მზე-ვერძი, მთვარე-ვერძი “ვერძი კვადრატში”
ამ მდებარეობის მქონე პიროვნება არის საკმაოდ ექსპრესიული, ადვილად გამოხატავს ემოციებს, “შიგნით” და “გარეთ” ერთნაირია. მზე ვერძი,მთვარე ვერძი არის ინდივიდუალისტი წარსულში, აწმყოსა და მომავალში
პიროვნება არის დინამიური, ძლიერი, მოუთმენელი, იმპულსური, სწრაფად ფეთქებადი და მაგნეტიზმით დაჯილდოებული. მას თითქოს ვერაფერი შეაჩერებს.. თუ ასეთი ადამიანი არ ისწავლის საკუთარი ენერგიის კონტროლს, შეიძლება გაუჭირდეს პირადი ურთიერთობების მოწესრიგება.
ამ მდებარეობის მქონე ადამიანი ნაკლებადაა დაინტერესებული განათლებით და არც დიდი ინტელექტუალური მონაცემები აქვს, რადგან ძირითადად ორიენტირებულია მიზნის მისაღწევად ძალის გამოყენებაზე. მათთვის სწავლა და მიზანზე ორიენტირებულობა მოსაწყენ “საქმიანობად” ჩანს და შეიძლება ვთქვათ, რომ ფაქტობრივად ისინი გონების აბსტრაქტულ ნაწილს არ იყენებენ. ერთ წინადადებაში შეიძლება ეს პიროვნებები ასე დავახასიათოთ “ წინ, რა დროს ფიქრია!”.
ისინი არ აზროვნებენ აბსტრაქტულად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საერთოდ არ აზროვნებენ. ამ მდებარეობის მქონე ადამიანი თუ იურიდიულ სფეროში აღმოჩნდება, დიდ წარმატებას მიაღწევს. ამ ადამიანებს გააჩნიათ ლიდერობისკენ დიდი მისწრაფება, თუმცა ლიდერობა გაუჭირდებათ თუ არ ისწავლიან ტაქტს და სხვების გრძნობებზე ფიქრს.
დამახასიათებელი თვისებებია:
ეგოცენტრიზმის მაღალი დონე, სწრაფი აზროვნება, მაღალი აგრესიულობის დონე, წინა პლანზე წამოწეული “მე”, დამოუკიდებლობის სურვილი როგორც ფიზიკურ, ისე სულიერ დონეზე, საკუთარ თავში დარწმუნებული, ტოლერანტობა=0 ,
რამდენიმე ცნობილი ადამიანი მსგავსი მდებარეობით:
Marlon Brando
Celine Dion
Lucy Lawless
Gary Oldman
Anthony Perkins
მზე ვერძი, მთვარე- კურო “წყნარი ვერძი”
მზე ვერძი, მთვარე კურო მდებარეობის მქონე ადამიანები საქმით ადასტურებენ თუ როგორ შეიძლება ენერგია და პირდაპირობა შეუთავსდეს ტაქტს. მთვარე კურო ვერძის მანერებს მატებს უფრო მეტ შარმს, მიმზიდველობას. ვერძის იმპულსურობა, აგრესიულობა თვალში შესამჩნევი აღარაა. ამ გავლენით ვიღებთ პიროვნებას, რომელიც უფრო ადვილად დათანხმებადი და მშვიდია, ვიდრე წინა მდებარეობის მქონე პიროვნება.
ეს ადამიანები ტაქტიანები და მშვიდები იქნებიან, სანამ თავის გზას მიყვებიან. მათ ოჯახს “ტკბილი და მწარე” არ აკლიათ
მათი ძლიერი მაგნეტური შარმი და ძლიერი ნება კარგ გავლენას ახდენს მათ მისწრაფებაზე-გახდნენ ლიდერები. ნებისმიერი ვერძი ისწრაფვის ლიდერობისკენ,მაგრამ ცოტას თუ გააჩია სტაბილური თვისებები, რაც ასე აუცილებელია “ხარისხიანი” ლიდერობისთვის.
