Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მშობლების კლუბი > ♡ ♡ მომავალ მშობელთა კლუბი


Posted by: narkozeli 5 Jul 2021, 12:02
მოვიდა ახალი თემა jump.gif

და ჩვენი განახლებული და ლამაზი სია love.gif


1. 30 ივლისი - SRB100 - უცნობი
2. 1 აგვისტო - newmoon2016 - ბიჭი
3. 3 აგვისტო- Rigby-ბიჭი
4. 20 აგვისტო - tatashka555 - გოგო
5. 7 სექტემბერი kus@kusa@-ბიჭი
6. 8 სექტემბერი - Sandra2209 - გოგო
7. 21 სექტემბერი - Redial - ბიჭი
8. 21 სექტემბერი - chogo - უცნობი
9. 23 სექტემბერი - mamuka92 - ბიჭი
10. 30 სექტემბერი - PoisonnIvy - ბიჭი
11. 1 ოქტომბერი - marikoo - ბიჭი
12. 2 ოქტომბერი - Nnia - ბიჭი
13. 3 ოქტომბერი - Clue - გოგო
14. 23 ოქტომბერი - klubnika - ბიჭი
15. 2 ნოემბერი- any_body-უცნობი
16. 20 ნოემბერი - takotatuli1989 - გოგო და ბიჭი
17. 11დეკემბერი-Kandinskaia-გოგო
18. 17 თებერვალი- dancing in the moonlight-უცნობი



user posted image


სამშობიაროში წასაღები ნივთების სია :

დედის ნივთები:

1.ხალათი
2.ჩუსტები ოთახის , აბაზანის
3.პერანგი და პიჟამო (მშობიარობის შემდეგ)
4.მეძუძურის ლიფი
5.საცვლები
6.პირსახოცი აბაზანის, პირის
7.პაკეტები დიდი ზომის
8.ჰიგიენის ნივთები (კბილის ჯაგრისი,პასტა,დეოდორანტი,საპონი,სასაპნე,შამპუნი,სავარცხელი)
9. მკერდის საფენები
10.მობილურის დამტენი
11.საბუთები

ბავშვისთვის:
1.მატყუარა
2.ბოთლი
3.ბოდეები
4.ნასკები
5.ქუდი
6.პოლზუნკა
7.პირის მოსაწმენდი ტილოები
8. ადიალა (გამოყვანის დროს)

* შენიშვნის სახით ვიტყვი, რომ მე პირადად სამშობიაროში მატყუარა არ დამჭირვებია. თქვენ თუ ჩათვლით საჭიროდ, წაიღეთ.

რას ვახვედრებთ პატარას სახლში:

ინვენტარი:

1.საწოლი
2.გამოსაცვლელი მაგიდა ან დაფა
3.კალიასკა (ე.წ. "ლულკა" და სასეირნო პოზიცია)
4. ქარსითი
5. ბაუნსერი

ჰიგიენა:
1. სველი სალფეტკები,პამპერსი
2.ყურის ჩხირები
3.ბამბა
4.ტანის კრემი
5.მაკრატელი
6. სავარცხელი
7. ბავშვის აბაზანა
8. ღრუბელი
9.საპონი
10. ტანის/თავის დასაბანი
11.სარეცხი ფხვნილი
12.პამპერსის ქვეშ წასასმელი კრემი

ჯანმრთელობა:
1. ელექტრო თერმომეტრი
2. გაზგამყვანი.
3.ოყნა
4. შესაბამისი მედიკამენტები რაც ბავშვს დასჭირდება

ტანსაცმელი:
1. ბოდეები (მოკლე, გრძელი, სეზონის შესაბამისი)
2. პირის მოსაწმენდი ტილოები.
3. ნასკები
4. ქუდი
5. ხელთათმანები.
6.წინსაფარი
7.პოლზუნკები და გასაპრანჭი ტანსაცმელები

user posted image

ჩვენი თემის ფავორიტი რადიოლოგების სია და მისამართები:
სერგო მათითაშვილი
ვაჟა ფშაველას მე 6კვ.5ა კორპუსი
2 306936
599 120501


ბადრი შარიქაძე
თოდუას კლინიკა, თევდორე მღვდლის, # 13
ტელ: 2 56 03 60
577 68 12 01


კახა ტატიშვილი
ჩაჩავას კლინიკა, კოსტავას 38
ტელ: 2 95 33 11
599 49 20 09


სპარტაკ გელაშვილი
სპარტაკ გელაშვილის კლინიკა - GS CLINIC
ნუცუბიძის ქუჩა 2
ტელ: 5 93 90 10 10


რამაზ ჭიღლაძე
კლინიკა მედიქეა.
შმიდტის ქ .20
2 37 07 63
599 56 11 40
599 12 05 01

გენრიეტა გაგოშიძე
გაგუას კლინიკა
ლუბლიანას ქ. 2/6
593 10 82 83


ამირან გურგენიძე
ჯანმრთელობის სახლი
წინანდლის ქ.9
2 77 19 06
2 77 19 07

კობა ხაჭვანი
ავერსის კლინიკა
ვაჟა–ფშაველას გამზ. 27ბ
555 28 62 44

თამარ ხეცურიანი
კლინიკა ინოვა
თბილისი, ზ.ანჯაფარიძის I შეს. N6
ტელ: +995 322 232 232


მადონა წიკლაური
კლინიკა “ორსმედი”
ლ.გუდიაშვილის 9
ტელ: +995 322 92 0032

user posted image

user posted image

ორსულთა პატრონაჟის სახელმწიფო პროგრამა
user posted image

წინა თემის ლინკი:

https://forum.ge/?&act=ST&f=97&t=35202446

Posted by: klubnika 5 Jul 2021, 12:15
narkozeli
QUOTE
მოვიდა ახალი თემა

გილოცავთ ახალ თემას
სიის გაზრდას ველოდები
რაღაც შევფერხდით
წეროებიდან და ინვიტროდან ველოდები ხალხს


წარმატებები ყველას
love.gif

Posted by: narkozeli 5 Jul 2021, 12:23
klubnika

სექტემბრისთვის დაგვემატებიან ასე მგონია jump.gif მეც შემოდგომაზე ჩავსკუპდები biggrin.gif

Posted by: Elennee 5 Jul 2021, 12:30
ვაიმე არ ვიცი რატომ მეშინია მაგ სიაში ჩამატება biggrin.gif

Posted by: narkozeli 5 Jul 2021, 12:39
Elennee

საშიში რა არის? პირიქით love.gif

Posted by: Elennee 5 Jul 2021, 12:45
narkozeli
დამამატე, 25 ნოემებრი, ბიჭი ❤

Posted by: narkozeli 5 Jul 2021, 12:48
Elennee

დაგამატეე love.gif



1. 30 ივლისი - SRB100 - უცნობი
2. 1 აგვისტო - newmoon2016 - ბიჭი
3. 3 აგვისტო- Rigby-ბიჭი
4. 20 აგვისტო - tatashka555 - გოგო
5. 7 სექტემბერი kus@kusa@-ბიჭი
6. 8 სექტემბერი - Sandra2209 - გოგო
7. 21 სექტემბერი - Redial - ბიჭი
8. 21 სექტემბერი - chogo - უცნობი
9. 23 სექტემბერი - mamuka92 - ბიჭი
10. 30 სექტემბერი - PoisonnIvy - ბიჭი
11. 1 ოქტომბერი - marikoo - ბიჭი
12. 2 ოქტომბერი - Nnia - ბიჭი
13. 3 ოქტომბერი - Clue - გოგო
14. 23 ოქტომბერი - klubnika - ბიჭი
15. 2 ნოემბერი- any_body-უცნობი
16. 20 ნოემბერი - takotatuli1989 - გოგო და ბიჭი
17. 25 ნოემბერი- Elennee- ბიჭი
18. 11დეკემბერი-Kandinskaia-გოგო
19. 17 თებერვალი- dancing in the moonlight-უცნობი

Posted by: Redial 5 Jul 2021, 13:29
გილოცავთ ახალ თემას smile.gif

რაც დიეტაზე გადავედი- დატვირთვის ტესტის ზედა ზღვართან სიახლოვის გამო- ცომეული და ტკბილი ამოვიღე
დავიკელიgivi.gif ძაან მეცინება ამ გაგანია ორსულობაში მატების ნაცვლად დაკლება. მაგრამ მსუბუქად ვგრძნობ თავს და მხარებს )


ერთადერთი გუშინ საზარდულთან ამტკივდა და ვაი თუ სიმფიზია ახლა. მეზარება კოჭლობა facepalm.gif

Posted by: Clue 5 Jul 2021, 14:47
მე კიდევ გული მაქვს აჩქარებული და მიფრიალებს, ტახიკარდიასავით... ერთი ვალერიანი დავლიე

Posted by: NINA33 5 Jul 2021, 15:04
takotatuli1989
მეც მქონდა ასეთი დაწოლის შეგრძნება. რაც ეხლა შენ თქვი ნაცნობი გრძნობაა ჩემთვისაც.ეხოზე ყოველთვის კარგად იყო ყველაფერი თუ ამ ჩემ ყელს არ ჩავთვლით რომ მომკლა ნერვიულობით, მაგრამ შენ ეგ იდეალურად გაქვს .
ეგ კი არაა გეგონება პირდაპირ ყელთან გირტყამს ვიღაცო არ გაქვს ხოლმე მასეთი შეგრძნება?

Posted by: PoisonnIvy 5 Jul 2021, 15:16
კეთილი იყოს ჩემი პოსტი ამ თემაში. <3


მგნი კოვიდი გადავიტანე მეორედ smile.gif)))

მეზარება პისიარის გაკეთება.
გემო/ყნოსვა - 0

4 დღე ვიხრჩობოდი ხველისგან, ცემინებისგან.
ეხლა უკეთ ვარ.

Posted by: NINA33 5 Jul 2021, 16:00
QUOTE (PoisonnIvy @ 5 Jul 2021, 15:16 )
კეთილი იყოს ჩემი პოსტი ამ თემაში. <3


მგნი კოვიდი გადავიტანე მეორედ smile.gif)))

მეზარება პისიარის გაკეთება.
გემო/ყნოსვა - 0

4 დღე ვიხრჩობოდი ხველისგან, ცემინებისგან.
ეხლა უკეთ ვარ.

ისე ახალ კოვიდს მგონი მასე აღწერენ.
მთავარია კარგად ხარ უკვე lol.gif ექიმთან იყავი უკვე ხო? მგონი ეხოზე მიდიოდი.

Posted by: PoisonnIvy 5 Jul 2021, 16:18
NINA33

ეხოზე ვიყავი კიი, გადასარევადაა ვაჟბატონი
თან სულ წყნარადაა და ექიმი ამბობს, რა მშვიდი ბავშვიაო smile.gif)
დილის 3-4 ზე ნახოს რამდენად წყნარია აბა biggrin.gif


Posted by: Redial 5 Jul 2021, 17:03
PoisonnIvy
QUOTE
მგნი კოვიდი გადავიტანე მეორედ )))

როგორ ქენი ეგ?
:დ
შუალედი რამდენია მაგ ორ ამბავს შორის??

და კიდევ, პირველი კოვიდის მერე იცის პერიოდულად გემო-სუნზე შემოტევა.
მე მაგალითად გამიმეორდა სუნის გადაგვარება ერთი დღით, ანუ ყველაფერს რაღაც მოტკბო ცუდი სუნი ქონდა
და მეორე დღიდან გამოსწორდა :დ

Posted by: PoisonnIvy 5 Jul 2021, 17:41
Redial
შარშან სექტემბერში მქონდა პირველად biggrin.gif კი უწევდა მეორედ, რასაც მე დავტრაშუნებ, როგორც ჩემი დედამთილი იტყოდა biggrin.gif

მგონი მიბრუნდება გემო და უბრალოდ გაციებული ვიყავი, არ გამოვრიცხავ

დედაჩემს 3 თვეა გემო და ყნოსვა არ აღუდგა

Posted by: Nnia 5 Jul 2021, 17:55
გილოცქვთ ახალ თემას ^^
PoisonnIvy

არაა ვირუსია ეგეთი მეც მქონდა ეხლა. ხველა, სურდო, სუნიც დავკარგე გემოც სიცხე არ მქონია მარტო. ყველამ გადავიტანეთ ოჯახში. გავიტესტეთ და კოვიდი არ იყო. ასე რომ ქალმ დაუნ :დ

Posted by: Clue 5 Jul 2021, 19:09
QUOTE (NINA33 @ 5 Jul 2021, 15:04 )
takotatuli1989
მეც მქონდა ასეთი დაწოლის შეგრძნება. რაც ეხლა შენ თქვი ნაცნობი გრძნობაა ჩემთვისაც.ეხოზე ყოველთვის კარგად იყო ყველაფერი თუ ამ ჩემ ყელს არ ჩავთვლით რომ მომკლა ნერვიულობით, მაგრამ შენ ეგ იდეალურად გაქვს .
ეგ კი არაა გეგონება პირდაპირ ყელთან გირტყამს ვიღაცო არ გაქვს ხოლმე მასეთი შეგრძნება?

მეც მაქვს გოგოებო, საკვერცხეებშიც მაქვს პერიოდულად ისეთი შეგრძნება თითქოს უნდა მოგივიდეს და დავაკვირდი, აშკარად ემთხვევა ნაწლავები რომ სავსეა იმ დროს.
ერთი -ორჯერ იმენა ყელთან ვიგრძენი ფაჩუნი, ლამის გავგიჟდი, მაგრამ ნუ აღარ გამიმახვილებია ყურადღება, მერე შეიცვალა პოზა

Posted by: kekuna 5 Jul 2021, 20:13
3ში ველოდებოდი ციკლს. თუმცა 2 ში უკვე ტესტმაც და ხეგემაც ორსულობა მიჩვენა. დღეს ვიყავი ეხოზს არაფერი არ ჩანს ღრუში ყვითელი სხეული 16 მმ ია. ალბათ დამეწყება ხომ?

Posted by: Elennee 5 Jul 2021, 21:01
kekuna
დიდად კომპეტენტური არ ვარ, მაგრამ მგონი ჯერ ადრეა ექოზე გამოჩენა

Posted by: takotatuli1989 5 Jul 2021, 21:02
NINA33
უფ, დამამშვიდე. ყელზე ვფიქრობდი გავარდნას შესამოწმებლად მარა წამყვანი არ მყავდა დღეს. მთელი დღეა ვწევარ. ამ შებერილობას ვერ ვამარცხებ რა. ხილი მბერავს აშკარად მარა რა ვქნა მაგის გარეშე ვერ ვჭამ ნორმალურად.

Posted by: lelukaa 5 Jul 2021, 21:07
klubnika
ლანასთან რა ნომერზე ეწერები ხოლმე?

kekuna
გვიანი ოვულაცია იყო ალბათ, მოგვიანებით გადაამოწმე და დაბრუნდი კარგი ამბებით :*

takotatuli1989
ესპუმიზანი დალიე შებერილობისთვის ან ეცადე ხილი 6-7 ის მერე არ ჭამო

Posted by: Clue 5 Jul 2021, 21:41
რამდენად აქტიურები არიან თქვენი ბავშვები? მთელი დღეა დადის და როდისღა ძინავს? ავნერვიულდე?

Posted by: Elennee 5 Jul 2021, 22:07
Clue
რომელი კვირიდან გააქტიურდა? რამდენიმე დღეა რაც ვგრძნობ მოძრაობას და როცა ვერ ვგრძნობ პანიკა მეწყება :დ რა სიხშირით უნდა აქტიურობდეს, მეც მაინტერესებს

Posted by: Clue 5 Jul 2021, 22:15
Elennee
კარგად ვგრძნობდი იკვე 17 კვირიდან, ახლა ძაან ხვანცალაა და ასე უნდა იყოს? არ ვიცი)
* * *
25 კვირიდან უკვე საკმაოდ აქტიურია

Posted by: any_body 5 Jul 2021, 22:37
გილოცავთ ახალ თემას ^^

Elennee
Clue
ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, პასიურობა მუცელში იმასაც არ გამორიცხავს დაბადების შემდეგ რომ აქტიური იქნებაო.
მე 1 კვირაა ვგრძნობ, 20 კვირიდან.
ხვანცალებს აშკარად :დ ისე მიხარია ხოლმე

Posted by: takotatuli1989 5 Jul 2021, 22:44
lelukaa
კოლონს ვსვამ დღეში ორ ან სამ აბა და ეს რო გათავდება ვიყიდი ესპუმიზანის. მამაჩემს დავაბარე და ჩვილის წვეთები ამომიტანა ესპუმიზანის biggrin.gif

Posted by: NINA33 5 Jul 2021, 22:53
QUOTE (PoisonnIvy @ 5 Jul 2021, 16:18 )
NINA33

ეხოზე ვიყავი კიი, გადასარევადაა ვაჟბატონი
თან სულ წყნარადაა და ექიმი ამბობს, რა მშვიდი ბავშვიაო smile.gif)
დილის 3-4 ზე ნახოს რამდენად წყნარია აბა biggrin.gif

lol.gif მოუსვენრობს ხო? Ეხოზე არ ირცხვენს თავს. lol.gif
* * *
ეხლა გავსკდი ნესვით

Posted by: PoisonnIvy 6 Jul 2021, 03:15
NINA33
ნესვით კი არა დღეს მილქშეიქი შევუკვეთე კაფეში და მერე ისეთი პრიკოლი დამემართა მთელი ცხოვრება არ დამავიწყდება smile.gif)))

დღეს ზედმეტად ბევრი გემრიელობა მივირთვი

ვგდივარ ეხლა ზღვის ლომივით biggrin.gif

ნესვსაც დავაყოლებდი

Posted by: marimmariami 6 Jul 2021, 09:33
არაამქვეყნიური სლოკინი მარტო მე დამეწყო ორსულობაში? თუ თქვენც გამოგიცდიათ? biggrin.gif ძაან სასაცილო ხმას გამოვცემ ხოლმე :დდ გულისრევებმა გამიარა და ამან ჩაანაცვლა :დდ

Posted by: klubnika 6 Jul 2021, 09:46
lelukaa
QUOTE
ლანასთან რა ნომერზე ეწერები ხოლმე?

557 909 998

Posted by: kekuna 6 Jul 2021, 09:58
გთხოვთ თქვენი გამოცდილებით მირჩიეთ კლინიკა სადაც მთელი დღე რიგში არ უნდა ვიდგე და გინეკოლოგიც ყურადღებიანი იყოს. ვის გაუწევთ რეკომენდაციას?

Posted by: klubnika 6 Jul 2021, 10:22
kekuna
QUOTE
გთხოვთ თქვენი გამოცდილებით მირჩიეთ კლინიკა სადაც მთელი დღე რიგში არ უნდა ვიდგე და გინეკოლოგიც ყურადღებიანი იყოს. ვის გაუწევთ რეკომენდაციას?

ორსულად ხარ ?
მე ტატიშვილში დავდივარ პეკინზე თამარ შელიასთან , არც რიგში მიწევს დგომა და ძალიან კმაყოფილი ვარ
მაგრამ ინდივიდუალურია

Posted by: kekuna 6 Jul 2021, 10:27
klubnika

გაიხარეთ დიდი მადლობა <3

Posted by: takotatuli1989 6 Jul 2021, 10:35
kekuna
აბა ყოჩაღად, მშვიდობიან ორსულობას და ბედნიერ დედობას გისურვებთ <3

Posted by: kekuna 6 Jul 2021, 10:37
takotatuli1989
დიდი მადლობა. ჯერ არ ჩანს ჩემი წერტილი მაგრამ იმედია გამოჩნდება კვირის ბოლოს ეხოზე

Posted by: narkozeli 6 Jul 2021, 10:51
kekuna

მე ჩაჩავაში დავდივარ და რიგებია საკმაოდ :/

Posted by: PoisonnIvy 6 Jul 2021, 11:35
marimmariami
აქ ვარ სლოკინა biggrin.gif

Posted by: marimmariami 6 Jul 2021, 12:02
PoisonnIvy
ანუ ნორმალურია? :დ

Posted by: PoisonnIvy 6 Jul 2021, 12:03
marimmariami
კი biggrin.gif ბავშვი გვაწვება კუჭზე, სლოკინიც, იჟოგაც ყველაფერი ნორმალურია biggrin.gif

Posted by: marimmariami 6 Jul 2021, 12:16
PoisonnIvy
ტყუპებს კი ველოდები , მაგრამ ჯერ სრულად 14 კვირის არ ვარ და მგონი ძაან ადრე დამეწყო :დ

Posted by: marikoo 6 Jul 2021, 12:17
lelukaa
შენი პოსტი წავიკითხე იკეაზე. მეც ვაპირებდი გასვლას რო მენახა და რა კაია ტყუილად არ ვივლი. მოკლედ საწოლზე მეც შენს დღეში ვარ და ვფიქრობ მეც მრგვალის ყიდვა მომიწევს.

სადმე თუ ნახე კაი ზომის მართკუთხედი მითხარი რა

Posted by: dancing in the moonlight 6 Jul 2021, 13:29
გულისრევის შეგრძნებამ დამტანჯა :/
ტკბილს ორსულობამდე ვჭამდი ,მიყვარდა ,ეხლა ეგეც გულს მირევს .არადა პირიქით მეგონა ,რომ უფრო მომინდებოდა .მგონი კარგიცაა ასე რომ ვარ biggrin.gif

Posted by: NINA33 6 Jul 2021, 13:51
QUOTE (PoisonnIvy @ 6 Jul 2021, 03:15 )
NINA33
ნესვით კი არა დღეს მილქშეიქი შევუკვეთე კაფეში და მერე ისეთი პრიკოლი დამემართა მთელი ცხოვრება არ დამავიწყდება smile.gif)))

დღეს ზედმეტად ბევრი გემრიელობა მივირთვი

ვგდივარ ეხლა ზღვის ლომივით biggrin.gif

ნესვსაც დავაყოლებდი

ზღვის ლომივით ვარ ხოლმე მე ყოველ დღე. ღამე ვჭამს ხილს ამ ბოლო დროს სულ. მანამდეც მაგრამ გვიანაც. საზამთრო ნესვიი უზომოდ ღამე და ძლივს ვბრუნავ lol.gif

Posted by: narkozeli 6 Jul 2021, 15:41
marimmariami

სიაში რათ არ ხარ ქალბატონო? jump.gif


აბა ეხლა დაემატეთ ნელნელა სიაში თორემ წეროებიდან მოდიან გოგოები ბლომად და ისედაც ძაან უნდა გაიზარდოს ჩვენი კოხტა სია jump.gif love.gif

Posted by: lelukaa 6 Jul 2021, 16:51
marikoo
QUOTE
სადმე თუ ნახე კაი ზომის მართკუთხედი მითხარი რა

ოკი, ჩვენ რო მოგვწონს 70X140 ზე დევს საბერძნეთის საიტზე ოღონდ აუთ ოფ სთოქია, თუ დამბრუნდა გეტყვი. თურქეთზე არც დადებულა ეგ ზომა და იქაც სულ ვნახულობ დაიდოს ეგებ, ფასში დიდი სხვაობაა საბერძნეთსა და თურქეთს შორის.

მანჩქინის ჭიქები გამოვწერე ეხა, ჯერ რა დროსია, მაგრამ რამე რო მომწონს ვერ ვრჩები გულგრილი biggrin.gif
* * *
marikoo
QUOTE
სადმე თუ ნახე კაი ზომის მართკუთხედი მითხარი რა

ოკი, ჩვენ რო მოგვწონს 70X140 ზე დევს საბერძნეთის საიტზე ოღონდ აუთ ოფ სთოქია, თუ დამბრუნდა გეტყვი. თურქეთზე არც დადებულა ეგ ზომა და იქაც სულ ვნახულობ დაიდოს ეგებ, ფასში დიდი სხვაობაა საბერძნეთსა და თურქეთს შორის.

მანჩქინის ჭიქები გამოვწერე ეხა, ჯერ რა დროსია, მაგრამ რამე რო მომწონს ვერ ვრჩები გულგრილი biggrin.gif
* * *
klubnika
მადლობაა, მეც ეგ ნომ მქონდა. 12 მდე შვებულებაში ვარო და ვიფიქრე სხვა ნომერზე ჰო არ უნდა დამერეკა თქო. ჩავეწერე და ერთი სული მაქვს 19 როდის მოვა ♥️

Posted by: Elennee 6 Jul 2021, 18:45
საღამოობით მუცლის დაჭიმულობა მაწუხებს ხოლმე და ალბათ ნორნალურია ხომ?

Posted by: Clue 6 Jul 2021, 21:25
QUOTE (PoisonnIvy @ 6 Jul 2021, 12:03 )

კი biggrin.gif ბავშვი გვაწვება კუჭზე, სლოკინიც, იჟოგაც ყველაფერი ნორმალურია biggrin.gif

მე რომ გულის რევის შეგრძნება შემომიბრუნდა მაგას დავაბრალო? ((

Posted by: marimmariami 7 Jul 2021, 08:34
ჯერ ვერ ვბედავ რატომღაც დამატებას biggrin.gif

Posted by: narkozeli 7 Jul 2021, 10:37
lelukaa

საიდან გამოწერე მანჩქინის ჭიქები? საჩუქრად მინდა და ვერ მივაგენი ვერსად

Posted by: klubnika 7 Jul 2021, 10:56
lelukaa
უი კაია რომ მოიწერე
აღარ მივასკდები ტყუილა
ხვალ კი მივდივარ სერგოსთან

Posted by: lelukaa 7 Jul 2021, 11:15
narkozeli
https://www.amazon.com/dp/B00MRZIFD0?psc=1&ref=ppx_yo2_dt_b_product_details
https://www.amazon.com/gp/product/B07YNKMNLH/ref=ox_sc_saved_image_2?smid=ATVPDKIKX0DER&psc=1


Posted by: Elennee 7 Jul 2021, 11:30
klubnika
გადაეწერე?
მე მგონი მოწამლული კი არ ვიყავი, ენტერო მაქვს

Posted by: takotatuli1989 7 Jul 2021, 12:16
რა იდიოტი ვარ უკვე მერამდენედ დავლიე უტროჟესტანი ვაგინალურად გაკეთების ნაცვლად sad.gif ისეთი გათიშული ვარ ინსტიქტურად ვყლაპავ sad.gif

Posted by: narkozeli 7 Jul 2021, 13:18
lelukaa

მადლობა :*გამოწერით ვნახე მეც და აქ მინდოდა sad.gif

Posted by: klubnika 7 Jul 2021, 14:04
takotatuli1989
QUOTE
რა იდიოტი ვარ უკვე მერამდენედ დავლიე უტროჟესტანი ვაგინალურად გაკეთების ნაცვლად

lol.gif lol.gif აუ გამეცინა

ჩემი დაქალი გავუშვით მაჭავარიანთან კურაციოში
რაღაც გამონადენი ქონდა
ჰოდა ვაგინალური სანთლები დაუნიშნა

მოკლედ 2 კვირის მერე იძახის
დებილია ეს მაჭავარიანი
რაღაც დებილობა დამინიშნაო, მივარდება გარეთო არ ჩერდებაო და შედეგიც არაფერი მაქვსო

შეფუთულ სანთლებს იკეთებდა ეს შტერი lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: NINA33 7 Jul 2021, 14:08
QUOTE (takotatuli1989 @ 7 Jul 2021, 12:16 )
რა იდიოტი ვარ უკვე მერამდენედ დავლიე უტროჟესტანი ვაგინალურად გაკეთების ნაცვლად sad.gif ისეთი გათიშული ვარ ინსტიქტურად ვყლაპავ sad.gif

მე ლუთეინა მაქვს დანიშნული და ორ კვირაში ერთხელ სანთლები(ვაგიფლორი 3-3 დღე). მეგობარს ქონდა ზუსტად ასე ოღონდ ის უტროჟესტანტს იკეთებდა და ექიმი ეუბნებოდა როცა სანთლის გაკეთების დრო დაემთხვევა დალიე ხოლმეო.
* * *
QUOTE
klubnika


ვაიმე ცუდად ვარ biggrin.gif
ამ ლუთეინას კეთებით ისე ვარ დაღლილი და ალბათ სანამ არ გავაჩენ მომიწევს როგორც ვხვდები biggrin.gif სანთლები კიდე 3 დღე არაა პრობლემა.

Posted by: klubnika 7 Jul 2021, 14:27
NINA33

თავიდან მეც მქონდა სანთლები და გამამწარა
სულ ვამოწმებდი სისხლდენა ხომ არ მქონდა
თან თბილად რომ იღვრება საყვარლად
მერე ვუთხარი ჩემს ექიმს მომაშორე დამანევროზათქო
gigi.gif

Posted by: takotatuli1989 7 Jul 2021, 14:39
NINA33
არა საავადმყოფოში რო ვიწექი და გამონადენი მქონდა სისხლიანი მასმევდნენ, შეწოვას უშლის ხელსო მარა ვაგინალურად ჯობია. უბარლოდ იმდენ აბს ვყლაპავ მაგასაც ვაყოლებ :/

Posted by: Celandriel 7 Jul 2021, 15:24
გამარჯობა,

კალენდრის მიხედვით უნდა ვიყო 4 კვირის და 5 დღის ორსული. ტესტი მიჩვენებს ძალიან მკრთალად. დღეს ექოზე ვიყავი და არაფერი არ გამოჩნდა, თან მაქვს მუქი ყავისფერი გამონადენი. მაინტერესებს ვინმეს თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა. ძალიან ვნერვიულობ sad.gif

Posted by: takotatuli1989 7 Jul 2021, 17:04
Celandriel
ეხოზე შეიძლება ამ ვადაზე არ გამოჩნდეს არაფერი. ხეგე გადაიმოწმე და ვფიქრობ გჭირდება პროგესტერონის მოხმარება. გინეკოლოგს დაუკავშირდი დროულად!

Posted by: lelukaa 7 Jul 2021, 17:18
Elennee
იყავი ეხოზე?

ლანა რას შვება ნეტა?
მოდი მოგვახსენე შენი რკინის ამბები და კიდე მაინტერესებს დაძინება რატო დაგჭირდა?

Posted by: NINA33 7 Jul 2021, 17:21
klubnika
აუუ ხო ძლივს შევეჩვიე მაგ შეგრძნებებს. biggrin.gif
როგორი კარგი პერიოდია ორსულობა მაგრამ რამდენი საფიქრალია.

takotatuli1989
მეც ასე ვიცი ,რომ ვაგინალურად უკეთესიაო თუმცა არ ინერვიულო შენ. მე რას ვაკეთებ იცი? რაც უნდა დავლიო იმის დღიურ დოზას წამლების შესანახში გადმოვყრი ხოლმე და უფრო ვაკონტროლებ და მადვილდება. თორე ნამეტანი სკლეროზა გავხდი ბოლო დროს. biggrin.gif

Posted by: margarita7 7 Jul 2021, 17:58
გოგონებო, გუშინ რესტორანში შევჭამე მშრალი ხორცივით როა თუ იცით, ნუ წესით არ შეიძლება, თბილი იყო და მერე მივხვდი რომ არ იყო სახარბიელო მაგის ჭამა, მარა უკვე გვიანი იყო.
რაღაცეები კი დავგუგლე მარა მინდა რომ თქვენც დამამშვიდოთ, მოუსვენდრად ვარ მთელი დღეა:/ პლაცენტამდე აღწევსო ეგ ბაქტერიები რაც შეიძლება ხორცს ქონდეს, და სავალდებულო არ არის ღებინება დაგეწყოს რომ მიხვდე პლაცენტამდე მიაღწიაო, ხოდა თავი როგორ დავიმშვიდო არ ვიცი, იქნებ ერთი-ორი სიტყვა მომაწიოთ. მადლობთ!


მეორე კითხვა: ღვიძლს ჭამთ? არ მიყვარს მე პირადად, მარა ისე მაინტერესებს.

Posted by: Clue 7 Jul 2021, 18:33
margarita7
ნუ ისტრესავ თავს, ჩემი აზრით ერთი ჭამა არაფერია, ეგრე მეც რაღაცეები მიჭამია რაც იდეაში არაა რეკომენდირებული ორსულობის დროს, მაგ. რამდენჯერმე მივირთვი ორაგული და მერე აღმოვაჩინე რომ არც იწვება და არც იხარშება, შევირგე, სხვა რა გზა იყო, მე თუ რამეში ეჭვი მეპარება ახლაც და ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც ვაყოლებ კოკა-კოლას, ეს არის ჩემი ცხოვრების საუკეთესო აღმოჩენა, თუმცა კოკა-კოლაც არ ვარგა ორსულობაში (როცა მინდა მაინც ვსვამ მე).
ღვიძლს არ ვჭამ და ვერაფრის ხათრით ვერ შევჭამ, ეგ კი არა ხორცის ჭამა დავიწყე გუშინწინ და დღეს უკვე დავანებე თავი, არ შემიძლია - ჩემი გამოცდილება არ არის საუკეთესო (რკინის მოსამატებლად გადასხმები დამჭირდა, მაგრამ კოვიდსაც ვაბრალებ ამას, მთლად ხორცის ჭამის გამო არამგონია...).
მოკლედ, ჩემი მიდგომაა ნაკლებად დავისტრესოთ თავი მითუმეტეს თითო-ოროლა ლუკმის გამო, ეს თუ დაგამშვიდებს <3

Posted by: margarita7 7 Jul 2021, 18:46
Clue

smile.gif გეთანხმები, კოკა-კოლას რამდენს აყოლებ ხოლმე? არაჩვეულებრივი აზრია biggrin.gif

მეც ვერ ვიღებ სიამოვნებას თევზისგან და ხორცისგან დიდად, ექიმმა მითხრა ომეგა დალიე თუ გინდაო, და თუ არ დალევ ეგეც არაუშავს, ბავშვი იღებს ისედაც რაც ჭირდება მასო.

Posted by: Elennee 7 Jul 2021, 19:04
lelukaa
ვერ წავედი sad.gif ამ ენტერომ დამაგდო რასაც ქვია, ხოდა კვირას კი გადამიღეს 2ჯერ ექო, კლინიკაში რო ვიწექი და დღეს აღარ წავედი. დავიტანჯე ხალხნო ფაღარათი ვერ მოვირჩინე რა ჯანდაბა მჭირს..
ხოდა პარასკევს წავალ მაინც ალბათ რა ხაჭვანთან, ვერ ვისვენებ რაღაცნაირად..

Posted by: Clue 7 Jul 2021, 19:09
margarita7
ერთი ჭიქა ან მეტიც, ეჭვის სიმძაფრეს გააჩნი ))))
* * *
ლამაზი პილიონკები სად ვიყიდო, ოღონდ ონლაინაც რომ ქონდეთ მიტანა და ნუ ხარისხიც კარგი

Posted by: marikoo 7 Jul 2021, 20:59
Clue
QUOTE
ლამაზი პილიონკები სად ვიყიდო, ოღონდ ონლაინაც რომ ქონდეთ მიტანა და ნუ ხარისხიც კარგი

Sweetdecor.ge ს აქვს მუსლინები ნორმალური ზომის იაფად. ზიპიში და მანამოში რო ვნახე პატარები იყო და თაბ ძაან ძვირები. მაზერქეარში ვაპირებ კიდე ნახვას თუ რამე განსხვავებული იყო, თუარადა ვიყიდი სვითდეკორში.

Posted by: klubnika 7 Jul 2021, 21:05
აუუუუ ბავშვებოო
დღეს არ არის ბავშვი აქტიური
გამისკდა გული
ხვალ კი მივდივარ სერგოსთან მაგრამ რა გაძლებს ხვალამდე
იმედია ღამე დაიწყებს ხვანცალს თორემ გავაფრეეეენ
მარცხნივაც გადავბრუნდი, ზურგზეც დავწექი მაგრამ დილით ოდნავ ვიგრძენი ფაჩუნი და იმის მერე არაფერი მიგრძვნია
24 კვირის ვარ რა ვინმეს გქონიათ ასე? ჩაგდება მოსულა ვაფშე? რომ ვთქვათ 1 დღე ნაკლებად აქტიური იყოს ან საერთოდ ვერ გეგრძნოთ

Posted by: Clue 7 Jul 2021, 21:17
ლამაზი პილიონკები სად ვიყიდო, ოღონდ ონლაინაც რომ ქონდეთ მიტანა და ნუ ხარისხიც კარგი

Posted by: lelukaa 7 Jul 2021, 21:52
Elennee
დიეტურად არ იკვებები?
კისელიც წაგდგებოდა, გადახარშული ბრინჯიც კარგად კრავს.

Clue
ბეიბი დეკოს აქვს უმაგრესი ხარისხი, უსაყვარლესი რამეები და თან განსხვავებული. <3 შექმნილი სიყვარულით, ბალიშების სალონი, სვით დეკორი, ჰენდიკრაფტი, სიზმარა და მისთანებს ყველას ერთნაირი რამეები აქვს.

klubnika
სულ უმოძრაოდ არააოდეს არაა, დამჯდარზე ალაგ-ალაგ ვგრძნობ. საკმარისა ნებისმიერ პოზაში დავწვე რომ აქტიურდება ეგრევე. ღამე ძაან კაი ბავშვია, ერთად ვიძინებთ და ჩემზე გვიან იღვიძებს biggrin.gif

ზურგზე დაწექი აბა უბალიშოდ, გააქტიურდება ეგრევე წესით.

* * *
marikoo
ესენი ნახე, სანამ მე დეტალები გავარკვიე
დაიჯავშნა ორივე biggrin.gif
user posted image
user posted image
ვიზუალურად ორივე ძაან მომწონს, მაგრამ მოაჯირი არ იწევა და მატრასიც მხოლოდ 17 სმით ადის ზემოთო, მაინც ვაპირებდი მისვლას სანახავად, მაგრამ რაოდენობაში არ გვაქვსო. როგორც ჩანს ბოლო ერთეულები იყო, შოურუმის რამეები ისედაც არ მიყვარს.

Posted by: marikoo 7 Jul 2021, 22:16
lelukaa
ჯანდაბა. მე აღარც კი ვათვალიერებ biggrin.gif აი კვირის ბოლოს გავალ შვებულებაში და დავათვალიერებ რამეებს მერე.


Posted by: Elennee 7 Jul 2021, 22:16
klubnika
ნუ ნერვიულობ, დღეს მშვიდად ყოფნის დღე აქვს ალბათ ❤
19-20 კვირაზე მოძრაობას სად გრძნობდით თუ გახსოვთ? ანუ მგონია რომ ძალიან ქვემოთ ვგრძნობ და ეგრე უნდა იყოს?
* * *
lelukaa
დიეტურად კი არა საერთიდ ვერ ვიკვებებოდი, გუშინ ვჭამე ცოტა და დღეს, დიეტურად კი. მგონი, ამ საღამოს უკეთ ვარ

Posted by: marikoo 7 Jul 2021, 22:35
user posted image

ეს არის?

Posted by: klubnika 8 Jul 2021, 00:00
lelukaa
QUOTE

ზურგზე დაწექი აბა უბალიშოდ, გააქტიურდება ეგრევე წესით.

დებილი ბავშვი ეეეეეეს
დავწექი უბალიშოდ და ეგრევე დაიწყოოო
ზარმაციიიი
რას შვებოდა მთელი დღე ნეტა
ოღონდ მსუბუქად მომარტყა 1-2 ჯერ
24 კვირაზე ძააან უნდა მაწუხებდეს ?

Posted by: nopiahopi 8 Jul 2021, 00:26
klubnika
ზუსტად 22-26 კვირებში ნაკლებ აქტიური იყო. მანამდე და მას მერე მანგრევდა.

ზურგზე დაწოლა თითქმის ყოველთვის იღებდა შედეგს biggrin.gif

Posted by: margarita7 8 Jul 2021, 00:42
Clue

უნდა დავნერგო ეგ, თორე ყველა ლუკმის გაზომვამ დამტანჯა.
ჩემი გარეცხილი თუ არ არის (და არ არის შემწვარი ან მოხარშული) ყველაფერს ეჭვის თვალით ვუყურებ

Posted by: Elennee 8 Jul 2021, 11:46
klubnika
აბა, რაო სერგომ? იყავი ხო?

Posted by: klubnika 8 Jul 2021, 11:57
Elennee
კიიი
ვიყავი
პირველ რიგში მადლობა შენ <3
670 გრამია
ყველაფერი ნორმააო ტვინი შეამოწმა რაც 20 კვირის მერე მოწმდება და ნაოჭი წამოსულიაო მოკლედ ყველაფერი კარგადააო
ყველა ორგანო
ის თირკმელების ზომაც ნორმააო
გოლფის ბურთზე დაიკიდე ეს საერთოდ არ არის გოლფის ბურთიო
1 სურათიც კი არ გამოვიდა, ჩაბრუნებული იყო და რომ შევანჯღრიეთ საერთოდ დაიმალა, ყურს ებღაუჭებოდა მუშტით პატარაააა ჩოჩორიაააა კაი ხანი დაელოდა სერგო მეჭორავებოდა
რა ვქნაო არ ტრიალდებაო
და მოძრაობაზე რომ ვკითხე ვერ ვგრძნობთქო
აი ხომ ხედავ რა დღეშიაო
ახლა გრძნობ რამესო? მეთქი ვერათქო
ქონები გაქვს ბევრიო და მაგიტომო lol.gif

Posted by: Elennee 8 Jul 2021, 12:09
klubnika
აჰაჰაჰ biggrin.gif ბოლო კარგი იყოო biggrin.gif მიხარია რომ კარგადაა ყველაფერი ! ❤ მე ხვალ მივდივარ ხაჭვანთან, თუ დავრეკე ავერსში, ვერ ვისვენებ მაინც :დდ

Posted by: Katerina_N 8 Jul 2021, 12:53
Elennee
ავერსს ონლაინ ჩაწერის საშუალება აქვს კლინიკის გვერდიდან დარეკვუთ ჭირს ხოლმე

Posted by: lelukaa 8 Jul 2021, 13:04
marikoo
QUOTE
ეს არის?

არ მომწონს ეს gigi.gif

klubnika
2 დღე გეყოს ეხლა biggrin.gif
წონა რომ თქვი ჩემი აშკარად მოზვერია და მაგიტომაც მითხრა თამარმა კვება აკონტროლეო, სუ ჰო არ ვიშიმშილებ?! facepalm.gif
მგონი აქედანვე უნდა მივეჩვიო აზრს რომ მინ 4კგს ასცდება rolleyes.gif

Elennee
ავერსიში მე ონლაინ ვეწერები სულ, ხაჭვანი თუ ვერ დაჯავშნე ლაფაჩიშვილი სცადე, უკარგესია love.gif

Posted by: klubnika 8 Jul 2021, 13:10
Elennee
QUOTE
აჰაჰაჰ  ბოლო კარგი იყოო  მიხარია რომ კარგადაა ყველაფერი ! ❤ მე ხვალ მივდივარ ხაჭვანთან, თუ დავრეკე ავერსში, ვერ ვისვენებ მაინც :დდ

ჩემი დაკვირვებით
ჯობია ცოცხალი რიგით იტანჯო
და დაელოდო ან სერგოს ან ტატიშვილს ან თოდუაში რომ არის, რა გვარია დამავიწყდა
ხაჭვანმა ცოტა იბჟუტურა ჩემს შეMთხვევაში
ცუდი არ არის, ფოტოებიც კარგი მომცა მაგრააამ მაინც რა

https://aversiclinic.ge/35/eqimtan-chawera/862?r=1&width=1280&Height=720
აგერ არის ჩაწერის ლინკი ისე
lelukaa
QUOTE
2 დღე გეყოს ეხლა
წონა რომ თქვი ჩემი აშკარად მოზვერია და მაგიტომაც მითხრა თამარმა კვება აკონტროლეო, სუ ჰო არ ვიშიმშილებ?!
მგონი აქედანვე უნდა მივეჩვიო აზრს რომ მინ 4კგს ასცდება


ცოტა ხანი მეყოფა
მერე ტატიშვილთან უნდა მივიდე biggrin.gif

Posted by: ninunin 8 Jul 2021, 13:11
საერთოდ არაა საჭირო დიდი საწოლი მშვენოერი საწოლი ვუყიდე ვაფშე არ წვება შიგნით,ჩემთან ძინავს კიდევ ამაზე დიდი რომ მეყიდა სისულელე იყო

Posted by: lelukaa 8 Jul 2021, 13:16
ninunin
გამოცდილება კარგი მაქვს მაგ მხრივ, მანამდეც როცა არ გვეზარებოდა
ძუძუს მერე გადაწვენა სულ თავის საწოლში ეძინა და ასე წლინახევრის იყო ზაფხულში ძაან მოწიწებით მითხრა: ცხელა ლელუ მე, წავალ ჩემ ნოგიშიო და იმის მერე აღარც წოლილა ჩემთან. ასე 4 წლამდე ეტეოდა კარგად და იწვა ბოლომდე smile.gif)
აუ მომენატრა ეხლა ისეთი პატარა, რა მალე გადის დრო, ფოტოებს რომ ვიყურებ ვერ ვიჯერებ რანაირად ვუძლებდით ან როგორ არ შემოგვეჭამა smile.gif)

Posted by: NINA33 8 Jul 2021, 13:17
QUOTE
ქონები გაქვს ბევრიო და მაგიტომო


ამაზე გამეცინა. ძალიან მიხარია ასეთი კარგი პასუხები რომ გაქვს. :* smile.gif

Posted by: Elennee 8 Jul 2021, 13:18
ჩავეწერე გოგოებო ❤
klubnika
აუ ზაქარეიშვილთან დავდივარ თუ ავერსში მივდივარ და აი ძალიან ძალიან მომწონს, ხაჭვანსაც აქებენ და იმედია არ გადამრევს ეხლა რა sad.gif არ ვაპირებდი საერთოდ, ექიმმაც არ გინდა წადი პირდაპირო მაგრამ ამხელა გზას ვერ გავრისკავ კიდევ ერთხელ გადამოწმების გარეშე sad.gif

Posted by: ninunin 8 Jul 2021, 13:18
lelukaa
ჩემი სამი კვირის ხდება დღეს ღამე და სულ ორჯერ იწვა, არ ვიცი როცა წამოიზრდება ცოტა რსს იზამს მაგრამ ჩავაწვენ თუ სრა ეგრევე იღვიძებს და ტირილს იწყებს ამაზე დიდი რომ.მეყიდება უაზრობა იქნებოდაჩემთვის ნუ მერე 3 წლამდე თუ იხმარს ხო კარგი, ვნახოთ

Posted by: Elennee 8 Jul 2021, 13:19
მე ტატიშვილის ატანა არ მაქვს, ისეთი მიქნა წლების წინ. უხეშია ძალიან

Posted by: NINA33 8 Jul 2021, 13:19
QUOTE (lelukaa @ 8 Jul 2021, 13:16 )
ninunin
გამოცდილება კარგი მაქვს მაგ მხრივ, მანამდეც როცა არ გვეზარებოდა
ძუძუს მერე გადაწვენა სულ თავის საწოლში ეძინა და ასე წლინახევრის იყო ზაფხულში ძაან მოწიწებით მითხრა: ცხელა ლელუ მე, წავალ ჩემ ნოგიშიო და იმის მერე აღარც წოლილა ჩემთან. ასე 4 წლამდე ეტეოდა კარგად და იწვა ბოლომდე smile.gif)
აუ მომენატრა ეხლა ისეთი პატარა, რა მალე გადის დრო, ფოტოებს რომ ვიყურებ ვერ ვიჯერებ რანაირად ვუძლებდით ან როგორ არ შემოგვეჭამა smile.gif)

აუ რა ძალიან საყვარელი ვინმეა. მცხელა და წავალ ჩემს ლოგინშიო yes.gif 2kiss.gif

Posted by: ninunin 8 Jul 2021, 13:19
klubnika
საერთოდ ყველას ჯობია სერგო

Posted by: klubnika 8 Jul 2021, 13:23
Elennee
QUOTE
ხაჭვანსაც აქებენ და იმედია არ გადამრევს ეხლა რა

არა არ არის ეგეთი რომ გადაგრიოს
უბრალოდ აი თირკმელებზე რომ დამიწერა გადიდებულია
სერგომ 3-4 კი არა 7 მილიმეტრია ნორმაო
ხაჭვანსაც კი არ შევუშინებივარ, მაგრამ ნუ მაინც მივაქციოთ ყურადღებაო

მოკლედ არ მოუსმინო ამ ექსოკოპისტებს, არც ერთს ოღონდ მართლა
გოლფის ბურთზეც სერგომ ეს საერთოდ არ არის გოლფიო და ისედაც ვიღა ზომავს და ვიღას აინტერესებსო
ხაჭვანმაც კი მითხრა დაიკიდეო მაგრამ მაინც ჩამიწერა
Elennee
QUOTE
მე ტატიშვილის ატანა არ მაქვს, ისეთი მიქნა წლების წინ. უხეშია ძალიან

ვაიმეე რას ამბობ????????????
აი როგორ მიკვირს რა
ტატიშვილზე თითქოს გამიგია ძალიან გულისხმიერიაო
აი ძალიან ინდივიდუალურია მოკლედ რა
ერთხელ სერგო მეუხეშა მე ძალიან ოღონდ ორსულობამდე, ახლა ისეთი თბილი და კარგი იყო
ვერ გაიგებ რა

Posted by: Elennee 8 Jul 2021, 13:25
klubnika
აუ ეგ არ მესმის რა, თუ აღარ ზომავენ, აღარ აქცევენ ყურადღებას რაღას ამბობენ და გვზაფრავენ რა. 12ის ნახევარზე ჩავეწრრე ხვალ და ვნახოთ აბაა

Posted by: Katerina_N 8 Jul 2021, 14:37
Elennee
ზაქარეიშვილს +1 რეკომენდაცია .. მეც უზომოდ მომწონს

Posted by: narkozeli 8 Jul 2021, 15:20
klubnika

დაახლოებით 6-7 ეხო მაქვს ტატიშვილთან გადაღებული, არცერთხელ აი არცერთხელ არ ყოფილა ოდნავ მაინც უხეში, პირიქით, სულ თბილად მელაპარაკებოდა.ცოტა ხუმარაა)) თუმცა ყოფილა შემთხვევა რომ ვიღაცეებს უთქვამთ მეუხეშაო, ვერ გაიგებ.
სერგოზე ვგიჟდები.

Posted by: Elennee 8 Jul 2021, 17:55
Katerina_N
აი ძალიან მომწონს, ჩემთვის პროფესიონალიზმზე არანაკლებია ადამიანობა, როდესაც ექიმთან მივდივარ, ზაქარეიშვილს ორივე აქვს, უკარგესი ადამიანია

Posted by: Katerina_N 8 Jul 2021, 19:34
Elennee
კი ნამდვილად კარგი ადამიანიცაა.. მე ისეთ დროს ისეთი სიტყვებით გამამხნევა რომ მეგონა ქვეყანა თავზე დამექცა და ვეღარ ავდგებოდი.. დაჯდა დამელაპარაკა არა და არ იყო ვალდებული .. ამიტომ სუბიექტურად მიყვარს

Posted by: Clue 8 Jul 2021, 20:10
დღეს ვიყავი გენერალურ ვიზიტზე ექიმ-რადიოლოგებთან, ქალბატონი კარგად არის გაზრდილი, უბრალოდ პლაცენტა ვერ აწვდის კარგად სისხლსო, ცირკულაცია არ მოეწონა და 0,6 იან ფრაქსიპარინზე გადამიყვანა, ეი ძაან აქტიურიც მაგიტომ იყო ბავშვი ბოლო პერიოდში(( ცოტა ვინერვიულე

Posted by: Elennee 8 Jul 2021, 20:10
Katerina_N
იგივე სიტუაცია მაქვს მეც, წლების წინ რომ მომეშალა, ტატიშვილმა გადამრია და ედუარდმა მომარჩინა სიტყვით.. ხოდა ეხლაც მაგასთან მივდივარ ხოლმე

Posted by: Clue 8 Jul 2021, 20:14
გქონიათ ეგეთი? სისხლის ანუ ჟანგბადის ნაკლებობა?

Posted by: Elennee 8 Jul 2021, 20:16
Clue
არ მქონია, მაგრამ წამლებით რომ შველიან ვიცი, მთავარია ნახე და ყვრლაფერი მოგვარებადია დროული ჩარევით, არ ინერვიულო

Posted by: Clue 8 Jul 2021, 20:21
ვის გინდოდათ ოთხკუთხედი, თუ ნახეთ ეს უკვე?! იყოს მაინც
user posted image
* * *
ხო კიდევ გამონადენზე და სისველეზე, დამინიშნა გინოტრან ფორტე ელ-ი, ვუთხარი ცოტა ჭარბად მქონდა მოძრაობისას მეთქი და მაგის მერე გადაწყვიტა.
ისე სანაყოფე წყლები ნორმაში მქონდა

Posted by: Katerina_N 8 Jul 2021, 21:10
Elennee
მეც ზუსტად იგივე სიტუაციაში ვარ ნამყოფი და დღემდე ერთგულად დავდივარ მონიტორინგებზე ედუარდთან..

Posted by: Lana25 8 Jul 2021, 22:09
გოგოებო,

ორსულობა მენატრება უკვე... ეს ნორმალურია??? biggrin.gif

Posted by: Anabeli111 8 Jul 2021, 22:34
გოგოებო, ვისაც შეკრულობა გაწუხებდათ და არ გიშველათ არაფერმა (დილით წყლის დალევამ, გვირილის ჩაიმ (რომელიც ხშირად არ შეიძლება), ქლიავის ჩირმა, წყალგარეულმა მაწონმა, ყავამ..... ), ოყნა თუ გაგიკეთებიათ და თუ შეიძლება 5-6 კვირის ვადაზე? ექიმის გარეშე არ გავიკეთებ, მაგრამ პრაქტიკაში თუ გქონიათ, მაინტერესებს.

Posted by: kekuna 8 Jul 2021, 22:50
საღამოს ვიფიქრე ფეხით გავისეირნებ მეთქი და ისე მტკივა წელი თითქოს ციკლი უნდა დამეწყოს ((((( პატარა ვადის ორსულობაა ((

Posted by: ninunin 8 Jul 2021, 22:54
Anabeli111
QUOTE
რ გიშველათ არაფერმა (დილით წყლის დალევამ, გვირილის ჩაიმ (რომელიც ხშირად არ შეიძლება), ქლიავის ჩირმა, წყალგარეულმა მაწონმა, ყავამ..... ), ოყნა თუ გაგიკეთებიათ და თუ შეიძლება 5-6 კვირის ვადაზე? ექიმის გარეშე არ გავიკეთებ, მაგრამ პრაქტიკაში თუ გქონიათ, მაინტერესებს.

არა ოყნა არ შეიძლება,მე ქლიავის ჩირს ვჭამდი, მშველოდა და გინეკოლოგმა დამინიშნა სოლგარის ფსილიუმი ეგეც მშველოდა დასწყის ვადებზე, მეორე ტრიმესტრის ბოლოს ისე ვიბერებოდი არაფერი არ მშველოდა და მესამეში რო გადავედი დუფალაკი შეიძლებოდა და მაგან მიშველა, ექიმის რეკომენდაციის გარეშე ნურცერთ პრეპარატს ნუ მიიღებ, გაიარე კონსულტაცია აუც

Posted by: klubnika 9 Jul 2021, 00:26
Anabeli111
QUOTE
გოგოებო, ვისაც შეკრულობა გაწუხებდათ და არ გიშველათ არაფერმა (დილით წყლის დალევამ, გვირილის ჩაიმ (რომელიც ხშირად არ შეიძლება), ქლიავის ჩირმა, წყალგარეულმა მაწონმა, ყავამ..... ), ოყნა თუ გაგიკეთებიათ და თუ შეიძლება 5-6 კვირის ვადაზე? ექიმის გარეშე არ გავიკეთებ, მაგრამ პრაქტიკაში თუ გქონიათ, მაინტერესებს.

გამიკეთებია და ვიკეთებ
გლიცერინის
ისეთ დღეში ვარ ხოლმე მაგის გარეშე წარმოდგენა არ მაქვს რა მეშველებოდა
მაგრამ ზოგადად ჯობია დუფალაკით მოიწესრიგო
მე თუ სწორად მახსოვს 5-6 კვირის ვიყავი რომ გავიკე ორსულობა და თავიდანმე დამჭირდა
ისედაც პრობლემები მქონდა
თუ ძალიან არ გიჭირს დუფალაკს მიაწექი
თუ ძალიან გიჭირს სანთლები მე არ მშველიდა უარეს დღეში მაგდებდა

+ მგონი საბავშვო გაცილებით ძვირი ღირს
ჩემმა ქმარმა მომიტანა და 4 ცალში 27 ლარი აქვს გადახდილი
და დიდების გაცილებით იაფი ღირს, არ დაგოიმდე მაგაში
ფასი იკითხე ორივესი

Posted by: Anabeli111 9 Jul 2021, 00:50
klubnika
წყალში უნდა გავხსნა თუ უნდა შევისხურო? უკუჩვენებაში გაუვალობა უწერია და ეგ რანაირად? biggrin.gif გაუვალობაზე გაუვალობა რო დამიმატოს, ხო გავრეკე biggrin.gif

Posted by: anibani18 9 Jul 2021, 01:38
Anabeli111
მე ფერმენტალი დამინიშნა ექიმმა. 10დღე დავლიე პირველ ტრიმესტრში და მესამე ტრიმესტრამდე ეს პრობლემა აღარ მაწუხებდა. მერე კიდევ ერთხელ დავლიე ექიმის რეკომენდაციით.

Posted by: klubnika 9 Jul 2021, 10:14
Anabeli111
QUOTE
წყალში უნდა გავხსნა თუ უნდა შევისხურო? უკუჩვენებაში გაუვალობა უწერია და ეგ რანაირად?  გაუვალობაზე გაუვალობა რო დამიმატოს, ხო გავრეკე

დუფალაკს ?
ალბათ ეგ უწერია დიდ ხნიანი დალევის შემდეგ
აუ კითხე მოდი ვინმე ექიმს რა
მე დაჟე გუტალაქსი დავლიე და მერე ჩემმა გინეკოლოგმა არ გინდაო ძალიან ააქტიურებს ნაწლავსო
anibani18
Anabeli111
QUOTE
მე ფერმენტალი დამინიშნა ექიმმა

აი ხო ხედავ ყველა სხვადასხვას ნიშნავს და იკითხე მაინც რა

Posted by: Anabeli111 9 Jul 2021, 10:21
klubnika
anibani18
კი, ჩემით არაფერს დავლევ ♡ მადლობა, გოგოებო ♡

Posted by: narkozeli 9 Jul 2021, 10:35
Lana25
QUOTE
გოგოებო,

ორსულობა მენატრება უკვე... ეს ნორმალურია???


ჩემნაირი ვიპოვე biggrin.gif

როგორც მეუბნებიან არ არის ნორმალური მაგრამ გაჩენის წამიდან, მეორე ორსულობაზე ვფიქრობდი biggrin.gif

Anabeli111

კასკარა საგრადა ინიშნება ან ორსულობაში და ძაან ეფექტურია მართლა. უბრალოდ აფთიაქებში არ იშოვება, მე რაღაც ფბ გვერდზე ვიყიდე.

მე ერთ რჩევას მოგცემ, ცხოვრება შემაძულა მაგ პრობლემამ, ბავშვის გაჩენის მერე საერთოდ ჯოჯოხეთად მექცა ტუალეტში ყოველი შესვლა, მივედი ჯაბა ზარქუასთან, გამომიკვლია, ჰელიკობაქტერია აღმომაჩნდა, მიმკურნალა, 4 თვე გავიდა და ასე მგონია სიზმარი იყო ის ყველაფერი, ნეტა რისთვის ვიტანჯებოდი აქამდე. აუცილებლად მიდი რა. სასწაული ბიჭია. ონლაინ კონსულტაციებზე ვიყავი მე

Posted by: takotatuli1989 9 Jul 2021, 10:51
Clue
გოგო ფრაქსიპარინები ჩემ თანამშრომლებს დასჭირდათ ბევრს მეორე-მესამე ტრიმესტრში მაგის გამო რომ ბავშვს სისხლი და შესაბამისად ჟანგბადი კარგად ვერ მიეწოდებოდათ, ყველას კარგად ყავს ბაიები ეხლა. არ ინერვიულო. თუ დაზღვევის ლიმიტი აღარ გაქ ვაგზალზე დარეკე აბა ლუიზა როა იქნებ მულტიდოზა ქონდეთ ფრაწსიპარინის და იაფი დაგიჯდებოდა უფრო გაკეთება.

Posted by: ninucanodo 9 Jul 2021, 11:10
QUOTE (narkozeli @ 9 Jul 2021, 10:35 )
Lana25
QUOTE
გოგოებო,

ორსულობა მენატრება უკვე... ეს ნორმალურია???


ჩემნაირი ვიპოვე biggrin.gif

როგორც მეუბნებიან არ არის ნორმალური მაგრამ გაჩენის წამიდან, მეორე ორსულობაზე ვფიქრობდი biggrin.gif

Anabeli111

კასკარა საგრადა ინიშნება ან ორსულობაში და ძაან ეფექტურია მართლა. უბრალოდ აფთიაქებში არ იშოვება, მე რაღაც ფბ გვერდზე ვიყიდე.

მე ერთ რჩევას მოგცემ, ცხოვრება შემაძულა მაგ პრობლემამ, ბავშვის გაჩენის მერე საერთოდ ჯოჯოხეთად მექცა ტუალეტში ყოველი შესვლა, მივედი ჯაბა ზარქუასთან, გამომიკვლია, ჰელიკობაქტერია აღმომაჩნდა, მიმკურნალა, 4 თვე გავიდა და ასე მგონია სიზმარი იყო ის ყველაფერი, ნეტა რისთვის ვიტანჯებოდი აქამდე. აუცილებლად მიდი რა. სასწაული ბიჭია. ონლაინ კონსულტაციებზე ვიყავი მე

გვანცა ჰელიკოზე რითი გიმკურნალა დაწერე რა

Posted by: Anabeli111 9 Jul 2021, 11:18
narkozeli
ამჯერა მეშველა biggrin.gif თბილისში არ ვიყავი ესე, ჩამოვედი თელავში და მაშინ დამეწყო, გვანც. ეტყობა წყლის და ჰაერის ბრალია. ვიყიდი ხოლმე ახლა წყალს ♡

Posted by: anibani18 9 Jul 2021, 11:19
Lana25
narkozeli
მეც მენატრება ორსულობა <3 ისე მინდა კიდევ ერთხელ გამომაცდევინოს ეს ბედნიერება უფალმა <3

Posted by: kus@kusa@ 9 Jul 2021, 11:26
Anabeli111
კასკარა საგრადა არის ძალიან კარგი შეკრულობისთვის. პირველი ორსულობა სულ მაგას ვსვამდი და ეხლა მარტო 14 კვირამდე დამჭირდა.

Posted by: margarita7 9 Jul 2021, 12:22
Anabeli111

ამ ჩამონათვალს აკლია ლეღვის წვენი და კივი, ექიმმა მირჩია ძალიან დაგეხმარებაო
* * *
kekuna

ნუ გეშინია, იცის პირველ კვირებში მენსტრუალური ტკივილების მსგავსი, და მერეც იცის. მერე სხვა ტიპის დისკომფორტები გექნება, არ იდარდო biggrin.gif

Posted by: Nnia 9 Jul 2021, 12:44
Anabeli111
გლიცერინის სანთელს ვიყენებდი მე.

Posted by: margarita7 9 Jul 2021, 12:49
გოგოებო, უძილობა გაწუხებთ ვინმეს? ესე 4-5 საათზე მეღვიძება და მერე ვეღარც ვიძინებ წესიერად

Posted by: ninunin 9 Jul 2021, 12:59
margarita7
მე მაწუხებდა მეორე ტრიმესტრში რამდენიმე კვირა, ზოგჯერ 4-5 სთზე მეღვიძებოდა და ვეღარ ვიძინებდი, ზოგჯერ სულ არ მეძინებოდა სადღაც 30 კვირისკენ გამიარა

Posted by: Clue 9 Jul 2021, 13:17
takotatuli1989
ფრაქსიპარინს მეც ვიკეთებ მთელი ორსულობა 0,4იანს და ახლა გამიზარდა 0,6-მდე

Posted by: lelukaa 9 Jul 2021, 13:45
margarita7
პირველ ტრიმესტრში მეც ერგე ვიყავი, ყველაზე ბევრი 6 მდე მძინებოდა, ვდგებოდი და გავდიოდი ფეხით სასიარულოდ smile.gif)

kekuna
იცის მსგავსი ტკივილები, არ შეშინდე.
ტონუსის ნიშანია ისე ეგ, სიპტომურად უტროჟესტანს და ნექსს ვსვამდი მე მაგ დროს, ექიმის რეკომენდაციით რა თქმა
უნდა .

anibani18
narkozeli
Lana25
გიჟები ხართ რაა biggrin.gif

Anabeli111
ჩის მარცვალი გიცდია?
ასე 120-150გ რძეში დაალბე ღამით 1ს/კ, გემოვნებით შეგიძლია დაუმატო თაფლი ან შაქარი, ასევე ვანილი. დაწოლამდე ურიე ხოლმე, შედედება იცის და რევით ერთგვაროვანი იქნება უფრო. დილით დაუმატე სასურველი ხილი და სასარგებლოსთან ერთად ძალიან სასიამოვნო ჩიას პუდინგიც გექნება საუზმედ. რეგულარულ ხასიათს თუ მისცემ ჩიის ჭამას შედეგიც არ დააყოვნებს.
* * *
Lana25
შენი რკინა რას შვება?
დაძინება რატომ დაგჭირდა საკეისროს
დროს ეგეც მაინტერესებს smile.gif

Posted by: kekuna 9 Jul 2021, 14:36
lelukaa
დიდი მადლობა ❤️ კიდევ ერთი კითხვა- გადაცდენიდან 8 დღეს ეხოზე გამოჩნდება? თუ ტყუილად მივალ?

Posted by: ninunin 9 Jul 2021, 14:38
lelukaa
ნეც მითხრა ანესთეზიოლოგმა თუ არ მოისვენებ დაგაძინებო, მაგრამ ვერ გავრისკავო, ნაჭამი ხარო,საღამოს 8 სთზე კარგად ნაჭამი ვიყავი, მე ხო დაგეგმილ საკეისრომდე დამეწყო მშობიარობა ღამე 11 ზე და გავქანდი , ზოგადად როგორც მივხვდი ჯან სახლში უყვართ დაძინება, საკეისრო არასასიამოვნო პროცესია მოუსვენრად ხარ, ემოციურად და ურჩევნიათ ალბათ წყნარად რო გააკეთონ, ჩემზე არ გამოუვიდათ უბრალოდ ეგ ამბავი თორე უნდოდათ

Posted by: lelukaa 9 Jul 2021, 14:56
kekuna
გვიანი ოვულაცია თუ არ არის ან ციკლი თუ არ გაქვს 28 დღეზე მეტი შუალედით დიდი ალბათობით გამოჩნდება უკვე პატარა წერტილი ♥️

ninunin
მე ზოგადადაც ძალიან ემოციური ვარ, არ ვიცი სასწაული შიში მაქვს წინასწარ და ამ შიშებმა არ გამთიშოს, ან გული არ წამივიდეს და რამე არ დაშავდეს ამით თქო ვფიქრობ. sad.gif

Posted by: kekuna 9 Jul 2021, 15:00
lelukaa
30 დღიანი მაქვს

Posted by: ninunin 9 Jul 2021, 15:31
lelukaaსპინალურს რო გიკეთებენ გაფრთხილებენ თუ რამე იგრძნო ცუდად ყოფნა, გულისწასვლა თქვიო, მეც იმდენდ ემოც ვიყავი რო ჩავწყნარდი მეკითხებოდნენ რატომ გაჩუმდიო

Posted by: Lana25 9 Jul 2021, 15:50
lelukaa
ვსვამ რკინასდა 5 დღეში ვაპირებ ანალიზის გამეორებას.

როგორც ჩემს მეუღლეს უთხრეს ძალიან ემოციური იყოო და დავაძინეთო.
ალბათ ის იგულისხმეს რომ მტკიოდა, მეკითხებოდნენ გტკივაო და კითქო. მართლა მტკიოდა

Posted by: ninunin 9 Jul 2021, 15:57
Lana25
რო გაგაჭრეს ოპერაციის დროს გტკიოდა?

Posted by: klubnika 9 Jul 2021, 16:17
QUOTE (anibani18 @ 9 Jul 2021, 11:19 )
Lana25
narkozeli
მეც მენატრება ორსულობა <3 ისე მინდა კიდევ ერთხელ გამომაცდევინოს ეს ბედნიერება უფალმა <3

რა მენატრება
მინდა დავიძინო და ოქტომბერში გავიღვიძო
ეს რა ყოფილა
იდეაში ყველაფერი ნორმ არის მაგრამ სანერვიულო არ მთავრდება

ახლა მოვიწამლე
user.gif
ალბათ ყველაფერი უნდა გამოვცადო ორსულობაში, მარტივი მე არაფერი მიყვარს
givi.gif
გუშინ წინ ხომ ვამბობდი არ მოძრაობსთქო
ახლა ისე მოძრაობს მარყევს

წუხელ ღამე ისე ჩამარტყა შემეშინდა, მეგონა ლოგინზე დახტა რამეთქო


Posted by: any_body 9 Jul 2021, 16:42
მათითაშვილთან ჩავწერე და ისე მიხარია ^^
22 კვირის ვარ, ისე ხვანცალებს ისე რომ არ ვიცი.

Posted by: Redial 9 Jul 2021, 17:51
მეც ისევ მათითაშვილს ვფიქრობ. ვიფიქრე წავალ სხვასთან კიდევ უცხო თავლმა შეხედოს თქო
მაგრამ რატომღაც ისევ სერგო მირჩევნია. სხვამ კიდევ სხვა რამე რომ მითხრას, მართლა გავგიჟდები
ისედაც დიდ ძალისხმევას ვდებ რომ მსუბუქად შევხედო ჩემ ამბავს

მერე ჩაჩავაში გაჩენამდე ტატიშვილიც ნახავს და დავასრულებ ექოებს.
* * *
klubnika
ტატიშვილს აქვს უმახვილესი თვალი.
თუმცა ზოგჯერ უხეშიცაა, ზოგჯერ სიტყვაძუნწიც, ისეთი ამბებიც გამიგია საერთოდ მოსაშორებლად გვიშვებდაო და კარგი ბავშვები გავაჩინეთო.

რა გამოლევს უკმაყოფილოს.
თუმცა, მე მისი გამოცდილი თვალის იმედი მაქვს ისე ზოგადად, უბრალოდ ახლა ცემ სიტუაციას სიტყვაძუნწობა არ უხდება )))
ბევრი ლაპარაკი მჭირდება ამ ეტაპზე biggrin.gif და ისე მერე ვანახებ მეანტან რო გადავბარგდები. ჯერ ჩაჩავას ვფიქრობ, თუ ღუდუშაური არ გადავწყვიტე ბოლოს.

* * *
ჩემი ვადის ორსულებო, სექტემბრის ბოლომდე რომ უნდა დავაჩინოთ ბაღნებიsmile.gif)))

შვებულებებზე რას ფიქრობთ? ვერაფრით ვყალიბდები რა ვქნა რამდენი ხნით სად წავიდე...

Posted by: emiblack 9 Jul 2021, 18:11
Redial
ჩაჩავაში გაითვალისწინე რო ბავშვთა ინტენსიური სასაცილოდ გამოიყურება, ჩათვალე არ აქვთ. ბავშვი რომელიც რთულდება ღუდუშაურში გადაყავთ და დრო იკარგება თავისთავად . მოვლის ოთახს გვს ინტენსიური (( ჩემსას დავყვებოდი აცრაზე და სკრინინგებზე და მერე გავიგე რო ინტენსიური ის იყო, ის საცოდავი ოთახი

Posted by: any_body 9 Jul 2021, 18:30
Redial
პირველად მივდივარ, მანამდე შარიქაძესთან ვიყავი და ისე მაინტერესეებს.

ჩაჩავას ექიმები არიან ღუდუშაურშიო ამბობენ, მთლიანი სართული მაგათია. და რაც ზევით დაწერეს ეგრეა ბავშვი გადაჰყავთ ღუდუშაურში.

მე გაგუას ვაპირებ და ამ გაუტკივარების ამბავი ისე მაწუხებს, დიდად რომ არ გიჟდებიან. ცოტა მენერვიულება.


Posted by: Sandra2209 9 Jul 2021, 18:56
Redial
მე ველოდები სექტემბრის დასაწყისში და ერთი კვირაა უკვე დეკრეტული ავიღე, ბავშვის გაჩენის შემდეგ მაინც 1-2 კვირაში მიწევდა სამსახურში გასვლა და გადავწყვიტე ზაფხულში დამესვენა.
ჩემი რჩევაა სადაც ცურვას შეძლებ იქ წადი, ორსულობის დროს ცურვა ყოფილა სასწაული, საერთოდ ვეღარ ვგრძნობ ვერც სიცხეს და ვერც სიმძიმეს, მიუხედავად იმისა რომ 32 კვირაში ვარ უკვე, არადა ცურვამდე, სიცხის გამო საკმაოდ მძიმედ ვიყავი.

Posted by: NINA33 9 Jul 2021, 19:31
QUOTE (Sandra2209 @ 9 Jul 2021, 18:56 )
Redial
მე ველოდები სექტემბრის დასაწყისში და ერთი კვირაა უკვე დეკრეტული ავიღე, ბავშვის გაჩენის შემდეგ მაინც 1-2 კვირაში მიწევდა სამსახურში გასვლა და გადავწყვიტე ზაფხულში დამესვენა.
ჩემი რჩევაა სადაც ცურვას შეძლებ იქ წადი, ორსულობის დროს ცურვა ყოფილა სასწაული, საერთოდ ვეღარ ვგრძნობ ვერც სიცხეს და ვერც სიმძიმეს, მიუხედავად იმისა რომ 32 კვირაში ვარ უკვე, არადა ცურვამდე, სიცხის გამო საკმაოდ მძიმედ ვიყავი.

რომ გააჩენ 1-2 კვირაში სამსახურში უნდა გახვიდე? spy.gif

Posted by: Sandra2209 9 Jul 2021, 19:43
NINA33
კი ბატონო, გააჩნია სწავლა როდის დაიწყება ჩემ უნივერსიტეტში biggrin.gif შეიძლება სამი კვირაც მქონდეს biggrin.gif

Posted by: takotatuli1989 9 Jul 2021, 21:06
Redial
სერგოსთან რომ მიხვალ კითხე რამდენად მიზანშეწონილად მიაჩნია ღუდუშაური. თუ გეტყვის ჯობიაო, მაშინ ჩაჩავაში რაღა გინდა ან ღუდუშაურში წადი და ან ჰერაში. ჰერაში ზალდასტანიშვილია ისეთი თან რო გადაგყვება და უთბილესი ადამიანია. მე კი სოსოსთან გავიკეთე საკეისრო მარა ეგ კაცი არის თაფლი და მურაბა. თან თავისი საქმის პროფესიონალი. ჰერასაც ინტენსიურის ამბავში გეუბნები. პირველს რო ვაჩენდი ინოვაში მითხრეს შენ ადგილას რო ვიყოთ სადაც ინტენსიური კარგი აქვთ იქ გავაჩენდიო, ბავშვს კი არ ქონდა რაიმე ნიშანი რომ ინტენსიური დასჭირდებოდა მარა ყოველი შემთხვევისთტვის თავი დავიზღვიე. შენც თუ თავის დაზღვევა გინდა უთხარი ეხოსკოპისტსაც.

Posted by: Ani_Floyd 9 Jul 2021, 21:26
დეკრეტი რამდენი ხანი გვეკუთვნის?მშობიარობის შემდეგ

Posted by: margarita7 9 Jul 2021, 21:31
იქნებ ვინმემ დამამშვიდოთ:/ მე-15 კვირაში პირველად ამერია გული , მატარებელში ორი საათი ჯდომის შემდეგ, მაგას ვუკავშირებ, მარა თავბრუც მეხვევა.
შეიძლება ესე მეორე ტრიმესტრის დასაწყისში იყო ცუდად? რამე ხო არ ხდება, შიშები მაქვს

Posted by: ninunin 9 Jul 2021, 21:52
margarita7
წნევა გაიზომე

Posted by: Nnia 10 Jul 2021, 00:02
Redial
აგერ ვარ ზღვაზე ეხლა ერთი კვირით და მართლა ძალიან მომიხდა ცურვა. ჩემი დეითი 2 ოქტომბერია და ექიმმა აგვისტოში შეგიძლია კიდე წახვიდე სადმეო.

Posted by: Clue 10 Jul 2021, 00:26
ახალბედა დედებო, საშუალოდ რამდენი ბოდე გჭირდებათ? ძალიან ბევრიც რომ არ ვიყიდო და რომ არ დამაკლდეს, ბოდეების გარდა რა გადგებათ ძალიან კარგად, აი დასაწყისისთვის მასთ ჰევი ტანსაცმელი რა

Posted by: nopiahopi 10 Jul 2021, 00:30
Ani_Floyd
QUOTE
დეკრეტი რამდენი ხანი გვეკუთვნის?მშობიარობის შემდეგ

6 თვეა ჯამში და გააჩნია როდიდან აიღებ. ზოგი 7 თვიდნა იღებს, მე ვერ მოვასწარი და გავაჩინე და გაჩენის დღიდან აითვალეს.
* * *
Clue
QUOTE
ბოდეების გარდა რა გადგებათ ძალიან კარგად, აი დასაწყისისთვის მასთ ჰევი ტანსაცმელი რა

მე ძალიან კარგად ვიყენებდი მთლიანს, აი პოლზუნკას რომ ეძახიან. ბოდეზე გადააცმევ და ეგაა. ცალკე შარვალი და ზედა აღარ გჭირდწბა.

Posted by: Clue 10 Jul 2021, 00:48
nopiahopi
ბოდე რამდენი დაგჭირდა დასაწყისისთვის?

Posted by: nopiahopi 10 Jul 2021, 01:01
Clue
აუ ეგრე ვერ გეტყვი, ახალშობილზე თითქმის არაფერი მიყიდია, ძალიან ბევრი მაჩუქეს. ისე 5 ნიუბორნი და მინიმუმ 5 0-3 ყველა ვარიანტში უნდა გქონდეს თავიდან მომარაგებული და მერე საჭიროების მიხედვით მიამატებ ზომებს. შეიძლება ნიუბორნები თავიდანვე კარგად ქონდეს (მაგ შემთხვევაში 2 კვირა გაგიქაჩავს ეგ ზომა) და 0-3 თვეებს მიამატებ მერე. მგონი გრძელმკლავიანები უფრო გამოგადგება პატარა ზომები, შემოდგომაზე ელოდები ხო?

Posted by: Clue 10 Jul 2021, 01:12
nopiahopi
კიკი და თითქმის ყველაფერს გრძელმკლავიანს ვარჩევ

Posted by: Nnia 10 Jul 2021, 09:50
Clue
მოკლემკლავიანი ბოდეები გამოგადგება შიგნიდან რომ ჩააცვა.

Posted by: any_body 10 Jul 2021, 11:11
QUOTE (Clue @ 10 Jul 2021, 00:26 )
ახალბედა დედებო, საშუალოდ რამდენი ბოდე გჭირდებათ? ძალიან ბევრიც რომ არ ვიყიდო და რომ არ დამაკლდეს, ბოდეების გარდა რა გადგებათ ძალიან კარგად, აი დასაწყისისთვის მასთ ჰევი ტანსაცმელი რა

რაღაც დეტალები რამდენი რა და როგორ გვჭირდება რჩევების სახით კარგი იქნება ისე ^^

Posted by: Clue 10 Jul 2021, 12:57
any_body
ზოგი მეუბნება ბევრი არ იყიდოო და გუშინ გამაგიჟეს, მინ. 20 მაინც დაგჭირდებაო biggrin.gif

Posted by: ninunin 10 Jul 2021, 13:02
Clue
any_body
მთვარი სამშობიაროშია, სეზონს გააჩნია თან ბოდეები და პოლზუკკები სადღაც 14 ცალი სულ, იქ მაინც ორივეს აცემეენ შიგნით ბოდეს ზემოდან პოლზუნკა სროცა გამოიყვან დანარჩენს მერე მიხვდებით და დაამეტებთ

Posted by: nopiahopi 10 Jul 2021, 13:27
any_body
ჭამის დროს აუცილებლად გამოგადგებათ კისერში ჩასაფენი ნაჭრის სადორბლე/წინსაფარი.
პილიონკებს მე კარგად ვიყენებ დღემდე, არამარტო დასაფენად, სადაც ბავშვს ვაწვენ ხოლმე, პირსახოცის მაგივრობასაც მიწევს, ძალიან მალე იშრობს სისველეს, თხელი და რბილია.

პლედები ნუ გარეთ გასაყვანად კარგია თბილი და ისე ორმაგი "მაიჩნი" პლედებია პრაქტიკული. ჰაერს ატარებს, არ ჩაიხუთება ბავშვი.

აი პირველ გვერდზე არის ხოლმე ჩამოწერილი პირველადი ნივთები და გადახედეთ სიას, რაც შეგვეძლება, უკვე დედიკოებიც დაგეხმარებით smile.gif

Clue
20 ნამდვილად არ დაგჭირდება,მითუმეტეს ახალშობილის ზომა. თან სარეცხის მანქანა გექნება ალბათ დარეცხავ ხშირად, რა პრობლემაა. 15 დასვრილ ბოდეს ხომ არ დააგროვებ biggrin.gif




ninunin
QUOTE
შიგნით ბოდეს ზემოდან პოლზუნკა

ჩემი საყვარელი კომბინაციაა დღისით სიგრილეში biggrin.gif ზედა -ქვედების ნერვი არ მქონდა biggrin.gif
ღამე ვაცმევდი ზედა ქვედას ბოდეზე. პამპერსის გამოცვლის დროს ადვილად ვხდიდი მხოლოდ შარვალს.

Posted by: lelukaa 10 Jul 2021, 13:45
22ბოდე და 10 პოლზუნკა მაქვს ნაყიდი,
ოღონდ ნიუბორნიდან 9 თვის ჩათვლით. ნიუბორნ ბოდე კიდე კარგი 3ც მაქვს, სავარაუდოდ ვერც ჩავაცმევ ისეთი ციცქნებია, პოლზუნკებს ასე თვემდე მაინც ვიხმარ იმედია smile.gif
ჩემი გამოცდილებით კიდევ გვჭირდება: პირსახოცი, ზეწარი საწოლის( ჩემი აზრით ყველანაირი ბამპერ-გამოსაკრავი ზედმეტია საწოლში), პილიონკა, პატარა პირსაწმენდები დორბლისთბის, წინდა, ფეხიანი შარვალი(შემოდგომა ზამთრისებს, პოლზუნკის შიგნით ჩასაცმელად გარეთ გასვლისას) ან რეიტუზი, ქუდი, თათმანები, პლედი, საძილე ტომარა, მაკრატელი, ოთახის და აბაზანის თერმომეტრი, ცხვირის ასპირატორი, ყურის ჩხირები, ტალკი, ქვეშ კლიონკიანი დასაფენი(გამოცვლის დროს გვჭირდება), საწოვარა, წინსაფარი ან სამკუთხედი(ბენდენის სტილში) ყელზე გადაკეთებლები რომაა, სველი სალფეთქი, პამპერსი, აბაზანა, ღრუბელი, თავის და ტანის დასაბანი საშუალება, სავარცხელი ბუნებრივი ბეწვისგან დამზადებულია, კანის დამატენიანებელი, შუშის ბოთლი საწოვარათი და ჭურჭლისა და ტანსაცმლის სარეცხი საშუალება. მასთ ჰევებია ესენი და გასაპრანჭ-გასართობი რამეები უკვე სხვა ამბავია. ერთიდაიგივე ზომის 20 ბოდე აი მართლა რა ამბავია?! ყოველდღე, მაქს 2 დღეში ერთხელ გარეცხავ რა.

ბავშვებო, კარტერსი არის მართლა ძალიან კარგი, თუ რამე გამოწერაში დაგეხმარებით, ან საერთოდაც გამოგიწერთ თქვენს სახელზევე. 6 ან 10 დოლარად 4 ბოდეს აქ იყიდი?

Posted by: nopiahopi 10 Jul 2021, 14:58
lelukaa
კარტერსი კარგია და მართლა იაფი გამოდიოდა, ოღონდ მაშინ დოლარის კურსი 1.54 იყო biggrin.gif

ძაან მიყვარს კარტერსი, უსაყვარლესი რაღაცეებია. უფროსს ხშირად ვუწერდი, არც აბურძგლულა, არც ფერი დაუკარგავს, არ გაწელილ-გამოწელილა.

8 ლარად ვიყიდე აქ რაც ბოდეები დამჭირდა გარფილში, ახლოს მაქვს ეგ მაღაზია. ოღონდ რაც აწერია, იმაზე ბევრად პატარა ზომაზე მიდის. ჩვეულებრივი, ყოველდღიური ბოდეებია. დიდი არაფერი.

ბებე + არის კიდევ იაფიანი. ჩვილისთვის არ გავსულვარ მანდ საყიდლებზე, მაგრამ სადღაც 2 წლიდან სულ მანდ ვყიდულობდი ყოველდღიურებს, სხვადასხვა ბრენდის ტანსაცმელები აქვთ: ჰმ, ოკაიდი, ნექსთი, ლუპილუ.
ზედები ორივენაირი მკლავით 5-8 ლარად იყო სეულზე ყოველთვის და ელასტიკები 10-12 ლარად. გასაპრანჭები დიდად არაფერი მომწონებია.
ვაიკიკის აქვს ჩვილებისთვის ბოდეები ? არ დავკვირვებივარ.

Posted by: takotatuli1989 10 Jul 2021, 19:53
nopiahopi
გაძვირდა მგონი ბებე+იც მე ეს ეხლა გამოვწერე direct.asda.co.uk- დან getit.ge-თი 3 ფეხიანი მთლიანი ჩასაცმელი ნიუ ბორნი ბიჭის, 5 მოკლემკლავიან ბოდე და 3 პირსახოცის სქელი წინსაფარი. პირველისთვის ნიუბორნები მადედან მაქვს გამოწერილი და ძაან კაი ხარისხი იყო. სულ შიპინგიანა დამიჯდა 20 ფუნტი. შიპინგი აქედან იყო 2 ფუნტი. 87-88 ლარი. ჩამოტანა კილო ჯდება 7 დოლარი და არ მგონია 12 ლაზე მეტი დაჯდეს და 100 ლარს გავცდე. ზამთრის ჩასასმელი საბნები აქვთ კიდევ ძაან კარგები. გოგოსი მაქვს და ბიჭის უნდა გამოვწერო მერე ვინმესთან ერთად 2-2 უფრო იაფი ჯდება.

Posted by: lelukaa 10 Jul 2021, 20:35
nopiahopi
უჰ, ეგ კურსი ჩვენი ბავშვიბისაა, აღარც მახსოვს smile.gif) მაშინ იაფი კი არა ნაჩუქარი გამოდიოდა ყველაფერი.
QUOTE
არც აბურძგლულა, არც ფერი დაუკარგავს, არ გაწელილ-გამოწელილა

ასეა ჩილდრენსიც, ბოდეები არ მიხმარია, მაგრამ წლიდან მაისურებს სუ მაქედან ვიწერ და ხარისხია გასაგიჟებელი, არცერთი აქ ნაყიდი ბრენდის მაისურები არაა ისეთი როგორიც ჩილდრენსის, დაუთოება ერთი სიამოვნებაა, ნაკერებს რომ არ უნდა სდიო. ვიზუალურად მოსაწონს თუ ვარჩევ დღესაც ვიწერ.

Posted by: ninunin 10 Jul 2021, 20:36
nopiahopi
QUOTE
ჩემი საყვარელი კომბინაციაა დღისით სიგრილეში  ზედა -ქვედების ნერვი არ მქონდა

ჩემიც, ცალკე შარვლები არ მიყვარს, ეხლა კიდევ მთლად მარტივია, ბოდე და მისი ჯანი, ან რომპერი

Posted by: nopiahopi 10 Jul 2021, 20:52
ninunin
ჰო, ესეც ბოდეში მიგდია biggrin.gif ყოველდღე ვხდი პამპერსსაც ჩაბანის მერე ცოტა ხნით, დღეში 2-3 ჯერ, მეცოდება სიცხეში სულ ჩახუთული.

QUOTE

უჰ, ეგ კურსი ჩვენი ბავშვიბისაა, აღარც მახსოვს ) მაშინ იაფი კი არა ნაჩუქარი გამოდიოდა ყველაფერი.


ზუსტად მახსოვს 1.54 იცი და მერე 1.70-ზე ავიდა და ძაან უკმაყოფილოები ვიყავით, ფინანსისტ მეგობარს ვწერდით ამერიკაში, ჩამოდი დ ამიგვხედე, თორემ ეკონომიკა ჩამოგვემხობათქო biggrin.gif

ეეჰ..

Posted by: Mia20 10 Jul 2021, 20:56
user posted image
გამარჯობა გოგოებო მესამე დღეა ორსულობის შესახებ გავიგე და გუშინ გავიგე ამ თრომბოფილიაზე. ექიმი კიდევ არ მპასუხობს რავქნა. თქვენ ვინმეს ხომ არ გქონიათ მსგავსი შემთხვევა და როგორ აკონტროლებდით რა დაგინიშნეს იქნებ დამეხმაროთ sad.gif

Posted by: Clue 10 Jul 2021, 21:06
მადლობა გოგოებო დეტალებისთვის❤️

Posted by: ninunin 10 Jul 2021, 21:11
nopiahopi
,biggrin.gif ხო აბა რა ამ სიცხეში

Posted by: anibani18 10 Jul 2021, 21:33
Mia20
მე მაქვს პაი 1 4ჯი 4 ჯი. მეორე გენის მუტაცია, იმის რომელიც შენ გაქვს, მე არ მაქვს მაგრამ სხვა გენის მაქვს 1 ალელზე. მე კლექსანს ვიკეებდი მთელი ორსულობა, ბენევრონს ვსვამდი დასაწყისში და კარდიომაგნილსა და კურანტილს პერიოდებში და მივედი ბოლომდე. ჰემატოლოგი გჭირდება შენ. ნუ ენდობი ამ საკითხში გინეკოლოგს. რაც უფრო მალე მიხვალ ჰემატოლოგთან მით უკეთესი იქნება. ბედნიერებასა და ჯანმრთელობას გისურვებ <3

Posted by: Mia20 10 Jul 2021, 23:02
QUOTE (anibani18 @ 10 Jul 2021, 21:33 )
Mia20
მე მაქვს პაი 1 4ჯი 4 ჯი. მეორე გენის მუტაცია, იმის რომელიც შენ გაქვს, მე არ მაქვს მაგრამ სხვა გენის მაქვს 1 ალელზე. მე კლექსანს ვიკეებდი მთელი ორსულობა, ბენევრონს ვსვამდი დასაწყისში და კარდიომაგნილსა და კურანტილს პერიოდებში და მივედი ბოლომდე. ჰემატოლოგი გჭირდება შენ. ნუ ენდობი ამ საკითხში გინეკოლოგს. რაც უფრო მალე მიხვალ ჰემატოლოგთან მით უკეთესი იქნება. ბედნიერებასა და ჯანმრთელობას გისურვებ <3

მადლობა გამოხმაურებისთვის )) კი კი ჰემატოლოგთან მივალ ორშაბათსვე. თვენ ვისთან დადიოდით დაკასთან?

Posted by: tako_93 11 Jul 2021, 08:45
გოგოებო, კოვიდის ვაქცინებზე რა ინფორმაცია გაქვთ ორსულობაში? ექიმთან თუ თუ გისაუბრიათ ამ თემაზე?

Posted by: klubnika 11 Jul 2021, 10:19
tako_93
QUOTE
გოგოებო, კოვიდის ვაქცინებზე რა ინფორმაცია გაქვთ ორსულობაში? ექიმთან თუ თუ გისაუბრიათ ამ თემაზე?

არ განვიხილავ და არც მომიძიებია ინფორმაცია

https://stopcov.ge/Content/files/COVID-19.pdf
ეს ნახე აბა

Posted by: anibani18 11 Jul 2021, 11:09
Mia20
კი, მე დაკასთან დავდიოდი. ანალიზებს ვიკეთებდი ყოველ 3 კვირაში.
ვისთან აპირებთ მისვლას?

Posted by: margarita7 11 Jul 2021, 12:26
tako_93

მე მითხრა მეორე ტრიმესტრიდან შეიძლებაო. პირველ ტრიმესტრში არა.

Posted by: Mia20 11 Jul 2021, 15:12
QUOTE (anibani18 @ 11 Jul 2021, 11:09 )
Mia20
კი, მე დაკასთან დავდიოდი. ანალიზებს ვიკეთებდი ყოველ 3 კვირაში.
ვისთან აპირებთ მისვლას?

ზუსტად არვიცი. ნინო შარაშენიძე ხომ არ გაგიგიათ ? როგორი ჰემატოლოგია?

Posted by: Elennee 11 Jul 2021, 15:35
tako_93
არ არის რეკომენდირებულიო

Posted by: anibani18 11 Jul 2021, 17:00
Mia20
არა, არ გამიგია. მე დაკასთან და მანანა ღირდალაძესთან დავდიოდი. აქ გოგონები კიდევ ძალიან აქებენ მაგდა ბეთანელს.

Posted by: Mia20 11 Jul 2021, 17:02
QUOTE (anibani18 @ 11 Jul 2021, 17:00 )
Mia20
არა, არ გამიგია. მე დაკასთან და მანანა ღირდალაძესთან დავდიოდი. აქ გოგონები კიდევ ძალიან აქებენ მაგდა ბეთანელს.

აჰა .. ისე ბეთანელი სადაც არის იმ კლინიკაშია ეს ნინოც.. smile.gif ვნახოთ აბა მივალ მაგ კლინიკაში ხვალ და რომელიმესთან შევალ smile.gif

Posted by: Redial 11 Jul 2021, 17:12
Sandra2209
QUOTE
მე ველოდები სექტემბრის დასაწყისში და ერთი კვირაა უკვე დეკრეტული ავიღე, ბავშვის გაჩენის შემდეგ მაინც 1-2 კვირაში მიწევდა სამსახურში გასვლა და გადავწყვიტე ზაფხულში დამესვენა.

ვაი, ასე მალე რატომ გიწევს გასვლა?
მე პირიქით ბოლომდე მინდა მივიყვანო დეკრეტის აღება რომ სრულად დავტკბე მერე 6 თვით smile.gif

მე რაჭაში მივდივარ ყველა ვარიანტში, უბრალოდ ვერ ჩამოვყაიბდი როდის წავიდე )))
სექტემბრის 20 დან ველოდები წესით
და აგვისტოს ბოლომდე რაჭაში ყოფნა რისკია ვითომ>?

Nnia
QUOTE
აგერ ვარ ზღვაზე ეხლა ერთი კვირით და მართლა ძალიან მომიხდა ცურვა. ჩემი დეითი 2 ოქტომბერია და ექიმმა აგვისტოში შეგიძლია კიდე წახვიდე სადმეო.

მეც ვკითხავ მერე ექიმს ივლისის ბოლოს მაქვს ვიზიტი, რას მეტყვის მაგაზე
კარგი დასვენება love.gif



Posted by: Clue 11 Jul 2021, 18:57
QUOTE (anibani18 @ 11 Jul 2021, 11:09 )
Mia20
კი, მე დაკასთან დავდიოდი. ანალიზებს ვიკეთებდი ყოველ 3 კვირაში.
ვისთან აპირებთ მისვლას?

რომელ ანალიზებზე გიშვებდა ხოლმე ჰემატოლოგი?

Posted by: anibani18 11 Jul 2021, 20:15
Mia20
არ იქნება ცუდი ექიმი <3 საინტერესოა რას გეტყვით, რას გირჩევთ.
მე პირადად კი დავდიოდი დაკასთან, მაგრამ ნუ უძვირესი დაჯდა მასთან სიარული ორსულობისას, თან კონტაქტის პრობლემაც იყო. მანანასთან დავდიოდი ორსულობამდე. ძალიან ჭკვიანი ქალია, თან გულისხმიერი, რაც ბევრს ნიშნავს მგონი.
Clue
სტანდარტულად ვაბარედი ყოველ 3 კვირაში სისხლის საერთოს, დ დიმერს, კუაგულოგრამას, აგრეგაციას და ანტი X ა

Posted by: any_body 11 Jul 2021, 20:54
Clue
სოგი მეუბნება ბევრი რათ გინდაო, ზოგი ბევრი გჭირდებაო ;დ ვეღარ გავიგე

tako_93
მაინც არ არის რეკომენდირებულიო, არ არის ბევრი კვლევა ჩატრებული, მგონი მხოლოდ ფაიზერზე.


გუშინ მქონდა ყავისფერი გამონადენი, ოდნავ დაჭიმულობა, ექო გადავიღე, პლაცენტა ცოტა თითქოს აწეულია, შეიძლება ნორმაც იყოსო.
პროგესტერონი დამინიშნეს. მოსვენებული მდგომარეობა.

რამე მაგავსი სიმპტომი ხომ არ გქონით?

Posted by: Nnia 11 Jul 2021, 22:48
Redial
პირველი გავაჩინე ოქტომბრის 21ში და რაჭაში კი ვიყავი აგვისტოში. მარა მე მერვე თვე არ მომიწია. აგვისტოს ოცს არ გადავაცილებდი მე. მადლობა <3

Posted by: Clue 11 Jul 2021, 23:46
anibani18
აგრეგაცია და ანტი ა არ ვიცი, სხვებს მეც ვაკონტროლებ

Posted by: Anabeli111 12 Jul 2021, 00:31
anibani18
რატო გადახვედი დაკასთან, ან? ანუ მანანაც თუ კარგია, დაკა რატომ არჩიე ♡

Posted by: Clue 12 Jul 2021, 02:00
გოგოებო, ჰემატოლოგების კოორდინატები გთხოვთ ❤️

Posted by: PoisonnIvy 12 Jul 2021, 02:56
QUOTE (Clue @ 12 Jul 2021, 02:00 )
გოგოებო, ჰემატოლოგების კოორდინატები გთხოვთ ❤️

რა მოხდა?
რამე ანალიზი გაიკეტე და დაგისვეს რამე?
მე ბათუმში რომ ვარ აქ ძაან შტერები არიან მაგ ამბავში
ჩემით დავასკვენი რო შეძენილი თრომბოფილია მაქვს


—-
აი დზრეს ისე მტკიოდა წელი და საკვერცხეეები, ვიფიქრე ვსოო

ძაან მირტყამს უკვე sad.gif მე თვითონაც დავჩანჩალებ
წნევაც მაღალი მქონდა

Posted by: Clue 12 Jul 2021, 05:39
PoisonnIvy
შენით როგორ?
არ გამივლია კონსულტაცია ჰემატოლოგთან და ვფიქრობ ერთი მისვლა მივიდე, თან ამ ფრაქსიპარინს რომ ვიკეთებ მინდა ვკითხო მდობიარობის მერე რა ხდება? დოზის ეგრევე მოხსნა რამდენად რეკომენდირებულია, რამე წამალზე ხო არ უნდა გადავიდე...
მაღალ წნევას ნუ ეხუმრები მითუმეტეს დიდ ვადაზე, ექიმს უთხარი აუცილებლად თუ ხშირად გექნება

Posted by: Elennee 12 Jul 2021, 08:23
მე რატომ არ მაკონტროლებინებს ამ ანალიზებს ნეტა? :/ 24 კვირამდე არაფერი გინდაო, 24 კვირაზე რაღაც ანალიზი მითხრა რომ წამლის დოზა განვსაზღვროთო..

Posted by: marimmariami 12 Jul 2021, 09:15
გოგოებო ფრაქსიპარინს და მასგავსი მოქმედების წამალს თრომბოფილიების და ჰემატოტომის შემთხვევაში სხვადასხვა დოზით და ხანგრძლივობით ნიშნავენ ალბათ ხომ?

Posted by: kekuna 12 Jul 2021, 10:49
გოგოებო გამარჯობათ.
ვიყავი ეხოზე და სულ ტირილით წამოვედი უკან. sad.gif( დაბლაა მიმაგრებული სანაყოფე პარკი და გამოვარდებაო ალბათ ამ დღეებში sad.gif((

Posted by: Liza12 12 Jul 2021, 11:10
Mia20
ნინო შარაშენიძე მაგ მიმართულებით ორსულებს არ იყვანს. მანდ თუ მიხვალ მოლოდ მაგდაა მაგ კუთხით

Posted by: anibani18 12 Jul 2021, 11:34
Anabeli111
არაფერი განსაკუთრებული მიზეზი არ მქონია, ანი. ორსულობამდე ორივესთან ვიყავი მისული. მერე რატომღაც დაკა ვარჩია, მაგრამ ახლა ალბათ მანანას ავირჩევდი

Posted by: margarita7 12 Jul 2021, 12:10
kekuna

ძალიან სამწუხაროა, პირველი ორსულობაა?sad.gif(
რა ძნელია ეს მოლოდინის რეჟიმი ასეთ დროს, ნუ გეშინია, იქნებ შენარჩუნდეს პატარა სასწაული მოხდეს.

Posted by: lelukaa 12 Jul 2021, 12:23
kekuna
ექიმმა რაო?
ნუთუ შენარჩუნება შეუძლებელია?

Elennee
ავერსიში რომ აპირებდი ეხოზე წასვლას, იყავი?

Posted by: Clue 12 Jul 2021, 12:38
kekuna
წოლითი ან რამე არ შველის? სხვაგანაც ხო არ შეამოწმებდი

Posted by: kekuna 12 Jul 2021, 12:50
margarita7
Clue
არა პირველი არაა, მეორეა. ექიმმა დავაკვირდეთო. ხუთშაბათს უნდა გადავაკონტროლოთ თუ იქამდე არ დაიწყო გამონადენი. იქნებ ცოტა მაინც აიწიოსო. არვიცი, რა შანსია მარა ძალიან ვინერვიულე

Posted by: Anabeli111 12 Jul 2021, 13:08
kekuna
დაბალ მიმაგრებას ეძახიან მაგას, არა? იქნებ აიწიოს, ასე გადაწყვეტით თქმა, რომ არ აიწევა, რთულია..
შეგიძლია ეხოს ფოტო ჩააგდო?

Posted by: margarita7 12 Jul 2021, 13:12
kekuna

ინერვიულებდი აბა რა იქნება, იქნებ აიწიოს, ქვემოთ ტკივილი გაქვს?

Posted by: Clue 12 Jul 2021, 13:15
kekuna
წოლითი ან რამე არ შველის? სხვაგანაც ხო არ შეამოწმებდი
* * *
ვახ,ორ-ორჯერ რატო პოსტავს პერიოდულად, რამეს არასწორად ვაკეთებ?

Posted by: Anabeli111 12 Jul 2021, 13:17
kekuna
user posted image
დაკვირვება და იმედიანი განწყობა გმართებს ♡♡

Posted by: kekuna 12 Jul 2021, 13:50
Clue
margarita7
Anabeli111
ძალიან დიდი მადლობა გოგოებო ❤️❤️❤️❤️ სერგოდთან მიდიო ჩემმა ექიმმა. აუცილებლად გაგაგებინებთ სერგო რას მეტყვის ხუთშაბათს

Posted by: takotatuli1989 12 Jul 2021, 16:10
kekuna
ეხლა წოლითი დაიცავი და როგორც მახსოვს პატარა ვადის ხარ. ნაზად იმოძრავე ისე მიდი ეხოზე. პატარა ვადაზე ტონუსის მომხსნელებს მაძლევდა ქეთი ოსიძე, დავს ორ აბა დღეში, ლუთეინა სამჯერ ვაგინალურად და პლიუს დუფასტონებს, ხოდა ალბათ შენც დანიშნული გაქვს პროგები და წოლითიც დაიცავი. ნუ ნერვიულობ. პირველზე აიწია ჩემთან და 41 კვირაზე გავაჩინე და ეხლა ტყუპებზე ვარ და ერთია კიდით, ზედ ყელთან. 18 კვირაზე მქონდა აცლა პლაცენტის მარა შენარჩუნდა ორსულობა. ხვალ 21 კვირის ვხდები. დღეს ეხოზე ვიყავი და ოდნავ დაძრულია ყელიდან ზემოთ პლაცენტა. ხოდა მე მაქვს იმედი რომ აიწევს და შენთან რატო არ უნდა ავიდეს ვერ ვხვდები.

გოგოებო პლაცენტის აცლის ადგილას უზარმაზარი ჰემატომა რო მქონდა დამხვდა გაბლანტებული და უფრო გაზრდილი, ხოდა ქეთიმ ანტი xa ფაქტორზე გაიკეთე ანალიზის რო ფრაქსიპარინის ზუსტი დოზა განისაზღვროს, ან საერთოდ მოგიხსნი ან დოზას გაგიზრდიო პასუხის მიხედვითო, მარა არ აქვთ მაგის ტესტი ორშაბათამდე ლაბორატორიაში და 0.3%-იანი დოზა დამიტოვა იქამდე + წოლითი. მოკლედ, ხომ არ იცით სხვაგან სად კეთდება? სად დავრეკო?

Posted by: kekuna 12 Jul 2021, 16:26
takotatuli1989
კი, პატარა ვადაა 3 კვირა დამიწერა 9 მმ ია სანაყოფე. არაფერი დამინიშნა არც დაწექიო’ ხუთშაბათს დამიბარა. იმედი მაქვს დამინიშნავს რამეს, არც წოლითი უთქვამს. დიდი მადლობა ამხელა პოზიტივისთვის. ბედნიერი ორსულობა ❤️❤️❤️

Posted by: ninucanodo 12 Jul 2021, 16:28
QUOTE (takotatuli1989 @ 12 Jul 2021, 16:10 )
kekuna
ეხლა წოლითი დაიცავი და როგორც მახსოვს პატარა ვადის ხარ. ნაზად იმოძრავე ისე მიდი ეხოზე. პატარა ვადაზე ტონუსის მომხსნელებს მაძლევდა ქეთი ოსიძე, დავს ორ აბა დღეში, ლუთეინა სამჯერ ვაგინალურად და პლიუს დუფასტონებს, ხოდა ალბათ შენც დანიშნული გაქვს პროგები და წოლითიც დაიცავი. ნუ ნერვიულობ. პირველზე აიწია ჩემთან და 41 კვირაზე გავაჩინე და ეხლა ტყუპებზე ვარ და ერთია კიდით, ზედ ყელთან. 18 კვირაზე მქონდა აცლა პლაცენტის მარა შენარჩუნდა ორსულობა. ხვალ 21 კვირის ვხდები. დღეს ეხოზე ვიყავი და ოდნავ დაძრულია ყელიდან ზემოთ პლაცენტა. ხოდა მე მაქვს იმედი რომ აიწევს და შენთან რატო არ უნდა ავიდეს ვერ ვხვდები.

