forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (101) 1 [2] 3 4 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ქართული ენის სახელოსნო ჟურნალისტებისთვის, გასატეხი არაფერია, სწავლა ხომ სიბერემდეა
elizaveta
dieta, dieta, dieta


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6145
წევრი No.: 6500
რეგისტრ.: 21-September 04

გამოგზავნილია: 25 Sep 2006, 14:39  #3827203      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Geronti
ძალიან კარგი თემააsmile.gif მაგრამ
QUOTE
სწორი ფორმაა "ის ცემეს". კაცს კი არ სცემეს

სწორედ რომ სცემეს მათ მასsmile.gif ასე შეგვისწორეს სტუდენტ ჟურნალისტებს ფილოლოგებმაsmile.gif

და კიდევ ერთი გამახსენდა, ყველაზე გავრცელებული შეცდომა: სხვადასხვა-ს ძალიან ხშირად მოსდევს ხოლმე სახელი მრავლობით ფორმაში. კატასტროფაა...
თუმცა, გრამატიკა კი არა... მე ერთი ისეთი "პოპულარულული" კოლეგა მყავს, "საშუალო"-ს ნაცვლად "საშვალო"-ს წერს, "ლიფტი"-ს ნაცვლად "ლივტს" sad.gif((
Charles IX
ვაწყობ ბართლომეს ღამეს! იეფად!!!!


*******
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 12268
წევრი No.: 15145
რეგისტრ.: 5-December 05

გამოგზავნილია: 25 Sep 2006, 14:51  #3827275      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საერთოდ, რაც მარტივად ითქმის, არ უნდა გავართულოთ...
მაგალითად, ძალიან გავრცელებულია სიტყვა "გარეშე", როდესაც შეგვიძლია გამოვიყენოთ თავსართი (შესაძლოა ტერმინოლოგიურად მეშლება) "უ". არა სიყვარულის გარეშე, არამედ უსიყვარულოდ...
სპორტული რეპორტაჟებისას:
შეცდომაა საჯარიმო მოედანში - სწორია საჯარიმო მოედანზე
შეტევაში - შეტევაზე


--------------------
გიზების და ყველა ფანატიკოსის დედაც .......... ბართლომესთან

"სახელმწიფოში, რომელშიც უსამართლოდ აპატიმრებენ, ყველა პატიოსანი ადამიანის ადგილი ციხეშია" - ჰენრი დევიდ ტორო

სამოთხეში კარგი კლიმატია, სამაგიეროდ ჯოჯოხეთში - ბრწყინვალე საზოგადოება!
Geronti
License to Drill


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24666
წევრი No.: 15296
რეგისტრ.: 11-December 05

გამოგზავნილია: 25 Sep 2006, 17:27  #3828350      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
elizaveta
QUOTE
სცემეს მათ მას

საფუძველი არ მაქვს, არ ვენდო ფილოლოგებს, მაგრამ "სცემეს მათ ისინი" არის სწორი თუ "სცემეს მათ მას"? კითხვას როგორ დასვამ - ვინ სცემეს თუ ვის სცემეს?

დავუშვათ, სავსებით გასაგებია ჩემთვის "დასცხეს მათ მას", "დაარტყეს მათ მას", მაგრამ ხომ სწორია "გალახეს მათ ისინი"? ჰოდა ასევეა "სცემეს მათ ისინი". ზმნას გააჩნია. ჰკითხე აბა ერთი იმ ფილოლოგებს ამის შესახებ, რას გიპასუხებენ? გალახეს მათ მასო?

Charles IX
QUOTE
სიტყვა "გარეშე", როდესაც შეგვიძლია გამოვიყენოთ თავსართი (შესაძლოა ტერმინოლოგიურად მეშლება) "უ". არა სიყვარულის გარეშე, არამედ უსიყვარულოდ...

