილებ იქ არ მივიდეს

Posted by: nino_ninuciii 12 Feb 2013, 13:29
ninoeqimi
მე როცა ვიმშობიარე გულზე მეწვა თუმცა არა ორი საათი და ნახევარ საატში ვაჭამე კიდეც ძუძუ, ჭიპსაც უმუშავებდნენ ჩვეულებრივ.
ორი წლის შემდეგ ჩემმა მულმა რომ იმშობიარა აღარ დაუმუშავეს ახალი მეთოდებიაო მაგრამ ბავშვი რომ მოვიყვანეთ დავუმუშავეთ ჩვენ მაინც და მაშინ გავარკვიეთ ეგ კანის კანთან კონტაქტი თუ იყოვო არ უნდა მაგ შემთხვევაშიო
რავიცი თვითონ არ აწვენენ 2 საათი და ხო უნდა იცოდნენ რა შემთხვევაში უნდა და რა შემთხვევაში არა
როცა რაღაც მეთოდზე გადადის ადამიანი უნდა იცოდეს სრულფასოვნად და არა აი ამერიკაში ესე იქცევიან და მორჩა.

Posted by: pravinia 12 Feb 2013, 13:36
QUOTE
კანის კანთან კონტაქტი თუ იყოვო არ უნდა მაგ შემთხვევაშიო



რამე ანტისეპტიკს გამოყოფს ვითამ ამ დროს ქალი ოფლთან ერთად? givi.gif

Posted by: Mafanya 12 Feb 2013, 13:41
ninoeqimi
QUOTE
მოკლეთ ესნაქები კლინიკა ნამდვილი კონვეირია

არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ

ნინო ექიმო, ჩემი შვილი წლის და ათი თვისაა და არის ახლა ბორჯომში ბებია ბაბუსთან ერთად, უკვე მეორე კვირაა იქაა და აკლიმატიზაცია და ა.შ. უკვე ჩავლილია. მინდა შაბათ კვირას ასვლა და ბაკურიანში აყვანა ერთი დღით და იმავე დღეს ჩამოსვლა. ბაკურიანი ბორჯომთან შედარებით საკმაოდ მაღალზეა, მაინტერესებს რამდენად შეიძლება ასეთი ასაკის ბავშვისთვის, ანუ ერთი დღის სიამოვნებისთვის პატარა ორგანიზმს დიდ დატვირთვას ხომ არ მივაყენებ?

Posted by: blblbl 12 Feb 2013, 15:57
nino_ninuciii
ნიკოლოზი არა და ახლა ოქტომბერში ქეთა ორი საათი ეწვა გულზე გაგუაში დეიდაჩემს და ჭიპსაც უმუშავებდნენ,ყოველკვირა ცვლიან მიდგომას მე მგონი ეს სამშობიაროები :დდდდ

Posted by: Janiss 12 Feb 2013, 16:05
ninoeqimi
მე მგონი ჩემი შეკითხვა გამოგრჩათ.კიდევ დავაკოპირებ,იქნებ მიპასუხოთ smile.gif
QUOTE
ჩემს შვილს პედიატრმა დაუნიშნა დამატება.ფაფა 1 კვება დღეში.ისე ბინებრივ კვებაზე იყო აქამდე.ვაგრძელებთ ისევ ბუნებრივს, ფაფის დამატებით.იმ ერთ კვებას ფაფას როცა ჭამს თავისთავად ცდება ძუძუთი კვება და ფაფის ჭამის დროს  რძე უნდა გამოვიწველო ყოველ დღე?რომ არ გამოვიწველო შემიმცირდება რაოდენობა ან შესაძლებელია ჩამიმაგრდეს??გმადლობთ წინასწარ.


Posted by: ninoeqimi 12 Feb 2013, 16:31
Mafanya
თუ გული არ აერევა გზაში არაფერიც არ იქნება.
Janiss
თუ შეგაწუხათ იმ შემთხვევაში გამოიწველეთ, არ არის დიდად სასურველი წველა არც მკერდისთვის და არც რძის რაოდენობისთვის, პირიქით, გამოწველით უფრო მეტად შემცირდება რძIს რაოდენობა

Posted by: Mafanya 12 Feb 2013, 16:55
ninoeqimi
კარგად იტანს ზოგადად მგზავრობას bis.gif
დიდი მადლობა პასუხისთვის

Posted by: ninuwki 12 Feb 2013, 17:22
ninoeqimi 140გრამი ბოსტნეულის პიურე ცოტაა,5ნახევარი თვის ბავშვისთვის???
ფაფასაც 30-40გრამზე მეტს არ ჭამს ცოცხალი თავით..მერე კიი ვამატებინებ ძუძუს მაგრამ მაინც მეცოტავება და რა ვქნა??
დილით პირველ კვებად ხო საერთოდ არ ჭამს ფაფას.ამიტომ ვაჭმევ ძუძუს.მერე პიურეს ,ფაფას+ძუძუს...გახეხილი ვაშლი მივეცი და გულს ირევს.ერთადერთი ეს პიურე მოსწონს და 2ჯერ რომ ვაჭამო არა????
ანუ ჭამს დილით ესე 9ზე ძუძუს,12ზე ფაფას (მაგრამ არ ჭამს და ისევ ძუძუს ვაჭმევ),4ის ნახევარზე ბოსტნეულის პიურე და საღამოსაც წესით ფაფა უნდა ჭამოს მაგრამ არც მაშინ არ ჭამს და ისევ ძუძუს ვაძლევ. მერე დაძინებისას ისევ ითხოვს ჭამას და იძულებული ვარ ისევ ძუძუ ვაჭამო.ღამე მაგის გამო რძე უკვე ცოტა მაქვს და აღარ ყოფნის ხოლმე და ღამე იწყებს ჭირვეულობას.
მე მირჩევნია დღე შევავსო სხვა კვებით რომ ღამე წესიერად ჭამოს ძუძუ.. რა ვქნა??როგორ მოვიქცე?

Posted by: Janiss 12 Feb 2013, 17:58
ninoeqimi
რა კარგია,როგორ მზარება წველა.დიდი მადლობა.ერთსაც გკითხავთ რა.6 დღეა დავიწყეთ ეს დამატება,დღეში ერთხელ ფაფა.ბოლო 3 დღეა ასლოკინებს თითქმის განუწყვეტლივ.რისი ბრალი შეიძლება იყოს და რა ვუშველო?დაიტანჯა ბავშვიც და მეც sad.gif


ninuwki
QUOTE
ფაფას+ძუძუს

ანუ ფაფის დამთავრებისთანავე ძუძუს?

Posted by: ninuwki 12 Feb 2013, 19:03
Janiss
კი იმიტომ რომ ფაფას არ ჭამს 3-4კოვზი რომ შეჭამოს მიღწევაა ხოლმე

Posted by: CAMPOLINA 12 Feb 2013, 19:50
ერთ თვემდე ბავშვი თუ ხელოვნურზეა რამდენს უნდა ჭამდეს ერთ ჭამაზე და რა შუალედით?

და კიდე რა ვქნა არ ვიცი ძუძუს ცოცხალი თავით არ იდებს პირში sad.gif( ვიწველი და ისე ვაძლევ რძEს sad.gif

Posted by: Galo 12 Feb 2013, 20:50
საღამო მშვიდობისა! კიდევ გაწუხებთ - რამდენიმე დღის წინ ბავშვს (1,7) დაეწყო ალერგია,გაწითლებული აქვს ბარკლები და ყოყები! ))) ახალი რაც გასინჯა, არის რძის ფხვნილი,მაგრამ იმის მერე უკვე კაი ხანი გავიდა და სიწითლე არ გადასდის,მგონი მომატებულიც აქვს! სახლში ეხლა რაც მაქვს, არის ენტეროსგელი (სორბენტია,რუსეთიდან ჩამომიტანეს), შეიძლება რომ მივცე თუ რამე სხვას მირჩევდით?

Posted by: sali_saki 12 Feb 2013, 20:58
ორი დღეა საკვების დოზა მოვუმატეთ პატარას და გადავიდა 150ზე. მოემატა კოლიკები და ალბათ ამის ბრალი იქნება ხომ? იმედია ცოტახანი გაგრძელდება

Posted by: anonimus 13 Feb 2013, 12:40
მერიდება ამ კითხვის დასმა, facepalm.gif მაგრამ უნდა გკითხოთ - გუშინ აღმოვაჩინე რომ მყავს ერთი ჭია, ზუსტად ვიცი რომ არის ОСТРИЦА (ქართულად არ ვიცი როგორაა). sad.gif მყავს ორი შვილი 2 და 5 წლის, ეგება იმითაც გადაედოთ?.. შეიძლება თუ არა ყველამ მივიღოთ პირანტელი (აბები და სუსპენზია) ექიმის გარეშე? ანალიზი ხომ ყოველთვის არ ავლენს ჭიას... ან სხვა რამეს გვირჩევთ ეგება? ქავილი არცერთს არ გვაწუხებს, ჰიგიენის წესებს მკაცრად ვიცავთ, რა უბედურებაა...... weep.gif

Posted by: ninoeqimi 13 Feb 2013, 19:09
ninuwki
5,5 თვის ბავშვშვს ძუძუს მეტი არაფერი არ ეკუთვნის და რატო ტანჯავთ ან ბავშვს და ან თავს რატო იტანჯავთ, გახდება 6 თვის, მერე დაუმატეთ პიურე ერთი კვება, ორი კვირის მერე ფაფა შეთავაზეთ, აცალეთ ჯერ ძუძუსთან ერთად ჭამოს, ანუ ცოტა ფაფა და მერე ძუძუ, 8 თვის გახდება და ხორცი გაასინჯეთ. რატო გეჩქარებათ ხოლმე მშობლებს ყველფერი?smile.gif
Janiss
რა ხნისაა ბავშვი?
CAMPOLINA
მიუშვით თავისუფალ რეჟიმზე, შეთავაზეთ ყველა გაღვიძების მერე, გაუკეთეთ 90 გრამი და დააკვირდით, ასე ბევრად ადვილად ჩამოიყალიბებს რეჟიმსაც და მომავალშიც მისთვისაა უკეესი, მისი ნორმის შეგრძნება ექნება.
Galo
ექიმის გარეშე არაფერი არ მისცეთ.

sali_saki

Posted by: ninca 13 Feb 2013, 19:56
ninoeqimi
გამარჯობა
ჯანმედში ვერ ვნახე შესაბამისი თემა და იქნებ თქვენ მიპასუხოთ. 26 წლის გოგოსთვის მინდა დამამშვიდებელი, რომელიც ძილის პრობლემებსაც მოერევა. იქნებ მირჩიოთ რამე?

Posted by: tatuuu 13 Feb 2013, 21:56
ninoeqimi
გამარჯობა ნინო ექიმო
მაინტერესებს სისხლის ანალიზი ყოველი აცრის წინ საჭიროა? თუ პირველი აცრის წინ რომ გავუკეთე ეხლა აღარ უნდა?

Posted by: Janiss 13 Feb 2013, 22:01
ninoeqimi
QUOTE
რა ხნისაა ბავშვი?

5 თვის და 13 დღის.


tatuuu
QUOTE
სისხლის ანალიზი ყოველი აცრის წინ საჭირო

ჩვენთვის არ გაუკეთებიათ არც ერთზე. sad.gif
რა მოტივით კეთდება საერთოდ აცრებამდე?

Posted by: ninuwki 13 Feb 2013, 22:28
ninoeqimi
არ მეჩქარება არ ყოფნის.წონაში აღარ იმატებდა ბოლო 1თვე და ჭირვეულობდა.

Posted by: ninoeqimi 13 Feb 2013, 22:45
ninuwki
მაშინ 2 კვების წინ მიეცით 30-40 გრამი ფაფა და დაამატებინეთ ძუძუ, საბოლოო ჯამში მიიღებს იმდენს დღის განმავლობაში, რაც ეკუთვნის. პიურე თU მოწონს ჭამოს კიდევ ერთი კვება და კი შეივსებს იმას რაც არ ყოფნის.
Janiss
ერთ ჯერზე მისაღები საკვების რაოდენობა შეამცირეთ და ჯერადობა გაზარდეთ, სავსე კუჭია ზოგადად სლოკინის მზიეზი, დიაფრაგმას როდესაც აწვება, მაშინ ასლოკინებთ.
მე პირადად ყველა აცრის წინ ვუკეთებ ჩემს შივლსაც და პაციენტებსაც ვურჩევ, ზოგჯერ არის ისეთი მდგომარეობები, მაგალითად ანემია, ან გადატანილი ვირუსული ინფექციის შემდეგ არ არის სისხლის სურათი მთლად ისეთი და აცრამ შესაძლოა გართულება გამოიწვიოს.

Posted by: Janiss 13 Feb 2013, 23:30
ninoeqimi
210 მლ ფორმულაში გახსნილი 3 კოვზი სერეალი დაგვინიშნა პედიატრმა ღამის ძილის წინ,უფრო დიდ ხანს დაიძინებს და იქნებ ღამე არ გაგაღვიძოსო.ღამე 12-იდან დილის 7-8-ის ჩათვლით 3-ჯერ ჭამს ძუძუს.რადგან ბუნებრივ კვებაზეა ზუსტი განრიგი არ გვაქვს.ისე კი 3 საათიან შუალედს აკეთებს უმეტესად.თქვენი აზრი მაინტერესებს დამატება 210 მლ ფაფა ბევრია ერთ ჯერზე?მარტო ფაფაზე არა,ძუძუსაც ხომ ჭამს მთელი დღე და მთელი დღის განმავლობაში ასლოკინებს ხოლმე.ე.ი. შევამცირო ძუძუთი კვების დროც?რამდენი წთ ვაჭამო ხოლმე?
და კიდევ,თქვენც პირველად დამატებას ბოსტნეულს უწევთ რეკომენდაციას?
ჩვენ ფაფა დაგვიმატა,წონაში 350 გრ ქონდა მარტო მომატებული ამ თვეში(ბევრს აღებინებდა მთელი თვე და ალბათ ამიტომ).
დიდი მადლობა პასუხებისთვის,ძალიან მეხმარება თქვენი პასუხები : )

Posted by: an apple 13 Feb 2013, 23:57
ninoeqimi
ნინო ექიმო, რა შემთხვევაში შევიტანოთ ეჭვი შიდა ქალის წნევის მომატებაზე?რა სიმპტომები შეიძლება ქონდეს 2 თვის ბავშვს.

Posted by: ninoeqimi 14 Feb 2013, 00:06
Janiss
ფაფა არ არის ცუდი შემატებული საკვები, მითუმეტეს თუ წონის დეფციტია, მაგრამ ღამის ძილის წინ მიცემას ჯობია შუადღეს, ძუძუ მიანც ღამე უნდა ჭამოს ბავშვმა, იმიტომ რომ ყველაზე მეტი რძე ღამე გამომუშავდება. რომელი ჯობია ფაფა თუ ბოსტნეული ასე თU მივუდგებით საკითხს, მე მაინც გეტყვით რომ ორივე შესაძლებელია და არც ერთი არ არის კარგი ან ცუდი, უფრო ინდივიდუალურია, თუ ძუძუზეა დაანებეთ თავი, ჭამოს რამდენიც უნდა, უბრალოდ ცოტა ხანი ვერტიკალურად გყავდეთ ჭამის შემდეგ, ძუძუს წოვის დრო რომ შეუმციროთ რძე არ ჩაგიმაგრდეთ. სლოკინი თავისთავად მხოლოდ დისკომფორტია, თორემ მხოლდო ფიზიოლოგიური მომენტია, კუჭი ივსება, მუცლის ღრუ პატარააა, დიაფრაგმას აწვება და იწვევს სლოკინს.
an apple
ეჭვცს თქვენ ვერ შეიტანთ, მას ისეთი კლინიკა ახასიათებს ბავშვი სახლში საღი-სალამათი ვერ გეყოლებათ და საავადმყოფოში მოხვდებოდით

Posted by: an apple 14 Feb 2013, 00:26
ninoeqimi
ჩემი ინიციატივით ვაპირებდი ნევროპათოლოგთან წაყვანას და ტყუილად წავალ ანუ?

Posted by: sofioh 14 Feb 2013, 01:13
გამარჯობათ ნინო ექიმო, ძალიან ვნერვიულობ ... პაპ ტესტი გავიკეთე და მატივი ჰერპსი და პაპილომა ვისუსი აღმომაჩნდა ჩემი 9 თვის გოგო კი ხშიად წევს ჩემთან და ჩემ მეუღლესთან ერთად საწოლში. თან 8 თვე ძუძუს წოვდა. რამდენადაა შანსი რომ ისიც დაინფიცირეულიყო? რამე გამოკვლევა ხომ არ ჩავუტარო?

Posted by: ninuwki 14 Feb 2013, 13:35
ninoeqimi
მადლობააააა..გავაგრძელებ მასინ როგორც ჭამს ისევე

Posted by: Janiss 14 Feb 2013, 16:23
ninoeqimi
დიდი მადლობა პასუხისთVის.აუცილებლად გავითვალისწინებ თქვენს რჩევებს. :*

Posted by: Toxic:) 15 Feb 2013, 09:15
ჩემი შვილი დაბადებიდან იქავებდა მუცელს ეხლა 2.5 წლისაა ეხლა ფეხებზეც დაიწყო ქავილი, პედიატრი ამბობს არაფერიაო, მაგრამ მაინც ვნერვიულობ რამე არ გამოგვეპაროს , ღვიძლმაც ხომ იცის ქავილი?

Posted by: lelusi29 15 Feb 2013, 13:44
gamarjobat,gtxovt mipasuxot.chemi bichi 5clisaa.koveltvis sijiutit gamoircheoda,magram am bolo dros agar vici rogor mivudge.shenishvnas rom mivcem agar igebs,saertod ar micemia arasdros,koveltvis laparakit vaxerxebdi fons gasvlas.axla ki rom gabrazdeba sheidzleba rac xelshi moxvdeba daufiqreblad isrolos...nervopatologtan cavikvano tu egretcodebuli gardatexis asaki aqvs da cotaxans vacalo?an mag dros rogor mivudge gavubrazde,davsajo tu davelaparako ise?rom ar esmis ra vqa?

Posted by: tatuuu 15 Feb 2013, 15:04
ნინო ექიმო, 1 კვირაში ჩემი ბიჭი ხდება 6 თვის. ვაპირებ ფაფების დამატებას, ასევე პირეს და სუპის. მაინტერესებს როგორი ფაფა მივცე პირველად, რძიანი თუ ურძეო? ვინის ფაფა მირჩია პოლიკლინიკის პედიატრმა, მაგრამ რატომღაც არ მინდა, ჰუმანას და ჰიპის ვფიქრობ. რა რაოდენობის მივცე თავიდან და როგორ გავუზარდო დოზა? ფაფის მიცემიდან როდის შემიძლია პიურეს ან სუპის მიცემა? ხილფაფა და წვენები შემიძლია უკვე მივცე? 6 თვემდე მხოლოდ ბუნებრივზე მყავდა. დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: elsi88 15 Feb 2013, 20:32
sofioh
ძუძუთი კვებით არ გადადის პაპილომა ვირუსი ეს შემიძლია გითხრა დაზუსტებით, დანარჩენს ალბათ თვითონ ნინო ექიმი გიპასუხებს

Posted by: ninoeqimi 15 Feb 2013, 21:31
sofioh
პაპილომავირუსი მხოლოდ სქესობრივი გზით გადადის, ბავშვს პრაქტიკულად არანაირი საფრთხე არ ემუქრება, რაც შეეხება ჰერპესს, ის მხოლოდ გამწვავების პერიოდშია გადამდები და საშიში, გინეკოლოგთან მიდით, ის დაგინიშნავთ ვირუსებზე იმუნოფერმენტულ გამოკვლევას, თუ მწვავე ფორმაა, მაშინ გიმკურნალებთ კიდეც, ასე პანიკურად ნუ განიცდით.
Toxic:)
მე მინიმუმ სისხლის საეღო ანალიზს გავაკეთებდი, ამის შემდეგ კი კარგად დავკვალიანდებოდი.
lelusi29
ალბათ ჯობია მიიღოთ პიროვნებად, ან უნდა ყურადღება გადაუტანო დხვა რამეზე, ან უნდა მიუშვათ თავის ნებაზე და რაც უნდა ის გააკეთოს, ან რაიმე რაც პრინციპულია კატეგორიულად აუკრძალოთ და არ გააკეთებინოთ არც ტირილის და არც ისტერიკის შემდეგ. მაგრამ ასეთი რამ შეიძლება მაშIნ, როდეასაც მაგალითად ცეცხლს ეთამაშება, სხვა დანარჩენი ეცადეთ გადაუტანოთ ან გააკეთებინოთ.
tatuuu
სასურველია თავიდან ურძეო ფაფა მისცეთ, დაახლოებით 1-2 კვირა, სასურველია როგორც თქვენ ამბობთ კარგი ფირმის, ჰიპის ან ჰუმანას, შემდეგ უკვე რძIანი, მაგრამ თუ აქამდე მხოლოდ ძუძუზე იყო დაახლოებით ათი დღე მხოლოდ ხილის პიურე შეამატეთ, ჯერ ვაშლი, მერე ბანანი, სასურველია ბანანი ქილის იყიდოთ, შემდეგ სხვა ხილი, როდესაც ხილს შეეჩვევა, მერე ფაფა, ამის შემდეგ უკვე ბოსტნეული, აი წვენებზე არ იჩქაროთ, 8 თვიდან ხორცი, პირველ ჯერზე ყველაზერი 1-2 ჩაის კოვზი და დღეში მხოლოდ ერთი ახალი რამ

Posted by: lelusi29 15 Feb 2013, 22:36
ninoeqimi didi madloba pasuxistvis,aucileblad gavitvaliscineb.

Posted by: tatuuu 15 Feb 2013, 22:39
ninoeqimi
დიდი მადლობა!
ფაფას რომ მივცემ, სუპი როდის შემიძლია მივცე, ვერ მივხვდი, მაპატიეთ. მეორე დღესვე თუ 1-2 კვირაში დაახლოებით?
ხილის პიურე რამდენი უნდა ვაჭამო თავიდან?
ვაშლი სახლში გავუხეხო თუ ქილის ვიყიდო ეგეც?
ურძეო ფაფის პარალელურად შემიძლია ხილის პიურე მივცე?

Posted by: sofioh 15 Feb 2013, 23:08
ninoeqimi

მადლობა ნინო ექიმო smile.gif კი კურალობა დავიწყე უბრალოდ ბავშვზე ვნერვიულობდი ახლა დავმშვიდდი smile.gif

Posted by: madinka 16 Feb 2013, 01:17
ninoeqimi
nino eqimo chemi bavshvi 4tvis da 12 dgisaa.zalian uyvars titebis pirshi chadeba,da saertod yvelafris rac ki tuchebtan axlos moxvdeba.arada zuzus rom vazlev ar jams anu ar shia.dges shevamchnie enasac ki gejavs.davejvdi grzilebi xom ar eqaveba tko.sheizleba am asakshi es qondes?da rit sheizleba shevumsubuqo qavili?
da kidev 1 shekitxva-xandaxan sagamos rzis naklebob amaqvs xolme da ratqmaunda ar yofnis ver nayrdeba,ertxel mteli game yovel saatshi igvizebda da jamda..xelovnurs arafrit ar svams.ajrialebs xolme ise ezizgeba.:(gulsac irevs..ra vuyo arvici.dge savse maqvs da sagamos roca yelaze metad mjirdeba zilis win -zalian cota.sad.gif

Posted by: sun_waiting 16 Feb 2013, 12:19
ნინო ექიმო, პედიატრმა დაგვინიშნა ოსტეოქეას სიროფი, ძვლოვანი სისტემისთვისაა კარგიო. როგორც მივხვდი მხოლოდ "სიკარგისთვის", იმიტომ რომ ორთოპედს არაფერი უთქვამს როცა მყავდა 4 თვის წინ ვიზიტზე.

რა ვქნა, დავალევინო? საჭიროა მართლა? რამეს ხო არ ავნებს?

Posted by: qeta2012 16 Feb 2013, 12:38
QUOTE (madinka @ 16 Feb 2013, 01:17 )

nino eqimo chemi bavshvi 4tvis da 12 dgisaa.zalian uyvars titebis pirshi chadeba,da saertod yvelafris rac ki tuchebtan axlos moxvdeba.arada zuzus rom vazlev ar jams anu ar shia.dges shevamchnie enasac ki gejavs.davejvdi grzilebi xom ar eqaveba tko.sheizleba am asakshi es qondes?da rit sheizleba shevumsubuqo qavili?

ჩემი მასეა 2 თვიდან yes.gif (ეხლა 4ისაა) ხელები სულ პირში აქვს და რომ ვერ ძღება მერე მუშტებზე გადადის gigi.gif ერთი კვირაა რაც დაიწყო ეხლა ენის წოვა, ისე სასაცილოოდ წოვს 2kiss.gif თან ამას დამატებული დორბლები
ჩემმა პედიატრმა მითხრა რომ 2თვიდან იწყება კბილების ჩანასახის განვითარება და იმიტომ ეწყებათ ქავილი და დორბლებიო.
რავი, ნინო ექიმი გვიპასუხებს ალბათ ასეა თუ არა მართლა smile.gif

Posted by: Janiss 16 Feb 2013, 14:32
ninoeqimi
QUOTE
აი წვენებზე არ იჩქაროთ,

ვაშლის წვენი ადრეა ჯერ 5 ნახევარი თვის ბავშვისთვის?
ჯერ ფაფის გარდა არაფერი მიმიცია.
დღს მინდოდა ვაშლის წვენი (ჩემი გამოწურული) გამესინჯებინა 1 ჩ.კ. smile.gif

ძუძუზეა ძირითადად და ძუძუს 5 წუთზე მეტს არ ჭამს ხოლმე.მერე 3 სთ-იან შუალედს აკეთებს.უმადობას დავაბრალო ასე ცოტა ხანი რომ ჭამს ძუძუს თუ იმას რომ ფაფას დამატების მერე აღარ მოწონს ძუძუ?

Posted by: ვასასი 16 Feb 2013, 16:06
ნინო ექიმო,ჩემი გოგო 7თვის გახდა, პედიატრს კი დღემდე არ დაუნიშნავს დ ვიტამინი. დაბადებიდან (20დღის შემდეგ) მთლიანად ხელოვნურ კვებაზეა, 6 თვიდან კი 2ჯერ ჭამს ფორმულას, დანარჩენი-ფაფა,ბოსტნეულის სუპი, მაწონი/პეჩენია/ვაშლი. ხშირად ვასეირნებ ჰაერზე. მაინც ასჭიროა დ ვიტამინის დაწყება ხო? მადლობა წინასწარ.

Posted by: ninia84 16 Feb 2013, 18:37
ninoeqimi
გამარჯობა ნინო ექიმო. ჩემი პატარა 12 დღისაა და დაძინებისას, თვალებს რომ ხუჭავს, ძალიან უკან ატრიალებს თვალებს და ესე იციან ხოლმე? საშიში ხომ არ არის რამე?

Posted by: irinka1983 16 Feb 2013, 19:58
ვასასი

მე როგორც ვიცი, ძუძუს ბავშვებს უნიშნავენ დ ვიტამინს. ფორმულაში ისედაც შედის ვიტამინები

Posted by: madinka 16 Feb 2013, 20:06
qeta2012
xoo?ese igi sheileba martla eqaveba.esac xandaxan imxelaze itenis xels sanam guli ar aereva.da enaze gavgijdi gushin smile.gif

Posted by: ქინქლა 16 Feb 2013, 21:13
ninoeqimi
მოგესალმებით, კიდევ ერთხელ გაწუხებთ კითხვით; ძალიან ცუდი ჩვევა აქვს ჩემს შვილს ფრჩხილებს იწიწკნის და ხელის ცერა თითზე ეტყობა ინფექცია შეეჭრა და ეხლაღა შევამჩნიე თურმე დასჩირქებია; საკმაოდ სერიოზულად აქვს დასიებული, სისხლნარევი ჩირქის ორი ბუდე აქვს თითზე; აფთიაქში ვიშნევსკის მალამო მირჩიეს და ვუკეთებ კომპრესს; სოდიან ცხელ წყალშიც ვაყოფინებ თითს მაგრამ მაინც არანაირი შედეგი; ჩირქის გროვა არ გამსკდარა; რას მირჩევთ რა ვქნა?

Posted by: an apple 17 Feb 2013, 00:04
ninia84
ჩემიც აკეთებდა, თვალს აელმებდა კიდეც ერთ თვემდე, მითხრეს ნორმალურია თვემდე ბავშვებისთვისო.
დანარჩენს ექიმი გეტყვის smile.gif

Posted by: ninia84 17 Feb 2013, 00:21
an apple
დაელმება ვიცი, რომ ახასიათებთ ბავშვებს, მაგრამ ამ თვალების გადატრიალებაზე ცოტა შემეშინდა

Posted by: Katerina :-) 17 Feb 2013, 00:50
ვასასი

დ ვიტამინი არ უნდა იმ შემთხვევაში თუ 1000 მლ ფორმულას იღებს დღეში, თუ ნაკლებს, მაშინ უნდა 2 წლამდე 1 წვეთი, რაც საპროფილაქტიკო დოზაა, თუ რაიმე პრობლემაა მაშინ პედიატრთან შეთანხმებით უფრო მეტიც ინიშნება.

უკაცრავად აქ რომ ვპასუხობ ამ კითხვას, უბრალოდ მეც მაინტერესებდა ადრე ეს საკითხი და გავარკვიე :-)

Posted by: Lollipop 17 Feb 2013, 10:19
madinka
smile.gif) ჩემი 10 თვისაა და ხან ესეც ყოველ 1 საათში იღვიძებს და ჭამს ძუძუს. biggrin.gif

Posted by: madinka 17 Feb 2013, 11:42
Lollipop
xo magram arasdros uqnia mase.tan ashkarad vxedavdi carieli mkonda zuzu.exlac egre maqvs.:(dachutuli maqvs saertod.

Posted by: trombonelady 17 Feb 2013, 18:17
ninoeqimi
გამარჯობა ნინო ექიმო.
ბავშვი არის 1.9 თვის 15 კილო და 90 სმ. უბნის პედიატრთან ვიზიტისას, ბავშვს ქონდა ძილის დრო და გაღიზიანებული იყო, წესიერად არ გაასინჯინა თავი, ტიროდა, ბრაზდებოდა, ლოყები აქვს შეწითლებული, ჩემი ვარაუდით კვერცხზე აქვს ალერგია, რომელიც უკვე ამოვიღეთ რაციონიდან. ძალიან ცუდი მჭამელია, ჭამს ძირითადად ფაფებს, კარტოფილის პიურეს, რომელშიც ფრიკადელკებს და ყველს ვუმალავ ხოლმე, შემწვარი კარტოფილიც უყვარს, ლობიოს ჭამს მხოლოდ მარცვლებად. რძე, ხაჭო, არაჟანი, მაწონი მოსწონს, ხილსაც ჭამს ვაშლს, ბანანს, სუპებს არ ჭამს არაფრით. პედიატრს არ მოეწონა ეს რაციონი არ ღებულობს იმას რასაც უნდა იღებდეს ამ ასაკის ბავშვიო და ლოყებიც მაგიტომ აქვს წითელიო და ექავებაო და ქავილი დისკომფორტს უქმნის და მაგიტომ ღიზიანდება ასე მარტივადო. ბავშვი ჯერ ვერ ლაპარაკობს, მაგრამ გვაგებინებს თითქმის ყველაფერს და რასაც ვერ გვაგებინებს გვიბრაზდება, და გვიყვირის.
ექიმმა დაგვინიშნა ვაგოსტაბილი 40 დღე, დღეში 2 ჯერ 1/2 აბი. და სუპრასტინი 1/4 2 ჯერ დღეში. ვაგოსტაბილის მიცემისგან თავს ვიკავებ და სუპრასტინს ვასმევ უკვე მეორე დღეა და ლოყების სიწითლე ცოტათი შეუმცირდა. იქნებ მირჩიოთ რამე, ეს სუპრასტინიც ხომ არ მოვუხსნა?

Posted by: winipux 18 Feb 2013, 16:59
გამარჯობათ..ბევრჯერ დამხმარებიხართ და ახლაც თქვენი იმედი მაქვს,მოკლედ ბავშვს დაახოებით 2 ტვეა აერია კუჭის მოქმედება,ანუ ვიპიკრე რომ ეს იკო ენტეროვირუსი ეკიმტანაც მყავდა მანაც მინთხრა რომ ეს იყო ენტეროვირუსი,მაგრამ საქმე იმაში მდგომარეობს რომ ამ პრეპარატების მიგებიტ ცოტატი დარეგულირდება მოქმედება მერე ისევ ეშლება კუჭი.იღებდა ლინექს ენტეროლს რეფურილს,ეხლა დაგვინისნა ექიმმა ლაქტო ჯ და ანალიზის ჩაბარება მინდა განავლის,ხომ ვერ მირჩევტ სად კეტდება კარგი ანალიზი?

Posted by: tikusha 18 Feb 2013, 17:07
გამარჯობათ
ბავშვი 4 წლისაა
ბოლო 1 კვირაა კუჭის მოქმედებისას განავალზე რჩება სისხლი, აშკარად უჭირს კუჭის მოქმედება

რა ვიღონო?? უკვემეოთხეჯერაა რომ სისხლი მოყვება

Posted by: makavel1 18 Feb 2013, 18:03
ninoeqimi
გამარჯობა ნინო ექიმო, მაინტერებეს მოხარშული კვერცხის გული, არაჟანი, თაფლი, ხიზილალა რა ასაკიდან შეიძლება ბავშვისათვის

Posted by: ninoeqimi 18 Feb 2013, 21:22
trombonelady
trombonelady
ზომა წონა გადასარევი აქვს, არაჟნისაგან თავი შეიკავეთ, კაცმა არ იცის როგორ მზადდება, სხვა დანარჩენი რაც უნდა ჭამოს და როგორც უნდა, წონის დეფიციტი არა აქვს ნამდვილად, რადგანაც ალერგიას აბრალებთ ამოიღეთ ცოტა ხანი თევზი, კვერცხი და მიეცით ანტიჰისტამინი, ოღონც ისეთI რომელიც ნაკლებად აძინებს, მაგლაითად ფენისტილი, სუპორასტინი გამოაშტერებს და რად გინდათ. სუპი შეიძლეა არ ჭამოს, აბა მოსინჯეთ ჭიქაში ჩაუსხით წვენი და საწრუპით იქნებ დალიოს, თუ არა და რას იზამთ, ხილის წვენი მიეცით, კომპოტი მოუხარშეთ, წყალი დაალევინეთ, ხორცი აუცილებელია ბშვისათვის, ისცილის წყაროა, ლოყებზე თU გამოყრილი და წითელი აქვს ფენისტილის მალამო წაუსვით, დაახლოებით ერთI კვირა მიეცით ანტიჰისტამინი. თU წამლის მოხსნის შემდეგ იგივე განმეორდა მერე უკვე ექიმთან ვიზიტიასაჭირო.
tikusha
ექიმთან უნდა მიიყვანოთ, თუ ყაბზობა აქვს ყაბზობას უნდა უმკურნალოთ.
makavel1
კვერცხის გულს წლამდე არ უწევენ რეკომენდაციას, თაფლი 2 წლიდან, თევზი ჩვეულებრივ ბავშვებშI წლამდე არა და ალერგიის რისკის მქონე ბავშვმა შეიძLება 3 წლამდეც არ ჭამოს, არაჟანი კი საერთOდ არ არის სასურველი.

Posted by: madinka 18 Feb 2013, 21:49
ninoeqimi
გამარჯობათ ნინო ექიმო..ჩემი გოგონა 4 თვის და 2 კვირისაა. ხანდახან რძის პრობლემა მაქვს,ამ ბოლო დღეებში განსაკუთრებით.არანაირ ფორმულას არ იკარებს.sad.gif რა ვაჭამო?აშკარად არ ყოფნის ხოლმე საღამოს. კიდევ მგონი ღრძილები ექავება და რა წავუსვა?

Posted by: bavaria87 18 Feb 2013, 22:36
gamarjobat, tqveni daxmareba mjirdeba da imedia daxmerebit. mokled 2 wlis bijia patara da hqonda marilebi asoze,tkivilebit.qirurgtan waviyvanet raionshi da gaunatlebelia albat patara bavshvs yovelgvari mazis da wamlis gareshe asoze chucha shemoajra,radganzed iyo mikruli. nu usisxlod gaaketa,martulit tu ragac msgavsit da araferi daunishna bavshvs. titqmis erti dgea pataras ar moushardavs, iwkebs tu ara moshardvas iseti dzlieri wva aqvs egreve acherebs da tiris,agar vicit ra vqnat. iqneb dagvexmarot ramit eqimo, aris rame mazi wasasmeli,tkivili rom gauyuchos? an rame preparati ? ra gavaketot iqneb gvirchiot,

Posted by: makavel1 18 Feb 2013, 23:12
ninoeqimi
ძალიან დიდი მადლობა, 9 თვისას თევზი დაუნიშნა პედიატრმა, გავასინჯე ამას წინათ მოხრშული კალმახი და მთელი ღამე რ დაგვაძინე გასკდა ბავშვი ტირილით საშინლად ჰქონდა მიცელი შებერილი.

Posted by: tako44 19 Feb 2013, 01:00
makavel1
სასტიკად არ მოსწონს ჩემს შვილსაც თევზი, ხან როგორ მივეცი და ხან როგორ. ეხლა მითხრეს, იქნებ დაფნის ფოთოლთან ერთად მოუხარშო, გემოს გაუნეიტრალებსო.
ნინო ექიმო, თქვენ რას მირჩევთ?

Posted by: matmatuna 19 Feb 2013, 01:28
tako44
რა თევზს აჭმევ? ტილაპიას და ვირთევზას არ აქვს მძაფრი გემო, არც სუნი და უფრო ადვილად ჭამენ ბავშვები. დაფნის ფოთოლი ალბათ მართლაც შეუცვლის გემოს... მე პირადად როზმარის ვამატებ და რავიცი, კარგად ჭამს rolleyes.gif

Posted by: tako44 19 Feb 2013, 01:40
matmatuna
კალმახს ვყიდულობ ხოლმე, თავს იკლავს და გულს ირევს.

Posted by: matmatuna 19 Feb 2013, 01:59
tako44
ჰო, კალმახს მძფრი გემო აქვს. დუდუც არ ჭამს ორაგულს მაგის გამო.
ზემოთ რომლებიც ვახსენე, ძალიან სასარგებლო თევზია ორივე და აქ ბავშვებისთის მაგას ურჩევენ... სცადე თუ გინდა, არაფერს დაუშავებს თუ ბავშვი ალერგიული არ არის.

Posted by: makavel1 19 Feb 2013, 14:33
tako44
მეც დაფნის ფოთოლში გავუკეთე, მაგრამ ჩემსას დაბადებიდან აქვს კუჭ-ნაწლავის პრობლემები და ამიტომ ვერ აიტანა. რომ ვამბობდი კაცისვილს არ ჯეროდა დიდია ბავშვი მიეცი მიეცი ხან არაჟანს აჭმევდნენ ხან შემწვარ კარტოფილს, ღმერთო რეები მაქ გამოვლილი................ facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: Mrs_Zum 19 Feb 2013, 22:24
ninoeqimi

გამარჯობა, მაინტერესებს 1,2 წლის ბავშვს, შემიძლია თუ არა წითელი ხიზილალა გავასინჯო, რა თქმა უნდა ძალიან ცოტა. თოხლო კვერცხი თუ შეიძლება, კაკაო (კერძოდ ნესქვიქი). ფაფები შევამჩნიე აფთიაქებში, რომლებიც მარწყვით არის და აწერია 8 თვიდან. საეჭვოდ მომეჩვენა, მაინც მარწყვი საკმაოდ ალერგიულია და რას ფიქრობთ ამაზე, მიზანშეწონილი არის ამ ფაფის მიცემა?

Posted by: Tata-tatu 20 Feb 2013, 00:35
გამარჯობათ ნინო ექიმო ჩემი პატარა შვიდი თვისაა და ჩვენი მენიუ ასეთია
დილას 8ზე ჭამს პეჩენიას 2-3ცალი +ხაჭო 50გრამი ან პეჩენია2-3+ ჩაი 100გრამი შემდეგ 10ზე იძინებს და ძუძუს აყოლებს
1ზე ფაფა 200გრ
5ზე ბოსტნეულის პიურე 200გრ, შუალედებში ჰუმანას იოგურტს ვაძლევ და ხილს
9ზე ისევ ძუძუს ჭამს და შემდეგ მთელი ღამე როცა მოუნდება ჭამს, მაგრამ მაქსიმუმ 4საათიან შუალედს აკეთებს რა შიძლება საღამოს მივცე ისეთი რომ ცოტა კარგად დანაყრდეს ძუძუსაც რომ დააყოლებს თუ ნორმალურია ეს და დავანებო თავი...მაინტერესებს მოგწონთ ჩვენი მენიუ ან რა შეიძლება დავუმატო კიდევ ან დავაკლო ხაჭო რამდენი შეიძლება რომ მიიღოს 50გრ ცოტა ხომ არაა ან ბევრი? თან რაც ხაჭოს ჭამს ცოტა გაზება შემოგვიტია და ხომ არ ჯობია ცოტა მოვიცადო და შემდეგ მივცე? პეჩენიის მიცემა დღეში რამდენია რეკომენდირებული ჰეინცს ვაჭმევ ან მინდა ზემდმეტი მომივიდეს რამე smile.gif მადლობა წინასწარ მხოლოს ამხელა პოსტის წაკითხვისთვის და შემდეგ პასუხისთვის smile.gif

Posted by: kkatrin 20 Feb 2013, 12:43
გამარჯობათ ნინო ექიმო,1 წლის მყავს ბავშვი.5 დღის წინ ავცერი ,მესამე აცრა + 1 წლის აცრა.ექიმმა გასინჯა ყელშიც ჩახედა და აგაგვიშვა აცრაზე ,ესეიგი ყველაპერი რიგზე ქონდა.ეხლა 3 დღეა ახველებს,ნახველი აქვს ბევრი.სუნთქვის დროსაც ხიხინებს ძალიან.სინეკოდის წვეთებს ვასმევ. ტირილით იღვიძებს და ზლივს ვაწყნარებ ხოლმე,მთელ ღამეებს მათენებინებს ეს 3 დღეა.ტირილის დროს თითს იდებდა ყურში ,შუაღამეს სხვა ვერაფერი მოვიფიქრე და მწყრის ქონი წავუსვი ცოტა. ჩაწყნარდა და დილამდე დაიძინა. დოქტორ სმიტიც ამაქვს და რომელი დავალევინო?ან ყურში რა ჩავაწვეთო? დღეს მეც მტკივა ყელი ძალიან და არ მინდა რამე გადავდო.
ჩვეულებრივი ჩაი მინდა მივცე და შეიძლება?

Posted by: tatuuu 20 Feb 2013, 12:54
ninoeqimi
ხილის პიურე რამდენი უნდა ვაჭამო თავიდან?
ვაშლი სახლში გავუხეხო თუ ქილის ვიყიდო ეგეც?
ურძეო ფაფის პარალელურად შემიძლია ხილის პიურე მივცე?
მადლობა

Posted by: ra ici rashi gamogadgeba ? 20 Feb 2013, 13:03
ninoeqimi

გამარჯობა ნინო ექიმო, სასწრაფო კითხვა მაქვს, დღეს ჩემს ბიჭს ასეთი წითლად დაწინწკლული ადგილები აღმოვუჩინე სასქესო ასოზე, რამე საშიშია?

Posted by: ninoeqimi 20 Feb 2013, 17:07
Tata-tatu
სავსებით ნორმალურია, 8 თივდან ხორცი გააასინჯეთ და ხორციან სადილებზე გადადით, სხვა დანარჩენი ძუძუს ბავშVს არაფერი არ უნდა, თუ ვერ იტანს ხაჭოს, აცალეთ ცოტა ხანი, მერე კიდევ შეთავაზეთ, ჯერ 50 გრამი, მერე 100 მდე გაზარდეთ რაოდენობა, ან ხაჭო ხილთან მიეცით, შესაძლოა ხაჭოს და პეჩენიის კომბინაცია უბერავს მუცელს
tatuuu
თავიდან ნახევარი ჩაის კოვზი, თანდათანობით 50-100გ ახვალთ, ვაშლი იყიდეთ ბაზარში, ეცადეთ ჭიანი ერიოს, ნაკლებად იქნება შეწამლული. ჯერ ფაფას შეეჩვიოს და მერე ხილი, ან პირიქით

Posted by: დოლორეს 20 Feb 2013, 17:09
QUOTE
აი წვენებზე არ იჩქაროთ,

ვაშლის წვენი ან გახეხილი ვაშლი ადრეა ჯერ? ბავშვი 9 დღეში 6 თვის გახდება.
ჯერ ფაფის გარდა არაფერი მიმიცია.2 კვირაა რაც ფაფას დრეში ერტხელ ირებს,ისიც ბოთლით.210 მლ წყალში 3 კოვზი ფაფა.თხევადია.
დღეს მინდოდა ვაშლის წვენი (ჩემი გამოწურული) გამესინჯებინა 1 ჩ.კ.

ძუძუზეა ძირითადად და ძუძუს 5 წუთზე მეტს არ ჭამს ხოლმე,მთლადაც არ უარყოფს და დავაკვირდი,რომ როცა არ უნდა მივცე ყოველთვის ჭამს,თუნდაც ძალიან არ შიოდეს.ამ 5 წუთიანი წამის მერე 3 სთ-იან შუალედს აკეთებს უპრობლემოდ,როცა სძინავს მეტსაც.უმადობას დავაბრალო ასე ცოტა ხანი რომ ჭამს ძუძუს თუ იმას რომ ფაფას დამატების მერე აღარ მოწონს ძუძუ?
მერამდენედ გაწუხებთ, მადლობა წინასწარ ninoeqimi

Posted by: ninoeqimi 20 Feb 2013, 17:27
დოლორეს
ალბათ კარგად მოგდით რძე, ბავშვიც მოძლიერდა და ღონივრად წოვს, შესაბამისად ნაყრდება. ფაფა 6 თვემდე არ არის საჩქარო. ერთI კოვზი ახლად გამოწურული წვენი არ დააქცევს ქვეყანას, მაგრამ ზოგადად წვენები არ არის დიდად სასურველი

Posted by: madinka 20 Feb 2013, 18:00
au raaa chems mere imdeni kitxva grovdeba gverdebi emateba hemi posti unaxavi rcheba da verasodes ver vigeb pasuxs sad.gif ar mimartlebs ashkarad.

Posted by: ninoeqimi 20 Feb 2013, 19:07
madinka
რომ არ ყოფნიდეს რძე აუცილებლად შეჭამდა ფორმულას, რადგანაც არ ჭამს, ესე იგი ყოფნის. ღრძილებს რაც შეეხება ღრძილებს, ყველა წასასმელი 15წუთი აყუჩებს ტკივილს, ამიტომ თუ ძალიან არ წუხს, გირჩევთ თავი შეიკაოთ. მაინც წამალია და 15 ჭუთიანი ეფექტისათვის არ ღირს

Posted by: tatuuu 20 Feb 2013, 19:13
ninoeqimi
დღეს უკვე ვუყიდე ჰუმანას ვაშლის პიურე... ვიფიქრე აჯობებდა ბაზარშ ნაყიდს.. იმედია ცუდს არ ვაკეთებ smile.gif
მადლობა

Posted by: ninoeqimi 20 Feb 2013, 19:18
tatuuu
ცუდს არ აკეთებ, მაგრამ საკმაოდ ძვირია, ზამთარში ვაშლის ყიდვას ჯობია ქლიავი და ატამი უყიდო, ბანანი, ვაშლი კი ასე თუ ისე არის ჩვენთან, მე პირადად სტაფილოსაც, კარტოფილსაც და ვაშლსაც ვარჩევ პატარებს და ჭიანი რომ ურევია ისეთს. შარშან მთელი წელი მეც ყველაფერს ვიდულობდი და ძალიან ძვირი გამოდიოდა. ამ ზაფხულს ქლიავი და ატამი გავყინე, ვაშლს ვაჭმევ მზას და ბაბნს კი დღემდე ვყიდულობ

Posted by: giorgi --- 20 Feb 2013, 19:24
გამარჯობათ, ბავშვი არის 4 წლის და როგორც ექიმებმა მითხრეს, აქვს ლარინგიტი. პარასკევიდან ქონდა რაღაც ვირუსი და გამოავლინა სიცხე (38-39), ცემინება და ხველება. გუშინ საღამოს სიცხე შეუწყდა, მაგრამ ხველება დაეწყო საშინელი. ძილის დროსაც ძლივს ისვენებს. როცა ღვიძავს, ყოველ ჩასუნთქვაზე ახველებს.
მე მაინტერესებს ექიმების მიერ დანიშნული მკურნალობის მეთოდები რამდენად სანდოა (ცხვირის გასუფთავება ფიზიოლოგიური ხსნარით, ინჰალაცია მხოლოდ ფიზიოლოგიურით და ძალიან გართულების შემთხვევაში - დექსამეტაზონი).

Posted by: madinka 20 Feb 2013, 19:41
ninoeqimi
eh ara ara,eg chvens shemtxvevashi ar amartlebs..mteli game wovda ertxel titqmis carie zuzus.kovel saatshi mtxovda,dilamde ase iyo..ertxel gasvla momiwia 5-6 saatit da arafrit ar chaylapa formula.rom movedi tirilic ar sheezlo ise shioda.sad.gif ase rom formulaze laparaki amaoa.sad.gif sxva rame gvjirdeba.sad.gif

Posted by: tatuuu 20 Feb 2013, 19:42
ninoeqimi
გასაგებია, მადლობა

Posted by: blblbl 20 Feb 2013, 19:47
madinka
აბა კოვზით მიეცი ფორმულა თუ შეჭამს ნახე

Posted by: CAMPOLINA 20 Feb 2013, 21:11
ninoeqimi
ერთ თვემდე ბავშვის კუჭის მოქმედებისთვის რა ინიშნება (არის თითქმის ძუძუზე) ? ბოლო რამოდენიმე დღეა მხოლოდ დღეში ერთხელ გადის კუჭში ან 1.5 დღეში ერთხელ. ენტეროჯერმინა დაგვინიშნა ექიმმა ნახევარი კაფსულა 10 დღის განმავლობაში და საჭიროა?

Posted by: ninoeqimi 20 Feb 2013, 21:13
CAMPOLINA
არა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! არ არის საჭირო, ეს ნორმალური კუჭისმოქმედებაა და ზედმეტი ჩარევა მხოლოდ გააფუჭებს ყველაფერს
* * *
madinka
ცოტა ხანი მოიტმინეთ, თვითონ მოუვლის ძუძუს, რაც მეტს მოწოვს, მეტი რძე ჩადგება, მერე 6 თვის გახდება და ფაფას დაამატებთ

Posted by: CAMPOLINA 20 Feb 2013, 21:46
ninoeqimi
და რა შემთხვევაში უნდა შევშფოთდეთ ანუ კუჭის მოქმედება რო დაიგვიანებს ? და რითი უნდა მოხდეს ჩარევა? ე.წ გაზგამყვანზე რას იტყვით?

Posted by: ninoeqimi 20 Feb 2013, 21:50
CAMPOLINA
ძუძუს ბავშვზე არანაირი შეშფოთების საბაბი არ გექნებათ, არ უნდა არც გაზგამყვანი, არც ოყნა არც წამალი და არც ჩიჩხინი, თუ მანდამაინც შეამჩნიეთ, რომ გაზები დაუგროვდა ჩასვით თბილ წყალში და მიეცით ესპუმიზანი, რაც შეეხება ყაბზობას, ძუძუს ბავშვი 3-4 დღეც შეიძლება არ გავიდეს კუჭში, მაგრამ აასე თითქმის არ ხდება თუ ზედემტად არ ჩაერევიან. თუ მოხდა ისე, რომ 4 დღე კუჭმა არ იმოქმედა, ბავშვი ჭIრვეულობს, ტირის, მაშინ შეიძLება ზომების მიღება, მაგრამ დამიჯერეთ, თუ ზედმეტად არ ჩაერევით ასეთი რამ არ დაგემართებათ

Posted by: CAMPOLINA 20 Feb 2013, 22:01
ninoeqimi
მეც თქვენი აზრის ვარ. უბრალოდ თავიდან ხელოვნურზე იყო 4-5 დღე და დღეში რამოდენიმეჯერ გადიოდა. ეხლა ჩემ რძეზე როა შეამცირა კუჭის მოქმედება და შევშფოთდი. მადლობა პასუხსითვის

Posted by: madinka 20 Feb 2013, 22:16
blblbl
kovzit vazlevdi sul,botls ar idebs saertod..mara ai gaakankalebda xolme zizgisgan mtel tanshi da guli ereoda...
* * *
ninoeqimi
kargit nino eqimo,didi madloba pasuxistvis. anu exla damateba araferi mivce xo?fafa adrea albat..

Posted by: ninoeqimi 20 Feb 2013, 22:32
madinka
რაქმდენი მოიმატა ბოლო თვეში და რა ხნისსაა ზუსტად?

Posted by: qeta2012 20 Feb 2013, 23:17
ninoeqimi
ნინო ექიმო, ჩემი გოგოს ფეხის ნაოჭები არ ემთხვევა ერთმანეთს და საშიშია ეს? (4 თვისაა) ორთოპედს უნდა ვანახო ხო?

Posted by: madinka 21 Feb 2013, 01:46
ninoeqimi
4 tvis da 18 dgis. 6tebervals avwone iyo 7.100. 17shic avwone mgoni da iyo 7.400.

Posted by: winipux 21 Feb 2013, 16:50
გამარჯობათ ისევ მე გაწუხებთ ნინო ექიმო..განავლის ანალიზის პასუხი ავიღე დგეს და ასეთი რამ წერია. კონსისტენცია თხიერი გაუფორმებელი,ლეიკოციტები1-3მხ/ა ,ერითროციტები- ,ნეიტრალური ჩხირები მცირე ოდენობით,მონელებული მცენარეული უჯრედისი-,მოუნელებელი მცენარეული უჯრედისი საშუალო რაოდენობიტ,მონელებული კუნტოვანი ბოჭკოები -,მოუნელებელი კუნტოვანი ბოჭკოები მცირე რაოდენობით,საამებელი საშუალო რაოდენობით,ლორწო მცირე რაოდენობიტ,სოკო- .გირეკავდიტ ეტყობა დაკავებული იყავით..

Posted by: ninoeqimi 21 Feb 2013, 21:11
qeta2012
ნაოჭების არ დამთხვევა არ არის საგანგაშო ნიშანი, ამიტომ კარგ პედიატრს აჩვენეთ და თU საჭიროდ ჩათვლის ულტრაბგერით კვლევას დაგინიშნავთ

Posted by: qeta2012 21 Feb 2013, 22:00
ninoeqimi
მადლობა პასუხისთვის smile.gif

Posted by: tekoteoteona 22 Feb 2013, 11:48
გამარჯობათ, ჩემი ბავშვი თმებს იწიწკნის და თავში ირტყამს ხელებს ხანდახან გაბრაზების გარეშეც და რისი ბრალია ხო არ იცით უნდა მეშინოდეს? წლის და ერთი თვისაა

Posted by: Diamond Girl 22 Feb 2013, 14:57
გამარჯობა ნინო ექიმო

ჩემი პატარა 9 თვისაა, უკვე უნდა რომ იაროს, ხელში არ ჩერდება,მანეჟში კი დადის ნელნელა ბორძიკით,სულ უნდა რომ ხელი გვეკიდოს და იაროს.რა მაინტერესებს, საერთოდ ფეხსაცმეს არ იჩერებს, სულ იხდის, ვფიქრობ ვუყიდო რამე მყაძირიანი და აუცილებლად სუპინატორიანი უნდა იყოს? ან როდიდან უნდა ჩავაცვა ბავშვს მყარი ფეხსაცმელი, უკვე მგონი დროა ხო?

მადლობა წინასწარ

Posted by: DOLPHIN 22 Feb 2013, 16:11
CAMPOLINA
ენტეროჯერმინა შემკვრელია.

Posted by: ninoeqimi 22 Feb 2013, 16:38
tekoteoteona
იციან ბავშვებმა მასე, არ უნდა არაფერი, გაივლის თავისით, არ გაუმახვილოთ განსაკუთრებული ყურადღება.
Diamond Girl
სუპინატორი აუცილებელი არ არის, მთავარია კოჭთან იყოს დაფიქსირებული

Posted by: peekaboo 22 Feb 2013, 16:41
ninoeqimi


გამარჯობათ ნინო ექიმო

6-7 თვიდან ბავშვისთვის მაწვნის მიცემა რეკომენდირებულია? და შვრიის ფაფა როდიდან შეიძლება რომ მივცე?

