Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > გადაფორმებული ტერიტორიების კვალდაკვალ


Posted by: leqso0077 8 Nov 2021, 03:08
1995 წლის 22 მარტს რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც საქართველოს ტერიტორიაზე დაფუძნდა 4 რუსული სამხედრო ბაზა:
1) 137-ე სამხედრო ბაზა ვაზიანში;
2) 50-ე სამხერდო ბაზა გუდაუთაში;
3) 62- სამხედრო ბაზა ახალქალაქში;
4) მე-12 სამხედრო ბაზა ბათუმში.
ამიერკავკასიაში რუსეთის სამხედრო დაჯგუფების შტაბი მდებარეობდა თბილისში, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე.
სამშვიდობო ძალების სტატუსით საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე განთავსებული იყო რუსეთის შეიარაღებული ძალები ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში.
ცხინვალის რეგიონში სამშვიდობო ძალები განთავსდა 1992 წლის 24 ივნისს სოჭში გაფორმებული ე.წ. დაგომისის შეთანხმების საფუძველზე - ,,შეთანხმება ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების პრინციპების შესახებ“, რომლის ძალითაც შეიქმნა საკოორდინაციო ორგანო, შერეული საკონტროლო კომისიის სახით: საქართველოს, ,,სამხრეთ ოსეთის“, რუსეთის და ჩრდილოეთ ოსეთის შემადგენლობით. ასევე შეიქმნა შერეული სამშვიდობო ძალები, საქართველოს, ,,სამხრეთ ოსეთის“ და რუსეთის შეიარაღებული დანაყოფების შემადგენლობით. საქმიანობაზე დაკვირვებას ახორციელებდა ეუთოს სადამკვირებლო მისია.
1994 წლის 14 მაისს მოსკოვში გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტისა და ძალების დაშორიშორების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე აფხაზეთში განთავსდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) კოლექტიური ძალები, რომელიც დაკომპლექტებული იყო მხოლოდ რუსეთის სამხედრო მოსამსახურეებით (?). საქმიანობაზე დაკვირვებას ახორციელებდა გაეროს სადამკვირვებლო მისია.
1999 წლის 24 აპრილს შევწყვიტეთ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრობა.
1999 წლის 17 ნოემბერს ეუთოს სტამბულის სამიტზე რუსეთმა აიღო ვალდებულება 2001 წლის პირველ ივლისამდე დაეხურა ვაზიანის და გუდაუთის სამხედრო ბაზები, ხოლო ბათუმისა და ახალქალაქის ბაზების დახურვის ვადებზე, მხარეები უნდა შეთანხმებულიყვნენ 2000 წელს.
https://www.kvirispalitra.ge/politic/47053-vin-gaiyvana-rusethis-jarebi-saqarthvelodan.html?add_new=1&all=0&rnd=1597330828.171
რუსეთმა დახურა ვაზიანის ბაზა და ასევე განაცხადა რომ გუდაუთის ბაზამაც შეწყვიტა არსებობა, თუმცა ფაქტის გადასამოწმებლად ადგილზე არ დაუშვა საერთაშორისო ან ადგილობრივი მონიტორები.
ახალქალაქის და ბათუმის ბაზების დახურვის ვადებზეც ვერ ხერხდებოდა შეთანხმება.
2003 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად გაძლიერდა საერთაშორისო მხარდაჭერა, რის შედეგადაც 2006 წლის 31 მარტს ქ. სოჭში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის ძალითაც 2008 წელს რუსეთს საქართველოს ტერიტორიიდან უნდა გაეყვანა 62-ე (ახალქალაქის) და მე-12 (ბათუმის) სამხედრო ბაზები.
2006 წლის 23 დეკემბერს ფუნქციონირება შეწყვიტა ამიერკავკასიაში რუსეთის სამხედრო დაჯგუფების შტაბმა.
2007 წლის 27 ივნისს ახალქალაქის სამხედრო ბაზა გადმოეცა საქართველოს და ამავე წლის 21 სექტემბრისთვის, სრულად დაიცალა რუსული სამხედრო ტექნიკისგან.
2007 წლის 13 ნოემბერს ბათუმის სამხედრო ბაზა გადმოეცა საქართველოს და უკანასკნელმა რუსულმა ეშელონმა 15 ივნისს დატოვა ბაზის ტერიტორია.
2006 წლის იანვარში შევწყვიტეთ დსთ თავდაცვის მინისტრთა საბჭოს წევრობა.
https://matsne.gov.ge/ka/document/view/97114?publication=0
პარალელურად საქართველო ახერხებს და შეუფერხებელ მმართველობას აღადგენს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე და კოდორის ხეობაზე, რეგიონებზე რომლებიც ნომინალურად ექვემდებარებოდა საქართველოს ხელისუფლებას.
საქართველო ასევე ცდილობს ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში განთავსებული სამშვიდობო ძალების ფორმატის შეცვლას და მის ჩანაცვლებას საერთაშორისო საპოლიციო ძალებით.
საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილებები, რომლის საფუძველზეც უნდა მომზადებული სამშვიდობო ძალების მანდატის შეწყვეტის სამართლებრივი და პრაქტიკული საფუძვლები.
https://matsne.gov.ge/ka/document/view/43282?publication=0
https://matsne.gov.ge/ka/document/view/43594?publication=0
https://matsne.gov.ge/document/view/43984?publication=0
ხელისუფლება, მოსალოდნელი პროვოკაციების და გართულებების გამო თავს იკავებს იმ შეთანხმებებიდან ცალმხრივად გასვლაზე, რომელთა საფუძველზეც საქართველოს ტერიტორიაზე კვლავ რჩებიან რუსეთის სამშვიდობო ძალები. ამასთანავე, პერიოდულად ხდება მცირე დაპირისპირებები და რუსი სამხედროების გადაადგილების შეზღუდვა.
https://civil.ge/ka/archives/137093
2007 წლის მაისში, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე იქმნება, დროებითი ადმინისტარციულ-ტერიტორიული ერთეული და მისი მმართველი ორგანო, დროებითი ადმინისტარციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია. ადმინისტრაციის შექმნა მიზნად ისახავს, სეპარატისტულ რეჟიმს ჩამოერთვას მთელი რეგიონის მოსახლეობის სახელით საუბრის საშუალება და ქართულ-ოსური ინტერესების გათვალისწინებით, რეგიონის მოსახლეობის დაახლოებით 35%-ის სახელით ილაპარაკოს ქართული მხარისადმი ლოიალურად განწყობილმა წარმომადგენლობამ.
https://matsne.gov.ge/ka/document/view/44410?publication=0
https://matsne.gov.ge/ka/document/view/100630?publication=1
საქართველო ცდილობს შეცვალოს შერეული საკონტროლო კომისიის შემადგენლობა შემდეგი სახით: საქართველო, დროებითი ადმინისტარციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია, რუსეთის ფედერაცია, ,,სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ სეპარატისტული მთავრობა, ეუთოს და ევროკავშირის წარმომადგენლობები.
საქართველო ასევე ცდილობს რუსეთის სამშვიდობო ძალები ჩაანაცვლოს საერთაშორისო საპოლიციო ძალებით, თუმცა მითითებული იდეის საერთაშორისო მხარდაჭერა არასაკმარისია.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის სამშვიდობო მისიის შეწყვეტის ან ფორმატის ცვლილების საკითხის გააქტიურებისთანავე იწყებოდა რუსეთის სახელმწიფო დუმის მიერ აფხაზეთისა და ,,სამხრეთ ოსეთის“ აღიარების საკითხის განხილვა და მთავრობისთვის შესაბამისი რეკომენდაციის მიცემა. ამასთანავე რუსეთმა ომის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე მიანიჭა რუსეთის მოქალაქეობა აფხაზეთის და ცხინვალის მოსახლეობას და ამ რეგიონებთან ,,დამოუკიდებლობის“ აღიარებამდე დაამყარა ოფიციალური ურთიერთობები.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

ომის შედეგად დამატებით დავკარგეთ დიდი და პატარა ლიახვის ხეობები, ახალგორის რაიონი და კოდორის ხეობა.
მიუხედავად რუსეთის იმ სამზადისისა და გეოპოლიტიკური ვითარებისა რაც ომის დაწყებას უძღვოდა წინ, საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ რუსეთი ვაიძულეთ, რომ ომი დაეწყო.
საზოგადოების ნაწილი ასევე ამტკიცებს, რომ 2007 წელს მოხდა ,,სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის“ აღდგენა, რაც რუსეთის მიერ ახალგორის დაპყრობის საფუძველი გახდა, ხოლო კოდორის ხეობა იმიტომ წაგვართვეს, რომ მას ზემო აფხაზეთი დაერქვა. ასევე დღემდე გამოითქმის საყვედური, რომ კოდორის ხეობა დავტოვეთ უბრძოლველად. ვიბრძოლებდით, მეტი მსხვერპლი გვექნებოდა და მაინც მოგვიწევდა გამოსვლა, ვინაიდან კონფლიქტს აღარ ჰქონდა ლოკალური სახე და წარმოადგენდა სახელმწიფოთაშორის ომს, საქართველოს და რუსეთს შორის.
ასევე დიდი სიამაყით ხდება ტალიავინის დასკვნიდან ერთ ამონარიდზე მითითება და მისი იმგვარი განმარტება, რომ ჩვენ დავიწყეთ ომი და შემდეგ ხელმოწერითაც დავადასტურეთ აღნიშნული.
სრული ანგარიში აქ არის, რომელიც უფრო ნათელ წარმოდგენას შექმნის რა მოხდა
https://smr.gov.ge/uploads/prev/66c4e7.pdf

ალბათ კარგი იქნება, ერთი კაცის ან პოლიტიკური ჯგუფის ჯინაზე საქვეყნოდ ნაცარს არ ვიყრიდეთ თავზე და ხვალ გადასადგმელ ნაბიჯებზე ვიფიქროთ, თუნდაც იმ სამართლებრივი საფუძვლების და ფორმატების პირობებში, რაც დღეს გვაქვს სახეზე.

Posted by: chioreli 8 Nov 2021, 05:11
არ არის ჩასაძირი თემა.
..........................................

Posted by: simohaya 8 Nov 2021, 07:28
ყველა უბედურება რაც გვჭირს არის რუსების ბრალი და არა სხვისი...

მეორე პრობლემა კი ეს გრუზინები არიან ვისაც რუსულის ირი ურჩევნიათ ყველაფერს....

თორემ რომ დააკვირდე ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, საქართველოს დანაწევრებაა...

ამიტომ გვინდა მიშაზე გიჟი რომ ეს პრო რუსული პარტიები და მისი მხარდამჭერები გაქრნენ....


Posted by: ქაფქიანა 8 Nov 2021, 08:23
QUOTE
საზოგადოების ნაწილი ასევე ამტკიცებს, რომ 2007 წელს მოხდა ,,სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის“ აღდგენა, რაც რუსეთის მიერ ახალგორის დაპყრობის საფუძველი გახდა, ხოლო კოდორის ხეობა იმიტომ წაგვართვეს, რომ მას ზემო აფხაზეთი დაერქვა. ასევე დღემდე გამოითქმის საყვედური, რომ კოდორის ხეობა დავტოვეთ უბრძოლველად. ვიბრძოლებდით, მეტი მსხვერპლი გვექნებოდა და მაინც მოგვიწევდა გამოსვლა, ვინაიდან კონფლიქტს აღარ ჰქონდა ლოკალური სახე და წარმოადგენდა სახელმწიფოთაშორის ომს, საქართველოს და რუსეთს შორის.


საზოგადოების ნაწილი არ ჰქვია მაგას. რაც ჰქვია, მაგაზე ბანია.

და მაგის წარმომადგენელი წინა დღეებში შეფარვით დებდა აქ ###ობას, თითქოს ახალგორი ე. წ. ,,სამხრეთ ოსეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური ოლქი"-ს ნაწილი არასდროს ყოფილა და სააკაშვილმა გადასცა ოსებს თურმე.