ერთადერთი , რაც ამ მდებარეობის მქონე ვერძებმა უნდა ისწავლონ, ესაა – ისე მართვა, რომ არ გახდნენ ზედმეტად დომინანტურები და გამოიჩინონ უფრო მეტი სურვილი სხვათა ბედნიერების ხელშეწყობაზე.
მიუხედავად სქესისა, ვერძი მთვარით კურო არის ნებისმიერ პირად ურთიერთობაში დომინანტი/მთავარი და ყოველთვის ეცდება ურთიერთობაში საკონტროლო ბერკეტებს ის ფლობდეს. ამასტანავე ვერძის სიჯიუტე კიდევ უფრო თვალში საცემია- მას ან ყველაფერი უნდა, ან არაფერი.
დამახასიათებელი თვისებები: პრაქტიკულობა, იდეალიზმისა და კონსერვატიული ხედვის მაღალი შეთავსება, ნაკლებად კონფლიქტური, ბიზნესის ალღო
ცნობილი ადამიანები მსგავსი მდებარეობით:
Hans Christian Anderson
Rene Descartes
Elton John
Diana Ross
Quentin Tarantino
მზე ვერძი, მთვარე- ტყუპები“ვერძი მიკროფონით ხელში”
ეს მდებარეობა ერთ-ერთ აქტიური და რაც მთავარია, საუბრის მოყვარული ვერძის მდებარეობაა. ისინი ცდილობენ იყვნენ ნებისმიერი შეკრების ცენტრში, რომელშიც რამეს განიხილავენ და აქტიური კამათი მიმდინარეობს. ვერძი მთვარით ტყუპები ფლობს განსაკუთრებულ უნარს- სწრაფად გადაამუშაოს ინფორმაცია და ასევე სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილებები ( განსაკუთრებით თუ მერკური ვერძი უწყობს ხელს). ისინი ვერ ახერხებენ გაჩუმებას, რაც იციან შეუძლიათ ყველაფერი თქვან გონების საბოლოო გათიშვამდე.
ამ ადამიანისთვის ყველაზე ადვილი გასაკეთებელია კარგად მოკალათდეს და ისაუბროს, ვიდრე ჩაიკეტოს საკუთარ თავში და გადასაწყვეტი გზები ეძებოს. მისთვის დამახასიათებელია ჯერ საუბარი და შემდეგ გადახტომა
ვერძი მთვარით ტყუპები წარმატებას ადვილად მოიპოვებენ თუ ისწავლიან ინფორმაციის გადამუშავების შემდეგ დაფიქრებას და ისე მოქმედებას. ამ მდებარეობის მქონე ვერძები ადვილად იკეთებენ კარიერას იურისპრუდენციაში საკუთარი სწრაფი აზროვნებისა და გადაწყვეტილებების გამო. ასევე წარმატებას მიაღწევენ ბიზნესისა და ყველა იმ სფეროში, რაც დაკავშირებულია კომუნიკაციასთან.
მათ კარგად შეუძლიათ საუბრის დროს ოპონენტების კუთხეში მიმწყვდევა,ამ ვერძებს ხომ ინტელექტუალური და ემოციური კავშირი აქვთ საკუთარ არაცნობიერსა და ცნობიერს შორის,რაც მთლიანობაში საკუთარ თავთან ჰარმონიულ პიროვნებად აყალიბებს
დამახასიათებელი თვისებები:
ინტერესების ხშირი ცვალებადობა, სწრაფი საუბარი, ხშირი ნერვული გაღიზიანება ან “წყობიდან გამოსვლა”, “მწარე” ენა, ადვილად იჩენს მეგობრებს.