გოგოებო პლაცენტის აცლის ადგილას უზარმაზარი ჰემატომა რო მქონდა დამხვდა გაბლანტებული და უფრო გაზრდილი, ხოდა ქეთიმ ანტი xa ფაქტორზე გაიკეთე ანალიზის რო ფრაქსიპარინის ზუსტი დოზა განისაზღვროს, ან საერთოდ მოგიხსნი ან დოზას გაგიზრდიო პასუხის მიხედვითო, მარა არ აქვთ მაგის ტესტი ორშაბათამდე ლაბორატორიაში და 0.3%-იანი დოზა დამიტოვა იქამდე + წოლითი. მოკლედ, ხომ არ იცით სხვაგან სად კეთდება? სად დავრეკო?

ორსულთა ჰემოსტაზის ცენტრში დარეკე დაკასთან იქაც კეთდება

Posted by: Anabeli111 12 Jul 2021, 16:47
kekuna
ბოლო მენსტრუალური ციკლი როდის გქონდათ?

Posted by: takotatuli1989 12 Jul 2021, 16:50
ninucanodo
მადლობა დიდი, დავრეკე და ქონიათ რა კარგია. ხვალ მივქანდები.

Posted by: Alissa 12 Jul 2021, 17:16
QUOTE (kekuna @ 12 Jul 2021, 10:49 )
გოგოებო გამარჯობათ.
ვიყავი ეხოზე და სულ ტირილით წამოვედი უკან. sad.gif( დაბლაა მიმაგრებული სანაყოფე პარკი და გამოვარდებაო ალბათ ამ დღეებში sad.gif((

ეს გამოვარდება რანაირი თქმა არის, თან ალბათ გამოვარდება... ვერ არიან ეს ექიმები, მაგათთვის ადვილია დღეში 100 ყავთ ალბათ პაციენტი...
იწექი შეძლებისდაგვარად და დაურეკე ვინმე ნორმალურს იქნებ სანთლები ან რამე წამალი გირჩიოს. ალბათ გამოვარდებაზე ნუ აიშლი ნერვებს, მითუმეტეს სიმშვიდე მნიშვნელოვანია. აბა შენ იცი!

Posted by: Clue 12 Jul 2021, 18:10
kekuna
რანაირად არ დაგინიშნა არაფერი?! მართლა მაოცებენ ექიმები ხანდახან, გადააკონტროლე სხვასთანაც რა ექოც და გინეკოლოგიც

Posted by: kekuna 12 Jul 2021, 18:21
Anabeli111
ბოლოს მქონდა 3 ივნისს.
Alissa
გეთანხმებით, არ შეიძლება ესე მოიქცე. ვის მირჩევთ ამ დროს, რომელ ექიმს?

Clue
საერთოდ არაფერი, ფოლიუმს ვსვამ მხოლოდ ისიც ჩემი ნებით

ეხლა მირჩიეთ ვისთან მივიდე, ვინაა კარგი ექიმი?

Posted by: any_body 12 Jul 2021, 19:50
takotatuli1989
პლაცენტის აცლა რამდენ
მილინიმეტრზე გქონდათ ?
რა წამლები დაგინიშნათ, რეჟიმი ან რამე მსგავსი ?


Posted by: takotatuli1989 12 Jul 2021, 20:43
any_body
7 სმ-მდე სიგრძეზე და 0.8 მმ სიგანეზე ესე დამიწერეს რატიანის კლინიკაში იმ დღეს როცა 18 კვირის გავხდი. ყელი გრძელი მქონდა და კიდითი მდებარეობა პლაცენტის. ( აქვე დავამატებ რომ მეორე დღეს ლანა ეზიაშვილმა მნახა და მითხრა წინმდებარეობაა სრული ყელზე გადმოდის 16მმ-ით პლაცენტა და აცლის უბანია ამ ყელზე მარტო 8მმ/8მმ-ზეო რაც აღმოჩნდა რომ არასწორია, რადგან იქ რატიანის კლინიკაში და გამოწერის შემდგომ ხეცურიანმა ზედა მონაცემები დაადასტურა რომ კიდითია და ასე ხაზად იყო აცლილის). აცლიდან 1 კვირაში ხეცურიანმა ეხოზე მითხრა რომ აცლის ადგილას ჩამოყალიბდა ჰემატომა 67მმ/18მმ-ზე. 12 დღე ვიკეთე ფრაქსიპარინი, 6 ჯერ გადავისხი ტივორტინის, დავი ორი აბი დღეში, უტროჟესტანი ორჯერ, ნუ დანარჩენი ჰემოგლობინის ასაწევი ვიტამინი და ელევიტი, პლიუს დუფასტონი დღეში სამჯერ მარა 20 კვირიდან შემცირება და შეწყვეტისკენ მიმყავს. დღეს ვნახეთ და 78მმ/38მმ-ზეა ბლანტი ჰემატომა, ანუ გაიშალაო და ეხლა ქეთიმ მომთხოვა ტივორტინის გადასხმის შეწყვეტა და ანალიზი ანტი xa ფაქტორზე რომ გაიგოს მომიხსნას ფრაქსიპარინი თუ დოზა მომიმატოს.
ხო რეჟიმი წოლითი/ნახევრად მოსვენებითი ნუ სულ არ ვწევარ. ტრანსპორტირება თბილისიდან შორს ამიკრძალა და გაფრთხილებული ვარ რა ტიპის გამონადენზე ვიძახებ სასწრაფოს. პლიუს მაყიდინა წყლების დაღვრის შესამოწმებელი სპეციალური საფენი. დენა რომ დამეწყის წყლებიც იღვრება თუ არა რომ დადგინდეს. დღეს ხეცურიანმა მითხრა ცოტათი დაცილებულია ყელიდან პლაცენტაო, ანუ დაიძრა და კარგია იქნებ აიწიოს კიდევო.

Posted by: Clue 12 Jul 2021, 21:24
kekuna
მე დავდივარ თამარ უბილავასთან, მედიქეაში, ბევრი რთული ანამნეზის მართვის გამოცდილება აქვს, აი მიდი დარწმუნებული ვარ ძალიან იმედიანაად გამოგიშვებს.
ერთდაერთი პრობლემაა რიგები როცა ჩაწერილი არ ხარ, თუ ჩაეწერები ძალიან მარტივად შეხვალ ექოზეც და გინეკოლოგთანაც.

* * *
kekuna
პროგესგტერონიც კი კარგი იქნებოდა რომ გესვა ალბათ ჩემი აზრით და კიდევ ტონუსის მომხსნელი რომ პროვოცირება არ გაუწიოს, მოკლედ, კარგ ექიმს მიაკითხე გირჩევ
* * *
შეიძლება გკითხო ვისთან დადიხარ? ხანდახან შოკში ვარ ამ ექიმებით რაა

Posted by: kekuna 12 Jul 2021, 21:38
Clue
ძალიან დიდი მადლობა <3 ვფიქრობ უკვე თამართან მისვლაზე

Posted by: marimmariami 12 Jul 2021, 21:52
თამარს პლიუს ერთი ხმა ჩემგან, პროფესიონალთან ერთად უსაყვარლესი და ძალიან ყურადღებიანია.
გოგოებო ვისაც ორსულობაში დაგიდასტურდათ კოვიდი , ოჯახის ექიმის მიმართვით ანალიზები საკმარისი იყო თუ რამე განსაკუთრებული უნდა მოვითხოვო? რას მივაქციო ყურადღება? მივიღებ ყველანაირ რჩევას

Posted by: Clue 12 Jul 2021, 21:57
marimmariami
მე გადავიტანე 5 თვეზე, თამარს რომ დავურეკე მთავარია სიცხე არ გქონდეს მაღალიო, თუ რამე ეგრევე პარაცეტამოლი დალიეო, ისე ც ვიტამინი, ბევრი სითხე (ლიმნიანი წყალი) და ბევრი მოძრაობა, 37-ზე ზემოთ არ მქონია სიცხე.
მიმდინარე პერიოდში გამოვიძახე ჩემი ინიციატივით ლაბორატორია და კუაგულოგრამა (დ-დიმერით), თუმცა მშვიდად იმიტომ ვიყავი მე და ექიმიც რომ ფრაქსიპარინს მანამდეც და კოვიდის პერიოდშიც ვიკეთებდი.
სხვა განსაკუთრებული არაფერი...

Posted by: marimmariami 12 Jul 2021, 22:03
Clue
ფრაქსიპარინს მეც ვიკეთებ , 1 თვეზე მეტია. მხოლოდ ცხვირი მაქვს გაჭედილი და გაიტესტე მაინცო თამარმა , თორე ვერც ვიფიქრებდი. როგორც ვხედავ მთავარია მშვიდად ვიყო.

Posted by: Clue 12 Jul 2021, 22:32
marimmariami
კი, მგონი განწყოფის და ფსიქოლოგიის ინფექციაა ეს კორონა) ცხვირი კონდიციონერმა ხო არ გაგიჭედა? მე გამაცია და კი ვინერვიულე)) მეთქი შემიბრუნდა

Posted by: any_body 12 Jul 2021, 22:32
takotatuli1989
მე მქომდა ყავისფერი გამონადენი და დაჭიმულობა, 18*8 მმ დამიწერეს პლაცენტის გაფართოება, რაც როგორც მივხვდი იგივე აცლაა.
მოსვენებითი მდგომარეობა და ორი წამალი.
მათითაშვილთან მივდივარ ხუთშაბათს და ვნახოთ რას მეტყვის.
ეს კოსვენებითი მდგომარეობა ვერ ვხვდები რა არის ბოლომდე, სახლშიც არაფერი ვაკეთო?
რომელ ექიმთან დადიხართ ?

Posted by: Anabeli111 12 Jul 2021, 22:34
გოგოებო, ვიცი, რომ ინდივიდუალურია, მაგრამ გულისცემა ვინ რა ვადაზე მოისმინეთ? <3 თუ შეგიძლიათ, რომ მითხრათ <3

any_body
მოსვენებული მდგომარეობა ნიშნავს, რომ წელი არ უნდა გადაღალო, არ უნდა გააკეთო მკვეთრი მოძრაობები (ჩაკუზვა, დახრა, სარეცხის გაფენა, ხელების მაღლა აწევა და ა.შ). <3

Posted by: nopiahopi 12 Jul 2021, 22:38
Anabeli111
იშვიათად 5.5 კვირიდან, ისე 7კვირაზე იბარებენ. შენ რა ვადაზე გიწევს მისვლა ?

როგორ გიხდება აქ რომ პოსტავ love.gif

Posted by: Anabeli111 12 Jul 2021, 22:44
nopiahopi
რა საყვარელი ხარ <3 მადლობა ^_^ მე გამოვდივარ 6.3 (ამას აპლიკაცია მიწერს) ან 6.2 (ასე გამოვდივარ წინა ეხოს მიხედვით) კვირის. რაღაც დისერტაცია წავიკითხე და ციკლის 37ე დღიდან უკვე ისმინებაო, მაგრამ ვღელავ. ანემბრიონია არ იყოს, ისა ესა :დდ არ მთავრდება ჩემი შფოთვები ... biggrin.gif

Posted by: nopiahopi 12 Jul 2021, 22:50
Anabeli111
მაგ ვადაზე არის შანსი რომ მოისმინოთ უკვე, მაგრამ ისე განეწყვე, რომ თუ ვერ მოისმენთ, ჯერ ადრეა მაგისთვის. ყოველ დღეს აქვს მნიშვნელობა და 7კვირიდან უეჭველი გამოჩნდება გულისცემა smile.gif
ანუ თუ რამეა, არ ინერვიულო :*
* * *
QUOTE
არ მთავრდება ჩემი შფოთვები ... 

არ დამთავრდება ეგ კიდევ 8 თვე. და მერე შფოთვის ობიექტი შეიცვლება: კუჭში რატო გავიდა ამდენჯერ, რატომ არ გავიდა ამდენჯერ, რანაირად ჩაისუნთქა, როგორ გაიხედა, 3გრამით ნაკლები ჭამა, ფეხი აიქნია და ა. შ. biggrin.gif მიზეზს ყველაფერში იპოვი , რა თქმა უნდა ტყუილად biggrin.gif

Posted by: Elennee 12 Jul 2021, 23:34
lelukaa
კი ვიყავი ხაჭვანთან და წესრიგშია ყველაფერიო, ხოდა ბათუმში ვარ ეხლა, დღეს გადავიღალე წელიც ამტკივდა და რაღაც დიდად ვერ ვგრძნობ მოძრაობას, არადა ეს დღეები აქტიური იყო ძალიან

Posted by: margarita7 13 Jul 2021, 01:50
Anabeli111
მე-7, მე-8 კვირიდან

nopiahopi
ნეტა ისე მივაღწიო ბოლონდე რომ ფსიქიურად არ შევირყე biggrin.gif

Elennee
როგორც ექიმმა მითხრა, არსებობს აქტიური და მშვიდი ფაზები, ამჯერად ალბათ, ისვენებს.

სხვათაშორის , წინასწარ ვიცი შფოთვის ახალი საგანი მას რაც ბავშვის მოძრაობებს ვიგრძნობ: რატო მოძრაობს ბევრს? დღეს რაღაც ძალიან აქტიურია, რატო? დღეს წყნარადაა რა ჭირს? დღეს ფეხს უცნაურად იქნევს რამე ხომ არ უნდა? biggrin.gif
მგონი სრულიად მოდუნებული ორსული არ არსებობს:DDD

Posted by: Elennee 13 Jul 2021, 03:58
margarita7
მაგ შფოთვებში ვარ ზუსტად ეხლა :დ

Posted by: takotatuli1989 13 Jul 2021, 04:50
any_body
მე ქეთი ოსიძის პაციენტი ვარ, აღრიცხვაზე სხვაგან ვდგავარ მარა იმან ყველაფერზე ის მითხრა ქეთი როგორც გეტყვისო და აღარც მივსულვარ რამდენი ხანია. მოსვენებული მდგომარეობა მე ასე მესმის, გაიარე-გამოიარე და წამოწექი. არ დავდივარ სასეირნოდ, სახლში არც საქმეს ვაკეთებ და არაფერს. ავდგები შევჭამ წამოვწვები, ან სადმე სხვაგან დავჯდები მერე წამოვწვები. ძაან ძნელია ბავშვი რო გყავს ასე, დამესტრესა ძალიან ,უნდა რომ მე ჩავყვე ეზოში და მე ვეთამაშო მარა რა ვქნა ვერ. იმ დღეს წარმოსახვით ჩამიყვანა ეზოში ვითომ-ვითომ ერთად ჩავედითო და აიწონა დაიწონაზე ვზივართო, დამეწვა გყლ მარა რა ვქნა. საწყალი მამაჩემი ჩემი ძიძა ცალკე და ჩემი შვილის ცალკე.

Posted by: marimmariami 13 Jul 2021, 06:19
Clue
არვიცი, ზოგადად სულ მქონდა ეს პრობლემა გატეხილი ძგიდის გამოც და ახლაც რაიმე სპრეი თუ გამოვიყენოთქო თამარს მივწერე და რადგან მითხრა დაიტესტეო გავიკეთე , სწრაფი ტესტები დადებითია, დღეს პსრ საც გავიკეთებ.

Posted by: Elennee 13 Jul 2021, 09:32
გოგოებო მწერებისგან დამცავი რონელი საცხი ან სპრეი შეიძლება ჩვენთვის ?

Posted by: TIILIISMA 13 Jul 2021, 13:31
გამარჯობა რა მაინტერესებს. 8 თვის უკან ვიმშობიარე მენსტრუაცია არ მაქვს აღდგენილი ბავშვი მყავს ბუნებრივ კვებაზე დამატებით მყარ კვებასაც იღებს … 5 დღეა მაქვს მოყავისფრო მოვარდისფრო გამონადენი მეგონა უნდა მომსვლოდა არც ტკივილი მაქვს არაფერი და იცის თუ არა მაინტერესებს

Posted by: NINA33 13 Jul 2021, 13:40
გოგოებო, ჭიპთან (მარჯვენა მხარეს) ტკივილი რატომ უნდა მქონდეს? გქონიათ მსგავსი შეგრძნება მაგ ადგილას?
* * *
QUOTE
ძაან ძნელია ბავშვი რო გყავს ასე, დამესტრესა ძალიან

აუ როგორ მესმის შენი, მეც მაგ დღეში ვარ.ცალკე ჩემი საფიქრალი, ცალკე სტრესული სამსახური და ეს ბავშვი არის ჩემი დიდი გულის ტკივილი რომ ასე მეჩაგრება.თან იმდენად ჩართული ვიყავი მე მასთან რომ ვერავინ მცვლის .

Posted by: kekuna 13 Jul 2021, 14:39
TIILIISMA
აუცილებლად ტესტი გაიკეთეთ, თუ უარყოფითი იქნება მაშინ გინეკოლოგს დაუკავშირდით

Posted by: tatashka555 13 Jul 2021, 14:48
გოგოებო, 35 კვირის ვხდები და როდის უნდა წავიღო გაცვლა-გამოცვლის ბარათი სხვა კლინიკაში?

Posted by: marimmariami 13 Jul 2021, 15:42
NINA33
მე მქომდა მარცხენა მხარეს და ექიმს რომ დავურეკე ნაწლავი იქნებაო და ესპუმიზანი მშველიდა. მაგრამ უფრო ჭვალივით მქონდა ვიდრე მუდმივი ტკივილი

Posted by: takotatuli1989 13 Jul 2021, 15:50
NINA33
ეხლა რა ვადის ხარ? გუშინ საღამოს მერე ძაან სტრესში ვარ. ფიქრს ვერ ვიშორებ ამხელა ჰემატომა როა პლაცენტის აცლის ადგილას, რიღათი იკვებება ნაყოფი. აი ძაან შეტევა მაქვს დეპრესიის sad.gif

Posted by: NINA33 13 Jul 2021, 16:24
QUOTE (takotatuli1989 @ 13 Jul 2021, 15:50 )
NINA33
ეხლა რა ვადის ხარ? გუშინ საღამოს მერე ძაან სტრესში ვარ. ფიქრს ვერ ვიშორებ ამხელა ჰემატომა როა პლაცენტის აცლის ადგილას, რიღათი იკვებება ნაყოფი. აი ძაან შეტევა მაქვს დეპრესიის sad.gif

26 კვირის და 4 დღის ზუსტად.
მუდმივ კონტროლზე ხომ ხარ? ძალიან რთულია მაგრამ ეცადე ცუდზე არ იფიქრო. ხანდახან ისე გამაგიჟებს ფიქრები ხოლმე, თან ასე რომ ვართ გამოკეტილები ეგეც მოქმედებს.

* * *
QUOTE (marimmariami @ 13 Jul 2021, 15:42 )
NINA33
მე მქომდა მარცხენა მხარეს და ექიმს რომ დავურეკე ნაწლავი იქნებაო და ესპუმიზანი მშველიდა. მაგრამ უფრო ჭვალივით მქონდა ვიდრე მუდმივი ტკივილი

ვაახ გამიჩინა საფიქრალი lol.gif
კანი რომ იჭიმება იქნებ მაგის ამბავიც იყოს? აბა შევხედო კიდე და თუ რამე მივწერ ექიმს.

Posted by: takotatuli1989 13 Jul 2021, 16:39
NINA33
ხოო ეს გამოკეტილობა ცალკე კოშმარია. პლიუს ბევშვი გაღიზიანებულია წამი არ მშორდება. ლაბორატორიაში ანალიზს რო ვიღებ იქ მიდგას და მიყურებს რო ექიმებმა არ დამიტოვონ, არ მაცდის აი არაფერს სამსახურის რამე რო გავაკეთო. კი ბიულეტინზე ვარ მარა არის ისეთი რაღაცეები რასაც სხვა ვერ გაგიკეთებია :/

Posted by: NINA33 13 Jul 2021, 16:55

QUOTE
takotatuli1989


ზუსტად ვიცი ეგ სიტუაცია რაცაა და რასაც გრძნობ.მშვიდობით გავიაროთ ერთი ეს პერიოდი რომ მერე დავტკბეთ ჩვენი შვილებით. მეუბნებიან მერე იწუწუნებ სხვანაირად დავიღალეო. ეხლა წუწუნიც არ მაცადონ biggrin.gif
მაგრამ კარგი რა ყელის დამოკლებაზე მაინც აღარ ვინერვიულებ biggrin.gif და კიდე ათას რამეზე რაც ორსულობას ეხება.

Posted by: takotatuli1989 13 Jul 2021, 17:27
NINA33
ერთ დღეში ვართ რა. ღმერთმა ჩვენც და დანარჩენებიც მშვიდობით მიიყვანოს ბოლომდე. ყველასი მშურს ვინც მარტო იმას დარდობს ბავშვი ვის ემგვანება.

Posted by: margarita7 13 Jul 2021, 18:10
takotatuli1989

და რა დაარქვას biggrin.gif ან რომელ რიცხვში დაიბადება, რიცხვებზე დამთხვევა როა სანერვიულო biggrin.gif biggrin.gif

Posted by: takotatuli1989 13 Jul 2021, 18:31
margarita7
კი კი, ჰოროსკოპი, შმოროსკოპი, რა ვიცი biggrin.gif ეგეთი სისულელეები მინდა მქონდეს სადარდებლად. ჩემი დედამთილი მალბოროს რეკლამას უყურებდა სულ რომ (ეგონა გოგო ეყოლებოდა) ბავშვი იმ მწვანეთვალება გოგოს დამსგავსებოდა. ხოდა მართლა გავს ჩემი მაზლი იმ გოგოს, დაჟE უფრო ლამაზი მწვანე თვალები აქვს მარა ბიჭი აღმოჩნდა biggrin.gif მარტო იმას ვდარდობდი ლამაზები ყოფილიყვნენო biggrin.gif

Posted by: dancing in the moonlight 13 Jul 2021, 20:51
როგორ ხართ გოგოებო?
ორსულობამ ძილი მომიწესრიგა მაქსიმუმ 12 ზე უკვე მეძინება ქათამივით biggrin.gif

Posted by: PoisonnIvy 13 Jul 2021, 21:17
ძაან უცნაურად მოძრაობს დღეს და თან წელიც მტკივა.

დაეტიოს სადაც ბრძანდება წინ კიდევ დროა biggrin.gif

dancing in the moonlight

პირველ ტრიმესტრში სადაც ტრაკს დავდებდი ყველგან მეძინა biggrin.gif
აი ყველგან


Posted by: TIILIISMA 13 Jul 2021, 21:24
kekuna ტესტი გავიკეთე გუშინ და უარყოფითი იყო … ჩემი მეუღლე ჯარში მსახურობს 2 კვირის უკან მქონდა დაუცველი … რომ ვიყო მაინც არ აჩვენებდა მაგრამ ძაან შევშინდი ბევრი არ მაქვს წვეთები ისიც ხან მაქვს ხან არა … აუცილებლად წავალ ექიმთან მადლობა

Posted by: Elennee 13 Jul 2021, 21:30
ბევრი სიარულის დროს წელის ტკივილი და საკვერცხის წიწკვნა გქონიათ?
* * *
dancing in the moonlight
აუ მეც ეგრე ვიყავი პირველ ტრიმესტრში :დ

Posted by: narkozeli 13 Jul 2021, 22:50
Anabeli111

6.5-ზე მოვისმინე მე love.gif

შენ რომ იცი ისე გული არ გაიხეთქო ეხლა თუ არ იქნება ჯერ, 7კვირამდე ნორმაა რომ არ ისმინებოდეს ხო გახსოვს <3

Posted by: Elennee 13 Jul 2021, 23:24
აუ მიპასუხეთ რა sad.gif გადაღლას დავაბრალო ეს დისკომფორტი თუ გავქანდე ექოზე

Posted by: PoisonnIvy 13 Jul 2021, 23:27
Elennee
მე მჭორს ხოლმე ეგრე წიწლვნა და ტკივილი როცა ვიღლები
დაწექი დაისვენე, არ ინერვიულო :*

Posted by: Anabeli111 13 Jul 2021, 23:43
narkozeli
რა სახელი მაქვს გავარდნილი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif <3 <3 <3 ვამზადებ თავს. დამირეკა ნათიამ, ეხოსკოპისტი არ იქნება ხვალო (ეტყობა, მე რომელიც მინდა ის) და ზეგ მოდიო. გადაიდო ხუთშაბათისთვის. ხუთშაბათს ვიქნები 6.3 ან 6.4 <3 საერთოდ არაფერი სიმპტომი არ მაქვს, არც მკერდი მტკივა, არც წელი.. არც წყალი, არც კიბე biggrin.gif დაზაფრული ვარ, მაგრამ მაინც გმირულად ვუძლებ <3

Posted by: narkozeli 14 Jul 2021, 08:29
Anabeli111

ხვალ დიდი დღეა ესეიგი❤️❤️ დილიდანვე შემოვქანდები❤️ გოგო გულის ცემაზე ხმით თუ ვერა კახა თვალითაც ხედავდა ხოლმე ფეთქვას და არც მაგაზე შეშინდე ხმა თუ არ მოგასმენინეს, ჩაჩავაში გამემაზა მე ეგ ხმა მაგ ვადაზე, პროსტა თვალით დამანახა აგე როგორ ფეთქავსო love.gif

Posted by: Kandinskaia 14 Jul 2021, 08:52
გოგოებო როგორ ხართ :*
18/5 კვირის ვარ და უცნაური შეგრძნებები მაქვს რამოდენიმე დღეა მუცელში, ეგ არის ვითომ განძრევა? დროა უკვე? biggrin.gif

Posted by: Remington_MSR 14 Jul 2021, 10:53
გამარჯობა გოგოებო❤
მსგავს თემებში ახალი ვარ gigi.gif
ორშაბათს ვიყავი ეხოზე ორსულობის დადასტურებაზე, ჯერ მარტო სანაყოფე პარკი ჩანს user.gif 7- 2,5 მმ.
სტიმულაციით შევძელი განაყოფიერება user.gif 5 გესტალური კვირის ვარ (ემბრიონალური 3 კვირა)
2 კვირაში მოდიო გულისცემასაც გავიგებთო user.gif
გუშინწინ ხგ ჩავაბარე 2600 მქონდა user.gif

Posted by: Anabeli111 14 Jul 2021, 11:55
narkozeli
ქო, მეც მასე დამანახეს ადრე .. ყვითლად ფეთქავდა რაღაც . დაველოდები ხვალინდელ დღეს ♡♡

Remington_MSR
1500ს რომ გადაცდება ხეგე 96 საათში ერთხელ იწყებს გაორმაგებას და აწი ადრინდელი სისწრაფით აღარ გაორმაგდება ხოლმე ♡♡ ხეგეს ნუღარ გააკონტროლებ. 10 დღეში დამიბარეს პორველი ეხოდან. 7 კვირა ძალიან კაი ვადაა. წარმატებები ♡

Posted by: Remington_MSR 14 Jul 2021, 12:14
QUOTE (Anabeli111 @ 14 Jul 2021, 11:55 )


Remington_MSR
1500ს რომ გადაცდება ხეგე 96 საათში ერთხელ იწყებს გაორმაგებას და აწი ადრინდელი სისწრაფით აღარ გაორმაგდება ხოლმე ♡♡ ხეგეს ნუღარ გააკონტროლებ. 10 დღეში დამიბარეს პორველი ეხოდან. 7 კვირა ძალიან კაი ვადაა. წარმატებები ♡

9ში ვიყავი 924 მქონდა და 48 საათი ემთხვეოდა კვირა დღეს და ორშაბათს რომ გავიკეთე 2600 მიჩვენა❤

მადლობა. თქვენც წარმატებები გოგოებო❤

Posted by: ninunin 14 Jul 2021, 12:39
tatashka555
QUOTE
გოგოებო, 35 კვირის ვხდები და როდის უნდა წავიღო გაცვლა-გამოცვლის ბარათი სხვა კლინიკაში?

36 კვირიდან, შენი ექიმისგან სამშობიაროში
* * *
Anabeli111
QUOTE

გოგოებო, ვიცი, რომ ინდივიდუალურია, მაგრამ გულისცემა ვინ რა ვადაზე მოისმინეთ? <3 თუ შეგიძლიათ, რომ მითხრათ <3

მენსტრუაციის გადაცდენიდან ორ კვირაში

Posted by: Anabeli111 14 Jul 2021, 13:59
ninunin
ახლა გადავთვალე და გასულა ამასობაში 2 კვირა ^_^ ♡ მადლობა

Posted by: any_body 14 Jul 2021, 14:04
Kandinskaia
მგონი ეგაა :დ
მეც 19-20 კვირიდან რაღაც უცნაური შეგრძნებები მქონდა და მერე მივხვდი.
* * *
takotatuli1989
მე ერთი სამუშაოზე აღარ დავდივარ, სახლში კი ვმოძრაობ მაინც, გარეთაც გავდივარ, სეირნობიზე პირიქით მითხრეს ისეირნეო.


Posted by: ninunin 14 Jul 2021, 14:20
Anabeli111
არაფრის smile.gif წარმატებები 7 კვირის უნდა იყო გულისცემა რო მოისმინო, ზოგი უფრო ადრე მიდის მარა ნე ზედემტი ნერვიულობა რო ქმეცილებინა მაგ ვადაზე მივედი

Posted by: Anabeli111 14 Jul 2021, 15:17
ninunin
6.3-6.4 გამოვდივარ და თუ არ იყო, გადავამოწმებ ორშაბათს ♡

Posted by: kekuna 14 Jul 2021, 15:39
ხეგე მაქვს 5500, ეხოზე არ ჩანს ყვითრის პარკი, რამე მეშველება?

Posted by: Anabeli111 14 Jul 2021, 16:06
kekuna
სანაყოფე რამხელაა?

Posted by: kekuna 14 Jul 2021, 17:01
Anabeli111
8,5 ამასთან ერთად მაქვს სისხლი ღრუში და ჰემატორაღაცა (((

Posted by: Anabeli111 14 Jul 2021, 17:30
kekuna
მე როგორც წავიკითხე, სანაყოფე 10 მმ მაინც უნდდა იყოს, რომ გამოჩნდეს ემბრიონი.. დაელოდე რამდენიმე დღე ♡
რაც შეეხება ჰემატომას, წოლითი რეჟიმი დაიცავი. ექიმმა რა გითხრა?

Posted by: margarita7 14 Jul 2021, 17:38
გოგოებო, რაღაცეები ვიყიდე და მძიმე იყო სანამ სახლში მოვათრიეsad.gif ცოტას ვნერვიულობ ეხლა, მგონია რამე დავაშავე. ესე მძიმის აწევამ შეიძლება რამე ცუდი გამოიწვიოს? ყველას რომ გვეშინია ეგეთი ცუდი

Posted by: kekuna 14 Jul 2021, 17:52
Anabeli111
ექიმმა მითხრა დავაკვირდეთო. გარდა ამისა არის ქვედა მდებარება და ეგ კიდევ ერთი პრობლემაა, მოკლედ ემატება და ემატება sad.gif

Posted by: margarita7 14 Jul 2021, 17:54
kekuna

ასე მაახსოვს რომ ექიმთან ხვალ მიდიხარ, სწორია?

Posted by: kekuna 14 Jul 2021, 17:58
margarita7
ვერ მოვითმინე და დღეს მივედი

Posted by: Anabeli111 14 Jul 2021, 18:02
kekuna
ეცადე იწვე, წყალი მიიღეკარგად ♡ და კარგად იკვებე ♡


* * *
margarita7
თუ არაფერი გაწუხებს, ე.ი სანერვიული არ გაქვს ♡ ასე ერთხელ მძიმის აწევა არაფერს გამოიწვევს. თან დისკომფორტს გზაშივე იგრძნობდით ♡ ახლა მოსვენებულად იყავით

Posted by: margarita7 14 Jul 2021, 18:07
kekuna
წინა გვერდის პოსტები ეხლა ვნახე. რაღაცნაირად მოთბინებით უნდა დაელოდო, ჰემატომა კიდე ძაან ბევრს აქვს, ეგ არაფერი. რა ძნელია ლოდინის მეტი წამალი რომ არ არის :/

Anabeli111
დიდი მადლობა, ორი სიტყვაც კი მამშვიდებს ხოლმე

Posted by: kekuna 14 Jul 2021, 18:08
Anabeli111
რამეს ვუშველი ვითომ? არა მგონია, ისე ვარ განწყობილი აი იმედი საერთოდ არანაირი

Posted by: Anabeli111 14 Jul 2021, 18:22
kekuna
ჩემი ხეგე საერთოდ არ ორმაგდებოდა.. იმედიც არ მქონდა, რომ 5 კვირაზე სანაყოფეს ვნახავდი.. თუ არ გაორმაგდებოდა, ვერც ვნახავდი. როგორღაც დავმშვიდდი და უფლის რწმენა არ დავკარგე. 5 კვირაზე ვნახე სანაყოფე ♡ ჩემთვის ეს სასწაულია და შენც დაიჯერე სასწაულების ♡ სხვანაირად ამ საგიჟეთ სამყაროში გავრეკავთ ♡

6კვირამდეც არ ხარ, მგონი, ხო? ემბრიონის სანახავად დამიბარეს 6.3-6.4 დღეზე. ადრე მიხვედი, მგონი და ტყუილად ღელავ ♡

Posted by: kekuna 14 Jul 2021, 18:29
Anabeli111
ხეგეს პასუხი არის 5500 ანუ 4 კვირაო, წინა პარასკევს არ ჩანდა ეხოზე არაფერი, ორშაბათს გამოჩნდა პირველად სანაყოფე და ორსულობის ვადად 3 კვირა ჩამიწერეს, დღეს 5 კვირა და 6 დღე ... ვერაფერი გავიგე

Posted by: Liza12 14 Jul 2021, 18:33
kekuna
ღრუში როცაასისხლია დიდი შანსია არგამოჩნდეს ნაყოფი. ახლობელს ჰქონდა ესეთი შემთხვევა . პირველ ვიზიტზე დადასტურდა ტყუპი ნაყოფი ცალცალკე სანაყოფეებით გულისცემა არიყო . რამდენიმე დღეში რამდენიმეწვეთი გამონადენი ჰქონდა ურთიერთობის მერე მეორე დღეს მივიდა ეხოზე და ერთი საერთოდ არჩანდა მგონი არც მეორე და ექიმმა უთხრა თუგინდა დაველოდოთ თუგინდა წამალს მოგცემ და წამოვა სულო. მოკლედ რათქმაუნდა დაელოდა 1 კვირაში მივიდა და ორივე ნაყოფის გულისცემა მოისმინა. ასე რომ ჯერ ადრეა მაგაზე საუბარი .დაელოდე 5 დღე და მიდი .

Posted by: kekuna 14 Jul 2021, 18:38
Liza12
კი მეც ესე ვარ, ველოდები smile.gif მადლობა გოგოებო ძალიან დიდი იმედი ხართ თქვენ ჩემი <3 <3

Posted by: Anabeli111 14 Jul 2021, 18:45
kekuna
ექიმები ორსულობას ითვლიან ციკლის პირველი დღიდან, ამას ეძახიან გესტაციურ ვადას. მაგრამ ოვულაცია და ჩასახვა ხომ 2 კვირის მერე ხდება? შესაბამისად გესტაციით უფრო დიდი ხარ თავდაპირველად და სანაყოფის ზომა ვიზუალურად (ფეტომეტრია) არის უფრო მცირე. მერე ეწევა ერთმანეთს ვადებში და ზოგჯერ ემბრიობი ასწრებს კიდეც ♡

Posted by: Clue 14 Jul 2021, 18:49
გოგოებო, 28-29 კვირაზე რამდენად აქტიურები არიან ან უნდა იყვნენ ბავშვები?
გუშინ მთელი ღამე დადიოდა, ექიმმა რაც მთავარია ფრაქსიპარინს იკეთებო, მეტი არაფერი დაუნიშნავს ან უთქვამს, რომ ვწევარ ან ვზივარ ფაქტობრივად სულ ვგრძნობ მოძრაობას და ეს ნორმალურია?

Posted by: kekuna 14 Jul 2021, 19:03
Anabeli111
არვიცი გოგოებო ვითომ შეილება რამის იმედი მქონდეს?

Posted by: Anabeli111 14 Jul 2021, 19:10
kekuna
7-8 კვირამდე იმედი ყოველთვის არის ♡
user posted image
ნახე, გულისცემა რომელ კვირაზე წერია და ემბრიონის ვიზუალიზაცია - რომელზე ♡ ადრე მიხვედი.

Posted by: kekuna 14 Jul 2021, 19:18
Anabeli111
ამ ცხრილით 5 კვირი და 1 დღის გამოვდივარ. გაიხარეთ <3

Posted by: ninunin 14 Jul 2021, 19:40
QUOTE (Anabeli111 @ 14 Jul 2021, 15:17 )
ninunin
6.3-6.4 გამოვდივარ და თუ არ იყო, გადავამოწმებ ორშაბათს ♡

მე გირჩევ რომ 7 კვირამდე ძნ თუ არ ღელავ მოიცადო დაწყნარებული რომ მიხვიდე ეხოზე და ნება შენია, წარმატებები და ველი კარგ ამბავს ❤️

Posted by: takotatuli1989 14 Jul 2021, 20:30
Clue
მაგ ვადაზე ჩემი გოგო აქტიური არ ყოფილა დიდად და პირიქით მაგის გამო მეშინოდახოლმე წინა ორსულობაზე. მარა ბიჭები ვისაც ყავდა ისინი იძახდნენ გვანგრევენო. წესით მაგ ვადებზე აქტიურია ნაყოფი და მახსოვს იმიტო გავიქეცი ეხოზე რო გამეგო რამე ხო არ უჭირდა.

Posted by: lelukaa 14 Jul 2021, 20:55
kekuna
აუ ნუ ხარ და ეგრე, ჩვენც შენთან ერთად გვაქვს იმედი და გგულშემატკიბრობთ! განწყობა ძალიან ბევრს შვება იცოდე, კომფორტულად და მოსვენებულად იყავი ძირითადად, მძიმეებს არ გეკარო, ცხელი წყლით არ იბანაო, ხელების მაღლა აწევას და ზურგზე წოლას მოერიდე, სვი ბევრი წყალი და მალე კარგი ამბებით გაიხარე და გაგვახარე ჩვენც, გელოდებით <3

Posted by: marikoo 14 Jul 2021, 20:59
margarita7
9 კილოზე მეტი იყო? ზოგს იმსიმძიმე ბავშვი უჭირავსხოლმე ორსულობაში არ მგონია ეგ ეგეთი საშიში იყოს. სადღაც წავიკითხე რო 9 კილომდე არაუშავსო.
* * *
Clue
ჩემიც სუ მოძრაობს, ექიმს რო ვუთხარი ცელქიაო biggrin.gif

Posted by: kekuna 14 Jul 2021, 21:34
lelukaa
გაიხარე მადლობა ❤️

Posted by: Clue 14 Jul 2021, 22:51
marikoo
მე კიდე ჭიპლარის სისხლძარღვი კარგად ვერ ატარებს სისხლს და ჟანგბადი აკლიაო, გამიზარდა ფრაქსიპარინი, გუშინ ღამე იმენა გადამდგა ისე ხვანცალებდა, მაგრამ რადგან დოზა გავზარდეთ არაფერიაო
* * *
marikoo
მე კიდე ჭიპლარის სისხლძარღვი კარგად ვერ ატარებს სისხლს და ჟანგბადი აკლიაო, გამიზარდა ფრაქსიპარინი, გუშინ ღამე იმენა გადამდგა ისე ხვანცალებდა, მაგრამ რადგან დოზა გავზარდეთ არაფერიაო
* * *
აუ და კიდევ, ფეთქვის მაგვარს გრძნობთ ღამე? დავიჯერო ეგეთი რიტმის გრძნობა აქვს ბავშვს?)))))) თუ რამე სხვა ორგანოა?

Posted by: Nnia 14 Jul 2021, 23:04
Clue

ჩემიც ძაან მოძრავია. ეხოზე თუ არაფერია ნუ იდარდებ ტყუილად. პირველიც ეგეთი იყო და ესეც ეგეთია. დოპლერი ძლივს გადამიღო გიგიმ არ გაჩერდა ბავშვი. მაგ ფეთქვის მაგვარზე ამბობენ სლოკინიაო მარა მე არ მჯერა :დ.

Posted by: takotatuli1989 14 Jul 2021, 23:11
Clue
ნუღა ნერვიულობ თუ დოზა გაგიზარდეს. ჰაერი გქონდეს სახლში ეცადე ან გარეთ იჯექი. მე 0.3 დამიტოვა ქეთიმ ის რაღაც ანალიზი ხო ჩავაბარე ანი xa ფაქტორზე. ასე მგონია ესეთი პატარა დოზა არაფერს შვება.

Posted by: margarita7 14 Jul 2021, 23:40
marikoo

მეც მაგას ვფიქრობდი სხვათაშორის, ზოგს იმსიმძიმე ბავშვი უჭირავსთქოbiggrin.gif
რაღაც საჭმელები ვიყიდე და ხო იცი მაშინ რომ მძიმედ არ გეჩვენება და გაჩერებიდან სახლადე სანამ ფეხით მოვედი ნერვები დამეწიწკნა, იმის მერე ვწევარ. იმედი მაქვს რომ რამე ცუდი რომ ყოფილიყო აქამდე ვიგრძნობდი.

ახალი სანერვიულო გამოგვიჩნდა გოგოებო, ეს დელტა ბავშვებს ძაან ერჩისო, ჯერ ორსულობის სანერვიულო არ ილევა და ახლა ბავშვის გაჩენის მერეც სანერვიულო უკვე გვაქვს.

Posted by: Clue 15 Jul 2021, 00:17
margarita7
აუ მე დამემართა 5 თვის ვიყავი, სალაროსთან რომ ყველაფერი გავატარე მერე დავფიქრდი რომ არც მანქანით ვიყავი იქვე უბნის მაღაზიაში და თან არც არავინ მახლდა, ძლივს წამოვზიდე ერთი დიდი ნიკორას პარკი biggrin.gif

Posted by: narkozeli 15 Jul 2021, 00:27
Clue
QUOTE
აუ და კიდევ, ფეთქვის მაგვარს გრძნობთ ღამე? დავიჯერო ეგეთი რიტმის გრძნობა აქვს ბავშვს?)))))) თუ რამე სხვა ორგანოა?


რიტმული თუა, სლოკინია ეგ love.gif

აქტიურობას რაც შეეხება, მანგრევდა რომელია, დადიოდა ჩვეულებრივად, წამი არ ისვენებდა biggrin.gif მარტო ღამე ეძინა ხოლმე დღისით ზეაქტიური ბავშვი იყო, დაიბადა ბულკი, წლამდე იყო ბულკი ბუნჩულა დინჯი და მეთქი ჰეჰეე თურმე ის სხვა ხასიათია რაც მუცელში ქონდათქო და ვაიმე 1 წლიდან ზუსტად ის ბავშვია ვინც მუცელში მეჯდა, კი არ დადის, დარბის, მოუსვენარი ზეაქტიური jump.gif
* * *
აა ხოო, მათითაშვილს ვკითხე რამე ხო არ უჭირს ბავშვს ასეთი აქტიური როა მუცელშითქო და კაკ რას რო არ უჭირს და ყველაფერი აქვს, მაგიტოა მასე გემრიელად და აქტიურადო biggrin.gif ჟანგბადი რომ გაკლია და ცუდად ხარ აქტიურად ხარ თუ პირიქით მივარდნილიო? მასეა ბავშვიცო :დ ბავშვი უნდა იყოს აქტიურიო დამამშვიდა.
ზოგადად პედიატრებიც იგივეს მეუბნებიან დღემდე რომ აქტიურობა ძალიან კარგის ნიშანია და რავი :დ
* * *
kekuna

გელით კარგი ამბებით♡

Posted by: Clue 15 Jul 2021, 00:35
narkozeli
მადლობა❤️❤️❤️ ძალიან დავმშვიდდი❤️❤️❤️

Posted by: marishkamariami 15 Jul 2021, 12:40
გოგოებო გამარჯობა. 18 კვირაზე ვიყავი ეხოზე და თავში ისახება ორმხრივი სისხლძარღვოვანი ცისტებიო,წესითი 26 კვირამდე უნდა გაიწოვოსო დამამშვიდა, მაგრამ მაინც ვერ ვარ ისე მშვიდად sad.gif ვინმესთვის რამე მსგავსი უთქვამს? ხომ არ იცით რამდენად საშიშია?

Posted by: emiblack 15 Jul 2021, 13:30
marishkamariami
ჩემს დეიდაშვილს უთხრეს, გაიწოვა, ბავშვი უკვე ლოარაკობს , დარბის, კარგი ბიჭია ))

Posted by: marishkamariami 15 Jul 2021, 15:47
emiblack
მართლა? რა კარგია,ცოტა დავმშვიდდი,მადლობა.

Posted by: emiblack 15 Jul 2021, 22:17
marishkamariami
კი, კი, სხვათაშორის უფრო დიდ ვადაზე უთხრეს, მაგრამ მაინც გაქრა ფაქტია . ისიც ძალინ ნერვიულობდა და სულ ტყუილად

Posted by: TIILIISMA 16 Jul 2021, 00:00
გამარჯობათ ,8 თვის უკან ვიმშობიარე .ციკლი არ მაქვს აღდგენილი რამდენიმე დღის უკან დამეწყო ძაან მცირე მოყავისფრო გამონადენი რომელიც მომენტალურად ჩნდებოდა და ქრებოდა … დღეს მენსტრუალური ტკივილის მსგავსი ტკივილი მაქვს და არ მომდის ციკლი … რამდენიმე წვეთი მქონდა ალისფერი გამონადენი კოლტებით .. რა შეიძლება იყოს და თუ იცის მშობიარობის შემდეგ მენსტრუაციის აღდგენამ.;

Posted by: margarita7 16 Jul 2021, 11:27
გოგოებო მე-16 კვირაში მხოლოდ მარჯვენა მხარეს ტკივილი საკვერცხე სადაცაა თითქოს იქ, გქონიათ?
მადლობთ პასუხისთვის!

Posted by: Elennee 16 Jul 2021, 13:39
margarita7
მარცხენა მხარეს მწიწკნიდა ხოლმე მე და ეხლაც მწიწკნის თუ გადავიღალე ან შებერილი ვარ

Posted by: margarita7 16 Jul 2021, 13:57
Elennee

გიკითხავს ექიმისთვის? ხელს რომ ვიჭერ მაშინ უფრო მტკივა, შეიძლება ნაწლავებია ისე არა? პროსტა ქვემოთ როა ეგ მაშინებს ცოტა.
მეც შემცივდა გუშინ ფეხებზე და მანდ ვეძებ მიზეზს

Posted by: lelukaa 16 Jul 2021, 14:34
margarita7
მეც მქონია და დაკვირვების შედეგად შებერილობის ამბავი იყო, 2ც ესპუმიზანი და მაქს 1 საათში ქრებოდა ტკივილი.


როგორ ხართ? ძაან სიჩუმეა ბოლოს დროს smile.gif

Posted by: takotatuli1989 16 Jul 2021, 16:10
მარცხენა მხარეს აი ტრუსიკის ზონაში ლამის ქვემოთ გადის წვრილი ნაწლავი და ხშირად საკვერცხის ტკივილში ეშლებათ.

Posted by: margarita7 16 Jul 2021, 16:24
lelukaa
მეც შევნიშნე რომ სიჩუმეა, ანუ არავინ შფოთავს კარგია biggrin.gif

takotatuli1989
მარცხენა მხარეს კი მარა მარჯვენა?
არც კი ვიცი რა უფრო მაშინებს ზოგადად, ცალ მხარეს თუ ორივე მხარეს ტკივილი ერთდროულად

Posted by: marimmariami 16 Jul 2021, 18:18
ნაწლავების ბარალია მე რასაც დავაკვირდი და შეიძლება მეჩვენება და სისულელეა მაგრამ დაბალწელიანი ტრუსი როცა მაცვია მაშინ მემართება biggrin.gif

Posted by: margarita7 16 Jul 2021, 18:44
marimmariami

არ არის სისულელე, მე რლცა შმცივდება ეგრევე მუცელი მებერება ხოლმე.
უბრალოდ ორსულობაში ყველაფრის ათმაგად გვეშინია

Posted by: Elennee 16 Jul 2021, 19:59
lelukaa
margarita7
ვშფოთავ, მაგრამ იმდენჯერ დავწერე ეს შფოთვის მიზეზი, რაღაცნაირად მერიდება უკვე :დ დღეს ძალიან პასიურობს ჩემი ბიჭი sad.gif გუშინ საღამოდან უფრო სწორად, მანამდე კიდე ზეაქტიური იყო. ვწევარ ეხლა და ვეხვეწები ამომცხოს ერთი კარგად :დ

Posted by: marimmariami 16 Jul 2021, 20:11
გოგოებო ვისაც კოვიდი გქონდათ ორსულობაში თავის ტკივილისას მიგ400 სვამდით?

Posted by: kekuna 16 Jul 2021, 20:16
Elennee
დილით უზმოზე 1 ჭიქა ცივი წყალი დალიეთ და მერე ზურგზე დაწექით.

Posted by: Clue 16 Jul 2021, 22:57
marimmariami
პარაცეტამოლი დავლიე, ძლიერი თავის ტკივილი მქონდა პირველი 2 დღე, დაგიდასტურდა?

Posted by: dancing in the moonlight 16 Jul 2021, 23:27
margarita7
აუ მე მტკივა დაბლა მარჯვნივ ,გამაგიჟა ამ საღამოს .გამონადენი არ მაქვს ,უბრალოდ მაინც შემეშინდა ისე მომიჭირა :/
გვირილის ჩაი დავლიე ,იქნებ მიშველოს წამალს არ ვსვამ მაინც
დღეს რაღაცები ვიყიდე ,კი ვცდილობ ბევრი გზა გავაკეთო მანქანამდე და ცოტ-ცოტა ავწიო ,ხოდა აშკარად გადავიღალე .
მძიმე ორსულისთვის რამდენი კგ ითვლება ? sad.gif

Posted by: ninunin 17 Jul 2021, 00:18
marimmariami
QUOTE
ორსულობაში თავის ტკივილისას მიგ400 სვამდით?

კი ვსვამდი , სხვა არაფერი არ მიყუჩებდა პარაცეტამოლს და ნოშპას ვგულისხმობ რასაც უწევენ რეკომენდაციას ფეხმძიმობისას

Posted by: PoisonnIvy 17 Jul 2021, 03:22
აბსოლუტურ პანიკაში და დეპრესიაში ვარ

1 თვის უკან დ დიმერი 1700 მქონდა, ფიბრინოგენის კონცენტრაციაც კოაგულოგრამაში მაღალი სადღაც 800.
გავიკეთე 16 ნემსი 0.4 იანი ფრაქსი
დღეს მივედი და დ დიმერი 3000 ზეა ასული

კოაგულოგრამა კარგადაა, ფიბრინოგენის კონცენტრაცია 319

აი ვერ ვხვდები რა ხდება ჩემს თავს

ექიმმა. დოზა გავზარდოთ ფრაქსიპრინისო
მითხარით რა ვქნა რა გავაკეთო
ამ ბათუმში თითქოს არავინ არაგერი იცის
მამშვიდებენ არ ინერვიულოო
როგორ არ ვინერვიულო

თან მე4 თვე იწყება ლამის ლეიკოციტები არ ჩამოდის დაბლა და ვერც ვერავინ ხვდება რა მჭირს sad.gif

Posted by: marimmariami 17 Jul 2021, 05:56
Clue
კი დამიდასტურდა პსრ სამშაბათს და ორშაბათს სწრაფი, თავის ტკივილი მგონი კორონას გამო არ მქონდა როგორც კი დავლიე მიგ 400 ეგრევე გამიარა. ცხვირი მაქვს გაჭედილი და მაგას ვაბრალებ.PoisonnIvy
0,4 ფრაქსიპარინს მე ვიკეთებ, ჰემატომის გამო დამინიშნეს. დ დიმერი 700 მდე მქონდ ადა 1 თვის შემდეგ თუ ზუსტად მახსოვს 620 ანუ ამ დოზაზე დიდად არ დაწეულა დაბლა, შეიძლება მართლა დოზის მომატება ჭირდება. შეშუპება ან რამე მსგავსი სინპტომი გაქვს? თუ კუჭზე არ მოქმედებს ლიმნიანი წყალი დალიე ხშირად , ბევრი სითხეც.
* * *
ninunin
რამდენი ხანი გაგრძელდა სიმპტომები დაახლოებით? ისიც არ ვიცი სად და როდის ავიკიდე sad.gif

Posted by: PoisonnIvy 17 Jul 2021, 11:48
marimmariami
არაა არ მაქვს შეშუპება

უბრალოდ რომ ვწევარ მარტივად მიბუჟდება ყველაფერი
მეშინია მოკლედ ძალიან რაა sad.gif
3000 ძაან მაღალია

Posted by: kekuna 17 Jul 2021, 11:58
PoisonnIvy
რამდენი კვირის ხართ? მე მქონდა 16 კვირიდან ბოლომდე, არ ინერვიულოთ და ექიმის დანიშნულებას მიყევით.

Posted by: PoisonnIvy 17 Jul 2021, 12:08
kekuna
30
კვირის ვარ.
რამდენი გქონდათ დ დიმერი? და ამასთან ერთად მაინტერესებს კოაგულოგრამაც მაღალი გქონდათ თუ მხოლოდ დ დიმერი?

და ნემსს იკეთებდით? sad.gif
მადლობა <3

Posted by: marimmariami 17 Jul 2021, 12:18
PoisonnIvy
მე დაბუჟებაზე ძალიან მიშველა მასაჟმა , მაგრამ ორსულობამდე გავიკეთე და თუ ორსულობაშიც შეიძლება სისხლის ცირკულაციისთვის ძალიან კარგია, თუნდაც მარტო ქვედა კიდურებზე რომგაიკეთოთ დიდი შვება იქნება, ცურვამაც შეიძლება გიშველოთ, მაგრამ ექიმის ნებართვით რა თქმა უნდა

Posted by: kekuna 17 Jul 2021, 12:30
PoisonnIvy ესე არ მახსოვს ზუსტად რდენი მქონდა, მაგრამ აი ყველა ანალიზზე უფრო და უფრო ემატებოდა დ დიმერის მაჩვენებელი, ექიმმა როგორც მითხრა დ დიმერის მაჩვენებელი იმატრბს იმიტომ რომ სისხლში ის რაღაცა იშლებაო ნემსით. მახსოვს 16 კვირიდან დამეწყოო დაბუჟება, ღამე ისე მენასკვებოდა ფეხში ძარღვი ვტიროდი. კლექსანს და ფრაქსიპარინს ვიკეთებდი ბოლომდე, რო დაიბადა მერეც რამოდენიმე დღე. 37 კვირაზე ყველაზე მაღალი დოზა დამინიშნა. ჰო კიდევ დასიება დამეწყო მე, ასე რომ არ ინერვიულოთ ამდენი პრობლემოთ მაინც შევძელი ბოლომდე მისვლა. ნემსი არის აუცილებელი როგორც ვიცი

Posted by: ninucanodo 17 Jul 2021, 12:47
QUOTE (PoisonnIvy @ 17 Jul 2021, 12:08 )
kekuna
30
კვირის ვარ.
რამდენი გქონდათ დ დიმერი? და ამასთან ერთად მაინტერესებს კოაგულოგრამაც მაღალი გქონდათ თუ მხოლოდ დ დიმერი?

და ნემსს იკეთებდით? sad.gif
მადლობა <3

მეც მქონდა მასეთი მაღალი მე ვფიქრობ ფრაქსი სუსტია კლექსანი ბევრად კაია და ჩემი რჩრვაა ჰემატოლოგი ჩართოთ რამრ ნაირად

Posted by: kekuna 17 Jul 2021, 12:50
kekuna
ninucanodo
კი, გეთანხმებით. ჰემატოლოგი აუცილებელია, მე ანგიოლოგთან დავდიოდი ყოველ 2 კვირაში

Posted by: marishkamariami 17 Jul 2021, 12:56
margarita7
ზუსტად 16 კვირაზე მქონდა წიწკვნა,ოღონდ მარცხენა მხარეს მქონდა მე,ჭიპის ოდნავ ზევით,ორი დღის მერე გამიარა,ეხოზე არაფერი არ იყო მაგ მხარეს,სანამ გადამიღებდა მაგ ადგილზე შეიძლება თირკმელიაო ეს მითხრა,მაგრამ არაფერი მე მგონია ნაწლავი იყო.

Posted by: PoisonnIvy 17 Jul 2021, 13:49
kekuna
ninucanodo
marimmariami
გოგოებო ჰემატოლოგს ვესაუბრე და ქვედა კიდურების დოპლერო გაიკეთეო
რომელიმეს გაგიკეთებიათ?

Posted by: kekuna 17 Jul 2021, 14:01
PoisonnIvy
მე არ გამიკეთებია, იმიტომ რომ ანგიოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავი და არ ჩათვალა საჭიროდ

Posted by: Clue 17 Jul 2021, 14:17
PoisonnIvy
ექოსკოპიაზე ზომავს ხოლმე რამაზი სისხლი როგორ მიდის ნაყოფამდე, იმენა ექოსკოპიის პასუხით გამიზარდა ფრაქსიპარინის დოზა, ხოდა კარგი რადიოლოგი ნახე, მთავარია სისხლის მიწოდების შეფერხება არ ქომდეს ნაყოფს, ისე რაც უფრო იზრდება ნაყოფი დ დიმერის ნორმა უფრო მაღალია, მაგრამ 3 000 საკმაოდ ბევრია, ანალიზს ხო არ გადააკონტროლებ სხვა ლაბორატორიაში, ხო არ ეშლებათ

Posted by: ninunin 17 Jul 2021, 15:05
marimmariami
QUOTE
nunin
რამდენი ხანი გაგრძელდა სიმპტომები დაახლოებით? ისიც არ ვიცი სად და როდის ავიკიდე

არა მე კოვიდი არ შემხვედრია, უბრალოდ ორსულობისას თავის ტკივილი როცა მაწუხებდა ვსვამდი მიგ 400 , საერთოდ დაშვებულია ეგ პრეპარატი მაგრამ კობსულტაცია მაინც გაიარე შენ ექიმთან, პარაცეტამოლი არ გშველის?

Posted by: nopiahopi 17 Jul 2021, 15:51
ninunin
QUOTE
ორსულობისას თავის ტკივილი როცა მაწუხებდა ვსვამდი მიგ 400

მეც დავლიე რამდენჯერმე, შეიძლებაო ექიმმა.

Posted by: margarita7 17 Jul 2021, 16:13
dancing in the moonlight
დღეს როგორ ხარ?
რამდენიმე დღის წინ მეც ვინერვიულე მძიმე ვატარე, მე ადრე ჩემ ექიმს რო ვკითხე, რეპროდუქტოლოგია, მითხრა რამდენიც გინდა ის აწიეო, ეხლა ვინც მყავს იმ ქალმა მითხრა გააჩნია შენი სხეული როგორ არი მიჩვეულიო, საერთოდ, ეს უფრო ძველი შეხედულებაა რომ მძიმე არ უნდა აწიო, არ უნდა იფრინო, არ დაიტვირთო, ბევრი ხორცი ჭამო და ა.შ. თუმცა თანამედროვე მედიცინა თითქმის არ აწესებს შეზღუდვებს, საქართველოში ბევრად უფრო უყურებენ ესეთ რაღაცეებს, ევროპაში არც ერთი ექიმი არ გეტყვის მძიმე არ აწიოო.
მეც ისე ვფრთხილობ არ ვატარო მძიმეები, მარა ნუ ცოტა ხილს იყიდი რაღაცას რძის ნაწარმს და ისე ჩქარა მძიმდება ხოლმე სულ გულის ხეთქვით მივიჩქარი სახლში biggrin.gif

marishkamariami
თირკმელი ან ნაწლავები, ნაწლავებმა და შებერილობამ საშინელი ტკივილი იცის

* * *
Elennee

რა ქნა ამოძრავდა უფრო?
ზუსტად ვიცი მეც ძაან ბევრს ვიენვიულებ ნაკლებს თუ იმოძრავებს ბავშვი, ჯერ დასაწყისში ვარ და ვერ ვგრძნობ.
მეც მერიდება ხოლმე მარა ეს ჯგუფი იმისთვისაა, ერთმანეთს დავეხმაროთ!


* * *
გოგოებო, რა გამახსენდა, სულ მინდოდა მეკითხა, სადილის კეთების დროს თუ ღვინოა გამოყენებული არაუშავს ხო?

Posted by: klubnika 17 Jul 2021, 18:06
გოგოებო როგორ ხართ?
ხო მშვიდობით ხართ ყველა

Posted by: ninucanodo 17 Jul 2021, 18:37
QUOTE (PoisonnIvy @ 17 Jul 2021, 13:49 )
kekuna
ninucanodo
marimmariami
გოგოებო ჰემატოლოგს ვესაუბრე და ქვედა კიდურების დოპლერო გაიკეთეო
რომელიმეს გაგიკეთებიათ?

მე არა იმიტო რო კლექსანის ფონზე აღარ მქონდა წამლის დოზაზე რა გითხრა

Posted by: marimmariami 17 Jul 2021, 19:26
PoisonnIvy
არა , მაგრამ ექსოკოპიასავითაა როგორც ვიცი
* * *
მიგ 400 თავის ტკივილის დროს დასაშვებიაო ადრე ვკითხე ექიმს და ახლაც კოვიდი რომ მაქვს იმიტომ ვიკითხე
* * *
15 კვირაზე მოძრაობას შეიძლება ვგრძნობდე? რაღაც ვიბრაციასავით ვგრძნობ 2 დღეა, თან ჩემ კოვიდს ფაღართი დაერთო და ნაწლავების გახშირებული პერესტალტიკაც შეიძლება იყოს მაგრამ , მაინც რაღაც უცნაური შეგრძნებაა, გქმთენიისას განსაკუთრებით ვიგრძენი დღეს

Posted by: dancing in the moonlight 17 Jul 2021, 23:32
margarita7
დღეს უკეთ ,გამიარა გუშინვე გვირილის ჩაიმ მიშველა თუ დასვენებამ ეგ არვიცი ზუსტად ოღონდ biggrin.gif
ექიმმა მითხრა არ აწიო მძიმეო და მართლა ვცდილობ არ ავწიო 2-3 კგ მაქსიმუმ ისიც ვყიდულობ ,ვდებ მანქანაში და მერე ქმარს ააქვს სახლში ,გუშინ ძალიან მომინდა საზამთრო ,ყველაზე პატარა ვიყიდე ,მარა მძიმეა მაინც 8კგ გამოვიდა მაინც ,ხოდა ჩავიხუტე და ძალიან ახლოს მეყენა მანქანა ,სადღაც 10 ნაბიჯის გზა გავიარე მაქსიმუმ .სახლში მოსულს გამინაწყენდა მეუღლე- მე ვერ მითხარიო ,რატომ აწიეო :/ ხოდა მერე ძალიან ვინანე ჩემი ახირების გამო ..
ყველაზე კურიოზი ისაა ,რომ არც გამიჭრია მას მერე,არ მომინდა , ისე დევს თავისთვის , რას ვეზიდებოდი :შ

Posted by: Lana25 18 Jul 2021, 00:38
PoisonnIvy
დიაგნოზს ვერაფერს გეუბნება ექიმი?

გადააკონტროლე დ დიმერი სხვა ლაბორატორიაშიც, დარწმუნდი რომ ნამდვილად 3000ია.

კარგი გენეკოლოგი გყავს ისე რომ მოგხედოს?? ენდობი?? პრაქტიკაში ქონი მაგავსი ანალიზები?

Posted by: nopiahopi 18 Jul 2021, 00:40
marimmariami
QUOTE

15 კვირაზე მოძრაობას შეიძლება ვგრძნობდე? რაღაც ვიბრაციასავით ვგრძნობ 2 დღეა, თან ჩემ კოვიდს ფაღართი დაერთო და ნაწლავების გახშირებული პერესტალტიკაც შეიძლება იყოს მაგრამ , მაინც რაღაც უცნაური შეგრძნებაა, გქმთენიისას განსაკუთრებით ვიგრძენი დღეს

კი smile.gif
15 ის რომ გავხდი, იმ დღეს ორჯერ ძალიან მძლავრად ამომარტყა smile.gif მერე ორ დღეში ისევ გაიმეორა .
არადა პირველ ბავშვზე 18-19 ზე ვიგრძენი ძალიან ნაზად. ეს მეორე პირდაპირ ძალისმიერი იყო , თან ეგრე ადრე biggrin.gif

Posted by: Lana25 18 Jul 2021, 00:40
dancing in the moonlight
კი მაგრამ გამყიდველმა არ მიგატანინა მანქანამდე? ან გეთქვა უარს როგორ გეტყოდა.


მე ნიკორაში 3 ბოთლი ნაბეღლავი რომ ვიყიდე კონსულტანტმა არაფრით დამანება სანამ მანქანაში არ ჩამიდო

Posted by: marimmariami 18 Jul 2021, 07:29
nopiahopi
დარტყმაც არაა ვიბრაციასავითაა :დ თან პირველია და წარმოდგენა არ მაქვს ეოგორი შეგრძნება უნდა იყოს.dancing in the moonlight
ინსტაგრამზე ვნახულობ ხოლმე ქალები შტანგებს წევენ მთელი 9 თვე :დ და ისეთი სიმძიმეებით ვარჯიშობენ მე მტკივდება ხოლმე წელი რომ ვუყურებ. ამიტომ ერთხელ არაუშავს , შემდეგში მაინც მოერიდე , ნერვიულობა რომ აიცილო

Posted by: Elennee 18 Jul 2021, 07:49
margarita7
კიი, ამოძრავდა ვაჟბატონი. დავაკვირდი და რომ ვიღლები ან რამეზე ვბრაზდები მაგ დროს ძალიან აქტიურდება :დ marimmariami
კიი, მე 14 კვირიდან ვგრძნობდი, აითითქოს ბუშტუკები გაქვს მუცელში ❤ ხშორად ვერა, ნელნელა უფრო მოუმატებს, საოცარი შეგრძნებაა ❤

Posted by: Clue 18 Jul 2021, 11:40
user posted image

ეს რა კარგი რამეა

Posted by: nopiahopi 18 Jul 2021, 12:14
Clue
გუშინ დავარეგისტრირე მაგ აქციაზე ბავშვი, ჯიპისიშიც არის smile.gif

marimmariami
QUOTE
დარტყმაც არაა ვიბრაციასავითაა

კი,ვიბრაციასავით უნდა იყოს. უბრალოდ ჩემი იყო გიჟი გადარეული smile.gif


Posted by: dancing in the moonlight 18 Jul 2021, 14:24
Lana25
სიფრიფანა გოგო იყო გამყიდველი ,მომერიდა .ისედაც იმხელა საზამთროებს წონიდა ,გაკვირვებული ვუყურებდი biggrin.gif

marimmariami
biggrin.gif არ მაქვს ნანახი ,ნუ ზოგადად,ქალები ყოვლისშემძლეები ვართ ,სუსტი სქესი ვინც დაგვარქვა ,აშკარად შეცდომა დაუშვა biggrin.gif

კი მკაცრად გადავწყვიტე ,რომ აღარ დავიჭერ მძიმეს


Posted by: lelukaa 18 Jul 2021, 15:24
ვაიმე რა სწორი ვქენი წვრილი ყველაფერი გამოწერილი რომ მაქვს უკვე და მიდევს. ამ სიცხეში წინ და უკან სიარული კი არა ცხვირის გაყოფა არ მინდა გარეთ. შეგნებულად რო არ უნდა ვიბოდიალო მაგეებზე ეგ მხიბლავს, თორე მოლებში მოხვედრისას კი ჩამოვუვლი ჩვილებსაც biggrin.gif ეტლი, ქარსითი და მისთანებიც შერჩეული მაქვს და ერთ გასვლას კი გავალ სექტემბერში.

მე ამით და თქვენ როგორ უმკლავდებით ამ ჯოჯოხეთურ სიცხეს?
user posted image
მომავალ ვიქენდამდე უნდა გავქაჩო და მერე კი მივდივარ სამოთხეში <3

Posted by: Clue 18 Jul 2021, 17:21
ბავშვის ჰიგიენისთვის ყველაზე კარგი ბრენდები რომელია? 0 თვიდან საცხები, შამპუნი, ტალკი რომელს მირჩევთ რომ შევიძინო

Posted by: lelukaa 18 Jul 2021, 18:42
Clue
ბიოლანი უნდა ვიხმარო მე ისევ, უარგესია ♥️
* * *
მილიონი საცხი და იმის კრემი, ამის კრემი არ იყიდო წინასწარ. რაც დაგჭირდება იყიდი მერე. მასთ ჰევია დასაბანი საშუალება, რომელიც 2ინ1იც აქვს ბიოლანს და მოსახერხებელი ძაან და ტალკი. ზამთარში კიდევ სახის დამატენიანებელა ვხმარობდი მე, მეტი არაფერი დაგვჭირვებია და ნუ სარეცხის
სითხე, სადღაც 9 თვემდე მაგით ვურეცხავდი
ყველაფერს.

Posted by: Elennee 18 Jul 2021, 19:52
გოგოებო კლექსანს ან ფრაქსიპარინს რომ იკეთებთ, გაკეთების მერე შპრიციდან მაინც ისხმევა ცოტა სითხე რო ვაჭერ ნემსს და თქვენთანაც ეგრეა თუ მე ვერ ვიკეთებ ნორმალურად? დავიტანჯე ამ ნემსებზე ნერვიულობით რა

Posted by: marimmariami 18 Jul 2021, 20:31
Elennee
გაკეთების შემდეგ მეც სულ ვამჩნევ რომ რჩება წამალი იმის მიუხედავად რომ ბოლომდე ვაწვები ნემსის დგუშს. გაკეთების მერე არ დავკვირვებულვარ თუ გადმოდის ხვალ შევამოწმებ

Posted by: kekuna 18 Jul 2021, 23:02
გოგოებო როგორ ხართ? აქ კიდევ ვინმეს ქვედა მიმაგრება ყელთან
ახლოს ხომ არ გქონიათ ორსულობის დასაწყისში? და როგორ განვითარდა? თქვენი გამოცდილება მაინტერესებს

Posted by: nopiahopi 19 Jul 2021, 00:24
Clue
ველედაა 100%-ით ნატურალური. ასევე აქებენ ტოპიკრემს.
* * *
თავიდან დავჭირდება დასაბანი საშუალება, ერთად არის ხოლმე თავის და ტანის და კიდევ კრემი, თუ პამპერსის ქვეშ გაუღიზიანდება კანი ან გამომშრალი რომ დაუტენიანო.

Posted by: Clue 19 Jul 2021, 00:47
user posted image
რაღაცა სასწაული ფასდაკლება აქვთ
* * *
nopiahopi
ჩავუჯდები შემადგენლობებს, ისე თხევადი ტალკი ჯობს თუ ჩვეულებრივი მყარი? ეგეც ხო მასთ ჰევია

Posted by: nopiahopi 19 Jul 2021, 01:54
Clue
QUOTE
ისე თხევადი ტალკი ჯობს თუ ჩვეულებრივი მყარი? ეგეც ხო მასთ ჰევია

არ ვიცი, არცერთ ბავშვზე არ გამომიყენებია და ვერაფერს გირჩევ
* * *
QUOTE
რაღაცა სასწაული ფასდაკლება აქვთ

ჰო,მაგრამ ვადებს დააკვირდი: სექტ-ოქტომბრამდე აქვს ძირითადად ვადები და არ გაწყობს

Posted by: kekuna 19 Jul 2021, 08:43
Clue
nopiahopi
გოგოებო პირადი გამოცდილებით გირჩევთ ტოპიკრემს. ასევე ძალიან კარგია ისის ფარმას სეკალია ულტრა

Posted by: takotatuli1989 19 Jul 2021, 09:40
შაბათიდან დამეწყო წვეთებით მუქი ყავისფერი გამონადენი, მეგონა შემეშინდებოდა მარა ისე მიხარია, ვფიქრობ ასე უფრო მალე გაიწოვება ჰემატომა თორე 18 დღიანი მკურნალობის მერე მხოლოდ გათხელდა.

Posted by: marimmariami 19 Jul 2021, 10:36
takotatuli1989
კი ეგრეა, მეც მაქვს ჰემატომა და ყოველ ვიზიტზე მეუბნება რომ ყავისფერი გამონადენზე არ შემეშინდეს. სავარაუდოდ ნელ ნელა გამოვა და გაქრება

Posted by: narkozeli 19 Jul 2021, 11:13
kekuna

მე მქონდა დაბალი მიმაგრება, 16-18 კვირიდან დაიწყო აწევა და 20ზე სრულად იყო ნორმაში.

Posted by: Ani_Floyd 19 Jul 2021, 11:40
takotatuli1989
marimmariami
მეც მაქვს ჰემატომა მაგრამ არანაირი ყავისფერი გამონადენი არ მქონია და ე.ი არ გაიწოვება? :/

Posted by: lelukaa 19 Jul 2021, 11:55
Ani_Floyd
ყოველგვარი გამონადენის გარეშე გაიწოვა ჩემი, ასე რომ არ ინერვიულო, მთავარია ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობდე smile.gif

გოგოებო, ბაუნსერი ვისაც გიხმარიათ პრაქტიკულია?

Posted by: kekuna 19 Jul 2021, 11:58
გოგოებო რითი შველით გულისრევის შეგრძნებას და კუჭის ტკივილს? აღარ შემიძლია თიტქოს რაღაცამ გაწყინაო ისე მეწვება პერიოდულად კუჭი

Posted by: takotatuli1989 19 Jul 2021, 12:20
lelukaa
ჩვეულებრივი დამხმარეა სანამ ჯდომა მოუნდება, მერე აღარ ჩერდებოდა ჩემი, მაგრამ მანამდე გემრიელად ვიხმარეთ.
Ani_Floyd
როგორ არ გაიწოოვება, ჩემ მამიდაშვილთან 9 სმ-იანმა ჰემატომამ გამონადენის გარეშე გაიწოვა. მე ჩემ შემთხვევაზე ვთქვი უბრალოდ, ვფიქრობ ასე უფრო მალე გაიწოვება რადგან ჩამოდის ნელ-ნელა.

Posted by: Ani_Floyd 19 Jul 2021, 12:38
takotatuli1989
lelukaa
ძალიან კარგი თუ ეგრეა.. საერთოდ ჰემატომა რის გამო ჩნდება ხოარიცით?
* * *
QUOTE (kekuna @ 19 Jul 2021, 11:58 )
გოგოებო რითი შველით გულისრევის შეგრძნებას და კუჭის ტკივილს? აღარ შემიძლია თიტქოს რაღაცამ გაწყინაო ისე მეწვება პერიოდულად კუჭი

ბევრი სითხე მიიღე და მძაფრ სუნს და გემოებს მოერიდე.. მე საღეჭი რეზინიც მშველისხოლმე

Posted by: kekuna 19 Jul 2021, 12:42
Ani_Floyd
ბორჯომი ცოტა შვებას მაძლევს მაგრამ მერე ისევ მეწყება, შუადღის მერე თითქოს მივლის . რა საშინელი შეგრძნებაა

Posted by: Clue 19 Jul 2021, 12:43
მსუბუქი ჰიპოქსია გქონიათ ვინმეს? და კიდრ 28,4 კვირაზე 1180 გრ ცოტაა? რამაზმა მეტი მინდოდაო წონა, რას იწონიან / იწონიდნენ თქვენები?

Posted by: kekuna 19 Jul 2021, 12:46
Clue
ცილოვანს კარგად ჭამ? ხორცი, თევზი. მეც მახსოვს ესე მითხრა გენრიეტამ ერთ ერთ ეხოზე, ცოტა მეტი წონა რომ ქონდეს კაი იქნებაო, მაგრამ მერე კვებით მოიმატა მომდევნო ვიზიტზე

Posted by: Clue 19 Jul 2021, 12:47
kekuna
ისე რა, ამ სიცხეში დიდად არ მინდა ჭამა

Posted by: kekuna 19 Jul 2021, 12:50
[b]Clue
აუცილებელია ბავშვის წონისთვის, ხაჭოც კარგია. ეცადე მიიღო

Posted by: takotatuli1989 19 Jul 2021, 12:54
Clue
მე მგონი ნორმალური წონაა ძალიან. ჩემი დაკვირვებით ხილს რომ ვარ ორივე ორსულობაში მიძალებული ორივე შემთხვევასი ვადებს უსწრებენ ბავშვები და აბა ცადე შენც smile.gif

Posted by: margarita7 19 Jul 2021, 13:05
kekuna
ვერაფრით ვერ უშველი სანამ არ გავა 12-13-14 კვირა. მე არაფერი მშველოდა არც დიეტური საჭმელი, არც ბევრი წყალი, არაფერი.
ნაწლავების , კუჭის ტკივილი, სიმჟავე, ბოყინი, შეკრულობა, სრული კომპლექტია.

თავი იმით დაიმშვიდე, ეს სიმფტომები ჯანმრთელ ორსულიბაზე მიუთითებსო ამბობენ

Posted by: kekuna 19 Jul 2021, 13:10
margarita7
ყველაფერი მაქვს კომპლექტში, ამ ყველაფერს კიდევ საღამოობით შებერილობაც ემატება sad.gif((
გაიხარე, ნეტავ მართლა ასე იყოს <3

Posted by: lelukaa 19 Jul 2021, 13:14
kekuna
შეგრძნებას საღეჭი რეზინით ვშველი ხოლმე მე. როგორ ხარ აბა შენ, იყავი კიდევ ეხოზე და ექიმთან? უკეთესობა არ არის?

Ani_Floyd
QUOTE
ჰემატომა რის გამო ჩნდება ხოარიცით?
ა ბატონო რიგი მიზეზებისა რის გამოც შეიძლება განვითარდეს ჰემატომა.
user posted image

Clue
QUOTE
მსუბუქი ჰიპოქსია გქონიათ ვინმეს?

პირველზე მქონდა მე, კოკარნიტს ვიკეთებდი ცოტა ხანს და მალევე გაიარა. დაგინიშნეს შენ რამე?

Posted by: Clue 19 Jul 2021, 13:17
lelukaa
ფრაქსიპარინის გაზრდილი დოზა დამიტოვა, აქტივეგანი და ჰაფიტოლი დამატებით
* * *
*აქტოვეგინი
არასწორად დავწერე

Posted by: kekuna 19 Jul 2021, 13:26
lelukaa
არა ამ დღეებში მიწევს მისვლა

Posted by: narkozeli 19 Jul 2021, 13:28
QUOTE (Clue @ 19 Jul 2021, 12:43 )
მსუბუქი ჰიპოქსია გქონიათ ვინმეს? და კიდრ 28,4 კვირაზე 1180 გრ ცოტაა? რამაზმა მეტი მინდოდაო წონა, რას იწონიან / იწონიდნენ თქვენები?

გაუბერია რამაზას biggrin.gif

ძაან კაი წონაა

Posted by: Clue 19 Jul 2021, 13:40
narkozeli
თან ჩემ ქმართან ერთად ვიყავი, მაგრად დაგვძაბა)) წონის ჩამორჩენა მარტო წონაზე კი არააო განვითარების შეფერხებას ნიშნავსო))
უფრო სწორად ასე იყო, 1 კვირის და რაღაც დღეების წინ ვიყავი და ამ შუალედში მეტი ნამატი უნდა ქონდესო)) მაშინაც ნორმას უსწრებდა (ჩემი დასერჩვით) და ახლაც, მაგრა კი დაგვძაბა

Posted by: marimmariami 19 Jul 2021, 13:45
Ani_Floyd
როგორ არ გაიწოვება თან როცა იცი რომ გაქვს და აკონტროლებ, მე რომ მქონდა გამონადენი არ ვიცოდი ჰემატომა თუ იყო და გული გამისკდა. შეიძლება უბრალოდ ცუდად წამოდექი ან დაიჭიმე და მაგის გამოც გაჩნდაო რამაზმა ექოსკოპიაზე ეგრე მითხრა.

Posted by: narkozeli 19 Jul 2021, 14:56
Clue

რამაზი ცოტა პანიკიორი ტიპია ისე, ზოგადად biggrin.gif პიროვნულად სასიამოვნოა მარა პროფესიონალიზმით თვალსაზრისით ვერც სერგოსთან, ვერც კახასთან ვერც ბადრისთან ახლოს ვერ მივა მაინც :/
* * *
დღეს დამეწყო ციკლი და დიდი იმედი მაქვს ბოლო ციკლია და 9 თვე ამისი დუხი აღარ იქნება :დ



Posted by: Clue 19 Jul 2021, 15:03
narkozeli
აბა წარამტებები, ძაან გგულშემატკივრობ <3

Posted by: narkozeli 19 Jul 2021, 15:05
Clue




❤️❤️❤️

Posted by: nopiahopi 19 Jul 2021, 15:07
narkozeli
QUOTE
დღეს დამეწყო ციკლი და დიდი იმედი მაქვს ბოლო ციკლია და 9 თვე ამისი დუხი აღარ იქნება :დ


ეგრე დამეწყო შარშან 15-ში ბოლოჯერ და აგერ ზუსტად ერთი წელი შემასვენა biggrin.gif

შენც ასე ბავშვის პამპერსებში უნდა იგუნგლაო მომოვალ ივლისს იცოდე biggrin.gif

Posted by: Anabeli111 19 Jul 2021, 15:16
7 კვირაზე თუ გგონიათ ღებინების შეგრძნება.. ძალიან აუტანელი არაა და ყოველთვის არა. დილაობით, სანამ შევჭამ და როგორც კი ოდნავ მომშივდება, მაშინ მეწყება. გუშინ მთელი დღე ვჭამდი რაღაცას ამის გამო sleep.gif კარგ სიმპტომად უნდა მივიჩნიო?

წინა ორსულობაზე გულისრევა რომ დამეწყო, შეწყვეტილი აღმოჩნდა და დამფრთხალი ვარ ამ სიმპტომზე.. : (
* * *
narkozeli
ბოლო ციკლი ყოფილიყოს მომავალი 9 თვის განმავლობაში ♡♡♡

Posted by: emiblack 19 Jul 2021, 15:20
QUOTE (Anabeli111 @ 19 Jul 2021, 15:16 )
7 კვირაზე თუ გგონიათ ღებინების შეგრძნება.. ძალიან აუტანელი არაა და ყოველთვის არა. დილაობით, სანამ შევჭამ და როგორც კი ოდნავ მომშივდება, მაშინ მეწყება. გუშინ მთელი დღე ვჭამდი რაღაცას ამის გამო sleep.gif კარგ სიმპტომად უნდა მივიჩნიო?

წინა ორსულობაზე გულისრევა რომ დამეწყო, შეწყვეტილი აღმოჩნდა და დამფრთხალი ვარ ამ სიმპტომზე.. : (
* * *
narkozeli
ბოლო ციკლი ყოფილიყოს მომავალი 9 თვის განმავლობაში ♡♡♡

კი, ან, 6ზე დამეწყო რასაც ყვები და 7ზე უკვე მძლავრად მქონდა. მაგ კუთხით არ ინერვიულო, სხვა მხრივ სასიამოვნო შეგრძნება არაა ნამდვილად, მაგრმ ეგებ მასე მსუბუქად დარჩეს

Posted by: Clue 19 Jul 2021, 15:38
QUOTE (narkozeli @ 19 Jul 2021, 14:56 )

რამაზი ცოტა პანიკიორი ტიპია ისე, ზოგადად biggrin.gif პიროვნულად სასიამოვნოა მარა პროფესიონალიზმით თვალსაზრისით ვერც სერგოსთან, ვერც კახასთან ვერც ბადრისთან ახლოს ვერ მივა მაინც :/

როცა მშვიდობაა, მეზარება ხოლმე სხვა რადიოლოგების რიგში და ბარემ კლინიკაში სადაც ვარ იქვე შევდივარ, თუმცა ჩემი დიდი პატივისცემა რამაზს. კახას შევუვლი მომდევნო კვირებში, კახა ძაან მიყვარს და რაღაცნაირი მართლა მაღალი დონეა , სხვებთან არ ვარ ნამყოფი, ბადრიზე სულ მეფიქრება მაგრამ რამდენი დავრეკე ისეთი ამბავია ჩაწერაზე, ეგრევე გადავიფიქრე.

Posted by: marimmariami 19 Jul 2021, 16:10
Anabeli111
ზუსტად ეგრე ვიყავი , თავიდან მარტო დილით უზმოზე , ყველაფერი ვცადე კიტრი, ლიმნიანი ან თაფლიანი წყალი, მაგრამ სანამ თავისით არ გამიარა არაფერმა მიშველა. დღის სხვა მონაკვეთში საღეჭი რეზინი მშველიდა ცოტათი და ნუშს ვჭამდი რამდენიმეს უსიამოვნო შეგრძნება როგორც კი მეწყებოდა.

Posted by: Clue 19 Jul 2021, 16:18
Anabeli111
მენთოლიანი სარეჭი რეზინა დავამუღამე ბოლოს, ცოტას მშველიდა

Posted by: Elennee 19 Jul 2021, 16:19
Anabeli111
ზუსტად ეგრე ვიყავი მეც, სულ ვჭამდი მაგის გამო, აი როგორც კი შევწყვიტავდი ჭამას მეწყებოდა უსიამოვნო შეგრძნებები

Posted by: Anabeli111 19 Jul 2021, 16:22
emiblack
marimmariami
Clue
Elennee
მადლობა, გოგოებო ♡ მთავარია მშვიდობა იყოს და ავიტან ამასაც biggrin.gif ^_^ ♡♡

Posted by: dancing in the moonlight 19 Jul 2021, 16:23
Anabeli111
მე მქონდა და ახლაც მაქვს პერიოდულად გულისრევის შეგრძნება .წყალს ვსვამ ხოლმე და მშველის
დღეს მთელი დღეა თავი მტკივა ,უფრო სწორად შუბლი ,საფეთქლები .ძალიან ცხელა და წნევა მაქვს დაბალი

Posted by: lelukaa 19 Jul 2021, 16:32
Clue
ეხლა მოვდივარ ლანასგან. 26.3 კვირაზე არის 1260გ და ფეტომეტრიით შეესაბამებაო 28.3 დღესო, ანუ შენ ბაიას აქვს იდეალური წონა. რა უაზროდ იციან რა ეს მშობლების გაგიჟება.


Posted by: margarita7 19 Jul 2021, 16:56
Elennee

მეც, ერთადერთი როცა ცუდად არ ვიყავი იყო ჭამის პროცესი, არადა მაგის გამო სულ ჭამაში ხო არ ვიქნებოდი, თან როცა უმადობა გაქვს.

ნეტა მშვიდობით გავიდე ბოლოში და არ დავეძებ არც ერთ დისკომფორტს

* * *
dancing in the moonlight

მეც ძაან ხშირდ მტკივა თავი.
გიზომე? იქნებ მაღალი გაქვს.

თუ სახლში ვარ და მაგის საშუალება მაქვს რომ წამოვწვები ცოტას გამივლის ხოლმე.

Posted by: marimmariami 19 Jul 2021, 20:36
Elennee
დღეს ვცადე და რომ გავიკეთე ფრაქსიპარინი შემდეგ თავიდან ამოვწიე დგუში და 1-2 წვეთი გამოვიდა. ალბათ ეგრე უნდა იყოს გაკეთების დროს ბოლომდე ვაწვები და არ ჩადის აშკაარად. მუცელში იკეთებ? მე გამიმაგრდა და ფეხზე გადავედი, დღეს ვცადე ისევ მუცელში და ვერაფრით ვერ ჩავირჭე sad.gif თითქოს კანი გასქელდა , ისევ ფეხზე გავიკეთე

Posted by: Elennee 19 Jul 2021, 21:26
marimmariami
ჩემთანაც ხან 2 წვეთი გამოდის და ხან აი ასხამს რასაც ქვია ბლომად, არადა ბოლომდე ვაწვები. გვერდებზე ვიკეთებ მუცელში, ჭიპთან ფიზიკურად შეუძლებელია უკვე

Posted by: mamuka92 19 Jul 2021, 22:16
გამარჯობათ, გაგუაში გამოცდილება თუ გქონიათ ვის მირჩევთ თავად გაგუას, პაატა მახარაშვილს თუ გოგა ნიქაბაძეს?

Posted by: Anabeli111 19 Jul 2021, 22:58
mamuka92
გამოცდილება არ მქონია, მაგრამ ვისაც გაგუაში უმშობიარია, ყველა გოგა ნიქაბაძეს აქებს ♡

Posted by: kekuna 19 Jul 2021, 23:32
mamuka92
გოგა ნიქაბაძეს აქებენ ამ ბოლო დროს

Posted by: ninucanodo 19 Jul 2021, 23:38
kekuna
როგორ ხარ იყავი ეხოზე განმეორებოთ


Posted by: ქეთო0104 20 Jul 2021, 00:34
გოგოებო ვინც მუცელზე ფრაქსიპარინს იკეთებთ სიმაგრეებსბრას უშვებით რამე ხომ არ იცით გაწოვაში რომ დამეხმაროს? ჩასარჭობი ადგილი აღარ მაქ უკვე არადა ჯერ 4 თვის ვარ და ეჭვი მაქ კიდევ დიდხანს მომიწევს კეთება

Posted by: dancing in the moonlight 20 Jul 2021, 00:35
margarita7
90/50 ზე
კი წამოწოლა და დასვენება მეც მშველის ხოლმე

Posted by: Anabeli111 20 Jul 2021, 01:02
ქეთო0104
კომბოსტოს იფენენ ხოლმე და იოდის კლეტკებს იკეთებენ. მე ჩალურჯებები მქონდა და იოდის კლეტკებმა მიშველა. კიდე მასწავლეს, რომ ჩავირჭობ, 10მდე ვითვლი და მერე შემყავს წამალი.

Posted by: nopiahopi 20 Jul 2021, 01:17
ქეთო0104
ექიმს ჰკითხე ნებართვა და მკლავზე ან ბარძაყზე გადადი, დაისვენოს მუცელმა ცოტა.

Posted by: kekuna 20 Jul 2021, 07:58
ninucanodo
ამ დღეებში მიწევს მისვლა არ ვყოფილვარ ჯერ

Posted by: ქეთო0104 20 Jul 2021, 11:10
Anabeli111
nopiahopi
მადლობა გოგოებო 13ში მივდივარ ჰემატოლოგთან და ვკითხავ იქნებ სხვაგან გავიკეთო.
გუშინ იოდის კლეტკები გავიკეთე და ნამდვილად შემიმცირდა გამაგრებული ადგილები დღეს ნემსის ჩასარჭობად ადგილი მაქ

Posted by: marikoo 20 Jul 2021, 11:12
გოგოებო ცოტათი გავცივდი სუნთქვა მიჭირს ძაან. რამე ცხვირში ჩასაწვეთებელი ან გაციების ჩაი მირჩიეთ რა. რო ვერ ვსუნთქავ ძააან ვიღლები sad.gif

Posted by: Clue 20 Jul 2021, 11:51
marikoo
ჟოლოს მურაბიანი ჩაი შეუცვლელია, თან ნატურალური

Posted by: Nnia 20 Jul 2021, 12:15
marikoo
ლინკასის ჩაი შეიძლება ორსულობაში. ცხვირში აქვამარისი მარა დიდად რამეს არ შვება.

Posted by: Clue 20 Jul 2021, 14:45
ქეთო0104
მე რამდენჯერმე წავისვი კოლხური, მიშველა თითქოს

Posted by: PoisonnIvy 20 Jul 2021, 17:30
გთხოვთ საუკეთესო ჰემატოლოგი მირჩიოთ
რომელსაც სისხლის პათოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება აქვს

Posted by: ninucanodo 20 Jul 2021, 18:02
PoisonnIvy
ჩემი ექიმი დაკა კაპანაძე
იყო ორსულთა ჰემოსტაზის ცენტრში

Posted by: marimmariami 20 Jul 2021, 18:25
გოგოებო მარცხენა მხარეს დაახლოებით საკვერცხესთან მაქვს ჭვალივით, ხელით რომ ვაწვები აშკარად ვგრძნობ რომ ნაწლავებს ვაწვები. ტკივილიც არ არის წამიერი ჭვალივითაა უფრო მოძრაობაზე ან მოხრაზე, რადგან კოვიდი მაქვს ექოსკოპიაზე ვერ წავალ ორშაბათამდე, მაგრამ კოვიდ კლინიკაში შემიძლია ხვალ , რას მირჩევთ ? როგორ მივხვდე ზუსტად არის თუ არა ნაწლავი ექოსკოპიის გარეშე

Posted by: ninunin 20 Jul 2021, 18:32
marimmariami კუჭის მოქმედებას დააკვირდი, შებერილობას ან სხვა სიმპტომებს იცის ორსულობაში ნაწლავებმა საკვერცხეზე დაწოლა, წესით მოქმედების შემდეგ ან თუ შებერილობა გაქვთ ,მუცლის განთავისუფლების შემდეგ შვება უნდა გქონდეთ

Posted by: marimmariami 20 Jul 2021, 18:53
ninunin
მადლობა ❤️ კუჭის მოქმედების შემდეგ აშკარად მაქვს შვება მაგრამ მერე ვატყობ რომ წყლის დალევაზეც კი მებერება მუცელი. თან კოვიდის გამო ფაღარათს ვებრძვი და შეიძლება ამის ბრალიცაა

Posted by: Elennee 20 Jul 2021, 19:38
marimmariami
შებერილობის დროს მაქვს ხოლმე ეგრე ზუსტად

Posted by: nino84 20 Jul 2021, 19:42
ქეთო0104
დავისვენე რაც კლექსანის ამპულებზე გადავედი, ინსულინის შპრიცით ვიკეთებდი, მზა შპრიცებს საშინელი ნემსი აქვს ფრაქსიპარინსაც და კლექსანსაც, ჯერ მტკიოდა გაკეთება და თან მიმაგრდებოდა და მილურჯდებოდა. ჰეპარინის მალამოს ვისვავდი გამაგრებებზე.

Posted by: Clue 20 Jul 2021, 20:48
PoisonnIvy
დღეს ვფიქრობდი, რას შვები შენს დ -დიმერის ანალიზზე? რაო ექიმმა?
მე დღეს ავიღე პასუხები და III ტრიმესტრში მაქვს 900, მგონი ნორმაა

Posted by: kekuna 20 Jul 2021, 22:59
მოკლედ აქამდე ვერ მოვახერე შემოსვლა, ეხოზე გამოჩნდა ერთ სანაყოფეში ორი ყვითრის პარკი, ერთს აქვს გულისცემა მეორეს ჯერ არაო, არ მთავრდება ჩენთან პრობლემები (((( ხომ არ გსმენიათ ვინმეს ესეთი მდგომარეობაზე? ერთ კვირაში კიდევ ეხოზე ვარ

Posted by: Anabeli111 20 Jul 2021, 23:23
kekuna
ტყუპები ყოფილაა ♡♡♡ რა მაგარია! რამხელაა ემბრიონები? ჩემთან ყვითრი 4მმ და ემბრიონი 2მმ იყო, არ ჩანს ჯერ გულისცემაო და ხვალ მივდივარ გადამოწმებაზე და თუ ამ ვადისაა, შანსი არის, რომ გამოჩნდეს ♡

Posted by: kekuna 20 Jul 2021, 23:24
იმდენი ცუდი წავიკითხე ინტერნეტში თუ ერთი სანაყოფე აქვთ ტყუპებს ორგანოები ეზრდებათ ერთმანეთშიო
* * *
Anabeli111
სანაყოფე არის 17 მმ, ეგ ზომები არ ჩაუწერია. მხოლოდ გულისცემა დამიწერა. ძალიან ვნერვიულობ ამ ორგანოების შეზრდაზე, რადგან ერთ სანაყოფეშია. ((((

Posted by: Liza12 20 Jul 2021, 23:29
kekuna
ვაიმე გეხვეწები მეორედ აღარ დაგუგლო რა..არანაირი შეზრდა და მსგავსი უაზრობები.მოეშვი და თავს გაუფრთხილდი . კარგი ექიმი აიყვანე და მმაქსიმალურად ყურადღებით იყავი .ყველაფერი კარგად იქნებ

Posted by: Anabeli111 20 Jul 2021, 23:30
kekuna
რამდენი ტყუპი იბადება ერთ სანაყოფეში და ჯანმრთელი ♡ მაგაზე არ იდარდო ♡ ჯანმრთელობა შენ და პაწიებს ♡

Posted by: kekuna 20 Jul 2021, 23:33
Liza12
Anabeli111
მართლა გოგოებო ? არის თქვენ გარშემო
ესე ერთი სანაყოფედან? ჯანმრთელები იბადებიან?

Posted by: Liza12 20 Jul 2021, 23:37
kekuna
რათქმაუნდა.. მსგავსი ფიქრები არცკი გაივლო.გუგლს შეეშვი თუგინდა მშვიდად ყოფნა. მალე მეორეს გულისცემაც იქნება. აბ ბედნიერი 9 თვე .

Posted by: Anabeli111 20 Jul 2021, 23:38
kekuna
რა თქმა უნდა! რამდენიც გინდა ♡ აქაც იყვნენ გოგოები ტყუპებზე ♡ თემაც ჰქონდათ ცალკე, ტყუპები ერქვა

Posted by: kekuna 20 Jul 2021, 23:38
Liza12
გაიხარე დიდი მადლობა ცოტა დავმშვიდდი.
* * *
Anabeli111
დიდი დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. აბა ხვალ ველოდებით ახალ ამბებს ❤️

Posted by: Anabeli111 20 Jul 2021, 23:41
kekuna
https://forum.ge/?f=97&showtopic=35109854&st=0 აი ♡ მადლობა ♡

Posted by: PoisonnIvy 20 Jul 2021, 23:55
Clue
ეჰ დ დიმერი 3280
მაქვს და დავიწყე 0.6 იანი ფრაქსი
მაგრამ მაგაზე დიდ პრობლემად ლეიკოციტები რჩება
რაღაც ცუდს ვარაუდობენ და რომ გამოვრიცხოთ თბილისში წადიო))
ჰემატოლოგიის ცენტრში ვაპირებ მისვლას

Posted by: nopiahopi 21 Jul 2021, 00:26
kekuna
ერთ სანაყოფეში თუ არიან, მგონი ეგ იდენტურ ტყუპს ნიშნავს, არა? აი დედიკოს გარდა რომ ვერავინ გაარჩევს smile.gif

როდისთვის დაგიბარეს შემდეგ ეხოზე?
* * *
ერთმა ნაცნობმა გააჩინა 3 ბაია დაახლოებით 20 წლის წინ, ერთი გოგო და ორი ბიჭი. ჰოდა ბიჭები იყვნენ ეგრე ერთი სანაყოფის თუ ერთი კვერცხუჯრედიდან დაყოფილი ემბრიონები და იდენტური ტყუპები smile.gif გოგო განსხვავებული იყო smile.gif

თან ეს დედა 37-38 წლის იყო რომ გათხოვდა. ჯერ იმას დარდობდა, ხომ არ გამიჭირდება დაორსულებაო და ეგრევე დაორსულდა. მივიდა ექიმთან და ორსულად ხარო. მეორედ მივიდა და ტყუპი გყავსო. მესამედ მივიდა და 3 ბავშვს ელოდებიო და აღარ უშვებდა მერე ქმარი ექიმთან, თითო მისვლაზე თითო ბავშვი გვემატებაო biggrin.gif

Posted by: Unico 21 Jul 2021, 01:11
PoisonnIvy
გეხვეწები წამოდი თბილისში. რეგიონებში ზოგადად კარგი ექიმების მწვავე დეფიციტია, მანდ რამე არ დაგმართონ. თბილისი ჯობია.

Posted by: PoisonnIvy 21 Jul 2021, 02:24
Unico
მოვდივარ :*
ზოდელავას ჰემატოლოგიურ ცენტრში
მაგდა ბეთანელი მირჩიეს და მივდივარ მაგასთან

იმედი მაქვს რამე ცუდი არ იქნება sad.gif :*

Posted by: nopiahopi 21 Jul 2021, 03:34
PoisonnIvy
ბეთანელი კარგ ჰემატოლოგად ითვლება smile.gif
წესით სწორ მიმართულებას მოგცემს.

Posted by: takotatuli1989 21 Jul 2021, 06:41
kekuna
რა მაგარიააა.... გოგო ფბ-ზეც ნახე ჯგუფია happy mom's of twins და უამრავს ყავს იდენტური ტყუპები. მოკლედ გულს ნუ იხეთქავ წინასწარ ყველაფერზე. მასე არავინ არაფრისგან არაა დაზღვეული. მეც ეგრე ვქენი ტყუპი რო გავიგე ვიჯექი და ყველაფერ კოშმარს ვკითხულობდი, ტყუილად დავისტრესე თავი.

Posted by: kekuna 21 Jul 2021, 07:52
nopiahopi კი ასე მითხრეს მეც ერთნაირები იქნებიანო.
takotatuli1989
შენებიც ერთ სანაყოფეში არიან?
* * *
nopiahopi
მეორე ეხო 10 დღეში

Posted by: narkozeli 21 Jul 2021, 07:58
kekuna

მე მყავს 11 თვის მაზლისშვილები, ერთი სანაყოფესი. 40 კვირაზე ძალით ამოიყვანეს საკეისროთი, მშვენიერი ორსულობა ქონდა, ჯანმრთელი გოგოები არიან, იდენტურები.

Posted by: kekuna 21 Jul 2021, 08:17
narkozeli
როგორ მიხარია ესეთი ამბის გაგება ❤️❤️❤️❤️

Posted by: Mia20 21 Jul 2021, 09:36
kekuna
გილოცავთ ტყუპებს რა მაგარი ამბავი გაქვთ :**

Posted by: marimmariami 21 Jul 2021, 09:38
[b]kekuna[,
თითქმის 7 კვირაზე გურგენიძემ დაზუსტებით ვერც მითხრა 1 სანაყოფე პარკში იყვნენ თუ ცალ ცალკე. გუგლი კიდე ათას სისულეელეს ამბიბს სულ:დ ასე რომ მშვიდად იყავი ყველაფერი კარგად იქნება ❤️

Posted by: kekuna 21 Jul 2021, 09:47
marimmariami
რამდენის კვირის ხართ ეხლა?
* * *
Mia20 ისიც კი არვუცი უნდა გამოხარდეს თუ არა, ჯერ ერთი არ ჩანდა ეხლა ორიო

Posted by: Nnia 21 Jul 2021, 10:31
PoisonnIvy
მეც ბეთანელი მირჩია ექიმმა, ცოტა გრუბიაო, მაგრამ ძალიან მაგარიაო. გამზადებულს მაბარებს მშობიარეებსო. უბრალოდ მე ვერ მივაღწიე ჯერ.

Posted by: marimmariami 21 Jul 2021, 11:12
kekuna
16 გავხდები პარასკევს. თავიდან ექოსკოპიაზე არც გამიშვა გინეკოლოგმა არ გამოჩნდებაო და ხეგეს პროგრესირებას ვაკვირდებოდით. შემდეგ ვიზიტზე გამოჩნდება აუცილებლად ❤️

Posted by: margarita7 21 Jul 2021, 12:09
kekuna

რა თქმა უნდა სასიხარულოა, გილოცავ!!! და როგორც გოგოებმა გითხრეს გუგლს დაანებე თავი, მეც სულ ვნახულობ რაღაცეებს და მერე გულგახეთქილი ვზივარ

marimmariami
რა კარგია, რამდენი ტყუპუკები მოდის! გილოცავ შენც!

Posted by: ქეთო0104 21 Jul 2021, 12:58
nino84
აი ზუსტად მასე ვარ ჯერ ჩარჭობა რა არის ისეთი საშინელი ნემსი აქ არც ერჭობა ნორმალურად. ვცდი აბა მაგ მალამოსაც მადლობა (◍•ᴗ•◍)❤
* * *
PoisonnIvy
მეც ბეთანელთან დავდივარ. ზოგადად კლინიკა საერთოდ არ მომეწონა ეგ კი არა სისხლიც კი ისე უხეშად ამიღეს ძალიან გამწარებული წამოვედი იქიდან. თვითონ მაგდაც რაღაცნაირი უხეშია მაგრამ ყველაფერი ძალიან დეტალურადცგამომკითხა და ამიხსნა რას რატო ვაკეთებდით. როგორც სპეციალისტი ძალიან კარგია ბეთანელი ძალიან ბევრი აქებს.
კიდევ ჩემი რჩევაა აუცილებლად ჩაეწერო და ისე მიხვიდე ცოცხალი რიგით როდის მოგიწევს თან თუ გასასვლელი ან მორჩა მუშაობას აღარ მიგიღებს რეგიონიდან კო არა სულ რომ კოსმოსიდან იყო ჩამოსული მაინც

Posted by: Kandinskaia 21 Jul 2021, 14:14
გოგოებო როგორ უძლებთ ასეთ სიცხეებს? ეს ბოლო სამი დღეა ადამიანს არ ვგავარ sad.gif
შარიქაძესთან ვისაც გინდათ მისვლა, მთელი აგვისტო შვებულებაშია თურმე და გაითვალისწინეთ.

Posted by: Mia20 21 Jul 2021, 15:10
გოგოებო სისხლიანი გამონადენი მქონდა დღეს შესამჩნევად მომატებული და ძალიან ვნერვიულობ. გქონიათ ასეთი შემთხვევა და კარგად დასრულდა?
ცოტა ყავისფერი გამონადენის გამო გუშინ ეხოზე ვიყავი და ძალიან პატარა ჰემატომა მქონდა, ეხოსკოპისტმა არც უნდა გქონდეს გამონადენი ისეთი პატარააო და ერთ დღეში გაიზრდებოდა ვითომ რომ მოიმატა გამონადენმა? sad.gif

Posted by: kekuna 21 Jul 2021, 15:13
Mia20
მეც ეხლა დამეწყო ვარდისფერი გამონადენი, დღეიდან დავიწყე დუფასტონი.

Posted by: marimmariami 21 Jul 2021, 15:29
არ შეგეშინდეთ გოგოებო, მთავარია ექიმთან იყოთ მუდმივ კონტაქტზე. მე მქონდა ძალიან ბევრი გამონადენი წითელი და კოლტებიც გამოყვა ბოლოს მხოლოდ 1 დღე , ეგრევე ექიმს დავურეკე 4 დუფასტონი და 2 პროგესტერონი გავიკეთე მაშინვე.არც ავდგარვარ 2-3 დღე ექოსკოპიაც სახლში კოვიყვანე. მას შემდეგ მკურნალობის ფონზე გამონადენი არ მქონია მაგრამ ჰემატომაც დარჩა რაღაც ნაწილი, ცენტრალიზებული მიწერია ექოსკოპიაში მაგრამ ფრაქსიპარინს და ენდომეტრინს მაინც ვაგრძელებ. დუფასტონი და პროგი ნელ ნელა მომიხსნა ეტაპობრივად.

