Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ქალი და მამაკაცი > ფული, გარეგნობა თუ სტატუსი?


Posted by: Katana_ 21 May 2020, 02:27
ალბათ, ყველას გვსმენია სხვადასხვა "ექსპერტებისგან" თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ გყავდეს ბევრი ქალები.

ზოგი გარეგნობას ასახელებს, ზოგიც სტატუს,ხოლო ბევრი ფული არის ყველაზე პოპულარული თეორია.

ხოდა, მოდით, მეგობრებო, ვიმსჯელოთ ამ "თეორიებზე". ოღონდ ერთმანეთს ნუ მივაყენებთ შეურაცხყოფას! პირადად, მე გაგანდობთ ჩემს მოსაზრებებს და გამოცდილებას გაგიზიარებთ.... ასევე ვისაუბრებ "პიკაპზე" და იმაზე შესაძლებელია თუ არა ამ სამი ელემენტის გარეშე წარმატების მიღწევა საპირისპირო სქესთან.

-აქვს თუ არა ვიზუალს მნიშვნელობა? პასუხი არის- კი. რა თქმა უნდა, მეგობრებო ქალებს მოსწონთ ლამაზი ბიჭები და ხშირად ეგეთ ბიჭებს იქეთ კერავენ და პირველები უბავენ საუბარს. მოკლედ, ქალებს თვალებიც აქვთ და გემოვნებასაც არ უჩივიან!... მაგრამ, არის რამდენიმე ნიუანსი, კერძოდ- ლამაზი ბიჭების უმრავლესობას არ აქვს საჭირო სკილები განვითარებული, რომლებიც გოგოსთან ფლირტის დროს აუცილებელია, რადგან მათ არასოდეს უფიქრიათ მაგაზე და არც სჭირდებოდათ, ისედაც განებივრებული იყვნენ ქალების მხრიდან. სწორედ ამიტომ, ხშირად ხდება ისე ,რომ ქალები მალე კარგავენ მათ მიმართ ინტერესს.


ახლა რაც შეეხება ფულს.
არის თუ არა მნიშვნელოვანი ფული?
პასუხია- კი. გარეგნობაზე უფრო მნიშვნელოვანია ფული თუ მიზანი ბევრი ქალია და ასევე ურთიერთობის შენარჩუნებაა. თუმცა აქ არსებობს ერთი მნიშვნელოვანი მომენტი- კაცს თუ მარტო ფული აქვს და არ აქვს ქალებთან საკმარისი გამოცდილება, ხშირ შემთხვევაში, უბრალოდ გაყვლიფავენ ქალები.

ახლა განვიხილოთ სტატუსი, რომელიც აქვე გეტყვით, რომ უფრო დიდ წარმატებას მოგიტანთ ქალებში,ვიდრე ის ორი.

მოკლედ, სტატუსი,რა თქმა უნდა, თამაშობს დიდ როლს.

თუ ხარ ცხობილი მსახიობი, მომღერალი ან, უბრალოდ, სპორტსმენი- ჩათვალეთ ბევრი ქალი გარანტირებული გყავთ. მაგრამ რამდენი მამაკაცი დაიკვეხნის მსგავსი სტატუსებით ? ბევრი არ ხო?


ახლა,რაც შეეხება იმას თუ ეს სამი რაღაც არ გვაქვს, მაშინ რას ვაკეთებთ, ანუ პორნო და მისი ჯანი?

არ ,მეგობრებო! შეგიძლიათ ყველას გახდეთ წარმატებული ქალებში ან ის ერთი დაკეროთ, ყოველგვარი ვიზუალის, ფულის და სტატუსი გარეშე.

ამისთვის საჭიროა, სწავლა და კიდევ სწავლა და გამოცდილების მიღება!