მადლობა

Posted by: ninoeqimi 22 Feb 2013, 16:52
peekaboo
მაწვნისაგან წლამდე თავი შეიკავეთ და მერე ეცადეთყოველ დღე არ აჭამოთ. შვრია 6 თვიდან შეიძლება

Posted by: DOLPHIN 22 Feb 2013, 17:08
ninoeqimi
QUOTE
მაწვნისაგან წლამდე თავი შეიკავეთ და მერე ეცადეთყოველ დღე არ აჭამოთ.

რატომ? ჩემი შვილი ნახევარი წლიდან ყოველღამე ჭამდა 3 წელი და ახლაც დღემონაცვლეობით ხაჭოსა და მაწონს ჭამს. რა მოუვიდოდა?

Posted by: ninoeqimi 22 Feb 2013, 17:25
DOLPHIN
წლამდე ძროცხის რძე ზოგადად არ არის სასურველი და ახლა თავიდან ნუ დამაწერინებთ არგუმენტებს რატომ. რაც შეეხება წლის შემდეგ მაწონს, მაწონი მაინც მჟავე პროდუქტია, ცოცხალ ბაქტერიებს შეიცავს, ამიტომ რძემჟავა პროდუქტებით გატაცება არ არის რეკომენდირებული. ჰუმანამ იოგურტი შემოიტანა და მათI პიარი მთLიანად იმაზეა აგორებული, რომ არ შეიცავს ცოცხალ ბაქტერიებს, გერმანული მედიცინა ძალიან სკეპტიკურად უყურებს პრობიოტიკებს, არ ამატებენ ხელოვნურად, ორგანიზმს აძლევენ საშუალებას თავად გამოიმუშაოს. ზოგი საერთოდ ახალშOბილობიდან მაწონზე იზრდება და 4 თვიდან რძიან ფაფებს ჭამს და არაფეირ მოსდის, ზოგი კი ამის გამო მთელი ცხოვრება იტანჯება, არსებობს რისკი გარკვეული დაავადებების მიმართ, ზოგს აქვს ეს რისკი და გამოუვლინდება, ზოგს არა აქვს და შესაბამისად არაფერი მოსდის. ამიტომ უმჯობესია თუ მშობელი და ექიმი ყველანაირად დაიცავენ ბავშვს ამ რისკებისაგან. გუშინ ერთI 8 თვის პაციენტი მყავდა რომელსაც მეოთხედა კვერცხის გულმა ისეთI ალერგია მისცა სტაციონარი და გადასხმები დაჭირდა+ ერთთვიანი მკურნალობა, დღეს 7 თვის პაციენტი მყავდა, რომელიც უკვე 2 თვეა ხორცსაც ჭამს და კვერცხსაც და არაფერი მოსდის. ორივე ერთი პედიატრის ბავშვები არიან. პირველი დედა უკმაყოფილოა ექიმის, მეორე პრინციპში არ ემდურის. ახსნა ერთია, პირველს ქონდა დატვირთული ანამნეზი ალერგიის მიმართ და გამოვლინდა მწვავედ, მეორეს ან არ გამოუვლინდება ან მხოლოდ ჯერ არ გამოუვლინდა. მე ალერგიული ვარ და ჩემს შვილს 6 თვემდე ჰიპოალერგიული ფორმულა ვაჭამე, ჩვეულებრივიც ვერ გავბედე და წლამდე მკაცრად ვაკონტროლებდი მის მენიუს, ახლა ჯერჯერობით არაფერზე არა აქვს ალერგია. დანარჩენი თავად განსაჯეთ

Posted by: DOLPHIN 22 Feb 2013, 17:37
ninoeqimi
ძროხის რძე და მაწონი რა თქმა უნდა არ მიმიცია და ისიც ვიცი, რომ მაწონში დუღილის ბაქტერიებია.
იშვიათი გამონსკლისის გარდა, სულ ეკოფუდის მაწონს ჭამს და თუ რამე შეიძლება გამოეწვია, რა შეიძლება გამოუვლინდეს?
ოთხწლინახევრისაა.
კვებისგან გამოწვეული პრობლემები არასდროს ქონია.

Posted by: peekaboo 22 Feb 2013, 17:41
ninoeqimi
QUOTE
გერმანული მედიცინა ძალიან სკეპტიკურად უყურებს პრობიოტიკებს, არ ამატებენ ხელოვნურად, ორგანიზმს აძლევენ საშუალებას თავად გამოიმუშაოს.


კენკრის ფაფა მაქვს ჰუმანასი პრობიოტიკით და ანუ არც ეს მივცე?

Posted by: ninoeqimi 22 Feb 2013, 19:40
peekaboo
ჰუმანას არც ერთ პროდუქტში პრობბიოტიკს არ იყენებს, კარგად დააკვირდით, იქნებ პრობიოტიკია, თუ მაგენმაც დაამატეს და გაგიჯებულან მაგენიც smile.gif)))

Posted by: peekaboo 22 Feb 2013, 20:07
ninoeqimi

QUOTE
ჰუმანას არც ერთ პროდუქტში პრობბიოტიკს არ იყენებს, კარგად დააკვირდით, იქნებ პრობიოტიკია, თუ მაგენმაც დაამატეს და გაგიჯებულან მაგენიც )))



პრებიოტიკით ყოფილა.

Posted by: tatuuu 22 Feb 2013, 21:12
ninoeqimi
ცოტა რომ გაიზრდებოდა საღამოს მაწონის მიცემას ვგეგმავდი მეც.. რა შეიძლება მისცე 7-8 თვის ბავშვს საღამოს? ფაფა? ფორმულას არ შეჭამს , მხოლოდ ბუნებრივზე იყო 6 თვე

Posted by: ninoeqimi 22 Feb 2013, 21:33
tatuuu
ახლა სულ აღარ ჭამს ძუძუს, წლამდე მაინც კარგია ძუძუ ძილის წინ, შეგიძლიათ ფაფა, არსებობს სპეციალური ძილინებისა ფაფები, არსებობს 3 ნომერი ფორმულები, რომლებიც ბურღულსაც შეიცავს და ბანანის ან ვაშლის გემო აქვს, ან იოგურტი პეჩენიით

Posted by: vinnie 22 Feb 2013, 22:13
გოგოებო ბავშვი მყავს 6 თვის,2 კვირაა მივეცი დამატებითი დღეში 2 ჯერ,ისე ძუძუზეა,მენსტრუაცია ჯერ არ მქონია და რამე პრობლემა ხომ არ არის ???? sad.gif

Posted by: tatuuu 22 Feb 2013, 22:13
ninoeqimi
გასაგებია, მადლობა

Posted by: madinka 22 Feb 2013, 22:40
ninoeqimi
პრებიოტიკი და პრობიოტიკი სხვადასხვაა?

Posted by: ninoeqimi 22 Feb 2013, 22:49
madinka
კი სხვადასხვააა, პრობიოტიკი უკვე მზა მიკროორგანიზმია, პრებიოტიკი კი ის ნივთიერებაა, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში უკვე არსებული ფლორის მოძლიერებას

Posted by: madinka 22 Feb 2013, 22:59
ninoeqimi
ააა smile.gif დიდი მადლობა გარკვევისთვის თორემ 1 მეგონა smile.gif კი არ მჭირდება მარა მაინც smile.gif
* * *
ninoeqimi
ნინო ექიმო დ ვიტამინი როგორ ინიშნება,მე ყოველდღე ვაძლევ 2 წვეთს.და ინსტრუქციაში წერია რომ 5 დღე სვამს და 2 დღე შესვენებაო.აქვს ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა?
***
კიდევ ნინო ექიმო ბავშვს ძილის პრობლემა აქვს ,ყოველი დაძინების წინ ტირის უაზროდ,ეძინება თვალებს ისრესს <ნახევრად დახუჭული აქვს და მაინც ღნავის ბოლო ხმაზე,ყოველი ძილის წინ!!! ამას პლიუს ის რომ სულ ხელში უნდა და და საათობით ტარებას და ტირილს ვეღარ ვუძლებთ უკვე 2 ადამიანი.sad.gif
* * *
სისხლი გამიშრო ამ ბავშვმა რა აღარ შემიძლია. vis.gif vis.gif vis.gif vis.gif vis.gif vis.gif vis.gif vis.gif vis.gif თან მგონი ღრძილები ექავება სულ თითებს ღეჭავს.ენასაც.გადაიგდებს გვერდზე და ღეჭავს ხორცის ნაჭერივით.

Posted by: ninuwki 23 Feb 2013, 14:27
ninoeqimi
6თვის ბავშვის ერთი ულუფა ბოსტ.პიურესი ან ფაფის რამდენი უნდა იყოს??
და კიდევ,შეიძლება თუ არა გამზადებული ბოსტნეულის პიურეს შენახვა?მაგაითად,დღეს გაკეებული,ხვალ რომ მივცე?

Posted by: RadioShack 23 Feb 2013, 15:07
ninoeqimi
გამარჯობა
მაქვს ფრონტიტის ნიშნები და საშინელი სურდო, ვერაფრით ვერ ვიხსნი. ოჯახის ექიმმა ვერაფერი ვერ დამინიშნა და ყელ-ყურის ექიმს მიმართეო მხოლოდ ეს მირჩია. ვარ 24 კვირის ორსული, მაინტერესებს ნაყოფისთვის ჩემი ასეთი მდგომარეობა საფრთხეს ხომ არ წარმოადგენსsad.gif ? სიცხე ფაქტიურად არ მაქვს შიგადაშიგ მაქსიმუმ 37,1 ზე ამივიდეს

Posted by: ninoeqimi 23 Feb 2013, 17:29
ninuwki
არ არის რეკომენდირებული, ჩემი შვილი 6 თვის ხდება და ჯერ მაცივარში შენახული არაფერი მიჭმევია, მხოლოდ რამოდენიმე საათIს შემდეგ ვაჭმევ, შემდეგ ვღვრი და ახალს ვაკეთებ, ადვილი არ არის, მაგრამ მაინც.
RadioShack
მიმართეთ ჯერ ყელ ყურის ექიმს და მისი დანიშნულება აუცილებლად შეათანხმეთ გინეკოლოგთან.
madinka
ხელში ჭერას თქვენ შეაჩვიეთ და ახლა რატო წუწუნებთ? smile.gif ძილის პრობლემას კარგი რეკომენდაციები შველის, მაგრამ ჯერ უნდა დასაბუთებულად იცოდე, რომ ბავშვს არა აქვს არანაირი პრობლემა, ნებისმიერი უმნიშვნელო დეტალიც კი მოქმედებს ძილზე. ვიგანტოლს რაც შეეხება ძუძუს ბავშვს 2 წვეთი აუცილებლად ჭირდება ეს არის 400 ერთეული და არის სადღეღამისო დოზა და შაბათ კვირა ორგანიზმი ისვენებსო სად წერია ჯერ ის მაჩვენეთ და მერე ვისმჯელოთ მაგ საკითხზე smile.gif

Posted by: madinka 23 Feb 2013, 17:46


გამოყენების წესი და დოზირება

შიგნით მისაღებად . წვეთებს აძლევენ რძით ან სხვა ხსნარით კოვზით .

- რაქიტის პროფილაქტიკა : ჯანმრთელ ბავშვებს ვიგანტოლი ენიშნებათ სიცოცხლის მეორე თვიდან ყოველ დღე 1 წვეთი ( დაახლოებით 500 სე ) ( მიღება ხდება ხუთი დღე , შემდეგ ორი დღე შესვენება ) სიცოცხლის პირველი და მეორე წლის განმავლობაში , ზაფხულის თვეების გამოკლებით . დღენაკლულ ბავშვებში ინიშნება 2 წვეთი ( D 3 ვიტამინის დაახლოებით 1000 სე ) დღეში სიცოცხლის მეათე დღიდან ( მიღება ხდება ხუთი დღე , შემდეგ ორი დღე შესვენება ), ზაფხულის თვეების გამოკლებით .

- რაქიტის სამკურნალოდ სიცოცხლის მეათე დღიდან ინიშნება ვიგანტოლის 2- დან 8 წვეთამდე ( D 3 ვიტამინის დაახლოებით 1000-5000 სე ) დღეში . სიცოცხლის პირველი ორი თვის განმავლობაში , ასევე სიცოცხლის მე -5 და მე -9 თვეს , მეორე წელს – 1-2 კურსი ზამთრის და ზაფხულის პერიოდის განმავლობაში .

- D 3 ვიტამინის უკმარისობასთან დაკავშირებული დაავადებების განვითარების რისკის პროფილაქტიკისთვის : ვიგანტოლის 1-2 წვეთი დღეში ( D 3 ვიტამინის დაახლოებით 500-1000 სე )( მიღება ხდება ხუთი დღე , შემდეგ ორი დღე შესვენება ).
http://www.formulary.ge/?area=nodes&node_id=551&lang=geo
ხელში ჭერას არ ვწუწუნებ ვიცი რომ ჩემი ბრალია,უაზროდ რომ ჩხავის იმაზე ვწუწუნებ smile.gif ვიცი რომ არაფერი არ აწუხებს ერთადერთი ღრძილებზე მაქვს ეჭვი.სილიკონის კოვზი გვაქვს და იმას ღეჭავს ხოლმე,ასევე ტანსაცმელს,ჩვენს ხელს თუ პირთან ახლოს მოხვდა და საერთოდ ყველაფერს ღეჭავს .იდორბლება.

Posted by: irinka1983 23 Feb 2013, 18:35
ninoeqimi

ნინო ექიმო, ჩემს შვილი კბილების ამოსვლის დროს ძაან ჭირვეულობდა(ფაქტიურად 7 კბილი ერთდროულად ამოუვიდა). მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ არ ეტირა და ღამე ჩემთანაც კი ვაწვენდი. სამაგიეროდ ეხლა თავის საწოლში აღარ უნდა. ხომ ვერ მირჩევდით რამე უმტკივნეულო მეთოდს, როგორ მივაჩვიო ისევ თავის საწოლს?

Posted by: keep_walking 23 Feb 2013, 21:50
გამარჯობა. 6 თვის ბავშვი ყოველი ჭამის შემდეგ აღებინებს . პედიატრის თქმით, სანერვიულო არაფერი იყო, მაგრამ ერთ თვეში ნამატი სულ რაღაც 200 გრამი ჰქონდა. ბოლო ორი დღეა საერთოდ მთლიანად უკან იღებდა ყველაფერს, ჭამიდან 15 წუთში. ვირუსიც შეიძლება ჰქონდესო და ნუ სიცხე არ აქვს..
რა შეიძლება რომ გავაკეთოთ?

Posted by: ninoeqimi 23 Feb 2013, 22:00
irinka1983
ვერაფერს სამწუხაროდ sad.gif მასე გავაფუჭე ჩემი შვილიც smile.gif
* * *
არსებობს რეკომენდაციები, რომ უნდა ჩააწვინო თავის ლოგინში და რამდენიც არ უნდა იტიროს არ უნდა ამოიყვანო, მაგრამ მე ამას ვერ ვაკეთებ

Posted by: CAMPOLINA 23 Feb 2013, 22:48
ninoeqimi
დ ვიტამინი ჩემი 23 დღის ბავშვს არ დაუნიშნეს და რასაც ვკითხულობ ყველას უნიშნავენ . რამე ხო არ შავდება რო არ სვამს?

Posted by: ninoeqimi 23 Feb 2013, 22:54
ძუძუზეა თქვენი ბავშვიიი??????????????

Posted by: irinka1983 23 Feb 2013, 23:29
ninoeqimi
QUOTE
ვერაფერს სამწუხაროდ  მასე გავაფუჭე ჩემი შვილიც 


ტირილით ვერ ვატირებ,მეცოდება. უნდა დედასთან და რა ქნას(ამითღა ვიმშვიდებ გულს) არადა პირველმა თავისით ისწავლა ძილი. დიდი მადლობა მაინც

Posted by: Tata-tatu 23 Feb 2013, 23:34
QUOTE (Tata-tatu @ 20 Feb 2013, 00:35 )
გამარჯობათ ნინო ექიმო ჩემი პატარა შვიდი თვისაა და ჩვენი მენიუ ასეთია
დილას 8ზე ჭამს პეჩენიას 2-3ცალი +ხაჭო 50გრამი ან პეჩენია2-3+ ჩაი 100გრამი შემდეგ 10ზე იძინებს და ძუძუს აყოლებს
1ზე ფაფა 200გრ
5ზე ბოსტნეულის პიურე 200გრ, შუალედებში ჰუმანას იოგურტს ვაძლევ და ხილს
9ზე ისევ ძუძუს ჭამს და შემდეგ მთელი ღამე როცა მოუნდება ჭამს, მაგრამ მაქსიმუმ 4საათიან შუალედს აკეთებს რა შიძლება საღამოს მივცე ისეთი რომ ცოტა კარგად დანაყრდეს ძუძუსაც რომ დააყოლებს თუ ნორმალურია ეს და დავანებო თავი...მაინტერესებს მოგწონთ ჩვენი მენიუ ან რა შეიძლება დავუმატო კიდევ ან დავაკლო ხაჭო რამდენი შეიძლება რომ მიიღოს 50გრ ცოტა ხომ არაა ან ბევრი? თან რაც ხაჭოს ჭამს ცოტა გაზება შემოგვიტია და ხომ არ ჯობია ცოტა მოვიცადო და შემდეგ მივცე? პეჩენიის მიცემა დღეში რამდენია რეკომენდირებული ჰეინცს ვაჭმევ ან მინდა ზემდმეტი მომივიდეს რამე smile.gif მადლობა წინასწარ მხოლოს ამხელა პოსტის წაკითხვისთვის და შემდეგ პასუხისთვის smile.gif

ესაა ნინო ექიმო ჩვენი მენიუ და მოგვიწონეთ ამის მიუხედავად კუჭში შეკრულია საშინლად არადა იჭინთება მარა ვერ შვება, ექიმმა დუფალაკი დაგვინიშნა 5მგ დღეში ერთხელ ჭამის შემდეგ და არაფერს შველის აშკარად sad.gif რა ვქნა მირჩიეთ რაა sad.gif ფაფებსაც გერკულესს ვაძლევ ეს დღეებია, ეხლა ხორბალი ვუყიდე გოგრით და ამას მივცემ ესეც კარგია კუჭისთვისო

Posted by: ninoeqimi 23 Feb 2013, 23:42
Tata-tatu
ჩაი და პეჩენია არ მიყვარს მე, უაზრო საკვებია.
ხაჭო+ხილი+ პეჩენია კარგი ვარიანტია,ან მხოლოდ ხაჭო და პეჩენია.
ბოსტნეულში მოსინჯეთ ჭარხალი, ხილიდან მიეცით ატამი, გარგარი, ქლიავი, რაც გახსნელი ეფექტით ხასიათდება.
გერკულესიც გამხსნელია, გოგრაც შეიძლება ნამდვილი, თU შეჭამა. მოკლეთ საკვებით მშვენივრად შეიძლება მოწესრიგება ამ ასაკში

Posted by: madinka 23 Feb 2013, 23:44
აუ ნინო ექიმო რა კარგია აქ რომ ხართ! ძუძუს თავი მტკივა ვგიჟდები კედლებზე დავდივარ! ეხლა თან მთლიანი ფერადი გარსი ამოიბურცა,ფერი არააქვს შეცვლილი რა არის ხომ არ იცით?
* * *
სიცხეც მაქვს 37.2...წინა 3დღე სულ დაბალი სიცხეები მქონდა.37.,5 საღამოს.დღე ან 37 ან ნორმა.sad.gif
* * *
მაგრამ მაშინ არ მტკიოდა..დღEს ძლივს ვაწოვებ ვკივი და ვწივი ისე მტკივა დვრილი .

Posted by: ninoeqimi 23 Feb 2013, 23:56
madinka
არ ვიცი რა გიშველო აქიდან sad.gif
იქნებ ჩამაგრდა რძე. რომ წოვს ბაშვი იცლებააა?
პარაცეტამოლი დალიეთ, ცოტა ტკივილსაც მოხსნის და ადგილობრივად კარგია კომბოსტოს საფენი, ხვალე დილაზე კი ექიმთან

Posted by: madinka 23 Feb 2013, 23:59
არა ჩამაგრებული არაა,მთელი დღე ასე სიმწრით ვაწოვებ რომ დავცალო.თვითონ ჯირკვალი რბილია,არ მტკივა,ეგ ვიცი გამომიცდია. მარტო დვრილი მტკივა. და როგორცმწერის ნაკბენი სივდება ისე მაქვს დაბერილი ფერადი გარსი.

Posted by: ninoeqimi 24 Feb 2013, 00:07
madinka
ან გიდროკორტიზონის მალამო წაისვი ან პრედნიზოლონის, ოღონც სანამ მოაწოვებკარგად ჩამოიბანე საპნიანი წყლით, თU როგორც დამწვარი ისე გეწვის ტკივილს მოგიხსნის, ხვალე კი ექიმს აჩვენე

Posted by: madinka 24 Feb 2013, 00:09
ყველაფერი უცნაური მე უნდა დამემართოს რა sad.gif ყბისქვეშა ჯირკვლებიც კი მიფეთქავს (

Posted by: ninoeqimi 24 Feb 2013, 00:10
madinka
ალბათ მაინც რაღაც ინფექციააა, კომბოსტო დაიფინე, არაფერს არ ავნებს არც ბავშვს არც შენ. გაათბე ფოთოლი და დაიფინე

Posted by: madinka 24 Feb 2013, 00:35
didi madloba nino eqimo da didi bodishiase gvian rom gawuxebt. davide kombosto da vnaxot...

Posted by: tamusinka 24 Feb 2013, 00:54
ninoeqimi

ნინო ექიმო, 8 თვის გახდა რამდენიმე დღის წინ ჩემი ბავშვი და ბებია მეუბნება, აგვიანებს განვითარებას, ცხვირი და პირი უკვე უნდა იცოდეს სადააო. ადრეა ჯერ თუ მართლა აგვიანებს? კი გამეცინა, მაგრამ მერე შევშფოთდი მაინც smile.gif

Posted by: makavel1 24 Feb 2013, 13:40
ninoeqimi
ნინო ექიმიმო ამ დილას კაკაოს ვსვამდი ნესკვიკს და მაგიდაზე დავტოვე დაბალი მაგიდა მაკვს თან სახლს ვალაგებდი და გავედი პოლის ტილოს გასარეცხად, დადუნა ჭოჭინაში იყო, მიპარვია და ზედ გადაისხა კიდევ კაი გრილი იყო და დაულევია კიდეც რომ მოვედი სულ კაკაოიანი ჰქონდა სახე, რამდენი დალია არვიცი sad.gif 5 ში ხდება 11 თვის რა შეიძლება რომ მოუვიდეს?

Posted by: basti-bubuuu 24 Feb 2013, 14:49
გამარჯობათ-მოკლედ ამ გრიპებზე ისე შეშინებული ვარ რომ მოვიმარაგე წამლები.და მაქვს რამდენიმე კითხვა
1.სიცხის დამწევ სიროფებზე მითხრეს რომ გახსნიდან მხოლოდ 1 თვე შეიძლება ხმარებაო-მართალია?
2.მაინტერესებს დიაზეპამი და დექსამეტაზონი რამდენი მგ უნდა გაუკეთდეს 1.3 თვის ბავშვს(15კგ)საჭიროების შემთხვევაში?
3.ვიცი რომ კუნთში კეთდება-ტაკოში თუ ფეხზე?
4.და ნემსი ძალიან დიდებია მე მგონი და პატარებსაც ამ სტანდარტული ნემსით უკეთებენ ინექციებს?

დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: CAMPOLINA 24 Feb 2013, 16:18
ninoeqimi
შერეულ კვებაზე მარა ძირითადად ძუძუზე.

Posted by: ninoeqimi 24 Feb 2013, 22:17
tamusinka
8 თვის ასაკში აუცილებელი არ არის ეს იცოდეს, მაგრამ თU მიანც ეჭვი გეპარებათ განვითარებაში, არსებობს სპეციალური სკრინინგ ტესტები და შეფასება ძალიან მარტივია. ესენი ობიექტური შეფასების მეთოდებია. ანუ ის კი არა რას ფიქრობს ბებია, ბაბუა ან ექიმი, არამედ მილიონობით ბავშვზეა გამოცდილი და ფასდება ისე, რას უნდა აკეთებდეს აუცილებლად მოცემულ ასაკში.
makavel1
არაფერი არ იქნება, ჰიპს 8 თვიდან შოკოლადის ფაფა აქვს და ჰუმანას 10 თვიდან შოკოლადის პუდინგიsmile.gif
basti-bubuuu
ყველა წამალს ზედ აწერია რამდენი ხანი ინახება გახსნიდან , სიროპები უფრო დიდი ხანი ინახება, სუსპენზიები რამოდენიმე დღე.
დიაზეპამი და დექსამეტაზონი თქვენით არ გაუკეთოთ არასოდეს, თუ მათი აუცილებლობა დადგა სასწრაფო გამიძახეთ და ისენი გაგიკეთებენ.

* * *
CAMPOLINA
მაშIნ უნდა მისცეთ Dვიტამინი, ივნისის თვემდე

Posted by: tatuuu 24 Feb 2013, 22:32
ninoeqimi
ნინო ექიმო, მახველებს დიდი ხანია და მინდა რენტგენზე მისვლა, ლუკა ძუძუზე მყავს და შეიძლება??

Posted by: ninoeqimi 24 Feb 2013, 22:44
tatuuu
კი გულმკერდის რემტგენოგრაფია და დენტალური რენტგენი შეიძLება

Posted by: CAMPOLINA 24 Feb 2013, 23:32
ninoeqimi
ჩვილისთვის ესპუმიზანის წვეთების ყოველი ჭამის მერე მიცემა შეიძლება? ანოტაციაში წერია რომ შეიძლება. გაზები აწუხებს და მეცოდება და ესპუმიზანი აშკარად შველის. დედის რძეზე კი არის მაგრამ გამოწველილს ვაჭმევ ძირითადად ანუ ჭამების რაოდენობა განსაზღვრული გვაქვს. როგორ მოვიქცე მივცე ყოველი ჭამის შემდეგ?

Posted by: madinka 25 Feb 2013, 13:19
ნინო ექიმო კიდევ გამარჯობათ...ბავშვობაში მქონდა სუსტი კაპილარები,არ ვიცი ამ სინდრომს ტუ დაავაადებას რა ქვია მაგრამ ყოველ ნერვიულობაზე კაპილარი მისკდებოდა.და მერე წლების განმავლობაში იწოვებოდა ხოლმე.რამდენიმე ეხლაც მაქვს.და ეხლაც მიჩნდება ხოლმე ახლები წერტილებად...შევატყე რომ ჩემს გოგოსაც იგივე სჭირს,გუშინ საშინლად იტირა,კოლიკა ჰქონდა სანამ კოლისპასი არ დავალევინე ვერ დაწყნარდა..ისე შეგვაშინა სუნთქვა უჭირდა იმ დონეზე სკდებოდა.და ეხლა ვნახე ყურის ბიბილოზე გაუჩნდა მასეთი ლაქა...მკრტალია ჯერ მაგრამ გამუქდება ვიცი... და რამდენად შეიძლება ეს ჰემანგიომაში გადავიდეს?არის რამე კავშირი მათ შორის?და რა ქვია საერთოდ ამ დაავადებას და რითი შეიძლება ეშველოს?

Posted by: tatuuu 25 Feb 2013, 14:19
ninoeqimi
მადლობა
-------------------

Posted by: ninoeqimi 25 Feb 2013, 21:01
CAMPOLINA
კი, როგორ არ შეიძლება, მაგრამ გამოწველილი რძის მიცემა საბოლოოდ შეგიმცირებთ რძეს და გადახვალთ სრულ ხელოვნურზე.
madinka
ჰემნგიომა ეგ არ არის, ეგ უფრო სისხლძარრვოვანია, რა ქვია ამ დაავადებას ზეპირად თქმა ძალიან რთულია, თქვენ ახლაც გაქვთ ეგ პრობლემაააა? მკრდი როგორ გაქვს?

Posted by: CAMPOLINA 25 Feb 2013, 21:46
ninoeqimi
რა ვქნა აბა ისე არ იდებს ძუძუს ყოველთვის და მშიერი ხომ არ იქნება. თუ ხასიათზეა წოვს თუ არა არა. ერთი დღე არ ვიწველე და მეორე დღეს მასაჟისტი დამჭირდა გამაგრება მეწყებოდა. იმედი მაქვს ერთ დღესაც მოწოვს. ბოლო დღეებში პროგრესი გვაქვს უფრო წოვს.

Posted by: tuta_tuta 26 Feb 2013, 10:16
ბავშვმა დაიწყო ენაბორძიკი , ალბათ ესე ქვია ამ სტილში ლაპარაკს. როცა მშვიდად საუბრობს ჩვეულებრივად ლაპრაკობს, მაგრამ როცა ემოციურად ყვება რამეს, და ან თამაშIს დროს ლაპრაკობს ( ცოტა სწრაფად) იმეორებს ზოგ სიტყვებს მე მე მინდა, ვივი თამაშო აი ასე დავუშვად. არის 3.წლის და 8 თვის. რატო უნდა დაეწყო ესე საუბარი ესე უცებ? რა უნდა ვქნა? როგორ მივხედო ამ პრობლემას, შეიძლება დარჩეს სულ თუ გადაუვლის.


Posted by: madinka 26 Feb 2013, 12:19
ninoeqimi
QUOTE
ჰემნგიომა ეგ არ არის, ეგ უფრო სისხლძარრვოვანია, რა ქვია ამ დაავადებას ზეპირად თქმა ძალიან რთულია, თქვენ ახლაც გაქვთ ეგ პრობლემაააა? მკრდი როგორ გაქვს?

კი ეხლაც მაქვს.ძირითადად ხელებზე.ადრე სახეზეც მქონდა ხოლმე ბავშვობაში..მკერდი ნაკლებად მტკივა,ექიმთან ვერ მივედი როგორც ყოველთვის.როცა შევძელი გასვლა კვირას ქვეყანაზე მამოლოგი არარსებობდა.თავზე კანი გამომებურცა და რძე დგება შიგნით როცა წოვს და ვერ პოულობს გამოსავალს,ხელით რომ მივაწვები მოშორებით გამოდის.სადინარი მაქვს დახშული ალბათ

Posted by: ******* 26 Feb 2013, 12:55
ნინო ექიმო, ვხედავ ყველას ეხმარები და ეგებ ჩვენც დაგვეხმაროთ რა... ჩემ პატარას (ორნახევარი თვისაა) გაუღიზიანდა ტაკო. ვუვლი როგორც ექიმმა დაგვაბარა, ხშირად ვუცვლი, არ ვუტოვებ პამპერსს და ა.შ. მაგრამ ეხლა გაუღიზიანდა იმიტომ, რომ კუჭში გადის ძალიან ხშირად და ცოტ-ცოტას. კუჭი არ აქვს აშლილი, უბრალოდ ძალიან ცოტას შვება და ხშირად. მაგრამ ტაკოს ხომ ეხება და მაგან გაუღიზიანა ეტყობა. რა ვქნა აღარ ვიცი. ელექტროლიტი ვცადე, რომ ხშირად არ გასულიყო, მაგრამ არაფერი. ეხლა მეზიმ-ფორტე მირჩიეს და ფუნგოდერმის მალამო. დაბანე საპნით და შემდეგ წაუსვიო.

თქვენ რაიმეს კიდე ხომ არ მირჩევდით? ან სწორად ვაკეთებ ყველაფერს?

ზოგმა ბრილიანტის მწვანე ("ზელიონკა") მირჩიეს და შეიძლება ეგეც წავუსვა?

Posted by: tamusinka 26 Feb 2013, 13:07
ninoeqimi
QUOTE
8 თვის ასაკში აუცილებელი არ არის ეს იცოდეს, მაგრამ თU მიანც ეჭვი გეპარებათ განვითარებაში, არსებობს სპეციალური სკრინინგ ტესტები და შეფასება ძალიან მარტივია. ესენი ობიექტური შეფასების მეთოდებია. ანუ ის კი არა რას ფიქრობს ბებია, ბაბუა ან ექიმი, არამედ მილიონობით ბავშვზეა გამოცდილი და ფასდება ისე, რას უნდა აკეთებდეს აუცილებლად მოცემულ ასაკში.


მადლობა. არა, მე არ მეპარება ეჭვი, არც პედიატრს და არც ნევროპათოლოგს. მხოლოდ ბებიამ თქვა, ვიღაცის ბავშვი ამას და ამას შვებოდაო. ისე კი საინტერესოა ეს სკრინინგ ტესტები. სად კეთდება და რა სახის ტესტია?

Posted by: elsi88 26 Feb 2013, 13:10
*******
პამპერსის შეცვლა სცადე? ხშირად პამპერსზე აქვთ ბავშვებს ალერგია..ჩვენ ყველაზე კარგად ბიოლაინის მალამოს ვხმარობთ ტაკოზე. უფრო კომპეტენტურ პასუხს ნინო ექიმი გაგცემს მაგრამ ჩემი აზრით ბავშვი რომ კუჭში გადის და შენ რომ ამის საწინააღმდეგო წამლებს აძლევ არ არის კარგი.. მერე სანატრელი არ გაგიხდეს მისი კუჭში გასვლა..

Posted by: ******* 26 Feb 2013, 13:12
elsi88
ამ პამპერსს ვხმარობთ დაბადებიდან და მგონი არ უნდა იყოს მისი ბრალი... მეზიმ ფორტე ხომ არ შეკრავს კუჭში? ეგ ხომ დასარეგულირებელია და ელექრტოლიტს აგარ ვაძლევ, გუშინ დავალევინე.

Posted by: tikusha 26 Feb 2013, 13:17
*******
ელექტროლიტი საერთოდ რა შუაშია, რად უნდა? ბავშვი თუ ძუძუზეა ხშირად გავა აბა რას იზამს, ჩემი დღესი 12 ჯერ გადიოდა და ეგ არაა პრობლემა, ფუნგოდერმის მალამოც რად უნდა სოკო აქვს? ეგ სოკოს მალამოა

წაუსვი ჩვეუელლებრივი პამპერსის ქვეს წასასმელი მალამო, ისე უზნაძე მჭედლიშვილის მალამოს აქებენ ძალიან გამომწვარისთვის და სხვა უამრავია

Posted by: madinka 26 Feb 2013, 13:23
მე ჩემი დედამთილის დამზადებულ დამწვრობის მალამოს ვუსვამ ხოლმე და გაკრიალებული აქვს wink.gif არადა თავიდან ისე ვუყურებდი,მეთქი ბუბჰენიც კარგად იცავს თქო..მერე მაგან აღარ გვიშველა და ვცადე ეს მალამო და რავიცი მას მერე არაფერი დასწვია.თუ მავიწყდება წასმა და დაწიწნწკლა კანზე,რომ ვუსვამ ალაგებს იმასაც უპრობლემოდ

Posted by: ******* 26 Feb 2013, 13:34
madinka

როგორ ამზადებს?? ზეთით და სანთლით ხომ არა?? ჩემმა დედამთილმა რაღაც მასეთი თქვა


Posted by: Diamond Girl 26 Feb 2013, 14:22
*******

ათასი რამეა, ზეითუნის ზეთი შეგიძლია წაუსვა უებარია, ასევე უზნაძე-მჭედლიშვილი #2 , თურმანიძის მალამო დამწვრობისთვეის, ბეპანტენი . მოვა ნინო ექიმო და გეტყვის კიდევ უფრო კარგად, მე მგონი ტყუილად ასმევ წამლებს

Posted by: tuta_tuta 26 Feb 2013, 15:46
და კიდევ ერთი კითხვა smile.gif გახსნილი წამალი სიროპი ( ნუროფენი , ხველების წამალი) რამდე ხანი ინახება გახსნიდან.

Posted by: ninoeqimi 26 Feb 2013, 15:47
madinka
აუცილებლად ჯიდი ექიმთან, ღმერთმა დაგიფაროს ეს უმისამართოდ გზააბნეული რძე რომ ჩაგიმაგრდეს საოპერაციო არ გახდე. რაც შეეხება კაპილარებს, ეგ სისხლძარღვის კედელი გაქვს მყიფე, ეს ნორმის ვარიანტია თU პათOლოგია, ამას ანგიოლოგი გეტყვის, ჯერ შენ გმოიკვლიე, დიდების ანგიოლოგები უფრო კომპეტენტურები არიან ჩვენთან და თU რამე პათOლოგია აღმოჩნდა, მერე უკვე ბავშვსაც მივხედოთ, თUმცა არა მგონია რაიმე საგანგაშო იყოს. შესაძლოა მარტივი ასკორუტინიც ეყოს მაგ საქმეს.
tamusinka
ზოგი სიარულს იწყებს ათI თვის ზოგი 18 თვის ორივე ნორმაა, მთავარია არ დაიგვიანოს. ტესტები წესით ყველა ნევროლოგს უნდა ქონდეს, მე ყოველთვის ვაფასებს ბავშვს ამ ტესტებით როცა ვსინჯავ. ძალიან მარტივი შესასრულებელია, მარტივი გასინჯვა ჭIრდება, არაფერი რთUლი, სამაგიეროდ ობიქტურად იცი, მისი განვითარება ასაკობრივ ნორმაშI ჯდება თU არა.
*******
არ აკეთბეთ სწორად, წამალი თვითნებურად არ შეიძლება, თანააც ელექტროლიტი კუჭშI არ კრავს, ის მხოლოდ სითხის დეფიციტს ავსებს, დანარჩენს პირადში მოგწერთ
tuta_tuta

ენაბორძიკობა მეტყველების განვითარების თავისებურებაა, სეორედ ამ ასაკში იწყება, გაუვლის თU დარჩება ეს არავინ იცის ზუსტად, გასათვალისწინებელია გენეტიკური ფაქტორი.

Posted by: tuta_tuta 26 Feb 2013, 15:50
ninoeqimi

გენეტიკაში არავის აქვს მსგავსი პრობლემა. როგორ უნდა გაუმკლავდე თუ დავაკვირდე ჯერ

Posted by: veriko_zuka 26 Feb 2013, 15:56
მოკლედ დაახლოებით სამი კვირის წინ დაეწყო ბავშვს ღამე და დილით ხველა, მასინვე მყავდა ექიმთან და ყელიდან მოსდისო ეს ხველაო და სურდოც ქონდა, სურდოც და ყელიც მოურჩა ეს ნახველი მაინც აქ და ახველებს, მერე მივიხვანე სხვა ექიმთან იმან პიტვები ბრონქები სუპტა აქ ხველაფერიო, ამბრობენე გამომიცერა, კეტოტიფენი და წამოვედი, ერტ კვირაში ისევ მივედი ისევ ისეა მეტქი, არაფერი არ აქო აბსოლიტურად სუფთა აქ ხველაპერიო მაგამ ამდენი დხე რადგან დარცა ხველაო აუგმენტინი გამომიცერა და ამბრობენე, პარასკებს პაზღვევის ექიმი მყავდა იმანაც არაფერი აქო მარტო ინგალაციები უკეთე ფიზიოლოგიურითო, არ შველის არაპერი, ეხლა დოქტორ მომის სიროფ ვალევინებ, რა არი ეს ხველა რო ვერ მოვაცილე არ ვიციsad.gif

Posted by: madinka 26 Feb 2013, 16:32
ninoeqimi
კი ეგრეა,მეც მასე მითხრა ექიმმა სუსტი სისხლძარღვები გაქვსო..ოღონდ რითი უნდა გვეშველა ეგ არ ვიცი.გაიწოვებაო მზეს მოარიდეო და ასეთებს ამბობდნენ თორემ პრევენციაზე არავის არაფერი უთქვამს ჩემს ბავშვობაში.ეხლა აღარც ვაქცევ ყურადღებას.უბრალოდ ამ ბავშვსაც რომ შევამჩნიე იმიტომ გავიხსენე..დიდი მადლობა გაიხარეთ თქვენ.

Posted by: qetidolche 26 Feb 2013, 19:34
გამარჯობა დამეხმარეთ რა...მყავს 3 წლის და 4თვის ბიჭი.ხშირად ოფლიანობს ძილში,განსაკუთრებით გამე. წუხელ მაგალითად 2 ჯერ გამოვუცვალე,სულ სველი იყო. თავი ხო საერთოდ.გაციებული იყო და არაა გამოჯანმრთელებული ბოლომდე,სიცხეები არა აქვს,ცხვირი აქ გაწედილი,მითხრეს ფილტვების ანტებამაც იცისო ჭარბი ოფლიანობა და შეიძლება სიმპტომები არ ქონდეს გამოხატული და არ გამოგეპაროსო.შეიძლება მართლა ასე იყოს?ვის უნდა ვანახო?ისე რაქიტის ნიშნები ჰქონდა მაგრამ ექიმის დანიშნულებით ყველაფერს ვასმევდი.ნეკნები აქვს ამოწეული ცოა,და ხელებზე და ფეხებზე ბრასლეტებს ედზახიანო ასე მიტხრა მაშინ ქირურგმა ეგ აქვსო და მანახა,ისე არაპერი გამოკვეთილად არ ეტყობოდა,ახლა ვერც ვამჩნევ
* * *
ნეკნებზე ეტყობა ნხოლოდ. ექიმმა მითხრა მასაჟები არ გაუკეთო.უფრო არ დაუზიანონო,არაფერი არ უნდა მარტო ცურვაზე ატარე და ეგააო.ანუ ამის გამო შეიძლება ასეთი ოფლიანობა?კალცი დ3 რო მივცე ჩემით შეიძლება?დაძინებისას თბილად ნამდვილად არ ვაცმევ,კიდე რა ავღწერო არ ვიცი რო გაგიადვილდეთ რჩევის მოცემა.ცოტა ნერვიულია ბაღის მერე განსაკუთრებით,ვიცი ესეც შეიძლება იყოს მიზეზიო მითხრათ,მაგრამ არამგონია.იმიტომ რომ სულ ახალიათებდა ოფლიანობა ძილში.ერთი სიტყვით თუ რამე სერიოზული არაა,იქნებ მირჩიოთ რამე სანამ ექიმს ვანახებ,თუ მოეხსნა ხო კარგი, თუ არადა მირჩიეთ კერძოდ რომელ სპეციალისტს ვანახო?
* * *
ხო და კიდევ ერთი,წუხელ შევამჩნიე,მანამდე არ გამიმახვილებია ყურადღება,სულ სველი ხო იყო ოფლისგან და თან ხელები,ფეხები ცივი ჰქონდა ...ადრე არ დავკვირვებივარ მსგავს შემთხვევებში და არ ვიცი.ისე უფერულია თვითონ.ექიმი რავიცი რო ვეუბნებოდი არაფერს უნიშნავდა,არადა ყველა მეუბნებოდა რატო აქ ასეთი ფერიო...ანალიზებში თითქოს ყველაფერი წესრიგში იყო. ერთი სიტყვიტ ფერიც არ მომწონს და სულ ასეთი ფერკმრთალია.

Posted by: tatuuu 26 Feb 2013, 20:45
ninoeqimi
ნინო ექიმო, ლუკა არ ჭამს არანაირ ფაფას, 6 თვის არის, თავიდან ურძეოთი დავუწყე, ჯერ ჭამდა ასე თუ ისე, მერე შეიზიზღა, ვიფიქრე ურძეო აღარ მოსწონდა, დღეს მივეცი რძიანი, ძალიან გემრიელი ფაფა იყო, შვრია ატმით, არც ეგ ჭამა, ხილის პიურეებსაც არ იკარებს, რა გავაკეთო აღარ ვიცი. ბოსტნეული ჯერ არ მიმიცია... წონითაც ჩამორჩება და მინდა ფაფა ჭამოს. რა გავაკეთო? sad.gif ბავშვს ტკბილი ფაფა და ხილის პიურე არ მოსწონდეს არ ვიცი რაsad.gif((( 6 თვემდე ძუძუზე იყო მხოლოდ, მაგას კი მიირთევს ხოლმე გემრიელად, არადა მარტო ძუძუ არ ყოფნის საქმეც ეგ არის, ვერ იმატებს წონაში...
როცა ჭამას იწყებს მაშინ უნდება ჭინთვა და გაწითლება და შესაბამისად წუხს და აღარც ჭამს თან..

Posted by: ninoeqimi 26 Feb 2013, 20:52
tatuuu
იქნებ მონელება უჭირს და იმიტომ არ ჭამს, გიფიქრიათ მაგაზე?

Posted by: tatuuu 26 Feb 2013, 21:23
ninoeqimi
ეგ არ მიფიქრია, კუჭში გადის ჩვეულებრივად, დილა- საღამოს. გემოს გაუგებს თუ არა , ერთ კოვზს ჭამს და ვსიო, დამთავრდა... ხილის პიურესაც ვერ ინელებს? როგორ მოვიქცე აბა? აღარ მივცე?

Posted by: ninoeqimi 26 Feb 2013, 21:39
tatuuu
ძუძუს გარდა არაფერს არ ჭამს?

Posted by: tatuuu 26 Feb 2013, 21:46
ninoeqimi
არა.. თავიდან ჭამდა ფაფას ბოლომდე, გამიხარდა ვიფიქრე მოეწონა თქო, რამდენიმე დღის მერე აღარ მიიკარა, რძიანი ფაფის იმედი მქონდა, მაგრამ რომ მოუჭერს ტუჩებს ვეღარ ვტენი sad.gif ბანანის და ვაშლის ხილის პიურე მივეცი დღეს ძალით, ეგეც არ ჭამა და ბოლოს ისე შეიზიზღა გული აირია ცოტა... როდემდე უნდა იყოს ძუძუზე არ ვიცი... ვერც მოიმატებს თან და მაგაზე ვნერვიულობ თორე იყოს ძუძუზე... ბოსტნეული ჯერ არ მიცდია, რა ვიცი, ფაფას თუ არ ჭამს ბოსტნეულს შეჭამს?

Posted by: ninoeqimi 26 Feb 2013, 22:03
veriko_zuka
მე ჯერ კარგად მოვუსმენდი ფილტვებს, ამის მიხედვით დავგეგმავდი რემტგენს, აუცილებლად სისხლის საერთO ანალიზს გავაკეთებდი და მერე მკურნალობაზე ვიფიქრებდი. ერთი შეკითხვა მაქვს თქვენს ექიმებთან, თU ბრონქები სუფთა იყო, ამბრობენეს რატო ნიშნავდნენ? ამბრობენე ნახველის გამათხიერებელია მას ბრონქიტის დროს ვნიშნავთ ხოლმე.

qetidolche
რატომღაც მგონია რომ ქრონიკული ინფექცია აქვს. აქედან მოდის ოფლიანობაც. ამიტომ სისლხის საერთო ანალიზი და კიდევ ერთი გამოკვლევაა საჭირო, ჯერ დიაგნოზი უნდა დაისვას და შემდეგ უმკურნალოთ.
tatuuu
მხოლოდ კარტოფილის პიურე მიეცით, თანაც 2-3 კოვზი პირველად, რომც მოითხოვოს მეტი არ მისცეთ, აუცილებლად კოვზით. თანდათანობით შეეჩვევა

Posted by: qetidolche 27 Feb 2013, 10:23
დიდი მადლობა ნინო ექიმო,ანუ სისხლის საერთო გავუკეთო. და კიდევ ერთი გამოკვლევა რო გიწერიათ,რა იგულისხმეთ?სისხლის ანალიზის პასუხის მერე (პასუხის მიხედვით) კიდე სხვა ანალიზია გასაკეთებელი?
* * *
და კიდევ, ექიმს ველაპარაკე გუშინ და ასე მითხრა ესეთი სიმპტომები მარტო რაქიტმა იცისო,გამორიცხულია მაგის გამოაო. და დამინისჰნა შელკალი 1 კაპს. 1-ჯერ დღეში 10 დღე. და ომეგა3 1 კაპსულა ჭამის დროს.1ჭიქა წყლის დაყოლებით.არაფერი უთქვამს მეტი გაუკეთეო და ცოტა არ იყოს მეეჭვება.რას მეტყვით ისე ეს პრეპარატები რო მივცე შეიძლება?რამეს ხო არ დაუშავებს ბავშვს?

Posted by: ninuwki 27 Feb 2013, 12:10
tatuuu
ჩემია მასე,ძლივს ვაჭმევ ფაფას.მაგრამ ბოსტნეულის პიურეზე გიჟდება ისე მოსწონს.ყველანაირს ჭამს.ანუ ხან ბროკოლით ვუკეთებ,ხან ყაბაყით,ხან მარტო სტაფილო და კარტოფილი (ნუ მწვანილებს და ხახვს და ნიორს სულ ვუკეთებ)...ეხლა გოგრაც უნდა მივცე..ცადე იქნებ მაგასაც ეგ უფრო მოეწონოს...
ისე ველას კი უკვირს ესე რომ უყვარს მაგრამ ფაქტია,უკეთესად ჭამს smile.gif

Posted by: makavel1 27 Feb 2013, 12:43
tatuuu
არც ჩემი შვილი არ ჭამდა ძუძუს გარდა არაფერს არ იდებდა პირში ყველაფერს უკან აფურთხებდა, მერე მივხვდი მე რომ მხედავდა და მე რომ უნდა მეჭმია (სუპი პიურე არააქვს მნიშვნელობა) ჭიჭყინებდა და ძუძუს მთხოვდა, ერთ დღეს დავემალე და დედაჩემმა აჭამა პიურე, ცადეთ აბა ეგრე

Posted by: taktakuna 27 Feb 2013, 13:33
ninoeqimi
წლისა და ერთი თVის ბავშვი დღეში რამდენჯერ უნდა ჭამდეს? ცუდი მჭამელია ჩემი ბიჭი, ფაფებს არ ჭამს, ხანდახან გერკულესს და გრეჩიხას თუ შეჭამს ცოტას, ორ-სამ კოვზს, ფაქტიურად, არ ჭამს იმდენს, რომ ჩავუთვალო ერთ კვებად და მიწევს არეულ გრაფიკში ჭმევა. ასე ცოტ-ცოტას ჭამა და ხშირად შეიძLება თუ არა? ერთადერთი ბელაქტის ოპტიმუმს სვავს დილა-საღამოს 210 გრამს. კიდევ მაინტერესებს კვერცხი უყვარს და მარტო გულს ვაჭმევ, ცილა შეიძლება ცოტა, რომ მივცე ხოლმე? ერთი კვერცხი არ ყოფნის კიდევ მთხოვს ხოლმე.
იმდღეს ლიმონი დაინახა და გაგიჟდა, მოვაწუწნე ცოტა ვიფიქრე მჟავე რომაა არ მოეწონება და არ შეჭამს თქო და გადაირია, მთხოვს იმის მერე და შეიძლება თუ არა, რომ ცოტა მივცე ხოლმე?
ალერგიას აძლევს ბროკოლზეც, ჭარხალზეც და ყვავილოვან კომბოსტოზეც, მარტო კარტოფილს და სტაფილოს ვუკეთებ სუპებში და პიურეში და რა შეიძლება ჩავუმატო კიდევ? ბოდიში ამდენი შეკითხვისთვის, ექიმთან რომ მიმყავს იმხელა რიგებია ხოლმ,ე, ერთი სული აქვთ როდის გამოგისტუმრებენ, ვერც ვასწრებ ხოლმე კითხვას sad.gif

Posted by: elsi88 27 Feb 2013, 16:12
ნინო ექიმო, ბოდიშს გიხდით, მერამდენედ გაწუხებთ... ონისეს კუჭი აქვს ძალიან აშლილი, გუშინ საღამოს მერე..თავიდან თითქოს ყურადღება არ მივაქციე მაგრამ წეღან ძააალიან ქაფიანი ქონდა.. არაფერი მიჭამია განსხვავებული, ყავასაც კი აღარ ვსვამ არა თუ ახალი შემეპარებინა რამე.. რამე მოვიმოქმედოთ თუ დაველოდოთ და თვითონ მოერევა?

Posted by: tatuuu 27 Feb 2013, 18:59
ninuwki
ხო, ესეც ესე იქნება ვგრძნობ, დღეს კარტოფილის პიურე ჭამა მშვენივრად biggrin.gif ისე ყაბყი და ბროკოლი ადრე არაა? 7-8 თვიდან ინიშნება როგორც ვიცი
makavel1
არა ამას მგონი ფაფა არ მოსწონს მარტო, პიურე ისე გემრიელად მიირთვა დღეს

Posted by: ninoeqimi 27 Feb 2013, 19:12
tatuuu
ბროკოლს და ყაბაყს შეეშვი, კაცმა არ იცის რა პესტიციდებითაა მოყვანილი.

Posted by: ninuwki 27 Feb 2013, 19:13
tatuuu
არა,მე ვაჭმევ უკვე პედიატრის რეკომენდაციით smile.gif ბროკოლმა ცოტა კუჭში შეკრა.ბევრი ვაჭამე და ყაბაყი ძალიან მოსწონს...
ხვალ გოგრაც უნდა ვაჭამო smile.gif
ნუ,მე უკვე 1თვეა ვაჭმევ დამატებას,წონაში რომ ვერ იმატებდა მაგიტომ ცოტა ადრე მოგვიწია დამატება

* * *
ninoeqimi
მაშინ რა შემადგენლობის ბოსტნეულის პიურე შეიძლება??

Posted by: ninoeqimi 27 Feb 2013, 19:20
ninuwki
იმ ბოსტნეულით რაც ჩვენთან მოდის (კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, ყავილოვანი) ყაბაყი ცოტა ხანში შემოვა ჩვენი, ბულგარულიც, მე მაგალითად ბულგარული და პამიდორი გავუყინე ჩემს შვილს ზაფხულში და ნატურალურს ვაჭმევ. უამრავი შემთხვევაა როდესაც ასე ჩვილი ბავშვები ალერგოლოგთან ხვდებიან და ალერგოლოგებიც იზიარებენ იმ მოსაზრებას, რომ არ არის რეკომენდირებული შემოტანილი ხილ ბოსტნეულის მიცემა, მე პირადად ბანანიც არ მიჭმევია ჩემი შვილისთვის და პაციენტებსაც ქილის ბანანის ყიდვას ვურჩევ. მაქსიმალურად უნდა მვოარიდოთ ბავშვი პესტიციდებს და კონსერვანტებს, განსაკირებით სიცოცხლის პირველ წლებში, სანამ რგანიზმი მოძლიერდება

Posted by: peekaboo 27 Feb 2013, 19:30
ninoeqimi


ნინო ექიმო, 7 თვის ბავშვს კივი რომ მივცე ხო შეიძლება? ქართული რა თქმა უნდა

Posted by: ninuwki 27 Feb 2013, 19:35
ninoeqimi
ბულგარულს მაგ მიზეზით არ ვაჭმევ და ბროკოლზე არ მიფიქრიაა...
ყაბაყი ვიყიდე ძალიან პატარები იყო და ეგეც ჩვენი მეგონა..არ იქნება ვითომ ჩვენი??

Posted by: ninoeqimi 27 Feb 2013, 19:36
peekaboo
ჯერ ცოტა გაასინჯეთ, თუ ალერგია არ მისცა, რა თქმა უნდა შეიძლება, პირველად რომ მიცემთ იმ დღეს სხვა ახალი არაფერი, ჯერ დაახლოებით ერთი ჩაის კოვზის ოდენა და დააკვირდით.

taktakuna
მერე შეცვალე ექიმი და ისეთთან იარე, ვინც დაგითმობს ზუსტად იმდენ დროს, რამდენიც გჭირდება.
რადგან ფაფას არ ჭამს და ფორმულას ჭამს ჰუმანას ან ჰიპის 3 ნომერი მიეცი, იქ ბურღული შედის და შესაბამისად მიიღებს ბურღულსაც. ლიმონი ალერგიულია, დააკვირფდით, თU არ მისცა ალერგია ცოტა ცოტა შეიძლება. კვერცხი ალერგიას არ აძლევს? თუ არ აძლევს, მიეცით ცილაც ცოტა.

Posted by: peekaboo 27 Feb 2013, 19:49
ninuwki
QUOTE
ბულგარულს მაგ მიზეზით არ ვაჭმევ და ბროკოლზე არ მიფიქრიაა...