Posted by: kekuna 21 Jul 2021, 15:31
marimmariami
მეც 4 დუფასტონი დავლიე ეგრევე რომ დაურეკე ექიმს ესე მითხრა

Posted by: Mia20 21 Jul 2021, 15:48
QUOTE (marimmariami @ 21 Jul 2021, 15:29 )
არ შეგეშინდეთ გოგოებო, მთავარია ექიმთან იყოთ მუდმივ კონტაქტზე. მე მქონდა ძალიან ბევრი გამონადენი წითელი და კოლტებიც გამოყვა ბოლოს მხოლოდ 1 დღე , ეგრევე ექიმს დავურეკე 4 დუფასტონი და 2 პროგესტერონი გავიკეთე მაშინვე.არც ავდგარვარ 2-3 დღე ექოსკოპიაც სახლში კოვიყვანე. მას შემდეგ მკურნალობის ფონზე გამონადენი არ მქონია მაგრამ ჰემატომაც დარჩა რაღაც ნაწილი, ცენტრალიზებული მიწერია ექოსკოპიაში მაგრამ ფრაქსიპარინს და ენდომეტრინს მაინც ვაგრძელებ. დუფასტონი და პროგი ნელ ნელა მომიხსნა ეტაპობრივად.

მადლობა გამოხმაურებისთვის
ისე მე 2 ჯერ დუფას და 2 ჯერ ლუთეინას ვიკეთებ. რას ფიქრობ საკმარისია პროგი? დოცინონი გამაკეთებინა ახლა რომ დავურეკე 2 ამპულა. არადა ისე კლექსანზე ვარ ყოველდღე

Posted by: marimmariami 21 Jul 2021, 15:53
Mia20
ექიმმა უკეთ იცის მე კონპეტენტური არ ვარ, მთავარია დაუჯეროთ და მიჰყვეთ მითითებებს ❤️

Posted by: Elennee 21 Jul 2021, 19:44
გოგოებო ამ სიცხეში კლეწსანს და ფრაქსიპარინს მაცივარში ინახავთ?

Posted by: takoo1 21 Jul 2021, 23:26
გოგოებო ჰემატოლოგთან ვინც დადიოდით ან დადიხართ,რა ანალიზების გაკეთებას გთხოვთ ან რა ჩივილები გქონიათ?თრომბოციტები გქონიათ მაღალი?
მანანა ღირდალაძის გარდა კიდე თუ იცით კარგი ჰემატოლოგი?

Posted by: kekuna 22 Jul 2021, 10:00
მთელი ღამე მუცლის ქვედა ნაწილი და კუდუსუნთან მტკიოდა, ჭარბად მაქვს გამლნადენი კოლტებით. სავარაუდოდ შეწყდა ჩემი ორსულობა….

Posted by: Nnia 22 Jul 2021, 10:21
kekuna
მიდიხარ ეხოზე? იქნებ ყველაფერი კარგად იყოს...

Posted by: ninucanodo 22 Jul 2021, 10:29
QUOTE (kekuna @ 20 Jul 2021, 23:33 )
Liza12
Anabeli111
მართლა გოგოებო ? არის თქვენ გარშემო
ესე ერთი სანაყოფედან? ჯანმრთელები იბადებიან?

გილოცავ მე მყავს დიშვილები ერთი სანაყიფედან ტყუპი გოგოები სასწაულეები მაღალი განვითარების,და მთავარი ყველა ორგანო ადგილზე რა სისულელა

Posted by: kekuna 22 Jul 2021, 11:36
Nnia
დღეს უნდა დაურეკო ექიმს, მეტყვის ეხოზე როდის მივიდე.

ninucanodo
დიდი მადლობა, დიდი ალბათობით შეწყდა ჩემთან ორსულობა

Posted by: Elennee 22 Jul 2021, 12:01
kekuna
იქმებ მალევე მიხვიდე ექოზე?? მასე გადაჭრით ნუ ამბობ, შეიძლება ერთი ნაყოფი გადარჩეს და მეორე მოიშალოს, ამიტომ იქნებ სასწრაფოდ წახვიდე ექოზე რომ თუ რამე წამალია საჭირო ან დახმარება ეგრევე მიიღო..

Posted by: margarita7 22 Jul 2021, 12:34
kekuna

გთხოვ გვითხარი რა არის ახალი?

Posted by: Redial 22 Jul 2021, 12:39
არ შემიძლია არ დავწერო კიდევ ერთხელ რა კარგი ადამიანია სპარტაკ გელაშვილი
მაგასთან ვიყავი დღეს ექოზე. ვისაც ჩემი ბავშვის თირკმლის ამბავი გახსოვთ, მოკლედ ცალი არ აქვს ან შეფერხებულია განვითრება ცალი თირკმლის. მეორე ჯანმრთელი აქვს. ეს ვიცი 16 კვირიდან.

მოკლედ, იმდენად მსუბუქად წარმომადგენინა ეს ამბავი, იმდენად არ ჩათვალა ეს სანერვიულო პათოლოგიად, რომ გამოვდიოდი ვუთხარი ესეც ნორმა მგონია ისე მელაპარაკეთ თქო smile.gif)


თირკმლის იქით ყველაფერი ნორმა აქვს, კილო და შვიდასია.
პლაცენტა უკვე 1 ხარისხიო და არ მახსოვს, 31 კვირაზე ნორმაა??
სპარტაკმა კი, ნორმაა უკვეო და ჩემი ვადის გოგოებო, თქვენთან როგორაა?
* * *
kekuna
QUOTE
მთელი ღამე მუცლის ქვედა ნაწილი და კუდუსუნთან მტკიოდა, ჭარბად მაქვს გამლნადენი კოლტებით. სავარაუდოდ შეწყდა ჩემი ორსულობა….

ექომდე იმედს ნუ გადაიწურავ. 20 კვირამდე სულ ასე სისხლდენებით იყო ჩემი თანამშრომელი, მაგრამ გააჩინა იდეალური ბავშვი. love.gif
ყველაფერი კარგად იქნება

Posted by: kekuna 22 Jul 2021, 14:01
Elennee
margarita7
Redial
გოგოებო ეხლს რიგში ვარ, დიდხანს მომიწევს მოცდა. პასუხს გაგაგებინებთ

დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველას გვერდში დგომისთვის ❤️❤️❤️

Posted by: Elennee 22 Jul 2021, 14:08
kekuna
ეცადე მშვიდად იყო და იმედი არ დაკარგო ! გელოდებით კარგი პასუხით, აბა შენ იცი ❤
* * *
kekuna
ისე, სად ხარ რიგში? რომ აუხსნა შენი სიტუაცია წესით ურიგოდ უნდ ამიგიღონ !

Posted by: takotatuli1989 22 Jul 2021, 14:16
Redial
რა კარგია რომ მშვიდად ხარ <3 ძალიან გამეხარდა. ბებიაჩემზე რო გეუბნებოდი 65 წლისამ გაიგო რო ცალი თირკმელი ქონდათქო აი ეგ არის მთელ დედმამიშვილებში ყველაზე ენერგიული, ყველაზე წარმატებული, და მოკლედ ყველას აიღებდა და გადადგავდა გვერდზე მაინც მიაღწევდა მიზანს. ეხლა არის 83 წლის და ისევ იმ ხოდზეა biggrin.gif ხოდა აი ნახე რო გადაგდგამთ თქვენი ბიჭი თავისი სიცელქით სულ დაგავიწყებს მაგ თირკმელს biggrin.gif

kekuna
ძალიან გგულშემატკივრობ <3

Posted by: eleneeeee 22 Jul 2021, 14:18
kekuna
QUOTE
გოგოებო ეხლს რიგში ვარ, დიდხანს მომიწევს მოცდა. პასუხს გაგაგებინებთ

ვის ელოდები?აუხსენი სიტუაცია
არ გალოდინონ
წარმატებები

Posted by: Mia20 22 Jul 2021, 14:27
გოგოებო გამონადენს როცა შეამჩნევ კლექსანის გაკეთებას მაინც გაგრძელებინებდათ ექიმი? თუ გამოგიტოვებიათ ხოლმე 1 დღე მაინც

Posted by: kekuna 22 Jul 2021, 14:30
Mia20
რამდენი გაქვთ გამონადენი? ან როგორი?

Posted by: marimmariami 22 Jul 2021, 14:32
kekuna
წარმატებები ❤️ მართალს გეუბენბიან გოგოები უთხარით და შეგიშვებენ ლოდინის გარეშე

Posted by: emiblack 22 Jul 2021, 14:36
Redial
აუ რა უცებ გაიზარდა შენი ბოკვერი ))) მეც არ მიმაჩნია მაგ თირკმლის ამბავი სანერვიულოდ, მთავარია მეორე ფუნქციონირებს კარგად <3
31 კვირაზე კი ნორმაა ეგ ხარისხი

* * *
kekuna
ურიგოდ მოითხოვეთ აუცილებლად

Posted by: PoisonnIvy 22 Jul 2021, 14:46
Redial
ჩემთანაც პირველი ხარისხია სიმწიფე :*
არ ინერვიულო

რამხელაა ბავშვიკი თვითონ?

ჩემი პაწუკაა biggrin.gif

Posted by: narkozeli 22 Jul 2021, 15:04
Redial

მიხარია რომ კარგი ადამიანია სპარტაკი მაგრამ სპარტაკმა კი არა მე როგორც მახსოვს სერგომ დაინახა პირველად მათითაშვილმა თირკმლის პრობლემა არა? და პირიქით სპარტაკი ვერ ხედავდა მაგ ვადაზე.
მე ვიტყოდი უფრო ყოჩაღ სერგოს.

* * *
გოგოებო ჰელფ, ყველაზე ხარისხიანი რომელი ოვულაციის ტესტებია?

Posted by: NINA33 22 Jul 2021, 15:05

QUOTE
kekuna


მასეთ დროს სრულიად ურიგოდ ეკუთვნის პაციენტს შესვლა ეხოზე და იქნებ გაითვალისწინონ.
ეხლა რა მდგომარეობაა არ ვიცი მაგრამ , მსგავსი სიმპტომებით ჩემი მეგობარი 20 კვირამდე იყო.ყოველ ჯერზე იმას იძახდა ალბათ მომეშალაო და მშვენიერი ბავშვი გააჩინა ეხლახანს.
უფალი შენსკენ და მთელი გულით გბალეშიკობ :*

Posted by: Mia20 22 Jul 2021, 15:06
QUOTE (kekuna @ 22 Jul 2021, 14:30 )
Mia20
რამდენი გაქვთ გამონადენი? ან როგორი?

წითელი მქონდა გუშინ და დღესაც შევამჩნიე ყავისფერი. მე ჯერ 5.5 კვირის ვარ უფრო არ მომემატოს მეშინია. თქვენც იკეთებთ ისე ფრაქსის ან კლექსანს?

Posted by: Redial 22 Jul 2021, 15:26
takotatuli1989
QUOTE
რა კარგია რომ მშვიდად ხარ <3 ძალიან გამეხარდა. ბებიაჩემზე რო გეუბნებოდი 65 წლისამ გაიგო რო ცალი თირკმელი ქონდათქო აი ეგ არის მთელ დედმამიშვილებში ყველაზე ენერგიული, ყველაზე წარმატებული, და მოკლედ ყველას აიღებდა და გადადგავდა გვერდზე მაინც მიაღწევდა მიზანს. ეხლა არის 83 წლის და ისევ იმ ხოდზეა  ხოდა აი ნახე რო გადაგდგამთ თქვენი ბიჭი თავისი სიცელქით სულ დაგავიწყებს მაგ თირკმელს

სპარტაკმაც ვიღაც კაცზე მითხრა, 1 კვირის წინ 75 წლის ასაკში ვუთხარი რომ ცალი თირკმლით უცხოვრიაო smile.gif))
დიდხანს სიცოცხლე შენს ბებოს love.gif
emiblack
QUOTE
აუ რა უცებ გაიზარდა შენი ბოკვერი ))) მეც არ მიმაჩნია მაგ თირკმლის ამბავი სანერვიულოდ, მთავარია მეორე ფუნქციონირებს კარგად <3

კი სწრაფად გავიდა დრო, შენი ამბები ზუსტად მახსოვს შარშან ივლისში წერდი ორი ხაზის ამბავს და შევაქე ივლისი, ნაყოფიერი თვე გამოდგა თქო
და უკვე შენი ბაიაც კარგად ჩასუქდებოდა love.gif

PoisonnIvy
QUOTE
რამხელაა ბავშვიკი თვითონ?

კილო შვიდასი smile.gif))
სუულ ოდნავ ასწრებს ვადას.
შენი რამდენია?

narkozeli
QUOTE
მე როგორც მახსოვს სერგომ დაინახა პირველად მათითაშვილმა თირკმლის პრობლემა არა? და პირიქით სპარტაკი ვერ ხედავდა მაგ ვადაზე.

კიი, ეგ სწორად გახსოვს. სერგომ ვერ დაინახა და მერე სპარტაკმა კიო აქვსო, ჩანასახის დონეზე შეამჩნია და ვადა პატარააო , ჯერ ადრეა არ ქონაზე საუბარიო.

შევაქე უფრო ადამიანობისთვის და ჩემი სიმშვიდისთვის დღეს smile.gif))
მართალია სერგომაც მითხრა იგივე, ბადრიმაც - რომ ეს პრობლემა როგორც წესი არაა,
მაგრამ სპარტაკის ლაპარაკმა უფრო იმოქმედა დღეს. ალბათ, მეც შეგუებული მივედი და ეგეც იყო smile.gif))

სერგოს მე ყოველთვის ვენდობი , ჩემთვის მაინც პირველია

* * *
narkozeli
QUOTE
გოგოებო ჰელფ, ყველაზე ხარისხიანი რომელი ოვულაციის ტესტებია?

მამაჩეკის გვანც,
11 ლარამდე ღირს 5 ცალია შეკვრაში.

Posted by: PoisonnIvy 22 Jul 2021, 15:52
Redial
ვაიი ბუთქუჩააა
ჩემი 30 კვირაზე კილო 400 იყო
მითხრეს რომ დიდი ბავშვი არ არის მაგრამ ვადის მიხედვით ნორმალური წონააო


Posted by: Redial 22 Jul 2021, 16:21
PoisonnIvy
კი მთავარი ეგაა, ვადებში არიან და რადიოლოგი მაინც მიახლოებით ზომავს love.gif

რა ქენი სისხლის ამბებზე? ჩამოხვედი თბილისში?

Posted by: kekuna 22 Jul 2021, 16:29
შეწყდა ჩემი ორსულობა. ვაკუუმ ასპირაციაზე მივდივარ

Posted by: emiblack 22 Jul 2021, 16:49
kekuna
(((( როგორი ცუდი ამბების დღეა ... ეცადე გამხნევდე და გაუძლო (((

Posted by: margarita7 22 Jul 2021, 17:15
kekuna

ძალიან გულსატკენია, შეეცადე შენს ქმართან ერთად იპოვო შვება, ჩვენც მზად ვართ გაგამხნევოთ რითიც შეგვიძლია.

Posted by: kekuna 22 Jul 2021, 17:44
margarita7
emiblack
ისე ნერვიულობს არვიცი როგორ გადაიტანს (((

Posted by: Katerina_N 22 Jul 2021, 17:55
kekuna
ერთმანეთი უნდა გაამხნევოთ ერთად გადაიტანთ სამწუხაროთ უმეტესობას გვაქვს გამოვლილი მსგავსი დღეები.. ნელ ნელა ძალა და იმედი ბრუნდება ❤

Posted by: takotatuli1989 22 Jul 2021, 18:12
kekuna
ძალიან ვწუხვარ sad.gif( საშინელი სტრესია მაგრამ ერთმანეთზე უკეთ ვერავინ გადაგალახინებთ ამ რთულ დღეებს sad.gif(

Posted by: Elennee 22 Jul 2021, 18:19
kekuna
ძალიან მეწყინა sad.gif
გახსოვდეს რომ ამით არაფერი მთავრდება და წინ ყველაფერი ძალიან ლამაზი და ფერადი გელოდება ❤

Posted by: emiblack 22 Jul 2021, 18:41
Redial
როგორ დაგიმახსოვრებია ... კი , 25 ივლისი იყო ...

Posted by: Kandinskaia 22 Jul 2021, 19:32
kekuna
რა სამწუხაროა sad.gif( წინ გაქვს ყველაფერი, გამხნევდი :*

Posted by: Clue 22 Jul 2021, 19:38
kekuna
ძალიან სევდიანი ამბავია( მაგრამ იცოდე არ ხარ მარტო, ბევრს იგივე გამოცდილება გვაქვს და სულ მალე ახალი -კარგი ამბებით იქნებით აღტყინებული დარწმუნებული ვარ ❤️
* * *
Redial
რა კარგია რომ დამშვიდდი ნელ-ნელა, ექიმის დამოკიდებულებასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვა.
პლაცენტის ხარისხი 29 კვირაზე მე I დამიწერა, რაღაცა მეც ადრე მეჩვენება

Posted by: ninunin 22 Jul 2021, 20:04
Redial
არ იბერვიულო მაგ თირკმელზე ჯანმრთელია შენი ბაია, <3 გგულშემატკივრობ მთელი გულოთ, ვიცი რომ ყველაფერი კარგად გაქვთ და გექნებათ, 31 კვირაზე პლაცენტის სიმწიფე 1 ნორმაა კი smile.gif მე მქონდა მაგ ვადაზე ზუსტად ეგრე პლაცენტის სიმწიფე და 38 ზე 2 უკვე და 38 კვირაზე დაიბადა ჩემი ბაია თავისით smile.gif
narkozeli

QUOTE

გოგოებო ჰელფ, ყველაზე ხარისხიანი რომელი ოვულაციის ტესტებია?

მამა ტესტი პსპ.ში იყიდება ყველაზე კაი ხარისხია საოვულაციო ტესტესტებს შორის, 2 შეკვრა მიდევს გაუხსნელი არ იყიდო მოგცემ სანამ დავორსულდებოდი ვიყიდე ბლომსდ ერთ შეკვრა ვიხმარე და მალევე დავრჩი, სადღაც 300 არაგველისკენ მოშაობ როგორც მახსოვს ახლოს ვხოვრობ მე უფრო ცენრტისჯენ და თუ გადაწყვიტავ შემეხმიანე

Posted by: dancing in the moonlight 22 Jul 2021, 20:26
QUOTE
kekuna

რთულია ,მაგრამ ეცადე თავი ხელში აიყვანო,განწყობა,სიმშვიდე და ფსიქოლოგიური მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია ,მალე გამოანათებს შენსკენ ,ყველაფერი კარგად გექნება აუცილებლად
სასოწარკვეთაში ნუ ჩავარდები. love.gif love.gif love.gif
* * *
tsh -ის პასუხი მომივიდა ახლა მეილზე -2.68. ნორმა მითითებული აქვს 0.35-5.5.
ამ მონაცემებით ნორმაში მაქვს ხომ ,სანამ ექიმთან მივიდოდე ,მაინც ვკითხულობ

Posted by: nopiahopi 22 Jul 2021, 22:58
Redial
QUOTE
არ შემიძლია არ დავწერო კიდევ ერთხელ რა კარგი ადამიანია სპარტაკ გელაშვილი
მაგასთან ვიყავი დღეს ექოზე.

ძალიან დადებითი ემოცია მოდის მაგ კაცისგან. მეც მაგ ვადაზე დამიწერა რაღაც პრობლემა და იქვე ლექცია წამიკითხა, რომ ესე ხდება და გამოსწორებადია და არ უნდა ვინერვიულო, უბრალოდ რახან ჩანს, ვალდებული ვარ დავაფიქსიროო. ძალიან კარგი ადამიანია. ჩემი გოგო მახლდა მაშინ ეხოზე და რომ გაიგო ეს ლაპარაკი და ჩამეძაბა, ხომ ჯანმრთელია ჩემი ძამიკოო და ცრემლები მოადგა, ცალკე იმის ხასიათოს გამოკეთებაზე ზრუნავდა სპარტაკი, ისეთი ფოტოები უნდა გადავუღოო, შენი ხმა რომ ესმის ნახე როგორ იღიმისო (მართლა იღიმოდა დაიკოს ხმაზე) და მოკლედ, თერაპიაა მაგასთან მისვლა smile.gif
ძალიან მიხარია, რომ რეალურად ათვითცნობიერებ, პრობლემა კი ჩანს, მაგრამ არანაირ დისკომფორტს არ შეუქმნის შენს პანდას ის თირკმელი smile.gif

აუ რა დრო გასულა, უკვე დიდი ბიჭოა!!

Posted by: klubnika 23 Jul 2021, 04:39
გოგოებო გამარჯობა
როგორ ხართ?
26 კვირაზე საშვილოსნოს ყელი 40მმ ნორმაა თუ იცით?
* * *
Redial
nopiahopi
მეც სპარტაკთან ვიყავი გუშინ
სურათები კი არ დამრჩა მაგრამ კმაყოფილი წამოვედი
დადებითი ადამიანია

Posted by: lelukaa 23 Jul 2021, 10:24
klubnika
QUOTE
40მმ ნორმაა

ძაან კაი ზომაა, წამით რომ არ გაქვს სანერვიულო ისეთი.

QUOTE
26 კვირაზე

წონაში რამდენია?


ანტირეზუსული ვინც გაიკეთეთ 28 კვირაზე, 26 კვირაზე გაკეთებული ანტისხეულების პასუხების მიხედვით ქენით თუ 28 ზეც გაიკეთეთ? არის შანსი რო 26 ზე არ იყოს ანტისხეულები და 28 ზე იყოს?

Posted by: PoisonnIvy 23 Jul 2021, 10:28
lelukaa
არ მქონდა ანტისხეულები მაგრამ მაინც გავიკეთე ნემსი

თავი დაიზღვიო ჯობია

Posted by: lelukaa 23 Jul 2021, 10:33
PoisonnIvy
თუ არისო მაგ შემთხვევაში არ კეთდებაო ექიმმა. მაგიტო მაინტერესებს, 26 კვირაზე არ მქონდა და 28 კვირაზე გადავიმეორო და პასუხის მიხედვით გავიკეთო თქო ვფიქრობ.

Posted by: PoisonnIvy 23 Jul 2021, 10:38
lelukaa
უიი

არ ვიცოდიი
და თუ არის ამ შემთხვევაში რა ხდება ნეტა?
ნემსს რომ არ გაიკეთებ?

მშობიარობის მერე გააკეთებენ?

Posted by: lelukaa 23 Jul 2021, 10:50
PoisonnIvy
თუ არის, ესეიგი უკვე წარმოიქმნა რეზუსკომფლიქტი და უკვე სხვაგვარად მართავენ პციენტებს. ანტისხეულების გაჩენის ალბათობა მე3 ტრიმესტრში იმატებს და ნემსით ვეხმარებით ორგანიზმს რო არ წარმოქმნას ისინი.

ნახე, აქ ძალიან კარგადაა ახანილი ყველაფერი.
https://www.imediclinic.com/tema/5736162

Posted by: narkozeli 23 Jul 2021, 11:19
Redial

კი, ნამდვილად, ჩემთვისაც მასეა.

QUOTE
მამაჩეკის გვანც,


მადლობაა love.gif მაგას ვიყიდი

kekuna

რა ცუდი ამბავია (( გამაგრდი.
* * *
lelukaa

27 კვირაზე გაკეთებულის მიხედვით გავიკეთე მე.

ninunin

ვაიმე რა ოქრო გოგო ხარ love.gif კი მანდ ვმუშაობ და მარჯანიშვილზე ვცხოვრობ, სადაც მეტყვი იქ მოვალ. შენ არ დაგჭირდება ნამდვილად?

იქნება მეორე მოინდომო მალევე biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: ninunin 23 Jul 2021, 11:28
narkozeli
QUOTE

ვაიმე რა ოქრო გოგო ხარ  კი მანდ ვმუშაობ და მარჯანიშვილზე ვცხოვრობ, სადაც მეტყვი იქ მოვალ. შენ არ დაგჭირდება ნამდვილად?

იქნება მეორე მოინდომო მალევე 

კი მოგწერ პმ ს smile.gif
* * *
არა რა მეორეს, ეხლა რო დამკლა ერთი ორი წელი ბავშვის დაგეგმვისგან მე პასს biggrin.gif

Posted by: Kandinskaia 23 Jul 2021, 11:43
აუ შარიქაძე, მათითაშვილი და ტატიშვილი მთელი აგვისტო შვებულებაში არიან და ვისთან მივიდე რას მირჩევთ?
22-ე კვირაზე დამიბარა არადა შარიქაძემ, მნიშვნელოვანი კვირააო და 24-ზე რომ მივიდე სექტემბერში ბარემ, დავაშავებ რამეს? smile.gif

Posted by: ninunin 23 Jul 2021, 11:47
Kandinskaia
24 ზე შეგიძლია მისვლა კი
* * *
მოკლედ, სანამ არ ხარ გამოცდილი დედა ბევრ ნიუანსებს წინასწარ ვერ ხვდები, ერთი ხელით დასაკეცი კალიასკა რო არ ვიყიდე ძნ ვნანობ, ამიტომ ვაპირებ ვუყიდო და ეს რაც მაქვს ნეტა თუ გაიყიდება

Posted by: Kandinskaia 23 Jul 2021, 12:14
ninunin
რომელი კალიასკა გაქვს ეზლა?

Posted by: ninunin 23 Jul 2021, 12:16
Kandinskaia
შიკ ბებესი ტრანსფორმერი, ძნ კაი ეტლია პროსტა ატანა ჩატანა მეზარება არაკომპაქტურობის გამო

Posted by: Kandinskaia 23 Jul 2021, 12:21
ninunin
მეც ვერ გადამიწყვეტია ჯერ რომელი ვიყიდო, კომპაქტური მინდა თან მანქანაშიც დიდი ადგილი რომ არ დაიკავოს.

გუშინ ვიყავი ექოზე და კაი პუტკიჩა გოგოაო, ცოტა უსწრებს თავის ვადებს ზომებით და წონით. ხილს ვჭამ ძალიან ბევრს და ეგ მოქმედებს ვითომ? თუ არაფერ შუაში არაა ჭამა?

Posted by: ninunin 23 Jul 2021, 12:24
Kandinskaia
კომპაქტური ჯობია, თბილისში გზებიც არააა ადაპტირებული ეტლისთვის სასიარულოდ , წასაღებად ,მანაქნაში და ჩასატანად მარტივია

Posted by: takotatuli1989 23 Jul 2021, 12:27
დღეს ხეცურიანმა ეხოზე დამიწერა საშვილოსნოს ყელთან ფიქსირდება ,,სლაჯი"_ო და იგივე შემღვრევა არის წყლებისო, უბრალოდ ესეთი იშვიათად ფიქსირდებაო და სავარაუდოდ ანტიბიოტიკებს დაგინიშნავენო. ჰემატომა ისევ 8 სმ-ია, სიგანეში არის შემცირებული 4 -დან 2-სმ-მდე. ექიმთან იმხელა რიგია ამოთხარა ნერვები და ვეღარ გავჩერდი. წამოვედი წამოვწექი სახლში და მივუბრუნდები მერე.

Posted by: NINA33 23 Jul 2021, 12:51
QUOTE (Kandinskaia @ 23 Jul 2021, 11:43 )
აუ შარიქაძე, მათითაშვილი და ტატიშვილი მთელი აგვისტო შვებულებაში არიან და ვისთან მივიდე რას მირჩევთ?
22-ე კვირაზე დამიბარა არადა შარიქაძემ, მნიშვნელოვანი კვირააო და 24-ზე რომ მივიდე სექტემბერში ბარემ, დავაშავებ რამეს? smile.gif

აუ სერგოც მთელი აგვისტო შვებულებაშია? cry.gif
არ მომეწონა ეგ ამბავი lol.gif

Posted by: narkozeli 23 Jul 2021, 13:16
ninunin
QUOTE
არა რა მეორეს, ეხლა რო დამკლა ერთი ორი წელი ბავშვის დაგეგმვისგან მე პასს


კაკ რას ორი წლის ხდება ჩემი ბიჭი და მოვედი მეორეს დასაგეგმად biggrin.gif

მადლობა უდიდესი love.gif

Kandinskaia

ყოველ ზაფხულს ეგ პრობლემაა კი, მეც მასე მომიწია და აგვისტოში კობასთან მივედი ხაჭვანთან ავერსში და მერე ჭიღლაძესთან მედიქეაში. ორივე ნორმალურია

გენრიეტასთანაც შეგიძლია მარა მაგ ქალს ყველა ლანძღავს რა :შ


QUOTE
მოკლედ, სანამ არ ხარ გამოცდილი დედა ბევრ ნიუანსებს წინასწარ ვერ ხვდები, ერთი ხელით დასაკეცი კალიასკა რო არ ვიყიდე ძნ ვნანობ, ამიტომ ვაპირებ ვუყიდო და ეს რაც მაქვს ნეტა თუ გაიყიდება


მაგას ვღაღადებ მე სულ. მაგიტო ვლოცავდი ჩემს კალიასკას, ეხლა ხო გესმის ჩემი biggrin.gif

ბეიბიზენ იოიო და ანექსის ეარიქსი არის იდეალური მაგ ამბისთვის რა. ჩემი კალიასკა დღემდე არის ჩემი მარჯვენა ხელი.
ვაბშე ყველაფერი იყიდეთ მაქსიმალურად კომპაქტური, კეცვადი და ა.შ. თითქოს არაფერი და ჩემსავით სულ საბოდიალოდ თუ დაგყავს ბავშვი, 2 მანქანა არ გეყოფა ნივთებისთვის თუ ყველაფერი კომპაქტური არ გაქვს

Posted by: nopiahopi 23 Jul 2021, 13:34
narkozeli
QUOTE
იყიდეთ მაქსიმალურად კომპაქტური, კეცვადი

მაგას ვღაღადებ, მაგრამ მიჯერებს ვინმე? biggrin.gif

Posted by: Redial 23 Jul 2021, 13:55
nopiahopi
QUOTE
ძალიან მიხარია, რომ რეალურად ათვითცნობიერებ, პრობლემა კი ჩანს, მაგრამ არანაირ დისკომფორტს არ შეუქმნის შენს პანდას ის თირკმელი


კი ნამდვილად იმედიანად ვარ, დღეს ექიმსაც ვესაუბრე ღუდუშაურში ხო არ გავაჩინო თქო
და იმანაც ვერავითარ ჩვენებას ვერ ვხედავო. თუმცა მაგ საკიტხზე კიდევ ჩამოვყალიბდები.

ისე ღუდუშაურში ვინც წახვედით, ნატას ახსენებდით და სოფო თამაზაშვილი ვიცი კიდევ.
ვინმეს ხომ ვერ მირჩევდით?


narkozeli
QUOTE
მადლობაა  მაგას ვიყიდი

სახელი არასწორად მახსოვდა, მამა ტესტი. მამა ჩეკი არა )))
პსპ-შია ეგეც



Posted by: ninunin 23 Jul 2021, 14:12
nopiahopi
QUOTE

მაგას ვღაღადებ, მაგრამ მიჯერებს ვინმე?

როცა არ გაქვს გამოცდილება ეგრეა, ნეტა ეს თუ გამეყიდება რო გავყიდო
* * *
narkozeli
ბიუჯეტურები აქვს ჰაუკს კიკობოსაც ხო ნუ მივქარე მარა არ მქონდა გამოცდილება არც დავიჯერებდი მარა ფაქტია რო ესე რთულია ამის ტარება ყველგან
* * *
Redial
QUOTE

სახელი არასწორად მახსოვდა, მამა ტესტი. მამა ჩეკი არა )))
პსპ-შია ეგეც

კი ეგაა გვნაცას რას უნდა მივცე მამა ტესტი

Posted by: Nnia 23 Jul 2021, 14:37
ვიყავი დღეს ექოზე გიგისთან. ახალი აპარატი დამხვდა და ისეთი კარგია მოკლედ კმაყოფილი ვარ. ხელი კი არ ჩამოიღო ცალი თვალიდან გაგუდულს ეძინა, მაგრამ პროფილში მაინც ვნახე. 1380+- 200გ ყველაფერი ნორმაში გვაქვს. მარა უკვე ვცმუკავ როდის გავა ეხლა ეს 2 თვე. ყელი 34 იო მგონი ნორმალურია ხო? სიმწიფე ისევ 0. აგვისტოს ბოლოსკენ მიწევს შემდეგი ექო 34 კვირაზე, ან იქამდე რა მოითმენს.

Posted by: narkozeli 23 Jul 2021, 14:47
nopiahopi

აბა გოგო :დ ჩემმა სადაქალომ დიდი ეტლები ვისაც ქონდა გაყიდა უმრავლესობამ და ბოლოს მაინც მსუბუქები იყიდეს

Redial
QUOTE
ისე ღუდუშაურში ვინც წახვედით, ნატას ახსენებდით და სოფო თამაზაშვილი ვიცი კიდევ.
ვინმეს ხომ ვერ მირჩევდით?


ღუდუშაურში რეზო სულუხია, ნატა ფირცხალავა სოფო თამაზაშვილი- გადასარევი სამეულია.
ჩაჩავაში ნუკრი ქსნელაშვილს ვენდობი.
პინეოში ზაზა სინაურიძეს

ninunin

მოკლედ ბრილიანტი გოგო ხარ! შეგხვდები და გამოგართმევ, კარგ ხელზე მომცემ ზუსტად ვიცი biggrin.gif love.gif


QUOTE
ბიუჯეტურები აქვს ჰაუკს კიკობოსაც ხო ნუ მივქარე მარა არ მქონდა გამოცდილება არც დავიჯერებდი მარა ფაქტია რო ესე რთულია ამის ტარება ყველგან


კი კი, ბიუჯეტურებსაც აქვთ

Posted by: Kandinskaia 23 Jul 2021, 15:17
NINA33
QUOTE
აუ სერგოც მთელი აგვისტო შვებულებაშია? 
არ მომეწონა ეგ ამბავი 

მეც არ მომეწონა, შარიქაძეზე რომ გავიგე მეთქი სერგოსთან მივალთქო და... biggrin.gif

narkozeli
QUOTE
ყოველ ზაფხულს ეგ პრობლემაა კი, მეც მასე მომიწია და აგვისტოში კობასთან მივედი ხაჭვანთან ავერსში და მერე ჭიღლაძესთან მედიქეაში. ორივე ნორმალურია

გენრიეტასთანაც შეგიძლია მარა მაგ ქალს ყველა ლანძღავს რა :შ

გენრიეტასთან არ მინდა, ადრე ვარ ნამყოფი არაორსული და დიდად არ მომეწონა, მოშორებაზეა მგონი სწრაფად რომ გამოგიშვას. ალბათ მაინც შარიქაძეს დაველოდები, პირველ სექტემბერს ჩავეწერები biggrin.gif

ამ ეტლებზე ცოტა დავიბენი, მსუბუქებს და კომპაქტურებს რომ ამბობთ ეგენიც ტრანსფორმერ ეტლებია? თუ მარტო სასეირნო?

Posted by: narkozeli 23 Jul 2021, 15:42
Kandinskaia

ეხლაც მახსოვს ჩემს დაბადების დღეზე ანუ 15 სექტემბერს ვიყავი ბადრისთან, ზუსტად მაგ დღეს გამოვიდა შვებულებიდან biggrin.gif


QUOTE
ამ ეტლებზე ცოტა დავიბენი, მსუბუქებს და კომპაქტურებს რომ ამბობთ ეგენიც ტრანსფორმერ ეტლებია? თუ მარტო სასეირნო


ორივენაირია. ჩემსას მაგალითად ლულკა მოყვება და პირველი 6 თვე ლულკიანში მყავდა და 6 თვიდან სასეირნო პოზიციაზე მიყენია. თუმცა ზუსტად ისეთივე კომპაქტური ლულკა აქვს, როგორიც სასეირნო, ანუ ერთი ხელის მოძრაობით კეცვადი და უმსუბუქესი

Posted by: ninunin 23 Jul 2021, 15:50
narkozeli
QUOTE

მოკლედ ბრილიანტი გოგო ხარ! შეგხვდები და გამოგართმევ, კარგ ხელზე მომცემ ზუსტად ვიცი 

აუ ძნ გულით მინდა ზუსტად ისე იყოს როგორც გეგმავ:** <3 და ვიცი რომ იქნება :**

Posted by: Clue 23 Jul 2021, 16:02
lelukaa
გამოკეთა ანტისხეულების ანალიზი, არ ამომივიდა, მაგრამ ასეთი ფრაზა მითხრა რომ იმუნოგლობულინს მაინც გაგიკეთებ არ აქვს პასუხს მნიშვნელობაო, გავიკეთე კიდეც 29 კვირაზე

Posted by: NINA33 23 Jul 2021, 16:08
QUOTE (Kandinskaia @ 23 Jul 2021, 15:17 )
[
[/QUOTE]
მეც არ მომეწონა, შარიქაძეზე რომ გავიგე მეთქი სერგოსთან მივალთქო და... biggrin.gif


გამიჩნდა ეხლა საფიქრალი. გადავწყვიტე საბახტარაშილის კლინიკაში წავიდე ეხოზე თქო და იქაც აგვისტოში ისვენებენ.
lol.gif
ხაჭვანს აქებთ აქ გოგოებო და მეყოლება ვარიანტად. იმედია ყველა შვებულებაში არ გავა მთელი თვით lol.gif

Posted by: Elennee 23 Jul 2021, 16:13
NINA33
ავერსში ედუარდ ზაქარეიშვილია კიდევ ძალიან კარგი

Posted by: Clue 23 Jul 2021, 16:23
QUOTE (nopiahopi @ 23 Jul 2021, 13:34 )

QUOTE
იყიდეთ მაქსიმალურად კომპაქტური, კეცვადი

მაგას ვღაღადებ, მაგრამ მიჯერებს ვინმე? biggrin.gif

მე საერთოდ ერთი სიგიჟე იდეა მომივიდა, აი ოქტომბერში - სექტემბრის ბოლოს ბავშვი რომ დაიბადება 2 თვე სახლიდან ხო ვერ გავიყვან (თან ამ კოვიდის ისტერიაში, მქს ვერანდაზე მყავდეს), მერე ზამთარი უწევს და პარკებში სეირნობის სეზონიც არ იქნება და გაზაფხულისთვის ხო არ ვიყიდო ეტლი და ისიც მსუბუქი სასეირნო.
მანამდე მანეჟით, შეზლონგით და საწოლით ისიამოვნოს. თუ რამე და ჩემი დისშვილის გვაქვს დედაჩემთან შენახული მთელი კომპლექტი.
ძაან სიგიჟეა თუ არის სიმართლესთან ახლოს?
* * *
ესე ძაალიან საჭიროა პირველ 3 თვე ეტლი? თან სახლში? როგორ ხმარობთ თქვენ?

Posted by: lelukaa 23 Jul 2021, 16:32
Clue
რა გითხრა აბა?!
გაჩენის მერე უთუოდო და ეხლა თუ ამოვა ანტისხეულები აღარ გაიკეთოო მითხრა.

გოგოებო, ხვალ ყოფილა ვიშლისთის დაბადების დღე, 1 კვირიანი ფასდაკლებები იგეგმებაო. გამოგადგეთ ეგებ ეს ინფო.

Posted by: anibani18 23 Jul 2021, 16:34
narkozeli
გვანც, ძალიან ინდივიდუალირია ყველაფერი. მე ეტლი გამოვიყენე პირველი 5 თვე და ვსიო, აღარ ჯდება ჩემი შვილი ეტლში. დავათრევ ხელით ან კენგურუთი. რომ ვუყურებ რა მშვიდად ზიან დიდი ბავშვები ეტლებში, გულზე ვსკდები.
სამაგიეროდ ფართო საწოლს ძალიან კარგად ვიყენებ.
Redial
რეზო სულუხია ღუდუშაურში. უძვირფასესი, ძალიან ძლიერი ექიმი და არაჩვეულებრივი პიროვნება.
ninunin
მე მაქვს ჰაუკი. მარტივად იკეცება და იშლება, მაგრამ მაინც მძიმეა. სამაგიეროდ ვირია, ისეთი გამძლეა. კენგურუ არ იყიდე? მე ისევ გადმოვიღე კენგურუ. ახლა ბაკურიანში ვარ და ჩავსვამ შიგ და დამყავს კენგურუთი.

Posted by: nopiahopi 23 Jul 2021, 16:34
Clue
ბავშვი დაბადებიდან უნდა გყავდეს ჰაერზე, არახალხმრავალ ადგილას გაიყვან, რა პრობლემაა. ზამთარში მითუმეტეს აუცილებელია, ჰაერი სუფთაა. რაქიტის პრევენცია მაგითი ხდება, ჰაერზე ყოფნით.

ნუ მე გამოწერიდან მეორე დღესვე ვიწყებ ხოლმე გარეთ გაყვანას. სხვისი არ ვიცი biggrin.gif

Posted by: anibani18 23 Jul 2021, 16:36
Clue
ძალიან კარგი აზრია. მე ვინ კითხავს, მაგრამ მაინც ვიტყვი smile.gif თუ გაქვთ თან კომპლექტი, რა საჭიროა ახალის ყიდვა. შეზლონგი არის ძალიან კარგი. მე ძალიან კარგად გამოვიყენე.
გარეთ ვაყვანა კი აუცილებელია. თავიდანვე თან. სადაც ხალხი არ არის იქ ოღონდ.

Posted by: lelukaa 23 Jul 2021, 16:36
takotatuli1989
სამშაბათს ვიყავი ლანა ეზიაშვილთან ეხოზე და წყლებზე ვკითხე. რაო ვინმემ ჰო არ შეგაშინაო, ბოლოზე ოდნავ იყო შემღვრეული თქო და თანამედროვე მოდგომებითო წყლების შესახებ ინფო აღარ იწერებაო, აღარ ექცევა ყურადღებაო რავი. არასა ჩემი ეკა სულ მიწერს ხოლმე წყლების ამბავს, უფასო სადაც იწევს იქაც მიწერს ხოლმე თამარი.

Posted by: ninunin 23 Jul 2021, 16:36
anibani18
QUOTE

მე მაქვს ჰაუკი. მარტივად იკეცება და იშლება, მაგრამ მაინც მძიმეა. სამაგიეროდ ვირია, ისეთი გამძლეა. კენგურუ არ იყიდე? მე ისევ გადმოვიღე კენგურუ. ახლა ბაკურიანში ვარ და ჩავსვამ შიგ და დამყავს კენგურუთი.

ვიყიდე და პედიატრმა 3 თვემდე არ ჩასვაო მაინც რბილია ძვლებიო რამდენად დაეჯერება არ ვიცი მარა თავი შევიკავე ცოტახანი

* * *
nopiahopi
კიკობოს ქლოე მძიმეა თუ იცი?

Posted by: lelukaa 23 Jul 2021, 16:40
ninunin
QUOTE
კიკობოს ქლოე

ძაან ლამაზი მოდელია <3

კენგურუ თუნერგონომიულია დაბადებიდან შეიძლება ჩასმაო.

Posted by: ninunin 23 Jul 2021, 16:40
Clue
ბავშვის გარეთ გაყვანა აუცილებეკი დაბადებიდანვე ეხლა ჭირს სიცხეში მხოლოდ დილის საათებშია სასრგებლო, ზამთარში და შემოდგომაზე სულ.უნდა ატარო კარგი პერიოდია
* * *
lelukaa
ხოდა მაგას დავადგი თვალი მძომე თუ არაა
* * *
ეტლს კი ვიყენებ აი საწოლს ვერ არ წვება ცოცხალი თავით, უბრალოდ ეტლი კომპაქტური მინდა
* * *
lelukaa
[quote]
კენგურუ თუნერგონომიულია დაბადებიდან შეიძლება ჩასმაო[/quote
კუ ერგონომიულია მქრა ვერ გავიგე მე ამათი ერთი ნორმ.პედიატრს უნდა ვკითხო

Posted by: lelukaa 23 Jul 2021, 16:46
ninunin
მსუბუქი ჩანს, კომენტარებში წერენ ძაან მსუბუქი და კომფორტულიაო. თვის ბოლომდე აქციაშია და 850 ლარის მაგიერ ღირს 500 ლარი + ეტლია ორთოპედიული მატრასიო.


Posted by: ninunin 23 Jul 2021, 16:48
lelukaa
QUOTE

მსუბუქი ჩანს, კომენტარებში წერენ ძაან მსუბუქი და კომფორტულიაო. თვის ბოლომდე აქციაშია და 850 ლარის მაგიერ ღირს 500 ლარი + ეტლია ორთოპედიული მატრასიო.

მადლობა smile.gif

Posted by: nopiahopi 23 Jul 2021, 16:52
Elennee
QUOTE
ავერსში ედუარდ ზაქარეიშვილია კიდევ ძალიან კარგი

+ 1
ninunin
QUOTE
კიკობოს ქლოე მძიმეა თუ იცი?

წონა არ ვიცი. მაგრამ ეგ რომ გირჩიე, მახსოვს biggrin.gif ისე ვნახე და ბიუჯეტურებში ძალიან მომეწონა. თუ გექნა დრო, მაინც ადგილზე მოსინჯე, ზომა-წონა როგორ დაგაკმაყოფილებს. კომპაქტური არის და ვიზუალირადაც მშვენიერია.

Posted by: Clue 23 Jul 2021, 16:55
რადგან მძიმე მეტალები სულ დაბლაა, ვფიქრობ ვერანდით შემოვიფარგლო

Posted by: ninunin 23 Jul 2021, 16:55
nopiahopi
მოკლედ გავალ და ადგილზე ვნახავ ისე ადგილზე მოტანა იდეალურია მარა თუ ვერ შევძელი მისვლა შეიძლება დავიკიდო და ვიყიდო ვნახოთ

Posted by: Clue 23 Jul 2021, 17:00
ninunin
ლინკი ჩააგდე რომელი მოდელია

Posted by: nopiahopi 23 Jul 2021, 17:00
ninunin
ადგილზე ნახვა ყველა ვარიანტში ჯობია, საიტზე ყველაფერი უფრო მომხიბვლელია biggrin.gif

Posted by: klubnika 23 Jul 2021, 17:35
დიდი ხანია არ მინერვიულია
და გამოხტა
26 კვირაში ვარ
გუშინ ექოზე ვიყავი
940 გრამია
ყველაფერი კარგად აქვსო
ხვალ შარდი უნდა გავიმეორო sad.gif

user posted image

user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image

user posted image

Posted by: takotatuli1989 23 Jul 2021, 20:51
lelukaa
მოკლედ, ეს სლაჯი არ ყოფილა ჩვეულებრივი წყლების შემღვრევა. ამ ტიპის ზედმეტად ბლანტი შემღვრევა ყელთან არის ინდიკატორი ხშირად ყელის დამოკლებული და ნაადრევის დაწყების მარა ჩემ შემთხვევაში იმსიგრძეა ყელი ნაკლები შანსია მაგისი. უფრო ჰემატომას აბრალებენ, რომელიც ნელ-ნელა ჩამოდის ბლანტი სახით მარა არაა გამორიცხული იყოს დაჩირქება წასული ამ ჰემატომის ან რაიმე სხვა ინფექცია. დამინიშნეს ანტიბიოტიკი 7 დღე, პლიუს მაელანის სანთლები, პლიუს ე ვიტამინი, ფრაქის ვაგრძელებ, უტროჟესტანსაც და რავი უნდა ვყლაპო ტონა წამლები, დავიც, დუფასტონი. კაროჩე ნერვი აღარ მაქ. ხვალ დილას სისხლის საერთოს გავიკეთებ და მერე ორ კვირაში უნდა მივიდე კოაგულოგრამას, სრულ ეხოზე და რაღაც ინფექციის ემ ჯგუფის შესამოწმებლად.

Posted by: dancing in the moonlight 23 Jul 2021, 21:25
ექოსკოპიაზე ვიყავი ვერ მოვითმინე 12 კვირამდე biggrin.gif
.10 კვირის და 4დღის ვარ ,ტონუსი გაქვსო ,ეცადე წამოწვე ხშირად დაისვენეო.გეტყობა აქტიური ხარო.სხვა მხრივ ყველაფერი ნორმაშია ,იმიტომ მეწიწკნება ხოლმე მარჯვენა საკვერცხესთან ტონუსს სცოდნია .ვეცდები ეს დრო ცოტა გავპასიურდე )))

Posted by: NINA33 23 Jul 2021, 21:40
QUOTE (takotatuli1989 @ 23 Jul 2021, 20:51 )
lelukaa
მოკლედ, ეს სლაჯი არ ყოფილა ჩვეულებრივი წყლების შემღვრევა. ამ ტიპის ზედმეტად ბლანტი შემღვრევა ყელთან არის ინდიკატორი ხშირად ყელის დამოკლებული და ნაადრევის დაწყების მარა ჩემ შემთხვევაში იმსიგრძეა ყელი ნაკლები შანსია მაგისი. უფრო ჰემატომას აბრალებენ, რომელიც ნელ-ნელა ჩამოდის ბლანტი სახით მარა არაა გამორიცხული იყოს დაჩირქება წასული ამ ჰემატომის ან რაიმე სხვა ინფექცია. დამინიშნეს ანტიბიოტიკი 7 დღე, პლიუს მაელანის სანთლები, პლიუს ე ვიტამინი, ფრაქის ვაგრძელებ, უტროჟესტანსაც და რავი უნდა ვყლაპო ტონა წამლები, დავიც, დუფასტონი. კაროჩე ნერვი აღარ მაქ. ხვალ დილას სისხლის საერთოს გავიკეთებ და მერე ორ კვირაში უნდა მივიდე კოაგულოგრამას, სრულ ეხოზე და რაღაც ინფექციის ემ ჯგუფის შესამოწმებლად.

მთავარია ბავშვები იყვნენ კარგად და უნდა გაუძლო ამ პერიოდს 2kiss.gif
წეღან უნდა მეკითხა სლაჯი რა არის თქო და კი ახსენი.

Posted by: takotatuli1989 23 Jul 2021, 23:05
NINA33
სლაჯი და ჯანდაბა, არ დასრულდა ეს ,,სიურპრიზები" რა .... მოკლედ, ხვალ გადამივლის ეს ნერვების თხლეშვა და დავიბრუნებ კარგ განწყობას.

Posted by: narkozeli 24 Jul 2021, 09:35
ninunin
❤️❤️

Clue

ეგ იდეა ბევრს ქონდა, ზოგმა პირდაპირ სასეირნო იყიდა და კმაყოფილებიც არიან მაგრამ ზოგიერთს თავიდანვე კალიასკაში რო არ ეჯდა, აღარც გაუჩერდა 5-6 თვიდან პირდაპი როცა ჩასვეს.
ჩემი გაჩნდა ოქტომბრის ბოლოს და რავიცი დღის უდიდესი ნაწილს კალიასკაში ატარებდა, გამოწერის დღიდან 1 დღეც არ ყოფილა რომ კალიასკა არ გამოგვყენებინოს, ამიტომ ჩემთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ნივთი იყო, თან ამას სულ გარეთ დავათრევდი ხოლმე biggrin.gif სხვას შეიძლება სხვა გამოცდილება ქონდეს, ჩემი ასე იყო:*
* * *
anibani18

რა თქმა უნდა❤️ ფართო საწოლზეც სულ ვამბობ, ვიწრო სისულელეა, 8-9 თვიდან უნდა შეცვალო, წვალობენ ხოლმე. მეც კმაყოფილი ვარ ფართო საწოლით.
კალიასკა მართლა გამოყენებაზეა, მე დღემდე ვიყენებ ეხლა ზღვაზე ვართ და აქაც სულ კალიასკაში მიზის, რო ამოვსვამ იმდენს დარბის და ისეთი დევნა უნდა, კალიასკა მეკომფორტულება მარა აი რამდენიმე დღეა მეუბნება კალია არ წამოიღო ფეხით ფეხითო, მოწონს გიჟივით სირბილი და მე ქანც მაცლია :დ ვატყობ ნელნელა მეორე ბაიასთვის გადავინახავ, პატიოსნად მემსახურა და უზომოდ კმაყოფილი ვარ ამ ეტლის.

საწოლს რაც შეეხება, სექტემბრიდან თავის საწოლში გადამყავს. თავისი ოთახი მოვუწყეთ ლამაზი მყუდო და აი ამ საწოლში დაიძინებს.
თავის აღუების საწოლს მეორესთვის გადავინახავ))

user posted image
* * *
ოთახში ექნება ღია კარადა დაბლა ორი დახურული უჯრით,
ესეთი საწოლი:
user posted image
და ეს კომოდი:
user posted image

მგონი ეყოფა ვაჩეს ნივთებს ჯერჯერობით.

და აი ესეთი მაგიდა ვუყიდე სკამებით:

user posted image

user posted image
ჭამითაც აქ ვაჭმევ უკვე და ავკეცე სკამ-მაგიდა
ამ მაგიდას თავისი სათავსოები აქვს სათამაშოების ჩასაყრელად:


user posted image

მოკლედ, ძაან საყვარელი ოთახი გამოდის^_^

Posted by: ninunin 24 Jul 2021, 10:04
narkozeli❤️ ვაიმე ძალიან საყცარელი ვაჩე გყავს, თავის კოხტა ოთახით ❤️

Posted by: narkozeli 24 Jul 2021, 10:16
ninunin

მადლობა ნინ❤️❤️


Posted by: Kandinskaia 24 Jul 2021, 11:28
narkozeli
რა საყვარელი ოთახია გვანც <3
რამხელაა ეხლა ვაჩე? არ აპროტესტებს ცალკე რომ უნდა იყოს? biggrin.gif

Posted by: NINA33 24 Jul 2021, 11:39
narkozeli
რა მაგარი ბიჭი გყავს smile.gif ბედნიერი იყოს თავის ახალ სამფლობელოში. ძალიან ლამაზია ყველაფერი და პრაქტიკული. <3
* * *
takotatuli1989
პოზიტიურად უნდა განვეწყოთ.
ბადრიმ რამოდენიმე დღის წინ ვერ ვაფასებს ყელის ზომასო კარადო ( არადა ხო იცი როგორ ვაკონტროლებ მაგას), ვაგინალურის გაკეთების აზრი არააო მაინც ყველაფერი გაკეთებული გაქვსო ( პესარი იგულისხმა). ხოდა ამ ჩემი საყვარელი რადიოლოგიდან ისეთი ცუდი განწყობით წამოვედი რამოდნიმე დღე გამყვა. არადა ფსიქოლოგიას რამდენი შეუძლია, მაქსიმალურად პოზიტიურზე უნდა ვიფიქროთ.

Posted by: narkozeli 24 Jul 2021, 12:08
Kandinskaia

ოქტომბერში ხდება 2 წლის გვანც.
გოგო ამას დაბადებიდან ჩათვალე წარმოდგენა არააქვს ვისთან ძინავს, ვაწვენ თავის საწოლში და გამოვდივარ და თავისით იძინებს, დილითაც ჯერ მე ვდგები ხოლმე და მერე ეს. ღამე არასდროს გაუღვიძია, ამიტომ დიდი ალბათობით არ გაუჭირდება
* * *
NINA33

დიდი მადლობა❤️


ბადრი ჩემთანაც ვერ იყო პოზიტიური, ორჯერ ვიყავი მასთან ორსულობაში. კი საკმაოდ პოზიტიურია როგორც ადამიანი მაგრამ როგორც პროფესიონალი, ჯერ მარტო იმაზე გამანერვიულა თითებს რო უთვლიდა 10 წუთი სანამ ყველა თითი არ იპოვა დაძაბული იყო, მერე მარჯვენა ყურს ვერ ვხედავო და ამაზეც მანერვიულა, მესმის რომ დაკვირვებულია და ეს კარგია ძალიან, მაგრამ შეიძლება ეს ისე გააკეთო რომ ორსული არ აანერვიულო, მესმის შენი.

Posted by: NINA33 24 Jul 2021, 13:40
narkozeli
აი ზუსტად, თან რატომ ხარ დაძაბულიო.ნეტა რატო?
* * *
დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ეხლა ბავშვივით ნაწყენი ვარ.

Posted by: narkozeli 24 Jul 2021, 13:42
NINA33

ხოო მეც მაგას მეუბნებოდა biggrin.gif

მოკლედ გოგოებო დავრეგისტრირდი ფაიზერზე, ვიცრები 3 აგვისტოს.

Posted by: klubnika 24 Jul 2021, 14:08
გოგოებო ვერ ავცდი ანტიბიოტიკს
: (((
დაგილევიათ ორსულობაში ?

Posted by: Elennee 24 Jul 2021, 15:00
klubnika
კი, მე ვსვამდი 1 კვირა, ნუ ნერვიულობ, არაფერს ავნებს ამ ვადაზე ❤

Posted by: PoisonnIvy 24 Jul 2021, 15:48
klubnika
18 კვირაზეც დავლიე 10’ტაბლეტი

და ეხლაც დამინიშნეს

არ ინერვიულო, ამოქსიკლავის ჯგუფის ანტიბიოტიკები არ ვნებს ბავშვს

Posted by: Liza12 24 Jul 2021, 16:23
klubnika
ამხელა ლეიკოცტი და სიცხეარგაქვს ? რაღაც არასწორი ანალიზი მგონია.გადაამოწმე შარდი კიდევ.ცილაც მაღალია.ექიმმა რაო?

Posted by: PoisonnIvy 24 Jul 2021, 16:34
Liza12
შესაძლოა დომ არ ჰქონდეს
მე სისხლში მაქვს ლეიკოციტები ძაან მაღალი და არ მქონია სიცხე

Posted by: Liza12 24 Jul 2021, 17:19
PoisonnIvy
სისხლში კი სრულიად შესაძლებელია მაღალი ლეიკოციტების ფონზე სიცხე არიყოს.მარა 20 რომმქონია შარდში ლეიკოციტი მალევე სიცხეებიც დამეწყო. აქ საკმაოდ მაღალია ლეიკოციტი და ანთებითი პროცესია თირკმელებსა და საშარდე სისტემაში. ჩემი აზრით უნდა გადამოწმდეს შარდი.ანტიბიოტიკი კი საჭიროა და საერთოდ არგაქვს ამვადაზე სანერვიულო ანტიბიოტიკის გამო

Posted by: Lana25 24 Jul 2021, 17:46
PoisonnIvy
იყავი ჰემატოლოგთან??გაარკვიე რამე???

Posted by: PoisonnIvy 24 Jul 2021, 18:02
Lana25
ვიყავი კი
ანალიზები ჩამაბარებინეს თავიანთ ლაბორატორიაში და ორშაბათს მეცოდინება წესით ყველაფერი
ინფექციონისტ გიორგი კანდელაკთანაც უნდა მივიდე
უფრო
მეტად რაღაც ფარულ ინფექციას ვარაუდობენ, ალბათ ფილტვი ან რამე :/

Posted by: Elennee 24 Jul 2021, 18:08
PoisonnIvy
კანდელაკო ძალიან ძლიერია და აუცილებლად დაგაკვალიანებს კარგად. როდის მიდიხარ?

Posted by: PoisonnIvy 24 Jul 2021, 18:49
Elennee
ორშაბათს მივდივარ მაგასთანაც.
ანალიზები მომივა მეილზე და მივალ პასუხებით.

არ ჰქონდა ადგილი მაგრამ მაგდა ბეთანელმა ძაან სთხოვა და კაი მოვიდესო
ძალიან გამიმართლა

Posted by: Elennee 24 Jul 2021, 19:20
PoisonnIvy
ცოტა უცნაური და ხასიათის ტიპია, მაგრამ პროფესიონალია თავისი საქმის

Posted by: takotatuli1989 24 Jul 2021, 21:14
NINA33
კი განწყობა აუცილებელია. გოგო ჰემოგლობინი რამდენი გაქვს? 10.7 მქონდა დღეს და კარგიაო ძაანო, არა და ნორმა 12 ეწერა და ტყუპზე ორსულობისას იშვიათად ნორმაში იყოსო, თან 1 თვის წინ 8 ჰქონდაო და ძაან კაი მაჩვენებელიაო.
klubnika
წინა ორსულობაშიც დამილევია სინუსიტის გამო (აუგმენტინი) და ეხლა ამ პლაცენტის აცლისას ხო მიკეთებდნენ 3 დღე 18 კვირაზე და ეხლა წყლების შემღვრევის გამო 7 დღე დამენიშნა დორამიცინი სულ 14 აბი. ხოდა რავი ოსიძემ ორსულობაში მწვანე აქვს ანთებული ამ ანტიბიოტიკსო ტვინს ნუ დაიღლი ამაზე ნერვიულობითო.

Posted by: PoisonnIvy 24 Jul 2021, 21:57
გოგოებო თბილისში კოვიდზე ტესტი სად გავიკეთო?
ეგ
მაკლდა სრული ბედნიერებისთვის

ხვალ მონდა დატესტვა

Posted by: Lana25 24 Jul 2021, 22:11
QUOTE (PoisonnIvy @ 24 Jul 2021, 21:57 )
გოგოებო თბილისში კოვიდზე ტესტი სად გავიკეთო?
ეგ
მაკლდა სრული ბედნიერებისთვის

ხვალ მონდა დატესტვა

უამრავი ლაბორატორია აკეთებს.
სად გინდა ტერიტორიულად?

Posted by: PoisonnIvy 24 Jul 2021, 22:21
Lana25
ვაჟაზე ვარ და ამ ტერიტორიაზე სადმე

ხვალვე უნდა დავიტესტო
სიცხე მაქვს და კოვიდიანის კონტაქტი ვარ sad.gif

Posted by: NINA33 24 Jul 2021, 23:14
takotatuli1989
11,2 მქონია წინაზე და ეხლა ვერ ვნახე მონაცემი, მახსოვს რომ ცოტათი პატარა იყო წინა შედეგზე. სორფიბერ დურულესს ვსვამ. მთელი ცხოვრება დაბალ მაჩვენებელზე მაქვს მე.

* * *
PoisonnIvy
მეგალაბში რომ მიხვიდე? დრაივზეც გაგიკ ებენ. ქავთარაძის 23 ში ყოფილა. Ნახე აბა ფეისბუქ გვერდი


Posted by: Ani_Floyd 24 Jul 2021, 23:20
ხველების ან დაცემინების დროს საკვერცხეებზე ძალიან ვგრძნობ დაჭიმულობას და რისი ბრალი შეიძლება იყოს? ტონუსის?

Posted by: dancing in the moonlight 24 Jul 2021, 23:54
Ani_Floyd
კი ტონუსმა იცის

Posted by: PoisonnIvy 25 Jul 2021, 00:36
NINA33
მივალ მანდ

ხალხო ექომი არ მპასუხობს და სიცხეზე მესამე ტრიმესტრში რა შეიძლება დავლიო ???(((

Posted by: margarita7 25 Jul 2021, 01:35
პარაცეტამოლი, მეორე ტრიმესტრის დასაწყისში ვარ და დღეს დავლიე თავი მისკდებოდა. ხოდს პარაცეტამოლი სიცხესაც დაგიგდებს

Posted by: PoisonnIvy 25 Jul 2021, 01:53
margarita7
მადლობა
38 ზე მაღლა თუ ავა, დავლევ :/
ეს რა დამემართა რა

Posted by: marimmariami 25 Jul 2021, 07:21
PoisonnIvy
ნებისმიერ ევექსში აკეატებენ სწრაფ ტესტს , თუ უარყოფითი იქნება და სიმპტომები გაქვთ შემდეგ პსრ-ს. დაზღვევის შემთხვევაში პროვაიდერს უნდა დაურეკოთ და მიმართვას მოგცემთ. მე მაგალითად სახლში გავიკეთე სწრაფი ტესტი და ეგ არ ჩათვალეს.

Posted by: narkozeli 25 Jul 2021, 07:36
klubnika

მაგის მეტი რა დამილევია ეჰ biggrin.gif

ორჯერ მომიწია საკმაოდ ძლიერი ანტიბიოტიკი, ერთხელ 7 დღე ნემსები (18 კვირაზე) და მერე მონურალი 3 დღე (26 კვირაზე)
ყველაფერმა გადასარევად ჩაიარა, ბალღი ჯანმრთელზე ჯანმრთელი))

Posted by: klubnika 25 Jul 2021, 10:34
narkozeli
QUOTE
მონურალი

მონურალი დამინიშნა მეც და ანოტაცია ესპანურად აქვს biggrin.gif
წყალში გავხსნა ძილის წინ დავლიო ხო ?

* * *
Elennee
PoisonnIvy
takotatuli1989

მადლობა გოგოებო

Liza12
QUOTE
ამხელა ლეიკოცტი და სიცხეარგაქვს ? რაღაც არასწორი ანალიზი მგონია.გადაამოწმე შარდი კიდევ.ცილაც მაღალია.ექიმმა რაო?

ორჯერ გავიკეთე მრჩეველში
გუშინ წინ და გუშინ
ორივეში ერთი და იგივეა
სხვაგან გადავამოწმო ? sad.gif
ვის უნდა ენდო საერთოდ ვერ გავიგე
სიცხე არ მაქვს
მხოლოდ გახშირებული შარდვა

Posted by: marimmariami 25 Jul 2021, 11:58
klubnika
მეც დავლიე 3 პაკეტი, ყოველ მე5 დღეს ვსვამდი , საღამოს ძილის წინ 150მლ წყალში გახსნილი. შარდის ბუშტი დაცალეთ დალევამდე

Posted by: Liza12 25 Jul 2021, 12:05
klubnika
ვახ.წესით თუ შეცდა მეორედ სხვა პასუხი უდნა ყოფილიყო . წესით სანდოა მრჩეველი. ძაან მაგარია მონურალი პირველივე დალევისას იგრძნობ შედეგს.დალევიდან 5 საათი რომ არ მოშარდო კარგი იქნება.მაგიტომ სჯობია ძილის წინ მიღება.

Posted by: klubnika 25 Jul 2021, 12:17
Liza12
აი ნახე
1)
user posted image

2) user posted image
marimmariami
QUOTE
მეც დავლიე 3 პაკეტი, ყოველ მე5 დღეს ვსვამდი , საღამოს ძილის წინ 150მლ წყალში გახსნილი. შარდის ბუშტი დაცალეთ დალევამდე
მადლობა

ისე ახლა დავფიქრდი და
სუნიო რომ წერია
სუნავენ ? lol.gif

Posted by: Liza12 25 Jul 2021, 12:49
klubnika
აშკარად შეეშალათ წინა დღეს.იმხელა მაჩვენებელი ცილა დაგიწერეს მეორე დღეს კი უარყოფითია .რაც მოსალოცია.ლეიკოციტიც 500 წინა დღეს 25 მეორე დღეს . არაფერი საგანგაშო . უცებ მოგვარდება. გადავირიე რა ესეიგი მრჩეველის ანალიზებსაც გადამოწმება სჭირდება .წესით უფასოდ უნდა გადაემოწმებინათ

Posted by: Clue 25 Jul 2021, 13:03
klubnika
რატომ დაგჭირდა ეს ანალიზები? რამე ჩივილი გქონდა?

Posted by: narkozeli 25 Jul 2021, 13:07
klubnika

ძილამდე 2 საათით ადრე არ ჭამ არაფერს, არც სვამ, შარდის ბუშტს დაცლი და სვამ მონურალს წყალში გახსნილს ( 1 ჭიქაში) და იძინებ. დილამდე ეცადე არ მოშარდო
ძაან ეფექტურია
* * *
klubnika

პირველი პასუხები რაც დევს მგონი შეცდომაა, ესეთი რადიკალური ცვლილება ცილის ერთ დღეში გამორიცხულია

Posted by: takoo1 25 Jul 2021, 15:27
klubnika
შარდი სწორად აიღე?შეილება რამდენ ხანში მიგაქვს მაგასაც ააქვს მნიშვნელობა.
მრჩეველი ძაან მაგარია არ ცდებიან ვიცი და საეჭვოა,რა დაემართათ.
სულ მანდ ვიკეთებდი მე ანალიზებს.
ნიტრიტები არ გაქვს ანუ ბაქტერია არარის სავარაუდოდ.შეიძლება გაციებული ხარ რას უკავშირებ?
მონურალი მაგარია ყოველთვის მაგას ვსვამდი ხოლმე მე და მშველოდა.
ძილის წინ დაცლი შარდის ბუშტს და დალევ.

Posted by: kekuna 25 Jul 2021, 15:37
გოგოებო როგორ ხართ?
ვაკუუმ აბორტი გავიკეთე და გამონადენი რამდენი დღე უნდა მქონდეს? ექიმმა მითხრა პროცედურის მერე გაგიჩერდებაო მაგრამ მესამე დღეა და მაქვს ცოტა ღია ფერის გამონადენი. საშიში ხომ არაა?
ციკლი მოგივაო და რავიცი

Posted by: Mia20 25 Jul 2021, 15:52
QUOTE (kekuna @ 25 Jul 2021, 15:37 )
გოგოებო როგორ ხართ?
ვაკუუმ აბორტი გავიკეთე და გამონადენი რამდენი დღე უნდა მქონდეს? ექიმმა მითხრა პროცედურის მერე გაგიჩერდებაო მაგრამ მესამე დღეა და მაქვს ცოტა ღია ფერის გამონადენი. საშიში ხომ არაა?
ციკლი მოგივაო და რავიცი

ნორმალურია სადღაც 10 დღემდე.
პირიქით კარგია კოლტებად შიგნით არ უნდა დაგრჩეთ რამე

Posted by: klubnika 25 Jul 2021, 16:03
Liza12
narkozeli
gogatakoo
Clue

გოგოებო ხვალ დავრეკავ და ვიკითხავ
პირველ დღეს ძალიან ცოტა იყო შარდი და არასწორად აღებული
მეორე დღეს დიდი სიფრთხილით და წესების დაცვით ჩავაბარე
მაინც ვკითხავ ამხელა სხვაობა თუ ლოგიკურია

ხშირი შარდვა მაქვს ჩივილი სხვა არაფერი
აუგმენტინი დავიწყე მონურალსაც დავლევ დღეს
kekuna
QUOTE
გოგოებო როგორ ხართ?
ვაკუუმ აბორტი გავიკეთე და გამონადენი რამდენი დღე უნდა მქონდეს? ექიმმა მითხრა პროცედურის მერე გაგიჩერდებაო მაგრამ მესამე დღეა და მაქვს ცოტა ღია ფერის გამონადენი. საშიში ხომ არაა?
ციკლი მოგივაო და რავიცი

მე გავიკეთე სამი წლის წინ ვაკუუმ ასპირაცია, თავიდან არ მქონდა გამონადენი საერთოდ და დაახლოვებით 15 დღეში დამეწყო ციკლივით და 13 დღე გამიგრძელდა კოლტები მომდიოდა
ალბათ ინდივიდუალურია

Posted by: kekuna 25 Jul 2021, 16:07
Mia20
klubnika
გასაგებია დიდი მადლობა <3

Posted by: Clue 25 Jul 2021, 16:38
klubnika
მეც მაქვს ხშირი შარდვა, მაგრამ ნორმაა ასე მგონია დიდ ვადაზე.
რამდენიმე კვირის წინ მაქვს ჩაბარებული ბაქტერიოლოგია, ერატი-ორი კვირის წინ ჩვეულებრივი შარდი და ნორმა იყო ყველაფერი

Posted by: Liza12 25 Jul 2021, 16:39
kekuna
ნორმალურია მცირე რაოდენობის 14 დღემდე. ეხოზე დაგიბარებდნენ რამდენიმე დღეში რომ გადამოწმდეს

Posted by: takotatuli1989 25 Jul 2021, 18:50
kekuna
კარგი ამბებით დაბრუნებოდი მალე ამ და დედიკოების თემას. მანამდე დასვენება და მოდუნება არ გაწყენდა.

Posted by: adeline 25 Jul 2021, 22:30
klubnika
მრჩეველში ვაბარებთ მთელი ცხოვრება მე და ჩემი ოჯახის წევრები ყველაფერს; შეცდომა არ დაუშვია არასოდეს. შარდი თუ არასწორადაა აღებული, პასუხი რადიკალურად განსხვავებული იქნება სწორად აღებულისგან. დაჟე ახლა აღების წესი შეცვალეს და თვითონ გატანენ კონტეინერს და სინჯარას.

Posted by: anibani18 26 Jul 2021, 09:08
narkozeli
რა კარგი ოთახი გამოდის, გვანც ♡
სად შეუკვეთე ავეჯი? მაგიდა და სკამებიც რომ მითხრა სად შეიძინე ♡ რა მასალაა?
მე ვგეგმავ ახლა გადავიყვამო ცალკე ოთახში. ასე მგონია მერე უფრო გამიჭირდება და ახლა მირჩევნია. რაღაცეები მინდა შევცვალო მის ოთახში და გავალამაზო smile.gif

Posted by: Lana25 26 Jul 2021, 09:48
გოგოებო სალამი, კლინიკა რეიმანში კარგი თერაპევტი ვინმე იცით ?

Posted by: ქეთო0104 26 Jul 2021, 10:12
გოგოებო იქნებ გქონდათ ვინმეს მსგავსი შემთხვევა და ცოტა დამამშვიდოთ რა. ვარ 16 კვირის ორსული წინა კვირას ტონუსი მქონდა და ვიწექი მთელი კვირა ამ შაბათს გადავამოწმე და ყველაფერი რიგზე იყო აღარც ტონუსი მქონდა და ბავშვიც კარგად გრძნობდა თავს. გუშინ საღამოდან შევამჩნიე მოყავისფრო გამონადენი ოდნავ ისიც ქაღალდზე. დღესაც ანალოგიურად მაქ ზუსტად. ვინმეს ხო არ გქონიათ მასე და რამდენად საშიშია იქნებ მითხრათ რაა ძალიან ვნერვიულობ . ასე 1 დღეში რა უნდა მომხდარიყო ვერ გავიგე რა

Posted by: klubnika 26 Jul 2021, 10:56
Lana25
QUOTE
გოგოებო სალამი, კლინიკა რეიმანში კარგი თერაპევტი ვინმე იცით ?

იმერლიშვილი ნათია გადავიდა კურაციოდან მანდ მგონი
ძალიან კარგია
ადამიანური კუთხითაც და როგორც სპეციალისტი ისეც



Posted by: Elennee 26 Jul 2021, 11:01
გოგოებო 22 კვირაზე როგორ მიმაგრებას გიწერდნენ თუ გახსოვთ? სერგოსთან ვიყავი და ამ ეტაპზე დაბალი მიმაჰრებააო მაგრამ ეგ არაა სანერვიულობდა საშიში ნელნელა აიწევს წინო დამამშვიდა მაგრამ კაინც ავფორიაქდი

Posted by: any_body 26 Jul 2021, 11:13
ქეთო0104
ტონუსი არ მქონი მაგრამ, მოყავისფრო გამონადენი მქონდა, ექო გავიეკთე, პროგესტერონი დამინიშნეს.
მიხვდიეთ გინეკოლოგთან სჯობს და ის გადაწყვეტს რა მოიმოქმედოს.
არ ინერვიულოთ, მაგრამ უყურადღებოდაც არ დატოვოთ.

Posted by: margarita7 26 Jul 2021, 12:17
გოგოებო, ბოლო 4 დღეა თავი მტკივა. მთელი დღე არა მარა ან დღის პირველ ნახევარში ან დღის მეორე ნახევარში. პარაცეტამოლი დავლიე ერთხელ და ყოველ დღე დალევა არ მინდა. გტკივათ ვინმეს თავი ასე ხშირად?

Posted by: marikoo 26 Jul 2021, 12:24
margarita7
მე მქონდა ხშირი ტკივილები და გადადუღებულ საფერავს ვსვამდი დღეში 2 ყაბის ჭიქას. დაბალი წნევების გამო მქონდა და მიშველა მე.

Elennee
მე მქონდა დაბალი მიმაგრება, არაფერი პრობლემა არაა მხოლოდ სექსები არ შეილება თუ ყელის სიგრძე ძაან დიდი არ გაქ biggrin.gif


Posted by: takotatuli1989 26 Jul 2021, 13:03
Elennee
დრო არის კიდევ რომ აიწიოს 32 კირამდე. ხოდა სექსებს, სიმძიმეებს და გადაღლას მოერიდე სხვა არაფერს არ ნიშნავს,

დაშორება ხომ არ დაუწერია ყელიდან ზუსტად რამდენია?

Posted by: margarita7 26 Jul 2021, 13:51
marikoo

როგორი ტკივილი გქონდა?
მე მაქვს ძირითადად ცალ მხარეს საფეთქელთან და პულსირებს, მაგიჟებს, ხან გამივლის, დილას ძაან მტკიოდა ეხლა თითქოს გამიარა.

იზომავდი და იცი რო დაბალი გქონდა? იქნებ მე მაღალი მაქვს:/ წნევის აპარატი უნდა ვიყიდო

Posted by: Elennee 26 Jul 2021, 14:05
marikoo
takotatuli1989
მადლობა, გოგოებო ❤

დაშორება 20 მმ დაწერა, წინაზე 26 დამიწერესთქო და 6 მმ-ს ნუ გამოეკიდები, არაფერი არაა ესო, ამაზე მეტი სადარდებელი არ მოგცეს ღმერთმაო :დ ექიმსაც ჩავუგდე და არაფერია სანერვიულო, კარგი პასუხიაო
* * *
აქტიურობაზეც ვკითხე გოგოებო, აქ ბევრს გვაინტერესებდა. ესეიგი, რაც უფრი აქტიურიბს მით უკეთესიაო :დ და ზოგადად, 12 საათის განმავლობაში 10ჯერ მაინც უნდა იგრძნო მოძრაობაო

Posted by: marikoo 26 Jul 2021, 14:39
margarita7
ხო ვიზომავდი. ზოგადად დაბალწნევიანი ვარ და რო ამტკივდება მაგაზე მაქხოლმე ეჭვი ეგრევე თან ტკივილზეც ვგრძნობხოლმე დაბალი წნევის გამო თუ მტკივა.

კაი იქნება რო იყიდო და იკონტროლო

Posted by: ქეთო0104 26 Jul 2021, 14:39
any_body
მადლობა ექიმმა არ შეგეშინდესო ალბათ ჰემატომა იყო და მასე ჩამოდისო. პროგს ისედაც ვსვავ და არაფერი დაუნიშნია რავიცი კი მეშინია მაინც

Posted by: takotatuli1989 26 Jul 2021, 15:26
Elennee
ეხლა მე დამიწერეს 26მმ-ზე დაშორება, ხოდა აცდენილია საკეისროს ნაწიბურსაც. მოკლედ ძაან გამიხარდა ეს ბოლო მონაცემი. მერე ვიკითხე რაღატო მაქვს წოლითითქო და უფრო ჰემატომის გამოო.

Posted by: NINA33 26 Jul 2021, 15:48
გოგოებო თქვენც ნახულობთ ორსულობის დროს ბავშვზე სიზმრებს? biggrin.gif ზოგადად სიზმრების არ მჯერა, მაგრამ ხანდახან ისეთ რაღაცეებს ვნახულობ თან თუ ცუდი იყო რამე გამყვება ხოლმე.

Posted by: Elennee 26 Jul 2021, 15:48
takotatuli1989
აუ როგორ გამიხარდა ! ავიდა ანუ ზემოთ, ძალიან კარგია. მე წინაზე რომ 26 მითხრეს და ეხლა 20 მაგან შემაშინა ცოტა

Posted by: narkozeli 26 Jul 2021, 17:16
anibani18
მადლობა ანი❤️
მაგიდა და სკამები მონტესორისაა, 300 ლარი ღირს
აი ამათთან ვიყიდე:
https://www.facebook.com/MontessoriToysGeorgia/

ავეჯი საბაში შევუკვეთე საწოლი 600, კომოდი და კარადა 500 და 500
ნოე ქიდს ასე ქვია ბავშვთა სამყარო სადაც არის, იქ არიან.
მასალა სუფთა ხე მაგიდა და სკამები, საძინებელი მდფ დაშპონილი ხით და საღებავი წყალზე

Posted by: takotatuli1989 26 Jul 2021, 17:46
Elennee
2 სმ მაინც ნორმალური დაშორებაა და თან წინ დროა კიდევ ასაწევად. შენ ჯვარი გწერია და მე რომ აცლა დამემართა 2 კვირით ადრე 7 მმ-ზე იყო დაშორება. ჩემთან ორივე პლაცენტა ერთ კედელზე იყო და ვერ ავიდა როგორც ჩანს. პლიუს ტყუპზე მაინც არის რისკი ორჯერ სწრაფად იზრდება საშვილოსნო და ეს პლაცენტაც რო იზრდება ნორმალური მიმაგრების თვის დრო და გარემოც საჭიროა. მაშინ გადამიარა ზუსტად ტოქსიკოზმა და ბევრი ვიარე და მაგასაც ვაბრალებ და აი აცლის დღეს დილით მქონდა კიდე საშინელი პირღებინება ძაან სპაზმებით უზმოზე და რა ვიცი ბევრი გარემოება დაემთხვა რა. თორე წინა ორსულობაზე 3მმ იყო დაშორება ყელიდან პლაცენტის, მარა ბოლოს ავიდა 7 სმ-ზე.

Posted by: Elennee 26 Jul 2021, 18:55
takotatuli1989
2 დღეა საკბერცხესთან სიმძიმის შეგრძმება მაქვს და თითქოს შებერილია და ნეტა მაგის ბრალი შეიძლება იყოს? sad.gif ხვალ კი მივწერ ექიმს

Posted by: NINA33 26 Jul 2021, 19:13
PoisonnIvy
აბა როგორ ხარ?

Posted by: PoisonnIvy 26 Jul 2021, 19:56
NINA33
ჰემატოლოგის პასუხს ველოდები, იქამდე არ დავწერე
ერთიანად დაგიწერთ და მოგიყვებით ყველაფერს :*

თქვენ ხომ ხართ კარგად?

მუცელზე შიშკები მაქვს ფრაქსის ნემსისგან და წამალი გარეთ ასხამს, ხო არ იცით რამე საშველი

Posted by: marimmariami 26 Jul 2021, 20:06
PoisonnIvy
ბარძაყზე გადავედი მაგის გამო, თან სულ გამილურჯდა ნანემსარები. მაგრამ ამბობენ მუცელზე უფრო ეფექტურიაო და ექიმს უნდა კითხოთ ალბათ მაინც

Posted by: Elennee 26 Jul 2021, 20:43
PoisonnIvy
გვერდებში იკეთებ და მაინც?
ველიდებით პასუზს, ძალიან მაინტერესებს

Posted by: ninunin 26 Jul 2021, 21:34
PoisonnIvy
QUOTE

მუცელზე შიშკები მაქვს ფრაქსის ნემსისგან და წამალი გარეთ ასხამს, ხო არ იცით რამე საშველი

კანს არ წევ ნემსის გაკეთებისას? პირდაპირ ირჭობ მუცელზე?

Posted by: PoisonnIvy 26 Jul 2021, 22:51
marimmariami
Elennee
ninunin
ჭიპის ირგვლივ ვიკეთებ გოგოებო
კანს ვუჭერ ხელს და 90 გრადუსით ვარჭობ

მაგრამ უკვე ძაან ბევრი მომივიდა საDღაც 80 ნემსი მაქვს გაკეთებული ჯამში თუ მეტი არა

და სიმაგრეები მაქვს, სილურჯე არა sad.gif(
თითქოს წამლით არის სავსე ეგ ადგილები

ბარძაყზე რა ადგილას იკეატებთ და როგორ?
ჭიპთან ოდნავ მაღლა შეიაზლება რო გავიკეთო? ქვემოთ აღარ მაქვს ადგილი

Posted by: Elennee 26 Jul 2021, 22:55
PoisonnIvy
5 თვეა ვიკეთებ, ჭიპთან რომ ვიკეთებდი ზუსტად შენ დღეში ვიყავი, ეხლა გვერდებზე გადავედი და დავისვენე. ცადე შენცuser posted image

Posted by: margarita7 26 Jul 2021, 22:55
გოგოებო ვინმეს ფეხები უფრო მუხლის ზემოთ ბარძაყები გტკივათ?
საღამოს ამტკივდა, შევწექი და თითქოს სითბო მესიამოვნა

Posted by: PoisonnIvy 26 Jul 2021, 23:00
Elennee
შენ გაიხარეე
შეიძლება მანდო?
მე ერთხელ ჭიპიდან ოდნავ შორს მწონდა გაკეთებული და ჩემი მეანი კრუნჩხვებში ჩავარდს ლამის ძაან შორიაო biggrin.gif

Posted by: Elennee 26 Jul 2021, 23:04
PoisonnIvy
შეიძლებაო, არ არის აუცილებელი ჭიპთან ახლოსო და რა ვიცი. ვიდეოებიც კი დევს სადაც მანდ იკეთებენ. ფიზიკურად შეუძლებელია ჭიპთან იკეთო სულ :დ

Posted by: ninunin 26 Jul 2021, 23:08
QUOTE
ჭიპის ირგვლივ ვიკეთებ გოგოებო
კანს ვუჭერ ხელს და 90 გრადუსით ვარჭობ

არ უნდა კანს მოჭერა მაგიტო გილურჯდება, ჭიპის ირგვილივ ამოწიე კანი და იქ ჩაარჭე საერთოდ კვალი არ დარჩება, არასწორად იკეთებ ამიტომ ლურჯდება

Posted by: Elennee 26 Jul 2021, 23:09
ninunin
მე ფიზიკურად ვეღარ ვწევ ჭიპთან კანს :დდ

Posted by: PoisonnIvy 26 Jul 2021, 23:10
ninunin
კანინროგორ წამოვწიო მოჭერის გარეშე მასწავლეთ რაა biggrin.gif


Posted by: ninunin 26 Jul 2021, 23:13
PoisonnIvy
აი ფოტოზე გაჩვენა biggrin.gif

Posted by: PoisonnIvy 26 Jul 2021, 23:14
ninunin
აღარ ამომდის ეგრე კანი ჭიპთან

biggrin.gif გასქელებულ გამაგრებულიააა sad.gif

Posted by: ninunin 26 Jul 2021, 23:15
PoisonnIvy აუ ხო მიხვდი რაც მოგწერე რა D
* * *
PoisonnIvy
QUOTE
ninunin
აღარ ამომდის ეგრე კანი ჭიპთან

გასქელებულ გამაგრებულიააა

ხოო მიკვირს რო მოგარდება, მარა როგორც ჩანს, ბევრი.ნემსის შემთხვევაში რაც არ უნდა სწორად იკეთო მაინც მაგრდება

Posted by: PoisonnIvy 26 Jul 2021, 23:19
ninunin
კი აშკარად მაგის ბრალია
ადრე უპრობლემოდ ვიკეთებდი sad.gif


Posted by: Elennee 26 Jul 2021, 23:21
ავერსის აუზზე გსმენიათ რამე? რამდენად სანდოა? სიარულით ვერ ვახერელხებ საკმარისი რომ ვიარო და აი ცოტა ხანში დავმრგვალდები რამე თუ არ მოვიფიქრე

Posted by: takotatuli1989 27 Jul 2021, 00:34
PoisonnIvy
მე 21 გაკეთების მერე უკვე ისე მაქ ადგილები ჩაქვავებული თან მუცელი იმხელაა და კანი ისე გადაჭიმული ვეღარ გავიკეთე მუცელზე და ექიმმა მკლავებზე შეგიძლია შიდა მხრიდანო ანუ სადაც რბილია და როგორც ჩანს ალერგია მაქ მაგ ნემსზე, მეფხანება მკლავები ე ნემსის მერე საშინლად ეგ ნანემსრები, ისევ მუცლის ფხანა ჯობია biggrin.gif

Posted by: PoisonnIvy 27 Jul 2021, 01:07
takotatuli1989
შეგიძლია მანახო რა ადგილას იკეთებ მკლავზე?
ყველგან უნდა დავტესტოო
აუ მეც მაძლევს ალერგიას ეგ წამალი აშკარად

სულ მექავევა მიცელი :დდდ

Elennee
ელე აუზს დიდად არ უწევენ რეკომენდაციას
ზღვა ჯობია თუ გქქვს საშუალება

Posted by: marimmariami 27 Jul 2021, 08:57
კანის ამოწევა გამხდარი და მკვრივი ხალხის ფუფუნებაა biggrin.gif მე ფუმფულებს ვუჭერ ფიზიკურად არ იწევა კანი სხვანაირად biggrin.gif

Posted by: Elennee 27 Jul 2021, 09:39
PoisonnIvy
1 კვირა ვიყავი ზღვაზე და 1ხელ გავბედე მარტო წყალში ჩასვლა ისიც მწვანე კონცხზე, ძალიან ბინძური იყო, პლუს სექტემბრამდე ალბათ ვეღარ წავალ sad.gif ხოდა ვიფიქრე რადგან ორსულებზე აკეთებენ ავერსში აქცენტს, იქნებ სანდო იყოსთქო sad.gif
marimmariami
პირიქით, რაც უფრო გამკვრივდა და გადაიტკიცა კანი, უფრო მიჭირს ამოწევა biggrin.gif

Posted by: takotatuli1989 27 Jul 2021, 11:13
PoisonnIvy
user posted image

Posted by: marikoo 27 Jul 2021, 11:31
Elennee
მე ძაან კარგად ვიყავი ზღვაზე. შეკვეთილში ძაან კაი წყალი იყო. აი ეხლა ანალიზებს რო გავიკეთებ გეტყვით ავიკიდე თუარა რამე biggrin.gif

* * *
გოგოებო აცრაზე რას შვებით? მე დავრეგისტრირდი და ექიმს უნდა ვკითხო თუ შეიძლება. ამერიკაში ცრიან ორსულებს ფაიზერით. ამ ბოლო დროს ძაან შემეშინდა ვირუსის და არ ვიცი რა ვქნა. ვინმეს ხოარ გიკითხავთ ექიმისთვის?

Posted by: Elennee 27 Jul 2021, 16:03
marikoo
აუ, მაგაზე ვფიქრობ რამდენი დღეა.. ძალიან მინდა ავიცრა, მაგრამ ვერ ვრისკავ sad.gif

Posted by: margarita7 27 Jul 2021, 16:53
მეც მინდა აცრა და მეც მეშინია, ვერ ვიღებ გადაწყვეტილებას, ევროპის ბევრ ქვეყანაშიც ცრიან, გინეკოლოგი მოგცემს ნებართვის წერილს და იმის საფუძველზე რეგისტრირდები.

რაც ექიმმა მითხრა დანამდვილებით მოდერნა და ფაიზერით შეიძლება.

Posted by: Elennee 27 Jul 2021, 19:10
PoisonnIvy
ჰემატოლოგმა არ მოგწერა? კანდელაკმა რაო?

Posted by: PoisonnIvy 27 Jul 2021, 22:03
Elennee
მოკლეეედ

ჰემატოლოგმა ჰემოგლობინზე ჯე რარაფერს გინიშნავო, არდა 108 მაქვს biggrin.gif

კიდევ 30 ფრაქსი დამინიშნა 0.4 იანი
ჭიპიდან 4 თითის გამოტოვებით გაიკეთეო, მარა მაინც გამოასხა biggrin.gif


ეხლა რაც შეეხება ინფექციონისტს, ყველა სხვა ინფექცია გამორიცხა და ქორეოამნიონიტი იქნებაო
დღეს ვიყავი ინ ვიტროში, ქეთი ქანთარიასთან და იქ გავიკეთე თამარ შოვნაძესთან ეხო
წყლები ნორმაშია, რაოდენობაც და სტრუქტურაც
ხოდა ქეთიმ ეხოთი არაა ქორეოამნიონიტი და არ გინდა ანტიბიოტიკებიო
დავურეკე მერე კანდელაკს და გიორგიმ, მქონია შემთხვება როცა ეხოზე არ ჩანდა და იყოო
ამიტომ დალევა ჯობს არ დალევასო
2 კვირა მაქვს დანიშნული ანტიბიოტიკები დღეში ორჯერ
გადავწყვიტე 1 კვირა დავლიო biggrin.gif

Posted by: dancing in the moonlight 27 Jul 2021, 23:42
როგორ ხართ გოგოებო ?
ოდნავ ტკბილს თუ შევჭამ ,გულძმარვასავით შეგრძნება მაქვს ,ვერ ვხვდები რატომ .ერთი პაწაწუნა ნაყინი შევჭამე არადა :/
გუშინ იგივე ხილის ჭამის მერე დამემართა .,არადა რაოდენობას ხო გააჩნია თუ არა biggrin.gif

Posted by: takotatuli1989 28 Jul 2021, 07:04
PoisonnIvy
გიორგი კანდელაკი ახსენეთ ინფექციონისტი? გუშინ გამაოცა ისე მომიჭრა არცერთი ვაქცინა არა რეკომენდირებული შენთვისო :/ მერე რევაზ ბოჭორიშვილს დავუსვი შეკითხვა და არანაირი საწინააღმდეგო ჩვენება არ გაქო. ვეღარ გავიგე რა ვქნა.

Posted by: any_body 28 Jul 2021, 08:57
dancing in the moonlight
12 კვირიდან მაწუხებს გულძმარვა, ოღონდ რა საკვებზე ვერ ვხვდები. ჭამიდამ შეიძლება 2 საათშიც კი მქონდეს.
ვერ დავამუღამე როდის და რატომ მაქვს, უცნაური რაღაცაა.

Posted by: Nnia 28 Jul 2021, 09:35
dancing in the moonlight
ყველაფერზე მაქვს გულძმარვა. თან მთელი ღამე. მარტო ერთ მხარეს მძინავს. რენი გავამდიდრე მარა მაინც არ მშველის. ასე რომ ორსულობაში ცოტა რთული საკითხია.

Posted by: Clue 28 Jul 2021, 09:35
როდიდან იწყებს ბავშვი პოზის შეცვლას? ყველა ეხოზე თავი მარჯვნივ აქვს, ფეხები მარცხნივ, წინ და უკან კი ტრიალებს მაგრამ ამდენი ხანი-7 თვე ერთ მხარეს ნორმალურია? ან ამდენს რომ ხვანცალებს მხოლოდ ფეხების და ხელების ქნევაა?))

Posted by: PoisonnIvy 28 Jul 2021, 10:14
takotatuli1989
კი, გიორგი კანდელაკი

იმდენი აქებს, მე პირადად ვერ გავგიჟდი ამ კაცით


Posted by: marikoo 28 Jul 2021, 10:17
Clue
მე ვარჩევხოლმე როცა ბრუნავს და როცა უბრალოდ ფართხალებს. მუცელზე მოაჭერსხოლმე თავს (სავარაუდოდ თავია) და მეორე მხარეს გადადის biggrin.gif

გოგოებო სამშობიაროდან რითი გამოგყავთ? ქარსითიში უნდა ჩავსვა პირდაპირ? თუ რამე კალათა ან მსგავსი რამე დამჭირდება?

Posted by: margarita7 28 Jul 2021, 11:54
dancing in the moonlight
any_body
Nnia

პირველ ტრიმესტრში საშინელება იყო, მთელი დღე მქონდა და ყოველდღე, მეორედან მაქვს უფრო საღამოობით, მეც ასევე ვერ დავადგინე რაზე, ნებისმიერ რამეზე, მნიშვნელობა არ აქვს რას შევჭამთ მაინც ასეა,ამიტომ, შევეგუოთ biggrin.gif ნაწლავებიც მტკივა ხოლმე და რავი მუცელში დისკომფორტი, მარა პირველ ტრიმესტრთან შედარებით უკეთესია რა თქმა უნდა.

კიდე რაც მაწუხებს აი ძაან უცნაური სიზმრები, რაღაც სტატია წავიკითხე უცნაური სიზმრები იცის ორსულობაშიო.

Posted by: takotatuli1989 28 Jul 2021, 13:12
marikoo
მე ქარსითით გამოვიყვანე პირველი მარა პლედში რო გამეხვია და ხელში დამეჭირა არ მგონია რამე მოსვლოდა biggrin.gif ჩამძვრალი იყო ქარსითში საწყლად biggrin.gif მანქანაში არ ვიძახი აი პალატაში რათ მინდოდა რომ ამოვატანინე და ჩავსვი და ჩაგიყვანე არ ვიცი biggrin.gif თან ლიფტში იატაკზე დადგა ჩემმა ქმარმა გეგონება ბარგი იყო პროსტა biggrin.gif

Posted by: marikoo 28 Jul 2021, 13:16
takotatuli1989
biggrin.gif biggrin.gif მეც ვფიქრობდი ჩავაცმევ რამე მთლიან კომბინიზონს და პლედში გავახვევთხო მარა არა მყარი რაღაცით უნდა გამოიყვანოო და ვერ ვხვდები რამეში საჭიროა ეგ მყარი რაღაცა თუ ჩოხებით რო გამოყავთხოლმე მსგავსი პონტია? biggrin.gif

Posted by: NINA33 28 Jul 2021, 13:29
takotatuli1989
კოვიდის ვაქცინაზეა საუბარი ?

Posted by: Clue 28 Jul 2021, 13:29
marikoo
ესეც ძაან აქტიურია პროსტა თავი სულ მარჯვნივ აქვს და არ დაიბეჟოს ერთ მხარეს წოლით lol.gif

Posted by: marikoo 28 Jul 2021, 13:43
Clue
სუ მარჯვნივ არ დაწვეხოლმე და არ დაებეჟება biggrin.gif ზეგ მივდივარ ეხოზე და ძაან მინდა ისევ არ დამალოს სახე. 2 თვეა არ მინახავს biggrin.gif

Posted by: any_body 28 Jul 2021, 13:50
margarita7
რაღაც პერიოდი სულ გამოარა, ეხლა ისევ დამეწყო. ზოგჯერ კვებიდან 3 საათშიც მაქვს ხოლმე. ძაან უცნაური რაღაცაა
ვისთანაც ვთქვი ყველამ ბავშვის თმამ
იცისო :დ

marikoo
სურთების გადასაღებადაა მგონი გამოყვანისას რამეში ჩასმა :დ

Posted by: Nnia 28 Jul 2021, 13:55
marikoo

ჩვეულებრივად გამოვიყვან ჩაცმულს და მანქანაში ჩავსვავ ქარსითში. სრულიად უსარგებლო ნივთებია ეს კალათები და რაღაცები.

Clue

შეიძლება ბოლოს მოტრიალდეს. ჩემი პირველი 32 კვირის მერე მოტრიალდა. ესეც ეხლა 30 კვირაზე ვიყავი გარდიგარდმო ზის. ჯერ ადრეა მაგაზე ნერვიულობა.

Posted by: Elennee 28 Jul 2021, 13:59
გოგოებო ესპუმიზანის ფხვნილი წყალში იხსნება თუ ენაზე უნდა დავიყარო?
* * *
Clue
marikoo
თავის დაბეჟვაზე და პოზაზე არ ვნერვიულობდი და ეხლა მაგასაც უნდა მივაქციო ყურადღება biggrin.gif ძირითადად სულ მარცხენა გვერდზე ვწევარ, აწი შეცვლი ტაქტიკას biggrin.gif

Posted by: takotatuli1989 28 Jul 2021, 14:09
NINA33
კიი.. არ ვიცი შეიძლება ძაან თამამი განაცხადია ჩემგან მარა ვფიქრობ თუ ანტისხეულებს გამოვიმუშავებ ლაქტაციისას ბავშვებს გადავცემ. კულუმბეგოვსაც მივწერე და პოსტი დადო უამრავი მწერსო და ორსულობისა ს ფაიზერით შეგიძლიათ აიცრათო. ექიმთან ვიზიტი მიწევს იქით კვირის ბოლოს და იმასაც ვკითხავ.

როგორ ხარ შენ? რომელ კვირაში ხარ? მე ძაან დამიმძიმდა მუცელი, გამონადენიც გაორმაგდა მარა უტროჟესტანს და მაელანს ვიკეთებ და ვფიქრობ ეგეც აბევრებს.

Posted by: ninunin 28 Jul 2021, 14:13
marikoo
QUOTE

  მეც ვფიქრობდი ჩავაცმევ რამე მთლიან კომბინიზონს და პლედში გავახვევთხო მარა არა მყარი რაღაცით უნდა გამოიყვანოო და ვერ ვხვდები რამეში საჭიროა ეგ მყარი რაღაცა თუ ჩოხებით რო გამოყავთხოლმე მსგავსი პონტია?

ზმეიკიანი ჩასასმელები რომ არ მაგით გამოვიყვანე, მანქანაში ხელში მეჭირა, სამი თუ ოთხი დღე ვიყავი სამშობიაროში მანამდე გეგმებს ვაწყობდი ამას ჩავაცევ იმას თქო, ნუ სხვადასხვა პოლზინკები მქონდა მხედველობაშო, ბოლოს ისე მქონდა ყელში სამშობიარო, გამოქცევაზე ვიყავი, ჩავსი იმ გასახვრვში არც გამოვუცვალე შიგნით და ესე წამოვიყვანე, მაინც არ ჩანდა გასახვევის მეტი არაფერი biggrin.gifროგოეც მოგიხერხდება ისე ქენი

Posted by: Sandra2209 28 Jul 2021, 14:36
ორსულობის დროს ვაქცინაცია ვისაც გაინტერესებდათ, ეს არის ფაიზერის ანოტაცია:
https://drive.google.com/file/d/1grc4s7OuPh8voZHpmuK1MDfm4YeoeeBN/view

პუნქტი 4.6- ორსულობის დროს ვაქცინის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პოტენციური სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკებს.

Posted by: marikoo 28 Jul 2021, 14:54
any_body
ხოო ალბათ მარტო სურათევისთვისაა თორე ან ქარსითიში რო ჩავსვა ან ხელში რო დავიჭირო რა მოუვა 5 წუთის გზაზე.
* * *
Nnia
მეც მგონია რო უსარგებლო ნივთებია ეგენი და არ მიყვარს სახლში ზედმეტი რააღაცეების მოტანა smile.gif

Elennee
ვიხუმრეთ გოგო ეხლა მართლა მაგაზე არ ინერვიულო biggrin.gif


ninunin
მე მაქ ცოტა თბილი ჩასასმელი, ოქტომბრის დასაწყისისთვის ცოტა სიგრილე თუ იქნება ეგ კაი აზრია.
* * *
Sandra2209
ხოდა ალბათ ვისაც დ დიმერის პრობლემა აქვს ან რამე რიაკ ჯგუფშია ისინი უნდა აიცრან? ვისაც არაფერი არ აწუხებს არა.

Posted by: NINA33 28 Jul 2021, 15:21
QUOTE (takotatuli1989 @ 28 Jul 2021, 14:09 )
NINA33
კიი.. არ ვიცი შეიძლება ძაან თამამი განაცხადია ჩემგან მარა ვფიქრობ თუ ანტისხეულებს გამოვიმუშავებ ლაქტაციისას ბავშვებს გადავცემ. კულუმბეგოვსაც მივწერე და პოსტი დადო უამრავი მწერსო და ორსულობისა ს ფაიზერით შეგიძლიათ აიცრათო. ექიმთან ვიზიტი მიწევს იქით კვირის ბოლოს და იმასაც ვკითხავ.

როგორ ხარ შენ? რომელ კვირაში ხარ? მე ძაან დამიმძიმდა მუცელი, გამონადენიც გაორმაგდა მარა უტროჟესტანს და მაელანს ვიკეთებ და ვფიქრობ ეგეც აბევრებს.

ჩემთვის ძალიან სანდო ექიმმაც დადო პოსტი რომ ორსულების აცრა შესაძლებელია, მაგრამ რაღაცნაირად ისე არეულია მსოფლიო ვეღარ გავიგე რა ხდება და ვის რაში უნდა ვენდო. თუმცა გაჩენის შემდეგ ვაპირებ აცრას. ეხლა მეშინია.

29 კვირის ვხდები პარასკევს. ერთი სული მაქვს ექიმთან ვიზიტი როდის მექნება .იქით კვირას ვარ დაბარებული. მე ხომ ლუთეინას ვიკეთებ და 2 კვირაში ერთხელ სამი დღე ვაგიფლორს . გამონადენი მეც მაქვს .

Posted by: lelukaa 28 Jul 2021, 15:27
marikoo
ძაან მეზედმეტება გამოსაყვანი კალათები და ბუდეები რა, მერე რო უნდა იდოს და იდოს. მაქს ქარსითი ალბათ, ან რა ვიცი პირველი ხელში დაკავებული ვერ გამოვიყვანე? smile.gif

ლანასთან ვიყავი მე ბოლოს ეხოზე, არ აჩენდა სახეს, მაგრამ ათასნაირად მატრიალა, უკაკუნა და მაინც გამოახედა, შოკი მქონდა კსე კარგად ჩანდა. საოცარი ფოტოები გამომატანა. აგვისტოს შუა რიცხვებში კიდე უნდა მივიდე დავხედო smile.gif)

Clue
მე როგორც ვიცი 30 კვირიდან იწყებენ ნელ-ნელა თავით ჩაბრუნებას. ჩემი ძაან ბედნიერად იჯდა 26 კვირის ეხოზე და ისე მაწვება შარდის ბუშტზეე, ნეტა გარდიგარდმო იყოს თქო ვფიქრობ.


PoisonnIvy
შენს გემოზე ნუ შეწყვეტ რა ანტიბიოტიკის სმას, მაგას ისევ ჯობია სულ არ დალიო. თუ დაიწყებ კურსი ჩაამთავრე აუცილებლად.

Posted by: Sandra2209 28 Jul 2021, 15:31
marikoo
ჯანმრთელობის მხრივ რისკ ჯგუფია ან ისეთი სამსახური აქვს, სადაც ძალიან ბევრ ხალხთან აქვს შეხება და დიდი შანსია ვინმესგან გადაედოს.
ერთი სული მაქვს როდის გავაჩენ და ავიცრები, მილიონ აცრილზე რომ ავალთ მერე ცოტას ამოვისუნთქავთ ამ პანდემიისგან.

Posted by: nopiahopi 28 Jul 2021, 15:40
marikoo
QUOTE
ქარსითიში უნდა ჩავსვა პირდაპირ? თუ რამე კალათა ან მსგავსი რამე დამჭირდება?

ქარსითმა ვერ მომისწრო, გამოყვანის საღამოს მომოტანეს და ხელში მეჭირა მანქანაში. პოლზუნკა ეცვა ჩვეულებრივი და პლედი შემოხვეული, ქარი იყო იმ დღეს. გამოსაყვანი კალათის აზრს და იდეას ვერ ჩავწვდი ვერასდროს. რა საჭიროა სააღდგომო კვერცხივით გაბანტულ კალათში ჩაწვენა და ისე გამოყვანა. უსაფრთხოება თუ გინდა, ქარსითია მაგისთვის, არა? biggrin.gif

Posted by: Elennee 28 Jul 2021, 15:41
lelukaa
აუ არ მახსოვს გკითხე თუ არა, ეს ლანა რა გვარია, სად ზის? შემდეგზე მაგასთან წავალ :დ

Posted by: lelukaa 28 Jul 2021, 15:51
Elennee
ლანა ეზიეშვილი. სანზონაში, ყოფილ მე8 საავდმყოფოში, ახლანდელ საუივერსიტეტო კლინიკაშია. ეხლა რემონტია და თუ წახვალ წინასწარ შეემზადე რო ჩემსავით არ დაიზაფრო smile.gif

Posted by: takotatuli1989 28 Jul 2021, 16:07
ეხლა ლანაზე დავწერ ჩემ გამოცდილებას, მოკლედ აპარატი აქვს კარგი და მაგარ ფოტოებს გადაგიღებს ბავშვისას (მარა ხაჭვანს ვერ შეედრება მაგ ამბავში, ის იმენნა ფოტოგრაფია biggrin.gif), ბავშვის ორგანოებსაც კარგად ხედავს (ნუ ყველა სხვა ეხოსკოპისტისას დაემთხვა) ხოდა ჩემთან შეცდა პლაცენტის ამბავზე არადა მეგონა ეგ იყო სწორი. მოკლედ რო შემიყვანეს რატიანის კლინიკაში ვიღაც მორიგე ქალი ვინც იყო დამიწერა აცლა 7 სმ/1 სმ-ზ ე და კიდითი პლაცენტა, მერე ლანამ დაწერა სრული წინმდებარეობა და აცლა 8მმ/8მმ-ზე ანუ ვაფშე სხვა რამ და ის იმსიგრძე აცლა ვერ ნახა. მოკლედ გამოწერისას კიდე სხვამ მმნახა და იმანაც კიდითი მითხრა და ჰემატომა უკვე ოღონდ პატარა. მერე ინოვაში რო მივედი 4 დღეში (ანუ ლანას ეხოდან 1 კვირაში) დაფიქსირდა ჰემატომა აცლის უბანზე 7 სმ/3 სმ-ზე (ანუ დაემთხვა იმ პირველი ეხოსკოპისტის მონაცემს), მერე ეს ჰემატომა გაიბლანტა გაიზარდა კიდევ და ეხლა მცირდება, პლიუს პლაცენტა დაშორდა ყელს ამ 1 თვეში 26მმ-ით ხოდა არ მჯერა რო სრული წინმდებარეობა იყო და მგონია ჩემ შემთხვევაში შეცდა ლანაჩკა.