რავი, რამდენი იოდდეფიციტიანი აჰყვება ამ უტიფარ და ახვარ ###ობას.

ანდა თურმე კოდორი აფხაზებმა იმიტომ დაიკავეს, რომ სააკაშვილმა ზემო აფხაზეთი უწოდა და კარგი იყო თურმე, რომ აჟარის ადმინისტრაციამდე კოდორს ნაბიჭვარი და შუბლგასახვრეტი კვიციანის კრიმინალური ხროვა რომ აკონტროლებდა.

საერთოდ მიკვირს, რომ სახელმწიფო, თუნდაც ნომინალური, როგორ გვაქვს. არ არის ჩვენს ხალხში სახელმწიფოს, როგორ ასეთის, განცდა.

Posted by: qar-tleti 8 Nov 2021, 09:14

simohaya
QUOTE
ამიტომ გვინდა მიშაზე გიჟი რომ ეს პრო რუსული პარტიები და მისი მხარდამჭერები გაქრნენ....



სამწუხაროდ ყველა პარტია პრორუსულია.

ის ფაქტი რო, ზოგიერთი პროდასავლურ პარტიად ასაღებს თავს, მათ შორის ნაცმოძრაობაც, ეგ არ ნიშნავს იმას, რომ მართლა პრო დასავლელები არიან და კრემლის ძაღლებს უფროსებად არ მიიჩნევენ. ამის ბრწყინვალე მაგალითია ოცნება. ანუ, სიტყვით 'ვაიმე' საქმით 'სხვაიმე'.

სააკაშვილი, მისი მენტალიტეტიდან გამომდინარე, კოშმარულ სიზმარშიც კი არ შეებრძოლება (ვერ კი არა არ) რუსებს, იმიტომ რომ მე ზუსტად ვიცი, თუ რეებით აქვს თავი გამოჭედილი, პლუს მისი მენტალიტეტი. მაგას გვირგვლიანის მკვლელების ეშინოდა და მათ უწევდა ანგარიშს და ვინ დამარწმუნებს მე რო ეგ კაცი იმ კაცს შეებრძოლება, ვისი წყალობითაც გახდა პრეზიდენტი-პუტინს ვგულისხმობ. სააკაშვილი არაა თოხთამიში, რომელიც უკადრისობდა თემურლენგის თავის ტოლ-სწორად აღიარებას. სააკაშვილი მორჩილი ბიჭუნაა, ე. წ. დედიკოს ბიჭია.

სხვა პარტიები? დამისახელეთ ერთი, მკვეთრად გამოხატული არაპრორუსი პარტია.

Posted by: Terjogio 8 Nov 2021, 09:22
კარგია პოსტია.

ასეთი პოსტების ხშირად უნდა დაიდოს რომ იქნებ ზოგიერთის თავში რამე შევიდეს, რომ გადააყოლეს ერთი კაცის სიძულვილს მთელი ქვეყანა.
* * *
ერთი გამოჩენილა კიდეც აგერ და ისევ სააკაშვილზე და გირგვლიანზე წერს, არადა თემა არის რუსეთის ჩათლახობებე.

Posted by: Hiksos 8 Nov 2021, 09:27
QUOTE
2007 წელს მოხდა ,,სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის“ აღდგენა, რაც რუსეთის მიერ ახალგორის დაპყრობის საფუძველი გახდა,


არადა მართლა როდემდე უნდა იმეორონ ეს პროპაგანდისტული სისულელე, როდემდე?!
წაიკითხონ მაინც რა "აღდგა" 2007 წელს, სანამ რაღაცას დაწერენ, სირცხვილია.

QUOTE
ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული


Posted by: Foreign-Affairs 8 Nov 2021, 09:29
ყოველდღე ვრწმუნდები რომ:

>> სამხედრო გადატრიალება და პირველი ხელისუფლების რუსეთის დახმარებით დამხობა გახდა შემდგომი მიზეზი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ომების წაგებისა, რასაც მოჰყვა რუსული დღის წესრიგის საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ გატარება;
>> წინა ხელისუფლებას, კოლოსალური შეცდომებისდა მიუხედავად, ქვეყნის წინაშე, განსაკუთრებით რუსული მარწუხების ნაწილისაგან თავდახსნისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გატარებული;
>> რუსეთისათვის საქართველოს თავისუფლება და განსაკუთრებით კი განვითარება (სამაგლითო) წარმოადგენს ეგზისტენაცილურ მიუღებლობას, ამიტომ ის ყველაფერს აკეთებს რომ ქვეყანა არ განვითარდეს და დაჩაჩანაკდეს.

Posted by: qar-tleti 8 Nov 2021, 09:30
Terjogio
QUOTE
ერთი გამოჩენილა კიდეც აგერ და ისევ სააკაშვილზე და გირგვლიანზე წერს, არადა თემა არის რუსეთის ჩათლახობებე.



რუსეთი რო ჩათლახია, მერე ხელი კი არ უნდა შეუწყო ჩათლახური ჩანაფიქრების აღსრულებაში, ხელი უნდა შეუშალო.

თუ ვინმე ამიხსნის რა პოლიტიკური დივიდენდის მომტანი იყო კოდორის ხეობისთვის ზემო აფხაზეთის სახელის მინიჭება, ჩემ სიტყვებს უკან წავიღებ, თუ არა და ვიტოვებ უფლებას, რომ ეგ კაცი, ვისითაც შენ ამაყობ ქვეყნის გამყიდველად მყავდეს მიჩნეული. ველი პასუხს

Posted by: SIMAMRICHI 8 Nov 2021, 09:31
საღოლ
..............
..............

Posted by: kardinali100 8 Nov 2021, 10:11
QUOTE
არ არის ჩასაძირი თემა.

ხო მოცლა და მოხედვა უნდა
მოვინიშნავ

boli.gif

Posted by: chombe 8 Nov 2021, 10:23
QUOTE
მიუხედავად რუსეთის იმ სამზადისისა და გეოპოლიტიკური ვითარებისა რაც ომის დაწყებას უძღვოდა წინ, საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ რუსეთი ვაიძულეთ, რომ ომი დაეწყო.

მოვუტ.... დედის წიპები, დამსმელ-გამომწიწავები და ოჯახები, ე, სწორედ მაგ ნაწილს საზოგადოებისას. ალალი გულით და ......... ....

Posted by: Captain Cassius Calhoun 8 Nov 2021, 10:50
ქოცების ნაწილი დღემდე ოცნებობს საქართველოს რუსიფიკაციას.
ამიტომაა ყველაფერ დამოუკიდებელს რომ ეჭვის თვალით უყურებს და საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებს ომში, რომელსაც რუსეთი ბოლო 30 წელიწადია პერიოდულად მართავს ჩვენს წინააღმდეგ.

Posted by: vaxo55 8 Nov 2021, 10:51
QUOTE
სამწუხაროდ ყველა პარტია პრორუსულია.

ვეთანხმები ამ აზრს.
QUOTE
ის ფაქტი რო, ზოგიერთი პროდასავლურ პარტიად ასაღებს თავს, მათ შორის ნაცმოძრაობაც

ნაცმოძრაობა კი არა აგერ ქოცმოძრაობაც იძახის დასავლური ვარო.

Posted by: alex_noza 8 Nov 2021, 10:55
ყველა რუსუთემე და რუსული პოლიტიკის გამტარი - მოღალატეა და ნაძირალა !

Posted by: SNYPI 8 Nov 2021, 10:58
QUOTE
საზოგადოების ნაწილი ასევე ამტკიცებს, რომ 2007 წელს მოხდა ,,სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის“ აღდგენა, რაც რუსეთის მიერ ახალგორის დაპყრობის საფუძველი გახდა, ხოლო კოდორის ხეობა იმიტომ წაგვართვეს, რომ მას ზემო აფხაზეთი დაერქვა. ასევე დღემდე გამოითქმის საყვედური, რომ კოდორის ხეობა დავტოვეთ უბრძოლველად. ვიბრძოლებდით, მეტი მსხვერპლი გვექნებოდა და მაინც მოგვიწევდა გამოსვლა, ვინაიდან კონფლიქტს აღარ ჰქონდა ლოკალური სახე და წარმოადგენდა სახელმწიფოთაშორის ომს, საქართველოს და რუსეთს შორის.

ეს საზოგადოება ალბათ წინა საუკუნეებში იმას ამტკიცებდა რომ, ოსმალებ ან სპარსებს ომს საქართველო უწყებდა და აღიზიანებდა

ესეთები ყოველთვის იქნებიან ისეთ განუვითარებენ და დაქცეულ ქვეყანაში როგორიც საქართველოა

ამიტომ არის საჭირო აქ, ამ მხრივ დიქტატურა, რომ ყველანაირი უცხოურ-მტრის გავლენას ძირშივე კაფავდეს, ოღონდ სხვა მხრივ დემოკრატია უნდა იყოს

მიქსი გვჭირდება


Posted by: bacho22 8 Nov 2021, 10:58
საინტერესო თემაა ნამდვილად

დღემდე ვერცერთი პარტიისგან თუ მოქალაქეთა ჯგუფისგან ვერ მოვისმინეთ რეალური

რეალური გეგმა თუ როგორ უნდა ვაიძულოთ რუსეთი ან დათმოს მისი ინტერესებია ან შეარბილოს მაინც

ფაქტია რომ ინტერესი აქვთ , დედა#####ული დამპყრობელი ქვეყანანაა და მარწუხები ყველა მიმართულებით აქვს გაჭიმული

ფაქტია რომ პატარა ქვეყნები ვერცერთი ვერ ვუწევთ წინააღმდეგობას

დიდი უკრაინაც კი წაკუზეული უყუენია , როცა გაუსწორდება მაშინ გაუყრის

პატარ პატარა სექსები ყველასთან ჰქონდა

რუსეთი არასდროს მოიშლის საბჭოთა კავშირზე და ძველ უძლეველობაზე ფიქრს

აქ 200 წელია ისმევა კითხვა - რა ### ვქნათ ?


ვინც ამ კითხვას საღ აზრთან ოდნავ მიახლოებულ პასუხს გასცემს

ჩემი პლიტ კუთვნილება მისკენ გადაიხრება მომენტალურად

იქნებ აქ ამ თემაში განვავრცოთ და დავინახოთ რა არის რეალური გამოსავალი ?

როცა გაუსწორდებათ ისევ გადაგვკუზავენ

როგორც გაუსწორდებათ ისე და წინააღმდეგობა ვერც მაშინ გავუწიეთ

ვერც ეხლა გავუწევთ

დადეთ საკინააღმდეგო აზრები და შემოთავაზებები

რა შეუძლია მცირე ერს მონსტრის წინააღმდეგ

Posted by: gige 8 Nov 2021, 11:02
QUOTE
ასეთი პოსტების ხშირად უნდა დაიდოს რომ იქნებ ზოგიერთის თავში რამე შევიდეს, რომ გადააყოლეს ერთი კაცის სიძულვილს მთელი ქვეყანა.

მაგ კატეგორია არსებებმა წერა კითხვა არ იციან და
კომპიუტერზე ყველაზე დიდი ზუმა ითამაშონ

Posted by: Anti-Totleben 8 Nov 2021, 11:11
ეჰ, კეთილი, მაგრამ ამაო საქმეა. ვინც "რუსეთი გავაღიზიანეთ", "მაკკეინმა უბრძანა მონა სააკაშვილს ომი დაეწყო", "მიშამ რუსებს პირველად ესროლა", "ღმერთმა დაგვსაჯა მიშას ურჯულობისთვის" და მსგავსი აკვიატებებით ნიღბავს საკუთარ კომპლექსებს, ის ამ ლინკებს ზედაც არ შეხედავს.

