http://Qaflan.netai.net/2011/პათერსონმაც დაანება საშობაოდ დიდ რაგბს თავი მიანება შოტლანდიელმა ქრის პათერსონმაც; ზელანდიამ "ოლ ბლექსის" ახალ გურუს თანაშემწეები მიუჩინა, "პლანეტ რაგბმა" კი წლის ორი რჩეული 15-ეული დაასახელა >>>
ბობოლა საითმა აზრი ჯერ მკითხველებს ჰკითხა და მერე თავისსავე მწერლებს.
მძლეთამძლე სამხრეთმა ნახევარ-სფერომ წარმომადგენლობით ორივე ვერსიაში 12-3 აჯობა ჩრდილოეთს; დაემთხვა შვიდიდან ხუთი ბექი და ორიც ფორვარდი.
ათი გრანდიდან (ექვსს პლუს ოთხი ერი) შოტლანდია და არგენტინაღა დარჩნენ უდესპანოდ, 30 რჩეულში ერთადერთი ბოგანო კი ტონგელი ბურჯია.
"პლანეტის" 2011 წლის რჩეულნი * არჩევანი დაემთხვა; სადაურობის მიუთითებლად: ზელ
<< მკითხველები (ზელ 7, ავს 3, აფრ 2, უელ ირლ სფრ 1)
15 იზრაელ დეგ, 14 ჯორჯ ნორს (უელ, 13 კონრად სმით, 12 მა ნონუ, 11 დიგბი იოანე (ავს; 10 დენ კარტერ, 9 ვილ გენია (ავს) /
1 ქეინ ჰილი (ირლ, 2 ბისმარკ დიუპლესი (აფრ, 3 ოუენ ფრენქს;
4 ბრედ სორნ, 5 ვიკტორ მეტფილდ (აფრ; 6 ჯერომ კაინო, 7 დევიდ პოქოქ (ავს, 8 ემანოლ არენორდოკი (სფრ)
<< მწერლები (ზელ 6, ავს 5, ინგ ტონ იტა ირლ 1)
15 ქერთლი ბილ (ავს, 14 ქრის ეშთონ (ინგ, 13 სმით* 12 ნონუ*
11 იოანე* 10 კარტერ* 9 გენია* /
1 სოანე ტონგაუიჰა (ტონ, 2 ქევენ მეალამუ, 3 მარტინ კასტროჯოვანი (იტა; 4 სორნ* 5 ჯეიმზ ჰორვილ (ავს; 6 შეინ ობრაიენ (ირლ, 7 პოქოქ*
8 ქიარან რიდ
ფოქსი სელექტორიაზელანდია საქმეს თავს პარასკეობით ადგამს. ჭარმაგი გრემ ჰენრი მისმავე ასისტენტმა, სთივ ჰანსენმა 16 დეკემბერს შეცვალა. მედიამ მაშინვე ივარაუდა, თუ როგორ დაკომპლექტდებოდა "ოლ ბლექსის" სამწურთნელო შტაბი.
და მართლაც, "ჩიფსში" ნამუშევარი იენ ფოსთერი დაინიშნა ბექთა გადიად; ბრაიან "ოზი" მაკლეინს დაცვის გადიობა დაეკისრა, გამოჩენილი ქიქერი გრანთ ფოქსი კი, ჰანსენისა და ფოსთერის მხარდამხარ, სელექტორად (რაზმის დამდგენად) იმუშავებს.
ზელანდიის გაზეთებმა 15 დეკემბერს დაწერეს, ჩვენებურები - მილთონ ჰეიგი (ქაუნთიზ მანუკაუ) და ქრის გიბსი (ვაიქათო) ორი წლით გაურიგდნენ საქართველოსო. სიახლე გადაიღო "პლანეტმა" და ოთხ დღეში რუმინეთშიც კი შენიშნეს.
