Scaniaსანამ ეგეთ ნაბიჯს გადადგავდი ელემენტარული აქ გეკითხა,მცოდნეები გამოცდილებას გაგიზიარებდით
დღეს დღეისობით ძმა ძმას აღარ ენდობა და.... მითუმეტეს როცა ბიზნესს ეხება საქმე, თან ამ სფეროში გაურკვეველი ხარ და თან ახალგაზრდა
მანქანა დაგიჯდა 21 $.... ცოტა ძვირია მგონი... 30$ დაუჯდა Euro 3 MAN. 2003 წლიანი ახლობელს..თავისი პრიცეპით ჩამოყვანით და განბაჟებით
ხო მართლა მანქანის დატვირთვა ტრანზიტული ნომრებით არ შეიძლება
თუ დატვირთე უკრაინით არ წამოხვიდე,დაზვოლს მოგთხოვენ რომელიც არ იყიდება საზღვარზე,და ჩვენი დეპარტამენტი არ იძლევა და გაიჭედები...უნდა წამოხვიდე ბულგარეთიდან ბორნით...სანამ იქამდე მიხვალ გაიწეწები ჯარიმებში მაგრამ ხარჯს დაფარავ...
რაც შეეხება განბაჟებას... ინვოისს არავინ აქცევს ყურადღებას...
საპატრულოში თითონ შეაფასებენ.... შეფასება დაჯდება 160 ლარი...დაჩქარეული 320 ლარი.... ( ტიაგაჩის ცალკეა გადასახდელი და პრიცეპის ცალკე)
შემდგომ განბაჟებაზე დაგჭირდება 200 ლარის ქვითრები თითო კუსოკზე( ტიაგაჩი,პრიცეპი)
მთავრობა ხელს არ გვიწყობს, გახსნეს ყაზბეგი, სხვები მიდი მოდიან და ამის ხარჯზე ფასები დაეცა, ჩვენ კი ვიჩაგრებით... საწვავი ძვირია..მძღოლები ცალკე იპარავენ, მანქანაც ძველია, და დაგტანჯავს,კაროჩე რა,ერთს გირჩევ მაქსიმალურად ეცადე საქმეში ჩაერთო.... სადაც შენ არ ხარ ჩათვალე ის საქმე ჩაიძირა
ჩემი პაკალენია ხარ და თან ტრანსპორტში იწყებ მოღვაწეობას ამიტომაც თუ რამეა PM და რაც შემეძლება დაგაკვალიანებ,