ახლა ჩამოვწერ ძირითადად თვისებებს.
1 - თავდაჯერებულობა
-2 იუმორის გრძნობა
3- ქარიზმა
4- ინტელექტი
5- კარგი სექსის ცოდნა
6- ფლირტის დამუღამება
7 - ემოციების კონტროლი

კიდევ არის რაღაცები, მაგრამ მთავარი ესენია. ამ ყველაფერმა არ შეგაშინოთ, რაც ჩამოვწერე შესაძლებელია ყველაფრის შეძენა და განვითარება!

რაც შეეხება პიკაპს და ალფას და ბედ ბოის იმიჯებს - პიკაპიდან მიღებული ინფორმაცია უნდა დაამუშავო და გაფილტრო, თუ ამ ყველაფერს შესძლებ და
სეროზულად მოჰკიდებ ხელს მაგ საქმეს, მაშინ შედეგები გექნებათ, თუმცა ძალიან ბევრი ტკივილს და შიშების დაძლევა მოგიწევთ. უბრალოდ წიგნებით და ვიდეოებით ვერაფერს ისწავლით.

ალფას და ბად ბოის რაც შეეხება, სავსებით არ არის- ეგ ყველაფერი საჭირო. თქვენი სტილი უნდა იპოვოთ, რომელშიც კომფორტულად გრძნობთ თავს.

არანაირი ხელოვნური იმიჯები.

ქალების უმრავლესობას კიდევ სერიოზულ ურთიერთობებში, მზრუნველი და ყურადღებიანი მამაკაცი სჭირდება, როგორიც აღწერა კატმატუმ და უწოდა ბულკი.




Posted by: magistra_vitae 21 May 2020, 02:37
მამაკაცი - ცოტა სიმპატიური მაინც უნდა იყოს, ქარიზმა , იუმორი, ფული .. ნუ თუ პიკაპის ხელოვნებას ფლობს მისთვის კარგი...

ზემოთ გიწერია ''თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ გყავდეს ბევრი ქალები.''

ბევრი ქალის ყოლა ადრეულ ახალგაზრდობაში გამართლებულად მიმაჩნია მიჭისთვის, მაგრამ 30- 40 წლამდე კაცს თუ ბევრი ქალი ყავს პარალელურ რეჟიმში ეგ უკვე არ მგონია ნორმალური მდგომარეობა...


Posted by: daviti35 21 May 2020, 07:58
დიდი არაფერი საჭირო არ არის. პირველი და მთავარი ადამიანი უნდა იყოს ცხოვრებაში მიზანდასახული და შენს საქმეში შეძლებისდაგვარად წარმატებული. გონება გახსნილი,ენერგიული, როცა ადამიანს რთული ცხოვრებისეული მდგომარეობიდანაც შეუძლია გამოსავლის პოვნა დანარჩენი ყველაფერი ჩვეულებრივი. პირველ რიგში ეს მოსწონთ გოგოებს და მერე გარეგნობა და სხვა თვისებები და არც პიკაპობა და სხვა დაჭირდება ადამიანს იქით შეაწუხებენ ყურადღებით.
არის კიდე ორი კატეგორია ადამიანების როგორიც არ უნდა იყო პირველი როცა ადამიანმა სიმდიდრე მემკვიდრეობით მიიღო, რის გამოც ცხოვრებაში გახდა ზარმაცი და განაზებული ანუ ის ფული რომ წაართვა უცებ საკუთარი ძალებით ვერაფერს იზავს ცხოვრებაში და მეორე კატეგორია სულ ქალების კოლექციის შეგროვებაზე რომ ფიქრობენ და ცოდნის მიღებაზე და საქმიანობრივ წარმატებისთვის არაფერს აკეტებენ. ჟიგოლო თუ კაზანოვასავსნაირი ხალხი შემდეგ რომ ქალების შესანახები არიან, რადგან არაფრის კეთება არ იციან ცხოვრებაში.

Posted by: TDD 21 May 2020, 08:01
დიდი ###

+30 დიდი ###.........