ცნობილი ადამიანები მსგავსი მდებარეობით:
Jackie Chan
Bette Davis
Joseph Haydn
Ewan McGregor
Steven Seagal
Omar Sharif
მზე ვერძი, მთვარე-კირჩხიბი “მგრძნობიარე”
ეს მდებარეობა გვაძლევს უნიკალურ პიროვნებას. ესაა “სამეფო” მთვარე, რომელიც უხეშ ვერძს მატებს მგრძნობელობას, ინტუიციას. ამ ადამიანებში იკლებს ვერძისთვის დამახასიათებელი პირდაპირ შეჯახების სურვილი. ვერძი მთვარით კირჩხიბი ბევრს ფიქრობს, სანამ იმოქმედებს. მათ კარგად იციან როგორ მოახდინონ გავლენა ადამიანებზე და სათავისოდ იყენებენ კიდეც. მიუხედავად ამისა, ეს ადამიანები სულაც არ არიან ტირანები. მათში ვერძის ბუნება მაინც ჩანს, ასეთ ადამიანებს სულ მცირე რამდენიმე საკუთარ მე-ზე ორიენტირებული მისწრაფება აქვთ, რომელსაც კარგად მალავენ მგრძნობიარობის მიღმა. ეს ვერძი შეიძლება სხვებისთვის ტკივილის მომტანი იყოს, ოღონდ ისე, თვითონაც ვერ ხვდებოდეს საკუთარი ქცევის უარყოფით მხარეს.რაც უფრო სოციალურები იქნებიან ეს ადამიანები, მით უფრო ადვილად მოიპოვებენ წარმატებას. ხშირად შეიძლება თავადვე გაუკვირდეთ საკუთარი მიზნების სწრაფად მიღწევა. ერთადერთი , რაც ვერძმა მთვარით კირჩხიბმა უნდა დაიმახსოვროს ესაა- ნაკლებად დრამატულად და (ნაკლებად) სერიოზულად აღიქვას სიტუაცია.
დამახასიათებელი თვისებები:
გაძლიერებული ინტუიცია, მაღალი მგრძნობელობა, ადვილად ბუტიაობა, საკუთარი ოჯახის წინა პლანზე წამოწევა ( მაგრამ არა “მე”-ზე წინ)
ცნობილი ადამიანები:
Louie Anderson
Aretha Franklin
Robert Frost
William Holden
Spencer Tracy
მზე-ვერძი, მთვარე-ლომი “ამაყი”
ვერძს მთვარე ლომი აჯილდოვებს ძლიერი პიროვნული თვისებებითა და უფრო მეტი სითბოს გამოხატვით (ღუნღულა ვერძი) , ასეთი ვერძი აქტიური, შემტევი, მებრძოლი, გახსნილი და თავგადასავლების მოყვარულია. იდეებს აფრქვევს ენთუზიაზმით “ის ყველაფერში სწორია!” . თვითშეფასება და საკუთარ თავზე წარმოდგენა ყველაზე მეტად ამ ვერძისთვისაა მნიშვნელოვანი და საკუთარი თავის შეფასებისკენ აქვთ მიდრეკილება, ხშირად მაღალი თვითშეფასებაც ახასიათებთ.მათთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელია ღირსებაზე ხაზგასმა და თავადაც ამ პრინციპით აფასებს სხვებს- რამდენად ღირსეულია კონკრეტული ადამიანი მასთან ურთიერთობაში.
ვერძს მთვარით ლომს წყალივით სწყურია პოპულარობა და ლიდერობა, მათ ხომ გამოსადეგი და ღირებული აზრები აქვთ, რომელთაც განხორციელება სჭირდება. ბევრი ადამიანი ექცევა მათი გავლენის ქვეშ და ხშირად ჰყავს მსმენელი.
ეს ვერძი არასდროს გამოხატავს, რომ სხვა ადამიანების მხარდაჭერა ან დახმარება სჭირდება, ის თავად ეცდება მიაღწიოს მიზანს.
დამახასიათებელი თვისებები:
ენერგიული, ამაყი, თავის თავში დარწმუნებული, უყვარს საკუთარი თავით მოწონება
ცნობილი ადამიანები:
Patricia Arquette
Andrew Lloyd Webber
Gloria Steinem
Michael York
მზე ვერძი, მთვარე- ქალწული“კრიტიკოსი ვერძის ტყავში”
მზე ვერძი,მთვარე ქალწული მდებარეობა მიუთითებს ემოციურად ცივ პიროვნებაზე. კრიტიკისკენ მიდრეკილება ცვლის ვერძის ბუნებას. ამ პიროვნებებს ფაქტობრივად მართავს გონება რომელიც მუდმივადაა დაკავშირებული მატერიუალურ საგნებთან,საქმეებთან,სფეროსთან.