მართლაც, ზედმეტსიტყვაობა, დამხმარე სიტყვების წინაუკმო ხმარება ძალიან ფართოდ არის გავრცელებული. "მონაწილეობას ღებულობსს" help.gif რომ თავი დავანებოთ, სხვა მაგალითებს მოვიყვან:

1. ...რუსულ პრესაში ძალიან გახშირდა სტატიები იმის თაობაზე ,რომ მთავარია ერთა თვითგამორკვევის უფლება...
"იმის თაობაზე" არის სრულიად ზედმეტი. ვნახოთ წინადადება მის გარეშე:
...რუსულ პრესაში ძალიან გახშირდა სტატიები,რომ მთავარია ერთა თვითგამორკვევის უფლება...

2. ...ამიტომ ევროკავშირი იქნება დაინტერესებული იმაში, რომ ეს კონფლიქტი რუმინეთისა და მოლდოვის სასარგებლოდ გადაწყდეს...
აქ "იმაში, რომ" არის ზედმეტი. თავად დარწმუნდით:
...ამიტომ ევროკავშირი იქნება დაინტერესებული, ეს კონფლიქტი რუმინეთისა და მოლდოვის სასარგებლოდ გადაწყდეს...

3. ...საერთოდ არ იყო განსაზღვრული მიმართულებები, არც - ის, თუ რა ადგილზე ცხადდებოდა კონკურსი...
აქ ზედმეტია "თუ":
...საერთოდ არ იყო განსაზღვრული მიმართულებები, არც - ის, რა ადგილზე ცხადდებოდა კონკურსი...

და კიდევ უამრავი მსგავსი მაგალითის დამოწმება შეიძლება.
QUOTE
შეცდომაა საჯარიმო მოედანში - სწორია საჯარიმო მოედანზე

მე მგონი, ასე ცალსახად განსაზღვრა არ არის სწორი. კონტექსტს გააჩნია. მაგალითად, შეიჭრა - საჯარიმო მოედანში, მაგრამ რაღაც მოვლენა მოხდა - საჯარიმო მოედანზე. ანუ, თუ რამე იქვე ხდება, მაშინ უნდა "ზე", და თუ რამე იქითკენ მიმართულებით ხდება, მაშინ ალბათ "ში" ჯობს.
QUOTE
შეტევაში - შეტევაზე

მეეჭვება, რომელიმე ფორმა სწორი იყოს. "შეტევაზეა" ან "შეტევაშია არველაძე" კი არა, არამედ "უტევს არველაძე". შეტევაშიც და შეტევაზეც, ვფიქრობ, კალკებია.

This post has been edited by Geronti on 25 Sep 2006, 17:36


--------------------
ეს საიტი გინახავთ? http://gmirebi.ge/
THRaKaTTaK
კანონიერი მზარეული


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8627
წევრი No.: 19238
რეგისტრ.: 12-April 06

გამოგზავნილია: 25 Sep 2006, 21:51  #3829833      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE
§. წელიწადის აღნიშვნა
არასწორია - გასულ წელს, სწორია - შარშან. არასწორია - მომავალ წელს, სწორია - გაისად. ამ შემთხვევაში არასწორში არ ვგულისხმობ, რომ ეს მაინც და მაინც შეცდომაა, მაგრამ "გასულ წელს" უკეთესია დავწეროთ მხოლოდ მაშინ, როცა "შარშან" ძალიან ხშირად გვხვდება და ტავტოლოგიაა ასაცილებელი.
სამაგიეროდ, სახელდობრ (იმენნა ) არასწორია მიმდინარე წლის აღსანიშნავად - "წელს". სწორია - "წლეულს". "წელს" შეიძლება დავწეროთ თარიღის აღნიშვნისას, მაგ., 2007 წელს, მაგრამ მიმდინარე წელს არის - "წლეულს".
არის გამონაკლისებიც: მიმდინარე წლის ბოლოს, გასული წლის ბოლოს, მომავალი წლის ბოლოს.

ამ პარაგრაფს არ ვეთანხმები საერთოდ. რაზე დაყრდნობით არის შედგენილი?
Charles IX
ვაწყობ ბართლომეს ღამეს! იეფად!!!!


*******
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 12268
წევრი No.: 15145
რეგისტრ.: 5-December 05

გამოგზავნილია: 25 Sep 2006, 22:43  #3830140      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Geronti
QUOTE
შეიჭრა - საჯარიმო მოედანში

მოედან-ში შეჭრა როგორ გესახება?
მე მგონი მაინც მოედან-ზე შეიჭრა, ან საჯარიმოში (უმოედნოდ)
QUOTE
შეტევაშიც და შეტევაზეც, ვფიქრობ, კალკებია.