Posted by: Frankens†ein 21 May 2020, 08:02
ეს თავიდან
QUOTE
1 - თავდაჯერებულობა
-2 იუმორის გრძნობა
3- ქარიზმა
4- ინტელექტი
5- კარგი სექსის ცოდნა
6- ფლირტის დამუღამება
7 - ემოციების კონტროლი

მერე/ბოლოს მაინც
QUOTE
ფული


Posted by: nor-test 21 May 2020, 10:25
Katana_
QUOTE
ქალების უმრავლესობას კიდევ სერიოზულ ურთიერთობებში, მზრუნველი და ყურადღებიანი მამაკაცი სჭირდება, როგორიც აღწერა კატმატუმ და უწოდა ბულკი
ბულკი შეიძლება არ იყოს მზრუნველი და ყურადღებიანი. ბულკი არის რბილი და ბუნჩულა ხასიათის კაცი უბრალოდ.
ასევე მზრუნველი და ყურადღებიანი მამაკაცი შეიძლება სულ არ იყოს ბულკი, არამედ სერიოზული ხიშნიკი იყოს და სულ სმენაზე ეყენოს როგორც თავისი ზრუნვის ობიექტი, ისე გარშემო ყველა, განურჩევლად სქესისა.


Posted by: bigmaster 21 May 2020, 13:12
Katana_
QUOTE

ახლა,რაც შეეხება იმას თუ ეს სამი რაღაც არ გვაქვს

შენ ეგ სამი რაღაც არ გაქვს და მაგიტო ხარ დაინტერესებული პიკაპით?

Posted by: საქმიანნი 22 May 2020, 00:41
QUOTE
დიდი არაფერი საჭირო არ არის. პირველი და მთავარი ადამიანი უნდა იყოს ცხოვრებაში მიზანდასახული და შენს საქმეში შეძლებისდაგვარად წარმატებული. გონება გახსნილი,ენერგიული, როცა ადამიანს რთული ცხოვრებისეული მდგომარეობიდანაც შეუძლია გამოსავლის პოვნა დანარჩენი ყველაფერი ჩვეულებრივი

გამიკვირდა, დეთს რაით

სხვა ყველაფერი სისულელეა, დროებითი და არამყარი მოვლენა
რასაც ვერ დაეყრდნობი და ვერაფერში გამოიყენებ, თუნდაც ფული ან სილამაზე

რიალ ვიმინ ლაიქ რიალ მენ ))


Posted by: qitesa___ 22 May 2020, 12:40
გარეგნობით გამორჩეულ კაცებს ჰყავთ ქალები, რომლებსაც ამ კაცთან სექსი და მასთან ყოფნა უნდათ.

ფულით გამორჩეულ კაცებს ჰყავთ ქალები, რომლებსაც ამ კაცის წველა და მისი ფულით ცხოვრება უნდათ.

სტატუსით გამორჩეულ კაცებს ჰყავთ ქალები, რომლებსაც ამ სტატუსთან შეხება და მის ნაწილად გახდომა უნდათ.

საბოლოო ჯამში, ქალები სამივეს ჰყავს, ოღონდ სხვადასხვა მოტივაციის მქონე ქალები ჰყავს სამივეს.

Posted by: sandrobandro 22 May 2020, 12:49
QUOTE (qitesa___ @ 22 May 2020, 12:40 )
გარეგნობით გამორჩეულ კაცებს ჰყავთ ქალები, რომლებსაც ამ კაცთან სექსი და მასთან ყოფნა უნდათ.

ფულით გამორჩეულ კაცებს ჰყავთ ქალები, რომლებსაც ამ კაცის წველა და მისი ფულით ცხოვრება უნდათ.

სტატუსით გამორჩეულ კაცებს ჰყავთ ქალები, რომლებსაც ამ სტატუსთან შეხება და მის ნაწილად გახდომა უნდათ.

საბოლოო ჯამში, ქალები სამივეს ჰყავს, ოღონდ სხვადასხვა მოტივაციის მქონე ქალები ჰყავს სამივეს.