ეს ადამიანები “შემნახველები” არიან, ცივი გონებით შეუძლიათ განსაჯონ ნებისმიერი ადამიანის საქციელი,მაგრამ მათ აკლიათ კრეატიულობა და ორიგინალურობა. მიზნის მისაღწევად იყენებენ საკუთარ გონებას. ეს მდებარეობა რთულია იმ მხრივ, რომ ვერძის თვისებები “იჩაგრება” ქალწულის პედანტურობით,დეტალებისადმი კრიტიკით. ხშირად ამ მდებარეობის ვერძს უნდა ერთი და აკეთებს მეორეს.
ეს ადამიანები წარმატებას მოიპოვებენ თუ შეძლებენ ქალწულის კრიტიკულობისა და შინაგანი აგრესიის დავიწყებას ( სწორედ ეს ზედმეტი კრიტიკულობა უჩენთ მტრებს). ვერძი მთვარით ქალწული არაა რომანტიკოსი და სოციალურად გარემოზე ორიენტირებული პიროვნება, ის უფრო “მარტოხელას” მოგვაგონებს
დამახასიათებელი თვისებები:
პრაქტიკული, წვრილმანებზე ორიენტირებული, რეალისტი, პრობლემებისადმი მეთოდოლოგიური,დეტალური მიდგომა/განხილვა
ცნობილი ადამიანები:
Howard Cosell
Marvin Gaye
Nikita Khruschev
მზე-ვერძი, მთვარე-სასწორი“ვერძი გრაცია”
მზე ვერძი, მთვარე სასწორი საკმაოდ რთული მდებარეობაა, რადგან მზე და მთვარე ერთმანეთის საპირისპირო ზოდიაქოს ნიშნებში მდებარეობს, რამაც შეიძლება წარმოქმნას შინაგანი კონფლიქტი. ვერძი ბუნებით დამოუკიდებელია, სასწორი კი შინაგანად მოითხოვს ვინმესადმი დამოკიდებულებას, რაც ემოციურ და მენტალურ დონეზე პრობლემებს წარმოქმნის ინდივიდში. მას გააჩნია როგორც თავისუფლების მოთხოვნილება, ასევე სურვილი, რომ სხვა აფასებდეს, მასში დადებითს ხედავდნენ,მხარს უჭერდნენ და ა.შ.
ვერძი მთვარით სასწორი არის ამბიციური და ამავე დროს თავაზიანი,რბილი ადამიანი, ან უნდა რომ მასეთი იყოს. ხირად სარგებლობს სხვების სიმპატიით
ამ ადამიანისთვის რთულია ერთ საგანზე კონცენტრირება, მიდრეკილია ოცნებისკენ, იმ პერიოდშიც კი, როცა მძიმე სამუშაოს შესრულება უწევს.წარმატებას რომ მიაღწიოს, პრაქტიკულობა უნდა ისწავლოს და მიწაზე დაეშვას.
დამახასიათებელი თვისებები:
დიპლომატი, მიდრეკილება მოდური სამოსისკენ,აქსესუარებისკენ, სილამაზე- N 1 პრიორიტეტი.
ცნობილი ადამიანები:
Johann Sebastian Bach
Alec Baldwin
Matthew Broderick
Eric Clapton
Tommy Hilfiger
მზე ვერძი, მთვარე მორიელი“ტრანსფორმაცია”
მზე ვერძი მთვარე მორიელის მდებარეობა ადამიანს მატებს დაჟინებულობას/ასერტიულობას , კონტროლის უნარს და აყალიბებს ძლიერ ადამიანად. Aასევე ერთ-ერთი რთული მდებარეობაა, რადგან მორიელი ვერძს მატებს “სიღრმეს”, მგრძნობელობას. ისინი აღმოაჩენენ ახალ “მთებს” და შეეცდებიან მათ დაპყრობას, არ არსებობს მათთვის მიზანი, რომლის შესრულებასაც ვერ შეძლებენ. სხვა მზის ზოდიაქოსგან განსხვავებით, აქ მთვარე მორიელი უფრო მეტად მჟღავნდება რევოლუციური იდეების გამოხატვასა და ცვლილებებისკენ მისწრაფებაში.
