chelo97მე ვყიდი ოღონდ 200 ლარად არა
არ გაგიტყდეს მაგრამ, მაგ ფასად იყიდი ჯართს, ერთ კვირაში უკვე გამოცვლა დაგჭირდება. ჩემსას ვერ იყიდი, იმიტომ რომ შენს ბიუჯეტს თითქმის სამჯერ აღემატება, მაგრამ ყიდვის დროს ყურადღება მიაქციე მუხრუჭების და სიჩქარეების გადამრთველების გამართულობას, ამ გიჟ ქალაქში თუ ეს ორი დეტალი კარგად არ მუშაობს, ჩათვალე ცუდადაა საქმე. წინა ამორტიზატორიც საკმარისი იქნება შენი მოთხოვნებისთვის. თან ცოტა ისეთი ველიკიც ხომ უნდა იყოს, რომ უნივერსიტეტის წინ დაპარკინგება არ გაგიტყდეს
300-350 ლარის ფარგლებში შეიძლება იშოვო ისეთი, რომელიც მინიმალურად მოერგება შენს მოთხოვნებს. თუ ჩინური ერთჯერადი გინდა მასეთს კი იშოვი 200 ლარად, მაგრამ ისე გაღორდნენ ჩინელები, შეიძლება ეგეც ვერ იშოვო. მაგრამ ექსპლუატაციის ვადა აქვს ძალიან მოკლე, მძიმეა, მოუხერხებელია, წარა-მარა ნაწილების გამოცვლა..... მოკლედ, შარია