ქართული ბროკოლი აღარ არის უკვე, ეხლა ყველა შემოტანილია და მე ჯერ საღი ვერსად ვიპოვე, მოვიარე ყველა ბაზარი, თითქმის სულ მუქებია . ბროკოლის მაგივრად ყვავილოვანი კომბოსტო სცადე , ეგაც მოეწონება

ninoeqimi
QUOTE
ჯერ ცოტა გაასინჯეთ, თუ ალერგია არ მისცა, რა თქმა უნდა შეიძლება, პირველად რომ მიცემთ იმ დღეს სხვა ახალი არაფერი, ჯერ დაახლოებით ერთი ჩაის კოვზის ოდენა და დააკვირდით.



მადლობა

Posted by: taktakuna 27 Feb 2013, 20:20
ninoeqimi
დაზღვევა შეგვიცვალეს და სხვა ექიმთან მოვხვდით, პოლიკნინიკის ექიმი კია კარგი, მაგრამ დრო არ აქვს, ფაცი-ფუცით გასინჯა ასაცრელად რომ მივიყვანე.
ლიმონზე არ ჰქონდა არანაირი რეაქცია, არც კვერცხი სწყენს, შევაპარებ მაშინ მეოთხედ ცილას.
კივიმ აწყინა საშინლად, ძალიან ცოტა გავუხეხე ხაჭოსთან ერთად და კუჭში გავიდა თუ არა სულ გამოუფუფქა ტაკო, ასეთივე რეაქცია ჰქონდა ყვავილოვანზე და ბროკოლზე, ჭარხალს რომ ვაძლევ მერე ხშირად გადის კუჭში, ისედაც დღეში ორჯერ-სამჯერ აქვს კუჭის მოქმედება. დიდი მადლობა რჩევებისთვის.

Posted by: Lollipop 27 Feb 2013, 21:20
ninoeqimi
ნინო ექიმო ჩემ ბიჭსთვისაც არ დაუნიშნავთ D ვიტამინი. 22 მარტს 1 წლის ხდება. რამდენჯერაც პედიატრს ვკითხე არ უნდაო მითხრა. მერე დაგვინიშნა კალციქეა 1 თვე. იმის მერე კი გავიდა 2 თვემდე. და რამდენად შეიძლება რომ არ ჭირდებოდეს?
და კიდე თავზე აქვს ყვითელი ქერცლები. გვერდებზე და უკან არა. მარტო კეფაზე. თავისით გაუვლისო და 1 წლისაა თითქმის და არ უვლის. რამე საშიშია ეგ თუ ჩვეულებრივი მოვლენაა?

Posted by: ninoeqimi 27 Feb 2013, 21:32
Lollipop
თუ ხელოვნურ კვებაზე იყო შეიძლება რომ არ დაელია, თუ უკვე წლის ხდება, არ ოფლიანობს, არ ჭირვეულობს და კარგად განვითარებლი ძვალსახსართა სისტემა აქვს ესე იგი არაფერიც არ არის. რაც შეეხება ქერცლებს, ზეპირად ნახვის გარეშე ძნელია რაიმეს თქმა, მაგრამ ალბათ ალერგიული დერმატიტია, რომელიც თავისით არ გაუვლის

Posted by: Lollipop 27 Feb 2013, 21:40
ninoeqimi
არა სულ ბუნებრივ კვებაზეა და ეხლაც ეგრეა. ოფლიანობით არ ოფლიანობს და უაზროდაც არ ჭირვეულობს. ქერცლი დაბადებიდან ქონდა. რომ დაიბადა მაშინაც, მერე გვერდებზე და უკან გაუქრა ნელ-ნელა და ეხლა კეფაზე აქვს მარტო და არ გაზდის.

Posted by: ninoeqimi 27 Feb 2013, 23:17
Lollipop
ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვს ჭირდება წლამდე D ვიტამინი, ზაფხულის თვეების გამოკლებით, წლამდე აუცილებლად, ზოგიერთი მონაცემით ორ წლამდეც ნიშნავენ. კი მაგრამ წლამდე ასაკის ბავშვი არაფერს არ ჭამს ძუძუს გარდააა?

Posted by: makavel1 27 Feb 2013, 23:21
ninoeqimi
ნინო ექიმო
QUOTE
თუ ხელოვნურ კვებაზე იყო შეიძლება რომ არ დაელია, თუ უკვე წლის ხდება, არ ოფლიანობს, არ ჭირვეულობს

ჩემი შვილი არანორმალურად ჭირვეულობს, ოფლიანობს სვამს არანორმალურად წყალს, რომ იღვიძებს ისეთი ოფლიანია ისეთი რომ რა გითხრათ, არც ამის ექიმს დაუნიშნავს არაფერი, არც გაუსინჯავს წესიერად, იქნებ მივცე დ ვიტამინი? ისე გულზე მომხვდა ეხლა ეს პოსტი ვგრძნობ რომ აშკარად ჭირდება, მითუმეტეს ადრე ქონდა ნაკლებობა დ ვიტამინის და რახიტი განუვითარდა.

Posted by: Lollipop 28 Feb 2013, 09:07
ninoeqimi
რაც შეიძლება უკვე ყველაფერს ჭამს, ძუძუს მარტო საღამოს და ღამე. რამდენი მივცე D ვიტამინი? 1 წვეთი დღეში?

Posted by: ვასასი 28 Feb 2013, 12:49
ნინო ექიმო ჩემი 7თვის გოგოს თავზე აქვს ფუფხები, აგრეთვე შუბლზე წითელი ხორკლიანი ლაქა, რომელიც ხან უფერულდება ხან მუქდება, თუ სწორად მახსოვს 6თვიდან დამატებითი კვება რომ დავუწყე, მაშინ გამოუვიდა. 6თვიდან გადავიყვანე ჰიპი-2-ზე, დავუმატე ჭარხალი, სტაფილო, კომბოსტო, გოგრა, ჰეინცის პეჩენია, სანტისიმოს მაწონი,ჰიპის ფაფები(მხოლოდ ქლიავიანი ან გოგრიანი). ეს ლაქა ხან უღიავდებოდა, ხანაც საერთოდ ქრებოდა, დავიწყე ზოგიერთი ბოსტნეულის ამოღება რციონიდან, რათა გამეგო რომელი აძლევდა ალერგიას.ვაძლევდი მხოლოდ ჰიპი-2ს, გოგრა+ყვავილოვანი კომბოსტო და საღამოს ფორმულაში გახსნილი ჰეინცის პეჩენია (ხილის არომატების გარეშე),სახლში მოხარშულ გერლჯულესს, რომელსაც მერე ფორმულაში ვხსნიდი.ეხლა თითქოს გაუფერმკრთალდა ეს ლაქა.ვუსმევდი ზედ ხან ბიოლაინის დამატენიანებელს, ხან ალერგოსანს. მოკლედ დიეტაზეა ბავშვი და ლაქა არ გაქრა 1კვირაზე მეტია.შეკითხვა: შეიძლება ჰიპი-2 გამოეწვია ეს ალერგიული გამონაყარი? ხომ არ გადავიყვანო ჰიპოალერგიულ ფორმულაზე ბავშვი?

Posted by: lelusi29 28 Feb 2013, 14:59
mogesalmebit nino eqimo.iqneb gvitxrat romeli firmis fafebs ucevt rekomendacias? didi madloba cinascar.

Posted by: ninoeqimi 28 Feb 2013, 15:07
ვასასი
ჩვეულებრივ ფორმულას შეეძლო გამოეწვია ალერგია ნამდვილად, მაგრამ ამის ასე დაბეჯითებით თქმა სპეციალური გამოკვლევის გარეშე ძალიან ძნელია. რა თქმა უნდა არასწორად მოიქეცით ყველაფერი რომ ასე ერთბაშად მიეცით და ჯერ გამოიწვიეთ ალერგია და ახლა გახდა მისახედი, მაგრამ რას იზამთ. ჰიპოალერგიულ ფორმულაზე ახლა გადაყვანა რამდენად მოხერხდება არ ვიცი, ის მწარეა და ბავშვები შემდგომ კვებად ნაკლებად ჭამენ, მაგრამ ის რომ უნდა გამოიკვლიოთ და უმკურნალოთ თU ამისი საჭიროებაა ერთმნიშვნელოვანია

lelusi29
ყველა კარგი ქვეყნის პროდუქტს რეკომენდაციას ვუწევ. ბავშვის გემოვნების მიხედვით, მე ჩემი შვილი ჰუმანაზე გავზარდე. რეკლამირებას ვერ დავიწყებ ვერც ერთი საკვების

Posted by: peekaboo 28 Feb 2013, 16:21
ninoeqimi

ნინო ექიმო, ჩემი ბავშვი 7 თვისაა. რამდენიმე დღეა უჭირს კუჭში გასვლა და ტირის. კუჭის მოქმედება აქვს ჩვეულებრივად, რამდენჯერაც გადავაყენე შვება ცოტ-ცოტას მაგრამ ტირილით. რა შეიძლება მივცე მოსაწესრიგებლად? თU ანალიზია რაიმე საჭირო?
ჭამს გოგრას, ვაშლს, შვრიის ფაფას, ჰუმანას ფაფას პრებიოტიკით, ძალიან ცოტა ბოსტნეულის პიურეს, იოგურტს პეჩენიით და ხაჭოს. შეიძლება რომელიმე საკვების გამო იყოს ასე?

Posted by: ninoeqimi 28 Feb 2013, 18:44
peekaboo
შეკრულია კუჭში? თუ შეკრულიამაშინ დუფალაკი, 5 მლ 2 ჯერ და ცოტას გახსნის

Posted by: peekaboo 28 Feb 2013, 19:27
ninoeqimi
QUOTE
შეკრულია კუჭში? თუ შეკრულიამაშინ დუფალაკი, 5 მლ 2 ჯერ და ცოტას გახსნის



არ ვიცი ეს შეკრულობა რამდენადაა. როცა გადავაყენებ,აქვს კუჭის მოქმედება, უბრალოდ მე როგორც მივხვდი სტკივა კუჭში გასვლის დროს და ტირის.

Posted by: ninoeqimi 28 Feb 2013, 20:30
peekaboo
მაშინ ბავშვთა ქირურგთან წაიყვანეთ.

Posted by: ვასასი 28 Feb 2013, 21:16
ნინო ექიმო კუჭIს აშლილობის დროს რა მივცე 7 თვის ბავშვს? ბრინჯის ფაფა ვაჭამე + ჰუმანას ელექტროლიტს ვაძლევ.

Posted by: ninoeqimi 28 Feb 2013, 21:23
ვასასი
ელექტროლიტი შეავსებს დაკარგული სითხის დეფიციტს, ბრინჯი შემკვრელია, მაგრამ ასე არც დიაგნოზი იცით და არც ბაზისური მკურნალობა გაქვთ. ასე ზეპირად დანიშნულების მოცემა არასერიოზულია, ამიტომ ექიმს უნდა აჩვენოთ

Posted by: ვასასი 28 Feb 2013, 21:25
ყელი აქვს ჩAწითლებული, სიცხეები ქონდა 38-39. პიოფაგი და პარაცეტამოლი მივეცი ექიმის დანიშნულებით, აშკარად რომელიღაცამ აუშალა კუჭი დღეს

Posted by: ninoeqimi 28 Feb 2013, 21:32
ვასასი
არა, სავარაუდოდ ვირუსული ინფექცია აქვს, რომელმაც სასუნთქი სისტემა და კუჭ ნაწლავი ერთდროულად დააზიანა

Posted by: tikusha 1 Mar 2013, 10:39
ninoeqimi
როცა ბავსვს ყელი აქვს ჩაწითლებული ,სიცხე აქვს და კუჭშიც თხლადაა ეს ვირუსულ ინფექციას მაინიშნებს?

Posted by: ninoeqimi 1 Mar 2013, 10:58
tikusha
ეს ბავშვის განიჯვის და შესაბამისი ანალიზების შემდეგ ექიმმა უნდა გადაწყვტოს, ერთი კვირის შემდეგ ვირუსულ ინფექციაზე ნაკლებად ვლაპარაკობთ, პირველი რამოდენიმე დღე შესაძლოა ვირუსული იყოს. მაგის გარჩევა რომ მესწავლამე პირადად ათი წელი მარტო ვსწავლობდი, შემდეგ უკვე პრაქტიკული გამოცდილება მოვიდა smile.gif

Posted by: tikusha 1 Mar 2013, 11:01
ninoeqimi
smile.gif ექიმების უმრავლესობამ ახლაც არ იცის მაგის გარჩევა, ამიტომ ისის გამო რომ არ მაქვს მაგათი მარჩიელობის თავი, მე თვიტონ ვწყვიტავ ბავშვს რა მივცე და როგორ

Posted by: ninoeqimi 1 Mar 2013, 11:03
tikusha
კოსმონავტის გული გქონია smile.gif
ანალიზის და შესაბამისი გამოკვლევის შემდეგ ჩემს შვილზეც ვერ ვწყვეტავ რა მივცე და როგორ. მეტსაც გეტყვი, თუ რაღაცაში ეჭვი მეოარება არ მერიდება და არ მცხვენია და ჩემზე მეტად გამოცდილ უფროს კოლეგებსაც ვეკითხები აზრს

Posted by: marguerite 1 Mar 2013, 11:11
ninoeqimi
QUOTE
ერთი კვირის შემდეგ ვირუსულ ინფექციაზე ნაკლებად ვლაპარაკობთ,

და ბაქტერიულზე ჩნდება ეჭვი ?

ნუ ცხადია, ამასაც უნდა დადასტურება.

Posted by: ninoeqimi 1 Mar 2013, 11:25
marguerite
რა თქმა უნდა, ორგანიზმი ებრძვის ვირუსს, ან ამარცხებს, ან თვითონ მარცხდება და ძალიან ხშირად ორგანიზმშივე არსებული ბაქტერიები, რომლებიც მანამდე დაავადებას არ იწვევდნენ, დასუსტეულ და ნაბრძოლ ორგანიზმში გვევლინება დაავადების გამომწვევად. ამიტომ როდესაც საუბარია ერთი კვირის და 6 დღის პაციენტზე იქ მხოლოდ ვირუსულ ინფექციაზე ლაპარაკი ძალიან რთულია. ვირუსულ ინფექციას ნებისმიერტი ძლიერი ორგანიზმი ამარცხებს 3-4 დღეში, ნარჩენი მოვლენების გარეშე. მაშნ აქვს აზრი ყველანაირ სიმპტომურ საშუალებებს, ადგოლობრივ მკურნალობას. თუ 5 დღე ბავშვსსიცხე აქვს, ან რინიტი აქვს, ან ყელი ტკივა და მერე სეკრეტი დაუგროვდა, ახრუტუნდა, და რამოდენიმე დღეში ბრონქიტში გადავიდა ეს ყველაფერი და ბრონქები ნახველით ათუხთუხდა რომელ ვირუსზეა ამ დროს საუბარი. ნებიემიე სეკრეტში ბაქტერიები ისე სწრაფად მრავლდება, მითუმეტეს ბავშვის ჩამოუყალიბებელ ორგანიზმში. მშრალად თუ ახველებს კი ბატონო, ვირუსულია და თუ მიხედავ ადექვატურად 2-3 დღეშI კარგად იქნება და დამთავრდება ამით ყველფერი

Posted by: marguerite 1 Mar 2013, 11:30
ninoeqimi
გასაგებია. მადლობა.

-------------

Posted by: tikusha 1 Mar 2013, 15:31
ninoeqimi
საქმე რასია იცი ნინოექიმო? მეორე ბავშვი ძალიან პატარა იყო რომ დაიწყო გაცივებები 1 თვიდან, ამიტომ არ ვრისკავდი და ექიმს დავარბნინებდი სახლში, მაგრამ როცა ხედავ რომ ყოველი გაციებისას ერთიდაიგივე წამლებს უნიშნავს, ან სხვადასხვა დასახელების წამლებს, მაგრამ სემადგენლობა იგივეა, რაღატო მოვიყვანო ექიმი? ანტიბიოტიკებს მიწერდა ყველა ვარიანტში და მაგას მეც კი მივცემ რაღად მინდა ექიმი

აი რომ ხდებოდეს დიფერენცირება ექიმის მიერ ვირუსულია თუ ბაქტერიული კი ბატონო, მარტო ფილტვებსი მოუსმენდა და მორჩა (ნეტა ეგ მასწავლა და საერთოდ აღარ ვახსენებდი ექიმის სახელს) , მაგრამ მაინც ყველა ვარიანტშიი დამინიშნავს ანტიბიოტიკს და მაგდენი მეც ვისწავლე და მე თვითონ ვწყვიტავ მივცე თუ არა, დაჟე მე უფრო არ ვაძლევ ყოველ ჯერზე ანტიბიოტიკს, ყელის წამალიც ვიცი რა უნდა მივცე და თუ ხველა დაეწყო ნახველიანი ისიც და რაღად მინდა ექიმი? smile.gif

პ.ს. ნახველიანი ხველის დროს უეჭველი მისცემდი ბავშვს ანტიბიოტიკს? ვთქვათ სიცხე არ აქვს, უბრალოდ ნახველი აქვს და ახველებს, თუ ამოსახველებელი საკმარისი იქნებოდა? smile.gif ვიცი რომ ინდივიდუალურია, მაგრამ მაინც თქვენი აზრი მაინტერესებს smile.gif

Posted by: ninoeqimi 1 Mar 2013, 20:21
tikusha
ეს ინდივიდუალურია. უნდა გაითვბალისწინო ბაშვის ასაკი, იმუნიტეტი, ავადმყოფობის ხანგრძლივობა, ფილტვის მოსმენის შემდეგ მიღებული მონაცემები, ხშირად სისხლის საერთო ანალიზი და გულმკერდის რენტგენოგრაფიაც მჭირდება. კიდევ დედის ინტელექტი და ბავშვის და ოჯახის სოციალური მდგომარეობა. ამ ყველაფრის შეჰჯერების შემდეგ ვიღებ გადაწყვეტილებას დავუნიშნო ანტიბიოტიკი თუ არა.
თქვენ კი მეგობრულ რჩევას მოგცემთ, ბავშვზე ნუ რისკავთ, სულ თავისუფლად შეიძლება ფილტვების ანთება გამოგეპაროთ და სავალალო შედეგამდე მიხვიდეთ

Posted by: Tamarella 2 Mar 2013, 10:41
ძალიან გთხოვთ რამე მირჩიეთ თორემ გამისკდა თავი sad.gif ბავშვი არის თვის და ერთი კვირის. ნუ ცხადია გაზები აწუხებს და არაფერმა რო არ უშველა ბოლოს კუპლატონი დაუნიშნა ექიმმა და ვერც მაგაზე ვიტყვი დიდად შველისთქო, მაგრამ პრობლემა უფრო სხვა რამეა..კერძოდ არის ძალიან გაღიზიანებული, უჭირს ჩაძინება, ეძინება ხოლმე მარა ვერ იძინებს, არ ძIნავ გადაბმულად მშვიდად, ძილშI თითქოს რაღაცა აშინებსო თუ რა არი არ მესმის, წამოიყვირებს და ტირილს იწყებს, რო მივალ და დავაწყნარებ ისევ აგრძელებს ძIლს... მყავდა ნევროლოგთან, გადავუღეთ თავზე და არანაირი ცვლილება ან პრობლემა არ აჩვენა ნეიროსონოგრაფიამ. ნევროლოგმა გამოუწერა ატარაქსი 20 დღით. არ მინდა მიცემა, ადრე მე თვითონ ვსვამდი ამ წამალს მაგრამ ბავშვზე რაღაც არ მინდა, პლიუს ბევრი ცუდი გამოხმაურება წავიკითხე როგორც რუსულ ისე ქართულ ფორუმებზე. შეიძლება რო მარტო კოლიკების ბრალი იყოს ეს გაღიზიანებადობა და უძილობა? რა ვქნა აღარ ვიცი. ხო კიდე, ეხლა კუჭში შეკრულობაც დაერთო...მოკლედ შარში ვარ sad.gif

Posted by: tikusha 2 Mar 2013, 11:18
ninoeqimi
სისხლის ანალიზში ალბათ როეს ექცევა ამ დროს მნიშვნელობა? რამდენადაა ანთებითი პროცესი?

Posted by: merkantil 2 Mar 2013, 14:10
Tamarella
ყველას აქვს გაზების პრობლემა. ძალიან ძნელია, როდესაც უყურებ ატირებულ და გაღიზიანებულ ბავშვს, ვერაფრით შველი, მაგრამ გაივლის პირველი თვეები და დამშვიდდებით. მე სადაც ვცხოვრობ, არ ნიშნავენ გაზების საწინააღმდეგოდ წამალს. თავი რომ მოიკლა,არ გამოგიწერს ექიმი, გეტყვის, რომ მაინც არ უშველის. მხოლოდ თბილი ვანა, კამის ჩაი და მუცელზე მასაჟი - ამას გირჩევს აბსოლიტურად ყველა ექიმი. არადა, დამიჯერე ბევრად განვითარებულია აქ მედიცინა, ვიდრე საქართველოშიsmile.gif ჩემ ბავშზე ჩხავანა არავის ჰყავდა მგონი vis.gif 4 თვე ნორმალური ძილი არ გვღირსებია, თან აბსოლიტურად არავინ მყავდა დამხმარე. მაგრამ გავუძელით როგორღაც და მერე კი გაბუნჩულდაsmile.gif

პ.ს.
ატარაქსი არ მისცე no.gif

Posted by: Tamarella 2 Mar 2013, 15:37
merkantil
ხო, მართლა თითქოს არაფერს რეალური შედეგი არ აქვს, არადა ნორმოკიდი, ბობოტიკი, ესპუმიზანი, ნეობეიბი, ინფაკოლი, ესენი ყველა ვცადე და ბოლოს იმიტო გადავწყვიტე თავზე გადამეღო რო გამეგო მართლა გაზებია პრობლემა თუ სხვა რამეც... კამის ჩაი ვიყიდე ჰიპის მარა რაღაც არ ვაძლევ, მგონია რო არ ექნება შედეგი რაკი წამლებმა ვერაფერი ქნა...

Posted by: ninoeqimi 2 Mar 2013, 20:17
Tamarella
თავზე გადაღება არ ჭირდება მაგას, მითუმეტეს ატარაქსი.ნევროლოგიური მიზეზით არ არის გამოწვეული ეგ ამბავი და უკვე სათვალავი ამერია რამდენი პაციენტი მოდის თვეში მაგ ჩIვილით და ერთმანეთზეუფრო მძიმე ფსიქოტროპული პრეპარატებით. კარგი ექიმი გჭირდებათ ვინც სწორად მიუდგება კოლიკას, მოგცემთ რეკომენდაციებს, მარტივი რეკომენდაციები ძალიან ხშირად ამართლებს და აუმჯობესებს მდგომარეობას. საჭიროების შემთხვევაში ექიმი დაგინიშნავთ გამოკვლევას და შემდეგ მკურნალობას

Posted by: Tamarella 3 Mar 2013, 12:30
ninoeqimi
ანუ ეს შეკრთომები და გაკანკალებები რო აქვს პერიოდულად არაა საშიში? და ჰიპის ღამის ჩაი როა დამამშვიდებელი ბალახებია შიგ-მელისა ცაცხვი, გვირილა, ეგ რო მივცე რამეს ხო არ ავნებს?

Posted by: ninoeqimi 3 Mar 2013, 16:57
Tamarella
შეკრთომა ძილში და კანკალი 2 თვემდე ნორმააა, მაგის გამო ვინ აკეთებს ნეიროსონოკოპიას smile.gif
რაც შეეხება ჩაის, დაალევინეთ, მაგრამ არ უშველის smile.gif

Posted by: madinka 3 Mar 2013, 23:50
ჩემი ბავშვი გადაბჟირდა დღEს!!!რა მეშველება არ ვიცი,რაც ასაკი ემატება მით უარესი ხდება!!!:( სიცოცხლე აღარ მინდა,ისეთ რაღაცას აკეთებს რისიც ყველაზე მეტად მეშინია!!!

Posted by: დოლორეს 4 Mar 2013, 00:38
QUOTE
!!!რა მეშველება არ ვიცი,რაც ასაკი ემატება მით უარესი ხდება!!!:( სიცოცხლე აღარ მინდა,ისეთ რაღაცას აკეთებს რისიც ყველაზე მეტად მეშინია!!! 

მე ცოტა ხნის წინ დამმართა ასე.შეიძება 6 თვის ბავშვი ბანაობას კიდევ ვერ იტანდეს?
აქამდე ვწვალობთ რაღაცნაირად,მაგრამ დღეს რომ ქნა ბანაობისას ასე არ გაგიჟებულა ჯერ.
თან პატივი ვეცით,იქნებ უფრო გავართოთ და არ იტიროსთქო,აბაზანის იხვი ვუყიდეთ თავისი 3 პაწუკა წიწილით,უკვე კარგად ერთობა სათამაშოებით და ჩავუსვით აბაზანაში.ჯერ კი ითამაშა,ატყაპუნა ხელ-ფეხი,მაგრამ მერე პირში იტენა სათითაოდ და აკივლდა რომ არ ჩაეტია.ალბათ ამაზე გაბრაზდა,ისტერიკული ტირილი მორთო,ვერ დავამშვიდეთ.
ისეთი დასუსტებული მაქვს უკვე ნერვული სისტემა,რომ ამის ასეთ ისტერიულ ტირილებს ვეღარ ვუძლებ აშკარად,მე თვითონ ვხდები მერე მოსაბრუნებელი და იქნებ რამე მირჩიოთ ნინოექიმო, რა შეიძლება ლაქტაციის დროს დამაშვიდებელი მივიღო?
იქნებ ცოტა უფრო გავუძლო,თორემ ასე მგონია შემშლის სადაც არის.
იმედია არსებობს ძუძუს თავის განებების გარდა(დამამშვიდებელი რომ მივიღო) სხვა საშუალება ჩემს შემთხვევაში. sad.gif ninoeqimi

Posted by: CAMPOLINA 4 Mar 2013, 09:57
როდესაც ერთი თვის ბავშვს კუჭის მოქმედება არ აქვს 3 დღეზე მეტი როგორ უნდა დავეხმაროთ? (დედის რძეზეა ძირითადად, დამატების სახით ვაძლევთ პრეჰუმანას)

Posted by: an apple 4 Mar 2013, 11:22
ninoeqimi
ჩემი ბავშვი 2,5 თვისაა და ხმაურზე(სათამაშოს ჩხარუნზე) რეაქციას იმით გამოხატავს ,რომ თვალებს ახამხამებს,ან ფეხებს იქნევს. ანუ ხმის წყარო საიდანაც მოდის,იქით არ იყურება. ხან არც რეაგირებს ხმაზე და სხვა რამეს აშტერდება. გადახრაა ნორმიდან? ნეიროსონოსკოპიამ აჩვენა, რომ ჰემოსფეროები აქვს დილატირებული, თავს ვერ იმაგრებს კარგად. ჩემი აზრით ეს ძლიერი ვირუსული ინფექციის ბრალია, ჰ1ნ1 ქონდა ერთი თვისას და დაბალი ცხელება გაუგრძელდა 20 დღე. ნევროლოგმა მოგვცა რეკომენდაცია, მუცელზე წოლით გავავარჯიშო ,ვეთამაშო და აშ. 2 თვის შემდეგ გფანმეორებით ნეიროსონიოსკოპიას გავიკეთებთ. გთხოვთ თქვენი აზრი დააფიქსიროთ. გაიდლაინების მიხედვით ,რას უნდა აკეთებდეს 2,5 თვის ბავშვი?

Posted by: pravinia 4 Mar 2013, 16:12
an apple

სანამ ნინო-ექიმი გამოგეხმაურება, იქნებ სტატია დაგეხმაროს:

http://www.aversi.ge/main_jurnal.php?lang=geo&id=2268&cat_id=2

Posted by: ninoeqimi 4 Mar 2013, 21:58
madinka
ჩაბჟირება გენეტიკურია, ასაკდამოკიდებულია და კეთილთვისებიანია. რამოდენიმე მარტივი რეკომენდაცია და არაფერი საგანგაშო არ არის. ნუ რა თქმა უნდა იმას რომ ეს მხოლოდ ჩაბჟირებაა და არა რაიმე სერიოზული დანამდვილებით უნდა იცოდეთ
* * *
დოლორეს
მარტივი ვალერიანი, სხვა სერიოზული არაფერი.
CAMPOLINA
ასე ზეპირად არაფერი მოიმოქმედოთ, თუ ამას სისტემატიური ხასიათი აქვს ექიმმა გადაწყვიტოს როგორ დაგეხმაროთ.
an apple
პირადში მოგწერთ ჩემს მოსაზრებას.

Posted by: madinka 4 Mar 2013, 22:12
ninoeqimi
გენეტიკურია?ჩემი ბიძაშვილი იყო საშინელი გასაზრდელი მაგ მხრივ.3 წლამდე ჯოჯოხეთი ქონდათ.ენა უვარდებოდა და ლურჯდებოდა ..ეგეთი ღმერთმა გვაშოროს!!!მე 2ჯერ ჩავბჟირებულვარ მარტო.ალბათ იმიტომ რომ ზოგადად მშვიდი ვიყავი...მაინც იქნებ მითხრათ ეგ მარტივი რეკომენდაციები რა არის?მე წყლის შესხმა და გალაწუნება მინახავს და ჯერჯერობით ეგენი არ დამჭირვებია და ღმერთმა ნუ დამაჭირვოს. ამ კვირაში მაინც დაგეგმილი მაქვს ნეიროსონოსკოპია განმეორებით.და კიდევ რა უნდა გკითხოთ ნინო ექიმო- თქვენ როგორ იცით,აცრები ჰემანგიომაზე ცუდად ხომ არ მოქმედებს?ხომ არ გაზრდის?
* * *
აცრები ჯერ არ გაგვიკეთებია არცერთი...და მინდა უახლოეს მომავალში გავუკეთო სანამ ჯანმრთელადაა და არაფერი შეხვედრია.მაინტერესებს აცრის წინ სისხლის ანალიზი თუ არის საჭირო.

Posted by: ninoeqimi 4 Mar 2013, 22:31
madinka
შემოლაწუნება არ უნდა, არც წყლის შესხმა. ნეიროსონოსკოპია არ არის საჭირო, მხოლოდ კარგი გასინჯვა ჭირდება, კარგი ნევროლოგის. ჰემანგიოამას რაც შეეხება, ეგ უნდა ონკოლოგმა გადაწყბიტოს. სისხლის ანალიზი რა თქმა უნდა აუცილებელია აცრის წინ. მიუხედავად ჰემანგიომისა, ჩაბჟირებისა და ასე შემდეგ

Posted by: madinka 4 Mar 2013, 23:00
ninoeqimi
ნეიროსონოსკოპია მაინც მინდა,აი თვალის გუგებიდან გამომდინარე კდიევ ერთხელ გადავამოწმებ რა მშვიდად რომ ვიყო.ანალიზი ბილირუბინისაც საჭიროა ნეტა?თუ მხოლოდ საერთო?და თქვენთან ხომ აკეთებენ ფასიან აცრებს მე-13ში?

Posted by: ninoeqimi 4 Mar 2013, 23:36
madinka
თუ სიყვითლე აღარ არის, მაშIნ ბილირუბინი აღარ უნდა, პირადი პედიატრი არ გყავთ?

Posted by: madinka 4 Mar 2013, 23:39
ninoeqimi
კი როგორ არა,დაზღვევის პედიატრი გვყავს..

Posted by: pravinia 5 Mar 2013, 11:31
ninoeqimi


გამარჯობა ნინო, საკეისროთი დაბადებული ბავშვების ფსიქოლოგიაზე კი დიდი აზრთა სხვადასხვაობაა და დადასსტურებულად არაფრის თქმა შეიძლება, მაგრამ ბოლო დროს ჩავეძიე სხვა ნაკლებად აბსტრაქტულ მხარეს და რუსულ საიტებზეც წერია და ქართული საიტებიდან მკურნალი.გე-ზეც ვნახე ახლა სტატია სადაც საკმაოდ საყურადღებო ფაქტებია მოყვანილი, მაინტერესებს თქვენი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით:
ნივთიერებათა ცვლა და წნევის ცვალებადობა
როცა ჩვილი დაბადებისთვის მზადებას იწყებს, მის ორგანიზმში ყველა ფიზიოლოგიური პროცესი ნელდება. ამგვარად ემზადება იგი დედის საშოდან განსხვავებულ გარემოში მოხვედრისას წნევის ცვლილებისთვის. საკეისრო კვეთისას კი წნევა მკვეთრად იცვლება. ამის გამო ახალშობილს ტვინში მიკროსისხლჩაქცევაც კი შეიძლება დაემართოს. არის ტვინში მინიმალური დისფუნქციის შემთხვევებიც.

გულ-სისხლძარღვთა სისტემა და სუნთქვა
ექიმებმა ათასი ბავშვი გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე ნაყოფის ორგანიზმში იზრდება ჰორმონების რაოდენობა. უპირველესად, იმატებს ჰორმონი კატექოლამინი, რომელიც ახალშობილის სუნთქვას არეგულირებს და მანამდე სითხით სავსე ფილტვებს აშრობს. საკეისრო კვეთისას კი დაბადების ბუნებრივი მექანიზმი არ ირთვება, ბავშვი ვერ ასწრებს საკმარისი რაოდენობის კატექოლამინის დაგროვებას ფილტვების სისხლით უზრუნველსაყოფად და მის გულს დიდი ძალა ადგება. ამის გამო ბავშვის გულში, შესაძლოა, ასაკოვანი ადამიანების გულისთვის დამახასიათებელი დისტროფიული ცვლილებები მოხდეს. საკეისროთი დაბადებულ ბავშვთაA სუნთქვის სიხშირეც ბუნებრივი გზით გაჩენილებისაზე ორჯერ ნაკლებია, ფილტვების სუნთქვის მოცულობა კი - სამჯერ.


narkozeli

თუ სწორად მახსოვს თავადაც ექიმი ხარ და და გყავს პედიატრი, მოკლედ ზემოთ რაც დავწერე მაგასთან დაკავშირებით თუ გაქვს რაიმე სახის ინფორმაცია, ძალიან დამავალებ თუ მომწერ

Posted by: ninuwki 5 Mar 2013, 12:35
დოლორეს
QUOTE
შეიძება 6 თვის ბავშვი ბანაობას კიდევ ვერ იტანდეს?

ჩემი პირიქით ამოყვანისას ვარდება ისტერიკებში.ელემენტარულ ჰიგიენურ პროცედურებსაც არ მაცდის(ყურის,ცხვირის გასუფთავება და ა.შ)
დამტანჯა უკვეეე..
ninoeqimi
გამაჯობა.ბავშვს ძილში დიდი რაოდენობით ნერწყვი გამოეყოფა,ბალიშს ასველებს.დაახლოებით ბოლო თვეა.კბილების ბრალია?თუ საყურადღებოა რამე??6თვის არის

Posted by: დოლორეს 5 Mar 2013, 12:51
QUOTE
ნივთიერებათა ცვლა და წნევის ცვალებადობაროცა ჩვილი დაბადებისთვის მზადებას იწყებს, მის ორგანიზმში ყველა ფიზიოლოგიური პროცესი ნელდება. ამგვარად ემზადება იგი დედის საშოდან განსხვავებულ გარემოში მოხვედრისას წნევის ცვლილებისთვის. საკეისრო კვეთისას კი წნევა მკვეთრად იცვლება. ამის გამო ახალშობილს ტვინში მიკროსისხლჩაქცევაც კი შეიძლება დაემართოს. არის ტვინში მინიმალური დისფუნქციის შემთხვევებიც.გულ-სისხლძარღვთა სისტემა და სუნთქვაექიმებმა ათასი ბავშვი გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე ნაყოფის ორგანიზმში იზრდება ჰორმონების რაოდენობა. უპირველესად, იმატებს ჰორმონი კატექოლამინი, რომელიც ახალშობილის სუნთქვას არეგულირებს და მანამდე სითხით სავსე ფილტვებს აშრობს. საკეისრო კვეთისას კი დაბადების ბუნებრივი მექანიზმი არ ირთვება, ბავშვი ვერ ასწრებს საკმარისი რაოდენობის კატექოლამინის დაგროვებას ფილტვების სისხლით უზრუნველსაყოფად და მის გულს დიდი ძალა ადგება. ამის გამო ბავშვის გულში, შესაძლოა, ასაკოვანი ადამიანების გულისთვის დამახასიათებელი დისტროფიული ცვლილებები მოხდეს. საკეისროთი დაბადებულ ბავშვთაA სუნთქვის სიხშირეც ბუნებრივი გზით გაჩენილებისაზე ორჯერ ნაკლებია, ფილტვების სუნთქვის მოცულობა კი - სამჯერ.

help.gif


ninoeqimi
მადლობა.

Posted by: narkozeli 5 Mar 2013, 13:08
pravinia
ვერ ვიტყვი რომ აზრს მოკლებულია ზემოთ მოყვანილი ციტატა,მაგრამ ზედმეტად გაზვიადებულად მეჩვენება ეს შეფასება,კატექოლამინების დაგროება იმდენად ინდივიდუალურია,რომ მოზრდილებშიც და ბავშვებშიც ამისი ნორმის განსაზღვრა და ასეთი ზღვარის დადგენა არ მიმაჩნია მართებულად.
ზემოთ მოყვანილი მაგალითები იმდენად იშვიათ გართულებას მიეკუთვნება და მისი ალბათობა იმდენად მცირეა,როგორც ფიზიოლოგიურად გაჩენის დროს დედის მიერ ბავშვის მოგუდვა.მე პირადად,საკეისროთი რომ ვაჩენდე,ამხელა ყურადღებას არ მივაქცევდი,არც მეანი გაგიმახვილებს ამაზე ყურადღებას,ზედმეტად გაზვიადებულია...ტვინში მიკორსისცხლჩაქცევა და ტვინის დისფუნქცია ფიზიოლოგიურად გაჩენილებშიც შეიძლება შეგხვდეს,არ არის აუცილებელი საკეისრო კვეთასთან დავაკავშიროთ ეს იშვიათი შემთხვევა.

Posted by: madinka 5 Mar 2013, 13:20
დედდა გამისკდა გული კაცო ეს რაები ეწერა მაღლა sleep.gif sleep.gif sleep.gif

Posted by: pravinia 5 Mar 2013, 13:27
narkozeli

დიდი მადლობა, საკეისროთი მინდა მესამე გავაჩინო და გამისკდა გული,
აქამდე მხოლოდ ფსიქოლოგების დაკვირვებებზე მქონდა წაკითხული და დიდად არ მიმიქცევია ყურადღება, ეს კი ისე კოშმარულად კონკრეტულად ჟღერს, დავმანდრაჟდი smile.gif

Posted by: ninoeqimi 5 Mar 2013, 13:58
pravinia
თეორიულად ყველაფერი სწორია, თუმცა ეს ძალიან გაზვიადებული მომეჩვენა. სისხლჩაქცევა ახალშობილთა უმრავლესობას ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდეგაც უჩნდება. მერე რა? ამას ნეიროსონოსკოპიის შემოღებამდე ვერავინ ვერ ნახულობდა. ახლა კი მინჯ სისხლჩაქცევებს ეძახიან. ძალიან ხშირად ჯანმრთელ ახალშობილს მხოლოდ იმიტომ არ ვურჩევ ნეიროსონოკოპია გაუკეთონ, რომ რადიალოგი ამ სისხლჩაქცეას იპოვის, დედას კონტროლზე დაიბარებს ორი თვის მერე. ის ორი თვის მერე მიანც აღარ იქნება, სამაგიეროდ დიდი ნერვები და აც თუ ისე ცოტა ფული იხარჯება უაზრობაზე.
გულ- სისხლძარღვთა სისტემაზე რაც წერია, ეს კაზუისტიკური იშვიათობა შეიძლება იყოს და ბუნებრივი გზით დაბადებულ ბავშვსაც დაემართოს.
ერთადერთი, რაც ხშირია პრაქტიკაში ეს არის სურფანქტანტის ანუ ფილტვის ალვეოლის ამომფენი ნივთიერების დეფიციტი საკეისროთI დაბადებულ ბავშვებს უფრო ხშირად აქვთ, მაგრამ ეს იმდენად კარგად იციან ჩვენმა ექიმებმა რომ ამის გამო პრობლემას არავის შეუქმნიან და დროულად მოუვლიან, თუ არ არის უფრო სერიოზული დაავადება, ამ დროს კი საკეისრო იქნება თU ბუნებრივი მშობიარობა მაინც გამოვლინდება.
საკითხი დგას ასე, თუ საკეისრო კვეთის ჩვენებაა, რა თქმა უნდა უნდა გაკეთდეს, თუ არადა საუკეთესოა ის გზა, რომელიც ღმერთმა დააწესა smile.gif

Posted by: linea 5 Mar 2013, 14:07
ჩემი შვილი 13 ში ხდება 8 თვის,აი უკვე თითქმის 1 თვეა ვცდილობ ძუძუს თავი დავანებებინო და უშედეგოდ .. არაფერი არ გამოგის.დგის მანძილზე იკვებება სხვა საკვებით და აი ღამე კატეგორიულად ძუძUს ითხოვს + გამეშI 2 ჯერ მაინც იგვიძებს და ჭამს,იცდია ჩაის მიცემა ძილში და არ სვავს,მაინც ძუძU უნა..იქნებ მირჩიოთ რამე? smile.gif

Posted by: pravinia 5 Mar 2013, 14:12
ninoeqimi


მადლობა, საკეისროს შესახებ მხოლოდ ზედაპირული ინფორმაცია მქონდა აქამდე, ნელ-ნელა ვერკვევი დეტალებში smile.gif

Posted by: ninoeqimi 5 Mar 2013, 14:15
linea
წლამდე უნდა მისცე, ცოდვაა, მერე დაანებებინე
pravinia
საკეისროს ჩვენება გაქვს თუ სურვილი?

Posted by: pravinia 5 Mar 2013, 14:35
ninoeqimi

სურვილი smile.gif
მილების გადაკეტვას ვგეგმავ და ამიტომ მინდა საკეისრო, ჩემთვის მეოთხე ორსულობაა და მესამე ბავშვი, მეტი აღარ მინდა biggrin.gif
ნუ ჯერ ბავშვი არაა მობრუნებული და თუ მასე დარჩა, უკვე ჩვენებაც იქნება, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაფერი რიგზეა

Posted by: veriko_zuka 5 Mar 2013, 14:35
ნინო ექიმო მყავს ბიჭი 1,3 თვის ძუძუს ჯამს კიდე, სხვა ყველანაირ საკვებს ჭამს, ძუძუ ისე დესერტად აქვს, მირჩიეთ როგორ დავანებებინო ადვილად, ისე რო რაიმე სტრესი არ გამოვიწვიო მასში

Posted by: ninoeqimi 5 Mar 2013, 14:40
pravinia
ისე მილების გადაკეტვაზე მოიძიე ინფორმაციები გირჩევ. უამრავი გართულებები მოყვება მაგ ამბავს. არსებობს კვლევები, რომ მიომების ხელშმწყობ ფაქტორად ითვლება და კიდევ ბევრი რამე. მოკლეთ კარგია მშვიდად ცხოვრება, მაგრამ დაინტერესდი მაგ საკითხით.
veriko_zuka
სტრესის გარეშე ვერ გადარჩებით. ან მედიკამენტრად უნდა შეიწყდეს ლაქტაცია და რძე რომ აღარ იქნება აღარ მოწოვს, ან მეორე ვაარიანტია არ მისცეთ ძუძუ, იტირებს ორი დღე და მერედაავიწყდება

Posted by: pravinia 5 Mar 2013, 14:58
ninoeqimi

ვიცი კი გართულებების შესახებ, მაგრამ აბები არ შეიძლება-პროთრომბინი მაქვს მაღალი ზოგადად და პლიუს ვენებზე მქონდა პრობლემა, სპირალი არანაკლებ პრობლემურია, სხვა არცერთი კონტრაცეპტივი არ იცავს ისე როგორც საჭიროა, ისე რომ საბოლოო ჯამში, ეგ ჯობია ყველა სხვა დანარჩენს smile.gif

Posted by: makavel1 5 Mar 2013, 15:02
QUOTE
მილების გადაკეტვას ვგეგმავ და ამიტომ მინდა საკეისრო, ჩემთვის მეოთხე ორსულობაა და მესამე ბავშვი, მეტი აღარ მინდა

ბადრი შარიქაძესთან რომ ვიყავი ეხოზე მითხრა, ჩემმა ძმაკაცის ცოლმა 3 შვილი რომ გააჩინა საკესროთი 3 ზე მილები გადაიკეთა და იმის მერე კიდე 2 გააჩინაო, ასე რომ მაგითი თუ გეგმავ თავის დაცვას 100 პროცენტიანი არ არის.

Posted by: Pumpula 5 Mar 2013, 15:06
makavel1

ექიმი გაეღადავა ალბათ და არ გადაუკეტა biggrin.gif საწყალი გოგო, ალბათ ქმარს აღარ ეკარება დაშინებული givi.gif

Posted by: makavel1 5 Mar 2013, 15:08
lol.gif lol.gif lol.gif კოშმარია. უკაცრავად ოფისთვის.

Posted by: pravinia 5 Mar 2013, 15:16
makavel1

მასეთი გამონაკლისები ექიმების შეცდომების გამო ხდება და რა ვიცი, იმედი მაქვს ქორიძე არ აურევს და ისე გააკეთებს როგორც საჭიროა biggrin.gif

Posted by: makavel1 5 Mar 2013, 15:19
pravinia
ეგ არ არის ექიმის შეცდომა და თვითონ ექიმიც გეტყვის რომ მილების გადაკეტვა არ არის 100 პროცენტიანი დაცვის გარანტია.

Posted by: pravinia 5 Mar 2013, 15:34
makavel1

http://www.gfma.ge/documents/Sterilzation-participant.pdf
საკმაოდ კარგადაა აქ ახსნილი რა და როგორ;
მაღალი დაცვის პროცენტი აქვს მილების გადაკეტვას, აბებს და სპირალს,
მათ შორის ყველაზე მარტივი ვარიანტი ესაა როდესაც მეტი აღარ აპირებ გაჩენას

Posted by: makavel1 5 Mar 2013, 15:39
pravinia
მაღალი პროცენტი არ ნიშნავს 100 პროცენტს.ეს არ არის ის თემა სადაც ამაზე დისკუსია შეიძლება გამაიმართოს, შენი საქმის შენ იცი.

Posted by: pravinia 5 Mar 2013, 15:45
makavel1

QUOTE
მაღალი პროცენტი არ ნიშნავს 100 პროცენტს

95-99% აქვს ყველა მათგანს, თუ ციფრებია პრობლემა biggrin.gif
თუმცა დისკუსიის გამართას არც ვგეგმავდი ამ კონკრეტლ საკითხზე, რაც მაინტერესებდა იმაზე კი მივიღე პასუხი smile.gif

Posted by: linea 5 Mar 2013, 16:07
ninoeqimi

წლის რო გახდება ზაფხული უწევს და როგორც ვიცი ზაფხულში ძუძუს დანებება არაა რეკომენდირებული.. მინდა ეხლა დავანებებინო,ბევრმა შეძლო და 6 თვისას დაანებებინა

Posted by: garfield1 5 Mar 2013, 16:20
pravinia
ქორიძესთან თუ იკეთებ საკეისროს შეგიძლია ძალიან მშვიდად იყო, მაგ საქმეში ბადალი არ ყავს , თან გოგოები ვიცი რომლებსაც ამირანის დადებული ნაკერით წელში გამართვაც არ გაჭირვებიათ, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ .

Posted by: tikusha 5 Mar 2013, 16:34
pravinia
QUOTE
სპირალი არანაკლებ პრობლემურია

გამარჯობა smile.gif

სპირალი რა პრობლემებს იწვევს?

Posted by: CAMPOLINA 5 Mar 2013, 17:51
ninoeqimi
ვის მირჩევთ ნევროლოგს პროფილაქტიკისთვის რომ ვაჩვენო ერთი თვის ბავშვი?

დ ვიტამინი დაგვინიშნ პედიატრმა დღეში ერთი წვეთი (ვიგანტოლი) სამი თვის განმავლობაში და ნორმალურია? ცოტა ხომ არ არის?

Posted by: irinka1983 5 Mar 2013, 17:51
ninoeqimi

ნინო ექიმო, ჩემი ბიჭი 9 თვის ხდება, ყველა დამატება რაც მივეცი, ძირითადად ძუძუს მერე ვაჭმევ. ჯერ ძუძუს შეჭამს, მერე ფაფას ან ხილს ან სუპს. უბრალოდ ეგრე გვირჩია პედიატრმა, არადა რამდენჯერ წამიკითხავს, 8-9 თვის ბავშვი მთელი დღე დამატებით საჭმელზეა და ძუძუ დესერტად აქვს. საბავშვო იოგურტი როდიდან შეიძლება მივცე?

Posted by: დოლორეს 5 Mar 2013, 20:02
QUOTE
ჯერ ძუძუს შეჭამს, მერე ფაფას ან ხილს ან სუპს. უბრალოდ ეგრე გვირჩია პედიატრმა

ჩვენ პირიქით გვირჩია და ასე ხომ არ მიაგდებს ნეტა ძუძუს? sad.gif
გუშინ ვაჭამე დაჭყლეტილი ბანანი პირველად და მშვენივრად დააყოლა ძუძუ.
ნახევრის ნახევარი ბანანიც არ ვაწამე ბოლომდე,რადგან პირველი დრე ყო.სულ რამოდენიმე კოვზი გამოუვიდა ალბათ.
ექიმმა ჯერ ბანანი,მერე მსხალი და ბოლოს ვაშლი,ოღონდ ერთად არა,ცალ-ცალკეო.
ანუ იგულისხმება რომ თითო დთე თითო სახეობის ხილი მონაცვლეობით?
დღეში ერთხელ მივცე?
და დღის რომელ ნაწილში სჯობს ხილის მიცემა?
რა რაოდენობით მივცე ნინოექიმო პირველი ხილი?
მერიდება ახლა დარეკვა და კითხვა.რომ იყავი მაშინ ვერ მკითხაო არ იფიქრებს? :|
მადლობა წინასწარ ninoeqimi

Posted by: irinka1983 5 Mar 2013, 20:52
დოლორეს

ჩვენ როგორ გვითხრა იცი? 1 კვირა მიეცი ერთი სახეობის ხილიო, მეორე კვირა რაღაც აXალი დაუმატეო, ანუ რო მიხვდე რამეზე ალერგია ხომ არ აქვს. ანი მაგალითად, პირველი კვირა მარტო ბანანი, მეორე კვირას ბანანი და ვაშლი, მესამე - ბანანი, ვაშლი და მსხალი(იმედია გასაგებ ენაზე დავწერეbiggrin.gif აშკარად არა მარა მაინც)

Posted by: madinka 5 Mar 2013, 21:15
ნინო ექიმო ბავშვი.გე-ზე წავიკითხე რომ 6 თვემდე ბავშვი დედიდან ჯერ სისხლით მერე რძით გადაცემული იმუნოგლობულინების იმედზეაო და 6თვის მერე მხოლოდ საკუთარი იმუნიტეტის ანაბარა რჩებაო და ამ პერიოდში განსაკუთრებით მოარიდეთ ინფექციებსო. რამდენად მართალია? 6თვის მერე დედის რძეს მართლა არააქვს სარგებელი იმუნიტეტის მხრივ?

Posted by: ninoeqimi 5 Mar 2013, 22:50
linea
მესმის, თუმცა მაგ ვერსიის სიზუსტე არ არის დასაბუთებული მეცმნიერულად, თანაც წლამდე ძუძუ ბავშვისათვის აუცილებელია.
irinka1983
ზოგი ნიშნავს ჯერ ძუძუს და მერე დამატებას, ზოგი პირიქით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს ჯერ ძუძუს და შემდეგ დამატებით საკვებს. საბავშვო იოგურტები ჰიპსაც და ჰუმანასაც 6 თვიდან აქვთ და შეგიძლიათ მსიცეთ.
დოლორეს
ჯერჯერობით დღეში ერთხელ, წახემსების დროს, ან ფაფასა და სადილს შორის ან სადილის შემდეგ. ჯერ ერთ ხილს აჭმევ,, მერე მეორეს, მერე მესამეს, 3-4 დღიანი შუალედებით, თU ყველა კარგად აიტანა, მერე უკვე კომბინაციებიც შეიძLება. პიველი მიცემა ერთI ჩიას კოვზი, თანდათანობითი მომატებIთ
madinka
ეს მუცლიდან გამოყოლილ ანტისხეულებზეა საუბარი, ძუძუ არაფერ კავშირშია, 6 თვე დედიდან გამოყოლილი ანტისხეულები იცავს ბავშვს და შემდეგში იწყებს თავისის გამომუშავებას და ძუძუ ამ შემთხვევაში იდეალური საკვებია

Posted by: taktakuna 6 Mar 2013, 12:00
ninoeqimi
ნინო ექიმო, წყალი უყვარს ძალიან ჩემს ბიჭს , წლისა და ერთი თვისაა და საშუალოდ თუ არის დადგენილი, რამდენი მილიგრამი შეიძლება რომ დალიოს? და კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს, ძალიან უყვარს სახეზე რამეს, რომ იცაცუნებს, ხან ბალიშის კუთხეს ისმევს, ხან საბნის, რომ ვაძინებ მაშინაც ჩემი ჯემპრის საყელოს ისმევს, ცხვირთან და თვალებთან. როგორ ფიქრობთ უბალო ჩვევაა და არ მივაქციო ყურადღება თუ წავაბრძანო ნევროპათოლოგთან?

Posted by: ninoeqimi 6 Mar 2013, 16:39
taktakuna
თუ ამ ყველაფერთან უნებლიე მოძრაოებები არა აქვს, თვალების ხამხამი მაგალითად არაფერი არ უნდა, წყალსს რაც შეეხება ინდივიდუალურია, 200 მლ ზე ბევრს სვამს დღე ღამეში?

Posted by: nusa 6 Mar 2013, 20:31
ninoeqimi
კლავომედი 156 - წლის და შვიდი თვის ბავშვისთვის (12,5კგ) დოზა რამდენია?


ყელი აქვს ბავშვს გაწითებულიო და 4 დღეა სიცხეები აქვს (37*-39*).
დაუნიშნა კლავომედი 156 - 5მგ 2ჯერ + ბენეტის სპრეი 3ჯერ + პიოფაგი
38*+ სიცხისას ნუროფენი

ამ დანიშნულების მერე მეორე დღა და არანაირი შედეგი :/

როგორ მოვიქცე?

Posted by: taktakuna 6 Mar 2013, 23:51
ninoeqimi
მგონი არა, დავაკვირდები მაგასაც, უბალოდ სულ ეძებს რომ რამე იცაცუნოს სახეზე, თვალებზე, თან სიამოვნებს აშკარად ეს პროცესი. არა, მაგაზე ბევრს არ სვავს.

Posted by: LOTUSi 7 Mar 2013, 13:32
ninoeqimi

ნინო ექიმო, ჰემანგიომაზე რომელ ონკოლოგთან მივიყვანო არ ვიცი და ხომ ვერ მირჩევთ ვინმეს?

Posted by: madinka 7 Mar 2013, 15:05
taktakuna
QUOTE
სულ ეძებს რომ რამე იცაცუნოს სახეზე, თვალებზე, თან სიამოვნებს აშკარად ეს პროცესი.

ხო არ ექავება? (ჩემი არაკომპეტენტური აზრი) smile.gif

Posted by: დოლორეს 7 Mar 2013, 15:19
irinka1983
ninoeqimi
გმადლობთ გოგოებო რჩევებისთვის,გავითვალისწინებ. :* საშუალოდ ავიღებ 4 დღეს ხილის მონაცვლეობის შუალედებისთვის.

Posted by: ninuwki 7 Mar 2013, 16:46
QUOTE
ninoeqimiგამაჯობა.ბავშვს ძილში დიდი რაოდენობით ნერწყვი გამოეყოფა,ბალიშს ასველებს.დაახლოებით ბოლო თვეა.კბილების ბრალია?თუ საყურადღებოა რამე??6თვის არის

იქნებ მიპასუხოთ.მგონი გამოგრჩათ

Posted by: taktakuna 7 Mar 2013, 18:44
madinka
არა მგონია, ასე ვთქვათ კაიფობს smile.gif რომ გადავიწვენ ხელზე დასაძინებლად, ეგრევე პოულობს რამეს და იცაცუნებს გამალებული.