მოკლედ, მე პირადად წავედი-წამოვედი და ხეცურიანზე უკეთესი ვერ ვნახე. ეხლა 24 კვირის ეხოზე თუ გაწოვილი დამხვდა ჰემატომა მერე ხაჭვანთან ვაპირებ ფოტოსესიებზე სიარულს biggrin.gif რამე საყურადღებო თუ მექნება წავალ ისევ ხეცურიანთან.

Posted by: marikoo 28 Jul 2021, 16:13
Sandra2209
მეც მაგას ვფიქრობ. გავაჩენ თუარა ავიცრები. თან ანტისხეულები გადაეცემა რძითო იმდღეს ამბობდნენ. არ ვიცი მართალია თუარა მარა ძაან კაი იქნება ეგრე რო იყოს.

lelukaa
ზეგ მიწევს და ერთი სული მაქ როდის მივალ.
არც კი მჯერა რო 2 თვე დამრჩა biggrin.gif

რაღაცეები ისევ არ მიყიდია biggrin.gif

ქარსითი რაში უნდა დამჭირდეს მაგასაც ვერ ვხვდები და პირდაპირ ცოტა დიდი ხოარ ვიყიდო მერემეთქი ვფიქრობ.

პედიატრთან სადაც უნდა ვატარო სახლთანვე მაქვს. გასასეირნებელი ადგილებიც სახლთან მაქვს. სტუმრად სიარულს არ ვაპირებ. სხვა სად შეილება დამჭირდეს წაყვანა

Posted by: any_body 28 Jul 2021, 16:22
ვაიმე ახრაზე ვოცნებონ, მარტში გავიგე ორსულობაზე, არ ვგეგმავდი და ისე ვინერვიულე აცრა რომ ვერ მოვასწარი.
ფრთხილად უნდა ვიყოთ ძალიან, ყველაფერი იდეალურად დავიცვათ.


Posted by: PoisonnIvy 28 Jul 2021, 16:27
lelukaa
lelukaa
ძაან ცუდად მხდის ანტიბიოტიკი
დღეს წნევა ამივიდა 140 ზე და გულს მიჩქარებს sad.gif

Posted by: klubnika 28 Jul 2021, 16:50
user posted image



ეს დიდ ცხვირა ნახეთ რააააა givi.gif

Posted by: lelukaa 28 Jul 2021, 16:58
takotatuli1989
არ გედავები, დასანახად და ფოტოებისთვის ვიყავი მე პირადად და ისევ ვაპირებ. ჩემს ეკას არ ვღალატობ სხვა შემთხვევაში, პორველზეც მასთან დავდიოდი 12 წლის წინ. არც მაშინ და არც ახლა მის კომპეტენციაში ეჭვი არ მეპარება.

marikoo
მე სადღაც ორთვრნახევარი და მაინც ისე მებევრებაა. მზად ვარ დღესვე გავაჩინო. საერთოდაც მზად ვარ უკვე გაჩენილი თუნდაც 10 გავზარდო ერთად smile.gif)

Posted by: NINA33 28 Jul 2021, 17:04
takotatuli1989

ეხლა მოიცა biggrin.gif
ანუ რასაც ქვია პროფესიონალიზმი ხეცურიანს უფრო აქვს ხო?
მე არ ვყოფილვარ და აგვისტოში ყველა გამექცა სად წავიდე აღარ ვიცი.

Posted by: Clue 28 Jul 2021, 17:05
klubnika
აუ რა საყვარელია❤️
ჩემსასაც ცოტა დიდი ცხვირი უჩანს ამ ექოებში, არადა წესით თუ რამე მაქვს კარგი ცხვირია და ცოტა დავიძაბე ვის აპირებს რომ დაემსგავსოს, მერე ლანას ფოტოებს ვაკვირდები ხოლმე ექოს და გაჩენილებს ვადარებ და აშკარად დიდ ცხვირს აჩენს რადიოლოგების აპარატები, ნუ ჯერ მე ასე მჯერა)) რომ გაჩნდება გეტყვით))

Posted by: PoisonnIvy 28 Jul 2021, 17:09
klubnika
სიყვარულიაააა ;**
წყლები ადიდებს ხოლმე ეგრე ნაკვთებს არაფერი დიდ ცხვირა არ არის

Posted by: marikoo 28 Jul 2021, 17:10
lelukaa
რას ამბობ რა 10 ერთად. ჯერ არც მჯერა რო ამ ერთს შევძლებ biggrin.gif სუ მაგაზე ვნერვიულობ.

klubnika
რაღაც უკმაყოფილო სახე აქვს lol.gif

Clue
მეც დიდი ცხვირი მონეჩვენა ჩემს ბავშვზე ეხოს ფოტოში მარა ალბათ წყლები აჩენს მასეთქო ვფიქრობ. აი ზეგ კარგად შევუთვალიერებ მონიტორზეც

Posted by: lelukaa 28 Jul 2021, 17:14
PoisonnIvy
ანტიბიოტიკი გიშვება მაგას?
რა გითხრა აბა, ვიცი რომ ასე შუა გზაში ანტიბიოტიკოთერპიის მიტოვება არ შეიძლება.
* * *
klubnika
სიყვარული <3 მგონი პირდაპირ სკოლაში გაუშვებ შენ ისეთი ჩამოყალიბებული ჩანს smile.gif

* * *
marikoo
ყველაფერსაც შეძლებ დამიჯერე smile.gif)
მე ორსულობები მკლავს თორე პირველის მაგალითი მაქვს ისეთი მართლა გავზრდი ეგეთს 10ს smile.gif)

Posted by: ninunin 28 Jul 2021, 17:30
Clue
QUOTE

აუ რა საყვარელია❤️
ჩემსასაც ცოტა დიდი ცხვირი უჩანს ამ ექოებში, არადა წესით თუ რამე მაქვს კარგი ცხვირია და ცოტა დავიძაბე ვის აპირებს რომ დაემსგავსოს, მერე ლანას ფოტოებს ვაკვირდები ხოლმე ექოს და გაჩენილებს ვადარებ და აშკარად დიდ ცხვირს აჩენს რადიოლოგების აპარატები, ნუ ჯერ მე ასე მჯერა)) რომ გაჩნდება გეტყვით))

გააჩნია ალბათ ეოგორ პოზაDია სახე, მე ერთადერთი ფოტო გადამიღო სეგომ 32 კვირაზე ჩაჭყლეყილი კურნოსა ცხვირით, ზუსტად ეგეთი აქვს, მინახავს ეხოები სადაც ცუდად ჩანს იმ მომენტში ცხვირი თავი უდევს რაღაცნაირად ბავშვს ან ჩრდილებია ამ წყალი ზნიქავს და ა, შ შემდეგ მშვენიერი ცხვირებით იბადებიან, ასე რომ ნუ დარდობ წინასწარ მაგ ფოტოება კი გვანან.მარა დაბადების შემდეგ საერთოდ სულ სხვააა

Posted by: any_body 28 Jul 2021, 17:46
ჩემი კიდევ მოწრიპული ცხვირითაა :დ
სერგომ ძლივს გადაუღო ფოტო

Posted by: emiblack 28 Jul 2021, 17:48
გოგოებო, ვეღარ ვკითხულობ, თვალს თუ მოვკრავ ხოლმე ))) ცხვირი ჩემსას დიდი უჩანდა ექოსკოპიაზე და მშვენიერი ცხვირით დაიბადა. საერთოდ ბევრად ლამაზი დაიბადა ვიდრე ველოდი ))) პირველი ეგ ვიკითხე საიდან ასეთი, სხვანაირი ჩანდა მეთქი))

Posted by: NINA33 28 Jul 2021, 17:56
klubnika
რა საყვარელია ბაიაა. :*
* * *
PoisonnIvy
ექიმს უთხარი ეგ ყველაფერი აუცილებლად.

Posted by: takotatuli1989 28 Jul 2021, 18:51
NINA33
ანუ ჩემი გამოცდილება ასეთია, წინა ორსულობაზევ შარიქაძემ რო დამშოკა ხეცურიანის ეხო არ შემცდარა, მერე ხაჭვანს მოეჩვენა გოლფის ბურთის სინდრომი, კი მითხრა მაშინვე ეს არაფერია შეიძლება ექოს სხივების გადაკვეთის შედეგად ჩანსო მარა ნუ ხეცურიანს არცერთ ორსულობაზე ტყუილად ან არასწორად არაფერი უთქვამს. 7 დან შვებულებაშია თამარი და შუა აგვისტოში არ ვიცი ვისთან შეიძლება მისვლა. ისე პინეოში პაატა თაბუკაშვილის ეხოს მონაცემებიც ძალიან სანდოა, თამარისას დაემთხვა ყოველ ჯერზე. პროსტა ფოტოებს არ ელოდო biggrin.gif

აუ რო დავდივარ ციკლის დროს რო გტკივა მასე მტკივა წელი sad.gif მეშინია, თან ეს ყავისფერი გამონადენიც მომატებულია. ის რაღაც საფენი ხო არ გავიკეთო უკვე ვფიქრობ.

Posted by: ninunin 28 Jul 2021, 19:09
emiblack
ჩემიც,ბევრად ლამაზია biggrin.gif მაგ ფოტოებთან შედარებით, ხოდა ეგ ფოტოები ეხოსი ბევრი არაფერი დავრწმუნდი მაგაში

Posted by: NINA33 28 Jul 2021, 19:18
takotatuli1989
ფოტოებს არავინ მაძლევს
* * *
თავს არ იწუხებენ.
ქამარს იყენებ?

Posted by: takotatuli1989 28 Jul 2021, 19:29
NINA33
კიი ქამრის გარეშე ისე მაწვება ქვემოთ სიმძმე, მგონია რომელიმე თავს გამოყოფს. ეხლა ვფიქრობ სადმე 24 საათიან ეხოზე მივიდე ყელი გადავიმოწმო. ის საფენიც გავიკეთე წყლებს რაც აფიქსირებს.

Posted by: Elennee 28 Jul 2021, 19:53
მე თამართან 12 კვირაზე ვიყავი, ჯერ არ მომეწონა ვაგინალურით რო გადამიღო, მერე კისრის ნაოჭზე აი ძალიან იწვალა, ძლივს გაზომა, ახალი გაიდლაინით კი ჯდება სტანდარტშიო, ცხვირის ძვალიც ჩანსო მაგრამ მაინცო გენეტიკური ჩააბარეო, დამზაფრა. არ იქნება არაფერიო, იმდენად იდეალურადაა ყველაფერი მაგრამ მაინც ჩააბარეო. თუ არ იქნება არაფერი, თუ ყველაფერი იდეალურადაა რაღას მძაფრავ რა. მერე გინეკოლოგმა რა სისულელეა, ყველაფერი წესრიგშია, რაის გენეტიკურიო. სხვაგანაც გადავამოწმე კისრის ნაოჭი და წესრიგში იყო. ხოდა მაგის მერე აღარ მივსულვარ ხეცურიანთან.

Posted by: NINA33 28 Jul 2021, 20:35

takotatuli1989
24 საათიანი მგონი ღუდუშაურს აქვს. არ მგონია რამე ცუდად იყოს არ ინერვიულო.

* * *
თან ისეთი ყელის ზომა გაქვს არაფერი იქნება.

Posted by: narkozeli 28 Jul 2021, 20:37
takotatuli1989

მე ლანაზე როცა ლაპარაკობენ ჩუმად ვარ ხოლმე, ჩემი უნივერსიტეტელია და ერთი თაობა ვართ, ძაან კარგად ვიცნობ.
პროფესიონალი და გამოცდილი ვერანაირად ვერ იქნება რადგან დიდი ხანი არაა რაც რადიოლოგად მუშაობს.
ანუ გამოცდილება ვერც შეედრება რასაკვირველია, პროსტა პიროვნულად ისეთი ტიპია, ყველას რომ უმეგობრდება.

Posted by: marikoo 28 Jul 2021, 20:39
lelukaa
ისთ ფოინთის მაზერქეარში აქვთ ეს საწოლები. დაგაინტერესებს შენ
user posted image
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: narkozeli 28 Jul 2021, 20:46
takotatuli1989
შარიქაძემ რაზე დაგშოკა?

Posted by: lelukaa 28 Jul 2021, 20:53
marikoo
ისე ამოვიჩემე ის იკეა სხვას აღარც ვეძებ biggrin.gif
მესამე წავა რა, ცოტა ეს კანტები არ მომწონს თავში და ბოლოში. რომ ჩამოვთბილისდები ვნახავ აბა მაინც. მადლობაა :*



Posted by: marikoo 28 Jul 2021, 21:02
lelukaa
მე მგონია რო ფოტოებია ბანძი და ისე კაი უნდა იყოს. აი რო ვნახავ გეტყვი. ხო იკეას ერთი ძაან მომწონს ვამოწმებხოლმე ხოარ მიიღეს

Posted by: takotatuli1989 28 Jul 2021, 21:03
narkozeli
წინა ორსულობაზე 16 კვირაზე ბავშვს კუჭი აქ ზედმეტად დიდიო, ტვინის პარკუჭები თუ 2 თვეში ისევ ამხელა იქნება მაშინ ნუ კაიო, თირკმლის ზომებიც მუქად ჩამოწერა და რო ვკითხე რას ნიშნავს ეს ყველაფერი თქო ნუ უსაშველოდ არაფერსო ამ ეტაპზეო. ეს იყო მაგის პასუხი. გავიქეცი გადარეული ინოვაში და ყველაფერი ნორმაში იყო.

Posted by: narkozeli 28 Jul 2021, 21:25
takotatuli1989

ანუ ბადრის ჩემი არ იყოს შენთანაც აურევია biggrin.gif

ხეცურიანთან არ ვარ ნამყოფი და აუცილებლად მივალ ერთხელ

Posted by: klubnika 28 Jul 2021, 22:55
Clue
PoisonnIvy
marikoo
lelukaa
NINA33
<3
მამამისის ცხვირი უჩანს
წინა ექოზეც ეგეთი ქონდა
ხეცურიანი მოკვდა სიცილით
რომ დავინახე ვაიმე მოვკლავ ამათთქო lol.gif
ვისო? მამა-შვილსთქო gigi.gif

* * *
narkozeli
takotatuli1989
ყველა ურევს რა
საერთოდ აღარ ვუსმენ რას მეუბნებიან
რამე საგანგაშო თუ არ იქნება მკიდია
ვათვალიერებ უბრალოდ პრინცს gigi.gif

Posted by: fleurs 29 Jul 2021, 00:54
Elennee
შენ საფრანგეთში არ გინახია 13 კვირამდე მარტო ვაგინალურად ნახულობენ.ყოველ კვირაში დავდიოდი სხვადასხვა ექიმი მამოწმებდა და ყველა ვაგინალურად.

Posted by: takotatuli1989 29 Jul 2021, 01:50
მე მგონი 13 კვირამდე ყველგან ვაგინალურად გადაღებას რეკომენდირებული თუ სისხლდენა ან რაიმე მსგავსი არაა. მარა თუ არაფერი არაა არ უნდა გითხრას .ასე ეხოსკოპისტმა.
ყველა ურევს როგორც ჩანს მართლა.

NINA33 პინეოში ჩამოვედი ეხოზე და დამტოვეს. არ ვიცი რამდენად სანდოა ამ მორიგეს გაკეზტებული ეხო, ჯერ ყელი 31 მმ-ო მეთქი რას ამბობ 4 დღის წინ 46 იყოთქო და მერე კიდე გაზომა და კი 46-იაო. ეხლა ესეც მეუბნება არაა აწეული პლაცენტა წინმდებარეობაო ნაწილობრივი. ჰემატომა იმხელაზეა გაშლილი შტოებად სიგანესაც ვერ დავწერო, მთელ პლაცენტას მოიცავს და რა აჩერებს ამ პლაცენტას არ ვიციო. მოკლედ მაჩიტაძემ უნდა დაწვე დაგაკვირდეთო. ხვალ დილით ქეთისაც მივწერ და ეხოს თაბუკაშვილთანაც გადავამოწმებ აქვე.

Posted by: klubnika 29 Jul 2021, 09:57
takotatuli1989
QUOTE
პინეოში ჩამოვედი ეხოზე და დამტოვეს. არ ვიცი რამდენად სანდოა ამ მორიგეს გაკეზტებული ეხო, ჯერ ყელი 31 მმ-ო მეთქი რას ამბობ 4 დღის წინ 46 იყოთქო და მერე კიდე გაზომა და კი 46-იაო. ეხლა ესეც მეუბნება არაა აწეული პლაცენტა წინმდებარეობაო ნაწილობრივი. ჰემატომა იმხელაზეა გაშლილი შტოებად სიგანესაც ვერ დავწერო, მთელ პლაცენტას მოიცავს და რა აჩერებს ამ პლაცენტას არ ვიციო. მოკლედ მაჩიტაძემ უნდა დაწვე დაგაკვირდეთო. ხვალ დილით ქეთისაც მივწერ და ეხოს თაბუკაშვილთანაც გადავამოწმებ აქვე.

აუუუ
გაწვალდი რა
მაჩიტაძეს კი აქებენ არ არის წესIთ ცუდი ქალი მოგხედავს
სიახლეები მოიწერე რა

Posted by: Clue 29 Jul 2021, 10:39
takotatuli1989
რომელ კვირაზე ხარ? აუ მართლა როგორ გაწვალდი❤️ მოიწერე აბა

Posted by: NINA33 29 Jul 2021, 11:44
takotatuli1989
რა პრინციპით ამბობენ. 31 და უი 46 იო გაგიჟდები ადამიანი. აბა რას გეტყვიან მოიწერე.

Posted by: PoisonnIvy 29 Jul 2021, 13:32
takotatuli1989
გამძლეობას გისურვებ ;*

ყველაფერი კარგად იქნება
ისე ყელი 31 იც არაა
მოკლე
25 ის ზემოთ ყველა დასაშვებია

Posted by: Nnia 29 Jul 2021, 13:59
takotatuli1989
ბოლო ექოზე 34 მქონდა მე. არაა მოკლე 31ც მარა რა მარაზმია ეს ამხელა ცდომილება. კარგად იქნება ყველაფერი ...

Posted by: takotatuli1989 29 Jul 2021, 16:04
მადლობა გოგოებო, ყელი ცალსახად გრძელია მარა ჰემატომაა სასწაულად მოდებული მთელ პლაცენტას და განძრევა მეკრძალება. ოსიძემ მომწერა ლოგიკურია გაშლაო გაწოვისას რაღაც ხდებაო სამედიცინო ტერმინი მომწერა,.მაგრამ რადგან ამხელაზე გაიშალა სტაციონარში წოლას ექვემდებარებიო. მოკლედ ვერაფერს ვერ მეუბნებიან რა იქნება. ხვალ გამიეკეთებენ კოაგულოგრამას და ახალ ეხოს ნახვა უნდათ ახალი კერები Vნდება და მაგიტოა გაშლილი თუ ის ძველი გაიშალა, მაგას აქვს მნიშვნელობაო და მაგის მიხედვით გადაწყდება მკურნალობაო. უბრალოდ ძალიან საშიშ ვადაზე ხარო მაჩიტაძემ და რამენაირად უნდა გამოვძვრეთო. მე კიდე თავს ვიმჩნევ, გუშინ ტანსაცმელები გამოვუწერე ბავშვებს <3

Posted by: margarita7 29 Jul 2021, 16:28
takotatuli1989

ნუ გეშინია, გამოძვრები მაქედან აუცილებლად. ბოლოსდაბოლოს დაწვები და არ გაინძრევი მართლა რამდენიმე თვე და გამოიჩეკებიან პატარები ამასობაში <3

Posted by: Elennee 29 Jul 2021, 16:43
takotatuli1989
აუცილებლად გამოძვრები ! პოზიტიურზე იფიქრე ❤

Posted by: Clue 29 Jul 2021, 16:46
გოგოებო დიარეის დროს რას სვამთ? შეიძლება ფახიტოლის ბრალი იყოს? ძაან არ მსიამოვნებს ამ წამლის დალევა თან დღეში სამჯერ 2 ტაბლეტი
* * *
უფრო სწორად ჰოპიტოლი, კი იწერია დეარეა, აი რა ვქნა არ იღებს ამ წამალს ჩემი ორგანიზმი ძაან დისკომფორტი მაქვს

Posted by: any_body 29 Jul 2021, 17:16
takotatuli1989
არ ინერვიულო, მიჰყევი ექიმის რჩევებს და პოზიტიურზე იფიქრე.

Posted by: margarita7 29 Jul 2021, 17:35
Clue

მოცვის ჩაი კარგია კუჭის აშლის დროს

Posted by: NINA33 29 Jul 2021, 17:57
takotatuli1989
ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნება !!! ცოტახანი სტაციონარში წოლა გირჩევნია უფრო მოგხედავენ ვიდრე სახლში.
რა ვადის ხარ ეხლა?

Posted by: takotatuli1989 29 Jul 2021, 18:38
NINA33
23 კვირის ვარ. მადლობა გოგოებო გამხნევებისთვის <3

Posted by: marimmariami 29 Jul 2021, 20:50
takotatuli1989
ყველაფერი კარგად იქნება ❤️ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ უფრო მშვიდადაც იქნები.

Clue
მე ლინექსს ვსვამდი

Posted by: Clue 29 Jul 2021, 22:10
marimmariami
როგორ მიდის შენი კორონა? ცოტაც და მოიშორებ

Posted by: marimmariami 29 Jul 2021, 22:31
Clue
გავიდა უკვე 2 კვირა, ანალიზები და ექოსკოპია ნორმაშია, ოდნავ ჭარბწყლიანიბააო რამაზმა, მაგრამ ყველას ეგრე აქ თითქმის ვინც კოვიდი გადაიტანა და არაა საგანგაშოო, ყურადღება არ გაუმახვილებია დიდად

Posted by: Clue 29 Jul 2021, 22:37
marimmariami
აუ რა კარგია❤️ გილოცავ ანტისხეულებს და კოვიდის მშვიდობიან გაცილებას❤️

Posted by: PoisonnIvy 30 Jul 2021, 00:21
marimmariami
რა მაგარიააა :*

მე ვარ ეხლა ისეთ ადგილას სადაც კოვიდიანის კონტაქტი იმყოფევა
ანუ “ჩერეზ” კონტაქტი ვარ და ისე მეშინია
ძაან ბევრი მოვიმატე
წონის გამო უფრო ვშიშობ sad.gif(
იმედია გადავრჩები და არ დამემართება

Posted by: marimmariami 30 Jul 2021, 00:28
Clue
მადლობა ❤️
PoisonnIvy
ჩემთან სახლში არავის გადაედო, იტესტებოდნენ პერიოდულად მთელი 2 კვირა და მხოლოდ მე მქონდა. ძაან ინდივიდუალურია მგონი ეს სიმპტომებიც, ღმერთის წყალობით მარტივად გადავაგორე, ფრაქსიპარინსაც რომ ვიკეთებდი ეგეც დამეხმარა ექიმების თქმით

Posted by: klubnika 30 Jul 2021, 10:20
marimmariami
QUOTE
ჩემთან სახლში არავის გადაედო, იტესტებოდნენ პერიოდულად მთელი 2 კვირა და მხოლოდ მე მქონდა. ძაან ინდივიდუალურია მგონი ეს სიმპტომებიც, ღმერთის წყალობით მარტივად გადავაგორე, ფრაქსიპარინსაც რომ ვიკეთებდი ეგეც დამეხმარა ექიმების თქმით


მე მგონი მე ავიკიდე კორონა
4 დღეა სურდო მაქვს
ტესტზე არ მივდივარ ცოცხალი თავით
რამდენჯერაც გადავწყვიტე იმდენჯერ შიშისგან სიმპტომები გაქრა gigi.gif
ცუდად არ ვარ
მხოლოდ სურდო და ცხვირში ვარ გაჭედილი ოდნავ
მაგრამ მგონი გემოებში ავირიე
ვაშლატამა შევჭამე და რაღაცნაირი გემო ქონდა ვერ გავიგე
დღეს ყავას არ აქვს არომატი
და წიწიბურას მთელი შეკვრა მარილი ჩავაყარე biggrin.gif

მგონი ტესტზე უნდა გავქანდე

ისე ფრაქსიპარინი პრევენციის მიზნით რომ გავიკეთო რამე მოხდება ნეტა ?

Posted by: marimmariami 30 Jul 2021, 12:17
klubnika
აფთიაქებში იყიდება სწრაფი ტესტები, თავიდან მეც სახლში გავიკეთე.ტესტის რიგში დგომით უფრო აიკიდებ მგონი რამეს ისეთი სიტუაციაა კლინიკებში. არამგონია პრევენციის მიზნით შეიძლებოდეს, ექიმის გარეშე არაფერი გაიკეთო ჯობია biggrin.gif

Posted by: PoisonnIvy 30 Jul 2021, 12:36
klubnika
არ გაიკეთო ანალიზის გარეშე
მე ანალიზებით მჭირდება ფრაქსი და ამდენს რო ვიკეზტებ გული მისკდება
ასე ჰაერზე ვერ გავრისკავდი

თან კორონაც შეიძლება არ გაქვს, ათასი სხვა ვირუსია ეხლა მოდებული

Posted by: klubnika 30 Jul 2021, 13:46
marimmariami
ყაზბეგზე კოვიდ სასტუმროში გავიკეთებ უფასოდ
მაგაში რატომ ვყარო ფული
35 ლარი ღირს მგონი
არც რიგია იქ და არაფერი
შევიფუთები და გვიან მივალ 23:30 სკენ

PoisonnIvy
ჰო ველაპარაკე ექიმს და ტრაკი დააყენეო gigi.gif

Posted by: NINA33 30 Jul 2021, 13:50
klubnika
ჯობია გაიტესტო biggrin.gif

Posted by: Clue 30 Jul 2021, 15:58
აუ ტატიშვილთან ვიყავი დღეს, იმდეეეენი ხალხი იყო უაამრავი, მევასება რა კახა, შეხედა, ორგანოებს ჩამოუარა, ძაან კაი ბავშვიაო არაფერზე იდარდოო გამომიშვა <3
კიდე რაც მენიშნა ადრეს და რაც ასევე მევასება ის არის, რომ არასდროს არ კითხულობს ბოლო ციკლს, მაინცდამაინც შუა თარიღს არ ემთხვევა ოვულაცია და ჩვენ კიდე გულებს გვიხეთქენ ტყუილად "3 დღე ჩამორჩენა" "8დღე წინ სწრება" და სისულელეები

Posted by: klubnika 30 Jul 2021, 16:13
NINA33
QUOTE
ჯობია გაიტესტო

წნევა დამარტყამს ახლა კოვიდი როომ დამიდასტურდეს
gigi.gif
Clue
ვერ მივედი ერთი ტატიშვილთან რა
და შარიქაძეც მინდა
ეგ ორი დამრჩა
დანარჩენი ბუმბერაზები დალაშქრული მყავს მგონი ყველა


gigi.gif


პ.ს რაღაც გულ-მკერდის მიდამოში მიჭერს

ითს კორონა თაიმ givi.gif
ღამურას დდშვც

Posted by: Clue 30 Jul 2021, 16:22
klubnika
არ გექნება, აფთიაქის სწრაფი ტესტი გაიკეთე და დამშვიდდები

Posted by: Elennee 30 Jul 2021, 16:30
ჩემი ბიჭი დღეს ისე არ აქტიურობს sad.gif კი მომარტყა რამდენჯერმე მაგრამ როგორც ჩვევია ისე არა. ღმერთო ნოემბრამდე არ გავრეკავდე და არ დავნევროზდებოდე biggrin.gif
* * *
klubnika
თუ გაქვს მარტიბად გადაგაქვს და კარგია, დაისვენებ მერე ცოტა ხნით სამაგიეროდ biggrin.gif

Posted by: klubnika 30 Jul 2021, 16:57
Elennee
QUOTE
თუ გაქვს მარტიბად გადაგაქვს და კარგია, დაისვენებ მერე ცოტა ხნით სამაგიეროდ

ჰო ეგეც მართალია
მთელი დღეა თერმომეტრი მაქვს გაჩხერილი :დდდდდდდ და არ მაქვს სიცხე
QUOTE
ჩემი ბიჭი დღეს ისე არ აქტიურობს  კი მომარტყა რამდენჯერმე მაგრამ როგორც ჩვევია ისე არა. ღმერთო ნოემბრამდე არ გავრეკავდე და არ დავნევროზდებოდე

აუ აი ზუსტად რააა
ოქტომბრამდე არ გავაფრენდე
Clue
QUOTE
არ გექნება, აფთიაქის სწრაფი ტესტი გაიკეთე და დამშვიდდები

გავჟმოტდი მენანება მაგაში ფულის გადახდა givi.gif
ჩავირბენ საღამოს ან ხვალ შესვენებაზე

Posted by: marikoo 30 Jul 2021, 17:00
klubnika
თუ ნერვიულობ გაიკეთე დღეს ტესტი. ჯობია იცოდე და იკონტროლო ანალიზები ასე ნერვიულობას.

Posted by: klubnika 30 Jul 2021, 17:03
marikoo
QUOTE
თუ ნერვიულობ გაიკეთე დღეს ტესტი. ჯობია იცოდე და იკონტროლო ანალიზები ასე ნერვიულობას.

არა არ ვნერვიულობ
პირიქით მშვიდდად ვარ
ის უფრო ამანერვიულებს რომ გავიგო რომ მაქვს თორემ ეს თუ კორონაა
იყოს
არ ვარ ცუდად
მართლა დავისვენებ მერე ცოტა ხანი
სითხეებს ვსვამ ბევრს, ღრმად ვსუნთქავ და ჩემთან სულ გრილა და ორპირია და საღამოობით ვაკონტროლებ რომ არ შემცივდეს და ეგაა

Posted by: marikoo 30 Jul 2021, 17:07
ეხლა ვიყავი ეხოზე და მეორე ხარისხის სიმწიფეო. 31 კვირაზე 1ელი უნდა იყოს წესით sad.gif

და თავი ზემოთ აქვს და კისერზე ჭიპლარის ერთჯერადი შემოხვევაო.

რა მშვიდი ცხოვრება მქონდა ეხლა რომელ ერთზე ვინერვიულო

Posted by: Elennee 30 Jul 2021, 17:38
marikoo
ექიმმა რა გითხრა? ვემ ახლობელს უთხრეს 1 კვირის წინ 30 კვირაზე ზუსტად იგივე, წოლითი რეჟიმი? დავის სანთლები და წმევის მარეგილირებელი დაუნიშნა და 34ე კვირამდე წესით მივალთო.

Posted by: Clue 30 Jul 2021, 17:38
marikoo
და რამე ახსნა არ მოაყოლა? საგამგაშო მგონი არაა, ექიმმა რა გითხრა

Posted by: Sandra2209 30 Jul 2021, 17:46
marikoo
ჭიპლარის კისერზე შემოხვევაზე არ იდარდო საერთოდ, ყოველი მესამე ბავშვი ეგრე იბადება <3 შემობრუნებისთვისაც აქვს ჯერ დრო და პლაცენტის მომწიფებასაც ეშველება სწორი მკურნალობით, მთავარია სიმშვიდე შეინარჩუნო<3

Posted by: marikoo 30 Jul 2021, 18:13
Elennee
Clue
პლაცენტაზე ასე მითხრა ბავშვს რო ჩამორჩენა ჰქონდეს ან სისხლი არ მიეწოდებოდეს დაგინიშნავდი მკურნალობასო მარა ეხლა არ გჭირდებაო, თავის ფუნქციას მაინც ასრულებსო. ანალიზების პასუხის მიხედვით გადავწყვიტოთო რამე მკურნალობა თუ გჭირდებაო.

წოლითი რეჟიმი არ უხსენებია.
ნაადრევი მშობიარობის რისკიც არ არისო 34 კვირაზე დამიბარა ეხოზე.

Sandra2209
ჭიპლარზე ექიმმაც ეგ მითხრა.
შემობუნებაზე მირჩია მარჯვნივ დაწექიხოლმე მაგეთ აქვს თავი და იქნებ ჩაბრუნდესო.


მოკლედ სრულიად დამშვიდებული გამომიშვა biggrin.gif ძაან მიყვარს

Posted by: NINA33 30 Jul 2021, 19:33
Clue
ტატიშვილიც შვებულებაში გადის აგვისტოს? Წინასწარი ჩაწერაა?

Posted by: Clue 30 Jul 2021, 19:40
NINA33
კი, როგორც ვიცი მთელი თვე არ იქნება, ჩაწერაც თითქოს აქვს მაგრამ ძირითადად ცოცხალი რიგით და ნომრით შეყავს

Posted by: NINA33 30 Jul 2021, 19:54
Clue
ვააახ გავგიჟდი რა

Posted by: marimmariami 30 Jul 2021, 20:32
გოგოებო ექოსკოპიაში მოცემული ცერვიკალური არხის სიგრძე იგივე საშვილოსნოს ყელის სიგრძეა ხომ?

Posted by: takotatuli1989 30 Jul 2021, 20:46
გოგოებო დღეს გავიკეთე ეხო თაბუკაშვილთან და არათუ მთელ პალცენტაში გაშლილი, შემცირებული დაგვხვდა ორჯერ ჰემატომა 38მმ/9მმ-ზე, ძაან კარგად არიან ბაცაცუნებიო და რა გითხრა შვილო აბა ვინ რა დაინახა არ ვიციო. ძაან გამიხარდა მარა ძაან გავმწარდი თან და მაჩიტაძე რო შემოვიდა და გაპრავება ცადა თითქოს ამ ორ დღეში რეგისროლის გადასხმებით და ნიფედიპინებით მიშველა მაგრა მივახურე, რას მაჯერებ ეხლამეთქი ესეთი მდგომარეობით ვიქნებოდი გუშინწინაც ოსიძის დანიშნულების შედეგადთქო და ასი წელი ვერ დავიჯერებ ამ ზღაპრებს თქო და ამ მორიგეს უაზრო ეხოს გამო ასე ვინერვიულე და პლიუს ფული უნდა გადაგიხადოთ 400 ლარი სულ ტყუილად ამ ორ ღამეშითქო. ხოდა მოკლედ რომ ჩამოიყვანეს რეგისტრატურაში მარტო დღევანდელი თაბუკაშვილის ეხოს ფული გამომართვეს სხვა არაფერი არ გეკუთვნისო დავაკორექტირეთ კალკულაციაო.

Posted by: marimmariami 30 Jul 2021, 21:07
takotatuli1989
რა კარგია , გილოცავ ❤️ ყველაფერი ძალიან კარგად გექნებათ შენ და შენს ტვიქსებს ❤️

Posted by: lelukaa 30 Jul 2021, 21:11
marimmariami
QUOTE
ცერვიკალური არხის სიგრძე იგივე საშვილოსნოს ყელის სიგრძეა ხომ?

კიი

marikoo
მუხლ-იდაყვის პოზა არ გასწავლა ეხომ თან?
ჩემი ჯდომითაა და მიშველე ეს ვარჯიში შემობრუნებაში დაეხმარებაო, თუმცა ექიმმა მაინც ისე იზამს ბავშვი როგორც უნდაო smile.gif)
ჭიპლარი 26 კვირაზე ჩემსასაც ერთჯერადად ჰქონდა შემოხვეული, თავიდან ვიპანიკე, მაგრამ ბავშვის მოძრაობა მამშვიდებს ფაქტია
smile.gif)

takotatuli1989
გაგიჟდები რა, ვის უნდა ენდო ადამიანი?!
მთავარია ჰემატომა მიდის და ბავშვიკების კარგად არიან, გამიხარდა ძაან <3

Posted by: Ani_Floyd 30 Jul 2021, 21:59
რეტროქორიონალური ჰემატომა რას ნიშნავს? ვგუგლავ და არაფერს მიგდებს. ვინმემ ხოარიცით?

Posted by: Anabeli111 30 Jul 2021, 22:18
Ani_Floyd
user posted image
არ ინერვიულო ♡

Posted by: Ani_Floyd 30 Jul 2021, 22:39
Anabeli111
აქამდე ერთი ჰემატომა იყო და ახლა რო ნახეს ჰემატომებიაო..ანუ რამდენიმეა უკვე sad.gif(((

Posted by: marikoo 30 Jul 2021, 22:41
takotatuli1989
აუუ ძაან კარგად გიქნია. რამდენი განერვიულეს ტყუილად, იდიოტები.

lelukaa
მასწავლა ეგ პოზა კი. თირკმელი გაქვს მოჭეჭყილიო ბავშვი აწვებაო და მაგისთვის კაია ეგ პოზაო. პატარა რო ხარ ადგილი არ ყოფნისო და თირკმელი მაგიტო მოიჭეჭყაო. ნეტა 1.5 კილოს როარ ყოფნის ადგილი 3-ზე რო ავა მერე რა მეშველება biggrin.gif
* * *
აცრაზე ვკითხე და მე მომხრე ვარო აცრისო. 14ში ვარ ფაიზერზე დარეგისტრირებული და ალბათ ავიცრები.

Posted by: NINA33 30 Jul 2021, 22:44
takotatuli1989
რა კარგია. გამიხარდა კარგი ამბები❤️

Posted by: Clue 31 Jul 2021, 00:54
takotatuli1989
გილოცავ❤️ წარმომიდგენია როგორ ინერვიულებდი

Posted by: Elennee 31 Jul 2021, 06:31
აუ თითქმის არ დაურტყამს გუშინს მერე, გული მისკდება ხალხნო, ეთი სული მაქ გათენდეს რო წავიდე ექოზე sad.gif

Posted by: takotatuli1989 31 Jul 2021, 08:33
Elennee
რა ვადის ხარ? კიდე არ გიგრძვნია?

Posted by: Elennee 31 Jul 2021, 09:36
takotatuli1989
23 კვირის. კი რო დავწერე ვიგრძენი რამოდენიმეჯერ მაგრამ აი ისეთი სიძლიერით არა რო იცის ხოლმე, ჩამძინებია მთელი ღამის უძილოს და წავალ ეზლა ავერსში მალევე.
შენი ამბები ძალიან გამიხარდა ❤
* * *
ორშაბათს ვიყავი მათითაშვილთან და ყველაფერი წესრიგში იყო, რა შეიძლებოდა ესე მალე მომხდარიყო sad.gif

Posted by: takotatuli1989 31 Jul 2021, 09:46
Elennee
არაფერი არ მოხდებოდა ნუ ნერვიულობ <3 ერთ ბავშვზე ორსულობისას ხშირად ვერ მიგვრძნია მოძრაობა მთელი დღე.

Posted by: Elennee 31 Jul 2021, 09:54
takotatuli1989
აი მივდივარ უკვე ედუარდთან, იმედია დიდი რიგი არ იქნება, მ რიგებში დგომისაც მეშინია რა

Posted by: klubnika 31 Jul 2021, 10:06
Elennee
QUOTE
ორშაბათს ვიყავი მათითაშვილთან და ყველაფერი წესრიგში იყო, რა შეიძლებოდა ესე მალე მომხდარიყო

არაფერიიიიიიიიიი რა უნდა მომხდარიყოო
ნუ ნერვიულობ
უბალიშოდ დაწოლა ცადე ზურგზე ?
ყველაფერი კარგად იქნება
პატარაა ჯერ და ვერ გძნობ კარგად
მეც მქონდა ეგრე ერთი დღე და მერე ამოძრავდა
რომ დაიწყებს მიწისძვრების მოწწყობას მერე ნახე

takotatuli1989
რა კარგია რომ ყველაფერი კარგადაა
<3

ანუ 2 დღე იწექი და მხოლოდ ექოს ფული გადაგახდევინეს ?
მაგათ ხო არ აჟრიალებთ ზოგადად
რას განერვიულეს

Posted by: Elennee 31 Jul 2021, 10:10
აუ ედუარდი არაა, ვიღაც ლაფაჩიშვილიაო და კარგია თუ იცით?

Posted by: klubnika 31 Jul 2021, 10:18
Elennee
QUOTE
აუ ედუარდი არაა, ვიღაც ლაფაჩიშვილიაო და კარგია თუ იცით?

აუ არ ვიცი
ხეცურიანთან მიდი ინოვაში არის შაბათობით
თუ ახლოს ხარ
არც ეგ ედუარდი ვიცი მე

Posted by: Elennee 31 Jul 2021, 10:29
klubnika
აუ მოვედი უკვე ავერსში და რიგში ვარ

Posted by: lelukaa 31 Jul 2021, 10:30
Elennee
ძააან, მე ეკასთან დავდივარ სუულ <3

Posted by: NINA33 31 Jul 2021, 10:31
takotatuli1989
ისე მართლა როგორ განერვიულეს. მე ის მიკვირს როცა ექიმი გქვია უნდა იყო შენი საქმის პროფესიონალი, ამ რადიოლოგებს რა ჭირს კი მაგრამ. ან კარგები იყვნენ ან საერთოდ ნუ აირჩევენ მაგ სპეციალობას.როგორი მნშივნელოვანი პროფესია აქვთ და რამდენი არ ამართლებს რა.
* * *
Elennee
აი დაწერე აბა აუცილებლად , ოღონდ ზუსტად ვიცი ტყუილად ნერვიულობ biggrin.gif ველიი ამბებს :*

Posted by: Elennee 31 Jul 2021, 10:33
lelukaa
აუ გამიხარდა. ვზივარ ეხლა და ახვანცალდა ეს მაიმუნი ბავშვი :დ მეღადავება მგონი :დ

Posted by: takotatuli1989 31 Jul 2021, 10:37
NINA33
klubnika
მე ხო გამამწარეს და მანერვიულეს და ჩემები დახოცილები დამხვდნენ ნერვიულობით sad.gif თან მაგ რისკს ვუშვებდი რო ვინმე იდიოტი შეხვდებოდა მორიგე და წავიღე ხეცურიანს ეხო ჰემატომის, სლაჯის და საშვილოსნოს ყელის ფოტოებით, ვაჩვენე აი ეს დამიწერეს 5 დღის წინ და აი გაიგიჟა თავი მთელ უკანა კედელს ფარავს ჰემატომა და სრულად მოიცავს პლაცენტასო. ამ დროს ორივე პლაცენტა წინა კედელზეა. ეგეც ვუთხარი და არაო უკანაზეაო და ამ დროს გუIსნ დილის იგივე ჩამოწერა ყველაფერი თაბუკაშვილის რაც ხეცურიანს ეწერა, უბრალოდ დაპატარავებულია ჰემატომა ორჯერო.

Posted by: klubnika 31 Jul 2021, 10:37
Elennee
QUOTE
აუ გამიხარდა. ვზივარ ეხლა და ახვანცალდა ეს მაიმუნი ბავშვი :დ მეღადავება მგონი :დ

lol.gif ჰაჰა
გამეცინა
და გამეხარდა
ყველაფერი კარგად იქნება
ტყუილა დაპანიკდი

takotatuli1989
QUOTE
მე ხო გამამწარეს და მანერვიულეს და ჩემები დახოცილები დამხვდნენ ნერვიულობით  თან მაგ რისკს ვუშვებდი რო ვინმე იდიოტი შეხვდებოდა მორიგე და წავიღე ხეცურიანს ეხო ჰემატომის, სლაჯის და საშვილოსნოს ყელის ფოტოებით, ვაჩვენე აი ეს დამიწერეს 5 დღის წინ და აი გაიგიჟა თავი მთელ უკანა კედელს ფარავს ჰემატომა და სრულად მოიცავს პლაცენტასო. ამ დროს ორივე პლაცენტა წინა კედელზეა. ეგეც ვუთხარი და არაო უკანაზეაო და ამ დროს გუIსნ დილის იგივე ჩამოწერა ყველაფერი თაბუკაშვილის რაც ხეცურიანს ეწერა, უბრალოდ დაპატარავებულია ჰემატომა ორჯერო.

აუუუუუუუუუუ
ნერვები მეშლება რა
უნდა მიხვიდე და დაამხო თავზე რა

Posted by: Elennee 31 Jul 2021, 10:56
კარგადაა გოგოებო, ჯდომით იყო ვაჟბატონი და სავარაუდოდ მაგიტო ვერ ვგრძნობდი, ხელებით თამაშობდა :დ ჯერ პატარაა და კიდევ ბევრჯერ შეიცვლის პოზასო. ჭიპლარი აქვს ერთხელ შემოხვეული და ამ ვადაზე არც ეგაა საშიშიო. ამოვისუნთქე :დ

Posted by: NINA33 31 Jul 2021, 11:07
Elennee

ძალიან კარგი biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: lelukaa 31 Jul 2021, 11:17
Elennee
ერთნაირად ბრძანდებიან ჩვენი ბიჭები ესეიგი, აბა ელოდე აწი შარდის ბუშტში კაი გემრიელ ჩაჭერებს smile.gif)
დამშვიდდი ეხლა და თუ რამე უბალიშოდ დაწექი ხოლმე ზურგზე და ნახე როგორ ალივლივდება და გაგრძნიბინებს კარგად ვარო wink.gif

Posted by: Elennee 31 Jul 2021, 11:30
lelukaa
ვაიმე მაგან დამაპანიკა, გუშინ ღამე და დილასაც ზურგზე ვიწექი და აი გაყუსული იყო რასაც ქვია :დ აუ ხელებს იქნევდა ძალიან სასაცილოდ ❤

Posted by: klubnika 31 Jul 2021, 11:38
lelukaa
QUOTE
ერთნაირად ბრძანდებიან ჩვენი ბიჭები ესეიგი, აბა ელოდე აწი შარდის ბუშტში კაი გემრიელ ჩაჭერებს

თქვეეენც ?
შარდის ბუშტში მირტყამს ისე რომ მეშინია არ გამეპაროს biggrin.gif
lol.gif
აი რომ ხვანცალებს პოზას შევიცვლი ხოლმე, მარცხენა მხარეს დავწვები ხოლმე და მაგ დროს რომ გამოაქანებს მგონია გამოყოფს ფეხს ან ხელს რავი lol.gif

Posted by: mamuka92 31 Jul 2021, 11:40
გოგოებო ესეთი კითხვა მაქვს,
მოკლედ მაქვს პსპ დაზღვევა, ვაპირებ გაგუაში მშობიარობას და ზოგი ამბობს, საყოველთაო/სახელმწიფო აფინანსებს 500 ლარს და მერე დანარჩენს გიფინანსებს კერძო დაზღვევაო, ზოგი ამბობს რომ არა, კერძო დაზღვევა რო გაქ სახელმწიფო აღარ გიფინანსებსო. თუ გქონიათ გამოცდილება თქვენ, ან გარშემო მყოფს, რომელია რეალური? ან სად შემიძლია ვიკითხო რო პასუხი გამცენ. ჩემ სადაზღვეომ ვერ გეტყვითო არ ვიცით სახელმწიფო რას აკეთებსო ჩვენ არსებული ლიმიტის ფარგლებში გიფინანსებთო.

Posted by: lelukaa 31 Jul 2021, 11:52
Elennee
ჭკვიანადაა და არ მოძრაობსო, მოძრაობენ და გვანგრევსო, ვერ მოიგეს ჩვენი გულები რაა smile.gif) ისე მიუხედავად სიდიდისა ჯერ ვერ მანგრევს, მხოლოდ ერთხელ გამეხლართა ნეკნებში smile.gif

QUOTE
აუ ხელებს იქნევდა ძალიან სასაცილოდ ❤

ტკბილი <3
ჩემი პირველი იყო ძაან ხვანცალა, ეხოზე იმენა ცელქობდა, იქნევდა ხელებს და ფეხებს, თავს გადაწევდა, ამთქნარებდა, ეს ძაან დინჯია თითქმის არ დამინახავს მოძრავი ეხოზე.

klubnika
მარტო არ ხარ biggrin.gif
ისე მაჭერს ხოლმე ისე, რამდენჯერ 5 წუთის გასული სახლში ამოვბრუნებულვარ მაგრამ არაფერი, პროსტა ძაან აჭერს ეტყობა და
შეგრძნება მიჩნდება რა.


mamuka92
ნამდვილად აფინანსებს სახელმწიფო 500 ლარით ფიზიოლოგიურ და მოთხოვნით საკეისროს. დანარჩენს კერძო. ჩვენებით საკეისროს 800 ლარით აფინანსებს.

Posted by: takotatuli1989 31 Jul 2021, 12:04
Elennee
გილოცავ კარგ პასუხებს. <3 დარწმუნებული ვიყავი ყველაფერი კარგად იქნებოდა <3

Posted by: NINA33 31 Jul 2021, 12:23
mamuka92
სახელმწიფო თავის წილს დააფინანსებს და შემდეგ დაზღვევა. ვიცი რომ ყველას ასე უფინანსებენ და პირველზე მეც ასე მქონდა.
არ მგონია რამე შეცვლილიყო.

Posted by: Elennee 31 Jul 2021, 13:23
lelukaa
აი ხო, ყველაფერში სანერვიულოს ვნახულობთ :დ
ეს სულ ხელებს იქნევს, ან თითი უდევს პირში :დ რა საოცარია ისე რო ვუფიქრდები, პატარა ადამიანი რომ ცხოვრობს შენში და დაბაჩუნობს თავისთვის :დ ❤

Posted by: მზე 31 Jul 2021, 13:28
mamuka92
თუ სახელმწიფო გაზღვევთ (ანუ მაგალითად შსს იხდის თქვენი დაზღვევის ფულს იმედი ლ-ში) მაგ შემთხვევაში არ გიფინანსდებატ დამატებით 500 ლარი, სხვა შემთხვევაში - კი

Posted by: any_body 31 Jul 2021, 13:59
ვისაც არანაირი დაზღვევა არ გვაქვს, საყოველთაო გვეკუთვნის ხომ ალბათ ? მეც გაგუაში ვაპირებ

Posted by: nopiahopi 31 Jul 2021, 14:12
any_body
გეკუთვნით დაფინანსება 500 ფიზიოლოგიურზე და 700 საკეისროზე

Posted by: mamuka92 31 Jul 2021, 14:24
NINA33
lelukaa
მადლობა ძალიან კარგი.

მზე
QUOTE
თუ სახელმწიფო გაზღვევთ (ანუ მაგალითად შსს იხდის თქვენი დაზღვევის ფულს იმედი ლ-ში) მაგ შემთხვევაში არ გიფინანსდებატ დამატებით 500 ლარი, სხვა შემთხვევაში - კი

არა მეუღლეს აქვს სამსახურიდან საოჯახო დაზღვევა, კერძო სექტორშია ესეიგი დამაფინანსებს სახელმწიფოც. მადლობა <3

Posted by: any_body 31 Jul 2021, 15:50
nopiahopi
Mადლობა დიდი ^^ გავარკვევ მერე დეტალურას

Posted by: margarita7 31 Jul 2021, 16:04
Elennee
takotatuli1989

გილოცავთ გოგოებო კარგად ყოფნას <3


Posted by: nopiahopi 31 Jul 2021, 17:24
any_body
ყოველი შემთხვევისთვის 1505ზე დარეკე და პირად ნომერს რომ ეტყვი,გეტყვიან ზუსტად და სამშობიაროში კალკულაციისას მშობიარობის თანხას ავტომატურად გამოგიკლებენ ამ დაფინანსებას და დარჩენილი თანხა გექნება გადასახდელი smile.gif

Posted by: Elennee 1 Aug 2021, 12:22
გოგოებო, ვაგზალზე რომ იყიდება წამლები, მანდ აქვთ კლექსანის შემცვლელი ემოქსიპარინი ქვია და იკეთებთ რომელიმე?

Posted by: klubnika 1 Aug 2021, 14:25
Elennee
მე ვაგზლის წამლებს არ ვენდობი
შენახვის წესი რამდენად დაცული ექნებათ მეეჭვება
user.gif შეიძლება ვცდები
ისე ფრაქსიპარინს ვიკეთებდი 0.4 იანს და 30 კვირიდან ისევ მომიწევს

Posted by: mziako 1 Aug 2021, 14:39
მოგესალმებით გოგოებო ♥️ სავარაუდოდ მესამე წრეზე წავედი და შემოვიჭყიტე ისევ აქ. ხვალ ვაპირებ ეხოზე წასვლას და მინდა ისეთ გინეკოლოგთან მივიდე ბარემ ბოლომდე მივყვე. ვის მირჩევთ? წინაზე ჰერაში ვიყავი მარინა რეხვიაშვილთან და საკეისრო ნოდარ ზალდასტანიშვილმა გამიკეთა. მეანზე კიდევ დავფიქრდები დრო მაქვს და აი გინეკოლოგი სწრაფად უნდა გადავწყვიტო. რატომღაც მარინასთან არ მინდა ისევ მისვლა თან მესამე საკეისროა და ვფრთხილობ. მოკლედ ვინმეს თუ მირჩევთ სანდოს, ყურადღებიანს, ზედმეტ უაზრო ანალიზებს და წამლებს რომ არ ნიშნავს და ხელმისაწვდომიც არის გასაჭირის დროს♥️

Posted by: Mia20 1 Aug 2021, 14:43
QUOTE (Elennee @ 1 Aug 2021, 12:22 )
გოგოებო, ვაგზალზე რომ იყიდება წამლები, მანდ აქვთ კლექსანის შემცვლელი ემოქსიპარინი ქვია და იკეთებთ რომელიმე?

მე ვიკეთებ შემცვლელს კლექსანის 10 ლარს ვაძლევ. აბა ისე ძალიან ძვირიათვითონ კლექსანი.. გენეკოლოგთან გადავამოწმე და იგივეა შეგიძლია გამოიყენოვო თან მითხრა

Posted by: Elennee 1 Aug 2021, 15:46
Mia20
მე რაც დავწერე იგივე სახელი აქვს? 10 ლარი მითხრეს მე და თითქმის გამახევრებულია ფასი, თან მეშინია ვერ ვრისკავ და ვერ გავიგე რა ვქნა sad.gif შეგიძლია ფოტო ჩააგდო?

Posted by: Mia20 1 Aug 2021, 16:11
user posted image
მეც მეშინოდა შეცვლა მაგრამ რადგან ექიმაც მითხრა რომ ენოქსაპარინი შემეძლო გამეკეთებინა ვიყიდე

Posted by: dancing in the moonlight 1 Aug 2021, 17:59
გოგოებო როგორ ხართ ?
აჭარული მომინდა სასწაულად და ხომ არიცით ღია სივრცეში დასაჯდომი რომელ კაფეს აქვს კარგ ხაჭაპურსაც რომ აცხობდეს?

Posted by: marimmariami 1 Aug 2021, 18:00
dancing in the moonlight
პური გულიანი, სტამბა

Posted by: NINA33 1 Aug 2021, 18:08
dancing in the moonlight
პური გულიანი გამახსენდა თან ღია სივრცეც აქვთ.

Posted by: takotatuli1989 1 Aug 2021, 18:21
mziako
ზალდასტანიშვილის კმაყოფილი არ ხარ? მე სოსოსთან გავიკეთე ღოღობერიძესთან და ძალიან კმაყოფილი ვარ, თუმცა საკეისროს მერე არც წნევა მქონია და არც რაიმე გართულება. ეხლაც ნაწიბური იდეალური მაქვს მიუხედავად იმისა რომ ტყუპზე ვარ ორსულად. ეხლა გაიკეთა მეორე საკეისრო სოსოსთან ჩემმა ახლობელმა და უკმაყოფილოა საკეისროს მერე რაზეც დავურეკე ყველაფერზე მითხრა მორიგე ექიმს დაელაპარაკეო. კი ვიცით რომ არ მორიგეობს მაგრამ ასე ყველაფერზე ხელების დაბანა არ მგონია სწორი. ნოდარი ძალიან ყურადღებიანი და მზრუნველი ექიმი მგონია. თქვენი გამოცდილება დაწერეთ გთხოვთ, მის აყვანას ვფიქრობ ამჯერად.

Posted by: Elennee 1 Aug 2021, 18:28
Mia20
მადლობა, ვკითხე მეც ექიმს და იგივეაო

Posted by: mziako 1 Aug 2021, 19:09
takotatuli1989
ნოდარისთან კონსულტაციაზე ხომ.არ დავდივართ ბოლოს აგყავს და მე აღრიცხვაზე მინდა დავდგე. ჰერაში უმეტესობა ვისთანაც კონსულტაციაზე დადიხარ მერე თავად გამშობიარებს და არ უღირთ შენი ბოლომდე მიყვანა და მერე სხვისთვის გადაბარება. ერთი ეს მარინაა მგონი.
ნოდარის რაც შეეხება. არჩევანი ჰერაში სოსოსა და ნოდარის შორის უნდა გამეკეთებინა და ვინაიდან ნოდარის ყველა აქებდა როგორც ყურადღებიანს და მზრუნველს მეც ეგ ავიყვანე. დიდად ყურადღებით თავი არ მოუკლავს, დღეში ერთხელ მნახულობდა და 3 დღე ვიწექი სულ. მაგრამ რავი არც არაფერი გამრთულებია და დამჭირვებია. ერთადერთი უკმაყოფილო რითიც ვარ 3 დღიდ ადრე დამეწყო მშობიარობა საკეისრომდე და ღამე მივედი ჰერაში. რაღაც გადასხმებს მიკეთებდდნენ. მოვკვდი ტკივილებით დილამდე არ მინახავს ექიმი ან იქ არ იყო ან არ შემოსულა არ ვიცი. დილით საოპერაციოში რომ შემიყვანეს უკვე ანესთეზია გაკეთებული უკვე იქ შემოვიდა პირდაპირ. ეს რამდენად ითვლება ყურადღებად არ ვიცი. ცხადია პერსონალს გამოკითხავდა ყველაფერს მაგრამ თავად ვენახე ოპერაციამდე უკეთესი იქნებოდა. ასევე საკეისრო რომ გაქ დანიშნული და მშობიარობის ტკივილებს განიცდი რავი

Posted by: any_body 1 Aug 2021, 19:37
nopiahopi
მადლობა დიდი გავითვალისწინებ ^^

mziako
გინეკოლოგი მყავს თინა გაგუა, ძალიან მომწონს, ყურადღებიანია, თანამედროვე მიდგომებით, არ უყვარს უამრავი წამალიც.
ჩემთვის კომფორტულია ძალიან.

Posted by: Elennee 1 Aug 2021, 21:31
0-3 თვემდე არა ბოდეები, ტანსაცმელი, ზედა, ქვედა, პულოვერები და ეგეთები არ იშოვება? :დ კარტერსიდან გამოვწერე ბოდეები და აი ტანსაცმელი ვერ ვნახე.
იხ. ფოტო მაგალითისთვის biggrin.gif user posted image

Posted by: mziako 1 Aug 2021, 21:54
any_body
თინა გაგუა რომელ კლინიკაშია? საყოველთაო პროგრამაც მოქმედებს მანდ? და ბოლოს მასთან უნდა იმშობიარო თუ გაქვს არჩევნის შესაძლებლობა?

Posted by: any_body 1 Aug 2021, 22:50
mziako
გაგუაშია.
საყიველთაო არ ვიცი ნამდვილად sad.gif
მშობიარობაზე
მგონი კი მოქმედებს. არა ვისთანაც გსურს იმშობირებ, თინასაც აჰყავს მაგრამ მე დავით გაგუასთან ვაპირებ.

Posted by: nopiahopi 1 Aug 2021, 23:17
mziako
QUOTE
ბოლოს მასთან უნდა იმშობიარო თუ გაქვს არჩევნის შესაძლებლობა?

ვერცერთი ექიმი ვერ დაგავალდებულებს მასთან სიარულის შემდეგ აუცილებლად მასთანვე რომ იმშობიარო.

Posted by: takotatuli1989 1 Aug 2021, 23:26
mziako
ანუ ძაან ჭიმავს საკეისროს პერიოდს. სოსომ პირიქით ფიზიოლოგიური მინდოდა და არ მაცადა. 41 კვირაზე გამიკეთა საკეისრო. ისეთი მყარი ყელი გაქ 2 კვირა უნდა ამას კიდეო და ამდენ დამაჩქარებელს ვერ გაგიკეთებო და საკეისრო გამიკეთა. მეც 3 დღე ვიყავი, საკეისროს მერე ადგომის დღეს მნახა და ვსო. გამოწერისას ზალდასტანიშვილი იყო მორიგე და შემოვლაზე იმან მნახა. მე პინეოში ვარ აღრიცხვაზე მარა რეალურად ოსიძესთან დავდივარ. გაჩენა ჰერაში მინდა თუ ღუდუშაური არ მომიწია. კაროჩე რა ერთი ნორმალური გინეკოლოგი არ გვყავს ქვეყანაში.

Posted by: mziako 2 Aug 2021, 00:23
any_body
არ მოქმედებს გაგუაში საყოველთაო პროგრამა. რაც გავარკვიე ჰერაში ბელა რობაქიძე და მარინა რეხვიაშვილი არიან ვისთანაც აღრიცხვაზე დგები და შემდეგ ირჩევ მეანს. მარინასთან დავდიოდი წინაზე და ძალიან ფორმალობებით შემოიფარგლებოდა დიდი არც ყურადღება არაფერი და ბელას საერთოდ არ აქებენ

Posted by: klubnika 2 Aug 2021, 02:34
გოგოებო მოკლედ ძალიან უვიცი გამოვდექი
28.1 კვირაში ვარ
არაფერი არ მაქვს ნაყიდი
სად უნდა მივიდე ან რა უნდა ავარჩიო არ ვიცი
ბოდეებთან მივედი გუშინ წინ და ჩემმა ქმარმა ეგ დიდი ბავშვის არისო
და აღმოჩნდა რომ 16 თვის ბავშვის ბოდეს ვნახულობდი
რამდენი უნდა გადავიხადო ეგეც არ ვიცი
რაღაც ლოგოკური ფასი ხომ უნდა ქონდეს და იმის მიხედვით ავარჩიო?
ბოთლები საწოვარები რაღაცეები რავიცი
კი მომწერეს დაქალებმა დაახლოვებით რა დამჭირდება მაგრამ რაღაცნაირად გაშტერებული ვარ
მაზებს და პამპერსებს იმარაგებს ზოგი

რა ვქნა საიდან დავიწყო?
კიდე მაინტერესებს საკეისრო რომ იგეგმება სამშობიარო ტკივილები მაინც შეიძლება დაგეწყოს ხო?
როგორია ეგ სამშობიარო ტკივილი? ვაიდა ნაადრევად დამეწყოს როგორ მივხვდე რომ ეგაა?

ღამის შემოტევები მაქვს lol.gif
მომიტევეთ

პ.ს 2 კვირაში აუზიან სასტუმროში ამოვყოფ თავს და
რა ვქნა? გავრისკო და ვიცურავო თუ თავი შევიკავო?
რამე მაზი ხომ არ გეგულებათ პრევენციისთვის რომ რამე არ ავკიDო

Posted by: any_body 2 Aug 2021, 08:18
klubnika
გარფილდში იყო კარგი ფასდაკლება, ბოდეები ვიყიდე 8-10-12 ლარად.
დაახლოებით ერთ პერიოდში გვიწევს. ოქტომბრის ბოლოს ელოდები ხომ ?
მირჩიეს გრძელსახელოებიანი ბოდეები იყიდეო, ასევე ბრეტელებიანი შიგნით ჩასაცმელადო. რაც გავარკვიე სჯობს ბიდეს ღილებივით ჰქონდეს, ვიდრე გადმოსაცმელი იყოსო. ნასკები დაგვჭირდება. წინსაფარიც.
აუცილებლდ ერთი კომპლექტი სამშობიაროში ჩასაცმელი.
დააკვირდი ზომა რა აწერია. ნიუბირნი უყიდე ცოტა, უფრო მეტი 0-3 თვის.
მე ასევე გამოვწერე ამაზონიდან, მეისიდან და ეიჩეენდემიდან.

mziako
ხო საყიველთაოზე არ მაქვს ინფორმაცია რა და როგორაა.
გაიკითხე ფბ ჯგუფებშიც, დასერჩე.

Posted by: lelukaa 2 Aug 2021, 09:06
Elennee
გამოწერით გეპიდან და ადიდასიდან გამოვიწერე მე ტანსაცმელი, ნახე აბა?! აქ მაზერქეაში, ზარაში და ნექსთში ვიყიდე.
ნეტა იცოდე რამდენჯერ ამივალაგე, მოვეფერე და დავკეცე ისევ biggrin.gif

Posted by: klubnika 2 Aug 2021, 09:24
any_body
QUOTE
გარფილდში იყო კარგი ფასდაკლება, ბოდეები ვიყიდე 8-10-12 ლარად.

პეკინზე მახსოვს ეგ მაღაზია სწორად მახსოვს ?
ოქტომბრის ბოლოს კი
უკვე სიცივეები იქნება მაგრამ ჩემთან სახლში ძალიან ცხელა ხოლმე ზამთარში მოკლემკლავიანები მაინც არ დამჭირდება ?
მგონია მანქანის მატორს უფრო დავშლი და ავაწყობ ვიდრე ამ რაღაცეებში გავერკვევი

Posted by: Elennee 2 Aug 2021, 09:25
lelukaa
გეპი გადავქექე გუშინ და თითქოს მაგ ასაკის ვერ ვნახე, აბა კიდე ჩავუჯდე. ზარაშიც გუშინ ვიყავი და სულ გოგოების რაღაცები იყო, მაგ ასაკის მანდაც ვერ ვნახე :დ ადიდასს ჩავუჯდები ეხლა :დ 0-3 თვე იყიდე?
აუუ წარმომიდგენია, მეც ერთი სული მაქვს რაც გამოვწერე როდის ჩამოვა ❤
klubnika
კარტერსზეა ხოლმე კარგი ფასდაკლებები და ჩაუჯექი აბა. კიდევ აქ სადღაც ვაჟაზე ყოფილა აუთლეტი სენსი ქვია, ფბ-ზეც ნახე sens.ge კარგი რაღაცები აქვთ იაფადო ასე მასწავლეს

Posted by: NINA33 2 Aug 2021, 10:45
klubnika
როგორ მესიამოვნა ჩემნაირი მოუმზადებელი რომ გიპოვნე biggrin.gif
ბოთლები, საწველი და სოსკები მაქვს შეთვალიერებული ავენტის მინდა ვცადო. თუმცა ჯერ ესენიც არ მიყიდია.
ტანსაცმელს როდის ვაპირებ არ ვიცი sad.gif
* * *
Elennee
ერთი ონლაინ მაღაზიაა ბუბუ შოფი. ეგენი იწერენ კარტერსიდან. უბრალოდ მაგათ გვერძე შეათვალიერე თუ გინდა და იმის მიხედვით მოძებნე საიტზე. გუშინ ვნახე რომ ედოთ პატარა ზომის ტანსაცმელუკები lol.gif

ისე კი მაღაზიებს აქვთ .თუ შეგიძლია ბოდიალი. აუუ ეხლა მაზერქეარი მომენატრა lol.gif
მე რომ გამოკეტილი ვარ სულ ჩამოვრჩი ცხოვრებას old.gif

Posted by: Elennee 2 Aug 2021, 10:57
NINA33
კი, ვნახე რაღაცები მაგრამ ძირითადად ზომებში არაა sad.gif კარყერსიდან კი გამოვიწერე რაღაც საყვარლობები. ვაიმე არ მჯერა რო ჩემ თავს ხდება ეს ყველაფერი 7 წლის მერე :დ
მეც ვერ ვერკვევი გოგოებო, ტანსაცმელსაც ძლივს ვარჩევ :დ საწოვარა და ეგეთები წარმოდგენა არ მაქვა რა ბრენდის უნდა იყოს

Posted by: any_body 2 Aug 2021, 11:54
klubnika
კი პეკინზეცაა და აღმაშენებელზეც.
კარტერსი და ეგეთებია ფასდაკლებულები.
სახლსი 24-25 გრადუსი უნდა იყოს სჯობსო.
გარეთაც რომ გაიყვან დაგჭირდება წესით მაინც.

ვინც კარტერსისან იწერთ, მეისიზე უფრო იაფია კარტერსის რაღაცეები. 70-80% ფასდაკლება იყო მეისიზე ეხლა.
ტომი ფილფიგერი და ეგეთები 4-5 დოლარად გამოვწერე.

Posted by: emiblack 2 Aug 2021, 11:56
klubnika
აუ როგორ მეცნო სიტუაცია ))) ვერ ვაბამდი თავს საყიდლების დაწყებას . აი რაღაცნაირი დაბნეულობა მჭირდა და ძაან დამეხმარა ქმრის მეგობრის ცოლი, გამომიგზავნა ამერიკიდან შეფუთვა, თითქმის ყველაფერი რაც რეალურად მჭირდებოდა სამშობიროში წასაღებად, დანარჩენი ზედმეტები წავიღე )))
1) ბავშვის მოკლე მკლავიანი ბოდეები 5 ცალი - ნიუბორნი და 3 გრძელმკლავიანი
2) პოლზუნკა 5 ცალი ნიუბორნი
3) ქუდი 2 ცალი ნიუბორნი
4) წინდები 4 წყვილი
5) თათმანები 3 წყვილი ( არ უწევენ რეკომენდაციას მაგრამ მე დამჭირდა, გრძელი ფრჩხილები ქონდა და იკაწრავდა, მოჭრით დემეშინდა იმდენად პატარა თითუკები ქონდა, დედამ მომაჭრევინა სახლში)
6) პლედი
7) პირსახოცი
ბავშვისთვის მე დავამატე
1) ტოპიკრემის დამატენიანებელი
2) 3 ცალი სლუნავჩიკი ( მაგრამ მეტი დამჭირდა )
3) “პილიონკები”
4)3-3 ცალი ბოდე და პოლზუნკა 0-3 თვემდე ( გამოვიყინე რდგან ნიუბორნები არ მეყო, თუმცა ძაან დიდი ქონდა 3,5 დაიბადა)
5) 3 ცალი პატარა შარვალი ( 2 გამოვიყენე)
6) პირსაწმენდები პატარები
7) პამპერსი ( თუმცა სამშობიაროში დამახვედრეს)
8) ბოთლი მქონდ წაღებული ავენტის 120იანი და მატყუარა ( არცერთი არ გამომიყენებია, თუმცა ჩემი აზრით აუცილებელია წაიღო)
ჩემთვის გამომიგზავნეს
1) მკერდის საფენები
2) კრემი მკერდისთვის
ვიყიდე
1) ერთი ლქტაციის პერანგი და ხალათი ( ორსულს რო მერგებოდა ის ) და წავიღე კიდე ჩემი აბრეშუმის ხალათი და 3 ცალი პერანგი დამატებით, ყველაფერი დამჭირდა ( თავიდან მგონი ნაკლები წავიღე და მერე მოვატანიე)
2) საფენები , გუმცა იქ თავიანთი რთაც უზარმაზობები მომცეს
3) წავიღე გამოწერის ყანსაცმელი და კიდე სპორტულები , რომელიც არ მიხმარია
4) საცვლები ( ბევრი)
5) ლაქტაციის ლიფი 2 ცალი
6) საწველი( იქ არ დამჭირვები და მანქანაში ჩავტივე ქმართან)’
7) პურსახოცები
და კიდევ ჩაიდანი ელექტრო ))) აუ ამაზე მეცინება, მაგრამ დედამ შემომაწოდა პატარა ზომის და ძაან ვისიამოვნე . დილით ადრევე ვსვამდი ჩაის ან ყავას და ნუ როცა მინდოდა ფაფას ვიკეთებდი, მარტო წყლის დასხნა რომ უნდა ( კვება კი ქონდათ, მაგრამ მე ჩემი საჭმელი შემქონდა, დედა მიმზადებდა გემრიოლობებს)
7)

Posted by: lelukaa 2 Aug 2021, 11:57
Elennee
QUOTE
გეპი

ბეიბი და მერე ბეიბი ბოი 0-24 ნახე.
0-3 ზომებიდან არის, ზოგი უფრო პატარაც. 0-3 ზომას ძაან ცოტა რამეს ვიწერ გამოცდილებიდან გამომდინარე.
10 თვისას 18-24ზომა ჯინსი ეცვა ნიკოლოზს smile.gif)

საწოვარა, ბოთლი და მისთანებს გირჩევთ ავენტის, მინა რა თქმა უნდა ბევრად კარგია პლასტმასზე.

Posted by: klubnika 2 Aug 2021, 12:18
emiblack
QUOTE
აუ როგორ მეცნო სიტუაცია ))) ვერ ვაბამდი თავს საყიდლების დაწყებას . აი რაღაცნაირი დაბნეულობა მჭირდა და ძაან დამეხმარა ქმრის მეგობრის ცოლი, გამომიგზავნა ამერიკიდან შეფუთვა, თითქმის ყველაფერი რაც რეალურად მჭირდებოდა სამშობიროში წასაღებად, დანარჩენი ზედმეტები წავიღე )))
1) ბავშვის მოკლე მკლავიანი ბოდეები 5 ცალი - ნიუბორნი და 3 გრძელმკლავიანი
2) პოლზუნკა 5 ცალი ნიუბორნი
3) ქუდი 2 ცალი ნიუბორნი
4) წინდები 4 წყვილი
5) თათმანები 3 წყვილი ( არ უწევენ რეკომენდაციას მაგრამ მე დამჭირდა, გრძელი ფრჩხილები ქონდა და იკაწრავდა, მოჭრით დემეშინდა იმდენად პატარა თითუკები ქონდა, დედამ მომაჭრევინა სახლში)
6) პლედი
7) პირსახოცი
ბავშვისთვის მე დავამატე
1) ტოპიკრემის დამატენიანებელი
2) 3 ცალი სლუნავჩიკი ( მაგრამ მეტი დამჭირდა )
3) “პილიონკები”
4)3-3 ცალი ბოდე და პოლზუნკა 0-3 თვემდე ( გამოვიყინე რდგან ნიუბორნები არ მეყო, თუმცა ძაან დიდი ქონდა 3,5 დაიბადა)
5) 3 ცალი პატარა შარვალი ( 2 გამოვიყენე)
6) პირსაწმენდები პატარები
7) პამპერსი ( თუმცა სამშობიაროში დამახვედრეს)
8) ბოთლი მქონდ წაღებული ავენტის 120იანი და მატყუარა ( არცერთი არ გამომიყენებია, თუმცა ჩემი აზრით აუცილებელია წაიღო)
ჩემთვის გამომიგზავნეს
1) მკერდის საფენები
2) კრემი მკერდისთვის
ვიყიდე
1) ერთი ლქტაციის პერანგი და ხალათი ( ორსულს რო მერგებოდა ის ) და წავიღე კიდე ჩემი აბრეშუმის ხალათი და 3 ცალი პერანგი დამატებით, ყველაფერი დამჭირდა ( თავიდან მგონი ნაკლები წავიღე და მერე მოვატანიე)
2) საფენები , გუმცა იქ თავიანთი რთაც უზარმაზობები მომცეს
3) წავიღე გამოწერის ყანსაცმელი და კიდე სპორტულები , რომელიც არ მიხმარია
4) საცვლები ( ბევრი)
5) ლაქტაციის ლიფი 2 ცალი
6) საწველი( იქ არ დამჭირვები და მანქანაში ჩავტივე ქმართან)’
7) პურსახოცები
და კიდევ ჩაიდანი ელექტრო ))) აუ ამაზე მეცინება, მაგრამ დედამ შემომაწოდა პატარა ზომის და ძაან ვისიამოვნე . დილით ადრევე ვსვამდი ჩაის ან ყავას და ნუ როცა მინდოდა ფაფას ვიკეთებდი, მარტო წყლის დასხნა რომ უნდა ( კვება კი ქონდათ, მაგრამ მე ჩემი საჭმელი შემქონდა, დედა მიმზადებდა გემრიოლობებს)

აუ მადლობა რომ არ დაგეზარა
ერთხელ გადავიკითხე მაგრამ კიდე წავიკითხავ , რამდენჯერმე :დდდდდდდდ რომ აზრი გამოვიტანო



აუ გადავუხვევ და ვიკითხავ
დღეს გაგიჟებულია ბავშვი
მაგრა ხვანცალებს და ვერ გავიგე რა
ვინერვიულო ? თუ არ ვინერვიულო
ხვალ ექოზეც წავალ

Posted by: ninunin 2 Aug 2021, 12:59
QUOTE

რა ვქნა საიდან დავიწყო?
კიდე მაინტერესებს საკეისრო რომ იგეგმება სამშობიარო ტკივილები მაინც შეიძლება დაგეწყოს ხო?
როგორია ეგ სამშობიარო ტკივილი? ვაიდა ნაადრევად დამეწყოს როგორ მივხვდე რომ ეგაა?

klubnika საკეისრო დამიგეგმა ქორიძემ 22 ივნისს და მშობიარობა დამეწო 38 კვირაზე 17 ივნისს ღამის 11 ზე , თავიდან წყლები დავღვარე ტუალეყიდან გამოვედი წყალი მინდოდა ონკანთან მივედი და ვიგრძენი რაღაც თბილი წყალი.მეღვრებოდა ფეხებ შორის biggrin.gif ტკივილი საერთოდ არ მქონია, სამშობიაროში რომ მიმიყვანეს გამსინჯეს ჯერ 1 თითზე ვიყავი და 15 წუთში 2 ზე , აი 2 თითზე დამეწყო მენსტრუაციის მაგვარი ტკვილი მუცლის ოღონდ ძლიერი და საკეისრო მალევე გამიკეთეს, შეიძლება ტკივილი ნაკლებად გქონდეს ნუ დაედობ წინასწარ, გააჩნია ყელი როგორი გექნება მე საერთოდ მითხრეს ისეთი რბილი და კაი ყელი გაქვს ძნ კარფად იმშობიარებო

Posted by: Clue 2 Aug 2021, 13:55
ბარემ თემას გავაგრძელებ))
საკეისრო რომ მექნება დანიშნული და პირობითად უფრო ადრე დამეწყო შუაღამისას, ექიმი ვისაც ვუთანხმებ საკეისროს გამოვა ნებისმიერ დროს ჩემს დარეკილზე? თუ მორიგე იღებს თავის თავზე?
ღუდუშაურს ვფიქრობ ისევ, სოფოსთან, რაღაცნაირად მგონია იქ უფრო მშვიდად ვიქნები და მგონი პირობებიც კარგი აქვთ
* * *
ჩემი შორთ ლისტია
სოფო თამაზაშვილი ან ნარა - ღუდუშაური
დავარაშვილის კლინიკა
ქორიძე - ჯან. სახლი

კიდე იმაზე მეფიქრება ბავშვებს ის სამი დღე თუ რამდენიც არის სად როგორ უვლიან, წესივრად ხო უცვლიან, უსაფრთხოდ ბანენ და რა ვიცი, ამოქართვება რომ მოუნდება არ გამიგუდონ და მიაქციონ ყურადღება....:/

Posted by: dancing in the moonlight 2 Aug 2021, 14:17
marimmariami
NINA33
love.gif

takotatuli1989
აღრიცხვაზე დავდექი სოსოსთან ,ისე აქებდნენ ყურადღებიანი ექიმიაო ,არადა :/ ჯერ ერთხელ ვნახე .რამდენიმე დღეში მიწევს გამოკვლევები 12 კვირაზე სახელწიფო რასაც აფინანსებს და ერთ-ერთია გინეკოლოგის კონსუტაცია და ეგ თავისთავად სოსოს გულისხმობს ხომ ,რადგან მასთან დავდექი აღრიცხვაზე და პირველი ფასიანი ვიზიტით ვიყავი სოსოსთან ?

Posted by: ninunin 2 Aug 2021, 14:26
Clue
QUOTE
ბარემ თემას გავაგრძელებ))
საკეისრო რომ მექნება დანიშნული და პირობითად უფრო ადრე დამეწყო შუაღამისას, ექიმი ვისაც ვუთანხმებ საკეისროს გამოვა ნებისმიერ დროს ჩემს დარეკილზე? თუ მორიგე იღებს თავის თავზე?

გააჩნია სად აპირებ საკეისროს და ვისღან თუ იყვან ექიმს და უხდი უბდა მოვიდეს,თუ არა მაშინ ვინც შეგხვდება ის

* * *
Clue
ჯან სახლში თუ აპირებ, ღამე ქორიძე არ მოვა, მანდ სულ ორნი არიან ქორიძე და მურღულია, აყვანა არ ხდება ექიმის პატარა სამშობიაროა, ქორიძე აკეთებს ანუ გეგმავს და დაგეგმვისას დაგიგმავს და თუ ვთქვათ მანამდე დაგეწყება მოდის მურღულია, ქორიძე ასაკშია და ღამე არ დარბის ოპერაცუებზე, ამიტომაც არბხდება აყვანა ექიმის, მე მურღულიამ გამიკეთა ასე მომიწია და მშვენიერი ნაკერი მაქვს კარგი კაცია ძაკიან პროფი და ადამიანურადაც დადებითი ტიპია

Posted by: Elennee 2 Aug 2021, 14:33
any_body
აუ საიტი ჩააგდე რა გთხოოოოვ
* * *
klubnika
როგორ მათითაშვილმა მითხრა, არ უნდა ინერვიულო, პირიქით კარგიაო ❤

Posted by: takotatuli1989 2 Aug 2021, 14:52
dancing in the moonlight
პირველად გავიგე რომ სოსოსთან აღრიცხვაზე დადგომა შეიძლება biggrin.gif მე მგონია ეგ პროსტა სამშობიაროს აყავდათ ან საკეისროზე. თუ დაგაყენეს აღრიცხვაზე მაშინ მაგასთან გეკუთვნის კონსულტაცია. პირველ ვიზიტისას ყველას ახდევინებენ როგორც მივხვდი. 2 დღის წინანდელი ეზოთი მივედი 12 კვირაზე და მაინც არ დამაყენეს აღრიცხვაზე სანამ ფასიანი კონსულტაცია და ფასიანი ახალი ეხო არ გამაკეთებინა პინეოში. ჩემ შემთხვევაში ეგ აღრიცხვა უაზრობა არის ტყუილა დავდექი. მანდ არც მშობიარობას ვაპირებ და არაფერს. შარდის და ჰემოგლობინის ანალიზს კიდე რამენაირად გავიკეთებდი ჩემითაც. ისედაც მილიონი მეზარება biggrin.gif

Posted by: klubnika 2 Aug 2021, 14:54
არ ჩერდება გადაფსიხდა
მივქრივარ ექოზე

Posted by: Elennee 2 Aug 2021, 14:58
klubnika
დაწერე რა რას გეტყვიან, ტყუილად კი მიქრიხარ მაგრამ მაინც ❤
ყველაფერზე რო ექოზე მივქრივართ ძაან მეცინება, მოძრაობს და არიქა ექო, არ მოძრაობს და ექო biggrin.gif

Posted by: NINA33 2 Aug 2021, 14:59
any_body
ავცუნდრუკდი ეხლა. საღამოს გადავხედო აბა. biggrin.gif

Posted by: klubnika 2 Aug 2021, 15:01
Elennee
კი მეცინება ახლა საკუთარ თავზე
ჩავიცვი და ვზივარ
აღარ მოძრაობს
მაგრამ კი არ გავჩერდები მაინც წავალ
ვმუშაობდი და შუქი გამითიშეს მაინც და ბარემ ჩავალ ხეცურიანთან

Posted by: Elennee 2 Aug 2021, 15:01
NINA33
ვაიმე რა საიტია ჩააგდეთ ლინკი რააა, ვერ ვიპოვე :დ
* * *
klubnika
აუ ძალიან გვამასხარავებენ biggrin.gif როგორც მე იმ დღეს, ჩავდექი რიგში და რო ამოძრავდა biggrin.gif

Posted by: dancing in the moonlight 2 Aug 2021, 15:03
takotatuli1989
კი პირველი ფასიანი იყო ,როცა დავრეკე 50 ლარი მითხრეს წინა დღეს და რომ მივედი 60 გადავიხადე ,1 ივლისიდან გაძვირდაო smile.gif)))იდეაში ერთი ნახვით ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია ,თბილად მიმიღო და მერე ბელასთან გადამამისამართა , არც ეგ ქალი ვიცოდი აქამდე .საბუთებს ეგ კურირებს .სხვათაშორის ორსულობის დადგენა სხვა კლინიკაში მქონდა მეც 2 დღის წინ გაკეთებული და სოსომ არ გინდაო ახალი ,ეგ დაიტოვეს .ფასიანი თავიდან რომ გამეკეთებინა მაგასთან არ უთქვამს ...
მე ეხლა კერძო დაზღვევაც ამიმოქმედდა და ჰერა პროვიდერ კლინიკას მიეკუთვნება და რა მაინტერესებს ვთქვათ შემდეგი ფასიანი ვიზიტები წესით ხო უნდა დამიფინანსდეს ? ან მაგალითად მშობიარობაზე უწერია 3000 ლარით მიფინანსდება ჰერაში და გამოდის ერთკაციანი ლუქსი პალატაც დამიფინასდება ? biggrin.gif ჯერ იქამდე ადრეა ,არ დამირეკავს სადაზღვევოში მაგ თემაზე : ))
ექოსკოპიას ვინ ატარებს ჰერაში და კარგები არიან ?ვინმეს ხომ არ გაუწევდით რეკომენდაციას ?

Posted by: NINA33 2 Aug 2021, 15:06
any_body
Elennee

თუ არ დაგვზარდები ლინკი ჩაგვიგდე რა. მაქედან არ გამომიწერია არასდროს და რაღაც ვერ ვიპოვნე. rolleyes.gif

Posted by: mamuka92 2 Aug 2021, 15:06
გოგოებო, ტაობაოზე ნახეთ მე თითქმის ყველაფერი მანდედან გამოვიწერე, არის ბრენდებიც მაგრამ ესე სათაურში არ წერენ ვისაც სათაურში უწერია ისინი ძვირად ყიდიან, მაგრამ თუ ერკვევით ფოტოებში ამოიცნობთ მოდელებს ასევე იარლიკებით მიხვდებით. სათაურებში ძირითადად თუ უწერიათ მხოლოდ საწყისი ასოები მაგალითად „Za" ეწეროთ ზარას მაგივრად / NE უწერიათხოლმე ნექსთის ან NEX და ასეთი ვარიანტები იაფადაა, ასევე British უწერიათ ზოგს ნუ მოკლედ ჩაჯდომა უნდა და ფაქტიურად 10 ლარზე მეტი არაფერი დამჯდომია და სულ კარტერსი/ნექსთი/ მასერქეარის ბრენდისები გამოვწერე ასევე არის ერთი ძალიან კარგი ხარისხის ბრენდი Mamas Papas ქვია ყველაფერი ძალიან ხარისხიანია.
მაგ: ამ მაღაზიიდან რეებიც გამოვწერე ყველა სასწაულად კარგი ხარისხია ფასებს რაც შეეხება რაც მითითებულია შუაზე გაყავით და ეგ გამოდის საშუალოდ ლარში $-ნიშანს ყურადღება რა მიაქციოთ დოლარი არარის იუანია ჩინური ფული...

https://1moo.world.taobao.com/?spm=a312a.7700824.0.0.86eb65a9BlKwbc

user posted image

Posted by: NINA33 2 Aug 2021, 15:07
klubnika
აუ მეცინება lol.gif ველით დასკვნას tongue.gif
* * *
mamuka92
ტაობაოსი მე პირადად ვერაფერი გავიგე და შევეშვი მერე გამოწერის მცდელობას sad.gif მეგობარს ვაწერინებდი ხოლმე biggrin.gif

Posted by: Elennee 2 Aug 2021, 15:11
NINA33
მგონი ვიპოვე :დ

https://www.macys.com/shop/kids-clothes/baby-clothing?id=64761&cm_sp=mew_navigation_shop-_-kidsbaby_baby_babyclothing-_-64761_shopallbaby
* * *
მაგრამ რასაც გადავხედე კარტერსზე იაფი არაა მგონი

Posted by: any_body 2 Aug 2021, 15:28
NINA33
Elennee
https://www.macys.com/

აპლიკაციაც აქვს და ძაან კომფორტულია.
ზოგადად კარგი ფასდაკლებები აქვთ ამათ

ყოველთვის არ არის იაფი, ფასდაკლების დღეები აქვთ, მე 10 დღის წინ გამომივიდა ძაან კარგი ფასდაკლება, ეხლა აღარ აქვთ ეგეთი.
მაგრაკ წესით კიდევ იქნებაო.

Posted by: Clue 2 Aug 2021, 16:50
ისე, ბავშვის მოვლის კუთხით რამდენად კმაყოფილები ხართ სამშობიაროების?
* * *
ninunin
მადლობა ნინ, მახსოვს შენგან რომ კმაყოფილი ხარ და მაგიტომაც ვფიქრობ, ერთადერთი კარგი ინტენსიურიც სადაც იქნება იმ სამშობიაროზე მივიღებ გადაწყვეტილებას, რატო მაქვს ოღონდ აჩემებული არ ვიცი

Posted by: Elennee 2 Aug 2021, 17:37
klubnika
რა ქენი, იყავი ექოზე?

Posted by: takotatuli1989 2 Aug 2021, 17:50
dancing in the moonlight
ხო სოსო არაა მაგ მხრივ გაღორებული როგორც პინეოში ხდება. მე მივედი მხოლოდ 36 კვირაზე რომ ამეყვანა მშობიარობისთვის. მივიტანე ძველი ეხოები და ანალიზები. მხოლოდ 12 და 20 კვირის ეხოები ნახა დანარჩენი არაა საინტერესოო biggrin.gif ბე სტრეპტოკოკის ანალიI ნახა და ისტორია წაიკითხა. არ გადამაღებინა ეხო საერთოდ არ მჭირდებაო, გულისცემა მოისმინა თვითონვე და მუცელი გამისინჯა ნახა თავის სად ქონდა ბავშვს, კოჭზე შემომხედა და გამატარ გამომატარა ოთახში (სიმფიზიტის გამოსარიცხად). 38 კვირაზე მივედი და დაელოდე სამშობიარო ტკივილებსო ისე დიდი ბავშვი გყავს რომ იცოდეო მარა ბრწყინვალე ანალიზები გაქო და არაფერი სანერვიულოო. ბოლოს 41-ე კვირაში მივედი და დამტოვა საკეისროზე ვეღარ დავაცდიო. შენ აგინაზღაურებს დაზღვევა ფასიან ვიზიტებს და კვლევებს ყველაფერს. აბა მშვიდობიანი ორსულობა <3

Posted by: ninunin 2 Aug 2021, 17:56
Clue
QUOTE
მადლობა ნინ, მახსოვს შენგან რომ კმაყოფილი ხარ და მაგიტომაც ვფიქრობ, ერთადერთი კარგი ინტენსიურიც სადაც იქნება იმ სამშობიაროზე მივიღებ გადაწყვეტილებას, რატო მაქვს ოღონდ აჩემებული არ ვიცი

არაფერის, რისი მადლობა, ხო არ ინტენსიური მანდ არაა, ერთადერთი რაც ჯან სახლში არ მომეწონა ძუძუთი კვება კიდიათ, ვითომ ზედმეტი ყურადღება მოუვიდათ ჩემთან საბოლოოდ ხელოვნურ საკვებს შეაჩვიეს ბაია

Posted by: NINA33 2 Aug 2021, 18:18
Elennee
any_body

მადლობა გოგოებო. ჩავუყარაულდეთ მაშინ ფასდაკლებებს. საღამოს ჩავუჯდები აბა. 2kiss.gif

Posted by: dancing in the moonlight 2 Aug 2021, 18:21
takotatuli1989
QUOTE
აბა მშვიდობიანი ორსულობა <3

მადლობა ,ასევე love.gif love.gif love.gif
ყველა ჩვენგანს ვუსურვებ მშვიდობიან ორსულობას ::*

Posted by: Clue 2 Aug 2021, 18:52
დღეს ვიყავი სვით დეკორში და წითელქუდაში, შოკში ჩავვარდი წითელქუდას ფასებზე, სულ ორი საწოლი დევს და ისიც 1450 ლარი მატრასის გარეშე და თან რუსულიო, აი 650 ლარად 2 მატრასით რომ მთელ ფბ ზე დევს ის მოდელები... შეხედვაც არ ღირს, სვით დეკორში კი ავიღე ერთი ორი პილიონკა მაგრამ დიდად არჩევანი არ არი

Posted by: klubnika 2 Aug 2021, 19:12
გოგოებო ვიყავი
ყველაფერი კარგადაა
user posted image

user posted image

ჩემი გრძელცხვირაა love.gif love.gif

Posted by: Elennee 2 Aug 2021, 19:24
klubnika
ვაიმეე მობანტული ტუჩები და ცხვირუკააა ❤❤ რა ტიპია ❤ და სულაც არაა გრძელცხვირა რაააა :დ

Posted by: dancing in the moonlight 2 Aug 2021, 19:45
klubnika
საყვარელი love.gif

Posted by: lelukaa 2 Aug 2021, 20:32
klubnika
აუუ, ასე მგონია შეხება და მოფერება შეიძლება ♥️
წონა რამდენი იყო?


ეხა წავაწყდი ამათ, რა საყვარლობაა ნახეთ smile.gif
ვინც აპირებთ გამოსაკრავების ხმარებას ძაან განსხვავებულია და თან ქართული თემატიკით რომაა სასიამოვნოა : )
იყო და არა იყო რა გქვია ფბზე ფეიჯს user posted image

Posted by: marikoo 2 Aug 2021, 20:53
lelukaa
ეგეთ რამეში მგონია რო ჰაერი არ ექნება.

user posted image

არ ვიცი ძაან საჭიროა თუარა, თუ დამჭორდა ასეთს ვფიქრობ

Posted by: lelukaa 2 Aug 2021, 21:06
marikoo
მეც ეგრე მგონია და არ ვაპირებ ყიდვას. საწოლში მექნება მარტო ზეწარი ორთოპედიულ მატრასზე.
ბევრი ხმარობს და ლამაზი როა მაგიტო ჩავაგდე.

Posted by: Elennee 2 Aug 2021, 21:09
გოგოებო, ლოგინს რწევის ფუნქცია რომ აქვს ეგ საჭიროა?

Posted by: takotatuli1989 2 Aug 2021, 21:23
klubnika
უსაყვარლესია <3

Posted by: marikoo 2 Aug 2021, 23:03
mamuka92
ტაობაოდან გამომიწერია ჩემთვის რაღაცეები მარა რაც კაი ხარისხია ძვირიც არის. ზარას რაღაცეებს როგორ პოულობ? როგორც დაწერე ეგრე ვერ მივაგენი. ერთი ორი ლინკი შეგიძლია ჩამიგდო? მუსლინების გამოწერას ვფიქრობდი კიდე მაგედან მაგა ეგეთი ფასები აქაც ღირს

Posted by: PoisonnIvy 3 Aug 2021, 01:29
klubnika
ამ ბავშვს გრძელცხვურას რატო ეძახი გოგო რას ერჩიი

რა მოპუწკულიააა :** სიყვარული

Posted by: mziako 3 Aug 2021, 10:52
Elennee
არა რწევა არ შეიძლება ჩვილის. თანამედროვე საწოლსბს არც აქვთ ეგ ფუნქცია. ხელშიც არ უნდა არწიოთ ბავშვი უბრალოდ მიიხუტო

ჩემს შვილებს ვირუსი აქვთ sad.gif კორონა არაა. ვმკურნალობ ხალხური მეთოდებით მაგრამ ვნერვიულობ ნაყოფზე რამე გავლენა ექნება? 5-6 კვირის ვიქნები ჯერ ეხოზეც არ ვყოფილვარ

Posted by: narkozeli 3 Aug 2021, 13:05
ავიცერი ფაიზერით და აცრის კაბინეტში 4 თვე ორსულობა არაო, გიჟები არიან ესენი :/
* * *
Elennee
აუცილებელი არაა, ვის როგორ უხერხდება, ჩემსას ჰქონდა მარა არ მირწევია ))

Posted by: Elennee 3 Aug 2021, 13:12
mziako
ხელში რწევა რომ არ შეიძლება ვიცი, ლოგინს მგონია იმდენად მსუბუქად და შეუმჩნევლად აქვს ეგ ფუნქცია, არ "ჯანჯღარებს" ბავშვითქო :დ გავითვალისწინებ.
7 კვირაზე ისეთი ვირუსი მქონდა ფეხზე ძლივს ვდგებოდი, ნუ გეშინია, მთავარია სიცხე 38ზე მაღლა არ აგივიდეს, ყველაფერი კარგად იქნება.
narkozeli
ვაიმე დებილები არიან რა..

Posted by: emiblack 3 Aug 2021, 13:12
narkozeli
ეგ რა არის ჩემს ახლობელს 3 წელი უთხრეს )))

Posted by: PoisonnIvy 3 Aug 2021, 13:52
narkozeli
აბა ორსულებს რატო მოგვიწოდებენ აცრისკენ?

ღმერთო რა ყოვლად უვიც დებილ ქვეყანაში ვცხოვრობთ
ვისი იმედი უნდა გქონდეს ადამიანს

Posted by: lelukaa 3 Aug 2021, 13:52
Elennee
მართალი ხარ, საწოლებს ძირითადად მსუბუქად რწევის ფუნქცია აქვთ და არ არის წესით პრობლემა. მე მაგალითად ეგ მსუბუქი რწევაც არ მიხმარია, ჩავკეტე რამდენადაც პირიქით ხელს მიშლიდა. ამიტომ ამჯერად მთავარია ისეთი საწოლი ვნახო რომ მომწონდეს და რწევის ფუნქცია ნუ ექნება არ დავეძებ.

Posted by: NINA33 3 Aug 2021, 14:03
narkozeli
ხომ კარგად ჩაიარა ყველაფერმა?
PoisonnIvy
აი ისეთი ექიმები ლაპარაკობენ თან, რა ვქნა მე ვერ გავრისკავ ორსულობაში. სარწმუნო მტკიცებულება არ აქვთ და ეს ჩემი ორი ბაია რამე რისკის ქვეშ არ დავაყენო რავიცი.


Posted by: dancing in the moonlight 3 Aug 2021, 14:17
narkozeli
QUOTE
ავიცერი ფაიზერით და აცრის კაბინეტში 4 თვე ორსულობა არაო, გიჟები არიან ესენი :/

QUOTE
ეგ რა არის ჩემს ახლობელს 3 წელი უთხრეს )))

ეგ დაახლოებით იმას ჰგავს ,აცრის მერე ,ყველას სხვადასხვა ვადას რომ ეუბნებიან ,როდის შეიძლება დალევა -ზოგს 2 დღეში,ზოგს -2კვირაში და ა.შ .თვითონაც რომ არ იციან biggrin.gif


ვერ ვრისკავ ორსულობაში ფაიზერის გაკეთებას ,სტატისტიკა კი მიფრინავს და ლეტალობაც აუცრელ პაციენტებშიაო sad.gif

Posted by: marikoo 3 Aug 2021, 14:25
მე გადავწყვიტე ავიცრა. მგონია რო არ აცრით უფრო მეტს ვრისკავ. თან რამდენიმე სტატიაში წავიკითხე ბავშვი ანტისხეულით დაიბადაო და დაცული იქნება რამდენიმე თვე.

უბრალოდ რო ვრეკავ მეუბნებიან ორსულებს არ ვცრითო. ზოგ ორსულს უკან აბრუნებენ. მაგაზეც მაგარი ქაოსია რა.

Posted by: takoo1 3 Aug 2021, 14:42
narkozeli
გოგო სინოფარმზეც ეგრეა თუ იცი:| ეუფ ავიცერი მე სინოფარმით ერთი კვირის წინ

Posted by: narkozeli 3 Aug 2021, 14:52
QUOTE (lelukaa @ 2 Aug 2021, 20:32 )
klubnika
აუუ, ასე მგონია შეხება და მოფერება შეიძლება ♥️
წონა რამდენი იყო?


ეხა წავაწყდი ამათ, რა საყვარლობაა ნახეთ smile.gif
ვინც აპირებთ გამოსაკრავების ხმარებას ძაან განსხვავებულია და თან ქართული თემატიკით რომაა სასიამოვნოა : )
იყო და არა იყო რა გქვია ფბზე ფეიჯს user posted image

ვაიმე ამაზე გადაირეოდა ჩემი შვილი, გუდა გიდაზე გიჟდება❤️❤️❤️
* * *
marikoo
gogatakoo

რეპროდუქტოლოგს ველაპარაკე ეხლა და რა სისულელეაო, უპრობლემოდ შეგიძლია დაორსულებაო, სინოფარმს ვინც იკეთებთ, ორი დოზის მერე ნებისმიერ დროსო და ფაიზერზე ერთ დოზაზეც კიო
* * *
Elennee
emiblack
PoisonnIvy
NINA33
dancing in the moonlight


ვაიმე გაგიჟდა რეპროდუქტოლოგი ასეთი სისულელე როგორ შეიძლებაო.რომელი კვლევის საფუძველზე გითხრეს მსგავსი აბსურდიო.

აი მართლა უვიცები რა.

თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, არაფერი ჯერჯერობით. 3 საათზე მეტი გავიდა აცრიდან

Posted by: takotatuli1989 3 Aug 2021, 15:05
რევაზ ბოჭორიშვილმა ტყუპზე ორსულობისას არც ჰემატომაო, არც ჰორმონების მიღება არ არის უკუჩვენება ფაიზერისო და შეგიძლია აიცრაო, გიორგი კანდელაკმა ინფექციონისტმა არ აიცრაო. ბოჭორიშვილმა პლაცენტის ბარიერს ვერ გადის ვაქცინაო და ანტისხეულები შეიძლება გადაეცეს ლაქტაციისასო. ყველაზე კარგია თუ ლაქტაციის პირველ დღეებში ანუ როცა ხსენია მაგ დროს გქონდეს უკვე გამომუშავებული ანტისხეულები და მაგ დროს დიდი ოდენობით გადაეცემა ბავშვსო. ოსიძესაც უნდა ვკითხო.

მე მინდა ვაქცინის გაკეთება, ჩემ ქმარს ძაან ეშინია და არ გაიკეთო, ოჯახში ყველა ორჯერ არის აცრილი და მეც სულ სახლში ვარ არსად არ დავდივარ და არავინ მოდის ჩემთან გარდა ოჯახის წევრებისა და რათ გინდა აცრაო ჯერო. მარა მეშინია სამშობიაროში არ აკიდონ ბავშვებს.

Posted by: Elennee 3 Aug 2021, 15:15
QUOTE (takotatuli1989 @ 3 Aug 2021, 15:05 )


მე მინდა ვაქცინის გაკეთება, ჩემ ქმარს ძაან ეშინია და არ გაიკეთო, ოჯახში ყველა ორჯერ არის აცრილი და მეც სულ სახლში ვარ არსად არ დავდივარ და არავინ მოდის ჩემთან გარდა ოჯახის წევრებისა და რათ გინდა აცრაო ჯერო. მარა მეშინია სამშობიაროში არ აკიდონ ბავშვებს.

ზუსტად იგივე სიტუაცია მაქვს მეც, მინდა ავიცრა და ჩემ ქმარს ეშინია, ხოდა მაეტო ვერ ვიღებ გადაწყვეტილებას sad.gif

Posted by: marikoo 3 Aug 2021, 16:05
narkozeli
რამდენი არაკომპეტენტური გვყავს რა. მე რო დავრეკე ისეთი ხმით მითხრა არ შეილება ორსულის აცრაო თითქოს აი რამხელა უპასუხისმგებლობა ჩავიდინე. დავაწერინებ რეკომენდაციას ექიმს და ისე მივალ რო იქაც ვინმე სულელი არ შემხვდეს და არ გამომაბრუნოს
* * *
Elennee
takotatuli1989
ხოდა ეს ახალი შტამი აცრილებსაც ხვდება და თითონ მარტივად გადაიტანენ მარა შენ მოგიტანენ ვირუსს. ამიტო მინდა მეც აცრა თორე ჩემს ირგვლივაც აცრილები არიან.
* * *
QUOTE
ყველაზე კარგია თუ ლაქტაციის პირველ დღეებში ანუ როცა ხსენია მაგ დროს გქონდეს უკვე გამომუშავებული ანტისხეულები და მაგ დროს დიდი ოდენობით გადაეცემა ბავშვსო. ოსიძესაც უნდა ვკითხო

ანუ შუა თვეში რო ავიცრა მეორე დოზა მომიწევს მშობიარობამდე 2 კვირით ადრე. ძაან იდეალურია

Posted by: margarita7 3 Aug 2021, 16:43
მეც ვერ ვიღებ გადაწყვეტილებას გოგოებო:/ ძალიან რთულია ვინმეს ურჩიო ესეთი რამე და შენ თავზეც გადაწყვიტო რთულია. თან აცრის მეშინია, თან აუცრელობის. გაჩენის მერე ეგრევე ავიცრები რათქმა უნდა, მარა მანამდე ამ შიშებში ყოფნამ მომკლა.
ისე ჩინური ყველაზე მსუბუქია და ჩემი ნება რომ იყოს მაგით ავიცრებოდი, ფაიზერი უფრო ძლიერი ვაქცინაა.

კიდე რაზე ვნერვიულობ რომ კაი ჩვენ გადავრჩით ორსულობამდე მარა პატარაზეც ხო უნდა ვიფიქროთ. ალბათ იდეალურია მშობიარობამდე 1-2 კვირით აცრა.

აგვისტოს ბოლოს ექიმთან მივდივარ და კიდევ შევეკითხები უფრო დეტალურად, თუმცა წინაზე რომ ვიყავი მითხრა არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს ვაქცინაო,

Posted by: Elennee 3 Aug 2021, 17:27
9ში მივდივარ მე ლიკასთან და გამოვკითხავ აბა ყველაფერს და გაგაგებინებთ

Posted by: მზე 3 Aug 2021, 18:03
gogatakoo
მაკა ჩიქოვანმა მითხრა სინოფარმზე კი აიცერიო. მე მეორე დოზიდან 1 თვეში ვაპირებდი და პრობლემა არააო.