+1


ეგრეა რა.

2 ვარიანტში შეიძლება ფული ქონდეს და მაგის გამო იყოს და ქალმა დედის მუტლის თავზე დაფარებაც აიტანოს.


ვიღაცას შეიძლება სულ 10 ლარი ქონდეს და ის 10 ლარი დაახარჯოს ქალს და ამან ჩაუსველოს ქალს.


რას გაიგებ gigi.gif

Posted by: Katutu 22 May 2020, 12:49
QUOTE
არანაირი ხელოვნური იმიჯები.

მარტო ეგაა საჭირო, ნუ თუ ნორმალური ურთიერთობა გინდა biggrin.gif

თუ პროსტა გოგოს/ების დათრევა გინდა მაშინ სხვა დანარჩენი რაც აღწერილია თემაში:დ

QUOTE
მზრუნველი და ყურადღებიანი მამაკაცი სჭირდება, როგორიც აღწერა კატმატუმ და უწოდა ბულკი

ჰო, ეგეთი:დ + მიზანდასახული აუცილებლად
უმიზნო და უინტერესო ადამიანი დიდხანს ვერავის გაუჩერდება biggrin.gif
მთავარია განვითარება, მეგობრებო bis.gif

ჰო, ბულკი ხუმრობით ვუწოდე ისე:დდ

Posted by: nor-test 22 May 2020, 12:53
Katutu
QUOTE
ბულკი ხუმრობით ვუწოდე
რა ძალა გედგა? არეულობა შემოიტანე ამით განხილვაში: https://forum.ge/?showtopic=35154685&view=findpost&p=56322314

Posted by: sandrobandro 22 May 2020, 13:11
QUOTE (Katutu @ 22 May 2020, 12:49 )
QUOTE
არანაირი ხელოვნური იმიჯები.

მარტო ეგაა საჭირო, ნუ თუ ნორმალური ურთიერთობა გინდა biggrin.gif

თუ პროსტა გოგოს/ების დათრევა გინდა მაშინ სხვა დანარჩენი რაც აღწერილია თემაში:დ

QUOTE
მზრუნველი და ყურადღებიანი მამაკაცი სჭირდება, როგორიც აღწერა კატმატუმ და უწოდა ბულკი

ჰო, ეგეთი:დ + მიზანდასახული აუცილებლად
უმიზნო და უინტერესო ადამიანი დიდხანს ვერავის გაუჩერდება biggrin.gif
მთავარია განვითარება, მეგობრებო bis.gif

ჰო, ბულკი ხუმრობით ვუწოდე ისე:დდ

აი მიზანდასახულობა და განვითარებაც უნდა გაიშიფროს ამ შემთხვევაში აუცილებლად.

რას ნიშნავს მიზანდასახულობა და რა საკითხს ეხება? კარიერული? საკუთარი პიროვნული სირთულეების დაძლევა და ახალ რელსებზე გადასვლა თუ რაზე უფრო კონკრეტულად გვითხარი gigi.gif

Posted by: qitesa___ 22 May 2020, 13:36
QUOTE
აი მიზანდასახულობა და განვითარებაც უნდა გაიშიფროს ამ შემთხვევაში აუცილებლად.

იგულისხმება რო ფულს უნდა შოულობდეს.

Posted by: Katutu 22 May 2020, 14:02
sandrobandro
qitesa___
მოკლედ რომ ავხსნა, ამბიციები უნდა აწუხებდეს ცოტა მაინც და დივანზე წოლა არ უნდა იყოს მისი ცხოვრების ერთადერთი მიზანი
არაა აუცილებელი მაინც და მაინც ბევრი ფულის შოვნაზე იყოს აუბარი, უსაქმური და უინტერესო არ უნდა იყოს ზოგადად ადამოანი, ქალოც და კაციც. პიროვნული თვითგანვითარებაც იგულისხმება

Posted by: qitesa___ 22 May 2020, 14:20
Katutu
არავის უნდა იმის აღიარება რო სინამდვილეში ფინანსურ მხარეზე აქვს საუბარი.
ამბიციები და თვითგანვითარება, რომელიც შემოსავალთან არ არის კავშირში, სისულელედ და უსაქმურობად აღიქმება.