Posted by: madinka 7 Mar 2013, 21:41
taktakuna
მასე ჩემი მაზლიშვილი ისე არ დაიძინებდა დედამისის თმა ხზელში რომ არ დაეჭირა.smile.gif თმას დაიჭერდა და გათიშული იყო. მერე დედამისმა თმა შეიჭრა და ახლა თავისზე მიეჩვია smile.gif

Posted by: chiamaiaano 7 Mar 2013, 21:50
მაინტერესებს თუ არსებობს ბავშვის ოყნა ან სანთელი ან რამეsad.gif( მე9 თვეშია და ძალიან უჭირს ეხლა და რავქნაsad.gif(

Posted by: ninoeqimi 7 Mar 2013, 21:58
LOTUS.
მე ჩემს პაციენტებს რეზო ძაგანიასთან ვაგზავნი ხოლმე, ონკოლოგიურში, მაგრამ ჯერ არ გინდათ ონკოლოგი, ჯერჯერობით არ მიიყვანოთ, რომ მოხვალთ მაჩვენეთ ეგეც, არსებობს გარკვეული კრიტერიუმები, როდესაც ონკოლოგის ჩარევა აუცილებელია, სხვა შემთხვევაში დაკვირვება უნდა, დაახლობით 60% ში ჰემანგიომები თავისით ქრება ასაკთნ ერთად.
ninuwki
ალბათ მაინც კბილების ბრალია, არც ერთი დაავადება არ არსწებობს, რომელიც მხოლოდ ნერწყვდენით ხასიათდება.
chiamaiaano
მაგ ასაკის ბავშვს რაღად უნდა ან ოყნა და ან სანთელი, კვებითაც შეიძლება მოწესრიგება

Posted by: chiamaiaano 7 Mar 2013, 21:59
QUOTE (ninoeqimi @ 7 Mar 2013, 21:58 )
chiamaiaano
მაგ ასაკის ბავშვს რაღად უნდა ან ოყნა და ან სანთელი, კვებითაც შეიძლება მოწესრიგება

საერთოდ არ უჭირს ხოლმე ეხლა გუჭირდაsad.gif(( თერმომეტრი შევუჩიჩხინე და ცოტა მოისვენა:|

Posted by: madinka 7 Mar 2013, 21:59
QUOTE
დაახლობით 60% ში ჰემანგიომები თავისით ქრება ასაკთნ ერთად.

როგორ მინდა მაგ 60%ში ჩვენც ვიყოთ!

Posted by: ninoeqimi 7 Mar 2013, 22:09
chiamaiaano
ეგ მეორედ არ გაკეთოთ, არავითარ შემთხვევაში. კვებით უნდა მოაწესრიგოთ, უკიდურეს შემთხვევაში დასალევი წამლით.
madinka
გარკვეული კრიტერიუმებია, როგორც დავწერე, ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით შეიძლება დაახლოებითი სიზუსტით ამისი პროგნოზირება, გაქრება თუ არა. თUმცა მედიცინა არაზუსტი მეცნიერებაა და არ შეიძლება 100 %ით პროგნოზირება

Posted by: LOTUSi 7 Mar 2013, 22:58
QUOTE (ninoeqimi @ 7 Mar 2013, 21:58 )
LOTUS.
მე ჩემს პაციენტებს რეზო ძაგანიასთან ვაგზავნი ხოლმე, ონკოლოგიურში, მაგრამ ჯერ არ გინდათ ონკოლოგი, ჯერჯერობით არ მიიყვანოთ, რომ მოხვალთ მაჩვენეთ ეგეც, არსებობს გარკვეული კრიტერიუმები, როდესაც ონკოლოგის ჩარევა აუცილებელია, სხვა შემთხვევაში დაკვირვება უნდა, დაახლობით 60% ში ჰემანგიომები თავისით ქრება ასაკთნ ერთად.

ჯერჯერობით იზრდება ისევ. კატასტროფულად არა, მაგრამ ნელ-ნელა. კარგი, რომ მოვალთ განახებთ. იმედია ჩვენს შემთხვევაშიც გაუვლის. ისეთ ადგილას აქვს არც დაეტყობა რომ გაიზრდება, მთავარია დაპატარავება დაიწყოს smile.gif

Posted by: Clown 8 Mar 2013, 15:59
გამარჯობა. 1წლის და 4 თვის ბავშვი დაახლოებით ნახევარ ლიტრ წყალს სვამს დღეში. საშიშია?

Posted by: ninoeqimi 8 Mar 2013, 16:05
Clown
საყურადღებოა ნამდვილად.

Posted by: madinka 8 Mar 2013, 20:34
ninoeqimi
ნინო ექიმო გილოცავთ ქალთა დღეს!!! ბედნიერი ქალი ყოფილიყავით მუდამ smile.gif http://pix.ge/

Posted by: jazz_vision 8 Mar 2013, 21:50
4 თვის და 1 კვირის ბავშვი მყავს, როცა წევს ხოლმე უკანა მხრიდან ირკალება რასაც ქვია და მასე გრძნობს თავს კომფორტულად, ხო არ შეიძლება რომ ხერხემლის რაიმე დარღვევის ბრალი იყოს ეგ? კიდე კალიასკას ნახევრადმჯდარ მდგომარეობაში ვაკეთებთ ხოლმე და ფაქტიურად დიაგონალურად ვაწვენთ ხოლმე როცა საწოლში არ წევს, ეგ ნახევრად მჯდომიარე მდგომარეობაზე რომ ვაწვენთ და თავი მაღლა აქვს რადენად საშიშია ან მისაღები?

Posted by: ziana 9 Mar 2013, 00:26
გამარჯობათ! მაინტერესებს ხელის გულზე ღრმა დიდი ხაზი ყოველთვის დაუნის სიპტომია?

Posted by: LOTUSi 9 Mar 2013, 10:20
----------------------------------------------------------------------------------

Posted by: tikusha 9 Mar 2013, 13:45
QUOTE (ninoeqimi @ 8 Mar 2013, 17:05 )
Clown
საყურადღებოა ნამდვილად.

წლის და 4 თვის აბვშვისთვის ნახევარი ლიტრი წყალი რატომაა საყურადღებო? ნახევარი ლიტრი რა, ბევრია?

Posted by: ninoeqimi 9 Mar 2013, 14:30
jazz_vision
ხერხემლის პათოლოგიის ბრალი ნაკლებად იქნება, აქ უფრო ნევროლოგიური გასინჯვაა საჭირო. თუ იმიტომ ირკალება, რომ ტონუსის ცვლილება აქვს, მაშინ საყურადღებოა, თუ გასინჯვით ყველაფერი წესრიგშია, მაშინ უბრალოდ ჩვევააა.
ziana
ყოველთვის არა, ეს ერთ ერთი დისემბრიოგენეზული სტიგმააა, სხვა ნიშნებთან ერთად გვაფიკრებინებს იმაზე, რომ საჭიროა გენეტიკური კვლევა

Posted by: madinka 9 Mar 2013, 15:51
ninoeqimi
nino eqimo wina gverdze ragac mogweret.iqneb naxoot.

Posted by: ninoeqimi 9 Mar 2013, 21:30
madinka
ვერ ვიპოვე, იქნებ თავიდან მომწეროთ

Posted by: madinka 9 Mar 2013, 22:26
ninoeqimi
სულ ბოლოში ფოტოც დევს დიდი

Posted by: ninoeqimi 10 Mar 2013, 17:31
madinka
მოლოცვისთვის დიდი მადლობა!
* * *
თქვენც ასევე, გილოცავთ მოგვიანებით!

Posted by: Mafanya 11 Mar 2013, 15:23
ninoeqimi
ნინო ექიმო! ერთი კითხვა მაქვს, ბავშვს კოპზე რა შეიძლება წავუსვა რომ დავუამო?2 წლის ხდება და მეგონა ყველაფერი ვიცი თქო და გუშინ თავი მიარტყა და კოპი დააჯდა, მეხვეწა მაზი წამისვიო, მერე გიდროკორტიზონი წავუსვი რომ დამშვიდებულიყო, მაგრამ ისეთი რამე არსებობს რაც ამ დროს შეიძლება რომ წავუსვა? სველი ტილოს დადება შუბლზე ცოტა შემეშინდა, თან შვება რომ მისცეს რაღაც პერიოდი უნდა ედოს ეს ტილო და ბავშვი ისეთი მოძრავია ვერ გავაჩერე.

Posted by: ninoeqimi 11 Mar 2013, 18:28
Mafanya
მაშინვე ყინული, კოპი საერთოდ არ დააჯდება, თუ უკვე კოპია და ტკივა, რაიმე გამაყუჩებელი, მაგალითად ემლა, თან ცელოფანიც უნდა დააკრა ცოტა ხანი.

Posted by: jazz_vision 11 Mar 2013, 23:26
ninoeqimi
ერთი კითხვა მაქვს რაც ძალიან მაღელვებს ისიც არ ვიცი გინეკოლოგს ან ვის ვკითხო, ჩემი ბავშვი იყო შერეულ კვებაზე ჩემგან ცოტას ჭამდა ხოლმე იმიტომ რომ ბევრი არც მაქვს ხოლმე, ამ ბოლო დროს, როცა ძუძუსთან მივიყვან საშინლად ჭიჭყინებს და საერთოდ არ იკარებს და თუ ცოტა მაინც ჭამს ეგრევე იღებს, რისი ბრალი შეიძლება იყოს?

Posted by: temosabasdeda 12 Mar 2013, 06:44
ნინო ექიმო გამარჯობათ ჩEმს გოგოს 7 თისაა ყელში დააწინწკლა საარაუდოდ ალერგიააო პედიატრმა ფენისტილის წეთებს ვაძლე დღEში სამჯერ 5 წვეთშ.2 დღეა საღამოობით უფრო აყრის დღე არ ეტყობა.ჭამს ძუძუს,ჰაინცის ფაფას,ვაშლს.ბელაQტის პეჩენიას გვირილის ჩაიში და პიურეს . მივეცი რასტიშკა.რას შეეძლო გამოეწვია ალერგია?
რამე გარედანაც ხომ არ წავუსვა?
ფენისტილი რამდენხანს შეიძლება მივცე?

Posted by: Princess 12 Mar 2013, 15:34
ninoeqimi
ჩემი შვილი 1 წლის გახდა, ბოლო დროს ასეთი რამე შევამჩნიე, როცა ეძინება საბანს ხელებით ჭმუჭნის, ღეჭავს, იხუტებს და მერე სახეზე იფარებს და ასე იძინებს, სახე ჩაყოფილი აქვს საბანში. ღამე რამოდენიმეჯერ ვდგები რომ დავხედო,მეშინია არ დაიხრჩოს. ბოლო დროს დაიწყო ეს ყველაფერი, ადრე არ აკეტებდა. რამეს ნიშნავს ეს მისი საქციელი? კბილები ამოსდის ეხლა რამოდენიმე ერტად, ისიც ვიფიქრე სითბო ხო არ სიამოვნებს ტქო..არ ვიცი რა ვიფიქრო.

Posted by: ninoeqimi 12 Mar 2013, 16:39
temosabasdeda
იქნებ და სულაც არ არის ალერიგა, თუ ეჭვი კვებით ალერგენზეა, არა მგონია იმას მხოლოდ ერთ ადგილზე დაეყარა, თვალით ნახვის გარეშე ძნელია რაიმეს თქმა. თუ ალერგიაა, ფენისტილიც საჭიროა, მანამ სანამ გამონაყარია, ზოგადად ალერგენი უნდა მოცილდეს, მაგრამ მისი პოვნაა ყელაზე დიდი პრობლემაsmile.gif ადგილობრივად გამოსაყენებელიც ინდივიდუალურია, თუ მსუბუქი გამონაყარია არც ჭირდება
Princess
იქნებ სინათლე გაქვთ ოთახში და ეს არ მოწონს?

Posted by: Princess 12 Mar 2013, 17:38
ninoeqimi
პატარა მანათობელი ბაყაყი მაქვს ჩართული ღამე, ეს აწუხებს ვითომ?

Posted by: ninoeqimi 12 Mar 2013, 18:08
Princess
შეიძლება, აბა გამორთეთ ერთი ღამე

Posted by: CAMPOLINA 12 Mar 2013, 19:12
ninoeqimi
შEრეულ კვებაზე გადავედით და ექიმმა გვირჩია პრე ჰიპზე გადავიდეთ ნაკლებად მიდრეკილია შეკრულობისკემ პრეჰუმანასთან შედარებითო. პირდაპირ გადავიყვანოთ? თუ დავუშვათ თუ ორ კოვზს ვუმატებ მერე ერთი კოვზი ჰუმანა ერთი ჰიპი თუ პირდაპირ ჰიპიზე გადავიდეთ? თქვენ რას იტყვით?

Posted by: ninoeqimi 12 Mar 2013, 19:16
CAMPOLINA
თუ შეკრულია ჰიპი არაფერს უშველის, არსებობს სპეციალური ფორმულა, ჰუმანა ანტიკოლიკი, რომელიც ზუსტად კუჭში ხსნის. სხვადასხვა ნარევების ერთმანეთში შერევა არ შეიძLება, თუ გადაგყავთ, პირდაპირ გადაიყვანეთ

Posted by: CAMPOLINA 12 Mar 2013, 19:34
ninoeqimi
მადლობა პასუხისთვის.

ჭიპთან ქონდ აბავშვს ამობურცული პედიატრმა გაგვიშვა ქირურგმა და ჭიპის აგდაკვრა არ არის საჭიროო. კვება/გაზები/კუჭის მოქმედება მოუწესრიგეთ. მიაჩვიეთ მუცელზე წოლას და გახსნისას ფეხების ვარჯიშებიო და 8 თვემდე ხელის ხლება არ უნდა წესით თავისით უნდა ჩაუჯდესო. თუ კარგად მოუვლით ჩარევა არ დაჭირდებაო. თქვენი აზრით სწორი მიდგომაა რომ არ დააკრა არაფერი?

Posted by: DUSHKA 12 Mar 2013, 21:23
მოკლედ ჩემი 4 წლის შვილს, ბაღში ერთერთმა ბავშმა ჩაარტყა მუშტი კისრის არეში.. ყურს ქვემოთ.. ბავშვს უჭირს თავის მობრუნება, აწევა დაწევა.. + საძილე არტერიის ოდნავ უკან გამოუვიდა ცხიმგროვის მსგავსი ბურთულა.. ჩვენს პედიატრს ზეგამდე ვერ ვაჩვანებ ბავშვს და თუ ვინმეს რამე სმგავსთან გქონია საქმე იქნებ დამაკვალიანოთ..

Posted by: Solveig 13 Mar 2013, 15:22
maiko_mako-ს რეპორტი მივიღე ახლა და როგორ მივაწვდინო ხმა, ვერ გავიგე. მაილი არ გაუაქტიურებია, 3 წლის წინანდელი თემა დაარეპორტა. პმ არ იგზავნება.

chems 4 wlis gogonas yavs askaridas chia da riti sheidzleba vumkurnalo? helmizoli vasvi daaxloebit 6 tvis win magram isev yavs.

ასკარიდოზის მკურნალობა მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით შეიძლება. გარდა ამისა, როგორც ჩანს, ბავშვს ჰიგიენის პრობლემაც აქვს და რეინვაზია ხდება. აუცილებლად ადევნეთ თვალყური, რომ საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ ხელი დაიბანოს და პირში არაფერი საეჭვო არ ჩაიდოს. ფრჩხილებს ხომ არ იკვნეტს?. მაგ დროსაც ხშირად ხდება რეინვაზია. ფრჩხილები მოკლედ დააჭერით. თუ ბაღში დაგყავთ, გააგებინეთ ბაღის მასწავლებელს, რომ ყურადღება მიაქციოს ამ ყველაფერს. იმისთვისაც არის საჭირო, რომ სხვა ბავშვებსაც არ გადაედოთ...

DUSHKA

როდის მოხდა ეგ ყველაფერი? გარედან რამე ეტყობა ბავშვს დარტყმის ადგილას-ან სილურჯე ან რაიმე ასეთი?
შესაძლოა, დარტყმით მიყენებული დაზიანების გამო ადგილობრივი ანთებითი რეაქცია განვითარდა და ამის საფუძველზე მიმდებარე ლიმფური კვანძი გადიდდა...შეიძლებოდა, დარტყმას თავად ლიმფური კვანძიც დაეზიანებინა და ამიტომ გადიდებულიყო.

დროთა განმავლობაში უნდა გაუაროს, თუმცა ექიმს მაინც აჩვენეთ.

ტაისონი ჰყავთ ჯგუფში? რა უბედურებაა sad.gif მასწავლებელს თვალები სად ჰქონდა.. mad.gif

Posted by: ninoeqimi 13 Mar 2013, 16:59
DUSHKA
ჯობია თავ კისრის ქირურგმა ნახოს, შესაძლოა ნამდვილად ლიმფური კვანძია დაზიანებული, თუ საჭიროდ ჩათვლის გამოკვლევებსაც გაგაკეთებინებთ.

Posted by: lelusi29 13 Mar 2013, 22:35
mogesalmebit.mainteresebs bavshvs kvelafris daknosvis survili rom uchndeba risi manishmebelia?ratom gauchnda aseti ciki?7clis gogonaa da am bolo dros kvelafers sunavs (cigns,rveuls,kovzs...)

Posted by: madinka 13 Mar 2013, 23:11
lelusi29
მე 29ის ვარ და მეც მასე ვიცი smile.gif ყველაფერს ვყნოსავ იჭმევა თუ იცმევა.ჩვევაა

Posted by: IFFY 14 Mar 2013, 02:08
ჩემს პატარას დღეს დაბანისას შევამჩნიე, რომ სასქესო ორგანო აქვს დალურჯებული. ისე თითქოს დაბეჟილიაო. ცალი სათესლე ჯირკვალი ჩამოსიებული ქონდა და ეხლა თითქმის გაუარა. პედიატრმა გვირჩია ზევით ამეწია პამპერსში. ამ მეთოდმა მგონი ნაჭრა. აი ამ სილურჯემ დამაპანიკა. სანამ პედიატრს მივუყვან ჩემი დამემართება და იქნებ მითხრათ რისი ბრალი შეიძლება იყოს sad.gif

Posted by: DOLPHIN 14 Mar 2013, 11:16
IFFY
ჩემს შვილსაც ქონდა, პედიატრმა ტელეფონით უროლოგთან გამგზავნა, რომელმაც გასინჯა და არაფერია, ველოსიპედისგან იქნებაო და ზუსტად ახალი დაწყებული ქონდა ველოსიპედის ტარება. სურვილისამებრ, რივანოლის საფენები დაუნიშნა, აუცილებელი არ არისო.

Posted by: gogilord 15 Mar 2013, 20:06
მოკლედ ჩემს ბიჭს, 8 წლის არის, ეს ბოლო 1 თვეა დაბალი სიცხეები აქვს 37/37,1/37,2
ეს სიცხე აქვს დროის რაღაცა მონაკვეთში (პერიოდულობა ვერ დავადგინე) და მერე არა აქვს.
ზოგადად არის ძალიან უჭმელი, მოუსვენარი, უჭირს კონცენტრაცია, ხანდხან ოფლიანობს და მალე იღლება... პედიატრმა არაფერიაო, სისხლის ანალიზი ნორმალური აქვს, შარდისაც,ფილტვები სუფთაა, გლანდები ამოჭრილი აქვს...
ორი მიმართულებით გვინდა წასვლა ჭიები და ჩიყვი...რამეს ან ვინმეს ხომ არ მირჩევდით?
პ.ს. დღეს პირველად დაუფიქსირდა 37,5

წინასწარ გმადლობთ ყურადღებისთვის

Posted by: makavel1 15 Mar 2013, 20:26
ნინო ექიმო მალტოდექსტრინსა და დექსტრინს შორის რამე განსხვავებაა?? 1 აწერია ჰუმანას ჩაის მეორე ჰიპისას, ჰიპი არ მინდა ამის გამო რომ მივცე და ჰუმანა ჯობს? თუ არცერთი :|

Posted by: გიმე 15 Mar 2013, 22:22

5 თვის ბიჭი მყავს და კუჭში არ გადის თავისით. რა აღარ ვცადეთ, მაგრამ უშედეგოდ. დუფალაკს და მედულაკს რომ ვასმევ გაზები აწუხებს და კუჭი ეშლება. დამღალა დილა-საღამოს "ჩიჩხინმა" . ვისტან აღარ მყავდა, მაგრამ პროგრესი არ გვაქვს. არადა შეკრული არ არის, მაგრამ მაინც არ აკეთებს. სანამ ძუძუს ჭამდა დაბადებიდან პირველი 10 დღე, მხოლოდ მაშინ გადიოდა თავისით. რა გავაკეთო არ ვიცი.

Posted by: Tata-tatu 16 Mar 2013, 00:43
ninoeqimi
ნინო ექიმო ეს ბოლო დღეები ნინა კუჭში ღამეც გადის ზოგჯერ ლოწროიანია ზოგჯერ არა...პედიატრმა დაგვინიშნა ლივიფლორი და დოზა არ Uთქვამს ვერც ვუკავშირდები რომ ვკითხო და იქნებ თვენ მითხრათ...10დღეში ხდება 8თვის


წინასწარ მადლობა დიდიიიი


გიმე
ჩემი მოკრძალებული აზრით ჩიჩხინს მიაჩვიე და რეფლექსი დაუქვეითე....ამას ღაღადებს ყველა პედიატრი ნუ უჩიჩხინებთ ბავშვსო მითუმეტეს ძუძუს ბავშვის 3-4დღე კუჭში გაუსვლეობა არაა პრობლემა თუ არ შეაწუხა

Posted by: ninoeqimi 16 Mar 2013, 01:02
gogilord
ეგ რეკომენდაცია ექიმმა მოგცათ? ჰელმინთოზმა ანუ ჭიებმა ცხელება პრაქტიკულად არ იცის, ჰიპერთირეოზს ანუ ჩიყვს, სხვა ბევრი ისეთI ნიშანი ახასიათებს, რაცთავსნაკლებად დამალავს. მე პირადად უფრო სხვა მიმართულებით გამოვიკვლევდი, ან ანამნეზის, გასინჯვის და ანალიზების მონაცემების გათალისწინებით ჩავთვლიდი, რომ ეს არის ამ ბავშვის ნორმალური ტემპერატურა და თავს დავანებებდი.
makavel1
ორივე ნახშIრწყალია, მალტოდექტრინი უფრო დაბალოსმოლარული ნახსირწყალია, შესაბამისად კლებულობს თირკმელზე დატვირთვა.
გიმე
ჩიჩხინს მიაჩვიე ეს უდაოა, რომ არ შეუჩიჩხინო რამდენი დღე არ გავა?

* * *
Tata-tatu
ანალიზის გარეშე დაგინიშნათ? იქნებ არაფერი არ ჭირს და წამალი რატო უნდა დაალევინოთ ტყუილად?

Posted by: გიმე 16 Mar 2013, 03:47
ninoeqimi


არ ვიცი.ვერ დავადგინე რამდენი დღე შეუძლია შეიკავოს, იმიტომ რომ აწუხებს და მეცოდებახოლმე.

Posted by: ninoeqimi 16 Mar 2013, 10:17
გიმე
თუ აწუხებს იქნებ უკეთესი იქნება, რომ ანალიზი გააკეთოთ და იმის მიხედვით მკურნალობა ჩაუტაროთ. თუ ძუძუ ძალიან ცოტა ხანი წოვა, შესაძლოა ეს სულაც ნაწლწვური ფლორის უმწიფრობს შედეგია და ამიტომაც წვალობს.

Posted by: gabi_3 16 Mar 2013, 10:57
ნინო ექიმო 7 თვის ბავშვს შეიძლება კივი მივცე?ბავშვი დიათეზიანია, ქათმის კვერცხს ვერ ვაძლევ ერთხელ მივეცი და მთელი სახე ექავებოდა და მწყერის კვერცხზე რას მეტყვით თუ შეიძლება?

Posted by: Tata-tatu 16 Mar 2013, 11:12
ninoeqimi
ანალიზი არ გამიკეთებია არც მოუთხოვია დღეს ღამეც გავიდა ისევ კუჭში sad.gif

Posted by: ninoeqimi 16 Mar 2013, 11:40
Tata-tatu
ჩემი რჩევაა არ დაალევინოთ პრობიოტიკი ისე, ორშაბათს დილას ანალიზი მიიტანეთ, თუ ნაწლავური ინფექციაა მხოლოდ გააფუჭებს საქმეს პრობიოტიკი, თუ არაფერია, მაშინ საერთოდ რად უნდა წამალი.
gabi_3
საერთოდ რატო გაასინჯეთ 7 თვის ბავშვს კვერცხი? თუ ალერგიული რეაქცია ქონდა, მაშინ მინიმუმ ერთი თვე არაფერი ახალი არ უნდა მისცეთ.

Posted by: Tata-tatu 16 Mar 2013, 12:36
ninoeqimi
და ღამე კუჭში გასვლა არაა პრობლემა? აუცილებლად მივიტან ორშაბათს

Posted by: ninoeqimi 16 Mar 2013, 12:43
Tata-tatu
რა ხნისააა ბავშვი?

* * *
8 თვის ბავშვისათვის რა პრობლემაა ღამე კუჭში გასვლა? მარტო ამის გამო წამალს ვინ ასმევს ბავშვს?

Posted by: დოლორეს 17 Mar 2013, 00:57
ninoeqimi
1)რაც ფაფა დავამატეთ მას შედეგ ფეკალიებს მკვეთრად უსიამოვნო სუნი აქვს.საგანგაშოა ეს ნინოექიმო?
2)და კიდევ ერთი რამ მინდა გკითხოთ.დღეს საღამოს 6-ისკენ დაეძინა და მას მერე გადააბა ღამის ძილი.ისე რომ ჭამა არ მოუთხოვია.5 საათია არ უჭამია.შუალედში შეიღვიძა და ისევ დაიძინა.ხელი რომ შევახე საკმაოდ ცხელი მომეჩვენა.მაშინვე არ გამიზომია ტემპერატურა.მას მერე რამდენიმე საათია გასული და ახლა რომ ვეხევი შუბლზე,საეზე და ხელებზე - არის საკმაოდ გრილი.ტემპერატურა აქვს 35 გრადუსი.ასეთმა მკვეთრმა ცვლილებამ ცოტა შემაშფოთა.თან მეჩვენება რომ ეს ორი ძილის გადაბმა მოთენთილობას ნიშნავს.დღისით - დროდარო მშრალი ხველა და ცემინება შევნიშნე.სხეულის ტემპერატურის ასეთი ცვლილება რამეზე მეტყველებს?
შაბათ-კვირის მოსვლა მეზარება უკვე,ამ დღეებში აქვს ჩვენს ექიმს დასვენება და ამ დღეებში გვჭირდება სულ. sad.gif

Posted by: CAMPOLINA 17 Mar 2013, 10:46
როდესაც 1.5 თვის ბავშვი სუნიან გაზებზე გადის რისი ბრალია? არის შერეულ კვებაზე. აქვს დღეში ერთხელ კუჭის მოქმედება.
გაზებისთვის მხოლოდ ესპუმიზანს ვსვამთ და მუცელს ვუთბუნებთ. მუცელზეც ვცდილობთ დავაწვინოთ.


კიდევ მაინტერესებს მეძუძურმა დედამ ნაწლავური მიკლოფლორის მოსაწესრიგებლად ულტრაბიოტიკი შEიძლება ხომ დალიოს? რამდენი დღის განმავლობაში?

Posted by: ninoeqimi 17 Mar 2013, 14:29
დოლორეს
რაც უფრო მეტ ახალ საკვებს შეჭამს, უფრო მეტად უსიამოვნო სუნი ექნება ფეკალიებს.
რაც შეეხება ტემპერატურას, ეს ვირუსულმა ინფექციამ იცის მასე. თუ დაბალი ექნება მაშIნ თბილი ჩაი დაალევინეთ, ჩაათბუნენთ, ექიმსაც რა თქმა უნდა უნდა აჩვენოთ.
CAMPOLINA
შერეულ კვებაზე რომაა იმიტომ არის ასე, დედამს შეიძლება დალიოს, 7 დღე ჩვეულებრივ

Posted by: დოლორეს 18 Mar 2013, 01:01
ninoeqimi
გმადლობთ 2kiss.gif ,ხვალ ვანახებ აუცილბლად .

Posted by: killer 18 Mar 2013, 23:35
ninoeqimi
ჩემ მეგობარს ყავს ტყუპები, 1 წლის და თვენახევრის. კოპების შეკვრა და თვალების ცერად ტრიალი.
არის ამერიკაში, ექიმმა გააგზავნა ნევროლოგთან და თვალის ექიმთან. თუმცა იქ ასე ადვილად არ არის ჩაეწერე და ექიმთან მიდი პროცესი. მე ბევრი ვერაფერი მოვიძე ინტერნეტში, რისი სიმპტომი შეიება იყოს? აუცილებლად საგანგაშოა?
მადლობა

Posted by: ninoeqimi 19 Mar 2013, 08:19
killer
სავარაუდოდ გულყრააა, ის, ეპილეფსიურია თუ არაეპილეფსიური ამას გამოკვლევა ჭირდება

Posted by: tamusinka 19 Mar 2013, 14:22
ნინო ექიმო, კარგი ოსტეოლოგი (მგონი ასე ქვია, ვისაც ძვლოვანი სისტემა ეხება) ხომ არ შეგიძლიათ მირჩიოთ?

Posted by: vinnie 19 Mar 2013, 19:15
გამარჯობათ,მყავს 7 თვის ბავშვი,1 თვეა დღეში 2 ჯერ ვაძლევ დამატებას,შუალედშიც ვაწოვებ ხოლმე ძუძუს თუ ეძინება ან გაჭირვეულდა,მენსტრუაცია ჯერ არ მომსვლია და ნორმალურია?როდის შეიძლება რომ ველოდო,მეშინია ისევ ორსულად არ დავრჩე sad.gif

Posted by: merkantil 19 Mar 2013, 20:56
vinnie
QUOTE
მენსტრუაცია ჯერ არ მომსვლია და ნორმალურია?

ნორმალურია yes.gif
vinnie
QUOTE
მეშინია ისევ ორსულად არ დავრჩე


თავს არ იცავ?

Posted by: garfield1 19 Mar 2013, 21:52
vinnie
თავს თუ არ იცავ დიდი მნიშვნელობა არ აქვს ძუძუზე რომ გყავს ბავშვი, შეიძლება მაინც დარჩე, ჩემი და მასე დარჩა მეორეზე შემთხვევით,ძუძუზე ყავდა უფროსი და სულ არ ელოდა და როცა გაიგო უკვე 4 თვის ორსული იყო

Posted by: ninoeqimi 19 Mar 2013, 21:54
tamusinka
რად გინდათ ოსტეოლოგი, არც გამიგია საქართველოში მასეთი სპეცილიასტი

Posted by: delmar1991 19 Mar 2013, 23:42
გამარჯობათ.მე ვარ მშობელი და გეტვი ეხლა,მე ვაკეთებ ინჰალაცია შემიძლია ოჯახში მისვლაც,მაქვს აპარატი ჩემივე წამლები,ესეიგი მარტო პიზიოლოგიურიტ ბავშვის ხველებას ვერ მოარჩენთ,მას კიდევ ორი წამალი ჩირდება.დექსამეტაზონი კიდევ ტუ ბავშვს სპაზმა აქვს იმ შემთხვევაში შეიდზლება გაუკთოთ მაგრამ ყველაზე კარგი და უებარი წამალი მაინც და მაინც არის ინჰალაცია რა ტქვა უნდა წამლებით და არა მხოლოდ პიზიოლოგიურიტ,პიზიოლოგიურს აცვეთებენ ცხვირში რომ გაწმინდოს და გამოუშვას სითხე1 ინჰალაციას ვაკეთებ 10 ლარად რამოდენიმეს შემთხვევაში პასი დააკლდება.ტუ დაგჩირდებით შეგიძლიათ დამიკავშირდეთ 557 06 06 46 მარი

Posted by: ninoeqimi 19 Mar 2013, 23:56
delmar1991
წამალს ექიმი ნიშნავს , რაც შეეხება მომსახურებას ძალიან კარგია, აპარატი ყველას არა აქვს, ეს დიდი შვება იქნება. გაუკეთეთ ინჰალაცია იმ წამლით, რომელსაც ექიმი დაუნიშნავს ბავშვს

Posted by: vinnie 20 Mar 2013, 10:44
QUOTE
თავს არ იცავ?

კი კი ვიცავ მაგრამ რავიცი ყველაფერი ხდება,მინდა მომივიდეს რომ რამე არ გამომეპაროს sad.gif

Posted by: tatuuu 20 Mar 2013, 15:18
ნორმაში აქვს ყველაფერი?

http://www.radikal.ru

Posted by: ninoeqimi 20 Mar 2013, 16:30
tatuuu
კი, შეგიძლია აცრაზე წაიყვანო

Posted by: tamusinka 21 Mar 2013, 11:44
ninoeqimi
QUOTE
რად გინდათ ოსტეოლოგი, არც გამიგია საქართველოში მასეთი სპეცილიასტი


აბა ძვლოვანი სისტემა ვის ეხება? ორთოპედს?

Posted by: ninoeqimi 21 Mar 2013, 22:46
tamusinka
გააჩნია რა პრობლრემააა, შესაძლოა ორთოპედს, შესაძლოა ტრავმატოლოგს, შესაძლოა რევმატოლოგს.

Posted by: louisiana 21 Mar 2013, 22:57
ninoeqimi
გამარჯობა ნინო ექიმო,
ჩემს 3 წლის შვილს ფეხებზე მე-2 თითები აქვს ზემოთ ამოწეული, ძალიან შესამჩნევად. აშკარად აწუხებს ყველანაირი ჩუსტი და ფეხსაცმელი, სულ იხდის სახლში და სხვაგან რომ მყავს, იქაც ითხოვს. ორთოპედს უნდა ვაჩვენო? და ხომ არ იცით რამე ეშველება?

Posted by: ninoeqimi 21 Mar 2013, 23:19
louisiana
ჯერ ორძთოპედს, თუ ის ნევროლოგს ჩათვლის საჭიროდ, მხოლოდ ამის შემდეგ ნახავს ნევროლოგი.

Posted by: tamusinka 23 Mar 2013, 15:16
ninoeqimi
QUOTE
გააჩნია რა პრობლრემააა, შესაძლოა ორთოპედს, შესაძლოა ტრავმატოლოგს, შესაძლოა რევმატოლოგს.


ორსულობა-მშობიარობის შემდეგ კალციუმთან დაკავშირებული პრობლემები მაქვს, რაც ძვლებზეც აისახება და თავბრუსხვევებსაც იწვევს (ოტონევროლოგმა მითხრა). გაკონტროლება გჭირდება აუცილებლად და სერიოზულად უნდა მიხედო ამ საკითხსო. სად მივიდე და როგორ მივხედო არ ვიცი. კალციუმი დამინიშნა, მაგრამ სულ მუდმივად ხომ ვერ დავლევ?

Posted by: ninoeqimi 23 Mar 2013, 15:48
tamusinka
კარგ თრაპევტს უნდა მიაკითხოთ პირველ რიგში, ის მოგხედავთ, თუ საჭიროდ ჩათვლის ენდოკრინოლოგს დაიხმარებს, ოსტეოლოგი საქართველოშI არც გამიგია თU არსებობს

Posted by: CAMPOLINA 23 Mar 2013, 15:58
კალციუმი დამინიშნა თერაპევტმა . ბავშვი მყავს შერეულო კვებაზე. შEიძლება ხომ რო დავლიო ეს ვიტამინი?

Posted by: FoXy 23 Mar 2013, 23:16
ninoeqimi

გამარჯობა ნინო ექიმო იქნებ ჩვენც დაგვეხმაროთ cry.gif დღეს გავხდით 1 თვის და ჭიპი ჯერ კიდევ ვერ მოვიშუშეთ, შიგნით აქვს სიწითლე და ეკრობა, როგორც პედიატრმა გვასწავლა პერეკისი-სპირსი-"ზელიონკა" ვამუშავებდით დღეში ერთხელ, რომ დავურეკე და ვუთხარი არ უშუშდებათქო მიპასუხა საშიში არ არისო და პერეკისი 3 დღეში ერთხელ გაუკეთეთ და დანარჩენი (სპირტი-"ზელიონკა") ყოველდღეო. ნათესავმა შემაშინა, რომ სპირტი კატეგორიულად არ შეიძლება და ბავშვს როგორ უსმევდითო(( იქნებ გვირჩიოთ რა ვქნათ(

Posted by: CAMPOLINA 23 Mar 2013, 23:35
FoXy
სპირტი აუცილებლად 70%-იანი უნდა იყოს რაც იყიდება ეგ არა.

Posted by: madinka 24 Mar 2013, 00:16
6 tvis vxdebit da jer arcerti acraar gvaqvs gaketebuli rigi mizezebis gamo.ra intervalit unda gavuketo exla rom davewiot dawesebul dros acras??

Posted by: ninoeqimi 24 Mar 2013, 09:34
FoXy
ეგ საკმაოდ საყურადღებოა, თუ შიგნიდან სიწითლეა, მაგი არც მეტი არც ნაკლები ახალშობილის სეფსისის მიზეზი შეიძლება გახდეს, ამიტომ სხვა ექიმს აჩვენეთ, სისხლის ანალიზიც აიღეთ, არ დატოვოთ უყურადღებოდ.
madinka
ჯერ მიზეზები უდნა გადაიხედოს, შემდეგ ჩვეულებრივი ინტერვალით, თუ წლის გახდება და არც ერთი აცრა არ ექნება გაკეთებული, მაშინ უნდა უკვე სპეციალური კალენდარი, ანუ რამდენიმე ერთად

Posted by: temosabasdeda 24 Mar 2013, 09:48
ნინო ექიმო გლიცინზე რას ფიკრობთ მეგობარი აძლევს Bავშვს 8 წლისას დასამშვიდებლად და გონების გასახსნელად(Pირველად გავიგე მე) თქვენი აზრი მაინტერესებს

Posted by: ninoeqimi 24 Mar 2013, 10:19
temosabasdeda
ევროპა და ამერიკა მაგ წამალს არც იცნობს, არც იყენებს და სასაცილოდ არ ყოფნის, მხოლოდ რუსეთში და ჩევნნაირ ქვეყნებში იყენებენ. მაგი გონებას რომხსნიდეს უყურადღებოდ არ დატოვებდა არავინ

Posted by: CAMPOLINA 24 Mar 2013, 20:22
მე-2 თვეში ბავშვი რა სიხშირით და რა მოცულობის საკვებს უნდა იღებდეს?

Posted by: Galo 24 Mar 2013, 21:21
ნინო ექიმო,ჩემი შვილი 5წლისაა,დღეს 6ზე 39,2ქონდა სიცხე,ნუროფენი მივეცი 7,5გრამი. 9ზე გავუზომე და ისევ 39,2აქვს,ციფეკონის სანთელი მქონდა და გავუკეთე ერთი ცალი,ეხლა ძინავს. გაციების სხვა არაფერი სიმპტომები არა აქვს,ერთი ეგ იყო რომ ცოტა ხანი იძახდა მუცელი მტკივაო და გაუარა მერე. კუჭის ოქმედება არ ქონია. როგორ მოვიქცე,თუ ღამითაც აეწია სიცხე? ბავშვებთან მარტო ვარ სახლში და აფთიაქში ვერ გავალ. ციფეკონი მაქვს კიდევ 2სანტელი და ნუროფენის სიროფი.

Posted by: ninoeqimi 24 Mar 2013, 21:36
Galo
სასწრაფო გამოიძახეთ, მუცელი თუ ტკივა, კუჭIს მოქმედება არ ქონია და სიცხე აქვს, მცვავე მუცელი არ იყოს.
CAMPOLINA
მოთხოვნილებისამებრ

Posted by: Galo 24 Mar 2013, 21:39
მადლობთ გამოხმაურებისთვის! მუცელი ცოტა ხანი ტკიოდა როგორც ამბობს, ეხლა არ მტკივაო... თუ რამეა,ღამე გამოვიძახებ,ეხლა ძინავს და ციფეკონი ერთი საკმარისია მის ასაკში?

Posted by: CAMPOLINA 24 Mar 2013, 22:43
ninoeqimi
შერეულ კვებაზე როდესაც არის?

დაახლოებით სამ საათში ერთხელ იტხოვს და იმის მიხედვით რამდენ ხანს ჭამს ძუძუს და როგორი შეგრძნება მაქვს სავსეა თუ არა რძისგან ვუმატებ ხან 60 ხან 90 მლ-ს ზოგჯერ არის რომ მთლიანად არ ათავებს და არ უნდა მეშინოდეს ხომ რომ მშიერი რჩება? სულ შიშები მაქვს მადა ხომ არ დაუქვეითდა თქო :გიჟი დედა:.

Posted by: FoXy 25 Mar 2013, 16:27
ninoeqimi
მადლობა რჩევისთვის , ხვალისთვის ჩავეწერეთ ექიმთან.

CAMPOLINA
აი ზუსტად ეგრე ვართ ჩვენც yes.gif

Posted by: makau 27 Mar 2013, 12:12
ninoeqimi
გამარჯობა,მყავს 5 წლის შვილი,ხშირად უჩივის მუცლის ტკივილს,ასევე პერმკრთალობაც შემინიშნავს.სისხლის ანალიზს რომ ვუკეტებ თითქოს ნორმაში აქვს გემოგლობინი. ჭიებზე მქონდა ეჭვი,გავუკეთე ანალიზი და არ აღმოაჩნდა,თუმცა მაინც ეჭვი მეპარება,როგორც ვიცი ერთი ანალიზით ვერ იგებენ ზუსტად.სხვა კიდევ რა შეიძლება გამოვრიცხო იქნებ მირჩიოთ.
მადლობა წინასწარ

Posted by: ninoeqimi 27 Mar 2013, 16:08
makau
ჭიებზე სისხლის ანალითაც შეიძლება ეჭვის მიტანა, ამიტომ თუ კლინიკა სახეზეა, ბევრი წვალება არ არის საჭირო. სიფერმკრთალე მხლოდ ჰემოგლობინის გამო არ შეიძლება იყოს, შესაძლოა სულაც არაფერი არ ჭირს და უბრალოდ ასეთი ფერის ბავშვია.

Posted by: makau 27 Mar 2013, 17:04

ninoeqimi
მადლობა, მართალი ხართ,წითელლოყება არასოდეს ყოფილა,ანუ სიფერმკრთალე შესაძლებელია გენეტიკურიც იყოს.

Posted by: teo-niko 28 Mar 2013, 12:31
ჩემი ბიჭი 2 წლის ხდება, ზამთრის პერიოდში თვეში ერთხელ ავად იყო, ვირუსი ყელის სიწითლით და მაღალი სიცხით,დავიტანჯეთ.ყოველ ჯერზე ანტიბიოტიკს გვინიშნავდა პედიატრი,და ამდენი ანტიბიოტიკებით ბავშვს საჭმლის მომნელებელი სისტემა გადაუგვარდა, ოთხჯერ გადის კუჭში თანაც ნახევრად მოუნელებელს,კარგად ჭამს მაგრამ წონაში არ იმატებს კარგი მჭამელი ბავშვის პირობაზე გამხდარი მეჩვენება,თუმცა ძალიან მოძრავი და მოუსვენარია ,ერთ წუთს არ ჩერდება, გთხოვთ მირჩიოთ როგორ მოვუწესრიგო ბავშვს საჭმლის მონელებელი სისტემა,და მაინტერესებს პედიატრის ბრალეულობა ასეთ დროს ,ან ასეთი სიხშირით ანტიბიოტიკის დანიშვნა რამდენად მართებულია,ან ანტიბიოტიკთან ერთად რატომ არ დანიშნა რაიმე დამცავი.

Posted by: makau 28 Mar 2013, 13:07
teo-niko
ამდენი ანტიბიოტიკებისგან ნაწლავური ფლორა ექნება დარღვეული.ჩემ ბავშვსაც ქონდა დაბადებიდან თანდაყოლილი დისბაქტერიოზი,რა აღარ ვცადე ლინექსი,ენტეროჯერმინა... მაგრამ არაფერი შველოდა. ბოლოს ცოცხალი ბაქტერიები-- ფლორადეფილუსი მივეცი და ძალიან უშველა.ოღონდ თუ არ ვცდები სპეციალურ აფთიაქში იყიდება,მე პედიატრმა მომცა მიმართულება და ისე ვიყიდე. მაინც იკითხე ექიმთან ამ პრეპარატის შესახებ

Posted by: ninoeqimi 28 Mar 2013, 18:13
teo-niko
ჯერ პირველ რიგში უნდა გაირკვეს მიზეზი ამ ხშირი ავადმყოფობის, თუ ხახაში არის ქრონიკული ინფექცია, მაშინ ანტიბიოტიკები მხოლოდ გააუარესებს მდგომარეობას.. რაც შეეხება კუჭნაწლავს, სასურველია ანალიზის გაკეთება და იმის მიხედვით მკურნალობა.

Posted by: Solveig 28 Mar 2013, 19:26
makau

ნინოექიმს ვეთანხმები, რაც სისხლის ანალიზზე გითხრა. ჭიები თუ ჰყავს, ეოზინოფილები უნდა იყოს აწეული და ხშირად ე.დ.ს-იც აჩქარებულია (ჩვენში როეს რომ ეძახიან, რუსულის კალკს)
უკანა ტანის ქავილი ხომ არ აქვს? მაგ დროს ანალიზით ვერ დადგინდება ჭიის კვერცხების არსებობა. მწებავი ლენტით უნდა აიღონ ანაბეჭდი ანალური მიდამოდან.

* * *
QUOTE
ამდენი ანტიბიოტიკებისგან ნაწლავური ფლორა ექნება დარღვეული.ჩემ ბავშვსაც ქონდა დაბადებიდან თანდაყოლილი დისბაქტერიოზი,რა აღარ ვცადე ლინექსი,ენტეროჯერმინა... მაგრამ არაფერი შველოდა. ბოლოს ცოცხალი ბაქტერიები-- ფლორადეფილუსი მივეცი და ძალიან უშველა.

იქნებ მაგ მიზეზის გამო სტიკივა მუცელიც?

Posted by: makau 29 Mar 2013, 10:45
Solveig
ეხლა ვაპირებ სისხლის ანალიზის აღებას და გადავამოწმებ ეოზინიფილებსაც.არა ქავილი ნამდვილად არ აქვს,მწებავი ლენტით არა,მაგრამ ბამბითაც ავუღეთ მაშინ ნაცხი და არც იქ გამოჩნდა. რაც შეეხება დისბაქტერიოზს ეგ პრობლემა 2 წლამდე გვაწუხებდა,ეხლა უკვე 6 ის გახდება და მის მერე აგარ შეუწუხებია,თანაც ანალიზში დისბაქტერიოზიც გამორიცხეს. ისე კარგ ,სანდო ანალიზებს ხომ არ იცით სად აკეთებენ? მე პარაზიტოლოგიის ცენტრში ვუკეთებ ხოლმე.

Posted by: tikusha 29 Mar 2013, 11:01
ჭიამ მუცლის ტკივილი იცის?? დილაობით ბავშვი ჭამას რომ დაიწყებს, პირველივე ლუკმის შემდეგ იძახის მუცელი მტკივაო, არ ვიცი მატყუებს თუ მართალია, 4 წლისაა

Posted by: makau 29 Mar 2013, 11:27
tikusha
ჭიამ მუცლის ტკივილიც იცის,ფერის დაკარგვაც,ზოგჯერ უმადობაც,უსიამობნო სუნი კუჭიდან,უკანა ტანის ქავილიც, ძილის დროს ნერწყვის გადმოსვლაც..სხვადასხვა სიმპტომები აქვს ,გააჩნია . ისე განავალსაც ეტყობა ზოგჯერ, პატარ-პატარა დანაწევრებული ბურთებივით არის ხოლმე.თუმცა ერთი მუცლის ტკივილით ძნელია დაადგინო.მეც მქონდა ეჭვი,მაგრამგანავლის ანალიზებში არ გამოჩნდა და როგორც ninoeqim მა მირჩია ეხლა სისხლის ანალიზს გავუკეთებ

Posted by: madinka 29 Mar 2013, 12:33
გამარჯობათ ნინო ექიმო,ჩემს გოგოს მარჯვენა ლოყა უწითლდება ძალიან ხშირად,მაშინაც კი როცა მაგ მხარეს არც თავი უდევს და არცარაფერი ეხება.რისი ბრალია? პ.ს. ჰემანგიომაც მაგ მხარეს აქვს თუ არის რამე კავშირში

Posted by: ninuwki 29 Mar 2013, 18:45
ninoeqimi
ნინო ექიმო,იქნებ მირჩიოთ რა გავაკეთო წონაში მოსამატებლად..მშობიარობიდან ყოველ თვეს -1კგ უკვე 44 და 400 ვარ sad.gif
პატარა ისევ ძუძუზე ყავს 7თვის არის..რა ვქნა??ძალიან საშინლად ვარ უკვე sad.gif
რამე ვიტამინები შეიძლება?ექითან მივიდე?თუ რა გავაკეთო?დამეხმარეთ რაა sad.gif

Posted by: chupa82 30 Mar 2013, 12:42
ნინო ექიმო ჩემი პატარა ჯერ 2 კვირისაა , სამშობიაროდან გამოწერის შემდეგ დაგვეწყო თვალიდან გამონადენი, ჯერ ერთი თვალიდან ახლა მოერედანაც, ფიზიოლოგიურით ვუწმინდავ , მაინტერესებს კონიუქტივიტია თუ საცრებლე არხის ბრალი იქნება, ეს გამონადენი ყოველთვის არ ა ქვს ხოლმე. სახლში რომ მყავდა პედიატრი გამოძახებული მაშინ არაფერი ჰქონდა მერე დაეწყო. და კიდევ ძილის დროს კრუსუნებს თითქოს მღერის და ეს ნორმალურია?

Posted by: ninoeqimi 30 Mar 2013, 14:43
madinka
შესაძლოა რომ ეს ჰემანგიომასთან იყოს კავშირში, მე არაერთხელ გითხარით უკვე, რომ არ ადგახართ სწორ გზას, როდესაც ბავშვს 5-ზე მეტი ჰემანგიომა აქვს მას სულ სხვა კვლევები და განსაკუთრებული დაკვირვება ესაჭიროება, თქვენ კი შIნაგანი ორგანოების ექოსკოპიაც კი არ გაქვთ ჩატარებული. ძალიან საყურადღებოა ასეთI მრავლობითI ჰემანგიომები. მე აქედან რამდენიც არ უნდა გელაპარაკოთ თუ თქვენ არ მიიღეთ გადაწყვეტილება მე ვერანაირ დახმარებას ვერ შევძლებ.
ninuwki
ჯერ მიზეზი უნდა იპოვოთ, დაიწყეთ ყველაზე უფრო გავრცელებული პრობლემიდან, ფარისები ჯირკვლის პათოლოგია გამორიცხეთ (TSH, FT3, FT4, anti TPO da anti TG), მედეაში ეს ხუთIვე ანალიზი ერთად ღირს 56 ლარი, ორსულობის შემდეგ ყველაზე ხშირად შესაძლოა რომ ფარისებრის პრობლემა დარჩეს. შემდეგ უკვე უნდა გაიკეთოთ სისხლის და შარდის საერთო ანალიზი, გადაიღოთ რენტგენი, შიანგანი ორგანოების ექოსკოპია და თU ყველაფერი წესრიგშI იქნება ამის მერე უკვე ვიტამინები. თქვენ რომ თირეოტოქსიკოზი გქონდეთ ვიტამინები ვერაფერს გიშველით.
chupa82
ალბათსაცრემლე არხი არაა გახსნილი ბოლომდე, მარტო ფიზიოლოგიური მაგას არ ეყოფა

Posted by: ninuwki 30 Mar 2013, 16:25
ninoeqimi
გავიკეთებ აუცილებლად ამ ანალიზებს.
გაციებული ვიყავი ცოტა ხნის წინ და ფილტვები რომ მოვასმენინე,მითხრა სუნთქვა გაქვს შესუსტებულიო.როგორც მე მივხვდი,ორგანიზმის გამოფიტვამ იცის ეგ.
გემოგლობინი დაბალი მქონდა.ეხლა არ გადამიმოწმებია.
მოკლედ,ანალიზები მჭირდება...

Posted by: basti-bubuuu 30 Mar 2013, 19:11
გამარჯობათ ერთი კითხვა მაქვს-ცოტა ხნის წინ ვირუსი ჰქონდა ჩემს შვილს და ანტიბიოტიკი მივეცი 6 დღე.მას შემდეგ შეიკრა კუჭში.გუშინ განავლს შევნიშნე ცოტა ალისფერი სისხლი-შეიძლება ეს დისბაქტერიოზის ბრალი იყოს თუ რაიმე საშიშია.ადრეც ჰქონდა ესეთი ეპიზოდი-მხოლოდ მაშინ როცა შეკრულია და ძალიან იჭინთება

Posted by: qeta2012 30 Mar 2013, 19:14
ninoeqimi
ნინო ექიმო მაქვს ბუასილი და პროქტოლოგმა დამინიშნა შემდეგი წამლები: ვენო-რიცი, კრეზამი, კინეტიკონი და რეპარონის სანთლები, როგორც თვითონ მითხრა ხელს არ შეუშლის ბუნებრივ კვებასო, არადა ანოტაციაში რომ წავიკითხე წერია რომ ამ წამლების მიღების დროს უნდა შეწყდეს ძუძუთი კვებაო და ვეღარ გავიგე რა გავაკეთო, დავიწყო მკურნალობა თუ არა? sad.gif

Posted by: ninoeqimi 30 Mar 2013, 22:21
ninuwki
მერე ვინც შესუსტებული სუნთქვა მოისმინა ის აღარ იცოდა, რომ ეს ფილტვების ანთების პირველი ნიშანიააააა? :0
ჯერ ხვალვე სისხლი გააკეთეთ და თუ ხველა შემორჩენილი გაქვთ გულმკერდის რენტგენი

basti-bubuuu
არა, ალისფერი სისხლი არ არის დისბაქტერიოზის მაჩვენებელი, ეს უფრო უკანა ტანის ნახეთქის ბრალია, რაც როგორც წესი შეკრულობისას მწვავდება, ამიტომ სასურველია ბავშვს კუჭის მოქმედება მოუწესრიგოთ

* * *
qeta2012
მე ამის თქმა ნაკლებად შემიძლია, ერთადერთი ვენო რიცი შეიცავს ფორთოხლის და მანდარინის კანისაგან მიღებულ ჰესპერიდინ დიოსმინს, კრეზამს ბავშვებშიც ვნიშნავთ, აი კინეტიკონი რაში გჭირდებათ ვერ გეტყვით< ეს ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატია, მკლეთ ბევრი ვერაფერი გავიგე თქვენი დაიშნულებიდან,

Posted by: qeta2012 30 Mar 2013, 22:31
QUOTE (ninoeqimi @ 30 Mar 2013, 22:21 )


* * *
qeta2012
მე ამის თქმა ნაკლებად შემიძლია, ერთადერთი ვენო რიცი შეიცავს ფორთოხლის და მანდარინის კანისაგან მიღებულ ჰესპერიდინ დიოსმინს, კრეზამს ბავშვებშიც ვნიშნავთ, აი კინეტიკონი რაში გჭირდებათ ვერ გეტყვით< ეს ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატია, მკლეთ ბევრი ვერაფერი გავიგე თქვენი დაიშნულებიდან,

აი მეც რაღაც ეჭვი მეპარება ამ დანიშნულებაში, არადა გამოცდილ და კვალიფიციურ ექიმთან ვიყავი და მითხრა რომ ძუძუთი კვებას ხელს არ შეუშლიდა ეს დანიშნულება. თან ეხლა ჩემ ბავშვს ალერგიული გამოვლინება აქვს ისევ და ვმკურნალობ და თუ ვენო რიცი მაგეებს შეიცავს ეჭვი მაქვს რომ გაუმწვავებს მდგომარეობას არა?

Posted by: ninoeqimi 30 Mar 2013, 22:52
qeta2012
ბუასილს და ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატს რომ არაფერი საერთო არა აქვთ ეს ნამდვილად ვიცი.
პატარა რა ხნის გყავთ? პირველი თვე იცის გამწვავება, მე მახსოვს ვტიროდი ისეთI ტკივილები მქონდა, მშOბიარობა არ გამიგია და ბუასილმა გამამწარა. არც დეტრალექსი დამილევია, არც ვენო რიცი, ანც კრეზამი და არც არაფერი, მხოლოდდამხოლოდ მწვავე ტკივილი რომ მქონდა პირველი ათი დღე ანესთეზინის სანთლებს ვიკეთებდი ტკივილი რომ მოეხსნა და მერე დაახლოებით ერთი თვე ვიხმარე მალამო, რომელიც შეიცავდა თუთიას, ლიდოკაინს და რაღაც მცენარეებს, მარლაზე ვუსმევდი და ისე ვიდებდი. ეს მალამო საქართველოში არ იყო ნაყიდი, მაგრამ რაღაც ანალოგი ჩვენთანაც იქნება.