რა თქმა უნდა, უკეთესია მარტივად - უტევს, მაგრამ შეტევაზე კალკი არა მგონია - в атаке არის და არა на атаку...
-------
კიდევ ძალიან მაღიზიანებს, როდესაც ამბობენ: "საქმეს (საკითხს) სწავლობს....."; სწორია "არკვევს". უკიდურეს შემთხვევაში - შეისწავლის...
სწავლობს გულიხმობს მეცადინეობას და არა გარკვევას...
შესწავლა კალკი უნდა იყოს... (ამ შემთხვევაში)

This post has been edited by Charles IX on 25 Sep 2006, 22:43
Geronti
License to Drill


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24666
წევრი No.: 15296
რეგისტრ.: 11-December 05

გამოგზავნილია: 26 Sep 2006, 17:28  #3834629      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Charles IX
QUOTE
მე მგონი მაინც მოედან-ზე შეიჭრა, ან საჯარიმოში (უმოედნოდ)

ვხელმძღვანელობდი დასასმელი კითხვით: სად შეიჭრა? შეიჭრა ქალაქში, ეზოში... მაგრამ აღარ დავუფიქრდი, რომ შეიჭრა მოედანზე. მართალია, მოედანზე ჯობს.

QUOTE
რა თქმა უნდა, უკეთესია მარტივად - უტევს, მაგრამ შეტევაზე კალკი არა მგონია - в атаке არის და არა на атаку...

მარტივად კი არა, უფრო ზუსტად, ქართულად smile.gif
ისე, ქართულში გვაქვს შეტევა (ზმნა) და იერიში (სახელი). ვინაიდან "იერიშზეა" - მისაღები ფორმაა, ამიტომ ალბათ ასევე მისაღებია "შეტევაზეა". კალკი კი არის "შეტევაშია" - в атаке. აქაც გეთანხმები.

QUOTE
კიდევ ძალიან მაღიზიანებს, როდესაც ამბობენ: "საქმეს (საკითხს) სწავლობს....."; სწორია "არკვევს". უკიდურეს შემთხვევაში - შეისწავლის...
სწავლობს გულიხმობს მეცადინეობას და არა გარკვევას...
შესწავლა კალკი უნდა იყოს... (ამ შემთხვევაში)

yes.gif

THRaKaTTaK
QUOTE
ამ პარაგრაფს არ ვეთანხმები საერთოდ. რაზე დაყრდნობით არის შედგენილი?

წყაროებს ნამდვილად ვერ დავდებ. დიდი სტაჟის მქონე ერთი კარგი ჟურნალისტი და ჟურნალისტების აღმზრდელი - ოღონდ არა ჟურნალისტიკის ფაკულტეტიდან biggrin.gif - ასწავლიდა ამას თავის შეგირდებს. და რას და რატომ არ ეთანხმები?

კიდევ რამდენემი პუნქწიკი.

§. რუსულიდან კალკია რამე ღონისძიების ჩატარება - провести. ყრილობა, კონცერტი თუ არჩევნები კი არ ტარდება, არამედ ეწყობა ან იმართება: მოეწყო კონცერტი, გაიმართა არჩევნები...

§. ტელევოზორში ნახვა - პროვინციალიზმია. კარგი ქართულია ტელევიზიით ნახვა.

§. ძალიან გავრცელებულია ფორმა "არ აქვს", "არ მგონია", "არ ჰქონდა". არ-ისთვის მიმატებული "ა" სრულიად ზედმეტია - ის არის შემოკლებული "არის" და ხენებულ ფორმებში უადგილოა. სწორი იქნება: "არ აქვს", "არ მგონია", "არ ჰქონდა".

§. სიტყვა "რაიმე" ქართულში, ასე ვთქვათ, აღარ არსებობს, ის უფრო პოეტური ფორმაა. "ყველას რაიმე აქვს სახსოვარი...", მაგრამ, ჩვეულებრივ, უნდა დავწეროთ - რამე.