ვერძი მთვარით მორიელი არც მატერიალისტია, არც ჰუმანური, ის უფრო მართვისკენ და გარდაქმნისკენაა მიდრეკილი. სხვებისთვის ისაა მაგნეტიზმით დაჯილდოვებული და ქარიზმატული, მათ ჰყავთ მხოლოდ რამდენიმე მეგობარი., უჭირთ გარშემომყოფებისგან უპირობო მხარდაჭერისა და სიმპატიის მიღება,რაც შეიძლება მათი უნდობლობითაც იყოს გამოწვეული.
ამ მდებარეობის მქონე ადამიანებმა უნდა ისწავლონ, სხვებისთვის ნაკლებად მტკივნეული დარტყმის მიყენება, რადგან პირველ რიგში თვითონ ზარალდებიან.
დამახასიათებელი თვისებები:
აგრესიული, თავის თავში დარწმუნებული, მიზნის მისაღწევად იყენებს ნებისმიერ გზას, ყოველთვის მოქმედებაში -in action, იდუმალებისკენ მიდრეკილება
ცნობილი ადამიანები:
Warren Beatty
Charlie Chaplin
Tracy Chapman
Francis Ford Coppola
Eddie Murphy
მზე ვერძი, მთვარე- მშვილდოსანი“უტაქტო მოგზაური”
მზე ვერძი, მთვარე მშვილდოსნის მდებარეობის მქონე ადამიანს უყვარს დამოუკიდებლობა. ის ფიქრობს, მოქმედებს და საუბრობს დამოუკიდებლად, არ უყვარს როცა სხვები ცდილობენ მასზე გავლენის მოხდენას. ამ ადამიანს გააჩნია გლობალურად აზროვნების უნარი
შეიძლება გახდეს რაიმე იდეის ფანატიც კი. ეს ვერძი საკმაოდ დაბალანსებულია, ვერძებისთვის დამახასიათებელ ცეცხლს, პირველობის, ბრძოლის სურვილს კი არ აქრობს, არამედ უფრო წინ სწევს მთვარე მშვილდოსანი. მთვარე თავის მხრივ უმატებს ფილოსოფიისკენ, თავგადასავლების მოყვარულობისკენ მიდრეკილებას. ამ ვერძებს შეუძლიათ იყვნენ უტაქტოები მათთან, ვინც არ მოსწონთ და არც დამალავენ საკუთარ უკმაყოფილებას.
ვერძს მთვარით მშვილდოსანს შეუძლია თავისუფლად იყოს ლიდერი და გაუძღვეს ჯგუფს,მაგრამ შეიძლება აკლდეს მგრძნობელობა. ან უნდა ისწავლოს ტაქტის გამოჩენა, რაც მისთვის ყველაზე ძნელია
დამახასიათებელი თვისებები:
აქტიური, უტაქტო, იდეალისტი, ახასიათებს სწრაფი მოქმედებები და თავგადასავლებისადმი მიდრეკილება
ცნობილი ადამიანები:
Samuel Beckett
Mariah Carey
Joan Crawford
Vincent Van Gogh
Thomas Jefferson
მზე ვერძი, მთვარე- თხის რქა“ სერიოზული“
ვერძს მთვარე თხის რქა ყველაზე მეტად ეხმარება ამოაცანების,გეგმების დასახვასა და სიმაღლეების დაპყრობაში. ამ ადამიანებს აქვთ ტალანტი სიტუაციისა და ორგანიზაციის მართვის,წარმატების მიღწევისთვის გააჩნიათ შინაგანი პოტენციალი. ვერძმა მთვარით თხის რქამ იცის როგორ, რა გზებით მიაღწიოს მიზანს და არავის მისცემს უფლებას გზიდან გადაახვევინოს. მათ შეუძლიათ პრობლემების გადაჭრა და მიმართულნი არიან თვითონ პრობლემურ სიტუაციაზე,არა ხალხის განსჯაზე. სხვა მთვარის გავლენის მქონე ვერძებისგან განსხვავებით ამ ვერძებს შეუძლიათ მოითმინონ, მოუცადონ ხელსაყრელ სიტუაციას და სწრაფად არ მოიპოვონ გამარჯვება,არამედ ნელ-ნელა მიდიან მიზნისკენ. ენერგიით სავსე ვერძი მთვარე თხის რქა არ დაკარგავს დროს ფუჭად იმ საქმეზე,რაც მნიშვნელოვნად არ მიაჩნია.