Posted by: madinka 30 Mar 2013, 23:00
ninoeqimi
kalmaxelidzestan viyavit da vkitxe eg zustad.araferi ar jirdebao.mxolod arsebuli hemangiomebis moshoreba gvirchia.arc eqoskopia uxsenebia da arc rame gamokvleva.tan mitxra sheileb akide gamouvideso.metki mere ararsebobs rame winaswar rom vumkurnalot tko?ar undao.eg hormonebit xdeba da rat unda bavshvs prednizolonio.bevri rom aqvs metki shinaganad iqneb aqvs rame mizezi tko da magis mizezi ararsebobs da aravin ar iciso. ase mitxra zustad.ubralod acra da saertod nebismieri preparatis migeba ar sheizlebao.nebismieri ram sheizleba provocirebdes hemangiomaze da gazardoso...eqoskopias gavuketeb shinaganze,neiros vapireb mainc da orives ertad gavuketeb.vici rom xshirad gvidzlzec icis xolme...sad.gif

Posted by: ninoeqimi 30 Mar 2013, 23:08
madinka
კალმახელიძე ვინ არის? პრედნიზოლონის გარდა კიდევ ბეა ბლოკერებით მკურნალობენ, კაი არ მკურნალობს არ მკურნალობს, როდესაც კანზე5 ზე მეტია, დიდი შანსია რომ იყოს შინაგან ორგანოებშიც, მათ შორის ღვიძლზე, როგორც უკვე მოგიძიებიათ ინფორმაცია. დავუშვათ და არის ღვიძლზე, მისმა ზომაში მოამტებამ ხომ სერიოზული პრობლემა შეიძLება შეუქმნას ბავშვს, როგორც მინიმუმ ხომ უნდა იცოდეთ აქვს თU არა

Posted by: madinka 30 Mar 2013, 23:10
ramaz kalmaxelidze onkologiurshi...

Posted by: ninoeqimi 30 Mar 2013, 23:17
madinka
არ ვიცი, აარ გამიგია, მე რეზო ძაგანიას ვუგზავნმი ჩემს პაციენტებს. ვიცი ჩემი ახლობლისბავშვს აქვს დაახლოებით 5სმ დიამეტრის მხოლოდ ერთი ჰემანგიომა მხარზე, ნაზი სიჭინაა მკურნალობს კურაციოში ბეტა ბოკეტით, რადგანაცდიდი ზომისიყომხოლოდ ერთIჰემანგიომის გამო გამოიკვლიეს ბავშვი თხემით ტერფამდე. ასე მრავლობითIს უგულებელყოფა არ მიმაჩნია სწორ მიდგომად.

Posted by: madinka 30 Mar 2013, 23:51
ar ugulvelvyof,ubralod 2ma "zlierma" qirurgmac ki ar mitxra amis shesaxeb..mec ver mivxvdi chemit rom wavikitxe..tavis tvinshic chndeba hemangiomebi saertod?tu marto shinaganze da lorwovanze?

Posted by: qeta2012 30 Mar 2013, 23:56
QUOTE (ninoeqimi @ 30 Mar 2013, 22:52 )
qeta2012
ბუასილს და ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატს რომ არაფერი საერთო არა აქვთ ეს ნამდვილად ვიცი.
პატარა რა ხნის გყავთ? პირველი თვე იცის გამწვავება, მე მახსოვს ვტიროდი ისეთI ტკივილები მქონდა, მშOბიარობა არ გამიგია და ბუასილმა გამამწარა. არც დეტრალექსი დამილევია, არც ვენო რიცი, ანც კრეზამი და არც არაფერი, მხოლოდდამხოლოდ მწვავე ტკივილი რომ მქონდა პირველი ათი დღე ანესთეზინის სანთლებს ვიკეთებდი ტკივილი რომ მოეხსნა და მერე დაახლოებით ერთი თვე ვიხმარე მალამო, რომელიც შეიცავდა თუთიას, ლიდოკაინს და რაღაც მცენარეებს, მარლაზე ვუსმევდი და ისე ვიდებდი. ეს მალამო საქართველოში არ იყო ნაყიდი, მაგრამ რაღაც ანალოგი ჩვენთანაც იქნება.

5 თვის და 1 კვირსაა. კინეტიკონი გაზებისიც არისო და მაგიტომ დამინიშნა, ვენო რიცი - ბუასილი ვენური დაავადება არისო და მაგიტომ, ნუ დანარჩენი გასაგებია.
მეც მასე ვიყავი ზუსტად, მშობიარობით 20 წუთში გავაჩინე და მერე დამეწყო შეკრულობა და გამირთულდა, ( მერვე თვეში დამეწყო ნიშნები).
და მას მერე გლიცერინზე ვარ "შემჯდარი" ასე რომ ვთქვათ gigi.gif
რა მაცინებს facepalm.gif
და მეთქი სანამ გამიმწვავდა მივხედო თქო მაგრამ რიავიცი ჯერ ვერ ვბედავ მკურნალობის დაწყებას, თან საკმაოდ ძვირი მიჯდება ამ წამლების 1 თვიანი კურსი და შედეგი რომ არ გამოიღოს ან უარესი შედეგი ქონდეს, ან ბავშვზე რომ იმოქმედოს, მერე რა ვქნა?
მეც მითხრეს რომ ვიღაც ამზადებსო მალამოს, ჩემ ახლობელმა მითხრა, მე მომარჩინაო, მაგრამ მაგასაც ვერ ვბედავ და ვარ ესე გაურკვევლობაში
* * *
ninoeqimi
და კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს ნინო ექიმო, კბილების ამოსვლა ეწყება მგონი, საღამოობით არის ხოლმე ძაან მოუსვენრად და დაძინება უჭირს, ყველაფერს პირში იდებს და მალამო მინდა ვუყიდო ცოტა შვება მაინც რომ მისცეს და რომელს მირჩევთ , თან ბავშვის ალერგიულობას თუ გავითვალისწინებთ.

Posted by: ninuwki 31 Mar 2013, 13:31
ninoeqimi
რა ვიცი,სუფთაა ფილტვებიო.
მადლობა ყურადღებისთვის.მივხედავ აუცილებლად

Posted by: tatiawasp 31 Mar 2013, 15:01
ვიყიდი ძველებულ წნევის აპარატს!!! აუცილებლად შავი ან წითელი ვერცხლისწყლით, ყოველვარი კითხვების გარეშე, გადავიხდი 100000 ლარს . ვისაც გაქვთ ძალიან გთხოვთ მომწერეთ ან გაიკითხეთ!

Posted by: ninoeqimi 31 Mar 2013, 16:19
qeta2012
თუ უკვე 5 თვისაა და პრობლემ არ მგოვარდა, მაშIნ ნამდვილად გირჩევთ იმკურნალოთ, ისე ვენო რიცი არ ვიცი, მაგრამ მამუკა ბოკუჩავა დეტრალექსს ოსულებსაც უნიშნავს. ვენო რიცი კი ფრანგული დეტრალექსის ქართული ანალოგია. დეტრალექსი დალიეთ, ნამდვილად ინიშნება მეძუძურებზე და ორსულებშიც, სანთლებიც გაუკეთეთ, ფერმენტი შეგიძLიათ უპრობემოდ დალიოთ, რაც შეეხება კინეტიკონს, ის ღებინებისაა, მისი აქტირუი ნივთიერება დომერიდონია და აგერ ანოტაციაც
http://www.aversi.ge/annotations.php?id=73&lang=geo&drug_id=17482
ამიტომ ამ წამალს დაანებეთ საერთოდ თავი.
არსებობს მეორე გამოსავალი, იგივე გდაამოწმოთ სხვა როქტოლოგთანაც. შემდეგ კი ორი ექიმის ნათქვამი შეაჯეროთ. თქვენ კი არა და მეც მასე ვიქცევი, როცა ჩემს ირად კომეტენციას ცდება პრობლემა

Posted by: qeta2012 31 Mar 2013, 16:41
ninoeqimi
მადლობა.
და კრეზამის მაგივრად მედულაკი რომ დავლიო არ შეიძლება? ანუ იმის თქმა მინდა რომ მედულაკით თუ შეიძლება საჭმლის მომნელებელი სისტემის მკურნალობა, როგორც კრეზამს მაგალითად.
გავეცანი დეტრალექსის ანოტაციას და ზუსტად იგივეა რაც ვენო-რიცის ანუ ესეც შეიცავს ჰესპერედინს და დიოსმინის და თან ამასაც უწერია რომ არ არის რეკომენდრიებული ლაქტაციის დროსო და მაინც დავლიო?
და მე რატომ დამინიშნა GMP-ის მიერ წარმოებული წამლები ნეტავ? aba.gif თან გამაფრთხილა რომ პსპ-ში იყიდეო თორემ სხვაგან შეგიცვლიანო , თან საკამოდ ძვირები ღირს ყველა

Posted by: ninoeqimi 31 Mar 2013, 16:48
qeta2012
არა, კრეზამი იგივეა რაც პანზინორმი ან მეზიმ ფორტე, ოღონც GMP ის ვარიანტი.
დეტრალექსს ეწერია ანოტაციაში, მაგრამ ორსულები პირველივე ტრიმესტრიდან სვამენ, სასურველი არც ერთი წამალი არ არის, მაგრამ სხვა გზა რომ არ არის ორსულსაც გინიშნავენ.
ალბათ თქვენი ექიმი დიდი პატრიოტია და უნდა ქართული წარმოება აყვავდესsmile.gif მე ყველაზე კარგი მიზეზი გითხარით რაც შეიძLება რომ ამის მიზეზი იყოსsmile.gif

Posted by: qeta2012 31 Mar 2013, 17:06
ninoeqimi
მეც ეგ ეჭვი დამებადა smile.gif ანუ განსხვავება შეიძლება მარტო ფასში იყოს არა? ესეიგი ექიმი რომ დაგიწერს დანიშნულებას ცხრაჯერ თუ არ გადაამოწმე არ ვიცი რა მოგივა ადამიანს რა aba.gif
ანუ კრეზამს თუ დავლევ 1 თვე და გადავიხდი თითქმის 100 ლარამდე მომიწესრიგდება კუჭ-ნაწლავი smile.gif
ე.ი. ვსვამ. დეტრალექს და კრეზამს smile.gif


Posted by: ninoeqimi 31 Mar 2013, 17:25
qeta2012
კრეზამი ასე ძვირი ღირს? იგივეა პანზინორმი, მეზიმ ფორტე და ბევრად იაფი ღირს, კრეზამი ფერმენტია, სანამ დალევთ მოგიწესრიგდებათ, თუ კუჭის მოქმედების პრობლემის მიზეზი არ იპოვეთ და ისე არ მოიწესრიგეთ მუდმივად მაგას არაფერი აწესრიგებს. ისე ადგილობრივი მოქმედების სანთლებიც აუცილებელი აბუასილი მკურნალობაში. კიდევ სხვა პროქტოლოგს კითხეთ რჩევა

Posted by: qeta2012 31 Mar 2013, 17:31
ninoeqimi
კი ძვირია კრეზამი. ეგ რა თქმა უნდა , პირველ რიგში უნდა მოვიწესრიგო კვები რეჟიმი, რაც ვერ მოვახერხე ამ 5 თვის განმავლობაში, რადგან მარტო ბუნებრივ კვებაზე მყავს ბავშვი თანაც ალერგიულია და თითქმის სულ დიეტაზე ვიყავი და სათანადოდ არ ვიკვებებოდი. ეხლა დავლევ ამ ფერმენტს და ამასობაში 6 თვისაც გახდება და უფრო მოვახერხებ ნორმალურად კვებას (იმედია smile.gif )
ხო ადგილობრივი სანთლებიც რა თქმა უნდა.
სხვა პროქტოლოგთან არამგონია მივიდე, ამასთან რომ ვიყავი მაშინაც გამიჭირდა ბავშვის დატოვება, არ ჩერდება დიდხანს უჩემოდ. თან სხვა კიდევ სხვა რამეს გამომიწერს და ტვინი უნდა ამერიოს ხო ვიცი smile.gif

Posted by: CAMPOLINA 31 Mar 2013, 21:44
თქვენი მიდგომა მაინტერესებს დედის კვებასთან დაკავშირებით როდესაც ბავშვი ყავს ძუძუზე. დედას დიეტას უნიშნავთ თუ რთავთ ნებას ჭამოს ყველაფერი თუ ბავშვს ალერგიას არ აძლევს? (მაგალიტად ვიცი რომ ზოგი პედიატრი დიეტაზე სვამს დედას, ზოგი პირიქით ჭამე ყველაფერიო ეუბნება)

Posted by: E_ko 1 Apr 2013, 00:46
ninoeqimi
ჩემი შვილი ხელოვნურ კვებაზეა, ჭამს ჰიპპ1, გახდა 6 თვის და აუცილებლად უნდა გადავიყვანო ჰიპპ2-ზე?
კიდე ერთი კითხვა, მიირთმევს ჰიპის ფაფებს, მაგრამ ამ ბოლო დროს არ ჭამს, და სხვა ფირმის რძიანი ფაფით, მაგალითად ჰაინცით, რომ შევუცვალო შეიძლება?

Posted by: FoXy 1 Apr 2013, 16:42
ninoeqimi
ნინო ექიმო თქვენი აზრითაც დაგვეხმარეთ გთხოვთ cry.gif

ბავშვს კუჭი აქვს აშლილი (40 დღის ხდება 3 დღეში) ჩავაბარეთ დღეს განავალი და ესაა პასუხები. ერთმა ექიმმა კრეონი 1/2 1-ჯერ დღეში და ლინექსი 1 ამპ. 2-ჯერ დღეშიო. მეორე ექიმმა მარტო ლინექსი მიეცით ისიც 1-ჯერო არ დაახრჩოთ ბავშვი კრეონითო და თქვენი აზრიც გვითხარით რა cry.gif


http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

Posted by: ninoeqimi 1 Apr 2013, 20:46
FoXy
მე პირველ რიგშI ანალიზს გავიმეორებდი, თანაც სასწრაფოდ, ბავშვის მდოგმარეობას შევაფასებდი და სისხლის საერთOსაც გავაკეთებდი. თუ ეგ ლეიკოციტები სწორია, მაშIნ არც კრეონი და არც ლინექსი არ უშველის საქმეს, სერიოზული მკურნალიბა ჭირდება

Posted by: Cecy Elliott 1 Apr 2013, 21:19
CAMPOLINA
QUOTE
თქვენი მიდგომა მაინტერესებს დედის კვებასთან დაკავშირებით როდესაც ბავშვი ყავს ძუძუზე. დედას დიეტას უნიშნავთ თუ რთავთ ნებას ჭამოს ყველაფერი თუ ბავშვს ალერგიას არ აძლევს? (მაგალიტად ვიცი რომ ზოგი პედიატრი დიეტაზე სვამს დედას, ზოგი პირიქით ჭამე ყველაფერიო ეუბნება)

ჩემი აზრით ყველაფრის ჭამა ისედაც არ შეიძლება biggrin.gif თვითონ უნდა დაარეგულიროს დედამ მემგონი... ნუ მეტი სითხე, რძის პროდუქტები, მეტწილად მოხარშული ან ორთქლზე გაკეთებული საჭმელები, ცხარე, მჟავე ნაკლები, ყავა, გაზიანი ქიმია არა.. და ა.შ. smile.gif

Posted by: CAMPOLINA 1 Apr 2013, 22:52
sesi-eliot
ეგ ხო შენ რაც დაწერე ჯანსაღი კვება ქვია. უბრალოდ ზოგი პედიატრი ყველაფერს უკრძალავს დედას და ლამის დიეტაზე სვავს. და ეგ მაინტერესებდა. ზოგი ტკბილს უკრძალავს გაზებს აგროვებსო. მოკლედ მისი აზრი მაინტერესებსsmile.gif

Posted by: ninoeqimi 2 Apr 2013, 00:18
CAMPOLINA
ზოგადად მეძუძUრმა დედამ უნდა ჭამოს ყველაფერი, რასაც ჭამდა ორრსულობამდე და იტანდა. ზოგჯერ არის გამონაკლისები, რაღაცაზე ბავშვს აქვს აუტანლობა, ან გამოაყრის, ან კუჭნაწლავს აურევს, რა თქმა უნდა ის პროდუქტი სასურველია არ მიიღოს, დანარჩენი დიეტა სისულელეა, პირიქით დედას გამოფიტავს, ბავშვი ყველაფერის მაინც წაიღებს, დედა დანევროზდება და გამოიფიტება. დაკონსერვებული და შებოლილი რომ არ არის სასურველი და ათასი ქიმიური კოკა კოლები და ასე შემდეგ ეს უდაოა, მაგრამ არც შემწვარი იკრძალება, არც ხილი არც ბოსტბნეული და არც არაფერი

Posted by: DOLPHIN 2 Apr 2013, 12:02

ninoeqimi
წითელას ბუმზე რა ხდება? ბავშვი ერთი წლისას არის გეგმიურად აცრილი, შემდეგი უწევს 5 წელზე, 28 ივნისს ხდება.
წინასწარ ხომ არ ავცრა, თუ ამ ფონზე დამატებით ვაქცინის სახით შეყვანა უარესია?

Posted by: ninoeqimi 2 Apr 2013, 15:35
DOLPHIN
წითელა მხოლოდ ერთხელ იცრება, ერთი წლის ასაკში, მე ავცერი ჩემი შვილი ერთI წლის და აწი აღარ ვაპირებ ავცრა. ვინც არ არის აცრილი, ის ბავშვები რა თქმა უნდა უნდა აიცრან

Posted by: DOLPHIN 2 Apr 2013, 16:05
ninoeqimi
ჩვენს სავაქცინაციო კალენდარში და ამ ცხრილში წერია, რომ ორჯერ უწევს:
user posted image
მე უბრალოდ იმის კითხვა მინდა, დაველოდო როცა უწევს, თუ სამი თვით ადერ ავცრა.

Posted by: ninoeqimi 2 Apr 2013, 16:11
DOLPHIN
თU ამ კალენდარს მიყვებით, მაშIნ როცა უწევს მაშIნ უნდა აცრათ

Posted by: DOLPHIN 2 Apr 2013, 16:20
ninoeqimi
QUOTE
თU ამ კალენდარს მიყვებით, მაშIნ როცა უწევს მაშIნ უნდა აცრათ

yes.gif მადლობთ!

Posted by: qeta2012 2 Apr 2013, 20:27
ninoeqimi
ნინო ექიმო, ალერგია აქვს ჩემ ბავშვს (მარტო ლოყებზე ქონდა და ეხლა მხარზეც გადავიდა) ექიმმა მარტო სუპრასტინი დაუნიშნა 2 კვირა მეოთხედი დღეში 2 -ჯერ და დეპანტოლის კრემი. ნელ-ნელა ულაგდება ლოყებზე მაგრამ დღეს შევამჩნიე მხარზე ცოტათი გამონაყარი.
სხვა არაფერი არ უნდაო. მეთქი ალერგოლოგმა რო ნახოს თქო და არ უნდაო. და მაიტერესებს 2 კვირა ბევრი არ არის? ექიმმა ესე თქვა რომ გაიწმინდოსო ორგანიზმი და მაგიტომ დავნიშნეო ამდენი ხანი და თქვენ როგორ ფიქრობთ სწორია ამგვარი მიდგომა?

Posted by: ninoeqimi 3 Apr 2013, 09:28
qeta2012
რა გითხრათ აბა აქედან? გამონაყარი ისეთI რამეა თუ თვალით არ ნახე ძალიან ძნელია რომ შეაფასო ალერგიულია თუ არა. რაც შეეხება ალერგოლოგს თU წამლის ფონზეც ვრცელდება სასურველია ნახოს და კონკრეტული ალერგები იპოვოთ,

Posted by: CAMPOLINA 3 Apr 2013, 16:49
მაინტერესებს თქვენ როგორ თვლით დ ვიტამინის მიღება პროვოცირებას უკეტებს ჰემანგიომებს? (ანუ უფრო გამრავლდება) ან სხვა ვიტამინების მიღება?

Posted by: ლუნა 3 Apr 2013, 17:34
ნინო ექიმო ალერგიამ ხანგრძლივი სურდო იცის? 1.3 წლის ბავშვს აქვს უკვე 1 კვირაზე მეტია არანაირი ჩასაწვეთებელი და გამოსასუფთავებელი არ შველის. ასეთ შემთხვევაში სუპრასტინი ან სხვა მსგავსი პრეპარატი რა დოზით ენიშნება?
ალერგია რომ არის იქიდან ვასკვნი რომ მთელი ზამთარი ჰქონდა შეწითლებული და გაუხეშებული ლოყები ისე რომ არაფერი შველოდა და თებერვლის ბოლოს თავისით გაუარა, საბოლოოდ სეზონური ალერგია აღმოჩნდა სიცივეზე..

Posted by: ninoeqimi 3 Apr 2013, 21:50
ლუნა
ასე ზეპირად ეს საქმე არ წყდება, სჭიროა ბავშვის გამოკვლევა, ინფექციური მიზეზის გამორიცხვა, შემდეგ უკვე გარკვეულიანალიზით ალერგიის დადასტურება და მხოლოდ ამის შემდეგ ირჩევა ანტიჰისტამინური პრეპარატი.


Posted by: MarFe 4 Apr 2013, 01:52
გთხოვთ იქნებ მიპასუხოთ?

http://forum.ge/?showtopic=34516363&f=&st=0&#entry35874396

Posted by: ninoeqimi 4 Apr 2013, 10:42
MarFe
მენაკლებად ვფიქრობ პერიოდულ დაავადებაზე, მხოლოდ მუცლის ტკივილი და ცხელება არ არის ამ დაავადების ნიშნები, აუცილებელია სახსროვანი კომპონენტი, რომლის გარეშეც პრაქტიკულად არც ერთი რევმატოლოგიური დაავადება არ არსებობს. მითუმეტეს სისხლში მაღალი ედს-ი არის კარდინალური ნიშნანი ზოგადად ყველა რევმატოლოგიური დაავადების. მე ყველაზე ბანალურ მიზეზს გამოვრიცხავდი და დარწმუნებული ვარ 90% ში მიზეზი ეს იქნება. ვირუსული ინფექცია ჰელმინთოზის ფონზე. ტიპიური კლინიკაააა.
* * *
თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია და რამოდენიმე გამოკვლევის შედეგია საჭირო ამის დასაზუსტებლად.

Posted by: veriko_zuka 4 Apr 2013, 11:03
გამარჯობათ ნინო ექიმო,დაახლოებით სამი კვირაა ბავშვს აქვს სურდო, ხან წყალივით თეთრი გამონადენი აქ ხან გამონადენი არ აქ მაგრამ ცხვირშია დაგუდული და ყვითელი ფერის გამონადენი აქ ცხვირის მოწმენდვის დროს, რა ახარ ჩავაწვეთე , ნაზივინი, მერე აქვა მარისი, ინგალაციები მაგრამ არ შველის არაპერი ეხლა გუშინ საღამოს ძალიან იყო გაგუდული ცხვირში და იზოფრა ჩავაცვეთე და მშვიდად ეძინა და სუნთქვითაც კარგად სუნთქავდა, არ ვიცი რა ვქნა რით მოვაცილო ეს სურდო?

Posted by: MIRACLE4 4 Apr 2013, 14:12
ninoeqimi
გამარჯობა ნინო ექიმო.წლინახევრის ბიჭი მყავს.ფიზიოლოგირი მშობიარობა მქონდა,არანაირი მკურნალობა არც მე არც ბავშვს არ დაგვჭირვებია.ნევროპათოლოგთან 9 თვის ასაკში მყავდა და აბსოლუტურად ნორმაში ყველაფერი.ბავშვი არის ძალიან მშვიდი ნერვიული სისტემით,ვზრდი სოციალურად აქტიურად და მუდმივად კონტაქტში თანატოლებთან.მოკლედ ბოლო 3 დღეა უცნაურობა შევამჩნიე კერძოდ -ჩაიკუზა თითქოს მოსაქმება უნდოდა მაგრამ არ Iჭინთებოდა,დაახლოვებით 1 წუთი იყო ასე ,ვეძახდი არ რეაგირებდა.მივედი ჩავეხუტე თითქოს გამოფხიზლდა. ცოტახანში იგივე გააკეთა,უკვე სხვა პოზაში.ამჯერად ატირდა და მომეკრო.ძინავს მშვიდად,დგეც და ღამეც,კვებაც ქცევაც ნორმალური.რამოდენიმე სიტყვას ამბობს ისე ბეიბი ენაზე მუდმივად ტლიკინებს.
დღეს რეგულიარული გასეირნების დროს სანამ მარტო იყო ისევ დარბოდა თამაშობდა,როგორც კი მივიყვანე თანატოლებთან კატეგორიულად კალისკაში ჩასმა და ტარება მომთხოვა.შემდეგ სათამაშო მოედანზე უფროსმა ადამიანმა შემთხვევით ოდნავ პეხი დაადგა ისე რომ არ ტკენია,თავი დახარა გაიტრუნა და ხელში რომ ავიყვანე გულით იტირა.ვესაუბრე პედიატრს და სასწრაფოდ ნევროპათოლოგთანო.ხვად დილით მიმყავს მაგრამ იქნებ რამე მითხრათ ძალიან ვნერვიულობ.მამის გარეშე იზრდება 3 თვიდან ოფიციალურად განქორწინებული ვარ,მე ვმუშაობ და ძიძა მყავს.ძიძაც მშვიდი გაწონასწორებული ქალია.ვმუშაობ კვირაში ხან 4 ხან 5 დღე.ისიც ხან დილით ხან საღამოს.ვპიქრობ ყურადღებაც არ აკლია ჩემგან,როდესაც არ ვმუშაობ სულ ჩემთანაა,ყველგან თან დამყავს.კარგი ყოფაქცევის ბავშვია საზოგადოებაშიც.
გთხოვთ მითხრათ თქვენი აზრი.რამე არ გამომეპაროს.
მადლობა

Posted by: ninoeqimi 4 Apr 2013, 14:18
MIRACLE4
აუცილებელია ბავშვის გასინჯვა, ან არის კომუნიკაციის პრობლემა, ან რაღაც შეტევა, სხვას ვერაფერს ვერ გეტყვით აქიდან. თუკომუნიკაციი სპრობლემაა ნევროლოგს აუცილებლად უნდა ქონდეს სპეციალური სკრინინგ ტესტი, რაც გამორიცხავს კომუნიკაციის პრობლემას, გაითვალისწინეთ ეს ტესტი ყველას არა აქვს. თუ შეტევააა, რაზეც პირველი ეპიზოდი მაფიქრებინებს, მაშIნ დაკვირვება და შესაბამისი გამოკვლევა ჭირდება, არსებობს ასევე მესამე ვარიანტი, ემოციური ფონი, სტრესი, მამის დეფიციტი, მაგრამ ეს გამორიცხვის დიაგნოზია და პირველი ორი ვარიანტი უნდა იყოს დასაბუთებულად გამორიცხული
veriko_zuka
კარგ ექიმს უნდა ჩვენოთ, როგორ ფიქრობთ 3 კვირა კარგად და სწორად ნამკურნალეივ ბავშვი ისევ ავად უნდა იყოს?

Posted by: MIRACLE4 4 Apr 2013, 14:26
ninoeqimi
ნევროპათოლოგი პედიატრმა მირჩია,ლია ლომიძე ავერსის კლინიკაში.ადრეც მასთან მყავდა.საჭირო აპარატურა გვაქვსო თუ დაჭირდა.
მადლობა ნინო ექიმო

Posted by: ninoeqimi 4 Apr 2013, 15:33
MIRACLE4
არ ვიცი, არ ვიცნობ, ავერსში მაია გაბუნიას ვიცნობ და მის კომპეტენციაში ეჭვი ნამდვილად არ მეპარება. აპარატურა ნაკლებად დაჭირდება პირველ ეტაპზე ყველზე მნიშვნელოვანი კომუნიკაციური სკრინინგ ტესტის ჩატარებააა.

Posted by: niniko09 5 Apr 2013, 22:20
ნინო ექიმო, ჩემს ახლობელს ჰყავს 18 თვის ბავშვი, გოგონა. უკვე დიდი ხანია, ბავშვს ასეთი ჩვევა ჩამოუყალიბდა, იხდის მარჯვენა ფეხსაცმელს და დადის ცალ ფეხზე ჩაცმული ფეხსაცმლით, შინ და გარეთ, ქუჩაშიც და სახლშიც ცალი ფეხსაცმლით დარბის. უყიდეს წინდა, შიპებიანი, მაგრამ იმას უფრო მეტად ,,გადაემტერა" და ფეხზე არ იჩერებს, ოღონდ კიდევ ვიმეორებ, მხოლოდ მარჯვენას ემტერება. მიზეზი სად უნდა ეძებონ? ბავშვი იტალიაშია და პედიატრს ხშირად ვერ ნახულობენ, როგორც ვიცი

Posted by: ninoeqimi 6 Apr 2013, 00:27
niniko09
იქნებ ტკივა მარჯვენა ფეხი? თუ ასე არაა, მაშინ ჩვევად უნდა შეფასდეს და დაანებონ თავი

Posted by: niniko09 6 Apr 2013, 21:10
ninoeqimi
არ სტკივაო, ყველანაირად დავაკვირდითო. მშობლებს ჩვევა ჰგონიათ, მაგრამ როგორ გადააჩვიონ, არ იციან. რომ გაიზრდება, ასე ცალ ფეხზე ფეხსაცმლით ხომ არ ივლისო biggrin.gif თავისით გადაეჩვევა–თქო, მე დავამშვიდე, მაგრამ მაინც გული ეთანაღრებათ

Posted by: FoXy 7 Apr 2013, 00:05
ninoeqimi
ნინო ექიმო კიდევ შეგაწუხებთ cry.gif , ძალიან გვშველის თქვენი რჩევები. ბავშვს გადავუღეთ დღეს თავზე, მცირე ჟანგბადის უკმარისობა აქვს, (სახლშიც ძალიან მაღალ ტემპერატურაზე გვყავდა და გარეთაც ცოტახნით გამყავდა მეშინოდა არ გაცივდეს...) სხვა არანაირი პრობლემა არ აქვს, ნერვოპათოლოგთან გვყავდა, ერთადერთი ჩივილი რაც გვაქვს ბავშვს არ სძინავს დღისით, იძინებს მაქსიმუმ 30 წუთით, ღამე 1-დან დილის 7-8მდე სძინავს. ხოდა ამ ყველაფრის ფონზე დაგვინიშნა ვიტამინი E და ნოოფენი, ამ ნოოფენზე ისეთი რაღაცეები წავიკითხე შოკში ვარ((( ნუთუ უძილობას ასეთი საშინელი წამლით უნდა ვუმკურნალოთ? ან 40 დღის ბავშვს ესეთი ძლიერი შეიძლება დაენიშნოს?((

Posted by: ninoeqimi 7 Apr 2013, 00:17
FoXy
თუ გასინჯვით ყველაფერი წესრიგშია, ბავშვს არაფერი არ ჭირდება,ბავშვს უნდა ჩამოუყალიბოთ ბავშვს სწორი ძილის ჩვევადა ეცადოთ ეს რეფლექსის დონეზე ჩამყალიბდეს . ნოოფენი მხოლოდ პოსტსაბჭOთა 15 ქვეყანაში იყიდება, მისი მოქმედების მექანიზმი უცნობია. არც მისი ეფექტურობა არ არის დადასტურებული არც ერთI კვლევით.

Posted by: FoXy 7 Apr 2013, 21:54
ninoeqimi

უღრმესი მადლობა. კი გასინჯვით ყველაფერი წესრიგში იყო , ხომ ვერ გვირჩევდით როგორ ჩამოვუყალიბოთ სწორი ძილი, ნოოფენს არ დავალევინებ სულ, რომ არ დაიძინოს მაინც(

Posted by: garfield1 8 Apr 2013, 13:28
ninoeqimi
გამარჯობათ ნინო ექიმო, კითხვა მაქვს თქვენთან.
ნათესავის ბავშვი არის 4 წლის, ძალიან ოფლიანობს, ღამეც და დღეც, რაც არ უნდა თხლად ეცვას, ოდნავ დაღლაზეც კი სულ სველია , ამის პარალელურად გახდა ძალიან, ზოგადად მჭამელი ბავშვია, მაგრამ როგორც დედამისი ამბობს არ შივდება და დღეში შეიძლება ერთ ბუტერბროდზე მეტი არ შეჭამოს არაფერიო, ჩემი აზრით რაღაც პრობლემა აქვს . დედამისი რატომღაც ყურადღებას არ აქცევს, სტუმრად იყვნენ ჩემთან რამდენიმე დღის წინ და სერიოზულად შევშფოთდი იმდენად ოფლიანობდა ბავშვი , რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი, მინდა რომ ცოტა კომპეტენტურად განვუმარტო და დავაფიქრო მაგ საკითხზე, იქნებ მიაქციოს ყურადღება და ჩაუტაროს საჭირო გამოკვლევები

Posted by: temosabasdeda 9 Apr 2013, 10:20
ნინო ქიმო გამარჯობათ.9 წლის ბიჭმა თავი დაარტყა .გადავუGEტ და ჰემატომა აქვს 1,5 -1 სმ.დაუნიშნს ასკორუტინი,ასპარკამი
და 6 დგე წოლითI რეჟიმი. თქვენი აზრით საკმარისიაა? ნეიროირურგმა საშისი არააო.მაინც მეშIნია .მინდა ომპიუტერული ტომოგრაფია გავუკეთO. თQვენ რას მირჩვთ? რამდენად საშIშI ასეტი ტრამვა მომავლისთვის? ვისთან და სად მიღრჩევთ გადაღებას?

Posted by: ninoeqimi 9 Apr 2013, 11:28
temosabasdeda
აბა ჰემატომა როგორ აღმოაჩინეთ თუ კომპიუტერული ტომოგრაფია არ გაუკეთეთ? ეს წამლები სისულელეა, თU ტრავმვიდან 24 საათზე ნაკლები გავიდა და თავის დარტყმისას გონება დაკარგა აუცილბლია დაუყოვნებელი კომპიუტერული ტომოგრაფია, თU უფრო მეტი გავიდა უკვე, გონება არ დაუკარგავს და ამ ხნის მანძილზე არაფერი არ შეცვლილა, სასურვლია კიდევ 48 საათი დაკვირვება, მშვიდი გარემო, მოსვენება. ეს წამლები სისულელეა

Posted by: garfield1 9 Apr 2013, 11:32
ninoeqimi
მეც მიპასუხეთ რა გთხოვთ

Posted by: qeta2012 9 Apr 2013, 14:32
ninoeqimi
ნინო ექიმო გამარჯობათ, მოკლედ ექიმის დანიშუნლება თქვენთან რომ არ გადავამოწმო ისე არ შემიძლია, ესე უფრო მშვიდად ვარ თითქოს smile.gif ე.ი. მაშინ მოგწერეთ რომ ალერგიაზე მკურნალობა დაგვინიშნა სუპრასტინით და დეპანტოლის კრემით და უშევლა უბრალოდ მე-11 დღეა ვალევინებ სუპრასტინს და ეს ბოლო 2 დღეა ღებინება დაეწყო და ვიფიქრე სუპრასტინის ბრალი ხომ არ არის თქო და დავურეკე პედიატრს და დაუნიშნა დოპროკინი 1/6 დგეში 3-ჯერ და ჰუმანა ელექტროლიტი. ხშირად არ აღებინებს, დღეში ერთხელ ან ორჯერ თან ისიც სულ არ ამოაქვს, დაახლოებით ნაჭამის ნახევარი. ექიმმა სუპრასტინი არაფერ შუაში არ არისო და ხშირი ღებინება რომ დაეწყოს გადასხმა დასჭირდებაო და შემეშინდა sad.gif თქვენ რას მეტყვით, რისი ბრალი შეიძლება იყოს?

Posted by: temosabasdeda 9 Apr 2013, 14:34
QUOTE (ninoeqimi @ 9 Apr 2013, 11:28 )
temosabasdeda
აბა ჰემატომა როგორ აღმოაჩინეთ თუ კომპიუტერული ტომოგრაფია არ გაუკეთეთ? ეს წამლები სისულელეა, თU ტრავმვიდან 24 საათზე ნაკლები გავიდა და თავის დარტყმისას გონება დაკარგა აუცილბლია დაუყოვნებელი კომპიუტერული ტომოგრაფია, თU უფრო მეტი გავიდა უკვე, გონება არ დაუკარგავს და ამ ხნის მანძილზე არაფერი არ შეცვლილა, სასურვლია კიდევ 48 საათი დაკვირვება, მშვიდი გარემო, მოსვენება. ეს წამლები სისულელეა

ანუ იაშვილსჰი გადაუღეს რნტგენი .ახლა აქვს აზრი კომპიუტერულ ტომოგრაფიას? 5აპრილს ეტკინა თავი.წამლეი რატომაა სისულელე>? ბ

Posted by: ninoeqimi 9 Apr 2013, 15:26
garfield1
თU დედა არ აგდებს არაფრად ამას,თქვენ რა გაღელვებთ, თანაც იქნბ დედამ იცის კიდეც მიზეზი და მკურნალობს კიდეც და არ უნდა ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი, გიფიქრიათ ამაზე?
ძალიან რომ ჩააცივდეთ, შეიძლება უარესად გააღიზიანოთ.
qeta2012
ალრგიის დროს სუპრასტინი გასაგბია, მაგრამ რატომ აღებინებს იცით? დოპროკინი ცემტრალური მოქმედების ღბინების საწინააღმდეგო წამალია, რომლიც თავის ტვინის დონეზე თრგუნავს ღებინებას, მე ამ პრეპარატს არასდროს არავის არ ვუნიშნავ.

temosabasdeda
თუ გონება დაკარგა, აუცილებელია ტომოგრაფია, რენტგენით მხოლოდ რაიმე სერიოზულის თქმა ძნელია

Posted by: qeta2012 9 Apr 2013, 15:50
QUOTE (ninoeqimi @ 9 Apr 2013, 15:26 )

qeta2012
ალრგიის დროს სუპრასტინი გასაგბია, მაგრამ რატომ აღებინებს იცით? დოპროკინი ცემტრალური მოქმედების ღბინების საწინააღმდეგო წამალია, რომლიც თავის ტვინის დონეზე თრგუნავს ღებინებას, მე ამ პრეპარატს არასდროს არავის არ ვუნიშნავ.

ანუ მარტო ჰუმანა ელექტროლიტი რომ მივცე საკმარისი იქნება ხო? და თუ უშველა ამან აღარ მივცემ დოპროკინს.
თან მე ისიც მაფიქრებს რომ ხშირად ვაჭმევდი, 6ის ხდება და ყოველ 2 საათში ვაძლევდი ძუძუს და ამის ბრალიც ხომ არაა? ეხლა გადავიყვან 3 საათიან შუალედებს გავუკეთებ

Posted by: temosabasdeda 9 Apr 2013, 16:00
QUOTE (ninoeqimi @ 9 Apr 2013, 15:26 )
garfield1
თU დედა არ აგდებს არაფრად ამას,თქვენ რა გაღელვებთ, თანაც იქნბ დედამ იცის კიდეც მიზეზი და მკურნალობს კიდეც და არ უნდა ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი, გიფიქრიათ ამაზე?
ძალიან რომ ჩააცივდეთ, შეიძლება უარესად გააღიზიანოთ.
qeta2012
ალრგიის დროს სუპრასტინი გასაგბია, მაგრამ რატომ აღებინებს იცით? დოპროკინი ცემტრალური მოქმედების ღბინების საწინააღმდეგო წამალია, რომლიც თავის ტვინის დონეზე თრგუნავს ღებინებას, მე ამ პრეპარატს არასდროს არავის არ ვუნიშნავ.

temosabasdeda
თუ გონება დაკარგა, აუცილებელია ტომოგრაფია, რენტგენით მხოლოდ რაიმე სერიოზულის თქმა ძნელია

არა გონება არ დაუკარგავს..:/ კარგით მადლობთ.

Posted by: ninoeqimi 9 Apr 2013, 16:40
qeta2012
თვითნებურად არაფერი არ უნდა მისცეთ, არც შუალდი არ უნდა განუსაზღვროთ თქვენ, უნდა ჭამოს მოთხოვნილებისამებრ. ღებინების შემდეგ მთავარია ბავშვის ზოგადი მდგომარეობა დაღებინების მიზეზის დადგენა

Posted by: garfield1 9 Apr 2013, 16:58
ninoeqimi
ოჯახის წევრია უცხო არ არის , კარგით რა მკურნალობს კი არა მართლა არ აქცევს ყურადღებას საერთოდ, ბავშვმა მთელი დღის განმავლობაში ერთი ნაჭერი პური და ყველი შეჭამა და რა ვქნა მეტს არ ჭამსო, არადა აშკარად ავადმყოფური გამომეტყველება აქვს

Posted by: blblbl 9 Apr 2013, 18:34
garfield1
ჩემი დაქალის ბავშვს შეუძლია იყოს მთელი დღე ერთ კვერცხზე,ყველა ექიმმა უთხრა რომ დაანებოს თავი,რადგან თუ მოშივდება თავს მსიერს არ დაიტოვებს თან ბავშვებს აქვთ ასეთი პეიოდებიო,ხოდა შეიძლება სულ არაა სანერვიულო ჭამა.ოფლიანობაზე აზრზე არ ვარ,მაგრამა რ მგონია რამე გააგებინო შენ sad.gif

Posted by: qeta2012 9 Apr 2013, 19:06
ninoeqimi
ბავშვის ზოგადი მდგომარეობაში რას გულისხმობთ, კარგადაა ბავშვი კარგ ხასიათზე არაფერი არ აწუხებს და არ წუხს, და ღებინების მიზეზი როგორ უნდა დადგინდეს?

Posted by: ninoeqimi 9 Apr 2013, 19:37
garfield1
სისუსტე, ავადმყოფული გამომეტყველება, ცუდი მადა და ოფლიანობა უამრავი დაავადების ნიშანი შეიძლება იყოს, ძალიან მარტივის და საკმაოდ სერიოზულის, ამიტომ თუ დედის თვითშეგნებამდე არ მივიდა ის, რომ რაღაც უჭირს მის შვილს და მიხედვა ჭირდება, სხვა ვერავის ვერაფრით ვერ დაეხმარება.
* * *
qeta2012
ექიმმა უნდა გასინჯოს, მოისმნოს ჩIვილები და საჭიროების შემთხვევაში გამოკვლევები გააკეთოს, რომ დიაგნოზი დასვას

Posted by: CAMPOLINA 9 Apr 2013, 21:12
იცით რა მაინტერესებს აი სიგრძეში მატების რაღაც ნოერმები ხო არსებობს მაგალითად ერთ თვეში 3 სმ, ხოდა იგივე ზომები თუ არსებობს მაგალითად 2 თვის ბავშვის თავის გარშემოწერილობა რამდენი უნდა იყოს და ა. შ 3 თვ, 4 თვ ???

Posted by: garfield1 9 Apr 2013, 22:22
ninoeqimi
კარგით , მადლობა.
როგორც თქვა რაღაც ვიტამინს ვასმევ მაგრამ ძირითადად მავიწყდებაო facepalm.gif

Posted by: picundela 10 Apr 2013, 14:42
რა მინდა გკითხოთ იცით.ჩემი პატარა 1 წლის ხდება და ისევ თითის წვერებზე დადის ხოლმე.მაგარ ძირიანს რო ვაცმევთ მაშინ ცოტა კარგათ დგამს ფეხვს მარა ფეხშიშველა როა დადის ცერებზე.როგორ მოვიქცე?

Posted by: ninoeqimi 10 Apr 2013, 15:58
picundela24
დაანებეთ თავი, ეს მხოლოდ ჩვევაა და გადაეჩვევა რომ გაიმართება სიარულში

Posted by: picundela 10 Apr 2013, 16:02
ninoeqimi
რავი ზოგმა დაიცყო წაიყვანეთ ფეხებზე გადაუღეთო და ერთი ამბები.ზოგმა ჩვენიჩ ესე იყოვო და მერე გაიარა ჩვეულებრივო.მადლობა დიდი ანუ არაფერია სანერვიულო?

Posted by: ninoeqimi 10 Apr 2013, 17:35
picundela24
ნევროლოგს ერთხელ მაინც ყავს ნანახი?

Posted by: picundela 10 Apr 2013, 18:00
ninoeqimi
კი ნანახი ყავს 2 ჯერ მარა 2 - 3 თვის რო იყო მაშინ

Posted by: Calvados 10 Apr 2013, 18:21
3 თვის გოგონა მყავს და ბოლო რამდენიმე დღეა ხელს იკიდებს ხშირად მარჯვენა ყურზე, გთხოვთ მითხარით რისი ბრალი შEიძლება იყოს? მედარდებააsad.gif

Posted by: ninoeqimi 10 Apr 2013, 18:26
Calvados
აჩვენეთ ყურის ექიმს, ისე ჩემი შვილი იფხანდა ხოლმე მასე პატარა ხშირად ყურებს, დავურეკე ახლობელ ოტორინოლარინგოლოგს მითხრა მასე პატარებს ახასიათებთ ყურების ქექვაო, არ ჩათვალა საჭიროდ ენახა. თქვენ ასე არ მოიქცეთ, მაინც აჩვენეთ ექიმს.
picundela24
როგორც წესი ეს არის ჩვევა, ნევროლოგს ნანახი უნდა ყავდეს, რომ გამორიცხოს ფეხების სპასტიკა ანუ დაჭიმულობას რასაც ეძახიან.

Posted by: დოლორეს 10 Apr 2013, 18:52
ninoeqimi
ნინო ექიმო მოგესალმებით.ძალიან გთხოვთ მითხარით 7 თვის(და 10დღის)ბავშვის კვება როგორი უნდა იყოს განრიგითურთ.რა უნდა ჭამოს დამატებით და დღის რომელ მონაკვეთებში.
3 სთ-იან შუალედს აკეთებს ხოლმე.ძირითადად ბუნებრივზეა.
ფაფას ჭამს 5 თვიდან(210მლ წყალი/3კოვზი ფაფა-ბოთლით),6 თვიდან ხილს(ბანანი,ვაშლი),ახლა 7 თვიდან დაგვიმატა ბოსტნეული.ბოსტნეული პირველი რით დავიწყოთ და როგორ გავაგრძელოთ ცალ-ცალკე მივცე თუ ვამატო ახალი სახეობის უკვე დატესტილში?
ხილი კიდევ რა შეიძლება რომ დავუმატო 7 თვეზე?
გმადლობთ წინასწარ. 2kiss.gif

ორშაბათს გავუკეთეთ აცრა (prevenar) და გაუმაგრდა. გაწითლებულიც აქვს. როგორ მოვიქცე?

Posted by: Calvados 10 Apr 2013, 19:14
გმადლობთ, კიდევ მაქვს შეკითხვა და გთხოვთ, მიპასუხოთ,აქამდე ურეჟიმო კვებაზე მყავდა რადგან სულ ჩემ რძეს ვაძლევდი, ზოგჯერ ვუმატებდი ჰუმანას ურეჟიმოდ, ხან 30 გრამს, ხან სამოცს, დღეში ალბათ 100 გრამი გამოდიოდა ჯამში დამატება სულ.ახლა მრჩება შტაბეჭდილება,რომ აღარ ყოფნის ჩემი რძე და ხშირად ითხოვს, თან დღის განმავლობაში დიდხანს არ ძინავს, ღამე 10 საათი ძინავს და მხოლოდ ჭამისთვის იღვიძებს, და გადავიყვანე ჰუმანაზე დღის განმავლობაში, 100 გრამს ჭამს 3 საათიანი შუალედით და შუაში ზოგჯერ ძუძუსაც ჭამს, ეს რაოდენობა და ეს შუალედი ნორმალურია სამითვის ასაკში?პედიატრთან მყავდა და ნამატი იმდენი აქვს რაც უნდა ჰქონდეს.თან დაბადებიდან სულ აქვს ხშირი ღებინება და ნორმოკიდი დაგვინიშნა ექიმმა თუმცა დღემდე ამოაქვს ხშირად ნაჭამი, დღეს დავაკვირდი რომ ჰუმანაზე არ აღებინა და ჩემი რძე რომ მივეცი საღამოს ბოლომდე ამოიღო. რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს?

Posted by: ioane.mtacmindeli 10 Apr 2013, 19:32
ჩემს 3თვის პატარას 6 კომპონენტიანი აცრიდან 5 კომპონენტის ნემსი გაუკეთეს. პოლიომიელიტი ჩასაწვეთებელი არა გვაქვსო და არ ჩააწვეთეს, რაიმე მძიმე პრობლემას ხომ არ შეგვიქმნის თან ამ კვირიდან შერეულ კვებაზე მიწევს გადაყვანა, რადგან სამსახურში უნდა გავიდე.

Posted by: ninoeqimi 10 Apr 2013, 20:48
დოლორეს
მემგონი ფაფას არასწორად აკეთებთ, მასე აწერია კოლოფზე? აქ რა ფაფებიც არსებობს 5-6 კოვზი უნდა და სქელი გამოდის, წსით ბავშვმა ფაფა კოვზით უნდა ჭამოს, ეს არის პირველი ნახევრად მყარი საკვები მის მენიუში და აქედან სწავლობს ბოთლით ჭამას. ხილი ნებიესმიერი შეიძლება, სეზონის მიხედვით (ატამი, გარგარი ქლიავი, კივი, და ა.შ) თუ სეზონზე არ არის ხილი მე პირადად ქილებს ვყიდულობ დღემდე. ბოსტნეული უნდა დაიწყოთ ერთი სახეობით, მაგალითად კარტოფილით და ყვლა ახალი სახეობა დაამატოთ ცალცალკე.
Calvados
ნორმოკიდი არ უნდა, თუ წონაში კარგად მატულობს არ არის პრობლემა ცოტა ამოღებინბა, ეს შეიძლება 6 თვმდე და მეტიც გაუგრძელდეს. შუალედი კი თქვნ კი არა ბავშვმა უნდა დაარეგულიროს

Posted by: qeta2012 10 Apr 2013, 21:26
ninoeqimi
ნინო ექიმო როგორც ჩანს ამ მკურნალობამ არ უშველა, ისევ გამოაყარა ყელთან წითლად და ფეხებზე აქა-იქა გაუხეშებულივით აქვს კანი. მაინტერესებს რა ანალიზები ტარდება ალერგიის დროს და სად? როგორც ჩაანს ძაან არის მიდრეკილი ალერგიისადმი და სერიოზულად მინდა მივხედო. (ამის პედიატრმა კი ისიც არ ჩათვალა საჭიროდ რომ ალერგოლოგს ენახა) sad.gif

Posted by: Calvados 10 Apr 2013, 22:32
ioane.mtacmindeli
ჩვენც ზუსტად მსგავსი პრობლემა გვაქვს,საქართველოში არ არის ეს ვაქცინაო და ერთ თვეში დაგვიბარეს. . .
* * *
ninoeqimi
როცა ვესაუბრები ან ვუმღერი თვითონაც ცდილობს და ხშირად წამოიყვირებს ხოლმე, ზოგჯერ კივის თითქოს რაღაც მელოდიას ყვება...ეს რაიმე ნერვიული პრობლემა ხომ არაა?

Posted by: ninoeqimi 10 Apr 2013, 23:55
Calvados
მასე როგორ შეიძლება, წინასწარხომ უნდა ვგაფრთხილებინეთ, პოლიომიელიტის აუცრელობა როგორ შეიძლება. უნდა ეთქვათ და როგორმე გაიჭირვებდით და ფასიანს გაიკეთებდით, სადაც შედის პოლიომიელიტიც

Posted by: Calvados 11 Apr 2013, 08:17
ninoeqimi
ისედაც გადავიხადეთ ფული, დაზღვევა დრტოებით შეჩერებულიაო, ფიზიკურად არაა ვაქცინა საქართველოშიო, მე ასე მითხრა ექიმმა

Posted by: ninoeqimi 11 Apr 2013, 09:51
Calvados
შეიძლება არ არის ჩასაწვეთებელი პოლიოვაქცინა, მაგრამ ხომ არის ინფარიქს ჰექსა, რომლშიც შედის ინაქტივირებული პოლიოვაქცინა. ეს უნდა ეთქვათ აუცილებლად. პოლიომიელიტი ერთ ერთი ყველაზე ვარაგი დაავადებააა, მასზე აუცრელობა პრაქტიკულად დანაშაულის ტოლფასია

Posted by: დოლორეს 11 Apr 2013, 11:59
ninoeqimi
QUOTE
მემგონი ფაფას არასწორად აკეთებთ, მასე აწერია კოლოფზე? აქ რა ფაფებიც არსებობს 5-6 კოვზი უნდა და სქელი გამოდის, წსით ბავშვმა ფაფა კოვზით უნდა ჭამოს, ეს არის პირველი ნახევრად მყარი საკვები მის მენიუში და აქედან სწავლობს ბოთლით ჭამას.

ასე დაგვინიშნა თავიდანვე.ზემოთ შემეშალა,წყალი არა და ფორუმლა უნდა დამეწერა + ფაფა(უკვე 1კოვზი დაგვიმატა და ახლა 4 კოვზს ვუკეთებ 210 მლ.ფორმულაში).რა ვიცი,აი ასე დაგვინიშნა ფაფა-თხევადი სახით.თუმცამე ვცდილობ ტავიდანვე ზოგჯერ მაინც კოვზით ვაჭამო,ერთ კოვზ ფაფას ვუკეთებ ხოლმე სქელს.
უღრმესი მადლობა პასუხისთვის.კიდევ ჩაგეკითხებოთ,ხილი დღის რომელ მონაკვეთში ჯობია და ბოსტნეული რომელში?
რამდენ დრეში დავუმატო ახალი სახეობა ბოსტნეულის,საჭიროა თითოეულს შეეჩვიოს რამდენიმე დღე თუ მეორე დღესვე შემიძლია დავამატო ახალი სახის?
არაფრის აზრზე არ ვარ facepalm.gif

Posted by: Calvados 11 Apr 2013, 14:27
ninoeqimi
მითხრა ექიმმა რომ ერთითვის მერე აცრიდა ამ პოლიომელიტზე და არანაირი პრობლემა არ იქნებაო, ეხლა ძალიან შევშინდი და როგორ მოვიქცე? ჩემ ირგვლივ ყველას ეგ პრობლემა აქვს, ვერავინ ვერ ცრის პოლიომელიტზე

Posted by: ioane.mtacmindeli 11 Apr 2013, 16:01
მითხრა ექიმმა რომ ერთითვის მერე აცრიდა ამ პოლიომელიტზე და არანაირი პრობლემა არ იქნებაო, ეხლა ძალიან შევშინდი და როგორ მოვიქცე? ჩემ ირგვლივ ყველას ეგ პრობლემა აქვს, ვერავინ ვერ ცრის პოლიომელიტზე. ჩვენც ასე. ერტი თვის შემდეგ დაგვიბარეს.

Posted by: ნათათო1987 11 Apr 2013, 19:44
ნინო ექიმო მყავს დრენაკლული ახალშობილი, ეხლა არის ორი თვის და 5 დღის, მყავს ძუძუზე და უკვე სამიმკვირაა კუჭი აქვს აშლილი. მყავდა ექიმტან და დაუნიშნა ლინექსი და მეზინფორტე მაგრამ არ უშველა, ერთი კვირის მერე გაგვიზარდა ლინექსის დოზა და დაუმატა ფოსფალოგელი, ისევ არ გვქონდა შედეგი. გადის დღე-ღამეში 2-3 ჯერ, ავიღეთ განავლის ანალიზი და აღმოაჩნდა მიკრობი E. coli 4X105, დაგვინიშნა ლაქტო ჯი, მეზინფორტე და მითხრა თუ ერთ კვირაში ამანაც არ უშველა მიეცი სუმამედიო. მაინტერესებს სწორად მიდის თუ არა მკურნალობა და ნორმალურია სამი კვირა აშლილი რომაა ბავშვი და წამლები არ მოქმედებს? მეშინია არასწორი მკურნალობა არ ქონდეს დანისნული და პირიქით არ დავუზიანო ბავშვს ჯანმრთელობა მიშველების მაგივრად.
მადლობა წინასწარ

Posted by: ninoeqimi 11 Apr 2013, 21:01
ნათათო1987
არა, მასე არ მოიქცეთ, ანტიბიოტიკის ასე გამოყენება არ შეიძლება, განავლის ანალიზი სად გაუკეთეთ? ბაქტერიოფაგში? გარდა ბაქტერიოლოგიისა საჭიროა ბანალური მიკროსკოპიული გამოკვლვა მთავარი არის მიკროსკოპული გამოკვლევა, არის თუ არა ნაწლავის სანათურში ანთება, თუ არ არის, მის ასაკში თხელი განავალიც და ეგ პასუხიც ნორმის ვარიანტია და არაფერი მკურნალობა არ ჭირდება

Posted by: Calvados 11 Apr 2013, 23:20
ნათათო1987
2 ჯერ ჩემი ბაიაც გადის ზოგჯერ სამჯერაც და ხშირად თხლადაა, მგონი ეგ პრობლემა რ უნდა იყოს ჩვილებში

Posted by: madinka 11 Apr 2013, 23:31
chemi 2 tvis titkmis yoveli jamis shemdeg gadioda txlad ratqmaunda..mara kargad imatebda da arc mifiqria rom ashlili iyo.
* * *
2-3jer exlac gadis.cota xnis win 4jerac gadioda.mara 6 tvisaa da kia 9 kilo.