Posted by: Катеньки 8 Nov 2021, 11:16
leqso0077
დიდი მადლობა ამ თემისთვის.
არის სადმე აღრიცხული, თუ ტერიტორიის რამდენი პროცენტი დავკარგეთ არა უშუალოდ 2008 წლის აგვისტოს ომში,
არამედ ერთის მხრივ, ქვეყნის სიღრმეში შემოჭრილი მცოცავი ოკუპაციის, მეორეს მხრივ ბორდერიზაციის შედეგად?

Posted by: qar-tleti 8 Nov 2021, 11:16

Anti-Totleben
QUOTE
მაკკეინმა უბრძანა მონა სააკაშვილს ომი დაეწყო



და მერე რა, დაეწყო და წაეგო? თუ რა აზრი იგულისხმება მაგ ნარატივში.

პს.მაგ ' გენიალური' გაპრავების ავტორებს ალბალისიცათ ისიც კარგად ეცოდინებათ, რომ მაკკეინმა ურჩია ომის წინ პატარა ლიახვის ქართველობისაგან იარაღის ამოღებაც, სპეცოპერაციისათვის უნებურად ხელი რო ა შეეშალათ,

Posted by: Metal_Head 8 Nov 2021, 11:45
QUOTE
თუ ვინმე ამიხსნის რა პოლიტიკური დივიდენდის მომტანი იყო კოდორის ხეობისთვის ზემო აფხაზეთის სახელის მინიჭება, ჩემ სიტყვებს უკან წავიღებ, თუ არა და ვიტოვებ უფლებას, რომ ეგ კაცი, ვისითაც შენ ამაყობ ქვეყნის გამყიდველად მყავდეს მიჩნეული. ველი პასუხს

+1

მართლა რატომ დაარქვეს ზემო აფხაზეთი, რა იყო მოტივი, ისტორიული სახელი იყო მაგ მხარის, ან სვანეტს რატომ არ შეუერთეს?

Posted by: Anti-Totleben 8 Nov 2021, 11:51
QUOTE (Metal_Head @ 8 Nov 2021, 11:45 )
QUOTE
თუ ვინმე ამიხსნის რა პოლიტიკური დივიდენდის მომტანი იყო კოდორის ხეობისთვის ზემო აფხაზეთის სახელის მინიჭება, ჩემ სიტყვებს უკან წავიღებ, თუ არა და ვიტოვებ უფლებას, რომ ეგ კაცი, ვისითაც შენ ამაყობ ქვეყნის გამყიდველად მყავდეს მიჩნეული. ველი პასუხს

+1

მართლა რატომ დაარქვეს ზემო აფხაზეთი, რა იყო მოტივი, ისტორიული სახელი იყო მაგ მხარის, ან სვანეტს რატომ არ შეუერთეს?

არაა რთული მისახვედრი. რამდენად გამჭრიახი და ეფექტიანია ეგ ცალკე საკითხია, მაგრამ მოტივი გასაგებია: ხაზგასმა იმის, რომ ჩვენ აფხაზეთში ვართ, ვაკონტროლებთ მის ("ზემო") ნაწილს და იქ არის აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ადგილი. დაახლოებით ისე, როგორც გერმანულენოვანი მოსახლეობა უწოდებს "სამხრეთ ტიროლს" იტალიურ ალტო-ადიჯეს იმის ხაზგასასმელად, რომ იქაც გერმანული ტიროლია.

Posted by: leqso0077 8 Nov 2021, 12:00
qar-tleti
QUOTE
თუ ვინმე ამიხსნის რა პოლიტიკური დივიდენდის მომტანი იყო კოდორის ხეობისთვის ზემო აფხაზეთის სახელის მინიჭება, ჩემ სიტყვებს უკან წავიღებ, თუ არა და ვიტოვებ უფლებას, რომ ეგ კაცი, ვისითაც შენ ამაყობ ქვეყნის გამყიდველად მყავდეს მიჩნეული. ველი პასუხს

საერთაშორისო საზოგადოებას თვალსაჩინოდ ვუჩვენეთ, რომ სეპარატისტული ხელისუფლება არ ვრცელდება მთელს რეგიონზე.
არსებობს ლეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც ამ რეგიონშივე საქმიანობს.
ზუსტად მაგის გამო ჰქონდა სეპარატისტულ ხელისუფლებას უმწვავესი რეაქცია, როდესაც აფხაზეთის დევნილი მთავრობის რეგიონში დაბრუნებაზე დაიწყო საუბარი, დაკნინდა მათი სტატუსი.
ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯების სისწორის შესაფასებლად, მათი წიოკის ხარისხი კარგი მეტრია.
QUOTE
პს.მაგ ' გენიალური' გაპრავების ავტორებს ალბალისიცათ ისიც კარგად ეცოდინებათ, რომ მაკკეინმა ურჩია ომის წინ პატარა ლიახვის ქართველობისაგან იარაღის ამოღებაც, სპეცოპერაციისათვის უნებურად ხელი რო ა შეეშალათ,

მაინც ახერხებ და ამოჭრილ საშვილოსნოებამდე დაგყავს თემა.

***
კოდორის ხეობის, დიდი და პატარა ლიახვის ხეობების და ახალგორის რაიონის დაკარგვის მიზეზი იყო ის, რომ რუსეთმა ,,აფხაზეთის რესპუბლიკის" და ,,სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის" ,,ტერიტორიული მთლიანობა" აღადგინა საბჭოთა პერიოდში დადგენილი აფხაზეთის ასსრ-ს და სამხრეთ ოსეთის ა/ო-ს ტერიტორიის ფარგლებში და არა იმის გამო, რომ ზემო აფხაზეთი დაერქვა ან ვითომ აღდგენილ ოლქს მივუერთეთ ახალგორის რაიონი.

Posted by: giorgi26 8 Nov 2021, 12:01
QUOTE (Anti-Totleben @ 8 Nov 2021, 11:51 )
QUOTE (Metal_Head @ 8 Nov 2021, 11:45 )
QUOTE
თუ ვინმე ამიხსნის რა პოლიტიკური დივიდენდის მომტანი იყო კოდორის ხეობისთვის ზემო აფხაზეთის სახელის მინიჭება, ჩემ სიტყვებს უკან წავიღებ, თუ არა და ვიტოვებ უფლებას, რომ ეგ კაცი, ვისითაც შენ ამაყობ ქვეყნის გამყიდველად მყავდეს მიჩნეული. ველი პასუხს

+1

მართლა რატომ დაარქვეს ზემო აფხაზეთი, რა იყო მოტივი, ისტორიული სახელი იყო მაგ მხარის, ან სვანეტს რატომ არ შეუერთეს?

არაა რთული მისახვედრი. რამდენად გამჭრიახი და ეფექტიანია ეგ ცალკე საკითხია, მაგრამ მოტივი გასაგებია: ხაზგასმა იმის, რომ ჩვენ აფხაზეთში ვართ, ვაკონტროლებთ მის ("ზემო") ნაწილს და იქ არის აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ადგილი. დაახლოებით ისე, როგორც გერმანულენოვანი მოსახლეობა უწოდებს "სამხრეთ ტიროლს" იტალიურ ალტო-ადიჯეს იმის ხაზგასასმელად, რომ იქაც გერმანული ტიროლია.

მიზეზი იყო რუსეთისთვის გადაფორმების გამარტივება

Posted by: Terjogio 8 Nov 2021, 13:37
ძალიან მიკვირს, რატომ ავიწყდება ხალხს თუნდაც 2008 წლის მოვლენები არადა მხოლოდ 13 წელია გასული.
საქართველო წამოეგო პროვოკაციაზეო და ომი მიშამ დაიწყოო რომ გაჰკივიხართ, გაიხსენეთ რა ხდებოდა ომამდე: აფხაზეთში აღადგინეს რკინიგზა და შემოიყვანეს დამატებითი ჯარი, შემდეგ ყოველდღიურად იბომბებოდა ქართული მოსახლეობა სამაჩაბლოში - ბევრი დაიჭრა, ბევრს სახლი დაენგრა რამდენიმე მოკლეს კიდეც. ჩევსნ სამშვიდობოებსაც კი ხოცავდნენ.
ამ ომში რუსეთის შემდეგ ყველაზე დიდი დანმაშავეა ნატო, რომელიც დაგვპირდა 2008 წელს რომ მიგვიღებდა და პრაქტიკულად გადაგვაგდო. რუსეთი ნებისმიერ რამეზეა წამსვლელი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ნატოში შესვლის შესაჩერებლად.
ნატოს სამიტის შემდეგ ომი აუცილებლად დაიწყებოდა ან თუ არ დაიწყებოდა უბრძოლველად აღადგენდნენ ყოფილ სამხრეთ ოსეთის აფზაზეთის ასსრ-ს.
ახლა რომ განვაცხადოთ გვკიდია აფხაზეთი და სამჩაბლო, მათ გარეშე შევალთ ნატოშიო ჯერი საქართველოს სხვა რეგიონებზე მიდგება და არევს სიტუაციას რუსეთი

Posted by: ქაფქიანა 8 Nov 2021, 13:44
Metal_Head

QUOTE
ან სვანეტს რატომ არ შეუერთეს?


როგორ წარმოგიდგენია, რომ აჯანყებულ ავტონომიას, რომელსაც ვერ აკონტროლებ და რომელზეც შენი იურისდიქცია ნომინალურია, ნაწილი ჩამოაჭრა და უნიტარული წესით დაქვემდებარებულ პროვინციას გადასცე?

ხალხნო, პოლიტგანყში პოსტავთ, პოლიტგანყში!!! არც ფლორა-ფაუნაში და არც დეპილაციის თემაში. სანამ გაუგონარ სისულელეს დაწერთ, გადახედეთ რას წერთ საერთოდ.



Posted by: chioreli 8 Nov 2021, 13:53
QUOTE
როგორ წარმოგიდგენია, რომ აჯანყებულ ავტონომიას, რომელსაც ვერ აკონტროლებ და რომელზეც შენი იურისდიქცია ნომინალურია, ნაწილი ჩამოაჭრა და უნიტარული წესით დაქვემდებარებულ პროვინციას გადასცე?


+100000

თან წინა წლების გამოცდილებაც გვაქვს რუსეთის, რუსეთის ფედერაციის რესპუბლიკის და სეპარატისტული დეფაქტო ხელისუფლებას მარტო ვუსხედით მოლაპარაკებების მაგიდაზე.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ კი ჩვენ "დიდი ძმის" როლში გამოვედით და საკითხი გადავიტანეთ არა ორ სუბიექტს შორის (საქართველო სეპარატისტები) დავად არამედ ერთ სუბიექტში ორი დაპირისპირებული მხარის დავად (საქართველოს შემადგენლობაში ტერიტორიის დეფაქტო და დე იურე ხელისუფლების კონფლიქტი) ამით ჩვენი პოზიცია საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან გავიმყარეთ.

Posted by: თუშჩი 8 Nov 2021, 14:27
ბიჭო კოდორის ხეობის ზემო აფხაზეთის სახელის დარქმევა რომ სრული ღლეობა იყო, პოპულიზმი რომელიც საბოლოო ჯამში ჩვენთვის საზიანო გამოდგა ვერა ?

კოდორის ხეობას ზემო აფხაზეთს რომ არქმევთ და ამ დროს მეორე ოკურპირებული ტერიტორია სამაჩაბლოს ( რომელსაც ოფოციალურად ევროპაში/ამერიკაში სამხრეთ ოსეთს ეძახით ) და ამ დროს მეორე ჩრდილო ოსეთია ჩრდილოეთშია რუსეთის შემადგენლობაში

და სამხრეთ ოსეთის სახელწოდებიდან გამომდინარე რახდება ? როცა აფხაზეთისკენ აგერ ზემო აფხაზეთი გვაქ დანარჩენიც ჩვენიაო
თავში ფეხი ედო მიშას ?

რატო გაუგრძელა სააკაშვილმა და გაუპრავა ნაცმოძრაობამ რუს მირატვორცებს მანდატის გაგრძელებას ?
რატო ვიყავით დსთ ში კვლავ ?