Posted by: NINA33 3 Aug 2021, 18:31
აი ზუსტად ესაა რომ ყველა სხვადასხვას ამბობს და იშვერენ ერთმანეთისკენ ხელებს ამას ეს როგორ თქვა იმან ისო sad.gif ნდობას მიკარგავენ თორე აცრის წინააღმდეგი კი არ ვარ. რეალურად ვინ ამბობს ზუსტად ისიც ვერ გავიგე და მთავარია პასუხისმგებლობას არავინ იღებს. sad.gif

Posted by: PoisonnIvy 3 Aug 2021, 20:02
გიორგი კანდელაკს რაც შეეხება, საერთოდ ვერ მოვიხიბლე ამ კაცით

ჩემი ლეიკოციტები ქორეოამნიონიტს დააბრსლა, სხვა ყველაფერი უცებ გამორიცხა

ღია კბილზე ვუთხარი და არ ვციი მე, სტომატოლოგმა გითხრასო
აბა რაღა ინფექციონისტია?))))
ქორეოამნიონიტი კიდევ ეხოთი გამოირიცხა ყველგან და მაინც დამინიშნა 2 კცირიანი ანტიბოოტიკების კურსი
მხოლოდ 3 დღე ვსვი, ისე ცუდად მხდიდა შევეშვი
არ მგონია ეგ კაცი პროფესიონალი და რა გავაკეთო

Posted by: takoo1 3 Aug 2021, 21:32
narkozeli
გვანც მეორე აცრის მერე რატო? ერთის მერე არაო?რა მნიშვნელობა აქვს ნეტა
მზე
ყველა სხვადასხვას იძახის გვაბნევენ უარესად რაა;((

იარინას ვსვამდი გოგოებო და აცრა რო გავიკეთე შევწყვიტე ცოტა ადრე და აღარ გამიგრძელებია,2 კვირაა ცოტა მეტი. არის შანსი რო დავორსულებულიყავი? ჯერ ციკლი არ მქონია და:|

ეუფფ

Posted by: any_body 3 Aug 2021, 21:36
მე გადავწყვიტე ორსულობის მერე ავიცრა, არ ვიცი მაინც მენერვიულება რამე არ იყოს ეხლა. ლაქტაციის დროს როგორც წავიკითხე ბავშვზეც გადადის ანტისხეულები.

Posted by: მზე 3 Aug 2021, 22:01
gogatakoo
არ ინერვიულო. აიცერი აუცილებლად. აგერ მე ავიცერი და მაინც შემხვდა კოვიდი თან ზუსტად მაშინ როცა დაორსულობას ვცდილობდით.
ორივემ მსუბუქად გადავიტანეთ, ჩემმა მეგობარმ 6 დღე ინტენსიურში გაატარა არადა ჯანმრთელია. შტამზეცაა ალბათ დამოკიდებული რა შეგხვდება, მაგრამ როცა არის საშუალება აუცილებლად დაიცავი თავი, არტო არა.
თან მესამე ტრიმესტრის ორსულები უფრო მეტად მოწყვლადი ჯგუფიაო და რატო უნდა გარისკო.
კოვიდი რო უარყოფითად მოქმედებს მაგაზე არსებობს მილიონი მაგალითი, ვაქცინებზე კი -არა. პირიქით, ყველაფერი ამტკიცებს რომ კარგია (იშვიათი გამონაკლისების გარდა)

ნუ ეს ჩემი პროვაქსერული აზრია biggrin.gif ისე ვარ ეხლა ერთი სული მაქვს ბუსტერი დავირჭო პირველივე შესაძლებლობისთანავე biggrin.gif

Posted by: narkozeli 3 Aug 2021, 22:13
marikoo
არაკომპეტენტურობის ზეიმი ((

gogatakoo

სინოფარმ-სინოვაკი ჯერჯერობით ორსულობაში დაშვებული არააო და პირველი დოზის მერე რომ დარჩე ორსულად, მეორე დოზას ვერ გაიკეთებო.
ფაიზერზე თუ გინდა პირველი დოზის მერევე დარჩი ორსულადო, რადგან უპრობლემოდ გაიკეთებ ორსული მეორე დოზასო

Posted by: Mia20 3 Aug 2021, 22:41
გოგოებო ორსულზე თავის ტკივილისთვის რა წამალი შეიძლება? sad.gif

Posted by: takoo1 3 Aug 2021, 23:06
narkozeli
რაღაცაში ვერ გაერკვნენ მემგონი ეს ექიმები,ერთი ერთს ამბობს მეორე ვაფშე სხვა რაღაცას,ლოგიკურად სინოფარმი უნდა იყოს დაშვებული,ფაიზერს ბევრი გვერდითი ეფექტი აქვს,სინოფარმი მკვდარი ვირუსია და იდეაში არ უნდა იყოს მასე რავიცი.
მე ჩვენ ექიმებს არც ვეკითხები და არც ვენდობი რა,ზედმეტად დაბნეულები არიან.

Posted by: ninunin 3 Aug 2021, 23:35
Mia20
მიგ 400, ნუროფენი, იბუპროფენი, პარაცეტამოლი

სინოფარ/სინოვაკს უკუჩენებაში უწერია ორსულობა და ლაქტაცია, რეალურად სადმე თუ ცრიან და შეასძკებელია რატომაც არა?!! ფაიზერით კი ნამდვილად ცრიან საზღვარგარეთ ორსულებსაც და მეძუძურებსაც, ჩვენთან ჩვენი ჯან.დაცვა ვერ იღებსთავის თავზე პასუხისმგებლობას როგორც ჩანს და მაგიტომ არის დომხალიზაცია და ქაოსი

Posted by: takoo1 4 Aug 2021, 00:16
ninunin
user posted image
user posted image
პასუხისმგებლობა კიარა ჭურში ზიან.
მაგათზე ადრე ჩვენ ვიგებთ და ვეცნობით სიახლეებს.
შეცვალა ჩინეთმა გაიდლაინი უკვე და შეიძლება აცრა.ბევრ საიტზე წავიკითხე

Posted by: Sandra2209 4 Aug 2021, 00:16
gogatakoo
არც ერთი კოვიდვაქცინა არ შეიცავს ე.წ. “ცოცხალ ვირუსს”, უბრალოდ ჩინურ ვაქცინებზე უფრო ნაკლები ინფორმაციაა ორსულებში რა რეაქციებს იწვევს, თუმცა არც ფაიზერზე ძალიან დიდი კვლევები ჩატარებული ამ კუთხით, ზოგადად მსგავს სამედიცინო კვლევებში ორსულებს არასოდეს რთავენ, რადგან არაეთიკურად ითვლება.
* * *
ninunin
უცხოეთშიც ეუბნებიან რომ თვითონ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ორსულებმა უნდათ თუ არა აცრა, თვითონ ფაიზერის ანოტაციაშიც კი ეგრე წერია, რადგან შეიძლება არსებობდეს გარკვეული უკუჩვენებები, რის შესახებაც ჯერ არ ვიცით

Posted by: ninunin 4 Aug 2021, 00:30
gogatakoo
ხო ნუ არ მიკვირს ამათგან არაფერი
Sandra2209
რავიცი აბაა?! ისრაელში ცრიანო და მგონი გერმანიაში, ნუ ხო თვითონ უნდა მიიღოს ისედაც არაორსულმაც, რომელი ურჩევნია ადამიანს

Posted by: Clue 4 Aug 2021, 00:37
მოძრაობაზე მტკივა, ფეხის გადადგმაზე ძირითადად მარჯვენა მხარეს მუცლის ქვემოთ, ბევრი ვიარე და ვფიქრობ დამეჭიმა, მინდა ექიმთან მივარდნა? ადრე მსგავსი რომ მქონდა ტონუსი მითხრეს და რამე სხვა გამოცდილებაც ხომ არ გაქვთ?
ამ ბოლოს კიდე ხშირად მიფეთქავს მუცელი და სულ ასლოკინებს?

Posted by: takoo1 4 Aug 2021, 00:39
Sandra2209
user posted image
ფაიზერი არც ცოცხალს შეიცავს და არც მკვდარს,მრნმ ვაქცინაა.
მ-რნმ ვაქცინები შეიცავენ არა ვირუსს, ან მისი ცილის ფრაგმენტს, არამედ ინფორმაციულ ანუ მესენჯერ-რნმ-ს,


Posted by: Sandra2209 4 Aug 2021, 00:42
ninunin
განსხვავება ისაა, რომ არაორსულების უამრავი ქეისია შესწავლილი და დადასტურებულია რომ ვაქცინაცია ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ორსულების შემთხვევაში ძალიან, ძალიან მწირი ინფორმაციაა და რეალურად არ ვიცით ამ ტიპის ვაქცინების გავლენაზე.
* * *
gogatakoo
მე ვიცი რნმ და ნუკლეინის მჟავა რაცაა biggrin.gif მადლობა ინფორმაციისთვის :დ

Posted by: takoo1 4 Aug 2021, 00:45
ninunin
Sandra2209
აი რა უკუჩვენება უნდა ქონდეს ისეთი რო კოვიდით დაინფიცირება ჯობდეს? თუ ორსულად ვარ და დავინფიცირდი ეგ ჯობია თუ რო ავიცრა? პლაცენტას თუ ვერ გაივლის ვსო რა პრობლემაა?
მე რო ორსულად ვიყო ეხლა უეჭველი ავიცრებოდი,გულიც გამისკდებოდა კორონა რო დამმართნოდა:|
* * *
Sandra2209
ხოო ჰაჰაsmile.gif)))
რავიცი სინოფარმი უფრო მელაითება მე,მაგით ვარ აცრილი.

Posted by: Liliko1 4 Aug 2021, 00:50
მე ვვხოვრობ საზღვარგართ და აცრილი ვარ . როდესაც დავრეკე აცრაზე მკითხეს : ორსულად ხომ არ ვიყავი . ვუთხარი არა. რატომ მეკითხებით მეთქი და არაა რეკომენდირებულიო ხოდა ეგ თავად გადსწყვიტეთ ახლა რომელი გირჩევნიათ

Posted by: Sandra2209 4 Aug 2021, 00:51
gogatakoo
ახალი ტიპის ვაქცინების გავლენა (მ-რნა) არ არის შესწავლილი, არც ის ვიცით პლაცენტას რა გაივლის და რა არა, ძალიან ბევრი შემთხვევა უნდა იქნას შესწავლილი რომ ასეთი დასკვნა დაიდოს და არა მხოლოდ ცხოველებში, სამოციან წლებში იყო ეგეთი შემთხვევა და წამალი თალიდომიდი, რომელიც ცხოველის პლაცენტას ვერ გადიოდი, მაგრამ ადამიანის გაიარა და უამრავი ბავშვი დაიბადა კიდურების გარეშე. შეიძლება მსგავსი ეფექტი არ ქონდეს, მაგრამ მეცნიერება შეიძლება და ვარაუდი არ არის, ამიტომ ჯერ-ჯერობით რომელიმეს გადაჭრით თქმა არ შეიძლება, თვითონ ვაქცინის მწარმოებელი ვერ ამბობს გადაჭრით, რადგან ხელთ არ აქვს ფაქტები, რომ ან ისეა ან ასე.
* * *
gogatakoo
რეგიონზეც არის დამოკიდებული, ფაქტია სინოფარმს და სინოვაკს ჩვენს რეგიონში ძალიან კარგი შედეგები აქვს
* * *
ჩემი აზრით თუ ორსულად ხარ და გიწევს ბევრ ადამიანთან შეხება სამსახურის ან რაიმე სხვა მიზეზით ან რაიმე ქრონიკული დაავადება გაქვს აუცილებლად უნდა აიცრა, მაგრამ სხვა შემთხვევაში მგონია რომ უბრალოდ მაქსიმალურად უნდა მოერიდო ყველას და როგორმე გადააგორო ორსულობა.

Posted by: takoo1 4 Aug 2021, 01:06
Sandra2209
რთულია 9 თვე გადააგორო როცა ესეთი სიტუაციაა ქვეყანაშიsad.gif(ჯერ წინაა ყველაფერი ძალიან ცუდი სიტუაციაა და რავიცი აბა,მე ავიცერი მარა მაინც ვერ ავცდები ესე მგონია,ჩემს ირგვლივ უკვე ყველას ქონდა მგონი ჩემი ოჯახის გარდა.
მუშაობ თუ არა დღეს უკვე არააქვს მნიშვნელობა მაგას ისეთი მოდებულია. ოჯახში მინიმუმ ერთი კაცი მაინც ხო მუშაობს?იმისგან შეგხვდება.მეტი შანსია პორბადის გარეშე რო ხართ სახლში ვიდრე გარეთ,ჩემი აზრით რავიცი

Posted by: Sandra2209 4 Aug 2021, 01:16
gogatakoo
კი გეთანხმები, რისკები ძალიან დიდი, ამიტომ რთულია გადაწყვეტილების მიღება, ნეტა რამე ნორმალური და საკმარისი რაოდენობის კვლევა იყოს და ეგრევე გავვარდებოდი აცრაზე.
ლაქტაციის დროს აუცილებლად გავიკეთებ, ერთი სული მაქვს biggrin.gif არც ფერტილობაზე აცრის რამე ზემოქმედება მგონია რეალური, აი შენ რაც დაწერე ერთი დოზით აცრილი ხარ და ორსულად რომ იყო, ეგ შემთხვევაც მგონია რომ უფრო მარტივია, რადგან ორსულობის დადგომის მომენტში უკვე შენს ორგანიზმში არის გარკვეული რაოდენობის ანტისხეულები და ფაქტიურად მეორე დოზე უბრალოდ ბუსტერია.
აცრა თუ გაკეთებული გაქვს ბევრად მარტივად გადაიტან, ჩემ ძმას აქვს ეხლა კორონა, აცრილია ერთჯერადად ფაიზერით და ჩვეულებრივად არის, მის მეგობრებს ვისაც მასთან ერთად გადაედოთ და აუცრელები არიან ძალიან გაურთულდათ, რამდენიმე საავადმყოფოშიც კი მოხვდა.

Posted by: ninunin 4 Aug 2021, 01:49
gogatakoo
არა, ხო, რა თქმაუნდა აცრა ჯობია, მეც ასე ვფიქრობ, ორსულობის შემთხვევაში

Posted by: marimmariami 4 Aug 2021, 09:40
მე როგორც წავიკითხეეადგან აქამდე მხოლოდ მე3 ტრიმესტრის ორსულებს ცრიდნენ, ჯერ არ არსებობს არანაირი კვლევა ისეთ პაციენტებში რომლებიც აცრის შემდეგ დაორსულდა ან პირველი ტრიმესტრიდანვე აიცრა. მე მაგალითად ძალიან მარტივად გადავიტანე კოვიდი, მაგრამ ჩემი ექიმის სხვა პაციენტი სერიოზული გართულებებით მოხვდა კლინიკაში ჟანგბადზე შეერთებული და ძალიან ბევრი გვერდითი მოვლენით. ასე რომ საბოლოოდ მაინც ჩვენი გადასაწყვეტი გამოდის დაზუსტებულ ინფორმაციას არავინ გვაძლევს sad.gif
* * *
ახლა ვნახე ეს ინფორმაცია სოფო ბუჯგუას ქონდა გაზიარებული. ძალიან ზედაპირულია , კვლევებით გაუმყარებელი, მაგრამ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ საბოლოოდ მაინც ჩვენით უნდა გადავწყვიტოთ ავიცრათ თუ არა
* * *
user posted image

ახლა ვნახე ეს ინფორმაცია სოფო ბუჯგუას ქონდა გაზიარებული. ძალიან ზედაპირულია , კვლევებით გაუმყარებელი, მაგრამ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ საბოლოოდ მაინც ჩვენით უნდა გადავწყვიტოთ ავიცრათ თუ არა

….

Posted by: takoo1 4 Aug 2021, 10:31
Sandra2209
ხო მეც ეგრე მგონია რავიცი,თავიდან თითქოს მარტო მოხუცები ხვდებოდნენ კლინიკაში და ეხლა უკვე ახალგაზრდებიც ხვდებიან,ბავშვებსაც მარტივად ემართებათ და ბევრს ურთულდება,მგონია რო არასდროს დასრულდება რა;(
საბოლოოდ ყველა ავიცრებით, დიდიც და პატარაც.აშკარად მაქეთ მივდივართ.

Posted by: margarita7 4 Aug 2021, 11:36
Mia20
ჩემმა ექიმმა მითხრა პარაცეტამოლი და ტაფალგანი

Clue
მეც ეგრე მტკივა მარჯვნივ ზუსტად, წინაზე ექიმმა მითხრა არაუშავსო, რაღაცა რაღაცას აწვებაო მარტივად რომ ვთქვათ. მარა მაინც მაშფოთებს რომ მტკივა :/

Liliko1
მე არ ვიცი ეს რომელ ქვეყანაში გითხრეს... მეც არ ვცხოვრობ საქართველოში, აქ აცრის ცენტრი თუ რაც ქვია არ წყვეტს (არც რეკომენდაციას გაძლევს არანაირს) გინეკოლოგი გასცემს ნებართვის ფურცელს და მერე გცრიან. ჩემმა ექიმმა მაგალითად, მითხრა არ არის საშიშიო. მე უბრალოდ მაინც მეშინია, აქ არის მხოლოდ ფაიზერი და მოდერნა. ჩIნური რომ იყოს მაგითი ავიცრებოდი,მგონია რომ ყველაზე უპრეტენზიოა ეგ აცრა ასე ვთქვათ. თვის ბოლოს მივდივარ ექიმთან და კიდევ გამოვკითხავ.
წინა კვირაში ოსტეოპატთან ვიყავი და მითხრა არ აიცრაო, მარა ნუ ოსტეოპატია ალტერნატიული მედიცინაა და რა თქმა უნდა მაგას მეტყოდაbiggrin.gif

Posted by: fleurs 4 Aug 2021, 12:10
16 კვირიდან გაცემულია უკვე რეკომენდაცია მოდერნაზე და ფაიზერზე აცრა. მარტში აცრეს 35 000 ორსული არანაირი უკუჩვენება დღემდე არ აქვთო.ჩვეულებრივად მიმდინარეობს ორსულობაო გართულებების გარეშეო. საფრანგეთში რეკომენდაცია კი არა ვალდებული ხარ აიცრა 16 კვირის შემდეგ.ვინ აიცრება და ვინ არა ეს აღარ ვიცი.პრინციპში აიცრებიან რადგან 15 სექტემბრიდან გამკაცრდება ყველაფერი ვინც აცრილი არ იქნება.ვისაც ყალბ აცრის პასპორტს უპოვნიან 45 000 ევრო ჯარიმა.

Posted by: marikoo 4 Aug 2021, 13:23
margarita7
ნეც მტკიოდა და ბრმა ნაწლავი ყვება ცუდადო. 3 დღე მტკიოდა მერე გამიარა

Posted by: PoisonnIvy 4 Aug 2021, 14:27
ხელები და ფეხები დამისივდა


cry.gif

Posted by: marimmariami 4 Aug 2021, 15:00
PoisonnIvy
მეც გამისივდა ფეხები ბოლო 2-3 დღეა, ფრაქსიპარინის ნაცვლად დროებით ასპირინ კარდიოს ვსვამ და მაგას დავაბრალე , მარა რადგან ანალიზები წესრიგშია სიცხის ბრალიაო ექიმმა

Posted by: marikoo 4 Aug 2021, 15:19
marimmariami
PoisonnIvy
ცილა თუ წესრიგშია სიცხემ იცის კი.
* * *
user posted image

რკინა ასეთი დაბალი გქონიათ ვინმეს? შეიძლება ამიტომ მოძრაობს ძაან ბევრს?
გადასხმას დამინიშნავს? sad.gif

Posted by: PoisonnIvy 4 Aug 2021, 16:26
marimmariami
მწე კი ვიკეთებ ფრაქსის


არ მაქვს დადგენილი თრომბოფილია, ანალიზების მიხედვით ვიკეთებ უკვე 2 თვეა გადაბმულად

დავიტანჯეე


marikoo

შარდში არ მქონდა ცილა ამდნი ხანი და ეხლა არ ვიცი
იმედია არაა sad.gif
1 კვირაში მიწევს მისვლა

Posted by: marikoo 4 Aug 2021, 16:45
PoisonnIvy
ხოდა სიცხის ბრალი იქნება. ასე 1 კვირაში მასე არ მოგემატებოდა

Posted by: dancing in the moonlight 4 Aug 2021, 17:00
გოგოებო შარდის ანალიზი ზუსტი რომ იყოს ,დილით დაბანილზე პირველივე მოშარდვისას ,შუა ნაწილი უნდა შეგროვდეს ხო?

Posted by: marimmariami 4 Aug 2021, 17:02
PoisonnIvy
მე მაგალითად ძაან დაბალი ფეხსაცმელი თუ მაცვია მაგ დროსაც მიშუპდება , დააკვირდი აბა , იქნებ ძაან დაბლებით მოგიწია სიარული და ეგეც იყოს მიზეზი.

Posted by: Clue 4 Aug 2021, 17:07
marikoo
მე მქონდა 10, თუ გახსოვს 5 გადასმა რომ დამინიშნა, მერე ამეწია... არ იდარდო არაფერია, მოძრაობა უფრო სისხლის მიწოდებაზეა, ეხოზე თუ წესრიგშია ყველაფერი ჭიპლარის სისხლის გამტარობაზე არ ინერვიულო უბრალოდ ცელქია, თუ არადა ფრაქსიპარინის დოზას გაგიზრდის (მე ცოტა ხანი 0,6 ზე გადამიყვანა და დარეგულირდა)
* * *
marikoo
რკინასთან ერთად ფერიტინის ანალიზი არ გაგიკეთა? ჰემოგლობინიც ცოტა დაბალი გექნება, ჩემთან მანდედან აიღო ეჭვი თორე ისე თავს გადასარევად ვგრძნობდი, არც თაბრუსხვევა მქონდა და არაფერი
* * *
ფრაქსიპარინი დეფიციტშია და კლექსანზე გადავედი :/

Posted by: margarita7 4 Aug 2021, 17:40
marikoo

მეც გაკეთებული მაქ გადასხმა, უსაშველოდ დაბალი მქონდა, შენზე დაბალი. ერთი გადასხმით წამოიწია წინ, მეორე -მესამე ტრიმესტრში აკეთებენ

Posted by: marikoo 4 Aug 2021, 18:14
Clue
მე ისედაც პრობლემური მაქ მთელი ცხოვრებაა რკინაც და გემოგლობინიც და რო იცოდა ყოველ თვე მიკეთებდა მაგის ანალიზს. ქვედა ზღვარზე იყოხოლმე მარა ასეთი დაბალი არ მქონია. მეც არანაირი სიმპტომი არ მაქ. ნუ მალე კი ვიღლები და თავბრუ მეხვევახოლმე მარა დაბალ წნევებს ვაბრალებ მაგას.

გადასხმაზე დამიბარა მეც ხვალ და ალბათ რამდენიმეს გამიკეთებს.

5 გადასხმის მერე ჩაგიჯდა ნორმაში? ბავშვსაც აკლდა თუარა ეგ როგორ გავიგო? მგონი რაღაც ანალიზი კეთდება? ხოარ გაუკეთებია შენთვის?
* * *
margarita7
ხო შენ ადრეც მითხარი ეგ მახსოვდა.

რას ვერ ვხვდები იცი? ყოველ დღე ვჭამ ხორცს, ყოველ დილას ხაჭოს, დღის განმავლობაში უამრავ ხილს და რანაირად მაქ მაინც დაბალი?

Posted by: Clue 4 Aug 2021, 18:30
marikoo
არა, სხვა არანაირი ანალიზი არ გაუკეთებია, უბრალოდ გადასხმების მერე გადავაკონტროლე და სოლგარის რკინას ვსვამ უწყვეტად. მე ჭამას ვაბრალებდი, არ ვჭამდი დიდად ხორცს, მაგრამ ჭამაზეც არაა როგორც აღმოჩნდა. მე ვაბრალებ კოვიდს და რა ვიცი, ხდება ხოლმე რა, ორსულების უმრავლესობას აქვს ანემია არ ინერვიულო.
ვენოფერს გადაგისხამს.
* * *
რა კარგად ვწერ სამსახურის პარალელურად)) მოკლედ, არ ინერვიულო ხდება ხოლმე, მიზეზი ათასი რამე შეიძლება იყოს

Posted by: margarita7 4 Aug 2021, 20:52
marikoo

არ ინერვიულო მაგაზე, თითქმის ყველა ორსულს აქვს ძაან დაბალ ზღვარზე.

მე მალტოფერს ვსვამდი 7 თვე დაახლოებით და არ ამიწია წარმოიდგინე, არადა გიჟივით ვჭამდი მაგეებს რასაც შენ, პლიუს ისპანახს, ისპანახში ბევრიაო მახსოვს ექიმმა მითხრა. ხოდა 7თვის თავზე ისევ ისეთი დაბალი მქონდა და მითხრა რომ ორგანიზმს აქვს შეწოვის პრობლემა, სავარაუდოდ შენც ეგ გაქვს, ანუ ვერც აბებმა მიშველა იმდენი თვე და ვერც საკვებმა, და მაგიტომ გამიკეთა გადასხმა. შავ სითხეს შეგიშვებენ და ეგაა biggrin.gif


გოგოებო, ეხლა ვფიქრობდი, ზურგზე წოლა რომ არ არის რეკომენდირებული, გვერდებზე წოლა ჯობსო რო ამბობენ, ანუ ვისაც ე.წ.წოლითი რეჟიმი აქვს, თუ მოსვენებული მდგომარეობა თუ რაც არის, ისინი ყველანი ტახტზე წამოწოლილები არიან მთელი დღე ან მარჯვნივ ან მარცხნივ? ძილი კიდე კაი გვერდებზე წოლისას მარა მთელი დღე წამოწოლილი როგორ უნდა იყო იქეთ-აქეთ ვერ ვიგებ.

ისე აქვე დავამატებ ინფოსთვის, ჩემმა ექიმმა მითხრა ზურგზე დაძინებაც არ არის პრობლემაო, მარა მე მაინც ჯიუტად ვცდილობ გვერდზე ვიწვე ხოლმე, ნუ ძილში რამდენად ვაკონტროლებ არ ვიცი.

Posted by: any_body 4 Aug 2021, 21:34
margarita7
ზურგზე წოლა კარგი არ აფის რადგან ბავშვ სისხლი ისე კარგად ვერ მიეწოდება, ყველაზე კრგი მარცხენა მხარეს არის.

ალბათ მართლა გვერდზე წვანან. მე
პირადად ზურგზე ვერაადროს ვწვებოდი და გამიმართლა.

Posted by: Elennee 4 Aug 2021, 21:39
ნახევრადმჯდომარე პოზიცია, ბალიში რომ მაქვს ამოდებული, ეგეც ზურგზე წოლად იყვლება?

Posted by: marikoo 4 Aug 2021, 22:32
Clue
ხო მეც სოლგარის რკინას ვსვამ მარა არაა საკმარისი როგორც ჩანს.

Elennee
margarita7
აუ მე სამუშაო მაგიდასთანაც ისე ჩაწოლილად ვზივარ ეგეც ზურგზე წოლაში მეთვლება მგონი არადა სუ ვხსილობ ზურგზე არ დავწვე


Posted by: takotatuli1989 4 Aug 2021, 22:35
Clue
მე რადგან ყელის დამოკლების პრობლემა არ მაქვს ასე გაშოტილი არ ვწევარ მარა ძირითადად გვერდულად ვწევარ და ფეხებს შორის ბალიში მაქვს ამოდებული, მასე ყველაზე კომფორტულად მძინავს, თან იმის პრევენციას ვახდენ რომ მუცელზე არ დავწვე. მუცელE ძილი არის ჩემი ჩვევა და ტანჯვაში ვარ ესე. ხან გადაწოლილი ვზივარ წელის ქვეშ კისრის ბალიში მაქვს ამოდებული ფორმას რომ იცვლის ისეთი ( ბურთულები რო ყრია შიგნით) და ფეხები შემოდებული მაქვს ჟურნალების მაგიდაზე. ყელის დამოკლება თუ არის საშიშროება არ ვიცი ეს პოზა თუ მისაღებია. ცოტა ხნით ზურგზე ვწევარ ხოლმე მარა დიდხანს არა.

Posted by: margarita7 4 Aug 2021, 23:29
any_body
კაი მივეძალები მარცხენა მხარეს biggrin.gif

marikoo
ხოდა მეც ეგ მაინტერესებს, ვითომ რომ წამომჯდრები ვართ, მგონი დაწოლილად ითვლება, თავიდან კი წამოვჯდები ხოლმე ტახტზე მარა მერე ჩავცურდები და ვწევარ ფაქტიურად.

Posted by: Clue 5 Aug 2021, 14:32
გოგოებო რა კრიტერიუმები გაქვთ სამშობიაროს არჩევისას? კიდევ ვერ გადამიწყვეტია, ღუდუშაური, ჯან.სახლი, ჰერა თუ დავარაშვილი, ადრე ჩაჩავასაც განვიცილავდი ახლა ყველაზე ნაკლებად

Posted by: takotatuli1989 5 Aug 2021, 14:55
Clue
მე პირადად ჯერ ბავშვთა რეანიმაცია/ინტენსიურს ვუყურებ, მერე რადგან საკეისრო მიწევს საკეისროს ვინ აკეთებს კარგად და მერე დანარჩენს. ჰერათი ძალიან კმაყოფილი ვიყავი პირველზე მარა მე არ მქონია გართულებული მდგომარეობა და ეხლა არ ვიცი ისევ ჰერას და სოსოს ვფიქრობ, მარა მერე რომ რაიმე სირთულეს წავაწყდე ძალიან არ მესიამოვნება რომ მორიგე ექიმთან გადამამისამართოს, თუმცა ეგეც ატანადია ჩემთვის. მთავარია კარგად გამიკეთეს როგორც წინაზე.

Posted by: PoisonnIvy 5 Aug 2021, 15:10
Clue

თბილისში რომ ვიყო დავარაშვილს ავირჩევდი ყველა ვარიანტში



გუშინ ღამიდან მოყოლებული საკვერცხეებში მწიწკნის sad.gif

დაეტიოს ვაჟბატონი თავის ადგილას რააა

33 კვირის ვართ ჯერ

Posted by: any_body 5 Aug 2021, 15:51
Clue
სიტუაციიდან გამომდინარე უნდა აირჩიო ალბათ.
ორსულობა როგორ მიდის
რა გართულებებს ელოდები, გინეკოლოგი რას გეუბნება
ბავშვის მდგომარეობა როგორ არის
მშობიარეს ჯანმრთელობა

მერე მოდის ალბათ უკვე ფინანსები და გაკითხვა-გამოკითხვა.

მე იქ ვმშობიარობ და გინეკოლოგთანაც იქ დავდივარ სადაც ჩემი მეჯცარე მუშაობს და ვიცი ზედ გადამყვებიან, თვითონაც იქნება მშობიარობაზე და სხვა ადგილზე ვერც კი ვფიქრობ.

Posted by: Clue 5 Aug 2021, 17:20
takotatuli1989
any_body
ორსულობა კარგად მიდის, არ მაქვს ფანიკის საფუძველი, მაგრამ მაინც მინდა თავი დავიზღვიო და კარგი ინტენსიურით შევარჩიო, ჩემი კომფორტი მეათიათასე ხარისხოვანია.
ღუდუშაურისკენ ვიხრები ამიტომაც, მაგრამ სხვებიც რომ კარგია მიჭირს შერჩევა


* * *
PoisonnIvy
შეიძლება მცირე ტონუსი გაქვს, საკვერცხეებში ტკივილს რომ ვგრძნობდი ექიმმა დავის სმა გამაგრძელებინა, არაფერს გავნებს, პირიქითო.

Posted by: takotatuli1989 5 Aug 2021, 19:07
Clue
შენ ადგილას მე ღუდუშაურსა და ჰერას შორის ვიფიქრებდი. სხვებზე არ მაქვს დიდად ინფო. მარა ღუდუშაურისკენ ერთი რამის გამო არ მომიწევს გული. ჩემი მამიდაშვილი იწვნენ ორივე იქ შარშან გაგანია კოვიდის დროს და ეკიდა ყველას პირბადის ტარებაო. ხოდა ჰერაში რო გავაჩინე სად იყო კოვიდი და ძაან იცავდნენ წესებს მაშინაც კი. ეხლა დარწმუნებული ვარ უფრო დაიცავენ. ბავშვზე ტანსაცმელს მაგ მიზეზით არ გატანინებენ რომ ინფექცია არაფერი შეიტანო. ეხლა პინეოში რო ვიწექი იქაც ძალიან იცავდნენ წესებს. ლამის იყო ქლორი მოესხათ ჩვენთვისაც smile.gif

Posted by: Clue 5 Aug 2021, 19:58
takotatuli1989
ჰერასაც აქვს ხომ კარგი ინტენსიური, თან სოსო ღოღობერიძე ჰერაშია ხო?
ვაიმე კოვიდი ცალკე ამბავია კიდე რაა...

Posted by: klubnika 5 Aug 2021, 21:25
როგორ ხართ აბა გოგოებო
ხო მშვიდობაა ყველასთან
* * *
Clue
მე ჰერა /დავარაშვილს ვფიქრობ
მაგრამ მაგათაც მაგრა აუვარდათ უკვე თავში მგონი

ჯანმრთელობის სახლი არ მიყვარს
რაღაც 90 იანებში ჩარჩენილები მგონია

Posted by: Clue 5 Aug 2021, 21:39
ერთი კაააი დილეტანტური კითხვაც)) ტარიფები რაც წერია პალატების, იმედია, მშობიარობის შემდეგ განთავსების სრულ პერიოდს გულისხმობს და არა ერთ ღამეს))

Posted by: Kandinskaia 5 Aug 2021, 21:56
აუ გოგოებო, წლებია სურდოც კი არ მქონია და საშინლად გავცივდი ეხლა, თან ამ პაპანაქება სიცხეში როგორ მოვახერხე არ ვიცი sad.gif სიცხე არ მაქვს, მაგრამ აშკარად ვერ ვარ ჯანზე.
მივიღებ ყველანაირ რჩევას, რა ვქნა სახლის პირობებში? სურდო მაწუხებს ყველაზე მეტად, ვერ ვსუნთქავ ნორმალურად.

Posted by: mamuka92 5 Aug 2021, 22:26
როგორ მაბრაზებს ეს ბავშვი წესიერი 1 ფოტოც რომ არ მაქვს აგერ 33 კვირაზე და სულ ყველაფერს იფარებს სახეზე ოღონდ არ დაგვენახოს.
პს. 2 კვირით ასწრებსო 11 სექტემბერს სავარაუდო მშობიარობაო 24-26 მეუბნებოდნენ აქამდე...

Posted by: any_body 5 Aug 2021, 22:58
Kandinskaia
ფიზიოლოგურის გამოვლება ცხვირში.
ბევრი ც ვიტამინის შემცვლელი ხილი.


Posted by: takotatuli1989 5 Aug 2021, 23:03
Clue
კი მანდაა მარა სექტემბერში ზოგჯერ არ არისხოლმე და საზღვარგარეთ მიდის და პაციენტებს ზალდასტანიშვილის უტოვებს. თუ გადაწყვეტ ეგ გაარკვიე ჯერ. ხო კოვიდი გაგვეშარა კიდევ და ეგ ცალკე საფიქრელი გაგვიხდა მარა მაგ მხრივ არ მეშინია რატომღაც ჰერასი. აღრიცხვის ექიმის რიგებში რა ხდება არ ვიცი მარა სამშობიარო და ინტენსიურში გამორიცხული ამბავი მგონია წესების დარღვევა.

Posted by: Clue 5 Aug 2021, 23:17
takotatuli1989
ზალდასტანიშვილიც ძაან მესიმპატიურება როგორც ექიმი, ახლა ვუყურე რაღაც ვიდეოებს და პროფესიონალი -კარგი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს.
არ ვიცი რა ... ჩემს ექიმთანაც გავივლი კონსულტაციას, ვაფშე დავარაშვილის ფრანგულზეც ვფიქრობ, ამ სამში ვარ გაჭედილი

Posted by: Kandinskaia 5 Aug 2021, 23:21
any_body
მადლობა ^_^
სიცხემაც ამიწია, ეჰ წავედი ხვალ ტესტზე :|

Posted by: klubnika 5 Aug 2021, 23:23
Kandinskaia
რა ჩივილები გაქვს ?
მეც ვიყავი გაციებულივით
სურდო მქონდა უფრო სწორად ცხვირში ვიყავი გაჭედილი და ვერ ვსუნთქავდი და მერე დამეწყო სურდო და გამიარა და ხანდახან ვახველებდი ახლა ნახველი მაქვს
სიცხე არ მქონია
სითხეები სვი და ორპირს კონდინციონერს მოერიდე


mamuka92
ვაიმეე რა სიცოცხლეაა
სად გადაიღე?

Clue
ფრანგულზე ვფიქრობ მეც და აზრზე არ ვარ .... ღირს?


ხალხო გულძმარვა მაქვს საშინელი
ისე რომ გულს მარევინებს sad.gif საერთოდ ვეღარ ვჭამ საჭმელს რა მეშველება?

Posted by: takotatuli1989 5 Aug 2021, 23:41
Clue
კი უსაყვარლესი კაცია ნოდარი. უთბილესი და ძალიან ყურადღებიანი. მეც ან სოსოს ვფიქრობ ისევ ან მაგას.

Posted by: Kandinskaia 6 Aug 2021, 00:14
klubnika
მეც მარტო სურდო მქონდა და ვერ ვსუნთქავდი, მაგრამ ეხლა უკვე 37.2 მაქვს. კონდიციონერმა შემიწირა მგონი ისედაც.

Posted by: margarita7 6 Aug 2021, 03:17
Kandinskaia

ნუ გეშინია, ბევრი მალინიანი ჩაი, ლიმონით- ლიმონი ჩაი რომ შგრილდება მაშინ ჩააგდე, ყველა ც ვიტამინი რომ შეინარჩუნოს. მალევე მომჯობინდები.

მე ველედას სიროფი მირჩიეს, მიშველა, მცენარეულია, მარა კითხე შენს ექიმსაც

Posted by: klubnika 6 Aug 2021, 09:17
Kandinskaia
QUOTE
ბევრი მალინიანი ჩაი, ლიმონით- ლიმონი ჩაი რომ შგრილდება მაშინ ჩააგდე, ყველა ც ვიტამინი რომ შეინარჩუნოს. მალევე მომჯობინდები.

ჰოო ბევრი ჩაი და
მალინიანმა ოფლი იცის და არ დაგიბეროს მერე
ამ დაბერვაზე ჩაციკლული ვარ სულ უბერავს ჩემთან და
gigi.gif

Posted by: any_body 6 Aug 2021, 09:17
klubnika
მეც 12 კვირიდან მაწუხებს გულძმარვა, მკლავს ისე ვარ. ხან სტაფილო, ხან ბორჯომი, ნიგოზი ესენი ვცადე.
წამალიც არის სპეციალური და ისიც შეიძლება, ექიმს ჰკითხე მაინც.

Kandinskaia
მოგვწერე აბა ტესტზე რას იზამ.

Posted by: marimmariami 6 Aug 2021, 09:21
გოგოებო ვინც ტყუპებს ელოდებით მოძრაობას ორივე მხარეს გრძნობთ? ძირითადად სულ ერთ მხარეს ვგრძნობ რაღაც ვიბრაციებს და ცოტა ღრმად თუ ჩავისუნთქე ზოგჯერ მეჩვენება რაღაც მირტყამს წამოერად biggrin.gif მგონი მოჩვენებები დამეწყო :დდ

Posted by: narkozeli 6 Aug 2021, 10:49
Clue
klubnika

ფიზიოლოგიურს ვინც აპირებთ, დავარაშვილი არც გაიფიქროთ.

ნათესავმა გააჩინა 3 თვის წინ და ბოლოს ხელის კი გამარტყაო ამ თქვენმა დავარაშვილმა. ტუტუცი კაცი.

გაყუჩებაზე ხო აწუწუნა, მერე უყვიროდა და ბოლოს დააგვირგვინა. ეს ცოტა მშიშარა გოგოა, მე რომ ვყოფილიყავი, დღეს ალბათ მაგათი ლიცენზია იქნებოდა საფრთხის ქვეშ ისე ვუჩივლებდი.

საკეისროზე კი ბატონო. ჩემი ქმრის დეიდაშვილს გაუკეთა 13 წლის ნანატრი ორსულობა იყო, ძაან კმაყოფილია ეს გოგო.
* * *
Clue

ძაან რთულია ეგ ამბავი, მე ვერავის ვერაფერს ვურჩევ, დაჟე აგერ ჩემს სადაქალო სანათესაოშიც არ მითქვამს არაფერი, მერე რო არ მოეწონოთ, უნდა ვინერვიულო.
ჩაჩავა ჩემთვის იყო ძალიან კარგი, ვიღაცისთვის ვერ იქნება, ამიტომ შარში ვერ გავყოფ თავს biggrin.gif დაჟე მგონი ისიც არ უნდა ვთქვა რომ ძაან კმაყოფილი ვარ, არ დაითარსონ :დ

Posted by: marikoo 6 Aug 2021, 10:54
Clue
klubnika
მე სუ ჩაჩავას ვფიქრობდი მარა ეხლა ვფიქრობ მაინც თავის დაზღვევის მიზნით კაი ინტენსიური სადაც აქვთ ის მირჩევნია. ჰერას ინტენსიურს აქებენ. თითონ შენობა კი ძალიან არ მესიმპატიურება თან ამ გაგანია კოვიდის დროს იმხელა სართულზე როგორ უნდა ავიდე გადაჭედილი ლიფტით ვერ ვხვდები რამე ცალკე ლიფტი აქვთ?

დავარაშვილზე აქაც თქვა ვიღაცამ და ჩემმა ნაცნობმაც მიტხრა რო ძაან გამაწვალაო და თან მეჩხუბებოდაო ხოდა გადავიფიქრე biggrin.gif
ნოდარ ზალდასტანიშვილზე რას ფიქრობთ?

Posted by: narkozeli 6 Aug 2021, 10:55
QUOTE
ტარიფები რაც წერია პალატების, იმედია, მშობიარობის შემდეგ განთავსების სრულ პერიოდს გულისხმობს და არა ერთ ღამეს))


კი,სრულ პერიოდს გულისხმობს.

ღუდუშაურში გააჩინა 10 დღის წინ ჩვენმა ფორუმელმა magi_მ ძველი იუზერია, დაახლოებით ტოლი ბაიები გვყავს და ვმეგობრობთ, მეორე გააჩინა ეხლა და სასტიკად უკმაყოფილოა ღუდუშაურის. ზარს ვრეკავდი კაციშვილი არ შემოდიოდაო, 3 დღე ისე გავატარე ერთხელ მომიკითხა მეანმა და ვსო, მეტი არაფერიო და მთავარი, იმხელა ანესთეზია გაუკეთეს და ისეთი ძლიერი მეორე დღესაც ვერ გრძნობდა ფეხებს და ვერ დადიოდა. სოფო თამაზაშვილთან გააჩინა
პირველი იმედში გააჩნა ლიკა ლუაშვილთან და უკმაყოფილო იყო, მეორე ამიტომ გადაწყვიტა ღუდუშაურში.
* * *
Kandinskaia

გვანც პინასოლი და ფიზიოლოგიური ინიშნება ორსულებში, ცხვირის წვეთები. მე ბოლო კვირებში გავცივდი მაგრა და სურდოს ოდნავადაც ვერ ვიტან, ჟანგბადი არ მყოფნის და ცუდად ვხვდები. ამ პინასოლმა და ფიზიოლოგიურმა ვერაფერი ვერ მიქნა და ისე გავჭედე, ოტრივინი ვიწვეთე 3 დღე და ამოვისუნთქე. გინეკოლოგმა მომცა შენიშვნა სნუპები, ოტრივინები და ასეთები არ შეიძლება ორსულობაშიო მაგრამ რა მექნა, ძაან ცუდად ვიყავი. იქნება გიშველოს პინასოლმა და ფიზიომ.

Posted by: marikoo 6 Aug 2021, 11:00
narkozeli
QUOTE
ფიზიოლოგიურს ვინც აპირებთ, დავარაშვილი არც გაიფიქროთ.

ნათესავმა გააჩინა 3 თვის წინ და ბოლოს ხელის კი გამარტყაო ამ თქვენმა დავარაშვილმა. ტუტუცი კაცი.

გაყუჩებაზე ხო აწუწუნა, მერე უყვიროდა და ბოლოს დააგვირგვინა. ეს ცოტა მშიშარა გოგოა, მე რომ ვყოფილიყავი, დღეს ალბათ მაგათი ლიცენზია იქნებოდა საფრთხის ქვეშ ისე ვუჩივლებდი.

საკეისროზე კი ბატონო. ჩემი ქმრის დეიდაშვილს გაუკეთა 13 წლის ნანატრი ორსულობა იყო, ძაან კმაყოფილია ეს გოგო.

აი შენი ნათქვამი მახსოვდა, იგივე მომიყვა ჩემმა ნაცნობმა ოღონდ რამდენიმე წლის წინ გააჩინა.
* * *
mamuka92
აბა მე 2.5 თვეა სახეზეც არ დამენახა სუ ხერხემლისკენ აქვს მიტრიალებული და თავი უჩანს უკნიდან. ეხლა 2 კვირაში ისევ მივდივარ და იმედია ეხლა მაინც ვნახავ

Posted by: narkozeli 6 Aug 2021, 11:05
marikoo
QUOTE
შენობა კი ძალიან არ მესიმპატიურება თან ამ გაგანია კოვიდის დროს იმხელა სართულზე როგორ უნდა ავიდე გადაჭედილი ლიფტით ვერ ვხვდები რამე ცალკე ლიფტი აქვთ?


ვაიმე ჰერა მეც დავის დროზე შენობის გამო არც განმიხილია, სამშობიარო უნდა გავდეს სამშობიაროს და კლინიკას, ეს ერთ სართულზე შეკუჭული რაღაცა, ნამდვილად არ მესიმპატიურება ფიზიკურად :შ

QUOTE
ი შენი ნათქვამი მახსოვდა, იგივე მომიყვა ჩემმა ნაცნობმა ოღონდ რამდენიმე წლის წინ გააჩინა.


გოგო არა, ჩემი ნათქვამი არ იქნებოდა, პირველად ვთქვი ეხლა, ახალი ამბავია :შ

ქმრის დეიდაშვილმა კი დაახლოებით 8 თვის წინ იმშობიარა, ოღონდ ფრანგული საკეისრო გაიკეთა და ძაან კმაყოფილია დავარაშვილით. ამ გოგოს დაუჯერა ამ ჩემმა ნათესავმა და ამიტომ წავიდა ესეც დავარაშვილში, ოღონდ ამან ფიზიოლოგიურად იმშობიარა და ეხლაც შოკირებული და ტრავმირებულია.
ქმარიც ესწრებოდა და ის საერთოდ მოსაკლავად დასდევს დავარაშვილს, როგორ უყვიროდა მაშინ კიდე ვერ შევეპასუხეო და ხელის დარტყმა რა ველურობაა უბრალოდ drug.gif

Posted by: takotatuli1989 6 Aug 2021, 11:17
marimmariami
რა ვადის ხარ? 18 კვირიდან ვგრძნობდი ძირითადად ერთ მხარეს (მარცხნივ) 22-დან ორივე მხარეს ვგრძნობ. ჩასუნთქვა და წიხლის ან არ ვიცი რისი ამოჯვრა ჭიპთან ერთი იყოხოლმე, ეხლა 25-ე კვირა დავიწყე და ღრმად რო ჩავუუნთქავ აღარ მქონია ეგეთი შეგრძნება smile.gif შენ რა ვადის ხარ?

Posted by: klubnika 6 Aug 2021, 11:23
narkozeli
QUOTE
ფიზიოლოგიურს ვინც აპირებთ, დავარაშვილი არც გაიფიქროთ.

ნათესავმა გააჩინა 3 თვის წინ და ბოლოს ხელის კი გამარტყაო ამ თქვენმა დავარაშვილმა. ტუტუცი კაცი.

გაყუჩებაზე ხო აწუწუნა, მერე უყვიროდა და ბოლოს დააგვირგვინა. ეს ცოტა მშიშარა გოგოა, მე რომ ვყოფილიყავი, დღეს ალბათ მაგათი ლიცენზია იქნებოდა საფრთხის ქვეშ ისე ვუჩივლებდი.

საკეისროზე კი ბატონო. ჩემი ქმრის დეიდაშვილს გაუკეთა 13 წლის ნანატრი ორსულობა იყო, ძაან კმაყოფილია ეს გოგო.

მეც ანალოგიური მსმენია
ტექსტები : რა გაკივლებს ? არ იცოდი სად მოდიოდი ? წიგნი წაგეკითხა სანამ მოხვიდოდი რომ გესწავლა როგორ გაგეჩინა და ა.შ

საკეისროს ვგეგმავ და ვეგდები ჩემთვის რა biggrin.gif
საკეისროს დროს კეთილიაო
any_body
QUOTE
მეც 12 კვირიდან მაწუხებს გულძმარვა, მკლავს ისე ვარ. ხან სტაფილო, ხან ბორჯომი, ნიგოზი ესენი ვცადე.
წამალიც არის სპეციალური და ისიც შეიძლება, ექიმს ჰკითხე მაინც.

საჭმელს ისედაც ვერ ვჭამ
ეგრევე გადავსების შეგრძნება მაქვს
sad.gif და თუ რამე შევჭამე მერე ისეთი იჟოგა მაგს გული მერევა
რაც ტოქსიკოზი არ მქონდა ახლა მიტირა ყოფა

marikoo
QUOTE
მე სუ ჩაჩავას ვფიქრობდი მარა ეხლა ვფიქრობ მაინც თავის დაზღვევის მიზნით კაი ინტენსიური სადაც აქვთ ის მირჩევნია. ჰერას ინტენსიურს აქებენ. თითონ შენობა კი ძალიან არ მესიმპატიურება თან ამ გაგანია კოვიდის დროს იმხელა სართულზე როგორ უნდა ავიდე გადაჭედილი ლიფტით ვერ ვხვდები რამე ცალკე ლიფტი აქვთ?

დავარაშვილზე აქაც თქვა ვიღაცამ და ჩემმა ნაცნობმაც მიტხრა რო ძაან გამაწვალაო და თან მეჩხუბებოდაო ხოდა გადავიფიქრე

ჩაჩავაშიო ნაკერებს ვერ ადებენ კარგადო
აი რას გაიგებ რა
როგორ გაგიმართლებს მაგაზეა ალბათ დამოკიდებული

Posted by: any_body 6 Aug 2021, 12:01
klubnika
მეც ეგრე ვარ ბევრს ვერ ვჭამ, კი არადა ნორმალურად.
თუ ვჭამე გულძმარვა მკლავს.
ვერც ვხვდები რა საჭმელზე მემართება, ზოგჯერ მაქვს თან და ზოგჯერ არა.

Posted by: klubnika 6 Aug 2021, 12:06
any_body
QUOTE
ვერც ვხვდები რა საჭმელზე მემართება, ზოგჯერ მაქვს თან და ზოგჯერ არა.

ნალექიან ყავაზე მემართება ეგ მივხვდი
და ხახვზე
სხვა ვერც მე აღმოვაჩინე ჯერ

Posted by: marimmariami 6 Aug 2021, 12:11
takotatuli1989
19 კვირა დაიწყო. აი ზუსტად ეგრე ფეხის ამოკვრასავით ვგრძნობ ღრმად ჩასუნთქვისას და მეგონა მეჩვენებოდა :დ თან ექოსკოპიაზე მარცხნივ რო ელიცაა ის უფრო მოუსვენარია არ ისვენებს გულის ცემასაც ძლივს უსმენს რამაზი და მარჯვენა რომ გააქტიურდა გამიკვირდა :დ ძაან სასაცილოები არიან ხოლმე ექოსკოპიაზე ერთი მეორეს მუშტებს ურტყამდა. შენებიც ეგრე არიან ?

Posted by: adeline 6 Aug 2021, 12:39
narkozeli
ჩაჩავა მეც მომწონს, მაგრამ სამწუხაროდ, თრომბოფილიის მქონე მშობიარის მიღების უფლება არ აქვს sad.gif

Posted by: any_body 6 Aug 2021, 12:40
klubnika
ერთი პერიოდი ტკბილეულობაზე მქონდა, ეხლა ყველაფერზე თითქმის sad.gif

Posted by: Clue 6 Aug 2021, 12:58
narkozeli
marikoo
klubnika
მე ვაგროვებ ხოლმე ისტორიებს და გამოცდილებებს, რამე დასკვნა რომ გავაკეთო, იმდენად უცხოა ეს სფერო ჩემთვის, ვერაფერს ვეყრდნობი. ჩაჩავაში გააჩინა ჩემმა დამაც, კმაყოფილია, მაგრამ ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩაიარა (პატრონაჟიც ჩაჩავაში გაუწია ფანჩულიძემ, ასვე კმაყოფილი იყო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა თავად იყო უპრობლემო ორსული და დიდად ექიმის დამსახურება - არაფერი, მერე მე რომ მივედი პირველ ორსულობაზე კი იცით რომ ძალიან არასასიამოვნო გამოცდილებით ვარ, იმენა ლიაზე). მოკლედ, მესმის რომ შარია ასე გადაჭრით რჩევა.

დავარაშვილი რაღაცნაირად არ მესიმპატიურება და კი დამეწია თქვენი ისტორიებიც, რანაირად უნდა გაარტყა ხელი, თუ არ უნდა ფიზიოლოგიურების მიღება თქვას, რიგია საკეისროს მსურველების... მეც ვერ გამასწრებდა კლინიკიდან ცოცხალი, სხვათაშორის, ორსულობა რომ გადავწყვიტე მივედი ლია ფანჩულიძესთან კვლევებზე, ჩაჩავაში, ნაცხს მიღებდა თუ მსინჯავდა და ცოტა უხეშად მაგასაც მოუვიდა ფეხი გაასწორეო წამკრა ხელი, ძაან ვეცადე რომ თავი შემეკავებინა. ჩემი გამოცდილებით, სკოლის თავკერძა საბჭოთა დირექტორები რომ არიან ზუსტად ისეთია, ჯერ ათასი ბოდიში უნდა მოუხადო რომ დარეკავ ნუ თუ გიპასუხა, ჩემი თამარი კიდე თუ 5 წუთში ვერ გადმომირეკა აქეთ ისეთ უხერხულშია <3 ძაან შეყვარებული ვარ უბილავაზე, პროფესიონალიზმს ხომ არც შევადარებ...

სოფო თამაზაშვილი კი კარგია, მაგრამ მშობიარობის მერე უყურადღებობა დიდად არაა კარგი ამბავი, ცალკე კოვიდის თემა.

თითქოს ჰერასკენ ვიხრები ახლა, რადგან ინტენსიურიც კარგი აქვთ და გულწრფელად მოვიხიბლე ზალდასტანიშვილითაც, იმედია ჩემს გადაწყვეტილებას საკეისროს გაკეთებაზე წამოყვება.

ისე ხო არ იცით ბავშვებს როგორ უვლიან? სულ ვფიქრობ არ გამოუწვან, წესივრად დაიჭირონ, ნორმალურად აჭამონ - გამოუცვალონ, მე რომ ვერ შევძლო კარგად მიხედვა ნაკერების პონტში. კოვიდია პრობლემა თორემ დედაჩემს კი დავიტოვებდი პალატაში და შესაბამისად, ბავშვსაც .

ასევე ერთი ნერვული ფიქრი ამეკვიატა, ფაქტობრივად, მთელი ცხრა თვე, ფრაქსიპარინს და ახლა უკვე კლექსანს რომ ვიკეთებ ხომ არ არის სისხლდენის დიდი რისკი, თან ამას ისიც ემატება რომ რეზუსუარყოფითი ვარ, მშობიარის გართულებებს როგორ მართავენ?
* * *
QUOTE (adeline @ 6 Aug 2021, 12:39 )

ჩაჩავა მეც მომწონს, მაგრამ სამწუხაროდ, თრომბოფილიის მქონე მშობიარის მიღების უფლება არ აქვს sad.gif

თრომბოფილიაც მაქვს)) ამას კიდე ცალკე ფოკუსი უნდა მშობიარობის დროს?

Posted by: narkozeli 6 Aug 2021, 13:09
klubnika
Clue
ელემენტარული კომუნიკაციის სქილები არააქვთ ექიმებს, არც არავინ ასწავლიდა თავის დროზე და არც მერე მოუკლიათ დატრენინგებით თავი. ესაა პრობლემა

შენს პრობლემაზე ყველაზე კარგი გამოცდილება ღუდუშაურში აქვთ ჩემი აზრით, რეზო სულუხიას, ნატა ფირცხალავას ან სოფოს თამაზაშვილს ავირჩევდი მე პირადად.


adeline

ხოო, ამას წინათ მითხრა ჩემმა ნაცნობმა ჩაჩავაში მაგ მიზეზით ვერ ვიმშობიარებო. ასეთ დროს ალბათ უფრო ღუდუშაურია გამოსავალი.
კლინიკის და ექიმის რჩევა ადამიანისთვის ყველაზე რთულია მგონი. ვერ გაიგებ ზოგისთვის რაა პრიორიტეტული და ზოგისთვის რა.ყველას სხვადასხვა მოთხოვნები გვაქვს, ჩემი და შენი ალბათ ემთხვევა ერთმანეთს biggrin.gif



Posted by: adeline 6 Aug 2021, 13:13
Clue
მესამე დონე უნდა ჰქონდეს კლინიკას მინიჭებული. ასეთებია: ღუდუშაური, ღია გული და პინეო. კიდევ თუ მიანიჭეს რომელიმეს, აღარ ვიცი.
3. მდგომარეობები/პაციენტთა კატეგორიები რომლებიც ექვემდებარებიან რეფერალს საბაზისო (I) და სპეციალიზებული (II) დონიდან და იმართებიან სუბსპეციალიზებული მოვლის (III) დონის დაწესებულებაში:
ა.ბ.ბ) თანდაყოლილი თრომბოფილია;
ა.ბ.გ) მე-5 ფაქტორის, პროთრომბინის გენის დეფიციტი;
ა.ბ.დ) MTHFR-ის დეფიციტი, ჰომოცისტეინურია.
პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაა.
ადრე პოსტავდა აქ ერთი უჭკვიანესი გოგო და ჩაჩავამ დაუმალა, რომ არ ჰქონდა მესამე დონე. კიდევ კარგი, მერე თავად გაარკვია ყველაფერი და მამუკა ნემსაძესთან იმშობიარა...
narkozeli
გეთანხმები. მეც მაქსიმალურად ვიკავებ თავს ექიმის რჩევისგან. ძალიან რთული ამბავია

Posted by: Clue 6 Aug 2021, 13:16
adeline
მადლობა, აბა მიმიღია გადაწყვეტილება და ეგ არის)) დიდი არჩევანის საშუალება არც მაქვს.

Posted by: narkozeli 6 Aug 2021, 13:17
adeline

და კიდევ ერთი, დიდი ხანია ფორუმზე ვართ შენც და მეც და ერთ რამეში ვრწმუნდები, ზოგჯერ წლები სჭირდება რაღაცაში დარწმუნებას, მაგალითად ნატა ფირცხალავათი აღფრთოვანებული ვიყავი 5 წლის წინ და სულ ვწერდი თამამად რომ ძაან პროფესიონალია მაგრამ გავიდა წლები და შემეცვალა ბევრ რამეში აზრი, მისი ასისტენტისგან რომელიც ჩემი მეგობრის ცოლია გავიგე ბევრი რამ და ახლა უკვე ვერავის ვურჩევ ისე თამამად როგორც მაშინ. ამიტომ, შეიძლება ერთ დღეს რაღაცაში დარწმუნებული ვჩანდე მაგრამ გავიდეს დრო და წლებმა და შედეგებმა სხვა რამე მათქმევინოს.

Posted by: adeline 6 Aug 2021, 13:21
Clue
არაფრის. პირველი კლინიკური საავადმყოფოსთვისაც მიუნიჭებიათ მე-3 დონე. ახლა დავაზუსტე. ანუ 4 კლინიკაა სულ:
ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი, კლინიკური საავადმყოფო №5, პირველი კლინიკური საავადმყოფო და Pineo სამედიცინო ეკოსისტემა.

Posted by: Clue 6 Aug 2021, 13:23
narkozeli
მაგათში სოფო ყველაზე მეტად მომწონს, მაგრამ უსაფუძვლო და პირობითია ჩემი სიმპატიები და ანტიპატიები)

Posted by: adeline 6 Aug 2021, 13:23
narkozeli
კი კი. აბსოლუტურად გეთანხმები. ვინმე თუ ძალიან მთხოვს რჩევას, მე ვეუბნები, რომ მე მომწონს და საბოლოო გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს.
როგორც მახსოვს, თრომბოფილიის გამოკვლევას აპირებდი და ხომ არ გაგიკეთებია?

Posted by: PoisonnIvy 6 Aug 2021, 13:27
adeline

მდაა
და ხომ არიან ორსულები ვისაც საერთოდ არ აქვს გაკეთებული თრომბოფილიაზე ანალიზები

მაგალითად მე biggrin.gif
და ბათუმსი არც სთხოვენ
უნდა ვიმშობიარო ეხლა ესე ბრმად???

ძაან შევშინდი

Posted by: narkozeli 6 Aug 2021, 13:34
Clue

მეც სოფოსთან ვგეგმავდი მშობიარობას და სანამ მოვიდა მშობიარობის დრო, გადავიდა ჩაჩავადან :დ

adeline

არ გამიკეთებია, რაღაცნაირად სულ ფეხს ვითრევ არადა ვიცი რომ საჭიროა


Posted by: adeline 6 Aug 2021, 13:34
PoisonnIvy
საქმე ისაა, რომ ბრძანებით განსაზღვრულია, რომ მესამე დონის კლინიკამ უნდა მიიღოს გენეტიკური თრომბოფილიის მქონე მშობიარე და ამ დროს გენეტიკური თრომბოფილია არ შედის სავალდებულო გამოკვლევათა რიცხვში. მე ჩემით გამოვიკვლიე, ეგეც და შეძენილი თრომბოფილიაც. არ უნდა შეგეშინდეს, მთავარია ინფორმაცია გქონდეს.

Posted by: PoisonnIvy 6 Aug 2021, 13:35
adeline

ორსულობის დასაწყისში მშვენიერი დ დიმერი მქონდა

მერე ნელნელა კოაგულოგრამა აირია, დ დიმერი ისევ ნორმაში იყო
ვიკეთებ ფრაქსიპარინს 12 კვირიდან, რამდენიმეჯერ შევისვენე მხოლოდ

ახლაც ბოლომდე უნდა ვიკეთო, დ დიმერი ძაან გამეზარდა მესამე ტრიმესტრში, ეხლა 3500 მქონდა ბოლოს.
არ ვიცი თრომბოფილიაა თუ უბრალოდ ასე ამერია ორგანიზმი
ძაან მეშინია smile.gif

Posted by: Clue 6 Aug 2021, 13:37
PoisonnIvy
adeline
ზუსტად ეს კითხვა გამიჩნდა, როგორ არ უნდა იყოს სავალდებულო ეს ანალიზი...
მეც ჩემით და სულ ძალით გამოვიკვლიე და გენეტიკური კი ამომივიდა.
მაშინაც ასე სერჩვით, კითხვით და წვალებით მივაგენი მიზეზებს... არადა ექიმი მეუბნებოდა "პირველზე ბევრს მოსდის, ხდება ხოლმეო" - რაც არასდროს არაა ჩემთვის დამაკმაყოფილებელი პასუხი

Posted by: PoisonnIvy 6 Aug 2021, 13:40
Clue

სად კეთდება მაგათზე ანალიზი და რა ღირს?

ღმერთო მშვიდობით გავაჩინო ეს ბავშვი და მერე გამოვიკვლევ ყველაფერს
ეხლა კიდე ვეღარ ჩამოვბობღდები თბილისში

რა მინდოდა ბათუმში რო ვთხოვდებოდი biggrin.gif

Posted by: Clue 6 Aug 2021, 13:42
ჰო, და რაც მთავარია არც მაგდენი არ უნდა ღირდეს, 1000 ლარი გადავიხადე მე ჯან. სახლში

Posted by: adeline 6 Aug 2021, 13:42
PoisonnIvy
ნერვიულობა უარესია დამიჯერე. თუ ვერ გაიკეთებ თრომბოფილიაზე ანალიზს, იქნებ ბ12, ფოლატი და ჰომოცისტეინი ნახო სისხლში. ესენიც მიგანიშნებს, თუ რამეა. ფრაქსიპარინს რა დოზას იკეთებ? კლექსანი უფრო ძლიერია ისე.
ბათუმს რა ჯობია, რას ამბობ <3
Clue
აუცილებლად უნდა იყოს სავალდებულო და უნდა აფინანსებდეს სახელმწიფო ამ გამოკვლევას. მხოლოდ ორსულობისთვის კი არაა მნიშვნელოვანი; მთელი სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანია, რადგან თავიდან აგვარიდებს თრომბების, ინსულტების რისკს და ა.შ. ასაკში მით უფრო.
ასე გაძვირდა??? მე გენეტიკურში 480 გადავიხადე 6 მუტაციაში ჯანსახლში და შეძენილში - 245. შეძენილი სრულად ამინაზღაურა დაზღვევამ და გენეტიკური არა

Posted by: PoisonnIvy 6 Aug 2021, 13:45
Clue
მხოლოდ თრომბოფილია შედის მაგაში თუ თორჩიც?


adeline

მალე 34 კვირის ვხდები, მაინც ღირს მაგ ანალიზებს გაკეთება?

0.4 იანს ვიკეთებდი
ბოლოს 10 დღე 0.6 იანი ვიკეთ
და ახლა მაგდა ბეთანელმა - ჰემატოლოგმა 0.4 იანი იკეთე 36 კვირამდეო

Posted by: Elennee 6 Aug 2021, 13:47
ანუ რამდენად მნიშვნელოვანი ფაქტორია, კლინიკებს ეკრძალებათ თრომბოფილიის მქონე პაციენტების მიღება და პარალელურად კვლევა სავალდებულო არაა. აი რანაირი მიდგომაა ეს არ მესმის. მეც არ ვიცოდი ეგ ფაქტი ისე, მეგონა ჩვეულებრივ იღებდა ყველა კლინიკა. ნუ მე ისედაც ღია გულში ვაპირებ.
დავარაშვილს რაც შეეხება, ალბათ ცოცხალი ვერ გამომასწრებდა ხელი რო გაერტყა. რანაირად არ უჩივლა არავინ, მიკვირს..

Posted by: adeline 6 Aug 2021, 13:48
PoisonnIvy
მაგდა ძალიან კარგია; კი, ამ ანალიზების გაკეთება ყოველთვის შეგიძლია. არა მგონია მაგდას რამე გამორჩეს რა ვიცი. ვიზიტზე როცა მიხვალ, კითხე აბა. ან ასისტენტს დაურეკე, უსაყვარლესი გოგოა.

Posted by: PoisonnIvy 6 Aug 2021, 13:50
adeline
ვეღარ ვახერხებ თბილისში ჩამოსვლას
დავურეკავ ისე აუცილებლად
არც უხსენებია ისე თრომბოფილიაზე თუ გაქვს გაკეთებული ანალიზიო

მე იდეაში ლეიკოციტების გამო მივედი მაგდასთან და მაგდან მერე გიორგი კანდელაკთან გამიშვა
მაგრამ კანდელაკი ძალიან არ მომეწონა.
biggrin.gif

Posted by: margarita7 6 Aug 2021, 14:00
adeline
PoisonnIvy
narkozeli

გოგოებო, მეც არ მაქვს თრომბოფილიაზე გაკეთებული ანალიზი, მაგაზე ისე ვდარდობდი, მოსვენებას არ მაძლევდა. ექიმს ვკითხე რატომ არ მიკეთებთ ამ ანალიზსთქო, მერე მეორე ვიზიტზეც ვკითხე, როგორც ამიხსნა, ორსულობაში მაგ ანალიზს აზრი არ აქვს რადგან სწორ შედეგს არ აჩვენებს როცა უკვე ორსულად ხარ.
კიდევ მითხრა, რომ თრომბოფილიის ნიშნები როცა ჩნდება ძალიან თვალსაჩინოა, და ასე მოწმენდილ ცაზე არ კეთდება ეგ კვლევაო.

მართლა მგონია, რომ საქართველოში უფრო სიღრმისეულად აკეთებენ რაღაცეებს და უკირკიტებენ, რაც ჩემი ხასიათიდან გამომდინარე მოსაწონია სიმართლე გითხრათ.

ამ ექიმს რადგან ორჯერ ვკითხე და ასე დაზუსტებით მეუბნება არ გჭირდებაო, მეც ისღა დამრჩენია ვენდო და ღვთის იმედათ ვიყო, რა ვქნა აბა.
თან ესე შემთხვევით (ერთი სექსით biggrin.gif ) არ დავორსულებულვარ, მანამდე რეპროდუქტოლოგთან დავდიოდი და სრულიად დაგეგმილი იყო ორსულობა, არც იმ კაცმა არ გამიკეთა ეგ კვლევა, რა ვიცი გიჟები ხო არ არიანთქო ვფიქრობ და ვცდილობ ვენდო.

Posted by: Kandinskaia 6 Aug 2021, 14:03
გავიტესტე და უარყოფითი ვარ. მადლობა გოგოებო ყურადღებისთვის <3
ექიმს მაინც დავურეკე და ცხვირის წვეთები დამინიშნა მხოლოდ და ბევრი სითხეო
* * *
narkozeli
QUOTE
გვანც პინასოლი და ფიზიოლოგიური ინიშნება ორსულებში, ცხვირის წვეთები. მე ბოლო კვირებში გავცივდი მაგრა და სურდოს ოდნავადაც ვერ ვიტან, ჟანგბადი არ მყოფნის და ცუდად ვხვდები. ამ პინასოლმა და ფიზიოლოგიურმა ვერაფერი ვერ მიქნა და ისე გავჭედე, ოტრივინი ვიწვეთე 3 დღე და ამოვისუნთქე. გინეკოლოგმა მომცა შენიშვნა სნუპები, ოტრივინები და ასეთები არ შეიძლება ორსულობაშიო მაგრამ რა მექნა, ძაან ცუდად ვიყავი. იქნება გიშველოს პინასოლმა და ფიზიომ.

უი ეხლა ვნახე გვანც შენი პოსტი, ხო მეც პინოსოლი დამინიშნა და ეგრევე გამხსნა ცხვირში, ცოტა მოვედი აზრზე თორე ვეღარ ვსუნთქავდი biggrin.gif


ჩემი თავი ჯანდაბას და ბავშვზე როგორ მოქმედებს ჩემი გაციება? მაგაზე ვნერვიულობ :|
* * *
narkozeli
QUOTE
გვანც პინასოლი და ფიზიოლოგიური ინიშნება ორსულებში, ცხვირის წვეთები. მე ბოლო კვირებში გავცივდი მაგრა და სურდოს ოდნავადაც ვერ ვიტან, ჟანგბადი არ მყოფნის და ცუდად ვხვდები. ამ პინასოლმა და ფიზიოლოგიურმა ვერაფერი ვერ მიქნა და ისე გავჭედე, ოტრივინი ვიწვეთე 3 დღე და ამოვისუნთქე. გინეკოლოგმა მომცა შენიშვნა სნუპები, ოტრივინები და ასეთები არ შეიძლება ორსულობაშიო მაგრამ რა მექნა, ძაან ცუდად ვიყავი. იქნება გიშველოს პინასოლმა და ფიზიომ.

უი ეხლა ვნახე გვანც შენი პოსტი, ხო მეც პინოსოლი დამინიშნა და ეგრევე გამხსნა ცხვირში, ცოტა მოვედი აზრზე თორე ვეღარ ვსუნთქავდი biggrin.gif

Posted by: Elennee 6 Aug 2021, 14:21
margarita7
ვა, რა საინტერესოა. მე ორსულობაში დამიდგინდა თრომბოფილია

Posted by: narkozeli 6 Aug 2021, 15:10
Kandinskaia
QUOTE
ჩემი თავი ჯანდაბას და ბავშვზე როგორ მოქმედებს ჩემი გაციება? მაგაზე ვნერვიულობ :|


არანაერი არაფერი biggrin.gif არ მოქმედებს ბავშვზე საერთოდ, არ იდარდო მაგაზე



QUOTE
გავიტესტე და უარყოფითი ვარ.


გილოცავვ
* * *
margarita7
QUOTE
თრომბოფილიის ნიშნები როცა ჩნდება ძალიან თვალსაჩინოა, და ასე მოწმენდილ ცაზე არ კეთდება ეგ კვლევაო.


ზუსტად იგივე მითხრა ჩემმა გინეკოლოგმაც ბოლო ვიზიტზე და ძაან ცუდი ფრაზაა რა, მაგის მერე ვითრიე უფრო ფეხი თორემ ეგ რომ არ ეთქვა უფრო სწრაფად მივიდოდი და გავიკეთებდი აქამდე

QUOTE
რა ვიცი გიჟები ხო არ არიანთქო ვფიქრობ და ვცდილობ ვენდო.

ხოო მაგით დავიმშვიდებ მეც თავს მარა აი ღმერთმა დაგვიფაროს და რამე რომ მოხდეს, ხო ვიტყვით ნეტა თავი დაგვეზღვიაო?

განა რას აფუჭებს ასეთს ეს ანალიზი :/

Posted by: margarita7 6 Aug 2021, 15:51
narkozeli
რა თქმა უნდა, მე მომხრე ვარ ყველაფრის გაკეთების რაც შეიძლება თუნდაც 1 პროცენტი მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს, და მანდ რომ ვცხოვრობდე აუცილებლად გავიკეთებდი. აქ ესე შენ ჭკუაზე არაა, მიმაგრებული ხარ ერთ ექიმს და ის რასაც გეუბნება აკეთებ. რამდენიმე ორსულს ვკითხე, ვინც უკვე იმშობიარა მათაც, და არც ერთს თრომბოფილიაზე კვლევა არ გაუკეთებია.

მერე შემოვალ აქ და ყველა თრომბოფილიის ანალიზს ამბობს, ხან მგონია სხვა პლანეტაზე ვარ.
ამიტომ ვამბობ, რომ ქართველი ექიმები უფრო დეტალურად აკვირდებიან რაღაცეებს, რაც ერთის მხრივ კარგია, მეორეს მხრივ კი ორსულებს დიდ ფიქრებში აგდებს.

Posted by: adeline 6 Aug 2021, 17:07
გენეტიკური თრომბოფილია მთელი სიცოცხლის მანძილზე არ იცვლება, არც ორსულობის დროს. გენეტიკურ მუტაციას ვერავითარი ორსულობა ვერ შეცვლის. სავარაუდოდ, ექიმმა შეძენილი თრომბოფილია იგულისხმაmargarita7
narkozeli იდეალური სისხლის საერთო მქონდა სულ, კოაგულოგრამაც და დე დიმერიც; ზუსტად მოწმენდილ ცაზე აღმომაჩნდა თრომბოფილია.

Posted by: takotatuli1989 6 Aug 2021, 18:10
პირველ საუნივერსიტეტოშ ხომ ვიწექი მე როგორც ვითომ კოვიდიანი და მეუბნებოდნენ რომ იყო მე-3 დონის კლინიკა მარა თუ კოვიდის გამო არ მოგიწიათ მანდ გაჩენა არ გირჩევთ ისე, რადგან ექიმები და ექთნები კოვიდიანებთანაც და არაკოვიდიანებთანაც ერთი ყავთ, იქ ვიწექი და ესე იყო ჭორს არ ვიძაცი, ხან კოვიდიან პაციენტთან შედიოდნენ პროსტა პირბადით და ხან ჩემთან შემოდიოდნენ. ეს არის რეალობა. სხვა მხრივ ექთნები ძალიან ყურადღებიანები და გულისხმიერები იყვნენ. პირობები ბევრი არაფერი. პინეო ბევრად ჯობია მაგ მხრივ და ექიმები რა გითხრა არ მიმშობიარია მარა პროტოკოლები იცოდნენ ნამდვილად, თუმცა წამლები მე მიმქონდა არ ქონდათ (უტროჟესტანიც კი).

რაც შეეხება ბავშვის ჰიგიენას ჰერაში. ბანდნენ ტოპიკრემის დასაბანი სითხით მარა ჩემსას ტაკუნები მაინც შეწითლებული ქონდა, მე სახლში ჰაგისის ელიტ სოფტს ვაცმევდი და არ ქონია გაწითლება და იქ ლიბერო ეცვა და არ გამოვრიცხავ რომ მაგიტომ ქონდა, თორემ ჩემ თვალწინ ჩაბანეს უამრავჯერ. საკეისროს ღამე არ მყოლია მარტო დანარჩენი სულ თან მყავდა და რო გაყავდათ გამოსაცვლელად მივყვებოდი biggrin.gif. ცხვირს და ყველაფერს უწმენდდნენ და უმოწმებდნენ ყოველ დილას ნუ მე რასაც შევესწარი (თან ის მომწონდა რომ ფიზიოლოგიურიდ მხოლოდ და მარტივად ძაან, თან მასწავლეს). თავი ქონდა დასაბანი ესეთი შთაბეჭდილება დამრჩა :/ ეტყობა არ ბანენ თავს უბრალოდ წმენდენ არ ვიცი, შეიძლება მომეჩვენა.

Posted by: PoisonnIvy 6 Aug 2021, 18:39
გოგოებო, ფრაქსიპარინს რომ ვიკეთებ მუცელზე ძალიან დახტის ბავშვი

მე რომ მტკივა იმიტომდ ახტის თუ მას ვტკენ?

უკვე სერიოზულად მაფიქრებს ეს :დ
მითხარით რომ ვერანაირად ვერ ჩავალ იმ ნემსით ბავშვამდე
90 გრადუსით ვიკეთEბ და არა გვერდულად

Posted by: Elennee 6 Aug 2021, 19:35
PoisonnIvy
უპასუხეთ ვინმემ, მეც მაწუხებს ეს საკითხი biggrin.gif

Posted by: takoo1 6 Aug 2021, 19:53
PoisonnIvy
ჰაჰა რა საყვარელი ხარ biggrin.gif არა რათქმაუნდა იქამდე გულით რომ გინდოდეს ვერ ჩახვალbiggrin.gif

Posted by: nopiahopi 6 Aug 2021, 21:08
takotatuli1989
QUOTE
თავი ქონდა დასაბანი ესეთი შთაბეჭდილება დამრჩა :/ ეტყობა არ ბანენ თავს უბრალოდ წმენდენ არ ვიცი, შეიძლება მომეჩვენა.

პირველად რომ შემომოყვანეს მთლიანად დაბანილი, მას მერე თავი ნამდვილად არ დაუბანიათ, პედიატრიულის წინ იყო ჩემი პალატა და იქვე ველოდებოდი და ვუყურებდი ჩაბანაზე. ჰოდა დაბადებიდან 48 საათში (წუთი არ გადუცილებიათ) ხომ ხდება ახლა გაწერა და დიდ პრობლემად არ ჩამითვლია, სახლში ვახვიჩხვიჩე გემრიელად smile.gif
* * *
PoisonnIvy
არ ტკენ, ბავშვამდე არ ჩადის. მაგრამ 20-22 კვირის მერე მაინც ვერ ვბედავდი მუცელში გაკეთებას და ფეხებზე ვიყავი გადასული. ჯერ ერთი ძაან გადატკუცული მქონდა კანი და ვერ ვწევდი ზემოთ და თან ბალღი რომ მეგულებოდა შიგნით, ვერა რა biggrin.gif

Posted by: PoisonnIvy 6 Aug 2021, 21:28
gogatakoo
აჰაჰაჰ მადლობაა ;*

nopiahopi
მეც ეგრე მაქვს ნოპი sad.gif
და თან მე გვერდულად არ ვარჭობ ნემსს პირდაპირ ვარჭობ

მაგიტომ მეშინია
თან ეს ბავშვიც მერე გიჟივიზტ დახტის და ჩემმა ქმარმა ხო არ არჭობო

მეც მითხრეს გადადი ბარძაყზეო მარა მანდაც ისეთი მკვრივი ვარ biggrin.gif

Posted by: Unico 6 Aug 2021, 21:43
PoisonnIvy
მაგდა კარგი სპეციალისტია და წესით ტყუილად არ გაგიშვებდა სხვასთან, თუ მისი პროფილია და შეუძლია მართვა.
თუმცა გადაამოწმე მაინც.

და ფრაქსი მეც 36 კვირამდე ვიკეთე, გაიდლაინებით აქამდეა დაშვებული.

Posted by: takotatuli1989 6 Aug 2021, 22:24
nopiahopi
ხო არა მეც არ მიმაჩნია პრობლემად თავს თუ ყოველ დღე არ დაბანენ იქ. წამში ვაბანავებდი სახლში რა უნდა ახალშობილის დაბანას. უბრალოდ შეიძლება სხვას არ მოეწონოს ეგ ფაქტი და აღვნიშნე მაინც.
* * *
PoisonnIvy
მე 25-ე კვირაში ვარ ტყუპზე და მუცელში ვირჭობ რადგან თითქოს მანდ უფრო ეფექტურიაო. თითქმის ვერ ამომაქ კანი ისე მაქვს მუცელი გადაჭიმული მარა ოდნავადაც რო ვწევ თუ ვჩქმიტავ ისე ვირჭობ. საშინელ დღეში მაქ უკვე მუცელი მეორე თვეა ვიკეთებ. ეხლა მულტიდოზას ვერ ვშოულობ ფრაქსიპარინს sad.gif
* * *
რდენიმე დღე მკლავებზე გადავედი მარა ძაან მექავებოდა იქ ნანემსრები და დამისივდა.

Posted by: nopiahopi 6 Aug 2021, 22:30
PoisonnIvy
QUOTE
თან მე გვერდულად არ ვარჭობ ნემსს პირდაპირ ვარჭობ

მეც პირდაპირ ვირჭობდი.
ფეხზე შეიძლება მკვრივი იყო, მარა ბავშვი რომ შორსაა, უფრო მოახერხებ თამამად biggrin.gif

takotatuli1989
QUOTE
ხო არა მეც არ მიმაჩნია პრობლემად თავს თუ ყოველ დღე არ დაბანენ იქ.

ჰო, და თან ასე მალე რომ გწერენ, არაუშავს რა biggrin.gif

Posted by: PoisonnIvy 6 Aug 2021, 23:25
Unico
უნი კი ინფექციონისტის თემა იყო მაგრამ კანდელაკმა ზეპირად იბოდიალა რაღაცებუ
ანუ ყველაფერი გამორიცხა და ქორეოამნიონიტის დიაგნოზი დასვა
2 კვირა უნდა მესვა ანტიბიოტიკი და ვერ შევძელი შევწტყვიტე 1 კვირაში sad.gif
გულს მირევსა, წნევა და რავი საშინლად ვიყავი

ქორეოამნიონიტი რადიოლოგებმა გამომირიცხეს და რავიცუ რაა))

takotatuli1989
მეც ეგრე ვარ
სულ გამაგრებული მაქვს ჭიპის ირგვლივ მუცელი sad.gif
ხანდახან მთელი წამალი გარეთ გამოდის ნანემსრიდან არ ღებულობს კანი

Posted by: Rigby 6 Aug 2021, 23:46
ჩემი ბიჭი გამოიჩეკა 2 აგვისტოს
* * *
Პირველი რთული მშობიარობის შემდეგ, ეს იყო ნამდვილი ხუმრობა

Posted by: Clue 7 Aug 2021, 01:57
Rigby
გილოცავ❤️ბედნიერი დედა-შვილობა
რომ მოიცლი გაგვიზიარე გამოცდილებები❤️

Posted by: Elennee 7 Aug 2021, 07:13
გოგოებო, მესამეჯერ დამემართა უკვე, მეღვიძება ან ხელების დაბუჟებით ან ფეხზე კუნთის დაჭიმულობით.. სამშაბათს კი მივდივარ ანტი X ფაქტორის კვლევაზე მაგრამ მანამდე მშვიდად რომ ვიყო გქონიათ ვინმეს მსგავსი?

Posted by: narkozeli 7 Aug 2021, 09:13
Rigby

რა მაგარიააა გილოცავ❤️❤️❤️❤️❤️ ბედნიერი და ჯანმრთელი ბიჭი გაგეზარდოს❤️

სად? ვისთან? დეტალები გვითხარი რა ^_^ მეორეები განსაკუთრებით მაინტერესებს ამ ეტაპზე :დ
გაუტკივარებაც არ დაგჭირდა?

სიას განვაახლებ მალე❤️
* * *
margarita7

რომელ ქვეყანაში ხარ?
ზოგადად თრომბოფილიისკენ კავკასიელები არიან მიდრეკილები, იმ ქვეყანაში შეიძლება არაა ამხელა სტატისტიკა და ამიტომ არ აქცევენ ყურადღებას.

adeline

აჰა, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები რომ აუცილებლად უნდა იყოს ეგ ანალიზი სავალდებულო რა. მოკლედ იქნებ ორსულობამდე მოვასწრო და გავიკეთო. ჯან.სახლში გაქვს შენც გაკეთებული ხო? მრჩეველში არ კეთდება?
* * *
ტატიშვილის კლინიკიდან გუშინ წინ საშინელი ანალიზები მოუვიდა დაქალის ბავშვს, გუშინ გადაამოწმა მედიქლაბში და მრჩეველში და ორივეგან კარგი პასუხები მოუვიდა, ნორმაში აქვს ყველაფერი.
მიდი და ენდე ამის მერე ლაბორატორიებს, გოგოს გული ქონდა გახეთქილი.
ძაან უნდა ვენდობოდე ლაბორატორიას რა

Posted by: Nnia 7 Aug 2021, 09:51
Rigby
გილოცავ <3 მოყევი რა, პირველი მეც რთული მქონდა...
Elennee
მე მქონდა ეგ ერთი პერიოდი. პირველზეც და ეხლაც. მგონი კოაგულოგრამის ცვლილებამ იცის. ექიმს უთხარი.
narkozeli
რა ქენი გადაიყვანე შენი პრინცი ცალკე ოთახში? მე გადავიყვანე და პრობლემა არ აქვს უბრალოდ ამას ღამე გადაბმულად არასოდეს ძინავს და მე თუ ვერ მივუსწარი, ჩემთან გადმოტანტალდება ხოლმე.

Posted by: klubnika 7 Aug 2021, 11:21
narkozeli
პმ ნახე რა პლზ

Posted by: margarita7 7 Aug 2021, 12:37
Rigby
ჯანმრთელობას ვუსურვებ შენს პატარას!

Elennee
რაღაცა სისხლის მიმოქცევის ამბავია ალბათ. ჩემთვის უკითხავს ექიმს ეგრე თუ გემართებაო, ეტყობა ორსულობაში ბევრს აქვს.

narkozeli
შვეიცარიაში. და იცის, რა თქმა უნდა, რომ აქაური არ ვარ. ისე მიმტკიცა მეორეჯერ რომ არაა საჭიროო, ცოტა უხერხულად ვიგრძენი თავი. biggrin.gif

Posted by: Anabeli111 7 Aug 2021, 12:41
მეც გამოვეხმაურები თრომბოფილიის თემას. პირველ ორსულობაზეც და ახლაც იდეალური მქონდა კოაგულოგრამაც და დე დიმერიც, მაგრამ აღმომაჩნდა თრომბოფილია ... ოჯახის წევრსაც თუ ვინმეს ჰქონია თრომბთან დაკავშირებული პრობლემები, სასურველია გამოიკვლიოთ ♡ წარმატებული მშობიარობა ყველას ♡

Posted by: adeline 7 Aug 2021, 13:02
narkozeli
კი, ჯანმრთელობის სახლში გავიკეთე. ყველაფერს მრჩეველში ვაბარებთ მთელი ოჯახი (ან ინოვაში), მაგრამ ეგ მუტაციები ადიოდა სადღაც 1500 ლარზე მანდ და ისიც ყველა არ კეთდებოდა. გენეტიკური ლაბი ძალიან კარგი აქვს ჯანსახლს.

Posted by: PoisonnIvy 7 Aug 2021, 13:40
Anabeli111
მიუხედავად კარგი კოაგულოგრამისა და დ დიმერისა, მაინც იკეთე ნემსები?

Posted by: LOTUSi 7 Aug 2021, 13:52
ჩემდა გასაკვირად გინეკოლოგმა მითხრა სპარტაკი არაა ორსულობის ექოსკოპისტი როგორც ასეთიო, უროლოგიურ ამბებშია ძაან მაგარიო. არც უყვარს ორსულობის ექოსკოპიაო. ჰემატომა რამდენით არის დაშორებული სანაყოფეს არ უწერიაო, ნუ კი ჩანდა ფოტოზე მაგრამ მაინც. ჰოდა ვფიქრობ შემდეგზე სხვასთან მივალ.
* * *
სიაში რო იყო გამოჭიმული მეთქი ორსულებზეა ძირითადად და არ აქვს მაგ მხრივ ისეთი გამოცდილებაო. ხაჭვანზე ვკითხავ აბა.

Posted by: Anabeli111 7 Aug 2021, 14:03
PoisonnIvy
კი, მაინც ვიკეთებდი. რომ მომეხსნა, შეიძლება უცებ ავარდნილიყო მაღლა.

Posted by: dancing in the moonlight 7 Aug 2021, 20:20
გავიკეთე ექოსკოპია 12 კვირაზე და ანალიზებიც ,ყველაფერი წესრიგშია .პატარა ცხვირუკა და ფეხუკა გამოჩნდა უკვე ,კიდევ ვერ ვიაზრებ ამ სიხარულს <3

არ წამიკითხავს ეს დღეები პოსტები ,გადავავლე თვალი და დავარაშვილთან მშობიარობა სრულად გამოვრიცხე ,რა უტაქტო და მოძალადე ყოფილა .ისედაც ასეთ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ განცდებში ხარ ორსული და იმის მაგივრად ,მხარდაჭერა იგრძნო ,ასე იქცევი-ყოვლად გაუმართლებელია .მიკვირს ისე ,როგორ არავინ აგებინა პასუხი და არ გახმაურებულა საჯაროდ :/

Posted by: PoisonnIvy 7 Aug 2021, 22:25
Anabeli111
ვააა.. საინტერესოა…


_______
დავარაშვილთან მშობიარობს ჩემინმეგობარი
გუშინ იყო 40’კვირაზე ხელით გასინჯვაზე
საერთოდ არ ჰქონდა ყელი გახსნილი და ძალით გაუხსნა უცებ
ისე მეტკინა გონება დავკარგეო

მოკლედ მაგ კაცთან მართლა მარტო საკეისრო ჯობს რა

Posted by: Sandra2209 7 Aug 2021, 22:38
აქ წერდა ერთი გოგო ადრე, ყელზე ნაკერი სჭირდებოდა და დიდი ამბით გაუშვეს დავარაშვილთან, საუკეთესოა, საშინელებები დამართა იმ გოგოს.
ჩემმა ორმა ნაცნობმა იმშობიარა მაგ კაცთან კიდევ ბოლო 2 წელში და ორივეს გიჟივით უყვიროდა.

Posted by: Rigby 7 Aug 2021, 23:00
Clue
narkozeli
Nnia
margarita7
დიდი მადლობა <3

მოკლედ,მეორე ჯერზეც გაგუაში ვიმშობიარე. Პირველზე დამჭირდა ჯერ დამაჩქარებლები და ვაკუუმ ექსტრაქრორით გამოიყვანეს და ახლაც რაღაცა თრილერებს წარმოვოდგენდი. ზუსტად მეორმოცე კვირაზე 6 საათზე ამტკივდა მუცელი,ძალიან ყრუდ. ისე მშვიდად შევხვდი. დროს ვინიშნავდი,3 საათზე დავურეკე ჩემს გინეკოლოგს,დამიბარა,გამსინჯა და 1 თითზეა მხოლოდ გახსნილიო. წამოვედი სახლში,მაგრამ 3 საათში უკვე ისე ამტკივდა,ლამის ჭონთვები დამეწყო. Მივედი და 3 თითზე ვიყავი უკვე. 2 საათი ავიტანე ტკივოლები, მაგრამ ბოლო 1 საათი მაინც გავიკეთე გაუტკივარება. დამატება აღარც დამჭირდა. რომ მოვოთხოვე,დამიმატეთ მეთქი,რა დამატება,ბავშვი გამოსულიაო

* * *
ზუსტად 15 წუთში გამოძვრა. რამდენიმე გაჭინთვა და ბაია ხელში მეჭირა

Posted by: any_body 8 Aug 2021, 00:41
დავარაშვილს კარგი პიარი აქვს, ეგაა და ეგ.

Rigby
გილოცავთ ^^
გაგუაში ვისთან იმშობიარეთ?



Posted by: marimmariami 8 Aug 2021, 08:19
გამარჯობა გოგოებო, დ დიმერი მაქვს 1.9 , კოვიდის დადასუტურებიდან მე10 დღეს მქონდა 1.4. ახლა ბოლო ანალიზიდან გასულია 2 კვირა და ეს პასუხი მივიღე. თან დავამატებ რომ ფრაქსიპარინის მაცვლად დროებით გინეკოლოგმა ასპირინ კარდიოზე გადამიყვანა. რამდენად საგანგაშო მაჩვენებელია?

Posted by: PoisonnIvy 8 Aug 2021, 08:42
Rigby
გილოცავ!
ბედნიერ დედობას გისურვებ :-*


marimmariami
არ ინერვიულო
მე ბოლოს 3400 მქონდა
მაგდა ბეთანელმა როგორც ამიხსნა, ორსულებში ისეც იმატებს 1.5 მდე
და კოვიდ გადატანილს ცხადოა უფრო მეტი შეიძლება ჰქონდეს
აუცილებლად დაგინიშნავენ ნემსს წესით

Posted by: marimmariami 8 Aug 2021, 09:26
PoisonnIvy
მადლობა , სამშაბათიდან ისედაც ფრაქსიპარინი უნდა გამეგრძელებინა 2 კვირით, ეს 2 კვირა ასპირინ კარდიო მქონდა დანიშნული, დროებით ჩავანაცვლოთო და აშკარად ვერ იმოქმედა ჩემზე

Posted by: PoisonnIvy 8 Aug 2021, 09:35
marimmariami
არც მე მშველის ტაბლეტები

პირიქით, უფრო მაღლა ამდის ხოლმე კოაგულოგრამაც დ დ დიმერიც
რამდენი კვირის ხარ ეხლა?

Posted by: marimmariami 8 Aug 2021, 10:28
PoisonnIvy
მე19 კვირა დაიწყო, კოაგულოგრამაში ყველა მაჩვენებელი ნორმაშია მარტო დ დიმერი მაქვს 1.9. აქამდე თითქმის 2 თვე ვიკეთებდი ფრაქსიპარინს და არ მქონია პრობლემა, არვიცი კოვიდის ბრალია თუ ნემსის შეწყვეტის

Posted by: PoisonnIvy 8 Aug 2021, 10:38
marimmariami
ორივე ერთად

ამიტომ არ ინერვიულო.
ისე კარგ ჰემატოლოგთან მიხვიდე ჯობია მაინც

Posted by: takotatuli1989 8 Aug 2021, 11:19
Rigby
გილოცავ! მახსოვს შენი პირველი მშობიარობის ამბები <3 ძალიან მიხარია კარგად რომ ჩაიარა ყველაფერმა <3 ბედნიერი დედა იყავი მუდამ!

Posted by: marimmariami 8 Aug 2021, 13:52
PoisonnIvy
ვინმეს ხო არ მირჩევ?

Posted by: Rigby 8 Aug 2021, 14:02
any_body მადლობა <3
ნუკრი მანჯგალაძე მყავდა აყვანილი ექიმი.პირველზეც იგივე
PoisonnIvy მადლობაა <3


takotatuli1989
მადლობა ♥გამიხარდა, შენც რომ მეორე წრეზე დავინახე <3
ხოო,თუ მოვოცალე, დავწერ ვრცლად მეორე მშობიარობის მოგონებებსაც.

Posted by: LOTUSi 8 Aug 2021, 14:57
ლუთეინა დამინიშნა ექიმმა, რა საოცრება ყოფილა biggrin.gif 0 დისკომფორტი, წელის ტკივილიც ფაფუ.

Posted by: Clue 8 Aug 2021, 15:01
თაბრუს ხვევები თქვენც გაწუხებთ? გაბრუებული დავდივარ, წნევას ვატარებ 110-112 მაქსიმუმ, ახლა მაქვს 108 ხანდახან 105, ამ დროს რას აკეთებთ სახლის პირობებში? ცოტა გულისრევის შეგრძნებაც კი მაქვს

Posted by: Nnia 8 Aug 2021, 15:06
Clue
მე ვარ ისედაც დაბალწნევიანი 90-60, ჰოდა ეხლა 80ზე ჩამომდის და მეორე კიდე ქვევით. ბოლოს ძაან ცუდად რომ ვიყავი ექიმმა კოფეინის ამპულა იყიდე და დალიეო. ჰოდა ეხლა ყავას აღარ ვერიდები.

Posted by: Clue 8 Aug 2021, 15:09
Nnia
მეც ყავას დავეძალე, იმედია კიდევ რკინის ნაკლებობა არ მაქვს

Posted by: PoisonnIvy 8 Aug 2021, 17:26
marimmariami
მაგდა ბეთანელი ძალიან ძლიერია
თან ონლაინ კონსულტაციებიც გაქვს
გადაგყვება მართლა ))
ცოტა ხისტი ქალია მაგრამ საქმის პროფესიონალი
ასისტენტიც მარგი ჰყავს

ჰემატოლოგიის ცენტრშია

Clue

კი ყველაფერი მავქს 34 კვირაზე
არაფერსაც არ ვაკეთებ ვეგუები biggrin.gif
დედაჩემმა მითხრა ისე ჟანგბადს რატო არ გინიშნავს ექიმიო და ერთი უნდა ვკითხო

Posted by: Nnia 8 Aug 2021, 18:35
PoisonnIvy
Clue
მე ისედაც ძაან მძიმედ ვარ გოგოებო. ძაან მალე #####დი ამ ორსულობაში. ნეტა 37 38 კვირაზე დაიბადოს. ერთ ორ საქმეს გავაკეთებ და ვსო ვიღლები... :/

* * *
ეს რა დიეზებია :დდდ არაფერი დამიწერია ცუდი

Posted by: PoisonnIvy 8 Aug 2021, 20:23
Nnia
მეც ეგრე ვარ
საქმეე ვაბასე ვერ ვაკეთებ წელი ისე მტკივა
თან ქაჩვებიც დამეწყო

ალბათ მოვ ტ ყ დიო გიწერია biggrin.gif
ტიმის ფორუმი ტ ს და ყ-ს ერთად ადიეზებს ავტომატურად biggrin.gif

Posted by: Nnia 8 Aug 2021, 21:15
PoisonnIvy
კი ეგ მიწერია :დ თან არაფერი მაქვს ნაყიდი ბავშვისთვის. არც საწოლი არც ტანსაცმელი. მინდა რო დავიძინო და თვენახევარში გავიღვიძო ...

Posted by: marikoo 8 Aug 2021, 23:05
Nnia
PoisonnIvy
Clue
გოგოებო მე რაც 2 ჯერ გადავისხი რკინა ბევრად უფრო ენერგიაზე ვარ მარა ბოლომდე კიდე არ მიყიდია რაღაცეები. გუშინ სიზმარში ვნახე ვითომ ბავშვი გავაჩინე და საწოლი ისევ არ მქონდა biggrin.gif

Posted by: PoisonnIvy 8 Aug 2021, 23:43
Nnia

დღეს ვიყიდე ბოლო შტრიხი ამ ეტაპზე

კომოდი biggrin.gif
საწოლსაც და კომოდსაც საწყობში მინახავენ და აგვისტოს ბოლოსკენ მოვატანინებ
ვიშლისთის წარმომადგენელს უნდა ავაწყობინო თორე რო რამე მერე გარანტია არ მოქმედებს

Posted by: Nnia 9 Aug 2021, 00:52
PoisonnIvy
რომელი საწოლი იყიდე?
marikoo
რკინა ნორმაში მაქ ორსულობის გაგებიდან საპროფილაქტიკო დოზას ვსვამ.

საწოლს კიდე ვერ ვწყვეტ როგორი უნდა ვიყიდო.

Posted by: PoisonnIvy 9 Aug 2021, 00:55
Nnia

მე არ მინდოდა ოვალური, მართკუთხედი მინდოდა რომ საწოლთან კომფორტულად მომედგა
თან რაგულირებადი გვერდი აქვს ანუ კი არ ხსნი, ზემოთ ქვემოთ იწევა

მაგრამ რომ მივედი და სიგანე ვნსხე, ყველა მართკუთხა იყო 60 სმ
ოვალურები 75
მომიწია ოვალურის ყიდვა

ვიშლისთზე ვიყიდე შონის
user posted image

ეს კონკრეტულუა

Posted by: narkozeli 9 Aug 2021, 09:50
სია დიდი ხანია არ განგვიახლებია bis.gif

1. 20 აგვისტო - tatashka555 - გოგო
2. 7 სექტემბერი kus@kusa@-ბიჭი
3. 8 სექტემბერი - Sandra2209 - გოგო
4. 21 სექტემბერი - Redial - ბიჭი
5. 21 სექტემბერი - chogo - უცნობი
6. 23 სექტემბერი - mamuka92 - ბიჭი
7. 30 სექტემბერი - PoisonnIvy - ბიჭი
8. 1 ოქტომბერი - marikoo - ბიჭი
9. 2 ოქტომბერი - Nnia - ბიჭი
10. 3 ოქტომბერი - Clue - გოგო
11. 23 ოქტომბერი - klubnika - ბიჭი
12. 2 ნოემბერი- any_body-უცნობი
13. 20 ნოემბერი - takotatuli1989 - გოგო და ბიჭი
14. 25 ნოემბერი- Elennee- ბიჭი
15. 11დეკემბერი-Kandinskaia-გოგო
16. 17 თებერვალი- dancing in the moonlight-უცნობი



ვის უნდა დამატება? jump.gif
* * *
Nnia

ხვალ ვბრუნდებით თბილისში, თვენახევარი მთაში ვიყავით (კოჯორი, მერე შინდისი) და ეხლა დღეს გახდა 1 თვე რაც ზღვაზე მყავს, სახლი მოგვენატრა მეც და ბავშვსაც biggrin.gif
მე კი ვიყავი 3-4 დღით ჩამოსული თბილისში აცრის გასაკეთებლად მარა ეს მართლა დიდი ხანია სახლში არ ყოფილა. ხოდა ეხლა ხვალ ვნახოთ აბა როგორ მოეწონება თავისი ახალი ოთახი love.gif
ჯერ ვაპირებ შევაჩვიო თავის ოთახს და თავიდან მე და ჩემი მეუღლეც მის ოთახში დავწვებით, რო შეეჩვევა, დავტოვებთ მარტო ^_^


* * *
Rigby

რა კარგია მარტივი მშობიარობა love.gif


LOTUSi

გილოცავ, აქამდეც გაგეკეთებინა ნეტა bis.gif

Posted by: Nnia 9 Aug 2021, 11:03
PoisonnIvy
ძალიან ლამაზია ეგ საწოლები.მრგვალი პოზიცია კარგად ვიხმარე ძაან და გამოსაცვლელი. მაგრამ მერე ვეღარ. ამიტომ რას ვეძებ მეც არ ვიცი.

10ში ვარ ღმერთო ჩემო :დ აქ სექტემბერი ოქტომბერში ამბები იქნებააა....


narkozeli

ჩემი ნახევრად ჩემთან იწვა დაბადებიდან და არ გაჭირვებია და ვაჩეს საერთოდ არ გაუჭირდება ალბათ <3

Posted by: PoisonnIvy 9 Aug 2021, 11:10
Nnia
მაგის მეშინია მეც biggrin.gif
მართკუთხედები ბევრად პრაქტიკულია ვიცი, უბრალოდ ბავშვი ვერ მოისვენებს ძალიან ვიწროა.
ჩემს ძმიშვილს აქვს მართკუთხა და ძლივს ეტევა 1 წლის ბავშვი

Posted by: Elennee 9 Aug 2021, 11:45
user posted image
ესეთი ფორმა გადავწყვიტე მე, სათავსოებიც მინდა რომ ქონდეს. საბას მესამე სართულზე ყოფილა ბავშვთან განყოფილება, არც ვიცოდი და იქაც ქონიათ ლოგინები. ხომ არ იცით, ღირს გავლა?

Posted by: Nnia 9 Aug 2021, 11:50
Elennee
მეც საბაში ვაპირებ უფრო დიდი არჩევანია მგონი.

Posted by: marikoo 9 Aug 2021, 11:58
Nnia
Elennee
მე ვიყავი საკმაოდ დიდი არჩევანია, პლედები და სხვა რამეებიც იყიდება, დასაკეცი აბაზანაც აქვთ.

Posted by: nopiahopi 9 Aug 2021, 12:19
Elennee
QUOTE
ესეთი ფორმა გადავწყვიტე მე, სათავსოებიც მინდა რომ ქონდეს. საბას მესამე სართულზე ყოფილა ბავშვთან განყოფილება, არც ვიცოდი და იქაც ქონიათ ლოგინები. ხომ არ იცით, ღირს გავლა?

ამ საწოლების ის არ მომწონს, რომ წამოიზრდება, დახლოებით 3-4 წლის მერე, თუ იგივე ოთახში გიწევს ბავშვის ყოლა, დიდი საწოლი დასჭირდება და შესაბამისად ეს სათავსოებიც აღარ გამოგადგება. ჩემი პირადი აზრით, ცალკე საწოლი და ცალკე სათავსო შეიძინოთ ჯობია. მერე იმ სათავსოს თუ კომოდს ისევ გამოიყენებთ, გადააადგულებთ თუ საჭიროა და ა. შ.

საბაში გადავიდა ბავშვთა სამყაროს ნაწილი, ადრე ხომ დაიწვა ბავშვთა სამყარო და მანდ არიან მას მერე smile.gif არჩევანი აქვთ, როგორც მახსოვს.

PoisonnIvy
QUOTE
მართკუთხედები ბევრად პრაქტიკულია ვიცი, უბრალოდ ბავშვი ვერ მოისვენებს ძალიან ვიწროა.
ჩემს ძმიშვილს აქვს მართკუთხა და ძლივს ეტევა 1 წლის ბავშვი

მართკუთხა მაქვს, ოღონდ სტანდარტული 60/120-ის ნაცვლად 70/130 ვიყიდე სპეციალურად და ძალიან დიდი სხვაობაა. 60/120 ძალიან ვიწროებია მართლა. ეს საწოლი მერე კიდევ 20 სმ-ით გრძელდება, ზედა მხარეს რომ ხსნი.

Posted by: PoisonnIvy 9 Aug 2021, 12:37
nopiahopi
ვაიი
სად იყიდე ეგეთიი?

Posted by: მზე 9 Aug 2021, 12:41
nopiahopi
QUOTE
მართკუთხა მაქვს, ოღონდ სტანდარტული 60/120-ის ნაცვლად 70/130 ვიყიდე სპეციალურად და ძალიან დიდი სხვაობაა. 60/120 ძალიან ვიწროებია მართლა. ეს საწოლი მერე კიდევ 20 სმ-ით გრძელდება, ზედა მხარეს რომ ხსნი.