Posted by: ONODA 22 May 2020, 14:23
Katana_
ფულიანების ცოლების მძღოლებს ჰკითხე აბა ეგ რის ხარჯზე დღნავენ მაგათ ცოლებს givi.gif

Posted by: Katutu 22 May 2020, 14:27
qitesa___
სტაბილურ შემოსავალთან - კი, რაც განავითარებს პასუხისმგებლობის გრძნობას ადამიანში, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ურთიერთობაში.
სტაბილური შემოსავალი, ფინანსური დამოუკიდებლობა, ეს ყველაფერი მოქმედებს ადამიანის შინაგან წყობაზე. დისციპლინაზე, პასუხისმგებლობაზე.
მტვირთავი რომც იყოს და თვიდან თვემდე ძლივს გაჰქონდეს თავი უფრო დასაფასებელია ვიდრე მშობლების ხარჯზე მცხოვრები ზრდასრული ადამიანი, დედას რომ სიგარეტის ფულს ართმევს.
თქვენ საუბარი დაგყავთ ყოველთვის ფულის შოვნაზე და ფინანსურ უზრუნველყოფაზე
ეს უფრო თქვენი შინაგანი კომპლექსების ბრალია ვიდრე გოგოების პრიორიტეტების
ჩემმა ბიჭმა ისე დამკერა კაპიკი ფული არ დაუხარჯავს და არც რამე დაუპირებია, იმას გაგიკეთებ და ამას გიყიდიო და ბევრ ფულს ვიშოვიო

ტიპი, რომელსაც მხოლოს ფულის შეთავაზება შეუძლია, მიიღებს ისეთ ქალს რომელსაც ფულის გარდა არაფერი აინტერესებს
ამიტომ ყველა ალხანას თავისი ჩალხანა

ნებისმიერი ქალი ეძებს კაცში სტაბილურობას, ემოციურს/ფინანსურს/მენტალურს.

Posted by: Katana_ 22 May 2020, 14:50
ONODA
დავწერე მანდ :დ

ფულიან კაცსაც უნდა ჰქონდეს რაღაც სკილები თორემ ქალები ბოლომდე გამოიყენებენ-მეთქი და მხოლოდ ფულის ტომარა იქნება ეგეთი მამაკაცი ქალის თვალში mo.gif



Posted by: qitesa___ 22 May 2020, 15:02
Katutu
ეგ ყველაფერი იწერება სამი სიტყვით - ფულს უნდა შოულობდეს.
თქვენ დაგყავთ ამ დონეზე და არა ჩვენ. თქვენი არსია ეს.
ჩვენ მხოლოდ საგნებს ვეძახით თავიანთ სახელებს.

Posted by: Katutu 22 May 2020, 15:11
qitesa___
QUOTE
ტიპი, რომელსაც მხოლოს ფულის შეთავაზება შეუძლია, მიიღებს ისეთ ქალს რომელსაც ფულის გარდა არაფერი აინტერესებს


Posted by: nor-test 22 May 2020, 15:15
Katutu
რას იტყვი ტიპზე, რომელიც საინტერესო მოსაუბრეა, ჭკვიანი, განათლებული, რაღაც სფეროში მსოფლიო დონეზეა და მუდმივად ვითარდება სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ უფულოა და შენი სარჩენია? იქნებოდი ასეთის გვერიდთ?