§. ორმაგი უარყოფა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, საჭირო არ არის. მაგალითად:
...რეფერენდუმის შედეგებში ეჭვი არავის არ ეპარებოდა...
აქ "არ" არის სრულიად ზედმეტი:
...რეფერენდუმის შედეგებში ეჭვი არავის ეპარებოდა...

...ვერაფრით ვერ წარმოიდგენდა...
კი არა, არამედ:
...ვერაფრით წარმოიდგენდა...

...არაფერი არ ვიცოდი...
კი არა, არამედ:
...არაფერი ვიცოდი...

და ა.შ.

This post has been edited by Geronti on 26 Sep 2006, 17:53
საბუნია
Down Is The New Up


*********
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 31834
წევრი No.: 2692
რეგისტრ.: 14-September 03

გამოგზავნილია: 26 Sep 2006, 17:36  #3834698      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · icq · yim · msn
დავკონკრეტდები და გავმეორდები არ მოგწონთ? biggrin.gif


--------------------
Hello I am Simon, the smart one!
Geronti
License to Drill


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24666
წევრი No.: 15296
რეგისტრ.: 11-December 05

გამოგზავნილია: 26 Sep 2006, 17:41  #3834743      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
საბუნია
QUOTE
დავკონკრეტდები და გავმეორდები

მაგენს კალკებიც აღარ (და არა აღარ biggrin.gif ) ჰქვია, ეგენი უკვე სრული მარაზმია weep.gif

§. ყველა შემთხვევაში შეცდომაა უნებლიე. ამ სიტყვას ცალკე ვამბობთ თუ გამოთქმაში "ნებსით თუ უნებლიეთ", ყველა შემთხვევაში სწორი ფორმაა უნებლიე.

§. რით აიხსნება მისი საქციელი? რით გამოხატეთ პროტესტი?
კი არა, არამედ:
რით აიხსნება მისი საქციელი? რით გამოხატეთ პროტესტი?


This post has been edited by Geronti on 26 Sep 2006, 18:01
Patara_Konsuli
ТОВАРИЩИ ! идите на хуи пожалуиста!


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 463
წევრი No.: 22186
რეგისტრ.: 1-August 06

გამოგზავნილია: 26 Sep 2006, 19:16  #3835371      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
იცით რა მაინტერესებს???
რა და... ი-ნეტში სად შეიძლება მოვიპოვო აი ისა, რა... მეტყველების დასახვეწი სავარჯიშოები... ენის გსატეხები და ა.შ. მსახიობები და ტელეწამყვანები რომ იყენებენ, რა... (იყენებენ კი?!)
არა, ეხლა... არც ერთი ვარ და არც მეორე, მაგრამ...

ეს კიდე ოფტოპიკი, რომ არ გამოვიდეს:
Geronti
QUOTE
მაგენს

სწორია??? ups.gif


--------------------
ТОВАРИЩИ ! идите на хуи пожалуиста!
Geronti
License to Drill


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24666
წევრი No.: 15296
რეგისტრ.: 11-December 05

გამოგზავნილია: 26 Sep 2006, 19:22  #3835417      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Patara_Konsuli
QUOTE
ი-ნეტში სად შეიძლება მოვიპოვო აი ისა, რა... მეტყველების დასახვეწი სავარჯიშოები... ენის გსატეხები და ა.შ. მსახიობები და ტელეწამყვანები რომ იყენებენ, რა... (იყენებენ კი?!)

მართალი გითხრა, წარმოდგენა არ მაქვს. ხელოვნებაში დაპოსტე, იქნებ მსახიობებს ან თეატრალურის სტუდენტებს ეგულებოდეთ სადმე.

QUOTE
მაგენს
სწორია???

no.gif
"მაგენს" კუთხურია. ლიტერატურული ფორმაა "მათ". მაგენს ჰგონიათ => მათ ჰგონიათ.

