ლუციფერი ნიშნავს ცისკრის ვარსკვლავს ანუ სხივმოსილს... ნათელის მატარებელს... ხოდა აქ ამ ციტატას
დავდებ იოანეს გამოცხადებიდან:
"მე, იესუ, მოვავლინე ანგელოზი ჩემი, რაჲთა გიწამოს ესე ყოველი თქუენ, ეკლესიათა. მე ვარ ძირი და ნათესავი დავითისი, ვარსკულავი ბრწყინვალე განთიადისაჲ."
(22.16)
ლუციფერის, მისი დაცემულობიდან, ხსნა შესაძლებელია უანგარო სიყვარულით...
ეგოიზმის გარეშე სიყვარულს თუ შესძლებენ ადამიანები ლუციფერის მისია მანდ მთავრდება...
ისე კი ლუციფერი ერთხელ იყო დედამიწაზე განსხეულებული ადამიანში, ეს იყო 3 ათასი წლის წინ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე, ჩინეთში...
სავარაუდოდ ამ ადამიანში Huáng Dì:
უძველესი კეისარი ჩინეთში, რომელიც ბატონობდა ჩვ.წ. აღრიცხვამდე 2696 - 2598 წლებში...
აი ამიტომ არის ჩინეთი ასეთი დიდი თაყვანისმცემელი ურჩხულების ანუ "დრაკონების" ...
აქ კი ესაია 14. 12-14:
"12 ვითარ განვარდა ცისაგან მთიები განთიად აღმომავალი? შეიმუსრა ქუეყანასა ზედა განმავლენელი ყოველთა წარმართთა.
13 ხოლო შენ სთქუ გულსა შინა შენსა: ზეცად მიმართ აღვიდე, ზედაჲთ ვარსკულავთა ცისათასა დავდგა საყდარი ჩემი, დავჯდე მთასა ზედა მაღალსა. მთათა ზედა მაღალთა ჩრდილოთ.
14 აღვიდე ზედა ღრუბელთა და ვიყო მსგავს მადლისა."
აქაც როგორც ცსკრის ვარსკვლავ ისეა წარმოჩენილი ლუციფერი...
და აგრეთვე ნახსენებია პეტრეს 2, 1-19:
"19 ეგეც არ იყოს, ხელთა გვაქვს უმტკიცესი წინასწარმეტყველური სიტყვა, და კარგად იქცევით, ისე რომ ესწრაფით მას, როგორც ბნელში მანათობელ ლამპარს,
ვიდრე ირიჟრაჟებდეს და თქვენს გულებში ამობრწყინდებოდეს ცისკრის ვარსკვლავი."