Posted by: Katutu 22 May 2020, 15:21
nor-test
QUOTE
რას იტყვი ტიპზე, რომელიც საინტერესო მოსაუბრეა, ჭკვიანი, განათლებული, რაღაც სფეროში მსოფლიო დონეზეა და მუდმივად ვითარდება სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ უფულოა და შენი სარჩენია? იქნებოდი ასეთის გვერიდთ?

მთლიანად ჩემი სარჩენი რომ იყოს ეგეთი არავინ მინდა ღმერთიც რომ იყოს up.gif

Posted by: qitesa___ 22 May 2020, 15:23
QUOTE (Katutu @ 22 May 2020, 15:11 )
qitesa___
QUOTE
ტიპი, რომელსაც მხოლოს ფულის შეთავაზება შეუძლია, მიიღებს ისეთ ქალს რომელსაც ფულის გარდა არაფერი აინტერესებს

რა თქმა უნდა, ოღონდ ეგ არ ნიშნავს, რომ ქალები მიზანდასახულობასა და ამბიციების ქონაში ფულის შოვნის გარდა კიდევ რამეს გულისხმობთ რეალურად.

Posted by: Katutu 22 May 2020, 15:45
qitesa___
QUOTE
რა თქმა უნდა, ოღონდ ეგ არ ნიშნავს, რომ ქალები მიზანდასახულობასა და ამბიციების ქონაში ფულის შოვნის გარდა კიდევ რამეს გულისხმობთ რეალურად.

რა აზრი აქვს კამათს, უკვე ვახსენე რა და როგორც იგულისხმება და შენ ყურიც არ შეიბერტყე ისევ თავისას ამტკიცებ biggrin.gif
ყველგან ფული კაცებს გელანდებათ ხოლმე, ისევ თქვენივე კომპლექსებიდან გამომდინარე.

Posted by: Katana_ 22 May 2020, 17:03
QUOTE (bigmaster @ 21 May 2020, 13:12 )
Katana_
QUOTE

ახლა,რაც შეეხება იმას თუ ეს სამი რაღაც არ გვაქვს

შენ ეგ სამი რაღაც არ გაქვს და მაგიტო ხარ დაინტერესებული პიკაპით?

არა,უბრალოდ 2016,როდესაც-ეგ თემა აღმოვაჩინე საცოლეს ახალ დაშორებული ვიყავი და მაგიტომ დავინტერესდი
თავიდან ძაან აღფრთოვანებული დავრჩი,მაგრამ შემდეგ როდესაც ყველფერი გავფილტრე კარგად მივხვდი რაც არის პიკაპი up.gif

მაგ სამ რაღაცას რაც შეეხება ფული არ მაქვს ბევრი,მაგრამ იმდენი კი მაქვს რომ მშობლებს არ გამოვართვა ან სხვა ვინმეს.

სტატუსი განსაკთრებული არაფერი
გარეგნობას რაც შეეხება სკოლის პერიოდში ლამაზი ბიჭების კატეგორიაში გავდიოდი
ახლა არა,ჩვეულებრივი გარეგნობა მაქვს მახინჯი არ ვარ მოკლედ up.gif

Posted by: qitesa___ 22 May 2020, 18:07
Katutu
QUOTE
უკვე ვახსენე რა და როგორც იგულისხმება

lol.gif

Posted by: Katutu 22 May 2020, 18:10

Posted by: RetroFuture 22 May 2020, 18:27
მთავარი კაცის დამოკიდებულებაა შენთან, ერთგულება, ყურადღება, სიყვარული, ვნება და ლტოლვა__ეს ქმნის ნამდვილ ურთიერთობას.
რა ფული, რა მსახიობი, რის ცისფერი თვალები..... არ მესმის ესე პუნქტებად რო აყალიბებთ გეგმის სახით, ცხოვრებაში ასე არ ხდება