Posted by: Calvados 11 Apr 2013, 23:36
madinka
ისე მაგაზე გამახსენდა, ხშირად გვიწევს ამ ბოლო დროს გაზგამყვანი მილის გამოყენება და რამეს ხომ არ დავუშავებ?

Posted by: ninoeqimi 12 Apr 2013, 09:16
Calvados
რა თქმა უნდა დაუშავებ, გაზგამყვანი მილი საერთოდ არ უნდა გამოიყენოთ, ახლა დაიწყება პოლიმიკა, საჭიროა, ბავშვი წუხს და ა.შ, მე გავზარდე ჩემი შვილი ისე, რომ არც მიყიდია, გაიზარდა მის გარეშეც მშვენივრად.

Posted by: tikusha 12 Apr 2013, 13:18
ნათათო1987
რას ამბობ, ჩემი შვილი ყოველი ჭამის მერე გდიოდა კUჭში და აზრადაც არ მომოსვლია მაგაზე მკურნალობა, შეეშვი ბავშვს, მითუმეტეს ძუძუზე მყოფ ბავშვს სულ თხლად აქვს კუჭი

ჩემი მეორე აბვშვი 8-10 ჯერაც გადიოდა დღეში მაგრამ მერე თავისით დაარეგულირა

2 თვის ბავშვისთვის 2-3 ჯერ კუჭში გასვლა, კი არა ჩემი 1.8 წლისაა უკვე და ახლაც გადის 2 ჯერ დღეში


Posted by: makavel1 12 Apr 2013, 13:41
ninoeqimi
QUOTE
რა თქმა უნდა დაუშავებ, გაზგამყვანი მილი საერთოდ არ უნდა გამოიყენოთ

აი ეს დედაჩემს ვერ შევაგნებინე ვერაფრით, აბა შენ როგორ გაგზარდე, აბა შენი ძმა როგორ გავზარდე ხომ არაფერი არ მოგსვლიათ.... მოკლედ...... sad.gif

Posted by: ნათათო1987 12 Apr 2013, 13:58
მადლობა ნინო ექიმო, მადლობა გოგოებო.
რავი დაუნიშნა პედიატრმა წამლები და...
ეხლა ეს ორი დღეა აშლილი არაა, მაგრამ თხლადაა, თან რაღაც წელვადი და სუნიანი გაუხდა განავალი. და ეს წამლების ბრალია ალბათ sad.gif
რას ვერჩოდი ნეტავ სულ არ მიმეყვანა ექიმთან, მაგრამ მითხრეს საშიშიაო, არ შეიძლება გაუწყლოვანება დაემართება, წონაში დაიკლებსო და ასე შემდეგ. თან რომ უბუყბუყებდა მუცელი ძაან ტკიოდა და ტიროდა სულ.

Posted by: დოლორეს 12 Apr 2013, 14:32
QUOTE
,ხილი დღის რომელ მონაკვეთში ჯობია და ბოსტნეული რომელში?რამდენ დრეში დავუმატო ახალი სახეობა ბოსტნეულის,საჭიროა თითოეულს შეეჩვიოს რამდენიმე დღე თუ მეორე დღესვე  შემიძლია დავამატო ახალი სახის?

ნინო ექიმო ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ რა ამაზე.

Posted by: ninoeqimi 12 Apr 2013, 18:38
დოლორეს
ხილი ითვლება რომ სასურველია მიიღოს ადამიანმა დილის საათებში, ამას ღაღადებენ თანამედეროვე დიეტოლოგები, ბოსტნეული კი საღამოს საათებში, თუმცა ბავშვთა კვებაში რაც არსებობს რეკომენდაციები, ხილი არის წახემსების ვარიანტი, ფაფასა და სადილს შორის ან სადილის შემდეგ გარკვეული პერიოდის შემდეგ. რაც შეეხება ბოსტნეულს ის ამ ასაკში სადილის დროს უნდა მიიღოს

Posted by: დოლორეს 13 Apr 2013, 13:44
ninoeqimi
დიდი მადლობა ნინოექიმო,ძალიან მეხამრებით. :*

Posted by: Tata-tatu 13 Apr 2013, 19:50
ninoeqimi
ნინო ექიმო ნინას განავალს აცეტონის სუნი აქვს თითქოს...ძალიან შემეშინა რისი ბრალი შეიძლება იყოს? საჭმელი არაფერი დამიმატებია კუჭშიც ნორმალური სისქე გადის ლორწოს გარეშე...ძალიან შემეშინდა მიპასუხეთ რაააა sad.gif

Posted by: ninoeqimi 13 Apr 2013, 20:22
Tata-tatu
შარდის აცეტონის სუნი საყურადღებოა, განავლის ამ კომპონენტზე არასდროს არ მინახავს გამახვილებული ყურადღება, თუ კუჭის მოქმდება კარგი აქვს, კარგ ხასიათზეა, დააკვირდით, თუ კიდევ არ მოგწონათ რამე, ანალიზი გააკეთეთ

Posted by: Dr kato 13 Apr 2013, 21:46
სისხლჩაქცევები გამიჩნდა მუხლს ქვევით მთელ წვივზე და მუხლის არეში. კოჭთან, ორივე მხარეს, შესიებულიც არის. ზოგადად კანი აჭრელებულია. მაქს სიმძიმის შეგრძნება, დროდადრო მტკივა, დოპლერი გადამიღეს, მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიაც, არაფერი გაქვს სისხლძარღვებზეო? რისი ბრალი შეიძლება იყოს? არის აქ ვინმე სულიერი ვინც სიტუაციასი გამარკვევს?

Posted by: Tata-tatu 13 Apr 2013, 23:20
ninoeqimi

კი კარგ ხასიათზეა, წეღანაც გავიდა კუჭში ჩვეულებრივად......ხვალაც დავაკვირდები და გავუკეთებ ანალიზს

Dr kato
თუ პედიატრის ასაკში გადიხარ გიპასუხებს ნინო ექიმი biggrin.gif ისე ფულს არავინ უხდის აქ არავის უბრალოდ გვეხმარებიან დაუზარებლად და უსასყიდლოდ და ზედმეტის მოთხოვნის უფლება ნამდვილად არ გვაქვს

Posted by: ninoeqimi 14 Apr 2013, 15:19
Dr kato
თU სიხლძარღვოვანი გამოირიცხა, მაშინ რევმატოლოგს მიმართეთ, ალბათ რაიმე სიტემური დაავადებააა

* * *
ძალიან ჭკვიანი რევმატოლოგია მაკა იოსელიანი, ტატიშვილის ცენტრში, აუცილებლად დაგეხმარებათ

Posted by: Hektorinia 14 Apr 2013, 20:34
ninoeqimi

3 წლის ბავშვი ხშირად მეუბნება, რომ ფეხი, ან ხელი ტკივა და მთხოვს დავუმასაჟო. შეიძლება რევმატოლოგი გვჭირდებოდეს?

ისე, ყოველთვის საღამოობით მეუბნება, იქნებ უბრალოდ იღლება...

Posted by: ninoeqimi 15 Apr 2013, 00:10
Hektorinia
თუ ვიზიუალურად შეშუპება და სიწითლე არ არის რევმატოლოგი ნაკლებად გჭირდებათ

Posted by: Hektorinia 15 Apr 2013, 01:20
ninoeqimi
შეშუპება და სიწითლე არ შემიმჩნევია. უბრალოდ მე მაწუხებს სახსრები და შემეშინდა, ნეტავ მეც არ მჭირდებოდეს, ნორმალური რევმატოლოგის პოვნა, რომელიც ნორმალურ დიაგნოზს დასვამს და ადექვატურ მკურნალობას დანიშნავს, თითქმის შეუძლებელია sad.gif

როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს მიზეზი? ხშირად მუხლის დამასაჟებას მთხოვს

Posted by: ninoeqimi 15 Apr 2013, 08:58
Hektorinia
მაკა იოსელიანი ზუსტად ასეთი რევმატოლოგია, თუკი რაიმე თანამედროვე მიდგომა არსებობს, მაკა ყველაფრის საქმის კურსშია. მუშაობს როგორც ბავშვებში, ასევე დიდებში. თუ კონკრეტულად მუხლს იტკიებს, მიიყვენეთ და სახსრის ექოსკოპია გაუკეთეთ, თუ იქ არაფერია, მშვიდად იქნებით

Posted by: tekunia84 15 Apr 2013, 11:57
გამარჯობა!მყავს 4 წლის შვილი,10 თვის მომეწამლა ძუძუთი კვების დროს,იწვა ხილიანზე,ნაწლავური ინფექციური ანთებით,გაუკეთეს გადასხმები და 4 დღის განმავლობაში ანტიბიოტიკიც.გამოწერის შემდეგ ფაღარათი აღარ ქონდა,მაგრამ დროთა განმავლობაში აღენიშნებოდა ხშირი აშლილობა და მუცლის ტკივილი,მივმართე ექიმს ციტო-ში და ჩავუტარე სხვადასხვა ანალიზები,გვირჩია ცელიაკიაზე ანალიზის გაკეთებაც.დაახლოებით 2 წლის წინ “მრჩეველი”-დან გერმანიაში გავაგზავნეთ ანალიზი ცელიაკიაზე,პასუხი ჩამოვიდა უარყოფითი,მაგრამ ექიმმა გვითხრა რომ ზედა ზღვართან არისო და შეიძლება მომავალში გამოვლინდესო,ანალიზამდე დატვირთული გვყავდა გლუტეინის შემცველი ყველა პროდუქტით.საბოლოოდ დიაგნოზი არ ვიცი, არაფერი აღარ უთქვამს.ამჟამად აქვს ხშირი ფაღარათი,წონაში თავის ასაკთან შედარებით არის ძალიან გამხდარი,სიმაღლეში 1 მეტრი,გონებრივად აბსოლუტურად განვითარებული და სწრაფად ათვისებადი,ინტერესიანი.აქვს უმადობა და გვიწევს ძალით ჭმევა,ხშირად უარს ამბობს ჭამაზე.გთხოვთ მირჩიოთ ვის მივმართო ამგვარი ჩივილებით და უბრალოთ შეიძლება თუ არა ეს იყოს მხოლოდ დაზიანებული ნაწლავის სინდრომი.გმადლობთ!

Posted by: taktakuna 15 Apr 2013, 17:57
ნინო ექიმო, წლისა და ორი თვის ბავშვს, თუ შეიძლება მაწვნით იოგურტივით რომ გავუკეთო და ვაჭამო? მაგალითად ბანანი და ალუბალი რომ დავუბლენდერო, ან მურაბის წვენით რომ დავუტკბო? ასევე მაინტერესებს, კომპოტები რომ მოვუხარშო, გაყინული მაქვს ალუბალი და მალინა და რომ წამოვუდუღო, თუ ექნება რამე ვიტამინი? ხილიდან მარტო ვაშლს და ბანანს ჭამს, სხვა რა მივცე არ ვიცი, ბოსტნეულზეც ჭარხალი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი წყენს, რამდენჯერაც ვაჭამე, კუჭში გასვლის მერე ეგრევე გამოეფუფქა ტაკო, დააყარა და დაუღუდუდდა, ლობიოზეც იგივე, არადა წინა ღამეს დავალბე, ორჯერ ნახარში გამოვუცვალე და გავაძრე კანი და მაინც აწყინა, რა ვაჭამო აღარ ვიცი, ისედაც ცუდი მჭამელია sad.gif

Posted by: chupa82 16 Apr 2013, 12:19
ნინო ექიმო, ჩემს ერთი თვის ბავშვს თვალი კიდევ ეცრემლება და მერე ეწებება, პედიატრმა დაგვინიშნა ტობრექსი, მაგრამ ცოტა ხნით მოგვცა შედეგი, თვალის ექიმსაც ვაჩვენე და ინფექციააო და ოფთაქვიქსი აწვეთეო, ანოტაციაში წავიკითხე რომ ინიშნება 1 წლის ასაკიდან, ჩავაწვეთო თუ არა ვეღარ გავიგე.

Posted by: qeta2012 16 Apr 2013, 16:04
ნინო ექიმო მყავდა როგორც იქნა ალერგოლოგთან ჟვანიაში და დისბაქტერიოზის ბრალიაო და დაუნიშნა ენტენოჯერმინა და ელოკომის მალამო და შედეგი მისცა ეგრევე. და იცით რა მაინტერესებს? ყიფლიბანდი აქვსო დიდი, აქამდე აკვადეტრიუმ პლიუსს ვაძლევდი დღეში 2 წვეთს და ეგ ცოტა არისო. და ვიგანტოლი დაუნიშნა დღეში 5 წვეთი და მებევრება რაღაც, შეიძლება ამდენი? (20 დღე დაუნიშნა ოღონდ 5 წვეთი)

Posted by: butka85 16 Apr 2013, 17:33
ninoeqimi

გამარჯობა ნინო ექიმო თუ არ შეწუხდებით იქნება თქვენი აზრიც გამოთქვათ ამასთან დაკავშირებით

http://forum.ge/?showtopic=34520853&st=0&#entry36041025

Posted by: ninoeqimi 16 Apr 2013, 21:49
taktakuna
ცოცხალი ხილი მაწონში თქვენ არ გაურიოთ, მურაბი წვენი კი ბატონო, იოგურტი პეციალურადაა დამუშავებული და მაში ცოცხალი ბაქტერიები არააა.
კომპოტები მოუხარშეთ, მეც მასე ვაკეთებდი მთელი ზამთარი. ცოტა ხანში ახალი ხილი შემოვა. რასაც იტანს, ის აჭამეთ,
chupa82
ჯობია ნაცხი გააკეთოთ და რი მიმართაც იქნება მგრძნობიარე ის ჩააწვეთოთ.

qeta2012
დიდი ყიფლიბანდი არ არის ჩვენება დიდი დოზით ვიგანტოლი გამოყენების. მაგას ჭIრდება კალიცუმი გამოკვლევა, თუ რაქიტი იწყება, D ვიტამინის მაღალ დოზებთან ერAთად უნდა კალციუმი, მაგნიუმი და ფოსფორი. რაც შეეხება დიბატერიოზს, ეჭვი მეპარება, ელოკომი ჰორმონული მალამოა და იმიტომ აალაგა უცებ, მთავარია მალამოს გამოყენების შემდეგ რა მოხდება,
butka85
ჩუჩი ხელის ხლება არ შეიძLებაააააა!!!!!!!!!! ამაზე არაერთხელ დავწერე უკვე

Posted by: taktakuna 16 Apr 2013, 22:40
ninoeqimi
დიდი მადლობა პასუხისთვის, ფორთოხალის წვენი რომ მივცე ცოტა არ შეიძლება ხო?
შემჭამეს უკვე დიდია და მიეცი ძროხის რძეო, მე კიდევ დილა-საღამოს ფორმულას ვაჭმევ, მგონია, რომ ამაში უფრო მეტი ვიტამინები შედის და მირჩევნია ეს მივცე, არ აძღობს, ცარიელა წყალიაო ბებიაჩემი მეუბნება sad.gif
butka85
უფ მაგ ჩუჩაზე იმდენი ვიფიქრე მეც, ერთმა ექიმმა გადასაწევი აქვსო, გამიშვა ქირურგთან და ამ ბიჭმაც ჩასაჭრელია, საერთოდ არ ეწევაო, მერე პოლიკნინიკის ექიმმა და დაზღვევის ექიმმაც, ხელი არ ახლო თუ წითელი არ აქვს და არ აწუხებს შარდვისას არაფერი უნდაო. გადაწყვეტილი მქონდა უროლოგისთვისაც მეჩვენებინა, მაგრამ არაფერი უნდაო პედიატრმა და შევეშვი.

Posted by: qeta2012 17 Apr 2013, 00:01
QUOTE (ninoeqimi @ 16 Apr 2013, 21:49 )
დი ყიფლიბანდი არ არის ჩვენება დიდი დოზით ვიგანტოლი გამოყენების. მაგას ჭIრდება კალიცუმი გამოკვლევა, თუ რაქიტი იწყება, D ვიტამინის მაღალ დოზებთან ერAთად უნდა კალციუმი, მაგნიუმი და ფოსფორი. რაც შეეხება დიბატერიოზს, ეჭვი მეპარება, ელოკომი ჰორმონული მალამოა და იმიტომ აალაგა უცებ, მთავარია მალამოს გამოყენების შემდეგ რა მოხდება,

კალციუმიც გამოუწერა. რავიცი პროფესორთან მივიყვანე და მეც ვენდე ბოლომდე. რა გავაკეთო აღარ ვიცი, ყველა ექიმს სხვადასხვა აზრი გააჩნია, მართლაც და თბილისის ყველა ექიმთან ხომ არ მივიყვან რომ შედარებები გავაკეთო, ვიღას ვენდო აღარ ვიცი რა, facepalm.gif

Posted by: chupa82 17 Apr 2013, 01:35
ninoeqimi
დიდი მადლობა თქვენი გულისხმიერებისთვის და ოპერატიულობისთვის,
QUOTE
ჯობია ნაცხი გააკეთოთ და რი მიმართაც იქნება მგრძნობიარე ის ჩააწვეთოთ.

თუ შეიძლება მითხრათ სად ტარდება ეგ ანალიზი და კარგ ოფთალმოლოგს ხომ ვერ მირჩევდით.
პედიატრმა მირჩია კალცის მიღება დიდი ყიფლიბანდის გამო და რომელს მირჩევდით?

Posted by: butka85 17 Apr 2013, 08:53
taktakuna
ninoeqimi


დიდი მადლობა კონსულტაციისთვის, უროლოგთან მაინც წავიყვან რო დახედოს მეშინია რამე ცუდი არ გამოიწვიოს უყურადღებობის გამო...

შეგიძლიათ უროლოგი მირჩიოთ ?

ზაზა ჭანტურია გაგიგიაათ არამიანცში?

Posted by: taktakuna 17 Apr 2013, 11:56
butka85
არ ვიცი არავინ, ნორმალური ურალოგი, მეც მინდა მაინც ვანახო, რაღაც გული მეთანაღრება მაინც, რომ არ მიმიყვანია sad.gif
ოსტეოქეას ვაძლევდი და ეხლა მორჩა, ვიგანტოლი მივცე ისევ აწი თითო წვეთი? წლისა და ორი თვისაა.

Posted by: veriko_zuka 17 Apr 2013, 12:59
ნინო ექიმო რა მაინტერესებს იცით დაახლოებით ოქტომბერში გავუკეთე ბავშვს ბაქტერიოფაგში გამოკვლევა,და დაგვინიშნეს თვენახევრიანი კურსი, დიგნოზი დისბაგტერიოზი, ბიფიდუმბაქტერიების ნაკლებობა , ცჰავიტარეტ მკურნალობა და რო მოვცჰით მკურნალობას დაახლოებიტ 2 კვირაში დაიცყო ისევ ბრობლემები მაგრამ არა ისე მწვავეთ როგორ თავიდან, თავიდან ქაფს ახოლებდა განავს ბავშვი და ძალიან ცუდი სუნი ქონდა განავალ, მკურნალობის შემდეგ მხოლოდ ფერი არ მომწონდა ძაან მუქი პერი ქონდა შეკრულობო დაეწყო, მეორედ გავაკეთე ანალიზები და ეხლა მესამე ხარისხის დიბაქტერიოზი დაგვიცერეს, ისევ ვმკურნალობ ფაგებით, მაგრამ დიდ შედეგს ვერ ვხედავ, მირჩიეთ რამე, სად ვუმკურნალო ან რა გავაკეთო არ ვიცი

Posted by: ninoeqimi 17 Apr 2013, 14:38
chupa82
მე იაშვილში გავუკეთე ჩემს შვილს, იგივე პრობლემის გამო, შეგიძლიათ ასევე ბაქტერიოფაგში, კარგი ოფთალმოლოგი ბავშვებში ცოტა არ იყოს და სერიოზული პრობლემაა, იაშვილშია ეკა მოსიძე, ნორმალური სპეციალისტია.
რაც შეეხება ყიფლიბანდს, მის ზომას, ფორმას და დახურვის ასაკს არა აქვს მნიშვნელობა, მცირე ასაკის ბავშვს მხოლოდ D ვიტამინი ჭირდება საპროფილაქტიკოდ.
butka85

ჭანტურაია გამიგია, ჩემს კოლეგას დაკავდა შვილიშვილი, საკმაოდ აქებენ, მე პირადად ჩემს პაციენტებს დათო კვირკველიასთან ვაგზავნი, მე მასწავლიდა უროლოგიას და ძალიან დიდი პატივს ვცემ, როგორც ძალიან კარგ ექიმს და კარგ ადამიანს.
veriko_zuka
იმიტომ ვერ ხედავთ შედეგს, რომ არ იყოსრულყოფილი მკურნალობა ჩატარებული.

Posted by: butka85 17 Apr 2013, 14:47
ninoeqimi
QUOTE
ჭანტურაია



QUOTE
დათო კვირკველიასთან


სად მუშაობენ ?

Posted by: ninoeqimi 17 Apr 2013, 14:52
butka85
ჭანტურაია არამიანცშია, დათო კვირკველია ბავშვთა ახალ კლინიკაში, დიღომში

Posted by: butka85 17 Apr 2013, 15:11
ninoeqimi

მადლობა

QUOTE
ბავშვთა ახალ კლინიკაში


ეგრე ქვია?

Posted by: ninoeqimi 17 Apr 2013, 15:13
butka85
კი, დიღOმშია, ჟვანიას კლინიკის ეზოში, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკა

Posted by: CAMPOLINA 17 Apr 2013, 16:18
ninoeqimi
ნინო ექიმო რომელ ანგიო ქირურგთან უშვებთ თქვენს პაციენტებს?

Posted by: fluxflux 17 Apr 2013, 16:49
გამარჯობათ ... ბოლო 2 თვეა სახის სიწითლე დამეწყო..ანუ სახე მიხურდება და მიწითლდება ვერ გავიგე რატო თუ შეგილიათ რო დამეხმაროთ რისი ბრალი იქნება ... გავიგე რო RUBORIL არის მაგის წამალი მარა როგორ გმოვიყენო და რამდენი ხნით ეგეც ვერ გავიგე ..

Posted by: ninoeqimi 17 Apr 2013, 19:08
CAMPOLINA
ანგიოქირურგი ბავშვს ჭირდება რამეში? მე ჯერ ასეთი არ შემხვედრია.
fluxflux
ასე ზეპირად წამლის დალევა როგორ შეიძლება, ექიმთან მიდით და მიზეზი გაიგეთ, იქნებ ან ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა გაქვთ, ან ნივთიერებათა ცვლის რომელიმე პრობლემა

Posted by: goga-mariami 17 Apr 2013, 19:31
იცით რა მაინტერესებს, ჩემი გოგონა 2 წლისაა, 3 წლის ხდება 29 მაისს. დეკემბერში იყო 14-15 კილო. დგეს არის 21 კილო. 3 ტვეში მოიმატა 5-6 კილო. ძალიან ძალიან ჩაპუტკუნებულია, დიიიდი გიპუცა აქვს biggrin.gif ცოტა არ იყოს შეშპოტებული ვარ ამ ფაქტით. მეშინია კუჭი ხო არ გაუდიდდება და მერე სიმსუკნის პრობლემა ხო არ ეკნება? ნუ მესმის რომ ძალიან პატარაა და ალბათ ამაზე პიკრი ადრეა მარა გამიგია რომ ყველა ასაკს რაგაცა წონა შეესაბამება და მაინტერესებს 2წლის და 10 ტვის ბავშვისტვის 21 კილო ნორმანულია? სიმაგლე არ ვიცი ზუსტად სამწუხაროდ, მარა დიდი ტანის ბავშვია, მაგალიცაა. ( ბევრი მეუბნება რომ მის ასაკტან შედარებით მაღალია, ნუეს არ ვიცი)

Posted by: ninoeqimi 17 Apr 2013, 20:04
goga-mariami
საკმაოდ საყურადღებოა, ჯერ ერთი თავისთავად 21 კგ ამ ასაკის ბავშვისათვის ძალიან ბევრია, მეორეც ასე სწრაფი ნამატი უფრო მეტად მიუთითებს დარღვევის არსებობაზე. აუცილებლად აჩვენეთ ბავშვთა ენდოკრინოლოგს, ძალიან კარგი სპეციალისტია ირაკლი ფაღავა, ბავშვთა ახალ კლინიკაში

Posted by: fluxflux 17 Apr 2013, 22:06
ninoeqimi
და ისე რამე სერიოზული ხო არაა? რომელ ექიმს მივმართო?

Posted by: CAMPOLINA 17 Apr 2013, 22:37
ninoeqimi
აბა ჰემანგიომის შემთხვევაში რომელ ქირურგთან უშვებენ? ეგ ხომ სისხლძარღვოვანი პათოლოგიაა? თუ ჩვეულებრივ ქირურგთან?

დაკიდევ ერთი კითხვა პატარას ჭამისას ან ჭამის მერე სადაც რძE გადმოდის ნიკაპზე დაყრილი აქვს წვრილად და კანი ცოტა გაუხეშებული. აშკარად მოხაჭოებული გადმოსდის ხოლმე ჭამის შემდეგ და მაგის ალერგია აქვს და როგორ შეიძლება დავუმუშავო რომ გაუქრეს?ი

პ.ს: ნინო ექიმო ჩემს პატარას მკლავზე აცრა რომ გაუკეთეს სამშობიაროში ის ადგილი შEწითლებული და თეთრთAვა ქონდა. ხოდა ბის შემდეგ ბანაოგამშრალებისას სითხე გადმოეუვიდა. პედიატრმა თავის დროზე გაგვაფრთხილა შეიძლება გაწითლდეს თეთრი თავი გაიკეთოს და ხელი არ ახლოთო და არც ეხლა არ უნდა დამუშავება? რატომ მოუვიდა ასე?

Posted by: ninoeqimi 17 Apr 2013, 23:45
fluxflux
არ ვიცი რა არის, ჯერ თერაპევტთან მიდით და ის დაგაკვალიანებთ
CAMPOLINA
ჰემანგიომებს მე რეზო ძაგანიას ვუგზავნი, ონკოლოგია, რომელიც თვითონ ოპერაციებს არ აკეთებს, შესაბამისად კარგად აკვალიანებს ყველას, რაიმე მოტივაციის გარეშე.
რაც შეეხება აცრილს, თუ გარშემო კანი შეწითლდა, მაშIნ ზელიონკა, თუ არადა არაფეერი არ უნდა.

Posted by: maco_maco_1986 18 Apr 2013, 03:59
გამარჯობათ მოკლედ ესეა ჩემი საქმე სამი დგის წინმყავდა სტუმარი ბავშვტან ერთად და გუსჰინმაგებინებს რომ ბავშვს აქვს წითელა კი შევამჩნიე გამონაყარი რომ მოვიდნენ მარა ალერგია აქვსო მიპასუხა ვარ 35 კვირის ორსული დამაწყდა ნერვები რა საპრტხეს წარმოადგენს ნაყოფისტვის?როგორც ვიცი ორკვირაში ვლინდება და ე ორი კვირა რა მოვიმოქმედო რამე ანალიზი თუ არსებობს სისხლის რაც დამიდგენს არის თუარა ინფექცია სისხლში?

Posted by: goga-mariami 18 Apr 2013, 11:54
QUOTE (ninoeqimi @ 17 Apr 2013, 20:04 )
goga-mariami
საკმაოდ საყურადღებოა, ჯერ ერთი თავისთავად 21 კგ ამ ასაკის ბავშვისათვის ძალიან ბევრია, მეორეც ასე სწრაფი ნამატი უფრო მეტად მიუთითებს დარღვევის არსებობაზე. აუცილებლად აჩვენეთ ბავშვთა ენდოკრინოლოგს, ძალიან კარგი სპეციალისტია ირაკლი ფაღავა, ბავშვთა ახალ კლინიკაში

ძალიან შემაშფოთეთ sad.gif ეხლა არ ვარტ საქარტველოში და ესე 1 თვეში ჩამოვალთ და მივაკითხავთ ეკიმს აუცილებლად. და ეს დარღვევები რა შეიძლება იყოს? ისე ჰაერი გამოიცვალა ბოლო 3 თვეა უცხოეთში ვართ და შეიძლება რომ გასუქება და მომატებული მადა ჰაერსაც დავაბრალოთ? (ზღვის ჰაერი) და კიდევ 1კითხვა-რა არის ამ ასაკის ბავშვისთვის ნორმანული მაკსიმალური წონა? (2.10ტვის)

Posted by: nikmaik 18 Apr 2013, 12:09
goga-mariami
QUOTE
ბავშვისთვის ნორმანული მაკსიმალური წონა? (2.10ტვის)

ამ ასაკის არის ჩემი შვილი და 16.500 კგ-ს იწონის

Posted by: makau 18 Apr 2013, 15:06
goga-mariami
http://4lady.ge/kids_list/104-2011-05-21-10-46-38 აქ არის ბავშვის წონის და სიმაღლის ნორმების ტაბულა

Posted by: goga-mariami 18 Apr 2013, 21:03
..........................................................................................

Posted by: ninidediko 19 Apr 2013, 11:26
goga-mariami
იცი რა არის ესე უცებ რომ მოიმატა ეგ არის საყურადღებო მე ორი მყავს და ორივე ზალიან მსუქანი იყო მაგრამ თავიდანვე იდები დაიბადნენ და აკრიფეს და აკრიფეს მაგრამ 2 წლის მერე ორივე ნელ ნელა გახდა 1 წლის და 6 თვის ბიჭი 20 კილო მყავდა და გოგო წლის და 7 თვისა 19 მაგრამ პრობლემას არ წამოადგენდა შეიძლება შენიც უბრალდ დიდი ბავშვია მაგრამ მაინც ჰორმონალური ფონი უნდა შემოწმდეს ალბათ მაინც თავი რომ დაიზღვიო ან კვება ხომ არ შეცვალეთ ძაან

Posted by: madinka 19 Apr 2013, 12:28
goga-mariami
რა საყვარელი და ჩასაკბეჩიააა smile.gif

Posted by: goga-mariami 19 Apr 2013, 18:25
QUOTE (ninidediko @ 19 Apr 2013, 11:26 )
goga-mariami
იცი რა არის ესე უცებ რომ მოიმატა ეგ არის საყურადღებო მე ორი მყავს და ორივე ზალიან მსუქანი იყო მაგრამ თავიდანვე იდები დაიბადნენ და აკრიფეს და აკრიფეს მაგრამ 2 წლის მერე ორივე ნელ ნელა გახდა  1 წლის და 6 თვის ბიჭი 20 კილო მყავდა და გოგო წლის და 7 თვისა 19  მაგრამ პრობლემას არ წამოადგენდა შეიძლება შენიც უბრალდ დიდი ბავშვია მაგრამ მაინც ჰორმონალური ფონი უნდა შემოწმდეს ალბათ მაინც თავი რომ დაიზღვიო ან კვება ხომ არ შეცვალეთ ძაან

მსხვილი ბავშვი იყო ტავიდანვე მარა ელხა იმხელა ლოყები გიპუცა და ხორცები გაუხდა რომ რავიცი, ზოგი მეუბნება პირიკით კარგია, ჯამრტველია ბავშვი და იმიტომო, ზოგი პირიკიტ. კვება შევცვალეტ კი, ამ 3 ტვის წინ ზგვაზე ჩამოვედიტ და ამ პერიოდში მოიმატა 5 კილო, შეიძლება ჰაერი რომ შეიცვალა იმიტომ? მადაც ძალიან კარგი აქვს.....
ყოველი შემთხვევისტვის რომ ჩამოვალთ მივიყვანს ეკიმტან ანალიზებს გავაკეტებტ.


მადინკა მადლობა smile.gif

Posted by: an_only 19 Apr 2013, 20:27
გამარჯობათ. მოკლედ მეგობარს აქვს ჰემაროი (ბუასილი) ასევე კუჭში გასვლაც უჭირს და სასწრაფოდ მაინტერესებს რომელ კლინიკაში და კონკრეტულად რომელ პროქტოლოგთან ჯობს მისვლა და ოპერაციის გაკეთება. ოპერაციების შესახებ მაქვს ინფორმაცია წაკითხული და ერთ-ერთი ყველაზე კარგი რაც ვიფიქრე იქნებოდა არის დიზარტერიზაციის მეთოდით და გთხოვთ ესეც მირჩიოთ, ანუ ისეთი მეთოდით ოპერაცია, რომლის შემდეგაც გამეორების ალბათობა თითქმის 0%-მდე იქნება დასული. ოპერაციის ღირებულების პრობლემა არ არის. მთავარია კარგი იყოს. გთხოვთ პირადში მომწეროთ თუ არ შეწუხდებით. წინასწარ მადლობა.

Posted by: Galo 19 Apr 2013, 21:48
გამარჯობათ. ჩემს 1.9 შვილს აცრები გადავადებული აქვს 5 წლამდე, 2 თვის ასაკში გადატანილი თრომბოციტოპენიური პურპურის გამო. ორშაბათს დაესვა დიაგნოზი წითელა... თითქოს ყველაფერი ნორმალურად მიდის, დღეს გამონაყარი გაუფერულებას იწყებს,სიცხე მე2 დღეა არ აქვს, ოდნავ ხველება დაეწყო,მაგრამ ფილტვები სუფთაა, ლაზოლვანით ინგალაციები დავიწყეთ. მაინტერესებს, რამდენი ხნის განმავლობაში იქნება შენარჩუნებული პნევმონიის რისკი, ან რამე სხვა გართულების,ძალიან მეშინია... (((

Posted by: FoXy 19 Apr 2013, 23:29
Galo გამარჯობა, თუ არ შეწუხდებით იქნებ მითხრათ თრომბოციტოპენიური პურპურა რითი გამოარკვიეთ? რა სიმპტომები ჰქონდა? ძალიან ვნერვიულობ ჩემს დედამთილს აქვს ტრომბოციტოპენია და ნეტავ გენეტიკურად თუ გადადის(

Posted by: ninoeqimi 20 Apr 2013, 00:20
an_only
მე არ ვარ კომპეტენტური მაგ საქმეში.
Galo
თუ ცხელება აღაღ არის და გამონაყარც გადის, მსუბუქი ფორმა ქონია, რისკი რა თქმა უნდა არის, მაგრამ ახლა იმაზე ტირილით ვაითუ 0,0001% ში პანენცეფალიტით რთულდება და 0,1 % ში პნევმონია თუდაემართა ის 0,001% ში სუნთქვის უკამრისობით გართUლდებაო, თავს ნუ მოიკლავთ, მითუმეტეს, რომ მსუბუქი ფორმა აქვს. ისე ჩემი სტუდენტობის დროს მანანა ხოჭავა წითელას A ვიტამინის დიდი დოზებით მკურნალობდა და კვლევები ქონდა, რომ გართულებებს ამცირებსო, ინფწქციურშI მუშაობს, ხილიანე, აბა დაეკითხეთ მაინც

Posted by: niniko09 20 Apr 2013, 00:33
ნინო ექიმო, ვინაიდან გაბრიელი ხშირად იტკიებს შუბლის მიდამოებს, ექიმმა იეჭვა ფრონტიტზე და გავუკეთე გუშინ რენტგენი თავზე, ანუ ცხვირის დანამატი ღრუების რენტგენი. ასეთი პასუხი დაგვიწერეს: მარცხნივ ქვედა არეში ჰაიმორის ღრუს გამჭვირვალობა დაქვეითებულია. ამავე მხარეს შუბლის წიაღი განუვითარებელია. ეს განუვითარებელი რას ნიშნავს? თვალნათლივაც ჩანს ერთ მხარეს პატარა პარკუჭივითაა ცხვირის ზემოთ და მეორე მხარეს პარკუჭის ჩანასახივით, ასიმეტრიულად. იქვე წესიერად არ მიპასუხეს, პედიატრთან იქით კვირას მიმაქვს და მანამდე, ორი სიტყვით შეგიძლიათ, გამარკვიოთ?

Posted by: ninoeqimi 20 Apr 2013, 00:37
niniko09
რა ხნისააა გაბრიელი? 5 წლამდე წიაღები არ აის განვითარებული და შესაბამისად არც ფრონტიტები და არც ჰაიმორიტები ბავშვებს არ ემართებთ.

Posted by: Galo 20 Apr 2013, 10:09
QUOTE

ninoeqimi

მადლობა!
აი მეც წავიკითხე ნეტში რომ ა ვიტამინს ნიშნავენ წითელას დროს,მაგრამ ჩვენი პედიატრი ისე დაშინებულია ჩვენს პურპურაზე,რომ წამლებსაც ძალიან ფაქიზად გვინიშნავს და ვიტამინებზე რამდენჯერად ვუთხარი,დაანებე თავიო! ))) გუშინაც ვუთხარი ა ვიტამინზე... ჩემით რომ მივცე? თევზის ქონის ხომ ეგ?

Posted by: niniko09 20 Apr 2013, 12:37
ninoeqimi
6 წლისაა. დღენაკლული გაჩნდა და ცოტა პრობლემები გვქონდა თავიდან, მაგრამ სერიოზული არაფერი. ამასწინათ თავის ტკივილები რომ დაეწყო, გულიც ერეოდა და შემეშინდა, ნევროპათოლოგთან მივიყვანე, მაგრამ არ ჩათვალა სერიოზულად, ერთი დღე სიცხეც ჰქონდა 37,5 და რაღაც ვირუსს დაბრალდა. მაგრამ ზოგადად ხშირად იტკიებს ხოლმე და პედიატრს რომ შევჩივლე, რენტგენი მირჩია და იმიტომ გავუკეთეთ. ეს ცალმხრივად განვითარებული შუბლის წიაღი მაშინებს, თუ არ არის სანერვიულო?

Posted by: m_i_m_i 20 Apr 2013, 13:42
მოგესალმებით,
დღეს შევამჩნიეთ 6 თვის ბავშვს ხელზე ნათითურის ზომის, თავის კანზე ოდნავ ღია ფერის ლაქა. აქამდე არ შეგვიმჩნევია.
სხვა არაფერია რითაც შეიძლება ამ ლაქის აღწერა,ძალიან შესამჩნევი ლაქა არაა.თუ დააკვირდები მხოლოდ მაშინ შეამჩნევ.რა შეიძლება იყოს ეს?იქნებ ვინმემ იცოდეს
დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: TATUCI 20 Apr 2013, 14:44
გამარჯობათ. რას ნიშნავს "მრტ-ს კვლევისას აღინიშნება მოტორული არტეფაქტები?"

Posted by: ninoeqimi 20 Apr 2013, 22:13
niniko09
ოჯახში თავის ტკივიელბი იცით? რამდენი ხანია რაც თავს იტკიებს და ამ ხნის მანძIლზე მოიმატა თუ მოიკლო, როგორი დღIს რეჟიმი აქვს ბავშVს?
TATUCI
ნიშნავს რომ მოძრაობდა და ამან გამოიწვია დეფექტები სურათის

Posted by: niniko09 20 Apr 2013, 23:03
ninoeqimi
მე მაქვს ხოლმე მცირედ გამოხატული შაკიკის მოვლენები, გარკვეულ პერიოდებში მხოლოდ. შეიძლება გენეტიკურიცაა sad.gif. დღის რეჟიმი ჩვეულებრივი, როგორც პირველკლასელს შეეფერება, სკოლაში დადის და ცეკვა–სიმღერაზე, ოღონდ დიდი დატვირთვით არა. თვითონ უყვარს. თუმცა, ზედმეტად ხმაურიან სპექტაკლებზე თუ მოხვდა, მერე თავის ტკივილი ეწყება. მაგალითად, ,,ოლივერი" ,,ვერ აიტანა" smile.gif, იმ საღამოდან დაეწყო და 3 დღე თავს იტკიებდა. შემდეგ დაახლოებით 2 თვე არ უხსენებია ეს ტკივილი. მერე რაღაც მოვლენას დაუკავშირდა, არ მახსოვს. აი, ასე, სრულიად უმიზეზოდ იშვიათად სტკივა.

2 წელი იქნება სულ მცირე, რაც აღნიშნავს ხოლმე, რომ სტკივა. არც მოიმატა და არც მოიკლო. უფრო პერიოდულია

Posted by: ninoeqimi 20 Apr 2013, 23:13
niniko09
სავარაუდოდ შაკიკი აქვს თქვენს გაბრიელს და ვერ გიპოვიათ კარგი ნევროლოგი, სხვა შემთხვევაში ეჭვს მიიტანდა, შესაბამისად დაგაკვალიანებდათ და პრობლემაც შაკიკს როგორც შეესაბამება ისე მოგვარდებოდა.

Posted by: niniko09 20 Apr 2013, 23:23
ninoeqimi
დიდი მადლობა, კიდევ დავაკვირდებით და თუ ისევ გაუგრძელდა მსგავსი აუცილებლად ვიღონებთ რამეს.

Posted by: OnlyMercedes 21 Apr 2013, 21:00
გამარჯობათ, იქნებ ვინმემ დამეხმაროთ და გამიწიოთ კონსულტაცია. მყავს 8 თვის გოგონა. ბოლო დროს ძაან მადარდებს ის რომ ენის წვერი მუდმივად გამოყოფილი აქვს. არის თუ არა ეს საშიში და რისი ბრალი შეიძლება იყოს. (ძილში არ აქვს გამოყოფილი). დავაკვირდით და პირით არ სუნთქავს.

Posted by: E_ko 21 Apr 2013, 22:19
ninoeqimi
ნინო ექიმო, პედიატრმა ჩემს პატარას 6 თვიდან პროფილაქტიკისათვის დაუნიშნა ოსტეოქეა 5მგ.დღეში ერთხელ ჭამის დროს 1 თვე. პირდაპირ მივცე ეს პრეპარატი თუ ჯერ კალციუმზე ანალიზი გავუკეთო?

Posted by: makau 22 Apr 2013, 10:39
OnlyMercedes
მე როგორც ვიცი ენის გამოყოფა შიდაქალის წნევის ერთერთი სიმპტომია.ალბათ ჯობია მაინც ნერვოპათოლოგს აჩვენოთ.

Posted by: E_ko 22 Apr 2013, 15:05
OnlyMercedes
ჩემი მაზლიშვილი იყო ეგრე, პირი სულ ღია და ენა გარეთ. არ ქონია შიდაქალის წნევა, არაფერი აწუხებდა, ახლა არის ორიწლი ნახევრის ჯანმრთელი ბავშვი.

Posted by: ვასასი 22 Apr 2013, 15:47
ნინო ექიმო, შეიძლება თუ არა მაწონში ვაშლი ჩავუხეხო ბავშვს? ამით სასარგებლო თვისებებს ხომ არ კარგავს?

Posted by: veriko_zuka 22 Apr 2013, 17:03
შეკრულობის დროს შეილება ბავშვმა სმექტა მიიღოს?

Posted by: salisa 22 Apr 2013, 17:58
გამრაჯობა ნინო ექიმო,ჩემს 4 თვის პატარას აქვს კანის სიჭრელე,მყავდა ექიმთან, გასინჯა რაღაც აპარატზე,რომლის სახელი არვიცი და აჩვენა 85,თქვა რომ სერიოზულ პაციენტად ითვლება ამ მაჩვენებლით, დაგვინიშნა ვიტამინი ე, და აქტოვეგინი, თქვენი აზრი მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით და თუ არ შეწუხდებით იქნებ მიპასუხოთ?

Posted by: madinka 22 Apr 2013, 18:04
ე ვიტამინს მეც ვაძლევდი სისხლძარღვოვანი სპაზმი ქონდაო..ჭრელდებოდა ჩემიც..

Posted by: tamusinka 22 Apr 2013, 20:07
ninoeqimi

ხომ არ იცით საქართველოში კეთდება ანალიზი D2 და D3 ვიტამინებზე?

Posted by: ლუნა 22 Apr 2013, 20:51
ნინო ექიმო თუ ბავშვს გაკეთებული აქვს 2.3.4 თვის და 1 წლის აცრები საჭიროა თუ არა წითელაზე დამატებითი ვაქცინაცია თუ უკვე გაკეთებულ აცრებში შედის?

Posted by: CAMPOLINA 22 Apr 2013, 22:26
ლუნა
მე მოვისმინე რომ არ არის საჭირო. ლოგიკურადაც მასეა

Posted by: ninoeqimi 22 Apr 2013, 22:34
OnlyMercedes
8 თვის ასაკში ასე აღარ უნდა იქცეოდეს, 2-3 თვემდე ეს ნორმააა, თუმცა არ არსებობს არც ერთი პათოლოგია, რომლის ერტადერთი გამოვლინება იქნება ენის გამოყოფა. სასურველია ბავშვის ნეირომოტორული განვითარების შეფასება, თუ ყველაფერი წესრიგში იქნება არაფერი არ ჭირდება.
E_ko
უმჯობესია ანალიზი გაუკეთოთ, ჯანმრთელ ბავშვს მხოლოდ D ვიტამინი ჭირდება.
ვასასი
კუჭს აუშლის.
veriko_zuka
უარესად შეკრავს
salisa
ალბათ სატურაცია განუსაღვრა, მაგრამ სერიოზულ პაციენტს აქტოვეგინი და E ვიტამინი ვერაფერს ვერ უშველის, სიმართლე გითხრათ, მის სიმძIმეშI და სერიოზულობაშიც ეჭვი მეპარება. 2-3 თვემდე კანის სიჭრელე ასაკობრივი ნორმის ვარიანტია და სისხლძარღვოვანი უმწიფრობით აიხსნება. ასე შორიდან ძნელია რაიმეს კონკრეტულად თქმა, ბავშვის ნახვის გარეშე
ლუნა
ახლა სავალდებულოდ გამოაცხადეს ყველას აცრა, მაგრამ მე პირადად არ ვაპირებ ჩემი შვილის აცრას, აცრილი მყავს კალენდრის მიხედვით და 5 წლამდე არ უწევს არაფერი

Posted by: salisa 22 Apr 2013, 23:14
ninoeqimi
რამოდენიმე დღეში ოთხი თვის ხდება. მთლიან ტანზე აქვს ეს სიჭრელე.

Posted by: Galo 23 Apr 2013, 13:33
QUOTE

ლუნა

ჩემმა გოგომ,რომელიც 1.9 თვისაა, ეხლახან მოიხადა წითელა,აცრილი არ იყო (აცილება გვაქვს 5წლამდე) და გეტყვი რომ ძალიან ადვილად გადაიტანა! გართულება აცრამაც შეიძლება გამოიწვიოს (მაგალითად ჩვენს შემთხვევაში 2თვეზე აცრის მერე პურპურა დაემართა ბავშვს) და შეიძლება დაავადებამაც გამოიწვიოს. აქედან დასკვნა - აცრას ძალით უკეთებ და შენით უქმნი რისკს და დაავადება შეიძლება არც შეხვდეს! უფრო და უფრო ვრწმუნდები,რომ აწი სხვა აცრებს არ გავუკეთებ 5 წლის მერეთაც!

Posted by: ninoeqimi 23 Apr 2013, 15:59
Galo
გირჩევ და უფრო მეტიც, შეიცვალე პოზიცია, გაიარე კონსულტაცია სპეციალისტებთან, არსებობს დაავადებები, რომლებზე აუცრელობაც დანაშაულია საკუთარი შვილის წინაშე. მათ რიცხვში შედის წითელაც. ღმერთმა ქნას, რომ თქვენს შემთხვევაშI ყველაფერი კარგად დასრულდეს, მაგრამ წითელას გართულება პანენცეფალიტი ასიდან ას ბავშვს კლავს. გაინტერესებთ საქარტველოში რამდენი ბავშვი იღუპება ამ დაავადებით? წელიწადში 4-5. ეს საკმაოდ ბევრია ხუთმილიონიანი ქვეყნისთვის, მაშინ როცა აშშ-ში წლები გადის ისე, რომ პანენცეფალიტის არც ერთი შემთხვევა არ არის.

Posted by: Galo 23 Apr 2013, 16:55

QUOTE
ninoeqimi

5 წლამდე მაინც არ შეიძლებაო აცრა და წითელაზე აწი ხომ არც გვჭირდება... და კიდევ,კითხვა გამიჩნდა - ჩვენს შემთხვევაში ჯერ არაა დასრულებული კარგად - მე10 დღეა დღეს პირველი გამონაყარიდან და მეორე შეკითხვა - გადამდები აღარ არის,ხო?

Posted by: tamusinka 23 Apr 2013, 18:18
ninoeqimi
QUOTE
ხომ არ იცით საქართველოში კეთდება ანალიზი D2 და D3 ვიტამინებზე?



ამაზე არაფერი იცით?

Posted by: ninoeqimi 23 Apr 2013, 19:56
tamusinka
ლიმბახის ლაბორატორია კეთებს, მაგრამ რად გინდათ?
Galo
წითელას შემთხვევაშI კარანტინი 21 დღეა. თუმცა გამონაყრის გამოყრიდან ერთი კვირის შემდეგ პაციენტი აღარ არის საშიში, როგორც ინფექციის წყარო.
რაც შეეხება პანენცეფალიტს, ის საკმაოდ ნელა მოპროგრესირე დაავადებაა და დაავადების გამოვლინებიდან ერთი და ზოგჯერ 2-3 წლის შემდეგაც ვლინდება. ღმერთმა ქნას, თწვენ არასოდეს მოგიწიოთ ამ დაავადების გაცნობამ, მაგრამ აგიტაციას ნუ გაუწევთ სხვებს აუცრელობის. დამიჯერეთ, თრომბოციტოპენიური პურპურა "მომპასის კანფეტია" იმასთან, რასაც წითელასმიერი პანენცეფალიტი ქვია.

Posted by: tamusinka 23 Apr 2013, 20:38
ninoeqimi

კალციუმის შეწოვასთან დაკავშირებული პრობლემები მაქვს. დ2 , დ3 ანალიზის გაკეთება მირჩიეს. მადლობა. ვიკითხავ მრჩეველში.

Posted by: drozera 23 Apr 2013, 21:09
ninoeqimi
გამარჯობა, ბავშვი 25 დღის არის და ძალიან ფხიზელი ძილი აქვს, სულ ხელ-ფეხს ამოძრავებს ძილის დროს და ეს აღვიძებს, მხოლოდ მუცელზე როცა ვაწვენ, მაშინ მშვიდდება, ღამე მეშინია მუცელზე დაწვენა. რას მირჩევთ, როგორ მოვიქცე?
2 კვირამდე არ აწუხებდა არაფერი და ძილიც მშვიდი ჰქონდა, 2 კვირის შემდეგ გაზების პრობლემა აქვს და დაძინებაც უჭირს.

Posted by: მარიამი 24 Apr 2013, 03:09
მიშველეთ რა ვინმემ. რამე ტკივილგამაყუჩებელი არ იცით, ორსულობის დროს რომ შეიძლებოდეს? უკვე მე-3 დღეა ისტერიულად მტკივა თავი. წნევა ოდნავ მაღალი მაქვს. ტირილამდე ვარ მისული. ასე თავი არასდროს მტკიებია, ცრემლები მომდის უკვე ტკივილისგან sad.gif

ციტრამონი, ანალგინი, კეტანოვი არ შეიძლება. ნო-შპამ არ მიშველა.

Posted by: merkantil 24 Apr 2013, 03:28
მარიამი
შაკიკი იცის ორსულობის დროს. მე პარაცეტამოლს ვსვამდი ხოლმე, სადღაც სამჯერ დავლიე.

Posted by: E_ko 24 Apr 2013, 03:43
მარიამი
შაკიკზე მშველის ციტრამონი, ორსულობის მეორე ტრიმესტრში დავლიე ექიმის თანხმობით. პარაცეტამოლსაც იღებენ. და კიდე შალის ნაჭრით ვიკრავ ხოლმე თავს. თუ შაკიკია დღისით ეცადე ნაკლებგანათებულ ადგილას იყო. ვაი, რა ტკივილი იცის.

Posted by: მარიამი 24 Apr 2013, 09:30
merkantil
E_ko
დიდი მადლობა, გოგოებო. პარაცეტამოლს სიცხის დამწევად ვსვამდი ექიმის დანიშნულებით და ალბათ შეიძლება.
ციტრამონზე ისეთები წავიკითხე, გული გამისკდა:
აცეტილსალიცილის მჟავას (შედის ციტრამონში) აქვს ტერატოგენური გავლენა : ორსულობის I ტრიმესტრში გამოყენებისას იწვევს განვითარების მანკს - ზედა ტუჩის გახლეჩვას ; III ტრიმესტრში - სამშობიარო მოქმედების შეფერხებას ( პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირება ), ნაყოფში არტერიული სადინარის დახურვას , რაც იქვევს ფილტვის სისხლძარღვების ჰიპერპლაზიას და ჰიპერტენზიას სისხლის მიმოქცევის მცირე წრის სისხლძარღვებში . აცეტილსალიცილის მჟავა გამოიყოფა რძესთან ერთად , რაც ზრდის ბავშვში სისხლდენების რისკის განვითარებას თრომბოციტების ფუნქციის დარღვევის შედეგად .

Posted by: makau 24 Apr 2013, 10:38
მარიამი
მე ორსულობაში და ლაქტაციის პერიოდში პანადოლის ტაბლეტებს ვსვამდი,მიყუჩებდა ტკივილს.აფთიაქში იკითხე და მოგცემენ.ნებადართულია ორსულთათვის.

Posted by: მარიამი 24 Apr 2013, 12:04
makau
დიდი მადლობა
.................

Posted by: ninoeqimi 24 Apr 2013, 14:56
მარიამი
მე მქონდა ორსულობისას შაკიკის რამოდენიმე შეტევა, რძიან ყავას ვსვამდი, მიუხედავად იმისა, რომ სოსო ღოღობერიძემ ანალგინის დაელვა მირჩია რატომღაც ვერ გავრისკე და არ დამილევია. შაკიკის ყველაზე კარგი წამალი ძილია, თუ დაგეძინა, გაგივლის
drozera
გაზებს უშველეთsmile.gif

Posted by: madinka 24 Apr 2013, 15:43
ციტრამონი მართლა არ შეიძლება ორსულობის და ლაქტაციის დროს? რამდენჯერმე მომიწია მაგის დალევა ვიფიქრე მცენარეულია რას მიზამს თქო....

Posted by: ninoeqimi 24 Apr 2013, 15:57
madinka
საიდან მოიტანეთ რომ ციტრამონი მცენარეულია?
http://www.aversi.ge/annotations.php?id=73&lang=geo&drug_id=9526

Posted by: SUBADARI 24 Apr 2013, 17:00
ninoeqimi
ნინოექიმო შერეული კვებისას კუჭში გასვლა რა პერიოდულობით ითვლება ნორმად?

Posted by: chudnica 24 Apr 2013, 17:13
ninoeqimi
გამარჯობათ, მაინტერესებს 5 წლის ბიჭი შარდავს ხშირად, ატასჯერ მყავს გასინჯული დიაბეტზე და ანალიზებსაც ხშირად ვუკეტებ შარდის და სისხლის,, არანაირი ცვლილება არ აქვს, და რაზე შეიძლება ეჭვი მქონდეს? აქტიური, ჯამრთელი ბავშვია, როგორც გონებრივად ისე ფიზიკურად. თან პერიოდულად სჭირს, არც წყალს ან სიტხეს ირებს ბევრს,, ფაქტია რომ ამ ხშირი სარდვის გარდა არანაირი გამოვლინება სხვა არ აქვს,

Posted by: ninoeqimi 24 Apr 2013, 18:17
SUBADARI
ინდივიდუალურია, იდეალურია დღეში ერთჯერ, თუმცა არც მეტჯერ არის პრობლემა და თU არ წუხს არც უფრო იშვიათად.
chudnica
შეაგროვეთ შარდის რაოდენობა დღე ღამის განმავლობაში და შემდეგ იქედან აღებული შარდით გააკეთეთ ანალიზი. მნიშვნელოვანია შარდის რაოდენობა დღე ღამეში რამდენია, და სადღეღამისო შარდის ხდვედრითI წონა და სხვა პარამეტრები როგორაა

Posted by: qeta2012 25 Apr 2013, 13:54
ნინო ექიმო ცალი ლოყის აწითლებაც ალერგიაა? ვერ ვხდები რატო უწითლდება ხოლმე, დიეტა არ დამირღვევია. და რა შეიძლება იყოს?