2008 აგვისტო იყო მიზეზი რო მიმხვდარიყავით რუსი რატოა დედა#####ული ?!
მანამდე არ იცოდით არა ?

Posted by: giorgi26 8 Nov 2021, 14:31
QUOTE (თუშჩი @ 8 Nov 2021, 14:27 )
ბიჭო კოდორის ხეობის ზემო აფხაზეთის სახელის დარქმევა რომ სრული ღლეობა იყო, პოპულიზმი რომელიც საბოლოო ჯამში ჩვენთვის საზიანო გამოდგა ვერა ?

კოდორის ხეობას ზემო აფხაზეთს რომ არქმევთ და ამ დროს მეორე ოკურპირებული ტერიტორია სამაჩაბლოს ( რომელსაც ოფოციალურად ევროპაში/ამერიკაში სამხრეთ ოსეთს ეძახით ) და ამ დროს მეორე ჩრდილო ოსეთია ჩრდილოეთშია რუსეთის შემადგენლობაში

და სამხრეთ ოსეთის სახელწოდებიდან გამომდინარე რახდება ? როცა აფხაზეთისკენ აგერ ზემო აფხაზეთი გვაქ დანარჩენიც ჩვენიაო
თავში ფეხი ედო მიშას ?

რატო გაუგრძელა სააკაშვილმა და გაუპრავა ნაცმოძრაობამ რუს მირატვორცებს მანდატის გაგრძელებას ?
რატო ვიყავით დსთ ში კვლავ ?

2008 აგვისტო იყო მიზეზი რო მიმხვდარიყავით რუსი რატოა დედა#####ული ?!
მანამდე არ იცოდით არა ?

კოდორის ხეობისთვის და სამაჩაბლოსთვის სახელის გადარქმევა პოპულიზმი არ იყო, გეგმის ნაწილი იყო

Posted by: leqso0077 8 Nov 2021, 14:38
bacho22
QUOTE
რეალური გეგმა თუ როგორ უნდა ვაიძულოთ რუსეთი ან დათმოს მისი ინტერესებია ან შეარბილოს მაინც

რეალური გეგმა უნდა იყოს სახელმწიფოს განვითარება და გაძლიერება. ღირსეული სახელმწიფოების რიგებში უნდა დაიკავო ადგილი, რომ მათი მხარდაჭერა მოიპოვო.
მაქსიმუმს უნდა აკეთებდე, რომ ოკუპანტ სახელმწიფოზე არ იყო დამოკიდებული, იქნება ეს სასურსათო საკითხები, ენერგომატარებლები თუ იმპორტ-ექსპორტი და ა.შ.
ვერავინ ვერ უნდა გაგიბედოს 3+3 და მსგავს ფორმატებში გაწევრიანების შემოთავაზება.
ასევე ომში რუსეთის მხარედ ჩართვის შემდეგ, აღარ უნდა ,,ჩამოვლაბორანტდეთ" და მოლაპარაკება არ უნდა ვაწარმოოთ სეპარატისტულ რეჟიმებთან, ნაცვლად კონფლიქტის რეალური მხარისა.

მანამდე კი უნდა განისაზღვროს ოკუპირებული ტერიტორიების ზუსტი კოორდინატები და შევაჩეროთ ბორდერიზაცია, რომელიც რუსეთისთვის არაფერს წარმოადგენს, გარდა იმისა, რომ დასჯილი ბავშვივით ვიდგეთ კუთხეში.
ქმედითად უნდა იმუშავოს კანონმა ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ".

დღეს მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ის მექანიზმები, რომელიც ძირითადად ეფუძნება 2008 წლის 12 აგვისტოს 6 პუნქტიან შეთანხმებას.
აღნიშნული შეთანხმებაც, საზოგადოების ნაწილის მიერ შეფასდა როგორც მოღალატეობრივი აქტი.
შეგვიძლია განვიხილოთ და ვიმსჯელოთ თითოეულ პუნქტზე.
ფაქტია, რომ საომარი ვითარების პირობებშიც, საქართველომ სადისკუსიო საკითხად არ აქცია აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის საერთაშორისო სტატუსის განსაზღვრა.

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების საფუძველზე შექმინილია შემდეგი ინსტრუმენტები:
1) ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები (GID).
https://smr.gov.ge/ge/page/26/jenevis-saertashoriso-molaparakebebi
2) ევროკავშირის შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისია
https://www.eumm.eu/ge/
3) ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი (IPRM) და მის ფარგლებში ,,ცხელი ხაზი".
https://smr.gov.ge/ge/page/27/incidentebis-prevenciisa-da-matze-reagirebis-meqanizmi

2011 წლის 24 ნოემბერს საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის გაფორმდა შეთანხმება საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ.
https://matsne.gov.ge/document/view/1512898?publication=0
რუსეთის მიზანს წარმოადგენდა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოს თანხმობის მიღება, რის გამოც მართალია ნეიტრალური ტერმინების გამოყენებით, მაგრამ საქართველოს უფლებებს ცნობს მის მიერ დამოუკიდებელ სახელმწიოებად აღიარებულ ტერიტორიებზე.
დოკუმენტი, მისი ნაკლოვანი მხარეების მიუხედავად შესაძლებელს ხდის გაკონტროლდეს და საქართველოს შიდა კანონმდებლობის შესაბამისად განბაჟდეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შემავალი ტვირთები.
შეთანხმებით გათვალისწინებული მექანიზმი დღემდე არ არის ამოქმედებული.

2012 წელს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელად დაინიშნა ზურაბ აბაშიძე. ურთიერთობის ფორმატი არ გულისხმობს დისკუსიის გამართვას ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, თუმცა ზურაბ აბაშიძის განცხადებით, იგი მაინც ახერხებს ამ პრობლემატურ საკითხზე საუბარს. შედეგები ნაკლებად თვალშისაცემია.

Metal_Head
QUOTE
ან სვანეტს რატომ არ შეუერთეს?

რომ შეეერთებინათ, რუსეთი აღარ მოახდენდა ოკუპაციას?
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედებდა?

Posted by: brdzolisunariani 8 Nov 2021, 15:01
QUOTE
1995 წლის

1995 წლამდე , შუა აფხაზეთის ომის დროს ერთმანეთს ვჟლეტდით.
რამე მომავალი თუ გვქონდა ლაფატკით ვმარხავდით .

ეგ მიწები ჩვენ დავკარგეთ . სამოქალაქო ომისას ვერ მოვიცალეთ აფხაზეთისთვის .
ესაა სიმართლე. . .
სადაც შემხვდება კითხვა, რატომ დავკარგეთ აფხაზეთიო ყველგან დავწერ, არ მეზარება up.gif
მადლობა უთხარით განგებას, მაგ დროს რუსეთი უსუსტესი იყო და არაფრის თავი არ ქონდა .
იქამდე დაგვანგრია სადამდეც ჩვენივე ხელებით დავანგრევინეთ თვითონვე.

ჩვენში მიწებზე როცა საუბრობენ , იმ კუთხით მიჰყავთ ხოლმე თემა , იმ ნარატივს აწვებიან , ვინ რომელი პოლიტპარტიის ფანია ... ემანდ ჩემი მხარე არ დაზიანდესო.
ესეც სამოქალაქო ომის ჩუმი ექოა , გნებავთ ფორმა . როცა ვერ ახდენს ერი უმაღლესი მიზნისთვის გაერთიანებასა. ე.ი არ ეძებს გზას .
ეს საზიზღობაა .

Posted by: leqso0077 15 Nov 2021, 01:00
2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმება

1) ძალის გამოყენებაზე უარის თქმა;
2) საბრძოლო ქმედებებზე საბოლოო უარის თქმა;
3) ჰუმანიტარული დახმარებისთვის თავისუფალი მიმოსვლის უზრუნველყოფა;
4) საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ მათი ჩვეულებრივი დისლოკაციის ადგილებში;
5) რუსეთის შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ხაზზე. საერთაშორისო მექანიზმის შექმნამდე, რუსეთის სამშვიდობო ძალები განახორციელებენ უსაფრთხოების დამატებით ზომებს;
6) საერთაშორისო დისკუსიების დაწყება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პირობების შესახებ.

შეთანხმებას ერთვის ნიკოლა სარკოზის წერილი მე-5 პუნქტის განმარტების თაობაზე.
https://old.civil.ge/geo/article.php?id=19157

Posted by: OldUncle 15 Nov 2021, 01:09
QUOTE (leqso0077 @ 15 Nov 2021, 01:00 )
5) რუსეთის შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ხაზზე. საერთაშორისო მექანიზმის შექმნამდე, რუსეთის სამშვიდობო ძალები განახორციელებენ უსაფრთხოების დამატებით ზომებს;


ახორციელებენ კიდეც...


:რუსეთსნიღაბიჩამოვფხრიწეთ:

Posted by: RUDIARIUS 15 Nov 2021, 01:13
ავპინავ ამ თემასაც, საკმაოდ საინტერესო და კარგად დალაგებული, მოვლენების ანალიზია.
თუ ვინმე ზედმეტად მიიჩნევს და ჩამოპინვას დააპირებს. პირველი პოსტი აფხაზეთის თემას დაუერთეთ.
უახლესი ისტორიის გასააზრებლად კარგია.არ უნდა ჩაიაკრგოს ასეთი საინტერესო ანალიზი.

Posted by: aivenho 15 Nov 2021, 10:34
QUOTE
ახორციელებენ კიდეც...

რუსეთის ყველა სხვა ძალები, შეთანხმების ოქმის თანახმად, უნდა დაბრუნდნენ 7 აგვისტომდელ პოზიციებზე;

არგამღიზიანებლების უნამუსობას კიდე და სივრცე ჩკა

Posted by: griankali 18 Nov 2021, 19:00
QUOTE
გადაფორმებული ტერიტორიების

გადაფორმებაში კონკრეტულად რა იგულისხმება?
თემის სათაურში წერია ეს სიტყვა, გამხსნელ პოსტში კი ნახსენები არ არის.
ამას იმიტომ ვკითხულობ, რომ ფართოდ გავრცელებული ტერმინია, განმარტება კი ვერ მივიღე, რომელ ქმედებას უწოდებენ გადაფორმებას. ზოგი რას ასახელებს და ზოგიც რას.

QUOTE
რა პოლიტიკური დივიდენდის მომტანი იყო კოდორის ხეობისთვის ზემო აფხაზეთის სახელის მინიჭება

იმის ხაზგასმა, რომ უმეტესწილად სეპარატისტებისა და რუსების მიერ დაკავებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საქართველოც აკონტროლებს ტერიტორიის ნაწილს, ემსახურებოდა მათი აღიარების პრევენციას. რუსეთისგან, რასაკვირველია.
კოსოვოს მერე, კი იმეორებდნენ შინ და გარეთ თუთიყუშივით, რომ კოსოვის შემთხვევა სხვაა და ქართული კონფლიქტები სხვა (ისინი მართლაც სხვადასხვაა და მეტიც, ერთმანეთის საპირიპიროც კი არის), მაგრამ რუსეთისთვის ამას რა მნიშვნელობა აქვს. დაიბოღმა კოსოვოს გამო, ჩაიხვია და ღიადაც ავლებდა პარალელებს აფხაზეთ-ცხინვალსა და კოსოვოს შორის.
მაგრამ როცა ავტონომიების მთლიან ტერიტორიებს, ყოფილი სსრკ-ის ფარგლებში მოხაზულს, ვერ აკონტროლებდნენ სეპარატისტები/რუსები, მათ რუსეთიც კი ვერ აღიარებდა.
ამიტომაც იყო ამგვარი ხაზგასმა.
ეს ცხადი და მარტივი პოზიციაა, რომლის გაგება უმეტესობას არ უნდა. იმ მიზეზით, რომ არ ეთმობათ „მიწები გაყიდა“, „ტერიტორიები გადაუფორმა“ და ამნაირი ჭკუისკოლოფობები.
კი, უგუნური და წინდაუხედავი იყო, არასაჭიროდ ბოროტი და სასტიკი, წააგო თავიც და ქვეყანაც, ომის მერე ისევე ამბობდა სისულელეებსაც, როგორც ომამდე. ეს ვიცით.
ჰო და კიდევ ვინმე ნიჭიერმა მიშისტი არ დამიძახოს, არ მინდა ბანის მიღება.