Posted by: magistra_vitae 22 May 2020, 18:48
QUOTE (RetroFuture @ 22 May 2020, 18:27 )
მთავარი კაცის დამოკიდებულებაა შენთან, ერთგულება, ყურადღება, სიყვარული, ვნება და ლტოლვა__ეს ქმნის ნამდვილ ურთიერთობას.
რა ფული, რა მსახიობი, რის ცისფერი თვალები..... არ მესმის ესე პუნქტებად რო აყალიბებთ გეგმის სახით, ცხოვრებაში ასე არ ხდება

+++ დამოკიდებულება საქციელით უფრო, ვიდრე სიტყვით...ზოგს ენა აქვს ვეფხისტყაოსანივით და ამან ქალი არ უნდა შეიყვანოს შეცდომაში... მართლა სუსტი არსებები ვართ ქალები იმ კუთხით, რომ ყურებით გვიყვარს მოსმენა- რაც შეცდომაა.. საქციელებს დააკვირდით ხოლმე გოგოებო.

Posted by: Heart_of_Darkness 22 May 2020, 21:15
Katana_
ქალებს გვევასება კარგი ტიპები,
ამ კარგი ტიპის ქვეშ სხვადასხვა თვისებების ნაზავი იგულისხმება,
7-ვე თვისება რაც დაწერე, მნიშვნელოვანია.
ქალს გააჩნია ამ 7-დიდან თითოეულს რა კოეფიციენტს მიანიჭებს.

Posted by: Katana_ 22 May 2020, 21:38
QUOTE (Heart_of_Darkness @ 22 May 2020, 21:15 )
Katana_
ქალებს გვევასება კარგი ტიპები,
ამ კარგი ტიპის ქვეშ სხვადასხვა თვისებების ნაზავი იგულისხმება,
7-ვე თვისება რაც დაწერე, მნიშვნელოვანია.
ქალს გააჩნია ამ 7-დიდან თითოეულს რა კოეფიციენტს მიანიჭებს.

შენ გევასება ისეთი ბიჭები შენხელა პოსტებს რომ აცხობენ lol.gif


2kiss.gif

Posted by: Heart_of_Darkness 22 May 2020, 21:54
Katana_
ყველა ქვაბს თავის თავსახური აქვს, ხომ გაგიგია? smile.gif

მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია,
პოსტის სიგრძე არ არის გადამწყვეტი, შინაარსია მთავარი biggrin.gif

Posted by: სერაფიტი 22 May 2020, 22:38
Katana_

ეს 7 რაღაც რომ ჩამოთვალე, ხელოვნურად როცა აქვთ დასწავლილი, მასეთს ისევ ნატურალური მირჩევნია.
ხელოვნურად კაი ტიპი რანაირად უნდა მომეწონოს.
ხოდა სტატუსიო ყველაზე მთავარიო - არაა მასე. ნუ რავიცი, მე პირიქით, ძაან გათქვეფილი და ფეისი ტიპები არ მომეწონება, ზედაპირულები არიან ხშირად.


Posted by: ONODA 23 May 2020, 00:13
QUOTE
7-ვე თვისება რაც დაწერე, მნიშვნელოვანია.

ეს საღ გონებაზე
lol.gif
რეალურად კიდე ეშმაკმაც არ იცის givi.gif

Posted by: nor-test 23 May 2020, 10:37
სერაფიტი
QUOTE
ხოდა სტატუსიო ყველაზე მთავარიო - არაა მასე. ნუ რავიცი, მე პირიქით, ძაან გათქვეფილი და ფეისი ტიპები არ მომეწონება, ზედაპირულები არიან ხშირად.
რატომ გათქვეფილი და ზედაპირული? სტატუსი შენ ვღაც აჩი მეფარიძე გგონია მაინცდამაინც? smile.gif შეიძლება ლავრენტი ბერია იყოს, ან კარდინალი რიშელიე.