ალბათ ბავშვსაც გააჩნია. 3 წლის 4 თვისაა ჩემი და მშვენივრად ეტევა 60*120-ში. სიმაღლეშიც ვერ ვიტყვი რო პატარაა.

PoisonnIvy
მე რო ვყიდულობდი ჩიპოლინოს ქონდა ბევრი 70*130
ზოგი იყო 10 წლამდე გამოიყენებო

Posted by: PoisonnIvy 9 Aug 2021, 12:43
მზე

ეჰ ბათუმში არაა ჩიპოლინო sad.gif
მე ვიშლისთში ვეძებე
მერე ქუთაისშიც ვიყავი აკვანში და იქ სუ სტანდარტული 60*120 ზე ჰქონდათ.


Posted by: nopiahopi 9 Aug 2021, 12:55
PoisonnIvy
ბავშვთა სამყაროში ვიყიდე წლების წინ.
ვიშლისტს თბილისში შარშან ქონდა 70 იანი სიგანის,ოღონდ ოვალურები

* * *
აი სადაცვ საქართველოში დამზადებულებს ყიდიან, იქ რომ შეუკვეთო შენი სასურველი ზომის, არა? ჩემი საწოლი აქაა დამზადებული, არაევროპული და არაბრენდულია.

Posted by: Elennee 9 Aug 2021, 13:11
nopiahopi
მე თუ ვერ ვნახე სასურველუ ზიმა ვაპირებ რომ შევუკვეთო

Posted by: nopiahopi 9 Aug 2021, 13:21
Elennee
QUOTE
მე თუ ვერ ვნახე სასურველუ ზიმა ვაპირებ რომ შევუკვეთო

რა სიამოვნებაა პატარასთვის ნივთების შეგროვება და მომზადება ! უმაგრესი შეგრძნებაა smile.gif

Posted by: Elennee 9 Aug 2021, 14:05
nopiahopi
აუ საოცარი შეგრძნებაა და ზომებს რომ ვნახულობ ნიუ ბორნი და 0-3 თვე რეალურად რა პაწუკებია შოკში ვვარდები biggrin.gif ეხლა 13ში კარტერსიდან ველოდები რაღაცებს და ერთი სული მაქვს

Posted by: marikoo 9 Aug 2021, 14:12
user posted image

ამაზე რას ფიქრობთ? 6 თვემდე ვიხმარ? კომფორტულია?

Posted by: lelukaa 9 Aug 2021, 14:29
აუ საწოლი მენერვიულება ყველაზე მეტად.
იკეადან აქამდე რაც გამომიწერია ჩამოდის ხოლმე ძაან ლაითად შეფუთული. მცირე გარე ავეჯი მაგალითად. დაწნული კალათები საერთოდ შეუფუთავი ჩამომივიდა. ეს ამხელა საწოლი გამოვწერო და დაზიანდეს გზაში შეუფუთავობის გამო არ მაწყობს. ინექსმა ვერ ავიღებთ ჩვენ თავზეო. იკეა ბასკეტს შევუკვეთავდი, მაგრამ თურქეთის იკეაზე არაა 70იანი განით sad.gif
უკვე დავიწყე ფიქრი შეკვეთით დამზადებაზე.
ამ ვიქენდზე ცოტას მოვივლი და თუ ვერაფერი ვნახე ავდგები და შევუკვეთავ. ერთადერი მაქსიმალურად ღრმა პოზიციაში სიმაღლე რამდენი უნდა ჰქონდეს არ ვიცი და ჰო ვერ დამეხმარებით?

დღეს წავაწყდი ამათ და ორივე ძაან მომწონს, ანუ განვიხილავ სადა, მასიური თავითა და ბოლოთიც და ასეთებსაც.
user posted image
user posted image

Posted by: Clue 9 Aug 2021, 14:37
QUOTE (PoisonnIvy @ 9 Aug 2021, 00:55 )

მომიწია ოვალურის ყიდვა

ვიშლისთზე ვიყიდე შონის
user posted image


მეც ეს მრგვალი საწოლი მომწონს და ვერ ვხვდები რამდენად კომფორტულია სახმარად.
* * *
marikoo
ვნდუზე ვნახე იგივე და 6 თვიდან უწერია ასაკი, ჩვილისთვის მგონი არ არის

https://vendoo.ge/sabavshvo/sabavhsvo-inventari/sabavshvo-aksesuarebi-inventari/chipolino-cipo-sawoli-sabavsvo-kosclo184pi-cipolino-245517

Posted by: PoisonnIvy 9 Aug 2021, 15:01
Clue
ვენდუზე უწერიათ არასწორად
სინამდვილეში 6 თვემდეა biggrin.gif





Posted by: lelukaa 9 Aug 2021, 15:01
Clue
6 თვიდან 9 კილომდეო თან უწერია.
გამოდის წლამდეც ვერ იხმარ rolleyes.gif
* * *
უცნაურობების ჭამა მარტო მე მინდებაა?
ბეტონის, ცემენტის, მსგავსი რამეების დანახვისას სული მელევა. ცარციც მინდაა smile.gif))
2 კვირა მქონდა ნექსი დანიშნული და იმის ჩაღეჭვა ერთი დღესასწაული იყო ჩემთვის.
ეხლა რამდენიმე დღეა იასნა სოლნიშკას 7 მარცვლის უმად ჭამა დავიწყე და ვარ ძაან ბედნიერი smile.gif)

Posted by: Nnia 9 Aug 2021, 15:10
lelukaa
მეც ესეთ სადას ვეძებ, ცალი მხარე თუ მოეხსნება უკეთესი.

Posted by: mziako 9 Aug 2021, 15:25
ეხოზე ვიყავი და ციკლის მიხედვით 6+ კვირის უნდა ვიყო მაგრამ არ გამოჩდა ნაყოფი. მერე ვაგინალურით დაინახა ძალიან პატარაა და 4 კვირას შეესაბამებაო. კიდევ ჩანს მეორე ნაყოფი იმაზე პატარა ვადაც ვერ მითითა sad.gif ყვითელი სხეული 2. ანუ ტყუპი ნაყოფია მაგრამ შეიძლება იყოს შეწყვეტილი ორსულობაო ან იმ 4 კვირიან ნაყოფზე იყოს უბრალოდ გვიანი ოვულაციაო და ეს მეორე ნაყოფი აღარ ვიხი. ავიღე რაღაც ანალიზები და ისე ვდარდობ. საღამოს იქნება პასუხი და დინამიკაში უნდა დავაკვირდეთო. ვინმეს ხომ არ გაქვთ მსგავსი გამოცდილება

Posted by: Clue 9 Aug 2021, 15:25
PoisonnIvy
წითელქუდაში სამმაგი ფასებია იგივე პროდუქციაზე რაც მაგალითად ვიშლისთს აქვს, იმ დღეს ვიყავი დიღმის ფილიალში და გამოვშტერდი. რუსული წარმოების საწოლები უდგათ მაგათაც.
ისე ვიზუალით კი მართლა ძალიან კარგია

Posted by: PoisonnIvy 9 Aug 2021, 15:27
Clue
იგივე ხდება აკვანშიც.

რუსული პროდუქცია აქვთ უმეტესად.

რავი, მე პირადად ვიშლისთში ყიდვა ვარჩიე, თბილისში რას ვიზამდი არ ვიცი biggrin.gif


Posted by: LOTUSi 9 Aug 2021, 15:46
mziako
5 კვირა და 4 დღეზე ჩემთანაც არ გამოჩნდა, ვაგინალურად არ უნახავს ოღონდ. ვისთან იყავი ექოზე? გინეკოლოგმა მითხრა რო 6 კვირის მერე იწყებს გამოჩენასო და ასე საათებში არ ემთხვევა იქნებ. 2 კვირაში ნახე კიდე. წინასწარ ნუ ნერვიულობ. მე 8 კვირაზე უნდა მივიდე. იქამდე სულ გულის ხეთქვაა ტყუილად
* * *
narkozeli
ჰო ექიმის დანოშნულებით დავიწყე და იმედია ჰემატომაზეც ექნება შედეგი. ❤

Posted by: mziako 9 Aug 2021, 16:14
LOTUSi
კი ეს ორკვირიანი ცდომილება მეც მქონდა პირველ.ბავშვზე, მაგრამ ტყუპი ნაყოფია და ერთი ზომის არ არიან. ესე ხდება ტყუპზე? საღამოს იქმება ის ანალიზი და უფრო გამოჩნდება რა სიტუაციაა მაგრამ რადგან მაქვს ადრეულ ვადაზე მოშლის გამოცდილება ვღელავ sad.gif თან შეიძლება ერთი შენარჩუნდესო ის მეორე იმდენად პატარაა გაიწოვსო იმაზე მითხრა. მედიქეაში ვიყავი რამაზ ჭიღლაძსსთან ორივე ფეხმძიმობაზე მასთან დავდიოდი, ვენდობი

Posted by: LOTUSi 9 Aug 2021, 16:22
mziako
რა ანალიზი გაიკეთე?
ტყუპებზე არ ვიცი სიმართლე გითხრა როგორ არის ხოლმე. მეც მაქ მოშლის გამოცდილება და დავიძაბე მეც. ყველაფერი გენეტიკურ კოდზეა დამოკიდებული, ჩვენი ნერვიულობა მაინც ვერაფერს უშველის ასე რომ დაელოდე, ნერვიულობას აზრი არ აქვს. ტატიშვილი მაგალითად სულ არ კითხულობს ციკლის დროს, არ აინტერესებს. აი მე ციკლი ხან 28 დღიანი მაქვს და ხან 37იანი, მიდი და გაიგე როდის იყო ოვულაცია.
* * *
პ.ს. მედიქეა სად არის ტერიტორიულად? ყვრლა შვებულებაშია და აღარ ვიცი ვისთან მივიდე 8 კვირაზე.

Posted by: marikoo 9 Aug 2021, 16:27
PoisonnIvy
Clue
ხო 6 თვემდე უწერიათხოლმე ასეთებს მარა ძაან ცუცქნა ჩანს და ვინმეს თუ უხმარია მაინტერესებს. 1 ან 2 თვისთვის ხოარ ვიყიდი.

lelukaa
ეგ რაღაცის ნაკლებობაზე მიუთითებს როგორც ვიცი, დასერჩე აბა, ან კითხე შენს ექიმს. ჰემოგლობინი ნორმაში გაქ? რკინა კალციუმი და ეგეთები?

Posted by: lelukaa 9 Aug 2021, 17:12
marikoo
ორშაბათს მაქვს ვიზიტი და ვკითხავ.
26 კვირაზე ყველაფერი წესრიგში იყო, ვნახავ აბა ამ 4 კვირაში თუ შეიცვლებოდა რამე.
ჩემი ეხოსკოპისტი შვებულებაშია, ისევ ლანასთან ჩავეწერე 30 კვირაზე, კიდე ერთ ლამაზ ფოტოებს წამოვიღებ ბარემ და ეკა რომ გამოვა მივალ იქაც.

წინა ორსულობის უცნაურობები იყო ნალექიანი ყავის და კარტოფილის სახამებლის კოვზებით ჭამა biggrin.gif

Posted by: margarita7 9 Aug 2021, 17:38
გოგოებო, ახალი ინფორმაცია მათთვის ვისაც აცრა აინტერესებს:

მოკლედ გუშინ დავეცი, მსუბუქად ძალიან, ამიტომ არ მინერვიულია დიდად და თქვენც არ შემოგჩივლეთ, ხოდა დღეს დილას დავრეკე მაინც და მითხრეს მოდიო, ყველაფერი კარგად ჩანდა ექოსკოპიაზე მადლობა ღმერთს. რადგან რეზუს უარყოფითი მაქვს გამიკეთეს ნაადრევად ის ნემსი, მერე კიდე გაგიკეთებთო.

რახან მისული ვიყავი ბარემ აცრაზეც ვკითხე. საკმაოდ დამაჯერებლად გამიწია რეკომენდაცია რომ უნდა ავიცრა, ცოტა შემეშინდა კიდეც, იმიტომ რომ მითხრა წეღან ველაპარაკე ერთ ჩვენ ორსულს და საავადმყოფოში წევს კორონას გამოო. არაფერს არ გავნებს აცრაო. (მე საქართველოში არ ვცხოვრობ, შვეიცარიაში ვარ და აქ არის მხოლოდ ფაიზერი და მოდერნა, შესაბამისად, ამ ორ აცრას გულისხმობს, დანარჩენ აცრებზე არ ვიცი).

მითხრა ისიც, რომ ბავშვსაც დაიცავო, ანტისხეულები ექნებაო. იდეალურია მე-2 და მე-3 ტრიმესტრი ასაცრელადო.

მე ძაან დაბნეული ვარ, ადრე დანამდვილებით არ ვაპირებდი აცრას, ეხლა კი პროცენტებმა აიწია და ნელ-ნელა ვიწყებ ფიქრს რომ უნდა ავიცრა. ის ფურცელიც გამომატანა სადაც ასე ვთქვათ ნებართვას გაძლევს ექიმი რომ უნდა აიცრა.

Posted by: mziako 9 Aug 2021, 17:48
LOTUSi
ქოროინული გონადოტროპინი და პროგეტერონი.
ქოროინული გონადოტროპინის შედეგი არის უკვე 201 არისო და ტყუპ ნაყოფს არ შეესაბამაბა და არც 6 კვირასო და 4 კვირას კიო. ზეგ კიდე უნდა შევიმოწმო და თუ მზარდია ე.ი მიდის ორსულაობა ჩვეულებრივო. ვფიქრობ ის ერთი ნაყოფი შენარჩუნდაო sad.gif
ინტერნეტში ვერსად ვნახე ამ ანალიზის შედეგები ნორმა რა არის. გამიგია ტყუპები 1 ყოველთვის უფრო პატარაა და იქნებ აწი წამოიჩიტოს ისიც
* * *
LOTUSi
მედიქეა საბურთალოზეა ბურძგლას ქუჩაზე. მიცკევიჩის კვეთაზეა. ყველას გირჩევთ მანდ რამაზ ჭიღლაძე საუკეთესოა სხვაგან წასვლა აღარ მოგინდებათ. ორივეზე მასთან დავდიოდი. პირველ ორსულობაზე ჩემ გოგოს მეჭეჭი ქონდა ლოყაზე ეგეც კი დაინახა და დინამიკაში ვაკვირდებოდით. ვისთან არ მივედი დასადგენად და ყველას უკვირდა რანაირად დაინახაო, მაგრამ ისე გულდასმით ათვალიერებს, ისეთი ადამიანია და ისეატ სურათებს მაძლევდა მიყვარს ეგ კაცი. ახლაც კიდევ კარგი არ დავიზარე იქ მივედი. დიღომში ვცხოვრობ და ჰერაში ვაპირებდი და კიდევ კარგი. ჰერას ეხოსკოპია არ მომწონს ალბათ ასე გულდასმით არც გამსინჯავდა და შეიძლება ვერ ენახა მეორე

Posted by: margarita7 9 Aug 2021, 17:55
mziako

ბევრი არაფერი ვიცი შენს შემთხვევაზე, მაგრამ თუ გყავს ექიმი, და როგორც ჩანს გყავს, რომელსაც ასე ენდობი, შეგიძლია, ცოტა მოდუნდე , რადგან იცი რომ საიმედო ხელში ხარ. ეგ იმედი ბევრს ნიშნავს.

Posted by: marikoo 9 Aug 2021, 18:32
lelukaa
ნეტა მე გაჩენამდე თუ დამენახება კიდე. მესამე თვეა სახეს არ აჩენს biggrin.gif
ხოდა ანალიზებიც გადააკონტროლე აი ჩემი რკინა 1 თვეში დაეცა ისე რო გადასხმებს ვიკეთებ.

მე რა უცნაურობაც მჭირს ისაა რო სუ მშია და სუ ვჭამ. თან სახლიდან რო ვმუშაობ ეგ კიდე ართულებს სიტუაციას. საჭმელი ან რაიმე სასუსნავი სულ ხელმისაწვდომია biggrin.gif

+10 კილო ვარ ეხლა sad.gif

margarita7
ხო მე რკინის გადასხმას ვამთავრებ დღეს და შაბათს ვიცრები, მოდერნა ჩვენთან არაა და მხოლოდ ფაიზერით შეიძლება აცრა. ჩინურებით არა რადგან კვლევები არაა ჩატარებულიო. უამრავი რაღაც წავიკითხე და ჩემმა ექიმმაც მირჩია აცრა. თან კარგ პერიოდში მიწევს ძაან. მეორე დოზა მშობიარობამდე 2-3კვირით ადრე მომიწევს, ანტისხეულებს ბავშვი აცრითაც მიიღებს და რძითაც.
ჩვენთან ჩვილებიც გარდაიცვალნენ რამდენიმე და მე ძაან შეშინებული ვარ.

mziako
კი რამაზი ძაან პროფესიონალია, მეც მაგასთან დავდივარ დიღმიდან. ხეგეს ნორმები დაგუგლე და ნახავ მაგ ჰორმონის ნორმებს. 210 ცოტაა მარა შეიძლება გვიანო ოვულაცია გაქვს, ამიტომ დიბამიკაში უნდა დააკვირდნენ რამდენად იზრდება.

Posted by: margarita7 9 Aug 2021, 18:38
marikoo

ანუ ორივე აცრა თუ მეორე ტრიმესტრში მოგიწია ანუ მშობიარობამდე არ მიყვება ადამიანს ეს ანტისხეულები? სჯობს მოგვიანებით აიცრაო ასე გითხრეს?

აუ თავი ამტკივდა მაგაზე ფიქრით, ისედაც სულ თავი მტკივა

Posted by: marikoo 9 Aug 2021, 18:48
margarita7
კი წესით უნდა გაყვეს. რაც მალე აიცრები მით უკეთესიო ასე მითხრა ექიმმა. მეც ეგრე ვფიქრობ, იმხელა რისკია რაც მალე ავიცრებით უკეთესია.

Posted by: margarita7 9 Aug 2021, 18:56
marikoo

ანუ ორმაგად შიშებში ვართ, არ შეგვხვდეს ორსულობაში ეს ერთი და მეორე პატარა რომ გაჩნდება არ შეხვდეს მას,
იმნაძემაც აცრაო თავისი ორსული შვილი, გიჟი ხო არ არი ეხლა ის კაცი, ალბათ, იცის, რომ უსაფრთხოა,

Posted by: dancing in the moonlight 9 Aug 2021, 20:05
როგორ ხართ გოგოებო ?
დღეს ძაან ემოციური დღეა ჩემთვის ,ჩემი ეზოს ფისო,რომელსაც ვუვლიდით და მიკედლებული გვყავდა , ძაღლებმა დაგლიჯეს ,ექიმთან გააქანა ეგრევე ჩემმა ქმარმა ,მაგრამ ვერ გადაარჩინეს .იმდენი ვიტირე ,თავი ვერ შევიკავე ,ძალიან მიყვარდა sad.gif უზომოდ განვიცადე .იმედია არაფერი დამემართება , cry.gif cry.gif

Posted by: LOTUSi 9 Aug 2021, 20:26
mziako
მაგ ანალიზის კეთება მეც ვიფიქრე მაგრამ ექიმი ისე დამელაპარაკა, არაფერი უთქვამს მაგაზე და მეც დავმშვიდდი რაღაც.
მივალ მაგ კაცთან მეც, მადლობა.
* * *
იმედია კარგად გვექნება ყველაფერი

Posted by: Clue 9 Aug 2021, 20:57
QUOTE (nopiahopi @ 9 Aug 2021, 13:21 )
Elennee
QUOTE
მე თუ ვერ ვნახე სასურველუ ზიმა ვაპირებ რომ შევუკვეთო

რა სიამოვნებაა პატარასთვის ნივთების შეგროვება და მომზადება ! უმაგრესი შეგრძნებაა smile.gif

ოღონდ უკონტროლო მდგომარეობაა)) მე ვეღარ ვჩერდები, ტანსაცმელს ვიწერ გიჟივით)) პელდები, პილიონკები სადაც რა შემხვდა ყველაფერი მოვყარე, მართლა რა ბედნიერებაა❤️
საწოლზე და მსხვილ რაღაცეებზე ჩემს ქმარს გავუშვებ მე რომ ვიმშობიარებ, მანამდე ზუსტად შევარჩევ რაც მინდა

Posted by: ninunin 9 Aug 2021, 22:16
მზე
QUOTE
ლბათ ბავშვსაც გააჩნია. 3 წლის 4 თვისაა ჩემი და მშვენივრად ეტევა 60*120-ში. სიმაღლეშიც ვერ ვიტყვი რო პატარაა.

მეც 60/120 ზე მაქვს და რავი იმხელაა მაგაზე დიდი ნეტა სად უნდა დამეტია, თან ბავშვი არც წვებოდა წესიერად შიგნით, რამდენჯერ ვინანე სულ მთლად ჩვილების რატო არ ვუყიდდე, პატარა და მალევდ შევცვლიდი, ბოლო დროს კი წვება უკვე, მარა ზომა სავსებით საკმარისია ჩემთვის
* * *
marikoo
აიშენ რო გიდევს საწოლი მასეთი უნდა მეყიდა იდალური იქნებოდა, უბრალოდ მალე მიმიწევდაშეცვლა თორე ამას ედიდება თავის საწოლი სულ ჩემთან უნდა წოლა, მასეთში ეს კარგად ჩაწვებოდა smile.gif

Posted by: Elennee 9 Aug 2021, 23:08
გოგოებო, აქტოკარდიოტოკოგრაფიული კვლევა რომელი კვირიდან ტარდება და მე უნდა მოვითხოვო თუ ექოსკოპისტი თაცისით ამოწმებს? ანუ რამე განსხვავებული პროცედურაა?

Posted by: Clue 9 Aug 2021, 23:22
Elennee
ეგ ის არის მუცელზე რომ მრგვალს გადებს და ხელში გაჭერინებს ღილაკს, ბავშვი რომ გამოძრავდება რომ უნდა დააჭირო? ჰიპოქსიის რისკი იყო ჩემთან და გამიკეთეს მედიქეაში (შეიძლება ვცდები და ეს კიდევ სხვა კვლევაა).
ჯერ აპარატი ძაან სასაცილოდ მომეჩვენა, საბჭოურ მინი კარდიოგრამის აპარატს გავდა, აშკარად მოძველებული იყო, მერე კიდევ ექიმმაც ბევრი მონაცემი სუბიექტურად დააფიქსირა (ჯანდაბას ეს იყოსო), ნანაა, გვარი არ მახსოვს, სიმართლე გითხრათ ვერ აღვიქვი სერიოზულად.


* * *
თაბახის ფურცელზე რაღაც რიცხვებს იწერდა მერე სადღაც წავიდა და ამომიბეჭდა, ზოგადად მე ეგეთ რაღეებზე გართულება მაქვს და ვეღარ ვუდგები სერიოზულად.
ისე სულ მაწუხებს ეს კითხვა აგერ უკვე მერამდენე კლინიკაში დავაფიქსირე, რატომ არ უყვართ ექიმებს კომპიუტერი, თითქმის არავის არ უდგას, ძალიან შოკირებული ვარ, როგორ ჯობია თუნდაც დანიშნულების და ფორმა-100 ის წერა ხელით, მონაცემების შენახვისთვისაც, სად ექსელში რომ გყავს პაციენტები, თავისივე ისტორიებით , ერთი ღილაკით რომ ჩამოუყვები ყველა საჭირო ინფოს და რა ვიცი ... ჩემთვის იმდენად წარმოუდგენელია (პ.ს. მე შეიძლება ზედმეტად დიჯითალ ვარ) biggrin.gif

Posted by: Elennee 9 Aug 2021, 23:47
Clue
აუ არ ვიცი რა არის, სადღაც წავიკითხე აუცილებელი პროცედურააო :დ გულზე რამე ცალკე გამოკვლევა კეთდება სტანდარტულად?
* * *
24 კვირაზე რა სტანდარტული ფასიანი კვლევებია?

Posted by: marikoo 10 Aug 2021, 10:54
ninunin
ხო ძაან კომფორტული რაღაც ჩანს. ზედმეტი ხაჯია 500 ლარამდე მარა ჩემს ლოგინში არ მინდა რო დავაწვინო, ძაან მეშინია ძილში რამე არ ვატკინო

Posted by: Elennee 10 Aug 2021, 11:10
ისევ გაიყუსა ჩემი შვილი sad.gif რა ვქნა, გავვარდე ექოზე??

Posted by: lola_keta 10 Aug 2021, 11:16
გამარჯობა გოგოებო. შეიძლება აქ არ ვკითხულობდე მაგრამ მაინც ვცდი smile.gif

გაგუაში მეანს ვის მირჩევთ? უკვე იმ ვადაზე ვარ რო ვიცოდე ვისთან ვაპირებ მშობიარობას მაგრამ ჩემი უთავბოლობით ჯერ არ ვიცი :დ ხოდა დიდი სიამოვნებით მოვისმენდი თქვენს რჩევებს ^_^

Posted by: makarena 10 Aug 2021, 11:43
marikoo
lelukaa
Nnia
გოგოებო, თვალი მოვკარი რომ საწოლებზე წერთ.

ჩემი გამოცდილება თუ გამოგადგებათ, გაგიზიარებთ.

მოკლედ მინდოდა ოთხკუთხედი სადა საწოლი და ვიყიდე რუსული არყის ხის, ჩვეულებრივი საწოლი, 60/120-ზე. ცოტა ხანში 1 წლისთვის საერთოდ აღარ წვებოდა, რადგან სულ ეღვიძებოდა, იჭედებოდა ამ რიკულებში და თავს ურახუნებდა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ძილის დროს უყვარს განზე ძილი, შესაბამისად ბავშვი რომ იყო 75 სმ ვეღარ ეტეოდა განზე და მიწევდა ჩემთან გადმოწვენა, მერე მე ვიკუჭებოდი და მოკლედ ღამეებს ვათენებდი.

ავდექი და გავყიდე ეგ საწოლი, საუკეთესო მატრასით იყო ისე, და შევიძინეთ საბაში 600 ლარად თავისი მატრასით, მასიური წიფლის საწოლი, შეუღებავი, ქართული, აქ დამზადებული ანუ.

დაახლოებით ესეთია
user posted image

user posted image
user posted image

ზომა არის 70/130 და საბაში ჩვეულებრივად ვიპოვეთ, ოვალური არ მინდოდა რატომღაც.

ეხლა ცალი გვერდი მოხსნილი მაქვს და ლოგინზე მაქვს მოდგმული, მშვენივრად სძინავს და გიჟდება თავის ლოგინზე, სულ რომ ეცადო არ დაიძინებს ჩემთან.
იმედია თქვენც ნახავთ სასურველ საწოლს.

Posted by: margarita7 10 Aug 2021, 11:50
Elennee

რამდენი ხანია არ გიგრძვნია?
მიუხედავად იმისა, რომ მე ჯერ თითქმის ვერ ვგრძნობ ბავშვის მოძრაობას, თითქოს ერთიორჯერ მომიცაცუნა (თუ მომეჩვენა ეგეც არ ვიცი), მაინც მგონია რომ რამდენიმე საათი თუ ვერ გრძნობ მოძრაობას, არ უნდა შეგეშინდეს მაგის გამო
მეც ცოტა შეშინებული ვარ, დილით საკვერცხეების ტკივილმა გამაღვიზა, ეხლა მოიკლო ტკივილმა

Posted by: marimmariami 10 Aug 2021, 11:56
გოგოებო შარიქაძესთან სექტემბრის თვეში ჩასაწერად ვრეკავდი დილის 9დან და სულ დაკავება იყო , ახლა მეუბნებიან შეივსო მთელი სექტემბერიო sad.gif სულ ასეთი სიტუაციაა ? რადგან ყველა აქებს ვიფიქრე 22 კვირაზე მივიდოდი მეც. დარეკვის გარდა სხვა გზა არ არსებობს ჩაწერის?

Posted by: Elennee 10 Aug 2021, 11:57
margarita7
ვსო, ახვაცუნდა ❤ რეალურად ვიცი რომ არაა საშიში, მაგრამ მაიმც ვნერვიულობ ხოლმე, დილას სულ მირტყამს და დღეს აშკარად ვერ იყო აქტიური და ავფორიაქდი.
საკვერცხის ტკივილზე ესპუმიზანი დალიეო ექიმმა, შებერილობამ იცის ეგო, ცადე აბა. საშიში არაა, რამდენჯერაც ვუთხარი ექიმს დიდად არც გაუმახვილებია ყურადღება

Posted by: lelukaa 10 Aug 2021, 12:26
makarena
გეთანხმები, მეც 130/70 ზე მქონდა პირველზე და თითქმის 4 წლამდე, მინ 3 წელი ვიხმარეთ გემრიელად. იმიტომ ვეძებ ეხლა იგივენაირს და
მგონი მივაგენი ოლალაში <3
ვიქენდზე გავალ ვნახავ რეალში, მინდა
რომ მატრასის პოზიციები ეცვლებოდეს და გვერდი დაბლა ეწეოდეს.
აი ესაა
user posted image

Posted by: chogo 10 Aug 2021, 12:27
QUOTE (narkozeli @ 9 Aug 2021, 09:50 )
სია დიდი ხანია არ განგვიახლებია  bis.gif

1. 20 აგვისტო - tatashka555 - გოგო
2. 7 სექტემბერი kus@kusa@-ბიჭი
3. 8 სექტემბერი - Sandra2209 - გოგო
4. 21 სექტემბერი - Redial - ბიჭი
5. 21 სექტემბერი - chogo - უცნობი
6. 23 სექტემბერი - mamuka92 - ბიჭი
7. 30 სექტემბერი - PoisonnIvy - ბიჭი
8. 1 ოქტომბერი - marikoo - ბიჭი
9. 2 ოქტომბერი - Nnia - ბიჭი
10. 3 ოქტომბერი - Clue - გოგო
11.  23 ოქტომბერი - klubnika - ბიჭი
12. 2 ნოემბერი- any_body-უცნობი
13.  20 ნოემბერი - takotatuli1989 - გოგო და ბიჭი
14. 25 ნოემბერი- Elennee- ბიჭი
15. 11დეკემბერი-Kandinskaia-გოგო
16. 17 თებერვალი- dancing in the moonlight-უცნობი



ვის უნდა დამატება?  jump.gif 
* * *


Me gogos velodebi

Posted by: margarita7 10 Aug 2021, 12:41
Elennee

კაი რომ დამშვიდდი smile.gif
სულ რაღაცის ნერვიულობაში ვარ:/

Posted by: lelukaa 10 Aug 2021, 12:44
Elennee
QUOTE
24 კვირაზე რა სტანდარტული ფასიანი კვლევებია?

ლიკას ექთანმა არ მოგცა ჩამონათვალი?

Posted by: Elennee 10 Aug 2021, 12:50
lelukaa
მხოლოდ ჰემოგლობინის განსაზღვრა და ექო წერია მანდ და რამე ხო არ გამორჩათ ვაზუსტებ biggrin.gif ანუ ანალიზი არ ამიღია პირველი უფასო ვიზიტის მერე მგონი :დ

Posted by: ninunin 10 Aug 2021, 12:54
makarena
QUOTE
გოგოებო, თვალი მოვკარი რომ საწოლებზე წერთ.

ჩემი გამოცდილება თუ გამოგადგებათ, გაგიზიარებთ.

მოკლედ მინდოდა ოთხკუთხედი სადა საწოლი და ვიყიდე რუსული არყის ხის, ჩვეულებრივი საწოლი, 60/120-ზე. ცოტა ხანში 1 წლისთვის საერთოდ აღარ წვებოდა, რადგან სულ ეღვიძებოდა, იჭედებოდა ამ რიკულებში და თავს ურახუნებდა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ძილის დროს უყვარს განზე ძილი, შესაბამისად ბავშვი რომ იყო 75 სმ ვეღარ ეტეოდა განზე და მიწევდა ჩემთან გადმოწვენა, მერე მე ვიკუჭებოდი და მოკლედ ღამეებს ვათენებდი.

ზუსტად ეგრე იქცევა ჩემი ბაია მაგ საწოლში, განზე წვება ან საერთოდ არ,რიკულებს თავს ადებს ფეხებს ყოფს და რა ვიცი biggrin.gif ხოდა ვერ.მივხვდი ეხლა, პრობლემა რაშია? საწოლის ზომაში? თუ გვერდის მოსახსნელში?

Posted by: lelukaa 10 Aug 2021, 13:20
Elennee
აი ესენია ჩემსაში, ნუ დანარჩენი უკვე მდგომარეობიდან გამომდინარე.user posted image

Posted by: Elennee 10 Aug 2021, 13:35
lelukaa
user posted image
ჩემთან ესენია შემოხაზული, პარასკევს დამიბარა და პარასკევსვე ვხდები 25 კვირიდ, ოდა მანამდე ჩავაბარებ ანალიზებს და ბარემ შარდში ცილასაც მივაყოლებ.
აუ პალატების ფასები ხო არ იცი ღია გულის?

Posted by: Nnia 10 Aug 2021, 13:42
გოფოებო ფაიზერზე დავრეგისტრირდი. ჰოდა ალერგიული ვარ და საჭიროა ალერგოლოგთან ვიზიტი? ან ვისთან მივიდე რიგები რომ არ იყოს და თან სანდო იყოს.

Posted by: PoisonnIvy 10 Aug 2021, 14:17
გოგოებო გუშინ იმშობიარა დავარაშვილთან ჩემმა დაქალმა და ისეთი გამწარებულია ისეთი გამწარებული რო აი არვიცი
არადა თავიდან როგორ უხატავენ ყველაფერს ორსულებს.
გაუტკივარება გაიკეთა და წამალი დაუჟმოტეს, ყველაფერს გრძნობდა, გაკერვაზე აღარაა ლაპარაკი, რას გავუძელი მეც არ მჯერაო.

თვითონ ეს კაციც ძაან უხეშია და სანამ ჭნთვები არ დაეწყო არც შეუხედავს .

ბუშტი გახეთქა მხოლოდ ამ კაცმა, მშობიარობით ბებია ქალმა ამშობიარა smile.gif)

Posted by: Clue 10 Aug 2021, 14:23
PoisonnIvy
რანაირად შეიძლება ასე? ჩემი აზრით ახლა ეგ ფრანგულზეა გადართული და სხვა მეთოდებს არ აღიქვამს სერიოზულად, რაც არ უნდა კარგი ბებიაქალი იყოს მეანი რას მიკეთებს ... აი შოკში ვარ, გაუსკდება მაგას ეგ ა,ბავი ცუდად რა.

Posted by: PoisonnIvy 10 Aug 2021, 14:27
Clue

გამოწერას ელოდება და აუცილებლად ვაპირებ ამ ამბის გახმაურებასო.
სანამ დედამისმა არ ატეხა დერეფანში ერთი ამავი, არავის შეუხედავს .

მერე სანიტრებზე რო იწერება მაგარი სანიტრები ჰყავთო, ერთი სანიტარი დარბოდა ყვლას ტრაკის გამოსაწმენდადო smile.gif))
მოკლედ რაა.

Posted by: Clue 10 Aug 2021, 14:30
დღეს ვიყავი კვლევებზე, მიწევდა, ყველაფერი კარგად არის <3 მოსუქებულია ჩემი გოგო და 50 გრამითაც კი ასწრებს ნორმას. კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ უბილავა- ჭიღლაძის ღრმა პატივისცემას და პროფესიონალიზმს, მართლა სუპერები არიან.
სამშობიაროზეც ვკითხე და ძაალიან კარგი და მოსაწონი არჩევანია ღუდუშაურიო, დამეთანნხმა, რომ ყველა რისკი მაინც დავაზღვიო, მიუუხედავად იმისაა, რომ არ მაქვს ნერვიოლუობის საფუძველი, როცა არის ქვეყანაში ამის საშუალება რატომაც არა...ა ნატასაც და სოფოსაც დიდი რეკომენდაცია გაუწია თამარმა.


* * *
აცრაზეც ვკითხე და თუ გინდა აიცერიო, არის რეკომენდაცია, მერე რომ ვიმსჯელეთ რადგან გადატანილი მაქვს როგორც კი გავაჩენ მერე აციცრები, მანამდე ანტისხეულებს ჩავაბარებ
* * *
PoisonnIvy
ფიზიოლოგიურით იმშობიარა და ჩახევა დაჭირდა თუ საკეისროს ნაკერებზეა საუბარი ... ვახ, აი რანაირად უნდ გქონდეს იმედი

Posted by: PoisonnIvy 10 Aug 2021, 14:49
Clue
ბუთუნა გეყოლება <3

აცრა მინდოდა მაგრამ ისე იპანიკეს ჩემმა მეანმა და ქმრის ოჯახმა, არ მაქვს ამათ ნერვები
ფიზიოლოგიურად იმშობიარა კი და ქვემოთა ნაკერებზეა საუბარი sad.gif


საკეისროზე მგონი არ ჰყავს არავინ მომჩივანი
ძირითადად, მშობიარეებს არ მოსწონთ

Posted by: makarena 10 Aug 2021, 15:00
ninunin
QUOTE
ხოდა ვერ.მივხვდი ეხლა, პრობლემა რაშია? საწოლის ზომაში? თუ გვერდის მოსახსნელში?

ბავშვის ჩვევაში givi.gif ამ შემთხვევაში შემოგთავაზებ მოხსნა ერთი მხარე და მოიდგა საწოლი, უფრო თავისუფლად იქნება

Posted by: margarita7 10 Aug 2021, 15:39
Nnia

შენ რა ტიპის ალერგია გაქვს არ ვიცი, მარა მე მაგალითად, მაქვს ურტიკარია, ანტიჰისტამინებს ვსვამ მესამე წელია უკვე, ჩემს ალერგოლოგს რომ ველაპარაკე ლორატადინი დალიე აცრამდეო. და ის დღეები ისედაც სვიო.

ალერგოლოგს დაელაპარაკე აცრამდე აუცილებლად, თინიკო გიგაური არის ძაან მაგარი ალერგოლოგი, მის კლინიკას ქვია ჯანმრთელი მომავალი.

Posted by: Nnia 10 Aug 2021, 15:53
margarita7
არც ვიცი რანაირი ალერგია მაქვს. ხან მაქ ხან არა თან. ერთხელ ვიყავი ალერგოლოგთან სამი თუ ოთხი წლის წინ. ოპერაცია უნდა გამეკეთებინა და ანესთეზიოლოგმა გამიშვა. ჰოდა მაშინ არაფერი არ გინდაო ალერგოლოგმა.

ეხლაც ჯერ მიდიო ჩემმა გინეკოლოგმა ალერგოლოგთან. თელიას ვფიქრობდი და ძალიან დიდი რიგები აქვს. მადლობა ყურადღებისთვის.
* * *
PoisonnIvy
Clue
რატო გიკვირთ გოგოებო. ეხლანდელი მეანების უმეტესობა მშობიარობაში რამე თუ არ გართულდა აღარ ერევიან.

Posted by: LOTUSi 10 Aug 2021, 16:11
ეს ფრანგული მეთოდი რას ნიშნავს არ ვიცი. მე საკეისროს ნაკერი ისე დაბლა მაქვს, პატარა საცვლებშიც არ ჩანს. არც ძაფები მოუხსნიათ. 2012 ში გამიკეთა კობეშავიძემ იმედში. არ ვიცი ეგ თუ გადის ფრანგულში biggrin.gif
* * *
ნაკერიც ისეთი ნათქვამია, არც ჩანს.

Posted by: Elennee 10 Aug 2021, 16:31

ხაჭვანთან ვიყავი გოგოებო და პირველი რაც გვანახა ჩემმა შვილმა მისი ავლა-დიდებაა :დ სულ უსირცხვილო ეძახა კობამ biggrin.gif ფეხებიც კი სახეზე ქონდა აფარებული. მერე გადი შოკოლადი ჭამე, გაიარე და შემოდიო. წესრიგშია ყველაგერი, დიდი ბავშვიაო, 806 გრამია. ხასიათის რა მოგახსენო და ისე კაი ბიჭოაო biggrin.gif

Posted by: Clue 10 Aug 2021, 16:33
LOTUSi
https://youtu.be/KqQ3ohTvIyM

აი ეს არის, რაღაც ახალი მეთოდი აქვს დავარაშვილს დანერგილი

Posted by: margarita7 10 Aug 2021, 16:37
Elennee

biggrin.gif
ძალიან მიხარია, გილოცავ!

Posted by: Clue 10 Aug 2021, 16:40
marikoo
ჩემიც სულ ხელებს იფარებს, არ გვენახება, 24 თუ 25 კვირაზე ასე ჩამომჯდარი და ხელზე ჩამოყრდნობილი იყო, მაგარ ფიქრებშია, ელოდება ბავშვი თავის რიგს biggrin.gif მეტი რა ქნას)))

Posted by: Elennee 10 Aug 2021, 16:41
Clue
ვაიმე პოზააააა biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Clue 10 Aug 2021, 16:42
Elennee
ახლა იმსისქე დამხვდა, ლოყები აქვს მოგდებული biggrin.gif

Posted by: LOTUSi 10 Aug 2021, 16:45
Clue
საინტერესოა. ოპერაციიდან 4 საათში კიარა მესამე დღეს ავდექი ისიც ძლივს.

Posted by: ninunin 10 Aug 2021, 16:45
QUOTE (makarena @ 10 Aug 2021, 15:00 )
ninunin
QUOTE
ხოდა ვერ.მივხვდი ეხლა, პრობლემა რაშია? საწოლის ზომაში? თუ გვერდის მოსახსნელში?

ბავშვის ჩვევაში givi.gif ამ შემთხვევაში შემოგთავაზებ მოხსნა ერთი მხარე და მოიდგა საწოლი, უფრო თავისუფლად იქნება

ეგ ვქენი უკვე, მოვხსენი მივადგი და შუაღამისას გამეღვიძა , ვხედავ თავით არის წამოსული ჩემი ლოგინისკე ჰორუზონტალურად და სადღაც შუაში გაჭედილი საწოლებს შორის და ძინავს, ძნ შემეშინდა არ ჩამოვაედნილიყო ის მოხსნილი დავამაგრე ისევ და ისე ჩავაწვინე

Posted by: PoisonnIvy 10 Aug 2021, 17:11
ქუთაისში 28 კვირის ორსული გარდაიცვალა კოვიდით.

არ ვიცი, მართლა აღარ შემიძლია ამდენი ნერვიულობა.
ძაან მეშინია

Posted by: marikoo 10 Aug 2021, 17:22
Nnia
QUOTE
რატო გიკვირთ გოგოებო. ეხლანდელი მეანების უმეტესობა მშობიარობაში რამე თუ არ გართულდა აღარ ერევიან.

და ექიმის აყვანაში რო დამატებით ფული გადავიხადო მაინც შეილება სხვამ მამშობიაროს?
* * *
PoisonnIvy
თან ქრონიკული დაავადებები არ ჰქონიაო. sad.gif
არავის ვიკარებ სანამ არ ავიცრები. მე და ჩემი ქმარი მშობლებსაც არ ვნახულობთ sad.gif

Posted by: LOTUSi 10 Aug 2021, 17:30
PoisonnIvy
როცა შენს ჯანმრთელობას ეხება საქმე, ქმრის ნათესავების ჭკუაზე რატო დადიხართ? იმ მეანმა რომელიც გეუბნება არ აიცრაო არამგონია იმნაძეზე მეტი იცოდეს მაგ სფეროში, რომელმაც საკუთარი ორსული შვილი აცრა.

Posted by: margarita7 10 Aug 2021, 17:39
PoisonnIvy
მეც ვნახე და გული მაქვს გახეთქილი.

LOTUSi
მე მგონია, რომ ნებისმიერი ადამიანი ვინც სამედიცინო სფეროში მუშაობს და აცრისკენ არ მოგიწოდებს, პირიქით არ აიცრაო გეუბნება, არის არანორმალური და დეგენერატი.

კულუმბეგოვმა დაწერა ეხლა Fეისბუკზე, ვერ ვაკოპირებ, ყველა ორსული უნდა აიცრასო, ძალიან ვენდობი მაგ კაცს, სადაცაა დავრეგისტრირდები, ეს დღეები ძაან შეშინებული ვარ ://

Posted by: LOTUSi 10 Aug 2021, 17:59
margarita7
კი მასეა ზუსტად. ბევრი ამბობს აი ჩემმა ნათესავმა ექიმმა არ მირჩია და თავს ვიკავებთ... საქართველოში ხო ექიმების ნახევარს საუკუნის წინ რომ ისწავლეს იმის მერე აღარაფერი წაუკითხავთ.

Posted by: margarita7 10 Aug 2021, 18:02
LOTUSi

ხო გაგიჟდები ადამიანი. ორსულობაში მართლა ძნელია, ბევრი კვლევებიც არ არის და ისედაც ჩვენ, ორსულებს, ყველაფრის გვეშინია, ყველა დაცემინების, და ვერ ვიღებთ გადაწყვეტილებას, მარა უკვე შიში შემეპარა როგორც ზემოთ ვთქვი

Posted by: PoisonnIvy 10 Aug 2021, 18:04
LOTUSi
34 კვირის ხარო
ანალიზებიც არ მაქვს კარგი
მაღალი ლეიკოციტები და დ დიმერი, კოაგულოგრამა
ხოდა რისკიაო

იმშობიარე და მერე აიცერიო
ნემსებზე ვზივარ

არ ვიცი რა ვქნა და რა გავაკეთო

Posted by: LOTUSi 10 Aug 2021, 18:09
მე მოვასწარი და ორი დოზით ავიცერი სინოფარმით და 1 თვეში დავორსულდი. ძნელია ასეთ პირობებში მშვიდად ყოფნა. არც "ძერსკულ" ფაიზერს დავლოდებივარ :დ

Posted by: Elennee 10 Aug 2021, 18:12
აუ რა ცუდ დღეში ვართ, ეს გაურკვევლობაა კოშმარი.. ოარასკევს ვაპირებ ლიკასთან მაგრამ ვერ მოვითმინე და მივწერე რას მირჩევთთქო, სანამ არის ადგილები ხო არ დავრეგისტრირდეთქო.. ვნახოთ რას მომწერს გაგაგებინებთ

Posted by: LOTUSi 10 Aug 2021, 18:13
თუნდაც ამ ფაიზერზე რაც დაიმართეს არაორსულებმა რავიცი, მილიონობით ადამიანი აიცრა უპრობლემოდ და აი შენ რო ყველა მოკვდავზე მაღლა დგახარ და ფაიზერს ელოდები იმიტო რო უფრო cool არის, რავი :დ just do it რა.

Posted by: Elennee 10 Aug 2021, 18:13
თრომბოფილია ნეტა რისკ ჯგუფს ნიშნავს ავტომატურად კოვიდის დროს? სავარაუდოდ კი

Posted by: margarita7 10 Aug 2021, 18:15
PoisonnIvy

ძაან ძნელია რამე ურჩიო ადამიანს, მარა 34 კვირაზე თუ ხარ უკვე, რაღა დაგრჩა, იმშობიარებ აიცრები მერე და ლაქტაციით პატარასაც გადასცემ ანტისხეულებს.

LOTUSi
მე რომ ოსრულად არ ვიყო ჩინურით ავიცრებოდი, მშვიდი, წყნარი და უპრეტენზიო ვაქცინაა, ფაიზერის ლოდინში ამოწყდა ერი

Posted by: Unico 10 Aug 2021, 18:16
PoisonnIvy
პირბადე ატარე და დისტანცია დაიცავი, თუ აცრას ვერ ახერხებ ან გეშინია.

ბათუნის კლინიკის დირექტორი ამბობდა, ჩემთან ხვდებიან ორსულები რომელნიც ქორწილში ან დღეობებზე დადიანო, ერთი საკუთარ ქორწილში პატარძალიც იყო.

ანუ გაუფრთხილდი თავს და ერიდე ხალხმრავლობას.

Posted by: PoisonnIvy 10 Aug 2021, 18:19
margarita7
ჰო ყველა მაგას მეუბნება sad.gif

Unico
ბათუმიდან წამოსული ვარ საერთოდ თითქმის 1 თვეა

სოფელში ვარ სპეციალურად იქ ისეთები ხდებოდა ცუდად ვიყავი მიუხედავად იმისა რო არ დავდიოდი არსად
ეხლა რო ვინმემ ქორწილში დამპატიჟოს გამოვლანძღავ ალბათ sad.gif



Posted by: LOTUSi 10 Aug 2021, 18:26
user posted image


იცოდით? biggrin.gif biggrin.gif

Posted by: klubnika 10 Aug 2021, 18:33
PoisonnIvy
QUOTE
ქუთაისში 28 კვირის ორსული გარდაიცვალა კოვიდით.

marikoo
QUOTE
თან ქრონიკული დაავადებები არ ჰქონიაო.

ვაიმე რა ვქნა რა წყალში გადავარდე
უკვე ტვინი წავიდა რა
აღარ შემიძლია
ამოვიდა ყელში
ხო ვიცი რომ ავიცრა მაინდამაინც მე უნდა მოვკდვე ანაფილაქსიით
ყველას დდშვც ვინც ასეთ დღეში ჩაგვაგდო თავის უპასუხისმგებლობით
ეს უსინდისო ხალხი რა დღეშია ზღვისპირეთში
გულაობენ ჯიგრები და სულ ფეხებზე კიდიათ შედეგები
ფუუუუ

Posted by: PoisonnIvy 10 Aug 2021, 18:35
klubnika
ალერგიული ხარ ? sad.gif

ვახ ჩემი

LOTUSi

დედაჩემს თავისი მამაო ეუბნებოდა არ ააიცრაო))))
სატანურიაო
ძლივს დავითანხმე

Posted by: klubnika 10 Aug 2021, 18:39
PoisonnIvy
QUOTE
ალერგიული ხარ ?

არა ალერგიული არ ვარ მაგრამ შარიანი ვარ
მაგრა არ მინდა რომ კოვიდით მოვკვდე, ან აცრით
მირჩევნია აგური დამეცეს
ამ იდიოტიზმს როგორ უნდა შევეწირო gigi.gif

Posted by: PoisonnIvy 10 Aug 2021, 18:43
klubnika
ალერგიული თუ არ ხარ ანაფილაქსიის ნუ გეშუნია
ანალიზები თუ ნორმაში გაქვს რა პრობლრმაა
დექსა და ადრენალინი ყველას მომარჯვებული აქვს უკვე მაშინდელი ამბის გამო

Posted by: Clue 10 Aug 2021, 19:41
ნებისმიერ ანაფილაქსიურს მართავენ იდეალურად, ისწავლეს...
მე ვერ გავიგე გადატანილი კოვიდის და თრომბოფილიის და გაზრდილი დ დიმერის ფონზე რამე არ დავიმართო აცრით, ძირითადად პლაცენტის თრომბებზე მენერვიულება... არადა მეშინია, მინდა აცრა, რა ვქნა ვეღარ გავიგე
* * *
PoisonnIvy
თვე ნახევარიც არ დამეჩა მეც ფინიშამდე და ბარემ ხომ არ გავაჩინო და მერე ეგრევე ავიცრები, ასე ვფიქრობ, აღარ ვიცი რა ვქნა...
klubnika
აი ზუსტად, ყველას დედაც ვინც ზღვაზე სატლინკაოდ იყო და ფიქრობს რომ მისი ზაფხული შედგა "ლელას კონცერტებზე" (და არამხოლოდ) დასწრებით, ყველა მძულს ვინც მაინც ზღვაზე გაქანდა დასასვენებლად და ერთმანეთზე დალაგებულ შეზლონგებზე ზაგარს იღებდნენ, ახლა ახალი ტენდენციაა "აუ მე სადაც ვიყავი იქ ხალხი არ იყო..." და მინდა რომ ვეცე

Posted by: dancing in the moonlight 10 Aug 2021, 20:08
QUOTE
აი ზუსტად, ყველას დედაც ვინც ზღვაზე სატლინკაოდ იყო და ფიქრობს რომ მისი ზაფხული შედგა "ლელას კონცერტებზე" (და არამხოლოდ) დასწრებით, ყველა მძულს ვინც მაინც ზღვაზე გაქანდა დასასვენებლად და ერთმანეთზე დალაგებულ შეზლონგებზე ზაგარს იღებდნენ, ახლა ახალი ტენდენციაა "აუ მე სადაც ვიყავი იქ ხალხი არ იყო..." და მინდა რომ ვეცე

ზუსტად ,ბრაზი მახრჩობს ,მაინცდამაინც ვინმე ახლობელი უნდა დაეღუპოთ ,რომ მიხვდნენ რა დღეშI ვართ

ესეთ გაურკვევლობაში მგონია ,რომ არ ვყოფილვარ არასდროს ,13 კვირის ვარ და აცრა მინდა ,მაგრამ თან მეშინია ბავშვის გამო ,არვიცი ,ყველა წესს ვიცავ ,რამდენ კონცერტზე და გართობაზე უარი ვთქვი ,რა დროს მხიარულებაა ,ხოდა პირბადის გარეშე მხოლოდ სახლში დავდივარ .ისეთი ტემპით მიდის გავრცელება გული მისკდება .ვისთვის გარდაცვლილთა რაოდენობა სტატისტიკაა და ვისთვის -საყვარელი ადამიანის დაკარგვა,პირადი ტრაგედია .


Posted by: Clue 10 Aug 2021, 20:10
PoisonnIvy
თვე ნახევარიც არ დამეჩა მეც ფინიშამდე და ბარემ ხომ არ გავაჩინო და მერე ეგრევე ავიცრები, ასე ვფიქრობ, აღარ ვიცი რა ვქნა...
klubnika
აი ზუსტად, ყველას დედაც ვინც ზღვაზე სატლინკაოდ იყო და ფიქრობს რომ მისი ზაფხული შედგა "ლელას კონცერტებზე" (და არამხოლოდ) დასწრებით, ყველა მძულს ვინც მაინც ზღვაზე გაქანდა დასასვენებლად და ერთმანეთზე დალაგებულ შეზლონგებზე ზაგარს იღებდნენ, ახლა ახალი ტენდენციაა "აუ მე სადაც ვიყავი იქ ხალხი არ იყო..." და მინდა რომ ვეცე

Posted by: Elennee 10 Aug 2021, 20:29
ბაბუაჩემი ფილტვების 80% დაზიანებით აპარატზეა შეერთებული და იბრძვის სოცოცხლისთვის, იმიტომ რომ ტესტის პასუხი შეეშალათ და უარყოფითიაო გვითხრეს და 2 დღის მერე დარეკეს შეგვეშალაო ! არც ჯანდაცვა გვივარგა, არც საზოგადოება, სამწუხაროდ და რა ვქნათ ჩვენ, ვინც ყველა წესს ვიცავთ და მაინც საფრთხეში ვართ ზუსტად ამ საზოგადოებისა და გაუმართავი სისტემის გამო. აი ნერვი აღარ მყოფნის რა, ხო შეიძლება სადმე, რამე სფეროში იყოს დალაგებული სიტუაცია. დღეს ტაქსისტს პირბადე ვერ გავაკეთებინე ! ვერ ვსუნთქავ მეო და იჯდა დახურულ ფანჯრებში კონდიციონერში. ფანჯრები ჩავაწევინე ეგრევე, მაგრამ პირბადე რომ არ გაიკეთა ავდექი და გადმოვედი ამ სიცხეში. მოკლედ რა.. ჩემი ქმარი ისეთ ადგილას მუშაობს სულ ხალხია, ეგ ცალკე მძაბავს.. დღეს გაიკეთა სინოფარმის მეორე დოზა

Posted by: Nnia 10 Aug 2021, 21:09
marikoo
ანუ ბებიაქალი გამშობიარებს და რამე თუ გართულდა მერე ერთვება მეანი საქმეში. მე რასაც ვუსმენ ეგრეა ყველა. თან ეს ცნობილი მეანები ძირითადად. ზალდასტანიშვილზე იმდენისგან გავიგე უკვე საერთოდ არ შემოსულა მშობიარობაზეო მაგას ფული რატო უნდა გადავუხადო.

Posted by: Elennee 10 Aug 2021, 21:16
Nnia
ღია გულში ზუატად ვიცი რომ ლიკა ამშიბიარებს და ბებია ქალი უბრალოდ დამხმარეა. აბა ფულს რაში ვიხდი

Posted by: Nnia 10 Aug 2021, 21:19
Elennee
კიბატონო ჩემი მეანიც თვითონ ამშობიარებს. აქ კი დამცინეს ბაიებში მშობიარობაზე მარა ჩემთვის მთავარი მეანია. პირველზე მთელი ღამე თავზე მედგა და საერთოდ არ მომაკარა ბებია ქალი.

Posted by: mind_auger 10 Aug 2021, 21:50
klubnika
პმ მოგწერე და ნახე რა გთხოვ

Posted by: marikoo 10 Aug 2021, 21:51
აუ მე ცოტა სხვანაირად ვფიქრობ ამ სიტუაციაზე. ხალხს ფსიხოზი აქვს ამ ჩაკეტვებით და უნდათ გართობა რა ქნან. ვერავის ვერ გავაკრიტიკებ რატო დადიხარ და ერთობიმეთქი. ან არ ვნახავ ან გავიკეთებ აცრას რო დაცული ვიყო და ეგაა. ვინც დაგულაობს მაგათ გამო კიარ ვართ ასეთ დღეში, ვაქცინა რო ვერ შემოიტანეს წესიერი მაგიტო ვართ. მეც წესით უკვე 2 კვირის აცრილი უნდა ვიყო მარა სანამ პაატა იმნაძის შვილი არ აიცრა მანამდე ამ დებილებმა ვერ გაიგეს დაშვებული იყო თუარა და უარს მეუბნებოდნენ აცრაზე.

Posted by: mind_auger 10 Aug 2021, 22:39
marikoo
პმ ნახე რა გთხოვ

Posted by: lelukaa 10 Aug 2021, 22:41
მე კიდე ვფიქრობ, რომ ზუსტადაც მოგულავე სასტავს მიუძღვის ლომის წილი დღევანდელ სტატისტიკაში. ავიცერი და მოვეშვი საქმე არაა, ზუსტად იგივე სიფრთხილე მართებთ აცრილებს, როგორც აუცრელებს. რა გართობაზე და ტაშ-ფანდურზეა საუბარი, ხალხი იღუპება, წამში არინ და უცებ აღარ არიან.
* * *
როკვას და კომორების ბილეთებს ეძებს ხალხი სანთლით. გაგიჟება შეიძლება რა?!

Posted by: marikoo 10 Aug 2021, 22:54

Elennee
QUOTE
ბაბუაჩემი ფილტვების 80% დაზიანებით აპარატზეა შეერთებული და იბრძვის სოცოცხლისთვის, იმიტომ რომ ტესტის პასუხი შეეშალათ და უარყოფითიაო გვითხრეს და 2 დღის მერე დარეკეს შეგვეშალაო !


მასეთი შეცდომის გამო რამის დედა დავკარგე. ანალიზები აერიათ და სულ რამდენიმე წუთით გვიან რო ეპოვათ თავიანთი შეცდომა ვეღარ გადავარჩენდით შანსი არ იყო. ეხლა ანალიზებზე მარტო გვარს რო აწერენხოლმე ან მარტო სახელს და გვარს სუ მაგაზე ვჩხუბობ პირადი ნომერიც მიაწერეთთქო. რა უბედურებაა მარტო გვარის მიწერა

Posted by: PoisonnIvy 10 Aug 2021, 22:58
QUOTE (lelukaa @ 10 Aug 2021, 22:41 )
მე კიდე ვფიქრობ, რომ ზუსტადაც მოგულავე სასტავს მიუძღვის ლომის წილი დღევანდელ სტატისტიკაში. ავიცერი და მოვეშვი საქმე არაა, ზუსტად იგივე სიფრთხილე მართებთ აცრილებს, როგორც აუცრელებს. რა გართობაზე და ტაშ-ფანდურზეა საუბარი, ხალხი იღუპება, წამში არინ და უცებ აღარ არიან.
* * *
როკვას და კომორების ბილეთებს ეძებს ხალხი სანთლით. გაგიჟება შეიძლება რა?!

მეც ამ აზრს ვიზიარებ.
ისეთები ვართ, თუ არ დაგვაბეს, ჩვენით არ ვიცით ზომა წონა.
smile.gif

Posted by: mind_auger 10 Aug 2021, 23:00
marikoo
კითხვა მაქვს ამ თემასთან დაკავშირებით კიარ ვარეკლამებ რამეს, პასუხი შეგიძლიათ გამცეთ?

Posted by: marikoo 10 Aug 2021, 23:06
mind_auger
კი კი გიპასუხე smile.gif
* * *
გოგოებო პინეოზე რას ფიქრობთ? სადაზღვევოში დავრეკე და პროვაიდერი ყოფილა პინეო გაგუა და ბაიები. მაგედან პინეო მესიმპატიურება ყველაზე მეტად, ჯანდაბაში კია მარა დავსერჩე და ბავშვთა რეანიმაციაც აქვთ და ყველანაირი სიმძიმის პაციენტს იღებენო. თან მარტო სამშობიაროა და საავადმყოფო არა და ეგეც მხიბლავს.

Posted by: Kandinskaia 10 Aug 2021, 23:15
გოგოებო აცრაზე რას ფიქრობთ?
მე ჩავეწერე ფაიზერზე, ისეთი სიტუაციაა უკვე ძალიან მეშინია. დღესაც 26 წლის ორსული გარდაიცვალა sad.gif

Posted by: marikoo 10 Aug 2021, 23:18
Kandinskaia
შენს ექიმს კითხე თუ ანალიზებში ყველაფერი წესრიგში გაქვს გეტყვუს აიცერიო. მე შაბათს ვიკეთებ პირველს

Posted by: Elennee 10 Aug 2021, 23:25
marikoo
მოწამლული რომ ვიყავი სასწრაფომ მანდ გადამიყვანა და რამდენიმე საათი ვიწექი სანამ ჩემ ექიმთან გადავიდოდი. სისუფთავე იყო და ყველა თავს მევლებოდა, სულ ვიღაც შემოდიოდა მოსაკითხად. ექიმების პროფესიონიზმი ნამდვილად არ ვიცი, თუმცა სიტუაცია მომეწონა
* * *
გოგოებო, თუ გახსოვთ 24 კვირაზე თქქვები ოატარები რამდენი გრამი იყვნენ?

Posted by: dancing in the moonlight 10 Aug 2021, 23:46
Kandinskaia
QUOTE
მე ჩავეწერე ფაიზერზე, ისეთი სიტუაციაა უკვე ძალიან მეშინია. დღესაც 26 წლის ორსული გარდაიცვალა


მეც ვფიქრობ ,ძალიან მეშინია ,წეღან ვუსმენდი რატიანს და ორსულებს უტევს ძაან sad.gif

Posted by: lelukaa 10 Aug 2021, 23:56
გოგოებო, ანტირეზუსული ნემსი ზუსტად 28 კვირაზე გაიკეთეთ?
26 კვირაზე გავიკეთე ბოლოს ანტისხეულებზე ანალიზი და 2 კვირის მერე გადაუმოწმებლად არ მინდოდა გაკეთება, რამეთუ თუ არის ამ ვადაზე ანტისხეულები ნემსი აღარ კეთდება და სხვა სახით ხდება ჩარევა. ზუსტად 28ზე თავიდან ვერ გავიკეთე ანალიზი, ბახმაროში ვიყავი, ჩამოვედი თუ არა გავქანდი და პარასკევამდე არ იქნება პასუხი. პარასკევს ვიქნები ზუსტად 30 კვირის, დაგვიანებულია?
28-32 კვირის შუალედში მახსოვდა რატომღაც.

Posted by: any_body 11 Aug 2021, 00:02
Elennee
750 გრამი იყო ჩემი^^

Posted by: Clue 11 Aug 2021, 00:27
lelukaa
28-30 კვირა ვიცი მე, 29 ის ვიყავი რომ გავიკეთე, ექიმმა მე ასე მითხრა რომ დიდი მნიშვნელობა არ აქვს პასუხი რა მოვა მაინც გაგიკეთებო, დააზუსტე აბა შენს ექიმთან

Posted by: PoisonnIvy 11 Aug 2021, 00:39
lelukaa
კი, მე 28 ზე გავიკეთე ზუსტად

ერთი დიდი უცნაურობა ისსა რო იქამდე არ მქონდა და ნემსის მერე კი )))
ოღონდ კარგი შეფარდებითო ექიმმა თქვა და ვერაფერი გავიგე

Posted by: Clue 11 Aug 2021, 00:41
PoisonnIvy
ეგ ნემსის გამო, დღეს რეზუს ანტისხეულებზე ანალიზს არ გაგიკეთებ მაინც მომატებული გექნება ამ ნემსის ფონზეო და ეტყობა იცის

Posted by: PoisonnIvy 11 Aug 2021, 00:43
Clue
ვაა
ესეიგი მარტო არ ვყოფილვარ და დავმშვიდდი smile.gif


Posted by: lelukaa 11 Aug 2021, 00:45
Clue
QUOTE
28-30 კვირა ვიცი მე

ნუ ამ ვადაში ვჯდები, პასუხებს ავიღებ თუ არა გავიკეთებ ეგრევე. ხვალ მივწერ ექიმს მაიმც. ისე გადავქექე ყველაფერი და ძირითადად 28-32 კვირის შუალედი წერია, ზოგან 34
მაქსიმუმო.

PoisonnIvy
რა საინტერესო ამბავია, ანუ მალევე გადააკონტროლე შენ. ჩავიხედე ვიზიტების ბარათში დ 26 კვირის მერე გეგმიურ კვლევებში აღარაა რეზუს ანტისხეულებზე ანალიზი.

* * *
QUOTE
ეგ ნემსის გამო, დღეს რეზუს ანტისხეულებზე ანალიზს არ გაგიკეთებ მაინც მომატებული გექნება ამ ნემსის ფონზეო და ეტყობა იცის

აი ალბათ ამ მიზეზით აღარაა გეგმიურებში.

Posted by: მზე 11 Aug 2021, 00:55
lelukaa
მე რო გავიკეთე ანალიზი 26 კვირაზე და არ იყო მომატებული ნემსი აღარ გჭირდებაო ქეთი ოსიძემ

და ბავშვის დაბადების მერე თუ დადებითი იქნება 48 თუ 72 საათში გაიკეთებო და ეგრე მოვიქეცი. 3 წლის წინ იყო ეს

Posted by: lelukaa 11 Aug 2021, 01:08
მზე
ვახ, მე მითხრა ასეთი რამ: თუ უკვე წარმოქმნილია ანტისხეულები ნამსის გაკეთებას აზრი აღარ აქვსო და სხვა სახით ხდება მართვა რომ რეზუს კონფლიქტი არ წარმოიშვასო. თუ არ იქნება ანტისხეულები მხოლოდ ამ შემთხვევაში კეთდებაო. ნუ მეორე ნემსი ბავშვის დადებითი სისხლის ჯგუფის შემთხვევაში კეთდებაო და უმჯობესია გაჩენიდან 2 საათში და არა უგვიანეს 72 საათოსაო.

ეხა გადავიკითხე რამდენიმე სტატია და იქაც ეგრე წერია რომ უკვე წარმოქმნილი ანტისხეულებისას იმუნოგლობულინის გაკეთებას აზრი არ აქვსო.
* * *
პორველ ორსულობაში რეზუს კინფლიქტის წარმოშობა არ ხდებაო და ამიტომ მხოლოდ გაჩენის მერე ბავშვის დადებითი სისხლის ჯგუფის შემთხვევაში კეთდება. ეგ კი მაქვს გამეთებული 12 წლის წინ. დეფიციტში იყო და რომელიღაცა ქვეყნიდან ჩამოვატანინეთ, მირჩიეს უცხოს არავის ანდო ეგ ნემსიო, ცვლიან და მაგას მერე მილიონად ყიდიანო.

Posted by: PoisonnIvy 11 Aug 2021, 01:27
lelukaa
მეც გამიგია ეგ მაგ ნემსზე))


აუ ბავშვუ მგონი ასლოკინებს :დდდ
უკვე 3 წუთია რითმულად მოძრაობს ქვემოთკენ
უფრო სწორად ხტის
რო დავგუგლე სლოკინიაო
მეცოდევა რით ვუშველოი

Posted by: Clue 11 Aug 2021, 01:44
მზე
ნუ გარისკავ, როგორც ვიცი იმუნოგლობულინი აუცილებელია, ფორუმზე რამდენიმეს ქონდა ცუდი გამოცდილება ექიმმა რო
არ გააკეთებინა, ნარკოზელი ყვებოდა, ხოდა კარგად გაარკვიე❤️

Posted by: tatashka555 11 Aug 2021, 01:49
გოგოებო, ღუდუშაურში აპირებთ ვინმე მშობიარობას?

Posted by: Elennee 11 Aug 2021, 09:19
ლიკამ მომწერა, ძალიან კარგს იზამ თუ აიცრებიო, ჩემი ბევრი ორსული აიცრა უკვეო. ვკითხე ანალიზებზე და არაფერი არ გჭირდება თუ ბავშვობის აცრები გაკეთებული გაქვს და არ გაგრთულებიაო..
ხოდა ვრეგისტრირდები..
უფრო იმიტომ ვრეგისტრირდები რომ ბავშვს გადაეცეს ანტისხეულები და რომ დაიბადება შიშში არ ვიყო.. თან გული მისკდება შეცდომას ხომ არ ვუშვებ. აღარ შემიძლიააააააა. თან ჩემი ტრომბიფილია ხომ რისკ ჯგუფში მაგდებს არა?!

Posted by: margarita7 11 Aug 2021, 09:35
lelukaa

ჩემი იყო 30-ე კვირას დაგეგმილი, უბრალოდ ცოტათი დავეცი და გამიკეთეს ნაადრევად მე-19 კვირაში. შემდეგსო 12 კვირაში გაგიკეთებთო.


Posted by: მზე 11 Aug 2021, 09:36
lelukaa
შეიძლება მეორე ბავშვზე სხვანაირადაა. მე რაც მოგიყევი პირველ ბავშვს ეხებოდა. პირველზე არ ხდება ხოლმეო მეც ეგრე მითხრა. rolleyes.gif

მეორემდე ჯერ ვერ მივედი biggrin.gif

Clue
პირველზე უკვე არ გამიკეთებია ორსულობაში, მხოლოდ გაჩენის მეორე დღეს biggrin.gif მეორემდე ჯერ ვერ მივედი :დ და რო მივალ გავარკვევ კარგად. მადლობა <3

Posted by: margarita7 11 Aug 2021, 09:40
Elennee

მეც მთელი ღამე მაგაზე ვფიქრობდი. ჩემმა ექიმმა აიცერიო, ეხლა ველოდები სამშაბათს ჩემს რეპროდუქტოლოგს სატელეფონო შეხვედრა მაქვს, ხოდა ის კაცი როგორც კი მეტყვის აიცერიო ეგრევე ავიცრები. იმ კაცის დამოწმებას ველოდები, თუმცა დარწმუნებული ვარ, იგივეს მეტყვის.

შენს ტრომბოფილიაზე გათვალისწინებითაც ხომ გირჩევდა შენი ექიმი, ხომ შეახსენე ეგეც?

Posted by: LOTUSi 11 Aug 2021, 09:49
ღოღობერიძე როა ეგ ამბობდა ანალიზებში აყრევინებენ ხალხს ფულს კლინიკები აცრისთვის მოსამზადებლადო, რეალურად ეგ არანაირ ინფორმაციას არ იძლევაო, არც დ დიმერი და სხვებიც ჩამოთვალა.

Posted by: Elennee 11 Aug 2021, 09:50
margarita7
კი, კი, მაგის გათვალისწინებით უფრო მირჩია მგონი. დავრეგისტრირდი კვირას და ძალიან ავფორიაქდი, კვირამდე შევამზადო უნდა თავი კარგად

Posted by: LOTUSi 11 Aug 2021, 09:51
კულუმბეგოვს კიდე ისეთ შემთხვევებზე ეკითხებიან, ერთმნიშვნელოვნად აცრას ურჩევს. პირიქით რაც უფრო მეტი პრობლემა აქვს ადამიანს უფრო უნდა აიცრას, იმიტო რო ვირუსის შემთხვევაში 10ჯერ მეტია დამძიმების შანსიო. უკვე პირველივე ტრიმესტრიდან მოუწოდებს აცრაზე.

Posted by: marikoo 11 Aug 2021, 10:09
Elennee
LOTUSi
აი მეც მაგას ვფიქრობ, თუ რამე პრობლემა გაქ უფრო უბდა აიცრა იმიტო რო უფრო საშიშია ვირუსი.

საშიში არაფერია, მთავარია არ ინერვიულო აცრისას და იცოდე რო ყველაფერი კარგად იქნება. ფსიქოლოგიური მდგომარეობა ბევრ რამეხე მოქმედებს

Posted by: Sandra2209 11 Aug 2021, 10:22
მოკლედ გოგოებო მეც დავრეგისტრირდი აცრაზე, იმდენად კრიტიკულ ნიშნულზე ავედით მარტო ჩვენი მორიდება არაფერს ნიშნავს.
წარმატებები ყველას.

Posted by: ninucanodo 11 Aug 2021, 11:07
QUOTE (Elennee @ 11 Aug 2021, 09:19 )
ლიკამ მომწერა, ძალიან კარგს იზამ თუ აიცრებიო, ჩემი ბევრი ორსული აიცრა უკვეო. ვკითხე ანალიზებზე და არაფერი არ გჭირდება თუ ბავშვობის აცრები გაკეთებული გაქვს და არ გაგრთულებიაო..
ხოდა ვრეგისტრირდები..
უფრო იმიტომ ვრეგისტრირდები რომ ბავშვს გადაეცეს ანტისხეულები და რომ დაიბადება შიშში არ ვიყო.. თან გული მისკდება შეცდომას ხომ არ ვუშვებ. აღარ შემიძლიააააააა. თან ჩემი ტრომბიფილია ხომ რისკ ჯგუფში მაგდებს არა?!

ჩემი სუბიექტური აზრია რომ აცრის წინ მაინც გაიკონტროლ9 ანალანალიზები და ვინც მართავს ტრომბოფილიას იმასთან გაიარო

Posted by: Elennee 11 Aug 2021, 11:30
ninucanodo
ზოგადად მგონია რომ თრომბოფილია საშიშია კოვიდის დროს და არა აცრის დროს, მაგრამ ჰემატოლოგთან მაინც მივალ, მართალი ხარ

Posted by: klubnika 11 Aug 2021, 13:00
მგონია რომ მშობიარობა დამეწყება givi.gif
აი მართლა მაკლია რა
პრობლემებს ვიქმნი ძალით მერე ვზივარ და ნერვიულობისგან ოფლი მასხამს
სულ ცოტა გამონადენი მაქვს (სოკოა დიდი ალბათობით) და რაღაცნაირად მომიარა მუცელში (ნაწლავი სავარაუდოდ)
დავაკავშირე, დავსახე გეგმა და დავასკვენი რომ წყალს ვღვრი

ის რაღაც საფენები სად იღება? მშვიდდად რომ ვიყო მაინც

Posted by: Clue 11 Aug 2021, 13:03
მზე
კიკი, სხვა სისხლი თუ არაა შერეული სახიფათო არ არის, მაგრამ ეს რომ მეორე მშობიარობაა და თუ პირველი ბავშვიც განსხვავებული ჯგუფის არის მაგ შემთხვევაში გჭირდება

Posted by: PoisonnIvy 11 Aug 2021, 13:10
klubnika
აუ მე სულ სველი მაქვს ტრუსი

უკვე 3 თვეა
3 თვეა თუ წყალს ვღვრი და რავიცი smile.gif)))) biggrin.gif


რა საფენებზე ლაპარაკობ?

Posted by: klubnika 11 Aug 2021, 13:14
PoisonnIvy
QUOTE
რა საფენებზე ლაპარაკობ?

რაღაც საფენებია და გაჩვენებს დაგეწყო თუ არა მართლა მშობიარობა gigi.gif

Posted by: PoisonnIvy 11 Aug 2021, 13:21
klubnika
სად ვიშოოვოოო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif



Posted by: klubnika 11 Aug 2021, 13:24
PoisonnIvy
QUOTE
სად ვიშოოვოოო

არ ვიცი
აი ეცოდინებათ გოგოებს

+ რა მჭირს იცით? ბავშვი მარცხენა მხარეს აწვება ძალიან
ანუ მუცელი არაპროპორციულადაა გაზრდილი
ამოშვერილია მარცხნივ და უფრო გამაგრებულია ვიდრე მარჯვნივ და ეგ ნორმაა?
მარცხენა მხარეს რომ ვწვები მტკივა

Posted by: PoisonnIvy 11 Aug 2021, 13:48
klubnika
ჩემი მარჯვენა მხარეს იბურცება ძირითადად
შენი გოგოა თუ ბიჭი


მეც მტკენს ხოლმე ძაან და არამგონია საშიში იყოს

შენც კაი ფეთიანი ყოფილხარ biggrin.gif

Posted by: tatashka555 11 Aug 2021, 14:03
გოგოებო, სამშობიაროში როგორი პერანგები მიგაქვთ და რამდენი? მშობიარობის დროს ჩემი უნდა ჩავიცვა თუ იმათი? ღუდუშაურში ვაპირებ.

Posted by: Elennee 11 Aug 2021, 14:06
klubnika
თუ სწორად მახსივს ინოვასთან არის რაღაც აფთიაქი და იქ იყიდა თაკომ.

გამონადენი მეც მაქვს კაი ხანია უკვე

Posted by: marikoo 11 Aug 2021, 14:42
70×140 მატრასი სად ვიშოვო ნორნალურ ფასად? მაზერქეარში 700 ლარიო და ძაან ძვირი არაა?

Posted by: Clue 11 Aug 2021, 14:43
klubnika
PoisonnIvy
წყლებზე ვჩიოდი ცოტა ხნის წინ თუ გახსოვთ, რასაც დავაკვირდი თუ ბევრი ვიარე ფეხით და ფიზიკურად დავიტვირთე ძაან ბევრი მაქვს, მაგრამ ყოველ ჯერზე ეხოზე წყლები ნორმაშია, ამიტომაც დავიკიდე მაგაზე ნერვიულობა, პირველად მეგონა რომ ვსო დამეწყო ))) მერე ექიმმა რაღაც სანთლები დამინიშნა (კი არადა მე რომ ვიყავი ისტერიაში დავანიშნინე), ბოლოს ეგ სანთლებიც დავიკიდე


tatashka555
რამდენი კვირის ხარ? მე ვაპირებ ღუდუშაურში სოფოსთან, თითქმის გადავწყვიტე. დაწერე მერე ღუდუშაურის გამოცდილება, ხომ არ იყავი უკვე კონსულტაციაზე?
ისე ზედა- ქვედა პიჟამო უფრო პრაქტიკული არ იქნება? მე არ მაქვს გამოცდილება

* * *
marikoo
იყიდე საწოლი? აუ მე მინდა რომ მატრასიც მოყვებოდეს ბარემ, მეზარება რჩევა, ისე მატრასის შეკერვაც შეიძლება, იღებენ შეკვეთებს

Posted by: lelukaa 11 Aug 2021, 15:18
marikoo
როიალ ჯორჯიაში უნდა შევუკეთო მე, საწოლი ვიყიდო ოღონდ ჯერ smile.gif) ორსეზონურს ვფიქრობ.
ჩემი საწოლის მაგათთან შევუკვეთე და
ძალინ კმაყოფილი ვარ.

Posted by: nopiahopi 11 Aug 2021, 15:24
tatashka555
QUOTE
მშობიარობის დროს ჩემი უნდა ჩავიცვა თუ იმათი?

ღუდუშაურში არ ვყოფილვარ, მაგრამ როგორც ყველგან, ალბათ მანდაც რომ მიხვალ, წესით ეგრევე ჩაგაცმევენ თავიანთ ერთჯერად პერანგს. მე ჩემი ორი პერანგი მქონდა და მეყო თავისუფლად. 48 სთ-ში გამომწერეს.
* * *
klubnika
QUOTE
მუცელი არაპროპორციულადაა გაზრდილი
ამოშვერილია მარცხნივ და უფრო გამაგრებულია ვიდრე მარჯვნივ და ეგ ნორმაა?

ტაკო ექნება ეგ ამოშვერილი smile.gif

Posted by: dancing in the moonlight 11 Aug 2021, 16:03
დღეს ჩემს ერთ ნაცნობს შევხვდი ,ადრე ერთად ვმუშაობდით.
გაგუაზე საშინელებები მითხრა ,მანდ არ დააპირო ,ეხლაც კი ვერ გამოვსულვარ იმ შოკიდან ,რაც მანდ დამმართესო...
გოგა ნიქაბაძე ყავდა აყვანილი ,მაგრამ ყურადღება არც მიაქცია ,ფული რაში გადავუხადე ვერ ვხვდებიო .
ხელით ძალით გახსნა ,რომ ნაადრევად ემშობიარა ,რადგან მერე გაარკვია ,რომ უცხოეთში მიფრინავდა დასასვენებლად.ძალიან გაურთულდა მშობიარობა ,ისეთი სტრესი მიიღო და ბოლოს საკეისროც კი დასჭირდა

Posted by: tatashka555 11 Aug 2021, 16:31
Clue
38 კვირის და 5 დღის. მე ნატასთან ვაპირებ მშობიარობას. კონსულტაციაზე დავდივარ ყოველ კვირა უკვე.
აუცილებლად დავწერ ჩემს გამოცდილებას.
* * *
nopiahopi
პერანგები უფრო კომფორტულია ესეიგი. ერთი მიმაქვს შორტი და ზედა, პერანგსაც დავამატებ მაშინ.

Posted by: Clue 11 Aug 2021, 16:47
tatashka555
საკეისროს ხომ არ აპირებ?

Posted by: marikoo 11 Aug 2021, 17:18
Clue
ჯერ არ მიყიდია მარა ყველგან რო 60×120 საწოლები იყიდება მაგაზე დავფიქრდი მატრასს თუ ვიშოვი 70×140 ს თქო და ვცდილობ წინასწარ გავარკვიო

lelukaa
მატრასს სეზონებიც აქვს? biggrin.gif
ჩვენსაში ძაან ძვირი მივეცით როგორც მახსოვს და ბავშვის დაახლოებით რამდენად უნდა ვიყიდო? ვიშლისტის ტრანსფორმერებს რო მოყვება ის 80 ღირს და სანდოა? ბავშვს რამე არ მოუვა? მაზერქეარის 700 ლარი ვფიქრობ ძვირია, ხოდა რეალური ფასი რაარის?

Clue
QUOTE
ისე ზედა- ქვედა პიჟამო უფრო პრაქტიკული არ იქნება? მე არ მაქვს გამოცდილება

აუ ეგ მეც მაინტერესებს, პერანგი რათ მინდა მშობიარობისას არის საჭირო? ცხოვრებაში პერანგი არ მცმია და პიჟამო რო წავიღო რასაც ვხმარობ არ გამომადგება?

Posted by: tatashka555 11 Aug 2021, 17:37
Clue
არა. მშობიარობას ვაპირებ.

Posted by: PoisonnIvy 11 Aug 2021, 18:08
ძაან მეზარება მუშაობა (
უენერგიოდ ვარ
ისეთი საზიზღარი პროექტი შემომტენეს როგორ პროსტა როგორ

Posted by: dancing in the moonlight 11 Aug 2021, 18:46
გოგოებო დ 3 ზე ანალიზის პასუხი მომივიდა 17.75 და ძალიან დაბალია ხო?

Posted by: LOTUSi 11 Aug 2021, 18:50
dancing in the moonlight
დე ვიტამინის ნორმა 30ია როგორც ვიცი. 20ის დაბლა დეფიციტია. დაბალია კი.

Posted by: takotatuli1989 11 Aug 2021, 19:03
ფრაუ ტესტი ქვია იმ საფენს ინოვასთან რომ არის აფთიაქი იქ ვიყიდე.

მე ის რაღაც სლაჯი რო დამიფიქსირდა ეხოზე მერე დამენიშნა 7 დღე ანტიბიოტიკი და პლიუს მაილენის სანთლები და მას მერე აღარ მქონია ის სისველე ადრე რომ მაწუხებდა.

ეხლა ახალი თავის ტკივილი მაქვს, ბავშვს აქვს სიცხე 38.5 და ტვინში მირტყამს. არავის არ გვაქვს არანაირი სიმფტომი და არც ბავშვს აქვს რამე, თან ენერგიაზეა. ხვალ შარდი და პისიარი ჩააბარე ბავშვისო პედიატრმა.

Posted by: dancing in the moonlight 11 Aug 2021, 19:12
LOTUSi
ალბათ დამინიშნავს ექიმი რამეს ასამაღლებლად .2ში მიწევს ვიზიტი და ვფიქრობ იქამდეც ხო არ მივიდე /

FT4 მაქვს 0.81 ,ნორმა კიდევ 0.89 დან-1.76 -მდეა .ენდოკრინოლოგის კონსულტაციაც მომიწევს სავარაუდოდ .
დ დიმერის და კუაგულოგრამის პასუხს ველოდები ეხლა .

Posted by: Redial 11 Aug 2021, 19:19
PoisonnIvy
QUOTE
ისეთი საზიზღარი პროექტი შემომტენეს როგორ პროსტა როგორ

აუ არ თქვა, ახლა ამ წუთას უკვე შვებულებაში უნდა ვიყო და წესით ვარ კიდევაც, ფურცელზე.
მაგრამ ისეთი რაღაც შემეტენა, რასაც მე სხვას ვერ გადავაბარებდი. ლამის სიმწრით ვიტირო. სამსახურში ვატარებ შვებულებას sad.gif




გოგოებო, ვიცრები ხვალ . 34 კვირა.
აქ წერდით რომ ზოგიერთმა გადაწყვიტეთ,
რომელიმემ თუ გაიკეთეთ უკვე?

Posted by: marikoo 11 Aug 2021, 19:23
dancing in the moonlight
არ მოიცადო 2 მდე დაურეკე და ისე მაინც დაგინიშნავს დ ვიტამინს.

Redial
ჯერ არავინ აცრილა მარა უკვე ბევრი დარეგისტრირდა. მე შაბათს მიწევს. გადასხმებს მოვრჩი ხვალ რკინას გავიკონტროლებ მაინც და შაბათს ავიცრები.

Posted by: dancing in the moonlight 11 Aug 2021, 19:29
marikoo
კი ხვალ დავურეკავ აუცილებლად

Posted by: Elennee 11 Aug 2021, 19:39
Redial
წარმატებები ! მე კვირას ჩავეწერე. ანალიზები გადაიკონტროლე რამე?

Posted by: margarita7 11 Aug 2021, 20:29
dancing in the moonlight

პირველ თვეებში განსაკუთრებით ყველას უვარდება, დაგინიშნავენ ეუთიროქსს, ორსულების 80 პროცენტი სვამს.

დ ვიტამინს რაც შეეხება, უსაშველოდ დაბალი ნამდილად არ არის, მალევე დაგირეგულირებენ მაგასაც.


* * *
PoisonnIvy

სამსახურში კვირაში ორჯერ მივდივარ, დანარჩენი სახლიდან ვმუშაობ და ეგ ორჯერაც მეზარება. არადა 20-25 გრადუსებია, არც ცხელა და არაფერი.
ვინც დაახველებს და დააცემინებს სამსახურში ყველა მაღიზიანებს, და გიჟივით ფანჯარას ვაღებ სულ:/

Posted by: dancing in the moonlight 11 Aug 2021, 20:37
margarita7
ვნახოთ რას მეტყვის ,17ში ჩავეწერე ექიმთან ,წეღან დავრეკე სადაზღვევოში .
დ ვიტამინი რომელია კარგი თქვენი გამოცდილებით ,ვინც სვამდით ? რომ ის დავანიშნინო .სოლგარისას აქებენ ,მარა არვიცი დაზუსტებით

Posted by: LOTUSi 11 Aug 2021, 20:40
dancing in the moonlight
მე ვსვამდი სოლიფეროლს ოღონდ ორსულად არ ვიყავი მაშინ და სადღაც 2 თვეში მომემატა მაგრამ ნორმამდე ვერ ავედი მაინც. მერე აღარც გადამიმოწმებია, უნდა ვკითხო ექიმს მაგაზე ერთი.
* * *
თავიდან კვირაში ერთხელ ვსვამდი 3 აბს მგონი და შედეგი ვაბშე არ იყო. მერე გამიზარდა და შედარებით მეშველა. არადა ბაკურიანიდან ახალი ჩამოსული ვიყავი რუჯით, ალბათ 0 მქონდა იქამდე. :დ 13 მქონდა პირველ ანალიზზე, ბოლოს 22 მგონი.

Posted by: dancing in the moonlight 11 Aug 2021, 21:13
LOTUSi
მეილი რომ გავხსენი ,ძალიან გამიკვირდა სიმართლე გითხრა ეგეთი დაბალი შედეგი .დ ვიტამინის ნაკლებობამ რა სიმპტომებიც იცის რომ ვნახე ,არაფერს ვუჩივი ,რავიცი :/ იქამდე არც გამიკეთებია არასდროს რომ წინას შევადარო /რავიცი ,იმედია აიწევს ნელ-ნელა

Posted by: narkozeli 11 Aug 2021, 21:37
LOTUSi
margarita7
ჩინურით აიცრა ჩემი მშობლები და დები მაისში.
5 დღის წინ დაინფიცირდნენ კოვიდით და ცუდად არის ჩემი მშობლები, დედა განსაკუთრებით, შეიძლება სტაციონარი დასჭირდეს, ისე ახველებს ხვალ კატეს უღებენ. ფეხზე ვერ დგას ისეა.
ხოდა ძაან ვარ ჩინურზე გაბრაზებული) გადადებისგან ვერ იცავს აცრა მაგრამ თუ გართულებისგან და სტაციონარში წოლისგან არ დამაზღვია, არ მინდოდა ესე რა. ნეტა ფაიზერით ყოფილიყვნენ sad.gif ეხლა უკვე ყველასი კარგად მესმის ვინც ელოდებოდა ამდენ ხანს ფაიზერს. ( მე ანტისხეულები მქონდა და არ მეკუთვნოდა თორემ მეც არ დაველოდებოდი და ჩინურით ავიცრებოდი. მაგრამ ასე მომიწია. ისე ჩემი მშობლები რიგით მე7 და მე8 ადამიანია ჩემს უახლოეს წრეში ვინც აცრილი დიანფიცირდა. მაგრამ ასე ცუდად სხვები არ იყვნენ sad.gif

Posted by: dancing in the moonlight 11 Aug 2021, 21:43
narkozeli
გვანც რა ცუდია ,მე დავარეგისტრირე დედა ჩინურზე ,წნევის და შაქრიანი დიაბეტის გამო შემეშინდა ფაიზერის მაინც და ეხლა შენმა პოსტმა ძალიან იმოქმედა ,გამოჯანმრთელებას ვუსურვებ მთელი გულით და საწყენია .ასე რატომ გაურთულდათ .დედაც ასაკშია და ფეხს ვითრევდი ვეღარ ვხვდები უკვე რა როგორ ჯობია რა sad.gif
სიცხეები აქვთ ?


Posted by: narkozeli 11 Aug 2021, 21:53
dancing in the moonlight
მადლობა sad.gif

ეს ბოლო პერიოდი ამხელა სანერვიულო მქონდა sad.gif
სიცხე შიგადაშიგ აქვთ მაგრამ სატურაცია ქონდათ დაბალი, დღეს ოდნავ მოიმატა მაგრამ ხველა დაეწყო და მოკლედ ხვალ გადაიყვანენ კლინიკაში და ვნახოთ როგორი პასუხები იქნება.
ეხლა რომ დრო უკან დამაბრუნებინა არ ავცრიდი ჩინურით. ჩემი დები კი ბატონო, ახალგაზრდები არიან და იოლად გადააქვთ მარა ასაკიან ხალხს ფაიზერი აუცილებლად რა, 67 წლისაა დედაჩემი.
ან ბოლოს და ბოლოა ასტრაზენეკას გავაკეთებინებდი დროის უკან დაბრუნება რომ შეიძლებოდეს.

Posted by: dancing in the moonlight 11 Aug 2021, 21:59
narkozeli
დაწერე რა მერე სიახლეები და იმედია ყველაფერი კარგად იქნება <3
.შენმა პოსტმა ძალიან იმოქმედა და ეხლა ვფიქრობ ხომ არ გავაუქმო ჯავშანი სინოფარმზე.დედაჩემი 74 წლისაა და ძალიან ვფრთხილობ .რამდენი წლისაც არ უნდა იყოს დედას ხომ ასაკი არ აქვს .

Posted by: LOTUSi 11 Aug 2021, 22:02
narkozeli
რა ცუდია გვანც. sad.gif მალე გამოჯანმრთელებას გოსურვებთ. ჩინურის ბრალია ფიქრობ? არადა დიდი პროცენტული სხვაობა არაა ფაიზერს და მაგას შორის დაცვის მხრივ.

Posted by: dancing in the moonlight 11 Aug 2021, 22:05
ერთი მიზეზი კიდევ ,სინოფარმისკენ რატომაც ვიხრებოდი ისაა ,რომ ფაიზერი -70 გრადუსიან ტემპერატურულ რეჟიმს მოითხოვს ,როცა სინოფარმი თუ არ ვცდები +6-+8 გრადუსზე ინახება .ხოდა მაფიქრებდა ,რამდენადაა დაცული შენახვის პირობები ჩვენთან .
ვაიმე ძალიან ცუდ პერიოდში გვიწევს მოკლედ ცხოვრება :/

Posted by: Redial 11 Aug 2021, 22:16
marikoo
გადასხმა შეიძლება მეც დამჭირდეს sad.gif ჩემი ჰემოგლობინიც დაბალია. თუმცა ეხლა ვკითხე აცრისთვის და არაა უკუჩვენებაო. მაინც გავაფრთხილებ ხვალ ამცრელს


Elennee
არაფერია საჭიროო. ერთადერთი პსრ მირჩიეს და გავიკეთე, უარყოფითია. თან კონტაქტი ვიყავი და დავიზღვიე თავი.

* * *
narkozeli
გვანც არ ინერვიულო. თავის საქმეს სინოფარმიც გააკეთებს აუცილებლად.

Posted by: nopiahopi 11 Aug 2021, 22:19
გოგოებო, ასაკოვნებზე ასტრაზენეკას არ განიხლავთ? მე ჩემ გარშემო ასტრათი ავცერი მშობლების თაობა. ჩინურზე უკეთესი მგონია.

narkozeli
მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ! ნეტავ ასე რატომ გართულდა?
არაუშავს, კიდევ კარგი, სულ არარაობას მაგით მაინც იყო აცრილი!

Posted by: LOTUSi 11 Aug 2021, 22:28
ორჯერადად აცრილებს შორის არცერთი გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა ჩვენთან და ესაა მთავარი. არამგონია ვაქცინების დაწუნების დრო იყოს.


ახალი ამბები მარიამ ბოგვერაძე - 27.07.2021

იმნაძე: ანტივაქსერებზე საშიში ის ხალხია, ვინც ვაქცინებს ერთმანეთისგან არჩევს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებზე საშიში ის ხალხია, რომლებიც ვაქცინებს ერთმანეთისგან არჩევს, ვინაიდან, იმნაძის თქმით, ეს ჯგუფი ანტივაქსერებზე გავლენიანია:

“არ არის მარტო ეს ერთი ჯგუფი, ამ ჯგუფს ემატება ის ჯგუფი, რომელიც ვაქცინებს არჩევს ერთმანეთისგან. ჩემთვის ორივე ანტივაქსერია. ანტივაქსერი ყველგან არის მსოფლიოში, არიან ეგეთი ხალხი. ამათზე უფრო საშიში არიან ისინი, ვინც ვაქცინას ერთმანეთისგან არჩევს. იმათზე დიდი ინფლუენსერები არიან, ვიდრე ესენი” ,- ამბობს პაატა იმნაძე.

Posted by: ninunin 11 Aug 2021, 22:31
QUOTE

ჯერ არ მიყიდია მარა ყველგან რო 60×120 საწოლები იყიდება მაგაზე დავფიქრდი მატრასს თუ ვიშოვი 70×140 ს თქო და ვცდილობ წინასწარ გავარკვიო

წესით საბაში უნდა იყოს, სადაც მაგ ზომის საწოლები აქვთ
Clue
QUOTE
ისე ზედა- ქვედა პიჟამო უფრო პრაქტიკული არ იქნება? მე არ მაქვს გამოცდილება

მშობიარობის დროს ყველავარიანტში იქაურს ჩაგაცმევენ პერანგს, შემდეგ უკვე შენი კომფორტის ამბავია რა, რაც მოგიხერხდება უფრო ,თან ბავშვს თუუნდა აჭამო მთავრი ზედა ნაწილია პერანგის დალშე პოჟამოა თუ პერანგი რა მნიშ. მე პიჟამოც წაღებული მქონდა შორტიანი და ექთანმა რო ნახა დაიჯჯღანა ,მარა იმას ვინ ეკითხებოდა მე რაც მეკომფორტულებოდა ის მეცვა
* * *
narkozeli
გვანც, გაგვაგებინე როგორ იქნება და არ ინერვიულო დაიცავს ჩინურიც, რავიცი ჩინურზე ამბობენ მაღალი დაცულობააქვსო, ჩემები ასტარაზენეკათი და ფაიზეროთ ავცერი აპრილში და მაისში, ამიტომ ვერ გეტყვი როგორაა პრაქტიკაში, მარა აქებდენ სხვები ჩინურს , კარგად იქნება ♥️

Posted by: dancing in the moonlight 11 Aug 2021, 22:43
LOTUSi
QUOTE
ნტივაქსერებზე საშიში ის ხალხია, ვინც ვაქცინებს ერთმანეთისგან არჩევს

იცი ,ძნელია ეგრე თქმა იმიტომ ,რომ სინოფარმი ძველი ,ტრადიციული მეთოდით შექმნილი ვაქცინაა ,ფაიზერი- ახალი .
როცა რისკ ჯგუფს და ასაკიან ხალხს ეხება რათქმაუნდა განიხილავ ,რომელია მისთვის ყველაზე შესაბამისი .
აქ ტრენდულობაზე არაა საუბარი რათქმაუნდა .

Posted by: LOTUSi 11 Aug 2021, 22:50
dancing in the moonlight
გვერდითი მოვლენების მიხედვით შეიძლება რო გაარკვიო შენი მდგომარეობიდან გამომდინარე, მაგრამ ვაქცინის ანტირეკლამა მიუღებელია.

0.0007% არის გარდაცვალების შანსი, როგორც ფაიზერზე ისე სინოფარმზე, კულუმბეგოვის სიტყვებია.

ყველა თვითონ იღებს პასუხისმგებლობას თავის თავზე. რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, ტყუილად ვკარგავთ დროს.

Posted by: Sandra2209 11 Aug 2021, 22:54
Redial
ხვალ იცრები? მეც, სამწუხაროდ მეორე დოზას ვეღარ ვასწრებ, მაგრამ ერთსაც არაუშავს.LOTUSi
რატომ გგონია რომ რამე მორალური უპირატესობა გაქ იმ ხალხთან ვინც ფაიზერს ელოდებოდა? უკეთესად გამოკვლეული, უფრო სანდო მწარმოებლის, ფდა- ს მიერ აღიარებულ და უფრო მაღალი ეფექტურობის მქონე ვაქცინას თუ ელოდებოდა ხალხი ამაში უცნაური და ცუდი რა არის ვერ ვხვდები.
პაატა იმნაძის ფრაზები აბსოლიტურ ჭეშმარიტებას ნამდვილად არ ნიშნავს.

Posted by: LOTUSi 11 Aug 2021, 23:01
Sandra2209
მაგ ლოდინში ხალხი იხოცება და ეგ აზრი აქვს. დამშვიდდი ცოტა და ნუ მებლატავები ერთი. ფაიზერითაც არ აიცრა რამე 100%იანს ელოდე.

რაც გინდათ ის გიქნიათ, აქ ყველას როგორ ტვინი გადმოსდის, იმნაძე და კულუმბეგოვი ჭეშმარიტებას არ ამბობენ, ფორუმელები ხო აფრქვევენ.
აქაურობა ნერვებს მიშლის უკვე, წარმატებები ვინც იცრებით. დანარჩენებს ნახვამდის.

Posted by: Sandra2209 11 Aug 2021, 23:07
LOTUSi

ნერვები დაიწყნარე

Posted by: adeline 11 Aug 2021, 23:32
narkozeli
გვანცა, არ ინერვიულო. კლინიკაში ყოფნა ბევრად ჯობს სახლში ყოფნას. იქ უფრო მეტად იქნება ყურადღების ქვეშ, პროფესიონალების ხელში.
ჩემს ირგვლივ ბევრს დაუდასტურდა კოვიდი, ვინც სინოფარმით აიცრა. ახალგაზრდებს არა უშავთ და ასაკოვნებს უფრო უჭირთ, მაგრამ ასე თუ ისე ყველა გამოდის მდგომარეობიდან.
ვაქცინას რაც შეეხება, ქეთისთანაც შევათანხმე, ბიძინასთანაც და ყველასთან მგონი. ჩემმა ოჯახის წევრებმა კიდევ მათ ექიმებთან და ფაიზერი გავიკეთეთ ყველამ. მე საზღვარგარეთაც მიწევს წასვლა და სინოფარმს ისედაც ვერ გავიკეთებდი.
მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ შენს მშობლებს!
* * *
Sandra2209
QUOTE
რატომ გგონია რომ რამე მორალური უპირატესობა გაქ იმ ხალხთან ვინც ფაიზერს ელოდებოდა? უკეთესად გამოკვლეული, უფრო სანდო მწარმოებლის, ფდა- ს მიერ აღიარებულ და უფრო მაღალი ეფექტურობის მქონე ვაქცინას თუ ელოდებოდა ხალხი ამაში უცნაური და ცუდი რა არის ვერ ვხვდები.

გეთანხმებით.

Posted by: Anabeli111 11 Aug 2021, 23:37
ხშირად ექიმებზე მეტი ფორუმელებმა იციან. სამწუხარო რეალობაა : ))) ძალიან ბევრმა გოგომ ორსულობა აქაური გოგოების გამოცდილების წყალობით მიიყვანა ბოლომდე ♡

მე ავიცერი ფაიზერით დღეს. ასტრაზენეკა თრომბოემბოლიას იწვევს და საზღვარგარეთ ბევრი ვინც აიცრა ფაიზერით უკვე ორსულადაა.. სპეციალური ჯგუფია შექმნილი აცრისა და ორსულობის ურთიერთობის შესახებ. ეს ჩვენთანაა სასაცილო, რატომღაც, რომ ხალხი თავის ფერტილობაზე დარდობს. არსად ასე აგდებულად არ ექცევიან ამ საკითხს.

დაბოლოს, არაფერი არ ღირს ჩვენს ნერვებად და მითუმეტეს თქვენ, უნდა გაუფრთხილდეთ თქვენს თავსაც და ბაიებსაც. ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ ♡♡♡♡
* * *
adeline
ქეთიმ რა გითხრა? აცრა დაორსულებას არ შეუშლის ხელსო? ანუ ქვეტექსტად მსგავსი რამ ხო არ გიგრძვნია, თუ შენ მოგანდო არჩევანი? ♡
* * *
narkozeli
მალე გამოჯანმრთელება შენს მშობლებს, გვანც ♡♡

Posted by: Clue 11 Aug 2021, 23:49
narkozeli
იმაზე იფიქრე რა მაგარია რომ აცრილია ამ მოცემულობაში, აუცილებლად იმუშავებს ჩინურიც და თავისას გააკეთებს, არ ინერვიულო❤️

Posted by: dancing in the moonlight 12 Aug 2021, 00:02
Anabeli111
QUOTE
მე ავიცერი ფაიზერით დღეს

რამდენი კვირის ხარ?

Posted by: Anabeli111 12 Aug 2021, 00:16
dancing in the moonlight
სამწუხაროდ აღარ ვარ... მაგრამ მომავალ დაგეგმვამდე მინდოდა ავცრილიყავი.
სამსახურშიც ვერ გავიდოდი ისე და მოკლედ... ბევრი ფიქრის მერე ავიცერი. თავს კარგად ვგრძნობ ♡

Posted by: dancing in the moonlight 12 Aug 2021, 00:25
Anabeli111
QUOTE
ბევრი ფიქრის მერე ავიცერი. თავს კარგად ვგრძნობ ♡

love.gif

Posted by: nopiahopi 12 Aug 2021, 00:50
Anabeli111
QUOTE
ავიცერი


რა კარგია! უფრო მშვიდად დაგეგმავ და წარმართავ ახალ და ბავშვით დაგვირგვინებულ ორსულობას jump.gif


პ. ს. ამ ხალხის ვერაფერი გავიგე! ფაიზერი გვინდა, ფაიზერიო - გაიძახოდნენ და 2 დღის წინ დადებულ ახალ 500000 ცალ ვაქცინას მხოლოდ 100000 მოაკლდა. აქედანაც ბევრი მეორე დოზაზე დარეგისტრირდა. არის ეს ფაიზერიც და მაინც პასიურობენ, რაის საყოველთაო ვაქცინაცია შედგება ჩვენს ქვეყანაში sad.gif

Posted by: Anabeli111 12 Aug 2021, 01:05
nopiahopi
კი, მეუღლეც აიცრა. შოთამ უთხრა, თუ აპირებ, მაშინ ახლავე აიცერი, რომ მერე არ გავწყვიტოთ მკურნალობაო და მეც ეგრე მირჩიეს..

კი, მე დავრეგისტრირდი მეორე დოზაზე მაქედან biggrin.gif სანამ სკოლაში მივალ, მინდა აცრილი ვიყო ორჯერადად.. ბევრი კვლევა-ძიების, ფიქრის, განსჯის, დარდის მერე, ძლივს გადავწყვიტე biggrin.gif ♡ ნელ-ნელა აიცრება ხალხი. დღესაც საკმაოდ ბევრი ხალხი იყო. ექთანი რომ გარდაიცვალა ( sad.gif ) მაგ ამბავმა დაწია ასე უკან ეს პროცესი.. და ვერც ვამტყუვნებ ვერავის. უბრალოდ აცრის გამო ერთმანეთის დაჭმა და ლანძღვა (რომელი მხარეც არ უნდა იყოს) საშინელება...

სიმშვიდე მომენატრა ;(

Posted by: Sandra2209 12 Aug 2021, 01:14
nopiahopi
არადა პირიქით, ძალიან კარგი ტემპით მიდის აცრის პროცესი, ორი დღის წინ 11.9 პროცენტი იყო აცრილი ერთჯერადად, დღეს უკვე 12.9 პროცენტია, ანუ მოსახლეობის 1 პროცენტი აიცრა ორ დღეში, თან იმ ფონზე როცა ესეთი ჩასვრილი სამედიცინო სისტემა გვაქვს, სადაც ახალგაზრდა გოგო უყურადღებოდ მიაგდეს და გარდაიცვალა, ძალიან ბევრ ადამიანს უნდა აცრა, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემის გამო ეშინია, ვაიდა რამე გაურთულდეს და არ მიაქციონ ყურადღება, მაგას ემატება ის ფაქტი, რომ ისეთი ვაქცინა შემოიტანეს გაზაფხულზე, რომელსაც ხალხი არ ენდობოდა.