Posted by: leqso0077 21 Nov 2021, 19:39
2008 წლის 02 ოქტომბერს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული იქნა #1633 რეზოლუცია საქართველოსა და რუსეთს შორის ომის შედეგების შესახებ.

რეზოლუცია განუხრელად აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის სუვერნიტეტს, სახელმწიფო საზღვრების ურღვევობის პრინციპს, იგივეს მოუწოდებს ორგანიზაციის წევრ და დამკვირვებელ სახელმწიფოებს, ასევე მკაფიოდ აფიქსირებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაციის ფაქტს, გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთის და ,,სამხრეთ ოსეთის" დამოუკიდებლობის აღიარებას და მოუწოდებს აღნიშნულის გაუქმებას.
რეზოლუციაში ასევე მითითებულია, რომ არსებული სამშვიდობო ფორმატი ვეღარ ასრულებდა მის ფუნქციას და სამშვიდობო ფორმატის შეცვლის წინააღმდეგი იყო რუსეთი.
რეზოლუცია საქართველოს და რუსეთს მოუწოდებს ევროპის საბჭოსა და ევროკაშირის წევრი სახელმწიფოების მონაწილეობით შექმნან ახალი, ინტერნაციონალური სამშვიდობო ფორმატი.
რეზოლუცია მხარეებს მოუწოდებს უპირობოდ შეასრულონ 12 აგვისტოს შეთანხმება და რუსეთს მკაფიოდ ავალდებულებს შეიარაღებული ძალები განათავსოს ომის წინარე პოზიციებზე.
მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ჰუმანიტარულ საკითხებს და ა.შ.

რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცა რუსეთის დელეგაციის 15 წევრიდან 14-მა.
https://pace.coe.int/en/votes/1113

საქართველოში ცალკეული დაინტერესებული ჯგუფების მიერ აპელირება ხდება, რეზოლუციის ჩვენთვის ყველაზე ნაკლებად სახარბიელო მე-5 პუნქტზე და ასევე მე-11 პუნქტზე.
მე-5 პუნქტი განიმარტება ისე თითქოს საქართველომ დაიწყო ომი. მე-5 მუხლი არ უნდა იქნას განხილული რეზოლუციის სრული კონტექსტიდან ამოგლეჯით და განსაკუთრებით მე-4 მუხლისგან დამოუკიდებლად.

მე-11 მუხლში, საპარლამენტო ასამბლეა გამოხატავს შეშფოთებას ომის მონაწილე ორივე მხარის მიერ ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევის გამო, ასევე მიუთითებს რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ომის დანაშაულებს და აღნიშნავს საფუძვლიანი გამოძიების ჩატარების საჭიროებას. ასე, რომ დადგენილად არავის მივუჩნევივართ დამნაშავეებად.

რეზოლუციით დადგენილი ვალდებულებებისა და პირობების შესრულება საქართველოს აყენებდა მომგებიან მდგომარეობაში და ამის გასაცნობიერებლად, პირველ რიგში საჭიროა რეზოლუციის სრული ტექსტის წაკითხვა და არა პოლიტიკურ სპეკულაციებზე აყოლა და ცალკეული ჩანაწერების მოშველიება ვინმესთან პოლიტიკური ანგარისწორებისათვის, რაც რეალურად საკუთარი სახელმწიფოს დამნაშავედ წარმოჩენას ნიშნავს.

შეგიძლიათ იხილოთ სრული ტექსტი:
ქართულ ენაზე https://rm.coe.int/CoERMPublicCommonSearchServices/DisplayDCTMContent?documentId=090000168008eb50
ინგლისურ ენაზე https://pace.coe.int/en/files/17681/html

Posted by: griankali 21 Nov 2021, 20:34
leqso0077
QUOTE
საქართველოში ცალკეული დაინტერესებული ჯგუფების მიერ აპელირება ხდება, რეზოლუციის ჩვენთვის ყველაზე ნაკლებად სახარბიელო მე-5 პუნქტზე და ასევე მე-11 პუნქტზე.
მე-5 პუნქტი განიმარტება ისე თითქოს საქართველომ დაიწყო ომი. მე-5 მუხლი არ უნდა იქნას განხილული რეზოლუციის სრული კონტექსტიდან ამოგლეჯით და განსაკუთრებით მე-4 მუხლისგან დამოუკიდებლად.

მე-11 მუხლში, საპარლამენტო ასამბლეა გამოხატავს შეშფოთებას ომის მონაწილე ორივე მხარის მიერ ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევის გამო, ასევე მიუთითებს რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ომის დანაშაულებს და აღნიშნავს საფუძვლიანი გამოძიების ჩატარების საჭიროებას. ასე, რომ დადგენილად არავის მივუჩნევივართ დამნაშავეებად.

რეზოლუციით დადგენილი ვალდებულებებისა და პირობების შესრულება საქართველოს აყენებდა მომგებიან მდგომარეობაში და ამის გასაცნობიერებლად, პირველ რიგში საჭიროა რეზოლუციის სრული ტექსტის წაკითხვა და არა პოლიტიკურ სპეკულაციებზე აყოლა და ცალკეული ჩანაწერების მოშველიება ვინმესთან პოლიტიკური ანგარისწორებისათვის, რაც რეალურად საკუთარი სახელმწიფოს დამნაშავედ წარმოჩენას ნიშნავს.

შენ ახლა მიდიხარ არა მარტო უამრავი ნაცმოძულის წინააღმდეგ (მათ შორის ინტელექტუალების), არამედ ქართული ოცნების ოფიციალური პოზიციის წინააღმდეგაც. იმიტომ რომ სწორედ მაგ დოკუმენტებზე დაყრდნობით ივანიშვილ-კობახიძე-ვოლსკ-მდინარაძეებს არაერთხელ უთქვამთ, რომ სააკაშვილმა ხელი მოუწერა რუსეთს და დაეთანხმა, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ და ჩვენი ტერიტორიებიც გადაუფორმა.
გინდა რომ გააუბედურო ამდენი ხალხი? ) იცოდე, არ შეგარჩენენ.
საინტერესო ის არის, რომ საკმარისზე მეტი მიზეზი არსებობს ისედაც, რომ სააკაშვილი გძულდეს ადამიანს.

Posted by: Катеньки 5 Dec 2021, 04:41
ჩვენ გვმართებს ძალიან ბევრი ფიქრი... არის გადაუჭრელი პრობლემა, რომელიც უნდა გადაიჭრას.
რა ხდებოდა გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმებამდე, რატომ და როგორ ხდებოდა, მერე რა მოხდა...
საიმისოდ, რათა მოცემულობა გავაანალიზოთ სიღრმისეულად, არ არის საკმარისი იმისი დანახვა, რაც ზედაპირზე ჩანს.

საქართველოს სამეფო სახლის კანცელარიის 2010 წლის განცხადების დანართი №8
ივერიელთა ტრაქტატი
http://www.royalhouse.org.ge/
user posted image

user posted image

Posted by: ბეჟანბეჟანი 6 Dec 2021, 15:14
ქართველ ერს აქვს უფლება იცოდეს 2008 წლის ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების, საბაბისა და ხელისუფლების შეცდომების შესახებ.
ასევე, ერმა უნდა იცოდეს,რა მივიღეთ და დავკარგეთ 2008 წლის ომის შემდეგ. ისიც უნდა იცოდეს, რას ველოდით, როცა რუსული საფრთხეები უგულებევყავით და ისიც, გარკვეულ დათმობებზე რომ წავსულიყავით (ვთქვათ დროებით უარი გვეთქვა ნატოზე), ვიქნებოდით თუ არა უკეთეს პოლიტიკურ მდგომარეობაში, ვიდრე დღეს.

2008 წლის შემდეგ კი შეიქმნა გარემოება, როცა საქართველოს მეხუთედი მთლიანად და დაუფარავად გადავიდა რუსეთის მართვის ქვეშ, ორთავე დაპყრობილ რეგიონში გაიხსნა სრულმასშტაბიანი რუსული სამხედრო ბაზები, დამპყრობელმა აღიარა საქართველოს დაშლა, განუსაზღვრელი დროით უარი გვეთქვა ნატოს წევრობაზე.
და აქვე კითხვა, რა უარესი შედეგი შეიძლება მოყოლოდა, რუსეთისათთან გონივრულ დათმობებზე რომ წავსულიყავით?
* * *
Anti-Totleben
QUOTE
მოტივი გასაგებია: ხაზგასმა იმის, რომ ჩვენ აფხაზეთში ვართ, ვაკონტროლებთ მის ("ზემო") ნაწილს და იქ არის აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ადგილი.

მაგ პრინციპით მოსკოვის კრემლი დაგვერქმია და ხაზს გავუსმევდით, რომ კრემლი, მოსკოვი და პუტინი ჩვენი კონტროლის ქვეშ არიან. smile.gif
სინამდვილეში კი მაშინდელი ხელისუფლება ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს (და არა სხვას) გვიქმნიდა ილუზიას, თითქოს სეპარატისტულ რეგიონებს დე ფაქტო ხელისუფლება და მოსკოვი კი არა, არამედ თვითონ აკონტროლებდა.
ანუ წმინდა წყლის შიდა მოხმარების ფეიკი იყო,რაც შემდეგ რუსეთმა სათავისოდ გამოიყენა, როცა ნამდვილი თუ დროებითი ავტონომიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა.

Posted by: griankali 6 Dec 2021, 18:10
ბეჟანბეჟანი
QUOTE
მაგ პრინციპით მოსკოვის კრემლი დაგვერქმია და ხაზს გავუსმევდით, რომ კრემლი, მოსკოვი და პუტინი ჩვენი კონტროლის ქვეშ არიან.
სინამდვილეში კი მაშინდელი ხელისუფლება ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს (და არა სხვას) გვიქმნიდა ილუზიას, თითქოს სეპარატისტულ რეგიონებს დე ფაქტო ხელისუფლება და მოსკოვი კი არა, არამედ თვითონ აკონტროლებდა.
ანუ წმინდა წყლის შიდა მოხმარების ფეიკი იყო,რაც შემდეგ რუსეთმა სათავისოდ გამოიყენა, როცა ნამდვილი თუ დროებითი ავტონომიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა.

მოსკოვის კრემლი, ნოვგოროდი თუ ვლადივოსტოკი საქართველოს აღიარებულ ფარგლებში არ შემოდიოდა, ამიტომ „კრემლი დაგვერქმიას“ თქმა ნიშნავს არაფრის თქმას.

სეპარატისტული რეგიონების რომელ ნაწილს ვინ აკონტროლებდა, ცხადია, ზედმიწევნით იყო ცნობილი. ახლა იმის მტკიცება, რომ თურმე საქართველოს მოქალაქეებს შეგვიქმნიდა ილუზიას, ვითომ მეტ ნაწილს ვაკონტროლებდით, ვიდრე სინამდვილეში, არის არასერიოზული.

შიდა მოხმარების ფეიკი კი არ იყო, არამედ იყო საგარეო მოხმარების ინსტრუმენტი. რუსეთის პრაქტიკულად ღიად გაცხადებული განზრახვის პასუხად, რომ ეღიარებინა ჩვენი ავტონომია, ხაზს უსვამდა სწორედ საგარეო დამკვირვებლისთვის, რომ აფხაზეთის ნაწილს საქართველოც აკონტროლებდა. ეს გამორიცხავდა აღიარებას.
რუსეთმა სათავისოდ კი არ გამოიყენა, რუსეთი ისედაც აპირებდა აღიარებას და ამისთვის საჭირო ტერიტორიის სრული კონტროლის მისაღწევად, ომსაც არ მოერიდა. სამხედრო ძალით დაკავებულს კი ტექსტები და ტერმინები წინ ვერ აღუდგება.
ლოგიკა სინამდვილეში ძალიან მარტივია, ვინმე კონკრეტული მიზნით თუ არ ჩაახუჭუჭებს ზედმეტად.