This post has been edited by Geronti on 26 Sep 2006, 19:23
zeart
მშვიდობისმყოფელი


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 278
წევრი No.: 18997
რეგისტრ.: 5-April 06

გამოგზავნილია: 26 Sep 2006, 20:13  #3835757      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
რამოდენიმეჯერ შევამჩნიე რომ ერთ-ერთი წამყვანი ტელევიზიის ჟურნალისტები ხშირად სიტყვა"მაცხოვრებლების" მაგივრად "მცხოვრებლებს" ხმარობენ


--------------------
ფასდაუდებელია ის რაც განუმეორებელია
Geronti
License to Drill


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24666
წევრი No.: 15296
რეგისტრ.: 11-December 05

გამოგზავნილია: 26 Sep 2006, 20:19  #3835791      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
zeart
QUOTE
რამოდენიმეჯერ შევამჩნიე რომ ერთ-ერთი წამყვანი ტელევიზიის ჟურნალისტები ხშირად სიტყვა"მაცხოვრებლების" მაგივრად "მცხოვრებლებს" ხმარობენ

უგრძვნიათ ეტყობა, უგრძვნიათ biggrin.gif
lizi11
Who are you?


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1213
წევრი No.: 14818
რეგისტრ.: 24-November 05

გამოგზავნილია: 28 Sep 2006, 14:50  #3847443      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ძალიან კარგი თემაა.
ხშირად ჟურნალისტები წერენ - "რა მიზნებს უმიზნებთ?"
სწორია - რას ისახავთ მიზნად, ან რა არის თქვენი მიზანი.....
* * *
პოლიტიკოსები ხშირად ამბობენ - ვთვლი და მიმაჩნია, რომ.....
რა თქმა უნდა, ესეც არასწორია


--------------------


Seizleba tafaze xeli dagewva, magram cxovreba mainc mSvenieria
aimo
In Vino Veritas


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 17755
წევრი No.: 7654
რეგისტრ.: 3-December 04

გამოგზავნილია: 30 Sep 2006, 00:22  #3857550      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რა ჰქვია ამ ბიჭუნას?
თუ
რა ქვია ამ ბიჭუნას?

ან ეს

შეძლებს ეს ადამიანი ამის გაკეთებას?
თუ
შესძლებს ეს ადამიანი ამის გაკეთებას?


სულაც ეს

ეს მას ასე არ ჰგონია.
თუ
ეს მას ასე არ გონია.


ანაც ეს

ეს კაბა ამ გოგონას არ შეჰფერის.
თუ
ეს კაბა ამ გოგონას არ შეფერის.

This post has been edited by aimo on 30 Sep 2006, 00:22


--------------------
Перемен требуют наши сердца
THRaKaTTaK
კანონიერი მზარეული


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8627
წევრი No.: 19238
რეგისტრ.: 12-April 06

გამოგზავნილია: 30 Sep 2006, 00:34  #3857641      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE
"შეტევაშია არველაძე" კი არა, არამედ "უტევს არველაძე". შეტევაშიც და შეტევაზეც, ვფიქრობ, კალკებია.

მერე რა? თითქმის ყველაფერი 'კალკია'. "შეტევაშია" და "უტევს" შეიძლება ცოტა სხვადასხვა რამესაც ნიშნავდეს. ვფიქრობ, რომ საფეხბურთო სიტუაციებს "შეტევაშია" უფრო უხდება. ნუ ცდილობთ ენის მოკვლას ან დაკონსერვებას. ელემენტარული შეცდომები ჟურნალისტებმა არ უნდა დაუშვან, მაგრამ სხვადასხვა გრამატიკულად სწორი ცოცხალი გამოთქმების აკრძალვა არ მგონია იყოს ჭკვიანური. ასეთი ტიპის გამოთქმები გადადის ენიდან ენაში და ეს არ არის ტრაგიკული. თქვენ რომ განიცდით, ბევრი იდიომატური გამოთქმა რუსულიდან არისო გადმოღებული, რუსული გამოთქმების უმეტესობა ან გერმანულია, ან ფრანგული, ან ინგლისური. ხშირად მარტივად ვერც გაარკვევ სად გაჩნდა პირველად...

This post has been edited by THRaKaTTaK on 30 Sep 2006, 00:38
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (101) 1 [2] 3 4 ... ბოლო » Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0403 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]