Posted by: nopiahopi 12 Aug 2021, 01:22
Sandra2209
QUOTE
არადა პირიქით, ძალიან კარგი ტემპით მიდის აცრის პროცესი, ორი დღის წინ 11.9 პროცენტი იყო აცრილი ერთჯერადად, დღეს უკვე 12.9 პროცენტია

მაგას რა ჯობს! უბრალოდ ეგენი ადრე დარეგისტრირებულები არიან, წინა შემოტანილ ვაქცინების პარტიაზე და ამ ახალ დადებულ რაოდენობას რომ ნელი ტემპით აკლდება, ეგ არ მომწონს sad.gif


Posted by: marikoo 12 Aug 2021, 07:30
dancing in the moonlight
narkozeli

ძაან მაინც არ დამძიმდებიან ისე რო სიცოცხლეს რამე საფრთხე დაემუქროს და წესით არც ჟანგბადის აპარატი არ უნდა დასჭირდეთ.

ჩემებიც ელოდებოდნენ ფაიზერს რადგან რამდენიმემ ჩინური რო გაიკეთა და ანტისხეულები გადაიმოწმა არ ჰქონდათ და თან გაკეთებული რო გაქვს მერე აღარ გცრიან სხვა რამით მიუხედავად იმისა ანტისხეულები გაქვს თუარა.

82 წლის ბებიაჩემი აიცრა ფაიზერით და მშვენივრად არის, რაც უფრო ასაკიანია უფრო სჭირდება დაცვა და მგონია ასაკიანებისთვის ფაიზერი უფრო კაია, თან ჩინურით ხო მკვდარი ვირუსი შეყავთ და რეაქციის მეტი შანსია ვიდრე RNM ით ( ეს დასკვნა ჩემი რისერჩის საფუძველზე გამოვიტანე არ ვიცი ნამდვილია თუარა)

Posted by: margarita7 12 Aug 2021, 10:07
narkozeli

ნუ გეშინია, არ არსებობს რომ ძალიან დამძიმდნენ, ეგ იქნება მაქსიმუმი როგორც არიან. დღეს როგორაა დედა?

Posted by: მზე 12 Aug 2021, 10:08
narkozeli
სიკვიდილისგან ხო იცავს, ეხლა რომ მხოლოდ 1 დოზით ფაიზერით ყოფილიყვნენ აცრილები მაგას ხო ჯობია?
ამიტომ რავი, რაც მალე აიცრები მე მგონია რო უკეთესია.

აგერ მეც ხო სინოფარმით ვიყავი აცრილი და ჩემი ქმარიც. კი შეგვხვდა, ამგრამ მე ერთხელ მომცა 37.5 და ვსო, ჩემს ქმარს ერთხელ 38.5 და 2 დღე 37.5 და ვსო და ჩვენს კლასტერში დანარჩენებს 5-6 დღე გაუგრძელდათ სიცხეები (ორს).

მასე ფაიზერით აცრილებიც გარდაცვლილან მსოფლიოში. ასე რომ შენს ადგილას პირიქით გამიხარდებოდა რომ კოვიდს აცრილი დახვდნენ.

არ ინერვიულო, აუცილებლად მოერევიან <3 კატეს ჩემს ქმარზეც ფიქრობდნენ ისე ახველებდა, მაგრამ ბოლოს გადაიფიქრეს, სიცხეები რო აღარ ქონდა.

Posted by: nopiahopi 12 Aug 2021, 10:16
marikoo
QUOTE
ჩემებიც ელოდებოდნენ ფაიზერს რადგან რამდენიმემ ჩინური რო გაიკეთა და ანტისხეულები გადაიმოწმა არ ჰქონდათ და თან გაკეთებული რო გაქვს მერე აღარ გცრიან სხვა რამით მიუხედავად იმისა ანტისხეულები გაქვს თუარა.

ძალიან ინდივიდუალურია ეგ საკითხიც თურმ: 2-3 კვირის წინ სამმა ადამიანმა სპეციალურად ერთი და იგივე ლაბორატორიაში (კარგად რომ შეედარებინათ მონაცემები) გაიკეთა ანალიზი აცრის შემდგომ ანტისხეულების რაოდენობაზე. ერთი სინოფარმით იყო აცრილი (ჩემი მეგობარი), მეორე ფაიზერით და მესამე ასტრა ზენეკათი. სინოფარმით აცრილს ამოვიდა ხუთიათას რაღაცა, ოთხციფრიანი მაჩვენებელი, დანარჩენებს 800 და ექვსასრაღაც smile.gif

Posted by: anibani18 12 Aug 2021, 10:17
narkozeli
გვანცა, არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება. უფლის იმედი იქონიეთ <3
დღეს როგორ არიან?

გოგონებო, საკეისროს შემდეგ, მეორე ბავშვის დაგეგმვისას, ნაწიბური ვინ უნდა შეაფასოს, მეანმა თუ უბრალოდ გინეკოლოგმა?
და კიდევ, ავენტის რადიო ძიძა აქვს აქ ვინმეს?

Posted by: klubnika 12 Aug 2021, 10:27
ჩემს ქმარს დაუდასტურდა ბავშვებო გუშინ
ეს დღეები კონტაქტი დიდად არ მქონია , გუშინ და გუშინ წინ დისტანციით და პირბადით ვიყავი
მაგრამ ძალიან ვნერვიულობ
ექიმი ხომ არის და კლინიკაში დარჩა გუშინ აღარ მოვიდა
მოსვლით არც მოვა, ეგ ცალკე მედარდება მარტო რომ უნდა ვიყო, რამე რომ გამიჭირდეს რა უნდა ვქნა
გუშინ გავიტესტე და უარყოფითი ვარ, ხვალ ან ზეგ კიდე გავიტესტები
იქნებ გადავრჩე

narkozeli
გოგო აახლა ვნახე
როგორ არიან შენები ?

PoisonnIvy
QUOTE
ჩემი მარჯვენა მხარეს იბურცება ძირითადად
შენი გოგოა თუ ბიჭი


მეც მტკენს ხოლმე ძაან და არამგონია საშიში იყოს

შენც კაი ფეთიანი ყოფილხარ

ბიჭია
მეც მაგრა მტკენს
ღამე მაღვიძებს მარცხნივ თუ გადავტრიალდი ისე მტკივა ხოლმე '
ფეთიანი ვარ ხო და ახლა რა ისტერიკა მაქვს ხო წარმოგიდგენია

Posted by: marikoo 12 Aug 2021, 10:35
nopiahopi
QUOTE
ძალიან ინდივიდუალურია ეგ საკითხიც თურმ: 2-3 კვირის წინ სამმა ადამიანმა სპეციალურად ერთი და იგივე ლაბორატორიაში (კარგად რომ შეედარებინათ მონაცემები) გაიკეთა ანალიზი აცრის შემდგომ ანტისხეულების რაოდენობაზე. ერთი სინოფარმით იყო აცრილი (ჩემი მეგობარი), მეორე ფაიზერით და მესამე ასტრა ზენეკათი. სინოფარმით აცრილს ამოვიდა ხუთიათას რაღაცა, ოთხციფრიანი მაჩვენებელი, დანარჩენებს 800 და ექვსასრაღაც

ხო, ერთეულებს თუ შეადარებ ინდივიეუალურია მარა სტატისტიკურად ფაიზერით 95% გამოუმუშავდება ანტისხეულები, ასტრაზენეკათი ტუ სწორად მახსოვს 87% ჩინურებით ბევრად დაბალს.

თან ჩვენ სუ სახლში ვართ სახლიდან ვმუშაობთ და გვერჩივნა დავლოდებოდით. მანამდე გადადების რისკი არ მქონდა. თუ გიწევს ხალხთან შეხება რათქმაუნდა ჯობია არ დაელოდო. აცრას სანამ არ გავიკეთებ მშობკებსაც არ ვნახულობ biggrin.gif
* * *
klubnika
აუ გაიკეთე აცრა შენც რა, აი ამ დღეებში რამდენიმე ვიკეთებთ და რო გვნახავ რო კარგად ვიქნებით აღარ შეგეშინდება

Posted by: lelukaa 12 Aug 2021, 11:07
Elennee
ბაბუ როგორ არის?

narkozeli
მალე გამოჯანმრთელება შენს მშობლებს.

უკვე მერემდენე იძახის გარშემო ბევრი ორჯერადად აცრილი დაინფიცირდაო და ოფიციალური მონაცემებით 207 იო წერენ, რა უნდა გაიგო?!

Posted by: Sandra2209 12 Aug 2021, 11:09
გავიკეთე აცრაა, ჯერ-ჯერობით ჩვეულებრივად ვარ

Posted by: lelukaa 12 Aug 2021, 11:09
klubnika
არაფერიც არ გაგიჭირდება რა, რატო ისტრესავ თავს წინასწარ?
მგონია რო ფსიქოლოგია ძაან ბევრს შვება ამ დროს და როგორმე უნდა მოერიო თავს.

Posted by: klubnika 12 Aug 2021, 11:27
marikoo
QUOTE
აუ გაიკეთე აცრა შენც რა, აი ამ დღეებში რამდენიმე ვიკეთებთ და რო გვნახავ რო კარგად ვიქნებით აღარ შეგეშინდება

ისე შემეშინდა ჩავეწერე მეც მაგრამ 30 ში
ახლა ჯერ ვნახოთ იქნებ მეც მაქვს
შაბათს კიდე გავიკეთებ სწრაფ ტესტს
და თუ სიმპტომები მექნება პისიარსაც გავიკკეთებ
ვნახოთ რა
Sandra2209
QUOTE
გავიკეთე აცრაა, ჯერ-ჯერობით ჩვეულებრივად ვარ
ფაიზერი ? <3

lelukaa
QUOTE
რაფერიც არ გაგიჭირდება რა, რატო ისტრესავ თავს წინასწარ?
მგონია რო ფსიქოლოგია ძაან ბევრს შვება ამ დროს და როგორმე უნდა მოერიო თავს.

რავიცი მე რა sad.gif
სულ მგონია რომ მუცელი მტკივა
არადა ზუსტად ვიცი ნაწლავია

მივხვდები რო რამე მშობიარობა რომ დამეწყოს ხო ?
რას მივაქციო ყურადღება ?
ღუდუშაურში წავიდე თუ რამე ხო ?

Posted by: margarita7 12 Aug 2021, 11:48
მზე

მართალს ამბობ, ისე მეშინოდა ფაიზერის ლოდინში ჩემ მშობლებს არ დამართნოდათ, მეც მთელი ამბავი ავტეხე ჩქარა აიცერითთქო და ჩინურით აიცრნენ. ფაიზერის შემოტანიდან მეორე აცრა და პლიუს აცრიდან ორი კვირა ხო უნდა გავიდეს, ანუ სადღაც აგვისტოს ბოლომდე დაუცველები იქნებოდნენ. ყველაზე საშიშ პერიოდში იქნებოდნენ მაქსიმუმ ფაიზერის ერთი აცრით, თან ამ სიტუაციაში როცა ინფიცირებულთა რიცხვი ასეთი მაღალია.


ანტისხეულებს რაც შეეხება, კულუმბეგოვმა ბევრჯერ განმარტა, არ აქვს მნიშვნელობა ანტისხეულების რაოდენობას!!!!! ანტისხეულების რაოდენობა არ კორელირდება დაცვის ხარისხთან!!!!!

Posted by: marikoo 12 Aug 2021, 12:24
margarita7
QUOTE
ანტისხეულებს რაც შეეხება, კულუმბეგოვმა ბევრჯერ განმარტა, არ აქვს მნიშვნელობა ანტისხეულების რაოდენობას!!!!! ანტისხეულების რაოდენობა არ კორელირდება დაცვის ხარისხთან!!!!!

ასეთ რამეებს ვერ ვიჯერებ სანამ ორივე მონაცემის რიცხობრივ მაჩვენებლებზ და მათ შორის კორელაციის მრუდს თუარა კოეფიციენტს მაინც თუარ ვნახავ biggrin.gif

Posted by: dancing in the moonlight 12 Aug 2021, 12:32
კიდევ ერთი ორსულია მძმედ 30 წლის ,ბავშვი მოეშალა .
უკვე ვფიქრობ დღესვე ხომ არ დავრეგისტრირდე მეც ფაიზერზე .,ასე თუ გაგრძელდა შემოდგომა უარესი იქნება sad.gif
* * *
Sandra2209
რომელი ?

--------------

Posted by: margarita7 12 Aug 2021, 12:44
marikoo

biggrin.gif biggrin.gif ნუ უღრმავდები, ენდე ბიძინას biggrin.gif რამეს რომ ვერ ვიგებთ ისღა დაგვრჩენია, კომპეტენტურ ადამიანებს დავუჯეროთ.

dancing in the moonlight
შემოდგომა იქნება მთელ მსოფლიოში უარესი. პროგნოზებს აკეთებენ უკვე. მეც ავიცრები დიდი ალბათობით.

Posted by: marikoo 12 Aug 2021, 12:46
dancing in the moonlight
აუ მეც ვნახე ეგ, თან 7 თვეში იყოო. ხო შეიძლებოდა გადაერჩინათ ბავშვი, 7 თვიანები ხო იბადებიან და ცოცხლობენ ჩვეულებრივ. მარა ალბათ საავადმყოფომ ვერ მიიღო თავის დროზე.
* * *
margarita7
QUOTE
  ნუ უღრმავდები, ენდე ბიძინას  რამეს რომ ვერ ვიგებთ ისღა დაგვრჩენია, კომპეტენტურ ადამიანებს დავუჯეროთ.

ხოდა ლოგიკა თუ ვერ დავინახე არ შემიძლია ვერ ვუჯერებ ისე. biggrin.gif ხოდა ვზივარ და საკუთარ რისერჩებს ვაკეთებხოლმე biggrin.gif დეითა მაქ ცოტა თორე სამეცნიერო ნაშრომებს გამოვცემდი biggrin.gif


ჩემი რკინა ჩადგა ნორმაში ზეგ მივდივარ აცრაზეეე : )))

Posted by: dancing in the moonlight 12 Aug 2021, 12:54
margarita7
კი უარესი იქნება სამწუხაროდ
იმედია ,არაფერი ისეთი გართულება არ იქნება რავიცი .თებერვალში მიწევს მშობიარობა ,იქამდე იმდენი დროა ,პირბადე ,დისტანცია და ჰიგიენა კი თავისთავად ,მაგრამ ვხვდები რომ მარტო მაგით ვერ ვიცავთ ადამიანები თავს ,ხდება დაშვება :/
marikoo
ძაან შემეცოდა ,დიდი ტრაგედიაა ,გოგოც ცუდადაა ,იქნებ ეგ მაინც გადაარჩIნონ .

Posted by: marikoo 12 Aug 2021, 12:57
dancing in the moonlight
QUOTE
ძაან შემეცოდა ,დიდი ტრაგედიაა ,გოგოც ცუდადაა ,იქნებ ეგ მაინც გადაარჩIნონ .

ამ დრომდე საკეისრო ვერ გაუკეთესო და ეგეც ხო აუარესებს იმ გოგოს ჯანმრთელობას sad.gif თან ფსიქოლოგიური მდგომარეობა რა მძიმე ექნება sad.gif

აი ასეთ დროს მეშლება ნერვები იმ ხალხზე აცრას რო არ იკეთებენ და რო ამტკიცებენ მარტო ჩვენს თავს ვავნებთ და თქვენ ვინ გეკითხებათო. საავადმყოფოები როარ იყოს გადატვირთული ხო ნაკლები შემთხვევა იქნება მიუხედაობით რო იღუპებიან

Posted by: margarita7 12 Aug 2021, 12:59
არა, თუ დედაზე არის უკუჩვენება, არ გააკეთებენ საკეისროს. ჯერ არის დედის ჯანმრთელობა, ამიტომ მოხდა ასე.

marikoo
ძაან მარტივად რომ ავხსნათ, შენ გაქვს 100 ანტისხეული, მე 5, მარა შენი 100-დან 2 არის მანეიტრალიზებელი ანუ 2 'მუშაობს', ჩემი 5-დან ხუთივე. ამიტომ მე უფრო დაცული ვარ ვიდრე შენ, მიუხედავად იმისა, რომ მეტი ანტისხეული გაქვს.
აკადემიურად ახსნილია აქ:
https://www.radiotavisupleba.ge/a/31384331.html


Posted by: dancing in the moonlight 12 Aug 2021, 13:04
QUOTE
ამ დრომდე საკეისრო ვერ გაუკეთესო და ეგეც ხო აუარესებს იმ გოგოს ჯანმრთელობას  თან ფსიქოლოგიური მდგომარეობა რა მძიმე ექნება

აი ასეთ დროს მეშლება ნერვები იმ ხალხზე აცრას რო არ იკეთებენ და რო ამტკიცებენ მარტო ჩვენს თავს ვავნებთ და თქვენ ვინ გეკითხებათო. საავადმყოფოები როარ იყოს გადატვირთული ხო ნაკლები შემთხვევა იქნება მიუხედაობით რო იღუპებიან

ხო სამწუხაროდ მასეა sad.gif
* * *
narkozeli
გვანც ველით შენგან დედას ამბებს ,კატეს პასუხს love.gif

Posted by: marikoo 12 Aug 2021, 13:16
margarita7
QUOTE
ძაან მარტივად რომ ავხსნათ, შენ გაქვს 100 ანტისხეული, მე 5, მარა შენი 100-დან 2 არის მანეიტრალიზებელი ანუ 2 'მუშაობს', ჩემი 5-დან ხუთივე. ამიტომ მე უფრო დაცული ვარ ვიდრე შენ, მიუხედავად იმისა, რომ მეტი ანტისხეული გაქვს.
აკადემიურად ახსნილია აქ:
https://www.radiotavisupleba.ge/a/31384331.html

ერთეულ შემთხვევებში გეთანხმები, მაგრამ სტატისტიკურად რაც უფრო მეტი ანტისხეული გაქვს მით უფრო იზრდება ალბათობა იმისა რო მანეიტრალიზებელი ანტისხეულიც მეტი გქონდეს. ამიტომ მგონია რო გამორიცხულია კორელაცია არ იყოს.


Posted by: Sandra2209 12 Aug 2021, 13:39
dancing in the moonlight
klubnika
ფაიზერით, ჩემთან ერთად კიდევ ერთი ორსული იცრებოდა, რაც ძალიან მახარებს.marikoo რა თქმა უნდა პირდაპირი კორელაცია არსებობს,
უამრავი სტატია და კვლევებია ამ თემაზე.

https://www.sciencedirect.com/science/article/pii/S0264410X21006587

Posted by: Redial 12 Aug 2021, 13:44
Sandra2209
QUOTE
გავიკეთე აცრაა, ჯერ-ჯერობით ჩვეულებრივად ვარ

რა კარგია, love.gif
ორსულობის ვადა გამახსენე შენი

Posted by: klubnika 12 Aug 2021, 13:45
https://www.facebook.com/100008211166153/posts/2990868844530125/?d=n

ღმერთო რაააა
cry.gif გული არ გამისკდეს მეშინია

Posted by: Redial 12 Aug 2021, 13:46
klubnika
არც ნაადრევი დაგეწეყბა არც არაფერი, გთხოვ ეგრე ნუ აყვები ემოციებს. love.gif
მიხვდები კი სამშობიარო ტკივილს, არ ინერვიულო..




გოგოებო, ვერაფრით ვრეკავ ინოვაში- ხეცურიანტან მინდა მისვლა და პირდაპირ მივაჭრა?
იქნებ შვებულებაშია? ვერაფრით დავრეკე და ვინმემ ხომ არ იცით რამე

Posted by: Sandra2209 12 Aug 2021, 13:48
Redial
36ის ვარ, მეორე დოზას ვერ ვასწრებ სამწუხაროდ sad.gif ცოტა დამაგვიანდა, უბრალოდ არ ველოდი ასეთი ვითარება თუ იქნებოდა.
შენ ასწრებ ხო? 32-34 კვირა მგონი ყველაზე კარგი დროა აცრისთვის <3 წარმატებები

Posted by: Redial 12 Aug 2021, 13:50
Sandra2209
წესით კი, ახლა 34 ვარ და შემდეგი დოზისთვის 37-38 გამოვდივარ.

თუ არადა მერეც არაა გვიან,. უცხოურ ჯგუფში ვარ,
გოგო წერდა 24 კვირაზე გავიკეთე პირველი და მეორე დოზა 34-ზეო. ფაიზერი

Posted by: marikoo 12 Aug 2021, 13:59
Sandra2209
3 კვირაშიც შეიძლება და 39 ზე რო აიცრა ძაან გვიანი იქნება? 40 კვირამდე ხო მაინც არ იმშობიარებ

Posted by: Sandra2209 12 Aug 2021, 13:59
Redial
მე უკვე 39 ის ვიქნები მეორე დოზის დროს, თუ მანამდე არ გავაჩინე და მეორე დოზაზი სიცხე ან სისუსტე მქონდეს და თან მშობიარობა დაემთხვეს ძალიან გამიჭირდება, ამიტომ რომ გავაჩენ მერე გავიკეთებ მეორე დოზას.
შენ კარგ ვადაზე მოგიწევს.

ხომ არ იცით ახალშობილები რომ არიან დაინფიცირებულები, სად დაინფიცირდნენ? სამშობიაროში?

Posted by: Clue 12 Aug 2021, 14:02
klubnika
მეც მარტო ვარ ეს დღეები,
ჩემი ქმარი კონტაქტია და ვერიდებით ეეთმანეთს, კაი რა უნდა გაგიჭირდეს, ჯერ ერთი თბილისში ხო ხარ და მეორეც დაცულად ხარ იზოლირებული.
მე რომ ველოდები მშობიარობას და მერე რომ ვფიქრობ არ ვშვები სწორს ? (( ძაან მეშინია არადა... უბრალოდ ეს თრომბოფილია + უკვე გადატანილი კოვიდი, არ ვიცი რა გავაკეთო

Posted by: margarita7 12 Aug 2021, 14:06
გოგოებო, მე მაგალითად მითხრა ექიმმა, ეხლა კაი დროა აცრისთვისო, მე-20 კვირაში ვარ

Posted by: Elennee 12 Aug 2021, 14:07
lelukaa
გარდაიცვალა გუშინ ღამე.. მეშინია გული არ გამისკდეს, ძალიან ცუდად ვარ, ს ბავშვუც მეცოდება და თავი ვერ ამყავს ხელში..
თან ბათუმშია და მე დამტოვეს არ წამიყვანეს ..
აცრა გადავიტანე ხუთშაბათისთვის, ესეთ ემოციურ ფონზე მეშინია და მანამდე მოვალ აზრზე იმედია

Posted by: Clue 12 Aug 2021, 14:13
აცრამდე ან აცრის მერე რამე ანალიზების გაკეთებას გეგმავთ? ექიმებმა რა რჩევები მოგცეს

* * *
Elennee
ძალიან სამწუხაროა, რთულია, ეცადე თავი ხელში აიყვანო, ისევ ბავშვის გამო ;(

Posted by: lelukaa 12 Aug 2021, 14:33
Elennee
რა სამწუხაროა sad.gif რაც წავიკითხე, იმის მერე მეფიქრებოდა, ბაბუები განსაკუთრებით მიყვარს და მტკივა რატომღაც. ვწუხვარ ძალიან sad.gif თქმა ადვილია ვიცი, მაგრამ უნდა შეძლო და თავი ხელში აიყვანო. ხვალ ექიმთანაც ჰო მოდიხარ, შენ ბაიას ნახავ ამაზე იფიქრე.

Sandra2209
21-28 დღის ფარგლებს თუ გასცდა მეორე დოზის გაკეთება, მერეც გიკეთებენ? მე ვიცი რომ აღარ. დააზუსტე მანამდე.

სამშაბათს მეც უნდა ვკითხო აზრი ჩემს ექიმს, თუმცა მშვიდად ვარ მაინც, არ მეპანიკება. ჩემები ყველანი აცრილები არიან, მე დისტანციურად ვმუშაობ და გარეთ უპირბადოდ 1 წამით არ გავდივარ. ეგებ გაჩენის მერე
ავიცრა თქო, არ ვიცი უნდა მოვიფიქრო.

Posted by: Clue 12 Aug 2021, 14:40
https://fb.watch/7kIVEzp97J/
ბოდიში მარა მგონი ისევ ექიმების უთავბოლობაც არის, დ დიმერის გაზრდის გამო რანაირად დაღუპეს, ეგ ხო მეც ვიცი რომ კოვიდის დროს სულ უნდა აკონტროლო და სისხლის გამათხელებლები დააყარო.... რანაირად ვერ მართავენ მსგავს შემთხვეევბს, მართალია, აქ ფორუმზე უფრო მეტი იციან გოგოებმა ვიდრე საშუალო დონის ექიმმა!!!

Posted by: narkozeli 12 Aug 2021, 14:59

მზე
QUOTE
მე რო გავიკეთე ანალიზი 26 კვირაზე და არ იყო მომატებული ნემსი აღარ გჭირდებაო ქეთი ოსიძემ

და ბავშვის დაბადების მერე თუ დადებითი იქნება 48 თუ 72 საათში გაიკეთებო და ეგრე მოვიქეცი. 3 წლის წინ იყო ეს


ეს მიდგომა შეიცვალა, არ აქვს მნიშვნელობა არის თუ არა მომატებული, 28 კვირაზე სასურველია მაინც გაკეთდეს, აგერ ჩვენი ფორუმელი salomea არის ნათელი მაგალითი, არ ქონდა მომატებული 27 კვირაზე და 31 კვირაზე მაინც დაიწყო რეზუსკონფლიქტი. პირველი ორსულობა იყო.
მოკლედ, სიფრთხილეს თავი არ სტკივა.

QUOTE
პორველ ორსულობაში რეზუს კინფლიქტის წარმოშობა არ ხდებაო და ამიტომ მხოლოდ გაჩენის მერე ბავშვის დადებითი სისხლის ჯგუფის შემთხვევაში კეთდება. ეგ კი მაქვს გამეთებული 12 წლის წინ. დეფიციტში იყო და რომელიღაცა ქვეყნიდან ჩამოვატანინეთ, მირჩიეს უცხოს არავის ანდო ეგ ნემსიო, ცვლიან და მაგას მერე მილიონად ყიდიანო.


უიშვიათესად ხდება და აგერ წელიწად ნახევრის წინ ფორუმზე გვქონდა ერთ-ერთი ფაქტი. ნაადრევად დაიბადა ჩვენი ულამაზესი თუთა გოგო love.gif


* * *
dancing in the moonlight
LOTUSi
Redial
nopiahopi
ninunin
adeline
Anabeli111
Clue
marikoo
margarita7
მზე
anibani18
klubnika
lelukaa


გოგოებო ძალიან დიდი მადლობა გამხნევებისთვის. მამა კარგადაა, ყოჩაღად უმკლავდება.
დედას კატე გადავუღეთ დღეს და ხვალ იქნება პასუხებიო, იმედია კარგი პასუხები ექნება, გუშინ იყო ძალიან ცუდად, დღეს შედარებით უკეთაა, რაც მთავარია ფეხზეა და დადის, ვერც დგებოდა საწოლიდან ისე იყო.

მე-8 დღეა დღეს.

რაც შეეხება 207 ინფიცირებულს, ამ 207-დან 7 ჩემი ახლობელია და ცოტა მაეჭვებს რამდენად სწორად არის ეგ სტატისტიკა გაკეთებული, ცოტა ძველი მონაცემები მგონია.
* * *
klubnika

ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება. კარგზე იფიქრე 2kiss.gif

Posted by: dancing in the moonlight 12 Aug 2021, 15:01
Sandra2209
თავს კარგად გრძნობ ხომ ? სად გაიკეთე ?
margarita7
იცრები?
13კვირის გავხდი დღეს
* * *
narkozeli
ძალიან გამიხარდა ,კატეს პასუხიც კარგი მოვა დარწმუნებული ვარ ,თან ფეხზეა და უკეთ თუა . love.gif love.gif love.gif love.gif
* * *
22 ში დედა იკეთებს ვაქცინას ,31 ში ჩემი მეუღლე .მეც ამწამს გავიარე რეგისტრაცია 4 სექტემბერს ჩავეწერე .2ში მიწევს ექიმთან მისვლა ,გეგმიური ვიზიტი და მასაც ვკითხავ და ისე ავიცრები .

Posted by: marikoo 12 Aug 2021, 15:33
Sandra2209
QUOTE
ხომ არ იცით ახალშობილები რომ არიან დაინფიცირებულები, სად დაინფიცირდნენ? სამშობიაროში?

მე ორი შემთხვევა გავიგე ოჯახის წევრებისგან რო დაინფიცირდნენ. ალბათ სამშობიაროშიც იქნება რისკი. ექთანი რო გაიყვანს მისახედად პირბადეს ცხვირზე ჩამოიწევს თუარა ვინ გააკონტროლებს მაგას?

საერთოდ როარ გავაყვანინო ეგრე არ ხდება ნეტა?

narkozeli
აუუ ძაან კაია. შედარებით უკეთ თუა და თან 8ე დღეა ესეიგი იწყება გამოჯანმრთელება აღარ ინერვიულო.

ეგ სტატისტიკა აშკარად ძველი მონაცემებუთ არის. ნუ 1 კვირის წინანდელიც რო იყოს უკვე ძველია ისე სწრაფად იცვლება სიტუაცია.

lelukaa
QUOTE
თუმცა მშვიდად ვარ მაინც, არ მეპანიკება. ჩემები ყველანი აცრილები არიან, მე დისტანციურად ვმუშაობ და გარეთ უპირბადოდ 1 წამით არ გავდივარ.

ხოდა ეს დელტა შტამო აცრილებსაც ხვდებათ. ისინი დაცულებინარიან როარ გაურთულდეთ და შენ მაინც გადაგედება. ასე თავისუფლად ნუ იკონტაქტებ მაინც აცრილებთან.

Elennee
ძალიან სამწუხაროა :( :( ხო ცოტა დამშვიდდი და მერე გაიკეთე აცრა.

Posted by: Clue 12 Aug 2021, 15:41
QUOTE (marikoo @ 12 Aug 2021, 15:33 )
ექთანი რო გაიყვანს მისახედად პირბადეს ცხვირზე ჩამოიწევს თუარა ვინ გააკონტროლებს მაგას?

საერთოდ როარ გავაყვანინო ეგრე არ ხდება ნეტა?

ეს დარდი კიდე ცალკე მკლავს, სამშობიაროში როგორი კოვიდ მდგომარეობაა, როგორც ბავშვებში ასევე მშობიარეებში facepalm.gif

Posted by: Sandra2209 12 Aug 2021, 15:42
marikoo
lelukaa
შემდეგ კვირაში მივდივარ მეანთან და ვკითხავ, შეიძლება არც იყოს პრობლემა დიუ დეითამდე 6 დღით ადრე გამოდის მეორე დოზით აცრა, 12 დღეში ანტისხეულების ანალიზის გაკეთებაც მინდა.
dancing in the moonlight მე გავიკეთე იაშვილში მხოლოდ მანდ იყო დღევანდელ თარიღზე ადგილი, ჩვეულებრივად ვარ, საერთოდ არ მაწუხებს ჯერ-ჯერობით არაფერი. მანამდე გადავიკონტროლე კოაგულოგრამა და დ დიმერი ყოველი შემთხვევისთვის.
marikoo
ყველაზე მეტად მაგის მეშინია, ექთნები და ექიმები ალბათ იტესტებიან ხო პერიოდულად?

Posted by: narkozeli 12 Aug 2021, 15:45
Elennee

ვიზიარებ ბაბუს გარდაცვალებას sad.gif ეცადე არ ინერვიულო რა.
9 კვირის ვიყავი დედის ძმა რომ გარდამეცვალა და ისე ვინერვიულე სულ მაკანკალებდა. მერე რაღაც ანალიზები ამერია და სულ ჩემს თავს ვაბრალებდი, ცოტა თავი ხელში ამეყვანათქო. ვიცი გამომიცდია რა რთულიცაა მარა ეცადე რა.

dancing in the moonlight

მეც იმედი მაქვს კარგი პასუხების love.gif

QUOTE
22 ში დედა იკეთებს ვაქცინას ,31 ში ჩემი მეუღლე .მეც ამწამს გავიარე რეგისტრაცია 4 სექტემბერს ჩავეწერე .2ში მიწევს ექიმთან მისვლა ,გეგმიური ვიზიტი და მასაც ვკითხავ და ისე ავიცრები .


ძალიან კარგი ^_^

marikoo

ხოო, აშკარად ძველი სტატისტიკაა ცოტა

Posted by: Sandra2209 12 Aug 2021, 15:46
ჩაჩავაში მშობიარობაზე დასწრება არაა ამ პერიოდში, ან ვინც რჩება მშობიარესთან სამი დღე გარეთ აღარ უნდა გავიდეს და ისიც ჯერ პსრ იკეთებს და ისე უშვებენ, ეს ცოტა მამშვიდებს

Posted by: mamuka92 12 Aug 2021, 15:47
klubnika
QUOTE
mamuka92
ვაიმეე რა სიცოცხლეაა
სად გადაიღე?

კაი დროს კი ვნახე... ლანასთან არის გადაღებული სანზონაში

გოგოებო დაბალი წნევები მაქვს ბოლო დღეებია ესე 90/45 ზე 95/55 ზე და იჟოგაც მაქ რწტომღაც, ხვალ მივდივარ ვიზიტზე მარა იქამდე იქნებ იცოდეთ აქაც რამდენად ნორმაა? 34 კვირის ვხდები ხვალ...

Posted by: Sandra2209 12 Aug 2021, 15:49
narkozeli
უი ეხლა წავიკითხე შენი ამბები, კარგად იქნება დედა დარწმუნებული ვარ :* :*

Posted by: narkozeli 12 Aug 2021, 15:51
Sandra2209
QUOTE
ჩაჩავაში მშობიარობაზე დასწრება არაა ამ პერიოდში, ან ვინც რჩება მშობიარესთან სამი დღე გარეთ აღარ უნდა გავიდეს და ისიც ჯერ პსრ იკეთებს და ისე უშვებენ, ეს ცოტა მამშვიდებს


აუ, მეუღლეს ვერ დავისწრებ ანუ? წინაზე დაესწრო მშობიარობას მარა ღამე არ დამიტოვებია ისე ვიყავი, არ მჭირდებოდა არავის დახმარება.
ძაან ცუდი თუ არ შეიძლება დასწრება sad.gif ძალიან მინდა რომ ეხლაც გვერდით მყავდეს.

ისე დავარაშვილზე რომ ვწერდი ნათესავმა რომ გააჩინა ახლახანს, ქმარიც დაესწრო. უარყოფითი პსრ-თი შეუშვეს.

QUOTE
უი ეხლა წავიკითხე შენი ამბები, კარგად იქნება დედა დარწმუნებული ვარ :* :*


მადლობა love.gif რამდენიმე წუთის წინ ველაპარაკე და ხმაზეც შევატყე უკვე მოყოჩაღება ^_^
* * *
mamuka92

ნორმაა ორსულობაში დაბალი წნევები. არც საშიში არაა, ერთადერთი ისაა რომ დისკომფორტია და თავბრუ გეხვევა მაგ დროს.
მეც მქონდა და ასჯერ შევაწუხე მაგ მიზეზით ექიმი და ექიმები და ყველამ ის მითხრა ორსულობაში მაღალი წნევაა საშიში და დაბალზე (ნუ მეც შენსავით მქონდა) არ ინერვიულოო.

Posted by: dancing in the moonlight 12 Aug 2021, 15:55
კუაგულოგრამის და დ დიმერის პასუხებიც მომივიდა .გუშინ გავიკეთე ორივე
დ დიმერი-0.3 მაქვს და კუაგულოგრამას ყველა მონაცემებიც წესრიგშია მანდ ნორმა ხომ ორსულზე და არაორსულზე სხვადასხვაა და შესაბამისობაშია .Sandra2209

narkozeli
შენც ხომ ფაიზერით აიცერი და არაფერი გამოვლინება არ გქონია ხომ? არც სიცხე არაფერი?
გაგუაში მიწევს 4ში აცრა


Posted by: lelukaa 12 Aug 2021, 15:57
marikoo
QUOTE
ხოდა ეს დელტა შტამო აცრილებსაც ხვდებათ. ისინი დაცულებინარიან როარ გაურთულდეთ და შენ მაინც გადაგედება. ასე თავისუფლად ნუ იკონტაქტებ მაინც აცრილებთან.

კი, კი, ვიცი და საერთოდ არ მეიმედება მარტო აცრა. ისინიც მაქსიმალურად იცავენ ყველა რეკომენდაციას ისევე როგორც აცრამდე. სულ 4 ადამიანზეა საუბარი, ქმარ-შვილი და დედამთილ-მამამთილი. გაგიკვირდება და 1 წამით არ იხსნის ბავშვი გარეთ პირბადეს. კალათბურთსაც კი პირბადით თამაშობს, ვიცი რომ არ შეიძლება, მაგრამ არ შვება
სხვანაირად. ნუ დედამთილ-მამამთილთან ისედაც ძაან იშვიათად გადავდივარ.
* * *
narkozeli
QUOTE
უარყოფითი პსრ-თი შეუშვეს.

პსრ-ით შეუშვებდნენ, საკეისრო იყო ალბათ თორე რანაირად დაუმიზნა მშობიარობის დაწყებას 24 სთ-ით ადრე გაკეთებული პსრ?

Posted by: dancing in the moonlight 12 Aug 2021, 16:02
mamuka92
არ შეგეშინდეს ,მეც სულ დაბალი მაქვს 90,85 ,ზოგჯერ 80იც 55-60ზე იცისო .ისედაც დაბალწნევიანი ვარ 90/60ზე მაქვს და ოდნავ კიდევ რომ ეცემა ,ძაან შემაწუხებელია ,თავი ატრაქციონზე მგონია ,ისე მეხვევა თავბრუ

Posted by: Sandra2209 12 Aug 2021, 16:06
narkozeli
ანუ გუშინ ჰქონდა ყველაზე რთული ეტაპი და უკვე გადალახა, ეხლა უფრო და უფრო უკეთ გახდება <3 <3narkozeli
თავიდან მეც გული დამწყდა, წინა მშობიარობაზე სულ ჩემთან იყო ჩემი ქმარიც, მაგრამ უსაფრთხოების მხრივ მგონი ეგრე სჯობს, ერთი ვინმე კორონიანი რომ მოხვდეს ბლოკში წარმოიდგინე რა მოხდება, მთელი სამშობიარო დაინფიცირდება.
dancing in the moonlight
კი კი, სხვადასხვა ნორმებია, ექიმსაც კითხე აბა მაინც, მე მითხრა აცრამდე მაქსიმალურად ახლო ვადაში გაიკეთე დ დიმერი და კოაგულოგრამაო.

Posted by: nopiahopi 12 Aug 2021, 16:18
lelukaa
QUOTE
გაგიკვირდება და 1 წამით არ იხსნის ბავშვი გარეთ პირბადეს.

მე ვარ ძაან პედანტი ეგეთ საკითხებში და პირბადით ვიმშობიარე biggrin.gif ნუ ჭინთვებზე, რომელიც სულ რამოდენიმე წუთი გამიგრძელდა, მომხსნეს, ცოდო ხარ, მოიხსენიო და მერე ძაან სასაცილო ვიყავი, პალატაში რომ უნდა გადავეყვანო, მოცადეთ, პირბადეს ვეძებ, სად არის, უნდა გავიკეთოთქო biggrin.gif

Sandra2209
QUOTE
უსაფრთხოების მხრივ მგონი ეგრე სჯობს, ერთი ვინმე კორონიანი რომ მოხვდეს ბლოკში წარმოიდგინე რა მოხდება,

მეც მომხრე ვარ ამ ეტაპზე რომ აკრძალულია მშობიარეს გარდა სხვისი შემოსვლა.
აუ ერთი მამა იქაჩებოდა შემოსვლაზე. მთვრალი იყო და ბავშვი მანახეთო ეტენებოდა დერეფანში. ძლივს გააკავეს ექთნებმა, იყო გაწევ-გამკწევა. დაცვა გამოიძახეს მერე.რას ქვია, ცოლმა იმშობიარა და არ მანახებთო.

Posted by: margarita7 12 Aug 2021, 16:48
Elennee
ძალიან სამწუხაროა, ვიზიარებ.

Clue
არაფერი ანალიზი არ არის საჭირო აცრამდე, არ უთქვამთ ჩემთვის კლინიკაში, საჭირო რომ ყოფილიყო გამიკეთებდნენ იქვე.

narkozeli
ეხლა უკვე ნელ-ნელა კარგად გახდება. კიდევ კაი აცრილია.

dancing in the moonlight
მე სამშაბათს დანიშნული მაქვს ჩემს ექიმთან ტელეფონით გასაუბრება. თითქმის დარწმუნებული ვარ აიცერიო მეტყვის. თუმცა კლინიკაში ორშაბათს რომ ვიყავი სხვა ექიმმა ვინც მის ნაცვლად იყო მომცა უკვე ფურცელი ნებართვის, რის საფუძველზეც შემიძლია ავიცრა.
მარა ჩემი ექიმის დასტური მინდა.

Posted by: marikoo 12 Aug 2021, 17:04
narkozeli
აცადე შეიცვლება სიტუაცია მანამდე მე იმედი მაქ რო ეხლა 2 თვეში შეიცვლება და შემომყვება.

lelukaa
QUOTE
კალათბურთსაც კი პირბადით თამაშობს

რა საყვარელია <3 უფრთხილდება დედას.


nopiahopi
QUOTE
მეც მომხრე ვარ ამ ეტაპზე რომ აკრძალულია მშობიარეს გარდა სხვისი შემოსვლა.
აუ ერთი მამა იქაჩებოდა შემოსვლაზე. მთვრალი იყო და ბავშვი მანახეთო ეტენებოდა დერეფანში. ძლივს გააკავეს ექთნებმა, იყო გაწევ-გამკწევა. დაცვა გამოიძახეს მერე.რას ქვია, ცოლმა იმშობიარა და არ მანახებთო

როგორ ნერვებს მიშლის ეგეთი რამეები sad.gif

Sandra2209
QUOTE
ერთი ვინმე კორონიანი რომ მოხვდეს ბლოკში წარმოიდგინე რა მოხდება, მთელი სამშობიარო დაინფიცირდება.

მარტო რო ვიყო ბლოკშიც ეგეთი რამე სადმე მოსულა? პინეოში არაფრით არ მპასუხობენ რო ვიკითხო და მაგის საკითხავად ხოარ წავალ sad.gif

Posted by: nopiahopi 12 Aug 2021, 17:06
marikoo
ჰერაში მარტო ვიყავი ორივეჯერ სამშობიარო ბლოკში. ერთადგილიანი ბლოკებია

Posted by: Sandra2209 12 Aug 2021, 17:22
nopiahopi
ზოგი როგორი არაადეკვატურიაbiggrin.gif
ორი დღის წინ ჩაჩავაში, უამრავი ორსული ვდგავართ ანალიზების რიგში, ერთ-ერთს პირბადე აქვს ჩამოწეული, ერთ-ერთმა ექიმმა შენიშვნა მისცა პირბადე აიწიეო და ამ დროს საიდანღაც გამოხტა ქმარი და ძალიან გამწარებული იძახდა, თქვენი აზრით ჩემ ორსულ ცოლს კორონა აქვსო? აი ეს როგორ აკადრეთო biggrin.gif
marikoo
მე როგორც ვიცი ბლოკში ყველა მარტოა, თორემ ძალიან საშინელება იქნება შენთან ერთად სხვაც რომ მშობიარობს, სხვა მშობიარეს უბრალოდ ხმა მესმოდა გვერდზე ბლოკიდან და ეგეც კი მთრგუნავდა.

Posted by: marikoo 12 Aug 2021, 17:26
Sandra2209
აუ ხო, რო წარმოვიდგენ ვინმე შეილება ჩემს გვერდით მშობიარობდეს ძაან არ მინდა sad.gif საერთოდ ხო ისედაც არ მინდოდა ვინმესთან შეხება რო მქონოდა, (მეშინია არ დამთრგუნონ) და ეხლა განსაკუთრებით.

Posted by: klubnika 12 Aug 2021, 17:42
narkozeli
QUOTE
გოგოებო ძალიან დიდი მადლობა გამხნევებისთვის. მამა კარგადაა, ყოჩაღად უმკლავდება.
დედას კატე გადავუღეთ დღეს და ხვალ იქნება პასუხებიო, იმედია კარგი პასუხები ექნება, გუშინ იყო ძალიან ცუდად, დღეს შედარებით უკეთაა, რაც მთავარია ფეხზეა და დადის, ვერც დგებოდა საწოლიდან ისე იყო.

ძაან კაი, მალე გაუვლით იმედია
QUOTE
ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება. კარგზე იფიქრე

ისეთ ნერვებზე ვარ რა ვქნა რას ვეცე აღარ ვიცი
თან შვებულება მაქვს დაწერილი
საერთოდ გავგიჟდი
ვერც ვუყურებ ვერაფერს
სულ მენერვიულება მშობლებს ხომ არ გადავდეთ, მე მაქვს, არ მაქვს ...

mamuka92
QUOTE
კაი დროს კი ვნახე... ლანასთან არის გადაღებული სანზონაში

ხვალ ვიყავი ჩაწერილი მაგრამ არ წავალ, კი უარყოფითი ვარ ამ ეტაპზე მაგრამ უსინდისობაა ახლა ჩემი სადმე გასვლა

Sandra2209
QUOTE
ორი დღის წინ ჩაჩავაში, უამრავი ორსული ვდგავართ ანალიზების რიგში, ერთ-ერთს პირბადე აქვს ჩამოწეული, ერთ-ერთმა ექიმმა შენიშვნა მისცა პირბადე აიწიეო და ამ დროს საიდანღაც გამოხტა ქმარი და ძალიან გამწარებული იძახდა, თქვენი აზრით ჩემ ორსულ ცოლს კორონა აქვსო? აი ეს როგორ აკადრეთო

ფუ აი შეუგნებელი იდიოტები რა
მაღაზიაში ვიღაც გოგო ჩამეხუტა ისე ახლოს მოვიდა და პირბადეც ჩამოწეული ქონდა
კონსულტანტმა შენიშვნა მისცა, არ შეიმჩნია ამ გოგომ
მერე მე ვუთხარი ცოტა იქნებ გაიწიოთთქო და დაიწყო კივილი უიმეოოოო რა მოხდა მერეო
ელაპარაკე ყლ^%857საო, თავი ახალე კლდესაო
lol.gif

Posted by: მზე 12 Aug 2021, 18:34
narkozeli
QUOTE
რაც შეეხება 207 ინფიცირებულს, ამ 207-დან 7 ჩემი ახლობელია და ცოტა მაეჭვებს რამდენად სწორად არის ეგ სტატისტიკა გაკეთებული, ცოტა ძველი მონაცემები მგონია.

ძველია კიი 106 ათასიდან 207-იო და დღეის მდგომარეობით სრულად აცრილი უკვე 218 ათასია

narkozeli
QUOTE
ეს მიდგომა შეიცვალა, არ აქვს მნიშვნელობა არის თუ არა მომატებული, 28 კვირაზე სასურველია მაინც გაკეთდეს, აგერ ჩვენი ფორუმელი salomea არის ნათელი მაგალითი, არ ქონდა მომატებული 27 კვირაზე და 31 კვირაზე მაინც დაიწყო რეზუსკონფლიქტი. პირველი ორსულობა იყო.
მოკლედ, სიფრთხილეს თავი არ სტკივა.

უი არ ვიცოდი ეგ eek.gif

Posted by: klubnika 12 Aug 2021, 18:44
აუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ
ამ გაგუას თავს გავუტეხავ
ისეთები ილაპარაკა
ვაფშე ჭკუიდან შევიშალე
აღარ ვიტყვი ახლა აქ თქვენც არ დაგსტრესავთ

პისიარს გავიკეთებ რამდენიმე დღეში და ავიცრები მაგის დედაც ვატირე

Posted by: Clue 12 Aug 2021, 18:53
klubnika
რაო? ან სად ილაპარაკა?

Posted by: marikoo 12 Aug 2021, 18:55
klubnika
კაი არ იპანიკო ხო ხედავ აქ რამდენს ჰქონდა მშვენივრად გადაიტანეს. ეხლა მაქსიმალურად ამძიმებენ რო ბევრი აიცრას. შენ მაინც ჯონია მოიცადო რამდენიმე დღე, ნუ 1 კვირა მაინც.

Posted by: მზე 12 Aug 2021, 19:04
klubnika
QUOTE
ავიცრები მაგის დედაც ვატირე

ყოჩაღ! <3 წარმატებები ^_^

Posted by: PoisonnIvy 12 Aug 2021, 20:13
klubnika
რაო რა თქვა?

რა ვქნა მეც აღარ ვიცი ამ აცრაზე
უარი მითხრეს მეანებმა დ დიმერის და ლეიკოციტოზის გამო
მარა კორონას დროს უფრო საშიში არაა ეგ ??

Posted by: chogo 12 Aug 2021, 20:31
Gogoebo zalian rtul dros mogviwia orsuloba-mshobiaroba

Posted by: marikoo 12 Aug 2021, 20:31
PoisonnIvy
მეც მგონი უფრო საშიშია მარა მეანს ხო უნდა გაეთვალისწინებინა ეგ.

Posted by: mamuka92 12 Aug 2021, 21:32
klubnika
QUOTE
ხვალ ვიყავი ჩაწერილი მაგრამ არ წავალ, კი უარყოფითი ვარ ამ ეტაპზე მაგრამ უსინდისობაა ახლა ჩემი სადმე გასვლა

ჯობს არ წახვიდე ნამდვილად, ძალიან ცდება ეს ტესტები სწრაფები მითუმეტეს, ჩემ ირგვლივ ბევრს აქვს ყველანაირი სიმპტომი და 2-3 ჯერ გაიკეთეს ეს სწრაფი ტესტი უარყოფითებს უჩვენებს ზოგს მეოთხე მეხუთე ცდაზე უჩვენებს დადებითს...

dancing in the moonlight
narkozeli
მადლობაა ♥️

Posted by: takotatuli1989 12 Aug 2021, 23:02
nopiahopi
, დღეს მითხრეს ერთ კაციანი ბლოკები გაუქმდა ჰერაშიო, მარტო. ლუქსში იქნები მარტოო და არ ვიცი რამდენად მართალია. პლიუს ბარდაგია დერეფანშიო რასაც ქვიაო. მე პინეოE ვჩხუბობდი რა ბარდაგიათქო და ივლისიდან იქ პაციენტის გარდა სხვებს არ უშვებენ და ჰერას რა ჭირს?!

გუშინ საღამოდან ბავშვი მყავდა მაღალი სიცხით და ფაღარათით. ყველა წერტილი მტკივა ნერვიულობისგან. დღეს უარყოფითი იყო სწრაფი ტესტი და სიცხეც აEარ აქ და მიხარია. ენტერო ვირუსებიც ყოფილა ასეთი. 3 დღეში კიდე შევუმოწმებ ტესტს მარა 14 ში ვიყავი ფაიზერზე რეგისტრირებული და 5 სექტემბერს გადავრეგისტრირდი. მინდა ჯერ გამოირიცხოს კოვიდი და ამ ჰემატომამაც იქმებ გაიწივოს. თან ჩემი გათვლებით 29-32 კვირებზე თუ მომიწევს აცრა ტყუპიჩებს რო გავაჩენ ანტისხეულები მექნება ორგანიზმში. უფრო შორ ვადებზე აღარ მინდა გადადება. ჩემი ქმაეიც უნდა დავამშვიდო მანამდე. ძაან მეშინია აუცრელს რო შემხვდეს ან იქ გადადონ ბავშვებს რამე, ისტერიკა მაქ მაგას რო ვფიქრობ :/

Posted by: nopiahopi 13 Aug 2021, 00:13
takotatuli1989
QUOTE
დღეს მითხრეს ერთ კაციანი ბლოკები გაუქმდა ჰერაშიო, მარტო. ლუქსში იქნები მარტოო

მანდ ჯერ კიდევ 8წლის წინ ქონდათ ერთკაციანი ბლოკები და ამ პანდემიის დროს გააუქმეს? ნამდვილად იცი? აპრილშიც ჩვეულებრივ ერთკაციან ბლოკში ვიმშობიარე. რაღაც მეეჭვება მაინცდამაინც ახლა ამშობიარონ რამდენიმე გოგო ერთ ოთახში. გადარეკე აბა ჰერაში და დააზუსტე. თუ ჰერაში გითხრეს ეგ ინფორმაცია?

უი, როგორ გინერვიულია! ახლა უკეთესადაა ხომ ბავშვი?

Posted by: emiblack 13 Aug 2021, 04:31
narkozeli
გვანც, ერთი წამითაც არ იფიქრო ეგ . ფაიზერით ჯერ ვერ მოასწრებდნენ 2 ვაქცინას და კიდე პლიუს 2 კვირას და უფრო დაიცველები იქნებოდნენ. პირიქით ყოჩაღ რომ აცრილები არიან .ურთულესია , მითუმეტეს რომ ვერ მიდიხარ და ეხმარები, მაგრამეცადე ნერვებს არ აყვე. აუცილებლად გამოკეთდებიან მალე . სადღაც ვკითხულობდი სტატიას სტაციონარში მოხვედრის აცრილებსა და აუცრელებს შორის, კტს სურათებიც იყო და აი ნებისმიერის თვალი ნახავდა განსხვავებას .

Posted by: Elennee 13 Aug 2021, 09:51
გოგოებო, ეხლა მივდივარ ლიკასთან.
ეს კითხვები უნდა დავუსვა და თქვენც რამე თუ გაინტერესებთ დამატებით, დამიწერეთ ვკითხავ;
1. კუაგულოგრამა, დე დიმერი ან რამე სზვა ანალიზი ხომ არ მჭირდება წინასწარ;
2. ზოგს სიცხე აეწია 38 და ზემოთ აცრის მერე და ეგ რომ დამემართოს საშიში ხომ არაა ბავშვისთვის.
3. კანი ორსულების უმეტესობას გაღიზიამებული აქვს, თითს რო ვიდებ მიწითლდება და ნიშნავს თუ არა ეს ალერგიული ფონის მომატებას და მჭირდება თუ არა ალერგოლოგის კონსულტაცია.
4. თრომბოფილიის მქონე ორსული ყოლია თუ არა რომელიც უკვე აცრილია

Posted by: marikoo 13 Aug 2021, 10:38
Elennee
აუ გთხოვ კიდე ეს კითხე: ვისაც დ დიმერის პრობლემა ისედაც აქვს იმათთვის აცრა საშიშია?

Posted by: Elennee 13 Aug 2021, 10:40
marikoo
აი ველოდები და ვკითხავ ❤

ვაიმე ვერ ვსუნთქავ, ორი პირბადე და ფარი მიკეთია და სალაროსთან ვიღაც უნიღბო ქალი ჩამეხუტა რასაც ქვია

Posted by: takotatuli1989 13 Aug 2021, 11:13
nopiahopi
კი ბავშვი უკეთაა, სიცხე აღარ ქონია რა ვიცი იმედია აღარ ექნება.

მთელი ღამე ჰერა მესიზმრებოდა ცხადლივ, ვითომ სოსოსთან ვიყავით მე და ჩემი ქმარი კონსულტაციაზე და ჩემი ანამნეზი რო ნახა ასე მითხრა მე მგონი ჯობია ღუდუშაურში წახვიდეო და გამოვშტერდი, თქვენ რატომ ვერ მამშობაირებთთქო და მშობიარობაზე არაა კარგი მიხედვა ჭირდებათ ბავშვებსო, ვითომ ინტენსიურზე მიმანიშნა რა იქ ჯობიაო. ისე ცხადად ვნახე რო გავიღვიძე ძლივს გამოვერკვიე რო სიზმარი იყო biggrin.gif.

Posted by: klubnika 13 Aug 2021, 11:26
გოგოებო გუშინ არ გაჩერებულა ბავშვი
ღამე გადაირია ისეთ დღეში იყო
დილითად გამაღვიძა
29 კვირის ვარ , წეისთ ამ ვადაზე უმატებს ხო ხვანცალს ?
ექოსკოპიის გაკეთება მინდა : ((((((((((((((((((((
ყველა მეუბნება ახლა ჯერ ტესტის გაკეთებას აზრი არ აქვს არ გამოჩნდებაო
არადა ვფიქრობდი გავიკეთებ ტესტს და წავალ ექოზეთქო
მაგრამ ალბათ უსინდისობაა
ბინაზე რომ გამოვიძახო ნეტა სადმე რამე ნორმ ექო გეგულებათ ?

Posted by: narkozeli 13 Aug 2021, 11:50
dancing in the moonlight
QUOTE
შენც ხომ ფაიზერით აიცერი და არაფერი გამოვლინება არ გქონია ხომ? არც სიცხე არაფერი?


აცრის დღეს ჩვეულებრივად ვიყავი, აი აცრიდან მეორე დღეს ვიყავი სუსტად, მეძინებოდა ყველგან, ლამის საჭესთან ჩამეძინა. მერე საღამოს კუნთები და თავი ამტკივდა ძალიან და ნუროფენი დავლიე, მესამე დღიდან ისევ ჩვეულებრივად ვიყავი.


QUOTE
გაგუაში მიწევს 4ში აცრა


არ იღელვო, კარგ რამეს აკეთებ :*


lelukaa

ალბათ სწრაფი ტესტით შეუშვეს იმიტომ რომ ფიზიოლოგიურად გააჩინა ამ გოგომ



Sandra2209
QUOTE
ანუ გუშინ ჰქონდა ყველაზე რთული ეტაპი და უკვე გადალახა, ეხლა უფრო და უფრო უკეთ გახდება <3 <3narkozeli
თავიდან მეც გული დამწყდა, წინა მშობიარობაზე სულ ჩემთან იყო ჩემი ქმარიც, მაგრამ უსაფრთხოების მხრივ მგონი ეგრე სჯობს, ერთი ვინმე კორონიანი რომ მოხვდეს ბლოკში წარმოიდგინე რა მოხდება, მთელი სამშობიარო დაინფიცირდება.


კი დღეს ბევრად კარგადაა, ყვავილების დათესვის ხასიათზეა დილიდან ეზოში :დ კატეს პასუხებს ველოდებით დღეს, გუშინ გადაუღეს.

მართალია, რისკად არ ღირს მაგრამ გული დამწყდება რაღაცნაირად sad.gif ნეტა 1 წელში ისევ არაფერი შეიცვლება? sad.gif

margarita7

მართლა კიდევ კარგი თორემ სტაციონარს ვერ აცდებოდა გამორიცხულია.

marikoo

ხოო, ეგ დავწერე ზუსტად, ჯერ ჩემს მშობიარობამდე იქნება შეიცვალოს რამე, მეეჭვება მარა იქნება 2 თვეშიც შეიცვალოს :დ :*
* * *
klubnika

დღეს როგორ ხარ? მშობლები როგორ არიან?

QUOTE
ამ გაგუას თავს გავუტეხავ
ისეთები ილაპარაკა
ვაფშე ჭკუიდან შევიშალე
აღარ ვიტყვი ახლა აქ თქვენც არ დაგსტრესავთ


ვერ გეტყვი რომ გამაკვირვებ მარა მაინტერესებს კიდე რა თქვა :დ აქ თუარა პმ-ში მომწერე biggrin.gif

მზე
QUOTE
სრულად აცრილი უკვე 218 ათასია


და 800 000-მდე ერთი დოზით, სექტემბრისთვის იქნებ 1 მილიონზე ავიდეთ

emiblack
დღეს მე-9 დღეა, უკეთესადაც არის დედა და მეც მომეშვა ცოტა გულზე. ეხლა მთავარია კატეს პასუხიც კარგი მოვიდეს და არ ვიდარდებ, მეცოდინება რომ დაამარცხა love.gif

* * *
1. 20 აგვისტო - tatashka555 - გოგო
2. 7 სექტემბერი kus@kusa@-ბიჭი
3. 8 სექტემბერი - Sandra2209 - გოგო
4. 21 სექტემბერი - Redial - ბიჭი
5. 21 სექტემბერი - chogo - გოგო
6. 23 სექტემბერი - mamuka92 - ბიჭი
7. 30 სექტემბერი - PoisonnIvy - ბიჭი
8. 1 ოქტომბერი - marikoo - ბიჭი
9. 2 ოქტომბერი - Nnia - ბიჭი
10. 3 ოქტომბერი - Clue - გოგო
11. 23 ოქტომბერი - klubnika - ბიჭი
12. 2 ნოემბერი- any_body-უცნობი
13. 20 ნოემბერი - takotatuli1989 - გოგო და ბიჭი
14. 25 ნოემბერი- Elennee- ბიჭი
15. 11დეკემბერი-Kandinskaia-გოგო
16. 17 თებერვალი- dancing in the moonlight-უცნობი

Posted by: Elennee 13 Aug 2021, 12:02
გოგოებო ვიყავი ლიკასთან. არანაირი ანალიზი არ გჭირდებაო, ვის აინტერესებს საერთოდ დე დიმერიო, შენ ეხლა არცერთ შემთხვევაში დე დიმერი წესრიგში არ გექნება, მაგიტომაც არ გაკეთებინებო, ისედაც იღებ კლექსანს და ეგ საკმარისიაო.
რაც შეეხება კანი რომ მაქვს გაღიზიანებული და ფრაქსიპარინზე ალერგიასავით მქონდა - კულუმბეგოვს მივწერე და ჯერ ალერგოლოგი ნახე და მერე აიცერიო sad.gif თვითონ მგონი შვებულებაშია და ხო არ გეგულებათ ვინმე კარგი ალერგოლოგი ხუთშაბათამდე რომ მოვასწრო მისვლა?
* * *
ბავშვი დიდიაო და ცომეული, ნაყინი და ხილი 8-ის მერე არ ჭამოო, ანუ რასაც ვჭამ ძირითადად ის ამიკრძალა :დ

Posted by: NatiaGull 13 Aug 2021, 12:05
narkozeli
გვანც, ეხლა წავიკითხე შენი ამბავი. როგორ არიან ? ❤
ერთი სული მაქვს როდის გავიკეთრბ მეორე დოზას რომ ცოტა მშვიდად ვიყო, რით ვერ მოვიშორეთ ეს ჯადო ვირუსი რააა

Posted by: margarita7 13 Aug 2021, 12:07

Elennee

კი, თინიკო გიგაური, არაჩვეულებრივი ალერგოლოგია და თან ძალიან კარგი ადამიანი. წერეთელზე, ჯანმრთელი მომავალი ქვია კლინიკას. პირადი გამოცდილებით გირჩევ, დედაც მასთან დადის და მთელი ჩვენი ოჯახი, დეიდაშვილები, მათი ბავშვები და ა.შ

Posted by: narkozeli 13 Aug 2021, 12:08
NatiaGull

დღეს უკეთ არიან ნათი, დედაჩემიც მოყოჩაღდა და მგონი გადავრჩით, აი მოვა ალბათ პასუხები წუთი-წუთზე და თუ კარგი პასუხები იქნება ამოვისუნთქებ

როდის გიწევს შენ მეორე დოზა?

26-ში დავრეგისტრირდი მე

Posted by: PoisonnIvy 13 Aug 2021, 12:11
Elennee
ელე, კანი როგორ გაქვს გაღიზიანებული?
მე ძალიან ჩამიმაგრდა და ქავილი მაწუხებს მაგ ადგილებში და ნეტა ეს ალერგიად ითვლება?

Posted by: lelukaa 13 Aug 2021, 12:20
Elennee
რა ვადის ხარ და რამხელა ბავშვი?
20 კვირაზე ეხოზე თამარმა მითხრა კვება აკონტროლე დიდია ბავშვიო და მაშინ გამოდიოდა უნდა მეშიმშილა, ისედაც თითზე თამოსათვლელ რამეებს ვჭამდი.

Posted by: klubnika 13 Aug 2021, 12:23
narkozeli
QUOTE
დღეს როგორ ხარ? მშობლები როგორ არიან?

მშობლებს არ აქვთ არაფერი სიმპტომი არც მე
პროსტა ბავშვი დარბის და ვნერბიულობ
29 კვირის ვარ და უმატებს ნელ ნელა ?
ჩემი ქმარი წევს რესპუბლიკურში და ანალიზები კარგი აქვს
პმ მოგწერ კიდე ვინმე არ დაისტრესოს მაგის გამო ვისაც არ უნახავს

Posted by: narkozeli 13 Aug 2021, 12:24
Elennee
lelukaa

მეც იგივე პრობლემა მქონდა, პლიუს 26 კვირაზე გესტაციურ დიაბეტზე რომ გავიკეთე ანალიზი, მომატებული მქონდა. არადა გაჩხიკული 50 კილო ვიყავი ორსულობაში და ბავშვი იყო დიდი. მერე შეძლებისდაგვარად შევზღუდე ტკბილები. რავიცი 38 კილოზე 3 კილო გავაჩინე, არადა მაშინებდნენ გოლიათიაო :დ
* * *
klubnika
QUOTE
პროსტა ბავშვი დარბის და ვნერბიულობ
29 კვირის ვარ და უმატებს ნელ ნელა ?


უმატებს და მერე როგორ love.gif ნორმალურია ბავშვის გააქტიურება/


ქმარს მალე გამოჯანმრთელება

Posted by: Redial 13 Aug 2021, 12:36
გოგოებო ავიცერი მეც ,
არ მაქვს არაფერი რექაცია ოდნავ მხრის ტკივილის გარდა. ჯერ -ჯერობით ყველაფერი ნორმ smile.gif)
მაქსიმუმ 4 დღე შეიძლება რამე რეაქცია იყოსო ეგეც ძაან მაქსიმუმი. 48 საათი ითვლება ისე რეაქციისთვის

Posted by: Clue 13 Aug 2021, 12:44
Elennee
დ დიმერი კი იმატებს ორსულობაში, მაგრამ ყოველ ტრიმესტრს თავისი მინ და მაქს ფარგლები აქვს, ცოტა ეგ პასუხი არ მომეწონა რა, მაგრამ კლექსანი კი არის კარგი თავის დაზღვევა.
უწყვეტად ვიკეთებ აგერ უკვე 7 თვეზე მეტია ფრაქსიპარინს, 5 თვისამ გადავიტანე კოვიდი, მიუხედავად ფრაქსიპარინის უწყვეტობისა მაინც გახდა საჭირო დოზის მომატება რამდენიმე დღე (პლაცენტა არ ატარებდა სისხლს საჭირო რაოდენობით და მცირე ჰიპოქსიაც მქონდა, მცირე იმიტომ რომ ფაქტს დროულად წავასწარით, თორემ არ იქნებოდა კაი ამბავი), ახლა დარეგულირდა, მაგრამ ეს ყველაფერი ანალიზების და ეხოს დიდი მეთვალყურეობით მოხდა...
ამით იმის თქმა მინდა რომ აცრამდე და აცრის მერე მონაცემები სულ უნდა შემოწმდეს და დიდი ყურადღება დაეთმოს სხვაობის მართვას
* * *
klubnika
მეც ჩამიგდე ლინკი, არ მსტრესავს ეგეთები
შენ ნუ ნერვიულობ, ხან აქტიური იქნება ხან მშვიდი, 2 დღეში ხო მიხვალ ეხოზე და ნახავ, 2 დღე მგონი რომ არაფერს დააშავებს, ისე ყავას ხო არ სვამ ან რამე ეგეთს რომ აფხიზლებს ბავშვს? ჩემიც კაი აქტიურია ისე, უბრალოდ ცელქიაო ბოლო ეხოზე ტატიშვილმაც და ჭიღლაძემაც
გამოძახებით ეხოს მე ვაპირებდი კოვიდი რომ მქონდა და ვიღაც ტიპი კი ისერჩება, მაგრამ ჩემი თავი დავინდე, ახლა იმას თავის კომპაქტურ აპარატში რამე ნი ტო მოსჩვენებოდა ტყუილად უნდა მენერვიულა, არ მქონდა არაპროფესიონალების (შეიძლება პროფესიონალიც არის, არ ვიცი) პროფესორობის ნერვი და სწორად მოვიქეცი რა

Posted by: Elennee 13 Aug 2021, 13:02
margarita7
მადლობა, ჩავეწერები ორშაბათისთვის ❤PoisonnIvy
მარტო მუცელზე არა, იღლიის მიდამოებში მაფხანიებს და მიწითკდება, ფეხზეც, ხელზეც, ყველგან მოკლედ, დღე არ გავა რომ რამე ადგილას არ ამაფხანიოს და გამიწითლდეს, მაგრამ სულ რამდენიმე წუთი გრძელდება.
lelukaa
narkozeli
დღეს გავხდი 25 კვირის, 4 დღის წინ ვიყავი ექოზე და 806 გრამი დამიწერა, ხაჭვანმაც მითხრა დიდი ბავშვიაი

Posted by: dancing in the moonlight 13 Aug 2021, 13:07
Redial
კარგია smile.gif))

narkozeli
რომ არა ორსულობა ,აქამდე კაი ხნის წინ ავიცრებოდი ,იმედი მაქვს ,რომ მეც არმექნება ისეთი არაფერი უკუჩვენება :**
* * *
გეპეის მეექვსე კორპუსში რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი დღეიდან აცრა ,მაგრამ მაინც მგონია ხალხმრავლობა იქნება და ჩაწერით უფრო მოსახერხებელია .
ისე ბევრი ხალხია ხოლმე მაინც კლინიკებში ,ვინც ჩაწერით მიდიხართ ? მომლოდინეთა დარბაზში რამდენ კაცს უშვებენ ერთად ?

Posted by: lelukaa 13 Aug 2021, 13:13
narkozeli
QUOTE
26 კვირაზე გესტაციურ დიაბეტზე რომ გავიკეთე ანალიზი,

ესეც ნორმაში მქონდა საბედნიეროდ.
არადა ბავშვის სიდიდის გამო მქონდა ეჭვი მაინც.

Elennee
26 კვირაზე ჩემი 1260გ იყო.
ორშაბათს მივდივარ ეხოზე და ალბათ მეც ამომაკერინებენ პირს. საკეისროს რო არ ვიკეთებდი კი ვიქნებოდი სრულ პანიკაში უკვე, თუმცა ეხლა მშვიდად ვარ, 4300 ნიკოლოზაც იყო და ამას ნაკლებს არც ველოდები smile.gif)
დღეს გავხდი 30ის და ორსულობის დადგომიდან 6,7კგ მაქვს მომატებული არადა.


* * *
ჩემი ბაია განახოთ 26 კვირაზე, ვუყურებ და მაინც არ მჯერა გეფიცებით smile.gif)

Posted by: dancing in the moonlight 13 Aug 2021, 13:17
lelukaa
ბასასუნა ,როგორი კარგი სურათია love.gif

Posted by: Elennee 13 Aug 2021, 13:17
lelukaa
ვაიმე ძალიან ლამაზია !! ❤❤ პატარა ადამიანი. საკეისროს არ ვგეგმავ და მაგიტომ უფრო ავფირიაქი, არადა ტკბიკს დიდად არ ვეტანები, მხოლოდ ნაყინი ხანდახან და მაგასაც ამოვიღებ.. აი ცომს ვერ ველევი და კვირაში ერთხელ გადავწყვიტე ვჭამო :დ

Posted by: narkozeli 13 Aug 2021, 13:17
Elennee
QUOTE
დღეს გავხდი 25 კვირის, 4 დღის წინ ვიყავი ექოზე და 806 გრამი დამიწერა, ხაჭვანმაც მითხრა დიდი ბავშვიაი


არადა ძაან კაი წონაა, ნორმალურია,არც დიდია, არც პატარა.

dancing in the moonlight

ხოო, მეც ორსულობამდე მინდა მოვასწრო მარა რომ ვერ მომესწრო, ორსული ავიცრებოდი


lelukaa
QUOTE
26 კვირაზე ჩემი 1260გ იყო.


28 კვირაზე იყო ჩემი 1300. ძაან კარგი რომ ყველაფერი წესრიგშია.

QUOTE
დღეს გავხდი 30ის და ორსულობის დადგომიდან 6,7კგ მაქვს მომატებული არადა.


გადასარევად მიყვები, 10 კილოს არ აცდები სავარაუდოდ ^_^

Posted by: Elennee 13 Aug 2021, 13:21
Clue
დოზა განმისაზღვრა რაღაც ანალიზით ანტი x ფაქტორის კვლევა ერქვა და სხვა არაფერ ანალიზს არ მაკეთებინებს. რა ვიცი..

Posted by: margarita7 13 Aug 2021, 13:23
კლინიკაში დავრეკე დღესაც, კიდე შევეკითხე ანალიზი რამე თუ უნდა ორსულსთქო და არაო.
მე-14 კვირიდან ყველას რეკომენდაციას ვაძლევთ რომ აიცრანო.

Posted by: lelukaa 13 Aug 2021, 13:25
dancing in the moonlight
ჰოო, აი მგონია შევეხები და მოვეფერები smile.gif)

Elennee
უჰ, ჭამა რომ შემეძლოს გემრიელად ალბათ პურს ვერ შეველეოდი ვერაფრით, ვაფრენ პურზე. უბრალოდ ეხლა ძაან ცუდად მხდის და
თითქმის არ ვჭამ. იშვითად და მხოლოდ მზეთამზეს ჭვავს.
მე მაინც მგონია რომ ძაან კარგი წონა აქვს შენ ბაიას და ძაან სიმკაცრეც არაა ჯერ კვებაში საჭირო.

narkozeli
QUOTE
გადასარევად მიყვები, 10 კილოს არ აცდები სავარაუდოდ ^_^

ნეტა ეგრე იყოს, წინა ორსულობის ფონზე ეხლა 15 ზეც რომ ავიდე ვიქნები უკმაყოფილესი smile.gif

Posted by: narkozeli 13 Aug 2021, 13:28
lelukaa

ვაიმე ძაან ლამაზია love.gif რაღაცით ჩემს ბიჭს მივასგავსე ♡
* * *


ესეთი იყო 26 კვირაზე love.gif
* * *
QUOTE
ნეტა ეგრე იყოს, წინა ორსულობის ფონზე ეხლა 15 ზეც რომ ავიდე ვიქნები უკმაყოფილესი


მე ეხლა ვარ მომატებული და როგორ მინდოდა ორსულობამდე დავბრუნებოდი ჩემს წონას. ( 3-4 კგ მინდა ძალიან. სამშაბათს ენდოკრინოლოგთან მივიდვარ საპროფილაქტიკოდ

Posted by: lelukaa 13 Aug 2021, 13:46
narkozeli
QUOTE
ესეთი იყო 26 კვირაზე 

უაიმე ♥️
სასწაულია აბა რა არის?
ასეთი მინდა თუნდაც 10, ოღონდ უკვე გაჩენილი, სქესსაც არ აქვა მნიშვნელობა smile.gif)
რომ დაიბადა ისეთი იყო როგორც ფოტოებში?
ლანას მდე და მერე ფოტოება ვნახულობდი გუშინ, შოკისმომგვრელი მსგავსებებია smile.gif

Posted by: Elennee 13 Aug 2021, 13:50
narkozeli
მართლა სასწაულია ❤

Posted by: marimmariami 13 Aug 2021, 13:50
Clue
მედიქეაში დადიხარ ეოგორც მახსოვს და ჟანგბადი რომ არ მიწოდებოდა რამაზმა ექოსკოპიის დროს გითხრა? მეც ძალიან მაინტერესებს და რამე დამატებითი კვლევაა თუ ყველა ვარიანტში შეამოწმებს სამშაბათს მიწევს მისვლა.
ფრაქსიპარინი ახლა ვიკითხე ჯიპისიში და არარაა ქსელშიო და არც იგეგმება დროებით მიღებაო sad.gif

Posted by: narkozeli 13 Aug 2021, 14:20
lelukaa
QUOTE
სასწაულია აბა რა არის?


ნამდვილად ♡

QUOTE
რომ დაიბადა ისეთი იყო როგორც ფოტოებში?


კი,ზუსტად ასეთი და პლიუს ხელიც სულ ასე ქონდა ხოლმე ახალდაბადებულს love.gif

10-ის რა გითხრა და მეორე მინდა უკვე ძალიან user.gif ვაჩეს აღუობის ნივთებს ცოცხალი თავით არ ვინახავ, კარადაში და კომოდებში მაქვს შელაგებული ისე თითქოს ველოდები უკვე მეორეს biggrin.gif



Elennee

♡♡♡


ეს ფოტო უხდება ჩვენს თემას
user posted image

Posted by: Clue 13 Aug 2021, 14:59
marimmariami
კი რამაზმა მითხრა ეხოზე, ამოწმებს პლაცენტის სამივე სისხლძარღვის ფუნქციონირებას, ისე მეც გავუმახვილე ყურადღება რომ ცოტა აქტიური მეჩვენება ბავშვი თქო და აი ზედმიწევნით დაათვალიერა- გაზომა, მაგრამ ისედაც ძალიან ყურადღებით სინჯავს ხოლმე.
სხვა არაფერი ანალიზი, ნუ კუაგულოგრამა და დ დიმერს ყოველ მისვლაზე ვიკეთებ ლამის.
* * *
ეს ყველფერი დამეწყო კორონას მოხდიდან 1 -1,5 თვის მერე, ეგრევე არა და მე კორონასთან დავლინკე. მოკლედ, შენც რომ მოხდილი გაქვს მაინც დამატებით ყურადღება მიაქციე

Posted by: NatiaGull 13 Aug 2021, 15:38
Redial
მეც მარტო მხარი მაწუხებდა მსუბუქად, გილოცავ :*

narkozeli
გოგო 1 სექტემბერს ვიკეთებ, ოჯახში ყველა გადმოვიბირე მამაჩემის და დედამთილის გარდა, არ იკეთებენ ცოცხალი თავით :/

Posted by: Elennee 13 Aug 2021, 16:37
აბტიგლობულინ ე - ეს ანალიზი გაგიკეთებიათ ვიბმეს? ალერგიული ფონი გაქვს თუ არა ზიგადად მაგას საზღვრავსო და აცრის წინ გაიკეთეო

Posted by: marimmariami 13 Aug 2021, 16:44
Clue
ანალიზებს მეც სულ ვაბარებ, 16 კვირაზე ვკითხე სისხლის მიმოქცევაზე და ჯერ ადრეა შემდეგი ვიზიტებიდან ხდება დაკვირვებაო. სამშაბათს მივდივარ და შევახსენებ მაინც.

Posted by: მზე 13 Aug 2021, 17:10
narkozeli
QUOTE
და 800 000-მდე ერთი დოზით, სექტემბრისთვის იქნებ 1 მილიონზე ავიდეთ

ამ ტემპით წესით უნდა ავიდეთ <3

QUOTE
მართალია, რისკად არ ღირს მაგრამ გული დამწყდება რაღაცნაირად  ნეტა 1 წელში ისევ არაფერი შეიცვლება?
მეც მასე ვარ sad.gif

Posted by: Nnia 13 Aug 2021, 18:11
Elennee
ეგ ანალიზი ალერგოლოგმა გითხრა თუ გინეკოლოგმა?

Posted by: any_body 13 Aug 2021, 19:40
narkozeli
დღეს ვიყავი ექოზე, 28 კვირის ვარ და 1300 გრამია biggrin.gif

გვასალიათან ისეთი ამბავი იყო, ცოცხლი როგით 2 საათში შევედი ძლიივს

Posted by: marikoo 14 Aug 2021, 07:48
any_body
ეგ ძაან ბევრი არაა?

ჩემი 31 კვირაზე 1550 გრამი იყო. წინა ეხოებზე უსწრებდა ზომას მარა მერე პურის და ცომეულის ჭამა შევწყვიტე ნაყინსაც ძაან იშვიათად ვჭამ, ექიმს რო ვკითხე ეგენი არაფერში არ მჭირდებაო მარა თან ვნერვიულობ ხოარ ვაკლებთქო sad.gif
* * *
აუ გოგოებო წარმოდგენა არ მაქ მშობიარობის დროს რა როგორ ხდება, ერთი ის ვიცი ბავშვი საიდან იბადება და რანაირად როგორ არ ვიცი ხოდა რას მირჩევთ ასე ვიყო თუ რამენაირად უნდა მოვემზადო? რამე ვიდეოებს ვუყურო?

Posted by: klubnika 14 Aug 2021, 09:16
marikoo
QUOTE
რას მირჩევთ ასე ვიყო თუ რამენაირად უნდა მოვემზადო? რამე ვიდეოებს ვუყურო

მოიცა შენი ჭირიმე არაფერს უყურო
არ გაგიჟდე
რამდენჯერაც ყურება გადავწყვიტე იმდენჯერ გამისკდა გული
გოგოები დაგაკვალიანებენ

Posted by: Clue 14 Aug 2021, 09:25
marikoo
მე საკეისროს ოპერაციებსაც კი ვუყურე)) რაც შემომხვდა ყველაფერს დეტალებში, მირჩევნია სრულად ინფორმირებული ვიყო რასთან მაქვს საქმე, თუ დაგსტეესავს გაეშვი, ისე არის ფიზიოლოგიურისთვის მოსამზადებლად ვარჯიშები და იოგაც

Posted by: Sandra2209 14 Aug 2021, 09:25
marikoo
https://youtu.be/DVOP-ob4ZXA
მე ამ ქალის ვიდეოები მომწონს ძალიან

Posted by: any_body 14 Aug 2021, 10:00
marikoo
ერთი კვირით უსწრებსო, წინა პერიოდებშიც სულ მეტი იყო წონა.
კვებით ისედაც ვუწყობ ხელს, ქრონიკული ჰიპერტენზიაც მაქვს და ისედაც დიეტა მიწევს.


Posted by: Elennee 14 Aug 2021, 10:22
marikoo
გააჩნია როგორი ტიპი ხარ, თუ დაგსტრესავს, არ უყურო.
მე მირჩევნია ვიცოდე რასთან მაქვს საქმე და ყველა ვიდეო ვნახე მგონი, დიდად არც უმოქმედია ისე.. ცოტა ხანში ვაპირებ გაჭინთვების ვიდეოინსტრუქციებს ჩავუჯდე

Posted by: lelukaa 14 Aug 2021, 11:31
marikoo
არაფერსაც არ უყურო, ბებია ქალს და მეანს დაუჯერე და ყველაფერი კარგად იქნება. ძირითადად ძაან კარგად გიხსნიან როდის როგორ ისუნთქო და გაიჭინთო.

klubnika
როგორ ხარ აბა, იმედია არაფერი გამოგივლინდა. მეუღლე როგორაა?

any_body
მგონი რო ძაან კაი წონაა მაგ ვადაზე. ჩემი 1260გ რო იყო 26 კვირაზე ჩამიწერეა შეესაბამება 28 კვირის ორსულობასო.

ანტირეზუსული გავიკეთე და რაღაცნაირად მშვიდად ვარ. ეტლიც ვიყიდე, ვითომ არ ვაპირებდი ჯერ, მაგრამ რაოდენობაში აღარ ჰქონდათ ბევრი და ბარემ ავიღე მერე გული რომ არ დამეყვეტოდა smile.gif

Posted by: marishkamariami 14 Aug 2021, 11:54
გოგოებო როგორ ხართ? არ ვარ აქტიური წევრი,მაგრამ პერიოდულად ვკითხულობ ხოლმე თქვენს ამბებს.

Posted by: marikoo 14 Aug 2021, 11:56
lelukaa
Elennee
any_body
Sandra2209
Clue
klubnika
პანიკაში ჩავარდნა ვიციხოლმე და ყურების მეშინია biggrin.gif რამე კომპიუტერული ანიმაციური ვიდეოები თუა მაგისი არ შემეშინდება.

მეანს მოვუსმინო და დავუჯერო ჯობია ალბათ. ჯერ ისიც არ ვიცი საკეისრო მიწევს თუარა, შემდეგ კვირაში გავიგებ
* * *
lelukaa
QUOTE
ეტლიც ვიყიდე, ვითომ არ ვაპირებდი ჯერ, მაგრამ რაოდენობაში აღარ ჰქონდათ ბევრი და ბარემ ავიღე მერე გული რომ არ დამეყვეტოდა

ანექსი იყიდე? ახალი მოდელი რო გამოვიდა ეგ იყიდე? თუ ჯერ არ შემოუტანიათ?
* * *
ეხლა გავიკეთე აცრა, 1 საათის წინ. ვინც წინა დღეებში გაიკეთეთ როგორ ხართ? გაწუხებთ რამე?

Posted by: any_body 14 Aug 2021, 12:07
lelukaa
მეგობარია ჩემი გინეკოლოგი და იმან მითხრა, ძალიან ხაირად ცდომაა წონის, არაფრრი სანერვიულო არ არისო.
მეც არხეინად ვარ.
რომელი ეტლი იყიდე?
იმდენი ვნახე და ისე დავიბენი :/
* * *
marikoo
მაშინ არ უყურო თუ გსტრესავს, რაღაც კურსების მსგავსი არის ისე იუთუბზე და ეგეთები მოძებნე, ხსნიან და გამზადებენ ფსიქოლოგიურად.

Posted by: lelukaa 14 Aug 2021, 12:18
marikoo
პირველზე არაფერი რომ არ ვიცოდი იმიტომაც შევედი ბლოკში არხეინად და 4300 ისე გამაჩენინეს 1 ნაკერი არ მქონია. ეხლა მაქვს პანიკა, რაც უფრო ახლობდება ოქტომბერი მით უფრო მიტევს sad.gif

QUOTE
ეხლა გავიკეთე აცრა, 1 საათის წინ. ვინც წინა დღეებში გაიკეთეთ როგორ ხართ? გაწუხებთ რამე?

რა ყოჩაღი გოგო ხარ, ძაანაც კარგად იქნები ♥️

marikoo
any_body
ანექსი ვიყიდე კიი, და ძაან კმაყოფილი ვატ არჩევანით. მწვანესა და ტოფის შორის საბოლოოდ ტოფი ვარჩიე, გუდვილის ფილიალში შალითა არ ჰქონდათ თორე ეგეც მონდოდა ბარემ, ველოდები მომწერონ სად აქვთ.

ახალი ანექსი რომელია? გონდოლიანი არ მონდოდა. არ მომწონს ეგენი. მწვანე და ტოფი, რაც აქ აქვთ არის 2021 წლის მოდელები, 17 კგ ზეა გათვლილიო და უკნიდან ე.წ. “ფორთოჩკაც” ძაან გემრიელი აქვს, ძველი მოდელები 15 კილოზეაო და ეს საჰაერო არ ჰქონდათ საერთოდ.

Posted by: NINA33 14 Aug 2021, 12:38
takotatuli1989

როგორ ხარ ? ტყუპიკოები როგორ არიან? 2kiss.gif

Posted by: Sandra2209 14 Aug 2021, 12:39
marikoo
არა, ეს უბრალოდ ბებიაქალი ხსნის რა ეტაპებია მშობიარობის და ა. შ., მე პირადად ამ ქალის ვიდეოები ძალიან დამეხმარა, მშვიდად ვიყავი ძალიან.
ისედაც რა საჭიროა თვითონ მშობიარობის ვიდეოს ყურება, შენ მაგ ყველაფერს ვერ ხედავ და არც გჭირდება რომ ხედავდე.
* * *
marikoo
ოდნავ მტკიოდა ნანემსარი მეტი არაფერი, შენ როგორ ხარ?

Posted by: marikoo 14 Aug 2021, 13:57
lelukaa

ეხლა რაღა გაპანიკებს? წინამ თუ კარგად ჩაიარა ეხლა რა უნდა მოხდეს
QUOTE
მწვანე და ტოფი, რაც აქ აქვთ არის 2021 წლის მოდელები, 17 კგ ზეა გათვლილიო და უკნიდან ე.წ. “ფორთოჩკაც” ძაან გემრიელი აქვს, ძველი მოდელები 15 კილოზეაო და ეს საჰაერო არ ჰქონდათ საერთოდ.


მე რო ვიყიდე 1 კვირის მერე დადეს ნიუსი ჩამოგვაქვსო ახალი მოდელიო sad.gif ძაან გული დამწყდა. იმედია ახალი ბევრად ძვირი ღირს biggrin.gif biggrin.gif


Sandra2209
უი კაია ეგ მაწყობს, ჩავუჯდები მაგ ვიდეოებს.

მე ხელი ცოტათი ამტკივდა ეხლა, ზემოთ რო ვწევ მაშინ ოღონდ.

Posted by: narkozeli 14 Aug 2021, 14:10
NatiaGull
QUOTE
გოგო 1 სექტემბერს ვიკეთებ, ოჯახში ყველა გადმოვიბირე მამაჩემის და დედამთილის გარდა, არ იკეთებენ ცოცხალი თავით :/


მამა და დედამთილი მძიმე არტილერია ყოფილა biggrin.gif


დედაჩემს კატეს კარგი პასუხები მოუვიდა, ფილტვის დაზიანება მხოლოდ 4 ქულითაა. მოკლედ ფაქტია აცრა მუშაობს მაინც.


მზე
შენ რა ეტაპზე ხარ ეხლა? ორსულობის დაგეგმვაში მგონი ხო?

any_body
QUOTE
დღეს ვიყავი ექოზე, 28 კვირის ვარ და 1300 გრამია


ბუთქუ love.gif




marikoo
QUOTE
ეგ ძაან ბევრი არაა?


არაა ბევრი, მე კი დამაპანიკეს მაშინ მარა ფაქტია 38 კვირაზე 3 კილო გავაჩინე biggrin.gif

marikoo
QUOTE
აუ გოგოებო წარმოდგენა არ მაქ მშობიარობის დროს რა როგორ ხდება, ერთი ის ვიცი ბავშვი საიდან იბადება და რანაირად როგორ არ ვიცი ხოდა რას მირჩევთ ასე ვიყო თუ რამენაირად უნდა მოვემზადო? რამე ვიდეოებს ვუყურო?


იუთუბზე არის ვიდეოები მარა ზოგი ისეთია გული შეგიღონდება, ფრთხილად შეარჩიე givi.gif მე რადგან ქმარს ვისწრებდი მაგისთვის ვარჩევდი რომ დაახლოებით მაინც წარმოდგენა ქონოდა და შოკი არ მიეღო biggrin.gif
მარა რეალურად ჩემი მშობიარობა ნამდვილად არ იყო მასეთი, რა ვიდეობიც ვნახეთ givi.gif წივილ-კივილი არ ყოფილა ჩემს შემთხვევაში. ძაან მშვიდად მიდიოდა პროცესი, ვლაპარაკობდით ჩვეულებრივად. თავიდან ჩვეულებრივ საწოლზე ვიწექი, გაუტკივარება მედგა და ფილმს ვუყურებდით და თან ტელეფონზე ვმესიჯობდი. პერიოდულად ბებიაქალი შემოდიოდა და ეკრანზე ამოწმებდა რა ინტენსივობით მტკიოდა. მერე მაჩვენა აი ეხლა 10დან 9 ბალით გტკივაო, მე კიდე ამ დროს რაღაცაზე სიცილით ვკვდებოდი იმდენად ვერ ვგრძნობდი ვერაფერს. მერე უცებ მოიცა მოიცა ჭინთვები იწყებაო (დაეწერა რაღაც ეკრანზე) და ეს ჩვეულებრივი საწოლი უცებ საიდანღაც ფეხები გამოწიეს და გადააქციეს დაახლოებით გინეკოლოგიურ სკამად. ეხლა აქ შეაწყე ფეხები და როცა გეტყვი მიაწექიო. დანარჩენი კი ხვდები ალბათ რომ დიდი ძალა გჭირდება ძაან. არაა ისე რო აი ჭინთვები მარტივი იყოს, მთელი ძალით ვაწვებოდი რასაც ქვია. აი მაგ დროს ვთხოვე ნიკას იქით დაჯექი ტახტზეთქო, არ იყო მთლად ესთეტიური პროცესი givi.gif მერე კი გამოძვრა ჩემი თეთრი ბიჭი და ისევ ჩვეულებრივად დავწექი.


* * *
klubnika
QUOTE
მოიცა შენი ჭირიმე არაფერს უყურო


თუ არ უყურებთ, მშობიარობის მოგონებები მაინც წაიკითხეთ ჩემი რჩევაა.

ბევრი მერე იქ მშობიარობის დროს ვარდება პანიკაში და ჩემი აზრით ჯობია რომ ადამიანმა იცოდეს დაახლოებით რა ელოდება biggrin.gif

ფიზიოზეც და საკეისროზეც.

Sandra2209

მაშინ მგონი შენ დამილინკე ამ ქალის ვიდეოები და ფეივორითებში მაქვს.
მე ჩაჩავას მშობელთა სკოლაშიც ხო დავდიოდი და იქაც გვასწავლეს სუნთქვითი ვარჯიშები და ამბები მარა უშუალოდ პროცესში ნახევარზე მეტი არ გამახსენდა biggrin.gif

lelukaa

გილოცავ, ანტირეზუსგლობულინსაც და ეტლიც მშვიდობაში :*

marishkamariami

სიაში არ გინდა დამატება? chups.gif

* * *
lelukaa
QUOTE
ძველი მოდელები 15 კილოზეაო და ეს საჰაერო არ ჰქონდათ საერთოდ


ეს ზუსტად გახსოვს? უფრო მეტი მახსოვდა.

სადაცაა კი გახდება ჩემი შვილი 15 კილო და დღემდე ყველგან კალიასკით დამყავს, რო ვერ ჩავატიო ხო გამისკდა გული რა მეშველება არ ვიცი მაგის გარეშე :შ მე მახსოვს იოიოს და ანექსს ერთი და იგივე წონაზე ქონდათ გათვლილი და რატომღაც 20 კილომდე მახსოვდა.

Posted by: Sandra2209 14 Aug 2021, 14:38
narkozeli
კიი მგონი მე დაგილინკე biggrin.gif აუ ასე დეტალებში როგორ გახსოვს? მე საერთოდ გონებიდან მაქვს ყველაფერი წაშლილი, უბრალოდ მახსოვს რომ ძაან მარტივი იყო, ეგ კი არა პალატებს რომ ვათვალიერებ საერთოდ ვერ ვხვდები მე რომელში ვიწექი იმდენად არაფერი მახსოვს biggrin.gif

Posted by: narkozeli 14 Aug 2021, 14:41
Sandra2209

იმდენჯერ მაქვს მოყოლილი, დამამახსოვრდა biggrin.gif

აი ბავშვზე კი მგონია უკვე დამავიწყდა რაღაცეები :დ

Posted by: lelukaa 14 Aug 2021, 14:49
narkozeli
მადლობაა :*

QUOTE
ეს ზუსტად გახსოვს?

ზუსტად მახსოვს რომ ეგრე მითხრა, თუმცა ეხლა გადავამოწმე ანექს ეარ იქსი 2021ის და ბებიბიზენ იოიო 2 ის მონაცემები და 22 კილო უწერია ორივეს, გამიხარდა ძაან smile.gif

Posted by: Sandra2209 14 Aug 2021, 14:58
narkozeli
ეგ ხო საერთოდ, არაფერი მახსოვს biggrin.gif ნეტა როგორ ახსოვთ ხოლმე 20-30 წლის წინ რას აჭმევდნენ ბავშვს და ა.შ. რომ იციან ხოლმე თქმა.

Posted by: marikoo 14 Aug 2021, 15:29
narkozeli

ეე ძაან კაია გილოცავ დედიკოს ამბებს. აბა თან უკვე იმდენი დღე გავიდა სანერვიულოც აღარაფერი გაქვს
QUOTE
მე რადგან ქმარს ვისწრებდი მაგისთვის ვარჩევდი რომ დაახლოებით მაინც წარმოდგენა ქონოდა და შოკი არ მიეღო

ხოდა მეც ვფიქრობ ჩემ გვერდით მეყოლება როარ ვაყურებინო ეგ ამბები biggrin.gif

რა კაია ნეა მეც მასე მშვიდად ვიყო. გამაყუჩებელი რო გაიკეთე თავიდანვე მაგიტო ალბათ ხო?

კიდე რა მაინტერესებს, ასე მითხრეს ბავშვს რო დაინახავ არ შეგეშინდესო ლურჯი იქნება, დასვრილი და დასიებულიო და შენი სიტყვები გამახსენდა თეთრი ფითქინა რო დავინახეო biggrin.gif ხოდა რა ხდება ზოგი ლურჯია ზოგი არა?
* * *
Sandra2209
QUOTE
ეგ ხო საერთოდ, არაფერი მახსოვს  ნეტა როგორ ახსოვთ ხოლმე 20-30 წლის წინ რას აჭმევდნენ ბავშვს და ა.შ. რომ იციან ხოლმე თქმა.

დედაჩემს ახსოვს რო კითხო მარა სუ სხვადასხვა რაღაცას მეუბნებახოლმე lol.gif

Posted by: marishkamariami 14 Aug 2021, 15:33
narkozeli
კი,სიამოვნებით ჩავემატები სიაში
* * *
თავიდან გადავხედე ჩემ დაწერილს და არ დაწერილა ბოლომდე sad.gif აცრასთად დაკავშირებით მაინტერესებს თქვენ აზრი? ძაან დაბნეული ვარ ვერ გადავწყვიტე რა ვქნა :/ გამიზიარეთ თქვენი ინფორმაცია,იქნებ მივიღო გადაწყვეტილება. ზოგადად გადაწყვეტილები მიღება ისედაც მიჭირს და ამ სიტვაციაში განსაკუთრებით დავიბენი.

Posted by: any_body 14 Aug 2021, 16:15
lelukaa
მე ვარჩევ ანექსა და ქამს შორის.
ხვალ უნდა ვიყიდო და არ ვიცი კიდევ რომელს ვიყიდი, გამოუცდელი რომ ვარ ესეთ ამბებში მიჭირს არჩევანი.

Posted by: takotatuli1989 14 Aug 2021, 16:35
NINA33
შენ როგორ ხარ? რომელ კვირაში ხარ? მე ნორმალურად ვარ, ცოტა თუ ვიარე ქვემოთ მაწვებიან ძაან და ვცდილობ ხშირად ვიწვე. 24 კვირაზე და 3 დღეზე 720-760 გრამები იყვნენ და კარგად არიანო. თვის ბოლომდე რამე ჩეპე თუ არ დამემართაარ ვაპირებ ექიმთან ვიზიტს. 26-ე კვირაში ვარ ეხლა. თვალი მიმეჩვია მუცელზე და უზარმაზარი აღარ მეჩვენება მარა ყველას 9 თვის ორსული ვგონივარ. ნუ სიმძიმითაც მასე ვარ როგორც მე-9 თვეში ვიყავი ერთზე smile.gif

Posted by: nopiahopi 14 Aug 2021, 16:53
ახლა ვიყავი აცრის მეორე დოზაზე და ძალიან ბევრი ორსული იყო მოსაცდელში smile.gif

Posted by: marikoo 14 Aug 2021, 17:02
marishkamariami
ახალი შტამი ძალიან მძიმედ მიმდინარეობს ორსულებში და ამიტომ რეკომენდაციაა რო ყველა ორსული აიცრას. უკვე რამდენიმე ორსულის გარდაცვალება დაფიქსირდა საქართველოში თან არა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების და მე ძაან შემეშინდა და ავიცერი. ამბობენ მესამე ტრიმესტრში აცრა კაიაო, შესაძლებელია ბავშვი ანტისხეულებით დაიბადოს და დაცული იყოს რაღაც პერიოდი. ქართველი იმუნოლოგებიც ურჩევენ ორსულებს რო აუცილებლად აიცრან.

მაინც ისეთი რამეა შენით უნდა გადაწყვიტო მარა მე გირჩევ რო აიცრა. ძალიან დიდი რისკია
* * *
takotatuli1989
აუუ როგორ მიყვარს ტყუპები ♡♡
ქამარს ხმარობ? რაღაცნაირი ქამრები მინახავს ბრეტელებივით იკვრება ზემოთ

Posted by: marishkamariami 14 Aug 2021, 17:38
marikoo
კი მეც ამ შტამმა შემაშინა ძაან sad.gif აცრის მერე გქონდა რამე სიმპტომი?

Posted by: marikoo 14 Aug 2021, 18:19
marishkamariami
დღეს ავიცერი და ჯერ ძაან კარგად ვარ, მხოლოდ ხელი მტკივა ცოტათი.
3 დღე უნდა დავაკვირდე. მარა გოგოები აიცრნენ რამდენიმე დღის წინ მესამე ტრიმესტრში არიან ისინიც და კარგად არიან.

Posted by: Elennee 14 Aug 2021, 18:29
მე ხუთშაბათს ვარ აცრაზე, მაგრამ ვფიქრობ, ხვალვე ხომ არ წავიდე გაგუაში და ავიცრა, რეგისტრაციის გარეშე იღებენ ორსულებსო. თან მეშინია და მოკლედ რა..

Posted by: marikoo 14 Aug 2021, 18:48
Elennee
მეც ვნერვიულობდი, მთელი ღამე ვშფოთავდი მარა დილას რო დავფიქრდი ყველა შიშიბარარეალური იყო და ანტივაქსერული კამპანიიდან მაქ ჩაყოლილი ყველაფერი, რეალურად საერთოდ არანაირი საფრთხე არაა

Posted by: takotatuli1989 14 Aug 2021, 19:50
marikoo
კი 18 კვირიდან მითხრა ექიმმა უნდა გეკეთოსო, ეხლა უქამროდ ისე მაწვება ქვემოთ სიმძიმე ძაან დიდი დისკომფორტია. ავერსის მაქ მე ჩვეულებრივი ლატექსის მასალის წინა ორსულობაში არ მიხმარია და ეხლა ვიყენებ smile.gif

Posted by: Elennee 14 Aug 2021, 20:21
marikoo
მართალი ხარ, მადლობა, ძალიან მეხმარება სხვისი მაგალითები გადაწყვეტილების მოღებაში.

ნემსი გავიკეთე და ჯერ ხომ ძალიან მეტკინა და მერე ბევრი სისხლი წამომივიდა, მითხარით რომ ბავშვამდე და პლაცენტამდე ვერ ჩააღწევდა. ვიცი რომ ვერ ჩააღწევდა მაგრამ მაინც გამიმეორეთ რა :დ

Posted by: klubnika 14 Aug 2021, 22:31
marikoo
narkozeli
იმიტომ ვუთხარი არ უყუროთქო რომ შეიძლება რამე ისეთ ვიდეოს გადააწყდეს საერთოდ გაგიჟდეს და გადაირიოს :დდდდდდ
მე საკეისროს რომ ვუყურე ძალიან შემეშინდა, ჯობდა არ მენახა

სანამ რამეს დავგუგლავ ხოლმე თქვენ გეკითხებით რომ არ ავყვე და არ გადავირიო



პ.ს პისიარი გავიკეთე და უარყოფითი მომივიდა
ორშაბათს ან სამშაბათს სწრაფ ტესტს გავიკეტებ ყოველი შემთხვევისთვის რომ ბოლომდე მშვიდად ვიყო და ეგაა
მგონი გადავრჩი და ეს 2 თვე როგორმე თავი უნდა დავიცვა

ახლა რაც შეეხება ვაქცინას

ვერ გავიგე რა ვქნა
ვიცი რომ იცრება ყველა, ცოტა არასერიოზულად შეიძლება მოგეჩვენოთ
მაგრამ ძალიან მეშინია აცრის გაკეთების
ვინც გაიკეთა ფაიზერი გააჩინა ვინმემ უკვე ? რატომ კრძალავდენ თავიდან ? რატომ იყო საუბარი გაკვეულ გენეტიკურ დარღვევებზე და ა.შ (აღარ დავკონკრეტდები რომ არ შეშინდეთ) რა შეიცვალა ამ რამდენიმე თვეში რა სტატისტიკა დაიდო ასეთი ან რა გაგიჟდნენ და გადაირივნენ ეს ბოლო კვირა ორსულებზე
ორსულები ისედაც მოწყვლადი ჯგუფია ყოველთვის ყველა დაავადებასთან მიმართებაში
არ ვიცი რა ვქნა
აუცრელობაც არ გამოდის
ეს აცრაც არ მომწონს

☑️ დღეისთვის გამოქვეყნებულია მონაცემები დაახლოებით 4000 აცრილი ორსულის შესახებ. ამათგან 25% აცრილია პირველ ტრიმესტრში, 50% მეორეში და 25% მესამეში.
☑️ უკვე დაიბადა 700 ბავშვი, ჯანმრთელობის რაიმე პრობლემის გარეშე.

ამ ორ კინკილა კაცს ვენდო ? spy.gif

Posted by: NINA33 14 Aug 2021, 22:46
takotatuli1989
მეც ნორმალურად ყოფნა უფრო შემეფერება. 32 კვირა დავიწყე.ერთი სული მაქვს აგვისტო მალე და მშვიდობით გავიდეს. 26 ში მხოლოდ ეხოთი მოდიო და მე მანამდეც მქონდა გეგმაში და ბარემ დავიცდი მაქამდე. ბოლოს 5 ში ვიყავი და რავიცი 35 იო ყელიო. ცოტა მომეშვა თორე ბადრის მერე რა აღარ ვიფიქრე.

* * *
klubnika
თავი ამტკივდა მეც ფიქრით.

Posted by: ninunin 14 Aug 2021, 22:56
klubnika
მთელი იზრაელი და ამერიკა ცრის ორსულ ქალებს დიდი ხანია, თან ფაიზერით და მშვიდობა აქვთ, ჩვენი სტატისტიკა რატო უნდა იყოს მაინცდამაინც მაგალითი? პლიუს ამას კოვიდ პანდემიის დასაწყისში ვირუსს არ ქონდა მუტაცია განცდილი დამსოფლიო სტატისტიკა ამბობდა რომ ორსულებს კოვიდი გრიპის ვირუსზე ნაკლებად ვნებსო, ასეც იყო ბევრმს ორსულმა უპრობლემოდ გადაიტანა და ჯანმრთელი ბავშვები გააჩინეს,ამ დელტა შტამის გავრცელების შემდეგ მკვეთრად ჩანს რა სავალალო შედეგებამდე.მივიდნენ ორსულები, მარტო ჩვენთან რამდენი ორსული შეიწირა sad.gif ამიტომ მოუწოდებენ ,მეთუ მკითხავ, აქამდეც უნდა აეცრათ , ხოდა ჩემი აზრით აცრა ჯობია აუცრლობას, თუმცა საბოლოოდ მაინც შენი გადასწყვეტია smile.gif

Posted by: Elennee 14 Aug 2021, 23:07
klubnika
ვაიმე შენს კომენტარამდე დარწმუნებული ვიუავი რომ ხვალ ასაცრელად მივდიოდი, ეხლა ისევ ვორჭოფობ. რა ძნელია ღმერთოოოო

Posted by: klubnika 14 Aug 2021, 23:14
Elennee
QUOTE
ვაიმე შენს კომენტარამდე დარწმუნებული ვიუავი რომ ხვალ ასაცრელად მივდიოდი, ეხლა ისევ ვორჭოფობ. რა ძნელია ღმერთოოოო

აუ ბოდიში რა sad.gif
არ მომაქციო ყურადღება
მე არც იმას ვამტკიცებ არც ამას
ჩემი უვიცობის ბრალია სავარაუდოდ რომ მეშინია
მაგრამ რა ვქნა
ეს ნანატრი ბავშვი არ დავაზიანოთქო sad.gif
ninunin
QUOTE
ჩვენი სტატისტიკა რატო უნდა იყოს მაინცდამაინც მაგალითი?