"სიმიორკა" ჩაიბარამალე რუსეთმაც გამოაცხადა, რომ შემდეგი მსოფლიო თასის ბოლომდე მიენდო 42 წლის უელსელ ქინგსლი ჯოუნზს, ვინც წელსვე კოლია ნერუშს ფორვარდებს უწურთნიდა, ბექთა მოძღვარმა, კივმა ლიგელმა ჰენრი პოლმა კი "სიმიორკა" (შვიდკაცა) ჩაიბარა.
იაპონიამ მსოფლიოზე ვერც ამჯერად რომ ვერ მოიგო მატჩი, ზელანდიელმა ჯონ ქერვინმა ინამუსა და გადადგა. აზიის ფლაგმანს მის ნაცვლად სურს მიიწვიოს "ბრამბიზისა" და ავსტრალიის ყოფილი გურუ ედი ჯოუნზი, ვისაც დედა და ცოლიც იაპონელები ჰყავს.
ოზი სპეციალისტი პერიოდულად, შეთავსებით მოძღვრავდა დედულეთის კლუბებს და ამჟამადაც "სანტორში" მოღვაწეობს, "ოთხ ერში" მიღებულმა არგენტინამ კი, ვისაც გაისად პირველად (!) ელის 12 ტესტი, ორი წლით გაუგრძელა კონტრაქტი სანტიაგო "ტატი" ფელანს.
ზედიზედ 36 გოლიშოტლანდია მეშვიდე მსოფლიო თასზე პირველად (!) ჩარჩა პულში. 33 წლის ედინბურგელი უნივერსალი ბექი (15 10 14/11) პათერსონი ერთადერთი სქოთია, ვისაც ოთხ მსოფლიოზე ურაგბია. "ნარშავებში" იგია ერთადერთი ცენტურიონი (109 კეპი) და მის მიერ მოგროვილი 809 ქულაც ეროვნული რეკორდია.
ქრისმა ნაკრებში 13 წელი (1999-2011) გაატარა და ერთი პირობა კაპიტანიც იყო, მაგრამ ბოლო ხანს საზარდულმა შეაწუხა. პათერსონი კარში სასწაულად ურტყამდა - 2007 წლის აგვისტოდან 2008 წლის ივნისამდე ზედიზედ 36 გოლი გაიტანა, მაგრამ ლელო ბოლოს-წინა მსოფლიო თასის აქეთ რომ ვეღარ დადო, ორი დააკლდა, რათა რეკორდში შეზიარებოდა იენ სმითსა და თონი სთეინჯერს.
ვეტერანი ედინბურგში სეზონის ბოლომდე ირაგბებს და მერე შეიძლება ერთი წლითაც დარჩეს, ნაკრებიდან წასვლისას კი ქრისმა ბრძანა, არ მინდა, რომ გუნდში ხათრითღა ამიყვანონ და ამით კეპი გაუფასურდეს, რის გამოც ახლავე, ჯან-ღონით სავსე ვანებებ თავს ტესტ-რაგბსო.
ქრის პათერსონ (შოტლანდია) დ 30/03 1978, 183 სმ, 79 კგ
უთამაშია ოთხ მსოფლიო თასზე (1999-2011)
მოგროვილი ქულებით ტესტ-რაგბში მეთერთმეტეა
სქრამ.კომ თ მ-წ*ფ ლ გ ჯ ა ქ
კაპიტანი 13 3-10 1 15 28 1 122
მსოფლიო 15 9-6 4 18 27 1 140
5/6 ერი 53 15-37*1 7 34 99 1 403
მარიფილდ 57 28-28*1 8 40 81 1 366
შოტლანდია 109 43-65*1 22 90 170 3 809
იტალია 12 9-3 3 11 27 0 118
რუმინეთი 5 5-0 3 10 5 0 50
უელსი 12 3-8*1 4 9 20 1 101
ინგლისი 12 3-9 0 6 24 0 84
ირლანდია 13 3-10 0 7 27 0 95
აფრიკა 9 2-7 1 6 12 0 53
არგენტინა 6 1-5 0 4 14 0 50
ავსტრალია 6 1-5 0 4 7 2 35
საფრანგეთი 12 1-11 0 6 14 0 54
ზელანდია 6 0-6 1 1 5 0 22
@