Posted by: magistra_vitae 23 May 2020, 15:45
კარდინალი რიშელიე ძალიან მაგარი კაცი იყო...ისეთი ამბები დაატრიალა თავის დროზე.. smile.gif მთავარი თვისებაა კაცს "ჭკუა'' უნდა ქონდეს და გული... ყველა ''ალხანას- თავის ჩალხანა'' - ერთნაირი ტიპები იკვეთებიან ხოლმე ერთმანეთთან როგორც წესი.. თუ შეძლეს და გაზარდეს ერთმანეთი ხომ კარგი, თუარადა უარყოფითი გამოცდილებაც გამოცდილებაა.

Posted by: Georgian_Highlander 23 May 2020, 16:36
რა ფეხებად გინდათ ეს ქალები და მათ გამო ტრაკის ნაკერავზე სკდომა?

მეგობრობას მეგობრებიც გაგიწევენ. ქალთან სექსი კი მასტურბაციაზე მეტად სასიამოვნო კი არ არის, ნაღდად არ ღირს ტვინის დღვნად მათთან ურთიერთობა საცოდაობა სექსის გამო.

Posted by: სერაფიტი 23 May 2020, 16:47
nor-test
QUOTE
შეიძლება ლავრენტი ბერია იყოს, ან კარდინალი რიშელიე.


ანუ? მაინც გაუგებარია, სტატუსში რა იგულისხმება.smile.gif)

Posted by: qitesa___ 23 May 2020, 17:01
სერაფიტი
QUOTE
მაინც გაუგებარია, სტატუსში რა იგულისხმება

ცნობადობა პირველ რიგში (დადებითი ხასიათის) და მერე ძალაუფლება.

Posted by: nor-test 23 May 2020, 17:02
სერაფიტი
სახელი, ავტორიტეტი, ძალაუფლება, თანამდებობა. ყველა ერთად, რამდენიმე ამათგანი არ თუნდაც ერთი.

Posted by: სერაფიტი 23 May 2020, 17:33
qitesa___
nor-test

გასაგებია.
ჰო, ნუ ჩემს აზრზე ვრჩები - ეგეთი ტიპები ცოტა მაშინებენ smile.gif) ანუ დიდად კომფორტულად ვერ წარმოვიდგენ მათთან ურთიერთობას.

Posted by: dat111 23 May 2020, 22:53
QUOTE
ცნობადობა პირველ რიგში (დადებითი ხასიათის) და მერე ძალაუფლება.

ცნობადობა საკმაოდ აბსტრაქტული პარამეტრია, ძალაუფლებისკენ სწრაფვა კიდე არასრულფასოვნების კომპლექსის უსასტიკესი გამოვლინებაა ეს ისე ზოგადი ინფოსათვის

Posted by: მამაო ენუქი 23 May 2020, 22:58
QUOTE
ფული, გარეგნობა თუ სტატუსი

თუ 25 user.gif

Posted by: dat111 23 May 2020, 23:04
QUOTE
თუ 25

lol.gif ეგ ფორმულის მუდმივაა, დანარცენი პარამეტრები შეიძლება ცვლადები იყვნენ

Posted by: Katana_ 23 May 2020, 23:22
მამაო ენუქი
23 მაქვს მარა :დ ეგ რომ შველოდეს მამაო
lol.gif

ნუ ახლა 2 სმ თემა თუ არის და mad.gif

ეგ კი არა,მაგ 23სმ ბევრჯერ დამღუპა
განსაკუთრებით მარშუტკაში მაგი ნაშა რომ გაეძრობა
ერთხელ მქონდა ეგეთი მომენტი
mad.gif

რაც მე მაშინ სირცხვილი ვჭამე
mo.gif

Posted by: მამაო ენუქი 24 May 2020, 11:06
Katana_
გაგევსო პმ ? gigi.gif

Posted by: nick_el_son 24 May 2020, 11:25
ყველაფერი გაცილებით მარტივია არადა biggrin.gif



user posted image

Universal cute/money matrix fig.gif

Posted by: qitesa___ 24 May 2020, 11:38
nick_el_son
QUOTE
Universal cute/money matrix

biggrin.gif up.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)