Apex Legends ახალი battle royale ჟანრის class based shooter-ია და რაც მთავარია
უფასოა.თამაშის ოფიციალური ლანჩი მოხდა 2019 წლის 4 თებერვალს ( გუშინ ), როგორც ტვიჩზე გავარკვიე ეს სწორედ ის თამაშია რაზეც შრაუდი ლაპარაკობდა დაახლოებით ნახევარი წლის წინ, ახალი ბათლ როიალის ტესტერად მიმიწვიეს უბრალოდ ჯერ ლაპარაკიც არ შემიძლიაო. DrDisrespect-იც ასევე ტესტირებაში ჩართული იყო და როგორც ვიცი დეველოპერები მაქსიმალურდ გაითვალისწინებენ ყველა შენიშვნასო.
თითონ თამაშს რაც შეეხება გამოვიდა როგორც PC ასევე PS - XBOX ვერსიებიც. მე კონსოლზე დავტესტე და შეიძლება ითქვას რომ ძაან კაი თამაშია მითუმეტეს უფასოა. მე პირადად ფულსაც გადავიხდიდი ეხლა ისეთი კრიზისია ონლაინ თამაშებში
თამაშში ჯერ ჯერობით მხოლოდ squad არის შესაძლებელი შესვლა, წინასწარ გუნდის ფორმირებისას ირჩევთ სასურველ კლასს. ყველა კლასს გააჩნია თავისი უნიკალური პასივი, ერთი ჩვეულებრივი სკილი და ერთი ულტი რომელიც ნელა იტენება შედარებით.
კიდევ რაც აღსანიშნავია არის ის, რომ სიკვდილის შემდეგ შეიძლება კვლავ გაცოცხლდეთ, თუ თქვენი სქუადის წევრი გალუთავს თქვენს "ბანერს", რუკაზე არსებობს რამდენიმე ლოკაცია სადაც შეიძლება თქვები ბანერით გაგაცოცხლონ და თამაშში დაბრუნდეთ.
საკმაოდ მობილური თამაშია მოძრაობის მხრივ, აქვს სლაიდის მექანიზმი, მანქანები საერთოდ არ არის თამაშში მაგრამ მაინც სწრაფად ხდება გადაადგილება რუკაზე, ასევე არსებობს სხვადასხვა ადგილები სადაც მაღალ სიმაღლეზე ადიხართ და ხელახლა ეშვებით ( ფორთნაითის მოთამაშეებისთვის გასაგებად: re-deploy ოღონდ რუკაზე არსებული კონკრეტული "ტოჩკებიდან" )
ოფიციალური საიტიგადმოწერა