ხშირად ასეთმა ადამიანებმა ინსტინქტურად იციან როგორ მოიქცნენ სხვების დაინტერესების გამოსაწვევად. მათ უყვართ როცა გულწრფელად გამოხატავენ მათდამი სიმპატიას, ამ მთვარის მდებარეობით ხომ სწორედ აღიარებისკენ მიიწევენ .
ამ ადამიანებისთვის შეიძლება ქორწინება არ იყოს ერთადერთი მნიშვნელოვანი მამოძრავებელი მიზანი,მათ ასევე სჭირდებათ კარიერა და სავარაუდოა, რომ თუ არჩევანი მოუწიათ კარიერას დააყენებენ ოჯახზე წინ.
დამახასიათებელი თვისებები:
საკუთარი შესაძლებლობებზე ამომწურავი ცოდნა, ფრთხილი, პრაქტიკული, დიპლომატიური, ჩაკეტილი
ცნობილი ადამიანები:
Al Gore
Kate Hudson
Ethel Kennedy
Elizabeth Montgomery
Sarah Jessica Parker
Otto Von Bismarck
მზე ვერძი, მთვარე მერწყული “დიპლომატი”
მზე ვერძი, მთვარე მერწყული მდებარეობის მქონე ადამიანი არის სოციალური პიროვნება, რომლისთვის მნიშვნელოვანია ინფორმაციის გაგება და საზოგადოებასთან კონტაქტი. Aაქვს სურვილი საზოგადოებრივი აღიარების მოპოვების.მისი აზროვნების სტილი გარშემომყოფებისთვის პროგრესულად აღიქმება. თავად ამ ადამიანისთვის აქვს დიდი მნიშვნელობა ჩათვალონ ის პროგრესულად მოაზროვნედ, სწორედ ასე რეალიზდება მისი შნიაგანი სამყარო. ვერძს მთვარით მერწყულს გააჩნია ლიბერალული შეხედულებები და მიაჩნია, რომ ყველა თანასწორია და შეუძლიათ საკუთარი ცხოვრებით იცხოვრონ. მოკლედ, ესაა “თავისუფალი სული”. მას მიდრეკილება აქვს სხვებისა და სიტუაციის განსჯისკენ. მერწყული მთვარით მართული ვერძი რომანტიკოსი და იდეალისტია ბუნებით რაც ეხმარება მას მატერიალური წარმატების მოტანაში.
დამახასიათებელი თვისებები:
ადამიანებზე დაკვირვების სურვილი, დემოკრატიულობისკენ მიდრეკილება, თავისუფლების სურვილი, ორატორული მონაცემები, ორიგინალური იდეების გამოხატვის სურვილი
ცნობილი ადამიანები:
Victoria Beckham
Russell Crowe
Princess Eugenie of England
Samantha Fox
Ashley Judd
Steve McQueen
Colin Powell
მზე ვერძი, მთვარე თევზები“მორიდებული”
ვერძს მთვარე თევზები აქცევს ინტროვერტ, საკუთარი თავის ანალიზისკენ მიმართულ ადამიანად. ეს ვერძი ყველაზე მეტად არ ჰგავს ვერძებს. მას აქვს მიდრეკილება მიდმივად გადააფასოს საკუთარი შესაძლებლობები. ყველაზე მგრძნობიარე ვერძები არიან, რომლებიც სხვების გრძნობებს ყურადღებას აქცევენ და განიცდიან კიდეც როგორც საკუთარს. ისინი გრძნობებით და გაცდებით “ფიქრობენ” და არა გონებით.
ვერძმა მთვარით თევზებმა თავიდან უნდა აირიდოს ყველაფერზე ფიქრი,წუხილი. ის წარმატებას მიაღწევს ხელოვნების სფეროში.
დამახასიათებელი თვისებები:
სხვისი გავლენის ქვეშ ადვილად მოქცევა, ფანტაზიის უნარი, მგრძნობელობა
ცნობილი ადამიანები:
Claudia Cardinale
David Cassidy
Sarah Michelle Gellar
James Woods