Posted by: lelusi29 25 Apr 2013, 15:16
nino eqimo tu sheidzleba 7tvis pataras komshis kompotis cveni rom mivce axali moxarshuli?arakonservirebuli,shaqris gareshe,saxlshi modugebuli. madloba cinascar

Posted by: X-woman 25 Apr 2013, 17:05
გამარჯობა ყველას.
მაქვს ასეთი შეკითვა: როგორც ვიცი, პუბერტეტის ასაკი გოგონებში იწყება 10-11 წლის ასაკში. ეს ალბათ გამოიხატება ფიზიოლოგიურ ცვლილებებში? და შეიძლება 6 წლის ასაკში დაეწყოს კრიტიკული ასაკი და გამოიხატებოდეს ხასიათის ცვალებადობაში? და იქნებ ვინმე ფსიქოლოგი მირჩიოთ?
დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: ditosdeda 25 Apr 2013, 18:37
მყავს 5 წლის ბიჭი და ვუკეთებ გლანდების ოპერაციას, დღეს მყავდა კარდიოლოგთან და გამგზავნა გულის ეხოზე.მითხრა რომ შენიშნა ჰისის კონის მარჯვენა ფეხის ბლოკადა და ეხოსკოპია არისო საჭირო.ხვალ გავუკეთებ ეხოს და იქნებ დღეს ვინმემ მომწეროთ რამდენად საშიშია ეს, .ხვალამდე ძალიან ვინერვიულებ.იქნებ ამიხსნათ ვინმემ რა დაავადებაა და რისი ბრალია და საშიში თუ არის weep.gif weep.gif weep.gif

Posted by: lelusi29 25 Apr 2013, 22:43
nino eqimo 7tvis pataras humer-is cveti shemtxvevit tvalshi moxvda,cklit chamovbane.axla odnav chaucitlda,sashishi xom araa?

Posted by: ciyvunia20 26 Apr 2013, 01:08
გამარჯობა ვარ 6 თვის ორსული და ფეხები მტკივა ძალიან თეძო და რბილი ადგილები რომ ვწვები ან ვჯდები მხოლოდ მასჰინ ასე მგონია გირები მკიდია ფეხებზე და და რაღაცა მკბენს... საერთოდ ვეგარ ვმოძრაობ ვეღარც ვტრიალდები... ნერვის ანთება შეიძლება იყოს? მიშველეთ

Posted by: makau 26 Apr 2013, 10:57
ciyvunia20
ეხოზე რომ მიხვალ ექიმს უთხარი აუცილებლად შეგიმოწმოს სიმფიზის ძვლები.როგორც აღწერ სიმპტომებით სიმფიზიტს ჰგავს.(ბოქვენთან,სიმფიზის ძვლების ანთება) თუ დაშორება 9 მილიმეტრზე მეტი იქნა ,მაშინ საკეისრო უნდა გაიკეთო. მე მეორეზე დამემართა სიმფიზიტი და მაინც მამაშობიარა ექიმმა,გამორჩა,მეც მაშინ არ ვიყავი იმფორმირებულიდა ვერ მივხვდი.ასე რომ გადავრჩი.დატვირთვას მოერიდე,სიმძიმეებს და ეცადე ცალ ფეხზე არ დაეყრდნო. მოკლედ ექიმს აუცილებლად უთხარი.

Posted by: kosta-rika 27 Apr 2013, 09:58
გამარჯობათ, 7თვის ორსული ვარ და ფეხებზე ვენები გამომეკვეთა რა ვუშველო რას მირჩევთ? sad.gif

Posted by: ninoeqimi 27 Apr 2013, 18:26
qeta2012
რომელ მხარესაც თავი უდევს ის ლოყა უწითლდებაა?
lelusi29
კი, შეიძლება რა თქმა უნდა, ცოტა შაქრითაც რომ დაატკბოთ არც ამით დაშავდება რამე.
X-woman
ყველა ასაკში შეიძLება დაეწყოს ბავშვს ჭIრვეულობა და ხასიათის ცვლილება და ეს უპირველესად გარემოს ფაქტორებზეა დამოკიდებული, ვიდრე გარდატეხის ასაკზე.

lelusi29
ჰუმერი რა არის?

Posted by: lelusi29 27 Apr 2013, 18:33
nino eqimi humeri 050 cxviris wvetebi (sprei) hipertonuli steriluri zgvis ckali. madloba

Posted by: ninoeqimi 27 Apr 2013, 19:47
lelusi29
არაფერს არ დაუშავებს, მობანეთ

Posted by: დოლორეს 28 Apr 2013, 16:53
ninoeqimi
სალამი ნინოექიმო.ბოსტნეულის პიურეში ცოტა მარილის გარევაარშეიძლება?
ვწვალობთ,არაფრით არ ჭამს უმარილოს.ზეითუნისზეთზე რა აზრის ხართ ბოსტნეულის პიურეში?

ანა 2 დღეში 8 თვის გახდება.ავოკადო შეიძლება?როგორი სახით მივცე?

Posted by: ninoeqimi 29 Apr 2013, 08:30
დოლორეს
ზეითუნის ზეთI შეგიძლიათ დაამატოთ უპრობლემოდ, რაც შეეხებამარილს, თანამედროვე მიდგომით, ითვლება, რომ წლამდე ბავშვს არც მარილი ესაჭიროება და არც შაქარი, თუმცა პატარები ისეთი გურმანები არიან, ამ რეკომენდაციის შესრულება ყოველთვის არ ხერხდება, ამიტომ თუ არ ჭამს, დაამატეთ ცოტა მარილი, ოღონც არა პირდაპირ, არამედ მარილწყალი მოადუღეთ, ცოტა ხანი დააყოვნეთ, მერე გადაწურეთ და ეს მარილწყალი იხმარეთ საჭმელში. რაც შეეხება ავოკადოს, მე პირადად ერთI წლისას გავასინჯე ჩემს შვილს უმი, რომ გითხრათ მოეწონათქო მოგატყუებთsmile.gif

Posted by: taktakuna 29 Apr 2013, 08:35
ninoeqimi
ნინო ექიმო, დაახლოებით ორი კვირის წინ მორჩა ოსტეოქეას დალევას, მანამდე ვიგანტოლს ვაძლევდი ერთ წვეთს, მივცე ეხლაც გავაგრძელო? წლისა და სამი თვის გახდება მალე.

Posted by: დოლორეს 29 Apr 2013, 12:52
ninoeqimi
უღრმესი მადლობა :* მარილწყალით ვცდით ამჯერად იქნებ მიირთვას.

Posted by: Instructor 30 Apr 2013, 06:34
გამარჯობათ,
4 წლის ბავშვს იდაყვთან ამოუვარდა ხელი ( უფროსებთან თამაშის დროს, ერთ–ერთმა ვერ მოზომა და შემთხვევით ამოუვარდა) და რამდენად დიდია ალბათომა იმის რომ ახლო მომავალში ან ზრდასრულ ასაკში უფრო ადვილად ამოუვარდეს?

ვიცნობ ადამიანებს ვისაც მოზარდობის პერიოდში (16–17 წლის ასაკში) ერთხელ ამოუვარდათ და მას შემდეგ ხშირად აწუხებთ ხოლმე ეს პრობლემა, ძალიან ადვილად უვარდებათ ხელი ....

Posted by: makau 30 Apr 2013, 12:02
Instructor
მაგის არ შეგეშინდეთ,ხშირია ბავშვებში ხელის ამოვარდნა,ჩემს შვილსაც ხშირად უვარდებოდა ,ზოგჯერ გახდის დროს,ან თამაშის დროს,ისე "დავსპეცდი" რომ მე თვითონ ვუსვამდი smile.gif მაგრამ 3 წლამდე,იმის მერე აგარ შეუწუხებივართ.მეორე ბავშვსაც ამოუვარდა ალბათ 3 ჯერ.ეხლ ჯერ 2,5 წლისაა,მაგრამ მგონი უკვე გაუმაგრდა სახსრები.მეც ასე ვიყავი მახსოვს ბავშვობაში და მის მერე არ მქონია.ასე რომ ეს ასაკობრივია.რათქმაუნდა ფრთხილად უნდა იყოთ,რომ ხშირად არ მოხდეს ამოვარდნა.ნელ-ნელა გაუმაგრდება სახსრები და გაუვლის smile.gif

Posted by: ninoeqimi 30 Apr 2013, 16:10
Instructor
ორთოპედის კონსულტაცია არგაწყენდათ, ძალიან ხშირად ეს არის მყესოვანი აპარატის სისუსტის გამოვლინება და ოპერაციუი ჩრევაც კი ხდება ზოგჯერ საჭირო, თუ ასაკობრივი სისუსტეა, ამას გეყვით ორთოპედი და თუ ჩარევაა საჭირო დროულად მიხედავთ

Posted by: ტიფანი 30 Apr 2013, 17:09
აუ ჩემს პატარას საკმაოდ მაღალი მუკოვისციდოზის მაჩვენებელი აქვს
ვაკუმით დაიბადა და ცოტა იწვალა, ამის გამო ხომ არ არის?
21-ე დღეზე კიდევ უნდა გავუკეთეო. გული გამისკდება ნერვიულობისგან
240 აქვსო, საკმაოდ მაღალია, მეტი არ ვიცი რა
არა და რომ დამირეკეს "ცოტა მომატებული" აქვსო
ერთი იმან დამამშვიდა , რომ 100-დან 90 შემთხვევაში მეორედ რომ იღებენ ანალიზს არ დასტურდებაო
ის მიკვირს, რომ ბავშვს საკმაოდ კარგი მატება აქვს, მაადაც მშვენიერი აქვს და ზოგადად მშვიდია
არც შებერილობა არ აწუხებს
ნეტა რამე არ ჭირდეს რა sad.gif ამდენ პრობლემას როგორ გავუძლებ არ ვიცი sad.gif

Posted by: Instructor 30 Apr 2013, 18:44
makau
ninoeqimi

დიდი მადლობა კონსულტაციისთვის smile.gif

Posted by: anooo-sunshine 1 May 2013, 11:56
ninoeqimi
გამარჯობა ნინო ექიმო
მაინტერესებს 6 თვის ბავშვს ღამე როგორ უნდა ეძინოს? ან რამდენჯერ უნდა იღვიძებდეს ჭამისთვის? ხელოვნურზე მყავს და დაახლოებით 11-12ის ნახევრისთვის ვაჭმევ 150 გრამს და იძინებს და ღამეში დაახლოებით 5-6ჯერ იღვიძებს ტირილით სოსკა რომ გადმოუვარდება მაშინ, ანუ ღრმად არ სძინავს, 6მდე ჩაის ვასმევ ხოლმე და მერე უკვე 7ზე ისევ რძეს. ნორმალურია ძილის ასეთი გრაფიკი? ნევროპათოლოგმა დაგვინიშნა 1/4 ნოოფენი ძილის წინ 20 დღე მაგრამ შედეგს ვერ ვხედავ. არადა ყოველღამე ვაბანავებ და წესით ტკბილად უნდა ეძინოს. დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: Sofia_sofka 1 May 2013, 18:38
გამარჯობა smile.gif პირველად ვწერ ამ თემაში bis.gif

პედიატრის დახმრება მჭირდება, თუ შეიძლება smile.gif

2 თვის და 2 კვირისაა ბავშვი, ხელოვნურს ჭამს 1 თვეა და ღამე ძუძუს ვაძლევ, უკვე რამდენიმე დღეა ჭამის დროს დაიწყო ჭირვეულობა და 60-70 გრამის მერე (სულ 120-130-ს ჭამს) ძალით ვაჭმევ სულ, იგრიხება რაღაცნაირად და მუცლიდან საშინელი ხმები ამოსდის, სავარაუდოდ გაზების ამბავია... და ამასთან ერთად ჭამის 3 საათიან ან 4 საათიან შუალედებში სულ სძინავს, თითქმის მთელი დღე, იშვიათად რომ დაირღვიოს ეს გრაფიკი ან ერთი პირობა ძილი გამოტოვოს... ნორმალურია თუ არა ასეთი რეჟიმით ძილი და საკვებზე რა პრობლემა უნდა იყოს თქვენი აზრით? სეიძლება რომ მობეზრდეს ერთი და იგივე საჭმელი? ბელაქტს ვაძლევ, ოპტიმუმ 1-ს.

Posted by: ninoeqimi 1 May 2013, 23:59
Sofia_sofka
კუწის მოქმედება ნორმალური აქვს? არ აჭამოთ ძალიათ< რამდენიც უნდა იმდენი ჭამოს, ცოტას შეჭამსმალე გაიღვიძებს.

Posted by: Sofia_sofka 2 May 2013, 07:49
ninoeqimi
QUOTE
კუწის მოქმედება ნორმალური აქვს? არ აჭამოთ ძალიათ< რამდენიც უნდა იმდენი ჭამოს, ცოტას შეჭამსმალე გაიღვიძებს.


დიახ ნინო ექიმო, კუჭის მოქმედებაც კარგი აქვს და ხასიათზეც ცვლილებას ვერ ვამჩნევ, საკმაოდ მხიარულია და სულ ღუღუნებს, მაგრამ 50-60 გრამს რომ შეჭამს, გადააბავს ხოლმე ძილს 4-5 საათამდე და მაგან დამაფიქრა, რამე ხომ არ აწუხებს მეთქი... სულ 4 დღეა ასეა დაახლოებით... თან ამის დაძინება არც ისე ადვილი საქმე არ იყო აქამდე, ახლა თავისით იძინებს, დარწევაც კი არ სჭირდება, ხან ბოთკზეც ჩასძინებია

Posted by: taktakuna 2 May 2013, 16:09
ტიფანი
ნუ ინერვიულებ, ჩემსას ჰქონდა ეგ მაჩვენებელი აწეული, სამშობიაროდან რომ გამოვიყვანე განმეორებითი ანალიზი გავუკეთეთ და ნორმაში ჰქონდა უკვე, მერე პროფილაქტიკისთვის 6 თვის და 9 თვისაც მივიყვანე, ბოლო ანალიზებიც გავუკეთეთ და არ დადასტურდა მუსოვისციდოზი. საკმაოდ ხშირად არ დასტურდება, ორსულობისას იმატებსო ეგ მაჩვენებელი და მერე დგება ნორმაში ხშირად. ახალ სიცოცხლეში დაგიბარეს ალბათ ლალი მარგველაშვილთან, ძალიან კარგი ექიმია.
ნინო ექიმო, გთხოვთ იქნებ მიპასუხოთ
QUOTE
დაახლოებით ორი კვირის წინ მორჩა ოსტეოქეას დალევას, მანამდე ვიგანტოლს ვაძლევდი ერთ წვეთს, მივცე ეხლაც გავაგრძელო? წლისა და სამი თვის გახდება მალე.


Posted by: ტიფანი 2 May 2013, 21:03
taktakuna
QUOTE
ნუ ინერვიულებ, ჩემსას ჰქონდა ეგ მაჩვენებელი აწეული, სამშობიაროდან რომ გამოვიყვანე განმეორებითი ანალიზი გავუკეთეთ და ნორმაში ჰქონდა უკვე, მერე პროფილაქტიკისთვის 6 თვის და 9 თვისაც მივიყვანე, ბოლო ანალიზებიც გავუკეთეთ და არ დადასტურდა მუსოვისციდოზი. საკმაოდ ხშირად არ დასტურდება, ორსულობისას იმატებსო ეგ მაჩვენებელი და მერე დგება ნორმაში ხშირად. ახალ სიცოცხლეში დაგიბარეს ალბათ ლალი მარგველაშვილთან, ძალიან კარგი ექიმია.

კი მასთან
ისედაც მანდ ვიმშობიარე
აუ რა კაი რამე მითხარი
ისე რამაინტერესბეს იცი, თუ ახლაც აწეული ჰქონდა, ეს ნიშნავს, რომ ეს დაავადება ქვს თუ ეს ნიშნავს , რომ მიდრეკილება აქვს დაავადების მიმართ?

Posted by: ninoeqimi 2 May 2013, 21:45
Sofia_sofka
მერე მაგას რა ჯობია, არაფერი არ დააძალოთ, ცოტა ხანი არ შეჭამს, მერე მოშივდება და შეჭამს, ისე მეპრიადად უფრო კარგ ფორმულაზე გადავიდოდი, ხარისხის მხრივ
taktakuna
ზაფხულის თვეებში აღარ არის საჭირო, შემოდგომაზე შეაფასოს ექიმმა და თუ საჭიროდ ჩათვლის მერე დანიშნავს

Posted by: nino25 3 May 2013, 18:00
მოგესალმებით

ჩემი შვილი აქტიურად ჭამს მჟავეს , (ტყემალს, მწნილს )მაინტერესებს რამის ნაკლებობამ ხომ არ იცის(ორგანიზმში)?



Posted by: niniko09 3 May 2013, 23:38
nino25
ჩემიც ასეა ზუსტად, შიშით მწნილი ვერ გვიყიდია ოჯახში, მთელ ქილას ჭამს, ვერ ვართმევთ ხელიდან

Posted by: nino25 4 May 2013, 09:57
niniko09

ჩვენც მასეთ დღეში ვართ.საშინლად გვიბრაზდება

Posted by: ninoeqimi 4 May 2013, 12:35
რა ხნის არიან ბავშვები, ასე აქტიურად რომ ჭამენ მჟავეს?

Posted by: xatxato 4 May 2013, 19:16
ninoeqimi
[იცით რა მაინტერესებს? ვარ 37 წლის ქალი, მტკივა იდაყვი, მუხლი მოსახარში... ძალიან მტკივა ისე რომ ადგომა და დაჯდომა მიჭირს, ხელში საკმარისია 2 კგ რამ დავიკავო და ხელი ჩამოშვებული მქონდეს, ასე მგონია სახსარი ერთმანეთს დაცილდა... მაქვა მენსტრუაცია არეული, 4 თვეა არ მქონია, მაქვს პროლატინი მომატებული... რა შეიძლება მჭირდეს? რაიმე საშიში იქნება თუ ეს ყველაფერი ქალურ აბებთან იქნება კავშირში... შემიძლია დ3 ნიკომედი დავლიო თუ თქვენ რომელს მირჩევთ... წინასწარ დიდი მადლობა... გთხოვთ მალე მიპასუხოთ ტქვენი პასუხი ძალიან მჭირდება

Posted by: niniko09 5 May 2013, 12:14
ninoeqimi
QUOTE
რა ხნის არიან ბავშვები, ასე აქტიურად რომ ჭამენ მჟავეს?

ჩემი ახლა 6 წლისაა, მაგრამ 1–2 წლიდან საჭმელის გემო რომ გაიგო, იმ დღიდან მჟავეს აფანატებს smile.gif

Posted by: ninoeqimi 5 May 2013, 22:07
niniko09
ჩემი შვილიც მასეა, ორი წლისაა და მისი თანდასწრებით მჟავე კიტრს არ ვდებ მაგიდაზე. არ ვიცი დაავადება, რომელსაც სიმჟავის მოთხოვნა ახასიათებს. უბრალოდ ძალიან დიდი რაოდენობით მოარიდეთ.
xatxato
მე ვერაფერს გიპასუხებთ, კარგ თერაპევტს მიაკითხეთ და ის დაგაკვალიანებთ. შემიძლია გირჩიოთ საკმაოდ ჭკვიანი თერაპევტი

Posted by: niniko09 5 May 2013, 22:29
ninoeqimi
არ ვყიდულობ! სხვა გზა არაა, თუ სადმე წააწყდა შემთხვევით, ან მაღაზიაში დაინახა, დასტაცებს ხელს და სანამ არ ვუყიდი არ უშვებს, მრცხვენია ხოლმე უკვე გამყიდველების biggrin.gif

Posted by: SUBADARI 7 May 2013, 19:37
ნინო ექიმო. ეხლა ვართ ესეთ მდგომარეობაში : ბავშვი არის 3 თვის და 7 დღის. ვართ შერეულ კვებაზე სადაც ჭარბობს ხელოვნური. ვაჭმევ ჰიპი პრეს. როდიდან არის რეკომენდებული ჰიპი 1-ზე გადასვლა? და როგორ გადავიდეთ უცებ თუ ეტაპობრივად. მაგ: ერთ კვებაში 2 კოვზი ძველი ფორმულა ერთი კოვზი ახალი?

Posted by: ninoeqimi 7 May 2013, 19:52
SUBADARI
6თვემდე თავისუფლად შეგიძლიათ პრე მისცეთ, ზოგადად პრე უკეთესია, იმიტომ რომ უფრო მეტ ცილას და ნაკლებ სახამებელს შეიცავს. რაც შეეხება გადასვლას, მასე შერევა რეკომენდირებულია, ოღონც პრე აუცილებლად თავის კოვზით უნდა ამოითოთ და ერთი თავისი კოვზით.

Posted by: SUBADARI 7 May 2013, 22:42
ninoeqimi
მადლობაა. მეც მგონია რომ მოწონს საკვები პატარას თან მშვენიერი მატებაც აქვს. ჯერ არ ვიჩქარებთ მაშინ

Posted by: ciyvunia20 8 May 2013, 13:17
გამარჯობა.. სოკოს საწინააღმდეგო ორსულებში რა გამოიყენება გარეგანი გამოყენებისთვის მინდა.. დერმოკლინი ლამიზილი აქედან რომელიმე შეიძლება? ან კასტელანი

Posted by: xatxato 8 May 2013, 13:32
ninoeqimi
ძალიან მინდა მირჩიეთ


Posted by: ინი44 8 May 2013, 17:40
ძალიან ვნერვიულობ და იქნებ ვინმე გამომეხმაუროთ. 18 თვის გოგონა მყავს, 1 თვის წინ დაეწყო უმადობა, ბოლოს ყველანაირი საჭმელი აკრძალა, მერე დაემართა სტომატიტი, მანამ გაუარა საგრძნობლად დაიკლო წონაში. უკვე 10 დღეა გავლილი აქვს, მაგრამ ბავშვს აქვს ზალიან მოკვიტალო მომწვანო ფერი, უხასიათოდაა, ისევ უმადობა, თუმცა ცოტას მაინც ჭამს, მაგრამ ჭამის დროს უვლის მუცელში და თავს ანებებს ტირილით. უკვე 2 კვირაა ვიღებთ ვიტამინებს,თევზის ქონს, ფერუმლეკს,ოსტეოქეას, ლაქტო ჯის და დუფალაკს. მაგრამ ბავშვი ძალიან უხასიათოდაა, უმადოდ და სუსტად.
ჩვილობიდან აწუხებს კუჭშეკრულობა, მაგრამ ეს ბოლო 1 თვეა უკვე ძალიან აწუხებს, დუფალაკს ვასმევ 5 მლ მაგრამ დროდა დრო ვაჩერებ რადგან უშლის კუჭს. ეს ერთი კვირაა უკვე განავალიც მუქი მწვანეა, თიტქოს მარტო მწვანილი მიეღოს. ლაქტო ჯი 1 კაფსულა დGეში დაგვინიშნა ექიმმა უკვე 14 დღეა ვსვამთ, თუმცა შედეგს ვერ ვხედავ. ისევ, შეკრულობა, ან აშლილობა, უმადობა, მუცლის ჭრიალი. და დროდა დრო უსიამოვნო სუნსაც ვგრდზნობ პირიდან. სად წავიყვანო მირჩიეთ.

Posted by: shilaida 8 May 2013, 20:59
iini44
ვიტალი ხარაშვილს მიმართეთ --599 50 47 39

Posted by: ინი44 8 May 2013, 22:13
QUOTE
ვიტალი ხარაშვილს მიმართეთ --599 50 47 39

დიდი მადლობა და სადაა ეგ ექიმი?

Posted by: LUCIANA 9 May 2013, 08:32
ninoeqimi
გამარჯობა, ბავშვის დაჯენაზე მაინტერესებს. არის 3,5 თვის გოგო ( თუ ამას მნიშვნელობა აქვს smile.gif) და ცდოლობს სულ წამოჯდეს, რომ ვჯდებით და მივიწვენთ ეს მაშინვე ჯდება არ ჩერდება მიწოლილი და შეიძლება უკვე დაჯენა ამ ასაკის ბავშვისთვის?

Posted by: ვეგა 9 May 2013, 11:58
გამარჯობათ იქნებ დამეხმაროთ და რაიმე ლინკი მომცეთ 5-6 წლის ბავშვს ღამით უნებლიე შარდვა აქვს და ფსიქოლოგის მიდგომა როგორია მაინტერესებს, ანუ როგორ გადავაჩვიოთ მეთოდები მაინტერესებს

Posted by: shock 9 May 2013, 12:20
ლაქტაციის დროს თუ სეიზლება ავიცრა წიტელაზე?

Posted by: ninoeqimi 9 May 2013, 15:41
VAN-WEGA
http://www.medgeo.net/2010/04/17/enuresis/
LUCIANA
როცათავად ისწავლის დაჯდომას, მაშინ დაჯდება. მთავარია, რომ ზუგი ქონდეს ოველთვის დაფიქსირებული

Posted by: kosta-rika 9 May 2013, 19:03
რას ნიშნავს პლაცენტაში თთომბოზის უბნები და მიკროკალცინატური ჩანართები?
ეხოზე დამიწერეს და რაარი?

Posted by: marimari0991 10 May 2013, 11:23
ქრისტე აღსდგა დაესწარით მრავალს smile.gif თქვენთან მაქვს ერთი შეკითხვა უპროსწორად ორი smile.gif
ბიჭი მყავს 7 თვის და დამოუკიდებლად ვერ ჯდება უფრო ცდილობს რო დადგეს და ჯდომით ვერ იკავებს თავს კარგად და საშიში ხო არ არის?მეგობრის ბავშვი 6 თVის იყო უკვე რო ჯდებოდაsad.gif
კიდევ ერტი შეკითხვა : კბილები ჯერ არ ამოსვლია დატეტრებული აქ უკვე მეორე თვეა ,დაუსუვდება -დაუცხრება და ასე გრძელდებამეორე თVე უკვე და რატო არ ამოსდის
დაველოდები თქვენს პასუხს,მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: DEATHNESS 10 May 2013, 16:55
კალცი დ3 რა გირს ხო ვერ მეტყვით?

Posted by: ინი44 10 May 2013, 17:41
მოკლედ ორშაბათს გვჭირდება კარგი გასტროენტეროლოგი, აქ ვიტალი ხარაშვილი მირჩიეს, 18 თვის ბავშვისთვის კიდევ ვის მირჩევთ? დისბაქტერიოზისთვის

Posted by: noniko 10 May 2013, 19:40
ბავშვი არის 1 წლის და კბილი არ ამოსვლია ჯერ და ვის მივმართოთ? პედიატრმა უთხრა რომ ამოუვა საგანგასო არაფერიაო და იქნებ რამე გვირჩიოთ?

Posted by: bukuna 11 May 2013, 00:36
გამარჯობა.ჩემი გოგო 1 წლისაა და ამ ბოლო დროს ორჯერ იტირა რაღაცაზ ძალიან და
გული აირია.ნერვიული ბავშვი არაა.იშვიათად თუ ტირის ეგრე,თან სიცხე ქონდა და გაღიზიანებული იყო.რამე საშიში ხომ არაა?

Posted by: tikusha 11 May 2013, 09:48
marimari0991
ჩემიც ეგრე იყო, 8 თვიდან დაჯდა, ორთოპედთან მიიყვანე, ჩემსასმენჯების პრობლემა ქონდა, ვუმკურნალე მასაჟებით და ახლა კარგადაა

არ დააძალო დაჯენა, უარესია

Posted by: marimari0991 11 May 2013, 09:59
არა დაძალებით არ ვაძალებ უბრალოდ ვისაც ვიცნობ ყველას ბავშვი 6 თვიდან უკვე დამოუკიდებლად ზის და მეთქი რამე პრობლემა ხო არაათქო smile.gif დამამშვიდე ცოტა გაიხარე smile.gif
კბილები როდის ამოუვიდა შენსას? ჯერ ერთიც არ ამოსვლია საბას sad.gif

Posted by: tikusha 11 May 2013, 10:23
marimari0991
9 თვის თავზე smile.gif დააგვიანა smile.gif

ორთოპედს მიუყვანე, რომ აგვიანებს დაჯდომას აჩვენე მაინც, მენჯის პრობლემა არ ქონდეს

Posted by: marimari0991 11 May 2013, 10:33
მასაჯები გავუკეტე 6 თვის რო იყო ბოლომდე არ ეხსნებოდა მენჯი ეხლა უკვე ნორმალურადააქ ყველაფერი მარა დამოუკიდებლად ვერ ჯდება საყრდენი ჭირება რა biggrin.gif
9თვეზე? ესეიგი არც კბილებზე არ ვინერვიულებ სად იყავი ნეტა აქამდე რა biggrin.gifგაიხარე smile.gif
ეს მაიმუნია როგორც კი წამოაჯენ ეგრევე ფეხზე დადგომას ცდილობს

Posted by: tikusha 11 May 2013, 11:01
marimari0991
ასე რომ ნუ ინერვიულებ wink.gif


Posted by: jazz_vision 11 May 2013, 13:08
6 თვის ბავშვი მყავს, თვალები დაუწყლიანდა და გუშინ მთელი დღე წუწუნებდა და აცემინებდა დღეს გავუზომე და 37.7 აქვს სიცხე, რას მირჩევთ რა გავაკეთო?

Posted by: tikusha 11 May 2013, 13:12
jazz_vision
გაცივებულია smile.gif იმიტომ სდის თვალებიდან ცრემლი smile.gif ჩემსასაც ქონდა წინა კვირაში ეგრე, მე თვალში ლევომიცეტინის წვეთებს ვაწვეთებდი და მოურჩა smile.gif თითო წვეთი დღეში ორჯერ დილა-საღამოს, მეორე დღეს აღარ ქონდა, ძალიან იაფია 0.70 თეთრი ღის, ნელადექსია კარგი, მაგრამ 10-11 ლარამდე ღირს

Posted by: vinnie 11 May 2013, 18:00
კითხვა მაქვს სტომატოლოგთან,ზედა სიბრძნის კბილი მაქვს ამოსაღები,ჩამომეტვრა ნახევარი და კარიესი მაქვს,იმავე მხარე ქვედა სიბრძნის კბილი ამომდის,იმ მხარეს თავი ხშირად მტკივა და შეიძლება კბილები იყოს მიზეზი?ქვემოთ ჯირკვალიც ხშირად მიდიდდება,მიპასუხეთ რა

Posted by: ninoeqimi 11 May 2013, 20:20
tikusha
jazz_vision
თვითნებურად ჩვილებში ლევომიცეტინის წვეთები კატეგორიულად არ შეიძლება, ძალიან სერიოზულ ცვლილებებს იწვევს სისხლის მხრივ, ერთ მაგალითს მოგიყვანთ, ჩემი შვილი პატარა რომ იყო საცრემლე არხი ქონდა გასახსნელი და დაუინფიცირდა. გავუკეთეთ ნაცხი და ამოიესა მგრძნობიარე ლევომიცეტინზე, ჩემმა ჰემატოლოგმა ქმარმა კატეგორიულად არ მიმაკარებინა ლევომიცეტინი და მერე ნაკლებად მგრძნობიარე რაზეც იყო ის ვიხმარეთ

Posted by: summeritems 12 May 2013, 00:35
მოგესალმებით ექიმებო და მშობლებო, მყავს 2 წლის და 5 თვის ბიჭი, რომელსაც თვეში ერთხელ აქვს 39-40 -მდე სიცხეები 3-4 დღის განმავლობაში. ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციის სიმპტომები არ აღენიშნება. სიცხე საკმაოდ აგრესიულია, უჭირს მედიკამენტს გამკლავება და პირველი 2 დღე, ყოველ 2-3 საათში ჭირდება ნუროფენის და პანადოლის მიცემა. პირველი ასეთი ეპიზოდი შარშან აპრილში ქონდა, შემდეგ ყოველი თვის ინტერვალით ავად ხდებოდა, თუმცა ხანდახან ახლავდა რინიტი, ბრონქიტი და ა.შ. რის გამოც ყველაფერი ბრალდებოდა ვირუსებს. ამ პერიოდის განმავლობაში სულ 5 ეპიზოდი იყო მხოლოდ სიცხის, რომელიც სასწაულებრივად ზუსტი ინტერვალებით ემართება. ჩვენი მკურნალი ექიმი არის ჯაბა ყიფიანი, ასევე გავიარეთ კონსულტაცია თემური მიქელაძესთან. ჩემი ვარაუდის საფუძველზე ეჭვი გვაქვს პერიოდული დაავადების რომელიმე სახეობაზე. კონსულტაცია გავლილი გვაქვს ასევე ინფექციონისტთან და ონკო-ჰემატოლოგთან, რომლებიც თავის სფეროს არ უკავშირებენ ჩვენს სიმპტომებს. მაინტერესებს, ვინმე ხომ არ არის მსგავსი სიმპტომებით და რამე რჩევა ხომ არ ექნებოდათ ექიმებს. მადლობა

Posted by: SOULFUL 12 May 2013, 01:25
summeritems
ცხელების გარდა სხვა არანაირი სიმპტომი აქვს? მუცლის ტკივილი, სახსრის ტკივილი? სისხლის, შარდის ანალიზში რა ხდება ? კოლხიცინი დაუნიშნეს ?

ახლობლის ბავშვს ჰქონდა მსგავსი ჩივილები, დავით კვირკველიასთან ყავდა (ნეფროლოგია) ზუსტად არ ვიცი მემგონი ლიმბახის ლაბორატორიაში გაუკეთდა სავარაუდოდ გენეტიკური კვლევა და დაუდასტურდა. თუმცა სხვა სინდრომებიც მიმდინარეობს პერიოდული ცხელებებით

Posted by: Evil_Alcoholic 12 May 2013, 10:21
ნინო ექიმო, წუხელის მისცა სიცხე, 38-მდე ჰქონდა, მთელი ღამე წუხდა, პარაცეტამოლი კი მივეცი მეოთხედი, დღეს დილიდანაც სიცხე აქვს 38 და ორი. სურდო არ აქვს, არც ახველებს, გუშინ გადავარდა და კეფა დაარტყა, კოპიც აქვს პაწია და ტვინის შერყევამ ხომ არ იცის სიცხე? ნუროფენი რამდენი მილიგრამი უნდა მივცე 1 წლის და სამი თვის ბავშვს?

Posted by: ninoeqimi 12 May 2013, 15:23
summeritems
მაკა იოსელიანს აჩვწნეთ, საკმაოდ ჭკვიანი რევმატოლოგია, მან გამორიცხოს პერიოდული დაავადება, რაშიც მე პირადად ეჭვი მეპარება ბავშვის ასაკიდან გამომდინარე, მე უფრო სხვა ამბავი მგონია, კამასთნ გაიარეთ კონსულტაცფია და მერე დაგაკვალიანებთ.
Evil_Alcoholic
ბავშვი აუცილებალად ექიმს აჩვენეთ

Posted by: sopho_94 12 May 2013, 15:30
ბავშვისთვის ამ ბალიშს მირჩევთ https://www.facebook.com/photo.php?fbid=378634852225687&set=a.371869012902271.91203.155726031183238&type=3&theater თუ ჯობს სწორ ზედაპირზე დავაძინო

Posted by: Cecy Elliott 12 May 2013, 15:52
ninoeqimi
გამარჯობა, ასეთი კითხვა მაქვს
ჩემი გოგო 3ის ხდება და დღემდე ხვეწნა მუდარით გადის კუჭში, 2წლიდან პამპერსი გავხადეთ და ქოთანზე აკეთებს ფიშის უპრობლემოდ, მაგრამ აი დიდზე სულ პრობლემა გვაქვს, ერთი პერიოდი შიში ჰქონდა, ვერაფრით მივაჩვიეთ ქოთანს ამიტომ რო შევატყობდი რო უნდოდა პამპერს ამოვაცმევდი, იზამდა და მორჩა, ერთი 2თვეა უკვე პამპერსიც გაგვითავდა და საბოლოოდ ქოთანზე გადავედით, მაგრამ ცდილობს რომ შეიკავოს, კუჭში შეკრული არაა ხოლმე, მაგრამ ორი დღე თუ მოახერხა შეკავება რათქმაუნდა მერე ცოტა უმაგრდება და მესამე დღEს უჭირს ხოლმე.. საერთოდ ვცდილობ რომ ყოველდღე ან მაქსიმუმ ერთი დღE ჩავაგდებინო..
რატომ მოვყევი ამდენიsmile.gif ეს ბოლო პერიოდია ქოთანზე რო აკეთებს, იზამს თუ არა იწყებს ტირილს და იძახის მეფხანებაო, ვერ ვხვდები ეს მეფხანება რას ნიშნავს...(მაშIნვე ჩავბან ხოლმე ან სველი ხელსახოცით ვუწმინდავ) შეკრული ან მაგრად არაა რომ ეტკინოს, მაგრამ ერთი კია რო კეთების მომენტშიც კი ცდილობს რომ შეიკავოს, უბრალოდ თავზე ვადგევარ და არ გამოსდის, მანამ არ იზამს არ ვაყენებ... ეს მეფხანება ჭიები ხომ არ შეიძლება იყოს...? თუ უბრალოდ მორიგი ახირება აქვს... და თავი დავანებო...?
* * *
sopho_94
QUOTE
ბავშვისთვის ამ ბალიშს მირჩევთ

ტყუილად ფულს ნუ გადაყრი, თან რაც მეტხანს ეძინება ბავშვს უბალიშოდ მითუკეთესი.. smile.gif
ეს ჩვენთვისაა წარმოუდგენელი, უბალიშოდ გვგონია რომ მოუხერხებელია...
ჩემ გოგოს თავიდანვე სწორ ზედაპირზე ეძინა და მშვენივრადაა ... ახლა უკვე სამისაა და ფუმფულა, ბრტყელი დათვი უგდია სიმბოლურად..იმას ეხუტება ხოლმეsmile.gif ბალიში ჯერაც არ მიყიდია..

Posted by: marimari0991 12 May 2013, 15:58
[b]tikusha
ისე ბარემ გკითხავ
კარგი ნერვოპათლოგი მინდა ბავშვისთვის ტბილისში და ხო არ გეგულება ვინმე გამოცდილი?
თვალებთან დაკავშრებით უნდა ვაჩვენო ამ ბოლო დროს მარცხენა თალმა შიგნით დაუწყო გადახრა და მეშინია რამე საშიში არ იყოსsad.gif

Posted by: sopho_94 12 May 2013, 16:05
sesi-eliot
აჰა ანუ სწორი ზედაპირი ჯობს.. და ორთოპედიულ მატრასზე ლეიბი უნდა კიდე?

Posted by: Cecy Elliott 12 May 2013, 16:54
sopho_94
QUOTE
აჰა ანუ სწორი ზედაპირი ჯობს.. და ორთოპედიულ მატრასზე ლეიბი უნდა კიდე?

სწორი ჯობია რათქმაუნდა...
მე მატრასზე მაინც დაფენილი მაქვს ნაჭრის თქხელი ლეიბი, დედაჩემმა შემიკერა.. ზემოდან ზეწარი.. ოდნავ სირბილე რო მიმეცა მაინც რა.. თან თუ ღამე გაეპარება ან წყალი დაექცევა მატრასი მშრალია ხოლმე, იმ ლეიბს უცებ ვაშრობ ხოლმე და ეგაა smile.gif

Posted by: sopho_94 12 May 2013, 19:23
sesi-eliot
მეც ვფიქრობ ლეიბი მაინც უნდა ცოდოა მატრასი ხო მაგარია

Posted by: madinka 12 May 2013, 22:57
გამარჯობა ნინო ექიმო,ლაქტაციის დროს შეიძლება წითელას აცრა ჩავიტარო?

Posted by: khvaramze 13 May 2013, 09:35
sesi-eliot

ჩემი ბიჭიც მასე იყო, კუჭში რომ აპირებდა გასვლას მთელმა კორპუსმა იცოდა, იკავებდა, იკავებდა, მერე ხან შარვალში შვებოდა ხან ერთი უბედური ტირილის ფასად, აბა რაღა ძალა იყო. ხან სისხლსაც გამოაყოლებდა ხოლმე. მერე დუფალაკი ვაძლიე, ნუ ვთქვათ ერთი კვირა? ზუსტად არ მახსოვს. მერე დაურეგულირდა და უპრობლემოდ მოისაქმებს ხოლმე. შიშმა გაუარა. ჩემს დას 6 შვილი ჰყავს და მითხრა, ჩემებს ყველას ჰქონდა მასეთი შიში რაღაც პერიოდშიო. ე.ი. ალბათ ერთხელ რომ გაუჭირდებათ, მერე ეშინიათ. არ გაუჯავრდე, და მასე გააკეთე შენც. დუფალაკი არაფერს ავნებს. ცოტას დაეხმარება, რომ თავისუფლად გავიდეს კუჭში და აღარ შეეშინდეს.

ახლა ჩემი პრობლემა:
მყავს ერთი წლის ბიჭი, უფრო სწორად 19ში გახდება. ძალიან კარგ ბავშვია. მოძრავი, მხიარული, მოსიყვარულე, სახეც დალაგებული, თვალები ჭკვიანი smile.gif მაგრამ არაფერს არ იძახის, ერთი ალო იცის, ყურზე მიიდებს მობილურს და ალოს იძახის. პერიოდულად უთქვამს ხან დადა, ხან მომე, ხან მამა, ხან ბაბუა. ისე აქტიურ მარაგში არ აქვს. ერთი- ორჯერ უთქვია, აზრიან და საჭირო დროს. რომ ვეკითხებით მაგალითად ძია სად არის?სულაც არ აინტერესებს სად არის. ხალხო მითხარით ძალიან გთხოვთ ძალიან უნდა ვინერვიულო თუ ყველა ბავშვი განსხვავებულია? სხვაზე ვერაფერზე ვერ ვიტყვი რომ პრობლემა ჰქონდა, ყველაფერს თავისი ასაკის შესაფერისად აკეთებდა. საქციელიც ძალიან ნორმალური აქვს. უფროსი ძალიან ჭკვიანი ბავშვი იყო, მაგ დროს უკვე ბევრი სიტყვა იცოდა. მომწერეთ რა. განსაკუთრების სპეციალისტების აზრი მაინტერესებს.

Posted by: kkatrin 13 May 2013, 12:31
khvaramze
QUOTE
მყავს ერთი წლის ბიჭი, უფრო სწორად 19ში გახდება. ძალიან კარგ ბავშვია. მოძრავი, მხიარული, მოსიყვარულე, სახეც დალაგებული, თვალები ჭკვიანიმაგრამ არაფერს არ იძახის, ერთი ალო იცის, ყურზე მიიდებს მობილურს და ალოს იძახის. პერიოდულად უთქვამს ხან დადა, ხან მომე, ხან მამა, ხან ბაბუა. ისე აქტიურ მარაგში არ აქვს. ერთი- ორჯერ უთქვია, აზრიან და საჭირო დროს. რომ ვეკითხებით მაგალითად ძია სად არის?სულაც არ აინტერესებს სად არის. ხალხო მითხარით ძალიან გთხოვთ ძალიან უნდა ვინერვიულო თუ

უკაცრავად მაგრამ 1 წლის წლის ბავშვი ამდენ სიტყვას იძახის და მხოლოდ იმიტომ ნერვიულობ რომ არ აინტერესებს ძია სად არის? ჩემი წლინახევრისაა და საერთოდ ვერ ამბობს ვერაფერს,მარტო დადა დადას იძახის.

Posted by: khatunia 13 May 2013, 19:15
ninoeqimi
მეც მინდა გკითხოთ. მყავს 4 წლის გოგონა. სრულიად ჯანმრთელი. 6 თვის წინ ღამით დაიწყო ისტერიული ტირილი მუხლები მეწვისო, გამოვიძახეთ სასწრაფო, სანამ მოვიდნენ გაუარა, მერე კიდევ ორჯერ იგივე გაუმეორა. და გადავიყვანეტ საავადმყოფოში. იქ სისხლის ანალიზი, მუცლის ღრუს გამოკვლევა და გამოგვიშვეს. ალბათ( ჰო საავადმყოფოში გული აერია რამოდენიმეჯერ) მუცელი ტკიოდა და ვერ მიხვდაო. მას შემდეგ ორი თვის ინტერვალით ღამით კიდევ ქონდა მსგავსი მოვლითი ტკივილი. მყავდა კარდიორევმატოლოგთან. მომისმინა. არც შეუხედია ბავშვის ფეხებისთვის დაგვინიშნა 1 თვიანი მკურნალობა. და ერთი თვის მერე გამოკვლევები, ანალიზები, კარდიოგრამებით და მუხლის რენდგენებით. ცოტა ეჭვი მეპარება.. წამლების მერე გამოკვლევა რა სურათს მოგცემს? წესით იქამდე არ უნდა გამოვიკვლიოთ და მკურნალობის მერე ისევ გავიმეოროთ? მყავდა ბავშვთა ახალში გიორგი ჩახუნაშვილთან.. მინდა სხვა რევმატოლოგთან მივიყვანო, თუ რა სპეციალისთან ჯობია რომ მივიდეთ?

Posted by: summeritems 13 May 2013, 23:20
SOULFUL
რამე გამორჩეული სომპტომი არ აქვს, წინა ეპიზოდის დროს ცოტა ფეხებს იტკიებდა, ამჯერად ცოტა მუცელს, ისიც კუჭში გასვლის დროს ემთხვეოდა და არც ისეთი მწვავე იყო. სისხლის ანალიზებში ედსი არის რამდენიმე ერთეულით მაღალი, როგორც წესი, სხვა დარღვევა არ აღენიშნება. შარდი საერთოც გაკეთებულია და ბაქტერიოლოგიური კვლევაც, ორივე სუფთა დაბრუნდა. დღეს მივიღეთ ბოლო ეპიზოდის დროს გაკეთებული ც-რეაქტიულის პასუხი და 5-ჯერ აღემატება ნორმას. განავლის ანალიზში ერთეული ლეიკოციტები, თუმცა ჯაბა ამბობს რომ არაფერი ხელმოსაკიდი. კოლხიცინამდე ჯერ დიაგნოზი უნდა დაისვას, და ეს საკმაოდ ხანგრძლივი და როგორც ჩანს რთული პროცესია.
ninoeqimi
თქვენ რა ამბავი გგონიათ? ციკლური ნეიტროპენია ხომ არა? იმიტომ რომ ნეიტროფილების რაოდენობა ნორმაშია ეპიზოდებისას. სხვა რამე იდეა თუ გაქვთ, მოხარული ვიქნები მოვისმინო..

Posted by: ninoeqimi 13 May 2013, 23:23
sesi-eliot
ძალიან უჭირთ პამპერსის ბავშვებს გადაჩვევა, განსაკუთრებით კუჭში გასვლის დროს. ჩემს ორი წლის შვილსაც შეუძLია საათობით იჯდეს ქოთანზე ტყუილად, როგორც კი ავაყენებ და პამპერს ჩავაცმევ მაშინვე აკეთებს, ამიტომ ახლა საერთოდ დავმალე ქოთანი ცოტახანი, ვფიქრობცოტახანში ახალი ვუყიდო და იქნებრამე მოვუხერხო, არ ღირს შეწინააღმდეგება, ჯობია მის კაპრიზს მიყვეთ.

* * *
madinka
იმუნოლოგს კითხეთ.
khvaramze
თუ ურთიერთობის პრობლემა არ აქვს, ანუ ბავშვებით ინტერესდება, თამაშობს, მაშინ არანაირი პრობლემა არარის.
khatunia
მძინარე იწყებს ტირილს? თუ იღვიძებს და ამბობს რომ რაღაც ტკივა? მართალი ხართ, თუ გამოკვლევები არ გაუკეთებია იმ ექიმს რისი მკურნალობა დაგინიშნა, არ დაალევინოთ არაფერი წამალი. თუ სახსარი არასოდეს ქონია შეშUპებული და ანთებითი რევმატიზმზე ლაპარაკიც არ შეიძLებაიყოს, მითუმეტეს მკურნალობაზე.
summeritems
მაკას აჩვენეთ, მან გამორიცხოს სისტემური დაავადება, მე მანამდე ვერაფერს ვერ ვიტყვი, მხოლოდ ვარაუდის დონეზე, მითუმეტეს ბავშვის ნახვის გარეშე ჩემი მხრიდან ვარაუდების გამოთქმა არ იქნება სწორი.

Posted by: khatunia 14 May 2013, 10:03
ninoeqimi
QUOTE
მძინარე იწყებს ტირილს? თუ იღვიძებს და ამბობს რომ რაღაც ტკივა? მართალი ხართ, თუ გამოკვლევები არ გაუკეთებია იმ ექიმს რისი მკურნალობა დაგინიშნა, არ დაალევინოთ არაფერი წამალი. თუ სახსარი არასოდეს ქონია შეშUპებული და ანთებითი რევმატიზმზე ლაპარაკიც არ შეიძLებაიყოს, მითუმეტეს მკურნალობაზე.


ტირილს იწყებს მძინარე მერე იღვიძებს და ისტერიულად ტირის. ვიზუალურად მუხლებზე არც შეშუპება არც რაიმე წამონაზარდი არ არის. ჰო მასე ვიზამ ამ კვრიაში გამოკვლევებს ჩავუტარებ. მაგრამ ვისთან მივიყვანო ამ გამოკვლევების პასუხებით?
გამოკველევები: სისხლის საერთო;
ც რეაქტიული, ASLU;
ე.კ.გ;
ექოკარდიოგრამა;
პოდიატრის კონლუსტაცია;
მუხლის ექოგენული კვლევა

რაიმე კიდევ ხომ არ დაგვჭირდება . და გულის კვლევაზე ვისთან მივიყვანო ხომ ვერ მეტყვით? და პოდიატრი?

მადლობა წინასწარ..

Posted by: ტიფანი 14 May 2013, 10:38
Analizi avuge mukoviscidozze , jer pasuxi ar vici. Velodebi gulgaxetkili. Zaan ganvicdi. Kide rom dadasturdes ar vici rogor unda vicxovrot ase. Ak mitxres sul camlebis kvesh unda ikos dadasturebis semtxvevashio.

Posted by: khvaramze 14 May 2013, 14:56

kkatrin
QUOTE
უკაცრავად მაგრამ 1 წლის წლის ბავშვი ამდენ სიტყვას იძახის და მხოლოდ იმიტომ ნერვიულობ რომ არ აინტერესებს ძია სად არის? ჩემი წლინახევრისაა და საერთოდ ვერ ამბობს ვერაფერს,მარტო დადა დადას იძახის.

smile.gif smile.gif smile.gif

ninoeqimi

დიდი მადლობა

Posted by: kunkula82 15 May 2013, 15:35
ნინო ექიმო,არის თუ არა იმის საშიშროება ლაქტაციის დროს,რომ დარჩე ფეხმძმედ.!

Posted by: Diamond Girl 15 May 2013, 16:01
ნინო ექიმო

1 წლის ბავშვს აქვს გემოგლობინი 10.8 (ისიც ძლივს ავიყავნეთ წამლებით მაქამდე ) , ნორმა წერია 11.3- 13.8 . სხვა ყევალფერი ნორმაში გავქვს ანალიზების მხრივ,, ერთი თვეა გაჩერდა ამ მაჩვენებელზე, ისევ ვაგრძლებეთ მკურნალობას , ვსვამთ ფეროპოლს,ცევიკაპს, ფოლის მჟავას, ბი კომპლექსს და ბონ ბეიბის, რა შეილება იყოს მიზეზი იმის რომ ასეთი დაბალი მაჩვენებელია ან როგორ ავწიოთ?

Posted by: ninoeqimi 15 May 2013, 22:58
kunkula82
არც ერთი კონტრაცეპციის მეთოდი არ არის ასპროცენტიანი, ძუძუს წოვების დროს კი არა სპირალითაც დაორსულებულან ქალებიsmile.gif
Diamond Girl
ანემიის ტიპი იცით? როგორია? იქნებ და სულაც არ არის რკინადეფიციტური

Posted by: ciko 16 May 2013, 00:36
ninoeqimi
გამარჯობათ ნინო ექიმო ჩემი პატარა 1თვისაა და დროდადრო აყრის სახეზე.თუ არის რამე საშვალება რომ წაუსვა და დაუცხროს გამონაყარი.არ ვიკვებები ისეთი საკვებით რომ ალერგია მისცეს...

Posted by: Diamond Girl 16 May 2013, 14:26
ninoeqimi
QUOTE
Diamond Girlანემიის ტიპი იცით? როგორია? იქნებ და სულაც არ არის რკინადეფიციტური


უცნობი ეტიმოლოგიის - ასე მიწერს ექიმი

Posted by: vinnie 16 May 2013, 20:37
გამარჯობათ,მყავს 9 თვის გოგონა,მეორე დღეა აქვს სუცხე 39 მდე,ალბათ ვირუსი იქნება იმიტომ რმ ცოტა ხნის წინს უფროსიც ცუდად იყო,დღეს შევამჩნიე რაღაც თეთრი,ლოწოვანი გამონადენივით ქვემოთ,რა უნდა იყოს? sad.gif

Posted by: SUBADARI 16 May 2013, 21:20
სისხლის საერთო ანალიზის გაკეთება თვეების ბავშვისთVის ყოველი აცრის წინ აუცილებელია?

Posted by: marilina 17 May 2013, 14:46
გამარჯობათ ნინო ექიმო, 2 დღეა ჩემი 2 წლის გოგო ენას იტკიებს, და თითიებს იდებს პირში, რომ ვეკითხები აქ მტკივაო მეუბნება და ენას მიყოფს, არაფერი არ უჩამია ისეთი, ნაყინი ჭამა და შეიძლება ნაყინს გამოეწვია?

Posted by: qeta2012 18 May 2013, 19:58
გამარჯობათ ნინო ექიმო, თქვენი აზრი მაინტერესებს ბაქტერიოფაგის მედიკამენტებთან დაკავშირებით. თქვენ ურჩევდით თუ არა პაციენტს ფაგის წამლებით მკურნალობას?

Posted by: goga-mariami 19 May 2013, 16:46
გამარჯობატ, გტხოვტ მიპასუხეთ რა, ძალიან ვნერვიულობ. ჩემს 3 წლის გოგონამ გუშინ კატამ მოჩხაპნა ხელზე კლანჭებიტ, 3 ძალიან პააატარა ხაზი აქვს მკრტალად, არ ვიცოდი ტუ კლანჭით მოკაწვრისასაც უნდოდა შრატი და არ გამიკეტებია, თან ისე პატარაზე აქვს ძლივს ემჩნევა , რომ დიდი მნიშვნელობა არც მივანიჭე. ეხლა დედაჩემმა ამანერვიულა ეკიმს ვკიტხეო საქარტველოშიო და აუცილებელიაო შრატიო, არადა გუშინ შუადღის 2 საატზე მოპორჭყნა და ეხლა მეორე დღის 4 საატია უკვე. ანუ 24 საატზე მეტია გასული და შრატი არ გამიკეტებია. მიტხარით რა საშიშია? მაქვს ნერვიულობის საბაბი?
არც ექავება, არც გაუწითლდა, დღეს აგარც ემძნევა ნორმანულად. ........ რას პიკრობტ?

Posted by: blblbl 19 May 2013, 16:55
goga-mariami
QUOTE
ეკიმს ვკიტხეო საქარტველოშიო და აუცილებელიაო შრატიო

შენ არ ხარ საქართველოში?