მეგი რომ გარდაიცვალა ფაიზერით ჩვენი სტატისტიკა არ იყო ? პირველი იყო მსოფლიოში
მართლა არაფერს ვამტკიცებ, არ ვიცი, არ მაქვს შესაბამისი ცოდნა და განათლება და ამიტომ ვსვამ შეკითხვებს
პასუხიც ისეთია... კი კი კაია აიცერი არ არის საკმარისი რა sad.gif
NINA33
QUOTE
თავი ამტკივდა მეც ფიქრით.

მეეეეეეც sad.gif(( არ ვიცი რა ვქნა



Posted by: ninunin 14 Aug 2021, 23:32
klubnika
QUOTE

მეგი რომ გარდაიცვალა ფაიზერით ჩვენი სტატისტიკა არ იყო ? პირველი იყო მსოფლიოში
მართლა არაფერს ვამტკიცებ, არ ვიცი, არ მაქვს შესაბამისი ცოდნა და განათლება და ამიტომ ვსვამ შეკითხვებს
პასუხიც ისეთია... კი კი კაია აიცერი არ არის საკმარისი რა

ფაიზერით არ გარდაცვლილა მეგი, მეგი გარდაიცვალა ასტრაზენეკათი, მეგის გარდაცვალებას წინ სხვა მიზეზი უძღვოდა, წინა დღეებში გაიკეთა აბორტი და ცუდად ოყო როგორც ჩანს პლიუს ამას მაგ დროს აცრა არ უნდა დაიგეგმოს ეგ ყველამ ,ვიცით და თან მაგ გოგოს ექიმებმა მე ვფიქრობ სწრაფად არ მიხედეს, საერთოდ ალბათობა ყველაფრის ყოველთვის არსებობს, საჭესთან რო ვჯდებით ა პუნქტიდან ბ პუნქტამდე როგორ მივალთ მაგისიც და მითუმეტეს ახალი თემაა კორონა და აცრები არ მიკვირს არც შეკითხვები და არც მაგ თემის ღრმა არ ცოდნა, უბრალოდ რაც მესმის განსაკუთრებით ბოლო დროს სრული კატასტროფაა რაც სჭირს ორსულსაც და არაორსულსაც , მე ივნისში გავაჩინე და ფაიზერის ვაქცინამ ვერ მომისწრო თორე დაუფიქრებლად ავიცრებოდი ისე მეშინოდა მაგ პერიოდში თან ბავშვზეც გადავიდოდა ანტი სხეულებები, არ ვიცი ნინ, შენი გადასწყვეტია მე ვფიქრობ რომ ყველა უნდა აიცრას

Posted by: Elennee 14 Aug 2021, 23:40
klubnika
არა, რა ბოდიში, ზუსტად მესმის რასაც ფიქრობ და განიცდი, ანალოგიურად ვარ მეც. ჩემ თავზე არ მეშინია, მეც ნანატრ ბავშვზე მეშინია.
მაგრამ ლიკამ ისე დარწმუნებით მითხრა რომ უნდა ავიცრა, სავარაუდოდ გავრისკავ sad.gif

Posted by: nopiahopi 15 Aug 2021, 00:41
klubnika
QUOTE
მეგი რომ გარდაიცვალა ფაიზერით ჩვენი სტატისტიკა არ იყო ? პირველი იყო მსოფლიოში


ninunin-მ სწორად დაგიწერა, სხვა ვაქცინა იყო (რომელიც ახალგაზრდებში უფრო მძიმე გვერდით მოვლენებს იწვევს, ვიდრე ასაკოვნებში) და თან მის მდგომარეობაში არ შეიძლებოდა აცრა, კოვიდის კი არა, არანაირი აცრა + ექიმებმა დააგვიანეს რეაქცია! მაგ მაგალითით ნუ იხელმძღვანელებ, ნუ დაისტრესავ თავს. საერთოდ სხვა სიტუაცია იყო. მის ოჯახისდა სამწუხაროდ sad.gif

Posted by: klubnika 15 Aug 2021, 01:37
ninunin
QUOTE
ფაიზერით არ გარდაცვლილა მეგი, მეგი გარდაიცვალა ასტრაზენეკათი

მართლა ? რატომღაც ფაიზერი მახსოვდა
ვიცი რომ მეგის შემთხვევაში ბევრი დეტალი იყო, სიცხე ქონდა და ექიმებმაც დააგვიანეს sad.gif
QUOTE
არ ვიცი ნინ, შენი გადასწყვეტია მე ვფიქრობ რომ ყველა უნდა აიცრას

ვფიქრობ სრულ იზოლაციაში გადავიდეთქო
მაგრამ რანაირად ? მინიმუმ ვინ მამშობიარებს ეგ მაქვს გადასაწყვეტი და კონსულტაციაზე ვარ მისასვლელი
თან ექოების გარეშე ვერ გავძლებ
ანალიზებიც მომიწევს მალე დ ამოკლედ რა
Elennee
QUOTE
არა, რა ბოდიში, ზუსტად მესმის რასაც ფიქრობ და განიცდი, ანალოგიურად ვარ მეც. ჩემ თავზე არ მეშინია, მეც ნანატრ ბავშვზე მეშინია.
მაგრამ ლიკამ ისე დარწმუნებით მითხრა რომ უნდა ავიცრა, სავარაუდოდ გავრისკავ

მეც დარწმუნებით მითხრა თამუნამ
ვნახოთ მოკლედ რა
ცოტა ხანი მოვითმენ და...

nopiahopi

აუ ეგ გოგო რა ტყუილა გარდაიცვალა : (



Posted by: ninunin 15 Aug 2021, 01:50
klubnika
QUOTE
რთლა ? რატომღაც ფაიზერი მახსოვდა
ვიცი რომ მეგის შემთხვევაში ბევრი დეტალი იყო, სიცხე ქონდა და ექიმებმაც დააგვიანე

კი , ნამდვილად, და ნოპის პოსტს გიკოპირებ ასტაზე ამის შემდეგ ასწიეს ასაკობრივი ზღვარი, ახალგაზრდებს არ ცრიან ასტრაზენეკათი 45 დან ზევით
QUOTE
სხვა ვაქცინა იყო (რომელიც ახალგაზრდებში უფრო მძიმე გვერდით მოვლენებს იწვევს, ვიდრე ასაკოვნებშ


* * *
QUOTE

ვფიქრობ სრულ იზოლაციაში გადავიდეთქო
მაგრამ რანაირად ? მინიმუმ ვინ მამშობიარებს ეგ მაქვს გადასაწყვეტი და კონსულტაციაზე ვარ მისასვლელი
თან ექოების გარეშე ვერ გავძლებ
ანალიზებიც მომიწევს მალე დ ამოკლედ რა

არ ვიცი , რთულია სრული იზოლირება, როდის ელოდები?

Posted by: klubnika 15 Aug 2021, 11:33
ninunin
QUOTE
არ ვიცი , რთულია სრული იზოლირება, როდის ელოდები?

ოქტომბერში თან ბოლოს :დდდ 24

Posted by: Nnia 15 Aug 2021, 11:38
klubnika
თუ დაგამშვიდებს ეხლა გააჩინა რამდენიმე დღის წინ ჩემმა ნაცნობმა და იქამდე ერთი კვირით ადრე აიცრა.მშვენივრადაა დედაც და ბავშვიც.

Posted by: takotatuli1989 15 Aug 2021, 11:43
NINA33
აგვისტო უცებ გავა და წამოუწექი მერე მშვიდად დაელოდე როდის ინებებენ რამეს სექტემბრის შუამდე არსად ეჩქარებათ biggrin.gif

Posted by: Elennee 15 Aug 2021, 12:36
ვსიო, ავიცერი 15 წუთუს წინ. ძალიან ვინერვიულე ხალხნო

Posted by: margarita7 15 Aug 2021, 12:53
Elennee

აუ რა კაია, გილოცავ! როგორ ხარ?

Posted by: Elennee 15 Aug 2021, 12:56
margarita7
კარგად ვარ, არც ხელი მტკივა, წამებში გამიკეთა ვერ ვიგრძენი ვერაფერი და სიტუაციაც ძალიან კარგი იყო გაგუაში.

Posted by: margarita7 15 Aug 2021, 13:20
Elennee

ძალიან კარგი. პატარა სიცხე ან სისუსტე უფრო მეორე დოზის მერე აქვთ ხოლმე, და ზოგს ეგეც არ აქვს, ამიტომ არ შეგეშინდეს.
ერთი სული მაქვს ჩემს ექიმს დაველაპარაკო და მეც ავიცრა.

Posted by: marikoo 15 Aug 2021, 13:20
klubnika
QUOTE
ჩემი უვიცობის ბრალია სავარაუდოდ რომ მეშინია

Elennee
გოგოებო ყველაზე ნაღდია რო დაგუგლოთ ამერიკის სტატისტიკა და სანდო წყაროებზე დაყრდნობით გამოიტანოთ დასკვნა. აქ ესენი რასაც ბოდიალობენ არავის არაფერზე არ ვენდობი მე.

ეს დელტა შტამი როარ ყოფილიყო არც მე გავიკეთებდი აცრას მარა ეხლა აშკარად უფრო მეტ სარგებელს გვაძლევს ვიდრე ვრისკავთ.

Cdc.gov ზე ნახეთ სტატისტიკები და სტატიები უდევთხოლმე. საქართველოს სტატისტიკით დასკვნას ვერ გამოიტან. ის ექთანი პენიცილინითაც მოკვდებოდა თუ ადრენალინს არ გაუკეთებდნენ. თან თავიდან ექიმმა მოიტყუა რო გავუკეთე ადრენალინიო მერე აღიარა რო არ გაუკეთებია, (მგონი საერთოდ არ იყო ექიმი იქ) ცალსახად ექიმის შეცდომით მოკვდა ეგ გოგო.

გენეტიკურ დარღვევებზე ინფორმაციას უსაფუძვლოდ ავრცელებდნენ, არანაირი საფუძველი მაგას არ ჰქონდა რადგან კვლევები არ იყო, თან Rnm ვაქცინა სიახლე არ არის მანამდეც გამოიყენებოდა, ინფორმაციის ნაკლებიბის ბრალია ეს ხალხი ასე მარტივად რო იჯერებს რაღაცეებს და მერე თითონაც რო ავცრელებენ.

ჩემი ახლობელი წევს ეხლა რატიანთან მეცხრე თვეშია და იხრჩობა ისე ახველებს, რამდენიმე უკვე გარდაიცვალა ხოდა ძაან შეშინებული ვარ, როგორც კი ფაიზერი შემოვიდა 1 წუთიც არ მიფიქრია რო არ ავიცრებოდი
* * *
Elennee
გილოცაავ ძაან კაი ქენი. მე ხელი მტკივა ზემოთ ვერ ვწევ. გუშინ დილას ავიცერი და საღამოს დამეწყო. ეს ხელის ტკივილი მევრს აქვს როგორც ვიცი და არ შეგეშინდეს თუ აგტკივდა

Posted by: margarita7 15 Aug 2021, 13:27
QUOTE (ninunin @ 14 Aug 2021, 22:56 )
klubnika
მთელი იზრაელი და ამერიკა ცრის ორსულ ქალებს დიდი ხანია,

შვეიცარიაც, მეორე ტრიმესტრიდან რეკომენდაციას აძლევს ორსულებს რომ აიცრან.
გერმანია აგვისტოს ბოლოს დადებს კვლევას,იქ უფრო ფრთხილად არიან.

Posted by: NINA33 15 Aug 2021, 13:57
takotatuli1989
აღარ შემიძლია ამდენი წოლა. მეოთხე თვეა გამოკეტილი ვარ და ვწევარ
* * *

* * *
23 დან ნანატრ შვებულებას ავიღებ, მივაყოლებ დეკრეტს და მაგ სტრესისგან მაინც დავისვენებ. ისეთი დატვირთვით მიწევს მუშაობა უკვე გაჭედილი მაქვს.
* * *
margarita7
გერმანიაში მყავს ბევრი ახლობელი და ცოტა სხვა მიდგომა აქვთ მაგათ როგორც მეუბნებიან.
* * *
marikoo
უცხოურ სტატისტიკას და კვლევას თუ ვნახავთ ჩვენ თვითონ, თორე აქაურების ბოდიალმა გამაგიჟა.

Posted by: narkozeli 15 Aug 2021, 14:31
lelukaa
QUOTE
ბებიბიზენ იოიო 2 ის მონაცემები და 22 კილო უწერია ორივეს, გამიხარდა ძაან



ვაჰ ამოვისუნთქე biggrin.gif

ისე ამხელა ბიჭი რომ კალიასკით დამყავს, ზოგს უკვირს, საქართველოში ეტყობა იშვიათობაა დიდი ბავშვების კალიასკით ტარება არ ვიცი biggrin.gif ჩემთვის ძალიან კომფორტულია :შ


Sandra2209
QUOTE
ნეტა როგორ ახსოვთ ხოლმე 20-30 წლის წინ რას აჭმევდნენ ბავშვს და ა.შ. რომ იციან ხოლმე თქმა.


არ ახსოვთ და იმიტომ არის ძირითადად სისულელეებს რომ ბჟუტურობენ biggrin.gif

marikoo

მადლობა love.gif


QUOTE
რა კაია ნეა მეც მასე მშვიდად ვიყო. გამაყუჩებელი რო გაიკეთე თავიდანვე მაგიტო ალბათ ხო?


ხო ნუ მე იქ ლამის დაცვასაც წინასწარ შევუთანხმდი იცოდეთ ტკივილზე პანიკა მეწყება და გამაყუჩეთ ეგრევე მაქსიმალურადთქო biggrin.gif ბებიაქალსაც სულ მაგას ვუმეორებდი ბლოკში როგორც კი შევდგი ფეხი და მართლაც 1.5 თითზე გავიხსენი თუ არა, გამიკეთეს (არ მტკიოდა მანამდე, ოდნავ დამეწყო თუ არა ტკივილები, გავაკეთებინე)


QUOTE
კიდე რა მაინტერესებს, ასე მითხრეს ბავშვს რო დაინახავ არ შეგეშინდესო ლურჯი იქნება, დასვრილი და დასიებულიო და შენი სიტყვები გამახსენდა თეთრი ფითქინა რო დავინახეო  ხოდა რა ხდება ზოგი ლურჯია ზოგი არა?


ყველა არაა ლურჯი, ზოგი წითელია, ზოგი თეთრი, ზოგი თმიანი, რავი დიდად სილამაზით არ ბრწყინავენ ახალშობილები კი იცი biggrin.gif მარა მე ჩემი ძაან მელამაზებოდა biggrin.gif biggrin.gif :დ აი რასაც ხედავ ზუსტად ასეთი გამოძვრა, კრიალა, თეთრი
* * *
user posted image

აქ არის დაახლოებით 10 წუთის დაბადებული
* * *
marishkamariami
QUOTE
კი,სიამოვნებით ჩავემატები სიაში


მომწერე მშობიარობის სავარაუდო თარიღი (დიუ დეითი, ციკლის მიხედვით) და თუ სქესი იცი,სქესიც 2kiss.gif

QUOTE
აცრასთად დაკავშირებით მაინტერესებს თქვენ აზრი? ძაან დაბნეული ვარ ვერ გადავწყვიტე რა ვქნა :/ გამიზიარეთ თქვენი ინფორმაცია,იქნებ მივიღო გადაწყვეტილება. ზოგადად გადაწყვეტილები მიღება ისედაც მიჭირს და ამ სიტვაციაში განსაკუთრებით დავიბენი.



სხვას ვერაფერს დავაძალებ, მე, როგორც სამედიცინო დამთავრებული, ჯანდაცვის სპეციალისტი და ეპიდემიოლოგი, ორსულობაში აუცილებლად ავიცრებოდი.

takotatuli1989
სულ ცოტაც და გადახვალ უსაფრთხო ვადაზე, ტყუპებისთვის 28-29 კვირიდან უკვე უსაფრთხო ვადად ითვლება ასე თუ ისე. რაც მეტხანს მოიცდიან, უკეთესი love.gif

* * *
klubnika
QUOTE
იმიტომ ვუთხარი არ უყუროთქო რომ შეიძლება რამე ისეთ ვიდეოს გადააწყდეს საერთოდ გაგიჟდეს და გადაირიოს :დდდდდდ
მე საკეისროს რომ ვუყურე ძალიან შემეშინდა, ჯობდა არ მენახა

სანამ რამეს დავგუგლავ ხოლმე თქვენ გეკითხებით რომ არ ავყვე და არ გადავირიო


ხო მესმის, მარა შენი ქმარი ხო ექიმია და თან პედიატრი, რამ უნდა გააგიჟოს ნუ გადამრიე biggrin.gif ჩვეულებრივი ამბავია ექიმებისთვის :დ

Elennee
QUOTE
სავარაუდოდ გავრისკავ


ბევრად უფრო დიდი რისკია აუცრელობა. ესაა ჩემი პასუხი შენს კითხვაზე. დანარჩენი შენი გადასაწყვეტია მართლა :* უბრალოდ რისკების შეფასების თვალსაზრისით, წმინდა სტატისტიკურად რომ შევხედოთ, აუცრელობა ორსულობაში არის ცეცხლთან თამაში
* * *
klubnika
QUOTE
ოქტომბერში თან ბოლოს :დდდ 24


ისე ეგოისტურად მიყვარს ეგ თარიღი (ნუ მე 25 ოქტომბერი biggrin.gif) რომ მზად ვარ მეორე ბავშვიც ამ დღეს გავაჩინო givi.gif

ჩემმა პატარამ დიუ დეითებს დაასწრო (7 ნოემბერი მეწერა ფორუმის სიით, ეხოთი 2 ნოემბერს მეუბნებოდნენ და კი გაჩნდა 25 ოქტომბერს biggrin.gif love.gif)


Posted by: Elennee 15 Aug 2021, 14:53
narkozeli
დავიჩიპე უკვე :დ რომ მეგონა დავმშვიდდებოდი უფრო ვფირიაქობ ბავშვს ხომ არ ვავნეთქო. თან წელი ამტკივდა და ვერ გავიგე რას დავაბრალო

Posted by: narkozeli 15 Aug 2021, 15:18
Elennee

გილოცავ აცრას :* არ ინერვიულო, მე 2 დღე მქონდა სისუსტე და ძვლების და კუნთების ტკივილი, ნორმალურია ეგ:*


Posted by: marikoo 15 Aug 2021, 16:02
narkozeli
QUOTE
ყველა არაა ლურჯი, ზოგი წითელია, ზოგი თეთრი, ზოგი თმიანი, რავი დიდად სილამაზით არ ბრწყინავენ ახალშობილები კი იცი  მარა მე ჩემი ძაან მელამაზებოდა  :დ აი რასაც ხედავ ზუსტად ასეთი გამოძვრა, კრიალა, თეთრი

აუუ რა ლამაზიაა. 10 წუთის დაბადებულს საერთოდ არ გავს.

Posted by: dancing in the moonlight 15 Aug 2021, 16:38
Elennee
მეც მგონია ,რომ სწორად მოიქეცი .:* მეც მაგაზე მეფიქრებოდა ,პატარა ვადაზე რომ ვარ რამე არ ვავნო თქო ,მაგრამ მერე ის რისკი რომ გავაანალიზე ,მივხვდი ,რომ სწორი არჩევანი ამ დროში ვაქცინაციაა .4 ში დავრეგისტრირდი ,იქამდე თან ვიზიტიც მიწევს ექიმთან და აცრის მერე რომ რამდენიმე დღე სახლში ვიყო /
მეც გაგუაში ვარ დარეგისტრირებული ,ზუსტ დროს შეგიშვეს ? ქაოსი არაა ხო ანუ? რა კითხვები დაგისვეს აცრამდე ?

* * *
narkozeli
love.gif ბაჭია

Posted by: Elennee 15 Aug 2021, 17:54
dancing in the moonlight
დამირეკეს დილას და რომელ საათზეც გინდათ მოდითო, მივედი და ეგრევე შემიყვანეს, ისე მამხნევებდნენ, მაქებდნენ რომ გადავწყვიტე აცრა :დ ქრონიკულ დაავადებებზე მკითხეს, ორსულობის მიმდინარეობაზე, ძირითადად მე ვუყვებოდი რაც მჭირდა და არ მჭირდა, არ ვაცადე კითხვების დასმა :დ

Posted by: marikoo 15 Aug 2021, 18:18
Elennee
აბა მე რესპუბლიკურში გავიკეთე და 2 რაღაცა მკითხა დანარჩენი თითონ შეავსო და გადმომიტრიალა მოაწერე ხელიო, გამოვართვი და რაც არასწორად ჰქონდა შევსებული შევაცვლევინე biggrin.gif "ხართ თუარა ორსულად"-ზე არა მიუთითა biggrin.gif (მერვე თვეში ვარ) და რო გავასწორებინე ეგ არაფერიაო მთავარია ეს რაღაცეები არ გჭირსო (ვერ დავიმახსოვრე რაღაცა ეწერა) მეთქი რა იცი როარ მჭირს არ გიკითხავსთქო biggrin.gif მოკლედ ცოტა მივაკაჩავე თან ცოტა ხმამაღლა რო სხვებსაც გაეგოთ და იგივე არ ექნათ biggrin.gif
* * *
https://extra.ge/detailed/bavshvta-samqaro/bavshvi-sakhlshi/sabavshvo-tetreuli/muslini-bavshvis-bambis-qsovili-142873

ამის გამოწერას ვაპირებ, ვინმეს ხოარ გიყიდიათ ამ ბრენდის?

Posted by: nopiahopi 15 Aug 2021, 20:23
margarita7
QUOTE
შვეიცარიაც, მეორე ტრიმესტრიდან რეკომენდაციას აძლევს ორსულებს რომ აიცრან.

შვეიცარიაში მამიდაშვილმა აცრა 12 წლის შვილიც smile.gif

narkozeli
QUOTE
2 დღე მქონდა სისუსტე და ძვლების და კუნთების ტკივილი, ნორმალურია ეგ:*

მეორე დოზაზე ხო? პირველზე მარტო სიმძიმის შეგრძნება მაწუხებდა მკლავზე (ნუ ეგ ფრაქსიპარინის ნემსის მერეც მქონდა ხოლმე) და მეორე დოზამ გამათენებინა ღამე! აცრიდან 12 სთ-ში ამტკივდა ყველა სახსარი, საშინლად. მუხლებს და იდაყვებს ვერც ვშლიდი, ვერც ვხრიდი. დავლიე ნუროფენი. სახსრებმა გამიარა მალევე და მომცა სიცხე დაბალი. დილიდან მხოლოდ წელის კუნთების ტკივილი მაქვს და ძილიანობა და უენერგიობა sad.gif დღესაც დავლიე ნუროფენი მეორედ.
ყველამ გამაფრთხილა ფაიზერმა მეორე დოზაზე იცის გვერდითი მოვლენებიო და ეგრეც მქონდა.


Posted by: dancing in the moonlight 15 Aug 2021, 22:26
Elennee
კარგია,ყურადღებიანი ექიმები რომ დაგხვდა <3

Posted by: marishkamariami 15 Aug 2021, 23:12
narkozeli
11 დეკემბერი-გოგო მითხრა 18 კვირაზე.

Posted by: dancing in the moonlight 16 Aug 2021, 00:54
გოგოებო ეხლა მომხვდა პოსტი ჰერაზე და ძალიან განვიცადე ამ გოგოს ისტორია ,ვაკოპირებ ,რადგან საჯაროდ არის გამოქვეყნებული


https://www.facebook.com/ninia.aptsiauri.14

Posted by: marikoo 16 Aug 2021, 08:00
dancing in the moonlight
ვაიმე ეს რა საშინელება წავიკითხე. ეგეთ ექიმებს ლიცენზია უნდა ჩამოართვა სამუდამოდ და ექთნებს აუკრძალო საავადმყოფოსთან მიახლოება.

პინეოც მრავალპროფილურია ხო?

Posted by: Elennee 16 Aug 2021, 09:55
dancing in the moonlight
რამდენიმე დღის წინ წავიკითხე ამ გოგოს ისტორია და ისე იმოქმედა, ისე იმოქმედა .. sad.gif საშინელებაა ..

Posted by: klubnika 16 Aug 2021, 10:55
Elennee
marikoo
dancing in the moonlight
გოგოებო ეს პოსტი მეც წავიკითხე
წარმოდგენაც არ მინდა რამხელა სიმწარე გამოიარა ამ გოგომ და რა ტრაგედიაში უწევს ცხოვრების გაგრძელება
მაგრამ მგონია რომ მოწმენდილ ცაზე ასეთი ცუდი შედეგი არ დადგებოდა
იქნება ამ ისტორიაში რაღაც დეტალები რასაც ეს გოგო არ წერს
არ ინერვიულოთ
მე ვინერვიულებ თქვენსასაც
მაინც ყველაფერზე ვნერვიულობ და :დდდდდ
პ/ს
ექოზე ვისთან წავიდე , ყველა შვებულებაშია ხო ?

Posted by: lelukaa 16 Aug 2021, 11:15
klubnika
11:30ზე ვარ ჩაწერილი ლანასთან, მოვედი და გამოვბრუნდი. სადღაც 50 კაციანი უკონტროლო რიგია რეგისტრატურასთან sad.gif
დღესვე ეკასთანაც ვარ ჩაწერილი კიდე კაი smile.gif

არავის ისტორიებს არ ვკითხულობ, მერე ღამეები არ მძინავს და რა ძალაა. უკმაყოფილო მომხმარებელი კიდე ყველა ექიმს და კლინიკას ჰყავს, ასე ხელაღებით ვერავის მაგალითზე ვერ მიიღებ გადაწყვეტილებას.


Posted by: margarita7 16 Aug 2021, 11:27
lelukaa

რა მაინტერესებს იცი, ჩაწერილი როცა ხარ, მაინც ვერ შედიხარ ცოცხლაი რიგის გამო? ანუ 11:30-ის ნაცვლად 12საათზეც ვერ შეხვალ?

Posted by: takotatuli1989 16 Aug 2021, 11:30
გოგოებო იმედი ელ-ში ხომ არავინ მუშაობთ?

Posted by: lelukaa 16 Aug 2021, 11:30
margarita7
შეხვალ რა თქმა უნდა, დაგვიანებით მაგრამ შეხვალ. უბრალოდ ეხლა ალბათ მინ 2 სთ მომიწევდა გადახდაზე რიგში დგომა და არ მიღირს რა, უმრავლესობა უპირბადოდ და დანარჩენი ნიკაპზე გაკეთებული პირბადით იყო. ნომრებით ვერ კონტროლდება რიგი და იყო ერთი გამიშვი-გამატარე.

Posted by: klubnika 16 Aug 2021, 11:41
lelukaa
აუუუ ეკა ვინაა?
დავრეკე ლანასთან და რიგი არ არისო მოდიო
მაგრამ რეგისტრატურაში თუ რიგია მეშინია sad.gif
სად წავიდე?
ხეცურიანიც შვებულებაშია და ხაჭვანიც თორემ ორივე მაწყობ ტერიტორიულად
ისედაც სანზონაში სიარული ცოტა მეზარებოდა

Posted by: Elennee 16 Aug 2021, 11:47
klubnika
ედუარდთან წადი ავერსში, დამიჯერე მოგეწონება

Posted by: lelukaa 16 Aug 2021, 11:52
klubnika
ლაფაჩიშვილი, ავერსიში.
მე სულ ეკასთან დავდივარ და ძაან კმაყოფილი ვარ, ძაან. <3

ეს საუნივერსიტეტო ჰო კოვიდ მიმღებია, თან რემონტი აქვთ და მოკლედ განუკითხაობა იყო.
არადა ძაან მინდოდა ამ ვადაზე ლამაზი ფოტოები. ვნახოთ ეკა რას გამომატანს smile.gif)

Posted by: narkozeli 16 Aug 2021, 11:53
marikoo
QUOTE
აუუ რა ლამაზიაა. 10 წუთის დაბადებულს საერთოდ არ გავს.


მადლობა love.gif

მე მზად ვიყავი რომ რაღაც დასვრილ-თმიან-ლურჯ არსებას დავინახავდი და შოკი მქონდა ესეთი რომ გამოძვრა givi.gif

dancing in the moonlight
მადლობა love.gif

nopiahopi
QUOTE
მეორე დოზაზე ხო? პირველზე მარტო სიმძიმის შეგრძნება მაწუხებდა მკლავზე (ნუ ეგ ფრაქსიპარინის ნემსის მერეც მქონდა ხოლმე) და მეორე დოზამ გამათენებინა ღამე!


პირველივეზე მქონდა ესენი ყველა sad.gif მარა მე რომ გადატანილი მაქვს, ჩემთვის მეორე დოზასავით იყო ეხლა ეს აცრა.. რამდენ ხანში გაგიარა?

marishkamariami
ჩაგამატე love.gif

Posted by: marikoo 16 Aug 2021, 11:53
lelukaa
აუ მე სუ ვკითხულობ კი ვისტრესები მარა რაღაცაც ვსწავლობ სხვის შეცდომებზე რა, აი პატარა რამეც რო მოხდეს ისეთ ამბავს ავტეხ სამშობიაროში ყველა ექიმს თავზე დავიხვევ ეგ ვიცი biggrin.gif

და კიდე სამშობიაროსაც მაქსიმალურად ისეთს შევარჩევ ყველაფერი რო იყოს. ექიმზეც გადავწყვუტე ძაან ფენსი ექიმები როარიან და მოსვლას არ კადრულობენ ეგეთი არ შევარჩიო

Posted by: narkozeli 16 Aug 2021, 11:54
1. 20 აგვისტო - tatashka555 - გოგო
2. 7 სექტემბერი kus@kusa@-ბიჭი
3. 8 სექტემბერი - Sandra2209 - გოგო
4. 21 სექტემბერი - Redial - ბიჭი
5. 21 სექტემბერი - chogo - გოგო
6. 23 სექტემბერი - mamuka92 - ბიჭი
7. 30 სექტემბერი - PoisonnIvy - ბიჭი
8. 1 ოქტომბერი - marikoo - ბიჭი
9. 2 ოქტომბერი - Nnia - ბიჭი
10. 3 ოქტომბერი - Clue - გოგო
11. 23 ოქტომბერი - klubnika - ბიჭი
12. 2 ნოემბერი- any_body-უცნობი
13. 20 ნოემბერი - takotatuli1989 - გოგო და ბიჭი
14. 25 ნოემბერი- Elennee- ბიჭი
15. 11დეკემბერი-Kandinskaia-გოგო
16. 11დეკემბერი-marishkamariami-გოგო
17. 17 თებერვალი- dancing in the moonlight-უცნობი

Posted by: marikoo 16 Aug 2021, 11:57
klubnika
QUOTE
მაგრამ მგონია რომ მოწმენდილ ცაზე ასეთი ცუდი შედეგი არ დადგებოდა
იქნება ამ ისტორიაში რაღაც დეტალები რასაც ეს გოგო არ წერს

მე მგონია რო მარტო სახელმწიფოს დადგენილ გეგმას რო მიყვებიან უფასო რაცაა იქ ბევრი რამე ემაზებათ. მე თვეში 500-700 ლარი მიჯდება ვიზიტი ეხო და ანალიზები. + წამლებშიც საკმაოდ ბევრს ვიხდი. მარა ზოგი ვიცი დაზღვევის 1700 ლარიანი ლიმიტი ყოფნით ორსულობა მშობიარობის ჩათვლით.

Posted by: nopiahopi 16 Aug 2021, 11:58
narkozeli
QUOTE
პირველივეზე მქონდა ესენი ყველა  მარა მე რომ გადატანილი მაქვს, ჩემთვის მეორე დოზასავით იყო ეხლა ეს აცრა.. რამდენ ხანში გაგიარა?

2 დღეში ზუსტად. უი ხოო, შენ გადატანილი გაქვს, ვისაც გადატანილი აქვს, პირველივეზე ქონდათ რეაქცია

Posted by: NINA33 16 Aug 2021, 12:06
გოგოებო, ისეთი ნერვიულობა მომიწია რამე ბუნებრივი დამამშიდებელი იცით უვნებელი? ვალერიანი მგონი შეიძლება ხო? ადრე მახსოვს მითხრა და ეხლა მჭირს გამოშტერება.
თუ დავურეკო ისევ ჯობია?

Posted by: lelukaa 16 Aug 2021, 12:10
NINA33
ვამელანი შეიძლება.
ნახევარი 15 იანი დონორმილიც.
მშვიდობა გაქვს?

marikoo
გუშინ საბაში ვიყავი საწოლებზე, არანაირი არაფერი. ლორელის ნივთები მომხვდა თვალში, შენ რო მუსლინები დალინკე ეგ ბრენდია. საყვარლობა კი ჩანს, ყელშია ეს ყველგან ერთნაირი რამეები. გამსახვავებულია ეგ.

Posted by: margarita7 16 Aug 2021, 12:17
lelukaa

ხო ისე დამაინტერესა, წარმომიდგენია რა ჭყლეტვა იყო:/ ნუ კაი ვარიანტში გადასახადს სახლში უნდა გიგზავნიდნენ, ცოცხალი რიგი კი ძაან გამონაკლის შემთხვევებში არსებობდეს, მაშინ იქნებოდა მეტი წესრიგი.

Posted by: takotatuli1989 16 Aug 2021, 13:04
NINA33
წვეთები არ შეიძლება ვიცი და აბოი შეიძლება. ვამელანი ვიცი რომ დასაშვებია. იმედია მშვიდობა გაქვს :/

klubnika
თაბუკაშვილი პინეოში ძალიან კარგია ამრა გირჩევ სამისკენ მიხვიდე რო ბევრი ხალხი არ იყოს. დარეკე მანამდე ხომ მუშაობს.

Posted by: NINA33 16 Aug 2021, 13:49
lelukaa
takotatuli1989

აბა მივწერო ერთი. ბებია და ბაბუა დამეღუპნენ ძალიან ცუდ გარემოში ( არ მინდა ეხლა დეტალურად დაწერა, ყველა ორსულები ვართ). დღეს დილით გავიგეთ. მე ექიმმა წასვლის უფლება არ მომცა და ვარ თვალებდასიებული.ვცდილობ არ ვინერვიულო მაგრამ რაც უფრო ვცდილობ უფრო მეტს ვტირივარ.

Posted by: marikoo 16 Aug 2021, 14:04
NINA33
აუუ sad.gif დაურეკე ექიმს, ასეთ დროს მგონიახოლმე რო ჯობია დალიო რამე დამამშვიდებელი თუნდაც არ იყოს სასურველი, რადგან უფრო მეტ ზიანს იღებ არ დალევით sad.gif

Posted by: Elennee 16 Aug 2021, 14:36
NINA33
ვაიმე, ვიზიარებ ! როგორ მესმის შენი sad.gif 4 დღეა ცრემლს ვერ ვიჩერებ.. მაქსიმალურად ეცადე არ ვაუღრმავდე და არ იფიქრო (ვიცი რომ არარეალურია), გადაიტანე ყურადღება რამენაირად. მართლა მთელი გულით გისამძიმრებ და გამძლეობას გისურვებ

Posted by: Clue 16 Aug 2021, 14:53
QUOTE (dancing in the moonlight @ 16 Aug 2021, 00:54 )
გოგოებო ეხლა მომხვდა პოსტი ჰერაზე და ძალიან განვიცადე ამ გოგოს ისტორია ,ვაკოპირებ ,რადგან საჯაროდ არის გამოქვეყნებული


https://www.facebook.com/ninia.aptsiauri.14

ისე ვარ დადტრესილი ამ კორონას ფონით, იქ კოშმარი ომი და უბედურებით, აგერ ამდენი ხალხის ტრაგედიით და ისტორიით, ლამისაა 32,5 კვირაზე მივიდე საკეისროზე))
რანაირად ხდება 35 კვირაზე უცებ ბავშვის გულის გაჩერება, რა მიზეზი შეიძლება არსებობდეს

Posted by: Elennee 16 Aug 2021, 15:18
Clue
მეც სულ ეგ საკითხი მაწუხებს, დავიჯერო არანაირი წინაპირობა არ იყო? არ მინდა მაგის მჯეროდეს

Posted by: Clue 16 Aug 2021, 15:21
Elennee
კარგია პრობლემების მიზეზებსაც თუ იტყვიან ხოლმე, სულ მცირე სხვები დააზღვევენ იგივე შემთხვევაა და უფრო მეტ ყურადღებას გაამახვილებენ...
ძალიან ცუდ პერიოდში კი მოგვიწია გოგოებო ორსულობა, ახლა გვაქვს შვებულებები, ისე ვარ შეშინებული ვფიქრობ სახლში გავატარო, დაცული გარემო არსად მეგულება ((

Posted by: margarita7 16 Aug 2021, 15:45
NINA33

რა სამწუხაროა, ვიზიარებ შენს მწუხარებას.

* * *
Clue

მეც უკვე აღარ შემიძლია, არსად არ დავდივარ სამსახურის გარდა, კვირაში 2-ჯერ და გული მისკდება, ჩემი ქმარი აცრილია მარა მარტო გარეთ შეხვდეს ვინმეს მაგის უფლებას ვაძლევ biggrin.gif
გუშინ ერთი ჩვენი მეგობარი 2-ჯერ მოდერნათი აცრილი, გავიგეთ რომ დაინფიცირდა. ახალი შფოთვები დამემატა, აცრილებისაც მეშინია უკვე. ვიცი აცრილებიც მატარებლები შეიძლება იყვნენ ვირუსის მარა მაინც უფრო უსაფრთხოები არიან ვიდრე აუცრელები. და უკვე ყველას ეჭვის თვალით ვუყურებ, არავინ მინდა მომიახლოვდეს.

Posted by: NINA33 16 Aug 2021, 15:50
marikoo
Elennee
margarita7


გოგოებო დიდი მადლობა.
ექიმმა ნევრომედი დალიეო და დავლევ მაშინ ამას. საღამოს ვიყიდი.

Posted by: PoisonnIvy 16 Aug 2021, 15:51
NINA33
ვიზიარებ sad.gif ძალიან სამწუხაროა

----------
ჩემი ლეიკოციტები 26 მდე ავიდა smile.gif))

საინტერესოა გიორგი კანდელაკი რას იტყვის

Posted by: dancing in the moonlight 16 Aug 2021, 15:51
marikoo
წასაკითხად ხომ როგორია და მერე 24 წლის გოგოს რეები გამოუვლია ,ღმერთმა ყველას აშოროს
Elennee
klubnika
ერთია ,რომ ამხელა ვადაზე ბავშვს კარგავ და მეორე ,რომ იაზრებ ვეღარასდროს გააჩენ ...
კარგად გადავიკითხე და მართლა ასე უცებ ბავშვის გულის გაჩერება რანაირად მოხდა ? თან როგორც უწერია რუსთავის კლინიკაში დააფიქსირეს და რადგან აღრიცხვაზე იყო ჰერაში თავისი სურვილით გადაიყვანეს მანდ .ბავშვის დაკარგვაში არვიცი რამდენად შეიძლება ჰერას დადანაშაულება ,მაგრამ აღწერაში რაც წერია ,ფაქტია ,რომ უყურადღებობით და დროის ფუჭად დაკარგვით ,გოგო მძიმე შედეგამდე მიიყვანეს ....

Posted by: margarita7 16 Aug 2021, 15:51
Elennee

საწყალი გოგო ვერ დააწვინეს ადგილები არ არიო, და ლელა წურწუმია წამოჭიმეს მეორე დღეს, ისე ნერვები მეშლება, კრებითი ლელებისთვის რომ ადგილი ინახება ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის და 'რიგითი' ადამიანები რომ იჩაგრებიან

Posted by: dancing in the moonlight 16 Aug 2021, 15:52
NINA33
ვიზიარებ ,წარმომიდგენია რა განცდებში ხარ .მგონი სჯობს ექიმს დაურეკო და მას კითხო ,რომელი დამამშვიდებელი დალიო

Posted by: NINA33 16 Aug 2021, 15:53
მართლაც რთულ პერიოდში მოგვიწია ორსულობა. ეს კორონას შიში ხომ ვერ მოვიშორე.
უფალმა მშვიდობით მიგვიყვანოს თავის ვადამდე და ბედნიერი მშობლები ვიყოთ.

Posted by: dancing in the moonlight 16 Aug 2021, 15:54
Clue
არ თქვა ,მართლა რა ყველაფერი ერთად დაემთხვა ,ძნელია ,ყოველთვის ემოციების დათრგუნვა sad.gif

Posted by: NINA33 16 Aug 2021, 15:54
PoisonnIvy
dancing in the moonlight

მადლობა გოგოებო.
კი კი მირჩია უკვე და მაგას დავლევ. ნევრომედიო.

Posted by: Elennee 16 Aug 2021, 15:58
PoisonnIvy
ეს კანდელაკის დანიშნული მკურნალობის შედეგად?
margarita7
2 დღეა მაგაზე ცალკე მაქვს ნერვები მოშლილი, რანაირი სახელმწიფოა, პატრონი თუ არ გყავს ყველას კიდიხარ. გამოვიდა მერე ლელა და დავმძიმდი და მაგიტომ გადავედიო. დამძიმდა არა კვახი. თავი დაიზღვია უბრალოდ, ჩართო ნაცნობობა და ადგილიც გამოჩნდა..

Posted by: dancing in the moonlight 16 Aug 2021, 16:00
მე ხვალ მივდივარ იმედი ელის ოჯახის ექიმთან ,მიმართვა უნდა მომცეს ენდოკრინოლოგთან ვიზიტზე ,კი 0.08ით ნაკლებია ნორმასთან შედარებით ft4 ,მაგრამ მირჩია გინეკოლოგმა მისვლა მაინც ,ბარემ დ 3-ის ვიტამინსაც დავანიშნინებ .წეღან დავურეკე ბელას ჰერაში და ვკითხე ,რომელი დ3 სჯობს და აქვადეტრიმი+დ3 წყალხსნარი მირჩია ,დღეში 8 წვეთი ენაზე დაიწვეთეო ,ხოდა იმედია ოჯახის ექიმი კონკრეტულად ამას დამინიშნავს და ბრძოლა არ დამჭირდება .ისე ამ კონკრეტულს თუ იღებდით ვინმე ,როგორია ?

Posted by: Elennee 16 Aug 2021, 16:02
dancing in the moonlight
წვეთებს ვსვამდი დასაწყისში და ტოქსიკოზის გამო შევაცვლევინე, ვიტაგამა დ3 ვსვამ ეხლა 2000იანს

Posted by: margarita7 16 Aug 2021, 16:03
Elennee

ხო რა, დააწვენენ და მშვიდად იქნება, ჭირდება არ ჭირდება მაინც. ისტორიები მესმის საათობით დაატარებენ მომაკვდავებს სასწრაფოს მანქანებით, უმართავია უკვე სიტუაცია.


Posted by: nopiahopi 16 Aug 2021, 16:04
dancing in the moonlight
ძირითადად აქვადეტრიმს ნიშნავენ და წესით არ უნდა შეგექმნას პრობლემა.

Posted by: lelukaa 16 Aug 2021, 16:07
NINA33
ვწუხვარ ძალიან, უნდა გაუძლო! sad.gif
Clue
QUOTE
ცუდ პერიოდში კი მოგვიწია გოგოებო ორსულობა,

ფილმში მგონია ხანდახან თავი, ამდენი ხანი გავიდა და მაინც. sad.gif
2010 ში პირველი რო გავაჩინე მაშინ ღორის გრიპი იყო პიკში, კლინიკებში და საავადმყოფოებში კარანტინი იყო, მნახველების მიღება იყო აკრძალული და ეგ მეგონა ქვეყნის დასასრული მე კიდე sad.gif
Elennee
და მამულიკომ მეც დამაწვინეთო რაა, ლელა მარტო ცოდოაო : D



Posted by: NINA33 16 Aug 2021, 16:14
lelukaa
დიდი მადლობა :*

dancing in the moonlight
ენდოკრინოლოგის დანიშნულებით აქვადეტრიმს ვსვამ მე დღეში 9 წვეთს. ყოველ თვე მიმოწმებს დ ვიტამინის მაჩვენებელს. მე ფარისებრი ჯირკვალი ამოკვეთილი მაქვს და წლებია ამ კუთხით მკურნალობ, მაგრამ ამ ორსულობაში დამეცა ეს თორე ნორმა მქონდა ხოლმე.

Posted by: PoisonnIvy 16 Aug 2021, 16:16
Elennee
კი, ანტიბიოტიკების შემდეგ.

საინტერესოა ხო? smile.gif))

Posted by: Clue 16 Aug 2021, 16:17
PoisonnIvy
და რას გეგმავენ ან რას ამბობენ?
წარმოუდგენელი რა... სისხლის საერთოში აკონტროლებ?

Posted by: dancing in the moonlight 16 Aug 2021, 16:18
Elennee
nopiahopi
NINA33
მადლობა გოგოებო love.gif love.gif

Posted by: Elennee 16 Aug 2021, 16:27
PoisonnIvy
და რას ამბობს თვითონ? ექიმსაც რო ვეღარ ენდობი, გადავირიე რა.

Posted by: dancing in the moonlight 16 Aug 2021, 17:17
NINA33
ჭიათურაში ხომ არ მოხდა ? ეხლა ვნახე ნიუსი მეტს არ დავწერ ....

Posted by: PoisonnIvy 16 Aug 2021, 17:33
Clue
Elennee

კი, სისხლის საერთოში.
ვერავინ პასუხს ვერ მცემს smile.gif
შენი ორგანიზმის პასუხია ორსულობაზე, ალბათო.

Posted by: takotatuli1989 16 Aug 2021, 17:44
NINA33
ძალიან ვწუხვარ! sad.gif

რაც შეეხება იმ 24 წლის გოგოს ამბავს ჰერაზე, მქონდა ნანახი და უბრალოდ გული არ გაგიხეთქეთ იმიტომ რომ ვფიქრობ ყველა კლინიკაში მომხდარა მსგავსი საშინელება. იქვე დაუწერეს კიდეც მასგავსი გამოცდილებები გაგუაზე მაგალითად, ღუდუშაურზეც და მერე რომ ჰერაში გადაარჩინეს. ვერ გაიგებ რა. მაგ გოგოს ადგილას დავას ბოლომდე მივიყვანდი და სუროგაციის და ყველანაირი ზიანის თანხას ავანაზღაურებინებდი. ყველაზე ცუდი ამ ისტორიაში ის არის რომ ჰერამ ამ გოგოს პოსტის მერე დადო ლუქს პალატის ფოტო და ხალხი უკომენტარებდათ ამ გოგოს ამბავზე პასუხი გაგვეცითო და წაუშლიათ ყველა უარყოფითი კომენტარი. ნუ ეს არის ფსკერი მეტი არაფერი. თუმცა მაინც სოსოსთან მინდა მანდ დამომკალით თუ გინდათ. ვინ შეხვდა ასეთი უგულო ექთანი ან ექიმი რა ვიცი რა ;(

Posted by: Anabeli111 16 Aug 2021, 17:50
takotatuli1989
გია თვალთვაძე და თამუნა კიკნაძე. ასე ეწერა კომენტარებში

Posted by: marikoo 16 Aug 2021, 18:27
მეც ჰერაზე ვისაც ვკითხე ყველამ ძაან ყურადღებიანები არიანო და ძაან გამიკვირდა. ალბათ ვერ შეაფასა იმ ექთანმა რისკები და ეგონა არ იყო არაფერი სახიფათო. ამიტომ მინდა ისეთი ექიმი დავიქირაო სუ თავზე მედგეს და თითონ გადაწყვიტოს რიგზე მაქ ყვეკაფერი თუ არა sad.gif და არა ისეთი რომელსაც თუ ეტყვიან რო რაღაც რიგზე არაა მარტო მაშინ შემოვიდეს
* * *
აუ გოგოებო ზუსტად კუჭში მიბრახუნებს და ძაან სიმძიმე მაქ, შიგადაშიგ სუნთქვაც მიჭირს. აშკარად თავს მაჭერს მთელი ძალით sad.gif რამე უსაფრთხო ვარჯიშები არ არსებობს რო შეტრიალდეს? რაღაცეები კი დავგუგლე მარა მეშინია. სანდო მინდა რამე

Posted by: PoisonnIvy 16 Aug 2021, 19:12
კანდელაკმა ჩვენება შეცვალა.

26 ათასი ძაან მაღალიაო.
პროკალციტონინის ანალიზზე მიშვებს. ))))

Posted by: dancing in the moonlight 16 Aug 2021, 19:15
takotatuli1989
QUOTE
მაგ გოგოს ადგილას დავას ბოლომდე მივიყვანდი და სუროგაციის და ყველანაირი ზიანის თანხას ავანაზღაურებინებდი.

მეც ეგ გავიფიქრე
QUOTE
ყველაზე ცუდი ამ ისტორიაში ის არის რომ ჰერამ ამ გოგოს პოსტის მერე დადო ლუქს პალატის ფოტო და ხალხი უკომენტარებდათ ამ გოგოს ამბავზე პასუხი გაგვეცითო და წაუშლიათ ყველა უარყოფითი კომენტარი

რა ტეხავს ,მე გუშინ გადავეყარე მაგ პოსტს ...
QUOTE

თუმცა მაინც სოსოსთან მინდა მანდ დამომკალით

მეც ,სოსოს გამო გადავწყვიტე მანდ მისვლა
ეხლა 16 კვირაზე ვიზიტი მიწევს და მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია ,ხოდა იმედია იქნება სოსო და ისევ ბელასთან არ შევალ .მაგ ქალის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს ,უბრალოდ სოსოსთან რომ ვდგები აღრიცხვაზე ,ე.ი მან უნდა მიმიღოს ასე არაა :შ

Posted by: takotatuli1989 16 Aug 2021, 21:52
dancing in the moonlight
გეთანხმები, მაშინ უნდა გითხრან რომ ბელასთან დგები აღრიცხვაზე და ეგ მარტო გამშობიარებს.

Posted by: klubnika 16 Aug 2021, 22:36
NINA33
QUOTE
აბა მივწერო ერთი. ბებია და ბაბუა დამეღუპნენ ძალიან ცუდ გარემოში ( არ მინდა ეხლა დეტალურად დაწერა, ყველა ორსულები ვართ). დღეს დილით გავიგეთ. მე ექიმმა წასვლის უფლება არ მომცა და ვარ თვალებდასიებული.ვცდილობ არ ვინერვიულო მაგრამ რაც უფრო ვცდილობ უფრო მეტს ვტირივარ.

ვაიმეეე
: (((((((((((((((((( ვიზიარებ
გამაგრდი

* * *
margarita7
QUOTE
საწყალი გოგო ვერ დააწვინეს ადგილები არ არიო, და ლელა წურწუმია წამოჭიმეს მეორე დღეს, ისე ნერვები მეშლება, კრებითი ლელებისთვის რომ ადგილი ინახება ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის და 'რიგითი' ადამიანები რომ იჩაგრებიან

აუუუუუუუუუუუუუუუუუ აი ზუსტად რა
მიტყდება რომ ვამბობ მაგრამ
სოლო კონცერტებს რომ მართავდა უპასუხისმგებლოდ
მაგისთვის კარგად გამოინახა ადგილი


პ.ს ვიყავი ექოზე ავერსში ედუარდთან
იმხელა ცხვირი აქვს ბავშვს gigi.gif gigi.gif იმედია ფოტოებში ჩანს ეგრე
საშვილოსნოს ყელია ცოტა დამოკლებული 33
ქამარი და დავიო არ შეწყვიტოო
სხვა ყველაფერი რიგზეა
30 კვირის ვარ და 1357 (+-150) გრამიაო
ნორმალურია ?
* * *
user posted image


user posted image

Posted by: NINA33 16 Aug 2021, 22:48
dancing in the moonlight
კი

Posted by: klubnika 16 Aug 2021, 22:51
NINA33
აუ არ ინერვიულო რაა : ((((
რა მოუვიდა ორივეს ერთად კოვიდი ?

Posted by: NINA33 16 Aug 2021, 22:52
klubnika
რა ბუსკუნტულა ბაიაა. ❤️

Posted by: lelukaa 16 Aug 2021, 22:52
მეც ვიყავი დღეს, იმსისქე დამხვდა smile.gif)
30 კვირა და 3 დღე 1940გ, აღარ ზის ბიჭი, ჭიპლარი ისევ შემოხვეული აქვს.
3კვირით და 2 დღით უსწრებს ფეტომეტრია გესტაციას, სად მირბის ნეტა, სკოლების დაწყებაზე ჯერ ადრეა საუბარიო ტიკარაძემ და ამას სად ეჩქარება არ ვიცი biggrin.gif
ყელის სიგრძე 45 მყარად, პლაცენტის სიმწიფე Iიო, ამან დამაფიქრა მაგრამ 30-33 კვირაზე ნორმაა რო გადავხედე.


QUOTE
იმხელა ცხვირი აქვს ბავშვს    იმედია ფოტოებში ჩანს ეგრე

ჩემს მაზლის ცოლს უთხრა ტატიშვილმა გოგოზე ვაიმე ისეთი ცხვირი აქვს დაგრჩებათ გასათხოვარიო, გაჩნდა და ბავშვს აქვს კნოპაჩკა, უსაყვარლესი ცხვირუკა. ასე რომ ისედაც ყველას სანერვიულოს მართლა შენ ნერვიულობ და მოეშვი რა მაგ ბავშვის ცხვირს smile.gif

Posted by: NINA33 16 Aug 2021, 22:53
klubnika
არა კოვიდი არა.მოდი არ გვინდა დეტალები 2kiss.gif

Posted by: lelukaa 16 Aug 2021, 22:54
NINA33
ყველგან ეგ ინფოა, მივხვდი მეც რო შენები იყვნენ. საყვარლები, ღმერთმა ნათელში ამყოფოთ sad.gif

Posted by: NINA33 16 Aug 2021, 22:56
lelukaa
ეს გასწრება სულ მაინტერესებს.შეიძლება ივარაუდო რომ ბავშვი უფრო მეტი კვირისაა? ბადრი და სერგო +1 კვირას მიწერენ ხოლმე და ვადაშიც ორ რიცხვს წერენ. სულ მაბნევს ეგ რა.

Posted by: klubnika 16 Aug 2021, 22:57
lelukaa
QUOTE
სიმწიფე Iიო, ამან დამაფიქრა მაგრამ 30-33 კვირაზე ნორმაა რო გადავხედე.

მეც ეგრე მაქვს სიმწიფის ხარისხი
1 იო
ამ ყელს რა უნდა ახლა ნეტა არ მანერვიულოს
ნუ ძალიან საგანგაშო არ არის მაგრამ სასურველიც არ არისო
NINA33
ეცადე არ ინერვიულო sad.gif

lelukaa მეც იმედი მაქვს რომ სურათებში ჩანს ასე
biggrin.gif
და ამხელა ცხვირი არ ექნება biggrin.gifდდდდდდდდდდდდდ
ვაიმეეეე მალე მოვიდეს ოქტომბერი აღარ შემიძლია

Posted by: NINA33 16 Aug 2021, 22:58
lelukaa
ძალიან საყვარლები იყვნენ ❤️❤️❤️

Posted by: dancing in the moonlight 16 Aug 2021, 23:03
NINA33
გული ამიჩუყდა 75 წელი ერთად love.gif უერთმანეთოდ არ შეეძლოთ ,ღმერთმა ნათელშI ამყოფოთ ,იქაც ერთად
klubnika
არ ექნება ,დამშვიდდი love.gif

Posted by: NINA33 16 Aug 2021, 23:03
ჩემი ბაიები საგულდაგულოდ მემალებიან. გოგოს მამიკოს ცხვირი ნუ ექნება მთავარია lol.gif
* * *
dancing in the moonlight
გაიხარე. დიდი მადლობა❤️❤️❤️

Posted by: Elennee 16 Aug 2021, 23:14
klubnika
აუ ძალიან საყვარელია ! ❤ მოგეწონა ედუ?

Posted by: lelukaa 16 Aug 2021, 23:19
NINA33
ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე წერენ მაგ ვადებს. ყველა ვადაზე ჰო არის ზომა-წონის და სხვა პარამეტრების ნორმები და ამ ნორმებით ორსულობა შესაბამება უფრო დიდ ვადას ვიდრე ციკლით გამოთვლილი.
მთლად იმასაც არ ნიშნავს რო რეალურად მეტი კვირისაა ნაყოფი, თავიდან 1 კვირით, მერე 2ით, ეხლა აგერ 3 ზე მეტით უსწრებს ჩემი და მაგ თეორიას ვერ ერთანხმება ეს ამბავი biggrin.gif

klubnika
QUOTE
ამ ყელს რა უნდა ახლა ნეტა არ მანერვიულოს

დანიშნულება გაქვს, უფრო ხშირად მოსვენებულად იყავი და ზურგზე წოლას ერიდე. ჯობია საერთოდ არ დაწვე.

QUOTE
ოქტომბერი

<3
მეც ერთი სული მაქვს, გეფიცები ყოველდღე ვითვლი რამდენი გავიდა და რამდენი დარჩა smile.gif


NINA33
აქეთ-იქით მაბრუნებს ხოლმე ეკა, უკაკუნებს რო შეიცვალოს პოზა, ლანამაც იმდენი უკაკუნა smile.gif) დღეს ფეხის გულები ჰქონდა სახესთან მიტანილი და მოაშორებინა, მერე შიპლარს ეთამაშებოდა ტუჩებით ეგეც მოშორებინა smile.gif)

Posted by: NINA33 16 Aug 2021, 23:24
lelukaa
გასაგებია, ხან რა კვირისაც ვარ იმ ვადაზე ვკითხულობ ინფორმაციებს, ხან +1კვირაზე facepalm.gif
* * *
ამათ კაკუნი და ჩემი თავით დაკიდებაც არ შველით lol.gif

Posted by: Clue 17 Aug 2021, 01:13
klubnika
მეც მითხრა ატარე ქამარიო, ვიყიდე და დიდად ვერ ვხმარობ, მგონია რომ ძაან ვუჭერ და მიჭუჭყნულია, რომ მოვიხსნი ხოლმე ახვანცალდება და მეცოდება, არც მკეთებია რამდენი დღეა უკვე
* * *
გოგოებო, ასეთ რამეს თუ გრძნობთ... მოკლედ, ცოტა აქტიურად რომ ავდგები ან გადავბრუნდები-გავიმოძრავებ, მუცლის ქვედა ნაწილში (აშკარად შიგნიდან) ვგრძნობ ფეთქვას, სულ ერთსადაიმავე ადგილას, დაახლოებით წუთიდან 2 წუთამდე ან მეტიც, ადრეც კი თქვით რომ სლოკინიაო, მაგრამ მგონია რომ კიდევ რაღაც სხვა არის რადგან ჩემს აქტიურ ქმედებას ემთხვევა, ხომ არაფერი გსმენიათ?

Posted by: PoisonnIvy 17 Aug 2021, 02:22
ხალხო
ჩემს 26 ათას ლეიკოციტს დღეს საღამოს ის დაემატა რომ წითელი სპოტინგი შევნიშნე ზუსტად 1 წვეთი სალფეთქზე

მიშველეთ რაააა sad.gif დამამშვიდეთ
პლუს დღეს ეხომ პლაცენტის სიმწიფის ხარისხი 2 მითხრა, 34 კვირაზე და 4 დღეზე
ნორმალურია????
გავქანდე საავადმტოფოში იმ ერთი წვესყის გამო?
ეხოზე ყველაფერი კარგად იყო დღეს

Posted by: Elennee 17 Aug 2021, 07:19
PoisonnIvy
როგორ ხარ ეხლა? მე ექიმს დავურეკავდი და რასაც მეტყოდა იმას ვიზამდი

Posted by: NINA33 17 Aug 2021, 08:27
PoisonnIvy
როგორ ხარ? ექიმს უთხარი აუცილებლად.
* * *
Clue
ვხვდები რასაც გულისხმობ,მეც საქვს ხოლმე და საყურადღებოა ნეტა?

Posted by: Elennee 17 Aug 2021, 08:54
გოგოებო, ვაქცინა ვინც გაიკეთეთ ექო გადაამოწმეთ მერე? თუ კი , რამდენ ხანში?

Posted by: marimmariami 17 Aug 2021, 09:33
გამარჯობა გოგოებო. 24ში 10:30 -ზე ვარ რამაზ ჭიღლაძესთან ჩაწერილი, მაგრამ დღეს მომიწია ცოცხალი რიგით ვიზიტი და სანამ გავაუქმებ ხომ არ გინდათ ვინმეს ?

Posted by: Nnia 17 Aug 2021, 09:53
PoisonnIvy
დაურეკე ექიმს? როგორ ხარ?

Posted by: klubnika 17 Aug 2021, 09:56
Clue
გოგო მეც მაქვს ეგრე ერთ ადგილას ფეთქვასავით გაბმულად 2-3 წუთი
რა არის არც მე ვიცი
ეტყობა ნორმაა რადგან ორივეს გვაქვს :დ
Elennee
კი ნორმ
სხვათა შორის ეტყობა ავერსშიც კაი აპარატი აქვთ კარგად ჩანს ძალიან უბრალოდ ეს ჩოჩორი იყო ცუდ პოზაში
PoisonnIvy
ექიმს კითხე ხო რა
რომ მშვიდად იყო

Posted by: Clue 17 Aug 2021, 10:27
PoisonnIvy
ნამდვილად საშოდანაა? ამ დროს იცის ბუასილმა გააქტიურება და მაგის ერთი წვეთი ხო არაა გულს რომ გიხეთქავს

Posted by: klubnika 17 Aug 2021, 10:35
Clue
აუ აი ახლა ვზივარ და ქვედა მარცხენა მხარეს ვფეთქავ gigi.gif

Posted by: Clue 17 Aug 2021, 10:53
klubnika
მე მაქვს მუცლის შუა ნაწილის ფეთქვა, მერე ბავშვი რომ გამოძრავდება აშკარად სხვაგანაა და მანდ რა ფეთქავს ვერ ვხვდები)))

Posted by: takotatuli1989 17 Aug 2021, 11:23
Clue
შენი არტერია. 16 კვირიდან მასე მაქ. წინა ორსულობაშიც მქონდა. გუშინ დამანგრიეს მაკაკებმა და დღეს გაყურსულები არიან გული მიწუხს :/ ველოდები იმედია მშვიდობა აქვთ და გაფართხალდებიან.

PoisonnIvy
დაურეკე ექიმს. წესით ერთი წვეთი არაფერია მარა მაინც იკითხე. სიმწიფის ხარისხი 2 მაგ ავდაზე ნორმაა წესით 34-37-ზეა მეორე ხარისხი და მერე მესამე.

Posted by: marikoo 17 Aug 2021, 12:40
PoisonnIvy

მე 31 ზე მქონდა მეორე ხარისხი მარა არ დამჭირდა არაფერი. მთავარია ჩამორჩენა არ აქვს ბავშვსო, ანუ მაინც მიეწოდება ის სისხლი რაც სჭირდებაო. როგორც ამიხსნა პლაცენტის რესურსის სულ 10% ყოფნისო და 2 დონის სიმწიფეც ეყოფა ამიტომო.

Elennee
მე ზეგ მიწევს ეხო აცრის მერე 5 დღე იქნება გასული.

გაგუაში აცრაზე შენ იყავი ხო? დიდი სივრცეა? თუ შეჭყლეტილია ხალხი? მანდ მარტო ორსულები იცრებიან? ეხლა ვფიქრობ სად დავრეგისტრირდე sad.gif

Posted by: Elennee 17 Aug 2021, 12:48
marikoo
მეორე დოზაზე? ერთი კაბინეტია როგორც მივხვდი ორსულებისთვის გამოყოფილი, ჩემ გარდა არავინ იყო, ეჰდევე შემიყვანეს და ამცრეს. მოსაცდელთან კარები იყო ღია და გარეთ გასვლა შეგეძლო ჰაერზე და იქ მოცდა, მე ეგრე მოვიქეცი, მოსაცდელ ოთახში ბევრი ხალხი იყო

Posted by: marikoo 17 Aug 2021, 12:53
Elennee
ხო, მეორე დოზაზე ვრეგისტრორდები ეხლა. მე რესპუბლიკურში ვიყავი და უამრავი ხალხი იყო მარა სივრცეც ძაან დიდი იყო და ზოგ კლინიკაში ვიწრო უფანჯრო დერეფნებში უამრავი ხალხია და მაგის მეშინია

Posted by: margarita7 17 Aug 2021, 13:08
marikoo

პირბადეს თუ გაიკეთებ დაცული ხარ, ასე მგონია და ამით ვიმშვიდებ თავს, მაგალითად, ეხლა როცა სამსახურში ვარ:/

Posted by: marikoo 17 Aug 2021, 13:15
margarita7
ქირურგიულ პირბადეს 85% დაცვა აქვს, თან ვიწრო სივრცეში ბევრი ხალხი თუა ვის როგორ უკეთია პირბადე კაცმა არ იცის, ან რამდენი ხანია რაც უკეთია ერთი და იგივე პირბადე. ხოდა ეგეთ ადგილებს ვერიდები. მაღაზიაშიც ქირურგიულზე ზემოდან ნ95 მიკეთია და სათვალე მაქ კიდე ექიმებს რო ოპერაციებზე უკეთიათ ეგეთი biggrin.gif თვითმფრინავისთვის ვიყიდე მარა ძაან ბევრ ხალხში თუ მიწევს ვიკეთებხოლმე

Posted by: lelukaa 17 Aug 2021, 13:26
QUOTE
ქირურგიულზე ზემოდან ნ95 მიკეთია და სათვალე მაქ კიდე ექიმებს რო ოპერაციებზე უკეთიათ ეგეთი

ჰიჩკოკი sad.gif
ხანდახან მგონია კოშმარში ვარ და უნდა გამეღვიძოს sad.gif


Posted by: margarita7 17 Aug 2021, 13:26
marikoo

ყოჩაღ biggrin.gif ხო ნუ ქვემოთ რო აქვთ ხოლმე ჩამოწეული ჭკუიდან გადავდივარ.ხო მნიშვნელოვანია რომ დისტანცია იყოს, მარა ეხლა ვფიქრობდი ახლო-მახლოს არავინ მიზის მარა მთელი დღე ხო ფაქტიურად ერთ ჰაერს ვსუნთქავთ :/ მაგის გაფიქრებაც არ მინდა რომ რომელიმეს კორონა შეიძლება ქონდეს, ჩემი ხელით მოვკლავ თუ ეგეთი ვინმე გამოდგა biggrin.gif

Posted by: Sandra2209 17 Aug 2021, 14:10
გოგოებო როგორ ხართ?
ასეთი რაღაცის ყიდვას ვფიქრობ და ხომ არ იცით რამდენად რეკომენდირებულია?user posted image

Posted by: narkozeli 17 Aug 2021, 15:02
PoisonnIvy
QUOTE
პლუს დღეს ეხომ პლაცენტის სიმწიფის ხარისხი 2 მითხრა, 34 კვირაზე და 4 დღეზე
ნორმალურია????


ეს ნორმაა კი, აი იმ სისხლის წვეთზე, ჯერ გასარკვევია იქნება მექანიკურად ან გაკაწრული გაქვს გარედან? ან მართლა ნამდვილად საშოდანაა თუ არა. თუმცა მაინც ექიმს ჯობია დაელაპარაკო


* * *
Sandra2209

ჩემმა დაქალმა კარგად გამოვიყენეო მაგრამ იმიტომ გამოიყენა კარგად რომ ბავშვი არ წვებოდა თავის საწოლში და თავისთან იწვენდა და მოკლედ შუაში ედგა ეს ცოლ-ქმარს და ისე ეძინათ სადღაც 1 წელი. მოკლედ კმაყოფილი იყო.

მე არ მიყიდია ეს, გამოსაცვლელი დაფა მქონდა ამის მსგავსი biggrin.gif

Posted by: Sandra2209 17 Aug 2021, 15:12
narkozeli
ასეთს ვფიქრობ დივანზე ან სადმე რომ დავდგა და შიგნით ჩავაწვინო ხოლმე, ისე შუადღეს სულ ეტლში ვაძინებდი და მჭირდება თუ არა ვეღარ გავიგე biggrin.gif ნეტა სიდსის მხრივ რამდენად არის რეკომენდირებული?



უკვე მეორედ ვკითხულობ 2015 წლიდან მოყოლებულ მშობიარობის მოგონებებს და ვფიქრობ რა ბედნიერება ეგ თემა რომ არსებობს ფორუმზე <3 <3 <3

Posted by: marikoo 17 Aug 2021, 15:17
lelukaa
margarita7
მარტო ის მაძლებინებს რო დროებითია და მალე მორჩება biggrin.gif


Posted by: PoisonnIvy 17 Aug 2021, 16:14
narkozeli
takotatuli1989
Clue
marikoo
klubnika
Nnia
NINA33
Elennee

გოგოებო ძაან დიდი მადლობა ყურადღებისთვის love.gif
ვიყავი ეხოზე, ქვემოდანაც დამათვალიერა, ყელი დახურულია და სიგრძეც კარგია.
არ იყო სავარაუდოდ ქვემოდან ეგ სისხლი და უფრო ბუასილიაო. არადა არ მაწუხებდა ცხოვრებაში ბუასილი და არც ვიცოდი რომ ბუასილს მსგავსი რამე შეიძლება ახასიათებდეს.
დღეს პლუს კარდიო ეხოსკოპია გადავიღე, გული კარგად მაქვს.

ხვალ ვიკეთებ ლიმბახში პროკალციტონინს, დ ვიტამინს, ც - რეაქტიულს, სისხლის საერთოს.
ეს პროკალციტონინი გერმანიაში იგზავნება.
ვნახოთ რა იქნება.

Posted by: margarita7 17 Aug 2021, 16:34
PoisonnIvy

რა კარგია, გილოცავ, შეგიძლია, მშვიდად იყო smile.gif ჯანმრთელობას გისურვებ შენ და შენს პატარას!

Posted by: dancing in the moonlight 17 Aug 2021, 16:47
ვიყავი ექიმთან,დამინიშნა აქვადეტრინი დ3 , მომცა მიმართვები ,ხვალ მივდივარ ენდოკრინოლოგთან.მოვედი თუ არა დ3-იც მივიღე ,ვნახოთ ,იმედია დეფიციტი მალე შეივსება .

ვერ მოვითმინე და ექოსკოპიის მიმართვაც გამოვართვი ,22ივლისს გაქვს გაკეთებულიო ,თვეც არაა გასულიო და არ უნდოდა მოცემა ,ვკითხე რამე ლიმიტია ვიზიტზე თქო და ეგეცო,მარაო ვითომ ისე გამოიყვანა ,რომ ცუდია ხშირად გადაღება .მასეა ისე? ერთი კვირის მერე ჩავეწერე ექოზე ,წეღან დავრეკე სადაზღვევოში .
არადა 5ში ჰერაშიც გადავიღე punch.gif
მითხარით, რომ ვერა ვარ კარგად givi.gif

Posted by: PoisonnIvy 17 Aug 2021, 17:49
margarita7
მადლობა საყვარელო! ასევე love.gif


dancing in the moonlight
მეც უნდა გავიკეთო დ ვიტამინის ანალიზი
ისეთი ოფლიანობა მაქვს როო

აუ ჩემი მეანიც ეგეთი პანიკიორია ეხოზე
რით ვერ გაიგო ამ ხალხმა რომ ეხო არის ულტრაბგერითი გამოკვლევა, ბგერის საშუალებით იკვლევენ და არ აქვს დასხივება.
ის გულის ცემის მოსასმენი აპარატი რაც აქვთ, ეგ უფრო ასხივებს და აწუხებს ბავშვს.

მე პირადად გუშინ არაჩვეულებრივი ექოსკოპიის პასუხი მქონდა, მაგრამ სისხლი რმ ვნახე დღესაც გადავიღე.

სულ არ ვუყურებ ამ ძველმოდური შეხედულებების მქონე ექიმებს biggrin.gif

Posted by: Elennee 17 Aug 2021, 18:22
dancing in the moonlight
რა გამაძლებინებს 1 თვე ექო რომ არ გავიკეთო :დ არანაირი დასხივება არ აქვს, ერთადერთი ბავშვი განიცდის დისკომფორტს, წუხდება, სხვა არაფერი

Posted by: NINA33 17 Aug 2021, 18:54
PoisonnIvy
ძალიან კარგი❤️
* * *
dancing in the moonlight
აუ გაიარე თქო lol.gif
* * *
ძალიან ახლობლებმა იმსჯელეს და პესარი რომ ჩამიდგეს თურმე მეტიჩრობა იყო. სად იყო ადრე ასეთი რაღაცეები და ხალხი აჩენდა. წოლითი ხო სიზარმაცის პიკია.

Posted by: PoisonnIvy 17 Aug 2021, 19:05
QUOTE
ძალიან ახლობლებმა იმსჯელეს და პესარი რომ ჩამიდგეს თურმე მეტიჩრობა იყო. სად იყო ადრე ასეთი რაღაცეები და ხალხი აჩენდა. წოლითი ხო სიზარმაცის პიკია.

smile.gif)))))

ტოქსიკოზი რომ მქონდა, ღამის 12 დან დილის 10 მდე უნიტაზთან მედო პატარა სკამი და თავაუღებლად ვიჭინთებოდი, ცარიელი კუჭიდან ვერც ვერაფერი ამომქონდა და ვიყავი განადგურებული.ხ
ხოდა დილით რომ მიჭირდა მუშაობა, რას გადაგვაყოლე შენი ორსულობა, ვინ არ ყოფილა ორსულადო, ჩემთვისაც უთქვამთ)))))))

Posted by: margarita7 17 Aug 2021, 19:19
რა უსინდისო და დეგენერატი უნდა იყო ეგ რომ ორსულს უთხრა.

Posted by: nopiahopi 17 Aug 2021, 19:20
NINA33
QUOTE
. სად იყო ადრე ასეთი რაღაცეები და ხალხი აჩენდა

აი ეგ კატეგორია რატომ მშობიარობს სამშობიაროში? აჩენდა ხალხი ადრე ბოსელში და ტყეში და წავიდნენ და იქ იმშობიარონ თვითონაც! ეგრეც ვუთხარი ერთს,გაუტკივარებს ვაპირებთქო რომ ვთქვი და გამიჭედა, ფიზიოლოგიური იმიტომ ქვია,ბუნებრივად უნდა მოხდეს ყველაფერიო. მეთქი გამეშვი სანამ დროა..
* * *
PoisonnIvy
QUOTE
ტოქსიკოზი რომ მქონდა, ღამის 12 დან დილის 10 მდე უნიტაზთან მედო პატარა სკამი და თავაუღებლად ვიჭინთებოდი, ცარიელი კუჭიდან ვერც ვერაფერი ამომქონდა და ვიყავი განადგურებული.ხ
ხოდა დილით რომ მიჭირდა მუშაობა, რას გადაგვაყოლე შენი ორსულობა, ვინ არ ყოფილა ორსულადო, ჩემთვისაც უთქვამთ))))))

facepalm.gif

Posted by: Elennee 17 Aug 2021, 19:25
NINA33
ვაიმე ვცოფდები მსგავს ფრაზებზე. ადრე ის სად იყო, ადრე ეს სად იყო. წაეთრიე და იმშობიარე ბოსელში მაშინ ! ასაკიანებმა რო იციან კიდე სად იყო სარეცხის მანქანა და პამპერსიო, კაის შეედარე შე დედააფეთქებულო, რაღა უკიდურესს მივარდები და ედრები

Posted by: NINA33 17 Aug 2021, 19:38
საოცრებებს ჩითავენ. ქალი ქალს რატომ ვერ უნდა უგებდეს?

Posted by: Kandinskaia 17 Aug 2021, 22:33
გოგოებო როგორ ხართ <3
მოკლედ დავბრუნდი დასვენებული და თან აფორიაქებული, რა ცუდი სიტუაციაა კოვიდის მხრივ რა.
ისე ვნერვიულობ, ჩემს გარშემო ყოველ მეორეს აქვს მგონი უკვე და იმდენ ნაცნობზე მესმის რომ გარდაიცვალა sad.gif
8 სექტემბერს ჩავეწერე აცრაზე და მანამდე მიმაღწევინა ნეტა უსაფრთხოდ. ეხო და ანალიზები მიწევს 6-ში და 8-ში მაგიტომ ჩავეწერე და ეხლა ვფიქრობ ხომ არ გადმოვწიო აცრის თარიღითქო. თქვენ რას მირჩევთ?
მუცელი ისე გამეზარდა უკვე დავბაჯბაჯებ,მგონი ჩემი აღნაგობა ვერ უქაჩავს ამხელა მუცელს biggrin.gif არადა 23 კვირის ვარ ჯერ და მგონი ამხელა არ უნდა მქონდეს ხო? თან 4,5 კილო მაქვს მომატებული... ფოტოებით მივხვდი რომ მკლავები და ფეხები გამისუქდა, მანამდე ვერ ვხვდებოდი )))
ესეც ჩემი ორსულობის პირველი ფოტო, მანამდე სპეციალურად არ ვიღებდი, ვეგუებოდი რაღაცნაირად ჯერ კიდევ smile.gif)

პ.ს. კიდევ ერთი კითხვა, საძილე ტომრის ყიდვა მინდა და ხომ არ იცით საიდან გამოვწერო? კარტერსზე ვერ ვიპოვე და სხვა საიტები არც ვიცი

Posted by: lelukaa 17 Aug 2021, 23:06
Kandinskaia
საკმაოდ ფარფატად გამოიყურები <3 თუმცა მესმის მაინც რომ გეწუწუნება, ზოგადად თხელი ხარ აშკარად და უცებ წამოზრდილი მუცელი ცოტა ეუცხოევება სხეულს smile.gif) ჩემი აზრით ვადის შესაბამისად კარგადაა გაზრდილი მუცელი, ძაან დიდიც არაა smile.gif)
თითქოს გუშინ დაპოსტე ორსულობაზე და ნახევარზე მეტი კი გაგივლია. აუცილებლად ბეეევრი ფოტოები გადაიღე, იცოდე მერე გული დაგწყდება wink.gif)

საძილე ტომარა მე გამოვწერე ზარა ჰოუმიდან.
აი ესაა, სადა მინდოდა, ნახატებისა და “მულწიკების” გარეშე.
user posted image
user posted image
user posted image

აქ მაზერქეაში შევნიშნე, ვიშლისთის გუდვილის შოურუმშიც, აქვთ ქართულ ბრენდებსაც, ჰანდიკრაფტს, შექმნილია სიყვარულით, ბალიშების სალონი და მსგავსებს.

Posted by: Elennee 17 Aug 2021, 23:11
lelukaa
კომფორტულია საძილე ტომარა? ღირს ხო ყიდვა?
Kandinskaia
ძალიან კარგად გამოიყურები. მე უკვე 63 კგ ვარ sad.gif სარკეში თითქოს არ მეჩვენება ჩემი თავი ძალიან დიდი და ფოტოებში გრანდიოზული ვარ :დ

Posted by: lelukaa 17 Aug 2021, 23:27
Elennee
QUOTE
კომფორტულია საძილე ტომარა?

სასწაულად. ვერც გადაიხდის და ვერც თავზე წამოიმხობს, შენც მშვიდი ძილი გარანტირებული გაქვს. ნიკოლოზზე სადღაც 5-6 თვის ასაკში მივაგენი ძლივს და იმის მერე ვლოცავ. ტრიალსაც მშვენივრად ახერხებდა, აი საერთოდ არ ექმნებოდა დისკომფორტი. ზეწარი და საძილე ტომარა, მეტი არაფერი არ იქნება ჩვენს საწოლში, ასე გადაწყდა ამჯერად smile.gif)



Posted by: NINA33 17 Aug 2021, 23:44
Kandinskaia
რა ლამაზი ფოტოა❤️მშვიდობიანი ორსულობა❤️

Posted by: Elennee 17 Aug 2021, 23:45
lelukaa
აუ მადლობა ! არც მიფიქრია რომ უნდა მეყიდა :დ ჩავწერ სიაში :დ

Posted by: marikoo 18 Aug 2021, 00:12
lelukaa
შენ ხო ოქტომბერში ელოდები და მკლავები რო არ აქვს ეგეთი გამოგადგება მაგ სეზონისთვის? მე ვეძებდი უფრო მკლავებიანს და ვერ ვნახე წესიერი

Posted by: Kandinskaia 18 Aug 2021, 00:12
lelukaa
QUOTE
საკმაოდ ფარფატად გამოიყურები <3 თუმცა მესმის მაინც რომ გეწუწუნება, ზოგადად თხელი ხარ აშკარად და უცებ წამოზრდილი მუცელი ცოტა ეუცხოევება სხეულს ) ჩემი აზრით ვადის შესაბამისად კარგადაა გაზრდილი მუცელი, ძაან დიდიც არაა )
თითქოს გუშინ დაპოსტე ორსულობაზე და ნახევარზე მეტი კი გაგივლია. აუცილებლად ბეეევრი ფოტოები გადაიღე, იცოდე მერე გული დაგწყდება )

მადლობა <3 ხო, რაღაც სწრაფად გადის დრო , არადა ახლა აღვიქვამ ნელ-ნელა ორსულად რომ ვარ და მაგიტომ დავიწყე უკვე რაღაცეების ყიდვა, ამ ბოლო დროს ხშირად მიტყაპუნებს და მახსენებს თავს ))
QUOTE
საძილე ტომარა მე გამოვწერე ზარა ჰოუმიდან.
აი ესაა, სადა მინდოდა, ნახატებისა და “მულწიკების” გარეშე.

მეც სადა მინდა, რა ღირს საშუალოდ ისე?

Elennee
QUOTE
ძალიან კარგად გამოიყურები. მე უკვე 63 კგ ვარ  სარკეში თითქოს არ მეჩვენება ჩემი თავი ძალიან დიდი და ფოტოებში გრანდიოზული ვარ :დ

მადლობა <3 რამდენი გაქვს მომატებული? მეც ფოტოებით მივხვდი, სარკეში ვერ აღვიქვამდი სად როგორ მოვიმატე biggrin.gif

NINA33
QUOTE
რა ლამაზი ფოტოა❤️მშვიდობიანი ორსულობა❤️

მადლობა <3 შენც ასევე :* ტყუპებს ელოდები ხო?

Posted by: marikoo 18 Aug 2021, 00:28
https://www.johnlewis.com/

აქაც კაი რაღაცეები აქვთ, საძილე ტომრებიც არის. გამოგიწერიათ ამ საიტიდან?

Posted by: Kandinskaia 18 Aug 2021, 00:37
ისე კარტერსზე კარგი ფასდაკლებებია, ვინც აპირებთ ყიდვას გადახედეთ.
36$ გადავიხადე ჯამში ამდენ რაღაცაში.
რაც ფოტოზეა ამ ფასებს კიდევ აკლდებოდა




Posted by: margarita7 18 Aug 2021, 00:39
გოგოებო, აცრის თაობაზე გაგიზიაროთ მინდა ახალი ამბავი.
დღეს ჩემს რეპროდუქტოლოგს ველაპარაკე, ეხლა მის პაციენტად აღარ ვითვლები მარა მაინც დავუკავშირდი, სულმოუთქმელად ველოდი აცრაზე რას მეტყოდა, ერთი კვირა ვჩალიჩობდი რომ დამლაპარაკებოდა.
მითხრა, რომ არც ორსულს და არც ბავშვს არ ვნებს აცრა, პირიქით ანტისხეულებს მიიღებს ბავშვი. მე ვკითხე 21-ე კვირაში ვარ და ხომ არ მოვიცადოთქო და არა დაუყოვნებლად აიცერიო, ძალიან დამაჯერებლად მითხრა.

ეს ყველაფერი კი ვიცით და თქვენც მეტნაკლებად ყველა ექიმმა იგივე გითხრათ, მაგრამ კიდევ ერთ აზრს რომ მოისმენ უფრო მშვიდდები და გაბედულად იღებ გადაწყვეტილებას.

ხოდა ხვალვე ავიცრები, ცოტა კი მეშინია, რადგან მე ურტიკარიაც მაქვს, მარა ასე გადავწყვიტე.

ეს კაცი არის ძალიან მაგარი რეპროდუქტოლოგი, ერთ-ერთი ცნობილი შვეიცარიის გერმანულ ნაწილში, ხოდა ვენდობი. ვინც ყოყმანობთ, კიდევ ერთი დასტური მიიღეთ.


Posted by: Kandinskaia 18 Aug 2021, 00:43
margarita7
ძალიან კარგი.
ნუ გეშინია, ჩემი აზრით პირიქით აუცრელობა უფრო საშიშია ახლა ჩვენთვის და მშვიდად ვიქნებით უფრო რა.
მეც გადმოვწევ ალბათ თარიღს, 8 სექტემბრამდე ძალიან დიდი დროა.

Posted by: dancing in the moonlight 18 Aug 2021, 01:08
Kandinskaia
რა საყვარელი ხარ love.gif
მეც გამაფიქრდება გადმოწევა ,მერე თავს ვიკავებ ,რომ ბარემ მოვილიო საქმეები და 2ში ექიმთან ვიზიტი .4ში ვარ ჩაწერილი...

Posted by: Elennee 18 Aug 2021, 09:06
Kandinskaia
ინ ვიტროს წამლები რო დავიწყე 50 ვიყავი და 5 კილო ავკრიფე ეგრევე, დანარჩენი უკვე მერე ორსულობაში, ნუ დიდი წონა არ ვარ მაგრამ მე მაწუხებს, ფეხები მტკივა უკვე და ხელები მიბუჟდება, ექიმმა სახსრების ბრალიაო.
margarita7
მადლობა, ყველა ეგეთი რეკომენდაცია სანდო ექიმისგან უფრო მამშვიდებს და ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში მარწმუნებს, თორე კომენტარებს რო ვკითხულობ ხოლმე ვისტრესები გინდა არ გინდა

Posted by: lelukaa 18 Aug 2021, 09:06
marikoo
გოგო მკლავიანი არც განმიხილავს, ბამბის თხელ, გრძელმკლავიან მთლიან საღამურს ჩავაცმევ და ეგაა.

Kandinskaia
QUOTE
მეც სადა მინდა, რა ღირს საშუალოდ ისე?
აზრზე არ ვარ, ვიშლისთის საიტზე შეიძლება ნახვა.



* * *
Kandinskaia
QUOTE
კარტერსზე კარგი ფასდაკლებებია

რაღაცნაირად უნდა მოვახერხო და
აღარ გავხსნა ეგ საიტი. უკონტროლო ვარ, ვიწერ და ვიწერ smile.gif))


Posted by: any_body 18 Aug 2021, 09:20
Kandinskaia
ამაზონიდან გამოვწერე მე საძილე ტომარა, გზაშია ველოდები.
მირჩიეს ხელებიანი გამომეწერა, 3 თვემდე გამოგადგებაო. თან ზამთარში ვისაც გვიწევს ალბათ უფრო გამოვიყენებთ

Posted by: marimmariami 18 Aug 2021, 09:35
გოგოებო აგვისტოში რომელი რადიოლოგი მუშაობს? შაბათსაც რომ იყოს უკეთესი იქნება. გუშინ რამაზმა ყელის სიგრძე 30 დამიწერა და შემდეგ ვიზიტამდე რომ გადავამოწმო კიდე მინდა, თვითონ შვებულებაში გადის.

Posted by: marikoo 18 Aug 2021, 09:53
marimmariami
ავერსის კლინიკის საიტზე ნახე ონლაინ ჩაწერა აქვთ და იქ გაჩვენებს რომელი როდის მუშაობს. შაბათსაც არიან.

ეგ ვაგინალურად ნახა?

Posted by: takotatuli1989 18 Aug 2021, 10:17
გოგოებო, 26 კვირის გავხდი და შევნიშნე რო მკერდი ძალიან მგრძნობიარე გამიხდა. ხელი მოვიჭირე ოდნავ და ხსენი გამოჩნდა, გავუშვი მაშინვე. ეხლა მეშინია არ ჩამიდგეს და არ ჩამიმაგრდეს. გამოწველისაც მეშინია საშვილოსნო არ შეიკუმშოს. :/ თუ ორსულობაში მაგდენი არ დგება და არ მაგრდება? პირველ ორსულობაზე არ მქონია ნამდვილად.

Posted by: Kandinskaia 18 Aug 2021, 10:18
dancing in the moonlight
მადლობა <3
ხო მეც ეგრე მემთხვევა ექიმთან ვიზიტი და ანალიზები და ვეღარ გამიგია რა ვქნა. დავურეკავ დღეს ჩემს ექიმს და ვკითხავ ერთი...

Elennee
აი მეც ეგრე ვარ ზუსტად, ღამე მაღვიძებს ფეხების ტკივილი და ხელების დაბუჟება. დღესაც გამთენიისას საშინელმა ტკივილმა გამაღვიძა, დამეჭიმა კუნთი და ნახევარი საათი დავდიოდი სანამ არ გამიარა

lelukaa
QUOTE
რაღაცნაირად უნდა მოვახერხო და
აღარ გავხსნა ეგ საიტი. უკონტროლო ვარ, ვიწერ და ვიწერ ))

რიტუალივით მაქვს უკვე, ყოველდღე შევდივარ და ვყრი კალათაში რაღაცეებს. ჯერ ესენი ჩამოვიდეს რომ ვნახო თვალით ზომები და მერე უნდა გამოვწერო, პირველი ბავშვი რომაა ვერ ვხვდები საერთოდ რა ზომებია, რანაირებია, რა ხარისხია biggrin.gif

any_body
წინ ზმეიკიანი გამოიწერე ტუ კნოპკებზე?
აუ მეც ხელებიანს ვფიქრობდი, მაგრამ შიგნიდან ბამბის საღამურივით რამე ხომ უნდა ჩავაცვა მაინც და ძალიან არ დაცხესთქო.
* * *
takotatuli1989
მეც დაწყებული მაქვს უკვე ხსენის გამოსვლა, ოღონდ ცოტა და კარგად ვიწმინდავ ზედაპირულად, ძალიან არ ვიჭერ. არ მგონია მაგდენი დგებოდეს რომ გამაგრდეს.

Posted by: marimmariami 18 Aug 2021, 10:27
marikoo
მადლობა , ვნახავ❤️ არა ზემოდან, წინაზე 26 აგვისტოს ვიყავი და მაშინ 39 იყო. დავსაც ვსვამდი ეს პერიოდი და არვიცი რამ გამოიწვია. რაღაც სტატიები კი ვნახე კუნთია და სტრესზე და ტონუსზე შეიძლება თითო დღის ინეტვალითაც აჩვენოს სხვაობაო, მაგრამ მაინც მინდა შევამოწმო.

Posted by: Elennee 18 Aug 2021, 10:41
Kandinskaia
ზუსტად ეგრე მეჭიმება მეც ფეხის კუნთი და მაგაზე დამინიშნა ბრიოვიტაზე ფორტე, კალცის გამო, ისეთი გენრიელია მიხარია რომ ვსვამ :დ დაბუჟებას რაც სეეზება ხერხემალიაო.
გოგოებო ნოემბერში მაქვს დდ, ხოდა თბილი დუტის კომბინიზონები 0-3 თვე უნდა გამობწერო თუ 3-6 თვე თქვენი აზრით?

Posted by: margarita7 18 Aug 2021, 10:59
გოგოებო, ფეხის კუნთები მტკივა უკვე მეორე დღეა:/ წვივებზე განსაკუთრებით. ხომ არ იცით რისი ბრალი შეიძლება იყოს? არ ვარ ჯერ მძიმე, მუცელიც პატარა მაქვს. არც განსაკუთრებით ბევრი მივლია და არაფერი.

Posted by: lelukaa 18 Aug 2021, 11:47
Kandinskaia
პატარა ზომებია, ნიუბორნებს კი არა ნეტა 3 თვეზე ზომებს გამოვიყენებდე. biggrin.gif თუმცა 2 სხვადასხვა ბოდე ორივე ვთქვათ 3 თვეზე ერთიდაიგივე ზომა არაა მე რასაც ვუყურებ, ზოგი შედარებით დიდია, ზოგი პატარა. ხარისხი უკარგესი, განსაკუთრებით ორგანული ბამბის რაღაცეები, უსაყვარლესებია ♥️

Posted by: NINA33 18 Aug 2021, 12:05
Kandinskaia
კი ტყუპებს❤️

Posted by: marikoo 18 Aug 2021, 12:48
margarita7
მე თავიდან მტკიოდა რო ვეღარ ვიხრებოდი ყველაფერზე ვიკუზებოდი და ვდგებოდი, აი სპორტ დარბაზში ბუქნებს რო აკეთებენ მასე, ხოდა მტკიოდა კუნთები მარა მერე შევეჩვიე.

Kandinskaia
მე რამდენიმე ნიუ ბორნი გამოვიწერე, 0-3 და 0-6 გამოვიწერე კიდე ბევრი, ერთი კომპლექტი მომეწონა 9 თვისთვის ჰქონდათ და ეგეც გამოვიწერე biggrin.gif ვერ ვიგებდი რა ზომა მინდოდა და ასე აბდაუბდად ვიყიდე. გამოსასვლელები 0-3 თვეზე ვიყიდე იმ ლოგიკით რო არ იქნება ჩემი ბავშვი ძაან დიდი. ხოდა თუ რამე დამაკლდა უცებ ვიყიდი აქვე. აქაც ბევრი მაღაზიებია. ძირითადი რაღაცეები კი მოვიმარაგე

Posted by: Clue 18 Aug 2021, 12:54
Kandinskaia
კარტერსმა ძაან მასიამოვნა, ახლა ველოდები გერბერიდან, პოლზუნკებზე კარგი ფასდაკლებები იყო, ისე ვისაც ბოდეები გინდათ დამატებით შიკ ბებეს აქვს აქცია კარტერსის ბოდეები 5 ცალი 25-27 ლარებში, მე 20 ცალს გადავცდი და ვფიქრობ მეყოფა

Posted by: margarita7 18 Aug 2021, 13:10
marikoo
დავუცდი ერთი-ორი დღე იქნებ გამიაროს, თუარადა დავრეკავ და იმ გეტრებს შევუკვეთავ. იქნებ იმან მიშველოს.

მე ჯერ არაფერი არ მიყიდია და რაღაცეებს რო წერთ სრულიად დაბნეული ვკითხულობ biggrin.gif
რაღაცეებს მომცემენ ახლობლები, ყველას იმდენი ბავშვი ყავს და ვფიქრობ რატო ვიყიდოთქო. არ მაქვს ეგ გართულება რომ აუცილებლად ახალი და ჩაუცმელი უნდა იყოს. არც ვიცი სიმართლე გითხრათ საიდან დავიწყო და რა მინდა. ამიტომ ვარ პირღია biggrin.gif
კონცენტრირებული ვარ მშვიდობით ჩაიაროს ორსულობამ და ამ ყველაფერმა.

Posted by: marikoo 18 Aug 2021, 13:11
Clue
შიკ ბებეს ტანსაცმელიც აქვს? მაღაზიაში თუ ონლაინ?

მე ქუდები, სამკუთხედი წინსაფრები და ნაქსოვი ჯემპრები მინდა. ლამაზი ნაქსოვი ჯემპრები ვერ ვნახე, ალბათ უფრო დიდებისთვის არის. ზარაში კი ვიყიდე ნაქსოვი კომბინიზონი მარა არჩევანი დიდად არ იყო

Posted by: Clue 18 Aug 2021, 13:25
marikoo
ფბ ზე შემომხვდა ლაივი, აღარ გავსულვარ მაღაზიაში
* * *
marikoo
ნაქსოვების გამოწერას ვფიქრობ, აქ მეც ვერაფერი ვნახე, ტანსაცმელი როგორც ასეთი...

Posted by: takotatuli1989 18 Aug 2021, 13:43
Elennee
მე მქონდა ერთი გეპის და ერთი კარტერსის დუტის მედვეჟონკა 6 თვემდე ზომა (თან გეპი როგორც წესი უფრო პატარაახოლმე ვიდრე ზომა აწერია) და ორივე დიდი იყო ძაან ჩემი შვილისთვის მიუხედავად იმისა, რომ 4 კილო დაიბადა და 42 სმ. ჯობია ერთი სამ თვემდე ზომა გქონდეს და ორი თვე გემრიელად იხმარ. მერე გადაიყვანე 6 თვემდე ზომაზე. ეხლა ტყუპიჩებზე 3 თვემდე ზომებს ვფიქრობ უეჭველი direct.asda.com-ზე ვნახე ვარდისფერი და სერი და მომეწონა ორივე სადები იყო სასაცილოები და 11 ფუნტი ღირდა თითო.

ოქტომბერ-ნოემბრის ბავშვებისთვის
მე ესენი მაქვს ჯერ:
NB -ები თითოს 3 ცალი ფეხიანი მთლიანი ჩასაცმელი კოტონის და 5 ბოდე მოკლემკლავიანი, 2 - გრძალმკლავიანი (მაკლია 2 ფეხიანი შარვალი) და გამოსაყვანი საყვარლობა რამე.
0-3 თვემდე - თითოს 4 ცალი კოტონის ფეხიანი ჩასაცმელი, 2 პირსახოცივით რომ არის ნაჭერი ცოტა თბილი ფეხიანი ჩასაცმელი, 5 მოკლემკლავიანი ბოდე და 3 გრძელმკლავიანი, 2 ფეხიანი შარვალი.
+ მაქვს თბილი (შიგნიდან პირსახოცივით რომ არის) კოტონის ნასკები, თხელი ნასკები 3-3 წყვილი თითოს და ქუდები 2-2 კოტონის და თითო ნაქსოვი, წინსაფრები შიდა მხრიდან სქელი პირსახოცივით რომ არის კარგი შეწოვით 3 ცალი თითოსთვის და სადორბლეებს რომ ეძახიან რამდენიმე ცალი.
ვაპირებ 2 ცალი თხელი ფლისის პლედის გამოწერას ალი ექსპრესიდან ძაან მომეწონა ლამაზები იყო. ახალ გაღვიძებულს რო შემოაფარო უბრალოდ იმიტო რო მახსოვს როგორც ვაძინებდი ისევე ჩაცმული მყავდა მერე ხელშიც მასე პატარები, ერთი ბამბის ძაფის ნაქსოვი პლედი მაქვს და ერთი მინდა კიდევ მეორე ტყუპიჩასთვის და ერთი ჩასასმელი საბანი მაქვს და მეორესთვისაც მინდა თბილი, ძაან კარგად ვიხმარე მახსოვს. პილიონკებს შევიმატებ კიდევ.

ხელოვნური კვების ან ბოთლით კვების გამოცდილება არ მქონია პირველ ბავშვზე და რამდენი დამჭირდება არ ვიცი :/ ერთი ავენტის 125მგ/იანი შუშის ბოთლი მაქ ჯერ და 2 სოსკა 2 თვემდე სულ უხმარი. წინსაფრებიც არ ვიცი თუ საკმარისი მაქვს წვეთი არ ამოუღია უფროსს არასდროს. იმედია ესენიც მასე იქნებიან.

Posted by: any_body 18 Aug 2021, 13:45
marimmariami
გვასალია მუშოაბს გაგუაში, ოღონდ შაბათს არა მგონი.

Kandinskaia
არა კნოპკებზეა, ეგ მირჩიეს. ზუსტად ეგ ჰქონდა მეგობარს და აღარ დავიწყე ძიება.
შიგნით ბრეტელებიანს ჩავაცმევ და არამგონია ძაან დასცხეს, ძალიან სქელიც არ ჩანს.
ჰმ-ში მომწონს დათუნია ყურები აქვს მთლიან ჩასაცმელს :დ ჯგუფებში წერდნენ სითი მოლში არისო.
მე მეისი გამოვზიდე biggrin.gif

Posted by: marikoo 18 Aug 2021, 13:45
Clue
QUOTE
ნაქსოვების გამოწერას ვფიქრობ, აქ მეც ვერაფერი ვნახე, ტანსაცმელი როგორც ასეთი

გამოწერას საიდან ფიქრობ?

user posted image
ასეთი რამეები მინდა მე მარა 6 თვემდე აზრი აქვს ყიდვას? ზარას 9თვიდან აქვს ლამაზი რაღაცეები

Posted by: Elennee 18 Aug 2021, 13:48
takotatuli1989
ხო, მეც ვფიქრობ ერთო 0-3 თვე გამოვწერო სასაცილოდ ჩამძვრალი რომ არ იყოს და მერე 3-6 თვე შევმატო.
ახვაცუნდნენ ტვიქსები? ❤ დღეს ჩემია პასიური და აი აღარ შემიძლია ამდენი ნერვიულობა sad.gif რატო იყუსებიან ხოლმე რა
* * *
marikoo
აუ მეც მინდა ესეთები და აქ ვერ ვნახე, ზომები არაა sad.gif ალბათ 3-6 თვეს ვიყიდი მსგავს მაიმუნობებს

Posted by: chogo 18 Aug 2021, 13:54
Gamarjoba gogoebo, gudushaurshi meantan chawera winaswar konsultaciaze roogor xdeba? Rom davreke gudushauris telze pirdapir modio mitxres. Vinmes xom ar gaqvt gamocdileba?

Posted by: lelukaa 18 Aug 2021, 13:59
Clue
marikoo
მეც შემხვდა ეგ ლაივი და რაღაც ეჭვი მეპარება რომ ორიგინალები იყოს, ძაან დახვეწილი რამეები აქვს კარტერსს, მაგათ კიდე ისეთი ზიზილოები აჩვენეს, თან შეფუთვაც არაკარტერსული ჩანს რავი smile.gif

ნაქსოვები და ჯინსები ნახეთ გეპზე, ზოგადად გასაპრანჭი რამეები. კარტერსზე ახალ დამატებულებშიც შემხვდა ნაქსოვები თითქოს.
მაზერქეაში აქვთ კიდე უსაყვარლესი ნაქსოვი რაღაცეები.


Posted by: Clue 18 Aug 2021, 14:05
marikoo
აი ესენი მაქვს დასეივებული კარტერსზე
user posted image
user posted image
user posted image
* * *
marikoo
შენ რომ ფოტო ჩააგდე, მეც ძაან მომწონს, უბრალოდ რასაც ვუყურებ სულ ალი ექსპრესიდან ყიდიან ონლაინ მაღაზიები მსგავს სილამაზეებს და ლაივში არ ვიცი როგორი იქნება, ასევე მეშინია შემადგენლობის და ისევ ამეირიკიდან გამოწერას ვარჩევ, იქნებ მაზერს ქეარმა დადოს რამე ფასდაკლება ამასობაში

Posted by: nopiahopi 18 Aug 2021, 14:18
Clue
ჩემი გამოცდილებით გირჩევ,მთლად ახალშობილზე კაპიშონიანებს არ გირჩევ. ძირითადად ხომ სულ წვანან და კაპიშონზე წოლა მოუხერხებელი მგონია და სულ თავზეც ხომ არ ეხურება. ეს მხოლოდ ჩემი პირადი აზრია biggrin.gif ისე კი ძალიან ლამაზებია smile.gif

Posted by: narkozeli 18 Aug 2021, 14:20
Kandinskaia

გვანც, თუ შეგიძლია გადმოწიე აცრა.. ყოველ დღე იმატებს და იმატებს რისკები. ეს დელტა ზუსტად ორსულებს დაერია ეხლა sad.gif აღარ მინდა აქ ამ თემის გავრცობა მაგრამ სასწრაფოდ უნდა აიცრას ყველა ორსული რა.


საძილე ტომარა 6 თვემდე ძალიან კარგად გამოვიყენე, უმკლავებო მქონდა, "მზეუკა" ასეთი გვერდია ფბ-ზე და იმათ შევუკვეთე. მაზერქეასაც ქონდა, შექმნილია სიყვარულით-შიც იყო.

p.s. ულამაზესი ორსული ხარ love.gif მეორე ადამიანი ხარ ჩემს ნაცნობებში ვისაც ამხელა მუცელი აქვს 23 კვირაზე, პირველი მე ვიყავი biggrin.gif




* * *
Sandra2209
QUOTE
ასეთს ვფიქრობ დივანზე ან სადმე რომ დავდგა და შიგნით ჩავაწვინო ხოლმე, ისე შუადღეს სულ ეტლში ვაძინებდი და მჭირდება თუ არა ვეღარ გავიგე  ნეტა სიდსის მხრივ რამდენად არის რეკომენდირებული?


საწოლში რატომ არ გინდა ჩააწვინო დღისით?
სდს-ის მხრივ არა მგონია სარისკო იყოს პრინციპში.

QUOTE
უკვე მეორედ ვკითხულობ 2015 წლიდან მოყოლებულ მშობიარობის მოგონებებს და ვფიქრობ რა ბედნიერება ეგ თემა რომ არსებობს ფორუმზე <3 <3 <3


ორსულად რომ ვიქნები, წავიკითხო უნდა ისევ love.gif


Posted by: Clue 18 Aug 2021, 14:23
nopiahopi
უი კი არ მიფიქრია, მარტო გარეთ რომ გავიყვან მაშინ თუ ჩავაცმევ, მადლობა ❤️

Posted by: narkozeli 18 Aug 2021, 14:24
Kandinskaia

ბოდეები და ე.წ ზმეიკიანი პოლზუნკები- ეს ორი არის უპრაქტიკულესი რამე ჩვილისთვის. კარტერსი ძალიან კარგი ხარისხია. მოკლედ სწორ გზაზე დგახარ biggrin.gif


Posted by: Clue 18 Aug 2021, 14:25
ახლა დავაკვირდი)))) ყველა კაპიშონიანი ყოფილა biggrin.gif

Posted by: narkozeli 18 Aug 2021, 14:26
Clue

ძააან ლამაზები კია love.gif


გოგოებო, კიდევ ერთი რჩევა. ბევრი გასაპრანჭი რაღაცეები არ იყიდოთ, ბევრი კიარა მინიმალურად იყიდეთ biggrin.gif

მიეძალეთ პრაქტიკულ და ყოველდღიურ რაღაცეებს, ყველაზე მეტი ეგენი გვჭირდება ხოლმე up.gif

Posted by: lelukaa 18 Aug 2021, 14:30
ლაივი ჰმდან biggrin.gif
user posted image

Posted by: klubnika 18 Aug 2021, 14:30
marikoo
Clue
lelukaa
არც მიხვიდეთ შიკ ბებეში
მივედი კი შემომეყიდა უაზროდ
მაგრამ არც ფერები უვარგა, ხარისხი არ ვიცი
მოკლედ ტყუილა გადავყარე ფული
და + არაფერი არ აქვთ
ბოლო რაც იყო 2 შეფუთვა 0-3 თვ. ბოდეები და 3 თვ მაისურები მე წამოვიღე

Posted by: narkozeli 18 Aug 2021, 14:32
lelukaa

ეს გვქონდა ჩვენც love.gif


გოგოებო გადმოდით ახალ თემაში

https://forum.ge/?act=ST&f=97&t=35211577

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)