Posted by: Pac_-_Man 8 Dec 2021, 01:31
ჩემი სუბიექტური მოსაზრება:

თქვენმა შვილმა, მეზობელს რამე რომ დაუზიანოს, თქვენ ამას აანაზღაურებთ. (მნიშვნელობა აღარ აქვს ეს ედიკას ბრალია, ზვიადის თუ მიჰასი)
უკვე გვიანია იმაზე ფიქრი, თუ რა მიზეზებით გადაეცა/გადასცეს/საბრძოლო ძალით აიღეს ის ტერიტორიები, რომელიც ისტორიულად ჩვენი ნაწილია. - ყველა ერთად ვთანხმდებით რომ უნდა დავიბრუნოთ!
ახლა უნდა ვიფიქროთ თუ რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ დავიბრუნოთ.
ნაც-ქოცს ორივეს მსგავსი რიტორიკა აქვს/ქონდა: ,,ჩვენ ოს და აფხაზ "ძმებს" უნდა დავუბრუნოთ რწმენა, რომ ისინი დაგვიბრუნდნენ, უნდა შევრიგდეთ და მსგავსი იდიოტობები." (საინტერესოა კობახიძის აზრი ამასთან დაკავშირებით, ტიპები გვკლავდნენ და ამან ჩვენ შევურიგდეთო. ნეტა, დღევანდელი განცხადება ნაც-ქოცის არ შერიგებაზე არ გაუტყდა?)

ისეთი პროგრამების მოქმედება, როგორიც უფასო მკურნალობა და უფასო სწავლაა, ნამდვილად ზღვაში წვეთია მათი მშვიდობიანად გადმობირებისთვის. ან უნდა დავხარჯოთ ბიუჯეტიდან მათი ბიუჯეტის 50% მაინც თითოეულ რეგიონზე, რომ ინფრასტრუქტურიდან დაწყებული ყველა მნიშვნელოვანი, ნაკლებად მნიშვნელოვანი ობიექტები მოვაგვაროთ, შემდეგ სურვილები გავუმძაფროთ ჩვენთან ინტეგრაციის და რუსული ბაზების გასაყვანად. ამის შემდეგ რაღაც იქნება ალბათ, ან რუსული იმპერიის შესუსტებით ვისარგებლოთ, ომით ავიღოთ და პატარა დერეფანით ყველა გავუშვათ მაწუშკა რუსეთში.

ორივე შემთხვევაში ჩვენი სიძლიერეა საჭირო, დიპლომატიიდან დაწყებული, ეკონომიკით დამთავრებული.




Posted by: ლაბარნა 13 Dec 2021, 09:40
წავიკითხე თემა, შინაარსს არა უშავს.

მაგრამ ეს "გადაფორმებული" მკლავს. ბრჭყალებში მაინც ჩასვით, 100% წმინდა სისხლის ქოცური სათაურია.

Posted by: leqso0077 13 Dec 2021, 22:49
ევროპის კავშირის მინისტრთა საბჭოს 2008 წლის 02 დეკემბრის 2008/901/CFSP გადაწყვეტილების საფუძველზე შეიქმნა, საქართველოში
მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისია (სმკდფდდსმ).
ევროკავშირის ისტორიაში მსგავსი მისია პირველად შეიქმნა.

მისიის ხელმძღვანელობა დაეკისრა შვეიცარიელ დიპლომატს ჰაიდი ტალიავინს, რომელსაც ერთპიროვნულად მიენიჭა
მისიის შემადგენლობის, ფაქტების დადგენის პროცედურებს, მუშაობის მეთოდებისა და ანგარიშის შინაარსის განსაზღვრის უფლება.
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%B0%E1%83%90%E1%83%98%E1%83%93%E1%83%98_%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98
https://en.wikipedia.org/wiki/Heidi_Tagliavini

მისიის მიზანი განისაზღვრა შემდეგნაირად: ,,ფაქტების დამდგენი მისიის მიზანია გამოიძიოს საქართველოში მომხდარი
კონფლიქტის გამომწვევი მიზეზები და მისი მიმდინარეობა, მათ შორის საერთაშორისო სამართალთან (1), ჰუმანიტარული
სამართლის და ადამიანის უფლებებისა და ამ კონტექსტში გამოთქმული ბრალდებების (2) მიმართებაში".

2009 წლის 30 სექტემბერს მისიამ, ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს წარუდგინა ანგარიში, რომელიც საქართველოში ,,ტალიავინის
დასკვნის" სახელით უფრო არის ცნობილი.

სრული დოკუმენტი შედგება სამი ტომისგან. პირველი ტომი წარმოადგენს უშუალოდ მისიის ანგარიშს, კონფლიქტის შეფასებას და
გამოხატავს მისიის ოფიციალურ პოზიციას. მისია განმარტავს, რომ პირველი ტომი უპირატესი მნიშვნელობისაა.
მეორე ტომი მოიცავს სხვადასხვა სფეროს ექსპერტების მიერ მისიისათვის მიწოდებულ ინფორმაციას. მესამე ტომი მოიცავს
მისიისათვის, კონფლიქტის მხარეების მიერ (საქართველო, აფხაზეთი და ,,სამხრეთ ოსეთის" სეპარატისტული რეჟიმები და
რუსეთი) მიწოდებულ ინფორმაციას.

I ტომი - https://smr.gov.ge/uploads/prev/11415b.pdf
II ტომი - https://smr.gov.ge/uploads/prev/66c4e7.pdf
III ტომი - https://smr.gov.ge/uploads/prev/eb7e7f.pdf

ანგარიში (I ტომი) იწყება შესავალი ნაწილით, რომელიც მოიცავს 10 პუნქტს, სადაც მოკლედ არის გადმოცემული მისიის მუშაობის
პრინციპები, ფაქტების შეგროვების მეთოდები და ა.შ. მე-9 პუნქტში მითითებულია, რომ ,,გაწეული დიდი სამუშაოს მიუხედავად,
წინამდებარე ანგარიშს არა აქვს აბსოლუტური ჭეშმატირებისა და სრულყოფილების პრეტენზია ", მე-10 პუნქტში აღნიაშნულია, რომ
,,არ არსებობს იმის სრული გარანტია, რომ არ იქნა დაშვებული შეცდომები ან ადგილი არ ჰქონდა ხარვეზებს, ყველა მცდელობა იქნა
გამოყენებული იმისათვის, რომ მათი რაოდენობა შეძლებისდაგვარად უმნიშვნელო ყოფილიყო".

შესავალი ნაწილის შემდეგ განხილულია უშუალოდ კონფლიქტის მიმდინარეობა, საიდანაც რუსეთის წარმომადგენლები და
ცალკეული ქართველი პირები იშველიებენ ამონარიდებს იმის დასამტკიცებლად, რომ საქართველომ დაიწყო ომი და დაბომბა ,,მძინარე
ცხინვალი", მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშში ასევე მითითებულია აგვისტოს დასაწყისში მოსახლეობის რუსეთის ფედერაციაში
ევაკუაციის ფაქტი.

ვფიქრობდი დოკუმენტიდან გადმომეტანა ცალკეული ამონარიდები, თუმცა აღნიშნული ქმედებით მოხდება აზრის წყვეტა
და ცალკეული ფრაგმენტებით შეუძლებელია დოკუმენტის სრული შინაარსის აღქმა.

ზოგადად, დოკუმენტიდან საქართველოს მიმართ კეთილგანწყობილი დამოკიდებულება არ იკითხება. ირიბი ფორმით,
სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების გაძლიერებაც კი უარყოფითად არის წარმოჩენილი : ,,პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობის
დროს საქართველოს სამხედრო დანახარჯები სწრაფად გაიზარდა მშპ-ს 1%-დან მშპ–ს 8%-მდე და მხოლოდ ერთეულები ვერ იაზრებდნენ
ამის დანიშნულებას", ან ,,ყოველივე ეს ერთად აღებული კი, საქართველოს სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურებოდა,
რაც სიამაყით იყო ხოლმე დემონსტრირებული შესაფერისი მოვლენების, მაგალითად ეროვნული სადღესასწაულო აღლუმების დროს".

საბოლოო ჯამში არის მცდელობა ანგარიშის ეს ნაწილი იყოს მეტ-ნაკლებად ნეიტრალური და არ ხდებოდეს რომელიმე მხარის გამორჩეულად
უარყოფითად წარმოჩენა.

საქართველოს ჰქონდა მცირე პოლიტიკური წონა და სიმართლე იყო მის მხარეზე, რუსეთის მხარეს არ იყო სიმართლე მაგრამ პოლიტკურად მძიმეწონოსანია.
დოკუმენტიც შესაბამისი გამოვიდა, მეტ-ნაკლებად დაბალანსებული.

ვერ დაადგინეს ბევრი ფაქტი, მაგალითად 7 აგვისტოს რუსეთის შეიარაღებული ძალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

ვერ დაადგინეს რუსეთის მიერ კასეტური იარაღის გამოყენების ფაქტი (მათ შორის გორში)
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

ვერ დადგინეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო
სამართლის დამრღვევი მხარე და ა.შ.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


ანგარიშის დასკვნითი ნაწილი უფრო აბსტრაქტული ხდება და იდეების დონეზე გადმოსცემს აზრს, კონკრეტული
ვალდებული მხარის მითითების გარეშე.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


ასევე ხშირ შემთხვევაში კითხვებს იწვევს, თუ ურთიერთსაწინააღმდეგო მასალების არსებობის პირობებში, რის მიხედვით მოხდა ამა
თუ იმ მასალის სარწმუნო წყაროდ მიჩნევა ან უარყოფა.
მიმაჩნია, რომ ანგარიშში არც თუ ისე სამართლიანად არის შეფასებული მხარეთა მოქმედებები, თუმცა არც ისე ტრაგიკულად,
როგორც ბევრს უნდა, რომ წარმოაჩინოს.

საბოლოო ჯამში კარგია, რომ ანგარიშს არ აქვს რაიმე სამართლებრივი დატვირთვა და დარჩა მოხსენებად, რომელსაც მხოლოდ
რუსეთი და ,,მეხუთე კოლონა" ატივტივებს მუდმივად.

ანგარიშის შესახებ კარგი რეცენზია აქვს ლევან ალექსიძეს
https://old.tsu.ge/data/file_db/Faculty_law_ILI/19%20GEO.pdf


griankali
QUOTE
გინდა რომ გააუბედურო ამდენი ხალხი? ) იცოდე, არ შეგარჩენენ.

biggrin.gif

Pac_-_Man
QUOTE
უკვე გვიანია იმაზე ფიქრი, თუ რა მიზეზებით გადაეცა/გადასცეს/საბრძოლო ძალით აიღეს ის ტერიტორიები, რომელიც ისტორიულად ჩვენი ნაწილია. - ყველა ერთად ვთანხმდებით რომ უნდა დავიბრუნოთ!
ახლა უნდა ვიფიქროთ თუ რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ დავიბრუნოთ.

სანამ ერთი მხარე მეორეს მოღალატეს ეძახის, ან რუსეთის სასარგებლო აზრს ავითარებს, მანამდე ვერ დავიწყებთ მაგაზე ერთობლივად ფიქრს.

ლაბარნა
QUOTE
წავიკითხე თემა, შინაარსს არა უშავს.
მაგრამ ეს "გადაფორმებული" მკლავს. ბრჭყალებში მაინც ჩასვით, 100% წმინდა სისხლის ქოცური სათაურია.