Posted by: ninoeqimi 19 May 2013, 18:47
SUBADARI
სასურვევლია გაკეთდეს, მე ვუკეთებდი ჩემს შვილს, თUმცა პროტოკოლით მხოლოდ პირველი აცრის წინაა მოწოდებული.
marilina
კი, ალბათნაყინმა გაუღიზიანა, ან სიცივემ უსიამოვნო შეგრძნება გამოიწვია და ასე გამოხატავს
qeta2012
კი, საჭიროების შემთხვევაში, საჭირო დროს და საჭირო ხანგრძლივობით ერთკვირიან ფაგებს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს.
goga-mariami
შრატი აუცილებელია

Posted by: niniko09 19 May 2013, 22:53
goga-mariami
როგორც ვიცი, დაგვიანებული არაა და მიიყვანეთ კლინიკაში

Posted by: veriko_zuka 20 May 2013, 13:51
http://www.radikal.ru
ზუსტად ასე აქვს ჩემს ბიჭს, 4 წლის ხდება, არ ვიცი რა ვუყო, ხო ვერ მირჩევთ რამეს, ექიმთან წაყვანას ვაპირებთ მაგრამ მაინტერესებს რამდენად საშიშია, სიცხე არ აქ,

Posted by: pravinia 20 May 2013, 17:04
ninoeqimi


გამარჯობა, თქვენ ახალშობილებს იღებთ კონსულტაციაზე?
დღეს გაგვწერეს, რეკმენდაცია მოგვცეს ვაჩვენოთ ნევროლოგს 10 დღის რომ გახდება,
მე მქონდა დაბალი ჰემოგლობინი და სავარაუდოდ ამის გამო აქვს ნეოროსონოსკოპიაში ჰიპოქსიის კვალი თუ რაღაცა ამდაგვარი;
უფროსებსაც ჰქონდათ იგივე და ერთადერთი რეკომენდაცია ჰაერზე ყოფნა იყო, იმედი მაქვს ახლაც მასე იქნება,
მაგრამ მინდა კარგ ნევროლოგს ვაჩვენო, წამლები რომ არ უყვარს და კამფეტებივით რომ არ ნიშნავს biggrin.gif
მოკლედ თუ მიგვიღებთ ნეიროსონოსკოპიის პასუხსაც თან მოვიტანთ და მოვალთ სადაც დაგვიბარებთ smile.gif
დაახლოებით 26-დან 30 მაისამდე

Posted by: lelusi29 21 May 2013, 12:51
nino eqimo mogesalmebit. bavshvis oftalmologi mirchiet ra vinme. madloba

Posted by: goga-mariami 22 May 2013, 00:19
QUOTE (blblbl @ 19 May 2013, 16:55 )
goga-mariami
QUOTE
ეკიმს ვკიტხეო საქარტველოშიო და აუცილებელიაო შრატიო

შენ არ ხარ საქართველოში?

არ ვარ საქარტველოში მარა ეს რა შუაშია?
* * *
მადლობა ნინო ექიმო ყურადღებისთვის.

Posted by: blblbl 22 May 2013, 00:24
goga-mariami
საზღვარგარეთ აუცრელი ცხოველი არ დადის ჩვენგან განსხვავებით და მაგიტომ გკითხე smile.gif

Posted by: goga-mariami 22 May 2013, 12:43
QUOTE (blblbl @ 22 May 2013, 00:24 )
goga-mariami
საზღვარგარეთ აუცრელი ცხოველი არ დადის ჩვენგან განსხვავებით და მაგიტომ გკითხე smile.gif

ძაღლები კი , მარა კატები დადიან , ძალიან ბევრი კატები არიან ქუჩაში , კატების ქვეყანაა )))

Posted by: picundela 22 May 2013, 15:48
გამარჯობათ.მაინტერესებს ჩვეულებრივი წყლის დალავე თუ შეილება პატარასთვის წლის და 3 თვისაა? აქამდე სულ ბაკურიანი და სნოს წყალს ვალევინებდით ხოლმე

Posted by: დოლორეს 23 May 2013, 03:24
ninoeqimi
QUOTE
თUმცა პროტოკოლით მხოლოდ პირველი აცრის წინაა მოწოდებული.

ამათ ეგეც არ გაგვაკეთებინეს,არადა მინდოდა. sad.gif
ჩვენმა პედიატრმაც(კერძომაც კი),საჭიროება თუ არმოითხოვს არ გირჩევთო.ოღონდ ანალიზს ნუ მოსთხოვ აქ,სოციალური დაზღვევით და...

ნინო ექიმო,ჩემს შვილს ღამის გაღვიძებები ვერ გამოუკეთდა.ჭამას აღარ ითხოვს,არც მიმიძალებია ღამით ძუძუ,(ძლივს როგორც იქნა არ შია ხოლმე ღამით),თორემ ეს ძუძუზე უარს არასოდეს ამბობს,ახალი ნაჭამიც რომ იყოს.ანუ,მალ-მალე ტირილით შეღვიძებები შიმშილის ბრალი არ უნდა იყოს.ღამით გამოღვიძებულზე მამამისი რომ აიყვანს,სკდება ტირილით,მოვკიდებ თუ არა ხელს ეგრევე მიიტრუნება და აგრძელებს ძილს.არადა მეც გადავიწვი,მთელი დღე ზმუის,ღმუის,ჩემი ხმის გაგონებაზე და ჩემს დანახვაზე წიოკს ტეხს,ცრემლების ფრქვევით ტირის,უნდა რომ ხელში ავიყვანო.არადა საქმეებიც ხომ მაქვს,ვინ გამიკეთებს.მოკლედ დღისით,ღამით ხელში უნდა,გადავიწვი უკვე.მაგრამ მე უფრო მადარდებს ეს ღამის გაღვიძებები.თქვენი აზრით შეიძლება სხვა პრობლემა იყოს ამის მიზეზი?ღამის ძილს ყოველთვის 9-იდან ათამდე იძინებს.აქედან მოყოლებული თითქმის ყოველ საათში იღვიძებს და ვუბრუნებთ ძილს.
და გვაქვს ძალიან დიდი პრობლემა,დღემდე _ 9 თვის ხდება უკვე.სულ,მუდმივად ხელში იძინებს,დილის ძილს,შუადღისძილსდაღამის ძილს-სულ ხელში.ვერაფერი მოვუხერხე.9 კილოა და დაგვაწყდა მკლავები.რწევით და ,,სკუპ-სკუპით'' სიარულში იძინებს მხოლოდ.სადამდე უნდა იყოს ასე ნეტავი.რას მირჩევთ როგორ გადავაჩვიო?ვერაფერს გავხდი დღემდე.რომ ეძინება დასაწოლში ჩავაწვენ,შეიძლება ჩაბჟირებამდე იტიროს,სანამ ხელში არ ავიყვან. sad.gif


Posted by: dodij 23 May 2013, 13:12
ჩემი პატარა უკვე შვიდის გახდება.6 თვის შემდეგ დავამატეთ ნუტრილაკის რძე და გემრიელად მიირთმევს.ცოტა ხანში დავამატე ჰეინსის ჰეინსის გოგრის ფაფა,ჭამით მიირთმევს გემრიელად,ოღონდ შეკრულობა დაგვეწყო.ოღონდ დღის განმავლობაში გადის რამდენჯერმე 8-10 ჯერ,მაგრამ ძალიან ცოტ-ცოტას(ფრჩხილის ოდენას).თან იჭინთება და ისე, თან ტაკოც გამომწვარი აქვს.თუ გქონიათ ვინმეს მსგავსი შემთხევა და იქნებ მირჩიოთ რა ვქნა.ძალიან ვნერვიულობ და განვიცდი

Posted by: NEO23 23 May 2013, 13:44
გამარჯობათ. ჩემი ბავშვია თვე და 3 კვირის, დღეს ნერვაპათალოგთან გვყავდა, ვერ იძინებს კარგად, კი ძინავს მარა ისე არა როგორც უნდა ეძინოს, ხან დღეში 1 ხელ იძინებს მარტო, სულ წუხს. ხოდა ექიმმა გვითხრა ბევრის ჭამა შეიძლება იყოს მიზეზიო. 90 გრამს ჭამს ჰუმანა პრეს თითო ჭამაზე, ხან ძუძუსაც აყოლებს ხან არა. ღამე სულ ძუძუზეა. ნაჭამი იყო ექიმთან, რომ ავწონეთ და ტანსაცმლიანად იყო 6 კილო (ბევრი არაფერი ეცვა). თუა ვინმე კომპეტენტური რომ მითხრას საგანგაშოდ ჭარბია წონა??? ან რაღა უნდა გაუკეთო, თვენახევრის ბავშვს დიეტაზე ხო არ დასვავ, 90 გრამი მემგონი არც ისე ბევრია.

გამოგვიწერა ნორმოკიდი (მუცლისთვის ალბათ) , და ატარაქსი 1/6 1 ხელ დღეში და თუ ალერგია არ მიცა მერე 2 ჯერ დღეში მიეცითო. როგორც ვიცი ეგ ძლიერი დამამშვიდებელია და რამდენად მირჩევთ რომ მივცეთ??

მადლობა წინასწარ

Posted by: lego1975 23 May 2013, 20:02
მოგესალმებით, 2 წლის ბიჭს გავუკეთეთ სისხლის საერთო ანალიზი პროფილაქტიკის მიზნით. შედეგები ასეთია: ჰემოგლობინი-137; ლეიკოციტები-11.1 (ერთეული 10 9/ლ); ერითროციტი-5.3 (ერთეული 10 12/ლ); სეგმენტბირთვიანი ნეიტროფილი-15%; ლიმფოციტი 72%; ეოზინოფილი-5%; შენიშვნაში უწერია, რომ აღინიშნება შეფარდებითი ნეიტოპენია, ლიმფოციტოზი, გვხვდება ფართოციტოპლაზმიანი ლიმფოციტები. უახლოეს ბოლო პერიოდში არანაირი დაავადება არ გადაუტანია, რამდენიმე დღის წინ ქონდა კუჭში შეკრულობა, თუმცა ფერმენტის მიცემის შემდეგ დაურეგულირდა. შედეგები ხომ არ მიუთიტებს რამე დაავადებაზე?

Posted by: ninoeqimi 23 May 2013, 22:38
dodij
ქლიავის პიურე უყიდეთ ჰიპის და მიეცით, გახსნის.
NEO23
შესაძლოა ყოფნის ის ძIლი რაც ძინავს, სხვადასხვა ბავშVს და მოზრდილსაც აქვს სხვადასხვა ძIლის ჩვევა, რაც შეეხება წონას შესაძLოა სულაც ვერ აწონეს სწორად, ძალიან ხშირია მასეთი შემთხვევები. ატარაქსის მიცემას არ გირჩევთ და არც ნორმოკიდს. ზოგადად
lego1975
სად გააკეთეთ ანალიზი? რამდენად სანდოა?

Posted by: lego1975 23 May 2013, 23:12

ninoeqimi
ავერსის კლინიკაში გავუკეთეთ ანალიზი

Posted by: Maribeli 24 May 2013, 15:52
პირველად ვპოსტავ ამ თემაში და ძალიან გამეხარდება თუ მიპასუხებთ და რჩევებს მომცემთ :
მყავს 1.2 თვის შვილი , გოგონა.. ფეხს იდგავს ეხლა და 10 დღის წინ მასაჟები დავუწყეთ.. მასაჟისტმა მითხრა რომ ბრყელტერფიანიაო.. ამის გამო გუშინ მყავდა ორთოპედთან ( უკვე მეორედ ადრე 6 თვის მყავდა და მაშინ ყველაფერი კარგად არისო) და იმან სულ გადამრია, დამიდასტურა ბრყელტერფიანიაო . 1 ხარისხისო..
მერე ვკითხე რა მოვიმოქმედო მასაჟებს ისედაც ვუკეთებმეთქი, უკვე მეორე კურსია მასაჟების (პირველი 5-6 თვის ასაკში გაუკეთე) , მთელი ზამთარი სუპინატორიანი ფეხსაცმელები ეცვა და ეხლაც სულ ხარისხიან სუპინატორიან ფეხსაცმელს ვხმარობთ... მაგრამ მან მითხრა ეგ გენეტიკურია და შენ რაც არ უნდა მოიქმედო ეგ არ ინკურნებაოო.. რამდენიც გინდა იმდენი ფეხსაცმელი უყიდო და რამდენი მასაჟიც არ უნდა უკეთო სრულად არ ინკურნებაო, მარტო ხარისხის დაწევა ხდება მაგ დროსო და ამას ისედაც 1 ხარისხის აქვსო (ანუ ყველაზე მსუბუქი ფორმააო ასე მითხრა) და ამაზე დაბლა აღარ დაიწევსო.. ძალიან განერვიულებული ვარ ეს ორი დღეა არ ვიცი რა ვქნა..

ნინო ექიმო რას ნიშნავს 1 ხარისხის ბრტყელტერფიანობა და შეიძლება თუ არა შეიცვალოს სურათი , ბავში ეხლა 1.2 თვის არის (ორთოპედმა მითხრა 1.6 თვისა უფრო დაბეჯითებით გეტყვი არის თუ არა ბრტყელტერფიანიო)

და მეორე კითხვაც : თუ 1.6 ტვისას მაინც ისეთი მდგომარეობა დარჩა როგორიც ეხლა, მართლა არ აქვს აზრი მასაჟებს და სუპინატორიან ფეხსაცმელებს???

ვისაც გქონიათ მსგავს პრობლემასთან შეხება იქნებ მირჩიოთ მოგცათ თუ არა მკურნალობამ შედეგი ??
წინასწარ დიდი მადლობა ყველას

Posted by: merkantil 24 May 2013, 16:05
Maribeli
სხვა ორთოპედს აჩვენე.
ბრტყელტერფიანობის დიაგნოზს ერთი წლის ბავშვს არ უსვამენ.

Posted by: Maribeli 24 May 2013, 16:35
QUOTE (merkantil @ 24 May 2013, 16:05 )
Maribeli
სხვა ორთოპედს აჩვენე.
ბრტყელტერფიანობის დიაგნოზს ერთი წლის ბავშვს არ უსვამენ.

ხო რავიცი მასე მითხრა იმანაც.. ამ წუთას ის შემიძლია გითხრა რომ ეხლა ბრყელი ტერფი აქვსო, მაგრამ 4 თვის მერე ანუ 1.6 წლის რომ იქნება მერე დაზუსტებით დავუსვავ დიაგნოზსო.. მაგრამ მე იმან გამანერვიულა რომ მერე რომც დარჩეს ეს მდგომარეობა მასაჟები და სუპინატორებით არ იკურნებაო რომ მითხრა... (((

Posted by: merkantil 24 May 2013, 18:22
Maribeli
ევროპაში 4-5 წლამდე არ სვამენ მაგის დიაგნოზს და ეგ ვანგაა?

Posted by: ninoeqimi 24 May 2013, 20:34
Maribeli
ვინ ნახა ორთოპედმა? ნუნუ გეგეშიძემ?
ჯერ ერთი ასე პატარა ასაკში დიაგნოზის დასმა არ ხდება, ამას უფრო მოზრდილიასაკი ჭირდება 4-5 წელი, მეორეც კიბოიკურნება და შიდსი და ბრტყელტერფიანობა რა არის ასეთI? smile.gif

Posted by: SUBADARI 24 May 2013, 22:36
ninoeqimi
ნინო ექიმო. ჩემი პატარა ერთ კვირაში ხდება 4 თვის და ბოლო ორი კვირაა აქტიურად იყურება უკან როდესაც წევს. ანუ უკან რაც არის იმ რაღაცეებ სუყურებს ან თუ ფანჯრისკენ ზურგით წევს სინათლისკენ ატრიალებს უკან თავს. ყურადღება გასამახვილებელია ეს ფაქტი??

Posted by: qeta2012 25 May 2013, 14:50
ნინო ექიმო გეხვეწებით მითხარით რა, 7 თვისაა უკვე ჩემი გოგო და ფაფები და ბოსტნეულის პიურე დავუმატე, მაგრამ სხვადასხვანაირად ამიხსნეს ექიმებმა როგორ გავუმზადო, ერთმა მითხრა რომ ძროხის რძით და წლით გაუთხელე და მერე ზეთი დაამატეო, მეორემ ზეთი ან კარაქიო და ვეღარ გავიგე. მე მაინტერესებს ამ ეტაპზე შეიძლება თუ არა კარაქი, ჩვეულებრივი საჭმლის ზეთი და ძროხის რძე? ბავშვი არის ალერგიული და აქვს I ხარისხის დისბაქტერიოზი.
და კიდევ თუ იცით ზეითუნის ზეთი არარაფინირებულია? მგონი ჯობია რომ ბავშვსთვისაც და ჩემთვისაც მაგით მოვამზადო კერძები? ( მეც დისბაქტერიოზი მაქვ)
მადლობა წინასწარ

Posted by: makavel1 25 May 2013, 17:58
qeta2012
ექსტრა ვირჯინ რომელსაც აწერია ზეითუნის ზეთებს ეგ არის არარაფინირებული და რომელსაც არ აწერია რაფინირებულია

Posted by: qeta2012 25 May 2013, 18:18
makavel1
გაიხარე, მადლობა 2kiss.gif

Posted by: pravinia 25 May 2013, 20:21
qeta2012


http://www.momxmarebeli.ge/?rec=1828

ძალიან სრულყოფილად წერია ზეთის სახეობებზე, გამოგადგება smile.gif

Posted by: picundela 25 May 2013, 20:23
გამარჯობათ.მაინტერესებს ჩვეულებრივი წყლის დალავე თუ შეილება პატარასთვის წლის და 3 თვისაა? აქამდე სულ ბაკურიანი და სნოს წყალს ვალევინებდით ხოლმე

Posted by: qeta2012 25 May 2013, 22:02
pravinia
გაიხარეე, ზუსტად ასეთი ინფორმაცია მჭირდებოდა 2kiss.gif

Posted by: *MARIKUNA* 26 May 2013, 00:43
gamarjobat,me aq axali var,eqims minda kitxva davusva an vinc garkveuli xart amashi,chem pataras titze schirdeba operacia orive xelze da mtliani narkozit unda gauketon,dzaan vnerviulob rogor gamova narkozidan,raime problema xom ar iqneba,chemi gogo 16tvis aris,male unda gavuketo da dzaan vnerviulob,ra shegidzliat mitxrat amis shesaxeb,maaqvs sanerviulo tu ar aris es sashishi?

Posted by: ninoeqimi 26 May 2013, 11:17
qeta2012
წლამდე ძროხის რძე და შესაბამისად სახლში გამზადებული ფაფა არ არის რეკომენდირებული, სასურველია მზა ფაფა იყიდოთ და კარგად დააკვირდეთ ეტიკეტს, რომ იყოს დამზადებული ადაპტირებული რძით, წლის შემდეგ შეგიძლიათ უკვე სახლშიც მოუმზადოთ პასტერიზებული რძით. რაც შეეხება ბოსტნეულს, ის შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც მზა, თU ამის საშUალება გაქვთ, ასევე სახლში მომზადებული, გასუფთავებული და გარეცხილი ბოსტნეული წინასწარ უნდა ერთი საათით მაინც გააჩეოთ წყალში, შემდეგ მოხარშოთ მცირე რაოდენობის წყალში, თავდახურულ ჭურჭელში, სასურვეია თუ გაჭყლეტავთ ჩანგლით და არ დააბლენდერებთ, ასე უფრო ადვილად შეეჩვევა ჭამას, თუ გინდათ რომ მარილი დაამატოთ, დაამატეთ წინასწარ მომზადებული მარილწყალი, ზეთი კი ან ზეითუნის ან სიმინდის, უკვე გამზადებულ საჭმელს დაამატეთ, რაც შეეხება კარაქს, შეზღუდვა არც წლამდე არ არის, მაგრამ მთელი პრობლემა კარაქის არჩევაა, მე პირადად ან ფინს ვყიდულობ ან ვალიოს, ყველაზე მეტად მომწონს. რაც შეეხება ალერგიულ ბავშვს მისი კვება ძალიან საყურადღებოა და ამას განსაკუთრებული მიდგომა ჭირდება.
SUBADARI
აინტერესებს და რა ქნას smile.gif არაფერი არ არის საყურადღებო



* * *
picundela24
წესით ჩვენც არ უნდა ვსვავდეთ ჩვეულებრივ წყალს, ისეთი დაბინძურებულია, მე პირადად ვერ ვრისკავ და ვყიდულობ ბავშვის წყალს.
*MARIKUNA*
მაგაზე ნუ ნერვიულობთ, წინასწარ გაუკეთებენ ყველა საჭირო გამოკვლევას და ნარკოზიდანაც აუცილებლად გამოიყვანენ, რასაკვირველია ყველა ოპერაცია რისკია, არსებობოს გართულებების ალბათOბა, მაგრამ წინასწარ თავს ნუ მოიკლავთ ნერვიულობით, ყველაფერი კარგად იქნებაsmile.gif რა ოპერაცია ჭირდება?

Posted by: *MARIKUNA* 26 May 2013, 14:34
TRIGGER FINGER - tu gagigia,es schirs,tits ver shlis bolomde,moklet saatze cota meti unda operacias da ar vici,me sazgvargaret var da mand minda chamosvla ro operacia gavuketo,aq ar vendobi eqimebs.

Posted by: makau 26 May 2013, 16:40
ninoeqimi
გამარჯობა,უკაცრავათ,მაგრამ ნაწილობრივ გინეკოლოგიური კითხვა უნდა დაგისვათ,რადგან პასუხი ვერ მივიღე ვერსად.თუმცა ნაწილობრივ ბავშვსაც ეხება.მოკლედ ექიმმა დამინიშნა ფლაჟილის ტაბლეტები (ტრიხამინისთვის) ვარ 18 კვირის ორსული,მაინტერესებს რამდენად მავნეა ნაყოფისთვის,რადგან ანოტაციაში წერია რომ არ არის სასურველი ფეხმძიმობისას. მადლობა წინასწარ.

Posted by: kkatrin 26 May 2013, 16:55
ninoeqimi
ნინო ექიმო წლის და 3 თვის მყავს ბავშვი, 2-3 თვეა ძალიან მაგრად არის კუჭში შეკრული,ქვასავით არის, თუმცა აქამდე მაინც ტვითონ გადიოდა დღეში ერთხელ ტირილით ,კივილით მაიგრამ მაინც გადიოდა,ბოლო 4 დღეა აღარ გასულა,ნუ გუშინწინ გავიდა ოღონდ ცოტას..ეს დღეებია ძალიან წვალობს,ტირილით იძინებს.წუხელ კი საერთოდ ვერ დაიძინა,საღამოს 8 საატიდან გამთენიის 5 საათამდე შეუჩერებლად ტიროდა.რა ვქნა როგორ გავიყვანო?არც მედულაკმა უსჰველა,არც დუფალაკმა,არც ლინექს ფორტე შველის და არც ქლიავის პიურე,ასევე ქლიავის წვენი,რძე. დაღამების მეშინია.

Posted by: ninoeqimi 26 May 2013, 17:04
kkatrin
ჩააბარეთ გოთუაზე ბატქერიოლოგიური ანალიზი და მაკროსკოპულიც, გავარკვიოთ მიზეზი და იმის მიხედვით ვუმკურნალოთ მერე, თუ ასე წუხს ან გლიცერინის სანთელი ან მიკროოყნა გაუკეთეთ, სანამ მიზეზს გავიგებთ რომ არ აწუხებდეს.
makau
მე მაგ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ, სხვა გინეკოლოგთანაც გადაამოწმეთ

Posted by: kkatrin 26 May 2013, 17:12
ninoeqimi
ძალიან დიდი მადლობა ნინო ექიმო,აუცილებლად გავუკეთებ,კიდევ მინდა გკიტხოტ ,2 თვის წინ ვიყავი ექიმთან და მითხრა რომ ბავშვებმა ამ ასაკში იციან ანუსთან შევიწროვებაო და მაგის ბრალი იქნებაო 2 წლამდე გაუდიდდებაო თუ არადა მერე ვიფიქროტ ქირურგიულ ჩარევაზეო და შეიძლება ეს მართლაც ასე იყოს?

Posted by: *MARIKUNA* 26 May 2013, 17:16
ნინო ექიმო იქნებ ჩემ კითხვაზეც გამცეთ პასუხი.
* * *
ნინო ექიმო პირველ კითხვაზე რომ გამეცით პასუხი დიდი მადლობა,მეორე ფაქტიურად კითხვაც არ იყო,უბრალოდ მაინტერესებს თუ გაგიგიათ ამ ოპერაციის შესახებ რაც მოგწერეთ და რანდენად რთული ოპერციაა.მადლობა.

Posted by: ninoeqimi 26 May 2013, 21:01
kkatrin
ანუსთან შევიწროებაზე მე არაფერი მსმენია და არც არსად წამიკითხავს, თუ გამირიცხება მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები, მაშინ სულ სხვა პათოლოგიაა სავარაუდო და აუცილებელია უფრო დეტალური გამოკვლევა

Posted by: qeta2012 27 May 2013, 12:39
ninoeqimi
დიდი მადლობა ასეთი ამომწურავი პასუხისთვის, და ერთი კითხვაც მაქვს, თავიდან ხორცი წიწილით დავიწყო ხო? და სად შევიძინო ან რომელი ფირმის ხომ ვერ მირჩევდით?

Posted by: ninoeqimi 27 May 2013, 20:39
*MARIKUNA*
მე არ ვიცი მაგ ოპერაციის არც ტექნიკა და არც ი, როდის არის საჭირო და როდის არა, კომპეტენტურ ორთოპედს აჩვენეთ და ის დაგაკვალიანებთ
qeta2012
წიწილი ცოცხალი ჯობია ყველას, დიღმის ბაზარზე უნდა დააკვლევინოთ

Posted by: qeta2012 30 May 2013, 16:15

ninoeqimi
და ზეითუნის ზეთი არარაფინირებული გამოვიყენო ხო? თუ არა აქვს მნიშვნელობა?

Posted by: dodij 30 May 2013, 16:37
ჩემი ბიჭი არის 2.5 წლის და სასქეზო ორგანოზე კანი არ გადადის, შარდვით ჩვეულებრივად შარდავს და ტკივილი არ აქვს, მაგრამ მითხრეს რომ ფიმოზია. რამდენად აუცილებელია მისი გაჭრა?

Posted by: ninoeqimi 30 May 2013, 17:57
dodij
კატეგორიულად არ არის რეკომენდირებული ხელის ხლება/

Posted by: blblbl 30 May 2013, 18:00
ninoeqimi
ხაში რა ასაკიდან შეიძლება ჭამოს ბავშვმა?

Posted by: dodij 30 May 2013, 18:21
ninoeqimi
QUOTE
dodij
კატეგორიულად არ არის რეკომენდირებული ხელის ხლება/

აბა როგორ უნდა მოვიქცეთ, იქნებ დაგვაკვალიანოთ?

Posted by: ინი44 31 May 2013, 16:30
ახლობლის 2 წლის ბავშვს 2 დღეა ფეხები დააქვს გაჭიმული, წელიც და თავიც. რაიონის ექიმმა ურჩია იაშვილში წაიყვანეთ სასწრაფოდო. რა უნდა იყოს ძალიან შესინებულები არიან.

Posted by: bachachuna 5 Jun 2013, 12:42

ninoeqimi
თითქმის ორი თვის არის ჩემი ბიჭი და ხელზე აცრილი, რომელიც სამშობიაროში გაუკეტეს სამი დღეა გაუდიდდა და დღეს ჩირქიც შევნიშნე, საშიშია? გავაქანო ექიმთან?

Posted by: picundela 5 Jun 2013, 13:08
-გამარჯობათ.მინდა გკითხოთ ჩემი გოგო წლის და 2 თვისაა და ჯერ კიდევ 2 კბილი აქვს ამოსული წინები.მეშინიაა ძაან ხო არ დაუგვიანდა? თქვენ რას მირჩევთ როგორ მოვიქცე

Posted by: anooo-sunshine 5 Jun 2013, 14:27
dodij
მეც მქონდა იგივე პრობლემა იმ მხრივ, რომ ნუტრილაკის რძე რომ დავიწყეთ ბავშვს შეკრულობა დაეწყო. შეიძლება ყველა ბავშვზე ინდივიდუალურად მოქმედებს მაგრამ ჩემსაზე ასე იმოქმედა, დიდი ხანი ვარკვევდი რის ბრალი იყო და აშკარად ეს რძე კრავდა.

ninoeqimi
გამარჯობა ნინო ექიმო, ხომ არ იცით რუსული მალიში რომ არის როგორი ხარისხია? წიწიბურის მალიში მივეცი 7 თვის ხდება. რძე მოიძულა, ცოცხალი თავით არ ეკარება არც ნუტრილონს, არც ჰიპის, რა აღარ ვცადე და წიწიბურის ფაფები რადგან მოსწონდა, ახლა მივეცი წიწიბურის მალიში და იმაზე უკეთ ჭამს ვიდრე რძეს ჭამდა. თქვენი აზრით კარგი ხარისხისაა?

Posted by: ninoeqimi 7 Jun 2013, 23:12
bachachuna
არარის საშიში, მოხმება და მოძვრება.
picundela24
დაელოდეთ< ამოუვა აუცილებლად
anooo-sunshine
უფრო კარგი ხარისხის საკვებიც არსებობს, მაგრამ თ სხვას არაფერს ჭამს, მიირთვასsmile.gif

Posted by: პროფაზა 8 Jun 2013, 16:20
მაინტერესებს თუ შეიძლება 43 წლის ქალმა შვილი გააჩინოს.

საერთოდ ხდება თუ არა ეს და თუ არსებობს რაიმე გამონაკლისი?

Posted by: Mrs_Zum 9 Jun 2013, 17:42
პროფაზა
როგორ არ შეიძლება, უფრო დიდებიც აჩენენ )) ჩემი პადრუგა თითქმის 50 წლისამ გააჩინა დედამისმა yes.gif

Posted by: kkatrin 9 Jun 2013, 20:54
ნინო ექიმო გავაკეტეთ განავლის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა

ბიფიდუმბაქტერიების ნაკლებობა
ნაწლავის ჩხირისა და ენტეროკოკის მომატებული რაოდენობა
ნაწლავის ჩხირის 100% არასრული ფერმენტაციით
ამოეთესა ჰემოლიზური ნაწლავის ჩხირი 1 -10 გრ

საშიშია რამე თუ არც ისე?
დანიშნულებაც მოგვცეს :
ინტესტი ფაგი და ბიფიკოლი. დანარჩენებზე რეაქცია არა აქვს,რეზისტენტულია

Posted by: ninoeqimi 10 Jun 2013, 00:38
kkatrin
მაგ დანიშნულებას ყველას აძლევენ იქ, მაგრამ მაგდანიშნულებით მორჩენილი ბავშვი მეჯერ არ მინახავს. მიკროსკოპული ანალიზის მიხედვით უნდა შეირჩეს მკურნალობის ტაქტიკა. ეს ალბათ არასრულად ან არასწორად ნამკურნალევი ძველი ნაწლავური ინფექციის შედეგია.
პროფაზა
თუმცა 40 გადაცილებული ქალებისათვის საკმაოდ მაღალია რისკი სხვადასხვა დაავადებების, მეტსაც გეტყვით, საზღვარგარეთ თუინვიტროზე მიდგება საქმე, აკრძალულია 40 გადაცილებულის კვერცხუჯრედის გამოყენება

Posted by: kkatrin 10 Jun 2013, 12:12
ninoeqimi
QUOTE
მაგ დანიშნულებას ყველას აძლევენ იქ, მაგრამ მაგდანიშნულებით მორჩენილი ბავშვი მეჯერ არ მინახავს. მიკროსკოპული ანალიზის მიხედვით უნდა შეირჩეს მკურნალობის ტაქტიკა. ეს ალბათ არასრულად ან არასწორად ნამკურნალევი ძველი ნაწლავური ინფექციის შედეგია.

ეს მიკროსკოპული ანალიზი კიდევ სხვა რამეა?

Posted by: Mafanya 10 Jun 2013, 14:12
ninoeqimi
ნინო ექიმო ჩემს შვილს 2 წლისაა თავზე ფუფხებივით შევამჩნიე - ჩვილებს რომ აქვთ ხოლმე, შეიძლება ეს რამე კანის დაავადების ნიშანი იყოს თუ უბრალოდ შამპუნმა გამოუშრო კანი?

Posted by: natuka_ra 10 Jun 2013, 14:18
Mafanya

+1 ჩვენც ანალოგიურ დღეში ვართ. მე იმას ვაბრალებ რომ კვირაში 2ზე მეტჯერ არ ვბან თავს და სავარაუდოდ გაუშრათქო.

Posted by: Mafanya 10 Jun 2013, 14:20
natuka_ra

მუსტელას შამპუნს ვიყიდი ისევ

Posted by: ninoeqimi 10 Jun 2013, 19:43
kkatrin
არ ვიცი თქვენ როგორ უთხარით, წესით უნდა გაეკეთებინათ ორივე ერთად, ანუ თU ორფურცლიანი პასუხი გაქვთ, ერთI იქნება მიკროსკოპული და მეორე მაქტერიოლოგია

Posted by: GEO_TBS 10 Jun 2013, 21:59
ninoeqimi

ნინო ექიმო ბავშვი ძუძუზე მყავს, მხოლოდ ღამით ვაწოვებ, დღეს დავლიე ნოოფენის ერთი აბი და მერე ვნახე ინსტრუქციაში ეწერა რომ ლაქტაციის დროს თუ სისტემატიურად მივიღებ, წოვა უნდა შევაწყვეტინო. მეტის დალევას არ ვაპირებ და ეს ერთი აბი უზამს რაიმეს ამაღამ რომ მოვაწოვო? თუ არა და მიღებული წამალი ან საკვები რამდენ ხანში გადის რძიდან თუ სეგიძლიათ რომ მითხრათ... ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავი და სანამ დავლევდი არც კი გამხსენებია ინსტრუქციის წაკითხვა sad.gif

პ.ს. ბავშვი 3 თვე ნახევრისაა

Posted by: ninoeqimi 11 Jun 2013, 00:05
GEO_TBS
არაფერს არ უზამს, ბევრი ბევრი ცოტა ძილიანი გახდეს ერთი დღე

Posted by: Tata-tatu 11 Jun 2013, 12:44
ninoeqimi
გამარჯობა ნინო ექიმო....ნინას კალცი აქვს 2,25 არის 11თვის და აქვს 2კბილი საჭიროა კალცის მიცემა დამატებით? ჭამს ხაჭოს, მაწონს იოგურტსაც....თუ ჯობია დავამატოთ რომელი და დოზებიც რომ დამიწეროთ

Posted by: ninoeqimi 11 Jun 2013, 21:37
Tata-tatu
მაგ ლაბორატორიის მონაცემებით ნორმა რამდენია? თუ ნორმაშI ჯდება არ უნდა დამატება, ზედმეტი წამალი რა სასურველია

Posted by: Tata-tatu 12 Jun 2013, 21:32
ninoeqimi
2,25-2,75 ნორმის ქვედაზღვარიაო და მივცეთო თან ორი კბილი აქვსო და ამ ასაკში(11 თვისაა) საშიშია? ყიფლიბანდიც ოდნავღა აქვს

Posted by: ninoeqimi 12 Jun 2013, 21:46
Tata-tatu
ეს ყველაფერი არანაირ კავშირში არ არის ერთმანეთთან, თუ განვითარებით კარგი ბავშვია და ჩივილები არ გაქვთ არ არის საჭირო არაფერი

Posted by: ketevani85 13 Jun 2013, 13:53
გამარჯობა.
ჩემი წლისა და 2 თვის შვილი თავს ურტყამს ყველაფერს.
ნევროლოგს უნდა ვაჩვენო? თითქოს გართობის ერთ-ერთი სახეობაა მისთვის, იცინის, ამას რომ აკეთებს.

Posted by: pravinia 13 Jun 2013, 14:10
ketevani85


ჩემები გაბრაზებულზე იქცეოდნენ მასე, ზუსტად მაგ ასაკში givi.gif
ალბათ დილიხორის მიხედვითაა, სხვა ბავშვებიც აკეთებენ smile.gif

Posted by: ninoeqimi 13 Jun 2013, 21:48
ketevani85
არ მიაქციო ყურადღება, არც დაუშალო და არც გაიცინო, ვითომ ვითომ ვერ ხედავ, გადაეჩვევა

Posted by: SUBADARI 13 Jun 2013, 23:42
ninoeqimi
იცით რა მაინტერესებს ჩემს ძმიშვილს აღმოაჩნდა წითელა მე ბავშვი ვნახე ზუსტად 10 დღის წინ. იმ დროს არაფერი ემჩნეოდა თუ რამე და მე მაგ დროს შეიძლებოდა გადამდებოდა? ან აქამდე ხო გამოავლენდა თავს? წითელა რამდენი ხანია გადამდები ავადმყოფის დაინფიცირებდიან?

Posted by: makau 14 Jun 2013, 10:42
ninoeqimi
გამარჯობა,მაინტერესებს ამ პერიოდში თუ შეიძლება 6 წლის ბავშვისთვის კალცის მიცემა ანალიზის გარეშე,ეს დღეებია იძახის ,რომ ღრძილები ექავება.ისე დიდი ხანია არც ვიტამინი და არც კალცი არ მიმიცია.ცუდი მჭამელი ნამდვილად არ არის,ყველიც უკყვარს,მაწონიც.ხორცსაც კარგად ჭამს და კვერცხსაც ხშირად იღებს.ერთადერთი ხილს ცუდად ჭამს.და იქნებ მირჩიოთ რომელი კალცი მივცე და საერთოდ თუ შეიძლება ესე ზეპირად.მადლობა წინასწარ.

Posted by: ninoeqimi 14 Jun 2013, 15:22
SUBADARI
გადამდებია ინკუბაციურ პერიოდში, ანუ დაავადების შეყრიდან პირველი ნიშნების გამოვლენამდე, ეს პერიოდი წითელას შემთხვევაში 7-10 დღეა.
makau
ღრძილების ქავილი რომ კალციუმის დეფიციტის სიმპტომია ვინ გითხრათ ან რატომ დაუკავშრეთ/?

Posted by: makau 14 Jun 2013, 15:36
ninoeqimi
პრინციპში არავის უთქვამს,მეთვითონ დავუკავშირე რატომღაც smile.gif ანუ რისი ბრალი შეიძლება რომ იყოს?

Posted by: sopho_94 14 Jun 2013, 18:41
ბავშვი მყავს 2 კვირის,ძუძუზეა და რაფაელო შემიძლია რო ვჭამო?

Posted by: T@K 15 Jun 2013, 19:34
ეს თემა ავიდა 200 გვერდზე, გაიტანეთ ))))

Posted by: ninucanini 17 Jun 2013, 20:51
10 თვისასა თავი დავანებებინე ძუძუს, იმის გამო რომ ორსულა დდავრჩი, ვერაფერი წამალი ვერ დავლიე რომ დამეშრო და მეთვითონ ძალიან დიდი წვალებით დავიშრე თითქოს. მაგრამ ეხლა ერთ ძუძUში დამრჩა რაღაცა ბურთUლასავით და ცოტა ხელის დადებაზე მტკივა კიდეც, რძე ისევ გამომდის ორივედან როგორც კი თავებზე ხელს მოვიჭერ. გამეწოვება ეს ბურთულა თუ იცით, ეხლა ახალი რძე რომ ჩადგება და ბავშვი რომ მოწოვს??

Posted by: MIRACLE4 19 Jun 2013, 04:14
გამარჯობა ნინოექიმო

ჩემი ბიჭი 1 წლის და 9 თვისაა,ბოლო პერიოდი შევატყვე რომ ნეკნების ქვედა რკალი გარეთაა გამოწეული,ორივე მხარეს.ასე უნდა იყოს თუ ვაჩვენო ორთოპედს?წონით 14 კილომდე იწონის,საშუალო პარამეტრების ბავშვია,ნორმალური.ადრე არ ჰქონდა ასე.

მადლობა

Posted by: Voila 20 Jun 2013, 07:47
Tata-tatu
QUOTE
თან ორი კბილი აქვსო და ამ ასაკში(11 თვისაა) საშიშია?

ჩემსას საერთოდ პირველი კბილი ამოუვიდა 11 თვისას smile.gif მაგრამ მერე მალევე ამოუვიდა დანარჩენებიც.


ninoeqimi
ჩემს თანამშრომელს აღმოაჩნდა წითელა. წინა კვირას ჰქონია სიცხეები, პარასკევს გამოაყარა, ორშაბათს არ იყო სამსახურში და სამშაბათს გამოგვეცხადა, გამიარაო... საშიშია ჩვენთვის მაგის იქ ყოფნა? მართალია ერთ ოთახში არ ვართ, მაგრამ დიდი კომპანიაა, ზოგი ორსულია, ზოგს ბავშვი გვყავს...
მეორე თანამშრომელი, მას შემდეგ რაც მისმა ბავშვმა მოიხადა წითელა, კიდევ 1 კვირა არ დადიოდა, ექიმს უთქვამს, რომ ჯობდა სახლში ყოფილიყო, თანამშრომლებისთვის რომ არ ყოფილიყო საშიში.

Posted by: makau 20 Jun 2013, 10:56
Voila
რა უპასუხისმგებლობაა,ცოტა დაეცადა და ყოფილიყო სახლში. მეც ვიცი რომ საშიშია მაინც,არც ისე დიდი დროა გასული

Posted by: ninoeqimi 20 Jun 2013, 17:55
ninucanini
გინეკოლოგს კითხეთ, მაგრამ მე როგორცვიცი ორსულობა ძუძუთი კვების უკუჩვენება არ არის.
Voila
წითელა ყველაზე გადამდები არისინკუბაციურ პერიოდშI, ანუ მანამ, სანამ გამონაყარი გაჩნდება და გამონაყრის პერიოდში, ,ამიტომ თუ გადასადები იყო, მანამდე გადაგედებოდათ

Posted by: ninucanini 20 Jun 2013, 18:22
ninoeqimi
ვიცი რომ უკუჩვენება არ არის, მე გინეკოლოგმა მირჩიე თავი დაანებებინე, იმიტომ რომ ვერ გაძლებს ორგანიზმიო., ზუზუთი კვებას უამრავი ვიტამინი მიაქვს და მუცელში ჩანასახს კიდევ უფრო მეტიო, გამოიფიტებიო და მირჩია თავის დანებება,. მე ურალოდა მაინტერესებს ის ბურთულა, რომელიც გაშრობის შედეგად დარჩა რამდენად საშიშია და გაიწოვება თუ არა ბავშვი (ახალშობილი) რომ დაიწყებს ჭამას.

Posted by: Dido 20 Jun 2013, 19:04
ninoeqimi
დღეს პედიატრმა მითXრა რომ აცრების სიას დაემატა როტავირუსიც. როგორ ფიქრობთ აუცილებელია ეს აცრა? გვირჩევთ რომ გავუკეთოთ პატარებს?

Posted by: garfield1 20 Jun 2013, 20:06
ninoeqimi
ალერგოლოგი გვჭირდება ბავშვისთვის, ალერგიული დერმატიტი აქვს და რამდენ დერმატოლოგთანაც გვყავდა ყველამ რაღარ კრემები და სპეციალური საპნები დაუნიშნა, თუმცა საბოლოო შედეგი არ გვაქვს მაინც ნორმალური. ეხლა კი გვითხრეს რომ ჩვენი შესაძლებლობები ამოვწურეთ და ალერგოლოგს მიმართეთო, ბიძინა კულუმბეგოვი გვირჩიეს და თქვენ რა აზრის ხართ ?

Posted by: makau 21 Jun 2013, 13:42
garfield1
ბიძინასთან მეც მყავდა ბავშვი,ძალიან ყურადღებიანია და ყველაფერი კარგად გამოგვკითხა.ყველა ძალიან კმაყოფილია გარშემო.უბრალოდ ჩემსას არ აღმოაჩნდა ალერგია,გლენდების მერე სიმშრალე დარჩა და მაგის გამო ახველებდა,მე კიდე მეგონა ალერგია,და უბრალოდ გამოსარიცხად მივედით მაგასთან.

Posted by: garfield1 21 Jun 2013, 13:56
makau
მადლობა, მაგ ცენტრში აპირებენ მიყვანას და ნანა მგალობლიშვილიც გვირჩიეს და რომელიმესთან მივლენ ალბათ.
დაიტანჯა ბავშვი, ღამე ეღვიძება, აწუხებს ეტყობა ეს სიწითლე და ექავება და მერე ტირის და არის ერთ ამბავში

Posted by: SUBADARI 21 Jun 2013, 15:11
Dido
როტავირუსი არ არის აცრა. პირში აწვეთებენ. პირველი და მეორე აცრების დროს. საერთოდ რატომ გაგიჩნდა კითხვა გავუკეთო თუ არაო ? რახან ჩასვევს ეროვნულ კალენდარში ეი საჭიროა. შედი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვრდზე და ამომწურავად წერია ყველაფერი wink.gif http://www.ncdc.ge/index.php?do=bestnews&id=12 წაიკიტხე და მიხვდები რომ კარგია რომ დააემატა
* * *
მაგი კი არა ჩუტყვავილის საწინააღმდეგო აცტრაც რომ ჩასვან კარგი იქნება. ჩემმა ახლობელმა გადაიტანა დიდ ასაკში და სახე ისეთ დღეში აქვს გული გაგისკდება

Posted by: Dido 21 Jun 2013, 15:39
SUBADARI
ეგ ვნახე უკვე მაგრამ ახალი შემოტანილია, 2013 წლიდან და იმიტომ ვკითხულობ რომ დარწმუნებული ვიყო უსაფრთხოა. რადგან პირში უწვეთებენ ამიტომ აცრა არ ჰქვია? ნუ კაი მაშინ ვაქცინაცია smile.gif დასუსტებული ვირუსი ხვდება ორგანიზმში და გინდ აცრა ერქვას გინდ სხვა რამ მაინც ვნერვიულობ. როტარიქსის ვაქცინები არისო შემოტანილი და იმით აკეთებენო, თან ე.წ. ფასიანებს არ აქვთ და მხოლოდ პოლიკლინიკებში კეთდება და რატომ?
ჩუტყვავილაზე გეთანხმები რომ ვაქცინაცია უნდა იყოს მაგრამ როგორც ვიცი არ არისო კარგი ვაქცინა და დიდხანს არ დგებაო იმუნიტეტი. ჩემმა შვილმა 4 წლისამ გადაიტანა მაგრამ საკმაოდ რთUლად ჰქონდა მასაც.
იმედი მაქვს ეს როტარიქსის ვაქცინა კუჭნაწლავს არ აურევს user.gif

Posted by: makau 21 Jun 2013, 15:44
garfield1
ხო ცოდოა sad.gif საერთოდ მაგ ცენტრში მგონი ყველა კარგია

Posted by: SUBADARI 21 Jun 2013, 15:52
Dido
ჩვენს მააგლითზე გეტყვი რომ ჩაუტარდა როტავირუსის ვაქცინაცია უკვე მეორედ და რავიცი არაფერი არ არევია კუჭის მოქმედების მხრივ. კი გავიდა უკვე 21 დღე მეორე ჩაწვეთებიდან.

მე ვაპირებ ჩუთყვავილაზე ფასიანით ავცრა ოღონდ ჯერ ეს გეგმიურები ჩავამთავრო და პედიატრი და იმუნოლოგი როგორც გვირჩევს იმის მიხედვით.

Posted by: Dido 21 Jun 2013, 15:58
SUBADARI
ძალიან კარგი, დიდი მადლობა გამოცდილების გაზიარებისთვის, უფრო მშვიდად ვიქნები 2kiss.gif

Posted by: maliamii 21 Jun 2013, 19:28
garfield1
makau
ნანასთან მე მყავდა ჩემი და რა ვიცი რა გითხრა,დღემდე ვწვალობთ,ეხლა ვინმე სხვასთან მინდა მივიყვანო და ვეღარ გადავწყვიტე რა ვქნა,კვებითი ალერგია აქვს ჩემსას სადღაც 11 თვის ასაკში დაეწყო და დავიტანჯე უკვე 1,6-ისაა. საკვებზე ანალიზებზე ბევრი მეუბნება რომ სისულელეაო ,იქნებ ვინმეს მზგავსი შემთხვევა გქონიათ და მირჩიოთ რა გავაკეთო?

Posted by: qeta2012 21 Jun 2013, 22:51
ninoeqimi
ნინო ექიმო ძალიან გთხოვთ მითხარით რა ჰერპეს ვირუსის დროს (ცხვირზე გამომივიდა) რომელი მალამოს ხმარება შეიძლება ლაქტაციის დროს?
მადლობა წინასწარ :*

Posted by: vinnie 22 Jun 2013, 14:00
gamarjobat chems 2 clis bichs akvs cituri tmebi bolo dros shevamchnie rom akvs bevri tetri tma shereuli sad.gif ra vkna vis mivmarto? Dzalian vnerviulob

Posted by: tamuussi 23 Jun 2013, 11:35
ხომ არ იცით ნაკეისრალზე რამდენი ხნის შემდეგ შეიძლება აუზში/ზღვაში ჩასვლა და ვარჯიში? ანუ ნაკერი რომ არ გამეხსნას ან ინფექცია არ შემეჭრას.. 28 მაისს გავიკეთე საკეისრო და შემიძლია ნეტა უკვე ვარჯიში ან აუზზე სიარული?

Posted by: Pumpula 24 Jun 2013, 12:53
ნინო ექიმო, 13-ში მყავდა თქვენთან პატარა კონსულტაციაზე და ძალიან აკრგი ბავშვიაო რომ გასინჯეთ და გამოგვიშვით, მაგრამ ბოლო 10-12 დღეა ჭირვეულობს ძალიან, დაგვქანცა, ამის ჩაძინება ერთ დიდ პრობლემად იქცა, არადა რა კაი ბუნჩულა ბავშვი იყო, ჭამდა და ეგრევე იძინებდა 3 ან 4 საათი..ეხლა კიდევ 10-15 წუთიანი ძილი ისწავლა და მორჩა, მერე ტირის ამიყვანეთ ხელშიო..რომც დააძინო ხელში, დაწვენა და გაღვიძება ერთია..ჰაერზეც გაგვყავს, იქნებ უშველოს, მაქსიმუმ 40 წუთი გაჩერდეს და ეგრევე ტირილს იწყებს..თან სულ ძუძუს ითხოვს, სულ ძუძუ, ძუძუ, 5 წუთიანი წოვა და მერე ისევ ძუძუ, მერე ამობოყინება, რაც აასევე უჭირს..მინიმუმ ნახევარი სათი უნდა ატარო რომ ერთი ამოაბოყინოს და რომ დააწვენ შეიძლება ერთ საათშიც გაიღვიძოს, კიდე დააბოყინოს და ამოაქაფოს..ბავშვს ზნე ესე რამ შეუცვალა არ ვიცი, ვითომ რამე აწუხებს და მიტოა ესე?თქვენ მითხარით, უნდა და ტირისო, მაგრამ თვითონაც ღიზიანდება, აშკარად ამთქნარებს, უნდა ძილი, ჩაიძინებს 5 წუთი და მერე ან თავისი შეკრთომა აღვიძებს და იწყება თავიდან ტირილის შემდეგი სერია sad.gif ნორმალურია ბავშვის მთელი დღე ესე ყოფნა? sad.gif

Posted by: tamuussi 25 Jun 2013, 13:06
QUOTE (Pumpula @ 24 Jun 2013, 12:53 )
ნინო ექიმო, 13-ში მყავდა თქვენთან პატარა კონსულტაციაზე და ძალიან აკრგი ბავშვიაო რომ გასინჯეთ და გამოგვიშვით, მაგრამ ბოლო 10-12 დღეა ჭირვეულობს ძალიან, დაგვქანცა, ამის ჩაძინება ერთ დიდ პრობლემად იქცა, არადა რა კაი ბუნჩულა ბავშვი იყო, ჭამდა და ეგრევე იძინებდა 3 ან 4 საათი..ეხლა კიდევ 10-15 წუთიანი ძილი ისწავლა და მორჩა, მერე ტირის ამიყვანეთ ხელშიო..რომც დააძინო ხელში, დაწვენა და გაღვიძება ერთია..ჰაერზეც გაგვყავს, იქნებ უშველოს, მაქსიმუმ 40 წუთი გაჩერდეს და ეგრევე ტირილს იწყებს..თან სულ ძუძუს ითხოვს, სულ ძუძუ, ძუძუ, 5 წუთიანი წოვა და მერე ისევ ძუძუ, მერე ამობოყინება, რაც აასევე უჭირს..მინიმუმ ნახევარი სათი უნდა ატარო რომ ერთი ამოაბოყინოს და რომ დააწვენ შეიძლება ერთ საათშიც გაიღვიძოს, კიდე დააბოყინოს და ამოაქაფოს..ბავშვს ზნე ესე რამ შეუცვალა არ ვიცი, ვითომ რამე აწუხებს და მიტოა ესე?თქვენ მითხარით, უნდა და ტირისო, მაგრამ თვითონაც ღიზიანდება, აშკარად ამთქნარებს, უნდა ძილი, ჩაიძინებს 5 წუთი და მერე ან თავისი შეკრთომა აღვიძებს და იწყება თავიდან ტირილის შემდეგი სერია sad.gif ნორმალურია ბავშვის მთელი დღე ესე ყოფნა? sad.gif

ესე მეგონა ჩემს ბავშვზე წერდი... :| მეც მაინტერესებს ამ პოსტზე ექიმის პასუხი რა sad.gif(((( ზუსტად ასე ვართ ჩვენც.. sad.gif

Posted by: ninoeqimi 25 Jun 2013, 20:44
Pumpula
დარწმუნებული ხართ რომსაკვები ყოფნის? იქნებ არ ყოფნის და იმიტომ ჭირვეულობს ასე, მეტეორიზმის საწინააღმდეგოც მიეცით რამე, თუ არ ტირის არ ჭირვეულობს და მხოლოდ 10-15 წუთი ძინევს ეს არ არის პრობლემა, მაგრამ რადგან ასე ჭირვეულობს ალბაათ რამე აწუხებს. წონაში როგორ მატულობს?

Posted by: taktakuna 26 Jun 2013, 14:30
ninoeqimi
ნინო ექიმო, წლინახევრისაა ჩემი ბიჭი და 10.600-ია წონაში, არაფერს არ ჭამს, დილა-საღამოს სვავს მარტო ნესოჟენს ხან 180 გრამს, ხან 210. არც ფაფები უყვარს, არც ხილი, არც არაფერი, რასაც ვაძლევ აფურთხებს უკან, ეხლაც დილით ფორმულა დალია და მას მერე არაფერი უჭამია, ეხლაც უარზეა გრეჩიხას არ ჭამს, არც ხილს. ამ ასაკის ბავშვმა დღეში სამჯერ მაინც ხომ უნდა ჭამოს ნორმალურად? ხიზილალის მიცემა თუა რეკომენდირებული? მინდა გავასინჯო, არც თევზს ჭამს sad.gif გადამიყვანა უკვე ჭკუიდან.

Posted by: Dido 26 Jun 2013, 14:46
taktakuna
Gართობით ვერ აჭმევ?აი ისე უნდა გაართო რო გაუზრებლად გაგიღოს პირი.სხვადასხვანაორი გართობები სცადე აბა.სხვამ გაართოს და შენ აჭამე.

Posted by: Mafanya 26 Jun 2013, 15:07
taktakuna
ჩვენც გვქონდა ეგეთი პერიოდი, ფორმულა საკმაოდ კარგად ანაყრებს და შესაძლებელია არ შია, მე ვცადე ფორმულის რაოდენობის შემცირება - 210 მგ-ის მაგრად 150ს ვაძლევდი და ცოტა ადგილი სხვა საჭმილისთვისაც რჩებოდა პატარა მუცელში

Posted by: taktakuna 26 Jun 2013, 16:02
Dido
არ ჭამს არანაირი გართობით, არაფრით არ აღებს პირს.
Mafanya
კი ანაყრებს მაგრამ დილას 8 საათზე, რომ დალია 210 გრამი, იმის მერე არ ჩაუდია პირში არაფერი და აქამდე არ უნდა მოშიებოდა?

Posted by: Pumpula 26 Jun 2013, 16:27
ninoeqimi

საკვები ყოფნის, რძე მაქვს საკმარისზე მეტი, იმდენი რომ ბავშვი თAვს რომ ანებებს ჭამას, კიდევ თავისით მდის ხოლმე რძე, ვერ ერევა და ვერ ცლის ძუძუს ერთ კვებაზე იმდენი მაქვს..მაგრამ ეს 5 წუთზე მეტს არ ჭამს, სამაგიეროდ ხშირ-ხშირად თხოულობს..ესპუმიზანს ღებულობს და გაზები არ აწუხებს..

Posted by: nuciko74 26 Jun 2013, 18:20
SUBADARI
QUOTE
შედი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვრდზე და ამომწურავად წერია ყველაფერი wink.gif http://www.ncdc.ge/index.php?do=bestnews&id=12 წაიკიტხე და მიხვდები რომ კარგია რომ დააემატა

წავიკითხე მაგრამ მად არ წერია რო დაემატა. ანუ ნამდვილად აკეთებენ? და როდის დაემატა?მგონი ჩემებსაც არ აქვთ გაკეთებული და რაღაც შევშფოთდი

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)