განავრცეთ, გააუმჯობესეთ, მოხარული ვიქნები.
სათაური სპეციალურად არ ჩავსვი ბრჭყალებში.

Posted by: moen37 4 Feb 2022, 11:09
ეს იმ ქოც განდონების გზამკლვლევად იდოს რომ დაყლიფონობენ და იძახიან მიშამ მისცა ახალგორი და კოდორი რუსებსო..

ისეთი Y###ბი რომ არიან რომ საბჭოთა რუკაზეც არ დაუხედავთ არასოდეს და ვერც იმას ხვდებიან რომ რუსი მაგ რუკებს მიჰყვება და მაგით გიპრავებს და სულ Y@@@ში ჰკიდია მიშა ...
ედიკას დროს რომ არ წაიღო ეგ ტერიტორიები მთელი რიგი მიზეზები ჰქონდა.. არც უღირდა და არც უნდოდა რომ მერე ესე დამატებიტ ბერკეტად კიდევ ერთხელ შემოჭრისთვის გამოეყენებინა...

პლიუს ზედმეტი რესურსის ხარჯვა მოუხდებოდა.. ახალგორს საერთოდ გზა არ ჰქონდა ცხინვალის მხრიდან და ყლიფონა კომუნისტებმა მცხეთა მთიანეთს მიაწერეს თუმცა ავტონომიის შემადგენლობაში დატოვეს..


აბა დახედეთ ამ რუკას სად არის ახალგორი და კოდორი.. მადლობა განდილა სტალინა ბიძიას..


user posted image


https://yandex.ru/images/search?pos=7&from=tabbar&img_url=https%3A%2F%2Fpbs.twimg.com%2Fmedia%2FDgY9AaHWkAI6t7O.jpg&isize=large&text=%D0%BA%D0%B0%D1%80%D1%82%D0%B0%20%D0%B3%D1%80%D1%83%D0%B7%D0%B8%D0%B8%20%D1%81%D1%81%D1%81%D1%80&rpt=simage

Posted by: გეტო 4 Feb 2022, 11:18
ტერიტორია რა ჩემი ###ა კუტაზე რო ხორცი ჩამოგაჭრან ეგრე გტკივათ არა ბედკრული გრუზიის ხორცები? ვერ ეტევით? თუ თავს იკლავთ ისე ამდიდრებთ თქვენ სოფლად წოდებულ სახლებს, მიატოვეთ ყველაფერი და ამ თბილისში ჩამოსახლდით ყველა და შორიდან ტერიტორიებს ლოცავთ თან უკვე დაკარგულს, მანდ მცხოვრებმა ხალხმა გითხრათ გააჯვითო და რატო არ აჯვავთ? ერთად ცხოვრობდით და გაგაჯმეინეს იმიტო რო ###ები ხართ ქართველები, საქართველოში იმას ვაფასებ ვისაც ებრაელობის ცხვენია და არა იმას ვინც დღემდე ქრისტეს ხორცს ჭამს და ღმერთის მამიკოს სიყვარული მინდაო გაიძახის ###ქალასავით, ძაან აგერიათ ამ გრუზინებს რამსები კი იმით ამაყობთ მოვხოხდით დღემდეო მარა გაგისრისავთ თავს ამ მოხოხებულ გველის თავს ვინმე ეგ იქნება თქვენი ისტორიის დასასრული და მარტო ის შეიცვლება რო ერთით ნაკლები გველი იხოხებს ამ დედამიწაზე
Warning:
ბანი

Posted by: moen37 4 Feb 2022, 11:26
QUOTE (Катеньки @ 5 Dec 2021, 04:41 )
ჩვენ გვმართებს ძალიან ბევრი ფიქრი... არის გადაუჭრელი პრობლემა, რომელიც უნდა გადაიჭრას.
რა ხდებოდა გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმებამდე, რატომ და როგორ ხდებოდა, მერე რა მოხდა...
საიმისოდ, რათა მოცემულობა გავაანალიზოთ სიღრმისეულად, არ არის საკმარისი იმისი დანახვა, რაც ზედაპირზე ჩანს.

საქართველოს სამეფო სახლის კანცელარიის 2010 წლის განცხადების დანართი №8
ივერიელთა ტრაქტატი
http://www.royalhouse.org.ge/
user posted image

user posted image

ჯავახიშვილს უწერია ყველაფერი იდეალურად..

https://iberiana.wordpress.com/about/i-javakhishvili/ruseti-da-saqartvelo/
ივ. ჯავახიშვილი
დ ა მ ო კ ი დ ე ბ უ ლ ე ბ ა
რუსეთსა და საქართველოს შორის მე -XVIII-ე საუკუნეში
ქართული კლუბის გამოცემა

თბილისი

სახელმწიფო სტამბა

1919





ეს მარტოო მეხუთე თავი.. დანარჩენი ლინკზე..



V თ ა ვ ი

1783 წ. ხელშეკრულების შედეგი

1783 წ. ხელშეკრულებას საქართველოსთვის სარგებლობა არა მოუტანია რა. ზიანი-კი აუარებელი. პოლიტიკური მდგომარეობა გაუმჯობესების მაგიერ საშინლად გაუარესდა. ხმა ამ ხელშეკრულებას და რუსეთის საელმწიფოს მფარველობას დიდი ჰქონდა. საქმით კი ძალიან მცირედი იყო ის დახმარება, რომელსაც რუსეთის მხრით საქართველოს აღმოეჩინა. ხელშეკრულების თანახმად საქართველოში 2 ბატალიონი რუსის ჯარი მოვიდა სამაგიერო შეექმნა „შიშნეულობა მხედრობისა გამო რუსეთისა“ ადერბეჯანის ხანებს, რომლებთაც წინათ, როგორც აღნიშნული იყო, მეფე ერეკლესთან კარგი განწყობილება ჰქონდათ. მათ საღი ალღოთი იგრძნეს, რომ სამქ მარტო საქართველოს მფარველობით არ გათავდებოდა და ამას აუცილებლად მოჰყვებოდა მათი „დაპყრობა ძალითა როსიის მხედრობისათა“. ამ მოსალოდნელი განსაცდელი წინაშე ადერბეჯანის ხანებმა ერთიერთმანეთის მტრობა დაივიწყეს და შეექმნათ ერთიერთმანეთისადმი დაფარვით „დინ-თასლიბისა თანხმობა“(*).~

არაფრად მოეწონათ საქართველოს რუსეთთან დაკავშირება ოსმალებს და ახალციხის ფაშას სულეიმანსაც. წინათ მასაც ერეკლე მეფესთან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა, 1783 წ. ხელშეკრულებამ ისიც დააფრთხო და საქართველოს მეფის მტრად აქცია(ომ. ხერხეულიძე, ჭიჭ. 247, ჩუბ. 498). ოსმალეთმა თავის ჩვეულებრივს ხერხს მიჰმართა და ფულით დაღესტანიც აამხედრა საქართველოს წინააღმდეგ(*). „სულეიმან ფაშამ მოუწოდა დაღესტნის ომარხანს, ხუნძახის ბატონს“, და ისიც 30.000 ჯარით კახეთს შემოესია(ომ. ხერხეულიძე იქვე).

თვით ერეკლე მეფის უერთგულესი ყმად-ნაფიცი და მეგობარი შუშის ხანიც-კი რუსების შიშით საქართველოს მეფეს გადუდგა და გადაემტერა. მის ჩაგონებით განჯელებმა ერეკლე მეფის მიერ დანიშნული განჯის გამგე გააძევეს(იქვე). ყაზახის, შამშადილისა და შამქორის ელებიც, რომელთაგან საქართველოს 6000-მდე საუკეთესო ცხენოსანი მებრძოლი ემატებოდა ხოლმე, ამავე პოლიტიკურ მიზეზის გამო შუშის ხანს მიემხრნენ და მტრობა დაიწყეს(*).

დაღესტნელების შემოქცევა რომ უკუექცია ერეკლე მეფემ სექტ. 1783 წ. ქართული და რუსული მხედრობითურთ განჯის წინააღმდეგ გაილაშქრა. სრული გამარჯვება იყო მოსალოდნელი, რომელსაც ერეკლე მეფის წინანდელი სახელი უნდა აღედგინა. მაგრამ სრულებით მოულოდნელად რუსის ჯარის უფროსს მინისტრ-რეზიდენტს ბურნაშევს პოტიომკინისგან საქართველოთგან დაბრუნების შესახებ ბრძანება მოუვიდა. მან განუცხადა მეფეს, რომ „დღესვე უნდა გავბრუნდეო“ და რამდენი არ სთხოვა ერეკლემ, რომ ლაშქრობის დამთავრებამდე მაინც მოეცადა, არ დარჩა. საჩქაროდ აიყარა და გამობრუნდა ტფილისისკენ, ხოლო იქითგან რუსეთში გაემგზავრა მთელი ჯარით(*).

1783 წ-ის ხელშეკრულების წყალობით საქართველო გაძლიერების და გარეშე მტრებისგან უზრუნველყოფის მაგიერ სამის მხრით მტრებისგან გარშემორტყმული გახდა და განუწყვეტლივ საომარ განწყობილებაში ჩავარდა იმ თავის მეზობლებთანაც, რომელნიც წინათ მისი ერთგული მოკავშირენი იყვნენ.თვით ერეკლე მეფე და მმართველი წრეებიც ხედავდნენ, ამ პოლიტიკური ნაბიჯის გამოისობით საქართველო ისეთს საშინელს განსაცდელში ჩავარდა, რომლის მსგავსში შაჰაბაზის შემდგომ არ ყოფილა(*).

ოსმალეთმა ახალციხის შაჰის პირით ერეკლე მეფეს შემოუთვალა, რომ ოღონდ ის რუსეთს ჩამოჰშორებოდა და რუსის ჯარი საქართველოთგან გაესტუმრებინა, და არამც თუ წინანდელი კეთილ-მეზობლური დამოკიდებულება საქართველოსთან აღდგენილი იქმნებოდა, არამედ გაცილებით უფრომმეტ სარგებლობასაც ჰპირდებოდა. ერეკლე მეფემ უარი შეუთვალა. ამის გამო 1786 წ. თურქები ფოთისა და ბათუმის გამაგრებას შეუდგნენ. 12.000 დაღესტნელიც საქართველოს წინააღმდეგ იყო მათ მიერ ნაქირავები.

ერეკლე მეფე რწმუნდებოდა , რომ რუსეთის დახმარება და მფარველობა იმდენად მცირედი (სულ 1800 ჯარის კაცი) იყო, რომ ის ვერაფერს უშველიდა. ამიტომ რომ ქვეყანა მოსალოდნელი შემოსევისაგან და ოსმალეთის გულისწყრომისაგან ეხსნა, იძულებული იყო ახალციხის ფაშისთვის დაზავების პირობად აღეთქვა, რომ ის მეტს რუსის ჯარს საქართველოში აღარ შემოიყვანდა. მაგრამ ოსმალეთმა ეს საკმარისად არ დაინახა და ამ დაპირების ასრულების საწინდრად 12 საუკეთესო თავადთა საგვარეულოგან ორი წარმომადგენელი ამანათად მოითხოვა. ერეკლე მეფე იმდენად უმწეო მდგომარეობაში იყო, რომ იძულებული გადა 1787 წ. ივნისში ეს მძიმე და დამამცირებელი მოთხოვნილება აესრულებინა(*) .

რუსეთმა თავის ჯარი საქართველოთგან იმიტომ გაიყვანა, იძულებული იყო ოსმალეთთან ომში ჩაბმულიყო. ერთ-ერთ მიზეზად, რომელმაც ოსმალეთი რუსეთის მტრად აქცია და ომი გამოიწვია, რუსეთის საქართველოში მფარველის სახით შემოსვლა იყო. 15 ივლისს 1787 წელს ოსმალეთმა რუსეთის დესპანს გადაჭრით მოსთხოვა, რომ მას საქართველოსთვის თავი დაენებებინა და ამ ქვეყნისა და სახელმწიფოს საქმეებში აღარ გარეულიყო. მალე ოსმალეთმა რუსეთის წინააღმდეგ მტრული მოქმედება დაიწყო კიდეც, ხოლო 7 ენკ. 1787 წ. რუსეთმაც ოსმალეთს ომი გამოუცხადა(*).

ასეთ პირობებში იმ მცირედ ჯარის გაყვანის მაგიერ, რუსეთისგან, ვითარცა მფარველის მხრივ, სრულებით ბუნებრივი იყო საქართველოსთვის უფრო მეტი ჯარის მოშველება იმიტომ, რომ რაკი უთანხმოების ერთ-ერთ მიზეზად საქართველო ითვლებოდა, ოსმალეთის მხრით ამ ქვეყნის წინააღმდეგ მტრული მოქმედება თავისდათავად მოსალოდნელი იყო. მაგრამ რუსეთის სამხედრო შტაბმა სამხედრო გეგმა ისე შეადგინა, ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლა ამ მხრითგან განზრახული არ იყო. ამიტომ რუსეთის მთავრობამ საქართველო მიატოვა და გადასწყვიტა, რომ საქართველოსთვის უკეთესი იქმნებოდა თავის ძალით და წინანდელ მშვიდობიანი კავშირის აღდგენით თავისი თავი ამ ომის დროს ოსმალეთისაგან უზრუნველ ეყო(*). ასე უცნაურად, სხვა არა იყოს რა მსჯელობდა საქართველოს „მფარველი“ რუსეთის სახელმწიფოს მთავრობა, რომლის თაოსნობითაც, როგორც ვიცით, დადებული იყო 1783 წ-ის ხელშეკრულება ეგოდენ მშვენიერ საზეიმო აღთქმებით აღსავსე.

რუსეთის მთავარსარდალმა და ფელდმარშალმა თავად პატიომკინმა კიდევ იმდენი ურცხვობა გამოიჩინა, რომ 1788 წელს ასე უმწეოდ მიტოვებულს საქართველოს მეფესა ერეკლე II-ეს აქეზებდა, რომ მას სოლომონ მეფესთან შეთანხმებით ოსმალთა წინააღმდეგ ემოქმედა. მაგრამ მეფის გული მწუხარებისა წყრომისა ცეცხლით იყო მოცული და მწარე გამოცდილებამ მას უკვე საკმაოდ თვალი აუხილა, რომ ასეთ უცნაურ რჩევისთვის ყური ეთხოვებინა(*).
* * *
QUOTE (giorgi26 @ 8 Nov 2021, 12:01 )
QUOTE (Anti-Totleben @ 8 Nov 2021, 11:51 )
QUOTE (Metal_Head @ 8 Nov 2021, 11:45 )
QUOTE
თუ ვინმე ამიხსნის რა პოლიტიკური დივიდენდის მომტანი იყო კოდორის ხეობისთვის ზემო აფხაზეთის სახელის მინიჭება, ჩემ სიტყვებს უკან წავიღებ, თუ არა და ვიტოვებ უფლებას, რომ ეგ კაცი, ვისითაც შენ ამაყობ ქვეყნის გამყიდველად მყავდეს მიჩნეული. ველი პასუხს

+1

მართლა რატომ დაარქვეს ზემო აფხაზეთი, რა იყო მოტივი, ისტორიული სახელი იყო მაგ მხარის, ან სვანეტს რატომ არ შეუერთეს?

არაა რთული მისახვედრი. რამდენად გამჭრიახი და ეფექტიანია ეგ ცალკე საკითხია, მაგრამ მოტივი გასაგებია: ხაზგასმა იმის, რომ ჩვენ აფხაზეთში ვართ, ვაკონტროლებთ მის ("ზემო") ნაწილს და იქ არის აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ადგილი. დაახლოებით ისე, როგორც გერმანულენოვანი მოსახლეობა უწოდებს "სამხრეთ ტიროლს" იტალიურ ალტო-ადიჯეს იმის ხაზგასასმელად, რომ იქაც გერმანული ტიროლია.

მიზეზი იყო რუსეთისთვის გადაფორმების გამარტივება

უკრაინელებმა ყირიმს ქვემო უკრაინა დაარქვეს ?


facepalm.gif

1 ტყვია არ გაუსროლია უკრაინას ისე შევიდა რუსეთი და მოახდინა ოკუპაცია.. facepalm.gif

Posted by: godblessamerica 3 Apr 2022, 22:24
მაგ ბაზების გაყვანა მიშას არავინ მიაწეროთ,სირცხვილი იქნება. ეგ მოხდა შევარდნაძის ხელმოწერილი დოკუმენტით მგონი 2000 წელს, მაგ ხელშეკრულებით დაიწყო გეგმიური გაყვანა,ვაზიანის ბაზა გავიდა მიშამდე, მიშას დროს გავიდა ახალქალაქი და ბათუმი,ოღონდ ნაცების როლი იყო ნოლი მაგ საქმეში. ნაცების როლი მხოლოდ რუსული ბაზების შემოყვანაშია ცხინვალის რეგიონში

Posted by: leqso0077 5 Apr 2022, 21:05
godblessamerica
QUOTE
მაგ ბაზების გაყვანა მიშას არავინ მიაწეროთ,სირცხვილი იქნება. ეგ მოხდა შევარდნაძის ხელმოწერილი დოკუმენტით მგონი 2000 წელს, მაგ ხელშეკრულებით დაიწყო გეგმიური გაყვანა,ვაზიანის ბაზა გავიდა მიშამდე, მიშას დროს გავიდა ახალქალაქი და ბათუმი,ოღონდ ნაცების როლი იყო ნოლი მაგ საქმეში. ნაცების როლი მხოლოდ რუსული ბაზების შემოყვანაშია ცხინვალის რეგიონში


http://old.civil.ge/geo/article.php?id=12232

Posted by: SaamI 9 Apr 2022, 09:14
qar-tleti
QUOTE
სამწუხაროდ ყველა პარტია პრორუსულია.
ის ფაქტი რო, ზოგიერთი პროდასავლურ პარტიად ასაღებს თავს, მათ შორის ნაცმოძრაობაც,

ერთ პოსტში ორი სიცრუე ქოცობა არაა?
1. ნაცმოძრაობამ გაპარტახებული ტერიტორია ქვეყანას დაამგვანა, დავიჯერო რუსეთმა დაუკვეთა?
2. გირგვლიანის მკვლელებიო და მკვლელობის ფაქტი დადგენილი არაა, არც ბრალი არავისთვის წაუყენებიათ.
vaxo55
QUOTE
ნაცმოძრაობა კი არა აგერ ქოცმოძრაობაც იძახის დასავლური ვარო.

სიტყვით რუსეთის მსოფლიოს ათავისუფლებს.
მთავარი საქმეა. ვინ რას აკეთებს/გააკეთა, მგას ვერ ხედავ?

Posted by: donald1981 21 May 2022, 15:51
https://www.facebook.com/events/403873881627200/403873891627199/?acontext=%7B%22source%22%3A3%2C%22source_newsfeed_story_type%22%3A%22regular%22%2C%22action_history%22%3A%22[%7B%5C%22surface%5C%22%3A%5C%22newsfeed%5C%22%2C%5C%22mechanism%5C%22%3A%5C%22feed_story%5C%22%2C%5C%22extra_data%5C%22%3A[]%7D]%22%2C%22has_source%22%3Atrue%7D&source=3&source_newsfeed_story_type=regular&action_history=[%7B%22surface%22%3A%22newsfeed%22%2C%22mechanism%22%3A%22feed_story%22%2C%22extra_data%22%3A[]%7D]&has_source=1&fref=mentions

Posted by: barcxana 26 May 2022, 13:29
QUOTE (ქაფქიანა @ 8 Nov 2021, 08:23 )
QUOTE
საზოგადოების ნაწილი ასევე ამტკიცებს, რომ 2007 წელს მოხდა ,,სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის“ აღდგენა, რაც რუსეთის მიერ ახალგორის დაპყრობის საფუძველი გახდა, ხოლო კოდორის ხეობა იმიტომ წაგვართვეს, რომ მას ზემო აფხაზეთი დაერქვა. ასევე დღემდე გამოითქმის საყვედური, რომ კოდორის ხეობა დავტოვეთ უბრძოლველად. ვიბრძოლებდით, მეტი მსხვერპლი გვექნებოდა და მაინც მოგვიწევდა გამოსვლა, ვინაიდან კონფლიქტს აღარ ჰქონდა ლოკალური სახე და წარმოადგენდა სახელმწიფოთაშორის ომს, საქართველოს და რუსეთს შორის.


საზოგადოების ნაწილი არ ჰქვია მაგას. რაც ჰქვია, მაგაზე ბანია.

და მაგის წარმომადგენელი წინა დღეებში შეფარვით დებდა აქ ###ობას, თითქოს ახალგორი ე. წ. ,,სამხრეთ ოსეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური ოლქი"-ს ნაწილი არასდროს ყოფილა და სააკაშვილმა გადასცა ოსებს თურმე.

რავი, რამდენი იოდდეფიციტიანი აჰყვება ამ უტიფარ და ახვარ ###ობას.

ანდა თურმე კოდორი აფხაზებმა იმიტომ დაიკავეს, რომ სააკაშვილმა ზემო აფხაზეთი უწოდა და კარგი იყო თურმე, რომ აჟარის ადმინისტრაციამდე კოდორს ნაბიჭვარი და შუბლგასახვრეტი კვიციანის კრიმინალური ხროვა რომ აკონტროლებდა.

საერთოდ მიკვირს, რომ სახელმწიფო, თუნდაც ნომინალური, როგორ გვაქვს. არ არის ჩვენს ხალხში სახელმწიფოს, როგორ ასეთის, განცდა.

სახელმწიფოს , როგორც ასეთის განცდა ? როგორ იქნება დიდად პატივცემულო ? რა არის სახელმწიფო , თან როგორი სახელმწიფო , ვინ უნდა იცოდეს ? გლეხს არ ევალებოდა მაგის ცოდნა . გლეხი მუშაობდა , მას ქვეყანა უნდა გამოეკვება . თავად აზნაურობა გლეხს აკვალიანებდნენ , იბრძოდნენ ომებში , სამეფოს დასაცავად გაწვრთნილი გლეხობა გამოყავდათ .მეფე იყო ქვეყნის პატრონი . ის ზრუნავდა სამეფოზეც , ჯარზეც , ჭამასმაზეც , და ავსა და კარგზეც . სანამ იყო მეფე და საქართველოც იყო ქვეყანა , ასეთი მოწყობა ამართლებდა . მოვიდა რუსი და არია ქვეყანაც , ხალხიც , წყობაც და მოწყობაც . აღარც მეფე , აღარც თავად აზნაური , აღარც შეძლებული გლეხი . დარჩა ზარმაცი გლეხი , და ნაყარ ნუყარა ხალხი . ნაყარნუყარის შთამომავლები ვართ დღეს . მაგიტომაც არ გვაქვს ქვეყნის განცდა .

Posted by: leqso0077 8 Aug 2022, 00:43
..............................................................




Posted by: suntqvа 11 Jun 2023, 11:27

აბასთუმნის ობსერვატორიის ტერიტორიაზე თანამშრომლების შვილებს არ უშვებენ.


ვინ დაადგა თვალი?

Posted by: Катеньки 18 Jul 2023, 20:33
2008 წლის ივლისის პერიოდში რა ხდებოდა კოდორსა და ახალგორში?
ვერაფერი მოვიძიე ინტერნეტში.

Posted by: donald1981 31 Jul 2023, 12:15
https://www.youtube.com/watch?v=mxjEcuvBemg

Posted by: იბერი. 5 Apr 2024, 02:19
QUOTE
გადაფორმებული ტერიტორიების კვალდაკვალ

საინტერესო თემაა

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)